doc_content
stringlengths 198
410k
| fetch_time
stringlengths 19
19
| url
stringlengths 13
2.7k
| warc_filename
stringlengths 108
123
| warc_record_length
float64 1.07k
790k
| warc_record_offset
float64 174k
1.3B
|
---|---|---|---|---|---|
მხატვრობა რას წერდნენ დიდი მხატვრების შესახებ - 3 მხატვარი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2018, 12 აპრილი, 4:41 "სიმახინჯის წინაშე უკან დახევა კარავაჯოსათვის მხოლოდ დასაგმობი სისუსტე იყო. იგი ყველაფერზე მაღლა სიმართლეს აყენებდა, სიმართლეს, როგორსაც თავად ხედავდა. მას არ იზიდავდა კლასიკური მოდელები, არავითარ მოწიწებას არ გრძნობდა იდეალური სილამაზის მიმართ. მას სურდა გათავისუფლებულიყო პირობითობისაგან და ძირეულად შეესწავლა ფერწერის პრობლემები" - ერნსტ გომბრიხი როგორც ცნობილია, კარავაჯომ უდიდესი გავლენა მოახდინა ევროპული ფერწერის განვითარებაზე. ”ელ გრეკო ყოველთვის მარტოდმარტო მიდიოდა, თავისი გზით, კრეტამ მას სიცოცხლე აჩუქა, ფუნჯმა კი - ტოლედო, მისი საუკეთესო მამული, სადაც სიკვდილთან ერთად უკვდავებასაც ეზიარა” ერნესტ გომბრიხი ელ გრეკომ ფერწერაში სრულიად ახალი მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა. იგი ძირითადად წმინდანებს ხატავდა, განსაკუთრებით მის ფერწერაში ფიგურირებს ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული, პეტრე. ”ეს კაცი (ედუარ მანე) გახდება მხატვარი, ის ჭეშმარიტი მხატვარი, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ცხოვრების ეპიკური მხარის აღქმა. ის გვაიძულებს დავინახოთ და გავიგოთ, რა დიდებულები და პოეტურები ვართ ჩვენს ჰალსტუხებსა და ლაქის ფეხსაცმელებში”- შარლ ბოდლერი ედუარ მანეს ადრეული ნამუშევრები „წახემსება მინდორზე“ და „ოლიმპია“ დიდი განხილვის საგანი გახდაა, სწორედ ამით დაიწყო იმპრესიონიზმის მიმდინარეობა. 80 შეფასება არ არის | 2019-03-26 08:25:17 | http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/97021-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91-3-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90/76/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204885.27/warc/CC-MAIN-20190326075019-20190326101019-00550.warc.gz | 27,160 | 99,069,695 |
ტემინ "სნეპ" უექსლი იყო მამაკაცი, რომელიც იმპერიის და ახალი რესპუბლიკის ეპოქებში ცხოვრობდა. ყმაწვილობისას იგი მშობლებს დააშორეს, მას შემდეგ, რაც მამა, ბრენტინი იმპერიამ] წაიყვანა, ხოლო დედა, ნოდრა, შეუერთდა აჯანყებულთა ალიანსს. ტემინი დამოუკიდებელი საქმოსანი გახდა და დაკავებული იყო სხვადასხვა ნაწილის გაყიდვით. მან აგრეთვე განაახლა საბრძოლო დროიდი B1, რომელსაც მისტერ ძვლები შეარქვა და თანაშემწედ აქცია. ენდორის ბრძოლის შემდეგ მოზარდმა ტემინმა იპოვა დედა და მასთან ერთად მონაწილეობდა პლანეტა აკივაზე მიმდინარე საიდუმლო იმპერიული შეხვედრის ჩაშლაში.
აკივაზე მომხდარი აჯანყების შემდეგ ტემინი დედასთან, ძვლებთან, გასამრჯელოზე მონადირე ჯეს ემარისთან, ყოფილ იმპერიელ ლოიალურობის ოფიცერ სინჯირ რათ ველუსთან და ახალი რესპუბლიკის ჯარისკაც ჯომ ბარელთან ერთად იმპერიის დამხობის შემდეგ დარჩენილებს ეძებდა და ანადგურებდა. იგი აგრეთვე დაუმეგობრდა კაპიტან უეჯ ანტილესს და ვარსკვლავური გამანადგურებლის პილოტის ხელოვნებას ეუფლებოდა. მოგვიანებით, დედის რაზმთან ერთად, აჯანყებულთა მეთაურ ჰან სოლოს გადასარჩენად გაეშურა. კაშიიიკზე მისიისას ნორამ და მისმა შვილმა აღმოაჩინეს ბრენტინი. თუმცა, ოჯახის გაერთიანებას წინ აღუდგა ის, რომ ბრენტინი ამასობაში იმპერიის ერთგულ მკვლელად იქცა.
შანდრილაზე თავდასხმის შემდგომ ტემინი ნორასთან და სხვებთან ერთად ეძებდა გრანდ-ადმირალ რეი სლოუნს, რომელიც, მათი აზრით, ახალი რესპუბლიკის მეთაურებზე თავდასხმის მოწყობის სულისჩამდგმელი იყო. მოგვიანებით ტემინი ჯაკუს ბრძოლაში მონაწილეობდა, შემდგომში კი ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ფლოტის პილოტი გახდა. იგი აიყვანეს წინააღმდეგობაში, სადაც ვარსკვლავურ გამანადგურებელთა კორპუსის შავი ესკადრილიის წევრი გახდა. შემდგომში ტემინს მიენიჭა კაპიტანის წოდება. იგი ლურჯ ესკადრილიაში გადავიდა, მონაწილეობდა ტაკოდანას და ბაზა "სტარკილერზე" განხორციელებულ დარტყმებში. | 2019-10-15 04:21:03 | https://starwars.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C_%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%98 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655864.19/warc/CC-MAIN-20191015032537-20191015060037-00045.warc.gz | 85,014 | 716,557,728 |
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ფილმის „ფორსაჟი 9“ გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე ათასი ტურისტი შემოვა ქალაქში, - ასე აფასებს თბილისის მერის მოადგილე, სოფო ხუნწარია ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის საქართველოში გადაღებას.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ბიუჯეტი, რომელიც ამ მცირე მონაკვეთის გადაღების დროს იქნება დახარჯული თბილისში და შეადგენს 31 მილიონ ლარს.
„პროექტი უპრეცედენტოა ქართული კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით. 400-მდე ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენელია გადაღებების პროცესში ჩართული. ასევე, უპრეცედენტოა ტურიზმის მიმართულებით და ზოგადად თბილისის პოპულარიზაციის კუთხით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ათასი ტურისტი შემოვა ქალაქში, ისე როგორც ხდება ხოლმე სხვადასხვა „ბლოკბასტერების“ გადაღების დროს. სხვადასხვა ქალაქების მაგალითზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ამის სტატისტიკური მონაცემები არსებობს.
მნიშვნელოვანია ის ბიუჯეტი, რომელიც სწორედ ამ მცირე მონაკვეთის გადაღების დროს იქნება დახარჯული თბილისში, ეს არის 31 მილიონი. ზოგადად ვიმედოვნებთ, რომ თბილისი და საქართველო მოხვდება სხვადახვა მნიშვნელოვანი კინოინდუსტრიების ფოკუსში იმიტომ, რომ ჩვენ ამის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
რაც შეეხება კონკრეტულად გადასაღებ მოედანს და მიმდინარე პროცესს, მერის მოადგილის განცხადებით, ყველა სატრანსპორტო სქემა არის შეთანხმებული, ის ვრცელდება ქალაქ თბილისის მერიის ვებ გვერდზე და ასევე სოციალურ მედიაში.
„ცოტა ხანში ინფორმირება მოხდება სხვადასხვა ტელეეთერების საშუალებით, ასევე “აწარმოე საქართველოშის” წარმომადგენლები და გადამღები ჯგუფის წევრები ინფორმირებას ახდენენ მოსახლეობის, თუ რამდენი ხნით და სად შეიზღუდება მოძრაობა”,- განაცხადა ხუნწარიამ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება. გადაღებები თბილისსა და რუსთავში იგეგმება. | 2019-10-23 23:41:48 | https://www.bpn.ge/article/59501-didi-imedi-gvakvs-rom-porsazhi-9-is-gamosvlis-shemdeg-ramdenime-atasi-turisti-shemova-kalakshi/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836368.96/warc/CC-MAIN-20191023225038-20191024012538-00474.warc.gz | 5,075 | 813,415,406 |
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენმა პირველ ხაზზე („ვარკეთილი" – „ახმეტელის თეატრი") მუშაობა განაახლა მას შემდეგ, რაც ადამიანის გარდაცვალების ადგილი კრიმინალისტებმა დატოვეს, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადებაში.
პარასკევს, დილით დაახლოებით 20 წლის მამაკაცი მეტროს სადგურ „სარაჯიშვილში" ლიანდაგში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის შემდეგ მატარებლების მოძრაობა სადგურ „დიდუბიდან" „ახმეტელის თეატრამდე" შეჩერებული იყო.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სადგურზე მატარებლის შესვლისთანავე განგებ ჩახტა ლიანდაგზე, თუმცა ამ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. | 2019-12-10 16:24:38 | https://sputnik-georgia.com/incidents/20190503/245121770/metrom-muSaoba-ganaaxla.html | crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540528457.66/warc/CC-MAIN-20191210152154-20191210180154-00522.warc.gz | 15,462 | 558,367,500 |
დაავადებები დაავადებების ჯგუფები დაავადებების ერთიანი სია ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანბანური სია დარგობრივად თეორიული და ექსპერიმენტული მედიცინა ადამიანის ნორმალური ანატომია ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია ჰისტოლოგია და ციტოლოგია ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია ფარმაცია და ფარმაკოლოგია ფარმაცია კლინიკური ფარმაცია Read More …
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო საძიებო ქვესისტემა4 – სამედიცინო საძიებო ქვესისტემა – www.atrus.ru/rus/themes.asp?ID=145 – @Rus (www.atrus.ru – the former Au!) წარმოადგენს რუსული ინტერნეტის ონ – ლაინ კატალოგსა და პორტალს. განყოფილება ,,მედიცინა და ჯანმრთელობა” შეიცავს შემდეგ ქვეგანყოფილებებს: Read More … | 2019-10-18 14:41:04 | http://www.medgeo.net/tag/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986682998.59/warc/CC-MAIN-20191018131050-20191018154550-00104.warc.gz | 17,656 | 281,279,362 |
ESPN: სან ანტონიომ, შესაძლოა, კავაი ლეონარდი ტორონტოს დეროზანში გაუცვალოს
ESPN-ის ინფორმაციით, რეპტორსი სან ანტონიოს კავაი ლეონარდის ტრეიდზე შეუთანხდა. ტორონტოს შეთავაზებაში კი დემარ დეროზანი შედის, თუმცა, დეროზანი ერთადერთი არ იქნება, ვისაც/რასაც სპერსი მიიღებს.
გაცვლის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, დღესვე გაოფიციალურდეს.
როგორც ირკვევა, ტორონტოსა და სან ანტონიოს ხელმძღვანელბა ამ ტრეიდზე ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა.
საგულისხმოა, რომ კავაის კალიფორნიაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში თამაში სურს და კარიერის ტორონტოში გაგრძელების სურვილი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, ESPN-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ასეთია.
გადახედვამალარიის უსისხლო დიაგნოსტირება შესაძლებელი ხდება — პროგრამისტის გამოგონება მალარიის უსისხლო დიაგნოსტირება შესაძლებელი ხდება — პროგრამისტის გამოგონება
გადახედვაMorning Show-ს თითო სერიაში უიზერსპუნი და ენისტონი 2-2 მილიონ დოლარს მიიღებენ Morning Show-ს თითო სერიაში უიზერსპუნი და ენისტონი 2-2 მილიონ დოლარს მიიღებენ
გადახედვაAnalogue Pocket-ზე თქვენი საყვარელი Game Boy-ს თამაშები გელოდებათ Analogue Pocket-ზე თქვენი საყვარელი Game Boy-ს თამაშები გელოდებათ
გადახედვავეშაპები თევზაობას ახლებური ტექნიკით იწყებენ (ვიდეო) ვეშაპები თევზაობას ახლებური ტექნიკით იწყებენ (ვიდეო)
გადახედვაDior-მა ჩინეთის რუკაზე ტაივანის გამოტოვებისთვის ბოდიში მოიხადა Dior-მა ჩინეთის რუკაზე ტაივანის გამოტოვებისთვის ბოდიში მოიხადა
გადახედვაჯენიფერ ენისტონმა ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა ჯენიფერ ენისტონმა ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა
გადახედვანიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი ახალ ფილმში კვლავ ერთად ითამაშებენ ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი ახალ ფილმში კვლავ ერთად ითამაშებენ
გადახედვარატომ აღარ უნდა ვიყიდოთ ახალი ტანსაცმელი რატომ აღარ უნდა ვიყიდოთ ახალი ტანსაცმელი
გადახედვაგილერმო დელ ტორო ახალ ფილმზე ვარსკვლავური შემადგენლობით მუშაობს გილერმო დელ ტორო ახალ ფილმზე ვარსკვლავური შემადგენლობით მუშაობს | 2019-10-17 22:38:01 | https://on.ge/story/25562-espn-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677230.18/warc/CC-MAIN-20191017222820-20191018010320-00317.warc.gz | 20,031 | 638,873,364 |
ბუღალტრული აღრიცხვა Financial Chain Corporation-თან ერთად
ბუღალტერიის წარმოების მომსახურების პირველი თვე უფასოდ
თანამშრომლობა, რომელიც შეესაბამება თქვენს მიერ არჩეულ ბიუჯეტს.
კადრების აღრიცხვიანობის წარმოება.ხელფასის დარიცხვა. გადასახადების დაანგარიშება.
ელექტრონული ანგარიშგება. საგადასახადო დეკლარირების შექმნა და წარდგენა.
პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოება. დოკუმენტაციის მომზადება.
რატომ არის ჩვენთან თანამშრომლობა მომგებიანი?
ბუღალტერიის წარმოების ხარჯების 2/3 ით შემცირება
10 000 საგადასახადო ანგარიშგება, 30 საგადასახადო შემოწმება და არც ერთი შეცდომა და შენიშნვა
დამკვეთის 87% ხდება ჩვენი მუდმივი კლიენტი
15 წელი საბუღალტრო მომსახურების ბაზარზე
ახლოვდება საგადასახადო დეკლარირების პერიოდი და თქვენ ბუღალტერი აღარ გყავთ?
თქვენი კომპანია აგვიანებს საგადასახადო დეკლარაციებს ან წარადგენს მათ შეცდომით, რისთვისაც თქვენ შემდეგ ჯარიმების გადახდა გიწევთ?
ფიქრობთ, რომ ბევრს იხდით ბუღალტრული კადრების შენახვაში და შესაბამის ხარისხიან მომსახურებას ვერ იღებთ?
ღებულობთ ბუნდოვან და არასრულყოფილ პასუხს თქვენი კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობასთან დაკავშირებით?
თქვენს საბანკო ანგარიშზე მოსულია ინკასო?
რა გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ ჩვენ ჩვენს კლიენტებს?
თქვენ ფოკუსირდით ბიზნესზე, ჩვენ კი მივხედავთ თქვენს ბუღალტერიას!
საბუღალტრო მომსახურებაზე გაწეული გადასახადების ოპტიმიზაცია
ჩვენ საგადასახადო კანონმდებლობის ფარგლებში ვახდენთ გადასახადების მინიმუმამდე დაყვანას.
თქვენ არ გჭირდებათ დამატებით თანამშრომლების აყვანა და მერე მათი გაშვება საგადასახადო პერიოდის ბოლოს.
აღარ გჭირდებათ დახარჯოთ დრო კარგი ბუღალტერის ძებნაში
ბუღალტრული დოკუმენტაციის გადმობარებით, თქვენ შეამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯს 60%- ით
ჩვენ ვაწარმოებთ თქვენს ბუღალტერიას შვებულებების და დასვენების დღეების გარეშე
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენ დახარჯოთ თანხები საგადასახადო ჯარიმებში
ჩვენთვის გადახდილი თანხები არ არის ხარჯი – ის თქვენი დანაზოგის ნაწილია
ჩვენ შეგირჩევთ თქვენს კომპანიაზე მორგებულ მომსახურებას და არაფერს გადაგახდევინებთ ზედმეტს.
იმისათვის რომ ისარგებლოთ შეთავაზებით, შეავსეთ კითხვარი
თანამშრომლობა, რომელიც შეესაბამება თქვენს მიერ არჩეულ ბიუჯეტს.
დატოვეთ თქვენი განაცხადი ჩვენს საიტზე. თქვენ დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი და შეგითანხმდებათ შეხვედრაზე
2. შეხვედრა და ბიზნესის ანალიზი
განვიხილავთ თქვენთვის აქტუალურ თემებს, სამუშაოს სახეებს და მოცულობას და შემოგთავაზებთ თქვენთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას
ჩვენ გაგიფორმებთ ხელშეკრულებას კონფიდენციალურობის დაცვაზე, რათა უფრო დაცული იყოს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩავიბარებთ თქვენს დოკუმენტაციას და შემდეგ შევიმუშავებთ მუშაობის პრინციპს
ჩვენ გაგიწევთ სრულ ბუღალტრულ მომსახურებას, ამით კი თქვენ დაზოგავთ თქვენს ფინანსებსა და დროს | 2019-03-26 14:29:58 | https://ge.f-chain.com/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912205534.99/warc/CC-MAIN-20190326135436-20190326161436-00002.warc.gz | 18,862 | 478,952,688 |
სხივური სნება (მთარგმნელი: გივი შაჰნაზარი)
რვაათას რვაას წლისა გახლავს, ჩემო კეთილო;
სულაც არ არის ეს სხივური სნება ახალი!
ეს სნება სჭირდათ ძველ ინდოელთ,
სწორედ ამ სნებამ დააბრმავა თვით ჰომეროსიც.
და საფლავებში სწორედ ამავ სნებით ჩავიდნენ -
ჩვენი შექსპირი! ნარეკაცი - თქვენი!
ყოველი, ვისაც დედამიწის სფეროთა ტოლი
ფილტვები ჰქონდა, ანდა გული - ისეთი დიდი,
ამხელა ფილტვთა გულად ქცევა ვისაც შეეძლო...
ნურც გადამდები გეგონებათ! - ეს სნება მხოლოდ
დედის მუცლიდან თუ დაჰყვებათ ადამიანებს!
სხივური სნება ხვედრი გახლავთ მხოლოდ იმათი,
ვინც შვიდი ათას შვიდ ფერს ხედავს ცისარტყელაში,
ვინც აყურადებს შიგან ცულთა, შიგან უროთა,
ვისაც მაშინაც ეყურება მათი ხმა, როცა,
როცა ისინი კერპებივით უბრად... არიან!..
სხივური სნება ხვედრი გახლავთ მხოლოდ იმათი,
ვინც შავ კამეჩშიც პიანინოს ხედავს მოარულს,
რომელიც მათთვის, მხოლოდ მათთვის აღვიძებს ჰანგებს!..
სხივური სნება ხვედრი გახლავთ მხოლოდ იმათი,
ვინც ფორუმს, ზვართნოცს უხეშ ლოდში ხედავს! სალ კლდეში -
აჯანტას, გეღართს და ელორას! სუფთა ტილოზე -
ხოლო ყოველი ახალგაზრდის სულის სიღრმეში -
ამ სხივურ სნებით იტანჯვიან მხოლოდ ისინი,
თავის წინ უზის სასაუბროდ!.. -
ვინც დედამიწის ბრუნვას გრძნობენ ლანჩებით,
ხელისგულებით - საკუთარი ფესვების გადგმას,
მაშინაც, როცა ჰაერში აქვთ ხელისგულები!..
ვინც ვერა და ვერ შეიყვარა
ყოველი დროის ყველა მეფე! და მათ ღუპავენ
არა ციხეში, არა მხოლოდ გადასახლებით,
სულაც არ არის ეს სხივური სნება ახალი!.. | 2019-10-16 00:16:41 | http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=8588 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660829.5/warc/CC-MAIN-20191015231925-20191016015425-00328.warc.gz | 6,586 | 221,241,375 |
ამ გვერდის ნახვისთვის საჭიროა Java Script!!!
დავით ზურაბიშვილი: "ოცნება" იტყვის, რომ "ნაცები' კაცისმკვლელები და პიდარასტები არიან
მამა ანთიმოზი თამარ ჩერგოლეიშვილის ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევას ოცნებობს
გოგა ხაჩიძე: გვატემალაში მოქალაქეებმა მერი ცოცხლად დაწვეს, თბილისის მერია რამე კომენტარს ხომ არ გააკეთებდით?!
გოგა ხაჩიძე: წულუკიანს პარლამენტთან ქვა დავუდოთ, რომ შხამი დატოვოს
შედეგები 1 - 20, სულ 43-დან
ორბელიანის მოედანი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტით გაიხსნა
ორბელიანის ახლადრეაბილიტირებული მოედანი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული
მამუკა ბახტაძე: გპირდებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება იმას, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ და ჩვენი დედაქალაქის ყველა უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ
მე გპირდებით, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წლებშიც კიდევ უფრო მეტი
ორბელიანის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია დასრულდა-თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული უბანი შეემატა
პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში,
გიორგი გახარია სალარიძის საქმეზე: მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება სწრაფად
ორბელიანის მოედნის გახსნაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს
ლადო კახაძე ამომრჩევლებთან კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის
თემურ მურღულია: ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტის I ფაზის დასრულების მოახლოება სხვადასხვა ძალებში დიდ უკმაყოფილებას და შეშფოთებას იწვევს
განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის
ავსტრიის ელჩი: შესაძლოა, პრობლემებზე საუბრისას არასწორი სიტყვები გამოვიყენე
საქართველო ნამდვილად ევროპული ქვეყანაა და ჩვენ ყოველთვის გვსურს, ვიყოთ
კახეთში, 82 წლის პედაგოგი გარყვნილ ქმედებაში დაადანაშაულეს
კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 82 წლის პედაგოგი გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.
პარლამენტის თავმჯდომარე NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის
ფონდი „ქართუ“ სან დიეგოს უნივერსიტეტში 86 სტუდენტს აფინანსებს, რაც ჯამში ხუთ მილიონამდე ლარს შეადგენს
სანდიეგოს უნივერსიტეტის პროექტი რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგია და ის გულისხმობს 5 წლის
ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის
სანდიეგოს უნივერსიტეტს პირველი კუსრდამთავრებულები ჰყავს
„წელს სანდიეგოს უნივერსიტეტს პირველი კუსრდამთავრებულები ჰყავს. მოგეხსენებათ ეს პროექტის
ხატია წილოსანი USTR წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ამერიკის შეერთებული
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა
„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით
თამთა მეგრელიშვილი: ნათელია რომ სახელმწიფო საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ძალას არ იშურებს რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს და დაღუპული მოზარდების მშობლებმა ყველა კითხვაზე სათანადო პასუხი მიიღონ!ილი:
ადვოკატთა ასოციაციის წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ
ირაკლი ლატარია: გირგვლიანისა და მოლაშვილის ოჯახმა შავგულიძეს უკვე გამოუტანა მორალური განაჩენი
ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია „იმედის კვირის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
თამარ მახარობლიძე: მნიშვნელოვანია, რომ მოკლული მოზარდის მამა სასამართლოს ენდობა და ხედავს სამართლის აღსრულების რეალურ შანსს
სამართალმცოდნე, თამარ მახარობლიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ სააპელაციო
ლევან ნიკოლეიშვილი: კარგი იქნება თუ ხორავას საქმეზე პოლიტიკური სპეკულაციები შეწყდება
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს
მიხეილ ბატიაშვილი განათლების კომპლექსური რეფორმის პროექტებს აშშ-ში წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აშშ-ში,
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან: ნატოში საქართველოს მისაღებად პოლიტიკური ნება გაჩნდება და საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს
პატარა ქვეყნებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა იშვიათად და ხშირად, მოულოდნელად
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ დირკ ვიზესთან: საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ - ეს ორი სხვადასხვა პროცესია
აზერბაიჯანულ ყოველდღიურ რუსულენოვან გაზეთ «Азербайджанские известия»-ში
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის | 2019-10-21 23:48:54 | http://www.newspress.ge/arqivi/2019/6.html?from_calendar=1&day=3&enddate=2019-6-3 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795253.70/warc/CC-MAIN-20191021221245-20191022004745-00151.warc.gz | 19,075 | 295,199,961 |
საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომა
საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტები ერთობლივად შეისწავლიან. შეთანხმება ბაქოში შედგა, სადაც საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა.
სხდომის შედეგებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საზღვრის გავლებისა და ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთის საკითხები შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტებისა და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან. შეთანხმება შედგა კომისიის მორიგი სხდომის თბილისში ჩატარების თაობაზეც. თარიღი შეთანხმებული იქნება დიპლომატიური არხებით“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. | 2019-10-15 17:19:47 | https://1tv.ge/video/saqartvelo-azerbaijans-shoris-sazghvris-delimitaciisa-da-demarkaciis-komisiis-skhdoma/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660067.26/warc/CC-MAIN-20191015155056-20191015182556-00429.warc.gz | 13,802 | 332,008,114 |
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს ბინაგადის რაიონის პოლიციის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ პოლიციის რაიონულ სამმართველოზე დაყრდნობით.
დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები - 40 წლის ლაშა აბრამიშვილი, 45 წლის შმაგი გაფრინდაშვილი, 50 წლის რამაზ მაჭარაშვილი და აგდამის რაიონის 31 წლის მცხოვრები ვუსალ მაგერამოვი. ბინის ქურდების კვალზე ოპერმუშაკები გავიდნენ ბინის ქურდობის შესწავლის შედეგად, რომელიც ბინაგადის რაიონში 28 თებერვალს მოხდა.
ცნობილია, რომ 42 წლის რაფსან ნოვრუზოვის ბინიდან ხუთი ათასი მანათის ღირებულების ოქროს სამკაულებია მოპარული. ბოროტმოქმედებმა ბინაში შეაღწიეს დღისით, როდესაც ნოვრუზოვი სახლში არ იმყოფებოდა. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული თავიდან არ აღიარეს, მაგრამ საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა მათ წინააღმდეგ სამხილები მოიპოვა. ეჭვმიტანილები დააფიქსირა ვიდეოდაკვირვების კამერამ, რომელიც საცხოვრებელ სახლშია დამონტაჟებული. ამოღებულია მოპარული ოქროს სამკაულები.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ნოვრუზოვის ბინა ერთადერთი არ ყოფილა, რომელშიც დაკავებულებმა შეაღწიეს. ამჟამად ირკვევა, რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებიან „გასტროლიორები“ აზერბაიჯანში. | 2019-10-23 09:24:01 | https://sputnik-georgia.com/caucasus/20190307/244624386/Citizens-of-Georgia-detained-in-Baku-for-theft-of-apartments.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829507.97/warc/CC-MAIN-20191023071040-20191023094540-00065.warc.gz | 16,504 | 680,266,318 |
მე დავივიწყებ ყველა სიკვდილს: პირველს, მეორეს... უკანასკნელი არ მოსულა ეროსის შხამი, გზა მიჰყვებოდა მიმოფანტვას უმეტეორესს, რომ თან წაეღო საუკუნის მრავალი წამი. მხატვრის უგონო წყურვილივით დამრჩა სურვილი: გაუკვდავების გაწამებულ დღეთა გაგება! ოცნებას მხოლოდ სიყვარულით შემობურვილი დარჩა ბინდიან მოგონებად ეს ქანდაკება. ბეჩავ! მოგიკლას გულმა გული, ბაგე დაგებას და შემდეგ ასე დაივიწყო თვისივე ფრთები? დამშვიდებული თვალით ვუცქერ თეთრ ქანდაკებას... „რა ლამაზია!“ - ვიმეორებ და არ ვფითრდები. მე მის წინ მიყვარს ზამბახების ფენად დაგება, მიმოქრის ოქროს ამურების ურჩი კრებული. ჩემთვის მარადი დუმილია აქ ქანდაკება - ისევე თეთრი, წარსულიდან მოტაცებული! | 2019-10-16 09:10:01 | https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/4220.qalis-qandakeba.htm | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666959.47/warc/CC-MAIN-20191016090425-20191016113925-00260.warc.gz | 3,937 | 671,785,737 |
ავერსში ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია!
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადაპტოგენი, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.
ამერიკული ჟენშენის ექსტრაქტი (Panax quinquefolius) 200 მგ წითელი ჩინური ჟენშენის ექსტრაქტი (Panax ginseng) 200 მგ ჟენშენის ექსტრაქტი (Panax ginseng) 200 მგ ელეუტეროკოკი (Eleutherococcus senticosus) 200 მგ ფუტკრის რძის კონცეტრატი (სამეფო ჟელე) 200 მგ
ატარის შემადგენელი კომპონენტები დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოაქტიურ ფაქტორებს, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის მაღალ ეფექტურობას. ფუტკრის რძე მდიდარია ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებით (C, B1, B2, B5, B6, B8, B12, H, ფოლის მჟავა, ინოზიტოლი), მინერალური ნივთიერებებით (K, Na, Ca, Mg, Fe, P, Zn, Mn, Cu, Co, S, Si, Ni, Cr, As, Bi), ცილებითა და ამინომჟავებით (ჰისტაიდინი, ვალინი, მეთიონინი, ტრიფტოფანი). ჟენშენისა და ელეუტეროკოკის ფესვში 100-მდე აქტიური ნივთიერება მოიპოვება, რომლებიც მეტად ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე. ატარი ორგანიზმს ეხმარება ფუნქციონალური შესაძლებლობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში, ზრდის ემოციური და ფიზიკური დატვირთვების ამტანობას. გააჩნია იმუნომოდულაციური და მცირედ გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი. აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციას. ატარის გამოყენება ასტიმულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, ახდენს რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას. სამეფო ჟელეს შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს და ამცირებს სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს.
გადაღლა, დეპრესია, ძილის დარღვევა გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება
ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაცია (მაგ. სპორტსმენებში) აღდგენითი პერიოდი გადატანილი ინფექციური დაავადებების, ოპერაციების, ტრავმების შემდეგ
სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
1 კაფსულა დღეში ერთხელ (დილით), საკვების მიღების შემდეგ. | 2019-10-17 22:39:42 | https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=37430 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677230.18/warc/CC-MAIN-20191017222820-20191018010320-00421.warc.gz | 12,684 | 796,699,086 |
კაცი, რომელიც თაგმანში არსდროს დაკარგულა, – ასე აფასებენ დღეს ქართველ მთარგნელსა და პოეტს, დავით წერედიანს ლიტერატურის კრიტიკოსები. 30 მაისს თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალზე მას გოეთეს ინსტიტუტის და DVV International-ი “გივი მარგველაშვილის სახელობის” პრემია გადაეცა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
დავით წერედიანი 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მან ბევრ სხვა ნაწარმოებთან ერთად, გოეთეს „ფაუსტი“ და ძმები გრიმების ზღაპრები თარგმნა გერმანული ენიდან.
„ფაუსტი“, რომელსაც გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749 – 1832) თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება, სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია. დაჯილდოების საღამოზე შეკრებილი ფილოლოგები აღნიშნვანდნე, რომ “ფუსტის” თარგმანის შექმნას ისეთივე შრომა სჭირდება, როგორც ორიგინალის დაწერას. ქართველმა მკითხველმა სწორედ დავით წერედიანის ახალი თარგმანით კიდევ ერთხელ, უკეთ გაიცნო მსოფლიო ლიტერატურის შედევრის პირველი ნაწილი და მალე მეორე ნაწილსაც გაეცნობა.
“თარგამნს ვიწყებდი, მერე მივატოვებდი რამდენიმე წელი, შემდეგ ისევ ვუბრუნდებოდი. რითმიანი ლექსი ზოგადად, ძნელი სათარგმნია. როდესაც მასში ამხელა აზრი დევს, კიდევ უფრო ძნელია. ამას ისიც ემატებოდა, რომ თითოეული მეფისტოფელი სხვანაირად ლაპარაკობს, ფაუსტი სხვანაირად. ინტონაციები და საზომები იცვლება განუწყვეტლივ. დიდ ნაწარმოებს როდესაც თარგმნი, ერთ გზას, რომ გაიკვალავ მერე ადვილდება, მაგრამ აქ არაფერს გიადვილებს. როგორც ჩანს, თვითონაც გაწამდა იმდენი წელი წერა და მეც გამაწამა, მაგრამ ეს წვალება დიდ სიამოვნებასთან იყო დაკავშირებული,” – ამბობს წერედიანი.
დაჯილდოების ცერემონიაზე დავით წერედიანის თარგმნელობით მოღვაწეობაზე ვრცლად ისაუბრეს პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ და კრიტიკოსმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორიმა ლევან ბრეგაძემ.
ლობჟანიძის თქმით, დავით წერედიანი ოსტატურად ახერხებს გარდაისახოს ყველა იმ ავტორად, რომლის ნაწარმოების თარგმნასთანაც ჰქონია საქმე.
“არსებობენ აპლუის მთარგმენელები, რომლებიც შესანიშნავად თარმგნიან ერთ ლიტერატურულ ნიმუშსა თუ მწერალს, მაგრამ შემდეგ რაც არ უნდა თარგმნონ, ამ პირველი წარმატებული თარმანის თარგზე ჭრიან… მათგან განსხვავებით დავით წერედიანი დიდი თვალსაწიერის მთარგმნელია,” – ამბობს ლობჟნიძე.
ლევან ბრეგაძე კი აღნიშნავს, რომ სალექსო ტექნიკის განსაკუთრებული ფლობისა და ისეთი ენის გამოყენებით, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივია წერედიანმა იუმორისტული პასაჟების გადმოტანა თითქმის უცვლელად შეძლო გერმანული ენიდან ქართულში. ასევე ის გონებამახვილურად განსჯის, როდის არის უმჯობესი ფრაზების ზუსტი თაგმანი და როდის სიტყვებში დაფარული აზრის.
საქართველოში გოეთეს ინსტიტუტი და DVV International-ი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიას უკვე მეხუთედ გაიცა. | 2019-10-23 15:08:56 | https://netgazeti.ge/news/198086/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987834649.58/warc/CC-MAIN-20191023150047-20191023173547-00143.warc.gz | 14,808 | 603,896,464 |
ქართული ფილმები საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობენ. ფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, სელექციის შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფილმებს შორის კონკურსისთვის 2 ქართული ფილმი შეირჩა.
კლერმონ ფერანის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წამყვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 მაყურებელი ესწრება. წელს ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები იქნება გიორგი თოდრიას “დაკარგული სოფელი” და თორნიკე ბზიავას “მექელეხე”.
გიორგი თორდიას “დაკარგული სოფელი” შუა ხნის ცოლ-ქმრის ცხოვრებას ასახავს მიტოვებულ სოფელში, სადაც ერთ დღესაც დაცარიელებულ სახლებში შუქი ჩნდება, რაც ცოლ-ქმრის ცხოვრებას ცვლის. თითოეული მათგანი ამ მოვლენაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ფილმმა უკვე მოასწრო მთავარი პრიზების მოპოვება ესპანეთის და ათენის კინოფესტივალებზე.
თორნიკე ბზიავას “მექელეხე” ღარიბი, ხანშიშესული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც “ქელეხების” შესახებ გაზეთების საშუალებით იგებს, რათა დაესწროს მათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით სევდიან მდგომარეობას თავისი გასართობი და კომიკური შედეგებიც აქვს. თორნიკე ბზიავას ფილმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო “პრომეთე” გადასცეს.
თორნიკე ბზიავა კლერმონ ფერანის კინოფესტივალის ორგანიზატორებისთვის კარგად არის ცნობილი. ქართველმა რეჟისორმა ფესტივალში 2010 წელსაც მიიღო მონაწილეობა ფილმით “აპრილის სუსხი”, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს ეძღვნება და სპეციალური პრიზითაც დაჯილდოვდა.
წელს კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საფრანგეთში 5-13 თებერვალს გაიმართება. | 2019-03-22 12:11:38 | https://artinfo.ge/2016/01/qarthuli-philmebi-saphrange/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202658.65/warc/CC-MAIN-20190322115048-20190322141048-00432.warc.gz | 14,613 | 415,251,217 |
მაია ცქიტიშვილი: ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის ერთ-ერთი პუტინის გინებაა
ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გიორგი გაბუნიას მიერ მეზობელი სახელმწიფოს ლიდერის, ვლადიმერ პუტინის გინებაა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა.
“ლარს პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. ლარის დინამიკაც და კურსის დინამიკაც, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისიდან და 20 ივნისის შემდეგ პროცესებს დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით. მილიონ ნახევარი ტურისტის დაკარგვით, ამ ყველაფერის შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ სურათს რა სურათსაც ვიღებთ დღეს,” – თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე პრემიერის თქმით, ტყუილია ექსპერტების მტკიცება, რომ სახელმწიფოს არ აქვს პროგრამა. მისივე თქმით, სახელმწიფო ყველანაირად უწყობს ხელს ბიზნესის, გლეხებისა და მეწარმეების განვითარებას, თუმცა ამ პროცესებს, მისი განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული პირები უშლიან ხელს.
“ყველაფერი ეს ფუჭია, მაშინ როდესაც გარკვეული რადიკალური მოძრაობა, “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივ რეჟიმში ვიმყოფოთ რევოლუციების, გადატრიალების ჭრილში. ამ ყველაფრის შედეგი არის ის შედეგი რასაც ჩვენ ვიღებთ,” – თქვა ცქიტიშვილმა.
უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 25 თეთრით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 31 ივლისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 2.11 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 2.38 თეთრით. | 2019-10-16 10:26:40 | https://www.timer.ge/maia-cqitishvili-laris-gaupasurebis-mizezebs-shoris-erth-erthi-putinis-ginebaa/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666959.47/warc/CC-MAIN-20191016090425-20191016113925-00289.warc.gz | 10,594 | 1,118,187,766 |
როგორც წესი, თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებაში “ბრტყელი დედამიწის” თეორიის მიმდევრებს დასცინიან და მათ შეხედულებებს სერიოზულად არ განიხილავენ.
ჩრდილოეთ ამერიკის ქ. მანდევილის ერთერთი მკვიდრიც ასე უყურებდა ახალი თეორიის მიმდევრებს და მათი გადარწმუნება განიზრახა – საკმაოდ ძლიერი გარჩევადობის ვიდეოკამერა შეიძინა და ახალი ორლეანის მოპირდაპირედ მდებარე პონჩარტრეინის ტბის ნაპირზე დაამონტაჟა. მას 45 კმ–ს მოშორებით მდებარე შენობების გადაღება სურდა, რათა დაემტკიცებინა, რომ დედამიწა მრგვალია, რომ დედამიწის წრიული მრუდი არსებობს და ამ შენობების გარჩევა შეუძლებელი იქნებოდა. ოფიციალური მეცნიერების თავლსაზრისით, რადგან ჩვენი პლანეტა მრგვალია, შესაბამისად შორი მანძლიდან მთლიანი შენობები კი არა, მხოლოდ ზემო სათულები უნდა გამოჩენილიყო.
თუმცა ამერიკელს იმედი გაუცრუვდა. ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ მასაც ეჭვი შეეპარა, რომ დედამიწა მრგვალია. ვიდეოში მკაფიოთ ჩანდა ყველა მაღალი შენობა, თავიდან ბოლომდე, მათ შორის 212 მეტრიანი ცათამბჯენი.
ნანხმა ამერიკელი ვიდეომოყვარული შოკში ჩააგდო, მან ოპონენტებს, რომლებსაც აქამდე ცხარედ ეკამათებოდა და ამცირებდა, საჯაროდ ბოდიში მოუხადა და აღნიშნული ვიდეორგოლი ინტერნტეში გამოაქვეყნა.
“ბრტყელი დედამიწის” მიმდევარ საზოგადოებაში სხვადასხვა თეორიები არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი თანხმდება, რომ დედამიწა ბრტყელია. მათი ზოგადი მოდელის მიხედვით, დედამიწა ვრცელი დისკოა, რომელიც გარშემორტყმულია „ყინულის კედლის ბარიერით“ — ანტარქტიდით, ცენტრს კი ჩრდილოეთ პოლუსი წარმოადგენს. | 2019-10-16 07:44:41 | http://premiumi.ge/?p=15351 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666467.20/warc/CC-MAIN-20191016063833-20191016091333-00053.warc.gz | 11,071 | 153,987,896 |
კაპადოკია – როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა კაბადოკიაში ჩვენით
თურქეთის მასშტაბით ყველაზე მონახულებად ადგილებს შორის სტამბოლის შემდეგ კაპადოკია (ქართულად რატომღაც “კაბადოკია”-დ მოიხსენიება) მეორე ადგილზეა და მოდით, მიზეზს ნუ იკითხავთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. ვულკანური მწვერვალების ფონზე აფრენილი ფერადი აეროსტატები (საჰაერო ბუშტები) ნამდვილად ძალიან ამაღელვებელი სანახაობაა! იმის მიუხედავად, რომ ბევრი მოგზაური სწორედ აეროსტატით საფრენად ჩამოდის კაპადოკიაში, აქ სხვა გაცილებით მეტი რამის გაკეთებაცაა შესაძლებელი.
კაპადოკიის ტურების უამრავი რეკლამა და შემოთავაზება მინახავს, მაგრამ მე ისევ და ისევ, თვითორგანიზებულ ტურს ვუწევ რეკომენდაციას. სრულიად სხვაგვარი შეგრძნება გექნება, როდესაც ტურში სხვა ადამიანებთან ერთად იქნები. ეს დეტალური სამოგზაურო პოსტი კი დაგეხმარება შენი ტურის სწორად დაგეგმვაში.
კაპადოკია, ისტორიული რეგიონი ცენტრალურ ანატოლიაში, მოიცავს ნევშეჰირის, ქირშეჰირის, ქაისერის, ნიიდეს და აქსარაის ოლქებს თურქეთში. დასაბამიდან დღემდე, კაბადოკია – როგორც ეს ქრისტიანული წყაროებშია მოხსენიებული – ბუნებრივი ძეგლების, უნიკალური გეოლოგიის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით მდიდარი კუთხეა.
რეგიონის ოთხი მთავარი ქალაქი ძალიან პოპულარულია ვიზიტორებს შორის: ნევშეჰირი, ქაუშერი, ნიიდე და აქსარაი. კაპადოკიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქებია: გორემე, ურგუპი, უჩისარი, ავანოსი, იჰლარას ველი, ზელვე, სალიმე და გუზელიურთი.
რადგანაც კაპადოკია თურქეთის ძალიან პოპულარული მიმართულებაა, აქ მოხვედრა რამდენიმენაირად არის შესაძლებელი. ყველაზე ეფექტური და კომფორტული ვარიანტი ფრენაა. კაბადოკიასთან ყველაზე ახლომდებარე აეროპორტი ნევშეჰირია, ხოლო ქაისერის აერიპორტი კი გორემედან ავტობუსით სულ რაღაც 40 წუთის სავალზეა.
კაპადოკიისკენ ფრენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ბევრი თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანია ახორციელებს, როგორებიცაა პეგასუსი, სანექსპრესი და ატლასგლობალი. უფრო კომფორტული მგზავრობისთვის თურქიშ ეარლაინი განიხილე. ასევე ძალიან მარტივად იპოვი ფრენებს თურქეთის მთავარი ქალაქებიდან, როგორებიცაა სტამბული, ანკარა, იზმირი, ტრაპიზონი და ა.შ.
თუკი თურქეთში კაბადოკიასთან ერთად სხვა ქალაქების დათვალიერებაც გინდა, გაითვალისწინე, რომ ნევშეჰირამდე და ქაისერამდე ავტობუსებიც დადიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ძალიან კომფორტულად ვიმგზავრეთ ანკარადან ნევშეჰირამდე Kamil Koc ავტობუსების კომპანიით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა.
ნევშეჰირიდან და ქაისერიდან სხვა ქალაქებში მოხვედრაც არ წარმოადგენს პრობლემას, იმის მიხედვით თუ რომელ ქალაქში აპირებ გაჩერებას. თურქეთში ტრანსპორტირების სისტემა კარგადაა გამართული. ნევშეჰირის ავტოსადგურიდან მინიავტობუსები გადიან გორემეს, ურგუპის, უჩისარის და ჩავუშინის მიმართულებით.
ადგილობრივებს დიდად ნუ დაუჯერებთ გვიან საღამოს თუ მიხვალთ ავტოსადგურში და გეტყვიან, რომ მეტი ავტობუსი აღარ გავა. ნევშეჰირის მიმართულებით გაჰყევი მინიავტობუსს და მძღოლს შეუთანხმდი, რომ სასურველი ქალაქის გაჩერებაზე გაგიჩეროს. შესაძლოა, ცოტა დიდი ხანი დაგჭირდეს ლოდინი, რადგან ბოლო ავტობუსი 22:00 ან 22:30-ზე გადის.
გორემე ცენტრალური ქალაქი და ამასთანავე იდეალური ადგილია კაპადოკიაში გასაჩერებლად, რადგან მთავარ ველებს შენითვე დაათვალიერებ ძალიან მარტივად. გორემეს შემდეგ მე, უჩისარს და ჩავუშინს გირჩევ. ამ ქალაქებიდან ადვილად მოხვდები სიყვარულის, წითელი და ვარდების, ჯადოსნური საკვამურების და მტრედების ველებზე, ასევე გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმში.
კაბადოკია ცნობილია ულამაზესი გამოქვაბულ-სასტუმროებით გორემეში, უჩიშარსა და ურგუპში. Museum Hotel Cappadocia, Cappadocia Cave Suites, Artemis Cave Suites და Sultan Cave Suites ყველაზე პოპულარული და საინსტაგრამე ფოტოებისთვის ზედგამოჭრილი გამოქვაბულ-სასტუმროებია ამ ტერიტორიაზე.
ჩვენ გორემეში, Goreme Cave Rooms Hotel-ში დავრჩით. ამ პატარა სასტუმროს ტერასა ქალაქის ცენტრს გადაჰყურებს. ოთახები სუფთაა და მადუღარასთან ერთად მოჰყვება ყავა-ჩაიც. ფასში შემავალი საუზმე ძალიან განსხვავებული და გემრიელი იყო.
კაპადოკიაში მოგზაურობისას ჩემი მხრიდან უპირველესი რჩევაა Maps.me-ის აპლიკაციის გადმოწერა ტელეფონში. მასში ყველა ის მარშრუტია დატანილი,რომელიც დაგჭირდება. ჩემი კაბადოკიაში მოგზაურობის დეტალური ბმულია შეგიძლია ჩამოტვირთო აქ.
სხვადასხვა ველებზე სასიარულოდ აუცილებლად კომფორტული ფეხსაცმელი გაიყოლე. განსაკუთრებული სპეციალური სასიარულო ფეხსაცმელი არ დაგჭირდება, ჩვეულებრივი ბოტასებიც სრულიად საკმარისია.
მინილაშქრობებში აუცილებლად გაიყოლე წყალიც. ადგილზე შეგხვდება კაფეები, მაგრამ ჩვენი მოგზაურობისას, მარტში, ეს კაფეები დაკეტილი იყო. ასევე თან გაიყოლე წასახემსებელი, რადგან მთელი დღის განმავლობაში მოგიწევს სიარული.
გორემეში სულ ორი სუპერმარკეტია A101 და ბიმი. თუ ორივე მათგანი დაკეტილია, მაშინ ადგილობრივ საქონლის მაღაზიებში შეძლებ პროდუქტის შეძენას.
თუკი თურქეთში აქამდეც გიმოგზაურია, მაშინ მეტნაკლებად გეცოდინება გარეთ კვება რა ჯდება. შევამჩნიე, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით გორემეში უფრო მაღალი ფასებია. თუმცა, ზოგადად, შესაძლოა იაფადაც კი მოგეჩვენოს, გააჩნია, რომელი ქვეყნიდან ხარ ჩასული.
გორემედან სხვა ქალაქებში ჩასვლა შედარებით მარტივია. მინიავტობუსები ყოველდღიურად დადიან დილიდან გვიან ღამემდე. ბილეთის ფასი 3-7₺ -მდეა, საბოლოო მიმართულების მიხედვით.
სამოგზაურო კომპანიები, ვიზიტის ხანგრძლივობის შესაბამისად, ძირითადად მწვანე და წითელ ტურებს გთავაზობენ კაპადოკიაში. ეს ტურები ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც დიდი დრო არ აქვს რეგიონის დასათვალიერებლად და შესაბამისად მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა სურს. მე გირჩევ, რომ ამ ტურების გარეშე, დამოუკიდებლად იმოგზაურო. ამ ტურების ფარგლებში ველების გადასახედებამდე მიგიყვანენ მხოლოდ და არა უშუალოდ ველებში შიგნით და რაც მე შევატყვე, ამ გადასახედი ადგილებიდან ხეობების მთელი სიმშვენიერის აღქმა ცოტა რთულია.
ყველა სააგენტოს ორივე ტიპის ტურები აქვს, მაგრამ ოდნავ განსხვავებული ერთმანეთისგან. კაპადოკიის მწვანე ტურები მოიცავს დერინკუიუს მიწისქვეშა ქალაქს, ლაშქრობას ილჰარას ხეობაში, სელიმეს სამონასტრო კომპლექსს, გორემეს გადასახედებს, მტრედების ველსა და რამდენიმე სავაჭრო ცენტრს. ფასში შედის ღირსშესანიშნაობების ბილეთები, ტრანსპორტირება, ლანჩი და გიდი.
კაპადოკიის წითელი ტურები მოიცავს უჩიშარის სასახლეს, გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმს, ჩავუშინს, ავანოშს, ფაშაბას გადასახედებს, დევრენთს და ურგუპის ველს. სხვა ტურების მსგავსად, საფასურში შედის ლანჩი და ღირსეშანიშნაობების ბილეთების საფასური.
როგორ ვომოგზაუროთ კაბადოკიაში ჩვენით, ტურის გარეშე
კაპადოკიის მთავარი ატრაქცია მის სხვადასხვა ხეობებში ხეტიალია. აქ უამრავი ველია, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია სიყვარულის, წითელი და ვარდების, ჯადოსნური საკვამურების, დევრენტის (წარმოსახვითი) და თეთრი ველები. ამ ველებზე არსებული კლდეები ვულკანების ამოფრქვევის შედეგად ჩამოყალიბდა ათასწლეულების წინ. რადგანაც კაპადოკია ქარიანი ადგილია, დროთა განმავლობაში კლდეებმა ფორმები და ზომები იცვალეს და საბოლოოდ, დღევანდელი ულამაზესი, გასაოცარი, უცნაური და უცხო სვეტების სახე შეიძინეს.
მეტიც, დროთა განმავლობაში აქ ადამიანებმა სახლები, მონასტრები და ეკლესიებიც კი გამოკვეთეს. ხეობებში სეირნობისას დღემდე შესაძლებელია ამ საცხოვრებელი სივრცეების და რელიგიური ნაგებობების ნახვა.
გორემე შედარებით პატარა ქალაქია სახასიათო, ჯადოსნური საკვამურების კლდოვანი სვეტებით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ქალაქი საუკეთესო ვარიანტია ხეობებთან ახლოს დასარჩენად. მთავარი ღირსშესანიშნაობებია გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი და გორემეს პანორამა გადასახედი. ქალაქში უამრავი რესტორანია, სადაც ადგილობრივ სამზარეულოს გასინჯვაა შესაძლებელი და სუვენირების მაღაზიების ნაკლებობაც არ შეინიშნება. სხვა მხრივ, აქ მეტს ვერაფერს ნახავ.
გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი UNESCO-ს კულტურულ ძეგლთა სიაშია შესული და მოიცავს 30-მდე ეკლესიას, სამლოცველოს და რამდენიმესაუკუნოვან, კლდეში ნაკვეთ მონასტრებს. ზოგიერთ მათგანს IX-X საუკუნეებით დათარიღებული, გასაოცარი და კარგად შენახული ფრესკებიც კი აქვს შემორჩენილი
- სამუშაო საათები: 1 აპრილი – 1 ოქტომბერი 08:00-19:00;
1 ოქტომბერი – 1 აპრილი 08:00-17:00 - ბილეთის ფასი: 45₺
ეს სახელი ზუსტად აღწერს ამ ველზე ძალიან დიდი რაოდენობით არსებულ ფალოსის ფორმის მქონე კლდეებს. ეს კაპადოკიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველია, სწორედ ამ ფორმის სვეტების გამო. გორემეს დასავლეთით მდებარე ეს ველი, ყველა სხვის მსგავსად, სადაც ჩვენ ვიყავით, სასიარულოდ ძალიან ადვილია. საერთოდ არ არის საჭირო რაიმე განსაკთრებული აღჭურვილობა ან ფეხსაცმელი. უბრალო ბოტასითაც სრულიად შესაძლებელია აქ სიარული.
ლაშქრობის დასაწყებად გორემედან ჯერ უჩიშარში უნდა ჩახვიდე Adnan Menderes-ის ქუჩის გავლით. გაცდი საბანაკეს Panorama Campground; მარჯვნივ დაინახავ სამანქანო გზას – სწორედ ესაა ლაშქრობის საწყისი წერტილი. თუ ბილიკს გაჰყვები, პანორამულ ხედთან მიხვალ. ამის სანაცვლოდ, ჩვენ საფეხავლო ბილიკს გავუყევით ხეობის მიმართულებით.
დაახლოებით 2 საათი დაგვჭირდა ნელი ტემპით ფალოსის კლდეების ველის დასათვალიერებლად, ზუსტად გადასახედის ქვეშ.
სიყვარულის ველიდან თეთრი ველის გავლით შეგიძლია მტრედების ველისკენ გააგრძელო გზა. ეს ნაკლებად პოპულარული ადგილია და მის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად ვერ მოვიპოვე მოგზაურობის დაგეგმვისას. სახელიდან გამომდინარეც ადვილი მისახვედრია, რომ კლდეები თეთრია.
ხეობის ზოგიერთი ნაწილი რთული სასიარულოა, რადგან კლდეებზე უნდა გადაიარო, მაგრამ, ცხადია, სრულიად შესაძლებელია მისი გავლა ზედმეტი გართულებების გარეშე. ველს ჩამოუყვება ნაკადული, რომელიც ზაფხულში შრება, მაგრამ სხვა დროს საკმაოდ ატალახიანებს აქაურობას.
ქალაქ უჩისართან ახლოს მდებარე თეთრი ველის გასავლელად დაახლოებით 40 წუთი დაგჭირდება და სიარულს Özler Center Artısanal-თან დაასრულებ. აქ ყოფნისას კი უჩისარის ულამაზეს ხედს დაინახავ.
მტრედის ველი ქალაქ უჩისართან ახლოს იწყება ხის სვეტებზე დაბუდებული მტრედების ქანდაკებებიდან. ძალიან რთულია ეს ,,ნიშანი“ გამოგრჩეს. ამ ველზე ორი მარშრუტია: მტრედის ბუდის ველი (Pigeon House Valley), რომელიც გორემეში სრულდება და მტრედის ველი (Pigeon Valley), რომელი პანორამულ გადასახედამდე მიდის. ველის სახელწოდება ციცაბო კლდეებსა და ფალოსის ფორმის სვეტებზე გამოკვეთილი მტრედების ასეულობით ბუდისგან მომდინარეობს.
პირველ დღეს ჩვენ გავიარეთ მტრედების ბუდის ველი და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აქაური ლანდშაფტი გაცილებით ლამაზია, ვიდრე მეორე. აქ დადიხარ ძალიან ლამაზ ხეობაში, რომლის გასწვრივაც უამრავი სამტრედულები და ასევე ადამიანების საცხოვრებელი საბინადროებიცაა. სიარულისას აუცილებლად გიჩნდება კითხვა, როგორ ახერხებდნენ ადამიანები ასე მაღლა საცხოვრებელი ადგილების გამოჩორკნას.
მტრედების ველის გადმოსახედიდან ქალაქ უჩისარისა და მისი სასახლის ულამაზესი ხედი იშლება. მეტიც, ამ მარშრუტის ჩაყოლებაზე ბევრი ადგილია სპეციალურად მონიშნული ფოტოების გადასაღებად და მტრედების გამოსაკვებად მარცვლეულს იქვე იყიდი 1₺-ად.
წითელი და ვარდების ველი (Red & Rose Valley)
ეს ორი ერთმანეთზე გადაჭდობილი ველი ერთმანეთს ალამაზებს დიდებული, წითელ-მოვარისფრო ხეობით, კლდეში ნაკვეთი ეკლესიებითა და სახლებით. ამ ბილიკის გასავლელად უნდა გაუყვე Bilal Erogu-ს ქუჩას და გაუხვიო Kadost Atv Safari-სთან ახლოს. შემდეგ მიჰყვებi გზას და დაინახავ ნიშანს წითელი და ვარდების ველი. ეს ყველაზე კარგად მარკირებული მარშრუტი იყო მათ შორის, რაც გავიარეთ.
ამ ულამაზეს ხეობასა და აქვე მდებარე ეკლესიებში სასეირნოდ რამდენიმე საათი გათვალე. ბილიკი სოფელ ჩავუშინთან ახლოს სრულდება.
სოფელ ჩავუშინში, ამ ტერიტორიაზე მდებარე სხვა სოფლების მსგავსად, მდებარეობს კლდეში ნაკვეთი და ქვის სახლები. ასევე, აქ ნახავ წმ. იოანე ნათლისმცემელის დიდი ბაზილიკისა და ჩავუშინის ეკლესიას. ელეგანტურად გაფორმებული ფასადები კარგად მიუთითებენ, თუ როგორი ექსტრაორდინალური იყო ეს სოფელი.
აქედან შეგიძლია გზა ბერების ველისკენ გააგრძელო. სამწუხაროდ, ჩვენი მოგზაურობის ფარგლებში, ჩვენ ამ ველის მონახულება ვერ მოვახერხეთ. აქვე, გზის პირას შეგიძლია დაელოდო მინიავტობუსს, რომელიც გორემეში ან ავანოსში ჩაგიყვანს.
ავანოსი ცნობილია თიხის ნაკეთობებით, რომელთაც თითქმის ყველგან გადააწყდები სუვენირების მაღაზიაში კაპადოკიაში. თვითონ ქალაქში ბევრი ღირსშესანიშნაობა არ არის, ამიტომ აქ ჩასვლის უმთავრესი მიზეზი ძირითადად არის კერამიკული ნაწარმის შეძენა ან თიხის ჭურჭლის დამზადების ვორქშოფში მონაწილეობა.
კერამიკული ნაწარმით ვაჭრობა აქ საუკუნეებს ითვლის და ველის დაარსებიდან დღემდე, მის დასამზადებლად იგივე ტექნიკას იყენებენ თიხის ბორბლის სახით. თბილ მზიან დღეს შეგიძლია, მდინარეზე ნავითაც გაისეირნო.
როგორ მოხვდე ავანოსში: ყოველდღიურად მინიავტობუსები დადიან ავანოსის მიმართულებით. რადგანაც ჩვენ გორემეში დავრჩით, გზის პირას დაველოდეთ ავანოსისკენ მიმავალ ავტობუსს. გორემედან ავანოსამდე ბილეთის ფასია 4₺.
კაბადოკია ცნობილია მის ფარგლებში სხადასხვა ადგილას მიმოფანტული მიწისქვეშა ქალაქებით. აქ დღემდე არსებობს 36 მსგავსი ქალაქი, რომლებიც რომაული იმპერიის შემოსევების პერიოდში თავშესაფრებად გამოიყენებოდა. ამ 36 ქალაქიდან ტურისტულად ყველაზე პოპულარულია დერინკუიუს და ქაიმაქლის მიწისქვეშა ქალაქები.
დერინკუიუ დაახლოებით 60 მეტრის სიღრმეზეა და თავის დროზე 20,000 ადამიანამდე იტევდა თავისი საკვების მარაგებითა და საცხოვრებლებით, ამიტომაც ამ ტიპის ყველაზე დიდი ქალაქია მთელს თურქეთში. აქ გადააწყდებით ზეთისა და ღვინის სათავსოებს, საწყობებს, სამლოცველოებს, მარნებს, თავლებს და ა.შ. აქვეა 55-მეტრიანი სავენტილაციო ხვრელი, რომელსაც წყლის მარაგის შესავსებადაც იყენებდნენ თავის დროზე.
