doc_content
stringlengths 198
410k
| fetch_time
stringlengths 19
19
| url
stringlengths 13
2.7k
| warc_filename
stringlengths 108
123
| warc_record_length
float64 1.07k
790k
| warc_record_offset
float64 174k
1.3B
|
---|---|---|---|---|---|
ქირავდება ბინები (3 ოთახი), 26 მაისის ქუჩა (ბათუმი)
გამოიწერეთ თქვენი ძიების განახლებები ელ-ფოსტით:
ბათუმი, 26 მაისის ქუჩა, ქირავდება ბინები, ოთახები: 3
იყიდება სახლი მოსე ხონელის I შეს. ხონი
იყიდება ბინები ლუკა ასათიანის ქუჩა ბათუმი 3 ოთახი
იყიდება ბინები პეტრე მელიქიშვილის ქუჩა Petre Melikishvili ბათუმი 4 ოთახი
იყიდება ბინები ჩეხოვის ქუჩა თეთრიწყარო 4 ოთახი
ჩვენ Flatfy-ზე ხარისხის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ ქუქებს თქვენი დათვალიერების საერთო გამოცდილების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენი მომსახურების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენ მიერ ქუქი-ჩანაწერების გამოყენებას. | 2019-03-26 03:48:19 | https://flatfy.ge/%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-26-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98-3-%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204790.78/warc/CC-MAIN-20190326034712-20190326060712-00450.warc.gz | 41,370 | 483,251,018 |
ტერმინი „შრომის ფემინიზაცია“ ორი მნიშვნელობით გამოიყენება. ერთი მხრივ, ის ანაზღაურებად შრომით ბაზარზე ქალთა რიცხვის მატებას აღწერს. ბოლო 20 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ანაზღაურებად სამსახურებში დასაქმებულ ქალთა რაოდენობამ 70% შეადგინა. განვითარებად ქვეყნებში ეს რიცხვი ოდნავ უფრო დაბალია – 60%. ამ მაჩვენებლებში არ აისახება ქალების მონაწილეობა სოფლის მეურნეობასა და არაფორმალურ სექტორებში, რომლებიც ნაკლებ ჩანს და ნაკლებ ფასდება, თუმცა ამგვარ სექტორებში განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ქალთათვის დასაქმება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 1980 წლის შემდეგ, თუ აფრიკის ქვეყნებს არ ჩავთვლით, ქალების დასაქმებამ საგრძნობლად იმატა.
შრომის ფემინიზაციის მეორე მნიშვნელობა იმ პროცესებს გულისხმობს, რომელთა შედეგადაც სულ უფრო იზრდება სამუშაო ადილების მოქნილობა და მეტი სამუშაო ადგილი იძენს თვისებებს, რომლებიც ადრე „ქალური სამსახურების“ დამახასიათებლად ითვლებოდა. ასეთი ნიშნებია არასრულგანაკვეთიანი ან სახლში შესრულებული სამუშაო, მოქნილი სამუშაო საათები, ერთჯერადი კონტრაქტები და სხვ. თუ ადრე ასეთი სამსახურები ძირითადად ქალებისათვის შესაფერის, „მეორეხარისხოვან“ სამუშაოდ ითვლებოდა, დღეს შრომით ბაზარზე სულ უფრო იზრდება მათი წილიც და მათში დასაქმებული მამაკაცების რაოდენობაც. ამ ტენდენციის მიზეზებს შორისაა მსოფლიოს ქვეყნებში შრომის კოდექსის შესუსტება და შრომის ბაზრის დერეგულაცია, პროფკავშირების როლის შემცირება, დეინდუსტრიალიზაცია და სხვ., რომელთაც წარმოშვეს მოთხოვნა დაბალანაზღაურებად ქალ მუშახელზე.
