doc_content
stringlengths
198
410k
fetch_time
stringlengths
19
19
url
stringlengths
13
2.7k
warc_filename
stringlengths
108
123
warc_record_length
float64
1.07k
790k
warc_record_offset
float64
174k
1.3B
ყოველი გზა მილიონს შორის ერთ-ერთი გზაა და ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ შენ ერთ-ერთ მათგანზე დგახარ. თუკი კმაყოფილი ხარ შენი გზით, ნიშნავს რომ საკუთარ გზაზე დგახარ. თუკი გრძნობ, რომ არ უნდა მიდიოდე ამ გზაზე, არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელო, როგორც არ უნდა გქონდეს შეტოპილი. ადამიანები, როგორც წესი, არ ითვალისწინებენ იმას, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მოიშორონ ცხოვრებიდან ყველაფერი, რის მოშორებაც სურთ, ნებისმიერ დროს, წამში. ისე მოიქეცი, თითქოს სიზმარში ხარ. იყავი მამაცი იმოქმედე და ნუ ეძებ გასამართლებელ საბუთებს. ბევრი ახსნა-განმარტება არ გჭირდება. როცა ხსნი, რატომ არ შეგიძლია რაღაცის გაკეთება, შენ ბოდიშს იხდი საკუთარი ნაკლისთვის და იმედი გაქვს, რომ ამ ყველაფრის მოყოლის მერე, სიკეთეს გამოიჩენენ და გაპატიებენ. არასოდეს გაბრაზდე. არავის შეუძლია ისეთი რამის გაკეთება, შენგან ამ რეაქციას რომ იმსახურებდეს. ადამიანებზე მაშინ ბრაზობ, როცა გრძნობ, რომ მათი საქციელი მნიშვნელოვანია. დიდი ხანია მსგავსი არაფერი მიგრძვნია. თუკი არ მოგწონს ის, რასაც იღებ, შეცვალე ის, რასაც გასცემ. მაქსიმუმის გაკეთება რომ შეძლოს, ადამიანს უნდა შეეძლოს შეიცვალოს. ყველაზე რთული სურვილების შეცვლაა. სანამ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არსებაა ამ სამყაროში, ვერ დააფასებს ვერაფერს ირგვლივ. ის თვალახვეულ ცხენს ჰგავს, მხოლოდ საკუთარ თავს ჰხედავს, სამყაროსგან განცალკევებულს. როდესაც არაფერში ვართ დარწმუნებული, ფხიზლად ვართ. უფრო საინტერესოა, იმის არ ცოდნა, თუ რომელ ბუჩქში იმალება კურდღელი, ვიდრე ისე მოქცევა, თითქოს ყველაფერი ვიცით. ერთადერთი მართლაც რომ ბრძენი მრჩეველი სიკვდილია. ყოველ ჯერზე, როცა კი იგრძნობ, რომ ყველაფერი ცუდადაა და კრახის პირას დგახარ, შებრუნდი და სიკვდილს ჰკითხე, მართლა ასეა თუ არა. ადამიანების უმრავლესობას ყველაზე მეტად ხელს შინაგანი დიალოგი უშლის. როცა მის შეჩერებას მოახერხებთ, ყველაფერი შესაძლებელი გახდება. ყველაზე წარმოუდგენელი პროექტები შესრულებადი გახდებიან. ჩვენ მთელი ჩვენი დრო და მთელი ჩვენი ენერგია გვჭირდება საკუთარ თავში იდიოტიზმზე გასამარჯვებლად. ცოდნის ადამიანი რომ გახდე, მეომარი უნდა იყო და არა მოწყვლადი ბავშვი. უნდა იბრძოლო, არ დანებდე, არ ინანო, არ დაიხიო უკან, იქამდე უნდა იბრძოლო, სანამ არ დაინახავ. და ეს ყველაფერი იქამდე, სანამ არ მიხვდები, რომ ამ სამყაროში, არაფერს აქვს მნიშვნელობა. მეომარსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის განსხვავება ის არის, რომ მეომარი ყველაფერს ისე იღებს, როგორც გამოწვევას, ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც სასჯელს ან წყალობას. შენ ახლა იმიტომ ვერ მიგებ, რომ მიჩვეული ხარ ისე იფიქრო, როგორც ხედავ. ის, რასაც ახლა აკეთებ, შესაძლოა, შენი უკანასკნელი ქმედება იყოს დედამიწაზე. ამ სამყაროში, არ არსებობს არავითარი ძალა, რომელსაც შეუძლია გარანტია მოგცეს, რომ თუნდაც კიდევ ერთ წუთს იცოცხლებ. ყველა გზა ერთმანეთს ჰგავს, არსაით მიდის. ორივე არსაით მიდის, მაგრამ ერთს გული აქვს და მეორეს არა. ერთი სიხარულით სავსე მოგზაურობას გპირდება, სანამ მას მისდევ, მეორე თავბედს გაწყევლინებს. ერთი გაძლიერებს, მეორე გასუსტებს. შენ გზას გული აქვს? თუ აქვს, გზაც სწორია. თუ არა – ტყუილად ჰკარგავ დროს…
2019-10-23 13:56:18
https://www.mental.ge/2015/01/09/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%AE%E1%83%A3/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833766.94/warc/CC-MAIN-20191023122219-20191023145719-00341.warc.gz
27,189
974,357,190
მიუხედავად ეგზოტიკური დასახელებისა, ეს ყველაზე გავრცელებული მამაკაცის ვარცხნილობაა, რომელიც არ კარგავს პოპულარობას ათწლეულების მანძილზე. მისი არსი მარტივია, როგორც მაკრატლის კონსტრუქცია: გვერდებზე მოკლედ, ზემოდან გრძლად. ეს ვარცხნილობა ვიზუალურად აგრძელებს სახეს და ხაზს უსვავს კუთხეებს, ამიტომ იდეალურადაა მრგვალი პირისახის ადამიანებისთვის. ასეთი ვარცხნილობის გაკეთებაში საშუალო სიგრძის თმებზე დაგეხმარება თმის ლაქი ძლიერი ფიქსაციით «HairX». ეს ვარცხნილობა – წინა ვარცხნილობისგან რადიკალურად განსხვავდება. თმები გამოყოფილია ღრმა განაყოფით, რაც აძლევს სახეს კლასიკურ შარმს და თანაც მოხერხებულია. შესაძლოა, ყველაზე პოპულარული ვარცხნილობაა 2015 წლისთვის. Google-ის სტატისტიკის მიხედვით ყველა მოდის მიმდევრებისთვის აუცილებელია მისი ტარება. ამასთან ერთად იგი იდეალურად ფარავს შეთხელებულ თმას და ლამაზად უსვავს ხაზს ჭაღარას. ულულები – მარტივი სამკაულია, ამაში დაგვეთანხმება ყველა ნატურალური ხვეული თმის მქონე ადამიანი. ხოლო თუ ისინი ხშირიც გაქვს მაშინ არ მოიწყენ: მსხვილ კბილიანი სავარცხელი, კონდიციონერი თმისთვის და თერმო დამცავი სპრეი (თუ სარგებლობ ფენით) შენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. 2015 წელს მამაკაცის ამ ტიპის თმა გახდა არტ-ბოჰემის კუთვნილება. იდეალურად ჩანს ხშირი თმებისა და წვერის მფლობელებზე. კარგია, როგორც ბუნებრივ მდგომარეობაში ასევე გვერდებში შემოკლებული თმისთვის. ერთადერთი მინუსი: თუ გაზრდა გადაწყვიტე მოგიწევს მოითმინო რამოდენიმე თვე. სანამ არ იქნება საკმარისი აკურატული ვარცხნილობისთვის. ამაში შლიაპა დაგეხმარება. თუ შენ თავის ლამაზი ფორმა გაქვს, არც დაფიქრდე: ასეთი ტიპის ვარცხნილობა (გადაპარსული თმა) შეგმატებს მამაკაცურ იერს. ვარცხნილობა განსაკუთრებით მოუხდება ფართო ყვრიმალების მქონე მამაკაცებს. ეს ვარცხნილობა გარანტირებულად ახდენს შთაბეჭდილებას. მას აქვს მხოლოდ ერთი შეზღუდვა: მის ფონზე იკარგება სახის თხელი და დელიკატური ნაკვთების გამომეტყველება. ასე რომ თუ ვერ იამაყებ გამოკვეთილი ღაწვებით, გამომხატველი ტუჩებით შესაძლოა კიდევ ერთხელ დაფიქრდე. ვარცხნილობის მდგრადობის შენარჩუნებაში დაგეხმარება შამპუნები და კონდიციონერი, თმის სიგრძესთან ერთად მათი შეძენის რაოდენობაც იზრდება.
2019-10-18 16:13:28
https://ge.oriflame.com/beautyedit/how-to/does-your-mans-hairstyle-suit-him
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986684226.55/warc/CC-MAIN-20191018154409-20191018181909-00091.warc.gz
40,975
511,837,092
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ “დინამო თბილისის’ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა. “გაბალასთან” საშინაო შეხვედრის წინ “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან ერთად ფეხბურთელმა მათე ცინცაძემაც ისაუბრა. - დაიწყო ცხელი პერიოდი ფეხბურთელებისთვის, ჟურნალისტებისთვის, გულშემატკივრებისთვის. უმნიშვნელოვანესი მატჩის მოლოდინში ვართ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ევრო ასპარეზზე ქართულ კლუბებს წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს შეიძლებოდა უკეთესად ჩატარებაც. ამ პროცესს რაღაც ხარვეზები და მინუსები ყოველთვის ახლავს. მიუხედავად ამისა ნაყოფიერი მომზადება გავიარეთ. სამწუხაროდ ხვალინდელ მატჩში ორი ტრავმირებულ ფეხბურთელი დაგვაკლდება. ესენი არიან ოთარ კაკაბაძე და დავით ვოლკოვი. დანარჩენი მოთამაშეები მზად არიან სათამაშოდ. - რა იქნება კლუბის მიზანი? რა თქმა უნდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. მე არ მსურს მოწინააღმდეგე კლუბის მინუსებზე საუბარი. ძლიერი მეტოქე შეგხვდა, თუმცა ყველა კლუბს აქვს მინუსები და ვეცდებით ეს მინუსები კარგად გამოვიყენოთ. მინდორზე ყველაფერი ნათლად გამოჩნდება. - გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ. კლუბმა მოახერხა შეთამაშება? ახალწვეულთა შერწრყმა და ინტეგრირება მოხდა, თუმცა ეს არაა დასრულებული პროცესი. რაღაც ეტაპამადე მივედით და სამუშაო კვლავ გრძელდება. - მეტოქის მატჩები თუ ნახეთ და რას იტყვით აზერბაიჯანულ კლუბზე. ალბათ საკმაოდ რთული მატჩები გელით. გეთანხმებით. “გაბალა” ძლიერი კლუბია. ჩვენ ვნახეთ “გაბალას” გასული სეზონის მატჩები, თუმცა შემდეგ კლუბი ბევრი ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა. სამწუხაროდ ახალი ფორმაციის გუნდის თამაში ვერ მოვახერხეთ. - იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახერხებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას, როგორი იქნება თქვენი განცდები და რას მოიმოქმედებთ? ამ კითხვაზე არ მიფიქრია. მე წარუმატებლობის მოლოდინი არ მაქვს. - როგორ “დინამოს” ვიხილავთ? ალბათ შემტევ ფეხბურთზე გააკეთებთ აქცენტს, ეს ხომ თქვენი სტილია. ყოველთვის არსებობს შემაფერხებელი მომენტები. პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს დროის სიმცირე, ასევე მეტოქის სიძლიერე. ჩემი სურვილია კლუბმა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს და მწვრთნელთა მითითებები მოთამაშეებმა კარგად გაიაზრონ. - შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში აპირებთ გაძლიერებს? სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. დამდეგი მატჩის შესახებ მათე ცინცაძემაც ისაუბრა. - გუნდთან ახალი ფეხბურთელების ადაპტაცის კუთხით რამდენად ნაყოფიერი შეკრება გამოდგა? გასაგებია, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს იცნობდით, მაგრამ სხვა მომენტია მოედანზე თამაში. არსებული დროიდან გამომდინარე ეს პროცესი მეტ-ნაკლებად ნაყოფიერი გამოვიდა. შევთამაშდით ასე თუ ისე. რაც შეეხება მატჩს, შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიქნებით ფეხბურთელები, დანარჩენს კი თამაში გვიჩვენებს.
2019-10-23 00:15:23
https://www.worldsport.ge/ge/page/122199_gia-geguchadze-warumateblobis-molodini-ar-maqvs
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987826436.88/warc/CC-MAIN-20191022232751-20191023020251-00078.warc.gz
12,145
1,136,309,093
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტმა, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით ჩაატარა. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით. „გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, არამედ საფუძველია მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის მთავარი ფაქტორი სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნაა, რომელიც ემყარება კონკურენციის პრინციპებზე და უზრუნველყოფს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, მათ შორის, გენდერის მიმართულებით," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. „ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობის წახალისება სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ქალები, კაცების მსგავსი რაოდენობით რომ იყვნენ წარმოდგენილი შრომის ბაზარზე, ეკონომიკის გამოშვება 11 პროცენტით მეტი იქნებოდა. შედეგად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია შრომის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გაჩენის, განათლების წახალისებისა და პროფესიული გადამზადების მოქნილი და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების და სამეწარმეო საქმიანობაში ქალების უფრო მეტი ჩართულობის სტიმულირების კუთხით," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. ეკატერინე მიქაბაძემ კონფერენციის მონაწილეებს იმ სახელმწიფო პროგრამები და მათი შედეგები გააცნო, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად. მათ შორისაა პროგრამა „აწარმოე საქართველოში". კონფერენციაზე განხილული იქნა გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერების აღმოფხვრის გზები და სტრატეგიები, როგორ შეიძლება არსებული შეზღუდვების გადაჭრა. განხილვისას აქცენტი გაკეთდა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებზე. კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, რომლის მთავარი თემაც იყო „ქალთა გაძლიერება: სამხრეთ კავკასიის პერსპექტივა". ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას? ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს "ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’ თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს "რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები? ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი
2019-12-08 02:27:28
https://bm.ge/ka/article/ekaterine-miqabadzem-saertashoriso-konferenciashi-genderuli-barierebis-agmofxvra-da-qalta-ekonomikuri-gadzlierebaquot-miigo-monawileoba-/43681/
crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540504338.31/warc/CC-MAIN-20191208021121-20191208045121-00271.warc.gz
17,362
295,591,009
უნიტური როიალ ბატონში 2 პერსონაზე (BB) - ტურის საფასურში შედის: სასტუმროს ღირებულება 2 ადამიანზე (სტანდარტული ნომერი), 1 ღამე და 2 დღე (ორშაბათი-ხუთშაბათი), საუზმით; - შესვლა: 14:00; გამოსვლა: 12:00; - შეკვეთის დაფიქსირება აუცილებელია გამგზავრებამდე 14 დღით ადრე; - შესაძლებელია სხვა პირ(ებ)ისთვის ტურის შეკვეთა; - საჭიროა სასტუმროში შეკვეთის უნიკალური სმს კოდის წარდგენა; - შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია გამგზავრებამდე 1 კვირით ადრე, სხვა შემთხვევაში ქულები დაბრუნებას აღარ ექვემდებარება. უნიტური წარმოადგენს უნიქარდის სარეკლამო პროდუქტს. შესაბამისად ტური ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ შეიძინონ ტური შეღავათიან ქულად, უნიქარდის პიარ/მარკეტინგულ აქტივობაში ჩართვის სანაცვლოდ. მომხმარებელი აღნიშნული ტურის შეძენის შემთხვევაში ვალდებულია: • უნიქარდისთვის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი სახით/ფორმით გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე; • მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის უნიქარდისთვის მიწოდებაზე; • უნიქარდისთვის მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის სარეკლამო-მარკეტინგული არხების საშუალებით (ვებ გვერდი, ვებ ბანერი, ტელე/რადიო გადაცემები, სარეკლამო კლიპები) გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე. 2. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტურის დაკვეთის მომენტიდან დაუშვებელია მასში რაიმე სახის ცვლილება. 3. უნიტურის ღირებულება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე და ტურის სეზონურობაზე არის დამოკიდებული. © 2010 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის მიერ
2019-10-21 14:45:26
https://www.unicard.ge/ge/prize/22560-unituri-roial-batonshi-2-personaze-bb
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987779528.82/warc/CC-MAIN-20191021143945-20191021171445-00035.warc.gz
17,672
1,125,070,663
ორი ეკლესია, ეგვტერი, სათავდაცვო და დამხმარე ნაგებობები. ვაყას დედაღვთისას კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით 15 კმ–ში მდებარე სოფელ ვაყას განაპირას, სამხრეთით. არსებული ისტორიული ლიტერატურა კომპლექსის ეკლესიებს მიაკუთვნებს XVI-XVII საუკუნეებს, ხოლო სხვა ნეგებობებს - უფრო გვიანდელ პერიოდს. სოფელი ვაყა XVIII საუკუნეში ბეგთარბეგოვების მფლობელობაში გადავიდა და დედაღვთისას ეკლესია სომხურად გადაკეთდა. ერთ-ერთი ეკლესია ბანურსახურავიანი ორსართულიანი კოშკური ნაგებობაა, რომელსაც სამხრეთით ეკვრის დარბაზული ეკლესია, ხოლო დასავლეთით ორსართულიანი ეგვტერი სათავდაცვო ნაგებობითურთ. დარბაზულ ეკლესიაზე დასავლეთით, მთელი ეგვტერის სიგრძეზე მიშენებულია სათავსი. ა) ორსართულიანი კოშკური ეკლესია (6,5X6 მ) ნაგებია თლილი ქვის ფილებით. ორივე სართულს შესასვლელი დასავლეთიდან, ეგვტერიდან აქვს. პირველ სართულზე აღმოსავლეთით სარკმელი და ორი ნიშია, ჩრდილოეთით - სარკმელი და ნიში. მეორე სართული მომრგვალებულაფსიდიანი პატარა ეკლესიაა. აფსიდის ჩრდილოეთით სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთით-ღრმა ნიში. საკურთხეველში და ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მიშენებული ვიწრო კიბე ბანზე ადის. დარბაზის გრძივ კედლებში თითო ნიშია. ჩრდილოეთ კედლის ნიში პატარაა და აღმოსავლეთ კუთხესთანაა, ხოლო სამხრეთის ფართო და ღრმა ნიშს კედლის შუა ნაწილი უჭირავს. ბ) ორსართულიანი ეგვტერი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. პირველ სართულზე აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშია. მეორე სართულზე ნიშები ყველა კედელს აქვს. მეორე სართულზე დასავლეთის კედელზე სამი სარკმელია, ხოლო სამხრეთისაში - ორი. გადასახურად გამოყენებულია შენობის შუა მძლავრი საბჯენი თაღი და განივი კედლების საბჯენი თაღები. გ) ჩრდილოეთიდან ეგვტერზე მიდგმულია ორსართულიანი სათავდაცვო ნაგებობა, რომლის გადახურვა სიმეტრიულად განლაგებულ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედლის ნიშში ჯვარია (ხაჩქარი) ჩადგმული. ჩრდილოეთის კედელში გაჭრილია ფართო შესასვლელი, ხოლო სამხრეთის კედელში - ეგვტერში გასასვლელი. კარის თავზე ჩასმულ ორ ფილაქვაზე ამოკვეთილია მხედრული სამშენებლო წარწერები. დ) დარბაზული ეკლესიის (7,7X6 მ) ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს კედელში სწორკუთხა სათავსოებია, რომელთაგან სამხრეთისას პატარა სარკმელი აქვს. თითი სარკმელი საკურთხეველში და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. დასავლეთ კედელში გაჭრილი გასასვლელით ეკლესია უკავშირდება დიდ სათავსს, რომლის ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი ორი კარი ეგვტერში გადის. სათავსის დასავლეთ კედელში ფართო სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში-პატარა ნიში. კამაროვანი გადახურვა საბჯენი თაღისა და გრძივი კედლების მძლავრ პილასტრებს ეყრდნობა. დარბაზული ეკლესიის აფსიდში და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ სათავსებში გადარჩა მოხატულობის ფრაგმენტები. აფსიდის კონქის ჩრდილოეთის მხარეს გაირჩევა მოწითალო მიწა მთავარანგელოზის ტანსაცმლის ნაწილი, მეორე რეგისტრში - ორნამენტული ზოლი და წმინდანის გამოსახულება. სამხრეთ-აღმოსავლეთ სათავსი მთლიანად მოხატულია. სარკმელს გვერდებზე უხეში ორნამენტი გასდევს. სარკმლის ქვემოთ წმინდა მეომრის ფიგურაა, სამხრეთ კედელზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ჩვილით, ღვთისმშობლის თავთან ორი ანთებული სანთელია; კომპოზიციის მარჯვენა ზედა კუთხეში მედალიონში ჩასმული ფიგურისაგან მხოლოდ კურთხევის გამომსახველი ხელია შემორჩენილი; მედალიონის ქვემოთ გამოსახულია ღვთისმშობლისაკენ მიბრუნებული საერო პირი; ჩრდილოეთის კედელზე წმინდანია. კედლის თავისუფალი ადგილები და ჭერი შევსებულია უხეში ორნამენტით და ჯვრებით. მხატვრობა პრიმიტიულია; სახე და ტანსაცმელი სქემატურადაა დამუშავებული, გრაფიკული გამოსახულებები ბრტყელია. კოლორიტში ჭარბობს ყავისფერი, მუქი შინდისფერი, მოშავო, მოწითალო და ყვითელი ფერები. ჩრდილო აღმოსავლეთ სათავსის მხატვრობის ნახვა შეუძლებელია, რადგან სათავსთან დამაკავშირებელი ღიობი ამოშენებულია. კოშკური ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვის ფილებით. აღმოსავლეთით ერთ ვერტიკალურ ღერძზე განლაგებულია ორი სარკმელი, რომელთა საპირეები სწორხაზოვანი ფიგურებითაა მოპირკეთებული. ჩრდილოეთ კედელში ჩატანებულია ასეთივე ჩუქურთმიანი ქვის ფილა. სამხრეთ ფასადზე ამოკვეთილია მზის საათი. ვაყას დედაღვთისმშობლის კომპლექსი ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. 1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 1990წ. 2. ფოტოების ავტორი - ზაზა ქარდავა, ლიდა კაპანაძე.
2019-03-20 06:20:00
http://dzeglebi.ge/dzeglebi/v/vaya.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202299.16/warc/CC-MAIN-20190320044358-20190320070358-00322.warc.gz
15,157
62,372,284
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო პროგრამაზე - სტრატეგიული კომუნიკაცია. გთავაზობთ უნიკალურ პროფესიონალურ გარემოს და ინტენსიურ პროგრამას პრაქტიკოსი ლექტორებისაგან. დაგეხმარებით, გახდეთ გამორჩეულები თქვენს მიერ შერჩეულ პროფესიაში. პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ჩამოყალიბებულია საკუთარ ინტერესებში. ლექტორი: თინათინ სტამბოლიშვილი - მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სადაზღვეო კომპანია „GPI ჰოლდინგი“ 2.მარკეტინგის და ბრენდინგის საფუძვლები - მარკეტინგული ხედვის ჩამოყალიბება, მარკეტინგის ძირითადი ფუნქციების გაცნობა და მათი პრაქტიკაში გამოყენება. ბრენდის შექმნის და მართვის პროცესის გაცნობა. ლექტორი: ნინო კუპრაშვილი - სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორი, ლივინგსტონი 3.იდეების გენერირება და კრეატივი - იდეების გენერირების ტექნიკების დაუფლება და კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბება. ლექტორი: ალექსანდრე ციცქიშვილი - არტ დირექტორი 4.ამბის თხრობის ხელოვნება - მოკლედ, თავდაჯერებულად, სწორი აქცენტებითა და სწორი კომუნიკაციით ამბის მოყოლის ტექნიკის დაუფლება. 5.კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ სისტემური წარმოდგენის ჩამოყალიბება. კომპანიის/ორგანიზაციის სტრატეგიის განსაზღვრისას სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გაითვალისწინება და მისი ინტეგრირება სხვადასხვა აქტივობაში. ლექტორი: თინათინ სტამბოლიშვილი - მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სადაზღვეო კომპანია „GPI ჰოლდინგი“ 6.ფანდინგი და ფანდრაიზინგი - დონორებთან ორგანიზაციული ურთიერთობების დაგეგმვა და მართვა, სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის ინსტრუმენტების SWOT, ROPES გამოყენება; საპროექტო განაცხადის და სასპონსორო წინადადების შედგენა. ლექტორი: ბუბა ცირეკიძე - ასოცირებული ტრენერი/კონსულტანტი, ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი (CTC) 7.ციფრული მარკეტინგი - ციფრული საკომუნიკაციო არხების ათვისება, რეკლამის განთავსება და მართვა. ციფრული კამპანიების შედეგების ანალიზი და ამ ანალიზის მიხედვით, შემდგომი კამპანიების დაგეგმვა. ლექტორი: ალექსანდრე კვეტენაძე - Market Product Owner, შპს "ავიატორი" 8.რეკლამა და მედია დაგეგმარება - საკომუნიკაციო არხების დაგეგმვა, ბრენდის კომუნიკაცია. რადიო და პრესის რეიტინგი, მედია მონიტორინგი. ლექტორი: ნინო კუპრაშვილი - სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორი, ლივინგსტონი 9.მედიასთან ურთიერთობა - მედიასთან კომუნიკაციის მეთოდების გაცნობა. პრესკონფერენციის, ბრიფინგის და ინტერვიუს მომზადების, ასევე პრესრელიზის წერის ტექნიკების დაუფლება. ლექტორი: ნინო ივანიშვილი - დეკანი, ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, GIPA 10.პრეზენტაციის ტექნიკა - ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისათვის საჭირო ძირითადი ტექნიკების გაცნობა. კარგი პრეზენტაციის დაგეგმვის, მომზადების და წარდგენის უნარ-ჩვევების გამომუშავება. ლექტორები: თამთა ცინცაძე - ჟურნალისტთა და ტელეწამყვანთა დახელოვნების ტრენერი, სტუდია მაესტრო; ალექსანდრე ციცქიშვილი - არტ დირექტორი 11.ღონისძიებათა მართვა - სხვადასხვა სახის ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. ლექტორი: მაკა ყუბუსიძე - აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია „Georgian Events“ 12.ფინალური პროექტი - სალექციო პროცესის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნის საფუძველზე, მსმენელები მუშაობენ ფინალურ, ინდივიდუალურ პროექტზე. სწავლის ხანგრძლივობა: 5 თვე (სალექციო პროცესი). სწავლა დაიწყება 2019 წლის 4 ნოემბერს. ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში. სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 27 ოქტომბერი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 28-31 ოქტომბერს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე). გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად I ეტაპი – 1700 ლარი – 2019 წლის 11 ნოემბრამდე II ეტაპი – 600 ლარი – 2019 წლის 9 დეკემბრამდე პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები: ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით: პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით. თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე: საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22 მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება. სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სტრატეგიული კომუნიკაციის მენეჯერის (SCM) სერტიფიკატი. სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით. მის: მარი ბროსეს 2, მეორე სართული. 0108, თბილისი
2019-10-19 13:03:06
https://gipa.ge/geo/program/show/strategiuli-komunikatsia
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986693979.65/warc/CC-MAIN-20191019114429-20191019141929-00245.warc.gz
10,520
525,331,784
გასული საუკუნის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი, ჰოლივუდის მსახიობი მიკი რურკი პარალიზებულია. Daily Mail-ის ცნობით, ლოს ანჯელესის აეროპორტში 63 წლის მსახიობს ფოტოები მისმა გულშემატკივრებმა გადაუღეს. ვარსკვლავი, რომელიც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა კრივს და პირველივე ბრძოლა მოიგო, ინვალიდის ეტლში ზის და ის აეროპორტის თანამშრომლის დახმარებით გადაადგილდება. მართალია, მას სახე საგულდაგულოდ აქვს დამალული, მაგრამ მსახიობი მისმა გულშემატკივრებმა გულმკერდზე არსებული ტატუთი ამოიცნეს. მიკი რურსკს გულშემატკივრების ნაწილმა უკვე დიანგოზიც დაუსვა – მათი აზრით ვარსკვლავი სიმსივნით არის დაავადებული. მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ მსახიობმა მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. საზოგადოების უდიდესი ინტერესის მიუხედავად, მსახიობის ოფიციალურ წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
2019-03-20 15:45:39
https://artinfo.ge/2015/11/miki-rurki-paralizebulia/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202433.77/warc/CC-MAIN-20190320150106-20190320172106-00147.warc.gz
14,377
414,584,414
19 » არსენალთან თამაშისას მოდუნება არ შეიძლება არსენალთან თამაშისას მოდუნება არ შეიძლება მიუხენის ”ბაიერნის” მცველმა ბოფგიმ დანტემ ”არსენალთან” დღევანდელ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ”მეთოფეთა” შემადგენლობაში არის რამოდენიმე ისეთი მოთამაშე, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ”არსენალს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მაგალითად, ლუკას პოდოლსკი. მის წინაამღდეგ ბუნდესლიგაში ვთამაშობდი, როდესაც იგი კიოლნის რიგებში გამოდიოდა. გერმანიის ნაკრების ეს თავდამსხმელი მართლაც ძალიან სახიფათოა”, – აღნიშნა ბრაზილიელმა. ”ასევე მე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით ამხანაგურ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, რომელშიც ჩვენ ინგლისს შევხვდით. ინგლისელთა რიგებში აღნიშნულ თამაშში უოლკოტმა და ულშირმა ითამაშეს, დიდი ყურადღება ამ მოთამაშეებსაც უნდა მივაქციოთ. ასე რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ ისეთი გუნდის წინაამღდეგ თამაშისას, როგორიც ”არსენალია”. მათი საფეხბურთო ფილოსოფიით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. ლონდონელებს აქვთ იმის უნარი, რომ დაცვაში ბევრი პრობლემა შეგვიქმნან”.
2019-12-14 04:37:05
https://infobets.ucoz.com/news/2013-02-19-639
crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540584491.89/warc/CC-MAIN-20191214042241-20191214070241-00156.warc.gz
9,564
397,005,793
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი „ფიორენტინასთან“ ჩაატარა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. „დღეს ტექნიკურად კარგი თამაში არ გვქონია. ცხელოდა, მაგრამ ეს საბაბი არაა. მადრიდში წასვლის წინ შეშფოთებულნი არ ვართ, ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ეროვნული ნაკრებებიდან ახლახან დაბრუნდნენ. ცხადია, მე უნდა დაველოდო ჩემს მომენტს, მწვრთნელს ჩემდამი ნდობა აქვს და მომწონს დაცვის წინ თამაში“, – აღნიშნა ბენტანკურმა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 18 სექტემბერს, მადრიდში, „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს.
2019-10-18 13:42:11
https://juventus.ge/bentankuri-ckheloda-magram-es-sababi-araa/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986682998.59/warc/CC-MAIN-20191018131050-20191018154550-00101.warc.gz
14,022
535,692,034
2010 წ. ოქტომბრიდან (2011 წ. ოქტომბრამდე) ფონდი "სოხუმი" მუშაობას იწყებს ახალ პროექტზე "იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში მათი ჩართვის გზით". პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია – იგპ ქალთა მობილიზაცია და მათი ადგილობრივ თემში ინტეგრაცია იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების გენდერული პოლიტიკის მონიტორინგის გზით. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ საზოგადოებაში დევნილთა ინტეგრაციის ხარისხი არასაკმარისია და ისინი ჯერ კიდევ გარკვეულ იზოლაციაში არიან. თუმცა ის მუშაობა, რომელიც მათი განსახლების კუთხით ხორციელდება, აჩვენებს, რომ ინტეგრაციის პროცესი უფრო და უფრო იკრებს ძალას. ამ პროცესში კი ქალები მეტ აქტიურობას ავლენენ, მონაწილეობენ სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური საკითხის განხილვაში. ამავე დროს ისინი, პრაქტიკულად, ვერ ახდენენ გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგანაც თითქმის არ არიან წარმოდგენილნი ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებში და, ამდენად, მოკლებულნი არიან საშუალებას, აქტიურად იმოქმედონ საზოგადოებრივ პროცესებზე. პროექტის ფარგლებში ჩვენ გვსურს, ვასწავლოთ ქალებს, გამოავლინონ და გამოიყენონ საკუთარი აქტივობა, მოახდინონ გავლენა გენდერული კომპონენტების დანერგვაზე ადგილობრივი ხელისუფლების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ პოლიტიკაში. ამ კუთხით ჩვენ ვგეგმავთ, მივცეთ საშუალება ყველაზე აქტიურ ლიდერ ქალბატონებს, დაეუფლონ იმ პროგრამების მონიტორინგის ჩატარებას, რომლებიც უკვე მუშაობს ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში. პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობები: 1. ჩატარდება 3 ტრენინგი ლიდერ ქალებთან აქტივიზმის, ეფექტური კომუნიკაციის და ლიდერობის თემაზე იმერეთის რეგიონის 3 ქალაქში, სადაც დევნილთა მეტი ნაწილია განთავსებული (ქუთაისი – 12191, წყალტუბო – 6281, ხონი – 2500 დევნილი). ტრენინგის შემდეგ მოხდება იმ მონაწილეთა შერჩევა, რომლებიც გაივლიან ტრენინგების II ციკლს და შეიძენენ უნარ-ჩვევებს მონიტორინგისა და შედეგების ადვოკატირების კუთხით შემდგომი მუშაობისათვის. 2. ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი (იგპ) ქალებისათვის მონიტორინგის უნარ-ჩვევების დასაუფლებლად – ჩატარდება1 ტრენინგი მონიტორინგსა და ადვოკატირებაში. ტრენინგის თემატიკაში შეტანილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის სპეციფიკის, მონიტორინგის განხორციელებისა და ადვოკატირების საკითხები. 3. სამოქალაქო საზოგადოებისა და საკრებულოს წარმომადგენელი ქალების შეხვედრა. იმერეთის რეგიონის ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი) სულ ჩატარდება 12 შეხვედრა. 4. მონიტორინგის მეთოდური სახელმძღვანელოს შემუშავება და გამოშვება – მომზადდება და გამოიცემა მეთოდური სახელმძღვანელო ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ძირითადი სფეროების მონიტორინგისათვის. 5. გაცვლითი შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში. თემა –კონფლიქტები, დემოკრატიის განვითარება, ქალთა სიმცირე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გამოცდილების გაზიარება წარმატებული გენდერული პოლიტიკის განხორციელების კუთხით, ახალი მიდგომებისა და საერთო სტრატეგიის შემუშავება. 6. მონიტორინგის ჩატარება და შედეგების მიხედვით ანგარიშის მომზადება – მონიტორინგის თემა: რამდენადაა გათვალისწინებული გენდერული მიდგომები ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად სფეროებში. მომზადდება ანალიზი საკრებულოს სოციალურ, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა პროგრამებში გენდერული კომპონენტების კუთხით. 7. მრგვალი მაგიდების ჩატარება – საზოგადოებრიობის ფართო წრეების, მასმედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვით იმერეთის რეგიონის ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი) ჩატარდება 3 მრგვალი მაგიდა, სადაც წარმოდგენილი იქნება ანგარიშები მონიტორინგის შედეგების შესახებ. 8. საინფორმაციო შეხვედრები იგპ ადგილობრივ თემებთან მონიტორინგის შედეგების გაცნობის მიზნით 3 ქალაქში (5 შეხვედრა ყოველ ქალაქში). ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების გაზრდას იგპ-თა პრობლემების მიმართ, მათ გააქტიურებას და ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში. ვიმედოვნებთ, რომ საგანმანათლებლო ტრენინგების და მონიტორინგის მეთოდური სახელმძღვანელოს გაცნობის შემდეგ იგპ ქალები მიიღებენ გარკვეულ უნარ-ჩვევებს, გააძლიერებენ თავიანთ პოზიციას და დაჩქარდება მათი ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებაში. მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია განიხილება იგპ თემში და სახელისუფლებო სტრუქტურებში. ეს მუშაობა შესაძლებლობას მოგვცემს, დავაახლოვოთ იგპ ქალები ადგილობრივ საზოგადოებასთან, მივაპყროთ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება გენდერულ ასპექტებსა და ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას. ეს კი ერთ-ერთი გზაა ქვეყნის შიგნით გადადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და გენდერული სამოქალაქო საზოგადოების შენებისათვის ჩვენს ქვეყანაში.
2019-10-15 22:46:23
https://fs-ge.ucoz.ru/news/p_39_res_relizi/2010-10-26-292
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660323.32/warc/CC-MAIN-20191015205352-20191015232852-00028.warc.gz
11,576
504,662,845
ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შექმნილი ვითარება რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა - ზაზა პაპუაშვილი და ოთარ ჩრდილელი არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ შესაძლოა უახლოეს დღეებში “ქართული ოცნება” დატოვონ - სევდია უგრეხელიძე – მარგიშვილი მერიაში კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი იყო - სოფო კილაძე : 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობა დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შექმნილი ვითარება რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „განიხილებოდა ასევე ვითარება საქართველოში. რუსი პარლამენტარების მიმართ ექსტრემისტული ელემენტებით პროვოცირებული რუსოფობიური პროვოკაცია შეფასებულია როგორც ძალიან საშიში გამოვლინება. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაცემულია რეკომენდაცია, ექსტრემისტების ქმედებებთან დაკავშირებული შესაძლო საშიშროების შესახებ, გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც მიემგზავრებიან ან იმყოფებიან საქართველოში“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. საქართველოს საკითხის გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება განიხილეს.
2019-10-19 13:05:41
https://www.timer.ge/vladimer-putinma-saqarthveloshi-sheqmnili-vithareba-rusethis-ushishroebis-sabchos-skhdomaze-ganikhila/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986693979.65/warc/CC-MAIN-20191019114429-20191019141929-00455.warc.gz
9,541
1,122,338,501
კატალონიის კრიზისმა შესაძლოა, ესპანეთის ეკონომიკა 27 მილიარდი ევროთი დააზარალოს - წერს El Pais. ქვეყნის ბიუჯეტში მოსალოდნელი ზარალის შესახებ საგანგებო განცხადება ესპანეთის ეროვნულმა ბანკმა წლიური ანგარიშის შედგენის შემდეგ გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ 2018-2019 წლებში დაგეგმილი პროექტების 60% შესაძლოა, შეჩერდეს, რაც ქვეყნის მშპ-ს 0,3%-დან 2,25%-მდე ზარალს მიაყენებს. კატალონიაში მიმდინარე პროცესების ფონზე რამდენიმე კვირის წინ ესპანეთის ეროვნული ბანკის დირექტორმა ლუის ლინდემ ორივე მხარეს მოუწოდა, ვითარების ესკალაციისგან თავი შეეკავებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე შეექმნებოდა. ლუის ლინდეს განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ქვეყანა 2008-2012 წლების ეკონომიკური კრიზისის ფაზაში დაბრუნდეს.
2019-03-19 08:36:23
http://old.1tv.ge/ge/news/view/186960.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201922.85/warc/CC-MAIN-20190319073140-20190319095140-00436.warc.gz
9,932
156,514,588
27 ოქტომბერს Mozilla Fest-ის ფარგლებში გამართულ მედია წიგნიერების სასწავლო სემინარზე მედიის განვითარების ფონდის (MDF) თამაშის “გძულს თუ ტოლერანტი ხარ?” პრეზენტაცია გაიმართა. თამაშის მიზანია, გაარკვიოს, თუ რამდენად ტოლერანტი ან შეუწყნარებელია მოთამაშე. თამაში ინფორმაციის დამოუკიდებლად შექმნის, წყაროების მოძიების და ფაქტების გადამოწმების, ფაქტის და მოსაზრების გამიჯვნის უნარებს და უმცირესობების საკითხების გაშუქების მგრძნობელობას ავითარებს. საუკეთესო შედეგის მქონე მოთამაშე ანგელოზად იქცევა, ყველაზე ცუდი შედეგის მქონე კი საბოლოოდ ბოღმისგან სკდება. ყველას აქვს შესაძლებლობა, საბოლო ნაშრომი ნახოს და დაშვებული შეცდომები გაანალიზოს. სემინარში, რომლის მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება იყო, დოიჩე ველე აკადემიის მედია და ინფორმაციული წიგნიერების ქსელის (MILEN) ექსპერტები მონაწილეობდნენ.
2019-03-20 23:22:07
http://millab.ge/ka/article/mdf-is-onlain-tamashis-prezentacia-mozilla-fest-ze/16
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202474.26/warc/CC-MAIN-20190320230554-20190321012554-00501.warc.gz
4,571
131,909,343
შეკვეთის დღეს (12სთ-მდე მიღებული შეკვეთებისთვის) მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე მიწოდება 8-17 ლარი (დეტალები დააზუსტეთ ოპერატორთან) შეკვეთის დღეს (12სთ-მდე მიღებული შეკვეთებისთვის) მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე მიწოდება 8-17 ლარი (დეტალები დააზუსტეთ ოპერატორთან) • ჩაიდნის მოცულობა: 2 ლ • სასარგებლო მოცულობა 1,7 ლ • კორპუსის მასალა: უჟანგავი ფოლადი • სახელურის მასალა: თერმომდგრადი პლასტმასი • სასარგებლო მოცულობა 1,7 ლ • კორპუსის მასალა: უჟანგავი ფოლადი • სახელურის მასალა: თერმომდგრადი პლასტმასი * მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.
