doc_content
stringlengths
198
410k
fetch_time
stringlengths
19
19
url
stringlengths
13
2.7k
warc_filename
stringlengths
108
123
warc_record_length
float64
1.07k
790k
warc_record_offset
float64
174k
1.3B
იოგას კლუბის არჩევა შეუძლიათ I-VII კლასის მოსწავლეებს. განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის შემუშავებული პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ განტვირთვას, დაძაბულობის მოხსნას. იოგას ვარჯიშები აუმჯობესებს მოსწავლეთა ფიზიკურ მდგომარეობას, მოქნილსა და ძლიერს ხდის ხერხემალს, სხეულს მატებს პლასტიკას. იოგას პოზების გარდა კლუბის მსვლელობისას მიმდინარეობს ისეთი ფიზიკური აქტივობები,რომლებიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გაიხსნან, სხეულის ენით გამოხატონ თავიანთი გრძნობები, ისწავლონ მათი მოსმენა და ფლობა.
2019-10-20 04:19:19
http://millennium-school.org/ge/klubebi/iogis-tsre
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986702077.71/warc/CC-MAIN-20191020024805-20191020052305-00293.warc.gz
4,722
127,113,105
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, დამტკიცდა სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეების რესურსსკოლებში და რესურსსკოლის პანსიონებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა. რესურსსკოლებში და პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონებში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა ასეთია: 1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს; ან/და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვა, სადაც ირიცხება მოსწავლე. 2. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში. 3. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. 4. ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), კანონიერი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული მიმართვის თარიღიდან არაუმეტეს 3 თვით ადრე. 5. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა კონკრეტულ რესურსსკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის მიზანშეწონილობაზე. 6. სენსორული (სმენითი) დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა: ა) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი; ბ) აუდიოგრამა, რომლის მიხედვით ბავშვის ორივე ყურის სმენის ზღურბლი არ უნდა იყოს 61 დბ-ზე დაბალი. 7. სენსორული (მხედველობის) დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა: ა) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი; ბ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომლის მიხედვით მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება არის უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით. 8. ინტელექტუალური დარღვევების მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა: ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი; ბ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებულია სამედიცინო დიაგნოზი. 9. მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას. პირი თავისუფლდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ცნობის ან დოკუმენტის წარმოდგენისაგან „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რესურსსკოლებში ჩარიცხვის შემთხვევაში. 10. პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონებში ჩაირიცხება მოსწავლე, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს იმ ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც მდებარეობს რესურსსკოლა. პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონში ჩარიცხვისთვის მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა რესურსსკოლის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, რაც უნდა დასტურდებოდეს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით, ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის მონაცემებით.“. ამ ბრძანების ამოქმედებამდე პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონებში ჩარიცხულმა მოსწავლემ 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასრულებამდე რესურსსკოლის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს „რესურსსკოლებში და პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით სპეციალიზებულ რესურსსკოლების პანსიონებში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის“ (დანართი №3) მე-10 პუნქტით განსაზღვრული მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პანსიონური მომსახურების გაწევის შეწყვეტას. - მინისტრის მოადგილე 2019 წლის აბიტურიენტებს მოუწოდებს – „ძალიან დაბალი აქტივობაა“ by ARIS.GE-განათლება - „სამჯერ ვზრდით მასწავლებლის ანაზღაურებას – ტრაგედიაა, რომ პედაგოგები დაუფასებლები არიან“ by ARIS.GE-განათლება - 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში პირველი ცვლილება განხორციელდა – რომელ პროგრამებს მიენიჭათ აკრედიტაცია by ARIS.GE-განათლება
2019-03-22 09:10:04
https://edu.aris.ge/news/moswavleta-resursskolebshi-da-resursskolis-pansionebshi-chasaricxad-warmosadgeni-dokumentebis-nusxa-damtkicda.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202640.37/warc/CC-MAIN-20190322074800-20190322100800-00107.warc.gz
12,954
460,635,206
„Malinova“-ს ორგანიზებულ ღონისძიებაზე კრაკოვში, ქართული ღვინო ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში დააგემოვნეს. ღონისძიებაზე 200-მდე სტუმარი იყო მოწვეული. ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera”-ს მიერ მოეწყო ამ დღეებში კრაკოვში, სადაც ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულოც. სემინარს „Vinisfera”-ს ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა, რომელსაც ადგილობრივი იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღვინის ეროვნულ სააგენტოს, მიმდინარე წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით პოლონეთში სხვადასვხა სახის ღონისძიებები კიდევ აქვს დაგეგმილი. პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 676 440 ღვინო, რაც 15 %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით ექსპორტირებული 177 01 8ბოთლი ღვინო, რაც 13 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩევნებელს. იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ვენახების კადასტრის შედგენის პროექტში პორტუგალიური მხარე ჩაერთო ღვინისა და ღვინომასალების ექსპორტი 46%-ით გაიზარდა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ქართველ მეღვინეებს გაყიდვების კუთხით კონსულტაციები გაუწია
2019-10-23 22:34:25
https://m2b.ge/post/188918-polonetsi-qartuli-rvinis-gamofena-degustacia-gaimarta
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836295.98/warc/CC-MAIN-20191023201520-20191023225020-00418.warc.gz
49,820
586,543,568
მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილი, მოდელი ლენუკა ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში გრიგოლეთში თავს გადამხდარ უსიამოვნო ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, დასასვენებლად ჩასულები, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, პირწმინდად გაქურდეს. „წელს ჩემს დაქალთან, მის შვილთან – ჩემს ნათლულთან და ჩემს შვილთან ერთად დავისვენე გრიგოლეთში. ეს ზაფხული არასოდეს დამავიწყდება. დროის გატარების რა გითხრათ, მაგრამ ზუსტად ხუთი დღის ჩასულები ვიყავით, რომ გაგვქურდეს. ყველაფერი წაიღეს, ტელეფონიდან და აიპადიდან დაწყებული, ტანსაცმლით, სათვალით, საათით და სხვა აქსესუარებით დამთავრებული. ჩანთაში ბევრი რამ მედო, ამოლაგებული არ მქონდა და ახლაც არ ვიცი, კიდევ რა წაიღეს. ღამით შემოვიდნენ, გვეძინა და ვერაფერი გავიგეთ. პოლიციაც ჩავრიეთ, გამომძიებლებიც მოვიდნენ, მაგრამ ჯერ ვერაფერი გაარკვიეს. ვამბობდით, რა არის, თვალი ხომ არ გვეცაო. ნამდვილად ასეა – თვალი გვეცა! ოჯახის წევრებისთვის არც კი მითქვამს კარგა ხანს. რომ გაიგეს, გაგიჟდნენ, შოკში ჩავარდნენ. თუმცა, გაქურდვის მიუხედავად კარგად დასვენება მაინც მოვახერხეთ“, – აღნიშნა ლენუკა ყიფშიძემ.
2019-10-16 16:55:53
http://plus.kvira.ge/%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%92/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986669057.0/warc/CC-MAIN-20191016163146-20191016190646-00018.warc.gz
20,701
161,842,501
სტუმარი: აბაშიძე გურამ, აბუსელიძე ვიქტორ, ორაგველიძე ბიძინა 21 მარტი, 2019, 20:30 - 21:20 21 მარტი, 2019, 19:30 - 20:20 სტუმარი: მაღლაკელიძე გიგი, გაბრიჭიძე გია 21 მარტი, 2019, 18:30 - 19:20 სტუმარი: ელიავა ლია, კასრაძე ცისმარი 21 მარტი, 2019, 17:30 - 18:20 სტუმარი: მაისაია ვახტანგ, საყვარელიძე რამაზ 21 მარტი, 2019, 16:30 - 17:20 სტუმარი: ჩიქოვანი მარიამ, კასრაძე გიორგი 21 მარტი, 2019, 15:30 - 16:25 სტუმარი: ძაბირაძე ვახტანგ, ხუბუა ჯაბა 21 მარტი, 2019, 14:30 - 15:25 წამყვანი: ბრეგაძე თათა, ონიანი ბორენა სტუმარი: ჭავჭავაძე მარიამ, ასანიშვილი ლია 21 მარტი, 2019, 13:30 - 14:25 სტუმარი: ხორგუანი სოფო, ჩომახაშვილი ირაკლი 21 მარტი, 2019, 12:00 - 13:25 21 მარტი, 2019, 11:00 - 11:55 სტუმარი: წიქარიშვილი ლევან, კოღუაშვილი შალვა, იმედაშვილი ანა, ლეჟავა ანა 21 მარტი, 2019, 08:30 - 10:55 წამყვანი: ჯოხაძე პაატა, ბარამიძე კატო სტუმარი: გურიელი ციცი, თევდორაშვილი ნიკო, მექანარიშვილი სოფიო 20 მარტი, 2019, 22:30 - ნაწ:2 ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი ადა მარშანია მინისტრ თეა წულუკიანის გამოსვლას ფარისევლური უწოდა და მოუწოდა მსგავის რიტორიკით მის მიმართ საუბარი მომავალში აღარ გაბედოს. დეპუტატმა წულუკიანს სასამართლო რეფორმა შეახსენა და უთხრა რომ ის ცდილობს თავი ისე წარმოაჩინოს, რომ ის რეფორმასთან არაფერ შუაშია. „თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. პარლამენტში თქვენი პასუხების დროს ძალიან გაურკვევლად ვიგრძენი თავი. მე თქვენ ჭკუაც რომ გასწავლოთ რაღაც საკითხებში, უნდა მიიღოთ ეს დარიგება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს თანაბრად და ნორმალურად უნდა უპასუხოთ. ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის და უზრდელი ტონალობის გარეშე. თქვენ გინდათ თავი წარმოაჩინოთ ისე, რომ თითქოს, არ გეხებათ ის უბედურება, რაც მივიღეთ სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმის შემდეგ “ - ასე მიმართა ადა მარშანიამ თეა წულუკიანს. მინისტრის საათის ფორმატში კანონმდებლებმა იუსტიციის მინისტრს კითხვები დაუსვეს. პატიმრების რესოციალიზაციის საკითხით დაინტერესდა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე. გიორგი ლომიამ მინისტრს შეახსენა, რომ ადამიანები რომლებიც საპატიმროებს ტოვებენ უამრავ წინაღობასთან ერთად, ფინანსურ პრობლემას აწყდებიან, რაც მათ გარკვეულ ნაწილს კვლავ კრიმინალისკენ უბიძგებს. გიორგი ლომია დაინტერესდა აქვს თუ არა იუსტიციის სამინისტროს მოლაპარაკება ბიზნესმენებთან ან განიხილება თუ არა იდეის დონეზე მაინც, რომ პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დასაქმდნენ და მინიმალური თანხები მოიპოვონ, ამასთან საპატიმროს დატოვების შემდეგ საწყის პერიოდში თავის რჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ. „ადამიანი რომელიც ტოვებს საპატიმროს, მას ყველაზე მეტად უჭირს რესოციალიზაცია. ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად მათ ფინანსური პრობლემები ექმნებათ. ბევრ ოჯახს არ აქვს საშუალება პატიმარს ანგარიშზე თანხა ჩაურიცხოს, რათა მან საპატიმროს ტერიტორიაზე არსებული მარკეტით ისარგებლოს. ხომ არ გიფიქრიათ გამოგეცხადებინათ ტენდერი, მომხდარიყო ბიზნესმენთა დაინტერესება, რათა საპატიმროების ტერიტორიაზე შექმნილიყო ბიზენს საწარმო, სადაც სურვილის შემთხვევაში პატიმარები დასაქმდებოდნენ. ბიზნესმენს უნდა აწყობდეს ეს სქემა, რადგან იაფ მუშახელს მიიღებს. ხოლო პატიმარს საპატიმროშიც ექნება მინიმალური თანხები და საპატიმროს დატოვების შემდეგ, პირველი პერიოდი, უზრუნველყოფილი იქნება, “-ამ შეკითხვით მიმართა გიორგი ლომიამ თეა წულიუკიანს. თეა წულუკიანს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი პირების ქონებასთან დაკავშირებით კითხვა უკვე მესამედ დაუსვა ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა ადა მარშანიამ. დეპუტატს კითხვის განმეორება იმის გამო მოუხდა, რომ წინა ორ შემთხვევაში მინისტრისგან დამაკმაყოფილებელი და ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო. დეპუტატმა იუსტიციის მინისტრს აღნიშნული საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობა შეახსენა და საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სამუშოა ჯგუფის შექმნა მოითხოვა. „თქვენ იცით, რომ ამ თემაზე სპეციალური პროგრამა „ჩემი სახლი“ არსებობდა, რომელშიც დიდი შრომა და ფინანსები იყო ჩადებული, მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე ვერ მოგვარდა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო. როგორც ვხედავ ჩვენ ამ საკითხის მნიშვნელობა ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს. ქალბატონო თეა მინდა გთხოვოთ, შევქმნათ პატარა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საფუძვლიანად იმუშავებს ამ პრობლემებზე“ -აღნიშნა ადა მარშანიამ პარლამენტში, იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატების“ თავჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვა. გიორგი ლომიას განცხადებით, მისთვის გაუგებარია ის მუხლები, რომლითაც იუსტიციის საბჭო ხელმძღვანელობს. „მინდა დავინტერესდე თუ რით ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭო, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას რომელიმე კანდიდატთან მიმართებაში. კანონში წერია, რომ 43-ე მუხლს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რომ ის წარუდგინო პარლამენტს. 34-ე მუხლი ერთია, მაგრამ 351-ე მუხლი, რომელიც კანდიდატის კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს, ამ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული, რადგან ეს არ აწყობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი დასახელებული კანდიდატი ვერ მოხვდებოდა არსებულ სიაში. მურუსიძის მაგალითზე მინდა გითხრათ: გირგლიანის მკვლელები რომ გაასამართლეს და მიუსაჯეს 6-6,5 წელი, იმ პერიოდში შეკრებითობის კანონი მოქმედებდა და მურუსიძეს ამ კანონით რომ ემოქმედა,დამნაშავეების სასჯელი მინიმუმ 30 წელზე მაინც ავიდოდა“-აღნიშნა გიორგი ლომიამ. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატები“ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის მუშაობას აკრიტიკებენ. ადა მარშანიამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონის კენჭისყრამდე კოლეგებს მოუწოდა საკითხზე უკეთ ემსჯელათ და გადაწყვეტილება ისე მიეღოთ. ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ უმრავლესობასთან პოლემიკას აზრი არ აქვს, რადგან მათი ინიციატივები არასდროს არ არის გათვალისწინებული. „სამწუხაროდ და საუბედუროდ ამ მოწვევის პარლამენტში ბევრი ცუდი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პარლამენტის წევრებმა საკუთარი გადაწყვეტილებებით ბევრჯერ მოიჭრა თავი და გირჩევთ, ბოლომდე ნუ შევრცხვებით. თუ დააკავირდით და საერთოდ ინტერესდებით, ჩვენი პრაქცია არ მონაწილეობს ამ ორი კანონპროექტის განხილვაში. რადგან ერთია, რომ არ მოგვწონს და მეორეა, რომ არავითარ არგუმენტს თქვენთან არ აქვს აზრი. ჩვენი შემოთავაზებაა დროებით შევაჩეროთ ეს კანონპროექტები, არ ავჩქარდეთ და კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რა დონის და წონის კანონპროექტი გვაქვს მისაღები“, - აღნიშნა საპარლამენტო ტრიბუნიდან ადა მარშანიამ. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროებას ხედავს და 2020 წლის არჩევნებში, პოლიტიკურ გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსს” უმრავლესობით მოსვლას უწინასწარმეტყველებს -ეს განცხადება მაისაიამ “მედიაცენტრ მთავარათან” საუბრისას გააკეთა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს “ქართული ოცნება” თავის ელექტორატს კარგავს და ამ პროცესებს კიდევ უფრო შეიწყო ხელი ეკა ბესელიასა და მისი ე.წ გუნდის საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლამ. “პოლიტიკური პარტიების უმთავრესი საზრუნავი დღეს, ანტიმიშისტური ელექტორატია. მასზე პრეტენზიას ბევრი პოლიტიკური ძალა აცხადებს. მათ შორის, “პატრიოტთა ალიანსი”, რომელსაც აქვს შანსი 2020 წელს მოირგოს უმრავლესობა პარლამენტში“, - აღნიშნავს მაისაია. პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ობიექტივის“ ეთერში „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია შეაფასა, რომელიც 7 მარტს სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართა, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესის გაუქმების მოთხოვნით. „ობიექტივის“ წამყვანის, ილია ჩაჩიბაიას მიერ დასმულ შეკითხვაზე, რატომ არ გააშუქეს მედიასაშუალებებმა ეს ფართომასშტაბიანი აქცია, საყვარელიძემ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის ამგვარი ბოიკოტირება პარტიის სიძლიერეზე მიანიშნებს. "პატრიოტთა ალიანსის" მომხრეებს ეს ფაქტი უნდა გაუხარდეთ. პარტიის აქციის ამგვარი ბოიკოტირება, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ძალიან ძლიერი, შთამბეჭდავი აქცია იყო. „პატრიოტთა ალიანსში“ ხედავენ ძლიერ ძალას და უნდათ, რომ ეს ძალა ჩააქრონ. მოგეხსენებათ, პოლიტიკა ბრძოლაა და ნუ გაგვიკვირდება, რომ ამ პარტიას ბრძოლას დაუწყებენ თუ მასში დაინავხავენ რეალურ ძალას. ეს „პატრიოტთა ალიანსის“ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. აქციის მოწყობა არის ერთერთი გზა, რომელიც თანდათანობით დააგროვებს მუხტს, რომელიც ხელისუფლებაზე იმოქმედებს. ამიტომ აქციები გასაკეთეებლია, მაგრამ მაინც გადამწყვეტია არჩევენები. მოსახლეობას უნდა გაუსიგრძეგანოს თითოეულმა პარტიამ, ვინ რას აპირებს მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით. მოსამართლეების თემა პარტიების საარჩევნო რიტორიკაში უნდა ჩაჯდეს" - განაცხადა საყვარელიძემ „ობიექტივის“ „დღის სტუდიაში“ საუბრისას. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ადა მარშანიამ, საპარლამენტო ტრიბუნიდან, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. როგორ დეპუტატმა აღნიშნა, 25 წლის განვალობაში დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. „გულის ტკივილით მინდა ავღნიშნო, რომ 25 წელიწადია ვსაუბრობ სოხუმზე და ცხინვალზე და ამ დარბაზიდან 8 წელი ვსაუბრობდი პარლამენტის წევრის რანგში. წლიდან წლამდე ვითარება უარესდება და წლიდან წლამდე ჩვენ რეალურად არაფერს არ ვაკეთებთ, განა ვერ ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ. ხშირად მიწევს ერთიდაიგივეს განმეორება, ოღონდ უკვე უფრო დამძიმებულ და გამწვავებულ ვითარებაში და სახელმწიფო კვლავ სათანადოდ არ რეაგირებს“- განაცხადა მარშანიამ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ საქართველოს ტერიტორიიდან არავინ და ვერავინ ვერ დაესხმევა მას თავს- ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებს და აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. როგორც მარშანიამ განმარტა, საქართველომ უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ ჩვენი ტერიტორიიდან არავინ დაესხმევა თავს. ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ფორმატზე საქართველო -ნატო-რუსეთი, რათა დაიწყოს შერიგების პროცესი სოხუმთან და ცხინვალთან. „აყოლილები ვართ სააკაშვილ-ბოკერიას მოღალატეობრივ მოწოდებებს- არ ველაპარაკოთ სოხუმს, არ ველაპარაკოთ ცხინვალს, არ ველაპარაკოთ მოსკოვს, ანუ სრული იზოლაცია. უარი ვთქვათ სოხუმზე და ცხინვალზე, აი ამას გვთავაზობენ და არა მხოლოდ სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლება, ამ დარბაზში ყველამ იცის რომ დერეფნებში და კულისებს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ უნდა გაუშვათ სოხუმი და ცხინვალი და ეს ბედნიერებას მოგვიტანს რადგან თურმე მერე ნატოში შევალთ. არადა ომის პირას ვდგავართ და ხელისუფლებამ ეს გადასარევად იცის, რადგან, რუსეთს მიაჩნია, რომ ნატოს სურს საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს თავდასხმის მიზნით. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ნატოს ეს სურს, მე ვამბობ, რომ რუსები დარწმუნებულები არიან, რომ თავად ნატოს ეს სურს და ხელისუფლებამ ეს იცის, ამიტომ, ამ საკითხში წითელი ხაზები არ უნდა გადავკვეთოთ, რათა კიდევ ახალი ტერიტორია არ დავკარგოთ და ახალი ომი თავიდან ავიცილოთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ საქართველოს ტერიტორიიდან არავინ და ვერავინ ვერ დაესხმევა მას თავს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ახალ ფორმატზე საქართველო -ნატო-რუსეთი, რათა რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმები ჩამოყალიბდეს და ცხადია, ჩვენ უნდა დავიწყოთ შერიგების პროცესი სოხუმთან და ცხინვალთან“-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მარშანიამ. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ წარსდგა. ადა მარშანიამ აფხაზეთის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე სიტუაცია აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში უარესდება. ოპოზიციური პარტიის წევრმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში იზრდება ახალი თაობა, რომლებიც ქართველებს არ იცნობენ. „სოხუმი და ცხინვალი ყოველწლიურად დღესასწაულობს ქართველ დამპყრობლებზე გამარჯვებას და ამ პათოსით უკვე მე-3 თაობა იზრდება, თაობა, რომელმაც არც საქართველო იცის და არც ქართველებს იცნობს. ჩვენი უმოქმედობა მიგვიყვანს სრულ კატასტროფამდე. დღეს აფხაზები არ საუბრობენ არავითარ ერთობაზე და არც ჩვენ არაფერს ვთავაზობთ მათ. ვფიქრობ, ბავშვსაც კი ესმის, რომ არც სოხუმთან და არც ცხინვალთან უკვე არანაირ ავტონომიურ სტატუსზე საუბარი არ და ვერ შედგება. დიდი ხანია ნათელია, რომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სრულიად სხვა მოდელი, სხვა მიდგომები ამ ურთულესი პრობლემის დასაძრავად, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვმსჯელობთ და სამწუხაროთ არც ვფიქრობთ,“-აღნიშნა მარშანიამ. თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს [იხ. ვიდეო] თეა წულიკიანის მოსმენა საკანონდებლო ორგანოში დასრულდა. ხმაურიანი მოსმენა საკანონდებლო ორგანოში ორი დღის განმალობაში მიმდიანრეობდა. მინისტრ წულუკიანს ტრადიცია არც დღეს დაურღვევია და მისი მხრიდან კრიტიკის მთავარი ადრესატი ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა. მინისტრის გაღიზიანება დღევანდელ სხდომაზე ოთარ კახიძის რეპლიკამ გამოიწვია. თეა წულიკიანმა ევროპული საქართველოს წევრს ზურაბ ადეიშვილის დროინდელი იუსტიციის სამინისტო შეახსენა და აღნიშნა, რომ მათ დროს ე.წ. კეთილი ბიძიების სია არსებობდა. უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ იმ წარმომადგენლებს დაუწესა სანქციები, რომლებიც „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ გამართულ „არჩევნებზე“ ე.წ. დამკვირვებლებად იყვნენ ჩასული. კერძოდ, სასანქციო სიაში მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცესკო-ს თავმჯდომარე თამაზ გოგია, დე ფაქტო დეპუტატი ალმასხან არძინბა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ოლეგ არშბა. ასევე სიაში არიან ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოზაევი, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსლან თედეევი, დე ფაქტო დეპუტატები ბახვა თედეევი და იგორ ჩოჩიევი, დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე დავით გაზაათი. სანქციები ითვალისწინებენ აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აღკვეთას, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას. სანქციების ვადა 3 წელია. "სამართლიანმა არჩევნებმა" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში იმ ძირითად დარღვევებზეა საუბარი, რომელიც პირველ და მეორე ტურში გამოვლინდა, კონკრეტულად კი, ზეწოლა- მუქარის, უპრეცედენტო მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გადამეტებით გამოყენების ფაქტებზე. ანგარიში იმ რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომელიც "სამართლიან არჩევნებს" ხელისუფლებასთან გააჩნია. ჯანდაცვის სამინისტროში სოციალურ მუშაკებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა [იხ. ვიდეო] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მედიაციის პროცესის ფარგლებში, სოციალურ მუშაკებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა, მედიატორის თანდასწრებით ყველა ის პრობლემური საკითხი განიხილეს, რომელიც სოცმუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხებოდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაწილი საკითხებისა უკვე მოგვარებულია, ნაწილთან დაკავშირებით კი კონკრეტული გეგმები არსებობს. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი ადა მარშანია მინისტრ თეა წულუკიანის გამოსვლას ფარისევლური უწოდა და მოუწოდა მსგავის რიტორიკით მის მიმართ საუბარი მომავალში აღარ გაბედოს. დეპუტატმა წულუკიანს სასამართლო რეფორმა შეახსენა და უთხრა რომ ის ცდილობს თავი ისე წარმოაჩინოს, რომ ის რეფორმასთან არაფერ შუაშია. „თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. პარლამენტში თქვენი პასუხების დროს ძალიან გაურკვევლად ვიგრძენი თავი. მე თქვენ ჭკუაც რომ გასწავლოთ რაღაც საკითხებში, უნდა მიიღოთ ეს დარიგება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს თანაბრად და ნორმალურად უნდა უპასუხოთ. ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის და უზრდელი ტონალობის გარეშე. თქვენ გინდათ თავი წარმოაჩინოთ ისე, რომ თითქოს, არ გეხებათ ის უბედურება, რაც მივიღეთ სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმის შემდეგ “ - ასე მიმართა ადა მარშანიამ თეა წულუკიანს. საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური დებატებით განახლდება [იხ. ვიდეო] ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენენ. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ მაია ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მიდის. ბოლო პერიოდში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტმა განსაკუთრებული საჯარო ინტერესი გამოიწვია, რის გამოც მინისტრმა სურვილი გამოთქვა სასესიო კვირაში მოესმინათ მისთვის. მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწია. იუსტიციის მინისტრმა 44 წუთიანი მოხსენება 2018 და წლევანდელი წლის რამდენიმეთვიან მიღწევებს დაუთმო. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტირების აპარატი, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურებისა და პენიტენციური დაწესებულებების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს გამოიძიებს. იუსტიციის მინსიტრი დეპუტატებს სამინისტროს მიერ უახლოეს წლებში გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც ესაუბრა. მისივე თქმით, 2020 წლისთვის აშენდება და გაიხსნება 18 იუსტიციის სახლი და 70 საზოგადოებრივი ცენტრი. საქართველოს იუსტიციის მინისტის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გადახდისუნარიანობისა და აღსრულების ახალი კოდექსის პროექტებით წარდგება. წულუკიანის შეფასებით, ეს ძირეულ და მასშტაბურ რეფორმას გამოიწვევს, რომელიც საზოგადოებას ბევრ სიახლეს შესთავაზებს, განსაკუთრებით კი ბიზნესსაქმიანობით დაკავებულ ადამიანებს. მინისტრმა საკუთარი გამოსვლა საგარეო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებებსაც დაუთმო. თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა ევროპული სასამართლო განაჩენს საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანს. თეა წულუკიანი იმ მტკიცებულებებზე საუბრობს, რაც სამინისტრომ 2012 წლიდან დღემდე შეაგროვა. გამოსვლისას მინისტრს ყურადღებიდან არ გამორჩენია გიგა ბოკერია. თეა წულუკიანმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს წარსული რამდენჯერმე შეახსენა. მინისტრის საათის ფორმატში კანონმდებლებმა იუსტიციის მინისტრს კითხვები დაუსვეს. პატიმრების რესოციალიზაციის საკითხით დაინტერესდა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე. გიორგი ლომიამ მინისტრს შეახსენა, რომ ადამიანები რომლებიც საპატიმროებს ტოვებენ უამრავ წინაღობასთან ერთად, ფინანსურ პრობლემას აწყდებიან, რაც მათ გარკვეულ ნაწილს კვლავ კრიმინალისკენ უბიძგებს. გიორგი ლომია დაინტერესდა აქვს თუ არა იუსტიციის სამინისტროს მოლაპარაკება ბიზნესმენებთან ან განიხილება თუ არა იდეის დონეზე მაინც, რომ პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დასაქმდნენ და მინიმალური თანხები მოიპოვონ, ამასთან საპატიმროს დატოვების შემდეგ საწყის პერიოდში თავის რჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ. „ადამიანი რომელიც ტოვებს საპატიმროს, მას ყველაზე მეტად უჭირს რესოციალიზაცია. ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად მათ ფინანსური პრობლემები ექმნებათ. ბევრ ოჯახს არ აქვს საშუალება პატიმარს ანგარიშზე თანხა ჩაურიცხოს, რათა მან საპატიმროს ტერიტორიაზე არსებული მარკეტით ისარგებლოს. ხომ არ გიფიქრიათ გამოგეცხადებინათ ტენდერი, მომხდარიყო ბიზნესმენთა დაინტერესება, რათა საპატიმროების ტერიტორიაზე შექმნილიყო ბიზენს საწარმო, სადაც სურვილის შემთხვევაში პატიმარები დასაქმდებოდნენ. ბიზნესმენს უნდა აწყობდეს ეს სქემა, რადგან იაფ მუშახელს მიიღებს. ხოლო პატიმარს საპატიმროშიც ექნება მინიმალური თანხები და საპატიმროს დატოვების შემდეგ, პირველი პერიოდი, უზრუნველყოფილი იქნება, “-ამ შეკითხვით მიმართა გიორგი ლომიამ თეა წულიუკიანს. თეა წულუკიანს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი პირების ქონებასთან დაკავშირებით კითხვა უკვე მესამედ დაუსვა ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა ადა მარშანიამ. დეპუტატს კითხვის განმეორება იმის გამო მოუხდა, რომ წინა ორ შემთხვევაში მინისტრისგან დამაკმაყოფილებელი და ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო. დეპუტატმა იუსტიციის მინისტრს აღნიშნული საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობა შეახსენა და საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სამუშოა ჯგუფის შექმნა მოითხოვა. „თქვენ იცით, რომ ამ თემაზე სპეციალური პროგრამა „ჩემი სახლი“ არსებობდა, რომელშიც დიდი შრომა და ფინანსები იყო ჩადებული, მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე ვერ მოგვარდა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო. როგორც ვხედავ ჩვენ ამ საკითხის მნიშვნელობა ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს. ქალბატონო თეა მინდა გთხოვოთ, შევქმნათ პატარა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საფუძვლიანად იმუშავებს ამ პრობლემებზე“ -აღნიშნა ადა მარშანიამ პარლამენტში, იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატების“ თავჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვა. გიორგი ლომიას განცხადებით, მისთვის გაუგებარია ის მუხლები, რომლითაც იუსტიციის საბჭო ხელმძღვანელობს. „მინდა დავინტერესდე თუ რით ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭო, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას რომელიმე კანდიდატთან მიმართებაში. კანონში წერია, რომ 43-ე მუხლს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რომ ის წარუდგინო პარლამენტს. 34-ე მუხლი ერთია, მაგრამ 351-ე მუხლი, რომელიც კანდიდატის კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს, ამ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული, რადგან ეს არ აწყობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი დასახელებული კანდიდატი ვერ მოხვდებოდა არსებულ სიაში. მურუსიძის მაგალითზე მინდა გითხრათ: გირგლიანის მკვლელები რომ გაასამართლეს და მიუსაჯეს 6-6,5 წელი, იმ პერიოდში შეკრებითობის კანონი მოქმედებდა და მურუსიძეს ამ კანონით რომ ემოქმედა,დამნაშავეების სასჯელი მინიმუმ 30 წელზე მაინც ავიდოდა“-აღნიშნა გიორგი ლომიამ. პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 31-მა დეპუტატმა მისცა ხმა. კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. სახალხო დამცველი მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხმიანება. ნინო ლომჯარიას განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონრპოექტი, ქვეყნისათვის ამ კრიტიკულ მომენტში არსებულ გამოწვევებს სრულფასოვნად ვერ პასუხობს. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმარათებაში სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს შემდეგი არსებითი საკითხები: კრიტერიუმები; კენჭისყრის ფარულობა, ასევე პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის ღიაობის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე; გარდა ამისა შეიცვალოს ინტერესთა კონფლიქტთან; ხმათა რაოდენობასა და კანდიდატთა რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები. ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს პარლამენტი განხილვის დაწყებამდე , ვენეციის კომისიის დასკვნას დალოდებოდა. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატები“ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის მუშაობას აკრიტიკებენ. ადა მარშანიამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონის კენჭისყრამდე კოლეგებს მოუწოდა საკითხზე უკეთ ემსჯელათ და გადაწყვეტილება ისე მიეღოთ. ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ უმრავლესობასთან პოლემიკას აზრი არ აქვს, რადგან მათი ინიციატივები არასდროს არ არის გათვალისწინებული. „სამწუხაროდ და საუბედუროდ ამ მოწვევის პარლამენტში ბევრი ცუდი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პარლამენტის წევრებმა საკუთარი გადაწყვეტილებებით ბევრჯერ მოიჭრა თავი და გირჩევთ, ბოლომდე ნუ შევრცხვებით. თუ დააკავირდით და საერთოდ ინტერესდებით, ჩვენი პრაქცია არ მონაწილეობს ამ ორი კანონპროექტის განხილვაში. რადგან ერთია, რომ არ მოგვწონს და მეორეა, რომ არავითარ არგუმენტს თქვენთან არ აქვს აზრი. ჩვენი შემოთავაზებაა დროებით შევაჩეროთ ეს კანონპროექტები, არ ავჩქარდეთ და კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რა დონის და წონის კანონპროექტი გვაქვს მისაღები“, - აღნიშნა საპარლამენტო ტრიბუნიდან ადა მარშანიამ. დედაქალაქს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება [იხ. ვიდეო] დედაქალაქს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება. ამის შესახებ თბილისის ემრმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორცმერმა აღნიშნა რუკის ნახვა მოქალაქეებსაც შეეძლებათ და ის დედალალაქის მერიას ივლისის თვეში ჩაბარდება. დღევანდელ სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქს მალე თბილისის ორთოფოტო გეგმა ექნება. ტრამპი ბრაზილიის ნატოში წევრობას განიხილავს [იხ. ვიდეო] ამერიკის შეერთებული შტატები ბრაზილიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონრუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ნატოს ფარგლებს მიღმა ბრაზილიას ყველაზე საკვანძო მოკავშირედ მიიჩნევს. ბრაზილიის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ქვეყანას მისი სახით პირველად ყავს პრეზიდენტი, რომელსაც ანტიამერიკული პოზიცია არ აქვს. ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების თანახმად ორი ქვეყნის ლიდერმა ვენესუელასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მხარდაჭერას გულისხმობს. პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული ორი კანონპროექტის კენჭისყრა დღეს გაიმართება. „ქართული ოცნებისა” და „ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დოკუმენტები, დეპუტატებმა სესიაზე გუშინ განიხილეს.საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის შეტანა ყველა კვალიფიციურ იურისტს შეეძლება, იმ შემთხვევაში კი, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან. პარლამენტში დღეს მოხსენებით თეა წულუკიანი წარდგება [იხ. ვიდეო] მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში დღეს მოხსენებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარდგება. საპარლამენტო ტრიბუნიდან მინისტრი ყურადღებას სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე გააკეთებს. უმრავლესობის წევრების განმარტებით , საპარლამენტო უმრავლესობას მინისტრთან მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ექნება კითხვები. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ახალი რეგლამენტის ფარგლებში პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. „სტერეო პლუსის“ საქმესთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებელმა საქმეში არსებულ ახალ დეტალებზე ისაუბრა. დავით ზილფიმიანი უზენაესი სასამართლოს არაკონსტიტუციურ ქმედებას გმობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის აღსრულების საქმე შეჩერებულია. როგორც ზილფიმიანი აღნიშნავს დავის გასაგრძელებლად და სამართლის საპოვნელად ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული კონკრეტული შედეგები და საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ეხვედრაზე საუბარი შეეხო პოტენციურ საექსპორტო პროდუქტებს, რომელთა გატანა ევროკავშირის ხარისხის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ გახდება შესაძლებელი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ახალგაზრდა ლგბტ აქტივისტი ბიბლიითა და ხატებით ცეკვავს და რელიგიას შეურაცხოფს ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი და სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. „დაახლოებით ხუთი დღეა სოციალურ ქსელში ტრიალებს რგოლი, რომელშიც ლგბტ-ს წარმომადგენელი შურაცხყოფს ხატებს და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცყოფისთვის ჯერ არავინ დასჯილა ჩვენს ქვეყანაში“- აღნიშნა ლომიამ. პარლამენტში პლენარულ სესიაზე ფრაქციის თავმჯდომარემ ყურადღება ახალგაზრდების სასულიერო პირებად გაფორმებასა და ამ ხერხით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის თავის არიდებაზეც გაამახვილა. მან ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იმ კანონების შედეგია, რომელიც მმართველმა გუნდმა მიიღო და მსგავსი ქმედებების გამო, არავინ დასჯილა. „ადამიანი რომელიც ქვეყანაში ქადაგებს მარიხუანის მოწევას, ამბობს რომ მათ ორგანიზაციაში გაწევრიანებით ახალგაზრდა ჯარს თავს დააღწევს, სამწუხაროდ, უმრავლესობის მიერ მიღებული კანონების წყალობით, არ ისჯება. ასეთ ადამიანებს სახელმწიფოს მხიდან უფრო მეტი დაცვა აქვთ, ვიდრე კონსერვატიული შეხედულების მქონე მოქალაქეს. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ თქვენ იღებთ კანონებს, რომელიც ტრადიციების, ისტორიის კულტურის წინააღმდეგ არის მიმართული- აღნიშნა გიორგი ლომიამ. იურიდიული კომიტეტის გუშინდელ სხდომას ეკა ბესელია ლუსტრირებულად აფასებს. დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ზარდიაშვილი, მდინარაძე და ოხანაშვილი „ქართული ოცნების“ მესაფლავეებად შერაცხა. როგორც ბესელია აღნიშნავს, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის პერიოდის ზონდერები იყვნენ, დღეს „ქართული ოცნების“ რიგებში არიან და ფრაქციის სახელით ლაპარაკობენ. იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ისინი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ძველი მეთოდებით მოქმედებენ. ზვიად კვაჭანტირაძე, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, ვერ გადააყენეს [იხ. ვიდეო] საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე იმსჯელეს, თუმცა საჭირო ხმების არ არსებობის გამო, მან დაკავებული პოსტი შეინარჩუნა. შესაბამისი დადგენილების პროექტი დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააცნო. საკითს პლენარულ სესიაზე მწვავე განცხადებები მოჰყვა. ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს თანამედროვე შარიკოვები უწოდა. განცხადება გააკეთა გედევან ფოფხაძემაც, რომელმაც მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არა პოლიტიკური, არამედ მორალური და ზნეობრივი უწოდა. საქართველოს სკოლები წელს 57 ათასამდე პირველკლასელს მიიღებს [იხ. ვიდეო] საქართველოს სკოლები წელს 57 ათასამდე პირველკლასელს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაცით შესაძლოა, პირველკლასელთა მშობლებს სკოლაში აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწიოთ. პირველ ეტაპზე ეს აუციელებელი არ იქნება, თუმცა კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2019 წლის ივნისიდან ამის საჭიროება დადგება. გია ჟორჟორლიანი მთავრობას მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას ურჩევს [იხ. ვიდეო] ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი და სოციალ დემოკრატების“ წევრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობას მიმართა. გია ჟორჟოლიანმა ყურადღება მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. დეპუტატმა მთავრობას აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობისა და გამოსავლის მონახვისკენ მოუწოდა. ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი და სოციალ დემოკრატების“ წევრმა ყურადღება მეცნიერებაზეც გაამახვილა. გურჯანიის სასამართლოში დღეს დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართება. სხდომა 12 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა, სხდომათა დარბაზი თავდებში მყოფმა დეპუტატებმა დატოვეს. ამის შემდეგ სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად თავად დავით კირკიტაძეც აღარ დაესწრო. ბიუროს სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი დარეგისტრირდა. სხდომაზე განცხადება კანონრპო0ექტის ავტორმა გააკეთა. როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, მისმა ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს კონსულტაციების გაგრძელების ინიციატივით მიმართა. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები ბიუროს სხდომაზე სხვა დეპუტატებმაც გამოთქვეს. გია გაჩეჩილაძემ კოლეგებს საკითხის დროული განხილვისკენ მოუწოდა. ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის მიხედვით სამხედრო სავალდებული სამსახურში მართმადიდებელი მღვდელის გარდა ყველა სხვა რელიგიური პროფესიის წარმომადგენელს გაიწვევენ. სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა [იხ. ვიდეო] საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა ახალგაზრდის პოლიციაში გამოკითხვა. რუსმა სამხედროებმა გივი ბერუაშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გივი ბერუაშვილი რუსმა სამხედროებამ სოფელ დიცთან გუშინ დააკავეს. ფაქტის თვითმხილველი თავად დაკავებულის ოჯახი იყო, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 500 მეტრში ცხოვრობს.საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობდა. უცხოელებზე მიწის გაყიდვა აიკრძალა [იხ. ვიდეო] დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტები განიხილეს. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი ორ სპეციალურ კანონს მიიღებს - ეს არის “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონი და კანონი “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა და იმ საკონსტიტუციო ჩანაწერს დაეყრდნო, რომლის მიხედვით, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში“. კანონპროექტი კომიტეტზე ოთარ დანელიამ წარადგინა. ოპოზიციას უმრავლესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდა [იხ. ვიდეო] ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით გაგრძელდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. ამჯერად მწვავე დისკუსია ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძეს შორის გაიმართა. დავის საგანი მოსამართლეთა უვადოდ განმწესების კრიტერიუმებთან დაკავშირებული კანონპროექტებია, რომელიც კომიტეტზე გასულ შაბათს უნდა განხილულიყო. ყოფილ თანაგუნდელებს ეკა ბესელიამ ბრალი იაფფასიანი სცენარის დადგმაში დასდო. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის ასე სწრაფი განხილვა, მისი ჩაგდების სურვილით არის განპირობებული. ბესელიას განცხადებებმა უმრავლესობის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“-ს წევრი გია ჟორჟოლიანი გამოვიდა. კანონპროექტის ავტორი მიიჩნევს, რომ სამხედრო სავალდებულო სწავლების გაწვევის გადავადება, უმაღლესი განათლების დაწესებულების სტუდენტის მსგავსად, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტმაც უნდა შეძლოს. გია ჟორჟოლიანის განცხადებით ცვლილების მიზანი პროფესიულ განათლებაში დუალური მეთოდის დანერგვის ხელშეწყობა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაა. დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ. „არას ვეუბნებით ერთსქესიან ქორწინებებს და მათ უფლებას ბაშვები იშვილონ - შორს ჩვენი ბავშვებისგან. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ პარტიის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ვარშავაში მიღებული ლგბტ თემის უფლებების დეკლარაცია ერთსქესიან ქორწინებასა და ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილების აყვანას ეხება, რასაც ტოლერანტობასთან არაფერი საერთო არ აქვს. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” ოფიციალურად გაიხსნა [იხ. ვიდეო] იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ [იხ. ვიდეო] ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე და "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ კანონპროექტის განხილვისას დაწყებული კამათი, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვითარება იურიდიულ კომიტეტზე ამ დროისთვის უკვე განმუხტულია. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“საქართველოს მთავარ პროკურატურას ლისის ტბის საქმეზე, მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით გამოკითხვის მოთხოვნით მიმართა. მათი განმარტებით, 2012 წლის დეკემბრიდან ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი,მმართველი პოლიტიკური პარტიის უკვე მეხუთე პროკურორიდან ამაოდ მოითხოვს დაზარალებულად ცნობას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. პროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა ყველა კვალიფიციურ იურისტს შეეძლება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. კომიტეტის სხდომაზე სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე მსჯელობენ, ერთმანეთს ეკა ბესელია და დავით მათიკაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის მწვავე კამათი ბესელიას მიერ კანონპროექტის ირგვლივ დასმულმა შეკითხვამ გამოიწვია. ამ წუთებში სხდომაზე კომიტეტის წევრები ირაკლი კობახიძისა და ანრი ოხანაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უსმენენ. რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ „დიციდან“ 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს [იხ. ვიდეო] რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ „დიციდან“ 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივების თქმით, ბერუაშვილი მაშინ წაიყვანეს, როდესაც ის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე საკუთარი ვენახიდან მოდიოდა. გატაცების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ცვლილებების ავტორი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია. კანონპროექტის თანახმად, ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები, რომლებიც მღვდელთმსახურები არიან ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადონ, კანონიერი უფლება და ვალდებულება ექნებათ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროებას ხედავს და 2020 წლის არჩევნებში, პოლიტიკურ გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსს” უმრავლესობით მოსვლას უწინასწარმეტყველებს -ეს განცხადება მაისაიამ “მედიაცენტრ მთავარათან” საუბრისას გააკეთა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს “ქართული ოცნება” თავის ელექტორატს კარგავს და ამ პროცესებს კიდევ უფრო შეიწყო ხელი ეკა ბესელიასა და მისი ე.წ გუნდის საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლამ. “პოლიტიკური პარტიების უმთავრესი საზრუნავი დღეს, ანტიმიშისტური ელექტორატია. მასზე პრეტენზიას ბევრი პოლიტიკური ძალა აცხადებს. მათ შორის, “პატრიოტთა ალიანსი”, რომელსაც აქვს შანსი 2020 წელს მოირგოს უმრავლესობა პარლამენტში“, - აღნიშნავს მაისაია. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სიმშვიდეა [იხ. ვიდეო] საოკუპაციო ზოლთან არსებულ ტერიტორიაზე, სადაც რუსი სამხერობის გადმოსვლისა და აქ განთავსების შესახებ ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. ამის დასადასტურებლად სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს რომ სოფელში დღეს მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის 4 წარმომადგენელი შეეშვათ. ადგილზე შესულებს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავვებული დახვდათ. ადგილობრივებს დღეს იმის მტკიცება უწევდათ რომ ტერიტორიაზე ოკუპანტების გამოჩენა არ შეუნიშნავთ. სოფლის მოსახლეობა გარკვეულ პროვოკაციებზეც საუბრობდა, ამბობენ რომ პრობლემებს გარკვეული ძალები ხელოვნურად ქმნიან და ამ ყველაფერში დავით ქაცარავასა და მისი მოძრაობის წევრებს ადანაშაუებენ. ადგილობრივები მათთვის საფრთხის შექმნის თავიდან აცილების მიზნით, თხოვნით მიმართავენ ყველას რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია აღარ გაავრცელონ. აფხაზეთიდან გადმოსვენებული ცხედრები სამხედრო პატივით დაკრძალეს [იხ. ვიდეო] იურიდიულმა კომიტეტმა ევროპული საქართველოს კანონპროექტი ჩააგდო [იხ. ვიდეო] ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის დღევანდელი სხდომა, სადაც საერთო მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობდნენ. დეპუტატები როლში იმდენად შევიდნენ რომ დავის მთავარი საგანი დაივიწყეს და დრო ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკაში გაიყვანეს. უმრავლესობამ ევროპული საქართველოს მომზადებულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მმართველ გუნდში ოთო კახიძის კანონპროექტს სისულელე უწოდეს და ოპოზიციას ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს. მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოთო კახიძის კანონპროექტის მიხედვით, დეპუტატებს 252 მოსამართლეობის კანდიდატის განხილვა მოუწევთ, რაც მისი თქმით, შეუძლებელია. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურბზე მსჯელობას არც ვანო ზარდიაშვილი მორიდებია. მამუკა მდინარაძისა და ოთო კახიძის კამათი ვანო ზარდიაშვილმა გააგრძელა. დეპუტატის გაღიზიანება სასამართლოში არსებულ კლანური მმართველობის საკითხზე საუბარმა გამოიწვია. ზარდიაშვილმა ოთარ კახიძეს წინა ხელისუფლების დროს სასამართლო ხელისუფლებისთვის მითითებების მიმცემი პირის დასახელება ისეთი ტონით მოსთხოვა, თითქოს მმართელ გუნდში კლანის ლობისტად თვითონ მას არ მოიხსენიებენ. შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეთა არალეგალური მიგრაციის, მათ შორის, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობი სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს. საკითხზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. კანონპროექტის მომხსენებელი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რომლის მტკიცებითაც, 2017 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის მაძებელთა რაოდენობა გაზრდილია. თამარ ხულორდავას განმარტებით, თავშესაფრის მაძებელთა მოთხოვნა რომ უსაფუძვლოა, ევროკავშრის ქვეყნების მიერ დაუკმაყოფილებელ განცხადებათა მაღალი მაჩენებელი მეტყველებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ კანონპროექტი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხეს გარკვეულწილად მოხსნის. ირაკლი ღარიბაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა [იხ. ვიდეო] „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას, ასევე არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებს. ტოივო კლაარმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ხურვალეთთან ახლოს სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა [იხ. ვიდეო] ხურვალეთთან ახლოს ვითარება დაიძაბა. სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა სამოქალაქო აქტივისტები საოკუპაციო საზღვრის მიღმა არ გაუშვეს. სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ საოკუპაციო ზოლი რუსმა ოკუპანტებმა გადმოწიეს, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებენ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და არც ეუთოში. სოფელ ხურვალეთში ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევა არ დასტურდება [იხ. ვიდეო] ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს-აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და განცხადებას ავრცელებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის არასამუშაო დღეს ჩანიშვნას აპროტესტებს [იხ. ვიდეო] „კლანი უნდა წავიდეს“ - წარწერა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მაისურებზე [იხ. ვიდეო] „კლანი უნდა წავიდეს“ - ასეთი წარწერის მქონე მაისურებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ, სადაც დეპუტატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესთან დაკავშირებით, სამ ინიციატივაზე იმსჯელეს. „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობის შეცვლა, რომელიც ე.წ. კლანს წარმოადგენს, რათა სასამართლო მართლაც გახდეს დამოუკიდებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სალაძე აღნიშნავს, რომ არანაირი კანონპროექტის მიღებას აზრი არ აქვს. უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება. კანონპროექტზე ადამიანის ულფებათა დაცვის კომიტეტში იმსჯელეს. საკანონმდებლო ინიციატივასთან დკავშირებით გარკვეული შენიშვები და შეკითხვები ჰქონდა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრს ადა მარშანიას. ადა მარშანიამ კომიტეტის წევრებს შეკითხვით მიმართა, რატომ ამოქმედდა მხოლოდ საქართველოს მისამართით ამგვარი ნორმები, როდესაც ევროპას სხვა უამრავი მიგრანტი სტუმრობს. „ევროკავშირმა თავად გვთხოვა ჩვენ ამ ზომების კანონის სახით მიღება? დამისახელეთ ქვეყნები, სადაც ამგვარი სამართლებრივი ნორმები მოქმედებს! ევროპაში უამრავი მიგრაციის ტალღაა და რაღა ჩვენს ქვეყანაზეა გამახვილებული ყურადღება. ჩვენ უფრო სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა ვუშველოთ ამ ჩვენს მოსახლეობას“- აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე მარშანიამ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოში, დეპუტატები ეკა ბესელია ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონთან, ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდსა და პოლიტიკური სექციის ხელმძღვანელ ლიზ ზენტოსთან შეხვედრა გამართეს. ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმას ბოლო მონაცემებით 40 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევარდნენ და სროლა დაიწყეს. თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე მომლოცველი იმყოფებოდა. პოლიციამ თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტნილი სამი მამაკაცი და ერთი ქალი უკვე დააკავა. სამართალდამცავებმა მეჩეთებთან მდგომ მანქანებში რამდენიმე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაც აღმოაჩინეს. გამოცემა „დეილი მეილი“ ასევე აქვეყნებს ფოტოს, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე ქართულ ენაზე დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები წერია. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია ასევე იმ ტერორისტთა სახელები, რომლებმაც წარსულში არაერთი მკვლელობა ჩაიდინეს. ქართველოს პრეზიდენტმა სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოს გარეგინ II-სთან შეხვედრისას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და რამდენიმე დღის წინ, გალის რაიონში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა მშვიდობიანი მოსახლეობის გახშირებული გატაცებების ფაქტებსა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით ადამიანები რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აყვანილნი არიან მძევლად, შესაძლოა სწორედ ეს არის დეფაქტო ხელისუფლების პასუხი ჩვენს მშვიდობიან ნაბიჯებზე - ძალიან შეზღუდულია ამ მოსახლეობისათვის გადმოსვლის საშუალება. ზურაბიშვილმა წუხილი გამოთქვა იმის შესახებაც, რომ ჩაკეტილი გადმოსასვლელი პუნქტების გამო, აფხაზეთში საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა შეიქმნა. დღეს თბილისის გენგეგმა დამტკიცდება [იხ. ვიდეო] რა თქმა უნდა, წლობით დაგროვილ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა, ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეიდან თბილისს ექნება გენგეგმა - ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. მისივე განცახდებით, თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები, იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის პრეზიდენტმა იასუში აკაჰოშიმ შეხვედრაზე, რომელიც ტოკიოში გაიმართა. საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები იმ რეფორმებში, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად. ხაზი გაესვა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოკვეთას. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი იაპონიაში ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. 63-დღიანი პარალიზების შემდეგ, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც 11 იანვრიდან გადაკეტილი იყო, რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. ჩაიკეტვის მიზეზად საქართველოს ცენტრალური ხესლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციები დასახელდა. მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება [იხ. ვიდეო] ევროპარლამენტი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის [იხ. ვიდეო] ევროპარლამენტი ევროკომისიას და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ოფიციალურად შეაჩეროს თურქეთთან მოლაპარაკება ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. - ამ შინაარსის ანგარიში ევროპარლამენტმა დაამტკიცა. ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტად თურქეთში ადამიანის უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების შესღუდვა, სასამართლო სისტემაზე ზეწოლა და კვიპროსის გადაუჭრელი საკითხები სახელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროში ექსპერტიზის ოფიციალური დაკსვნის შედეგებს ელოდებიან [იხ. ვიდეო] საგარეო საქმეთა სამინისტროში ექსპერტიზის ოფიციალური დაკსვნის შედეგებს ელოდებიან. როგორც მინისტრმა განცხადა პასუხის გაგების შემდეგ, უწყება ყველა საერტაშორისო ბერკეტს გამოიყენებს. დავით ზალკანიანის განმარტებით, მათი კომპეტენციის ფარგლებში მყისიერი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მომხდართან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო აქტორთან კომუნიკაცია დამყარდა. მინისტყრა მომხდარს აღმაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა აუცილებელია. სალომე ზურაბიშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა [იხ. ვიდეო] სომხეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი განიხილა, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს გაუსვა ხაზი და აღნიშნა რომ მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად. სალომე ზურაბიშვილმა მთიანი ყარაბახიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასულ დელეგაციებზე ისაუბრა და განაცხადა რომ ეს არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს". ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში [იხ. ვიდეო] საქართველოს ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის მინისტრი ეწვია. ეს დიპლომატიური ურთიერთიბების დამყარების შემდეგ პირველი ვიზიტია. რალფ რეგენვანუს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა. დავით ზალკალიანთან საუბარი ორ ქვეყანას შრის თანამშრომლობას შეეხო და შესაბამის დოლუმენტს ხელი მოეწერა. სასამართლოს დამოუკიდებელ ინსპექტორს 2017-2018 წლებში სულ 447 დისციპლინური საჩივარი გადაეცა. უმეტესწილად საჩივრები საქმეთა განხილვის გაჭიანურებასა და მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასა და სასამართლოს მიერ მიღებული აქტის კანონიერებას შეეხებოდა. ანგარიის პრეზეტცია სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ცინცაძემ გამართა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ. ანგარიშში ნათქვამია რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წლის განმავლობაში 8 სადისციპლინო სხდმა ჩაატარა, სადაც მოსამართლეთა მიმათ დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა განმარტების ჩამორთმევის შესახებ 33 საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები არ აღიარებენ და უნდობლობას უცხადებენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც გაკრიტიკებულია ქართული სასამართლო სისტემა, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა. კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა სასამართლოს იმიჯზე აღნიშნული ანგარიში, გიორგი მიქაუტაძე პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია, რა წყაროებზე დაყრდნობით კეთდება ანგარიშებში ჩანაწერები.სერგო მეთოფიშვილი კი გამჭვირვალობა საქართველოს იურისტებსა და ეკა გიგაურს დეზინფორმაციის გვარცელებაში სდებს ბრალს. საია- თბილისის განვითარების ფონდში გამჭირვალობის კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია [იხ.ვიდეო] საია „თბილისის განვითარების ფონდის გამჭირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის შედეგად გამოიკვეთა, რომ თბილისის განვითარების ფონდში გამჭირვალობის კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია. თბილისის ჰამქარის კვლევა კი „თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის“ შეფასებას ეხებოდა სადაც ასევე გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები ფინანსების მართვის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კუთხით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშში სუბარია საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზე. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პრობლემებზე საუბრობდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ შორის დასახელებულია მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას, რომელიც ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან შედგებოდა და რომელიც, როგორც ამტკიცებენ, სასამართლო სისტემაში კრიტიკულ მოსაზრებებს ახშობდა და მოსამართლეების დამოუკიდებლობის გაძლიერების შეთავაზებებს ეწინააღმდეგებოდა; სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001 ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვებისთვის 50 ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ. მუნიციპალიტეტის ნაწილში,50 ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი ბავშვთა კვების სპეციალურ ბარათზე დაირიცხება,რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად მიიღებენ,დარჩენილი 20 ლარი კი ფულადი ბენეფიტის სახით დაირიცხება.ამ თემაზე დავით სერგეენკო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის მეირ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები აფასებენ. დამოუკიდებელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სააპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნული კანონპროექტი იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა წევრებთან ერთად შექმნა და ის მთლიანად მათი ინტერესებზე არის მორგებული. ბესელია ასევე თვლის, რომ მმართველი გუნდი არგაითვალისწინებს ევროკომიისიის რეკომენდაციებს. თავად უმრავლესობის წევრები კი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით არის შექმნილი და კომისიისგან დადებით შეფასებებს ელიან. ევროკავშირმა Boeing 737 Max 8-ის ექსპლუატაცია აკრძალა [იხ. ვიდეო] საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ ირაკლი კვარაცხელიას არაადამიანურად მოექცნენ, ამაზე სათანადო რეაგირება აუცილებლად მოხდება. როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, გარდაცვლილია ახალგაზრდა ადამიანი, რაც ძალიან მძიმე ფაქტია .დეპუტატის განცხადებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებება რთულია თუმცა იმედს საერთაშორისო პარტნიორებზე ამყარებს.