ფემინისტების აზრით, როდესაც შრომის ბაზრის ფემინიზაციაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმას, თუ რა სახის პოზიციებზე ხდება ქალთა დიდი რაოდენობით დასაქმება. როგორც წესი, ესაა დაბალანაზღაურებადი, ნაკლებად პრესტიჟული სამსახურები, სადაც მუშაობაზე მხოლოდ ქალები თანხმდებიან. | 2019-10-14 03:12:56 | http://dictionary.css.ge/content/feminization-labor | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986649035.4/warc/CC-MAIN-20191014025508-20191014052508-00457.warc.gz | 5,759 | 83,754,921 |
ფსიქოლოგია თუ საგანგებოდ ვერ გამჩნევენ, გამოდის, მათი ინტერესის ობიექტი ხარ - რუსი ფსიქოლოგის, ვლადიმერ ლევის 20 ფრაზა, რომელიც "ადამიანის გამოცნობას" გასწავლით 8 ივლისი, 18:47 1) ძალიან მარტივია მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და ძალიან რთულია შეასრულო იგი. ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის სრული თანხმობა ისეთივე იშვიათობაა, როგორც ბედნიერი ქორწინება. ქვეცნობიერის მოქმედების ხერხია საქმე ისე წაიყვანოს, რომ თვითონ არ ჩანდეს, თითქოს მხოლოდ ცნობიერი წარმართავს ყველაფერს და როცა ცნობიერი მიხვდება, რა ოინი უყო ქვეცნობიერმა, იწყება კონფლიქტი საკუთარ თავთან. 2) ყველა ადამიანისათვის დამახასიათებელია შინაგანი წინააღმდეგობა აუცილებლობის მიმართ. 3) თუ საგანგებოდ ვერ გამჩნევენ, გამოდის მათი ინტერესის ობიექტი ყოფილხართ. 4) ვინც გხიბლავს, მარტივად შეუძლია შენი ზიზღის დამსახურება. 5) დარწმუნებული იყავით, რომ მლიქვნელი და პირფერი ადამიანი ყოველთვის სადისტია. 6) თუ მავანი ამჟღავნებს თავშეკავებული დაცინვისაკენ მიდრეკილებას, იცოდეთ, რომ იგი მარტივად ღიზიანდება. 7) გრძნობათა გამოვლენასა და იმავე გრძნობების შინაგან სიმძაფრეს შორის ხშირად შებრუნებული თანაფარდობა უფროა, ვიდრე პირდაპირი და ეს მაკრატელი მით უფრო ბასრია, რაც უფრო განვითარებულია ინტელექტი. 8) ბევრს საკუთარი თავის მართვა მხოლოდ იმიტომ არ შეუძლია, რომ არ აქვს მკაფიოდ გააზრებული რა ემართება, მათ დინება მიაქანებს და არც ცდილობენ იაზროვნონ. არადა თვითანგარიში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. თუ თქვენს მდგომარეობას უშიშრად და დაჟინებით გაუსწორებთ თვალს, იგი უმეტესწილად ვერ გაუძლებს ამ მზერას. ეს გავს პოზიციის შეფასებას ჭადრაკში, რასაც მოჰყვება ახალი სვლა. 9) ფასეულობა გაცნობიერებული მნიშვნელობაა, მნიშვნელობა კი ქვეცნობიერი ფასეულობა, თუ ფასეულობა და მნიშვნელობა ერთმანეთს ემთხვევა ადამიანი მთლიანი, ჰარმონიული და გულწრფელია. 10) ძნელია ისეთი წუთის პოვნა, როდესაც ჰიპნოზის გავლენას არ განვიცდით, ძილშიც კი ინტენსიურად განმტკიცდებიან ხოლმე დღის მთავარი შთაგონებანი. 11) უდიდესი ჰიპნოზიორი რეალობაა და მისი მთავარი აგენტი — ადამიანები. გარემოცვა განუწყვეტელ ჰიპნოზში გვამყოფებს. ყოველივე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება თავის თავს შთაგვაგონებს. 12) მიამბე როგორ თვითშთაგონებას მიმართავ და გეტყვი ვინ ხარ შენ. 13) საკმაოდ ბევრი არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ თვითშთაგონებით ავად გახდნენ და კიდეც ავადმყოფობენ პატიოსნად. 14) აღსარების განდობა სხვისთვის არის აღსარება საკუთარი თავის წინაშე. 15) საკუთარი თავის მართვა მაშინ არის უფრო რთული, როცა ეს ყველაზე მეტადაა საჭირო, ადამიანთა დიდი უმრავლესობა ამას სპეციალურად არასოდეს სწავლობს, რა გასაკვირია, რომ გამოცდებს მოუმზადებლად ხვდებიან. 16) ადამიანი სხვადასხვა დროს შეიძლება უფრო განსხვავდებოდეს საკუთარი თავისაგან, ვიდრე სხვისგან. 17) საკუთარი თავის სასურველი მიმართულებით შეცვლა შეუძლებელია, თუ იგი მუდმივად არ არის ჩვენი შესწავლის ობიექტი. საკუთარი თავის შესწავლა შეუძლებელია თუ არ ცდილობთ მის შეცვლას, ასევე შეუძლებელია შეისწავლოთ იგი, თუ მასთან ერთად ისეთივე მონდომებით და ყურადღებით არ შეისწავლით სხვას. 18) თვითშესწავლა და სხვისი შესწავლა პრინციპულად დაუსრულებელია, რადგან ადამიანი ღია სისტემაა და ბევრ რამეში გაუთვალისწინებლად იცვლება. იგი ყველა სხვა არსებაზე მეტად კი არ "არის", არამედ "ყალიბდება". 19) საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს მოთხოვნილებას მისდამი. 20) ყველაფერს იოლად გადაიტან, როცა იცი, რომ წინ სინათლეა, სინათლე კი მუდამ წინ არის. ასევე დაგაინტერესებთ:
ფსიქოლოგებმა მამაკაცისთვის თავის შეყვარების 7 ხერხს მიაგნეს
3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით"ნუ დაახარჯავ დროს მას, ვინც მის შენთან გატარებას არ აპირებს" - გაბრიელ გარსია მარკესის 57 "ოქროს წესი"მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი
სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით გამოყენებულია mental.ge-ს მასალები 1169 1-ს მოსწონს | 2019-10-16 02:03:21 | http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/115891-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%A1/193/user:%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%2024:show:channel | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986661296.12/warc/CC-MAIN-20191016014439-20191016041939-00026.warc.gz | 31,426 | 99,565,769 |
ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
მარჯორი უორდროპი და გურია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისელი ქალბატონია მარჯორი უორდროპი (1869-1909), რომელმაც ინგლისურად თარგმნა ქართული ეპიკური პოემა ვეფხისტყაოსანი. მიუხედავად იმისა, რომ მარჯორისა და მისი ძმის, ინგლისელი დიპლომატის სერ ოლივერ უორდროპის ძეგლი თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობასთან დგას, ინგლისში მის შესახებ ცოტას თუ სმენია. ეს სტატია აღწერს მის ვიზიტს 1895 წელს დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში - გურიაში. მარჯორი უორდროპი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ორჯერ ეწვია საქართველოს. მისი პირველი ვიზიტი იყო 1894-95 წლებში. მოგზაურობა ინგლისიდან დედასთან ერთად დაიწყო ჯერ მატარებლით, მერე გემით და 1894 წლის დეკემბერში ბათუმში ჩამოვიდა [1; 2]. მისი ძმა ოლივერი ამ დროისათვის უკვე საქართველოში იყო. მარჯორი ასე აღწერს მის ჩამოსვლას: „მარსელიდან ცამეტდღიანი მოგზაურობის შემდეგ, 1894 წლის შუა დეკემბერში, განთიადისას გამეღვიძა და ვნახე რომ ჩვენი გემი უკვე ბათუმის პორტში შესულიყო. დილა თენდებოდა, და ქალაქი ცივი ნისლის ბურუსში გახვეული მოჩანდა. მაგრამ დროდადრო ნისლის ბურუსის მიღმა მაღალ მთებსაც მოჰკრავდი თვალს. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ქვეყანასთან, რომელსაც ასე ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, ღამეულ ხილვებსა თუ დღის ზმანებებში. მას შემდეგ, რაც ინტერესი გამიჩნდა საქართველოს ანტიკური სამეფოსადმი, მისი ულამაზესი ხედებით, მამაცი და თვალადი მკვიდრებით, მისი მდიდარი ლიტერატურითა და, უპირველეს ყოვლისა, მისი სევდიანი, მაგრამ გმირული ისტორიით, ვნატრობდი იმ დღეს, როცა მე თვითონ ფეხს დავდგმდი იმ ადგილებში, რომლებზეც ამდენი წამიკითხავს და რომელზედაც ამდენი მიფიქრია, ვნატრობდი იმ დღეს, როცა იქნებ პირადად შევხვედროდი იმ პოეტებს, რომელთა ლექსებმაც ამხელა სიამოვნება მომანიჭა“ [3]. მარჯორიმ და დედამისმა ღამე ბათუმში გაატარეს და მეორე დღეს თბილისის გზას დაადგნენ მატარებლით. თბილისში ჩასული მარჯორი მართლაც შეხვდა რამდენიმე პოეტს. განაკუთრებით აღსანიშნავია პრინცი ილია ჭავჭავაძე. თბილისისკენ მიმავალმა მატარებელმა გაიარა ქალაქი ჩაქვი (რომელსაც მარჯორი „ჩაკვას“ უწოდებს) გურიასთან და მარჯორის საშუალება მიეცა, პირველად შეევლო თვალი გურიისა და გურულებისათვის: „შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ რამდენიმე მილის გავლის შემდეგ მივაღწიეთ ჩაკვას, სადაც უკანასკნელ ხანებში ჩაის პლანტაციები გაუშენებიათ. სადგურში შესვლისას გაოცებული დავრჩი, როცა კოლორიტულ გურულებს შორის ათიოდე ჩინელიც დავინახე, უკან შეკრული თმებით, თავიან ნაციონალურ კოსტუმში გამოწყობილები, რომლებიც მოსულიყვნენ, რომ გამვლელი მატარებელი ენახათ“ [3]. უორდროპებმა რამდენიმე დღე თბილისსა და ქუთაისში გაატარეს, სადაც მათ ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობით უმასპინძლეს: „ქართველებს უყვართ სტუმრები და მათი შეფასებისას სტუმართმოყვარეობა ერთ-ერთი უპირველესად აღსანიშნავი ღირსებაა. სტუმრისადმი ბუნებრივი სიყვარულის