როგორ მოხვდე აქ: თავდაპირველად ქალაქ ნევშეჰირში უნდა ჩახვიდე. შემდეგ კი მძღოლს სთხოვე დერინკუიუს მიწისქვეშა ქალაქის გაჩერებსათან გაგიჩეროს. აქ კი მოგიწევს დაელოდო ავტობუსს, რომელსაც კაიმაკლისა და დერინკუიუს მიმართულებით გადაჰყავს ტურისტები. ავტობუსი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის. მგზავრობის საფასური თითო მიმართულებით არის 8₺
- სამუშაო საათები: აპრილი-ოქტომბერი 08:00-19:00;
ოქტომბერი-მარტი: 08:00-17:00 - ბილეთის ფასი: 35₺
უჩისარი მორიგი პოპულარული ადგილია მიმდებარე ტერიტორიაზე და თვალს იტაცებს თავისი 60მეტრიანი ციხე-სიმაგრით მთაზე. საკმაოდ მოცულობითი ცილინდრული კოშკის გარდა, ციხე-სიმაგრეს ბევრი მიწისქვეშა ოთახი და დერეფანი აქვს, რომელთა უმრავლესობა ჩაკეტილია. ციხე-კოშკში დაახლოებით ათასამდე ადამიანი ეტეოდა და დღეს სრულიად დაუსახლებელია. ქალაქიდან ძალიან ლამაზი ხედები იშლება ჯადოსნურ საკვამურებზე, გამოქვაბულ სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებზე.
აეროსტატით ფრენა კაპადოკიის პოპულარობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია მთელს მსოფლიოში. ამ უცნაური და ულამაზესი კლდოვანი ველების თავზე ფრენა გასაოცარი გამოცდილებაა.
აეროსტატით ფრენა მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია, უბრალოდ დიდწილად დამოკიდებულია ამინდზე. ჩვენი ვიზიტისას კაპადოკიაში მაინცდამაინც კარგი ამინდი არ იყო და ფრენების უმეტესობა გაუქმდა.
აეროსტატები ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ბოლო დილას აფრინდნენ და ჩვენც ფრენის ნაცვლად გადავწყვიტეთ, რომ გორემეს პანორამული გადასახედიდან დავმტკბარიყავით ხედით და ასეთი შესანიშნავი ფოტოები გადაგვეღო.
ფრენის დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი. ამ სერვისს უამრავი სამოგზაურო კომპანია ახორციელებს და დაჯავშნა უშუალოდ იქვე, სასტუმროს მიმღებშიც კი შეგიძლია. ფრენის საფასური სხვადასხვაგვარია და 1 ადამიანზე 150$-დან იწყება. ტურში შედის: სასტუმროდან წაყვანა, აფრენის ადგილამდე ტრანსპორტირება, ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი ტურის ბოლოს და სასტუმროში დაბრუნება.
ადგილები, რომლების ნახვაც ვეღარ მოვახერხეთ
დევრენთი იგივე წარმოსახვითი ველი მდებარეობს ავანოსსა და ურგუპს შორის და ცნობილია როგორც აქლემის კლდე, რაც კლდესთან მდგომ აქლემს გულისხმობს, რომელთანაც ფოტოს გადაღებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ეს სურათი ნანახი გექნებათ კიდევაც. ამის გარდა კი ველზე უამრავი უცნაურფორმიანი კლდის ფორმაციებია, რომელიც შენს წარმოსახვას ფრთების უკიდეგანოდ გაშლის საშუალებას აძლევს.
ზელვეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი
ზელვეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი ერთ დროს უზარმაზარ თემს აერთიანებდა. დღეს კი ამ სულისშემკვრელ კლდეში ნაკვეთ ქალაქში შეგიძლია ნახო საცხოვრებელი სახლები და რელიგიური შენობები. გორემედენ ავანოსის მიმართულებით 10კმ-ში მდებარე ეს ქალაქი მუსულმანებისა და ქრისტიანების საერთო საცხოვრებელს წარმოადგენდა 1924 წლამდე. ამ წელს კი ქრისტიანებს მოუწიათ სოფლის დატოვება, რადგან საბერძნეთსა და თურქეთს შორის მოხდა უმცირესობების მიმოცვლა, ხოლო მუსულმანები აქ მხოლოდ 1950-იან წლებამდე ცხოვრობდნენ, რადგან ეს ტერიტორია ეროზიისადმი მიდრეკილია და სახიფათოა.
ამ ადგილების დასათვალიერებად დაახლოებით 2 საათი დაგჭირდება. აქ მთელს რეგიონში უძველეს არქიტექტურულ ძეგლებსა და ფრესკებს გადააწყდები.
- სამუშაო საათები: აპრილი-ოქტომბერი 08:00-19:00;
ოქტომბერი-მარტი 08:00-17:00 - ბილეთის ფასი: 15₺
იჰლარას ველი დაახლოებით 100 მეტრის სიღრმის კანიონია. ეს 14 კილომეტრიანი მარშრუტი იწყება სოფელ იჰლარაში და სრულდება სოფელ სალიმეში. მარშრუტი ცნობილია ასეულობით გამოქვაბულების, ეკლესიებისა და საცხოვრებელი სახლების ულამაზესი ხედებით.
კანიონს ოთხი შესასვლელი აქვს, ერთი სოფელ იჰლარადან; მეორე (ყველაზე პოპულარული) – 4კმ-ით მოშორებით ქალაქიდან; მესამე – სოფელ ბელისირმადან და მეოთხე – კანიონის ბოლოდან ანუ სალიმეს სამონასტრო კომპლექსიდან.
თუ მანქანით ხარ, კანიონში მისასვლელი გზებიდან საუკეთესოა მესამე შესასვლელი. შეგიძლია მანქანა აქ გააჩერო და ლანჩისთვის ან სადილისთვის სოფელში შეისეირნო.
თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები. | 2019-10-21 23:09:20 | https://www.redfedoradiary.com/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98%E1%83%90/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795253.70/warc/CC-MAIN-20191021221245-20191022004745-00198.warc.gz | 34,775 | 1,076,042,501 |
ძროხის სტეპის (ველის) წითელი ჯიში ჩამოყალიბდა XIX-XX საუკუნეებში უკრაინის სტეპის სამხრეთ რაიონების მკაცრი კლიმატის და შედარებით მწირი კვების პირობებში.
ჯიშის წარმოშობა დაკავშირებულია ჰოლანდიელ-გერმანელი მენონისტების უკრაინაში ჩამოსახლებასთან, რომლებმაც თან ჩამოიყვანეს წითელ-ჭრელი ოსტფრიზული და წითელი ფერის ანგელნური ჯიშის ძროხა.
შემოყვანილი ცხოველები ვერ შეეგუენ ადგილობრივ კლიმატურ პირობებს, რის გამო დაიწყეს მათი შეჯვარება ნაცარა უკრაინული ჯიშის, აგრეთვე ველიკორუსულ ძროხასთან.
შემდგომ ეტაპზე, სხვადასხვა გენერაციის ნაჯვარების „თავისში“ მოშენებით მოხდა ამ ჯიშის ფორმირება („თავისში“ მოშენება – ანუ როდესაც ნაჯვარ მდედრებს ვაწყვილებთ იმავე კომბინაციის ნაჯვარ მამრებთან.).
თავიდან მას კოლონისტურს, მოგვიანებით კი გერმანულ წითელ ჯიშს ეძახდნენ, 1941 წელს კი ჯიშს შეუცვალეს სახელი და უწოდეს სტეპის წითელი.
მშრალი და ცხელი კლიმატისადმი შეგუება და ამტანობა ორასწლოვანი სელექციის ნაყოფია და მიჩნეულია ჯიშის ძირითად ღირსებად, ხოლო ნაკლად ითვლება შედარებით სუსტად განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი, აგრეთვე სხვა კულტურულ სარძეო ჯიშებთან შედარებით ნაკლები ცოცხალი მასა და მონაწველი.
ჯიში გავრცელებულია უკრაინის და რუსეთის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე ცენტრალური აზიის ქვეყნებში. შემოყვანილი იყო საქართველოში.
ექსტერიერით ჯიში მკვეთრად გამოხატული მერძეული ტიპისაა: ოდნავ წაგრძელებული ხმელი თავი, გრძელი კისერი შესამჩნევად დანაოჭებული კანით; მინდაო ვიწრო და ოდნავ მაღალი; ზურგისა და წელის ხაზი სწორი; გულმკერდი საშუალო სიღრმის და შედარებით ვიწრო; ღაბაბი სუსტად განვითარებული; გავა შედარებით მოკლე და დაქანებული, ცალკეულ შემთხვევაში კი სახურავისებრი.
ცხოველების უმეტესობას კიდურების დგომა სწორია, ჩლიქები კი მაგარი.
ტყავი თხელი და ელასტიურია, დაფარულია შედარებით მოკლე და ხშირი ბალნით; ცური საშუალო ან დიდი ზომის და ჯირკვლოვანი, უმეტესად აბაზანისებრი ან მომრგვალებული, კერტები გრძელი ან საშუალო სიგრძის და უმეტესად ცილინდრული ფორმის; სარძეო ჭა და სარძეო ვენები კარგად არის გამოხატული.
ზრდასრული ფურების სიმაღლე მინდაოში 128-130 სმ, ხოლო კუროების 138-141 სმ-ა. მათი ცოცხალი მასა, შესაბამისად, 450-520 და 750-800 კგ-ს შეადგენს, ახალშობილი ხბოს კი 25-30 კგ-ს.
სარძეო პროდუქტიულობის მიხედვით ჯიშის სტანდარტი I, II და III ლაქტაციაზე, შესაბამისად 2900, 3300 და 3700 კგ რძეა, 3,7 % ცხიმითა და 3,3% ცილით.
ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/
იხილეთ აგრეთვე: ძროხის ჰოლშტინური ჯიში | 2019-10-22 19:59:31 | https://agrokavkaz.ge/dargebi/mecxoveleoba/stepis-tsitheli-jishis-dzrokha-sardzeo-mimarthuleba.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987823061.83/warc/CC-MAIN-20191022182744-20191022210244-00556.warc.gz | 15,723 | 378,707,121 |
ქართული ჩაის კომპანიამ ინოვაციური სახეობის ჩაი შექმნა
Natura Tea Company-ის ქართული ჩაის კომპანიაა, რომელიც ცდილობს ნატურალური და ინოვაციური მეთოდებით შევიდეს არამარტო ქართულ, არამედ ევროპულ ბაზარზეც. პროდუქცია ამიერიდან ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ გაიყიდება. აღნიშნული კომპანია ”ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოა, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თანამედროვე ტიპის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შექმნა. კომპანია ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. მათივე ცნობით, შპს „Natura Tea Company“ ხუთი სახეობის ჩაის აწარმოებს და მომხმარებელს განსაკუთრებული მეთოდით დამზადებულ ინოვაციურ პროდუქტებს, კერძოდ კი ყვითელ, თეთრ, მწვანე, შავ და წითელ ჩაის სთავაზობს.
ცოცხალი საკვები - ქართველი ახალგაზრდების აღმოჩენამ მსოფლიო გააოგნა
ნედლეულის გამოყენებით ქუთაისელმა ახალგზარდებმა, ნიკოლიზ წერეთლის სკოლის მოსწავლე მაიამ ერაძე და მისი მეწყვილე გიორგი ფხაკაძემ კიდევ ერთი უნიკალური პროექტის ავტორები გახდნენ, რომლითაც ახალგაზრდები სულ მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. დიაბეტიკებისთვის შექმნილი სრულიად ახალი და ჯანსაღი პროდუქტი „ცოცხალი საკვები“ უკვე არაერთი პრიზისა და ჯილდოს ავტორია. | 2019-10-15 22:46:11 | http://brandnews.ge/index.php/business/produce-in-georgia?start=50 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660323.32/warc/CC-MAIN-20191015205352-20191015232852-00370.warc.gz | 7,221 | 35,871,228 |
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 11 მარტი 2015 წ. 19:47
მოგესალმებით. უკვე თვეზე მეტია მარჯვენა ყურში ხმაური მესმის არვიცი რა დამემართა წყალი არ ჩამსვლია წყალბადის ზეჟანგით გამოვირეცხე შედეგი არმაქ :( იქნებ დამეხმაროთ :* მადლობა წინასწარ.
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 12 მაისი 2015 წ. 16:28
გამარჯობათ,მაწუხებს მარცხენა ყურში შუილი და დამეწყო მაღალი წნევები. გთხოვთ მირჩიოთ როგორ ვიმკურნალო. ვიყავი ყურის ექიმთან ვიმკურნალე 5დღიანი მკურნალობა და შედეგი არ მომცა. ვსვავდი ცეფტინექსი 300მგ. დღეში 2ჯერ. ფლოქსიმედი 2-3 წვეთი 2რივე ყურში. ერიუსი ერთი აბი ერთხელ დღეში.
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2015 წ. 14:43
გამარჯობათ მაიკო ექიმო! თითქმის სამი კვირაა მარჯვენა ყურში მაქვს შუილი, ხან ძლიერი, ხან უფრო სუსტი. თავიდან დაახლოებით თვე ნახევრის წინ შუბლზე თითქოს ჭიანჭველები დადიოდნენ ისეთი შეგრძნება მქონდა, შემდეგ კი - 3 კვირის წინ შემხვდა ძლიერი ნერვიულობა და მარჯვენა მხარეს ნერვი ჯერ შუბლზე, შემდეგ თვალსა და ყურზე როგორ მოძრაობდა ვგრძნობდი. პირველ დღეს თვალს ძლივს ვახელდი, შემდეგ ნელ-ნელობით უკეთესობა მქონდა, ახლა პერიოდულად როდესაც რამეზე გავნერვიულდები თვალზე და შუბლზე ოდნავ ვგრძნობ ნერვის მოძრაობას, მაგრამ მარჯვენა ყურში დამიტოვა შუილი, რომელიც ხან ძლიერდება და ხან უფრო სუსტდება. მთელი დღის განმავლობაში თუ არ დავუგდებ ყურს არ მაწუხებს, მაგრამ სიწყნარეში და ღამეს აშკარად ვგრძნობ ყურში შუილს. გთხოვთ, მომცეთ რეკომენდაცია ან მედიკამენტებით მკურნალობა. მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის!
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2015 წ. 14:43
Ingulia დაწერა ... გამარჯობათ მაიკო ექიმო! თითქმის სამი კვირაა მარჯვენა ყურში მაქვს შუილი, ხან ძლიერი, ხან უფრო სუსტი. თავიდან დაახლოებით თვე ნახევრის წინ შუბლზე თითქოს ჭიანჭველები დადიოდნენ ისეთი შეგრძნება მქონდა, შემდეგ კი - 3 კვირის წინ შემხვდა ძლიერი ნერვიულობა და მარჯვენა მხარეს ნერვი ჯერ შუბლზე, შემდეგ თვალსა და ყურზე როგორ მოძრაობდა ვგრძნობდი. პირველ დღეს თვალს ძლივს ვახელდი, შემდეგ ნელ-ნელობით უკეთესობა მქონდა, ახლა პერიოდულად როდესაც რამეზე გავნერვიულდები თვალზე და შუბლზე ოდნავ ვგრძნობ ნერვის მოძრაობას, მაგრამ მარჯვენა ყურში დამიტოვა შუილი, რომელიც ხან ძლიერდება და ხან უფრო სუსტდება. მთელი დღის განმავლობაში თუ არ დავუგდებ ყურს არ მაწუხებს, მაგრამ სიწყნარეში და ღამეს აშკარად ვგრძნობ ყურში შუილს. გთხოვთ, მომცეთ რეკომენდაცია ან მედიკამენტებით მკურნალობა. გთხოვთ, პასუხი ჩემს მეილზეც ([email protected]) გამომიგზავნეთ. მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის!
[ რედაქტირება ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2015 წ. 16:06 ] | 2019-03-20 13:36:24 | http://www.mlk.ge/p/forum/forum_viewtopic.php?3779 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202347.13/warc/CC-MAIN-20190320125919-20190320151919-00499.warc.gz | 8,764 | 312,080,319 |
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- კოტე აფხაზის ქუჩაზე ხის მოტეხვამ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა
ჯუმბერ კირვალიძე:”უვიზო მიმოსვლით დაიწყება და დეოკუპაციით დასრულდება”?!
- "უვიზო მიმოსვლით დაიწყება და დეოკუპაციით დასრულდება"?!
რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წლის დეკემბერში შემოიღო, – პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში. ხოლო 2015 წლის დეკემბერში, ანუ 15 წლის შემდეგ, იმავე პრეზიდენტის პუტინის დროს, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს მაქსიმალურად ამარტივებს და როგორც ჩანს, მალე სულაც გააუქმებს (საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ჯერ კიდევ 2011 წელს)-აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე.მისივე განცხადებით 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი იყო, სწორედ მაშინდელი პრემიერ–მინისტრის და რუსეთის რეალური მმართველის პუტინის ინიციატივით მოხდა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპირება და მათი “დამოუკიდებლობის ცნობა”.
კირვალიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო, დღეს არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ, როგორც ზევით მოგახსენეთ, მოსალოდნელია სავიზო რეჟიმის მთლიანად მოხსნა ორ ქვეყანას შორის! ნამდვილი პარადოქსია! ქვეყნებს, რომლებსაც არა აქვთ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მეტიც, ერთს ოკუპირებული აქვს მეორის ტერიტორიის 20%, ისინი თანხმდებიან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე?! რა ხდება, რაზე მიანიშნებს ამ ისტორიული თარიღების, მოვლენების და პიროვნებების “დამთხვევები”?! ვფიქრობ, რომ “შემთხვევითობასთან ერთად” საქმე გვექნება პრაგმატულ და ლოგიკურ ქმედებებთან, რაც დიდად სასარგებლო იქნება თუ ამას საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დროულად აუღებს ალღოს, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები, – დღეს ოკუპანტ, ხვალ კი პარტნიორ რუსეთთან, – რომელიც უვიზო მიმოსვლით დაიწყება და მომავალში, სასურველია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით და გამთლიანებით დასრულდება!-მიიჩნევს პოლიტოლოგი. | 2019-10-22 20:04:33 | https://www.timer.ge/jumber-kirvalidzeuvizo-mimosvlith-daitskheba-da-deokupaciith-dasruldeba/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987823061.83/warc/CC-MAIN-20191022182744-20191022210244-00261.warc.gz | 11,165 | 1,121,865,876 |
კანის მოვლის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა
ყოველი პაციენტი ინდივიდუალურია. განსხვავებულია მათი ჩივილები, კანის მდგომარეობა, ასაკობრივი ცვლილებები.
შესაძლოა ერთი და იგივე ასაკის სხვადასხვა პაციენტს სრულიად განსხვავებული ჩივილები გააჩნდეს.. ერთს აწუხებდეს მიმიკური ნაოჭები და ორმადაკარგული ტუჩები, მეორეს სახეზე გამონაყარი და ცხიმიანი კანი , მესამეს პიგმრნტური ლაქები და კანის გამოშრობა..
სწორედ ამიტომ ჩვენს კლინიკაში დანერგილია პაციენტების მიმართ ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა, რასაც ერთობლივად ახორციელებენ კლინიკა ჰეალაინის პლასტიკური ქირურგი და დერმატო-კოსმეტოლოგი.
პროგრამის შერჩევა ხდება პაციენტის სურვილის გათვალისწინებით, კანზე არსებული პრობლემების და ასაკობრივი ცვლილებების მიხედვით.
ჩვენი კლინიკა ფეხდაფეხ მისდევს ესთეტიური მედიცინის სიახლეებს და საკუთარ პრაქტიკაში ნერგავს ბოლოდროინდელ მიღწევებს. პაციენტების ამკურნალოდ მიმართავს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და აპრობირებულ მეთოდებს. | 2019-03-25 21:58:58 | http://www.hairline.ge/dermato-cosmetology/skin-care | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204461.23/warc/CC-MAIN-20190325214331-20190326000331-00531.warc.gz | 9,228 | 285,357,457 |
1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) სტანდარტების რეგისტრაციიდან და სააგენტოში რეგისტრირებული სტანდარტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები; გ) მეტროლოგიური საქმიანობიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების საფასურების გაანგარიშების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის საფასური დგინდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი |
მუხლი 076. სააგენტოს ქონება და დაფინანსება
1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) სტანდარტების რეგისტრაციიდან და სააგენტოში რეგისტრირებული სტანდარტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები; გ) მეტროლოგიური საქმიანობიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების საფასურების გაანგარიშების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის საფასური დგინდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით. | | 2019-03-24 09:04:32 | http://www.forms.ge/produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/mukhli-076-saagentos-koneba-da-dapinanseba | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203409.36/warc/CC-MAIN-20190324083551-20190324105551-00164.warc.gz | 17,574 | 289,001,729 |
დიდი ალბათობით, ზაფხულში "ლივერპული" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Liverpool Echo ავრცელებს. აღნიშნულ ტურნირზე მერსისაიდელები მატჩებს ივლისის ბოლო კვირაში ჩაატარებენ. სავარაუდოდ, "წითლების" მეტოქეები "მან. სიტი", "მან. იუნაიტედი" და "რომა" იქნებიან.
როგოროც იცით, "ლივერპულმა" აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა 2016 წელსაც მიიღო - მაშინ კლოპის შეგირდები "ჩელსის", "რომასა" და "ბარსელონას" გაეჯიბრნენ.
ახლა მერსისაიდელებს რამდენიმე შემოთავაზება აქვთ და კლოპიც პრე-სეზონის ჩასატარებლად საუკეთესო ვარიანტს არჩევს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთში მუნდიალი 15 ივლისს სრულდება და დიდი ალბათობით, აგვისტომდე გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ვერ შეუერთდება.
გარდა ამისა, "ლივერპული" ზაფხულში ამხანაგურ მატჩს "ენფილდზეც" გამართავს - ამის საშუალება "წითლებს" თითქმის 4 წელია არ ჰქონიათ, რადგან გუნდის საშინაო არენაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
როგოროც იცით, "ლივერპულმა" აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა 2016 წელსაც მიიღო - მაშინ კლოპის შეგირდები "ჩელსის", "რომასა" და "ბარსელონას" გაეჯიბრნენ.
ახლა მერსისაიდელებს რამდენიმე შემოთავაზება აქვთ და კლოპიც პრე-სეზონის ჩასატარებლად საუკეთესო ვარიანტს არჩევს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთში მუნდიალი 15 ივლისს სრულდება და დიდი ალბათობით, აგვისტომდე გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ვერ შეუერთდება.
გარდა ამისა, "ლივერპული" ზაფხულში ამხანაგურ მატჩს "ენფილდზეც" გამართავს - ამის საშუალება "წითლებს" თითქმის 4 წელია არ ჰქონიათ, რადგან გუნდის საშინაო არენაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. | 2019-03-19 09:43:01 | http://liverpoolfc.ge/index.php?newsid=12167 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201953.19/warc/CC-MAIN-20190319093341-20190319115341-00534.warc.gz | 17,962 | 128,623,744 |
რა პრობლემებს უქმნის „100 საავადმყოფოს პროგრამაში“ არსებული ხარვეზები თავად ამ პროგრამაში მონაწილე ინვესტორებს? ამ კითხვაზე პასუხის მიღებას მთავრობიდან ბიზნესში წასული ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლაშა ჟვანიას ჰოლანდიელი პარტნიორები შეეცდებიან. ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ მის პარტნიორებს ჰქონდათ შეხვედრა 100 საავადმყოფოს მონაწილე პროექტის მთავარ მონაწილე „ბლოკ–ჯორჯიასთან“, რომელიც დღეისათვის გარკვეულ პრობლემებს განიცდის.
თუმცა კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად „100 საავადმყოფოს პროგრამაში“, ჟვანია აცხადებს, რომ 1–5 თებერვალს ჰოლანდიური კომპანია „დაჩ ჰელთ მედის“ ექსპერტები ჩამოვლენ, შეხვდებიან როგორც ხელისუფლების ისე სამედიცინო სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს და ამის შემდეგ გადაწყდება რამდენად ჩაერთვებიან მსხვილი საავადმყოფოების პრივატიზაციაში. „მათ გადაწყვიტეს მოიცადონ, თავად ჩამოვიდნენ, შეისწავლონ რა პრობლემებია თავად რეფორმაში ისეთი, რამაც ხელი შეუშალა იგივე „ბლოკ–ჯორჯიას“ პროექტის განხორციელებაში და მერე მიიღონ გადაწყვეტილება“, – აცხადებს ჟვანია.
შეგახსენებთ: ლაშა ჟვანიამ საინვესტიციო კომპანია შექმნა, რომლის პარტნიორებიც მსოფლიოში ცნობილი კომპანიები მათ შორის ამერიკული „დოჰენი ჯგუფი“ და Global capital association არიან. | 2019-10-18 15:28:46 | http://medportal.ge/index.php?Id=4093&act=newsfull&catId=130 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986682998.59/warc/CC-MAIN-20191018131050-20191018154550-00548.warc.gz | 13,676 | 130,420,036 |
ჰუმანიტარული მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობები: ანგლისტიკა, გერმანისტიკა, ესპანისტიკა, საფრანგეთისმცოდნეობა, იტალიისმცოდნეობა, სლავისტიკა, აღმოსავლეთმცოდნეობა, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ლიტერატურათმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია)
პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შეუძლია, აირჩიოს ერთ-ერთი მიმართულება და შეისწავლოს შესაბამისი დარგის ფუნდამენტური ცნებები, დებულებები და თეორიები.
- გააცნოს მას მსოფლიოს ცივილიზაციების წარსული და განვითარების ისტორია, ამ ცივილიზაციების აზროვნება გადმოცემული მათ შემოქმედებითსა და ენობრივ პროდუქციაში; მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის, არქეოლოგიის, ხელოვნების, კინოს, ლიტერატურის ან ენების უმნიშვნელოვანესი ასპექტების შესახებ; განუვითაროს მას ისტორიული წყაროების, არქეოლოგიური ძეგლების, ლიტერატურული ნაწარმოებების, სახვითი ხელოვნების ნიმუშების, კინოშედევრების, ენობრივი წარმონაქმნების – ტექსტებისა და დისკურსების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის და კომენტირების უნარი; ასევე შეასწავლოს სტუდენტს თანამედროვე არქეოლოგიური კვლევა-ძიების თეორიები, მეთოდები და ტექნოლოგიები;
- აუმაღლოს სტუდენტს კულტურათშორისი ცნობიერება და მოამზადოს იგი შუამავლობისთვის უცხო და მშობლიურ კულტურებს შორის; შეასწავლოს სტუდენტს ერთ-ერთი ევროპული ენა – ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ესპანური და იტალიური (მხოლოდ დამატებითი სპეციალობის ფარგლებში) და მისი აგებულება მაღალ დონეზე, მისცეს მას ფართო ცოდნა კონკრეტული ქვეყნის საზოგადოებაზე, მის ისტორიაზე, ფასეულობებზე, კულტურასა და ლიტერატურაზე;
- შეასწავლოს სტუდენტს ერთ-ერთი აღმოსავლური ენა (სპარსული / ებრაული / არაბული / თურქული) საშუალო დონეზე და მისცეს მას ფართო ცოდნა შესაბამისი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ;
- გააცნოს მას ევროპასა და საქართველოში მიმდინარე კულტურული პროცესები სხვადასხვა დისციპლინის (ისტორიისა და კულტურის მეცნიერებების, ხელოვნებათმცოდნეობის, ლიტერატურათმცოდნეობისა და ენათმეცნიერების) პერსპექტივიდან;
- ხელი შეუწყოს სამოქალაქო ცნობიერების, სოციალური ერთიანობის, ნაციონალური, კულტურული და რეგიონული იდენტობის ჩამოყალიბებას, კულტურული და მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნების გააზრებასა და პატივისცემას.
- საერთაშორისო-კულტურული ურთიერთობები – საელჩოს/საკონსულოს თანამშრომლად
- სოციალურ-ჰუმანიტარული და ბიზნესის სფეროები – თარჯიმან-რეფერენტად
- საჯარო სექტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო
- საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები
- მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: უცხოენოვანი გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები
- განათლების სფერო (განათლების მიმართულებიდან მეორე პროგრამის არჩევის შემთხვევაში)
- გალერეები, მუზეუმები, არქივები, ხელოვნების აუქციონები
- კულტურის სამინისტრო, რეგიონული და მუნიციპალური განყოფილებები
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროები
- მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო, და ახალი მედიები
- ხელოვნების მოკლევადიანი და ხანგრძლივი პროექტები
- ხელოვნების მოკლევადიანი და ხანგრძლივი პროექტები
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
საუნივერსიტეტო საბაზო მოდული | 60 |
ძირითადი (major) პროგრამა | 120 |
მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები) | 60 | | 2019-10-21 16:30:28 | https://iliauni.edu.ge/ge/iliauni/AcademicDepartments/mecnierebata-da-xelovnebis-fakulteti-269/programebi-303/mecnierebata-da-xelovnebis-fakultetis-sabakalavro-programebi/ertiani-migebit/humanitaruli-mecnierebebi-saqartvelosmcodneoba-anglistika-germanistika-agmosavletmcodneoba-istoria-xelovnebatmcodneoba-teatrtmcodneoba-kinomcodneoba-kulturis-menedjmenti-literaturatmcodneoba-qartuli-filologia | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987779528.82/warc/CC-MAIN-20191021143945-20191021171445-00442.warc.gz | 10,603 | 543,412,396 |
პირად ინბოქსში არაერთი წერილი შემოდის იმის თაობაზე, თუ "სამსუნგის" რომელ სმარტფონს ვურჩევდი მომხმარებლებს. ამიტომაც, დღეს შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც გაეცნობით, თუ როგორ ავარჩიოთ "სამსუნგის" სმარტფონი და რას მივაქციოთ ყურადღება. მაშ ასე, დავიწყოთ:
სმარტფონის შეძენისას უდიდესი ყურადღება გარანტიას ემყარება. თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ დაზიანების შემთხვევაში რომელ სერვისცენტრში მოგემსახურებიან, იქნება
ასევე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის და სრულიად თავსებადია არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია საქართველოს ბაზრისთვის და სმარტფონის კომპლექტაციაში გვხვდება ჩვენი რეგიონის მიხედვით დამზადებული აქსესუარები (მაგ: დამტენი).
ასევე, თუ შენს სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამა ნამდვილად გააჩნია, შენ ავტომატურად ერთვები “Trade-In” აქციაში. რას ნიშნავს ეს? "სამსუნგი" მის ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაცვალოს მისი ძველი სმარტფონი ახალ Galaxy S10|S10+ზე. ასევე, "სამსუნგი" სთავაზობს განსაკუთრებულ აქციებსა და ფასდაკლებებს თავის მომხმარებლებს; მაგალითად, ამ მომენტისთვის ყველა ოფიციალური პარტნიორის ქსელში ყვითელ Galaxy S10e-ს შეიძენთ სპეციალური ფასდაკლებით, განსაკუთრებულ ფასად.
დამატებით, Galaxy S10-ის შეძენისას ასევე ვრცელდება ეკრანის დაზღვევის 1-წლიანი გარანტია. აღნიშნული სმარტფონების დაზიანებულ ეკრანს კი ოფიციალური "სამსუნგი" საჩუქრად გამოგიცვლით.
პირადად ჩემი გამოცდილებიდან გირჩევთ, რომ თავდაცვის მიზნით "სამსუნგის" სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინოთ. ასევე დავძენ იმასაც, რომ მე პირადად 6 წელია "სამსუნგის" მომხარებელი ვარ და სმარტფონებს მხოლოდ კომპანიის პარტნიორ მაღაზიებში ვყიდულობ, რის გამოც არაერთი უსიამოვნო ფაქტი ავირიდე თავიდან.
რომ შევაჯამოთ, სმარტფონის შეძენისას აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ჩემ მიერ ზემოთ მოთხრობილ კომპონენტებს: ეკრანს, ბატარეას, კამერას და სხვა. აუცილებლად ყურადღება გაამახვილეთ მწარმოებელზე და რამდენად ოფიციალურია მოწყობილობა და აქვს შესაბამისი გარანტია, აქვს დაცვის საშუალებები: ჰოლოგრამა, ოფიციალური სერტიფიკატი ან სხვა.
სად შეიძინოთ სმარტფონები ოფიციალური ჰოლოგრამით?
- ამ ყველაფრის შემდგომ კი, ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, თუ სად შეიძინოთ "სამსუნგის" სმარტფონები ოფიციალური ჰოლოგრამით? ამ დროისთვის ოფიციალური სმარტფონების შეძენა შეგიძლიათ Samsung-ის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიებში: "ალტაოქეი", "ელიტ ელექტრონიქსი", "მეტრომარტი", "მაგთი". ასევე, იმ სხვა ტექნიკის მაღაზიებში, სადაც შენიშნავთ, რომ სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი ჰოლოგრამით იყიდება! | 2019-10-22 23:44:24 | https://marao.ge/sakithkhavi/siakhle/21481-rogor-shevarchioth-qsamsungisq-brendis-smartfoni-2019-tsels.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987826436.88/warc/CC-MAIN-20191022232751-20191023020251-00537.warc.gz | 32,355 | 573,538,982 |
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ] |
Kirk Forum » მთავარი კატეგორიები » გზა ტაძრისაკენ » ეკლესიაში დგომის წესები |
პირჯვრისწერა და მეტანიების შესახებ ღმრთისმსახურების დროს (წმ. ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვისა და სხვა წყაროების მიხედვით) XIX საუკუნის დიდ მოღვაწეს, ეპისკოპოს ეგნატეს (ბრიანჩანინოვს) ეკუთვნის მოკლე, მაგრამ მრავლისთქმელი სიტყვები ეკლესიის ტიპიკონის (წეს-განგების) შესახებ, რომელიც ყველაფერში ზომისა და წესის დაცვას მოითხოვს. მღვდელმთავარს ღირსი ეფრემ ასურის სიტყვები მოჰყავს: "იქ, სადაც კანონით დადგენილი წესები ირღვევა, სხვადასხვა უბედურებებია მოსალოდნელი". ამგვარად, ქრისტიანის გარეგნული ქცევა რაღაც უმნიშვნელო და უსარგებლო როდია. "მცირედისადმი უყურადღებობისაგან ადვილად გადავდივართ ჯერ ყველაზე მნიშვენლოვანისა და ბოლოს, ყველაფრის არად ჩაგდებაზე" (ეპისკ. ეგნატე). ეს სიტყვები სავსებით შეეფერება ქრისტიანის ქცევას ტაძარში, კერძოდ, საზოგადო ლოცვაში მის მონაწილეობას, რაც გარეგნულად პირჯვრისწერაა და მეტანიებში გამოიხატება. მართლმადიდებელი ეკლესიის ტიპიკონი ითვალისწინებს პირჯვრისწერის წესებს მეტანიის გარეშე და მცირე ან სრული მეტანიით. მოკლედ გადმოვცემთ ამ წესებს. 1. პირჯვრის გამოსახვა საჭიროა: საღმრთო წერილის კითხვის დასაწყისსა და დასასრულს; ტროპარის ან ფსალმუნის კითხვისა თუ გალობის დასაწყისში; ექვსფსალმუნების შუაში "ალელუიას" დროს; სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსის) კითხვისა თუ გალობისას სიტყვებზე: "მრწამს", "და ერთი უფალი იესო ქრისტე", "და სული წმიდა", განტევებისას" "ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან", "ძალითა პატიოსნისა და ცხოველისმყოფელისა ჯუარისათა", დღის წმინდანების მოხსენებისას და დიაკვნის ვედრებისას: "აცხოვნე, უფალო". "ქრისტიანებისათვის ჯვარი უდიდესი ძალა და დიდებაა, რადგანაც მთელი ჩვენი ძალა ჯვარცმული ქრისტეს ძალაშია, ხოლო მთელი ჩვენი დიდება "ქრისტეს სიმდაბლეში" (წირსი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი). "ყოველთვის ჯვარით დაიბეჭდე თავი და ბოროტი ვერ შეეხება შენს სულს. ფარის ნაცვალდ პატიოსანი ჯვარით აღიჭურვე, ყოველი შენი ასო და თვით გული ამ მძლავრი იარაღით დაიცავი, და თუ ამას შეასრულებ, მაშინ ვერავინ ვერაფერს გავნებს" (ღირსი ეფრემ ასური). პირჯვარი ასე გამოვისახოთ: მარჯვენა ხელის პირველი სამი თითი შევაერთოთ იმის ნიშნად, რომ ღმერთი არის ერთი და თანსწორპატიოსანი სამება, ორი თითი კი ხელისგულთან მივიტანოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტე არა მარტო ღმერთია, არამედ კაციც. ერთად შეკრული სამი თითი მიგვაქვს ჯერ შუბლთან (რათა უფალმა გაანათლოს ჩვენი გონება, თან გულში ვამბობთ: "სახელითა მამისათა"), შემდეგ გულთან (რათა უფალმა განწმინდოს ჩვენი გული და გრძნობები და ვამბობთ: "და ძისითა"), და ბოლოს მარჯვენა და მარცხენა მხართან ჩვენს საქმეთა საკურთხებლად (ვამბობთ: "და სულისა წმიდისათა, ამინ"). 2. პირჯვრისწერას თან ახლავს მცირე მეტანია: კვერექსის ყოველი თხოვნისას; მღვდლის ან მედავითნის სიტყვებზე, როდესაც იგი დიდებას აღუვლენს ღმერთს; როდესაც გალობენ ან კითხულობენ "მოვედით, თაყვანის-ვსცეთ"-ს,"წმიდაო ღმერთო"-ს, "ალელუიას"-ს, დავითნის ყოველი "დიდების" ბოლოს და ჟამნობისას ფსალმუნების შემდეგ; სტიქარონის, ტროპარის ან ფსალმუნის გალობის დასასრულს; ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელის ხსენებისას; როდესაც აღევლინება ვედრება "აცხოვნე, უფალო"; ცისკარზე ღმრთისმშობლის საგალობლის გალობის დროს ყოველი ჩასართავის შემდეგ; სადიდებლის გალობის დროს; განტევებისას; "მრწამსის" დასასრულს; წირვის ასამაღლებლებზე: "ვსდგეთ კეთილად", "ძლევისა გალობისა", "მიიღეთ და ჭამეთ", "სუთ ამისაგან", "შენნი, შენთაგან"; ასამაღლებლებზე: "უფლისა მიმართ ვილოცოთ" და "წმიდისია მიმართ ვილოცოთ", რომლებიც რაიმე ვედრებას უძღვიან წინ. წმ. სახარებაზე, ჯვარზე, წმ. ნაწილებსა და ხატებზე მთხვევისას აუჩქარებლად უნდა მივიდეთ, ორი მეტანია მანამდე შევასრულოთ და ერთი მის შემდეგ, რაც ვემთხვევით სიწმინდეს. ტაძარში ერთი მხრიდან მეორისკენ გავლისას პირჯვარს ვიწერთ და მცირე მეტანიას ვასრულებთ აღსავლის კარის წინაშე. ეკლესიის წესდება მკაცრად მოითხოვს, რომ ტაძარში მეტანია გულმოდგინედ, აუჩქარებლად და თავის დროზე კეთდებოდეს. მეტანიები და მუხლმოდრეკა უნდა შევასრულოთ კვერექსის ყოველი მოკლე თხოვნის ან ლოცვის შემდეგ და არა მისი გალობისა თუ კითხვისას. არ შეიძლება პიჯვრისწერისა და მეტანისს ერთდროულად შესრულება (ჯერ პირჯვარს ვიწერთ და მერე მეტანიას ვასრულებთ). 3. თავს ვიდრეკთ პირჯვრის გამოსახვის გარეშე მღვდლის ასამაღლებლის დროს: "მშვიდობა ყოველთა", "კურთხევა უფლისა თქუენ ზედა", "მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა ზედა", "და იყუნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა... თქვენ ყოველთა ზედა", აგრეთვე დიაკვნის სიტყვებზე: "და უკუნითი უკუნისამდე" -"წმიდაო ღმერთო"-ს წინ. არ არის საჭირო ხელისგულების შეტყუპება და, მით უმეტეს, მათი კოცნა, როდესაც ტაძარში მღვდელი ხალხს აკურთხებს. არ არის საჭირო პირჯვრის გამოსახვა ფსალმუნებისა და სტიქარონების კითხვისას, პირჯვარს არ იწერენ მგალობლები გალობის დროს - მათ ეს გალობის წინ ან მის შემდეგ უნდა გააკეთონ. არ არის საჭირო პირჯვრის გადაწერა ბარძიმთან მისვლისას, რათა შემთხვევით ხელი არ ვკრათ მას; ხელები გულზე უნდა გვქონდეს დაკრეფილი ჯვარედინად მარჯვენა ხელი მარცხენის ზემოთ. ზიარების შემდეგ აუჩქარებლად, მოწიწებით ვემთხვიოთ ბარძიმის კიდეს და მდუღარების მიღებამდე ნურც პირჯვარს გადავიწერთ, ნურც მეტანიას შევასრულებთ. ღმრთისმსახურების დროს თავს ვიდრეკთ წმ. სახარების კითხვისას და დიდ შესვლაზე. დიდ შესვლის დრორს სიტყვებზე: "თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი მოგიხსენოთ უფალმა ღმერთმან სასუფეველსა თვისსა" თავს ვიდრეკთ დ ვამბობთ: "მღვდლობა (ან დეკანოზობა, მღვდელმონაზვნობა, იღუმენობა, არქიმანდრიტობა, მღვდელმთავრობა) შენი მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა". 4. პირჯვრის გამოსახვას თან ახლავს მუხლმოდრეკა (გარდა ქვემოთ მითითებული განსაკუთრებული დღეებისა): წირვის ასამაღლებელზე: "ჰმადლობდეთ უფალსა"; წმ, საიდუმლოთა გარდაქცევის დროს -"შენ გიგალობთ"-ის ბოლოს; "ღირს არს"-ის ან მისი წილი საგალობლის შემდეგ: "მამაო ჩვენო"-ს გალობის დროს (კვირა დღეებისა და დიდი დღესასწაულების გარდა), წმ. საიდუმლოთა პირველი და მეორე გამობრძანებისას ზიარებისათვის და მის შემდეგ. ვინც ეზიარა, წმ. საიდუმლოთა მეორე გამობრძანებისას მცირე მეტანიას ასრულებს; ვისაც ამ დროს მდუღარება ჯერ კიდევ არ მიუღია, ის პირით ბარძიმისაკენ მიბრუნდება და ამით გამოხატავს თავის მოწიწებას. არ იკრძალება დიდი მეტანიის შესრულება ასამაღლებლზე "წმიდა წმიდათა". დიდმარხვის დროს ტიპიკონის, ჟამნისა და ტრიოდიონის (მარხვანის) მითითებით დიდი მეტანიები სრულდება: საცისკრო კანონების კითხვისას -სამი მეტანია (ჟამნებისა და მწუხრის კანონებზე -მცირე მეტანიები); ცისკარზე - ღმრთისმშობლის საგალობლის ყოველ ჩასართავზე, "ღირს არსზე"; დიდი სერობის დროს ასამაღლებელზე "ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო" და მის შემდგომ მუხლებზე; მწუხრზე და ჟამნობისას სინანულის ტროპარების გალობის დროს -თითო მეტანია, სადილის ჟამნის დროს სიტყვების - "მომიხსენენ ჩუენ, უფალო" - ბოლოს სამი მეტანია; დიდი მეტანიები სრულდება აგრეთვე ეფრემ ასურის ლოცვის დროს. პარასკევის მწუხრიდან კვირის მწუხრამდე დიდმარხვის მეტანიები უქმნდება. ტიპიკონით იკრძალება მუხლმოდრეკა კვირა დღეებში, ქრისტესშობის წინადღესასსწაულიდან ნათლისღების წარგზავნამდე, ვნების შვიდეულის ხუთშაბათის ცისკრიდან (წმ. გარდამოხსნის წინაშე მუხლის მოყრის გარდა) სულთმოფენობის მწუხრამდე, როდესაც მუხლმოდრეკის განსაკუთრებული ლოცვები იკითხება; ყველა ათორმეტთაგან დღესასწაულზე მათ წარგზავნამდე (ჯვართამაღლების დღესასწაულის გარდა, როდესაც თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს), აგრეთვე იმ დღეს, როდესაც უფლის წმიდა საიდუმლოებებს ვეზიარეთ. მეტანიები წყდება მწუხრზე, შესვლისას, სადღესასწაულო ღამისთევის ლოცვაზე და განახლდება თვითონ დღესასწაულის დღეს, მწუხრზე - "და ღირს მყუენ"-ის შემდეგ. საეკლესიო ტიპიკონი კრძალავს საზოგადო ღმრთისმსახურების დროს დაწესებულის გარდა სხვა განსაკუთრებული მეტანიების შესრულებას, აგრეთვე დიდხანს მუხლებზე დგომას, რაც ხელს უშლის ღმრთისმსახურების წესსა და მიმდინარეობას. თუ ტაძარში სივიწროვეა, უმჯობესია დაწესებული მეტანიებიც არ შევასრულოთ, რათა ჩვენს გვერდით მდგომთა ლოცვითი განწყობა არ დავარღვიოთ. მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში შესვლისას ტრადიციულად გუნებაში ან ძალიან ხმადაბლა კითხულობენ ფსალმუნის სიტყვებს "შევიდე სახლსა შენსა" (ფსლამ. 5,8-9), შემდეგ 50-ე და 90-ე ფსალმუნებს. მორწმუნე ეკლესიაში ნელა, უხმაუროდ, მოწიწებით უნდა შედიოდეს, რადგანაც ტაძარი ღმერთის სახლია, ზეციური მეუფის სამყოფელი. ხმაური, სიცილი და ლაპარაკი შეურაცყოფს ტაძრის სიწმინდეს და მასში დამკვიდრებულ ღმერთს. ტაძარში შესვლისას კარებთან უნდა შეჩერდე, შეასრულო სამი მეტანია და თქვა: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვლისა ამას" (მეტანია), "ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე" (მეტანია), "რომელმან შემქმენ, უფალო, მიწყალე მე" (მეტანია). შემდეგ ტაძრის ორივე მხარეს მცირე მეტანია შეასრულე შენამდე მოსულე ხალხის წინაშე. სამი მცირე მეტანიის შესრულების შემდეგ ლოცვითურთ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" მოწიწებითა და ღმრთის შიშით მიაპყარი ყური დაწყებულ ღმრთისმსახურებას. ასეთივე ლოცვები და მეტანიები დაწესებული განტევებისას, ანუ ღმრთისმსახურების დასრულების შემდეგ. | | 2019-03-24 10:55:25 | http://kirk.clan.su/forum/6-37-1 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203438.69/warc/CC-MAIN-20190324103739-20190324125739-00264.warc.gz | 10,485 | 112,682,960 |
მიმდინარე წლის 17 და 24 ივნისს სფა-ს წევრებისთვის 2 მასტერკლასი გაიმართა თემაზე - "360-გრადუსიანი პანორამის გადაღების ტექნოლოგია". პირველი მასტერკლასი ატენის ხეობაში ჩატარდა. მეორე მასტერკლასი კი კომპანია "ჯეოსპორტის" სათაო ოფისში. მასტრკლასებზე დეტალურად იქნა განხილული პანორამის გადაღებისა და აწყობის ტექნოლოგიური საკითხები.
მიმდინარე წლის 17 ივნისს, სფა-ს წევრებისთვის გაიმართება მასტერკლასი თემაზე - 360 გრადუსიანი პანორამის გადაღების ტექნოლოგია. მასტერკლასზე განიხილება პანორამის გადაღების თავისებურებები, დამზადებისა და ინტერნეტში განთავსების თავისებურებები, მისი გამოყენების სფეროები. მასტერკლასი გაიმართება ატენის სიონის ტერიტორიაზე, სადაც შესრულდება პრაქტიკული ფოტოგადაღებები და განიხილება შედეგები. დასწრების მსურველებმა წინასწარი განაცხადი 13 ივნისამდე უნდა გააკეთონ ფოსტაზე [email protected] დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 591 143185 | | 2019-03-26 05:50:35 | http://photographers.ge/menu_id/102/id/304/lang/1 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204857.82/warc/CC-MAIN-20190326054828-20190326080828-00464.warc.gz | 8,118 | 158,074,164 |
საქართველო დიდ ბრიტანეთთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. თურნავამ უწყების სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას იკავებს.
ამასთან, თურნავამ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა ადგილობრივი წარმოების, პირველ რიგში, საექსპორტო წარმოების წახალისებაა.
„თუ ჩვენ დავაკვირდებით სტატისტიკას, ექსპორტი უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ გამწევ მდგენელად, ერთ-ერთ გამწევ ძალად. ექსპორტის ზრდის მიმართულებით ჩვენ საგრძნობი პროგრესი გვაქვს. მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტი. 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 12.4% პროცენტით და გადააჭარბა ორ მილიარდ დოლარს. საქართველო ასევე ლიდერია ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. საქართველოში წარმოებულ პროდუქციას მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე აქვს წვდომა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში. ჯამში, ეს 2.3 მილიარდი მომხმარებელია და საგარეო ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, ჩვენი სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას ინდოეთთან და „ბრექსითიდან“ გამომდინარე, დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ბაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ ამ პროცესში წინ წავიწიეთ. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ყურის არაბულ ქვეყნებთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც. აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების და გაფართოვების მიზნით, აშშ-ის ახალ ადამინისტრაციასთან მიმდინარეობს კონსულტაციები“, - განაცხადა ნათია თურნავამ. | 2019-12-10 03:33:23 | https://www.bpn.ge/article/60092-sakartvelo-did-britanettan-da-indoettan-tavisupali-vachrobis-xelshekrulebis-gapormebas-gegmavs/ | crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540525781.64/warc/CC-MAIN-20191210013645-20191210041645-00235.warc.gz | 4,839 | 621,334,399 |
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასული თვის მანძილზე, 21 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 36 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახერხ საამქროში რეგისტრაციის გარეშე, სახერხი დანადგარის მონტაჟი ისჯება ჯარიმით ან/და ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთით. მათივე ინფორმაციით, სახერხი დანადგარები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.
„უკანონო სახერხი საამქროების ფუნქციონირება ხელს უწყობს ხე-ტყით უკანონო სარგებლობას და არაერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან არის დაკავშირებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ხე-ტყის უკანონო ჭრას. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე გამკაცრებული სანქციების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად“-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. | 2019-03-25 00:38:27 | https://www.interpressnews.ge/ka/article/499198-garemosdacviti-zedamxedvelobis-departamentma-21-dauregistrirebeli-saxerxi-saamkro-da-saxerxi-saamkroebis-teknikuri-reglamentis-dargvevis-36-pakti-gamoavlina/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203529.38/warc/CC-MAIN-20190324230359-20190325012359-00176.warc.gz | 8,722 | 790,518,129 |
კვლევებზე დაყრდნობით რესპონდენტი ამბობს, რომ ხორცს რეგულარულად ბავშვების 34% მოიხმარს. ხორცის მაინცდამაინც ყოველდღიურად მიღება აუცილებელი არ არის, მაგრამ ხშირად უნდა მიიღონ. 34% ეს ბავშვების მესამედია... რკინის ათვისება ხორციდან 3-4-ჯერ მეტია, ვიდრე ხილიდან და ბოსტნეულიდან. რკინადეფიციტის გამო ჟანგბადის მომარაგების დეფიციტი, ანუ ანემია ვითარდება. ცუდია, რომ ჟანგბადი არ მიეწოდება მოზარდის ტვინს. არადა, მოზარდობის პერიოდი აქტიური სწავლის, გონებრივი განვითარების დროა. ამიტომ მნიშვნელოვანია ორგანიზმში რკინის მარაგი შეიქმნას.
ეს დეფიციტი განსაკუთრებით ცუდად გოგონებზე აისახება, რადგანაც 11-12 წლის ასაკში მენსტრუალური ციკლის პერიოდში, ფიზიოლოგიურად რკინას სისხლთან ერთად ისედაც კარგავენ და თუ მისი შევსება არ მოხდება, შეიძლება მძიმე შედეგამდე მივიდეთ.
- მაგრამ ეს ალბათ იმას არ ნიშნავს, რომ ვაჟებს არ სჭირდებათ რკინა და სრულფასოვანი კვება.
- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მიზეზთა გამო, როგორც ვთქვი, შეიძლება, გოგონას მეტი დასჭირდეს. ორივეს ერთი და იგივე პორცია რომ მივცეთ, გოგონებთან შესაძლოა ფარული შიმშილი განვითარდეს.
იგივე ვრცელდება უფრო დაბალი ასაკის ბავშვებზე. მათ დაბალანსებული კვება ესაჭიროებათ. კვლევის მიხედვით, დაბალშემოსავლიანი ოჯახები ამბობენ, რომ ჭამენ მარცვლეულს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, ხილს, მაგრამ არ ჭამენ ხორცს. ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს (1000 ლარზე მეტი), იქ მოხმარებაში ხილი და ხორცი შემოდის.
მრავალფეროვანი საკვების მიღება ყოველდღე აუცილებელია, ისე არ არის, რომ დღეს მიიღო და ხვალ - არა. ყველა ჯგუფიდან უნდა მიიღონ რაღაც პროდუქტი. ერთადერთი, თევზისა და ხორცის შენაცვლება შეიძლება. მაგრამ თუ ხორცს არ ჭამენ, მაშინ, ცილოვანი საკვები მაინც მისაღებია - ლობიო, პარსკოსნები, რომელშიც ხორცის ანალოგიური ცილაა... თუ ვერც ერთს ჭამენ, რკინის უზრუნველყოფისთვის უნდა მიირთვან - ჭარხალი, ვაშლი, ოღონდ, არა ჩვეული რაოდენობით, გაცილებით მეტი...
- ე.ი. ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი ნახშირწყლებს იღებს...
- დიახ და ეს არის - მარცვლეული, კარტოფილი, ცომეული, შაქარი. ბოლო დროს ბავშვებთან მძიმე სურათი იქმნება - სწარფი კვების პროდუქტს ეტანებიან, ასევე გაზიან ტკბილ სასმელებს. 30-40%-მდეა მათი გამოყენების სიხშირე. ამასთან, ტკბილს ისედაც იღებენ სხვადასხვა პროდუქტიდან და ამის დამატება უკვე არ არის სასარგებლო. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს სიმსუქნის ტენდენციას. ეს ტენდენცია ორი ათეული წლის წინ დაიწყო. ბავშვებში მომატებულია სიმსუქნის მაჩვენებლები და ზოგადად, მოსახლეობაში. ამ მონაცემებმა პროგრესი დაიწყო.
- ამას, როგორც ვიცი, მსოფლიო სტატისტიკაც აჩვენებს. ჭარბი წონის პრევენციისთვის რა უნდა გაკეთდეს?
- აუცილებელია მინიმუმამდე დავიყვანოთ შაქრისა და შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება, რადგანაც დღესდღეობით ეს საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს იძლევა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ჭარბწონიანობა რისკფაქტორად მიიჩნევა არაგდამდები დაავადებებისთვის, როგორიც არის კიბო, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი. სიმსუქნით გამოწვეული დაავდებით მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი იღუპება. ამ მიმართულებით საქართველოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პრინციპების დანერგვა ბაღებში, სკოლებში, სხვადასხვა ადგილას აუცილებელია.
თუ მატერიალური შესაძლებლობის გამო მოსახლეობა კვებას ვერ აბალანსებს, კვლევა აჩვენებს, რომ ამ საქმეში ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. საზოგადოების ინფორმირებულობაც დაბალია. მაგალითად, სითხის მიღებას სულ არ სჭირდება ფინანსური რესურსი. ადამიანები დღეში 3-4 ჭიქაზე მეტს არ სვამენ. არადა, წყლის მიღება განსაკუთრებით მნიშვენელოვანია. თუკი არ იღებენ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ინფორმაციის დეფიციტი აქვთ. არაგადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი მხოლოდ ჯანსაღი კვებაა ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.
- არადაბალანსებული კვება ანემიას, კალციუმის დეფიციტს იწვევს... ამან კიდევ რა დაავადება შეიძლება პატარებში გამოიწვიოს?
- ეს არის რაქიტი, ავიტამინოზი, ზრდის შეფერხება...
საკვები ზოგადად 5 ჯგუფშია გაერთიანებული: მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, ხორცეული და ცხიმები, ტკბილეული და სუნელები (მცირე რაოდენობით). აქედან ყველა საკვები ყოველდღიურად უნდა მივიღოთ, რომ ორგანიზმი უზრუნველვყოთ. სწორი კვება აუცილებელია ზრდა-განვითარებისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის!
- გამოდის, ხორცი და ხორცპროდუქტები ფუფუნების სფეროა.
- თბილისში შეიძლება ასე იყოს, მაგრამ სოფლებში ეს არ უნდა იყოს ფუფუნების პროდუქტები. თვითონ თუ არა, მეზობელს მაინც ეყოლება ძროხა, რომ ერთი ჭიქა მაწონი და რძე ბავშვს მიაწოდონ. სხვათა შორის, მაღალმთიან რეგიონში ხორცეულისა და რძის მიღების დეფიციტი უფრო მაღალია.
- ხორცი და რძის ნაწარმი იქაური მოსახლეობის მატერიალური შემოსავლის წყაროა, ძირითადად ყიდიან და სანაცვლოდ იაფ საკვებს ყიდულობენ. კვლევებმა აჩვენა, რომ განსხვავება სოფელსა და ქალაქს შორის მცირედია. ბარში ხილი და ბოსტნეული ხელმისაწვდომია, რადგან მოდის, მთაში ეს ნაკლებია.
- როგორია კვების იდეალური რეცეპტი?
- ასეთი არ არსებობს. ის არის, რომ ადამიანმა, როგორც გითხარით, ყველა ჯგუფიდან მიიღოს რაღაც პროდუქტი. საუზმის გამოტოვება არ შეიძლება, რადგან დღეში მოხმარებული ენერგიის 30%-ს საუზმე იძლევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საუზმეზე მისაღებად ყველაზე გავრცელებულია ნახშირწყლოვანი საკვები, მაგალითად, შვრიის ფაფის (სხვადასხვა ვარიანტი). შეიძლება წიწიბურის გამოყენება, ისიც ნახშირწყლოვანი პროდუქტია; ასევე შეიძლება პური, ყველი, კარაქი, მოხარშული კვერცხი, რომელიმე ხილის ნატურალური წვენი, ნაკლებად ტკბილი ჩაი, ერთი ჭიქა რძე, - ეს არის საუზმის სხვადასხვა ვარიანტი.
კარგია წახემსება, 12-13 საათზე, ხილით, ხაჭოთი, ან იოგურტით, ოღონდ, ხილი არ შეიძლება საკვებს დააყოლოთ. ცალკე კვებად უნდა გამოვყოთ.
სადილზე შეიძლება სხვადასხვაგვარი წვნიანის მიღება, მათ შორის, ბოსტენეულით, ან ხორცით.
კარგია თუ საღამო დამთავრდება ადვილად ასათვისებელი საკვებით - ხაჭოთი ან მაწვნით. ცილა ხორცშიც არის და რძის ნაწარმშიც, მაგრამ საღამოს მაწონსა და ხაჭოს ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ამიტომ, გვიან ხორცის ჭამა რეკომენდებული არ არის. თან, რძის ნაწარმი კუჭნაწლავის მოქმედებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში 8 ჭიქა წყალი, ან სასარგებლო სითხეა დასალევი. სასარგებლო სითხედ ნატურალური ხილის წვენი და რძეც ითვლება.
