doc_content
stringlengths
198
410k
fetch_time
stringlengths
19
19
url
stringlengths
13
2.7k
warc_filename
stringlengths
108
123
warc_record_length
float64
1.07k
790k
warc_record_offset
float64
174k
1.3B
ჯერ კიდევ არ დაგისვენიათ? ე.წ. "ბარხატნი" ანუ ხავერდოვან სეზონს ელოდებით? ჰოდა, სწორედ "ახლა თქვენი დროა!", რომ ბორჯომის ულამაზეს ხოებაში, კურორტ ახალდაბას ესტუმროთ და საოჯახო სასტუმრო "ლუტრეზი"-ს თბილ და ოჯახურ, კომფორტულ გარემოში დაისვენოთ! დატკბეთ ამ კურორტის ბუნებით, განუმეორებელი ჰაერით და ისიამოვნოთ გოგირდოვანი აბანოებით! ჩვენთან სექტემბრის ნომრების დაჯავშნა უკვე დაწყებულია! აღარ გადადოთ, დაგვიკავშირდით ტელეფონზე 599 107794 და დაგეგმეთ დასვენება ახალდაბაში! ინფორმაცია ჩვენი სასტუმროს შესახებ განთავსებულია საერთაშორისო საიტზე. ნახეთ ლინკი:
2019-03-26 12:53:58
http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61581
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912205163.72/warc/CC-MAIN-20190326115319-20190326141319-00406.warc.gz
13,247
173,424,380
როგორ მოქმედებს შეფასების გაუმჯობესებული ანალიტიკური მეთოდები ღირებულებაზე მონაცემთა ანალიზი სულ უფრო ფართოდ გამოიყენება ფინანსურ ანგარიშგებაში როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მარეგულირებლების მიერ. ბაზრის კომპლექსურობა მუდმივად ცვალებად საბუღალტრო სტანდარტებთან ერთად აიძულებს კომპანიებს მიიღონ სტრატეგიული და პროგრესული გადაწყვეტილებები მათი ოპერაციებისა და რისკების მართვის სტრატეგიების მიმართულებით. რა უნდა იცოდნენ დირექტორთა საბჭომ და აღმასრულებლებმა გართულებული მარეგულირებელი შემოწმების შესახებ და რა შესაძლებლობებს ქმნის ანალიტიკა შეფასებისას? - მონაცემთა ანალიზი რეალური ღირებულების შეფასებისას - პოლიტიკისა და პროცედურების აუცილებლობა - შესაძლებლობები და იმპერატივები იზრდება - უფრო მეტი შესაძლებლობები მომავალში მონაცემთა ანალიზი რეალური ღირებულების შეფასებისას აშშ-ისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მარეგულირებლები იყენებენ კორპორატიული ფაილების პროგრამებს პოტენციური ფინანსური ანგარიშგების შეცდომებისა და რეალური ღირებულების შეფასებისთვის. გლობალური საწარმოები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან შეფასების პროცესის არასათანადო ზედამხედველობისკენ, განსაკუთრებით კი ის კომპანიები, რომლებსაც შეფასების საჭიროება წარმოიქმნებათ სხვადასხვა იურისდიქციებსა და ბიზნეს ერთეულებში. შემოწმების პროცედურების ზრდასთან ერთად, ინოვაციური კორპორატიული ფაილების პროგრამების ნაწილი იკვლევს მონაცემთა ანალიზის გამოყენების შესაძლებლობას შეფასების აქტივობებისა და ფინანსური ანგარიშგების შედეგების გამჭირვალობის, თანმიმდევრულობის და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ეს პროგრესული ბიზნესები აღიარებენ ეთიკური და გამჭირვალე კორპორატიული კულტურის დანერგვის მნიშვნელობას. ისინი პასუხობენ მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის მოთხოვნებსა და მარეგულირებელ ორგანოთა მოლოდინებს. ისინი ასევე ახორციელებენ სტრატეგიულ ინვესტიციებს მაგ. მონაცემთა ანალიზის სფეროში, მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობების ხაზგასასმელად. კორპორატიულ აღმასრულებლებს და დირექტორთა საბჭოებს შეუძლიათ გამოიყენონ ანალიტიკის გზით მიღებული შეფასებისა და ანალიზის საშუალებები, რათა გააუმჯობესონ მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა. ანალიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ ინვესტორებთან ურთიერთობის მნიშვნელობას და მის ზეგავლენას კომპანიის ბაზარზე წარმოდგენაზე, რაც უზრუნველყოფს საწარმოს ღირებულების დაცვასა და გაძლიერებას. ერთ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გავზარდოთ ინვესტიცია შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემების ანალიტიკის მიმართულებით არის ის, რომ თავად ფასიანი ქაღალდების კომისია იყენებს მსგავს საშუალებებს. 2009 წელს კომისიამ დაიწყო საკუთრებასთან დაკავშირებული რისკების ანალიტიკური მომსახურების დაქირავება, რათა ამოეცნოთ და შეეფასებინათ საეჭვო ფინანსური შემოსავლები ჰეჯირებული ფონდების კვლევისას. ფასიანი ქაღალდების კომისია განაგრძობს ბრძოლას ფინანსური ანგარიშგების დარღვევებისა და თაღლითობის სხვა ფორმების წინააღმდეგ, რაც განაპირობებს სააღსრულებო ღონისძიებების ზრდას. მარეგულირებელი ორგანოები ხშირად იყენებენ ანალიტიკას, რათა შეაფასონ კორპორატიული ემიტენტის რისკები და მოახდინონ მოახდინონ ფინანსური ანგარიშგების დარღვევების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს ფინანსური თაღლითობის ფაქტებზე. რეალური ღირებულების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირად რთული საკითხია. როგორც მარეგულირებლები, აუდიტორები, აუდიტის კომიტეტები და კომპანიის აღმასრულებლები აღნიშნავენ, შეფასება პოტენციურად მიდრეკილია თაღლითობისკენ. შეფასების პროცესი არც მეცნიერებაა და არც ხელოვნება. იგი მოიცავს ბევრი ცვლადის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის შერწყმას, რაც საბოლოო ჯამში ყალიბდება, როგორც პროფესიული დასკვნა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ცვლადების არასწორი დამუშავებით ხდება ე.წ. „პროფესიული დასკვნის“ მომზადება იმ მიზნით, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ეფექტურობაზე დაფუძნებული ბონუსები, თავიდან აიცილონ გაუფასურების ხარჯები და პოტენციური ინვესტორებს წარუდგინონ რეალობიდან განსხვავებული პოზიტიური სურათი. ასობით დასაქმებულსა და უამრავ სპეციალისტს მსოფლიოს გარშემო შეუძლია ჩაერთოს მონაცემების მიწოდების პროცესში რეალური ღირებულების შეფასებისთვის და სხვა მსგავსი „საჯარო ინტერესის“ შეფასებებში, მაგალითად, კორპორატიული გადასახადების მიზნებისთვის. რეალური ღირებულების შეფასება საჯარო კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. აღმასრულებლები, რომლებიც ხელს აწერენ ფინანსურ ანგარიშგებას, პასუხისმგებლობას იღებენ უნებლიე შეცდომებზე, თვითნებურ მანიპულაციებზე, შეფასების არათანმიმდევრულობასა და სხვა მსგავს დარღვევებზე. გლობალური ფინანსური ბაზრის კომპლექსურობა ბოლო 15 წლის სწრაფი ტემპით შეიცვალა წინა ასწლეულთან შედარებით. ორგანიზაციების მიერ პერსონალის, ტექნოლოგიებისა და სხვა რესურსების ზრდის პარალელურად, კვლავ რჩება ღია კითხვები. მაგალითად, არის თუ არა შიდა ინფრასტრუქტურა სათანადოდ ძლიერი, რათა მზარდ მოთხოვნებს უპასუხოს? არის თუ არა მენეჯმენტი პრაგმატულად მოაზროვნე? აღმასრულებლებსა და დირექტორთა საბჭოს შეუძლიათ განჭვრიტონ, თუ როგორ შეუძლიათ ანალიტიკოსებს დაეხმარონ რისკების მართვაში შემდგომი სამი ფაქტორის გათვალისწინებით: - მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის რისკი როდესაც კომპანიები ცდილობენ თავიანთი რეალური ღირებულების შეფასების შიდა პოლიტიკისა და პროცედურების განახლებას, ჩნდება ახალი გამოწვევები. კომპანიები ეძიებენ დიდი მოცულობის მონაცემების მართვის გაუმჯობესების გზებს. ტექნოლოგიებისა და პროცესების განვითარება ქმნის ეფექტურობისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის გაუმჯობესების საფუძველს. უახლოეს მომავალში შესაძლოა ვიხილოთ ხელოვნური ინტელექტი, მექანიკური სწავლა და პროგნოზირებადი ანალიტიკა. შეფასების გარკვეული ელემენტები შესაძლოა ავტომატიზირებული გახდეს, რაც საშუალებას მისცემს შეფასების სპეციალისტებს ნაკლები დრო დახარჯონ რაოდენობრივ კალკულაციებზე და ყურადღება მეტად გაამახვილონ დასკვნებსა და ინტერპრეტაციებზე.
2019-03-19 02:24:04
https://www2.deloitte.com/ge/ka/pages/financial-services/articles/gx-fair-value-measurement-risk-analytics.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201882.11/warc/CC-MAIN-20190319012213-20190319034213-00166.warc.gz
20,853
985,403,447
ადამიანები ხშირად რეალობას გაურბიან და "ცხოვრებას" თავიანთ გამოგონილ სამყაროში აგრძელებენ. ილუზია ადრე თუ გვიან იმსხვრევა, უმეტეს შემთხვევაში, რეალობის პირისპირ დარჩენა მტკივნეულია. ეს ფილმ "ილუზიის" მთავარი თემაა. სცენარის იდეის ავტორი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი დიზაინერი შერონ მარი ამბობს, რომ ფილმში მას თავს გადახდენილი ამბავია მოთხრობილი. - პროფესიით დიზაინერი ვარ. ამ სფეროში აქტიურად ვსაქმიანობდი, მაქვს წარმატებები, მაგრამ ამ ეტაპზე ტაიმ-აუტი ავიღე. ფილმზე "ილუზია" ვმუშაობდი, პარალელურად მივიღე ახალი შემოთავაზებაც. მუშაობა მაქვს დაწყებული ახალ კოლექციაზე, რომელიც აგვისტოს ომის თემას ეხება. ამ კოლექციას მომავალ წელს წარვადგენ. ძალიან მინდოდა ჩემი ბრენდის შჰერონ Mარ ლაბელ პოპულარიზაციის მიზნით, ამ ბრენდზე მოკლემეტრაჟიანი ერთწუთიანი ფილმი გამეკეთებინა, რომელსაც ფესტივალზე წარვადგენდი და, რა თქმა უნდა, აქცენტი კოსტიუმებზე იქნებოდა გაკეთებული. ფილმის სცენარის მონახაზი თავად დავწერე. რეჟისორ ზურაბ ორთავიძეს და სტუდია "არტ პარალელს" მივმართე. მათ ჩემი იდეა და ჩანაფიქრი მოეწონათ. შემდეგ ჩემი ჩანაწერი რეჟისორმა დახვეწა, პროდიუსერმა თენგიზ თხილავამ რედაქტირება გაუკეთა და ეს ჩანაწერი სცენარად იქცა, ბევრი რამ დაემატა. იმდენად მომეწონა, ბრენდების კონკურსზე წარდგენა საერთოდ გადავიფიქრე. ახლა ფილმის ქრონომეტრაჟი ბევრად გაზრდილია და ძალიან საინტერესო გამოვიდა. კოსტიუმები ჩემია, მაგრამ აქცენტი აქ კოსტიუმებზე უკვე აღარ არის გაკეთებული. სუხიშვილებში დავდიოდი, რომ ცეკვის ილეთები მესწავლა. - ამ ფილმის მთავარი ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან აღებული ფრაგმენტია. ეს ის თემაა, რომელზეც ტაბუ მაქვს დადებული. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა კასტინგის შემდეგ მითხრეს, ამ როლს შენზე კარგად ვერავინ ითამაშებსო. განა იმიტომ, რომ მე მაგარი გოგო ვარ, ალბათ ყველაზე მეტად შევძელი შემეგრძნო, რადგან ეს თემა პირადად მეხება. ეს ამბავი ფილმზე მუშაობის დასაწყისში არავისთვის მითქვამს, მას შემდეგ გავამხილე, რაც როლზე დავით ქაცარავა დამტკიცდა. მანამდე ამ როლზე ჯეკო ბასილიძე მუშაობდა, მაგრამ მასთან თამაში ძალიან გამიჭირდა, ჩემთვის უინტერესო იყო. შემდეგ ჯეკო როლიდან მოიხსნა და დავით ქაცარავა დამტკიცდა. მას მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი, პირადად არასდროს შევხვედრივარ. მის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე, ვუყურებდი ფილმებს მისი მონაწილეობით და ვიცოდი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის შესახებაც. ის ჩემს წარმოდგენაში გმირი იყო. - ფილმში დავით ქაცარავას გადაღება ვისი იდეა იყო? - შემოქმედებით ჯგუფს ეს კანდიდატურა თავად შევთავაზე. მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ჰონორარს არ მოითხოვდა... ეს ფილმი არის გოგოზე, რომელსაც წარმოსახვაში ჰყავს ბავშვი და კაცი, რომელიც უყვარს. ერთ დღეს იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ეს ყველაფერი ილუზია, წარმოსახვითი სამყაროა და რეალურად, მის გარშემო სიცარიელეა, არც შვილი ჰყავს, არც - საყვარელი მამაკაცი. მისთვის ეს სიცარიელე ძალიან მტკივნეულია. ფილმში ეს კადრები საინტერესოდ არის გადმოცემული. გოგოს საყვარელი კაცი მხატვარია. დავითმა ძალიან კარგად ითამაშა, დამეხმარა, რომ მეც უკეთესად მეთამაშა, პირველსავე დუბლზე ჩავწერეთ. ფილმისთვის სპეციალურად უკრაინელი ვიზაჟისტი გვყავდა ჩამოყვანილი. შევისყიდეთ მუსიკა, რომელიც ჰოლივუდისთვის არის დაწერილი და ჰქვია ჩინემატიც Hყბრიდ. გარდა ამისა, ფილმში ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის მუსიკაც გაჟღერდება. - როგორ ფიქრობ, ამ ფილმს და შენს პერსონაჟს მაყურებელი როგორ მიიღებს? - დარწმუნებული ვარ, ბევრი კრიტიკა მოჰყვება. არ არის გამორიცხული, მე გამაკრიტიკონ, როგორც მსახიობი. ისე კი მგონია, რომ ამ გოგოს სახეში საკუთარ თავს ბევრი ქალი ამოიცნობს. ფილმი ორაზროვანია, ყურადღებით უნდა ნახო, რომ გაშიფრო. - შერონს დიდი ხანია ვიცნობ. იდეა, რომელიც შემოგვთავაზა, ძალიან მომეწონა, თემამ დამაინტერესა. მერე ერთად დავიწყეთ ფიქრი და შედეგიც სახეზე გვაქვს. შავი მონტაჟი უკვე გაკეთებულია. მგონი, კარგი ნამუშევარი გამოვიდა. - როგორც ვიცი, ფილმის სხვადასხვა ფესტივალზე წარდგენას აპირებთ. - დიახ. ფილმი წარდგენილი იქნება International Fashion Film Festival-სა და 19 საერთაშორისო ფესტივალზე. დარწმუნებული ვართ, რამდენიმე ფესტივალზე მაინც გავიმარჯვებთ. - რით არის ეს ფილმი გამორჩეული და რაზე დააფიქრებს მაყურებელს, ფილმის მთავარი გზავნილი რა იქნება? - ეს არაა ყველასთვის მარტივად გასაგები და აღსაქმელი ფილმი. ყურადღებით ნახვა სჭირდება. რას წარმოადგენს ადამიანის ცხოვრება? ჩვენ ხომ ძალიან ხშირად ილუზიაში ყოფნა გვჩვევია. ამ ილუზიის დაკარგვა და დამსხვრევა მტკივნეულია, რადგან გამოგონილ სამყაროს ვიჯერებთ. ფილმი სწორედ ამაზეა. დამაფიქრებელია, სად მთავრდება რეალობა და იწყება ილუზია. კარგია თუ არა, როცა ადამიანი ილუზიას იქმნის და იმ სამყაროში ცხოვრებას განაგრძობს? საბოლოოდ, ეს დამაზიანებელია - ეს არის ფილმის მთავარი გზავნილიც. - დაფინანსების საკითხი როგორ გადაწყვიტეთ? - ჩვენს კომპანია "არტ პარალელს" აპარატურა გვაქვს. რაც შეეხება მსახიობებს, მათ ჰონორარი არ მოუთხოვიათ, მაგრამ მომავალში, როცა ამ ფილმის გაყიდვა მოხდება, ყველა მსახიობი გასამრჯელოს აიღებს. ჩვენს ქართულ კინოწარმოებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ ძალიან დიდ სამყაროში, ასეთი ორიგინალური ფილმი ცოტაა. თუ ეს ახალ სიტყვად ჩაითვლება, ჩვენთვის სასიხარულო იქნება. - ფილმის გადაღებაზე მამიკომ წამიყვანა. რასაც მეუბნებოდნენ, ყველაფერს ისე ვაკეთებდი.- გადასაღებ მოედანზე ყოფნა მოგეწონა? - ძალიან მომეწონა, რთული არ იყო. რომ გავიზრდები, მსახიობი უნდა გამოვიდე. - ფილმში არის კადრები, როცა მინდა შვილს ხელით შევეხო და ვერ ვეხები. ის ცივი სახით მიყურებს. ხელში თოჯინა უჭირავს. ამ სცენას თავი კარგად გაართვა. მარიამს გარდასახვის საოცარი უნარი და მეტყველი თვალები აქვს. - როდესაც ფილმისთვის ბავშვი მსახიობის აყვანა გახდა საჭირო, ფოტოკონკურსი ჩავატარეთ. ყველამ ცალ-ცალკე მარიამზე გავაკეთეთ არჩევანი და არც შევმცდარვართ. როგორც რეჟისორი ეუბნებოდა, ისე იქცეოდა. ბევრი დუბლიც კი არ დასჭირვებია. - 27 თვეა, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ვარ ჩართული. რეჟისორების მხრიდან შემოთავაზებები შემცირდა. არ ვიცი, რას უკავშირდება, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე ფილმში რომ მიღებდნენ, ახლა ისე აღარ არის. 2010 წლიდან დღემდე, ჯამში 30-მდე ფილმი მაქვს დაგროვებული. ამ ფილმის სცენარს რომ გავეცანი, იდეა და შინაარსი ძალიან მომეწონა. გამიხარდა, რომ შემოთავაზება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ მოკლემეტრაჟიანი ფორმატია, ჩანაფიქრია ძალიან საინტერესო. რა დასამალია და ასეთ ჟანრში მუშაობაც მომენატრა. უმეტესად "ექშენი" როლები და ფილმები მაქვს. "100 000 წამი" 8 წლის წინ ვითამაშე. იქაც 2 მსახიობი ვიყავით. ამ შემთხვევაში მინდოდა, მეტი სათამაშო ყოფილიყო, მაგრამ მალე დამთავრდა. ფილმში მხატვარი ვარ და ვხატავ ქალს, რომელიც ჩემს ილუზიაშია. ჩვენ ერთმანეთის ილუზიაში ვცხოვრობთ. მის წარმოსახვაში მე ვხატავ მას და გული დამწყდა, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმი არ არის. - შერონი როგორი პარტნიორი იყო? - ძალიან ბუნებრივი გახლდათ. საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ეს მისი პირველი როლი იყო. მთავარია, შენი თავი იპოვო იმ პერსონაჟში, რომელსაც თამაშობ. მსახიობის კარიერაში ეს მნიშვნელოვანია. 10 წლის წინ მეც ასე დავიწყე. სარეკლამო როლებს თუ არ ჩავთვლით, მეც არანაირი გამოცდილება არ მქონდა. - კი, თინეიჯერი რომ ვიყავი, ჩემი წარმოსახვები მქონდა. როცა გავიზარდე, ეს წარმოსახვა გარდაიქმნა ჩემს დღევანდელ მეუღლედ. ილუზიაში ჩემი მეორე ნახევარი ზუსტად ისეთი წარმომედგინა, როგორიც დღეს მყავს. 7 წელი ვიყავით შეყვარებულები და ოჯახი მერე შევქმენით. - ვიცი, რომ ბრიტანულ პროექტში გიღებენ, ამაზე რას გვეტყვი? - დიახ, ფილმს "ოსკაროსანი" რეჟისორი ჯონ სტივენსონი იღებს. მასშტაბით ჰოლივუდურ პროექტს შეიძლება შევადაროთ. ამ ფილმში არაბი მეფე ვარ, რომელიც მუჰამედს ებრძვის. მართლა საინტერესო პროექტია. გადაღებები ვაზიანში მიმდინარეობდა და როგორც ვიცი, ახლაც გრძელდება. გარდა ამისა, ახლახან გია კაჭარავას ფილმში - "კაცი" ძალიან საინტერესო როლი შევასრულე. ჩემი პერსონაჟი ბოროტმოქმედია. - გამოდის, რომ მსახიობობას და ჯარისკაცობას ერთდროულად ახერხებ. - ასე გამოდის, მე ფაქტობრივად ატოცში ვცხოვრობ. - ამ ამბავს მეუღლე როგორ ეგუება? - რთულია, ჩვენ ფაქტობრივად ერთად ვიბრძვით, ის ამ ბრძოლაში მხარში მიდგას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირს, მეც მიჭირს, ჩვენი შვილებისთვისაც არ არის ადვილი, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. მე არ ვარ კურორტზე. პერიოდულად მიგორებენ შავ პიარს, რომელსაც ჩემი ოჯახიც იგებს. მეც და ჩემი თანამებრძოლებიც ამ შავ პიარს მარტივად ვუმკლავდებით, რადგან მოსახლეობა ჩვენი ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. ეს დამოკიდებულება გვაქვს საპირწონედ, რაც მოტივაციის შენარჩუნებაში ძალიან გვეხმარება. - დავითის და მისი თანამებრძოლების საოკუპაციო ხაზზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ფილმზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ, მათთვის მხარდაჭერა გამოგვეხატა და ატოცში ჩავედით. ეს მცირე საქველმოქმედო აქცია იყო. ატოცში დაბრუნებას ისევ ვაპირებთ.
2019-10-20 21:47:02
http://gza.kvirispalitra.ge/life/7354-qes-tabudadebuli-themaaq.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986726836.64/warc/CC-MAIN-20191020210506-20191020234006-00013.warc.gz
20,888
89,996,236
ჭარხლის სალათი, რომელიც შეკაზმულია ტყემლით,ესტრაგონით, ქართული შებოლილი ყველი სულგუნით, ქართული ჩეჩილი ყველით, პერმეზანითა და მოცარელათი არომატული წვნიანი საქონლის ხორცისგან დამზადებული ქართულ თეთრ ღვინოსთან ერთად, აგრეთვე ბაზილიკითა და ესტრაგონით. სოფლის წიწილა ღუმელში ველური ტყემლით და მწვანე ბალახეული სოუსით, მორთული მაყვლით და რეჰანით SOUS-VIDE Medallion დამზადებული საქონლის ხორცითა და სოკოთი, აგრეთვე ქართული ესტრაგონითა და მაწონით. კავკასიური თეთრი კალმახის ფილე როზმარინით, კენკრის სხვადასხვა სორტებით და ჯანჯაფილით საფერავის პანა კოტა- მსუბუქი კრემიანი დესერტი ქართული, წითელი საფერავის ღვინის სურნელით ჩაის ნაკრები:ღვიის გირჩის, ფიჭვის ფოთლის, ვარდის ფოთლების, ცაცხვის ყვავილის, ლიმნის ბაალზამის და ცოცხანის ჩაი (ყველა მცენარე შერჩეულია საქართველოს სხვადასხვა სოფლიდან) მოხარშული მაწონი მწვანილებით, აჯიკა და სეზამის ბურთები, შებოლილი სულგუნი, ჩეჩილი გასინჯეთ სომელიეს მიერ არჩეული 3 სახის ღვინო რათა შეავსოს ყველის სხვადასხვა ასორტიმოენტი ჩაის, ყავის ან ნატურალური წვენების არჩევანი შებოლილი ორაგული, კრემის ყველი, მწვანე ხახვი, ლიმონის როლი ძროხის კანაპე ჩედერი, ტომატის სენდვიჩი “ქართული ტკბილეული : ჩურჩხელა (დამზადებული ყურძნის წვენიდან და კაკალიდან), გამხმარი გარგარის და ფინიკის ჩირი ჭარხლის სალათი, რომელიც შეკაზმულია ტყემლით,ესტრაგონით, ქართული შებოლილი ყველი სულგუნით, ქართული ჩეჩილი ყველით, პერმეზანითა და მოცარელათი არომატული წვნიანი საქონლის ხორცისგან დამზადებული ქართულ თეთრ ღვინოსთან ერთად, აგრეთვე ბაზილიკითა და ესტრაგონით. სოფლის წიწილა ღუმელში ველური ტყემლით და მწვანე ბალახეული სოუსით, მორთული მაყვლით და რეჰანით SOUS-VIDE Medallion დამზადებული საქონლის ხორცითა და სოკოთი, აგრეთვე ქართული ესტრაგონითა და მაწონით. კავკასიური თეთრი კალმახის ფილე როზმარინით, კენკრის სხვადასხვა სორტებით და ჯანჯაფილით საფერავის პანა კოტა- მსუბუქი კრემიანი დესერტი ქართული, წითელი საფერავის ღვინის სურნელით ჩაის ნაკრები:ღვიის გირჩის, ფიჭვის ფოთლის, ვარდის ფოთლების, ცაცხვის ყვავილის, ლიმნის ბაალზამის და ცოცხანის ჩაი (ყველა მცენარე შერჩეულია საქართველოს სხვადასხვა სოფლიდან) *ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ კლიენტების დიეტური მოთხოვნილებების და ჩვენი მენიუს ადაპტირება.
2019-10-20 12:13:21
https://dinnerinthesky.ge/ge/full-menu/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986707990.49/warc/CC-MAIN-20191020105426-20191020132926-00153.warc.gz
22,366
450,921,869
შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში საპროტესტო აქცია შეწყდა. მოსახლეობამ პროტესტი იმ პირობით შეაჩერა რომ 4 დღეში მათ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე შეხვდება. ილია ელოშვილი ახალ ამბებთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მოსახლეობას ინდივიდუალური გეოლოგიური დასკვნა აქვს და კომპენსაციების შესახებ ინფორმირებული არიან. დამატებითი თანხების გაცემა კი გამორიცხულია. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე შუახევში შეხვედრას 20 აგვისტოს გამართავს. მახალაკიძეების მცხოვრებლები გვირაბის მშენებლობის წინააღმდეგ აქციას ოთხი დღის განმავლობაში მართავდნენ. გუშინ გვიან ღამით აქციის მონაწილეებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შეუერთდა.
2019-10-15 16:15:47
http://ajaratv.ge/article/4211
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660067.26/warc/CC-MAIN-20191015155056-20191015182556-00050.warc.gz
12,522
9,263,354
26 მაისს „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ რუსთაველის გამზირზე საქველმოქმედო კუთხითაა წარმოდგენილი. დამოუკიდებლობის აღდგენიდან ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ფონდმა ბრენდირებული პროდუქცია დაამზადა, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ პერიოდთან დაკავშირებული საინტერესო ესკიზებით და საარქივო მასალით არის გაფორმებული. 26 მაისს „სოლიდარობის კუთხეში“ შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას და დიაგნოსტირებას. სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერმინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 500-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ. სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. საქართველო დღეს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
2019-10-22 08:27:47
http://iheduge.blogspot.com/2018/05/blog-post_393.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987813307.73/warc/CC-MAIN-20191022081307-20191022104807-00062.warc.gz
19,420
97,889,741
რუსეთმა დე ფაქტო აფხაზეთში სპეციალიზებული საბაჟო საგუშაგო შექმნა ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ნოემბრიდან რუსეთის ფედერაციის სპეციალიზებული საბაჟო ორგანო- აფხაზური საბაჟო საგუშაგო ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია… შაშკინი: მერაბიშვილი იმიტომ ზის ციხეში, რომ უმუშევარი ხალხი აღწერა საქართველოში "ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს შევახსენებ ვანო მერაბიშვილი რისთვის ზის ციხეში", - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი… ჭალა-წყაროთის სამღორიას უბანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა შუახევში, ჭალა-წყაროთის სამღორიას უბანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა… გია ხუხაშვილი: ”იმედის საქმის” ავან-ჩავანი უგულავა და კეზერაშვილი იყვნენ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ''იმედის საქმეზე" ვანო მერაბიშვილის გარდა, დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას… ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი მართავდა ურჩხულს, იმ ურჩხულმა “ოცნება” აიყვანა მძევლად "კოლექტიური მურუსიძე ძალიან წარმატებით გადმობარგდა ამ ხელისუფლებაში, გუშინ ციხიდან გამოსული დანაშაულზე და არა პოლიტიკაზე, არც ამბობს ამას და… მწარიაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არსად წერია, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია თბილისის ყოფილ პროკურორის მაია მწარიაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად წერია, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო… ხუხაშვილი: წინა ხელისუფლების სისტემა, კოლექტიური მურუსიძე “ოცნებაში” გადმობარგდა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, ამის შესახებ გადაცემა "პირველებში" განაცხადა. გია ხუხაშვილი: ალბათ, ვანო მერაბიშვილსაც ეუბნებიან ქურდს შეაგინე და გაგიშვებთო პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში იმჟამად სისტემურ დანაშაული… ხუხაშვილი: მარტო მიშა და ვანო ანგრევდნენ ქვეყანას, მურუსიძე რას აკეთებდა?! ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პირველებში" განაცხადა. ქუმსიშვილი: ბიუჯეტი სამუშაო ადგილების შექმნასა და მეწარმეობის ხელშეწყობაზეა მიმართული "მნიშნელოვანი ზრდაა სამინისტროების მიმართულებით, ბიუჯეტი მიმართულია სამუშაო ადგილების შექმნასა და მეწარმეობის ხელშეწყობაზე"- ამის შესახებ…
2019-03-26 11:16:03
https://ipress.ge/new/2017/11/03/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204969.39/warc/CC-MAIN-20190326095131-20190326121131-00124.warc.gz
36,878
525,281,572
ხასიათი: თვინიერი, უპრობლემო, ერთგული, ჭკვიანი, ძლიერი. თავშესაფარში მიღების მიზეზი: უკანა ფეხის ტრავმა ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი, კასტრირებული, ვაქცინირებული. (17.02.2018) გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. ძაღლი არის შეჩვეული გარეთ ცხოვრებას, სასურველია სახლი და ეზო. ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ. ნიკო თავშესაფარში მოხვდა 2015 წლის 14 ივნისს, თბილისში წყალდიდობის დროს. მას ჰქონდა დაზიანებული უკანა ფეხი. დღევანდელ მდგომარეობით ძაღლი არის ჯანმრთელი, ხალისიანი. ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა. გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/ დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:
2019-03-22 22:32:29
http://gspsa.org.ge/niko/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202698.22/warc/CC-MAIN-20190322220357-20190323002357-00166.warc.gz
15,779
86,516,893
იყიდება არა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დიდი დიღომი, საბურთალოს რაიონი, თბილისი7 ოქტ. 14:07 იყიდება დიდ დიღომში 2700 კვ. მიწის ნაკვეთი , მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული პროექტით. ყურადღება! კალკულატორით გამოითვლება მიახლოებითი თანხა იმავე ფორმულით, რითიც სტანდარტულად სარგებლობენ ბანკები (არ მოიცავს კონკრეტული ბანკის საკომისიოს თუ სხვა დამატებით ხარჯებს). 2,006,000იყიდება არა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი2700 მ²
2019-10-23 07:29:54
https://www.myhome.ge/ka/pr/8375189/iyideba-ara-sasoflo-sameurneo-miwis-nakveTi-didi-digomi
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829507.97/warc/CC-MAIN-20191023071040-20191023094540-00013.warc.gz
53,704
962,150,089
21 იანვარს, სავსემთვარეობის პირველ დღეს, მთვარის სრული დაბნელება მოხდება, რომელიც კარგად გამოჩნდება საბერძნეთიდან. რამდენიმე საათში, გამთენიისას დედამიწის თანამგზავრი ისეთ პოზიციაში აღმოჩნდება, რომ მას დედამიწის ჩრდილი დაფარავს – ეს ასტრონომიული მოვლენა დიდებული სანახაობაა, რომელსაც ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე, დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებლები დაინახავენ. დაბნელება დაიწყება ათენის დროით დილის 4 საათსა და 36 წუთზე (თბილისის დროით 6 საათსა და 36 წუთზე) და მაქსიმუმს 7 საათსა და 12 წუთზე მიაღწევს (თბილისის დროით 9 საათსა და 12 წუთზე; ამ დროისთვის მიიღებს მთვარე წითელ ფერს). სამწუხაროდ, ამ მოვლენის ეფექტს ნაწილობრივ წაშლის მზის ამოსვლა 7 საათსა და 38 წუთზე (ათენში). თანამგზავრი დედამიწას თითქმის მინიმალურ მანძილზე, 357 336 კილომეტრზე მიუახლოვდება და ამის გამო ძალიან დიდი გამოჩნდება – ამიტომაც არის დღევანდელი დაბნელება უნიკალური; თუ ამ მოვლენას დღეს ვერ დააკვირდებით, 2037 წლამდე მოგიწევთ მოცდა, როდესაც ანალოგიური სურათი განმეორდება. ბოლო მთვარის სრული დაბნელება გასული წლის 27 ივლისს მოხდა, ხოლო მომდევნო დაბნელება 2021 წლის 26 მაისს იქნება, თუმცა მას საბერძნეთიდან ვერ დაინახავენ. ეს ასტრონომიული მოვლენა ხდება იმის გამო, რომ მთვარე დედამიწის მიერ წარმოქმნილი ჩრდილის კონუსში შედის, რომლის დიამეტრი 363 000 კმ-ია. თავისთავად, მთვარის დაბნელება ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ე. წ. სუპერმთვარის შემთხვევაში, რადგან დედამიწიდან დაშორება ძალიან მცირდება, მნათობი ჩვენს პლანეტაზე გრავიტაციულ ზემოქმედებას აძლიერებს, რამაც შეიძლება ბუნებრივი კატასტროფების პროვოცირება გამოიწვიოს. მეცნიერების აზრით, შესაძლოა გაიზარდოს სუიციდის მცდელობები, ამასთან, უნდა გაფრთხილდნენ ადამიანები, რომლებსაც რაიმე ქრონკული დაავადებები აწუხებთ (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების დროს); დეპრესიისკენ მიდრეკილი და არამყარი ფსიქიკის, აგრეთვე, ადვილად აღგზნებადი ადამიანები, იპოქონდრიკები. სუპერმთვარის ზემოქმედება 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
2019-10-21 00:25:43
https://nostal.ge/2019/01/21/ramdenime-saatsi-mtvaris-sruli/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987750110.78/warc/CC-MAIN-20191020233245-20191021020745-00095.warc.gz
34,356
639,884,478
თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის რეფორმების შემაჯამაებელ გამოსვლაში ტოტალური თავდაცვის სისტემის ამოქმედების ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა პროექტი ხაზგასმით აღნიშნა. მათ შორის რეზერვის ახალი სისტემა და პროექტი „ჩვენი ჯარი“. „ტოტალური თავდაცვის სისტემის დამკვიდრებისთვის და რეალიზებისათვის ჩვენ, როგორც უწყებათაშორის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, ისე საზოგადოების ჩართულობის მაღალ ხარისხსაც ვუზრუნველყოფთ"- განაცხადა ლევან იზორიამ. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით წელს საპილოტე პროექტის სახით ახალი რეზერვის სისტემა შეიქმნა, რომელიც ერთი თვის წინ ამოქმედდა. ასევე იგეგმება 10 წლის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა, სადაც რეზერვის ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განვითარება აისახება. "წელს ტოტალური თავდაცვის პრინციპის ფარგლებში ახალი ინიციატივა დავიწყეთ, როგორიცაა პროექტი „ჩვენი ჯარი“. ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერება სწორედ განათლებით, აღზრდით იწყება. გავეცანით რა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ოფიცრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის შეიარაღებული ძალები გვაქვს, რატომ ისწრაფვის ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა. წლის დასაწყისში, I ეტაპზე, ჩვენ 263 სკოლა მოვიცავით. II ეტაპი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მოიცავს 383 სკოლას. I ეტაპზე 15 000 მოსწავლე იყო ჩართული, ხოლო II ეტაპზე 20 000-მდე მოსწავლე. ამ გამოცდილების საფუძველზე მომავალ წელს საპილოტე პროექტის სახით ვგეგმავთ დავიწყოთ არჩევითი საგანი - „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ერთადერთი ამ სახელმძღვანელოს შექმნის იდეა მოზარდ თაობაში საფრთხეების იდენტიფიცირება, პასუხისმგებლობის გაძლიერება, პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცება გახლავთ. რასაკვირველია, როდესაც საფრთხეებზე ვსაუბრობთ ქვეყნისთვის, რომლის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს. ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გვქონდა არის ერთ-ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორ შეიძლება საფრთხის რეალიზება და ეს სახელმძღვანელოში ინფორმაციის სახით ერთ-ერთი კომპონენტი იქნება“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
2019-10-23 18:34:30
https://mod.gov.ge/ge/news/read/7020/levan-izoria-qveynis-tavdacva-titoeuli-moqalaqis-pasuxismgeblobazea-damokidebuli
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987835748.66/warc/CC-MAIN-20191023173708-20191023201208-00396.warc.gz
10,182
601,641,852
დერმატო-ვენეროლოგია მედიცინის დარგია, რომლიც შეისწავლის კანის, ლორწოვანი გარსების, თმის და ფრჩხილების დაავადებებს, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს. - კანის, ლორწოვანი გარსების, თმის და ფრჩხილების დაავადეათა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მართვა; - სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა; - კანის წარმონაქმნების: მეჭეჭების (პაპილომების), კოჟრების, კონტაგიოზური მოლუსკის ელემენტების, ქსანტომების და სხვა წარმონაქმნების მოშორება . ჩვენს კლინიკაში, წარმონაქმნების მოშორება შემდეგი მეთოდებით ხორციელდება: დერმატო–კოსმეტოლოგია მედიცინის დარგია, რომლიც ორიენტირებულია კანის პრობლემების კოსმეტოლოგიური პროცედურების საშუალებით აღმოფხვრაზე. - სახის წმენდა, ინდივიდუალურად შერჩეული მეთოდით, რომლისთვისაც გამოიყენება თანამედროვე აპარატურული მეთოდები და მაღალი ხარისხის პროდუქცია; - კანის გამაჯანსაღებელი და anti age (დაბერების საწინააღმდეგო), გამაახალგაზრდავებელი პროცედურები; - ნაოჭების კორექცია ბოტოქსით- დისპორტით და ფილერებით; - მეზოთერაპია, მათ შორის პლაზმოლიფტინგი და ბიორევიტალიზაცია; - თვალის ირგვლივ პრობლემური კანის მოვლის პროცედურები; - თმის ცვენის საწინააღმდეგო მეზოთერაპიური პეროცედურები. აღსანიშავია, რომ ჩამოთვლილ პროცედურებს კლინკა მედიქალ ჰაუსში ატარებს მხოლოდ სერთიფიცირებული ექიმი, დერმატო–კოსმეტოლოგი.