2019-03-22 08:08:54
http://obieqtivi.net/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202640.37/warc/CC-MAIN-20190322074800-20190322100800-00055.warc.gz
47,390
140,814,753
შემთხვევა გურიაში. სოფელ ჩიბათთან, სატვირთო ავტომობილს მისაბმელი მოწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რამაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის არის ერთი მცირეწლოვანი. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილში მჯდომი კიდევ ერთი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
2019-03-18 13:50:32
http://iheduge.blogspot.com/2017/08/5_23.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201329.40/warc/CC-MAIN-20190318132220-20190318154220-00308.warc.gz
18,275
97,286,401
კომოს ტბის შემოვლის შემდეგ გეზი ვენეციისკენ უნდა აგვეღო. ბილეთები, ტრენიტალიას საიტზე შევიძინეთ. ბილეთების გამოყენების წესების შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. მგზავრობისას ორი გადაჯდომა გვიწევდა და მთლიან გზას დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი სჭირდებოდა. ბილეთებში საშუალოდ 20 ევრო გადავიხადეთ და დილის 9 საათზე უკვე ჩვენს ვაგონში ვისხედით. რა გასაკვირია, რომ ფანჯრებიდან ისევ ადრეულად ამწვანებული მთების პეიზაჟი იშლებოდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო წინ გველოდა – ვენეციაში გადასასვლელი ხიდი. სანამ უშუალოდ ვენეციაციაზე გადავალ, გეტყვით, რომ ვერონას სადგურში გადაჯდომის შემთხვევაში მინიმუმ 30 წუთი დაიტოვეთ შუალედისთვის, რადგანაც სადგური საკმაოდ დიდია და ბაქანიდან ბაქანზე გადასვლას დრო სჭირდება, თან ამას ემატება მატარაბლების არაპუნქტუალურობაც და ჯამში ზედმეტ საფიქრალს აჩენს. პირველად ხდებოდა, როდესაც ზღვაზე გადებულ ხიდზე მატარებლით გადავდიოდი. ჩვენს წინ არსაიდან ჩნდებოდნენ წყლის ზედაპირზე დაბუდებულ ნისლში ჩამალული ნავების დასაბმელი დაბერებული ხის ბოძები. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს კარიბის ზღვის მეკობრეების ერთ-ერთ ეპიზოდში ამოვყავი თავი, მაგრამ აფრებიანი გემის ნაცვლად, ხმაურიანი მატარებლით მივცურავდით ზღვის ზედაპირზე. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში”
2019-03-19 06:44:16
https://gzashi.com/tag/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201904.55/warc/CC-MAIN-20190319052517-20190319074517-00540.warc.gz
29,455
501,365,521
თბილისი – ბორჯომი – ლიკანი - ბაკურიანი – წაღვერი (6 დღე) | მოგენატრათ მშვიდი დასვენება? გსურთ დატკბეთ ბუნების პირველყოფილი სილამაზით? ნახოთ დაბურულ ტყეებში მოქცეული ისტორიული ძეგლები, პირველწყაროდან შესვათ მინერალური წყლები?კონკორდ თრეველი გთავაზობთ ახალ ტურისტულ ტურს? რომლის განმავლობაშიც თქვენ შეძლებთ დაივიწყოთ ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემები, პირველწაყაროდან შესვათ წყლები რომელმაც სახელი გაუთქვა ამ რეგიონს, მოინახულოთ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, უნიკალური ნაკრძალები, სამხარეო მუზეუმები. ბორჯომის ხეობით მოხიბლული დარჩენილა რუსი მწერალი მაქსიმ გორკი, გამოჩენილი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი რომელსაც შეუნიშნავს : “ჩემის აზრით ეს ერთ ერთი ყველაზე ღვთაებრივი და საოცარი ადგილია მსოფლიოში.” | საღამოს გასეირნება ბორჯომის ტყე პარკში. მინერალური წყლების დაგემოვნება პირველწყაროდან. 11:00 მე-9-მე-10 საუკუნეების მწვანე მონასტერი 20:30 – 21:30 ინტელექტუალური გასართობი თამაშები | ბორჯომი-წაღვერი. ბორჯომიდან ახალქალაკისკენ 14 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1020-1130 მეტრი განთქმული თავისი სამკურნალო წყლებით, ფიჭვნარით. 12:00–14:00 მინერალური წყლების დაგემოვნება პირველწყაროდან. გასეირნება წაღვერის ტყე პარკში. გზად ბორჯომიდან წაღვერისკენ მოინახულებთ: ტიმოთესუბნის მე-12 საუკუნის ეკლესიას, შუასაუკუნეების ციხესიმაგრეების ნანგრევებს. 20:00 საღამოს გასეირნება ტყე პარკში. | ბორჯომი-ბაკურიანი** ზღვის დონიდან 1700 მეტრი 8 : 00 ბორჯომიდან ბაკურიანამდე მატარებლით ''კუკუშკა'' წავალთ, რომელიც ტყის მასივებში გადის. 13:00 – 14:00 პიკნიკი ბუნებაში. 16:00 თქვენ დაგვხვდებათ მანქანა რომელიც წამოგაბრძანებთ ბორჯომში. 19:30 პატარა გამოსამშვიდობებელი ბანკეტი ბორჯომიდან. | 8 : 00 გამომგზავრება ბორჯომიდან. გზად გათვალისწინებულია საქართველოს სიძველეების მონახულება. კლდეში ნაკვეთი VI-IV საუკუნეების ანტიკური ქალაქი მუზეუმი უფლისციხე, VII საუკუნის ატენის სიონი, XII-XIII საუკუნეების სამთავისის ეკლესია, მცხეთაში: ჯვრის მონასტერი ( VI-VII ს.ს.), სვეტიცხოველი (XI ს.) 18:00 თბილისში ჩამოსვლა. სასტუმროში დაბინავება. 20:00 საღამოს ტური თბილისში | 12:00 თბილისში გასეირნება, ძველი თბილისის ნახვა: ანჩისხატი, თბილისი სიონი-მეტეხი-ნარიყალა-აბანოთუნბანი-გოგირდის აბანოები. გამოსამშვიდობებელი ვახშამი, ქართული ნაციონალური კერძების დაგემოვნება.
2019-03-21 16:42:17
http://www.concordtravel.ge/portal/alias__concordtravel/lang__ka-GE/tabid__1698/default.aspx
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202526.24/warc/CC-MAIN-20190321152638-20190321174638-00241.warc.gz
13,886
263,638,706
ყოველ 7.3 წამში სოციალურ ქსელებში მამაკაცის მორიგი, მაისურის გარეშე გადაღებული სელფი ვრცელდება. უკვე თითქმის ეპიდემიად ქცეული ეს ჩვეულება კომპანია Fruit of the Loom-ისთვის აშკარად მიუღებელია და სწორედ ამიტომ, სპეციალური კამპანია #PutAShirtOn წამოიწყო. Fruit of the Loom-მა, სააგენტო CP+B-ის დახმარებით, პროგრამა შეიმუშავა, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსებულ მსგავს სელფს ავტომატურად აფიქსირებს და მასზე კომენტარის სახით #PutAShirtOn-ს ტოვებს.
2019-10-16 11:59:54
https://www.marketer.ge/stop-spread-of-shirtlessnes/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668569.22/warc/CC-MAIN-20191016113040-20191016140540-00126.warc.gz
13,170
993,084,710
ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას - ეს განცხადება, მანანა არჩვაძემ გააკეთა. აქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე ამ წუთებში, ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ხვდება და მოუწოდებს ხმა არ მისცენ ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ. "ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას. ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა, ყველაფერი გაიღო საქართველოსთვის... საქართველოში ჩამოვიდა, პირველი მისი ნაბიჯები იყო სამეგრელოში ვინაიდან იცოდა რა მოელოდა სამეგრელოს და არაფრით არ დაუშვებდა. მტერმა ყველა ღონე იხმარა, მოღალატეებმა, მე მოღალატეებს მერე ჩამოგითვლით, ახლა არ შევეხები მათ და მათ კატეგორიულად უნდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ დღეიდან დატოვონ სამეგრელოს ტერიტორია. გაძევებულ იქნენ ესენი,“-განაცხადა მანანა არჩვაძემ.
2019-10-21 10:47:50
http://pirveliradio.ge/?newsid=125522
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987769323.92/warc/CC-MAIN-20191021093533-20191021121033-00011.warc.gz
4,132
159,018,688
რაულ ბარცბა - „პიზა“ აფხაზეთიდან „ობშიაკის“ მოსკოვში გაგზავნაზე უარს ამბობს და დამოუკიდებლობას ითხოვს! უცნაურია, მაგრამ ფაქტია _ რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, პრაქტიკულად, კრიმინალის გარეშე ტარდება. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა რომელიმე ტურისტი კრიმინალზე პოლიციასთან ჩივის, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში, საქმე წვრილმან ქურდობასთან ან ტელეფონის დაკარგვასთან გვაქვს. ყველაზე დიდი დანაკარგი ჯერჯერობით ცნობილი კოლუმბიელი მომღერლი _ შაკირას გაქურდვაა. ესპანეთის ნაკრების მცველის, ხერარდ პიკეს საგულშემატკივროდ რუსეთში ჩასული შაკირას სასტუმროს ნომერი მაშინ გაასუფთავეს, როცა ის ქმრის თამაშის სანახავად იყო წასული. საერთო ჯამში, ქურდებმა 800 ათასი ევროს ძვირფასეულობა წაიღეს. როგორც ამბობენ, ძვირფასეულობაში მთავარი ის ბრილიანტის ბეჭედი იყო, რომელიც პიკემ ცოლს რამდენიმე წლის წინ აჩუქა და მასში ნახევარი მილიონი ევრო გადაიხადა. ახლა კი ირკვევა, რომ ქურდების პასიურობა მთლიანად უშიშროების დამსახურებაა. „კა-გე-ბეს“ მაღალჩინოსნებმა ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე, მოსკოვში მყოფი ყველა კანონიერი ქურდი დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ თუ მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას კრიმინალის დონე მოიმატებდა, მისი დასრულების შემდეგ, ყველა კანონიერი ქურდი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა. ქურდებმაც ტკბილი ცხოვრების გამწარება არ ისურვეს და ყველა, ვისზეც კი ხელი მიუწვდებოდათ, გააფრთხილეს, რომ ქურდობისგან თავი შეეკავებინათ. რაც შეეხება შაკირას გაქურდვას, მთელმა ქურდულმა სამყარომ იწვალა, მაგრამ დამნაშავეების კვალს ვერ მიაგნო. „კრიმინალური ზავის შედეგად ქურდებმა საინტერესო რამ მიიღეს. ისინი ძლიერი ნაკრებების მატჩებს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებიან, სტადიონებზე დაცვითა და დაჯავშნული ლიმუზინებით მიდიან, საპატიო სტუმრებთან შინაურულად იქცევიან და ძალიან ბედნიერები არიან. ერთი ეგაა, ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კანონიერი ქურდების გაწმენდის პროცესს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება მაინც ბოლომდე მიიყვანს და ქვეყანას კრიმინალებისგან საბოლოოდ გაწმენდს. ძალაუფლება მთლიანად უშიშროების სამსახურს აქვს ხელში და მის დათმობას აღარ აპირებს“, _ ასეთია რუსული მედიის ვარაუდი. ის რომ კანონიერ ქურდებთან ბრძოლა, პრაქტიკულად, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში გამოცხადდა, იქიდანაც ჩანს, რომ ახლახან გაპრემიერებულმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში მყოფ ქურდებს ვადა შემოდგომამდე მისცა და ქვეყნის დატოვება ურჩია. უფრო მეტიც, ვარაუდობენ, რომ სომხეთი იქნება მეორე ქვეყანა საქართველოს შემდეგ, რომელიც კანონიერ ქურდობას დასჯადს გახდის და ქვეყნიდან ქურდებს ამ გზით გააძევებს. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ გავლენიანი სომეხი ქურდები ფაშინიანმა დაიბარა, პირადად ესაუბრა და აუხსნა, რომ მათი დრო დასრულდა. „შეხვედრა ერთ-ერთ რესტორანში შედგა, სადაც ქურდები პოლიციელებმა მიიყვანეს. მათ არ იცოდნენ, ვისთან მიყავდათ და როცა ფაშინიანი ნახეს, გაოცდნენ. სწორედ იმ შეხვედრაზე, სამოცამდე ქურდს ქვეყნის პრემიერმა პირდაპირ უთხრა, რომ პირველი სექტემბრიდან გისოსებს მიღმა აღმოჩნდება ყველა ქურდი, რომელიც იმ დროისთვის სომხეთის ტერიტორიაზე იქნება“, _ წერს სომხური მედია. ჰოდა, ისე ჩანს, კანონიერი ქურდების მთავარი თავშესაფარი ახლა აფხაზეთი გახდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიძლება ითქვას, იმდენად უკონტროლო სიტუაციაა, რომ ყველაფერს სწორედ კრიმინალები აკონტროლებენ. როგორც გვიყვებიან, აფხაზეთში დაახლოებით იგივე ხდება, რაც 90-იან წლებში საქართველოში, როცა ქურდებს აეროპორტში მინისტრები ხვდებოდნენ და რესტორნები მათთან ერთად ქეიფობდნენ. „აფხაზეთში მყოფ ქურდებს დამოუკიდებლობა სურთ. ისინი სიტუაციის სრულად კონტროლს ცდილობენ და ჯერჯერობით გამოსდით კიდეც. გასულ კვირას, აფხაზი ქურდების წინამძღოლმა, რაულ ბარცბამ (იგივე პიზა), განაცხადა, რომ აღარ სურს, აფხაზეთიდან „ობშიაკი“ მოსკოვში მიდიოდეს და დამოუკიდებლობა მოითხოვა. აფხაზური „ობშიაკის“ ხელშეუხებლობაზე პასუხისმგებელმა კახა ფარფალიამ მოსკოვიდან დარეკა და ნებართვა გასცა, რომ ბარცბასთვის „ფული“ გადაეცათ, თუმცა იმ პირობით, რომ აფხაზი ქურდი მის დახარჯვას მხოლოდ მოსკოვთან შეთანხმებით შეძლებს“, _ წერს აფხაზური მედია (ასეთიც არსებობს). სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, ჩვენ აფხაზეთში მცხოვრებ ერთ-ერთ კრიმინალს შევეხმიანეთ, რომელმაც საინტერესო თემებზე გაამახვილა ყურადღება. „აფხაზეთის „ობშიაკი“, შეიძლება ითქვას, ასი ათასიც ვერ არის. მას ძირითადად თხილისა და ციტრუსის გამყიდველებისგან ავსებენ, რაც ძალზედ მცირე თანხაა, რადგან აფხაზეთში ციტრუსის და თხილის დიდი პარტიები უკვე გადანაწილებული აქვთ ან გავლენიან ქურდებს, ანაც უშიშროებას და ისინი „ობშიაკში“ არაფერს იხდიან. პარალელურად, თუ რაიმე შემოსავლიანი ბიზნესია გაგრაში, სოხუმში, გალში... მოკლედ, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მასაც ან უშიშროება აკონტროლებს, ან გავლენიანი ქურდები. აფხაზური „ობშიაკი“ რეალურად არც არსებობს, აბა ასი ათასი რა სახსენებელია, როცა მაგალითად მოსკოვში ასი ათასი შეიძლება ერთ დღეში შედის. ამიტომ, მოსკოველებმა ბარცბას ადვილად დაუთმეს, მაგრამ თუ მას მადა გაეზრდება, მაშინ ომი გარდაუვალია. მითუმეტეს, რომ რუსეთიდან ბევრი აპირებს აფხაზეთში გადაბარგებას და იქ ბარცბას გაძლიერება არავის ააწყობს...“ ზოგადად, კანონიერი ქურდების დრო რომ წავიდა, ყველა ხვდება. პოსტსაბჭოთა სივრცის გარდა, მათ დაუნდობლად ებრძვიან ევროპასა და ამერიკაშიც. უფრო მეტიც, გავლენიანი კანონიერი ქურდები მაქსიმალურად ცდილობენ, ნაშოვნი ფული ლეგალურ ბიზნესში დააბანდონ და საქმოსნები გახდნენ, თუმცა პარალელურად, არც კრიმინალურ სამყაროზე სურთ გავლენის დაკარგვა და ამიტომ, ე.წ. კაი ბიჭების კასტასთან ქურდები არიან, ოფოციალურ დონეზე _ ბიზნესმენები, რაც არ გამოდის და ამას „იდეურად“ გაზრდილი ახალგაზრდები ვერ ხვდებიან. მათ უბრალოდ გამოცდილება აკლიათ საიმისოდ, რომ რეალობა აღიქვან და მიხვდნენ, რომ კანონიერი ქურდობის ხიბლი უკვე წარსულია და ამის ნაცვლად, სხვა რამეზე უნდა იოცნებონ. პარალელურად, ძველი თაობის გავლენიანი ქურდების უდიდესი ნაწილი პრაქტიკულად სასჯელს იხდის. დაჭერილია ტარიელ ონიანი, მისჯილი აქვს შაქრო კალაშოვს, სასამართლო პროცესები აქვს ლაშა შუშანაშვილს, ათი წელი მიუსაჯეს კახა შუშანაშვილს და რეალურად დარჩა მხოლოდ მერაბ ჯანგველაძე, რომელსაც იტალიაში შინაპატიმრობა აქვს და ნადირ სალიფოვი, რომელიც თურქეთშია და დაუნდობელი წესებით იბრძვის. ვარაუდობენ, რომ სწორედ სალიფოვი გახდება უკანასკნელი მოჰიკანი იმ ქურდებიდან, რომელიც ე.წ. ნათლობებს მომავალშიც გამართავს, დანარჩენები კი... „მე არ ვარ კრიმინალი, არ მინდა ასე მომიხსენიონ, მე გადასახადების გადამხდელი კანონმორჩილი მოქალაქე ვარ“, _ ლაშა შუშანაშვილის მიერ სასამართლოზე ნათქვამი სიტყვები ძალიან ბევრზე მეტყველებს. ციხიდან გამოსასვლელად ემზადება ტარიელ ონიანიც, რომელიც ამბობს, რომ ასევე კანონმორჩილი მოქალაქეა და... ტაროს უდიდესი ალბათობით, რუსეთში აღარავინ გააჩერებს და ის საცხოვრებლად ესპანეთში წავა, ქვეყანაში, სადაც, პრაქტიკულად, თვეში ერთხელ აკავებენ ათეულობით ქართველს და დეპორტაციას უკეთებენ, ან ესპანურ ციხეში სვამენ. შესაბამისად, მშვიდი საცხოვრებელი ქურდებს აღარსად დარჩათ და მათ ერთადერთი გზა აქვთ _ კრიმინალიდან ლეგალური საქმის კეთებაზე უნდა გადავიდნენ, რაც ერთის მხრივ ძნელი გასაკეთებელი იქნება და, მეორეს მხრივ, ძნელად სარწმუნო, რადგან ნებისმიერი დანაშაული სწორედ ქურდების მიერ ორგანიზებულად მოინათლება და ხელისუფლება პასუხს სწორედ მათ მოსთხოვს. - „ნებისმიერ კითხვაზე პასუხს თავისუფლად გავცემ“ - „ეს მესამე ინვესტორია, რომელიც საქართველოს ტოვებს“ _ ნამახვანჰესის პროექტის შეჩერების ექსკლუზიური დეტალები - „კანონიერი ქურდები“ ხელისუფლებას აშანტაჟებენ?! - „რატომ წყვეტს სესიაშვილი, რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი?“ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თეატრების ბუღალტრებმა საგადასახადო კოდექსი არ იციან?! - „ბორჯღალოსნებმა“ რუსები კიდევ ერთხელ გაანადგურეს - ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს - ბიუჯეტის ფულის ფლანგვა იმერულად _ რა დარღვევები
2019-03-26 00:32:23
http://versia.ge/index.php/2013-07-31-11-23-46/item/5676-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%91%E1%83%90-%E2%80%9E%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E2%80%9C-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E2%80%9E%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E2%80%9C-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204736.6/warc/CC-MAIN-20190325234449-20190326020449-00245.warc.gz
10,368
222,338,908
“საკუთრივ ქალბატონი სალომეს როლი ქართულ პოლიტიკაში ჯერ, სამწუხაროდ, არ იკვეთება, როცა მთაწმინდის მაჟორიტარად მსახურობდა, მაშინაც სალომე არავის უნახავს მთაწმინდაზე, შეგიძლიათ, რიგით მთაწმიდენელებს ჰკითხოთ, ერთხელაც არ მოუკრავთ თვალი, ერთხელაც არ დაინტერესებულა მთაწმინდის პრობლემებით და სამწუხაროდ, როგორც პრეზიდენტი, კვლავ აგრძელებს, მიძინებული პოლიტიკის ტრადიციას. ვერაფერს გეტყვით მის როლზე პოლიტიკაში. ვუსურვებ წარმატებას და ვუსურვებ, რომ იყოს პროაქტიური პრეზიდენტი, რომელიც რაღაცას ლობირებს. ჩვენ გვჭირდება აქტიური, სახალხო პოლიტიკოსები და არა მიძინებული პოლიტიკოსები , რომლებიც თავს იკავებენ მთელ რიგ, მწვავე თემებზე პოზიციონირებისაგან”. გრიგოლ გეგელია, მთაწმინდის მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამის შესახებ გეგელიამ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: საბჭოთა კავშირზე აპელირებით ცდილობენ, არ ისაუბრონ ეკონომიკურ ჩაგვრაზე – ბლიც-ვიდეოინტერვიუ გრიგოლ გეგელიასთან
2019-10-22 21:56:02
https://metronome.ge/story/196350
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987824701.89/warc/CC-MAIN-20191022205851-20191022233351-00255.warc.gz
30,890
563,478,737
დიდად შეძრწუნდა სული ჩემი, შენ კი, უფალო, როდემდე? როდემდე დამივიწყებ უფალო, სამუდამოდ? როდემდე დაფარავ შენს სახეს ჩემგან? უფალო, რამდენ ხანს უყურებ? იხსენი ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომებისგან – ჩემი ერთადერთი. როდემდე იქნები, უფალო, განრისხებული? სამუდამოდ? როდემდე იგიზგიზებს ცეცხლივით შენი მოშურნეობა? როდემდე დაგვემალები უფალო, სამუდამოდ იგიზგიზებს ცეცხლივით შენი მრისხანება? როდემდე ილხინონ ბოროტებმა უფალო, როდემდე ილხინონ ბოროტებმა? როდემდე უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? ვღაღადებდე შენ წინაშე ძალადობის გამო და არ მიხსნიდე? შემდეგ თქვა უფლის ანგელოზმა: ცაბაოთ უფალო! როდემდე არ შეიბრალებ იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, რომლებზეც განრისხებული ხარ აგერ უკვე სამოცდაათი წელია?
2019-03-25 06:12:14
https://bibliismuxlebi.com/xangrdzlivi-tkivili/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203755.18/warc/CC-MAIN-20190325051359-20190325073359-00498.warc.gz
12,290
412,637,030
ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაზრდილი შესაძლებლობები და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის პროცესში მცირე და საშუალო საწარმოების გამოწვევები საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა პროექტის მიგნებები და რეკომენდაციები სამომავლო მოქმედებისთვის ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება: საქართველოს, პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის მედიაპრაქტიკოსების გამოცდილების გაზიარება დოქტ. პეტრა კუხინკოვა, იან ცინგელი წინამდებარე ანგარიში მომზადდა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების, პოპულიზმის ზრდის, ევროსკეპტიციზმისა და ანტიდასავლური მოძრაობების, ყალბი ამბების, მედიაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ზრდის ფონზე, იმ ქვეყნებში, რომლებშიც კვლევა ჩატარდა. (more…) GIP-იმ მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში – “საქართველო და ევროკავშირი – აღმოსავლეთის პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში“ 10 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ მონაწილეობა მიიღო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში – “საქართველო და ევროკავშირი – აღმოსავლეთის პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში”, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. ...GIP-იმ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ საჯარო დისკუსიაში – “აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი – რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ?” 26 სექტემბერს, კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, საჯარო დისკუსია -„აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი – რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ?“ – გერმანიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა. (more…)
2019-10-16 12:37:51
http://gip.ge/ge/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668569.22/warc/CC-MAIN-20191016113040-20191016140540-00401.warc.gz
25,321
82,361,494
"იყავით უფრო კეთილები" - მელანია ტრამპი "სკანდალური" მოსაცმელის შემდეგ პირველად გამოჩნდა მელანია ტრამპი "სკანდალური" ჟაკეტის ტარების შემდეგ პირველად გამოჩნდა სახალხოდ. ის სტუდენტთა ყოველწლიურ, ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. აშშ-ის პირველმა ლედიმ კონფერენციაზე მყოფ ბავშვებს მოუწოდა, უფრო ლოიალურები და კეთილები ყოფილიყვნენ. "არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
2019-10-23 12:36:32
https://www.palitravideo.ge/yvela-video/msoflio/96912-qiyavith-ufro-kethilebiq-melania-trampi-qskandaluriq-mosacmelis-shemdeg-pirvelad-gamochnda.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833766.94/warc/CC-MAIN-20191023122219-20191023145719-00488.warc.gz
32,573
1,028,484,316
17 სექტემბერს სასტუმრო “სტამბაში” თიბისი ბანკმა პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა და ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასულმა ექვსმა გუნდმა საჯარო პრეზენტაციაზე, სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის პროტოტიპები წარადგინა, რომლებიც მომავალში ბიზნესის ყოველდღიური პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზებას შეუწყობს ხელს. ჟიურის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: - I ადგილი – SystemJet - II ადგილი – InvoiceWave - III ადგილი – Contracts.ge პროექტის მთავარმა პარტნიორმა – ევროპულა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) – გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი 15 000 ლარით დააჯილდოვა. SystemJet – განკუთვნილია სილამაზის სალონებისთვის, ესთეტიკური ცენტრებისთვის და მსგავსი ტიპის დაწესებულებებისთვის. პროგრამა ბიზნესს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს კლიენტების ბაზა, მათი ისტორია, მარაგი, შემოსავალი და ხარჯი. პროგრამა ასევე დამოუკდიებლად ამუშავებს მონაცემებს. “დღევანდელი გამარჯვება ჩვენი შრომის და ბევრი ნათევი ღამის დაფასებაა. ჩვენ ვზრუნავთ სხვა კომპანიების განვითარებაზე. ეს გამარჯვება გარდამტეხი იქნება ჩვენი ბიზნესისთვის. მადლობა თიბისი ბანკს მხარდაჭერისთვის,” – ამბობს ლევან მესხიშვილი, “systemjet”-ის დირექტორი. InvoiceWave – ბიზნესს ყოველდღიური პროცესების გამარტივებაში ეხმარება. პროგრამა აღრიცხავს გადახდებს, ხარჯებს, აანალიზებს მონაცემებს, ამზადებს ინვოისსა და ფინანსურ ანგარიშებს. Contracts.ge – არის პლატფორმა, სადაც ხელშეკრულებების, აქტების, ოქმების, მინდობილობისა თუ სხვა დოკუმენტების მომზადება ონლაინ, სწრაფად და იურისტის დახმარების გარეშე შეგიძლიათ. პლატფორმაში ჩაშენებულია სხვადასხვა სამართლებრივი რეგულაციები, იურიდიული ჩანაწერები და კანონები. კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი თიბისის ახალ ონლაინ-პლატფორმაზე – Businesstool.ge-ზე განთავსდება, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებს ბიზნესებთან აკავშირებს და სადაც კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და აღმოაჩინონ საკუთარი ბიზნესისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა – კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მზადდებოდეს ბიზნესისთვის საჭირო პროგრამები. სწორედ ეს იყო კონკურსის მიზანი – ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მიღება, რომელიც ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს. ძალიან ბევრი და კარგი იდეა შემოვიდა და ჩვენ მათგან სამი გამოვარჩიეთ,” – ამბობს “თიბისის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი. თუმცა, თიბისის ძალისხმევა კონკურსის ჩატარებით არ შემოიფარგლება. ნიკოლოზ ქურდიანის განმარტებით, ბანკი ფინალში გასულ ექვსივე გუნდს ბაზარზე პოზიციონირებაში სხვადასხვანაირად დაეხმარება. პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფარგლებში შექმნილ პროდუქტებთან ერთად, თიბისი ბანკმა აუდიტორიას ბიზნესკლიენტებისათვის განახლებული ინტერნეტბანკი წარუდგინა. თანამედროვე ტექნიკური და ვიზუალური სტანდარტების შესაბამისი ინტერნეტბანკი იურიდიულ პირებს გაუმჯობესებულ ფუნქციონალს, სხვადასხვა საჭიროებების მქონე მომხმარებელზე უკეთ მორგებულ, სწრაფ და გამარტივებულ ინტერფეისს, მარტივად ნავიგაციისა და ძებნის უნივერსალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის თითოეულ ეტაპზე თიბისი ბანკის ბიზნესკლიენტები თავად იყვნენ ჩართულები და ინტერნეტბანკი მათი რჩევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით განახლდა. თიბისის მულტიჩენელის განვითარების განყოფილების უფროსის, ზვიად წოწკოლაურის თქმით, ციფრული მიმართულების განვითარება ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, თიბისის იურიდიული კლიენტების ტრანაქციების 92 პროცენტი ონლაინ, დისტანციურად სრულდება: “ჩვენი ინტერნეტბანკი გახდა გაცილებით მარტივი და სწრაფი. შეიცვალა დიზაინი და ის თვალისთვის ნაკლებად დამღლელი და მარტივად კითხვადია. სისტემა უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა, რაც უამრავ ახალ შესაძლებლბოას გვაძლევს.”