2019-10-16 14:15:13
https://www.be.ge/product-162941.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668994.39/warc/CC-MAIN-20191016135759-20191016163259-00053.warc.gz
34,640
815,963,921
538. როგორ მივიღებთ ცოტაოდენ წარმოდგენას იმ სამი სამკვიდრებელის შესახებ, რომლებიც ადამიანისათვის არის განსაზღვრული? ნესტიან, ვიწრო და ბნელ საპყრობილედან ოდნავ განათებულ ოთახში რომ გადმოგიყვანონ, შემდეგ კი იქედან – ქვეყნიერების უვრცეს, მზის ნათელზე უფრო მეტად გაბრწყინებულ პალატებში, აი, მაშინ შეიძლება ცოტაოდენ მაინც სწორი შეხედულება მივიღოთ იმ სამი სამკვიდრებელის შესახებ, რომლებიდ ადამიანისათვის არის განსაზღვრული: დედის მუცლის, ამა ქვეყნისა და ცათა სასუფეველის შესახებ, მომავალში რომ მოგველის. ცხრა თვეს დავყოფთ ჩვენ პირველ სამკიდრებელში, 50, 60 ან ცოტათი ამაზე მეტ წელს – მეორეში, ამქვეყნად, ხოლო მესამეში – ჭეშმარიტ, საუკუნო დაუსრულებელ ცხოვრებას ვიღებთ, რადგან მაშინ მარადიულობაში შევდგამთ ფეხს
2019-10-15 09:51:48
http://sibrdzne.ge/7184
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986657949.34/warc/CC-MAIN-20191015082202-20191015105702-00205.warc.gz
29,243
177,950,930
მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრებისთის გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრა. საპრეტენზიო განაცხადი მასწავლებლის სახლში უფროსმა და წამყვანმა მასწავლებლებმა 2019 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარადგინონ, ხოლო პრაქტიკოს პედაგოგებს განაცხადების წარდგენა 2019 წლის 29 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. საპრეტენზიო განაცხადის ფორმები ასევე გადაგზავნილია სკოლებშიც. განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც უშუალოდ პედაგოგებს, ასევე მათ პირად წარმომადგენლებს.
2019-10-21 16:22:21
https://edu.aris.ge/news/maswavleblebistvis-statusis-minichebastan-dakavshirebuli-shida-shefasebis-shedegebis-gasachivrebis-vadebi-cnobilia.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987779528.82/warc/CC-MAIN-20191021143945-20191021171445-00423.warc.gz
12,599
478,511,183
ლილიტზე ლეგენდის ყველაზე ადრეულ ფორმას მე-8-მე-10 საუკუნეში მოღვაწე ბენ სირის ნაშრომში ვხდებით, რომელმაც იცოდა ლილიტის საწინააღმდეგო ავგაროზის არსებობის შესახებ, რომლებზეც სამი ანგელოზის სახელი იყო დატანებული, მსგავსი ავგაროზების დამამზადებელი ბენ სირი იყო. ბენ სირი თავსი თხზულებაში ანგელოზთა სახელებსაც გვამცნობს: სნვი, სნსვი და სმნგლოფი, რომლებიც ადამზე პირველ თქმულებასთან არიან დაკავშირებულნი. ადამის პირველი ცოლის შესახებ თქმულებაში ვკითხულობთ: „ღმერთის მიერ ადამის შექმნის შემდეგ, მარტოსული ადამის მომზირალ უფალს შეეცოდა თავის ქმნილება და თქვა: არ არის კარგი ადამიანისთვის მარტო ყოფნა, და ადამის მსგავსად მიწისგან ქალი შექმნა. სახელად კი ლილიტი უწოდა. ადამს და ლილიტს მალევე მოუვიდათ კამათი. ლილიტმა თქვა, ჩვენ თანასწორნი ვართ, ორივენი მიწისაგან შეგვქმნეს და ურთიერთობაში დომინირებაზე საუბარი არ შეიძლება. ადამი კი საპირისპიროს ამტკიცებდა და მოითხოვდა მეუღლისგან მორჩილებას, როგორც უფროსი. არცერთმა არ დათმო პოზიცია, მაშინ ლილიტი გაბრაზდა და გაფრინდა ცისკენ. გაოგნებული ადამი იდგა და ლოცვით მიმართავდა უფალს: უფალო ქალი რომელიც შენ მომეცი ჩემგან გაიქცა. მაშინ უფალმა დაადევნა სამი ანგელოზი: სნვი, სნსვი და სმნგლოფი,რომ ლილიტი დაებრუნებინათ. უფალმა ანგელოზებს შემდეგი ბრძანება მისცა: თუ ის დაბრუნდება კარგი იქნება, მაგრამ თუ უარი თქვას მაშინ წყევლა ეწევა, შობს ყოველ დღე 100 ბავშვს და ასივე დაეღუპება. ანგელოზები ლილიტს ყოვლიშემძლე ზღვასთან წამოეწივნენ, რომელიც ეგვიპტესთან იმყოფებოდა (ვ.ვ. სავარაუდოდ საუბარია წითელ ზღვაზე), ანგელოზებმა გადასცეს უფლის ბრძანება, მაგრამ ლილიტს დაბრუნება არ სურდა, მაშინ ანგელოზებმა უთხრეს, რომ მას ზღვაში დაახრჩობდნენ ( ვ.ვ. ანუ ლილიტი ზღვაზში დაიხრჩობოდა) . -დამტოვეთ მე, უთხრა ლილიტმა. მე შემქნეს იმისთვის, რომ ახალშობილთ ავადმყოფობა შევყარო, თუ ახალშობილი მამრია, მაშინ მე ვიმბრძანებლებ მასზე. როდესაც ანგელოზებმა ლილიტის მუქარა მოსიმინეს, დაჟინებით მოითხოვეს მისი დაბრუნება სამოთხეში. ლილიტი უარზე იყო, მაშინ ანგელოზებსა და ლილიტს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, თუ ლილიტი ანგელოზთა სახელს ან გამოსახულებას ავგაროზზე იხილავდა, ის ვერაფერს გააწყობდა ახალშობილებთან, ანუ ახალშობილებს ხელს ვერ ახლებდა. ლილიტი ასევე დათანხმდა, რომ შთამომავლობა არ მისცემოდა მას და ყოველ დღე მისგან შობილი 100 ახალშობილი დაღუპულიყო. მას შემდეგ, როდესაც ლილიტ ხედავს ავგაროზზე ანგელოზთა გამოსახულებას, ან სახელებს ბავშვი ჯანმრთელდება“. ფაქტია, რომ ეს თქმულება ბევრად ადრეულია, ვიდრე ბენ სირის ზემოთ მოტანილი თხზულება, ამაზე მეტყველებს ის, რომ ლილიტის სახელს ზოგიერთი მკვლევარი შუმერულ ქალღვთაება ლილთან აიგივებს, ლილ შუმერულად ჰაერს ნიშნავს, ივრითზე კი ითარგმნება როგორც ღამე-דממה לילית(ღამის სიჩუმე), თუმცა მაინც მისი თავდაპირველი ფორმა შუმერული ლილი უნდა ყოფილიყო (შუმერულ მითოლოგიაში გვხდება პერსონაჟები, რომლებიც ჰაერთან არიან კავშირშია: ენ ლილი-ბატონო ჰაერისა, ნინ ლილი-ქალბატონი ჰაერისა), ლილიტი ბიბლიურ თქმულებაში ჰაერთან, რომ არის დაკავშირებული ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის სამოთხიდან მიფრინავს: „გაფრინდა ზეცისკენ“-(იხილეთ ზემოთ), ანუ ლილიტი ჰაერის ქალბატონად შეიძლება მოვიზროთ. მისი პერსოფინიკაცია კი ღამის ქალღვთაებად სამოთხის დატოვებისა და ანგელოზებთან შეთანხმების შემდეგ უნდა მომხდარიყო. სამოთხიდან საკუთარი ნებით წამოსული ლილიტი ბნელ ძალებთან ჰპოვებს კავშირს, რაც მეორე თქმულებაში, შუა საუკუნეების მეორე წიგნში „ზოგარშია“ დაცული: სამოთხის დატოვების შემდეგ ლილიტი სამაელის მეუღლე ხდება (11,267 ბ), სამაელი კი ქრისტიანული მითოლოგიისა და თალმუდის მიხედვით „სიკვდილის ანგელოზია“. ხშირად მისი გაიგივება ხდება სატანასთან (ერთ ერთი ვერსიით სწორედ სამაელმა აცდუნა ადამი და ევა სამოთხეში გველის სახით, კიდევ ერთი ვერსიით კი კაენის მამად ითვლება. კაენის დედად კი ზოგიერთი ლილიტს მიიჩნევს – Люциферианское Ведьмовство, Форд М, Суккубус Паблишинг (Luciferian Witchcraft, Succubus Publishing, Michael Ford), MMV), ანუ ლილიტი დემონური ძალების დედად შეიქმნა სამაელზე დაქორწინების შემდეგ, ლილიტმა გააკეთა არჩევანია კეთილსა და ბოროტს შორის. ზემოთ მოტანილი ორი თქმულება შუა საუკუნეების წერილობითი წყაროა, უფრო ადრეული ჩანაწერები არ გაგვაჩნია, ერთადერთი ადრეული წყაროებიდან ძველი აღთქმის წიგნით (კონკრეტულად კი ესაია წინასწარმეტყველის წიგნით 34.14) შეიძლება ვიხელმძღვანელოთ, სადაც ადრეულ თარგმანებში სახელი ლილიტი არ მოიხსენიება, მაგრამ ჩანაცვლებულია სხვა დემონური არსებებით, ასე მაგალითად ძველი აღთქმის ერთ ერთ რუსულ თარგმანში ვკითხულობთ: (ჩემი თარგმანი) „და შეიმოსებიიან სასახლეები ჭინჭრით. და გახდება ის აფთრათა და სირაქლემათა თავშესაფარი. და უდაბნოს მხეცები ველურ კატებს შეხვდებიან, ტყის კაცები კი ერთამენთის მოხმობას დაიწყებენ. იქ ჰპოვებს დასასვენებელს და სიმყუდროვეს ღამის მოჩვენება“ – ივრითზე ღამის მოჩვენება ჟღერს როგორც ლილიტ, ამ ტექსტის მთარგმნელმა ივრითიდან ეს სიტყვა თარგმნა არა როგორც საკუთარი სახელი, არამედ როგორც სიტყვა ღამე, ღამის მოჩვენება, შესაბამისად მთარგმნელისთვის შესაძლოა არ ყოფილიყო არაფერი ცნობილი ადამის პირველ მეუღლე ლილიტზე. ქართულ თარგმანში ვკითხულობთ: „ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი და იპოვის სადგურს“(ესაია 34.14) (ბიბლია. თბილისი 1989 საქართველოს საპატრიარქო), ამ ქართულ თარგმანში ორ მითოლოგიურ პერსონაჟს ვხდებით, პირველი მათგანი ტყის მეუფე, ცხოველთა მფარველი და მონადირეთა რისხვა ნახევრად ადამიანი, ნახევრად თხა-ოჩოკოჩია, მეორე პერსონაჟი კი ალი გახლავთ, რომელიც ქართულ მითოლოგიაში განმარტებულია როგორც: ბოროტი სული, რომელიც ვნებს მშობიარე ქალებს, ცხოვრობს ტყეებში, კლდეებში, აქვს საშინელი შესახედაობა, მის ბოროტ ძალას კი შელოცვა და წმინდა გიორგის სახელი შეიძლება დაუპირისპირო. ქართულ თარგმანში სატანის იპოსტასთან საინტერესო პარალელებია გავლებულია, ის შედარებულია ოჩოკოჩს, რომელიც ნახევრად თხა ნახევრად ადამიანია, მსგვასი აღწერილობა სატანისა კი ხშირად გვხდება შუა საუკუნეებში.(ასე მაგალითად: შუა საუკუნეების ევროპაში კუდიანების შაბაშზე, კუდიანები კოცონის გარშემო ცეკვის შემდეგ უახლოვდებოდნენ ხისგან შექმნილ თხის გამოსახულებას და უკანალზე კოცნიდნენ ),ამ შემთხვევაში ხომ არ გვაქვს საქმე ლილიტის მეუღლის სამაელის აღწერილობასთან? რაც შეეხება მეორე პერსონაჟს, საინტერესოა რომ ლილიტი თავისი სრული სიმბოლიკითაა წარმოდგენილი, თუ გავითვალისწინებთ ქართულ ზეპირსიტყვიერებაში დაცულ ცნობებს ალის შესახებ, ბევრ პარალელს დავინახავთ: ალიც და ლილიტიც ხშირ შემთხვევაში მდედრობითი სქესისანი არიან, ალიც და ლილიტიც მშობიარე ქალებს ემტერებიან, ორივესგან დაცვა შელოცვით შეიძლება, ალის შემთხვევაში წმინდა გიორგის სახელის ხსენებით, ლილიტის შემთხვევაში კი სამი ანგელოზის ხსენებით. ანუ ქართულ მითოლოგიაში ლილიტმა ალის სახით შემოაღწია, თუმცა ბევრი ახალი თვისებები დაიმატა. რაც შეეხება ინგლისურენოვან თარგმანს: And there shall the beasts of the desert meet with the jackals, and the wild goat shall cry to his fellow; the lilith also shall settle there, and find for herself a place of rest.(Is. 34.14 ) (Darby Bible Translation), როგორც ვხედავთ ინგლისურენოვან ამ თარგმანში ღამის მონსტრი, ღამის არსება, ღამე ორიგინალიდან არ არის პირდაპირ თარგმნილი და აღქმულია საკუთარ სახელად. ძველი აღთქმის ამ ნაწილის სხვა თარგმანებში ლილიტის მაგივრად ზოგან ღამეს, ზოგან კი ბუს ვკითხულობთ (ძვ. წ. აღ. 3 ათასწლეულით დათარიღებულ ერთ ერთ ბარელიეფზე ღამის ქალღვთაება, ერთ ერთი ვერსიით ლილიტი გამოსახულია ორ ბუსთან ერთად). ინგლისურენოვანი ბიბლიის ერთ ერთ კომენტარში ბუ განმარტებულია, როგორც ღამის მოჩვენება, ებრაულ ლეგენდებში ქალი, რომელიც ღამის შვილებს შობს. (http://bible.cc/isaiah/34-14.htm). ესაიას სამივე წიგნის თარგმანში ნათლად ჩანს, რომ მთაგრმნელებს გათვითცობიერებული ჰქონდათ, რომ კონკრეტულ მომენტში დემონურ არსებებაზე იყო საუბარი, ზოგი მთარგმნელი მას ღამის მოჩვენებად, ზოგი ბუდ აღიქვამს, ზოგიც კი მის პარალელს ადგილობრივ მითოლოგიურ წარმოდგენებში ეძებს. რაც შეეხება ლილიტზე თქმულებაში მოხსენიებულ სამ ანგელოზს, მოეძებნებათ თუ არა მათ პარალელები შუმერულ მითოლოგიაში? მათი სახელებია: სნვი, სნსვი და სმნგლოფი. ივრითში ყველა ასო თანხმოვან ასოებს შეესაბამება, შესაბამისად ივრითში სახელი სნვი, დაიწერებოდა როგორც სნვ, მსგვასი სახელის მატარებელი ღვთაება კი აქადურ მითოლოგიაში გვხდება მთვარის ღვთაება სინის სახელით, ის მზისა და სიყვარულის ღმერთების მამაა, რომელსაც სიმბოლურად ნახევარ მთვარის სახით გამოსახავენ. ის თეთრ წვერიან მოხუცია, ბოროტმოქმედთა მტერი, ზეცაზე ნახევარმთავრის ფორმის ნავით მოგზაურობს, და წყლის მიქცევა-მოქცევასაც განაგებს (ანუ ღამესთან და წყალთანაა კავშირში, ამასთანავე ბოროტმოქმედთა დამსჯელიცაა). საინტერესოა, რომ სამივე ანგელოზის სახელში საწყისი ორი ასო SN-ია, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ანგელოზთა სახელებში აქადური ღვთაების სხვადასხვა იპოსტასთან გვქონდეს საქმე, თუმცა აქადურ მითოლოგიაში მსგავსი სახელების მატარებელი ღვთაებები არ გვხდება და მთვარის ღვთაებაზე ზემოთ თქმული, მხოლოდ ვარაუდად შეიძლება მოვიზროთ, თუმცა თუ დავუშვებთ ვარაუდს რომ ანგელოზის სახელ სნვიში ასახვა ჰპოვა აქადურმა ღვთაება სინმა, საინტერესო სიუჟეტს მივიღებთ: სინი მთვარის ღვთაებაა, ლილიტი სამ ანგელოზთან შეხვედრის შემდეგ ღამის დემონი ხდება. სინი ბოროტმოქმედებს ებრძვის, ამ კონკრეტულ შემთხევაში ბოროტმოქმედი ლილიტია. სინი ლილიტს ზღვასთან წამოეწია, წყლის მიქცევა-მოქცევასთან კი მთვარეს პირდაპირი კავშირი აქვს. სინი არის ის ღვთაება, რომელმაც უნდა უთვალთვალოს ლილიტს, რომ რამე ბოროტმოქმედება არ ჩაიდინოს და ბავშვებს არაფერი დაუშავოს, ანუ ჩვილთათვის ერთგვარ ავგაროზად უნდა იქცეს. თუ ამ ვარაუდს დავუშვებთ, ნათელი ხდება, თუ რატომ დაადევნეს ლილიტს სამოთხიდან მთვარის ღვთაება სინი, რომელმაც შუა საუკუნეებში სნვის სახელი მიიღო. ბენ სირთან ლილიტი იდუმალებით მოცული მითოლოგიური პერსონაჟია, რომელიც წინ აღუდგა უფლის გადაწყვეტილებას, დაისაჯა და თქმულების მიხედვით დღემდე იტანჯება. ძველ აღმოსავლეთში ღვთაებათა მოვალეობანი ორად შეიძლება დავაჯგუფოთ: 1. მეომარი ღვთაებები (ომის ღვთაებები) და 2. ნაყოფიერების ღვთაებები, ლილიტი ნაყოფიერებასთან უნდა იყოს კავშირში, უფრო სწორედ ის არის ნაყოფიერების ღვთაების ანტიპოდი, რომელიც ნაყოფს იძლევა, მაგრამ მისი ნაყოფი არ ვითარდება, შესაძლოა დასაწყისში ლილიტი ნაყოფიერების ღვთაება ყოფილიყო, რომელმაც მეორე ნაყოფიერების ქალღვთაების კონკურენციას ვერ გაუძლო, და მის დაპირისპირებულ ძალად შეიქმნა. მოცემულმა სიუჟეტმა ასახვა ასტროლოგიაშიც ჰპოვა არის შავი მთვარე, რომელსაც ლილიტს უწოდებენ და რომელსაც ადამიანებზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ანუ დადებით ნაყოფს არ იძლევა. მას კეთილი მთვარე სელენა (მთვარის ქალღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში) უპირისპირდება.
2019-10-19 14:58:54
http://astroblogi.com/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986696339.42/warc/CC-MAIN-20191019141654-20191019165154-00082.warc.gz
23,867
19,082,598
საქართველოს კარი ყველა ტურისტისთვის, მათი ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, ღიაა – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენი დედაქალაქი და ქვეყანა დინამიკურად ვითარდება და ამის ცალსახა ნიშანია ის, რომ წლიდან წლამდე იმატებს ჩვენს ქვეყანაში ბინადრობისა და ცხოვრების მსურველთა რიცხვი. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ოპონენტივით ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ეს არ არის ქართველის საქციელი და ჩვენს სტუმართმოყვარეობის ტრადიციას არ შეესაბამება. ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა. სტუმარი ღვთისაა, ჩვენთვის ყველა სტუმარი ძვირფასია. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველო რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურცენტრად პოზიციონირება, რაც ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ პროცესში პირველ რიგში, სწორედ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს დაცული, იქნება ეს შრომის ბაზარი, ბინადრობის საკითხები, თუ კანონმდებლობით დარეგულირებული სხვა მიმართულებით, რისი გარანტორიც სწორედ ჩვენი ეროვნული ხელისუფლებაა.” – აღნიშნა კახა კალაძემ. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook ით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში ტურისტების შესახებ თქვა, რომ საქართველოს “გაძვალტყავებული და ჯღანი” ტურისტები კია არა, მდიდარი შეიხები სჭირდება. “ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან, არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან, ვინც ჩადიან, ინდუსები – მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი, ჩვენ გვჭირდება მაგალითად, მდიდარი შეიხები, რომელიც ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა, როგორც წესი, უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ჩვენ გვჭირდება ხარისხი ტურიზმის და არა რაოდენობა. ჩამოვიდეს მდიდარი ტურისტი რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, ჩინეთიდანაც, რა თქმა უნდა გერმენელები, ინგლისელები, ამერიკელები – ესენი გვჭირდება”. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
2019-03-20 01:50:24
http://premiumi.ge/?p=14833
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202188.9/warc/CC-MAIN-20190320004046-20190320030046-00207.warc.gz
11,901
164,513,298
1ჰრქუა ტობი ძესა თჳსსა ტობიას: მივსცეთ სასყიდელი კაცსა მას, რომელი წარვიდა შენ თანა და მერმე შე-ვე-ღა-ვსძინოთ სასყიდელსა ზედა მისსა. 2და ჰრქუა ტობია მამასა თჳსსა: მამაო, რაოდენიცა მივსცეთ მას სასყიდელი, არა დამჭირდეს, დაღათუ ზოგი მივსცეთ ყოვლისა მისგანი, რომელი მოვიღე ჩემ თანა. 3მე მან დამიცვა გზასა ზედა და ცოლი ჩემი განკურნა. არა მევნების, რაოდენი-რა მივსცეთ მას. 4ხოლო ტობი თქუა: სამართლად ჯერ-არს მიცემად მას ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი გაქუნდა და მოვიდა შენ თანა. 5და მოხადა ანგელოზი იგი და ჰრქუა მას: მიიღე ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი მოიღე და მოხუედ ცოცხლებით სასყიდლად შენდა, და წარვედ ცოცხლებით თჳსა ადგილად. 6მაშინ მოუწოდა რაფაელ ორთა მათ თჳსაგან და ჰრქუა მათ: ღმერთსა აკურთხევდით, და მას ადიდებდით წინაშე ყოველთა კაცთა, რომელი ქმნა თქუენ თანა კეთილ არს კურთხევა ღმრთისა და ამაღლებაჲ სახელისა მისისა. სიტყუათა ღმრთისათა მიუთხრობდით პატიოსნად. 7საიდუმლო მეფისა კეთილ არს დამალვად, ხოლო საქმენი უფლისა ღმრთისანი - მითხრობად პატიოსნად. იქმოდეთ კეთილსა და ბოროტმან არა გპოვნეს თქვენ. 8კეთილ არს ლოცვა მარხვასა თანა და მოწყალებაჲ სიმართლესა თანა. უფროს ამათ ორთასავე უმჯობეს არს მოწყალებაჲ, ვიდრე დაუნჯებასა ოქროსასა, 9რამეთუ მოწყალებაჲ სიკუდილისაგან იჴსნის და განწმედს ყოვლისაგან ცოდვისა, რომელი ჰყოფდეს მოწყალებასა, განძღეს ცხორებითა. 10ხოლო რომელნი იქმან ცოდვასა და სიცრუესა, იგინი მბრძოლნი არიან თჳსისა ცხორებისანი. 11ხოლო აწ გითხრა თქუენ ყოველივე ჭეშმარიტი, არა დავფარო თქუენგან სიტყუაჲ. 12ოდეს-იგი ილოცევდით შენ და სარა, სძალი შენი, შეისმეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა და საცნაურ იქმნნეს საქმენი შენნი და მწყალობელობანი შენნი, რომელთა იქმოდე მკუდართა მათ ზედა. 13და ოდეს-იგი აღსდეგ ტაბლისაგან და შემოსე მკუდარი, და მოიწია შენ ზედა განსაცდელი, 14მაშინ მომავლინა მე ღმერთმან განკურნებად შენდა და სარაჲსა, სძლისა შენისა. 15მე ვარ რაფაელ, ერთი შჳდთაგანი წმიდათა ანგელოზთა, რომელნი შესწირვენ ლოცვასა წმიდათასა და შევლენან წინაშე დიდებასა წმიდისასა 16და შეძრწუნდეს ორნივე იგი და დაცჳვეს პირსა ზედა თჳსსა, რამეთუ. შეეშინა ფრიად 17და ჰრქუა მათ რაფაელ: ნუ გეშინინ! მშჳდობაჲ იყოს თქუენდა, ხოლო ღმერთსა აკურთხევდით უკუნისამდე. 18არა ჩემითა მადლითა, არამედ ნიჭითა ღმრთისა თქუენისათა მოვედ, რამეთუ აკურთხევდით მას უკუნისამდე. 19ყოველთა დღეთა გეჩუენებოდე თქუენ და არა ვჭამდ, არცა ვსუემდ, არამედ ხილვით ხოლო ხედვიდით თქუენ. 20და აწ აუარებდით ღმერთსა თქუენსა, რამეთუ აღვალ მომავლინებელისა ჩემისა უფლისა. და დაწეროთ წიგნსა ყოველი ესე, რომელიცა შეგემთხჳა თქუენ. 21და აღ-რა-დგეს და არღარა იხილეს იგი. 22და აღუარებდეს იგინი საქმეთა მათთა დიდ-დიდთა და საკჳრველებათა მისთა და ვითარ-იგი ეჩუენა მათ ანგელოზი ღმრთისა. |
2019-03-23 02:35:18
http://orthodox.ge/biblia/tobiti/12/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202711.3/warc/CC-MAIN-20190323020538-20190323042538-00531.warc.gz
9,872
153,779,524
„ალია“ გთავაზობთ ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიისთვის იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიცემულ ჩვენებას. „პრეზიდენტმა სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას 28 ნოემბერს ჩვენება მისცა. მან თავისი ხუთსაათიანი საუბრის დასაწყისშივე განუცხადა კომისიას, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე 7 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება ”გარდაუვალი” იყო, რადგან რუსული ძალები როკის გვირაბის გავლით შემოდიოდნენ ცხინვალის რეგიონში და ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლები იბომბებოდა. ”კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებელი დემოკრატიული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს და მოქალაქეების დასაცავად,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”არსად, არც მე და არც მთავრობის სხვა წევრებს არსად საპირისპირო არ გვითქვამს იმიტომ, რომ საკითხი დგას, რომ თითქოს ჩვენ ამას უარვყოფდით”. მან ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს ომმა გარკვეულწილად შეაფერხა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა მეორე მხრივ, ამან პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა, რადგან აჩვენა, რომ რუსები არიან არა მშვიდობისმყოფლები, არამედ აგრესორები. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არც გამარჯვებულია და არც დამარცხებული ამ ომში, რადგან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მან კატეგორიულად უარყო რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებები და განაცხადა, რომ ”მძიმე შეცდომა” იყო მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა. კომისიაზე პრეზიდენტის გამოსვლა ასევე მოისმინეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც სპეციალურად იქნენ მიწვეული პარლამენტში. ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჩვენების ძირითადი პუნქტები: · მოსმენის დაწყებისას კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განუცხადა პრეზიდენტს: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ იცით, რომ რუსული აგრესია აგვისტოში არ დაწყებულა, ის დიდი ხნით ადრე დაიწყო; რატომ ვერ შეძლო საქართველომ კონფლიქტის თავიდან აცილება და რატომ ვერ მოახერხა არ წამოგებოდა რუსულ აგრესიაზე? თქვენს პასუხზე კითხვის გაცემამდე, მინდა ვთქვა, რომ ამ კომისიის ჩამოყალიბება იყო ისტორიული მოვლენა; ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოში არის დემოკრატია. კომისიის თავმჯდომარე არის ოპოზიციის წარმომადგენელი და ერთი წლის წინ ჩვენ ვიდექით ბარიერი სხვადასხვა მხარეს და ჩვენ დღესაც გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები. მაგრამ ყველაფერი მოქცეულია საპარლამენტო ჩარჩოებში; · თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში საოკუპაციო ჯარი დგას, რომელიც ღიად ემუქრება საქართველოს მოქალაქეებს. ამ სიტუაციაში ბევრს ექნებოდა მცდელობა, რომ აეკრა პირი ოპოზიციისთვის, ჩვენი პასუხია მეტი, დემოკრატია, მეტი გახსნილობა; · ჩვენ არ გავქცეულვართ არცერთ კითხვას, მთავრობის ყველა წევრს ჰქონდა ინსტრუქცია, რომ კითხვებზე პასუხს არ გაქცეოდნენ; · მთავარი კითხვა, რომელიც დღეს აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას არის, ის განახორციელა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო მოქმედებები, რომ აღედგინა კონტროლი სეპარატისტულ რეგიონებზე; · კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებელი დემოკრატიული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს და მოქალაქეების დასაცავად; · ეს გადაწყვეტილება იყო გარდაუვალი ორი მთავარი გარემოების გამო: ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული ინფორმაციის მიღება, რომ რუსულმა ძალებმა დაიწყეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა, ეს არ უარუყვიათ თავად რუსებსაც; · ინტერვენციის წინა დღეს, 6 აგვისტოს ჩვენ მოგვიკლეს მშვიდობისმყოფელები. იმ ღამეს და შემდეგ ხორციელდებოდა ჩვენს მიერ კონტროლირებადი სოფლების დაბომბვა; · ასეთ პირობებში საკითხავი ის კი არ არის აწარმოა თუ არა ომი ქვეყანამ. ჩვენ ეს მართლაც ზუსტად ასე გავაკეთეთ. საკითხავია ის, რომ რომელი დემოკრატიული მთავრობა მოითმენდა ამას; · ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული, საქართველოს საზღვრებში მოქცეული ტერიტორია; · ჩვენ არ შევჭრილვართ სხვა ტერიტორიაზე, არამედ ჩვენ ვიბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. არცერთ ქართველს არ დაუდგამს ფეხი სხვისი ქვეყნის ტერიტორიაზე; · საქართველო იყო თუ რუსეთი ის მხარე, რომელმაც აწარმოა ფაქტობრივი ანექსია უცხო ქვეყნის ტერიტორიის? საქართველო იყო თუ რუსეთი ის მხარე, ვინც დატოვა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულება? რომელმა ქვეყანამ გადაკვეთა მეზობელი ქვეყნის საზღვარი? რომელმა ქვეყანამ დაურიგა პასპორტები, შემდგომში მათი მოქალაქეების დაცვის მოტივით? რომელმა ქვეყანამ გამოაცხადა უარი შტაინმაიერის გეგმაზე? რომელმა დაიწყო საომარი მოქმედებების შედეგად ეთნიკური წმენდა? რომელმა ქვეყანამ განაცხადა უარი ტერიტორიის დაცლაზე და ევროკავშირის შესვლაზე?; · [2008 წლის] თებერვალში პრეზიდენტ პუტინთან ჩემი შეხვედრა იყო მძიმე. მან მითხრა: ჩვენ გვექნება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან, გავხსნით ავია-მიმოსვლას, შეიძლება შემოვუშვათ ღვინოები, მაგრამ რაც შეეხება, კონფლიქტებს, ჩვენ ამაზე პასუხს გავცემთ დასავლეთს და ნატოს, თქვენ არაფერ შუაში ხართ და ჩვენი პასუხი ამასთან მიმართებაში იქნება რეაქცია კოსოვოზე. ეს იყო უკიდურესად ცინიკური განცხადება და გამოვედით ამ შეხვედრიდან ძალიან გულდამძიმებულები. ვკითხე დავით ბაქრაძეს [რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას] რა იყო მისი შთაბეჭდილება და მან მითხრა, რომ ის გვემუქრება ჩვენ ომითო; · შემდეგ მე შევხვდი მედვედევს და მან გვითხრა, რომ მას სურდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება; მედვედევი არ მსახურობდა კგბ-ში და ეს დადებით მომენტად მივიჩნიეთ ურთიერთობების დასამყარებლად. შეხვედრა იყო ცოტათი უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი შეჩვეული ასეთ შეხვედრებზე. დეტალებში არ შევედით და შემოგვთავაზა შეხვედრა შემდგარიყო უახლოეს ხანში. მე გამოვედი იქიდან დადებითი ემოციით; · მივწერე მე მას წერილი და მოგვწერეს პასუხი, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს [მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს], რომელმაც მითხრა, რომ წერილი არის ძალიან იმედგამაცრუებელი; · ასტანაში მედვედევმა თქვა, რომ ახლა შეხვედრის დრო არ არის. სამწუხაროდ, მან ამ შეხვედრაზე იქვე, ძალიან ნათლად განმიცხადა უარი. მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში მას უსაყვედურეს; · ივლისის თვეში მისი რიტორიკა იყო ძალიან განსხვავებული წინა შეხვედრისგან; · ჩემი ბოლო მცდელობა ომის წინ, პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრასთან დაკავშირებით იყო 6 აგვისტოს საღამოს, როცა სიტუაცია ძალიან გართულდა. და პასუხი მათი საგარეო საქმეთა სამინისტროდან იყო ასეთი: არ არის მომწიფებული სიტუაცია. 8, 9, 10 აგვისტოს ყოველდღე ვცდილობდი მედვედევთან ან პუტინთან დარეკვას; · ჩემს თვალწინ პრეზიდენტ სარკოზის თბილისში ყოფნისას [12 აგვისტოს] არ აკავშირებდნენ პრეზიდენტ მედვედევთან სხვადასხვა საბაბით; · კომისიის თავმჯდომარემ ჰკითხა სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტის ”ლილიპუტინად” მოხსენებასთან დაკავშირებით; · ოდესმე გაგიგიათ, რომ მე მისთვის ”ლილიპუტინი” დამეძახოს? ეს არასდროს მითქვამს, არც კერძო საუბრებში, არც საჯაროდ. ეს არის მითი, რომელიც იმ ხალხმა გაავრცელა, რომელთაც არ სურთ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში რეალური პრობლემების დანახვა; მე ხაზგასმით ყოველთვის პატივისცემით ვექცეოდი მას და რაიმე სახის უხეში ნათქვამი არ გამომიყენებია რუსეთის რომელიმე ლიდერის მიმართ. · მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს ურთიერთობები არ არის პირადი ურთიერთობები; · 2004 წლის თებერვალში პირველი შეხვედრის დროს ყველანაირი ინსტინქტი მკარნახობდა, რომ მქონოდა კარგი პირადი ურთიერთობა. მე ეს მოვახერხე სხვა ლიდერებთან. სამწუხაროდ, რუსეთის შემთხვევაში მათი მხრიდან სურვილის არ ქონის გამო - ისინი არ განგვიხილავდნენ ჩვენ თანაბარ მოთამაშეებად - ვერ მოვახერხეთ მათთან ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება; · თუ ვინმეს ვერ იტანდა დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობა ეს არის ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი შევარდნაძე. შევარდნაძის დროს დაბომბეს მათ პირველად საქართველო, გათიშეს გაზი. ამდენად, აქ იყო ფუნდამენტური განსხვავებები და არა პიროვნული შეუთავსებლობა; · ჩვენ არასდროს არავისთვის მწვანე შუქის ანთება [კონფლიქტების ძალისმიერ მოგვარებაზე] არ გვითხოვია, და მითუმეტეს ეს მწვანე შუქი თვალითაც არ გვინახავს; · ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ თუ დაიწყო ხალხის მასობრივი დაწიოკება, მასობრივი აფეთქებები, ეს იქნებოდა ტოლფასი წითელი ხაზისა; ჩვენ ვთხოვდით მათ: ელაპარაკეთ რუსეთს; ყველას ვთხოვდით, რომ აგვაცილეთ თავიდან ეს დაპირისპირება; · ამიტომ ჩამოვიდა სოლანა, შტაინმაიერი, კონდოლიზა რაისი - სამწუხაროდ ეს ჩარევა იყო დაგვიანებული და არა იმდენად ინტენსიური, რომ ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ეს დაპირისპირება; · აგვისტოში საქართველოში ომი არ დაწყებულა, ომი ფართო გაგებით დაიწყო წლებით და თვეებით ადრე. აგვისტოში რუსეთმა გადაწყვიტა ომის აქტიურ ფაზაში გადაყვანა; · ჩვენი მიზანი იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მათ შორის ფართომასშაბიანი კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტის პირობებში, მაგრამ ეს არ გამოდის; · ამერიკელების პასუხი იყო, რომ მაქსიმალურად თავი შეგვეკავებინა და არ ავყოლოდით პროვოკაციებს; · მიუხედავად რუსეთის მუქარებისა, აგრესიულობისა, მაინც არ ელოდა ქვეყანა ფართომასშტაბიან ინტერვენციას - ბოლოს რუსეთმა აგრესია განახორციელა ავღანეთში და ჩეხოსლოვაკიაში. ეს იყო მთავარი შეუთანხმებლობა [დასავლეთთან]; · თუმცა ზოგიერთ ჩვენგანს გულში მაინც ბოლომდე არ გვჯეროდა [რომ რუსეთი ფართომასშტაბიან აგრესიაზე წამოვიდოდა] და ამ ზოგიერთში მეც შევდივარ; · შეიძლება დაგვაგვიანდა რეაგირება. სანამ ბოლომდე არ გადავამოწმეთ და ნამდვილად არ შევეტაკეთ იმ ფაქტს, რომ ხდება ის, რაც იყო წარმოუდგენელი; · ფუნდამენტურად შეიცვალა მსოფლიო წესრიგი. ის, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო ცივი ომის ცხელი გამოვლინება. არ გავამტყუნებ ჩვენს მეგობრებს, რომ მათ ბოლომდე ეს მაინც არ ეჯერათ. ამის შესახებ არ სჯეროდა არც მერკელს, არც ამერიკელებს, არც იმ ლიდერებს, რომელთაც მე ვუკავშირდებოდი 7 აგვისტოს; · ეს პროვოკაციები ხომ 6 და 7 აგვისტოს არ დაწყებულა, ეს არის რამდენიმე წლიანი ისტორია; · ესკალაცია დაიწყო აგვისტოს დასაწყისში, თუმცა ვფიქრობდით, რომ ეს შეიძლება იყოს მორიგი პროვოკაცია, რომელიც შეიძლება ჩაცხრეს; · მე გახლდით ოჯახთან ერთად დასასვენებლად საზღვარგარეთ, იტალიაში. პირველად 5 წლის განმავლობაში რამდენიმე დღით მივეცი ჩემს თავს უფლება დამესვენა ოჯახთან ერთად; · ამ სიტუაციაში მე დავბრუნდი. დაგეგმილი მქონდა ოლიმპიადაზე ჩასვლა. პეკინში მივდიოდი არა გასართობად, არამედ მნიშვნელოვანი შეხვედრების ჩასატარებლად, სადაც უნდა მენახა პუტინი, ბუში, სარკოზი; · პირველი ჩემი გეგმა იყო გავფრენილიყავი დილით პეკინში, მაგრამ რამდენიმე ჩვენს სოფელს გაუხსნეს ცეცხლი; · გვქონდა არჩევანი ან ჩავმჯდარიყავი თვითმფრინავში ან დავრჩენილიყავი საქართველოში. ჩემი პროტოკოლის უფროსს ვუთხარი, რომ არ ვრისკავთ და ვრჩებით საქართველოში; · იყო რამოდენიმე ფაქტორი, რის გამოც სჭირდებოდა რუსეთს ომი აგვისტოში: აგვისტოში ყველაზე დაბალია მდინარეების დონე, ყველაზე კარგი საფრენი ამინდია; მაისში მათ ამ გეგმებზე ალბათ ხელის აღება მოუხდათ იმიტომ, რომ მთელი თვე წვიმდა; · რუსებმა ყველა თავისი პროვოკაცია დაგეგმეს და განახორციელეს აგვისტოში. ორივე ომი დაიწყო ჩეჩნეთში აგვისტოში; · მე რამდენიმე დღით ადრე მოვისმინე რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის განცხადება, რომ საქართველო აპირებს ოლიმპიადის პერიოდში ომის დაწყებას; · ყველაზე საშიში და სარისკო პერიოში ეს იყო აგვისტო ჩვენთვის, მაგრამ თარიღები იყო პრაქტიკულად იდეალურად შერჩეული. პუტინი ჩამოფრინდა [ვლადიკავკაზში] ყველაზე ადრე პეკინიდან, ალბათ ასე იყო დაგეგმილი; · საკურორტო სეზონი არა მარტო აფხაზეთში, არამედ სოჭშიც ჩავარდა; · თუ რუსეთს არ უნდოდა ომი, ვფიქრობდით რა შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა აფხაზეთისათვის, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ფუჭი; · აგვისტოში ყველა მსოფლიო ლიდერი ისვენებდა და აშშ-ს პრეზიდენტი [ჯორჯ ბუში] აგვისტოში პეკინში იყო; ამრიგად, საუკეთესო დრო იყო უზარმაზარი სახელმწიფოსთვის მისი შავბნელი საქმეების განსახორციელებლად; · მთელი რუსული პრესა წერდა, რომ ომი გარდაუვალი იყო; · 2001-02 წლებში მიიღეს მოსკოვში გადაწყვეტილება საქართველოსთან კონფრონტაციაზე, ხოლო მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება კოსოვოს შემდეგ და და ბუქარესტის სამიტის წინ იქნა მიღებული მოსკოვში; · შემდეგ სააკაშვილს ჰკითხეს, თუ რატომ არ გააუქმა საქართველომ ოფიციალურად რუსული სამშვიდობო ოპერაცია. მან უპასუხა: როგორც კი გავაუქმებდით სამშვიდობო მანდატს, ყველა იტყოდა, რომ ქართველები არიან გართულებების ინიციატორები. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავდით დასავლელ პარტნიორებთან, ვსვამდით საკითხს მათი საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლების თაობაზე; სამშვიდობო ფორმატების ჩანაცვლების მხრივ პროგრესი გვქონდა და სწორედ ამიტომ დაიწყო რუსეთმა მოვლენების დაჩქარება; · სამშვიდობო მანდატის წესებს საქართველო ყოველთვის იცავდა. სწორი ტაქტიკა იყო საერთაშორისო წესების დაცვა; · შემდეგ სააკაშვილს ჰკითხეს, ვისთან გაიარა საქართველოს ხელისუფლებამ კონსულტაცია სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე; სააკაშვილმა უპასუხა: გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ თვითონ და ნებართვებს ჩვენ არავისგან არ ვიღებთ; · პირველი ვისაც ვუკავშირდებოდი - ეს იყო მედვედევი; მეორე ეს იყო - პოპოვი [რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი], რომელმაც არ გვაღირსა პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოვიდა თბილისში; · 7 აგვისტოს სიტუაცია ძალიან გართულდა. ამიტომ საღამოს მე დავიწყე დაკავშირდება ყველა მეგობართან: დავურეკე ადამკუსს [ლიტვის პრეზიდენტს], კაჩინსკის [პოლონეთის პრეზიდენტს], შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბილდტს და სხეფერს [ნატოს გენერალურ მდივანს]. მე ვუთხარი, რომ სიტუაცია იყო ძალიან მძიმე. ასევე ვიცი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი დაუკავშირდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს; · ყველას გაუკვირდა, რომ ეს სიტუაცია გართულდა ცხინვალთან მიმართებაში, რადგან ყველა მოელოდა გართულებას აფხაზეთის მიმართულებით, რადგან რუსებს კოდორი ჰქონდათ ყელში გაჩხერილი; · რამდენიმეჯერ ვიყავი გორში, 9 აგვისტოს ვიყავი ზუგდიდში, ასევე არ გამოვდიოდი მსოფლიოს ტელევიზიების პირდაპირი ეთერებიდან. მე ნამდვილად არ ვიყავი არავიზე გაბრაზებული და დრო დაჭირდათ ჩვენ პარტნიორებს, რომ გარკვეულიყვნენ ვითარებაში, თუმცა მათ ამაში დაეხმარნენ თავად რუსები. მაგრამ ჩვენთვის დრო ძალიან ღირებული იყო; · რუსებმა 8 აგვისტოს გადმოგვცეს ამერიკელების მეშვეობით - ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება. თქვენ იცით, რომ სარკოზიმ გაავრცელა კიდევ სხვა უფრო კოლორიტული დეტალები, პირადად ჩემს მიმართ რას აპირებდა რუსეთის ხელმძღვანელობა; · საბოლოოდ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურმა ჩარევამ მკვეთრად შეზღუდა რუსეთის ქმედებები; · ჩვენ ავტორიტარული ქვეყნის პროპაგანდული მანქანის წინაშე ვიდექით; მათ საბჭოთა ტიპის პროპაგანდული მანქანის ტრადიცია აქვთ; გოლოდომორის დროსაც კი ეს მანქანა მუშაობდა; მაშინ New York Times-ი წერდა, რომ იქ შიმშილი არ ყოფილა; · ”მძინარე ქალაქ ცხინვალს დაესხნენ ქართველები” - კლასიკური გებელსური სამხედრო პროპაგანდა. სამწუხაროდ დღესაც არიან, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტები, რომლებიც ამას აშუქებენ; · ყველა ზრდასრული მამაკაცი, რომელიც ცხოვრობდა ცხინვალში ხელფასს იღებდა რუსეთიდან და მათ ყველას ეჭირა იარაღი. ცხინვალში აშენდა ბაზა. · იმ პერიოდისთვის, როცა ცხინვალში შევედით იყო კარგად გამაგრებული, მოსახლეობისაგან ძირითადად დაცლილი, მილიტარიზებული სამხედრო პუნქტი - სამხედრო ბაზა; · ცხინვალიდან 2 აგვისტოს დაიწყო ევაკუაცია. შსს-მ თქვა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პროპაგანდისტული ტრიუკი, მაგრამ როცა მათაც გადაამოწმეს ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ მართლაც იყო უპრეცედენტო ევაკუაცია ცხინვალის მოსახლეობის. როცა მათ გაიყვანეს მოსახლეობა, ამით გაუთავისუფლეს გზა სამხედრო ტეკნიკას [როკის გვირაბში]; · ერთი ორი დღით ადრე, რომ მიგვესწრო, შეიძლება ამდენი ძალა არ შემოსულიყო. უკვე 7 აგვისტოს მოხდა ავნევზე თავდასხმა; · 6 აგვისტოს მოვიდა დავით კეზერაშვილი, მემუდარა, რომ გავხსნათ არტილერია, რომ გადავარჩინოთ სოფლები. მე ჩემ თავზე ავიღე ეს მძიმე პასუხისმგებლობა; · კულახმეტოვის [რუსული ძალების სარდლის] რჩევა იყო, იქნებ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოთო. და პირველად ჩემ ცხოვრებაში გავიზიარე რუსი გენერლის რჩევა [პრეზიდენტმა 7 აგვისტოს 19 საათზე ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება გამოაცხადა]; · საღამოს 10 საათზე განახლდა ჩვენ კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორიების დაბომბვა; · როცა ჩვენ ყველამ შევაფასეთ სიტუაცია, მე მივეცი გენშტაბს ბრძანება: ჩაეხშოთ საცეცხლე წერტილები, შეეჩერებინათ რუსული ტექნიკის შემოსვლა და ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად, მათ შორის ეთნიკური ჩვენი თანამოქალაქე ოსების. ცხინვალის დაკავების მიზანი იყო ოსების გადარჩენა; · რეალურად ამ ეტაპზე გვქონდა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ეს იყო ჩემი ყველაზე მძიმე არჩევანი; · ჩვენ ვიყავით დაძაბული მაისში, მაგრამ როგორც კი ივნისში ცოტა ჩაწყნარდა ვითარება, მე მათ [ხელისუფლების წარმომადგენლებს] დასვენების საშუალება მივეცი, რადგან ოლიმპიადის პერიოდში არ ველოდი რუსეთის მხრიდან გამწვავებას; · იმ მომენტში ხეობის სოფლებში მოსახლეობის კონცენტრაცია ბევრად მეტი იყო, ვიდრე ცხინვალში. ცხინვალის გავლის გარეშე, სოფლებიდან მოსახლეობის გამოყვანა იყო შეუძლებელი და იქ საცეცხლე წერტილების ჩახშობის გარეშე; · ძირითადად ხალხის გამოყვანა განხორციელდა შემოვლითი გზიდან; · მამუკა ყურაშვილის განცხადება [კონსტიტუციული წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით] იყო სრული სიბრიყვე. ამ კაცს არ ჰქონია არანაირი მანდატი ამგვარი განცხადების გასაკეთებლად. როცა ატყდა ეს ყველაფერი, მას ეს საკუთარი თავის გამოჩენის სურვილმა ათქმევინა. ეს იქნა ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული. ეს იყო უხეში შეცდომა. კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა - ეს არის ჩეჩნური ტერმინი, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ; · ქართულმა არმიამ, ასიათასობით თბილისის ქუჩებში გამოსულ ადამიანებთან ერთად, გადაარჩინა ქვეყანა; · მათ იცოდნენ, რომ თბილისი იყო გამაგრებული, ქართული მთავრობა არ ჩამოიშალა და ასევე პრეზიდენტ ბუშის მკაცრმა განცხადებამ გადააფიქრებინა მათ თბილისში შემოსვლა; · მთავრობის დამხობა და ნავთობსადენების და გაზსადენების კონტროლი იყო მათი მიზანი, რომლებიც შესრულებული არ არის; · მე მერჩივნა ის 4 მილიარდი, რომელიც ჯარზე დაიხარჯა, გზებზე , სკოლებზე დახარჯულიყო; · საქართველოს სჭირდება დაცვა, თუმცა ეს არ არის პანიკის საფუძველი. მიდის ჩქარი ტემპებით პირადი შემადგენლობის შევსება, მათი წრთვნა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება; · ჩვენ მზად ვართ კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაგვარებლად, მაგრამ თუ ქვეყანას დასჭირდა ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მისთვის თავის გასაწირად; · ამ დროს კომისიის თავმჯდომარემ უთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს: რუსული საინფორმაციო სააგენტოები უკვე იტყობინებიან, რომ თითქოს თქვენი ჩვენების დროს, თქვენ აღიარეთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო; სააკაშვილმა უპასუხა: ჩვენ ვაღიარეთ, რომ ჩვენ არ დავნებდით მათ და გავუწიეთ წინააღმდეგობა ფართომასშტაბიან რუსულ ინტერვენციას. რამდენადაც მძიმე არ იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იყო დემოკრატიულად არჩეული ლიდერის პასუხისმგებლობა ქვეყნის მოსახლეობის დასაცავად; · ამის შემდეგ პრეზიდენმა 10-წუთიანი შესვენება მოითხოვა; · სხდომის განახლების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა: იმ დღეებში ცხინვალიდან საცეცხლე წერტილებად გამოიყენებოდა სამშვიდობოების პოზიციები. ჩვენ გაფრთხილებული გვყავდა ჩვენი სამშვიდოები არ ჩართულიყვნენ საბრძოლო მოქმედებებში; · მთლიანობაში მე ვარ ძალიან კმაყოფილი შეიარაღებული ძალების მოქმედებით. ჩვენმა ჯარმა გმირულად იბრძოლა და შეაჩერა რუსული არმიის მსვლელობა, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერეოდა აქტიურად; · საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა არა ცალკე აღებული არმია და სპეცრაზმი, რომელიც ჩვენ გავანადგურეთ, არამედ რუსეთის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანი ნაწილის 95%; · თქვენ იცით, კეთდება განცხადებები, რომ საქართველომ დაიწყო და რუსეთმა რეაგირება მოახდინა .... მაგრამ თვეებია საჭირო ამდენი ძალების მობილიზებისა და განთავსებისთვის; · მე მითხრეს და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს დასავლეთში, რომ აქ მოგვიწყობდნენ ჩრდილოეთ კვიპროსს; · ძალიან საეჭვო იყო თურქეთის ტერიტორიაზე [ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის] ნავთობსადენის აფეთქება. ადრე მსგავსი აფეთქებები არ მახსოვს ქურთი სეპარატისტების მხრიდან და ეს საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის მოქმედებებს; · მთელი მათი სამხედრო-პოლიტიკური მანქანა იქნა მობილიზებული საქართველოზე; ჩვენმა ჯარმა მინიმალური დანაკარგებით - რუსების მსხვერპლი იყო 15-16-ჯერ უფრო მაღალი, მოახერხა ძალების შეჩერება, სანამ ამოქმედდა საერთაშორისო დიპლომატია; · 60-ზე მეტი ისკანდერის რაკეტა იქნა საქართველოში გასროლილი; · ისინი მოდიოდნენ ლარსიდან, სადაც 500-700 ერთეული ჯავშანტექნიკა იყო მობილიზებული. ისინი შემოდიოდნენ დაღესტნიდან კახეთის ტერიტორიაზე; · რეზერვისტთა სამსახურის ამოცანა იყო ძალიან სპეციფიური - არმიის მიერ დაკავებული პუნქტების გაკონტროლება. რეზერვისტთა მომზადება არ იყო საკმარისი, რომ ეომათ რეგულარულ ჯარში; · საქართველო ისწრაფვის ალიანსებისკენ, სადაც პრობლემები მშვიდობიანად გვარდება; · რა თქმა უნდა, მე ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ [ჯარში და სარეზერვო სისტემაში]. ამიტომ მე გადავაყენე [გენშტაბის ყოფილი უფროსი ზაზა] გოგავა, რომელსაც მადლობა გადავუხადე, თუმცა არა მგონი, რომ თვითონ თვლიდეს, რომ მეტის გაკეთება შეეძლო. მის მაგივრად დავნიშნე ჩაჩიბაია და ახლა ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ოფიცრების გაგზავნას საზღვარგარეთ სასწავლებლად; · ჩვენ ინტერესებში ძალადობა არ შედის, ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც არ სურს ძალადობა; · შემდეგ მან განაცხადა, რომ საქართველო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და ზემო კოდორის ხეობაში; მან განაცხადა: რატომ ჩავატარებდით ამ სამუშაოებს ომი რომ გვდომებოდა? · სადაც ჩვენ გვქონდა კონტროლი ახალგორში, ახალქალაქში, მარნეულში - არსად ჩვენ ეთნიკური ტიპის პრობლემები არ გვქონია; ცხინვალის ციხიდან ჩვენ გავათავისუფლეთ ალან პარასტაევი; საქართველომ მოახერხა ეროვნული კონსოლიდაცია; · ძალიან დიდი დაწოლა იყო სომხეთზე [რუსეთის მხრიდან], რათა მოეხდინათ ახალქალაქში დაძაბულობის პერიოდში ინსპირირება, თუმცა არაფერი არ გამოუვიდათ; · თავის მოწონების საფუძველი ჩვენ ნაკლებად გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო მაინც შედგა, მათ შორის ეთნიკურობის კუთხით; · შემდეგ სააკაშვილს ჰკითხეს დაეკონკრეტებინა მისი განცხადება, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველოს შეეძლო უფრო სწრაფად ემოქმედა 7 აგვისტომდე; სააკაშვილმა უპასუხა: სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ შეგვეძლო უფრო სწრაფად გვემოქმედა მანამდეც; მაგრამ დღესაც კი გვიჭირს დავუმტკიცოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ რუსული აგრესიის საპასუხოდ ვმოქმედებდით და წარმოგიდგენიათ, როგორ გაიმართლებდა თავს რუსეთი, თუ ჩვენ წინასწარ ვიმოქმედებით; · მე ვიყავი რამდენჯერმე ცხინვალის ახლოს, სადაც ვხედავდი, რომ კარგად ხდებოდა ჯარის ლოგისტიკური მომარაგება; · კითხვაზე ხომ არ დადგება თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, სააკაშვილმა უპასუხა: შთამბეჭდავი იყო კეზერაშვილის პასუხები [კომისიაზე ჩვენების მიცემისას], მაგრამ არის დემოკრატია და თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოთქვათ; · ჩვენ ვალდებული ვიყავით გვემოქმედა, რადგან სხვაგვარად ვერ შევაჩერებდით მათ [რუსული ძალების] წინსვლას; · არ იყო ყველაზე კარგი გამოსავალი რაც მოხდა, მაგრამ თუ კარგად გავაანალიზებთ სიტუაციას, დიდი არჩევანი ჩვენ არ გვქონია; · კითხვაზე, თუ როგორ მიაჩნდა დამარცხდა საქართველო, თუ არა, სააკაშვილმა უპასუხა: მარცხი და გამარჯვება ფასდება ბრძოლის ბოლოს და საქართველოს ბრძოლა არ დამთავრებულა და გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. ისტორიულად ასეთი შემოჭრის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრიობა წყვეტდა ხოლმე არსებობას. ჩვენ გადავარჩინეთ საზოგადოებრივი ერთიანობა, დემოკრატიული წყობა და ინსტიტუტები; · მთავრობის ჩამოგდება, ნავთობსადენების გაკონტროლება, არმიის განადგურება - რუსების მთავარი მიზნები არ არის მიღწეული, ესაა სიტუაცია, როცა დამშვიდების საფუძველი ნაკლებად არსებობს; · ჩვენი პასუხი არის მომზადება საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების; · ყველა ჩემი დღე იწყება ჯოჯოხეთური განცდებით იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიის ყველაზე საყვარელი ნაწილი არის ოკუპირებული დამპყრობლების მიერ; · მე გადაწყვეტილი მქონდა ავსულიყავი კოდორის ხეობაში და მეხელმძღვანელა იქ ოპერაციისთვის. სამწუხაროდ, რუსებმა დაგვასწრეს და იძულებული ვიყავი გამოვბრუნებულიყავი თბილისში მანქანით [ზუგდიდიდან 9 აგვისტოს]; · სანამ ეს [ომის] შედეგები არ არის გამოსწორებული, რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ლაპარაკი იქნება შეუძლებელი; · საქართველოს სრული განადგურება არის ჩვენი მოწინააღმდეგის მიზანი - დაყონ საქართველო, დასვან მარიონეტული მთავრობა იმისთვის, რომ დემოკრატიის ვირუსი საქართველოდან არ გავრცელდეს მათი [რუსეთის] მიმართულებით; · თუ ჩვენ გავაგრძელებთ აღმშენებლობას და განვითარებას ისინი იქნებიან დამარცხებული და საქართველო წარმატებული და გამთლიანებული. ეს არის ჩემი ზოგადი პასუხი; · კითხვაზე შეაფერხა თუ არა აგვისტოს ომმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სააკაშვილმა უპასუხა: ეს საკითხი არ არის ასე მარტივი. თუ რუსეთი ადრე მოქმედებდა, როგორც მედიატორი, დღეს ყველამ აღიარა - საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ოკუპანტები არიან რუსები; სწორედ ამის გამო ევროპული ინსტიტუტები ჩართულები არიან ამ პრობლემის მოგვარებაში, მე ვისურვებდი, რომ მეტად იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მხარდაჭერა არის. მოულოდნელი მხარდაჭერა იყო ასევე ჩინეთიდან და კარგად იმუშავეს შუა აზიის ქვეყნებმაც; · სარკოზის შეთანხმება არ იყო იდეალური; · მე მოვაწერე ხელი შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ძალების გაყვანას 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე; ეს არის პირველი ეტაპი და მეორე ეტაპია მათგან თავის დაღწევა საბოლოოდ; · მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა აქამდე და რაც მოხდება ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადაში. ეს პასუხისმგებლობა ქართველის ხალხის და მათ შორის პარლამენტის შესაფასებელია; · ეს იყო ნაღმები - არასწორად გაკეთებული ავტონომიები, რომელიც სამწუხაროდ, აგვიფეთქდა. ჩვენი გეგმა იყო მიგვეცა ბევრად უფრო მეტი ავტონომია, ვიდრე მათ ჰქონდათ ადრე. სანაკოევის [სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის] პროექტი იყო სწორი. მე ვარ ფართო ავტონომიის მომხრე; · უგულავა [თბილისის მერი] იმყოფებოდა გორში თავის სამოქალაქო სამსახურებთან ერთად, რომელთაც იმუშავეს კარგად და ეს მისი დამსახურებაა. სამხედრო გადაწყვეტილებებს არ იღებდა და ამის პრეტენზია არ აქვს. იქ იყო უგულავა საქმის საკეთებლად; · შემდეგ მას ჰკითხეს კიწმარიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა თითქოსდა განაცხადა, რომ დედაქალაქს თბილისიდან სოხუმში გადაიტანდა 2008 წლის აგვისტოში. ამის საპასუხოდ, სააკაშვილმა განაცხადა: ჩვენ ვთავაზობდით და ვთავაზობთ აფხაზებს საქართველოს ერთად მართვას, ხელისუფლების გაყოფას. თუ ყოველივე ამის შედეგად ფედერალურ ცენტრად გამოვაცხადებდით სოხუმს, ეს იქნებოდა მოლაპარაკებების საგანი. ეს არ იყო ღია განხილვის თემა. ეს განიხილებოდა ახალი ფედერალური მოწყობის ფარგლებში; · კითხვაზე, თუ რატომ დაინიშნა ეროსი კიწმარიშვილი საქარველოს ელჩად რუსეთში, მან უპასუხა: საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით დაინიშნა კიწმარიშვილი, თუმცა ზოგჯერ მოგვდის მძიმე შეცდომა. მან კიწმარიშვილი მოიხსენია, როგორც ”გადამხტომი”. ჩვენ მოქმედ თუ გაგდებულ თანამდებობის პირებს, კი შეიძლება რაღაცა ეწყინოთ და არ მოგწონდეს ეს მთავრობა, მაგრამ არასდროს არ უნდა გადალახო ის ზღვარი, სადაც მთავრდება ბრძოლა საკუთარ მთავრობასთან და იწყება ბრძოლა ქვეყნის წინააღმდეგ; · როდესაც კომისიის წევრმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ჰკითხა მას კიწმარიშვილის განცხადებაზე 2004 წელს პუტინის და სააკაშვილის შეხვედრაზე, სადაც პუტინმა თითქოსდა თქვა, რომ რუსეთი მზად იყო სამხრეთ ოსეთზე დაეწყო საუბარი, და არა აფხაზეთზე, სააკაშვილმა უპასუხა: თქვენ ისე ახდენთ მის [კიწმარიშვილის] ციტირებას, თითქოს ის კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია; არ ვიცი, სად წაიკითხა ამ პიროვნებამ ამის თაობაზე, შესაძლოა ”ალიაში” ან ”ასავალ-დასავალში”; · რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რომ ასლან აბაშიძე [აჭარის ყოფილი ლიდერი] არ დამხობილიყო; · ვერასოდეს კონკრეტული პასუხი მათგან [რუსული მხარისგან] არცერთ თემაზე არ მიგვიღია, თუ რა უნდოდათ მათ ჩვენგან; · ჩვენ ბევრი რამე შევთავაზეთ მათ. ცხინვალთან მიმართებაში, ვეუბნებოდით რუსებს, რომ გვაიძულეთ, რომ დავუბრუნოთ მათ ავტონომია და თქვენც გამარჯვებულები იქნებით, ჩვენც და ოსებიც; · 2004 წლის აგვისტოში ჩვენ ჩავატარეთ ანტიკონტრაბანდული ოპერაცია და შემდეგ მე მივიღე გადაწყვეტილება იქიდან ჯარების გამოყვანაზე; · 2006 წლის ნოემბერში მას შემდეგ, რაც მოხდა ჯაშუშების გადაცემა, რუსეთის მხრიდან იყო სამხედრო რიტორიკა და მედია ალაპარაკდა, რომ იქნება რუსეთ-საქართველოს ომი. ამის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველო აპირებს პატარა ერების დაჩაგვრას და გენოციდს. ამის შემდეგ კონდოლიზა რაისს ჰქონდა მკაცრი საუბარი და შედეგად, მედიიდან გაქრა ომის თემა; · [2006 წელს] მინსკში პუტინმა დამტუქსა ჯაშუშების გამო და ძალიან უსიამოვნო საუბარი მქონდა მასთან, სადაც განმიცხადა, რომ მე თქვენ მოგიწყობთ ჩრდილოეთ კვიპროსს. მაშინ კოსოვო არ იყო აქტუალური; · 2004 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხდა უკრაინაში რევოლუცია და მაშინ უკვე ჩვენ ჩაგვთვალეს საფრთხედ; · ამ ტიპის პოლიტიკური სისტემის საქართველოს არსებობა არის ფუნდამენტურად მიუღებელი რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისათვის. აქ არ არის არც პიროვნული შეუთავსებლობა. დღესაც კი მე არანაირი გაღიზიანება არ მაქვს პუტინის ან მედვედევის მიმართ; · ამის გამოსწორება არის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში და რუსეთის დემოკრატიულ განვითარებაში; · ვიცი, რომ მოწონთ კურორტები [რუსებს]. მე ვუთხარი მათ, რომ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეკონომიკური ინტერესები, დავაკანონოთ თქვენი სამშვიდობოების ყოფნა აფხაზეთის ჩრდილოეთით. 80 კმ-ის მანძილზე მდინარე კოდორამდე შეგვაყვანინეთ დევნილები. აღვადგინოთ კომუნიკაციები, რკინიგზა. ეს იყო გრძელვადიანი გეგმა, რომელიც შედიოდა რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებში; · ეს წერილი, რომელზეც უარი მივიღეთ, მე არ დამირეკლამებია,გაჟონაამან რუსულ პრესაში და საქართველოში რეაქცია იყო ძალიან მწვავე. მაგრამ მე უნდა ამეღო ჩემ თავზე პასუხისმგებლობა, რომ ქმედითი სამშვიდობო გეგმა შემეთავაზებინა. ეს არ იყო გაყოფის გეგმა. ეს იყო დევნილების დაბრუნების ხარჯზე მოგვარების დროში გაწელვა - ეტაპობრივი მოგვარება; · ჩვენ ვუჭერდით მხარს სოჭის ოლიმპიადას ამ დრომდე; · მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ რუსეთი აფხაზეთისთვის მთელი ძალებით იბრძოლებდა; · საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ჩვენ ვერანაირ დათმობებზე ვერ წავალთ. ჩვენ შევინარჩუნეთ საკონსულო ურთიერთობები. ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს რუსეთთან ჟენევის პროცესის ფარგლებში. მაგრამ ნუ მთხოვთ დავთანხმდე, რომ რუსეთს ჰქონდეს ერთი საელჩო თბილისში, ერთი ცხინვალში და ერთიც სოხუმში. რუსებთან ურთიერთობები ჩვენ აუცილებლად გვექნება; · ბევრი გაგებით ჩვენ ბევრი რამე გვაერთიანებს, მაგრამ იმ პირობებში, როცა ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ; · ახლა ვართ კოშმარულ სტადიაზე და თუ მათ [რუსეთმა არსებული მდგომარეობა] ეს შეინარჩუნეს შეიძლება ვითარება უარესობისკენ წავიდეს; · ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენ ჩვენი ნებით არ შეგვიქმნია ეს პრობლემები. ჩვენ ხელს ჩამოვართმევთ ერთმანეთს ფსოუზე და როკის გვირაბთან და შემდეგ ვივლით ერთმანეთთან, მხოლოდ არა ტანკებით; · კითხვაზე შეაფერხა თუ არა ომმა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, სააკაშვილმა უპასუხა: ამ ომის მთავარი მიზანი იყო, რომ ნატოს გამოეცხადებინა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქართველო ვეღარ გახდება ნატოს წევრი. ჩვენ MAP კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ნატოში შესვლა; · ჩვენ ნატოში შესვლა გვინდა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ამ სისტემის წევრი და არა იმიტომ, რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ, რათა ჩვენ დავეხმაროთ მათ და ისინი დაგვეხმარონ ჩვენ. ყველა წევრმა, ყველაზე სკეპტიკურებმაც კი გერმანიის ჩათვლით განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ომის მიუხედავად; მისი თქმით, მნიშვნელოვანია იყოს წევრობის მექანიზმები და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება MAP თუ რამე სხვა მექანიზმი; · ბევრი რაღაც [ნატოსთან დაკავშირებით] გადაწყდება უფრო გაზაფხულისკენ. მხარდაჭერა არათუ შემცირდა, არამედ ფართოვდება. ძირითადში ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი: საკითხი დგას არა იქნება თუ არა, არამედ როდის იქნება [ნატოში ინტეგრაცია]; · ჩვენ მართლაც გადავარჩინეთ ჩვენი საბრძოლო ტეკნიკის დიდი ნაწილი. ჩვენ ვიყავით მზად ყველანაირი წინააღმდეგობისთვის და ახლა უფრო მეტად მზად ვართ, თუ ეს დაგვჭირდა; · შემდეგ მას დაუსვეს შეკითხვა გორში მომხდარ ინციდენტთანდაკავშირებით, როდესაც კონფლიქტის დღეებში საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად პრეზიდენტის ვიზიტის დროს ქალაქს საფრენმა აპარატმა გადაუფრინა. სააკაშვილმა უპასუხა: გორში გვბომბავდნენ. როცა რუსულმა თვითმფრინავმა გადაგვიფრინა და ჩამოყარა ბომბები გარშემო, დაცვის ბიჭებმა ისე, რომ არაფერი არ მკითხეს, გადამეფარნენ. ეს არასწორი მოქმედება იყო, როცა 500 კგ-იანი ბომბის დაცემა გემუქრება ამას აზრი არ აქვს. რომ არ შეგვშინებია, ჩვენს, მთავრობის მოქმედებებში გამოჩნდა. ამ დროს შეიძლება განცდებისგან ჰალსტუხიც შემოგეჭამოს, მაგრამ ჩვენს შიშნარევ თვალებს ვერავინ ნახავს; · დღეს საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე უფრო ნაკლებია, ვიდრე ორი თვის წინ. მაგრამ უნდა გავაგრძელოთ დამატებითი გარანტიების შექმნა უსაფრთხოებისთვის და ტერიტორიული პრობლემების მოგვარებისთვის; · კომისია რაც უფრო მალე დადებს შედეგს, მით უფრო კარგია. მე ვემზადებოდი საგულდაგულოდ დღევანდელი სხდომისთვის, ბევრ მასალას გადავხედე. მე მოვისმინე ბევრი უსიამოვნო და მწვავე კითხვა. old.civil.ge. 2008 წლის 28 ნოემბერი
2019-03-22 04:17:32
http://www.alia.ge/news/21336
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202628.42/warc/CC-MAIN-20190322034516-20190322060516-00361.warc.gz
26,977
223,277,770
(გადამისამართდა გვერდიდან Თრდატი (რევ II-ის ძე)) თრდატი[1] (ლათ. Tiridates) — კირილ თუმანოვის მიხედვით, იბერიის მეფე 394–406 წლებში ხოსროვიანთა დინასტიიდან, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის“ მიხედვით კი — 393–405 წლებში სახელით ტირდატ.[2] ქართული ქრონიკების მიხედვით, იბერიის პირველი ქრისტიანი მეფის მირიან III-ის ძის, რევ II-ის და სალომე უჯარმელის შვილი და საურმაგ II-ის ძმაა. მან, როგორც წყაროები გვიამბობენ, ზეობას მოხუცებულმა მიაღწია, მისი ნათესავის და სიძის, ვარაზ-ბაკურ II-ის მეფობის შემდეგ. იგი იძულებული გახდა ხარკი ეხადა სასანიდებისთვის. ქრონიკები აქებენ მის ღვთისმოსაობას და მიაწერენ ტაძრის მშენებლობას რუსთავსა და ნეკრესში.[3] - ↑ მეფე თრდატ. იბ წელი მეფა - ↑ ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს ისტორია"
2019-10-16 23:14:51
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%B2%97%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98_(%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95_II-%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AB%E1%83%94)
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986670928.29/warc/CC-MAIN-20191016213112-20191017000612-00310.warc.gz
12,291
570,530,288
მეოცნებე კომპოზიტორს რობერტ შუმანს ძალიან უყვარდა ბავშვები და ბევრს წერდა მათთვის. „დიდებისა“ და „ბავშვებისთვის“ განკუთვნილ მუსიკას შორის ის მკაფიო ზღვარს მეტის წაკითხვამეოცნებე კომპოზიტორს რობერტ შუმანს ძალიან უყვარდა ბავშვები და ბევრს წერდა მათთვის. „დიდებისა“ და „ბავშვებისთვის“ განკუთვნილ მუსიკას შორის ის მკაფიო ზღვარს მეტის წაკითხვაველით თუ არა, იმედითა და სიკეთით სავსე ახალი წელი მაინც მოდის, თანაც უკითხავად. ეს არის დრო, როცა შეგვიძლია, საქმეს ცოტა მეტის წაკითხვარომანტიზმის ეპოქა ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საფორტეპიანო მუსიკის განვითარებისათვის და გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ რობერტ შუმანის სახელი ამ მიმდინარეობის სინონიმად მეტის წაკითხვაკვარტა-კვინტური წრე ანუ „ტონალობათა თერმომეტრი“ საგასაღებო ნიშნებში სწრაფად ორიენტირებისთვის ეფექტური გზამკვლევია. ამ წრის არსი ის არის, რომ სკალაზე ყოველ მეტის წაკითხვაკვარტა-კვინტური წრე ის თემაა, რომლის ათვისება მოსწავლეებს, წესისამებრ, უჭირთ. ტონალობებში ცუდი ორიენტირების გამო მოსწავლემ ხშირად არც კი იცის, რომელ მეტის წაკითხვაგავლენებზე მეგავარსკვლავის მუსიკალურ სტილზე გავლენა მოუხდენიათ ჯონი მატისს, ელა ფიცჯერალდს, ჯონ ჰენდრიკსს და თვით იმ ბენდსაც კი, რომელიც ბავშვობაში მეტის წაკითხვა„მუსიკას რომ არ ეარსება, ალბათ მას მე გამოვიგონებდი“. ელ ჯერო მსურს, გესაუბროთ ლეგენდარულ მუსიკოსზე, რომლის დაუვიწყარ გამოსვლას თავად ვესწრებოდი 14 მეტის წაკითხვასუნთქვა ხემია, რომელიც სახმო იოგების სიმებზე დაცურავს. სუნთქვა სიმღერის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. იოლი მისახვედრია, რომ სასიმღერო და სასიცოცხლო სუნთქვა მეტის წაკითხვა„სიმღერის სკოლა სუნთქვის სკოლაა“. ფ. ლამპერტი ყოველგვარი ბგერის საფუძველი სუნთქვაა. შეიძლება ითქვას, რომ ხმა არის მეტის წაკითხვათუ თანამედროვე ადამიანისთვის მხედველობითი უნარი უმნიშვნელოვანესია სამყაროს ლაბირინთებში ორიენტირებისას მოულოდნელი საფრთხეების ასაცილებლად, პირველყოფილი ადამიანისთვის აუდიალური ჩვევები იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის, რადგან
2019-03-21 11:28:55
http://mastsavlebeli.ge/?tag=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94&paged=5
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202523.0/warc/CC-MAIN-20190321112407-20190321134407-00466.warc.gz
16,667
134,559,360
MDF გაზეთ „გურიის მოამბესთან“ დაკავშირებით 16 აგვისტოს, გაზეთ „გურიის მოამბის" რედაქტორმა და გამომცემელმა ვლადიმერ მენაბდემ გაავრცელა განცხადება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გაზეთის ორი ოფისისთვის უზუფრუქტის გაუქმების გადაწყვეტილების თაობაზე. განცხადების თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხელშეკრულების გაუქმება ყოველგვარი წესებისა და კანონების დარღვევით მოხდა. „გურიის მოამბის" რედაქტორი და გამომცემელი მიღებულ გადაწყვეტილებას ოზურგეთის გამგებლის კოტე შარაშენიძის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად აფასებს, რასაც ის პირადად გამგებელთან დაკავშირებული ინციდენტის, ასევე სხვა კრიტიკული მასალების შესახებ გაზეთის მიერ საზოგადოების ინფორმირებას უკავშირებს. წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ეს შემთხვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს. საარჩევნო პლურალისტული გარემოს შენარჩუნება ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რაშიც საკვანძო როლს როგორც საერთო-ეროვნული, ასევე რეგიონალური მედია თამაშობს. წინასაარჩევნო პერიოდის სპეციფიკის გათვალისწინებით, რეგიონალური გაზეთის ოფისის გარეშე დატოვება, მით უფრო თუ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, როგორც ამას გაზეთის დამფუძნებელი ამტკიცებს, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მივმართავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, შეისწავლოს ოზურგეთის გამგებლის კოტე შარაშენიძის ქმედებების როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. ასევე მოვუწოდებთ ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც ამა თუ იმ ფორმით პრობლემებს შეუქმნის მედიის საქმიანობას და ნეგატიურად აისახება საარჩევნო გარემოზე.
2019-03-19 05:44:38
http://mdfgeorgia.ge/geo/view_statements/47
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201904.55/warc/CC-MAIN-20190319052517-20190319074517-00229.warc.gz
7,271
130,514,580
გრიგოლიჩ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მეოთხე დღეა გარეჯში ჩვენებს აღარ უშვებენ. ისევ მე უნდა გასწავლო რა ქნა. 2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე “გაგვიჭედა”. გავიდა ერთი კვირა და ისევ პრობლემას ქმნიდნენ. მერვე დღის თავზე შევხვდი იმათ შინაგან საქმეთა მინისტრს ჯანდარის ტბაზე. სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე დავსხედით და მესამე ჭიქა არაყზე რომ მივედით, ვუთხარი ეგრე არ გამოვა-მეთქი. ის ისევ თავის აზრზე იყო და მათ პოზიციას იცავდა. მეოთხე ჭიქაზე ვუთხარი, ერთ კვირაში იარაღით დატვირთული თქვენი გემი შემოდის ფოთის პორტში და ჩემს საწყობებში დაიცლება-მეთქი. არ გაჭრა. ისევ თავისას უბერავდა. მეშვიდე ჭიქაზე რომ მივედით, ვუთხარი, ხვალ თუ მაგ პრობლემას საჩვენოდ არ გადაწყვეტთ, კიდევ სამ ჭიქასაც დავლევ და დილით წითელ ხიდზე 500.000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარ-მეთქი. არა მგონია აქედან რამე გაიგო. გარეჯის პრობლემის მოგვარებით ფულს ვერ იშოვი, არადა, თქვენ ხომ სადაც ფული კეთდება მხოლოდ ის საქმე გესმით”, – წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
2019-10-18 05:51:53
https://akhalitaoba.ge/2019/04/irakli-oqruashvili-jandaris-tbaze-viskhedith-da-meshvide-tchiqaze-gatchra-sametsadino-konspeqti-ivanishvilisthvis/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677964.40/warc/CC-MAIN-20191018055014-20191018082514-00092.warc.gz
14,891
375,311,326
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის დირექტორმა განაცხადა, რომ ევრიკავშირში საქართველოდან ექსპორტის ზრდას ელოდება. „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მე ვნახე ეკონომიკური მონაცემები – საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 2015 წელს 16 პროცენტით გაიზარდა და ჩვენ ველით, რომ ასე გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ქრისტიან დანიელსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ასოცირების შეთანხმების შემდგომი ნაბიჯები და მისი იმპლემენტაციის კიდევ უფრო ეფექტური გზები, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს. “განვიხილავთ მობილურობას, მათ შორის ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალ თვეებში ამ პროცესის პოზიტიურ დასასრულს ვნახავთ”, – აღნიშნა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე მართლმსაჯულების კუთხით, ასევე, საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებაზე, რაც მიმართულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის პერსპექტივის შექმნისაკენ. სამინისტოროს ცნობით, ევროკომისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებას. კერძოდ, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტს და ამ კუთხით ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს პროექტი ევროკავშირისთვის მნიშვნელვანი კომპონენტია სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.
2019-03-26 10:37:13
http://netgazeti.ge/news/185798/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204969.39/warc/CC-MAIN-20190326095131-20190326121131-00468.warc.gz
13,785
137,996,374
პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებამ ერთბაშად წარმოშვა რამდენიმე მწვავე შეკითხვა საზოგადოებაში; შეკითხვების ნაწილი ეხებოდა პიროვნულად სალომე ზურაბიშვილს, ნაწილი კი – შეწყალების ისეთ წესსა თუ მექანიზმს, რომელიც სწორედ საზოგადოებას დაიცავს ციხიდან ადრე გამოშვებული მძიმე დამნაშავეებისაგან. როგორია სხვა ქვეყნების შეწყალების პრაქტიკები, საჭიროა თუ არა საგანგებო კანონმდებლობა ამ მხრივ, რას სჯობს, ეფუძნებოდეს დამნაშავის შეწყალება – ამ საკითხებს უტრიალებს „ღია სტუდია“ დღეს. სტუმარი: გიორგი მშვენიერაძე, იურისტი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.
