doc_content
stringlengths
198
410k
fetch_time
stringlengths
19
19
url
stringlengths
13
2.7k
warc_filename
stringlengths
108
123
warc_record_length
float64
1.07k
790k
warc_record_offset
float64
174k
1.3B
ევროპული თამაშების ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125 კგ) რუსეთის ჩეჩენ წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევთან კი დამარცხდა, მაგრამ კარგი ჭიდაობისთვის გულშემატკივართა სიმპათიები დაიმსახურა, ვინაიდან მასზე გაცილებით მძიმე და მაღალ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლა. ფინალის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა. "მადლობა მინდა გადავუხადო ნაკრების მწვრთნელებს, რომ ნდობა გამომიცხადეს და მძიმე წონაში დამაყენეს. მაქსიმალურად ვეცადე, მაგრამ მგონია, მეტი შემიძლია. თუ საშუალება მომეცემა, ამას შემდეგ ტურნირზე აუცილებლად გამოვასწორებ. რამ გამოიწვია ჩემი წაგება? ალბათ, უფრო წონაში სხვაობამ. 102-103 კილოგრამი ვარ და ამდენი ბრძოლის მერე გამიჭირდა. პირველი მედალი მოვიპოვე. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ვგრძნობ, მეტი შემეძლო. გუშინდელი შეხვედრა მძიმე იყო და ცოტა დავიღალე, აღდგენა ვერ მოვასწარი. რაც უნდა იყოს, მძიმე წონაა და დიდი ენერგია დავხარჯე, - განუცხადა მაჭარაშვილმა "პირველ არხს".
2019-10-21 21:14:04
https://sportall.ge/tcidaoba/thavisufali/131024-givi-matcarashvili.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987787444.85/warc/CC-MAIN-20191021194506-20191021222006-00306.warc.gz
28,678
725,705,501
დასრულდა საქართველოს პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც თბილისში 3 დღის განმავლობაში ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის მიმდინარეობდა. ტურნირი პირად და წყვილთა შორის წრიული სისტემით წარიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 – მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა ჭაბუკთა შორის, ბრინჯაოს მედალს პირად შეჯიბრებაში ნინო ბერიძე დაეუფლა, ამავე ასაკში ვერცხლის მედლის მფლობელები წყვილ გოგონათა შორის ნინო ბერიძე და მარი რიჟვაძე, ხოლო შერეულ წყვილში ნინო ბერიძე და ლუკა ბოლვაძე გახდნენ. ახალგაზრდებს შორის პირად შეჯიბრებაში ანრი დევაძე მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა, ამავე ასაკში ვერცხლის მედალი ვაჟთა წყვილში ანრი დევაძე და ანრი ავჯიშვილმა, ხოლო შერეულ წყვილში ანრი დევაძემ და ლინდა ჩიკვაიძემ მოიპოვეს.
2019-03-21 03:16:21
http://mcm.ge/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202484.31/warc/CC-MAIN-20190321030925-20190321052925-00381.warc.gz
22,593
135,406,789
გთავაზობთ შემდეგ იურიდიულ მომსახურებას სისხლის სამართლის მიმართულებით: • სისხლის სამართლის საკითხების სპეციფიკის კლიენტისადმი გაცნობა და სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის სრულყოფილი იურიდიული კონსულტაციების გაწევა; • ორგანიზაციების და კერძო ფიზიკურ პირთა იურიდიული მომსახურება სისხლის სამართლის ნებისმიერ სირთულის მქონე საქმეზე გამოძიებაში და ყველა ინსტანციის სასამართლოებში; • სამართლებრივი დოკუმენტების (ხელშეკრულების, სარჩელის, საჩივრის, შესაგებლის და სხვა) მომზადება; • გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულის დაცვას და მასზე საადვოკატო მომსახურების გაწევა; • ბრალდებულთა და მსჯავდებულთა მონახულებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და საადვოკატო მომსახურების გაწევა. • მოლაპარაკებების წარმოება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. • დაზარალებულის ინტერესების დაცვა გამოძიებაში და სასამართლოში. • სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობა. გარდა ამისა, ჩვენ დავიცავთ კლიენტების ინტერესებს სისხლის სამართლის საქმიდან წარმოშობილ სამოქალაქო დავებზე. დაგვიკავშირდით ნომერზე 599035353 და მიიღეთ კვალიფიციური ადვოკატის მომსახურება.
2019-10-16 22:58:58
https://servisi.gancxadebebi.ge/ka/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-5/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-72/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-_1/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-GEO1080767
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986670928.29/warc/CC-MAIN-20191016213112-20191017000612-00057.warc.gz
17,110
707,313,328
{{"\u10d0\u10ee\u10d0\u10da\u10d8 \u10d0\u10dc\u10d2\u10d0\u10e0\u10d8\u10e8\u10d8".replace('%s', data.sAgencyName)}}რატომ არის მნიშვნელოვანი აქაუნტის შექმნა?თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა: - მართეთ თქვენი შეკვეთების ისტორია - შეინახეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ და გამოიყენეთ იგი შემდგომი შეკვეთისას - შეინახეთ მგზავრის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენეთ იგი შემდგომი შეკვეთისას - შეიძინეთ ბილეთები ყველაზე სწრაფად და მარტივად - მიიღეთ პერსონალური სამოგზაურო შეთავაზებები (ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენს აქაუნტზე, რან ნიშნავს იმას, რომ თქვენ დაზღვეული ხართ ელექტრონული სპამის მიღებისაგან) საწყის გვერდზე დაბრუნებასაწყის გვერდზე დაბრუნებამეტიარ გაქვთ აქაუნტი?
2019-10-22 22:43:01
https://www.fly.ge/mimartulebebi/barcelona-warsaw/dekemberi/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987824701.89/warc/CC-MAIN-20191022205851-20191022233351-00455.warc.gz
20,170
902,617,837
დასაბამით იყო სიტყვა, სიტყვა ღვთის და განგების, და სინათლედ გადაშალა ცამ მზის ფარშავანგები. და ვით ღმერთმა სიტყვით შექმნა ეს სამყარო ნისლიდან, ისე იშვა საქართველოც ღვთიურ ქართულ სიტყვიდან. ენავ დავითიანთა და ენავ ქართლოსიანთა. მოელვარევ სულისდგმად და მახვილად და იმედად, დედა ენავ ხალიბთა და დედა ენავ იბერთა, სადაც ჟამის შეწირვად და ლოცვად აგანთიადდი. და მზე, შენში ჩაკირული, ქართლს სინათლედ მოჰფინე, ოქროპირად აგალობე იოანე-ზოსიმე. შენი ფრთებით ააფრინე რუსთაველის შაირი. ენავ, ჩემი მზის და გზის და ბედისწერის ტრიადავ, ენავ ფარნავაზიანთა, ენავ ქართლოსიანთა, დაცემულსაც შენ აღმადგენ, როგორც ქრისტე - ლაზარეს. მოელვარე სულისდგმად და მახვილად და იმედად, დედაო და თავკიდურო, ფუძის ფუძევ იბერთა, ერთი ხარ და საქართველოც ერთი არის ამქვეყნად! |
2019-03-22 18:06:10
https://www.aura.ge/317-leqsebi-deda-enaze/3807-jansugh-kordzaia--qartuli-enis-sagalobeli.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202688.89/warc/CC-MAIN-20190322180106-20190322202106-00140.warc.gz
20,530
698,107,105
პსჟ-ის მეკარე ჯანლიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, სადაც მისი გუნდი "იუნაიტედთან" 1:3 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, კომენტარი გააკეთა. "ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საშინელი საღამოა და კარიერის ბოლოსკენ მოვლენების მსგავსი განვითარება ნამდვილად არ მსურდა. მინდა, ყველა პარიზელ გულშემატკივარს ჩემი შეცდომის გამო ბოდიში მოვუხადო. მომენტებში კონცენტრაციას ვკარგავდით და ძალიან თვითდაჯერებულნი ვიყავით, რამაც დიდი ალბათობით ეს შედეგი გამოიწვია. ვითამაშებ თუ არა მომდევნო სეზონშიც? არ ვიცი... ამ სეზონის დამთავრების შემდეგ ჩემს ოჯახთან ერთად ყველაფერს გავაანალიზებ და გადაწყვეტილებასაც ასე მივიღებ", - აღნიშნა ბუფონმა. შეგახსენებთ, რომ იტალიელ კიპერს ჩემპიონთა ლიგა კარიერაში არასდროს მოუგია.
2019-10-23 14:02:51
http://sport365.ge/post/2053-gianluiji-buffonis-oficialuri-gancxadeba-itamashebs-tu-ara-momdenvo-sezonshic
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833766.94/warc/CC-MAIN-20191023122219-20191023145719-00440.warc.gz
14,095
173,552,384
თბილისში ნარჩენების დახარისხება დაიწყო და უკვე სეპარაციის 25 სტენდია, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ განათავსონ დახარისხებული ნარჩენები - PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. ინფორმაციას ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი( CENN) ავრცელებს. აღნიშნული ადგილებიდან დახარისხებული ნარჩენის გატანას უზრუნველყოფს კომპანია „სუფთა სამყარო“, რომელიც ნარჩენებს წინასწარ ამუშავებს და აწვდის გადამამუშავებელ კომპანიებს: ქაღალდსა და შუშას ადგილობრივ კომპანიებს, ხოლო პლასტმასას და ალუმინს ექსპორტზე გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში - მათ შორის, თურქეთსა და უკრაინაში. „ნარჩენების დახარისხების სტენდები USAID-ის მხარდაჭერით, CENN-ის პროგრამის – ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II) და თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. საქართველოში წელიწადში 900,000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, ამ ნარჩენების უმეტესი ნაწილი – ორგანული ნარჩენი, ქაღალდი, მეტალისა და პლასტმასის ნარჩენები – გადამუშავებადია. ნარჩენების გადამუშავების შედეგად მცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, იზოგება ბუნებრივი რესურსები და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
2019-03-26 11:01:56
https://www.interpressnews.ge/ka/article/531575-tbilisshi-narchenebis-daxarisxeba-daicqo/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204969.39/warc/CC-MAIN-20190326095131-20190326121131-00451.warc.gz
8,629
781,906,802
2018 წლის 27 სექტემბერს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო საინფორმაციო-სასწავლო კურსის განხორციელება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის. ღონისძიება 8 ოქტომბერს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს, რომლებმაც კენჭისყრის პროცესის უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. სწავლების ცენტრის, შსს აკადემიის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა შეხვედრაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მიაწოდეს ინფორმაცია შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე: საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან თბილისში, შსს აკადემიაში, 8-18 ოქტომბრის პერიოდში მიმდინარეობს. მემორანდუმის ფარგლებში სწავლების ცენტრმა პოლიციელებისთვის ასევე შეიმუშავა დისტანციური სასწავლო პროგრამა, რომელიც არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის მიღების დამატებით რესურსს ქმნის. პროგრამა შსს აკადემიის ელექტრონული სწავლების პორტალსა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
2019-10-19 17:21:17
http://www.electionreforms.ge/geo/list/show/2527-sainformatsio-sastsavlo-kursi-politsielebistvis-archevnebis-usafrtkhoebis-sakitkhebze
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986697439.41/warc/CC-MAIN-20191019164943-20191019192443-00458.warc.gz
8,007
256,381,809
საოცარი სურნელება, იგივე “არომა ბუტიკი”, ნიშური პარფიუმერიის ქსელს წარმოადგენს და მომხმარებლებს საუკეთესო პარფიუმერების მიერ შექმნილი ნიშ სუნამოების მრავალფეროვანი არჩევანით ანებივრებს. რომელი ახალი ბრენდების პრეზენტაცია გაიმართა აღნიშნულ ბუტიკში, იხილეთ ჩვენს სიუჟეტში. ბრენდი აქცენტს გასავითარებელ და ინოვაციურ პროდუქციაზე აკეთებს, ამასთან ერთად „Baby corner"-ის დახლებზე წარმოდგენილია საჭირო და პრაქტიკული ნივთებიც, სულ 1000-ამდე სახეობის პროდუქცია, რომელთა უმეტესობა გონებრივი განვითარებისთვის არის განკუთვნილი. "ლარომ ბუტიკი" კი არის სივრცე, სადაც იმდენად გამორჩეული სუნამოების შეძენის შესაძლებლობა გაქვთ, რომ ის თქვენი ნიშა აუცილებლად გახდება. ეს ხომ ისედაც ცხადია, შეუძლებელია, „ნიშ“ პარფიუმერიის სამყაროში მოგზაურობამ აღტაცებული არ დაგტოვოთ ნუცუბიძის 69-ში გაიხსნა ესთეტიკ პალასის ახალი ფილიალი, სადაც კვალიფიციური პერსონალი მოგემსახურებათ. მრავალფეროვანი არჩევანი, მუდმივად განახლებადი კოლექცია, სასიამოვნო გარემო და რაც მთავარია მისაღები ფასები. ეს თათის ბუტიკია, რომელიც ახლა უკვე გლდანი მოლშიც არის წარმოდგენილი. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ იშოპინგოთ კომფორტულად და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სამოსი თუ აქსესუარი. პრეზენტაციაზე საგაზაფხულო კოლექციების ჩვენება-პრეზენტაცია გაიმართა ისეთი ბრენდების, როგორებიცაა George Piralli და Roli. ოპტიკური კომპანია „რონიკო“ უკვე 23 წლისაა. ამ ხნის მანძილზე ის მომხმარებლის კეთილგანწყობითა და ნდობით სარგებლობს. მუზიკ ბოქსის გადამღები ჯგუფი გალერია თბილისს სტუმრობდა, სადაც მისულებს აურზაური დაგვხვდა. ვერ გაგაკვირვებთ თუ გეტყვით, რომ მომხმარებელი კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნას ზეიმობდა. ახლა ეს კეთილი არსებები, რომლებიც სტუმრების წინაშე თავიანთი შესაძლებლობებით თავს იწონებენ და თქვენი პატარების განწყობაზე დადებითად მოქმედებენ. უკვე შეგიძლიათ, უზნაძის 2 ნომერში ახლად გახნილ ჭიტას ფილიალშიც მოინახულოთ. როდესაც ხარისხზე გვაქვს საუბარი და მის სტანდარტებზე, ყოველთვის ჭიტა გვახსენდება. გვენ სტეფანი, სიარა, ჯესიკა ალბა, ემა სტოუნი - ეს იმ ჰოლივუდელი ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ამერიკულ კოსმეტიკურ ბრენდს REVLON-ს ირჩევენ. ბრენდი უკვე 2 წელია ქართველი ქალბატონების გულის დაპყრობას იოლად ახერხებს, რომელთა კოსმეტიკურ ჩანთებშიც REVLON-ის კოსმეტიკა იოლად მოძებნება. ამჯერად ბრენდმა საქართველოში გაფართოების მიზნით, ისთ-ფონთის ჰოლში კიდევ ერთი სტენდი განათავსა. 21 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმი, "იზი და ჯადოქარი" გამოჩნდება ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო) იზი და ჯადოქარი - ახალი ქართული სათავგადასავლო ფილმის პრემიერა კინოთეატრებში
2019-03-24 08:49:22
http://musicbox.ge/tag/akhali-filiali/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203409.36/warc/CC-MAIN-20190324083551-20190324105551-00239.warc.gz
12,643
138,359,504
რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანება (რუმ. Unirea Republicii Moldova cu România) — ორი დამოუკიდებელი ქვეყნის გაერთიანების იდეა, რომელიც პოპულარული გახდა 80-იანი წლების ბოლოს, სსრკ-ის დაშლის პერიოდში. ორი რუმინულად მოსაუბრე ქვეყნის გაერთიანების მოძრაობის ხელისშემწყობი გახდა 1989 წლის რუმინეთის რევოლუცია და 1991 წელს მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება. იდეა ფართოდაა გავრცელებული რუმინეთში, თუმცა მოლდოვაში მას მხარს მოსახლეობის მცირე ნაწილი უჭერს. გაერთანების მომხრეებს „იუნიონისტებს“ (unioniști) უწოდებენ.
2019-10-15 19:21:12
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660231.30/warc/CC-MAIN-20191015182235-20191015205735-00379.warc.gz
14,100
547,522,950
ეს არის უცნაური ამბების კრებული, მე რომ წავიკითხე გავოცდი. დატოვეთ კომენტარი! 1 ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთი არის ენა 2 ღორს აქვს ნახევარ საათიანი ორგაზმი 3 სტასისტიკურად ადამიანს ობობის უფრო მეტად ეშინია ვიდრე სიკვდილის 4 ყველა თეთრი დათვი არის ცაცია 5 ნიანგს არ შეუძლია ენის გამოყოფა 6 პეპელას ფეხებში აქვს გემოს გრძნობა. 7 ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს 9 დღე თავის გარეშე. (ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს) 8 თვალ ღია ვერასდროს ვერ დააცემინებ 9 გულის კუნთებს, იმდენად დიდი ძალა აქვს რომ, შეუძლია სისხლი გადაასხას 10 მეტრზე. 10. 111,111,111 რომ გავამრავლოთ 111,111,111 მივიღებთ: 12345678987654321 11 ზამთარში ნიანგი ქვებს ყლაპავს რომ როცა ძინავს წყლის ფსკერზე – ზედაპირზე არ ამოტივტივდეს. 12 საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანები. 13 ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ გამოიძახოს ძაღლი როგორც მოწმე. 14 “Reastaurant” არის სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად წერენ შეცდომით საძიებო სისტემებში 15 Yahoo იშიფრება როგორც “Yet Another Hierarchical Officious Oracle” ანუ ქართულად “კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება”.
2019-10-23 13:05:43
https://ucnauri.com/9531/%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833766.94/warc/CC-MAIN-20191023122219-20191023145719-00399.warc.gz
19,856
741,227,706
მეორე მხრივ - დიდი შესაძლებლობა შეინახოთ კარადები საბარგულში ათი წლის წინ, ბევრი ჩვენი თანამემამულე გაოცებული იყო: მეორე მხრივ, რა არის ეს? ერთ-ერთ მაღაზიაში მიდიხარ და დაბალი ფასებით გაკვირვებული, ხალხმრავლებმა იყიდა ნივთები. მაგრამ რა იყო იმედგაცრუება ყველაზე მეტად მათ, როდესაც გამყიდველი აცნობეს მათ, რომ ვინმე უკვე აცვია ამ ტანსაცმელი ... ევროპასა და ამერიკაში, მეორე მხრივ, უკვე დიდი ხანია აბსოლუტურად ადეკვატურია, მაგრამ ბევრი რუსების აზრი კვლავ უცვლელი რჩება რა არის ეს "მეორე ხელი"? ყველა თანამედროვე აბონენტი პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: პირველი აღფრთოვანებით უყურებს უთვალაურ ჰანერს პენსიების ფასდაუდებელ თასზე, მეორე ნახევარი კი ასეთი რამის მაღაზიის ნიშნის დანახვაზე. ევროპასა და ამერიკაში, მეორე მხრივ, უკვე დიდი ხანია აბსოლუტურად ადეკვატურია, მაგრამ ბევრი რუსების აზრი კვლავ უარყოფითია. მათი აზრით, ასეთ ადგილებში მხოლოდ ბინძური, ცუდი ხარისხის და ძალიან იაფი ტანსაცმელი იყიდება. თუმცა, მიუხედავად ასეთი დიდი რაოდენობით უარყოფითი მიმოხილვა, მეორე მხრივ მაღაზიებში იზრდება, როგორიცაა სოკო შემდეგ წვიმა. მოდი ვნახოთ, თუ ამ ფასად ყიდულობს ფასებს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ყურადღება და რამდენად გასაგებია ასეთი ღირებულება. მეორეს მხრივ, წინა სეზონის კოლექციების გაყიდვები გაიყიდება, ისინი აღარ არიან განსაკუთრებული ფასეულობა მოდის სამყაროსთვის. მეორე მხრივ, ხშირად რთულია ტანსაცმლის მაღაზიებში. მართლაც, მათ შორის ბევრი საერთოა და ხანდახან ძნელია განსაზღვროს ზღვარი. მაგრამ ე.წ. რთველის - ეს არის ის, რაც პოპულარული იყო გასული საუკუნეებით. იმისათვის, რომ რამე უნდა გაიაროს ეს წოდება, ის უნდა გადარჩეს მინიმუმ 30 წლის განმავლობაში. არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი - outfit უნდა ასახავდეს მოდის ტენდენციები მისი დრო. მეორე მხრივ, გასული სეზონის კოლექციები ასევე გაიყიდა და ისინი აღარ არიან სპეციალური ფასეულობა მოდის სამყაროსთვის. როგორც წესი ეს ყველაფერი განკუთვნილია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეორე მხრივ ადვილად დაბნეულია მეურნეობის მაღაზია. საღამოს და საზეიმო ჩაცმულობით, საქორწილო კაბები და მამაკაცის ტუქსიდები აქ უფრო ხშირად იყიდება. ჩვენი პროდუქციის კომისია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების, მაღაზიის გაყიდვას და კლიენტებს გარკვეულ პროცენტებს იხდის. ასევე არსებობს საფონდო მაღაზიები, რომლებიც ხშირად დაბნეულია მეორე ხელით. მაგრამ აქ ვსაუბრობთ ახალი რამ, რომ ძირითადი ტანსაცმელი მწარმოებლები ვერ გააცნობიერებენ. ეს მაღაზიები იყიდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, სახლის ქსოვილები უნდა ითქვას, რომ ეს მაღაზიები დიდი გზაა ნომინალური მოსაკრებლის მოსაძებნად. ზოგჯერ მათში გაყიდული ნივთების ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ბუტიკები და შოურუმები. აქ არის რამდენიმე ფაქტი მაღაზიების შესახებ, რომლებიც გამოიყენება გაყიდული ნივთების შესახებ: - ნახევარზე მეტი მყიდველები ეძებენ ძირითად საკითხებს აქ და მხოლოდ უმცირესობათა ადამიანი აქ შემოდის ძიებაში უნიკალური და ორიგინალური კოსტიუმები. აქ შეგიძლიათ იპოვოთ უჩვეულო მჟავა ფერადი ქურთუკი, 60-70 წლის კაბები, ტანსაცმელი და ბრენდირებული ფირმები წარსულის კოლექციიდან. - მასობრივი ბაზრებზე ვაჭრობა ყოველთვის არ ყოფილა უზარმაზარი ხარისხი, ხოლო მეორე ხელსაწყოები ზოგჯერ ემსახურებიან თავიანთ ოსტატებს ერთი წლის განმავლობაში. - ახლა მხოლოდ ამ მაღაზიებში შეგიძლიათ ძველ ჯინსები ლევიდან, თავდაპირველად ბელგიისა და ინგლისიდან, ლაკოსტისა და ბარბერისგან. ეს კოსტიუმები ყოველთვის ექნება სრულ შესაბამისობას და უნიკალურ ხარისხს, რომელიც განასხვავებს ამ მსოფლიოში ცნობილ მწარმოებლებს. - კოსტიუმები, რომლებიც ატარებდნენ 20-30 წლის წინ, თანდათანობით მოდის მოდის, უფრო სწორად, ამ სტილის დაბრუნებას. ეს ნიშნავს, რომ ასეთი რამ შეიძლება იყოს ნახმარი. - არ ინერვიულოთ პოტენციური ინფექცია სოკოებით ან ლიქტით. ტანსაცმლის მაღაზიებში განთავსებამდე, ისინი სადეზინფექციო გაზის მკურნალობას ექვემდებარებიან. ახლა მხოლოდ ამ მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ ძველ ჯინსები ლევიდან, თავდაპირველად ბელგიიდან ან ინგლისიდან, ლაკაოსტიდან და ბარბერიდან - ზოგჯერ შეგიძლიათ მოიძიოთ ლაქები ქურთუკზე, და ის ფაქტი, რომ რამე ხშირად გათიშულია და არაფერი თქვა. მაგრამ მას შემდეგ, რაც fumigation, თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ საშიში ვირუსები. უბრალოდ დაიბანეთ შეძენა, როგორც ახალი რამ. - ძნელია იმის თქმა, ვინ იყო ზუსტად ეს ყველაფერი თქვენს წინაშე, ამბავი მდუმარე იყო ამის შესახებ. მაგრამ, ალბათ, ყველაზე მტკივნეულნი იქნებიან იმით, რომ ტანსაცმელი მოდის რუსეთში, ძირითადად, ახლო და შორეულ ქვეყნებში. მაღაზიებში სტუმრებს შორის შეგიძლიათ სხვადასხვა ადამიანებთან შეხვედრა. ზოგი მოდის უიმედობისა და უკიდურესი საჭიროებისგან, ახალი ტანსაცმლის შეძენის გარეშე, სხვები კი უბრალოდ გადარჩენა სურთ, სხვები კი აქ მოდიან იმ იმედით, რომ ნამდვილად ვერ იპოვნიან რაღაცას, რაც არ უნდა იყოს შეძენილი ჩვეულებრივი შოურუმში. ეს უკანასკნელი კატეგორიაში შედის ისეთებიც, ვისაც სურს საკუთარი სტილის შექმნა, ვიდრე ბრმად დაიცვას უკანასკნელი მოდის ტენდენციები. მასობრივი ბაზრის განვითარების ეპოქაში ადამიანები შეესაბამება იმავე ტიპის ტანსაცმლის ნიმუშებსა და მასალებს. მაგრამ ჩვენს შორის არიან ისეთებიც, ვინც გვინდა გამოირჩეოდნენ ერიდან, ხაზი გაუსვას მათ ინდივიდუალობას და უნიკალურ სტილს. ხშირად მეორადი ტანსაცმელი შეგიძლიათ იპოვოთ უცხოური ბრენდების ტანსაცმელი, რომელიც არ არის გაყიდული რუსეთში, რისთვისაც თანამედროვე "dandies" ნადირობს. ამ მაღაზიებში მოდიან და ვინც ეძებს რთულ პროდუქტებს. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ცდილობენ ძნელია შეგიძლიათ უამრავი outfits და რა ეკუთვნის კატეგორიას "რეტრო". ბევრი მოდის აქ იმედით იპოვოს რაღაც ნამდვილად ღირს, რაღაც რომ არ შეიძლება შეიძინა ჩვეულებრივი შოურუმში. ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც მეორე მხრივ მოდიან, ეძებენ თბილი იატაკებს ბუნებრივი მასალისგან. ხანდაზმულებშიც კი არიან ისიც, რომ 30-40 წლის წინ დიდი ფულით ადიდას ან ლევის ყიდულობდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირში მწირი იყო, "ტანსაცმელი". მათ, ვინც, როგორც ახლა არის მოდური, "თემას". მეორე მხრივ, შესანიშნავი ადგილია ასეთი კოსტიუმების მოსაძებნად. ერთი ასეთი შედეგი შეიძლება იყოს 90-იანი წლების ნათელი ქურთუკი, რომელიც შეიძლება ატარებდეს ამერიკელ ან ბრაზილიელ ქალს. თუ კარგ სული ხართ და მაინც გადაწყვიტა, რომ ყველა ეჭვი დამეორე და წავიდე მეორე მხარეს, მოშორებით უარყოფითი აზრები და ყველა სახის ცრურწმენა პირველი. ჩვენ მზად ვართ მისცეს რამდენიმე ღირებული რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, როგორც დამწყები, შეიძინოთ მაღალი ხარისხის და ორიგინალური ნივთის მაღაზიაში. - მზად იყავი ყველაფრის გასაკეთებლად. ჩვეულებრივ ასეთ მაღაზიებში ძნელია იპოვოთ ორი იდენტური პროდუქტი და ყიდვის დაწყებამდე თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ეცვა თქვენთვის. - მეზობლების გულშემატკივრებმა დიდი ხნის მანძილზე გაიგეს, რომ საჭიროა არასასურველი სკრინინგი და ძვირფასი იპოვონ. მაგრამ ახალბედა ამ ჯიშის ძალიან რთულია მესმის, ასე რომ პირველი ლაშქრობა თქვენ უნდა ჰქონდეს მეგობრები, რომლებიც უკეთესი მოდის და აქვს დახვეწილი გემო. - არ დაიბანოთ ყველაფრის შეძენა. ტანსაცმლის დაბალი ღირებულება შეუძლია ნებისმიერი მონადირისთვის დახარჯოს ყველაფრისთვის იაფი, ხოლო ჭურჭელში შეგიძლიათ შეაგროვოთ დიდი რაოდენობით. მოგზაურობის დროს, შფოთვა ჩაცხრება და დაბრუნდება საკუთარ სამზარეულოში, შეიძლება ძალიან იმედგაცრუებული იყოს შეძენაში. იმავდროულად, ტანსაცმლის მაღაზიაში ვერ დაბრუნდება. პირველი ლაშქრობის შემდეგ თქვენ უნდა წარმოადგინოს მეგობარ რომლებიც უკეთ გათვითცნობიერებულნი მოდის და აქვს დახვეწილი გემო, ისევე როგორც ორიენტი თავს ფართები მეორე სხვათა შორის, ზოგიერთ მეორე მაღაზიაში გაყიდულია ახალი ნივთები, რომლებიც მათ მფლობელებს იპოვეს, მაგრამ არასდროს არ აყენებდნენ. აქ არის რამოდენიმე ნიშანი, რომ არავინ ეცვა ტანსაცმელი, რომელიც მომეწონა: - ეტიკეტის მხარეს შიგნიდან სამკერვალო უნდა იყოს ხელუხლებელი. გასაგები წერილები და ნიშნები მიუთითებს, რომ ის არასოდეს წაიშალა. - ყურადღება მიაქციეთ კეფის სიახლოვეს, შარდისა და კალთებიდან საპირისპირო მხარეს. გრძელვადიანი გამოყენების ჩაცმულობით, მარცვლები და scuffs გამოჩნდება seams, რომელიც თავისთავად მიუთითებს, რომ ეს საკითხი არა ერთხელ. - ახალი ტანსაცმლის არ აქვს დამახასიათებელი armpit rubbing in armpits, გადაჭიმული მუხლებზე და მუხლები. თუმცა, თუმცა, კვლავ აღმოაჩინა რიგი თვისებები, რომლებიც თან ახლავს ნახმარი კოსტიუმები, მაგრამ მაინც გადაწყვიტა შეძენა, ყურადღებით შეამოწმოს ქსოვილის თემაზე stains. ხანდახან ნათელი ნიმუში და რთული ორნამენტები ყურადღებას ამახვილებს ყურადღებას და მალავს დაბინძურებას, ასე რომ პროდუქტიული ძებნისთვის უმჯობესია ჩაცმულობის შიგნიდან გადატანა. მთავარია, რომ ყველა დროს უნდა გააკეთოთ საინტერესო მოდელი, რომ ფრთხილად გამოკვლევა ჩაატაროთ. არ იყოს ზარმაცი, რომ გამოიყურებოდეს ყველა დეტალს სტილი. ზოგჯერ ნებისმიერი ჩხვლეტის ან უმნიშვნელო ზიანის ქსოვილის შეიძლება რადიკალურად შეცვალოს აზრი კაბა, და, რომელმაც აღმოაჩინა ასეთი შეშფოთების სახლში, რაც სავარაუდოდ დააგდეს ნაგვის. თუ გსურთ ყველა სახის კალთები და კაბები, მეორე მხრივ, როგორც ჩანს, თქვენ სამოთხე სამოთხეში. ეს ყველაფერი, როგორც წესი, არ არის ხანგრძლივი და არაჯეროვნად, ამიტომ მათი ხარისხი არ განიცდიან. თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ შესაფერისი სტილი და გადადით მოლარეზე. თუ გსურთ ყველა სახის კალთები და კაბები, მეორე მხრივ, როგორც ჩანს, თქვენ სამოთხე სამოთხეში. ეს ყველაფერი, როგორც წესი, არ არის ხანგრძლივი და არაჯეროვნად, ამიტომ მათი ხარისხი არ განიცდიან. მეორე მხრივ, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ უზარმაზარი თანხა ძვირადღირებული კაშმირიდან ან tweed. ნუ გამოიქცევით გასაოცარია სვიტერებისა და სვიტერების შეძენაზე, რომელიც ასეთ მაღაზიაში შეგიძლიათ იპოვოთ მაღალხარისხიანი მოდელები, რომლებიც საჭიროა მხოლოდ გაწმენდილი შედეგიდან. მეორადი ნივთები შეიძინა მეორე მხრივ სუნის მოშორების მიზნით, დიპლომატი შეიძინა ტანსაცმელს ამონიისა და წყლის ამოხსნაში. In კონტეინერი 5 ლიტრი დაასხით 20 მლ. ალკოჰოლი. დიდი ხნის განმავლობაში, 100 მლ გაზრდის. შემადგენლობა 10 ლიტრ წყალში. თუ პროდუქტი დამზადებულია ბუნებრივი მასალისაგან, 30 წუთი საკმარისია და 6 სთ-მდე დასჭირდება სინთეზიდან სუნის მოშორების მიზნით. შემდეგ პროცედურა, დაიბანეთ რამ ფხვნილი და გათიშეთ მათ შევიდა სუფთა ჰაერი. თუ იყიდით პატარა ბავშვს, პირველი გაცნობა უნდა იყოს მოკლე. ტანსაცმლის კონტაქტის შემდეგ, შეამოწმეთ თქვენი ბავშვის კანის ალერგიული გამონაყარი. სუნის მოშორების მიზნით, დიპლომატი შეიძინა ტანსაცმელს ამონიისა და წყლის ამოხსნაში მეორეხარისხოვანი მაღაზიები ხანდახან სიცოცხლის ხანგრძლივობაა, ვისაც ჩვეულებრივი ბუტიკების კარადები არ აქვს. ეს არის დიდი გზა გადარჩენა ფული მათთვის, ვისი ბიუჯეტი ძალიან შეზღუდულია მიერ ხარჯვის ძალიან ბევრი სხვა საჭიროებებს. არა მხოლოდ ნივთები ყოველდღიური კარადები ვაპირებთ მეორადი ტანსაცმელი. ქსოვების ქსოვილში შეგიძლიათ აირჩიოთ რეალურად მაღალი ხარისხის ტანსაცმელი და მსოფლიო რეპუტაცია. სხვათა შორის, მათთვის, ვისაც სურს ექსკლუზიური შესყიდვები დაბალ ფასად, არსებობს სპეციალიზებული ბრენდი მეორე ხელი. აქ ისინი მსოფლიოს ყველაფერს აგზავნიან, რაც fashionistas- მა გასულ წლებში ცნობილი დიზაინერების კოლექციებს აძლევს. არ შეაშფოთა ტანსაცმელი ამ მაღაზიებიდან. დიახ, ხანდახან მათი მდგომარეობა შემაშფოთებელია და ცრემლსადენი ტანსაცმლის მიღმა ჩხვლეტდება, მაგრამ ყველა მრავალფეროვნებაში თქვენ აუცილებლად იპოვით კოსტიუმებს, აღადგინონ გამოჩენა, რომელთა საშუალებითაც მხოლოდ სარეცხი მანქანა და რკინის ხელი უნდა იყოს. ბევრ ადამიანს აწუხებს სხვა ადამიანების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ პარაზიტებსა და სოკოებს თავიანთი ტანსაცმლით ინახება. ეს არის fallacy. მაღაზიაში შესვლამდე, კოსტიუმები დამუშავდება, ამიტომ ინფექციის რისკი მინიმალურია. მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს ექსკლუზიური შესყიდვები დაბალ ფასად, არსებობს სპეციალური ბრენდი მეორე მხრივ ცალკეული ელემენტია ინტერნეტ-მაღაზიის მეორე მხარის უზრუნველყოფა. უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ქსელში საქონლის შეძენა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ზოგჯერ არაკეთილსინდისიერი მფლობელები ასეთი რესურსების ყველა სახის ხრიკებზე მიდიან. ფოტოდან ძნელია განვსაზღვროთ მდგომარეობა, როგორც ძნელია დაბრუნების შემდეგ მაღაზიაში შეძენა.
2019-10-16 17:59:07
https://ka.p-ifashion.com/1315-second-hand-what-is-it-dear-things-for-a-penny.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986669057.0/warc/CC-MAIN-20191016163146-20191016190646-00230.warc.gz
15,970
556,835,952
"რადგან გახარია არ გადადგა, გადავდექი მე" - ხულორდავას თანაშემწემ პოსტი დატოვა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მარიკა კირვალიძემ რუსთავი 2-ს უთხრა. "ამ დარბევების შემდეგ, ბავშვები რომ დააბრმავეს, მეორე დღეს ველოდებოდი შესაბამის განცხადებებს ყველასგან, რომ ვერ მოვისმინე, უკვე დღის მეორე ნახევარში გადავწყვიტე, რომ აქ ვეღარ გავჩერდებოდი, ვეღარ ვიმუშავებდი. მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა, რომ ბატონი ირაკლი გადამდგარიყო, ბატონ ქუცნაშვილისთვის ჩამოერთმიათ მანდატი, მაგრამ მინდოდა, რომ ეს დროულად მომხდარიყო. ველოდი იმას, რომ ბევრი უნდა გადამდგარიყო და უარი ეთქვა თანამდებობებზე, პირველ რიგში, ველოდებოდი ჩემი ფავორიტი მინისტრისგან, ბატონი გახარიასგან, რომ გადადგებოდა ამ მოვლენების შემდეგ, რადგან ეს არ მოხდა, გადავდექი მე" - უთხრა კირვალიძემ რუსთავი 2-ს. 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლისას 160 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - აქამდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 სამართალდამცველი. უკვე ოთხი დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება. მათი მოთხოვნებია შს მინისტრის გადადგომა, აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება, იმ პოლიციელების დასჯა, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს და მომდევნო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უკვე დააანონსა - ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნებზე გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა, ასევე, საარჩევნო ბარიერი. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებამოსილება შეუჩერა აქციის დაშლაში მონაწილე 10 სპეცრაზმელს. შსს-ს ცნობით, ორი სამართალდამცველის ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და საქმის მასალები პროკურატურას გადაუგზავნეს. თავის მხრივ, პროკურატურის განცხადებით, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს.
2019-10-24 05:39:13
http://www.tabula.ge/ge/story/151164-radgan-gaxaria-ar-gadadga-gadavdeqi-me-xulordavas-tanashemtsem-posti-datova
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987841291.79/warc/CC-MAIN-20191024040131-20191024063631-00142.warc.gz
13,632
311,798,377
მწვანე ალტერნატივა ითხოვს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობსა, რომლითაც დარიალი-ჰესის მშენებლობის პროექტზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. მოწინააღმდეგე მხარე: გარემოს დაცვის სამინისტრო; მესამე პირები: სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და სს „დარიალი ენერჯი“; დარიალი-ჰესის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს მდ. თერგის ხეობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. პროექტს ახორციელებს კომპანია „დარიალი ენერჯი“. პროექტი ითვალისწინებს მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის – 90%-ის – სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას; 8 კმ-იან მონაკვეთზე მდინარეში დარჩება მხოლოდ საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%. პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ნაწილს მოეხსნა დაცული ტერიტორიის სტატუსი. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას. გარემოს დაცვის სამინისტრომ არ მისცა მწვანე ალტერნატივას დარიალი-ჰესის მშენებლობის პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და "გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ" ორჰუსის კონვენციის მოთხოვნები. 2012 წლის 30 იანვარს მწვანე ალტერნატივამ შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მინისტრის ბრძანების გაუქმება, რომლითაც დამტკიცდა კანონდარღვევით მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, 2012 წლის თებერვალში გაირკვა, რომ გასაჩივრებული ბრძანებით გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა შეცვლილ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ჰესის მშენებლობისათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებში არსებული ტერიტორიის გამოყენებას. ამის გათვალისწინებით, მწვანე ალტერნატივას 2013 წლის 1 მარტს სასამართლოს დაზუსტებული სარჩელი წარუდგინა და დამატებით მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონთან, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან და “საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ““ საქართველოს კანონთან შესაბამისობის გამოკვლევა. საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მწვანე ალტერნტატივას ჩართვის ხელშეშლის ფაქტზე. სასამართლომ გაიზიარა მწვანე ალტერნატივას მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით დაირღვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მაგრამ ვინაიდან მას შემდეგ კანონში შევიდა ცვლილება და ჰესის მშენებლობისათვის გამოყოფილ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერირიტორიას მოეხსნა დაცული ტერიტორიის სტატუსი, სასამართლომ მიიჩია, რომ სარჩელის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობდა კანონთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა და მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის შესაგებელი მწვანე ალტერნატივას პოზიცია მხარეების შესაგებლებთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივას პოზიცია სს „დარიალი ენერჯის“ წარმოდგენილ მოსაზრებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს სხდომების ოქმები: 05.09.2012, 26.09.2012, 24.10.2012, 07.11.2012, 14.11.2012, 22.11.2012, 29.11.2012, 06.12.2012, 14.12.2012 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (თავმჯდომარე – ნანა ჭიჭილეიშვილი, მოსამართლეები – თეა ძიმისტარაშვილი და თეა თადაშვილი) 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 2013 წლის 12 თებერვალს მწვანე ალტერნატივამ საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოიოთხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (თავმჯდომარე – მაია ვაჩაძე, მოსამართლეები – ლევან მურუსიძე და ნუგზარ სხირტლაძე) 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
2019-10-19 05:58:42
http://greenalt.org/disputes_complaints/%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986688826.38/warc/CC-MAIN-20191019040458-20191019063958-00406.warc.gz
16,154
80,893,368
რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის -უკვე 5 წელია მაქვს დაბალი სიცხეები 37-37.4.მანტუს სინჯმა აჩვენა 15მმ.ფილტვის რეტგენის მიხედვით არანაირი ტუბერკულიოზის ნიშნები არ არის.ხველა არ მაქვს,ოფლიანობა არ მაქვს.შეიძლება მარტო მანტუს სინჯით ვიმსჯელოთ ტუბერკულიოზის არსებობაზე?მითხრეს რომ სეფსისის ცენტრში არის რაღაც აპარატი, რომელიც სისხლით სინჯავს ტუბერკულიოზსო.თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია,რამდენად უტყუარია ეს აპარატი?თუ შეიძლება იყოს ორგანიზმში ტუბერკულიოზი და რედგენში არ გამოჩნდეს? -აპარატის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობთ. რაც შეეხება მანტუს სინჯის პასუხს, შესაძლოა ორგანიზმში გააქტიურებული იყოს მიკობაქტერია და პათოლოგიური პროცესის საწყის ეტაპზე ეს რენტგენოგრაფიული კვლევისას არ გამოვლინდეს.