2019-10-17 15:42:13
https://netgazeti.ge/news/305105/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986675409.61/warc/CC-MAIN-20191017145741-20191017173241-00495.warc.gz
15,416
622,649,570
1. მწარმოებელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფრთხილოს მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარგანსაზღვრული ვადის განმავლობაში, აგრეთვე იმ რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება დაუყოვნებლივ არ გამოვლინდეს. 2. გაფრთხილება არ ათავისუფლებს პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისაგან. 3. მწარმოებელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ითვალისწინებდეს პროდუქტის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს: ა) გააანალიზოს რისკი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტმა; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები რისკის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, გააფრთხილოს მომხმარებელი და გამოითხოვოს პროდუქტი მომხმარებლისაგან და ბაზრიდან. 4. მწარმოებელმა დისტრიბუტორს უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა დისტრიბუტორმა შეძლოს ამ ინფორმაციის მესამე პირისათვის მიწოდება. 5. თუ მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა იციან ან მათ ხელთ არსებული ინფორმაციისა და პროფესიული ცოდნის საფუძველზე უნდა სცოდნოდათ, რომ მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი შეიცავს რისკს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს და უნდა მიაწოდონ მას შემდეგი ინფორმაცია: ა) მონაცემები პროდუქტის ან მისი პარტიის/ჯგუფის ზუსტი იდენტიფიცირებისათვის; ბ) სრული ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს პროდუქტი; გ) სრული ინფორმაცია, რომელიც იძლევა პროდუქტის მიკვლევადობის საშუალებას; დ) იმ ღონისძიებების აღწერა, რომლებიც საჭიროა რისკის თავიდან ასაცილებლად. 6. მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფს ბაზარზე მათ მიერ მიწოდებული პროდუქტით გამოწვეული რისკის თავიდან აცილებას. |
2019-10-23 00:56:43
http://www.forms.ge/produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/mukhli-011-bazarze-usaprtkho-produktis-gantavseba
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987826436.88/warc/CC-MAIN-20191022232751-20191023020251-00452.warc.gz
17,157
246,336,133
საპარლამენტო არჩევნებზე ხმა, შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მისცეთ, თუმცა, თუ ის ბარიერს ვერ გადალახავს, ყველა გაუნაწილებელ მანდატს პირველადგილოსანი პოლიტიკური გაერთიანება წაიღებს. შესაბამისად, თუ არჩევნებში პირობითად სახელისუფლო პარტია გაიმარჯვებს, გამოვა, რომ თქვენი ხმა, რომელიც გეგონათ, რომ ოპოზიციას მიეცით, მმართველი გუნდის სასარგებლოდ წავა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული პროექტით, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული კომპონენტი უქმდება, არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული, ე.წ. დახურული სიების წესით, 5%-იანი ბარიერი ნარჩუნდება და საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობაც ქრება. რას ნიშნავს პროპორციული საარჩეევნო სისტემა? - დამაკლიკე დღეს არსებული მაჟორიტარულისა და პროპორციულის კომბინირებული სისტემიდან მხოლოდ პროპორციულზე გადასვლას ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მიესალმებიან, თუმცა ძალაში რჩება კრიტიკის უმთავრესი ობიექტი: მანდატების მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილების საკითხი. არასამთავრობოებისა და ოპოზიციის აზრით, იმას, რომ პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში მის სასარგებლოდ დაფიქსირებული ხმების მაქსიმალურად პროპორციული მანდატების რაოდენობა მიიღოს, ვერც ეს სისტემა უზრუნველყოფს, რადგან არსებობს თეორიული ალბათობა, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერისა და ბლოკების აკრძალვის პირობებში, სისტემამ საკმაოდ ბევრი ხმა “გააფუჭოს” და შემდეგ გადაუნაწლილებელი მანდატების სახით მხოლოდ ერთს, პირველადგილოსან პარტიას მიაკუთვნოს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ხმა მისცეთ B პარტიას, რომელიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, შესაბამისად, პარლამენტში ვერ შევა, თქვენმა მეგობარმა, შესაძლოა, C პარტიას მისცეს ხმა, რომელიც ასევე ვერ მიიღებს ხმების 5%-ს. თქვენი ხმები სისტემაში დაიკარგა. ასეთი დაკარგული ხმების საფუძველზე არსებულ მანდატებს კი მხოლოდ ერთი გამარჯვებული A პარტია მიიღებს ნაცვლად იმისა, რომ ისინი პარლამენტში შესულ E, F, G და სხვა პარტიებზე მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდეს. რაც უფრო მაღალი იქნება საარჩევნო ბარიერი, მით უფრო მეტია შანსი, რომ ბევრმა პარტიამ ვერ გადალახოს ის და, შესაბამისად, უფრო მეტი ხმა დაიკარგოს. 2016 წლის არჩევნებზე ცალკე აღებულმა ვერც რესპუბლიკურმა პარტიამ და ვერც თავისუფალმა დემოკრატებმა (რომლებიც ერთ იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგნენ) 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, თუმცა, ისინი რომ გაერთიანებულიყვნენ და არჩევნებში ერთად მიეღოთ მონაწილეობა, დღეს პარლამენტში ფრაქციაც ექნებოდათ. ის, რომ ეს ორი პარტია საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკის სახით არ გავიდა, არაერთმა ანალიტიკოსმა შეაფასა შეცდომად. თუმცა, თუ საარჩევნო ბლოკები კანონით აიკრძალება, ეს დისკუსიაც დასრულდება, რადგან მათ გაერთიანების შანსი აღარ ექნებათ. უბლოკო არჩევნები ასევე უწყობს ხელს ხმების გაბნევას. არგუმენტები ორივე მხარეს აქვს: ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც – ერთ მხარე აპელირებს იმაზე, რომ ოცნების მიერ შემოთავაზებული ფორმულით, უბლოკო არჩევნები მრავალპარტიულობის კუთხით შექმნის პრობლემებს, რადგან პატარა პარტიებს განსაკუთრებით დაარტყამს, მმართველი გუნდი კი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურ სიტუაციას სტაბილურს გახდის და პარტიებს პირიქით, განვითარებასა და გაძლიერებაში დაეხმარება. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარულისა და პროპორციული წესების კომბინირებული სისტემით ჩატარდა, ანუ 77 მანდატი პროპორციული წესით დაკომპლექტდა, ხოლო 73 – მაჟორიტარულით. ამ სისტემით “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით პროპორციული წესით ხმების საერთო რაოდენობის 48.68% (856 638 ხმა) მიიღო, პარლამენტში, ჯამში, მანდატების 76%-ს დაეუფლა, ანუ საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატი შეიყვანა, ენმ-მ თავისი 27.11%-ით (477 053 ხმა) მხოლოდ 18%-იანი საკანონმდებლო წარმომადგენლობა, ანუ 27 მანდატი მიიღო, ხოლო პატრიოტთა ალიანსმა ხმების 5.01%-ით (88 097 ხმა) საკანონმდებლო ორგანოში 6 წევრი შეიყვანა. რა მოხდებოდა, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები იმ სისტემით რომ ჩატარებულიყო, რომელსაც საზოგადოებას “ქართული ოცნება” ახლა სთავაზობს? – ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას, ანუ 113 მანდატს ვერ მიიღებდა, თუმცა მიღებული ხმების 48%-ით მაინც 68%-იან საკანონმდებლო წარმომადგენლობას (ანუ +20%-ს) უზრუნველყოფდა, რაც 103 მანდატს ნიშნავს. ჩნდება შეკითხვა, რომელსაც არასამთავრობოებიც და ოპოზიციური პარტიებიც სვამენ: რატომ უნდა მიიღოს პირველადგილოსანმა პარტიამ ყველა გაუნაწილებელი მანდატი, როდესაც არსებობს შანსი, რომ მანდატები პარლამენტში შესულ ყველა ძალაზე მიღებული ხმების შესაბამისად პროპორციულად გადანაწილდეს? არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო კომისიაში დააყენეს “ოცნების” ფორმულის ალტერნატივა, რომელიც ბელგიელი მეცნიერის, ვიქტორ დონდტის მიერ შემუშავებულ საარჩევნო მეთოდს ეფუძნება. ზოგადად, პროპორციულ საარჩევნო სისტემებში მანდატების განაწილებისთვის რამდენიმე მეთოდს იყენებენ. არსებობს ისეთი მეთოდი, რომელიც შედარებით უფრო მცირეპროცენტიანი პარტიებისთვისაა ხელსაყრელი საარჩევნო თვალსაზრისით, დონდტი პირიქით, პროპორციულად ანგარიშობს, თუმცა დეტალებში მაინც უფრო იმ პარტიებს ეხმარება, რომლებიც არჩევნებში ყველაზე მეტ ხმებს იღებენ, რაც უმრავლესობის ფორმირებას აადვილებს. სწორედ ამ მეთოდით ირჩევენ ევროპარლამენტის წევრებს ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანაში და ამ ფორმულას იყენებს თვითონ ევროპარლამენტიც სხვადასხვა თანამდებობაზე განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფის წარმომაგდნლების შესარჩევად. ზოგადად, ამ მეთოდით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ანაწილებენ საარჩევნო მანდატებს. საკონსტიტუციო კომისიაში არასამთავრობო სექტორმა მანდატების დონდტის მეთოდით გადანაწილება და ბარიერის 3%-მდე დაწევა მოითხოვა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ამ თამაშის წესებით რომ ჩატარებულიყო, პარლამენტში სამის ნაცვლად 7 პარტია შევიდოდა და მთავრობის დაკომპლექტების უფლება მაინც გამარჯვებულს, ანუ “ქართულ ოცნებას” დარჩებოდა 77 მანდატით: “ქართული ოცნების” პოზიციაა, რომ პლურალიზმთან ერთად საარჩევნო სისტემამ პოლიტიკური პროცესის სტაბილურობაც უნდა უზრუნველყოს. უფრო სწორად, საჭიროა ბალანსის მონახვა პლუარლიზმს (ანუ მრავალპარტიულობას) და სტაბილურობას შორის. ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში. “ქართული ოცნება” გამარჯვებული პარტიის მიერ ჩამოყალიბებულ მყიფე უმრავლესობაში პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისათვის საფრთხეს ხედავს. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორმა საკონსტიტუციო კომისიაში მმართველ გუნდს ალტერნატივის სახით მეორე წინადადებაც შესთავაზა: 3%-იანი ბარიერი და სტაბილური, მყარი უმრავლესობისთვის გამარჯვებულს გადაუნაწილებელი მანდატების შევსების უფლება მაქსიმუმ 80-მდე (მის მიერ მიღებული ხმების ხარჯზე მოპოვებული მანდატების ჩათვლით). ამ მოდელით, გამარჯვებული პარტიის მიერ მანდატების 80-მდე შევსების შემდეგ თუ კიდევ დარჩებოდა გადაუნაწილებელი მანდატები, მას სხვა საპარლამენტო პარტიები გაიყოფდნენ პროპორციულად. საკონსტიტუციო კომისიაში, რომელიც ბოლო დღეებში ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა, ეს შეთავაზებაც ჩავარდა და დარჩა ჩანაწერი, რომელიც გამარჯვებულ პარტიას გადაუნაწილებელი მანდატების სახით ბონუსის მიღების შესაძლებლობას უტოვებს ისე, რომ რაიმე სახის წინასწარი დათქმა ანუ ლიმიტი, მაქსიმუმ რამდენი მანდატის მოპოვების უფლება აქვს ამ გზით, გაწერილი არ არის. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: მანდატების განაწილება დონდტის მეთოდით, თუმცა 5%-იან ბარიერზე. ამ ფორმულით 2016 წლის არჩევნებზე ოცნება 91 მანდატს მიიღებდა, ნაცვლად 103-ისა, რის შესაძლებლობასაც მმართველი გუნდის საკონსტიტუციო პროექტი ითვალისწინებს. მართალია, “ქართული ოცნება” არც 5%-იან ბარიერს + დონდტის მეთოდს იღებს, თუმცა საკუთარი არგუმენტების დასაცავად სწორედ ამ მოდელით ითვლის. მმართველს გუნდს რომ დონდტის მეთოდი + 5%-იანი ბარიერი მიეღო, 91 მანდატი ისედაც ეკუთვნოდა. 91-დან 103 მანდატამდე ბონუსი 12 საპარლამენტო ადგილია. “ქართული ოცნების” პოზიციაა, რომ სწორედ ასეთი ბონუსი სჭირდება გამარჯვებულს მყარი უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. “გამარჯვებულს ექნება პატარა ბონუსი… როდესაც საარჩევნო სისტემას ვაყალიბებთ: ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: პლურალიზმი და ამ თვალსაზრისით ეს სისტემა უხარვეზოა, მეორე ეს არის სტაბილურობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. საპარლამენტო რესპუბლიკას დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს: ხშირი სამთავრობო კრიზისები. როდესაც პროპორციული სისტემა მუშაობს, ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება. სხვა სახელმწიფოებმა ეს უკვე გაიარეს. მაგალითად, იტალიაში, როდესაც ეს სისტემა მუშაობდა, ბოლო 60 წლის განმავლობაში 60-ჯერ შეიცვალა მთავრობა. ჩვენ არა სამთავრობო კრიზისები, არამედ სტაბილურობა გვჭირდება”, – ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კახიანის არგუმენტები, რომლებიც რუსთავი 2-ის ეთერში წარმოადგინა მანდატების “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული წესის გადანაწილების დასაცავად. იტალიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მართლაც ბევრი რთული პერიოდი გაიარა სამთავრობო კრიზისების თვალსაზრისით. ქვეყანაში პროპორციული სისტემებიც მოსინჯეს და მაჟორიტარული/პროპორციულის მიქსებიც. 2005 წელს ქვეყანაში დამკვიდრდაა უმრავლესობის ულიმიტო ბონუსი. უმრავლესობის ეს ბონუსი 2014 წლის დასაწყისში იტალიის საკონსტიტუციო კომისიამ გააუქმა და ქვეყანაში მანდატების გადანაწილების ახალი წესი დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტია ბონუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ მას ხმას არჩევნების მონაწილე ელექტორატის მინიმუმ 40% დაუჭერდა მხარს. მსგავსი ლიმიტი “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში არ დევს, ანუ საქართველოში გადაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულმა პარტიამ იმ შემთხვევაშიც კი შეიძლება მიიღოს, თუ ის, მაგალითად, 25%-ს მიიღებს და მეორეადგილოსანს 1 პროცენტით აჯობებს. თუ იტალიაში ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებდა 40%-ს, არჩევნების მეორე ტური ტარდებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს დათქმაც გააუქმა, ანუ პარტია ბონუსს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის 40%-ს გადალახავს არჩევნებში, სხვა შემთხვევაში მეორე ტური აღარ ჩატარდება. შეგვიძლია მოვიყვანოთ საბერძნეთის მაგალითიც, სადაც საარჩევნო ბარიერი ასევე 3%-ს შეადგენს. გამარჯვებული პარტიისთვის ბონუსებს საბერძნეთის საარჩევნო კოდექსიც ითვალისწინებს, თუმცა იქ, საქართველოსაგან განსხვავებით, ბონუსების რაოდენობა განსაზღვრულია – 50 მანდატი. მაგალითად, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში ის შედეგი რომ დადგეს, რაც IRI-ის ბოლო კვლევით იკვეთება პარტიების რეიტინგის კუთხით, ხმების დაახლოებით 42% ანუ 62 მანდატი დაიკარგება.
2019-10-23 10:46:47
https://netgazeti.ge/news/190099/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833089.90/warc/CC-MAIN-20191023094558-20191023122058-00549.warc.gz
19,790
605,195,344
გთავაზობთ 5 ლარად, 42%-იან ფასდაკლების ვაუჩერს ბინის დაქირავებაზე ზღვასთან პირველ ზოლში. ვაუჩერის შეძენის შემდეგ ადგილზე გადაიხდით: აპარტამენტი არის ახალი ევრო რემონტით. აპარტამენტები გათვლილია 3-4 პერსონაზე - არის ერთი დიდი საწოლი ე/წ ,,king size" და გასაშლელი დივანი 2 კაცზე. 1 ვაუჩერით იღებთ ფასდაკლებას 1 დღე-ღამეზე, საჭიროა იმდენი ვაუჩერის შეძენა, რამდენი დღითაც აპირებთ ბინის დაქირავებას. აუცილებელია წინასწარ დაკავშირება და დაჯავშნა.
2019-03-20 11:18:12
https://www.swoop.ge/ge/offers/237885
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202326.46/warc/CC-MAIN-20190320105319-20190320131319-00094.warc.gz
18,677
927,222,595
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ ისინი ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ხვდებიან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის შემდეგ უკრაინელი სტუმრები ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ქედის მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან. საოჯახო მარნებში მათთვის ფოლკლორ შოუ და ადგილობრივი სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართება. ინფოტურის მონაწილეები აჭარას 15 აპრილს დატოვებენ.
2019-10-14 11:19:32
https://tourismcenter.ge/%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9B/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986653216.3/warc/CC-MAIN-20191014101303-20191014124303-00549.warc.gz
13,118
748,018,109
ეს მოთხრობა ახალგაზრდა სლავა მოგუტინმა რუსეთიდან გაქცევის მერე დაწერა. პოსტსაბჭოთა რუსეთიდან გაქცევა კი მას იმიტომ მოუხდა, რომ 1994 წელს დაწყებულ ჩეჩნეთის პირველ ომზე უკიდურესად რადიკალური – თითქმის ფაშისტოიდურ-ნაციონალისტური პოზიცია დაიკავა, ფაქტობრივად, ჩეჩენთა გენოციდს ითხოვდა. ეს კი თვით რუსეთის მთავრობისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. მოგუტინს თეატრალური ლტოლვა ახასიათებს ფაშიზმისადმი. მკაფიოდ ჩანს მისი რადიკალური ქვიარობაც (რაც ამ მოთხრობაში პირდაპირი მნიშვნელობით ვლინდება). ამ ფონზე კი გასაგები ხდება მისი მსგავსება ედუარდ ლიმონოვთან – მოგუტინზე უფროს და მასზე უფრო გავლენიან რუს რადიკალ მწერალთან, რომლის ნაწერებშიც პირველად ვაწყდებით „პახაბშჩინის“, ქვიარობის და ულტრანაციონალიზმის მიზანმიმართულ გადაკვეთას. და მაინც, როგორ შეიძლება ფაშიზმის და ქვიარობის გადაკვეთა? იქნებ ამ შეკითხვაზე პასუხი ნაწილობრივ მაინც გასცეს „ჩემმა პირველმა მუშტმა“. მერე იყო ის ტიპი მუშტით მაგის სახელი არ მახსოვს ისეთ კაიფში ვიყავი დეზმონდთან გატარებული უძილო ღამის მერე ექსტაზი და კოკაინი თვალწინ ყველაფერი ტრიალებდა, შიგნითაც გრძნობათა დიდი აღრევა იყო, რო იმ ტიპმა დარეკა სადღაც ნიუ-ჯერსიდან და ეფოინთმენთი დამინიშნა. ისეთი გასული ვიყავი დამავიწყდა ბრიუსის გაფრთხილება ეგ ტიპი რო მოვიდოდა და დავეგდე დასაძინებლად კარზე რო დარეკა, გიჟივით წამოვხტი და ზედ ამ ტიპის ცხვირწინ ლამის წიხლისკვრით გავტენე ბრიუსი გარეთ გარეთ. გასაშტერებელი იყო ეგრევე მივხვდი, რომ ფაშისტიც ჩუმად გაიხადა ვიდზე იყო სუფთა პიზდეცი TOTALLY MY TYPE ამის დედა მოვტყან და ვინ ვის უხდის აქ კანი ტრაკი ყლე ბავშვივით დაბერილი ტუჩები მკაცრი ძლიერი სახე თმა მოკლეზე ყველაფერი ჩემს გემოზე კაცის სუნი: ოფლის თამბაქოს და სექსის მძაფრი არომატი მაგის კოსტიუმით და პორტფელით მიხვდებოდი რო ან კლერკი იყო ან ბიზნესმენი. არადა, მაგის გარეგნობის პატრონს იოლად შეეძლო მოდელი ყოფილიყო. მაგრამ მაშინ კაცი აღარ იქნებოდა რადგან მოდელები კაცები არ არიან რაღაცნაირი დედამოტყნული მესამე სქესია რა მოგწონს? – ყველაფერი. ყლე მოვუწუწნე მერე იმან მომიწუწნა მერე მომტყნა ჯერ უკნიდან უხეშად ძაღლივით გადაკუზული მერე ძლიერი მოძრაობით გადმომაბრუნა ყველაფერი ჩუმად საქმიანად ყველანაირი ხვნეშის და კვნესის გარეშე. პირში ჩამაფურთხე! – ხრიწინით ვთხოვე პირი გავუღე თვალი თვალში გავუყარე მოწყალებასავით დამიკმაყოფილა თხოვნა და ამით არადამიანური წყურვილი მომიკლა. მადლიერად ვყლაპავდი მის მსუყე ფურთხს არ მყოფნიდა მინდოდა კიდე და კიდე მინდოდა მისი მოტყვნა მაგრამ არ მიდგებოდა ყოველთვის არ მიდგება ხოლმე კოკაინზე ამიტომ საბოლოოდ მოვეშვი აბსოლუტურ გამოყლეებამდე და მონურ მორჩილებამდე მისული იმან კიდე თანდათან დაიწყო ჩემში თითების ფათური. ნელ-ნელა ჩამტენა ნავივით მოკეცილი ხუთივე პატარა თითი უკვე მეჩვენებოდა რო ეს ზღვარია მაგრამ იმან იცოდა რას აკეთებდა და სულ ცოტა ძალისხმევის მერე ჩემში უკვე შემოსული იყო მთლიანი მუშტი. ჩემს ცხოვრებაში პირველი მუშტი ისიც კი მომეჩვენა რო ამის აღსანიშნავად გაისმა რაღაცნაირი კბილების ამკრაჭუნებელი უნივერსალური აკორდი თვალებში დამიბნელდა თითქოს მთელი სხეულით ვიკლაკნებოდი როგორც უკანასკნელი ბოზი თუმცა ნამდვილად არ ვარ უკანასკნელი ვხედავდი ვგრძნობდი როგორ მოსწონდა იქ შიგნით მუშტი კიდე გაამოძრავა ფრთხილად აქეთ-იქით დაატრიალა და ჩემს მუცელზე გაათავა და როგორც სხვებთანაც ხდება ხოლმე ჩემს ტატუს დაუმიზნა ჭიპის გარშემო რო მაქვს კაიფისგან განგრეული მხოლოდ ველოდებოდი ჩემს ჯერს და მერე ეგრევე გავათავე ჩემი თესლი შეერია იმისას ამ ძველეგვიპტური ცხოვრების სიმბოლოს შიგნით რო გამოიღო მარტო მაშინ მეტკინა მაგრამ მშობიარობამ წარმატებულად ჩაიარა იდაყვებზე წამოვიწიე კარგად რო დავკვირვებოდი ახალშობილ მუშტს მას ჰქონდა განიერი ძლიერი ხელისგული გრძელი ლამაზი თითებით რელიეფური ძვლებით რომლებიც მის მეომრობაზე მეტყველებდნენ (უხილავი ფრონტის მეომრობაზე) ალბათ საამაყო მაინც მქონდა ეს იყო ნამდვილი კაცის ხელი ისეთი კი არა მე რო მაქვს მევიოლინის ხელები. სანამ შხაპს იღებდა ვიწექი დაქანცული და ოფლიანი მდაბიო სექსის სუნს ვავრცელებდი სპერმა რომელიც ნელ-ნელა მახმებოდა მუცელზე მკერდზე და ნეკნებზე ჩემს კანს რაინდის აბჯარივით ექაჩებოდა და გაურკვეველ დელირიუმში ვოცნებობდი იმაზე როგორ დამეტოვებინა ჩემთვის ეს ფაშისტი კლერკი რო მხოლოდ ჩემი მოხმარებისთვის მიმეჯაჭვა სადმე სარდაფში ან სხვენში მიმეტანა მისთვის საჭმელი როგორც ძაღლისთვის დამეგდო მისთვის ხელოვნური ძვლები ზოომაღაზიიდან და პერიოდულად მეხმარა როგორც აი ახლა ან უფრო მაგრადაც ან მომეჭრა საერთოდ ხელები რო ამ ფაშისტურ მუშტებს ორგაზმამდე მეტი არავინ მიეყვანათ მხოლოდ მე მე მარტო. შხაპიდან სწრაფად გამოვიდა ჩუმად ჩაიცვა ზედაც არ შემომხედა გადათვალა 200 დოლარი ტკიცინა ოციანებით როდის დაბეჭდა? გუშინ ღამე? ვცდილობდი გამეხუმრა არ უპასუხია ზიზღით დააგდო ფული გაჩანაგებულ საწოლზე შემდეგზე ფულს არ გამოგართმევ წავიკვნესე კარებთან რო მივაცილე თავმომწონედ გაიღიმა და უსიტყვოდ გაიჯახუნა კარები გააჯვა თავისთან ნიუ-ჯერსიში ჩემი გამტანჯავი პირველი მუშტით თავისი დებილური ვირთხისფერი შარვლის ჯიბეში ისე ვითომც არაფერიო მე კიდე დამტოვა საზიზღარი სიცარიელისა და დაცემის დამთრგუნველი გრძნობით ნაუცბათევი შხაპის პირისპირ მორიგი ჩხუბის წინ დეპრესიულ და ეჭვიან ბრიუსთან რომელიც ისეთი პრეტენზიული იყო როგორც ნებისმიერი სელებრითი მინდოდა დავწეოდი გამეჩერებინა დამებრუნებინა ისე რო სიჩქარეში წავქცეულიყავი დამემტვრია კოჭები დამელეწა მუხლები და დამეგლიჯა უკვე არაფრისმომტანი მყესები შიშველს ჩამერბინა კიბეებზე უკვე უშავესი ინსტინქტებით შეპყრობილს ჩავბღაუჭებოდი მხრებში ჩამეხედა თვალებში და ჩავვარდნილიყავი ისტერიკაში სიფათში მომედო ბრაზისგან და უიმედობისგან თავდაკარგულს უმწეო ზიზღით მეყვირა ეს რა ქენი მომეცი გესმის მომეცი ეს ჩემია ნაძირალა პირუტყვო ბოზო ნაბიჭვარო ფაშისტო. მერე შევეგებებოდი ხმაურზე მოვარდნილ მეზობლებს და მოვითხოვდი პოლიცია გამოეძახათ დავარწმუნებდი რო ეს ჩათლახი პერვერტი შემომივარდა ჩემს ბინაში 5F მეხუთე სართულზე გამავსო ნარკოტიკებით, გამქურდა და გამაუპატიურა მაიძულა ბინძური ცხოველური სექსი და კინაღამ პროჭი გამიხია ცოტაც კიდე და გამიხევდა ცოტაც და. მაგრამ დიდი არაფერი დანაკლისია – ვუმტკიცებ ჩემს თავს და ტირილით ვანძრევ.
2019-03-22 10:23:06
http://indigo.com.ge/articles/literature/chemi-pirveli-mushti
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202642.32/warc/CC-MAIN-20190322094932-20190322120932-00304.warc.gz
15,782
100,664,978
რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღრებული დესერტი? რესტორნების ქსელ Salt Yard Group-ის შეფ-მზარეულმა ბენ ტიშმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საახალწლო დესერტი მოამზადა. ბენ ტიშის მიერ მომზადებული ნამცხვრის დაგემოვნება გურმანებს 5600 დოლარი უჯდებათ. აღსანიშნავია, რომ ნამცხვრის ღირებულებაში შედის ერთი ჭიქა კონიაკი სახელწოდებით Louis XIII, რომლის ღირებულებაც 650-1200 დოლარია. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული დესერტის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი, საქველმოქმედო ფონდში ირიცხება.
2019-10-14 20:09:50
https://www.droni.ge/?m=12&AID=9202
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655310.17/warc/CC-MAIN-20191014200522-20191014224022-00298.warc.gz
13,090
865,168,432
ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი რამდენიმე დღის წინათ საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლები საფინანსო სფეროში არსებულ სიტუაციაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. მუნიციპალური საწარმო "თბილგაზის" ინფორმაციით, დედაქალაქში ბუნებრივი აირის მოხმარება დღე-ღმეში 2 ათასი კუბური მეტრით შემცირდა. საგულისხმოა, კორპორაცია AES-მა საქართველოდან წასვლის განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ 2001 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა. თამარ ჩიქოვანი, თბილისი 30 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას განაგრძობს. ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქართულ პოლიტიკურ პარნასზე განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ კი სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფების საბიუჯეტო გარიგებებში დადანაშაულებამ, ბრძანებულების პროექტი, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში შეიმუშავეს, პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბიზნესის ლეგალურად წარმართვა საქართველოში სულ უფრო ძნელი ხდება. ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებები შეინიშნებოდა. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესაძლო ინვესტორის, თურქეთის კომპანია „ჩუქუროვა ჰოლდინგის“ დასახელებას დაინტერესებული საზოგადოების ერთი ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მაშინ როდესაც ენერგოკრიზისის გამო სოციალური ვითარება თანდათან იძაბება, საქართველოს ხელისუფლება საბიუჯეტო ლობირებით არის დაკავებული. თბილისის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიას არასტაბილურად იღებს. ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ექსპერიმენტების მოყვარული საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ახალი ინიციატივით გამოდის.
2019-10-24 02:36:49
https://www.radiotavisupleba.ge/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/2002/1/30
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987838289.72/warc/CC-MAIN-20191024012613-20191024040113-00432.warc.gz
19,710
1,026,513,429
- ფეიენოორდი 4:0 დინამო თბილისი - დინამომ დე კუიპზე თამაში კაცნაკლულებმა ჩაამთავრა - როტერდამელებმა პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს - საპასუხო მატჩი თბილისში მაყურებლის გარეშე ჩაივლის თბილისის დინამომ უეფას ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად როტერდამის ფეიენოორდთან ჩაატარა და უშანსოდ, ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხდა. პლუს, დიდი ალბათობით, საპასუხო დაპირისპირება "დინამო არენაზე" მაყურებლების გარეშე ჩაივლის და შეიძლება ითქვას, ტურნირის საკვალიფიკაციო პლეი ოფში დინამოს გასვლის შანსი თეორიულია. POPSPORT-ის ინფორმაციით, თბილისურმა კლუბმა მატჩის წინ უეფას თხოვნით მიმართა, რათა 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებთ, დინამოელებისთვის როტერდამის არენაზე შავი სამკლავურებით გასვლის უფლება მიეცა, მაგრამ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ქართული მხარის თხოვნა არ დააკმაყოფილა. თამაშის წინ ფეიენოორდის ტვიტერმა 1981 წლის თასების მფლობელთა თასზე დინამოსთან დაპირისპირება გაიხსენა (ქართულ ენაზე) და გამოთქვა ვარაუდი, რომ ქომაგი ბრწყინვალე დაპირისპირების მომსწრე გახდებოდა, თუმცა როტერდამში ნამდვილად ცალკარა ვიხილეთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - დღეს ფეიენოორდსა და დინამო თბილისს შორის სათამაშო კლასში სხვაობა კოლოსალურია. "დე კუიპზე" თამაში მასპინძლების შტურმით დაიწყო და დინამო გაშვებულ გოლს უკვე მესამე წუთისთვის გადაურჩა, როდესაც კარში ჯერ სტევენ ბერგჰუი ურტყამდა, შემდეგ კი - სემ ლარსონი. პირველის დარტყმული ხოსე პერალესმა მოიგერია, მეორემ კი ახლო მანძლიდან კარს ზემოდან გადააცილა. როტერდამელთა იერიშები ამის მერეც გაგრძელდა, დინამო კი პრაქტიკულად საკუთარ საჯარიმოს მიეჯაჭვა. მე-13 წუთისთვის თბილისელთა მეკარემ კარის გადარჩენა ჰაპსის სახიფათო დარტყმის შემდეგ ნახტომში მოახერხა. დინამომ ფეიენოორდისთვის პასუხის გაცემა მხოლოდ 22-ე წუთისთვის შეძლო. კუთხურის შემდეგ გამოვარდნილ ბურთს პირველმა ლევან შენგელიამ მიუსწო და შორიდან ძლიერად დაარტყა. მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ფეიენოორდი დროებით დაცხრა, დინამომ კი ცოტა ხნით ბურთს დაჭერაც შეძლო. ეს იყო და შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილ სინისტერას შეეძლო გატანა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა. სამწუხაროდ, 20 წლის კოლუმბიელმა გოლი მოგვიანეით მაინც გაგვიტანა და ეს ტაიმის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე მოახერხა. მასპინძელთა იერიში კარგა ხანს გაგრძელდა, დინამოელებმა კი ბურთი ვერაფრით ამოიტანეს. ფეიენოორდის მრავალფაზიანი შეტევა საბოლოოდ ლუის სენისტერამ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით დაასრულა. მეორე ტაიმიც ფეიენოორდის კარნახით წარიმართა, თუმცა პერალესის კარზე წნეხი შესამჩნევად ნაკლები იყო და შიგადაშიგ, თბილისელებიც ახერხებდნენ მეტოქის ნახევარზე კომბინაციურ თამაშს. 62-ე წუთზე დინამომ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ ფეიენოორდის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დაასრულა. მასპინძელთა მეკარე ამჯერადაც ადგილზე დახვდა ბურთს. გაცილებით დიდი ჯაფა ვერმეერს ნოდარ ქავთარაძის დარტყმის შემდეგ დაადგა. როტერდამელთა მეკარემ ნახტომში გაჭირვებით მოახერხა ბურთის მოგერიება. თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე კი დინამო კაცნაკლული დარჩა და ამის შემდეგ ყველაფერი აირია. აკაკი შულაიამ ზედიზედ მეორე ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და მოედანი დატოვა. შედეგად, თბილისელთა კარში მეორე გოლიც გავიდა - როტერდამელებმა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს, დავით კობოურმა კი ბურთი თავით საკუთარ კარში შეაგდო. ათკაციანი დინამო მოიშალა და სულ მალე პერალესის კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. ბურთი ხელზე მონხილს მოხვდა, ბერგჰუისმა კი პენალტიდან შეაგდო. შემდეგ უკვე იყო ფეიენოორდის ეფექტური შეტევა, ლარსონის ფინტი, გამჭოლი პასი დინამოელთა საჯარიმოში და ნარსინგხის გოლი ერთი შეხებით. "დე კუიპზე" თამაში ასეც დასრულდა - 4:0. ფელის ვისენტეს გუნდი ფეიენოორდთან საპასუხო შეხვედრას 15 აგვისტოს, თბილისში, "დინამო არენაზე" ჩაატარებს და სამწუხაროდ, გულშემატკივრების გარეშე. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ როტერდამულ მატჩამდე გავრცელდა, რომლის თანახმად, უეფამ ქართული კლუბი აზერბაიჯანულ გაბალასთან შეხვედრაში გულშემატკივრების მხრიდან რასისტული გამოხდომების გამო დასაჯა. დინამო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. გოლი: 1:0 სენისტერა (43'), 2:0 კობოური (82' ავტოგოლი), 3:0 ბერგჰუისი (85'), 4:0 ნარსინგხი (88'). ფეიენოორდი (4-3-3): ვერმეერი - ნივკოოპი (46' გერტრეიდა), ბოტეგინი, ვან დერ ჰეიდენი, ჰაპსი - კეკჯუ, ტაპია (77' ბურგერი), ფერი - სინისტერა (72' ნარსინგხი), ბერგჰუისი, ლარსონი. დინამო (4-3-3): პერალესი - რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე - კუხიანიძე (77' ქარდავა), პაპავა, ნინუა - შენგელია (46' შენგელია), კუტალია, ქავთარაძე (87' კარიკარი).
2019-10-15 23:22:11
https://popsport.com/article/14645-4-goli-de-kuipze-dinamo-tbilisi-uepamats-dasaja-da-peienoordmats
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660829.5/warc/CC-MAIN-20191015231925-20191016015425-00509.warc.gz
18,299
613,733,543
პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. დეპუტატი შეშფოთებულია იმ სატელეფონო შეტყობინებების გამო, რომლითაც მომხარებელს ნარკოტიკულ საშუალებებს სთავაზობენ. „დეკრიმინალიზაცია ერთია მაგრამ ნუთუ არ შეიძლება იმ შეტყობინებების შეჩერება ( და ავტორების იდენრიფიკაცია) რითაც ტელეფონში პირდაპირ მოგდის შემოთავაზება: ჰეროინი, კოკაინი, სუბუტექსი და სხვა … ეს ახალგაზრდების დაღუპვაა და არცერთ სხვა ქვეყანაში არ გამიგია ასეთი რამ“,-წერს ზურაბიშვილი. დეკრიმინალიზაცია ერთია მაგრამ ნუთუ არ შეიძლება იმ შეტყობინებების შეჩერება ( და ავტორების იდენრიფიკაცია) რითაც ტელეფონში… Posted by Salome Zourabichvili on პარასკევი, 15 დეკემბერი, 2017
2019-10-16 13:13:43
https://news.ge/2017/12/15/zurabisvili-heroihi-kokaini/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668569.22/warc/CC-MAIN-20191016113040-20191016140540-00127.warc.gz
16,189
601,685,999
- 22.10.2019 12:05რუსეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ძვირფასი თვლებით აღმოუჩინეს - 22.10.2019 12:05სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა - 22.10.2019 11:20კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა - 22.10.2019 11:20ჟანდარმერიის არქივის პირველი გამოფენა გაიმართება - 22.10.2019 11:20კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა - 22.10.2019 11:20ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები ცნობილია - 22.10.2019 10:35დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება - 22.10.2019 10:35საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო - სუს-ის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა - 22.10.2019 10:35პოლიციამ 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო - 22.10.2019 10:35ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება რეგიონში „საპარტნიორო ფონდის“ სახით, საიმედო და მყარი დასაყრდენი გვყავს -კორპორაცია Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდომარე „რეგიონში „საპარტნიორო ფონდის“ სახით, საიმედო და მყარი დასაყრდენი გვყავს“- ეს განცხადება ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაციის Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდმარემ ვან იმ „საპარტნიორო ფონდსა“ და Sino Sure-ს შორის ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ხელმოწერის ცერემონია დღეს პეკინში შედგა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის უმსხვილეს ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობისა და იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას ჩინური მხრიდან ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure -ს საბჭოს თავმჯდომარე ვან ი, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ხუან ჭციანი და ასევე, სადაზღვევო, რისკების მართვის, განვითარებისა და სტრატეგიის და საინვესტიციო დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ქართული მრიდან კი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი და ის რეიტინგები გააცნო, რომელთა მიხედვით, საქართველო საერთშორისო ბაზარზე უპირატეს პოზიციებს იკავებს. თავის მხრივ, კორპორაცია Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდომარემ ვან იმ განაცხადა, რომ რეგიონში „საპარტნიორო ფონდის“ სახით, მათ საიმედო და მყარი დასაყრდენი ჰყავთ. კორპორაცია Sino Sure-მა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის ესპორტის ზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხო „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის „გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ მიერ გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩინელ კონტრაქტორებთან და ჩინურ ბანკ „აისიბისის“-თან თანამშრომლობის გარდა, დაზღვევის მიმართულებით ჩინეთის უმსხვილესი სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის მონაწილეობაც განიხილება. ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის ოფიციალური დელეგაცია პეკინში ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში იმყოფებოდა. ოფიციალური დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს შეხვდა.
2019-10-22 08:19:26
http://medianews.ge/ge/regionshi-sapartnioro-fondis-sakhit-saimedo-da-mkari-dasakrdeni-gvkavs-korporatsia-sino-sure-is-sabchos-tavmdjdomare/32650
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987813307.73/warc/CC-MAIN-20191022081307-20191022104807-00363.warc.gz
11,220
126,863,914
“დმანისის გადარჩენის ფონდის” ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საკუთრებაში არ ურეგისტრირებს მათ მიერ აუქციონის გზით შეძენილ ასწლოვან ევკალიპტის ხეს. ფონდის წარმომადგენლის, თამთა შამათავს განცხადებით, უწყების მოთხოვნით, მიღება-ჩაბარების აქტს მას შემდეგ გაუფორმებენ, როცა ხეს ტერიტორიიდან გაიტანენ. თამთა შამათავს შეფასებით, სააგენტო კანონს არღვევს, როდესაც მათ მიერ შეძენილ ნივთს საკუთრებაში არ ურეგისტრირებს. “მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილობითი მოთხოვნისა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, დოკუმენტს სააგენტო არ არეგისტრირებს. მათი გაცხადებით, მიღება-ჩაბარების აქტი მას შემდეგ გაფორმდება, რაც ხეს ადგილიდან გავიტანთ. ამავდროულად, უწყება გვიცხადებს, რომ საბანკო რეკვიზიტი უნდა მივიტანოთ, რათა მოახდინონ ჩვენ მიერ გადახდილი თანხის 2020 ლარის უკან გადმორიცხვა. რითაც ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდება და მათ საშუალება მიეცემათ, აუქციონი თავიდან გამოაცხადონ იმ კონკრეტული კომპანიისთვის, ვისთვისაც თავიდანვე იყო გამოცხადებული,”-აცხადებს თამთა შამათავა. თამთა შამათვას თქმით, აუქციონი ერთი კომპანიისთვის, “ურეკი რეზიდენსისთვის” გამოცხადდა. „ურეკი რეზიდენსის“ 100% წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილია. ამ კომპანიის საკუთრებაშია ის ტერიტორია ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მრავალწლოვანი ხეები გადააქვს. “ურეკი რეზიდენსი” 2016 წელს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა და 2017 წელს 4 მლნ ლარად თავის შვილს ბერა ივანიშვილს მიჰყიდა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც “დმანისის გადარჩენის ფონდი” თავიდანვე საუბრობდა. აღნიშნული აუქციონი კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვისაა,” – ამბობს “დმანისის გადარჩენის ფონდის” წარმომადგენელი. ევკალიპტის ხე 27 მარტს აუქციონზე 14 ოპოზიციური პარტიის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა 2020 ლარად შეიძინა. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 20 აპრილს „ნეტგაზეთს“ წერილობით აცნობა, რომ თუ მყიდველი ვერ უზრუნველყოფს ქონების გატანას განთავსების ადგილიდან, ელექტრონული კონტრაქტი მოიშლება ცალმხრივად. ევკალიპტის ხე აუქციონზე ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად იყიდეს, რათა ამ გზით, როგორც თვითონ ამბობენ, ხელი შეეშალათ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომლის კომპანიები გასული წლიდან მოყოლებული ეზიდებიან ასწლოვან ხეებს აჭარიდან და სხვა რეგიონებიდან და შეკვეთილში რგავენ. მომსახურების სააგენტოდან 20 აპრილს მიღებული წერილით ასევე ირკვევა, რომ ევკალიპტის ხე, რომელიც სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ბალანსზე ირიცხებოდა და განკარგვის მიზნით სააგენტოს უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გადაეცა. აუქციონის პირობების მიხედვით, „დმანისის გადარჩენის ფონდს“ ევკალიპტის ხე ნაკვეთიდან უნდა გაეტანა მიმდინარე წლის 4 მაისამდე, თუმცა ოპოზიციური პარტიები არ გეგმავენ მის სხვა ადგილას გადარგვას. დასტურდება, რომ ევკალიპტის ხე აუქციონზე ივანიშვილისთვის გაიტანეს
2019-10-16 09:53:16
https://netgazeti.ge/news/280014/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666959.47/warc/CC-MAIN-20191016090425-20191016113925-00276.warc.gz
14,509
635,787,277
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ მექვაბიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრის დროს გვიმხელს, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს საკრებულოს მომავალ თავმჯდომარეს. ავთანდილ მექვაბიშვილი: _ მე მივიღე გადაწყვეტილება, საკრებულოს სხდომა მოვიწვიო მომავალ ორშაბათს. სავარაუდოდ, საკრებულოს ბიუროს სხდომას ხვალ მოვიწვევ. შევეცდებით იმასაც, საკრებულოს სხდომაზე გადავწყვიტოთ პერსონალური საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ. საკრებულოს მომავალი თავმჯდომარის შესახებ მეც მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული აზრი, მაგრამ თავს შევიკავებ და არ განვაცხადებ საჯაროდ. მე ვიცი, როგორი უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე. _ მაშინ ეს გაგვიმხილეთ, როგორი უნდა იყოს საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე? _ მე ვფიქრობ, რომ უამრავი კარგი თვისება უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს აუცილებლად პატიოსანი, გონიერი, განათლებული, კომუნიკაბელური, გამოცდილი, კარგად უნდა იყოს თვითმმართველობის საკითხებში გაცნობიერებული და სხვა კიდევ უამრავი პიროვნული თვისება უნდა გააჩნდეს, რომელიც დასჭირდება მას. კარგი შემადგენლობა ჰყავს საკრებულოს და მას თუ კარგ მიმართულებას მისცემ, კარგად დატვირთავ საქმეებით, გეგმაზომიერად და კანონის შესაბამისად, უამრავ კარგ საქმეებს გააკეთებენ, _ გვითხრა ავთანდილ მექვაბიშვილმა. ჩვენთან საუბრის დროს, ავთანდილ მექვაბიშვილმა თავი შეიკავა, გაემხილა თუ ვინ იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. "გურია ნიუსისთვის" ამ ეტაპზე შვიდი კანდიდატის ვინაობაა. აქედან ექვსი მამაკაცი და ერთი ქალია _ ირინა საჯაია, ლევან ნინიძე, დიმიტრი კვერღელიძე, თემურ მოქია, შალვა თავდიშვილი, მერაბ მჟავია, ავთანდილ სურგულაძე. "გურია ნიუსი" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ლევან ნინიძე ამბობს, რომ ის მხარს დიმიტრი კვერღელიძეს უჭერს: _ ჩემს თავს აცილებას ვაძლევ. მე მხარს ვუჭერ დიმიტრი კვერღელიძის კანდიდატურას. ეს არის გამოცდილი, სერიოზული ადამიანი. ვფიქრობ, რომ გაართმევს ამ დაუდევრობას თავს და დალაგდება სიტუაცია. _ თქვენ 2010 წელს, ალეკო მამეშვილის კანდიდატურასაც დაუჭირეთ მხარი. ის არ იყო გამოცდილი კადრი? _ კი, კი ასე იყო, როგორ არ იყო, ძალიან განათლებულია. მოვიდა სულ სხვა ვითარება და შეიცვალა ყველაფერი. _ რომელ სხვა ვითარებაზე საუბრობთ? _ "ქართული ოცნება" შემოდის აქტიურად. _ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს "ქართული ოცნება" არ იყო... _ მაშინ არ იყო "ქართული ოცნება". ფაქტობრივად, იმ დროს ერთპარტიული საკრებულო მივიღეთ _ სამი-ოთხი კაცის ოპოზიციონერობა არაფერს ნიშნავს. დღეს ვფიქრობ, რომ მეტად საინტერესო გახდება საკრებულოს მუშაობა, იქნება საქმიანი დაპირისპირება და გატარდება ცხოვრებაში "ოცნების" ამოცანები და მიზნები. საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გოგოტიშვილი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს და მედიასთან მეტად სიტყვაძუნწია. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში გავიგებთ იმ კანდიდატის სახელს და გვარს, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარადგენს. _ ბატონო მიხეილ, ჩვენი ინფორმაციით, თქვენი პარტია ირინა საჯაიას კანდიდატურას წარადგენს. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას? _ რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება ყველაფერი. _ ასევე საუბარია თემურ მოქიაზე, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით შევიდა სკარებულოში. _ თემურ მოქია არ არის არც ფრაქცია "ნაცმოძრაობის" და არც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, "ნაციონალური მოძრაობის" პორტირება მოხდა "ქართულ ოცნებაში". დღეს იქეთ ბრძანდებიან და ვუსურვებთ წარმატებებს, კიდევ შევხვდებით ბრძოლის ველზე _ რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ, _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა. ირინა საჯაიას თქმით, ჯერჯერობით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან არ მომხდარა პარტიაში შეკრება, სადაც ერთიანად მიიღებენ გადაწყვეტილებას. თემურ მოქია ამბობს, არც ის აპირებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში სცადოს ბედი: _ ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია. შეიძლება, სხვისი აზრი იყოს, მაგრამ მე არ ვაპირებ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ვიყარო კენჭი, _ თქვა თემურ მოქიამ. "გურია ნიუსი" საკრებულოს კიდევ ერთ დეპუტატს, მერაბ მჟავიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ძალიან დაკავებულია და აქედან გამომდინარე, არ აპირებს დაასახელოს თავისი კანდიდატურა: _ საკრებულოს თავმჯდომარეობა არ არის ადვილი საქმე. მე მაქვს ჩემი საქმეები, რომელსაც ვერ მივატოვებ, _ გვითხრა მერაბ მჟავიამ. და ბოლოს, როგორც "გურია ნიუსისთვის" არის ცნობილი, ორშაბათამდე კიდევ რამდენიმე კანდიდატის სახელი და გვარი დასახელდება. თუ ვინ იქნებიან ისინი, 24 ივნისს გახდება ცნობილი.