2019-10-16 04:33:36
https://1tv.ge/audio/ghia-studia-damnashaveta-shewyalebis-riskebi-da-aucilebloba/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986664662.15/warc/CC-MAIN-20191016041344-20191016064844-00253.warc.gz
12,327
354,165,935
ავტორის წინასიტყვაობა საიდანაც ირკვევა, რომ ამბის გმირები... ავტორის წინასიტყვაობა საიდანაც ირკვევა, რომ ამბის გმირები, რომლებზედაც პატივი გვექნება მკითხველთ მოვუთხროთ, არ არიან მითოლოგიურნი, თუმცა მათი სახელები «ოს»-ზე და «ის»-ზე ბოლოვდება. დაახლოებით ერთი წლის წინათ, როცა მეფის ბიბლიოთეკაში ლუდოვიკო მეთოთხმეტის ისტორიისათვის მასალებს ვეძებდი, შემთხვევით წავაწყდი «ბატონ დ'არტანიანის მოგონებებს», რომელიც, _ ისევე, როგორც უმრავლესობა იმ დროის ნაწარმოებებისა, როცა ავტორები, თუმცა სიმართლის თქმა კი ეწადათ, ცდილობდნენ, თავიდან აეცილებინათ ამის შედეგად ცოტათი თუ დიდი ხნით ბასტილიაში ჯდომა, _ დაბეჭდილი იყო ამსტერდამში, პიერ რუჟთან. სათაურმა მიმიზიდა; ეს მემუარები ბიბლიოთეკის მცველის თანხმობით შინ წავიღე და გატაცებით დავეწაფე. მე არ შევეცდები, დაწვრილებით გავარჩიო აქ ეს საინტერესო ნაწარმოები, მხოლოდ იმ მკითხველთ, რომელთაც იციან წარსულის ფასი, ვურჩევ, გაეცნონ მათ. ისინი ამ მემუარებში იპოვიან ხელოვანის ერთი ხელის მოსმით შექმნილ პორტრეტებს, და, თუმცა ეს ნაუცბათევი ჩანახატები უმეტეს შემთხვევაში გაკეთებულია ყაზარმის კარებზე და სამიკიტნოს კედლებზე, მკითხველნი მაინც გამოიცნობენ მათში ლუდოვიკო XIII, ანა ავსტრიელს, რიშელიეს, მაზარინის და იმ დროის სხვა დიდებულთ; სურათები ისევე ნამდვილია, როგორც ბ-ნ ანკეტილის ისტორიებში. მაგრამ, როგორც ცნობილია, მწერლის ახირებულ გონებას ხანდახან ის ააღელვებს, რაც მკითხველთა ფართო წრისათვის შეუმჩნეველია. მემუარების აქ უკვე აღნიშნული ღირსებებით ისევე აღფრთოვანებულნი, როგორც უეჭველად აღფრთოვანდებიან სხვებიც, ჩვენ მაინც ყველაზე მეტად გაგვაოცა ერთმა გარემოებამ, რომლისთვისაც, ალბათ, ჩვენამდე არავის არავითარი ყურადღება არ მიუქცევია. დ'არტანიანი ჰყვება, რომ, როცა პირველად გამოცხადდა მეფის მუშკეტერების კაპიტანთან, ბატონ დე ტრევილთან, მის მისაღებ ოთახში შეხვდა სამ ახალგაზრდას, რომელნიც მსახურობდნენ იმ სახელოვან პოლკში, სადაც თვითონ მას სურდა, ჰქონოდა პატივი, ჩაერიცხათ, და რომ მათ ერქვათ ათოსი, პორთოსი და არამისი. უნდა გამოვტყდეთ, ჩვენთვის უცნობმა სახელებმა გაგვაოცეს და მაშინვე აზრად დაგვებადა, რომ ეს მხოლოდ ფსევდონიმებია, რომლითაც დ'არტანიანმა დაფარა ნამდვილი სახელები, შეიძლება ცნობილებიც, თუკი ამ მეტსახელთა მატარებელთ ეს სახელები თვითონვე არ აირჩიეს იმ დღეს, როცა თავიანთი თავგუნებობისა თუ განაწყენებისა ან კიდევ სიღარიბის გამო მუშკეტერის უბრალო მოსასხამი მოისხეს. მას შემდეგ მოსვენება აღარ გვქონდა, ვცდილობდით, იმდროინდელ თხზულებებში წავწყდომოდით თუნდაც კვალს ამ არაჩვეულებრივი სახელებისას, რომელთაც ასეთი ცხოველი ინტერესი აღგვიძრეს. მარტო იმ წიგნების სია, რომელიც ამ მიზნით წავიკითხეთ, ალბათ მთელ თავს შეადგენდა, რაც ძალზე სასარგებლო, მაგრამ არცთუ საინტერესო იქნებოდა ჩვენი მკითხველისათვის. ამიტომ მხოლოდ ვეტყვით მათ, რომ იმ წუთს, როცა ასეთი ხანგრძლივი და უნაყოფო ძიებით სულდაცემულებმა უკვე გადავწყვიტეთ, თავი გაგვენებებინა მოკვლევისათვის, ჩვენი ცნობილი და სწავლული მეგობრის, პოლენ პარისის რჩევით მოვიძიეთ ხელნაწერი ინ_ფოლიო, რომელიც მინიშნული იყო ¹4772 თუ ¹4773-ით, ზუსტად არ გვახსოვს და დასათაურებულია შემდეგნაირად: «გრაფ დე ლა ფერის მოგონებანი ზოგიერთ ამბებზე, რომელნიც საფრანგეთში მოხდა ლუდოვიკო XIII მეფობის ბოლოს და ლუდოვიკო XIV მეფობის დასაწყისში». შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გაგვიხარდა, როცა ამ ხელნაწერის, ამ ჩვენი უკანასკნელი იმედის, ფურცვლის დროს მეოცე გვერდზე აღმოვაჩინეთ ათოსის სახელი, ოცდამეშვიდე გვერდზე _ პორთოსის, ხოლო ოცდამეთერთმეტე გვერდზე _ არამისისა. სავსებით უცნობი ხელნაწერის პოვნა იმ ეპოქაში, როცა ისტორიულმა მეცნიერებამ განვითარების ასეთ მაღალ საფეხურს მიაღწია, სასწაულად გვეჩვენა. ვიჩქარეთ მოგვეთხოვა მისი დაბეჭდვის ნებართვა, რომ როდისმე სხვისი ტვირთით გამოვცხადებულიყავით წარწერათა და კაზმული სიტყვიერების აკადემიაში, თუ ვერ მოვახერხებდით _ რაც ადვილი შესაძლებელია, _ ფრანგულ აკადემიაში ჩვენი საკუთარით ვყოფილიყავით მიღებული. ასეთი ნებართვა, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია. ეს ვთქვათ, სიამოვნებით მოგვცეს, რასაც აღვნიშნავთ აქ, რათა საჯაროდ ვამხილოთ არაკეთილმოსურნეთა სიცრუე, რომელნიც ამტკიცებენ, თითქოს ხელისუფლება, რომლის დროსაც ვცხოვრობთ, მაინცდამაინც კეთილგანწყობილი ვერაა ლიტერატორებისადმი. ახლა ჩვენი მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ ამ ძვირფასი ხელნაწერის პირველ ნაწილზე, აღვუდგენთ შესაფერ სათაურს და პირობას ვიძლევით, თუ ამ პირველ ნაწილს ხვდა ის წარმატება, რომელსაც იგი იმსახურებს, და რაშიც ეჭვი არ გვეპარება, მაშინვე გამოვაქვეყნებთ მეორე ნაწილსაც. ჯერჯერობით კი, რაკი მამობილი მეორე მამად ითვლება, მკითხველთ ნებას ვაძლევთ, ჩვენში, და არა გრაფ დე ლა ფერში, ეძებოს საკუთარი კმაყოფილებისა თუ მოწყენის სათავე. რაკი ყველაფერი დავადგინეთ, შევუდგეთ ჩვენს თხრობას. I ბატონ დ'არტანიან-მამის სამი საჩუქარი 1625 წლის აპრილის პირველ ორშაბათს დაბა მენგში, სადაც დაიბადა «ვარდის რომანის»1 ავტორი, ისეთი მღელვარება იყო, თითქოს მას ჰუგენოტები2 შესეოდნენ, ახლა იქ აპირებდნენ გამაგრებას და მის მეორე ლაროშელად3 გადაქცევას. მრავალმა მოქალაქემ, დიდი ქუჩის მხრიდან გამოქცეული ქალები რომ დაინახა და კარაპანებთან ბავშვების ღრიალი გაიგონა, საჩქაროდ ჩაიცვა ჯავშანი. ვინ მუშკეტით, ვინ ბასრი მახვილით შეიარაღდა, რომ ამით მაინც გაემაგრებინათ გული. ყველა მიისწრაფოდა «თავისუფალი მეწისქვილეს» სასტუმროსაკენ, რომლის წინ უამრავი ხალხი მოგროვილიყო და, ცნობისმოყვარეობით აღსავსე, საშინლად ხმაურობდა. იმხანად ასეთი აურზაური ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ცალკეულ ქალაქთა მემატიანენი თითქმის ყოველდღიურად აღნიშნავდნენ მსგავს შემთხვევებს. წარჩინებული სენიორები ერთმანეთს ემტერებოდნენ, მეფე კარდინალს ებრძოდა, ესპანელები _ მეფეს. ამ ფარული და აშკარა ბრძოლების გარდა ქვეყანა სავსე იყო ქურდებით, მათხოვრებით, ჰუგენოტებით, მგლებითა და მსახურებით, რომლებიც ეომებოდნენ ყველას _ დიდსა და პატარას. მოქალაქე იარაღს არ იშორებდა, რათა მოეგერიებინა ქურდები, მგლები და მსახურები, ხშირად _ მებატონეები და ჰუგენოტებიც, ხანდახან თვით მეფეც, ხოლო კარდინალისა და ესპანეთის წინააღმდეგ იგი არასდროს გამოვიდოდა. ამ ოდითგანვე მომდინარე ჩვეულების მიზეზით იყო, რომ ზემოხსენებულ 1625 წლის აპრილის პირველ ორშაბათს ატეხილი აურზაურის დროს, თუმცა არსად ჩანდა არც წითელ-ყვითელი ალმები, არც ჰერცოგ რიშელიეს მსახურები, მაინც ყველა «თავისუფალი მეწისქვილეს» სასტუმროსაკენ გარბოდა. იქ მისულებმა მაშინვე დაინახეს ამ ალიაქოთის მიზეზი. ყმაწვილი კაცი... აღვწეროთ მისი პორტრეტი ერთი კალმის მოსმით. წარმოიდგინეთ დონ კიხოტი, ოღონდ 18 წლისა; დონ კიხოტი მსუბუქად ჩაცმული, უჯავშნოდ და უმუზარადოდ, დონ კიხოტი ლურჯი შალის ქურთუკით, რომელიც ისე გახუნებულიყო, რომ რაღაც უცნაური, მომწვანო ცისფერი მიეღო, წარმოიდგინეთ გრძელი და შავგვრემანი პირისახე; ამოწეული ყვრიმალი _ ცხადი ნიშანი ცბიერებისა; ყბები მეტისმეტად განვითარებული _ ამ ნიშნით გამოირჩევა გასკონელი, თუნდ ბერეტიც არ ეხუროს, ჩვენს გმირს კი ეხურა სწორედ ასეთი ბერეტი, რომელიც რაღაც ფრთით დაემშვენებინა. ჰქონდა ფართო და გონიერი თვალები, კეხიანი, მაგრამ კოხტა და ლამაზი ცხვირი; თავისი ასაკის პირობაზე მეტად მაღალი იყო, ხოლო ვაჟკაცთან ჩია გამოჩნდებოდა; გამოუცდელი კაცი ჩვენს გმირს სამოგზაუროდ წამოსულ ფერმერის შვილად ჩათვლიდა, თასმით ჩამოკიდებული გრძელი ხმალი რომ არ ჰქონოდა, რომელიც სიარულის დროს ფეხებში ეხლართებოდა, ხოლო ცხენზე ჯდომისას _ ცხენის აბურძგნილ ბალანს ედებოდა. დიახ, ჩვენს ყმაწვილ კაცს ჰყავდა ცხენი და იმდენად შესანიშნავი, რომ მთელი ქვეყანა მას შესცქეროდა. წარმოიდგინეთ ბეარნული ცხენი, თორმეტი ან თხუთმეტი წლისა, ძუაგაცლილი, თურქულიანი ფეხებით; სიარულის დროს თავი მუხლებამდე ჰქონდა ჩაქინდრული, რაც ზედმეტს ხდიდა სადავის ხმარებას, თუმცა დღეში რვა ლიეს1 გავლას მაინც ახერხებდა. საუბედუროდ, ამ ბედაურის ღირსებანი იმდენად იყო მიჩქმალული მისი ფერით და უხეირო სიარულით, რომ იმ დროშიც კი, როდესაც ყველა ცხენის მცოდნედ ითვლებოდა, ბოჟანსის კარიბჭით მენგში შემოსული ასეთი ცხენის გამოჩენამ სავალალო შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე და ამის გამო ყველანი ათვალწუნებით უყურებდნენ მხედარსაც. ჭაბუკი დ'არტანიანი (ეს გახლდათ გვარი ამ მეორე როსინანტის მხედარ დონ კიხოტისა) თვითონვე გრძნობდა, რა სასაცილოს ხდიდა ეს ჯაგლაგი, თუმცა თავს კარგ მხედრად თვლიდა. ამაოდ როდი ოხრავდა, როდესაც ეს ცხენი აჩუქა მამამ; მან კარგად იცოდა, რომ ეს «რაში», სულ დიდი, ოცი ლივრი თუ ეღირებოდა, მაგრამ მამის ის სიტყვები, ამ საჩუქარს რომ დაჰყვნენ თან, დაუფასებელნი იყვნენ. _ შვილო ჩემო, _ უთხრა გასკონელმა აზნაურმა იმ წმინდა ბეარნული კილოთი, რომელიც მთელ სიცოცხლეში ვერ მოიშორა ჰენრიხ მეოთხემ,3 _ შვილო ჩემო, ეს ცხენი მამათქვენის თავლაში იშვა ამ ცამეტიოდე წლის წინათ; მას აქეთ ის ჩვენ სახლშია და ამიტომ უნდა გიყვარდეთ და აფასებდეთ. არამც და არამც არ გაყიდოთ: დაე, მშვიდად, პატიოსნად მოკვდეს თავისი სიბერით. თუ ამ ცხენით მოგიხდათ სალაშქროდ წასვლა, ისე მოუარეთ და გაუფრთხილდით, როგორც ერთგულ მოხუცებულ მსახურს. ვინიცობაა ბედმა გაგიღიმათ და დიდებულებთან ერთად სასახლეში მოხვდით, _ განაგრძო მამამ, _ რის სრულ უფლებასაც გაძლევთ თქვენი ძველი დიდებული გვარიშვილობა, ღირსეულად ასახელეთ გვარი აზნაურისა, რომელსაც მთელი ხუთასი წლის განმავლობაში სახელოვნად ატარებდნენ თქვენი წინაპრები. მუდამ უმწიკვლო, პატიოსნებით აღსავსე იყავით. კარდინალისა და მეფის გარდა არავის არაფერი დაუთმოთ. კარგად დაიხსომეთ, რომ ვაჟკაცობით, მხოლოდ ვაჟკაცობით იკაფავს გზას დღეს აზნაური, და თუ ვინმე ერთი წუთით მაინც შედრკება, შეიძლება სწორედ იმ წუთს დაკარგოს მან ბედნიერი შემთხვევა, რომელსაც კეთილი ბედი ანიჭებდა. თქვენ ახალგაზრდა ხართ და მამაცი უნდა იყოთ, ამას გავალებთ ორი გარემოება: ჯერ ერთი _ რომ გასკონელი ხართ, და მეორეც ის, რომ შვილი ხართ ჩემი. არ შეუშინდეთ არანაირ შემთხვევითობას. და ეძიეთ ფათერაკები. ხმლის ხმარება კარგად გასწავლეთ; მუხლი რკინისა გაქვთ და მუშტი ფოლადისა. უნდა იბრძოლოთ, სადაც კი მოგიხდებათ; უნდა იბრძოლოთ მით უფრო, რომ დუელი აკრძალულია და, მაშასადამე, ერთიორად მამაცი ისაა, ვინც ამას არ შეუშინდება. _ შვილო ჩემო, მე შემიძლია გაგატანოთ მხოლოდ თხუთმეტი ეკიუ, ჩემი ცხენი და ის დარიგება, რომელიც ახლა მოისმინეთ. დედათქვენი ჩემს საჩუქარს დაუმატებს რაღაც მალამოს რეცეპტს, რომელიც მას ერთმა ბოშა დედაკაცმა მისცა. ეს მალამო სასწაულმოქმედია და ჰკურნავს ყოველგვარ ჭრილობას, გარდა გულისა. გამოიყენეთ ყველაფერი ეს, იცხოვრეთ ბედნიერად და ხანგრძლივად... აი კიდევ რა უნდა გითხრათ: როდი მინდა ჩემგან აიღოთ მაგალითი, ვინაიდან მე ჩემს დღეში არ ვყოფილვარ სასახლეში და მხოლოდ სარწმუნოებისათვის ომების დროს მოხალისედ მომიხდა ყოფნა. მე მინდა გითხრათ ბატონ დე ტრევილზე, რომელიც ოდესღაც ჩემი მეზობელი იყო და ბავშვობისას ჰქონდა ბედნიერება ეთამაშა ჩვენს მეფე ლუდოვიკო მეცამეტესთან, _ ღმერთმა ადღეგრძელოს იგი! ხანდახან თამაში ჩხუბად გადაიქცეოდა ხოლმე და ამ ჩხუბიდან ყოველთვის მეფე როდი გამოდიოდა გამარჯვებული. ბატონ დე ტრევილისაგან მიღებულმა მუშტებმა მეფეს დიდი პატივისცემა და მეგობრული გრძნობები აღუძრა ამ აზნაურისადმი. შემდეგ ბატონ დე ტრევილს პარიზში პირველი მოგზაურობისას ხუთჯერ მოუხდა დუელში ბრძოლა; განსვენებული მეფის გარდაცვალების დღიდან ახალგაზრდა მეფის სრულწლოვანებამდე _ კიდევ შვიდჯერ, თუ არ ჩავთვლით ომებსა და გარემოებებს; სრულწლოვანებიდან დღემდე კი _ ასჯერ! აი, ამიტომ დუელის ასაკრძალავად გამოსული მრავალი ბრძანების და დადგენილების მიუხედავად, დე ტრევილი მუშკეტერების კაპიტანია, ესე იგი, უფროსია გმირთა ლეგიონისა, რომელსაც დიდად აფასებს მეფე-ბატონი და თვით კარდინალსაც ეშინია მისი. რიშელიეს კი, როგორც ყველასთვის ცნობილია, ბევრის შიში როდი აქვს. ამას გარდა, ბატონი დე ტრევილი ათი ათას ეკიუს იღებს წელიწადში და, მაშასადამე, დიდი და ძლიერი მებატონეა. მანაც თქვენსავით დაიწყო. მიდით მასთან ამ წერილით, აიღეთ მისგან მაგალითი, რათა თქვენც ისეთივე დიდებული გახდეთ. ამ სიტყვების შემდეგ მამამ თავისი საკუთარი ხმალი შემოარტყა შვილს, სიყვარულით დაუკოცნა ორივე ლოყა და გზა დაულოცა. მამის ოთახიდან გამოსულ დ'არტანიანს დედა შეხვდა ბოშა დედაკაცის განთქმული რეცეპტით, რომლის ხმარებაც, მოსმენილი დარიგებების შემდეგ, ცხადია, ხშირად დასჭირდებოდა ყმაწვილკაცს. დედასთან გამოთხოვება უფრო ხანგრძლივი, ნაზი და ალერსიანი იყო, ვიდრე მამასთან; იმიტომ კი არა, თითქოს ბატონ დ'არტანიანს არ ჰყვარებოდეს თავისი ერთადერთი ვაჟი, არა, ბატონი დ'არტანიანი მამაკაცი იყო და ვაჟკაცისათვის უღირსად მიაჩნდა გრძნობების აყოლა, ქალბატონი დ'არტანიანი კი ქალი გახლდათ და, ამასთანავე, მშობელი დედა. მან დიდხანს იტირა. შვილის სასახელოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა _ არ დამორჩილებოდა გრძნობებს, როგორც ეს მომავალ მუშკეტერს შეჰფეროდა, დ'არტანიანმა თავი ვერ შეიკავა, მრავალი ცრემლი დაღვარა და მოზღვავებული გრძნობების ნახევარი დიდი გაჭირვებით შეძლო დაემალა. მამის სამი საჩუქრით აღჭურვილი ყმაწვილი კაცი იმ დღესვე გაუდგა გზას. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს საჩუქრები იყო: თხუთმეტი ეკიუ, ცხენი და ბატონ დე ტრევილისადმი მიწერილი წერილი. დარიგებები, ცხადია, სათვალავში ჩასაგდები არ იყო. ამგვარად, დ'არტანიანი, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად ძლიერ ჰგავდა სერვანტესის გმირს, რომელსაც ასე მოხდენილად შევადარეთ, როდესაც ისტორიკოსის მოვალეობამ გვაიძულა დაგვეხატა მისი პორტრეტი. დონ კიხოტს ქარის წისქვილები დევგმირად ეჩვენებოდა, ცხვრის ფარა კი ლაშქრად. დ'არტანიანს ყოველი ღიმილი შეურაცხყოფად მიაჩნდა და ყოველი გამოხედვა _ ხმალში გამოწვევად. ამიტომ ტარბიდან მოკიდებული მენგამდე სულ მუშტმოღერებული მიემგზავრებოდა და დღეში ათჯერ მაინც სტაცებდა ხმლის ვადას ხელს. კიდევ კარგი, რომ მის მუშტს არავისთვის მოუმტვრევია ყბა და ხმალიც არც ერთხელ არ ამოუღია ქარქაშიდან. მართალია, საცოდავი ზერდაგის დანახვაზე გამვლელები ღიმილს ვერ იკავებდნენ, მაგრამ ცხენთან ერთად ისეთ მოზრდილ ხმალს ხედავდნენ, ხოლო ამ ხმლის ზემოდან ისეთი ამაყი და მკაცრი თვალები ბრიალებდნენ, რომ მყისვე ფარავდნენ სიცილს და თუ მაინც მხიარულება სძლევდათ, სიფრთხილეს იჩენდნენ და ანტიკური ნიღბებივით ცალყბად იღიმებოდნენ. ასე ხელშეუხებლად იმგზავრა ახალგაზრდა გასკონელმა იმ ბედუკუღმართ მენგში ჩასვლამდე. მაგრამ იქ კი, «თავისუფალი მეწისქვილეს» სასტუმროს ჭიშკართან ცხენიდან ჩამოხტომისას, არავინ გამოეგება, _ არც სასტუმროს პატრონი, არც მსახური, არც მეჯინიბე, რომ უზანგი დაეჭირათ. მხოლოდ ქვემო სართულში, ღია ფანჯარასთან, მან მაღალი და წარმოსადეგი გარეგნობის აზნაური შეამჩნია. იგი ესაუბრებოდა ორ კაცს, რომლებიც, ეტყობოდათ, დიდი პატივისცემით უსმენდნენ. დ'არტანიანმა ჩვეულებისამებრ იფიქრა, ჩემზე ლაპარაკობენო, და ყური მიუგდო. ამჯერად არც ძალიან შემცდარა. მათი საუბრის საგანი მისი ცხენი იყო. აზნაური, ეტყობოდა, დაწვრილებით უსახელებდა მსმენელებს ამ ცხენის ყოველ ღირსებას. როგორც უკვე ვთქვით, მსმენელებს ორატორის დიდი პატივისცემა ჰქონდათ და ამიტომ ყოველ მის ხუმრობაზე გულიანად ხარხარებდნენ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ არათუ სიცილი, ოდნავი ღიმილიც კმაროდა ახალგაზრდა გასკონელის გასაბრაზებლად. ადვილი წარმოსადგენია, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა მასზე ეს დაუცხრომელი სიმხიარულე და როგორ გააშმაგებდა ასეთი დაურიდებელი ხარხარი. დ'არტანიანმა, უპირველეს ყოვლისა, გადაწყვიტა პირდაპირ სახეში შეეხედა იმ უკმეხი ვაჟბატონისათვის, რომელიც მას დასცინოდა; ის ზვიადად მიაცქერდა უცნობს, თავისი ამაყი თვალი თვალში გაუყარა და დაინახა ორმოცი-ორმოცდახუთი წლის კაცი, შავი, გამჭრიახი თვალებით, ფერმკრთალი, საკმაოდ დიდცხვირა, კოხტად შეკრეჭილი შავი ულვაშით. ტანთ ეცვა ქურთუკი და წაღებში ჩატანებული მოკლე იისფერი შარვალი იმავე ფერის თასმებით. ქურთუკი და შარვალი ახალი იყო, მაგრამ სამგზავრო ტომარაში ნადებს, დაჭმუჭნილს ჰგავდა. დ'არტანიანმა გამოცდილი მკვლევარის უაღრესად მახვილი მზერით მსწრაფლ შეამჩნია ყველა ეს წვრილმანი, უფრო მეტიც, შეიძლება იგრძნო კიდეც, რომ იმ უცნობს დიდი გავლენა ექნებოდა მის მომავალ ცხოვრებაზე. მაგრამ სწორედ იმ წუთს, როდესაც დ'არტანიანი ასე აკვირდებოდა იისფერ ქურთუკში გამოწყობილ აზნაურს, ამ აზნაურმა ბეარნულ ცხენზე ისეთი ფრიად ღრმააზროვანი და მეტად ბრძნული შეხედულება გამოთქვა, რომ მსმენელები კვლავ გულიანად ახარხარდნენ. მიუხედავად აზნაურისათვის ჩვეული თავდაჭერილობისა, მის სახეზედაც გაირბინა მკრთალმა ღიმილმა. ახლა ეჭვი აღარ იყო, მართლაც შეურაცხყვეს დ'არტანიანი. ამით გაცოფებულმა ბერეტი თვალებზე ჩამოიფხატა, თან ცდილობდა, გასკონიაში ნანახი მოგზაური სენიორების დარბაისლური მანერებისათვის მიებაძა. ერთი ხელი ხმლის ვადაზე დაიდო, მეორით დოინჯი შემოიყარა და უცნობისაკენ გაემართა. საუბედუროდ, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უფრო და უფრო აბრმავებდა ბრაზი. ღირსეული და ქედმაღლური სიტყვების ნაცვლად უხეშად წამოიყვირა, რასაც ხელის ასეთივე უხეში მოძრაობა მოჰყვა. _ ეი, თქვენ! _ შესძახა დ'არტანიანმა. _ დიახ, თქვენ, ბატონო, მაგ ფარდის უკან რომ იმალებით, ერთი მიბრძანეთ, რა გაცინებთ ასე, და მერე ერთად ვიცინოთ. აზნაურმა თვალი ცხენიდან ნელ-ნელა მხედარზე გადაიტანა, ეტყობა, უცებ ვერ მიხვდა, რომ ეს უცნაური სიტყვები მას ეხებოდა, მერე, როდესაც აღარავითარი ეჭვი აღარ დარჩა, რომ ეს მისი მისამართით იყო ნათქვამი, წარბები ოდნავ მოღუშა და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ენით გამოუთქმელი თავხედობითა და დაცინვით უპასუხა დ'არტანიანს: _ მე თქვენთვის არაფერი მითქვამს, ბატონო ჩემო! _ სამაგიეროდ, მე გეუბნებით, მე! _ შეჰყვირა გაშმაგებულმა ყმაწვილმა კაცმა. მის სიტყვებში იგრძნობოდა თავხედობა და კარგი მანერებიც, თავაზიანობა და სიძულვილიც. უცნობი ცოტა ხანს კვლავ წინანდებური ღიმილით მიაჩერდა დ'არტანიანს, შემდეგ ფანჯარას ჩამოშორდა და ნელი ნაბიჯით სასტუმროდან გამოვიდა. ორ ნაბიჯზე მიუახლოვდა და მისი ცხენის წინ გაჩერდა. უცნობის მშვიდმა და დამცინავმა იერმა გააორკეცა ფანჯარასთან დარჩენილ თანამოსაუბრეთა მხიარულობა. გაშმაგებულმა დ'არტანიანმა მიახლოებული უცნობის დანახვაზე ხმალი ქარქაშიდან მთელი ძალით ამოსწია. _ მართლაც რომ შესანიშნავი ბაიისფერი ცხენია, უკეთ რომ ვთქვათ, შესანიშნავი იქნებოდა ახალგაზრდობაში, _ წარმოთქვა უცნობმა, რომელიც კვლავ განაგრძობდა ცხენის დათვალიერებას და ისე ესაუბრებოდა თავის მსმენელებს, თითქოს ვერც კი ამჩნევდა მათ შუა მდგომ გაშმაგებულ გასკონელს. _ ეს ფერი საკმაოდ ცნობილია მცენარეთა სამყაროში, მაგრამ დღევანდლამდე იშვიათად გვხვდება ცხენებში. _ ცხენს ის დასცინის, ვინც ვერ გაბედავს დასცინოს მის პატრონს! _ შეჰყვირა ტრევილის შმაგმა მიმბაძველმა. _ მე, ბატონო, ხშირად არ ვიცინი, _ მიუგო უცნობმა, _ რასაც თვითონაც შემამჩნევდით სახეზე, მაგრამ მაინც მნებავს შევინარჩუნო უფლება, ვიცინო მაშინ, როცა მოვისურვებ. _ მე კი, _ შესძახა დ'არტანიანმა, _ არ მსურს იცინოდეს ვინმე მაშინ, როდესაც მე ეს არ მსიამოვნებს. _ მართლა, ბატონო?! _ განაგრძო უცნობმა წინანდელზე უფრო მშვიდად, _ მერედა რა ვუყოთ! ეს სრულიად სამართლიანიცაა. _ შემდეგ ქუსლებზე შეტრიალდა და გაემართა სასტუმროსაკენ, რომლის ჭიშკართან დ'არტანიანმა შემოსვლისას შეკაზმული ცხენი შეამჩნია. მაგრამ ჩვენს გასკონელს როდი ჰქონდა ჩვეულება, დაუსჯელად გაეშვა ადამიანი, რომელიც აბუჩად აგდებას გაუბედავდა. სწრაფად ამოაძრო ქარქაშიდან ხმალი და შეურაცხმყოფელს უკან დაედევნა ყვირილით: _ მობრუნდით! მობრუნდით, ბატონო ლაზღანდარავ, არ მინდა ზურგში ჩაგცხოთ! _ მე ჩამცხებთ? მე? _ შესძახა უცნობმა, შემოტრიალდა და დიდი განცვიფრებითა და ზიზღით დააცქერდა დ'არტანიანს. _ გამიგონე, ჩემო კარგო, სწორედ ჭკუიდან შეშლილხართ! _ მერე ჩუმად, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, დაუმატა: _ სამწუხაროა, ღმერთმანი! რა აღმოჩენა იქნებოდა ეს ბიჭი მისი უდიდებულესობისათვის, რომელიც ყველგან დაეძებს ასეთ მამაცებს თავის მუშკეტერთა ასეულისათვის. მან ვერც კი მოასწრო ამის თქმა, დ'არტანიანმა ისეთი ძალით მოუქნია ხმალი, რომ ალბათ ეს უკანასკნელი ხუმრობა იქნებოდა უცნობისათვის, განზე რომ არ გამხტარიყო. უცნობმა აზნაურმა ახლა უკვე დაინახა, საქმემ სერიოზული ხასიათი მიიღო და მანაც იშიშვლა ხმალი, თავი დაუკრა მოწინააღმდეგეს და თავდაცვისთვის მოემზადა. მაგრამ იმავე წუთს უცნობის ორი თანამოსაუბრე და სასტუმროს პატრონი, შეიარაღებულნი ჯოხებით, ნიჩბებითა და საკეცებით, მისცვივდნენ დ'არტანიანს. ერთ წუთში მდგომარეობა ძირფესვიანად შეიცვალა. დ'არტანიანი იძულებული გახდა მობრუნებულიყო და პირისპირ შეხვედროდა მოზღვავებულ დარტყმებს. მისმა მოწინააღმდეგემ ხმალი ქარქაშში ჩააგო და მშვიდად ადევნებდა თვალყურს ბრძოლას. აქამდე ბრძოლის აქტიორმა, ახლა მაყურებლის როლიც ისეთივე უგრძნობლობით შეასრულა. თუმცა მაინც ბურტყუნებდა: _ ეშმაკმა დალახვროს ეს გასკონელები! შესვი თავის ნარინჯისფერ ცხენზე ეგ ჩხუბისთავი და გაუშვი, წავიდეს. _ მანამ არ წავალ, სანამ ანდერძს არ აგიგებ, შე ლაჩარო, შენ! _ უყვიროდა დ'არტანიანი, არც ერთი ნაბიჯით არ იხევდა უკან და მარდად, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იგერიებდა სამ მოწინააღმდეგეს, რომლებიც დაუნდობლად სცემდნენ ჯოხებითა და საკეცებით. _ ისევ ეს გასკონური ბაქიბუქი! _ წაიბურტყუნა აზნაურმა. _ პატიოსნებას ვფიცავ, ეს გასკონელები გამოუსწორებელი ხალხია. მაშ, განაგრძეთ ეგ თამაში, რაკი ასე ძალიან სურს, დაიღლება და თვითონვე გეტყვით _ კმარაო. მაგრამ უცნობმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ჯიუტთან ჰქონდა საქმე. დ'არტანიანი არ ეკუთვნოდა მათ რიცხვს, ვინც ოდესმე პატიებას თხოულობს. მოკვდებოდა და თავს არ შეირცხვენდა, ამიტომ ბრძოლა რამდენიმე წამს კიდევ გაგრძელდა. ბოლოს დ'არტანიანი დაიქანცა, ჯოხით შუაზე გადამტვრეული ხმალი ხელიდან გაუვარდა, მეორედ მოქნეული ჯოხი შიგ შუბლში მოხვდა, სისხლი წასკდა და თითქმის გულწასული მიწაზე გაიშხლართა. ამ სურათის სანახავად ყოველი მხრიდან გამორბოდა ხალხი. სასტუმროს პატრონს უარესი დავიდარაბისა შეეშინდა, მსახურთა დახმარებით დაჭრილი საჩქაროდ სამზარეულოში შეიყვანა და ცოტაოდენი დახმარება აღმოუჩინა. აზნაური კვლავ თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა და ფანჯრიდან რაღაც მოუთმენლობით გადასცქეროდა მოგროვილ ხალხს, რომელიც, ეტყობოდა, ძალიან აწუხებდა. _ როგორ არის ის ცოფიანი? _ ჰკითხა სასტუმროს პატრონს, რომელიც ის იყო შემოვიდა მისი მდგმურის ჯანმრთელობის გასაგებად. _ ხომ უვნებელი და ჯანმრთელი ბრძანდება თქვენი აღმატებულება? _ ჰკითხა სასტუმროს პატრონმა. _ დიახ, სრულიად უვნებელი ვარ, ჩემო კეთილო მასპინძელო. ახლა მე მინდა გკითხოთ, როგორ გრძნობს თავს ის ყმაწვილი კაცი! _ უკეთ გახლავთ, ბატონო, თუმცა ახლაც გულწასულია. _ მართლა? _ ჰკითხა აზნაურმა. _ მაგრამ, სანამ გული წაუვიდოდა, მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და დუელში გამოგიწვიათ. _ მაშ, ნამდვილი ქაჯი ყოფილა ის მამაცხონებული! _ წამოიძახა უცნობმა. _ ოჰ, არა, ქაჯი როდი გახლავთ, თქვენო აღმატებულებავ, _ ზიზღით მიუგო მასპინძელმა, _ სანამ უგონოდ ეგდო, გავჩხრიკეთ, ბოხჩაში ერთი პერანგის მეტი არაფერი აღმოაჩნდა, ხოლო ქისაში 12 ეკიუ უდევს. ეს გახლავთ მთელი მისი ავლადიდება. მიუხედავად ამისა, სანამ გული წაუვიდოდა, ამაყად წამოიძახა: პარიზში რომ მომხდარიყო ეს ამბავი, მე ვიცი, როგორც ვანანებდიო, აქ კი... დღეს, დაე, ასე იყოს, შემდეგ მაინც არ შევარჩენო! _ მაშ, ეტყობა, რომელიმე უფლისწული უნდა იყოს საიდუმლოდ გადაცმული, _ წარმოთქვა ცივად უცნობმა. _ ეს იმიტომ მოგახსენეთ, ბატონო, რომ ფრთხილად ბრძანდებოდეთ. _ გაჯავრებულ გულზე ხომ არავინ დაუსახელებია? _ როგორ არა, ჯიბეზე ხელს ირტყამდა და გაიძახოდა: ვნახოთ, რას ბრძანებს ბატონი დე ტრევილი, როდესაც გაიგებს, რა შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელსაც ის მფარველობსო. _ ბატონი დე ტრევილი? _ თქვა უცნობმა და ჩაფიქრდა. _ ჯიბეზე ხელს იცემდა და ბატონ დე ტრევილის გვარს ახსენებდა?.. ერთი მითხარი, ძვირფასო მასპინძელო, როცა ის ახალგაზრდა უგრძნობლად იწვა, დარწმუნებული ვარ, არც იმ ჯიბეს დაუტოვებდით გაუჩხრეკავად, იქ რაღა აღმოაჩინეთ? _ ერთი ბარათი გახლდათ, მუშკეტერთა კაპიტნის ბატონ დე ტრევილის სახელზე. _ ნუთუ მართლა? _ დიახ, ბატონო, როგორც მოვახსენე თქვენს აღმატებულებას. დიდი მოსაზრების კაცი არ იყო სასტუმროს პატრონი და ვერ შეამჩნია, როგორ შეუცვალა მისმა ნათქვამმა უცნობს სახის გამომეტყველება. აზნაური ჩამოშორდა ფანჯარას, რომლის რაფაზე ორივე იდაყვით დაყრდნობილიყო და წარბები შეეჭმუხნა. ეტყობოდა, რაღაც აწუხებდა. _ დალახვროს ეშმაკმა! _ გასცრა კბილებში, _ ნუთუ ტრევილმა მომიგზავნა ეს გასკონელი? მეტად ახალგაზრდა კი ჩანს! მაგრამ ხმლის დაკვრა მაინც ხმლის დაკვრადვე რჩება, ვინც უნდა იყოს მისი დამკვრელი, ბავშვი თუ მოხუცი. ამასთან, ბავშვზე უფრო ნაკლებად მიიტანენ ეჭვს, დიდი განზრახვის ჩასაშლელად ზოგჯერ საკმარისია უმნიშვნელო დაბრკოლება. _ და უცნობმა ფიქრებს მისცა თავი. _ ერთი მითხარიათ, მასპინძელო, ნუთუ ვერ მოახერხებთ, თავიდან მომაშოროთ ეგ ცოფიანი? მართალი გითხრათ, მაგის მოკვლა არ შემიძლია, სინდისი ნებას არ მაძლევს, მაგრამ ხელს კი მიშლის ეს გასკონელი, _ დაუმატა მუქარით სავსე კილოთი, _ სად არის ახლა? _ ჩემი მეუღლის ოთახში გახლავთ, პირველ სართულზე, ჭრილობას უხვევენ. _ ბარგი თანა აქვს? ქურთუკი არ გაუხდია? _ არა, ყველაფერი ქვემოთ, სამზარეულოში გახლავთ, ბოხჩაც და ქურთუკიც, მაგრამ ნუთუ ასე გაწუხებთ ის დამთხვეული?.. _ ცხადია. ისეთი აყალმაყალი ატეხა თქვენს სასტუმროში, რომ პატიოსანი ხალხი ამას არ მოითმენს. ადით თქვენს ოთახში, ანგარიში შეადგინეთ და ჩემი მსახურიც გააფრთხილეთ, მოემზადოს. _ როგორ, თქვენი აღმატებულება უკვე გვტოვებს? _ ძალიან კარგად იცით, რომ მივდივარ, წეღან არ გიბრძანეთ, ცხენი შეგეკაზმათ? ნუთუ არ აასრულეთ ჩემი ბრძანება? _ როგორ არა, ბატონო, განა ვერ ნახეთ წასასვლელად გამზადებული თქვენი ცხენი? შეკაზმული დგას ალაყაფის კარებთან! _ ძალიან კარგი, აბა, ჩქარა გააკეთეთ ის, რაც დაგავალეთ. «ოჰო, _ გაიფიქრა სასტუმროს პატრონმა, _ ნუთუ ამ ბიჭისა შეეშინდა და გაურბის?» _ მაგრამ უცნობის მრისხანე გამოხედვამ მყისვე შეაწყვეტინა ფიქრი, მორჩილად დაუკრა თავი და გავიდა. _ არ მინდა, მილედიმ დაინახოს ის საძაგელი, _ წაიბუტბუტა უცნობმა. _ იგი საცაა გამოივლის, თუმცა უკვე რატომღაც იგვიანებს. ყველაფერს ემჯობინება, ცხენზე შევჯდე და გზაში შევეგებო. ნეტავი კი ვიცოდე, რა წერია ტრევილისადმი მიწერილ ბარათში?! _ უცნობი წამოდგა და ბუტბუტით სამზარეულოსაკენ წავიდა. სასტუმროს პატრონი, დარწმუნებული, რომ ყმაწვილი ბიჭის იქ ყოფნა აიძულებდა უცნობს დაეტოვებინა მისი სასტუმრო, ანგარიშის შესადგენად თავისი მეუღლის ოთახში შევიდა, სადაც