ბოლოს მინდა, ისევ იმას მივუბრუნდე, როდესაც ინფორმაციის დეფიციტზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რძის ნაწარმი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ორგანიზმისთვის. ის როგორც ბავშვებმა, ასევე ქალებმა ყოველდღე უნდა მიიღონ, რომ ოსტეოპოროზი არ გამოცადონ. ცხადია, ინფორმაციის დეფიციტიც არის ძირითადი პრობლემა, აქ პროდუქტზე ხელმიუწვდომლობაა. მაგრამ კიდევ არაგადამდები დაავადებები გავრცელებისას ყველაზე მნიშვნელოვანია ხელის დაუბანლობა... დროა, ეს სხვადასხვა და მნიშვნელოვანი ჩვევა გამოიმუშავონ. | 2019-10-17 08:30:05 | https://mkurnali.ge/dietologia/12248-rogor-unda-ikvebebodes-mozardi-da-romel-daavadebebs-itsvevs-arajansaghi-kveba.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986673250.23/warc/CC-MAIN-20191017073050-20191017100550-00104.warc.gz | 37,145 | 603,101,668 |
96 წლის მიშა მდინარაძის 68-ჯერ აღნიშნული 9 მაისი
პირველი დღიდან ვიყავი სამამულო ომში. სამ საათზე დაიწყო ომი და მანამდე უკვე საზღვარზე ვიყავი, იქედან მოყოლებული 1200 დღე დავყავი ფრონტზე. 68 წლის შემდეგ 96 წლის ასაკში იმის საშუალება მაქვს, 9 მაისის დღესასწაული მე გადავიხადო და გადავუხადო სხვებსაც, _ გვიყვება თავის შესახებ ომის ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე, მიშა მდინარაძე.
ბატონი მიშა ყოველი წლის 9 მაისს ტრადიციულად ემზადება და თავის მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად აღნიშნავს. ტრადიციას არც წელს დაარღვევს და თბილისში ამ დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ყველა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ის "გურია ნიუსთან" ერთ ისტორიას იხსენებს:
_ ბევრი რამ გადამხდა თავს, ომი ეს ისეთი რაღაც არის, რომელიც შენს თავზე თუ არ გამოცადე, ისე რომ მოგიყვეთ, ამას აზრი არ აქვს. ყველაზე მძიმე დღე იყო, როდესაც ომი დაიწყო. პირველი დღეები მეტად მძიმედ მახსენდება. ყველაზე სასიხარულო დღე კი გამარჯვების დღეა. 1941 წლის აგვისტოში დივიზიას ესტუმრა გენშტაბის პოლკოვნიკი. 500 კაცში მეც აღმოვჩნდი და სექტემბრის ბოლოს გაგვაგზავნეს ქალაქ არხანგელსკში, ეგრეთწოდებულ მცირე აკადემიაში, იქ ვსწავლობდი ნოემბრის ბოლომდე, ხოლო 1942 წლის 5 იანვარს, ვადაზე ადრე მომანიჭეს უფროსი ლეიტენანტის წოდება.დამნიშნეს მეტყვიამფრქვევეთა ასეულის უფროსად და გვარდიის 28-ე მსროლელთა დივიზიის შემადგენლობაში, გაგვაგზავნეს ფრონტის წინა ხაზზე.
1944 წლის დასაწყისში 39-ე არმიის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, დავინიშნე გვარდიის 279-ე მსროლელთა პოლკის მეთაურად, ეს იყო თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა. ორ წელიწად-ნახევარში ასეულის ზემდეგიდან პოლკის მეთაური გავხვდი! ეს, საბჭოთა ჯარში, უიშვიათესი შემთხვევა იყო!
_ ბატონო მიშა, ახლა როგორ გრძნობთ თავს, ძალიან ომახიანად და მედგრად გამოიყურებით!
_ ცოტა ფეხებმა მიმტყუნეს, თორემ კი ვარ ჯანზე. 96 წლის ასაკში ვმუშაობ, ომის ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე ვარ და ახლა 9 მაისის ღონისძიებებს ვხელმძღვანელობ. როგორც გურულ კაცს შეეფერება ისე მხნედ გამოვიყურებ.
სატელეფონო საუბრის დროს ბატონმა მიშამ გურულ ვეტერანებსაც თბილისიდან მიულოცა 9 მაისის დღესასწაული და მათ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
ამ წერილის ავტორი, რომელიც ბატონ მიშა მდინარაძის მისამართით არის დაწერილი და მის იუბილეს უკავშირდება, საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის ბიუროს სახელით, პოლკოვნიკი რევაზ ნაცარიშვილია.
"მხედრული ტრადიციების ოჯახში აღზრდილი გურული ყმაწვილი ფაშიზმთან ომის დაწყების დღეებში უყოყმანოდ წავიდა სამამულო ომის ფრონტზე სამშობლოს დასაცავად. მან ღირსეულად განაგრძო საყვარელი ბაბუის გმირული საბრძოლო გზა, რომელსაც რუსეთ-თურქეთის ომში მიღებული ჰქონდა მაღალი ჯილდოები. ბატონი მოსეს მამა ჯიმშეთი აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1942 წლის იანვარში მოსე მდინარაძემ წარმატებით აითვისა არხანგელსკის ე. წ. "მცირე აკადემიის" სამხედრო თეორიის პროგრამა, რისთვისაც მას მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება, დაინიშნა მეტყვიამფრქვევეთა ასეულის მეთაურად, შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა მოთხილამურეთა ბატალიონს. 1944 წლის ივნისში მისმა პოლკმა გაარღვია გერმანელ ფაშისტთა თავდაცვის ხაზი და პირველი გავიდა სახელმწიფო საზღვარზე, მაგრამ აქ იგი ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. ცხრა თვე იშუშებდა ჭრილობებს. იგი ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობებით დაუბრუნდა თავის დივიზიას, რომელიც იმ დროისთვის მონღოლეთის ტერიტორიაზე ბაიკალისპირეთის ფრონტის შემადგენლობაში იმყოფებოდა. მ. მდინარაძის მეთაურობით პოლკმა აქტიური მონაწილეობა მიიღო იაპონიის კვანტუნის არმიის დამარცხებაში.
დიდ სამამულო ომში გამოჩენილი მამაცობისა და სარდლობის საბრძოლო დავალებების სანიმუშოდ შესრულებისათვის მოსე მდინარაძე დაჯილდოებულია სამი წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველის, სამამულო ომის პირველი ხარისხის და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე, მრავალი საბრძოლო მედლით.
1995 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობაში." | 2018-03-20 07:56:03 | http://gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/10032 | crawl-data/CC-MAIN-2018-13/segments/1521257647322.47/warc/CC-MAIN-20180320072255-20180320092255-00769.warc.gz | 23,069 | 122,221,278 |
ოჯახური თანაცხოვრება ჰგავს წყვილში ცეკვას!
ურთიერთოებების პირველი ნახევარი განსაკუთრებით, მაგონებს ტანგოს.
წვყვილში ცეკვა… სადაც მთელი ყურადღება მიმართულია ქალისკენ – ის მომნუსხველად ლამაზია, წარმტაცია…
თავნებაა ერთი შეხედვით, მაგრამ სინამდვილეში წამყვანი – მამკაცია.
მოქნილია, მას კაცური მკლავები აკავებს და არ აძალევს მის სივრცეში დაცემის უფლებას.
მამკაცი ხელით შემოფარგლავს ქალის სამოძრაო საზღვარს. აქ კი ქალი თავს ავლენს როგორც უნდა, როგორც მოსწონს.
დიახაც, ამ საზღრებში ქალი –
მამაკაცი ირჩევს მიმართულება, ქალი კი აჰყვება რიტმში…
მთავარია უსიტყვო წვდომა ერთმანეთის სულში, ერთმანეთის გულის ყურის გდება, სრულიუპირობო ნდობა, ერთარსად ქცევა, ფაქიზი მზერით პარტნიორის ხასიათის გამოცნობა…
ჰარმონია – რომელიც ახარებს სულს, გულს, გონებას, გარემოს და სრულიად სამყაროს!
პიროვნული ზრდის სამყარო – იმოგზაურეთ მიცემილ ბლოგზე და გაიგეთ ბევრი რამ ჰარმონიულ ურთიერთობებზე | 2019-12-11 16:06:12 | https://zrda.wordpress.com/2016/09/20/4625/ | crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540531974.7/warc/CC-MAIN-20191211160056-20191211184056-00431.warc.gz | 49,563 | 874,968,019 |
განცხადება დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის “ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის” მონაკვეთის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის თაობაზე
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით წარმოდგენილ იქნა “ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროექტი. აღნიშნული წერილით წარმოდგენილ იქნა გზშ-ს ანგარიშის ნაბეჭდი ვერსია, გზშ-ს ელექტრონული ვერსია GIS კოორდინატებით და არატექნიკური რეზიუმე, სამინისტროში ასევე წარმოდგენილ იქნა გზშ-ს დანართების ნაბეჭდი ვერსია, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი მათი ელექტრონული ვერსიები, შესაბამისად, 14 სექტემბრის N2-12/10839 წერილით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დამატებით წარმოადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დანართების ელექტრონულ ვერსიები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სამინისტროს ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსდა ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის “ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის” პროექტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების შესახებ (იხ. ლინკი http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/81), აღნიშნულ განცხადებაში საზოგადოების მხრიდან შენიშვნების მიღების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 9 ნოემბრისა. ამასთან, პროექტის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, საჯარო განხილვის ჩატარებამდე 20 სამუშაო დღით ადრე, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში (იხ. ლინკი http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/177),მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წერილობით მიმართა სამინისტროს „ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის” პროექტის საჯარო განხილვის გადადების შესახებ. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ ტექნიკურ პროექტში შესაძლოა განხორციელებულიყო ცვლილებები. აღნიშნულის საფუძველზე, 14 ნოემბერს, დაგეგმილი დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, “ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გადაიდო. ინფორმაცია განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებ.გვერდზე (იხ. ელ. ბმული http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/1222 )მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, N15203 წერილით, საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა მიმართა სამინისტროს საჯარო განხილვის დანიშვნის შესახებ. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ პროექტში ცვლილება აღარ განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტაციაც, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდა დოკუმენტაციის განთავსების დღიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 10 დეკემბერს:11:00 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;16:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მლეთის სკოლა;საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ.ფოსტის მისამართზე [email protected].ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.იხილეთ საჯარო განხილვის წესი | 2019-03-25 05:55:37 | http://mepa.gov.ge/Ge/PublicDiscussion?page=10&pageSize=9 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203755.18/warc/CC-MAIN-20190325051359-20190325073359-00399.warc.gz | 108,660 | 135,570,275 |
თქვენი საკრედიტო რეპორტი არის თქვენივე საკრედიტო ისტორიის სურათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას არსებული და დახურული სესხების შესახებ. საკრედიტო რეპორტისშემადგენელი ნაწილია, აგრეთვე, გადახდების ისტორია და ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკავშირებული ინფორმაციაც. გარდა ამისა, რეპორტი გარკვეულ პირად მონაცემებსაც შეიცავს. საკრედიტო რეპორტი გამოიყენება საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა საკრედიტო ორგანიზაციის (ყველა ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინ მსესხებლების, სადისტრიბუციო კომპანიების, დეველოპერული კომპანიების, სადაზღვეო კომპანიებისა და სხვ.) მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საკრედიტო რეპორტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საკრედიტო ორგანიზაციები ყოველდღიურ რეჟიმში აგზავნიან განახლებულ ინფორმაციას კრედიტინფოს ბაზაში, ხოლო სრულ ინფორმაციას ტვირთავენ თვეში ერთხელ. არასაკრედიტო ორგანიზაციები, ლომბარდები და სესხის გამცემი სუბიექტები ინფორმაციას სხვადასხვა მონაკვეთში გვაწვდიან, ეს შეიძლება თქვენს საკრედიტო რეპორტში არსებული მცირე ცდომილების მიზეზი გახდეს, რაც შესაბამის გავლენას იქონიებს საკრედიტო ქულაზე.
თქვენს საკრედიტო რეპორტში ცდომილების დაფიქსირების შემთხვევაში, შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ კრედიტინფოს. შეცდომების გასწორების ყველაზე სწრაფი გზა ჩვენთან დაკავშირებაა.
თქვენი საკრედიტო განაცხადის განხილვის დროს (ბიზნეს-, სამომხმარებლო-, იპოთეკურ- სესხზე, საკრედიტო ბარათზე, განვადებაზე, ინტერნეტ სესხსა და სხვ.) ორგანიზაციას ესაჭიროება თქვენი გადახდის ქცევისა და მიმდინარე ვალდებულებების გადამოწმება. საკრედიტო რეპორტი კი სწორედ თქვენს ფინანსურ სანდოობაზე მეტყველებს.
თქვენი საკრედიტო რეპორტით შეიძლება დაინტერესდნენ შემდეგი ადამიანები ან ორგანიზაციები:
საკრედიტო რეპორტში ნებისმიერი ტიპის სესხზე ინფორმაცია ინახება სასესხო კონტრაქტის დახურვიდან 5 წლის განმავლობაში.
ყველა საკრედიტო ორგანიზაცია შეფასების საკუთარი კრიტერიუმებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემასთან დაკავშირებით. თქვენი გადახდები და მთლიანი ვალდებულებები კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ პროცესში, შესაბამისად, წარსულში დაგვიანებით განხორციელებულმა გადახდამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ ფინანსური მომსახურების მიღებაში.
საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში არასრული, არაზუსტი, მცდარი, ანარასწორად გადმოცემული ინფორმაციის გასწორება, შეცვლა, ან წაშლა შეიძლება საკრედიტო ისტორიის სუბიექტის წერილობითი განცხადების, ან სს “კრედიტინფო საქართველოს” კლიენტის (ინფორმაციის მიმწოდებლის) წერილობითი შეტყობინების საფუძველზე განხორციელდეს. თუმცა, წაშლას მხოლოდ შეცდომით, ან არაკანონიერად გადმოგზავნილი ინფორმაცია ექვემდებარება. | 2019-10-19 14:28:04 | http://creditinfo.ge/credit-education/report-basics/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986696339.42/warc/CC-MAIN-20191019141654-20191019165154-00193.warc.gz | 7,219 | 48,519,357 |
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაურო ტაილანდში
ტაილანდი პირველი ნახვით შემიყვარდა. ტაილანდელ ოჯახთან ერთად ერთი თვის მანძილზე ცხოვრებამ სულ სხვა ემოციები გამიჩინა და შრომისმოყვარე ერის მიმართ დიდი პატივისცემით განვეწყვე. მოგზაურობა ტაილანდში უფრო მარტივია ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. ერთადერთი ბილეთია ძვირი, სხვა დანარჩენში კი ბანკის გაქურდვა ნამდვილად არ მოგიწევს. 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაურო ტაილანდში აქ ყველას შეუძლია თავისთვის შესაფერისი ადგილი იპოვოს. აქ თანამედროვე და ტრადიციული არქიტექტურა ორგანულად ერწყმის ერთმანეთს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სუფთა გარემო (მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდელები შესაფუთად ძალიან ბევრ ცელოფნის პარკს იყენებენ), მრავალფეროვანი სამზარეულო, შესანიშნავი ადგილები, გიჟური ღამის ცხოვრება და Bounty-ს რეკლამის მსგავსი სანაპიროები ბევრისთვის საოცნებო ქვეყნების სიაშია. როდესაც ჩემს #213დღეაზიაში მოგზაურობის პერიოდს ვიხსენებ, ტაილანდი ყველაზე მეტად მენატრება და აი რატომ: გასტრონომიული სამოთხე თუ ჩემსავით აზიური…
სუხოტაი – სიამის უძველესი დედაქალაქი
სუხოტაი ჩრდილოეთ ტაილანდის პატარა ქალაქია. მისი სახელწოდება ქართულად „ამაღლებულ ბედნიერებას” (the raising of happiness) ნიშნავს და დედაქალაქიდან ავტობუსით 7 საათის სავალზეა. ბანგკოკში ავტოსადგურები რეგიონების მიხედვით ნაწილდება. ჩრდილოეთის მიმართულებით ტრანსპორტი ჩრდილოეთის ავტოსადგურიდან გადის. იგი Mo Chit BTS Skyline გაჩერებასთან მდებარეობს. ბილეთის ფასია 279 ბატი ($8.50). ავტობუსები სტანდარტულია, კონდიციონერითა და 20 წუთიანი შესვენებით. როგორ მოვხვდეთ ქალაქის ცენტრში სუხოტაიში ჩასვლისას, პირველი რასაც ამჩნევ, მინი ავტობუსად გადაკეთებული პიკაპ მანქანებია. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ასეთი ტიპის ტრანსპორტს „სონგტაო“ ჰქვია. სოგნტაოებს ქალაქის ცენტრამდე 50 ბატად მიჰყავხარ. ქალაქში დაახლოებით 4 საათისთვის ჩამოვედით და პირველ რიგში სასტუმროს ძებნა დავიწყეთ. ქალაქის ცენტრში ახლად გახსნილ ოჯახურ სასტუმროზე Somprasong შევაჩერეთ არჩევანი. სასტუმროს ეზო, ბარი და პიცის რესტორანი აქვს. დიასახლისი თაი, საოცრად გემრიელ…
6 რამ, რაც ბანკოკში უფასოდ ან იაფად შეგიძლია ნახო
Same Same, But Different – იგივე, მაგრამ განსხვავებული – ეს ფრაზა ბანკოკში ძალიან ხშირად შეგხვდება. იგი ფაქტობრივად აქაური დევიზია. ბანკოკი კონტრასტების ქალაქია, სადაც ახალი შესანიშნავად ერწმყმის ძველს. იმისათვის, რომ ქალაქი კარგად შეიგრძნო, ეს ყველაფერი შენით უნდა გამოცადო. პირველად ჩამოსულს ძალიან ბევრმა რამემ გამაოგნა. მიუხედავად იმისა რომ ბანკოკში ძალიან ბევრია სანახავი, ეს პოსტი მოიცავს იმ 6 ღირსშესანიშნავ ადგილს, რომელიც ძალიან იაფად შეგიძლია ნახო. ჩაინა თაუნის შესასვლელი ჩაინა თაუნი ბანკოკის უბნებს შორის ყველაზე პატარაა, თუმცა ყველაზე მეტადაა დასახლებული. აქ ჩინელი მოსახლეობა უკვე ძალიან დიდი ხანია ცხოვრობს. კილომეტრნახევრიანი უბანი სავსეა ოქროულის მაღაზიებით, ჩინური საკვები ობიექტებითა და ტაძრებით. უფასო ვატ ტრაიმიტი (ოქროს ბუდა) ტაძარში ბუდას ყველაზე დიდი ოქროს ქანდაკებაა, რომელიც 5.5 ტონას იწონის, საფასური…
რამ გამაოგნა ყველაზე მეტად ბანკოკში
24 ნოემბერს ბანკოკისკენ ავიღეთ გეზი. სასტუმროდან ტაქსით ნახევარ საათში უკვე კატმანდუს აეროპორტში ვიყავით. ფრენა დილის 11:50-ზე გვაქვს, თუმცა ბორტზე ასულები კიდევ ერთი საათი ვუცდიდით აფრენას. მიზეზი არავის გამოუცხადებია. ამის გამო ბანკოკში 45 წუთით გვიან, ადგილობრივი დროით საღამოს 5:30-ზე ჩავედით. ნეპალის მსგავსად, აქაც საიმიგრაციო ფორმა უნდა შეავსო, სადაც სტუმრობის მიზეზს, ვადებსა და საცხოვრებელi ადგილის მისამართს უთითებ. პასპორტის შემოწმების პუნქტთან დგომისას ვხედავ, რომ წარწერა ინგლისურად და რუსულად აქვს. ტურიზმის დეპარტამენტის მიხედვით, 26.7 მილიონი ტურისტიდან 1.73 მილიონი რუსეთის მოქალაქეა. ტოპ სამეულში ჩინეთი და მალაიზიაც ხვდება. მას შემდეგ რაც ბარგი ავიღეთ, აეროპორტში მდებარე მატარებლის სადგურისკენ გავეშურეთ, რომელიც ორი სართულით ქვემოთაა. რამ გამაოგნა ყველაზე მეტად მატარებლის ჟეტონი დაახლოებით $1.40 ღირს. თბილისში მიჩვეულები, ვცდილობთ, ჟეტონი შესაბამის… | 2019-03-24 11:12:16 | https://www.redfedoradiary.com/tag/bankoki/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203438.69/warc/CC-MAIN-20190324103739-20190324125739-00255.warc.gz | 20,884 | 866,054,481 |
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოქალაქის პოლიტიკური ნიშნით დევნას აპროტესტებს
მოქალაქე ნატო უსენაშივლის თქმით, მასზე პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი მისგან სამსახურის დატოვებასა და ასევე, თანამშრომლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
სამსახურებრივი მოვალეობისას დაშავებული კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი გარდაიცვალა
პენიტენციურ დაწესებულებაში სასტიკი მოპრობის მსხვერპლს სახელმწიფო ყოველწლიურად ექსპერტიზის ჩატარებას ავალდებულებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე კახეთის რეგიონულ ოფისში (გურჯაანი)
'ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)' აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე
მსჯავრდებულმა ქალმა წამების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას | 2019-10-20 03:26:11 | http://www.humanrights.ge/index.php?a=archive&catid=10&lang=geo&month=1&year=2015 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986702077.71/warc/CC-MAIN-20191020024805-20191020052305-00101.warc.gz | 7,150 | 255,635,816 |
ტურინი "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გუნდის ფორვარდის პაულო დიბალას მომავლის შესახებ ისაუბრა.
"დიბალამ მხოლოდ ორი ვარჯიში ჩაატარა ჩემი ხელმძვანელობით, ამიტომ რაიმე შეფასება ნაადრევია. რა თქმა უნდა, ის ჯერ ვერ იქნება საუკეთესო ფორმაში და იმოქმედებს იმაზე თუ რისი შემოთავაზება შეუძლია ცრუ ცხრიანის პოზიციაზე.
ვფიქრობ, მას როლისთვის განკუთვნილი თვისებები, მაგრამ უნდა ვნახოთ ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში როგორ შევავსებთ საჯარიმო ადგილს.
როგორც უვე ვთქვი ადრე, დიბალას შესახებ საუბარი სულ შემიძლია, მაგრამ ბაზარი წინ მიიწევს და ჩემი აზრი არაფერს ნიშნავს. 6 ფეხბურთელს უნ
მათი ყველას შენარჩუნება მინდა, მაგრამ პრობლემა იმაში, რომ საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელები არ გვყავს, ასეთი მხოლოდ ერთია, ამიტომ ჩვენი განაცხადი ჩემპიონთა ლიგაში 22 ფეხბურთელისგან იქნება შედგენილი, სადაც 3 მეკარეა. ეს გვაიძულებს მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც არ გვინდა.
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 20 დღე ჩვენთვის რთული იქნება და ეს სამწუხარო სიტუაციაა, რადგან არსებობს რისკი, მაღალი დონის ფეხბურთელები გავუშვათ", - თქვა სარიმ. | 2019-10-16 15:00:03 | https://sportall.ge/fekhburthi/uckhouri-fekhburthi/skhvadaskhva/132453-mauricio-sari-6-fekhburthels-unda-davemshvidoboth-da-morcha.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668994.39/warc/CC-MAIN-20191016135759-20191016163259-00507.warc.gz | 26,129 | 712,034,855 |
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს განსხვავებული აზრი, როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე უცხოეთში, მით უმეტეს, როდესაც ეს უცხოეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, ბელგია და მისი ერთ-ერთი ქალაქი.
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლიეჟში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომელსაც ემიგრანტების ნაწილი ვერ დაესწრო.
„ვფიქრობ, სააკაშვილის, მისი გუნდისა და ორგანიზატორების მოვალეობა იყო, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო განსხვავებული აზრი, მისთვის მოესმინათ ან თუ არ მოუსმენდნენ, შემწყნარებელი პოზიცია მაინც ჰქონოდათ, მაგრამ, როგორც ადრეც ითქვა, მათი სტილი არ არის განსხვავებული აზრის მოსმენა, შეწყნარება. ნათლად ვნახეთ, რომ ისევ იმ მეთოდებით ცდილობენ საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის ჩახშობას და დაუშვებელი მეთოდების გამოყენებას. რა თქმა უნდა, ეს მათთვისვე არის საზიანო. შესაბამისად ბევრი არაფერი შეიძლება ითქვას, რადგან აბსოლუტურად არასერიოზული და მიუღებელი მოვლენები ვიხილეთ მათი მხრიდან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. | 2019-10-21 20:34:31 | https://www.primetime.ge/news/1549965911-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987787444.85/warc/CC-MAIN-20191021194506-20191021222006-00093.warc.gz | 8,772 | 1,064,661,758 |
თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად,7%-ზე დატოვა.
სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდება.
“სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.7 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის ბოლომდე და საშუალოვადიან პერიოდშიც მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს. ბოლო პერიოდებში გაზრდილია საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკები, რაც ნეგატიური მოლოდინების გააქტიურებასა და სავალუტო ბაზარზე მერყეობის ზრდას უწყობს ხელს. არსებული რისკების მიუხედავად, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან, მოსალოდნელზე დაბალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, შემცირებულია ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები. ეროვნული ბანკის შეფასებით, პოლიტიკის ნორმალიზაციის, ანუ გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება კვლავაც დგას, თუმცა ნორმალიზაციის სიჩქარე დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ხოლო, მეორე მხრივ, თუ რამდენად ძლიერი იქნება რეგიონში გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემა.
ბოლო პერიოდში გაზრდილი მერყეობის მიუხედავად, საგარეო სექტორის დადებითი ტენდენციები გრძელდება. თუმცა, საგარეო მოთხოვნის ზრდის ტემპში გარკვეული შენელება შეინიშნება. საქონლის ექსპორტის წლიურმა ზრდამ მესამე კვარტალში 21 პროცენტი შეადგინა, ხოლო ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 12 პროცენტით გაიზარდა. ასევე, ნარჩუნდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკა (წლიური ზრდა 12 პროცენტი). ამავდროულად, სახეზეა იმპორტის ზრდის მაღალი ტემპიც (12 პროცენტი).
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – განმარტაებული განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 12 დეკემბერს გაიმართება. | 2019-03-20 05:13:20 | http://bpi.ge/seb-ma-monetaruli-politikis-ganakvethi-7-ze-datova/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202299.16/warc/CC-MAIN-20190320044358-20190320070358-00244.warc.gz | 13,999 | 34,635,947 |
„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს
შექმნილია: სამშაბათი, 09 აპრილი 2019 12:15
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა, 9 აპრილი არ უნდა გვახსოვდეს მხოლოდ აპრილის დღეებში, რადგან 30 წლის წინანდელი პრობლემები როგორებიცაა: დაკარგული ტერი...
''რა ბაგრატიონები?! საქართველოს 10 წელია ჰყავს მეფე ''ბიძინა პირველი''
ოცნებაში ივანიშვილის წინააღმდეგ საიდუმლო სერობები იმართება
დასხდებიან თუ არა ერთ მაგიდასთან ნინო ბურჯანაძე და სააკაშვილი?
''ოცნების' ჩინოსნებმა 1.5 მილიარდის ქონება მიიტაცეს''
ნინო ბურჯანაძე - ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბება ძალიან ძვირად დაუჯდება
გადაცემა პოლიტ ქალაქი - სტუმრად ნინო ბურჯანაძე
გადაცემა 360 გრადუსით სტუმრად ნინო ბურჯანაძე 01.10.2019 | 2019-10-15 22:20:22 | http://democrats.ge/ka/arqivi/2019/4?day=9 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660323.32/warc/CC-MAIN-20191015205352-20191015232852-00206.warc.gz | 7,834 | 49,496,388 |
ქუთაისში ტურისტების მოსაზიდად ქალაქის მერია პოლონეთში გამოფენას აწყობს
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი და ტურიზმის განყოფილების თანმაშრომლები 2015 წლის 15-17 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ პოზნანში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში „Tour Salon“ მონაწილეობენ. გამოფენაზე ქალაქ ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალი საგამოფენო სტენდით არის წარმოდგენილი. ვიზიტის ფარგლებში მოხდება ქუთაისის ტურისტული პროდუქციის პოპულარიზაცია. ყველა დაინტერესებულ პირს გადაეცემა ქალაქის ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ამსახველი ბროშურები.
აღნიშნული ღონისძიება იმ აქტივობების ნაწილია, რომელსაც ტურიზმის განყოფილება წლის განმავლობაში ქუთაისის, როგორც ტურისტული ქალაქის ცნობადობის გაზრდისა და მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით ახორციელებს.
აღნიშნული ღონისძიება იმ აქტივობების ნაწილია, რომელსაც ტურიზმის განყოფილება წლის განმავლობაში ქუთაისის, როგორც ტურისტული ქალაქის ცნობადობის გაზრდისა და მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით ახორციელებს. | 2019-03-20 05:46:38 | http://topnews.com.ge/index.php?newsid=5599 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202299.16/warc/CC-MAIN-20190320044358-20190320070358-00143.warc.gz | 7,610 | 217,098,716 |
"სიცოცხლის უმეტესი ნაწილი სრულიად იგნორირებულმა გავატარე."
თქვენ ფერად ფოტოებს ხშირად ნახატებს ადარებენ. ხომ არ მოგბეზრდათ ამის მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეა?
არა, არ მომბეზრდა. ვთვლი, რომ ეს კომლიმპენტია.
თქვენ ასევე გაკავშირებენ ნიუ იორკის ფოტოგრაფიის სკოლასთან, მაგრამ, მგონი, თქვენ თავი არასოდეს ჩაგითვლიათ, რომელიმე სკოლის ან მოძრაობის ნაწილად.
თქვენ ასოცირდებით ნიუ იორკის სკოლის რომელიმე წარმომადგენელთან?
აღტაცებული ვიყავი ლუის ფაურერის ნაშრომებით, ვთვლიდი რომ შემოქმედება უჩვეულო იყო. მისი ნამუშევრებეი პოეტური და განსხვავებულია, რაც ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო. ძალიან ვაფასებ რობერტ ფრანკს. ის დიდი ფოტოგრაფია. ყველა მისი სურათი პოეტური და ლამაზია, მეტი რა ვთქვა. ერთ დღეს, რობერტ ფრანკმა მთხოვა, მოდის გადაღებაში დავხმარებოდი ლუის ფაურერს. 1950 წელი იქნებოდა. მივედი სტუდიაში, მაგრამ იქ სრული სიგიჟე იყო და იკან გამოვბრუნდი. ლუისი ძალიან გაბრაზდა, რომ მივატოვე და წლები არ მელაპარაკებოდა. მე ვიცნობდი დიანა არბუსს. ის ჩემს მიპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა, მინდა აღვნიშნო, ის ფაქტი, რომ მე მისი ბიოგრაფიიდან შევიტყვე, რომ ერთხელ მას სარეცხთან დაკავშირებით დავხმარებივარ. მართლა ასე მოხდა? დარწმუნებით ვერ ვიტყვი.
როგორი გამოხმაურება ჰქონდა მათგან თქვენ ნამუშევრებს?
ძლიან ცოტა ადამიანმა იცოდა მათ შესახებ. ჩემი მეგობარი ბობ ვივერი - არაჩვეულებრივი მხატვარი და ილუსტრატორი, ბარბარა, დოტი და ბობი მოდიოდნენ ხოლმე დრო დ ადრო ჩემთან სლაიდ შოუების სანახავად.
მესმის, რომ მხატვარი რიჩარდ ჰოუზეტ დარტსი და ფოტოგრაფი ანრი კარტიე-ბრესონი იყვნენ თქვენი შთაგონება, მაგრამ როგორი იყო მათი ნამუშევრების გავლენა თქვენს ხელოვნებაზე?
ჩემი მეგობრების უმრავლესობა მხატვრები იყვნენ, ფოტოგრაფებს, კი ძალიან ცოტას ვიცნობდი, ესენი იყვნენ რეი და დაიან უითლინი. ვშიშობ, ისინი ნაკლებად არიან ცნობილნი დღეს. რიჩარდ ჰოუზეტ დარტსი იყო ჩემი მეგობარი. მე მომწონდა მისი ნამუშევრები, ამგრამ ეს სულ სხვა სფერო იყო. მის შემოქმედებაში იყო პიქტორიალიზმის ელემენტები. მას მოსწონდა გადიდება, გაუფერულება და მსგავსი მანიპულაციები.მე არ ვთვლი, რომ ვინმემ ჩემზე გავლენა მოახდინა, მირჩევნია სხვას მივანდო ამის განსაზღვრა. მე აღტაცებული ვიყავი უამრავი ფოტოგრაფით, მაგრამ საბოლოოდ ჩემი საკუთარი შეხედულებებით მივიწევდი წინ.
თქვენმა ოჯახმა და აღზრდამ იქონია თქვენზე გავლენა, რომ მხატვარი გამხდარიყავით?
დედაჩემი ფიქრობდა, რომ მე რაბინი გავხდებოდი. „თუნცა ვინ იცის?“ - ამბობდა ხოლმე ის. მამაჩემი თვლიდა, რომ ფოტოგრაფია არ შემდგარი ადამიანების საქმე იყო. ჩემი ოჯახი ძალიან უკმაყოფილო იყო ჩემი არჩევნით და ამას ძალიან განიცდიდნენ. ეს ის ნამდვილად არ იყო, რაც მათ ჩემთვის უნდოდათ, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამას წვრილმანებში ჩავუღრმავდე.
ფოტოგრაფიის დაწყების შემდეგ, ხატვას ისევ აგრძელებდით?
დიახ და დღემდე ასეა. მე სოლ ლეიტერის ყველაზე დიდი კოლექცია მაქვს მსოფლიოში, რამდენიმე ათასი ნამუშევარი. ბევრ მათგანზე ისევ საჭიროა მუშაობა. კიდევ ათი წელი დამჭირდება, ალბათ, მათ დასასრულებლად. (იცინის)
რა იყო ყველაზე დიდი სირთულე საკუთარი სტილის ჩამოყალიბებისას?
ეს არ იყო სირთულე, სტილი, თუკი ასეთი მაქვს, ეს იყო ფოტოგრაფიაში მუშაობის შედეგი. სირთულეებში არ ჩავძირულვარ.
მრავალი წლის მანძილზე, თქვენ მოდას იღებდით ისეთი ჟურნალებისთვის, როგორებიცაა Esquire და Harper’s Bazaar. მოგწონდათ ამ ჟანრში მუშაობა?
ხანადახან ძალიან, ზოგჯერ, კი იმდენად არა. ვთვლი, რომ მოდის ფოტოგრაფირებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფოტოგრაფიის ისტორიაში. ის ჩემი შემოსავლის წყარო იყო - მე უნდა გადამეხადა ელექტრო ენერგიის გადასახადი, ბინის ქირა და საკვებისთვისაც მჭირდებოდა ფული.
შეძელით თქვენი ხედვა მოდის ფოტოგრაფიაშიც გამოგევლინათ?
ვფიქრობ, რომ კი. ჩემთვის კავშირი ჩემი მოდის ფოტოგრაფიასა და პირად ნამუშევრებს შორის აშკარაა.
მეორეს მხრივ, თქვენმა მოდის ფოტოგრაფიამ თუ მოახდინა გავლენა პირად ნამუშევრებზე?
საოცარია, მაგრამ კი. მოდის ფოტოგრაფია ხშირად მაძლევდა იდეებს პირადი სამუშაოსთვის. ხან მივყვებოდი ამ იდეებს , ხან, კი არა.
რატომ გადაწყვიტეთ ქუჩის ფოტოგრაფია ფერადად გადაგეღოთ და არა შავ-თეთრად, როგორც ამას ფოტოგრაფთა უდიდესი ნაწილი აკეთებს?
იმას არასოდეს შევუფერხებივარ, რომ ამას სხვებისგან განსხვავებულად ვაკეთებდი.
ფერი თქვენი ესთეტიკის მთავარი ნაწილია, იმდენადაც, კი, რომ მგონია, რომ სხვა ელემენტებს ჩრდილავს, თუნდაც ადამიანებს. თქვენ ფოტოებზე ისინი ხშირად ჩამოჭრილი დანაწევრებული და ერთმანეთისგან იზოლირებულები არიან. თქვენთვის ურბანული გარემო, რაღაც ფორმით, გაუცხოებული, იზოლირებული ორგანიზმი ხომ არ არის?
არასოდეს ჩამითვლია ურბანული გარემო იზოლირებულად. მსგავსი მსჯელობები სხვისთვის დამითმია. სრულიად შესაძლებელია, რომ ჩემი შემოქმედება არის სილამაზის ძიება ყველაზე პროზაულ და ორდინალურ ადგილებში. აუცილებელი არ არის , რომ სადღაც შორეულ ოცნების ქვეყანაში იყო, იმისთვის , რომ სილამაზე იპოვო. ვხედავ, რომ სილამაზის ძიება დიდად პოპულარული არ არის დღეს. აგონია, სიღარიბე, უბედურება - მხოლოდ ეს გახდა ყურადღების ღირსი.
თქვენი ფოტოები ჰარმონიულიც არის და დისონანსურიც. ამას აცნობიერებდით, როცა ღილაკს აჭერდით, თუ ეს უფრო ინსტიქტური და ინტუიციური პასუხია ქალაქის ვიზუალურ სტიმულზე?
არასოდეს ჩამითვლია, რომ ჩემი ფოტოები დისონანსურია.
მართალი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ თქვენ უფრო მეტად ნიუ იორკის მაცხოვრებელთა ხასიათი გაინტერესებთ, ვიდრე მისი არქიტექტურა?
მე არ ვიღებ ადამიანებს, როგორც ნიუ იორკის ურბანული ცხოვრების მაგალითებს. მე არ მაქვს ფილოსოფია. მე მაქვს კამერა. მე ვიხედები მასში და ვიღებ ფოტოებს. ჩემი სურათები იმის მხოლოდ მცირე ნაწილია, რასაც ვხედავ და ვთვლი, რომ შეიძლება გადაღებულ იქნეს. ეს უსაზღვრო შესაძლებლობების ფრაგმენტებია.
როგორ დაახასიათებთ თქვენი ფერადი ნამუშევრების ემოციურ ტონს?
უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ფერადი ნამუშევრების ემოციურ ტონზე ფიქრისათვის, ხუთი წამიც, კი არასოდეს დამითმია. თუმცა, მესმის, რომ ადამიანები ამას სხვადასხვანაირად აღიქვამენ.
ბევრ თქვენ სურათს აქვს შეკუმშული სივრცითი პერსპექტივა. ეს იმიტომ, რომ ტელეფოტო ლინზას იყენებთ?
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლინზა მომწონდა. მიყვარს ტელეფოტო და ასევე 50 მმ. ლინზა. ერთი პერიოდი 150 მმ. ლინზა მქონდა და ძალიან მომწონდა. მომწონდა , რასაც ვაკეთებდი, ბევრს ვექსპერიმენტობდი. ხანდახან ერთი რომელიმე ლინზით მიმუშავია, მაგრამ მინდოდა სულ სხვა მქონოდა. მგონი, პიკასომ ერთხელ თქვა, რომ ხატვისას უნდოდა მწვანე ფერი გამოეყენებინა, მაგრამ რადგან არ ქონდა წითელი გამოიყენა. სრულყოფილება არ არის ის, რაც მე მიყვარს. (იცინის) ცოტაოდენი არეულობა სასურველი ინგრედიენტია.
სიბრტყის ეფექტი თქვენს ნამუშევრებს კინემატოგრაფიულ შეგრძნებას მატებს, ეს თქვენ შეგნებულად გქონდათ ჩაფიქრებული?
მე არაფერს ვგეგმავ. როგორც წესი, მირჩევნია ვნახო. თუ გავლენაზე ვისაუბრებთ, ეს ნამდვილად იქნება იტალიური გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებული წიგნების კოლექცია ძველი, ცნობილი ფილმების კადრებზე. ვფიქრობ, რომ ამ წიგნებმა გარკვეული გავლენა მოახდინეს ჩემ ფოტოგრაფიაზე. მე უფრო ასეთი რამეები მხიბლავდა, ვიდრე სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრები.
საინტერესოა, რომ თქვენ ხშირად იყენებთ ვადაგასულ ფერად ფირებს არაპროგნოზირებადი ეფექტების მისაღებად. ციფრული ხანის დადგომით, მგონი, მთელი ეს სპონტანურობა და მოულოდნელობა ფოტოგრაფიიდან გაქრა. რას იტყვით ამაზე?
არ მინდა დავაკნინო დღევანდელი ფოტოგრაფიული სამუშაო. საკმაოდ ხშირად ვხედავ ისეთ რამეს, რაც მომწონს და აღტაცებას იწვევს. ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენელი თვლის, რომ წარსული უკეთესი იყო, ვიდრე ახლანდელია. მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. არ მინდა ერთ-ერთი ისეთი ადამიანი ვიყო, ვინც თვლის, რომ სამყაროს აღსასრული მოახლოვდა.
თქვენი ფოტოების უმრავლესობა ვერტილალური ფორმატისაა. შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს თქვენი საყვარელი პერსპექტივაა? არის ამაში სხვა ხიბლი, როცა დამთვალიერებლის თვალი ვერტიკალურად გადაადგილდება ფოტოზე და არა ჰორიზონტალურად?
უბრალოდ მისტერ ვერტიკალი (Mr. Vertical) დამიძახეთ.
ვერტიკალურ გამოსახულებას თავისი სიმსუბუქე აქვს, ჰორიზონტალურისაგან განსხვავებით, რომელსაც ვიზუალური თვალსაზრისით თავისი სიმძიმე აქვს. ვერტიკალური ფორმატი, რომელიც სიბრტყის ეფექტთან არის კომბინირებული იაპონური, ფერწერის გამოძახილი ხომ არ არის, სულ მცირე , სულიერად მაინც? ეს კიდევ ერთი შთაგონება ხომ არ იყო?
არ ვიცი, ეს რამდენად იყო გავლენა, მაგრამ მე მაქვს იაპონური ნამუშევრების კოლექცია, რომელიც ლონდონში, დილერთან შევიძინე. ასევე მაქვს წიგნების კოლექცია იაპონურ ხელოვნებაზე. მიყვარს იაპონური ხელოვნების მთელი სამყარო. მიყვარს ოგატა კორინის და ტავარაია სოტაცუს ხელოვნება.
არსებობს რაიმე ფილოსოფია ან შეხედულება, რომელსაც მიმართავთ თქვენს ნამუშევრებში?
არ მიცდია მიმემართა რაიმე სახის ფილოსოფიისთვის, რადგან მე არ ვარ ფილოსოფოსი, მე ფოტოგრაფი ვარ. სულ ეს არის.
ვიცი, რომ დიდი ხნის მანძილზე, თქვენი ფოტოგრაფია საზოგადოებისთვის უცნობი იყო. რატომ?
რაღაც პერიოდი შევეცადე ადამიანები ჩემი ნამუშევრებით დამეინტერესებინა, მაგრამ ამაოდ. ხანდახან მე ვთავაზობდი ვიღაცას ჩემი ნეგატივის ანაბეჭდს და მას წაღება ავიწყდებოდა. რამდენჯერმე მიმიწვიეს, რომ ჩემი ნამუშევრები მეჩვენებინა, მაგრამ მე არასოდეს გამიხსნია ის წერილები, რომლებიც თუკი უკან მოვიხედავდი, ვთვლიდი, რომ არც ისე კარგი წინსვლა იქნებოდა კარიერაში.
საბოლოოდ, რამ შთაგაგონათ, რომ ისინი სხვებისთვის გაგეზიარებინათ?
მარტინ ჰარისონი(ხელოვნების ისტორიკოსი, მწერალი და “Early Color”-ს ფოტო რედაქტორი) აღტაცებული იყო მათით. ერთ დღეს მან თავისთან დამიბარა. მან ილფორდით გადამიხადა რამდენიმე ჩემს ნამუშევარში. ის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ცდილობდა, რომ ადამიანები ჩემი შემოქმედებით დაეენტერესებინა. ჩვენ დავმეგობრდით. მე მასთან ვალში ვარ. შემდეგ ჯეინ ლივინგსტონმა, წიგნში “New York School” შეიტანა ჩემი სახელი. შემდეგ, კი ჰოვარდ გრინბერგის გალერეაში შევიჭერი.მოგვიანებით, მარტინმა დაარწმუნა „სტეიდლი“ (Steidl) რომ გამოექვეყნებინა ჩემი ადრეული ფერადი ნამუშევრების წიგნი, რომელიც ვთვლი, რომ კარგად მიიღო საზოგადაებამ. მარტინი მალე მუშაობას იწყებს ჩემი შავ-თეთრი ფოტოების წიგნზე.
თვლით, რომ ფერი უფრო ახლობელი იყო თქვენთვის, ვიდრე შავ-თეთრი?
დღეს ადამიანები მე უფრო მეტად ჩემი ფერადი ნამუშევრებისთვის მიცნობენ, ვიდრე შავ-თეთრისთვის. მესმის, რომ ბევრი ფერადს ამჯობინებს, მაგრამ როცა შავ-თეთრი ფოტოების წიგნი გამოვა, ვნახოთ. ფერად ფოტოგრაფიაში სხვა ემოციაა. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შავ-თეთრი ფოტოები მათზე ნაკლებია. მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ. ჯერ მეც არ ვიცი ჩემი საკუთარი ნამუშევრები.
კი, ზოგჯერ ფერადს, მაგრამ ძირითადად შავ-თეთრს. მე პატარა ციფრულ აპარატებს ვიყენებ, რადგან მოხუცი და სუსტი ვარ. (იცინის)
გრძნობთ, რომ კიდევ არის რამე ახალი, რაც გინდათ გააკეთოდ?
არა, მე ამოწურული და დასრულებული ვარ, მაგრამ გადაღებას მაინც ვაგრძელებ.(იცინის) მე ისევ ვაკეთებ ყველაფერს, რასაც აქამდე ვაკეთებდი ამა თუ იმ ფორმით.
უფრო გაადვილდა თუ გართულდა თქვენთვის დამაჯერებელი გამოსახულებების შექმნა?
ეს ძალიან ადვილია. მე არ დამვიწყებია, როგორ უნდა გადავიღო სურათი.
როგორ შეეგუეთ ახლად შეძენილ პოპულარობას?
მე არ ჩავძირულვარ თვითკმაყოფილებაში. როცა ვივალდის ან იაპონურ მუსიკას ვუსმენ ან დილის სამ საათზე სპაგეტის ვაკეთებ, თუკი მისთვის საჭირო სოუსი არ მაქვს, პოპულარობა არაფერში მშველის. თან არც ნარცისიზმის ნიჭი მაქვს, სხვაგვარად, რომ ვთქვათ, სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარი არ არის. (იცინის) | 2019-03-18 19:21:19 | http://fotoinfos.blogspot.com/2012/01/saul-leiter-quiet-iconoclast.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201672.12/warc/CC-MAIN-20190318191656-20190318212759-00001.warc.gz | 26,911 | 79,657,286 |
ევროვიზიის ქართული ისტორია - საქართველო და ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი
„შენი ხმა“- თამარ ედილაშვილი სტუმრად #ახალდღეში
საბავშვო ევროვიზიის მონაწილე და პროექტ „რანინას“ გამარჯვებული თამარ ედილაშვილი სტუმრად #ახალდღეში
პოლონეთის წარმომადგენელი საბავშვო ევროვიზია 2018-ის გამარჯვებულია
„დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი ხმა მაინც მომცა“ - თამარ ედილაშვილის პირველი კომენტარი საბავშვო ევროვიზიის კონკურსის შემდეგ [ვიდეო]
თამარ ედილაშვილის გამოსვლა საბავშვო ევროვიზია 2018-ის კონკურსზე [ვიდეო]
საბავშვო ევროვიზია 2018-ის მასშტაბური შოუ დაიწყო
თამარ ედილაშვილი საბავშვო ევროვიზია 2018-ის კონკურსზე გამოსასვლელად ემზადება [ვიდეო]
საბავშვო ევროვიზიის ფინალი დღეს გაიმართება
საბავშვო ევროვიზია 2018-ის ფინალური შოუ დღეს გაიმართება - პირდაპირი ტრანსლაცია პირველ არხზე 19:00 საათზე დაიწყება
საბავშვო ევროვიზია 2018-ის გენერალური რეპეტიცია დასრულდა
მინსკის არენაზე „საბავშვო ევროვიზია 2018“-ის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს [ფოტო]
საბავშვო ევროვიზია 2018-ის გენერალური რეპეტიცია იწყება - რეპორტაჟი მინსკიდან
„საბავშვო ევროვიზია 2018“-ის გენერალური რეპეტიცია დღეს გაიმართება
საბავშვო ევროვიზია 2018-ის სამზადისი - რეპორტაჟი მინსკიდან
საბავშვო ევროვიზია 2018-ის სამზადისი გადამწყვეტ ეტაპზეა - ჩართვა მინსკიდან
2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა გრანდიოზული შოუს დაწყებამდე გაგრძელდება - ხმის მიცემის ვიდეოინსტრუქცია
2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო - ვიდეოინსტრუქცია
მინსკის არენაზე „საბავშვო ევროვიზია 2018“-ის გახსნის ცერემონიის რეპეტიცია მიმდინარეობს [ვიდეო] | 2019-10-16 21:57:39 | https://1tv.ge/news_tag/tamar-edilashvili/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986670928.29/warc/CC-MAIN-20191016213112-20191017000612-00322.warc.gz | 9,478 | 353,365,876 |
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სტიქიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისა და სტიქიური რისკების შეფასების პროექტი 2019 წელს დაიწყება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს 2018 წელს მოეწერა ხელი და ის „მწვანე კლიმატის ფონდის“ მიერ არის დაფინანსებული.
„დაინერგება ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემა და მოხდება მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება. ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზირება და სტიქიური პროცესების შესახებ გაფრთხილებები უფრო მაღალი სიზუსტით მომზადდეს.
შეიქმნება დასავლეთ საქართველოს გეოლოგიური ჯგუფი, ბუნებრივი სტიქიური პროცესების განვითარების შემთხვევაში, სპეციალისტები დასავლეთ საქართველოს რეგიონში სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების ოპერატიულად შესწავლას სტიქიური პროცესების დადგენას და შესაბამის რეკომენდაციებს ადგილზე გასცემენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. | 2019-03-19 15:54:52 | https://www.interpressnews.ge/ka/article/536043-levan-davitashvilis-gancxadebit-stikiuri-movlenebis-adreuli-gaprtxilebis-sistemebis-shekmnisa-da-riskebis-shepasebis-proekti-2019-cels-daicqeba/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201996.61/warc/CC-MAIN-20190319143502-20190319165502-00507.warc.gz | 8,865 | 811,530,523 |
"ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი მაურიციო სარი უახლოეს მომავალში "ჩელსის" თავკაცი გახდება. როგორც Sky Sports-ი იუწყება, მხარეები უკვე შეთანხმდნენ კონტრაქტზე და ასევე ცნობილი ხდება, რომ სარის თანაშემწე ჯანფრანკო ძოლა იქნება. აღნიშნულ თანამდებობაზე მაურიციო ანტონიო კონტეს ჩაანაცვლებს.
იტალიელი "ნაპოლის" 2015 წლიდან წვრთნიდა და მისმა გუნდმა 148 მატჩიდან 98 მოიგო და 25 ფრედ დაასრულა. ნეაპოლელები სარის მეთაურობით იტალიის ჩემპიონატში ორჯერ მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო ერთხელ - მესამეზე. | 2019-03-23 22:37:32 | https://www.worldsport.ge/ge/page/170288_sari-chelsis-sheutanxmda | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203093.63/warc/CC-MAIN-20190323221914-20190324003914-00358.warc.gz | 8,597 | 955,280,958 |
“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი
17 ივნ 2016 2 Comments
in არგენტინული, იაპონური, ლიტერატურა, შვედური, ჩინური ტეგები:ადამიანი-ყუთი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ეშმაკის დორბლი, კობო აბე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პერ ლაგერკვისტი, სიბილა, შან სა, ციური მშვიდობის კარიბჭე, ხულიო კორტასარი
ჩე გევარა – მოტოციკლისტის დღიური
14 ივნ 2013 5 Comments
in არგენტინული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მოტოციკლისტის დღიური, ჩე გევარა
ჯეკ კერუაკის ორი მოგზაურობის შემდეგ ერნესტო ჩე გევარას მოგზაურობას გულგრილად ვერ ჩავუვლიდი. ამიტომ სასწრაფოდ “დავავლე ხელი ზურგჩანთას და გზას გავუდექი”, ამჯერად ლათინური ამერიკის მიმართულებით.
თუ ელით რომ ჩე მორიგ რევოლუციაში მონაწილეობის მისაღებად გვეპატიჟება, ძალიან ცდებით. ის ამ წიგნის ფურცლებზე ჩე არც არის – სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარაა და ალბერტო გრანადოსთან ერთად სამოგზაუროდ მიდის. გზად რა არ გადახდებათ – ჯერ “მოხუცი” მოტოციკლი “გარდაეცვლებათ”, შემდეგ სხვადასხვა ტრანსპორტით აგრძელებენ გზას, სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენენ თავს და ხან ჩილეს მიადგებიან, ხანაც – პერუს და ა.შ. More | 2019-12-08 04:06:26 | https://kejeradze.wordpress.com/category/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98/ | crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540504338.31/warc/CC-MAIN-20191208021121-20191208045121-00247.warc.gz | 21,036 | 415,374,677 |
„ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რომელიც კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული და ბატონმა ლევან დავითაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა გახარიამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კახეთში ინდუსტრიულად გადამუშავებულია 80 ათასამდე ტონა ყურძენი. წელს რეგიონში 200-250 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. | 2019-10-15 01:01:29 | https://reginfo.ge/economic/item/16801-mosavali-droulad-unda-dabinavdes-%E2%80%93-giorgi-gaxaria-rtvelze | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655735.13/warc/CC-MAIN-20191015005905-20191015033405-00317.warc.gz | 15,295 | 619,640,368 |
2018 წლის 20 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ღია კარის დღეს უმასპინძლებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფრომაციით, სამინისტროს თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ეწვევიან. ღია კარის ფარგლებში საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად გახსნის სპეციალურ ინსტალაციას 100, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით შენობის მთავარ შესასვლელში განთავსდება.
ღია კარის დღეების მიზანია სკოლის მოსწავლეებში პროფესია დიპლომატის შესახებ ცნობადობის ამაღლება. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა სტუმრებს გააცნობენ სამინისტროს საქმიანობას და ქართული დიპლომატიის ისტორიას.აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით სამინისტრო ღია კარის დღეს რამდენჯერმე უმასპინძლებს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კი 26 მაისამდე გაიმართება არაერთი შემეცნებითი ღონისძიება.
გვესაუბრება ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე _ ბატონო სოსო, დიდი ხანია საქართველოს პოლიტიკურ წრეებში და ქართულ მედიაში აქტიურად საუბრობენ ე.წ. რუსულ აგენტურაზე. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გამოვიცნოთ რუსეთის აგენტი?
_ ეს მარტივია, რადგან რუსეთის სახელმწიფო კაპიტალით დაფუძნებული უამრავი კომპანია საქართველოში აბსოლუტურად ლეგალურად მუშაობს. მაგალითად, მთელი ენერტეგიკის სექტორი, რაოეესი, ენერგო-პრო, ფეროშენადნობთა ქარხანა, ჭიათურმანგანუმი და ა. შ. ვი-თი-ბი ბანკი, თბილისის წყალი და მრავალი სხვა სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტი, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო კაპიტალით არიან დაფუძნებული. მათ უკან ბუნებრივია, რუსეთის სახელმწიფო ინტერესები დგას.
ცალკე კვლევის საგანია, რა ბიზნესწილები და რა კავშირები აქვთ რუსეთთან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ვთქვათ, ძმებ ბეჟუაშვილებს, ან გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში. თუმცა ის დღეს პოზიციონირებს, როგორც რუსეთის სასტიკი მოწინააღმდეგე. ასევე იქცევიან მთელი რიგი ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც უკომპრომისო კრიტიკოსები, მეტიც, თითქოსდა, მტრები არიან რუსეთის, ახლოით განჩხრეკისას კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი სწორედაც რუსეთში არსებული ბიზნესებით საზრდოობენ.
ახლა მომაგონდა ვინმე მამუკა გამყრელიძე, რომელსაც, აღმოჩნდა, რომ დიდი ბიზნესები აქვს რუსეთში. თუ გახსოვთ, ამ ადამიანს შოუ მიჰყავდა "რუსთავი 2"-ზე. ისიც გამწარებული აგინებს რუსებს. გაიძახის, რომ რუსეთში არის ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ყველაფერი კონტროლდება, მათ შორის ბიზნესი. მაგრამ თვით გამყრელიძის ბიზნესი რატომ არ კონტროლდება და არ იზღუდება, ამაზე რა პასუხი აქვს, ძალიან საინტერესოა. უამრავი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება.
_ გასაგებია, მაგრამ პოლიტიკოსებში ცოტა ძნელია, ალბათ, რუსეთის აგენტების ამოცნობა.
_ გაგიკვირდებათ და, ესეც მარტივი რამ გახლავთ. საკითხში უკეთ გასარკვევად, მოდით, ჯერ განვიხილოთ, რა ინტერესები გვაქვს რუსეთთან მიმართებით. ეს ინტერესი, პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების პრობლემას ითვალისწინებს, რომელსაც რუსეთთან დიალოგის გარეშე ვერ გადაწყვეტ. უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელობის საკითხები ვერ დარეგულირდება, თუ ამ სუპერძალებთან ურთიერთობა არ მოაწესრიგე.
რუსეთს რომ სურდეს, საქართველოში შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც შეძლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ამას მოახერხებდა, რაც ნიშნავს, რომ მას ეს არ აწყობს.
გამოდის, რომ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან პირიპირ დიალოგს ეწინააღმდეგებიან, რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან. არიან კიდევ სხვა გარე ძალები, რომლებსაც არ სურთ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დარეგულირება. მთავარი და უმთავრესი მათ შორის გახლავთ სომხეთი, რადგან მას შავი ზღვის აკვატორიაში აფხაზეთზე აქვს პრეტენზია. თუ აფხაზეთში ლტოლვილები დაბრუნდებიან და ეს პრობლემა მოწესრიგდება, იგივე უნდა მოხდეს ყარაბაღშიც. იგივე სურს ამერიკას, რომელიც დაინტერესებულია, რომ ნებისმიერი დავის დროს, რომელიც ევრაზიაში მიმდინარეობს, არბიტრის როლი ითამაშოს, რითაც შექმნას ე.წ. ანაკონდას რკალი რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ.
საქართველო ერთ-ერთი შუამდებარე ტერიტორიაა, რომელზე დომინირებაც განსაზღვრავს "ანაკონდას რკალის" ეფექტურობას. საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკება და ჩვენი ინტერესების განხორციელება კატეგორიულად არ აწყობს შეერთებულ შტატებს. სომხური ლობი რუსეთში და სომხური ლობი ამერიკაში სარგებლობენ ამ ინტერესთა დამთხვევით და ე.წ. ლიბერალური ფლანგის მეშვეობით რუსეთში წარმატებით ახორციელებენ თავიანთ მიზნებს. თუმცა, გარწმუნებთ, ეს დიდხანს არ გასტანს. ლიბერალური პროექტის ნგრევასთან რუსეთში და ამ პროექტის დომინირების დაცემასთან ერთად ამერიკაში, გეოპოლიტიკური ბრძოლა სულ სხვა ჭრილში გადავა.
რუსეთში ლავროვი, მედვედევი, მაგამედოვების კლანი ამ დესტაბილიზაციით იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ, სავარაუდოდ, რუსეთში დიდი წმენდაა მოსალოდნელი, რითაც შანსი ჩნდება მოლაპარაკებების ფანჯარა გაიხსნას და ამ უსასრულო წკვარამიდან გამოვიდეთ.
ვინც ყველაზე მეტს ყვირის, იგინება, იფურთხება და უარყოფს რუსეთს, არის რუსეთის ნებსითი თუ უნებლიე აგენტი. მათი მიზანია, იქამდე მიიყვანონ მდგომარეობა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ნგრევა გამოიწვიონ. ესენი არიან ანტიქართული და აგრესიული რუსული ძალების პირდაპირი აგენტები.
_ ე.ი. სააკაშვილი, ბოკერია და სხვანი და სხვანი, ვინც რუსეთს ლანძღავდნენ და ლანძღავენ, სხვა მანიშნებლებთან ერთად რუსეთის აგენტები გამოდიან?
_ გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი დინამიკა ტრანსნაციონალური, გლობალისტური ძალების საკმაოდ საშიში ფრთაა, რომლის ხელმძღვანელადაც სოროსს მოიხსენიებენ, მაგრამ ნაციონალურ სახელმწიფოებთან ბრძოლაში ეს გაცილებით ფართო ცნებაა.
შესაბამისად, რუსეთის ლიბერალური ფრთის ანარეკლი სწორედ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგას გვირგვინივით. თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. ისინი თუ "რუსეთის აგენტები" იყვნენ, გამოდის, რომ შესაბამისი დასავლური და ამერიკული ძალების აგენტებიც ყოფილან და ეს, პრინციპში, ლოგიკური ამბავია.
გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილის გაპრეზიდენტებისას ბორის ივანოვი რომ ჩამოვიდა და სააკაშვილს ხელი აუწია. ივანოვი სწორედ იმ ლიბერალური ძალების წარმომადგენელი იყო. სააკაშვილი, მისი ამფსონები და ივანოვი ერთი მიმართულების ხალხი იყვნენ და არიან.
_ ბარემ ესეც ვთქვათ, რას აკეთებს აგენტი, რა არის მისი დანიშნულება და მოქმედების ტაქტიკა?
_ რიტორიკული კითხვაა. ვინც ზემოთ ვახსენე, ისინი ლანძღავენ რუსეთს, ხოლო უბრალო ადამიანს, რომელიც ქვეყნის სიყვარულის გამო რუსეთის ლანძღვას მოერიდება და მოლაპარაკების მომხრეა, აგენტის ეძახიან. აგენტურა, როგორც წესი, სხვადასხვა ხერხით მუშაობს. აგენტის ჩანერგვის ერთ-ერთი ხერხი ასეთია: პირს მიაკრავენ ვითოდა დასავლური ორიენტაციის იარლიყს და ევროპა-ამერიკის გავლით უშვებენ სამუშაოდ, ვითომ დასავლეთის მომხრეა, სინამდვილეში კი რუსეთიდანაა შემოგზავნილი. ასეთი იყო ჩვენი წინა მთავრობა და მისი წარმომადგენლები სააკაშვილის მეთაურობით.
ახლა რუსეთში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება. დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ დიდი კრისტალიზაციის მოწმენი გავხდებით. დაიწყება დიდი წმენდა, რაზეც ზემოთაც გითხარით. განსაკუთრებით ლიბერალურ ფლანგს შეავიწროვებენ მნიშვნელოვნად. მოკლედ, საინტერესო პროცესები იწყება რუსეთში, თუმცა ჩვენთან ამაზე ნაკლებს ლაპარაკობენ. ისევ ძმებ მაგომედოვებს მივუბრუნდები. ისინი დაღესტნელი ტატები (ებრაელები) არიან.
მედვედევის პრეზიდენტობის დროს მათი გავლენები გაიზარდა. ისინი წამყვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდნენ. ნოვოროსიისკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტი, ტამანის პორტი და ა.შ. მათ ხელში იყო. ისინი ცდილობდნენ კონტროლი აეღოთ ხორბლის ექსპორტზე, როსნეფტში ნახევარ წილებს ფლობდნენ და ა. შ.
მაგომედოვებთან ერთად მედვედევისა და დვორკოვიჩის სახელებსაც გავიხსენებ და გეტყვით, რომ ამ კლანების ჩამოცილების პროცესი მინდინარეობს დღეს რუსეთში. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია და თუ ეს პოლიტიკა ვლადიმირ პუტინმა წარმატებით დაასრულა, მისი საბოლოო წარმატება გარდაუვალია. გლობალურ პოლიტიკას რომ გადავხედოთ, ჩინეთის გარეშე პოლიტიკური პროცესების განხილვა აბსურდია და რაც ხდება რუსეთში, ყველაფერი უნდა გავნიხილოთ ჩინეთის გლობალური ინტერესების ჭრილში.
ჩინეთის მთავარი გასასვლელი სამხრეთ ჩინური ზღვაა, სადაც აშშ-ის, ტაივანისა და იაპონიის რკალია. აშშ-ი თავის მხრივ ცდილობს დარჩეს დომინანტ ძალად წყნარი ოკეანის რეგიონში, რის გამოც არ აქვს სახარბიელო დამოკიდებულება ჩინეთთან. ჩინეთს სახმელეთო სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს ე.წ. აბრეშუმის გზის პროექტში.
რუსეთი, როგორც ევრაზიის ცენტრი, ცდილობს იყოს ჩინეთის როგორც მაკონტროლებელი, ასევე მისი თანაბარი პარტნიორიც და ის ამბიციური პროექტიც, რაც პუტინმა წამოაყენა _ 75 მლრდ რუბლის დახარჯვა ინფრასტრუქტურაში, რომელიც ტვირთების გადაზიდვის დროს ოპტიმიზაციას და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის გზის ამ მიმართულებით გამოყენებას გულისხმობს, სწორედ ამის დასტურია.
_ საქართველო სად არის აქ?
_ წარმოიდგინეთ, რომ აქ საქართველოს ადგილი, თუმცა მოკრძალებული, მაგრამ მაინც არის. ჩინეთი ანაკლიის საზღვაო პორტით არის დაინტერესებული. კერძოდ იმით, თუ რომელი მხარე გააკონტროლებს ამ პორტს. ცხადია, აშშ-ი ამის პირველი მოსურნეა, მაგრამ ჩინური ინტერესებიც დიდია ამ საქმეში.
ის, რომ ენერგომატარებლების საქართველოზე გაყვანის გზით, იგივე შაჰდენიზის პროექტით, ბაქო-ჯეიჰანით და სხვ. რუსეთისთვის რომ ზიანი მიგვეყენებინა და გეოპოლიტიკურ თამაშებს მიღმა დაგვეტოვებინა, ფაქტობრივად, მივაღწიეთ ამას და საქართველოზე გადიოდა ეს ხაზები, მაგრამ, სამაგიეროდ, ქვეყანა დაიყო სამ ნაწილად. ისე მოგვივიდა, "გააქეზეს მურია და შეაჭამეს მგელსო". სანაცვლოდ მივიღეთ 60 მლნ დოლარი წლიური შემოსავალი, ეს მაშინ, როცა საქართველო დღემდე ატარებს მსოფლიო ნავთობის 2%-მდე.
ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა იცლება, ლიბერალური მთავრობები ერთმანეთს ცვლიან, ანტიეროვნული პოლიტიკა მძვინვარებს, როგორც აწყობდა ტრანსნაციონალურ კორპორაციებს და უმძიმეს დაპირისპირებაში ვართ რუსეთის ფედერაციასთან.
_ ე.ი. მოლაპარაკება ამ ეტაპზე შეუძლებელია?
_ ტყუილია ის, რომ საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკება არ შეუძლია. რუსეთი, თურქეთი და ირანი გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ. პროექტს დიდი ქურთისტანის შექმნის და ახლო აღმოსავლეთის აღრევისას, რაც იყო აშშ-ის ინტერესებში, დაუპირისპირდა სამი რეგიონული სუპერძალის პრინციპს _ თურქულ-რუსულ-ირანულ ალიანსს.
ამერიკა-ისრაელი, შესაბამისად, კვებავდა ქურთულ სეპარატიზმს. ეს ვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს ბედთან, რადგან რუსულ-თურქული კავშირი, ის, რაზეც ლაპარაკობენ დღეს პუტინი და ერდოღანი, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოსთან. სამწუხაროდ, ადვილი მოსალოდნელია, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებამ სამხრეთ კავკასიაში გადმოინაცვლოს. სამხრეთ კავკასია, რომელიც, ბედად, ჯერჯერობით, არ არის სამხედრო დაპირისპირების არეალი, არის ვაჭრობის საგანი _ რუსეთისთვის გეოპოლიტიკური და ინფორმაციულ-პოლიტიკური პირობების შექმნის თვალსაზრისით.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ შეეცდება სამხედრო-პოლიტიკური მეთოდებით საქართველოს საკითხის გადაწყვეტას და ამით ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემას ვითომდა მოხსნას, ის აღმოჩნდება სრული იდეოლოგიური ბანკროტი მსოფლიოს თვალში. სწორედ ამიტომ, რუსეთს არ აწყობს საქართველოში საკუთარი ინტერესების გამომხატველი ხელისუფლების _ ქართული პოლიტიკური სუბსტრატის არსებობა. ასევე არ აწყობს ეს დასავლეთსაც.
შესაბამისად, ნგრევის პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, აბსოლუტურად ლოგიკურია. რუსეთი და თურქეთი საოცარი ინტენსივობით ხვდებიან ერთმანეთს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორ გადაინაწილონ სამხრეთ კავკასია, ხოლო ჩვენი ე.წ. ექსპერტების დიდი ნაწილი გვარწმუნებს, რომ რაკიღა რუსეთს ვებრძვით, თურქეთი ჩვენი მეგობარია… ამ ვითარებაში მოლაპარაკებების ეფექტურობა, ჯერჯერობით, არარეალურად მეჩვენება.
პრეზიდენტის განცხადებით, ნატოს წევრობა ქართველი ხალხის ნათელი არჩევანია. ამ გზაზე საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა, შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველა სტრუქტურა სრული მობილიზაციითა და მიზნის მნიშვნელობის სრული გააზრებით მუშაობს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნატოსთან მიმართებაში საქართველოს პასუხისმგებლიანი პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორებით და გადაწყვეტილებებით. საქართველოს მტკიცე მონაწილეობა ნატოს მშვიდობისმყოფელ მისიებში მნიშვნელოვნადაა დაფასებული ჩვენი პარტნიორების მიერ. ნათლადაა დაფიქსირებული საქართველოს მზაობა ჩაერთოს ნატოს ფორმატებში, სადაც საქართველოს როლი უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. "არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს წევრობის პარალელურად საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების დისკუსიებში ადეკვატურია და საქართველო მზად არის ამ თვალსაზრისითაც შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც უფრო სტაბილურ და დაცულ რეგიონს და სამყაროს მოგვცემს. წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელია, ჩვენ ველით და ვემზადებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამიტისთვის და გვაქვს იმედი, რომ საქართველოს საკითხი იქნება შესაბამისად წარმოდგენილი. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიზნისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარეობს საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომი ნატოს და ზოგადად, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენგან კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას და პასუხის გაცემას მოითხოვს. "ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელშიც არა მარტო საქართველოა, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებიც. ჩვენ ყველა ვერთიანდებით იმ მიზნის ირგვლივ, რომ საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულები გავხადოთ იმ სიმართლის, ჭეშმარიტების თაობაზე, რომელსაც ჩვენ ამ ღირებულებებით გაერთიანებული ქართველებიც და ნატოს ჩვენი პარტნიორებიც ვემსახურებით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ხანდახან მეჩვენება, რომ ჩვენი საზოგადოება ზედმეტად ინერტული გახდა და ისეთ საკითხებზეც კი ნაკლებად რეაგირებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის და იმ სახელმწიფოსთვის, რომელშიც ცხოვრობს.
ეს რომ არ იყოს, დღეს საზოგადოების აქტიური მონაწილეობით გაცხოველებული სჯა-ბაასი და დებატები უნდა მიმდინარეობდეს იმის გარშემო, რომელსაც მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა ჰქვია.
მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და ჩემთან ერთად ძალიან ბევრი, წლებია, ველოდებით ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას საქართველოს მხრიდან.
ასე რომ, ეს ინიციატივა არ არის მხოლოდ მთავრობის ინიციატივა, ის საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის სურვილს და მისწრაფებას გამოხატავს, რომლებიც თვლიან, რომ პირველი ნაბიჯები ჩვენი ძმებისკენ, აფხაზებისა და ოსებისკენ, სწორედ ჩვენ, ქართველებმა, უნდა გადავდგათ, რადგან მთავარი პასუხისმგებლობა ყველაფრის გამო, რაც ქართულ სახელმწიფოში ხდება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, ქართველებს ,გვაკისრია.
"ეს არის სამშვიდობო ინიციატივა _ "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.
ეს არის კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, აუცილებლად გაგრძელდება. მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, ეს არის ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ გამოწვევებს და, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის გააქტიურებას~, _ განაცხადა ამ ინიციატივის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს მის მიერ გადადგმული ნაბიჯები უაღრესად საინტერესო, თამამი და პრაგმატული ხასიათისაა, დაწყებული მისი ცნობილი მიმართვიდან რუსეთის ხელისუფლებისადმი და დამთავრებული ამ ბოლო ინიციატივით. რამდენი არ უნდა ამტკიცოს ოპოზიციამ, რამდენი გმირულ-ჰეროიკული შინაარსის განცხადებებიც არ უნდა აკეთონ ფსევდო-პატრიოტებმა, რა ხმაურიც არ უნდა ატეხონ ავანტურისტებმა და პროვოკატორებმა, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის ტექსტი რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით არის ნასაზრდოები და მასში არაფერი არ არის ისეთი, რამაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას რაიმე სახის ზიანი მოუტანოს.
პირიქით, ეს მიმართვა არის ერთგვარი გარღვევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, რომლის გაკეთებასაც საკმაოდ დიდი გამბედაობა და პოლიტიკური სიმამაცე სჭირდებოდა.
ეს მიმართვა რომ არა, ალბათ, არ იქნებოდა მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივაც, რომელიც სრულიად უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისათვის არა მარტო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებლად, არამედ ქართველ თანამემამულეებთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად, რომელიც აუცილებელია როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის, რომ ბოლოს და ბოლოს დნობა დაიწყოს ჩვენს შორის აღმართულმა იმ ყინულის ჯებირებმა, რომლებიც საშუალებას არ გვაძლევს ერთმანეთთან ახლოს მივიდეთ და ერთმანეთი ხელახლა ვიგრძნოთ.
ვინც აფხაზებთან და ოსებთან პირისპირ დალაპარაკებას დაუშვებლად მიიჩნევს, ის შეურაცხყოფას აყენებს აფხაზებსა და ოსებს, ლახავს მათ ღირსებას და თავმოყვარეობას, რადგან ამით პირდაპირ მიანიშნებს, რომ ოსებთან და აფხაზებთან დიალოგს აზრი არ აქვს, რადგან მათ არავინ ეკითხება, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და რა გზას უნდა დაადგნენ.
საკითხისადმი ამგვარი მიდგომა, რა თქმა უნდა, შეცდომაა, არადა, იმდენი შეცდომები გვაქვს დაშვებული, ძველი შეცდომებისღვის კიდევ ახლის დამატება, ცხადია, არ ღირს.
ამ შეცდომებიდან ყველაზე მთავარი, ყველაზე საბედისწერო მაინც ის იყო, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა თავისუფლება მოვიპოვეთ, უცებ გაირკვა, რომ ეს თავისუფლება მხოლოდ ჩვენთვის გვინდოდა, ხოლო აფხაზებს და ოსებს, რომლებმაც რეფერენდუმზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, ისეთი ვერაფერი შევთავაზეთ, რაც მათ მონაწილეობას ახალი ტიპის საქართველოს მშენებლობაში განსაკუთრებულ ფუნქციას და მისიას შესძენდა.
რთული და ვრცელი თემაა ეს და მასზე საუბარს აქ ვერ გავაგრძელებ, თუმცა ვიტყვი ერთს: სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზების ძიება და ახალი ინიციატივების და იდეების შეთავაზება ოსთა და აფხაზთათვის, ცხადია, მისასალმებელია, მაგრამ არასაკმარისი.
სანამ ჩვენ, ქართველები, არ გავაკეთებთ მიუკერძოებელ, ობიექტურ ანალიზს იმისა, თუ რა მოხდა 90-იან წლებში, თუ გულწრფელად არ ვაღიარებთ და არ მოვინანიებთ ჩვენს წილ ცოდვებს და შეცდომებს, თუ ახალ პოლიტიკურ ენაზე არ ავმეტყველდებით, ყველა მცდელობა ფუჭად ჩაივლის. ჩვენ, ქართველები, აფხაზები, ოსები ერთმანეთში ვიწყებით და ერთმანეთში ვგრძელდებით, ამიტომაც დაპირისპირება ჩვენს შორის _ ეს არის დაპირისპირება საკუთარ თავთან, დაპირისპირება, რომელიც ძალიან ჰგავს თვითმკვლელობის მცდელობას.
ჩვენ ერთად უნდა გადავრჩეთ _ სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
სწორედ ეს ქვეტექსტი გასდევს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას ლაიტმოტივად.
სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.
"პირველი _ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.
მეორე _ ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში.
მესამე მიმართულებაა ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტერგაციის გზაზე, ხელმისაწვდომი გახდა _ ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა. შ.~ როგორც ხედავთ, სრულიად ახალი ხედვებია, სრულიად ახალი პოლიტიკური სინტაქსი, სრულიად ახალი მოდელი, რომლის განხორციელებისთვის ეროვნული კონსოლიდაცია, ეროვნული თანხმობა და ერთიანობაა საჭირო.
იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს მთავრობის აღმა ხნულს ვიღაც-ვიღაცები ამჯერად მაინც არ დაუწყებენ დაღმა ფარცხვას და ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ შესწირავენ...
"საერთო გაზეთის" სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.
უმრავლესობის წარმომადგენელმა რამდენიმე ათეულმა დეპუტატმა, აღდგომის წინა დღეებში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის წევრად აირჩია ეკლესიის მტერი, ადამიანი, რომელიც დეკლარირებულად ებრძვის პატრიარქს, ლანძღავს უწმინდესს და საღებავით თხუპნის ეკლესიის კედლებს. ყველაზე გასაკვირი ისაა, ზვიად ძიძიგურმა რომ დაუჭირა მხარი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, თორემ ფსევდოლიბერალებისგან არაფერი მიკვირს. ძალიან მაინტერესებს როგორ შევლენ ეკლესიაში იგივე "ქართული ოცნების" ის წევრები, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ღვთისმგმობელ კაკაბაძეს, დაანთებენ სანთლებს და თვალებში შეხედავენ პატრიარქს. მრევლის ადგილას, მე მათ ეკლესიაში არ შევუშვებდი, რადგან ისინი ფარისევლები არიან. მე ათეისტების მიმართ, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ არ სწამთ ღმერთი, არ უყვართ ეკლესია და პატრიარქი იმდენი აგრესია არ მაქვს, რამდენიც ხსენებული პერსონების მიმართ, რომლებიც მორწმუნეობაზე სდებენ თავს და ვითომ ძალიან უყვართ პატრიარქი. ფარისევლების გარდა რა უნდა უწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის მტერს უჭერენ მხარს, რომ მან მერე სახელმწიფო ტელევიზიაზე გააკეთოს ეკლესიის საწინააღმდეგო გადაცემები, ხალხის გულისწყრომის შემდეგ კი ბოდიშებს იხდიან. სახარებაში წერია, რომ სწორედ ის ხალხი დაისჯება უფრო მეტად, ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს. ისე, სიმბოლურია, აღდგომის წინა დღეებში, დიდ ოთხშაბათს, როცა ქრისტე გასცეს, იმ დღეს გამოუცხადეს მხარდაჭერა უმრავლესობის დეპუტატებმა ქრისტეს მგმობელ კაკაბაძეს, რითაც ფაქტობრივად გასცეს ქრისტე. არც ერთ მათგანს არ გაუპროტესტებია იმ ახალგაზრდების სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოცხადება, რომლებიც უფლის შეურაცხოფის გაპროტესტების გამო დაიჭირეს.
ესენი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც ებრძვიან, პრემიერის რუსეთისადმი ცნობილი მიმართვის შემდეგ, გამოხტნენ ეს სოროსელები და ორაზროვანი განცხადებები გააკეთეს. ზუსტად ესენი დაუპირისპირდნენ თავის დროზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს ადამიანები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ არიან "ჩანერგილი" ხელისუფლებაში იმისთვის, რათა ამ ქვეყნების ინტერესები გატარდეს საქართველოში. ძალიან დიდი დილემის წინაშე ვდგავართ, "ქართული ოცნება" თუ დაიშლება, ხელისუფლება კარგავს უმრავლესობას პარლამენტში, რადგან იქ ძალიან დიდი რაოდენობით არიან თავშეყრილი ფსევდოლიბერალები, რომლებიც არ არის გამორიცხული კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მათ იდეურ "პარტნიორს" შეუერთდნენ. ხელისუფლებაში მოსული სოროსის ლეკვები დღეს თუ ფარულად ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს, მოკლე ხანში ღიად დაუწყებენ ლანძღვას. ბიძინა ივანიშვილი კაი ხანია გაემიჯნა ამათ, ტატუნაშვილის დასაფლავებაზე რომ იყო მისული, არც დალაპარაკებია "ქართული ოცნების" დეპუტატებს, აღარ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, არც ბოლო არჩევნებში ჩარეულა. ვფიქრობ, რაც ახლა სახელმწიფო ტელევიზიის ბორდთან დაკავშირებით მოხდა, არის წყალგამყოფი, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, "ქართულმა ოცნებამ" უნდა აღიაროს, რომ შეცდომა დაუშვა, თუ პარტია არ გაიწმინდა "ჩანერგილებისგან", მას მომავალი არ ექნება.
მე არც ის გამიკვირდება, რომ მათ მიხეილ სააკაშვილსაც დაუჭირონ მხარი, სადაც ნინია კაკაბაძეს უჭერენ მხარს, სააკაშვილის მხარდაჭერა შერცხვებათ და გაუჭირდებათ? აბსურდია იმის თქმა, რომ "ქართული ოცნება" ერთი გუნდია, რომელ ერთიანობაზეა საუბარი, როცა საკუთარ პრემიერ-მინისტრს არ უჭერენ მხარს. ნიკა მელია რომ დაუპირისპირდა გიორგი კვირიკაშვილს, პრემიერის დასაცავად ხელი არ გაუნძრევია თუნდაც გაუკეთებია მინისტრთა კაბინეტს. უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და გიორგი ვაშაძე რომ შეკამათდნენ, ამათ გაჩეჩილაძეც მიატოვეს. ეს არის ყოვლად უპრინციპო, ამაზრზენი ძალა. ბიძინა ივანიშვილს რომ ლანძღავენ ნაცები და მათი სატელიტები, რომელიმეს ამოუღია ხმა? ამიტომაც ვიყავი სასტიკი წინააღმდეგი, რომ "ქართული ოცნების~ სახელით შესულიყო ეს დეპუტაცია პარლამენტში. ჩუგოშვილის გვარი რომ გავიგე, გავოგნდი, "ქართული ოცნების" ფანკლუბის წევრებს ნაცები რომ აკერიათ პირზე, `ჩუგოშვილსა და კომპანიაზე" დიდი ნაცი ვინღაა? სააკაშვილმა ვერავინ რომ ვერ მონახა 26 მაისის დარბევის "გასაპრავებლად", ჩუგოშვილმა გამოუცხადა "თანადგომა". ამ ქალბატონმა აუნთო "მწვანე შუქი" ამერიკის ელჩთან ერთად სააკაშვილს, ჩუგოშვილმა ბრძანა, ეს აქცია უნდა დაირბესო და მაგის მერე მოხდა ის საშინელება. ადამიანს, რომელსაც სისხლში აქვს გათხვრილი ხელები, ის რომ გეყოლება პარლამენტის ვიცე-სპიკერად, რომელიც პლიუს ამას ხელს უშლის თავის "თანამოაზრე" პარლამენტარებთან~ ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს ხალხი, ქართული ოცნების გარდა ყველაფერია, ზოგი აზერბაიჯანული ოცნებაა, ზოგი სომხური, ზოგი თურქული და ა.შ. ამათ ქართველი ხალხის ოცნების ახდენა კი არა, თავიანთი დასავლელი დამფინანსებლების ოცნების ახდენა უნდათ საქართველოში. სახალხო დამცველად "დასმული" ნინო ლომჯარია ისეთ ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებს, რომ უკვე უჩა ნანუაშვილს გაუსწრო. ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა რომ ამოეწურა, გვიხაროდა, ნორმალური ადამიანი მოვა სახალხო დამცველადო, მაგრამ უარესი მივიღეთ. სახალხო დამცველად დაგვისვეს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თუ კონსტიტუციაში არ ჩაიწერა ერთსქესიანთა ქორწინება, მაშინ სამოქალაქო პარტნიორობა უნდა დავაკანონოთო, ეს არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე? რა მნიშვნელობა აქვს ქორწინებას დაარქმევ თუ სამოქალაქო პარტნიორობას, თუ ეს კანონით იქნება დაშვებული, ერთსქესიანებს ეკლესია ისედაც არ დასწერდა ჯვარს. ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა ბუკიკიომ ხომ თქვა, საქართველოში გაგვიჭირდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, მაგრამ ჩვენსას მაინც მივაღწევთო, გააკეთებენ კიდეც ჩუგოშვილების, მდინარაძეების, მათიკაშვილების ხელით. მე იმის მეშინია, გამწარებული ხალხი არ მიუვარდეს ამათ და უბედურება არ დატრიალდეს.
სასჯელაღსრულების სამინისტრო ერთადერთი ნათელი წერტილია სახელმწიფო სტრუქტურებში, კახა კახიშვილისთანა მინისტრს ბევრი ევროპული ქვეყანა ინატრებს, ლომჯარია კი უჩხიკინებს ამ უწყებას, საპატიმროებში სერიოზული პრობლემები გვაქვს ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითო. ფსევდოლიბერალებს უნდათ, რომ ერთადერთი სისტემა, რომელიც გამართულად მუშაობს, დაანგრიონ. სააკაშვილის რეჟიმი ციხეებში არსებული საზარელი პირობების გამო დაიშალა, ახლა ამიტომ უჩხიკინებს ეს სექტა სასჯელაღსრულების სისტემას, რომ ხელოვნურად შექმნან იქ პრობლემა. ყოველივე ამის შემდეგ, ლომჯარიაა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ძლიერი, გამართულად მომუშავე სტრუქტურის დანგრევა უნდა და პარალელურად ეკლესიას ებრძვის? ესენი არიან გაკოტრებული პოლიტიკოსები ჯერჯერობით გედევან ფოფხაძეს ეყო ვაჟკაცობა და გაემიჯნა ამ ყველაფერს, იმედია, სხვებიც გამოჩნდებიან. ფსევდოლიბერალები მარტო პოლიტიკიდან კი არ უნდა წავიდნენ, მათ შეიძლება საქართველოდანაც მოუწიოთ წასვლა, რადგან თავიანთი ქმედებებით, სულში ჩააფურთხეს ქართველ ერს.
"ომბუდსვუმენი" ლომჯარია თუ ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას ითხოვს, მისი "სულიერი" და სოფო ვერძეული ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას აპროტესტებს. ვერძეულის პროტესტს "კეთილშობილური" მოტივი ჰქონია, მარტო მთავრობას რომ აქვს მიწის უცხოელებზე გასხვისების უფლება, ეს კორუფციის წყარო გახდებაო. სხვათა შორის, ეს განცხადებები საეჭვოდ დაემთხვა "ქართული მარშის" წევრების ციხეში გამომწყვდევას, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინების და ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების კატეგორიული წინააღმდეგები არიან.
ეს "ენჯეოშნიკები" სხვა და სხვა სახელის ქვეშ მოქმედი ერთი გუნდია, ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი სახელები ზუსტად აღარ მახსოვს, ქართულ ეკლესიას და ხელისუფლებას ერთობლივ რეჟიმში დაუპირისპირდნენ. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი სადაო ტაძარი მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნა, ეს ორგანიზაციები სომხურ ეკლესიასთან ერთად იბრძვიან, ეს ტაძარი ქართული კი არა, სომხურიაო. ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ხარ, რატომ უნდა დაიცვა უცხო ქვეყნის ინტერესები, ან რატომ უნდა იცავდე უცხოელებზე ქართული მიწის გასხვისების საკითხს, რატომ უნდა ითხოვდე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას? დღეს ყველა ტელევიზია "ბახალას" ეროვნულ გმირად წარმოგვიდგენს, ნარკოტიკების გამსაღებლები თურმე ანგელოზები ყოფილან. ამ დროს ის ბიჭები, რომლებმაც უფლის შეურაცხყოფა გააპროტესტეს, თურმე ქსენოფობები არიან. იმ უბედურებაში, რაც ჩვენს თავს ტრიალებს, ყველაზე დიდი დამნაშავე ტელევიზიები არიან. ძალიან ცუდი გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", რომ იმ ტელევიზიებსა და მათ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ (და დღესაც ემსახურებიან) ნაციონალების სისხლიან რეჟიმს, საქმიანობა არ აუკრძალეს.
გერმანელი ნაცისტები რომ დაამარცხეს, ევროპის ბევრ ქვეყანაში თავი გადაპარსეს, სამარცხვინო ბოძზე გააკრეს ის ხალხი, მათ შორის კულტურის მოღვაწეები და ჟურნალისტები, ვინც ჰიტლერთან თანამშრომლობდა. "ქართულმა ოცნებამ" კი ნაციონალების ჯიბის ჟურნალისტების ნაწილი სახელმწიფო კანცელარიისა და სხვა უწყებების პრესცენტრებში გადაანაწილეს, ფაქტობრივად უმუშევარი არავინ დაუტოვებიათ. ნაწილი დარჩა ტელევიზიებში, რომლებიც კვლავ ნაცების ხელშია და სისტემატურ რეჟიმში იფრქვევა იქიდან შხამი. ბადრი პატარკაციშვილისთვის წართმეული `იმედი~, ძველ მფლობელებს კი დაუბრუნდა, მაგრამ "რუსთავი 2"-ზე უფრო საზიზღარი ტელევიზია გახდა. თურმე ქსენოფობია ყოფილა ქართული მიწის და ეროვნული იდენტობის დაცვა, თურმე ვერ ვიტანთ უცხოტომელებს, შავკანიანების უფლებებს ვლახავთ, არატოლერანტი ერი ვართ, ერთი სიტყვით, ქართველები რითიც ვამაყობთ, ზუსტად იმას ურტყამენ. რამდენადაც ვიცი ტელეიმედის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივია, ძალიან მაინტერეესებს, ამ ქალბატონს საერთოდ თუ გააჩნია სინდისი, ნუთუ არ ანაღვლებს რას დაემსგავსა ბატონი ბადრის სათაყვანებელი ტელევიზია?
ამდენი ღვარძლი და სიბინძურე "რუსთავი 2"-დანაც კი არ მოდის. ყველა ანტიქართული პოზიციის მქონე ხალხი "იმედში" შეყარეს და ყველა "სიკეთესთან" ერთად, ღიად ეწევიან ნარკოტიკების რეკლამა-პროპაგანდას. ამ ტელევიზიამ ხალხი იმდენად გააღიზიანა, რომ უკვე იმას ამბობენ, ღირსები არიან რაც სააკაშვილმა და ნაცებმა გაუკეთესო. ფაქტია, საქართველოს ტელევიზიები, პრეზიდენტი, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური სპექტრის და მთავრობის გარკვეული ნაწილი, სოროსის მიერ მოსყიდული საზოგადოება, ფონდები, მთელი ეს ვერტიკალი ებრძვის ქართულ სახელმწიფოს. ქვეყანაში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ მართლაც გვჭირდება მეორე ბახტრიონი. მაშინ აჯანყება იმიტომ მოხდა, მღვდელი გააუპატიურესო, ახლა მთელი ქვეყანაა გაუპატიურებული. ვინ არის ბახტრიონის მომწყობი, როცა ყველაზე დიდ წმინდანს, თამარ მეფეს რომ გამოგისახავენ პრეზერვატივზე და ამას მოითმენ. ჯერ მავანნი გამოხტნენ ჭრელა-ჭრულა შარვლებით და კოპლებიანი ტრუსებით, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია-ლიბერალიზაცია მოვახდინოთო, ეს რომ შერჩათ, მეორე დღეს წმინდანები გამოსახეს პრეზერვატივებზე. ვეთანხმები იმ ხალხს ვინც ამბობს, თუ წმინდანის ასე გამოსახვა შეურაცხოფა არ არის, მაშინ საკუთარი დედები და ის პერსონები გამოსახონ, ვინც ასეთი თავგამოდებით იცავენ "ნოვატორებსო". სოციალურ ქსელში ზოგიერთი ისეთი ქალის გამოსახვა მოითხოვეს, რომ მერე თვითონვე უარყვეს, ეგენი რომ დაეხატათ, კაცებს მარტო მოცემულ მომენტში კი არა, საერთოდ აღარ გაუჩნდებოდათ სურვილიო. სხვათა შორის, ტრანსგენდერებზე, სექსუალურ შევიწროებაზე, გენდერულ კვოტირებაზე ისეთი ქალები საუბრობენ, რომლებზეც ნამდვილად არ გაგიჩნდება სურვილი რომ სექსუალურად შეავიწროვო. ხელისუფლება რომ გქვია, მეორე დღესვე უნდა მიგეღო კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ, მაგრამ ფსევდოლიბერალებით გაძეძგილი პარლამენტი ამ კანონის მიმღებია? რა თაობას ზრდიან ფსევდოლიბერალები, ამის დასტურად ილიას უნივერსიტეტიც კმარა. მე არ ვიცი, ამაზე რთული ვითარება როდისმე თუ ყოფილა საქართველოს ისტორიაში. ვფიქრობ, დადგა დრო ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას, მაინც და მაინც სახლში უნდა შემოგვეჭრან, ბიჭები უნდა გაგვითხოვდნენ, თითოეულს უნდა შეგვეხოს ეს უბედურება?
– თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, არ გაგიკვირდეთ, რომ "ელიტარებისთვის" რუსეთის ინტერესების გამტარებელს წარმოადგენდეთ.
– "კავკასიაზე" ტელედებატების დროს, "ტაბულას" ჟურნალისტმა სალომე უგულავამ საქართველოს ინტერესების დაცვა, პუტინის ნარატივად "შეაფასა". თურმე მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვა, ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ წასვლა და ა.შ პუტინის ნარატივი ყოფილა. ამ ვითომ პროგრესულ-დემოკრატიულებმა იმ დონეზე შეაძულეს მოსახლეობას ამერიკა და დასავლეთი, რუსეთი რომ შემოვიდეს, შეიძლება ხალხი ყვავილებით დახვდეს. დღეს, ქვეყანაში რეალურად გვაქვს `მებრძოლ უღმერთოთა კავშირის~ და სოდომისტების მმართველობა. ნელნელა იქით მიდის ყველაფერი, რომ განსხვავებული აზრის გამო, შეიძლება დაგვხვრიტონ. ადრე თუ სატელივიზიო თოქ-შოუებში განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებსაც იწვევდნენ, ახლა ყველგან კოლექტიური ნაცები სხედან, რადგან ესენი ყოველთვის აგებდნენ დებატებს, ტელევიზიებმა დაასკვნეს, რომ არ ღირს განსხვავებული აზრის მქონე ხალხის მიწვევა. ახლა დასხდებიან ერთად ეს მარგინალები, იდილიას არავინ დაურღვევთ, შვლის ნუკრივით განაბული წამყვანებიც აუმღვრევლად მოისმენენ სტუმრების "ბრძნული" აზრების ფრქვევას. ამათ რუსული ინტერესების გატარება სხვას როგორ უნდა დააბრალონ, როცა თავიანთი სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით, რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. სააკაშვილი არ იყო, 2008 წლის ომიდან ძალიან მოკლე ხანში, ენგურჰესის მართვა რუსებს ჩააბარა. მე რომ ვამბობ, რუსეთს დაველაპარაკოთ, ურთიერთობა დავალაგოთ ამ ქვეყანასთან-თქო, ეს არის რუსეთის აგენტობა?
ვფიქრობ, დაიწყება "კუდიანებზე" ნადირობა, როგორც შევარდნაძის დროს ებრძოდნენ ზვიადისტებს, როგორც მიშა "ებრძოდა" კრემლის აგენტებს, "ენვერი" და რაღაც საქმეები რომ შეთითხნეს, ახლაც იგივე უნდათ, მაგრამ ეს ვერ იმუშავებს. ამათ ისევ ძველი დრო ჰგონიათ, დაიწყებენ თუ არა ამ პროცესებს, ზუსტად მანდ დამთავრდებიან საბოლოოდ, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რუსეთის აგენტები, თვითონ უზით კაბინეტებში. რუსეთის აგენტობაზე ის ხალხი მელაპარაკება, რომლებსაც ბიზნესი აქვთ რუსეთში, სხვა და სხვა კომპანიების წილებში სხედან და ფულს შოულობენ? რაღაც საეჭვოდ ხდება ყველაფერი, ფსევდოლიბერალები ბიძინა ივანიშვილს რომ ლანძღავენ, ხოლო "ქართულ ოცნებასა" მთავრობას არ ეხებიან, ეს როგორ გავიგოთ? მიზანმიმართულად ხომ არ ხდება ეს ყველაფერი, რომ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ჩამოიცილონ. აშკარაა, რომ ხელისუფლების გარკვეულმა წრეებმა გაწირეს ბატონი ბიძინა, ილიას ვესროლეთ, ზვიად გამსახურდიას ვესროლეთ, ეს გამყიდველი კასტა ბიძინა ივანიშვილს დაინდობს? შევარდნაძე მისმა მოწაფეებმა, ე.წ. რეფორმატორებმა გაყიდეს, ახლაც ეს ვითომდა რეფორმატორები, სოროსის ლეკვები, ცოტა ხანში ღიად დაუპირისპირდებიან ივანიშვილს, დიქტატორია, არაფორმალური მმართველიაო (ლომჯარიამ უკვე ისაუბრა არაფორმალური მმართველობის მიუღებლობაზე — მ.ს.) და ყველა უბედურებაზე მას შეახოცავენ ხელს. არ არის გამორიცხული "განახლებული" სააკაშვილის გამოჩენა, ამ ყველაფერს უკავშირდებოდეს, რუსეთში გარკვეულ ძალებს სურთ სააკაშვილის "შემოგდება". რუსეთში არის გარკვეული ძალა, რომელიც ლობირებს სააკაშვილს, რომ საბოლოოდ დააქციონ საქართველო.
თავს იმით ნუ დავიმშვიდებთ, რომ სააკაშვილს არ მიიღებენ, თავის დროზეც ვამბობდით, ამ გიჟს ვინ აირჩევსო, მაგრამ ორჯერ გახდა პრეზიდენტი. ასე რომ, ხშირ შემთხვევაში ხალხს არც ეკითხებიან. სააკაშვილის გამოჩენა, ერთგვარი მესიჯი იყო ხელისუფლებისთვისაც და მოსახლეობისთვისაც, რომ თუ ჭკუით არ მოვიქცევით, ხელისუფლებაში მოაბრუნონ, რაც აუცილებლად გამოიწვევს სამოქალაქო ომს, რასაც საქართველო ვერ გადაიტანს. ამიტომ, თუ ქვეყნის საბოლოო განადგურება, მისი დაქუცმაცება არ გვინდა, პირველ რიგში ხელისუფლება უნდა გაიწმინდოს ფსევდოლიბერალებისგან და დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განლაგებას, ეს გამორიცხულია. რუსეთი თავის სასიცოცხლო ინტერესებს იცავს, ამიტომ მოვეშვათ ილუზიებს, ნუ ვაიძულებთ ამ უზარმაზარ ქვეყანას კონტრზომები მიიღოს, რაც საბოლოოდ დაასამარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მანანა სუხიშვილი
გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე:
_ ბატონო დიმა, თქვენ საჯარო პოლიტიკიდან წახვედით, ამჟამად, რას საქმიანობთ და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
_ დიახ, საჯარო პოლიტიკიდან გარკვეული ტაიმ-აუტი ავიღე. რიგ საკითხებზე ხელისუფლებასთან აქტიური ოპონირება მიწევს. პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის შემთხვევაში ეს შესაძლებლობა არ მექნებოდა. ხელისუფლება, ყოველდღიურად, ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს. ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალში შესასვლელი კარი საერთოდ დაიხუროს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს, რომ ვინმესთან სალაპარაკოც აღარაფერი გვექნება. ამიტომ, გადავწყვიტე რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან მიმართებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარების კუთხით ვიმუშავო.
_ კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთისადმი პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულოდან რუსი დიპლომატის გაწვევა მოჰყვა. რა შეიძლება მოჰყვეს ყოველივეს?
_ სოლიდარობის მიზნით (ასე განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ) საქართველომ, არარსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, ქვეყნიდან შვეიცარიის საელჩოში მოქმედი რუსული სექციის ათიდან ერთ-ერთი დიპლომატი გააძევა. აღსანიშნავია, რომ მის გაძევებას არც მატერიალურად ხელშესახები და არც პოლიტიკური დივიდენდის მომცემი შედეგი არ მოჰყოლია და ვერც მოჰყვეება. სამაგიეროდ, მდგომარეობა გავირთულეთ და კვლავ მოჯადოებულ წრეში დავრჩით. გიორგი კვირიკაშვილის წერილს წინგადადგმულ, პროგრესულ ნაბიჯად ვთვლი. მიმართვაში გამოთქმული იყო შემდეგი აზრი: ჟენევის ფორმატმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა, საჭიროა ურთიერთობების განახლება, რათა მასში მონაწილეობა უმაღლესმა პოლიტიკურმა წარმომადგენლობითმა პირებმა მიიღონ. ფაქტობრივად, ითქვა, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში საჭიროა პირდაპირი დიალოგი. მოგეხსენებათ, რომ ჟენევის ფორმატში მონაწილე საქართველოსა და რუსეთის მხარეებს შორის ასევე, იყვნენ აშშ როგორც შუამავალი, გაერო, ეუთო და ევროკავშირი. ისმის კითხვა: თუკი აშშ გაეროს და ეუთოს ფორმატში ისედაც მონაწილეობს, ასევე, ევროკავშირის პროტექტორია, მაშინ რაღა საჭირო იყო ცალკე, დამოუკიდებლად აშშ-ს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში შუამავლობა?! საერთაშორისო ინსტიტუტები ხომ ისედაც ახდენდნენ დაკვირვებას და შუამავლობას. სწორედ ამ საკითხმა გადაწყვიტა მიმდინარე პროცესის ბედი.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს, უმაღლესი რანგის ვიზიტად, ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო ეწვია. მან არაორაზროვნად დააფიქსირა მზაობა, რათა მინსკი რუსულ-ქართული ურთიერთობების ახალ ასპარეზად ქცეულიყო. ამ ვიზიტამდე, 4 დეკემბერს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა მიტროპოლიტი ილარიონი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში საგარეო საქმეთა მიმართულებას კურირებს. მან, საეკლესიო საკითხებთან მიმართებით, პირდაპირ გამოთქვა სურვილი აფხაზეთში ახალი დიალოგის გახსნაზე. სოხუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის კუთვნილი რეზიდენცია არსებობდა. მიტროპოლიტმა მაშინ უპრეცედენტო რამ თქვა: ეს რეზიდენცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაუბრუნდეს და იქ გაიმართოს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, შეხვედრებიო. რა თქმა უნდა, აშშ-ს რეაქციამ მაშინაც არ დააყოვნა, მეორე დღესვე მოხდა 12 ეპისკოპოსის მობილიზაცია, რომლებიც ვიზიტად აშშ-ში წაიყვანეს. მე, არავის განვიკითხავ, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ იმ პროცესებთან მიმართებით, რაც ამერიკის მხრიდან, რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან მიმართებით, მუდმივ კონკურენციას, ეჭვიანობას გულისხმობს, არადა იგი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ნახეთ რა მივიღეთ ნაცვლად იმისა, რომ აშშ საკუთარი განცხადების ერთგული დარჩენილიყო, რომელიც ელჩის პირით გააჟღერა, მან უკან წაიღო თავისი სიტყვები. საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან, როდესაც შეშფოთებული აშშ, უცებ, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმებიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ ქართული მხარის სუვერენული უფლებაა აწარმოოს პირდაპირი დიალოგი, მათ შორის, ოკუპანტ სახელმწიფოსთან. მაგრამ რამდენიმე დღეში, რეალ-პოლიტიკის გათვალისწინებით, პრაქტიკულად, ჩვენი ხელისუფლება აიძულეს ლოგიკური პროცესების წინააღმდეგ ემოქმედა, რაც გულდასაწყვეტია. აი, რა მივიღეთ ამ ნაბიჯით. ჩვენ უკვე ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ნაცვლად გაუმჯობესებისა, კიდევ უფრო მძიმდება. თუმცა, არის კი რუსეთი ის აქლემი, რომელიც ისე დაეცემა რომ ვირის საპალნე ვეღარ ზიდოს?! ეს კითხვა დასავლეთში უნდა აწუხებდეთ. ბოლო წლების შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთისკენ მიმართული სანქციებით ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო ზარალდება, ვიდრე რუსეთი. ამ სანქციებს შედეგი ჯერ არ მოუტანია. მოუტანს კი დასავლეთს შედეგს დიპლომატიური ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წამოიწყეს? _ რა თქმა უნდა, არა! _ ბატონო დიმა, კვირიკაშვილის მიმართვას მალევე გამოუჩდნენ პროვოკატორები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთს მხოლოდ ჟენევის ფორმატში უნდა ველაპარაკოთ. მაგალითად, ბოკერია ამტკიცებს, რომ რუსეთს არ უნდა დავუთმოთ, პრინციპულები ვიყოთო. რას მოგვიტანს ასეთი პოლიტიკა?
_ დიახ, გეთანხმებით. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სახელისუფლებო საკვანძო სიმაღლეებზე და ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე მთავარ სპარინგ-პარტნიორებს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით დესტრუქციულნი არიან და საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანიათ. აგვისტოს ომის შემდეგ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისა და მისი ძალოვანი კვანძის ბედი ასე გადაწყდა: ჯერ ომი გაცივებული არ იყო რომ ქართულმა მხარემ რუსეთისთვის ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ექსპლუატაციით გადაცემის მემორანდუმს ხელი მოაწერა. სწორედ, ბატონი ბოკერია იყო ის ადამიანი, რომელმაც 2010 წელს დანაშაული ჩაიდინა. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური საზღვრები ფსოუდან ენგურზე გადმოსწია. ამ ბრალდებას ყოფილი ხელისუფლება უპასუხოდ ტოვებს. მათი დამსახურებაა, რომ დღეს, ფაქტობრივად, მოახერხეს მკვდარი წერტილიდან დაძვრის პროცესში მყოფი ვითარება შემოეტრიალებინათ. ამის ნათელი დადასტურებაა დიპლომატის გაუაზრებელი გაწვევა, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს აგვარებდა. ნონსესია, როცა დიპლომატიური ურთიერთობა არ გაქვს და დიპლომატს აძევებ. იმიტომ, რომ საქართველო, რუსეთთან საგარეო სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის თვალსაზრისით, კოლოსალურ მოგებას იღებს, რამაც 2017 წლის სტატისტიკით მილიარდორასმილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ბოლო მაჩვენებელი არ არის. 2018 წელს საქართველო ტურისტების შემოდინების კუთხით რეკორდულ მაჩვენებელს ელის. რუსი ტურისტი მსოფლიოში საუკეთესო გადამხდელად ითვლება. რუს ხალხს უყვარს საქართველო, ისინი ერთგვარ ნოსტალგიას განიცდიან. ხალხებს შორის _ სწრაფვა, ხელისუფლებებს შორის კი ანტაგონიზმია, რაც დაუშვებელია.
ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს და დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე იმართება. იმ აშშ-სი რომლის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთთან მიმართებით განსაკუთრებული პოლიტიკა ჰქონდა არჩეული და მასაც ისევე როგორც კვირიკაშვილის წერილს დაემართა, უბრალოდ, ფრთები შეუკვეცეს. შეიცვალა ნარატივი, რაც ურთიერთობის გამძაფრებისა და პოლიტიკური ვითარების შემდგომი ესკალაციის განხორციელების მიზნით შავბნელი ელემენტებით დამუხტეს. აი, ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე. ეს არის ნამდვილი ომი, მესამე მსოფლიო ომის კონტურები უკვე ნათლად ისახება. დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულმა ჭიდილმა, გამორიცხული არ არის ეპიცენტრი სწორედ საქართველოში ჰპოვოს. ზუსტად ამაზე მინდა აქცენტის გაკეთება _ საქართველო ზესახელმწიფოთა შორის არსებული პოლიტიკური ინტერესების ჭყლეტვის ობიექტი აღმოჩნდება. ამას ემატება რუსეთის შორეულ ბუფერში არსებული ძალიან დრამატულად განვითარებული მოვლენები. მოგეხსენებათ, რომ ასადის ხელისუფლება რომელიც საკუთარ ქვეყანაში _ სირიაში ლეგიტიმურად ითვლება, ჩრდილოეთით მოვლენებს ვერ აკონტროლებს, სადაც ქურთებით დასახლებულ რეგიონებს თურქეთის არმია გამალებული უტევს, თურქული სამხედრო ექსპანსია თავის ზენიტშია. სირიის ლეგიტიმური ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვას. აქვე, ყურადსაღებია დამასკოს აღმოსავლეთით განვითარებული მოვლენები, სადაც ასევე, გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს და ასადის ხელისუფლება გარკვეულ წარმატებებს აღწევს, რაც დასავლური, ზოგიერთი რეაქციული ძალისთვის ყოვლად მიუღებელია. იქ, უკვე, ბალანსის მისაღწევად კონტრ-ზომები ხორციელდება. ვინაიდან, თურქეთი სირიაში უკვე ახორციელებს სამხედრო ექსპანსიას, ირანი მზად არის თავისი კონტიგენტი გაზარდოს, რუსეთის ფედერაცია კი ხვალ მზად იქნება ფართომასშტაბიანი ოპერაციების სერია დაიწყოს. საქართველოს ეპიცენტრად ქცევის ერთ-ერთი მანიშნებელი, ინდიკატორი სწორედ ის არის, რომ რუსეთის სამხრეთში შეიარაღებული ძალების უპრეცედენტო მობილიზაცია ხდება. 58-ე არმიას ერთდროულად ორი დივიზია დაემატა, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან განლაგდა. რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდა რუსული სამხედრო მანქანა. ყველაფერი ზემოთქმული საქართველოსთვის უდიდესი რისკების შემცველია.
_ ბატონო დიმა, რუსეთი რეგიონში დომინანტია. რა მოხდება თუ პირველობას თურქეთი წაართმევს?
_ ასეთი საფრთხე რეალურია. სწორედ ამისკენ არის მიმართული რიგი დასავლური რეაქციული ძალების მოქმედება, რომ რუსეთის როლი და ახლო აღმოსავლეთზე მისი დომინანტური გავლენა მაქსიმალურად შეასუსტოს. სირია შორეულ ბუფერად შემთხვევით არ მოვიხსენიე. რუსეთს სამხრეთით ორი ბუფერი აქვს _ სირია-ერაყი და კავკასია, რომელიც მისი სასიცოცხლო ზონაა. სირიაში თურქეთი ძალიან გააქტიურებულია და მასთან ერთად გააქტიურებულია ე.წ. სირიის თავისუფლების არმია, რომელიც თავიდან ბოლომდე დასავლეთისგან ფინანსირდება. რაც ყველაზე მთავარია თურქეთისა და სირიის ე.წ. თავისუფალი არმიის გვერდით ისლამური სახელმწიფოს ლიდერები იბრძვიან, რაც უკვე ნათელს ჰფენს შემდეგს: მიზნის მიღწევის გზაზე დასავლეთი ყველაზე უფრო უზნეო, მიუღებელი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება. ფაქტობრივად, ეს, ყველაფერი, რუსეთის როლის დასასუსტებლად ხდება. თუ რა პასუხს გასცემს რუსეთი, ეს შემდეგი გარემოებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ _ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სულ ახლახან ახალი შეიარაღების პრეზენტაცია გამართა, რომლის ანალოგი არავის გააჩნია. არის თუ არა ეს მინიშნება, რომ რუსეთმა დასავლეთის გამოწვევა მიიღო და მზად არის პასუხი ადეკვატური მეთოდებით გასცეს.
ფაქტია, რუსეთი უკან დახევას არ აპირებს. ვიმეორებ, ამის ნათელი დაადსტურებაა შეიარაღების გაძლიერება, სამხრეთით ახალი დივიზიების მობილიზაცია. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა სირიის მიმართულებით თავისი ძალების ფართომასშტაბიანი გადასროლა განახორციელოს და ამისთვის სწორედ საქართველო გამოიყენოს როგორც დერეფანი. როგორ განხორციელდება აღნიშნული, ამაზე ახლა ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ თუკი ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება, ვფიქრობ, მსგავსი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს. ამ ყველაფრის ფონზე უმოქმედო, არაფრისმომცემი აქტის განხორციელება _ ქვეყნიდან პირის გაძევება, რომელიც ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა დაუშვებელი იყო. ვის გაუფუჭა ამით ხელისუფლებამ საქმე, ისევ საქართველოს მოქალაქეებს, ხომ?! ვითარება ყოველდღე იცვლება, საჭიროა სრულიად ქართული ელიტარული საზოგადოების მობილიზება და რუსულ საზოგადოებასთან კონტაქტის დამყარება. რასაც პოლიტიკოსები არ აკეთებენ, ის ხალხმა უნდა გააკეთოს. ქვიშის საათი დადგმულია, დრო აღარ რჩება. ღმერთმა დაიფაროს ასეთი პლაცდარმისთვის მზადება დაიწყოს, რომ საქართველო ზესახელმიფოთა პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრი აღმოჩნდეს. ერთხელ ვნახეთ რა შედეგები გამოიღო იმან, როდესაც საკითხების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ საქართველო კრახამდე მიიყვანა. ვგულისხმობ შემდეგს: მაკ კეინის საარჩევნო კამპანიას საქართველოს ტრიტორიული მთლიანობა შეეწირა და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსავალი ეძია, საქართველოს სხეულს მისი ორგანული ნაწილები საერთოდ მოსწყვიტა. სხეულს, რომელიც 1991 წლიდან დღემდე გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ერთიანი სახელმწიფო. თუ ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯებით სიარულს გავაგრძელებთ, მავანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არაღიარების პოლიტიკის გადახედვასაც ჩაუყრის საფუძველს. ასე, რომ ძალიან ფრთხილად, ქართველებო! დღეს, ჩვენ, ერთსულად უნდა გადავიქცეთ, ეროვნული ინტერესის დასაცავად საზოგადოების სრული კონსოლიდაცია უნდა მოხდეს.
ვინაიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ერთი მხრივ, მიმდინარეობს ქვეყნისთვის დემოგრაფიული პლაზმის შეცვლა, მეორე მხრივ, რეგიონალური იმიჯის შეცვლა. საქართველო ამიერკავკასიაში ყოველთვის რეგიონალური ძლიერი მოთამაშე იყო. მისი გეოპოლიტიკური სტატუსი გვაძლევდა ფუფუნებას, რომ ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავით. დღეს, ჩვენ რეგიონალური ბორდელის სტატუსი მივიღეთ. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ფაქტია _ თურქეთისთვის, ჩრდილოეთ-კავკასიისთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის ჩვენ როგორც სათამაშო, სექს-ტურიზმის, ნარკო-ტურიზმის ქვეყანა, ისე განვიხილებით. როგორც ჩანს, საქართველომ როგორც ერმა და სახელმწიფომ აქამდე არსებული ფორმით ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს და სხვადასხვა გაზსადენებისთვის, ნავთობსადენებისთვის, ჰაბებისთვის, ტერმინალებისთვის ტერიტორიული წარმონაქმნი გახდეს და აქ, ტრადიციული ქრისტიანული სახელმწიფოსთვის ადგილი აღარ უნდა იყოს. თამარ შველიძე
გვესაუბრება მოძრაობა "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი რამაზ გაგნიძე.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოფისთან მისული ჩვენი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ე.წ. ჟურნალისტის გიორგი გაბუნიასგან ქრისტეს შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, ლიბერასტული სამყაროს დაკვეთით დააკავეს და სააკაშვილის ზონდერმოსამართლედ წოდებულმა დავით კურტანიძემ ექვს მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ბრალდება, რაც მათ წაუყენეს, 2000-ლარიან ჯარიმას და 30-დან 90 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც ითვალისწინებს, მაგრამ ინციდენტს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მისცეს. თურმე ეს ხულიგნური ჯგუფი, რომლებმაც წინასწარ მოილაპარაკეს და დაგეგმეს "დანაშაული". თუ ბოდიშის მოხდის მოთხოვნა და გინება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომლისთვისაც ხალხს ციხეში უშვებენ. მაშინ რატომ არ დადგა სხვების, მათ შორის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი? იგივე მელია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ხალხს, ზუგდიდისა და თელავის საკრებულოებში, აგინეს კი არა, ცხვირ-პირი დაამტვრიეს ერთმანეთს, მაგრამ კაციშვილი არ დაუკავებიათ. შეიძლება ჩვენმა წარმომადგენლებმა მართლაც ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა, დაესაჯათ ადმინისტრაციული წესით, ეს ბრალი 100-დან 500 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს. გაბუნიასთვის არავის უცემია, რომელიც ჟესტების ენით იქით აყენებდა შეურაცხყოფას იქ მისულ ხალხს.
დაკავებულთაგან ორს ბრალი დაუმძიმეს, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებაც წაუყენეს. თურმე მათ დაუმტვრევიათ ტელეკომპანიის იურისტის ავტომანქანა და ზარალი 550 ლარს უტოლდება, არადა უმნიშვნელო დაზიანება იყო, რომლის გამოსწორებასაც მაქსიმუმ 150 ლარი ჭირდება. ზარალი ხელოვნურად გაბერეს, რომ სს-ის საქმე აღეძრათ. იმას რატომ არ ამბობენ, რომ იურისტმა თამთა მურადაშვილმა ავტომანქანით ფეხებზე გადაუარა ტელეკომპანიის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს. მე მოსამართლე კურტანიძის კომპეტენციაში არ ვიჭრები, მაგრამ იქნებ ვინმემ ამიხსნას, რას ნიშნავს წინასწარ დაგეგმილი ხულიგნობა, იურისპრუდენცია ასეთ ცნებას არ ცნობს, ასე რომ ეს თავიდან ბოლომდე არასწორი ბრალდებაა. ვფიქრობ, ეს იყო "რუსთავი 2"-ის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდულმა ფრთამ ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ის ოფისთან ვიკრიბებოდით დათქმულ დროს, რათა გაბუნიასთვის ბოდიში მოგვეხდევინებინა. ამ ინფორმაციებს ცხადია, ყველა კითხულობს. აქციის მონაწილეები დათქმულ დროს მივიდნენ ადგილზე, მურადაშვილის ავტომანქანა მათ უკვე ჭიშკართან ხვდება სადაც გაბუნიაც ზის, მურადაშვილი უცებ გამოვარდა და ფეზებზე გადაუარა რამდენიმე ადამიანს და ამის შემდეგ დაიწყო აყალმაყალი. ამ დროს ეზოდან გამოცვივდნენ ათამდე ზონდერი, ბადრი ბასიშვილის ცნობილი დაჯგუფების წევრები, რომლებიც დღემდე "რუსთავი 2"-ის დაცვის არაოფიციალური წევრები არიან. ამ ფიზიკურად ძლიერ, ნავარჯიშებ ახალგაზრდებს, რომლებიც გაბუნიას მსგავსად საყურეებით იყვნენ "შემკულნი", "ქართული მარშის" ახალგაზრდული ფრთის წევრებთან მოუვიდათ წაკამათება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
ეს ყველაფერი დაფიქსირებულია ვიდეოკადრებშიც და ფოტოებზეც, ასე რომ ამ ზონდერჯგუფის ამოცნობა პრობლემას არ წარმოადგენს. კურიოზი ისაა, რომ ტელევიზიის კორესპონდენტი იღებდა იმ ადგილს, რომ თითქოს აქციის მონაწილეები მურადაშვილის ავტომანქანას უკნიდან აყირავებდნენ, ავტომანქანა შეიძლება გვერდიდან გადააბრუნო და არა უკანიდან. ყველა ტელევიზია სისტემატურ რეჟიმში ატრიალებდა ზონდერჟურნალისტ დავით ერაძის ("რუსთავი 2" ტელევიზია კი არა, ზონდერჟურნალისტების ნაკრებია) დასისხლიანებულ სახეს, მაგრამ არავინ ამბობს ამას წინ რა უძღვოდა. ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, ერაძეს როგორ გაყავს ჩვენი წევრი გიორგი ონიანი გვერდით, ეკამათება და მერე ურტყამს. რახან ონიანს ცხვირიდან სისხლი არ წამოუვიდა, ნაცემი არ არის და ონიანმა საპასუხოდ რომ დაარტყა, მარტო ეს ითვლება ხულიგნობად? სასამართლოში ამ ყველაფერზე იყო მსჯელობა, როგორ შევარდა მურადაშვილი ავტომანქანით ადამიანების ჯგუფში, ცინიკურად როგორ იწვევდა გაბუნია აქციის მონაწილეებს, როგორ დაგვესხნენ თავს მათი ზონდერები, მაგრამ პროკურორმა და მოსამართლემ სიტყვა არ გვათქმევინეს, პროკურორმა, რომლის გვარიც აღარ მახსოვს, არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა. ეს პროკურორი ცნობილია, როგორც სოროსის ლიბერასტული ფრთის წარმომადგენელი, "შემოგდებული" პროკურორია, მოსამართლეზეც მოგახსენეთ, ნაცების ზონდერ მოსამართლე იყო და თავისას არც ახლა იშლის, ის შერჩევითი სამართალი, რაც ნაცრეჟიმის დროს იყო გამეფებული, კვლავ მოქმედებს და ისევ ნაცების და მათი სატელიტების სასარგებლოდ. "ქართულმა ოცნებამ" თავის დროზე პოლიტპატიმრებად გამოაცხადა და ბოდიში მოუხადა იმ რვა ადამიანს, რომელიც ნაცების მმართველობისას ტელეკომპანია "კავკასიის" ღია ეთერში ქრისტეს სიყვარულის გამო დაიჭირეს და გისოსებს მიღმა გამოამწყვდიეს, მოქმედმა ხელისუფლებამ ახლა იგივე გაიმეორა, თვითონ უკვე შვიდი პოლიტპატიმარი ჰყავს. დიდი აჟიოტაჟით მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, მხოლოდ სოროსულ-ლიბერასტული ფრთის, ქრისტეს მაგინებლების ინტერესების დაცვას მოარგეს, ფაქტია, ქრისტიან-მართლმადიდებლების უფლებები როცა ილახება, არ მოქმედებს. – არ ფიქრობთ, რომ თქვენ საქართველოს ხელისუფლება კი არა, გლობალიზაციის მონსტრი გიპირისპირდებათ ამ "ძალადმაცხონე" გვარამიას და მისი დამქაშების ხელით?