2019-10-20 00:30:23
http://gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/10814
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986700560.62/warc/CC-MAIN-20191020001515-20191020025015-00317.warc.gz
21,672
89,551,781
ყავა – 250 მლ (3 სადილის კოვზი ყავა 250 მლ წყალში გავხსნათ), კვერცხის გული – 3 ცალი, მომზადების წესი: ჟელატინს ანადუღარი წყალი დავასხათ და შეფუთვაზე მითითებულ დრომდე დავტოვოთ. ცალკე ქვაბში კვერცხის გული და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ. ცეცხლზე დავდგათ და დავტოვოთ, სანამ შაქარი არ დადნება. შემდეგ ყავა და ჟელატინი დავუმატოთ, ცეცხლზე მანამ დავტოვოთ, ვიდრე ჟელატინი არ გაიხსნება. შემდეგ კი გავაცივოთ. ნაღები მიქსერით ავთქვიფოთ და მიღებული ყავის მასა დავუმატოთ. ჭიქაში ჩავასხათ და მაცივარში 3- 4 საათით მოვათავსოთ.
2019-10-19 14:42:05
http://plus.kvira.ge/%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986696339.42/warc/CC-MAIN-20191019141654-20191019165154-00351.warc.gz
19,927
152,755,817
CANNAPRESSO ყოველთვის ინარჩუნებს წინსვლის, ახალი კარები, მონაწილე ყველაზე გავლენიანი გამოფენები cannabis მრეწველობის, და ამით ახალი რამ, იმიტომ, რომ ჩვენ მიზნად ისახავს უკეთესი პროდუქცია ჩვენს მომხმარებელს. " CANNAPRESSO ყოველთვის ინარჩუნებს წინსვლის, ახალი კარები, მონაწილე ყველაზე გავლენიანი გამოფენები cannabis მრეწველობის, და ამით ახალი რამ, იმიტომ, რომ ჩვენ მიზნად ისახავს უკეთესი პროდუქცია ჩვენს მომხმარებელს. "
2019-10-15 22:33:37
http://www.cannapresso.com/ka/exhibition/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660323.32/warc/CC-MAIN-20191015205352-20191015232852-00044.warc.gz
11,131
244,743,529
1 როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, 2 დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. 3 თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. 4 ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. 5 დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. 6 ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. 7 თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე. 8 მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში. 9 ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე. 10 შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. 11 წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. 12 გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. 13 უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ. 14 გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე. 15 ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა; 16 სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე. 17 აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს. 18 შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები. 19 ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს. 20 ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ. 21 წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც. 22 ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა.
2019-03-26 06:01:08
https://ka.dobro.in/pervaya-kniga-moiseeva-bytie-chapter-six/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204857.82/warc/CC-MAIN-20190326054828-20190326080828-00021.warc.gz
5,683
539,562,857
Array ( [get1] => vid [get2] => 495065-სახალისო-მომენტები-ფეხბურთში [get3] => 1 ) კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს გიბრალტარი VS საქართველო - ვინ აჯობებს, კიტეიშვილი თუ პოლიციელი კასციარო? ევრო 2020. საკვალიფიკაციო: პორტუგალიის მძლეველი უკრაინა გავიდა - საფრანგეთ-თურქეთის ომი, შეწყვეტილი ბულგარეთი-ინგლისი [VIDEO] ქეით მიდლტონი აღმოსავლური კაბით - წყვილისთვის ყველაზე რთული ვიზიტი დაიწყო, პაკისტანში მათ 1000 პოლიციელი დაიცავს "სამყარო იმეორებს თქვენს აზრებს, მოქმედებებს და გარკვეული დროის შემდეგ გიბრუნებთ" - როგორია ასტროლოგ რამაზ გიგაურის წარმატების ფორმულა ანა ჩირაძე და კოტე თედელური დაქორწინდნენ - "ასე უცებ გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს" რაც ტელევიზიით არ გინახავთ: რაში დახარჯეს პოლიციელებმა იმ ადამიანის გატაცებისთვის აღებული ფული, რომლის ცხედარი მტკვარმა გამორიყა ბოკერიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ღმერთთან დაკავშირებით მის გამონათქვამს ვნებათაღელვა მოჰყვა კადრები ულამაზესი ქორწილიდან, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს 4 ყველაზე ეფექტური გასახდომი სასმელი, რომლის მომზადებასაც ნებისმიერი შეძლებს როგორ ვიშოვოთ ფული სახლიდან გაუსვლელად? – 5 შესაძლებლობა დიასახლისებისთვის ყველაზე ელეგანტური ტრანსგენდერები, რომლებისგანაც ქალურობას და სტილს ისწავლით ქართული ღვინო ამერიკაში წარმატებით წარადგინეს ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ გახდი მილიონერი! დააკავშირე ბედნიერება და ციფრები დიდებული კადრები, როგორ ნადირობს იაგუარი წყალში კაიმანზე თურქულ დანაყოფებსა და ქურთ მებრძოლებს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების კადრები ლამის ტიტველი გოგო ისვრის შაშხანიდან, შენი ქვეყნის დროშა ტრუსად რატომ უნდა ჩაიცვა არ მესმის ვრცელდება ვაკეში მომხდარი დაჭრის კადრები "გენიალურია ეს კაცი და რა გინდა, რომ თქვა" - ლაშა ტალახაძემ რეკორდი დაამყარა და ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა! "ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაშია" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მას შემდეგ, რაც დეკანოიძეს პატიმრობა შეეფარდა რა სარგებლობა მოაქვს ცივ შხაპს რამდენ ხანს გრძელდება გრიპის ვაქცინის ეფექტი - რატომ არის საჭირო აცრა ყოველწლიურად "რუსეთი ოკუპანტია" - ვინ არის პატარძალი, რომელმაც ოკუპაცია საკუთარ ქორწილშიც გააპროტესტა როგორი საქორწინო კაბები იქნება მოდაში 2020 წელს - დიზაინერ ნაემი ხანის 16 საოცარი კაბა ძმაკაცი საცოლის ნაცვლად - ქორწილის მხიარული ისტორია და სიურპრიზი, რომელსაც პატარძალი, ნიშნობის დღიდან გეგმავდა
2019-10-15 12:12:29
http://intermedia.ge/vid/495065-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98/1/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986658566.9/warc/CC-MAIN-20191015104838-20191015132338-00407.warc.gz
29,045
104,971,719
- 27.03.2019 00:24ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა მგონია პოლიტიკური დღის წესრიგის გადაქცევა ადამიანების პერსონალურ დაპირისპირებად - თამარ ჩუგოშვილი - 27.03.2019 00:12გარდაიცვალა მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი - 26.03.2019 23:42კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა - 26.03.2019 18:49ტექნიკურ უნივერსიტეტში ამიერკავკასიის მასშტაბით უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა - 26.03.2019 17:06ია კერზაიას საქმეზე `ევროპული საქართველო` გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს - 26.03.2019 17:00ჯეკ შეფარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება - 26.03.2019 16:40მეტეხის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება - 26.03.2019 16:40კახა კალაძე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო - 26.03.2019 16:40კობა გვენეტაძე პარლამენტში დეპუტატების წინაშე აპრილში წარდგება - 26.03.2019 16:40საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონელ გენერალს შეხვდა პარლამენტის თბილისში გადმოტანა ისეთივე უპასუხისმგებლო საქციელი იქნება, როგორიც მისი ქუთაისში გადატანა იყო _ კობა ნარჩემაშვილი ,,ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ამ თემით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მანიპულირებენ. ამის შესახებ ნარჩემაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანა ისეთივე უპასუხისმგებლო საქციელი იქნება, როგორიც მისი ქუთაისში გადატანა იყო. ,,თავის დროზე, როდესაც პარლამენტი ქუთაისში გადავიდა, ეს არ იყო ხალხის კეთილდღეობისთვის ჩაფიქრებული იდეა, თუმცა დღეს იგივე პარლამენტი თუ გადმოვა თბილისში, ასეთივე უპასუხისმგებლო საქციელი იქნება, როგორც ეს თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააკეთეს. ვფიქრობ, რომ ქუთაისში უნდა იყოს პარლამენტი. იქ უკვე შეიქმნა გარკვეული ინფრასტრუქტურა და სურვილი მაქვს, რომ ეს ქალაქი იყოს მეორე პოლიტიკური ცენტრი. დაანებონ თავი ჩემმა ოპონენტებმა ამ თემით მანიპულირებას, პარლამენტის გადმოტანა ქუთაისიდან თბილისში არ დგას დღის წერიგში. ამ თემით ახდენენ მანიპულირებას მეორე ტურის წინ ჩვენი ოპონენტები. ამ თემაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი იყოს საუნივერისტეტო ქალაქი, განვითარებული ინფრასტუქტურის მქონე ქალაქი, რაც პრიორიტეტად დაისახა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
2019-03-27 00:36:12
http://medianews.ge/ge/parlamentis-tbilisshi-gadmotana-isetive-upasukhismgeblo-saqtsieli-iqneba-rogorits-misi-qutaisshi-gadatana-iko-koba-narchemashvili/16528
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912207146.96/warc/CC-MAIN-20190327000624-20190327022624-00001.warc.gz
10,846
134,336,144
ზედიზედ 3 გამარჯვება გაგამარუს ! - როგორ დაამარცხა ქართველმა სუმოისტმა იაპონელი მეტოქე (ვიდეო) გიორგი ტაბატაძის მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება - ნახეთ როგორ დაამარცხა ქართველმა ირანელი მოჰამედ მანსოორი (ვიდეო) გაგამარუმ კვლავ იმარჯვა ! - აი როგორ დაამარცხა ქართველმა სუმოისტმა გამოცდილი მონღოლი მებრძოლი სეირო მახრჩობელა ილეთით მოპოვებული გამარჯვება ! - ნახეთ როგორ დაამარცხა ლიანა ჯოჯუამ რუსი მეტოქე ლევან გორგაძემ კლდე გაწია და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ! - ნახეთ რა გაუკეთა ქართველმა სუმოისტმა ფიზიკურად მასზე დიდ მეტოქეს ზედიზედ 3 გამარჯვება გაგამარუს ! - როგორ დაამარცხა ქართველმა სუმოისტმა იაპონელი მეტოქე (ვიდეო)
2019-10-19 14:23:49
http://sportvideo.ge/chidaoba/1367--3-.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986696339.42/warc/CC-MAIN-20191019141654-20191019165154-00517.warc.gz
12,616
179,003,726
სიახლე ვიდეო თამაშებზე, ტრეილერები, ჭორები და სხვა | ტურები საზღვარგარეთ, დასვენება ანტალიაში, კანარის და ბალეარის კუნძულებზე, ავიაბილეთები. | პირველი ინტერნეტ მედია-ჰოლდინგი. საინფორმაციო სააგენტო და ინტერნეტ-ტელევიზია. | დაბალი ფასები მაღალი ხარისხი. | ლეგენდარული და უახლესი პოპულარული ფილმები/საუკეთესო თამაშები | ტრენინგ კურსების, გაკვეთილების, ლექციების, მოსამზადებელი პროგრამების,სასწავლო ღონისძიებების ბაზა | ინტერიერის TUNING,ექსტერიერის TUNING,სამღებრო და სათუნუქე სამუშაოები | კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი მაღალტექნოლოგიური პროექტების და პროდუქტების მწარმოებელი კომპანია | ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით | გოგლი მოგლიზე თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ უამრავი ფლეშ თამაში უფასოდ და ულიმიტოდ. | - მაისურის კონსტრუქტორი - მაისურის დამზადება, მაისურზე ბეჭდვა | ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მშენებარე და დასრულებული ბინები | მიიღე თანამედროვე ევროპული განათლება საქართველოში | ონლაინ სესხების ფინანსური პორტალი | ქადაგებები, ღვთისმეტყველება, სტატიები, ელ.ბიბლიოთეკა, ვიდეო, აუდიო | სურათების ყველაზე საიმედო და სტაბილური უფასო ჰოსტინგი. ატვირთეთ სურათები უფასოდ |
2019-10-19 18:05:54
https://www1.top.ge/h/25272
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986697439.41/warc/CC-MAIN-20191019164943-20191019192443-00383.warc.gz
11,342
1,144,068,593
გორის ავტოინსპექციიდან აფხაზეთში გადამიყვანეს, დამაწინაურეს და ამ ულამაზეს მხარეში თითქმის 20 წელი ვიმუშავე. ცოდვა გამხელილი ჯობს და საკმაოდ კარგადაც ვშოულობდი ფულს. იქვე დავოჯახდი და პირველი ვაჟი რომ შემეძინა, მეუღლემ მითხრა: – ჩვენი ბიჭის ყოველ დაბადების დღეზე, 50 გრამი ოქრო უნდა ვიყიდო, გადავადნობინო, მისგან ერთი ჯაჭვის რგოლი გავაკეთებინო და 20 წლის რომ შესრულდება და ცოლის მოყვანის დრო მოუვა, ერთკილოგრამიანი ოქროს ჯაჭვი ექნებაო. სიმართლე გითხრათ, მაშინ ცოლის სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ფორმალურად დავეთანხმე და ეს ამბავი მხოლოდ 15 წლის მერე გამახსენდა, როდესაც კარადაში ჩემს სამხედრო ბილეთს ვეძებდი და თხუთმეტრგოლიანი ოქროს ჯაჭვი ვიპოვე, რომელიც 750 გრამ ბაჯაღლოსგან იყო ასხმული. ცოლს რომ ვკითხე, მან ის ძველი ამბავი გამახსენა და კვლავ თავის ადგილზე შეინახა. ორი წლის მერე, როდესაც პერესტროიკა და ქვეყანაში იმპორტული მანქანების მასობრივი შემოდინება დაიწყო, მე „მერსედესის“ ყიდვა მოვინდომე. გამყიდველმა ვალუტა ან ოქრო მომთხოვა, რადგან მანეთი ნელ-ნელა უფასურდებოდა. ვალუტა არ მქონდა და სწორედ მაშინ გამახსენდა ოქროს ჯაჭვი, რომელსაც უკვე 17 რგოლი ჰქონდა და 850 გრამს იწონიდა. ჯაჭვს ხელი დავავლე, რომ მისი ნაწილი „მერსედესში“ გამეცვალა. მაგრამ ცოლმა სულზე მომისწრო, ჯაჭვი არ დამანება და გადამალა. მას მერე 3 წელი გავიდა, აფხაზეთში ომი დაიწყო. მე ცოლ-შვილი გამოვხიზნე და საომრად დავრჩი. ხოლო სოხუმის დაცემის მერე თავადაც გამოვედი და ცოლ-შვილს შევუერთდი, რომლებიც ლტოლვილების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. ერთხელ ჯაჭვი მოვიკითხე, მაგრამ ცოლმა ხელი ჩაიქნია და მითხრა: – სოხუმში დარჩა და წამოღება ვერ მოვასწარიო. სხვათა შორის სოხუმში ექვსოთახიანი ბინა და მდიდრული ავეჯი დამრჩა, რომლებიც შეგნებულად არ წამოვიღე, რადგან მაშინ ხალხისთვის არ იყო მანქანაში ადგილი და ავეჯს რა სინდისით წამოვიღებდი. ერთხელ მე და ჩემი ცოლი ერთი თბილისელის ოჯახში ვიყავით დაბადების დღეზე და სანამ სუფრაზე დავსხდებოდით, ცოლი შემომიჩნდა: – პარმენ, ეს „სტენკა“ ჩვენია. არ გახსოვს, სოხუმში, „ზალაში“ რომ გვედგა ყავისფერი „სტენკაო“? – მახსოვს, მაგრამ ეს ხომ თეთრია-მეთქი, – ვუთხარი ცოლს, რომელიც თავს მაბეზრებდა და იმეორებდა. – ჩვენია, ჩვენი. როგორც ეტყობა, ახალმა პატრონმა თეთრად შეღებაო. მოკლედ ვერ ვაჩერებდი და ბოლოს გაბრაზებულმა ჩავჩურჩულე: – ჩუმად, ქალო, თავი არ მომჭრა და ენა ჩაიგდე-მეთქი. იმან კი ცინიკურად ჩაიცინა და სტუმრები რომ წავიდ-წამოვიდნენ, ოჯახის დიასახლისს უთხრა, რომ თეთრი „სტენკა“ მისი იყო. შემდეგ „სტენკის“ მარცხენა კუთხე გამოსწია, სკამზე შედგა, სქელი კარდონი დანით ააძრო და ოცრგოლიანი ერთ კილოგრამი ოქროს ჯაჭვი გამოაძვრინა, რომელსაც ის 20 წელი აწყობდა. ყველანი გაშრნენ, ჩემმა ცოლმა კი მედიდურად გადმომხედა, მასპინძლებს ბოდიში მოუხადა და წამოვედით… ეს მოხდა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში და სწორედ იმ გაყიდული ჯაჭვის ფულით ვიყიდე ბინა და პატარა ბიზნესიც წამოვიწყე. პოლკოვნიკ პარმენ მონიავას ნაამბობის მიხედვით
2019-10-19 18:07:59
http://adams.ge/rogor-ikhsna-dakargulma-gandzma-ltolvilebis-ojakhi-usakhsrobisgan/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986697439.41/warc/CC-MAIN-20191019164943-20191019192443-00276.warc.gz
10,606
10,093,014
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების არსებული პროცედურის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რეკომენდაციების განხილვა. აღნიშნული რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციამ გასულ სხდომაზეც წარმადგინა, თუმცა განხილვა, დოკუმენტის გაგზავნის ვადებთან დაკავშირებული ხარვეზის გამო, ვერ მოხერხდა. ცნობილია, რომ განხილვას თავად საია-ს წარმომადგენელიც დაესწრება. რეკომენდაციების შესახებ დეტალები სწორედ განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი. გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო იმსჯელებს ტექნიკურ ცვლილებებზეც. მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციაში ცვლილების შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
2019-10-19 09:46:43
https://1tv.ge/news/iusticiis-umaghlesi-sabcho-skhdomas-gamartavs-10/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986692723.54/warc/CC-MAIN-20191019090937-20191019114437-00340.warc.gz
13,654
347,317,060
- ჟანრი: კომედია / ანიმაციური / საოჯახო - როლებში: ტიმოტი ომანდსონი, ტაილა აიალა, ერიკ ბაუზა, გრეჰამ ვერჩერი, იორდანა ლარგი, სკოტ მაკნილი კინოკომპანია “Universal-ის” მსოფლიოში ცნობილი ანიმაციური სერიალის მთავარი გმირი კოდალა ვუდი ვუდპეკერი დიდ კინოში. ოჯახი, რომლებიც ახალი სახლის აშენებას პირდაპირ ვუდის ტყეში გადაწყვეტენ და ხეების მოჭრას დაიწყებენ. ჰიპერაქტიურ კოდალას, რა თქმა უნდა, არ მოეწონება ეს, და ამიტომ ის ყველა შესაძლო გზით უპირისპირდება თავხედ ოჯახს და მათი ახალი სახლის მშენებლებს.
2019-10-17 09:28:04
https://gioggg.ge/9176-woody-woodpecker-vudi-vudpekeri.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986673250.23/warc/CC-MAIN-20191017073050-20191017100550-00299.warc.gz
13,058
502,404,895
"როცა შენი გუნდის წინააღმდეგ აღმოჩნდები შეტევაში, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება" ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 16:20 როცა შენი გუნდის წინააღმდეგ აღმოჩნდები შეტევაში, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. "არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომლის დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ. თუ ეს გამეორდება მომავალში, იქნება კიდევ უფრო მკაცრი პასუხი", - განაცხადა თალაკვაძემ. პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა "შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას არ შეგეკითხებით" - რას წერს გოგონას დედა, რომლის ჩაცმულობამ და ცეკვამ საზოგადოება აღაშფოთა "გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს..." სენსაციური აღმოჩენა - ეგვიპტეში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს (ფოტოები) „დიდოსტატის მარჯვენა“ არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“
2019-10-18 12:37:09
http://mediamall.ge/new/68740-roca-sheni-gundis-tsinaaghmdeg-aghmochndebi-shetevashi-ar-unda-gagikvirdes-tu-amas-satanado-reaqcia-mohyveba
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986682037.37/warc/CC-MAIN-20191018104351-20191018131851-00013.warc.gz
14,444
124,832,116
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინური უჯრედები – (chromaffinocyti ლათ. chromum – ქრომი და ბერძნ. affinis – მონათესავე) თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ადრენალინსა და ნორადრენალინს. ორქრომმჟავა კალიუმის ხსნარით დამუშავების დროს ამ უჯრედების ციტოპლაზმაში გროვდება აღდგენილი ქრომის რუხი ნალექი, აქედან წარმოდგება სახელწოდებაც. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
2019-10-20 05:42:14
http://www.medgeo.net/2009/12/26/%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986703625.46/warc/CC-MAIN-20191020053545-20191020081045-00545.warc.gz
13,706
283,597,539
მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის - არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის. არჩილ თალაკვაძე ვადამდელი არჩევნების თაობაზე გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს გლობალური დაუმორჩილებლობა სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდა გამოცხადებული და ამ პროცესს მომავალშიც გააგრძელებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სააკაშვილს არჩევნებში დამარცხების შემდეგ მხარდამჭერებისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა. „რისი თქმაც სააკაშვილმა შეძლო, ის არის, რომ მათ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების სწრაფი რეაქცია ნახეთ, რომელთაც მაშინვე უპასუხეს, რომ ეს მთელი პარტიის პოზიცია არ არის. არ ვიცი, სააკაშვილსა და ვაშაძეებს შორის რა კონსულტაციები შედგა, მაგრამ როგორც ჩანს, ვაშაძეებმა თავიანთი პირველი მოსაზრება ვერ დაიცვეს, შესაძლოა, მათ მოსაზრება მომავალშიც შეიცვალონ”, – განაცხადა დეპუტატმა. თალაკვაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმ ადამიანების პრეზიდენტია, ვინც აირჩია და ვინც შესაძლოა, მის წინააღმდეგ მისცა ხმა. „საქართველოსა და ყველა მოქალაქეს არჩეული პრეზიდენტი ჰყავს, ამას სააკაშვილი დაემორჩილება თუ არა, არაფერს არ ცვლის. ოპოზიციამ დამარცხება უნდა აღიაროს, როგორც ნახეთ, ლიდერებს ძალიან გაუჭირდათ, რომ დამარცხება აღიარონ. ეს უბრალო დამარცხება არ არის, არჩევნები დიდი უპირატესობით მოვიგეთ და დამაჯერებლად წააგეს. არ შეიძლება საუბარი მცირე განსხვავებაზე იყოს, როცა არჩევნებს 20 პროცენტით აგებ, ეს ნიშნავს, რომ წააგე და საზოგადოების არჩევანი უნდა აღიარო. მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
2019-10-16 04:50:11
http://medianews.ge/ge/mikheil-saakashvilis-morchileba-tu-daumorchilebloba-saprezidento-archevnebis-shedegebs-ver-shetsvlis-archil-talakvadze/53023
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986664662.15/warc/CC-MAIN-20191016041344-20191016064844-00167.warc.gz
9,817
128,951,079
(რეზონანსი) სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოცხოში მანქანა ხრამში გადავარდა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა. ავტომობილის მძღოლი, კიდევ ერთ პირთან ერთად ფოცხოდან იმ იშვიათი ჯიშის მორების გატანას გეგმავდა, რომელიც პოლიციის მიერ იყო ჩამორთმეული. ხე-ტყის მასალის დატვირთვის დროს ადგილზე პოლიცია მივიდა, თუმცა, ერთ-ერთმა პირმა გაქცევა მოახერხა, 30 წლის ბაკურ ხასაია კი ადგილზე დარჩა. ხასაიას, ამავე დანაშაულის გამო, პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. ხასაიას ოჯახის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბაკურ ხასაია საჭესთან მართვის მოწმობის არქონის მიუხედავად მაინც დასვეს. მათივე თქმით, სოფელ ფოცხოდან გასვლის შემდეგ, კლდოვან გზაზე 30 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს შემთხვევა პოლიციის მხრიდან განხორცილებული დევნის გამო მოხდა. 30 წლის მამაკაცის ახლობლები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან და ბაკურ ხასაიას ადგილმდებარეობის დადგენას ითხოვენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს
2019-10-22 12:26:40
http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=71602
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987817685.87/warc/CC-MAIN-20191022104415-20191022131915-00269.warc.gz
11,198
318,316,330
KUPPERSBERG -ი დააარსა გერმანულმა კომპანიამ M & G Hausegerate GmbH-მა 2000 წელს. ამავე წელს დაიწყოსამზარეულოს გამწოვების წარმოება. ბრენდის წარმატების საწინდარი გახდა 2 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერ ბიზნესში. გამოცდილი მეწარმეები და სპეციალისტები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. KUPPERSBERG-ის”სამრეწველო გული” სცემს ერთდროულად ხუთი ქვეყნის ექვს ქარხანაშიდა ყოველ მათგანში დაცულიახარისხის ის სტანდარტი, რომელიცშემუშავებული აქვს კომპანიას.
2019-10-21 08:09:31
http://kuppersberg.ge/about/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987763641.74/warc/CC-MAIN-20191021070341-20191021093841-00136.warc.gz
11,884
114,720,781
2018 წელს ფინკა ბანკიც შეურთდა ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიას და თანამშრომლების და პარტნიორების სახელით გადამწვარი ტყის აღსადგენად 1000 ხეს დარგავს და ამით უნიკალური ეკოსისტემის დაბრუნებას შეუწყობს ხელს. „ჩვენი დიდი ოჯახის ყველა წევრმა იცის და გრძნობს, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმ საზოგადოების განვითარებისთვის, სადაც ვმუშაობთ. ფინკა ბანკი და ჩვენი ოჯახის ყოველი წევრი დავრგავთ ხეებს ბორჯომის ტყეში და ვიწვევთ საზოგადოების თითეულ წევრს – შემოგვიერთდით! ყოველი ხით ჩვენ წვლილი შეგვაქვს იმ ეკოსისტემის აღდგენაში, სადაც ვცხოვრობთ და რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის. გთხოვთ, შემოგვიერთდით!” – აღნიშნა ვუსალ ვერდიევმა, ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა. ხეების დარგვა მაისის თვეშია დაგეგმილი.
2019-03-22 07:06:10
https://www.finca.ge/csr/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%98-treepex-georgia-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202635.43/warc/CC-MAIN-20190322054710-20190322080710-00300.warc.gz
13,800
771,065,579
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედისმეტაბოლიზმი – (metabolismus cellulae ლათ.metabole – ცვლილება, გარდაქმნა) – ნივთიერებათა უჯრედშიგა ცვლა, რომელიც უფრო მეტადაა გამოხატული უჯრედის ცხოველმყოფელობის ინტერფაზულ პერიოდში და მნიშვნელოვნადაა დათრგუნული მიტოზის განმავლობაში. აქედან უჯრედის ინტერფაზულ, მიტოზშუა მდგომარეობას ხშირად მეტაბოლურს Read More … ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლაზმატოზი – (clasmatosis ბერძნ.clasma, clasmatos – ნატეხი) ზოგიერთი უჯრედის (მაგ., ჰისტიოციტების) ცხოველმყოფელობის ერთ – ერთი გამოვლინება, რაც ციტოპლაზმის გარე ზედაპირიდან უწვრილესი ნაწილაკების მოგლეჯასთანაა დაკავშირებული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის Read More … ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამბიური უჯრედები – (cellulae cambiales ლათ.cambium – შეცვლა, განახლება) განვითარების დიდი პოტენციის მქონე მცირედ დიფერენცირებული უჯრედები, რომლებითაც უჯრედის აგებულების ქსოვილოვან ეტაპზე სპეციალიზებული უჯრედების დაღუპვის ხარჯზე ხდება ქსოვილთა უჯრედული შემადგენლობის განახლება ფიზიოლოგიური და Read More …
2019-10-22 00:49:01
http://www.medgeo.net/tag/cxovelmyofeloba/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795403.76/warc/CC-MAIN-20191022004128-20191022031628-00134.warc.gz
18,616
289,950,192
‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლე’’ გიორგი საიქვაძე გახდა სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონმა" ყვარელში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამართა. ინტელექტ-შეჯიბრში ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეულმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი, რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან. შეჯიბრში გამარჯვებულ სოფელ კუჭატანის სკოლის მოსწავლეს გიორგი საიქვაძეს ‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭა და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. "ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს". პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ინტელექტ-შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ''ეტალონის'' წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი, ყვარლის სკოლის დირექტორებს შეხვდა, სადაც განიხილეს "ეტალონის" სამომავლო გეგმები და ისაუბრეს განათლების ზოგად საკითხებზე
2019-03-18 23:44:48
http://kakheti.gov.ge/geo/news/show/7/95
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201812.2/warc/CC-MAIN-20190318232014-20190319014014-00097.warc.gz
7,057
117,028,320
არიან ქალები, რომლებიც თვლიან, რომ ასაკის შესაბამისად უნდა ეცვათ და როცა წლები ემატებათ განსხვავებული სტილის სამოსს იცვამენ, თუმცა ამავდროულად არიან ქალები, რომლებიც თვლიან, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და შეუძლიათ თინეიჯერული სტილის სამოსი ნებისმიერ ასაკში მოიხდინონ, ან პირიქით თინეიჯერობის პერიოდში ბებიების იმიჯი მოირგონ. ვნახოთ ქალები, რომლებიც ე.წ. ასაკობრივი სამოსის ცნებას არ აღიარებენ: 1. ანა დელო რუსო – იაპონური „ვოგის“ 52 წლის რედაქტორი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში სკოლის მოსწავლე გოგონას, ან ბალერინას ფორმით. ასეთ სამოსს ძალიან იხდენს და ყველას უმტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. 2. ბეატრიქს ოსტი – მსახიობი და მწერალი 74 წლისაა და ის ხშირად ჩნდება საჯაროდ, აუდიტორიის წინაშე, იცვამს მოდურად და ელეგანტურად ხოლო წითელი ტუჩსაცხი მისი განუყრელი ნაწილია. 3. დონატელა ვერსაჩე – 59 წლის დიზაინერი და ორი შვილის დედა ინარჩუნებს გლამურულ იერს და სექსუალური ვიზუალს. 4. დაიან ვონ ფურსტენებრგი – ბელგიელმა დიზაინერმა იცის, როგორ ჩაიცვას ელეგანტურად, მომხიბვლელად და ამავდროულად, ახალგაზრდულად. 5. ირის აპფელი – ქალი, რომელიც ალბათ ბევრისთვის ინსპირაციის წყაროა. 92 წლის ირისი ამბობს, რომ მან მხოლოდ ახლა გაშალა ფრთები. ირისი იცვამს გამორჩეულად, ექსტრავაგანტულად, არ მოსწონს ე.წ. ბებიის სტილი და მისი გარდერობის შესაძლოა ბევრ თინეიჯერსაც კი შეშურდეს. 6. კეიტ მოსი – 40 წლის მოდელს შეუძლია ყველანაირი სტილი მოირგოს და მოიხდინოს. ის ნებისმიერ სამოსში შესანიშნავად გამოიყურება. ქეითს შეუძლია ვინტაჟური და თანამედროვე სამოსის შერწყმით შეუდარებელი სტილი შექმნას. 7. მადონა – 55 წლის მომღერალსა და მსახიობს ყველაფერი აქვს რაზეც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს, მან ყველა ოცნება აიხდინა და ყველა მიზანს მიაღწია, თუმცა მიუხედავად ამისა, არასოდეს ჩერდება და მუდამ პოულობს ინტერესის ახალ სფეროებს. ის ხშირად იცვლის სტილს, ვარცხნილობას და არასდროს არაა მონოტონური. 8. მერი ქეით ოლსენი და ეშლი ოლსენი – როდესაც ტელევიზიით დები ოლსენები პირველად გამოჩდნენ, უკვე ცხადი იყო, რომ ისინი თავიანთ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდნენ ჰოლივუდში. მათი ჩაცმის სტილი განვითარდა და ევოლუცია განიცადა. ისინი ამ ეტაპზე 40-50 წლის ქალის სტილს ანიჭებენ უპირატესობას. 9. Pat Cleveland – მოდის სამყაროში ყველაფერი იცვლება, რაღაც ტრენდული ხდება, რაღაც მოდიდან გადადის, პატ კლივლანდის სტილი კი უცვლელია. განსაკუთრებული, სექსუალური ქალის იმიჯი აქვს მას ყველა ასაკში. 10. TaviGevinson – ბლოგერი 18 წლისაა. მან გადაწყიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ბებიის იმიჯი მოერგო. ტავის განმარტებით, ამ ექსპერიმენტით სურდა ეთქვა რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. 11. ტეილორ სვიფტი – ქანთრის ვარსკვლავი მართალია ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ ის უკვე არაერთხელ გვინახავს წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა ელეგანტური კაბით. ტეილორს, მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, შეუძლია შესანიშნავად მოირგოს მასზე უფროსებისთვის გათვლილი ელეგანტური კაბები და დაამტკიცოს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.
2019-10-23 06:20:43
http://adams.ge/12-qali-romlebits-amtkitseben-rom-asakobrivi-samosi-ar-arsebobs-da-asaki-mkholod-tsiphrebia/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829458.93/warc/CC-MAIN-20191023043257-20191023070757-00387.warc.gz
10,968
8,169,223
NASA-ს როვერის Opportunity-ის მისია მარსზე, რომელიც 15 წელს გაგრძელდა, დასრულდა [გალერეა] ამერიკის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) ოფიციალურად დაადასტურა, რომ 15-წლიანი მისიის შემდეგ მარსის როვერმა Opportunity-მ მისია დაასრულა და დედამიწასთან კავშირი გაწყვიტა. მიზეზი ქვიშის შტორმია, რომელშიც როვერი 8 თვის წინ მოყვა. მას შემდეგ ის დედამიწასთან კონტაქტს ვეღარ ამყარებდა. ნასას მეცნიერების თქმით რობოტის მიერ მოპოვებულმა და გადმოგზავნილმა ინფორმაციამ წითელ პლანეტაზე არსებული ცოდნა სრულიად გარდაქმნა. Opportunity მარსზე 2004 წლის იანვარში დაეშვა. მანამდე პლანეტაზე კიდევ ერთი რობოტი Spirit-ი გაგზავნეს, თუმცა ის 2009 წელს გაიჭედა და მისი მისია დასრულებულად 2011 წელს გამოაცხადეს. 15 წლიანი მისიის მანძილზე Opportunity-მ 45 კილომეტრზე მეტი დაფარა, მიუხედავად იმისა, რომ ნასას გათვლებით მას მხოლოდ 1000 მეტრამდე უნდა გაევლო და 90 დღის მანძილზე ემუშავა. მის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ დაადასტურა ვარაუდები, რომ მარსი წარსულში წყლით იყო დაფარული. მანვე იპოვა პლანეტის ზედაპირზე ჩამოვარდნილი მეტეორიტი. Opportunity აგზავნიდა ფოტოებსაც, რომლებზეც ქვიშის ქარიშხლები და მარისის კრატერებია ასახული. Opportunity-ს შემდეგ მარსზე Curiosity გაგზავნეს, ხოლო გასულ წელს კი პლანეტის ზედაპირზე InSight დაეშვა. "მადლობა ოპი, რომ იყავი პატარა როვერი, რომელმაც შეძლო! 90-დღიანი მისია 15 წლიან აღმოჩენებად და რეკორდულ მიღწევებად იქცა!" დაწერეს NASA-ს ოფიციალურ ტვიტერზე.
2019-03-23 12:35:56
http://www.tabula.ge/ge/story/144326-nasa-s-roveris-opportunity-is-misia-marsze-romelic-15-tsels-gagrdzelda-dasrulda-galerea
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202804.80/warc/CC-MAIN-20190323121241-20190323143241-00140.warc.gz
14,535
371,951,078
არდადეგები ჩირდილერებთან / Fired Up ქართულად ერიკ კრისტიან ოლსენი, სარა რემერი, მოლი სიმსი, მარგო ხარშმანი, ნიკოლას დაგოსტო, დენიილ ხარისი, ანალინ მაქკორდი შონი და ნიკი, საშალო სკოლის საფეხბუთო გუნდის ვარსკვლავები არიან, რომლებიც გადაწყვეტენ ვარჯისი მაგივრად ბანაკში წასვლას და დასვენებას.ბანაკში ჩასვლისას, მათ ულამაზასი გოგონები დახვდებიან. ნიკი ძალიან ბედნიერია, შონს კი შეუყვარდება გუნდის კაპიტანი კარლი, რომლის გულის დაბყრობა არც ისეთი ადვილი საქმე აღმოჩნდება... - არდადეგები ჩირდილერებთან Fired Up
2019-12-08 21:41:52
https://mykadri.com/965--fired-up.html
crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540514893.41/warc/CC-MAIN-20191208202454-20191208230454-00410.warc.gz
9,264
479,483,118
ანსამბლ გვირილას ვარსკვლავის გახსნა - გადაცემა ტვინიკოსები მხატვარი თაკო წულაია, გადაცემა ''ნიკოლასის დღიურები'' (სრული გადაცემა) #29 "რომელ საუკუნეში მეფობდა შაგუ პირველი" - ტვინიკოსები სამოდელო სტუდიაში ინტერიერის ხელთნაკეთი აქსესუარების დიზაინერი ანანო მარღანია ''ნიკოლასის დღიურები'' (სრული გადაცემა) #28 რას ითვლიან ცხვრები როცა ვერ იძინებენ - ტვინიკოსები "გვირილაში" დიანა ტრაპაიძის დღის ამბები - 12.12.2017 მომღერალი მანანიკო ცენტერაძე გადაცემაში ნიკოლასის დღიურები (სრული გადაცემა) #27 "სად იყიდა შავი სათვალე ბუზმა?" - ტვინიკოსები სამოდელო სტუდიაში სტარტერი - ვასიკო ოდიშვილი და აჩი არველაძე "სტარტერი" ვასიკო ოდიშვილთან ერთად - სტუმარი მარიამ სანოგო მამა ელიას ხელთნაკეთი აქსესუარები (მ.ე) ''ნიკოლასის დღიურები'' (სრული გადაცემა) #26 ნიკოლასის დღიურები - დიზაინერ ნიკოლას ქანთარიას საავტორო გადაცემა (ანონსი) მთვრალი ბუზი მოერევა თუ მშიერი კოღო - ტვინიკოსები პატარა ტვინიკოსების მოულოდნელი პასუხები - სტუმრად ქენდი სტუდიოში "სტარტერი" ვასიკო ოდიშვილთან ერთად - სტუმარი ანატოლი ბოისა დამაბნეველი კითხვებით სტუმრად სტუდიო ბზიკებში "სტარტერი" ვასიკო ოდიშვილთან ერთად - სტუმარი გიორგი ბახუტაშვილი როგორ პასუხობენ კითხვებს პატარები ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრში "ალუბლები" პატარების პასუხები მოულოდნელ კითხვებზე - სტუმრად სტუდიაში ენკი-ბენკი როგორია პატარების საოცნებო თბილისი - გადაცემა "ტვინიკოსები" პატარების სახალისო პასუხები - სტუმრად ბაგა-ბაღში მაზერ.ჯი პომადა - ლენკა ადეიშვილი - 04.10.2017 პომადა - ირმა ხეცურიანი - 28.09.2017 როგორ პასუხობენ პატარები მოულოდნელ კითხვებს - გადაცემა ტვინიკოსები სტუმრად ბაგა-ბაღ ერუდიტებში სტარტერი ვასიკო ოდიშვილი და ელენე ხოშტარიასთან ერთად გადაცემა "ტვინიკოსები" სტუმრად ბაგა-ბაღ ცეროდენაში ვასიკო ოდიშვილი თბილისის ქუჩებში მერობის კანდიდატთან გიორგი ვაშაძესთან ერთად როგორ პასუხობენ პატარები მოულოდნელ კითხვებს, ნახეთ გადაცემაში "ტვინიკოსები" ვამზადებთ შეკვეთით კედლის საათებს ნებისმიერი წარწერით
2019-03-23 22:25:15
https://goga.tv/gadacemebi/page/3/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203093.63/warc/CC-MAIN-20190323221914-20190324003914-00310.warc.gz
12,238
493,391,252
გატუზო: "ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის უნდა გვჯეროდეს" "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა სეზონის შედეგად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების იმედი არ უნდა დაკარგოს. სერია ა-ს 19 ტურის შემდეგ "როსონერიმ" 25 ქულა დააგროვა და მე-11 პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, "მილანი" ევროპის ლიგაზე ასპარეზობს, რომლის მოგებაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირდაპირ საგზურს იძლევა. "ჩემპიონატში არც ისე კარგი პოზიცია გვაქვს, მაგრამ იტალიის თასის ნახევარფინალში და ევროპის ლიგის 1/16-ფინალში გავედით. სათასო მატჩებიდან მაქსიმუმი უნდა გამოვიღოთ, მაგრამ სერია ა-ს უყურადღებოდ დატოვებაც არ ღირს, რადგან წინ კიდევ დიდი გზაა. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის იქამდე უნდა გვჯეროდეს, სანამ ეს მათემატიკურად არის შესაძლებელი." - ციტირებს გატუზოს Football Italia.