დ'არტანიანი უკვე მოსულიერებული ნახა და სიტყვა გადაუკრა, პოლიცია უსიამოვნებას მოგაყენებს დიდებული პიროვნების შეურაცხყოფისათვისო. სასტუმროს პატრონს მეტად დიდებულ კაცად მიაჩნდა უცნობი და მიუხედავად იმისა, რომ დ'არტანიანი ჯერ კიდევ სუსტად იყო, მაინც დაიყოლია, დაუყოვნებლივ გასდგომოდა გზას. ჯერ კიდევ მთლად დარეტიანებული, უქურთუკო დ'არტანიანი ლოგინიდან ძლივს წამოდგა და მასპინძლის დახმარებით ძირს ჩავიდა, მაგრამ სამზარეულოში შესვლის უმალ თვალი მოჰკრა თავის შეურაცხმყოფელს. უცნობი ეტლის საფეხურთან იდგა, რომელშიც ორი ზორბა ნორმანდიული ცხენი შეებათ. იგი მშვიდად ემუსაიფებოდა ერთ ბანოვანს. მისი თანამოსაუბრე, რომლიც ეტლის კარის ჩარჩოში ჩანდა, ოცი ან ოცდაორი წლისა თუ იქნებოდა. უკვე აღვნიშნეთ, რომ დ'არტანიანის მახვილი მზერა მსწრაფლ ამჩნევდა ყოველგვარ წვრილმანს. ერთი შეხედა და მაშინვე დაინახა, რომ ეტლში ლამაზი ახალგაზრდა ქალი იჯდა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქალის სილამაზემ მასზე, მით უფრო, რომ ეს სილამაზე სრულიად უცხო იყო სამხრეთელთათვის, სადაც აღიზარდა ჩვენი დ'არტანიანი. ეს იყო ფერმკრთალი ქალი, ქერა, დიდრონი დახუჭუჭებული დალალები მხრებზე სცემდა, ცისფერი მიბნედილი თვალები, ვარდისფერი ღაწვები და ფიფქივით თეთრი ხელები ჰქონდა. ქალს ცხარე ბაასი გაემართა უცნობთან. _ მაშ ასე, მისი ყოვლადუწმინდესობა მავალებს?.. _ თქვა ქალმა. _ ამწამსვე დაბრუნდეთ ინგლისს და იქიდან მაშინვე აცნობოთ მის ყოვლადუწმინდესობას, თუ ჰერცოგი დატოვებს ლონდონს. _ სხვას არაფერს მავალებს? _ ჰკითხა მშვენიერმა მოგზაურმა ქალმა. _ დანარჩენი დავალებანი ამ კოლოფშია ჩაკეტილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ გააღებთ, როდესაც ლამანშს გადახვალთ. _ ძალიან კარგი, თქვენ რაღას გააკეთებთ? _ მე პარიზს დავბრუნდები. _ იმ თავხედ პატარა ბიჭს კი არ ასწავლით ჭკუას? _ ჰკითხა ქალმა. ის იყო, პასუხი უნდა მიეცა უცნობს, მაგრამ მანამ ის პირს გააღებდა, დ'არტანიანი, რომელმაც მთლიანად მოისმინა ეს ბაასი, გარეთ გამოვარდა. _ ის პატარა თავხედი ბიჭი თვითონვე ასწავლის ჭკუას! _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, _ იმედი მაქვს, ვინც დასასჯელია, ამჯერად ვეღარ გამექცევა. _ ვეღარ გაგექცევათ? _ თქვა უცნობმა წარბების შეჭმუხნით. _ ვეღარ! ნუთუ არ შეგრცხვებათ ქალბატონისა და გაქცევას იკადრებთ? ხმლის ამოღებას აპირებდა უცნობი, როდესაც ქალის ხმა მოესმა: _ არ დაივიწყოთ, რომ სულ უმცირესი დაგვიანება საქმეს დაღუპავს! _ თქვენ მართალი ხართ, _ შეჰყვირა უცნობმა, _ თქვენ თქვენი გზით წადით, მე კი ჩემს გზას გავუდგები. თავი დაუკრა ქალს და ცხენს მოახტა. ამავე დროს მეეტლემაც მოსწია ცხენებს სადავეები და ორივე მოგზაურმა თავ-თავისი მიმართულებით გასწია. _ ჰეი! დანახარჯს არ გადამიხდით? _ უყვიროდა სასტუმროს პატრონი ფულის გადაუხდელად გაქცეულ მის უცნობ სტუმარს, რომლისადმი პატივისცემა უცბად ზიზღად შეეცვალა. _ შენ გაუსწორდი, ყეყეჩო! _ გადმოსძახა გაჭენებული ცხენიდან უცნობმა თავის მსახურს. მსახურმა ორი თუ სამი ვერცხლი გადაუგდო სასტუმროს პატრონს და თვითონაც ჭენებით გაჰყვა თავის ბატონს. _ აჰ, ის ლაჩარი, ისა! მხდალი, მშიშარა! ცრუ აზნაურიშვილი! _ შეჰყვირა დ'არტანიანმა და ახლა მსახურს დაედევნა. მაგრამ დაჭრილი ჯერ კიდევ იმდენად მისუსტებული იყო, რომ არ შეეძლო ასეთი მღელვარების ატანა. ათი ნაბიჯი არც კი გადაედგა, რომ ყურებმა ზრიალი დაუწყო, თავბრუ დაეხვა, სისხლის ღრუბელმა გაურბინა თვალწინ და შუა ქუჩაში დაეცა ყვირილით: _ ლაჩარი! ლაჩარი! ლაჩარი! _ მართლა რომ ლაჩარია, _ უთხრა დ'არტანიანს სასტუმროს პატრონმა, რომელიც ასეთი ქათინაურით ცდილობდა შეერიგებინა საწყალი ბიჭი. _ მხდალზე უარესია! _ ბუტბუტებდა დ'არტანიანი, _ მაგრამ ის ქალი მართლა რომ მშვენიერება იყო. _ ვინ ქალი? _ ჰკითხა სასტუმროს პატრონმა. _ მილედი, _ ჩაიჩურჩულა დ'არტანიანმა და ხელმეორედ წაუვიდა გული. _ ეჰ, რა გაეწყობა? _ იძახდა სასტუმროს პატრონი, _ ორი დავკარგე, მაგრამ ეს მესამე ხომ შემრჩა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღე მაინც დარჩება ჩემთან და თერთმეტი ეკიუ კარგი ფულია. როგორც ცნობილია, დ'არტანიანს თავის ქისაში სწორედ თერთმეტი ეკიუ ჰქონდა დარჩენილი. მასპინძელი ვარაუდობდა, რომ თერთმეტ დღეს მაინც იავადმყოფებდა დაჭრილი და მის დაუკითხავად დღეში თითო ეკიუს უანგარიშებდა. მაგრამ სასტუმროს პატრონი ანგარიშში მოტყუვდა. მეორე დილით, ხუთ საათზე დ'არტანიანი წამოდგა, თავისი ფეხით ჩავიდა სამზარეულოში, მოითხოვა ღვინო, ზეთი, როზმარინი და კიდევ რამდენიმე თავი სხვადასხვა დასახელებისა, რომლის სიამ ჩვენამდე ვერ მოაღწია; გადაშალა თავისი დედის რეცეპტი და იმის მიხედვით შეამზადა მალამო, მოისვა ჭრილობებზე. თვითონვე სხვის დაუხმარებლივ იცვლიდა საფენებს ისე, რომ ექიმი არ ჩარია მკურნალობაში. ალბათ მართლა უებარი წამალი იყო იმ ბოშა დედაკაცის მალამო, რომლის წყალობით, და შეიძლება ექიმის ჩაურევლობის გამოც, დ'არტანიანი იმ საღამოსვე კარგად გრძნობდა თავს, ხოლო მეორე დღეს დილით სრულიად განკურნებული და ჯანმრთელი იყო. როდესაც დ'არტანიანმა დააპირა ღვინის, ზეთის, როზმარინისა და სხვათა საფასურის გადახდა, რომელიც მისი ერთადერთი დანახარჯი იყო, ვინაიდან იგი მკაცრ დიეტას იცავდა, აღმოჩნდა, რომ (თუ სასტუმროს პატრონის ფიცს დავუჯერებთ), მის ცხენს სამჯერ უფრო მეტი შეეჭამა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. დ'არტანიანმა ხელი ჯიბეში ჩაიყო და ამოიღო თავისი გახუნებული ხავერდის ქისა, რომელშიც თერთმეტი ეკიუ აღმოჩნდა, ხოლო ბატონ დე ტრევილისადმი მიწერილი წერილი სადღაც გამქრალიყო. ყმაწვილი კაცი დიდი მოთმინებით ეძებდა წერილს; ოცჯერ მაინც გადმოიბრუნა ჯიბეები; ცალკე ბოხჩაში ეძება, ცალკე ქისაში, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ წერილი აღარსად მოიძებნებოდა, ერთხელ კიდევ, ეს უკვე მესამედ, ისეთი გააფთრება იწყო, რომ შეიძლებოდა ახლა კვლავ დასჭირვებოდა ღვინით, ზეთით, როზმარინით და კიდევ სხვა რაღაც რაღაცეებით შეზავებული მალამო. მასპინძელმა გაცოფებული სტუმრის დანახვაზე, რომელიც იმუქრებოდა, _ დავლეწავ ყველაფერს, თუ ჩემს წერილს არ მიპოვითო, მაშინვე ხელი სტაცა გრძელ მახვილს, მისმა მეუღლემ კი გრძელტარიანი ცოცხი აიღო, მსახურები ისევ იმ ჯოხებითა და საკეცებით შეიარაღდნენ, რომლებიც ამას წინათ დ'არტანიანის წინააღმდეგ ემსახურებოდნენ. _ ჩემი სარეკომენდაციო წერილი! _ ყვიროდა დ'არტანიანი, _ ჩემი წერილი, ეშმაკმა წაგიღოთ! თორემ ყველას მწყრებივით შამფურზე აგაგებთ!.. საუბედუროდ, ერთი გარემოება უშლიდა ხელს ყმაწვილ კაცს, რომ ეს მუქარა აესრულებინა: ხმალი, როგორც უკვე გიამბეთ, პირველსავე ბრძოლაში შუაზე გადაუტყდა. ეს გარემოება კი მას სრულიად დავიწყებოდა. როდესაც დ'არტანიანმა ხმლის ამოღება დააპირა, ხელში მას პატარა, ათი-თორმეტი გოჯის სიგრძის ნატეხი შერჩა, რომელიც სასტუმროს პატრონს დიდი სიფრთხილით ჩაედო ქარქაშში; ხმლისპირი კი სადღაც მიემალა, შამფურად გამოსაყენებლად. იქნება ამ უიარაღობასაც ვერ შეეჩერებინა ჩვენი გაშმაგებული ჭაბუკი, მაგრამ თვითონ სახლის პატრონი მიხვდა, რომ დ'არტანიანის რისხვა სრულიად საფუძვლიანი იყო. _ მართლადა, სად არის ის წერილი? _ თქვა მან და შუბი ძირს დაუშვა. _ დიახ, სად არის წერილი? _ დაუყვირა დ'არტანიანმა. _ გაფრთხილებთ, წერილი ბატონ დე ტრევილს ეკუთვნოდა და, მაშასადამე, კიდეც უნდა იპოვოთ; და თუ ვერ იპოვით, მაშინ მან უკეთ იცის, როგორც გაპოვნინებთ! ამ მუქარამ საბოლოოდ შეაშინა სასტუმროს პატრონი. მეფისა და კარდინალის შემდეგ ბატონ დე ტრევილის სახელს ყველაზე ხშირად გაიძახოდნენ მხედრები და მოქალაქეები. მართალია, იყო აგრეთვე მამა იოსებიც, მაგრამ მის სახელს თუ ახსენებდა ვინმე, ყოველთვის ჩუმად, რადგან უსაზღვრო შიშსა ჰგვრიდა ქვეყანას ეს «ნაცრისფერი კარდინალი». შეშინებულმა სასტუმროს პატრონმა მახვილი შორს გადაისროლა, ცოლს უბრძანა ცოცხი დაეგდო, ხოლო მსახურებს _ ჯოხები, და მაგალითის მისაცემად თვითონვე შეუდგა დაკარგული წერილის ძებნას. _ იყო რამე საგულისხმო იმ წერილში? _ ჰკითხა მან უნაყოფო ძებნის შემდეგ დ'არტანიანს. _ იყო და აგრე? _ შეჰყვირა გასკონელმა, რომელიც იმ წერილზე ამყარებდა მთელ თავის მომავალ კეთილდღეობას სასახლეში. _ იმ წერილში იყო მთელი ჩემი ქონება. _ ესპანეთის ბანკის ბილეთები? _ ჰკითხა შეწუხებულმა სასტუმროს პატრონმა. _ მისი უდიდებულესობის კერძო სალაროს ბილეთები, _ უპასუხა დ'არტანიანმა, რომელიც ამ წერილის დახმარებით აპირებდა მეფის სამსახურში შესვლას, და ფიქრობდა, შემიძლია ასეთი პასუხის გაცემა ისე, რომ ტყუილში არ ჩამეთვლებაო. _ ეშმაკმა წაიღოს! _ წამოიძახა სასოწარკვეთილმა მაპინძელმა. _ ამას არ ვწუხვარ, _ განაგრძო დ'არტანიანმა თავისი გასკონური სიამაყით, _ ფული არაფერია, წერილი იყო, რაც იყო, ათასი პისტოლი1 რომ დამეკარგა, ისე არ შევწუხდებოდი, როგორც ამ წერილის დაკარგვით. ათასის მაგივრად უნდოდა ოცი ათასი ეთქვა, მაგრამ ერთგვარმა ბავშვურმა მორცხვობამ შეაჩერა. სასტუმროს პატრონს, რომელიც თავბედს იწყევლიდა იმისათვის, რომ წერილი ვერ იპოვა, უცებ თავში ერთმა აზრმა გაურბინა: _ ის წერილი დაკარგული არ გახლავთ! _ შეჰყვირა მან. _ მაშ? _ წამოიძახა იმედიანად დ'არტანიანმა. _ თქვენი წერილი მოპარულია. _ მოპარული? მერე ვინ მოიპარა? _ გუშინდელმა დიდებულმა. სამზარეულოში ეწყო თქვენი ბარგი და ქურთუკი, როდესაც ის იქ მარტო ჩავიდა. თუნდ დაგენაძლევებით, რომ მან ამოგაცალათ! მან მოგპარათ! _ თქვენა გგონიათ, რომ მან მომპარა? _ ჰკითხა დარტანიანმა, რომელმაც სხვებზე უკეთ იცოდა, რომ ამ წერილს მხოლოდ მისთვის შეეძლო მოეტანა სარგებლობა. იგი წერილში ისეთს ვერაფერს ხედავდა, რომ ვისიმე ინტერესი ან შური გამოეწვია და მართალიც იყო: მსახური მოპარავდა იმ წერილს, თუ იმ დროს იქ მყოფი მგზავრი, თავის სასარგებლოს შიგ ვერაფერს იპოვიდნენ. _ მაშ თქვენ, _ განაგრძო დ'არტანიანმა, _ იმ თავხედ მხდალზე გეპარებათ ეჭვი? _ ამაში დარწმუნებული ვარ! როდესაც მოვახსენე, რომ თქვენ ბატონ დე ტრევილის მფარველობის ქვეშ ბრძანდებით და წერილიც კი გქონდათ იმ გამოჩენილ ადამიანთან, იგი ძალიან შეწუხდა, მკითხა, სად ინახებოდა ის წერილი და მაშინვე სამზარეულოში შევიდა, რადგან იქ ეგულებოდა თქვენი ქურთუკი. _ მაშ ის არის წერილის ქურდი? _ თქვა დ'არტანიანმა, _ მე ბატონ დე ტრევილთან ვიჩივლებ, ის კი მეფეს მოახსენებს ჩემს საჩივარს. ესა თქვა თუ არა, მედიდურად ამოიღო ჯიბიდან ორი ეკიუ და სასტუმროს პატრონს გაუწოდა. ქუდმოხდილმა მასპინძელმა სტუმარი მოწიწებით მიაცილა კარებამდე, დ'არტანიანი შეჯდა თავის ყვითელ ცხენზე, რომელმაც იგი ყოველგვარი ხიფათის გარეშე პარიზის წმინდა ანტუანის კარამდე მიიყვანა. აქ მან სამ ეკიუდ გაყიდა თავისი «რაში». ეს ძალიან კარგი ფასი იყო, რადგან დაქანცული ცხენი ძლივსღა იძვროდა, ცხენის მყიდველმა ჩარჩმა პირდაპირ უთხრა ყმაწვილკაცს: _ ცხრა ლივრი მეტისმეტი მომივიდა, მაგრამ ეგ ცხენში კი არა, მისი უცნაური ფერის გამო მოგართვითო. ამგვარად, დ'არტანიანი ფეხით შევიდა პარიზში, ხელში პატარა ბოხჩა ეჭირა. მან იქამდე იარა, სანამ თავისი ქისის შესაფერისი ოთახი არ დაიქირავა. ეს ოთახი სახლის მანსარდზე იყო მოწყობილი ლუქსემბურგის სასახლის ახლოს, მესაფლავეების ქუჩაზე. დ'არტანიანმა ოთახის ბე მისცა და დაბინავდა. ჩვენმა გასკონელმა მთელი დღე ქურთუკზე და შარვალზე სირმების დაკერებას მოანდომა. ეს სირმები დედამ მამამისის თითქმის ახალი ქურთუკიდან აარღვია და მალულად გამოატანა. შემდეგ დ'არტანიანი რკინეულობის რიგებს ჩაჰყვა, უნდოდა ახალი პირი გაეკეთებინა თავისი ხმლისათვის, აქედან კი ლუვრისკენ1 გაემართა, და პირველივე შემხვედრი მუშკეტერისაგან გაიგო მისამართი ბატონ დე ტრევილის სასახლისა; ეს სასახლე იქვე, ძველი სამტრედის ქუჩაზე მდებარეობდა, სწორედ იმ სახლის მეზობლად, სადაც დ'არტანიანმა ოთახი დაიქირავა; ეს გარემოება მას მეტად კარგ ნიშნად ეჩვენა და იმედი მიეცა, რომ ამაოდ არ ჩაუვლიდა ეს მოგზაურობა. დ'არტანიანმა თვალი გადაავლო თავის საქციელს მენგში. კმაყოფილი დარჩა, რადგან წარსულში ავი არაფერი ჩაედინა, აწმყო კარგად მოეწყო და მომავლის იმედებით აღსავსე დაწვა და რაინდის ძილით დაიძინა. ეს, ჯერ კიდევ პროვინციელის ძილი მეორე დილის ცხრა საათამდე გაჰყვა მას. ცხრა საათზე ადგა და, ბატონ დე ტრევილის, მამამისის სიტყვით რომ ვთქვათ, საფრანგეთის სამეფოს მესამე პირის სანახავად გასწია. II ბატონ დე ტრევილის კაბინეტის მოსაცდელი ოთახი ბატონმა დე ტრუავილმა, _ ეს გვარი ჰქონდა მის ოჯახს გასკონიაში, _ ანუ ბატონმა დე ტრევილმა, _ ასე გადაიკეთა გვარი პარიზში, _ სწორედ ისევე დაიწყო თავისი სამსახური, როგორც დ'არტანიანმა, ესე იგი, გამოფხეკილი, ცარიელი ჯიბით, მაგრამ იმ უსაზღვრო გულადობით, მიზანსწრაფვით და მოხერხებით, რომლის წყალობით უღარიბესი ყმაწვილი გასკონელი აზნაური ხშირად უფრო მეტ დიდებას აღწევს ხოლმე, ვიდრე უმდიდრესი პერიგურდელი ან ბერიშონელი აზნაური, რომელიც მხოლოდ მამის კეთილდღეობასა და მემკვიდრეობას ემყარება. დე ტრევილი თავხედური გულადობით და კიდევ უფრო მეტად ბედის წყალობით, იმ დროს, როდესაც ტყვია სეტყვასავით ცვიოდა და ხმალ-ხანჯალი ჩიტივით ფრინავდა ჰაერში, ოთხ-ოთხი საფეხურის გადალახვით, იმ ძნელად ასავალი კიბის მწვერვალზე აღმოჩნდა, რომელსაც სასახლის გულის მოგება ჰქვია. იგი მეგობარი იყო მეფისა, რომელიც, როგორც ყველასათვის ცნობილია, დიდ პატივსა სცემდა თავისი მამის _ ჰენრიხ მეოთხის ხსოვნას. ბატონ დე ტრევილის მამა ერთგულად ემსახურებოდა ჰენრიხ მეოთხეს ლიგასთან ბრძოლაში. ნაღდი ფულის უქონლობის გამო, _ ეს ფული კი მეფეს მთელი სიცოცხლე აკლდა, ხოლო ვალს მუდამ იხდიდა ერთადერთი საშუალებით _ გონებაგამჭრიახობით, რომელიც თვითონვე ჰქონდა და თავის დღეში არავისგან უსესხია, _ მან ბატონ დე ტრევილის მამას ნება მისცა, პარიზის აღების შემდეგ განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავის გერბად ოქროს ლომი გაეკეთებინა წარწერით: Fidelis et fortis. ეს დიდ პატივს ნიშნავდა, მაგრამ ნაკლებად სასარგებლო იყო. როდესაც გარდაიცვალა მეფე ჰენრიხის სახელოვანი თანამებრძოლი, მან ერთადერთ მემკვიდრეობად თავის ვაჟს ხმალი და გერბი დაუტოვა. ამ ორი საუნჯისა და უმწიკვლო სახელის წყალობით ბატონი დე ტრევილი მიღებულ იქნა მეფისწულის სასახლეში, სადაც იგი ისე კარგად ხმარობდა ხმალს და ისე ერთგულად ასრულებდა თავისი გერბის დევიზს, რომ ლუდოვიკო მეცამეტე, რომელიც მთელ სამეფოში სახელგანთქმულ მოფარიკავედ ითვლებოდა, ხშირად იტყოდა ხოლმე: «თუ რომელიმე ჩემს მეგობარს დუელში ბრძოლა მოუხდება, ვურჩევ პირველ სეკუნდანტად მე წამიყვანოს, ხოლო მეორედ _ ბატონი დე ტრევილი, ან პირიქითო». ერთი სიტყვით, ლუდოვიკო მეცამეტეს უყვარდა ტრევილი, მართალია, მეფურად, ეგოისტურად, მაგრამ მაინც უყვარდა. მაშინ ისეთი საშინელი დრო იყო, რომ ყველა ცდილობდა, თავის გარშემო შემოეკრიბა ტრევილის მსგავსნი. ბევრს შეეძლო წაეწერა თავის გერბზე ეპითეტი «ძლიერი», ტრევილის დევიზის მეორე სიტყვა იყო, მაგრამ ძალიან ცოტა გამოჩნდებოდა ისეთი, ვისაც შეეძლო ეღიარებინა ამ დევიზის პირველი სიტყვა _ «ერთგული». ტრევილი სწორედ ამ უმცირესობას ეკუთვნოდა. იშვიათ ჯგუფს შეადგენდა ეს უმცირესობა; გონებით მორჩილს, ვაჟკაცობით ბრმად თავგანწირულს, თვალით შორსმჭვრეტელს, ხელსწრაფს, თვალი მარტო იმისთვის ჰქონდა, რომ დაენახა, ვის ემდურებოდა მეფე, ხოლო ხელი იმისათვის, რომ ანდერძი აეგო მათთვის. ტრევილს აქამდე არაფერი აკლდა, გარდა შესაფერი შემთხვევისა და სწორედ ამ შემთხვევას ეძებდა ყველგან და ამბობდა: _ ორივე ხელით ჩავბღუჯავ, თუ ოდესმე თვალი მოვკარ სადმეო. ამიტომ დე ტრევილი მეფე ლუდოვიკო მეცამეტემ თავისი მუშკეტერების კაპიტნად დანიშნა, რომლებიც მეფისადმი ერთგულებით, უფრო უკეთ რომ ვთქვათ, მეფისადმი ფანატიზმით, წარმოადგენდა იმავე ძალას, რასაც ჰენრიხ მესამისათვის _ ორდინარები, ხოლო ლუდოვიკო მეთერთმეტისათვის _ შოტლანდიელების რაზმი. ამ მხრივ არც კარდინალი ჩამორჩებოდა მეფეს, რომელმაც ნახა, რა მძლავრი ძალა შემოიკრიბა ლუდოვიკო მეცამეტემ. ამ მეორე, უფრო სწორად, ამ პირველმა მეფემ საფრანგეთისამ მოისურვა, მასაც ჰყოლოდა საკუთარი დამცველი რაზმი. მანაც შეადგინა ისეთივე რაზმი მუშკეტერებისა, როგორიც ლუდოვიკო მეცამეტეს ჰყავდა. ყველა ხედავდა, როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მეფე და კარდინალი. როგორ დაეძებდნენ მთელ საფრანგეთში და უცხო ქვეყნებში ხმლის ქნევით სახელმოხვეჭილ ვაჟკაცებს. ხშირად საღამოობით, ჭადრაკის თამაშისას, ლუდოვიკო მეცამეტე და კარდინალი ცხარე კამათს მართავდნენ თავიანთი მუშკეტერების ღირსებაზე. თითოეული მათგანი თავისი მებრძოლების გულადობასა და ვაჟკაცობას იკვეხნიდა, სახალხოდ კი ორივე გაიძახოდა, სასტიკად უნდა აიკრძალოს დუელი და ჩხუბიო; ამავე დროს თვითონვე მალულად აქეზებდნენ და ნამდვილ მწუხარებას ან უსაზღვრო სიხარულს განიცდიდნენ მათი დამარცხების ან გამარჯვების შემთხვევაში. ბატონმა დე ტრევილმა მაშინვე მიაგნო თავისი მბრძანებლის სუსტ მხარეს და ამით მოიპოვა მეფის ხანგრძლივი მფარველობა. დე ტრევილი განგებ კარდინალ რიშელიეს სასახლესთან ავარჯიშებდა საზეიმოდ გამოწყობილ თავის მუშკეტერებს, რომელთა მზაკვრული იერი ისე აგიჟებდა მის ყოვლადუწმინდესობას, რომ ყალყზე უდგებოდა ჭაღარა ულვაში. დე ტრევილს საკმაოდ კარგად შეეგნო იმდროინდელი ბრძოლის არსი, როდესაც, თუ მტრის ხარჯით არა ცხოვრობდნენ, იძულებულნი იყვნენ, თანამემამულეთა ხარჯით ეცხოვრათ. მეფის მუშკეტერები, რომლებიც ეშმაკთა ლეგიონს უფრო ჰგავდა, ბატონ დე ტრევილის მეტს არავის ემორჩილებოდა. გულგაღეღილნი, ნასვამი, დაჭრილ-დაკაწრული მუშკეტერები მეფისა, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, ბატონ დე ტრევილისა, თავისუფლად დათარეშობდნენ დუქნებში, გასართობებზე, მოედნებზე. გაჰყვიროდნენ, ულვაშს იგრეხდნენ, ხმლებს აჟღარუნებდნენ. უდიდეს ნეტარებას გრძნობდნენ, როდესაც კარდინალის მცველებს შეხვდებოდნენ და შეეჯახებოდნენ. ამას კი ბრძოლა მოსდევდა. იქვე, შუა ქუჩაში იშიშვლებდნენ ხმლებს, ეცემოდნენ ერთმანეთს, თან სახუმარო სიტყვებსაც ყვიროდნენ, ზოგჯერ კვდებოდნენ, მაგრამ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოკლულთ დაიტირებდნენ და სისხლს აიღებდნენ. უფრო ხშირად კი თვითონ კლავდნენ მოწინააღმდეგეს და ბრძოლიდან გამარჯვებულნი გამოდიოდნენ, და აქაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საპატიმროში არ დააობებდნენ, რადგან ბატონი დე ტრევილი გამოაშვებინებდა. ამიტომ მეფის მუშკეტერები აღმერთებდნენ თავიანთ კაპიტანს, მიუხედავად იმისა, რომ თავზეხელაღებული ყაჩაღები იყვნენ, მის წინაშე შიშით კანკალებდნენ ისე, როგორც მოწაფეები თავიანთი მასწავლებლის წინ. ხმა- ამოუღებლივ ემორჩილებოდნენ ყოველ მის სიტყვას და მზად იყვნენ თავი მოეკლათ, სულ უმცირესი შენიშვნაც რომ მიეღოთ მისგან. ბატონი დე ტრევილიც ამ ძალოვანი ბერკეტით სარგებლობდა ჯერ მეფისა და მისი მეგობრებისათვის, ხოლო შემდეგ თავისთვის და თავისი მეგობრებისათვის. აღსანიშნავია, რომ იმ დროის მოგონებებში, რომლებიც მრავლად დაგვიტოვა ამ ხანამ, არაფერი მოიპოვება ამ ღირსეული დიდებულების სასაყვედურო ან სამდურავი. თვით მტრების ნაწერებშიც, მტერი კი მას მრავალი ჰყავდა, არსად არის აღნიშნული, რომ მას ვისგანმე მოეთხოვოს რამე იმ სიკეთის სამაგიეროდ, რომელსაც თავისი სეიდების1 დახმარებით თესავდა. საკვირველი და იშვიათი ნიჭი ჰქონდა ინტრიგანობისა; ამ მხრივ იგი მისი ეპოქის არც ერთ უდიდეს ინტრიგანს არ ჩამორჩებოდა; მაგრამ, მიუხედავად ამისა, დე ტრევილი პატიოსან კაცად დარჩა და საგმობი არა ჩაუდენია რა. უფრო მეტიც, მიუხედავად მრავალი ჭრილობისა და მომქანცველი ვარჯიშისა, იგი მაინც გამოჩენილი ორატორი, ბანოვანთა უერთგულესი თაყვანისმცემელი და გულწარმტაცი სალუქი გახლდათ. ისევე ლაპარაკობდნენ დე ტრევილის გამარჯვებულ სიყვარულზე, როგორც ოცი წლის წინათ ბასომპიერის გამარჯვებებზე; ცოტას როდი ნიშნავდა ეს შედარება. ამრიგად, მუშკეტერების კაპიტანი იყო თაყვანცემული, საშიში და საყვარელი პიროვნება _ ეს კი შეადგენს ადამიანის სრულ ნეტარებას. ლუდოვიკო მეთოთხმეტემ თავისი დიდსხივოსნობით ჩააქრო სასახლის ყველა პატარა ვარსკვლავი; მაგრამ მისმა მამამ კი პლურიბუს იმპარ2 პირადი ბრწყინვალება დაუტოვა ყველა ფავორიტს, თავისი პიროვნული ღირსება კი _ თავის თაყვანისმცემლებს. მეფის და კარდინალის გარდა, პარიზში ორასზე მეტს კიდევ სხვას ჰქონდა დილის მისასალმებელი მიღება, მაგრამ ამ ორასში ყველაზე მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები ყოველთვის ბატონ დე ტრევილთან იკრიბებოდნენ. ძველი სამტრედის ქუჩაზე მდებარე დე ტრევილის სასახლის ეზო ბანაკს ჰგავდა, რომელიც ზაფხულში დილის ექვსი საათიდან და ზამთარში რვა საათიდან დაღამებამდე ჯარით იყო სავსე. ორმოცდაათი-სამოცი მუშკეტერი, რომლებიც, ეტყობოდა, ხშირად იცვლებოდნენ, რომ ყოველთვის მრავლად სჩვენებოდნენ ხალხს, იარაღასხმულნი და საბრძოლველად გამზადებულნი დასეირნობდნენ. დიდ, გრძელ კიბეზე შეუწყვეტლივ ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მთხოვნელები: პარიზელი მოქალაქეები წყალობის სათხოვნელად მოდიოდნენ, პროვინციელი აზნაურები სამხედრო სამსახურში შესვლაზე ოცნებობდნენ, ხოლო ყოველგვარი ფერის ტანისამოსში გამოწყობილი მსახურები თავიანთი ბატონების მიერ გამოგზავნილ ბარათებს აბარებდნენ. ბატონ დე ტრევილის კაბინეტის მოსაცდელში გრძელ სკამებზე რჩეულნი ისვენებდნენ, ესე იგი ისინი, ვინც მოწვეულნი იყვნენ. ამ ოთახში დილიდან საღამომდე ხალხის ყაყანი იყო, ხოლო გვერდით კაბინეტში ბატონი დე ტრევილი იჯდა და იღებდა მის სანახავად მოსულთ; ისმენდა საჩივრებს, იძლეოდა ბრძანებას, ისევე როგორც მეფეს ლუვრის აივნიდან, მასაც შეეძლო კაბინეტის ფანჯრიდან მოეხდინა თავისი მუშკეტერების საბრძოლო დათვალიერება. იმ დღეს, როდესაც დ'არტანიანი დე ტრევილის სასახლეში მივიდა, ჩვეულებისამებრ, უამრავი ხალხი დახვდა შეგროვილი; მით უფრო ბევრი მოეჩვენებოდა იგი პროვინციელს, რომელიც პირველად იყო პარიზში, მაგრამ ესეცაა, რომ ეს პროვინციელი გასკონელი გახლდათ, იმ დროს კი დ'არტანიანის თანამემამულეები ცნობილნი იყვნენ, როგორც ნაკლებად მორცხვნი და უშიშარნი. მართლაც, არ შემკრთალა დ'არტანიანი, როდესაც გაიღო დიდი, ოთხკუთხედთავიანი ლურსმნებით შეჭედილი მძიმე კარი და პირდაპირ შეიარაღებულ ადამიანებში მოხვდა, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად მიმოდიოდნენ, საუბრობდნენ, ოხუნჯობდნენ, ჩხუბობდნენ და თამაშობდნენ. ოფიცერი უნდა ყოფილიყო კაცი, გამოჩენილი პიროვნება ან ლამაზი ქალი, რომ მშვიდობიანად გაევლო ამ მღელვარე ადამიანთა ტალღებში. სწორედ ამ არეულობაში და ჟივილ-ხივილში მოუხდა გავლა ჩვენს ყმაწვილკაცს. გულის ფანცქალით მიიწევდა წინ, თან ცდილობდა, გამხდარ ბარძაყებზე მჭიდროდ მიეკრა ხმალი, ცალ ხელს ფართოფარფლიან ქუდს არ აშორებდა, სახეზე პროვინციელის ოდნავი ღიმილი უკრთოდა, რომლითაც ცდილობდა, დაემალა მღელვარება. გაივლიდა ერთ ჯგუფს თუ არა, თავისუფლად ამოისუნთქავდა, მაგრამ კარგად იცოდა, რომ უკანიდანაც თვალს არ აშორებდნენ, და პირველად თავის სიცოცხლეში დ'არტანიანმა, რომელსაც თავის თავზე დღემდე საკმაოდ დიდი წარმოდგენა ჰქონდა, იგრძნო, რომ სასაცილო იყო. კიბესთან უარესი მდგომარეობა დახვდა. პირველ საფეხურზე ოთხი მუშკეტერი ხმლის ვარჯიშით ირთობდა თავს. იქვე პარმაღზე შეგროვილიყო ათი-თორმეტი მათი ამხანაგი, რომლებიც თავის რიგს ელოდნენ ამ ვარჯიშში მონაწილეობის მისაღებად. ერთი ამ ოთხ მუშკეტერთაგანი ზემო საფეხურზე იდგა და ამოღებული ხმლით ცდილობდა გზა შეეკრა სამი ამხანაგისათვის, კიბეზე არ აეშვა. მისი მოწინააღმდეგენი კი ხმლის მარჯვე ხმარებით ცდილობდნენ გზის გაკაფვას. დ'არტანიანს ეგონა, საფარიკაო, წვერმომრგვალებული ბლაგვი დაშნით იყო ეს ბრძოლა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ოთხივეს საგანგებოდ გალესილი მახვილი ეჭირა და მებრძოლებიც გაკაწრულები იყვნენ. ყოველი ახალი ნაკაწრის გამოჩენაზე მაყურებლები, მებრძოლებთან ერთად, გიჟებივით ხარხარებდნენ. ზემო საფეხურზე მდგომი მუშკეტერი არაჩვეულებრივი ხელოვნებით იგერიებდა სამივე მოწინააღმდეგეს და ახლოს არ იკარებდა მათ. მოვარჯიშეების ირგვლივ წრე შეიკრა. პირობის თანახმად, ის მებრძოლი, ვისაც ხმალი მოხვდებოდა, ტოვებდა ბრძოლის ველს და ბატონ დე ტრევილთან შესასვლელ თავის რიგს მას უთმობდა, ვინც ხმლით შეეხო. ხუთი წუთი საკმარისი აღმოჩნდა სამი კაცის დასამარცხებლად: ერთს მკლავში მოხვდა ხმალი, მეორეს _ ნიკაპში, მესამეს _ ყურში, ზემო საფეხურზე მდგომი კი ოდნავადაც არ იყო გაკაწრული. გამარჯვებულმა მუშკეტერმა, დადებული პირობის თანახმად, სამი კაცის რიგი მოიგო. ჩვენი ახალგაზრდა მოგზაური ძალიან ცდილობდა, არაფერი გაჰკვირვებოდა, მაგრამ ამ ბრძოლამ ძალიან გააოცა. თავის სამშობლოში, იმ მხარეში, სადაც უცბად ეკიდება ხოლმე ცეცხლი თავსაც და გულსაც, მცირე რამ მიზეზი მაინც არის საჭირო დუელისათვის. ხოლო ამ ოთხი მებრძოლის გასკონური ვარჯიშის მსგავსი მას არაფერი ენახა, თვით გასკონიაშიც კი. დ'არტანიანს თავი სადღაც შორს, უზარმაზარი დევგმირების ქვეყანაში ეგონა, სადაც გულივერმა იმოგზაურა და დიდი შიში განიცადა, მაგრამ ჯერ შორს იყო მიზნიდან ჩვენი გასკონელი, მას ჯერ კიდევ გასავლელი ჰქონდა დერეფანი და მოსაცდელი ოთახი. დერეფანში უკვე აღარ იბრძოდნენ, ქალებზე ლაპარაკობდნენ, მოსაცდელ ოთახში კი სასახლის ამბებს ყვებოდნენ. დერეფანში დ'არტანიანი ჭარხალივით გაწითლდა, მოსაცდელ ოთახში კი თრთოლა იწყო. აქ მან გაიგონა ხმამაღალი კრიტიკა იმ პოლიტიკისა, რომელიც შიშისზარს ჰგვრიდა მთელ ევროპას, ჰკიცხავდნენ თვით კარდინალის პირად ცხოვრებას, რომლის საიდუმლოებაში შეჭრის ცდისათვის მრავალი წარჩინებული და ძლიერი დიდებული სასტიკად იქნა დასჯილი. ეს დიდი ადამიანი, დ'არტანიანის მამის მიერ ესოდენ თაყვანცემული, აქ ბატონ დე ტრევილის მუშკეტერების სასაცილო გამხდარიყო: ისინი მასხარად იგდებდნენ მის მოგრეხილ ფეხებს და მოხრილ ზურგს. ზოგი ლექსებს მღეროდა კარდინალის ხასა ქალბატონ დ'ეგილონზე და მის დისწულ ქალბატონ დე კომბალეზე, ზოგი შეთქმულებას ამზადებდა კარდინალის ფარეშებისა და დამცველი რაზმელების წინააღმდეგ. ყველაფერი ეს დ'არტანიანს წარმოუდგენლად და შეუძლებლად მიაჩნდა. მაგრამ როდესაც კარდინალის მოლაზღანდარეთა შორის ხანდახან მეფის სახელი გაისმოდა, ცოტა ხნით დამუნჯდებოდნენ, თითქოს მოღიმარ ტუჩებზე კლიტე დაადეს და ენა ჩაუგმანესო, გაუბედავად მიმოიხედავდნენ, გეგონებოდათ, ეშინიათ, ბატონ დე ტრევილის კაბინეტის კედელმა არ გაგვცესო. მაგრამ თუ ვინმე ისევ კარდინალზე გადაჰკრავდა მოსწრებულ სიტყვას, კვლავ გაისმოდა გულიანი სიცილი და სინათლეზე გამოჰქონდათ ყოველი მისი საქციელი. «აი, უბედური ადამიანები, რომლებსაც დღეს-ხვალ ბასტილიის1 ციხეში ჩაყრიან და ჩამოახრჩობენ, _ გაიფიქრა შეშინებულმა დ'არტანიანმა, _ ეჭვი არ არის, მეც ასეთივე ბედი მელის, რადგან მთლიანად მოვისმინე მათი ნათქვამი, და მეც მათ თანამოზიარედ ჩამთვლიან, რას იტყვის ბატონი მამაჩემი, რომელიც სულ იმას ჩამჩიჩინებდა, თაყვანს უნდა სცემდე კარდინალსო, _ მან რომ იცოდეს, რა უღმერთოების წრეში ჩავარდა მისი შვილი!» ამიტომ, მე მგონია, მკითხველი უჩემოდაც მიხვდება, რომ დ'არტანიანი ვერ გაბედავდა ამ ბაასში ჩარევას; თუმცა თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა იქაურობას, ყურმახვილად ისმენდა ყოველ სიტყვას, დაძაბული ჰქონდა ხუთივე გრძნობა, რომ არაფერი გამოჰპაროდა. მიუხედავად იმისა, რომ სწამდა მამის დარიგება, თავისი გემოვნებითა და ალღოთი, დასაგმობად კი არა, საქებად მიაჩნდა ის სიტყვები და მოქმედება, რასაც იქ ხედავდა და ისმენდა. დ'არტანიანი სრულიად უცხო იყო ბატონ დე ტრევილის ერთგულთა კრებისათვის და რადგანაც მას პირველად ხედავდნენ თავიანთ შორის, მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. მან