გარდა, მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, რადგან ჩვენ ვისწავლეთ მათი ენა და ინგლისიდან მათთან შესახვედრად ჩამოვედით. მათ მიერ ჩვენი მეგობრული და აღფრთოვანებული მიღება ყველგან იყო გაცილებით დიდი კომპენსაცია იმ ძნელად გატარებული საათებისა, რაც მათი ენის სიძნელეთა გადალახვას და ქართული ზმნის ექსცენტრულობის გაგებას მოუნდა“ [3]. ქუთაისიდან მარჯორი და ოლივერი 1895 წლის იანვარში გურიაში ჩავიდნენ. ისინი სოფელ ნიგოეთში გაჩერდნენ: „ჩვენს კეთილ მასპინძელთან ერთად ვესტუმრეთ პრინცესა მაჭუტაძეს ნიგოეთში. ეს ქალბატონი ინგლისელია და მთელს ამ მხარეში ძალზე დაფასებული თავისი ხასიათის გამო. ის თავისი მამულის გლეხებზე ძალიან ზრუნავს და ავადმყოფობისა თუ განსაცდელის დროს მასთან მოდიან რჩევა-დარიგებისა და ნუგეშისათვის. მისი შვილები ინგლისურად საკმაოდ გამართულად ლაპარაკობენ, ისევე როგორც ქართულად. აქ ჩვენ სტუმართმოყვარეობით მიგვიღეს პრიცესა მაჭუტაძემ და მისმა ქმარმა“ [3]. მარჯორის მიერ ნახსენები პრინცესა იყო პრინც დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე. დიმირტი მაჭუტაძე დაქორწინდა ინგლისელ ქალზე სახელად ჰანა ტარსი. ჰანა იყო უინძორის ციხესიმაგრის მებაღის ქალიშვილი. 1866 წელს 19 წლის ჰანა გაემგზავრა რუსეთში, რათა გრაფ ლევ ტოლსტოის სახლში მისი შვილების აღმზრდელად (გუვერნანტად) ემუშავა[1] [4]. ტოლსტოის სახლში ყოფნისას ჰანამ ასწავლა მათ საშობაო პუდინგისა და იორკშული პუდინგის გაკეთება. 1872 წელს ჰანამ დატოვა ტოლსტოის ოჯახი და გადავიდა აღმზრდელად სონია ტოლსტოის დის ოჯახში, რომელიც კავკასიაში ცხოვრობდა. ჰანა შემდეგ ცოლად გაჰყვა პრინც დიმიტრი მაჭუტაძეს [5, გვ. 203-204]. მასთან ერთად ის წარმატებით გაუძღვა მაჭუტაძის ცხვრის ყველის წარმოების ბიზნესს [6, თავი 24]. მაჭუტაძეებთან სტუმრობის შემდეგ უორდროპებმა განაგრძეს თავიანთი მოგზაურობა გურიაში: „ნიგოეთიდან ცხენით წავედით ჯუმათში ექსკურსიაზე, სადაც მაღალ მთებში მონასტერია. აქ დასაფლავებულია რამდენიმე გურული მთავარი. უკვე იანვრის დასაწყისი იყო, მაგრამ ყველგან ხარისძირების, ენძელების, იების, ფურისულებისა და სხვა ყვავილების მდიდრული ხალიჩა იყო მოფენილი. ხარისძირები განსაკუთრებით მომხიბლველნი იყვნენ, ძალიან დიდები, ღია ყვითელი, ვარდისფერთან შერეული. დაახლოებით ხუთი მილი ვაკეზე ვატარეთ ცხენები, მერე კი გზა, უფრო სწორად ̶ ბილიკი თანდათან შემაღლდა, და თითქმის ორი საათი მთებში ვიარეთ, პანორამა უფრო და უფრო გაფართოვდა და მალე მონასტერსაც მოვაღწიეთ“ [3]. მარჯორი დაწვრილებით არ აღწერს ამ მოგზაურობის სიძნელეებს, მაგრამ მისი ძმა ოლივერი ამ პერიოდის ერთ-ერთ წერილში ამბობს: „მოგზაურობა მხოლოდ ცხენებით იყო შესაძლებელი და ვიგრძენი, რომ მარჯს საკმარისზე მეტხანს მოუხდა ცხენოსნობა, სრული ხუთი საათი ვიარეთ ცხენებზე ამხედრებულებმა, მაგრამ ის არაფერს იმჩნევდა, და როგორც ყოველთვის, მხნედ და კარგად გამოიყურებოდა“ [1; 2]. მარჯორის ჩანაწერებში კი პეიზაჟია აღწერილი: „ხედი ჯუმათიდან შეუძლებელია გადაჭარბებით იქნას აღწერილი. ჩრდილოეთის მხრიდან კავკასიონის მთავარი მთაგრეხილია გაჭიმული, რომლის ყველა დათრთვილული მწვერვალი მკაფიოდაა გამოსახული ლურჯი ცის ფონზე; მთათა შორის ენგურის, ხობის, რიონისა და წყალწითელას მდიდრული ხეობებია ჩაწოლილი. აღმოსავლეთით ქართლისა და იმერეთის მთებია, სამხრეთით კი თოვლით დაფარული აჭარა-აფხაზეთის მთაგრეხილია, რომელიც კედლად ადგება გურიის ტალღოვან მდელოებს“. ჯუმათში მათ მამა არსენმა უმასპინძლა, „კეთილმა, გულწრფელმა ბერმა“. შემდეგ ისინი ლანჩხუთიდან სუფსაში მატარებლით გაემგზავრნენ, სადაც გურიელების სასახლეში გაჩერდნენ: „ორი დღე გურიის პრინცის ზამთრის რეზიდენციაში გავატარეთ. ის მართავდა მთელ პროვინციას დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის შუამდე. ეს მრავალმხრივ ღირსშესანიშნავი ოჯახია. მისი წევრების ფიზიკური აღნაგობა მეტად გამორჩეულია. სხვა დამახასიათებელ ნიშნებთან ერთად აღსანიშნავია მათი ჩინებული თმები, შავი და ტალღოვანი. გურული იშვიათად ხმარობს ქუდს, რადგან მას თმები საკმარისად იცავს ზაფხულის სიცხისა და ზამთრის სიცივისგან. მათი ნაკვთები უაღრესად დახვეწილი და სიმეტრიულია, ერთდროულად გონიერი და გზნებით განათებული გამომეტყველებით. აშკარაა, რომ მეომარი რასაა და ლეგენდები მათი გულადობის შესახებ ადვილად დასაჯერებელია“ [3]. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისი იყო, ამინდი „ძალიან კარგი და რბილი“ შეხვდათ. ოლივერი წერს: „ხალხი ამბობს, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ მარჯი აქ ჩამოვიდა“ [1; 2]. ამ ვიზიტის შემდეგ მარჯორის გურიელებთან კავშირი არ გაუწყვეტია; უორდროპების კოლექციაში ინახება პრინცესა ნინო გურიელის 3 წერილი მარჯორისადმი [7]. ნინოს მესამე წერილი, დათარიღებული 1896 წლის 19 აგვისტოთი, გაგზავნილია სოფელ ხიდისთავიდან. ამ წერილიდან აშკარაა, რომ ეს იყო გურიელთა საზაფხულო რეზიდენცია და მარჯორი რამდენიმე ხნის წინათ ეწვია ნინოს აქ, საქართველოში თავისი მეორე, ფინალური ვიზიტის დროს 1896 წელს. დავუბრუნდეთ უორდროპების პირველ, 1895 წლის საქართველოში ვიზიტს. მარჯორი და ოლივერი სუფსიდან გაემგზავრნენ გურიის რეგიონალურ დედაქალაქში, ოზურგეთში: „ქალაქი პატარაა, შესაძლოა, ოდნავ მოზრდილი, ვიდრე დიდი სოფელი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა აჩვენებს დიდ ლიტერატურულ აქტიურობას. აქ არის სტამბა და ბევრი საინტერესო წიგნია დაბეჭდილი. ჩვენი მასპინძლები არიან ათაბაგთა, ახალციხის უძველესი მმართველთა შთამომავალნი, რომელთაც უდიდესი სტუმართმოყვარეობით მიიგვიღეს“ [3]. ოზურგეთში ყოფნისას უორდროპები სადილად მიიწვია შემოქმედის მონასტრის წინამძღვარმა ამბროსიმ – „წარმოსადეგმა ჭაღარა ქართველმა“. ისინი ეტლით გაემგზავრნენ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის სანაპიროს გასწვრივ: „კარგი მიზეზი გვაქვს, რომ ეს მდინარე დავიმახსოვრეთ, რადგან ჩვენი ეტლი რამდენჯერმე კინაღამ გადაბრუნდა მის ქვიშიან კალაპოტზე ხრიგინით, როცა მდინარე ჩვენგან სულ რაღაც ერთი დიუმის მანძილზე მიედინებოდა“ [3]. მარჯორი ისე მოხიბლულა შემოქმედის სილამაზით, რომ თავის ანდერძშიც კი მიუთითებია რომ იქ სურდა დასაფლავება. [8, გვ. 423] როდესაც მარჯორისა და ოლივერის ოზურგეთის დატოვების დრო მოვიდა, ქალაქმა მათ გამოსამშვიდობებელი ბანკეტი მოუწყო: „არასოდეს დამავიწყდება ენთუზიაზმი და კეთილგანწყობა ამ კეთილი გურულებისა. ისინი კვლავ და კვლავ გვთხოვდნენ მალე დაბრუნებას, მივიღეთ უთვალავი მოწვევა მათ სააგარაკო სახლებში. ბანკეტი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა და მხოლოდ იმიტომ დასრულდა, რომ ჩვენ საღამოთი ბათუმის მატარებელს უნდა გავყოლოდით. ოთხმოცამდე სტუმარს შორის იყო რამდენიმე ძალიან მაღალი მამაკაცი. სამი მათგანი ალბათ შვიდი ფუტი სიმაღლის იქნებოდა. სანამ ჩვენ წამოვიდოდით, ერთ-ერთმა მათგანმა სულმოუთქმელად დალია მთელი ბოთლი ადგილობრივი წარმოების შამპანურისა, ჩვენთვის ბედნიერი მგზავრობის სასურველად. ბოლოს, შეკრებილი სტუმრების გამოსათხოვარ შეძახილებში, ჩვენ დავტოვეთ იქაურობა. ისინი ბალკონზე გამოვიდნენ რათა გამოგვმშვიდობებოდნენ“ [3]. Bibliography 1. Oliver Marjory and Georgia by Nino Wardrop, Bodleian Library Record, April 1994 2. Odzeli Marika, Part 5, Chapter 1 of On the history of Georgian-English Literary Contacts, Tbilisi 1998 3. Wardrop Marjory, Notes of a Journey in Georgia, Bodleian Library Wardrop Collection, d.40/1(1) 4. Donskov Andrew (edited by),Tolstoy and Tolstaya – A portrait of a life in letters, “University of Ottawa Press”, 2017 5. Bartlett Rosamund, Tolstoy, A Russian Life, New York 2011 6. Сухотина-Толстая Татьяна Львовна, Воспоминания, 1950 7. Items d.20/124, 125 and 127, Bodleian Library Wardrop Collection 8. შარაძე გურამ, მეცნიერებისადასათნოებისსაუნჯე, თბ. 1984 | | 2019-10-17 02:34:05 | http://kartvelologi.tsu.ge/public/ge/arqive/17/18 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672548.33/warc/CC-MAIN-20191017022259-20191017045759-00479.warc.gz | 9,978 | 108,995,786 |
თუ თქვენ ხართ მძღოლი, ეძებთ სამუშაოს და ამის შესახებ გსურთ განცხადების განთავსება, გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ შედით სისტემაში, ველში "არჩევა" აირჩიეთ "სივი" და შეავსეთ დანარჩენი ველები.