2019-10-13 22:28:44
https://www.uefa.ge/news/newsid.php?id=38
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986648343.8/warc/CC-MAIN-20191013221144-20191014004144-00407.warc.gz
5,268
1,225,732,337
უნიფიცირებული დასახელება: | ცეფტრიაქსონიCeftriaxone | || J01DD04 | J მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის | || 01 მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის | ||| D სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები | ||| D მესამე თაობის ცეფალოსპორინები | ||| ფარმაკოლოგიური თვისება: | ცეფტრიაქსონი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების III გენერაციის ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკს პარენტერალური გამოყენებისათვის. ცეფტრიაქსონის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. In vitro იგი ხელს უშლის უმრავლესი გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების ზრდის პროცესს. იგი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების (უმრავლესი გრამ-უარყოფითი და გრამ-დადებითი ბაქტერიების მიერ პროდუცირებული, როგორც პენიცილინაზას, აგრეთვე ცეფალოსპორინაზას) მიმართ. In vitro და კლინიკური პრაქტიკის პირობებში ცეფტრიაქსონი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: გრამდადებითი აერობები: Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მდგრადი), კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები, Streptococcus pyogenes (β-ჰემოლიზური, A ჯგუფის), Streptococcus agalactiae (β-ჰემოლიზური, B ჯგუფის), β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (არც A და არც B ჯგუფის), Streptococcus viridans, Streptococcus pneumoniae. შენიშვნა: მეტიცილინის მიმართ მდგრადი Staphylococcus spp., რეზისტენტულია აგრეთვე ცეფალოსპორინების, მათ შორის, ცეფტრიაქსონის მიმართ. როგორც წესი, ენტეროკოკების უმრავლესი შტამები მაგ. Enterococcus faecalis, Enterococcus faecium და Listeria monocytogenes მდგრადია აგრეთვე ცეფტრიაქსონის მიმართ. გრამუარყოფითი აერობები: Acinetobacter anitratus ( ძირითადად, A. baumanii), Aeromonas Hydrophila, Alcaligenes faecalis, Alcaligenes odorans, ალკალიგენომსგავსი ბაქტერიები, Borrelia burgdorferi, Capnocytophaga spp., Citrobacter diversus (მათ შორის, C. amalonaticus), Citrobacter freundii, Escherichia coli, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Enterobacter spp. (ზოგიერთი), Haemophylus ducreyi, Haemophylus influenzae, Haemophylus parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella oxytoca, klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis (ადრე Branhamella catarralis წოდებული), Moraxella osloensis, Moraxella spp., (ზოგიერთი), Moraxella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabiles, Proteus penneri, Proteus vulgaris, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas spp., (ზოგიერთი), Providentia rettgeri, Providentia spp., (ზოგიერთი), Salmonella typhi, Salmonella spp.,Serratia marcescens, Serratia spp. (ზოგიერთი), Shigella spp., Vibrio spp., Yersinia enterocolitica, Yersinia spp. (ზოგიერთი). შენიშვნა: ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, რომლებიც გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას, მდგრადნი არიან ცეფტრიაქსონის მიმართ. შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამები, ნახევრადრეზისტენტულნი არიან სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა, ამინოპენიცილინები და ურეიდოპენიცილინები, I და II თაობის ცეფალოსპორინები და ამინოგლიკოზიდები. Treponema pallidum მგრძნობიარეა ცეფტრიაქსონის მიმართ, როგორც in vitro, აგრეთვე ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგად. პირველადი და მეორადი ათაშანგის შემთხვევაში ცეფტრიაქსონი ხასიათდება კარგი ეფექტით. ანაერობული პათოგენები: Bacteroides spp., (მათ შორის B. fragilis ზოგიერთი შტამები), Clostridium spp., (გარდა C difficile), Fusobacterium nucleatum, Fusobacterium spp., Haffnia anaerobica, Peptostreptococcus spp. ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამები ბეტა-ლაქტამაზას წარმოქმნის გამო მდგრადნი არიან ცეფტრიაქსონის მიმართ. შენიშვნა: ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი Bacteroides spp. მრავალი შტამები (კერ-ძოდ B. fragilis ) მდგრადნი არიან. მდგრადია აგრეთვე Clostridium difficile. ცეფტრიაქსონის მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის მიზნით იყენებენ კლინიკურლაბორატორიული სტანდარტების ნაციონალური კომიტეტის მიერ მოწოდებულ დისკოდიფუზურ ან აგარზე და ბულიონზე სერიული განზავებების სტანდარტულ მეთოდებს. განსაზღვრისათვის იყენებენ ცეფტრიაქსონის შემცველ დისკებს. როგორც ნაჩვენებია ცხრილში, in vitro კლასიკური ცეფალოსპორინების მიმართ პათოგენების გარკვეული შტამები მდგრადია. ცეფტრიაქსონის მიმართ გამომწვევი შტამების მგრძნობელობის ტესტები. სინჯი განზავებაზე, დამთრგუნველი კონცენტრაცია მგ/ლ: მგრძნობიარე შტამი - 8, ზომიერად მგრძნობიარე შტამი - 16-32, მდგრადი შტამი - 64; დიფუზიის ტესტი (30მკგ ცეფტრიაქსონის შემცველი დისკი) დიამეტრი მმ-ში: მგრძნობიარე შტამი - 21, ზომიერად მგრძნობიარე შტამი - 14-20, მდგრადი შტამი - 13. | || ფარმაკოკინეტიკა: | ცეფტრიაქსონის საერთო კონცენტრაციებზე დამოკიდებული ყველა ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, ნახევრადგამოყოფის პერიოდის გარდა, დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. შეწოვა: ცეფტრიაქსონის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 23სთ-ის განმავლობაში 1გ პრეპარატის კუნთებში ერთჯერადი ინექციის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 81მგ/ლ-ს. მრუდი “კონცენტრაცია-დრო”-ს ფართი სისხლის შრატში პრეპარატის კუნთებში და ვენაში ინექციის დროს ერთნაირია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ცეფტრიაქსონის ბიოშეღწევადობა მისი კუნთებში ინექციების დროს შეადგენს 100%-ს. განაწილება: ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა შეადგენს 7-12ლ-ს. ვენაში შეყვანის დროს 1-2გ ცეფტრიაქსონი სწრაფად დიფუნდირებს ქსოვილებში და ინტერსტიციულ სითხეებში (მათ შორის, ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებ-ში, ღვიძლში, ნუშისებრ ჯირკვლებში, შუა ყურში და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლებში, აგრეთვე თავზურგ-ტვინის, პლევრულ და სინოვიალურ სითხეებში და წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში), სადაც პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება მისადმი მგრძნობიარე პათოგენების მიმართ შენარჩუნებულია 24სთ-ის განმავლობაში. პლაზმის ცილებთან კავშირი: ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინებს და ეს კავშირი მისი კონცენტრაციის უკუპროპორციულია: მაგ. იმ შემ-თხვევაში, როდესაც პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის შრატში არა უმცირეს 100მგ/ლ-ია, ცეფტრიაქსონის კავშირი ცილებთან შეადგენს 95%, ხოლო პრეპარატის კონცენტრაციისას 300მგ/ლ-მხოლოდ 85%-ს. ინტერსტიციულ სითხეში ალბუმინის დაბალი შემცველობის გამო ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია მასში უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში. პრეპარატის შეღწევადობა თავზურგ-ტვინის სითხეში: ახალშობილებში და ბავშვებში ტვინის გარსის ანთების დროს ცეფტრიაქსონი აღწევს თავზურგ-ტვინის სითხეში. ბაქტერიული მენინგიტის დროს სისხლის შრატში არსებული პრეპარატის კონცენტრაციის საშუალოდ 17% დიფუნდირებს თავზურგ-ტვინის სითხეში, რაც დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ასეპტიური მენინგიტის დროს. ცეფტრიაქსონის 50-100მგ/კგ წონაზე დოზით ვენაში ინფუზიიდან 24სთ-ის შემდეგ, თავზურგ-ტვინის სითხეში პრეპარატის კონცენტრაცია აღემატება 1.4მგ/ლ-ს. მენინგიტით დაავადებულ მოზრდილებში ცეფტრიაქსონის 50მგ/კგ წონაზე დოზით შეყვანიდან 2-2,5სთ-ის შემდეგ ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია მრავალჯერ აღემატება იმ მინიმალურ დოზას, რომელიც აუცილებელია მენინგიტის გამომწვევი პათოგენური მიკროორგანიზმების დასათრგუნად. ცეფტრიაქსონი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და მცირე კონცენტრაციებში ექსკრეგირებს დედის რძეში. მეტაბოლიზმი: ცეფტრიაქსონი არ განიცდის სისტემურ მეტაბოლიზმს. ნაწლავური ფლორის ზემოქმედებით იგი გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტად. გამოყოფა: ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 10-22მლ/წთ-ში. თირკმლის კლირენსი-5-12მლ/წთ-ში. ცეფტრიაქსონი უცვლელი სახით (50%-მდე), ხოლო 40-50% თირკმელების საშუალებით, ელიმინირდება ნაღველთან ერთად. მოზრდილებში ცეფტრიაქსონის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8სთ-ს. ახალშობილებში შეყვანილი დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ახალშობილებში 8 დღემდე და 75 წლის ზევით ასაკის პაციენტებში აღნიშნული პერიოდი ორჯერ უფრო ხანგრძლივია. ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა თითქმის არ იცვლება, ხოლო ელიმინაციის ნახევარპერიოდი უმნიშვნელოდ ხანგრძლივდება. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყოფა ძლიერდება ნაღველთან ერთად, ხოლო ღვიძლის პათოლოგიის დროს პირიქით - თირკმელების საშუალებით. | || დოზირება და მიღების წესი: | ცეფტრიაქსონი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში. მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ცეფტრიაქსონის დოზა შეადგენს 1-2გ-ს 1-ჯერ (ყოველ 24სთ-ში). მძიმე შემთხვევებში ან ზომიერად მგრძნობიარე პათოგენური მიკრობებით გამოწვეული ინფექციების დროს შესაძლებელია ერ-თჯერადი სადღეღამისო დოზის გაზრდა 4გ-მდე. ახალშობილებში 2 კვირამდე ცეფტრიაქსონის დოზაა-20-50მგ/კგ წონაზე დღეღამეში. (ახალშობილებში ფერმენტული სისტემის არასრულფასოვნების გამო პრეპარატის დანიშვნა 50მგ/კგ/წონაზე უფრო მეტი დოზით ნებადართული არ არის). ბავშვებში 2 თვის ასაკიდან 12 წლის ასაკამდე სადღეღამისო დოზა შეადგენს 2080მგ/კგ წონაზე. 50კგ და მეტი წონის მქონე ბავშვებს პრეპარატი ენიშნებათ იგივე დოზებში, როგორც მოზრდილებს. პრეპარატის ვენაში ინფუზია გრძელდება 30წთ-ის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე და დაავადების სიმძიმის ხარისხზე, აგრეთვე მოცემულ ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევებზე. ძირითადად იგი შეადგენს 4-14 დღეს. მძიმე ინფექციური დაავადებების დროს, შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი თერაპია. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ, უმრავლესი ინფექციური დაავადებების დროს მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 48-72 სთ-ს. კომბინირებული მკურნალობა: დადგენილია, რომ მრავალ გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე ზემოქმედებით ცეფტრიაქსონსა და ამინოგლიკოზიდებს შორის ადგილი აქვს სინერგიზმს, თუმცა მსგავსი კომბინაციის მაპოტენცირებელი ეფექტის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს (მაგ. Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული) განსაკუთრებით კი მათი ერთდროული დანიშვნით. ცეფტრიაქსონი და ამინოგლიკოზიდები მათი შეუთავსებლობის გამო აუცილებელია დაინიშნოს რეკომენდებულ დოზებში ცალ-ცალკე. მენინგიტი: ახალშობილებში და ბავშვებში ბაქტერიული მენინგიტის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 100მგ/კგ წონაზე ერ-თხელ დღეში (მაქსიმალური 4გ-ს). მას შემდეგ, რაც შესაძლებელია პათოგენური მიკროორგანიზმების გამოყოფა და მისი მგრძნობელობის განსაზღვრა, საჭიროა დოზის შესაბამისი შემცირება. ლაიმას ბორელიოზი: მოზრდილებს და ბავშვებს ენიშნებათ 50მგ/კგ (უმაღლესი სადღეღამისო დოზა2გ) 1-ჯერ დღეღამეში 14 დღის განმავლობაში. გონორეა: როგორც პენიცილინაზას წარმომქმნელი, აგრეთვე მისი არწარმომქმნელი შტამებით გამოწვეული გონორეის მკურნალობის რეკომენდებულ დოზას შეადგენს 250მგ 1ჯერ კუნთებში. ინფიცირებული ან სავარაუდოდ ინფიცირებული ქირურგიული ჩარევის წინ ინფექციის სიმძიმის მიხედვით-ოპერაციამდე 3090წთ-ით ადრე რეკომენდებულია 1-2გ ცეფტრიაქსონის ერთჯერადად შეყვანა. ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის უკმარისობა: თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში - ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში- აუცილებელი არ არის ცეფტრიაქსონის დოზის შემცირება. მხოლოდ თირკმელების უკმარისობის დროს პრეტერმინალურ სტადიაში (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 10მლ/წთ-ში), ცეფტრიაქსონის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2გ-ს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში - თირკმელების შენახული ფუნქციის შემთხვევაში- აუცილებელი არ არის ცეფტრიაქსონის დოზის შემცირება. ღვიძლისა და თირკმელების ერთდროული მძიმე პათოლოგიების შემთხვევაში აუცილებელია სისხლის შრატში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი. ჰემოდიალიზზე მყოფ ავადმყოფებში, აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ პრეპარატის დოზის შეცვლა აუცილებელი არ არის. მომზადებული ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე ინარჩუნებს თავის ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას 6სთ-ის განმავლობაში. 5‘C ტემპერატურაზე-24სთ-ის განმავლობაში. თუმცა საყოველთაოდ მიღებული წესის შესაბამისად, საჭიროა ახლადმომზადებული ხსნარის დაუყოვნებლივ შეყვანა ორგანიზმში. მომზადებული ხსნარის ფერი შეიძლება იყოს დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე და მისი შენახვის ხანგრძლივობაზე. აქტიური ნივთიერების ხსნარის ფერი გავლენას არ ახდენს პრეპარატის სამკურნალო ეფექტზე. კუნთებში შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციებისათვის პრეპარატის 0.25გ ან 0.5გ-ს სხნიან 2მლ 1% ლიდოკაინის ხსნარში შემდეგი თანაფარდობით: ფლაკონის შიგთავსს 1გ-ს ხსნიან 3.5მლ ლიდოკაინის ხსნარში და შეჰყავთ ღრმად დუნდულოში. ლიდოკაინის შეყვანა ვენაში ნებადართული არ არის. ვენაში შეყვანის დროს პრეპარატის 0.25გ ან 0.5გ-ს ხსნიან 5მლ სტერილურ საინექციო წყალში შემდეგი თანაფარდობით: ფლაკონის შიგთავსს 1გ-ს ხსნიან 10მლ სტერილურ დისტილირებულ წყალში და შეჰყავთ ვენაში ნელა 2-4წთ-ის განმავლობაში. ვენაში ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 30წთ-ს. ამისათვის 2გ ფხვნილს ხსნიან დაახლოებით 40მლ კალციუმის იონისაგან თავისუფალ ხსნარში: მაგ. 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 0.45% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 2,5% გლუკოზის შემცველობით, 5% ან 10% გლუკოზის ხსნარში, 5% ფრუქტოზის, 6% დექსტროზის ხსნარში. სხვა გამხსნელებს არ იყენებენ. | || გვერდითი მოვლენები: | სისტემური გვერდითი ეფექტები: ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ავადმყოფ-თა დაახლოებით 2%-ს): თხიერი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და გლოსიტი. ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. აღწერილია აგრანულოციტოზის ერ-თეული შემთხვევები (1მკლ-ში 500 უჯრედზე ნაკლები), მათ შორის უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება მკურნალობიდან 10 დღის შემდეგ და პრეპარატის კუმულაციურ დოზებში 20მგ და მეტი რაოდენობით მიღების დროს. კანის რეაქციები (ავადმყოფთა დაახლოებით 1%-ს): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია, შეშუპება. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. სხვადასხვა, იშვიათად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, შესაბამისი სიმპტომატიკის მქონე ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაცია ნაღვლის ბუშტში, ოლიგურია, სისხლის შრატში კრეატინინის რაოდენობის გაზრდა, გენიტალიუმის არეში - მიკოზები, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები. იშვიათად ადგილი აქვს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებას და სისხლის შედედების დარღვევას, აგრეთვე თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნას, ძირითადად 3 წლის ასაკის ზევით ბავშვებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს მაღალი სადღეღამისო დოზებით (≥80მგ/კგ დღეღამეში) ან კუმულაციური დოზებით 10მგ და მეტი, აგრეთვე სხვა დამატებითი რისკ ფაქტორების დროს (სითხის მიღების შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი და სხვა). თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ზოგჯერ კლინიკურად ვლინდება თირკმელების უკმარისობით. აღნიშნული პროცესი შექცევადია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში. ადგილობრივი გვერდითი ეფექტები (იშვიათად): პრეპარატის ვენაში შეყვანის დროს გამორიცხული არ არის ფლებიტის განვითარება. აღნიშნული მოვლენის თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის ნელი (24წთ-ის განმავლობაში) შეყვანით. ლიდოკაინის დამატების გარეშე ცეფტრიაქსონის კუნთებში ინექციები იწვევს ტკივილს. კუნთებში ინექცია ლიდოკაინის გამოყენების გარეშე მტკივნეულია. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძირითადად გაივლის სპონტანურად ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. | || უკუჩვენება: | მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ; | || ორსულობა და ლაქტაცია: | ცეფტრიაქსონი გაივლის პლაცენტურ ბარიერს. პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დღეისათვის დადგენილი არ არის. მცირე კონცენტრაციებში ცეფტრიაქსონი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. | || განსაკუთრებული მითითებები: | ანამნეზის ზუსტი მონაცემების შეგროვების მიუხედავად, რაც აუცილებლობას წარმოადგენს სხვა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკებთან მიმართებაში შეიძლება გამოირიცხოს ანაფილაქსიური შოკის განვითარების შესაძლებლობა. ავადმყოფებში პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, შესაძლებელი ჯვარედინი ალერგიული რეაქციების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით. ისევე როგორც სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის დროს, შესაძლებელია სუპერინფექციების განვითარება. ულტრაბგერითი გამოკვლევების დროს ზოგჯერ ნაღვლის ბუშტში აღინიშნება ჩრდილის არსებობა, რაც მიუთითებს ნალექების დაგროვებაზე, რომელიც წარმოადგენს ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატებს, აღნიშნული მოვლენები მალევე გაივლის სიმპტომატური მკურნალობის, ან ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროებითი შეწყვეტის შემდეგ. ტკივილის სინდრომის არსებობაც კი მსგავს შემთხვევებში არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, საკმარისია კონსერვატული მკურნალობა. ზოგიერთ ავადმყოფებში პრეპარატის მიღების დროს ადგილი აქვს სანაღვლე გზების ობსტრუქციით გამოწვეულ პანკრეატიტის იშვიათ შემთხვევებს. დადგენილია, რომ სხვა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფტრიაქსონი აძევებს სისხლის შრატთან შეკავშირებულ ალბუმინს, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიით შეპყრობილ ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში, რომლებშიც არსებობს ბილირუბინით გამოწვეული ენცეფალოპათიის განვითარებისა რისკი, ცეფტრიაქსონის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. | || ჭარბი დოზირება: | დოზის გადაჭარბების დროს ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომატურია. | || ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: | ცეფტრიაქსონის მაღალი დოზების და ძლიერი დიურეზული საშუალებების (მაგ. ფუროსემიდის) ერთდროული გამოყენებით არ აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა. იგი არ ზრდის ამინოგლიკოზიდების ნეფროტოქსიურობას. მისი შეყვანის შემდეგ ალკოჰოლური სასმელის მიღება არ იწვევს დისულფირამის მსგავსი რეაქციების წარმოქმნას. ცეფტრიაქსონი არ შეიცავს N-მეთილთიოტეტრაზოლის ჯგუფს, რომელიც იწვევს ეთანოლის მიმართ რეაქციას და სისხლდენას, რითაც არსებითად ხასიათდებიან ზოგიერთი სხვა ცეფალოსპორინები. პრობენეციდი გავლენას არ ახდენს ცეფტრიაქსონის ორგანიზმიდან გამოყოფის პროცესზე. In vitro დადგენილია ქლორამფენიკოლსა და ცეფტრიაქსონს შორის ანტაგონიზმი. შეუთავსებლობა: ცეფტრიაქსონის ხსნარის შერევა სხვა საინფუზიო ხსნარებთან, რომლებიც შეიცავს კალციუმს მაგ. ჰარტმანის და რინგერის სითხეებთან ან მისი ერთდროული შეყვანა ორგანიზმში სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან ერთად რეკომენდირებული არ არის. ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე ზემოქმედება: მკურნალობის პროცესში ავადმყოფებში იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს კუმბსის სინჯზე ცრუდადებით მაჩვენებლებს. ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკები, იგი ცრუდადებით მაჩვენებლებს იძლევა გალაქტოზემიის სინჯზე. ასეთივე მაჩვენებლები მიიღება შარდში გლუკოზის განსაზღვრის დროს, ამიტომ ცეფტრიაქსონით მკურნალობის პროცესში გლუკოზურიის განსაზღვრა აუცილებლობის შემთხვევაში ხდება მხოლოდ ფერმენტული მეთოდით. |
2019-10-17 23:21:04
http://www.mis.ge/mis_generiki.mis?24796CB51D7C760DF475B7321839F9C4=g
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677230.18/warc/CC-MAIN-20191017222820-20191018010320-00243.warc.gz
11,498
288,321,086
"ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მედიის წარმომადგენლეთან საუბრისას "ლივერპულში" განცდილი მარცხი გაიხსენა. "მატჩის მომდევნო დღეები ყველაზე საშინელი იყო ჩემ ცხოვრებაში და კარიერაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომენტთან ერთად. მატჩის შემდეგ მინდოდა გავუჩინარებულიყავი". "არ მინდოდა შვილები სკოლაში წამეყვანა, რადგანაც ყველა ნახავდა, რაოდენ ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. ეს ის დღეებია, როდესაც უბრალოდ არაფრის გაკეთება მინდოდა. ძალიან რთული დრო იყო". "არ მეგონა, რომ "ლივერპული" ამას შეძლებდა. ვფიქრობდით, რომ მატჩში 2-3 საგოლე მომენტი აუცილებლად გვექნებოდა და ამიტომაც არ ვნერვიულობდით". "პირველი გოლის შემდეგ არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ეს გოლი ყველაფერს გვიშხამებდა. თამაშის შემდეგ, გასახდელში, ვერავინ ვერ ლაპარაკობდა. გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები ვიყავით", – აცხადებს სუარესი.
2019-10-13 20:15:53
https://footballnews.ge/index.php?newsid=34365
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986647517.11/warc/CC-MAIN-20191013195541-20191013222541-00312.warc.gz
14,511
597,543,974
მიგელ დე უნამუნო (დ. 29 სექტემბერი, 1864 — გ. 31 დეკემბერი, 1936) — ესპანელი ესსეისტი, ნოველისტი, პოეტი, დრამატურგი და ფილოსოფოსი. წმინდა ფილოსოფიური თვალსაზრისით, ნამდვილად წინდაუხედაობა იქნებოდა რამის ხელაღებით მტკიცება, მით უმეტეს, რომ საკითხის დასმა უკვე შემდგომი ნაბიჯის პირობაა. | როცა ანგარიში აგვერევა, წავშლით და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ, ეს მაინცდამაინც საქმის დიდი დაწინაურება არ არის, მაგრამ თუ სახლი დანგრევის პირზეა მისული, ანუ საცხოვრებლად უვარგისია, ჯობია დავანგრიოთ, ვიდრე შევაკეთოთ და გავამაგროთ. | ვინც იმ აზრზე დგას, ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვის შიში რომ არა, ადამიანები უფრო უკეთურები იქნებოდნენო, მათ გასაგონად ვიტყოდი, ცდებიან-მეთქი; კიდეც რომ აიღონ ხელი იმქვეყნიური ცხოვრების რწმენაზე, იმის გამო კი არ გახდებიან უარესები, არა, პირიქით, უმალ სხვა გზებს დაუწყებენ ძებნას თავის გასამართლებლად; ხოლო ვინც უზაკველია, ის ისედაც უზაკველია და არა ამ მოარული რწმენის შიშით. ამდაგვარი სჯა-ბაასი იმათთვისაა ძნელიც და ბნელიც, ვისაც ეს კითხვები მოსდის თავში და ეჭვიც არ მეპარება, ის სულის სიზანტითაც იქნება შეპყრობილი. | კარგი, მაგრამ, - ვეკითხები საკუთარ თავს, - მაინც რა არის შენი რელიგია? - და თავადვე ვპასუხობ - ჩემი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა - ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდე, ჩემს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევ, ჩემი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან. ჩემი რელიგია არის ბრძოლა ღმერთთან მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, სწორედ ისეთი ბრძოლა, იაკობი რომ ებრძოდა მას. არაფერს დავთმობ იდუმალებისა თუ შეუცნობელის წინაშე, - როგორც წერენ ხოლმე პედანტები, - ვერც იმას დავჯერდები, „ბედს ვერსად წაუხვალო“, რომ აუკვიატებიათ. ვგმობ ამ თქვენს გაქვავებულ იგნორაბიმუს-ს, სულერთია, ვერავინ და ვერაფერი ამაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე; დიახ, მე ვბედავ მივწვდე მიუწვდომელს. | არ არსებობს აზრი, არსებობენ მოაზროვნენი. | რელიგიის სფეროში თითქმის არაფერია ისეთი, რაციონალური ახსნა რომ არ მოეძებნებოდეს, მაგრამ მე არც სურვილი მაქვს და არც შემიძლია ლოგიკურ კავშირებს დავუწყო ჩხრეკა, აკი რაციონალისტური სწორედ ლოგიკაა. დიახ, ქრისტიანი გახლავართ, მტკიცედ ვდგავარ ქრისტიანულ რწმენაზე. | ვერასოდეს ვერავინ დამარწმუნა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ვერც მისი არარსებობა დამაჯერა ვინმემ გონივრულად. ათეისტების აზრები კიდევ უფრო ზერელე და უნიადაგო მეჩვენება, ვიდრე მათი მოპაექრეებისა და თუ მე მაინც მწამს ღმერთი, ანდა ყოველ შემთხვევაში, მწამს მისი რწმენა, ყველაზე უფრო იმიტომ მწამს, რომ თავად მე მინდა ღმერთი არსებობდეს და მერე კიდევ იმიტომაც, რომ მე მას ვჭვრეტ გულით, იგი გაცხადებულია სახარებაში და ისტორიაში, თუმცა, ბოლოსდაბოლოს, ეს მაინც გულიდან მოდის. | ამდენს რომ ვმსჯელობ, იმიტომ ვმსჯელობ, რომ ჩემმა ცნობიერებამ მოსვენება დაკარგა და ვერც სანუგეშოს რასმე ვხედავ ჩემს გაჩენაში, თორემ ამაზე ფიქრით თავს ასე რიგად არ ავიტკივებდი. მაგრამ ვაი რომ, მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი სულიერი ცხოვრება ამ ფიქრებში გადის, რომ მთელი ჩემი მოღვაწეობის მამოძრავებელი ძალა ესაა; ვერც იმით ვანუგეშებ თავს ზოგიერთებივით, ერთთავად რომ გაიძახიან, არ ვიცი და სულერთია, მაინც ვერაფერს გავიგებო. ცხადია, არც მე ვიცი და ეგებ მართლა ვერც ვერასოდეს ვერაფერი გავიგო, მაგრამ მე მაინც მინდა ვიცოდე! მინდა და მორჩა! | და აი, ასე, ამ ბრძოლაში გადის ჩემი ცხოვრება, ამ იდუმალებასთან, ამოუცნობთან ბრძოლაში ილევა ჩემი დღენი და თუმცა კი იმედი არცა მაქვს, ოდესმე თუ ჩავწვდები ამ საიდუმლოს, ჩემი მასულდგმულებელი და მანუგეშებელი მაინც ეს ბრძოლაა. დიახ, ბრძოლაა ჩემი ერთადერთი იმედი, უკვე იმასაც შევეგუე, რომ ვეძიო იმედი თვით უიმედობაში; დაე ნუ აყაყანდებიან უბირები და ჩიტირეკიები ეს ხომ პარადოქსიაო! | არ მახსენდება არცერთი კულტურული ადამიანი, ვისაც ეს პრობლემა არ აფიქრებდეს, თუმცა არც თუ დიდი იმედი მაქვს კულტურისა - კულტურა და ცივილიზაცია ხომ ერთი და იგივე მაინც არ არის, - დიდი იმედი არა მაქვს-მეთქი იმათი, ვინც ისე ცხოვრობს, ეს პრობლემა მეტაფიზიკური თვალსაზრისით რომ არ აინტერესებდეს და მარტო ერთ, სოციალურსა თუ პოლიტიკურ ასპექტში განიხილავდეს; კიდევ უფრო ნაკლები იმედი მაქვს იმ ადამიანებისა, ანდა ხალხისა, ვინც გონებრივი სიზანტის, ზერელობის, მეცნიერებისა და ვინც იცის, კიდევ რამდენი სხვა მიზეზის გამო, სულ არ ზრუნავენ სულის გამდიდრებაზე და ყურსაც არ ათხოვებენ გულის უწყვეტ შფოთვას; არც იმათგან ველოდები რასმე, ვინც ნიადაგ გაიძახის: „ამაზე ფიქრი არც ღირს!“ ძალიან ცოტა იმედი მაქვს იმათიც, ვისაც ზეცის და ჯოჯოხეთის ისევ ისე სჯერა, ბავშვობაში რომ გვჯეროდა, ხოლო არავითარი იმედი არა მქვს იმათი, ვინც უბირის თავდაჯერებით ამტკიცებს, „ეს ყველაფერი მითია და ზღაპარი, კაცი რომ მოკვდება, მიწაში ჩაფლავენ და ყველაფერი ამითი მთავრდებაო!“ და თუ სულ ერთი ბეწო იმედი მაინც მაქვს, ისევ იმათი იმედი მაქვს, ვინც უარყოფით კი უარყოფს, მაგრამ ვერ ისვენებს, ვინც გამუდმებით იბრძვის ჭეშმარიტებისთვის და ამისთვის სიცოცხლესაც არ იშურებს, იბრძვის თვითონ ბრძოლისთვის და არა გამარჯვებისთვის. | მე თავად ნიადაგ იმას ვცდილობდი და ვცდილობ, ავაფორიაქო მოყვასი ჩემი, შევაშფოთო მისი გული და თუ შევძლებ, შიშიც კი აღვუძრა. მე უკვე ვთქვი ჩემს „დონ კიხოტისა და სანჩოს ცხოვრებაში“, რომ ეს ჩემი ყველაზე გულწრფელი აღსარებაა. | როცა კი რამე მტკენია, კიდეც მიყვირია და მიყვირია საჯაროდ. | რაც გინდა იყოს, კაცი მაინც ჯიუტია და რამდენიც გინდა უჩიჩინო, მაინც თავისას იზამს. | ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, არის და იქნება ის, რომ ჩემი მკითხველი თვითონვე მიხვდეს და შეიგნოს, მე მას არასოდეს შევთავაზებ მზამზარეულ აზრებს. | ისეთი მეგობრებიც მომეპოვება, კარგი მეგობრები რომ ჰქვიათ, რომლებიც მირჩევენ, ამ საქმეს მოეშვი და რაიმე ისეთს მოჰკიდე ხელი, რეალური რომ იყოს, რაღაც გარკვეული, კონსტრუქციული, მყარი რომ ერქვასო; ეტყობა, დოგმატურიო, უნდოდათ ეთქვათ. მე კი ყველას გასაგონად ვაცხადებ, რაც არ შემიძლია, არ შემიძლია, მე მოვითხოვ თავისუფლებას, ჩემს წმინდა თავისუფლებას, დაე, საკუთარ თავს დავუპირისპირდე, თუკი ასეთი რამეც მოხდება. ვერ ვიტყვი, სიკვდილის შემდეგაც შემორჩება თუ არა წლებსა და საუკუნეებს ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი, მაგრამ ის კი დაბეჯითებით ვიცი, ზღვა რომ ღელავს და ტალღები ნაპირს აწყდება, ხანდახან შენელდება, მაგრამ ზღვა მაინც სულ ბორგავს და ახალ-ახალ ტალღებს წარმოქმნის. | განა დიდი სიკეთე და მადლი არ არის, რომ მთვლემარე გამოაფხიზლო, მცონარი შეანჯღრიო, ანდა უდიდესი რელიგიური სათნოება არ არის, რომ მიწყივ ეძიო ჭეშმარიტება და სადაც მოგხვდება, ყველგან და ყოველჟამს ამხილო სიცრუე, სიბრიყვე და უზნეობა! | იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის უმაღლესი უსამართლობა იყოს. | ადამიანი შესაძლებლობების მწვერვალს მაშინ აღწევს, როცა მიუღწეველს უმიზნებს. | ციტატის წყარო: „სიყვარული და პედაგოგიკა“ არსებობს სამი ტიპის ადამიანი, ერთნი ჯერ ფიქრობენ და მერე აკეთებენ; ასეთები ფრთხილები არიან, მეორენი არ ფიქრობენ, ისე აკეთებენ; ასეთები გაბედული ადამიანები არიან, მესამენი აკეთებენ და ფიქრობენ ერთდროულად, ანუ ფიქრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ და აკეთებენ იმას, რაზეც ფიქრობენ; ასეთები ძლიერი ადამიანები არიან. | ციტატის წყარო: „სიყვარული და პედაგოგიკა“ თუ კაცს არასოდეს უარუყვია თავისი ნათქვამი, ესე იგი საერთოდ არასოდეს უთქვამს რაიმე. | არსებობენ „თანამშრომელი“ ადამიანები, ვისაც წიგნის წაკითხვის შემდგომ იტყვიან, ამას მეც ხომ ვფიქრობდი, რომ დამეწერაო... | უნდა იცხოვრო, რათა გიყვარდეს. დიახ, უნდა გიყვარდეს, რომ იცხოვრო. | ჩვენ ხომ მარტო იმას ვიქმთ, რომ ჩვენ - ჩვენს როლს ვთამაშობთ. ყველანი პერსონაჟები ვართ, ნიღბები, კომიკოსები! არც ერთი ისე არ იტანჯება ან უხარია, როგორც ამბობს და გამოხატავს! | ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა. | ნუ გამოივსებთ თავს იმით, რაც ჯიბეშიც კარგად თავსდება! - ნუ გამოივსებთ ჯიბეებს იმით, რაც თავშიც კარგად თავსდება. | არ არის აუცილებელი, ვინმემ რამე დაგიშავოს და ამიტომ შეიძულო. საკმარისია წარმოიდგინო, რა შეეძლო დაეშავებინა და მაშინვე შეგძულდება. | ეჭვიანობა ყეყეჩების საქმეა. მარტო ყეყეჩები შეიძლება იყვნენ ეჭვიანები, რადგან მარტო ასეთებს ღალატობენ ცოლები. | ყოველი ადამიანი მთელი სამყაროა და ზოგჯერ-რამდენიმე სამყაროც კი. | ქრისტიანობა, მიუხედავად იმისა რომ არსებობდა მაგდალინელი, მაინც მამაკაცების რელიგიაა. | არიან ისეთი წმინდანები, რომლებიც სხვებს უბიძგებენ ცოდვისკენ. სინამდვილეში ეგებ სწორედ ის სიკეთე თუ სათნოება იყო არაადამიანური. |
2019-03-25 14:11:26
https://ka.wikiquote.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A_%E1%83%93%E1%83%94_%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%9D
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203991.44/warc/CC-MAIN-20190325133117-20190325155117-00116.warc.gz
17,825
526,068,041
აშშ რუსეთში ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლლეობის გამოძიებაში ბულგარეთს დახმარებას სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, ბულგარეთს ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლლეობის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ნათქვამია სოფიაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. „შოკირებულები ვართ ქალაქ რუსეში ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას შემზარავი მკვლელობით. აშშ-ს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დაეხმაროს ბულგარეთის ხელისუფლებას პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში“, -აღნიშნულია დიპლომატიური მისიის განცხადებაში. ბულგარელმა სამართალდამცველებმა დღეს ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის რუმინეთის მოქალაქეა. პოლიცია დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ვიქტორია მარინოვა 7 ოქტომბერ სბულგარეთის ქალაქ რუსეში მოკლეს. მარინოვა ქალაქ რუსეში მდებარე ტელევიზიის TVN -ის დირექტორი და ორი საგამოძიებო გადაცემის წამყვანი იყო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბოლო თემა, რომელზეც მარინოვა მუშაობდა, ევროკავშირის ფონდების გაფლანგვის სკანდალი იყო. საუბარია ევროკავშირის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებზე. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ფინანსურ მაქინაციებთან შესაძლოა, ბულგარეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ჰქონდეთ კავშირი.
2019-10-19 13:07:31
https://www.timer.ge/ashsh-rusethshi-zhurnalist-viqtoria-marinovas-mkvlleobis-gamodziebashi-bulgareths-dakhmarebas-sthavazobs/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986693979.65/warc/CC-MAIN-20191019114429-20191019141929-00526.warc.gz
10,059
1,122,291,502
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება დაკავებულ კიდევ ოთხ ადამიანს, მათგან სამს-ამერიკის მოქალაქეს პატიმრობა შეფარდებული აქვს. კიდევ ერთის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი სასამართლო ხვალ იმსჯელებს. წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა. ბავშვთა პორნოგრაფიის ქსელი დღეს გამოავლინეს. შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქმეზე დაკავებულები არიან საქართველოს, ავსტრალიისა და აშშ-ის მოქალაქეები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგო. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. დანაშაული 17-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2019-10-18 04:27:18
https://allmedia.news/sazogadoeba/192798-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677884.28/warc/CC-MAIN-20191018032611-20191018060111-00531.warc.gz
16,879
380,056,265
მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტის ინიციატივას რამდენიმე კერძო ორგანიზაცია გამოეხმაურა შეფასებით, განათლების სისტემაში პრეზიდენტის ინიციატივები, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მანჯგალაძემ განაცხადა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა რამდენიმე კერძო ორგანიზაცია, რომლებიც მზად არიან, სტუდენტებს მნიშვნელოვანი შეღავათები გაუწიონ. „პრეზიდენტის ინიციატივით, განათლების სამინიტრომ სტუდენტური ბარათების კონცეფციაზე დაიწყო მუშაობა. ბარათით სარგებლობის საშუალება აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ექნებათ, ისინი შეღავათებით ისარგებლებენ როგორც სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით, ასევე კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში“,- პრესსიკერმა სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ამ პროგრამაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არიან ჩართული.დროთა განმავლობაში კი ამ პროგრამაში ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ჩაერთვება.
2019-10-24 00:45:14
https://internet.ge/?l=GE&m=2&sm=0&ID=2199
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836368.96/warc/CC-MAIN-20191023225038-20191024012538-00312.warc.gz
9,492
530,604,828
ასოციაციამ “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღია ცის ქვეშ საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიება იუბილესთან ერთად ბავშთა დაცვის დღესაც მიეძღვნა, რომლის მიზანს მშობელთა მზუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვების საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა. ამასთან, ასოციაციის წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორსა და სამთავრობო უწყებებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს საკუთარი წვლილი შეიტანონ არსებული პრობლემების დარეგულირების საკითხებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და მედია. მის ფარგლებში გაიმართება ტური, მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს გარემო და გაეცნენ იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის“ ეგიდით ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ალტერნატიული ზრუნვისა და ოჯახის გაძლიერების პროგრამები უკვე რამდენიმე წელია რაც წარმატებით ხორციელდება. ალტერნატიული ზრუნვის პროგრამისმიზანია, მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს დაეხმაროს საკუთარი მომავლის შექმნა-ჩამოყალიბებაში. ორგანიზაცია საშუალებას აძლევს მათ ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ჩამოაყალიბონ მყარი ურთიერთობები და ინტერესისა და ნიჭის შესაბამისად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობა. გარდა ამისა, ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ეხმარება ბავშვებს მიიღონ განათლება, გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებით სარგებლობს 238 ბავშვი და ახალგაზრდა. „ყველა ბავშვის უფლებაა, იზრდებოდეს მზრუნველ ოჯახურ გარემოში. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის აღზრდა შეუძლებელია, საჭირო ხდება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული მომსახურების მიწოდება. სწორედ, ამ მიზნით, ჩვენ მათ ვთავაზობთ ოჯახურთან მიახლოებულ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოს“ – აღნიშნავს პროგრამის კოორდინატორი. „ჩვენ აღვნიშნავთ ასოციაციის იუბილეს. მნიშვნელვანია, რომ ეს თარიღი დაემთხვა ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს. გადავწყვიტეთ მოგვეწვია კერძო სექტორის წარმომადგენლები, რათა მოუწოდოთ უფრო მეტად ჩაერთონ ჩვენს საქმიანობაში და იზრუნონ ჩვენთან ერთად სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების კეთილდღეობასა და მათი ოჯახების გაძლიერებაზე. ჩვენი სურვილია დავეხმაროთ უფრო მეტ ბავშვს, უფრო მეტ ოჯახს და გავაძლიეროთ ისინი,“ – განმარტავს ასოციაციის “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ფონდების მოზიდვის მენეჯერი, მაცო ჩოფიკაშვილი. „ასოციაცია უკვე 30 წელია, რაც ზრუნავს საქართველოში მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვბსა და ოჯახებზე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას რომლის წევრიც გახლავართ – SOS Children’s Villages Inetrnational -ს საქმინაობიდან 70 წელი შეუსრულდა. მივმართავ საზგადოებას, ბიზნეს სექტორს რომ აუცილებელია მათი გვერდში დგომა და მათი ჩართულობა. ბევრი მეგობარი გვჭრდება ჩვენს,“ – მიაჩნია ასოციაციის “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დირექტორს ზვიადბერძენიშვილს. ოჯახის გაძლიერების პროგრამის მთავარი მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარება, რათა ბავშვები აღიზარდონ უსაფრთხო და მზრუნველ ოჯახურ გარემოში. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახების თანადგომის ქსელის გაძლიერებას. აღნიშნული პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ 18 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ფაქტორების გამო საჭიროებენ მხარდაჭერასა და დახმარებას. დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით ოჯახის გაძლიერების პროგრამის მომსახურებით სარგებლობს 1024 ბავშვი.
2019-10-22 02:16:59
https://www.sos-childrensvillages.ge/ka/news/sos-bavshvta-sofeli-saqartvelo-30-tslisaa/19
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795403.76/warc/CC-MAIN-20191022004128-20191022031628-00526.warc.gz
17,683
1,050,542,068
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კეკელიძე, ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორატის წარმომადგენელი, გუსტავ ვრომენი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი, როზარია პუგლისი. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მიმდინარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ნინო ჯავახაძემ მადლობა გადაუხადა ნატოს წარმომადგენლებს, ალიანსის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
2019-10-15 02:55:12
https://pia.ge/post/272962-sss-s-moadgile-nino-javaxaze-natos-generaluri-mdivnis-moadgilis-tanasemwes-sexvda
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655735.13/warc/CC-MAIN-20191015005905-20191015033405-00246.warc.gz
22,174
597,167,906
წყარო: ელიას ბუდინოტი – რედაქტორი ჩეროკი ფენიქსი ელიას ბუდინოტი დაიბადა რომის მახლობლად, საქართველო, დაახლოებით 1802. ისევე როგორც მისი ბიძაშვილი ჯონ ქედი, იგი გაიგზავნა კორონატი, კონექტიკუტი, სკოლაში. მოგზაურობისას ის ეწვია ელიას ბუდინოტს, გამოჩენილ იურისტს და დიპლომატს, რომელიც მისი მფარველი და მოღვაწე იყო. როგორც კომპლიმენტი მას, ამ ახალგაზრდა ჩეროკიმ მიიღო თავისი სახელი. კორნავლის სკოლის დატოვების შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, რომ სოფელ მის ჰარიეტ ოქროში დაქორწინდა, რომლის ნაცნობობა მან სტუდენტი იყო. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ადამიანი ჩეროკიელში. მან შეასრულა მისიონერებთან ერთად თარგმნა ბიბლია ჩეროკი ენაზე და იგი რედაქტორი ჩეროკი ფენიქსი, რომელიც პირველი ქაღალდი გამოქვეყნდა ნებისმიერი ინდური ტომის. მაიორმა ქედისა და ჯონ რიდთან ერთად მას განიხილეს ხელშეკრულების ლიდერი და ის სიკვდილამდე იმავე დღეს მოკლეს. რამდენიმე მისი შთამომავალი გამოჩენილი საქმეებში ჩეროკი ერი. ლოდინი, ჩეროკი კონფედერაციული ლიდერი, იყო უმცროსი ძმა ბუდინოტი. წყარო: ელიას ბუდინოტი – ჩეროკი ლიდერი ინდოეთის ტერიტორია ელიას ბუდინოტი (ჩეროკი გაზეთის რედაქტორი) მოცილება და “ცივილიზაციის” ძალისხმევა, 1828: აშკარაა, რომ ამ ახალი სისტემის დამცველები ინტენსიური შეხედულებისამებრ ინტენსიურად იყენებენ ინდოეთის ცივილიზაციებს, რომ შეუძლებელი გახდება ინდოეთის მოქალაქეები, რომლებიც იქნებიან თეთრი მოსახლეობით, და რომ ისინი აშკარად გადაშენებულნი იქნებიან, თუ ისინი არ არიან ამოღებულია ფაქტია, რომ ჩვენ არ დავამტკიცებთ, რომ თეთრი ტომების შედეგად მრავალი ტომი მოკლეს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს ყოველთვის იქნება, მიუხედავად ცივილიზაციის ყველა ზომისა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საკმარისი ზომები არ არის დასაქმებული. და რამდენად გაბედავდნენ ეს ადამიანები საკმარის მტკიცებულების გარეშე? რა მტკიცებულება აქვთ მათ, რომ სისტემა, რომელიც ახლა რეკომენდირებულია, წარმატებას მიაღწევს? სად არის ჩვენ მაგალითი მაგალითი კაცობრიობის მთელ ისტორიაში, ერის ან ტომისგან, სხეულში მოშორებით, სამოქალაქო და რელიგიური ნიადაგებით, სრულყოფილი უდაბნოში, ცივილიზებული უნდა იყოს? ჩვენ ვშიშობთ, რომ ამ კაცებს აშენებენ ციხე-სიმაგრეები, რომელთა შემოდგომაც იმ ღარიბი ინდიელების განადგურებას გამოიწვევს, რომლებიც იმდენად ბრმა არიან, რომ ექსპერიმენტი გააკეთონ. ჩვენ ვწუხვარ, რომ ამ სისტემის ზოგიერთი ადვოკატი იმდენად უპატივცემულოდ ლაპარაკობს, თუ არ არის სამწუხაროდ, წინამდებარე ზომების გაუმჯობესება, ახლა აშშ-ში მცხოვრები უმრავლესობის წარმატებული ოპერაცია – ერთადერთი ღონისძიებები, რომლებიც გვირგვინდება წარმატებად და სატენდერო წინაპირობები აბორიგენების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ბუდინოტი, ელია. ცუდია სარა: ან რელიგიის სიმბოლურად განასახიერებდა ცხოვრება და სიკვდილი ინდური ქალს. 1818. გოლი, ტერეზა ს. ცოლად ინდოელი: ქორწინება ჰარიეტ ოქრო და ელია ბუდინოტი შემოსული წერილები, 1823-1839. სამლოცველო: უნივერსიტეტი ჩრდილოეთ კაროლინას, 2005. კუშმანი, ელენე. ჩეროკი სილაბარი: წერა სახალხო სისასტიკე. ნორმან: უნივერსიტეტის ოკლაჰომა გამომცემლობა, 2011. დეილ, ედვარდ ე და გაუსტონ ლიტონი. ჩეროკი კავალიერი;ორმოცი წლის განმავლობაში ჩეროკი ისტორიაში, როგორც განუცხადა მიმოწერა ქედი-ვატი-ბუდინოტი ოჯახს. ნორმან: უნივერსიტეტის ოკლაჰომა გამომცემლობა 1939 E99 .C5 D23 გაბრიელი, რალფ ჰ. ელიას ბუდინოტი, ჩეროკი, და მისი ამერიკაში. ნორმან: უნივერსიტეტი ოკლაჰომა გამოცემა 1941 E99 .C5 B74 გოლი, ტერეზა ს. ცოლად ინდოელი: ქორწინება ჰარიეტ ოქრო და ელია ბუდინოტი წერილები, 1823-1839. სამლოცველო: უნივერსიტეტი ჩრდილოეთ კაროლინას გამოცემა, 2005. ჰადსონი, ანგელა პ. “იუსტიციის: ელიას ბუდინოტი, აშშ კონსტიტუცია, და ჩეროკი მოცილება.” სტრომბერგში, ერნესტთან. ამერკელი ინდიელი რიტორიკის გადარჩენისთვის: სიტყვა მედიცინა, სიტყვა ჯადოსნური. პიტსბურგი: უნივერსიტეტი პიტსბურგი გამოცემა, 2006. პერი, თედა. რედაქტორი. ბუდინოტი, ელია. ჩეროკი რედაქტორი: ნაწერები ელიას ბუდინოტი. ათენი, არის: უნივერსიტეტი საქართველოს გამოცემა, 1996. პეიერი, ბერნდ. დამრიგებელი გონება: ინდური მისიონერული-მწერალთა ელიას ბუდინოტი ამერიკაში. ამჰერსტი უნივერსიტეტი მასაჩუსეტსის გამოცემა, 1997 წელს. საკანონმდებლო ასამბლეის წევრი სტილი ციტირება ამ ვებ გვერდი რუბენი, პოლ პ “თავი 3: ელიას ბუდინოტი”. PAL: პერსპექტივები ამერიკული ლიტერატურა-კვლევისა და სარეკომენდაციო გზამკვლევი. URL: http://www.paulreuben.website/pal/chap3/boudinot.html (უზრუნველყოს თქვენი შესვლის თარიღი ან თარიღი).