– გეთანხმებით, მაგრამ ევროპაში არ არის ასეთი კატასტროფული მდგომარეობა, ათამდე ქვეყანას გლობალისტ-მასონები ვერაფერს აკლებენ. საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რაც გარკვეულწილად ბუნდოვანი იყო, მოგეხსენებათ, ეკლესიაშიც მრავლად არიან ლიბერასტული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც პატრიარქს ღალატობდნენ და სულიერებისგან შორს დგანან. მთავრობასთან იმიტომ მაქვს პრეტენზია, რომ არ შეიძლება გარე ძალებს მუდმივად თავი დაუხარო და მათი "დირექტივებით" იმოქმედო, პოლიციამ ლამის ერთი-ერთში გაიმეორა ნაციონალებისდროინდელი პოლიციის "სპეცოპერაციები". ბასიშვილის ზონდერებმა ტვინის შერყევა მიაყენეს მიხეილ ამისულაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს და სხვებს, საქმეში დევს ეს სამედიცინო დასკვნები, მაგრამ პროკურატურა-მართლმსაჯულებას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. აქციის მონაწილეები ზოგი საავადმყოფოში დააკავეს, ზოგიც ოფისებში, სადაც პოლიციამ კარი შეამტვრია. ინციდენტის დროს სანდრო ბრეგაძე იქ საერთოდ არ ყოფილა, ჩვენ სხვადასხვა ავტომანქანებით ვმოძრაობდით, "საცობში" მოვხვდით და ლამის ორი საათის დაგვიანებით მივედით. სანდრო პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით, როცა საავადმყოფოდან გამოვიდა მაშინ უთხრეს, მოწმის სტატუსით უნდა დაგკითხოთო. როდის იყო მოწმეებს აკავებდნენ, შეტყობინება გაუგზავნეს და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე? ვაკე-საბურთალოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ და არც შესაბამისი მოწმობები წარუდგენიათ. პოლიციის შენობაში არ უცემიათ, მაგრამ დაკავების დროს სანდროს თავი მიარტყმევინეს და ზედა ტანსაცმელი შემოახიეს, მცირე სილურჯის კვალი ეტყობოდა, ჩაატარონ სამედიცინო, ბიოლოგიური თუ ქიმიური ექსპერტიზები, რაც უკვე მოვითხოვეთ და დამტკიცდება, რომ სანდრო ძალის გამოყენებით დააკავეს.
ნერვიულობის დროს გულყრები ეწყება, დაკავების დროს ცუდად გახდა, მაღალი წნევაც ჰქონდა, პოლიციაში პატარა, უჰაერო ოთახში გამოკეტეს და ცუდად რომ გახდა, კარს არ უღებდნენ ჰაერი რომ შესულიყო. ადამიანის წამება მარტო ცემა, ფეხებით დაკიდება, ხელების მაგიდის უჯრაში მოყოლება არ არის, რასაც ნაციონალები აკეთებდნენ. ცუდად მყოფ ადამიანს საათზე მეტ ხანს უჰაეროდ რომ გამოკეტავ, ხომ შეიძლება დაიღუპოს, შველას რომ გთხოვს და ექიმს არ გამოუძახებ, ესეც წამებაა, რასაც ევროკონვენციის შესაბამისი მუხლიც ითვალისწინებს. არც ამ ფაქტებს მიაქცია ყურადღება მოსამართლემ. მელორ ვაჩნაძე სანდროს სანახავად იყო მისული საავადმყოფოში, როცა დააკავეს. პალატიდან გამოსულს დახვდა ბადრაგი, რატომ შეხვედიო, ცემით დამუქრებიან, შეკამათების დროს მელორს ტელეფონი ამოუღია და იღებდა, რამაც პოლიციელები გააღიზიანა, ლიფტში შეუყვანიათ და იქ უცემიათ. ნაციონალები ვინც არიან კარგად ვიცი, მე 'ქართული ოცნების" იმ წარმომადგენლებისგან მწყინს დაპატიმრებული ადამიანების დაცინვა-ღლიცინი, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდით ნაციონალების წინააღმდეგ.
საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს 2017 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 347 გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს 2017 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს.
დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა არ ყოფილა. საანგარიშო პერიოდში აქტუალური რჩებოდა წლების განმავლობაში არსებული გამოწვევები ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროება გამოვლინდა, თუმცა, ამ საკითხზე სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საგანგაშია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა, არასაკმარისად ეფექტურია ამ მიმართულებით პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებული რეაგირება.
2018 წლის 2 აპრილს ომბუდსენი საზოგადოებას ანგარიშის მთავარ საკითხებს გააცნობს.
გვესაუბრება ანალიტიკოსი, ბატონი სოსო მანჯავიძე. – ბატონო სოსო, დასავლელი ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს ევროკავშირისკენაც ეკეტება გზა. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
– მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილივით გაისმა გერმანიის კანცლერის განცხადება: ქართველები ღუპავენ ევროპასო. ამას მოჰყვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ჩვენი ემიგრანტების შესახებ, ხმა ამოიღო შვეციამაც, ანუ ევროკავშირმა, ფაქტობრივად, კარები მიგვიხურა.
გამოდის, რომ ერთგვარ ჩიხში აღმოვჩნდით. ეს უფრო ხელოვნურად შექმნილი სიტუაციაა, რადგან, თუ რუსეთი რეგიონიდან წავა, შავ ზღვას თურქეთი დაეპატრონება. ეს კი მის ავტომატურ გაძლიერებას ნიშნავს, ხოლო თურქეთის გაძლიერებას ისევ რუსეთის გაძლიერება ურჩევნია ევროპას და ევროპის კავშირის სახელმწიფოებს.
ზემოთჩამოთვლილი ამ არგუმენტების გასამყარებლად აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებას მოვიხმობ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შემდეგ გააკეთა. მან მოიწონა პრემიერის მზადყოფნა რუსეთთან დიალოგის შესახებ. წარმოიდგინეთ, ეს სხვა დრო ყოფილიყო, როგორ დაესეოდნენ კვირიკაშვილს. თუმცა ე.წ. დასავლეთის მომხრე ლიბერალებს მაინც არ მოსწონთ პრემიერის პოზიცია და არ სურთ დიალოგი შედგეს რუსეთ-საქართველოს შორის. ეს ის ხალხია, რომლებიც თავს მედასავლეთეებს უწოდებენ, სინამდვილეში რუსეთის აგენტურა ბრძანდებიან, ოღონდ რუსეთში არსებული სომხური ძალების აგენტები, რომლებსაც არ სურთ, შედგეს დიალოგი და დაბრუნდნენ, მაგალითად, აფხაზეთში ქართველი დევნილები. იმ აფხაზეთში, სადაც დღეს, პირდაპირ ვთქვათ, სომხები უმრავლესობას წარმოადგენენ.
რამდენი პროცენტია აფხაზეთში სომეხი მოსახლეობა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დაზვერვა საგანგებოდ მალავს, მაგრამ, ჩემი გათვლებით, სომეხთა რაოდენობა აფხაზეთში, დაახლოებით, 60%-ია. აფხაზეთში სამთავრობო პოსტებს სომხები, ჯერჯერობით, ვერ იკავებენ, მაგრამ, ალბათ, აფხაზებს მალე მოუწევთ სომხური მმართველობის სიმკაცრის საკუთარ თავზე გამოცდა. აფხაზეთში ეთნიკური აფხაზების გენოციდი მიმდინარეობს. ასე ვთქვათ, წალეკილია აფხაზეთი ნარკოტიკებით, აფხაზური ეთნოსის კრიმინალიზაცია აქტიურ ფაზაში შედის და ა. შ. რაც ამ ხალხის გადაშენებაზე მიანიშნებს და, სამწუხაროდ, შემაკავებელი ფაქტორები არსად ჩანს…
ჩემი საუბარი, თავისთავად ცხადია, არ გახლავთ ანტისომხური ისტერიის გაჩაღების მცდელობა, უბრალოდ, ეს არის რეალობა. ჩვენ კი, საქართველოში, ვერაფრით შევძელით ეროვნული ინტერესების გამოხატვის ცენტრის შექმნა, რომელიც რეკომენდაციებს გაუწევდა ხელისუფლებას, თავს მოუყრიდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალებს, მისცემდა სახელმწიფო სტრუქტურებს გარკვეულ რჩევებს, რაც იმის გარანტი იქნებოდა, რომ, ან გაიმარჯვებ, ან დამარცხდები. უბრალო ლოგიკაა: ბრძოლაში ხმლით რომ მიდიხარ, ან წააგებ, ან მოიგებ, მაგრამ საერთოდ უხმლოდ რომ მიდიხარ, უეჭველად წააგებ. ასეთ უხმლოდ მებრძოლთა მდგომარეობაში ვართ ჩვენ.
იმ დონეზე გამოასულელეს ხალხი კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, რომ საუბარი მიმდინარეობს იმაზე: ბრძოლაში ხმალი უნდა გეჭიროს თუ არა საერთოდ. ანუ რუსეთთან დალაპარაკება ცუდია. მედიის 20% ლაპარაკობს იმაზე, რომ მარტო არ უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს. ამაზე საუბრები იმდენად სამარცხვინოა, რომ აღარც მინდა გავაგრძელო. ეს იგივეა, დამნაშავე არასრულწლოვანის დაკითხვის უფლება რომ არ აქვთ მშობლის ან მეურვის გარეშე. გამოდის, ჩვენ არასრულწლოვანი ვართ და უფროსის გარეშე ლაპარაკი გვეკრძალება. – ეს არასამთავრობოების და ურაპატრიოტების ე.წ. რეკომენდაციებია, ბატონო სოსო…
– და ვინ არიან ეს ე.წ. არასამთავრობოები? თქვენ გგონიათ, მათ ლამაზი თვალებისთვის უხდის ვინმე ხელფასს? მოხვეჭილი აქვთ დადებითი ავტორიტეტი თუ რაიმე სასარგებლო გაუკეთებიათ ოდესმე? ისინი დავალებებს ასრულებენ, იღებენ ანაზღაურებას, ამ შემთხვევაში, იმაში, რომ არ დაუშვან მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის, რადგან მოსალოდნელია, შეთანხმების შემთხვევაში, რუსებმა გამოიყენონ, ასე ვთქვათ, ქართული სუბსტრატი და გარკვეული სახის დათმობებზე წამოვიდნენ. შეიძლება არც მოხდეს ასე, მაგრამ, რომ მოხდეს?
რუსეთშიც უდიდესი გავლენა აქვთ სომხებს. საქართველოს საკითხი მიბარებული აქვს ლავროვს, რომელიც, სინამდვილეში, ქალანთაროვია.
რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკურ-საბანკო-საინფორმაციო-საექსპერტო სივრცეში არაპროპორციულად დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი სომხური ეროვნების წარმომადგენლები. შესაბამისად, რუსეთშიც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩვენი მოლაპარაკებები არ შედგეს, ანუ ორმხრივად კეტავენ ამ, ჩვენთვის აუცილებლად საჭირო საკითხს. აღნიშნულ საკითხში ჩვენ, ფაქტობრივად, მოკავშირე არ გვყავს. ჩვენი ფასი ერთი ქართული გამონათქვამისნაირად `ქათმის ფასს~ უტოლდება – ღორი დაკლეს, მე დამაკლეს, ხარი დაკლეს, მე დამაკლესო. ჩვენი ფასი კვლავ ის რჩება, რა ფასიც დაგვაკისრა `ბაზარზე~ მიხეილ სააკაშვილმა. ანალოგიური ფასი გვადევს დღესაც. ეს არის ყველაზე დამამცირებელი როლი რუსეთის ვითომ მამხილებელი სააკაშვილის.
2008 წელს რუსეთი თბილისში რომ შემოჭრილიყო, რუსეთს მსოფლიოში ერთმორწმუნე დემოკრატი ქვეყნისთვის გენოციდის მომწყობის სახელი დაერქმეოდა. ამ მოვლენების ღრმა ანალიზზე მარტო საქართველოში არ ლაპარაკობენ, თორემ მსოფლიოში დიდი ხანია წერენ.
რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს ე.წ. ანაკონდას რკალის შემორტყმის პროცესი და საქართველო, სხვათა შორის, ამ გეგმის განხორციელების ერთ-ერთ ნაწილად აღიქმება. თუ გონიერებას არ გამოვიჩენთ, ვერ გადავრჩებით ამ სასტიკ გეოპოლიტიკურ დოლაბებში და ჩვენი გარდაცვალების გამო არავინ ტირილს არ დაიწყებს. – ბატონო სოსო, ეკლესია იყო და კვლავ რჩება ერთადერთ ინსტიტუტად, რომელსაც ენდობოდა ხალხი. ახლა მძიმე პროცესები მიმდინარეობს ეკლესიაში. ფაქტობრივად, ეკლესიის რღვევა ხდება. პატრიარქის მიერ თანამოსაყდრის გამოცხადებამ კი რაღაცნაირი კატალიზატორის ფუნქციაც შეიძინა და ბევრი რამ ზედაპირზე ამოიტანა.
– ბოლო ხანებში ვიხილეთ მეუფეების ვიზიტები ამერიკაში. მათი საოცარი განცხადებებიც "რუსთავი 2"-ზე, სადაც, ფაქტობრივად, ავანგარდში დგანან. იქ ამბობენ აღსარებებს გვარამია-გაბუნიას ოლარის ქვეშ.
“მორწმუნე ადამიანების რიგს განვეკუთვნები და ვარ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, – ამბობს ნიკა გვარამია და დასძენს, პატრიარქმა მითხრა: იმდენ სიკეთეს, რამდენსაც თქვენ აკეთებთ ქვეყნისათვის, ძალიან ცოტა ვინმე თუ აკეთებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველაფერს გააკეთებთ, რომ ქვეყანას რამე ეშველოსო”.
"სხვათა შორის, "რუსთავი 2"-ის ღვაწლს მღვდელმთავრები პირად საუბრებში ყოველთვის აღნიშნავენო”, – დასძენს ნოდარ მელაძე. ასეთი ღრმადმორწმუნე და ღვთივსულიერი ადამიანები არიან ნიკა და ნოდარი და თვით გიორგი გაბუნიაც. ეს, უბრალოდ, სასაცილოც არ არის, მაგრამ მწარე ირონიის გარდა, აღარ ვიცი, რაღა დაგვრჩენია. "ვაჰ სოფელსა ამას და მისთა მდგმურთა".
რაც შეეხება მეუფე შიოს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ბერი გახლავთ. არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ ზნეობრივად დამღუპველ პროცესში, რაც ბოლო წლებში საპატრიარქოში მიმდინარეობდა. მეუფე შიოზე არ არსებობს კომპრომატები, რაც ამ რეალობაში იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. მას, ჩემი აზრით, მთელმა საქართველომ უნდა დაუჭიროს მხარი, თორემ ჩვენს წინაშე დგას რეალობა – ეკლესიის მიმართ ხალხი სრულად დაკარგავს ნდობას და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ღმერთმა დაგვიფაროს და, დაიშლება, ხოლო ნანგრევებში სწორედ ის მღვდელთმთავრები მოჰყვებიან უპირველესად, რომლებიც მტრობენ ქვეყანას და ეკლესიას და თავის დროზე მოეთხოვებათ კიდევაც ამის გამო.
– ვისზე საუბრობთ, ბატონო სოსო?
– ასეთი ბევრია. კონკრეტულად, მეუფე პეტრე ცაავა და მეუფე აბრაამ გარმელია "რუსთავი 2"-ზე რომ ყელყელაობენ, თუმცა ქრისტე არ ახსოვთ, სამშობლოზე რომ არაფერი ვთქვათ… | 2019-03-24 23:25:19 | http://saertogazeti.ge/politika/page/21/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203529.38/warc/CC-MAIN-20190324230359-20190325012359-00372.warc.gz | 43,414 | 175,030,803 |
დაჩი, X საუკუნის ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი. ქართულად თარგმნა ეპიფანე კვიპრელის ფსალმუნთა თარგმანების ანუ კომენტარის ნაწილი (შედის 973-976 გადაწერილ შატბერდის კრებულში, ხელნაწერი S-1141).
თარგმანს წინ უძღვის სტეფანე მტბევრისადმი მიწერილი წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ დაჩს ბერძნული არ ცოდნია და ტექსტი სომხურიდან გადმოუღია. წერილის თანახმად, მას უთარგმნია 7 ფსალმუნის კომენტარი. ქართული ტექსტი კი 15 ფსალმუნის თარგმანებას შეიცავს. ვარაუდობენ, რომ დანარჩენი ფსალმუნების კომენტარებიც დაჩიმ თარგმნა.
- შანიძე მ., ქსე, ტ. 3, გვ. 410, თბ., 1978 | 2019-10-21 20:54:01 | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%98_(%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98) | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987787444.85/warc/CC-MAIN-20191021194506-20191021222006-00308.warc.gz | 10,637 | 561,829,417 |
Ad Black Sea-ს განმავლობაშიც აუცილებლად აღმოჩნდები უდიდესი დილემის წინაშე - როდის უნდა გეძინოს?!
დილიდან საღამომდე ძალიან საინტერესო სემინარებზე უნდა იყო, საღამოს უნდა ნახო რა საოცრად ჩადის მზე ზღვაში, რაღაც მომენტში აჭარული ხაჭაპურიც უნდა დააგემოვნო, ღამე გადასარევ წვეულებებზე უნდა გაიცნო კოლეგები და ბევრი იცეკვო, ღამის ქალაქში ფეხით ბოდიალიც მოგინდება, გამთენიისას ზღვაში შეცურვაზეც არ უნდა თქვა უარი, დილიდან კი ისევ სემინარები იწყება. გამოსავალი მხოლოდ ერთია - #არდაიძინო.
შავ ზღვას ერთი საოცარი თვისება აქვს. მის ტალღებში ნებივრობა საოცარ მადას აღუძრავს ადამიანს, რომლის დაშოშმინება ისევ მხოლოდ და მხოლოდ აჭარულ კერძებს შეუძლია.
ქალაქში ჩამოსვლისთანავე აუცილებლად თვალს მოგჭრის კაფე-ბარების და რესტორნების აბრებზე გამოჭიმული, ძალიან მადისაღმძვრელი, ყველით გატენილი და კვერცხის გულით მორთული ნავის გამოსახულება - ეს აჭარული ხაჭაპურია. შეიძლება ერთი შეხედვით რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ მის ჭამას არც თუ ისე რთული წესები აქვს - დანა-ჩანგლით ერთმანეთში კარგად უნდა აურიო კვერცხის გული და ყველი, შემდეგ აირჩიო რომელიმე ყუა, მოჭრა ისე, რომ ნავიდან ყველი არ გადმოიღვაროს, გემრიელად უნდა ჩაალბო ნავში, ჩაკბიჩო და შეცურო მსოფლიოში ყველაზე გემრიელ თავგადასავალში.
“აჭარული” თავგადასავალი იმდენად ნოყიერია რომ ცოტა ხანში აუცილებლად მოისურვებ ბულვარისკენ ფეხით გასეირნებას. თუმცა ჩვენს ზღვისპირა ქალაქს ამ კუთხითაც შეუძლია სურპრიზების შემოთავაზება…
ბათუმის ბულვარში ფეხით სეირნობაც ექსტრემალური სპორტია და ველოსიპედითაც. მიუხედავად იმისა, რომ ორივესთვის სპეციალური ბილიკებია განკუთვნილი, ველოები მაინც გადადიან საფეხმავლო გზაზე, ადამიანები კი ველოსიპედების გვერდი-გვერდ მიაბიჯებენ. ასე რომ, რომელ ბილიკზეც არ უნდა მოხვდეთ, არ იფიქროთ რომ არასწორ გზაზე ხართ და ისიამოვნეთ ბათუმური ექსტრიმით.
ნიკუშა ანთაძე, კრეატიული დირექტორი - Holmes & Watson
ბულვარში სეირნობისგან როცა გულს იჯერებ, შეგიძლია მცირედ ეკლექტიკას და უხვ სიმწვანეს მიაშურო და თავი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ამოყო.
Ad Black Sea-ზე, ზღვა რეკლამაში ჩასაყვინთად ჩამოსულს სრულიად ჩაძირვამდე გირჩევ, სამყაროს კამერის მიღმა უკანასკნელად შეავლო თვალი და კიდევ ერთხელ სცადო ევოლუციის თეორიასთან შეხუმრება. აბა იფიქრე - ბებიაშენი, რომ ბაბუაშენი ყოფილიყო რა მოხდებოდა? ბათუმის ბოტანიკური ბაღი ამისათვის მთელს ცნობილ გალაქტიკებში საუკეთესო ადგილია. მწვანე კონცხზე, დაახლოებით 119 წლის წინ დაიბადა პატარა ბაღი, რომელიც დღეს უკვე 9 სხვადსხვა ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებისგან შედგბა. ჯამში კი, მერქნიან მცენარეთა 2037 სხვადასხვა ტაქსონომიური ერთეული ბინადრობს. გახსოვდეს, რომ ძირძველი სიტყვა “კონცხი” სულხან-საბას თქმით - “ესე არს ცხვირი კლდეთა, მჟავე,მაგარი და ძნელოვანი”. ხანდახან,სამყაროს უსასრულო ალბათურ ამონაგებებზე წინასწარაც ღირს დაფიქრება მეგობარო. ხანდახან.
P.S შენი არიადნე მწვანე კონცხის უმაღლეს გადმოსახტომამდე მაინც თუ მიგიყვანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადმოხტი, თუ გჯერა გადარჩენის გზის მოფიქრება ნახტომის შემდეგაც შეგიძლია.
ბასა მეტრეველი, ციფრული პროდუქტების გუნდის უფროსი - Redberry
თუმცა გადარჩენაზე ბევრი ფიქრი არ დაგჭირდება, რადგან ბათუმში გადარჩენის ერთადერთი და უტყუარი გზა არსებობს, რომელსაც ძალიან მოკლე და ზედმეტად ჰაეროვანი სახელი აქვს - ჭაჭა.
ამ წინადადების გაგონებისას დაუნდობელი ჟრუანტელი ამივლის ხერხემალზე როგორც ზვავი, რომელიც ააქტიურებს ყველა ემოციურ კუნჭულს ჩემს ტვინში და აცეკვებულ ნეირონებს ცხარე ცრემლს ადენს, რომელიც გადაიღვრება ჩემს გადიდებულ გუგებზე. ჩემი სხეული შენდობას მთხოვს, ამ დროს კი ჩემს სულს სწადია მარადიული ბედნიერება. გულის სიღრმეში ვიცი, რომ არ უნდა ვაწამებდე ჩემს ისედაც ტანჯულ ღვიძლს კიდევ ერთი ცეცხლოვანი სითხის შემცველი ჭიქით, მაგრამ ასევე ვაანალიზებ, რომ ჩემი ცხოვრება ასე თუ ისე მაინც დასრულდება, ასე რომ რა აზრი აქვს უარის თქმას? ტკბილი ტანჯვით და მწარე სასოწარკვეთით კიდევ ერთ ჭიქას ვწევ, რომელიც ლუციფერის ოფლის უმაღლესი დონისგან შედგება და ნეტარ მივიწყებას მივეცემი.
ჭაჭა შენი უდიდესი მტერი ან შენი უდიდესი მოკავშირეა. ალბათ ორივე. ქართულ ენაში სხვა სიტყვა არ მოიძებნება რაც შეიძლება ნიშნავდეს ამდენ ტკივილს და ამდენ სიამოვნებას ერთდროულად. მილიარდი ყურძნის შიგთავსის დაპრესვით და სრულყოფილებამდე დადუღებით ვიღებთ ალკოჰოლის 55+ გრადუსს, რასაც ეს ძლიერი, სახლში დამზადებული ჭაჭა გვთავაზობს. მართალია ამ მხეცივით სასმელს ბევრი სახელი აქვს - გრაპა, რაკი, ვინე ვოდკა, ოუზო და სხვა, მაგრამ ჭაჭა მაინც ყველაზე შესაფერისია, ერთი „ჩა“ უკლია ცეცხლოვან აცეკვებამდე.
მაშინ, როცა ქართველები 8000 წელია ღვინოს ამზადებენ, ჩვენ არ გვაქვს მეცნიერული მტკიცებულება, თუ როდის შეიქმნა ჭაჭა. თუ დავუჯერებთ ჩემს არაფხიზელ, სიცხიან სიზმრებს, მე მტკიცედ მწამს, რომ ჭაჭა ყოველთვის არსებობდა დიდი აფეთქების შემდეგ, იმ მისიით, რომ მსოფლიო გადაერჩინა ისეთი დესტრუქციული ზიანისგან, როგორიცაა პროდუქტიულობა და ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა. ეს უკანასკნელი ენერგეტიკული სასმელი და ყველაზე სანდო წვეულების დამწყები, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ეფექტიური ტკივილგამაყუჩებელი, ფეხსაცმლის საწმენდი, მეჭეჭის მკურნალი და ექსტრემალურ მდგომარეობაში ზვიგენის საფრთხობელაც კი. ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში ჭაჭა ყოფილა რამოდენიმე მშვენიერი იდეის ინსპირაციის წყარო და ასობით მშვენივრად გადაცილებული დედლაინის მიზეზი. ჭაჭას დასამალი არაფერი აქვს - ისეთია, როგორიც არის - ნამდვილი ქართული სული.
იმისათვის, რომ სათანადოდ მოემზადოთ დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის ჭაჭასთან ერთად, მე გირჩევთ, რომ ეს ქართული ფოლკლორული ჰიმნი ისწავლოთ ზეპირად - ”ჭაჭა, გადამარჩინე!” თუ დაგჭირდება პერსონალური გიდი ჭაჭის ჯადოსნურ სამყაროში, იპოვე ენერგიული, წვერიანი ბიჭი ვარდისფერ ჩოხაში (მე!) მოკიდე ხელი საყელოზე და ნაზად ჩასჩურჩულე ყურში:
მე გპირდებით, რომ ჩვენ დავლევთ, ჩვენ ვინანებთ და ხელმეორედაც დავიბადებით.
გიორგი ავალიანი, კრეატიული დირექტორი - "Leavingstone", თანადამფუძნებელი - "ჭაჭა ბოდიში"
მას შემდეგ, რაც ახლიდან დაიბადები, უკვე შეგიძლია ჩათვალო რომ ბათუმს ასე თუ ისე იცნობ… და სწორედ ამ დროს დგება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, მომენტი როცა შენც უნდა წარდგე ქალაქის წინაშე და გააცნო მას საკუთარი თავი.
ნამდვილი ბათუმი მოხუცია, მაგრამ ახალგაზრდა გული აქვს. მაღალია, მაგრამ ხელს მარტივად შემოხვევ მხარზე. გამხდარია, მაგრამ ადვილად უჩქმეტთ ლოყაზე. დინჯია, მაგრამ შეიძლება ყველაზე ქარაფშუტულ საქციელშიც კი აგყვეთ. მხიარულია, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, თვალის ნაოჭებში ჩაბუდებულ სევდასაც ამოიკითხავთ.
და როდესაც ნამდვილ ბათუმს გადაეყრებით, მასთან მისასალმებლად რამე ერთი, საყოველთაო ტრადიციად ქცეული რიტუალი კი არ უნდა შეასრულოთ, არამედ, თავი თქვენ მიერვე შექმნილი ტრადიციით უნდა მოაწონოთ. მაგალითად: აჭარული ხაჭაპურის ყუა თავზე შემოიტაროთ, პატარა კენჭი გადაყლაპოთ, სანაპიროზე გამორიყული ნიჟარა გულზე შეიბათ ან რამე მსგავსი. და რაც არ უნდა სულელური ჩანდეს თქვენ მიერ გამოგონილი ტრადიცია, გახსოვდეთ, რომ ის სრულად თქვენ გეკუთვნით, თქვენს გონებაშია მომწიფებული და შეგიძლიათ, მსოფლიოს მასშტაბით ამ ტრადიციის ერთადერთი და უნიკალური განმახორციელებლი იყოთ. რატომაც არა?
მარიამ ბაჯელიძე, დიდი შარკი - Socialsharks
ტრადიციებზეა ბევრი რამ დამოკიდებულიო, ამბობენ მავანნი და ხანდახან გულში ჩაიქირქილებენ. ან, შენ ჩაიქირქილებ ხოლმე გულს გარეთ. ხოდა, AD BLACK SEA-იც ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც ბევრი სხვა, ატავისტური წეს-ჩვეულებისგან განსხვავებით, სრულიად დამსახურებულად იკავებს შენს ტვინში ჩამონტაჟებული ვიდეო კარტის გარკვეულ მოცულობას და სანამ შენით არ ამოშლი, თავისით არსათ წავა. შენ კი, დიდი ალბათობით არასდროს დააჭერ “Delete”-ს. რამეთუ შეუცნობელ არს გზანი უფლისანი და უკვე საკაიფოდ შეცნობილი გზანი ფესტივალზე მომავალნი და მისგან გამავალნი.
აქ ყველამ კარგად ვიცით, რა შეგვიძლია, როცა თავს უფლებას ვაძლევთ აღვირი ნაგავში მოვისროლოთ, ან კაი, ჯანდაბას, კარადაში დავმალოთ ცოტა ხნით, შემდეგ კი შემეცნებისა და გართობის იმ ნანატრ მორევში გადავეშვათ, რომელსაც დილაობით ფონად ლეოშ იანაჩეკის კომპოზიციებს გადავადებდი, საღამოობით - Fluorescent Adolescent-ს. მორევში, სადაც მთელი ინდუსტრია ერთმანეთის დამარცხებას, შესაბამისად - ერთმანეთზე გამარჯვებას აღნიშნავს და სადაც, ვარდისფერ ჩოხას თუ ვეღარ ხედავ, ესე იგი იმდენად მთვრალი ხარ, დროა ბასეინს მოშორდე. თუ წელს ფესტივალზე პირველად მოდიხარ და ამ ინდუსტრიასაც ახლა ეცნობი, თავს მოდუნების უფლება არ მისცე და არ შეიზღუდო იმაზე ფიქრით, რომ ხვალ ყველას ემახსოვრება რა გააკეთე. დამიჯერე, რაც ხდება AD BLACK SEA-ზე, სინამდვილეში არ ხდება AD BLACK SEA-ზე. ყოფიერების ასატანი სიმსუბუქე. მხოლოდ და მხოლოდ ასე.
ლაშა შრუტე მილორავა, სინიორ ქოფირაითერი - DDB BetterFly | 2019-10-22 19:12:19 | https://tbcinsurance.ge/ka/blog/article/73-baTumis-gzamkvlevi-qarTveli-kreativebisgan | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987823061.83/warc/CC-MAIN-20191022182744-20191022210244-00185.warc.gz | 11,463 | 721,982,363 |
ვაკანსია ბუღალტრის, იურისტის, ექთანის, დაცვის სამასუხის, შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: ა) დოკუმენტაციის განხილვა; ბ) გასაუბრება.
განმახორციელებელ პირად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV და V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. განმახორციელებელ პირად მიღებისას უპირატესობა ენიჭება: ა) შესაბამისი, უფრო მაღალი კვალიფიკაციის პირებს. ბ) შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის ხანგრძლივობას; გ) გასაუბრებისას გამოვლენილ სათანადო უნარ–ჩვევებს.
კონკურსში მონაწილე პირმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინოს:
• უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV და V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
• შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტი. დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ აკადემიაში.
საბუთების მიღების ვადაა 2018 წლის 1 ნოემბერი 16:00 სთ-მდე. ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს მისამართია:
ქ. ბათუმი, გრიბოედოვის 67, ტელ: 0422 22 71 63. | 2019-03-22 20:52:26 | http://bpa.ge/%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/254-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1,-%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1,-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1,-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1,-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202689.76/warc/CC-MAIN-20190322200215-20190322222215-00313.warc.gz | 6,206 | 34,217,301 |
ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის. იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის, როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ.
ტყვია ადამინის ორგანიზმზე მრავალმხრივ ზეგავლენას ახდენს.
ბავშვების ორგანიზმზე ტყვიის ზემოქმედებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს:
ნერვული სისტემისა და თირკმელების დაზიანება;
გონება გაფანტულობა, ქცევითი დარღვევები და სწავლის უნარ-ჩვევების დაქვეითება;
ძვლებისა და კუნთების ზრდის შეფერხება.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ტყვიის ზემოქმედებისადმი, ტყვია, ასევე, საფრთხეს წარმოადგენს მოზრდილების ორგანიზმისთვისაც და იწვევს:
ორსულობის დროს არტერიული წნევის მომატებას;
ნაყოფიერების პრობლემებს (მამაკაცებსა და ქალებში);
მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
საღებავები - საღებავები, რომლებსაც საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის (სახლების, კედლების, ავეჯის შესაღებად და სხვ.) იყენებენ, შეიძლება სხვადასხვა დოზით შეიცავდნენ ტყვიას. ტყვიის შემცველი საღებავებით, შესაძლოა, დაფარული იყოს საცხოვრებელი სახლების ფანჯრების, კარებების და კიბის საფეხურების ზედაპირები. ტყვიის შემცველი საღებავი საშიში არ არის, იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანობა დარღვეული არ არის.
მტვერი - საცხოვრებელში გარემოდან მოხვედრილი მტვერი, შესაძლოა, შეიცავდეს ტყვიას, ამიტომ რეკომედირებულია სახლის დალაგება სველი წესით რაც შეიძლება ხშირად.
ჰაერი - ინდუსტრიული ნარჩენებით გარემოს დაბინძურება იწვევს ტყვიის მოხვედრას ჰაერსა და წყალში, რაც იწვევს ტყვიით მოწამვლას და სავალალოდ მოქმედებს პირველ რიგში ფეხმძიმე ქალებსა და ბავშვებზე.
ნიადაგი - ინდუსტრიული ნარჩენებით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედაფენა ტყვიას შეიცავს, რომელიც არ იშლება. მოწამვლის საფრთხის წინაშე დგანან ის ადამიანები, ვინც ტრანსპორტით და ინდუსტრიული წარმოებით გადატვირთულ ქალაქებში ცხოვრობენ. ტყვით მოწამვლის განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ მათ, ვინც მაგისტრალურ ქუჩებთან, დიდ გზაჯვარედინებთან, ავტოტრასებთან, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს ცხოვრობს. ასეთ რაიონებში დაბინძურებული ნიადაგიდან ტყვია სახლის მტვერში ხვდება და წამლავს ადამიანს.
წყალი - წყლის ტყვიით დაბინძურების მიზეზი,ძირითად შემთხვევებში, არის ტყვიის შემცველი მილები, რომლებიც 1980-იანი წლებიდან გამოიყენება. ტყვიის წყალში შემცველობა არ იგრძნობა რაიმე დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებით (ფერი, სუნი, გემო). სასმელ წყალში ტყვიის შემცველობის შემცირება, შესაძლებელია, შემდეგი ნაბიჯების განხორციელებით:
სასმელად და საკვების მოსამზადებლად (მათ, შორის ახალშობილის საკვების) ყოველთვის გამოიყენეთ ცივი წყალი. მდუღარე წყალი ტყვიას წყლიდან ვერ მოაშორებს;
წყლის სასმელად გამოყენებამდე, ცოტა ხნით მოუშვით წყალი ონკანში და შემდეგ აიღეთ წყალი;
საკვები - ხშირად, ტყვია ხვდება საკვების ზედაპირზე ტყვიის შემცველი მტვრის სახით.
სათამაშოები-ხშირად იმპორტირებული სათამაშოები შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავებით.
ბავშვებისა და მოზრდილების ორგანიზმში ტყვია, შესაძლოა, მოხვდეს იმ შემთხვევაში თუ ისინი:
ჩაისუნთქავენ ტყვიის შემცველ მტვერს (განსაკუთრებით, ისეთი სახის აქტივობების დროს, როგორიცაა, მაგალითად, სახლის რემონტი ან რაიმე სახის ზედაპირების ღებვის პროცედურები);
ჩაყლაპავენ ტყვიის შემცველ მტვერს,რომელიც მოხვედრილია საკვებზე ან საკვების მოსამზადებელ ზედაპირზე;
შეჭამენ ტყვიის შემცველი საღებავების ნაწილებს/ ნიადაგს (მიწას).
ტყვია, განსაკუთრებით საშიშია 6 წლამდე ასაკის ბავშვების ორგანიზმისთვის, რადგან:
ამ ასაკში ბავშვების თავის ტვინი და ნერვული სისტემა, მეტად მგრძნობიარეა, ტყვიის დამაზიანებელი ეფექტებისადმი;
ბავშვების ორგანიზმი, რომელიც ზრდის პროცესშია, შეიწოვს უფრო მეტ ტყვიას;
ბავშვები ხშირად იდებენ პირში ხელებს და სხვადასხვა საგნებს. ამ საგნებზე, შესაძლებელია, იყოს ტყვიის შემცველი მტვერი.
! ნაყოფიერების ასაკში მყოფმა ქალებმა, უნდა იცოდნენ, რომ ტყვია საშიშია ნაყოფის განვითარებისთვის, რადგან ტყვიამ, შესაძლოა, გავლენენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე, პლაცენტის გავლის გზით.
შესაძლებელია თუ არა ტყვიით ინტოქსიკაციის თავიდან აცილება?
ტყვიით ინტოქსიკაცია, შესაძლებელია სრულად იქნას თავიდან აცილებული. მთავარია, ბავშვმა შეწყვიტოს ტყვიის ექსპოზიციის წყაროსთან კონტაქტი და მოხდეს იმ ბავშების გამოვლენა, ვისაც შეხება ჰქონდათ ტყვიის წყაროსთან.
რა შეუძლიათ მშობლებს მოიმოქმედონ ტყვიის ზეგავლენის შემცირების მიზნით?
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს საცხოვრებელ სახლში არსებობს ტყვიის შემცველი საღებავი:
არ ეცადოთ მის მოშორებას, რადგან ამით,შესაძლოა, გამოიწვიოთ საღებავის ზედაპირის უფრო მეტად დაზიანება და გარემოში უფრო მეტი ტყვიის შემცველი მტვერი გავრცელდეს;
ყოველთვის ეცადეთ შერებილი კედლები/ფანჯრის რაფები/სხვა საგნები არ დაზიანდეს და არ დაიღვეს საღებავის საფარის ერთობლიობა;
რემონტის დროს, მოერიდეთ იმ ადგილზე ყოფნას, სადაც ხდება მტვრის გაფრქვევა;
სახლის შეძენამდე შეამოწმეთ ის ტყვიის შემცველობაზე;
რეგულარულად დაასუფთავეთ იატაკი, ფანჯრის რაფები და სხვა ზედაპირები სველი წესით;
ხშირად დაბანეთ ბავშვს ხელები, ასევე, გარეცხეთ მისი ბოთლები, საწოვარები და სათამაშოები;
სასმელად და საკვების მოსამზადებლად (მათ, შორის ახალშობილის საკვების) ყოველთვის გამოიყენეთ ცივი წყალი. მდუღარე წყალი ტყვიას წყლიდან ვერ მოაშორებს;
ეცადეთ, უზურნველყოთ, რომ ბავშვი იკვებოს ჯანსაღად, მიიღოს რკინით, კალციუმითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები;
სახლში შესვლამდე, გამოიცვალეთ ფეხსაცმელი, რათა არ მოხდეს საცხოვრებელში გარედან გამოტანილი ტყვიის შემცველი მტვრის გავრცელება.
მოერიდეთ ე.წ. ხალხური მეთოდებით/საშუალებებით მკურნალობას; | 2019-10-19 14:25:12 | http://ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=7baf7369-0fd3-4cf2-9bb2-8cc318a7a72d | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986696339.42/warc/CC-MAIN-20191019141654-20191019165154-00165.warc.gz | 22,116 | 135,763,685 |
300-ზე მეტი გატაცებული ბოლო ორი წლის განმავლობაში – ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსი ოკუპანტების გააქტიურებას რუსეთის მიმართ რბილი ტონის შედეგად მიიჩნევენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ხელისუფლებას საოკუპაციო ზოლზე პატრულირების გაძლიერებისკენ და ადგილობრივი მოსახლეობისადმი მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ, შექმნილ ვითარებაში ერთადერთ ბერკეტად ხელისუფლება საერთშორისო საზოგადოების ჩართულობას ასახელებს, რომელსაც უმრავლესობის მტკიცებით, თბილისი აქტიურად იყენებს.
“ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეგნებულად ძალიან მავნებლური პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობს წაყრუებას და რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ხელისუფლება რომ საჭიროა ოკუპაციის ხაზის გაძლიერება, პატრულირების გაძლიერება და პირადი შემადგენლობის გაათმაგება,”-აცხადებს გია ბარამიძე.
ოკუპანტი ქვეყნის მიმართ არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას “ევროპული საქართველოც.” ოპოზიციური პარტიის წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნას.
“რატომ არ ვუქმნით ჩვენი მხრიდან არავითარ დისკომფორტს იმ ადამიანებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომლებიც ჩვენ მოქალაქეებს აწამებენ, იტაცებენ და კლავენ. ეს არის საკითხი, რომელიც მაღელვებს, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება რუსეთის აგრესიული ნაბიჯების საპასუხოდ ატარებს სრულიად უპრინციპო, უთავმოყვარეო და არაპრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც კიდევ უფრო ათავხედებს საოკუპაციო რეჟიმს,”-აცხადებს ოთარ კახიძე.
უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ადეკვატურად მოქმედებს და მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ეფექტურად იყენებს.
“ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი რაც გაგვაჩნია ე სარის საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა ამ საკითხში და ცხადია ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ და ვაყენებთ საქმის კურსში საერთაშორისო საზოგადოებას,”-აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა. | 2019-03-24 17:47:06 | https://news.ge/uprincipo-da-utamoyvareo/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203464.67/warc/CC-MAIN-20190324165854-20190324191854-00065.warc.gz | 28,878 | 571,299,684 |
ზუსტად სამი საათი გაშორებს ობჩას – სოფელს ბაღდათის რაიონში, რომელიც დედაქალაქისკენ ახალგაზრდობის მიგრაციას ვერაფერს უხერხებს, მეღვინეობის ტრადიციას კი ერთგულად ინახავს. დანიშნულების ადგილზე ჩასულს ვენახების ვრცელი პეიზაჟი და ირიბად ატეხილი, ჯერ ისევ უფოთლო ტყეების ზანტი რწევა გამახსოვრებს თავს. 22 წლის ბაია აბულაძე ობჩაში, მშობლების სახლში, თბილისიდან მოგვყვება. ის მაგისტრატურაში საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით სწავლობს. „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდში“ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე მუშაობს და, რაც მთავარია, მეღვინეობის ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს.„ბაიას ღვინო“ გასული წლის დეკემბერში ჩამოისხა. ეს ახალგაზრდა მეღვინის პირველი სერიოზული წარმატებაა იმ სფეროში, რომელთანაც, როგორც თავადვე ამბობს, მთელი ცხოვრებითაა დაკავშირებული.
„მშობლები მასწავლებლები არიან, ჩვენი სოფლის სკოლაში მუშაობენ. 16 წლის ძმა და 20 წლის და მყავს. იმას, რომ შრომა უნდა დავინაწილოთ, ბავშვობიდან მივეჩვიეთ. ნებისმიერ საქმეში მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული. ასე იყო ყოველთვის. ეს იყო სრულიად ბუნებრივი და სასიამოვნო საოჯახო ვალდებულება, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა ტვირთთან და სიმძიმესთან, პირიქით! სოფელში შრომა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ქალაქურ ყოველდღიურობაში – ტრანსპორტის გამოყენება ან მაღაზიიდან პურის ამოტანა.
სახლის საქმის კეთება ბავშვობიდან მიწევს და მიყვარს კიდეც. ღვინის კლიენტები რომ მოდიან, მშობლები სკოლაში ბავშვებს ვერ დატოვებენ და სახლში ვერ გამოცვივდებიან. ამიტომ ჩვენ გვებარა ყველაფერი. ჩამოგვიწერდნენ ხოლმე: ქათამი შეწვით, ცომი მოზილეთ, თონე დაანთეთ, ხაჭაპური გამოაცხვეთ, სახლი დაალაგეთ.
თბილისს სტუდენტობამდე, ფაქტობრივად, არ ვიცნობდი. მთელი ბავშვობა მეც და ჩემმა და-ძმამაც ობჩაში გავატარეთ. ან სახლში ვიყავით, ან ბიძასთან, რომელიც აქვე ცხოვრობს. ქალაქში თუ მივდიოდით, მაშინაც მშობლებს მივყავდით მანქანით. საზოგადოებრივ ტრანსპრტთანაც არ გვქონია შეხება. ამდენად, იქ ჩასვლისას ყველაფერი სიახლე იყო ჩემთვის. უკვე ამდენი დრო გავიდა და მოძრაობა, შუქნიშნები დღემდე მაფრთხობს. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ქუჩებს ვერ ვცნობდი, ვერ ვაგნებდი ვერაფერს, წვალებ-წვალებით და კითხვა-კითხვით მაქვს ნაპოვნი ყველა ქუჩა. ახლა ღიმილით მახსენდება ის პერიოდიც და ის კეთილგანწყობაც, რომელსაც გამვლელებისგან ვგრძნობდი.
სად უფრო რთულია ცხოვრება? თბილისში. ერთმნიშვნელოვნად! ბედნიერება ძნელია ურბანულ სივრცეში. თავისუფლების შეგრძნება არ გაქვს, მთელ დღეს სიჩქარეში, ხმაურსა და სტრესში ატარებ. ძალიან მდიდარი რომ ხარ, მაშინაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ყველა სიამოვნებასთან ახლოს ხარ, ყოველდღიურობა ამ სიამოვნების აღქმის დროს არ გიტოვებს.
ის, რაც თბილისში სულ მაკლია და მენატრება, აქაური სიმშვიდე, სიმწვანეა. დღემდე, სოფელში რომ ჩამოვდივარ,ვდგავარ და გავყურებ ხოლმე სახლს მიღმა შეფენილ ტყეს და ვგრძნობ რომ ვერასდროს, ვერასდროს მოვწყდები აქაურობას!“
„ჩვენი სოფელი, ზოგადად, მეღვინეობისთვის ძალიან კარგი ზონაა, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი წერს, „ფერდობის მზისა და ტყეების გამო.“ ნალექიც შესაბამისია, ზომიერი.
სამი სახის ღვინოს ვაწარმოებთ: ცოლიკოურს, რომელსაც ობჩურას სახელითაც მოიხსენიებენ; ციცქა-ცოლიკოურს და ციცქა-ცოლიკოურ-კრახუნას.
ციცქა ოდნავ მომჟავოა, მას ცქრიალა ღვინისთვისაც იყენებენ. ცოლიკოურს ატმისა და ყვავილების მოტკბო სურნელი დაჰკრავს. კრახუნა კი უგემრიელესი, საოცრად არომატულია!
წელს 13 ტონა ყურძენი მოგვივიდა. მთელი დღის განმავლობაში დაკრეფილ ყურძენს საღამოს ვწურავთ. თუ იმ დღესვე არ დაწურე, დუღილი დაიწყება. დაწურულ ყურძენს დღეში სამჯერ უნდა დარევა – ასე ვეძახით – რომ დუღილი თანაბარი იყოს. ზამთარში, აციებისას, მაჭარი დუღილს აჩერებს. ამ დროს უნდა მას გადაღება. როგორც წესი, უჟანგავი ლითონის ან მინის ჭურჭელში გადაგვაქვს. ჭური აქამდე არაპოპულარული იყო ჩვენთან, – მომხამარებელს არ მოსწონდა მისი გემო და თავს ვიკავებდით. მაგრამ ახლა გვინდა სწორედ ჭურის განსხვავებულ, სპეციფიკურ არომატს გავუკეთოთ პოპულარიზაცია.
ვენახთან დაკავშირებულ საქმეშიც სამივენი 6-7 წლიდან ჩავებით. იქნებოდა ეს ყურძნის კრეფაში მონაწილეობა, ლერწმის გაბოჭვა, ახვევა, აკვრა, თავის გადაჭრა თუ ნებისმიერი სხვა რამ. ძირებს გათოხნა და გაბარვა უნდა. თუ ვენახში ბალახი ბევრია, ვჭრით და საქონლისთვის გაგვაქვს. გაზაფხულიდან რომ იწყება ლერწმის გასხვლა, აქიმობა ანუ შეწამვლა, 12-13-ჯერაა საჭირო სეზონის განმავლობაში. აგვისტოს ბოლო ორი კვირა და მთელი სექტემბერი უკვე თავისუფალი ხარ და სანამ რთველი დაიწყება, ვენახიც ისვენებს. ფოთოლი გამკვრივებულია, გაძლიერებული. ყურძენიც მწიფობაშია შესული. აღარც იმის საშიშროებაა, რომ რაიმე დაავადება გაუჩნდეს.
რთველი ჩვენთან რომ მთავრდება, მერე ბაბუასთან და ბიძასთან იწყება. ბაბუა – ბონდო აბულაძე – მეღვინეა. ბიძაჩემიც მის კვალს გაჰყვა. მათი სახლი და ვენახები მთისკენაა, სადაც ნაკლები მზეა. ამიტომ ბაბუასთან უფრო გვიანაა რთველი და ჩვენც, ჩვენი ვენახების გაკრეფის შემდეგ, მათ ვეხმარებით.
ობჩაში, ზოგადად, ყველა სეზონი ძალიან ლამაზია, მაგრამ გაზაფხული – განსაკუთრებით! ბევრი ტყემლისა და ატმის ხე გვაქვს, მათი ყვავილობა რომ იწყება,
ეზო მთლიანად გადათეთრდება ხოლმე. ჩვენს სოფელზე აჯამეთის ნაკრძალის საზღვარი გადის. ტყე რომ გამწვანგამწვანდება, სახლიდან გავყურებ ხოლმე ხეების შრიალს და არასდროს მბეზრდება ეს პეიზაჟი. ჰაერი სუფთაა, ტყე რომ ირხევა, გრძნობ, რომ შენც სუნთქავ. აპრილის ბოლოს – მაისში ვენახის ყვავილობისას – ირგვლივ ისეთი მათრობელა სუნი დგას, უფრო გემრიელი არომატი საერთოდ არ მეგულება დედამიწაზე!“
„მეღვინეობით რაც სტუდენტი გავხდი, სერიოზულად იმის მერე დავინტერესდი. ჯერ ერთი, თბილისში ძალიან მენატრებოდა ყველაფერი, რაც ღვინოსთანაა დაკავშირებული. თან ვხვდებოდი, რომ ჩემების მოტივაცია ნელ-ნელა სუსტდებოდა ამ სფეროში. როცა ერთდროულად უამრავი საქმე გაქვს, ძნელია ერთი მიმართულებით კონცენტრირდე. აქ რომ ჩამოვედი, მიზნად დავისახე მეღვინეობის შესახებ მაქსიმალურად მეტი გამეგო, რომ ჩემებს ინფორმაციულად მაინც დავხმარებოდი.
„ღვინის კლუბი‚“ – ესაა ორგანიზაცია, რომელიც 2 კვირაში ერთხელ აწყობს ლექციებს მეღვინეობის თემაზე. ამ კლუბში გავწევრიანდი. დაახლოებით სამი წელია დავდივარ, სერიოზული თეორიული განათლება მომცა. „ღვინის ფესტივალს“ ყოველ წელს სწორედ „ღვინის კლუბი“ ატარებს. ორივე ოჯახი ჩართული ვართ, სწორედ ამ კლუბმა აღმოგვაჩინა. ბიძასთან ჩამოვიდნენ და მისი ღვინო – „ზურაბ ღვალაძის ციცქა-ცოლიკოურის“ სახელით – ბოთლებში ჩამოასხეს. ეს დიდი მიღწევაა! ჯერ ერთი ტონა წაიღეს, მერე კიდევ ნახევარი ტონა დაამატეს, იდენად კარგად გაიყიდა.
ჩვენ დეკემბრიდან დავიწყეთ ჩამოსხმა. „ბაიას ღვინო“ – ასე ჰქვია ჩვენს ციცქა-ცოლიკოურს. წარმოებისა და რეალიზაციის პროცესშიც თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. ჩემს მოსახელე ღვინოს ვინც სინჯავს, ყველას ძალიან მოსწონს.
ჩვენი ოჯახური მეურნეობის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებაში გადამწყვეტი როლი „საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ და მისმა ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ ითამაშეს. ქალბატონ ნინოს ფერმა აქვს სამცხე- ჯავახეთში. მას უვლის და პარალელურად ქართველი ფერმერების დახმარებაზე, მათი ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნავს. მას მივწერე, ასოციაციის წევრობა მინდა-მეთქი. ძალიან გაუხარდა ჩემი ინიციატივა, დეტალურად გამომკითხა ყველაფერი და სოციალურ ქსელში როგორც პირად, ისე „ფერმერთა ასოციაციის გვერდზე“ დადო ინფორმაცია. მას შემდეგ 1500- ზე მეტმა ადამიანმა გამომიგზავნა მეგობრობის თხოვნა. მომწერეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ზოგმა – უცხოეთიდან. ჟურნალისტებიც დამიკავშირდნენ.“
„დედაჩემი ძალიან ორგანიზებულია, ყოველთვის იმდენი საქმე აქვს, ყველა დეტალს იწერს ხოლმე. მე აქამდე ასეთი დაკავებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ბოლო დროს მეც იმდენი საქმე გამომიჩნდა, დედას მივბაძე. ჩემს ტელეფონს რომ ჩახედოთ და ნახოთ, ვისი ნომერი რა სახელით მაქვს შენახული, ბევრს იცინებთ. მაგალითად: კობა, რომელმაც ეტიკეტებზე უნდა დარეკოს; გია, რომელსაც ხვალ ვხვდები „ციცქასთან“ დაკავშირებით და ა.შ.
რაც შეეხება ჩემს მეოცნებე ბუნებას, კითხვის შედეგი მგონია. კითხვაზე ვგიჟდები, ის კი ფიქრისა და ოცნების უნარს ყველაზე კარგად ავითარებს. თან სახლში უამრავი წიგნი გვაქვს, მშობლები მათ, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, თავიანთი სტიპენდიებით ყიდულობდნენ.
მიზანიც ბევრი მაქვს. ამ ეტაპზე მინდა ენები ვისწავლო სრულყოფილად. გერმანულსა და რუსულს სკოლაში ვსწავლობდი, ინგლისურის სწავლა სტუდენტობისას დავიწყე. საკმაოდ კარგ შედეგამდე მივედი.
ვოცნებობ იმაზეც, რომ ჩვენი და ბიძაჩემის ოჯახები სამომავლოდ იტალიელი მეღვინეების ოჯახებს ჰგავდეს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია ღვინო იმ ხარისხითა და რაოდენობით შევინარჩუნოთ, როგორიც ახლა გვაქვს. რამდენადაც ეს ოჯახური მეურნეობაა, არ გვინდა ქარხნად ვაქციოთ და ამის ხარჯზე გავიდეთ უფრო დიდ მასშტაბზე.
კიდევ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი მშობლები სამოგზაუროდ გავუშვა სადმე. მათ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარეს. არ მახსოვს მამა 5-6 საათზე გვიან ამდგარიყოს.
22 წლის ასაკისთვის მთავარი მიღწევა სწორედ ის მგონია, რომ ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუა უსაზღვროდ გახარებულები არიან. მე მათ ტრადიციას ვაგრძელებ, მალე ჩემი ძმაც შემომიერთდება. ბაბუას ეუბნებიან, ეს რა მაგარი შვილიშვილი გყოლიაო და მის სიხარულს საზღვარი არ აქვს.
ღვინო როგორც სასმელიც ძალიან მიყვარს და მასთან პროფესიული მომენტიც მაკავშირებს. როცა ვაგემოვნებ, არომატსაც ვაკვირდები და იმასაც, როგორ ხასიათზე გაყენებს. მას თავისი საიდუმლო აქვს და ამ საიდუმლოს ამოცნობად ღირს ეს შრომა!
ჩემი აზრით, ბედნიერებას რაც განიჭებს, რაც შეგიძლია და კარგად გამოგდის, ის უნდა აკეთო. ნელ-ნელა უნდა მიჰყვე მიზანს და თუ ის მიზანი კეთილშობილურია, გზად აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გადამწყვეტ მომენტში ხელს შეგაშველებენ. ვერ გეტყვით, რა იქნება სამომავლოდ – თბილისში ვიცხოვრებ თუ ობჩაში დავბრუნდები, მაგრამ ერთი ვიცი დანამდვილებით – ვგრძნობ, მარტო კი არ ვიცი – რომ მეღვინეობასთან ვარ დაკავშირებული მთელი ცხოვრებით!“ | 2019-10-21 23:25:36 | http://culinartmagazine.com/2016/05/04/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795253.70/warc/CC-MAIN-20191021221245-20191022004745-00465.warc.gz | 19,922 | 52,811,121 |
პროფესიული განათლების ხარისხის ხარისხის უზრუნველყოფა
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების გამოყენებით.
ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებს აყალიბებენ და ახორციელებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.
ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიმები განსაზღვრული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მის განხორციელებაზე პასუხისმგებელია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ცენტრში შექმნილია პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება შემდეგი მექანიზმები:
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია;
- ავტორიზებული უმაღლესი ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან ამ სტატუსის მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების გეგმიური მონიტორინგი;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების არაგეგმიური მონიტორინგი;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების პროცედურები;
- სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის პროცედურები.
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიმების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი, რომელიც დაკომპლექტებულია განათლებისა და პეროფესიული სწავლების სფეროების შესაბამისი დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. სამსახური ახორციელებს ექსპერტთა კორპუსის წევრების პროფესიული განვითარების ინტენსიურ ღონისძიებებს, მათი მუშაობის მონიტორინგს, შეფასებას, კორპუსის პერიოდულ განახლებას.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, ინფრასტრუქტურის, რესურსების და საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნებს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები). საბჭოების შემადგენლობები მტკიცდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ხოლო მათ მუშაობას ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს ცენტრში არსებული სამდივნოები.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დაწესებულებებს უზრუნველყოფს კონსულტაციებით, ტრენინგებით, დამხმარე სახელმძღვანელოებით და გზამკვლევებით.
სამსახური კონსულტაციებს უწევს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლებსაც.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის- მოდულური პროგრამების დანერგვა და დუალური სწავლების პრინციპების შემოღება, რაც ხარისხის უზრუნველყოფის არსებული მექანიზმების გადახედვის და მათი განსხვავებული შინაარსით დატვირთვის აუცილებლობას იწვევს.
ამ მიზნით მიდინარეობს მუშაობა ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტზე, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის დამატებითი მექანიზმების (მაგალითად, ვერიფიკაცია) პილოტირებაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულია მოდულური/დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ქვეპროგრამა, რომლის ადმინისტრირებასაც ცენტრი ახორციელებს. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება დაწესებულებებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განვითარების კუთხით.