ძალიან თავმდაბლად დაასახელა თავისი ვინაობა. ხაზი გაუსვა, რომ ბატონ დე ტრევილის თანამემამულე იყო და მსახურს, რომელიც მას ესაუბრებოდა, სთხოვა, მუშკეტერთა კაპიტნისათვის მოეხსენებინა _ ნება ებოძებინა ერთი-ორი წამით მიეღო. დიდებული მფარველის კილოთი დაჰპირდა მსახური ამ თხოვნის დროულად შესრულებას. დ'არტანიანი ცოტათი დამშვიდდა, პირვანდელმა განცვიფრებამ გაუარა, გონება მოიკრიბა და ჩვეული დაკვირვებით შეუდგა იქ მყოფთა შესწავლას. ერთი, მეტად გაცხარებულად მოყაყანე ჯგუფის შუაში მაღალი ტანის მუშკეტერი იდგა მედიდური სახითა და ისეთი უცნაური ტანისამოსით, რომ ყველა მას შესცქეროდა. ამ დღეს ის არ შემოსულა მუშკეტერთა ერთიან სამგზავრო ფორმაში, რომლის ტარებაც იმხანად სავალდებულოდ არც მიაჩნდათ, რადგან მაშინ, მართალია, თავისუფლება ნაკლები ჰქონდათ, მაგრამ შეზღუდული არ იყო დამოუკიდებლობაც. მას ოდნავ გახუნებული და დაჭმუჭნილი ცისფერი ხიფთანი ეცვა; ზემოდან ოქრომკედით ამოქარგული საგანგებო ყაბიწი ისე ბრჭყვინავდა, როგორც მზის სხივით გაშუქებული ანკარა წყალი. მხრებიდან დაშვებული გრძელი ხავერდის წამოსასხამი არაჩვეულებრივად ამშვენებდა. წამოსასხამის შიგნით მხედრის მშვენიერი ყაბიწი და ზედ ჩამოკიდებული უზარმაზარი ხმალი მოჩანდა. მუშკეტერი ეს წუთი იყო საგუშაგოდან განთავისუფლებულიყო და ჩიოდა, ძალიან გავცივდი, წამოსასხამი ამიტომ გადავიცვიო. დროდადრო განგებ ჩაახველებდა კიდეც და მის გარშემო შემოკრებილ მეგობრებს მედიდურად აწეული თავით და ულვაშის გრეხით ესაუბრებოდა. ყველანი აღტაცებით შესცქეროდნენ მის ოქრომკედიან ყაბიწს, მათ შორის დ'არტანიანი _ ყველაზე მეტად. _ რას იზამ, მოდა მბრძანებლობს, _ ამბობდა მუშკეტერი, _ ძალიან კარგად ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ მოდაა და ჩვენც ვემორჩილებით. ეგეც რომ არ იყოს, ხომ უნდა დავხარჯოთ რამეზე მამაპაპეული ქონება. _ აჰ, პორთოს! _ შესძახა ერთმა ამხანაგმა, _ ახლა იმის მტკიცებას კი ნუ დაგვიწყებ, თითქოს ეგ ყაბიწი მართლა მამაშენისაგან დაგრჩენოდეს მემკვიდრეობით. ალბათ იმ პირბადიანმა ქალბატონმა გაჩუქა, წარსულ კვირას რომ გნახეთ სენტ-ონორეს კარისკენ ერთად მიმავალნი. _ არა, პატიოსნებას გეფიცებით, სიტყვას გაძლევთ პატიოსანი გვარიშვილისას, რომ მე თვითონ ვიყიდე, ჩემი ფულით, _ უპასუხა მუშკეტერმა, რომელსაც პორთოსი უწოდეს. _ დიახ, სწორედ ისევე, როგორც მე თვითონ ვიყიდე, აი ეს საფულე იმ ფულით, რომელიც ჩემმა საყვარელმა ჩამიდო ძველ ქისაში, _ თქვა მეორე მუშკეტერმა. _ მე თქვენ გარწმუნებთ, _ განაგრძო პორთოსმა, _ ამის დასამტკიცებლად ისიცა კმარა, რომ თორმეტი პისტოლი მივეცი. აღტაცებამ უფრო იმატა, თუმცა არც უნდობლობა კარგავდა ნიადაგს. _ მართალს არ ვამბობ, არამის? _ მიმართა ერთ მუშკეტერს პორთოსმა. ეს მეორე მუშკეტერი, რომელსაც არამისი უწოდეს, ყოველმხრივ საწინააღმდეგო ტიპი იყო იმ ყაბიწიანი მედიდურისა, რომელიც თავისი ნათქვამის დამოწმებასა სთხოვდა მას. იგი ოცდაორი-ოცდასამი წლისა არც კი იქნებოდა; გულუბრყვილო, სასიამოვნო გამომეტყველების სახე ჰქონდა და ლმობიერი შავი თვალები; ვარდისფერი ხავერდოვანი ლოყები შემოდგომის ატამს მიუგავდა. წვრილი ულვაში, სწორად გაყვანილი შავი ხაზით, ზემო ტუჩს უმშვენებდა. ხელებს ძირს არ უშვებდა, თითქოს ეშინოდა, ვენები არ დამებეროსო, და დროდადრო ყურის ბიბილოებს მოიჩქმეტდა ხოლმე, რათა ვარდისფერი და გამჭვირვალება არ დაჰკარგოდა. ჩვეულებრივ, ცოტას და დინჯად ლაპარაკობდა, ყველას ესალმებოდა, უხმოდ იცინოდა და თეთრ მშვენიერ კბილებს აჩენდა, რომლებსაც, როგორც მთელ თავის პიროვნებას, ეტყობოდა, დიდ ყურადღებას აქცევდა. მეგობრის მომართვის საპასუხოდ, თანხმობის ნიშნად, თავი დააქნია. ამ დამოწმებამ საბოლოოდ გაფანტა ყოველი ეჭვი და ისევ აღტაცებით დაუწყეს ყურება ყაბიწს, მაგრამ თქმით კი მასზე აღარას ამბობდნენ და ბაასი სულ სხვა საგანზე გადაიტანეს. _ გრაფ დე შალეს მეჯინიბის ნათქვამზე რას იტყვით? _ მიმართა ერთ-ერთმა მუშკეტერმა არა ერთ რომელიმე იქ მდგომს, არამედ მთელ ჯგუფს საერთოდ. _ მერედა რას ამბობს იგი? _ იკითხა პორთოსმა კმაყოფილებით. _ ის ამბობს, რომ ბრიუსელში კაპუცინის1 ტანსაცმელში გამოწყობილი როშფორი უნახავს, კარდინალის უერთგულესი მონა. წყეულმა როშფორმა, გადაცმული ტანსაცმლის წყალობით, გაათამაშა ბატონი დე ლეგი, როგორც ნამდვილი სულელი. _ როგორც ნამდვილი სულელი, _ გაიმეორა პორთოსმა, _ მაგრამ მართალი კი არის, რასაც ის ამბობს? _ მე ეს ამბავი არამისისაგან ვიცი, _ თქვა მუშკეტერმა. _ მართლა? _ თქვენც ხომ ძალიან კარგად იცით, პორთოს, _ უთხრა არამისმა, _ გუშინ აკი გიამბეთ დაწვრილებით ყველაფერი. აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი! _ აღარ ღირს? ასე გგონია? აღარ ღირს! _ განაგრძო პორთოსმა, _ კრინტს ნუღარ დავძრავთ! ეშმაკმა დალახვროს! თქვენ ძალიან სწრაფად აკეთებთ დასკვნებს! როგორ? კარდინალი კაცსა გზავნის დიდებულის დასაზვერავად, ვიღაც მოღალატის საშუალებით იპარავს მის მიწერ-მოწერას; ამ ჯაშუშის დახმარებითა და მოპარული წერილების წყალობით თავს ჰკვეთენ შალეს იმ საშინელი ცილისმწამებლური საბაბით, თითქოს მას სურდა მოეკლა მეფე და დედოფალი მისი უმცროსი ძმისათვის მიეთხოვებინა. არავინ არაფერი იცოდა ამ ბნელით მოცული ისტორიის შესახებ; თქვენ ეს ამბავი გუშინ გვიამბეთ და ამით ყველანი დავკმაყოფილდით. მაგრამ დღეს, როდესაც ჯერ ისევ ბრაზით გვიდუღს გული ამ საშინელების გამგონეთ, თქვენ ამბობთ: «აღარ ღირს ამაზე ლაპარაკიო!» _ მაშ, ვისაუბროთ მაგაზე, რაკი ასე გსურთ, _ უპასუხა მშვიდად არამისმა. _ იმ როშფორს, _ შეჰყვირა პორთოსმა, _ მე რომ უბედურ შალეს მეჯინიბე ვყოფილიყავ, შავ დღეს დავაყენებდი! _ სამაგიეროდ, თქვენ შავ დღეს დაგაყენებდათ წითელი ჰერცოგი, _ უპასუხა არამისმა. _ ოჰო, წითელი ჰერცოგიო! ვაშა, ვაშა, წითელი ჰერცოგი! _ შეჰყვირა პორთოსმა ტაშისცემითა და თავის ქნევით, _ წითელი ჰერცოგი! ზედგამოჭრილია ეს სახელი, მე გავავრცელებ ამ სახელს, ჩემო ძვირფასო, ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ. რა მოსწრებული სიტყვა აქვს არამისს! სამწუხაროა, ჩემო მეგობარო, რომ არ გაჰყევით თქვენს მოწოდებას, რა მომხიბლავი მღვდელი იქნებოდით! _ ო, ეს დროებითი დაყოვნება გახლავთ, წუთიერი, _ უპასუხა არამისმა, _ დღეს იქნება თუ ხვალ, მღვდელი ვიქნები. აკი თქვენც იცით, პორთოს, რომ ჯერაც განვაგრძობ ღვთისმეტყველების შესწავლას. _ ამბობს და კიდეც აასრულებს, _ თქვა პორთოსმა, _ ადრე იქნება თუ გვიან, ანაფორას ჩაიცვამს. _ ადრე იქნება, ადრე, _ გაუსწორა არამისმა. _ მხოლოდ რაღაცას ელოდება, მანამ საბოლოოდ გადაწყვეტდეს. როგორც კი აუსრულდება წადილი, მაშინვე ანაფორას ჩაიცვამს, იგი სამხედრო ტანსაცმლის უკან უკიდია განჯინაში, _ წამოიძახა ერთ-ერთმა მუშკეტერმა. _ მერედა, რას ელოდება? _ ჰკითხა ახლა სხვა მუშკეტერმა. _ ელოდება, რომ დედოფალმა ტახტის მემკვიდრე მისცეს საფრანგეთს. _ ამაზე ნუ ვიხუმრებთ, ბატონებო, _ შენიშნა პორთოსმა. _ მადლობა ღმერთს, დედოფალი ჯერჯერობით იმ ასაკისა ბრძანდება, რომ მაგასაც აგვისრულებს. _ ამბობენ, ბატონი ბუკინგამი1 საფრანგეთში ბრძანდებაო, _ თქვა არამისმა ისეთი ცბიერი სიცილით, რომ სამარცხვინო მნიშვნელობა მისცა ამ თითქმის უბრალო სიტყვებს. _ არამის, ჩემო მეგობარო, ახლა კი თქვენ ცდებით. _ შეაწყვეტინა სიტყვა პორთოსმა, _ თქვენ ხშირად გიტაცებთ ენამახვილობა და შორს შესტოპავთ ხოლმე. ბატონ დე ტრევილს რომ გაეგონა თქვენი სიტყვები, მის რისხვას ვერ გადაურჩებოდით. _ პორთოს, თქვენ რა, სწავლა-დარიგებას მიპირებთ? _ შეჰყვირა არამისმა და ლმობიერ თვალებში ცეცხლის ალმა გაურბინა. _ ჩემო ძვირფასო, ან მუშკეტერი იყავით, ან მღვდელი! ან ერთი ბრძანდებოდეთ, ან მეორე, ოღონდ ორივე ერთდროულად კი არა, _ განაგრძო პორთოსმა, _ აი, თუ გახსოვთ, იმ დღეს ათოსმაც გითხრათ, ერთდროულად ორ ცხენზე ზიხართო. ეეჰ, ნუ გაცხარდებით, ძალიანა გთხოვთ, უსარგებლო იქნება თქვენი რისხვა, ხომ გახსოვთ, რაზე შევთანხმდით მე, თქვენ და ათოსი, ქალბატონ დ'ეგილონთან დაიარებით და მას ეარშიყებით, ქალბატონ შევრეზის დისწულ ბუა-ტრასის გულის მოგებასაც ცდილობთ. ოჰ, ღმერთო ჩემო! ნუ გაამხელთ თქვენს ბედნიერებას, აღსარებას არავინა გთხოვთ, თქვენი მორცხვობა ცნობილია. მაგრამ თუკი თქვენთვისა გაქვთ ეს სათნოება, მაშინ მაგ სათნოებითვე მოექეცით დედოფლის საიდუმლოებასაც. მეფესა და კარდინალზე იყბედონ რამდენიც სურდეთ; მაგრამ დედოფალი წმინდაა და მასზე თუ იტყვით რამეს, მხოლოდ კეთილი უნდა ბრძანოთ და სხვა არაფერი. _ თქვენც ხომ ნარცისი1 არა ხართ, პორთოს, რომ სულ თქვენებურად გინდოდეთ ყველაფერი! მე თქვენ გაფრთხილებთ, _ უპასუხა არამისმა, _ ხომ იცით, ჭირივით მეჯავრება, ჭკუას რომ მასწავლიან, მხოლოდ ათოსის დარიგებები შემიძლია მოვისმინო, რაც შეგეხებათ თქვენ, მეტად კარგი ყაბიწი გაქვთ, მაგრამ ჭკუის სწავლებით თავს ნუ იწუხებთ. თუ მოვისურვებ, მღვდელი ვიქნები, მანამდე კი მუშკეტერი ვარ და, როგორც მუშკეტერს შეეფერება, იმას ვამბობ, რაც მინდა. ამჟამად კი მინდა გითხრათ, რომ თავი მომაბეზრეთ. _ არამის! _ პორთოს! _ კმარა, ბატონებო! _ გაისმა ირგვლივ. _ ბატონი დე ტრევილი ელოდება ბატონ დ'არტანიანს, _ შეაწყვეტინა ყვირილი მსახურმა და კაბინეტის კარი შეაღო. ამ სიტყვების გაგონებაზე სრული დუმილი ჩამოვარდა, ყველა ჩაჩუმდა, კაბინეტის კარი ღია იყო. ყმაწვილი გასკონელი მოსაცდელი ოთახიდან მუშკეტერების კაპიტნის კაბინეტში შევიდა და სიხარული იგრძნო, რომ სწორედ დროზე გადარჩა იმ უცნაური დავის დასასრულს. III ბატონ დე ტრევილის კაბინეტში ძალიან ცუდ გუნებაზე იყო იმ დროს ბატონი დე ტრევილი, მაგრამ მაინც თავაზიანად მიესალმა ყმაწვილკაცს, რომელმაც თითქმის იატაკამდე დახარა თავი. მისმა ბეარნულმა კილომ ღიმილი მოჰგვარა მუშკეტერთა კაპიტანს, რომელსაც გაახსენდა თავისი ახალგაზრდობა და მშობლიური კუთხე; ეს მოგონება კი ყოველთვის ტკბილ ღიმილს ჰგვრის ადამიანს, რა ასაკისაც უნდა იყოს იგი. მაგრამ მიუახლოვდა თუ არა მოსაცდელ ოთახს, დ'არტანიანს ხელით ანიშნა, თითქოს ნებასა სთხოვდა, _ საჩქარო საქმე მაქვს სხვებთან, ჯერ იმათთან მოვრჩებიო, და ღია კარში მკაცრი, მბრძანებლური და მრისხანე ხმით სამჯერ გასძახა: _ ათოს! პორთოს! არამის! ორი მუშკეტერი _ პორთოსი და არამისი, რომლებიც ჩვენ უკვე გავიცანით, მაშინვე ჩამოშორდა მოსაუბრეთა ჯგუფს და კაბინეტში შევიდა, კარები უმალ დაიხურა. ისინი ჯერ კიდევ არ დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ დე ტრევილის წინაშე ისე ღირსეულად და დარბაისლურად ეჭირათ თავი, რომ დ'არტანიანის აღტაცება გამოიწვიეს. დ'არტანიანს თითქმის ნახევარღმერთებად ეჩვენებოდა ეს მუშკეტერები, ხოლო მათი უფროსი კი ჭექაქუხილით შეიარაღებულ ოლიმპის მბრძანებელ ზევსად. როგორც კი მუშკეტერები კაბინეტში შევიდნენ და კარი დაიხურა, მოსაცდელ ოთახში ხელახალი ხმაური ატყდა, რომელიც, ეჭვი არ არის, ბატონ დე ტრევილის მიერ მუშკეტერების დაძახებამ გამოიწვია. ბატონმა დე ტრევილმა სამჯერ თუ ოთხჯერ დაჰკრა ბოლთა თავის ოთახში და სამჯერ თუ ოთხჯერ შეჭმუხნილი წარბებით წინ გაუარა პორთოსსა და არამისს, რომლებიც ისე იყვნენ გაჭიმულები, თითქოს აღლუმზე არიანო. უცებ ამ ყმაწვილების პირდაპირ შეჩერდა დე ტრევილი, განრისხებული თვალი გადაავლო თავით ფეხამდე და მრისხანედ უთხრა: _ იცით, რა მითხრა მეფემ? _ შეჰყვირა მან, _ დიდი ხნის წინათ კი არა, წუხელ! ჰა, იცით? _ არა, ბატონო, _ უპასუხა მცირე დუმილის შემდეგ ორივემ ერთად, ჩვენ არაფერი ვიცით. _ მაგრამ იმედი მაქვს, ბატონო, პატივს დაგვდებთ და გვიბრძანებთ, რა მოხდა! _ მიმართა არამისმა უაღრესად ზრდილობიანად და თავი მოხდენილად დახარა. _ მეფემ ბრძანა, რომ ამის შემდეგ მუშკეტერებს ბატონ კარდინალის რაზმებიდან ავარჩევო. _ ბატონ კარდინალის რაზმებიდან? მერედა რისთვის? _ ჰკითხა მკვირცხლად პორთოსმა. _ იმიტომ, რომ კარგადა ხედავს, სულ მთლად გაუწყალდება პიკეტი,1 თუ მაგარი ღვინო არ ჩაურია. ორივე მუშკეტერი წამოჭარხლდა. დ'არტანიანმა აღარ იცოდა, სად წასულიყო. ერჩია, მიწა გასკდომოდა და შიგ მოყოლილიყო. _ დიახ, დიახ, _ განაგრძო მღელვარებით ბატონმა დე ტრევილმა, _ მართალიც ბრძანდება მისი ყოვლადუდიდებულესობა, რადგან, ვფიცავ პატიოსნებას, სასახლეში ძალიან გაუტყდათ სახელი ჩვენს მუშკეტერებს. წუხელ, ჭადრაკის თამაშისას, კარდინალი დამწუხრებული სახით უამბობდა მეფეს, _ რაც ძალიან არ მომეწონა, _ რომ გუშინწინ ეს აბეზარი მუშკეტერები, ეს წყეულები, _ (დაცინვით გამოთქვამდა ამ სიტყვებს, რაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად არ მომეწონა), _ ეს ჩხუბისთავი მუშკეტერებიო, _ და თან მე შემომყურებდა თავის ციცა-ვეფხვის თვალებით, _ დიდხანს დარჩენილან ღამე დუქანში, ფერუს ქუჩაზე და ჩემი გუშაგთა რაზმი (ისე მიყურებდა, თითქოს მასხარად აგდებას მიპირებდა) თურმე იძულებული გახდა, დაეჭირა ის მყუდროების დამრღვევებიო, დასწყევლა ღმერთმა! თქვენ უკეთ გეცოდინებათ ეს ამბავი!.. როგორ? ჩემი მუშკეტერები დაიჭირეს?! თქვენც იქ ყოფილხართ! უარის თქმა აღარ გამიბედოთ! უცვნიხართ, კარდინალმა ორივე დაგასახელათ... სულ ჩემი ბრალია, ჩემი, რადგან მე თვითონ ვარჩევ ჩემს ხალხს! ერთი მითხარით, არამის, რა ეშმაკად მთხოვეთ მუშკეტერის სამოსი, როდესაც მღვდლის ანაფორა უფრო მოგიხდებოდათ? ან კიდევ, თქვენ, პორთოს! მარტო იმისათვის გინდათ ეგ მშვენიერი ოქროს ყაბიწი, რომ ზედ ჩალის ხმალი შეგაბან? ათოსი? ათოსს ვერ ვხედავ! სად არის ათოსი? _ ბატონო! _ მიმართა მწუხარებით არამისმა, _ ათოსი ავად გახლავთ, ძალიან ავად. _ ავადაო? როგორა თქვით, ძალიან ავადაო? რით არის ავად, რა დაემართა? _ შიშობენ, ბატონო, ვაითუ ყვავილი გამოაჩნდესო, _ უპასუხა პორთოსმა, რომელსაც სურდა, თვითონაც ჩარეულიყო ამ ბაასში, _ ღმერთმა დაიფაროს, შეიძლება მთლად დაუსახიჩროს სახე. _ ყვავილი? ძალიან კარგი, აი კიდევ სასიხარულო ამბავი მაცნობეთ, პორთოს! ყვავილი შეეყაროს იმხნის ვაჟკაცს? შეუძლებელია!.. ბარემ პირდაპირ მითხარით, რომ დაჭრილია, ან, იქნებ, მოკლულიც!.. აჰ! რას წარმოვიდგენდი? აჰ! ღმერთო! გეყურებათ, ბატონებო, მე არ მინდა, რომ ჩემი მუშკეტერები სადღაც ბინძურ დუქნებში დაიარებოდნენ, ქუჩებში ჩხუბობდნენ და ხმლებით იბრძოდნენ გზაჯვარედინებზე. მე არ მინდა, რომ ჩემი რაზმელები დაცინვის საბაბს აძლევდნენ ბატონ კარდინალის რაზმელებს, რომლებიც საკმაოდ მამაცნი, მშვიდნი და მოხერხებულნი არიან. ისინი არასდროს თავს არავის დააჭერინებენ. დარწმუნებული ვარ, იქვე, მოედანზე დაიხოცებიან და დასაჭერად კი არავის დანებდებიან, თავის დაღწევა, გამოქცევა, გამოპარვა! _ ეს მხოლოდ მეფის მუშკეტერებმა იციან და ძალიან კარგადაც! ცოფმორეული პორთოსი და არამისი ბრაზისაგან ცახცახებდნენ, ისინი სიამოვნებით წაახრჩობდნენ ბატონ დე ტრევილს, მაგრამ რა უნდა ექნათ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თუ იგი ემდურებოდა და უჯავრდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან უყვარდა თავისი მუშკეტერები და ეს სიყვარული ალაპარაკებდა. მეტისმეტი აღელვების გამო არამისი და პორთოსი ხალიჩას ფეხსა სცემდნენ, სიმწრით დაკვნეტილი ტუჩებიდან სისხლი გამოსდიოდათ და მთელი ღონით უჭერდნენ ხელს ხმლის ვადას. მოსაცდელ ოთახში, როგორც ვთქვით, ყველამ გაიგო, რომ ბატონმა დე ტრევილმა ათოსი, პორთოსი და არამისი გამოიძახა. ხმაზე შეატყვეს, როგორი განრისხებული უნდა ყოფილიყო მუშკეტერთა კაპიტანი. ათამდე ცნობისმოყვარე მუშკეტერი კაბინეტის კარებს მიეყრდნო და სიბრაზისაგან ფერი მისდიოდათ. კარზე მიჭერილ მათ ყურებს კაბინეტში ნათქვამი ერთი ბგერაც არ გამოჰპარვიათ. ყურს უგდებდნენ და სიტყვასიტყვით ხმამაღლა იმეორებდნენ კაპიტნის მიერ მუშკეტერების მიმართ ნახმარ შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ერთი წამის განმავლობაში კაბინეტის კარიდან ქუჩის კარამდე ყველას მოედო ეს ამბავი, მთელი სასახლე აღელვებული იყო. _ ხომ ხედავთ! ბატონი კარდინალის გვარდიელები მეფის მუშკეტერებს აპატიმრებენ, _ განაგრძო ბატონმა დე ტრევილმა, რომელიც არანაკლებ გაცოფებული იყო, ვიდრე მისი მუშკეტერები. იგი ისე წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას, რომ მსმენელებს ხანჯალივით ესობოდათ. _ ხომ ხედავთ! მისი ყოვლადუწმინდესობის ექვსმა გვარდიელმა დააპატიმრა მეფის ექვსი მუშკეტერი! ეშმაკმა დალახვროს! მე გადაწყვეტილი მაქვს, ახლავე წავიდე ლუვრში, ვთხოვო, გამათავისუფლონ მეფის მუშკეტერების კაპიტნის თანამდებობიდან და ვისიმე თანაშემწედ დამნიშნონ კარდინალის გვარდიაში. თუ ამაზე უარს მეტყვიან, ჯანდაბას, ავდგები და მღვდლის ანაფორას ჩავიცვამ. ამ სიტყვების გაგონებაზე მოსაცდელ ოთახში თავი ვეღარ შეიკავეს და ჩურჩული მღელვარებად იქცა. ირგვლივ წყევლა-კრულვა და ლანძღვა-გინება გაისმოდა: «წყეულები!» «ეშმაკმა წაიღოს მაგათი თავი!» «სიკვდილი მაგათ». დ'არტანიანი თვალს აქეთ-იქით აცეცებდა, დასამალ ადგილს ეძებდა და უსაზღვრო სურვილი ჰქონდა, მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო. _ თუ ასეა, ჩემო კაპიტანო, მაშინ მომისმინეთ, _ მიმართა აღშფოთებულმა პორთოსმა, _ მართალია, ექვსნი ვიყავით ექვსის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ღალატით დაგვესხნენ და, ჯერ ხმალი არც კი გვქონდა ამოღებული, რომ მოულოდნელად განგმირული ორი ამხანაგი უკვე მიწაზე ეგდო, ათოსიც საშინლად დაჭრეს და ისიც იმ მოკლულებივით ვეღარაფერს გვშველოდა. თქვენ კარგად იცნობთ ათოსს, ბატონო! მან ორჯერ სცადა წამომდგარიყო, მაგრამ ორივეჯერ ძირს დაეცა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ დავნებებივართ, არა! ძალით შეგვიპყრეს, მაგრამ გზაში გამოვექეცით. რაც შეეხება ათოსს, იგი მკვდარი ეგონათ და იქვე დატოვეს, ბრძოლის ველზე, იმ მოსაზრებით, რომ გვამი არ ღირდა სათრევად, აი, ნამდვილი ამბავი თუ გინდათ, ეს არის. რას იზამთ, ბატონო კაპიტანო, ყოველთვის არ იგებენ ბრძოლებს. დიდებული მხედართმთავარი იყო პომპეუსი, მაგრამ სასტიკად დამარცხდა ფარსალის2 ბრძოლაში; ან კიდევ მეფე ფრანცისკო პირველი, როგორც გამიგონია, სხვას არც ის ჩამოუვარდებოდა თავისი ვაჟკაცობით, მაგრამ პავიის1 ბრძოლა მაინც წააგო. _ მაქვს პატივი მოგახსენოთ, _ რომ ანდერძი ავუგე ერთ მათგანს თავისივე ხმლით, რადგან ჩემი პირველსავე ბრძოლაში შუაზე გადამიტყდა, _ თქვა არამისმა. _ ეგ მე არ ვიცოდი, _ თქვა ბატონმა დე ტრევილმა ცოტა დამშვიდებული ხმით, _ როგორცა ვხედავ, გაუზვიადებია ბატონ კარდინალს. _ ოღონდ, ღვთის გულისათვის, ბატონო, _ განაგრძო არამისმა, როდესაც ნახა, რომ კაპიტანი მშვიდდებოდა და შეიძლებოდა მისი თხოვნაც შეეწყნარებინა, _ ღვთის გულისათვის, ბატონო, ნუ იტყვით, რომ ათოსი დაჭრილი გახლავთ, თავს მოიკლავს, თუ გაიგო, რომ მეფის ყურამდე მიაღწია ამ ამბავმა. უნდა მოგახსენოთ, მისი ჭრილობები ძალიან საშიშია. მარტო მხარში რომ ყოფილიყო, გადარჩებოდა როგორმე, მაგრამ გულშიც დაჭრილია და სახიფათო მდგომარეობაშია... ამ დროს კარის ფარდა გადაიწია და მის ფოჩებში საშინლად ფერმიხდილი, მშვენიერი, წარმოსადეგი ვაჟკაცი გამოჩნდა. _ ათოს! _ შეჰყვირა ორივე მუშკეტერმა. _ ათოს! _ გაიმეორა ბატონმა დე ტრევილმაც. _ თქვენ დაგიბარებივართ, ბატონო, _ მიმართა ათოსმა კაპიტანს დასუსტებული, მაგრამ სრულიად დამშვიდებული ხმით. _ თქვენ მკითხულობდით, როგორც ამხანაგებმა გადმომცეს და აი, მეც აქ გახლავართ; მიბრძანეთ, ბატონო! ამ სიტყვების შემდეგ კოხტა სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი ათოსი მოხდენილად ჩამოშორდა კარს და მტკიცე ნაბიჯით შევიდა კაბინეტში. ბატონი დე ტრევილი გულის სიღრმემდე აღგზნებული იყო ასეთი ვაჟკაცობით. იგი სწრაფად გაემართა დაჭრილი ათოსის მისაგებებლად. _ ეს იყო, ამ ბატონებს ვეუბნებოდი, _ მიმართა დე ტრევილმა, _ რომ ვუკრძალავ ჩემს მუშკეტერებს უბრალო საქმისათვის თავის განწირვას, რადგან მამაცი ადამიანები მეტად ძვირფასნი არიან მეფისათვის. ხოლო მეფემ კარგად იცის, რომ მისი მუშკეტერები ყველაზე საუკეთესონი არიან მთელ ქვეყანაში. თქვენი ხელი, ათოს! ბატონმა დე ტრევილმა არ დაუცადა ახლად მოსულის გულთბილ საპასუხო სიტყვებს, ხელი სტაცა ათოსის მარჯვენა ხელს და ისე ღონივრად მოუჭირა, რომ ათოსმა, რომელსაც ყოველთვის შეეძლო თავისი გრძნობის დამოჩილება, ვეღარ გაუძლო ტკივილს, მწარედ გააჟრჟოლა და ფერი უფრო დაკარგა. ძალიან ცდილობდნენ, საიდუმლოდ შეენახათ ათოსის დაჭრის ამბავი, მაგრამ უკვე ყველამ იცოდა, რომ იგი მძიმედ იყო დაშავებული და იმდენად მოულოდნელი იყო იქ მყოფთათვის მისი დანახვა, რომ კაბინეტის კარის მიხურვაც კი დაავიწყდათ. კმაყოფილების გამომხატველმა შეძახილებმა დაფარეს მუშკეტერთა კაპიტნის უკანასკნელი სიტყვები. ორმა თუ სამმა კაცმა ოდნავ ღია კარის ფარდებიც კი გადასწია. ეჭვი არ არის, ბატონი დე ტრევილი სასტიკად შერისხავდა მათ ზრდილობის კანონების დარღვევისათვის, მაგრამ იგრძნო, როგორ შეიკუმშა ათოსის ხელი მის ხელში, შეხედა მას და დაინახა, რომ დაჭრილს გული მისდიოდა. და თუმცა ათოსი შეეცადა, მთელი ძალღონის მოკრებით ტკივილებისათვის როგორმე გაეძლო, მაინც მკვდარივით დაეცა იატაკზე. _ ჩქარა დასტაქარი! _ შეჰყვირა ბატონმა დე ტრევილმა, _ ჩემი ან მეფისა! საუკეთესო დასტაქარი! ჩქარა, თორემ ვეღარ გადავარჩენთ ჩემს გულად ათოსს! ამ ყვირილის გაგონება და მოსაცდელი ოთახიდან ხალხის კაბინეტში შეცვენა ერთი იყო. ისე უცბად მოხდა ყველაფერი ეს, რომ ბატონ დე ტრევილს აზრადაც არ მოსვლია კარის მიხურვა. ყველანი გარს შემოეხვივნენ გულწასულს... მაგრამ ამაოდ ჩაუვლიდათ ეს თანაგრძნობა, რომ ამ დროს სასახლეში დასტაქარი არ აღმოჩენილიყო. მან სასწრაფოდ გააპო ხალხი, ჯერ ისევ გულწასულ ათოსს მივარდა და იმის გამო, რომ ხალხის ყაყანი და მოძრაობა ძალიან უშლიდა, ითხოვა, უპირველეს ყოვლისა, დაჭრილი მეზობელ ოთახში გაეყვანათ.ბატონმა დე ტრევილმა მაშინვე გააღო კარი და გზა უჩვენა არამისს და პორთოსს, რომლებმაც ხელში აიყვანეს თავიანთი ამხანაგი და ოთახიდან გაიყვანეს, ამ ჯგუფს უკან დასტაქარი მისდევდა. ბატონ დე ტრევილის კაბინეტი, რომელშიც, საერთოდ, ერთობ დიდი შიშით და მოწიწებით შედიოდნენ, ახლა მოსაცდელ დარბაზს დამსგავსებოდა, სადაც ყაყანებდნენ და ხმამაღლა ლანძღავდნენ კარდინალსა და მის ჯარისკაცებს. ცოტა ხნის შემდეგ პორთოსი და არამისი დაბრუნდნენ. დაჭრილთან მხოლოდ დასტაქარი და ბატონი დე ტრევილი დარჩნენ. ბოლოს ბატონი დე ტრევილიც გამოჩნდა. ათოსი გონზე მოვიდა. დასტაქარმა განაცხადა, რომ მის მეგობრებს შეეძლოთ გულდამშვიდებით ყოფილიყვნენ, რადგან დაჭრილის მდგომარეობა საშიში არ იყო; მისი ასეთი სისუსტე მხოლოდ ბევრი სისხლის დაკარგვას გამოეწვია. შემდეგ ბატონმა დე ტრევილმა ხელით ანიშნა და კაბინეტიდან ყველანი სწრაფად გავიდნენ გარდა დ'არტანიანისა, რომელსაც არ დავიწყებოდა, რომ მას აუდიენცია ჰქონდა, და გასკონური სიჯიუტით ელოდა ამ წამს. როდესაც ყველანი გავიდნენ, ბატონი დე ტრევილი შემობრძანდა. მის პირდაპირ ყმაწვილი კაცი იდგა, რომელიც მას სრულიად დავიწყებოდა. ათოსის მოსვლამ და იქ მომხდარმა ამბებმა მუშკეტერთა კაპიტანს აზროვნების ძაფი გაუწყვიტეს, მან ჰკითხა, რა საქმეზე იყო მოსული ეს ჯიუტი მთხოვნელი. დ'არტანიანმა მოახსენა თავისი ვინაობა და მასაც მაშინვე გაახსენდა საქმის ნამდვილი ვითარება. _ უკაცრავად, _ უთხრა სიცილით დე ტრევილმა, _ უკაცრავად, ჩემო კარგო თანამემამულევ. წარმოიდგინეთ, სრულიად გადამავიწყდით. რას იზამთ, მუშკეტერთა კაპიტანი იგივე ოჯახის მამაა, მაგრამ მას გაცილებით მეტი პასუხსაგები მოვალეობა აკისრია. ჯარისკაცი იგივე ბავშვია, ოღონდ დიდი ბავშვი, მაგრამ რადგანაც მე იმის ცდაში ვარ, რომ ასრულდეს მეფის ყოველი ბრძანება და განსაკუთრებით კი ბატონი კარდინალისა... დ'არტანიანმა ვერ შეძლო ღიმილის შეკავება. ამ ღიმილმა დაარწმუნა ბატონი დე ტრევილი, რომ საქმე სულელთან არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ შეცვალა საუბრის თემა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. _ მე ძალიან მიყვარდა მამათქვენი, _ უთხრა მან, _ რა შემიძლია გავაკეთო მისი ვაჟისათვის? აჩქარდით, დრო არა მაქვს. _ მოგახსენებთ, ბატონო, _ თქვა დ'არტანიანმა, _ ტარბიდან აქ მოსვლამდე სულ იმას ვფიქრობდი, რომ მამაჩემისადმი იმ მეგობრობის სახელით, რომელიც თქვენ არ დაგვიწყებიათ, მეთხოვა თქვენთვის მუშკეტერის სამოსი. მაგრამ მას შემდეგ, რაც აქ ვნახე ამ ორი საათის განმავლობაში, ცხადად ვხედავ, რომ არაფრით დამიმსახურებია იგი და ღირსი არ გახლავართ ასეთი დიდი ბედნიერებისა. _ მართლაცდა ბედნიერებაა მუშკეტერების რაზმში შესვლა, _ უპასუხა ბატონმა დე ტრევილმა, _ მაგრამ ეს შეიძლება არც ისე მიუწვდომელი იყოს თქვენთვის, როგორც გგონიათ, თუმცა ეს შემთხვევაც გათვალისწინებულია მისი ყოვლადუდიდებულესობის ბრძანებაში და მე, სამწუხაროდ, იძულებული ვარ, გითხრათ, რომ მუშკეტერად მხოლოდ მას ღებულობენ, ვისაც მონაწილეობა მიუღია რამდენიმე ლაშქრობაში და ვაჟკაცობით თავი გამოუჩენია. ან ორი წლის განმავლობაში უმსახურია სხვა რომელიმე რაზმში, ნაკლებად წარჩინებულში, ვიდრე ჩვენია. დ'არტანიანმა აღარა უპასუხა რა. მორჩილად დაუკრა თავი, თუმცა, როდესაც გაიგო, რა ძნელი ყოფილა ამ რაზმში შესვლა, უფრო მეტად მოუნდა მუშკეტერის ტანსაცმლით შემოსვა. _ მაგრამ, _ განაგრძო ბატონმა დე ტრევილმა და თვალი თვალში გაუყარა თავის თანამემამულეს, თითქოს უნდოდა გულის სიღრმეში ჩასწვდომოდა და ამოეკითხა იქ დაფარული სურვილი, _ მაგრამ მამათქვენის სიყვარულით, ჩვენი ძველი მეგობრობის პატივსაცემად, მზადა ვარ, დაგეხმაროთ. არც ძალიან მდიდრები არიან ჩვენი ბეარნელი ახალგაზრდები და არა მგონია, ამ მხრივ შეცვლილიყოს რამე მას შემდეგ, რაც მე წამოვედი. თქვენც ბევრი ფული არ გექნებათ საცხოვრებლად წამოღებული. დ'არტანიანი წელში გაიმართა და ისე გაიჭიმა, თითქოს უსიტყვოდ ეუბნებოდა, მე არავის მოწყალება არა მჭირდებაო. _ ძალიან კარგი, ყმაწვილო, ძალიან კარგი, _ განაგრძო დე ტრევილმა, _ კარგად ვიცნობ გასკონელებს. მე რომ პარიზში ჩამოვედი, ოთხად ოთხი ეკიუ მედო ჯიბეში, მაგრამ ვინმეს რომ გაებედა და ეთქვა, შენ ლუვრის სასახლის ყიდვა არ შეგიძლიაო, მაშინვე ხმალს ვიძრობდი. დ'არტანიანი უფრო გაიჭიმა: ბედის საძიებლად წამოსულს გაყიდული ცხენის წყალობით, ოთხი ეკიუთი მეტი ჰქონდა, ვიდრე დე ტრევილს თავისი კარიერის დაწყებისას. _ მაშ, ასე, _ უთხრა ბატონმა დე ტრევილმა, _ უნდა შეინარჩუნოთ რაც გაქვთ, რაგინდ დიდი თანხაც უნდა იყოს, მაგრამ, ამასთანავე, აუცილებელია ივარჯიშოთ, გაიწვრთნათ ყოველივე იმაში, რაც ყმაწვილი კაცის აზნაურიშვილობას ამტკიცებს. დღესვე მივწერ სამეფო აკადემიის გამგეს და ხვალიდანვე ყოველგვარი ხარჯის გადაუხდელად იქნებით მიღებული. ამ მცირე სამსახურზე ნუ იტყვით უარს. ჩვენი დიდგვაროვანი ყველაზე მდიდარი აზნაურიშვილები ცდილობენ ხოლმე იქ შესვლას და ხშირად მიზანს ვერ აღწევენ. იქ თქვენ შეისწავლით ცხენოსნობას, ფარიკაობას, ცეკვას, იქვე შეიძენთ კარგ ნაცნობებს. ხანდახან ჩემს სანახავადაც გამოივლით და მეტყვით, როგორ მიდის თქვენი საქმე, ან რით შემიძლია დაგეხმაროთ. დ'არტანიანმა ჯერ არა იცოდა რა სასახლის ჩვეულებისა, მაგრამ მაშინვე იგრძნო, რომ ცივად მიიღეს. _ ეჰ, ბატონო! ახლა ვხედავ, რა ძალიან დიდ დანაკლისს წარმოადგენს მამაჩემის მიერ გამოტანებული სარეკომენდაციო წერილის უქონლობა, _ თქვა მან. _ მართლაც! _ წამოიძახა ბატონმა დე ტრევილმა, _ მიკვირს, რომ ასეთ დიდ სავალ გზაზე არ წამოიღეთ სარეკომენდაციო წერილი, ჩვენი ბეარნელების ერთადერთი უებარი წამალი. _ წამოვიღე, ბატონო, და, მადლობა ღმერთს, ღირსეულადაც შედგენილი, _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, _ მაგრამ ვერაგულად მომპარეს. დ'არტანიანი დაწვრილებით მოუყვა მენგში მომხდარ ამბავს და სულ უმცირესი დამახასიათებელი ნიშნებით აღუწერა უცნობი დიდებული. ყველაფერი ეს ისეთი განცდითა და გულწრფელი სიმართლით მოახსენა, რომ აღტაცებაში მოიყვანა ბატონი დე ტრევილი. _ უცნაურია სწორედ, _ წარმოთქვა ჩაფიქრებულმა