2019-10-23 02:03:21
https://mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=92969
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987828425.99/warc/CC-MAIN-20191023015841-20191023043341-00554.warc.gz
29,170
587,318,188
თბილისი (BPI) -“აჭარაში ტურიზმი ერთ-ერთი ძირითადი სექტორია. ინვესტორების ინტერესი დიდია და ეკონომიკური განვითარების ჩვენი ხედვა სხვა სფეროებთან ერთად სწორედ ტურიზმისუფრო გაძლიერებას გულისხმობს“ – ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ვალონიის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. ოფიციალურ შეხვედრაზე მინისტრმა ვალონიის ტურიზმის სამსახურის უფროსის მოადგილეს პიერ კოენეგრაჩის და ტურიზმის ექსპერტს მიშელ ჟანოვსკს აჭარის ეკონომიკური და საინვესტიციო პროცესები გააცნო. მხარეებმა აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტების პერესპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აჭარასა და ვალონიას შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობა, ორმხრივი პირდაპრი ფრენების საკითხი და უძრავი ქონების პრივატიზების თემა განიხილეს. ბოკერიამ წულუკიანს რეცეპტი „ვერ გამოუწერა“ თბილისი (BPI) – “გიგებო და გიგიებო“, – თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას რუსეთთან ურთიერთობის საქართველოს სასარგებლოდ …
2019-03-23 02:51:58
http://bpi.ge/jaba-futkaradze-ekonomikuri-ganvitarebis-chveni-khedva-turizmis-kidev-ufro-gadzlierebas-guliskhmobs/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202711.3/warc/CC-MAIN-20190323020538-20190323042538-00094.warc.gz
12,402
30,139,042
მოგესალმებით ჩემს ბლოგზე! შევეცდები სასიამოვნო გარემო შეგიქმნათ | ჩვენ გთავაზობთ სახლებისა და ოფისების:პროექტირებას,მშენებლობა,რემონტს,ავეჯის,კარების დამზადებას | იპოვე შენი საიტი აქ ყველაფერია;კინოები,თამაშები,სურათები,ცნობარი,ყიდვა-გაყიდვა,ვაკანსიები, და ა.შ. | ტურისტული სააგენტო Angel Tour გთავაზობთ საუკეთესო ტურებს საქართველოში და სომხეთში | ჰოსტინგი » სერვერები » დომენები » სერთიფიკატებთ | ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიო ამბები,PR სიახლეები,მოზაიკა,ბრენდ ინფო,ბიზნეს პერსონა,კრეატივი,ყველაფერი ერთ საიტზე! | შეარჩიე სასურველი ადგილი, გაატარე დაუვიწყარი დრო | ლონდონის ჩელსის ფან საიტჰ | საქათველოს ცენტრალური სისხლის ბანკი |
2019-10-23 20:03:05
https://www.top.ge/h/65802
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987835748.66/warc/CC-MAIN-20191023173708-20191023201208-00115.warc.gz
10,245
1,128,131,334
მოლდოვის დემოკრატიულ პარტიაში ადასტურებენ, რომ მათმა ლიდერმა, ოლიგარქმა ვლადიმერ ჰლაჰოტნიუკმა ქვეყანა დატოვა. გაერთიანების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის შვეიცარიაში ოჯახთან გაემგზავრა. პარტიაში მედიას მოუწოდეს, თავი შეიკავოს ამ საკითხზე სპეკულაციისგან, რადგან ოლიგარქმა მოლდოვა მხოლოდ რამდენიმე დღით დატოვა. დემოკრატიული პარტიის მთავრობის დაშლის შემდეგ კიშინიოვის აეროპორტიდან რამდენიმე კერძო თვითმფრინავი აფრინდა. ისინი მოსკოვში, ოდესაში და ასევე, ლონდონში დაეშვნენ. შესრულდა 5 ჩარტერული რეისი სტამბოლის მიმართულებითაც.
2019-10-16 01:07:52
http://web1.rustavi2.ge/ka/news/136024
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660829.5/warc/CC-MAIN-20191015231925-20191016015425-00518.warc.gz
10,374
197,104,417
საქსტატის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 4.7 % შეადგინა, რაც მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 % შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მაისში ყველაზე მეტად – 21.1%-ით ფასები თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფის პროდუქტებზე გაიზარდა. სურსათის ფასების წლიურმა ზრდამ კი 7.9% შეადგინა. უფრო კონკრეტულად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (33.7 პროცენტი), თევზეული (13.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.2 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-19.9 პროცენტი). ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.6 პროცენტი). ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი). დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 4.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.4 პროცენტი). ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3 პროცენტით, რაც 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.6 პროცენტი).
2019-10-21 00:31:01
http://www.ttimes.ge/archives/104180
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987750110.78/warc/CC-MAIN-20191020233245-20191021020745-00229.warc.gz
16,197
329,417,092
„ნასას“ რობოტმა InSight-მა დედამიწას ისტორიული აუდიოჩანაწერი გამოუგზავნა. ეს არის მარსის ქარის ხმა, რომელიც წითელ პლანეტაზე, დაახლოებით, 20-25 კილომეტრი საათში სიჩქარით ქრის. ჩანაწერი NASA-ს ლაბორატორიის ოფიციალურ YouTube-არხზე გამოქვეყნდა. კვლევით სადგურზე სეისმოგრაფმა მზის პანელების რხევა დააფიქსირა. თავიდან ხმები არ ისმოდა და სპეციალისტებმა თვალსაჩინოებისთვის სიხშირე 2 ოქტავით გააძლიერეს. ქარი სხვა ხელსაწყომ – ჰაერის წნევის სენსორმაც დააფიქსირა. ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
2019-03-23 19:23:22
http://www.doctrina.ge/nasa-%E1%83%9B-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202924.93/warc/CC-MAIN-20190323181713-20190323203713-00258.warc.gz
26,216
263,097,345
12.04.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) მესამე ვიცე-სპიკერს იზაბელ დინგიზიანს შეხვდა. შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. ასევე, ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კერძოდ, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო პერსპექტივებს. იზაბელ დინგიზიანმა ხაზგასმით აღნიშნა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმები. აღნიშნა, რომ შვედეთი, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე შესაბამისი რეფორმების გატარებას. ვახტანგ მახარობლიშვილი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ ურთულეს ვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკულ ფაქტზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკას ემსხვერპლა. ამასთან, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და ხაზი გაუსვა ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. მესამე ვიცე-სპიკერმა, თავის მხრივ, დაგმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და კიდევ ერთხელ გამოხატა შვედეთის სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
2019-03-24 09:13:34
http://mfa.gov.ge/News/vakhtang-makharoblishvili-shvedetis-parlamentis-me.aspx?CatID=5
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203409.36/warc/CC-MAIN-20190324083551-20190324105551-00126.warc.gz
16,767
129,189,343
პომპეო: აშშ-ს თურქეთისთვის მწვანე შუქი არ აუნთია "შეერთებულ შტატებს თურქეთისთვის მწვანე შუქი არ აუნთია," - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაიცვა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარის გამოყვანის შესახებ. პომპეოს თქმით, ტრამპისა და ერდოღანის სატელეფონო საუბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ აშშ-ის ჯარი საფრთხეში იქნებოდა და პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისინი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ თურქებს ლეგიტიმურად ჰქონდათ უსაფრთხოების პრობლემები და მათი სამხრეთით ტერორისტული საფრთხე იყო. სახელმწიფო მდივანმა უარყო სენატორების კრიტიკა, რომ აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანას, შესაძლოა, ISIS-ის ხელახალი გაჩენა მოჰყოლოდა და ამ საფრთხისგან თავის ასარიდებლად მუშაობას აგრძელებდნენ. "პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ხალიფატის გადასაგდებად კამპანიას დავიწყებდით და ამაში წარმატება მივაღწიეთ... გახსოვდეთ სად ვიყავით, როდესაც ეს ადმინისტრაცია მოვიდა და ახლა განგვსაჯეთ ჩვენი შედეგებით," - თქვა პომპეომ. ამავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ ქურთები აშშ-ს მეორე მსოფლიო ომში არ დახმარებიან - "[ქურთები] მეორე მსოფლიო ომში არ დაგვხმარებიან, მაგალითად, ნორმანდიაში არ დაგვხმარებიან - ისინი ბრძოლების სახელებს ახსენებენ, მაგრამ იქ არ ყოფილან. ჩვენ უზარმაზარი თანხები დავხარჯეთ მათ დასახმარებლად. ისინი საკუთარი მიწისთვის იბრძვიან. როდესაც ამბობთ, რომ ისინი აშშ-სთვის იბრძვიან, დიახ, მაგრამ ისინი საკუთარი მიწისთვის იბრძვიან." 5 წლის განმავლობაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ-სთან ერთად ბრძოლაში ქურთულმა შენაერთებმა 11,000 მებრძოლამდე დაკარგეს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მან ხაზი გაუსვა, რომ ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის სამიზნეს ქურთისტანის მუშათა პარტიის/ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის და ე.წ. ისლამური სახელმწიფო წარმოადგენენ. პირველი საჰაერო დარტყმები ქალაქ რას ალ-აინზე განხორციელდა. 8 ოქტომბერს თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთმა უკვე განახორციელა თავდასხმა სირია-ერაყის საზღვარზე, იმისთვის, რომ ერაყიდან ქურთული ძალების გაძლიერებისათვის ხელი შეეშალა. დარტყმების მიზანს ერაყისა და სირიის დამაკავშირებელი იმ გზის დაბლოკვა წარმოადგენდა, რომელსაც ქურთი მებრძოლები იყენებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარი გამოეყვანა. მან ამ გადაწყვეტილების დაცვისას ისიც თქვა, რომ ქურთები თურქეთს ათწლეულებია ებრძვია და დროა ამერიკა დაუსრულებელი ომებიან გამოვიდეს. აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს. თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა. ამჯერად თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი. ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს. სამხედრო ოპერაციის არსებული გეგმა შეზღუდულ მოქმედებებს მოიცავს საზღვრის მიმდებარედ 100 კილომეტრში, სადაც ძირითადად არაბებით დასახლებული ქალაქები მდებარეობს, მათ შორის თალ აბიადი და რას ალ-აინი. ამერიკული ძალები ამ ტერიტორიიდან უკვე გავიდნენ. აშშ-ის ჯარების გამოყვანის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, თურქეთის სამხედრო ოპერაციასა და სირიაში არსებულ სიტუაციაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
2019-10-19 09:21:31
http://www.tabula.ge/ge/story/157213-pompeo-ashsh-s-turqetistvis-mtsvane-shuqi-ar-auntia
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986692723.54/warc/CC-MAIN-20191019090937-20191019114437-00014.warc.gz
16,294
329,598,332
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ კომპიუტერული აღჭურვილობის შესყიდვა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი ფასის შეთავაზება შემდეგ საქონელზე: - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპიუტერული აღჭურვილობა - 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით, ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით. MCA-Georgia-ს განზრახული აქვს მიმართოს თანხები სათანადო გადახდების განსახორციელებლად იმ კონტრაქტებთან დაკავშრებით რომელთათვისაც გამოქვეყნდა წინამდება მოთხოვნა შემოთავაზებების წარმოდგენის შესახებ. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ - აღმასრულებელი ორგანო საქართველოს მთავრობის მხრიდან - გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება მოთხოვნაში, შემოთავაზების წარმოდგენის შესახებ, მითითებული საქონლის მოწოდებაზე. - თქვენი ფასები (წარმოდგენილი აშშ დოლარებში, დღგ-ს გარეშე) უნდა გამოგზავნოთ მყიდველის ქვემოთ მითითებულ მისამართზე: - მყიდველის მიერ თქვენი შემოთავაზე(ბე)ბის (ელექტრონულად ან ფოსტით) მე-3 პარაგრაფში მითითებულ მისამართზე მიღების საბოლოო ვადაა 2018 წლის 8 იანვარი 15:00 საათი საქართველოს დროით. - მოუთმენლად ველით თქვენს შემოთავაზებებს და მადლობას მოგახსენებთ ამ პროექტისადმი გამოჩენილი ინტერესისათვის. - დაწვრილებითი ინფორმაცია მოთხოვნის საქონელზე და სხვა პირობებზე შეგიძლიათ მიიღოთ ქვემოთ ხელმომწერი საკონტაქტო პირისგან.
2019-10-16 14:38:56
http://www.procurement.gov.ge/Market-research/millennium-(47).aspx
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668994.39/warc/CC-MAIN-20191016135759-20191016163259-00099.warc.gz
12,753
303,356,233
ლურჯი მოცვი- უახლოესი ნათესავია ჩვეულებრივი შავი (ტყის )მოცვისა. ლურჯი მოცვი ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით და შესანიშნავი გემოთი. გემო ოდნავ განსხვავდება შავი მოცვის გემოსგან , სამაგიეროდ მისი ნაყოფი 1.5-2 ჯერ დიდია და მიაღწევს მწიფე ალუბლის ზომას. მას აქვს გიპო -ალერგიული თვისებები, აუმჯობესებს მხედველობას და ანელებს დაბერების პროცესს ორგანიზმში, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს . მოცვი იდეალურად ასუფთავებს ნაწლავს. შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C და ანტი-ოქსიდანტების , რომლებიც ეფექტურად ებრძვიან კიბოს უჯრედების განვითარებას. იზრდება ლურჯი მოცვი ბუჩქის სახით , სიმაღლე30-50 სმ, თუმცა ზოგიერთი ჯიშის ნერგი მიაღწევს სამიმეტრის სიმაღლეს. მცენარე მრავალწლიანია და არ ითხოვს განსაკუთრებით მოვლას, გამძლეა ავადმყოფობის მიმართ. ზოგიერთი მცენარის სასიცოცხლო პერიოდი შეიძლება შეადგინოს 100 წელი. ლურჯი მოცვის ნაყოფიერება იწყება 3-4 წლის ასაკში და რეგულარულად აძლევს უხვ მოსავალს, განსაკუთრებით წვიმიანი ზაფხულის დროს . მოსავლიანობა სხვადასხვა ნაირია, დამოკიდებულია მცენარის ჯიშზე ,მერყეობს 2.5 დან10კგ. ერთი ბუჩქიდან. ლურჯი მოცვის მოსავლის აღება იწყება ზაფხულის ბოლოს.მოცვის ნაყოფი კარგად უძლებს ყინვას და შენახვას გაყინულ მდგომარეობაში, ერთი წლის განმავლობაში. მაცივარში შეიძლება შეინახოს ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში.ლურჯი მოცვი ასევე შესანიშნავად გამოიყენება ღვინის დამზადებისთვის.
2019-12-10 05:44:22
https://vanrik.com/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/fresh-blueberry-125g/
crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540525821.56/warc/CC-MAIN-20191210041836-20191210065836-00540.warc.gz
14,747
578,076,856
ტკივილის შესწავლის ისტორია ქეთევან დეკანოზიშვილი ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ტკივილს სასიცოცხლო ფლუიდების ბალანსის დარღვევა იწვევდა. ბერძნებმა და რომაელებმა პირველებმა შეიმუშავეს შეგრძნებების თეორია. ნერვული ქსოვილების და ზურგის ტვინის მეშვეობით თავის ტვინში ტკივილის ინფორმაციის გადაცემის შესაძლებობაზე ჯერ კიდევ გალენუსი პერგამონიდან (II საუკუნე ჩვ.წ.ა.) [Claudius Galenus], მოგვიანებით კი – ავიცენა (XI საუკუნე) [Abu ‘Ali al-Husayn ibn Sina] და ლეონარდო და ვინჩი (XVI საუკუნე) [Leonardo di ser Piero da Vinci] მიუთითებდნენ. ჩარლზ ბელიმ [Sir Charles Bell] 1811 წელს გამოთქვა მოსაზრება, რომ მგრძნობელობის თითოეულ სახეს საკუთარი რეცეპტორი გააჩნია. ფილიპო პაჩინიმ [Filippo Pacini] 1831წელს გამოჰყო რეცეპტორები, რომლებიც აღიქვამდა ზეწოლას და ვიბრაციას. ჯორჯ მაისნერმა [Georg Meissner] და რუდოლფ ვაგნერმა [Rudolf Wagner] 1852 წელს გამოჰყო მსუბუქ შეხებაზე, ხოლო ვილჰელმ კრაუზემ [Wilhelm Krause] 1860 წელს – მსუბუქ ვიბრაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები. იოჰან მიულერმა [Johannes Müller] 1839 წელს დაადგინა, რომ ხუთი სხვადასხვა ტიპის ნერვის ერთი და იგივე სტიმულით გაღიზიანების შედეგად შესაძლებელია მივიღოთ სხვადასხვა შეგრძნებები. ტკივილის ბუნების ასახსნელად მიულერმა შემოიღო სპეციფიკური ნერვული ენერგიის კანონი. მორიც შიფმა [Moritz Schiff] 1858 წელს მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ შეხება და ტკივილი თავის ტვინამდე „მოგზაურობს“ ერთმანეთისგან განცალკევებული ზურგის ტვინის გზებით. მაგნუს ბლიქსმა [Magnus Gustaf Blix] 1882 წელს ივარაუდა, რომ სიცივის და სითბოს შეგრძნებას აღიქვამენ კანის შესაბამისი სპეციფიკური რეცეპტორები. ტკივილის სპეციფიკური თეორია საბოლოოდ ჩამოაყალიბა გერმანელმა ფიზიოლოგმა მაქსიმილიან ფრეიმ [Maximilian (Max) Ruppert Franz von Frey] 1894 წ. ამ თეორიის თანახმად, ტკივილი წარმოადგენს სპეციფიკურ გრძნობას – ე.წ. მეექვსე გრძნობას, რომელსაც საკუთარი რეცეპტორული სისტემა გააჩნია და ამუშავებს ტკივილის ინფორმაციას. მაქს ფრეის თეორიამ შემდგომში მიიღო უფრო სრული ექსპერიმენტული და კლინიკური დადასტურება. მაქსიმილიან ფრეიმ დაამტკიცა სითბოს და სიცივის რეცეპტორების გამხოლოებული წარმომადგენლობები კანში. მანვე ივარაუდა, რომ შეხებას დაბალი, ხოლო ტკივილს მაღალი ზღურბლი გააჩნია. ფრეის აზრით ტკივილი, განსხვავებით შეხების, სითბოს და სიცივის შეგრძნებისაგან, აღიქმება ნერვის თავისუფალი დაბოლოებებით. ინტენსივობის თეორია 1794 წელს შემოგვთავაზა ინგლისელმა მედიკოსმა ერასმუს დარვინმა [Erasmus Darwin]. დარვინის მიხედვით ინტენსიური გაღიზიანების შემთხვევაში ტკივილი აღმოცენდება ნებისმიერი სენსორული რეცეპტორიდან. ტკივილის ფორმირებაში მონაწილებს ზურგის და თავის ტვინში იმპულსების დაახლოება და შერწყმა. ინტენსივობის თეორია შემდგომში განავითარეს ვილჰელმ ერბმა [Wilhelm Erb], ალფრედ გოლდშაიდერმა [Alfred Goldscheider], ბერნარდ ნაუნინმა [Bernhard Naunyn], ედვარდ ტიტჩენერმა [Edward Titchener]. 1965 წელს რონალდ მელზაკმა [Ronald Melzack] და პატრიკ უოლმა [Patrick Wall] შეიმუშავეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკივილის თეორია, ე. წ. „ტკივილის კარიბჭის თეორია“. ამ თეორიის თანახმად ზურგის ტვინის აფერენტულ შესასვლელში მოქმედებს მექანიზმი, რომელიც აკონტროლებს პერიფერიიდან მომავალი ტკივილის (ნოციცეპტური) იმპულსების ტალღას (იმპულსაციას). ასეთი კონტროლი ხორციელდება ჟელატინური სუბსტანციის დამამუხრუჭებელი ნეირონების მიერ. აღნიშნული ნეირონები აქტიურდებიან პერიფერიიდან მომდინარე მსხვილი ბოჭკოების იმპულსების და, ასევე, ცნს-ის სუპრასპინური (მათ შორის ქერქის) ზეგავლენის მეშვეობით. თეორიის ავტორებმა ტკივილის იმპულსების ცენტრალურ ნერვულ სისტემაში „შეღწევის“ პროცესი შეადარეს კარების გაღება-დახურვას და რეგულირების ამგვარ მოდელს ხატოვნად „კარიბჭის კონტროლი“ უწოდეს. აღნიშნული თეორიის მიხედვით, პათოლოგიური ტკივილი ჩნდება დამამუხრუჭებელ პროცესზე პასუხისმგებელი Т-ნეირონების უკმარისობის დროს. ეს ნეირონები ჩვეულებრივ, დამუხრუჭებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. პერიფერიიდან მომდინარე გარკვეული პათოლოგიური პროცესების დროს ისინი აქტიურდებიან და გადადიან „განმუხრუჭებულ “ მდგომარეობაში. ასეთ დროს ისინი უკვე თავად იქცევიან ტკივილის იმპულსების გენერირების და აღმავალი „დაბომბვის“ წყაროდ. დღეისათვის ჰიპოთეზა „ტკივილის კარიბჭის“ სისტემის შესახებ გამდიდრდა ბევრი დეტალით, ამასთანავე აღნიშნულ ჰიპოთეზაში ჩადებული კლინიცისტისთვის მნიშვნელოვანი არსის იდეა რჩება და აქვს ფართო აღიარება. თუმცა, თავად ავტორების აღიარებით, „ტკივილის კარიბჭის“ თეორია ვერ ხსნის ცენტრალური წარმოშობის ტკივილის პათოგენეზს. მე-19 საუკუნეში ტკივილი ისევ მეცნიერთა ყურადღების ერთ-ერთ ძირითად ობიექტად იქცა. მეცნიერების განვითარებას არ შეეძლო არ გამოეწვია გარკვეული წარმატება ტკივილის მკურნალობის სფეროში. მედიკოსებმა და მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კოკაინი, კოდეინი, მორფი და ოპიუმი შეიძლება იყოს გამოყენებული ტკივილის შესამცირებლად, ან ზოგჯერ სრულად შესაჩერებლადაც. ამ გამოკვლევებმა საბოლოოდ, დღეისათვის ყველასთვის კარგად ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოგონებამდე მიგვიყვანა. ამის შემდეგ მალევე სერიოზულად დაიხვეწა როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიის ტექნოლოგია. აღნიშნულმა სიახლეებმა უმალვე ჰპოვა აქტიური გამოყენება ქირურგიაში. ტკივილის არსის შესწავლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, ამ შეგრძნებას ჯერაც ვერ მოუნახეს ერთიანი განსაზღვრება. ერთის თქმა შეიძლება - ტკივილი სუბიექტური მოვლენაა. ტკივილის ინტენსივობა დამოკიდებულია ადამიანის პიროვნულ თვისებებზე, მის ფსიქოლოგიურ განწყობაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, სქესზე, ასაკზე, გარემოზე, რომელშიც იგი იმყოფება. ტკივილს ჯერ კიდევ ბევრი გამოცანა სდევს. მაგალითად დღემდე გაურკვეველია საიდან წარმოიშობა „გადაცემითი“ ტკივილი, რომლის დროსაც ადამიანს ეჩვენება, რომ ტკივილის სიგნალები მოდის არა პრობლემური ორგანოდან, არამედ სხეულის სხვა ნაწილებიდან. მედიცინა ასევე ვერ ფლობს ფანტომური ტკივილის მექანიზმის სრულ სურათს, რომლის წყაროდაც შეიძლება იქცეს არარსებული, ამპუტირებული ორგანოები. არადა ფანტომური ტკივილით დაავადებულ ადამიანთა პროცენტი საკმაოდ დიდია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფანტომური ტკივილი ჩნდება, როდესაც ტვინი აგრძელებს ძველი ნერვული კავშირების გამოყენებას, რომლითაც გადაიცემოდა სიგნალები ჯანმრთელი კიდურებიდან, და გაურკვეველია რატომ „ირევა“ ერთმანეთში აღნიშნული იმპულსები. ასევე დღემდე შეუძლებელია ტკივილის მგრძნობელობის ობიექტური განსაზღვრა, რადგანაც ვერც წნევა, ვერც სკანირება, ანალიზები და სახვადასხვა დიაგნოსტიკური მეთოდები ვერ აფიქსირებს ტკივილს. ექიმს შეუძლია მხოლოდ პაციენტის ჩივილების და სუბიექტური შეგრძნებების საფუძველზე დასვას დიაგნოზი და დანიშნოს მკურნალობა. |
2019-10-22 04:50:50
http://pain.org.ge/pain/history/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987798619.84/warc/CC-MAIN-20191022030805-20191022054305-00388.warc.gz
15,776
153,505,278
ვიცი, რომ არც ისე მომგებიან თემაზე ვწერ და ალბათ ძალიან დიდ უკმაყოფილებასა და ბრაზს გამოვიწვევ იმ ქალებში, რომელთაც ცხოვრების აზრი დედობაში ჰპოვეს. მაინც ვწერ! ჩემთან ხშირად რეკავენ დედები და თავიანთი შვილების კონსულტაციაზე მიღებას მთხოვენ. როცა ვუხსნი, რომ ბავშვებთან არ ვმუშაობ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს „ბავშვები“ 25-28-30 წლისები არიან. როცა ვთხოვ, თავად „ბავშვმა“ დამირეკოს, უამრავი მიზეზი გამოიჩხრიკება, თუ რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება თავად მას: დაკავებულია, ტელეფონი გაუფუჭდა, ერთხელაც არ მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, რომ რომელიმეს ამ „ბავშვთაგან“ გადმოერეკა და მე ვფიქრობ, თავად დედები აბრკოლებდნენ: დედიკოებს „ბავშვებთან“ ერთად უნდათ მისვლა თერაპიაზე, ყველაფრის დანახვა, ყველაფრის მოსმენა, დაკვირვება, რჩევების მიცემა. დედამ უკეთ იცის, რა სჭირდება მის შვილს. მე ფსიქოთერაპიის ასეთ ფორმატს არ ვცნობ, თუმცა მაინც ხდება ხოლმე სიურპრიზები - პაციენტი მოდის დედასთან ერთად და მეც აღარ ვიცი, როგორ დავატოვებინო მას კაბინეტი. მკითხველები ალბათ უკვე მიხვდებოდნენ, რომ საუბარია ძლიერი დედობრივი სიყვარულის შედეგად განვითარებულ დამოკიდებულებაზე. საუკეთესო გამოსავალი ასეთ სიტუაციაში თავად დედისთვის ცალკე თერაპიაზე მოსვლის შეთავაზებაა, მაგრამ პასუხად ძალიან თავაზიანად მომიგებენ ხოლმე: „არა, გმადლობთ, მე არ მჭირდება თერაპია, მე პრობლემები არ მ არადა, ზუსტად მას აქვს პრობლემა! დედობრივი სიყვარული ასეთ ქალებში ყველა პრობლემას ფარავს, უბრალოდ იგი ვერ აღიქვამს, თუ შეიძლება, მას, შვილისგან დამოუკიდებლად, მის გარდა რამე პრობლემა ჰქონდეს. ასეთი ქალებისთვის ცხოვრების ერთადერთი მიზანი „დედობაა“ და როგორც წესი, ეს არც არის გაცნობიერებული არჩევანი, უფრო ზუსტად კი, ეს არჩევანი საერთოდ არ არის. ეს შეიძლება მათ აკვიატებადაც ჩაითვალოს. ბავშვი დედის იდენტობაში აჩენს უზარმაზარ ხვრელს და იგი ხდება სიცოცხლის ერთადერთი მოტივაცია. ასეთი დედა მსხვერპლად იღებს საკუთარ ცხოვრებას და შვილის გაჩენაში პოულობს ცხოვრების აზრს. რამე იაფფასიან და უბრალო აზრს კი არა, საზოგადოებაში აღიარებულს, „ყველაფერი ბავშვებისთვის“ უჭერს მხარს! აბა სცადეთ და მოაცილეთ ასეთ დედას ბავშვი, რა დარჩება მისგან? პროფესიული, ქალური, პარტნიორული იდენტობა თითქმის ხელახლა აქვს ჩამოსაყალიბებელი და განსავითარებელი, ეს კი ძალიან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ნამდვილად არ არის ადვილი. სად გადის ზღვარი სიყვარულსა და დამოკიდებულებას შორის? თანაზომიერებაში! თანაზომიერება ასაკთან, სიტუაციასთან და გარემო პირობებთან. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს და ასეთ დროს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება გამართლებული კი არა, საჭიროც არის. ჩვილ ბავშვს დედის მთელი ყურადღება და დრო სჭირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, დედამ მაინც არ უნდა დაივიწყოს საკუთარი თავი, თუკი ცოტათი მაინც უყვარს საკუთარი შვილი. რა უნდა მისცეს შვილს დედამ, რომელსაც საკუთარ თავზე ზრუნვაც კი არ შეუძლია? არ აქვს საყვარელი საქმე, არ ჰყავს მეგობრები და ვერ ახერხებს დასვენებას, განტვირთვას. ბევრი მეტყვის, შენ, კაცმა, რა იცი, დედობა რა არისო... მაგრამ მე, როგორც ფსიქოლოგმა, ვიცი, რომ ასეთ დედას დახმარება სჭირდება... ახლობლების, და თუ საჭირო გახდა, ფსიქოთერაპევტისაც. დაიხმარეთ ახლობელი ადამიანები, ქმარი, ბებია-ბაბუები, დეიდები, ბიძები... გადაუნაწილეთ მათ აღმზრდელობითი ფუნქციები, დედა შუცვლელი მხოლოდ ფიზიოლოგიური კვების პერიოდშია. დიახ, მე ვიცი რას ნიშნავს დედობა, და გეუბნებით, არ ღირს მასთან მხოლოდ საკუთარი ძალებით შეჭიდება. რა უნდა მისცეს ბავშვს დაღლილმა, გაღიზიანებულმა, ნატანჯმა დედამ? მხოლოდ დანაშაულის შეგრძნება, რომ მის გამო დედამ თავი გასწირა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ თუნდაც ერთხელ უთხრას დედამ შვილს ეს ფრაზა: „შენს გამო ყველაფერი დავთმე...“ და იწყება კონფლიქტი, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ თინეიჯერებში გამოიხატება. პარადოქსია, მაგრამ დედები, რომლებსაც შვილის გარდა არაფერი ახსოვთ, რეალურად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა ბავშვზე, თუმცა სხვა ჭრილში - „ნეტავ საკმარისად კარგი დედა ვარ?“ ადამიანის პიროვნული ზრდა და ჩამოყალიბება მისი მშობლების გამოყოფასთან პირდაპირ კავშირშია. დედა ასაკის მატებასთან ერთად უფრო ნაკლებ და ნაკლებ ადგილს უნდა იკავებდეს მის ცხოვრებაში. ამ ზრდის პროცესში მშობლების ყველაზე მნიშვნელოვანი როლი საკუთარი შვილების გაშვებაა, მათთვის დამოუკიდებლობის მიცემა. ფეხის ადგმის პროცესში იგი საჭიროებს დედის ჩაკიდულ ხელს, მაგრამ დამოუკიდებლად სიარული რომ ისწავლოს, ეს ხელი ნელ-ნელა უნდა გაუშვა. ზუსტად ასეთივე პროცესი ხდება ცხოვრებისეულ დონეზეც. შვილის „გაშვება“ არ არის ადვილი. სევდა, წყენა, გულისტკივილი ახლავს... თუმცა თუკი მშობელს მართლა უყვარს შვილი, ჯანსაღი სიყვარულით, ამ ყველაფერს გადალახავს და გაიხარებს იმ ფაქტით, რომ მისი შვილი გაიზარდა და გამოუკიდბელი გახდა! საკუთარი გამოცდილებიდან მოგიყვებით: ჩემს ყოფილ ცოლთან ურთიერთობა უკვე გაფუჭებული მქონდა, როცა ზღვაზე წავედით დასასვენებლად სამი წლის ქალიშვილთან ერთად. ძალიან მიყვარს ჩემი გოგონა, მასზე ჭკუას ვკარგავ და ძალიან დამოკიდებულიც ვარ... განსაკუთრებით იმ პერიოდში, მთელ ჩემს ენერგიას, დროს, იმასაც კი რაც პარტნიორულ ურთიერთობაზე უნდა დამეხარჯა მის დედასთან, მას ვახარჯებდი. მთელი დღე მასთან ვიყავი. ერთხელ, ცოტა ყურადღება მოვადუნე და შევნიშნე, რომ თავისი ასაკის ბიჭთან ერთად თამაშობდა ნაპირზე. სილის კოშკებს აგებდნენ და თითქოს არც ვახსოვდი. ახლაც მახსოვს ის გრძნობა, რაც მაშინ დამეუფლა: საშინელი ეჭვი და თქვენ წარმოიდგინეთ, მარტოობისა და მიტოვებულობის შეგრძნება, თითქოს მიმაგდეს. უცებ გონს მოვეგე და გავაცნობიერე ჩემი საშინელი ეგოიზმი. რას ვაკეთებ? - ვკითხე საკუთარ თავს. ჩემი გოგონა იზრდება, მას ჩემგან წასვლა მოუწევს, როგორი სიყვარულია ეს, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქრებ? ბავშვებთან განშორება რთულია. ეს ვიცი არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ საკუთარი გამოცდილებით. ბავშვი მაშინ კი არ მიდის, როცა ფიზიკურად იზრდება, იგი მიდის ყოველ წუთს, ყოველ წამს, ნელ-ნელა გვშორდება. ჯერ მკერდიდან იწყვეტ, მერე ხელს უშვებ, მერე თვალთახედვის არედანაც მიდის... ეს უნდა გავაცნობიეროთ, გავიაზროთ. იმიტომ კი არა, რომ დავაკავოთ და არ გავუშვათ, იმიტომ, რომ მასთან გატარებული წამებით მაქსიმალურად დავტკბეთ. ბევრჯერ გადავიტანე ეს ყველაფერი მთელი სიმძაფრით ჩემს გოგონასთან ურთიერთობისას. თვალწინ მედგა მისი ბავშვობა, ვუყურებდი და სევდიანად ვაცნობიერებდი, რომ იზრდებოდა, და აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო. ემოციები ცრემლებად მადგებოდა თვალებში და ყელში ბურთად მეჩხირებოდა. ტირილი მინდოდა, თუმცა ამავდროულად ვხვდებოდი, რომ მისი შეჩერების უფლება არ მქონდა, არ უნდა შემეშალა ხელი საკუთარი გზის პოვნაში. თუ არ გაუშვებთ, ის არასოდეს გაიზრდება. გაიზრდება მხოლოდ ფიზიკურად, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისევ ბავშვად დარჩება, ვინმეზე დამოკიდებულად... არ ექნება უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები და პასუხი აგოს მათზე... მას არ ან ნაკლებად ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთი ყველაზე გავრცელებული და სტანდარტული მოდელი ასეთია - პენსიონერი დედა და ლოთი შვილი, ფსიქიური ინვალიდი, რომელიც ჯერ კიდევ დედის პენსიით ცხოვრობს და სვამს... მინდა ვუთხრა დედებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკუთარი თავი დედობისთვის მიაქვთ სამსხვერპლოზე, ეს მსხვერპლი არავის სჭირდება თქვენს გარდა, ყველაზე ნაკლებად კი - თქვენს შვილებს. გაუსწორეთ თვალი სიმართლეს - თქვენ უბრალოდ თქვენი ცხოვრების ერთადერთი აზრის დაკარგვის გეშინიათ და ამის გამო შვილებს სოციალური ფსიქო-დამოკიდებულობისთვის სწირავთ. მსხვერპლი დედების შვილებს მუდმივი დანაშაულის გრძნობა აწუხებთ, სინდისი ქენჯნით... ისინი ვერ პოულობენ საკუთარ გზას, ვერ ვითარდებიან ვერც პიროვნულად, ვერც სოციალურად, ვერც პროფესიული თვალსაზრისით, ისინი მუდამ გრძნობენ მსხვერპლი დედის არსებობას, მაშინაც კი, როცა დედები ცოცხლები აღარ არიან. ეს შეგრძნება გამუდმებით სტანჯავთ, ვერ ახერხებენ ცხოვრებით ტკბობას, ყოველი დღით სიხარულს... თითქოს საკუთარი არსებობით ვიღაც გააუბედურეს, ვიღაც გაწირეს მსხვერპლად... მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ უდიდესი ნებისყოფის წყალობით ამ ყველაფერთან გამკლავება და საკუთაი ცხოვრების მოწყობა ამ შეგრძნებების ფონზე... ეცადეთ საკუთარ თავში სხვა უნარებიც აღმოაჩინოთ, ნიჭი, ჰობი, რომელიც განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. გაიხსენეთ ახალგაზრდობა... რის კეთება გიყვარდა ყველაზე მეტად, რითი ერთობოდით, რაზე ოცნებობდით... მოძებნეთ დედის გარდა ინდივიდუალურობის სხვა გამოვლინება: მე ქალი ვარ, მე მეუღლე ვარ, მე პროფესიონალი ვარ, მე პიროვნება ვარ, მე მეგობარი ვარ, მე შვილი ვარ... ყველაზე მთავარი კი მაინც პირველია - თქვენ ქალი ხართ! თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილი, იფიქრეთ მის დედაზეც - საკუთარ თავზე! ნუ დააავადმყოფებთ მას ფსიქიურად! ბედნიერ შვილზე უკეთესს ვერაფერს მისცემთ საკუთარ თავს! ბედნიერებაზე უკეთესს ვერაფერს ასწავლით... ბავშვები კი ნათქვამით არ სწავლობენ, მათ მაგალითი უნდა მისცეთ! ამას თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, ეჩვენეთ ფსიქოლოგს! „ბავშვებზე“ მეტად მასთან ვიზიტი თქვენ გჭირდებათ!
2019-10-18 12:34:37
https://www.mshoblebi.ge/fsiqologia/aqtualuri/3924-qvici-rom-arc-ise-momgebian-themaze-vtserq-fsiqotherapevtis-tserili-dedebs.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986682037.37/warc/CC-MAIN-20191018104351-20191018131851-00531.warc.gz
36,903
1,017,094,230
„ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ გვაკლია რამე? ალბათ, ორივე. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისა. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან. საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის“, - ბრძანა პატრიარქმა. პატრიარქმა, ქადაგებისას ერის ერთად დგომის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „კიდევ ერთხელ მოგმართავთ - ყველა ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ დავუმატეთ მას „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ამისი გრძნობით, ამის შეგნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორე სამშობლო და მესამე ადამიანი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეიგნო ქართველმა ადამიანმა, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ქართველმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ის, რომ გოლგოთის მთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება, გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. როცა მოხდა ამაღლება, უფლის მოციქულები, როცა შეიკრიბებოდნენ ერთად და სერობას ატარებდნენ, ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, მოციქულები ტოვებდენ ორ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ ერთზე მაცხოვარი და მეორეზე ღვთისმშობელი დედა ბრძანდებოდა. გიხაროდეთ, ღმერთი ჩვენთანაა“, - ბრძანა პატრიარქმა. ცნობისთვის, ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელ მარიამს ადიდებენ. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.