2019-03-21 12:53:11
http://lpacode.com/elias-boudinot/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202523.0/warc/CC-MAIN-20190321112407-20190321134407-00173.warc.gz
9,571
123,824,969
ჟიულ ანრი პუანკარე (ფრანგ. Jules Henri Poincaré; დ. 29 აპრილი, 1854, ნანსი, საფრანგეთი — გ. 17 ივლისი, 1912, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, ინჟინერი და ფილოსოფოსი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1887), საფრანგეთის აკადემიის წევრი (1908) და გარდა ამისა მსოიფლიოს 30 სხვადასხვა ქვეყნის აკადემიის წევრი, მათ შორის პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საგარეო წევრ-კორესპონდენტი (1895). ისტორიკოსები ანრი პუანკარეს მიაკუთვნებენ ყველა დროის უდიდეს მათემატიკოსთა რიცხვს. ის ითვლება უკანასკნელ უნივერსალურ მათემატიკოსად, მეცნიერად.მას შეეძლო თავისი დროის ყველა მათემატიკური შედეგების განსაზღვრა. მის კალამს მიეკუთვნება 500-ზე მეტი სტატია და წიგნი. არ იქნება გაზვიადებული იმის თქმა, რომ მას შეეძლო თანამედროვე მათემატიკის გამდიდრება," სუფთა "ან" გამოყენებითი ", უნიკალური მეთოდებითა და შედეგებით. - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 225, თბ., 1984 წელი. - შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჟიულ ანრი პუანკარე“ ვიკისაწყობში. - ჟიულ ანრი პუანკარე — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“ - ჟიულ ანრი პუანკარე — ნამუშევრები საიტზე Internet Archive - ჟიულ ანრი პუანკარე — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები) - ჟიულ ანრი პუანკარე — მათემატიკური გენეალოგია - ჟიულ ანრი პუანკარე — მათემატიკური გენეალოგია
2019-10-21 03:13:09
https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94,_%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A_%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%98
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987751039.81/warc/CC-MAIN-20191021020335-20191021043835-00135.warc.gz
9,504
563,058,022
გიორგი ხარაიშვილი - ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ #ფეხბურთი გიბრალტარი - საქართველო #EURO2020 შესარჩევი ეტაპი ტაიმაუტი - სტუმარი ლევან მჭედლიძე საქართველოს ნაკრები გიბრალტარის წინააღმდეგ ოთხი ძირითადი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს #ლეგიონი - ფრე ირლანდიასთან და მზადება გიბრალტარისთვის / შერმადინი ზედიზედ მეორედ მატჩის MVP / ბორჯღალოსნების ბოლო მატჩი RWC 2019-ზე ოთხი მოთამაშის გარეშე - საქართველოს ნაკრებს ტრავმები დაერია ირლანდიური „სანი“ - საქართველოს უკეთესი ფორვარდი რომ ჰყოლოდა, ირლანდიას მოუგებდა #წყალბურთი საქართველო - შვეიცარია #LIVE ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველომ ირლანდია შეაფერხა - ჯგუფის ლიდერს დანია დაეწია ვლადიმერ ვაისი: მოსაგებად მეტი აგრესია და ხარისხია საჭირო #ფეხბურთი საქართველო - ირლანდია #EURO2020 შესარჩევი ეტაპი საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდება - მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ #რაგბი მსოფლიო თასი. ავსტრალია - საქართველო #LIVE მკაცრი სანქციები ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გიორგი ქვილითაია - იმედია, ირლანდიის დამარცხებას შევძლებთ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი - საქართველო რევანშის აღებას შეეცდება ირლანდიური გამოცემა - ვაისს სურს, დაასრულოს ის, რასაც ქართველები „ირლანდიულ წყევლას“ უწოდებენ ვაისმა საქართველოს ნაკრები შეკრიბა - ჯვაროსნებმა ირლანდიისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყეს
2019-10-18 14:22:12
https://1tv.ge/news_tag/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986682998.59/warc/CC-MAIN-20191018131050-20191018154550-00448.warc.gz
10,613
352,320,900
ეს კოსმოსური დინამო-მანქანა ენერგიით ამარაგებს გარშემო არსებულ ელემენტარული ნაწილაკებისაგან შემდგარ ვარსკვლავურ ქარს. ეს მძლავრი ქარი აფართოებს წარმოშობილ ნისლეულს, რომელიც რენტგენის დიაპაზონში ასხივებს. სწორედ ამ დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური ობსერვატორია ჩანდრას საშუალებით გახდა შესაძლებელი ამ გამოსახულების მიღება. პულსარი ნათელი ცისფერი ლაქის შუაში მდებარეობს. ასევე მოჩანს ჩახლართული, ხელის ფორმის სტრუქტურაც. პულასარამდე მანძილი 17 ათასი სინათლის წელია. ამ მანძილის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნისლეულის ზომა 100 სინათლის წელია.
2019-10-18 09:02:30
http://astronet.ge/2012-11-13-07-43-29/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986679439.48/warc/CC-MAIN-20191018081630-20191018105130-00358.warc.gz
16,177
19,763,262
12.09.2018 - ფოტოკონკურსში "ჩემი თვალით დანახული სამყარო" სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ფოტოების ავტორებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. 12.09.2018 - ახალციხის მუნიციპალიტეტში 2018 წელს 86 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, აქედან 15–ს რეგიონებში განსახროციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს, ხოლო 71 პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. 12.09.2018 - დღის სიახლეები მოისმინეთ სომხურ ენაზე – Եթերում Հարավային Դարպասի լուրերն են,տաղավարում Սիրանուշ Թթթյանն է: 12.09.2018 - კამეჩების ერთადერთი ფერმა, რომელიც სამცხე–ჯავახეთშია, "ლაბა პროდუქტის" ხელმძღვანელს, მამუკა ნასიძეს ეკუთვნის. ეს საქმე მან ერთი წლის წინ დაიწყო და ახლა უკვე 45 მეწველი კამეჩი ჰყავს. ამბობს, რომ ცხოველი სპეციფიკურია და მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა. 12.09.2018 - დღის მთავარი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში, სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს. 12.09.2018 - "Argus კასპიის შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018" - ამ სახელწოდების ღონისძიება დღეს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიხსნა. კონფერენციაზე მოხსენებით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გამოვიდა. 12.09.2018 - შსს–ს მომზადებული კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. 12.09.2018 - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1–ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების გამოყენება ეტაპობრივად აიკრძალება. 12.09.2018 - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნების გაყალბების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიებში "ქართული ოცნების" წარმომადგენელების ოჯახის წევრები და ახლობლები დანიშნა. 12.09.2018 - მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. როგორ აფასებენ ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. 12.09.2018 - ახალი ამბები სომხურ ენაზე – Եթերում Հարավային Դարպասի լուրերն են,տաղավարում Սիրանուշ Թթթյանն է: 12.09.2018 - მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება მიმდინარე წელს, თვეში საშუალოდ, ცხრა მილიონი ლარით გაიზრდება. 12.09.2018 - ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე წარმომადგენლებთან ერთად დასეტყვილ სოფლებში არსბულ ვითარებას ეცნობა. 12.09.2018 - ადიგენში წელს 26 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. მათ შორის 22 ადგილბორივი ბიუჯეტიდან, სამი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ერთი კი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდანაა დაფინანსებული. 12.09.2018 - ახალი ამბები რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერში. 12 სექტემბრის სიახლეებს თაკო ფეიქრიშვილი გაგაცნობთ. 12.09.2018 - გაიგეთ როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში, რას გირჩევენ ასტროლოგები 12 სექტემბრისათვის და ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის ვოკალური მონაცემებიც უკვე მსოფლიომ იცის. 12.09.2018 - ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის #122–ში, რესტორანი "ბონა დეა" განახლებული ინტერიერით გაიხსნა. მისი ადმინისტრაცია მომხმარებლებს მყუდრო გარემოსა და საუკეთესო მომსახურებას პირდება. 12.09.2018 - კარტოფილის გადამამუშავებელი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო ახალციხეში, სოფელ მუსხში ორი წლის წინ დაარსდა. დღეს კი მისი პროდუქცია მთელ საქართველოში იყიდება და ბაზარზე „ფრეკოს“ ფრი საკმაოდ ცნობილიცაა.
2019-03-24 15:24:12
http://sknews.ge/index.php?year=2018&month=09&day=12
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203462.50/warc/CC-MAIN-20190324145706-20190324171706-00207.warc.gz
10,463
187,780,469
არ უნდა არსებობდეს ბარიერები მედიაპლურალიზმისთვის – დეზირი საქართველოში მედიის პრობლემებზე 9 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა 200 ათასით გაიზარდა მუხთარლის დღემდე გამოუძიებელი გატაცება – ლეილა მუსტაფაევას პრესკონფერენცია თბილისში მალავს თუ არა თავაძე შემოსავლებს? – მოსამართლის პასუხი მის დეკლარაციაში არსებულ შეუსაბამობ... პროკურატურის PR ადასტურებს, რომ ბოკუჩავა/მარიკაშვილის კადრი მან გადაიღო, FB გვერდთან კავშირს უა�... როცა იქნებით [სამართლის] დოქტორი, შემდეგ მობრძანდით – აბესაძე თავაძეს ვითიბი ბანკის და Visa-ს გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ რაზე ისაუბრა თბილისმა ჟენევის მოლაპარაკებებზე – ქართული მხარის განცხადება ჟენევის დისკუსიები ჩაკეტილ წრეში სირბილს ჰგავს – კარასინის შემცვლელი ჟენევაში ნიკა მელია სასამართლოში “შმაქსით” მიდის ეს ხდება 2020-ის არჩევნებისთვის – ავთო წერეთელი ბრალზე როდესაც სამართალდამცველი ჩაიდენს დანაშაულს, უფრო დაუნდობელნი ვიქნებით – გახარია ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავითგარეჯის ეკლესიები გაიხსნება – გახარია „Johnson & Johnson“ -ს სასამართლომ 8 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა რა კავშირია “ერთიან პროვოკაციულ მოძრაობას” და პროკურატურას შორის? თადუმაძე მიზეზს ეძებდა, რათა ჩვენი კითხვებისთვის არ ეპასუხა – მშვენიერაძე სავარაუდოდ, პოლიციელების მონაწილეობით მომხდარი გატაცებისა და მკვლელობის საქმის დეტალები მარკ ცუკერბერგი კონგრესის წინაშე წარდგება ნავალნის ფონდი რუსეთმა უცხოურ აგენტთა სიაში შეიყვანა თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით, რა მოხდა რეალურად – მაკო გომური თადუმაძეს არ ვაპირებ, თქვენს კითხვებს პასუხი გავცე – თადუმაძე მშვენიერაძეს გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა თადუმაძის თქმით, “დიდოსტატის მარჯვენაზე” იხუმრა
2019-10-16 12:33:17
https://netgazeti.ge/category/news/page/9/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668569.22/warc/CC-MAIN-20191016113040-20191016140540-00209.warc.gz
9,586
618,967,654
ფონდი „ქართუს” რაგბის პროგრამის ფარგლებში, რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა მარტყოფში, ფონდი „ქართუს” რაგბის პროგრამის ფარგლებში, რაგბის გადამზადების კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნა. „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. „ქართუს“ ინფორმაციით, პროგრამა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რაგბის თანამედროვე სპორტული კომპლექსების აშენებას, აღჭურვასა და შემდგომ მხარდაჭერას, რათა მოზარდებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჰქონდეთ შესაძლებლობა ივარჯიშონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ფონდი „ქართუს“ რაგბის პროგრამის ყველა პროექტს აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს ეროვნული და საერთაშორისო დონის შეხვედრებს. მარტყოფის რაგბის გადამზადების ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებულ კომპლექსს, რომელშიც გაერთიანებულია: ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, განათებით და სარწყავი სისტემით, 724 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა საშხაპეები, სატრენაჟორო, საკონფერენციო დარბაზი 64 ადგილიანი სასტუმრო, სრული ინფრასტრუქტურით და ჰელიოსისტემით „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მოიცავს 16 სარაგბო კომპლექსს, რომელთაგან უმრავლესობა უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია შესული. ამ ეტაპზე პროგრამაზე დახარჯულია 100 მლნ ლარი, რაც გულისხმობს, როგორც სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას, ისე საქართველოს ნაკრების კომპლექსურ დაფინანსებას. „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მომავალში გაგრძელდება „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამის” სპორტული სარაგბო ობიექტების სია: 1.ასპინძის რაგბის ბაზა (დასრულებული) 2.ფოთის რაბის ბაზა (დასრულებული) 3.ბათუმის რაგბის ბაზა (სრულფდება) 4.თელავის რაგბის ბაზა (მიმდინარე) 5.გორის რაგბის ბაზა (დასრულებული) 6.სენაკის რაგბის ბაზა (მიმდინარე) 7.სტადიონი შევარდენი თბილისში (დასრულებული) 8.სტადიონი სინათლე(ავჭალა) (დასრულებული, მიმდინარეობს განათების აფგრეიდი) 9.თბილისის ლოკომოტივის ბაზა (დიღომი)(მიმდინარე) 10.თბილისი დიდი დიღმის ბაზა (დასრულებული) 11.მარტყოფის რაგბის ბაზა (დასრულებული) 12.რუსთავის რაგბის ბაზა (დასრულებული) 13.ქუთაისის რაგბის კომპლექსი (დასრულებული) 14.ქუთაისის რაგბის ბავშვთა აკადემია (მიმდინარე) 15.თბილისის მოზარდ რაგბისთა ბაზა ვარკეთილში (დასრულებული) 16. თბილისის რაგბის ბაზა ნუცუბიძის პლატოზე (მიმდინარე). ფონდ „ქართუს” დაფინანსებით გორში ახალი სარაგბო კომპლექსი გაიხსნა სარაგბო კომპლექსი ფონდ „ქართუს” დაფინანსებით აშენდა და მის მშენებლობასა და კეთილმოწყობაში მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯა. გორის სარაგბო კომპლექსი აერთიანებს ბუნებრივსაფარიან და ხელოვნურსაფარიან მოედნებს. სტადიონის ტრიბუნა 2500 მაყურებელს იტევს. ახალი სარაგბო კომპლექსი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშილმა, საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან და გორის მერ ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად გახსნა. „ქართუ” ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაციას იწყებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაციას „ქართუ“ ხვალიდანვე დაიწყებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ოზურგეთში ისაუბრა. „თეატრი გამომრჩენია და ძალიან ვწუხვარ. როგორ დამემართა. ხვალიდანვე დაიწყება რეაბილიტაცია”, - განაცხადა ივანიშვილმა ოზურგეთის თეატრში, სადაც ყოფილი პრემიერი ჟურნალისტებს და მოქალაქეებს ხვდება. ბიძინა ივანიშვილმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სასტუმროს მშენებლობა დააფინანსა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე “ფონდმა ქართუმ” სასტუმროს მშენებლობა 300 000 ლარით დააფინანსა. „ქართუმ” საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო მთავრობამ დღეს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პროგრამის მიხედვით გაწერილია სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიქმნას საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2000-ზე მეტი დასახელების ქალაქისა და სოფლისათვის. პრემიერის თქმით, სახელმწიფო პროგრამა კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. „მოგეხსენებათ, რომ თვეების წინ ჩვენ მივიღეთ სტრატეგია. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი საქართველოს ტერიტორია იდენტიფიცირებულ და დაყოფილი იქნა რამდენიმე ზონად. სახელმწიფო პროგრამა ფაქტობრივად, კერძო სექტორთან ერთად, ისე მომზადდა, რომ განისაზღვრა სხვადასხვა დაინტერესების ზონები და არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული ან საერთოდ არ არსებობს დღეს ინტერესი და ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, რომ ინტერნეტი იქნას შეყვანილი, მთლიანად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. ეს პროგრამა, სავარაუდოდ, წინასწარი ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, ვინადაინ ინფორმაციის წვდომა არის მთავარი წინაპირობა თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების. ვფიქრობთ, რომ როგორც განათლებისთვის, ისე ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის, ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ძალიან კარგია, რომ ჩვენ ასეთ მოკლე პერიოდში შევძელით ისე დაგვესტრუქტურირებინა ეს პროექტი, რომ მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო ბევრი თავლსაზრისით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, პროექტი ხორციელდება ფონდი „ქართუსა“ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია Open Net, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის. „მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ავაგებთ, ექნება არა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა, არამედ ბიზნესპრინციპი იქნება ის, რომ ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც შემდგომში მოინდომებს, რომ მიუერთდეს ამ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, იქნება დაშვებული მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაზე. ასე, რომ ეს არის მკაფიო მაგალითი, ერთი მხრივ, ქველმოქმედების და მეორე მხრივ, ისეთი პროექტი, რომელიც არის ნამდვილად თვალსაჩინო მაგალითი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარნიტორობის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ფონდ “ქართუს” მიერ საქართველოში კიდევ ხუთი სარაგბო ბაზა შენდება საქართველოს რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდ “ქართუს” მიერ აშენებული რაგბის მოედნები ჟურნალისტებმა დაათვალიერეს. გორის ნაგავსაყრელზე ევროსტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენებისათვის ფონდმა 5 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. საქართველოში ყველაზე დიდი ქუთაისის სარაგბო კომპლექსი კი 4 მოედანს აერთიანებს, აქედან 3 ბუნებრივი საფარით არის დაფარული. ბაზაზე მორაგბეებისათვის შენდება სასტუმროც, სადაც ჩემპიონატის დროს სპორტსმენები დაბინავდებიან. სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და მასზე 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სრულად, ქუთაისის სარაგბო კომპლექსის მშენებლობა ფონდ „ქართუს” 12 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა და ცენტრალური მოედანი ერთდროულად 4870 მაყურებლის მიღებას შეძლებს. ქალაქ ფოთში მდებარე სარაგბო ბაზა კი 2450 მაყურებელზეა გათვლილი და მშენებლობის ხარჯმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა. ფონდ „ქართუს”, საქართველოს მასშტაბით, 10 სარაგბო ბაზა აქვს აშენებული, 5 კი ამჟამად, მშენებლობის პროცესშია. ყველა ბაზაზე ბავშვებისათვის რაგბის შესწავლა უფასოა. საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ფონდი „ქართუ” აფინანსებს საქართველოში, Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ფონდი „ქართუ” აფინანსებს. კონცერტებიდან შემოსული თანხა კი, სრულად გადაირიცხება საქართველოს ბიუჯეტში. შეგახსენებთ რომ ურეკში,საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena 30 ივლისს , Christina Aguilera-ს კონცერთით გაიხსნა. ამავე დარბაზში 6 აგვისტოს მეოვილონე Vanesa Mae-მ გამართა კონცერტი. ხოლო 20 აგვისტოს საქართველოს ლეგენდალური ჯგუფი The Scropions ეწვია. როგორც ცნობილია, 2017 წლის 20 მაისს Black Sea Arena-ზე კონცერტს ასევე ლეგენდარული ჯგუფი Aerosmith გამართავს. ბიძინა ივანიშვილმა BLACK SEA ARENA სახელმწიფოს აჩუქა ბიძინა ივანიშვილმა 200 მილიონ ლარად შეფასებული,მის მიერ აშენებული Black Sea Arena სახელმწიფოს აჩუქა. მისი მშენებლობა თითქმის 7 წელია მიმდინარეობს. დარბაზი დაახლეობით 10 000-მდე მაყურებელს იტევს. 25-მდე შშმ პირისთვის დარბაზის ცენტრში გამოყოფილია ადგილი ეტლით სარგებლობისთვის. საკონცერტო დარბაზის მშენებლობაზე 700-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. “ურეკის საკონცერტო დარბაზის” მშენებლობაზე “ფონდმა ქართუმ” 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. სამშენებლო სამუშაოებს კომმპანია “ელიტა ბურჯი” და ასოციაცია “ატუ” ახორციელებდნენ. საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ 2000-მდე ავტომობილის პარკირებისთვის გამოყოფილია ადგილი. Bleack Sea არენა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონდე უსაფრთხოების სისტემით. განმუხურში ფონდი “ქართუ” ბოტანიკურ ბაღს გააშენებს ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ განმუხურში, სამეგრელოსა და აფახაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან “ფონდი ქართუ” 83,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ბოტანიკური ბაღს გაშენებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე ნებართვის გაცემის საკითხს უყარა კენჭი. ასევე, შეიქმნა მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – “განმუხურის ბოტანიკური ბაღი”. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა გოგიამ განაცხადა: “იმ ადგილზე არის ჭაობი. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, რა ვადებში მოხდება ბაღის გაშენება და როგორი იქნება დაფინასება პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, დამატებითი ქონების სახით გადაეცა. ფონდმა „ქართუმ" წელს კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო 700-ზე მეტი ძეგლის შემდეგ, ფონდმა „ქართუმ" წელს კულტურული მემკვიდრეობის კიდევ 60-ამდე ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტში ფონდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოცაა ჩართული. ამჟამად აქტიური მუშაობა აწყურის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის აღსადგენად მიმდინარეობს. გათხრების დასრულების შემდეგ ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებებია დაგეგმილი. მიმდინარე წელს დაიწყება სამუშაოები სამხრეთ საქართველოში მდებარე 964 წელს აშენებული კუმურდოს ტაძრის რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტაძარში ჩამოქცეულია გუმბათი და დამახინჯებულად აღდგენილია დასავლეთის მხარე. ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად არქეოლოგიური გათხრებიც დაიწყება. ასპინძის რაიონში, სოფელ ოთასთან 5 კმ-ში მდებარე შორეთის სამონასტრო კომპლექსი, არქეოლოგების თქმით, მიწით იყო დაფარული. ძეგლის გადასარჩენად აქტიური მუშაობა 2015 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს კი სამუშაოებისთვის 130 000 ლარია გამოყოფილი. ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა კიდევ 3 სართული აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ისინი კიდევ რამდენიმე სართულზე მნიშვნელოვან გამოქვაბულებს მიაკვლევენ. ფონდმა „ქართუმ" ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია 2005 წელს დაიწყო და 10 წლის განმავლობაში პროექტებში 33 მილიონ ლარზე მეტი ჩადო. მიმდინარე წელს კი ძეგლების რესტავრაციისათვის ფონდს 11 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი. ფონდი „ქართუ" ვარძიის რესტავრაციას ახორციელებს ვარძიაში ფონდი „ქართუ" სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კედლების გამაგრება. სარესტავრაციო სამუშაოების ღირებულება 1 მილიონი ლარია. ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას" ხელოვნების მუზეუმს გადასცა საქართველო ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას „შველი წყლის პირას“ შეემატა. ნახატი ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად ფონდმა „ქართუმ“ გადასცა. „შველი წყლის პირას“ ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა რის შემდეგად, იმავე წელს, Sotheby-ს აუქციონზე გაიყიდა, რამდენიმე წელიწადში კი ქართუ ჯგუფმა შეიძინა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც საზოგადოებას ნახატის დაბრუნება მიულოცა. ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა/რესტავრაციის სამუშაოები დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრის რესტავრაცია სრულად დააფინანსა. პროექტის ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით შექმნილი, ავსტრიული ბროლით დამზადებული 600 ნათურიანი ჭაღი; განათებისთვის საჭირო 12 000 ერთეული ავსტრიული ბროლის დეტალი ფონდმა „ქართუმ" კომპანია „სვაროვსკისგან" შეიძინა. თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით. ფონდი „ქართუს" საჩუქარი ბოტანიკურ ბაღს IUCN -ის საკონსერვაციო სტატუსის მქონე ეს ძვირფასი მცენარე პირველად შემოვიდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციაში. იშვიათი ეგზოტი უკვე ამშვენებს ბაღის საპარკე ნაწილს და თავისი სილამაზით იქცევს დამთვალიერებელთა ყურადღებას. იუბეა (Jubaea) პალმების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია, რომელიც უმეტესად სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ კი, ჩილეში გვხვდება. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე - 1.5 მეტრს. იუბეას ხე თბილისის ბოტანიკურ ბაღს ფონდმა „ქართუმ" გადასცა. ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით" სახელმწიფოს აჩუქა საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის" აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი რვა მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი რვა მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორციელებას შეძლებენ. „თაბორის" პროექტთან დაკავშირებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამოცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას, თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იმავე პირობებით დაუთმოს საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია „ფინსერვისის" კუთვნილებაში არსებული 10 ჰექტარი ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად. ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის, განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2 266 500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ (2) მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას. 8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არათუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებულ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა. განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც იქმნება ამ პროექტებით და რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიონაობის გასაზრდელად საერთაშორისო მასშტაბით. წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა (8) პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან, დღეის მდგომარეობით პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი. შთამბეჭდავია სხვა სოციალური სიკეთეები, რომლებიც პროექტების განხორციელების შედეგად იქმნება: მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება 15 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2 500 ადამიანი. ინვესტიციის მოცულობა 75 მილიონი აშშ დოლარი 2. I სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი აშშ დოლარი 3. II სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი ინვესტიციის მოცულობა 90 მილიონი აშშ დოლარი ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი აშშ დოლარი ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი აშშ დოლარი ინვესტიციის მოცულობა 80 მილიონი აშშ დოლარი ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონი აშშ დოლარი ზუგდიდში რაგბის სტადიონის მშენებლობას „ქართუ" აფინანსებს ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება. სტადიონის მშენებლობას სრულად, „ქართუ ჯგუფი" დააფინანსებს. ციხისძირში, ზღვისპირა ზოლზე ახლად გაშენებულ პარკს ბიძინა ივანიშვილმა 87 ხე აჩუქა ციხისძირში, ზღვისპირა ზოლზე ახლად გაშენებულ პარკს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 87 ხე აჩუქა. სხვადასხვა ჯიშის ნარგავები 4 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაირგვება. პარკის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ზიმო" აწარმოებს. კომპანიის ინჟინერის ირაკლი შანავას თქმით, ნარგავები იტალიიდან ბიძინა ივანიშვილმა ჩამოატანინა. შანავას განცხადებით, 12 სახეობის მცენარეებს შორის ტიტას ხეც არის. „12-მდე ჯიშის მცენარე, მათ შორის ტიტას ხის ნერგიც, იტალიიდან ჩამოვიდა. გაშენდება ახალი პარკი თავისი განათებებით, ტროტუარებით და ხე-მცენარეებით. თავის დროზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას შეჰპირდა პარკის გაშენებას. დაახლოებით ამდენივე ხეს ველოდებით მომდევნო ეტაპზე", - აღნიშნა ირაკლი შანავამ. „ქართუმ"13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 2 250 000 ლარი გადარიცხა ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ფონდი „ქართუ" ნახევარი მილიარდი ევროთი აფინანსებს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ფონდი „ქართუ" ნახევარი მილიარდი ევროთი დააფინანსებს. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს და მაქსიმალურად გამოიყენებს წამყვანი მეცნიერების შესაძლებლობებს, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი დაფუძნდეს.
2019-10-15 20:41:52
http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=191&id=86
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660231.30/warc/CC-MAIN-20191015182235-20191015205735-00118.warc.gz
24,436
150,271,037
"უბნებიდან მომდის ძალიან კარგი ციფრები - არაფრით მეორე ტური არ დაგვჭირდება" არაფრით მეორე ტური არ დაგვჭირდება, ჩვენ პირველი ტურში დავდებთ შედეგს, - ამის შესახებ ზუგდიდში „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განმუხურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, უბნებიდან „ძალიან კარგი ციფრები მისდის“. „არაფრით მეორე ტური არ გვინდა, პირველი ტური გვაქვს მოგებული. მე უკვე მომდის უბნებიდან ძალიან კარგი ციფრები. ისინი არიან შეშინებულები, ჯერ აცხადებენ ხურჩას და სხვა მუნიციპალიტეტებს, სადაც აქვთ ოდნავ უკეთესი სიტუაცია, მაგრამ ძირითადად ყველგან ჩვენ ვართ წინ და ალბათ, ამიტომ აცხადებენ, რომ ყველგან მეორე ტურია. არაფრით მეორე ტური არ დაგჭირდება. ჩვენ პირველივე ტურში დავდებთ შედეგს,“- განაცხადა სანდრა რუსლოვსმა. - "ანაკლიის პორტის რუსული პროექტი საბოლოოდ ჩავარდა!" - ზაზა ბიბილაშვილი - ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის - 10 ფიზიკური ტკივილი, რომლის მიზეზიც ემოციური პრობლემაა - გარეგნობის რომელი შტრიხი გამოარჩევთ ზოდიაქოს ნიშნებს? - "ამ ვითომ მიმტევებლური განცხადებით, ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს"- ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას
2019-10-15 16:32:03
http://firstnews.ge/index.php/politica/archevnebi/item/2697-2019-05-19-19-00-24
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660067.26/warc/CC-MAIN-20191015155056-20191015182556-00173.warc.gz
16,697
68,779,456
სერიალი House of the Dead არასოდეს იყო განთქმული გაგრძელებულობით მუხლმოდრეკილები ბრძოლებში არასუფთა სნაიპერები ხარჯავდნენ ავტომატზე არნაკლებ ერთი საათისა. მაგრამ მესამე ეპიზოდი ხსნის ყველა რეკორდებს. აქ გვიხდება ზედმიწევნით თვალყურის დევნება წამზომზე, სანამ მთავარი გმირები ახდენენ სპორტულ გარბენას. ნახევრად დანგრეული სტაიანკა , ოთხი სართული ბიოლაბორატორია, მაგდენივე ბოსების რაოდენობით შევიწროვებული შემადგენლობა კულტურული პროგრამის. შესვენებაში მაყურებლებს უდემონსტრაციებენ ამოჭრილ როლიკებს და რამოდენიმე დიალოგს, რომლებიც მიმართულია დააკავშიროს გიჟური სროლები. სამწუხაროდ, სცენარისტმა ნამდვილად შეიმუშავა დამლაგებლებიც, და ამიტომ ყველა მისი ნამუშევარი შეიძლება ჩავსვათ ნაცნობ ფრაზებში : “Good guy, bad guy I’m the one with the gun”
2019-10-17 18:27:03
https://coool.ucoz.com/news/2009-06-23-183
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986675598.53/warc/CC-MAIN-20191017172920-20191017200420-00552.warc.gz
8,678
451,361,624
“ბლოკჩეინი ენერგეტიკის სფეროში მოამარაგებს ადამიანებს იაფი ელექტროენერგიით”, - კატარინა გაიზელხარტი, PwC ადამიანების სწრაფვა ელექტოენერგიის მომწოდებლებისგან დამოუკიდებლობისთვის არ არის ჩვეულებრივი, არარეალური სარეკლამო ხრიკი, არამედ ზუსტად ბლოკჩეინი მოამარაგებს მოქალაქეებს ეფექტური და იაფი ელექტროენერგიით. ასე თვლის Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს სპიკერი, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის, PwC-ს მთავარი კონსულტანტი, კატარინა გაიზელხარტი. ჩვენ გავესაუბრეთ კატარინას ენერგეტიკაში ბლოკჩეინის როლის შესახებ და ასევე იმაზე, თუ როგორი ზეგავლენა ექნებათ დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიებს ამ სფეროზე და როგორ იმოქმედებს ეს რიგით მომხმარებელზე. ინტერვიუერი: Blockchain & Bitcoin Conference Georgia (BCG) BCG: გამარჯობა, კატარინა. თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს ბლოკჩეინს ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში? კ.გ: დღეს ენერგეტიკის თანამედროვე ევროპულ სფეროს ტრანსფორმაციას ძალიან ბევრი ტრენდი უწყობს ხელს. მაგალითად: - ელექტრომანქანები ახალ ამოცანებს უქმნიან ელექტროენერგიის მომწოდებლებსა და ქსელურ კომპანიებს. - სმარტფონებსა და სხვა ჭკვიან მოწყობილობებს რეალურ დროში შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია პროდუქტების წარმოებასა და მოხმარებაზე. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ საბოლოო მომხმარებლის სურვილებთან ადაპტაცია. - უფრო და უფრო მეტი ოჯახი გადადის ენერგიის თვითგამომუშავებაზე. ისინი იყენებენ მზის პანელებს და საშუალო ზომის ქარის ენერგეტიკულ დანადგრებს, ამის მეშვეობით კი ისინი უკვე მწარმოებელ მომხმარებლებად იქცევიან. ადამიანების სწრაფვა ელექტროენერგიის მომწოდებლებისგან დამოუკიდებლობისთვის არ არის ჩვეულებრივი, არარეალური სარეკლამო ხრიკი. ადამიანები უფრო და უფრო გააზრებულად უდგებიან ელექტროენერგიის მოხმარებას. ამ ტრენდების განხილვა შეგვიძლია გლობალურ დონეზეც. ელექტროენერგიაზე საუბრისას, ჩვენ ვგულისხმობთ არამხოლოდ გამომუშავებად, არამედ გაყიდვად და განაწილებად ელექტროენერგიასაც. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე და ადამიანებზე. ადამიანებზე, რომლებსაც სსურთ რომ ერთმანეთს მისცნენ ველოსიპედებით, მანქანებითა და სახლებით სარგებლობის საშუალება. ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ეს ტრენდები მოკლედ 4დ-ს სახით წარმოვადგინეთ: თუ განვიხილავთ “დემოკრატიზაციას”, ის გულისხმობს ადამიანებისთვის ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის საშუალების მიცემას, შეთანხმებების უსაფრთხოებისა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფით. ზუსტად აქ, ენერგეტიკის სფეროში, ბლოკჩეინმა იპოვა თავისი გამოყენება და იქცა იმ ტექნოლოგიად, რომელიც უზრუნველყოფს უფრო დეცენტრალიზებულ და ასევე უფრო დემოკრატიულ ენერგეტიკის სისტემას. BCG: რაში მდგომარეობს ბლოკჩეინის ენერგეტიკის სფეროში დანერგვის ძირითადი სირთულეები? კ.გ: სირთულეები, რომლებსაც ჩვენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ახალი ბიზნეს მოდელის დანერგვისას ვაწყდებით, ძალიან განსხვავდება და ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულია კონკრეტულ მაგალითსა და ქვეყნის კანონმდებლობაზე. წინაღობები, რომლებიც ჩვენ უნდა დავძლიოთ, ხშირად დაკავშირებულია რეგულირებასთან, თუმცა ასევე თვით ტექნოლოგიასთანაც. არანაირი აუცილობლობა არ იქნება ბლოკჩეინში, თუ კი თქვენ უპირობოდ ენდობით მოლაპარაკების სხვა მონაწილეებს. BCG: როგორ თვლით, რაზეა დამოკიდებული სახელმწიფოს ენერგეტიკულ სექტორში ბლოკჩეინის დანერგვის ეფექტურობა? კ.გ: როგორც ნებისმიერ სხვა პროექტში, ჩვენი მიზანია გადავჭრათ პრობლემა როგორც კომპანიისთვის, ისევე საბოლოო მომხმარებლისთვის. ადამიანებისთვის სულ ერთია, რომ პლატფორმა, რომელსაც ისინი ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის იყენებენ თავიანთ უბანში, დაფუძნებულია ბლოკჩეინზე. მათ ესაჭიროებათ უსაფრთხო ენერგომომარაგება ე.წ მწვანე ელექტროენერგია, რომელიც ადგილზევე იქმნება შეღავათიან ფასად. საერთო პროექტში Technische Werke Ludwigshafen (TWL)-თან ერთად გერმანიის პატარა რეგიონში ვქმნით ავტობალანსირებად მიკროქსელს, სადაც ბლოკჩეინი და სმარტკონტრაქტები მოგვცემენ საშუალებას იმისა, რომ ავტომატურად შევახამოთ მოთხოვნა და მიწოდება. ამისთვის გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ტექნოლოგია, რომელიც შემუშავებულია Energy Web Foundation-ის მიერ. ეს ტექნოლოგია დღეს აღიარებულია როგორც ყველაზე მასშტაბირებადი და სწრაფი. BCG: როგორ აისახება ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა ენერგეტიკაში რიგით მოქალაქეებზე? კ.გ: ბლოკჩეინის გავლენა დამოკიდებულია ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ევროპულ და განვითარებულ ქვეყნებში ბლოკჩეინი ენერგეტიკის სფეროში გვაძლევს წვდომას მონაცემთა დიდ მოცულობაზე და ასევე იმის საშუალებას, რომ შევინახოთ ისინი უფრო უსაფრთხოდ და რაც მთავარია, პროცესების ოპტიმიზაცითა და ხარჯების შემცირებით. გარდა ამისა, ბლოკჩეინმა უამრავ კომპანიას მისცა მოტივაცია გაეკეთებინათ დეცენტრალიზებული ბიზნეს-მოდელები და ადაპტირებულიყვნენ კლიენტების ახალ მოთხოვნებთან. თუ განვითარებად ქვეყანაში შევძლებთ მოქალაქეების ეფექტური და იაფი ელექტროენერგიით უზრუნველყოფას, მაშინ მშობლებს მეტი შანსი ექნებათ დააფინანსონ შვილების სასკოლო განათლება. თუ ჩვენ აღმოვფხვრით ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებებს, გადავარჩენთ უამრავ სიცოცხლეს. თვითონ ბლოკჩეინი - კომპიუტერული პროტოკოლია. ის განსხვავდება საერთო მოხმარების მონაცემთა ბაზებისგან, რადგან თავის თავში მოიცავს ტრანზაქციების დადასტურებულ მტკიცებებს, რომლებიც ინახება არა ერთ კონკრეტულ ცენტრალურ სერვერზე, არამედ ქსელის ყველა ნოდზე. ეს რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომელიც არაფრად ღირს, თუ არ გვეცოდინება მისი გამოყენება. BCG: როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნებოდა ბლოკჩეინის დანერგვა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში? კ.გ: საქართველოს ენერგეტიკული სექტორი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის არ რეგულირდება, არამედ პირიქით, ენერგეტიკულ კომპანიებს აძლევს ტექნოლოგიით ექსპერიმენტირების თავისუფლებას ყველანაირი შეზღუდვის გარეშე. ეს არის ფუფუნება, ენერგორესურსების სხვა რეგულირებად ბაზრებთან შედარებით! BCG: როგორც ვიცით, თქვენ გაქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიოს ენერგეტიკულ საბჭოსთან ერთობლივ კვლევაში: “ბლოკჩეინის ზრდადი როლი ენერგეტიკის სფეროში”. მოგვიყევით, რა იყო ამ კვლევის ობიექტი და როგორი შედეგები მიიღეთ? კ.გ: კომპანია PwC-თან ერთად უამრავი კვლევა ჩავატარეთ ენერგეტიკის სექტორში ბლოკჩეინის როლზე. კვლევა, რომელიც ჩატარდა მსოფლიო ენერგეტიკულ საბჭოსთან ერთად ასახავს საქმეების მიმდინარე მდგომარობას, როდესაც ბლოკჩეინი უკვე ორი წელია რაც შემოსულია ენერგეტიკის ბაზარზე. ჩვენს გამოცემაში Blockchain energy radar-ში არის ყველა იმ პროექტის დეტალური მიმოხილვა, რომელიც მუშაობს ბლოკჩეინ-ენერგეტიკის სფეროში. ჩვენი მიზანი იყო იმ ახლადშექმნილი კომპანიების ხელმძღვანელებთან გასაუბრება, რომლებიც ჩართულები არიან წარმატებულ ბლოკჩეინ-პროექტებში, რათა გაგვეგო მათი აზრი ამ ტექნოლოგიის შესახებ. ჩავატარეთ ინტერვიუ, დავუსვით 50-მდე კითხვა კომუნალურ კომპანიებს, ქსელურ ოპერატორებსა და ბლოკჩეინ-სტარტაპებს და წარმოვადგინეთ ამ კვლევის შედეგემი ენერგეტიკის მსოფლიო ლიდერების სამიტზე 2017 წლის ოქტომბერში ქალაქ ლისაბონში. მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის მიღებაც გვსურდა იყო შემდეგი,- ხედავენ თუ არა ენერგეტიკის მსოფლიო ლიდერები იმას, რომ ბლოკჩეინი არის მომავალში ენერგეტიკის დეცენტრალიზაციის კატალიზატორი. რესპონდენტები 100%-ით გვთანხმდებოდნენ იმაზე, რომ ბლოკჩეინს აქვს რევოლუციური პოტენციალი და რომ მისი არსებობა აჩქარებს გადასვლას უსაფრთხო ენერგომომარაგებაზე მომავალში. გამოკითხულთა 92%-ის აზრით, ეს პოტენციალი მალე იქცევა რეალობად. უფრო ზუსტად კი, შემდეგი 5 წლის განმავლობაში. BCG: მოგვიყევით რას მიეძღვნება თქვენი გამოსვლა Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ზე? კ.გ: მინდა დავანახო სხვებს, როგორ ვხვედავთ ჩვენ ენერგო-სისტემის მომავალს ისეთი ტექნოლოგიების ზეგავლენის ქვეშ, როგორიცაა ბლოკჩეინი და ხელოვნური ინტელექტი. ჩემი ამოცანაა - მიმდინარე პროექტების საფუძველზე ვაჩვენო, რომ ბლოკჩეინი - არამხოლოდ ცნობილი ტექნოლოგიაა, არამედ ძლიერი ინსტრუმენტია სტაბილური, ეფექტური და დემოკრატიზირებული ენერგეტიკული სისტემის შექმნისთვის.
2019-03-23 09:13:36
https://georgia.bc.events/ka/article/blokcheyn-v-energetike-obespechit-lyudey-deshevim-elektrichestvom-89593
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202781.33/warc/CC-MAIN-20190323080959-20190323102959-00402.warc.gz
14,185
487,635,934
გვესმის რო რუსები ოკუპანტები არიან და თქვენ გგონიათ ასეთ ქცევებით და გინებით რამეს გავხდებით? ხმაც რო ამოვიგოთ რას გავხდებით. საქართველო დაან პატარაა და ჩვენ დასაკარგი ხალხი არ გვყავს რო ტყუილად შევწიროდ. თქვენ გგონიათ საქმე საქეზე რო წავიდეს ესენი პირველები დაიმალებიან. ისიც გვახსოვს 2008 წელში გვერდით არც ამერიკა დაგვიდგა და არც ევროპა. იმათმა უბროჩაიბსეს რუსეთის წინ. ასე რომ ჯერ ტვინით უნდა მოვიქცეთ და არა ასე უაზრო ყვირილით. შენც კაი სირი ხარ.შენ ვერ მოუტყნავ დედას აი კი აუცილებლად მოგიტყნავს. რამდენი გაუნათლებელი,ბრიყვი და სულელი ყავს ქვეყანას.ბილწსიტყვაობა ჯერ ქუჩაში არ მოდიოდა ღირსეულ ქართველებში არა თუ ასე სახალხოდ.როგორ დავკნინდით,პირადად მე შეურაცხყოფილი ვარ.დარწმუნებული ვარ პირისპირ რომ შეხვდეს ჩაისვრის.რა ადვილია შორიდან გინება, საიდან ამდენი ვაჟკაცობა?.ისე ცნობისთვის:პუტინი ოკუპანტია. აქ ბევრიი გამოვა რეიტინგის ასამღლებლად და უნდათ რომ თავი როგორმე ვინმეს გააცნონ , ერთი ომის დროს სად იყვნენ ეხლა ბევრი რომ გამოდის და ყბედობს სირების ბრბოო გინებით როდისიყო რამე კეთდებოდა ფულის მონებიი . აბა შენ ყოფილხარ რა.. 🤦🏻♂️ რაც თქვენ გააკეთეთ სასაცილოა??? ქართულია? კაცურია? ადამიანურია? ერთია რომ არ ვეთანხმები არც გაბუნიას და არც ტატიშვილს , მაგრამ კარგია იმ მხრივ რომ გადაგთვალეთ რამდენი ყლე ყოფილა საქართველოში ვინც პუტინს ტრაკს აძლევთ რამე პრეტენზია გაქვთ საგინებელი არ არის მრთალია გინებით საქმე არ გაკეთდება უბრალოდ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება როდემდე აპირებთ დავზე დაჯმის მოთმენას როდემდე აპირებთ რუსეთისთვის ტრაკის ლოკვას დავიჯერო ვერ ხედავთ რო 20% ოკუპირებულია და ეს რიცხვი დღითიდღე რომ იზრდება ესაა თქვენი პატრიოტიზმი ასეთ საქარველოს უტოვებთ მომავალ თაობას!? რუსეთს რომელსაც მხოლოთ ერთ მორწმუნეობის გამო ვენდობოდით რამე გარგოთ? ერთი იცოდეთ რომ რუსეთი არსდროს დაგვხმარებია და არცარასდროს დაგვეხმარება ისევ მოგვატყუებს რა ხელშეკრულებაც არ უნდა დადოთ ის ყოველთვის დაარღვევს მაგალითისთვის გეორგიევსკის ტრაქტატი გაიხსენეთ. მოკლედ ამით ისის თქმა მინდა რომ ასეთ შემ თხვევებსა და მოვლენებზე ნუ გამოხტებით თუ რამის ტრაკი გაქვთ წადით და გვერდში დაუდექით ქვეყანას. ჯიგარი ხარ, საგინებელი ტელევიზიაშიც უნდა აგინო, ქუჩაშიც, ბაზარშიც, პარლამენტშიც და ტაძარშიც. ტრაკის თამაშს მოეშვას ყველა ვინც პირდაპირ თუ ირიბად პუტინის და ღრუსეთის დამცველებად გამოდიან. ტატიშვილო შენც ვერ ყოფილხარ ნორმალური,რა ექიმი შენ ხარ..ამის შემდეგ შენც მოღალატეების სიაში ხარ,რა მოიგე გინებით?ხაარ გამკეთებელი?მიწვდება შენი ერთი ორგანო პუტინს?ან მიწაში მის დედ-მამას?რა დააკელი გინებით?ვითომ მხარი აუბი გაბუნიას და გაახარე გვარამია.ფურთხის ღირსიხარ რადგან არ ფიქრობ მოსახლეობაზე და რუსეთში მყოფ ქართველებზე,ხომ კარგად ყავხართ გამძღარი რუსთავი-2,მეტი რა გინდა.ჩვენ კი ახლა არ გაგვიგია პუტინი რომ ოკუპანტია,საკუთარ ზურგზე ვიწვნიე.შენ ორპირი ადამიანიც აღმოჩნდი,დაბალი დონის არ გეკადრება ტატიშვილი როგორც იქცევი.ნუ დაემგვანა გაბუნიას... სულ ფეხებზე კიდიათ ამ ახვრებს რუსეთში მცხოვრები ქართველები.ოთარავ მოვიკითხავ მამაპაპურად დედაშენს და მამაშენს,შენი მლიქვნელი არსების შექმნისათვის. ვერაფერი გიშველით რუსეთის აგენტებო მიშა სააკიანის თამადობით! გინდათ ამ ყვირილ-ყვირილით გადაფაროთ საქართველოს ღალატი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში? არ გაგივათ! ყველაფერი გასაგებია ყველათვის ვისაც ოდნავ მაინც შერჩნია ანალიზის უნარი. ახალ პარლამენტს უნდა მოვთხოვოთ ლუსტრაციის კანონი! ეს ნაცქოცური ხროვა არაფერს გააკეთბს ამ მიმართულებით! კაგებეს ეფრეიტორმა სააკიანმა რა გაგიდოთ ასეთი რომ კრუტუნებთ სიამოვნებით გაბუნიას გასამართლებასაც კი მოითხოვთ ვითომ ქვეყნის გადამრჩენელებო და ამაზე რატომ გაისუსეთ??ფაქტია რომ აქ რ-2 ის ინტერესია ბიძოსგან და არავითარი სხვა!!თვენი რუსული თამაშები მალე დამთავრდება ქოც-ნახიროოოო!!!! როდემდე უნდა ყავდეს საქართველოს ასეთი მუდაკი არა ადამიანები. თქვენი ოჯახები, ახლობლები იხმარა მთელ რუსეთმა თქვე საქართველოს გამყიდველებო. რუსი კი არ არის ოკუპანტი თქვენ ხართ და შენნაირების გულისთვის დავკარგეთ მიწები და ჩვენი გმირები.