თუ თქვენ ხართ ორგანიზაცია (დამსაქმებელი), გესაჭიროებათ მძღოლი და ამის შესახებ გსურთ განცხადების განთავსება, ასევე რეგისტრაციის შემდეგ შედიხართ სისტემაში, მხოლოდ ველში "არჩევა" ირჩევთ "ვაკანსია"-ს და ავსებთ დანარჩენ ველებს.
აუცილებლად გაეცანით ზედა მენიუში - "პორტალით სარგებლობის პირობები" - "განცხადების განთავსების ზოგადი ინსტრუქცია" |
განცხადებების ძიება: მძღოლები / დამსაქმებლები
ვიმუშაებ მძღოლად მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს B.C კატეგორიის მოწმობა ვიმუშავებ თქვენივე მანქანით |
სამუშაოს ტიპი: ვიმუშავებ მძღოლად |
მაქვს B,C,D კატეგორია ვიმუშავებ სატვირთოზე მაქვს გამოცდილება. |
სამუშაოს ტიპი: სატვირთოს მძგოლი |
ვეძებ სამსახურს ვიმუშავებ მძღოლად მყავს ჩემი მანქანა
ვატარებ ბავშს სკოლაში ვარ 25 წლის მოვემსახურები ოჯახს |
ანაზღაურება: 700 დან 800 |
სამუშაოს ტიპი: ოჯახის მძღოლი |
მყავს ავტობუსი მოვემსახირები ნებისმიერ საქმიანობას. მაქვს B,C,D,E კატეგორიები ასევე მაქვს ტრაილერის გამოცდილება. |
ვარ 29 წლის მაქვს BC კატეგორია,ვიმუშავებ მძღოლად,მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება,მიმუშავია პირად მძღოლად და სატვირთოზეც,სასურველია იმერეთის მხარეს.მყავს საკუთარი ავტომობილი ნისან სკაილაინი,დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით დღე-ღამის ნებისმიერ დროს.ასევე მაქვს საზღვრებს გარეთ მძღოლად მუშაობის გამოცდილება.ვფლობ რუსულ ენას საშუალო დონეზე. |
ვარ 36 წლის. ვიმუშავებ მძღოლად. მაქვს B C D E კატეგორიები. მაქვს გამოცდილება და მიყვარს ავტომობილის მოვლა. |
ვიმუშავებ მძღოლად ქალაქიდან რეგიონებისკენ. მაქვს BCDT კატეგორიები. ასევე მოვემსახურები ექსკურსიებს და ტურისტებს. მყავს ,,SUBARU FORESTER" 2003 წლიანი. ტელ: 558 52 51 51 ლევანი |
მაქვს B კატეგორია. ვიმუშავებ მძღოლად. დამიკავშირდით ნომერზე gamarjobat 593351300. |
სამუშაოს ტიპი: პირადი მძღოლი |
ვეძებ სამსახურს მძღოლის თანამდებობაძე.30 წლიანი გამოცდილება ..ვარ მოწესრიგებული და მიყვარს მანქანის მოვლა.. 595 50 27 28 კახაბერი |
ვიმუშავებ პირად მძღოლად. ვარ 30 წლის. მაქვს B კატეგორია. |
სამუშაოს ტიპი: პირადი მძღოლი |
მოგესალმებით მე ვარ არსენა ლასარეიშვილი 34 წლის დაოჯახებული მყავს საკუთარი კომფორტული ავტომობილები მაქვს B.D კატეგორიის მართვის მოწმობა ამ სფეროში მაქვს დიდი გამოცდილება |
ვიმუშავებ კერძო მძღოლის პოზიციაზე. მყავს საკუთარი მანქანა, სურვილისამებრ შემიძლია დაინტერესებული პირის მიერ შემოთავაზებული ავტომანქანით ვიმუშაო. მაქვს მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. ფასი შეთანმებით. ვარ 34 წლის 558289023-ილია |
ვარ გამოცდილი მძღოლი,მაქვს B C კატეგორია. ვფლობ რუსულ ენას. | | 2019-10-20 14:03:23 | http://allauto.ge/vakansia.php?cds=4 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986710773.68/warc/CC-MAIN-20191020132840-20191020160340-00420.warc.gz | 10,036 | 12,220,344 |
შალვა კერესელიძემ ბარისახოელ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბარისახოს პანსიონსა და საბავშვო ბაღს ესტუმრნენ. მათ ბავშვებს და აღმზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს.