ცენტრი ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს ეროვნული პროფესიული საბჭოს მიერ შექმნილი პროფესიული განათლების ხარისხის თემატური სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რომელიც სოციალური პარტნიორობის პრინციპითაა დაკომპლექტებული და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ექსპერტიზას და ინიცირებას ახორციელებს ეროვნული პროფესიული საბჭოს წინაშე.
პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია დონორების დახმარება, მათ მიერ განხორციელებული პროექტების სახით, როგორიცაა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (MCA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია (GIZ), ევროკავშირის დახმარების პროგრამა, ევროპის განათლებისა და ტრენინგების ფონდი (ETF).
ცენტრის ვებგვერდის წინამდებარე რუბრიკაში დაინტერესებული პირი იპოვის ინფორმაციას პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, პროცედურების, სამუშაო ფორმების, სტანდარტების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. | 2019-03-22 20:12:47 | https://eqe.ge/geo/static/465/Quality-/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202689.76/warc/CC-MAIN-20190322200215-20190322222215-00190.warc.gz | 11,842 | 486,209,095 |
გენერლის დოსიე: გენერალ-ლეიტენანტი ვანო გრიგორის ძე გურგენიძე, 1992-2000 წლებში – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე შეიარაღების დარგში.
1960 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა ომსკის უმაღლეს საერთო საჯარისო სასწავლებელში. სამსახური დაიწყო ქ. მინსკში 120-ე გვარდიული დივიზიის მოტომსროლელი ოცეულის მეთაურად. 1996 წლიდან ვანო გურგენიძე მინსკის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უმაღლესი საინჟინრო საზენიტო-სარაკეტო სასწავლებლის კურსანტია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1971 წელს, წარგზავნეს ტაჯიკეთში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-12 არმიაში.
მესამე სამხედრო სასწავლებელი, რომელიც გენერალმა გურგენიძემ დაამთავრა, ხარკოვის მარშალ გოვოროვის სახელობის სამხედრო-საინჟინრო აკადემიაა (ხელმძღვანელი საინჟინრო შემადგენლობის ფაკულტეტი).
1978-1991 წლებში მსახურობდა თბილისში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარებში, სადაც ჯერ – სარაკეტო-საარტილერიო კორპუსის სამსახურის უფროსის, შემდეგ კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-19 არმიის მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა, რომლის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედიოდა მთელი ამიერკავკასია და ჩრდილოეთ კავკასია. 1992 წლის იანვრიდან გენერალი ვანო გრიგორის ძე გურგენიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეა შეიარაღების დარგში. თადარიგში გავიდა 2000 წელს.
– ბატონო გენერალო, ერთხელ, სამხედრო ჟურნალისტად მუშაობისას, თავდაცვის მინისტრს ვახლდი ქუთაისში, სადაც სავსებით თანამედროვე დონის ზოგიერთი თავდაცვის საწარმო დავათვალიერეთ. გვითხარით, გვაქვს თუ არა დღეს სამხედრო-საწარმოო კომპლექსის დაწესებულებები, რომლებსაც ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება შეუძლია?
– უნდა გითხრათ, რომ ერთობ მტკივნეულ თემას შეეხეთ. არადა, სულ ცოტა ხნის წინათ ქვეყანაში იყო ყველაფერი, რასაც თამამად შეიძლება სამხედრო-საწარმოო კომპლექსი ეწოდოს. ეს იყო ქარხანა „არსენალი“, სადაც სხვადასხვა დანიშნულების ჭურვები და მრავალი სახის შეიარაღებისა და ტექნიკის რემონტი იწარმოებოდა. საკმარისია, ითქვას, რომ ქარხანა 1000-მდე სამუშაო ადგილს უზრუნველყოფდა. ასევე, უნდა გავიხსენოთ საავიაციო და ტანკსარემონტო ქარხნები თბილისში, ქუთაისის ავტოქარხანა, სადაც საბაზო სამხედრო საბარგო მანქანებს უშვებდნენ, და აქვე – ქუთაისის ქარხანა შვეულმფრენთა სარემონტოდ; ბათუმში აწარმოებდნენ „აისტებსა“ და „გრიფებს“ – კატერებს, რომლებსაც აუცილებლობის შემთხვევაში სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებდნენ. და ეს ყველაფერი როდია.
თბილისში ფუნქციონირებდა თავდაცვის საწარმოები „ორბი“, „სხივი“ და „ბერტა“, სადაც 120-მილიმეტრიან ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებსა და წუნდაუდებელ ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობას უშვებდნენ. საწარმოები დაკომპლექტებული იყო მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით. თავდაცვაზე მუშაობდა ტექსტილისა და ფეხსაცმლის ფაბრიკებიც, სადაც სამხედრო ფორმები და ჯარისკაცის ფეხსაცმელი იწარმოებოდა.
მახსოვს საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც შეიარაღების ზოგიერთი სახეობის ერთობლივი წარმოებისთვის დაიდო. მთელ ამ მეურნეობას დიდი სარგებლობა მოჰქონდა პირველადი მოთხოვნილების იარაღით ჩვენი არმიის აღჭურვაში. ამას გარდა, სავალუტო საშუალებათა მნიშვნელოვან ეკონომიას სწევდა. ახლა ყველაფერი ტკბილ მოგონებად შემორჩა... საინტერესოა, რომელ ბოროტმოქმედს დასჭირდა, ძირფესვიანად გაენადგურებინა ეს უძვირფასესი მიღწევა?
– გარკვეული პარტიული კუთვნილების ადამიანებისგან არაერთხელ მსმენია, რომ ჩვენი სამხედროების ყოფნას საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში ერაყსა და ავღანეთში არა მარტო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ ერთობ სასარგებლოა მათთვის აუცილებელი გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. ეთანხმებით თუ არა ამ აზრს, ბატონო ვანო?
– კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ერაყსა და ავღანეთში ჩვენს ყოფნაზე, თანაც, ორი მიზეზით:
ჯერ ერთი, გაუმართლებლად მიმაჩნია ჩვენი მონაწილეობა ნებისმიერ პოლიტიკურ ავანტიურაში, თუნდაც, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ლოზუნგით! დღეს, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ საერთაშორისო არენაზე საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ჩატარებულ ყოველ აქციას აშშ „ნაირფერი ტანსაცმლით“ მოსავს, რათა პასუხისმგებლობა გადაუნაწილოს ბევრ რამეში აშშ-ზე დამოკიდებულ სხვა ქვეყნებს. ვფიქრობ, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სხვის ლაშქრობებში მონაწილეობა ცუდის მომტანია... მართლაც რომ „დაიბედოს“ ტერორისტები?!
მეორეც, რის აღნიშვნაც განსაკუთრებით მინდა – ერაყსა და ავღანეთში ათასი უბედურების მომსწრე ჩვენს ჯარისკაცებს შესაძლოა, ვიეტნამური ტიპის სინდრომი დაემართოთ! მერედა, ჩიტი ბდღვნად ღირს?! რაც შეეხება გამოცდილებას, რომელსაც ჩვენი მშვიდობისმყოფლები იძენენ, ეს სრულებით სხვაგვარი ტიპის გამოცდილებაა და საეჭვოა, სამშობლოს დაცვისას გამოადგეთ.
– ბატონო ვანო, თქვენ როგორ აღიქვით სენატორ მაკეინის განცხადება იმის თაობაზე, რომ აშშ საქართველოს მისი სამხედრო პოტენციალის გაზრდაში დაეხმარება, მით უფრო, რომ განცხადება ანტირუსული რიტორიკით იყო განმტკიცებული?
– რაც შეეხება საქართველოს პოტენციალის გაზრდას, რასაკვირველია, ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ეს გონივრულ ფარგლებში უნდა ხდებოდეს, რათა ხელისუფლებას მორიგი არაგონივრული გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯებისკენ არ უბიძგოს. როგორც ცნობილია, ორჯერ ერთსა და იმავე შეცდომას მარტოოდენ ბრიყვები იმეორებენ, რაც, ჩვენ შემთხვევაში, მაკეინისა და მისი მსგავსებისთვის ძალზე ხელსაყრელი იქნებოდა!
– დასასრულ, ბატონო გენერალო! რამდენად გონივრულია რუსეთის ნომერ პირველ მტრად გამოცხადება?.. მითხრეს, რომ ეს დებულება ახალი კონცეფციის ტექსტშიც კი დაუფიქსირებიათ…
– თავადაც მშვენივრად გახსოვთ, არც ისე დიდი ხნის წინათ, როცა მე და გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვხელმძღვანელობდით, წვრთნების დროსაც კი არცერთ პირობითად მოწინააღმდეგე მხარეს კონკრეტული სახელი არ ენიჭებოდა. რასაკვირველია, ეთიკური მოსაზრებებით. საქმე ყოველთვის აბსტრაქციებით შემოიფარგლებოდა: „ჩრდილო-სამხრეთელი“, ანდა „ლურჯი-თეთრები“.
მიმაჩნია, რომ ეს მართებული პრინციპია, რომლის გამოყენება ოფიციალური დოკუმენტების მიღებისასაც უპრიანია. უნდა გვახსოვდეს, რომ მუდმივი მტრები არ არსებობენ, არსებობს მუდმივი ინტერესები! | 2019-10-17 20:38:40 | http://gruzinform.ge/news/4669/general-leitenanti+vano+gurgeniZe%3A+%E2%80%9Eher+kidev+sul+cota+xnis+winaT+qveyanashi+iyo+yvelaferi%2C+rasac+Tamamad+sheiZleba+ewodos+samxedro-sawarmoo+kompleqsi.+romel+borotmoqmeds+dasWirda%2C+Zirfesvianad+gaenadgurebina+es+simdidre%3F%21%E2%80%9C.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986676227.57/warc/CC-MAIN-20191017200101-20191017223601-00153.warc.gz | 10,751 | 83,616,394 |
იუვენტუსმა ატლეტიკოსთან გამარჯვებით მსუყე ბონუსი მიიღო
გუშინდელ გამარჯვებას უამრავ დადებით ემოციასთან ერთად, საოცარი ფინანსური ეფექტიც მოყვა:
ჯერ დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ 1/4 ფინალში გასვლით, იუვენტუსის აქციები საფონდო ბირჟაზე 24%-ით გაიზარდა.
გამარჯვების შედეგად, ბონუსის სახით ბიანკონერიმ დამატებით 10.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა და ჯამში წლევანდელ ევროპულ სეზონში 94 მილიონს მოუყარეს თავი.
იმ შემთხვევაში თუ კი იუვე მოახერხებს 1 ივნისს მეტროპოლიტანოზე თასის მოპოვებას, მაშინ ეს ციფრი 126 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
კიელოს შემცვლელად ვან დიკი მინდა მე სიმონ
ყველამ გულით ითამაშა გუშინ ჩანი მოზვერია ტიპი რონალდო საღოლ როგორ არ მევასებოდა ერთ დროს მაგრამ ახლა გამომიკეთა ხასიათი ასჯერ ვუყურებ მაგის გოლებს
წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა ძალიან მაგარია, ამდენი ასეთი დაძაბული თამაში და ისტორიული თამაში მე არ მახსენდება სხვა წლებში
მე აიაქსი მინდა, იმ პირტიტველა ღლაპებს რონალდო ასწავლის ჭკუას
ტოტენჰემი კაი ვარიანტია ან პორტო ჯერ სიტი და ბარსა არ გვინდა ამ ეტაპზე და არც ბაიერნი ნახევარ ფინალში მოვიდეს ლუბოი
ვფიქრობ იუვეს პირველი თამაში სახლში ქონდეს ჯობია ანგარიშზე უველაზე კარგად იცის ალეგრიმ გასვლაზე თამაში!
ვერ დაგეთანხმები რადგან სახლში ჯობია გადამწყვეტი თამაში ხო ხედავ რა მოხდა
ეს იყო ძალიან ემოციური მაგრამ გამოცდილი გუნდის თამაში.იუვე გასვლასაც არ თამაშობს ნაკლებად ამიტო ვფიქრობ პირველ თამაშში შედეგი დაიდოს და მეორეში ალეგრი მიხედავს
იუვეში გეთანხმები მე მგონია ლივერპული გავა 1 -2 მგონია ეს თამაში
აიაქსი არ მინდა ყველაზე მაგრად შემდეგი ))) იმ ბოვშვებს დაეწევა ცხვირა ?
სიმეონეზე მეცინება რა ამ ბალოტელის რაღა უნდა სიმეონესნაირად რო დაგვცინა თან მასკა ეკეთა მაგ ნა.ბ..
მარტო გუშინდელი ბილეთებიდან მინიმუმ 5მილიონი შემოუვიდათ … რა სწორი ნაბიჯი იყო რონალოდს მოყვანა…საღოლ ანიელის
ინგლისური კლუბებიდან შეგხვდება სავარაუდოთ ერთერთი პროცენტულად მაღალია ალბათობა … | 2019-03-23 10:22:31 | http://forzajuve.ge/?p=78960 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202781.83/warc/CC-MAIN-20190323101107-20190323123107-00466.warc.gz | 12,341 | 84,665,266 |
ოჯახში ოლივიეს სალათი ყველას მობეზრდა. ამიტომ გადავწყვიტე რაღაც შემეცვალა. აი რეცეპტი
,,ოლივიეს” რეცეპტი XIX საუკუნეში შექმნა რესტორან ,,ერმიტაჟის” მფლობელმა ლუსიენ ოლივიემ. წლების მანძილზე რეცეპტი სულ იცვლებოდა, მაგრამ პოპულარობა არ დაუკარგავს.
დიასახლისებს მუდმივად შეჰქონდათ რაღაც ახალი კლასიკურ რეცეპტში. ჩვენ გთვაზობთ სალათ ,,საშობაო მორის” რეცეპტს.
250 გრამი მოხარშული ძეხვი (შეგიძლიათ შეცვალოთ ხორცით)
1. გახეხეთ კარტოფილი და სტაფილო სახეხზე, შემდეგ კი კვერცხი.
2. დაჭერით ძეხვი და კიტრი კუბებად, წვრილად დაჭერით ხახვი.
3. შეურიეთ ცალკე ჭურჭელში გახეხილი კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი და მაიონეზი. დააყარეთ მარილი და პილპილი.
4. დააფინეთ საკვებისთვის განკუთვნილი ცელოფანი, დააწყვეთ სალათი შრეებად: კარტოფილი, ძეხვი, სტაფილო, კიტრი, ხახვი, კვერცხი, ბარდა.
5. შეაერთეთ ამ ცელოფნის მოპირდაპირე ნაპირები, გადაახვიეთ სალათა მილის სახით.
6. ჩამოაჭერით რულეტის თითოეული ბოლოდან 10-10 სანტიმეტრი.
7. რულეტის ცენტრალური ნაწილი გადაიტანეთ დიდ თეფშზე და ფრთხილად მოხსენით ცელოფანი. მიამაგრეთ გვერდებზე მოჭრილი ნაწილები, გააკეთეთ ჯვრის სახით განლაგებული ხის მორის იმიტირება.
8. სალათას ზემოდან წაუსვით მაიონეზი. ჩანგლის დახმარებით გააკეთეთ ქერქის იმიტაცია.
9. სალათის ფუძე მორთეთ დაჭრილი მწვანილით
10. სალათა ,,საშობაო მორი” მზადაა. გემრიელად მიირთვით! | 2019-03-21 08:25:18 | https://genius.ge/27251-rogor-gavaformot-olivie/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202506.45/warc/CC-MAIN-20190321072128-20190321094128-00280.warc.gz | 17,284 | 525,859,513 |
ფონდი „ქართუ“ ამომრჩევლის მოსყიდვას უარყოფს და განცხადებას
ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:
ბანკი ქართუ "26 ივნისს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა
გაავრცელეს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადება, რომელშიც
გამოთქმული იყო ეჭვი იმის თაობაზე, თითქოს ფონდი "ქართუ" ეწევა
ამომრჩევლის მოსყიდვას. კერძოდ, საუბარი იყო სპორტსმენ უშანგი კუზანაშვილზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
"ქართუ" საჭიროდ მიიჩნევს, განაცხადოს შემდეგი:
ევროპის ხუთგზის ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი თავისი სპორტული
საქმიანობისთვის საქველმოქმედო დახმარებას ფონდი "ქართუდან" 2007 წლიდან
2. 2012 წლის 19 მაისს
უშანგი კუზანაშვილი მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი სამბოში. ეს განსაკუთრებული
შემთხვევაა ქართული სამბოს ისტორიაში, როცა ამ სახეობააში სპორტსმენი ხუთჯერ ხდება
ევროპის ჩემპიონი. ქართველი სპორტსმენის აღნიშნული მიღწევა ფართოდ გააშუქა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა. ზემოხსენებული სპორტული მიღწევისათვის 2012
წლის 28 მაისს ფონდმა "ქართუმ", თავად უშანგი კუზანაშვილის პირადი
განცხადების საფუძველზე, ერთჯერადი საქველმოქმედო დახმარების სახით გადასცა მას
ჯილდო 10 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით.
რომ ფონდი "ქართუ" თავის საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს 1995
წლიდან. წლების მანძილზე ჩვენი ფონდი ფინანსურ დახმარებას უწევდა საქართველოში
არსებულ უკლებლივ ყველა სპორტულ ფედერაციას და საქველმოქმედო დახმარებას უწევდა
ასობით ქართველ სპორტსმენს. აღნიშნული დახმარებით ფონდი "ქართუ" ხელს
უწყობდა მსოფლიო სპორტულ ასპარეზზე მათ შემდგომ წარმატებებს და მსოფლიო არენაზე
საქართველოს ღირსეულად წარმოჩენას. ქართული სპორტის განვითარების ხელშემწყობ
საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი "ქართუ" დღესაც აგრძელებს.
გავუსვათ ხაზი შემდეგ გარემოებას: ფონდი "ქართუ", როგორც აპოლიტიკური
ორგანიზაცია, თავის საქმიანობაში არასდროს არ ხელმძღვანელობდა პოლიტიკური
სარჩულით. ჩვენ არასდროს ვინტერესდებოდით ფონდის ბენეფიციართა მსოფლმხედველობითი
ან პოლიტიკური შეხედულებებით და ჩვენს გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ
სპორტსმენების კონკრეტული სპორტული მიღწევების მიხედვით ვიღებდით.
ზემოთქმულიდან, სრულიად აშკარაა, რომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის
განცხადება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს", - ნათქვამია ფონდ
ამასთან, საქართველოს კონტროლის პალატამ პროკურატურას "ქართულ
ოცნებასთან" დაკავშირებული მორიგი საქმე გადაუგზავნა.
მათი ცნობით, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკურ პირთან -
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა
"ქართუმ" 16,292,00 ლარი გადაურიცხა მოქალაქე უშანგი კუზანაშვილს,
რომელიც აღნიშნული ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებამდე სამი დღით ადრე
წევრიანდება პოლიტიკურ ორგანიზაციაში "ქართული ოცნება".
"უშანგი კუზანაშვილის და ფონდი "ქართუს" ქმედებათა
შინაარსი და დროის მოკლე მონაკვეთში მათი განხორციელების ქრონოლოგია ქმნის
საფუძველს ეჭვისათვის - აკრძალული საშუალებით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე
ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო
შესაბამისად, კონტროლის პალატამ, "მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის "კ"
ქვეპუნქტის საფუძველზე, შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნულ ფაქტზე არსებული
დოკუმენტური და ვიდეო მასალა საქართველოს მთავარ პროკურატურას | 2019-10-22 02:26:40 | https://internet.ge/?l=GE&m=2&sm=0&ID=6067 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795403.76/warc/CC-MAIN-20191022004128-20191022031628-00260.warc.gz | 10,755 | 546,172,757 |
ეჩმიადინის სინოდის პროკურორის ა. ფრენკელის ცნობა წარდგენილი წმინდა სინოდში 1907 წელს
1826 წელს ეჩმიადინის საპატრიარქოს ლიკვიდაციის და 1836 წ. ალბანეთის საპატრიარქო ტახტის დახურვის შემდეგდ წმინდა სინოდმა ამირკავკასიაში ჩამოაყალიბა რამდენიმე კონსისტროია. წმინდა სინოდის მიერ პროკურორად დანიშნულმა ა. ფრენკელმა 1907 წელს წმინდა სინოდს იმპერატორისათვის გადასაცემად წარუდგინა ფრიად საინტერესო დოკუმენტი, რომელიც ახასიათებს გრიგორიანული ეკლესიის მდგომარეობას XX საუკუნის დასაწყისისათვის.
ეჩმიადინის სინოდის პროკურორი ა. ფრენკელი
ისტორიულად დიდმა სომხეთმა, რომელმაც IV ხაუკუნეში მიიღო ქრისტიანობა, V ასწლეულში დაკარგა ყოველგვარი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და იმყოფებოდა დროებით სპარსების (ზოროასტრას სწავლება), ბიზანტიის, არაბების, თურქ-სელჯუკების და სხვა დამპყრობლების ხელისუფლების ქვეშ. გამარჯვებულების ხელისუფლების ქვეშ განაწილებული ადრინდელი სომხეთის სხვადასხვა ოლქი ცხოვრობდა, ვითარდებოდა და იმუშავებდა თავის სოციალურ და საეკლესიო ურთიერთობებს იმ პირობებთან და სახელმწიფოებრივ წყობასთან შემგუებლობით, რომელი სახელმწიფოც მას ფლობდა, მეტ-ნაკლებად კარგავდა ურთიერთშორის კავშირებს, ამ მდგომარეობის მიხედვით თითოეული ოლქი, აგრძელებდა რა სომხური გრიგორიანობის სიწმინდის დაცვასა და დოგმატების ხელშეუხებლობას, განიცდიდა ძლიერ დენაციონალიზაციას ენაში, სამართალსა და ადათებში.
აქ ლაპარაკი არ არის თურქეთის, ეგვიპტის, სპარსეთის და ინდოეთის სომხობის შესახებ – თუ ავიღებთ მარტო ჩვენს ამიერკავკასიის სომხობას – წავაწყდებით საინტერესო ფაქტს: თბილისის სომხობა (ქართული გავლენა), აკულის სომხობა, ელიზავეტოპოლის და ყარაბახის სომხობა (სპარსული გავლენა) და ახლაქალაქისა და ახალციხის სომხობა (თურქული გავლენა) – თითქმის ვერ უგებენ ერთმანეთს და ქორწინებები მათს შორის იშვიათია.
სომეხი ხალხის ისტორიულმა ბედმა უტყუარი სისზუსტით დაადასტურა ამ ხალხის სრული უუნარობა თვითმყოფადი სახელმწიფოებრიობის, სახელმწიფო ორგანიზმის ჩამოყალიბების საქმეში, დაადასტურა ამ ხალხის სრული უუნარობა უმაღლესი ცივილიზაციის საწყისების აღქმაში, ასე რომ, რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში, ისტორიას არ ჩაუწერია არცერთი სახელი სომეხისა მეცნიერებისა და ხელოვნების მნათობთა რიგებში.
ძველ დიდ სომხეთს შემდგომაც კანონთა კოდექსი არ დაუტოვებია, თუ არ ჩავთვლით სწავლული ბერის მხიტარ გოშის კანონთა კრებულს, რომელიც წარმოადგენს მოსეს, ბიზანტიური კანონების და ზოგიერთი სომხური ხალხური ადათის უბადრუკ კომპლიკაციას.
ეს მდგომარეობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივაწეროთ ცუდ საყოფაცხოვრებო და პოლიტიკურ პირობებს, რის საპირისპირო მაგალითს წარმოადგენს ებრაელები, რომელმაც კაცობრიობას მისცა დიდი მოაზროვნე-ხელოვანები. თუ ყურადღებით წავიკითხავთ საუკეთესო სომეხ ისტორიკოსებს, ძველსა და ახლებს, მაშინ შევძრწუნდებით იმ ბნელი აზრებით სომხეთის სინამდვილეზე, რომელიც გააჩნდათ ამ ხალხის გამოჩენილ მოაზროვნეებს.
სიხარბე, ინტრიგები, ფიცის გატეხვა, მექრთამეობა, მონური მორჩილება წარმოჩინდება ამ ტომის უმთავრეს ეროვნულ თავისებურებებად. ამ ჩვევების წყალობით სომეხი ხალხი თავს აღწევდა გაბატონებულ ერთან ასიმილაციას. რამოდენიმე წლის წინანდელმა ეგზომ მოდურმა „ეროვნულ-რელიგიურმა საკითხმა“ კი თავისი ნამდვილი მნიშვნელობა სულ ცოტა ხნის წინ შეიძინა, აქამომდის კი სომხები წარმოადგენდნენ რენეგატობის ნოყიერ ნიადაგს, რამეთუ ამასთან იყო დაკავშირებული პატივი და პირადი მატერიალური სარგებელი. სამწუხაროდ, როდესაც წარმოიშვა იმპერატორ ნიკოლოზ I გამონათქვამი „დიდი ადამიანის“ რანგებად დაყოფის შესახებ, სომხებმა წამსვე მიიღეს დიდი მნიშვნელობა და მათზე დაიწყეს სრულიად გაუმართლებელი დიდი იმედების დამყარება.
ჩვენი წარგზავნილები პორტში და მათთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობას თავს ახვევდნენ აზრს აღმოსავლეთში რუსეთის პოლიტიკის ინტერესებისათვის თურქეთის სომხობის თანადგომის უზრუნველყოფის უაღრესი მნიშვნელობის შესახებ, რაშიც ეს თანადგომა, სხვათა შორის, თითქოსდა უნდა განხორციელებულიყო შემდეგი პირობებით:
1) თუ ყოველთა სომეხთა კათალიკოსის რაგში წამოყენებული იქნებოდა რუსული ინტერესებისათვის ერთგული კანდიდატი;
2) თუ ეს კანდიდატი შეძლებდა თურქეთის სომხობის თავის საულიერო მორჩილებაში მოყვანას.
ამ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულმა მცდარმა აზრმა წარმოშვა ჩვენი მთავრობის მხრიდან შეწყნარებული რიგი დათმობებისა, რომელმაც ბიძგი მისცა მომავალი სომეხი კათალიკოსების გამოძალვის პრეცენდენტს 8ალბათ იგულისხმება სამწყსოებიდან ფულის გამოძალვის პრევცენდენტი – მთ. ა.ს.) მათთვის იმ გამონაკლისი მდგომარეობებით, რომლებიც რეგლამენტირებულია 1836 წლის კანონით და კიდევ უფრო მეტად სანქცირდება კავკასიის ახლანდელი უფროსობის მიერ. ითვალისწინებენ რა მომავალ სარგებელს კვაზი-მთავრობისეული კანდიდატის კათალიკოსად არჩევიდან, მხედველობის გარეშე სტოვებდნენ იმას, რომ საქმე ჰქონდათ მონობით გახრწნილ გაიძვერა აზიატებთან, რომელთაც ცივილიზაცია მხოლოდ ზედაპირულად შეეხოთ, თუნდაც არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ ყველა ქრისტიანული და მუსულმანური აღმოსავლეთის მიერ აბუჩად აგდებულ და შეძულებულ სომხობასთან.
ამ ჩვენს მიერ მომზადებულმა ნიადაგმა, მათავრობისაგან დაუსჯელმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მრავალწლოვანმა პრაქტიკამ სომხებს შორის შექმნა უაღრესად ხელსაყრელი სარბიელი ადგილობრივი და უცხოური წარმომავლობის ყველა შეფერილობის ანტისამთავრობო საზოგადოებებისათვის. XVIII საუკუნემდის, როდესაც დაიწყო რუსეთის წარმატებული მოქმედბა მუსულმანურ ახლო აღმოსავლეთზე, თურქეთსა და სპარსეთს შორის გაყოფილი სომხების უმრავლესობა არაფრით არ რეაგირებდნენ მუსულმანური ბატონობის წინააღმდეგ, ასე რომ სომხები სულაც არ ცხოვრობდნენ უარესად, ვიდრე სულთნისა და შაჰის სხვა ქვეშევრდომები.
სომხები სწრაფად შეძვრნენ თავიანთი დამპყრობლების მართველობითსა საფინანსო სფეროებში, მოიხელთეს რა თითქმის მთელი ვაჭრობა და კრედიტები. მუსულმანმა მმართველებმა აღიარეს სომეხი კათალიკოსების სუვერენიტეტი საეკლესიო საქმის მმართველობაში, სომხეთის ისტორიამ კი იცის მრავალი პატრიარქი, რომლებიც თავიანთი სამწყოსაგან თურქი ზაფტებისა და სპარსი ფარაშების დახმარებით ითრევდნენ სოლიდურ თანხებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს თავისებური წესრიგი სომხეთის ეროვნულ სიამაყეს მნიქვნელობად აქცევდა, ასე რომ ხელისუფალ კათალიკოსის სახით იქმნებოდა ხალხის მეთაურის ილუზია. არც თურქები, არც საპრსელები არ ერეოდნენ ჩვეულებრივ წვრილი სათემო ერთეულების სომხურ სამართალსა და წესრიგში.
XIX საუკუნის პირველ მესამედს, რომელიც ხასიათდება ბევრი პატარა ხალხის ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებით, არ შეეძლო უკვალოდ ჩაევლო სომხებისთვისაც, მითუმეტეს, რომ რუსეთის მიერ თურქეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ წარმატებული ომების შემდეგ, რომლელმაც ჩამოაშორა სომხებით დასახლებული რამოდენიმე პროვინცია, შეუძლებელი იყო სომხებში არ გეაჩინა მუსულმანური უღლის საბოლოო გადაგდების იმედი. სომხებს შორის გაღვიძებულმა ეროვნულმა თვითშეგნებამ მიიღო მიმართულება, რომელიც მსგავია უცხოელთა მიერ დამონებული ხალხებისთვის. პატროიტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, ყურადღება მიაპყრეს ლიტერატურის, ეროვნული თეატრის და ხელოვნების აღდგენასა და შექმნას. ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებას წინაპრების გმირობის (თუნდაც აპოკრიფული) მაგალითზე ახალგაზრდობის აღზრდით და ამის მსგავსის.
ამის შემდგომ, ბუნებრივია, პროგრამაში უნდა შესულიყო მთავრობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა, მოცემულ შემთხვევაში თურქულთან. ასე რომ იმდროინდელი სომხები რუსეთში მხსნელს ხედავდნენ. ამის შესაბამისად გასული საუკუნის ყველა სომხური საიდუმლო თუ აშკარა ეროვნულ-რელიგიური საზოგადოება შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:
1) რუსეთში სომხურ საზოგადოებებს რესეთის ქვეშემრდომ სომხებთან დამოკიდებულებაში გააჩნდათ სუფთა რელიგიურ-საგამნამათლებლო ხასიათი. მათი ყოველგვარი სწრაფვა მიმართული იყო მანამდე არ არსებული სალიტერატურო-სასაუბრო, ყოველ სომეხთათვის საჭირო ენის შექმნისაკენ, ხალხისთვის ეროვნული სკოლების შექმნისა და კათალიკოსის პრესტიჟის აღდგენისაკენ, როგორც ხალხის მეთაურისა, რომელიც მთელი ერის მიერაა არჩეული.
რუსეთში უსაფრთხოდ მყოფ ამ ორგანიზაციებს კავშირი ჰქონდათ თურქეთის სომხობის მსგავს ორგანიზაციებთან, რომელთაც ეხმარებოდნენ თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ რევოლუციურ ქმედებებში.
2) თურქეთში სომხური საზოგადოებები ატარებდნენ აშკარა რევოლუციურ ხასიათს, ისინი იყვნენ არა იმდენად საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავებული, რამდენადაც თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ რევოლუციური ბრძოლით, სახელდობრ, როდესაც სომხებმა ლონდონში, ლოზანაში, ჟენევაში ევროპის რევოლუციური ორგანიზაციების ფაქტიური მხარდაჭერა ჰპოვეს, ამავე დროს ჰპოვეს თანაგრძნობა ახალგაზრდა თურქებს შორისაც. არის საფუძველი ვარაუდისა, რომ ჩვენი მთავრობა გასული საუკუნის 30-80 წლების პერიოდში, სულ მცირე, იგნორირებას უკეთებდა (იქნებ სარგებელსაც ხედავდა) რუსეთისა და თურქეთის სომეხთა ორგანიზაციების კავშირებს.
რუსეთის საზღვრებიდან თურქეთში დაუბრკოლებლივ მიედინებოდა იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდძალი ფული და მოხალისე სომხები. პოლიტიკურად დევნილი სომხები ჰპოულობდნენ უსაფრთხო თავშესაფარს ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო პროვინციებში და ამჟამადაც ამ ლტოლვილებმა თავი მოიყარეს კავკასიაში, მათი რიცხვი 50 000 მეტია.
ნახევარს ამ დაუპატიჟებელი სტუმრებისას არ გააჩნია ლეგიტიმაცია. დამნაშავეთა უმრავლესობა აღმოსავლეთ კავკასიაში თურქეთის სომხობაა. რუსეთისა და თურქეთის სომხების ორგანიზაციების სოლიდარობისადმი გულგრილობამ გამოიღო სხვა საშიში ნაყოფიც. 70 წლის მანძილზე სოხების ახალგაზრდობის სამი-ოთხი თაობა იზრდებოდა მთავრობის საწინააღმდეგო იდეებით (თუნდაც თურქეთის მთავრობის), იღებდნენ პოლიტიკურ მრწამსს, ინერგავდნენ მთავრობასთან ბრძოლის შესაძლებლობისა და კანონიერების აზრებს. კავკასიაში სომხური სკოლების დახურვის შემდეგ სომეხი ახალგაზრდობის მასა გაემგზავრა შვეიცარიასა და გერმანიაში, საიდანაც დიდი რაოდენობა მზა სოციალისტებად ბრუნდებოდა. სოციალიზმის პროპაგანდა ნაყოფიერი იყო ქალაქების მოსახლეობას შორის, რამეთუ მოქალაქე სომეხს არ გააჩნია სამშობლო, რომლითაც ის იამაყებდა, არამედ მწარე თვითშეგნება იმისა, რომ თავისი ხალხი უკვე 1300 წლის მანძილზე მონა და ყველასათვის საძულველი პარაზიტია.
ასეთი ისტორიული მემკვიდრეობით და ეროვნული მარაგით ადვილია გადასვლა ინტერნაციონალში, ყველა ქვეყნის პროლეტარების გაერთიანების ქადაგებაში. და აი, გამოჩნდა მიზეზი სომეხი რევოლუციონრებისათვის. 80-90-იან წლებში ყურადღება მიექცა სომხურ სკოლებში მავნე სწავლებას, შემჩნეული იყო აშკარა კავშირი ეჩმიადინის პატრიარქსა და ადგილობრივ და საზღვარგარეთულ რევოლუციურ ორგანიზაციებს შორის, აგრეთვე დადგინდა დეფექტები სომხურ საეკლესიო და სამონასტრო მმართველობაში. ამ გარემოებებმა კავკასიის მაშინდელი უფროსობის პოლიტიკის საერთო მიმართულებასთან კავშირში გამოიწვიეს სომხური სკოლების დახურვის, პატრიარქისათვის ქორწინების, ენის, ფიცის უფლებების, ეკლესიისათვის ქონების ჩამორთმევის და ა.შ. ცნობილი განკარგულებების გამოჩენა. ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ სომხური მოსახლეობის მასა აღმდგარიყო რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ. სომხურ რევოლუციურ ძალებს ამ დროისათვის უკვე გააჩნდათ საკმარისი მომზადება, მორალურიცა და მატერიალურიც. პროკლამაციებში სიტყვა „თურქეთი“ შეცვლილ იქნა „რუსეთით“. მსგავსად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ რუსეთის ქვეშევრდომი სომხები თურქეთში იარაღსა და მოხალისეებს აგზავნიდნენ, ახლა თურქეთის სომხობამ „ფიდანი“-მ დაიწყო რუსეთის საზღვრებზე გადასვლა. ამჟამად სომეხი მოღვაწეების ყველა პოლიტიკური ჯგუფი ორად არის გაყოფილი:
1) ნაციონალისტები (ძველი დაშნაკელები). მათი იდეალია შეინარჩუნონ სომხური ტომი, ენა, რელიგია და ძლიერი მთავრობის ეგიდით კულტურულ-ტომობრივი ამოცანების განხორცელების შესაძლებლობა;
2) ახალი დაშნაკელები – ყველა სომხური მემარცხენე ფრაქცია, სოციალ-დემოკრატებიდან ანარქისტებამდე. ისინი ნამდვილი პატრონები არიან ეჩმიადინის საპატრიარქოს საქმეებისა და მიმართულებებისა.
1) სომეხი ხალხი თავის მასაში სრულიად არარევოლუციურია და შემოიფარგლება მინიმალური ეკონომიკური მოთხოვნებით;
2) სომეხი ხალხი და სომხური საზოგადოებრივი აზრი ტერორიზებულია ერთი მუჭა გამბედავი, თავხედი რევოლუციონრების მიერ, რომლებმაც დაიპყრეს პრესა, ეჩმიადინის საპატრიარქო, და მთავრობა დუმაში;
3) საპატრიარქოსთან დამოკიდებულებაში სამსახურის მზადყოფნას და ლოიალობას, მთავრობის კომპრომეტაციას მოაქვს დადებითი ზარალი.
მწარე თვითშეგნებამ იმისა, რომ სომეხი ხალხი უკვე 1300 წლის მანძილზე მონა და ყველასათვის საძულველი პარაზიტია, ამ ხალხს ერაფერი ასწავლა -მაინც შენი- ჩემიას პრინციპით , სხვის საკუთრებაზე უჭირავთ თვალი…
იმას კი ვერ ტვინავენ, რომ უფალი ყოვლისმცოდნეა,
თუმცა რაზეა საუბარი , როცა ჭეშმარიტი რწმენაც კი თავისებურ ყაიდაზე დაამახინჯეს და გრიგონიული უწოდეს , თუმცა სინამდვილე ხაჩიკიანური უნდა ერქვას, რადგან წმ. გრიგორი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყო, რაც სომხებმა თვითინ უარყვეს… გამოფხიზლდით სანამ დროა …მოინანიეთ ჭეშმარიტებისაგან განდგომილება ; | 2019-10-21 03:23:37 | https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/echmiadin/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987751039.81/warc/CC-MAIN-20191021020335-20191021043835-00066.warc.gz | 66,687 | 518,741,587 |
ბიომასა, როგორც ენერგიის განახლებადი წყარო, სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს განვითარებულ ქვეყნებში. თანამედროვე ბიოსაწვავის გამოყენება გათბობისა და ტრანსპორტის სექტორში იზრდება და ამ ტენდენციის შემდგომი გაღრმავება ევროკავშირის ეთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ბიომასის ენერგიის გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს საქართველოშიც, თუმცა ინფორმაცია ბიომასის წყაროების, ტექნოლოგიების, რეგულაციებისა თუ სტანდარტების შესახებ სისტემური სახით ნაკლებად ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვის. საიტის მიზანია ბიომასის მდგრადი ენერგეტიკული მოხმარების პოპულარიზაცია ბიზნესებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის საჭრო ინფორმაციის მიწოდებით.
ვებ გვერდზე თავმოყრილა ინფორმაცია ბიომასის წყაროების, პოტენციალისა და გამოყენების თავისებურებების შესახებ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საინტერესო მაგალითების აღწერა, რეგულაციების, სტანდარტებისა და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა, სიახლეები და ინფორმაცია მიმდინარე პროექტებისა და ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების შესახებ, რაც დაეხმარება მკვლევარებს, ინვესტორებს, დონორებსა თუ ჩვეულებრივ მოსახლეობას მიიღონ მათთვის საინტერესო და სასურველი ინფორმაცია ბიომასის ენერგეტიკული მიზნებით გამოყენებასთან დაკავშირებით.
ვებ გვერდის გრძლევადიანი პერსპექტივაა გახდეს პლატფორმა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის წყარო ბიოენერგიის განვითარებით დაინტერსებული მხარეებისათვის, ამიტომ სიამოვნებით განიხილება წინადადებები თანამშრომლობის შესახებ ამ დარგში მომუშავე ორგანიზაციებსა და ბიზნესებთან. | 2019-03-25 06:10:23 | http://biomass.ge/ge/mizani | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203755.18/warc/CC-MAIN-20190325051359-20190325073359-00017.warc.gz | 6,655 | 26,352,079 |
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, 12 ივნისს გასამართი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის, იძლევა იმის შესახებ იმედის გამოთქმის საშუალებას, რომ ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა დანარჩენი მსოფლიოსთვის საბოლოდ გახდება ღია.
ჩრდილოეთ კორეაში სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება 1960 წელს შეწყვიტეს და 4 ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ მწირე ინფორმაცია მოდიოდა ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური მონაცემების შესახებ. მონაცემები ძირითადად ყოველწლიური საბიუჯეტო ანგარიშების მიხედვით ხდებოდა ცნობილი.
2000 წელს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საერთოდ ამოიღო აბსოლუტური ციფრები და მას შემდგომ საკმაოდ უცნაური ყოველწლიური პროცენტული ცვლილების გამოქვეყნებით შემოიფარგლება სხვადასხვა სექტორებში.
ინფორმაციის ნაკლებობას მცირედით ავსებს ის მონაცემები, რომლებიც ფოტოების საშუალებითაა წარმოდგენილი. ფოტოები როგორც სატელიტების საშუალებით, ასევე სხვადასხვა ფოტოგრაფის მიერაა გადაღებული და მათზე ასახულია ესა თუ ის საწარმო ან რომელიმე სექტორში მომუშავე ჩრდილოეთ კორეელი მოქალაქე.
სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური მონაცემების ყველაზე ავტორიტეტული წყაროა, მთავრობისა და სადაზვერვო სააგენტოების მიერ შედგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც აღწერილია მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის შესახებ. მოხსენება მოიცავს, ისეთ სექტორებზე ინფორმაციებს, როგორიცაა წყლის რესურსების გამოყენება, მარცვლეულის გამოყენება სოფლის მეურნეობაში, ბრინჯის მარცვლეულის როლს სოფლის მეურნეობაში და სხვა.
კიდევ ერთი სფეციფიკა, რაც ართულებს ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, მოპოვებული სტატისტიკური რიცხვების შედარების შეუძლებლობაა. მაგალითისთვის, ერთ წელს მონაცემები შეიძლება გამოქვეყნებული იყოს ადგილობრივ ვალუტაში, მეორე წელს დოლარში. ასევე, ერთ წელს გამოქვეყნებულ მონაცემებში( დოლარში) შეიძლება ინფლაციის დონე გათვალისწინებული იყოს, ხოლო მეორე წელს არა, ან მეორე წელს ეროვნულ ვალუტაში იყოს გამოქვეყნებული ინფლაციის დონის გათვალისწინებით.
ბოლო 26 წლის მონაცემებით, Bank Of Korea-ს შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა 1.8-ჯერ მეტია, ვიდრე ეს გაეროს მონაცემებშია მოცემული. ჩაკეტილი სისტემის გამო, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია ყოველწლიური შემოსავალი ჩრდილო კორეელი მოქალაქის.
2011 წლის მონაცემით, ჩრ. კორეაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სხვადასხვა წყაროს მიხედვით სხვადასხვა რიცხვს წარმოადგენს. Bank Of Korea-ს ინფორმაციით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1197 აშშ დოლარია, გაეროს მონაცემებით კი 571 აშშ დოლარი.
არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რით ვაჭრობს ჩრდილოეთ კორეა სხვა ქვეყნებთან. მიუხედავათ იმისა, რომ ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეასთან განხორციელებული ექსპორტ-იმპორტის შესახებ, ხშირშემთხვევაში ამ ინფორმაციას მალავენ. მიზეზი ბევრია, დაწყებული სანქციებიდან, დამთავრებული ჩრდილოვანი ეკონომიკით. ცდუნება დიდია იმისა, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით აწარმოონ ეკონომიკური ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან ამ ბაზრის ასათვისებლად. მეტიც, ხშირად მთავრობები კვალის ასარევად ორ კორეას, ჩრდილოეთს და სამხრეთს, მონაცემებში ურევენ.
როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეული ბაზრის ათვისების მხრივ ინტერესი მართლაც რომ დიდია, მანამდე კი 12 ივნისს გასამართი შეხვედრაა წინ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის, რომელიც წესით ბევრ სამომავლო პერსპექტივას მოჰფენს ნათელს. | 2019-03-20 16:22:21 | http://bfm.ge/ramdenad-didia-chr-koreis-ekonomika-faqtebi-araswori-monacemebis-mighma/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202433.77/warc/CC-MAIN-20190320150106-20190320172106-00297.warc.gz | 15,833 | 24,755,355 |
„შატო მუხრანი“ პირველი ქართული შატოა, რომლის საქმიანობაც ეფუძნება მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებას, რომელიც შექმნა ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა - ივანე მუხრანბატონმა . „შატო მუხრანი“ ეფუძნება 4 ძირითად ფასეულობას: ვენახები, მარანი, სასახლე და ისტორია. 1512 წლიდან მუხრანის მამულებს სათავეში ბაგრატიონთა დინასტია ჩაუდგა. მუხრანის ღვინის წარმოებაც სწორედ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთან, მე-19 საუკუნის ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწესთან ივანე მუხრანბატონთან არის დაკავშირებული, რომელმაც ჯერ კიდევ 1876 წელს სფრანგეთში მოგზაურობისას შეისწავლა შატოს კონცეფცია და საქართველოში მისი დანერგვა დაიწყო.
საბჭოთა კავშრის პერიოდში სასახლე თითქმის სრულად განადგურდა. 2002 წელს, ბიზნესმენებმა: ფრედერიკ პოლსენმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საფუძველი ჩაუყარეს „შატო მუხრანის“ აღდგენის პროექტს. ჯგუფი ცდილობდა მამულისთვის გარდასული დიდება დაებრუნებინა და აღედგინა მუხრანის პროდუქცია, რომელიც თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიებს აერთიანებს.
2007 წელს "შატო მუხრანი" იწყებს საკუთარი თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობას. აი რატომ და როდის შეუერთდა კომპანიას მთავარი მეღვინე ლადო უზუნაშვილი.
იმავე 2007 წელს „შატო მუხრანის“ ღვინის დაყენება მხოლოდ მის ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება. სარდაფები ვენახებთან ახლოსაა გაშენებული და დანიშნულების ადგილამდე ყურძნის მისატანად მაქსიმუმ 15 წუთია საჭირო.
ამჟამად კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და შეესაბამება ISO 9001:2005 სურსათის უვნებლობასა და ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სტანდარტებს. | 2019-10-14 06:31:25 | https://chateaumukhrani.com/ge/about-us | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986649232.14/warc/CC-MAIN-20191014052140-20191014075140-00083.warc.gz | 11,259 | 527,635,333 |
რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე, ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა, 81 კგ. – ვლადიმერ ახალკაცმა, 90 კგ. – ლაშა ბექაურმა, 100 კგ. – ონისე სანებლიძემ და +100 კგ. – გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვეს, ხოლო 90 კგ. წონით კატეგორიაში კი იმედა გოგოლაძე მესამე ადგილის მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რუმინეთში დასრულებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში სულ ოთხი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. | 2019-10-19 04:17:59 | https://1tv.ge/news/otkhi-oqro-ruminetidan-dziudo/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986688826.38/warc/CC-MAIN-20191019040458-20191019063958-00057.warc.gz | 11,578 | 362,873,092 |
ბოლო დროს მდიდრულად დასვენების შესაძლობლობა უფრო და უფრო მეტ ადამიანებს უჩნდებათ. და გარდა საკურორტო ქალაქების ოტელებში ჩვეული დასვენებისა, დამსვენებლები ირჩევენ კრუიზებს ზღვის სანაპიროს გასწვრივ კომფორტაბელურ იახტებზე.
საზოგადოების ზოგიერთმა ასეთმა წარმომადგენლებმა უკვე შეიძინა საკუთარი იახტები და თვით განსაზღრავენ, თუ სად და როდის იმოგზაურებენ საკუთარი მდიდრული გემით. ხოლო ნაკლებად მდიდრებს მხოლოდ ის დარჩენიათ, იქირაონ იახტა და ამით დაკმაყოფილდნენ. სხვათაშორის, უკანასკნელებისათვის ეს არც თუ ისე ცუდი ვარიანტია, რადგან შედარებით მცირედი თანხით მათ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ფუფუნების პირობები და მშვენიერი დრო გაატარონ.
და რამდენი ჯდება იახტის დაქირავება?
თავიდან გავერკვიოთ – რისგად შესდგება თანხა, რომელსაც ხარჯავენ იახტების ჩარტერზე.
- თვით იახტის ქირა, რომლის ღირებულებას აჟღერებენ პირველადი მოლაპარაკების დროს, ან და ის ჩანს პროფილური საიტების გვერდებზე. კერძოდ, ჩვენს კატალოგშიც. ამ თანხაში შედის:
- ეკიპაჟის და იახტის დაზღვევა;
- სახელმწიფო ნავსადგომებზე დგომის გადასახადი, თუ კი ასეთები არსებობს მოგზაურობის გზაზე.
ეს ციფრი ხშირად დამოკიდებულია იახტის გაბარიტებზე, მის სიახლეზე, მასზე დასვენების პირობებზე და სეზონზე. ანუ რაც უფრო ძველია იახტა და რაც უფრო მცირე ზომები გააჩნია, მით უფრო იაფია მისი დაქირავება. იგივე ეხება ჩარტერსაც დაბალი სეზონის დროს, ასევე იახტის წინასწარი დაჯაშვნისას. როგორც წესი, იახტის ჩარტერის თანხა ისაზღვრება ერთკვირიანი კრუიზის გათვალისწინებით. თუ კი თქვენ გსურთ დაქირავება ნაკლები ვადით, უნდა გაყოთ ღირებულება 6-ზე და გაამრავლოთ ქირაობის დღე-ღამეების სასურველ რაოდენობაზე. ამავე დროს, თუ კრუიზის ხანგრძლივობა აღემატება ერთ კვირას, თანხა იყოფა 7-ზე და მრავლდება დღე-ღამეების რაოდენობაზე. ანუ იახტის ქირა დღე-ღამეში ორ შემთხვევაში გამოვა სხვადასხვა.
რატომ ასეთი „უსამართლობა“? ეს დაკავშირებულია იახტის კრუიზისათვის მზადების შრომის დანახარჯებთან. ანუ გუნდი ხარჯავს ერთნაირ ძალას როგორც მცირე მოგზაურობისთვის მზადებისას, ასევე ხანგრძლივისათვის.
- თანხლები ხარჯები. ანი ხარჯები:
- ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე სტუმრებისათვის;
- საწვავზე კატერებისთვის და წყლის სათამაშოებისთვის;
- კერძო ნავსადგომებში დგომის გადასახადზე;
- მოგზაურთა სხვა პირად ხარჯებზე.
ასეთი ხარჯების გათვლა ხორციელდება მოგზაურობის ბოლოს. ანუ წინასწარ გათვლილ თანხას შეგიძლიათ თამამად დაამატოთ კიდე 30%.
ევროპული კავშირის ქვეყნების უმეტესობამ კანონდებლურად შეიტანა დღგ ფრახტის თანხაზე. და მისი სიდიდე ცვალებადია იმ სახელმწიფოზე დამოკიდებულებით, რომლის წყლებშიც თქვენ მოგზაურობთ, და იმ დროშაზე დამოკიდებულებით, რომლის ქვეშ დადის იახტა. საშუალოდ ეს ზრდის ჩარტერის ღირებულებას 10-20%-ით.
თქვენი დასვენების ხარისხი ასევე დამოკიდებულია ეკიპაჟის შრომაზე, რომელიც გემის მუშაობაზე, მის გადაადგილებაზე და მოგზაურთა სრულ სერვისზე ზრუნავს. და კრუიზის დროს მუშაკები პრაქტიკულად მთელი დღე-ღამეების განმავლობაში იმყოფებიან სამსახურში. ამიტომ წესად ითვლება მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა. „ჩაის ფულის“ ოდენობა მერყეობს საკმაოდ ფართო დიაპაზონში. ევროპისათვის ასეთი დანამატი მერყეობს ქირის თანის 5-10% შორის. ხოლო აშშ-ს სანაპიროზე ან კარიბის აუზში ჩარტერის დროს დანამატი მეტია – 10-20%.
- იახტის დაბრუნება ბაზირების პორტში
საკუთარი მარშრუტი თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვროთ იახტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მაგრამ თუ თქვენ მიწაზე გადმოსვლა გადაწყვიტეთ სხვა პორტში და არა იქ, საიდანაც გაემგზავრეთ, მზად იყავით აანაზღაუროთ დანახარჯი მის დაბრუნებაზე. ყველაზე ხშირად ამ თანხაში შედის დანახარჯები საწვავზე, რომელიც დაიხარჯა დაბრუნებისას, და ქირაობის იმ დღეების რაოდენობაზე, რომელიც დასჭირდება გემს პორტში დაბრუნებისთვის.
ეს შესაძლოა არც შევიდეს დანახარჯებში, მაგრამ ეს ის თანხაა, რომელიც სასურველია მომზადებული გქონდეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის და ხელშეკრულების დასადებად. ახალი იახტების მფლობელები დებენ აუცილებელ პირობად – გიროას თანხის შემოტანა საკუთრების შესაძლო გაფუჭების შემთხვევისათვის. ეს თანხა შესაძლოა აღწევდეს 10-20 ათას ევროს მსხვილი იახტებისათვის (60 მეტრამდე სიგრძეში). ამიტომ სასურველია მზად იყოთ ასეთი სიტუაციისათვის.
ესაა ძირითადი ხარჯები, რომლების გაწევაც მოგიწევთ ჩარტერის დროს.
თუ თქვენ არ ხართ მზად დიდი დანახარჯებისათვის, ასეთ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია მცირე 15-20 მეტრიანი იახტის დაქირავება. ასეთი იახტის ქირის ფასი მაღალი არ არის. უმეტეს შემთხვევაში ის მერყეობს 1500-5000 ევროს ფარგლებში. და რადგანაც მცირე იახტებზე ეკიპაჟი მინიმუმანდეა დაყვანილი (ხანდახან შედგება მხოლოდ 1-2 ადამიანისაგან), დანახარჯები გუნდზე მცირეა (დაახლოებით 150-200 ევრო დღე-ღამეში). პლიუს ხარჯები კვებაზე 200-300 ევრო ადამიანზე და დამატებითი ხარჯები დაახლოებით 50-100 ევრო ყოველი მგზავრისგან.
მაგრამ თუ თქვენ არ გსურთ საკუთარ დასვენებაზე ეკონომია, შეგიძლიათ იქირაოთ იახტა, რომლის ზომა აღემატება 20 მეტრს. ასეთ შემთხვევაში კვირიანი ჩარტერის თანხა დაბალ სეზონში იწყება 16 000 ევროდან (20-მეტრიანი იახტისთვის), 600 000 ევრომდე 60-მეტრიანი იახტისთვის მაღალ სეზონში. პლიუს ვუმატებთ ამ თანხას დამატებით ხარჯებს, რომელთა პროცენტული თანაფარდობა მოყვანილია ზემოთ.
ფასებში გავერკვიეთ. ახლა დროა შევკვეთოთ იახტის დაქირავება!
და უმჯობესია ეს გაკეთდეს კომპანიაში ScanMarine TM (Cofrance SARL). ეს წამყვანი რუსულენოვანი ევროპული საიახტო ბროკერია ჩარტერისათვის იახტების მძლავრი ბაზით. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში, თუ კი კატალოგში ჩახედავთ. ხოლო კომპანიის მუშაკები დაგეხმარებიან ყველაზე მოსახდენი იახტის არჩევაში, როგორც კომფორტის დონით, ასევე ფასით, პლიუს იზრუნავენ იმაზე, რომ თქვენ მიიღოთ ზღაპრული დასვენება! | 2019-03-25 10:03:35 | https://scanmarine.ru/ge/charter/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203865.15/warc/CC-MAIN-20190325092147-20190325114147-00200.warc.gz | 26,510 | 613,108,056 |
სიცრუის მეცნიერება: რატომ ტყუიან პოლიტიკოსები?
სხვისი ნდობა ჩვენთვის ჩვეული რამ არის. შეიძლება ითქვას, რომ ბუნებით გულუბრყვილოებიც კი ვართ: სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას არ ველოდებით, რომ მოგვატყუებენ. თუმცა, ურთიერთობასაც გააჩნია.
როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანს, საკუთარ ჯანმრთელობას სრულიად უცხო პიროვნებას ვანდობთ, არც კი ვუფიქრდებით: "ეს ნამდვილად ექიმია? შესაძლოა უბრალოდ თეთრი ხალათი აცვია და სინამდვილეში სამედიცინო უნივერსიტეტში საერთოდაც არ უსწავლია". რა თქმა უნდა, ის მოლოდინიც არ გაგვაჩნია (უმეტეს შემთხვევებში), რომ მკურნალი ექიმი რაიმეს მოგვატყუებს და ამით ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მას ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული და კეთილსინდისიერებას ეთიკური კოდექსი ავალდებულებს. შესაბამისად, მედიკოსის ნათქვამს უმრავლესად სიმართლედ აღვიქვამთ.
პოლიტიკოსები კი იმ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელთაგანაც ტყუილი არ გვიკვირს და გარკვეულწილად, ამის მოლოდინიც კი გვაქვს. მათ მიმართ უფრო მეტად სკეპტიკურები ვართ. ხშირად ხუმრობით შესაძლოა ვინმე ნაცნობ მატყუარაზე ისიც კი ვთქვათ: მისგან კარგი პოლიტიკოსი დადგებაო.
სინამდვილეში ტყუილი ზოგადად სიცოცხლის თანამდევია. კალაჰარის უდაბნოში მცხოვრები სურიკატებისთვის თავის გადარჩენა საკმაოდ რთული იქნებოდა, მათ ამაში შავი, წითელთვალა ფრინველი, დრონგო რომ არ ეხმარებოდეთ. საქმე იმაშია, რომ სიმაღლიდან მომზირალი დრონგო კარგად ამჩნევს მოახლოებულ საფრთხეს და ამის შესახებ სურიკატებს ხმამაღალი ყივილით ამცნობს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მსგავს სამსახურს თავისი ფასი აქვს: ზოგჯერ დრონგო ცრუ განგაშს ტეხს და ამგვარად მიმალვის პანიკაში მყოფ სურიკატებს ნანადირევს პარავს. დაკვირვება, შესწავლა და ტყუილი- ესაა ევოლუციურად დრონგოსებრთა გადარჩენის საიდუმლო.
როდის იწყებს ადამიანი ტყუილის თქმას?
თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც მოხვედრია მშობლებისგან ტყუილის გამო. შვილის ტყუილში გამოჭერა გასააზრებლად მეტად მტკივნეული რამ არის: თითქოს ამ მოვლენით ბავშვის სისპეტაკე დასრულდა.
ტყუილი მალევე გაჩნდებოდა მაღალი განვითარების პრიმატებში კომუნიკაციის ფორმების დახვეწის პარალელურად. ლინგვისტ დენიელ დორის მოსაზრებით, სიცრუემ დიდი როლი ითამაშა მეტყველებისა და ზოგადად ადამიანთა შორის კომუნიკაციის განვითარებაში: მისი დახმარებით ენა უფრო კომპლექსური გახდა, სიტყვებისა და ქმედებების მიღმა უფრო რთული მოტივები ჩამოყალიბდა. სიცრუის გარეშე უფრო ღარიბი ფანტაზია გვექნებოდა, ნაკლებად კრიტიკულები და ემოციურად კონტროლირებადები ვიქნებოდით. სავარაუდოდ, ჩვენი კულტურა მითების, ლეგენდების, სიმბოლოებისაგან დაცლილი და შესაბამისად, ძალზე მწირი იქნებოდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ტყუილის თქმას ადრეული ასაკიდან ვსწავლობთ და ეს სასარგებლოც არის: ამგვარად ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობები იხვეწება, ფანტაზია ვარჯიშდება, ემოციურად მრავალფეროვან გამოცდილებას ვიძენთ. ვიქტორია ტალვარისა და კანგ ლის ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები ტყუილის თქმას ადრეული ასაკიდან იწყებენ. სწორედ მათ შეიმუშავეს ბავშვებში სიცრუის ასაკობრივი კლასიფიკაცია:
- პირველადი ტყუილი — 2-3 წლის ასაკში გვხვდება და მას ძალზე ინფანტილური სახე აქვს. როგორც წესი ბავშვები უფროსების ჩაძიებაზე სიცრუეს მაშინვე აღიარებენ.