2019-03-25 01:12:23
http://medicalhouse.ge/services/dermatology-venereology-cosmetology
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203547.62/warc/CC-MAIN-20190325010547-20190325032547-00551.warc.gz
7,884
126,091,864
ოლიმპიადის დებულება განსაზღვრავს “eMath” ოლიმპიადის“ (შემდგომში – ოლიმპიადა) ჩატარების წესსა და პირობებს. ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაციას უწევს www.eruditor.ge (შპს "საგანმანათლებლო ინოვაციები") რომელიც: ა) უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებასა და ოლიმპიადის მონაწილეების რეგისტრაციას; ბ) ატარებს ოლიმპიადას ამ დოკუმენტის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად; გ) ამ წესის შესაბამისად, აქვეყნებს მონაწილეთა რეიტინგულ სიას; დ) ოლიმპიადის მონაწილეთა ნაშრომებს ინახავს 1 თვის განმავლობაში; ე) მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს მას საკუთარ ნაშრომს; ვ) უზრუნველყოფს ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიმპიადის ჩატარებას; ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებს გაუუმჯობესოს თავიანთი ცოდნის მაჩვენებელი და მისცეს შანსი მიიღონ სხვადასხვა პრიზები და დიპლომები. ამას გარდა, ეს შეჯიბრი ბავშვებს მისცემს მოტივაციას გაეჯიბრონ თანატოლებს სწავლაში, გაიღმავონ და შეაფასონ თავიანთი ცოდნა და მიიღონ მსგავს შეჯიბრებში მონაწილეობის გამოცდილება, რაც მათ ძალიან წაადგებათ მომავალში. - შესარჩევი ტური - ონლაინ რეჟიმში - 22 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით; - ფინალური ტური - წერისთი ტესტირება - 26 მარტი. “eMath ოლიმპიადის“ პირველ ტურში მონაწილეობა უფასოა (საჭიროა 1 ცდის მიღება სპონსორისგან), ხოლო მეორე, ფინალურ ტურში მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 ლარს. I ტური - ონლაინ ოლიმპიადა • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სკოლის IV, V და VI კლასის მოსწავლეს. თითოეული კლასის მოსწავლეებს ექნება სხვადასხვა სირთულის ტესტები. • მოსწავლეებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებ გვერდზე www.eruditor.ge, სადაც ჩატარდება ოლიმპიადის პირველი ონლაინ ტური. • ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ვებ-გვერდზე www.eruditor.ge, ტესტების საშუალებით და ამ გვერდის წესებისა და პირობების შესაბამისად; • მოსწავლეს შეუძლია გაეცნოს ოლიმპიადის წესებსა და რეგულაციას საიტზე www.eruditor.ge, რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ. რეგისტრაციის გავლით პიროვნება ეთანხმება ამ წესებსა და რეგულაციებს. • პირველი ტური გაიმართება 22 თებერვლიდან - 15 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში, მოსწავლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაიარონ ტესტირება. • პირველ, ონლაინ ტურში ამოსასხნელი იქნება 20 ამოცანა, ოთხი სავარაუდო პასუხით. ტესტის მაქსიმალურ ქულათა რაოდენობაა 40. ტესტი შედგება 3 დონის, მარტივი, საშუალო და რთული, ამოცანებისაგან. ტესტი შედგენილი იქნება სამი სახის კითხვისგან: არითმეტიკა, გეომეტრია და ლოგიკა. • პირველი ტურის ტესტისათვის განკუთვნილია 20 წუთი (საშუალოდ 1 წუთში, 1 ამოცანა). • პირველი ტურის ტესტური ამოცანები შეფასდება სირთულის მიხედვით სხვადასხვა ქულით, ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით. 1-5-ე კითხვები იქნება მარტივი სირთულის და შეფასდება 1 ქულით. ჯამში მარტივი კითხვების ქულათა რაოდენობა შეადგენს 5 ქულას; 5-15-ე კითხვები - საშუალო სირთულის. შეფასება თითო კითხვაზე - 2 ქულა. საშუალო კითხვების ქულათა ჯამი შეადგენს 20 ქულას; 15-20 - კითხვები იქნება მაღალი სირთულის და შეფასდება 3 ქულით თითო. რთული კითხვების ქულათა ჯამი შეადგენს 15 ქულას. • მეორე ტურში გადასვლისთვის საჭიროა მონაწილემ დააგროვოს 20 ან მეტი ქულა. • პირველ, ონლაინ ტურში მონაწილეს აქვს 5-ჯერ ცდის შესაძლებლობა. ანუ მოსწავლეს შეუძლია შედეგის გაუმჯობესება 4 ჯერ, გამსვლელ ქულად კი ჩაითვლება იმ ტესტის შედეგი, რომელშიც მოსწავლემ დააგროვა ყველაზე მეტი ქულა. • მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა გამოქვეყნდება ვებ გვერდზე www.eruditor.ge პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, 15-დან 22 მარტამდე. • ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება წერილობითი ფორმით, სადაც მოცემული იქნება 30 ამოცანა. ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 100. დავალებები იქნება ტესტური ტიპის. თითო შეკითხვას ექნება 4 სავარაუდო პასუხი. ტესტი შედგება 3 დონის, მარტივი, საშუალო და რთული, ამოცანებისაგან. შეკითხვები იყოფა სამ სახედ: არითმეტიკა, გეომეტრია და ლოგიკა. • მეორე ტური ჩატარდება 2016 წლის, 26 მარტს, 11:00-13:00 სთ ამ ქალაქებში: • საოლიმპიადო ტესტებს და შესაბამის შეფასების სქემებს შეიმუშავებს www.eruditor.ge (შპს "საგანმანათლებლო ინოვაციები"). ტესტის მასალის 70%-ზე მეტი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი - შესაბამისი ასაკობრივი დონის კლასგარეშე მასალას. • პირველი და მეორე ტურის ტესტების კონფიდენციალურობა დაცულია ოლიმპიადის დაწყებამდე; • თითოეულ კლასში, საპრიზო ადილებზე მოხვედრილ მოსწავლეებს შორის ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი ტური. • მეორე ტურის ტესტური ამოცანები შეფასდება სირთულის მიხედვით სხვადასხვა ქულით, ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით. შეკითხვა შეკითხვის რაოდენობა ამოცანის შეფასება ქულებით ქულების ჯამი 1-10 შეკითხვა: მარტივი, შეფასება - 2 ქულა; ქულათა ჯამური რ-ბა-20; 11-20 შეკითხვა: საშუალო სირთულის, შეფასება - 3 ქულა; ქულათა ჯამური რ-ბა-30; 21-25 შეკითხვა: რთული, შეფასება - 4 ქულა; ქულათა ჯამური რ-ბა - 20 26-30 შეკითხვა: ძალიან რთული, შეფასება - 6 ქულა; ქულათა ჯამური რ-ბა - 30. ჯამში კითხვების რ-ბა - 30; ქულათა მაქსიმალური რ-ბა - 100 ქულა. • ტესტირების ხანგრძლივობაა 120 წუთი; • ოლიმპიადის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 1 თვეში. • წერილობითი ოლიმპიადის ყველა მონაწილე მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს მეორე ტურის საფასურის გადახდის ბანკის ქვითარი, დაბადების მოწმობის ასლი და შესაბამისი კლასის დამადასტურებელი ცნობა სკოლიდან. ბანკის რეკვიზიტები - ანგარიშის ნომერი: GE49PC0563600100001127 , პროკრედიტ ბანკი. ბანკის კოდი - MIBGGE22 4. გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება • მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს უმაღლეს ქულებს. 1 85-დან 100 ქულა I ხარისხის სიგელი 2 75-დან 84 ქულა II ხარისხის სიგელი 3 60-დან 74 ქულა III ხარისხის სიგელი დაჯილდოება მოხდება ცალ–ცალკე, კლასების შესაბამისად. თითოეული საკლასო კატეგორიის ხუთი გამარჯვებული დაჯილდოვდება ამ პრიზებით: V ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი წიგნების მაღაზიაში 5. მეორე ტურის ჩატარების თარიღი ოლიმპიადის ჩატარების განრიგი გამოქვეყნდება ოფიციალურ შპს "საგანმანათლებლო ინოვაციების" ვებ–გვერდზე www.eruditor.ge. 6. ოლიმპიადაში მონაწილის უფლებები და მოვალეობები ა) დროულად გამოცხადდეს ოლიმპიადაზე. ტესტირების დაწყების შემდეგ ოლიმპიადის მონაწილე ტესტირებაზე არ დაიშვება; ბ) შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული მითითებანი. • ტესტირების მსვლელობისას ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება: ა) მობილური ტელეფონის, ან სხვა ელექტრონულია პარატურის გამოყენება; ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება; გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, ოლიმპიადის სხვა მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, თუ ამ ან არსებითად ხელი შეუშლა ტესტირების მიმდინარეობას; დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთანერთად. • გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს მიეცემა გაფრთხილება. გაფრთხილების გარეშე ოლიმპიადის მონაწილის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში. • ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს თან იქონიოს წყალი, ჰიგიენური ხელსახოცი, ასევე უფლება აქვს იქონიოს მედიკამენტი,მშობლის განაცხადთან ერთად,ამ მედიკამენტის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში. მედიკამენტის მიღება შესაძლოა მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად. • ოლიმპიადის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება ოლიმპიადის საპრეტენზიო კომისიის მიერ; • ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ოლიმპიადის ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 2 (4) დღის განმავლობაში. ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილიაპრეტენზია. • საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო კომისია განაცხადს განიხილავს 5 დღის ვადაში; • საპრეტენზიო კომისია არ განიხილავს ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელშიც პასუხი არ არის დაფიქსირებული ან შემოხაზულია ორი ან მეტი ვარიანტი; • ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს შპს "საგანმანათლებლო ინოვაციების" ოფიცალურ ელ ფოსტაზე ([email protected]) ან წარმოადგინოს პირადად. 8. ოლიმპიადის საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები • ოლიმპიადის შედეგებზე პრეტენზიების განხილვის შემდეგ, არაუგვიანეს 7 დღისა, დგება ოლიმპიადის მონაწილეთა საბოლოო რეიტინგული სია და ქვეყნდება შპს "საგანმანათლებლო ინოვაციების" ოფიცალურ ვებ-გვერდზე www.eruditor.ge. ზოგადი წესები და ინსტრუქციები ოლიმპიადის მონაწილეთათვის ოლიმპიადის დაწყებამდე 30 წუთით ადრე მონაწილემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ჩააბაროს შესაბამისი დოკუმენტაცია (დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა სკოლიდან და მონაწილეობის საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან). დაუშვებელია აუდიტორიაში მობილური ტელეფონის ან კალკულატორის შეტანა. ოლიმპიადის დაწყებამდე მონაწილეებმა უნდა შეავსონ პირადი მონაცემები პასუხების ფურცელზე მითითებული ჩამონათვალის მიხედვით. დროის ათვლა, პასუხების ფურცელზე პირადი მონაცემების შევსების შემდეგ დაიწყება. საოლიმპიადო ტესტი მოიცავს 30 შეკითხვას სავარაუდო 4 პასუხით, ყოველ კითხვას აქვს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი. მონაწილემ უნდა გააფერადოს (პასუხების ფურცელზე) მხოლოდ ერთი პასუხი,ორი პასუხის გაფერადების შემთხვევაში პასუხი არასწორად ჩაითვლება. პასუხების ფურცელი ივსება მხოლოდ ფანქრით. ოლიმპიადის მსვლელობისას აკრძალულია გადალაპარაკება, ნივთების გაცვლა, თხოვება, გადაწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე მიიღებს ჯერ გაფრთხილებას, ხოლო გამეორების შემთხვევაში მოიხსნება ოლიმპიადიდან. თუ მონაწილე არ არის IV, V ან VI კლასის მოსწავლე, მისი ნაშრომი არ გასწორდება ან გამოცხადდება ბათილად. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილე ზედამხედველს აბარებს პასუხების ფურცელს. ეს ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს. ტურნირი დარდება ე.წ. კომბინირებული ტესტების მეშვეობით, რაც ნიშნავს, რომ ტესტში ამოდის რამოდენიმე საგნის საკითხები, მაგალითად: გეოგრაფიის, ქართულისა და ინგლისურის. თითოეულ ტესტში არის 15 კითხვა - აქედან 8 ძირითადი საგნიდან (ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ან ფიზიკა), ხოლო დანარჩენი ქართულიდან და ინგლისურიდან. ტურნირი ტარდება სამ ონლაინ ტურად: შესარჩევი ტური, ნახევარფინალი და ფინალი; შესარჩევ ტურში მონაწილეობისათვის საკმარისია 1 ცდა, რომელიც შეგიძ₾იათ უფასოდ მიიღოთ სპონსორისგან; შესარჩევ ტურში შედეგის გაუმჯობესების რაოდენობა შეუზღუდავია და შეგიძლიათ მანამდე გაიმეოროთ ტესტი, ვიდრე არ დააგროვებთ მინიმალურ 16 ქულას ნახევარფინალში გადასასვლელად; ნახევარფინალი არის ფასიანი და მასში მონაწილოებისათვის უნდა გქონდეთ მინიმუმ 6 ცდა - აქედან 1 ცდა შეგიძლიათ ასევე აიღოთ უფასოდ სპონსორისგა, ხოლო დანარჩენი 5 უნდა შეიძინოთ - 5 ცდის ღირებულებაა 3 ლარი. ნახევარფინალში ცდების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 6 ცდას, ანუ შედეგის გაუმჯობესება შეგიძლიათ მხოლოდ 6-ჯერ. რეიტინგში დაფიქსირდება მხოლოდ საუკეთესო შედეგი. ნახევარფინალში ყოველი შემდეგი ტესტის გასაკეთებლად აღარ გჭირდებათ ცდების დამატება. ფინალში გადადის ნახევარფინალის 10 საუკეთესო მონაწილე. ფინალი არის უფასო და ტარდება ასევე ონლაინ რეჟიმში. ფინალში საუკეთესო 5 მონაწილე ჯილდოვდება ფულადი პრიზებით. ეს ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებს. ტურნირი დარდება საგნებში: მათემატიკა, ქართული, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური, რუსული. თითოეულ ტესტში არის 20 კითხვა შესაბამისი საგნიდან. აქედან, 5 მარტივი, 10 საშუალო სირთულის და 5 რთული. ტურნირი ტარდება სამ ტურად: შესარჩევი ტური, ნახევარფინალი და ფინალი; შესარჩევ ტურში მონაწილეობისათვის საკმარისია 1 ცდა, რომელიც შეგიძ₾იათ უფასოდ მიიღოთ სპონსორისგან; შესარჩევ ტურში შედეგის გაუმჯობესების რაოდენობა შეუზღუდავია და შეგიძლიათ მანამდე გაიმეოროთ ტესტი, ვიდრე არ დააგროვებთ მინიმალურ 16 ქულას ნახევარფინალში გადასასვლელად; ნახევარფინალი არის ფასიანი და მასში მონაწილოებისათვის უნდა გქონდეთ მინიმუმ 10 ცდა - აქედან 1 ცდა შეგიძლიათ ასევე აიღოთ უფასოდ სპონსორისგა, ხოლო დანარჩენი 9 უნდა შეიძინოთ - 10 ცდის ღირებულებაა 5 ლარი. ნახევარფინალში ცდების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 6 ცდას, ანუ შედეგის გაუმჯობესება შეგიძლიათ მხოლოდ 6-ჯერ. რეიტინგში დაფიქსირდება მხოლოდ საუკეთესო შედეგი. ნახევარფინალში ყოველი შემდეგი ტესტის გასაკეთებლად აღარ გჭირდებათ ცდების დამატება. ფინალში გადადის ნახევარფინალის 30 საუკეთესო მონაწილე. ფინალში მონაწილეს ეძლევა 3 ცდა. გამარჯვებული გამოვლინდება სამივე ცდიდან დაგროვებული ქულათა ჯამით. ფინალში მონაწილეობისთვის ცდები არ არის საჭირო. დააჭირეთ ყვითელ ღილაკს "მიიღე ცდა სპონსორისგან", აირჩიეთ სპონსორი, რომელსაც ცდების დღიური ლიმიტი არ აქვს ამოწურული, გაეცით პასუხი სპონსორის კითხვას სწორად და თქვენ მიიღებთ ერთ ცდას, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ნებისმიერი ტესტის გასაკეთებლად, ნებისერ ოლიმპიადასა და საგანში. თუ არ იცით სწორი პასუხი სპონსორის კითხვაზე, მაშინ დააჭირეთ შეკთხვის ქვეშ მოცემულ ღილაკს "სწორი პასუხის მისაღებად გადადით ამ ბმულზე". სპონსორისგან ცდის მიღება შესაძლებელია შეუზღუდავად, მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ამოწურული გაქვთ ყველა ცდა. სპონსორისგან შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ცდის აღება და დაგროვება არ ხდება. მონაწილეობის მისაღებად, უნდა იყოთ დარეგისტრირებული და გაიაროთ ავტორიზაცია. ავტორიზაციის გასავლელად, უნდა დააჭიროთ ღილაკს "შესვლა", რომელიც განთავსებულია მთავარ მენიუში. - თუ რეგისტრირებული ხართ E-Mail -ით: - კრეფთ მეტსახელს, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას; - კრეფთ პაროლს, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის დასრულებისას; - თუ რეგისტრირებული ხართ Facebook -ით: - აჭერთ ლურჯ ღილაკს: ავტორიზაცია Facebook-ით - თუ იმავე ბრაუზერში უკვე შესული ხართ Facebook-ის თქვენს ანგარიშზე, პროგრამა ავტომატურად გადაგიყვანთ Eruditor.ge-ს თქვენს ანგარიშზე - თუ იმავე ბრაუზერში Facebook ანგარიშზე შესული არ ხართ, მაშინ პროგრამა მოგთხოვთ იგივე საავტორიზაციო მონაცემების მითითებას, რითაც ავტორიზდებით FaceBook-ში ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შედიხართ მენიუში "ოლიმპიადები" მთავარი მენიუდან, ირჩევთ კლასს, ირჩევთ სასურველ საგანს, აჭერთ ღილაკს "ტესტის დაწყება" და აკეთებთ სარეიტინგო ტესტებს. „ცდა“ არის ტესტის გაკეთების უფლება. თუ გინდა ტესტის გაკეთება, ანგარიშზე უნდა გქონდეს ცდა. 1 ცდა = 1 ტესტს. ერთი ტესტის გაკეთების შემდეგ, ცდები გაგინულდება და მომდევნო ტესტისთვის ისევ უნდა შეივსო ანგარიში. ცეების დამატება შეგიძლიათ 2 გზით: 1. შეიძინეთ ცდები: შეგიძლიათ შეუზღუდავად შეიძნოთ ცდები ჩვენივე ვებ-გვერდიდან VISA ან MASTERCARD ბარათით ან სწრაფი გადახდის აპარატებიდან: PAY BOX და TBCPAY. - 5 ლარი - 10 ცდა; - 4 ლარი - 7 ცდა; - 3 ლარი - 5 ცდა; - 2 ლარი - 3 ცდა; - 1 ლარი - 1 ცდა. ერთჯერადად 5 ან მეტი ლარის ჩარიცხვის შემთხვევაში, თითო ლარზე დაგერიცხებათ 2 ცდა. 2. მიიღეთ ცდა საჩუქრად სპონსორისგან. დააჭირეთ ყვითელ ღილაკს "მიიღე ცდა სპონსორისგან", აირჩიეთ სპონსორი, რომელსაც ცდების დღიური ლიმიტი არ აქვს ამოწურული, გაეცით პასუხი სპონსორის კითხვას სწორად და თქვენ მიიღებთ ერთ ცდას, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ნებისმიერი ტესტის გასაკეთებლად, ნებისერ ოლიმპიადასა და საგანში. თუ არ იცით სწორი პასუხი სპონსორის კითხვაზე, მაშინ დააჭირეთ შეკთხვის ქვეშ მოცემულ ღილაკს "სწორი პასუხის მისაღებად გადადით ამ ბმულზე". სპონსორისგან ცდის მიღება შესაძლებელია შეუზღუდავად, მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ამოწურული გაქვთ ყველა ცდა. სპონსორისგან შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ცდის აღება და დაგროვება არ ხდება. ზოგი ტურნირის რომელიმე ტურს შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი პირობა, რომ ტურში მონაწილეობის სანაცვლოდ, თქვენ გჭირდებათ განსაზღვრული რაოდენობის ცდები. მაგალითად, თუ ტურში მონაწილეობისთვის საჭიროა 10 ცდა, მაშინ ამ ტურში მონაწილეობისთვის თქვენ უნდა გქონდეთ მინიმუმ 10 ცდა ანგარიშზე. თუ არ გაქვთ შესაბამისი რაოდენობის ცდები (მოგებული, დაგროვებული), დაგჭირდებათ მათი შეძენა. ყველა ოლიმპიადაში, ტურების დასახელებას აქვს i ნიშანი, რომელზეც მაუსის მიტანისას გამოდის ყველა საჭირო ინფორმაცია და მათ შორის ზემოთ ხსენებულიც. მთავარ გვერდზე, სლაიდშოუს ქვეშ არის საგნების სურათები, მაუსის მიტანით, გამოჩნდება წარწერა \"შეარჩიე ტურნირი\", დააჭირე მაგ წარწერას. თავში მონიშნეთ \"ტურნირები რომლებშიც ვმონაწილეობ\" და ამოიფილტრება ის ტურნირები, სადაც ტესტები გაქვთ გაკეთებული. პაროლის აღდგენა ძალიან მარტივია, მიჰყევით ინსტრუქციას: 1. ავტორიზაციის ფანჯარაში (შესვლის ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოდის), დააჯირეთ ბმულს "დაგავიწყდა პაროლი ?" 2. ახალ ფანჯარაში, მარცხენა ველში ჩაწერეთ ის ელ-ფოსტა, რომელიც პროფილში გაქვთ მითითებული 3. მარჯვენა ველში ჩაწერეთ თქვენი იუზერი. 5. გამოვა შეტყობინება, რომელშიც მითითებული, რომ უნდა შეამოწმოთ თქვენი ელ-ფოსტა. 6. დააჭირეთ მიღებულ შეტყობინებაში (გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა მეილი ე.წ. "spam"-ში ან "junk"-ში იყოს) არსებულ ბმულს. 7. შექმენით ახალი პაროლი, როგორც რეგისტრაციისას. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ პროფილში მითითებული ელ-ფოსტა ან მისი პაროლი, მაშინ გაგზავნეთ [email protected] - ზე წერილი (სხვა ელ-ფოსტიდან), შემდეგი ინფორმაციით: 2. შესაბამისი შეტყობინება სიტყვიერად, ელ-ფოსტის შეცვლის თაობაზე და ახალი ელ-ფოსტა. 3. თქვენი პირადობის მოწმობის (ან დაბადების) ასლი ან ფოტო სურათი (ეს აუცილებელია პირადობის დასადასტურებლად). 4. ელ-ფოსტის შეცვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ პაროლის აღდგენას. პროფილში შეზღუდულია შემდეგი მონაცემების ჩასწორება: თუ ამ სამიდან რომელიმე მონაცემის ჩასწორება გსურთ, გაგზავნეთ შესაბამისი შეტყობინება მეილზე [email protected]. შეტყობინება აუცილებლად უნდა შეიცავდეს თქვენს პირად ნომერს ან იუზერს. გაითვალისწინეთ, რომ წერილის გაგზავნა უნდა მოხდეს იმ ელ-ფოსტიდან, რომელიც მითითებული გაქვთ პროფილში. თუ ეს ელ-ფოსტა არ გახსოვთ ან ვერ ხსნით, გაგზავნეთ შეტყობინება სხვა ელ-ფოსტით და ადმინისტრატორი მოგცემთ ინსტრუქციას. - ტესტის გასაკეთებლად საჭიროა უწყვეტი ინტერნეტი. - ტესტის გასაკეთებლად მონაწილეს ეძლევა ფიქსირებული დრო, რომლის განმავლობაში მას შეუძლია უპასუხოს კითხვათა სხვადასხვა რაოდენობას საგნების მიხედვით. - ტესტებზე გამოყოფილი დრო, კითხვების წონა და რაოდენობა მოცემულია მე-7 მუხლში. - ტესტი შედგება კითხვებისაგან, რომლებსაც გააჩნიათ ოთხი სავარაუდო პასუხი. - ყოველ კითხვას მხოლოდ ერთი სწორი პასუხი შეიძლება ჰქონდეს. - მონაწილე მონიშნავს ერთ-ერთ სავარაუდო პასუხს - თუ პასუხის ეს ვარიანტი სწორია, მის გარშემო ეკრანზე ჩნდება მწვანე ჩარჩო, ხოლო თუ შეცდომაა - წითელი. - სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში კითხვის წონა ემატება მიმდინარე ტესტში ქულების რაოდენობას, - კითხვაზე პასუხის არასწორად გაცემის შემთხვევაში, ქულებს აკლდება ამ საგანში მარტივი კითხვის წონის შესაბამისი ქულა: - მათემატიკაში, მათემატიკურ უნარებსა და ფიზიკაში აკლდება 3 ქულა - ყველა დანარჩენ საგანში აკლდება 1 ქულა. - კითხვაზე რომელიმე სავარაუდო პასუხის მონიშვნის შემდეგ, აქტიურდება ღილაკი ”შემდეგი კითხვა”, რომელზე დაჭერითაც მონაწილეს მოსდის ახალი კითხვა. - ყოველი ტესტის გაკეთების შემდეგ, მონაწილე მიიღებს ანგარიშს (რეპორტს), რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რამდენ კითხვას გასცა სწორი ან არასწორი პასუხი, სავარაუდო მასალის რომელ თემებში აქვს უკეთესი ცოდნა და რომელი თემების მიხედვით მოუწევს ცოდნის გაღრმავება. - ტესტირების პროცესის რაიმე მიზეზით შეწყვეტის ან გადატვირთვის შემთხვევაში, მონაწილეს ტესტი ჩაითვლება დასრულებულად და ქულები დაითვლება ტესტირების პროცესის შეწყვეტამდე გაცემული პასუხების შესაბამისად. საიტზე შეიძლება მიმდინარეობდეს რამდენიმე ტიპის ოლიმპიადა, რომელთა შორის არის eruditor.ge - ის ორი ოლიმპიადა: 1. სასკოლო-საგნობრივი ოლიმპიადა და 2. სკოლადამთავრებულთა ყოველკვირეული ოლიმპიადა. ასევე ცალეული სპონსორის მიერ განხორციელებული ინდივიდუალური, ექსკლუზიური ოლიმპიადები. თითოეულ ოლიმპიადას, განსხვავებული წესები აქვს. ოლიმპიადის და ტურის გამარჯვების პრინციპი, მიმდინარეობის ვადები და სხვა საჭირო ინფორმაცია გამოდის ტესტის წინა ფანჯარაში და ასევე, რეიტინგების გვერდზე თითოეული ოლიმპიადის დასახელების გასწვრივ, მარჯვენა მხარეს არსებულ i ნიშანზე მაუსის ისრის მიტანისას. eruditor.ge - ის ოლიმპიადები სტანდარტულია და შემდეგი პრინციპით მიმდინარეობს: - eruditor.ge - ის საგნობრივი ოლიმპიადები ტარდება სამ ტურად: შესარჩევი, ნახევარფინალი და ფინალი - შესარჩევი ტური და ნახევარფინალი ტარდება ონლაინ რეჟიმში, ანუ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაერთოთ და მიიღოთ მონაწილეობა ინტერნეტის საშუალებით. - ნახევარფინალში მოსახვედრად, შესარჩევ ტურში უნდა დააგროვოთ ჯამური 170 ქულა. რის შემდეგ უკვე შეძლებთ ტესტის გაკეთებას ნახევარფინალში. - ფინალში მოსახვედრად, ნახევარფინალში უნდა მოხვდეთ კონკრეტული საგნის ოცეულში, ანუ მოცემულ კლაში, მოცემულ საგანში საუკეთესო შედეგის მქონე 20 მონაწილეს შორის. - პრიზების მისაღებად უნდა გახვიდეთ 1 ან რამოდენიმე ფინალში და დაიკავოთ 1-ლი, მე-2 ან მე-3 ადგილები. - ფინალების ჯამში დაგროვილი ქულების მიხედვით საუკეთესო მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები მიიღებენ დამატებით პრიზებს. - ასევე ყველა ფინალისტს გადაეცემა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები სპონსორებისგან (ფინალისტებში არ ითვლება დისკვალიფიცირებული მონაწილეები). სკოლადამთავრებულთა ოლიმპიადა მიმდინარეობს თითო კვირიან ტურებად და ჯამური რეიტინგებით საუკეთესო ათეულს საჩუქრად გადაეცემა ცდები. ასევე შესაძლებელია იყოს დამატებით პრიზები, რომელიც გამოჩნდება შესაბამის ოლიმპიადებში. ამ შემთხვევაში არის ორი ვარიანტი: 1. იმ ტურნირის რეიტინგების ნახვა, რომელიც საიტზე ჩანს (მარცხენა სვეტში), შეგიძლიათ შემდეგნაირად: ჩამოშალეთ ტურნირი, დააჭირეთ სასურველ კლასს, შემდეგ სასურველ ტურს და ნახეთ საგნის ან კლასის ჯამური რეიტინგი. 2. თუ ტურნირი დიდი ხნის დასრულებულია და საიტზე აღარ ჩანს (მარცხენა სვეტში), მაშინ გახსენით გამარჯვებულების გვერდი (მენიუს ზოლში), დააჭირეთ სასურველ ტურნირს, კლასს და შემდეგ რეიტინგს. ფინალის წინა შესარჩევი ტურის დასრულებისთანავე (დასრულების დრო თითოეულ ტურს აწერია) გამოვლინდებიან ფინალისტები, გამოგვეყნდება სიაც და თითოეულ ფინალისტს გაეგზავნება შეტყობინება ფინალში რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (E-Mail-ზე), ასევე პირადი პროფილის შეტყობინებებში. - ქულების დათვლა სხვადასხვა ტურნირში შესაძლებელია სხვადასხვანაირად მოხდეს. ამ ინფორმაციას მიიღებთ რეიტინგის გვერდზე ყვითელ ინფო ღილაკზე მაუსის მიტანის მეშვეობით. - ყველაზე გავრცელებული სისტემა ასეთია: კითხვები არის სამი სირთულისა: მარტივი, საშუალო და რთული - მარტივი - 1 ქულა; - საშუალო - 2 ქულა; - რთული - 3 ქულა; - სწორად გაცემული პასუხების წონები ჯამდება, ხოლო არასწორი პასუხის შემთხვევაში გაკლდებათ ერთი ქულა. - თუკი რამდენიმე მონაწილეს აქვს თანაბარი ქულა, მაშინ უპირატესობა ენიჭება იმას, ვინც ყველაზე ნაკლებ დროში მოახერხა ამ ქულების მოგროვება. - შენი ადგილი შეგიძლია იპოვო შესაბამისი ოლიმპიადის, კლასისა და საგნის რეიტინგში: ჩამოშალეთ სასურველი ოლიმპიადა, აირჩიეთ კლასი, აირჩიეთ ტური და შემდეგ საგანი. - თუ სასურველი ოლიმპიადა დიდი ხნის (ერტ კვირაზე მეტი) დასრულებულია და საიტზე აღარ ჩანს, მაშინ გახსენი გამარჯვებულების გვერდი და იქ იპოვი. - საკუთარ ყველა შედეგს ნახავ ავტორიზაციის შემდეგ განყოფილებაში „ჩემი სტატისტიკა“ სხვები ხედავენ მხოლოდ შენს მეტსახელს თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ტესტში აღმოაჩინეთ შეცდომა: - შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს "შეცდომა ტექსტში" - გამოჩნდება ფანჯარა, სადაც კომენტარის სახით ჩაწერთ თუ კონკრეტულად რა ტიპის შეცდომა აღმოაჩინეთ და აჭერთ ღილაკს "გაგზავნა" (შენიშვნის ჩაწერა აუცილებელია, სხვაგვარად შეტყობინება არ განიხილება). - თუ შეცდომა დადასტურდა, საჩუქრად დაგერიცხებათ 3 ცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტის შეწყვეტისას ჩამოჭრილი ცდა არ დაგიბრუნდებათ. - რეგისტრაციისას, მეტსახელში გამოიყენა უცენზურო, ან მასზე მიმსგავსებული სიტყვა ან სიტყვები; - შესარჩევ ტურში, მის ნაცვლად მონაწილეობა მიიღო სხვა პიროვნებამ, ან ტესტების შესრულებაში მას მიეხმარა სხვა პირი; - გააკეთა ტესტები სხვისი ანგარიშებით; - არასწორად მიუთითა პირადი ნომერი და კლასი; - ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი მეთოდით, ან დაარღვია მონაწილეობის წესების რომელიმე პირობა. - დისკვალიფიცირებული იქნება ყველა მონაწილე, რომელთა აიპი მისამართიდანაც დაფიქსირდება ოლიმპიადის მონაცემთა ბაზაზე, ან პროგრამულ კოდზე ზემოქმედების მცდელობა. აღნიშნული ფაქტი, დაფიქსირებისთანავე ეცნობება სამართალდამცავ ორგანოებს; - ნებისმიერი სახით დაარღვია ოლიმპიადაში მონაწილეობის წესები და პირობები; - არ გამოცხადდა ფინალურ ეტაპზე წინასწარი შეტყობინების გარეშე; - ფინალურ ეტაპზე გამოცხადებისას ვერ დაადასტურებს მის მიერ ვებ-გვერდის სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული მონაცემების ნამდვილობას, პირადობის მოწმობის ან პასპორტის, ასევე სკოლიდან, სადაც „მონაწილე“ სწავლობს წარმოდგენილი ცნობის მეშვეობით; - ფინალური ტურის მსვლელობისას ხელი შეუშალა ტესტირების პროცესს, ან ჰქონდა მცდელობა ნებისმიერი საშუალებით მიეღო მესამე პირისაგან დახმარება ტესტის კითხვაზე პასუხის გასაცემად. - დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, ვებ-გვერდის ადმინისტრაციას უფლება აქვს: - შეუზღუდოს მონაწილეს ანგარიშით სარგებლობის უფლება; - გაუუქმოს არაკეთილსინდისიერი გზით მიღებული ცდებით დაფიქსირებული შედეგები; - შეზღუდოს მონაწილის IP მისამართიდან შესვლა. თუ ფინალში, მონაწილე ვერ გადალახავს მინიმალურ ზღვარს (ცვალებადია და შესაბამისი ტურის, კლასისა და საგნის განყოფილებაში წერია) მისთვის მიცემულ ვერც-ერთ ცდაზე (ვიზუალურად ეს არის ფინალურ რეიტინგებში გაწითლებული მონაწილე), მაშინ იღებს დისკვალიფიკაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ კონკრეტული ფინალის ქულა მის ჯამურ რეიტინგში არ გაითვალისწინება. მას ჩვეულებრივ შეუძლია გააგრძელოს მონაწილეობა მომდევნო ფინალებსა თუ ტურნირებში. თუკი თქვენ გაქვთ Facebook-ზე თქვენი ანგარიში, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია მისი საშუალებითაც. Facebook -ით რეგისტრაცია გაცილებით მარტივია და არ საჭიროებს რამოდენიმე ველის შევსებას (ისინი ავტომატურად ივსება) და ასევე არ ჭირდება ელ-ფოსტიდან ბმულზე გადასვლა პაროლის შესაქმნელად. Facebook-ით რეგისტრაციისთვის უნდა შეასრულოთ შემდეგი ნაბიჯები: - დარეგისტრირება ხდება მთავარ მენიუში ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაჭერით. - თუ იმავე ბრაუზერში უკვე შესული ხართ Facebook-ის თქვენს ანგარიშზე, პროგრამა ავტომატურად გადაგიყვანთ რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე. - თუ იმავე ბრაუზერში Facebook ანგარიშზე შესული არ ხართ, მაშინ პროგრამა მოგთხოვთ იგივე საავტორიზაციო მონაცემების მითითებას, რითაც ავტორიზდებით FaceBook-ში - გამოვა ფანჯარა: "აირჩიეთ თქვენი კლასი" - შენიშვნა: სასწავლო წლის ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე დაწყებულია შემოდგომის სეზონის შესარჩევი ტური, თქვენ უნდა მიუთითოთ ის კლასი, რომელშიც იქნებით შემოდგომაზე. რადგან ფინალები შემოდგომაზე ჩატარდება. მაგალითად: თუ რეგისტრაციის დროს დაწყებულია შემოდგომის სეზონი (დაახლოებით მაისიდან), გსურთ დარეგისტრირება და ამთავრებთ VII კლასს, უნდა მიუთითოთ VIII კლასი. გაითვლისწინეთ, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც რეგისტრაცია ხდება სასწავლო წლის ბოლოს და შემოდგომის სეზონი უკვე დაწყებულია. - გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეავსოთ შესაბამისი ველები: - მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი - მეტსახელით გაივლით ხოლმე ავტორიზაციას რეგისტრაციის შემდეგ; - მეტსახელით გამოჩნდებით შესარჩევი ტურების რეიტინგებში; - მეტსახელის მითითების საშუალებით შეიძენთ ცდებს TBC Pay-სა და PayBox-ს აპარატებიდან. - მონაწილის სახელი: უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში - მონაწილის გვარი: უნდა შეიყვანოთ თქვენი გვარი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში - მონაწილის ელ-ფოსტა: ეს ველი Facebook-ით რეგისტრაციისას უკვე შევსებული იქნება. - მონაწილის დაბადების თარიღი: უნდა მიუთითოთ თქვენი დაბადების წელი, თვე და რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში. - მონაწილის პირადი ნომერი: უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი - 11 ნიშნა რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში. - პირადი ნომერი უნიკალურია და შეუძლებელია ერთი და იგივე პირადი ნომრით რამოდენიმე ანგარიშის გახსნა - პირადი ნომრის არასწოპრად მითითების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დისკვალიფიკაციას - დაადასტურეთ, რომ არ ხართ ბოტი: ცარიელ უჯრაში უნდა ჩაწეროთ რიცხვი, რომელიც მიიღება სიტყვიერად მოცემული გამოსახულებიდან. - მაგალითად: "სამს მივუმატოთ თვრამეტი = 21" - რეგიონი, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ რეგიონი, სადაც მდებარეობს თქვენი სკოლა - რაიონი, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ რაიონი, სადაც მდებარეობს თქვენი სკოლა - სკოლა, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ სკოლა, რომელშიც ამჟამად სწავლობთ - მონაწილის ტელეფონი: მიუთითეთ თქვენი, ან თქვენი მშობლის მობილური ტელეფონის ნომერი - პროფილის სურათი: პროგრამა ავტომატურად ატვირთავს იგივე სურათს, რომლითაც სარგებლობთ Facebook-ზე, თუმცა შეცვლის სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენთვის სასურველი სურათი კომპიუტერიდან, პირდაპირ გადაიღოთ სურათი, ან აირჩიოთ არსებული ავატარებიდან ერთ-ერთი. - მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი - სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, აწვებით ღილაკს "რეგისტრაცია" და თქვენ ამით დაასრულებთ რეგისტრაციის პროცესს. შენიშვნა: ვიდეო ინსტრუქცია გაკეთებულია იმ შემთხვევისთვის, როდესაც რეგისტრაცია ხდება შემოდგომის სეზონზე და უნდა აირჩოთ მომდევნო კლასი (იხილეთ ზემოთ, შენიშვნა) მონაწილეობის მისაღებად, უნდა იყოთ დარეგისტრირებული. რეგისტრაციის გასავლელად, აუცილებელია გქონდეთ საკუთარი ანგარიში Facebook-ზე, ან საკუთარი აქტიური E-Mail. დარეგისტრირება ხდება მთავარ მენიუში ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაჭერით. - გამოვა ფანჯარა: "აირჩიეთ თქვენი კლასი". - შენიშვნა: რეგისტრაციისას, უნდა აირჩიოთ ის კლასი, რომელშიც იქნებით მიმდინარე სეზონის ფინალების დროს. კერძოდ, სასწავლო წლის ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე დაწყებულია შემოდგომის სეზონის შესარჩევი ტური, თქვენ უნდა მიუთითოთ ის კლასი, რომელშიც იქნებით შემოდგომაზე. რადგან ფინალები შემოდგომაზე ჩატარდება. მაგალითად: თუ რეგისტრაციის დროს დაწყებულია შემოდგომის სეზონი (დაახლოებით მაისიდან), გსურთ დარეგისტრირება და ამთავრებთ VII კლასს, უნდა მიუთითოთ VIII კლასი. გაითვლისწინეთ, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც რეგისტრაცია ხდება სასწავლო წლის ბოლოს და შემოდგომის სეზონი უკვე დაწყებულია. - კლასის არჩევის შემდეგ, გამოდის ფანჯარა, სადაც უნდა შეავსოთ შესაბამისი ველები: - მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენ მიერ მოფიქრებული მეტსახელი - მეტსახელით გაივლით ხოლმე ავტორიზაციას რეგისტრაციის შემდეგ; - მეტსახელით გამოჩნდებით შესარჩევი ტურების რეიტინგებში; - მეტსახელის მითითების საშუალებით შეიძენთ ცდებს TBC Pay-სა და PayBox-ს აპარატებიდან. - თქვენი პირადი მონაცემები პირადობის მოწმობის, საერთაშორისო პასპორტის ან დაბადების მოწმობის მიხედვით: - მონაწილის ელ-ფოსტა: უნდა შეიყვანოთ თქვენი E-Mail-ის მისამართი, რომლითაც სარგებლობთ და რომლის პაროლიც გახსოვთ. - აქტიური (რეალური) ელ-ფოსტა აუცილებელია E-Mail-ით რეგისტრაციის დასასრულებლად, ამ ელ-ფოსტაზე მოგივათ მნიშვნელოვანი შეტყობინებები. - ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, ამ ელ-ფოსტით უნდა გამოაგზავნოთ თქვენი პრობლემის შინაარსი. - თუკი რეგისტრაციის მომენტისათვის არ გაქვთ ელ-ფოსტა, აუცილებელია მისი შექმნა: ელ-ფოსტის შექმნა - მონაწილის პირადი (11 ნიშნა) ნომერი; - პირადი ნომერი უნიკალურია და შეუძლებელია ერთი და იგივე პირადი ნომრით რამდენიმე ანგარიშის გახსნა - პირადი ნომრის არასწორად მითითების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დისკვალიფიკაციას - დაადასტურეთ, რომ არ ხართ ბოტი: ცარიელ უჯრაში უნდა ჩაწეროთ რიცხვი, რომელიც მიიღება სიტყვიერად მოცემული გამოსახულებიდან. - მაგალითად: "სამს მივუმატოთ თვრამეტი = 21" - რეგიონი, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ რეგიონი, სადაც მდებარეობს თქვენი სკოლა - რაიონი, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ რაიონი, სადაც მდებარეობს თქვენი სკოლა - სკოლა, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ სკოლა, რომელშიც ამჟამად სწავლობთ - მონაწილის ტელეფონი: მიუთითეთ თქვენი, ან თქვენი მშობლის მობილური ტელეფონის ნომერი - პროფილის სურათი: ატვირთეთ თქვენთვის სასურველი სურათი კომპიუტერიდან, პირდაპირ გადაიღეთ სურათი, ან აირჩიეთ არსებული ავატარებიდან ერთ-ერთი. - სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, აწვებით ღილაკს "რეგისტრაცია" და თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (E-Mail) მიიღებთ შეტყობინებას. - ამ შეტყობინებაში იქნება ბმული (link), რომელზე დაჭერითაც თქვენ გადახვალთ ჩვენს საიტზე პაროლის შესაქმნელ ინტერფეისზე. - პაროლის შექმნისას, მარცხენა უჯრაში წერთ პაროლს, ხოლო მარჯვენაში იმეორებთ ამ პაროლს ზუსტად ისე, როგორც ჩაწერეთ მარცხენა უჯრაში. - შემდეგ აწვებით ღილაკს „გაგზავნა“, რითაც რეგისტრაცია სრულდება. შენიშვნა: ვიდეო ინსტრუქცია გაკეთებულია იმ შემთხვევისთვის, როდესაც რეგისტრაცია ხდება შემოდგომის სეზონზე და უნდა აირჩოთ მომდევნო კლასი (იხილეთ ზემოთ, შენიშვნა) მონაწილეობის მისაღებად, უნდა იყოთ დარეგისტრირებული. რეგისტრაციის გასავლელად, აუცილებელია გქონდეთ საკუთარი ანგარიში Facebook-ზე, ან საკუთარი აქტიური E-Mail. - დარეგისტრირება ხდება მთავარ მენიუში ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაჭერით. - E-Mail-ით რეგისტრაციის შემთხვევაში ირჩევთ შესაბამის ველს - გამოვა ფანჯარა: "მონიშნეთ კლასი, რომელშიც იქნებით შემოდგომაზე" - მაგალითად: თუკი თქვენ უკვე დამთავრებული გაქვთ სკოლა, ან ამჟამად ხართ მე-12 კლასში, მაშინ უნდა მონიშნოთ ველი "სკოლადამთავრებული". სხვა შემთხვევაში უნდა მონიშნოთ ის კლასი, რომელშიც იქნებით 2014 წლის შემოდგომისთვის. - გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეავსოთ შესაბამისი ველები: - მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი - მეტსახელით გაივლით ხოლმე ავტორიზაციას რეგისტრაციის შემდეგ; - მეტსახელით გამოჩნდებით შესარჩევი ტურების რეიტინგებში; - მეტსახელის მითითების საშუალებით შეიძენთ ცდებს TBC Pay-სა და PayBox-ს აპარატებიდან. - მონაწილის სახელი: უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში - მონაწილის გვარი: უნდა შეიყვანოთ თქვენი გვარი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში - მონაწილის ელ-ფოსტა: უნდა შეიყვანოთ თქვენი E-Mail-ის მისამართი, რომლითაც სარგებლობთ და რომლის პაროლიც გახსოვთ. - მონაწილის ელ-ფოსტა აუცილებელია E-Mail-ით რეგისტრაციის დასასრულებლად - ამ ელ-ფოსტაზე მოგივათ მნიშვნელოვანი შეტყობინებები - ნებისმიერი პრობლემნის შემთხვევაში, ამ ელ-ფოსტით უნდა გამოაგზავნოთ თქვენი პრობლემის შინაარსი. - თუკი რეგისტრაციის მომენტისათვის არ გაქვთ ელ-ფოსტა, აუცილებელია მისი შექმნა :ელ-ფოსტის შექმნა - მონაწილის დაბადების თარიღი: უნდა მიუთითოთ თქვენი დაბადების წელი, თვე და რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში. - მონაწილის პირადი ნომერი: უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი - 11 ნიშნა რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში. - პირადი ნომერი უნიკალურია და შეუძლებელია ერთი და იგივე პირადი ნომრით რამოდენიმე ანგარიშის გახსნა - პირადი ნომრის არასწოპრად მითითების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დისკვალიფიკაციას - დაადასტურეთ, რომ არ ხართ ბოტი: ცარიელ უჯრაში უნდა ჩაწეროთ რიცხვი, რომელიც მიიღება სიტყვიერად მოცემული გამოსახულებიდან. - მაგალითად: "სამს მივუმატოთ თვრამეტი = 21" - რეგიონი, სადაც მონაწილე ცხოვრობს: ამოირჩიეთ რეგიონი, სადაც ამჟამად ცხოვრობთ; - რაიონი, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ რაიონი, სადაც ამჟამად ცხოვრობთ; - მონაწილის ტელეფონი: მიუთითეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი - პროფილის სურათი: ატვირთეთ თქვენთვის სასურველი სურათი კომპიუტერიდან, პირდაპირ გადაიღეთ სურათი, ან აირჩიეთ არსებული ავატარებიდან ერთ-ერთი. - მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი - სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, აწვებით ღილაკს გაგზავნა და თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (E-Mail) მიიღებთ შეტყობინებას. - ამ შეტყობინებაში იქნება ბმული (link), რომელზე დაჭერითაც თქვენ გადახვალთ ჩვენს საიტზე პაროლის შესაქმნელ ინტერფეისზე. - პაროლის შექმნისას, მარცხენა უჯრაში წერთ პაროლს, ხოლო მარჯვენაში იმეორებთ ამ პაროლს ზუსტად ისე, როგორც ჩაწერეთ მარცხენა უჯრაში. - შემდეგ აწვებით ღილაკს „გაგზავნა“, რითაც რეგისტრაცია სრულდება. თუკი თქვენ გაქვთ Facebook-ზე თქვენი ანგარიში, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია მისი საშუალებითაც. Facebook -ით რეგისტრაცია გაცილებით მარტივია და არ საჭიროებს რამოდენიმე ველის შევსებას (ისინი ავტომატურად ივსება) და ასევე არ ჭირდება ელ-ფოსტიდან ბმულზე გადასვლა პაროლის შესაქმნელად. Facebook-ით რეგისტრაციისთვის უნდა შეასრულოთ შემდეგი ნაბიჯები: - დარეგისტრირება ხდება მთავარ მენიუში ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაჭერით. - თუ იმავე ბრაუზერში უკვე შესული ხართ Facebook-ის თქვენს ანგარიშზე, პროგრამა ავტომატურად გადაგიყვანთ რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე. - თუ იმავე ბრაუზერში Facebook ანგარიშზე შესული არ ხართ, მაშინ პროგრამა მოგთხოვთ იგივე საავტორიზაციო მონაცემების მითითებას, რითაც ავტორიზდებით FaceBook-ში - გამოვა ფანჯარა: "მონიშნეთ კლასი, რომელშიც იქნებით შემოდგომაზე" - თუ თქვენ უკვე დამთავრებული გაქვთ სკოლა, ან ეხლა ხართ მე-12 კლასში, უნდა მიუთითოთ "სკოლადამთავრებული". წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითეთ კლასი, რომელშიც იქნებით შემოდგომაზე და უნდა შეავსოთ სკოლის მოსწავლის სარეგისტრაციო ველები. - გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეავსოთ შესაბამისი ველები: - მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი - მეტსახელით გაივლით ხოლმე ავტორიზაციას რეგისტრაციის შემდეგ; - მეტსახელით გამოჩნდებით შესარჩევი ტურების რეიტინგებში; - მეტსახელის მითითების საშუალებით შეიძენთ ცდებს TBC Pay-სა და PayBox-ს აპარატებიდან. - მონაწილის სახელი: უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში - მონაწილის გვარი: უნდა შეიყვანოთ თქვენი გვარი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში - მონაწილის ელ-ფოსტა: ეს ველი Facebook-ით რეგისტრაციისას უკვე შევსებული იქნება. - მონაწილის დაბადების თარიღი: უნდა მიუთითოთ თქვენი დაბადების წელი, თვე და რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში. - მონაწილის პირადი ნომერი: უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი - 11 ნიშნა რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში. - პირადი ნომერი უნიკალურია და შეუძლებელია ერთი და იგივე პირადი ნომრით რამოდენიმე ანგარიშის გახსნა - პირადი ნომრის არასწოპრად მითითების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დისკვალიფიკაციას - დაადასტურეთ, რომ არ ხართ ბოტი: ცარიელ უჯრაში უნდა ჩაწეროთ რიცხვი, რომელიც მიიღება სიტყვიერად მოცემული გამოსახულებიდან. - მაგალითად: "სამს მივუმატოთ თვრამეტი = 21" - რეგიონი, სადაც მონაწილე ცხოვრობს: ამოირჩიეთ რეგიონი, სადაც ამჟამად ცხოვრობთ; - რაიონი, სადაც მონაწილე ცხოვრობს: ამოირჩიეთ რაიონი, სადაც ამჟამად ცხოვრობთ; - მონაწილის ტელეფონი: მიუთითეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი - პროფილის სურათი: პროგრამა ავტომატურად ატვირთავს იგივე სურათს, რომლითაც სარგებლობთ Facebook-ზე, თუმცა შეცვლის სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენთვის სასურველი სურათი კომპიუტერიდან, პირდაპირ გადაიღოთ სურათი, ან აირჩიოთ არსებული ავატარებიდან ერთ-ერთი. - მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი - სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, აწვებით ღილაკს "რეგისტრაცია" და თქვენ ამით დაასრულებთ რეგისტრაციის პროცესს. მონაწილეობის მისაღებად, უნდა იყოთ დარეგისტრირებული და გაიაროთ ავტორიზაცია. ავტორიზაციის გასავლელად, უნდა დააჭიროთ ღილაკს "შესვლა", რომელიც განთავსებულია მთავარ მენიუში. - თუ რეგისტრირებული ხართ E-Mail -ით: - კრიბავთ მეტსახელს, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას; - კრიბავთ პაროლს, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის დასრულებისას; - თუ რეგისტრირებული ხართ Facebook -ით: - აწვებით ლურჯ ღილაკს: ავტორიზაცია Facebook-ით - თუ იმავე ბრაუზერში უკვე შესული ხართ Facebook-ის თქვენს ანგარიშზე, პროგრამა ავტომატურად გადაგიყვანთ Eruditor.ge-ს თქვენს ანგარიშზე - თუ იმავე ბრაუზერში Facebook ანგარიშზე შესული არ ხართ, მაშინ პროგრამა მოგთხოვთ იგივე საავტორიზაციო მონაცემების მითითებას, რითაც ავტორიზდებით FaceBook-ში ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შედიხართ მენიუში "ოლიმპიადები" მთავარი მენიუდან, ირჩევთ კლასს, ირჩევთ სასურველ საგანს, აჭერთ ღილაკს "ტესტის დაწყება" და აკეთებთ სარეიტინგო ტესტებს. - დარეგისტრირებისთანავე თქვენ მიიღებთ 1 ცდას უფასოდ. - „ცდა“ არის ტესტის გავლის უფლება: 1 ცდა = 1 ტესტს - ცდები შეგიძიათ გამოიყენოთ ნებისმიერ საგანში - როცა ამოგეწურებათ რეგისტრაციისას ნაჩუქარი ცდები, შეგიძლიათ მათი დამატება 3 გზით: - ტურში დაიკავე ადგილი პირველ ათეულში და მიიღეთ 2 ცდა საჩუქრად - მიიღეთ ცდა საჩუქრად სპონსორისგან: - ამისათვის გადადით შესაბამის ბმულზე და მიჰყევით ინსტრუქციას. სპონსორისგან შეგიძლიათ მიიღოთ 1 ცდა ყოველ 24 საათში ერთხელ. - 3. ასევე შეგიძლიათ შეუზღუდავად შეიძნოთ ცდები ჩვენივე ვებ-გვერდიდან VISA ან MASTERCARD ბარათით ან სწრაფი გადახდის აპარატებიდან: PAY BOX და TBCPAY. - 5 ლარი - 10 ცდა; - 4 ლარი - 7 ცდა; - 3 ლარი - 5 ცდა; - 2 ლარი - 3 ცდა; - 1 ლარი - 1 ცდა. - ერთჯერადად 5 ან მეტი ლარის ჩარიცხვის შემთხვევაში, თითო ლარზე დაგერიცხებათ 2 ცდა. - გამარჯვებულის გამოვლენა ხდება კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს 17:00 -ზე. - გამარჯვებული გამოვლინდება საერთო რეიტინგის მიხედვით, ანუ სხვადასხვა საგანში მიღებული საუკეთესო შედეგების ჯამებით; თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ტესტში აღმოაჩინეთ შეცდომა: - შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს "შეცდომა ტექსტში" - გამოჩნდება ფანჯარა, სადაც კომენტარის სახით ჩაწერთ თუ კონკრეტულად რა ტიპის შეცდომა აღმოაჩინეთ და აჭერთ ღილაკს "გაგზავნა" - თუ შეცდომა დადასტურდა, საჩუქრად დაგერიცხებათ 3 ცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტის შეწყვეტისას ჩამოჭრილი ცდა არ დაგიბრუნდებათ. - „მონაწილის“მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ,,ვებ-გვერდის მფლობელი“ იტოვებს უფლებას შეუზღუდოს ,,მონაწილეს“უფლებები. კერძოდ: ,,მონაწილის“ ანგარიშზე წვდომის უფლება, „მონაწილის“ მონაწილეობის უფლება. - „მონაწილე“გაფრთხილებულია, გაფრთხილებულია, რომ მისი დისკვალიფიკაცია მოხდება შემდეგ შემთხვევებში: - რეგისტრაციისას, მეტსახელში გამოიყენა უცენზურო, ან მასზე მიმსგავსებული სიტყვა ან სიტყვები - დისკვალიფიცირებული იქნება ყველა მონაწილე, რომელთა აიპი მისამართიდანაც დაფიქსირდება ოლიმპიადის მონაცემთა ბაზაზე, ან პროგრამულ კოდზე ზემოქმედების მცდელობა. აღნიშნული ფაქტი, დაფიქსირებისთანავე ეცნობება სამართალდამცავ ორგანოებს. - დისკვალიფიცირდება მონაწილეები, რომლებიც რამოდენიმე ანგარიშით მიიღებენ მონაწილეობას; - დისკვალიფიცირდება მონაწილეები, რომლებიც სხვისი პირადი მონაცემებით მიიღებენ მონაწილეობას; - დისკვალიცირდება მონაწილე თუ დადგინდა, რომ ის შპს ,,საგანმანათლებლო ინოვაციებში“-ში დასაქმებული პირი ან დასაქმებული პირის ოჯახის წევრია (მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი (მშვილებელი), და-ძმა). - რეგისტრაციის პროცესში არასწორად მიუთითა პირადი ნომერი და დაბადების თარიღი - ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი მეთოდით, ან დაარღვია მონაწილეობის წესების რომელი მე პირობა. - დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, „მონაწილე“ კარგავს უფლებას გააგრძელოს ოლიმპიადაში მონაწილეობა; - აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში ,,ვებ-გვერდის მფლობელს“ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ,,მონაწილის“ მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო; - ,,ვებ-გვერდის მფლობელი “ იტოვებს უფლებას, პირობების დარღვევის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მონაწილეს ჩაუტაროს დამატებითი ტესტირება.
2019-03-25 21:58:50
http://eruditor.ge/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204461.23/warc/CC-MAIN-20190325214331-20190326000331-00136.warc.gz
26,115
64,515,724
3-იანი და 7-იანი გაიგივდნენ. 3 არ მიყვარდა, 7-ზე სურვილებს ვიფიქრებდი ხოლმე. სუვრილების ჩაფიქრების ყოველთვის მეშინოდა, საშიშია სურვილებთან თამაში და მათი ჩაფიქრება, სასწორზე დადება, ჯობია შეინახო და უბრალოდ ნახო გამოვა თუ არა. ცუდია როცა სიზმრები მესიზმრება, კარგია როცა მგონია რომ ეს რაღაცას ნიშნავს. რაც ავად გავხდი მას შემდეგ დავიწყე სიზმრების დამახსოვრება. დიდი ხანია უკვე ავად ვარ და გული მწყდება რომ ყველა ავადმყოფობა ოდესმე მთავრდება, რა მნიშვნელობა აქვს რა შედეგით, ხომ მთავრდება?! ვარსკვლავებივით დავრჩებით სიკვდილის შემდეგ სუპერნოვად ან შავ ხვრელად. ჩილეში უნდა წავიდე. წამომყევი ჩილეში. ატაკამას უდაბნოში გავისეირნოთ, Other Lives – Desert-ს ჩავრთავ, ყურსასმენები გავინაწილოთ, გამეორებაზე დავაყენებ რომ უსასრულოდ ვუსმინოთ. მზის ამოსვლას ვუყუროთ. რაზე ვილაპარაკოთ ჩილეში? რაზე და მშვილდოსნებზე და ასტროლოგიაზე, გვარის გადაკეთებაზე, იმაზე რომ კარგია ჩილე და არც ისეთი მიუღწეველი როგორიც მანძილიდან გამომდინარე ჩანს.
2019-03-20 19:36:47
https://finikisblog.com/2016/08/26/chile_and_atacama_desert_super_novas_and_black_holes/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202450.86/warc/CC-MAIN-20190320190324-20190320212324-00388.warc.gz
26,634
494,822,758
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კურსზე, ოპოზიციისა და ხელისუფლების ქმედებებზე საქინფორმს ადვოკატი და პარტიის – „გამარჯვებისთვის“ – ლიდერი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრება. – რას ფიქრობთ, ბატონო შალვა, პრეზიდენტის უკანასკნელ ინიციატივაზე, 30–ლარიან სასურსათო ვაუჩერებზე, მის საპარლამენტო გამოსვლაზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად გულრწფელია ჩვენი პრეზიდენტი საჯარო გამოსვლების დროს? – არა მარტო სააკაშვილის იმდღევანადელი გამოსვლა, არამედ დაწყებული „ვარდების რევოლუციის“ დღიდან დღემდე მისი ყველა გამოსვლა იყო ფარისევლური. არსებობს ასეთი პოლიტიკური ტერმინი „სკამის პოლიტიკოსები“ და ეს ადამიანი გახლავთ წმინდა წყლის სკამის პოლიტიკოსი, რომლისთვისაც საქართველოს მოსახლეობის ბედ–იღბალი არის მეათასეხარისხოვანი. მიხეილ სააკაშვილი ატარებს ქვეყანაში ისეთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის წყალობითაც საქართველოს მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი ტოვებს საკუთარ სახლ–კარს და მიდის საზღვარგარეთ მოსამსახურედ და მომვლელად. საშინელი მდგომარეობაა ქვეყანაში. დღეს თბილისის მერიაში მუშაობს დაახლოებით 300 ადამიანი და ეს 300 ადამიანი იღებს იმდენივე ხელფას, რასაც – 29 000 პენსიონერი. გუბერნატორის ხელფასი დახლოებით 7 000 დოლარია და ამ დროს მინიმალური ხელფასი ქვეყანაში არის 150 ლარი. ასეთი ბალანსი კატასტროფა და უნამუსობაა. ხელისუფლებაში მოვიდა ავანტიურისტების ჯგუფი, რომელმაც ისარგებლა წინა ხელისუფლების სისუსტით, დაეპატრონა ქვეყანას და ატარებს ქვეყნის დამღუპველ პოლიტიკას, ანიავებს ქვეყნის ეკონომიკას. იცით, ალბათ, რამხელა სახლს უშენებს სააკაშვილი მეუღლეს. საკაშვილის პოლიტიკა არის, რაც შეიძლება მეტი ხალხი გააქციოს ქვეყნიდან და დარჩეს მხოლოდ ნაციონალების მომხრე ერთი მუჭა ბრბო. – უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების წინაშეა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა იგივე მოვლენები განვითარდეს საქართველოში, რაც მოხდა ეგვიპტეში, ტუნისში, იემენში და სხვ.? – ძალიან დიდი საპროტესტო ტალღა დაიწყო მსოფლიოში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ტალღა უკვე შემოვიდა კავკასიაშიც, კერძოდ – სომხეთში. სომხეთის ოპოზიციას, უკვე 6 თვეა, შეტანილი აქვს ჰააგის სასამართლოში სარჩელი, სადაც სომხეთის პრეზიდენტს ბრალად სდებს სახელმწიფო დანაშაულის ჩადენას. უახლოეს დღეებში დაგეგმილია სომხეთში აქციები და დარწმუნებული ვარ სომხეთის ოპოზიცია პრეზიდენტის გადაყენებას შეძლებს. საქართველოს რევოლუცია უკვე კარს მოადგა. არსებობს ხელისუფლების შეცვლის ორი გზა – ან სამართლიანი არჩვენების გზა, რომელიც ამ ხელისუფლების ხელში წარმოუდგენელია, და მეორე – თუ სახელმწიფო არ გაძლევს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას, მაშინ ხალხმა თავად უნდა აიღოს ძალაულფება ხელში. მე არ მესმის იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც რაღაც მოლაპარაკებებს ახორცილებენ ხელისუფლებასთან. ვთვლი, რომ სააკაშვილი არის მოღალატე და ის პარტიებიც, რომლებიც მიდიან და სხდებიან მასთან მოსალაპარაკებლად. სააკაშვილი ამ ქვეყნისთვის არ ზრუნავს და, როდესაც პრეზიდენტი ქვეყანაზე არ ზრუნავს, საზოგადოებამ უნდა გამოაცხადოს ეროვნული დაუმრჩილებლობა. მინდა გითხრათ, რომ ხალხი ამისთვის უკვე მზადაა. მათ სჭირდებათ ლიდერი, რომელიც არ შეეკვრება ხელისუფლებას, არ შეუშინდება, არ გაიყიდება და დამერწმუნეთ, ხალხი სააკაშვილს და მის დაჯგუფებას ჩამოაშორებს ხელისუფლებას. ეს არის აუცილებელი და გარდაუვალი პროცესი. დააკვირდით ამერიკის პრეზიდენტის – ბარაკ ობამას ბოლოდროინდელ განცხადებებს. სახლში ხომ ვერ შემოგვივარდება და გვეტყვის – გინდა თუ არა, გამოდითო. ამბობს, რომ ძალაუფლება უნდა აიღოს ხალხმა, რომ დემოკრატია არის უმთავრესი საკითხი, რომელიც სახელმწიფოს აღმშენებლობაში უნდა არსებობდეს. ნაციონალებს უნდათ, სააკაშვილი ჩაანაცვლონ ბოკერიებით, მსგავსი პიროვნებებით, რათა გააგრძელონ ის დამღუპველი პოლიტიკა, რასაც დღეს ატარებს სააკაშვილი. ეს არ უნდა დავუშვათ! უნდა მოვახდინოთ რევოლუცია, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლების სათავეში მოვლენ პატრიოტი და პატიოსანი ადამიანები. – ოპოზიციურ პარტიებზე რას იტყვთ, როგორ შეაფასებთ მათ, არის საქართველოში ის ძალა რომელიც მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდება? – საერთოდ, ტირანის პირობებში ოპოზიციური პარტიები, როგორც წესი, არა თუ სუსტები არიან, არამედ ზოგან საერთოდ არ არსებობენ. სააკაშვილსაც შეეძლო და ადვილად მოახერხებდა, საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს რომ არ ეარსება, მაგრამ ბევრი ოპოზიციური პარტია სპეციალურადაა იმისათვის შექმნილი, რომ სააკაშვილმა თქვას, აი, მე ქვეყანაში დემოკრატია მაქვსო. პარტია, რომელიც დღეს ხალხს არ მოუწოდებს ეროვნული დაუმორჩილებლობისკენ, იმისათვის, რომ გაუშვან სააკაშვილის რეჟიმი, ვთვლი, რომ ის არის სახელისუფლო პარტია. პარტია, რომელიც, ასევე, მოუმზადებლად დაუპირებს ხალხს ქუჩაში გამოყვანას, ვთვლი, რომ ხელისუფლების თამაშს თამაშობს, ასეთი პარტიები კი ჩვენს ქვეყანაში ბევრია. – საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, როგორ შეაფასებთ სააკაშვილის „ერთიანი კავკასიური სახლის“ შექმნის იდეას? – ჩვენ გვინდა თუ არა, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი. თუ მეზობელთან ჩხუბი მოგივა, ნორმალური, დალაგებული ადამიანი ყველანაირად ეცდება, ეს ჩხუბი მეტად არ გააღვივოს და პირიქით, მეზობლებს შორის მომხდარი დავა რაღაცნაირად მოაწესრიგოს. მაგრამ სააკაშვილი ასე არ იქცევა. ჩრდილოკავკასიელები დღეს რუსეთის ფედერაციის ნაწილია. მაშინ გამოვიდეს სააკაშვილი და აღიაროს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. ცოტა გაუგებარია, რუსეთის სახელმწიფოს ედავები და რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქეებს აძლევ თავისუფლად საქართველოში შემოსვლის უფლებას?! რუსეთის გაწევრებაზე „ერთიან კავკასიურ სახლში“ უარს ამბობ და მის ფედერაციაში შემავალ ქვეყნებს ეპატიჟები?! ანუ ციმბირელ რუსს არ აქვს საზღვრის გადაკვეთის უფლება, მაგრამ რუსეთის ფედერაციის წევრ ჩეჩენს კი?! ეს ჩემთვის არის აბსურდი. ის მდგომარეობა, რაშიც ჩვენ ახლა ვართ, სწორედ სააკაშვილის სიგიჟეების ბრალია. ამის გაგრძელება ყოვლად დაუშვებელია, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩეჩნებს ჯერჯერობით არ მოუხდია საქართველოსთვის ბოდიში, აფხაზეთში ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთი რომ ითამაშეს. ვერ გავიგე, სააკაშვილს რა მიზანი ამოძრავებს. რუსეთს რამეს დააკლებს თუ რა? რუსეთთან საქართველომ უნდა დაამყაროს ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა, როგორ ურთიერთობასაც ამყარებენ პარტნიორები. მაგრამ ამისთვის ჯერ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოდ და წარსდგეს მსოფლიოს წინაშე, როგორც სრულფასოვანი ქვეყანა. როდესაც სახელმწიფო არ ხარ, არც არავინ გექცევა ღირსეულად. სააკაშვილმა რაც დაიმსახურა, ის მიიღო 2008 წლის აგვისტოში. ყველას გახსოვთ, ალბათ, მისი განცხადებები, „ერთ საათში ცხინვალში ვიქნებით“, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთო. ეს ომი არის სააკაშვილის სინდისზე. ჩვენი ბრალი კი ის არის, რომ სააკაშვილს ეს ომი ვაპატიეთ. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, დაიწყონ მზადება იმ უზარმაზარი მოძრაობისთვის, რომელიც უნდა დამთავრდეს ჩვენი გამარჯვებით. ან უნდა გადავაყენოთ ეს ხელისუფლება, ან უნდა გადავბრუნდეთ და მოვკვდეთ. სხვა გზა არ არსებობს.
2019-10-17 21:05:28
http://gruzinform.ge/news/4039/shalva+xaWapuriZe%3A+%2C%2Csaakashvili+moRalatea+da+%E2%80%93+is+opoziciuri+partiebic%2C+romlebic+masTan+mosalaparakeblad+sxdebian.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986676227.57/warc/CC-MAIN-20191017200101-20191017223601-00047.warc.gz
10,690
83,550,407
ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ახალი საგრანტო პროგრამის - „ERC - ის გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან საქართველოს მკვლევართა სამეცნიერო სტაჟირების კონკურსის“ შესახებ საქართველოს მეცნიერთა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო პროექტებში წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს დაგეგმილ ახალ საგრანტო სქემას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და გამორჩეულ მკვლევრებს გაიარონ სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირება ERC-ის მიერ დაფინანსებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან და ჯგუფთან. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში მოღვაწე გამორჩეულ ახალგაზრდა მკვლევრებსა და მეცნიერებს ყველა სამეცნიერო მიმართულებიდან, რომელთა დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 12 წელი. - კონკურსის გამოცხადების სავარაუდო თარიღი: 2019 წლის II – III კვარტალი - სტაჟირების დაწყების სავარაუდო პერიოდი: 2020 წლის I-II კვარტალი მარეგულირებელი დოკუმენტები და განაცხადების წარდგენის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება კონკურსის გამოცხადებისას. კონკურსში მონაწილეობისათვის, განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ სტაჟირების პროგრამის გზამკვლევი ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ მიმართოთ ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურს: - თამთა შკუბულიანი [email protected] (995 32)2 200 220 (4445)
2019-10-19 11:56:21
https://rustaveli.org.ge/geo/anonsebi/fondi-avrtselebs-informatsias-akhali-sagranto-programis-ERC-is-grantis-sametsniero-khelmdzghvaneltan-saqartvelos-mkvlevarta-sametsniero-stajirebis-konkursis-shesakheb
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986693979.65/warc/CC-MAIN-20191019114429-20191019141929-00086.warc.gz
7,565
700,617,884
პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში წერილი შეიტანა. მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, ის ხელისუფლებას არ ენდობა და ფიქრობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მმართველი პარტია ხელს შეუშლის, მაგრამ ცდას არ დააკელებს, იბრძოლებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო.
2019-10-23 05:21:17
http://www.gmtv.ge/54514-2/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829458.93/warc/CC-MAIN-20191023043257-20191023070757-00068.warc.gz
15,293
259,304,500
განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ ბათუმში ქირავდება ბინა კერძო სახლის პირველ სართულზე. ბინას აქვს საკუთარი შესასვლელი, ავეჯი, ტექნიკა. ავეჯით გაწყობილი, კეთილმპოწყობილი სამზარეულო, მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, კონდიციონერი, ინტერნეტი, wifi (უკაბელო ინტერნეტი), ტელევიზორი სკოლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პოლიცია, საცხობი, სასურსათო, სუპერმარკეტი, მაღაზიები განცხადებები 15061 - 15090 სულ 16568 იყიდება მიწის ნაკვეთი სოფ გლდანში იყიდება მიწის ნაკვეთი სოფ გლდანის ცენტრში 1000 კვ მეტრი იყიდება კუტხის ბინა, მზიანი მხარე, ცენტრალურ ადგილას დიდ დიღომში 595559933 იყიდება მიწის ნაკვეთი(360 კვ.მ) შეკვეთილში მშენებლობის ნებართვით.საუკეთესო ადგილას ფიჭვნარში.ზღვასთან ახლოს,მეორე ზოლში,კომუნიკაციები მიყვანილია.ფასი 100$ კვადრატული მეტრი ექვ.ლარში. ტელ: 599.659494 - e-mail:[email protected] ქირავდება/იყიდება არაყიშვილის ქ. N14-ში,50 კვ.მ საოფისე ფართი. გარემონტებულ მდგომარეობაში, დამოუკიდებელი შესასვლელით, ქუჩის მხრიდან ვიტრაჟებით. ქირის ფასი - 500$ ,გასაყიდი ფასი - 70 000 $ (დოლარი) საკონტაქტო ნომერი :599 98 36 46 ( ირმა) იყიდება ბინა ძველ რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე 54 მ კვადრატი.ფასზე დალაპარაკებაც შეიძლება. საკონტაკტო ნომერი 579 15 33 22 ირაკლი აქირავებს მეპატრონე! 2 ოთახიან ბინას დოლიძეზე, 2 კარმით ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით იყიდება მიწა ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე გზის პირას > შესასვლელი ახალი ბულვარისკენ მიმავალ გზაზე 2000კვ. 550კვ საცხოვრებელი, ეზო 2300კვ ყველაფრით უზრუნველყოფილი. ქირავდება სამ სართულიანი სახლი,ორთაჭალაში,შვეიცარიის საელჩოს წინ.საოფისედ ან საცხოვრებლად ქირავდება სამ სართულიანი გარემონტებული 300 კვ.მ. ფართი როგორც საოფისედ, ასევე საცხობვრებლად .კეთილმოწყობილი ეზოთი და ავტომობილის სადგომით.ორთაჭალაში ,კრწანისის ქუჩაზე.შვეიცარიის საელჩოს წინ . ქირავდება კეთილმოწყობილი ბინა გორში 598 14 16 55 ქირავდება ორ ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა ყველა საჭირო ინვენტარით და ტექნიკით გორში ჩოჩიშვილის 6. ფასი 450 ლარი. 598 14 16 55 ქირავდება 2;5ჩეხური პროექტის ბინა,ახალი გარემონტებული,ევრორემონტით,რკინის კარით,მეტალო პლასმასის კარ-ფანჯრით,ორი აბაზანა ტვალეტით,სამზარეულოთი,ცხელი ტყლით,გამათბობლით;სამგორის რაიონში,კერძოდ აფრიკაში;ფასი400 ლარი ქირავდება 2 ოთახიანი (70 კვ.მ.) უცხოვრებელი, ახალგარემონტებული ბინა ლოჯით ვაკეში, ჭავჭავაძის 75-ში (რუსეთის საელჩოს გვერდით) 3/8 სართული. ბინა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით (სამზარეულო მოწყობილობა, მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, ცენტრალური გათბობა, ... იყიდება 3 ოთახიანი ბინა ვაზისუბანში "ტრუბასთან" ბინაში გამოცვლილია სანტექნიქა და ელეკტროობა,რემონტი მიყვანილია "მალიარკამდე"ტუალეტ ვანნა მეტლახ-კაფელშია დუშ კაბინით,სამზარეულოში ლამინირებული იატაკია,მეთლახია,ცხელი წყალი და გათბობა გაზზეა.კარ-ფადჯარა მეტალლოპლასტმასისაა,შემოსასვლელი კარი ახალი გამოცვლილია ... სასწრადოდ იყიდება დიღმის მასივშI ბინა! სასწრაფოდ იყიდება! დიღმის მასივში ტყე-პარკთან ახალ აშენებულ კორპუსში მანსარდის ტიპის ბინა თეთრი კარკასი 100 კვ.მ 2 აივნითა და დიდი ვერანდით Telavis raioni sofel shalaurshi Iyideba saxli ocdacxrameti measedi ezoti axali chayrili xexilit dzalian karg adgilze. vyidi saezovis partobis mixebvit erti kvadrati 40&. dareket realurma myidvelebma. Aris telavtan axlos tyestan supta haerze საკადასტრო კოდი:53.06.38.247 იყიდება ბათუმის ცენტრში 1700კვ/მ 3 სართულიანი უნივერსალური ფართი. მეტი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით. ქობულეთში, დ.აღმაშენებლის N1-ში, სეზონურად ქირავდება 3 ოთახიანი ბინა, ცენტრალური ქუჩის ხედით, ზღვასთან ახლოს. ბინაში მოთავსდება 6 ადამიანი. ფასი შეთანხმებით. მობ: 557 019090 თამარ ქირავდება მიწისქვეშა ავტოსადგომი ცაგარელზე № 68 ქირავდება მიწისქვეშა საკუთარი ავტოსადგომი, სურათზე სადაც მანქანა დგას. (კარები პულტით), ფასი თვეში 150 ლარი, 5-99-40-25-16 ვიტალი იყიდება ერთოთახიანი ბინა დაშენების პერსპექტივით იყიდება ერთოთახიანი ბინა ქ. ქობულეთში დაშენების პერსპექტივით. 5 სართულზე. ნუგზარი 599966972; 593376888 იყიდება 3 ოთახიანი 100 000$ იყიდება თბილისის ცენტრში -.საბურთალო -მეტრო სამედიცინო- სამ ოთახიანი ბინა+ ლოჯი , ორი აივნით (110კვ/მ), + 135 კვ/მ სხვენი კანდელაკის 10. 8/8 . . ბინა გარემონტებულია. არის ინტერნეტი, tv, ცხელი წყალი, ცენტრალური გათბობა. არის ავტოფარეხი, ორ მანქანაზე, სარდაფი. ეზო ... ვყიდი ახალ კალონკას 100 ლ არად არაა ვავშე ნახმარი ყიდვის საბუტიც მაქვს. უბრალოდ არ დამჭირდა . იყიდება მიწის ნაკვეთი ქობულეთში სახლთან ერთად ან ცალკე. მდებარეობს ქალაქის ცენტრში. ზღვიდან 100 მეტრში. ძველი უნივერმაღის გვერდით. აღმაშენებლის #99. 1000 კვ მეტრი მთლინად. მარტო ნაკვეთი 650 კვ მეტრი. ფასი შეთანხმებით იყიდება მიწის ნაკვეთი აღმაშენებლის ხეივანში 500 კვ.მტკვრის პირას კარფურის მიმდებარე ტერიტორიაზე.კომუნიკაციის გარეშე იყიდება 4ოთახიანი ბინა,რუსეთში ქ.ასტრახანში,ან იცვლება თბილისში ასევე 4ოთახიან ბინაზე. სასტუმროს ტიპის ბინა ვაკეში დღიური გაქირავებით ქირავდება ვაკეში დღიურად,ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრებისათვის, 90 კვ.მ. ბინა, მოქმედი ცენტრალური გათბობით და ცხელი წყლით, საკუთარი 60 კვ.მ მოზაიკით მოპირკეთებული ეზო-გარაჟით. ახალაშენებული სახლის პირველ სართულზე. დამოუკიდებელი შესასვლელით ქუჩიდან. გათვალისწინებულია ... ქირავდება ბინა ჯანაშიას 28 ნომერში ქირავდება 3 ოთახიანი ბინა თბილისის ზღვის ახალ ქალაქში (ხუალინგში) თბილისის ზღვის ახალ ქალაქში (ხუალინგში) ქირავდება 80 კვადრატული მეტრის 3-ოთახიანი ბინა • ახალგარემონტებული ბინა ახალაშენებულ კორპუსში • სრული კომფორტი, 2 აივანი, თბილისის ზღვის ლამაზი ხედები, • ცენტრალური იატაკქვეშა გათბობის სისტემა • კონდენციონერი • ... განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ
2019-10-17 23:23:55
https://uzravi-qoneba.gancxadebebi.ge/ka/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-1/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-GEO1325620
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677230.18/warc/CC-MAIN-20191017222820-20191018010320-00529.warc.gz
20,480
745,217,332
როცა უცხო ქალაქში ღირშესანიშნაობები, ძეგლები, სკვერები, ქუჩები და შენობები შემოგელევა. ან უბრალოდ მიხვდები რომ შესვენება გჭირდება. იწყებ ახლომახლო მდებარე კაფის ან პაბის ძებნას, სადაც გემოზე თუ არა შეძლებისდაგვარად მაინც შეძლებ მოსვენებას. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ყოველთვის მიმართლებს. უპირველეს ყოვლისა მიმართლებს იმაში რომ აქ [ დიდის სიამოვნებით განვმეორდები ] ვერსად ნახავთ სიგარეტის კვამლით გაჭვარტულ კაფეს ან პაბს. და მეორე, ყოველთვის დიდ მინიშვნელობას აქცევენ მომსახურების და პროდუქტის ხარისხს. მოკლედ ასე - კარგია. ყავა აქ (ჩემდა გასახარად) თითქმის ყველგან იყიდება. ზოგან უბრალო მაღაზიებშიც კი შეგიძლია მიხვიდე ყავის აპარატთან (და არა ავტომატთან) და თავად მოიმზადო ესპრესო, ლატე, მაკიატო ან სხვა გემრიელი სახეობა. თუ ეს გეზარება, მაშინ კოფეინის ქსელის პატარა კაფეებს ძალიან ხშირად შეხვდებით. უფასო და უპაროლო ინტერნეტი, გემრიელი ყავით სავსე დიდი ჭიქა და რბილი სავარძლები შენს განკარგულებაშია. ეს მშვენიერი ადგილია სამსახურის შემდეგ, ან შესვენებაზე გამოპარული მეგობრების შესახვედრად. ხოლო თუ უფრო სალონური და მყუდრო ატმოსფერო გირჩევნია მოსვენებისთვის. არც ამის პოვნა იქნება პრობლემური. მითუმეტეს თუ ჩვეულებრივ მოდუღებულმა ყავამ "მოგაბეზრა" თავი Double Coffee იქვე ახლოსაა. მართალია ერთ ჯერზე ბევრი ვერაფერი დავაგემოვნე. მაგრამ ფრაპე და ხილის კოქტეილი აქ ისე მზადდება როგორც საჭიროა. როგორც ადრე, ჩემს ვირტუალურ კაფეში გითხარით კიდეც, ზოგიერთ ქალაქს ყავის მოდუღების საკუთარი, გამორჩეული რეცეპტი გააჩნია. რიგა არც ამ შემთხვევაშია გამონაკლისი. ყავა რიგულად - ეს იმათი სასმელია ვისაც უცხო გემოსთან ერთად ცოტაოდენ ალკოჰოლიც მოსწონს. ამ ყავის მომზადების ორი წესი არსებობს. მე პირადად აი ეს უფრო მეამა. საიდუმლო შემდეგშია: ერთი პორცია რიგის ბალზამი, ორი პორცია ყავის ლიქიორი, ამას დამატებული შავი ყავა და ზემოდან დადებული ნაღების სქელი ფენა. შაქრის დამატებას დიდად არ ურჩევენ. თუმცა თუ ჩემსავით ტკბილის მოყვარული ხარ, შეგიძლია ოდნავ დაამატო. ოდნავ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასმელს უბრალოდ გააფუჭებ. ან რაიმე გემრიელი ნამცხვარი მიაყოლო ნაყინთან ერთად. კი, ყავა რიგულად ტონუსს მართლა სათანადო დონეზე ასწევს. ამაში თავად დავრწმუნდი. ამ ყავის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ გასეირნება ან რაიმე სხვა, გემრიელი სასუსნავის დაგემოვნება. თუ ეს ასე მოხდა. მაშინ ერთ ძალიან საინტერესო და გემრიელ ადგილს მიგასწავლით. ძველ რიგაში, ერთ პატარა ქუჩაზე შოკოლადის საოცრად გემრიელი ბარი Black Magic - ი მდებარეობს. თუ გიყვარს შოკოლადი, ყავა და ამ ორ ინგრედიენტზე აგებული ჯადოსნური მისტიკა - ეს შენი ადგილია. მართალია ამ ბარის სახელწოდება ბალზამის ფერთან უფრო ახლოა ვიდრე შოკოლადთან ან ყავასთან. მაგრამ დროთა განმავლობაშიც ყავა, შოკოლადი და ბალზამი ამ ბარის განუყრელი სინონიმები გახდა. საოცარი ადგილია, ანტურაჟისა და დიზაინის წყალობით აქ უნებლიედ დროში მოგზაურობა გიწევს. სამოსიდან დაწყებული ავეჯით დამთავრებული ყველაფერი ხელს გიწყობს იმაში რომ სხვა ეპოქაში დაიწყო მოგზაურობა. კერძოდ კი 1752 წლის რიგაში, როცა ერთერთმა აფთიაქარმა კაცობრიობას რიგული ბალზამი აჩუქა. ალქიმია და ჯადოქრობა აქ ყველგანაა. შენ შეგიძლია უბრალოდ შეუკვეთო შენთვის სასურველი ნუკბარი. ან მიჰყვე ბარის მაგიას და სწორედ შენთვის შესაფერისი ნამცხვარი ან შოკოლადი დააგემოვნო. ან სასაჩურედ შეუკვეთო შეყვარებულისთვის, ისიც წინასწარ უკარნახო თუ როდისაა დაბადებული, ან რა გსურს რომ შენი საჩუქარით იგრძნოს - მოკლედ მაგიაა მარტო დაგემოვნებაში არარის საქმე, შეგიძლია თან ისიც გაიგო თუ რითია დამზადებული. რა ინგრედიენტი რასთან არის კავშირში. რატომ მაინც და მაინც ეს და არა სხვა. და თუ ბოლომდე გაჰყვებით შენი ზოდიაქოს ნიშნისთვის განკუთვნილი შოკოლადიც შეიძლება დააგემოვნო. მე დავაგემოვნე, ამიხსნეს კიდეც. მაგრამ შოკოლადი უფრო მეამა ვიდრე მის ვარსკვლავებთან კავშირის არსს ჩავსწვდი. კულინარი ალქიმიკოსებსა და ჯადოქრებისთვის ეს ბარი მართლაც მისწრებაა. თუ ხუთი ადამიანი შეიკრიბებით, ერთგვარი შაბაში და კაცზე 25 ევროს გადაიხდით უგემრიელესი შოკოლადისაგან ათასგვარი სასუსნავის დამზადების საკრალულ ცოდნასაც ეზიარებით და ეს ყველაფერი ამ ბარის მისტიურ სარდაფში მოხდება. ჩემდა სამწუხაროდ ვერ ავაგროვე "ალქიმიკოსთა" ჯგუფი და ფუჭი ლოდინის შემდეგ ისევ ზოდიაქოთი შერჩეულ შოკოლადს და ყავას დავჯერდი. ალქიმიკოსების საკრალული ცოდნის ვერგაზიარების დარდის ჩასაქრობად კი რიგული ბალზამი მშვენიერი რამ არის. ყავა, შოკოლადი, ლიქიორი, ბალზამი... შემდეგ კი რიგის პატარა ვიწრო ქუჩები და გრძელი საამო ღამე. აი, ასეთი იყო დღევანდელი გასეირნება რიგის ქუჩებში და სტუმრობა ჩემს ვირტუალურ კაფეში. შევხდებით ისევ და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!