2019-10-23 23:15:08
http://www.resonancedaily.com/index.php?opt=post&id_post=4705
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836368.96/warc/CC-MAIN-20191023225038-20191024012538-00369.warc.gz
14,715
306,878,087
16:30 | 18.03 უეფამ რონალდუ შესაძლოა დასაჯოს ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს საქმის განხილვა უეფამ დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება ოფიციალურად ავრცელებს. 16:10 | 16.03 გვარდიოლა: "სიტიში" ჩემპიონთა ლიგას თუ ვერ მოვიგებ, კატასტროფა იქნება" ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მისი მუშაობა ინგლისში წარუმატებლად უნდა შეფასდეს. 14:22 | 16.03 გორეცკამ ჩემპიონთა ლიგაზე ბუნდესლიგის მაისურით ითამაშა მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ ჩემპიონთა ლიგაზე ბუნდესლიგის მაისურით ითამაშა. გერმანელი ფეხბურთელის მაისურს ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, ბუნდესლიგის ლოგო ამშვენებდა. 11:53 | 16.03 "ატლეტიკომ" უეფასგან რონალდუს დასჯა მოითხოვა ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. მადრიდის „ატლეტიკომ“ უეფაში სარჩელი შეიტანა და პორტუგალიელის დასჯა მოითხოვა. 23:52 | 15.03 კლოპი კმაყოფილია ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დადებითად შეაფასა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, პორტუგალიურ გუნდს კარგად იცნობენ. 23:32 | 15.03 გვარდიოლა: "ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე არ არსებობს" ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ძლიერია, მაგრამ ამ ეტაპზე სუსტი გუნდები არ არსებობენ. 17:15 | 15.03 ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუ გამოარჩიეს ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ვებგვერდი ავრცელებს. 15:20 | 15.03 ჩემპიონთა ლიგა - 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, გაირკვა ოთხივე წყვილი, რომლებსაც აპრილში ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის პლეი-ოფის მეორე სტადიაზე ვიხილავთ. ... 00:17 | 15.03 რონალდუ ევრას "ატლეტიკოსთან" საპასუხო მატჩამდე: "დავანგრევთ" ვეტერანი ფეხბურთელი პატრის ევრა ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილ გუნდებს „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „იუვენტუსს“ აქტიურად ქომაგობს. ფრანგი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და დღე არ გავა, სტატუსი რომ არ გამოაქვეყნოს. ... 03:25 | 14.03 მესის შოუ და უსუსური "ბაიერნი" (+VIDEO) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, გაირკვა ბოლო ორი მეოთხედფინალისტის ვინაობაც - „ბარსელონა“ და „ლივერპული“.
2019-03-20 15:54:40
https://www.worldsport.ge/ge/news/JTdCJTIydGFnX2lkJTIyJTNBJTIyNTMxJTIyJTdE=
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202433.77/warc/CC-MAIN-20190320150106-20190320172106-00519.warc.gz
9,744
962,494,373
დედამიწაზე გავრცელებული 30 000-მდე სახეობის ხე და ბუჩქიდან გვხვდება როგორც ჯუჯა მცენარეები, რომელთა დანახვა მხოლოდ და მხოლოდ მიკროსკოპის საშუალებით შეიძლება და გიგანტურებიც. სწორედ გიგანტების ჯგუფს მიეკუთვნება სექვოია. თავდაპირველად სექვოიათა გვარში ბოტანიკოსები ორ სახეობას: მარადმწვანესა და გიგანტურს აერთიანებდნენ. 20-ე საუკუნის 30-იან წლებში ბოტანიკოსებმა გიგანტური სექვოია დამოუკიდებელ გვარად გამოჰყვეს და მამონტის ხე ანუ გიგანტური სექვოია უწოდეს. ამ ორი გიგანტი ხის მარადმწვანე და სექვოია დენდროს შორის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშნანი წიწვების ფორმა და ზომაა, გირჩის შეფერილობა და სიდიდეა. ძირითადად ეს ხეები თავიანთი ზომით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათ შორის განმასხვავებელი ნიშანია კიდევ ის, რომ ისინი ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე იზრდებიან. ასე, მაგალითად სექვოიას ტყეები, რომლებიც მსოფლიოში ვრცელდებიან წყნარი ოკეანის ვიწრო სანაპირო ზოლში ზღვის დონედან 900 მეტრის სიმაღლეზე და სექვია დენდრონის, ანუ მამონტის, გიგანტური სექვოიის ტყეები, რომლებიც გავრცელებულია ზღვის დონიდან 1300-2000 მეტრის სიმაღლეზე. სექვოიის ტყეებს უკავიათ აგრეთვე ტერიტორია კალიფონიის სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ამ ხეების სიმაღლე აქ 80-დან 100 მ-ის სიმაღლესა და მეტრსაც აღწევენ. მარადმწვანე სექვოიას უყვარს ზომიერად ტენიანი, ღრმა ნოყიერი ნიადაგები და ჰაერის მაღალი ფარდობითი ტენიანობა. ეგუებიან კირიან და თხელ ნიადაგებსაც. ცუდად იტანენ გვალვებს, ჩრდილის ამტანი და სწრაფმოზარდი ჯიშია. ჩრდილო აშშ-ში სანფრანცისკოს ჩრდილო დასავლეთით კალიფორნიის შტატში იგი ადის ზღვის დონიდან 700 მ-ის სიმაღლეზე და ზემოთაც. მისი ზრდის საუკეთესო პირობებად აქ ხეობათა დაბლობები და დაბალი მთის კალთები ითვლება. თავის სამშობლოში 100- მ-მდე ხეა და 6-9 მ. დიამეტრს აღწევს. მარადმწვანე სექვოიას გაშლილი ლამაზი ვარჯი აქვს. ბრტყელ წიწვებს ქვემოდან ორი თეთრი ზოლი გასდევს და ტოტებზე ორმხრივადაა გაწყობილი. კალიფორნიასა და სამხრეთ ორიგონის მთებში იგი ტყეებს ჰქმნის. მარადმწვანე სექვოია დეკორაციული მცენარეა. მოშენებულია ბაღ-პარკებში, დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში იგი ბათუმის ბოტანიკურ ბაღშია და 80 წლის ასაკში 40 მ-ის სიმაღლეს აღწევს, აქვს 1,5 მ დიამეტრი. გვხდება სოხუმში, ზუგდიდის, ქუთაისის, წინანდლის ბაღ პარკებში და ა.შ. იგი სწრაფმოზარდია და ცოცხლობს 4000 წელსა და მეტსაც. დადგენილია, რომ სიერა-ნევადის შტატში 4900 წლის სექვოიაც დაუფიქსირებიათ. ნამარხი სექვოია ნაპოვნია ევროპასა და აზიაში. გათხრებით აღმოჩენილია, რომ აშშ-ს ჩრდილოეთ ტერიტორიაზე 144 და 208 მილიონი წლის წინ სექვოიას აქ ეკავა 6131 კმ2 ფართობი, რაც დღეისათვის ამ ხეების საუკეთესო მერქნის გამო, ინტენსიური ჭრების შედეგად მაქსიმალურადაა შემცირებული. სექვოიის მერქანი ფართოდაა გამოყენებული მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში, განძელების, ასევე ღობის ბოძების დასამზადებლად. დადგენილია, რომ მათ მერქნის დიდი ოდენობით ზეთები გააჩნიათ, რაც ლპობის საწინააღმდეგო თვისებებს მატებს. ზეთების წყალობით ეს ხეები დაცულნი არიან ტერმიტებისაგანაც. ამ ხეებს ზრდის პროცესში განსაკუთრებული თვისებები გააჩნიათ. ინვითარებენ სწორ ღეროს როკების გარეშე. ეს იმიტომ, რომ ახალგაზრდობაში ქვედა ტოტები პერიოდულად ცვივათ და ზედა ტოტები ქმნიან შეკრულ ვარჯს, რაც მზის სხივებს პრაქტიკულად არ ატარებს ნიადაგის ზედაპირამდე. ამის გამოა, რომ ამ ტყეების ვარჯის ქვეშ ქვეტყე ცუდადაა განვითარებული, აქ იზრდება გვიმრებიც და ამიტომაც მეტად ცუდია განახლება. მართალია საქვოია იძლევა დიდი ოდენობის თესლს, მაგრამ ვარჯის მიერ ნიადაგის მაქსიმალური დაჩრდილვის გამო სექვოიის განახლება ძალიან ცუდია. სექვოიის ტყეები იმდენად დიდმნიშვნელოვანია, რომ ამ ტყეების შესანარჩუნებლად და აღწარმოებისთვის ჯერ კიდევ 1864 წელს აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით სიერა-ნევადას მთების დასავლეთ ფერდობებზე არსებული სექვოიის ტყეებში შეიქმნა სახელმწიფო ნაკრძალი, რომლის ფუნქციონირება 1872 წელს დაიწყო. ეს ის პირველი ეროვნული პარკია, რომლის 100 წლისთავიც მთელმა მსოფლიომ აღნიშნა. სექვოიის ხეების საოცარი სიდიდე, მათი ბიოლოგია ყოველთვის იზიდავდა მსოფლიოს მეცნიერებს, ტურისტებს, სტუმრებს. მის სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიოდნენ და მოდიან, მათი საოცრებით ტკბებოდნენ და ტკბებიან, ამ ხეების პოპულარიზაციისათვის აქ იჭრებოდა ეს ხეები მსოფლიოს მუზეუმებში გამოსაფენად. ასე, მაგალითად 1893 წელს აქ მოიჭრა 105 მეტრის სიმაღლის მქონე სექვოიის ხე, რომლის დიამეტრი მკერდის სიმაღლეზე 12 მ-ს შეადგენდა. ეს ხე 22 დღის განმავლობაში იჭრებოდა და მოჭრის შემდეგ მისი ღეროს ფესვის ყელზე გადანაჭერზე მოაწყვეს ესტრადა. კალავაროსის შტატში ყველაზე მაღალ სექვოიას, რომლის სიმაღლეც 120 მეტრი იყო და დიამეტრი მკერდის სიმაღლეზე 12 მ, გარშემოწერილობა ფესვის ყელთან 33 მეტრი „ტყის მამა“ უწოდეს. მსოფლიოს ხალხების, სტუმრებისა და ტურისტების მოსაზიდად ერთ-ერთ უდიდეს სექვოიის ხეს ინდიელების ენაზე სახელად „ვახვო-ნახ“ დაარქვეს, რაც გრანდიოზულ ხეს ნიშნავდა და მის ღეროში 10 მ სიგრძისა და 12,5 მ სიგანის გვირაბი გამოჭრეს. ამ საოცარ გვირაბში ცენტრალური სამანქანო გზა გაიყვანეს, სადაც მოძრაობდა, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ტრანსპორტი. მსოფლიოს დენდროლოგთა წმინდათა წმინდა მეორე პარკია, რომელიც 1990 წელს ამავე ადგილებში გენერალ გრანტის მიერ შეიქმნა და მისივე სახელი ეწოდა. აქ არსებულ 90-დან 110 მეტრი სიმაღლის გიგანტურ სექვოიას ხეებს დაერქვა: „პატრიარქი“, „ლინკოლნი“, „ტყის დედა“, „ტყის მამა“. ამჟამად გავრცელებული აზრის მიხედვით „ტყეების პატრიარქის“, „ტყეების გიგანტის“ სიმაღლე 144 მ-ია, ზოგიერთის აზრით 135 მეტრი, დიამეტრი მკერდის სიმაღლეზე 12,5 მ-ია, ასაკი 4000 წელი. 1900 წელს პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე გამოსატანად აშშ-ში დაამზადეს გიგანტური სექვოიას მორისაგან 100 (ასი) მეტრი სიგრძის ფიცარი, მაგრამ მისი გადმოტანა ვერცერთმა გემის კაპიტანმა ვერ იკისრა. 1953 წელს აქ ფესვის ყელზე გიგანტური სექვოიას გადანაჭერზე, კარგადაა გამოსახული წლიური რგოლები. ამ წლიური რგოლებით აღნიშნულია ღირსშესანიშნავი თარიღები, სადაც მინიშნებულია 323 წელი ჩვენს წეთაღრიცხვამდე, რაც მიუთითებს ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების თარიღსა და სხვას. აქ მოსული ტურისტები და სტუმრები დიდი დაინტერესებით ათვალიერებენ ამ აღნიშვნებს. დამკვირვებლებს, სტუმრებსა და ტურისტებს აოცებთ არა მარტო ამ ხეების უმეტესი ნაწილის სიმაღლეები 100 მ-დან 144 მ-მდე, არამედ მათი დიამეტრის სიდიდეები 9-მ-დან 12 მ-მდე და ხის ქერქის სისქე 40-სმ-დან 60-სმ-მდე, რომელიც ფართოდ გამოიყენება ფარმაკოლოგიაში. ამ ხეების ვარჯი გადატვირთულია ფრინველებითა და ხეებზე მობინადრე ცხოველებით და ტყის ყოველნაირი არსებებით. ბუნების საოცრება – სექვოია საუკეთესოდ იზრდება საქართველოს პირობებში, კერძოდ ბათუმში, წინანდალში, სოხუმში, ქუთაისსა და სხვ. ზრდაგანვითარების პირობებს და ერთეული ეგზემპლიარები 80 წლის ასაკში, სიმაღლეში უკვე 40 მ-ზე მეტია, დიამეტრი მკერდის სიმაღლეზე 1,5 მ-ს აღემატება. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავაყენოთ საკითხი სათანადო ორგანოების, მთავრობის, წინაშე დაიწყოს სექვოიის თესლებისა და ნერგების კალიფორნიიდან, პენსილვანიიდან, სხვა შტატებიდან შემოტანა და საქართველოში მათთვის შესაბამის მთის ფერდობებზე, ხეობებში და ტენიან ადგილებზე, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით მათი გაშენება. სექვოია ბუნების საოცრება. სატყეო მოამბე. ავტორები: ოთარ დვალიშვილი, ვლადიმერ გუდაძე, დავით კუპრაშვილი.
2019-10-19 17:45:11
https://agrokavkaz.ge/agroplus/seqvoia-bunebis-saotsreba-romelits-saqarthveloshits-kargad-kharobs.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986697439.41/warc/CC-MAIN-20191019164943-20191019192443-00291.warc.gz
18,511
371,046,960
„სირცხვილია, როდესაც კოლექტიურ „კორკოტას“ დახურულ კარს მიღმა ხვდებიან ქალაქ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ისე, რომ საზოგადოებამ არ იცის, რაზე გარიგდა ეს ორი მხარე ამ შეხვედრაზე,“ – აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე. ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით მირდატ ქამადაძემ ლაშა კომახიძეს და სულიკო თებიძეს მოუწოდა, გაემიჯნონ „ქართულ მარშს,“ ასევე საზოგადოებას დეტალურად გააცნონ, თუ რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა. „ამ შეხვედრის შემდეგ „ქართული მარშის“ წევრებმა ძველ ბათუმში მსვლელობა მოაწყვეს. მინდა, იცოდეს ბათუმის მერმაც და საკრებულოს თავმჯდომარემაც, ამ ქალაქში დაიდგმება დავით აღმაშენებლის, გენერალ მაზნიაშვილის, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვა ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანის ძეგლი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბათუმელების გადასაწყვეტი, საჯარო და გამჭვირვალე შეხვედრებისას და არა კოლექტიური „კორკოტასი“. მოვუწოდებ ქალაქ ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი ღირსება, გაემიჯნონ ქართული მარშის აქციას ბათუმში და საზოგადოებას დეტალურად გააცნონ იმ გარიგების შინაარსი, რაზეც ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა,“ – აღნიშნავს მირდატ ქამადაძე. დღეს, 16 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ბათუმში ჩამოვიდნენ მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები. ისინი საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს, დარბაზში ადგილების სიმცირის გამო. მათ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
2019-03-25 19:01:01
http://batumelebi.netgazeti.ge/news/122897/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204086.87/warc/CC-MAIN-20190325174034-20190325200034-00371.warc.gz
13,613
25,023,633
აღწერა : ზოგჯერ თავად აკეთებ არჩევანს, ზოგჯერ კი არჩევანი ჩერდება შენზე! მია ფიქრეობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო მუსიკასთან, თუ მის გამო მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა.თებერვლის ერთ დილას მია ოჯახთან ერთად მანქანით გაემგზავრა, ავარიაში მოყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი. რა მოხდება თუ მია იცოცხლებს, თუ ეყვარება, თუ დარჩება? ეს შესანიშნავი, ტკივილით სავსე, რომანტიკული და ბოლოს მაინც იმედიანი რომანი სიყვარულზე, დანაკარგსა და სიმამაცეზეა, რომელმაც მიას სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა და თანაც მაშინ, როცა ყველაფერი მის ხელში იყო. მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
2019-03-22 18:43:02
https://www.palitral.ge/tsigni.html?view=item&bookid=1640&lang=ka-GE
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202688.89/warc/CC-MAIN-20190322180106-20190322202106-00156.warc.gz
10,659
866,258,393
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისაგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარმა არაჩვეულებრივმა საჩუქარმა ძალიან ააღელვა. წყარო: სერ ოლივერ უორდროპი 150წყაროს ტიპი: წიგნი დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31897 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31897]; წვდომის თარიღი: 2019-10-15
2019-10-14 21:53:13
http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31897
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655310.17/warc/CC-MAIN-20191014200522-20191014224022-00405.warc.gz
7,027
181,835,490
უახლესი მიღწევები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში მისამართი: ქ. ბათუმი, სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ 2018 წლის 8 ივლისს, 10:00 საათზე სასტუმრო „შერატონი ბათუმის“ საკონფერენციო დარბაზში ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკი“ -ს მონაწილეობით, გაიმართა საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციისა და თსსუ-ს მიერ ორგანიზებული VIII საერთაშორისო კონფერენცია, რომელის მიეძღვა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, სახლემწიფო პრემიის ორ გზის ლაურეატის - პროფ. გურამ ნიჟარაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.
2019-10-22 02:31:55
http://vidal.ge/events/mighwevebi-neonatologiasa-da-pediatriashi
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795403.76/warc/CC-MAIN-20191022004128-20191022031628-00434.warc.gz
8,702
211,164,742
კომპანიის ხელმძღვანელობა საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი და დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში გიორგი კობერიძე 6-8 დეკემბერს ქ. ქობულეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ინიციატივით გამართულ საჯარო -კერძო პარტნიორობის (public private partnership) კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენციას, რომელიც ეკონომკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა გახსნა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ, განხილული იქნა საჯარო-კერძო სექტორის ურთიერთობის ფორმები და ამ პარტნიორობის წარმატებული მაგალითები; პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ფინანსური მექანიზმები, ასევე პარტნიორობის განვითარების იურიდიული და ინტიტუციონალური ჩარჩო.
2019-10-19 22:18:48
http://water.gov.ge/news/full/230
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986700435.69/warc/CC-MAIN-20191019214624-20191020002124-00242.warc.gz
13,411
167,692,810
რამდენი ხანი უნდა დავუთმოთ ვარჯიშს? თუ ვინმეს რამედ უღირს საკუთარი ჯანმრთელობა, საუკეთესო, რაც მისთვის შეიძლება გააკეთოს, რეგულარული ფიზიკური აქტიურობაა. ეს ყველაზე ეფექტური გზაა ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და გამძლეობის მოსამატებლად. ფიზიკური აქტიურობა მრავალნაირია. მთავარია, ჩვენს სხეულსა და პრობლემებს მორგებული კომბინაცია შევადგინოთ. ამაში კი პროფესიონალები დაგვეხმარებიან. ახალბედა მოვარჯიშეებისთვის საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის “ავერსის” რეაბილიტაციის ცენტრის ფიტნესინსტრუქტორი ირაკლი ფანჩულიძე. – დარბაზში ადამიანები სხვადასხვა მიზნით მოდიან, უმეტესად – წონის კორექციისთვის, ასევე – მოდუნებული კუნთების ფორმაში მოსაყვანად, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის, ძირითადად – სკოლიოზის, ხერხემლის ოსტეოქონტროზის და სხვათა გამო. ყველაზე იშვიათად წონის მოსამატებლად მოგვმართავენ. ბიჭების უმეტესობას კუნთოვანი მასის გაზრდა სურს, გოგონებს – წონის დაკლება და ფორმების გამოყვანა. რაც უნდა იყოს ვარჯიშის დაწყების მიზეზი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესდება. არაერთი კვლევით არის დადგენილი, რომ ვარჯიში აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ და ენდოკრინულ სისტემებს და, ამასთან, ახდენს ანტიდეპრესიულ ეფექტს, ვინაიდან ვარჯიშის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები: სეროტონინი, ენდორფინი, დოფამინი, ოქსიტოცინი. – ვარჯიში სხვადასხვა ტიპისა არსებობს. ყველაზე მეტად გავრცელებულია კარდიო– (აერობული) და ძალისმიერი ვარჯიშები. კარდიოვარჯიშის დროს იმატებს სუნთქვისა და გულისცემის სიხშირე. ეს ჯანმრთელობას უნარჩუნებს გულს, სისხლძარღვებსა და ფილტვებს, ზრდის ორგანიზმის საერთო გამძლეობას. სხეულის ყველა ორგანოსა და ქსოვილში ძლიერდება ჟანგვითი პროცესები. ჟანგბადით უჯრედების გაძლიერებული მომარაგების ხარჯზე უკეთესად იწვის ცხიმი, რის გამოც კარდიოვარჯიში წონის კლებასაც იწვევს. კარდიოვარჯიშის ნაირსახეობებია სწრაფი სიარული, სირბილი, ცურვა, ველოსიპედით სიარული. დარბაზში ამ ვარჯიშებისთვის ვიყენებთ სარბენ ბილიკს, ველოტრენაჟორს, ელიფსოიდურ ტრენაჟორს (“თხილამურებს”). კარდიოვარჯიში ასევე გამოიყენება ძალისმიერი ვარჯიშის წინ ორგანიზმის გასახურებლად ანუ მოსათელად. ძალისმიერი ვარჯიში კუნთებს აძლიერებს და მათ ფორმებს გამოკვეთს. მას უმეტესად ძალოსნობის მიმდევრები (სტრონგმენები, პაუერლიფტერები) იყენებენ, თუმცა ძალისმიერი ვარჯიში მცირე დოზით ფიტნესშიც გამოიყენება კუნთებისთვის ფორმების მისაცემად. კუნთების გასაზრდელად სასურველია მაქსიმალური წონის 7-9 გამეორება 3-4 მისვლაზე, ხოლო ძალის მოსამატებლად – მაქსიმალური წონის 3-5 გამეორება 3-4 მისვლაზე. – რას ნიშნავს ტერმინები “მისვლა” და “გამეორება”? – ეს ვარჯიშის ეტაპებია. მისვლა არის ერთჯერადად, უწყვეტად შესრულებული ვარჯიში, რომლის დროსაც ერთი და იგივე სავარჯიშო მოქმედება საშუალოდ 7-15-ჯერ მეორდება. შემდეგ ადამიანი ისვენებს და იმდენჯერვე იმეორებს სავარჯიშოს, ანუ მეორე მისვლას ასრულებს. საზოგადოდ, თითოეული ვარჯიში 3-4 მისვლით ტარდება. თავდაპირველად მისვლებს შორის ერთწუთიანი შესვენებაც საკმარისია, თუმცა დიდი წონით ძალისმიერი ვარჯიშის შესრულებისას რეკომენდებულია ორწუთიანი შესვენება. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ეს უფრო შედეგიანია კუნთების ზრდისთვის. – როცა ადამიანი პირველად მიდის ფიტნესდარბაზში, სასურველია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადი კითხვარით შეფასდეს და პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ კარდიოვარჯიშებით დაიტვირთოს. ამ დროს ვაკვირდებით გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებს. თუ არავითარმა პათოლოგიამ არ იჩინა თავი, გადავალთ ფიტნესდატვირთვაზე. დღეს დამწყებთათვის მიღებულია Full body სისტემა ანუ მთელი სხეულის ძირითადი კუნთების ვარჯიში. ეს 1-2 თვე უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ შეიძლება ე.წ. სპლიტ პროგრამების ჩართვა ანუ სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ცალ-ცალკე გავარჯიშება. მაგალითად, ერთ დღეს ზედა კუნთების ვარჯიშის შესრულება, მეორე დღეს – ქვედასი, ან სხვაგვარი განაწილებით, როგორც ტრენერი მიიჩნევს საჭიროდ. – ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია მოთელვა. არსებობს ორგვარი მოთელვა: საერთო და სპეციალური. საერთო მოთელვა მოწოდებულია დამწყები მოვარჯიშეებისთვის. ამ დროს ვარჯიშთა სისტემით ყველა სახსარი, კუნთი და მყესი ხურდება. ვიწყებთ კისრის მოთელვით, შემდეგ გადავდივართ მხრებზე, ზურგზე, მკერდზე, ფეხებზე, წელზე... მოთელვის დროს სისხლმომარაგება იზრდება, სახსრები და კუნთები თბება, რითაც თავიდან ვიცილებთ ვარჯიშის დროს მოსალოდნელ ტრავმას. დამწყებთათვის მოთელვა შეიძლება მხოლოდ აერობული ვარჯიშით (კარდიოვარჯიშით) შემოიფარგლოს. სპეციალური მოთელვა უფრო ტრენირებული სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი. ის მოიცავს რომელიმე კონკრეტული კუნთის სპეციალურ გაწელვებსა და მოძრაობებს. – რამდენი ხანი უნდა დავუთმოთ ვარჯიშს? – დამწყებთათვის არ არის რეკომენდებული დარბაზში 2-3 საათის განმავლობაში ვარჯიში. სავსებით საკმარისია 45-60 წუთი დღეგამოშვებით, კვირაში სამჯერ, მაქსიმუმ ოთხჯერ. ამასთან, ვარჯიშები შეიძლება განაწილდეს: ერთი ან ორი დღე ძალისმიერი შესრულდეს, ერთი ან ორი დღე – აერობული. დამწყებთათვის სასურველია მხოლოდ 6-8 ძირითადი ვარჯიშის შესრულება. მათი გამეორებების რაოდენობას და სიმძიმეების წონას ტრენერი ინდივიდუალურად შეარჩევს. მისვლებს და ვარჯიშებს შორის შესვენებებიც მაქსიმუმ ერთი წუთი უნდა იყოს. საათნახევარზე მეტი ხანგრძლივობის ვარჯიში ტრენირებული სპორტსმენებისთვისაც კი არ არის რეკომენდებული. – ვარჯიშის პროცესში აუცილებელია ბევრი წყლის სმა, ოღონდ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ძალიან გახურებულ ორგანიზმს ერთბშად არ მივაწოდოთ ცივი წყალი – ამან შესაძლოა საყლაპავის სპაზმი და გულის შეტევაც კი გამოიწვიოს. მითია, რომ ვისაც წონის დაკლება უნდა, წყლის სმა უნდა შეზღუდოს. სინამდვილეში ის მოთხოვნისამებრ უნდა ვსვათ. ვარჯიშის დროს წყალი იკარგება ოფლის სახით, სასუნთქი სისტემიდან... წყალში მიმდინარეობს ყველა ქიმიური რეაქცია, ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას კი ორგანიზმი დეჰიდრატაციას, გაუწყლოებას განიცდის. – რამდენად მისაღებია ენერგეტიკული სასმელების სმა? – ენერგეტიკული სასმელები დამწყებთათვის არ არის სასურველი, მაგრამ მათი სმა შეუძლიათ უკვე ტრენირებულ სპროტსმენებს, რომლებსაც ხანგრძლივი ვარჯიში და დიდი ფიზიკური დატვირთვის ატანა უწევს ან შეჯიბრებისთვის ემზადება. სხვა შემთხვევაში სასურველია, დახარჯული ენერგია ჯანსაღი კვებით და, საზოგადოდ, ჯანსაღი რეჟიმით დააბალანსოთ, რაში ტრენერიც დაგეხმარებათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრეატინით მდიდარი საკვების მიღება. ასეთია ხორცეული. – როგორი რეჟიმით უნდა ვიკვებოთ, როდესაც ვვარჯიშობთ? – სასურველია, საკვები მიიღოთ ვარჯიშამდე 2-2.5 საათით ადრე, რათა ვარჯიშის დროს კუჭ-ნაწლავი მეტისმეტად არ იყოს გადატვირთული. საზოგადოდ, უნდა მიირთვათ ხშირად – დღეში 5-6-ჯერ – და მცირე ულუფებით. რაციონს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ინდივიდუალურად შეგირჩევენ. თუ ადამიანს წონის დაკლება უნდა: * ვარჯიშამდე ნაკლებკალორიული საკვები უნდა მიიღოს – ცილოვანი პროდუქტი, ბოსტნეული, ნაკლებად ტკბილი ხილი, რომელშიც ფრუქტოზის შემცველობა არ არის მაღალი, ვინაიდან ფრუქტოზა ჩვეულებრივი შაქარია, ენერგიის წყარო, რომლის გადამუშავებას და ათვისებას ინსულინი არ სჭირდება. * ვარჯიშის შემდეგ არ უნდა მიიღოს ბევრი ხილი – ამ დროს ორგანიზმი უფრო კარგად ითვისებს ენერგიას. * სასურველია, ვარჯიშის დამთავრებიდან ორი საათი მაინც არ ჭამოს, რათა აცადოს ორგანიზმს მასში არსებული რესურსების დახარჯვა, თორემ ცხიმი ისევ იქ ჩალაგდება, საიდანაც დაიხარჯა. თუ ადამიანს წონის მომატება უნდა: * ვარჯიშამდე უნდა მიიღოს რაც შეიძლება მეტი რთულნახშირწყლოვანი პროდუქტი – მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, შვრია... ამასთან, სასურველია, ნაკლებად მოხარშული, რათა საკვებმა შეინარჩუნოს უჯრედისი, რომელიც მის სირთულეს უზრუნველყოფს. ასეთი საკვები ვარჯიშის დროს დიდხანს გვყოფნის. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი ენერგიის წყაროდ გამოიყენებს ცილოვან მასას ან ცხიმს. * ჭამა შეიძლება ვარჯიშიდან 20-30 წუთის შემდეგ. ამ დროს ორგანიზმი უკვე დაწყნარებულია. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით ცილოვანი და ნახშირწყლოვანი საკვების მიღება. სასაურველია ცოტაოდენი ბუნებრივი ტკბილეულის, მაგალითად, ჩირის შეჭმაც. ამ შემთხვევაში გამომუშავდება ინსულინი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების ზრდაში. – ვარჯიშის დროს უნდა გეცვათ ბამბის ან სინთეტიკური თერმული ტანსაცმელი, რომელიც კარგად ატარებს ჰაერს. ასე ჩაცმული ადამიანის ოფლიანობა იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში ცხიმი იწვება – ნახშირორჟანგად და წყლად იშლება, წყალი კი თირკმელებიდან ან კანიდან გამოიყოფა. არ შეიძლება ვარჯიშის დროს პოლიეთილენში ან ჰაერგაუმტარ ქსოვილში შეფუთვნა – ამ შემთხვევში ოფლიანობა არა ცხიმის წვის, არამედ ორგანიზმის გადახურების შედეგია. ასე შესაძლოა სითბურ დაკვრას ან კანის რომელიმე დაავადებასაც კი გავუწიოთ პროვოცირება. – ვარჯიშს რომ დაიწყებთ, უამრავი “ყოვლისმცოდნე” გამოჩნდება, რომელიც საკუთარი გამოცდილებით ამაყობს და სხვებსაც უზიარებს. დაიმახსოვრეთ: ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს. ყოველთვის დაუჯერეთ თქვენს ინსტრუქტორს, რომელმაც იცის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის მიხედვით შეგირჩევთ ვარჯიშებსაც, კვებასაც და ცხოვრების რეჟიმსაც.
2019-10-22 04:34:26
https://www.aversi.ge/cnobari/1827/ramdeni-xani-unda-davuTmoT-varjiSs
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987798619.84/warc/CC-MAIN-20191022030805-20191022054305-00400.warc.gz
16,039
798,981,692
"საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისაგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ"- ფეკალიები სასმელ წყალში სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, სასმელ წყალში ფეკალიები აღმოაჩინეს, ამის გამო კი წყლის ონკანიდან დალევა სამი დღის განვალობაში საშიშია. „პრესა.ჯი“-ს ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ წყლისაგან მოწამლული პაციენტები, ყოველ 5 წუთში მიჰყავთ საავადმყოფოში. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" უარყოფენ და ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „პრესა.ჯი“, აღნიშნული ინფორმაციის დეტალებს არკვევს. "30 იანვარს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
2019-10-18 18:19:29
https://presa.ge/?m=society&AID=72491
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986684425.36/warc/CC-MAIN-20191018181458-20191018204958-00311.warc.gz
17,642
653,337,665
რატომ არ აქვს მოსახლეობას სრული ინფორმაცია, თუ რა სამედიცინო მომსახურებას უნაზღაურებს სახელმწიფო და ვის უნდა მიმართონ პაციენტებმა მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში რა ოდენობის ხელფასს იღებდნენ იაპონიაში ელჩობისას საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი და იაპონიის საელჩოშივე დასაქმებული მისი მეუღლე რა როლს ასრულებს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დათხოვნის პროცედურაში და რატომ ვერ გამოუცხადებენ მას იმპიჩმენტს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი პარლამენტის რამდენი წევრი და მათი ოჯახის წევრი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რა ბიზნესების წილებს ფლობენ ისინი და რატომ არ ემთხვევა რეესტრისა და მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მონაცემები ერთმანეთს
2019-10-24 04:16:38
http://tbiliselebi.ge/index.php?cstart=7&year=2014&month=04
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987841291.79/warc/CC-MAIN-20191024040131-20191024063631-00500.warc.gz
9,185
181,057,089
რამდენიმე წუთის წინ ცნობილმა იტალიურმა საფეხბურთო გამოცემამ football-italia.net-მა გაავრცელა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ “მილანმა” “ატალანტას” მწვანე შუქი აუნთო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ “ატალანტამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები სან სიროზე ჩაატაროს. “ინტერმა” და “მილანმა” “ატალანტას” უკვე დაუდასტურეს და უფლება მისცეს, რომ ბერგამოელებმა ჩემპიონთა ლიგის მატჩები სან სიროს სტადიონზე ჩაატარონ. შეგახსენებთ, რომ “მილანმა” უარი თქვა ევროპა ლიგაზე მონაწილეობის მიღებაზე.
2019-10-15 04:15:14
https://www.live.ge/fexburti/san-siroze-chempiontha-ligis-matchebi-brundeba/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655864.19/warc/CC-MAIN-20191015032537-20191015060037-00146.warc.gz
14,281
978,854,231
მოგადიშო (სომალ. Muqdisho; არაბ. مقديشو; იტალ. Mogadiscio — შაჰის ქალაქი) — სომალის დედაქალაქი, უმსხვილესი ქალაქი და ქვეყნის მთავარი პორტი. იგი ასევე ქვეყნის კულტურული და ფინანსურ-ინდუსტრიული ცენტრია. მდებარეობს ბენადირის რეგიონში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე; საუკუნეთა განმავლობაში დიდ როლს ასრულებდა როგორც პორტი. მოგადიშო სომალ. Muqdisho არაბ. مقديشو | || ქვეყანა | სომალი | | რეგიონი | ბენადირის რეგიონი | | კოორდინატები | 2°02′00″ ჩ. გ. 45°21′00″ ა. გ. / 2.03333° ჩ. გ. 45.35000° ა. გ. | | დაარსდა | XII საუკუნე | | პირველი ხსენება | 1331 | | ფართობი | 91 კმ² | | ცენტრის სიმაღლე | 9 მეტრი | | მოსახლეობა | 2 120 000 კაცი (2015) | | სიმჭიდროვე | 23 296,70 კაცი/კმ² | | სასაათო სარტყელი | UTC+3, ზაფხულში UTC+4 | | ქალაქის მოსახლეობა — 2 120 000 ადამიანი (2015 წელი)[1]. ფართობი — 91 კმ²[1]. მოგადიშოს დასახელება წარმოდგება სპარსული სიტყვისაგან — Maq'ad-i-Shah (مقعد شاه), რაც ნიშნავს "ადგილი, სადაც იმყოფება შაჰი." ესაა ძველი სპარსული გავლენის გამოხატულება ქალაქზე. ქალაქი ასევე ცნობილია ჰამარის (англ. Hamar) დასახელებით. ადრეული პერიოდი და შუა საუკუნეებირედაქტირება ძველი ჩანაწერები მოწმობენ, რომ სამხრეთ სომალიში და მათ შორის მოგადიშოს მიმდებარე ტერიტორიებზე მონადირე-შემგროვებელი ბუშმენთა ხალხები სახლობდნენ. შემდეგში მათ შეუერთდნენ მიწათმოქმედება-მესაქონლეობის მიმდევარი ქუშიტები, რომელთაც ადგილობრივი არისტოკრატია ჩამოაყალიბეს.[2][3] IX საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის დასაწყისში რეგიონში დასახლება იწყეს ასევე არაბმა და სპარსმა ვაჭრებმა.[4] თავის ოქროს ხანაში, შუა საუკუნეებში მოგადიშოს სომალელი არაბი მუზაფარების დინასტია მართავდა, რომლებიც აჯურანის სახელმწიფოს ვასალები იყვნენ.[5] 1500-იან წლებში მოგადიშო იმყოფებოდა პორტუგალიის კონტროლ ქვეშ. მერკატორ-ჰონდიუსის ატლასში (1607 წელი) მოგადიშო მოხსენებულია Magadoxo-ს სახელით. ზანზიბარის სულთანმა ქალაქი დაიპყრო 1871 წელს. 1800-იანი წლების ბოლოს სულთნის ხელდასმული პირისთვის აშენებული გარესას სასახლე დღეისათვის მუზეუმი და ბიბლიოთეკაა. 1892 წელს ზანზიბარის სულთანმა ქალაქი სარგებლობაში გადასცა იტალიას. იტალიამ გამოისყიდა ქალაქი 1905 წელს და მოგადიშო გახადა იტალიის სომალის დედაქალაქად. მიმდებარე ტერიტორიები გადავიდა იტალიის კონტროლ ქვეშ 1936 წელს. როდესაც დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები მეორე მსოფლიო ომის დროს მოემართებოდა კენიიდან, მან დაიკავა ქალაქი 1941 წლის 26 თებერვალს. ბრიტანელები ქალაქს მართავდნენ 1952 წლამდე, როდესაც იტალიამ დააბრუნა თავისი ყოფილი პროტექტორატი. 1954 წელს დაარსდა სომალის ეროვნული უნივერსიტეტი, 7 ფაკულტეტის (სამედიცინო, ვეტერინარული, გეოლოგიური, პედაგოგიური, იურიდიული, აგრონომიული და ჰუმანიტარული) შემადგენლობით. 1960 წელს სომალიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო მოგადიშო გახდა მისი დედაქალაქი. მთავრობის ჩამოგდება და გაეროს ჯარების შემოსვლარედაქტირება ამბოხებულთა ჯარი მოჰამედ ფარაჰ აიდიდის მეთაურობით შევიდა ქალაქში და დაიკავა იგი 1990 წელს, რითაც აიძულა პრეზიდენტი მოჰამედ სიად ბარე გადამდგარიყო და გაქცეულიყო ნიგერიაში 1991 წელს. ამას მოჰყვა უნივერსიტეტის დაკეტვა. 1991—1992 წლების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა, გვალვისგან გაწამებულმა ათობით ათასმა მშიერმა ადამიანმა გაანადგურა სომალის სოფლის რაიონები. 1992 წლის 9 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო კონტიგენტი გადაჯდა მოგადიშოს სიახლოვეს გაეროს სამშვიდობო ძალების გადასხმის მოსამზადებლად. მაგრამ სომალიში სამშვიდობო ოპერაცია დამთავრდა სრული კრახით იმასთან დაკავშირებით, რომ გაეროს ჯარმა 1993 წლის ზაფხულში დაიწყო უშუალო მონაწილეობა სამოქალაქო ომში. ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებამ და ადამიანების დანაკარგმა აიძულა ამერიკული ჯარი დაეტოვებინა მოგადიშო 1994 წელს, ხოლო 1995 წლის 3 მარტს სომალი დატოვეს უკანასკნელმა სამშვიდობოებმა სხვა ქვეყნებიდან. 1995 წლის ივნისში მოჰამედ ფარაჰ აიდიდმა საკუთარი თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიიღო მძიმე ჭრილობა ბრძოლაში და გარდაიცვალა. ისლამური სასამართლოების კავშირი და ეთიოპიის შემოჭრარედაქტირება 2004 წელს სომალიში შეიქმნა ეგრედ წოდებული გარდამავალი ფედერალური მთავრობა (გფმ), რომელიც, როგორც ლეგიტიმური, აღიარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და აფრიკის კავშირმა. პრეზიდენტად აირჩიეს აბდულაჰი იუსუფ აჰმედი. დაპირისპირების ახალი მიმართულება გახდა გარდამავალი ფედერალური მთავრობის ბრძოლა გაძლიერებული ისლამური ორგანიზაცია — ისლამური სასამართლოების კავშირის (ისკ) წინააღმდეგ. 2006 წელს მოხდა ახალი ბრძოლა მოგადიშოსთვის. 2006 წლის 5 ივნისს ისლამური სასამართლოების კავშირის რაზმებმა მთლიანად დაიპყრეს ქალაქი, ხოლო გარდამავალი ფედერალური მთავრობის ძალები გაიქცა ქალაქ ბაიდოაში. მაგრამ 2006 წლის 20 დეკემბერს გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარის მხარდასაჭერად კონფლიქტში აქტიურად ჩაერია ეთიოპია. ეთიოპიის ჯარი უფრო მრავალრიცხოვანი და უკეთესად შეიარაღებული იყო, და უკვე 27 დეკემბერს ეთიოპელებმა და საველე მეთაურების კავშირის ძალებმა უკან დაიბრუნეს მოგადიშო ისლამისტებისგან. ეთიოპელების ჩარევის შედეგად ისლამური სასამართლოების კავშირმა შეწყვიტა თავისი არსებობა, მაგრამ მის ნაცვლად მოვიდა კიდევ უფრო მეტად რადიკალური ორგანიზაცია — ჰარაკატ აშ-შაბააბი, რომელიც გადავიდა ბრძოლის პარტიზანულ მეთოდებზე ეთიოპელთა და სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. 2007 წლის აგვისტოს დასაწყისში მოგადიშოში ჩამოვიდნენ AMISOM-ის სამშვიდობოები, მათი რაოდენობა თანდათან იზრდებოდა და 2012 წლისთვის მიაღწია 12 000 ადამიანს. 2009 წლის იანვარში ეთიოპელებმა გამოიყვანეს საკუთარი ჯარები მოგადიშოდან და დანარჩენი სომალიდან. ბრძოლა გარდამავალ ფედერალურ მთავრობასა და აშ-შაბააბს შორისრედაქტირება 2007—2011 წლებში ქალაქი იყო ბრძოლის არენა ეთიოპიია ჯარის მიერ მხარდაჭერილი (2009 წლამდე) გარდამავალ ფედერალურ მთავრობასასთან ერთად მებრძოლ აფრიკის კავშირის სამშვიდობოებსა და ორგანიზაცია აშ-შაბააბის («ახალგაზრდობა») რადიკალურ ვაჰაბისტებს შორის. მთავრობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკონტროლებდა მხოლოდ მთავარ სტრატეგიულ შენობებს (მთავრობის შენობას, აეროპორტს, საზღვაო პორტს და ასე შემდეგ) და დედაქალაქის ტერიტორიის არაუმეტეს 40 %-ს, მაშინ როდესაც ისლამისტები აკონტროლებდნენ მოგადიშოს დიდ ნაწილს და თან მუდმივად ახორციელებდნენ ტერაქტებს და ცეცხლს უხსნიდნენ სამთავრობო ძალებს და სამშვიდობოებს. 1990-იან-2000-იან წლებში მოგადიშო იყო მსოფლიოს ერთადერთი დედაქალაქი, სადაც გაერო ვერ ახორციელებდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო. 2010 წლის მარტში ქალაქის მმართველმა, აბდურისაკ მუჰამედ ნურმა, მოუწოდა დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი ახალი შეტაკებების გამო «აშ-შაბააბის» ისლამურ ბოევიკებსა და შარიფ შეიხ აჰმედის ზომიერი ისლამური მთავრობის მხარდამჭერებს შორის[6]. 2010 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 100 000 მაცხოვრებელმა დატოვა ქალაქი. ვაჰაბისტებმა დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი სომალის ტელევიზიის დიქტორებს. დროის რაღაც მომენტში ისლამისტები ახლოს იყვნენ დედაქალაქის მთლიანად ხელში ჩასაგდებად, მაგრამ სამშვიდობო კონტიგენტის რაოდენობის ზრდამ, ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმართვაში მისი გამოცდილების ამაღლებამ, ასევე სამთავრობო ჯარების რაოდენობის ზრდამ შეცვალა სიტუაცია. წარმატებების თანდათანობითი განვითარების დროს, 2011 წლის აგვისტოსთვის AMISOM-მა და სამთავრობო ჯარებმა მთლიანად გაათავისუფლეს მოგადიშო ისლამისტებისგან. მაგრამ ქალაქის შემოგარენი მაინც რჩება «აშ-შაბააბის» ხელში, რომელიც ახორციელებს აქტიურ მცდელობებს დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად. 2010 წლის ბოლოს ადმინისტრაციის შეცვლას ქალაქზე ფედერალური მთავრობის კონტროლის ზრდა მოჰყვა. 2011 წლის აგვისტოში, სამთავრობო ჯარებმა და AMISOM-ის ძალებმა წარმატებით განდევნეს აშ-შაბააბის რადიკალური ჯგუფი, რომელიც მანამდე ქალაქის გარკვეულ ტერიტორიას აკონტროლებდა. ამას მოგადიშოში სწრაფად მოჰყვა ინტენსიური სარეკონსტრუქციო სამუშაოები.[7] 2011 წლის 4 ოქტომბერს ქალაქში მოხდა დიდი ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი. 2011 წლის აგვისტოში AMISOM-ის სამშვიდობოებმა შეძლეს დაემყარებინათ კონტროლი მთელ ქალაქზე და გაყარეს ორგანიზაცია აშ-შაბააბის რადიკალური ისლამისტები ქალაქის ფარგლებს გარეთ. დღეისათვის ქალაქს აკონტროლებს აფრიკის კავშირის სამშვიდობოები და სამთავრობო ძალები. მაგრამ მოგადიშოში მაინც დიდია ტერაქტების ალბათობა, სამშვიდობოების პოზიციები ხშირად განიცდიან დივერსიული ჯგუფების ხშირ თავდასხმებს. იმავე დროს შეიძლება აღინიშნოს, რომ უსაფრთხოება ქალაქში 2011—2012 წლების ბოლოს მნიშვნელოვნად ამაღლდა სამოქალაქო ომის დროინდელ იმავე პერიოდთან შედარებით. ჰუმანიტარული ორგანიზაციების მოქმედების გამოისობით ქალაქის საკვები პროდუქტებით შედარებითი უზრუნველყოფის შედეგად, სოფლად მცხოვრები ბევრი მოშიმშილე სომალელი ჩამოვიდა მოგადიშოში. 2011 წლის მაისისთვის ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 1,8 მილიონიდან 2 მილიონამდე, სულ 8 თვის განმავლობაში[8]. დღეისათვის ქალაქი წარმოადგენს ციხე-სიმაგრეს, რომელიც შედგება სამშვიდობოების მიერ აშენებული მრავალი ბლოკპოსტებისაგან და გამაგრებული ადგილებისგან და ერთმანეთთან შეერთებული დაცული ავტოგზებისგან. მოგადიშო მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 9 მეტრ სიმაღლეზე. მდინარე უები-შაბელე, რომელიც ეთიოპიიდან მოედინება, გადის ქალაქის სიახლოვეს, 30 კმ-ის მანძილზე ინდოეთის ოკეანედან და უხვევს სამხრეთ-დასავლეთისკენ. მდინარე, რომელიც ჩვეულებრივ შრება თებერვალში და მარტში, გამოიყენება შაქრის ლერწმის, ბამბის და ბანანის პლანტაციების მოსარწყავად. მოგადიშოს აქვს ნახევრადმშრალი სუბეკვატორული კლიმატი, ნალექების მცირე რაოდენობით, რომელიც ხშირად მერყეობს წლიდან წლამდე. წლიური სხვაობა ჰაერის ტემპერატურაში საკმაოდ პატარაა: აგვისტო (ყველაზე გრილი თვე) 3 გრადუსით გრილია აპრილზე. ცხელა მთელი წლის განმავლობაში. გამოირჩევა დომინანტული ნოტიო სეზონი (აპრილი-აგვისტო), მეორე ნოტიო სეზონი (სექტემბერი-დეკემბერი) და მშრალი სეზონი (იანვარი-მარტი). მშრალი სეზონის დროს ნალექები გამორიცხულია. ყველაზე მაღალი დაფიქსირებული ტემპერატურა შეადგენდა +36 °C-ს (აპრილი), ხოლო ყველაზე დაბალი +15 °C-ს (ივლისი). - ყოფილ კურორტ გეზირას პლაჟი - ↑ 1.0 1.1 Demographia World Urban Areas. Demographia. წაკითხვის თარიღი: 19 March 2015. - ↑ Oliver, Roland Anthony; J. D. Fage (1960). "The Journal of African history". The Journal of African history 1: 216. http://books.google.ca/books?id=4SPjAAAAMAAJ. წაკითხვის თარიღი: 11 August 2011. - ↑ Ireland, Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland; (Organization), Jstor (1953). "Man". Man 53: 50–51. http://books.google.ca/books?id=paURAAAAIAAJ. წაკითხვის თარიღი: 11 August 2011. - ↑ Bevölkerung soll Mogadiscio verlassen 12 მარტი 2010 (გერმანული) - ↑ Mulupi, Dinfin. Mogadishu: East Africa’s newest business destination?. წაკითხვის თარიღი: 26 June 2012. - ↑ (1973) USSR and Third World, Volume 3. Central Asian Research Centre, გვ. 209. - ↑ Twin Cities of Ankara. Greater Municipality of Ankara. წაკითხვის თარიღი: 12 October 2014.