- მეორეული ტყუილი — 3-4 წლის ასაკში ვლინდება და ამ დროს ტყუილები უფრო დახვეწილი ხდება. ბავშვები ცდილობენ თავიანთ ნათქვამ სიცრუეს ლოგიკური ახსნა მოუძებნონ. 7 წლამდე მშობლების აქტიური ჩაკითხვის შედეგად მათ ლოგიკურ მსჯელობაში „ეპარებათ“ ხოლმე მცირე ნიუანსები, მაგრამ არავერბალური ქმედებები შესაძლოა ისე ჰქონდეთ გამოხატული, რომ უფროსებს თავი მართლებად მოაჩვენონ.
- მესამეული ტყუილი — 7-8 წლის ასაკიდან ვითარდება. ბავშვების ტყუილები გაცილებით უფრო კომპლექსური და დახვეწილი ხდება, მშობლების ჩაძიების საპასუხოდ მათი ლოგიკური განმარტებები ხშირად უშეცდომოა.
რა ნეიოროფიზიოლოგიური პროცესები იმალება ტყუილის უკან?
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მშობლებს შვილების ხშირი ტყუილები აშინებთ, ის გახლავთ, რომ უმრავლესობას მიაჩნია, ეს მათ შემდგომ ჩვევაში გადაეზრდებათ. სწორედ ამ მოსაზრების პირველი ფაქტობრივი მტკიცებულება წარმოადგინა ნილ გარეტმა კოლეგებთან ერთად. მათ შეისწავლეს განმეორებითი ტყუილების გავლენა თავის ტვინში ლოკალიზებულ ემოციებზე პასუხისმგებელ უბანზე, ამიგდალაზე (ნუშისებრი სხეულზე) და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ: თავის ტვინს ტყუილზე ემოციური ადაპტაციის უნარი გააჩნია: ხშირი განმეორების პირობებში ამიგდალა სიცრუეზე აღარ რეაგირებს. შესაბამისად, ერთი შეხედვით მორალურად მიუღებელი მცირე ზომის ტყუილებისგან გამოწვეული სინდისის ქენჯნა დროთა განმავლობაში ქრება. ადამიანს "შუბლი უსქელდება". როგორც აღმოჩნდა, არა მარტო მეტაფორული მნიშვნელობით.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, იალინგ იანგის კვლევებით მეტად საგულისხმო შედეგებამდე მივდივართ: მატყუარებს შუბლის წინა ქერქში ნეირონული კავშირები უფრო ჭარბად აქვთ გამოხატული. მსგავსი მორფოლოგიური ცვლილება ფიქსირდება ასევე პათოლოგიურ მატყუარებშიც, სადაც ნეირონთა ჭარბი გროვები ასევე შუბლის წინა ქერქშია ლოკალიზებული. აქ მდებარე სტრუქტურები ჩართულია ინდივიდის ემოციების რეგულაციაში, სოციალურ მსჯელობებსა და მოტორულ კონტროლში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მსგავსი ანატომიური ცვლილების მიზეზი ხშირი ტყუილის თქმაც გახლდეთ.
ყველა ტყუილს თავისი მოტივი გააჩნია. ტიმოთი ლევინის მოსაზრებით, ადამიანები რამდენიმე ძირითადი მიზეზით შეიძლება ცრუობდნენ:
- თავდასაცავად (პირადი დანაშაულის დასაფარად; სხვა ადამიანებისგან თავის ასარიდებლად)
- საკუთარი თავის დასაწინაურებლად (ეკონომიკური უპირატესობის მოსაპოვებლად; პიროვნული უპირატესობის მოსაპოვებლად; თვითშეფასების ასამაღლებლად; სხვების გასამხიარულებლად)
- ზემოქმედებისათვის (ალტრუისტული მიზნებისთვის; სოციალური როლების შესრულებისას, რათა უზრდელები არ გამოჩნდნენ; სხვა ადამიანებისთვის ზიანის მისაყენებლად)
- გაურკვეველი მიზნების გამო (პათოლოგიური ტყუილი; უცნობი მოტივი)
ამგვარი კლასიფიკაცია პრაქტიკულია, როდესაც კონკრეტული ინდივიდის გულწრფელობას ვაფასებთ. თუმცა, მოტივები რამდენადმე განსხვავებულია, როდესაც ინდივიდს არა განყენებულად, არამედ როგორც რაიმე ჯგუფის წევრის კონტექსტში განვიხილავთ. მაგალითის სახით რომ ვთქვათ: ნებისმიერ პოლიტიკოსს ინდივიდუალური ხედვის გარდა გააჩნია მისი პარტიის შესაბამისი ხედვაც, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდნენ.
ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთობა კარგად აიხსნება ექსპერიმენტით დამტკიცებული შიშის და სიხარბის თეორიით. დადასტურებულია, რომ ჯგუფები იყენებენ შიშს (ადამიანებს ჯგუფების ეშინიათ) და ინდივიდებთან შედარებით უფრო აქტიურად ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები თავიანთ სასიკეთოდ (ჯგუფები უფრო ხარბები არიან). ამასთანავე ჯგუფები უკეთესად აგვარებენ მათ წინაშე არსებულ კომპლექსურ ეკონომიკურ პრობლემებს ("ორი თავი უკეთ აზროვნებს"). სატერის მოსაზრებით, ორგანიზებული ჯგუფების მიერ შიშის ამგვარი სახით, მაქსიმალური სარგებლის მისაღებად გამოყენება სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ლოგიკურია, რომ ჯგუფი სიმართლეს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა ეს მას სტრატეგიულად წაადგება. ის, რაც შესაძლოა ეთიკური დილემა იყოს ინდივიდისთვის, სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჯგუფისთვის.
სიმართლე წარმატებული კომუნიკაციისათვის აუცილებელი კომპონენტია, ხოლო ტყუილი უსიამოვნო ფონს ქმნის და გულწრფელობის სურვილს უკარგავს მოტყუებულს. კრის სტრიტმა და დენიელ რიჩარდსონმა ექსპერიმენტით დაადასტურეს, რომ სიმართლის მოსმენის შემთხვევაში მსმენელს წინასწარგანწყობა უჩნდება, რომ შემდგომ მოსმენილი განცხადებებიც სიმართლეა და პირიქით: როდესაც ადამიანი ერთხელ მაინც ვინმეს ტყუილში გამოიჭერს, შემდგომ მოსმენილ განცხადებებსაც ტყუილად აღიქვამს. ყველაფერი ნდობის საკითხია: როდესაც იგი იკარგება, მისი აღდგენა ძალზე რთულია.
მიუხედავად ასეთი მაღალი რისკებისა ადამიანები მაინც იტყუებიან. ნობუჰიტო ეიბისა და მისი კოლეგების ექსპერიმენტული კვლევით დგინდება, რომ თუ ტყუილის შედეგად სარგებლის მიღების ალბათობა არსებობს და შესაბამისად, ინდივიდი ამ მოტივით იტყუება, მისი ტვინის სიამოვნების ცენტრი უფრო მეტად ღიზიანდება. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ: მოტყუებით მიღებული სარგებელი სასიამოვნოა. თუ პოკერში ერთხელ მაინც ბლეფით მოგიგიათ, მიხვდებით რა ტიპის ფიზიოლოგიურ პროცესს ხსნის ეს კვლევა. ამდენად, აღარ არის გასაკვირი პოლიტიკოსთა და მათი ჯგუფების გახშირებული ტყუილების მიზეზები.
რაც შეეხება სიმართლის ამოცნობას, მარკ- ანდრე რაინარდის კვლევის მიხედვით, ინდივიდები რომლებსაც შემეცნების სურვილი (NFC) უფრო მეტად აქვთ გამოხატული, გაცილებით ზუსტად არჩევენ ტყუილს სიმართლისგან, ვიდრე ადამიანები შემეცნების დაბალი სურვილით. ეს შინაგანი მოთხოვნილება, რომელიც ინდივიდს შესაფერის სიტუაციაში გააზრებული, გონივრული და კომპლექსური გადაწყვეტილებები მიღებისკენ უბიძგებს, ძალზე მძლავრი მოტივატორია. სიმართლის ამოცნობის მთავარი გარანტი კი კარგად განვითარებული კრიტიკული აზროვნებაა. მტკიცედ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის ფონზე, შესაძლოა ინდივიდებმა მხოლოდ მათ შეხედულებებთან თანხვედრაში მყოფი ინფორმაცია აღიქვან სიმართლედ.
პოლიტიკოსი ხშირად არ მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი. იგი უფრო დიდი, პოლიტიკური პარტიის/ჯგუფის წევრია. შესაბამისად, ამგვარ პოლიტიკოსს ვერ მოვთხოვთ ინდივიდუალური მორალური ღირებულების მიხედვით გააკეთოს სწორი საქციელი. უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი, რომელსაც, სანამ სიმართლე არ იქნება მისთვის მომგებიანი, იქამდე შეუძლია შიშის დანერგვით მიაღწიოს საწადელს. ამასობაში კი თაობა, რომელსაც შემეცნების შინაგანი მოთხოვნილება აქვს, ამჩნევს სიმართლეს. მოტყუებული ინდივიდები პოლიტიკური ჯგუფის მიღებულ ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას როგორც ტყუილს ისეთი წინასწარი განწყობით მიუდგებიან. ახლა კი უკვე ამგვარი ინდივიდებიც ჯგუფების პრინციპით იწყებენ მოქმედებას იმ მიზნით, რომ სიმართლე უფრო მომგებიანი გახადონ.
ნდობამ შექმნა საზოგადოება და მან პოლიტიკოსთა ჯგუფების ინტერესებს უნდა აჯობოს.
გადახედვაჯეინ ფონდამ პოლიციას თავი ისევ დააპატიმრებინა ჯეინ ფონდამ პოლიციას თავი ისევ დააპატიმრებინა
გადახედვაფსორიაზმა შესაძლოა კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს — კვლევა ფსორიაზმა შესაძლოა კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს — კვლევა
გადახედვანასას ყოფილი მეცნიერის მტკიცებით, მარსზე სიცოცხლის ნიშნები 40 წლის წინ იპოვეს ნასას ყოფილი მეცნიერის მტკიცებით, მარსზე სიცოცხლის ნიშნები 40 წლის წინ იპოვეს
გადახედვაჯენიფერ ენისტონს დასასტალკად ინსტაგრამზე ყალბი ანგარიში აქამდეც ჰქონდა ჯენიფერ ენისტონს დასასტალკად ინსტაგრამზე ყალბი ანგარიში აქამდეც ჰქონდა
გადახედვაCannaExpo: 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში კანაფის აქსესუარები გაიყიდება CannaExpo: 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში კანაფის აქსესუარები გაიყიდება
გადახედვადედამ შვილს მაშინ შეუსწრო, როცა საშინაო დავალებას ალექსას დახმარებით წერდა დედამ შვილს მაშინ შეუსწრო, როცა საშინაო დავალებას ალექსას დახმარებით წერდა
გადახედვაპრინცი ჰარი: ყოველთვის, როცა ვხედავ კამერას, როცა მიღებენ, დედა მახსენდება პრინცი ჰარი: ყოველთვის, როცა ვხედავ კამერას, როცა მიღებენ, დედა მახსენდება
გადახედვაძალაუფლება ტვინის ფუნქციონირებას ცვლის ძალაუფლება ტვინის ფუნქციონირებას ცვლის
გადახედვამალარიის უსისხლო დიაგნოსტირება შესაძლებელი ხდება — პროგრამისტის გამოგონება მალარიის უსისხლო დიაგნოსტირება შესაძლებელი ხდება — პროგრამისტის გამოგონება | 2019-10-19 11:51:05 | https://on.ge/story/40194-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986693979.65/warc/CC-MAIN-20191019114429-20191019141929-00426.warc.gz | 26,747 | 623,389,409 |
ჩვენ მოუტანს თქვენი ყურადღება თამაში პერსონალი ბარათს გაატარებს, რომელიც ჩატარდება ღია სივრცეში. ორი მიმზიდველი გმირები სტომატოლოგიური ექიმები გამოიქცევიან გადარჩენა უცხოელთა და მონსტრები კარიესის.
© zgames. ru - უფასო ონლაინ თამაში Cosmic სუფთა ().
თამაში ონლაინ ფლეშ თამაში Cosmic სუფთა უფასოდ. ნუ დაგავიწყდებათ შეფასება ამ თამაშის Cosmic სუფთა და გაუზიაროს ეს თამაში თქვენი საუკეთესო მეგობრები.
თამაში ონლაინ ფლეშ თამაში Cosmic სუფთა უფასოდ. ნუ დაგავიწყდებათ შეფასება ამ თამაშის Cosmic სუფთა და გაუზიაროს ეს თამაში თქვენი საუკეთესო მეგობრები. | 2019-03-18 18:02:51 | http://ge.zgames.ru/4030/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201521.60/warc/CC-MAIN-20190318172016-20190318194016-00450.warc.gz | 8,118 | 84,650,294 |
ინდური სამზარეულო, აღმოსავლური და ქართული
ჰანგები, აფრიკული რიტმი - ეს არის ის, რაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ყოველდღიურ ცხოვრებას
სასწავლებლის მეთერთმეტე კორპუსის ეზო რამდენიმე საათით განსხვავებულ
კულტურათა თავმოყრის ადგილად იქცა. ინტერნაციონალური ღონისძიების
ერთ-ერთ მიზანს კულტურის, ტრადიციების, კულინარიის, ფოლკლორის, ცეკვის
და ხელოვნების საშუალებებით ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების
პირველი უცხოელი სტუდენტები სასწავლებელმა 2012 წელს ნიგერიიდან
მიიღო. დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის
ფაკულტეტზე სხვადასხვა ქვეყნების 350-მდე სტუდენტი სწავლობს. | 2019-03-23 11:26:38 | http://radiodk.ge/akhali-ambebi/kultura/article/17153-internacionalurisaghamoatssushi | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202781.83/warc/CC-MAIN-20190323101107-20190323123107-00351.warc.gz | 13,101 | 168,562,655 |
აგროფიზიკა, აგრონომიული ფიზიკა — მეცნიერება მცენარის სასიცოცხლო გარემო პირობების კვლევის ფიზიკური მეთოდებისა და მცენარის ცხოველმოქმედების ფიზიკური პროცესების შესახებ. აგროფიზიკა შეიმუშავებს ნიადაგისა და ჰაერის მიწისპირა ფენაში ფიზიკური პირობების რეგულირების ხერხებს. აგროფიზიკა მოიცავს ნიადაგის ფიზიკას (ნიადაგის მყარი ფაზის ფიზიკა, ნიადაგის ჰიდროფიზიკა, ნიადაგის თბოფიზიკა, ნიადაგის ჰიდროფიზიკა, ნიადაგის თბოფიზიკა, ნიადაგის აირადი ფაზის ფიზიკა); ჰაერის მიწისპირა ფენის ფიზიკას (აეროდინამიკური, რადიაციული და სხვა პარამეტრები); მცენარეთა ბიოფიზიკას (მცენარეთა შუქფიზიოლოგია და მცენარეთა რადიობიოლოგია); მცენარის პროდუქტიულობის ზრდისა და ადრეულობის უზრუნველსაყოფად მისი საარსებო გარემო პირობების რეგულირების ხერხებისა და საშუალებებს. აგროფიზიკა დამოუკიდებელ მეცნიერებად XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბუნებისმეტყველების სხვადასხვა დარგის განვითარების საფუძველზე. აგროფიზიკის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ბ. დერიაგინს, ა. დოიარენკოს, ს. დოლგოვს, ნ. კაჩინსკის, დ. პრიანიშნიკოვს, ა. როდეს, ს. რიჟოვს, ე. რასელს, უ. შოუს და სხვა. სსრკ-ში აგროფიზიკოსთა სკოლის დამფუძნებელია ა. იოფე.
აგროფიზიკური გამოკვლევები ტარდება მინდვრის, ლაბორატორიული და სავეგეტაციო მეთოდებით; კვლევის მიზანია გარემო პირობების შეფასება და მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების შესწავლა. იყენებენ თანამედროვე ზუსტ ხელსაწყოებს. კერძოდ, მცენარის გარემოსთან ურთიერთობის ფიზიოლოგიური პროცესის (თბური და წყლის რეჟიმი, აირცვლა და სხვა) კვლევისას იყენებენ ფიზიკის თანამედროვე ექსპერიმენტულ საშუალებებს: ნახევარგამტარებს, ელექტრონულ-იონურ აპარატურას, რადიოაქტიურ გამოსხივებას და სხვა. კვლევის შედეგებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ახალი აგროხერხების შესამუშავებლად და არსებულის სრულყოფისათვის. მაგალითად, აგროფიზიკური გამოკვლევების საფუძველზე დამუშავებულია დაცულ გრუნტში ელექტროშუქკულტურის წესები, რომლებიც ამცირებენ ვეგეტაციის პერიოდს, ზრდიან ბოსტნეულის მოსავალს. ეფექტური შედეგებია მიღებული მებოსტეობაში პოლიმერული აფსკების გამოყენების, სათბურებში ბოსტნეულის მოყვანის რეჟიმის ავტომატურად რეგულირების, სასოფლო-საეურნეო პროდუქტების საცავებში ოპტიმალური პირობების ავტომატურად დაცვის საქმეში და სხვა.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 74, თბ., 1975 წელი. | 2019-10-15 15:06:26 | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986659097.10/warc/CC-MAIN-20191015131723-20191015155223-00040.warc.gz | 13,114 | 518,716,941 |
შანკარადევას ციტატა(დაპოსტვის დრო 17 March 2019 - 03:00 PM):
ეონების რაოდენობა სხვადასხვა გნოსტიკურ სკოლებში იყო სხვადასხვა. ზოგიერთებს ჰქონდათ ასობით ეონი, ზოგიერთებს კი რამდენიმე ათეული მაქსიმუმ. ბასილიდეს და ისიდორეს მსგავს გნოსტიკოსთა სკოლებში 365 უზენაესი მეუფე დაკავშირებული იყვნენ ხუთ დიად მბრძანებელთან: კრონოსთან, არესთან, ჰერმესთან, აფროდიტესთან და ზევსთან. გნოსტიკოსებს ჰქონდათ რთული ზეციური იერარქიები. ზევსის პარტნიორია იუდეური იეჰოვა, არესის დამხმარე არის უცნობი სული სახელად "იპსანტაჰოუნჰაინჰოუჰეოკ", ჰერმესს ეხმარება არც ისე დიადი სული სახელად - ჰაინჰუჰი. მიუხედავად ამისა გნოსტიკოსებთან ჰაინჰუჰი შედის უძლიერეს ღვთაებათა ტრიადაში. სოფია, ბარბელოს ასული (ქალიშვილი) დაკავშირებული არის აფროდიტესთან. აღსანიშნავია რომ მათი ურთიერთობა უფრო მეგობრული არის ვიდრე დანარჩენ იძულებით ალიანსებში. და ბოლოს კრონოსი შეკავშირებულია უსახელო სულთან, რომელიც წარმოშობილია "დიადი უხილავისგან". პრაქტიკულად გნოსტიკოსები ამბობდნენ, რომ არქონტებმა ელინურ ღმერთებს აიძულეს პარტნიორობა და დაიმორჩილეს. არც ზევსს და არც სხვებს არ სურდათ იაჰვესთან და სხვა არქონტებთან კავშირი. ასე ამბობს გნოსტიციზმი. | 2019-10-19 05:00:04 | http://planeta.ge/blog/65/entry-1034-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986688826.38/warc/CC-MAIN-20191019040458-20191019063958-00467.warc.gz | 15,618 | 149,196,755 |
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა სირიის არაბულ რესპუბლიკაში საელჩოს გახსნა დააანონსა.
“დიდი ხანია მივისწრაფოდით ამისკენ, არაერთი მოლაპარაკება და კონსულტაცია გავმართეთ. კომუნიკეში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ქვეყნები საკონსულოების დონეზე დიპლომატიურ ურთიერთობებს განავითარებენ, ანუ სამხრეთ ოსეთში სირიის, სირიაში კი სამხრეთ ოსეთის საკონსულო გაიხსნება. ამ მიმართულებით ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, უკვე ახალ წელს სირიაში ჩვენი საკონსულო გაიხსნება”, – ამბობს მედოევი.
ამჟამად ამ პროცესს, როგორც მედოევი ამბობს, სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები უშლის ხელს.
სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს გამოაცხადა. სირიის მიერ აღიარების ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.
რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. | 2019-03-26 09:55:05 | http://netgazeti.ge/news/327618/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204969.39/warc/CC-MAIN-20190326095131-20190326121131-00039.warc.gz | 13,728 | 148,230,047 |
ვინც გოგა ხაინდრავას ფილმის „heroკრატია-ს" გადაღებას იწონებს, მას ეტყობა არა აქვს გააზრებული, თუ რა დამანგრეველი შედეგის მოტანა შეუძლია მას ქართული საზოგადოებისთვის!
საკუთარი და საკუთარი თანამოქალაქეების უსუსურობისა და უღირსების განცდაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს ფილმი (პირდაპირი გაგებით) ანგრევს ადამიანის ფსიქიკას და ქვეყანაში მასობრივი ფსიქოზის დამკვიდრების საშუალებად იქცევა...
რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ციხის კადრებმა გარდამტეხი როლი შეასრულა სააკაშვილის რეჟიმის ფორმალურად მოშორებაში, „heroკრატია" უფრო შორს მიდის და როგორც უკვე ვთქვი, მისი შედეგები ნამდვილად არ იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო.
თუ ადრე რეჟიმის მხვერპლნი და მათი ოჯახები იყვნენ ფილმში აღწერილი კოშმარის უშუალო მონაწილენი, „heroკრატიით" სრულიად საქართველო ხდება დასახიჩრებული და გაბახებული...
რა უნდა ამით თქვას ფილმის ავტორმა და მისმა შემკვეთმა?
ის, რომ, ჩვენ ჩვენივე დაუოკებელი სურვილით არჩეულმა პრეზიდენტმა დაგვაჩმორა, თუ, რადგან რეჟიმის მემკვიდრე ხელისუფლებამ სამართლებრივი შეფასება არ მისცა „ნაციონალურ"ჯოჯოხეთს, ფილმის საშინელი კადრებიდან სულში დალექილი უკიდურესი აგრესია „ნაციონალების" წინააღმდეგ მივმართოთ და ისინი ლინჩის წესით გავასამართლოთ?! როდის და ვისთვის მოუტანია ხეირი ლინჩის წესით გასამართლებას?
ეს უპატიებელი დანაშაული და ავანტიურიზმია საკუთარი ხელისუფლების მხრიდან - ის, რაც შენი გაასაკეთებელია, შენ უნდა გააკეთო - ამის ყოველგვარი ბერკეტები გაგაჩნია და ახლა არჩევნების წინ რატომ თამაშობ ჩემს ნერვებზე?
ჩვენდა სამწუხაროდ, „ნაციონალებს" დღესაც ჰყავთ მყარი ელექტორატი და არა მგონია ისინი ამ ამაზრზენმა კადრებმაც დააფიქროს და გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, რაც იმის წინაპირობაა, რომ სისხლიანი რეჟიმი ისევ იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. მაშინ, სხვა რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი ამ ფილმის გადაღება და ჩვენება არჩევნების წინ?!
პასუხი მარტივია: ხალხი მასობრივ ფსიქოზში რომ გყავდეს და საკუთარი უნიათობით თუ შეგნებული უკასუხისმგებლობით გამოწვეული მასების უკმაყოფილება ამ ჯოჯოხეთური კადრებით გადაფარო!
ფურთხის ღირსი ვართ, თუ ეს ვერ გავიაზრეთ და გადავყლაპეთ!
წუხელ პროფესიული ინტერესის გამო ვუყურე ფილმს და საშინელ ხასიათზე დავდექი.ჩემთვის არაადამიანურ კადრებზე მეტად მიუღებელი აღმოჩნდა ის უკიდურესი ბილწსიტყვაობა, რომელიც უხვად იღვრება ტელეეკრანიდან. ვფიქრობ, ეს რეჟისორის წინასწარ დაგეგმილი ავანტიურაა, რომ ხალხი პრაქტიკაში უზნეო ლექსიკის დამკვიდრებას შეაჩვიოს!
მე ვაპროტესტებ „HEROკრატიას". ეს საკუთარი ხალხის დაცინვაა რეჟისორის და დამკვეთის მხრიდან!
ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს მოსაზრებას არგუმენტებით გააბათილებთ... | 2019-10-16 21:54:41 | http://iverioni.com.ge/16233-zaur-natcyebia-me-vaprotesteb-herokratias-es-sakuthari-khalkhis-dacinvaa.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986670928.29/warc/CC-MAIN-20191016213112-20191017000612-00369.warc.gz | 12,678 | 103,440,599 |
მოიწონეთ გვერდი რათა მიიღოთ ინფორმაცია მომავალ ვიდეოზე
გიყვართ მუსიკა? მაშინ ეს არხი თქვენთვისაა: https://goo.gl/TaUKzL
1 იგუანას წყალქვეშ 28 წუთამდე შეუძლია ყოფნა.
2 ზებრა არ არის შავი თეთრი ზოლებით არამედ პირიქით ზებრა თეთრია შავი ზოლებით.
3 მდედრ Armadillo-ს აქვს უნიკალური უნარი, პატარების გაჩენის შემთხვევაში თუ ამ არსებას სტრესი აქვს შეუძლია დაბადება გადაავადოს 2 წლამდე.
4 ზვიგენები შეტევის დროს თვალებს ხუჭავენ რადგან მსხვერპლმა არ დაუზიანო | 2019-10-23 10:24:44 | https://uefa.myvideo.ge/v/3352036 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833089.90/warc/CC-MAIN-20191023094558-20191023122058-00382.warc.gz | 17,760 | 732,781,299 |
1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა, რომ ფეხი მოიტეხა და ლოგინად ჩავარდა, ახლობლები კი არ ნახულობდნენ.
წყარო: კ. დ. მაჭავარიანის წერილი გიორგი (გიგო) შარაშიძისადმი, სწერს ბახვის სკოლის და ეკლესიის, გაბრიელ ეპისკოპოზის ძეგლის და სხვათა შესახებ, 1928 | 16 ნოემბერიწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9964 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9964]; წვდომის თარიღი: 2019-10-16 | 2019-10-16 15:38:50 | http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9964 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668994.39/warc/CC-MAIN-20191016135759-20191016163259-00113.warc.gz | 7,101 | 182,290,002 |
ანაკლიაში, ჯუმსა და რუხში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები აშენდება.
აღნიშნულის შესახებ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიგა ფარულავამ, რადიო “ათინათში” სტუმრობისას განაცხადა.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
ჯუმსა და რუხში საბავშვო ბაღის პროექტირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ანაკლიაში კი სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
გიგა ფარულავას განცხადებით, მიმდინარე წელს საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 180 000 ლარამდე დაიხარჯა, მოწესრიგდა სველი წერტილები და სამზარეულო. საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. | 2019-10-16 09:11:42 | http://droa.ge/?p=54981 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666959.47/warc/CC-MAIN-20191016090425-20191016113925-00139.warc.gz | 27,711 | 58,873,848 |
ქართულ მწერლობაში ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედის ნოდარ დუმბაძის ავტობიოგრაფია ახმეტელის თეატრის სცენაზე გათამაშდება.
3 მაისს ახმეტელის თეატრში პრემიერაა. ნოდარ დუმბაძე თავისი ჩვეული სევდანარევი იუმორითა და კოლორიტული პერსონაჟებით, რომლებიც დიდი ხანია შეიყვარა ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაცოცხლდება ახმეტელის თეატრის სცენაზე.
სპექტაკლი “ღმერთო, რისთვის?“ რეჟისორმა ნუგზარ გაჩავამ ნოდარ დუმბაძის მოთხრობების „მზიანი ღამე“, „ღმერთო რისთვის?“, „ნუ გეშინია დედა“ მიხედვით განახორციელა. მასვე ეკუთვნის ინსცენირებაც, წარმოდეგნის მხატვარი აივენგო ჭელიძეა. საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობენ ნუგზარ ყურაშვილი, გიგი მიგრიაული, მარინა ხარჩილავა, მზია ტალიაშვილი, თამთა პატაშური, ვალერი ტორონჯაძე, ვასო შიხაშვილი და ვაჟა ციცილოშვილი.
მაყურებლის თვალწინ თამაშდება ფრაგმენტები ნოდარ დუმბაძის ავტობიოგრაფიიდან, იგი იხსენებს თავის თმაჭაღარა დედას, რომელსაც საბჭოთა რეპრესიების „წყალობით“ თორმეტწლიანი განშორების შემდეგ ხვდება, იგონებს გაუზიარებელ სიყვარულს, რომელმაც ტკივილი მიაყენა, თბილისელი კოლორიტი ვანიჩკა ბიძია და მეგობრობა ძველ თბილისურ იტალიურ ეზოში.
სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს უდანაშაულო ადამიანების ტრაგედია, რომლებიც ეპოქის და სისტემის მსხვერპლნი ხდებიან… ღმერთო რისთვის? სევდიანი განშორების შემდეგ დგება დრო, როდესაც 20 წლის მიტო დედას ესაუბრება, ის 20 წლისაა არც დიდია და არც პატარა, მაგრამ ცხოვრება კიდევ კარგა ხანს გაუჭირდება…..
ახალი სპექტაკლი ახმეტელის თეატრში 9 და 24 მაისსაც იქნება წარმოდგენილი. | 2019-03-23 00:37:36 | https://artinfo.ge/2015/05/nodar-dumbadzis-avtobiogr/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202704.58/warc/CC-MAIN-20190323000443-20190323022443-00120.warc.gz | 14,616 | 430,585,222 |
ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად განსაზღვრავს სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან თქვენს ურთიერთობას.
თქვენ ძალიან მგრძნობიარე და მზრუნველი ადამიანი იქნებით, თუნდაც მზე რომელიმე გულგრილ და გონებით მართულ ნიშანში გქონდეთ. სიყვარულში ცოტა ეგოიზმიც შეიძლება გახასიათებდეთ, მაგრამ სანაცვლოდაც ბევრს გასცემთ.
ძალიან ერთგული და ყურადღებიანი ხართ. გრძნობებს მზრუნველობით გამოხატავთ. მთავარი თქვენთვის ის კი არ არის, თუ რას გეუბნებიან, არამედ თუ რას გრძნობენ თქვენ მიმართ და თავად რას განიცდით. გახსოვთ პატარა პრინცის და მისი ყვავილის ურთიერთობა? შემთხვევითი არ არის რომ ამ ნაწარმოების ავტორი კირჩხიბია, თანაც ვენერით კირჩხიბში… ,,თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს, იმიტომაა ის ასე ძვირფასი ჩემთვის“, ,,მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი“, ,,არ უნდა დამეგდო ყური მისი სიტყვებისათვის, მხოლოდ მისი სილამაზით უნდა დავმტკბარიყავი“, ,,ის ერთადერთია, რადგან ჩემია“, ,,ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე“ … მოკლედ, მთელი ვენერა კირჩხიბის სიყვარულის ფილოსოფიაა ამ წიგნში. პატარა უფლისწული ყველაზე კირჩხიბული წიგნია, რაც კი ოდესმე დაწერილა.
გახასიათებთ სწრაფვა მყარი და მტკიცე ურთიერთობის შექმნისკენ, სადაც ორივე პარტნიორი დაცულად და მშვიდად იგრძნობს თავს. ადვილად გწყინთ და დიდი ხნით იბუტებით. როცა თქვენს გადაჭარბებულ ყურადღებასა და მზრუნველობაზე უარს ამბობენ, საკუთარ თავში იკეტებით და თქვენი ნაჭუჭიდან გამოთრევა ურთულესი ხდება.
გამუდმებით გჭირდებათ სიყვარულის მტკიცება, მოფერება, თორემ თავდაჯერებას კარგავთ. ხანდახან სრულიად უსაფუძვლოდ გეჩვენებათ, რომ ურთიერთობა გაცივდა. ამ დროს საშინლად ჭირვეულობთ, ყურადღებას ითხოვთ. გაქვთ მოთხოვნილება რომ იყოთ საჭირო, სასურველი. ცვალებადი და ემოციურად არასტაბილური ბრძანდებით. მომენტებში ინფანტილურობაც გახასიათებთ. თბილი და ალერსიანი ხართ. მარტივად ეჩვევით. გეშინიათ საყვარელი ადამიანების დაკარგვის. გახასიათებთ მიჯაჭვულობა.
გიყვართ თქვენი სახლი, ოჯახი, ადგილი, სადაც დაიბადეთ, პატივს სცემთ ფესვებს და მოგონებების კოლექციას აგროვებთ. სენტიმენტალური და ნოსტალგიური ბუნების ხართ. გეშინიათ განშორების და თუ ეს გარდაუვალია, საშინელ დეპრესიაში ვარდებით.
იმდენად ხართ წარსულით შეპყრობილი, აწმყოთი ტკბობა ცოტათი გიჭირთ. ვერ აცნობიერებთ, რომ დღევანდელი დღეც მოგონებად იქცევა ოდესმე. ფინანსურ საკითხებს რაც შეეხება, შესაძლოა ცოტა ძუნწობისკენ იყოთ მიდრეკილი, რადგან შავი დღისთვის გადანახვა გჩვევიათ. ფულს არასოდეს ფლანგავთ, მხოლოდ საყვარელ ადამიანებს და ოჯახს, სახლს ახარჯავთ.
ქალებს, ასეთი ვენერათი, ინტრიგა და ფლირტი არ ხიბლავთ, მარტივი, თბილი და გულწრფელი ურთიერთობებისკენ მიუწევთ გული. სჭირდებათ ძლიერი მამაკაცი, რომელიც მტკიცე დასაყრდენი იქნება მისთვის. კაცი, რომელიც გულს არ ატკენს, არ დაიღლება მისთვის სიყვარულის მტკიცებით, მოუფრთხილდება და იზრუნებს მასზე. თავად თავის მხრივ კი სითბოს და ყურადღებას არ მოაკლებს.
რაც შეეხება მამაკაცებს, დედის ტიპის ქალებს ეძებენ, მეოჯახეს, მზრუნველს, ყურადღებიანს. ცოლს, რომელიც უმეტეს დროს სახლში, ბავშვებსა და მასზე ზრუნვაში გაატარებს. შესაძლოა ეს უბრალოდ დედის მსგავსი ქალის ძიებაშიც გამოიხატოს. თუ გაინტერესებთ როგორი იქნება ის ცოლთან ურთიერთობაში დედასთან მისი ურთიერთობა უნდა გამოიკვლიოთ. ზოგადად, ოჯახი, დედა მის არჩევანზე დიდ ზეგავლენას ახდენს. არის ეჭვიანი, ძალიან ემოციური და იმდენად კარგად ესმის საწინააღმდეგო სქესის, შეყვარებულის და მეუღლის სულიერი მესაიდუმლე და მეგობარი ხდება. | 2019-03-23 16:27:04 | https://www.mental.ge/2014/10/24/venus4/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202889.30/warc/CC-MAIN-20190323161556-20190323183556-00080.warc.gz | 25,417 | 832,115,635 |
ეძებ ბინას ? უძრავი ქონების სააგენტო ,, ArchStone '' და მისი ბროკერები დაგეხმარებათ თქვენს გემოვნებაზე მორგებული ბინის მოძებნაში . და რატომ ,, ArchStone '' ? ჩვენ ვთანამშრომლობთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე სამშენებლო კომპანიებთან ✔ არ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან რომელთა მშენებლობაც სრულად არ არის დაფინანსებული . ✔ გთავაზობთ ბინების ფართო არჩევანს ✔ იმ შემთხვევაში თუ ჩვენს კატალოგში არ მოიძებნება ბინა რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს ( ადგილს , განლაგებას , ხედებს ) , ჩვენი ბროკერები დაუყოვნებლივ დაიწყებენ თქვენთვის სასურველი ბინის ძებნას . ArchStone გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ თქვენი ოცნების სახლი ისე რომ , ✔ დაზოგოთ დრო და ენერგია რასაც ობიექტებზე სიარულში ხარჯავთ . ✔ არ მოტყუვდეთ ისეთ სამშენებლო კომპანიებთან რომელთაც აღენიშნებათ გაჩერების საფრთხე . თუ თქვენ ნახეთ ეს განცხადება მაშინ არ დაკარგოთ დრო დაუყოვნებლივ დაგვიაკვშირდით და ჩვენი ბროკერები დაუყოვნებლივ დაიწყებენ თქვენი ოცნების სახლის ძებნას . | 2019-10-20 17:17:12 | https://servisebi.ge/ka/product/detail/10427/%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98/%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986717235.56/warc/CC-MAIN-20191020160500-20191020184000-00251.warc.gz | 27,333 | 698,392,517 |
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა მიიღო ქართველი სტუდენტები, რომლებიც ლიტვის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ. მინისტრმა სტუდენტებს მიულოცა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი და ხაზი გაუსვა ლიტვის მხარდაჭერას საქართველოსადმი. აღსანიშნავია, რომ ქართველ სტუდენტთა უმრავლესობას გავლილი აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის კურსი, სადაც ისინი ეუფლებიან ლიტვურ ენასა და ეცნობიან ლიტვურ კულტურას, ხოლო შემდეგ საკუთარ ცოდნას აღრმავებენ ლიტვის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ლიტვის მხარის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით. მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა გამოხატეს მადლიერება იმ შესაძლებლობებისათვის, რომლებსაც ლიტვის სახელწიფო სთავაზობს ქართველ ახალგაზრდებს.
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4 | 2019-03-23 14:28:24 | http://lithuania.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=431&lang=1&NewsID=132373 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202872.8/warc/CC-MAIN-20190323141433-20190323163433-00271.warc.gz | 10,206 | 118,594,789 |
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე და მათი ერთგულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელივანია! ფული.ge-ს ბონუს კლუბი მუდმივად ჩართულია და გიგროვებთ ბონუსებს სასიამოვნო სურპირზებისა და უპროცენტო სესხებისთვის.
- სესხის წინსწრებით დაფარვა. ყოველ წინსწრებულ დღეზე
- გაზიარება სოციალურ ქსელებში. დღეში ერთხელ
- მეგობრის მიერ სესხის დროულად დაფარვა. მეგობრის მოყვანა უნდა მოხდეს პირადი კაბინეტიდან:
- სოციალურ ქსელებში ფული.ge-ს ბანერის გაზიარებით
- ელექტრონულ ფოსტაზე დაპატიჟების გაგზავნით ან
- თქვენი „ბონუს ბმულის“ მეგობართან ნებისმიერი გზით მიწოდებით.
ბონუს ქულების მისაღებად, სამივე შემთხვევაში, თქვენი მეგობარი უნდა ეწვიოს მითითებულ ბმულს, მოახდინოს რეგისტაცია, სესხის აღება და მისი დროულად დაფარვა.
20% ფასდაკლება სესხის საკომისიოზე - 300 ქულა
30% ფასდაკლება სესხის საკომისიოზე - 500 ქულა
50% ფასდაკლება სესხის საკომისიოზე - 750 ქულა
უპროცენტო სესხი - 1000 ქულა
ერთჯერადად შეგროვილი ბონუს ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 1000. ფასდაკლებით სარგებლობისას მოგაკლდებათ ქულების შესაბამისი რაოდენობა. მომხმარებლის დაჯარიმებისას მისი ბონუს ქულები იყინება მის მიერ ზედიზედ 3-ჯერ სესხის დროულად დაფარვამდე. ბონუს ქულებით სარგებლობისას მოქმედებს ზედა ზღვრის 1 ლარამდე დამრგვალება. | 2019-10-19 20:47:30 | https://fuli.ge/ge/news/bonus-klubi-miighe-20-30-50-ani-fasdakleba-da-uprotsento-seskhi/46 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986697760.44/warc/CC-MAIN-20191019191828-20191019215328-00363.warc.gz | 7,576 | 510,674,501 |
როგორც მიმდინარე ტურის ყველა წინა მატჩი, “მგზავრებისა” და “დელტას” მატჩიც დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, მანამდე კი, მთელი თამაშის განმავლობაში, თანაბარი ბრძოლა მიდიოდა.
შეხვედრის დასაწყისში “მგზავრებმა” მცირე უპირატესობა მოიპოვეს, რომელსაც ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდნენ. “დელტა” ცდილობდა წამოწევას, მაგრამ დეფიციტს ბოლომდე ვერ აბათილებდა, თუმცა მეტოქეს დიდი სხვაობითაც არ ჩამორჩებოდა.
ბოლო პერიოდის წინ “მგზავრები” 7 ქულით იგებდნენ, მაგრამ “დელტამ” გუნდური თამაშის წყალობით შეძლო დაწინაურება. ეს მოხდა თამაშის დასრულებამდე 3:20 წუთით ადრე, როცა საბა ლობჯანიძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო – 66:65. ადრიან ბოუისა და ჯეიკობ არმსტრონგის ქულებით “მგზავრები” კვლავ დაწინაურდნენ – 68:66.
“დელტას” შეეძლო გათანაბრება, მაგრამ საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე ლობჯანიძემ 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო, ადრიან ბოუიმ კი ორივე საჯარიმო გამოიყენა და “მგზავრები” 70:67 გალიდერდა. შეხვედრის ბოლო წამზე ოთო ფხაკაძის გამთანაბრებელი სამქულიანი მიზანს ასცდა და “მგზავრებმა” მიმდინარე სუპერლიგაში მე-6 გამარჯვება მოიპოვა, რითაც “დელტას” გაუთანაბრდა.
გამარჯვებულთაგან 29 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. 17 ქულა დააგროვა ჯეიკობ არმსტრონგმა, ხოლო 15 ქულა კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე დაგროვდა. “დელტაში” 13-13 ქულით ბექა ბექაური და საბა ლობჯანიძე გამოირჩნენ. 12 ქულა მოაგროვა გეგი ბაქრაძემ, ახალწვეულმა ერიკ ნოთიჯმა კი შეხვედრა 9-9 ქულა-მოხსნით დაასრულა. | 2019-10-20 03:37:41 | http://gbf.ge/league/superleague/news/mgzavrebma-delta-daamartskha-da-superligis-tskhrilshi-gauthanabrda | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986702077.71/warc/CC-MAIN-20191020024805-20191020052305-00414.warc.gz | 7,544 | 74,886,819 |
კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გრითერი/ოპერატორის პოზიციაზე.
"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.
"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.
სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი)
ანაზღაურება: 500 (ხუთასი) ლარი (გადასახადების გარეშე) + ბონუსი კვარტლურად
- ტექდათვალიერების ცენტრში შემოსულ კლიენტებთან პირველადი კონტაქტის დამყარება;
- კლიენტების დარეგისტრირება შიდა პროგრამაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
- სერვის ცენტრში არსებული რიგების რეგულირება, მართვა და კონტროლი;
- კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა სწრაფი გადახდის აპარატსა და უნაღდო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით;
- კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
- მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.
- უმაღლესი განათლება (განვიხილავთ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც);
- მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია - მართვის მოწმობა - B კატეგორია
- დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 31 მარტამდე გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "გრითერი/ოპერატორი".
კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
ბოლო ვადა 31 მარტი 00:00
სს“ სიეფაი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.
- სასესხო განაცხადების მიღება და ანალიზი
- მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის შეფასება/ანალიზი
- განაცხადის დამუშავება, სესხის დამტკიცება და ლიმიტის განსაზღვრა
- სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა
- მიმდინარე სესხების და სასესხო პროექტების მონიტორინგი
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი.აბაშიძის # 35
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე : [email protected]
ბოლო ვადა 11 აპრილი 00:00
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
- დიდი რაოდენობთ შემომავალი და გამავალი ზარების დროულად და ეფექტურად მართვა;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის სტრულ ერთეულში;
- მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
- ტექნიკური შეფერხებისა და მომხმარებლის უკმაყოფილების სესახებ მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შესაბამისი სამსახურების დროული ინფორმირება;
- ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში.
- მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- გუნდური მუშაობის უნარი, სხარტი აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]ge არა უგვიანეს 2019წლის 31 მარტისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია,რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ბოლო ვადა 31 მარტი 00:00
„ჩემი წიგნი“ სატელეფონო გაყიდვების კომპანიაა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართვლოში ყველა წამყვან გამომცემლობასთან.,, ჩემი წიგნის’’ოპერატორები ნებისმიერი ჟანრით დაინტრესებულ მკითხველს აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ლიტერატურის შესახებ, ხოლო ჩვენი კურიერები ზრუნავენ მომხმარებლებისათვის წიგნების სრულიად უფასო მიწოდებაზე მთელი საქართვლოს მასშტაბით. ეს კი, თავის მხრივ,ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციას საზოგადოებაში.
კომპანია “ჩემი წიგნი” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
- ანაზღაურება: პირველი თვე 400 ლარი, მზარდი ხელფასი + ბონუსი
- სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი , ორცვლიანი
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით,
- სამუშაო გრაფიკი, 10:00-16:00სთ-მდე; და16:00- 22:00სთ-მდე.
- სტრესულ სიტუაციაში ორიენტირების უნარი
- კლიენტების დარწმუნებისა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
- კომპანიაში არსებული პროდუქციის შესწავლა
- კლიენტთა მომსახურება : კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის გაცნობა
შერჩეული კანდიდატები, პირველ ეტაპზე ,გაივლიან ტრენინგს „კომუნიკაციის მეთოდები“ და აქტიურად გაეცნობიან უახლესი წიგნის გამოცემებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: [email protected]
საკონტაქტო ნომერი: +995 551 59 58 57
მისამართი საბურთალო, ადამ მიცკევიჩის N27
ბოლო ვადა 20 აპრილი 00:00
"საპენსიო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის - C#/.NET დეველოპერის თანამდებობაზე.
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
- C#/.NET პროგრამირების საფუძვლიანი ცოდნა
- SQL ბაზასთან მუშაობის გამოცდილება.
- კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
- სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარი;
- დადებითი და მოტივირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: [email protected]. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ბოლო ვადა 23 აპრილი 00:00
შპს "დემასი" აცხადებს ვაკანსიას დურგლის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: ხელფასი 800 ლარი ზრდის პერსპექტივით, პლუს ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარჯვენა სანაპირო, 9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, "გალერეა დემასი"; დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ., სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
სამუშაო საათები: 09:00-18:00; დასვენების დღე კვირა.
სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
- საგამოფენო დარბაზში სტენდების აწყობა და სანტექნიკური პროდუქციის მონტაჟი.
- საგამოფენო და საოფისე ინვენტარის რემონტი და სხვა მსგავსი სამეურნეო სამუშაოების შესრულება.
- სასურველია მერქან-ბურბუშელოვან ფილაზე ("დსპ") მუშაობის გამოცდილება.
- პიროვნული თვისება: დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
- მიღებაზე განიხილება მამაკაცების კანდიდატურა 25-დან 40 წლის ჩათვლით.
რეზიუმე (სავალდებულოა ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected]
ბოლო ვადა 23 აპრილი 00:00
ავეჯის და კარის მწარმოებელი კომპანია "გრანდი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და MDF-ის კარების წარმოება-რეალიზაციაა. რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი საქართველოს ბაზარზე და დაიმსახურა მომხმარებლის მაღალი შეფასება გონივრული ფასისა და მაღალი ხარისხის გამო.
"გრანდი"-ის საწარმო თანამედროვე დაზგა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზით არის აღჭურვილი. ავეჯის და MDF-ის კარის დამზადებაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ევროპული ხარისხის მასალები, ლაქ-საღებავები და აქსესუარები.
შპს "გრანდი" აცხადებს მიღებას მღებავის დამხმარის პოზიციაზე.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიულობა და პასუხისმგებლობა დაკისრებულ პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 19.00 საათამდე. კვირაში ერთი დღე დასვენება.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია გრანდის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან დაგვიკავშირდეთ 591 121 121.
ბოლო ვადა 22 აპრილი 00:00
კომპანია "My Office"-ი, რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან საოფისე ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან - HP, Canon, Xerox.
კომპანიას ესაჭიროება თანამშრომელი სახარჯი მასალების დასაფასოებლად. სამუშაო პროცესი მოითხოვს ფიზიკურ ძალას.
- კომპიუტერული უნარები მომხმარებლის დონეზე;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდში მუშაობის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება, თუ კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს დიღომში ან მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 384478 ან გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დამფასოებელი სპეციალისტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ბოლო ვადა 31 მარტი 00:00
სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას IFRS ანგარიშგებისა და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
** შიდა და გარე ფინანსური რეპორტების აწყობა და ანალიზი;
** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება IFRS ანგარიშგებისა და რეპორტინგის სპეციალისტი.
სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
ბოლო ვადა 15 აპრილი 00:00
"სილქნეტი" წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს ფიქსირებულ ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ტელევიზიის) და ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას და უკაბელო სერვისებს. კომპანია რეგიონში უმსხვილესი საბითუმო ოპერატორია. წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "Fitch"-ის მიერ მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი. 2017 წელს "სილქნეტმა" პირველად გამოუშვა ლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები.
მიზანი: კომპანია "სილქნეტის" მიზანია მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით და თანამედროვე სერვისებით მოსახლეობის უზრუნველყოფა.
სს "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
განაცხადის გასაკეთებლად, გადადით საიტზე jobs.silknet.com, რომელზეც განთავსებულია კომპანიის ყველა ვაკანსია, ერთჯერადად გაიარეთ რეგისტრაცია და შექმენით თქვენი ელექტრონული რეზიუმე (CV). ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ვაკანსიაზე გააკეთოთ განაცხადი და დაარეგისტრიროთ თქვენი რეზიუმე (CV).
ბოლო ვადა 5 აპრილი 00:00
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
- პროექტების შეფასება, ანალიზი და ხარისხის კონტროლი
- პროექტში მოცემული მონაცემების კონტროლი
- ცალკეული სესხების და მთლიანი საკრედიტო პორტფელის საკრედიტო რისკების შეფასება და ანალიზი
- საკრედიტო მეთოდოლოგიის შემუშავება-რეკომენდაციის მომზადება
- სხვა საკრედიტო რისკების მინიმიზაციასთან/მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა
- ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობა.
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (საბანკო, საფინანსო, ორგანიზაციებში)
- უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, Alta (B6,LMS) ბაზისური ცოდნა
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა
- ფინანსური მათემატიკის და სტატისტიკის ცოდნა
- რისკების მართვის პრინციპების და საბაზრო, საპროცენტო და ლიკვიდობის რისკების მართვის მეთოდების ცოდნა
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტურად მართვა
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- პოზიტიური დამოკიდებულება საქმის და ჩართული პირების მიმართ
- გახსნილი სიახლეების და ცვლილებების მიმართ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 01/04/2019. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ბოლო ვადა 1 აპრილი 00:00
საინფორმაციიო ცენტრების ქსელი (ICN) ონლაინგამოცემებისთვის www.mtiambebi.ge და www.reginfo.ge აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი – თბილისის ოფისი.
ანაზღაურება 1300 ლარი (გადასახადების ჩათვლით), სრული სამუშაო განაკვეთი.
დაინტერესებულმა პირებმა 30 მარტის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ CV და
სამოტივაციო წერილი მისამართზე: [email protected] სათაურში აუცილებლად
მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების სააგენტო „რეგინფოს“ (www.Reginfo.ge),ინტერნეტგამოცემა „მთის ამბებს“ (www.mtisambebi.ge),თბილისში მდებარე მულტიმედია სტუდიას, კახეთის საინფორმაციო ცენტრს (www.ick.ge) და პანკისის სათემო რადიოს (www.Radioway.ge). | 2019-03-24 15:15:35 | https://regmarket.ge/?page=search&sub_page=vacancies&vac_cat_id=1&vac_sub_cat_id=15&city_id=1&district_id=0&village_id=0 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203462.50/warc/CC-MAIN-20190324145706-20190324171706-00401.warc.gz | 16,087 | 587,194,721 |
შოკოლადისა და კარამელის ნამცხვარი „მიქადო“ – უგემრიელესი სომხური დესერტი
შოკოლადის ფელამუში – დიახ, ის არსებობს!
უფაფუკესი არაჟნის ღვეზელი თხელი პურის ფენებით
ჩეჩნური ხაჭაპური "ჩეპალგაში" - რეცეპტი,რომელიც ცოტამ თუ იცის
ამ ცომით მომზადებული ფუნთუშები ყველაზე გემრიელი გამოდის - რეცეპტი შეფმზარეულისგან
გამომცხვარი პასტა თეთრი სოუსით - ოჯახური რეცეპტი
პასტა ტოსკანურად ქათმით, ლორითა და ისპანახით
ცხვრისა და ბატკნის ხორცის კერძები
ღუმელში მომზადებული ქათამი ბერძნულად - იდეალური კერძი ოჯახური ვახშმისთვის
დაბრაწული ქათმის ხორცი კომშის გარნირით - კერძი,რომელიც არავის დატოვებს გულგრილს
როგორ უნდა მოვამზადოთ თევზი ქინძმარში?
ბოსტნეულთან ერთად შემწვარი ორაგული - აქამდე უცნობი რეცეპტი
თევზის ჩახოხბილი - უგემრიელესი კერძის მივიწყებული რეცეპტი
ახალი კარტოფილი განსხვავებულად - ასეთი რეცეპტით ჯერ არ მოგიმზადებიათ
როგორ მოვამზადოთ სამეფო ბლინები? გულსართის 3 ვარიანტი
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კეფირი სახლის პირობებში?
ამ სეზონის საუკეთესო კერძი – ყველის წვნიანი ქათმით
კიტრის და პიტნის ცივი წვნიანი - მარტივი საზაფხულო წვნიანი
ჰოთდოგი განსხვავებულად – მარტივი და გემრიელი საუზმე
კვერცხი განსხვავებულად - ასეთ საუზმეს ყველა იმსახურებს
მარტივი და გემრიელი სალათა ოჯახის ყველა წევრისთვის
საზამთროს მარინადი - პიკანტური გემო
მარწყვის არომატული ჯემი - მარტივი რეცეპტი ორი ინგრედიენტით
ახალი ტყემლის საწყებელი - საუკეთესო რეცეპტი
ვაზის ფოთოლში მოხარშული ლოქო,წითელი მოცხარის სოუსით,ქინძმრის ჟელეთი,ყურძნის წნილით და ვაზის ფოთლის ჩიფსით
სოკოსა და ხბოს ჩაქაფული ძვლის ტვინში და ჩაქაფულის ტარტარი
სიბრიმის სევიჩე - თინა ვაშაკიძის კერძი, რომელიც ჟიურის ფავორიტი გახდა
რა განსხვავებაა დარიჩინის ჩხირებსა და ფხვნილს შორის და როდის რომელი უნდა გამოვიყენოთ?
ადესა – მომაკვდინებელი ღვინო, რომელსაც უნდა ვუფრთხილდეთ
მოხარშეთ ბანანი დარიჩინთან ერთად და დალიეთ დაძინებამდე – ამის შემდეგ თქვენს სხეულს ვეღარ იცნობთ
ცხვრისა და ბატკნის ხორცის კერძები
შოკოლადისა და კარამელის ნამცხვარი „მიქადო“ – უგემრიელესი სომხური დესერტი
შოკოლადის ფელამუში – დიახ, ის არსებობს!
სამარხვო "ბულკები" - რეცეპტი , რომელსაც ხშირად გამოიყენებთ
ფუმფულა ფუნთუშები ვაშლითა და თაფლის სიროფით
მაფინები მურაბით - დეტალური რეცეპტი დიასახლისებისთვის
უგემრიელესი საზაფხულო ტორტი მარტივი ინგრედიენტებით
იდეალური დესერტი მეგობრული საღამოებისთვის - ვენური პეროგი
მოამზადეთ უგემრიელესი კექსი ალუბლით 10 წუთში
ხაჭოს ფანტასტიკური დესერტი - ზაფხულის გემო
დესერტი, რომელიც იმდენად მარტივი მოსამზადებელია,რომ ყველას უნდა ჰქონდეს მაცივარში
მარწყვის ცუკატები - რეცეპტი კონდიტერისგან
სწრაფად მოსამზადებელი ორცხობილები - დაგჭირდებათ რამდენიმე ინგრედიენტი
მარწყვის ფუმფულა რულეტი, რომელიც თქვენი ფავორიტი გახდება
მარწყვის ჩირი - ტკბილეული, რომლის მომზადება ცოტამ თუ იცის
ძველებური ნამცხვარი მარწყვით - რეცეპტი, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა
დაუჯერებლად გემრიელი მარწყვის ჩიზქეიქი გამოცხობის გარეშე
ხილის უგემრიელესი ტორტი - მკითხველის რეცეპტი | 2019-10-23 08:44:36 | https://gemrielia.ge/category/30-desertebi/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829507.97/warc/CC-MAIN-20191023071040-20191023094540-00111.warc.gz | 19,671 | 476,527,916 |
მიოკარდიუმის ინფარქტი – მწვავე დაავადება, რომელსაც ახასიათებს გულის კუნთის იშემიური ნეკროზი. ხშირ შემთხვევაში (დაახლოებით 98%) ინფარქტის გამომწვევი მიზეზი არტერიების ათეროსკლეროზია, რომელიც გულს სისხლით ამარაგებს. მის განვითარებას კი იწვევს სისხლძარღვის შიდა კედლის მთლიანობის დარღვევა. დროთა განმავლობაში სისხლძარღვის დაზიანებულ ადგილას ხდება ცხიმების ჩალაგება და დაგროვება, შედეგად წარმოიქმნება ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც სისხლძარღვის სანათურას ავიწროვებს. ეს ორგანოში სისხლის ნაკადის შემცირებას განაპირობებს. დატვირთვის დროს, როცა ორგანოში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ძლიერდება და შესაბამისად მეტ ჟანგბადს მოიხმარს, შევიწროვებული სისხლძარღვი ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ სისხლმომარაგებას, ორგანო ვეღარ იღებს მისი მუშაობისთვის საჭირო ჟანგბადს და ვითარდება იშემია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჟანგბადოვანი შიმშილი.
იმისთვის რომ ხელი შევუშალოთ იშემიის განვითარებას და შესაბამისად ასევე გულის კუნთის ინფარქტს, საჭიროა რეგულარულად და საკმარისი რაოდენობით იმ პროდუქტების მიღება, რომელიც ხელს უწყობს არტერიების გასუფთავებას.
ორაგული და ცივ წყლებში მობინადრე თევზის სხვა სახეობები (თინუსი, სკუმბრია, ქაშაყი), უნდა მიიღოთ რეგულარულად. ასეთი თევზი შეიცავს ცხიმოვან მჟავას ომეგა -3 და ანტიოქსიდანტებს, რომელიც ეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევას. ასევე წარმოადგენს ცილების წყაროს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ქსოვილის სტრუქტურისთვის. ამასთან, ჩატარებული კვლევების თანახმად, ზღვის ცხიმიანი თევზის მიღება კვირაში 5-ჯერ, 54%-ით ამცირებს ინსულტის რისკს მასში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ბეტა-კაროტინის წყალობით.
ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. ამ გემრიელ წვენს შეუძლია ასევე შეამციროს არტერიული წნევა. მხოლოდ 2 ჭიქა დღეში საკმარისია, რათა С ვიტამინის დღიური ნორმა მიიღოს ორგანიზმმა.
ნუში მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით – E ვიტამინით, რომელიც ეფექტური ანტიოქსიდანტია) და მინერალური ნივთიერებებით (რკინით, კალციუმით, თუთიით, მაგნიუმით...). არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. რაც შეეხება კაკალს – ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ქოლესტერინის დონის აწევას, უზრუნველყოფს გულის საკვები ნივთიერებებით მომარაგებას და სისხლძარღვების გამაგრებას.
აღნიშნული ხილი განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლძარღვების გასაწმენდად. რაც შეეხება შემადგენლობას – მდიდარია С ვიტამინით, ორგანული მჟავებით (ლიმონის, ვაშლის), კაროტინით, მთრიმლავი და პექტინოვანი ნივთიერებებით, ცილებით, სპილენძით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმითა და მინერალური მარილებით.