2019-10-16 12:38:49
http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=7&id=43874&page=4
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668569.22/warc/CC-MAIN-20191016113040-20191016140540-00108.warc.gz
15,323
155,549,406
დაბადებიდან 10 დღის განმავლობაში, თუ ბავშვი დაიბადა 3 200 გრ, დღე-ღამეში მან უნდა მიიღოს რაოდენობა, რომელიც ტოლი იქნება განვლილი დღეები გამრავლებული 70-ზე. თუ წონა დაბადებისას იყო არაუმეტეს 3 200 გრ, ინდექსს ვიღებთ - 80. პირველი თუ სამი კვირის ბავშვი იწონის 4 კგ-ს, დღე-ღამეში ის იღებს 800 მლ. ეს ფორმულა აქტუალურია 2 თვემდე. სიცოცხლის პირველ დღეებში ხდება ახალშობილის ადაპტაცია გარემოსთან, მიმდინარეობს ლაქტაციის ან ხელოვნური საკვების შერჩევა- ამიტომ ნუ დაიტანჯავთ თავს იმაზე ფიქრით -ყოფნის თუ არა ბავშვს საკვები. თუ ბავშვს კარგად სძინავს, 2-დან 4 თვემდე ბავშვი საშუალოდ უნდა იღებდეს დედის რძის ან ხელოვნური საკვების მოცულობის დახლოებით 1/6-ს (საკუთარი წონიდან გამომდინარე). 5-6 თვიდან იწყება დამატებითი კვება. 6 თვიდან საშუალოდ 5-ჯერად კვებაზე გადავდივართ. 6-8 თვიდან ბავშვმა უნდა მიიღოს 1000-1100 მლ. საკვები დღეში. აქედან საშუალოდ მხოლოდ ნახევარი შეადგენს დედის რძეს ან ხელოვნურ საკვებს. დანარჩენი დღე-ღამურ რაციონში შედის ბოსტნეული, ხორცი, ხილფაფა, ხაჭო, ფაფა, კვერცხის გული და წვენი. 8 თვის შემდეგ ყოველდღიური რაციონი შეადგენს არა რძეს, არამედ " მოზრდილთა" საკვებს. 8 თვიდან 1 წლამდე პატარები საშუალოდ უნდა იღებდნენ 1200-1300 მლ საკვებს. 2 წლის ბავშვის მენიუ უნდა იყოს არა მარტო მრავალფეროვანი, არამედ უნდა მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის ერთმანეთთან "შეთავსება". მაგ: თევზთან და ხორცთან გარნირად კარტოფილის მაგივრად უნდა მისცეთ ბრინჯი. თავიდან რომ ავაცილოთ ბავშვის კუჭში დუღილის პროცესი, არ მისცეთ ხილი კვების შემდეგ. 2 წლის შემდეგ გადავდივართ 3-ჯერად სრულფასოვან კვებაზე (კვებებს შორის 2-ჯერადი წახემსებით, რაშიც შედის ხილიც). 4-5 წლის ბავშვი საშუალოდ უნდა იღებდეს 2000 მლ. საკვებს. საკვების კალორიულობა (მოცულობაში) უკეთესია ასე გადაანაწილოთ: 30% - საუზმე, 35% - სადილი, 20% - ვახშამი.
2019-03-26 21:23:12
https://www.mshoblebi.ge/janmrtheloba/1-dan-3-tslamde/6490-ramdeni-unda-tcamos-bavshvma-ra-aris-norma-dabadebidan-5-tslamde.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912206016.98/warc/CC-MAIN-20190326200359-20190326222359-00462.warc.gz
31,609
835,841,732
გერმანია საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში X საუკუნეში | |||| ენა | გერმანული, ოფიციალურად — ლათინური | ||| ფულის ერთეული | დინარი (პფენინგი) | ||| გერმანიის სამეფო (ლათ. regnum teutonicorum) — ისტორიოგრაფიული ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკუნეების სახელმწიფოების აღსანიშნავად; ჩვეულებრივ, გამოიყენება 919—962 წლების პერიოდთან მიმართებაში, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს ისტორიაში, ან საღვთო რომის იმპერიაში შემავალი გერმანული ტერიტორიების აღსანიშნავად. გერმანიის სამეფო საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] მას შემდეგ, რაც ოტო I-მა იტალიაზე პრეტენდირება დაიწყო, იგი საკუთარ თავს უწოდებდა არა უბრალოდ ფრანკთა მეფეს, არამედ, კარლოს დიდის მსგავსად, „ფრანკებისა და ლომბარდიის მეფეს“ (rex Francorum et Langobardorum). როდესაც იმპერატორი გახდა, ოტო I იყენებდა ტიტულს „რომაელებისა და ფრანკების იმპერატორი“ (ლათ. imperator augustus Romanorum et Francorum). მისი მემკვიდრეები საკუთარ თავს უბრალოდ რომის იმპერატორებს უწოდებდნენ. ამგვარად, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფომ შეწყვიტა არსებობა. მიუხედავად ამისა, ბევრი ისტორიკოსი ტერმინით „გერმანიის სამეფო“ აღნიშნავს საღვთო რომის იმპერიის გერმანულ ნაწილს. შესაბამისად, ხშირად მეფეებს, რომლებიც გერმანელმა ფეოდალებმა აირჩიეს მაგრამ ჯერ არ იყვნენ იმპერატორები, უწოდებდნენ გერმანიის მეფეებს. თუმცა, 982 წლიდან მამამისის სიცოცხლის პერიოდში ოფიციალურად ოტო II იწოდებოდა რომის იმპერატორად, ჰაინრიხ II აირჩიეს „ფრანკებისა და ლომბარდიის მეფედ“, ხოლო შემდგომი მეფეები რომის პაპის მიერ კორონაციამდე, ჩვეულებრივ, იწოდებოდნენ „რომის მეფეებად“ (rex Romanorum). მეორედ, ამჯერად არა ხელნაწერში, არამედ ოფიციალურ დოკუმენტში სიტყვათშეთანხმება „გერმანიის სამეფო“ გაჩნდა XI საუკუნეში. მას იყენებდა პაპების კურია გრიგოლ VII-ისა და მეფე ჰაინრიხ IV-ის კონფლიქტის დროს. XII საუკუნეში სახელწოდება „გერმანიის სამეფო“ ხშირად მოიხსენიებოდა სხვადასხვა უცხოენოვან წყაროებში, ხოლო ფრიდრიხ I ბარბაროსადან მოყოლებული — გერმანულ დიპლომატიურ დოკუმენტებშიც. ოფიციალურად ტიტული „გერმანიის მეფე“ პირველად მიიღო იმპერატორმა მაქსიმილიან I-მა XVI საუკუნეში. იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019-10-16 02:11:41
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986661296.12/warc/CC-MAIN-20191016014439-20191016041939-00510.warc.gz
17,400
555,027,276
საინტერესოა, მოქალაქეები რატომ მიდიან პრობლემებით რედაქციაში და არა _ პოლიციაში?! ,,ჰო და არას“ რედაქციაში მოვიდნენ სოფელ ჩიბათის მაცხოვრებლები. მათი თქმით, მთელს ლანჩხუთში და განსაკუთრებით ჩიბათში, ძალიან მომრავლდა საქონლის ქურდობა. ,,მარტო ჩიბათში ოცამდე ცხენია დაკარგული, იკარგება ძროხებიც, კაციშვილი ჩვენი პატრონი არაა. როდესაც ბესო ტაბიძე იყო პოლიციის უფროსი, დაიბარა ფერმაზე მომუშავე ხალხი, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული საქონელზე და უთხრა მათ, რომ დაკარგული საქონელი პატრონს აუცილებლად უნდა ენახა, ცოცხალი ან მკვდარი. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ზომებს მიიღებდა. იმ პერიოდში, მართლაც შეწყდა ყოველგვარი ქურდობა და ხალხმაც სული მოითქვა. ახლა, პოლიცია გვეუბნება, რომ ვუთხრათ ვინაა ქურდი და დაიჭერენ, ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს?“- სწუხდნენ ჩიბათლები. ერთ-ერთი დაზარალებული ჭ. ლომაძე აცხადებს, რომ მას ახლახანს ცხენი დაეკარგა, აქვს შიში, რომ სხვა საქონელსაც მოპარავენ. ,,ძალიან უიმედოდ ვარ, თუ ეს ორი ცხენიც მომპარეს, ალბათ ამ ამბავს დავყვები, თუ გავიგე თავს შევაკლავ, მაგრამ ქურდის დადგენა პოლიციის ვალდებულებაა, ხალხს რა შეუძლია?“_აცხადებს ლომაძე. ზოგადად კრიმინალი რომ მომატებულია, ამაზე სამართალდამცავების გარდა ყველა თანხმდება. საუბარია არა მარტო ქურდობაზე, არამედ მკვლელობებზე, ძალადობაზე, თაღლითობაზე და ა. შ. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსს ნუკრი ცარციძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, მას ჰქონდა მოსახლეობასთნ ამ თემაზე საუბარი, თუმცა ზოგადად. როგორც ცარციძე ამბობს, ოფიციალური მომართვა არც ერთ კონკრეტულ პიროვნებას არ გაუკეთებია საქონლის ქურდობასთან დაკავშირებით. ,,მე მოვინიშნავ ამ პრობლემას და აუცილებლად იქნება პოლიციის მხრიდან რეაგირება, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაგვიკავშირდეს და თავისი პრობლემის შესახებ გვამცნოს“-განაცხადა ცარციძემ. საინტერესოა, მოქალაქეები რატომ მოდიან მსგავსი პრობლემებით რედაქციაში და არა პოლიციაში?! სამწუხაროდ, ხალხის მხრიდან სამართალდამცავების მიმართ ნდობა არის თითქმის ნულის ტოლი. მოსახლეობას მიაჩნია, რომ პრობლემურ თემებს სამართალდამცავები ვერ ან არ მოუგვარებენ. წერილი უკვე დასაბეჭდად იგზავნებოდა, როდესაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ცხენი იპოვა და მისი პრობლემის შესახებ აღარ დაგვეწერა. სინამდვილეში საქმე რაშია, როდესაც ჩვენ პოლიციაში გადავამოწმეთ ინფორმაცია ჩიბათის თემში საქონლის ქურდობასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ სამართალდამცავები მივიდნენ ერთ-ერთ დაზარალებულთან და ჩვენი ინფორმაციით სთხოვეს ამ თემაზე ,,ჰო და არაში“ არაფერი დაეწერა. ჩვენ შევახსენებთ ლანჩხუთელ სამართალდამცავებს, რომ ძალადობრივი მეთოდებს არასდროს კარგი შედეგი არ მოუტანია ქვეყნისთვის, თუნდაც ,,შენიღბულ ზეწოლას“. ასევე დავამატებთ, რომ კარგი იქნება თუ საზოგადოება თეთრზე თეთრს იტყვის და შავზე შავს, და თუ იტყვის, შემდეგ ,,არც მწვადის დაწვის და არც შამფურის“ პოზიციას არ დაიჭერს! საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი პოლიტპატიმრის - გია სალუქვაძის და თეიმურაზ ჟღენტის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ვრცლად: პროკურატურა გურიის ყოფილი გუბერნატორის გია სალუქვაძისა და კიდევ ერთი... „ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ გია სალუქვაძე და თეიმურაზ ჟღენტი გასამართლდნენ და სასჯელს იხდიდნენ წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. 2011 წლის 25 მაისს გია სალუქვაძე ორგანიზებას უწევდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც დარბეულ იქნა სამართალდამცავების მიერ. გია სალუქვაძის პოლიტიკური აქტიურობის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის.
2019-03-19 17:47:27
http://hodaara.ge/index.php?option=com_content&view=category&id=90&Itemid=510
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202003.56/warc/CC-MAIN-20190319163636-20190319185636-00404.warc.gz
9,832
97,994,141
ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის პრეზენტაცია გაიმართება ბათუმში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებული განათლების და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 10:30 საათზე გახსნის. განათლების და მეცნიერების თანამედროვე მულტიფუნქციურ კომპლექსში თავმოყრილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი და ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი
2019-10-16 12:15:43
http://unipress.ge/post/448
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668569.22/warc/CC-MAIN-20191016113040-20191016140540-00160.warc.gz
12,577
193,367,843
დიზაინერი ანუკა თავართქილაძე მომხმარებელს ახალ პროდუქტს, სამაგიდე სარკეებს სთავაზობს. რვა ცალ ნამუშევარში გამოყენებული მასალა შეღებილი mdf-ი, მასიური ხე და ხის ანათალია. გეომეტრიული ფორმებისგან შექმნილი კომპოზიციები და საინტერესო ფაქტურა, ამ სარკეებს ინტერიერის სასიამოვნო დეტალად აქცევს. ავტორს აქამდე უკვე აქვს სარკეების დიზაინზე ნამუშევარი, რადგან ეს მასალა განსაკუთრებით მოსწონს, ამ სამაგიდე სარკეების იდეაც სწორედ ამ მასალის უფრო […]
2019-10-15 03:59:09
http://idaaf.com/ka/tag/mirrors/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655864.19/warc/CC-MAIN-20191015032537-20191015060037-00103.warc.gz
8,153
105,054,767
“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის -დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის 2018 წლის 8 ნოემბრის №23355/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 3 დეკემბრის №26 სხდომის ოქმის საფუძველზე, 1. შევიდეს ცვლილება “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრი სარგებლობს უნივერსიტეტის ერთიანი სახაზინო ანგარიშით.“. 2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს. 3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6). 4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2019-10-23 23:45:57
https://www.tsu.ge/ge/juridical/axad_council_resolutions/2018acad/2332018/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836368.96/warc/CC-MAIN-20191023225038-20191024012538-00473.warc.gz
19,354
1,102,695,896
ჩვენ უნდა გვესმოდეს და ვარჩევდეთ ერთმანეთისაგან სულიერებასა დაზნეობრიობას. ეს ორი რამ არსით სრულიად განსხვავებულია. რათქმაუნდა გარკვეული კავშირი არსებობს და ხშირად განსაზღვრავენ კიდევაც ერთმანეთს, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთი მეორასაგნ განსხავვდება. რაში მდგომარეობას სხვაობა ზნეობრიობასა და სულიერებას შორის? ზნეობრიობა – ეს ნიშნავს ჯანსაღ დამოკიდებულებას გარემო სამყაროს, ბუნებისა და ღვთის ქმნილებების მიმართ. და როგორია ეს ჯანსაღი დამოკიდებულება? იპოვე ოქროს შუალედი შემდეგი განსაზღვრებით: ,,ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გსურს რომ შენ მოგექცნენ.“
2019-10-15 03:57:42
http://www.orthodoxtheology.ge/category/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/page/12/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655864.19/warc/CC-MAIN-20191015032537-20191015060037-00246.warc.gz
29,712
301,469,429
მთავარი, თამაშები #4 ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: ცს1.6 ჟანრი:shooting გამოშვების წელი: 2002 ენა: ინგლისური აღწერა: ეს არის ყველსთვის ცნობილი თამაში... თამაში რომელმაც დაიპყრო მთელი კომპიუტერული სამყარო... თამაში რომელსაც 2 მილიარდ ადამიანზე მეტი თამაშობს მსოფლიოში...ეს არის ულტრა ნაწილი რომელშიც შეგიძლია სკინების ჩაუყრელად აირჩიო სასურველი სკინი თამაშის მსვლელობისას მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები: ოპერაციული სისტემა: Vista/Xp/2000 ოპერაციული მეხსიერება: 256MB პროცესორი: Intel/Amd 1,2GHZ დათვალიერება: 1027 ავტორი: history channel 24 დეკემბერი 2009 კომენტარი (5)
2019-10-24 04:05:44
https://pacana-cs.ucoz.com/news/cs_16_onlineultra_2009pc/2010-01-22-37
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987841291.79/warc/CC-MAIN-20191024040131-20191024063631-00317.warc.gz
11,068
626,528,072
კომერციული ბანკების წმინდა მოგება გაიზარდა ნიკორამ თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მლნ ლარის ოდენობის ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში განათავსა დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა ნიუ-იორკიდან სიდნეიმდე პირველი პირდაპირი ფრენა განხორციელდა Facebook-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ათეული დატოვა Johnson&Johnson;-ის საბავშვო ტალკში აზბესტი აღმოჩნდა - კომპანიამ ნაწარმო გაყიდვიდან ამოიღო რა თანხა დახარჯეს 9 თვეში უცხოელებმა საქართველოში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 16.3%-ით გაიზარდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა გიორგი გახარია - ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება, ბიზნესის ჩართულობით იქნება მიღებული უდიდესი მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - ტაბახმელაში York Town-ის მშენებლობა იგეგმება რიანა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია ინდოეთის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს რობოტები ემსახურებიან ჩინეთის ეკომონიკური ზრდა 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა გერმანია კომპანია ჰუავეის თავისი 5G მობილური ქსელიდან არ გათიშავს ორგანულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა იზრდება - რომელია პროდუქტის მწარმოებელი ლიდერი ქვეყნები დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკის მოწყობა იგეგმება საქსტატი - არაფინანსური კორპორაციების მთლიანი შემოსავლები 2018 წელს 6.9 მლრდ ლარი იყო ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა ნათია თურნავა სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნო მნუჩინი თურქეთს ახალი სანქციებით დაემუქრა აშშ და საფრანგეთი ციფრულ ტარიფებზე მოლაპარაკებებს ასრულებენ შიმშილობის მსოფლიო ინდექსში საქართველო 39-ე ადგილზეა რა დაჯდება აეროპორტიდან ტაქსით გადაადგილება საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა ჯიპიაი ჰოლდინგი ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს მიმდინარე წლის ბოლომდე კონსორციუმს, დაფინანსების ნაწილში, ოთხი ვალდებულება რჩება შესასრულებელი ამერიკული სანქციების მიუხედავად, თურქული ლირა ჯერჯერობით სტაბილურობას ინარჩუნებს ფილკსვაგენმა თურქეთში ქარხნის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადადო Google-მა სმარტფონ Pixel-ის ახალი თაობა წარმოადგინა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა ცხრა თვეში საწვავის იმპორტი საქართველოში 4.3%-ით შემცირდა დღეიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შემცირდება საქართველო 'მსოფლიო სურსათის დღეს' აღნიშნავს Mastercard-მა კრიპტოვალუტის Libra-ს პროექტი დატოვა Renault-ის ფრანგული ქარხნები წარმოებას ამცირებენ ლევან ვეფხვაძე - მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას ქეყნის ეკონომიკის განვითარების დონე Mercedes-Benz-მა გაყიდვებით BMW-ს სექტემბერშიც აჯობა ირანმა ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინა სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშაებულმა პრემიამ 2018 წელს 493.8 მლნ ლარი შეადგინა გოცირიძის მეტროსადგურის გადახურვა კვლავ გადაიდო - ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა საარსებო მინიმუმი 70 თეთრით გაიზარდა და 189.9 ლარი გახდა ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა საქართველოში უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა გაიმართა იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.3%-ით შემცირდა მაია ცქიტიშვილი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა კონსორციუმს დღეს ეწურება Apple-მა iPhone-ებისთვის 2020 წელს შესაძლოა AR-სათვალეები გამოუშვას ტრამპი - ჩინეთმა შეთანხმების პირობების შესრულება უკვე დაიწყო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 38.22%-ით გაიზარდა საქსტატი აზარტულ თამაშებში დადებულ ფსონებსა და მოგებულ თანხას დაითვლის
2019-10-23 08:47:42
https://uefa.myvideo.ge/?video_id=3794238
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829507.97/warc/CC-MAIN-20191023071040-20191023094540-00474.warc.gz
18,212
704,484,281
სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ გთავაზობთ ტრენინგს შემდეგ თემაზე: „სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი კურსი“ ტრენინგი განკუთვნილი არის : ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც ახლად დასაქმებულია ან/და სურს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქმიანობის დაწყება; პირები, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ბიზნეს-პროცესში ან დაინტერესებული არიან სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლით. ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მსმენელებს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლაში ან/და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცოდნის გაღრმავებაში, პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენაში და გადაჭრის გზების მოძიებაში. გააცნოს მსმენელებს ამ სფეროში არსებული გამოცდილება, გადასცეს შესაბამისი თეორიული ცოდნა და შესძინოს მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. - სახელმწიფო შესყიდვების არსი და მოქმედების სფერო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მისი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები, - სახელმწიფო შესყიდვების მიზნები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვა აქტები და მათი ურთიერთკავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან, შესყიდვის საშუალებები - ზოგადი მიმოხილვა; სახელმწიფო შესყიდვის ბიზნეს-პროცესი - გამარტივებული შესყიდვა და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ; ხელშეკრულების პირობები, ცვლილება ხელშეკრულებაში , ინტერესთა კონფლიქტი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და საავანსო ანგარიშსწორება, საჯარიმო სანქციები; შესყიდვები ხელშეკრულების დადების გარეშე - ხელშეკრულების ჩანაცვლება შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით (ინტერნეტ-გამოწერა, წარმომადგენლობითი და სხვა შემთხვევები) - შესყიდვის დაგეგმვა, ბაზრის კვლევა/სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა, ერთგვაროვნების დადგენა (Common Procurement Vocabulary – CPV კოდები), მონეტარული ზღვრები. - გეგმის რეგისტრაცია - ePLAN; სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან. გეგმის კორექტირება. მრავალწლიანი შესყიდვების ასახვა. - ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე გასატარებელი პროცედურების განხილვა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ძირითადი პრინციპები, მისი განმარტების საშუალება და პროცესი, ცვლილებების განხორციელების საშუალება, პირობა და ვადა. - სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების შედგენა, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები, ცვლილებები, ტენდერის გამოცხადება, კითხვა/პასუხი - სატენდერო წინადადების წარდგენა, ვადები, ელექტრონული ვაჭრობა (თეორია+პრაქტიკა) ოქმის შედგენის/გამოქვეყნების პრაქტიკა და ვადები, ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების გამოქვეყნების თავისებურება. - შერჩევა/შეფასება (სიტუაციური განხილვა. "ტენდერი არ შედგა", "დასრულებულია უარყოფითი შედეგით", "ტენდერი შეწყვეტილია"), დისკვალიფიკაცია ტექნიკური შეუსაბამობის გამო, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და არასწორი ინფორმაციის წარმოდგენისას, გარანტიის წარმოუდგენლობაზე, არაკეთილსინდისიერი ქმედება გამარჯვების მოპოვებისათვის, სატენდერო წინადადებაზე და ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა და სხვა) - CMR მოდულის გამოყენება და ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში; - ელექტრონული მოდულის საშუალებით ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა და სისტემაში შესაბამისი მონაცემების შეყვანის წესი. - კონკურსის მომზადება - საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება, გამოცხადება, შედეგების განხილვა და შედეგების გაფორმება - კონსოლიდირებული ტენდერი, ერთობლივი ტენდერი, SPA, NAT, DAP, MEP,TEP ტენდერები - შავი სია და მისი მნიშვნელობა, შავ სიაში შეყვანის მიზნით პრეტენდენტის სააგენტოსათვის წარდგენა , სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა და შავი სიის წარმოება, თეთრი სიის წარმოება და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ: - შეიძინონ ზოგადი ცოდნა სახელმწიფო შესყიდვების არსის, მოქმედების სფეროს, რელევანტურ ნორმატიულ აქტებისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძვლების თაობაზე; - სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო განცხადების პროექტების მომზადებას; - შეისწავლიან სატენდერო პროცედურის ჩატარების სრულ პროცესს; - შეისწავლიან გამარტივებული შესყიდვის პროცედურის განხორციელების საფუძვლებს, შეძლებენ შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების შედგენას. - გამოიმუშავებენ შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, სატენდერო მოთხოვნების განსაზღვრის უნარ-ჩვევებს. - სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას, მის რეგისტრაციას, გეგმის კორექტირებასა და ბიუჯეტთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული პროცესების მართვას და პრაქტიკულ განხორციელებას. - გაეცნობიან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების ძირითად საფუძვლებს და შეძლებენ ამ მიმართულებით კონკრეტული პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. - გაეცნობიან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის ძირითად პრინციპებს და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული მოქმედებების განხორციელებასთან. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ სერტიფიკატს „სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი კურსი“. ტრენინგის განრიგი:ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს 19:00 – 21:30 საათებში. პროგრამის ხანგრძლივობა:20 საათი; 8 დღე დაწყების/დასრულების თარიღი: 2 -30 მაისი 2018 წელი ჩატარებისდღე, დრო: 2 ,4 ,11 ,16 ,18 ,23 ,25 , 30 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 აპრილი ტრენერი: იულია ტყეშელაშვილი და ნანა გახოკიძე მობ: 597 44 44 16 მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაის N1
2019-03-23 21:47:01
http://www.tcj.gov.ge/ka/news/438/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203021.14/warc/CC-MAIN-20190323201804-20190323223804-00431.warc.gz
14,662
371,549,863
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ მსახიობების ხელფასებზე საუბრისას კონკრეტულ ადამიანებს “გაუგონარი უპასუხისმგებლობით” საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და რეალურად მათი შემოსავლები 5-ჯერ აღემატება დასახელებულ რაოდენობას. “რაც შეეხება თეატრების დაფინანსებას, მე შეხვედრა მქონდა თეატრების ხელმძღვანელებთან და ვაპირებთ ამ თემის გაშლას, მეტი საჯაროობითა და ჩართულობის ხარისხით ამაზე მსჯელობას ხელმძღვანელებთან ერთად და, ბუნებრივია, ყველა იმ ადამიანთან, ვისაც დააინტერესებს ან სურვილი ექნება მსჯელობაში ჩართვის.” მინისტრი ადასტურებს, რომ თეატრების დაფინანსების სქემა საჭიროებს რეფორმირებას და რეგიონულ თეატრებსა და თბილისის თეატრებს ერთნაირი საწყისი პირობები უნდა ჰქონდეთ. “რაც შეეხება ალტერნატიული დაფინანსების მოძიებას, დიახ, სსიპ-ის ხელმძღვანელები ვალდებული არიან, რომ ამაზე იმუშაონ. ეს შეუძლებელი არ არის იმიტომ, რომ მაგალითი გვაქვს ის თეატრი, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მარჯანიშვილის თეატრმა ეს მოახერხა. ესე იგი შეიძლება, რომ მოახერხოს სხვამაც. ვინც ვერ მოახერხებს, დაუთმოს ადგილი მას, ვინც უკეთესი მმართველი და უკეთესი ადმინისტრატორი იქნება.” – განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა განცხადებები დღეს, მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ გააკეთა. ქართული თეატრის მსახიობების ნაწილი შემცირებულ ხელფასებსა და გართულებულ მატერიალურ მდგომარეობაზე საუბრობს. ამის ერთ-ერთ პირობად კი “ქამრების შემოჭერის პოლიტიკის” შედეგად თეატრებისათვის შემცირებულ დაფინანსებას ასახელებენ.
2019-10-14 13:39:42
https://netgazeti.ge/news/187218/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986653247.25/warc/CC-MAIN-20191014124230-20191014151730-00068.warc.gz
13,864
584,693,880
ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ზედაზენის ლიმონათის ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთ, ახალი გემოს არჩევანს სთავაზობს. სულ ახლახანს, ქართულ ბაზარზე,ზედაზენის ლიმონათის ახალი არომატი - სიტრო გამოჩნდა. ცოცხალი ნოტები საოცრად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. სხვადასხვა სახეობის ციტრუსების ინოვაციური ინტერპრეტაცია ქმნის სიგრილის და სიმსუბუქის საოცარ შეგრძნებას, რაც ზედაზენის ახალი გემოს ძირითადი გამოწვევაა. ჩვენი მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი არჩევანი შეგვეთავაზებინა. ამიერიდან, ზედაზენის რვა არსებული არომატის გარდა, მომხმარებელს საშუალება ექნება ახალი გემო - სიტრო დააგემოვნოს.’’ - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ზვიად ლორია. ახალი არომატი, სხვადასხვა შეფუთვებშია ხელმისაწვდომი – 0.5 ლ შუშა, 1 ლ პეტი და 2 ლ. პეტი. ზედაზენის ლიმონათი, ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში კომპანიის მიერ წარმოებული ლიმონათი ყველაზე მაღალი სანდოობით
2019-10-15 16:10:27
https://people.ge/?m=22&ID=5252
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660067.26/warc/CC-MAIN-20191015155056-20191015182556-00483.warc.gz
10,192
605,494,698
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ეუთოს ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან გერტ-ჰაინრიხ არენსთან. ,,ბათუმელთა დარბაზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოთარ ფედიჩკინი მოძრაობის წევრებს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის. საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტური შეაფასა. მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა საზოგადოებას "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევისთვის მადლობა გადაუხადა: არჩეული სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს ხუთშაბათს, 29 ნოემბერს 13:00 საათზე შეხვდა. საოლქო საარჩევნო კომისიებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები დაითვალეს. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ულოცავს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა - 3705 უბნის მონაცემები დათვალა. ლიეტუვას პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის შემდგარი დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 02:30 - საათის მონაცემებით, 3705 უბნიდან დათვლილია 3599 (97.44%) „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარი, თითქოს გრიგოლ ვაშაძემ 900 000 ხმა აიღო, სიცრუეა: ზუგდიდის მეოცე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის სალომე წულაიას თქმით, სამაგიდო სიის ნაწილი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და მისთვის უცნობია, ვინ აიღო ის. პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე დათვლილია დაახლოებით მილიონ 650 000 ხმა და სალომე ზურაბიშვილი 60% ლიდერობს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1181 უბნის მიხედვით (32%), საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება დაიწყო. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეგზიტპოლის შედეგები ცხადყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს.
2019-10-14 12:13:36
https://pia.ge/saprezidento-arcevnebi-2018
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986653216.3/warc/CC-MAIN-20191014101303-20191014124303-00511.warc.gz
18,781
642,287,691
მოსახლეობის რაოდენობა და ურბანული გადანაწილება მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტები და სხდომათა ოქმები მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარებისა და პრიორიტეტის დოკუმენტი სტუდენტური და სასკოლო გაცვლითი პროგრამები თავშესაფრის გარეშე დარჩენილთათვის ან /და მიუსაფართათვის ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების პროგრამა ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა დახმარება მიუსაფართა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2019 წელს ხანძრით, სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა სოციალური დაცვა მშენებლობისთვის გამოყოფილი ადგილები რუკაზე, მიწის ნორმატიული ფასების მითითებით გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დარეგისტრირდი მუნიციპალიტეტის მოქალაქედ და იყავი ინფორმირებული შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირება შესთავაზე ტერიტორიის კეთილმოწყობის მზა პროექტი მუნიციპალიტეტს შეუკვეთე საკუთარ მშენებლობაზე წინასწარი სარეკომენდაციო შემოწმება მოითხოვე შშმპ ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა მოითხოვე ბავშვებისათვის და მოხუცებისათვის სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა განაცხადე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ დარჩენის შესახებ განათავსე გარე რეკლამა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
2019-03-22 15:00:48
http://www.chkhorotsku.gov.ge/ge/news/all/5
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202671.79/warc/CC-MAIN-20190322135230-20190322161230-00094.warc.gz
12,183
252,658,158
„ხალხი ზოოპარკში იქნება სანახავი“ _ პარლამენტი „კანაფის კონტორლის შესახებ“ კანონპროეტის განხილვას დაუბრუნდება საკანონმდებლო ორგანო“კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნეით, მარიხუანას წარმოებას ითვალისწინებს, მუშაობას არ წყვეტს და საკომიტეტო მოსმენებს, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაახლებს. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის დღის წესრიგში დაყენების მთავარი მიზეზი ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვაა, რაც, კობახიძის აზრით, მარიხუანის წარმოებით მარტივადაა შესაძლებელი. „კანონპროექტი პარლამენტიდან რომ გავიწვიოთ, გამოვა, რომ რაღაც ცუდს ვაკეთებდით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ თუკი რაიმე იმის საშუალებას იძლევა, რომ ათი წლის მაგივრად, ეს რვა-შვიდ წელიწადში გავაკეთოთ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება, იმ პირობებში, როცა საზოგადოებას ზიანიც არ ადგება? ‘, _ განაცხადა კობახიძემ. ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად, პარლამენტის თავმჯდომარეს შედარებით მარტივ გზას სთავაზობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა. „პროსტიტუცია, იარაღითა და მძიმე ნარკოტიკებით ვაჭრობა“ _ ელიავა პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს, დაფიქრდეს ეკონომიკისთვის რამხელა სარგებლის მომტანია აღნიშნული მიმართულებებით ვაჭრობის დაწყება. „ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად უკეთეს რეცეპტს მივცემდი პარლამენტის თავმჯდომარეს. პროსტიტუცია, იარაღითა და პირდაპირ მძიმე ნარკოტიკებით ვაჭრობა უზარმაზარ ფულს მოიტანს და ქვეყანას უცებ გამოიყვანს კრიზისიდან. ხალხის ასე აბუჩად აგდება შეიძლება?! ჩვენ ისედაც ცოტანი ვართ, სამ მილიონს არ ვაჭარბებთ, აქედან შრომისუნარიანი მოსახლეობა, დაახლოებით, მილიონ 800 ათასი ადამიანია და ამ ადამიანების მოსპობით ამოწყდება მთელი საქართველო, ეს უნდათ?! ეს კანონი თუ მიიღეს, ქართველი ხალხი ზოოპარკში იქნება სანახავი. მთელი ავღანეთი გადასული არის ნარკოტიკების წარმოებაზე და გამდიდრდა ქვეყანა? რა თქმა უნდა, არა. ერთეულები გამდიდრდებიან. ეკონომიკისთვის ეს არის ნულოვანი ეფექტის მომცემი ღონისძიება. ღიად ვაცხადებ, რომ ამ მიმართულებით ეფექტური გათვლები მთავრობას არ გააჩნია“, _ გვითხრა ელიავამ. საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური გახდება.
2019-10-15 21:11:43
http://gurianews.com/article/mtavari/politika/khalkhi-zooparkshi-ikneba-sanakhavi-parlamenti-kanapis-kontorlis-shesakheb-kanonproetis-gankhilvas-daubrundeba
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660323.32/warc/CC-MAIN-20191015205352-20191015232852-00527.warc.gz
21,155
82,564,534
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) - პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვეპროექტი | პროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა და სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. საერთაშორისო გამჭვირვალობა ეწევა ადვოკატირებას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც არიან გაწევრიანებული კოალიციაში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის. საერთაშორისო გამჭვირვალობა წარმოადგენს მოსაზრებებს საკანონმდებლო ინიციატივებზე შესაბამის სამთავრობო უწყებებთან და საპარლამენტო კომიტეტებთან, აკვირდება შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების განხორციელებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად ეწევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგს და დაკვირვების შედეგად შეიმუშავებს და აქვეყნებს რეკომენდაციებს საბჭოს საქმიანობის გასაუმჯობესებლად. საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე შეისწავლის საბჭოს წევრების ქონებრივ დეკლარაციებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის იურიდიული დახმარების ცენტრები თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში იურიდიულ დახმარებას უწევენ მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს. იურიდიულ დახმარების გაწევისას საერთაშორისო გამჭვირვალობა იყენებს სტრატეგიული სამართალწარმოების მიდგომას, რომლის მიზანია კანონებში, რეგულაციებში და მათ აღსრულებაში ცვლილებების შეტანა. მობილური კლინიკების საშუალებით საერთაშორისო გამჭვირვალობა კონსულტაციებს უწევს ცენტრიდან დაშორებული დასახლებების მოსახლეობას. იურიდიული დახმარების ძირითადი თემებია საკუთრების საკითხები და სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებები. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://ewmi-prolog.org/ka/grants/ongoing-projects/saertashoriso-gamtshvirvaloba-saqartvelo-ti- განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-03-2020 განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 165 დღე; 22-01-2019 პროექტი „დანერგე მომავალი“ | 24-01-2019 ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის | 31-01-2019 საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - ფუნდამენტური კვლევები |
2019-10-18 18:37:24
https://projects.org.ge/view_grant.php?id=193
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986684425.36/warc/CC-MAIN-20191018181458-20191018204958-00377.warc.gz
7,146
677,041,535
საუკეთესო ონლაინი კაზინო ბონუს კოდები ამისთვის Heard კუნძული და მაკდონალდსი კუნძულები Gamblers ჰარდის კუნძული და მაკდონალდის კუნძულები ონლაინ კაზინოები უხვად არიან და თქვენ არ ექნება პრობლემა კაზინოების მოძიებაზე, რომლებიც მორგებულნი არიან ჰარდის კუნძულისა და მაკდონალდის კუნძულების მოთამაშეებზე, როგორც საკუთარ თავს. კაზინოს შორის კონკურენციის გამო, შეეცადეთ ფოკუსირება გარკვეული ნიშნით, რათა მიმართონ გარკვეულ ქვეყანას ან ამ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ადგილობრივ მოთამაშეებს სპეციალური ბონუსების მიხედვით, კონკრეტული თამაშის, დეპოზიტის ბონუსების მიხედვით ან ჰოვარდ კუნძულსა და მაკდონალდის კუნძულებზე სპეციალურ დღესასწაულებზე. წაიკითხეთ კითხვისთვის, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ჰერდ კუნძულსა და მაკდონალდის კუნძულების კაზინოში თამაში, თუ ამ ქვეყნის ფეხბურთელი ხართ.უპირატესობები შერჩევა ისმის კუნძული და მაკდონალდსი კაზინოუბრალოდ, ჰარდის კუნძული და მაკდონალდის კუნძულები არ გამოიყენოთ დეპოზიტის კაზინოები, როგორც კაზინოს წვდომის საშუალება, რომელიც სპეციალურად თქვენს საჭიროებებს ითვალისწინებდა. ეს მოიცავს ადგილობრივ დამხმარე პერსონალს ისეთ საათებში, რომელთა უმრავლესობა ჰარდარდისა და მაკდონალდის კუნძულებზე ლაპარაკობს, ადგილობრივი გადახდის მეთოდების ხელმისაწვდომობასა და ადგილობრივი ვალუტის გამოყენების შესაძლებლობას. ასევე სასარგებლოა თქვენი ქვეყნის ხალხთან თამაში. ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა თუ ონლაინ თამაშზე თამაშობს. არ არის ანაბრის კაზინო ბონუსები კუნძული და მაკდონალდის კუნძულებზე 888 Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი შავი ბრილიანტი, Box 24 Casino, Miami კლუბი, Spartan Slots კუპონის კაზინოს ბონუს კოდი Casino.com კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 888 Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული პარტიის Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული Gamebookers კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული Gamebookers კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი კაზინო-X კუპონის კაზინოს ბონუს კოდი კაზინო-X კუპონის კაზინოს ბონუს კოდი კაზინო-X კუპონის კაზინოს ბონუს კოდი კაზინო-X კუპონის კაზინოს ბონუს კოდი კაზინო-X კუპონის კაზინოს ბონუს კოდი კაზინო-X კუპონის კაზინოს ბონუს კოდი კაზინო-X კუპონის კაზინოს ბონუს კოდი კაზინო-X კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი PH კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული პარტიის Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული პარტიის Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 888 Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 888 Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული bWin კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული bWin კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი კაზინო-X კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული პარტიის Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 777 Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი Red Stag კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 777 Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული პარტიის Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი სლოტ კაპიტალი კუპონის კაზინოს ბონუს კოდი სათამაშოები ბაღი კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 777 Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 888 Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული პარტიის Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული bWin კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული პარტიის Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი არასასურველი კაზინო ბონუსი, ჰარდის კუნძული და მაკდონალდის კუნძულები თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული Gamebookers კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული bWin კუპონის კაზინოს ბონუს კოდი ვერცხლისფერი მუხა კუპონის კაზინოს ბონუს კოდი Red Stag კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული bWin კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული პარტიის Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი thrills კუპონის კაზინოს ბონუს კოდი პლანეტა 7 კუპონის კაზინოს ბონუს კოდი თამაში კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 777 Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი Slots Heaven კუპონის კაზინოს ბონუს კოდი Slots Heaven კუპონის კაზინოს ბონუს კოდი Red Stag კუპონის კაზინოს ბონუს კოდი Uptown Aces კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 📁 კატეგორია: ონლაინ კაზინო, სპორტული პარტიის Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი 888 Casino კუპონის კაზინოს ბონუს კოდი Vegas Crest კუპონის კაზინოს ბონუს კოდი thrills კუპონის კაზინოს ბონუს კოდი სუპერ ლენი კუპონის კაზინოს ბონუს კოდი პარტიის Poker კუპონის კაზინოს ბონუს კოდი სლოტ კაპიტალი კუპონის კაზინოს ბონუს კოდი პარტიის Poker კუპონის კაზინოს ბონუს კოდი მხიარული კაზინო კუპონის კაზინოს ბონუს კოდი Uptown Aces კუპონის კაზინოს ბონუს კოდი სამეფო Ace კუპონის კაზინოს ბონუს კოდი პლანეტა 7 კუპონის კაზინოს ბონუს კოდი Vegas Casino ონლაინ კუპონის კაზინოს ბონუს კოდი
2019-10-24 03:24:22
https://georgianbonus.eu/country/heard-island-and-mcdonald-islands/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987838289.72/warc/CC-MAIN-20191024012613-20191024040113-00340.warc.gz
65,746
508,249,604
საქართველოს ფოსტის შეძენა „თიბისი ბანკსა" და „საქართველოს ბანკს" სურთ საქართველოს ფოსტის შეძენა „თიბისი ბანკსა” და „საქართველოს ბანკს” სურთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა. „ყიდვით დაინტერესებული კომპანიები არიან ადგილობრივი საბანკო სექტორის წარმომადგენლები. მათთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ვმუშაობთ პირველ ეტაპზე, რომელმაც შესაძლოა, დაასწროს პრივატიზების პროცესს. ეს გახლავთ: რამდენიმე უცხოური, ელექტრონული კომერციით დაკავებული კომპანია, ასევე ორი დიდი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჯგუფურად განიხილავს რამდენიმე ეროვნული ოპერატორის პრივატიზებას. „საქართველოს ბანკიც” დაინტერესებულია, „თიბისი ბანკიც” დაინტერესებულია. „თიბისი ბანკთან” ვმუშაობთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ვეცდებით, რომ დავაინტერესოთ საბოლოო პრივატიზებითაც”, – აღნიშნა ჩიკვაიძემ. რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიის გასხვისების ვადას, ჩიკვაიძის თქმით, ეს აუდიტზეა დამოკიდებული, რომელიც აქტივის საბაზრო ღირებულებას დაადგენს.