2019-10-24 00:07:40
http://www.mtvarisklubi.com/2015/04/blog-post_15.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836368.96/warc/CC-MAIN-20191023225038-20191024012538-00368.warc.gz
44,654
284,151,114
ქალი და მამაკაცი ცნობილი ისტორიული პიროვნებები,რომლებიც საკუთარ ნათესავზე დაქორწინდენ 2018, 14 მაისი, 19:04 1536 წლის 15 მაისს ანა ბოლეინი და მისი ძმა ჯორჯ როჩფორდი ანას ქმარმა, მეფე ჰენრი VIII-მ სასიყვარულო ურთიერთობაში დაადანაშაულა, რა თქმა უნდა ორივეს თავი მოკვეთეს. ჩვენს დროში ქორწინება ან რომანტიული ურთიერთობები შორეულ ნათესავთანაც კი მიუღებელია და გარყვნილებად ითვლება. მიუხედავად იმისა, თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ეს საკმაოდ ხშირად ხდებოდა. დღევანდელ სტატიაში გაეცნობით იმ ცნობილი ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლებიც საკუთარ ნათესავზე დაქორწინდნენ. 1)ჰენრი VIII-1509–1543 წლებში ექვსი ცოლი შეირთო, ამათგან ნახევარს თავი მოჰკვეთა, არცერთი ქორწინება არ შედგა, ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ 6-ვე ცოლი მისი ნათესავი იყო. 2)იოჰან სებასტიან ბახი-ცოლად მოიყვანა მამის ბიძაშვილის შვილი მარია ბარბარა ბახი 1707 წლის 17 ოქტომბერს.ეყოლათ 7 შვილი, 13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბარბარა მოულოდნელად გარდაიცვალა, ბახი მეორედ დაქორწინდა ანა მაგდალენა ვილკეზე. 3)მარტინ ვან ბიურენი-აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი დაქორწინდა თავის დეიდაშვილზე ჰანა ჰოესზე, მათ ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი.1807 წელს დაქორწინდნენ, იმავე წელს ეყოლათ ვაჟი აბრაამი.ამის შემდეგ წყვილს კიდევ 5 შვილი ეყოლათ, ჰანა 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქმრის პრესზიდენტობას ვერ მოესწრო.ამის შემდეგ ბიურენი აღარ დაქორწინებულა. 4)ელისაბედ II -ინგლისის დედოფალი და დანიის პრინცი ფილიპე 1947 წელს დაქორწინდნენ, თუმცა ისინი შორეული ნათესავები იყვნენ დანიის მეფის კრისტიან IX-ის მესამე და დედოფალ ვიქტორიას მეოთხე თაობიდან. 5)ვიქტორია-ელისაბედმა თუ მესამე თაობის ნათესავს გაყვა ცოლად, თავად ვიქტორია საკუთარ ბიძაშვილს, აბერტ სექსენს მისთხოვდა ცოლად 1840 წელს. 6)იგორ სტრავინსკი-ცნობილ კომპოზიტორს, საკუთარი ნათესავი, დეიდაშვილი ეკატერინე ნოსენკო შეუყვარდა.დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ნათესავების და ეკლესიის მხრიდან, 1906 წელს ისინი მაინც შეუღლდნენ.ეყოლათ ორი შვილი. 7)ჯონ ფიჯერალდი-როუზ კენედის და მომავალი პრეზიდენტის ჯონ კენედის ბიძა, ქალაქ ბოსტონის მერი შეყვარებული იყო მამიდაშვილის შვილზე-მერი ენ ფიჯერალდზე.დაქორწინდნენ 1889 წელს იცხოვრეს ერთად 61 წელიწადი, გაზარდეს 6 შვილი და რამდენიმე ათეული შვილიშვილი. 8) ჩარლზ დარვინი-ევოლუციის თეორიის ფუძემდებელი დაქორწინდა ალალ დეიდაშვილზე ემა ვერვუჯზე, დარვინი შესანიშნავად ხვდებოდა, რომ სწორედ ნათესავური სისხლის აღრევა მიზეზი იმისა, რომ 10-იდან სამი ბავშვი მოუკვდა. 9)სადამ ჰუსეინი-სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, იგი დაქორწინდა ბიძაშვილზე დედის მხრიდან საჯიდა ტელფაჰზე, ისინი ბავშვობიდანვე დაინიშნენ და 1958 წელს დაქორწინდნენ კიდეც. 10)ჯერი ლი ლუისი-საფორტეპიანო როკ-ნ-როლის მეფე 22 წლის ასაკში დაქორწინდა თავის ნათესავზე, 13 წლის მაირე გეილ ბრაუნზე 1957 წელს, ამის გამო მუსიკოსს ფანების რისხვა დაატყდა, რის გამოც მსმენელთა დიდი რაოდენობა დაკარგა, ლუისმა მხოლოდ 60-იანი წლების პირველ ნახევრიდან შეძლო სცენაზე დაბრუნება, თუმცა ძველი დიდება აღარ ღირსებია. 355 7-ს მოსწონს
2019-03-24 11:49:34
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/98137-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C/133/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203438.69/warc/CC-MAIN-20190324103739-20190324125739-00421.warc.gz
29,419
98,744,260
ვაშლიჯვრის ძაღლების თავშესაფარში ძაღლების მოწამლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. მოწამლული ძაღლებიდან 1 მოკვდა, 8 კი გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ მკურნალობა უტარდებათ. ძაღლების ინტოქსიკაციას ადასტურებს ცხოველთა თავშესაფრის ვეტერინარი გიორგი სალათერაშვილი. "ორის მდგომარეობა ამ წუთამდე მძიმეა და მიმდინარეობს მკურნალობა, რათა მივცეთ სწორი გზა მათ გადასარჩენად", — განაცხადა ვეტერინარმა. თავშესაფრის დამფუძნებელი ეთერ კვახაძე მომხდარს თავშესაფართან მცხოვრებ მოქალაქეს უკავშირებს. "მეზობელი კორპუსიდან ერთს არ მოსწონს, რომ ძაღლები იყეფებიან. ძეხვი არის მოწამლული", — განაცხადა ეთერ კვახაძემ. თავშესაფრის პატრონები დიღმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. On.ge შსს-დან ელოდება პასუხს, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება. გადახედვაკალაძე ლივერპულისა და მილანის ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ამხანაგურ მატჩში ითამაშებს კალაძე ლივერპულისა და მილანის ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ამხანაგურ მატჩში ითამაშებს გადახედვაჩინეთში აღმოაჩინეს ნამარხები, რომელთა ასაკიც ნახევარ მილიარდ წელს აჭარბებს ჩინეთში აღმოაჩინეს ნამარხები, რომელთა ასაკიც ნახევარ მილიარდ წელს აჭარბებს გადახედვაკალიფორნიაში "სუპერ აყვავებაა" — ხედი კოსმოსიდან კალიფორნიაში "სუპერ აყვავებაა" — ხედი კოსმოსიდან გადახედვაზედმეტად ცხელი ჩაის სმა საყლაპავის კიბოს რისკს ზრდის — აი, უსაფრთხო ტემპერატურა ზედმეტად ცხელი ჩაის სმა საყლაპავის კიბოს რისკს ზრდის — აი, უსაფრთხო ტემპერატურა გადახედვააუშვიცის მუზეუმი ვიზიტორებს მატარებლის ლიანდაგებზე ფოტოების გადაღებას უკრძალავს აუშვიცის მუზეუმი ვიზიტორებს მატარებლის ლიანდაგებზე ფოტოების გადაღებას უკრძალავს გადახედვა10 ვარსკვლავი, რომელიც ერთმანეთში ხშირად ეშლებათ 10 ვარსკვლავი, რომელიც ერთმანეთში ხშირად ეშლებათ გადახედვამინდა გენერალი გამოვიდე, რადგან რუსები არ მიშვებენ მამიდებთან — საჩხერელი მოსწავლე ოკუპაციაზე მინდა გენერალი გამოვიდე, რადგან რუსები არ მიშვებენ მამიდებთან — საჩხერელი მოსწავლე ოკუპაციაზე გადახედვასაავტორო უფლებების ახალი კანონის გასაპროტესტებლად ვიკიპედია ერთი დღით გაითიშა საავტორო უფლებების ახალი კანონის გასაპროტესტებლად ვიკიპედია ერთი დღით გაითიშა გადახედვაარანაირი ბრედლი: ლედი გაგა მარველის სუპერგმირს ხვდება არანაირი ბრედლი: ლედი გაგა მარველის სუპერგმირს ხვდება გადახედვაკორტნი კოქსი ნიუ-იორკში იმ ადგილს ეწვია, სადაც მეგობრები ცხოვრობდნენ კორტნი კოქსი ნიუ-იორკში იმ ადგილს ეწვია, სადაც მეგობრები ცხოვრობდნენ გადახედვაემილია კლარკმა თავის ტვინზე ორი ოპერაცია გაიკეთა ემილია კლარკმა თავის ტვინზე ორი ოპერაცია გაიკეთა გადახედვაAI-ს მეშვეობით გუგლის ახალი Doodle თქვენს მელოდიებს ბახის სტილში დაუკრავს AI-ს მეშვეობით გუგლის ახალი Doodle თქვენს მელოდიებს ბახის სტილში დაუკრავს გადახედვამესენჯერს თითოეულ შეტყობინებაზე პასუხის გაცემის ფუნქცია დაემატა მესენჯერს თითოეულ შეტყობინებაზე პასუხის გაცემის ფუნქცია დაემატა
2019-03-23 12:41:49
https://on.ge/story/32433-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202804.80/warc/CC-MAIN-20190323121241-20190323143241-00174.warc.gz
20,714
550,408,475
მომღერალ ვერიკო ტურაშვილს თავის კოლეგასა და მეგობარ ანრი ჯოხაძესთან რამდენიმე წლის წინ უთანხმოება მოუვიდა და მათ ურთიერთობაში პაუზამ დაისადგურა. მაშინ ვერიკომ “სარკესთან” აღნიშნა, არ ვიცი,… ბიძინა ივანიშვილი – პატრიოტიზმში არც სააკაშვილს და არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ შევეჯიბრები პატრიოტიზმში არც სააკაშვილს და არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ შევეჯიბრები,– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი უფრო პატრიოტია – სააკაშვილი თუ ივანიშვილი. “სა… მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ პირველად საქართველოში მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ. უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო … ბიძინა ივანიშვილი – 2018 წლამდე ფონდი “ქართუ“ ზუგდიდის თეატრს გაარემონტებს პირობას გაძლევთ, რომ 2018 წლამდე ფონდი „ქართუ“ ზუგდიდის თეატრს გაარემონტებს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უთხრ… ეკა მიშველაძემ მეუღლის პარტიას 13 250 ლარი გადაურიცხა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ 13 250 ლარი გადაურიცხა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აგვისტოს თვის ფინანსური მონიტორინგის შედეგებშია აღ… ელისო ბოლქვაძის პროტესტის შემდეგ ნიკა რურუას კლიპიდან მისი ეპიზოდი ამოიღეს პიანისტი ელისო ბოლქვაძე “ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა რურუას სარეკლამო კლიპში მის გამოჩენას აპროტესტებდა და საარჩევნო რგოლიდან მისი ეპიზოდის ამოღებას ითხოვდა. პიანისტი… “საქართველო ძალიან ლამაზია არა მხოლოდ თავისი ბუნებით, მთებით, მისი 8 ათასწლიანი ღვინის ისტორიით და ულამაზესი ხალხით” საქართველო ესაა ქვეყანა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს, – ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ, ღვინის ტურიზმის პირ… ბიძინა ივანიშვილი – განმუხურში, ე.წ. საზღვართან, მაღალი კლასის სასტუმრო შენდება, – “ეს მხოლოდ პატრიოტული გადაწყვეტილებაა” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებრია, რატომ არ მოსწონს “ნაციონალურ მოძრაობას“ განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენების იდეა. ამის შესახებ ექსპრემიერმა სამეგრელოში,… ბიძინა ივანიშვილი – 500-ზე მეტი ძეგლი აღვადგინე და არავინ არ იცის, ამაზე არავინ არ საუბრობს მე მიყვარს ჩვენი ისტორია, ძალიან მიყვარს ჩვენი კულტურა და ძალიან ვცდილობ, რომ როგორმე დავეხმარო. არ მგონია, რომ ხეებისადმი მაქვს რაიმე განსაკუთრებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-… საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მიწისძვრა პირველად 00:58 საათზე, საქართველოს საზღვრიდან 12 კმ-ში რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4…
2019-03-22 12:36:46
http://exclusivenews.ge/post/category/sazogadoeba/page/1204
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202658.65/warc/CC-MAIN-20190322115048-20190322141048-00365.warc.gz
12,749
67,173,646
ფულის ხარჯვა ჩემი ერთ-ერთი ძლიერი წერტილია, რაშიც უკონკურენტო ვარ - რაში დახარჯავს ოთო ფოლადაშვილი მოგებულ თანხას? პროექტი "ყველაზე ძლიერი" დასრულდა, რომლის გამარჯვებული ოთო ფოლადაშვილი გახდა. ოთომ მთელი პროექტის განმავლობაში მონაწილეებს სერიოზული კონკურენცია გაუწია და საბოლოოდ პროექტის ღირსეული გამარჯვებულიც გახდა. რაში დახარჯავს მოგებულ თანხას ოთო ფოლადაშვილი, ამის შესხახებ მან ჟურნალ "თბილისელებს" ესუბრა: – 30 ათასი მოიგე და ასევე თავდაცვის მინისტრმა დაგაჯილდოვა. – 30 ათასი მოვიგე და თავდაცვის მინისტრმა გადმომცა მედალიონი, რომელსაც აწერია: „ყველაზე ძლიერი 2019“. ასევე, მომცეს სიგელი, სადაც წერია, რომ გამარჯვებული არის ოთო ფოლადაშვილი. აქამდე რაც მომიგია, ყველაფერი იმ სფეროში, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოვიგე რუსკა მაყაშვილთან ერთად და დაუვიწყარი ახალი წელი მქონდა. ახლა „ყველაზე ძლიერის“ მოგება ჩემთვის ახალი გამარჯვებაა, სხვა ამპლუაში საკუთარი თავის წარმოჩენა. თან ისეთი გზა გავიარე, ისეთი პერიოდი, რომ გამორიცხულია, როდისმე დამავიწყდეს. სულ მემახსოვრება, თან ჟრუანტელი რომ გივლის. ბოლოს რომ გამომაცხადეს, მუზარადი დავიფარე, თან დიდგორის ველზე. არ ვიცი, რა ემოციები იყო, დაუჯერებელი. – რას უპირებ 30 ათასს? – ჯერ არ მიფიქრია, რას გავაკეთებ, ამისთვის ვერ მოვიცალე. მალე დაიწყება ჩემი დასვენება და მექნება იმის საშუალება, რომ ვიფიქრო, სად დავხარჯო 30 ათასი. კარგად დაიხარჯება. რა, რა, და ფულის დახარჯვა არ მიჭირს. – ზოგადად არ ვამბობ ხოლმე რა არის ჩემი სუსტი წერტილი. არავინ არ უნდა იცოდეს. პირიქით, ფულის ხარჯვა ჩემი ერთ-ერთი ძლიერი წერტილია, რაშიც უკონკურენტო ვარ. ფული როცა მაქვს, არ არსებობს საკუთარი თავი, მეგობრები, ოჯახის წევრები უკამყოფილო დავტოვო. სულ ფული უნდა მქონდეს, რომ ყველა კმაყოფილი იყოს. ახალი მანქანები ხომ გინდა ადამიანს, კარგი სახლები. – კიდევ ერთი ვიყიდე ლისზე და შეიძლება მანდ დავხარჯო მოგებული თანხა, რაღაცები ავაშენო, დავადგა სხვადასხვანაირი სართულები...
2019-10-23 13:18:20
https://digest.pia.ge/post/277166-fulis-xarjva-cemi-ert-erti-zlieri-wertilia-rasic-ukonkurento-var-rasi-daxarjavs-oto-foladasvili-mogebul-tanxas-
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833766.94/warc/CC-MAIN-20191023122219-20191023145719-00489.warc.gz
18,314
422,803,919
7 ივნისს სასტუმრო "ლეოგრანდში" 2016 წელს საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ატონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების ,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მათ მოსწავლეებს ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს. კონკურსები და საგნობრივი ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა, მასში 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. საბოლოოდ, საგნობრივ ოლიმპიადაში 101 გამარჯვებული მოსწავლე და 5 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რაც საუკეთესო შედეგია ქვეყნის მასშტაბით. საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ხოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები - მხატვრული ლიტერატურითა და დიპლომებით. დაჯილდოების ცერემონიალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გაიმართა.
2019-10-18 08:02:52
http://sca.ge/geo/list/show/362-sagnobriv-olimpiadashi-gamardjvebulta-dadjildoeba
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677964.40/warc/CC-MAIN-20191018055014-20191018082514-00474.warc.gz
7,622
169,330,057
ხასიათი: თვინიერი, მხიარული, აქტიური, ერთგული, ჭკვიანი, ადამიანებთან განსაკუთრებული ხალისიანი დამოკიდებულებით, არ იცის უცხოობა. თავშესაფარში მიღების მიზეზი: დაზიანებული უკანა კიდური ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი, სტერილიზირებული, ვაქცინირებული. (17.02.2018) გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. ძაღლი არის შეჩვეული გარეთ ცხოვრებას, სასურველია სახლი და ეზო. ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ ფოტოები თავშესაფარში შემოყვანისას – 13.07.2015 2015 წლის 13 ივლისს GSPSA – ს თავშესაფარში მიღებული იქნა მეტისის ლეკვი, ძუ, დაბადებული 2015 წლის მაისში. ანანო ნაპოვნი იქნა ანანურში. ლეკვს დაზიანებული ჰქონდა უკანა ფეხი. ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა. გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/ დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:
2019-03-22 22:21:06
http://gspsa.org.ge/anano/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202698.22/warc/CC-MAIN-20190322220357-20190323002357-00036.warc.gz
16,625
90,943,427
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფავუსი (ქეცი) – (კანისა და ვენ. დაავ.) სოკოვანი დაავადება. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან ან მის ნივთებთან პირდაპირი კონტაქტის საშუალებით. სიმპტომები. დაავადება იწყება მცირე ზომის, ერითემატოზულ – აქერცვლადი კერების გაჩენით, რომლებიც ერწყმიან რა ერთმანეთს, Read More … ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმომიკოზები – სოკოებით გამოწვეული დაავადებების ჯგუფი (ტრიქოფიტია, მიკროსპორია, ფავუსი, რუბროფიტია და სხვ.), რომელთა გამომწვევები პარაზიტობენ კანის რქოვანა შრეში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა ფავუსი არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ფავუსი (ქეცი) (favus) – კანის, თმების, ფრჩხილების სოკოვანი დაავადება; გამომწვევია Тг. Schonleinii, რომელიც აზიანებს ეპიდერმისს (ჩვეულებრივ რქოვან შრეს), შესაძლებელია შეაღწიოს დერმაში, გავრცელდეს ჰემატოგენურად. კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. წყაროა დაავადებული ადამიანი. მიკოზის გადაცემა ხშირად ხდება ბავშვობის ასაკში, Read More …
2019-03-21 17:36:12
http://www.medgeo.net/tag/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202530.49/warc/CC-MAIN-20190321172751-20190321194751-00318.warc.gz
20,902
317,535,655
ენგურის ხიდიდან ე.წ. მესაზღვრეებმა კიდევ რამდენიმე აბიტურიენტს წამოსვლის საშუალება მისცეს. აბიტურიენტები ზუგდიდში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად გადმოსვლას ცდილობენ. დილიდან 6 აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა, თუმცა ნაწილი გადასვლის „ნებართვას“ ელოდებოდა. ხიდის გადმოკვეთა, დაახლოებით, 10-მდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ შეძლო. აბიტურიენტების თქმით, რუსმა სამხედროებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ე.წ. საზღვარზე წლევანდელი კურსდამთავრებულები გამოეტარებინათ. აბიტურიენტები ენგურის ხიდთან დილის რვა საათიდან ელოდებოდნენ. ე. წ. საზღვარი დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობამ 27 ივნისს ჩაკეტა ცალმხრივად.
2019-10-22 03:20:42
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=43&id=102546
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987798619.84/warc/CC-MAIN-20191022030805-20191022054305-00469.warc.gz
14,460
305,446,547
ლიზა ყენია, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია, სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს: “ახლა დამთავრდა კონცერტი, რომელიც მქონდა აი, საად, სად და… ზონაზე, ქალთა კოლონიაში. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად დავისტრესე და ძალიან რთული იყო ყველაფერ ამის რეალურად ნახვა არა ტელევიზიით, მე მაინც მოვდივარ ბედნიერი, იმიტომ რომ მართლა საოცრად პოზიტიური ადამიანები ცხოვრობენ იქ! რომლებიც იმსახურებენ დიდ ყურადღებას და მხარდაჭერას!” – წერს მომღერალი.
2019-10-20 16:09:43
http://plus.kvira.ge/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986717235.56/warc/CC-MAIN-20191020160500-20191020184000-00135.warc.gz
20,232
165,505,793
მიმდინარე ფასი კვ.მ.-ზე თბილისში ($) ქირავდება 70 m² კომერციული ფართი დიდ დიღომში თბილისი, დ. თავდადებულის ქ., დიდი დიღომი, მიკრო რ-ნი 2 ამ ფართში არის ასევე ოთახ-მაცივარი, გრძელი მაგიდები, დახლები. კომერციული ფართი თბილისში საბურთალოზე ვეძისში ონიაშვილის ქუჩაზე კომერციული ფართი თბილისში საბურთალოზე საბურთალოზე ვაჟა-ფშაველას გამზირზე კომერციული ფართი თბილისში საბურთალოზე დიდ დიღომში აღმაშენებლის ხეივანში კომერციული ფართი თბილისში საბურთალოზე საბურთალოზე ნუცუბიძის ქუჩაზე კომერციული ფართი თბილისში საბურთალოზე საბურთალოზე ცაგარელის ქუჩაზე კომერციული ფართი თბილისში საბურთალოზე დიღომი 7-ში კომერციული ფართი თბილისში საბურთალოზე საბურთალოზე გაზაფხულის ქუჩაზე კომერციული ფართი თბილისში საბურთალოზე საბურთალოზე ვაჟა-ფშაველას გამზირზე კომერციული ფართი თბილისში საბურთალოზე დიდ დიღომში
2019-10-19 16:06:30
https://www.realtor.ge/ge/ad/10131812
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986696339.42/warc/CC-MAIN-20191019141654-20191019165154-00217.warc.gz
35,473
1,040,463,364
თათია კერესელიძის სახელობის ღვინის სამართლის კვლევითი ცენტრის სამეცნიერო კონფერენცია 13 ივნისს, უნივერსიტეტის ეკოკამპუსში თათია კერესელიძის სახელობის ღვინის სამართლის კვლევითი ცენტრის პირველი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ დავით კერესელიძემ გახსნა. მან ღვინის სამართლის კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბების იდეასა და მიზნებზე ისაუბრა. კონფერენცია შემდეგ თემატურ სექციებს მოიცავდა: ღვინის თვისებების შესწავლისადმი მიძღვნილი, გარემოსდაცვითი და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შესახებ სესიები. კონფერენციის დასასრულს ეკოკამპუსის ბიბლიოთეკის იურიდიული ლიტერატურის მიმართულების სამკითხველო სივრცეს დოქტორანტ თათია კერესელიძის სახელი მიენიჭა.
2019-10-16 22:53:22
http://newvision.ge/ge/news/tatia-kereselizis-saxelobis-gvinis-samartlis-kvleviti-centris-samecniero-konperencia-0
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986670928.29/warc/CC-MAIN-20191016213112-20191017000612-00134.warc.gz
6,821
144,846,331
ჯოი ინგრამსა და ფილ ნაგის შორის არსებული მწვავე დაპირისპირება რამდენიმე თვეს ითვლის. სავარაუდო თაღლი American Cardroom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა - ფილ ნაგიმ ამერიკული ტურნე მოაწყო, რო მსოფლიოს რიგით მე-2 ყველაზე დიდი პოკერ-რუმი მნიშვნელოვან განცხადებას ავრცელებს: PartyPoker-ის 9 აპრი პოკერის შესახებ ყველაზე მასშტაბური ფორუმის, "2+2"-ის მომხმარებლები გაოცებულები იყვნენ ონლაინ პოკერის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშის აზრით, პოკერის მომავალი ხელოვნური ი კომპიუტერული ბოტის Libratus-ის შემქმნელი, რომელმაც ერთი თვის წინ ჰედს-აპის 4 საუკეთესო მოთამაშე დაამ პოკერში რომ ბოტები არსებობენ, ყველას სმენია, მაგრამ როგორ მოქმედებენ ისინი, როგორ იგებენ, რას უნდა მ რამდენიმე კვირის წინ, 'ჯეოპოკერის' მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მსოფლიოში ამ ბოტი სახელად Baby Tartanian 8 (BT8) შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესო პროგრამა იყოს, რომელიც 'პოკერის პოკერის ბოტების, იგივე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ნებისმიერი მოთამაშე მძიმე კანონდარღვევად და
2019-10-17 21:55:05
http://geo.poker/taxonomy/term/329
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986676227.57/warc/CC-MAIN-20191017200101-20191017223601-00369.warc.gz
9,994
87,518,392
ამ წუთებში ქუთაისის მერიის შენობის წინ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. პოლიციის მობილიზება საკრებულოს უმრვალეობის დეპუტატ კახაბერ დვალიშვილსა და მერიის დაცვის პოლიციელს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო გახდა საჭირო. თვითმხილველების თქმით, დეპუტატმა მერიის დაცვის პოლიციის წარმომადგენელს “პაგონები” ჩამოგლიჯა. დეპუტატის გაბრაზება დაცვის პოლიციის წარმომადგენლის თხოვნამ გამოიწვია, დვალისშვილს ავტომანქანა სხვა ადგილას დეყენებინა. მომხდართან დაკავშირებით დვალიშვილი “ქუთაისიპოსტთან” კომენტარს არ აკეთებს. დეტალებზე არც საპატრულო პოლციის წარმომადგენლები საუბრობენ. “ჩვენ გამოგვიძახეს და მოვედით,” – აცხადებენ ისინი.
2019-12-09 23:46:18
https://kutaisipost.wordpress.com/2015/01/22/%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A0-2/
crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540525598.55/warc/CC-MAIN-20191209225803-20191210013803-00412.warc.gz
20,341
428,131,304
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხდა ქრისტეს კვართი საქართველოში. წმიდა ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: "წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი". ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: "როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?" ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: "მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა". გამოღვიძებულ ნინოს, მართლაც, ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი. ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა. იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: "უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემამეცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ". წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა "მცხეთას წარმართთა ქადაგებისა", თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წამებით მიაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანსაცემად წასულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში. საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფე, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: "უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა, რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის გცენ იესოს მიერ ძისა შენისა", - შეჰღაღადა მან ღმერთს. დაჰბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა. წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, ბაღის მცველის უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა შვილი მიჰმადლა. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა სთხოვეს. "არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტესითა", - უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე. ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: "ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა". მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა. წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა. წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა. ქართველი ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი ამ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვდომილს ქვეყანას ღვთისმშობლისავე ლოცვით და კურთხევით მოევლინა ზეგარდამო შთაგონებული წმინდა ქალწული, გადმოლახა თავის უძლურის ფეხითა მთანი და კლდენი, მოვიდა იქ, „სადაცა ღმერთნი ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ", პირქვე დაამხო სალოცავნი კერპთმსახურებისანი და მათს ადგილას აღმართა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი პატიოსანი. საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, ღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა. ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ", წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზე სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია ყოველს მცნებაზედ: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანა ჩვენი ქვეყანა, იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თვითონ ქართველიცა. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, ამას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზედ, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავპირდასისხლიანებულმა ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა და ტანჯულმა და წამებულმა ჩვენ, შვილებს, გადმოგვცა, – ეხლა თქვენ იცითო. ეკლის გვირგვინია, მაგრამ თვალმარგალიტით მორთულს გვირგვინს რითი ჩამორჩება? გვირგვინი წამებისა ჭეშმარიტებისათვის, კაცთმოყვარებისათვის, გვირგვინი წამებისა მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა ნუგეშისათვის, გვირგვინი წამებისა ერთმანეთის ძმურად და სიყვარულით განკითხვისათვის. მშიერთა, მწყურვალთა, სნეულთა, საპყართა და პატიმართა შველისა და ხსნისათვის, ობოლთა, ქვრივთა, უპატრონოთა შეწყნარებისათვის, ნუთუ ყოველივე ეს იგივ თვალ-მარგალიტები და უკეთესნიც არ არიან? დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივე დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჯხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს. ამიტომაც ეკლიანი გვირგვინი წამებულისა უფრო უანგაროა, უფრო მიმზიდველია, უფრო საგულმტკივნეულოა და, მაშასადამე, უფრო მშვენიერი, სასახელო და სადიდებელი. მარტო ამ წამებულთა ჰლოცულობს კაცობრიობა, მარტო ამ წამებულთა აღიარებს იგი წმინდა-ნებად და თაყვანს სცემს ლოცვითა და კურთხევითა. ეკლიანი გვირგვინი, ჩვენს დღემდე მოტანილი ჩვენთა წინაპართაგან, ამ მშვენიერებითა ჰშვენის, ამ სახელითა სახელოვნობს, ამ დი-დებით ჰდიდებულობს. თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენს მამა-პაპას ეთქმის და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა. ამ სამართლიან ქება-დიდებისათვის სხვა უკეთესს დღეს ვერ ამოირჩევს ქართველი, თუ არ დღეს, ჩვენის განმანათლების სახსოვრად დაწესებულს. მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა რა რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაცკი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავისდღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი არსებობს: შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა – რჯულის დაცვად. რჯული ჩვენი მამულის, ჩვენი ეროვნების ხმლად იქცა ზედმისევისათვის და ფარად ზედმოსეულთათვის. ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორცშეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს. აი, სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვივნენ და ჰლამობდნენ, ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი, რამ მოაგერიენებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული – მამულსა და ეროვნებას, და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაინძღვარა წინ, ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა. ამ სამთა უწმინდესთა საგანთა შეერთებამ ასწია ჩვენი სამღვდელოება და დააყენა ის მაღალ ხარისხზედ, სადაც ყოველი ნიჭი ღვაწლია და სამსახური ქვეყნის წინაშე. მოღვაწეს და მოსამსახურეს ყოველთვის დიდი პატივი და სახელი აქვს და ამიტომაც უწინ სასულიერო წოდებაში შესვლა და ყოფნა დიდ პატივად და დიდ ღირსებად მიაჩნდათ. დიდნი გვარიშვილნი, მეფეთა ოჯახისანი და ძენიც კი ბედნიერად ჰრაცხდნენ თავიანთ თავს, თუკი ეღირსებოდნენ სასულიერო წოდების კაცად გახდომას, სასულიეროში შესვლას და სამსახურსა. ყველამ იცოდა, რა მძიმეა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი მამულისა და ეროვნებისა, და სახელიც მოღვაწისა ამ სიმძიმეში იყო. ეს სიმძიმე აპატიოსნებდა ღვაწლსა, ეს ტვირთი ასხივოსნებდა სამსახურსა და ამ პატიოსნებასა და სხივოსნობაში იყო თავმოწონებაც და ჯილდოც მოღვაწისა. ამ სახით, წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა. და, აი, ათასხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა. ქრისტიანობის მოფენა და დამკვიდრება თითონ ცალკედ, თავისთავად დიდი ღვაწლია, და რომ ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეგვკრა და გაგვამაგრა, რომ ქრისტიანობა გაგვიძღვა მამულისა და ეროვნების შერჩენისა და ხსნისათვის, ღვაწლი იგი გვიორკეცდება, გვიდიდდება, გვიძლიერდება. ეგ გაორკეცებული, ეგ განდიდებული ღვაწლი დაგვდო ჩვენ ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ნინომ. აი რით არის მართლა სადიდებელი, მართლა სადიდდღესასაწაულო იგი დღე, როდესაც ჩვენი ეკლესია დიდებით იხსენიებს ამ მოციქულთასწორს ქალწულსა. ამა ღვთაებურის მადლით მოსილმა მოციქულმა დაგვაწაფა დაუშრობელს წყაროს ღვთაებურის ჭეშმარიტებისას და მოგვივლინა იგი მოძღვრება, რომელმაც იშვილა ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება, და ერთსაც და მეორესაც უპატრონა დღემდე. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის! დიდება შენდა, დიდება!..
2019-03-23 21:26:46
http://xareba.net/537-khseneba-mociqultha-stsorisa-ninosi-ninooba-27-ianvari-akh-st.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203021.14/warc/CC-MAIN-20190323201804-20190323223804-00071.warc.gz
14,740
393,524,965
“ამ ადამიანებს დაბოღმილი მიდგომები აქვთ,”-ვაშაძე სააკაშვილის შესახებ მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს - საქართველოს დეპუტატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებები ბოღმით არის გამოწვეული, თავად კი მიაჩნია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტი არის შანსი და პერსპექტივა საქართველოსთვის. საქართველოს დეპუტატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებები ბოღმით არის გამოწვეული, თავად კი მიაჩნია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტი არის შანსი და პერსპექტივა საქართველოსთვის. “უცნაურია მსგავსი შეფასებები. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ ამ ადამიანებს დაბოღმილი მიდგომები აქვთ,”- ამბობს გიორგი ვაშაძე მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტს მიესალმება. “მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება და ქმედება ემსახურება საქართველოს ინტერესებს. დღეს უკრაინის წარმატება ნიშნავს ჩვენ საერთო წარმატებას ტოტალიტარული რუსეთის წინაააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებს. ყველანი უნდა ვამაყობდეთ ეს ძალიან დიდი შანსი და პერსპექტივაა საქართველოსთვის და უკრაინისთვის,”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
2019-10-14 03:03:51
https://www.timer.ge/%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986649035.4/warc/CC-MAIN-20191014025508-20191014052508-00484.warc.gz
10,406
1,237,774,032
სამართლებრივ დოქტრინაში გვხვდება ამ ტერმინის განმარტების მცდელობები. მაგ: “ყოველი ადამიანი წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას, როგორც არსება, რომელიც დაჯილდოებულია გონებით, ნებით და გრძნობებით, ე.ი. იმ თვისებებით, რაც გამოარჩევს მას გარემომცველი სამყაროს დანარჩენი ნაწილისაგან. ღირსება, ეს არის ადამიანზე ამ ღირებულების აღიარება მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ის საკუთარ თავზე და როგორ აფასებენ მას სხვები. ღირსება სუბიექტური კატეგორიაა (საკუთარი ღირსების შეგრძნება) და ამავე დროს ობიექტურიც (ადამიანის ღირსების საყოველთაო აღიარება და პატივისცემა); იგი განიხილება ადამიანის ობიექტურ თვისებებთან ერთობლიობაში, რომლებიც აფასებენ მის რეპუტაციას საზოგადოებაში (ზნეობრიობა, ინტელექტუალური მონაცემები, ცხოვრების წესი და ა. შ).“... საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, “ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 21-ე მუხლი ერთგვარად აგრძელებს საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლში გატარებულ აზრს და ადგენს: “სახელმწიფო იცავს პიროვნების ღირსებას. არაფერი არ შეიძლება იყოს ღირსების დამცირების საფუძველი.“ ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს; დ. ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება; დ. ვინაიდან აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ; დ. ვინაიდან აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხათა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის; დ. ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი და გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში; დ. ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო ატივისცემასა და დაცვას; დ. ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის. ადამისანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდარებულ ტერიტორიათა ხალხებში.