დაუმატეთ ეს სანელებელი პირველ და მეორე თავის კერძებს, რათა მნიშვნელოვნად შეამციროთ ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნის რისკი. კურკუმა ძირითადად ინდურ კულინარიასთან არის დაკავშირებული. მოამზადეთ კერი (თევზის ან ხორცის ცხარე საწებელი) იმ პროდუქტებისგან რომელიც გაქვთ – ბოსტნეული, ხორცი, თევზი, კვერცხი ან ოსპი და დაუმატეთ ერთი დიდი კოვზი კურკუმა სხვა ისეთ სანელებლებთან ერთად, როგორიცაა კვლიავი, ქინძი, კოჭა და ნიორი. დაუმატეთ სუპებში, ჩაშუშულ კერძებში, ბრინჯის პლოვში. არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად, კერძებს კაშკაშა ყვითელ ფერს მისცემს.
საზამთრო ეფექტურად აფართოვებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას. მასში არსებული ვიტამინი С და ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას, ამიტომ იგი გამოიყენება ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, ნიკრისის ქარის და ართრიტის დროს.
თავისი ანტიოქსიდური უნარით, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი ბოსტნეულის ერთი პორციის ექვივალენტია. მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომელიც ებრძვის სიმსივნურ და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა).
გრეიფრუტი შეიცავს ცხიმების დამწველ ნივთიერებებს: ინოზიტოლს და პექტინს. ხელს უწყობს საკვების მონელებას და ღვიძლის აქტივაციას. ამას გარდა, ის არეგულირებს სისხლძარღვების მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ახდენს ნერვიული სისტემის ტონიზირებას, ეხმარება აპათიის დაძლევაში, ამახვილებს ყურადღებასა და მეხსიერებას, ხსნის დაღლილობას. ზოგადად მას ყველაზე სასარგებლო ციტრუსად მიიჩნევენ.
გრეიფრუტს მწარე გემოს აძლევს ფლავონოიდ ნარინგინი, რომელსაც შეიცავს მისი კანი. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარიანობას და ელასტიურობას, აძლიერებს კაპილარებს, ამიტომ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ძალიან სასარგებლოა ასევე მისი თესლი – ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება. მიიღეთ კვირაში 2 ცალი პროფილაქტიკის მიზნით.
წყალმცენარე ლამინარია მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით, ცილებით, ანტიოქსიდანტებით... მისი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებასა, აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევისთვის. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ზღვის კომბოსტოს, შეუძლიათ 15%-ით შეამცირონ სისხლში ქოლესტერინის დონე.
ლიდერად აღიარებული სასარგებლო პროდუქტი გულისა და სისხლძარღვებისთვის. მასში შემავალი P ვიტამინი სისხლძარღვებს ამაგრებს, B6 - ნერვულ სისტემას, B12 კი –სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. უნდა მიირთვათ უმი სახით. ბროწეულის წვენი ათხელებს სისხლს, არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია ანემიასთან ბრძოლის დროს. კალიფორნიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს მისი ანტიოქსიდანტური პოტენციალი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ის სამჯერ უფრო მეტია მასში, ვიდრე მწვანე ჩაისა და წითელ ღვინოში. ამას გარდა, ბროწეულის წვენს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამცირებს არტერიული წნევის დონეს და მთლიანობაში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
მდიდარია კალიუმით და ფოლიუმის მჟავით, რომელიც ხელს უწყობს კუნთის ქსოვილის სიმკვრივეს და ამცირებს გულის შეტევის რისკებს. ამასთან, ისპანახში აკუმულირებულია ბევრი მნიშვნელოვანი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. შეიცავს ბევრ ცილას, კაროტინს, ვიტამინებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს. პროდუქტში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი იოდი.
ორგანიზმში ავსებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და თრომბოზის განვითარების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება. ავოკადო მდიდარია კალიუმით, ამიტომაც განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის ამ ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ. შეიცავს ბრწყინვალე ნივთიერებას გლუტატიონს, რომელიც ბლოკავს ბევრ სახიფათო კანცეროგენს, რითაც ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ მუშაობას. ამასთან, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ეხმარება საჭმლის მონელებას და ორგანიზმს კარგად ამარაგებს ჟანგბადით.
ყველასათვის ცნობილია როგორც ვირუსსაწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ის ეფექტურად ზემოქმედებს ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებზე. აზოტის ოქსიდი, გოგირდწყალბადი – ეს ის სასაწაულმოქმედი ნივთიერებებია, რომელსაც არტერიული წნევის დარეგულირების უნარი შესწევს, ამცირებს ზედმეტად მომატებულ სისხლძარღვოვან ტონუსს. ამასთან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანადგურებს ტვინში კიბოს გამომწვევ მიზეზს – გლიობლასტომის უჯრედებს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები კლავს კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს – ჰელიკობაქტერიას, ანადგურებს ჭიებს, დიფტერიისა და ტუბერკულიოზის ჩხირებს.
ხელს უშლის ორგანიზმში უჯრედების დაბერებას, იმიტომ რომ უამრავ ვიტამინს შეიცავს – ძალიან სასარგებლო პროდუქტია სისხლძარღვების გასამაგრებლად. მდიდარია კალიუმით, რომელიც სწრაფად გამოდევნის დაგროვილ სითხეს ორგანიზმიდან. მაგნიუმი კენკრაში ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, აფართოვებს სისხლძარღვების კედლებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. სისხლძარღვებზე განსაკუთრებით პოზიტიურად ზემოქმედებს: მარწყვი, ალუბლი, შავი და წითელი მოცხარი, ჟოლო. შავი მოცხარი 15-ჯერ მეტ С ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ვაშლი. ზუსტად შავი მოცხარი უნდა მიიღოს გულის პრობლემების დროს ადამიანმა, რამდენადაც მას მატონიზირებელი გავლენა აქვს.
კალიუმის საბადო. დღეში 2 ს.კ. შტოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 40%-ით ამცირებს. ამასთან, ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ანტივირუსული საშუალება. წმენდს შარდის ბუშტსა და საშარდე გზებს სახიფათო ბაქტერიებისგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ შტოში ებრძვის კიბოს უჯრედების წარმოქმნას და ასევე ასუფთავებს სისხლძარღვებს თრომბებისგან.
მხოლოდ დიეტით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან თავის დაცვა საკმარისი არ არის. ფიზიკური აქტივობა, სტრესთან გამკლავება, ინფექციებთან და მავნე ჩვევებთან ბრძოლა, ექიმის რეკომენდაციების შესრულება – ყოველივე ეს კომბინირებულად ჯანმრთელი და დღეგრძელი ცხოვრების წინაპირობას წარმოადგენს. | 2019-10-23 19:39:17 | https://ertguli.com/health/352-15-.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987835748.66/warc/CC-MAIN-20191023173708-20191023201208-00518.warc.gz | 19,771 | 473,630,262 |
Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
ადმინი ან მოდერატორი არის აქ? :)?
ადმინობა მიინდაა არ შეიძლება? :D?
stifler რატომ გაბოროტდა? :D რა ყველას მინუსებს უწერს რა არის :D:D?
პასუხს ვინც აფასებს აქ, იმის ნახვა შეიძლება?
ცოტა დაგრუზულ ხასიათზე ვინ ხართ?
თუ იცით ვინმემ მითხხარით :)) ?
ფრიად შესანიშნავი კითხვა მაქვს თქავენთან :D ?
უფასო განცხადებების საიტი მინდა მაიმარკეტის ?
იწვევს თუ არა წითელაზე აცრა აუტიზმს - რა დაადგინა მრავალწლიანმა კვლევამ
გრიპისგან 100-პროცენტიანი დაცვის საშუალება მეცნიერებისთვის უცნობია
არგენტინის ნაკრებმა ახალი ფორმა წარადგინა [VIDEO]
ცრემლსადენი გაზი, ცეცხლი და დაპირისპირება პოლიციასთან - "პანათინაიკოსისა" და "ოლიმპიაკოსის" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
საზაფხულო შოპინგის მოლოდინში - "რეალში" 5 პოზიციის გამაგრება სურთ
ვინ არის "ოცნების" დეპუტატი, რომელსაც ივანიშვილის "ქართუ ბანკის" ყიდვა სურდა, მაგრამ მილიარდერისგან უარი მიიღო
აღელვებული დავით ქაცარავას პირდაპირი რეპორტაჟი და სუს-ის საპირისპირო განცხადება ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებზე - რა ხდება საოკუპაციო ხაზზე
რა ხდებოდა რობერტ სტურუას სპექტაკლზე, რის გამოც რეჟისორი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს
რეპერ ლილ უეინს "ვეტმანის" "შოთა, ვაჟა და გალაკტიონი" აცვია
კარლ ლაგერფელდის კატამ, დიზაინერის საპატივცემულოდ, სამგლოვიარო კოლექცია შექმნა
დაბადების დღის მისალოცი ტექსტი მეგობრისთვის (გოგოა)
როგორ ავხსნა სიზმარშ გველები და ხვლიკები?
ავთანდილის დახასიათება ვისაც უნდა ნახეთ აქ
ვისაც გინდათ თემა რას გვასწავლის ანდერძი ავთანდილისა .შემოდით და ნახეთ?
პოემა განდეგილის შინაარსი მინდა გეხვეწებით?
CV ცარიელი ფორმა სად ვნახო? ეგებ ლინკი იცოდეთ?
ვისაც ფილმები გიყვართ აქ ყოველდღე ახალი ექსკლუზივებია
მოსე ზამთრაძის ნაამბობი სეთურის ქვეყანა | 2019-03-19 15:29:00 | http://answers.ambebi.ge/momkhmareblis-profili?user_id=23823 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201996.61/warc/CC-MAIN-20190319143502-20190319165502-00027.warc.gz | 15,678 | 12,941,426 |
08 ოქტ 2018თსუ-ის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კომპლექსი ლისის ტბასთან 2018 წლის დასაწყისიდან გაიხსნა. კომპლექსი 3 ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისა და საზოგადოებრივ-ადმინისტრაციული დანიშნულების შენობისგან შედგება. ეზოშია განთავსებული ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები... სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, ტერიტორია 24 საათიან რეჟიმში დაცვის თანამშრომლებისა და ვიდეოთვალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც, ახლა დოქტორანტურის II კურსზე ვსწავლობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც სტუდენტს აკადემიური წარმატების მისაღწევად შესაბამისი გარემო აქვს შექმნილი. აქ გვაქვს ფეხბურთისა და კალათბურთის მინისტადიონი, მაგიდის ჩოგბურთი, ეზოს ტრენაჟორები... ვართ ლისის ტბასთან ახლოს, რაც საშუალებას გვაძლევს ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ“, - ამბობს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტი ემილიან კილაძე.
სტუდენტებს საერთო საცხოვრებელში შეუძლიათ ისარგებლონ კომპიუტერული რესურს-ცენტრით, რომელიც უზრუნველყოფილია ინტერნეტით. აქვეა სამედიცინო პუნქტი, კაფეტერია (რომელიც სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების დროს ფუნქციონირებს), დაგეგმილია ბიბლიოთეკის ამოქმედებაც.
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პირობებს, საცხოვრებელ კორპუსებში სასტუმროს ტიპის ბინებია, ცალკეა სამრეცხაო, სამზარეულო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა. საერთო საცხოვრებლის კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პირობებს, საცხოვრებელ კორპუსებში სასტუმროს ტიპის ბინებია, ცალკეა სამრეცხაო, სამზარეულო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა. საერთო საცხოვრებლის კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
„რეგიონიდან ვარ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შარშან ჩავაბარე. თბილისში ნათესავები ყველას გვყავს, თუმცა სტუდენტს სჭირდება თავისი პირადი სივრცე, სამეცადინო გარემო, დასვენებისთვის საჭირო ღონისძიებები, რაც სახლის პირობებში ვერ ხერხდება. თბილისიდანაც რომ ვყოფილიყავი, აქ ცხოვრება საუკეთესო არჩევანი იქნებოდა, რადგან აქ სწავლისთვის შესაფერისი გარემოა, ვცხოვრობ თანაკურსელებთან ერთად, გავიცანი სხვა პროფესიის სტუდენტებიც... უნივერსიტეტი, პირველ რიგში, არის ურთიერთობა, ურთიერთობები კი იწყება აქ! აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის, ადმინისტრაციაც ორიენტირებულია, რომ ჩვენ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ“, - გვითხრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა ვიქტორია ბარათაშვილმა.
„გახსნის დღიდან აქ ვცხოვრობ, „პერფეკტო“ ადგილია. ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, დავმეგობრდით, სამეცადინოდ იდეალური პირობები გვაქვს, ვსეირნობთ ლისზე... ახლა ვფიქრობ, სამი წელი რომ გავა, მერე სად წავიდე? - იმდენად მომწონს ეს ადგილი“, - ასე აფასებს სტუდენტური საცხოვრებლის გარემოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი ანა გვასალია.
ამ დროისთვის თსუ-ის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს ლისზე 106 სტუდენტის მიღება შეუძლია, მათ შორის 2 ადგილი შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული. მიღება ელექტრონული რეგისტრაციით მიმდინარეობს. წესდების მიხედვით, უპირატესობა ენიჭება სტუდენტს, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრ სტუდენტებს და მათ, ვისი და ან ძმა უკვე არის უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი. სხვა შემთხვევებში სტუდენტების მიღება ხდება რიგითობით, ანუ უპირატესობა ენიჭება ონლაინ რეგისტრაციისას უფრო ადრე დარეგისტრირებულ მსურველს. რეგისტრაციის დაწყების შესახებ ყველა სტუდენტს ეგზავნება შეტყობინება. თვიური გადასახადი 150 ლარს შეადგენს, თუმცა სტუდენტს, რომელსაც უზგო-უკვლოდ ჰყავს დაკარგული ან გარდაცვლილი მშობლები, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრ სტუდენტებს და მათ, ვისაც GPA არანაკლებ 3,5 აქვს, თვეში 120 ლარის გადახდა უწევთ.
მიმდინარე წლიდან თსუ-ის საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო საზაფხულო სკოლების მასპინძელიც გახდა. უახლოეს მომავალში იგეგმება III კორპუსში ლუქსის ტიპის 12 ოთახის კეთილმოწყობა, რომელიც უცხოელი მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების მასპინძლობისთვის იქნება გამიზნული.
„ამ ეტაპზე პირველი კორპუსი ფუნქციონირებს სისტემატურად, II - დავტვირთეთ მაშინ, როდესაც საზაფხულო სკოლები იმართებოდა, III კორპუსი კი უცხოელი მოწვეული პროფესორ-მასწავლებლებისთვის უახლოეს მომავალში ამოქმედდება. საკმაოდ შინაარსიანი ზაფხული გვქონდა - აქ ჩატარდა „ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-6 საერთაშორისო ტურნირი“, რომლის ფარგლებში 15 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები მივიღეთ; ვუმასპინძლეთ „მეწარმეობისა და ტექნოლოგიების საზაფხულო სკოლას“, რომელშიც თსუ-ის სტუდენტები მონაწილეობდნენ; აქ გაიმართა გაერო-ს ორგანიზებული საერთაშორისო პროგრამა - „გოგონები მეცნიერებაში“, სადაც 8 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. ორივე საერთაშორისო პროგრამა ყოველწლიურია და წელს პირველად აირჩიეს საქართველო. აღვნიშნავ, რომ ყველა სტუმარი ძალიან მოხიბლა აქ არსებულმა გარემომ“, - გვითხრა თსუ-ის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის უფროსმა სპეციალისტმა მარიამ სუხიტაშვილმა.
თსუ-ის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კომპლექსის გახსნისას სტუდენტებს ტრანსპორტის პრობლემა ჰქონდათ, თუმცა ამ დროისთვის ეს საკითხი მოგვარებულია. ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ამ დროისთვის სტუდენტებს აქვთ - ინტერნეტია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებში, ჯერჯერობით, გაყვანილი არ არის.
ამ დროისთვის თსუ-ის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს ლისზე 106 სტუდენტის მიღება შეუძლია, მათ შორის 2 ადგილი შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული. მიღება ელექტრონული რეგისტრაციით მიმდინარეობს. წესდების მიხედვით, უპირატესობა ენიჭება სტუდენტს, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრ სტუდენტებს და მათ, ვისი და ან ძმა უკვე არის უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი. სხვა შემთხვევებში სტუდენტების მიღება ხდება რიგითობით, ანუ უპირატესობა ენიჭება ონლაინ რეგისტრაციისას უფრო ადრე დარეგისტრირებულ მსურველს. რეგისტრაციის დაწყების შესახებ ყველა სტუდენტს ეგზავნება შეტყობინება. თვიური გადასახადი 150 ლარს შეადგენს, თუმცა სტუდენტს, რომელსაც უზგო-უკვლოდ ჰყავს დაკარგული ან გარდაცვლილი მშობლები, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრ სტუდენტებს და მათ, ვისაც GPA არანაკლებ 3,5 აქვს, თვეში 120 ლარის გადახდა უწევთ.
მიმდინარე წლიდან თსუ-ის საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო საზაფხულო სკოლების მასპინძელიც გახდა. უახლოეს მომავალში იგეგმება III კორპუსში ლუქსის ტიპის 12 ოთახის კეთილმოწყობა, რომელიც უცხოელი მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების მასპინძლობისთვის იქნება გამიზნული.
„ამ ეტაპზე პირველი კორპუსი ფუნქციონირებს სისტემატურად, II - დავტვირთეთ მაშინ, როდესაც საზაფხულო სკოლები იმართებოდა, III კორპუსი კი უცხოელი მოწვეული პროფესორ-მასწავლებლებისთვის უახლოეს მომავალში ამოქმედდება. საკმაოდ შინაარსიანი ზაფხული გვქონდა - აქ ჩატარდა „ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-6 საერთაშორისო ტურნირი“, რომლის ფარგლებში 15 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები მივიღეთ; ვუმასპინძლეთ „მეწარმეობისა და ტექნოლოგიების საზაფხულო სკოლას“, რომელშიც თსუ-ის სტუდენტები მონაწილეობდნენ; აქ გაიმართა გაერო-ს ორგანიზებული საერთაშორისო პროგრამა - „გოგონები მეცნიერებაში“, სადაც 8 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. ორივე საერთაშორისო პროგრამა ყოველწლიურია და წელს პირველად აირჩიეს საქართველო. აღვნიშნავ, რომ ყველა სტუმარი ძალიან მოხიბლა აქ არსებულმა გარემომ“, - გვითხრა თსუ-ის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის უფროსმა სპეციალისტმა მარიამ სუხიტაშვილმა.
თსუ-ის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კომპლექსის გახსნისას სტუდენტებს ტრანსპორტის პრობლემა ჰქონდათ, თუმცა ამ დროისთვის ეს საკითხი მოგვარებულია. ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ამ დროისთვის სტუდენტებს აქვთ - ინტერნეტია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებში, ჯერჯერობით, გაყვანილი არ არის. | 2019-10-18 05:29:07 | http://newspaper.tsu.ge/ge/articles/view/360 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677884.28/warc/CC-MAIN-20191018032611-20191018060111-00263.warc.gz | 7,397 | 140,512,322 |
RANGE ROVER 2020 Evoque ჰიბრიდული სისტემით
პირველი თაობის Evoque წარმოებაში 2011წელს გამოვიდა, ეს არის მაღალი გამავლობისა და პატარა ზომის ლუქს კლასის ავტომობილი. ახალი მოდელი მაქსიმალურად მიახლოებული ა ორიგინალ ვერსიასთან.
ავტომობილის 2020 წლის მოდელს აქვს 2.0 ლიტრი მოცულობის, ორი ვერსია: შედარებით უფრო სუსტი გამოიმუშავებს 246 ცხენის ძალას, ხოლო მეორე mild-hybrid-სისტემა გამოიმუშავებს 296 ცხენის ძალას. ახალი Evoque შეიქმნა ჰიბრიდული სისტემის გათვალისწინებით, 48 ვოლტიანი Ingenium-ძრავთან დაწყვილებით. RANGE ROVER 2020 Evoque-ს ორივე ვერსიას აქვს 9 სიჩქარიანი ZF ტრანსმისია.
გარდა იმისა, რომ ავტომობილს აქვს რამდენიმე სხვადასხვა მართვის რეჟიმი, ასევე აქვს საშუალება აირჩიოთ რეჟიმი ავტო, და სენსორების საშუალებით ის თავად განსაზღვრავს მართვის სტილს, იმის მიხედვით, თუ როგორ გზაზე გიწევთ გადაადგილება. Evoque-ს აქვს ასევე ClearSight Ground View-სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ რა ხდება ავტომობილის ქვეშ, რაც ძალიან კომფორტულია როგორც ქალაქგარეთ, ასევე პარკინგის დროს. | 2019-10-19 04:28:46 | https://www.auto.ge/news/range-rover-2020-evoque.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986688826.38/warc/CC-MAIN-20191019040458-20191019063958-00399.warc.gz | 13,859 | 775,163,308 |
თეკლა მელაძე – ყველაზე პატარა ქართველი მხატვარი პერსონალური გამოფენით ვენეციის 58-ე ბიენალეზე.
დაესწრებიან ცნობილი მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები.
თეკლა მელაძეს წარადგენს ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია.
დასაწყისი: 11:30-ზე, სამშაბათს, 28 მაისს.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს, მივიღე ოფიციალური მოსაწვევი ვენეციის 58-ებიენალედან. რამდენიმე თვის წინ იტალიური სახელოვნებო ასოციაციისმიერ ჩემი ნამუშევრები წარდგენილი იქნა ვენეციის 58-ებიენალეს კომისიის წინაშე, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს, როგორც ახალ სახელოვნებო მიმდინარეობას და მოხარული ვარ რომ წარვადგენ ჩემს ქვეყანას. ასოციაციის თქმით, მე ვარ პირველი ქართველი მხატვარი, ვინც პერსონალური გამოფენით წარდგება ვენეციის ბიენალეზე. გამოფენა გაიმართება ვენეციის ბიენალეს ოფიციალურ პავილიონში, 1-7 ივლისს. ვენეციის 58-ე ბიენალეს ოფიციალურ კატალოგში, ჩემს ნამუშევრებს დაეთმობა რამდენიმე გვერდი, გავრცელდება პრესრელიზები, მოსაწვევები და სარეკლამო ბანერები ვენეციაში.
ვენეციის 58-ე ბიენალეზე წარსადგენად შერჩეული ნამუშევრები მიეკუთვნება ჩემს მიერ შექმნილ მიმდინარეობას „მონოტონიზმი“, რომლებიც შესრულებულია ოქროსფერი ზეთის საღებავით და აქვს ბარელიეფის დეტალები. რელიეფები შესრულებულია მხოლოდ საღებავით, რამაც განაპირობა ევროპელი ექსპერტების ინტერესი, რადგან ამ მეთოდით არავინ ქმნის ნამუშევრებს მსოფლიოში. ეს გახლავთ ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამოწვევა, რადგან ვარ ყველაზე პატარა ქართველი, ვისი პერსონალური გამოფენაც იქნება ბიენალეზე.
ჩემი სურვილია მსოფლიოს გავაცნო ახალი სახელოვნებო მიმდინარეობა „მონოტონიზმი“, რაც მნიშვნელოვანია, ჩემთვის, როგორც თვითნასწავლი მხატვრისთვის, რომელიც ვარ ავტორი და როგორც ქართველი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს წარადგინოს საქართველო, როგორც ამ მიმდინარეობის დაბადების ადგილი, ასეც დავარქვი ჩემს გამოფენას ვენეციაში „საქართველო ოქროს საწმისის სამშობლო“.
მიხარია, რომ შემიძლიაწარვდგე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ სახელოვნებო ბიენალეზე, რომელზეც ძალიან ძნელია მოხვედრა და ყოველ წელს ასი ათასობით მხატვრისგანაცხადს უარს ეუბნება კომისია. ჩემთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი ამ სფეროს პროფესიონალთა შეფასება, რომელსაც ვენეციაში მოვისმენ, თუმცა მანამდე უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოვისმინო ქართველი ხელოვნებათმცოდნეების და კრიტიკოსების შეფასება.
ვენეციის ბიენალეს, სხვადასხვა დროს, 200000-დან 500000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბიენალეს ოფიციალური კატალოგი იბეჭდება ძალიან მაღალი ტირაჟით და საინფორმაციო საშუალებები ფართოდ აშუქებენ ამ მოვლენას.
ჩემი გამოფენის ძირითად ფინანსურ ხარჯებს იღებს იტალიური მხარე, დანარჩენი ხარჯები, გადაზიდვის, ავია ბილეთის და სასტუმროს ხარჯი დაფარულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა და ღირსად ჩათვალა ჩემი ნამუშევრების მოხვედრა ვენეციის ბიენალეზე
მე, თეკლა მელაძე, ოთხი წელია გატაცებული ვარ ხატვით. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო ნიუ-იორკში, არტ ექსპო ნიუ-იორკი 2014-ის ფარგლებში, სადაც ექსპოს ადმინისტრაციის სურვილით და მიწვევით მოვხვდი. იმავდროულად გახლდით ვიპ სტუმარი, პირველი ქართველი მონაწილე ექსპოს 37 წლიანი არსებობის განმავლობაში და ყველაზე პატარა მონაწილე მსოფლიოს მასშტაბით. მქონდა რვა პერსონალური და თხუთმეტი ჯგუფური გამოფენა, მათ შორის, ნიუ-იორკის შემდეგ, ყველაზე მაშტაბური გახლდათსამი პერსონალური გამოფენა: 2015 წელს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში„მომა თბილისში“, 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და 2018 წლის დეკემბერში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.
BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
2014 – არტ ექსპო ნიუ იორკი (აშშ)
2015 – ზ.წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი -MOMA-TBILISI
2015 – ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
2016 – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2017 – ცოდნის აკადემია „ვეფხისტყაოსანი 850“
2017 – საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი
2017 – იყალთოს აკადემია „ვეფხისტყაოსანი“
2018 – ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი (თბილისი)
2014 – არტ ექსპო ნიუ იორკი (აშშ)
2014 – საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ იორკში (აშშ)
2014 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
2015 – საერთაშორისო ექსპო nynow, ჯავის ცენტრი, ნიუ იორკი (აშშ)
2015 – ქართული კულტურის ცენტრი ნიუ იორკში(აშშ)
2014 – გალერეა „უნივერსი“ (საქართველო)
2015 – არტ ექსპო ნიუ იორკი (აშშ)
2015 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თბილისის საკრებულო
2016 – პროექტის „21 საუკუნის 21 ქართველი მხატვარი“ მონაწილე. (ჩამოსხმულია საკოლექციო, სახელობითი ღვინო ნამუშევრის გამოსხულებით)
2017 – არტ ფესტივალი – 2017
2017 – არტ გალერეა „სავვა“ (მოსკოვი)
2017 – ზურაბ წერეთლის ხელოვნების გალერეა (მოსკოვი)
2018 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
2019 – ზ. წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი -MOMA-TBILISI
2019- აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტრო
2014 – საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედებითმა კავშირმა მიანიჭა პირველი ადგილისაუკეთესო ნამუშევრისთვის.
2014 – არტ ექსპო ნიუ იორკის ყველაზე პატარა მონაწილე მისი არსებობის, 37 წლიანი ისტორიის მანძილზე და ვიპ სტუმარი. ნამუშევრები შესულია არტ ექსპო ნიუ იორკის 2014 და 2015 წლის კატალოგში.
13 ფერწერული ტილო ინახება კერძო კოლექციებში (საქართველო, ინგლისი, აშშ, აზერბაიჯანი, ლატვია, თურქეთი, რუსეთი). | 2019-10-21 17:26:33 | http://www.gmtv.ge/58999-2/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987781397.63/warc/CC-MAIN-20191021171509-20191021195009-00423.warc.gz | 18,029 | 266,698,123 |
"ტორინო" 2-1 "მილანი" | მიმოხილვა და ფეხბურთელთა შეფასებები
სერია A-ს მეხუთე ტურის შეხვედრა მარკო ჯამპაოლოს "მილანმა" სტუმრად "ოლიმპიკო დი ტორინოზე" "ტორინოს" წინააღმდეგ ითამაშა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
გთავაზობთ აღნიშნული მატჩის მიმოხილვას და ფეხბურთელთა შეფასებებს:
გთავაზობთ აღნიშნული მატჩის მიმოხილვას და ფეხბურთელთა შეფასებებს:
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ | 2019-10-23 00:25:37 | http://acmilan.ge/news/4316--2-1-.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987826436.88/warc/CC-MAIN-20191022232751-20191023020251-00511.warc.gz | 20,677 | 6,706,292 |
შეხვედრა Campus Lions Club Tbilisi-ის წარმომადგენლებთან
2019 წლის 27 თებერვალს, ოთხშაბათს, 12 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის Lions Clubs International-ის საქართველოს ფილიალის Campus Lions Club Tbilisi (CLCT) წარმომადგენელი რატი ქირია, ერაზმუსის პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ:
Campus Lions Club Tbilisi (CLCT) მისიაა საქართველოში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტების აქტიური განხორციელება. 2013 წლიდან დღემდე ორგანიზაციამ არა ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიება განახორციელა.
ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 2018 წლიდან CLCT აქტიურად ჩაერთვება ერასმუსის საგანმანათლებლო პროექტებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში იგეგმება რამდენიმე სამუშაო პოზიციის დამატება, რაც მოიაზრებს ახალი წევრების მიღებას. წევრების შერჩევა მოხდება უშუალოდ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებიდან. შერჩეულ წევრებს მიეცემათ შანსი უფასოდ მიიღონ მონაწილეობა უცხოეთში გამართულ სხვადასხვა ტრეინენგებსა და პროექტებში.
ორგანიზაციაში ერასმუსის პროგრამაზე განსაზღვრული თავისუფალი სამუშაო პოზიციები:
- პროექტის მენეჯერი (სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება, თუმცა ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ მინიმალურ მოთხოვნებს განხილული იქნებიან ამ პოზიციაზე)
- სოციალური მედიის მენეჯერი (ვეძებთ კრეატიულ ადამიანს, რომელსაც აქვს ტექსტური მედიის საშუალებით ინფორმაციის გაზიარების საუკეთესო შემოქმედებითი უნარ ჩვევები)
- გრაფიკული დიზაინერი (აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სტუდენტს ჰქონდეს საშუალო ცოდნა ან და გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მინიმუმ ერთ პროგრამაში. (Adobe Photoshop, Illustrator, Affinity Photo, Sketch, GIMP ან სხვა) | 2019-03-22 18:16:17 | http://www.sangu.edu.ge/ka/article/shekhvedra-campus-lions-club-tbi | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202688.89/warc/CC-MAIN-20190322180106-20190322201643-00051.warc.gz | 7,204 | 358,046,889 |
აკვაფილტრის სიმძლავრე მნიშვნელოვან როლს ასრულებს წყლის მტვერსასრუტის ყიდვისას (200-დან 900 ვატამდე), თუმცა, მინიმალური სიმძლავრე (200-300 ვატი) სავსებით საკმარისია სახლის დალაგებისთვის. რეგულირებადი სიმძლავრის მოწყობილობები იდეალური ვარიანტია, ხარისხიანი აკვაფილტრის ყიდვის თვალსაზრისით. წყლის ფილტრიანი მტვერსასრუტის ყიდვისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ მას ჰქონდეს დამატებითი საცმები, რომლებიც სათავსოს უფრო კომფორტულად და ხარისხიანად დალაგების საშუალებას იძლევა. აკვაფილტრიან მტვერსასრუტ „კერხერს“, რომლების შეკვეთაც შესაძლებელია ჩვენს კომპანიაში, აქვს დიდი გაბარიტები და ნაკლებად მოსახერხებელია, ტომრიანი ვერსიებისგან განსხვავებით. ამიტომ, სანამ იყიდით აკვაფილტრიან მტვერსასრუტ „კერხერს“, ჩვენი რეკომენდაციაა გამოსცადოთ ის მოქმედებაში, რათა შეაფასოთ, რამდენად მოსახერხებელი და ფუნქციონალურია ეს მოწყობილობა ექსპლუატაციაში. ზემოთ ჩამოთვლილი ღირსებების და ნაკლოვანებების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აკვაფილტრიანი მტვერსასრუტი „კერხერი“, რომლის შესახებ გამოხმაურებაც მხოლოდ დადებითია, იდეალურად ასუფთავებს სახლს მტვრის უმცირესი ნაწილაკებისგანაც კი, მნიშვნელოვნად ასუფთავებს ჰაერს და, რაც მთავარია - ატენიანებს მას. ამასთან, გაუმჯობესდება ოჯახის ყველა წევრის სასუნთქი სისტემის მუშაობა. თუმცა, წყლიანი მტვერსასრუტის დიდმა გაბარიტებმა, მაღალმა ფასმა და მოუქნელობამ შეიძლება პოტენციური მყიდველის დაეჭვება გამოიწვიოს. თუმცა, ამ ნიუანსების მიუხედავად, ასეთი აგრეგატი შეუცვლელი დამხმარე იქნება ალერგიის და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ ასეთი მტვერსასრუტის ყიდვას, გირჩევთ მოიწვიოთ მაღაზიის თანამშრომელი თქვენთან სახლში ტესტ-დრაივის ჩასატარბლად. ასეთ შემთხვევაში თქვენ ეჭვი აღარ შეგეპარებათ, რომ აკვაფილტრიანი მტვერსასრუტის ყიდვა მიზანშეწონილია. თანამედროვე სამყაროში სამეურნეო მტვერსასრუტი შეუცვლელია როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე სამსახურებრივი სათავსოების დალაგებისთვის. დამაეთანხმება ყველა, ვინც აფასებს სისუფთავეს და დროს. როგორ შეიძლება შევიძინოთ მტვერსასრუტი, რომელიც აერთიანებს ფასს, ხარისხს და ფუნქციონალობას? ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიაში თქვენ შესძლებთ იპოვნოთ ის საქონელი, რომელიც ზუსტად შეესატყვისება თქვენს მოთხოვნებს. რას უნდა მოვაქციოთ ყურადღება ხარისხიანი სამეურნეო მტვერსასრუტის შეძენისას? ერთი შეხედვით, მტვერსასრუტის ყიდვა რაიმე სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ საყოფაცხოვრებო საქონლის ბაზარზე დიდი კონკურენციის პირობებში, სამეურნეო მტვერსაასრუტის ყიდვა გაცილებით უფრო რთული ხდება. ამგვარად, სად შეიძლება ვიყიდოთ ხარისხიანი სამეურნეო მტვერსასრუტი „კარხერი“? პირველ რიგში, საჭიროა შემოწმებული კომპანიის შერჩევა, რომელსაც რეალური მყიდველების კარგი გამოხმაურებები აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება გაებათ თაღლითების მახეში, რომლებმაც შეიძლება იაფად მოგყიდონ უხარისხო საქონელი და, უფრო უარესიც, საქონელი, რომელიც არ მუშაობს.როგორც ანდაზა ამბობს, „ძუნწი იხდის ორჯერ“. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ისარგებლოთ ჩვენი კომპანიის მომსახურებით, სახლიდან ან სამსახურიდან. თქვენ შეგიძლიათ ახლავე პირდაპირ შეუკვეთოთ სამეურნეო მტვერსასრუტი „კარხერი“ და ჩვენი კურიერი პირადად გადმოგცემთ ამ საქონელს! ყურადღება მიაქციეთ ასეთ ნიუანსებს: სამეურნეო მტვერსასრუტის სიმძლავრე (დამოკიდებულია გამოყენების ადგილზე); ელექტროენერგიის მოხმარება (დამოკიდებულია უშუალოდ სიმძლავრეზე); მტვრის ჩამჭერის (ტომრის, კონტეინერის) მოცულობა; სამეურნეო მტვერსასრუტის მოვლის (წმენდა, რეცხვა) მინიმალური სირთულე. ამ ძირითადი პარამეტრების ცოდნა დაგეხმარებათ იყიდოთ შესანიშნავი ხარისხის სამეურნეო მტვერსასრუტი „კარხერი“. სამეურნეო მტვერსასრუტი „კარხერის“ ფასს განსაზღვრავს მისი მრავალფუნქციურობა, ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე ის, თუ რომელ დასახლებულ პუნქტში უნდა მოგიტანონ ეს საქონელი. დაუშვებთ შეცდომებს! იმისათვის, რომ შეიძინოთ ხარისხიანი სამეურნეო მტვერსასარუტი ალმათიში, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ისეთ მახასიათებლებს, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოგეჩვენოთ. გადასატანი შნურები - დამაგრძელებლები. რისთვის? თუ არჩევისას შეიძლება დააზუსტოთ სტაციონარული კვების შნურის სიგრძე, აღარ დაგჭირდებათ მტვერსასრუტის გადართვა ერთი როზეტიდან მეორეზე, თქვენი ბინის (სახლის) ხარისხიანად დალაგების უზრუნველსაყოფად. დალაგებისთვის ძნელად მისაწვდომი ადგილები. ამისთვის ყურადღება უნდა მიაქციოთ მილის (მტვრის გამტარი შლანგის) დრეკადობას. ბორბლები, გადაადგილებისთვის. ერთი შეხედვით ასეთმა უმნიშვნელო დეტალმა შეიძლება ძალიან გაგირთულოთ დალაგება, თუ ბორბლებს არა აქვს საიმედო სამაგრი ან ისინი საერთოდ არა აქვს მტვერსასრუტს. ჩვენ გაგაცანით მნიშვნელოვანი ფაქტორები იმისათვის, რომ თქვენ შესძლოთ შეიძინოთ სამეურნეო მტვერსასრუტი „კარხერი“, რომლის შესახებაც მხოლოდ საუკეთესო გამოხმაურებას ვიღებთ. ასევე, თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ შეკვეთა თქვენი სურვილების გათვალისწინებით> ასევე თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ შეკვეთა უკუკავშირით და ჩვენ დაგირეკავთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, ან, ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაათვალიეროთ შემოთავაზებული ვარიანტები, რომლებიც ყველაზე მომთხოვნი მყიდველის სურვილებსაც კი დააკმაყოფილებს, რაც ძალზე კომფორტულია, ჩვენი ინტერნეტ საიტის გაფორმების წყალობით. აქ დეტალურადაა წარმოდგენილი საქონლის ყველა გარეგნული და ტექნიკური მახასიათებლები. სასიამოვნო შოფინგს გისურვებთ! სარეცხ მტვერსასრუტ „კარხერს“ შეუძლია არამარტო მტვრის მოცილება, არამედ მას შეუძლია გარეცხოს ზედაპირები და მიანიჭოს მათ უნიკალური პრიალება, რამდენადაც შესაძლებელია სარეცხი საშუალების ჩამატება სპეციალურ კონტეინერში. რა თქმა უნდა, ყოველი დიასახლისი ოცნებობს ტექნიკის ასეთ საოცრების შეძენაზე, მაგრამ სარეცხი მტვერსასრუტების სიუხვის პირობებში ადამიანმა ხშირად არ იცის, როგორ გააკეთოს სწორი არჩევანი. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, სარეცხი მტვერსასრუტი „კარხერის“ ყიდვა ძალიან ადვილი გახდება.სარეცხი მტვერსასრუტი კერხერის“ მუშაობის პრინციპი სარეცხი მტვერსაასრუტების მუშაობის პრინციპი ყველგან ანალოგიურია. სითხის და სარეცხი საშუალებების კონტეინერში ასხამთ ყველაფერს, რაც აუცილებელია იატაკის გასარეცხად, სპეციალური შლანგის მეშვეობით, ქაფიანი წყალი გაიფრქვევა ზედაპირზე, შემდეგ კი ჭუჭყიანი წყალი, იატაკიდან, ჭუჭყის ჩამჭერი გზებით, გაიწოვება სპეციალურ ბაკში, რომელიც გამოყენებული სითხისთვისაა განკუთვნილი. სარეცხი მტვერსასარუტი „კარხერი“, რომელიც არაა ძვირი, არც ერთ გრამ ჭუჭყს და არანაირ ნაკვალევს არ დატოვებს. გარეცხილი ზედაპირები მომენტალურად შრება. სარეცხ მტვერსასრუტს შეუძლია გარეცხოს არამარტო იატაკი, დაგებული ფილები, ლინოლეუმი, ლამინატი, არამედ ყველანაირი ხალიჩა და რბილი საფარი. სარეცხი მტვერსასრუტი „კარხერით“ გარეცხილი იატაკები გამოიყურება ახალივით, კაშკაშა ფერები კი თქვენს სახლს ხალისს და სიმყუდროვეს შესძენს. სარეცხი მტვერსასრუტის უპირატესობები და ნაკლოვანებები თუ თქვენ დიდი სახლი ან ბინა გაქვთ, ეს მტვერსასრუტი სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ, რამდენადაც პატარა ბინებისთვის ნაკლებად მოსაერხებელია სარეცხი მტვერსასრუტი „კარხერი“, რომლის შეკვეთაც შეიძლება ჩვენს მაღაზიაში. გაბარიტების გამო, მტვერსასრუტს დიდი ადგილი სჭირება, მანევრირებადობისთვის, დალაგების დროს და შემდგომი შენახვისას. სარეცხი მტვერსაასრუტი ძალიან გამოსადეგია რბილი ხალიჩების, შინაური ცხოველების მოყვარულებისთვის. სარეცხი მტვერსასრუტი „კარხერი“ შესანიშნავად წმინდავს ცხცოველების ბეწვს, როგორც მშრალს, ასევე სველსაც. დიდ ბინებში სარეცხი მტვერსასრუტი „კერხერის“ გამოყენება შეიძლება ხშირი დალაგებისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ მეტისმეტად ხშირად ნატურალური კომპონენტების და მცირე ტენგამძლეობის მასალების შემცველი ზედაპირების ტენიანი წმენდა არასასურველია. სარეცხი მტვერსასრუტის სიმძლავრე შეწოვის მინიმალური დასახელებული სიმძლავრე უნდა იყოს არანაკლებ 300 ვატი, მაგრამ სწრაფად დალაგებისთვის, ფილტრების გამოყენებით, ყურადღება უნდა მივაქციოთ სარეცხ მტვერსასრუტ „კარხერს“ ალმათიში, რომლის შეწოვის სიმძლავრე შეადგენს 400 ვატს და მეტს. გახსოვდეთ, რომ სარეცხი მტვერსასრუტის შერჩევისას, ძირითადი პარამეტრია შეწოვის სიმძლავრე. სწორედ ამაზეა უმეტესად დამოკიდებული თქვენი საცხოვრებლის დალაგების ხარისხი. რაც მთავარია, არ უნდა აგერიოთ შეწოვის სიმძლავრე და მოხმარებული სიმძლავრე. შეწოვის მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც აქვს სარეცხ მტვერსასრუტ „კარხერს“, რომლის შესახებ გამოხმაურებასაც იპოვნით ინტერნეტში, შეადგენს 900 ვატს. ნუ დაუჯერებთ მარკეტოლოგებს, რომლებიც შეეცდებიან მიგიზიდონ მაჩვენებლებით (1500, 2000, 25000) - ეს მოხმარებული ელექტროენერგიის სიმძლავრეა. სარეცხი მტვერსასრუტის ყიდვისას, თუ თქვენ შეცდომით იფიქრებთ, რომ შეისყიდეთ მაღალი შეწოვის სიმძლავრის მტვერსასრუტი, თქვენ უბრალოდ ზედმეტს გადაიხდით ელექტროენერგიაში. ესაა ძირითადი ელემენტები, რომლებიც გამოგადგებათ, როცა დააპირებთ იყიდოთ სარეცხი მტვერსასრუტი „კარხერი“. თუ ყურადღებით შეისწავლით ტექნიკურ მახასიათებლებს, თქვენ ადვილად იყიდით მაღალი ხარისხის სარეცხ მტვერსასრუტს. | 2019-03-27 00:15:19 | https://karchershop.ge/sakofacxovrebo-teqnika/mtversasrutebi/pylesos-s-akvafiltrom | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912207146.96/warc/CC-MAIN-20190327000624-20190327022624-00398.warc.gz | 18,494 | 538,907,308 |
იოჰან გოტფრიდ ჰერდერი – „ეპიზოდი”
დიდი გერმანელი მწერალი, თეოლოგი და კულტურის ისტორიკოსი - იოჰან გოტფრიდ ჰერდერი (1744-1803 წლები), ოჯახურ გარემოცვაში კარჩაკეტილად ცხოვრებას ანიჭებდა უპირატესობას. (ავტორი გენია.ჯი) ამ მეტად რთული ხასიათის მქონე კაცს, თავისი ახირებული ხასიათის გამო ხშირად მოდიოდა კონფლიქტი მეუღლესთან – კაროლინა ფლაკსლანდთან. ცოლ-ქმარს შორის დაწყებული ჩხუბი მხოლოდ მას შემდეგ სრულდებოდა, როდესაც კაროლინა თავისი მეუღლის ნაწარმოებებიდან დაიწყებდა ციტატების წარმოთქმას. განსაკუთრებულ შემთხვევებში კაროლინა იოჰანის მიერ დაწერილი ნაწარმოებებიდან ამოღებულ ციტატებს ასრულებდა შემდეგი ფრაზით – „ვინც ეს დაწერა, ღმერთია, ღმერთზე გაბრაზება კი არ შეიძლებაო”. – ეს სიტყვები მწერალს, რაოდენ გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო კაროლინაზე, გულზე მალამოსავის ედებოდა. ცოლზე გამწყრალი ჰერდერის გულის მოგებას და მის შერიგებას მეუღლე სწორედ რომ ასეთი უჩვეულო მეთოდით ანხორციელებდა წლების განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი) | 2019-03-20 01:11:07 | http://genia.ge/?p=44102 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202188.9/warc/CC-MAIN-20190320004046-20190320030046-00081.warc.gz | 8,849 | 83,912,012 |
ორივე ერთად ხელსაყრელი პოზიციით სამხრეთ ამერიკის უდაბნო ატაკამადან გადაიღეს. კომეტა C/2012 F6 (ლემონი; მარცხნივ ზემოთ) იონებისგან შემდგარი გრძელი კუდით წარმოგვიდგება. კომეტა C/2011 L4 (PanSTARRS)(მარჯვნივ ქვემოთ, ჰორიზონტთან ახლოს) დიდი მტვროვანი კუდით არის მორთული, რომელიც მზის სინათლეს აირეკლავს. ორივე კომეტების კუდები ახლახანს ჩასული მზისკენ მიუთითებენ. მთელი დანარჩენი კვირა შეუიარაღებელი თვალით ლემონის დანახვა გაჭირდება, სამხრეთის ცაზე, მზის ჩასვლისთანავე. შემდგეგ, როცა ის ჩდილოეთისკენ მოძრაობასა და კიდევ უფრო დასუსტდებას დაიწყებს, უკვე ბინოკლის საშუალებით გამოჩნდება კარგად. პანსტარი სამხრეთის ცაზე რამდენიმე დღით მეტ ხანს გაჩერდება, ხოლო შემდეგ ისიც ჩრდილოეთისკენ დაიწყებს მოძრაობას, სადაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად გამოჩნდება. ამ დნობის პროცესში მყოფი ყინულოვანი ობიექტის დასანახავად, დამკვირვებელმა მზის ჩასვლისთანავე დასავლეთით უნდა გაიხედოს. უფრო ღრმა კოსმოსის დამკვირვებლები კომეტა C/2012 S1 (ISON)-ს უთვალთვალებენ, რომელიც 2013 წლის ბოლოს ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ობიექტად გადაიქცევა. | 2019-03-24 07:40:28 | http://astronet.ge/2013-03-05-11-23-53/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203378.92/warc/CC-MAIN-20190324063449-20190324085435-00025.warc.gz | 16,622 | 16,558,477 |
ნიდოლ გელის ერთი გრამი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნიმესულიდი (მიკროიონიზირებული) 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენ გლიკოლი; ტრიეთანოლამინი; კარბომერი; პოლიეთილენ გლიკოლი; მეთილპარაბენი; პროპილპარაბენი; ედტას (ეთილენედიამინეტეტრატის) დისოდიუმი, გასუფთავებული წყალი.
ნიდოლ გელი არის არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო პრეპარატი ანთების და ტკივილ გამაყუჩებელი თვისებებით.
ნიმისულიდის გელის დანიშნულება ხდება ადგილობრივად, გამოყენებისას გაჩნია კარგი ადსორბციის უნარი კანის საშუალები. პლაზმის შიგნით შემცველობა პიკს აღწევს 1-2 საათში; ნახევარ დაშლის პერიოდია 4-5 საათი.
ნიდოლ გელი არის ნაჩვენებია სიმპტომური ასოცირებული ტკივილის შემსუბუქებისათვის, რომელიც ახასიათებს მყესების დაჭიმულობას და მწვავე ტრამვული დაჭიმვას.
ადგილობრივად გამოიყენება ორჯერ დღეში. გამოსაყენებელი გელის რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებული ზედაპირის ფართზე. გამოყენებული ჰომოგენური გელი მალე ქრება.
ნიმესულიდი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ბავშვებში.
ნიმესულიდის გელით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები იშვიათად გამოვლინდება. ზოგადად გვერდით მოვლენები გულისხმობს მსუბუქ ან ზომიერ ლოკალურ გაღიზიანებას,ერითემას, გამონაყარს, ქერცლს, ქავილის და დასაშვებია ლოკალური რიაქცია ადგილობრივად. შეინიშნება მსუბუქი მაგრამ დროებითი კანის სიფერმკთალე და ლაქებით დაფარვა.
თუ აქვს ინდივიდუალური ადგილობრივი ჰიპერმგძნობელობა ნიმესულიდზე, აცეტილსაცილატზე ან სხვა არა სტეროიდულ ანთების საწინაღმდეგო მედიკამენტზე.ნიმესულიდი უკუ ნაჩვენებია ბავშვებში 12 წლის ასაკის ქვემოთ.
ნიმესულიდის გელი არ არის გამოკვლეული ორსულობასა და ლაკტაციაში,ამიტომ რეკომენდირებული არ არის მისი გამოყენება.
- გელის გამოყენების შემთხვევაში ,თუ განვითარდა ლოკალური გაღიზიანება მომენტალურად ვწყვეტთ მკურნალობას და ნებისმიერი საშვალებით ვახდენთ სწორი თერაპიული მკურნალობის შერჩევას.
- არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ კანის დაზიანებულ ადგიას,ღია ჭრილობაზე, დერმატიტზე ან ინფექციაზე.
- პრეპარატი არ გამოიყენება პერორალურად.
- ნიმესულიდის გელის გამოყენება არ შეიდძლება:დამატენიანებელი კრემის,მზისგან დამმცავი ლოსიონის შემდეგ, ალკოჰოლის შემცველ სუბსტანციების შემდეგ,რადგან შეიძლება განვითარდეს ლაქები.
- პაციენტებმა _ ღვიძლის სხვადასხვა პატოლოგით (ციროზით, ჰეპატიტით), _ თირკმლის პათოლოგით (თირკმლის უკმარისობა, ნეფრიტი) სიფრთხილით უნდა გამოიყენოს ნიმესულიდის გელი რადგანაც შეიძლება დამძიმოს ზემო ნახსენები დავადებები.
ნიმესულიდის გელის დოზის გადაჭარბება ნაკლებად შესაძლებელია თუ ხდება მისი ლოკალური აპლიკაცია. თუ მისი მოქმედების დიდი ნაწილი ვრცელდება შეხების დიდ ადგილას დოზის გადაჭარბება ნაკლებად შესაძლებელია.
არ არსებობს სხვა მედიკამენტებთან შეუთავსებლობა. | 2019-10-23 23:16:27 | https://psponline.ge/index.php?/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%93.%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98-30%E1%83%92%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836368.96/warc/CC-MAIN-20191023225038-20191024012538-00485.warc.gz | 20,856 | 646,447,349 |
ფიტარეთის ხილვამ ყოველგავრ მოლოდინს გადააჭარბა. ფიტარეთამდე მისასვლელი გზა მართლაც რომ რთულია.
რომ არა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ექვთიმეს (შავათუაშვილი) დახმარება "კარიბჭელები" მისვლას ვერ შევძებდით. ადიდებულ მდინარეს მონასტრის გზასთან დამაკავშირებელი ხიდი წაუღია და ამიტომაც არის შეუძლებელი დაბრკოლების გარეშე ამ გზის გავლა. მხოლოდ ორხიდიანი და სატვირთო მანქანები ახერხებენ გადასვლას. კარგი იქნება თუ ფიტარეთამდე მისასვლელი გზა საბოლოოდ საფუძვლიანად მოწესრიგდება.
საკმაოდ რთული და დაძაბული მგზავრობის შემდეგ თვალწილ, დაბლობზე გადაგვეშალა ფიტარეთის მონასტერი. მასპინძლობა თავად მამა ექვთიმემ გავგიწია. დანანებით დავტოვეთ ფიტარეთი, რის შედეგაც შთაბეჭდილებებში ვართ მოქცეული. მცირედად ვესაუბრეთ ფიტარეთის წარსულზეც.
ცნობილია, რომ ფიტერეთის მონასტერი XII საუკუნეშია აგებული.იგი მიეკუთვნება ამავე პერიოდის ტაძართა ჯგუფს, რომელიც განსაკუთრებული ღირსებებით გამოირჩევა. ესენია: ბეთანია, ქვათახევი, იკორთა, წუღრუღაშენი... ფიტარეთის ეკლესიის კარიბჭის შიგნით მოთასებულია დიდი საამშენებლო წარწერდან ვგებულობთ, რომ ტაძარი აგებულია ლაშა-გიორგის მეფობის დროს, მეფის ამირეჯიბის, ქვთარ ქაჯიფაისძის მიერ. საუკუნეთა განმავლობაში მონასტერი ბარათაშვილ-ორბელიანთა სათავადოს სამფლობელოში შედიოდა. ცნობილიაა, რომ აქ მოღვაწეობდა იობ ფიტარელი, რომლის მემკვიდეობას სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია. მას ჩინებულ მწერლად მიიჩნევდნენ სულხან საბა ორბელიანი და ანტონ I, იოანე ბატონიშვილი. ფიტარეთის წიგნთსაცავიდან ცნობილია XVII საუკუნის სახარება (გადამწერი იესე ბედისმწერლიშვილი) და სძლისპირები.
2007 წლიდან ფიტარეთის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას კურთხევით და ბოლნელი ეპისკოპოსის ეფრემის ძალისხმევით აღდგა ნანატრი ბერმონაზვნური ლოცვა და გარჯა. ღვთის შეწევნითა და მოწყალე ადამიანების თანადგომით მოკლე ხანში დაიგო ტაძრის იატაკი.მოეწყო ქვაში მდიდრული ჩუქურთმებით ნაკვეთი კანკელი, დაიდგა წმინდა ტრაპეზი, სამკვეთლო, ნაწილობრივ შეკეთდა გალავანი, აშენდა საცხოვრებელი და სატრაპეზო მონასტრის წევრთათვის. ამავე წლის 18 ოქტომბერს საზეიმოდ იკურთხა ყოვალდწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყავნების სხელობის ტაძრის წმინდა ტრაპეზი და განახლდა შეწყვეტილი წირვა-ლოცვა.
რაც უფრო მეტი ადამიანი მოილოცავს და ნახავს ამ უნიკალურ კომპლექსს, უფრო მეტად იქნება ცნობილი და ამით ფიტარეთამდე მისასვლელი გზაც, ეგებ მოწესრიგდეს. | 2019-03-20 03:50:11 | http://karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/7720-fitarethamde-misasvleli-khidi-adidebulma-mdinarem-tsaigho.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202199.51/warc/CC-MAIN-20190320024206-20190320050206-00190.warc.gz | 21,070 | 111,523,188 |
ულამაზეს თიკა ფაცაციას მეორე ბიჭი შეეძინა
10 დეკემბერს, მომღერალს, ტელეწამყვანს, ულამაზეს თიკა ფაცაციას მეორე შვილი შეეძინა. თიკა ყველანაირად ცდილობდა ორსულობის დროს მედიაში არ გამოჩენილიყო და მთელი ეს პერიოდი სიმშვიდეში გაეტარებინა, თუმცა გადაცემა „ბრავოთი“ მთელმა საქართველომ გაიგო, რომ თიკა სულ მალე მეორე შვილის დედა გახდებოდა. თუმცა, ბოლო დღეები ძალიან გაიწელა, როგორც ჩანს პატარა დედის მუცელში თავს კომფორტულად გრძნობდა. საბოლოო ჯამში, ამქვეყნად მოვლინება პატარა ვაჟკაცმა 10 დეკემბერს გადაწყვიტა. ის ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში, ზურა დარახველიძის დახმარებით გაჩნდა. თიკას უფროსი ბიჭი, უკვე ათი წლისაა და პატარა ძმის დაბადებამ ძალიან გაახარა. ვულოცავთ თიკას და მის მეუღლეს მეორე ბიჭს, ჯანმრთელობას და უბედნიერეს ცხოვრებას ვუსურვებთ მას! | 2019-10-23 07:34:17 | http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=7458 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829507.97/warc/CC-MAIN-20191023071040-20191023094540-00320.warc.gz | 10,450 | 180,585,375 |
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე. აქ შეგიძლიათ გაერკვეთ კანადის ემიგრაციის პროცედურებში და პროგრამულ შემოთავაზებებში. ამასთანავე თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ საერთო ინფორმაცია ქვეყნის შესახებ. ყველაზე უკანასკნელი ინფორმაციებისთვის და ინფორმაციული პოსტებისთვის კი თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩვენი ბლოგი. საიტის ახალ ვიზიტორებს კი ვურჩევ რომ თვალი გადაავლოს საიტის რუკას.
კანადის საემიგრაციო და რეფუჯთა სამინისტროს (CIC) აქვს შემუშავებული ქულობრივი საემიგრაციო სისტემა. ეს ნიშნავს იმას რომ თითვოეული კანდიდატის ასესირება ხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმის მეშვეობით. ეს კრიტერიუმი წარმოადგენს კანდიდატურის ფაქტორებს როგორიცაა ასაკი, განათლება, სამუშაო გამოცდილება, და შეგუების უნარიანობა. ამ ფაქტორებს ენიჭება შესაბამისი სისტემური ქულები და ჯამდება. ამ სისტემას ეწოდება Express Entry ან სწრაფი შესვლის სისტემა. იმისათვის რომ მოახდინოთ თქვენი მონაცემების ასესირება რათა დაადგინოთ თქვენდამი ვიზის გაცემის შანსი ამ სისტემის დაყრდნობით დააჭირეთ ზემოდ-მოცემულ ღილაკს.
გაერკვიეთ კანადის ემიგრაციის კატეგორებში და ემიგრანტთა კლასებში. რა ვარიანტები არსებობს კანადაში ემიგრაციის მსურველთათვის. დააჭირეთ აქ იმ შემთხვევაში თუ ხართ ახალი კანადის ემიგრაციის სისტემაში.
გამოცდილი მუშათა კლასი არის პროგრამა რომელიც ითვალისწინებთ ვიზის გაცემას პროფესიულ და ხელოსანთა მუშათა კლასის იმიგრანტთათვის.
კანადა დაყოფილია პროვინციებად და ტერიტორიებად. თითვოეულ პროვინციას აქვს საკუთარი დამატებითი საემიგრაციო პროგრამები სტანდარტული საემიგრაციო პროგრამების გარდა. დააკლიკეთ აქ თუ გსურთ რომ დაათვარიელოთ კანადის რეგიონალური პროგრამები და შემოთავაზებები.
ამ კატეგორიით თქვენ შეიძლება დაინტერესებული იყოთ იმ შემთხვევაში თუ ფლობთ ფრანგულ ენას და გაქვთ სამუშაო გამოცდილება მოთხოვნად სამსახურებრივ სექტორში. დააკლიკეთ აქ მეტი ინფორმაციისთვის.
გყავთ ნათესავი ან ახლობელი კანადაში? ამ შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ ვიზის აღება დასპონსორებით ან ხელის მოწერით.
გაქვთ გამოცდილება მიღებული კანადაში? გსურთ კანადის ვიზის აღება? ამ შემთხვევაში დააჭირეთ ამ ღილაკს.
იმ შემთხვევაში თუ ფლობთ მსხვილ ქონებას და (ან) კაპიტალს თქვენ შეგეძლებათ ისარგებლოთ კანადის ინვესტორთა კლასის პროგრამებით. | 2019-10-16 15:23:36 | http://georgiancanadian.weebly.com/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668994.39/warc/CC-MAIN-20191016135759-20191016163259-00554.warc.gz | 15,761 | 88,572,646 |