მეფუტკრეობაზე მეოცნებე ძმებს, გაგა და გია ლიქოკელებს, რომლებიც ამავე პანსიონის მოსწავლეები არიან, ლევან დავითაშვილმა 10 ცალი სკა გადასცა. მინისტრი და მხარის გუბერნატორი გაგას და გიას მშობლიურ ჭალისოფელში პირადად იმყოფებოდნენ, მათი გეგმები მოისმინეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
„ბარისახოელ ბავშვებს და მათ პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ, ჩვენი ახალგაზრდების ინტერესების შესახებ მოვისმინეთ და მათი სოფლების გაძლიერების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ასეთი ვიზიტები მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობისთვის, სტიმულის მომცემია, რომ უფრო მეტად დააფასონ მშობლიური მხარე“ - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ. | 2019-03-24 09:51:54 | http://mtskheta-mtianeti.gov.ge/news/full/553 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203409.36/warc/CC-MAIN-20190324083551-20190324105551-00254.warc.gz | 5,730 | 125,715,596 |
წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ს/გზის კმ113-კმ125 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შიდასახელმწიფოებვირი მნიშვნელობის (წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ს/გზის კმ113-კმ125 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 13 კმ-იანი მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის ორ ფენიანი ა/ბეტონის საფარის მოწყობისა და მიწის სამუშაოების შესრულება. სრული რებილიტაცია ჩაუტარდება მდინარე სმიგმაშურზე გადასასვლელ ხიდს. მოეწყობა რკინა-ბეტონის სწორკუთხა (სხვადასხვა პარამეტრის) მილები და ლითონის მილები. წყლის აცილების მიზნით მოეწყობა ბეტონის კიუვეტები, მოეწყობა ბეტონის ზედა და ქვედა საყრდენი კედლები. გაკეთდება ეზოებთან მისასვლელები. უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, შესრულდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
სამუშაოები დაიწყო 2017 წლის ნოემბრის თვეში და დასრულდება 2019 წლის მარტში.
დაფინანსება: პროექტის ღირებულება შეადგენს 10 282 362 ლარს. | 2019-03-20 02:51:16 | http://scc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=200 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202199.51/warc/CC-MAIN-20190320024206-20190320050206-00268.warc.gz | 5,093 | 184,521,325 |
1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სპეციალისტი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი; ბ) სპეციალისტის სახელი და მისამართი; გ) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი; დ) უძრავი ნივთის საწყისი ფასი; ე) უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და მოკლე აღწერა; ვ) განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვს უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე; ზ) აუქციონის პირობები. 2. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადება ქვეყნდება საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. 3. სპეციალისტი აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით | | 2019-10-14 10:53:53 | http://www.forms.ge/sakartvelos-samokalako-kodeksi/mukhli-306-2-auktsionis-chatarebis-droisa-da-adgilis-dadgena-19-12-2008-n-826-amokmeddes-2009-tslis-1-ivlisidan | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986653216.3/warc/CC-MAIN-20191014101303-20191014124303-00163.warc.gz | 8,603 | 258,431,960 |
მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე.
სატრანსფერო ფასწარმოქმნა სულ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების მიზეზი ხდება საგადასახადო კანონმდებლობებში მსოფლიოს მასშტაბით. ბიდიოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სიახლეების 31-ე ნომერი ეთმობა ბოლოდროინდელ მოვლენებს სფეროში საერთაშორისო დონეზე, ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბრაზილია, ირლანდია, მაროკო, პანამა, საუდის არაბეთი და გაერთიანებული სამეფო. გამოცემაში წაიკითხავთ თუ რა ძირითადი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში ან იგეგმება, ასევე გაეცნობით საინტერესო სიახლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ბიდიო წარმოგიდგენთ სიახლეებს ტრანსფერული ფასწარმოქმნის მიმართულებით, რომელიც მოვამზადეთ ჩვენ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით ზემოხსენებული ქვეყნებიდან. იმედი გვაქვს, რომ გამოცემა იქნება სასარგებლო და ინფორმაციული. თუ გსურთ მიიღოთ უფრო დეტალური ინფორმაცია, ნებისმიერ წარმოდგენილ საკითხზე ან გსურთ განიხილოთ მისი გავლენა თქვენს ბიზნესზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს, რომელიც მითითებულია თითოეული ქვეყნისთვის.
ბიულეტენში განხილული მასალები განკუთვნილია ზოგადი ინფორმაციის მიწოდებისთვის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პროფესიული კონსულტაციის გარეშე თქვენი, კონკრეტული გარემოებებისთვის. | 2019-10-22 03:23:03 | https://www.bdo.ge/ka-ge/%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-31-(eng) | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987798619.84/warc/CC-MAIN-20191022030805-20191022054305-00093.warc.gz | 16,915 | 824,319,530 |
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად იქნება მოსკოვში ვიზიტით ჩავიდეს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მას შემდეგ, რაც შესაბამის ოფიციალურ მოწვევას მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განუცხადა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპი რუსი კოლეგის ვაშინგტონში მიღებას 2019 წელს იმედოვნებს.