2019-10-20 08:49:47
https://1tv.ge/news/saqartvelos-fostis-shedzena-tibisi-banksa-da-saqartvelos-banks-surt/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986705411.60/warc/CC-MAIN-20191020081806-20191020105306-00149.warc.gz
14,255
359,013,408
ტალავერი, ვაზის ჯიშების შერჩევა, გაშენება და მოვლა ტალავრის ფორმებს უძველესი ისტორია აქვს. ბიბლიური გადმოცემით ტალავერი ცნობილია ჩვენს წელთააღრიცხვამდე ათი საუკუნის წინათ. ტალავერი ვაზის გაშენების საინტერესო, ფორმაა, გავრცელებულია იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, არგენტინაში, იაპონიაში, ინდოეთში, იუგოსლავიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ავსტრალიაში და რასაკვირველია, საქართველოში. ქვემოთ გთავაზობთ გასული საუკუნის 90-იან წლებში გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ (1983 წ.) მიერ სოფლის მეურნეობის დოქტორის, პროფესორის გიგა მანჯავიძის ავტორობით შექმნილ სახელმძღვანელოს _ „ვაზის მაღალშტამბიანი ფორმა ტალავერი“. იხილეთ მიმაგრბული pdf ფაილი: file:///C:/Users/User/Downloads/ტალავერი.pdf
2019-10-17 08:35:54
http://agronews.ge/__trashed-9/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986673250.23/warc/CC-MAIN-20191017073050-20191017100550-00086.warc.gz
10,938
10,451,172
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალი დაკომპლექტდება. „დრაგაუზე“ „პორტუ“ „ლივერპულს“ დაუხვდება და ადვილი მისიის წინაშე არაა - ორბურთიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას. „ლივერპული“ კი ძალიან ახლოსაა ზედიზედ მეორედ ოთხეულში მოხვედრასთან და თუ რამე სასწაული არ მოხდა, ასეც იქნება. ერთი კვირის წინ, „წითლებმა“ ამისთვის სერიოზული განაცხადი გააკეთეს, შინ 2:0 იმარჯვეს, თანაც ძალების დაზოგვით და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას პორტუგალიაში ეცდებიან. „პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მილიტაო, პეპე, ფელიპე, ალექს ტელეში; დანილო, ერერა, ოტავიო, ბრაჰიმი, სოარეში, მარეგა „ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ვან დეიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი, კეიტა, მილნერი; სალაჰი, ფირმინო, მანე პირველი შეხვედრა „ლივერპულმა“ ნაბი კეიტსა და რობერტო პირველ ტაიმში გატანილი გოლებით მოიგო და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. „ლივერპულმა“ გასულ სეზონში „პორტუ“ მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა (5:0, 0:0). „ლივერპული“ ზედიზედ მეორე სეზონია მეოთხედფინალში თამაშობს, ხოლო „პორტუ“ 2014-2015 წლების შემდეგ პირველად, ხოლო 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ მეორედ თამაშობს ამ ეტაპზე. 12 თვის წინ „დრაგაუზე“ სადიო მანემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. გოლები ასევე გაიტანეს მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ. ინგლისში კი მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. „პორტუს“ „ლივერპულთან“ ექვსი თამაში არ მოუგია (3 ფრე, 3 წაგება). ეს გუნდები ერმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ და შვიდჯერვე 21-ე საუკუნეში. პირველად ეს 2000-2001 წლების სეზონში მოხდა, უეფას თასის მეოთხედფინალში. ჟერარ ულიეს გუნდმა პორტუგალიაში უგოლოდ ითამაშა, ხოლო შინ დენი მერფისა და მაიკლ ოუენის გოლებით 2:0 იმარჯვა. დანარჩენი ოთხი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. 2007-2008 წლებსი სეზონში პორტუგალიაში დირკ კუიტმა და ლუჩო გონსალესმა გოლები გაცვალეს. „ენფილდზე“ კი მასპინძლებმა 4:1 მოიგეს. ინგლისელთაგან გოლები ფერნანდო ტორესმა (2), სტივენ ჯერარდმა და პეტერ კრაუჩმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან ლისანდრო ლოპესმა. გასულ სეზონში მერვედფინალში პორტუგალიაში „ლივერპულმა“ 5:0 მოიგო, ხოლო „ენფილდ როუდზე“ გოლი არ გასულა. ერთი კვირის წინ ინგლისელებმა 2:0 მოიგეს. „პორტუს“ ბალანსი მეოთხედფინალში უარყოფითია: 2 მოგება, 5 წაგება „პორტუს“ ნახევარფინალში 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც ჟოზე მოურინიო წვრთნიდა და ჩემპიონიც გახადა. საინტერესოა, რომ მეოთხედფინალური ბარიერი „პორტუმ“ ორჯერ დაძლია და ორჯერვე ჩემპიონობა მოიპოვა. „პორტუს“ ბალანსი პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებთან უარყოფითია: 3 მოგება, 8 წაგება. ბოლო 5 დუელი ალბიონელებთან წააგო, ხოლო უკანასკნელად პლეი-ოფში ინგლისური მეტოქის ბარიერი 2003-2004 წლების სეზონში დაძლია („მანჩესტერი“ 2:1, 1:1). „პორტუმ“ საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში ყველა თამაში მოიგო: „გალათასარაისთან“ (1:0), „ლოკომოტივთან“ (4:1), „შალკესთან“ (3:1), „რომასთან“ (3:1 დამატებით დროში). ბოლო 15 თამაშიდან კი, რომელიც ევროპაში ჩაატარა, 8 მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა. „დრაკონების“ ბალანსი საკუთარ მოედანზე ინგლისურ გუნდებთან დადებითია: 8 მოგება, 6 ფრე, 4 წაგება. ოთხივე წაგება პორტუგალიურმა გრანდმა ბოლო 7 შეხვედრაში განიცადა. „პორტუმ“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 5 თამაში მოიგო და 1996-1997 წლების სეზონში დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა. სერია მერვედფინალში „რომასთან“ სტუმრად წაგებით შეწყდა. „პორტუმ“ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულაა დააგროვა (16). „პორტუ“ 21 შემთხვევიდან მხოლოდ 5-ჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე, როდესაც პირველი თამაში სტუმრად წააგო. ერთ-ერთი ფაქტი მერვედფინალში იყო, როდესაც „რომას“ აჯობა (1:2 სტუმრად, 3:1 შინ დამატებით დროში). უშუალოდ 0:2 სტუმრად ოთხჯერ დამარცხებულა და ოთხჯერვე ასპარეზობას გაემოთიშა. ბოლოს მსგავსი რამ 2015-2016 წლების სეზონში ევროპა ლიგის მერვედფინალში „დორტმუნდთან“ მოხდა (0:2 სტუმრად, 0:1 შინ). „პორტუ“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 წაგება 2007-2008 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი: „შალკე“ (1:4) 2004 წლის ევროპა/სამხრეთ ამერიკის თასი: „ონსე კალდასი“ (8:7) 1994-1995 წლების სეზონი, თასების თასის მეოთხედფინალი: „სამპდორია“ (3:5) „ლივერპულის“ ბალანსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასეთია: 14 მოგება, 4 წაგება 2006-2007, პსვ ეინდჰოვენი (3:0, 1:0) 1981-1982, „ცსკა სოფია“ (1:0, 0:2) 1980-1981, „ცსკა სოფია“ (5:1, 1:0) 1976-1977, „სენტ ეტიენი“ (0:1, 3:1) 1964-1965, „კიოლნი“ (0:0, 0:0, 2:2 ნეიტრალურ მოედანზე და „ლივერპული“ შემდეგ ეტაპზე წილისყრით გავიდა). „ლივერპულმა“ მერვედფინალში „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა. საერთოდ, „წითლებს“ ბოლო 9 ორმატჩიანი დუელი ევროთასებზე მოგებული აქვს. ბოლოს 2014-2015 წლების სეზონში „ბეშიქთაშთან“ დამარცხდნენ პენალტების სერიაში (1:0, 0:1). პორტუგალიურ გუნდებთან „ლივერპულის“ ბალანსი პლეი-ოფში დადებითია: 6 მოგება, 2 წაგება. „წითლები“ პორტუგალიაში ასეთი ბალანსით იწონებენ თავს: 3 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება. ინგლისურმა გუნდმა საწყისი ოი თამაში მოიგო, შემდგე ზედიზედ შვიდი შეხვედრაში ვერ ახერხებდა პორტუგალიელთა მათსავე მოედანზე დამარცხებას და ეს სერია ერთი წლის წინ „დრაგაუზე“ 5:0 გამარჯვებით შეწყდა. „ბაიერნთან“ მიუნხენში მოგება (3:1) მიმდინარე სეზონში პირველი საგარეო გამარჯვება იყო იურგენ კლოპის გუნდისთვის. მანამდე ჯგუფურ ეტაპზე სამივე გასვლითი თამაში წააგო „ნაპოლისთან“ (0:1), „ცრვენა ზვეზდასთან“ (0:2) და პსჟ-სთან (1:2). მანამდე იყო, გასულ სეზონში ბოლო საგარეო თამაშის წაგებაც „რომასთან“ (2:4). გამოდის, რომ მიუნხენამადე ინგლისურ გრანდს მიჯრით 4 თამაში ჰქონდა სტუმრად წაგებული. აი, იქამდე კი, სანამ შარშან ნახევარფინალში „რომასთან“ წააგებდა რომში, სტუმრად ზედიზედ 6 თამაში დაუმარცხებელი იყო (4 მოგება, 2 ფრე). „წითლებმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 თამაშიდან 5 წააგეს და ყველა წაგება ინგლისის მიღმა დაფიქსირდა. „ლივერპულმა“ უეფას ტურნირების პლეი-ოფში პირველი თამაში სახლში 36-ჯერ მოიგო და 31-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა. მათ შორის, შარშან მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ და „რომასთან“. რაც შეეხება კონკრეტულად 2:0-ს, ასეთი რმა შვიდჯერ მოხდა და შვიდჯერვე მომდევნო ეტაპზე გავიდა. ერთადერთი შემთხვევა კი, როდესაც სახლში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, 1964-1965 წლების სეზონში, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში იყო „ინტერთან“ (3:1 შინ, 0:3 სტუმრად). „ლივერპული“ პენალტების სერიაში: 3 მოგება, 1 წაგება 2014-2015 წლების სეზონი, ევროპა ლიგის 1/16 ფინალი: „ბეშიქთაში“ (4:5) 2006-2007 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი: „ჩელსი“ (4:1) 2004-2005 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „მილანი“ (3:2) 1983-1984 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის ფინალი: „რომა“ (4:2) იკერ კასილიასი „რეალის“ კარს იცავდა, როდესაც 2008-2009 წლების სეზონში „ლივერპულმა“ მერვედფინალში ესპანრი გრანდი ორი მატჩის ჯამში 5:0 გაანადგურა. იგივე მოხდა 2014-2015 წლების სეზონშიც ჯგუფურ ეტაპზე, ოღონდ მაშინ „რეალმა“ ორივე თამაში მოიგო (3:0, 1:0). მოჰამედ სალაჰი „რომაში“ თამაშობდა, რომელიც „პორტუმ“ 2016-2017 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხა (1:1, 0:3). მაქსი პერეირა „ბენფიკასთან“ ერთად „ლივერპულთან“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში 2009-2010 წლების სეზონში დამარცხდა (2:1, 1:4). ადრიენ ლოპესმა „ვილიარეალის“ მაისურით „ლივერპულს“ 2015-2016 წლების სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში გოლი გაუტანა და ესპანელებმა 1:0 მოიგეს, თუმცა, მეორე მატჩი ინგლისელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა. ვირჯილ ვან დეიკმა პორტუგალიის ნაკრებთან 2018 წლის მარტში მოგებულ მატჩში (3:0) გოლი გაიტანა. იგივე მოახერხა მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტის ნაკრების მაისურით. ფაბინიოს „რიუ ავესთან“ 2012-2015 წლების სეზონში კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ამ გუნდის მაისურით არ უთამაშია. ჯერ „რეალში“ გაანთახოვრეს, შემდეგ „მონაკოში“. ალბერტო მორენო და იკერ კასილიასი (ესპანეთი) რობერტო ფირმინო, ალისონი, ფაბინიო და ალექს ტელეში, ედერ მილიტაო, ფელიპე (ბრაზილია) ალბერტო მორენო და ოლივერ ტორესი (ესპანეთის 21 წლამდე ნაკრები) ფაბინიო და იკერ კასილიასი („რეალი“, 2012-2013) ალისონი და ოტავიო („ინტერნასიონალი“ 2013-2014) მაქსი პერეირასთვის მომდევნო მატჩი უეფას ტურნირებში მეასე იქნება. მუსა მარეგას ზედიზედ 6 მატჩში ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლი, მაგრამ შესანიშნავი სერია „ენფილდზე“ შეწყდა. „პორტუს“ ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ორ წაგება აქვს (9 მოგება, 1 ფრე). შაბათს, „პორტიმონენსე“ 3:0 დაამარცხა. მარეგამ პორტუგალიის ჩემპიონატში 23 დეკემბრის შემდეგ პირველად თავი სწორედ შაბათს გამოიჩინა. გაიტანეს იასინ ბრაჰიმიმ და ჰექტორ ერერამაც. ბრაჰიმის ჩემპიონატში 9 გოლი აქვს გატანალი და კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა, რომელსაც გასულ სეზონში უწია. „პორტუ“ 25 მაისს, პორტუგალიის თასის ფინალში „სპორტინგს“ დაუპირისპირდება. „დრაკონებმა“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 22 საშინაო მატჩიდან 19 მოიგეს (2 ფრე, 1 წაგება). „ბენფიკა“ 2 მარტს „ბენფიკასთან“ დამარცხდა, მაგრამ იქედან მოყოლებული პრიმეირა ლიგაში მიჯრით 5 თამაში მოიგო. ალექს ტელეშს ბრაზილიის ნაკრებში 23 მარტს, პანამასთან დებიუტი ჰქონდა და თამაში „პორტუს“ საშინაო არენაზე, „დრაგაუზე“ შედგა. ხესუს კორონამ (2022) და იკერ კასილიასმა (2020) კონტრაქტები გაახანგრძლივეს. ედერ მილიტაო ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადავა. „ლივერპული“ ბოლო 16 თამაშია დაუმარცხებელია (11 მოგება, 5 ფრე), მას შემდეგ, რაც ინგლისის ასოციაციის თასზე „ვულვზთან“ (1:2) 7 იანვარს წააგო. ბოლო 7 მატჩი მოგებული აქვს, კვირას კი „ჩელსი“ 2:0 დაამარცხა სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის გოლებით. მანეს ბოლო 9 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი. მოჰამედ სალაჰმა 5 აპრილს „საუთჰემპტონთან“ გოლი გაიტანა და ეს იყო მისი პირველი გოლი 9 თებერვლის შემდეგ. გარდა ამისა, ამავე თამაშში ჯორდან ჰენდერსონმა 2017 წლის 23 სექტემბრის მერე პირველად გამოიჩინა თავი. „ლივერპულს“ ზედიზედ 5 მატჩში საკუთარი კარი მშრალად შენახული არ ჰქონდა და ეს სერია „პორტუსთან“ დაპირისპირებაში შეწყდა. „წითლებს“ ბოლო 7 საგარეო მატჩი არ წაუგიათ (4 მოგება, 3 ფრე), ბოლო სამი კი მოიგო. მიმდინარე სეზონში სტუმრად 5-ჯერ წააგო მთლიანობაში, მაგრამ ორი ბურთის სხვაობით ერთადერთხელ „ცრვენა ზვეზდასთან“ (0:2). ჯორდან ჰენდერსონმა ინგლისის ნაკრებში მონტენეგროსთან“ 50-ე თამაში ჩაატარა. ჯო გომესი 5 დეკემბრის შემდეგ ტრავმირებული იყო დ შემადგენლობაში 26 მარტს დაბრუნდა. დეიან ლოვრენი 7 იანვარს „ვულვზის“ წინააღმდეგ დაშავდა 24 მარტს მოედანს დაუბრუნდა. „საუთჰემპტონთან“ შეცვლაზეც ითამაშა. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს გასული წლის 24 აპრილს, „რომასთან“ მიღებული მძიმე ტრავმის გამო არ უთამაშია.
2019-10-17 08:00:32
https://www.worldsport.ge/ge/page/181388_liverpuls-naxevarfinalamde-90-wuti-ashorebs
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986673250.23/warc/CC-MAIN-20191017073050-20191017100550-00364.warc.gz
17,533
1,169,711,766
“დედა ენის“ დაკოპირება შეუძლებელია - დიმიტრი შაშკინი „ძალიან რომ გაგიჟდნენ და იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პირველი ან ბოლო რედაქცია დააკოპირონ... ეს შეუძლებელია, რადგან 100 წლის წინ სხვა საქართველო იყო, ბავშვი სხვა სამყაროში ცხოვრობდა, ეხლა სხვა სამყაროში ცხოვრობს“, - ამის შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „2020NEWS” -ს განუცხადა. მისი თქმით, როცა მმართველი გუნდი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებაზე საუბრობს, ისინი ჰაერზე იკეთებენ პიარს. საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასის სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილის დედა ენის საფუძველზეა შექმნილი. 2019-2020 სასწავლო წელს კი იქნება ის, რაც ახლა არის. ფრაზა და მესიჯი, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება სკოლებში, არასწორია. „დედა ენის“ ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია, რომ შექმნილია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე. რატომ იყო მიღებული მოთხოვნა გრიფირებაში - იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე და არა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა. არა პოლიტიკოსების, არამედ ფილოლოგების, პროფესიონალების ძალიან მკაფიო პოზიციაა, რომ ქვეყანა ვითარდება და არ შეიძლება იმ სახელმძღვანელოს გამოყენება, რომელიც შექმნილია 30,50 თუ 80 წლის წინ. სახელმძღვანელოები სკოლებში 8 წელიწადში ერთხელ იცვლება, ყველა დასკვნის მიხედვით, სავალდებულოა, ამ პერიოდში სასწავლო მასალა შეიცვალოს. ანუ, არ შეიძლება იმ სახელმძღვანელოების გამოყენება, რომელიც დიდი ხნის წინ არის შექმნილი, იქნება ეს ქართული ენა, მათემატიკა, ფიზიკა თუ ბიოლოგია, მსოფლიო ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია და არა ჩემი მიგნება. ჩვენ ხომ ვეყრდნობით იმ სპეციალისტებს, რომლებიც ამ დარგში მუშაობენ. მათი პოზიციაა - იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, თუმცა არ შეიძლება იმის დაკოპირება, რაც დიდი ხნის წინ იყო შექმნილი. ბუნებრივია, ახალი მოთხოვნებიდან, ახალი რეალობიდან გამომდინარე, კორექტირებას საჭიროებს. ამიტომ იყო ყველა „დედა ენის“ სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე შექმნილი, და არა დაკოპირებით. დარწმუნებული ვარ და 100%-იან გარანტიას მოგცემთ, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ კოპი-ფეისთით ვერ დააბრუნებენ. ნებისმიერ სპეციალისტს ჰკითხეთ ან ამოიღეთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ორიგინალი ვერსია და მიხვდებით, ამის დაკოპირება შეუძლებელია. 4 წელი ვიყავი განათლების მინისტრი. ჩემს მაგიდაზე იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ორიგინალი იდო. როდესაც ჩვენ დროსაც ჩემთან ასეთი „ბრძნული იდეებით“ მოდიოდა ხალხი, ვისაც საერთო არაფერი ჰქონდა ფილოლოგიასთან, მე ვაძლევდი ამ ორიგინალ ვერსიას და ვთხოვდი - წაიკითხეთ ეს სიტყვები და თქვენ თვითონ მიხვდებით, რა სისულელეს ლაპარაკობთ და მთავრდებოდა ჩვენი საუბარი, რომ გინდა თუ არა, დავაბრუნოთ გოგებაშვილის „დედა ენა“, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა. განათლების ყოფილი მინისტრის თქმით, დიდი ხნის წინ შექმნილი წიგნის დაკოპირება არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ არასწორია. „მაშინ ხომ სხვა დრო იყო, ხვა რეალობაში ცხოვრობდა ადამიანი, სიტყვების მარაგიც სხვანაირი იყო. ვინც ამბობს, რომ გოგებაშვილის დედა ენა უნდა დავაბრუნოთ, შეგიძლიათ ჰკითხოთ, როგორ არის ქართულად ვაგონი... ვაგონი ქართულად არის რონოდა. თუ ახლა თქვენ მზად ხართ, ასე თითო ტერმინს გავყვეთ და სათითაოდ ყველაფერი შევცვალოთ, ბავშვი დაიჩაგრება. თავად იაკობ გოგებაშვილმა რამდენჯერმე დააკორექტირა „დედა ენა“. მას ესმოდა, რომ დრო გადის, სამყარო იცვლება. იაკობ გოგებაშვილს ეს ესმოდა და სამწუხაროდ ამ მთავრობას არ ესმის, უფრო სწორად ესმის, მაგრამ ამაზე ცდილობენ პიარის გაკეთებას“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა სააგენტოსთან საუბრისას.
2019-10-22 21:15:26
http://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/19534-%E2%80%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E2%80%9C-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987824701.89/warc/CC-MAIN-20191022205851-20191022233351-00252.warc.gz
16,980
1,678,934
რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის -მეშვიდე თვეში მყოფ ბავშვს სახლში მომზადებული ფაფები,რომ მივცე შეიძლება?თუ ნაყიდი სჯობს?მომზადება ვიცი,მეორე ბავშვია და მაინტერესებს მაწონი პეჩენიით ადრე ხომ არ არის?დიდი მადლობა პასუხისთვის. -რა თქმა უნდა შეგიძლიათ; მშობლის არჩევანია, მზა ფაფებით კვებოს ჩვილი თუ თვითონ მოუმზადოს. თუ მაინც დაგჭირდებათ რჩევების მიღება ამ თემაზე, შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ვებ გვერდს მისამართზე http://mkurnali.ambebi.ge/pediatria/3091-pirveli-fafa.html ჩვილის რაციონში რძემჟავა პროდუქტები (მათ შორის მაწონი) 8-9 თვის ასაკიდან შეაქვთ, თუმცა სუსტ, ხშირად მოავადე ბავშვებს, პედიატრების რეკომენდაციით, ისინი შესაძლოა 5-6 თვიდანაც კი მივცეთ. პეჩენია რეკომენდებულია 7 თვიდან, რძესთან ერთადკონკრეტული რჩევები მიიღეთ თქვენი პედიატრისაგან, აუცილებელია ბავშვის კვება მასთან შეათანხმოთ.
2019-10-16 19:38:13
https://mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=93074
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986669546.24/warc/CC-MAIN-20191016190431-20191016213931-00442.warc.gz
29,284
594,500,815
8-9 ნოემბერს, თბილისში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი“ მიმდინარეობს. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში 15 ქვეყანაში კონკურსის შედეგად შერჩეულ ახალგაზრდა ელჩებს და ღონისძიებზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ. რატი ბრეგაძემ ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროექტში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციის მიზნით დიასპორის წარმოამდგენლების ჩართულობის მნიშვნელობას კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებში. ამბასადორიალის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩებს საქართველოს საგარეო პრიორიტეტების, ტურისტული პოტენციალის, ახალგაზრდული საქმოანობის კუთხით არსებული შესაძლებლობების და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდებდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს; განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარებისა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ასევე ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოადგენილი იქნება ახალგაზრდა ელჩების პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, საკუთარი ინიციატივების და ერთი წლის სამოქმედო გეგმების შესახებ. ისინი ასევე გაცვლიან ინფორმაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროექტებისა და იქ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საქმიანობის თაობაზე. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ახალაგზრდა ელჩების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. აღსანიშნავია, რომ პროგრამა "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით ერთი წლის ვადით შერჩეული გამარჯვებული „ახალგაზრდა ელჩები“ განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA 2-ის ფარგლებში.
2019-03-21 07:27:59
http://www.mfa.gov.ge/News/tbilisshi-saqartvelos-akhalgazrda-elchebis-ambasad.aspx
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202506.45/warc/CC-MAIN-20190321072128-20190321094128-00169.warc.gz
15,448
321,965,627
Be with You / შენთან ყოფნა (ქართულად) (2017/GEO/BDRip) ONLINE როლებში: სო ჯი-სუბი, სონ ი-ჯინი, პარკ სეო-ჯუნი, გონგ ჰიო-ჯინი, ლი მინ-სუგი ფილმის შესახებ: ვუ ჯინს, რომელიც პატარა ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს, ენატრება გარადცვლილი ცოლი სუუ. იგი დაპირდა მეუღლეს, რომ მომავალ წელს, წვიმების სეზონზე დაბრუნდებოდა. სასწაული მართლაც მოხდა და იგი შეპირებულ დროს დაბრუნდა, თუმცა დროს უკვალოდ არ ჩაუვლია, იგი ვერ ცნობს საყვარელ ქმარს და შვილს რომელიც სიგიჟემდე უყვარდა… IMDB რეიტინგი: 7.6/10 (1,907 ხმა) გადმოწერის ღილაკზე დაწკაპუნებით, ახლა უკვე შესაძლებელია საიტზე არსებული ყველა ფილმის და სერიალის ყურება თქვენს Android, iPhone და iPad მოწყობილობებზე, საუკეთესო ხარისხით!
2019-03-21 06:38:50
http://www.file.ge/?p=53533
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202496.35/warc/CC-MAIN-20190321051516-20190321073516-00242.warc.gz
10,879
267,762,010
1989 წლის 9 აპრილიდან 29 წელი გავიდა. პრემიერმა ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს 29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს არის დღე, როდესაც ბევრი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დღევანდელი დღე ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა არ შეეგუა 1921 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვას და მრავალი წლის შემდეგ, ამ ადამიანებმა თავგანწირვით შეძლეს, კიდევ ერთხელ გაეთავისუფლებინათ ქვეყანა. 9 აპრილიდან ზუსტად 2 წლის თავზე, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღეს ჩვენთვის ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 1918 წელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. განსაკუთრებულია ის კონსოლიდაცია, რომელიც მოჰყვა 9 აპრილს და რომლის მსგავსიც არ მახსენდება. სწორედ ასეთი კონსოლიდაციით და მთელი ქვეყნის გაერთიანებით ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი საქართველო, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავრჩეთ ერთგული იმ იდეალებისა, რომლისთვისაც 9 აპრილის ღამეს აქ მდგომმა ადამიანებმა თავი გაწირეს“, – განაცხადა პრემიერმა. მოვლენები, რომელიც წინ უძღოდა 9 აპრილის ტრაგედიას. 9 აპრილის ტრაგედიამდე 3 კვირით ადრე აფხაზეთში ე.წ. ლიხნის ასამბლეა ჩატარდა, რომელზეც საქართველოს აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვა. ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო დოკუმენტებში, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოითხოვა, წერია, რომ 1989 წლის 15 მარტს აფხაზეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ ბორის ადლეიბამ ხელი მოაწერა პეტიციას საბჭოთა კავშირისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელზე, რომელიც აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას, ან მოსკოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადასვლას მოითხოვდა აფხაზეთში სეპარატისტული განწყობების გაძლიერების პარალელურად, სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო. 4 აპრილს, მთავრობის სახლის წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ დაიწყეს შიმშილობა, მეორე დღეს მათი რაოდენობა უფრო გაიზარდა. 5 აპრილს თბილისი პარალიზებული იყო. გაიფიცნენ მუშები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. ქართულ მედიას იმ დღეს მიმდინარე აქციები არ გაუშუქებია. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. აშშ-ს სახელმწიფო არქივის ერთ-ერთი დოკუმენტის (1989 წლის 7 აპრილი) მიხედვით, 6 აპრილს საოლქო კომიტეტმა თანამდებობიდან გადააყენა აფხაზეთის პირველი მდივანი ადლეიბა, აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების მოთხოვნის გამო, რასაც 7 აპრილს აფხაზეთში მისი მხარდამჭერი აქცია მოჰყვა. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია დემონსტრაციის ქართველ ლიდერებს შორის შეუთანხმებლობაზე. მოძრაობა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ და „რუსთაველის საზოგადოების“ ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ აქციის დროს პროტესტის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო აფხაზეთის საკითხი, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ კონცენტრირება მომხდარიყო ერთ, საქართველოს სსრკ-დან გამოსვლის, მოთხოვნაზე. 7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა. იმავე დღეს პერმიდან და ვორონეჟიდან თბილისში შემოვიდნენ საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები. 8 აპრილს, აშშ-ს საიდუმლო სამსახურების სახელზე გაგზავნილ დაშიფრულ ცნობაში წერია, რომ საქართველოში არსებობს ეთნიკური კონფლიქტის საფრთხე. დოკუმენტში პარალელია გავლებული მთიანი ყარაბაღის გარშემო დაწყებულ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან. 9 აპრილს, 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ 22 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი. 9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა. ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას. როგორ იხსენებენ სისხლიან დარბევას თვითმხილველები. რამდენიმე წლის წინ ბლოგმა ბურუსი 9 აპრილის ტრაგედიის თვითმხილველთა მოგონებები გამოაქვეყნა. შოთა ჟვანია, დაზარალებული: “რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს ურტყამდნენ ნიჩბებს თავში, კაცებს რომ ვერ მოერივნენ. სისხლის გუბეში ვიდექი და ვერ ვშველოდი მათ იმიტომ, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცი ცემით მიმათრევდა სადღაც. თავის დაღწევა მოვახერხე და ოთხი კილომეტრი ფეხშიშველმა ვირბინე სახლამდე.” გელა არაბული, დაზარალებული: “როდესაც ლენინის მოედნიდან (მაშინდელი) ჯავშან-ტრანსპორტიორები წამოვიდნენ, მთავრობის სასახლის მარჯვენა მხარეს, კიბეზე ვიდექი. ჯარისკაცები მოდიოდნენ ფარებით, ნიჩბებით და ხელკეტებით. ხალხი წყნარად იჯდა, არავინ არაფერს აშავებდა, არავინ დგებოდა, ხმას არავის სცემდა. დაახლოებით, ხუთი წუთი იდგნენ ჯარისკაცები. უცბად დაიწყეს ხალხის ცემა. მალე მათ ჩიტაძის ქუჩიდან ჩამოეშველნენ სხვა ჯარისკაცები". სოსო პაიჭაძე: “ცხრა აპრილს, სისხამ დილით გავედი მთავრობის სახლთან. შემზარავი სანახაობა გადამეშალა თვალწინ: კიბეებზე, ქვაფენილზე, ქუჩებზე, მარადმწვანე ბუჩქებზე, ყველგან და ყველაფერზე, რასაც მზერა სწვდებოდა, მიმოფანტულიყო ტანსაცმლის ნაგლეჯები, ფეხსაცმელები, ძირითადად ქალის, ქუდები, ქაღალდის ნაკუწები, ერთმანეთში არეული, ალუფხული ხელჩანთები, ხელჩანთებიდან წამოყრილი სავარცხლები, პატარა სარკეები, ცხვირსახოცები; თავსაფრები, გაზეთების ნაფლეთები, დანაკუწებული ქურთუკები, პარფიუმერიის ნამსხვრევები, ნაირგვანი ფერის ქსოვილის ნახევები, ბიჟუტერია. ასფალტზე ჯერ კიდევ ჩანდა ჯავშნიანი მანქანების მუხლუხების კვალი, ქვაფენილზე კი შემზარავად მბზინავი სისხლის ლაქები”. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ერთიანი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა რეფერენდუმი, სადა საქართველოს მოსახლეობას ერთადერთი კითხვა დაუსვეს: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?” რეფერენდუმში ქართველი ამომრჩევლის 90%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98%-მა დამოუკიდებლობა აირჩია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ჯერ კიდევ საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი. 1991 წლის 9 აპრილს, 2 წლის წინ რუსეთის არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
2019-03-23 00:09:37
https://bessdanadgari.com/haberler/332-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%90-1921-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1%E2%80%9C.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202704.58/warc/CC-MAIN-20190323000443-20190323022443-00199.warc.gz
16,346
412,517,937
რამდენიმე ხნის წინ ნიუ-იორკში პატრონმა 11 წლის წინ დაკარგული კატა იპოვა. მათი შეხვედრა ცხოველთა თავშესაფრის წამომადგენელმა, კეროლ ო კონელიმ ფოტოებზე გადაიღო. ბოლო 3 წლის განმავლობაში კატა კეროლის სახლის სიახლოვეს ბინადრობდა - ცხოველი თითქოს გრძნობდა, რომ მას დაეხმარებოდნენ. კეროლმა უპატრონო კატასთან მიახლოება და მოფერება გადაწყვიტა. ქალს სურდა გაეგო, ჰქონდა თუ არა ცხოველს მიკროჩიპი და ის მართლაც აღმოაჩინა. მან ამ ჩიპის კატის პატრონი, მეგი, თავის ფუმფულა ბინადართან შესახვედრად, თავშესაფარში შეტყობინებისთანავე წავიდა. ბოლოს მან შინაური ბინადარი 11 წლის წინ ნახა, როდესაც ცხოველი 3 წლის იყო. კატა ტაიგერი დიდი ხნის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა, თუმცა, ვეტერინარული შემოწმების შემდეგ, ის სრულიად ჯანმრთელი აღმოჩდა. თავშესაფრის თანამშრომლებმა კატისა და პატრონის სასიხარულო შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გაავრცელეს. ქალს შინაური ცხოველის პოვნის ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, თუმცა, ცხოვრებაში სასწაულებიც ხდება. 3 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონმა რუსთაველის გამზირზე იპოვა, მათი შეხვედრა საოცარია გოგონამ 14 წლის წინ კატა დაკარგა, ამ დროის განმავლობაში, ცხოველი მის სიახლოვეს ცხოვრობდა ოჯახი თავის დაკარგულ ძაღლს სხვა ქალაქში შემთხვევით შეხვდა
2019-10-17 21:14:55
https://zooclub.ambebi.ge/kata/saintereso/6367-patronma-11-tslis-tsin-dakarguli-kata-ipova-ckhovelisa-da-patronis-shekhvedra-thvithmkhilvelebisthvis-emociuri-iyo.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986676227.57/warc/CC-MAIN-20191017200101-20191017223601-00496.warc.gz
17,886
1,154,496,096
ვიტამინების დეფიციტი, მიზეზების კვალობაზე, შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც, ხარისხის მიხედვით კი - ნაწილობრივი და სრული. პირველს ჰიპოვიტამინოზს უწოდებენ, მეორეს - ავიტამინოზს. ვიტამინების დეფიციტის განვითარებას ხელს უწყობს გარეგანი და შინაგანი ფაქტორების მთელი წყება. გარეგანი ფაქტორებია: საკვების ნაკლებობა, საკვებში ვიტამინების დაბალი შემცველობა, დიეტები, ნარშირწყლებით მდიდარი არაბალანსირებული რაციონი, მავნე ჩვევები, საკვების არასწორი შენახვა და არასწორი კულინარიული დამუშავება. შინაგანი ფაქტორებია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მოზარდი და ხანდაზმული ასაკი, ჰიპერთერმია, სტრესი, ორსულობა, ჭიებით ინვაზია, საფაღარათო საშუალებებისა და ვიტამინების ხანგრძლივი მიღება. |
2019-03-25 20:43:16
http://lexicon.psp.ge/?lang=rus&word=4894&name=%D0%B3%D0%B8%D0%BF%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%82%D0%B0%D0%BC%D0%B8%D0%BD%D0%BE%D0%B7
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204300.90/warc/CC-MAIN-20190325194225-20190325220225-00271.warc.gz
4,156
123,280,941
”ლიონი” ლორისის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს იქვე ფრანგული კლუბის ხელმძღვანელმა ისიც დასძინა, რომ გოლკიპერის ტრანსფერის შესახებ ლონდონის ”არსენალის” წინადადება ჯერ არ მიუღია, თუმცა ფრანგული პრესა ეროვნული ნაკრების კიპერის ლონდონში გადაბარგებაზე აქტიურად წერს. ”ლორისმა მითხრა, რომ ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში გადასვლის შესაძლებლობის გაჩენისთანავე ”ლიონს” დატოვებს. თუ ვინმე მეკარის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს შემოგვთავაზებს, მაშინ ჩვენ ლორისს გავუშვებთ, თუმცა ამ დროისთვის ”არსენალიდან” შემოთავაზება არ ყოფილა.”-ოლას სიტყვები goal.com-მა გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ლორისი ”ლიონში” 2008 წელს ”ნიცადან” 8,5 მილიონ ევროდ გადავიდა. ”ლორისმა მითხრა, რომ ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში გადასვლის შესაძლებლობის გაჩენისთანავე ”ლიონს” დატოვებს. თუ ვინმე მეკარის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს შემოგვთავაზებს, მაშინ ჩვენ ლორისს გავუშვებთ, თუმცა ამ დროისთვის ”არსენალიდან” შემოთავაზება არ ყოფილა.”-ოლას სიტყვები goal.com-მა გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ლორისი ”ლიონში” 2008 წელს ”ნიცადან” 8,5 მილიონ ევროდ გადავიდა.
2019-03-24 13:57:37
http://esport.ge/fexburti/baza/8473-lioni-lorisis-sanacvlod-20-milions-itxovs.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203448.17/warc/CC-MAIN-20190324124545-20190324150545-00304.warc.gz
14,910
76,994,285
(რეზონანსი) თბილისში უკვე ყველგან შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც პირბადეები უკეთიათ. როგორც ჩანს, პრევენციის მიზნით, გრიპის საწინააღმდეგოდ, საზოგადოებამ ნელ-ნელა უკვე დაიწყო თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალების გამოყენება. პირბადეები, ძირითადად, მწვანე და თეთრი შეფერილობისაა, თუმცა გარკვეული მოდური შტრიხი აქაც შეინიშნება და აფთიაქებში სულ უფრო მეტი ადამიანი კითხულობს შავ პირბადეებს. ქალაქშიც უკვე მრავლად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც შავი ფერის პირბადეებს ანიჭებენ უპირატესობას. როგორც „2020NEWS"-მა გაარკვია, შავი პირბადეების უპირატესობა ის არის, რომ განსხვავებით მწვანე და თეთრი შეფერილობის ნიღბებისგან მათი ტარება მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. მთლიანი ყუთის ფასი 5.95 ლარია. ყუთში კი 10 ცალია მოთავსებული. მისი ყიდვა მხოლოდ იაპონურ მაღაზია „მინისოშია" შესაძლებელი. როგორც „პესპეს" და „ავერსის" სააფთიაქო ქსელში განგვიცხადეს, შავი ფერის პირბადეები მათ არ აქვთ.
2019-03-22 18:09:18
http://www.resonancedaily.com/mobile/index.php?opt=opn&id_rub=1&id_artc=63389
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202688.89/warc/CC-MAIN-20190322180106-20190322201703-00065.warc.gz
3,759
331,545,618
სახალხო დამცველის წინადადება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გასხვისების თაობაზე 2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, არ გასხვისდეს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე. დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მოსახლეობის ნაწილს გააჩნია მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მათ აღნიშნულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრირაციის კანონიერ საფუძველს აძლევს. აღნიშნულ პროცესს აფერხებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიება. გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად, ბორჯომისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს განკარგავს. შედეგად, მოსახლეობის უმეტესობა, რომლებიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტები და ვერ ახდენენ მათზე საკუთრების რეგისტრაციას, საკუთრების უფლების შელახვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან.