2019-03-24 02:55:54
http://answers.ambebi.ge/s/151/%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD/153/%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD---%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD/674179/%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD-%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD-%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD-%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD-%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD-%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD%EF%BF%BD
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203168.70/warc/CC-MAIN-20190324022143-20190324044143-00200.warc.gz
20,547
12,636,445
ეს ფრაზა გამოითქმის თინეიჯერებისგან უფრო, როდესაც ტიპი რაღაც დაუჯერებელს ბაზრობს მაგრამ წინადადების ბოლოს "ბოზისშვილი ვიყოს" აყოლებს ესეიგი იმენა მართალია და შეწინააღმდეგების საშუალებას არ გაძლევთ -(14 წლის ლაწირაკი) "აუ გუშინ მაგარი ნაშები ავყარე, ერთს ვტყნავდი მეორე მინეტს მიკეთებდა ბოზისშვილი ვიყო" გამოიყენებენ 15 20 წლის ბიჭები რომლებიც რთულად დასაჯერებელ ამბავს ყვებიან. პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს პიროვნების დედა იყოს პროსტიიტუციით დაკავებული. ქართულ ენათმეცნიერულ ლექსიკაში კი, იგი გამოიყენება საკუთარი აზრის ან არგუენტის განმტკიცებაში. _გუშინ რულეტკაში 700 ლარი მოვიგე ადამიანის მიერ გამოთქმული წინადადების ბოლოს დართული ფრაზა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის 100%-ით მართალია. ბოზიშვილი ვიყო გუშინ ირემზე ვიჯექი. 2 სიტყვის კომბინაცია რომელსაც ყველაფრის გადაჭრა შეუძლია
2019-10-20 23:34:06
https://www.bidzer.ge/word/146
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987750110.78/warc/CC-MAIN-20191020233245-20191021020745-00258.warc.gz
6,212
794,671,880
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და ასევე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ.ჭ დააკავეს. ამის შესახებ განცხადება შსს-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ გააკეთა. “გამოძიებამ დაადგინა, რომ კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული მისი ახლობლისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. ამის შემდეგ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს კაჭარავამ და ზურა ჭ.-მ აღნიშნულ მოქალაქეს ეს თანხა გამოსძალეს რა დროსაც დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 11-დან 15 წლამდე. შსს და სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური დაუყონებლივ რეაგირებას ახდენს ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, მათ შორის სისტემის შიგნით. მომავალშიც ეს უკომპრომისო ბრძოლა გაგრძელდება”, – განაცხადა თეა პერტაიამ.
2019-10-21 09:47:18
http://www.gmtv.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%A8/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987769323.92/warc/CC-MAIN-20191021093533-20191021121033-00099.warc.gz
15,990
272,697,786
12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქანდას ეკლესიაში მამა სერაფიმემ და მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა შეკრებილ მრევლს ახალი დუეტი შესთავაზეს. “აღსარება” – ასე ეწოდება საგალობელს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პარტიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უკვე მოისმინა და მისი ლოცვა-კურთხევით ეს საგალობელი ფართო საზოგადოებაში გავრცელდა. “არტ ინფო” გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს და გთავაზობთ გია გაჩეჩილაძისა და მამა სერაფიმეს დუეტს, რომელსაც ერის აღსარება უწოდეს.
2019-03-20 21:25:00
https://artinfo.ge/2017/07/asethi-aghsareba-jer-ar-mog/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202471.4/warc/CC-MAIN-20190320210433-20190320231933-00027.warc.gz
14,324
421,036,905
კლინიზოლის გვერდითი მოვლენებია: კლინიზოლის ვაგინალური კაფსულები ლოკალურად (ინტრავაგინალურად) კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა ვაგინალური გაღიზიანება, ქავილი, წვა, ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს და იშვიათად, შარდვის ოდნავ გახშირება და სქესობრივ პარტნიორში ზომიერი წვა ან გაღიზიანება. ძალიან იშვიათად, პაციენტებისათვის ამგვარი გაღიზიანება შეიძლება რთულად ასატანი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
2019-10-14 10:25:21
http://drugs.medgeo.net/%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986653216.3/warc/CC-MAIN-20191014101303-20191014124303-00273.warc.gz
8,555
59,059,492
ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, 1 ს/კ შაქარი, მარილი, 85 გრ. კარაქი; დაუმატეთ მსუბუქად გათქვეფილი კვერცხი და ისევ აურიეთ (თუკი ხაჭო ძალიან სქელია, თავიდან მისი ცხრილში გატარება მოგიწევთ). დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ რბილი ცომი, თუ საჭიროა გაზარდეთ ფქვილის რაოდენობაც. გადააფარეთ ცომს სუფთა ტილო და გადადგით. გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით პატარა კუბიკებად. მცირე ზომის ქვაბში გაალღვეთ 1 ს/კ ნაღების კარაქი, დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი (თუკი ვაშლი მჟავეა შეგიძლიათ შაქრის რაოდენობა გაზარდოთ) და ვაშლი, მოთუშეთ, სანამ მთელ წვენს არ შეიშრობს და ვაშლი კარგად არ დარბილდება. ბოლოს დაამატეთ ვანილი (ან დარიჩინი), აურიეთ და მიღებული გულსართი გადადგით გასაგრილებლად. გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე, გამოსაცხობ ლანგარზე დააფარეთ პერგამენტი და წაუსვით კარაქი. დაყავით ცომი 10 ნაწილად, გამოიყვანეთ ღვეზელები ვაშლის გულსართით, დააწყვეთ გამოსაცხობ ლანგარზე და ზემოდან მოაცხეთ კვერცხი. აცხვეთ, სანამ ღვეზელების ზედაპირი ოქროსფრად არ დაიბრაწება.
2019-10-17 01:25:48
https://kulinaria.ge/receptebi/xaWos-Rvezelebi-vaSlis-gulsarTiT_215/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672431.45/warc/CC-MAIN-20191016235542-20191017023042-00131.warc.gz
10,929
573,391,120
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი | გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები | ენები: ინგლისური , რუსული | „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებითა და საკვები დანამატებით უზრუნველყოფაა. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ასისტენტის პოზიციაზე. დაინტერესებულ პირებს, 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ლაბორატორიის ასისტენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ლაბორანტი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 09 ოქტ - 31 ოქტ | სტაჟიორი/ნავთობპროდუქტების, ელექტრო-ფიზიკური, ქრომატოგრაფიული ანალიზის მიმართულებით ტრანფიბერ-სერვისი 11 ოქტ - 01 ნოემ |
2019-10-20 10:13:52
https://www.hr.ge/announcement/84645/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986705411.60/warc/CC-MAIN-20191020081806-20191020105306-00106.warc.gz
10,103
915,939,138
თუშეთის პირიქითა ხეობაში ცეცხლი ნასოფლარის ტერიტორიაზე გავრცელდა. როგორც ჟურნალისტებს თუშეთის სოფელ ომალოში მცხოვრებლმა სოსო ბაბულაიძემ უთხრა, ხანძარი , სავარაუდოდ, გუშინ გაჩნდა და ძირითადად ბალახი იწვის. ,,ჩემი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ძირითადად ბალახია, ნასოფლარია, რომელსაც ხევოს ვეძახით. მიუვალი ადგილია და ცეცხლს წვიმა თუ ჩააქრობს. იქვე მდებარეობს ეკლესია, რომელსაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს”- ამბობს სოსო ბაბულაიძე . ხეობაში ცეცხლის კერების არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოში შეტყობინება ამ დრომდე არ შესულა. თუშეთში ხანძარის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ხახაბოს ტყეში ხანძარი ჯერ 2 სექტემბერს, შემდეგ კი 15 სექტემბერს ისევ გაჩნდა. ორივე ცეცხლის კერა უკვე ლიკვიდირებულია.
2019-03-22 16:57:18
https://news.ge/%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202672.57/warc/CC-MAIN-20190322155929-20190322181929-00485.warc.gz
29,017
576,478,826
- მიხაელ შუმახერის შვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა - 19 წლის მიკის მიზანი ფორმულა 1-ია ფორმულა 1-ის რეკორდსმენის, მიხაელ შუმახერის შვილი მიკ შუმახერის მრბოლელია, მაგრამ “დიდ ცირკამდე” ჯერ ვერ მიაღწია. თუმცა, მიკი მხოლოდ 19 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი კარიერა წინ აქვს. ლეგენდარული შუმის ვაჟი ახლა ფორმულა 3-ში ასპარეზობს, სადაც Prema Powerteam-ის ღირსებას იცავს და უკვე აქვს გარკვეული წარმატებები. 'ჩემთვის მისაბაძი მაგალითი, რა თქმა უნდა, მამაჩემია. მან ჩემს გადაწყვეტილებაზე და ზოგადად ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.' “როცა გადავწყვიტე, რომ მამის გზას დავდგომოდი და ავტომრბოლი გამოვსულიყავი, მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა - ფორმულა 1-ში წარმატებების მიღწევა. ჩემთვის მისაბაძი მაგალითი, რა თქმა უნდა, მამაჩემია. მან ჩემს გადაწყვეტილებაზე და ზოგადად ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ბავშვობიდან ყოველთვის ვაკვირდებოდი, რას როგორ აკეთებდა და მეც ფორმულა 1-ში ასპარეზობაზე ვოცნებობდი. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რასაც, იმედი მაქვს, გამოვიყენებ,” - განაცხადა მიკ შუმახერმა BBC-სთან ინტერვიუში. 19 წლის გერმანელს სჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ფორმულა 1-ში გადაინაცვლებს და დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ იმიტომ არ მოხდება, მიხაელ შუმახერის შვილი რომ არის: “საბედნიეროდ, ავტოსპორტში ყოველთვის უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია. სხვანაირად არავინ არსად მიგიღებს. მეც მინდა დავამტკიცო, რომ უბრალოდ მიხაელ შუმახერის შვილი კი არა, კარგი მრბოლელი ვარ!” - ამბობს მიკი. შუმის შვილს მიაჩნია, რომ სწორი გზა გაიარა და ახლაც სწორ გზაზე დგას: “ფორმულა 3 უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ფორმულა 2-ისკენ, მერე კი, რა თქმა უნდა, ფორმულა 1 იქნება ჩემი მიზანი. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ პროგრესი არ შევწყვიტო და ყველას ვუჩვენო, რა შემიძლია.”
2019-10-21 05:53:28
http://static.popsport.com/article/5923-chemi-mizani-mkholod-pormula-1-shumakheris-shvili-mamis-gzaze-dgas
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987756350.80/warc/CC-MAIN-20191021043233-20191021070733-00291.warc.gz
16,912
167,148,562
მარიამ სურამელი – “ჩემი სკოლა” – ქ. გორის №3 საჯარო სკოლა მე მარიამ სურამელი ვარ, ვსწავლობ ქ. გორის #3 საჯარო სკოლაში. მახსოვს, როცა სკოლაში პირველად შევდგი ფეხი, მეშინოდა არ დავკარგულიყავი, დედიკოს ხელს არ ვუშვებდი და თან თვალების ცეცებით ვაკვირდებოდი ყველაფერს. უკვე მეექვსე წელი დაიწყო, რაც ამ სკოლაში დავდვივარ, მივეჩვიე და შევიყვარე ყველაფერი, ახლა სკოლა ჩემი სახლივითაა, ჩემი კლასელები და მასწავლებლები ჩემი ოჯახის წევრებივით, მოკლედ, სკოლა ჩემი მეორე ოჯახია , მინდა ეს ოჯახი ისეთი იყოს, როგორზეც ყველა ბავშვი ოცნებობს. დაწყებითი კლასიდან მასწავლებლები ერთმანეთის სიყვრულს, მეგობრობას, ერთმანეთის გატანას და სამშობლოს სიყვარულს გვასწავლიდნენ. ვსწავლობდი რელიგიას, ამ საგანმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ცუდია რომ მაღალ კლასებში აღარ ვსწავლობთ, კარგი იქნებოდა გვესწავლა, რადგან როგორც ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა ,,მამული, ენა და სარწმუნოება’’ ის სამი რამეა რის გარეშეც ქართველმა ადამიანმა არ უნდა იცხოვროს. ჩვენ სკოლაში ისწავლება ბევრი საგანი ამ საგნების საშუალებით მივიღებთ განათლებას, რომელიც გამოგვადგება მომავალში, იმისთვის, რომ შევქმნათ უკეთესი საქართველო. მართალია საიმისოდ პატარები ვართ, რომ სამშობლოს ვემსახუროთ, მაგრამ ალბათ ამის დროც დადგება და ჩვენც ისეთები გავიზრდებით, რომ საქართველოს ვასახელებთ , მიწის არცერთ გოჯს არავის დავუთმობთ: ჩვენი მასწავლებლები არაფერს იშურებენ, უნდათ რომ ვიყოთ საუკეთესოები. მინდა ვისწავლო რელიგია, რადგან რწმენა ადამიანს უფრო აძლიერებს, ჩვენი სარწმუნოება საუკუნეების მანძილზე ქართველ ხალხს არ დაუკარგავს, ქრისტიანობისათვის ბევრი ქართველი ეწამა. ვიცი ალბათ სკოლის გადასაწყვეტი არ არის ვისწავლით თუ არა რელიგიას, მინდა განათლების სამინისტრომ დაუშვას ამ საგნის მაღალ კლასებში სწავლა, რათა ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდეთ. ჩემი სკოლა მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აქციაში, როგორც საქველმოქმედო ასევე ბუნების დასაცავად და ამ აქციებში ყოველთვის ყველა ბვშვი სიხარულით იღებს მონაწილეობას, მინდა ასეთი აქციები ხშირი იყოს. რაც შეეხება სკოლის კეთილმოწყობას, ჩვენი სკოლა ისეთი კეთილმოწყობილია, უკეთესს ვერც ვინატრებდი. გათბობა, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვაზე ხომ აღარაფერს ვიტყვი, სააქტო დარბაზი, ულამაზესი სცენა. სხვათა შორის ახალ წელს ძალიან კარგი ღონისძიება გაგვიკეთა ჩვენმა დამრიგებელმა ნანა ტაველიძემ. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით, როცა მიკროფონებში გვესმოდა ჩვენი ხმა, ძალიან ბედნიერბი ვიყავით ყველა, ასეთი მაღალტექნოლოგიებით მოწყობილი დარბაზი ალბათ არავის აქვს, როგორიც ქ. გორის #3 საჯარო სკოლას. ამისათვის დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს ბატონ ვახტანგ სუხიტაშვილს. ის მართლაც კარგი დირექტორია, ძალიან გვიყვარს. ჩვენთვის ყველაფერს აკეთებს. უზომოდ კეთილი და მზრუნველია. მის თვალებში დიდი სითბო და სიყვარული გამოსჭვივის. მე და ჩემს კლასელებს ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ სკოლაში ვსწავლობთ, გვყვავს ძალიან თბილი და მოსიყვარულე დამრიგებელი, რომელიც დედასავით ზრუნავს ჩვენზე და ყველა სხვა საგნის მასწავლებელი, რომლებიც ენერგიას არ იშურებენ ჩვენთვის, რომ კარგი განათლება მივიღოთ და სანიმუშონი ვიყოთ. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ ყველაზე მეტი ბავშვი ჩვენ სკოლაში სწავლობს. 1400 ბავშვს იტევს ამ სკოლის კედლები. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ალბათ უკეთესზე ვერც ვიოცნებებდი. ქ. გორის №3 საჯარო სკოლა სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
2019-10-16 11:51:09
http://www.ambioni.ge/mariam-surameli-cemi-skola
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668569.22/warc/CC-MAIN-20191016113040-20191016140540-00016.warc.gz
15,124
216,396,653
ფემინიზმი — (ლათ. femina, «ქალი») საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა. ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომლებიც ეხება ქალთა მდგომარეობას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში. არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი: ლიბერალური, რადიკალური, ლესბოსური, ეკოფემინიზმი, მარქსისტული, ანარქისტული, ე.წ. შავი ფემინიზმი, ანტირასისტული, ეგალიტარული, კულტურული, ნეოფემინიზმი, პოსტკოლონიალური, ფსიქოანალიტიკური, ჰუმანური, პოსტსტრუქტურალისტური, პოსტმოდერნისტული და ა.შ მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი ღერძი კი ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა. ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მისი თეორიის ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. ამ თეორიის ჩამოყალიბების მთავარი ბიძგი 1776 წლის „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ და 1789 წლის „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ იყო, რომლებიც განმანათლებლობის ეპოქის ოპტიმიზმს ასახავს. მოგეხსენებათ მე-18 საუკუნე „განმანათლებლობის“ ეპოქად არის მიჩნეული, თუმცა იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში „ადამიანი რაციონალური“ / „The man of reason” მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა არაფრად ჩააგდეს იმ დროინდელი მოაზროვნეების : ვოლტერის, დიდროს, მონტესკიეს, რუსოს განსჯანი იმის თაობაზე, რომ ქალები არსებითად ემოციების ქმნილებები არიან და რომ მათ ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. სწორედ ეს ფაქტები მოიაზრება ფემინისტური აზროვნების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად. მერი უოლსტოუნკრაფტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] მერი უოლსტოუნკრაფტი საკუთარ ნაშრომში „ქალის უფლებების დაცვა“[1] (1792) უპირისპირდება იმ ეპოქის აღზრდის სისტემას ჟან ჟაკ რუსოს მიხედვით, სადაც ნათქვამია, რომ ვაჟები სახელმწიფო მოღვაწეებად, მოქალაქეებად უნდა აღზარდონ, ხოლო გოგონები კი - დედებად და ცოლებად. ავტორი ამ მოსაზრებებს საკუთარ არგუმენტებს უპირისპირებს: - ქალების ნაკლებად განვითარებული აზროვნების უნარი არა მათი სქესის ბუნებრივი ნიშანია, არამედ მაღალი კლასის წარმომადგენელი ქალბატონების პატივმოყვარეობის შედეგია. მათ ურჩევნიათ იზრუნონ საკუთარ გარეგნობაზე, ვიდრე - გონებაზე. - გონიერება ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად ახასიათებთ, განსხვავება ისაა, რომ ქალებს მისი განვითარების ნაკლები საშუალება და უფლება აქვთ. - ადამინის ზნეობა ვერ იქნება სქესით განპირობებული. დედის/ცოლის თავისთავადი ზნეობა მამაკაცებმა მოიგონეს ქალების დასამორჩილებლად და მათი ასპარესის შესაზღუდად. - ქალი, რომელმაც მხოლოდ მორჩილება იცის და თავის არჩევანში არ არის თავისუფალი, ვერ იქნება კარგი აღმზრდელი. მხოლოდ განათლებულ ქალს შეუძლია ღირსეული შთამომავლობის აღზრდა. ქალებისთვის განათლების უფლების მინიჭებამ, როგორც ლიბერალური ფემინიზმის მონაპოვარმა, ასევე გზა გაუხსნა თანასწორობის იდეის აქტუალიზაციას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში, რაზეც XVIII-XIX საუკუნის მოაზროვნეთა მრავალი წელი დაიხარჯა. ჯონ სტიუარტ მილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] XVIII საუკუნის განმანათლებლობის იდეას, მერი უოლსტოუნკრაფტის მსგავსად, ეწინააღმდეგება ჯონ სტიუარტ მილიც საკუთარ ნაშრომში „ქალის დაქვემდებარებულობა“ (1861). მისი აზრით, განმანათლებლობის იდეამ გონებაზე დაფუძნებული საზოგადოების შესახებ, საფუძველი გამოაცალა ქალის ჩამორჩენილობას. სოციალური წნეხის და ცუდი განათლების გამო ქალები მართლაც ჩამორჩებოდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი შევიწროვების და შესაძლებლობათა შეზღვუდვის გამო ხდებოდა. ავტორის აზრით, უნდა გაუქმდეს ქალის მონური მდგომარეობა ქორწინებაში, უნდა დამკვიდრდეს თანასწორი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ანაზღაურებად შრომაზე, არჩევნებში მონაწილეობასა და პოლიტიკურ აქტიურობაზე. ქალების აზროვნება ინტუიციური, პრაქტიკული და კონკრეტულია. ეს შეხედულება, ერთი შეხედვით ინტელექტუალური იერარქიის ჩამოყალიბებას წააგავს, სადაც ქალი-ასისტენტის ნაკლებად მნიშვნელოვან უნარებს იყენებს, რაც არაერთხელ გააკრიტიკეს ფემინისტებმა, თუმცა ავტორის პოზიციის ასეთი ინტერპრეტაცია უსამართლოა, რადგან იგი არცერთ მის ნაშრომში არ ამტკიცებდა, რომ რაციონალური აზროვნება ერთადერთი და საუკეთესოა. არც აზროვნების სხვადასხვაობას უკავშირებდა სქესთა შორის განსხვავებებს. „ლოგიკური“ და „ინტუიციური“ მასთან ურთიერთშემავსებელი ფენომენია და არა ურთიერთგამომრიცხავი ან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი. ოლიმპია დე გუჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ოლიმპია დე გუჟის ნაშრომში „ ქალისა და მოქალაქე ქალის უფლებათა დეკლარაციაში“ გაანალიზებულია პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი, როგორც აუცილებლობა თავისუფლების, საკუთრების უფლების, უსაფრთხოების მოსაპოვებლად და ჩაგვრისადმი წანააღმდეგობის გაწევის საშუალებად. „ქალებო, გაიღვიძეთ... აღმოაჩინეთ თქვენი უფლებები. ბუნების ძლევამოსილი იმპერია უკვე აღარ არის გარემოცული ცრურწმენებით, ფანატიზმით, განსჯამდელი შეხედულებებითა და სიცრუით...““ - ასე მიმართავთა ოლიმპია დე გუჟი თავის თანამედროვე ქალებს. „რესპუბლიკელ ქალთა საზოგადოება“ , რომელიც ოლიმპია დე გუჟმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის იდეას მიუძღვნა, მაქსიმილიან რობესპიერმა (1758 – 1794) შეავიწროვა, ხოლო 1793 წელს კი მის ავტორს და ლიდერს გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს. მიუხედავად ასეთი ტრაგიკული დასასრულისა ოლიმპია დე გუჟმა შთააგონა უამრავი ქალბატონი საიმისოდ, რომ გაერთიანებულიყვნენ და საკუთარი მონაწილეობით შეეცვალათ სინამდვილე. ავგუსტ ბებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ავგუსტ ბებელის ნაშრომმა „ქალი და სოციალიზმი“[2] საფუძველი დაუდო კამათს: რა უნდა შესთავაზოს სოციალიზმმა ქალს? ავტორის აზრით ქალის ჩაგვრა კლასობრივი საზოგადოების შედეგია. პროლეტარიული რევოლუცია მას ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, საოჯახო შრომისა და ბავშვების აღზრდის გასაზოგადოებრიობას მოუტანს. მარქსისტებისაგან განსხვავებით, ბებელი მიიჩნევდა, რომ მშრომელი ქალი დაჩაგრული იყო, რადგან ოჯახს გარეთ შრომის გარდა, ქალი სასომიხდილია შინ შრომითაც. აქედან გამომდინარე, ქალებს საერთო ინტერესები აქვთ კლასობრივი კუთვნილების მიუხედავად და ამოტომ მათი მოძრაობა განმათავისუფლებელი ბრძოლაა და არა - მუშა ქალების უფლებებრივი წინსვლა. კლარა ცეტკინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] კლარა ცეტკინის აზრით ქალების განთავისუფლება მხოლოდ კაპიტალიზმის განადგურებით და სოციალიზმის გამარჯვებით იყო შესაძლებელი. ქალთა საკითხის აქტუალურობაში მან მრავალი გერმანელი დაარწმუნა და უკვე 1900 წლისათვის მძლავრი მოძრაობა ჩამოაყალიბა. ცეტკინი ასევე იყო სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი და სერიოზული უთანხმოება ჰქონდა თანაპარტიელებთან, რადგან მათგან განსხვავებით მიიჩნევდა, რომ სერიოზული სოციალური ცვლილებები შესაძლებელი იყო ევოლუციური გარდაქმნებისა და საპარლამენტო რეფორმების გზით. მისი აზრით , მუშათა კლასის წარმომადგენელმა ქალებმა და მამაკაცებმა ერთმანეთი უნდა განიხილონ არა როგორც მჩაგვრელმა და დაჩაგრულმა, არამედ როგორც კოლეგებმა/ამხანაგებმა, რომლებიც საერთო საქმისთვის, სამართლიანობისთვის იბრძვიან. თუმცა ხშირად მისი ეს მოსაზრებები უტოპიად რჩებოდა, რადგან პარტიულ მამაკაცთა უმრავლესობა ქალთა პრობლემებს ნაკლებად აქტუალურად მიიჩნევდა და ხსნიდა დღის წესრიგიდან. კლარა ცეტკინის თანამედროვე ქალბატონების უმრავლესობა ჩაგვრისა და შევიწროების მიზეზად უმუშევრობას მიიჩნევდა და არა პოლიტიკურ სისტემას. ცეტკინი ხედავდა ამას და ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ ყველაფრის სათავე შრომის კაპიტალისტური განაწილება იყო. სიმონ დე ბოვუარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] XX საუკუნის შუა წლების საფრანგეთში, მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური პარტია წლების განმავლობაში ქალების უფლებებს თეორიულად არ უარყოფდა, მაინც პრუდონსის ანტიქალურ პოზიციას იზიარებდა. ქალებს მხოლოდ ორი როლი შეიძლება ჰქონდეთ: დიასახლისის ან მეძავის ხოლო ფემინიზმი საშუალო კლასის გამოგონილ იდეად მიიჩნეოდა. სიმონ დე ბოვუარი, 1949 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „მეორე სქესი“[3], ამომწურავად სცემს პასუხს კითხვაზე „რას ნიშნავს იყო ქალი?“. წიგნში გამოყენებულია ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ანთროპოლოგიური, ისტორიული, ლიტერატურული და ცხოვრებისეული მასალის მთელი სპექტრი იმის დასამტკიცებლად, რომ ქალის თავისუფლებისათვის ძირითად წინააღმდეგობას წარმოადგენს არა ბიოლოგია ან პოლიტიკური და იურიდიული შეზღუდვები და არც მისი ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ უფრო საზოგადოებაში „ქალურობის“ წარმოების პროცესი. სწორედ ბოვუარს ეკუთვინს ცნობილი ფრაზა „ქალად კი არ იბადებიან, ქალები ხდებიან“. გოგონების აღზრდის სისტემის ანალიზმა, მათთვის ადამიანური ბუნების სრული გამოვლენის შეზღუდვის გაცნობიერებამ იგი ქალიშვილებისა და ქალების გამოცდილების შესწავლასთან მიიყვანა. ბოვუარის განხილვის საგანი გახდა საზოგადოებაში აკრძალული თემები, როგორებიცაა მენსტრუაცია და სექსუალობა, რომლებსაც აკადემიური პუბლიკაციისთვის უპრეცედენტო გულახდილობით აანალიზებს. ამ გზით ის ცდილობდა ეთქვა , რომ ბიოლოგიურმა აგებულებამ არ უნდა განსაზღვროს საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა. სრულფასოვან ადამიანურ არსებად ქალი მხოლოდ თავისი ფიზიოლოგიის დაძლევით შეიძლება იქცეს. რადიკალური ფემინიზმი პატრიარქატის წინააღმდეგ ქეით მილეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] განათლებისა და სამოქალაქო - პოლიტიკური მონაწილეობის უფლებების მოპოვების შემდეგ კვლავ იწყება „ქალის“ და „ქალურობის“ კონცეფციების სიღრმისეული კვლევა, ურომლისოდაც სამყაროს შესახებ ცოდნა არასრულყოფილი და ნაკლოვანია. ამ ნაკლის დასაძლევად საჭიროა ცოდნა გაფართოვდეს და შეივსოს ახალი ხედვებითა და ფაქტორებით: - ქალის რეპროდუქციული როლი განაპირობებს სამყაროს შესახებ ისეთ წარმოდგენებს, რომლებიც სცილდება „გამოთვლებისა“ და ფორმალური ლოგიკის სფეროს; - ქალის გაფანტული მგრძნობელობა განაპირობებს მისი ცოდნის მრავალფეროვან ფორმებს. - ქალის განსხვავებული გამოცდილება განაპირობებს განსხვავებულ ეთიკურ სისტემას (ზრუნვა, ერთგულება, პასუხისმგებლობა); - ბავშვების აღმზრდელის როლი განაპირობებს ქალის აზროვნების განსაკუთრებულ წესს (პაციფიზმს) ქეით მილეთი თავის ნაშრომში „სექსუალური პოლიტიკა“ აკრიტიკებს პატრიარქატს, როგორც აბსოლუტური მართვის სისტემას. საზოგადოებათა უმრავლესობაში პატრიარქატი ასევე ემყარება ქალების სექსუალურ ექსპლუატაციას და გაუპატიურებას. ამ კონტექსტში ქალისა და მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა სხვა არაფერია, თუ არა მამაკაცური ძალაუფლების გამოვლინება. ამ წარმოდგენის დასამტკიცებლად ქეით მილეთი აანალიზებს XX საუკუნის ოთხი მწერლის შემოქმედებას (დევიდ ჰერბერტ ლოურენსი, ჰენრი მილერი, ნორმან მაილერი, ჟანა ჟენე) სწორედ სექსუალური ცხოვრების აღწერა-გამოხატვის კუთხით და ახდენს სექსის, როგორ უხეში სექსუალური დათრგუნვის ინსტრუმენტის დეკონსტრუირებას [4]. რომელ ქვეყანაში როდის მიეცათ ქალებს ხმის მიცემის უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] - 1894 - ახალი ზელანდია - 1918 - დიდი ბრიტანეთი, საქართველო - 1946 - იტალია, იუგოსლავია ფემინისტი ქალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] - ფრანჩესკა, ანჯელა დიანა დი რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] - ქალთა უფლებები, პოლიტიკა, ადამიანის უფლებები. - Mix-Cité - ფემინისტური ასოციაცია
2019-10-17 03:46:05
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672548.33/warc/CC-MAIN-20191017022259-20191017045759-00401.warc.gz
30,281
553,058,004
უღირს თუ არა გახარიას პროტესტის ფონზე თანამდებობაზე ყოფნა: შს მინისტრის კომენტარი საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ახალგაზრდებს, რომლებიც 22–ე დღეა, შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ, არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში შს მინისტრად ყოფნა. ამის შესახებ მან TV „პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, უღირს თუ არა მინისტრს მიმდინარე მოვლენები, პროტესტი თანამდებობაზე ყოფნად. „დღეს ყველაზე მარტივი გამოსავალია წასვლა, თუმცა პირადად ჩემთვის წასვლა პასუხსიმგებლობისგან გაქცევაა და არა პასუხისმგებლობის აღება. ის, რასაც ეს ახალგაზრდები ახლა საუბრობენ, გულწრფელად საუბრობენ შეცოდებაზე... მათ ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული რას ნიშნავს, იყო სახემწიფო სამსახურში, საქართველოსნაირ ქეყანაში იყო შს მინისტრი, პარლამენტს, რომელიც წარსულში რამდენჯერმე იყო აღებული, კიდევ ერთხელ ესხმიან თავს“,– განაცხადა გახარიამ. დღეს მინისტრს „პირველის“ შენობაში შესვლა პროტესტის ფონზე მოუწია. შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.