2019-10-17 15:57:23
https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9D
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986675409.61/warc/CC-MAIN-20191017145741-20191017173241-00253.warc.gz
21,281
541,770,248
ნამდვილი სახელი | ჯეფ სკოტ ბაკლი | მეტსახელი | სკოტ „სკოტი“ მურჰედი | 1966 ნოემბერი, 17 ანაჰაიმი, კალიფორნია, აშშ | 29 მაისი, 1997 (30 წლის) მემფისი, ტენესი, აშშ | ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, ფოლკ როკი | ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა | ასოციაციები | The A.M., Shinehead, Gods and Monsters | ჯეფ სკოტ ბაკლი (ინგლ. Jeff Scott Buckley; დ. 17 ნოემბერი, 1966 ― გ. 29 მაისი, 1997) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და გიტარისტი. გამოირჩეოდა ძლიერი ვოკალით და კრიტიკოსებისგან მიჩნეული იყო იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ხელოვნად 1994 წლის ალბომის შემდეგ, რომელსაც „Grace“ ეწოდა. მის პოპულარობას წერტილი დაესვა 1997 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ. მისმა შემოქმედებამ და სტილმა უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა კრიტიკოსებისა და თანამოძმე მუსიკოსებისაგან. ჯეფი დაიბადა კალიფორნიაში. იყო მერი ჟილბერტისა და ტიმ ბაკლის ერთადერთი ვაჟი. მამამისიც კომპოზიტორი იყო, წერდა ძირითადად ფოლკისა და ჯაზის სტილში. ჯეფი მას არ იცნობდა, მხოლოდ ერთეხელ ჰყავდა ნანახი 8 წლის ასაკში. ტიმ ბაკლი გარდაიცვალა 1975 წელს ნარკოტიკის ზედმეტი დოზირებით. ჯეფი დედამ და მამინაცვალმა გაზარდეს. ჰყავდა ნახევარ-ძმა. ბავშვობაში ჯეფი მამინაცვლის გვარს ატარებდა მისი დედა პიანისტი და ვიოლონჩელისტი იყო. მამინაცვალმა ადრეულ ასაკშივე აზიარა ლედ ზეპელინს, ჯიმი ჰენდრიქსის, The Who-სა და პინკ ფლოიდს. მან დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო მუსიკოსი. მან პირველი ელექტროგიტარა 13 წლის ასაკში მიიღო. უკრავდა სკოლის ჯაზ-ბენდში. 1984 წელს, სკოლი დამთავრების შემდეგ გადავიდა ჰოლივუდში, მუსიკალურ უნივერსიტეტში. 18 წლის ასაკში დაამთავრა ერთ წლიანი კურსი. შემდეგი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა სასტუმროში. იყო რამდენიმე ჯგუფის ბეკ-ვოკალისტი. 1990 წლის თებერვალში ბაკლი გადავიდა ნიუ-იორკში. მუსიკოსად მუშაობის მცირე შესაძლებლობის პოვნის შემდეგ იგი დაბრუნდა ლოს-ანჯელესში სიმღერების პირველი დემოს ჩასაწერად. 1992 წლის აპრილში მან დაიწყო წარმოდგენების შესრულება ძალიან პატარა კაფეში, სახელწოდებით „Sin-é“. ერთ თვეში ბაკლიმ მიიპყრო საზოგადოების დიდი ყურადღება, მისი მუსიკით დაინტერესდა Columbia Records, რომელთანაც ჯეფმა 1992 წლის შემოდგომაზე ხელშეკრულება გააფორმა. დაიღუპა თავისი ბენდის მოლოდინში, როდესაც ბანაობდა მდინარე ვოლფში, მისისიპის შენაკადში.[1] მისი შემოქმედებიდან ცნობილი სიმღერებია „Eternal Life“, „Last Goodbye“, „Mojo Pin“, „Grace“ და სხვა. პირველი ალბომია „Live at Sin-é“. რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019-03-23 18:22:22
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A4_%E1%83%91%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202924.93/warc/CC-MAIN-20190323181713-20190323203713-00045.warc.gz
16,900
535,046,916
კატის ხმიანობისა და ჟესტების აღწერისთვის ერთი წიგნის დაწერაც კი არ კმარა. ჩვენ შევკრიბეთ, მხოლოდ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევა, თუ როგორ ესაუბრება კატა პატრონს. კატის პატრონების უმეტესობა თვლის, რომ თუ კატა კრუტუნებს, ის დადებით განწყობაზეა. გარდა ამ მოსაზრებისა, კატის კრუტუნს რამდენიმე ახსნა აქვს. მაგალითად, კატა კრუტუნებს, როდესაც ავადაა ან აქვს როდესაც სახლში ბრუნდებით, თქვენი კატა ფეხებზე თავით გეხებათ და ფიქრობთ, რომ მას კიდევ რაღაც უნდა. უდავოა, ხშირ შემთხვევაში, ასეც არის, თუმცა, ამასთან ერთად თქვენი ბინადრის ჟესტი მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, რაც აიხსნება შემდეგი სიტყვებით: "ბედნიერი ვარ, რომ დაბრუნდი. უშენოდ მოვიწყინე". ამ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, რომლებიც გარეული კატების ოჯახს აკვირდებოდნენ: როდესაც ცხოველები ნადირობიდან ბრუნდებოდნენ, რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს სხეულით ეხებოდნენ, ეს კატებისთვის იგივეა, რაც ადამიანებში ჩახუტება. ძაღლის მსგავსად, შინაურ კატას საოცრად მეტყველი მიმიკა აქვს. თუ მის სახეს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ კუნთები დაძაბულია, როცა ის დისკომფორტს განიცდის, ხოლო მოდუნებული -როცა კატა კმაყოფილია. კატის განწყობა საკმაოდ მარტივი ამოსაცნობია, უბრალოდ დააკვირდით მის თვალებს. როდესაც თვალებს პერიოდულად ახამხამებს, კატა გეუბნებათ, რომ ის თქვენთან თავს კომფორტულად გრძნობს. ფართოდ გახელილი თვალები ობიექტის მიმართ ინტერესის გამოხატვის მანიშნებელია. კატები, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, კნავილით არ ურთიერთობენ. შინაურ კატას შეუძლია მთელი დღე იკნავლოს (ზოგჯერ ღამეც). სპეციალისტების აზრით, კატებმა შექმნეს ხელოვნური ენა (კნავილის სახით), რათა ადამიანებთან ურთიერთობა შესძლებოდათ. სინამდვილეში, კნავილი არ წარმოადგენს ადამიანებთან ურთიერთობის უნივერსალურ ენას. ყველა კატას პატრონთან ურთიერთობისთვის გამორჩეული, სახასიათო "დიალექტი" აქვს, რომელსაც სხვა კატები ვერასოდეს აღიქვამენ. საქმე ეხება, ხმის ტემბრსა და გამოთქმის მანერას, რომელსაც ყველა კატა ინდივიდუალურად გამოსცემს და თითოეული მათგანის ხმიანობა უნიკალურია. უცნაურია, თუმცა, მხოლოდ პატრონს შეუძლია აღიქვას, რისი თქმა სურს მის ბინადარს კნავილით: ესაჭიროება დახმარება, მოწყენილია, თუ საკვებს ითხოვს. კატის ლექსიკონი ანუ როდის რას გვეუბნება ჩვენი კატა უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს
2019-10-21 15:01:51
https://zooclub.ambebi.ge/kata/qcevis-koreqcia/4574-rogori-moqmedebebith-cdilobs-kata-thqventhan-saubars.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987779528.82/warc/CC-MAIN-20191021143945-20191021171445-00463.warc.gz
18,490
1,154,534,545
რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის -გამარჯობათ, დილით როდესაც სახეს ცივი წყლით ვიბან კანი მექერცლება.დაკვირვებული ვარ ზამთრის პერიოდში მემართება ეს ხოლმე. მშრალი კანზე მეტყველებს ხომ? რას მირჩევდით როგორ მოვიშორო ?
2019-03-22 22:22:44
https://mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=200970
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202698.22/warc/CC-MAIN-20190322220357-20190323002357-00208.warc.gz
27,095
560,244,845
დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ევროვიზიის“ კონკურსზე სომხეთს ვინმე სერობ აბჯემიანი წარადგენს, მისი ვიდეო კი ინტერნეტში ვრცელდება. საქართველოსთვის ეს ფაქტი იმით აღმოჩნდა მიუღებელი, რომ თუ მელოდიას მოუსმენთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ის ერთი-ერთში ყვავილების ქვეყანაა. ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელში, პროექტ „ევროვიზიის“ პროდიუსერს, ნათია უზნაძეს დავუკავშირდით, რომელმაც „ნიუპოსტს“ შემდეგი განუცხადა: „როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო, ჯერ უნდა გადაამოწმოს ვინ წარადგენს ქვყანას ევროვიზიაზე. ეს ბიჭი კი არაფერ შუაში არ არის ამ კონკურსთან, შესარჩევშიც კი არ ყოფილა, არც განაცხადი გაკეთებია. დილიდან ვეძებ იმ სააგენტოს საკონტაქტო ნომერს, რომელმაც ეს ამბავი გაავრცელა, მაგრამ უშედეგოდ. უბრალოდ მინდა ვკითხო, საიდან მოიპოვეს ეს ინფორმაცია. როდესაც ეს უზუსტობა გაავრცელა სააგენტომ, ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდი ჩემს კოლეგას სომხეთში, გოჰარ გასპარიანს და ლინკიც გადავუგზავნე. ეს ამბავი მისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. პირველად ნახეს ეს მომღერალი. რეალურად სომხეთს ევროვიზიაზე გოგონა წარადგენს, ივეტა მუკუჩიანი. რაც შეეხება სიმღერას, ეს ვერც იქნებოდა კონკურსზე წარმოდგენილი, რადგან როგორც იცით ყველა ქვეყანა სპეციალურად წერს ევროვიზიისთვის ახალ სიმღერას. ეს არის რისი თქმაც შემიძლია, სხვა ინფორმაცია ჩვენც არ გვაქვს“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ნათია უზნაძემ.
2019-10-23 01:04:32
http://news.lilu.ge/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98/3607
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987826436.88/warc/CC-MAIN-20191022232751-20191023020251-00554.warc.gz
23,237
133,446,221
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე პატარა სცენაზე რამდენიმე ნომერი წარმოადგინეს: იმღერეს, ბალალაიკაზე დაუკრეს, განსაკურებით დიდი დრო დაუთმეს ცეკვებს. წყარო: სერ ოლივერ უორდროპი 150წყაროს ტიპი: წიგნი დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32375 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32375]; წვდომის თარიღი: 2019-10-15
2019-10-14 22:04:10
http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32375
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655310.17/warc/CC-MAIN-20191014200522-20191014224022-00127.warc.gz
7,063
176,875,911
ინსპირაციული დიზაინის სასტუმრო „ჯი ვინო“, რომელიც მდებარეობს დიმიტრი უზნაძის №82-ში და აქვს 26 მაღალი კლასის ნომერი. ნომრები განლაგებულია შენობის სამ სართულზე, დიდი ნაწილი არის „Double Room“ ტიპის და ყველას იშვიათი ჯიშის ყურძნის სახელი აქვს. განთავსების ობიექტს აქვს ვერანდა (100კვ/მ), საკონფერენციო სივრცე 25 პერსონაზე და ულამაზესი ბაღი. P.S. დაემატა "ჯეო ტურიზმის" მონაცემთა ბაზას - იხ. ჯი ვინო
2019-10-19 07:26:56
https://geotourism.ge/news/g-vino
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986692126.27/warc/CC-MAIN-20191019063516-20191019091016-00457.warc.gz
11,719
495,294,471
ღონისძიება ეძღვნება Optio.Ai-ის გამოცდილების გაზიარებას საქართველოში Fintech სტარტაპის დაწყებასთან დაკავშირებით. ასევე, მათს აღმოჩენებს ფინანსური სერვისების პრობლემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით. შეხვედრაზე დამფუძნებლები ისაუბრებენ გამოწვევებზე, რომლებიც ისეთი fintech პროდუქტების შექმნისას შეხვდათ, როგორიც ბანკებსა თუ სხვა მომხმარებლებს უყვართ და იყენებენ. ასევე, ისაუბრებენ, თუ რა გავლენა აქვს ცოდნის გაზიარებას ამ ინდუსტრიაში. Optio.Ai-ის მისიაა, რომ განავითაროს გლობალური საბანკო სისტემა 21-ე საუკუნეში ხელოვნური ინტელექტის ჭკვიანი აპლიკაციებისა და მონაცემთა ანალიზის მეშვეობით. კომპანიის მიერ შექმნილი ძლიერი, მონაცემებზე დაფუძნებული პროგრამული პროდუქტების სერია ფინანსურ ფირმებს აძლევს საშუალებას, დაახარისხონ მომხმარებლების ტრანზაქციები. ასევე, შექმნან ინტერაქციული საბანკო გამოცდილებები, რომლებიც ეხმარება მომხმარებელს პირადი ფინანსების დაგეგმვაში. შოთა გიორგობიანი, თანადამფუძნებელი და CEO Optio.Ai-მდე შოთა სხვადასხვა ინდუსტრიასა და კომპანიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა პროგრამული ურუნველყოფის ინჟინრად, განვითარების ხელმძღვანელად და გუნდის ლიდერად. მათ შორის "საქართველოს რკინიგზაში", საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, "UGT"-ში და სხვა. გიორგის აქვს 10-წლიანი გამოცდილება საქართველოს ფინანსურ სექტორში, ორ ყველაზე დიდ ბანკში საქართველოში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს საცალო ვაჭრობას, მონაცემთა ანალიზს, კამპანიის მართვას, პროდუქტის განვითარებას, CRM-ს, მარკეტინგსა და კომუნიკაციებს. შეხვედრის ორგანიზატორია DataFest Tbilisi და Fintech.ge დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია, რომ გაიაროთ რეგისტრაცია.
2019-10-18 12:01:21
https://fintech.ge/event/20
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986682037.37/warc/CC-MAIN-20191018104351-20191018131851-00263.warc.gz
4,663
510,640,002
სახალხო დამცველმა სანოტარო მომსახურების მიღებისას შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაცია დაადგინა 2018 წლის 4 აპრილს საქართველო სახალხო დამცველმა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას მიმართა რეკომენდაციით სანოტარო მომსახურების მიღებისას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა განმცხადებელმა, რომელიც ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირია. მისი ინფორმაციით, ბათუმში მოქმედი არცერთი სანოტარო ბიურო არ მდებარეობს ისეთ შენობაში, რომელიც მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე იქნებოდა მორგებული. შესაბამისი სანოტარო ბიუროს მოძიება ვერც სახალხო დამცველის აპარატმა მოახერხა. რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა კიდევ ერთ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. აღნიშნული ღონისძიებები, რომელიც მოიცავს არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების გამოვლენა-აღმოფხვრას, შეეხება შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მოპასუხეს მიმართა, განიხილოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სანოტარო ბიუროთა ნაწილის იმგვარი მისაწვდომობის შესაძლებლობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ეტლით მოსარგებლეებს თავისუფლად მიიღონ სანოტარო მომსახურება.
2019-10-21 07:24:51
http://www.ombudsman.ge/geo/190308042216rekomendatsiebi/saxalxo-damcvelma-sanotaro-momsaxurebis-migebisas-shezguduli-shesadzleblobis-safudzvelze-diskriminacia-daadgina
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987763641.74/warc/CC-MAIN-20191021070341-20191021093841-00483.warc.gz
23,133
320,621,720
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 10:23 გუშინ, 28 მარტს სასულიერო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში სასკოლო ოლიმპიადის მორიგი შეხვედრა გაიმართა, ამჯერად ბადმინტონში ვაჟთა შორის. მონაწილე 12 სკოლიდან ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი: ჯურუყვეთის საჯარო სკოლა; მეორე ადგილი - აკეთის საჯარო სკოლა; მესამე ადგილი კი ჩოჩხათის სკოლის გუნდმა დაიკავა. დღეს ისევ სასულიერო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში გაიმართება შეჯიბრი ბადმინტონში გოგონათა შორის. დარჩენილია მხოლოდ ერთი სახეობა, მხიარული სტარტები, რომლის დასრულების შემდეგ, ოთხ აპრილს დაიწყება სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი.
2019-10-19 20:18:23
http://lanchkhuti.org.ge/index.php/2011-07-25-06-45-33/2040-2017-03-29-06-23-35
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986697760.44/warc/CC-MAIN-20191019191828-20191019215328-00476.warc.gz
5,101
110,604,319
მერსედესის ახალ მოდელებში 8 ცილინდრიანი, 2 ტურბოკომპრესორით აღჭურვილი ძრავები განთავსდება - ამის შესახებ, კომპანია Mercedes-AMG GmbH-ის ხელმძღვანელი ტობიას მოერსი აცხადებს. ინოვაციური ძრავი საწვავის მოხმარების თვალსაზრისით ეკონომიურია და ეკოლოგიურ ნორმებს პასუხობს. 8 ცილინდრიანი Mercedes-AMG GT (ორი მოდიფიკაცია C 63 და C 63 S) მსოფლიომ ინოვაციური ძრავების მასობრივ წარმოებას დაიწყებს, თუმცა ხელით მუშაობის პრინციპი “ერთი ადამიანი - ერთი ძრავი“ უცვლელი დარჩება. მოერსი ჰიბრიდულ მოდელებად გარდაქმნასაც აპირებს, რაც გარემოს დაბინძურებას აგვარიდებს.
2019-10-20 19:17:08
http://old.1tv.ge/ge/news/view/79496.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986718918.77/warc/CC-MAIN-20191020183709-20191020211209-00459.warc.gz
9,984
147,058,276
სახელმწიფოთა ხელმძღვანელები და მათი ფიჭური ურთიერთობები ზღვის ბინადართა რაოდენობა საგანგაშოდ შემცირებულია ”ფეისბუქი” ”არ მომწონს” ღილაკის შექმნაზე მუშაობს მეცნიერთა თქმით, არამიწიერი ცივილიზაციებისთვის ახალი შეტყობინებებია გასაგზავნი ასტრონომებმა სამყაროს კვდომის ნელი ტემპები შენიშნეს დედამიწამ 2015 წლის მარაგის ამოწურვით ვალი აიღო 2050 წელს 9,7, საუკუნის ბოლოს კი 11,2 მილიარდი ვიქნებით ნუ დაუჯერებთ რასაც ხედავთ, ეს კინოა! ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე... ცისფერი? მეცნიერთა აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებას ხელოვნურ ინტელექტთან მივყავართ დედამიწის ორეული 1400 სინათლის წლის დაშორებით ბრუნავს კაცობრიობა მთვარეს შესაძლოა, მასზე ბაზის აგებით დაუბრუნდეს არამიწიერ ცივილიზაციებზე სანადიროდ 100-მილიონიანი პროექტი იწყება დედამიწამ გადახურებით რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ვნახეთ პლუტონი. წინ გალაქტიკაში მოგზაურობაა ჰიუსტონ, გესმით ჩემი? - მისია შესრულებულია. პლუტონს ჩავუქროლეთ კვლევის თანახმად, ასაკს ორი განსაზღვრება აქვს - კალენდარული და ბიოლოგიური ცუკერბერგი ”ფეისბუქისთვის” ხელოვნურ ინტელექტს ამუშავებს მოკლე ტექსტური შეტყობინება: SMS-ის პატრიარქი გარდაიცვალა დღეს სამყარო ერთი წამით გაჩერდება დედამიწა მეექვსე მასობრივი გადაშენების ფაზაში შედის წინადადებაა ფილმი ”ინეტრსტელარი” სკოლებში ფიზიკის სახელმძღვანელოდ შეიტანონ Google-ს რუკაზე თბილისის მონაცემები სრულად განთავსდა მეცნიერებმა ევროპაში ადამიანების ნეანდერტალელებთან შეჯვარებაზე შეიტყვეს დედამიწა Live სიგნალით და Ultra HD ხარისხით მეცნიერებმა კოლუმბის სახელმძღვანელო რუკა გაშიფრეს ასევე ქუთაისის უნივერსიტეტი არამედ ასევე მეტი სწავლების ელექტრონულ ასევე ქუთაისის უნივერსიტეტი არამედ ასევე მეტი სწავლების ელექტრონულ ასევე ქუთაისის უნივერსიტეტი არამედ ასევე მეტი სწავლების ელექტრონულ
2019-10-23 15:46:41
http://24blog.ge/news/category/teqnologiebi/32
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987834649.58/warc/CC-MAIN-20191023150047-20191023173547-00059.warc.gz
11,543
2,024,641
კინო ამსტერდამში 18+ მოკლემეტრაჟიანი ფილმების 5D- კინოთეატრი გაიხსნა 7 ივლისი, 18:53 "მაყურებლებს მოსწონთ, სეანსის შემდეგ აღელვებულები რომ რჩებიან. ზოგს დროც კი სჭირდებათ, რომ მიხვდნენ, რა მოუვიდათ"- აცხადებს კინოთეატრის შემქმნელი ნატალი. კინოთეატრის რეპერტუარი საერთოდ არაა ჩვეულებრივი. სეანსები ექვს წუთამდე გრძელდება, რომლის ავტორიც, კიმ ჰოლანდი, სრულწლოვანთა ფილმების შექმნისთვის გახდა ცნობილი. კინოთეატრის ბილეთები სხვა კინოთეატრის ბილეთებისგან დიდად არ განსხვავდება, 12, 5 ევრო ღირს, მაგრამ სხვა ფილმებისგან განსხვავებით, აქ გაშვებული ყველა ფილმი სპეციალურად ამ კინოთეატრისთვის შეიქმნა. ფილმის სცენარში კი მოთხრობილია ბიჭზე, რომელიც ამსტერდამში ჩავიდა და წითელი ფარნების ქუჩაზე მიდის. ფილმში ნაჩვენებია, როგორი თავგადასავალი ელის ტურისტს. "ეს გასართობი პარკივითაა. ასეთი ფილმები ყველა მსურველისთვის ახალი გამოცდილება იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე თავად ჰოლანდიელებისთვისაც"- თქვა კინოთეატრის შემქმნელი. 185 1-ს მოსწონს
2019-10-17 15:48:50
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/115836-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98-18-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-5D-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90/76/user:%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94:show:channel
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986675409.61/warc/CC-MAIN-20191017145741-20191017173241-00462.warc.gz
27,918
93,542,910
ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ დღევანდელი ფორმაციის „იუვენტუსი“ 1996 წლის „იუვეს“ აგონებს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ალექსის განცხადებით, ოივე გუნდს ძლიერი დაცვა ჰყავდა და ორივე გუნდის შეტევაში სამი შემტევი თამაშობდა. მან შედარებაც მოახდინა: „ეს „იუვენტუსი“ ჩემს „იუვენტუსს“ მაგონებს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ძლიერი დაცვა და შეტევაში სამი საჭირო მოთამაშე. რა თქმა უნდა, ჩემში დიბალას ვხედავ, ხოლო მანჯუკიჩი ფაბრიციო რავანელივითაა. რონალდუს აქვს ის ქარიზმა, რომელიც მაშინ ვიალის ჰქონდა. ალეგრი ყოველთვის ამბობს, რომ საჭიროა იმის ცოდნა, როდის უნდა შეუტიოს გუნდმა და როდის დაიცვას თავი“, – განუცხადა დელ პიერომ Sky Sport-ს.
2019-03-25 22:26:37
https://juventus.ge/del-piero-es-iuve-1996-wlis-iuves-dzalian-hgavs/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204461.23/warc/CC-MAIN-20190325214331-20190326000331-00013.warc.gz
12,938
534,711,906
სრული სარიტუალო მომსახურეობა 577 07 21 24 მაცივარი რომელიც მთავარ სურათზე გვაქვს წარმოდგენილი არის სულახალი დიზაინის,მუშაობს იდეალურად,საიტზე იხილავთ სხვადასხვა ფორმის ან ფერის მაცივრებს,რომლებიც არის მეორადი და თავიდან შეღებილი,ხარისხი ჩვენთვის უმთავრესია,აქედან გამომდინარე შევქმენით ახალი დიზაინის მაცივარი რაც არცერთ დამკრძალავ ბიუროს არგააჩნია არის ძვირადგირებული მასალებისგან დამზადებული და იდეალურად ინახავს მიცვალებულს.ვამზადებთ სასახლეებს,ყველანაირი ზომის და ფორმის..ჩვენი მომსახურეობა არის იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი.ვაკეთებთ ბალზამირებას,გვაქვს ევროპული დიზაინის მაცივრები,გვყავს კატაფალკები,რომლითაც ვახდენთ გადასვენებას ნებისმიერი მიმართულებით.568808098 დარეკეთ ნებისმიერ დროს. დამკრძალავი მომსახურეობა 24/7 ტელ:577 07 21 24 ვისთვისაც სულერთიარარის როგორი მაცივარი იქნება და როგორ ოპერატიულად (ხარისხიანად) მოემსახურებიან!დარეკეთ 24|7 ტელ:577 07 21 24.მომსახურეობას რომელსაც ჩვენ გთავაზობთ,არის უმაღლესი ხარისხის,რომლის მსგავსი არარსებობს,ყველაფერი რაც საჭიროა სარიტუალო მომსახურეობისათვის არის ჩვენი და ამასთანავე ხარისხიანი,ფასებიც შესაბამისი,მაცივარი რომელსაც ჩვენ გთავაზობთ არის სულ ახალი და არაქვს ანალოგი.ვაკეთებთ ბალზამირებას,ჩვენი მომსახურეობა იმიტომ არის იაფი და ხელმისაწვდომი,რადგან თვითონ ვამზადებთ სასახლეებს,საავადმყოფოდან გადმოსვენება,გაპატიოსნება და მუშები შეთანხმებით.24 საათის განმავლობაში მოგემსახურებით პროფესიონალურ დონეზე სახლიდან გაუსვლელად.ტელ:577072124 -568808098 თამაზი. 577 33 23 66 ვმუშაობთ როგორც თბილისში ისე რაიონებში.. ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს ხარისხზე და კლიენტის კმაყოფილებაზე,ბალზამირება,სასახლე,მაცივარი,სუდარა,კატაფალკა,გაპტიოსნ3ბა,გადასვენება ნებისმიერი მიმართულებით, სრული სარიტუალო მომსახურება,დარეკეთ ნებისმიერ დროს გუნდი მუშაობს 24 საათის განმავლობაში 577 33 23 66 შავ-თეთრი სურათები უმაგლესი ხარისხის ჩინურ გრანიტზე იხატება ლაზერის სხივით იყიდება აწყობილი ბიზნესი ფერადი სურათების დამზადება კერამიკაზე თავისი ციფული პრინტერით მუფელის ფეჩით და ასე შემდებ დანადგარებით კლიენტებით მომწოდებლებით ჩვენთან სრული მომსახურეობა იწყება 500 ლარით.ბალზამირება,სასახლე მაცივარი,ტახტი,სასახლე ყველანაირი ფორმის,კატაფალკა,ავტობუსი.595619696. ბალზამირებას აკეთებს კვალიფიციური ექიმი,მაცივარი გვაქვს უმაღლესი ხარისხის,ეტევა ნებისმიერ ლიფტში.ჩვენთან დარეკვით თქვენ მიიღებთ უმაღლესი დონის მომსახურეობას სახლიდან გაუსვლელად,ამასთანავე არგადაიხდით ზედმეტს.568808098---577 07 21 24 თამაზი საავადმყოფოდან გადმოსვენება,გაპატიოსნება,ბალზამირება რომელსაც აკეთებს კვალიფიციური სპეციალისტი ექიმი,მაცივარი უმაღლესი გაყინვით რომელსაც ყინულის მიხმარება არ სჭირდება,როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე,ინახავს ნებისმიერი სირთულის მიცვალებულს,ვამზადებთ სასახლეებს ნებისმიერი დიზაინის და ხისგან,ტახტი თავისი გადასაფარებლით,შანდალი,კატაფალკა,ავტობუსი,სამარშრუტო ავტომობილი ჭირისუფლის გადასაყვანად,საეკლესიო სუდარები სხვადასხვა გამოსახულებით და ხარისხით,ვმუშაობთ 24 საათი.568808098---577072124 თამაზი. სრული მომსახურეობა სახლიდან გაუსვლელად,მოგემსახურებათ პროფესიონალები.სასახლე მაცივარი,რომელსაც ჩვენ გთავაზობთ არის იდეალურ მდგომარეობაში,ვამზადებთ სასახლეებს სხვადასხვა ჯიშის ხისაგან და ნებისმიერი დიზაინის.ბალზამირებას აკეთებს კვალიფიციური სპეციალისტი.კატაფალკით ვახდენთ საავადმყოფოდან გადმოსვენებას,ასევე ნებისმიერი მიმართულებით გასვენებას როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.საიტზე წარმოდგენილი ყველა ფოტო ასახავს ჩვენს მიერ წარმოებულ სასახლეებს,ასევე მაცივარს თუ სხვადასხვა ნივთებს რაც აუცილებელია სრული მომსახურეობისათვის.ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში,დარეკეთ ნებისმიერ დროს;577072124-568808098 თამაზი. საავადმყოფოდან გადმოსვენება-გაპატიოსნება(წვერის გაპარსვა,ტანსაცმელის გამოცვლა,პირის დახურვა,გასუფთავება),ბალზამირება კვალიფიციური ექიმის მიერ,მაცივარი უნაკლო უმაღლესი ხარისხის,რომლის მსგავსი არარსებობს,ადგილზე წარმოგიდგენთ კატალოგს,რომელშიც მოთავსებულია ყველა ის სასახლე რასაც ჩვენ ვამზადებთ(წიფელა,წაბლი,მუხა,კაკალი),საეკლესიო სუდარები სხვადასხვა გამოსახულებით თუ ხარისხის,შანდალი,მაგიდა თავთან დასადგმელად,მუშები სასახლის ჩამოსატანად და სასაფლაოზე წასაღებად,ავტობუსი-სამარშრუტო ავტომობილი.გაგიწევთ უმაღლესი დონის მომსახურეობას სახლიდან გაუსვლელად.ვმუშაობთ 24|7 დარეკეთ ნებისმიერ დროს;577072124-568808098 თამაზი. დამკრძალავი მომსახურეობა 24/7 თბილისი.577072124 თამაზი 577-07-21-24 თამაზი.ფორდ ტრანზიტი,რომლითაც ვახდენთ გადასვენებას ნებისმიერი მიმართულებით,არის იდეალურ მდგომარეობაში. ყველაზე იაფი მომსახურეობა სახლიდან გაუსვლელად.მაცივარი ევროპული დიზაინის უმაღლესი გაყინვით.[ბალზამირება 80 ლარი].ვამზადებთ სასახლეებს ნებისმიერი ფორმის და ზომის.გადასვენება ნებისმიერი მიმართულებით.კატაფალკა 50-400 ლარამდე. სრული სარიტუალო მომსახურეობა.568808098 თამაზი.სახლიდან გაუსვლელად,ყველაზე შეღავათიან ფასად.ჩვენი მომსახურეობა იმიტომ არის იაფი,რადგან თვითონ ვამზადებთ სასახლეებს,ნებისმიერი ფორმის და ზომის.გვაკვს ევროპული დიზაინის მაცივრები,ვაკეთებთ ბალზამირებას,ვახდენთ გადასვენებას ნებისმიერი მიმართულებით.ტახტი,შანდალი,სუდარა,ყველაფერი შეღავათით.დარეკეთ ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში.568808098 თამაზი. დამკრძალავი მომსახურეობა.577072124 თამაზი. ბალზამირება სასახლე მაცივარი სასახლე ყველანაირი ფორმის კატაფალკა მრგვალფარიანი მერსედესი-სპეც კატაფალკა ტახტი გადასაფარებლით სუდარა საეკლესიო საფლავის ჯვარი შანდალი ავტობუსი,მარშუტკა სრულ მომსახურეობას გთავაზობთ 500 ლარიდან.ბალზამირება,სასახლე მაცივარი,ჩასასვენებლები,ტახტი,სუდარა,შანდალი,კატაფალკა,ავტობუსი,გადასვენება საავადმყოფოდან ან ნებისმიერი მიმართულებით.გიორგი 593386840. დამკრძალავი ბიურო 24/7 592 588 222 ყველაზე იაფი მომსახურეობა სახლიდან გაუსვლელად,გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მაცივრებს და სასახლეებს;ბალზამირებას აკეთებს კვალიფიციური ექიმი;გვყავს გამართული კატაფალკები;ასევე 20 კაციანი სპრინტერები;გადასვენებას ვახდენთ რაიონებში და საქართველოს ფარგლებს გარეთ;ტახტი თავისი გადასაფარებლით,შანდალი,მუშები მიცვალებულის ნებისმიერი სართულიდან ჩამოსასვენებლად;ვმუშაობთ 24 საათი.ტელ:592588222 დავითი. ყველაზე დაბალ ფასებში 24/7 გთავაზობთ სრულ სარიტუალო მომსახურეობას სახლიდან გაუსვლელად ხარისხიანად და პატიოსნად. გვაქვს,მაღალი გაყინვის მაცივრები, ინახავს ნებისმიერი სირთულის მიცვალებულს ზაფხულის ცხელ დღეებში და მაღალი ხარისხის სასახლეები დაბალ ფასში. ვმუშაობთ მინიმალურ ფასებზე. ბალზამი-70 ლარიდან, მაცივარი 150 ლარიდან, სასახლე 180 ლარიდან გადასვენაბა აეროპორტიდან და სავადმყოფოდან ნებისმიერი მიმართულებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს RITUALEBI.GE ან დარეკეთ 599985431, 579900044 სრული დამკრძალავი მომსახურეობა სახლიდან გაუსვლელად.შეღავათიან ფასად და უმაღლესი ხარისხით.ფასები შეთანხმებით. სარიტუალო დამკრძალავი ბიურო 24 (საათიანი)595 06 44 25 მოგემსახურებით პროფესიონალები24/24.გადასვენება,ჩაცმა,მაცივარი,სუდარა,სასახლეე,კატაფალკების ფართო არჩევანი,ტახტი,შანდალი.ბალზამირებას აკეთეთებს 25 წლიანი გამოცდილების მქონე პათანატომი(ექიმი ბალზამისტი)დარეკეთ 24 საათის განმავლობაში 595 06 44 25 ,,როგორც თბილისში ისე რაიონებში
2019-10-13 23:12:38
https://www.mymarket.ge/ka/search/850/momsaxureba/saritualo-momsaxureba/page-2/?CatID=850&Page=2
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986648343.8/warc/CC-MAIN-20191013221144-20191014004144-00064.warc.gz
15,179
1,065,231,468
დღეს ბევრი რამის თქმა შეიძლება, რომ რატომ იხმარეს პირველად გაზი? რატომ იხმარეს საერთოდ ტყვიები? დათვის ტყვიებს რომ ეძახიან... კისტის თოფიც რომ ახლოდან გესროლოთ ბუნებრივია, რომ თვალი დაზიანდება. ეს არის აბსოლუტურად აქსიომა. დღეს ბევრი რამის თქმა შეიძლება, რომ რატომ იხმარეს პირველად გაზი? რატომ იხმარეს საერთოდ ტყვიები? დათვის ტყვიებს რომ ეძახიან... კისტის თოფიც რომ ახლოდან გესროლოთ ბუნებრივია, რომ თვალი დაზიანდება. ეს არის აბსოლუტურად აქსიომა.
2019-10-14 06:25:22
https://on.ge/story/40279-%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986649232.14/warc/CC-MAIN-20191014052140-20191014075140-00523.warc.gz
19,760
729,990,393
პირველი მაისიდან დღემდე უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოვლინდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის პირველი მაისიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა, ქვემო ქართლში – 18, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12. შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა, გურიაში ცხრა ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – რვა. აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის შვიდი ფაქტი გამოავლინეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში – სამი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, ხოლო შავ ზღვაზე – ოთხი ფაქტი. 2019 წლის პირველი მაისიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 165კგ-მდე შეადგინა. უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.
2019-10-18 04:19:47
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=105373
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677884.28/warc/CC-MAIN-20191018032611-20191018060111-00323.warc.gz
14,556
314,597,767
საქართველოში ახლა მთავარია რეფორმების გაგრძელება, მაგალითად, სასამართლო სფეროში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გერმანიაში შეხვედრისას განაცხადა. ჰაიკო მაასმა თავის ქართველ კოლეგას სრული მხარდაჭერა დაუდასტურა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხში და აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმებს შთამბეჭდავი ტემპებით ახორციელებს და ამით სამაგალითო ქვეყანაა რეგიონში. „ჩვენი მეგობრობა და ჩვენი პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატების ისტორია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კურსს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გასული წლიდან ყველა ქართველს მიეცა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება. საქართველო შთამბეჭდავი ტემპებით ახორციელებს რეფორმებს და ამით სამაგალითო ქვეყანაა რეგიონში. ახლა მთავარია რეფორმების გაგრძელება, მაგალითად, სასამართლო სფეროში“, - აღნიშნა ჰაიკო მაასმა დავით ზალკალიანთან შეხვედრისას. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
2019-03-19 04:36:51
https://www.interpressnews.ge/ka/article/501565-germaniis-sagareo-sakmeta-ministri-davit-zalkalians-axla-mtavaria-repormebis-gagrzeleba-sasamartlo-speroshi/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201885.28/warc/CC-MAIN-20190319032352-20190319054352-00360.warc.gz
8,498
811,531,509
არსებობს კონცეფცია, რომლის თანახმადაც სიგამხდრე ქალისთვის იდეალურია. ქალის იდეალური გარეგნობის მახასიათებლად მიიჩნევენ ნაკლებ ცხიმს, სიგამხდრეს, წვრილ წელს, რეალურად ყოველდღიურობაში კლებულობს გამხდარი ქალების რაოდენობა და იმატებს ჭარბწონიანობა, შესაბამისად მოლოდინი ქალის სხეულის მიმართ ხშირად არ მართლდება და ამას შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური ეფექტი მოყვეს. ქალების უმრავლესობას გათავისებული აქვს სიგამხდრის იდეალურობის კონცეფცია, მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში სიგამხდრით მეტი წარმატების მიღწევა შეიძლება და ის ასოცირებულია ბედნიერ ცხოვრებასთან, რომანტიულ წარმატებასთან. ქალების დიდი ნაწილი ორ კატეგორიად იყოფა: ისინი რომლებიც აცნობიერებენ სიგამხდრის უპირატესობას და ისნი, რომლებიც აიდეალურებენ სიგამხდრეს. ქალების ნაწილში სიგამხდრის იდეალურობის კონცეფციას დადებითი ასახვა მოჰყვება: მაგ. ქალი თუ ნახავს მედია საშუალებით ლამაზ, გამხდარ ქალს თვითონაც წარმოიდგენს, რომ უფრო გამხდარი უფრო მომხიბვლელი იქნება და ამიტომ ცდილობს წონაში დაიკლოს. ასეთ შემთხვევაში სიგამხდრე თვით გაუმჯობესების სტიმული ხდება. კვლევების ნაწილი ცხადყობს, რომ ქალები რომლებიც უყურებენ ულტრა-გამხდარ მოდელებს ეს მათში დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს და უბიძგებს მათ ჭამითი აშლილობებისკენ (ანორექსია, ბულებია), მათში იზრდება სიბრაზე, დეპრესია, საკუთარი სხეული არ აკმაყოფილებთ, ქვეითდება თვითშეფასება. სხვა კვლევების თანახმად სიგამხდრის იდეალიზება აძლიერებს ქალში წონასთან დაკავშირებულ შფოთვას, და ზრდის საკუთარი სხეულით დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, რაც აიძულებს ჯანმრთელი წონის ქალს არასაჭირო ზედმეტი კვებით შეზღუდვები დაუწესოს თავს. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიგამხდრის იდეალიზება დიდ წილად მედიის დამსახურებაა, რაც ქალების უმრავლესობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა ეს საკითხი საკამათოა, რადგან ქალების ნაწილი დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს მოდის ტენდენციებს, გამხდარ მოდელებს მაგრამ ეს დისკომფორტს და საკუთარი სხეულის დაუკმაყოფილებლობის განცდას არ იწვევს. ტელევიზიით, ჟურნალებით რეკლამებით და ა.შ. გამოსახულ გამხდარ მოდელებს განსაკუთრებული გავლენა აქვთ თინეიჯერ გოგონებზე და მათ კვებით ქცევაზე. მედია სივრცეში ქალების წონა საშუალოდ 15 % -ით ნაკლებია ვიდრე სხვა ქალების საშუალო წონა. სიგამხდრის იდეალიზებას ხელს უწყობს ისიც, რომ ქალური ჟურნალების დიდი ნაწილი ორიენტირებულია წონის, კლებაზე მოუწოდებს ქალებს და სთავაზობს თუ როგორ უნდა გახდენენ, უფრო მომხიბვლელები ანუ უფრო გამხდრები., მაშინ როცა მამაკაცური ჟურნალები უმეტესად ორიენტირებულია გართობაზე ჰობზე და სხვა აქტივობებზე. ტელევიზიაში მომუშავე ქალების 94 % მდე უფრო გამხდარია ვიდრე საშუალო სტატისტიკური ქალის წონა (აშშ-ს მონაცემებით) მედელების 20 % – კი წონის დეფიციტშია. 15 % ანორექსია ნერვოზას წონის მაჩვენებელი აქვს ანუ სხეულის მასის ინდექსი ნაკლებია 17,5- ზე.
2018-03-24 19:19:04
https://geosexmd.com/2012/07/14/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/
crawl-data/CC-MAIN-2018-13/segments/1521257650993.91/warc/CC-MAIN-20180324190917-20180324210917-00633.warc.gz
18,645
594,796,419