2019-10-21 11:26:43
http://ombudsman.ge/geo/tsinadadebebi/saxalxo-damcvelis-winadadeba-sasoflosameurneo-danishnulebis-miwis-nakvetebis-gasxvisebis-taobaze
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987769323.92/warc/CC-MAIN-20191021093533-20191021121033-00350.warc.gz
22,846
138,868,454
შავი სიის ახლადგათეთრებული წევრები კვლავ შავ სიაში რჩებიან. ვალნაპატიებ პრობლემურ მესხებელს, ქართუს დაფინანსების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვის იმედი გაუჩნდა და საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გაუქრა, რადგან საბანკო ბარათის გარდა, შავის სიიდან ამოსვლის შემდეგ, ვერაფერი მიიღეს და 4 -წლიან პერსპექტივაში არც არაფერი ესახებათ. რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში კითხვას სვამს: “ვალების ჩამოწერა რამდენი დაუჯდა ქართუბანკს, ანუ კაპიკები?” და თავდვე პასუხობს რამდენიმე კითხვა-ვერსიად: 1) მართლა დიდი ხნის წინათ ჩამოწერილი სესხების სია ხომ არ იყიდა; 2) ვალების ”ჩამოწერა” მხოლოდ საარჩევნო მოსყიდვა და მცირეოდენი ფულის ხარჯვა იყო? დაახლოებით იმდენი, რეკლამაში რომ დახარჯავდა პარტია? „შავი სია ისევ არსებობს და იგი არ ქრება, იცვლება მხოლოდ ჩანაწერი” – ჰქონდა და არა აქვს ვალი, ურჩი გადამხდელი იყო და სხვამ დაუფარა”, ნაცვლად იმისა- ”აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება. თუ ვინმეს ჰქონდა შანსი დაეფარა ვალი და სიიდან ამოწერილიყო როგორც პატიოსანი გადამხდელი, ახლა სამუდამოდ მიეკერება იარლიყი: ”ვალების პატიების აქციაში მონაწილე. ასე დამთავრდა კიდევ ერთი ქართული ამბავი“, – წერს ფეისბუქ გვერდზე რომან გოცირიძე. როგორც იცით 610 000 მომხმარებელს ₾2 000 (ძირი) გაუსტუმრებელი სესხები ეპატია. პრობლემური პორტფელი კრედიტორებისგან ფონდმა ქართუმ გამოისყიდა. ამ დროისთვის სიიდან წაშლილები მხოლოდ სადაბეტო ანგარიშის გახსნის საშუალება აქვთ. სესხები, მათ შორის ოვერდაფტიც მიუწვდომელია.
2019-03-22 00:46:23
https://tbilisitoday.ge/shavi-siidan-amoshlilebi-overdraftsac-ver-igheben/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202588.97/warc/CC-MAIN-20190321234128-20190322020128-00267.warc.gz
16,271
635,192,857
2012 წლის 24 დეკემბერს მათემატიკურ ოლიმპიადა "ევერესტის" მე-2 ტურში გადავიდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები: ნიკა ხოლოდნოვი, ელენე ზურაბიანი და მე-3 კლასის მოსწავლეები: ანა ალავიძე, მიშო ბაიაშვილი, გიორგი წიგნაძე. 2012 წლის 24 დეკემბერს მათემატიკურ ოლიმპიადა "ევერესტის" მე-2 ტურში გადავიდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები: ნიკა ხოლოდნოვი, ელენე ზურაბიანი და მე-3 კლასის მოსწავლეები: ანა ალავიძე, მიშო ბაიაშვილი, გიორგი წიგნაძე. ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. 2018-19 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება II ნაწილი 2018-19 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება სკოლა ”კანდიდი“ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-5 ეროვნულ კონკურს სკოლა ”კანდიდი“ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-5 ეროვნულ კონკურს
2019-10-16 09:16:54
http://kandidi.ge/134-bbbbbbbbbbbb-bbbbbbbbb-bbbbbbbb.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666959.47/warc/CC-MAIN-20191016090425-20191016113925-00208.warc.gz
7,273
99,328,079
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ეს და დღის სხვა მთავარი ამბები #117 ● გიორგი აბაზაძესთან ერთად ეს და დღის სხვა მთავარი ამბები #116 ● გიორგი აბაზაძესთან ერთად ჭავჭავაძის 113 ნომერში მშენებარე სახლის მეპატრონეებმა აქცია გამართეს უვიზო მიმოსვლა- საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთში სამედიცინო რეგულირების სააგენტო რეფერალურ საავადმყოფოში მოკვლევას იწყებს რა ეტაპზეა აჭარის გაზიფიცირების პროექტი ექიმმა უფლებამოსილება ოჯახის პროტესტის შემდეგ შეიჩერა დღეს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა „თუ გამოიკვეთა ექიმების გადაცდომა, აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას“- რეფერალური საავადმყოფო „ გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ ბათუმში ეს და დღის სხვა მთავარი ამბები #115 ● ირინა ყურუასთან ერთად ეს და დღის სხვა მთავარი ამბები #114 ● გიორგი აბაზაძესთან ერთად ეს და დღის სხვა მთავარი ამბები #113 ● გიორგი აბაზაძესთან ერთად ხვალ საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოვა თორნიკე მამალაძე-დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის განმარტება გარდაცვლილი 29 წლის გოგოს ახლობლებმა საავადმყოფოსთან გზა გადაკეტეს გადაიხედება თუ არა გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმე „მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილურია“- სასჯელაღსრულების სამინისტრო „2 წელი და 5 თვეა ვცდილობთ საქმის უმტკივნეულოდ დასრულებას“-აღსრულების ბიურო ეს და დღის სხვა მთავარი ამბები #112 ● გიორგი აბაზაძესთან ერთად ხვალ საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი ბათუმში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ბრიტანელმა ჟურნალისტებმა კურორტი გოდერძი მოინახულეს ხანძრის შედეგად დაშავებული 76 წლის კაცი საავადმყოფოში რჩება ეს და დღის სხვა მთავარი ამბები #111 ● თეონა ბაკურიძესთან ერთად ეს და დღის სხვა მთავარი ამბები #110 ● ქეთი ჭყონიასთან ერთად ეს და დღის სხვა მთავარი ამბები #109 ● ქეთი ჭყონიასთან ერთად სოციალურ სახლებში მცხოვრებლები მიწის ნაკვეთების გარეშე ''საპრეზიდენტო არჩევნები გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები'' რაში დაიხარჯა ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა რატომ სთხოვენ განმარტებებს ''კუბთაუერის'' შეჩერებულ მშენებლობაზე სოფო ხალვაშს რას ედავებიან გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილეს მამუკა ბახტაძე პარლამენტში დღეს მივა, პრემიერი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა მამუკა ბახტაძე არ თვლის, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება კატასტროფულია მამუკა ბახტაძე არ თვლის, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება კატასტროფულია თამაზ მეჭიაური მერის გადაყენების უფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს გახშირებული ავარიები და სახიფათო გზაჯვარედინი ბათუმში განათლების მინისტრი პედაგოგების ხელფასის ზრდას აანონსებს ახლობლები ექიმებს 29 წლის გოგონას გარდაცვალებაში ადანაშაულებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ''კუბ თაუერთან'' ხელშეკრულება შეწყვიტა შსს ბათუმში ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ● სრულად საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დასრულდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში გაიმართება ბატონის ციხისა და ველისციხის ისტორიები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია პირველად საქართველოს ისტორიაში - უჩვეულო სურათი: ორი პრეზიდენტი ერთად ინაუგურაციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია და ზურაბიშვილის გზავნილები ტრიბუნიდან
2019-03-24 17:03:11
https://www.myvideo.ge/v/3724151
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203464.67/warc/CC-MAIN-20190324165854-20190324191854-00099.warc.gz
20,363
827,169,062
მათ მიმართ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგი თვლის, რომ მხოლოდ და მხოლოდ გულმხურვალე პატრიოტები არიან, ზოგი მიიჩნევს, რომ პოპულისტობენ და იმ ქმედებებით, რასაც მათი პატარა ჯგუფი აკეთებს, უბრალოდ, „ქულების დაწერა სურთ“, ზოგი მიიჩნევს, რომ საკუთარი ბიზნესის წარმატებისთვის მუშაობენ... ასე მარტივიც არაა, ადგე და უბრალოდ დაიჯერო, რომ საკუთარი ქვეყნის ყოველი გოჯი ვინმესთვის ასეთი ძვირფასი შეიძლება იყოს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეჭვი მათ მიმართ დიდია. ვითარებაში უკეთ გასარკვევად ყველაზე მარტივია, უბრალოდ, ფაქტებს მივყვეთ. ერთ წელზე მეტია დავით ქაცარავა და მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სამოქალაქო აქტივიზმს ახორციელებს და ისინი ჯერ არ დაღლილან. ერთი შეხედვით სრულიად უტოპიური იდეა რუსი მესაზღვრეების შეჩერების შესახებ არ ჩამკვდარა. დიდი სირთულითა და წვალებით, მაგრამ ის ხორცს ისხამს. გასული წლის ივლისში ქაცარავას ჯგუფი ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე გამოჩნდა. მათ განაცხადეს, რომ სურთ მეთვალყურეობის დაწესება ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად და რუსი მესაზღვრეებისგან თვითნებური ბორდერიზაციის პროცესის აღსაკვეთად. თავიდან ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ერჯერად აქტივობას. ისეთს, როგორსაც ორგანიზაციები ან აქტივისტთა ჯგუფები პერიოდულად მიმართავენ, მიემგზავრებიან ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან/ზოლთან და ანტისაოკუპაციო გზავნილებს ავრცელებენ. „ძალა ერთობაშიას“ ზაფხულის პატრულირება ერთჯერადი აქტი არ ყოფილა. ჯგუფის წევრები პატრულირებდნენ იქ, სადაც ვითარება ყველაზე მეტად იძაბებოდა. პარალელურად საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე პერიოდულად ჩნდებოდნენ იმისთვის, რომ რუსი ტურისტების ყურადღება მიეპყროთ და მათი სამშობლოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შეეხსენებინათ. დღეს „ძალა ერთობაშია“ ატოცშია. იქ, სადაც მავთულხლართის გასავლებად 48 ბოძი უკვე გაამზადეს რუსმა მესაზღვრეებმა. მოძრაობის წევრები საველე პირობებში აღამებენ და ათენებენ იმისთვის, რომ ბორდერიზაციის პროცესი არ გაგრძელდეს. ამერიკის ხმამ „ძალა ერთობაშია“ ატოცში მოინახულა. ის პირობები, ის რეალობა, რაც ადგილზეა აქარწყლებს ყოველგვარ „მოსაზრებას“ პოპულიზმით მოტივირებულობის შესახებ. ვერანაირი პოპულარობის სურვილი ვერ აიძულებს ადამიანს ნებაყოფლობით გაჩერდეს ყინვასა და ქარში, წვიმასა და ტალახში ღია ცის ქვეშ დანთებული კოცონის ამარა. ადგილზე, რომელიც სოფლიდან საკმაოდ მოშორებითაა და მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მისვლაა შესაძლებელი ზამთრის პირობებში, ორიოდე საათსაც კი ფიზიკურად გაჩერება დიდ სირთულეს წარმოადგენს. ატოცში, ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან დგომა რომ საკმაოდ რთულია, ისიც მოწმობს, რომ მოძრაობის სამი წევრი გუშინ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, გრიპის ვირუსით (ერთ-ერთს H1n1 დაუდგინდა) ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამის მიუხედავად, მოძრაობა პატრულირებას არ წყვეტს. ატოცში იმ დროს წავედით, როდესაც იქ არანაირი მასობრივი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი. როგორია არაფრით გამორჩეული, სამოქალაქო პატრულირების ერთი ჩვეულებრივი დღე - აი, ეს გვინდოდა გვენახა. სადაა სახლი ატოცში, რომელსაც მოძრაობის წევრები მოსასვენებლად იყენებენ, ყველამ იცის. საველე ბანაკი კი სოფლიდან მოშორებითაა. „იარეთ, სანამ გზა არ დასრულდება, შემდეგ კი ანტისაოკუპაციო ტაქსს დაინახავთ, ჩვენი წარმომადგენელიც მანდ დაგხვდებათ და ჩვენამდე მოგიყვანთ,“- გვეუბნება დავით ქაცარავა ტელეფონზე საუბრისას. ანტისაოკუპაციო ტაქსი, რითაც აქტივისტები ბენზინისა და კვების ფულის შეგროვებას აორგანიზებენ, ტალახიანი გზის ბოლოს, ეულად დგას. შემდგომ უკვე ფეხით უნდა წახვიდე. დაახლოებით, ნახევარი საათი და ადმინისტრაციულ საზღვართან მოხვდები. სანამ ბანაკი გამოჩნდება, უკაცრიელი ჩანს ყველაფერი. რუსი მესაზღვრეების მიერ დასმულ ბოძზე, შორს საქართველოსა და უკრაინის დროშები ერთად ფრიალებს. ბანაკიც აქაა. ორი, ერთმანეთს მართი კუთხით მიდგმული ძელსკამი და კოცონი მათ შორის - ესაა აქაური კომფორტი. სტუმრების გამოჩენისთანავე მოძრაობის წევრები ფუსფუსს იწყებენ, გათბობასა და ასკილის ცხელ ჩაის გვთავაზობენ. ეს ნამდვილი შვებაა. ისეთი გემრიელი ასკილის ჩაი როგორიც აქაა, ალბათ, არსად არ იქნება. „ირგვლივ სულ ასკილის ბუჩქებია, ვკრეფთ და ჩაის ვამზადებთ, ჩვენც ძალიან მოგვწონს. ადგილობრივები 80 თეთრად ყიდდნენ, ჩვენ კიდევ, თბილისში რამდენიმე კაფეს დავაკავშირეთ, რომლებიც აქაურებისგან ასკილს სამ ლარად იბარებენ. ასე, რომ ბიზნესის განვითარებაშიც ვეხმარებით,“- გვეუბნება დავით ქაცარავა. ასკილი პაზლის უმნიშვნელო დეტალია, თუმცა ადამიანის სულისკვეთებასა და ხასიათზე მიანიშნებს. სამი ლარი ასკილში და შემდგომ ეს ორი დეტალი რეპორტაჟში, მრავლისმთქმელი ქვეტექსტის მატარებელია და ამიტომაც ილექება მეხსიერებაში. სწორედ ეს პატარა დეტალი შეგახსენებს იმას, რომ ვიღაც არა მხოლოდ, უბრალოდ წავიდა, დადგა ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან და ინტერვიუების მიცემა დაიწყო, არამედ, იფიქრა აქაურ ასკილზეც, აქ მაცხოვრებელ უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზეც და ათას ნაცნობთან გადარეკა თბილისში იმისთვის, რომ რომელიმე კაფე ან მაღაზია ეპოვა, ვინც იყიდიდა ასკილს საოკუპაციო ხაზიდან. მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საინტერესო ფენომენია. იმ „ლაივებიდან“, ცოცხალი ვიდეოებიდან, რასაც დავით ქაცარავა სოციალური ქსელით ავრცელებს, ატოცში ბევრი ადამიანი ჩამოდის. ბევრს არც სურს საკუთარი თავის აფიშირება. გვეუბნება, რომ სამსახურს შეუთავსა ასეთი გრაფიკი და კვირაში სამი დღე ჩამოდის. ამგვარი პრინციპით გუნდს ბევრი მოხალისე უერთდება. მოძრაობის წევრები კი ამასობაში ახალი წლის ატოცში, საოკუპაციო ხაზთან აღნიშვნის გეგმებს აწყობენ. რამდენად შესაძლებელია აქტივიზმი ასეთ რთულ პირობებში? - ამ კითხვაზე დავით ქაცარავას შესაშურად ოპტიმისტური პასუხი აქვს. ის ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს და იდგება მანამ, სანამ ეს იქნება საჭირო. ამბობს, რომ ამ ენთუზიაზმის შედეგს ხედავს, რადგან მათი აქტივიზმის გამო მესაზღვრეებმა ლითონის ბადე ჩასმულ ბოძებზე ვეღარ გაავლეს. ამბობს, რომ არ მისცემს საშუალებას პროცესი გააგრძელონ და სწამს, რომ თანამოაზრეთა გაზრდის შემთხვევაში, როგორც ადგილზე, ისე ხელისუფლებაში, რუსეთის პოლიტიკა შეიცვლება. 18 დეკემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ერგნეთში ოსურმა მხარემ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საკითხი დააყენა და განაცხადა, რომ ისინი ქმნიან რისკს ადგილზე. შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი ანთაძემ, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყველა მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს უფლება გადაადგილდეს და დადგეს იქ, სადაც მას სურს და რომ პოლიცია ამას ვერ აკრძალავს. ქაცარავასთვის ოსური მხარის შეშფოთებანიშნავს იმას, რომ მათი ყოფნა ატოცში რუსებისთვის დისკომფორტია. ეს კიდევ ერთი მიზეზია სამოქალაქო აქტივისტებისთვის საქმიანობის გასაგრძელებლად.
2019-03-20 17:30:05
https://www.amerikiskhma.com/a/hot-tea-at-the-occupation-line/4715840.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202450.64/warc/CC-MAIN-20190320170159-20190320192159-00337.warc.gz
14,334
670,813,017
ლიტ. - ეფ. 222 დას. II, 19 - III, 7. ლკ. 18 დას. V, 12-16. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16. ეფ. II, 19 - III, 7. 19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი; 20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე, 21. რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, 22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით. 1. სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის, 2. თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის, 3. რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ; 4. როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო, 5. რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ; 6. რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში; 7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით. 12. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. 13. გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე გაეყარა მას კეთრი. 14. უბრძანა, არავისთვის ეთქვა, არამედ წასულიყო, სჩვენებოდა მღვდელს და შეეწირა შესაწირავი, რაც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად. 15. მაგრამ მისი ამბავი სულ უფრო ფართოდ ედებოდა მთელს ქვეყანას და დიდძალი ხალხი აწყდებოდა, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან. 16. ხოლო ის განმარტოვდებოდა უდაბნოში და ლოცულობდა. ებრ. VII, 26 - VIII, 2. 26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს. 1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა. 9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
2019-10-18 21:59:40
http://karibche.ambebi.ge/saeklesio-kalendari.html?view=calendar&year=2019&month=9&day=25&cal=10
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986684854.67/warc/CC-MAIN-20191018204336-20191018231836-00313.warc.gz
18,145
107,389,363
ელენე ვოგმანი (ბერლინი) არის ავტორი, კურატორი და ლიტერატურადმცოდნე კვლევით პროექტისა »რითმი და პროექცია« (თავისუფალი უნივერსიტეტი, ბერლინი). მან დისერტაცია დაიცვა 2016 წელს თემაზე »ეროტიკული ფიქრი. ეიზენშტეინის ექსცენტრული მეთოდი«, რომელიც 2018 წელს გამოიცა გამომცემლობაში diaphanes. მისი კვლევის ფოკუსში ექცევა თემები: ვიზუალური ფიქრი, რითმის ანთროპოლოგია, ეთნოგრაფია და დოკუმენტალური პრაქტიკები. მარი რებეჩისა და ტილ გათმანთან ერთად კურირებდა გამოფენას »სერგეი ეიზენშტეინი: რითმის ანთროპოლოგია« (Nomas Foundation, რომი). ამჟამად მუშაობს თავის მეორე წიგნზე, რომელშიც ეიზენშტეინის პროექტის »კაპიტალი« გამოუქვეყნებელ მასალას, გოეთეს მორფოლოგიის, ჯოისის ულისესა და მარქსის ღირებულების მეტამორფოზების ახლებურ ინტერპრეტაციებს იძლევა. ეს წიგნი »Dance of Values. Eisenstein’s Capital Project«, გამოიცემა 2019 წელს გამომცემლობაში diaphanes.
2019-10-20 06:30:09
http://www.sa-ga.org/persons/speaker/elena-vogman
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986703625.46/warc/CC-MAIN-20191020053545-20191020081045-00113.warc.gz
5,569
312,686,565
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, წყალტუბოში, განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი ოფიციალურად გაიხსნა. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრესსამსახურის ცნობით, 72 ნომრიანი კომპლექსი ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია რეგიონში და მისი მთავარი მიზანი ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე წყალტუბოს, როგორც უნიკალური, ბუნებრივი რესურსების მქონე დასასვენებელი კურორტის პოზიციონირებაა. კომპლექსი რესტორანს, საკონფერენციო სივრცეს და გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს მოიცავს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტარონ, როგორც სამედიცინო, სამკურნალო პროცედურები, ასევე, ისარგებლონ მრავალფეროვანი სარელაქსაციო, სპა მომსახურებით. სასტუმრო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 9 500 000 ლარს შეადგენს. პროექტის შედეგად, შეიქმნა 170 სამუშაო ადგილი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილია 111 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 289.6 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 111 სასტუმრო შექმნის 3 380-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 890-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.
2019-12-08 19:33:23
https://www.bpn.ge/article/61084-saxelmcipo-programis-acarmoe-sakartveloshi-parglebshi-cqaltuboshi-ganaxlebuli-balneologiuri-kurorti-gaixsna/
crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540514475.44/warc/CC-MAIN-20191208174645-20191208202645-00285.warc.gz
4,802
644,435,705
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ ფოთში, აშშ-ის განვითარების კორპორაციის - OPIC-ის მხარდაჭერით, არა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის, არამედ მხოლოდ ერთი ტერმინალის გაფართოება იწყება. "საზოგადოებას უკვე რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ინფორმაცია, რომ OPIC-მა გადაწყვიტა 50 მილიონი დოლარით ამ პროექტის მხარდაჭერა. როგორც ჩემთვის ცნობილია, 100 მილიონ დოლარზე ცოტა მეტია სრულად პროექტის ღირებულება და ამდენად, ის მასშტაბებში ვერანაირად ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ანალოგი, ეს არის მხოლოდ ერთი ტერმინალი, რომელიც ძირითადად მოემსახურება ნაყარ ტვირთებს. პროექტის საფუძვლის ჩაყრა ხვალ იგეგმება და მეც ვგეგმავ დასწრებას. ჩვენ მივესალმებით იმ საპორტი და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დაფინანსება", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება უცვლელი რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით. "ეს არის პრიორიტეტული პროექტი, რომელშიც მთავრობა დებს ინვესტიციას, მთლიანობაში ესაა 250 მილიონ დოლარზე მეტი, როგორც თანხობრივად, ასევე ახალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების სახით, აქვე შედის ჯამში 1000 ჰექტარი მიწის ნაკვეთების გადაცემა. ამას ემატება კონსტიტუციაში ჩვენი ხელისუფლების მიერ შეტანილი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს ღრმაწყლოვან ნავსადგურთან თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსებობას განსაკუთრებული საკანონმდებლო რეჟიმით. ამდენად, ეს არის ის უპრეცედენტო მხარდაჭერა", - თქვა მაია ცქიტიშვილმა. თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს "რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი "მილიარდერები აღარ უნდა არსებობდნენ" - აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ინიციატივა ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ 5 ქალაქი, რომელსაც წყალში ჩაძირვა ემუქრება მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული მაიკ ტაისონის "მარიხუანას იმპერია" - ლეგენდარული სპორტსმენის კანაფის პლანტაციები და ბიზნესი აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები? მერაბ ჭითანავა: Ferrero-ში 10-წლიანი მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, თავისუფალი კონსულტანტი გავხდე ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი კალაძე - მოიკითხეთ, ვისგან ფინანსდება არასამთავრობოები, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან კომპანია AiCar სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ქართულმა რესტორანმა საერთაშორისო კონკურსში ოქროს ჯილდო მოიპოვა რატომ შეწყვიტა მუშაობა პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფმა? ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს
2019-10-14 03:33:56
https://bm.ge/ka/article/maia-cqitishvili-mivesalmebit-saporto-da-logistikuri-infrastruqturis-ganvitarebas-/41136/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986649035.4/warc/CC-MAIN-20191014025508-20191014052508-00092.warc.gz
15,332
499,991,019
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | | დოკუმენტის ნომერი | 303 | დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი | მიღების თარიღი | 23/05/2011 | დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება | გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011 | სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016192 | დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში პირველადი სახე (25/05/2011 - 28/06/2011) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანდართული დებულება. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანება. 1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ “ ქვეპუნქტისა. 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ “ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 14 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ . პეტრიაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულება 1. შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ “ საქართველოს კანონით, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სამსახურს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. სამსახურის მისამართია ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16. მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებები და ფუნქციები ა) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს; ბ) ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; გ) ახორციელებს საგადასახადო კონტროლს, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო კონტროლს და სახელმწიფო ზედამხედველობას, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, არასატარიფო ღონისძიებებს; დ) უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას; ე) იღებს წინასწარ გადაწყვეტილებას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე; ვ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატან საქონელზე გასცემს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს; ზ) გასცემს ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატს; თ) ახორციელებს საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენას, საქონლის საბაზრო ღირებულების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრას; ი) მონაწილეობს გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრასთან, სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში; კ) გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე; ლ) განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში; მ) თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ნ) იღებს გადაწყვეტილებებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, გაუქმების თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს; ო) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; პ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას; ჟ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად; რ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული კორესპონდენციის მიღებას, შესაბამის რეაგირებასა და შენახვას; ს) ასრულებს საგადასახადო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შუამდგომლობას; ტ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, ასევე სასაქონლო ოპერაციებთან დაკავშირებულ მომსახურებას; უ) უზრუნველყოფს გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირებას; ფ) უზრუნველყოფს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების შემმუშავებელი კომისიის მიერ შემუშავებული საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენას; ქ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 3. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 2. სამსახურის უფროსი, კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე; დ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას; ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას; ვ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს; ზ) გამოსცემს მეთოდურ მითითებებსა და შიდა ინსტრუქციებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომელთათვის; თ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს; კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ლ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესს; მ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს; ნ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებს; ო) განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე; პ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სამსახურის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას; ჟ) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს; რ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ს) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობასა და სამსახურის ლოგოს; ტ) ხელმძღვანელობს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევას; უ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ფ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 5. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს. 6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. 1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან სამსახურის ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას. ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი; მ) ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი. მუხლი 5. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოები 1. აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტი, გაფორმების დეპარტამენტი და ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია და წარმოადგენს სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო ორგანოებს. 2. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით. 3. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ დამოუკიდებლად და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან. 4. სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო ორგანოებს შესაძლებელია ჰქონდეთ ბეჭდები. მუხლი 6. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურის საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება; ბ) სამსახურის ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა; გ) სამსახურის მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება; დ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან; ე) სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამსახურსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება; ვ) სამსახურის, სამსახურის ხელმძღვანელობის იმიჯზე ზრუნვა; ზ) სამსახურის, სამსახურის უფროსის რეიტინგის კვლევა; თ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სამსახურში მიმდინარე პროცესების შესახებ; ი) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება; კ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია; ლ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადება; მ) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება; ნ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება; პ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. მუხლი 7. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოება, ოფიციალური მიმოწერა და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ასევე, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება; გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სარეიტინგო კვლევების შესწავლა და ანალიზი, ასევე, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მომზადება, შეთანხმება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ე) საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპულ ორგანიზაციასა (IOTA) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში (WCO), აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობა; ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია; ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება; თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლა და ანალიზი; ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა; კ) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e–CEN) მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსება; ლ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. მუხლი 8. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი ა) საკადრო საქმისწარმოება, სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; ბ) სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება; გ) თანამშრომელთა შეფასება, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზი; დ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ე) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ვ) სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება; ზ) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა, თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევა; თ) სამსახურში სტაჟირების გავლის ორგანიზება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტაჟირების გავლის ორგანიზებას, სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს სამსახურის მიერ შერჩეული ორგანიზაცია; ი) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრეინინგის საჭიროების კვლევა და ანალიზი; კ) სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. მუხლი 9. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი ა) ახალი საინფორმაციო სისტემების შემუშავება და არსებულ საინფორმაციო სისტემებში ცვლილებების შეტანა; ბ) ახალი პროგრამული პროდუქტების და სერვისების პროექტირება, პროექტების ინიციირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორცილელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა; გ) არსებული საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით სამსახურის უზრუნველყოფა, შესაბამისი მომხმარებლებისათვის ტრეინინგების ორგანიზება და სათანადო კონსულტაციების გაწევა; დ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების დანერგვა და სამომხმარებლო ტესტირება, საინფორმაციო სისტემების საოპერაციო გარემოში გასაშვებად მომზადება და გაშვების უზრუნველყოფა, პროგრამის სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადება; ე) ახალი და არსებული ავტომატიზებული სამუშაო ადგილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან ერთად ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება; ვ) ვებ-არქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა, ერთიანი საჯარო და შიდა კორპორატიული ვებ-სერვისების უზრუნველყოფა; ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული და საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად, ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა; თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან ერთად მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, მონაცემთა რეზერვირებისა და აღდგენის უზრუნველყოფა, საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების არქიტექტურისა და დიზაინის შემუშავება; ი) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; კ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. ა) სამსახურის სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; ბ) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა; გ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; დ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად; ე) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება; ვ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება; ზ) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი; თ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება; ი) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი; კ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება; ლ) სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ნ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ო) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. ა) სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება; გ) განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დ) სამსახურში სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება; ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ზ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. ა) სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა სახის დავებში; ბ) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა; გ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; დ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; ე) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; თ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. ა) საგადასახადო შემოწმებების, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევისათვის რისკის კრიტერიუმების და პრინციპების განსაზღვრა, ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მონიტორინგი და ანალიზი; ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის და/ან საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოსაყენებელი ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მონიტორინგი და ანალიზი; გ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ანალიზი და გადამოწმება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების (მათ შორის, გადამხდელის ინიციატივით) ორგანიზება და ჩატარება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კონტროლის შედეგების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით წინასწარი განხილვის ორგანიზება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ზ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების შემუშავება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ლ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. ა) აქციზური მარკების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გაცემა; ბ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა, ნებართვის გაუქმება, წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის შეთანხმება, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; გ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭება და გაუქმება, საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, თავისუფალი საწყობის საწარმოს და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება და გაუქმება; დ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, ჩამორთმევასთან და გაუქმებასთან, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან, გადასახადის გადამხდელისათვის მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა; ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემა. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცნობების გაცემა; ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანა (რეგისტრაცია) და რეესტრიდან ამოღება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვა, გადასახადის გადამხდელთა მომსახურება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება, გადასახადის გადამხდელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება და გაცემა; თ) ,,ოქროს სიის~ მონაწილის სტატუსის მისაღებად (,,ოქროს სიაში“ შესაყვანად) კანდიდატთა შერჩევა, კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, ,,ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი; ი) დაინტერესებული პირისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, გადასახადის გადამხდელისთვის პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების გაწევა; კ) საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; ლ) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; მ) გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე მონიტორინგი. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, გარდა ამ დებულების მე-15 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ნ) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ჟ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; რ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. მუხლი 15. საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტი ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა; ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, დათვალიერებით, ინვენტარიზაციით. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი; გ) აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა; დ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება; ე) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი; ვ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი და უმოქმედო ობიექტების დალუქვა; ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება; თ) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება; ი) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზი; კ) მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაცია და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ნ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ო) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. ა) სასაქონლო ოპერაციათა მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი. სასაქონლო ოპერაციების განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგი; ბ) სასაქონლო დეკლარაციის შევსება და სასაქონლო ოპერაციების განხორციელება; გ) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, გარდა პორტალებში წარდგენილი საქონლის მიმართ გასატარებელი ღონისძიებებისა; დ) სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სასაქონლო ოპერაციების განხორციელების ადგილებში (ან სხვა სახელმწიფო კონტროლის ზონაში) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება რენტგენ-სკანერის მეშვეობით, მათ ექსპლუატაცია, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი; ე) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის, მთლიანობისა და ლუქების კონტროლი; ვ) ტერმინალის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსოების/საწყობების საქმიანობის ორგანიზება და მართვა; ზ) საგადასახადო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება; თ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა; ი) საწყობის (ღია ან/და დახურული), თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. საწყობების (ღია ან/და დახურული), თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, ,,ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადება; კ) საწყობის (ღია ან/და დახურული), თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვების მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი; ლ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა, ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელება; ნ) სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით, გარდა ამ დებულების მე-17 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ჟ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; რ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. მუხლი 17. ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და გადადგილებაზე კონტროლი; ბ) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონებში და გაფორმების სერვისცენტრებში წარდგენილი საქონლის მიმართ გასატარებელი ღონისძიებებისა; გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა; დ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაცია; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალურ საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელება; ვ) პორტალებიდან სტაციონარული მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; ზ) სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და მასში მონაწილეობა; თ) სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სახელმწიფო კონტროლის სპეციალური საშუალებების (მათ შორის, სკანირების, სამოსამსახურეო დანიშნულების ძაღლების და სხვ.) დანერგვა და გამოყენება, მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირება; ი) ფარმაცევტული პროდუქტის საგადასახადო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდება; კ) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა; ლ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა ,,Tracker 7“-ის საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია, ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით; მ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი; ნ) პორტალში სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურება; ო) პორტალში საქონლის გაფორმებისას ან/და სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის ან/და საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით; პ) გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; ჟ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის, აგრეთვე ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვების გაცემა; რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა; ს) კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით; ტ) საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე ონლაინრეჟიმში კოორდინაციის გაწევა და მუდმივი მონიტორინგის განხორციელება; უ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება რიგების აღმოფხვრის, საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება; ქ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ღ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ყ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. მუხლი 18. სამსახურის სათათბირო ორგანო 1. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამსახურის უფროსს შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები სათათბირო უფლებით. 2. სათათბირო ორგანოები იქმნება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თქვენი შენიშვნები დაგვეხმარება სისტემის სამომავლო გაუმჯობესებაში.
2019-10-17 23:04:37
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1336004?publication=18
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677230.18/warc/CC-MAIN-20191017222820-20191018010320-00442.warc.gz
37,916
584,997,442
„მედია პორტალი“ საკანონმდებლო ინიციატივით ფარული რეკლამის დეფინიციის განსაზღვრას ითხოვს ორგანიზაციამ სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს და სოციოლოგებს გააცნო. პრეზენტაციის შემდგომ დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოში პოლიტიკური კულტურის დონეზე იმსჯელეს. „მედია პორტალის" გენერალური დირექტორის, ნათია აბრამიას თქმით გამოიკვეთა, რომ საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო კამპანიები არ იყო კარგად გააზრებული. პრეზიდენტობის კანდიდატები ვიდეორგოლებში ისეთ დაპირებებს აკეთებდნენ, რომელთა შესრულებაც მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაშია შესაძლებელი. „მედიამ ვერ მოახერხა რეაგირება მოეხდინა არაეფექტური პოლიტიკური კომუნიკაციის შემთხვევებზე. აეხსნა საზოგადოებისთვის, რას ნიშნავს პრეზიდენტობის კანდიდატების დაპირებები და რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს თუ მათი სამსახურების მუშაობის ეფექტურობას ამ კამპანიით შევაფასებთ" - განაცხადა ნათია აბრამიამ. მონიტორინგის პროექტის ხელმძღვანელმა, მანანა ვარდიაშვილმა დამსწრეებს აჩვენა ის სოციალური კლიპები, რომლებიც პოლიტიკური რეკლამის და ანტირეკლამის ელემენტებს შეიცავდა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციებიც. "მედია პორტალი" მიიჩნევს, რომ აუცილებელია განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება და ფარული პოლიტიკური რეკლამის განსაზღვრება მოხდეს. „მედია პორტალი" თვლის, რომ კანონმა უფრო მკვეთრად უნდა განსაზღვროს სოციალური რეკლამის დეფინიცია და მედია საშუალებებმა უნდა დაადგინონ ამ სტატუსის მინიჭების პროცედურა. პოლიტიკური და ფარული რეკლამების მონიტორინგის პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. საანგარიშო პერიოდი 2013 წლის 1 სექტემბერი-26 ოქტომბერს მოიცავდა. პროექტის ფარგლებში „მედია პორტალმა" პრაიმტაიმში (19:00-24:00) ხუთ სატელევიზიო არხზე („საზოგადოებრივი მაუწყებელი", „იმედი", „რუსთავი-2", „მაესტრო" და „კავკასია") გასული პოლიტიკური და ფარული რეკლამების რაოდენობრივი და თვისებრივი მედიამონიტორინგი განახორციელა. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ‘მედია პორტალის' სრულ ანგარიშს, ასევე პროექტის ფარგლებში დაწერილ სტატიებსა და ბლოგებს.
2019-10-20 08:30:50
http://www.mportali.com/news/l/geo/nid/53/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986705411.60/warc/CC-MAIN-20191020081806-20191020105306-00466.warc.gz
12,399
293,961,694
ამერიკელმა მეცნიერებმა ცეცხლსასროლი იარაღი შექმნეს, რომელიც სმარტფონს ჰგავს. გამომგონებლების ძირითადი მიზანია ისეთი იარაღის შექნა, რომელიც ყურადღებას არ მიიპყრობს. მინესოტის შტატის ერთ-ერთი სამეცნიერო ცენტრში პისტოლეტი „სმარტფონი“ შექმნეს, რომელიც მობილურ ტელეფონს ჰგავს და ჯიბეში ადვილად ეტევა, ამასთანავე, სხვა ადამიანების ყურადღებას არ იქცევს. სმარტფონად შენიღბული პისტოლეტიGalaxy S7-ს ზომისაა. გაშლილ მდგომარეობაში კი ეს ნამდვილი იარაღია. ამჟამად ახალი ტიპის იარაღის გარკვეული დამუშავება ხდება და ის მალე აშშ-ის სავაჭრო ქსელში გამოჩნდება. სმარტფონ-პისტოლეტის ფასი 380 – 400 დოლარი იქნება.
2019-10-16 15:16:29
http://plus.kvira.ge/%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A8-%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A4/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668994.39/warc/CC-MAIN-20191016135759-20191016163259-00181.warc.gz
20,244
157,225,478
რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი ჩვენ სკოლაზე? I კლასიდან გაძლიერებული პროგრამით ისწავლება ინგლისური ენა, მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა. ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მზადება იწყება IIIკლასიდან, რაც აძლევს საშუალებას ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს, შეძლებენ სწავლის გაგრძელებას, როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ სასწავლებლებში,ვენი სკოლა ამზადებს აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ამიტომ X-XI-XII კლასებში გაკვეთილები ტარდება აბიტურის პროგრამით. სკოლაში საგნობრივი სწავლების პარალელურად შემოღებულია: - ქართული ხალხური ცეკვის გაკვეთილები. - ხალხური და საესტრადო სიმღერის წრე. სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ძირითად უცხო ენებთან(ინგლისური, რუსული) ერთად დამატებით(არჩევით) ისწავლება ფრანგული ენა. სკოლაში მოსწავლეები იმყოფებიან დილის 930 საათიდან 17 საათამდე.გაკვეთილების მომზადებითა და კვებით. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. მოსამზადებელ ჯგუფში(მოსწავლეები მიიღებიან 4 წლის ასაკიდან) შექმნილია მშვიდი სასწავლო გარემო, მრავალმხრივი აქტივობების გასახორციელებლად. სკოლას ემსახურება ტრანსპორტი. იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია, სწავლა ფასიანია, დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: სკოლა-ლიცეუმი „TIS“ – ხარისხიანი განათლების გარანტი!
2019-10-14 10:46:21
http://tis.ge/reception/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986653216.3/warc/CC-MAIN-20191014101303-20191014124303-00528.warc.gz
9,690
187,101,371
ნაკრძალი ცინჟი-დიუ-ბემარაჰა შეიქმნა 1927 წელს, რათა დაეცვათ უნიკალური კარსტული პეიზაჟები და სხვადასხვა ჯიშის ლემურები. ეს უცნაური ,,ტყე” დასავლეთ სანაპიროზე, მადაგასკარში მდებარეობს. კირქვის კლდეების პლატოსგან წარმოქმნილია ნამდვილი ,,ქვის ტყე,” რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.ზოგიერთი ადგილი ჯერ კიდევ დახურულია მნახველთათვის. ნაკრძალის ფართობი შეადგენს 1.520 კვადრატულ კილომეტრს. პეიზაჟიები მართლაც საოცარია – კლდეები და შემონახული ფოთლოვანი ტყეები, უზარმაზარი ქვის ტყეების რიგი… ზოგიერთი ნაწილი ბუნებრივი ნაკრძალი ცინჟი-დიუ-ბემერეჰასი გაიხსნა მნახველებისთვის 1998 წელს და ზოგიერთი კი დღემდე დაკეტილია. ტყის ვიზუალი გავს უზარმაზარ ქვის წამწვეტებულ კბილებს. ნაკრძალის სახელწოდება მადაგასკარის ენაზე სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,თითის წვერებზე სიარულს” როცა დაინახავთ ამ მშვენიერ ლანდშაფტს ხვდებით, რომ აქ სხვანაირად გადაადგილება შეუძლებელია. ფორმირება და ჩამოყალიბება ცნობილი ,,ქვის ტყის” მიმდინარეუბდა ათასობთ წლების განმავლობაში. წყლისგან მოშორებით გამორეცხილი კირქვისგან წარმოიშვა, ასეთი მშვენიერი სანახაობა. ჩვეულებრივი მთების ნაცვლად, ცას ქვის მწვერვალები არღვევს. ბუნებრივი პირობების გამო აქ საცხოვრებლად შეუძლებელი პირობებია და მხოლოდ იშვიათი ჯიშის თეთრი ლემურები ბინადრბენ და ასევე იშვიათი შესახედაობის ფრინველები. ამ იშვიათი სანახაობის დათვალიერება შეიძლება, ქვებს შორის დაკიდებული კიბით ან რთული ალპინისტური სვლით, რასაც მართლა დიდი გამბედაობა სჭირდება. მილიონზე მეტი წლის განმავლობაში ბუნებამ შექმნა ეს უჩვეულო ,,ქვის ტყე” და მნახველისთვის მართლაც შთამბეჭდავი სანახავია. აქ წარმოგიდგინეთ НАТИОНАЛ GEOGRAPHIC და Alvarez Photography-ს ფოტოები, ნახეთ და შეაფასეთ.