2019-10-22 23:35:29
http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=3496
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987826436.88/warc/CC-MAIN-20191022232751-20191023020251-00224.warc.gz
13,699
6,578,311
ბიძინა ივანიშვილის მეორე შეხვედრა ჟურნალისტებთან. ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში შესულ საქმეებს უცხოელი პროკურორები გამოიძიებენ, მისთვის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პირობას დებს, რომ პირველი იქნება, ვინც ყოფილი მთავარი პროკურორის დასჯას უმკაცრესად მოითხოვს. „ომეგა ჯგუფის“ დავალიანებაზე პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიზნესმენი სახელმწიფოს აშანტაჟებს და თუ ის დავალიანების დაფარვისთვის მზადაა, ხელისუფლება „ომეგა ჯგუფს“ შანსს კიდევ ერთხელ მისცემს. როგორ აღიქვამს გუშინ გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა ივანიშვილზე საუბრობდნენ და კიდევ რა შეკითხვებს უპასუხა ყოფილმა პრემიერმა, ამას ანა ბროლაძე გვეტყვის
2019-10-23 07:51:46
https://1tv.ge/video/interviu-bidzina-ivanishviltan-5/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829507.97/warc/CC-MAIN-20191023071040-20191023094540-00278.warc.gz
13,790
334,865,885
ნეიროფარმაკოლოგია შეიწავლის მედიკამენტების გავლენას იმ ნერვული სისტემის უჯრედებსა და ნეირონულ მექანიზმებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქცევის ჩამოყალიბების პროცესში.ნეიროფარმაკოლოგია ორ ძირითად განშტოებად იყოფა, ესენია: ქცევითი და მოლეკულური ნეიროფარკოლოგია. ქცევითი ნეიროფარმაკოლოგია იკვლევს მედიკამენტების გავლენას ადამიანის ქცევაზე (ნეიროფსიქოფარმაკოლოგია), რაც გულისმობს დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და ადამიანის გონებას შორის არსებულ მიმართებებს[1]. მოლეკულური ნეიროფარმაკოლოგია კი შეისწავლის ნეირონებსა და მათ ნეიროქიმიურ ურთიერთქმედებას ნევროლოგიურ ფუნქციონირებაზე დადებითი ეფექტის მქონე მედიკამენტების შესაქმნელად. ორივე სფერო მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ორივე მათგანი განიხილავს ნეიროტრანსმიტერების, ნეიროპეპტიდების, ნეიროჰორმონების, ნეირომოდულატორების, ენზიმების, მეორეული მესენჯერების, თანაგადამტანი ცილების, იონური არხებისა და რეცეპტორების ურთიერთქმედებას ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. ამ ურთიერთქმედებათა შესწავლის შედეგად მკვლევრები მრავალი ნევროლოგიური აშლილობის სამკურნალო მედიკამენტებს ქმნიან, მათ შორის ტკივილის, ნეიროდეგენერაციული დაავადებების (პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადება), ფსიქოლოგიური აშლილობებების, დამოკიდებულებებისა და სხვაგვარი აშლილობების სამკურნალო მედიკამენტებსაც. ნეიროფარმაკოლოგია სამეცნიერო სფეროში მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა საბაზისო ინფორმაცია მოიპოვეს ნერვული სისტემის შესახებ. ამ აღმოჩენამდე არსებობდა მედიკამენტები, რომლებსაც ჰქონდათ რაღაც ტიპის გავლენა ნერვულ სისტემაზე. 1930 წელს ფრანგმა მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა ფენოთიაზინის ნაერთზე, რომელიც მალარიის დასამარცხებლად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიკამენტი მალარიით დაავადებული ინდივიდებისთვის ნაკლებად დამაიმედებლი იყო, აღმოჩნდა, რომ მას დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა, რაც დადებით ზეგავლენას ახდენდა პარკინსონით დაავადებულ ადამიანებზე. ეს შავი ყუთის მეთოდი, რომლის მიხედვითაც მედიკამენტის ეფექტის კვლევა მიმდინარეობდა პაციენტის პასუხთან მედიკამენტის მოქმედების მიმართების ცოდნის გარეშე, წარმოადგენდა ამ სფეროს კვლევის ძირითად მიდგომას 1940-იან წლებსა და 1950-იანი წლების დასაწყისამდე. მაშინ, როცა მეცნიერებს შეეძლოთ ისეთი ნეიროტრანსმიტერების იდენტიფიცირება, როგორებიცაა: ნორეპინეფრინი (მონაწიელობს სისხლძარღვების შევიწროებასა და გულის შეკუმშვის სიხშირისა და სისხლის წნევის ზრდაში), დოფამინი (რომლის უკმარისობა აღინიშნება პარკინსონის დაავადებისას) და სეროტონინი (მალევე აღიარებული, როგორც ღრმა კავშირის მქონე დეპრესიასთან). 1950-იან წლებში მეცნიერებს ასევე უკეთ შეეძლოთ გაეზომათ ამა თუ იმ ნეიროქიმიურ ნივთერებათა დონე სხეულში და დაედგინათ, ნივთიერებათა რაოდენობის ქცევასთან მიმართება.[2] 1948 წელს ძაბვის მომჭერის გამოგონებამ 1949 წელს უკვე შესაძლებელი გახადა იონური არხებისა და ნერვული უჯრედების მოქმედების პოტენციალის კვლევა. ამ ორმა მთავარმა ისტორიულმა მოვლენამ ნეიროფარმაკოლოგიაში მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა არამხოლოდ ერთი ნეირონიდან მეორეში ინფორმაციის გადაცემის პროცესი ეკვლიათ, არამედ გაერკვიათ ისიც, თუ როგორ ამუშავებს ამ ინფორმაციას ნეირონი თავის თავში. ნეიროფარმაკოლოგია არის მეცნიერების ის მრავლისმომცველი სფერო, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ნერვული სისტემის მრავალ ასპექტს - ერთი ნეირონის მანიპულაციის, ტვინის მთლიან რეგიონების, ზურგის ტვინსა და პერიფერიულ ნერვების შესწავლას. მედიკამენტთა განვითარების საფუძვლების უკეთ გასაგებად, თავდაპირველად, ნეირონების ერთმანეთთან კომუნიკაცია უნდა იყოს გაგებული. ეს სტატია შეეხება ორივე ტიპის - ქცევითი და მოლეკულური ნეიროფარმაკოლოგიის, იმ მთავარ რეცეპტორებს, იონურ არხებსა და ნეიროტრანსმიტერებს, რომლებზე მანიპულირებაც მედიკამენტების მოქმედების დროს მიმდინარეობს და იმასაც, თუ რა სარგებელი მოაქვს ნეიროფარმაკოლოგიას ნევროლოგიური აშლილობების მქონე ადამიანებისათვის. ნეიროქიმიური ურთიერთქმედებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] იმ პოტენციური მიღწევების გასაგებად, რომელიც ნეიროფარმაკოლოგიამ შეიძლება მოიტანოს, მნიშვნელოვანია იმის გაგება თუ როგორ გადაიცემა ადამიანის ქცევა და ფიქრის პროცესი ნეირონიდან ნეირონში და როგორ შეუძლია მედიკამენტების მიღებას ამ პროცესების ქიმიური საფუძვლების შეცვლა. ნეირონები აღგზნებადი უჯრედები არიან, რადგან მათ ზედაპირზე უამრავი ცილაა მოთავსებული, რომლებსაც იონურ არხებს უწოდებენ. ისინი ნებას რთავენ დამუხტულ ნაწილაკებს იმოძრაონ უჯრედში. ნეირონის სტრუქტურა შესაძლებელს ხდის ქიმიური ინფორმაციის მიღებას დენდრიტების მეშვეობით, შესაძლებელს ხდის მის გავრცელებას პერიკარიონითა (უჯრედის სხეულით), და აქსონით. საბოლოოდ კი, ეს ინფორმაცია სხვა ნეირონებს აქსონის ტერმინალის მეშვეობით გადაეცემა. ეს ძაბვის-გამტარი იონური არხები მთელ უჯრედში შესაძლებელს ხდის სწრაფ დეპოლარიზაციას. დეპოლარიზაცია თუკი მიაღწევს გარკვეულ ზღვარს, მაშინ გამოიწვევს მოქმედების პოტენციალს. მოქმედების პოტენციალი როდესაც მიაღწევს აქსონის ტერმინალამდე, გამოიწვევს კალციუმის იონების შედინებას უჯრედში. კალციუმის იონები შემდეგ გამოიწვევენ სისხლძარღვების - ნეიროტრანსმიტერებით[2] სავსე მცირე ერთიანობების მიმაგრებას უჯრედის მემბრანაზე და მისი შიგთავსის გამოთავისუფლებას სინაფსში. ეს უჯრედი ცნობილია როგორც პრე-სინაფსური ნეირონი; ხოლო უჯრედი, რომელიც ურთიერთქმედებს გამოთავისუფლებულ ნეიროტრანსმიტერთან ცნობილია, როგორც პოსტ-სინაფსური ნეირონი. როდესაც ნეიროტრანსმიტერი თავისუფლდება სინაფსში, მას შეუძლია დაემაგროს პოსტ-სინაფსური უჯრედის რეცეპტორებს. გარდა ამისა, პრე-სინაფსურ უჯრედს ნეიროტრანსმიტერის ხელახლა აღება და შემდეგი გადაცემისთვის შენახვა შეუძლია. ასევე შესაძლებელია იგი ენზიმების მიერ დაიშალოს სინაფსში გარკვეული ნეიროტრანსმიტერის შესაბამისად. ეს სამი სხვადასხვა მოქმედება წარმოადგენს ძირითად სივრეს, სადაც მედიკამენტების მოქმედებას შეუძლია ნეირონებს შორის კომუნიკაციაზე გავლენის ქონა. პოსტ-სინაფსურ ნეირონზე არსეობობს ორი ტიპის რეცეპტორი, რომლებზეც ნეიროტრანსმიტერები ურთიერთქმედებენ. პირველი ტიპის რეცეპტორები არიან ლიგანდების მიერ მართული იონური არხები - LGIC-ები. LGIC რეცეპტორები წარმოადგენენ ქიმიური სიგნალიდან ელექტრულ სიგნალზე გადაცემის უსწრაფეს ტიპს. როდესაც ნეიროტრანსმიტერი მიემაგრება რეცეპტორს, ეს გამოიწვევს კონფორმაციულ ცვლილებას, რომელიც იონებს მისცემს უჯრედში პიდაპირ შედინების შესაძლებლობას. მეორე ტიპის რეცეპტორები ცნობილნი არიან როგორც G-ცილასთან დაკავშირებული რეცეპტორები -GPCR-s. ისინი გაცილებით ნელები არიან ვიდრე LGIC რეცეპტორები, რისი მიზეზიც იმ ბიოქიმიური რეაქციების რაოდენობათა ზრდაა, რომელიცუჯრედის შიგნით მიმდინარეობს. როდესაც ნეიროტრანსმიტერი ემაგრება GPCR ცილას, ეს იწვევს შიდაუჯრედული ურთიერთქმედებების კასკადს, რომლების წინ უძღვის მრავალ სხვადასხვა ტიპის ცვლილებას უჯრედულ ბიოქიმიაში, ფსიქოლოგიასა და გენების ექსპრესიაში. ნეიროტრანსმიტერ-რეცეპტორის ურთიერთქმედებები ნეიროფარმაკოლოგიის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალი მედიკამენტი დაფუძნებულია ამ(ნეიროტრანსმიტერ-რეცეპტორის) დაკავშირების პროცესის გაწყვეტაზე.[3] მოლეკულური ნეიროფარმაკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] მოლეკულური ნეიროფარმაკოლოგია იკვლევს ნეირონებისა და მათი ნეიროქიმიური ურთიერთქმედებების ახალი მედიკამენტების შექმნის მიზნით, რომლებიც უმკურნალებენ ისეთ ნევროლოგიურ აშლილობებს, როგორებიცაა ტკივილი, ნეიროდეგენერაციული დაავადებები და ფსიქოლოგიური აშლილობები (ამ შემთხვევაში, ცნობილი როგორც ნეიროფსიქოფარმაკოლოგია). არსებობს რამდენიმე ტექნიკური ტერმინი, რომელიც უნდა განიმარტოს ნეიროტრანსმიტერის რეცეპტორზე მოქმედების დროს: 1.აგონისტი- მოლეკულა რომელიც უკავშირდება რეცეპტორის ცილას და ააქტიურებს რეცეპტორს 2.კონკურენტული ანტაგონისტი- მოლეკულა, რომელიც უკავშირდება რეცეპტორის ცილის იმავე რეგიონს, რომელსაც აგონისტი და იცავს რეცეპტორს გააქტიურებისგან 3.არაკონკურენტული ანტაგონისტი- მოლეკულა, რომელიც ემაგრება რეცეპტორის ცილას ანტაგონისტისგან განსხვავებულ ადგილას, მაგრამ იწვევს კონფორმაციულ ცვლილებას ცილაში, რომელიც არ უშვებს აქტივაციას. მომდევნო ნეიროტრანსმიტერ-რეცეპტორის ურთიერთქმედებებზე გავლენა შესაძლოა იქონიოს სინთეტიკურმა პრეპარატებმა, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სამიდან ერთ-ერთი. ასევე შესაძლებელია ნატრიუმ-კალიუმის იონური არხების მანიპულირება ნეირონში მოქმედების პოტენციალზე შემაკავებელი ეფექტისათვის. GABA ნეიროტრანსმიტერი განაპირობებს სწრაფ სინაფსურ შეკავებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. როდესაც GABA გამოთავისუფლდება თავისი პრე-სინაფსური უჯრედიდან, ის უკავშირდება რეცეპტორს (უმეტესწილად GABA A რეცეპტორს), რომელიც იწვევს პოსტ-სინაფსური უჯრედის ჰიპერპოლარიზებას (დარჩენა თავისი მოქმედების პოტენციალის ზღვარს ქვემოთ). ეს აფერხებს რაიმე აღმგზნები მანიპულაციის ეფექტს სხვა ნეიროტრანსმიტერ-რეცეპტორის ურთიერთქმედებისგან. GABA A რეცეპტორი შეიცავს მრავალ დასაკავშირებელ ადგილს, რომელიც შესაძლებელს ხდის კონფორმაციულ ცვლილებებს და არის პირველადი სამიზნე მედიკამენტის განვითარებისთვის. ყველაზე გავრცელებული ამ დასაკავშირებელ ადგილებს შორის არის ბენზოდიაზეპინი, რომელიც უშვებს ორივე, აგონისტისა და ანტაგონისტის ეფექტებს რეცეპტორზე. გავრცელებული მედიკამენტი, დიაზეპამი, მოქმედებს როგორც ალოსთერიკული ხელშემწყობი ამ დასაკავშირებელ ადგილთან.[4] სხვა რეცეპტორი GABA-სთვის, ცნობილი როგორც GABA B, შესაძლებელია გაძლიერდეს იმ მოკლეკულის მეშვეობით, რომლის სახელია ბაკლოფენი. ეს მოლეკულა მოქმედებს, როგორც აგონისტი, ააქტიურებს რეცეპტორს და ცნობილია, როგორც დამხმარე კონტროლსა და სპაზმური მოძრაობების შემცირებაში. ნეიროტრანსმიტერი დოფამინი განაპირობებს სინაფსურ გადაცემას ხუთ სპეციფიურ GPCR-სთან დაკავშირების მეშვეობით. ეს ხუთი რეცეპტორი ცილა დაყოფილია ორ კლასად იმის მიხედვით თუ როგორ (აღმგზნებ თუ შემაკავებელ) ეფექტს ახდენს თითოეული მათგანი პოსტ-სინაფსურ უჯრედზე. არსებობს წამლების მრავალი ტიპი, ლეგალური და არა ლეგალური, რომლებიც ზემოქმედებენ დოფამინსა და მის მიმართებაზე ტვინთან. პარკინსონის დაავადებისას, რომელიც ხაიათდება ტვინში დოფამინის რაოდენობას სიმცირით, პაციენტს ეძლევა დოფამინის წინამორბედი - ლევოდოპა. მისგან განსხვავებით, დოფამინს არ შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერის გადაკვეთა.ზოგიერთი დოფამინ - აგონისტები გამოიყენება პარკინსონის დაავადების მქონე ისეთი ადამიანების მკურნალობისას, რომლებსაც აქვთ მოუსვენარი ფეხების სინდრომი - RLS. ასეთი წამლების რიცხვში შედის როპინიროლი და პრამიპექსოლი.[5] ფსიქოლოგიური აშლილობები, კერძოდ, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) შესაძლებელია განიკურნოს ისეთი მედიკამენტით, როგორიცაა მეთილფენიდატი ( ასევე ცნობილი, როგორც რიტალინი), რომელიც ბლოკავს დოფამინის ხელახლა მიღებას პრე-სინაფსური უჯრედის მიერ, შესაბამისად, სინაფსურ ნაპრალში დარჩენილი დოფამინის რაოდენობა იზრდება. ეს ზრდა სინაფსურ დოფამინში გამოიწვევს პოსტ-სინაფსური უჯდების რეცეპტორებთან კავშირის ზრდას. იგივე მექანიზმი გამოიყენება სხვა არალეგალური და ძლიერმოქმედი სტიმულანტის, კოკაინის შემთხვევაში. ნეიროტრანსმიტერ სეროტონინს გააჩნია უნარი, რომ სინაფსური გადაცემისას იყოს შუამავლი GPCR-ს ან LGIC რეცეპტორებისთვის. იმაზე დაყრდნობით თუ ტვინის რომელ რეგიონშია სეროტონინის აქტივობა, განისაზღვრება პოსტ-სინაფსური პასუხების გაზრდა ან შემცირება. ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებული მედიკამენტები, რომლებიც დეპრესიის დროს ორგანიზმში სეროტონინის დონის დასარეგულირებლად გამოიყენება, არიან SSRI- სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები. ეს მედიკამენტები აჩერებენ სეროტონინის უკან, პრე-სინაფსურ ნეირონში ტრანსპორტირებას, და ტოვებენ მეტ სეროტონინს სინაფსურ ნაპრალში. SSRI-ს აღმოჩენამდე არსებობდა მრავალი მედიკამენტი, რომელიც აფერხებდა იმ ენზიმების მოქმედებას, რომელიც სეროტონინს შლიდა. MAOI-ები - მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები ზრდიან სეროტონინის რაოდენობას პრე-სინაფსურ უჯრედში, მაგრამ მათი მოქმედება მრავალ გვერდით მოვლენასთან არის დაკავშირებული, როგორებიცააა ინტენსიური შაკიკი და სისხლის მაღალი წნევა. ამგვარი მოვლენები საბოლოოდ დაუკავშირდა მედიკამენტის ურთიერთქმედებას ცნობილ ნაერთთან, თირამინთან, რომელიც მრავალი ტიპის საკვებშია აღმოჩენილი.[6] იონური არხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] იონური არხები ნეირონის მემბრანის ზედაპირზე მდებარეობენ. ისინი შესაძლებელს ხდიან მოქმედების პოტენციალის დროს ნატრიუმის იონების შედინებასა და კალიუმის იონების გამოდინებას. შესაბამისად, იონური არხების სელექციური გადაკეტვა შეამცირებს მოქმედების პოტენციალის გაჩენის ალბათობას. მედიკამენტი რილუზოლი წარმოადგენს ნეიროპროტექტორს, რომელიც ბლოკავს ნატრიუმის იონურ არხებს. მას შემდეგ, რაც ნატრიუმის არხები ვეღარ გააქტიურდება, მოქმედებიც პოტენციალიც ვერ განხორციელდება.აქედან გამომდინარე, ნეირონი ვერ შეასრულებს ქიმიური სიგნალების ელექტრულ სიგნალებად ტრანსდუქციას და სიგნალები ვერ იმოძრავებენ . ეს მედიკამენტი გამოიყენება როგორც ანესთეზიისთვის, ასევე დამამშვიდებელ საშუალებად.[7] ქცევითი ნეიროფარმაკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ქცევითი ნეიროფარმაკოლოგიის ერთი ფორმა შეისწავლის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას და იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ადამიანის გონებაზე. კვლევების უმრავლესობა აჩვენებს რომ ძირითადი ტვინის უბანი, რომელიც დიდ როლს თამაშობს დამოკიდებულების გაძლიერებაში ნეიროქიმიური დაჯილდოების მეშვეობით, არის ნუკლეუს აკუმბენსი. მოცემულ სურათზე ნაჩვენებია თუ როგორაა დოფამინი ტვინის ამ უბანში წარმოდგენილი. ალკოჰოლის გადამეტებულ მიღებას შეუძლია გამოიწვიოს დაქვემდებარებულობა და დამოკიდებულება - ხოლო ის თუ როგორ ხდება დამოკიდებულების გაჩენა, ეს ქვემოთაა აღწერილი. ალკოჰოლის დამაჯილდოებელი და გამაძლიერებელი (შეჩვევის/დამოკიდებულების გამმომუშავებელი) თვისებები გავლენას ახდენს დოფამინის ნეირონებზე მეზოლიმბურ დაჯილდოვების წრედში, რომელიც უკავშირდება ვენტრალურ ტეგმენტუმის უბანს ნუკლეუს აკუმბენსში (NAcc).[8][9] ალკოჰოლის ერთ-ერთი პირველადი ეფექტი არის NMDA რეცეპტორების ალოსტერული შეკავება და GABAA რეცეპტორების დახმარება (მაგალითად, გაძლიერებული GABAA რეცეპტორმა გამოიწვია ქლორიდის დინება რეცეპტორის ალოსთერული რელგულაციის განმავლობაში).[10] მაღალი დოზების მიღებისას, ეთანოლი აკავებს ლიგანდების მიერ მართულ იონურ არხებსა და ძაბვის გამტარ იონურ არხებს ნეირონებში.[10] ალკოჰოლი აკავებს ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოებს ნათხემში და აუარესებს ნათხემის გათვლებსა და სხეულის კოორდინაციას.[11][12] ალკოჰოლური თრობისას დოფამინი გამოიყოფა მეზოლიმბური გზის სინაფსებში და საპასუხოდ ამაღლებს პოსტ-სინაფსურ D1 რეცეპტორების აქტივაციას.[8][9] ამ რეცეპტორთა აქტივობა გამაფრთხილებელია პოსტსინაფსური შიდა სასიგნალო მოვლენებისთვის პროტეინკინაზა A-ში, რომელიც, საბოლოოდ, აფოსფორილურებს cAMP საპასუხო ელემენტის დამაკავშირებელ პროტეინს (CREB), ასტიმულირებს CREB-ის შუამავლობით გამოწვეულ ცვლილებებს გენების ექსპრესიაში.[8][9] ალკოჰოლის მუდმივ მიღებასთან ერთად, ეთანოლის მოხმარება მსგავსად ასტიმულირებს CREB ფოსფორილაციას D1 რეცეპტორის გზაზე, მაგრამ ის ასევე ანაცვლებს NMDA რეცეპტორის ფუნქციას ფოსფორილაციის მექანიზმენბით.[8][9] მიმდინარეობს D1 რეცეპტორის გზისა და CREB ფუნქციონირების ადაპტური დეაქტივაცია.[8][9] ალკოჰოლის მუდმივი მოხმარება ასევე უკავშირდება CREB ფოსფორილაციის და ფუნქციონირების პროცესის მიმდინარეობას, პოსტსინაფსური NMDA რეცეპტორის სიგნალების ერთობლიობის მეშვეობით, MAPK/ERK გზასა და CAMK-შუამავალ გზაზე.[9] CREB ფუნქციონირების ეს მოდიფიკაციები მეზოლიმბურ გზაზე იწვევს ექსპრესიას (გენების ექსპრესიას) ΔFosB-ის ნუკლეუს აკუმბენსში, სადაც ΔFosB არის “მთავარი საკონტროლო ცილა”, რომელიც, როდესაც ნულეუს აკუმბენსში გადამეტებულად ექსპრესირდება, არის საჭირო და მიზანშეწონილი დამოკიდებულების გამომწვევი მდგომარეობის (მისი ნუკლეუს აკუმბენსში გადამეტებული ექსპრესირება ხდება და შემდეგ არეგულირებს ალკოჰოლის კომპულსურ მოხმარებას) განვითარებისა და შენარჩუნებისთვის.[9][13][14][15] პარკინსონის დაავადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] პარკინსონის დაავადება არის ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც ხასიათდება რუხი ნივთიერების ფენაში მდებარე დოფამინერგული ნეირონების ნაკლებობით. დღესდღეობით ყველაზე ფართოდ გავრცელებული მედიკამენტი ამ დაავადების დასამარცხებლად არის ლევოდოპა ან L-DOPA. ეს არის დოფამინის წინამორბედი და მას შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერის გადაკვეთა, განსხვავებით დოფამინისაგან. მრავალი კვლევა ჩატარებულა იმის გამოსავლენად თუ რამდენად უკეთესია L-dopa-ს მეშვეობით მკურნალობა სხვა დოფამინის აგონისტებით მკურნალობაზე. ზოგს სჯერა რომ გრძელვადიანი მოხმარებისას L-dopa შეამცირებს ნეიროპროტექციას და საბოლოოდ გამოიწვევსდოფამინერგული უჯრედების კვდომას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინ-ვიტრო ან ინ-ვივო დასაბუთება, ზოგიერთს კვლავ სჯერა, რომ დოფამინ აგონისტების მოხმარება გრძელვადიან პერიოდში უკეთესია ადამიანებისთვის.[16] ალცჰაიმერის დაავადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] უამრავი ჰიპოთეზაა ჩამოყალიბებული ალცჰაიმერს დაავადების გამომწვევი მიზეზების შესახებ. ამ დაავადების შესახებ არსებული ცოდნა არასრულია, რაც ართულებს მკურნალობის მეთოდების ჩამოყალიებას. ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანების ტვინში ნეირონული ნიკოტინური აცეტილქოლინისა (nACh) და NMDA რეცეპტორები კლებულობს. ამგვარად, ოთხი ანტიქოლინესტერაზული საშუალება ჩამოყალიბდა და დამტკიცდა აშშ-ს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სამეთვალყურეო ადმინისტრაციის მიერ (FDA). თუმცა ეს არ არის იდეალური წამალი გვერდითი მოვლენებისა და შეზღუდული ეფექტურობის გათვალიწინებით. ერთი იმედის მომცემი მედიკამენტი, ნეფირაცეტამი, ჩამოყალიბდა ალცჰაიმერით დაავადებულებისა და დემენციის მქონეთათვის, რომელიც ხასიათდება უნიკალური მოქმედებით nACh რეცეპტორების და NMDA რეცეპტორების გააქტიურებაზე.[17] ტექნოლოგიური მიღწევებითა და ნერვული სისტემის შესახებ არსებული ცოდნით მედიკამენტების განვითარება გაგრძელდება მათი მგრძნობელობისა და სპეციფიკურობის გაზრდასთან ერთად. სტრუქტურისა და აქტივობის ურთიერთქმედება ნეიროფარმაკოლოგიის მნიშვნელოვან კვლევის საგანს წარმოადგენს და გულისხმობს ბიოაქტიური ქიმიური ნაერთების აქტივობის მოდიფიცირების მცდელობას მათი ქიმიური სტრუქტურების ცვლილების მეშვეობით.[7] რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] - შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნეიროფარმაკოლოგია“ ვიკისაწყობში.
2019-10-22 03:13:13
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987798619.84/warc/CC-MAIN-20191022030805-20191022054305-00437.warc.gz
30,509
564,446,137
მილანმა მატჩის გადატანაზე პასუხი მიიღო "მილანს" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი კვლავ აქვს. "როსონერი" "ატალანტას" სამი ქულით ჩამორჩება და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთ მატჩს დათმობენ ხოლო "როსონერი" დარჩენილ ორ შეხვედრაში 6 ქულის მოპოვებას შეძლებს, უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზურს ლობარდიული გრანდი მოიპოვებს. როგორც იცით, დაძაბულობის პიკი არა ბოლო ტურში, არამედ ამ კვირაში იქნება, რადგან ბერგამოელებს ყველაზე რთული შეხვედრა სწორედ ამ კვირაში ექნებათ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, "იუვემ" მატჩის დროის გადატანა მოითხოვა და მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. იგი კვირას, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია "როსონერის" ხელმძღვანელებმა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მატჩის იმ დროს გამართვა, როცა უშვალო მეტოქისთვის ცნობილი გახდება კონკურენტის ანგარიში უსამართლოა. ამიტომ, მათ მიმართეს შესაბამის ორგანოს და მოითხოვეს "მილანი" "ფროსინონეს" მატჩიც 20:30 წუთზე გადაეტანათ, თუმცა სერია ა-ს ხელმძღვანელმა "მილანის" მოთხოვნა უარყო და შემდეგი განაცხადება გააკეთა: "ჩვენ გავყიდეთ მაუწყებლობის უფლება სეზონის დასაწყისში და ვფიქრობ, რომ დროის შეცვლა არ შეგვიძლია, რადგან იგი გამოიწვევს მაუწყებლებისათვის ზიანის მიყენებას." შეგახსენებთ, რომ "მილანი" "ფროსინონეს" მატჩი კვირას, 19 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. როგორც იცით, დაძაბულობის პიკი არა ბოლო ტურში, არამედ ამ კვირაში იქნება, რადგან ბერგამოელებს ყველაზე რთული შეხვედრა სწორედ ამ კვირაში ექნებათ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, "იუვემ" მატჩის დროის გადატანა მოითხოვა და მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. იგი კვირას, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია "როსონერის" ხელმძღვანელებმა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მატჩის იმ დროს გამართვა, როცა უშვალო მეტოქისთვის ცნობილი გახდება კონკურენტის ანგარიში უსამართლოა. ამიტომ, მათ მიმართეს შესაბამის ორგანოს და მოითხოვეს "მილანი" "ფროსინონეს" მატჩიც 20:30 წუთზე გადაეტანათ, თუმცა სერია ა-ს ხელმძღვანელმა "მილანის" მოთხოვნა უარყო და შემდეგი განაცხადება გააკეთა: "ჩვენ გავყიდეთ მაუწყებლობის უფლება სეზონის დასაწყისში და ვფიქრობ, რომ დროის შეცვლა არ შეგვიძლია, რადგან იგი გამოიწვევს მაუწყებლებისათვის ზიანის მიყენებას." შეგახსენებთ, რომ "მილანი" "ფროსინონეს" მატჩი კვირას, 19 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. * გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
2019-10-17 18:31:40
http://acmilan.ge/news/3806--.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986675598.53/warc/CC-MAIN-20191017172920-20191017200420-00351.warc.gz
20,591
9,336,061
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 16 იანვარს დედაქალაქში ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით 10 გრადუსამდე დათბება. მზე 08:25 საათზე ამოვა და 17:56 საათზე ჩავა. დედაქალაქში ოთხშაბათს მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 16 იანვარს დედაქალაქში ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით 10 გრადუსამდე დათბება. მზე 08:25 საათზე ამოვა და 17:56 საათზე ჩავა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მღვდელმსახურები და სასულიერო აკადემიის მსმენელები სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობენ. დეპუტატი აღნიშნულ კანონში შესწორებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. მომდევნო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ბასილაშვილი, ოთხშაბათს მაიამიში დაიწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როგორ გახდა ზღვის ბინადარი უცხოელი მეზღვაურის მსხვერპლი
2019-03-19 02:52:29
https://sputnik-georgia.com/weather/20190114/243879998/amindis-prognozi-16-ianvars.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201882.11/warc/CC-MAIN-20190319012213-20190319034213-00335.warc.gz
15,323
642,023,511
ფეტვი (ლათ. Panicum; სულხან-საბა ორბელიანისა და დავით ჩუბინაშვილის მიხედვით — ფაჩქა) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. გვარში 400-ზე მეტი სახეობაა. გავრცეებულია აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზონებში. საქართველოში გვხვდება 3 სახეობა, მათ შორის დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურულ სახეობას — ჩვეულებრივ ფეტვს (ლათ. Panicum miliaceum), რომელიც იყოფა 5 ქვესახეობად: მეჩხერყვავილედიანი, გადაშლილი, დახრილი, ნახევარკოშტურა, კოშტურა. დანარჩენები უმეტესად ველური ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი მცენარეებია, რომელთაგან ზოგიერთი კულტურაშია და საკვებად იყენებენ. ჩვეულებრივი ფეტვი ერთწლოვანი მცენარეა. მისი სიმაღლე 70-100 სმ აღწევს. აქვს 4-10 მუხლთშორისიანი მარტივი ან დატოტვილი ღერო, ხაზოვან-ლანცეტისებრი ფოთოლი. სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით განასხვავებენ: ძალიან საადრეოს (60 დღე), საადრეოს (61-80 დღე), საშუალოს (81-100 დღე), საგვიანოს (101-120 დღე) და ძალიან საგვიანოს (120-ზე მეტი დღე). ფეტვი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბურღულე კულტურაა. მარცვალს იყენებენ ფქვილისათვის, ხოლო ფრინველებისა და ღორებისათვის ფეტვის კონცენტრირებულ საკვებს ამზადებენ. - ნასყიდაშვილი პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 277, თბ., 1986 წელი.
2019-10-19 14:45:16
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%98
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986696339.42/warc/CC-MAIN-20191019141654-20191019165154-00365.warc.gz
15,202
571,225,678
ერასმუს + საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებამ უმასპინძლა მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის სკოლებში შეხვედრები გამართეს ლექციები ფულსა და ბიზნესზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სამგორის გამგეობამ „საგანმანათლებლო კვირეული“ ჩაატარა თბილისის ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცეს სიახლე მოსწავლეებისათვის – ვარკეთილის მედიათეკაში კინოკლუბი გაიხსნება EURAXESS ქართველ მეცნიერებს ახალ შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებო, გილოცავთ – დირექტორები პედაგოგებს ულოცავენ გულია გოცირიძემ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა პირველ კლასიკურ გიმნაზიაში პედაგოგების გაცილების ცერემონია გაიმართა ორხევის დასახლებას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მოემსახურება როდის დასრულდება მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა? „მიდიან მრიცხველთან, ხსნიან ყუთებს, ამტვრევენ გადაკეტილ ონკანებს“ – „თბილისი ენერჯი“ ურჩი... თბილისური ფოტოისტორიების უცხოელი ავტორი იუბილარია თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმმა” მუშაობა დაიწყო „თბილისი ენერჯი“ – ღია წვის დანადგარების დახურულ სივრცეებში გამოყენება უნდა აიკრძალოს თბილისის ისტორიის მუზეუმში ფრიდონ ნიჟარაძის სოლოგამოფენა გაიმართება კრწანისის ტყეპარკში საქართველოს წითელი ნუსხისა და ტყისშემქნელი სახეობის ნერგებით ხეივანი გაშენდა თბილისში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
2019-10-22 19:34:35
http://www.city.kvira.ge/category/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987823061.83/warc/CC-MAIN-20191022182744-20191022210244-00400.warc.gz
16,691
230,448,471
სწრაფად ცვალებად გარემოში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება განვითარების სწრაფი ტემპები. ფლობდეთ ინფორმაციას ახალი ტენდენციების შესახებ, ხედავდეთ განვითარების პერსპექტივას, სთავაზობდეთ სიახლეებს მომხარებლებს – წარმატების ერთ-ერთი გარანტია. პროდუქტის/სერვისის განვითარების კვლევა საშუალებას იძლევა მუდმივად იფიქროთ განვითარებაზე და სწორად დაგეგმოთ პროდუქტის განახლების პროცესი. კვლევის ფარგლებში ხდება საკეთესო გამოცდილების შესწავლა და შედარებითი ანალიზი, ასევე პროდუქტის, სერვისის პოტენციალის დადგენა უკეთესი შედეგების მისაღწევად.
2019-10-18 03:46:06
https://startbs.com/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677884.28/warc/CC-MAIN-20191018032611-20191018060111-00352.warc.gz
5,704
718,007,152
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, შესაძლოა, თანამდებობიდან უახლოეს მომავალში გაუშვან. ასევე საუბარია იმაზეც, რომ თანამდებობებს გამოემშვიდობებიან მისი 4 მოადგილიდან სამიც. მიზეზად სახელდება ის, რომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მის მიერვე დანიშნული რწმუნებულის აქტიურობით უკმაყოფილოა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურში აცხადებენ, რომ ვინმეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ არსებობს, თუმცა, შესაძლო მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. „ვერაფერს ვერ გეტყვით. პიროვნულად მე ჯერ არანაირი ბრძანება, არანაირი განკარგულება არ მაქვს ამის შესახებ. ზემოთ თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, თვითონ დაგიდასტურებენ… ვერც უარვყოფ, ვერც ვადასტურებ, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. დაუკავშირდით გუბერნატორს და გეტყვით,“- ამბობს სოზარ სუბარის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი. „სახელმწიფო რწმუნებული ადგილზეა და მუშაობს ჩვეულებრივად… მოადგილეებიც ამ წუთას არიან თანამდებობებზე,“ – აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრეს-სამსახურის უფროსი, პაატა ლაგვილავა. ლაგვილავას თქმით, ალექსანდრე მოწერელიას ბევრი გეგმა აქვს და არსად წასვლას არ აპირებს. „სახელმწიფო რწმუნებული ადგილზეა და მუშაობს ჩვეულებრივად, ძალიან ბევრი გეგმა აქვს. უახლოეს ხანში მისი თანამდებობიდან წასვლა არ იგეგმება… მოადგილეებთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია, არ ვადასტურებ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ამ წუთას არიან თანამდებობებზე.“- ამბობს ლაგვილავა. შეკითხვაზე, დღეს რომ სამსახურში არიან, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალშიც შეინარჩუნებენ თანამდებობას, პასუხობს, რომ „დამატებით ამაზე ვერ გვიპასუხებს“. „მე გეუბნებით, რომ დღეის მდგომარეობით ეს ადამიანები თანამდებობებზე არიან. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამაზე საზოგადოების ინფორმირება მოხდება,“- დასძენს ლაგვილავა. ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად გასული წლის 20 აგვისტოს დაინიშნა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მოწერელიას გარდა, კიდევ 6 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული წარადგინა. ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობაზე დანიშვნამდე თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ალექსანდრე მოწერელიას 4 მოადგილე ჰყავს. საუბარია იმაზე, რომ უახლოეს მომავალში თანამდებობას გამოემშვიდობება სამი – ირაკლი ჯიქია, კობა ქანთარია და მალხაზ თორია. მეოთხე მოადგილე, ნინო ვიბლიანი კი, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მესტიის მერის წარმომადგენელი იყო ჭუბერის თემში, სავარძელს შეინარჩუნებს.
2019-10-21 10:21:18
http://droa.ge/?p=51682
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987769323.92/warc/CC-MAIN-20191021093533-20191021121033-00284.warc.gz
29,237
58,524,464
ამ დროისათვის, თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში 13 პაციენტი რჩება, რომელიც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავდა – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, სტაბილური მდგომარეობა აღენიშნება რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ ორ პაციენტს. ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, დღის ბოლომდე შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულება კიდევ 5-მა პირმა დატოვოს. ჯანდაცვის სამინისტრო, სპეციალისტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.
2019-10-23 08:26:31
http://kvira.ge/481321
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829507.97/warc/CC-MAIN-20191023071040-20191023094540-00324.warc.gz
30,822
108,549,017
ეროვნული ნაკრები სეზონს 29 თებერვალს გახსნის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ალბანურ მხარესთან და სიტყვიერი შეთანხმებაც არსებობდა. დღეს საღამოს კი, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან სფფ–ში ოფიციალური წერილი მოვიდა, სადაც დადასტურებულია, რომ 2012 წლის 29 თებერვალს ალბანეთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს საქართველოს ეროვნულ გუნდთან. ცნობილია ისიც, რომ მატჩი "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება. ნაკრებისა და მომავალი წლის პირველი ტესტ–მატჩის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მუდმივად შეიტყობთ სფფ–ის ოფიციალური ცნობილია ისიც, რომ მატჩი "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება. ნაკრებისა და მომავალი წლის პირველი ტესტ–მატჩის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მუდმივად შეიტყობთ სფფ–ის ოფიციალური
2019-03-20 02:48:59
http://esport.ge/main/6362-bbbbbbbb-bbbbbbb-bbbbbb-29-bbbbbbbbb-bbbbbbb.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202199.51/warc/CC-MAIN-20190320024206-20190320050206-00050.warc.gz
14,478
65,220,510
გამოქვეყნებულია ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018 17:25 დღეს მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ალექსანდრე სარიშვილმა სამსახურის უფროსებთან ერთად განიხილა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფაცურიამ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, მისი თქმით, მუნიციპალიტეტის 16-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელში დამონტაჟებულია ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ სადგურები, სადაც ფერომონების მეშვეობით ხდება კონკრეტულ ლოკაციაზე მავნებლის მოზიდვა და ცივი შესხურების ტიპის დანადგარით აღჭურვილი სპეცტექნიკით წერტილოვანი შეწამვლითი სამუშაოები. აღნიშნული მეთოდით უკვე შეწამლულია 1657 ჰა. პარალელურად სოფლებში მიმდინარეობს მოსახლეობის საკარმიდამო ფართობების ნისლით დამუშავების მეექვსე ეტაპი, რომელიც მავნებლის გამოზამთრებამდე დაიწყება. სამუშაო შეხვედრაზე მერმა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
2019-10-17 16:38:32
http://lanchkhuti.org.ge/index.php/2011-07-25-06-45-33/2838-2018-09-10-13-25-47
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986675409.61/warc/CC-MAIN-20191017145741-20191017173241-00341.warc.gz
5,196
108,408,812
მ.წ. 9 ივნისს #1118 აუდიტორტიაში,13:00 საათზე, გაიმართება გერმანელი პროფესორის, თეო კობუშის ლექცია - სამართლიანობის იდეა ნეტარ ავგუსტინესთან, ხოლო 11 ივნისს, #1118 აუდიტორტიაში 13:00 საათზე, გაიმართება თეო კობუშის ლექცია - სამართლიანობის იდეა თომა აქვინელთან. თეო კობუში არის გერმანელი ფილოსოფოსი. სამართლის და სოციალური თეორიის მიმართულების თანამედროების გამოჩენილი მეცნიერი და სპეციალისტი. ბონისა და ბოხუმის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი. შუა საუკუნეების ფილოსოფიის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი. გთხოვთ, დაესწროთ. თარგმანი იქნება უზრუნველყოფილი.
2019-10-23 11:30:10
https://atsu.edu.ge/index.php/news/805-teo-kobusgis-leqcia
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833089.90/warc/CC-MAIN-20191023094558-20191023122058-00371.warc.gz
7,541
383,331,814
1და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. 4ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. 5და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! 6და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს. 7მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად. 8და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა 9და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. 10და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: 11აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 12გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. 13ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. 14ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ. 15და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე. 16რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა. 17და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა. 18ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა. 19აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს. 20ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა. 21მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე. 22და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს. 23და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის. 24ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა. 25და აჰა ესერა სჯულის-მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო? 26ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ? 27ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თჳსი. 28ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე. 29ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თჳსი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა? 30მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი. 31ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა. 32და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა. 33მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა. 34და მოვიდა მისა და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ და აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი. 35და ხვალისაგან, გამო-რაჲ-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ. 36ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ იგი შევარდა ავაზაკთა მათ? 37ხოლო მან ჰრქუა: რომელმან ყო წყალობაჲ მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე. 38და იყო ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე. და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე. 41მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, 42აქა ერთისაჲ არს საჴმარ, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან. |
2019-03-25 06:17:00
http://orthodox.ge/biblia/lukas-saxareba/10/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203755.18/warc/CC-MAIN-20190325051359-20190325073359-00256.warc.gz
10,696
147,008,154
ელენე ხოშტარია ხვალ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს მოინახულებს ღია საზოგადოების ფონდში ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართა სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი დაუშვებლად ცნო და ის პატიმრობაში რჩება ფონდმა „ქართუმ“ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობა სრულად დააფინანსა მალხაზ მაჩალიკაშვილი - ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას, შსს-ს ვებრძოლო 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სხდომა დაიხურა მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს მალხაზ მაჩალიკაშვილი - მორის მაჩალიკაშვილს დღეს თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ, ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს დიღმის სამმართველოში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს ადვოკატის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი დუმილის უფლებას იყენებს 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი დიღმის სამმართველოში საქმის მასალებს ეცნობა პარლამენტის წინ აქციაზე მედიაპროექტი „სირცხვილია“ გრძელდება შსს-ს მიერ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია შსს-მ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავა ადვოკატი - ბეჟან ლორთქიფანიძე ძალადობის ნაწილში ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ 20-21 ივნისის აქციაზე იყო შსს - ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ოთხი პირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით არიან დაკავებული ოქრუაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საფუძველი 20 ივნისის მოვლენებზე სასამართლოს განჩინება გახდა
2019-10-17 08:02:28
https://1tv.ge/news_tag/20-21-ivnisis-movlenebi/page/3/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986673250.23/warc/CC-MAIN-20191017073050-20191017100550-00086.warc.gz
10,423
368,246,118
საზოგადოება: ცნობილნი გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები | საქართველოს ამბები | || ცნობილნი გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები. ტელეარხის 90%-ის კერძო პირს ლევან ყარამანაშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ტელეკომპანიის გვერდზეა ნათქვამი. დანარჩენი 10%-ის მფლობელი ტელეარხის ამჟამინდელი გენდირექტორი გიორგი გეგეშიძე გახლავთ, რომელმაც ეს თანამდებობა 2009 წლის 5 აპრილს დაიკავა. „რუსთავი 2“-ის ოფიციალურ გვერდზე ასევე განთავსებულია შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყარამანაშვილი 1971 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა. სხვა ინფორმაცია ამ პიროვნებისა და საქმიანობის შესახებ ცნობილი არ არის. ყარამანაშვილი ტელეკომპანიის მფლობელის სახით საჯარო რეესტრში 2011 წლის დეკემბრიდან ფიქსირდება. 2010 წლის მარტის მონაცემებით, ტელეკომპანიის მფლობელები იყვნენ კომპანიები „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (30%) და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „დეგსონ ლიმიტედი“ (70%). ინფორმაცია ტელეკომპანიის მფლობელების შესახებ 2011 წლის აპრილში მიღებული საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისად გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ოფშორებში დარეგისტრირებული პირებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობა აკრძალული იყო. გარდა ამისა, შესწორებებით ყველა ტელეკომპანიას 2012 წლის 1 იავნრამდე მფლობელების შესახებ მონაცემთა გამოქვეყნება დაევალა. წყარო - Грузия Online განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:46 | ახალი ამბები » | ||| კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
2019-10-16 17:43:36
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4231.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986669057.0/warc/CC-MAIN-20191016163146-20191016190646-00107.warc.gz
11,280
780,885,355
ფონური და სარეკლამო გახმოვანების სისტემების მიწოდებისა და ინსტალაციის პროექტი, „პერეკრიოსტოკის“ მაღზიათა ქსელისათვის: - ქ. ბოვარიში (უკრაინა), კოროლენკოვსკაიას ქ. გამოყენებულია ТОА (იაპონია) დანადგარები, и BOSCH (გერმანია) ხმამაღლა სალაპარაკო და მიკროფონი BERG (ჩინეთი); - ქ. კიევში (უკრაინა) ვიშგოროდსკაიას ქ. სისტემას აქვს ორი ზონა, ტრანსსლირების დონის დამოუკიდებელი რეგულირებით: სავაჭრო დარბაზი და გარე ზონა. სავაჭრო დარბაზში გამოყენებულია შეკიდული აკუსტიკური სისტემები ТОА (იაპონია), გარე ზონაში კი – მუსიკალური პროჟექტორი BOSCH (გერმანია); - ქ. კიევში (უკრაინა), პობედი გამზირი, 129. სისტემაში გამოყენებულია ჩაშენებული შეკიდულ ჭერში აკუსტიკური სისტემები ТОА (იაპონია).