„პრეზიდენტი ტრამპი იმედოვნებს პრეზიდენტი პუტინი მიიღოს ვაშინგტონში მომდევნო წლის პირველი რიცხვის შემდეგ და მზად არის მოსკოვში ვიზიტით გაემგზავროს ოფიციალური მოწვევის მიღების შემდეგ“, - განაცხადა სარა სანდერსმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი მოსკოვში დაპატიჟა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზაობა, დონალდ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდეს.
„მზად ვარ ვაშინგტონში გავემგზავრო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მუშაობისთვის შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი“, - დასძინა მან. | 2019-10-21 00:30:21 | https://www.interpressnews.ge/ka/article/505754-sara-sandersi-donald-trampi-mzad-aris-opicialuri-mocvevis-migebis-shemdeg-moskovshi-gaemgzavros/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987750110.78/warc/CC-MAIN-20191020233245-20191021020745-00544.warc.gz | 7,263 | 940,823,700 |
BBC-ის ოპერატორები გადაცემაზე „ჯაშუში თოვლში“ (Spy in the Snow) მუშაობდნენ, როდესაც შენიშნეს, რომ იმპერატორული პინგვინის ბარტყებს თავს დაესხა მტაცებელი მფრინველი.
მან დრო იხელთა და თოვლში წაქცეული სუსტი ბარტყის წაყვანა ეცადა, მაგრამ მეგობრებმა მტაცებელს ამის საშუალება არ მისცეს, ბარტყი წრეში მოაქციას და მტაცებელი ფრინველი ახლოს არ მოუშვეს. თუმცა წინააღმდეგობის გაწევას დიდხანს ვერ შეძლებდნენ. მგარამ, ბედმა გაუღიმა და დამცველი გამოუგზავნა. ადელის პინგვინმა, რომელიც თანით ამ ბარტყებზე მომცროა, შენიშნა რა პატარების გაჭირვება და მამაცად გაეშურა მათკენ. ადელის პინგვინები მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან, მათ მსხვილი ალბატროსებიც არიდებენ თავს, მიტომ მტაცებელმა უკან დაიხია. ადელის პინგვინმა კი ბარტყები მშობლიურ კოლონიამდე მიაცილა. | 2019-03-23 09:23:25 | http://premiumi.ge/?p=15310 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202781.33/warc/CC-MAIN-20190323080959-20190323102959-00488.warc.gz | 11,202 | 166,212,722 |
საქართველოში "Marks and Spencer"-ის ტანსაცმელი შეიკერება
საქართველოში დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის "Marks and Spencer"-ის ტანსაცმელი შეიკერება. ამის შესახებ ინფორმაციას “აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.
ტანსაცმელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი„სამკერვალო კომპანია იმერი“ შეკერავს.
"კომპანიის მიერ შეკერილი ტანსაცმელი სხვადასხვა ქვეყნებში, ცნობილი ბრენდის M&S მაღაზიებში, იარლიყით Made in Georgia (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ქ. ქუთაისში, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 400-მდე ადამიანი.
შპს „სამკერვალო კომპანია იმერი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური, მხარდაჭერით ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 800 000 ლარზე მეტს შეადგენს", – ნათქვამია „აწარმოე საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმციაში. | 2019-10-23 15:07:32 | http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=6913 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987834649.58/warc/CC-MAIN-20191023150047-20191023173547-00071.warc.gz | 12,953 | 7,088,248 |
ბრაზილიაში ღამის კლუბში 5 ადამიანი მოკლეს
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2019 18:01
ბრაზილიის სამხრეთით, ქალაქ მოსტარდასში შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი ღამის კლუბში შეიჭრა და დაწესებულების მომსახურე პერსონალისა და კლუბის სტუმრების მისამართით ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
შეიარაღებულ პირებს სახე დაფარული ჰქონდათ. მათ თან წაიღეს გარდაცვლილთა პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები და საფულეები.
პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილები, შემთხვევის ადგილიდან, 220 კილომეტრში მდებარე ქალაქ პორტუ-ალეგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დანაშაულის ჩადენის მოტივი არ სახელდება.
პოლიციამ 19 წლის გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
„შევწუხდი დილიდან ღარიბების ზუილით... ეყარეთ სახლში, თუ ევროპული ფასები არ მოგწონთ“ - დევდარიანი ტაქსების გაძვირებაზე
საქართველოში დამზადებული „კაპტოპრილი” 12.80 ლარი ღირს, რუსეთში - 1.90 ლარი”
ავთო შარვაძის ქვრივს ბინიდან ასახლებენ - „თვითმკვლელობით იმუქრება!..“ | 2019-10-15 07:42:41 | http://mediamall.ge/new/83551-braziliashi-ghamis-klubshi-5-adamiani-mokles | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986657586.16/warc/CC-MAIN-20191015055525-20191015083025-00420.warc.gz | 14,053 | 122,230,512 |