2019-10-14 07:59:55
http://ucnauri.com/225554/%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986649841.6/warc/CC-MAIN-20191014074313-20191014101313-00303.warc.gz
22,069
226,629,091
საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლების ინიციატიავას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის" "სიცრუესა და რეალური ზრახვების ოსტატურად შენიღბვას" უწოდებს. საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ეხმაურება. "საქართველოს ხელისუფლებას მივმართავ წინადადებით, შეწყვიტოს სიცრუე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების სასარგებლოდ,"- ნათქვამია განცხადებაში. დაურ კოვე წერს, რომ "ერთადერთი ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაა".
2019-03-24 15:49:32
http://saqinform.ge/news/37299/saqarTvelos+xelisuflebas+mivmarTav+winadadebiT%2C+shewyvitos+sicrue+sakuTari+politikuri+ambiciebis+sasargeblod%21+-+daur+kove.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203462.50/warc/CC-MAIN-20190324145706-20190324171706-00338.warc.gz
7,085
182,969,912
ქალი, რომელსაც გარშემომყოფები „სძულს“, საუკეთესო შეყვარებულია - ფსიქოლოგების დასკვნა არიან ქალები, რომელთა გამომეტყველება, მანერები, გვაფიქრებინებს, რომ გარშემომყოფებს ვერ იტანენ. ასეთი კატეგორიის ქალები მაქსიმალურად შორს იჭერენ თავს ახლო ურთიერთობებისგან, გაურბიან ყველას და სწორედ ამიტომ, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ ყველა სძულთ, რაც არ შეეფერება სინამდვილეს, ასე მხოლოდ გარედან ჩანს, შინაგანი სამყარო კი სხვაგვარია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთ ქალებს „ოქროს გული“ აქვთ. უფრო მეტიც, ფსიქოლოგთა მტკიცებით, ეს ქალები საუკეთესო შეყვარებულები და რომანტიკული პარტნიორები არიან ბევრი მიზეზის გამო. ვნახოთ, ერთი შეხედვით „გულცივი“ ქალის რეალური პიროვნული მახასიათებლები, რომელთა გამოც ის საუკეთესო შეყვარებულია. 1. ერთგულია - არასოდეს გიღალატებთ. პატიოსნება და ერთგულება მისი მთავარი ღირებულებებია. თამაშებისა და ინტრიგებისთვის დრო არ აქვს. 2. იცის, რა სურს - გამოირჩევა მდგრადი ფსიქოლოგიით და არის ინტელექტუალი. შეუძლია ემოციების მართვა. აბსოლუტურად აკონტროლებს თავის ქმედებებს. როცა გაბრაზებულია, არ სჩვევია ემოციური ნაბიჯების გადადგმა. მშვიდად პოულობს გამოსავალს. 3. მას არ უყვარს ჭორაობა - არ აქვს დრო უშინაარსო საუბრებისთვის. მასთან დიალოგი ყოველთვის საინტერესო, ინტელექტუალურია და ბევრ რამეს გასწავლით. ამ ტიპის გოგონასთან სასიყვარულო ურთიერთობა ნიშნავს, რომ პრივილეგირებული ხართ, რადგანაც შეგიძლიათ გქონდეთ ღრმა, ინტელექტუალური და საინტერესო დიალოგები. 4. ის აძლევს საყვარელ ადამიანს პირად სივრცეს - ესმის, რომ ყველა ადამიანს სჭირდება დრო საკუთარი თავისთვის. უყვარს თქვენ გვერდით დროის გატარება, მაგრამ ამავდროულად, ყოველთვის პოულობს გზას იმისთვის, რომ მოგცეთ საშუალება საკუთარ თავთან დარჩენის. აუცილებლად დაგიტოვებთ პირად სივრცეს. 5. გულწრფელია - ეს ქალი ყოველთვის ამბობს სიმართლეს, ყოველთვის გეუბნებათ იმას, რასაც ფიქრობთ. ტყუილის თქმას ურჩევნია, მწარე სიმართლე გითხრათ. არ ერიდება გამოხატოს თავისი გრძნობები. როცა მოწყენილია, გაბრაზებულია, ან რაიმეს ეშინია, ამას ამბობს ღიად და გულწრფელად, არ გეტყვით, რომ ყველაფერი კარგადაა. 6. ის მიისწრაფვის თავისი ოცნებებისკენ - იცის რა სურს, აქვს მიზანი და იცის, როგორ უნდა მიაღწიოს მას. ბევრს მუშაობს ოცნებების ასასრულებლად. ასეთ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის გექნებათ მოტივაცია, ძალა იმისა, რომ უფრო მეტი გააკეთოთ, უფრო მეტს მიაღწიოთ. 7. მას მეგობრების შესანიშნავი წრე ჰყავს - არ შეუძლია იყოს ჯიუტ, ეჭვიან, ყალბ ადამიანებთან. გვერდით გულწრფელი, სანდო და პოზიტიური მეგობრები ჰყავს, რომლებიც მზად არიან გვერდით დაუდგნენ და დაეხმარონ ნებისმიერ სიტუაციაში. და თუ თქვენ ასეთი ქალის სიყვარულის პრივილეგია გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ თავადაც პოზიტიური და სანდო ადამიანების გარემოცვაში იქნებით.
2019-03-21 23:46:27
https://trend.ge/story/3706-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202588.97/warc/CC-MAIN-20190321234128-20190322020128-00438.warc.gz
15,251
647,169,812
დაშლილი ავტომობილები და აქსესუარები (227) განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ განცხადებები 151 - 180 სულ 229 იყიდება საბურავები 4ც 205X65X16, თითქმის ახალი, 96%-იანი, 1ც ფასი 50 ლარი Renault ის უკანა საქარე მინა იყიდება რენოს ფირმის უკანა საქარე მინა. ფასი შეთანხმებით. სასწრაპოდ იყიდება პასატის ძრავი (მატორი) და კაროპკა იყიდება გაზის აპარატურა,13 კუბიანი ბალონი ფასი350 ლარი იყიდება ქემრი 2008 წლიანის მარჯვენა კრილო. მე 3 თაობის გაზის ბალონი იყიდება მე3 თაობის გაზის ბალონი ახალივით მდგომარეობაში მე 3 თაობის გაზის ბალონი იყიდება 16 კუბიანი გაზის ბალონი, კარგ მდგომარეობაში დოჯი სტრატუსის ბაბინა მინდა და თუ გაქვთ ვინმეს გასაყიდი გთხოვთ დამიკავშირდეთ ამ ნომერზე 591 23 06 63 ვყიდი ჰონდა გიბრიდის დაუსჰლელ ელემნტს. შევიძენ ტოიოტა ქამრის კუზაოს 2006 2008 მხოლოდ კუზაო ტოიოტა ქამრი 2006-2008 მაქვს თითქმის ყველაფერი როგორც ხადავოი ასევე სჰუსჰები კარებები აქსესუარები და სხვა, იყიდება 16-იანი დისკის მქონე მაქანისთვის,მინივენ "ტოიოტა ისის"-ის დამატებითი ბორბალი,თავისი სამაგრებით,სრულ კომპლექტში.ფასი 60 ლ. ტელ. 577 662219 გიორგი ან მარიამი. VOLKSWAGEN PASSAT-ის 2002 წლიანის ვინტილიატორი ორიგინალი მწარმოებლისთვის: VOLKSWAGEN. ML ის უკანა ფორთოჩკა ბამპერის. მწარმოებლისთვის: MERCEDES-BENZ ML 320 200 წლიანის. ფასი შეთანხმებით. დამიკავშირდით ნომერზე 593 11 80 77. რატი. იყიდება პეჟო 405-ის ნაწილები 592 01 20 34 სოსო იყიდება ტოიოა პრიუსის ააბეესი 700ლარად საუკეთესი მდგომარეობაში ტელ:591704848გიგა არის ამერიკული ფორცვაგენის მარკის ავტომობილის ვყიდი ლაბავოის ზაპოროჟეცის (კუზიანი) ЗАЗ 965 , არის ორიგინალი ქარხნული. ფასზე შეიდზლება დავილაპარაკოდ . ტელ. 557-500-918 (viber) რომა. ვყიდი თხევადი გაზის ბოლო მე-5 თაობის აპარატურას 3თვე გამოვიყენეთ Mercedes E კლასში 574175510 598530650 განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ
2019-10-23 03:11:54
https://manqana.gancxadebebi.ge/ka/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D-2/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-15/Mersedesis-E-klasis-marjvena-ukana-fari-GEO1308701
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987828425.99/warc/CC-MAIN-20191023015841-20191023043341-00106.warc.gz
17,331
566,631,642
პარიზში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს საკონსულოში არანაირი შეტყობინება არ შესულა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პარიზის ცენტრში ტრევიზის ქუჩაზე მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 22 ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
2019-03-19 10:46:17
http://rustavi2.ge/ka/news/123177
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201953.19/warc/CC-MAIN-20190319093341-20190319115341-00072.warc.gz
10,540
170,023,618
"ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრეთ, რადგან ეს არის შიდაპარტიული საკითხი" _ ეკა ბესელია მთავრობის საგანგებო კონსულტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ეკა ბესელიამ. როგორც მან აღნიშნა ბევრი საკითხის შესახებ ისაუბრეს, მაგრამ ვერ დააკონკრეტებს. "ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრეთ. განვხილეთ ბევრი მიმდინარე საკითხი. ჟურნალისტის კითხვაზე იყო თუ არა სამთავრობო ცვლილებეზე საუბარი, ბესელიამ განაცხადა, რომ ვერ ისაუბრებდა,რადგან ეს არის შიდა პარტიული საკითხი.
2019-03-19 14:51:16
http://gurianews.com/article/mtavari/politika/ver-getqvit-raze-vizaubret-radgan-es-aris-shidapartiuli-sakitkhi-eka-beselia
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201996.61/warc/CC-MAIN-20190319143502-20190319165502-00302.warc.gz
18,056
93,081,359
საბუნებისმეტყველო რომელი ადგილებია ყველაზე უსაფრთხო აპოკალიფსის დროს გადარჩენისთვის? 10 ოქტომბერი, 21:01 ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მეცნიერებისთვის უფრო და უფრო საინტერესო გახდა აპოკალიფსის თემატიკა. ალბათ, მიზეზი უნდა ვეძებოთ ჩვენს თანდაყოლილ ინსტიქტში, რათა ვეძებოთ აპოკალიფსისგან გადარჩენის გზები. თუ ახლა პლანეტის მომავალზე არ ვიფიქრებთ, ეს მომავალი შეიძლება საერთოდ არ დადგეს. ახალ გამოკვლევაში, ოტაგოს უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა გადაწყვიტა გაერკვია, პლანეტის რომელი ადგილები მისცემს საშუალებას ადამიანებს, რომ გადარჩნენ პანდემიის შემთხვევაში. "ინფექციის მატარებლებს ადვილად შეუძლიათ საზღვრებზე გადასვლა, ხოლო, დახურულ კუნძულებზე შეიძლება გადარჩეს მოსახლეობა, რომელსაც სტიქიის შემდეგ შეეძლებათ პლანეტის დასახლება.” - წერენ მეცნიერები, მაგრამ დასძენენ, რომ მცირე კუნძულები ამისათვის შესაფერისი არ არის. იმიტომ, რომ ცივილიზაციის ეფექტური აღდგენა მოითხოვს ტექნიკურ ექსპერტებს და მეცნიერ სპეციალისტებს. ასე რომ, მათ გამოიკვლიეს სახელმწიფო საზღვრების გარეშე, სადაც 250 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, მხედველობაში მიიღეს პოლიტიკური და სოციალური მახასიათებლები, ბუნებრივი რესურსები და კლიმატი. ლოკაციის შეფასება 0 – დან 1 – მდე მასშტაბით, საშუალებას იძლევა დამტკიცდეს, რომ აპოკალიფსის დროს ავსტრალია (0.71), ახალი ზელანდია (0.68) და ისლანდია (0.64) ყველაზე პერსპექტიული იქნება კაცობრიობის გადარჩენის თვალსაზრისით. ყველა მათგანს, ხაზს უსვამენ კვლევის ავტორები, აქვთ შესაძლებლობა წარმატებით განავითაროს საზოგადოება აპოკალიფსის მერე. თუმცა, იმედია, ასეთი რეიტინგი არასოდეს დაგვჭირდება. 351 შეფასება არ არის
2019-10-17 08:36:49
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/120047-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/88/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986673250.23/warc/CC-MAIN-20191017073050-20191017100550-00155.warc.gz
29,020
100,364,427
მოხალისეობის ფორუმი მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა. ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. მოხალისის სერვისის მიმღებთა და მოხალისეობის მსურველთა ერთმანეთთან დაკავშირება. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 150-მდე ადამიანმა, მათ შორის იყვნენ მოხალისეები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმართველობისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები. ფორუმზე მოეწყო გამოფენა, რომელზეც მონაწილეებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას ასევე ორგანიზაციები თავისმხრივ გაეცვნენ ახალგაზრდებს, რის შედეგადაც ახალგაზრდები დარეგისტრირდნენ მოხალისეებად. ფორუმის მეორე ნაწილში ისაუბრეს მოხალისეობის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ და საქართველოში მოხალისეობის კულტურასა და არსებულ გამოწვევებზე. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო დროის ბანკი, როგორც ორმხრივი მოხალისეობის ფორმა. მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებული იყო ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ (2017 -2020) ფარგლებში. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. ინფორმაციის/ფოტოს წყარო: ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბი
2019-10-15 07:39:18
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=3658
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986657586.16/warc/CC-MAIN-20191015055525-20191015083025-00477.warc.gz
6,853
109,168,300
დღეს ჩვენი კლუბის 17-წლამდე გუნდმა, რომელსაც ზაზა დიდებაშვილი ხელმძღვანელობს 1/8 ფინალურ მატჩში FC UTSIKTEN-ს გაეჯიბრნენ. მატჩი ძალიან დაძაბული, ხისტი, გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ქონდა გატანის შანსი, ძირითადი დრო 0:0 დამთავრდა. სამწუხაროდ საბოლოოდ ჩვენი გუნდი პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:3 დამარცხდა და მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა. "ვეტერინარები" საქართველოში 29-ში დაბრუნდებიან და 10 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით შეკრებას, ბათუმში გაივლიან. 30 აგვისტოს კი ჭაბუქთა ლიგის 5-ე ტურის მატჩს, ვიტ ჯორჯია მცხეთაში, საფეხბურთო კლუბ შევარდენის წინააღმდეგ გამართავს. "ვეტერინარებმა" დანიაში 5 მატჩი გამართეს საიდანაც 4-ში გამარჯვების მოპოვება შეძლეს. გატანილი და გაშვებული გოლები კი ესე გამოიყურება, 13/7. უტსიკტენი u17 (შვედეთი) 0:0 ვიტ ჯორჯია u17 (4:3) გიორგაძე, ჩოხელი, ღირდალაძე, შენგელაია, მალაციძე, ბექაური, რუხაძე, ლორთქიფანიძე, კარანაძე, ჩიხლაძე, გუზიტაშვილი. კიკნაძე, სიმონიშვილი, ჭუნაშვილი, ტეფნაძე, ჯანელიძე.
2019-10-20 08:39:42
http://witgeorgia.ge/news-view/?newsid=2056&callerModID=19757
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986705411.60/warc/CC-MAIN-20191020081806-20191020105306-00383.warc.gz
6,404
189,607,970
ჩატარდა ღია გაკვეთილი ფიზიკაში დღეს 6 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის მე-9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ფიზიკის საგანში (ფიზიკის პედაგოგი ზურაბ გოგოლაძე). მოსწავლეებმა წარმოადგინეს წლის განმავლობაში განვლილი თემები. პრეზენტაციაზე გამოყენებული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიები, სლაიდ შოუები და ვიდეო მასალები. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიაების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საბუნებისმეტყველო საგნებში.. მოსწავლეებში ზრდის ინტერეს, მოტივაციას და ხელს უწყობს ცნებების გააზრებაში. საინტერესოდ წარიმართა ფიზიკის ღია გაკვეთილი. სიმულაციების გამოყენებით მოსწავლეებმა თეორიული ცოდნის საფუძველზე შეძლეს სხეულის კინეტიკური, პოტენციური და სითბური ენერგიების, მათი ურთიერთქმედების და დროზე დამოკიდებულების გრაფიკებზე დაკვერვება, რამაც ხელი შეუწყო ფიზიკის კანონების ღრმად გააზრებას . დასასრულს გაიმართა დისკუსია მოსწავლეებსა და დამსწრე პედაგოგებს შორის წარმოდგენილ თემებზე. მოსწავლეები წარმატებით პასუხობდნენ პედაგოგთა მიერ დასმულ კითხვებს და გამოამჟღავნეს მაღალი აკადემიური დონე.
2019-03-23 12:21:40
http://mefetamari.ge/?lang=geo&go=&action=naxva_news&id=74
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202804.80/warc/CC-MAIN-20190323121241-20190323143241-00553.warc.gz
10,368
132,804,108
საქართველოს ბინზესომბუდსმენის აპარატმა 2018 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეპოზიტზე თანხის განთავსებასთან დაკავშირებითრეკომენდაციით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. კერძოდ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას თხოვდა, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტს, მას უფლება ქონოდა განაწილების ლიცენზიატისთვის დეპოზიტზე თანხის შეტანის სანაცვლოდ წარედგინა იმავე ღირებულების უზრუნველყოფის ალტერნატიული საშუალებები: საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი ან დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრის თავდებობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეკომენდაცია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის N29 დადგენილებით ცვლილება შევიდა წემოაღნიშნული წესში და მე-10 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსი 22 პუნქტი: „განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა. დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას“.
2019-03-20 18:37:03
http://businessombudsman.ge/ka/news/semekma-natsilobriv-gaitvalistsina-sakartvelos-biznesombudsmenis-rekomendatsia-da-metsarmeebs-mietsat-ufleba-depozitze-tankhis-gantavsebis-sanatsvlod-ganatsilebis-litsenziats-sabanko-garantia-tsarudginon
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202450.64/warc/CC-MAIN-20190320170159-20190320192159-00468.warc.gz
6,112
36,660,582
ვარდისფერი ოქტომბრის პირველი კვირა „საქართველოს მარათონმა სიცოცხლის გადასარჩენად 2018“ დააგვირგვინა. კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ კუს ტბაზე, რათა მხარი დავუჭიროთ გლობალურ მოძრაობას სარძევე ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგ. შევიკრიბეთ, რათა გვერდით დავუდგეთ მათ, ვინც ებრძვის ან უკვე დაამარცხა ეს დაავადება. ისევ გაგვაერთიანა ამ ყოველწლიურმა ღონისძიებამ, რომლის საშუალებითაც მეტი ქალბატონი გაიგებს ძუძუს დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის და სკრინინგის მეთოდების შესახებ. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ჩვენი პარტნიორების გულისხმიერებითა და მხარდაჭერით, მადლობა ყველას და თითოეულ თქვენგანს !
2019-03-18 19:58:21
https://georgiarace.com/past-events/georgia-race-for-the-cure-2018/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201672.12/warc/CC-MAIN-20190318191656-20190318213656-00471.warc.gz
14,395
510,376,997
რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად, თუ თქვენი შვილი ხშირად სარგებლობს Youtube-ით და "გუგლით" "ერმილე, შენთანაც ჭედავს?" - "ფეისბუქის" გათიშვას ქართველი მომხმარებლები ეხმაურებიან ტესტები, რომელსაც "ფეისბუქზე" აკეთებთ, თქვენს ინფორმაციას იპარავს - ცუკერბერგის კომპანია უკრაინელებს უჩივის შეგიძლიათ, "ფეისბუქის" მესენჯერი შეცვალოთ - თვალის დასაცავად აპლიკაცია მუქ რეჟიმს გთავაზობთ ქუჩის ძაღლი და ბავშვი - ფოტო "ფეისბუქიდან", რომელიც გულს გაგითბობთ სულ მალე "ფეისბუქზე" გაგზავნილი მესიჯების წაშლას შეძლებთ როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს "ფეისბუქის" 50 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია, სავარაუდოდ, ჰაკერების ხელშია "ფეისბუქი", "ტვიტერი" და "გუგლი" ფრთხილად უნდა იყვნენ!" - დონალდ ტრამპი "იპოვეთ პარტნიორი "ფეისბუქზე" - ცუკერბერგი გაცნობის სერვისს გვთავაზობს რა შედეგი მოჰყვა ცუკერბერგისა და სენატორების შეხვედრას - ცვლილებები, რომელსაც "ფეისბუქი" განახორციელებს ცუკერბერგი შეტყობინების 18 მეგობრისთვის გადაგზავნას არ გთხოვთ, "ფეისბუქზე" გზავნილები ვირუსულად ვრცელდება 9 რამ, რაც ახლავე უნდა წაშალოთ "ფეისბუქიდან" "გუგლმა" და "ფეისბუქმა" თქვენზე ყველაფერი იციან - ინახავენ ინფორმაციასაც, რომელიც წაშალეთ "ფეისბუქთან" მიმართებაში მკაცრი ზომები გატარდება" - რას ამბობს ევროკომისარი სოციალური ქსელის გარშემო ატეხილ სკანდალზე როგორ გავხდეთ უჩინარი "ფეისბუქზე" - 12 რჩევა პირადი მონაცემების დაცვისთვის არ დაწეროთ "ფეისბუქზე" სტატუსი BFF, შესაძლოა, ჰაკერებს საქმე გაუმარტივოთ "სასწრაფოდ წაშალეთ "ფეისბუქი"! - ონლაინკამპანია სულ უფრო აქტიური ხდება დაიცავით პირადი ინფორმაცია ფეისბუქში - ეს წესები ყველამ უნდა იცოდეს გაფრთხილება "ფეისბუქის" ყველა მომხმარებელს - შესაძლოა, ჰაკერების მსხვერპლი გახდეთ Daily | ხელით მართვადი მოდული "მადლობა იმისთვის, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე" - ოზურგეთში ავარიისას გარდაცვლილი ბიჭის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებებია - განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს "ჩვეულებრივი დედისერთა, ეგოისტი ბავშვი ვიყავი" - როგორ შეხვდა დედის გათხოვებას მაკა ძაგანიას ქალიშვილი ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი საზეიმოდ გაიხსნა სასტუმრო ,,შატო ყვარელი“გთავაზობთ საგაზაფხულო გაიაფებას მიმდინარე წლის 4 აპრილამდე (R) „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საგაზაფხულო აქცია მიმდინარეობს ნაწლავის მიკროფლორა და მისი გავლენა წონაზე "ჯეოსელი" შეფერხებით მუშაობს - კომპანია შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს "ჩემს შვილს არაფერი ჩაუდენია და ამას დაამტკიცებს" - რას ამბობს დიდ დიღომში ხანძრისას დაშავებულის დედა არასწორად დადგმული საგზაო ნიშანი, რომელიც გმირთა მოედანზე საცობებს ქმნის ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ნატო მეტონიძე არასწორად დადგმული საგზაო ნიშანი, რომელიც გმირთა მოედანზე საცობებს ქმნის ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ნატო მეტონიძე
2019-03-19 21:54:09
https://www.ambebi.ge/tag/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202131.54/warc/CC-MAIN-20190319203912-20190319225912-00268.warc.gz
13,007
681,912,363
25 მაისს ,,მომავლის სკოლაში“ ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის უცხოელი მოსწავლეები. პატარებმა ქართულ ენაზე ისაუბრეს მათი საყვარელი ცხოველების შესახებ, ხოლო მოზრდილებმა გაგვიზიარეს შთაბეჭდილებები საქართველოსა და ირანზე, ასევე აუდიტორიას ქართულ ენაზე გააცნეს ამ ორი ქვეყნის ტრადიციები, ბოლოს კი ერთად შეასრულეს რამდენიმე ქართული ცეკვა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ თამარ მშვიდობაძე და ავთანდილ სულაძე.
2019-10-19 13:20:35
https://st.edu.ge/news/view/25
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986693979.65/warc/CC-MAIN-20191019114429-20191019141929-00189.warc.gz
11,749
708,726,481
საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ქართველი ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს, მის გვერდითაა, გააგრძელებს მხარდაჭერას და გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო ალიანსს დაუახლოოს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, დააკმაყოფილოს ნატო-ში გაწევრიანების სტანდარტები. საქართველოს აქვს ყველა მექანიზმი მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად. ეს არის ის, რისი კონტროლიც ჩვენ შეგვიძლია. რისი კონტროლიც ჩვენ არ შეგვიძლია, არის პოლიტიკური განწყობა“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. მისი თქმით, ალიანსში დღეს არ არის კონსენსუსი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის. „მივიღეთ მონტენეგრო, ვმუშაობთ მაკედონიაზე, რომელსაც მალე ახალი სახელი ექნება, რაც მათ დაეხმარება ნატო-ში გაწევრიანებაში და იმედი მაქვს, ევროკავშირშიც. მიუხედავად ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობაში არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა ორგანიზაციების გაფართოებაზე, მიუხედავად რუსეთის აქტიური ქმედებებისა, შეეწინააღმდეგონ, პრობლემები შექმნან, ნეგატიური განწყობები შექმნან იმ ქვეყნებში, რომლებიც მიისწრაფიან ნატო-სკენ, ჩვენ ვინარჩუნებთ ღია კარის პოლიტიკას და გვინდა ამ მიმართულებით წინსვლა. მესმის შეიძლება იყოს იმედგაცრუება, ვინაიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ქართველი ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს, მის გვერდითაა, გააგრძელებს მხარდაჭერას და გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო ალიანსს დაუახლოოს“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ. მოხარულნი ვართ, რომ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ინიციატივის რა ელემენტების განხორციელებაშია საჭირო დახმარება და როგორ შეიძლება ნატო, როგორც პლატფორმა, გამოვიყენოთ კომუნიკაციისთვის, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ჯეიმს აპატურაიმ ბრიუსელში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის და განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა გააცნო. „სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა შესანიშნავი საქმე გააკეთა. მან ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივაზე და მაგიდის გარშემო მყოფი ელჩების მხრიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას ნატო-ს სამიტზე დაუჭირეს მხარი. სხდომაზე მინისტრმა სამშვიდობო ინიციატივის შემადგენელი ნაწილები ძალიან კარგად ახსნა. მან ნატო-ს გენერალური მდივნისა და წევრი ქვეყნებისთვის ინიციატივის გაადამიანურება მოახდინა. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, არსებული მდგომარეობის გავლენაზე ადამიანებზე, მკვლელობებზე, მათ დაუსჯელობაზე, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა, გაყოფილ საზოგადოებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირებზე, განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. მისივე თქმით, ქეთევან ციხელაშვილმა გააჟღერა პოზიტიური გზავნილიც, რომ გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ხალხთა შორის კონტაქტი. „მოკავშირეები დიდი ინტერესით ისმენდნენ და მიღებული ინფორმაცია დაეხმარა მათ იმის გაგებაში, თუ რა ხდება ადგილზე. ეს იყო მთავარი მიზანი“, – აღნიშნა აპატურაიმ. მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ. „ინფორმაცია, გულწრფელად რომ ვთქვათ, არ არის გამამხნევებელი, მაგრამ წევრმა ქვეყნებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ დიდად აფასებენ საქართველოს მცდელობას. დარბაზში მყოფთაგან ყველამ თქვა ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ ნატო არასდროს აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საქართველოს რეგიონებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ინიციატივის განსახორციელებლად საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. მისივე თქმით, ნატო-ს არ აქვს ფონდები, მაგრამ შეუძლია პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა და ამას აკეთებს კიდეც. „ჩვენი ოფისიც გააკეთებს მაქსიმუმს საკუთარი მანდატის ფარგლებში, რათა დაეხმაროს მთავრობას. ვფიქრობ, ინდივიდუალური წევრები გაუწევენ საქართველოს ფინანსურ დახმარებას. მოხარულნი ვართ, რომ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ინიციატივის რა ელემენტების განხორციელებაშია საჭირო დახმარება და როგორ შეიძლება ნატო, როგორც პლატფორმა, გამოვიყენოთ კომუნიკაციისთვის. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ვიყოთ პლატფორმა, რათა ამ ინიციატივის განხორციელების პროცესში დაგეხმაროთ“, – დასძინა აპატურაიმ. მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში გუშინ გაიმართა.
2019-10-18 21:16:40
http://saqinform.ge/news/39140/heims+apaturai+-+qarTveli+xalxi+unda+iyos+darwmunebuli%2C+rom+nato+saqarTvelos+gverdiTaa.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986684854.67/warc/CC-MAIN-20191018204336-20191018231836-00153.warc.gz
8,999
165,333,059
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობამ დაახლოებით 353 მლნ ლარი შეადგინა. სებ-ში აცხადებენ, რომ ეს თანხა 19.3%-ით მეტია ივნისის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის ივლისში ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჯამში, 48.3 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხა რუსეთიდან შემოსულ გზავნილებს აღემატება. 2018 წლის ივლისში, სებ-ის ინფორმაციით, რუსეთიდან გზავნილების სახით 43 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. გზავნილების კუთხით ლიდერობენ რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი. - რუსეთი – 43 მლნ აშშ დოლარი - იტალია – 16.3 მლნ აშშ დოლარი - საბერძნეთი – 15 მლნ აშშ დოლარი - აშშ – 14.9 აშშ დოლარი - ისრაელი – 13.4 მლნ აშშ დოლარი 2018 წლის იანვარ–ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან 41 მლნ აშშ დოლარით მეტი გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვს თვეში რუსეთიდან სულ 214 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, იმავე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხის ოდენობა თითქმის 255 მლნ აშშ დოლარს აღწევს.
2019-03-22 20:38:09
http://netgazeti.ge/news/298430/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202689.76/warc/CC-MAIN-20190322200215-20190322222215-00108.warc.gz
13,202
139,794,639
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ აიევი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრაზე ალიევმა განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანისთვის ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. "ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ აზერბაიჯანში და სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან გამართულ შეხვედრებს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში." მწვანე პოლიტიკის შესახებ - გიორგი მაისურაძე ნიკა გვარამია- ქვეყანაში არის სრული კანალიზაცია ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამმონდი და ჯეიმს მეი საოკუპაციო ხაზთან მეგობარ პილოტს ვერტფრენის მართვისას გული წაუვიდა ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | | ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | | რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | | ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |
2019-10-19 01:44:42
http://faxinter.news/?id=18046
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986688674.52/warc/CC-MAIN-20191019013909-20191019041409-00474.warc.gz
6,791
73,770,459
აკრედიტებული პროგრამა ისტორიაში - ინტერვიუ ლევან ჯიქიასთან ქართული უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს წარმართავს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც შეესაბამება აკრედიტაციის სტანდარტებს. რამდენიმე პროგრამამ უკვე გაიარა აკრედიტაცია, მათ შორის შვიდი წლით სრული აკრედიტაცია მოიპოვა ისტორიის საბაკალავრო პროგრამამ. რა პროცესები ახლდა აკრედიტაციის გავლას, როგორ მიმდინარეობდა იგი, რა გაკეთდა და რა კეთდება სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, ამ საკითხებზე გვესაუბრება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია. - სრული აკრედიტაცია, რომელიც მიენიჭა უნივერსიტეტის რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას და მათ შორის ისტორიის საბაკალავრო პროგრამას, ნიშნავს იმას, რომ თითოეულმა მათგანმა სრულად დააკმაყოფილა სტანდარტის ყველა მოთხოვნა. რას გვეტყვით ისტორიის პროგრამის შესახებ, ვინ არიან მისი ხელმძღვანელები? - ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, თანახელმძღვანელი კი - მე ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მუდმივად ცვლის იმ სტანდარტებს, რომელთაც თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს. ისტორიის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაში ჩავრთეთ მთელი საქართველოს მასშტაბით დარგის აღიარებული სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ ფუნდამენტური კვლევები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის მიმართულებით. პროგრამა შევადარეთ როგორც საქართველოში, ისე ევროპაში არსებულ მსგავს პროგრამებს, გავიზიარეთ უცხოელი კოლეგების რჩევები. აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე პროგრამამ უპირობო მხარდაჭერა მოიპოვა, შესაბამისად პროგრამას მიენიჭა სრული შვიდწლიანი აკრედიტაცია. მიღწეულით ტკბობას არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ეტაპობრივად დანერგვა ჩვენს უნივერსიტეტში. - რამ განაპირობა პროგრამის წარმატება, რა განასხვავებს მას სხვა უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამებისაგან, რა ქმნის მის სპეციფიკას, რა არის ის, რის გამოც შეიძლება აბიტურიენტმა უპირატესობა მიანიჭოს ჩვენს უნივერსიტეტს და აქ ისურვოს ჩაბარება? -ჩვენი პროგრამის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: აკადემიური პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები (სმარტდაფები და სხვ.), სტუდენტთა ინტერესების მუდმივად გათვალისწინება და სხვა. სასიხარულოა, რომ სამეცნიერო პროდუქტიულობით გამორჩეული ჩვენი აკადემიური პერსონალის სახელმძღვანელოებითა და მონოგრაფიებით მიმდინარეობს სწავლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგალითისთვის პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, აკადემიკოს როინ მეტრეველსა და პროფესორ ვახტანგ გურულს დავასახელებ. უფროსი თაობის აკადემიურ პერსონალს სასემინარო მუშაობისას ახალგაზრდა კადრები ეხმარებიან. შესაბამისად შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ დროთა განმავლობაში უნივერსიტეტისთვის თაობათა ცვლის პროცესი კანონზომიერად და უმტკივნეულოდ მოხდება. ჩვენი მიზანია სტუდენტების სრულფასოვნად მომზადება როგორც სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ისე შემდგომი პედაგოგიური საქმიანობისათვის. გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენა, რათა კურსდამთავრებულებმა ადვილად შეძლონ კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან და დაიცვან საკუთარი პოზიციები დისკუსიაში. დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ უთანასწორო საინფორმაციო ომში გადამწყვეტი სიტყვა ახალგაზრდა ისტორიკოსებმა უნდა თქვან. - უნივერსიტეტში სალექციო სწავლებასთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ მუშაობას. რა აქტივობებს სთავაზობთ სტუდენტებს? - მუდმივ დიალოგში ვართ სტუდენტებთან და ვარკვევთ მათი პროფესიული ინტერესების სფეროს. ეს ინტერესი აპირობებს ღონისძიებების შინაარსსა და ფორმას. სასწავლო სემესტრის დაწყებამდე ვადგენთ განსახორციელებელი აქტივობების ნუსხას, რომელსაც სასწავლო პროცესის დამხმარე ფუნქცია ენიჭება. სემესტრის განმავლობაში იმართება პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციები, საჯარო ლექციები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩებთან თუ ცნობად სახეებთან შეხვედრები, შემოქმედებითი საღამოები, ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრებები. გვაქვს ასევე გასვლითი ღონისძიებები, როდესაც საქართველოს მასშტაბით ვსტუმრობთ ამა თუ იმ ღირსშესანიშნავ ადგილებს. უნივერსიტეტის დაფინანსებით პირველკურსელებისა და წარჩინებული სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ეწყობა ექსკურსია საქართველოს სხვადასხვა მხარეში. გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ ხშირ შემთხვევაში ინიციატივა სტუდენტების მხრიდან მოდის და ისინი თავად ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში. მაგალითად, ჩვენი პროგრამის სტუდენტები ეხმარებიან საჯარო სკოლის პედაგოგებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეებზეა გათვლილი. ცოტა ხნის წინ ჩვენმა რექტორმა ერთ-ერთი საჯაროს სკოლის დირექტორისგან მადლობის წერილიც მიიღო. - რა სახის სტიპენდიები გაიცემა ისტორიის მიმართულებაზე და რა შემთხვევაში ენიშნება იგი სტუდენტს? - არსებობს ორი საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია - „წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის“ და „უწმიდესის და უნეტარესის, ილია მეორის სახელობის“, ცალკეა სკოლის სტიპენდიები. საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია ენიშნება უნივერსიტეტის მასშტაბით საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ორ სტუდენტს. სკოლაში გვაქვს ათი სტიპენდია, რომელიც სპეციალობების მიხედვით გვაქვს გადანაწილებული. ისტორიის სპეციალობაზე ორი სტიპენდიაა დაწესებული, რომელიც ეძლევა სტუდენტს მთელი სემესტრის განმავლობაში, ანუ ექვსი თვე. სტიპენდიის მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა მაღალი აკადემიური მოსწრება ე.წ. „ფრიადი“, თანაბარი ქულების შემთხვევაში ყურადღება ექცევა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებს. სტიპენდიანტობა, დამეთანხმებით, დიდი პასუხისმგებლობაა, შესაბამისად სემესტრის განმავლობაში სტიპენდიანტთა ეგიდით რამდენიმე აქტივობა ხორციელდება. გასულ სემესტრში სტიპენდიანტებმა სტიპენდიიდან შეგროვილი თანხით თბილისში ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს აღმოუჩინეს მცირე დახმარება. მსგავსი საქველმოქმედო აქციები ჩვენთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს. - ჩვენი უნივერსიტეტი გამორჩეულია სტუდენტთა დასაქმებაზე ზრუნვით, როგორია თქვენს პროგრამაზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი? - დასაქმება არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ვცდილობთ ღირსეულად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. უნივერსიტეტში შექმნილია სამსახური, რომელიც მუდმივად აწვდის კურსდამთავრებულებს ინფორმაციას გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ. გარდა ამისა, უნივერსიტეტის მაგისტრალური ხაზია საკუთარი კურსდამთავრებულების უნივერსიტეტში დასაქმება სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე, რომელთა შორის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებიც არიან. ის სტუდენტები, რომლებმაც სწავლა გააგრძელეს შემდეგ საფეხურებზე და მოიპოვეს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ამჟამად ჩვენს უნივერსიტეტში ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას. გარდა ამისა, საამაყოა, რომ ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები მუშაობენ სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში. მათ ჩვენი ღირსეული უფროსი თაობის ღირსეულ შემცვლელებად მოვიაზრებთ. - დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
2019-03-25 22:17:57
http://sangu.edu.ge/ka/article/akreditebuli-programa-istoriashi
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204461.23/warc/CC-MAIN-20190325214331-20190326000331-00047.warc.gz
10,292
174,786,672
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველი ევროპელის'' ორგანიზებით ქ.დმანისის ცენტრში მოეწყო ბავშვთა გასართობი ქალაქი. ქალაქში განთავსებული იყო სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი კუთხეები. თითოეული სტუმრის განწყობაზე ზრუნავდნენ ზღაპრის გმირები და მხიარული ანიმატორები. ,,პირველი ევროპელი'' პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქალაქში მოსულ ბავშვებს ნაყინით, სხვადასხვა სახის ტკბილეულით, ტორტითა და გამაგრილებელი სასმელით უფასოდ გაუმასპინძლდა; გასართობ აქტივობებში ჩართულ ბავშვებს კი საჩუქრები გადაეცათ. ორგანიზაცია მადლობას უხდის ღონისძიების თითოეულ მონაწილეს, პარტნიორ ორგანიზაციებს - Selftime - Karaoke Club-ის ხელმძღვანელობას; გასართობ ცენტრს - Maxxiland-ს; კომპანია "GRAND''-ს; თოლია - Tolia -ს მწარმოებელს- შპს ,,ქართუ-უნივერსალს''; შპს - ,,აისი'' - იგივე გურჯაანის ნაყინი official; შპს "KMT GROUPS"-ს და დმანისის კულტურის სახლს, გაწეული დახმარებისთვის! ასევე, ორგანიზაციის სახელით გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ იღუმენ დიონისე გვიმრაძეს და მის მეგობრებს, რომელთა თანადგომით დმანისელ ბავშვებს კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ ^_^ ♥
2019-10-15 22:31:48
http://firsteuropean.ge/portfolio/category/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660323.32/warc/CC-MAIN-20191015205352-20191015232852-00120.warc.gz
27,354
71,638,185
რუსეთი სახელმწიფო ევროპის აღმოსავლეთ და აზიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ესაზღვრება ჩრდილოეთ-ყინულოვანი ოკეანე, ბალტიის ზღვა, შავი და აზოვის ზღვები. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. მისი ფართობი შეადგენს 17 075 400 კმ²-ს. იგი ესაზღვრება 14 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. რუსეთის დედაქალაქია მოსკოვი. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. რუსეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ქვეყანას აქვს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგები, საშენი ხე-ტყე, სხვა სტრატეგიული მინერალები, რაც ქვეყნის შემოსავლების ძირითადი წყაროა. რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკაში და დიდ როლს ასრულებს მსოფლიო ასპარეზზე კულტურულ, ეკონომიკურ, სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ახალი ამბები წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.