2019-10-17 05:19:10
http://romsat.ge/project/perekriostok/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672723.50/warc/CC-MAIN-20191017045957-20191017073457-00429.warc.gz
19,955
167,278,672
„ტენტორიუმის“ თაფლის კოლექცია - ეს არის ექსკლუზიური, ნატურალური თაფლი, რომლებიც მოპოვებულია ნაკრძალებში, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. თაფლის ბოტანიკური წარმომავლობა ანუ, თუ რომელი მცენარისგან არის ის მოგროვებული, განსაზღვრავს თაფლის „ტენტორიუმის“ კოლექციაში შემავალი ბორტის თაფლი შექმნილია ადამიანის ჩარევისა და ყოველგვარი ვეტერინალური პრეპარატების გარეშე, ხის ფუღუროებში - ბორტებში - მობინადრე ფუტკრების მიერ. ანგელოზას თაფლს სამეფოს უწოდებენ, რადგან ეს იშვიათი სახეობის თაფლი მონარქების რაციონში შედიოდა. თაფლის ეს სახეობა ბუნებაში ძალზე იშვიათად გვხვდება, მას როგორც წესი აქვს მუქი-ყავისფერი შეფერილობა, წითელი ან მწვანე ელფერით. დიდი რაოდენობით შეიცავს ნახ
2019-03-22 12:28:59
http://tentorium.ge/ka/products/list/9/Taflis-koleqcia
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202658.65/warc/CC-MAIN-20190322115048-20190322141048-00187.warc.gz
7,032
198,310,244
კატეგორიებიPRIMETIMEპიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტადილის ეთერისოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცედღის ეთერიჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვისსაღამოს ეთერიჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რაგვიანი ღამეიგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკაპროექტები/სხვადასხვათბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიონის რეგიონში, რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2% შედის (The U.S.News&World Report). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით გაიმართება - ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო. სტუმარი: გიორგი შარვაშიძე - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. წამყვანი: ნინო დათუკიშვილი დატოვე კომენტარი თოქ-შოუ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე, პროფესიულ, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების წესზე, სამეცნიერო გრანტებზე, ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო, სასერთიფიკაციო და ა.შ. გამოცდებზე, გამოცდების ჩატარების პროცედურასა და ნიუანსებზე, საერთაშორისო გაცვლოთ პროგრამებსა და სტიპენდიებზე. სტუდიაში მოწვეული სტუმრები საუბრობენ წინასწარ შერჩეულ თემაზე და პასუხობენ მსმენელთა სატელეფონო ზარებს. გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო დათუკიშვილი გუნდის წევრებინათია არველაძე
2019-10-16 20:08:33
http://old.radio1.ge/ge/videos/view/189656.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986669546.24/warc/CC-MAIN-20191016190431-20191016213931-00497.warc.gz
11,280
153,382,062
კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) კლიმატის მწვანე ფონდთან (GCF) თანამშრომლიბა კლიმატის მწავნე ფონდის (GCF) მოთხოვნები პროექტების მიმართ კლიმატის მწავნე ფონდის (GCF) მოთხოვნები პროექტების მიმართ ქვეყნის მიერ პროცესების ფლობა და წარმართვა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ბიზნეს მოდელის ძირითადი პრინციპებია. კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) უზრუნველყოფს ეროვნული ჩართულობის მიმართებით ფართო სპექტრს ინსტრუმენტებისა და საშუალებების გამოყენებას. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, როგორც ეროვნული დანიშნული ორგანო (NDA), კოორდინირებას უწევს კლიმატის მწვანე ფონდში (GCF ) ჩართულობის ყველა მიმართულებას. თუ თქვენ გაგაჩნიათ პროექტის იდეა, პირველ რიგში კოსულტაცია უნდა გაიაროთ ეროვნული დანიშნული ორგანოსთან (NDA), რათა გამოვლინდეს კლიმატის მწვანე ფონდთან (GCF) თანამშრომლობის შესაძლებლობები. ყველა პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისოდ შეთანხმებულ კრიტერიუმებს.
2019-10-20 20:58:11
http://eiec.gov.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/greenclimatefund/Engagement_with_the_GCF/GCF-Project-Requirements.aspx
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986718918.77/warc/CC-MAIN-20191020183709-20191020211209-00016.warc.gz
10,255
63,924,656
სახელწოდება: Hard Disk Sentinel Professional v2.70 Hard Disk Sentinel Pro - პერსონალური კომპიუტერის მყარის დისკების მდგომარეობის სამონიტორინგო უტილიტა. ადგენს HDD მუშაობაში მოსალოდნელ დაზიანებებს, მუშაობის ხარისხის დაცემას და სხვა პრობლემებს. პროგრამა ახორციელებს დისკების მდგომარეობის მონიტორინგს, ადგენს ტემპერატურას და S.M.A.R.T. მნიშნელობას სისტემის თითოეული დისკისთვის. ასევე პროგრამას შეუძლია მონაცემების გადაგზავნის სიჩქარის შეცვლა რეალურ დროში… Hard Disk Sentinel Pro - პერსონალური კომპიუტერის მყარის დისკების მდგომარეობის სამონიტორინგო უტილიტა. ადგენს HDD მუშაობაში მოსალოდნელ დაზიანებებს, მუშაობის ხარისხის დაცემას და სხვა პრობლემებს. პროგრამა ახორციელებს დისკების მდგომარეობის მონიტორინგს, ადგენს ტემპერატურას და S.M.A.R.T. მნიშნელობას სისტემის თითოეული დისკისთვის. ასევე პროგრამას შეუძლია მონაცემების გადაგზავნის სიჩქარის შეცვლა რეალურ დროში…
2019-10-19 22:59:20
http://bax.ucoz.de/news/2009-07-17-720
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986700435.69/warc/CC-MAIN-20191019214624-20191020002124-00443.warc.gz
16,861
17,806,792
საინფორმაციო-გასართობი გადაცემა "რადიოვიზია" ყოველ დილით, ერთდროულად გადის რადიოსა და ტელევიზიაში. ასევე, გადაცემის ნახვა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. თქვენ მიიღებთინფორმაციას მიმდინრე მოვლენების შესახებ, შეიტყობთ საინტერესო ამბებს და შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ საგანგებოდ მოწვეულ სტუმრებს და მოისმინოთ გემოვნებიანი მუსიკა. გადაცემის ავტორები შემოგტავაზებენ საინტერესო რუბრიკებს - არითმია, სქოლიო, მშობლებისთვის, მოკლე ჩართვა, ამინდის პროგნოზი, სპორტის სიახლეები, დღის ჰოროსკოპი, ისტორია თარიღებში, გამორჩეული ფაქტები, მოვლენები და სხვა.
2019-10-18 10:05:57
http://adjaratv.ge/show/63
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986679439.48/warc/CC-MAIN-20191018081630-20191018105130-00272.warc.gz
9,859
10,039,849
ბრეკეტებიანი გოგოს დღიური – კბილების ჰიგიენა თუ არ გინდა, რომ ბრეკეტების მოხსნის შემდეგ ჩაყვითლებული და ნადებით დაფარული კბილები გქონდეს, ზედმიწევნით კარგად უნდა დაიცვა ჰიგიენა. პირველი რაც დაგჭირდება, კბილის ჯაგრისის გამოცვლაა – აფთიაქებში და მაღაზიებში შეგიძლია სპეციალურად ბრეკეტებიანი კბილებისთვის განკუთვნილი ჯაგრისი შეიძინო (რომლის გამოცვლა 4-5 თვეში ერთხელაა რეკომენდებული). გარდა ამისა, დაგჭირდება კბილთაშორისი ჯაგრისი და… ბრეკეტებიანი გოგოს დღიური: პირველი დღე ბრეკეტების გაკეთების დღეც დადგა! ორთოდონტთან წასვლამდე კბილები კარგად შევათვალიერე: მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მათ ასეთ “თავისუფალ” მდგომარეობაში ვეღარ ვიხილავდი. ბრეკეტების გაკეთების პროცესმა სრულიად უმტკივნეულოდ და მშვიდად ჩაიარა: დაახლოებით 25 წთ დაჭირდა ბრეკეტების კბილების ზედაპირზე დამაგრებასა და ერთმანეთთან რკალით დაკავშირებას. თუ დაწვრილებით გაინტერესებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, უყურე… ბრეკეტებიანი გოგოს დღიური: როგორ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე გავიკეთო თუ არ გავიკეთო? ბრეკეტების გაკეთების გადაწყვეტილებამდე მისვლის გზა ხანგრძილივი, ამასთან მრავალი ფიქრითა და კონკრეტული კითხვით იყო აღსავსე: გავიკეთო თუ არ გავიკეთო? თუ კი, სად ან რა სახის გავიკეთო? დამჭირდება თუ არა სიბრძნის კბილების ამოღება? ზოგადად, იდეალურთან მიახლოებული ფორმები მიყვარს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კბილების თანწყობას ეხება,…
2019-03-22 08:59:45
http://pink.ge/topic/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202640.37/warc/CC-MAIN-20190322074800-20190322100800-00083.warc.gz
14,423
164,924,063
სერბ მოხალისეთა გვარდია (სერბ. Српска добровољачка гарда / Srpska dobrovoljačka garda; ასევე არკანის ვეფხვები სერბ. Арканови Тигрови / Arkanovi Tigrovi) — სერბული მოხალისეთა, არარეგულარული ფორმირება, რომელიც მონაწილეობდა ხორვატიისა და ბოსნიის ომებში. რაზმი დააარსეს ცრვენა ზვეზდას ფანატთა კლუბის წევრებმა 1990 წლის 11 ოქტომბერს. ისინი მონაწილეობდნენ ზაგრების სტადიონის ჩხუბში 1990 წლის 13 მაისს. ფანატები შეიკრიბნენ პოკაინიცას მონასტერში სოფელ რადოვანთან, სადაც 1817 წლის 13 ივლისს მოკლეს ჯორჯე პეტროვიჩი (ყარა-გიორგი). რაზმს სათავეში ჩაუდგა ფანატთა კლუბის მეთაური ჟელკო რაჟნატოვიჩი (არკანი).[1] რაზმს დაახლოებით თავდაპირველად 500-მდე წევრი ჰყავდა, მოგვიანებით 1000-ზე მეტი.[2] 1991 წლის ნოემბერში კრაინის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მოხალისეთა გვარდიას გადასცა ფედერალური არმიის მიტოვებული ყაზარმები ერდუტში. აქ განლაგდა გვარდიის შტაბ-ბინა და საწვრთნელი ბაზა. გვარდია აქტიურად მოქმედებდა ხორვატული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, ასევე ასრულებდა საპოლიციო ფუნქციებს. თავიდანვე გვარდიაში საკმაოდ მკაცრი დისციპლინა იქნა დამყარებული. მაგალითად, ალკოჰოლური სასმლის მოხმარებისთვის დამნაშავეებს შოლტავდნენ. არკანის თქმით, გვარდიაში სიმთვრალეში ჩადენილი გმირობების ადგილი არ იყო.[1] იუგოსლავიის ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] 1992 წლის გაზაფხულზე გვარდიას უერთდება მილორად ულემეკი – პირველი პროფესიონალი სამხედრო საბრძოლო გამოცდილებით. იგი საფრანგეთის უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა სპარსეთის ყურეში. იგი მეთაურის მოადგილედ ინიშნება და ატარებს წვრთნებს უცხოური ლეგიონის ნიმუშისამებრ. მოგვიანებით, ლეგია გვარდიის ყველაზე უფრო ძლიერი მებრძოლებიდან აყალიბებს საარმიო სპეცრაზმს სუპერ ვეფხვები სერბ. Супер тигрови / Super tigrovi, გვარდია პირველად ცნობილი ხდება ბიელინის წმენდით 1992 წლის აპრილის პირველ დღეებში. გვარდია მონაწილეობდა ზვორნიკის დაკავების ოპერაციაში, ასევე ოპერაცია ობობაში (სერბების მოკავშირე ავტონომისტების დასახმარებლად), სადაც სერბთა რესპუბლიკის არმიასა და კრაინის სერბულ არმიასთან ერთად მიაღწია წარმატებებს. 1995 წელს გვარდია იბრძოდა სანსკი მოსტთან და პრიედორთან დასავლეთ ბოსნიაში, სადაც მარცხი განიცადა. გვარდიის ბერძენი მოხალისეები (ბერძნული მოხალისეთა გვარდიის ქვედანაყოფი) ასევე მონაწილეობდა სრებრენიცის აღებაში, რასაც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა.[3] სამხედრო დანაშაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] იუგოსლავიის ომების განმავლობაში მოხალისეთა გვარდია და მისი მსგავსი ფორმირებები (მაგალითად თეთრი არწივები) ეთნიკური წმენდებისას შავი სამუშაოების შემსრულებლები იყვნენ – ტერიტორიის დაკავების შემდეგ სწორედ ისინი ასრულებდნენ მოსახლეობის დატერორების კამპანიას, რასაც მათ მიერ ქონების დათმობა და გაქცევა უნდა მოჰყოლოდა. სწორედ მსგავს ფორმირებებზე მოდიოდა სამხედრო დანაშაულების ლომის წილი.[4] პირველი დოკუმენტირებული სამხედრო დანაშაული იყო ბიელინის წმენდა. რონ ჰავივი, ამერიკელი ფოტოგრაფი, მოხალისეთა გვარდიის მებრძოლებმა თავად წაიყვანეს ბიელინაში, თავისი სამხედრო წარმატებებით საამაყოდ. ჰავივი შეესწრო როგორ გამოიყვანეს ხორცის მაღაზიის პატრონი ბოსნიელი ცოლთან ერთად ქუჩაში გვარდიელებმა და დახვრიტეს. შემდეგ იქვე დახვრიტეს კიდევ ერთი ბოსნიელი ქალი. ბოლოს ერთ-ერთმა გვარდიელმა სულთმობრძავ ყასბის ცოლს თავში წიხლი ჩაარტყა. ეს მომენტი ფირზე აღბეჭდა ჰავივმა. ამ სურათმა მსოფლიო მოიარა.[5] ფოტოს გავრცელების შემდეგ ჰავივი გააძევეს. იგივე მეთოდებით მოქმედებდა მოხალისეთა გვარდია ზვორნიკში, მაგრამ ამჯერად ეს ფოტოზე აღარ აღბეჭდილა.[6][7][8] გვარდიას ჰააგის ტრიბუნალმა ბრალი წაუყენა მრავალ დანაშაულში, მათ შორის:[9] - 30 არასერბი მამაკაცისა და ერთი ქალის დატყვევება, საკვებისა და წყლის გარეშე, ხუთი კვადრატული მეტრის ოთახში. - 12 არასერბი ტყვის გადაყვანა სანსკი მოსტიდან ტრნოვოსთან და იქ დახვრეტა. - 68 არასერბი ტყვის გადაყვანა სანსკი მოსტიდან, შეხოვციდან და პობრიეზედან სოფელ სასინასთან და იქ დახვრეტა. - 35 არასერბი ტყვის განთავსება ხუთი კვადრატული მეტრის ოთახში, მათი ცემა და წამება, რასაც ორი მათგანი ემსხვერპლა. ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ბოსნიის ომის შემდეგ გვარდია დაიშალა. მისი მებრძოლების ნაწილი ახალშექმნილ სპეციალური ოპერაციების ერთეულში გადავიდა, მათ შორის მილორად ულემეკიც, რომელიც სპეცოპერაციების ერთეულის წითელ ბერეტებს ედგა სათავეში.[10] ისინი მოგვიანებით კოსოვოს ომშიც იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო ულემეკის მოადგილემ, ზვეზდან იოვანოვიჩმა ესროლა სერბეთის პრემიერ-მინისტრს ზორან ჯინჯიჩს. ულემეკი ცნობილ იქნა დამნაშავედ ჯინჯიჩისა და ივან სტამბოლიჩის მკვლელობების ორგანიზებაში, ასევე ვუკ დრაშკოვიჩის მკვლელობის მცდელობაში და მიესაჯა 40 წელი.[11][12]. გვარდიის მეთაური რაჟნატოვიჩი ბელგრადში პომპეზურად დაქორწინდა ცნობილ სერბ მომღერალზე სვეტლანა ველიჩკოვიჩზე 1995 წლის 19 თებერვალს. მათ ერთმანეთი ერდუტში გაიცნეს 1993 წელს, სადაც ცეცა მოხალისეთა გვარდიის წევრებისთვის ჩატარებულ კონცერტზე იყო მიწვეული. ეს ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა, რომელიც ბელგრადის ახალი ამბების ცენტრალური მოვლენა იყო.[13] 2000 წლის 15 იანვარს რაჟტანოვიჩი ბელგრადის სასტუმრო ინტერკონტინენტალში მოკლა დობროსავ გავრიჩმა. არკანს ტყვია მარცხენა თვალში მოხვდა და ადგილზევე კომაში ჩავარდა, საავადმყოფოსკენ მიმავალი კი გარდაიცვალა. გავრიჩმა ასევე მოკლა არკანის ორი თანმხლები – მილენკო მანდიჩი და დრაგან გარიჩი. არკანის მცველმა ზვონკო მატეოვიჩმა დაჭრა გავრიჩი, რის შედეგადაც იგი ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა.[14][15] ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, არკანი მილოშევიჩმა მოიშორა, რადგან მან "ძალიან ბევრი იცოდა." ამ ვერსიას ხელს უწყობდა ის ფაქტიც, რომ გავრიჩი პოლიციის ოფიცერი აღმოჩნდა, რომელიც სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით იყო გამოსული.[16] - ↑ Leslie Alan Horvitz, Christopher Catherwood Encyclopedia of War Crimes and Genocide. — Infobase Publishing, 2009. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 9781438110295
2019-03-22 04:57:10
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%91_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202628.42/warc/CC-MAIN-20190322034516-20190322060516-00196.warc.gz
22,028
542,008,285
ასტანაში იმართება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასპინძელი ყაზახეთის, ასევე ყირგიზეთის, სომხეთის, ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტები იმსჯელებენ ევრაზიული ინტეგრაციის გაღრმავებაზე, ჩინეთთან თანამშრომლობასა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე. ევრაზიული სამიტის დაწყებამდე გაიმართა ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტების - ნურსულთან ნაზარბაევისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ორმხრივ ურთიერთობაზე მოსალაპარაკებლად. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი არსებობს 2014 წლის 29 მაისიდან: იმ დღეს რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის ლიდერებმა ასტანაში ხელი მოაწერეს დამფუძნებელ ხელშეკრულებას. მოგვიანებით ამ ჯგუფს სომხეთი და ყირგიზეთი შეუერთდნენ.
2019-03-19 03:32:36
https://www.radiotavisupleba.ge/a/evraziis-ekonomikuri-kavshiris-samiti/27769335.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201885.28/warc/CC-MAIN-20190319032352-20190319054352-00021.warc.gz
15,790
874,046,955
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინაუგურაციის გამო კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილი გზებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. „შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. თელავში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. აღნიშნული ღონისძიების გამო, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. დღეს, ინაუგურაციის პარალელურად თელავში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იმართება. შსს-ს ინფორმაციით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი აქციის გამო მობილიზებული იქნება საპოლიციიო ძალები. შსს მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ პოლიციას. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია. უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლეს მეორის სასახლეში დღის 3 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.
2019-03-23 17:15:11
http://liberali.ge/news/view/41916/shss-kakhetis-mimartulebit-transportis-modzraoba-droebit-sheizghudeba
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202889.30/warc/CC-MAIN-20190323161556-20190323183556-00158.warc.gz
15,741
119,799,179
რას უნდა ვეიძულებინე, დიდი ხნის შემდეგ დავბრუნებოდი მონატრებულ ბლოგს, თუ არა იტალიაში მივლინებას. ჩემი უმოწყალოდ მიკემსილ-მოკემსილი ბლოგის პოსტებიდან ხუთი წლის შემდეგ ყველაზე მეტად ისინი მომწონს, რომლებიც მოგზაურობას ეხება (იხილეთ ვენა, ბრიუსელი და რამდენიმე პოსტი ჩემს საყვარელ ნიდერლანდებზე). ჰოდა, ერთსაც მივამატებ. მილანში შარშან ზაფხულში ვიყავი და ალბათ, სჯობდა, ცხელ-ცხელი შთაბეჭდილებები დამეწერა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იტალიური მოგონებები იტალიასავით ცინცხალი, ცოცხალი, ფერადი, მზით სავსე და მკვეთრია. ასე რომ, იმედია, პოსტს არც მარილი დააკლდება და არც პროშუტო. მას შემდეგ, რაც უვიზოდ მიმოსვლის პატივი გვერგო, პირველად სწორედ მილანს ვესტუმრე, თავაწეული და ამაყი გამოვედი მალპენსას აეროპორტიდან და იტალიის ჰაერი ჩავისუნთქე. არ ვიცი, ამ ქვეყანას ასეთი რა შარმი, ხიბლი და ანდამატი აქვს, მაგრამ ფაქტია, ისეთი ქვეყანაა, ერთი ნახვით რომ შეგიყვარდება: თავისი წესრიგიანი უწესრიგობით, უძველესი და ულამაზესი თუ ახალი და თანამედროვე შენობებით, ცოცხალი, მხიარული, კომუნიკაბელური ხალხით, მზით, სიცხით და ულამაზესი ენით, ისეთით, სურვილი რომ გაგიჩნდება, შენც მომენტალურად ალაპარაკდე. როგორც თავად იტალიელები (არა მილანელები) ამბობენ, ეს არ არის ყველაზე ლამაზი ქალაქი. მილანი არც რომია და არც გენუა. ისტორიული შენობები აქაც მრავლადაა, მაგრამ ნანგრევები და უძველესი ნაშთები – ნაკლებად. ზღვა და პლაჟებიც არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, არის ბეეეეევრი მაღაზია, ბეეეეევრი ლამაზად ჩაცმული ადამიანი და ბეეეევრი გასართობი ადგილი. მილანი თავად დახვეწილობაა და ალბათ ერთი თვე აქ ცხოვრება საკმარისია საიმისოდ, რომ საკუთარ თავში მოდის ხატი აღმოაჩინო. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ შეიძლება, თავად იტალიელებისთვის არ არის ასე თვალშისაცემად ლამაზი მილანი. ჩემი აზრით, ყველა კუთხე ლამაზია: ისტორიული ცენტრიც, თანამედროვე უბნებიც და გარეუბნებიც – პატარა, ლამაზი სახლებით და ყვავილიანი ეზოებით. ისეთია, რომ ყველა შემთხვევითი კადრი ღია ბარათზე დასაბეჭდად გამოდგება. ამ პოსტში მილანელებს ცალკე სიტყვა ეკუთვნით. მილანელებს უყვართ ლამაზად ჩაცმა, გართობა და მოტოციკლები. თავის მოვლაც უყვართ და როგორც დავასკვენი, ცოცხალი, ტემპერამენტიანი და ხალისიანი ხალხია. რატომ არ იქნებიან, რა… ქალები – კარგად ჩაცმულები, მოწესრიგებულები და რაღაც სხვანაირად ეშხიანები (ვერ ვიტყვი, რომ ყველა თვალისმომჭრელად ლამაზია, მაგრამ აი, ყველა რაღაცნაირია, გამორჩეული, როგორც ერთ-ერთმა ჩემმა თანამგზავრმა აღნიშნა, “გემრიელები”…). კაცები – კიდევ უფრო კარგად ჩაცმულები, კიდევ უფრო მოწესრიგებულები და მოვლილები. წამლად ერთ ღიპიანს ვერ იპოვით, ასაკისა თუ კოსტიუმის ბრენდის მიუხედავად. რა თქმა უნდა, იტალიური სამზარეულო მხოლოდ პასტა და პიცა არ არის. მეტსაც გეტყვით – პიცა საერთოდ არ მიჭამია ან მიჭამია, მაგრამ დიდად არ დამამახსოვრდა. თუმცა, შეიძლება, არც მიჭამია. დიეტაზე ვიყავი. რამდენიმე გემრიელი კერძი მაინც გავსინჯე. იმ კერძს არ ვიცი, რა ჰქვია, აპეტაიზერად რომ მოგვიტანეს და ერთი შეხედვით ბანალურ აჯაფსანდალს რომ ჰგავდა. თურმე ნუ იტყვით და შეზავებული პომიდვრის წვენში ჩადებულ ბადრიჯნის ხვეულაში, არც მეტი და არც ნაკლები, ჩამდნარი მოცარელა იმალებოდა. მაგაზე ნაკლებ გემრიელი არაფერი გაგესინჯოთ. თუ ბრინჯი გიყვართ, რიზოტო გასინჯეთ. უამრავი სახეობა აქვს, მაგრამ არ მოტყუვდეთ და დიეტურ კერძად არ ჩათვალოთ, კარაქზე მზადდება და საკმაოდ კალორიულია. თუმცა, ბრინჯს როცა ეხება საქმე, ჩინურ სამზარეულოს ჩემს თვალში კონკურენტი არ ჰყავს. იტალიური სამზარეულო თანაბრად გულუხვია ვეგეტარიანელებისა და ხორცის მოყვარულებისთვისაც. უამრავი სახეობის სალათი შეიძლება შეუკვეთო, რომლებსაც სასწაულად უხდება თურმე ბალზამიკო და თავზე მოხეხილი მოცარელა ან პარმეზანი. ჩემს თვალში მხოლოდ ყველი აკეთილშობილებდა ამ ბალახ-ბულახს, თუმცა, გემრიელად კი გეახელით. პოეტი რომ ვიყო, იტალიურ ყავას პოემას მივუძღვნიდი. აქ ყველაფერი შეიძლება გასინჯო და ყველანაირი სახეობა თანაბრად მოგეწონებათ. ყავის სმა მხოლოდ ჩვევა კი არა, კულტურაა, რომელსაც თავისი წესი და რიგი აქვს. იქამდეც გაგონილი მქონდა, რომ იტალიელები საღამოობით ყავის დალევას ოფიციალურ სიგიჟედ თვლიდნენ და არ დაგიმალავთ, არ მჯეროდა. დაიჯერეთ და თავი არ მოიჭრათ. საღამოს თუ კაპუჩინო მოგინდათ, სადმე შეიყუჟეთ და უჩუმრად მიირთვით. კაპუჩინო დილით იციან იტალიელებმა! ყველა კუთხეში იყიდება ძაააააალიან გემრიელი ნაყინი. ჯელატო, ჯელატომ, ჯელატოს…. აი, აქ მიმტყუნა თავშეკავებამ. ჩემი ფავორიტი შოკოლადის, ფსტის და მანგოს ნაყინებია. ჭეშმარიტად იტალიური საკვების გასინჯვა თუ გნებავთ, Eataly-ს მაღაზიებს მიაკითხეთ. იაფი არ ეთქმის, სამაგიეროდ – ავთენტურია. იტალია ერთი დიდი ძეგლია. ყველა ისტორიული შენობა ლამაზი და გამორჩეულია. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ჩემი მარშრუტი, ძირითადად, მილანის ისტორიულ უბანში სეირნობით და გზადაგზა მაღაზიების თვალიერებით შემოიფარგლებოდა, ამ ორ ქვეთავს გავაერთიანებ. იტალიაში კარგად ჩაცმა ძვირი ღირს. ე.წ.”აუთლეტ” მაღაზიებში საშუალოდ, 150 ევროდან იწყება ფასები, თუმცა, ყველა ძვირადღირებული ბრენდია და ბრენდის პირობაზე, საკმაოდ იაფიც. სტელა მაკარტნის გამოსასვლელი კაბა, რომელზეც თვალი დამრჩა, 350 ევრო ღირდა. მოგვიანებით გავიგე, რომ მილანიდან დაახლოებით 50 კილომეტრში ყოფილა შოპაჰოლიკების სამოთხე, თუმცა, დროში საკმაოდ ვიყავი შეზღუდული და შოპინგში ერთი დღის დაკარგვას ისევ დუომოს ტერასაზე ასვლა ვამჯობინე. უბრალო მოკვდავთათვის უფრო ხელმისაწვდომი საშუალო დონის და ფასის ბრენდები ვიტორიო ემანუელის გალერეაშია (რომელიც, ნუ იტყვით და მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი ყოფილა) განთავსებული დუომოს ირგვლივ. აქ ბევრი ღია და დახურული კაფეა, ბევრი მაღაზია, ბევრი ტურისტი და ბევრი მტრედი. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ასეთ მაღაზიებში გავლა ღირს, არჩევანი გაცილებით დიდია და ფასიც უფრო მისაღები, ვიდრე ჩვენთან. ცალკე აღნიშვნის ღირსია მაღაზიები, რომლებიც არც მთლად ბრენდულია და არც მთლად H&M და მსგავსი. ასეთ მაღაზიებშიც კი ყველაფერი ლამაზი, უკეთესი ხარისხის და გამორჩეულია. თვალიერებაც არ მოგბეზრდება კაცს. მოკლედ, მთელი მილანი მოდის ერთი დიდი მუზეუმია. ახლა რაც შეეხება დუომოს: ეს არის ულამაზესი გოთიკური ტაძარი, მილანის საკათედრო ტაძარი, რომლის თითოეული ფილა, ქონგური, კარის ფრაგმენტი თუ ქანდაკება ხელოვნების ნიმუშია. ერთი დღით ტურინშიც მომიწია სტუმრობა. ტურინის აღქმა, უნდა ვაღიარო, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დავიწყე რენე რეჯანის “მზის მატარებლიდან” და ცენტრალურ პარკს რომ ჩავუარე და ტრიტონების შადრევანი დავინახე, ლამის ტაში შემოვკარი. ტურინი პოს ნაპირებზეა გაშენებული, მდინარის სანაპიროდან დიდი გორაც მოჩანს ზედ შეფენილი სახლებით. ეზოები კი ისეთია, მაშინვე დაბნეული ნუნციატა წარმოგიდგებათ თვალწინ: “ეს ხომ ქალაქია, სახლი კი არა, მთელი ქალაქია”… ისევ რეჯანის შთაბეჭდილებების ბრალია, რომ ტურინი ისეთ ქალაქად აღვიქვი, სადაც ერთ ადამიანთან ერთად უნდა წახვიდე, ხელი ჩაჰკიდო და იხეტიალო, იხეტიალო, მდინარეზე ნავით ისეირნო, სუპერგაზე ლამაზი ეკლესია ნახო და ბოლოს დიდხანს უყურო განათებულ ღამის ქალაქს. ტურინი მილანზე ნაკლებ გადატვირთულია, ტურისტიც ნაკლებია და უფრო შინაურული და მშობლიური გეჩვენება ამის გამო. შინაურული მაშინ უნდა გენახათ, როცა გარეუბანში სარეველებმოდებული ძველი მოედანი და სახლზე მიჯღაბნილი გრაფიტი დავინახე. ერთი წამით თავი სახლში ვიგრძენი. აქ დავასრულებ მიმოხილვას. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემი შთაბეჭდილებების დღიურია და არა მოგზაურთათვის განკუთვნილი გზამკვლევი, როგორიც უამრავი მოიძებნება ინტერნეტში. იტალიაში სტუმრობის შემდეგ დავასკვენი, რომ თუ ხალხს სილამაზე, მხიარულება და კარგად ჭამა უყვარს, იმ ქვეყანაში სტუმრობა ნამდვილად ღირს. იტალიელები პირის გემოს არ უჩივიან, მუზეუმის კედლებს შორის ცხოვრობენ, სულ იღიმებიან და გულღიები ჩანან. ნავილიო გრანდეზე გავლისას (ცნობილი ადგილია, დიდი არხია და არხის ირგვლივ განლაგებული უამრავი ღია კაფე) ეს უფრო მოგხვდება თვალში, ღამის ცხოვრებაც დუღს და გადადუღს. მოკლედ, მილანი ჩემთვის ის ქალაქია, სადაც გემრიელად ჭამა, კარგად გართობა, ლამაზად ჩაცმა, საინტერესო ადგილების მონახულება და უბრალოდ, ბევრი სიარული შეიძლება. იტალიაში ერთხელ სტუმრობის შემდეგ კი აუცილებლად მოგინდება უკან დაბრუნება, იმიტომ, რომ შეუძლებელია, მზიანი, ოქროსფერი იტალია და ტემპერამენტიანი იტალიელები ერთი სტუმრობით არ შეგიყვარდეს.
2019-12-13 08:49:47
https://tamarasbicycle.wordpress.com/
crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540551267.14/warc/CC-MAIN-20191213071155-20191213095155-00053.warc.gz
44,124
555,177,441
- 23.10.2019 16:30Solar Alternative Energy ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას, ხოლო თბილისში გლობალური გაყიდვების ოფისის გახსნას გეგმავს - 23.10.2019 16:30პროექტის „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” საჯარო განხილვა გაიმართა - 23.10.2019 16:30„შრომის კოდექსში` ცვლილებებზე მთელმა ბიზნესმა ძალიან უარყოფითი პოზიცია არგუმენტირებულად დავაფიქსირეთ - სოსო ფხაკაძე - 23.10.2019 16:30„პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მისი შემოწმება - კობა გვენეტაძე - 23.10.2019 16:30ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 6 თვით შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას - გიორგი გახარია - 23.10.2019 16:30მნიშვნელოვანია, ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის კონკრეტული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს - მაია ცქიტიშვილი - 23.10.2019 16:30ქველმოქმედებაზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ჩვენს ქვეყანაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა - გიორგი გახარია - 23.10.2019 15:55ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის დასრულება ნოემბრისთვის იგეგმება - 23.10.2019 15:55ლევან გოგიჩაიშვილმა პაატა სილაგაძის დარბაზიდან გაძევება ითხოვა - 23.10.2019 15:55ორპარტიული მხარდამჭერი აქტი მიუთითებს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები დღეს უმაღლეს დონეზეა - ირაკლი ჩიქოვანი „საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღესასწაული აღნიშნა “საქართველოს რკინიგზამ”, პროფესიული დღის აღსანიშნავ საზეიმო საღამოზე, წლის გამორჩეული თანამშრომლები ხაშურის სავაგონო დეპოში დააჯილდოვა. რკინიგზელებისათვის, ღონისძიებაზე გასამგზავრებლად, დაინიშნა და შესრულდა სპეციალური რეისი-შტადლერ Kისს-ის მატარებლით. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სადღესასწაულოდ მოწყობილ გარემოში დაეთვალიერებინათ ახალი ტექნიკა, გაცნობოდნენ რკინიგზის მუზეუმში დაცულ უძველეს ნივთებს და მოესმინათ საუკეთესო „რკინიგზული“ ბენდისთვის. «საპატიო რკინიგზელი», «თავდადებული რკინიგზელი», «საიმედო მემანქანე», «რკინიგზის ვეტერანი», «ინოვატორი რკინიგზელი», «საუკეთესო მენეჯერი», «ყველაზე პროდუქტიული რკინიგზელი», «საუკეთესო კოლეგა», «ყველაზე ოპერატიული რკინიგზელი», «სამაგალითო რკინიგზელი დედა», «სანიმუშო რკინიგზელი», «საუკეთესო გუნდი», «მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველი» და «წლის საუკეთესო პროფესია»-ეს ის 14 ნომინაციაა, რომლის მიხედვითაც 125 გამორჩეული რკინიგზელი გამოვლინდა. გამარჯვებულებს, ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები სიგელებთან ერთად, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ფილიალების დირექტორებმა გადასცეს. „ძვირფასო რკინიგზელებო, გილოცავთ რკინიგზელთა დღეს! მადლიერებას და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიერ შეტანილი წვლილისათვის ჩვენი კომპანიის განვითარების გზაზე! დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით წინ ბევრი წარმატება გველის,“ - განაცხადა ღონისძიების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სს „ საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.
2019-10-23 13:01:21
http://medianews.ge/ge/saqartvelos-rkinigzam-profesiuli-dghesastsauli-aghnishna/33670
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833766.94/warc/CC-MAIN-20191023122219-20191023145719-00327.warc.gz
11,469
122,124,350
გრიპის ვირუსით კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ავთო სარჯველაძის გარდაცვალების მიზეზი, გრიპი, სავარაუდოდ, H1N1 შტამის ვირუსია. შუახნის თბილისში, მაშველები 15 მეტრის სიმაღლის კლდიდან ჩამოვარდნილ მამაკაცს დაეხმარნენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ერთი ადამიანი დაიღუპა ბათუმში მშნებელობაზე, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, შუახნის კაცი მეტროსადგურ „გოცირიძესა“ და „დიდუბის“ ღია სადგურში, ე.წ. გადასარბენი მონაკვეთზე უბედური შემთხვევა მოხდა. ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა. თბილისის გამოცემა Boredpanda სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს როგორ იხსნა სიკვდილისგან უცნობმა ქალმა მამაკაცი. ვიდეოკადრებში ჩანს როგორ აშშ-ში სუშის მოყვარულმა მამაკაცმა სხეულიდან 165სმ-ის ზომის ჭია გამოიყვანა. ინციდენტის დეტალების შესახებ მამაკაცის ექიმმა განაცხადა. მისი თქმით, თემქაზე, მშენებარე კორპუსის მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. 27 წლის მამაკაცი სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. დაშავებული ირლანდიური ავიაკომპანიის Ryanair მგზავრი თვითმფრინავის ფრთაზე საგანგებო გასასვლელით გავიდა, ინფორმაციას bbc.com ავრცელებს. თვითმფრინავმა პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის მიმართ სექსუალური ძალადობის თაობაზე წარდგენილი ბრალდებების გამო, რომელმაც სკანდალური ხასიათი მიიღო, 2018 წელს ბათუმში, 50 წლის მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი ადგილზევე
2019-03-24 20:08:37
https://news.ge/tags/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203491.1/warc/CC-MAIN-20190324190033-20190324212033-00093.warc.gz
30,046
560,415,768
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“, რომელიც ლგბტ-საზოგადოების უფლებებს იცავს, გააუქმა აქცია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ხუთშაბათისთვის იყო დაგეგმილი, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე. „თანასწორობის მოძრაობას“ ხუთშაბათს, 17 მაისს თბილისში უნდა აღენიშნა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამავე დღეს კონტრაქციის მოწყობას აპირებდნენ ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. „ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ-აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია საქართველოს კანცელარიასთან, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში“, — ნათქვამია განცხადებაში. მოსალოდნელია თუ არა საქართველოში კლუბური რევოლუცია >> არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები იყონ დაკავებული ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრით, ლგბტ-საზოგადოებისგან შეგნებულად მტრის ხატს ქმნიან. „ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება, ოპოზიცია და სხვა პოლიტიკური ძალები ყოველდღიურ რეჟიმში ფიქრობდნენ და მუშაობდნენ ჩვენი, საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული უმწვავესი პრობლემების: უმუშევრობის, სიღარიბის, განათლების სისტემის უფუნქციობის, ჰაერის მომაკვდინებელი დაბინძურებისა თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, სახეზე გვაქვს საზოგადოებაში მტრობის გაღვივების მუდმივი მცდელობა, რათა ყურადღების გადატანა მოხდეს რეალური პრობლემებიდან – არარსებულ მტრის ხატებზე“, — აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ლგბტ-საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული „ფაშისტური დაჯგუფებები“ ავიწროებენ მათ და ამისათვის მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. „მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების გაძლიერება სწორედ სახელმწიფოს გულგრილი და უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებაში არსებული ულტრამემარჯვენე, რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების ფორმირებაში, ასევე, დაინტერესდეს მათი პოლიტიკური მიზნებითა და დაფინანსების წყაროებით“, — ნათქვამია განცხადებაში. ამასთან ცნობილი გახდა, რომ აქცია გააუქმა ნაციონალისტურმა ორგანიზაციამ „ქართულმა მარშმაც“, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ ამ ნაბიჯზე წავა იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნაზე უარს იტყვიან. „საერთოდ არ მსურს ვიღაცებმა ისარგებლონ ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ხვალ დილიდან ჩვენ ვილოცებთ და შემდეგ შევუერთდებით საპატრიარქოს დაგეგმილ ღონისძიებებს, მივიღებთ მონაწილეობას მსვლელობაშიც. ხვალინდელი დღე ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა ორგანიზაციის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. ხუთშაბათს საქართველოში ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღე აღინიშნება, რომელიც 2013 წლიდან დაარსდა, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედებების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30-მდე ადამიანი დაშავდა.