2019-10-18 21:32:50
https://m.sputnik-georgia.com/trend/gasaocari-ruseti/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986684854.67/warc/CC-MAIN-20191018204336-20191018231836-00186.warc.gz
12,659
585,556,288
საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა. ჩემს პირველ ნამუშევარში მინდა შევეხო ინგლისურ საფეხბურთო კლუბ ლესტერ სიტის, გუნდს რომელიც ერთ დროს პრემიერ ლიგაში დასარჩენად იბრძოდა წლევანდელ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც ლესტერის უფროსობამ მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლა "ნაიჯელ პერსონი". 2015 წლის 13 ივლისს კი ამ პოზიციაზე დაინიშნა იტალიელი საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელი "კლაუდიო რანიერი". არ ვიცი რას უნდა დავაბრალოთ, მაგრამ რანიერის 4-4-2 სათამაშო სისტემისა და ლესტერ სიტის ფეხბურთელების თავდაუზოგავი შრომით, დიდი თავდაჯერებულობით კლუბმა მოახერხა 2015-16 წლის სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება. ამ მოვლენამ შეძრა სრულიად მსოფლიო საფეხბურთო სამყარო. ლესტერმა ისტორია დაწერა. 2016-17 წლის პრემიერ ლიგის სეზონი "მელიებისთვის" არც თუ ისე კარგად დაიწყო რანიერის ბიჭები ბოლო ტურში სანდერლენდთან დამარცხდნენ, "შავმა კატებმა" ლესტერს 2 ბურთი გაუტანეს საპასუხოდ კი ერთი მიიღეს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას მიუხედავათ ბოლო ტურში პორტოსთან გამანადგურებელი ანგარიშით 5-0 დამარცხებისა ლესტერმა ჯგუფური ეტაპი ჯგუფში პირველი ადგილით დაასრულა. ვნახოთ მოახერხებს თუ არა ეს კლუბი ზღაპრული ისტორიის გაგრძელებას და იბრძოლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის ტიტულისათვის, ფაქტია რომ რანიერის ბიჭებს ამის პოტენციალი გააჩნიათ ამას წინა სეზონიც ადასტურებს.
2019-10-14 23:04:35
http://blog.1tv.ge/?page=detail&id=143768
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655554.2/warc/CC-MAIN-20191014223147-20191015010647-00272.warc.gz
12,957
27,867,451
26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებზე 6 მლნ ლარზე მეტი ტენდერის გარეშე დაიხარჯა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საბიუჯეტო ხარჯების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. 18 სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული და ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ 26 მაისის ღონისძიებებზე ჯამში 6.8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომლის 97% (6.5 მლნ ლარი) უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის გზით იქნა ათვისებული. შესყიდვების დროს მხოლოდ რუსთავისა და თბილისის მერიებმა ისარგებლეს ტენდერებით, დანარჩენმა 16 უწყებამ კი მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინეს საქონელი და მომსახურება. სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ მაღალია უტენდერო, პირდაპირი შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დღესასწაულების თარიღები ყოველთვის დიდი ხნით ადრე არის ცნობილი რადგან ყოველ წელს იგივე თარიღში იმართება, ცენტრალური ხელისუფლების უწყებები და მუნიციპალიტეტები მაინც ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება და დაჩქარებულად და მითუმეტეს, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული. ეს მიანიშნებს ტენდერების დაგეგმვის პროცესის სერიოზულ ჩავარდნაზე,, რაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უკვე წერდა ახალი წლის ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლის და მომსახურების პირდაპირი შესყიდვების ანალოგიურ პრობლემაზე. კვლევა მოიცავს ცენტრალური ხელისუფლების უწყებების და ხუთი თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის N1030 განკარგულებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. გეგმის მიხედვით, 20-მდე სახელმწიფო უწყებას, თბილისის მერიას და რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება დაევალათ. 15-17 მაისის პერიოდში მთავრობამ დამატებით რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომელთა მიზანი კონკრეტული უწყებებისთვის შესყიდვების გამარტივებული (პირდაპირი) საშუალებით განხორციელების უფლების დართვა იყო. პირდაპირი შესყიდვის განხორციელების საფუძვლად საზოგადოებრივი მნიშვნელოვანი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება დასახელდა. N1127 განკარგულებით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 200 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების ნება დაერთო. N1128 განკარგულებით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 150 ათასი ლარის გამარტივებული შესყიდვის უფლება მიეცა. თავდაცვის სამინისტროს 754 ათასი ლარის პირდაპირ შესყიდვების ნება დართეს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი - 393 ათასი ლარის. ყველაზე მეტი - 2.7 მლნ ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-ს, შემოქმედებით საქართველოს გამოეყო. საკითხის შესასწავლად 26 მაისის შესყიდვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების 17 უწყებიდან და 5 თვითმმართველი ქალაქის მერიიდან 7 ივნისს გამოვითხოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გამოთხოვიდან თვენახევარზე მეტი გავიდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, რითაც ამ უწყებებმა დაარღვიეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვებზე ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში მოვიპოვეთ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე კი ინფორმაცია არ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი. უწყებებიდან მიღებული და მოძიებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ 26 მაისის ღონისძიებებზე, სულ, 6.8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 6.5 მილიონ ლარზე მეტი, მთლიანი ხარჯის 97%, პირდაპირი შესყიდვების გზით დაიხარჯა. შესყიდვების 95% ტენდერით განახორციელა რუსთავის მერიამ, კერძოდ, ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა. თბილისის მერიამ ტენდერის გამოყენებით დახარჯა თანხის 36%. ფოთის მერიას დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებზე თანხა არ დაუხარჯავს. ყველა სხვა უწყების შემთხვევაში თანხის 100% პირდაპირი შესყიდვების გზით დაიხარჯა. პირდაპირი შესყიდვებიდან 277 268 ლარი დაიხარჯა მუსიკალური ნომრების შემსრულებლების ანაზღაურებაზე. აქედან, 231 200 ლარი შემოქმედებითმა საქართველომ დახარჯა, 36 500 ლარი - ბათუმის მერიამ და 9 568 ლარი - ქუთაისის მერიამ (იხილეთ გრაფიკი 1). დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის ერთი ან რამდენიმე პირდაპირი შესყიდვით 100 ათას ლარზე მეტი თანხა 17-მა კომპანიამ მიიღო. ჯამში ამ 17-მა კომპანიამ 4.8 მლნ ლარი მიიღო, რაც პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 74%-ია. - ცენტრალური ხელისუფლების უწყებებმა და მუნიციპალიტეტებმა უკეთ უნდა ჩამოაყალიბონ შესყიდვების წლიური გეგმები, სადაც მინიმუმ რამდენიმე თვით ადრე იქნება ცნობილი, თუ რის შესყიდვას გეგმავენ 26 მაისის და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისათვის. ეს აამაღლებს კონკურენციის დონეს და შემსყიდველს თანხის დაზოგვის და უფრო ხარისხიანი საქონლისა და მომსახურების მიღების საშუალებას მისცემს; - საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მკაცრად უნდა მიუდგენენ სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პირდაპირ შესყიდვებზე თანხმობის გაცემას.
2019-10-22 03:32:58
https://www.transparency.ge/ge/blog/26-maisis-agsanishnav-gonisziebebze-6-mln-larze-meti-tenderis-gareshe-daixarja
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987798619.84/warc/CC-MAIN-20191022030805-20191022054305-00376.warc.gz
11,224
1,126,726,132
სულ კატალოგში მასალაა: 70 ნაჩვენებია მასალა: 7-12 | გვერდები: « 1 2 3 4 ... 11 12 » | ამ არქივში არის ყველა საჭირო ფონტი. ეს ფონტები გამოგადგებათ // word exsel paint all same programs/ //ესენი უნდა ჩაყაროთ >control panel >fonts>და ეგაა სრულად ნახვა ეს ვიდეო აუცილებლად ნახეთ "ტიპი წინდოუსის paint ში დახატავს მონა ლიზას ორიგინალის ასლს სრულად ნახვა ევერესტი მოგცემთ საშუალებას დაინახოთ პროცესორის ნაწილების გადახურება "ტემპერატურა" // მაგალითად თუ გადახურდა ოპერატიული მეხსიერება დაინახავთ //მისი დაყენება მოხდება სტარტის ზოლზე "საათთან/ ინსტალაცია არ ჭირდება სრულად ნახვა ყველასათვის ნაცნობი მუსიკა მაგრამ ბევრს კლიპი არ აქვს ნანახი გირცჰევთ უყუროთ >>უყურე აქვე<< მაგარი კლიპია DMX ის მაგრად დაგევასებათ ვისაც რეპი გიყვართ >>უყურე აქვე<< 'ექსკლუზივი' ეს არის პარკურის (Tracer) წიგნი სადაც ახსნილია ყველა მოზრაობა თავის ფოტოებითა და ანიმაციებით//მას არ ჭირდება არანაირი გამშვები პროგი როგორიცაა წორდ ან ადობე ეს პატარა .exe პორმატის წიგნია ''>>> ქართულ ენაზე<<<' კომენტარები არ დაგავიწყდეთდა ასეთებს კიდე ავტვირთავ სრულად ნახვა
2019-10-22 14:40:59
https://page.3dn.ru/?page2
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987822098.86/warc/CC-MAIN-20191022132135-20191022155635-00352.warc.gz
8,960
641,112,925
ვიღვიძებ, საწოლის მარჯვნიდან ვიღებ ლეპტოპს, ვხსნი სერიალების საიტს და ვრთავ ახალ სეზონს, რომელსაც წელიწადს ველოდებოდი. სიუჟეტი ნაცნობია, მშობლიურიც კი. ჟანრი ისტორიული, მცირეოდენი ფენტეზის ელემენტებით. ასაკობრივი შეზღუდვა 15 +. “დიდოსტატის მარჯვენის” მე-2 სეზონის პირველი სერია დაიდო! უკვე საკმაო რაოდენობის ისტორიული ჟანრის სერიალი მაქვს ნანახი იმის დასამტკიცებლად, რომ ყველა მათგანი ერთფეროვანი და ერთმანეთის ასლი ხდება. გამონაკლისია Game of Thrones, რომლის შინაარსი იმდენად მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით აღსავსეა, რომ ამ კატეგორიის ჩემპიონია. დღევანდელი ისტორიული სერიალების მინუსი არის გაცვეთილი ერთფეროვნება. როდემდე უნდა გავოცდეთ არააუთენტურად დახატული შუასაუკუნეებით, ჰოლივუდის სტანდარტებს მორგებული ვიზუალებით, კათოლიციზმის ხლართებით, ფულით, სექსით და ბევრი სისხლით? რა თქმა უნდა, ეს გარემოებები სიუჟეტს მეტ ექსპრესიას სძენს და საკვანძო ადგილებიც მათი წყალობით იგება, მაგრამ ხელწერა ყველგან ერთიდაიგივეა. იმიტომ, რომ ყველა მოქმედება ერთ, ევროპულ პლაცენტაში ხდება. სანახაობის გადასახალისებლად საჭიროა სიუჟეტის შეცვლა. საამისოდ დიდად არც აზია გამოდგება, რადგან მასზეც საკმარისზე მეტია გადაღებული. საჭიროა სრულიად ახალი, თითქმის აბსოლუტურად უცნობი მხარე, ენა, წეს-ჩვეულებები, ტანისამოსი, გარემო. მოკლედ, საქართველოს ტიპის უცნობი ქვეყანა თავისი უცნობი ანბანით, ფაბულითა და პერსონაჟებით. თუ აქამდე ისტორიული სერიალების უმრავლესობაში სარკმელს მიღმა “სხვა” ქვეყნები ჩანდა, საინტერესო იქნება, როგორ გამოჩნდება ევროპა “სხვა” ქვეყნის სარკმლიდან. ამასთან ერთად, საინტერესოა უცხოელის თვალით დანახული მთავარ პერსონაჟთა ბედი: მეფე გიორგი: უბრალოდ და საინტერესოდ კვდება. ფარსმანი: საინტერესოდ კლავენ (თან ამ ყველაფერს რომ ეფექტები დაედება, რა მაგრი გამოვა). არსაკიძე: მისი სიკვდილი ცალკე კომპიუტერული გრაფიკაა. წარმოიდგინეთ ამღვრეულ კადრებში მორიელების მცოცავი ჩრდილები კედელზე უფრო და უფრო იზრდება. მათი მარწუხებიდან ზოგი შორენას ემგვანება, ზოგი მეფე გიორგის, ზოგი ფარსმანს, ზოგი – სვეტიცხოველს… თან ამას შესაფერისი მუსიკა ზემოდან!… მოკლედ ძალიან ეფექტური სიკვდილის სცენა გამოვა. გარდა ამისა, ტექსტი იმდენად მდიდარი ენითაა ნაწერი, რომ მხოლოდ მონოლოგებისა და დიალოგების წყალობით გამოვა ძალიან კარგი სცენები. აქვეა ნამდვილი ქართული ერთგულებისა და ღალატის სცენები. ასეთს სხვაგან ვერ წააწყდები. ზოგიერთ ადგილას გადასარევი ეროტიკული გადახვევების ჩასმაც შეიძლება. ფარსმან სპარსი კი საერთოდ სამეცნიერო ფანტასტიკაა! მოკლედ, შესაბამისო პირებო, მოკიდეთ თარგმანს ხელი, დაიკიდეთ მეობის წართმევით შეშინებულ სირთა ჯოგის აზრი და ააფარეთ “დიდოსტატის მარჯვენა” ჰოლივუდის პროდიუსერებს სახეზე! პ.ს. დესერტად გიტოვებთ “დიდოსტატის მარჯვენას” ჩემეულ ილუსტრაციებს ძალიან კარგი გამოვიდოდა, მაგრამ იმდენა ძვირი დაჯდება, იმდენად ძვირი, რომ უფერულ კოსტიუმებს, დეკორაციებს და გრაფიკას, ისევ ჩემეული მირჩევნია. არადა, რამდენად ამოუწურავად შეიძლება ისაუბრო ფარსმანზე და მთლიანად მაგაზე ააგო სერიალი – მარტო ამ გმირის შექმნისთვის იმსახურებს კოსტა აპლოდისმენტებს, სხვა თუ არაფრისთვის. შორენა ისევ კლდიდან ჩამოვარდეს, მაგრამ ვარდნა რომ საუკუნეს გაგრძელდება გაშეშებული და ახლო კადრებით – ყველა ნაკვთს რომ დაინახავ ყველა გვერდიდან ამ მონაკვეთისტვის დაწერილი მუსიკით. გიორგის და ირმის ამბები კიდე ცალკე. ეროტიული სცენაც ბლომად იქნება – არ გამორჩენია ეგ და უფრო მეტის დამატებაც შეიძლება. წავიგდე ენა, ძალიან მომაშიე ზურა პ.ს. ძალიან ძვირი კი დაჯდება, მარა თუ ჰოლივუდმა მოკიდა ხელი (ესეც ფენტასტიკის სამყაროა უკვე), მაშინ ყველაფერი გამოვა ზურა,და სად ვნახო მომე რა ლინკი
2019-10-15 17:06:12
http://zurriuss.ge/didostatis-marjvena/?replytocom=50155
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660067.26/warc/CC-MAIN-20191015155056-20191015182556-00151.warc.gz
17,444
351,646,997
პროგრამა ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშწყობის“ კომპონენტი ,,რეპროდუქციული ასაკის ქალთა კარდიო-ვასკულური სიკვდილობის ანალიზი“ 2010 წლის 7 დეკემბერს ამერიკის გულის ასოციაციის და ამერიკის ინსულტის ასოციაციის (AHA/ASA) მიერ გამოქვეყნდა როგორც იშემიური, ასევე ჰემორაგიული ინსულტის პირველადი პრევენციის გაიდლაინი. განვითარებული თავის ტვინის ინსულტების 75% -- პირველი ინციდენტის შედეგია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრევენციული სტრატეგია. ამ მიმართულებით – არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტერინის მონიტორირება, თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, მოციმციმე არითმიის სკრინინგი და მკურნალობა და ა.შ. აღნიშნული ასოცირებულია ინსულტის რისკის შემცირებასთან 80%-ით. უმთავრესი სტრატეგია არის პრაქტიკოსი ექიმების მიერ ინსულტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პირების გამოვლენა და ამ რისკის სწორი მენეჯმენტი (სკრინინგი, რეფერალი, ე.წ. პრევენციული მკურნალობა, მაგ.: ასპირინით და ა.შ.) ინტრაცერებრალური ჰემორაგია განიხილება როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთერთი ყველაზე მძიმე პრობლემა. რისკის სტრატიფიცირების თვალსაზრისით, პირველ რიგში განხილვადია – ასაკი და არტერიული ჰიპერტენზია (50-70%). ეპიდემიოლოგიური კვლევებით დადგენილია, რომ 5-6მმ.ვ.წ.სვ. დიასტოლური წნევის დაქვეითება ასოცირებულია ინსულტის განვითარების რისკის შემცირებასთან 38%-ით, ხოლო სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება 10მმ. ვ.წ.სვ., 28%-ით ამცირებს განმეორებითი ინსულტის განვითარების რისკს. უახლესი მტკიცებულებებით, ადექვატური ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა არის ერთგვარი ბარიერი და განიხილება როგორც პროტექტორული ფაქტორი კოგნიტიური მოშლილობისა და სისხლძარღვოვანი დემენციის განვითარების მხრივ, აღნიშნულ კონტიგენტში. საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების 2008-2010 წლებში განხორციელებული ფარმაკო-ეპიდემილოლოგიური კვლევების საფუძველზე გამოვლენილია ქართულ პოპულაციაში წნევისდამწევი მკურნალობის ხანგრძლივი პროცესის მნიშვნელოვანი დეფექტები – პაციენტების თვითშემოქმედება მკურნალობისას, დაბალი დამყოლობა მკურნალობაზე, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ხშირი ცვლა, წყვეტილობა მკურნალობაში, ექიმთან – პრეპარატის დოზის ტიტრაციის უზრუნველმყოფელი ვიზიტების კრიტიკული დეფიციტი და ა.შ. კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის გაუმჯობესების მიზნით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის მონიტორინგული პროექტის ფარგლებში 2008-2009წწ. გამოიკითხა გადამზადებულ ოჯახის ექიმთა 60% (ქ.თბილისი, კახეთის და იმერეთის რეგიონში). ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზია არტერიული ჰიპერტენზია. საექიმო პრააქტიკაში არსებულ შემთხვევათა უმრავლესობის დამოუკიდებელი მართვის უნარი, ვიწრო სპეციალისტის საკონსულტაციო მონაწილეობის გარეშე აქვს გამოკითხულთა 29%-ს. ყველაზე ხშირად განხორციელებული რეფერალია – კარდიოლოგთან (62%-ში). დამატებითი მომზადების საჭიროების სურვილი დაავადებათა დამოუკიდებელი მართვის მიზნით გამოთქვა ქ.თბილისის ოჯახის ექიმთა 95%-მა, მ.შ. 68% -- კარდიო-ვასკულურ დაავადებათა სფეროში. პოპულაციის გამოკითხვით, თბილისში უკანასკნელი წლის განმავლობაში ოჯახის ექიმს მიმართა 50%-მა, მ.შ. 20% კმაყოფილია სამედიცინო მომსახურების ხარისხით, 34% -- არჩევანის შემთხვევაში მიმართავს სხვა დაწესებულებას. 2010 წლის ბოლოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორთა STEPS კვლევა საქართველოში (WHO-ს ტექნიკური დახმარებით). მომატებული არტერიული წნევის მქონე პირები 33%-ში (ორივე სქესის მოზრდილი პოპულაცია 18-64წწ.), 23,4% პირები არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც ამჟამად არ ღებულობენ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტს. კვლევის შედეგების მიხედვით, ქართულ მოზრდილთა პოპულაციაში (18-64წწ) მხოლოდ 6,4%-ს არ აქვს არცერთი რისკ ფაქტორი, ხოლო 35,2%-ს აქვს 3 ან მეტი რისკ-ფაქტორი. რაც შეეხება სიკვდილობას, ასოცირებულს არტერიულ ჰიპერტენზიასთან, სიკვდილობის ზოგად სტრუქტურაში ის იკავებს I ადგილს და შეადგენს 48,8%-ს საქართველოში. 2002 წლიდან ქვეყანაში პათოლოგანატომიური გაკვეთა აუცილებელია თუ არის ეჭვი განსაკუთრებით საშიში ინფექციით გამოწვეულ სიკვდილზე. ყველა სხვა შემთხვევში ხორციელდება გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული ნების გათვალისწინებით ან მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. (კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 153). აუტოფსიური კვლევის მაჩვენებელი საქართვლოში კრიტიკულად დაბლია, 2009წ. – 128 (მ.შ. სტაციონარში – 90) – მოზრდილ პაციენტებში. აქედან გამომდინარე სტატისტიკური მონაცემების სარწმუნოების მიმართულებით სიკვდილის ძირითადი მიზეზის სერტიფიცირების თვალსაზრისით ბევრი დეფექტია,მათ შორის ერთერთი მნიშვნელოვანი – სიკვდილის მიზეზის სერტიფიცირება მხოლოდ ტერმინალური მდგომარეობების მითითებით, მაგალითად გულის ან სუნთქვის უკმარისობით. თვით გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა სტრუქტურაში სიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზის ვერიფიცირება სრულყოფას საჭიროებს, რაც უფრო ნათელს გახდის ოპერატიულ ინტერვენციათა აუცილებლობას კარდიო-ვასკულური საბოლოო წერტილების პრევენციის მიზნით. გაიდლაინები სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ერთერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ბერკეტია. ექიმთა პროფესიულ ქცევაზე ზემოქმედების სისტემური მიმოხილვები ცხადყოფენ, რომ მიუხედავად სათანადო გაიდლაინების არსებობისა, ჯერ კიდევ ხშირია ზოგიერთი ქრონიკული დაავადებების პირველ რიგში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა არაეფექტური მართვის შემთხვევბი რეკომენდაციის განხორციელება ახალ ცოდნას, ახალ ჩვევებს და ორგანიზაციულ ცვლილებებს მოითხოვს. გაიდალინების იმპლემენტაციის სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მოსალოდნელი ბარიერები და/ან ხელშემშლელი ფაქტორები. გასათვალისწინებელია ჯანდაცვის პროფესიონალთა მზაობა, მათი მოტივაცია, სტიმული, სამუშაო გარემო (ტრადიციები, შეხედულებები, დროის დეფიციტი, კომუნიკაციის პრობლემები). ხშირად გაიდლაინის იმპლემენტაციას ართულებს პაციენტის არასაკმარისი ინფორმირებულობა დაავადების, თუ რისკ-ფაქტორის მართვის მნიშვნელობის შესახებ. კვლევები ადასტურებს, რომ პაციენტთა შეხედულებები და ცოდნა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მართვისას, როდესაც პაციენტის როლი ფაქტიურად გადამწყვეტია. საქართველოს კანონმდებლობაში აღიარებულია ერთის მხრივ, პაციენტის უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება, ხოლო მეორეს მხრივ, ადექვატური ხარისხის მომსახურების გაწევა ექიმის მოვალეობად არის მიჩნეული. იმპლემენტაციის შედეგების შეფასება ითვალისწინებს: - გაიდლაინის შესრულების პროცესის შეფასებას - გაიდლაინის გამოყენების კლინიკურ გამოსავალზე რეალური დადებითი ეფექტის შეფასებას. ძირითადი ბარიერი ამ მიმართულებით პროფესიული ცოდნის დეფიციტია სამედიცინო პერსონალს შორის. საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ 2010 წლის ბოლოს განხორციელდა კარდიოლოგიური პროფილის გაიდლაინების იმპლემენტაციის პროცესის შეფასება სპეციალურად შექმნილი კითხვარების საშუალებით. საუბარია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007წ. 28.07 #264/ო და 2008წ. 12.12 #280/ო ბრძანებით დამტკიცებულ შემდეგ გაიდალაინებზე: - გულის უკმარისობის დიაგნოსტიკა და მართვა. ანონიმურად გამოიკითხა 219 ოჯახის ექიმი თბილისში, ბათუმში, რუსთავში, გარდაბანში, ზუგდიდში, 46 სოფლის ექიმი აჭარის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. გამოკითხულთა უმრავლესობა ეთანხმება აზრს, რომ გაიდლაინების რეკომენდაციები გამოყენებადია ყოველდღიურ პრაქტიკაში და რომ გაიდლაინები შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ. ასევე, რომ გაიდლაინების შემქმნელებსა და პრაქტიკოს ექიმებს შორის მნიშვნელოვანი დისტანციაა და გაიდლაინი არ არის ადვილად დასანერგი პრაქტიკაში. გამოკითხულ ექიმთა 80% თვლის, რომ გაიდლაინის იმპლემენტაციის პროცესი მოითხოვს სხვა ტიპის საგანმანათლებლო ინტერვენციებს, პრაქტიკაზე ორიენტირების, პროფესიონალების, პირველ რიგში რეკომენდაციათა ავტორების ჩართვით. რაც შეეხება ფორმატს – დიდაქტიკური ტიპის სალექციო კურსის პარალელურად უნდა გააქტიურდეს ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრები ადგილზე. კითხვარის პირველი ნაწილი ძირითადად ორიენტირებული იყო ექიმების უკუკავშირის გამოვლენაზე. დამოკიდებულების დასადგენად გაიდლაინების, კონკრეტულად კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის რეკომენდაციების მიმართ. რაც შეეხება კითხვარის დასკვნით ნაწილს – კლინიკური მოსაზრებები. საუბარია აღნიშნულ დაავადებათა მართვის სტანდარტებზე გამოკითხულ ექიმთა მხოლოდ 8% (კვლევის გეოგრაფიის მიუხედავად) ფლობს კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის ალგორითმებს და ფაქტიურად არის გაცნობილი აღნიშნულ გაიდლაინებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც პროფესიული ასოციაციის რეკომენდაცია გახლავთ პირველადი ჯანდაცვის რგოლში კლინიკური პრაქტიკის შეფასების განხორციელება დარგის ექსპერტთა (და არა ოჯახის ექიმების გადამამზადებელი კადრების) მიერ, რეალური საჭიროებების გამოვლენა და მათი დამატებითი ტრენირება ადექვატური საგანმანათლებლო ფორმატით. 2008 წელს საქართველოში განხორციელდა რეპროუქციული ასაკის ქალთა სიკვდილობის მიზეზთა შემსწავლელი კვლევა GERAMOS-06 (Reproductive Age Mortality Survey). კვლევა მიზნად ისახავდა 2006 წელს საქართველოში რეპროდუქციული ასაკის (15-49წწ), მუდმივად მცხოვრებ ქალთა სიკვდილის ყველა შემთხვევის შესწავლას ვერბალური აუტოფსიის კითხვარის საშუალებით. ოჯახებში ინტერვიუ ჩატარდა 918 შემთხვევაში, მ.შ. კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მიზეზით სიკვდილი დაფიქსირდა 107 შემთხვევაში (11,7%). მას დაემატა 11 სადისკუსიო შემთხვევა და საბოლოოდ კარდიო-ვასკულურ დაავადებათ მიზეზით სიკვდილობამ მოიცვა 118 შემთხვევა. RAMOS – კვლევის ძირითადი მიზნის შესაბამისად, თვით ამ კვლევის ფარგლებში ორსულობისას ან ორსულობის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში ქალის სიკვდილის შემთხვევაში განხორციელდა ე.წ. დაწესებულების ეტაპი (იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნა გაწეული სამედიცინო მომსახურება ფატალური ავადმყოფობის ან მდგომარეობის გამო – სამედიცინო დოკუმენტის განხილვა და ჩაღრმავებული ინტერვიუ სამედიცინო პერსონალთან.) სიკვდილობის სტრუქტურაში, რეპროდუქციული ასაკის ქალთა კარდიო-ვასკულური მიზეზით სიკვდილის პრიორიტეტულობის გამო (ავთვისებიანი სიმსივნეები 45,4%, გარეგანი მიზეზები 15,8%, კარდიო-ვასკულური დაავადებები 11.7%). ზემოთაღნიშნული მეთოდიკით საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ დაიგეგმა დაწესებულების ეტაპი ამ მიმართულებითაც. აღნიშნული განხორციელდა დაავადებათა პრევენციის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დაავადებათა გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტის, რეპროდუქციული ასაკის ქალთა კარდიო-ვასკულური სიკვდილობის კვლევის ქვეკომპონენტის ფარგლებში. კვლევის საბოლოო პროდუქტი არის რეპროდუქციული ასაკის ქალთა კონტიგენტში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის პროტოკოლი – სახელმწიფო სტანდარტი, რომელიც ინტეგრირდება ორსულობის პატრონაჟის რეკომენდაციებში. აღნიშნული პროდუქტის შექმნისას გათვალისწინებული იქნება როგორც კვლევა RAMOS-06 –ის საერთო გამოსავლები, ასევე კარდიო-ვასკულური სიკვდილობის კვლევის შედეგები, კერძოდ: - 2006 წელს ადრეულ დედათა სიკვდილობის ერთ მესამედზე მეტი და გვიანი დედათა სიკვდილობის 60% გამოწვეული იყო ორსულობის შედეგად გამწვავებული წინამორბედი დაავადებებით ან მდგომარეობებით პირველ რიგში თანდაყოლილი ან შეძენილი კარდიო-ვასკულური დაავადებებით. - რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილობის კარდიო-ვასკულურ მიზეზთა სტრუქტურაში პირველ ადგილზეა ჰემორაგიული ინსულტი, ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე 57%. - კარდიო-ვასკულური სიკვდილობის მიზეზთა შორის გამოვლინდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (18%), უეცარი კარდიული სიკვდილი (13%), 12% შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი უცნობია. - კარდიო-ვასკულური მიზეზით გარდაცვლილთა 80% 40-49წწ., ასაკოვანი ჯგუფებშია (40-44წწ. – 28%, 45-49წწ. – 52%) - გამოკვლეულ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში 83% (კვლევის გეოგრაფიის მიუხედავად) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ამბულატორული დოკუმენტაცია არ არის ანუ ამ ასაკობრივი ჯგუფის ქალები კვდებიან ადრეულ ასაკში მათი კარდიო-ვასკულური რისკის ვერიფიცირების გარეშე. - ხარვეზებია ამბულატორულ დაწესებულებებში სამედიცინო ჩანაწერების შენახვის წესების მიმართულებით. - შემთხვევათა 41%-ში სიკვდილი დაფიქსირებულია სტაციონარში, მხოლოდ 1 შემთხვევაშია ჩატარებული აუტოფსიური კვლევა. - სტაციონარულ ისტორიებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა იგნორირებულია პაციენტის რეპროდუქციული ანამნეზი. - კვლავ სახეზეა დეფექტები სიკვდილის სამედიცინო სერტიფიკატის შევსებისას, რაც ძირითადად მდგომარეობს სიკვდილის მიზეზის სერტიფიცირებაში მხოლოდ ტერმინალური მდგომარეობების მითითებაში (მაგ.: გულის ან სუნთქვის უკმარისობა) და ასევე სიკვდილის მომენტისათვის ორსულობის ან ორსულობის შემდგომი პერიოდის სტატუსის ინფორმაციის არ არსებობაში. - ხარვეზებია ნევროლოგიური კლინიკის მქონე პაციენტების ურგენტული მიზნით ჰოსპიტალიზაციის ორგანიზებისას სტაციონარის ტექნიკური სიმძლავრეების გაუთვალისწინებლობის თვალსაზრისით სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ. - აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტირებისას და ზოგადად გულმკერდში ტკივილის მართვის პროტოკოლის იგნორირება სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ (მაგ.: ეკგ აპარატის არ არსებობის შემთხვევაში). - განსაკუთრებული ხარვეზებია ამ მხრივ სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისას. ქალის რეპროდუქციული ანამნეზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი გართულებების რისკის სტრატიფიცირებისას. უახლესი მტკიცებულებებით, გართულებებით მიმდინარე ორსულობები განიხილება შემდგომში კარდიული დისფუნქციის რისკად. საუბარია პრეეკლამფსიისა ან ე.წ. HELLP სინდრომის არსებობისას ორსულობის პერიოდში, ექოკარდიოგრაფიული პარამეტრების გამოვლენაზე ადექვატური ანტენატალური მეთვალყურეობის მიზნით. ორსულთა მშობიარობამდელი ანუ ანტენატალური მეთვალყურეობა – თანამედროვე მტკიცებულებების მიხედვით არ აუმჯობესებს მშობიარობის გამოსავალს, ის ეხმარება ქალს და ნაყოფს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ქართულ სინამდვილეში 4 ანტენატალური ვიზიტის სქემა არსებობს, დაბალი რისკი ჯგუფის ორსულთათვის. პირველი ვიზიტის დროს სასურველია ჩატარდეს თერაპევტის კონსულტაცია, ანუ სახელმწიფო პროტოკოლში აღნიშნულია, რომ პირველი ვიზიტის დროს ანუ 13 კვირამდე უნდა განისაზღვროს ორსულთა ის კატეგორია, რომელიც საჭიროებს დამატებით მეთვალყურეობას. ორსულთა ამ ჯგუფის გამოსავლენად, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევაც კი არ არის გათვალისწინებული, რაც ალბათ გაართულებს კარდიო-ვასკულური რისკის გამოვლენას. ყოველივე ზემოთაღნიშნულის საფუძველზე, ქართულ პოპულაციაში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის გაუმჯობესების მიზნით საგანმანათლებლო მიმართულების გააქტივების საჭიროება როგორც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, ასევე მიმღებ რგოლში ეჭვს არ იწვევს. პროფესიული ასოციაციის მიერ სტანდარტული, სარწმუნო კვლევებით მოპოვებული მტკიცებულებები განსაზღვრავს გარკვეულ როტაციის საჭიროებას სასწავლო პრიორიტეტებსა და სწავლების ეფექტური ფორმატის ადაპტაციაში. კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ეფექტური კონტროლის მიზნით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებათა სამედიცინო პერსონალის (ოჯახის ექიმი, ოჯახის ექთანი) სწავლების მიმართულებებია: - კარდიოლოგიურ დაავადებათა მართვის გაიდლაინების (არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, გულმკერდში ტკივილის მართვის, გულის უკმარისობის, სუპრავენტრიკულური არითმიების) დანერგვის ხელშეწყობა, გაიდლაინში ასახული რეკომენდაციების აღიარებისა და ჯანდაცვის პროფესიონალთა მიერ პრაქტიკულ საქმიანობისას განხორციელების მიზნით. 1.3 აუდიტი – კლინიკური საქმიანობის ანალიზი და უკუკავშირი – შედეგების მოწოდება. - ,,ექიმსა და პაციენტს შორის პარტნიორული ურთიერთობა – დაავადებათა ეფექტური მართვის გასაღები “ – სასწავლო კურსის ადაპტირება საოჯახო მედიცინის ცენტრებში. - მარკეტინგული ღონისძიებები კლინიკური გაიდალაინების იმპლემენტაციის პროცესში ბარიერების გამოსავლენად, რომელიც ცვლილებებს ხელს უშლის (პერსონალური ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი). საზოგადოების სამუშაო ჯგუფის აზრით, აღნიშნული გამოსავლების ადვოკაცია და ლობირება აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა წრეებში. განსაკუთერბული მნიშვნელობის ფაქტად მიგვაჩნია საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ განხორცილელბული შეფასებითი და მონიტორინგული კვლევის შედეგების ინტეგრირება USAID-ის ,,Assessment of Non-Communicable Disease Screening Practices and Selected Matrnal Newborn Practices inWomen of Reproductive Age in Albenia, Armenia, Georgia and Russia” დოკუმენტში ე.წ Key ინფორმაციის სახით. რაც შეეხება კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის გაუმჯობესების რეკომენდაციებს, ისინი მოიაზრება რამდენიმე ძირითად მიმართულებად: - დაავადებათა აქტიური გამოვლენის და კარდიო-ვასკულური რისკის შეფასების გაძლიერება. - მანიფესტირებული კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ფატალური და არაფატალური გართულების პრევენციის სტრატეგიის გააქტივება. - სამედიცინო დოკუმენტაციის შევსების ხარისხის სრულყოფა, შენახვის წესების დაცვა, სამეცნიერო-პრაქტიკული მნიშვნელობის სამედიცინო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინდივიდუალურ და პოპულაციურ დონეზე განხორციელებული ინტერვენციების ეფექტურობის შეფასებისა და მონიტორირების მიზნით. განსაკუთრებით გამოვყოფთ საგანმანათლებლო ინტერვენციას სამედიცინო პერსონალში და აღნიშნულ რეკომენდაციათა ადვოკაციის ოპერატიულ აუცილებლობას სოფლად პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას.
2019-03-26 12:02:52
http://hipertenzia.ge/index.php?a=main&pid=28&lang=geo
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912205163.72/warc/CC-MAIN-20190326115319-20190326141319-00549.warc.gz
11,247
95,745,420
მზე, ზღვა, განსხვავებული ჰაერი, Biaff-ი და არაჩვეულებრივი განწყობა. გამარჯობა, ეს ისევ მე ვარ. 2014 წლის ბათუმი ბევრ სასიამოვნო რამეს მპირდება. გამომყევით და არ ჩამომრჩეთ 😉 დღეს ჩამოვედი ქათქათა ბათუმში და ემოციები უკვე გულით დამაქვს. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი 2002 წლიდან მოყოლებული და ბოლო რამდენიმე წელია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ქალაქის სიყვარულისა არის ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (Batumi International Art-house Film Festival – შემოკლებით Biaff). პირველად 2012 წელს ვიყავი და სრულიად მოვიწამლე იმ ყველაფრით, რაც მაშინ ბათუმში ხდებოდა. შარშანწინდელი პოსტები შეგიძლიათ იხილოთ აგერ – https://k84u.com/tag/biaff/ რამდენიმე ეპიზოდი 2012 წელს ჩატარებული მე-7 ფესტივალიდან. ამ და სხვა სურათებს პერიოდულად ვათვალიერებ ხოლმე და ვხვდები, რომ ძალიან მენატრება ეს ყველაფერი. წელს ბიაფი უკვე მე-9-ჯერ შეგვიპატიჟებს საავტორო კინემატოგრაფიაში. აქ ჩვენ შევხვდებით ნაცნობ თუ უცნობ რეჟისორებს, მსახიობებს, ვნახავთ ახალ და საინტერესო ფილმებს, დავესწრებით მასტერკლასებს, ჩავწერთ ინტერვიუებს… ხოდა ამედევნეთ, არ ინანებთ 😉 ფესტივალის ოფიციალური fb გვერდი: https://www.facebook.com/BIAFFBATUMI ფესტივალის ოფიციალური twitter: https://twitter.com/biaffbatumi (hashtag: #biaff და #biaff2014)
2019-10-23 19:37:41
https://k84u.com/tag/%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987835748.66/warc/CC-MAIN-20191023173708-20191023201208-00207.warc.gz
27,566
573,172,358
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება ცნობების რიცხვი, რომლებშიც შუშხუნებით გამოწვეულ მსხვერპლზეა ლაპარაკი. 20 ოქტომბერს, „სირცხვილია“ 20-21 ივნისის ღამის დაშავებულთა სოლიდარობისა და სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების საწინააღმდეგო აქციას თელავში გამართავს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თელავის მერიას მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით, წერილობითი სახით ამცნო, რომ 20 ოქტომბერს ერეკლე მეფის ძეგლის მიმდებარედ საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმებოდა. პასუხად გიგა მაქარაშვილმა მიიღო შეტყობინება, რომ თელავის მერია „სირცხვილიას“ აქციის გამართვის უფლებას არ აძლევს. „ნებართვა არ გვითხოვია, არ გვჭირდება ნებართვა, რადგან ქუჩის გადაკეტვას არ ვგეგმავთ. არ არის სავალი ნაწილი ტერიტორია, სადაც ჩვენ ვიკრიბებით. კონსტიტუციით გვაქვს ამის უფლება, მაგრამ ზუსტად 2 საათში დამიბარეს და სრულიად გაუგონარი რამ დამხვდა: განცხადებაში წერია, რომ თელავის მერია არ გაძლევთ უფლებას აქცია ჩაატაროთო“, - გვითხრა გიგა მაქარაშვილმა, რომელმაც აღნიშნული წერილი დახვეული სახით დააბრუნა მერიაში და ვინაიდან 19 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარში იქ აღარავინ დახვდა, მერის მისაღებში, კარის სახელურში დატოვა. გიგა მაქარაშვილის განმარტებით, აქცია თელავში 20 ოქტომბერს 17 საათზე დაიწყება და მასში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციის სლოგანი იქნება „ყველა ერთის წინააღმდეგ“. „სირცხვილიას“ მიერ რეგიონებში დაანონსებული საპორტესტო აქციების პირველ ქალაქად თელავი, გიგა მაქარაშვილის განმარტებით, იმ ნიშნით შეირჩა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის მიხედვით, თელავი ყველაზე ოპოზიციური ქალაქია საქართველოში. 20-21 ივნისის ღამეს სპეციალურმა რაზმმა საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო და 93 დღე გაგრძელდა. ძირითადი მოთხოვნა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისის ღამეს 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. აქციები პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და მის წევრებს სიტყვით მიმართა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ „თავებს გაუხეთქავს“ ქურთთა ძალებს სირიის ჩრდილოეთში, თუ ისინი არ დატოვებენ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გეგმით დადგენილ ე.წ. უსაფრთხო ზონას. ერდოანმა სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, რომ თუ 22 ოქტომბრამდე მათი გასვლა არ დასრულდა, საბრძოლო ოპერაცია დაიწყება იქ, სადაც შევჩერდით და „ტერორისტების თავებს გავუხეთქავთო“. ერდოანის თქმით, ის აპირებს მომავალ კვირაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს და „უსაფრთხო ზონის“ თაობაზე მასთან ისაუბროს. მაგრამ „ანკარას სურს თავისი გეგმის განხორციელება“, თქვა ერდოანმა, თუ არ მიიღწევა შეთანხმება სირიის სამთავრობო ჯარების განთავსების თაობაზე. ერდოანი პუტინს სოჭში 22 ოქტომრებს ხვდება. სირიის ჩრდილოეთში, კონფლიქტის ორივე მხარე, თურქეთი და სირიელი ქურთები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ტერორისტებმა“, როგორც ანკარა უწოდებს ქურთ მებრძოლებს, 36 საათის განმავლობაში 14- ჯერ განახოციელეს თავდასხმა. მათი უმეტესობა მოხდა ქალაქ რას ალ-აუნში, თურქეთის საზღვართან. თურქი სამხედროების თქმით, ისინი ზავის პირობებს იცავენ. როგორც მეთვალყურეები იტყობინებიან, საბრძოლო მოქმედების ინტენსიურობა მნიშვნელოვნად დაბალია. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ მიესალმა ზავს და ტვიტერში დაწერა, რომ შეთანხმებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თურქეთი დათანხმდა, ხუთი დღით შეჩერებინა საბრძოლო მოქმედება 22 ოქტომბრამდე, იმ პირობით, რომ ქურთთა ძალები საზღვრისპირა 30-კილომეტრიანი ზონიდან გავიდოდნენ. სხვა შემთხვევაში ანკარა განაახლებს ოპერაციას. რუსეთის სამხედროებმა თურქეთის გააქტიურების და ქურთებისგან მიღებული თანხმობის შემდეგ დაიკავეს ქალაქი მანბიჯი და სხვა ტერიტორიები, რომლებიც ადრე აშშ-ის არმიამ დატოვა. ბაქოში პოლიციამ საპროტესტო დემონსტრაციის დაწყებამდე დააკავა ოპოზიციის აქტივისტები. საგამოძიებო რეპორტიორი, ხადიჯა ისმაილოვა იტყობინება აზერბაიჯანის დედაქალაქიდან, რომ პოლიციამ დაკეტა მეტროს სამი სადგური, რათა დემონსტრაციის მონაწილეებს ადგილზე მისვლაში ხელი შეშლოდათ. ისმაილოვას ცნობით, მთელ ქალაქში არ მუშაობდა საინტერნეტო კავშირი. უფლებადამცავი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლება იმის გამო, რომ არ აძლევს ოპოზიციას მშვიდობიანი შეკრების უფლებას. „აზერბაიჯანის ხელისუფლება აგრძელებს ქვეყანაში შეკრების თავისუფლების მიმართ აშკარა სიძულვილის ჩვენებას“, - განაცხადა გიორგი გოგიამ, სამხრეთ კავკასიაში „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ხელმძღვანელმა, ტვიტერის საშუალებით. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ჩამოთვლის თბილისის 5 უბანს, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. ეს უბნებია: „თბილისის ენერჯი“ მომხმარებელს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განუმარტავს, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე. გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს დილით მოხდა. არის ნგრევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია. დაშავდა 4 ადამიანი. „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა შემთხვევის ადგილზე განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნეს „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ მისი ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო. ნათია მიქიაშვილის განმარტებით, ჩახსნილი გაზდანადგარების თვითნებურად მიერთების სტატისტიკა შემაშფოთებელია: „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანადგარების რიცხვი 7 000-ს სცილდებოდა. ერთ-ერთ რაიონში ხელმეორე შემოწმება განხორციელდა და აღმოჩნდა, რომ ხელმეორე შემოწმებისას, 5000-მდე აბონენტმა ხელმეორედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება“, - განაცხადა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა. ბრიტანეთის პარლამენტმა 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ბრექსიტის შეთანხმების დამტკიცების გადადებას იმ დრომდე, სანამ არ იქნება მიღებული ყველა კანონპროექტი, რომლებიც საჭიროა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასავლელად. ე.წ. ლეტუინის შესწორებას მიემხრო 322 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 306. შესწორების ავტორის, ოლივერ ლეტუინის თანახმად, ის არ არის ბრექსიტის წინააღმდეგი, მხოლოდ სურს უზრუნველყოს, რომ 31 ოქტომბერს ბრიტანეთი არ გავიდეს ევროკავშირიდან შესაბამისი იურიდიული გაფორმების გარეშე. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ არ აპირებს ევროკავშირთან ბრექსიტის გადადების თაობაზე მოლაპარაკებას და სურს შეთანხმების დამტკიცებისთვის საჭირო კანონპროექტების უკვე ორშაბათს წარდგენა. ჯონსონს არ უთქვამს, გააგზავნის თუ არა ევროკავშირში წერილს გადავადების თხოვნით, რასაც ახლახან მიღებული კანონი ავალდებულებს. კენჭისყრის შედეგი მარცხია ბორის ჯონსონისთვის, რომელიც მოელოდა, რომ ბრექსიტის შეთანხმება 19 ოქტომბერს დამტკიცდებოდა. ლონდონში პარლამენტის სხდომა იმართებოდა მასობრივი დემონსტრაციის ფონზე, რომლის მონაწილეები ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ და ამ საკითხზე კიდევ ერთ რეფერენდუმს მოითხოვდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, ის, რაც ატოცში ხდება, მიუღებელია და არის ბორდერიზაციის პოლიტიკის გაგრძელება. გორში ჟურნალისტებთან კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო პარტნიორებთან ერთად სინქრონულ ნაბიჯებს დგამს, რაც აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა წყნარად შეძლონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება. „რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა დაცული იყოს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, დღეს, სახელმწიფო სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა იმ ნაბიჯს დგამს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ წყანარად, მშვიდად, განაგრძონ ჩვენმა მოქალაქეებმა ცხოვრება თავის მიწაზე. მინდა გთხოვოთ თქვენც, მეც ხომ აქ ვარ დღეს, გორში, სულ ახლოს საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ სულ სხვა თემებზე ვსაუბრობთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ, ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ გორში, სადაც შიდა ქართლის პედაგოგებთან, სპორტსმენებთან, ექიმებთან, ფერმერებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. ატოცში 19 ოქტომბერს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განახლდა. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მოსკოვის თეატრს „ნიკიტას კარიბჭესთან“ („უ ნიკიტსკიხ ვოროტ“) მასპინძლობს. თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს - დღეს, 19 ოქტომბერს, წარმოდგენილი იქნება „არ დამივიწყო“, ხოლო 20 ოქტომბერს - „ჩვენი ეზოს სიმღერები“. მოსკოვის თეატრის გასტროლებს ქუთაისში ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების უკმაყოფილება მოჰყვა. ორგანიზაციის „რუსეთი ოკუპანტია“ ორგანიზებით დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია-პერფორმანსი იგეგმება. როგორც მოძრაობის წარმომადგენლმა ნიკა დეისაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მიმართავენ, დაგმონ კრემლის პოლიტიკა. ისინი ასევე მოუწოდებენ მოსკოვის დასის მსახიობებსაც, დაგმონ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და თქვან, რომ პუტინის პოლიტიკა მავნებლურია. ნიკა დეისაძის თქმით, აქციაზე ექნებათ წითელი ბარათები, დაარიგებენ ფლაერებს და სტიკერებს წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“. ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა კი „რეგინფოსთან“ განმარტა, რომ რუსული თეატრი სახალხო დიპლომატიით ცდილობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. სულხან გოგოლაშვილის თქმით, მოსკოვის თეატრი ქუთაისში მათი მიწვევით იმ მემორანდუმის ფარგლებში იმყოფება, რომელიც გაფორმებულია რუსეთის, საქართველოს, სომხეთის აზერბაიჯანისა და ბელორუსის თეატრებს შორის. „ჩვენც დავდივართ სხვა ქვეყნებში, ყველგან, გარდა რუსეთისა, თუმცა, რუსეთის თეატრი მივიღეთ... სამოქალაქო აქტივისტებს თავიანთი საქმე აქვთ, მაგრამ ჩვენ არ ვებრძვით კულტურულ, სპორტულ, ტურისტულ რუსეთს. მაშინ, ამავე მიზეზით ჩვენი მსახიობები, მომღერლებიც არ უნდა ჩადიოდნენ რუსეთში - რეზო გაბრიაძე, ნინო ქათამაძე და სხვები. ჩვენ გვებრძვის ოკუპანტი რუსეთი. კულტურული რუსეთი არ არის ჩვენი მტერი და სახალხო დიპლომატიით ცდილობენ ურთიერთობების გაღრმავებას, ნორმალიზებას. თუ პროტესტის ფონზე ან შედეგად სპექტაკლი ჩაიშალა, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ რეზონანსს ჩვენი ქვეყნისთვის, რუსეთსაც გააღიზიანებს, ჩვენი მეგობრებიც - მინსკის, ერევნის, ბაქოს თეატრები გაღიზიანდებიან, ვისთანაც მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული“, - უთხრა „რეგინფოს“ სულხან გოგოლაშვილმა. მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლების საპროტესტო აქცია-პერფორმანსი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ, სპექტაკლის პარალელურად, 19 საათზე დაიწყება. ლონდონში 19 ოქტომბერს იმართება მასობრივი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ევროკავშირიდან ბროიტანეთის გასვლის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ და მოითხოვენ კიდევ ერთ რეფერენდუმს ამ თემაზე. დიდი ბრიტანეთის პარლამენტი, რომელიც პირველად 1982 წლის შემდეგ შეიკრიბა, შაბათ დღეს,19 ოქტომბერს განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქვეყანა ევროკავშირიდან უნდა გავიდეს. შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიაღწია ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან. თუ მას პარლამენტი მხარს დაუჭერს, 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასასვლელი გზა გახსნილი იქნება. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ბორის ჯონსონმა დეპუტატებს მოუწოდა, უზრუნველყონ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა 31 ოქტომბერს. მისი თქმით, ევროკავშირში დაიღალნენ ბრექსიტის თარიღის გადადებით და სიცხადე სურთ. ჯერ კიდევ არაა ცხადი, მიიმხრობს თუ არა ჯონსონი საკმარისი რაოდენობით დეპუტატებს თემთა პალატაში იმისთვის, რომ შეთანხმება დამტკიცდეს. პრემიერის კონსერვატული პარტია უმცირესობაშია და ოპოზიციონერი ლეიბორისტების მხარდაჭერა დასჭირდება, და, ამასთან, იმ 20 კონსერვატორი კანონმდებლის ხმებიც, რომლებიც ადრე კონსერვატული პარტიიდან გარიცხეს. შეიძლება არ გაიმართოს შეთანხმების გარშემო კენჭისყრა, თუ დეპუტატები მიიღებენ შესწორებას, რომ შეთანხმება არ შევა ძალაში მანამ, სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს ყველა კანონს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირიდან ქვეყნის გასასვლელად. ეს პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს. ამ შემთხვევაში, ბრიტანეთის მედიის თანახმად, ჯონსონი შეთანხმების გამო კენჭისყრას გადადებს და ჯერ საჭირო კანონპროექტების დამტკიცებას შეეცდება. იგი, ამასთან, მოვალე იქნება, ევროკავშირს ოფიციალურად მოსთხოვოს ბრექსიტის გადავადება. ევროკავშირის უარის გამო, დაეწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართება. ამის თაობაზე განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა. მისი თქმით, ჩრდილოეთი მაკედონია „ისტორიული შეცდომის“ მსხვერპლი გახდა და მისი მოქალაქეები გრძნობენ „იმედგაცრუებას და ბრაზს“. ახლა, ზაევის სიტყვებით, მოქალაქეებმა უნდა გამოხატონ დამოკიდებულება იმ მთავრობის პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მტკივნეული რეფორმები გაატარა, რათა ევროკავშირის სტანდარტები დაეკმაყოფილებინა. ნაციონალისტური ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, ზაევმა მიაღწია საბერძნეთთან შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქვეყანამ ოფიციალურად შეიცვალა სახელწოდება და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ნაცვლად ჩრდილოეთი მაკედონია დაირქვა. შედეგად, საბერძნეთმა შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. მაგრამ ეს გააკეთა საფრანგეთმა, რომელიც თვლის, რომ მაკედონიაში საკმარისად არ ებრძვიან კორუფციას. ევროკავშირმა ასევე არ ისურვა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გამართვა ალბანეთთან. ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენლმა, მათ შორის, გაფართოების საკითხთა ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა იმედგაცრუება გამოხატეს გადაწყვეტილების გამო და მას შეცდომა უწოდეს. ახლა ისინი შიშობენ, რომ მაკედონიელები ნაციონალისტურ ძალებს მიემხრობიან და ევროკავშირს ზურგს შეაქცევენ. სულ მცირე, 15 მაღაროელი დაიღუპა რუსეთის კრასნოიარსკის ოლქში, ოქროს საბადოზე ჯებირის გარღვევის შედეგად, იტყობინება რუსეთის საგანგებო ვითარებათა უწყება. ძლიერმა წვიმებმა ჯებირის კოროზია გამოიწვია და ის წყალმა გაარღვია. წყლის ნაკადმა, ოთხმეტრიანმა ტალღამ, წაიღო ვაგონები, სადაც მაღაროელები ცხოვრობდნენ. ინციდენტი მოხდა სოფელ შჩეტინკინოსთან, რომელიც ტაიგაში მდებარეობს, ახლომდებარე ქალაქიდან 60 კილომეტრში. რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თქმით, 14 მაღაროელი საავადმყოფოში მოათავსეს. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა ოქროს საბადოზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო. RIA-ს ცნობით, ჰიდროტექნიკური ობიექტი - ჯებირი, იყო თვითნაშენი და არ იყო რეგისტრირებული. AFP-ის თანახმად, საბადო ეკუთვნის „სიბზოლოტოს“, რომელსაც კომენტარი ინციდენტის გარშემო არ გაუკეთებია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სოფელ ატოცთან მიმდინარე პროცესების ესკალაციის საფრთხე არ არსებობს და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვითარებას სრულად აკონტროლებს: . ადმინისტრაციულ ხაზზე. იქ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, კონტროლს ექვემდებარება ჩვეულებრივად, უბრალოდ, ეს ხალხის არშეშვება, ჟურნალისტების, ისევ მათი უსაფრთხოების თემიდან გამომდინარეა. როგორც საქართველოს პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებთან განმარტა, აბსურდულია მოწინააღმდეგე მხარის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს, გუშინ და გუშინწინ საქართველოს სპეცდანიშნულების, დაზვერვითი ჯგუფები გადავიდნენ ტერიტორიაზე: „გუშინ და გუშინწინ განცხადებები თუ ნახეთ, რომ თითქოსდა ჩვენი სპეცდანიშნულების ჯგუფები, დაზვერვითი ჯგუფები გადადიან იქ, ზვერავდნენ და მათ რაღაც აღკვეთეს, რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. არანაირი ჩვენი სადაზვერვო ჯგუფები და სპეცდანიშულების რაზმის ჯგუფები გადასვლას არ აპირებდნენ. პირიქით, დაფიქსირებული გვაქვს, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ისინი გადმოვიდნენ რამდენიმე ხნის წინ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისი განმარტებით, რუსული და ოსური მხარე სოფელ ატოცთან ერთი თვის წინ დაყენებულ რკინის ბოძებზე ცხაურებს აკრავს, რის შესახებაც უსაფრთხოების სამსახურმა საქმის კურსში ჩააყენა ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზზე განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ხალხს, ჟურნალისტებს ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოების მიზნით არ უშვებენ. . ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 19 ოქტომბერს განახლდა. დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 19 ოქტომბერს განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქვეყანა ევროკავშირიდან უნდა გავიდეს. შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მიაღწია ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან. თუ შეთანხმებას პარლამენტი მხარს დაუჭერს, 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასასვლელი გზა გახსნილი იქნება. ჯერ კიდევ არაა ცხადი, მიიმხრობს თუ არა ჯონსონი საკმარის დეპუტატს თემთა პალატაში იმისთვის, რომ შეთანხმება დამტკიცდეს. პრემიერის კონსერვატული პარტია უმცირესობაშია და დასჭირდება ოპოზიციონერი ლეიბორისტების მხარდაჭერა, და, ამასთან, იმ 20 კონსერვატორი კანონმდებლის ხმებიც, რომლებიც ადრე კონსერვატული პარტიიდან გარიცხეს. შეიძლება არ გაიმართოს შეთანხმების გარშემო კენჭისყრა, თუ დეპუტატები მიიღებენ შესწორებას, რომ შეთანხმება არ შევა ძალაში მანამ, სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს ყველა კანონს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირიდან ქვეყნის გასასვლელად. ეს პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს. ამ შემთხვევაში, ბრიტანეთის მედიის თანახმად, ჯონსონი შეთანხმების გამო კენჭისყრას გადადებს და ჯერ საჭირო კანონპროექტების დამტკიცებას შეეცდება. იგი, ამასთან, მოვალე იქნება, ევროკავშირს ოფიციალურად მოსთხოვოს ბრექსიტის გადავადება. სირიის ჩრდილოეთში, კონფლიქტის ორივე მხარე, თურქეთი და სირიელი ქურთები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. შეთანხმება ანკარაში იქნა მიღწეული აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის შუამავლობით. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ტერორისტებმა“, როგორც ანკარა უწოდებს ქურთ მებრძოლებს, 36 საათის განმავლობაში 14- ჯერ განახოციელეს თავდასხმა. მათი უმეტესობა მოხდა ქალაქ რას ალ-აუნში, თურქეთის საზღვართან. თურქი სამხედროების თქმით, ისინი ზავის პირობებს იცავენ. როგორც მეთვალყურეები იტყობინებიან, საბრძოლო მოქმედების ინტენსიურობა მნიშვნელოვნად დაბალია. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ მიესალმა ზავს და ტვიტერში დაწერა, რომ შეთანხმებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თურქეთი დათანხმდა, ხუთი დღით შეჩერებინა საბრძოლო მოქმედება 22 ოქტომბრამდე, იმ პირობით, რომ ქურთთა ძალები საზღვრისპირა 30-კილომეტრიანი ზონიდან გავიდოდნენ. სხვა შემთხვევაში ანკარა განაახლებს ოპერაციას. სამშაბათს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოანი რუსეთს ეწვევა. რუსეთის სამხედროებმა თურქეთის გააქტიურების და ქურთებისგან მიღებული თანხმობის შემდეგ დაიკავეს ქალაქი მანბიჯი და სხვა ტერიტორიები, რომლებიც ადრე აშშ-ის არმიამ დატოვა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისი მისამართით დასმული შეკითხვები სხვადასხვა თანხას შეეხებოდა. მისი შეფასებით, გამოძიების მიზანი „მთავარი არხისთვის“ ხელის შეშლა და არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების მცდელობაა: „პირველ რიგში არის იმის მცდელობა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. რომ გითხრათ, რომ ჩემ მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, „მთავარი არხისთვის“ ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი. ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გვარამიას ეხებოდა შეკითხვები. ვერ გეტყვით რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს“, - გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ მას ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის პირობაზე, ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა კი განმარტა, რომ გამომძიებლებს გიორგი გაბუნიასთან კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვალეობას ასრულებდა „რუსთავი 2“- ში და იღებდა თუ არა ანაზღაურებას გაწეულ შრომაში. „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურა ბრალს სდებს ქმედებაში, რის გამოც ტელეკომპანიამ ვერ მიიღო 6 763 510 ლარი. გენერალური პროკურატურა საქმეს იძიებს „რუსთავი 2“-ის ყოფილი მენეჯმენტის მიერ ტელეკომპანიის თანხების შესაძლო მითვისებისა და ქონების გადამალვის შესახებ. ამავე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი და „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას და მას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს: „ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. უწყების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ მათ სთხოვა, ყველა ზომა მიიღონ ადგილზე პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. ქარელის რაიონის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 19 ოქტომბერს განაახლეს. ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის განმარტებით, გურამიშვილის გამზირზე, N 34-ში მდებარე 16-სართულიანი კორპუსი, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადითაა საცხოვრებლად გამოუსადეგარი. როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდება დასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად საშიშია, დაზარალებულებს მერია ქირით გაიყვანს. კორპუსიდან 77 ოჯახია ევაკუირებული. დაზარალებულებს ბინებში პირველადი მოხმარების ნივთების ასაღებადეტაპობრივად უშვებენ. „ამ დროისთვის, მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შენობის დათვალიერება. პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ადამიანების სრულად გამოყვანა მოგვიწევს. პირველ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, სავარაუდოდ, ყველა მათგანს, ვინც სურვილს გამოთქვამს, სასტუმროებში გადავიყვანთ. თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდო ისეთი დასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, შემდეგ უკვე ამ ადამიანებს ქირით გავიყვანთ. ძირითადი პრობლემები აქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს, თუმცა აფეთქების შედეგად იმდენად დაზიანებულია, რომ დასუფთავების ღონისძიებებია ჩასატარებელი და საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია. ჩვენ ვრთავთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაითვლის ყველანაირ ზარალს, შემდეგ გახდება ცნობილი, ვისი მხრიდან იქნება ეს ზარალი ასანაზღაურებელი", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლის პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფასეულობების დონეზე, რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, საოკუპაციო ხაზთან არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი: „ამიტომ ვიწყებთ გორით და ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ერთმანეთის არ უნდა მოგვერიდოს. არ ვარ მე ის ადამიანი, რომ მწვავე კრიტიკის ან შეკითხვის ან მოგვერიდოს, ან გაგვაბრაზოს, ან შეგვაშინოს. ამ ურთიერთობის ფასი არის სწორედ იმაში, რომ აბსოლუტურად ღიად, გულწრფელად ვთქვათ ის, რაც გვაწუხებს. შეიძლება ჩვენს სფეროს ცდებოდეს კიდევაც. არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, რეგიონებში ყველა გასვლა პედაგოგებთან შეხვედრით დაიწყება და გაგრძელდება მედიკოსებთან, პოლიციასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრებით. „ამას არ აქვს მიზანი, გარდა იმისა, რომ უკეთესად და პირდაპირ თქვენგან შევიგრძნოთ რა ხდება რეგიონში. როგორ მუშაობენ ბატონები, რა სპეციფიური პრობლემები არის ამ დარგში, ამ რეგიონში. ხშირ შემთხვევაში, მარტივი გადასაწყვეტი პრობლემებისგან ვქმნით დიდ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ერთი სატელეფონო საუბრით, სწრაფად გადაწყდეს. არ გვაქვს ჩვენ ბევრი დრო. სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ, დღეს ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, როდესაც დრო და ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხი უკვე მეორე ადგილზეა. იმედი მაქვს, რომ შევძლებ პასუხების გაცემას თქვენს მწვავე კითხვებზე და დაგანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველანაირი ზედმეტი პირფერობის გარეშე თითოეული ადამიანის ღირსების, მისთვის კომფორტული, მშვიდი პირობების შექმნა და ის, რომ ყოველდღიურად იზრუნოს პირველ რიგში თავის ოჯახზე, შემდგომ ქვეყანაზე, პროფესიაზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ გორში პედაგოგებთან შეხვედრაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისინი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ. სუს-ში აღნიშნავენ, რომ ატოცში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის, ნათია მიქიაშვილის განმარტებით, გურამიშვილის გამზირზე, N 34-ში მდებარე კორპუსში აფეთქების გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი შესაძლებელი იქნება რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ადგილზე მუშაობას დაასრულებენ სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება. შემთხვევის ადგილზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისამართზე, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა: „ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იქნა „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიში იყო აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა“, - უთხრა ნათია მიქიაშვილმა ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, ჩახსნილი გაზდანადგარების თვითნებურად მიერთების სტატისტიკა შემაშფოთებელია: „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანადგარების რიცხვი 7 000-ს სცილდებოდა. ერთ-ერთ რაიონში ხელმეორე შემოწმება განხორციელდა და აღმოჩნდა, რომ ხელმეორე შემოწმებისას, 5000-მდე აბონენტმა ხელმეორედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება. მივმართავთ ყველა აბონენტს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ გარშემომყოფებისა და მეზობლების სიცოცხლეზეც. ასე რომ, დაგვირეკეთ, შეგვატყობინეთ არსებული საფრთხეების შესახებ და „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფი დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ამ ტიპის საქმეებს“, - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა. მისი განმარტებით, აღნიშნული მისამართიდან გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის ან რაიმე ტიპის გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია „თბილისი ენერჯიში“ არ შესულა. „აუცილებლად ფოტომასალასაც გავავრცელებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილია წყალგამცხელებელი და მითითებულია ჩვენი თანამშრომლის მიერ, რომ არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ჩართვა, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიში იყო“, - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა. გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს დილით მოხდა. არის ნგრევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია. დაშავებულია 4 ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. გურამიშვილის გამზირზე კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია, იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება - უთხრა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ. მისი ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის დაახლოებით 60% აქვს დამწვარი. "პაციენტი დილის 9 საათზე შემოიყვანეს, დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. პაციენტი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. ჯერჯერობით რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. მას ძირითადად სასუნთქი გზები აქვს დამწვარი", - განაცხადა გიორგი დავლიანიძემ. გურამიშვილის გამზირზე საცხოვებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა - ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, სამი კი - მერვე საავადმყოფოში. მერვე საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, სტაბილურია. გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს დილით მოხდა. არის ნგრევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე,N 34-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული იმ სამი პირის მდგომარეობა, რომლებიც მე-8 საავადმყოფოში არიან შეყვანილი, სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერვე საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა. მისი თქმით, კლინიკაში შეყვანილია სამი ადამიანი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი. მათგან, ორს აქვს მსუბუქი ჭრილობები მტევანზე, რომელიც მინის დამსხვრევის შედეგად აქვთ მიღებული, ხოლო ქალს, რომელიც იატაკის ჩანგრევის შედეგად დაშავდა, გამოკვლევები უტარდება და მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. „პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა - ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, სამი კი - მერვე საავადმყოფოში. აფეთქების გამო, დაზიანებულია კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული მანქანები, ჩამსხვრეულია ახლომდებარე საცხოვრებელი სახლების ფანჯრები. გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დილით მოხდა. არის ნგრევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია. გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. კორპუსის ნაწილი პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით ჩამონგრეულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, დაშავებულია 4 ადამიანი. შენობა მთლიანად ევაკუირებულია. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
2019-10-19 16:58:06
https://www.radiotavisupleba.ge/a/1517868.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986697439.41/warc/CC-MAIN-20191019164943-20191019192443-00444.warc.gz
44,746
1,055,188,807
დაბ. ადგილი | საღვთო, რუსეთის იმპერია | გარდ. თარიღი | 22 თებერვალი, 1937 | გარდ. ადგილი | მინუსინსკი, რუსეთის სფსრ | პარტია | საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია | ძირითადი იდეები | სოციალ-დემოკრატია | მამა | იოსებ ნაკაშიძე (1855-1924) | ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (დ. აგვისტო, 1885, საღვთო — გ. 22 თებერვალი, 1937, მინუსინსკი) — ქართველი პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი. დაიბადა თავად იოსებ ნაკაშიძის ოჯახში. მიიღო საშუალო განათლება თბილისის ქალთა გიმნაზიაში, პროფესია კოოპერატორი. 1904 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის, და გურიის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამავე პერიოდში დაქორწინდა გლეხ ბოლქვაძეზე, რამაც მისი მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. 1907 წელს გურიის კომიტეტის დაპატიმრების შემდეგ ნაკაშიძე გადაასახლეს ამიერკავკასიიდან და დაბრუნდა მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. 1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს „გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ. იყო ნატანების რაიონულ კოოპერატივთა კავშირის თავმჯდომარე. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი. 1921 წლიდან ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაება. 1923 წლის 2 მაისს, საქართველოს სსრ ჩეკას დადგენილებით „მენშევიკური პარტიის“ 78 კაციანი ჯგუფი, მათ შორის ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე გადაასახლეს ურალის მხარეში. ამავე პერიოდში, ბათუმში დააპატიმრეს მისი მამა - იოსებ მიხეილის ძე ნაკაშიძე, რომელსაც ამ დროისათვის უკვე ეჭვმიტანილ ოთარ და მუშნი დადიანებთან კავშირი და იარაღის გადამალვა ედებოდა ბრალად. ჩეკამ მისი ბრალდების ფაქტებით დასაბუთება ვერ მოახერხა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობების მიუხედავად იოსებ ნაკაშიძე მაინც დატოვა პატიმრობაში რამდენიმე თვით; იოსებ ნაკაშიძე გათავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა. 1923 წლის 30 დეკემბერს, სსდპ ყოფილი წევრის, ილარიონ გიორგაძის მკვლელობის შემდეგ საგანგებო კომისიამ მძევლად გამოაცხადა გადასახლებასა და პატიმრობაში მყოფი 38 სოციალ-დემოკრატი, მათ შორის ლიზა ბოლქვაძე და ფაქტის განმეორების შემთხვევაში მათი დახვრეტით დაიმუქრა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა გადასახლებულთა ნაწილს უფლება მისცა დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. ლიზა ბოლქვაძე-ნაკაშიძე საქართველოში დაბრუნდა 1925 წელს. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, მალე ჩავიდა თბილისში, სადაც დაიწყო სამსახური საქართველოს სსრ შინავაჭრობის სახალხო კომისარიატში. მან განაგრძო ანტისაბჭოთა არალეგალური მუშაობა, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას მდივანმა. 1926 წლის 22 თებერვალს, ელეონორა მახვილაძის დაპატირების შემდეგ ლიზა ბოლქვაძე ცეკას და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა და ენერგიული ზომები მიიღო მუშაობის გასააქტიურებლად, მოაწესრიგა კონსპირაციული კავშირები პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან და პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების მექანიზმი. 1926 წლის 29 ივნისს ის ჩეკამ დააპატიმრა. 8 ივლისს, დაკითხვაზე უარი თქვა მიეცა ინფორმაცია პარტიული კავშირების და პარტიის მდგომარეობის შესახებ; მართალია აღიარა, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძო არალეგალური ანტი-საბჭოთა საქმიანობა, მაგრამ თავი დამნაშავედ არ სცნო. 1926 წლის 24 ივლისს ის მოსკოვში გადააგზავნეს, სადაც 20 აგვისტოს ლიზა ბოლქვაძეს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა კრასნოიარსკის მხარეში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში. 1927 წლის 7 იანვარს სასჯელი შეუცვალეს გადასახლებით; 1930 წლის 18 იანვარს კი გადასახლების ვადა 3 წლით გაუგრძელეს. 1933 წლის 4 თებერვალს სასჯელი ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს ურალსკის მხარეში ცხოვრების უფლებით. გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ალთაის მხარეში, ქალაქ ობის კამენში. მუშაობდა გადასახლებულთა შორის „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ხაზით. 1936 წლის დასაწყისში შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა და პოლიტიკური საბაბით გადასახლებული ქართველი სოციალ-დემოკრატების დიდი ჯგუფი დააკავა; ძიების ვერსიით, გადასახლებაში ჩამოყალიბებული ურთიერთდახმარების არაფორმალური მექნიზმების, მიმოწერის და შეკრებების უკან კონტრრევოლუციური ორგანიზაცია ინიღბებოდა, რომლის მთავარი ორგანიზატორი - ლიზა ბოლქვაძე და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იყვნენ. ლიზა ბოლქვაძე შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ 1936 წლის 4 აპრილს დააპატიმრა. 1936 წლის 21 სექტემბერს მას 5 წლით გადასახლება მიესაჯა კრასნოიარსკის მხარეში. 1936 წლის 6 ნოემბერს ლიზა ბოლქვაძე კვლავ დააპატიმრეს ქალაქ მინუსინსკში. 1937 წლის 13 თებერვალს, კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 22 თებერვალს, ქალაქ მინუსინსკში. რეაბილიტირებულია 1956 წლის 22 სექტემბერს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს და 1989 წლის 23 აპრილს ალთაის მხარის პროკურატურის მიერ. იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] - კირთაძე ნესტან, „კაენ, სად არის ძმა შენი?!“, — თბილისი, „მერანი“ 1998 - საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი #1833, ანაწერი #1, საქმე #160. - საქართველოს შსს-ს არქივი (1-ლი განყოფილება), ფონდი #6, საქმე #36363. - „თეატრი და ცხოვრება“ N15 — 09.04.1917 წ. - ხვადაგიანი, ირაკლი (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“. ISBN ISBN 978-9941-0-9318-0.
2019-03-22 22:28:08
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93_%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202698.22/warc/CC-MAIN-20190322220357-20190323002357-00271.warc.gz
22,841
523,888,597
“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 31 იანვრის №11/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 28 ივნისის №12248/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე, 1. შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 31 იანვრის №11/2019 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1). 2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს. 3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6). 4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
2019-10-23 12:24:08
https://www.tsu.ge/ge/juridical/axad_council_resolutions/2019/792019/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833766.94/warc/CC-MAIN-20191023122219-20191023145719-00546.warc.gz
12,653
1,136,227,845
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წწევრების შესარჩევი საკონკურსო კომისია პირველად შეიკრიბა. კომისიამ თავმჯდომარედ ერმილე მესხია აირჩია, მდივანი კი ასლან ლორთქიფანიძე იქნება. კომისიამ დებულების პროექტიც დაამტკიცა. ცვლილება შევიდა 2 ნაწილში. კანდიდატს დოკუმენტაციაში ხარვეზის შემთხვევაში, ნაცვლად 24-ისა 48 საათი მიეცემა. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, ამჯერად ღია იქნება, თუმცა სავარაუდოდ მედიისთვის დახურული. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კომისიის 3-მა წევრმა, წინააღმდეგი ასლან ლორთქიფანიძე იყო. სხდომას არ ესწრებოდა ლევან ჯაყელი. დებულების პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს დასამტკიცებლად გადაეცა. კომისიამ 23 კანდიდატის დოკუმენტაცია 15 დღის განმავლობაში უნდა განიხილოს, ამის შემდეგ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.
2019-10-23 10:00:47
http://ajaratv.ge/article/49602
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833089.90/warc/CC-MAIN-20191023094558-20191023122058-00095.warc.gz
12,792
12,768,121
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. წლიური ანგარიში წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ აუცილებელ დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია კომპანიის მიერ წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის და ძირითადი მიმართულებების მოკლე ანგარიში. იგი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: ? მონაცემები კომპანიის ფინანსური საქმიანობის შესახებ ? ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მისი მიღწევები ბაზარზე, მისი სოციალური როლის და საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ და სხვა. თუ წლიური ანგარიშის პირველი ნაწილის მომზადებაზე პასუხისმგებელია კომპანიის ფინანსური დირექტორი, მაშინ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოდ, მეორე ნაწილის მომზადებაზე და გაფორმებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება PR სპეციალისტს, თუ ასეთი შტატი არსებობს კომპანიაში. წლიური ანგარიშის ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა: ? კომპანიის პარტნიორები და კლიენტები კარგად მომზადებული წლიური ანგარიში პასუხს უნდა სცემდეს ყველა ზემოთჩამოთვლილ სამიზნე აუდიტორიის კითხვებს და მათთვის ღირებულ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს კომპანიის მიღწევების და საქმიანობის შესახებ ბოლო წლის განმავლობაში. რათქმაუნდა მის მომზადებაში ჩართულია ბევრი ადამიანი, თუმცა ყველა მათგანს კოორდინაციას უნდა უწევდეს PR სპეციალისტი. როგორც წესი, წლიური ანგარიშის მომზადების დროს ? კომპანიის გენერალური დირექტორი (პრეზიდენტი) ? ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელი (მთავარი ბუღალტერი) ? PR განყოფილების თანამშრომლები და სპეციალისტები, კადრების განყოფილება, გაყიდვების განყოფილება და სხვა. წლიურ ანგარიშზე მუშაობა იწყება მაშინვე, როდესაც პირველად წარდგება წინა წლის წლიური ანგარიში ფართო საზოგადოებისათვის. მასზე მუშაობის დროის განაწილება შესაძლებელია ასე დაიყოს: 1-3 კვირა ეთმობა მიზნების ჩამოყალიბებას, წლიური ანგარიშის სტრუქტურის და დიზაინის შემუშავებას და ყველა იმ ადამიანთან კონტაქტის დამყარებას, ვინც შეიძლება შემოგთავაზოთ ახალი იდეები წლიური ანგარიშისათვის. 4-7 კვირა - ფოტოების მომზადება წლიური ანგარიშისათვის, ილუსტრაციების და ძირითადი ტექსტების მომზადება, რომელიც უნდა შევიდეს ამ გამოცემაში. 8-10 კვირა - ფინანსური ინფორმაციის დამუშავება, გრაფიკების და დიაგრამების შედგენა და პირველი შაბლონის მომზადება მე-11 კვირას იბეჭდება გამზადებული წლიური ანგარიში დიდი კომპანიების წლიური ანგარიში შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი სტრუქტურით: ? შესავალი წერილი კომპანიის დირექტორისაგან; ? მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მისი საქმიანობის სფეროები, საკუთრებაში არსებული საწარმოების ან წარმომადგენლობების (ფილიალების) შესახებ, მისი ადგილი ბაზარზე და ა.შ.; ? ინფორმაცია აქციონერებისადმი, რომელშიც აღწერილია კომპანიის მიღწევების შესახებ და სამომავლო პერსპექტივები; ? ინფორმაცია კომპანიის სოციალური როლის შესახებ (რა გააკეთა კომპანიამ თანამშრომლების პირობების გასაუმჯობესებლად, რა ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებები დააფინანსა წლის განმავლობაში და ა.შ.); წლიური ანგარიშების გამოყენების პრაქტიკა დამახასიათებელია არამარტო კომერციული ორგანიზაციებისათვის, არამედ საქველმოქმედო ფონდებისათვის, ასოციაციებისათვის, პროფესიული კავშირებისათვის და დონორი ორგანიზაციებისათვის. ანუ წლიური ანგარიში წარმოადგენს ერთგვარ დოკუმენტს, სადაც მოცემულია ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის და მისი მიღწევების და სამომავლო პერსპექტივების შესახებ, ანუ იგი არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი. მაგალითად, დონორი ორგანიზაციების წლიურ ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროექტები დააფინანსეს და რა ბიუჯეტით, ანუ დონორი ორგანიზაცია ერთგვარად წარმოგვიდგენს მისი ბიუჯეტის ხარჯვის გამჭირვალეობას. დღეისათვის საქართველოში წლიური ანგარიშების მომზადების კულტურა განვითარებულია უფრო ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში და დონორ ორგანიზაციებში, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ იგი ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს მსხვილი გადამამუშავებელი კომპანიების ცხოვრებაშიც. რადგანაც კომპანიის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ კომპანიის აქციონერები, კომპანიის პარტნიორები და კლიენტები, ინვესტორები, კომპანიის თანამშრომლები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ამიტომ მათთან ურთიერთობისას სასურველია გამოვიყენოთ წლიური ანგარიში, როგორც ერთ-ერთი PR ინსტრუმენტი ამ სამიზნე ჯგუფებთან ურთიერთობისას. Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას? ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
2019-10-20 14:12:02
http://prguide.ge/content.php?article.57
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986710773.68/warc/CC-MAIN-20191020132840-20191020160340-00082.warc.gz
9,018
156,200,811