2019-03-20 01:13:11
https://m.sputnik-georgia.com/society/20180517/240494445/Actions-canceled-LGBT-community-will-not-go-in-Tbilisi-streets.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202188.9/warc/CC-MAIN-20190320004046-20190320030046-00309.warc.gz
11,156
553,520,960
მაქსიმ მოისეევი, რომელიც ბორტგამოცილებელი იყო მოსკოვში, “შერემეტიევოს” აეროპორტში მომხდარი ტრაგედიისას გარდაიცვალა. მაქსიმი ცეცხლმოკიდებული ლაინერის უკანა ნაწილში მგზავრების გადარჩენას ცდილობდა რა დროსაც გადარჩენა ვერ შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ТАСС ავრცელებს. მგზავრებს ეხმარებოდა, წინა კარებიდან დაეტოვებინათ თვითმფრინავი – ბორტგამცილებელი, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა ხაზარაძე სკანდალურ ფაქტებს ჰყვება: როგორ ბლოკავს ივანიშვილი ინვესტორებს და რა უძღოდა წინ პომპეოს განცხადებას ანაკლიის პორტზე? სისხლიანი გარჩევა ყიფშიძეზე - დაკავებულია ლევან ძნელაძე თურქეთში პროსტიტუციისთვის 8 ქართველი ქალი დააკავეს "ანაკლიის კონსორციუმის“ დირექტორი მთავრობას საბოტაჟირებაში ადანაშაულებს
2019-10-15 21:14:16
http://cyc.ge/%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660323.32/warc/CC-MAIN-20191015205352-20191015232852-00190.warc.gz
23,327
50,061,764
„ ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 1. „ ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1–ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, შიდა მობილობით საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების რაოდენობის გადაჭარბებით.“. ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით.“. 2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას. 3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
2019-10-16 09:22:24
https://tsu.ge/ge/juridical/axad_council_resolutions/2012/462012/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666959.47/warc/CC-MAIN-20191016090425-20191016113925-00393.warc.gz
7,225
746,424,667
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს სენატის რესპუბლიკურ უმრავლესობას შეხვდება. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მისი გეგმა იმის შესახებ, რომ კორპორაციებსა და საშუალო კლასს გარკვეული გადასახადები მოეხსნას, წინ წაიწევს. თუმცა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ერთ-ერთ გავლენიან რესპუბლიკელ კანონმდებელს, სენატორ ბობ კორკერს საჯაროდ დასცინა. დღევანდელ ლანჩს კი, სადაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ, კორკერიც დაესწრება. სენატმა გასულ კვირას დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელმაც შესაძლოა მომავალი ათწლეულის განმავლობაში მიგვიყვანოს შედეგამდე, რომ 1.5 ტრილიონით ნაკლები გადასახადი იქნება გადახდილი. ამან კი შეიძლება ქვეყნის ისედაც მზარდ ეროვნულ ვალს კიდევ 20 ტრილიონი დოლარი დაუმატოს. ტრამპს სურს, რომ ეს კანონი ამ წლის ბოლომდე მიიღონ. თუმცა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი კონგრესი ჯერ კონკრეტულ ცვლილებებზე უნდა შეთანხმდეს. ამ საკითხზე დახურულ კარს მიღმა დისკუსიები ინტენსიურად მიმდინარეობს. ბობ კორკერი კი, რომელიც 2018 წელს კონგრესში საქმიანობას შეწყვეტს, ამ ბოლო დროს პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებს. მან "ეი-ბი სი ნიუსს" უთხრა, რომ ტრამპმა საგადასახადო რეფორმის საკითხი ახლა კონგრესის კომიტეტს უნდა მიანდოს და აცადოს მათ შესაბამისი გეგმის შემუშავება და გადაწყვეტილების მიღება. კორკერის თქმით, ის ვერ ხედავს ტრამპისგან ნებას, უნარებსა და სათანადო მონდომებას იმისთვის, რომ საგადასახადო კოდექსის რეალური გადახედვა მოხდეს.
2019-03-25 03:56:10
https://www.amerikiskhma.com/a/trump-pushes-tax-overhaul-as-he-trades-taunts-with-key-lawmaker/4084000.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203548.81/warc/CC-MAIN-20190325031213-20190325053213-00234.warc.gz
10,135
682,067,566
ეს არის WallHack ჩეთი 2013 წლის გადაწერეთ და ისიამოვნეთ,. გირჩევთ სერვერზე არ ითამაშოთ თორე ბანი არ აგცდებათ :) ეს არის Bob Marley –ს ფონი თქვენი ქაუნთერისთვის გადაწერეთ Bob Marley–ს ფანებო :) საკაიფო სკინია გადაწერეთ და შეაფასეთ მგონი კარგი ტურია გადაწერეთ და ისიამოვნეთ საკაიფო მაპია გადაწერეთ და შეაფასეთ ეს არის ქაუნთერის საკაიფო ფონი გადაწერეთ და დააკომენტარეთ კარგი ტურია გადაწერეთ მოგეწონებათ :) მგონი კარგი მაპია გადაწერეთ და შეაფასეთ, კომენტარები არ დაიშუროთ საკაიფო მაპია გადაწერეთ დაგევასებათ, კომენტარები არ დაიშუროთ ;) ეს არის bhop_cyberspace_alpha მაპი გადაწერეთ და შეაფასეთ
2019-03-23 03:33:21
http://cs-stuff.at.ua/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202711.3/warc/CC-MAIN-20190323020538-20190323042538-00446.warc.gz
12,718
54,111,708
საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) საქმიანობენ, აღნიშნული ორგანიზაციები ერთობლივად განახორციელებენ ინიციატივებს IMO-ს სტანდარტების მისაღწევად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბათუმში, საერთაშირისო საზღვაო ფორუმის ერთ-ერთ დისკუსიაზე, რომელიც EBRD-სა და IMO-ს შორის კოოპერაციის საკითხებს მიეძღვნა. „ვფიქრობ, ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ძალიან პროდუქტიული შედეგით დასრულდა. ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსიები და დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მონაწილეობით ჩატარებულ დისკუსიის შემდეგ დაიგეგმა ისეთი ინიციატივები, როგორიცაა პორტების დასუფთავებისთვის გამიზნული ინვესტიციების მხარდაჭერა და სხვ. როგორც დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, აღნიშნული პროექტების ინიცირება კომერციული სექტორიდან მოხდება და მწვანე ეკონომიკას შეეხება. მსგავსი სახის პროექტებს EBRD დააფინანსებს“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, რამდენიმე პროექტის დაფინანსება. მისი თქმით, ისინი დაკავშირებულია პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან პორტებში, მაგალითად, საქართველოს პორტებში იქნება დაფინანსებული სწავლება დაკავშირებული გამონაბოლქვების კონტროლთან.
2019-10-15 16:06:26
http://www.economy.ge/index.php?page=news&nw=873
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660067.26/warc/CC-MAIN-20191015155056-20191015182556-00225.warc.gz
8,034
249,758,585
ხასიათი : თვინიერი, მხიარული, მოსიყვარულე, ერთგული თავშესაფარში მიღების მიზეზი : აგრესიული მოსახლეობისგან დაცვა ჯანმრთელობის მდგომარეობა : ჯანმრთელი, ვაქცინირებული. ლოკაცაცია: მცხეთა – GSPSA-ს ზედამხედველობით ოჯახში დროებითი შეფარება (შემფარებელი პაატა კორძაძე) გაჩუქების პირობები : გაჩუქდება მხოლოდ საუკეთსო მოვლის პირობების გარანტიით. მიჩვეულია ეზოში ცხოვრებას. ბეტი იყო მიუსაფარი ძაღლი, ცხოვრობდა ქუჩაში. 2016 წლის დეკემბერში მან ერთ-ეთი კორპუსის სარდაფში დაყარა ლეკვები და არავის უშვებდა ტერიტორიაზე, რადგან იცავდა მათ. ორაგნიზაციის მიერ მოხდა ლეკვების გაჩუქება, ასევე გასტერილდა და გაჩუქდა ბეტიც, მაგრამ მეორე დღესვე გამოიქცა ახალი პატრონის სახლიდან და დაბრუნდა GSPSA-ს წევრთან მინი ოჯახურ თავშესაფარში. ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა. თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები და სურვილი გაგაჩნიათ, რომ თქვენ გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური საშუალება ჩაერთოთ „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“ შემოწირულობის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ მიზნობრიობა: “ბეტისათვის”. http://gspsa.org.ge/donate/ დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:
2019-10-19 07:53:23
http://gspsa.org.ge/betty-mongel/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986692126.27/warc/CC-MAIN-20191019063516-20191019091016-00412.warc.gz
16,580
84,243,255
საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და კიდევ რამდენიმე პირი საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. „განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები – თემურ მურღულია, ლია გიგაური, თამარ სანიკიძე – განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მანანა მიქაბერიძე – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მაია მიმინოშვილი – შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. მისივე თქმით, სისტემაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.
2019-03-25 06:09:04
http://saqinform.ge/news/39173/maia+miminoshvili%2C+Tamar+sanikiZe%2C+lia+gigauri+da+Temur+murRulia+Tanamdebobebidan+gaTavisufldnen.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203755.18/warc/CC-MAIN-20190325051359-20190325073359-00184.warc.gz
7,447
169,910,794
მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საღამოს წვეულებაზე მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. დღეს ნებისმიერ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს; გააუმჯობესებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მარტოხელას კი რომანტიკული ნაცნობობა ელის. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას; ახალი საქმეების დაწყებას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. ყველაფერი ისე უნდა მიიღოთ, როგორც სინამდვილეშია და არ გადაამეტოთ. დღეს ადვილად ამოიცნობთ გარშემო მყოფთა განწყობას და დაეხმარებით მათ პრობლემების მოგვარებაში. ახალი საქმის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტებთან, გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. გარშემო მყოფებს ნიჭიერებით, საქმის ცოდნით მოხიბლავთ, მაგრამ შეამჩნევთ საკუთარ თავს, რომ დროდადრო სხვა საფიქრალზე გაგირბით აზრები და საქმეს ავტომატურად აკეთებთ. მეგობრები და ახლობლები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები უნდა გამოიყენოთ. ამასთანავე, გარშემო მყოფებსაც უნდა დაეხმაროთ სირთულეების დაძლევაში. სირთულე, მოვლენა, ადამიანი, რომელსაც დღეს გადაეყრებით, ცხორებისეულ გაკვეთილად, გამოცდად უნდა მიიღოთ. კარგი დღეა მედიტაციისა და იოგისთვის. ნუ შეგეშინდებათ რთული საქმეების შესრულება. ხშირად იმეორეთ თქვენთვის: “მე გამომივა”, “მე შევძლებ”. თუ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ, მიიღეთ სინამდვილე ისე, როგორიცაა. დღეს თქვენ გარშემო ჯადოსნური სამყარო შეიქმნება, – მარტივად მოგვარდება ყველა რთული საკითხი, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და უცხოებიც კი თქვენ მიმართ ღიმილიანები და თავაზიანები იქნებიან. სამსახურის საქმეების გამო სხვა ვალდებულებებისთვის ვერ მოიცლით. მოსალოდნელია საქმიანი ზარები; ხშირად შეამოწმეთ ელფოსტა. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
2019-10-18 08:24:22
http://plus.kvira.ge/10-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986679439.48/warc/CC-MAIN-20191018081630-20191018105130-00137.warc.gz
20,709
154,360,368
მას შემდეგ, რაც Renault-მ კონცეპტუალური Alpine (ფოტოზე) დაიწუნა და მისი საფუძვლიანი გადაკეთება გადაწყვიტა, მისი ურთიერთობა Caterham-თან დაიძაბა. და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ უარი თქვეს ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე. ორივე კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ავტომობილი საკუთარი ძალებით შეიმუშაოს. ორივე კომპანია გააგრძელება თანამშრომლობას ფორმულა ერთში, სადაც Caterham-ი ფრანგულ ძრავებს იყენებს. თუმცა, ჯერჯერობით აშკარა აუტსაიდერია. ისინი სპორტულ ავტომობილებს 2016 წელს გამოუშვებენ. სხვათა შორის, არშემდგარი კომპანიონები იმედოვნებდნენ, რომ მათი პარტნიორობა სხვა სპორტულ ავტომობილებზეც გავრცელდებოდა. ორივე კომპანია თავისი სპორტქარის წარმოებას Renault-ს დიპის ქარხანაში აპირებდა, რომელშიც Caterham-ს სანახევრო წილი მიეკუთვნა. მაგრამ პარტნიორობის დარღვევის შემდეგ, ეს წილი ისევ ჩამოერთმევა. ქარხანაში კი, სადაც 300 ადამიანი მუშაობს, Clio RS-ს გამოუშვებენ. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, კომპანიებს შორის თანამშრომლობა, ავტომობილის შემუშავების ხედვებს შორის განსხვავების გამო წყდება. Caterham-ი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ Renault-მ პირვანდელი პროექტის გადაკეთება გადაწყვიტა - ბრიტანული კომპანიისთვის ეს ზედმეტი ხარჯების მომასწავებელია, რაზეც მან უარი განაცხადა.
2019-10-21 08:09:52
https://tia.ge/89899-renaultcaterham-.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987763641.74/warc/CC-MAIN-20191021070341-20191021093841-00111.warc.gz
9,815
734,990,257
საქართველოში გახსნილ უბანზე გამარჯვება ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა საქართველოში, უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე გახსნილ უბანზე გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. უკრაინის ცესკო-ს მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 100 პროცენტი და ხმების 35 პროცენტი ზელენსკის პარტიამ მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის თანაგუნდელები ლიდერობენ ასევე სომხეთში 47 პროცენტით და აზერბაიჯანში 42 პროცენტით. უკრაინის ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე გამართულ კენჭისყრაზე, საერთო ჯამში, დათვლილია ბიულეტენების 94 პროცენტი და ზელენსკის პარტიას 29 პროცენტი აქვს, ხოლო პოროშენკოს პარტიას 28 პროცენტი. უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. ეგზიტპოლის მონაცემებით, მეცხრე მოწვევის რადაში სულ 5 პარტია შედის. ესენია „ხალხის მსახური“, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, „ევროპული სოლიდარობა“, „ბატკივშინა“ და „ხმა“.
2019-10-16 09:34:54
https://1tv.ge/news/saqartveloshi-gakhsnil-ubanze-gamarjveba-vladimir-zelenskis-partiam-moipova/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666959.47/warc/CC-MAIN-20191016090425-20191016113925-00201.warc.gz
13,515
343,985,472
წელს პირველად, ყველა მშობელს შესაძლებლობა ექნება სასწავლო სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტის საშუალებით შეიტყოს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საინფორმაციო ბუკლეტი ,,სასკოლო სახელმძღვანელოები’’ სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მომზადდა. ბუკლეტში მოყვანილია ინფორმაცია სასკოლო სახელმძღვანელოების ფასების, საგნების, კლასებისა და გამომცემლობების შესახებ. ბუკლეტთან ერთად, ასევე, მომზადდა საინფორმაციო პლაკატები, რომელზედაც განთავსებულია ინფორმაცია იმ ასოცდაათი წიგნის მაღაზიის შესახებ, სადაც საქართველოს მასშტაბით გრიფირებული სახელმძღვანელოები ფიქსირებულ, დაბალ ფასებში გაიყიდება. საინფორმაციო ბუკლეტი და პლაკატი ყველა საჯარო და კერძო სკოლას გადაეცემა, პლაკატები სკოლებში სპეციალურ სტენდებზე პირველი სექტემბრიდან გაიკვრება. მშობლებს ასევე, ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს ფოსტის კურიერების მეშვეობით, საინფორმაციო ბუკლეტებს სახლიდან გაუსვლელად გაეცნონ, გააკეთონ არჩევანი და გამოიწერონ საჭირო სახელმძღვანელოები. საქართველოს ფოსტა წიგნების სახლში მიტანას უზრუნველყოფს. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბუკლეტი ჟურნალისტებს წარუდგინა. საინფორმაციო ბუკლეტი და პლაკატი მშობლებისთვის კარგი რესურსია, რათა მათ სწორი არჩევანი გააკეთონ და საჭირო სახელმძღვანელოები დაბალ, ფიქსირებულ ფასებში შეიძინონ. რამდენიმე დისტრიბუტორი კომპანია სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2011 წლის 30 აგვისტომდე უზრუნველყოფს სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობებისა და წიგნის მაღაზიების მოწყობას თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, თელავსა და გორში. ყველა ამ მაღაზიისა და ბაზრობის ადგილმდებარეობა, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია დატანილია პლაკატზე. დისტრიბუტორების მიერ მოწყობილ მაღაზიებსა და ბაზრობებზე სასკოლო სახელმძღვანელოები მხოლოდ ფიქსირებულ, დაბალ ფასში გაიყიდება. ბაზრობებისა და მაღაზიების მისამართები ასევე დაიდება სამინისტროს ოფიციალურ საიტზე www.mes.gov.ge და სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე - www. Facebook.com/mes.gov.ge
2019-10-18 06:45:27
https://mes.gov.ge/content.php?id=2744&lang=geo
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677964.40/warc/CC-MAIN-20191018055014-20191018082514-00203.warc.gz
9,599
616,845,802
საშუალო ტემპერატურაზე საშუალო ქვაბში აადუღეთ ქათმის ბულიონი. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა. დიდ ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. თუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაახლოებით 5 წუთით, მოურიეთ ხშირად. დაუმატეთ 1 ს/კ კარაქი, ნიორი, დაჭრილი სოკო, დაფნა და ქონდარი. თუშეთ სოკოს დარბილებამდე და შებრაწვამდე, დაახლოებით 4 წუთით. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. სოკოს ნაზავი ქვაბიდან გადმოიღეთ. დარჩენილი 1 ს/კ კარაქი ქვაბში გაადნეთ და დაუმატეთ ბრინჯი. ურიეთ სწრაფ–სწრაფად, დაახლოებით 2 წუთით. დაუმატეთ ღვინო და ხარშეთ ღვინის ამოშრობამდე. დაუმატეთ 1 ჭიქა ცხელი ბულიონი. ურიეთ ხშირად, ხარშეთ სითხის შეწოვამდე. დაუმატეთ თითო–თითო ჭიქა დარჩენილი ბულიონი და თითოეული ჭიქის დამატების შემდეგ დაელოდეთ, რომ ბრინჯმა სითხე შეიწოვოს. ადუღეთ ბრინჯის მოხარშამდე (შესაძლოა ბულიონი მთლიანად არ დაგჭირდეთ). სოკოს ნაზავი ქვაბში ბრინჯს დაუმატეთ. შეურიეთ პარმეზანი და გალღობილი ბარდა. მორთეთ ოხრახუშით. მიირთვით თბილი.
2019-10-16 11:42:29
https://kulinaria.ge/receptebi/sokos-rizoto_841/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668569.22/warc/CC-MAIN-20191016113040-20191016140540-00505.warc.gz
10,823
559,159,722
თეთრად შლა – წარმოადგენს გინეკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთ ყველაზე ხშირ სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია სასქესო ორგანოების სეკრეტის რაოდენობრივ და თვისებრივ ცვლილებებთან. ანთებითი პროცესები, სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეები. ამასთან დაკავშირებით განასხვავებენ ვესტიბულურ, საშოს, ყელის, საშვილოსნოსა და მილების თეთრად შლას. ♥ ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >> ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები ♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >> გამონადენის ხასიათი დამოკიდებულია მათ წარმოშობაზე (მილის, საშვილოსნოს და საშოს გამონადენი თხიერია, ყელისა – ლორწოვანი). ჩირქის შენარევი მიუთითებს ანთებით პროცესზე, სისხლის – ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაზე. ავადმყოფი უჩივის სინოტივეს გარეთა სასქესო ორგანოებში და ქავილს. ძირითადი დაავადების, რომელიც წარმოადგენს თეთრად შლის მიზეზს. გადასვლა >>გინეკოლოგიური დაავადებები პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. - წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
2019-10-20 15:17:03
http://www.medgeo.net/2009/07/20/leucorrhoea/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986710773.68/warc/CC-MAIN-20191020132840-20191020160340-00450.warc.gz
9,548
294,500,038
პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა. პოლიტიკური მიზეზებით ე., როგორც წესი, რეპრესიული რეჟიმის თანმხლები მოვლენაა, როდესაც რეპრესიის შიში ან გაბატონებული რეჟიმისათვის ლოიალობის გამოცხადების აუცილებლობა მოქალაქეებს აიძულებს უცხო ქვეყანას შეაფარონ თავი. რაც შეეხება ე-ს ეკონომიკის მიზეზებით, იგი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. კაპიტალიზმის ეპოქაში, მას შემდეგ რაც სამუშაო ძალამ საქონლის სახე შეიძინა, კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად, მუშახელი ერთი ქვეყნიდან მეორეში შედარებით თავისუფლად გადაადგილდება (იხ. აგრ. მიგრაცია). სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
2019-10-14 02:05:53
http://dictionary.css.ge/content/emigration
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986648481.7/warc/CC-MAIN-20191014003258-20191014030258-00334.warc.gz
4,994
81,784,889
სტატისტიკის ბიუროს ექსპერტებმა მონაცემები გამოაქვეყნეს, რომელიც აჩვენებს, რომ ამერიკაში ოჯახის საშუალო წლიური შემოსავალი 3.2 პროცენტით გაიზარდა და 2015- 2016 წლებს შორის, $59.039 შეადგინა. ეს ორი წლის განმავლობაში მეორე მატებაა. „საშუალო“ ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნახევარი მეტს იღებს, მეორე ნახევარი კი ნაკლებს. სიღარიბის მაჩვენებელი 12.7 პროცენტით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ სიღატაკის ოფიციალური ზღვრის ქვემოთ, ორნახევარი მილიონი ადამიანით ნაკლებია. ეს გაუმჯობესებული მაჩვენებელია, მაგრამ 40.6 მილიონი ამერიკელი ჯერ კიდევ სიღატაკეშია.
2019-03-21 06:07:24
https://www.amerikiskhma.com/a/economy-us-povety/4027151.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202496.35/warc/CC-MAIN-20190321051516-20190321073516-00278.warc.gz
9,534
694,324,927
საქართველო უდიდესი ტრადიციების ქვეყანაა და ჩვენი ქვეყნის ხალხური შემოქმედების ნიმუშები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულმა კოლექტივებმა და ქართველ მაყურებელს გააცნეს საკუთარი ქვეყნის ხალხურ შემოქმედება. ფესტივალი 1 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები. სამი დღის განმავლობაში, ქართველ და უცხოელ მაყურებელს 4 ქვეყნის 24 ფოლკლორული ანსამბლის 400-მდე მონაწილემ ხალხური შემოქმედება გააცნო. შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, ასევე "Black Sea Arena"-ს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.
2019-10-20 14:49:18
http://folk.gov.ge/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986710773.68/warc/CC-MAIN-20191020132840-20191020160340-00102.warc.gz
6,281
71,814,797
185.168.227.218-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია მომხმარებლის 5.178.164.18 ცვლილებების გაუქმება (№3493273) 5.178.153.45-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია მე დავამატე ის ინფორმაცია რაც არ გეწერათ მომხმარებლის 212.58.120.246 ცვლილებების გაუქმება (№3492857) 31.146.38.128-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია 94.240.230.126-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Kartvelianheritage-ის მიერ რედაქტირებული ვ... მომხმარებლის 37.233.160.89 ცვლილებების გაუქმება (№3078625) 178.134.176.146-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია 184.171.165.16-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერ�
2019-10-17 15:59:29
https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986675409.61/warc/CC-MAIN-20191017145741-20191017173241-00269.warc.gz
8,652
563,338,890
ჩვენ ვართ თქვენ!!! ძალა ბევრობაშია!!! ხალხის საიტი | გთავაზობთ ნებისმიერი სახის და სირთულის ლითონის ნაკეთობებს | 100% უფასო განცხადებები და რეკლამა. ახალი და მეორადი საქონელი, მომსახურება, ყიდვა-გაყიდვა , ქირაობა | საიტების წიგნაკი. წიგნაკში უამრავი ქართული და უცხოური საიტია. ფილმები ქართულად. ონლაინ TV... | პირველი პროფესიონალური გრუმინგ სალონების ქსელი საქართველოში | ახალი სამშენებლო ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები | Profy - პროფესიონალი ხელოსანი გამოძახებით | მოძებნე კომპანია! (ტელეფონი, მისამართი, ელ.ფოსტა!), ახალი ამბები ყოველდღე! | ყველა ქართული + ბევრი ბიბლია უცხო ენაზე უნიკალური საძიებო სისტემებით და პარალელური კითხვის რეჟიმით | ამანათების ჩამოტანის სერვისი ამერიკიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან საუკეთესო ფასებში. | სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ტესტირება გამოცდა გაფორმება ბილეთები სწავლა | საიტის მეშვეობით ჩვენ ვამარტივებთ კავშირს უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის. | ბინები ზღვასთან ახლოს, ყოველდღიური გაქირავება, ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, დაგირავება. | მაისურების ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია საქართველოში |
2019-10-13 23:56:44
https://www.top.ge/page/32
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986648343.8/warc/CC-MAIN-20191013221144-20191014004144-00462.warc.gz
11,237
1,196,017,279
პროფესიული კოლეჯების თანამშრომელთა კომპეტენციის გაძლიერების მიზნით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ტრენინგ-კურსი ჩაატარა. ტრენინგის თემას, რომელიც პროფესიული კოლეჯების საჭიროებებიდან გამომდინარე შეირჩა, პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევა წარმოადგენდა. ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, პროფესიული კოლეჯები კურსდამთავრებულთა კვლევის განხორციელებას და სასწავლო პროგრამების შედეგიანობისა თუ ხარისხის განსაზღვრას თავად შეძლებენ. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კურსდამთავრებულთა კვლევის მეთოდოლოგიას, კვლევის სპეციფიკას და საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნენ. გარდა ამისა, კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს კურსდამთავრებულთა კვლევის მიმართულებით საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ტრენინგში 14 პროფესიული კოლეჯი ჩაერთო, მონაწილეობის შესაძლებლობა, კი საქართველოს მასშტაბით პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ყველა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას ჰქონდა. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს აგრობიზნესის ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) პარტნიორობით ხორციელდება.
2019-03-21 20:37:30
http://mes.gov.ge/content.php?id=7610&lang=geo
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202572.29/warc/CC-MAIN-20190321193403-20190321215403-00193.warc.gz
9,265
132,916,129
ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის და ჯანდაცვის კირთაძე: ახალი მთავარი და მთავრობა მიმდინარე სახიფათო მოვლენების მიმართ ადეკვატური უნდა ყოფილი მინისტრის გახდეს? ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის და ჯანდაცვის კირთაძე: ახალი მთავარი და მთავრობა მიმდინარე სახიფათო მოვლენების მიმართ ადეკვატური უნდა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის და ჯანდაცვის კირთაძე: ახალი მთავარი და მთავრობა მიმდინარე სახიფათო მოვლენების
2019-03-26 06:41:19
http://24blog.ge/polls
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204857.82/warc/CC-MAIN-20190326054828-20190326080828-00156.warc.gz
7,249
1,337,882
პოლინეზიაში კანიბალებმა გერმანელი ტურისტი შეჭამეს, მისი მეუღლე კი გააუპატიურეს ინფორმაციამ, რომელიც პოლინეზიიდან გერმანიაში დღეს გავრცელდა, ქვეყანა შოკში ჩააგდო: პოლინეზიელმა კანიბალებმა გერმანელი ტურისტი ტყეში შეიტყუეს, მოკლეს და შეჭამეს, მისი მეუღლე კი გააუპატიურეს. ერთი კვირის წინ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, სტეფან რამინი წყნარი ოკეანის კუნძულ ნუკუ ხივაზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 40 წლის მოგზაური მსოფლიოს სხვადასხვა, ძირითადად ეგზოტიკურ ადგილებს მეუღლესთან ერთად სტუმრობდა და ამ საქმეში მრავალწლიანი გამოცდილებაც ჰქონდა. შაბათს, 15 ოქტომბერს საძიებო ჯგუფის წევრებმა ჯუნგლებში ადამიანის ძვლების გროვა აღმოაჩინეს, რომლებსაც ჯერ კიდევ აჩნდა ხორცის ნაფლეთები. საძიებო ჯგუფის წევრმა, ფრანგმა გამომძიებელმა ჟოზე ტორელმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე ტაიტიდან ჩავიდა, საზარელი განცხადება გააკეთა: მისი დასკვნით, მსხვერპლის სხეული ადგილობრივმა კანიბალებმა მჭრელი საგნით დაანაწევრეს და კოცონზე შეწვეს. ექსპერტიზა ამ დრომდე არკვევს ტურისტის დაღუპვის ზუსტ მიზეზს: უკვე დადგენილია, რომ ძვლები ნამდვილად დაკარგულ ტურისტს ეკუთვნის. ამ ისტორიას კიდევ ერთი პერსონაჟი ჰყავს: მოგზაურის 37 წლის მეუღლემ დეტექტივებს უამბო, რომ მამაკაცი ტყეში ადგილობრივი მონადირის მიწვევის შემდეგ წავიდა, რომელმაც მას კუნძულზე მცირე ექსკურსია შესთავაზა. ქალის თქმით, მონადირე სულ მალე მარტო დაბრუნდა და განაცხადა, რომ გერმანელმა ტრამვა მიიღო და დახმარება სჭირდება. ამის შემდეგ კი პოლინეზიელმა ქალზე ძალა იხმარა: ის ხეზე თოკით მიაბა და გააუპატიურა, შემდეგ კი გაიქცა. ქალის განცხადების შემდეგ გამცილებელ მონადირეზე ძებნა გამოცხადდა. გამოძიებაში ჩაერთო როგორც ადგილობრივი პოლიცია, ასევე ფრანგული ჟანდარმერია. გუშინ პოლიციამ პოლინეზიაში ადგილობრივი მცხოვრები, ჰენრი გაიტი დააკავა. სწორედ მას ედება ბრალი გერმანელი ტურისტის მკვლელობაში, კანიბალიზმში და ქალის გაუპატიურებაში.
2019-03-18 19:33:03
https://droni.ge/?m=3&AID=4840
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201672.12/warc/CC-MAIN-20190318191656-20190318213656-00516.warc.gz
13,885
466,652,006
"ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ" ჟურნალი "კარიბჭე" ჩვენი სულიერი ცხოვრების წინამძღოლი გახდა. ბევრი შეგვძინა და გვასწავლა ჟურნალის დარიგებებმა. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა მოვუყვე მკითხველს ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის შვილგარდაცვლილი დედების შესახებ. ვიღაცისთვის შეიძლება უცხოც კი იყოს ტერმინი "შვილგარდაცვლილი დედა". ჩვენს ტაძარში კი, სამწუხაროდ, გვყავს დედები, რომლებსაც შვილები უფლისთვის ჩაუბარებიათ საუკუნო ცხოვრებაში. დედები, რომლებიც გულით დიდ ტკივილს ატარებენ, მაგრამ მრევლში ძლიერები არიან. ზუგდიდის წმინდა გიორგის ტაძრის შვილგარდაცვლილი დედები გამოირჩევიან სულიერი სიმტკიცით. ისინი ხშირად დადიან მოლოცვებზე სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებში, ლოცულობენ საკუთარ შვილებზე, სხვის შვილებზე, ზრუნავენ ერთმანეთზე, მრევლზე. დედები გასაჭირის დროს არასდროს ტოვებენ ერთმანეთს მარტო და აძლიერებენ ერთმანეთს და ჩვენც. რთულია სიტყვით გადმოსცე მათი ტკივილი. არავინ იცის, რა დარდს ატარებენ ისინი. ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეს გამოვლილი, ვერ მიხვდება მათ სულიერ ტკივილს. მე მუდამ მათ გვერდით ვტრიალებ. ვცდილობ ცოტა ხნით მაინც დავავიწყო ტკივილი. მე და ჩემი მგალობლები გალობით ვეხმარებით დედებს. მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა მათი დახმარებისა ჩვენი მხრიდან. ამ წერილის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ სხვასაც გავაგებინო, თუ როგორი ძლიერი დედები გვყავს. ალბათ ქვეყანაზე ერთი დიდი ტკივილი შვილის დაკარგვაა. მინდა, რომ ყველამ უფალს შევავედროთ მათი სიძლიერე. ჩვენ მათ სხვანაირად ვერ დავეხმარებით. მინდა ამ წერილით ჩემს დედებს მოვეფერო, ყველას, ყველას. დედებო, მინდა ყველას გითხრათ, რომ პირადად ჩემთვის გმირი დედები ხართ. ღმერთმა გაგაძლიეროთ. თქვენი ლოცვა უფლამდე ასულიყოს, წუთისოფლიდან ნაადრევად გასული შვილების სასუფევლის დასამკვიდრებლად!.. ჩემო დედებო!.. დალოცვილები გამყოფოთ მამა ზეციერმა. გაგაძლიეროთ და გაგახაროთ ორსავე სოფელსა შინა. ძალიან მიყვარხართ ყველანი!.. ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელი მამაჩემი ვლადიმერ პარმენის ძე ბარამიძე პროფესიით ქირურგი იყო.მამა 1899 წელს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯუნეწერში. მისი ბაბუა ბესარიონ ბარამიძე მღვდელი იყო. დეკანოზი ბესარიონ სვიმეონის ძე ბარამიძე სოფელ ჭინათის კვირიკეს და ივლიტას ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. მამამ 1918 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. მისი თანაკურსელი ყოფილა ცნობილი პიროვნება და ქირურგი ეგნატე ფიფია, ეს იყო ქირურგთა პირველი გამოშვება. მამა ძალიან ნიჭიერი, დიდი პროფესიონალი და უაღრესად კარგი ადამიანი იყო. ძალიან განათლებულიც. დღეს რამოდენიმე უცხო ენის ცოდნა არავის აკვირვებს, მაშინ კი ეს სენსაციის ტოლფასი იყო. კარგად ფლობდა რუსულ, ფრანგულ და ლათინურ ენებს, კარგად იცნობდა მხატვრულ ლიტერატურას, კლასიკურ ხელოვნებას და მასზე მისი მეგობრები მიყვებოდნენ, რომ ოპერაციაზე შესვლის წინ ხელების დამუშავებისას აუცილებლად ღიღინებდა საოპერო არიებს და ამბობდა ლექსებს. უაღრესად კეთილი გულის ადამიანი იყო, ბავშვობაში მისთვის დედას გაუტანებია საკურთხი ეკლესიაში მისატანად, გზად მიმავალს კი ყანაში მშიერი გლეხი დაუნახავს, რომელსაც მხოლოდ ცივი მჭადი ჰქონია სადილად, პატარა ვალოდიამ მთელი გემრიელი სურსათ-სანოვაგე მას დაუტოვა. ცოტათი დედას კი შეშინებია, მაგრამ სიკეთე მაინც გაუკეთებია, სახლში დაბრუნებული დედას არ დაუტუქსავს, პირიქით, დაუყვავებია და მიჰფერებია კიდეც და საქციელიც შეუქია. მას როგორც საინტერესო პიროვნებას საინტერესო თავგადასავლებიც კვალდაკვალ დაჰყვებოდა. ახალგაზრდა ქირურგი ყოფილა, როცა ჯუმათის მონასტერში დაჭრილ ყაჩაღს სასწრაფო დახმარება დასჭირვებია და თვალებახვეული მამა მოუტაცებიათ, რა თქმა უნდა, მამას პროფესიული და ადამიანური ვალიც პირნათლად მოუხდია. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მას ერთხელ კინაღამ საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუხდა სტალინის და ქართველების დაცვა, ტრიბუნალს ძლივს გადაურჩა. მთელი ხუთი წელი გაატარა ფრონტზე. იქ წინა ხაზზე დაჭრილებს ოპერაციებს უკეთებდა და შველოდა მათ. ის ბერლინამდე მისულა და ომიდან მსუბუქად დაჭრილი დაბრუნებულა. ერთხელაც დედაჩემს გაოცებულმა ვკითხე, ნეტავი მამა ფრონტზე სიკვდილს როგორ გადაურჩა-მეთქი? დედამ მიპასუხა, რომ ვალოდია ბაბუა ბესარიონისგან ნასწავლმა ლოცვებმა გადაარჩინა, რომელსაც მუდამ იმეორებდა. მამა დიდი პროფესიონალი იყო, მისი ყოფილი პაციენტები მიყვებოდნენ, თუ როგორი უტყუარი დიაგნოზის დასმა იცოდა. შეეძლო თვალებში ჩაეხედა ავადმყოფისთვის და ზუსტად ეთქვა, რა აწუხებდა მას. ფრონტზე მან ბევრი რუსი ჩინოსანი იხსნა სიკვდილისგან. მას იწვევდნენ მოსკოვსა და ლენინგრადში, თუმცა უარს ამბობდა, რადგან ეძნელებოდა საქართველოს დატოვება. როცა საავადმყოფოში მივიდოდა, ფანჯარას ჩუმად გააღებდა და ამბობდა აკაკის ლექსს "ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო..." მამა გრიგოლ მუხაძის საყვარელი მოწაფე ყოფილა, ის მას თბილისში დარჩენას სთხოვდა. მამამ კი უპატრონოდ ვერ დატოვა მოხუცი დედა და ავადმყოფი ძმა, საბოლოოდ სოფელს დაუბრუნდა. ის 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2019-10-19 16:36:04
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/mkithkhvelis-gverdi/8360-tserilebi-redaqcias.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986696339.42/warc/CC-MAIN-20191019141654-20191019165154-00155.warc.gz
22,297
108,227,046
როლებში: ტომ ჰენქსი, მეგ რაიანი, სემ შეფერდი, ჰამიშ ლინკლეიტერი, გებრიელ ბასო, ჯეკ კუეიდი მოკლე აღწერა: კალიფორნიაში პატარა ქალაქში ცხოვრობს 14 წლის ბიჭი, რომელსაც რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება. მამა დაიღუპა, უფროსი ძმა ომში წავიდა, სახლში დარჩნენ მხოლოდ დედა და პატარა და-ძმა. ბიჭი დეპეშებს არიგებს ველოსიპედით, მაგრამ მისი მიტანილი აბები სულაც არ ახარებს ხალხს.
2019-03-26 08:13:26
https://www.imovs.ge/film/735-ithaka-qartulad-ithaka-qartulad-onlineshi-yureba-ithaka-qartulad-2015-filmi-ithaka-qartulad.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204885.27/warc/CC-MAIN-20190326075019-20190326101019-00035.warc.gz
8,453
803,954,543
გინდა, შენმა ხმამ ადრესატამდე მიაღწიოს? სტუდენტური ინტერნეტ გვერდი studinfo.ge გაძლევს შესაძლებლობას, გამოაქვეყნო შენი მოსაზრება, კომენტარი, რეპორტაჟი (ფოტო, ვიდეო, აუდიო), ბლოგი, ესე, ნახატი, ჩანახატი, მხატვრული ნაწარმოები – და მიიღო პირველი ჰონორარი. სტუდინფოს რედაქცია შემოგთავაზებთ კონკრეტულ სათაურს რის შემდეგაც, ორი კვირის განმავლობაში შეგეძლებათ გამოაგზავნოთ ნებისმიერი სახის მასალა, რომელიც თემატიკურ შესაბამისობაში იქნება წინასწარ განსაზღვრულ სათაურთან. სათაურები (ანუ თემატიკა) შეიცვლება ორ კვირაში ერთხელ. სათაურის გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ ჰონორარი გადაეცემა შემოსული მასალის სამ რჩეულ ავტორს. აქედან ერთს სტუდინფოს რედაქცია თავად აარჩევს პირად კრიტერიუმებზე დაყრდნობით. დანარჩენი ორი გამარჯვებული გამოვლინდება იმის მიხედვით თუ რამდენად პოპულარულია მისი ბლოგი. იმისთვის რომ პოპულარული ბლოგის ავტორმა ჰონორარი მიიღოს, მის ბლოგს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ათასი ნახვა. ათასზე მეტი ნახვის მქონე ბლოგებიდან ჰონორარი გადაეცემა იმ ორ ბლოგერს, რომლის მასალასაც ყველაზე მეტი მკითხველი ეყოლება. ამის პარალელურად სტუდინფო ტოვებს თავისუფალ სივრცეს სტუდენტებისთვის, სადაც ყველას შეუძლია გამოაგზავნოს ნებისმიერი თემატიკისა და ჟანრის მასალა, რომელიც განთავსდება საიტზე (აღნიშნული მასალის ავტორები არ მიიღებენ ჰონორარს ან სხვა სახის ფულად ანაზღაურებას). გამოგვიგზავნეთ მასალა შემდეგ მეილზე: [email protected] ARIS ბლოგერის მიზანია, სტუდენტებს დაეხმაროს საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების სასურველი ფორმით გამოხატვაში, ამიტომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ტექტსი ვებ-გვერდზე რედაქტირების გარეშე განთავსდება. თუმცა, ARIS ბლოგერი იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს: - ძალადობისაკენ მოწოდებას, მუქარასა და დამცირებას; ARIS ბლოგერი მოუწოდებს სტუდენტებს, დაიცვან საავტორო უფლებები!
2019-10-23 10:48:08
http://studinfo.edu.aris.ge/aris-blogeri-wesebi/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833089.90/warc/CC-MAIN-20191023094558-20191023122058-00008.warc.gz
13,278
175,974,880
მდებარეობს შეკვეთილში, კერძოდ კაპროვანში, ზღვიდან 100 მეტრში, ფიჭვნარში. საუკეთესო ადგილია ოჯახთან ან მეგობრებთან დასვენებისთვის. გვაქვს 9 ნომერი, აქედან 4 - ორადგილიანი, 3 -სამადგილიანი, ამ ნომრებში შესაძლებელია ერთი დამატებითი საწოლის ჩადგმა, და 2-ლუქსი 1- ხუთადგილიანი, 1- ოთხადგილიანი, ლუქსში არის 2 საძინებელი და ერთი სააბაზანო, ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური აბაზანა, კონდიციონერი და ტელევიზორი. საუზმე შედის ნომრის ღირებულებაში. ასევე ვთავაზობთ ორჯერად კვებას და კერძებს შეკვეთით. სასტუმროში გვაქვს უფასო WiFi, ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი. ეზოში გვაქვს აუზი ბავშვებისთვის და სხვადასხვა გასართობები.
2019-10-22 13:23:51
http://www.davisvenot.ge/ka/dasveneba-zghvaze/article/65006-shekvethili-sastumro-keti
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987822098.86/warc/CC-MAIN-20191022132135-20191022155635-00503.warc.gz
6,613
242,178,127