კაპიტანმა, _ მაშ, თქვენ ხმამაღლა მახსენეთ? _ დიახ, ბატონო. რა თქმა უნდა, დიდი შეცდომა მომივიდა, გაუფრთხილებლობა, მაგრამ რას იზამთ, თქვენი სახელი გზაში ფარის მაგივრობას მიწევდა და თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა ხშირად ვიხმარდი მას. დიდი გასავალი ჰქონდა იმ დროს პირფერობას და ბატონ დე ტრევილსაც ისევე უყვარდა იგი, როგორც მეფესა და კარდინალს. მან ვერ შეიკავა თავი, სახეზე კმაყოფილების ღიმილი მოეფინა, მაგრამ ეს ღიმილი მალევე გაქრა და მენგის ამბავს დაუბრუნდა: _ ერთი მითხარით, იმ აზნაურიშვილს პატარა ჭრილობა ხომ არ ეტყობოდა სახეზე? _ დიახ, თითქოს ტყვიის განაკაწრიაო. _ ლამაზი კაცი იყო? _ დიახ. _ მაღალი ტანისა? _ დიახ. _ ფერმკრთალი სახისა, შავთმიანი? _ დიახ, დიახ, სწორედ ის გახლავთ. როგორ, თქვენ იცნობთ იმ კაცს, ბატონო? ოჰ, თუ როდესმე ვიპოვე და ვიპოვი კიდეც, გეფიცებით, თუნდაც ჯოჯოხეთში დაიმალოს... _ ქალს ელოდებოდა? _ განაგრძო დე ტრევილმა. _ ყოველ შემთხვევაში, მასთან მცირე ხნით საუბრის შემდეგ საჩქაროდ ცხენს მოახტა და გაქუსლა. _ ხომ არ იცით, რაზე ლაპარაკობდნენ? _ მან კოლოფი გადასცა ქალს. უთხრა, რომ კოლოფში იყო საჭირო დარიგებანი და სთხოვა, ლონდონში მისვლამდე არ გაეხსნა. _ ინგლისელი იყო ის ქალი? _ მილედის ეძახდა. _ ის არის! _ წაიჩურჩულა დე ტრევილმა, _ ის არის! მე კი ისევ ბრიუსელში მეგონა. _ ოჰ, ბატონო! _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, _ თუკი იცით, ვინ არის ის კაცი, მიბრძანეთ მისი ვინაობა, სადაურობა და მერე თქვენი აღარა მინდა რა, აღარაფრით შეგაწუხებთ. ოღონდ მისი ჯავრი ამოვიყარო და მუშკეტერობაზედაც უარს ვიტყვი. _ ღმერთმა დაგიფაროთ! _ შეჰყვირა დე ტრევილმა, _ პირიქით, თუ ქუჩაში მომავალი დაინახოთ, თქვენ ქუჩის მეორე მხარეს გადადით! ერიდეთ, ნუ შეეჯახებით მაგისთანა სალ კლდეს, თორემ ისე დაგამსხვრევთ, როგორც პატარა მინას. _ ეგ ვერ შემაჩერებს! ოღონდ კი შევხვდე სადმე!.. _ თქვა დ'არტანიანმა. _ თუკი ჩემს რჩევას ინებებთ, ძებნას ნუ დაუწყებთ იმ კაცს, _ წარმოთქვა დე ტრევილმა. დე ტრევილი უცბად შეჩერდა, ერთმა საეჭვო ფიქრმა გაუელვა თავში და ელდანაკრავივით გაშეშდა. რა იყო ეს საზარელი მძულვარება, რომელსაც ასე დაჟინებით და დაურიდებლად გამოხატავდა ყმაწვილი გასკონელი იმ უცნობისადმი, რომელმაც ვითომ მამის წერილი მოჰპარა? ამ მძულვარებაში ხომ არ იმალებოდა რაიმე ვერაგობა? მისი ყოვლადუწმინდესობის მიერ ხომ არ იყო მოგზავნილი ეს ახალგაზრდა კაცი? მახის დაგებას ხომ არ უპირებდნენ? ეს ყმაწვილი კაცი, რომელიც თავის თავს დ'არტანიანს უწოდებს, საიდუმლო აგენტი ხომ არ არის კარდინალისა, რომელიც სულ იმას ცდილობდა, თავისი კაცი ჰყოლოდა დე ტრევილის სახლში, რათა იქ მისი ნდობა დაემსახურებინა და, ადრე თუ გვიან, მუშკეტერების კაპიტანი დაეღუპა ისე, როგორც ათასი სხვა ჰყავდა დაღუპული? დე ტრევილი ახლა ხელმეორედ, უფრო მეტი დაკვირვებით დააცქერდა ახალგაზრდა გასკონელს. მაგრამ დ'არტანიანის ცოცხალი გონება, ცბიერი სახე და მოჩვენებითი თავმდაბლობა სრულიად არ ამშვიდებდა მას. «ძალიან კარგად ვხედავ, რომ გასკონელია, _ ფიქრობდა დე ტრევილი, _ მაგრამ ხომ შეიძლება გასკონელი კარდინალისაკენ იყოს და არა ჩემკენ? ვნახოთ, გამოვცდი». _ ჩემო მეგობარო, _ მიმართა დ'არტანიანს წყნარად, _ რადგანაც მჯერა წერილის დაკარგვის ამბავი, მინდა ჩემი ძველი მეგობრის შვილს, წეღანდელი ცივად მიღების გამოსასწორებლად, გავანდო ჩვენი პოლიტიკის საიდუმლოება. მომისმინეთ! მეფე და კარდინალი საუკეთესო მეგობრები არიან, მათი გარეგნული უთანხმოება მხოლოდ სულელებს უხვევს თვალს. ამიტომ არ მინდა, ჩემი თანამემამულე, კარგი მხედარი და გულადი ვაჟკაცი, წარმატებისკენ გზის მაძებარი, მოუმზადებლად გაეხვიოს ამ თვალთმაქცობაში, გულწრფელად სჯეროდეს, რასაც დაინახავს და თვალდახუჭული გაებას მახეში ისე, როგორც მრავალი სხვა. კარგად დაუფიქრდით ჩემს მდგომარეობას, მიიღეთ მხედველობაში, რომ მე ერთგულად ვემსახურები ამ ორ ყოვლისშემძლე ბატონს. არასოდეს ჩემს მოქმედებას არა აქვს სხვა მიზანი, თუ არა სამსახური მეფისა და კარდინალისა. ჩვენი კარდინალი უბრწყინვალესია იმ დიდებულ გენიოსთა შორის, რომლებიც კი ოდესმე საფრანგეთს ჰყოლია. მაშ ასე, ახალგაზრდავ, გაითვალისწინეთ ყოველივე ეს და თუ პირადად თქვენი ან თქვენი ოჯახის დამოკიდებულების გამო რაიმე სამდურავი ან მტრობა გაქვთ კარდინალისადმი, რასაც ძალიან ხშირადა ვხედავთ აზნაურებში, გამომეთხოვეთ მეგობრულად და დავცილდეთ ერთმანეთს. დაგეხმარებით ყველაფერში, რაც კი დაგჭირდებათ, ოღონდ მე არ დაგიახლოებთ. იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელობა შემძენს მეგობარს თქვენი სახით, რადგანაც თქვენ პირველი ახალგაზრდა ხართ, რომელსაც ასე გულახდილად ვესაუბრები. დე ტრევილი გულში სულ სხვას ფიქრობდა: «თუ კარდინალმა გამომიგზავნა ეს ახალგაზრდა მელა, რა თქმა უნდა, ეტყოდა კიდეც თავის ჯაშუშს, რომ ჩემი გულის მოგების საუკეთესო საშუალება კარდინალის ლანძღვაგინებაა. მიუხედავად ჩემი სიტყვებისა კარდინალის ერთგულების შესახებ, ეს გაიძვერა მელა ახლავე მიპასუხებს, რომ იგი ვერ იტანს მის ყოვლადუწმინდესობას». მაგრამ ბატონ დე ტრევილს იმედი გაუცრუვდა, მისი მოლოდინის წინააღმდეგ დ'არტანიანმა სრულიად ბუნებრივი უბრალოებით უპასუხა: _ მეც სწორედ მასეთივე განზრახვით გეახელით პარიზს. მამაჩემმა მიბრძანა, არავისთვის დამეთმო, გარდა მეფისა, კარდინალისა და თქვენი, რომლებიც მას საფრანგეთის პირველ პირებად მიაჩნია. როგორც მკითხველიც შეამჩნევდა, მეფეს და კარდინალს დ'არტანიანმა დე ტრევილიც მიუმატა, რადგან, მისი ფიქრით, არაფერს წაახდენდა ასეთი დამატება. _ მე დიდი თაყვანისმცემელი გახლავართ კარდინალისა და დიდი პატივისმცემელი მისი მოღვაწეობისა, _ განაგრძო ახალგაზრდამ. _ თქვენ ბრძანეთ, რომ გულახდილად მელაპარაკებით, მით უკეთესი ჩემთვის, რადგან მეც თქვენი შეხედულებისა ვარ. მაგრამ თუ ეჭვი გაქვთ რამე და უნდობლად მიყურებთ, რაც სრულიად ბუნებრივია, მაშინ წასულია ჩემი საქმე. ვგრძნობ, რომ სიმართლის თქმით თავს ვიღუპავ, მაგრამ მით უარესი, რა გაეწყობა! თქვენი პატივისცემა ხომ შემრჩება და მე ეს უფრო მეტად მიღირს, ვიდრე სხვა ყოველგვარი წარმატება. მეტად გაკვირვებული დარჩა ბატონი დე ტრევილი. ასეთი შორსმჭვრეტელობა, ასეთი გულწრფელობა სათაყვანებელი იყო, თუმც ეჭვს კი საბოლოოდ მაინც ვერ უფანტავდა, რამდენადაც სხვა ყმაწვილკაცებს სჯობდა ეს გასკონელი, იმდენად უფრო საეჭვო ხდებოდა. დე ტრევილმა მაინც ჩამოართვა ხელი და უთხრა: _ პატიოსანი ბიჭი ხართ, მეგობარო, მაგრამ ამჟამად იმის მეტს ვერას დაგეხმარებით, რაც წეღან აღგითქვით. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის. შემდეგში ყოველთვის შეგეძლებათ ჩემთან მოსვლა და ეჭვი არ მეპარება, ადვილად მიაღწევთ თქვენს მიზანსაც. _ უფრო სწორად რომ ვთქვათ, ბატონო, _ შენიშნა დ'არტანიანმა, _ თქვენ გნებავთ ელოდოთ, მანამ რამით დაგიმტკიცებთ, რომ მეც ღირსი გახლავართ მუშკეტერობისა?! ძალიან კარგი, დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, _ დაუმატა გასკონური მოურიდებლობით, _ დიდხანს არ მოგიწევთ ლოდინი. _ თავი დაუკრა და წასვლა დააპირა, თითქოს ახლა ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული. _ მოითმინეთ! _ შეაყენა ბატონმა დე ტრევილმა, _ წერილს დაგპირდით აკადემიის დირექტორთან. ნუთუ იმდენად ამპარტავანი ხართ, რომ ამ წერილის წაღებაზედაც უარს იტყვით? _ არა, ბატონო, მერწმუნეთ, რომ ის ბედი არ ეწევა ამ ბარათს, რაც მამაჩემის წერილს ეწია. თვალისჩინივით გავუფრთხილდები, გეფიცებით, დანიშნულებისამებრ ჩავაბარებ ბატონ დირექტორს. ვაი იმას, ვინც შეეცდება ამ წერილის მოპარვას. ასეთ ბაქიაობაზე ბატონ დე ტრევილს გაეღიმა. დ'არტანიანი ფანჯარასთან დატოვა, სადაც ამ ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ; თვითონ თავის მაგიდასთან მივიდა, დაჯდა და დანაპირები სარეკომენდაციო წერილის წერა დაიწყო. დ'არტანიანი, რომელსაც არაფერი საქმე აღარა ჰქონდა, ფანჯარაზე თითებით მარშს უკრავდა და თან ეზოდან ერთიმეორის მიყოლებით გამოსულ მუშკეტერებს ქუჩის ჩასახვევამდე აყოლებდა თვალს. ბატონი დე ტრევილი წამოდგა, მივიდა დ'არტანიანთან, რომ წერილი მისთვის ჩაებარებინა, მაგრამ სწორედ იმ წამს, როდესაც მან ხელი გაუწოდა გამოსართმევად, დე ტრევილმა შეამჩნია, რომ გასკონელს სისხლი აუვარდა თავში, სიბრაზისაგან წამოწითლდა და კაბინეტიდან ყვირილით გავარდა. _ ეშმაკმა დალახვროს, ახლა კი ვეღარ წამიხვალ! ახლა მე ვიცი! _ ვინ არის, ყმაწვილო, ვინ? _ ჰკითხა ბატონმა დე ტრევილმა. _ ის, ჩემი ქურდი! არამზადა! _ უპასუხა დ'არტანიანმა და მიიმალა. _ რა ეშმაკმა გააგიჟა! _ ჩაიბურტყუნა დე ტრევილმა. _ იქნებ ესეც ხერხი იყო, რომ მარჯვედ გამქცეოდა, რაკი ვერ აასრულა დავალება? IV მხარი ათოსისა, ყაბიწი პორთოსისა და ცხვირსახოცი არამისისა გააფთრებულმა დ'არტანიანმა სამი ნახტომით გადასერა მოსაცდელი ოთახი და ფიქრობდა კიბის ოთხ-ოთხი საფეხური ერთად ჩაერბინა, მაგრამ აქ მოულოდნელად მეორე ოთახიდან გამოსულ მუშკეტერს დახრილი თავი ისე მაგრა დააჯახა მხარში, რომ ამ უკანასკნელმა მწარე ტკივილისაგან უფრო დაიღმუვლა, ვიდრე წამოიყვირა. _ ბოდიშს ვიხდი, _ უთხრა დ'არტანიანმა, რომელსაც უნდოდა განეგრძო გზა. _ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ძალიან მეჩქარება. _ ძლივს მოასწრო ერთი კიბის ჩარბენა, რომ რკინასავით მაგარი ხელი ქამარში სწვდა და შეაყენა. _ ძალიან გეჩქარებათ? _ შეუტია მკვდრისფერდადებულმა მუშკეტერმა, _ ამ საბაბით თავსა მცემთ და ამბობთ: «ბოდიშს ვიხდიო» და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საკმარისია? სრულებითაც არა, ჩემო ახალგაზრდავ! თქვენ გგონიათ, რომ რაკი დღეს ბატონ დე ტრევილისაგან ჩვენი დატუქსვა მოისმინეთ, ყველას შეუძლია ისევე მოგვექცეს, როგორც იგი? სცდებით, მეგობარო, თქვენ ბატონი დე ტრევილი არა ბრძანდებით! დ'არტანიანმა მაშინვე იცნო შინისაკენ მიმავალი ათოსი, რომლისთვისაც დასტაქარს ჭრილობა უკვე შეეხვია. _ გარწმუნებთ, განზრახ არ დაგჯახებივართ, _ წამოიძახა დ'არტანიანმა. _ მე ერთხელ უკვე მოგიხადეთ ბოდიში და ვფიქრობ ეს სავსებით საკმარისია. კიდევ გიმეორებთ და მეტისმეტიც მომდის, პატიოსნებას გეფიცებით, ძალიან მეჩქარება და გთხოვთ გამიშვათ, თორემ მე ჩემსას ვეღარ მივაღწევ. _ ბატონო ჩემო, თქვენ ზრდილობა არა გქონიათ, გეტყობათ, შორიდან ხართ ჩამოსული, _ უთხრა ათოსმა და ხელი გაუშვა. დ'არტანიანს სამი თუ ოთხი საფეხური არც კი ჩაერბინა, რომ ათოსის ამ სიტყვებმა უცბად შეაჩერა. _ ეშმაკმა დალახვროს! რაგინდ შორიდანაც არ უნდა ვიყო ჩამოსული, თქვენ ვერ მასწავლით ზრდილობას. _ იქნებ კიდეც გასწავლოთ! _ მიუგო ათოსმა. _ ოჰ, ასე რომ არ მეჩქარებოდეს, _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, _ და სხვას არ მივდევდე... _ აჩქარებულო ბატონო, ჩემი დევნა არ დაგჭირდებათ, მე ისეც ადვილად გიპოვით. გესმით? _ სად? _ კარმელიტების მონასტერთან. _ რომელ საათზე? _ შუადღისას. _ შუადღისას? ძალიან კარგი, იქ დაგიხვდებით. _ ეცადეთ, არ მალოდინოთ, რადგან თორმეტ საათსა და თხუთმეტ წუთზე მინდა ეგ ყურები დაგაჭრათ. _ კარგით, _ მიაყვირა დ'რტანიანმა, _ იქ ვიქნები, თორმეტს რომ ათი წუთი დააკლდება. მან მოკურცხლა იმ იმედით, რომ იქნება კიდევ დასწეოდა უცნობს, რომელიც ისე ნელი ნაბიჯით მიდიოდა, დიდი გზა არ უნდა ჰქონოდა გავლილი. მაგრამ ქუჩის ჭიშკართან პორთოსი იდგა და გუშაგს ესაუბრებოდა. სწორედ ერთი კაცის გასასვლელი მანძილი იყო დარჩენილი მოსაუბრეთა შორის. დ'არტანიანის ფიქრით, ეს ფართობი მისთვის საკმარისი იქნებოდა, და მათკენ ისრის სისწრაფით გაექანა, ის იყო, უნდა გამძვრალიყო, რომ ქარმა პორთოსის წამოსასხამი ააფრიალა და ჩვენი გასკონელი შიგ გაეხვია. ცხადია, პორთოსმა რაღაც მოსაზრებით ქარს და დ'არტანიანს არ დაანება თავისი ჩაცუმლობის ეს უმთავრესი ნაწილი. იმის მაგივრად, რომ ხელი გაეშვა წამოსასხამის კალთისათვის, მან თავისკენ ისე მიიზიდა, რომ დ'არტანიანი მთლიანად ხავერდის წამოსასხამში გაეხვია. დ'არტანიანი ისმენდა მუშკეტერის ლანძღვა-გინებას, უნდოდა როგორმე გამომძვრალიყო წამოსასხამიდან, რომელიც თვალებზე ეფარებოდა, გზას ნაკეცებში ეძებდა და ცდილობდა ისე გამოსულიყო, რომ არ შეხებოდა იმ ოქროს ყაბიწს, რომელსაც ჩვენ უკვე ვიცნობთ. მაგრამ, როდესაც თვალი გაახილა, დაინახა, რომ ცხვირი პორთოსის მხრებშუა, სწორედ იმ ყაბიწზე მიებჯინა, რომელსაც ასე უფრთხილდებოდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ისევე როგორც მრავალ ნივთს ჩვენს ცხოვრებაში, მხოლოდ გარეგნული ბრწყინვალება აქვს, ამ ყაბიწსაც წინა ნაწილი ჰქონდა ოქროთი ამოქარგული, ხოლო უკან კამეჩის ტყავი იყო. პორთოსს საშუალება არა ჰქონდა ძვირფასი ყაბიწის შეძენისა, და იძულებული იყო, მოსაჩვენებლად მხოლოდ წინიდან მოექარგვინებინა ოქროს ძაფებით. ახლა ალბათ მიხვდა მკითხველი, რად სჭირდებოდა პორთოსს ავადმყოფობის მოგონება და სიცხიან დღეში წამოსასხამის ტარება. _ აი, გაგიწყრა ღმერთი! _ შეჰყვირა პორთოსმა და თან ცდილობდა, როგორმე მოეშორებინა დ'არტანიანი, რომელიც ახლა ხელებს მის ბეჭებზე აფათურებდა, _ ცოფიანი ხომ არა ხართ? _ მაპატიეთ! _ უთხრა დ'არტანიანმა და ბუმბერაზის მხარს ქვეშიდან გამოყო თავი, _ ძალიან მეჩქარება... ერთ კაცს მივდევ და... _ როდესაც ჩქარობთ, შემთხვევით, შინ ხომ არ გრჩებათ თვალები? _ შეეკითხა პორთოსი. _ არა, _ უპასუხა უკვე წყენით დ'არტანიანმა, _ ჩემი თვალების წყალობით იმასაც კი ვხედავ, რასაც სხვები ვერა ხედავენ. მიხვდა თუ არა პორთოსი, რის თქმასაც უბედავდა ყმაწვილი კაცი, არავინ იცის, მაგრამ გაბრაზდა კი. _ გაფრთხილებთ, ბატონო, ნურც აგრე ეხახუნებით მუშკეტერებს, თორემ ტყავგამძვრალი დარჩებით. _ ტყავგამძვრალიო? მეტისმეტად მკაცი სიტყვა იხმარეთ, ბატონო ჩემო, _ უპასუხა დ'არტანიანმა. _ ეს გახლავთ საკადრისი სიტყვა იმ კაცისათვის, რომელიც დაურიდებლად თვალებში შესცქერის თავის მტერს. _ თქვენ კი, ძალიან კარგად ვიცი, რომ ზურგს არ უჩვენებთ ხოლმე... თქვენებს. თავისი მოსწრებული სიტყვით აღფრთოვანებული დ'არტანიანი ხარხარით გაუდგა გზას. პორთოსს ცოფი მოერია და დ'არტანიანის დასაჭერად წაიწია. _ მერე იყოს, ბატონო, მერე! _ შემოჰყვირა გასკონელმა, _ როდესაც წამოსასხამი თან აღარ გექნებათ! _ მაშ, პირველ საათზე, ლუქსემბურგის სასახლის უკან. _ ძალიან კარგი, პირველ საათზე, _ მიაძახა დ'არტანიანმა და მეორე ქუჩაზე ჩაუხვია. მაგრამ უცნობი არსად ჩანდა, არც იმ ქუჩაზე, რომელიც გასკონელმა ჩაიარა, და არც იმაზე, რომელსაც გასცქეროდა. უკვე სადღაც მიმალულიყო. დ'არტანიანი შეეცადა, შემხვედრი მგზავრებისაგან გაეგო მისი გზა-კვალი, მაგრამ ამაოდ; ბორნამდე ჩავიდა. შემდეგ სენისა და წითელი ჯვრის ქუჩები ამოიარა, მაგრამ წერილის ქურდის კვალიც კი ვეღარსად ნახა. კიდევ კარგი, რომ ამ მოძრაობას მისთვის სარგებლობა მოჰქონდა: რამდენადაც მეტად სდიოდა ოფლი სიარულში, იმდენად მეტად უცივდებოდა და უმშვიდდებოდა გული. იმ დღეს მრავალი რამ გადახდა თავს დ'არტანიანს. დღე ავბედითად დაიწყო. ჯერ დილის თორმეტი საათიც კი არ იყო და უკვე ბატონი დე ტრევილიც მომდურებული ჰყავდა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, უზრდელობად და უმადურობად ჩაუთვლიდა დ'არტანიანს ასე უცნაურად გამოქცევას. გარდა ამისა, ორი კარგი დუელი მოელოდა ისეთ ვაჟკაცებთან, რომლებთაც სამ-სამი დ'არტანიანიც არ ეყოფოდათ; დუელი მუშკეტერებთან, რომლებიც გრძნობით ყველა მოკვდავ ადამიანზე მაღლა იდგნენ მისი ფიქრით, და რომელთა მიმართ იგი უსაზღვრო პატივისცემით იყო გამსჭვალული. სამწუხარო იყო ეს მდგომარეობა. დარწმუნებული გახლდათ, რომ ათოსის ხელით მოკვდებოდა, ამიტომ პორთოსზე აღარც ფიქრობდა, მაგრამ მოგეხსენებათ, იმედი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არა ტოვებს ადამიანის გულს. დ'არტანიანიც ამ იმედს ემყარებოდა. ფიქრობდა, შეიძლება მძიმედ დამჭრან ამ ორ დუელში, მაგრამ ცოცხალი მაინც გადავრჩეო, და თავისი მომავალი ცხოვრების კეთილად მოსაწყობად მკაცრად უსაყვედურა თავს: _ რა თავქარიანი და ხეპრე ვარ! არა, თავისი ჭრილობა არ ეყოფოდა იმ საწყალ ათოსს, რომ მეც არ მიმემატებინა? კაცი მხარშია დაჭრილი და მეც ცხვარივით ვაძგერე ჩემი კინკრიხო. სწორედ საკვირველია, რომ მაშინვე ხმალი არ იძრო და იქვე არ მომკლა. ისეთი მწარე ტკივილი მივაყენე, რომ ამის სრული უფლება ჰქონდა. რაც შეეხება პორთოსს, ჰო, ბატონ პორთოსს, აქ საქმე უფრო სასაცილოა, ვიდრე საწყენი. _ თავისდა უნებურად სიცილი წასკდა დ'არტანიანს. იცინოდა და თან აქეთ-იქით იყურებოდა, რომ საწყენად ან დამცინავად არ სჩვენებოდა ვისმე მისი განმარტოებული მხიარულება. _ რაც შეეხება პორთოსს, _ განაგრძო მან, _ მართლაც რომ სასაცილო შეტაკება გვქონდა. არა, ნამდვილი თავქარიანი ვარ! გიჟი უნდა იყოს კაცი, რომ ასე მოულოდნელად, ხმის ამოუღებლად ეცეს ადამიანს, წამოსასხამის ქვეშ შეუძვრეს და სინჯვა დაუწყოს, როგორი წამოსასხამი აქვს მოსხმული. ბოდიშს მოვიხდიდი და მშვიდობიანად ჩამივლიდა ყველაფერი, გადაკვრით ის ოხერი ყაბიწი რომ არ მეხსენებინა. არა, რა მეხუმრებოდა, ნამდვილი დაწყევლილი გასკონელი ვარ! მე მგონია, ჯოჯოხეთის კოცონშიც არ დავიშლი ლაზღანდარობას. _ ეეჰ, დ'არტანიან, ჩემო გულითადო მეგობარო, _ მიმართა ალერსით თავის თავს, _ ამ ხიფათს თუ გადაურჩი, რაც ყოვლად შეუძლებლად უნდა მიგაჩნდეს, ეცადე, მომავლისათვის უმწიკვლო ზრდილობა შეიძინო და ამიერიდან შენი ყოფაქცევით მთელი ქვეყნისთვის სამაგალითო გახდე. თავაზიანი და ზრდილი კაცი განა ლაჩარია? აბა, არამისს გადახედე: ლმობიერებისა და ზრდილობის განსახიერებაა, მაგრამ განა სწორი იქნებოდა, მისთვის ვინმეს მხდალი ეწოდებინა? არასოდეს! დღეიდან მეც ყველაფერში არამისს მივბაძავ. ოჰო! აგერ, არამისიც აქ ყოფილა. თავისი მონოლოგით დამტკბარი დ'არტანიანი მიუახლოვდა დ'ეგილონის სასტუმროს, რომლის წინ არამისი მხიარულად ელაპარაკებოდა მეფის სამ მუშკეტერს. თავის მხრივ, არამისმაც დაინახა დ'არტანიანი. მაგრამ მას არ დავიწყებოდა, რომ სწორედ ამ ყმაწვილი კაცის თანდასწრებით გაუბრაზდა ბატონი დე ტრევილი, და ამიტომ სრულებით არ ესიამოვნა მათი გაკიცხვის მოწმის დანახვა. არამისმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერ შეამჩნია იგი. ჩვენი ყმაწვილი გასკონელი კი, აღტაცებული თავისი გადაწყვეტილებით, რომ ყველას მიმართ თავაზიანი ყოფილიყო, მოსაუბრეებს მიუახლოვდა და ტკბილი ღიმილით თავმდაბალი სალამი მისცა. არამისმა თავი ოდნავ დაუკრა, მაგრამ ღიმილი კი არ აღირსა და ოთხივემ მყისვე შეწყვიტა საუბარი. არც ისეთი სულელი იყო დ'არტანიანი, რომ არ შეემჩნია, რამდენად ზედმეტი იყო ის იქ, მაგრამ დიდებული წრეების ზნე-ჩვეულებებში ჯერ კიდევ გაუწვრთნელმა ვერ შეძლო მოხერხებულად გამოსულიყო ამ მძიმე მდგომარეობიდან, ისევე როგორც უცხო წრეში მოხვედრილმა ადამიანმა, ჩარეულმა იმ ბაასში, რომელიც მას სრულიად არ ეხება. დ'არტანიანი გამოსავალს ეძებდა. სწორედ ამ დროს დაინახა არამისის ჯიბიდან ამოვარდნილი ცხვირსახოცი, რომელსაც მუშკეტერმა თავისდა შეუმჩნევლად ფეხი დაადგა. შესაფერ შემთხვევად ეჩვენა ჩვენს გასკონელს, გამოესწორებინა თავისი შეცდომა: დაიხარა, ზრდილობიანად გამოაცალა მუშკეტერს ფეხის ქვეშიდან ცხვირსახოცი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ფეხს აჭერდა, არ უნდოდა დაენებებინა იგი. დ'არტანიანმა ცხვირსახოცი მიაწოდა და უთხრა: _ მე მგონი, ბატონო, ძალიან შეგაწუხებდათ ამ ცხვირსახოცის დაკარგვა. მართლაც ძვირფასი რამ იყო ეს ცხვირსახოცი ერთ კუთხეში საგანგებოდ ამოქარგული გვირგვინითა და გერბით. დ'არტანიანის სიტყვებზე არამისი გაწითლდა, სისხლი აუვარდა თავში და გამორთმევის ნაცვლად ხელიდან გამოჰგლიჯა მიწოდებული ცხვირსახოცი. _ ოჰო, ოჰო! _ შეჰყვირა ერთმა რაზმელმა, _ მორცხვო სალუქო არამის, ახლაც იტყვი, შემომწყრალია ჩემზე დე ბუა-ტრასიო, მაშინ როდესაც ის მომხიბლავი ქალბატონი თავისი ცხვირსახოცით გიმშვენებს ჯიბეს? არამისმა ისეთი თვალით გადახედა დ'არტანიანს, უსიტყვოდ აგრძნობინებდა ადამიანს, ჩემი სახით მოსისხლე მტერი შეიძინეო, მერე თავისებურად მოიკატუნა თავი და თქვა: _ ცდებით, ბატონებო, ეს ცხვირსახოცი ჩემი არ არის და ვერ გამიგია, რად დასჭირდა ამ ყმაწვილს, ჩემთვის შემოეთავაზებინა და არა ერთ-ერთი თქვენგანისთვის? ამ სიტყვების დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ მე ჯიბეში მიდევს ჩემი. _ თქვა ესა და მაშინვე თავისი ცხვირსახოცი ამოიღო, ისიც ძალიან კოხტა, წმინდა ბატისტისა, თუმცა მეტად ძვირად ფასობდა იმ დროს ბატისტი. არამისის ცხვირსახოცი არც მოქარგული იყო, არც გერბი ჰქონდა, მარტო მისი მფლობელის სახელისა და გვარის მთავარი ასოები ამშვენებდა. ამჯერად დ'არტანიანმა ხმა აღარ ამოიღო, მიხვდა თავის შეცდომას. არამისმა ვერ დაარწმუნა თავის სიმართლეში მეგობრები. ერთმა მათგანმა მოჩვენებითი სიდარბაისლით მიმართა ყმაწვილ მუშკეტერს: _ თუ ეს ასეა, როგორც შენ ამბობ, იძულებული ვიქნები, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ეგ ცხვირსახოცი მოგთხოვო. კარგად იცი, რომ ბუა-ტრასი ჩემი გულითადი მეგობარია და არ მინდა, გამარჯვების ნადავლად აქვეყნებდნენ ცოლის ნივთებს. _ ცუდადა მთხოვ მაგას! _ უთხრა არამისმა, _ თუმცა მწამს სიმართლე შენი წინადადებისა, მე მაინც უარს გეტყვი, რადგან უვარგისი იყო შენი თხოვნის ფორმა. _ თუ მართალი გნებავთ, _ გაბედა დ'არტანიანმა ბაასში ჩარევა, _მე არ დამინახავს, რომ ბატონ არამისის ჯიბიდან გადმოვარდნილიყოს ცხვირსახოცი, ბატონ არამისს ზედ ფეხი ედგა და მეგონა, მისი იყო. _ ძალიანაც შეცდით, ბატონო, _ ცივად უპასუხა არამისმა, ამ ბოდიშით ნაკლებად ნასიამოვნებმა. შემდეგ იმ მუშკეტერისკენ შეტრიალდა, რომელმაც თავი დე ბუა-ტრასის მეგობრად დაასახელა, და განაგრძო: _ დე ბუა-ტრასი ჩემი მეგობარიც გახლავთ, ჩემო კარგო, მეც არანაკლებ ერთგული ვარ მისი. ცხადია, შენი ჯიბიდანაც ისევე შეიძლებოდა გადმოვარდნილიყო ცხვირსახოცი, როგორც ჩემიდან. _ არა, გეფიცები პატიოსნებას! _ შეჰყვირა მეფის რაზმელმა. _ შენ შენს პატიოსნებას ფიცავ, მე ჩემსას. მაშასადამე, ტყუილის მთქმელი ერთი ჩვენგანი უნდა იყოს. მოდით, ჩემო მონტარან, უკეთ გავარიგოთ საქმე. შუაზე გავიყოთ ეს ცხვირსახოცი. _ გავხიოთ ცხვირსახოცი? _ დიახ. _ ძალიან კარგი, _ შეჰყვირა ორმა რაზმელმა, _ სოლომონ ბრძენის მსჯავრია სწორედ! სიბრძნის სალარო ხარ, არამის. ყმაწვილებმა სიცილი დაიწყეს და, როგორც ჩანს, ავი არაფერი უნდა მოჰყოლოდა ამ შემთხვევას. რამდენიმე წუთის შემდეგ ბაასი გათავდა. გულითადად, ხელის ჩამორთმევით გამოეთხოვნენ ერთმანეთს რაზმელები და მუშკეტერი. სამივე თავის გზას გაუდგა სხვადასხვა მიმართულებით. «სწორედ კარგი შემთხვევა მეძლევა ამ პატიოსან კაცთან ბოდიშის მოსახდელად», _ ფიქრობდა დ'არტანიანი, რომელიც ბაასის დასასრულს ცოტა მოშორებით გამდგარიყო. ამ კეთილი გრძნობით მივიდა არამისთან. ის კი ისე მიდიოდა, თითქოს ვერა ხედავდა. _ უკაცრავად, ბატონო, _ უთხრა დ'არტანიანმა, _ იმედი მაქვს, მაპატიებთ... _ ოო! ბატონო, _ შეაწყვეტინა არამისმა, _ ამ შემთხვევაში თქვენი მოქმედება არ შეეფერებოდა პატიოსანი კაცის საქციელს. _ რაო, რაო? _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, _ თქვენ გგონიათ, რომ... _ მე მგონია, ბატონო, თქვენ ხეპრე არა ხართ და კარგად იცით, თუმც გასკონიიდან ბრძანდებით, რომ ფეხით არა თელავენ ცხვირსახოცს, თუ ამას გარემოება არ მოითხოვს. ბატისტით მოფენილი ხომ არა გგონიათ პარიზი? _ ცდებით, ბატონო, ტყუილად ცდილობთ ჩემს დამცირებას, _ მიუგო დ'არტანიანმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ფიცხი ხასიათი უკვე ავიწყებდა წეღან მიღებულ ზრდილობისა და მშვიდობიანობის აღთქმას. _ გასკონელი ვარ, მართალია, და რადგან ეს უჩემოდაც გცოდნიათ, რაღა საჭიროა მოგაგონოთ, რომ დიდ მოთმინებას ვერ დაიკვეხნიან გასკონელები: ისინი რაკი ბოდიშს მოიხდიან ვინმესთან, თუნდა რაიმე სისულელის გამოც, დარწმუნებულნი არიან, რომ უკვე იმაზე მეტი ჩაიდინეს, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა. _ მე, ბატონო, იმიტომ კი არ გეუბნებით მაგას, რომ ჩხუბი მინდოდეს თქვენთან, _ უპასუხა არამისმა, _ მადლობა ღმერთს, ჩხუბის მოყვარე არა ვარ, და თუ მუშკეტერი ვარ, ისიც მხოლოდ დროებით. თუ ბრძოლაზე მივიდა საქმე, ვიბრძვი, როდესაც სხვა გამოსავალი არა მაქვს, ისიც დიდი ზიზღით. დღევანდელი შემთხვევა კი მეტად მნიშვნელოვანია. თქვენ თავი მოსჭერით პატიოსან ქალს. _ ესე იგი, ჩემი მიზეზით? _ შეჰყვირა დ'არტანიანმა. _ რა ღმერთი გაგიწყრათ, რომ მე გამომიწოდეთ ის ცხვირსახოცი? _ თქვენ რაღა ღმერთი გაგიწყრათ, რომ ჯიბიდან ამოაგდეთ? _ მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ ჩემი ჯიბიდან არ ამოვარდნილა. _ ჰოდა, ორჯერ თქვით ტყუილი, ჩემო ბატონო. ჩემი თვალით დავინახე, რომ ის ცხვირსახოცი თქვენი ჯიბიდან ამოვარდა. _ ოჰო! მაშ, მაგ ტონით მელაპარაკებით, ბატონო გასკონელო? ძალიან კარგი! მე თქვენ გასწავლით ჭკუას! _ მე კი თქვენს მონასტერში დაგაბრუნებთ, ბატონო მღვდელო! მოემზადეთ ბრძოლისათვის! აბა, ამოიღეთ ხმალი! _ არა, აქ არა, ჩემო გმირთაგმირო, აქ არა. ნუთუ იმასაც კი ვერა ხედავთ, რომ კარდინალის ერთგული მონებით გარშემორტყმულ დე'გილონის სასახლესთანა ვართ. ვინ დამარწმუნებს, რომ მისმა ყოვლადუწმინდესობამ არ დაგავალათ, არამისის თავი მომართვიო. მე კი ძალიან მიყვარს ჩემი თავი, საშინლად მიყვარს. ვფიქრობ, იგი ძალიან ამშვენებს ჩემს მხრებს. მაშ ასე, გადაწყვეტილი მაქვს თქვენი მოკვლა, ამ მხრივ დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, მაგრამ მინდა მოგკლათ ტკბილად, შემოღობილ, დახურულ ადგილას, ისე, რომ იქ არავინ იყოს. _ ძალიან კარგი, ჩემო ბატონო! ოღონდ ნურც ასე იმედიანად იქნებით. წაიღეთ ეგ ცხვირსახოცი, თქვენი თუ სხვისი საკუთრება, იქნება გაგიღიმოთ ბედმა და ერთხელ კიდევ გამოიყენოთ. _ გასკონელი ბრძანდებით, ბატონო? _ ჰკითხა არამისმა დაცინვით. - დიახ, გასკონელი გახლავართ და გასკონელები სიფრთხილის გამო არ გადასდებენ დუელს. _ სიფრთხილე, ბატონო, სათნოებაა, საკმარისად უსარგებლო _ მუშკეტერებისათვის, მაგრამ აუცილებელი _ სამღვდელოებისათვის. და ვინაიდან მე მხოლოდ დროებითა ვარ მუშკეტერი, მინდა, ფრთხილად ვიყო. მექნება პატივი, ორ საათზე გნახოთ ბატონ დე ტრევილის სასახლეში და მიყრუებულ ადგილსაც იქ ამოვირჩევთ. ყმაწვილმა კაცებმა ერთმანეთს თავი დაუკრეს. არამისი ლუქსემბურგის სასახლისკენ წავიდა. დ'არტანიანმა შეამჩნია, რომ დანიშნული დრო ახლოვდებოდა და გეზი კარმელისტების მონასტრისკენ აიღო. მიდიოდა და თან თავში ერთი ფიქრი უტრიალებდა: გათავებულია, მე უკან ვეღარ დავბრუნდები, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ მუშკეტერის ხელით ვკვდებიო. V მეფის მუშკეტერები და კარდინალის რაზმელები დ'არტანიანი არავის იცნობდა პარიზში, ამიტომ მარტოდმარტო, უსეკუნდანტოდ წავიდა ათოსთან შესახვედრად. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ იმას დასჯერდებოდა, ვისაც მისი მოპირდაპირე მოიყვანდა. გარდა ამისა, ფიქრობდა, ბოდიში მოეხადა მამაცი მუშკეტერის წინაშე, ისე, რომ თავი არ დაემცირებინა. გასკონელი შიშობდა, ამ დუელსაც ისეთივე არასასიამოვნო შედეგი არ მოჰყოლოდა, როგორც მთავრდება ბრძოლა ძალღონით აღსავსე ახალგაზრდისა დაჭრილ, მისუსტებულ მოპირდაპირესთან. თუ დამარცხდება, მტერი ორმაგად გამარჯვებული იქნება, თუ გაიმარჯვებს, მტრის სისუსტით სარგებლობას და ყალბ ვაჟკაცობას დასწამებენ. ერთი სიტყვით, ან ცუდად გამოვხატეთ ფათერაკების მაძიებელი ჩვენი გმირის ხასიათი, ან, როგორც უკვე შეამჩნევდა მკითხველი, ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო დ'არტანიანი. მიუხედავად ამისა, რომ თავისთვის ჩუმად იმეორებდა, აუცილებლად უნდა დავიღუპოო, მაინც არა და არ უნდოდა დამორჩილებოდა ამ აზრს, როგორც ამას სხვა მის მდგომარეობაში მყოფი ნაკლებად გულადი ადამიანი შეეგუებოდა. ჩვენი გმირი ჩაუფიქრდა იმ პირთა განსხვავებულ ხასიათებს, რომლებსაც ამ დღეს უნდა შებრძოლებოდა, და უფრო ცხადად წარმოუდგა თავისი მდგომარეობა. იმედი ჰქონდა, ათოსის წინაშე ღირსეული ბოდიშის მოხდის შემდეგ, ეს მუშკეტერი, რომლის დიდებული იერი და მკაცრი სახე მეტად მოსწონდა, მეგობრად გაიხდიდა მას. პორთოსზე ეცინებოდა. თუ არ მომკლა, მე რომ იმ ყალბი ყაბიწის ამბავი შევალამაზო და ქვეყანას მოვდო, სირცხვილად მარტო ეს ეყოფაო... რაც შეეხება არამისს, ძალიან არც მისი ეშინოდა, დარწმუნებული იყო, მას ადვილად გაისტუმრებდა საიქიოს. ან არადა, ცხვირ-პირში დაჰკრავდა ხმალს, რითაც საუკუნოდ დაუსახიჩრებდა იმ ლამაზ სახეს, რომლითაც ასე მოსწონდა თავი. ურყევი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული დ'არტანიანს, მაგრად ჩაბეჭდოდა გულში მამის დარიგება: «არავის არასოდეს არაფერი დაუთმო, გარდა მეფისა, კარდინალისა და ბატონ ტე ტრევილისაო». ამიტომ იგი კი არ მიდიოდა, მიფრინავდა კარმელისტების მონასტრისაკენ. ეს იყო უცნაური, უფანჯრო შენობა, ხრიოკი მინდვრით გარშემორტყმული. ამ მონასტერთან ებრძოდნენ ერთმანეთს მოპირდაპირენი, როდესაც დრო არა ჰქონდათ სხვა, უფრო მიყრუებული ადგილის საძებნელად. უკვე შუადღე იყო, როდესაც დ'არტანიანმა ამ ხრიოკ მინდორს მიაღწია. ათოსი უკვე იქ დახვდა. სულ ხუთი წუთის მოსული თუ იქნებოდა. დ'არტანიანი ისე ზუსტად გამოცხადდა, რომ დუელის წესების მკაცრი დამცველიც ვერას უსაყვედურებდა. ათოსს ისევ ძალიან აწუხებდა ჭრილობა, თუმცა ხელმეორედ შეეხვია ბატონ დე ტრევილის დასტაქარს. ქვაზე ჩამომჯდარი დამშვიდებული, ჩვეული ღირსებით აღსავსე იერით მოელოდა თავის მოპირდაპირეს. დ'არტანიანის დანახვაზე ზრდილობიანად წამოდგა და მის შესახვედრად წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. გასკონელიც, თავის მხრივ, არ ჩამორჩა მოწინააღმდეგეს, ქუდი მოიხადა და თავაზიანად მიესალმა. _ ბატონო ჩემო, _ უთხრა ათოსმა, _ ჩემ ორ მეგობარს ვაცნობე, რომ დამჭირდებოდა მათი სეკუნდანტობა, მაგრამ ჯერ არსადა ჩანან, მიკვირს, რომ იგვიანებენ. მათ ეს არ სჩვევიათ. _ მე, ბატონო, სეკუნდანტიც არა მყავს, _ უთხრა დ'არტანიანმა, _ გუშინ ჩამოვედი პარიზს, მამაჩემმა გამომგზავნა თავისი ახალგაზრდობის მეგობარ ბატონ დე ტრევილთან და მის გარდა არავის ვიცნობ. ათოსი ერთ წამს ჩაფიქრდა. _ მაშ, ბატონ დე ტრევილის მეტს არავის იცნობთ? _ დიახ, ბატონო, ბატონ დე ტრევილის მეტს არავის. _ ესეც უბედურება, _ განაგრძო დაბალი ხმით ათოსმა ისე, თითქოს თავის თავს და, ამავე დროს, დ'არტანიანსაც ელაპარაკებაო, _ უბედურებაა სწორედ: მე რომ თქვენ მოგკლათ, ბავშვების მჭამელის სახელი გამივარდება. _ სრულებითაც არა, ბატონო, _ მიუგო დ'არტანიანმა და თან ღირსეულად ჩაღუნა თავი, _ სრულებითაც არა, პირიქით, თქვენ პატივი დამდეთ, დაჭრილი შემებრძოლოთ. ეს ჭრილობა ძალიან უნდა გაწუხებდეთ! _ გეფიცებით, ძალიან მაწუხებს და უნდა გამოგიტყდეთ, თქვენ უფრო მეტად გამიმწვავეთ ეს ტკივილი. თუმცა არაფერია, ასეთ შემთხვევაში ჩვეულებად მაქვს მარცხენა ხელის გამოყენება. არ იფიქროთ, რომ სუსტად დაგიხვდებით. ორივე ხელით ერთნაირად ვიბრძვი და თუ მართალი გნებავთ, უპირატესობაც მექნება, ცაცია მტერი ძალიან საშიშია მათთვის, ვინც ასეთი ბრძოლისათვის მოუმზადებელია. ვნანობ, მაშინვე ვერ გაცნობეთ ეს გარემოება. _ ისეთი რაინდული პატიოსნებით მექცევით, რომ არ ვიცი, რა სიტყვით გადაგიხადოთ მადლობა, _ უთხრა დ'არტანიანმა და ერთხელ კიდევ დაუკრა თავი. _ აბა, რას ბრძანებთ, რის მადლობა? _ მიუგო ათოსმა თავისი ჩვეული დიდებული იერით, _ მოდით, სხვა, თქვენთვის სასიამოვნო რამეზე ვისაუბროთ. ოჰ, დალახვროს ეშმაკმა, რომ იცოდეთ, როგორი ტკივილი მომაყენეთ. ცეცხლი მიკიდია მხარში! _ ნებას რომ მომცემდეთ... _ უთხრა მოკრძალებით დ'არტანიანმა. _ რის ნებას? _ მალამო მაქვს ჭრილობის განსაკურნავი, დედაჩემმა მასწავლა... უებარი წამალი გახლავთ, ჩემს თავზე გამოვცადე. _ მერე? _ მერე, ბატონო, დარწმუნებული ვარ, ჩემი მალამო სამ დღეში გაგიმთელებთ მხარს და... სამი დღის შემდეგ, როდესაც განკურნებული იქნებით... დიდი სიამოვნებით გეახლებით, სადაც მიბრძანებთ. _ დ'არტანიანის მიერ ბუნებრივად წარმოთქმული ეს სიტყვები თვალსაჩინოს ხდიდა მის ადამიანობას და არაფრით ჩრდილავდა მის ვაჟკაცობას. _ პატიოსნებას გეფიცებით, ბატონო, ეს წინადადება ძალიან მომწონს, მაგრამ არა იმიტომ, თითქოს ვღებულობდე მას, არა! მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენში პატიოსან დიდებულსა ვხედავ. ასე იქცეოდნენ და მსჯელობდნენ კარლოს დიდის დროის რაინდები. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, დიდებული იმპერატორის ეპოქაში აღარა ვართ. ჩვენ ბატონ კარდინალის დროს მოგვიხდა ცხოვრება და დღეიდან სამი დღის განმავლობაში ძალიან საიდუმლოდაც რომ შევინახოთ ჩვენი შებრძოლების სურვილი, ქვეყანა მაინც გაიგებს და ყოველმხრივ შეეცდებიან, ჩაგვიშალონ ეს შეხვედრა... რა ვქნა, რა დაემართათ იმ მოყიალეებს, რატომ არსად ჩანან? _ თქვა ათოსმა. _ თუ საქმე გაქვთ რამე, ბატონო, _ უთხრა დ'არტანიანმა ისეთივე მორიდებით, როგორითაც წეღან სამი დღით დუელის გადადება შესთავაზა, _ თუ გეჩქარებათ და სურვილი გაქვთ, ამწამსვე გამისტუმროთ იმქვეყანას, ძალიან დამავალებთ, თუ არ მომერიდებით... _ აი, კიდევ მოსაწონი სიტყვა, _ წამოიძახა აღტაცებით ათოსმა და კოხტად დაუკრა თავი დ'არტანიანს, _ სიტყვა, რომელსაც გონიერი კაცი იტყვის და არა თავქარიანი. ძალიან მიყვარს თქვენი წრთობის კაცი, ვგრძნობ, თუ დღეს ერთმანეთი არ ამოვხოცეთ, შემდეგში სწორედ სასიამოვნო იქნება თქვენთან ბაასი. დავუცადოთ ჩემს სეკუნდანტებს, მე საჩქარო არა მაქვს რა და ჩვენი ბრძოლაც წესიერად მოხდება. მაგრამ, აგერ, ერთი მათგანი მოდის! მართლაც, ვოჟირარის ქუჩის ბოლოში გამოჩნდა პორთოსის ვეება ფიგურა. _ როგორ?! _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, _ თქვენი პირველი სეკუნდანტი ბატონი პორთოსია? _ დიახ, რაო? საწინააღმდეგო ხომ არა გაქვთ რა? _ არა, ბატონო, არა. _ აგერ, მეორეც მოდის. დ'არტანიანი იქით მიბრუნდა, საითაც ათოსმა მიუთითა, და არამისი იცნო. _ როგორ?! _ შეჰყვირა უფრო მეტი გაკვირვებით, ვიდრე პირველად, _ თქვენი მეორე სეკუნდანტი ბატონი არამისი გახლავთ? _ ცხადია, განა არ იცით? ჩვენ უერთმანეთოდ ვერსადა გვნახავთ, მუშკეტერებში, მეფის რაზმელებში, სასახლეში, ქალაქში ყველა გვიცნობს ამ სახელით: ათოსი, პორთოსი და არამისი, ანუ სამნი განუყრელნი! მაგრამ თქვენ, მგონი, დამასკოდან მოდიხართ ან პოდან... _ ტარბიდან, _ გაუსწორა დ'არტანიანმა. _ გეპატიებათ, არ იცოდეთ ეს წვრილმანი. _ ძალიან სახელები გქონიათ, ბატონო ჩემო, _ უთხრა დ'არტანიანმა. ამასობაში პორთოსიც მოვიდა. მას ყაბიწი გამოეცვალა და წამოსასხამიც შინ დაეტოვებინა. ხელით მიესალმა ათოსს, შემდეგ დ'არტანიანისკენ მიბრუნდა და განცვიფრებული დარჩა. _ აჰ, აჰ, აჰ, _ შეჰყვირა გაკვირვებულმა პორთოსმა, _ ეს რა ამბავია? _ რა ამბავი უნდა იყოს? ბრძოლას ვაპირებთ მე და ეს ყმაწვილი კაცი, _ უპასუხა ათოსმა და ხელით დ'არტანიანზე ანიშნა. _ მეც უნდა შევებრძოლო მას! _ დაიძახა პორთოსმა. _ მხოლოდ პირველ საათზე, _ დაუმატა მშვიდად დ'არტანიანმა. _ მეც ბრძოლას ვაპირებ ამ ახალგაზრდასთან, _ თქვა არამისმა, რომელიც, ის იყო, მივიდა და ყური მოჰკრა მათ ბაასს. _ მხოლოდ ორ საათზე, _ ისევე მშვიდად გასცა პასუხი დ'არტანიანმა. _ კარგი, მაგრამ, რა მიზეზით იბრძვი, რა მოხდა, ათოს? _ ჰკითხა არამისმა. _ აბა, რა ვიცი? მხარი მატკინა. შენ, პორთოს? _ აბა, რა ვიცი? ვიბრძვი იმიტომ, რომ ვიბრძვი, _ უპასუხა პორთოსმა და გაწითლდა. არაფერი გამოეპარებოდა ათოსს. ცბიერი, წამიერი ღიმილი შეაჩმნია გასკონელის ტუჩებზე. _ პატარა კინკლაობა მოგვიხდა ტანისამოსის შესახებ, _ თქვა დ'არტანიანმა. _ არამის, შენ? _ ჰკითხა ათოსმა. _მე ვიბრძვი ღვთისმეტყველების საკითხების გამო, _ მიუგო არამისმა და თან დ'არტანიანს უსიტყვოდ სთხოვა, საიდუმლოდ ჰქონოდა დუელის მიზეზი. ათოსმა ახლა მეორედ შეამჩნია ღიმილი დ'არტანიანს ტუჩებზე. _ ჰოო? _ გაიკვირვა ათოსმა. _ დიახ, წმინდა ავგუსტინეს ერთმა დებულებამ მწვავე კამათი გამოიწვია, _ თქვა გასკონელმა. «მართლაც, რომ ჭკვიანი ბიჭია», _ გაიფიქრა ათოსმა. _ ახლა, ბატონებო, რაკი სამივე ერთად ბრძანდებით, ნება მიბოძეთ, ბოდიში მოგიხადოთ, _ უთხრა დ'არტანიანმა. სიტყვა «ბოდიშის» გაგონებაზე ათოსი მოიღრუბლა, პორთოსის ტუჩებზე ცბიერმა ღიმილმა გადაირბინა, ხოლო არამისის სახეზე უკმაყოფილება აღიბეჭდა. _ თქვენ ვერ გამიგეთ, ბატონებო, _ თქვა დ'არტანიანმა და თავი მაღლა ასწია. მზის სხივებმა შუქი მოჰფინეს მის ლამაზ და მამაცურ სახეს, _ ბოდიშს ვიხდი, ბატონებო, შეიძლება სამივეს ვერ გადაგიხადოთ ჩემი ვალი, პირველად ბატონ ათოსს აქვს ჩემი მოკვლის უფლება, რაც ძალიან საეჭვოს ხდის ჩემგან თქვენს დაკმაყოფილებას, ბატონო პორთოს, და თითქმის სრულიად აბათილებს თქვენსას, ბატონო არამის. აი, მხოლოდ ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მაპატიოთ, თუ ყველასთან ვერ შევძლებ ჩემი ვალის მოხდას! _ თქვა თუ არა ეს, დ'არტანიანმა ლამაზი, მოხდენილი მხედრული წესით ამოიღო ხმალი. ამ წუთში ის მზად იყო ებრძოლა არა მარტო ათოსის, პორთოსის და არამისის, არამედ საფრანგეთის სამეფოს ყველა მუშკეტერის წინააღმდეგ. შუადღე იყო. მზე დუელისათვის ამორჩეულ ადგილს ყოველი მხრიდან ცეცხლს უკიდებდა. _ ოჰ, რა ძალიან ცხელა, _ ამოიხვნეშა ათოსმა და ხმალი ამოიღო, _ ქურთუკს ვერ გავიხდი, რადგან ეს არის, კიდევ ვიგრძენი ჭრილობიდან სისხლის დენა და არ მინდა შევაწუხო ჩემი მოპირდაპირე იმ სისხლით, რომელიც მისი ხმლის შედეგი არაა. _ მართალი ბრძანდებით, ბატონო, _ მიუგო დ'არტანიანმა, _ გარწმუნებთ, ჩემ მიერ იქნება დაღვრილი თქვენი სისხლი თუ სხვის მიერ, ყოველთვის გულსაკლავად მომეჩვენება თქვენისთანა გულადის სისხლის დანახვა. მაშ, მეც თქვენსავით ქურთუკში ვიბრძოლებ. _ კარგით, კარგით! _ მიმართა პორთოსმა, _ კმარა ეგ ქათინაურები! ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენც ჯერს ველით. _ მარტო თქვენი სახელით თქვით, პორთოს, ასეთი სიტყვები, _ შეაწყვეტინა არამისმა, _ მე კი ძალიან მომწონს ამ ყმაწვილის კეთილშობილური, რაინდული სიტყვა-პასუხი. _ როგორც ინებებთ, ბატონო, _ უთხრა ათოსმა დ'არტანიანს. _ თქვენს ბრძანებას ველოდი, _ უპასუხა გასკონელმა და ხმალი გადაუჯვარედინა. ის იყო გაისმა ფოლადის წკარუნი, რომ მონასტრის კუთხესთან მისი ყოვლადუწმინდესობის რაზმელები გამოჩნდნენ, წინ ბატონი დე ჟუსაკი მოუძღოდათ. _ კარდინალის რაზმელები! _ შეჰყვირეს ერთად პორთოსმა და არამისმა. _ ჩააგეთ ხმლები, ბატონებო, ჩააგეთ ხმლები! მაგრამ უკვე გვიან იყო. კარდინალის რაზმელებმა ისეთ მდგომარეობაში დაინახეს ორი მებრძოლი, რომ ეჭვს გარეშე იყო მათი განზრახვა. _ თქვენ, ეი! _ შეჰყვირა ჟუსაკმა და ჩქარი ნაბიჯით მუშკეტერებისკენ წამოვიდა, თან თავისიანებს ანიშნა, უკან მოჰყოლოდნენ. _ მაშ აქ ებრძვით ერთმანეთს? ბრძანება აღარ გახსოვთ? მეფის ბრძანებას არღვევთ? _ ძალიან დიდსულოვანი ბრძანდებით, ბატონებო, _ უთხრა ბოღმამორეულმა ათოსმა, ვინაიდან სწორედ ეს ჟუსაკი იყო გუშინწინდელი ბრძოლის ამტეხი, _ ჩვენ რომ გვენახეთ სადმე საბრძოლოდ გასულნი, მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაგიშლიდით განზრახულის ასრულებას. ჰოდა, თქვენც ნუ გვიშლით ბრძოლას, დასტკბით სანახაობით. _ ძალიან ვწუხვარ, ბატონებო, მაგრამ იძულებული ვარ, უარი მოგახსენოთ, ეგ შეუძლებელია! ჩვენი მოვალეობა _ უპირველეს ყოვლისა! ჩააგეთ ხმალი, ბატონებო, და მოგვყევით, _ უპასუხა ჟუსაკმა. _ დიდი სიამოვნებით დავემორჩილებოდით, ბატონო, თქვენს თავაზიან მიპატიჟებას, _ დაიწყო ჟუსაკის მიბაძვით არამისმა, _ ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული მაგ ბრძანების ასრულება. მაგრამ რა გაეწყობა, საუბედუროდ, შეუძლებელსა გვთხოვთ. რა ვქნათ, რომ ბატონმა დე ტრევილმა აგვიკრძალა ასეთი ქცევა? ამიტომ ჯობს თქვენი გზა განაგრძოთ, ბატონებო, ამაზე უკეთესს ვერას იზამთ. ასეთმა მასხარად აგდებამ ჟუსაკი გააგიჟა. _ არ გვემორჩილებით? ძალას ვიხმართ!.. _ ისინი ხუთნი არიან, ჩვენ კი მარტო სამნი, დღესაც გვაჯობებენ და ჯობს, აქვე დავიხოცოთ, იცოდეთ, დამარცხებული მე ჩემს კაპიტანს ვეღარ ვეჩვენები, _ თქვა ჩუმი ხმით ათოსმა. ათოსი, პორთოსი და არამისი ერთმანეთს მიუახლოვდნენ. ამასობაში ჟუსაკი თავის მხედრებს საბრძოლველად ალაგებდა. ერთი წამი საკმარისი აღმოჩნდა დ'არტანიანისათვის გადაწყვეტილების მისაღებად. ისეთი შემთხვევა მიეცა, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო მისი ცხოვრების გზა, სწრაფად და საბოლოოდ უნდა გადაეჭრა არჩევანი მეფესა და კარდინალს შორის, ხოლო ამორჩეულის მხარეს თავგანწირვით უნდა ებრძოლა. მაგრამ ბრძოლა კანონის დარღვევას ნიშნავდა. მტრად გაუხდებოდა მეფეზე მძლავრ მინისტრს. ყველაფერი ეს სწრაფად გაითვალისწინა ჩვენმა გმირმა და მის სასახელოდ უნდა ითქვას, ერთი წამითაც არ შეყოყმანდა, მუშკეტერებისაკენ მიბრუნდა და უთხრა: _ ბატონებო, თუ ნებას მომცემთ, ოდნავ შევასწორებ თქვენს ნათქვამს. თქვენა ბრძანეთ, რომ სამნი ხართ, მე მეოთხე ვიქნები. _ თქვენ ხომ მუშკეტერი არა ხართ? _ უთხრა პორთოსმა. _ მართალია, თქვენნაირი ტანსაცმელი არ მაცვია, მაგრამ სული თქვენი მიდგას, გული კი მუშკეტერისა მაქვს. ამას კარგად ვგრძნობ და ამიტომ გიერთდებით. _ განზე გადექით, ყმაწვილო! _ დაუყვირა დ'არტანიანს ჟუსაკმა, რომელმაც მიხრამოხრით და სახის გამომეტყველებით ცხადად შეიცნო მისი განზრახვა. _ მიბრძანდით, ბატონო! ჩვენ ნებას გაძლევთ გაგვეცალოთ, ჯობს საკუთარ ტყავს გაუფრთხილდეთ. დ'არტანიანმა ფეხი არ მოიცვალა ადგილიდან. _ მართლაცდა კარგი ბიჭი ყოფილხარ, _ უთხრა ათოსმა და ხელი ჩამოართვა. _ ჰა! აბა, ჩქარა! _ ყვიროდა ჟუსაკი. _ აბა, რას ვაპირებთ? _ თქვეს პორთოსმა და არამისმა. _ დიდსულოვანი ყოფილა ეს ყმაწვილი, _ დაიწყო ათოსმა. მაგრამ სამივეს აფიქრებდა დ'არტანიანის სიყმაწვილე და თანაც მისი გამოუცდელობა. _ ნამდვილად სამნი ვიქნებით, რომელთაგან ერთი დაჭრილი და ერთიც ყმაწვილი ბიჭია, _ თქვა ათოსმა, _ ხმას კი მაინც დაგვიყრიან, რომ ოთხნი ვიბრძოდით. _ მერე რა, უკან დავიხიოთ? _ იკითხა პორთოსმა. _ ძალიან ძნელი იქნება, _ მიუგო ათოსმა. დ'არტანიანი მაშინვე მიხვდა, რაც აბრკოლებდა მუშკეტერების გადაწყვეტილებას. _ გამომცადეთ, ბატონებო, და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ცოცხალი არ წავალ აქედან, თუ დავმარცხდი. _ თქვენი სახელი, ჩემო გულადო? _ ჰკითხა ათოსმა. _ დ'არტანიანი, ბატონო. _ მაშ, ათოს, პორთოს, არამის, დ'არტანიან!.. ყოჩაღად! _ ჰა, რას აპირებთ, ბატონებო? გადაწყვიტეთ, თუ არა? _ შეჰყვირა მესამედ ჟუსაკმა. _ დიახ, ბატონო! _ მიუგო ათოსმა. _ სახელდობრ? _ გავკადნიერდებით, ჩემო ბატონო, და ჭკუას გასწავლით! _ უპასუხა არამისმა. ერთი ხელით ქუდი მოუხადა, ხოლო მეორით ხმალი ამოიღო. _ მაშ, არ გვემორჩილებით? _ შეუტია ჟუსაკმა. _ კიდეც რომ გვეკითხება?! მეფისა და კარდინალის მომხრენი გაშმაგებით მისცვივდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბრძოლის წესები არ ავიწყდებოდათ. ათოსი კაუზაკს ეცა _ კარდინალის საყვარელ მხედარს; პორთოსს ბიკარა ერგო, არამისი ორი მოწინააღმდეგის წინაშე აღმოჩნდა. რაც შეეხება დ'არტანიანს, მას წილად თვითონ ჟუსაკი ხვდა. ისე უცემდა ყმაწვილ გასკონელს გული, თითქოს გულის ფიცარის გამონგრევას და ამოვარდნას აპირებსო, მაგრამ შიშით კი არ ეშინოდა. ისე იბრძოდა, როგორც ცოფიანი ვეფხვი: მტერს სწრაფი ნახტომით გარს უვლიდა, იცვლიდა ადგილს და მოგერიების ქამანდას. ჟუსაკი მეტად გამოცდილი იყო ამგვარ ბრძოლაში და სახელიც დიდი ჰქონდა მოხვეჭილი, მაგრამ გაჭირვებით იცავდა თავს მარჯვე და ცეცხლივით სწრაფი მოწინააღმდეგისაგან. ძლივს იგერიებდა დ'არტანიანის მიერ ერთ და იმავე დროს ყოველმხრიდან ზედიზედ მოტანილ იერიშს. ბოლოს და ბოლოს ამ გაუთავებელმა ბრძოლამ მოთმინება დააკარგვინა ჟუსაკს. ასეთი წინააღმდეგობით გაცოფებულმა წონასწორობა დაკარგა და შეცდომები დაუშვა. დ'არტანიანს არა ჰქონდა ბრძოლის საკმაო პრაქტიკა, მაგრამ თეორია კარგად იცოდა. მან გააორკეცა სისწრაფე. ჟუსაკმა გადაწყვიტა, მაგარი დარტყმით ბოლო მოეღო მოწინააღმდეგისათვის, და ისეთი ძალით მოუქნია ხმალი, რომ თვითონაც იქვე ჩაიჩოქა. დ'არტანიანმა მოხერხებულად აიცდინა იგი. როდესაც ჟუსაკი გველივით იკლაკნებოდა თავისი იარაღის ქვეშ და წამოდგომას აპირებდა, გასკონელმა ისეთი ძალით ჰკრა ხმალი, რომ ზურგამდე გაატანა. მისი მოწინააღმდეგე კუნძივით გაგორდა მიწაზე. შეწუხებულმა დ'არტანიანმა სწრაფად მოავლო თვალი ბრძოლის ველს. არამისს უკვე მოეკლა ერთი მოწინააღმდეგე, მაგრამ მეორე ძალიან ავიწროებდა, თუმცა არამისსაც კარგი მდგომარეობა ჰქონდა და ჯერ კიდევ შეეძლო თავის დაცვა. ბიკარა და პორთოსი ერთმანეთს არ ჩამოუვარდებოდნენ, პორთოსი მკლავში დაჭრილიყო, ხოლო ბიკარა _ ბარძაყში. მაგრამ არც ერთის ჭრილობა საშიში არ იყო. კაუზაკისაგან ხელმეორედ დაჭრილ ათოსს ფერი მიხდოდა, მაგრამ ფეხს მაინც არ იცვლიდა ადგილიდან, ხმალი ახლა მარცხენა ხელში ეჭირა და ისე განაგრძობდა ბრძოლას. იმ დროის დუელის წესების მიხედვით, დ'არტანიანს უფლება ჰქონდა, ერთ-ერთ მათგანს მიშველებოდა. ყმაწვილი კაცი შეჰყურებდა თავის მეგობრებს, ცდილობდა გამოერკვია, ვის უფრო ესაჭიროებოდა მისი დახმარება. ამ დროს ათოსის გამოხედვა დაიჭირა. წმინდა მჭევრმეტყველებით იყო სავსე ეს წამიერი მზერა. ათოსი სიკვდილს არჩევდა და საშველად არვის იხმობდა, მაგრამ მისი თვალები დახმარებას ითხოვდნენ. დ'არტანიანმა გაუგო მას. ერთი ნახტომით გვერდით დაუდგა კაუზაკს და შეჰყვირა: _ ჩემკენ, ბატონო რაზმელო! მე თქვენ მოგკლავთ! _ კაუზაკი მიბრუნდა, ამან სწორედ დროზე უშველა ათოსს, რომელიც აქამდე მხოლოდ თავისი მამაცობის წყალობით იჭერდა თავს, და დასუსტებული ცალ მუხლზე დაეშვა. - ეშმაკმა წაიღოს მაგისი თავი! _ შეჰყვირა ათოსმა, _ არ მოკლათ, არ მოკლათ, ყმაწვილო, გეხვეწებით! ერთი ძველი საქმე მაქვს მაგასთან დასამთავრებელი, კარგად რომ გავხდები, გავუსწორდები კიდეც. იარაღი აჰყარეთ! ხმალი ჩამოართვით! ასე!.. ძალიან კარგი! ძალიან კარგი! ათოსის ეს აღტაცება წამით შეაჩერა ოცი ნაბიჯის მოცილებით გადასროლილმა კაუზაკის ხმალმა. ამ ხმლისკენ გაიქცნენ დ'არტანიანი და კაუზაკი; ერთი _ ხმლის წასართმევად, მეორე კი _ ხმლის ასაღებად, მაგრამ გასკონელი უფრო ცქვიტი აღმოჩნდა, პირველი ის მივიდა და ფეხი დაადგა ხმალს. კაუზაკი არამისის მიერ მოკლულ თავის ამხანაგს ეცა, მისი ხმალი აიტაცა და დ'არტანიანისაკენ წამოვიდა, მაგრამ მას გზა ათოსმა გადაუჭრა. იმ ერთი წამის შესვენებამ, რომელიც დ'არტანიანის დახმარებით ეღირსა, ძალ-ღონე შემატა მას და იმის შიშით, დ'არტანიანს არ დაესწრო მისი მოსისხლე მტრის მოკვლა, კვლავ წინ დაუდგა კაუზაკს. მიხვდა გასკონელი, რომ ბრძოლაში კვლავ ჩართვით ათოსს ძალიან აწყენინებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ყელგამოღადრული კაუზაკი ძირს დაეცა. იმავე დროს არამისმაც დააჭირა გულზე ხმალი თავის წაქცეულ მოპირდაპირეს და აიძულა, შენდობა ეთხოვა. მარტო პორთოსი და ბიკარა დარჩნენ ბრძოლის ველზე. პორთოსი მასხარად იგდებდა თავის მოპირდაპირეს, ებრძოდა და თან დაცინვით ეკითხებოდა: რომელი საათიაო, ქათინაურით უქებდა ძმას, რომელმაც წარმატება მოიპოვა ნავარის რაზმში. პორთოსი მასხარად იგდებდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ გამარჯვება კი არსად ჩანდა. ბიკარა მათ რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც მხოლოდ მაშინ ეცემიან მიწაზე, როცა გულისცემა შეუწყდებათ. საქმე კი მეტად საჩქარო იყო, შეიძლებოდა გუშაგები მოსულიყვნენ და ყველანი დაეპატიმრებინათ, დაჭრილებიც და ჯანსაღებიც, მეფის მომხრენიც და კარდინალის მომხრენიც. ათოსი, არამისი და დ'არტანიანი გარშემოხვეოდნენ ბიკარას და ძალას ატანდნენ, იარაღი დაეყარა. ოთხის წინააღმდეგ მარტოდ დარჩენილი, ბარძაყში დაჭრილი ბიკარა არ აპირებდა დანებებას; მაგრამ ამ დროს ჟუსაკმა წამოიწია, იდაყვზე დაეყრდნო და უბრძანა, დანებებოდა. ბიკარაც გასკონელი იყო. ყური მოიყრუა და სიცილი დაიწყო, როგორღაც მოახერხა ბრძოლის დროს თავისი ხმლის წვერით მიწაზე პატარა ფართობის შემოხაზვა და სიცილით თქვა: _ აქ განუტევებს სულს ბიკარა, თავის ამხანაგთაგან მარტოდ მიტოვებული. _ ისინი ოთხნი არიან შენს წინააღმდეგ! გიბრძანებ, დანებდი! _ გაუმეორა ჟუსაკმა. _ ეჰ, რაკი მიბრძანებ, კიდეც უნდა დაგემორჩილო, _ უპასუხა მან. უცბად უკან გადახტა, ხმალი მუხლზე დაიდო, ორივ ხელით მოკაკვა და, მტრისათვის რომ არ დაენებებინა, შუაზე გადატეხა. გატეხილი ხმალი მონასტრის ეზოში გადაისროლა, გულხელი დაიკრიფა და კარდინალის მადიდებელი სიმღერის სტვენა დაიწყო. გულადობა პატივდებულია ყოველთვის, თვით მტრისგანაც კი. მუშკეტერებმა შიშველი ხმლით სალამი მისცეს. დ'არტანიანიც ასევე მოიქცა, შემდეგ ბიკარას დახმარებით, ჟუსაკი, კაუზაკი და არამისის მიერ დაჭრილი მებრძოლი მონასტრის წინა კართან მიიყვანეს, მეოთხე მათი ამხანაგი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მკვდარი იყო. ამის შემდეგ მუშკეტერებმა ზარი ჩამოჰკრეს და გამარჯვებით აღტაცებულნი ოთხი ნადავლი ხმლით, ბატონ დე ტრევილის სასახლისაკენ გაეშურნენ. ქუჩის მთელ სიგანეზე ხელიხელგაყრილნი მიდიოდნენ, გზაზე შემხვედრი ყველა მუშკეტერი მათ უერთდებოდა. ასე რომ, ბოლოს ოთხი კაცის დაბრუნება გამარჯვების დიდებულ ზეიმად გადაიქცა. ნეტარების ზღვაში ცურავდა დ'არტანიანი, ერთ მხარეს ათოსი უდგა, მეორე მხარეს _ პორთოსი, ალერსით ხვევდა ხელს ორივეს. _ თუ დღეს მუშკეტერი არა ვარ, _ მიმართა თავის ახალ მეგობრებს ბატონ დე ტრევილის სასახლის კარის შეღებისას, _ მუშკეტერების შეგირდი ხომ ვარ? ლუდოვიკო მეცამეტე დიდი ხმაური ატეხა ამ ამბავმა. ბატონი დე ტრევილი სხვების გასაგონად ძალიან უჯავრდებოდა თავის მუშკეტერებს, ხოლო ფარულად აღტაცებით მიულოცა გამარჯვება. მაგრამ საჭირო იყო საჩქაროდ მოეხსენებინა მეფისთვის, არ შეიძლებოდა დროს დაკარგვა. ამიტომ დაუყოვნებლივ ლუვრისკენ გასწია. იქ მივიდა და, ვაი იმ მისვლას! უკვე გვიან იყო, მეფესთან კარდინალი ბრძანდებოდა. კარი მოეკეტათ. მეფეს საქმე აქვს და ვერ მიგიღებთო, _ მოახსენეს დე ტრევილს. საღამოს, როდესაც ტრევილი მეორედ მივიდა, მისი ყოვლადუდიდებულესობა ბანქოს თამაშობდა. მეფე იგებდა და, რადგან მეტად ძუნწი იყო, ამ მოგების გამო ძალიან კარგ გუნებაზე ბრძანდებოდა. თვალი მოჰკრა თუ არა დარბაზში შესულ დე ტრევილს, შორიდანვე დაუძახა: _ აქეთ მობრძანდით, ბატონო კაპიტანო, აქეთ, უნდა კარგად შეგამკოთ! იცით, რა საჩივრით მომმართა მისმა ყოვლადუწმინდესობამ თქვენი მუშკეტერების შესახებ? მერე ისეთი მწუხარებით, რომ ამ საღამოს ავადაც კი ბრძანდება. რა ვქნა, ადამიანები არიან თუ ნამდვილი ქაჯები ის თქვენი მუშკეტერები? _ არა, მეფეო, _ უპასუხა დე ტრევილმა, რომელმაც ერთი თვალის გადავლებით იგრძნო, როგორ დამთავრდებოდა ეს საქმე. _ არა, მეფეო, ქაჯები კი არა, პირიქით, ანგელოზები არიან თქვენი მუშკეტერები, კრავივით უმწიკვლონი, ამისი თავდები მე გახლავართ. სულ იმას ნატრობენ, რომ ხმალი ქარქაშიდან მხოლოდ მაშინ ამოიღონ, როდესაც ამას თქვენი კეთილდღეობა მოითხოვს. მაგრამ რა ქნან საწყლებმა?! კარდინალის რაზმელები ცოფიანი ძაღლებივით დასდევენ და სულ იმას ცდილობენ, რამე შარი მოსდონ, ჩხუბი აუტეხონ. თავმოყვარეობა და თქვენი რაზმის სახელის დიდება აქვთ, მეფეო, ამიტომ იძულებულნი გახლავან, ვაჟკაცურად დაუხვდნენ ყოველ შეურაცხყოფას. _ მოუსმინეთ ბატონ დე ტრევილს, მოუსმინეთ! _ თქვა მეფემ, _ თავის რაზმზე კი არა, თითქოს წმინდა მონასტერზე ლაპარაკობს! ლამის ჩამოგართვათ თქვენი თანამდებობა და მივცე იღუმენ შემროს, რომელსაც მონასტრის წინამძღოლობას დავპირდი. არ იფიქროთ, რომ მარტო თქვენს სიტყვებს დავუჯერო. ტყუილად არ მეძახიან ლუდოვიკო სამართლიანს, ბატონო ტრევილ. ცოტა მომითმინეთ და ახლავე განვიხილავთ საქმეს, ახლავე! _ სწორედ თქვენი სამართლიანობის გამო გახლავართ დამშვიდებული, მეფეო. მოთმინებით მოველოდები თქვენს ბრძანებას. _ მაშ, ცოტა ხანს მოითმინეთ, ბატონო დე ტრევილ! დიდხანს არ გალოდინებთ. სწორედ ამ დროს უმტყუნა მეფეს ბედმა, ნელ-ნელა აგებდა მოგებულს, ამიტომ წამოდგა, ჯიბეში ჩაიწყო მის წინ დარჩენილი ფული და ერთ დიდებულს უბრძანა: _ ლა ვიევილ, დაბრძანდით ჩემს სკამზე, მე საჩქარო საქმე მაქვს ბატონ დე ტრევილთან, მართალია, ოთხმოცი ლუიდორი1 მოვიგე, მაგრამ იმდენივე თანხა დადეთ, რომ წაგებულნი არაფერში დაგვემდურონ; სამართლიანობა _ უწინარეს ყოვლისა. _ შემდეგ ბატონ დე ტრევილისკენ მიბრუნდა და ფანჯარასთან მიიყვანა. _ მაშ, თქვენ ამბობთ, რომ მისი ყოვლადუწმინდესობის რაზმელებმა აუტეხეს ჩვენებს ჩხუბი? _ დიახ, მეფეო, როგორც ყოველთვის. _ მერე, როგორ მოხდა ეს შეტაკება? თქვენ გეცოდინებათ კარგად, ჩემო ერთგულო კაპიტანო, და უნდა მიამბოთ, მსაჯულმა კარგად უნდა მოუსმინოს ორივ მხარეს და ისე გამოიტანოს თავისი მსჯავრი. _ მერწმუნეთ, მეფეო, სულ უბრალოდ მოხდა ყველაფერი. ჩემი რაზმის სამი საუკეთესო მხედარი, რომელთა სახელები თქვენთვის ცნობილია და რომელთა შესახებ ხშირად გამოგითქვამთ თქვენი კმაყოფილება დავალების ერთგული შესრულებისათვის, დიახ, სამი საუკეთესო მხედარი: პორთოსი, არამისი და ათოსი, სასეირნოდ სენ-ჟერმენისაკენ წასულიყვნენ ყმაწვილ გასკონელთან ერთად, რომელიც სწორედ დღეს დილას გავაცანი მათ და ვუქე. თურმე შეთანხმდნენ, რომ კარმელისტების მონასტერთან შეკრებილიყვნენ. ის იყო თავი მოიყარეს, რომ ამ დროს თავზე ბატონი ჟუსაკი და მისი რაზმელები: კაუზაკი, ბიკარა და ორი კიდევ სხვა წასდგომოდნენ. ცხადია, ისინი არ დაადგებოდნენ ამ გზას, ავი განზრახვა რომ არ ჰქონოდათ და კანონის დარღვევა არ ნდომებოდათ. _ აჰა! მივხვდი, მივხვდი, _ თქვა მეფემ, _ ეჭვი არ არის, რომ დუელი ჰქონდათ დანიშნული და სწორედ თვითონ მიდიოდნენ საბრძოლველად. _ მე მათ არ ვამტყუნებ, მეფეო, მაგრამ თქვენ უკეთ განსაჯეთ, რისთვის უნდა წასულიყო ხუთი საგანგებოდ შეიარაღებული მხედარი იმ მიყრუებული მონასტრის მინდვრისაკენ, თუ არა ავი განზრახვით? _ დიახ, მართალი ხართ, ტრევილ, მართალი ხართ... _ დიახ, და როგორც კი დაინახეს თქვენი მუშკეტერები, უცბად შეიცვალეს განზრახვა, დაივიწყეს ერთმანეთისადმი მიყენებული შეურაცხყოფა და ხუთივეს თქვენი მუშკეტერებისადმი მტრობა აღეძრათ. თქვენს ყოვლადუდიდებულესობას კარგად მოეხსენება, რომ კარდინალის რაზმელები მოსისხლე, დაუძინებელი მტრები გახლავთ თქვენი მუშკეტერებისა, რომელნიც მეფეს და მხოლოდ მეფეს ემსახურებიან. _ მართალია, ტრევილ, მართალი, _ თქვა მწარედ დაღონებულმა მეფემ, _ მერწმუნეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ ორ ბანაკად არის გაყოფილი მთელი საფრანგეთი. მაგრამ ბოლო მოეღება ყოველივე ამას, ტრევილ, ბოლო მოეღება. მაშ, თქვენ ამბობთ, რომ კარდინალის რაზმელებმა ჩხუბი აუტეხეს ჩემს მუშკეტერებს? _ მე იმას მოგახსენებთ, მეფეო, რაც მოხდა, მაგრამ ფიცით კი ვერ შემოგფიცავთ. ჩემზე უკეთ თქვენ მოგეხსენებათ, რა ძნელი გახლავთ, ჭეშმარიტების გამორკვევა, მეტადრე, როდესაც კაცს არ გააჩნია ის საკვირველი ალღო, რომელმაც სამართლიანობის სახელი მოუხვეჭა მეფე ლუდოვიკო მეცამეტეს. _ მართალი ხართ, ტრევილ. ახლა ეს მითხარით, მგონი, მარტონი არ იყვნენ თქვენი მუშკეტერები? ვიღაც ყმაწვილი კაცი ახლდათ თან, არა? _ დიახ, მეფეო, სამი მუშკეტერი გახლდათ, რომელთაგან ერთი დაჭრილი იყო, მათ ახლდა ერთი ყმაწვილი, თითქმის ბავშვი. ისინი მამაცად დახვდნენ კარდინალის რაზმის ხუთ საუკეთესო ფალავანს. ოთხი მათგანი ძირს დასცეს. _ სამაგალითო გამარჯვებაა! _ შეჰყვირა სიხარულით თვალებგაბრწყინებულმა მეფემ, _ სახელოვანი გამარჯვებაა! _ დიახ, მეფეო, ისეთივე სახელოვანი გამარჯვება, როგორიც სეს ხიდზე მოვიპოვეთ. _ ოთხი კაცი, მათგან კი ერთი დაჭრილი და ერთი თითქმის ბავშვი! ასე თქვით, არა? _ ჯერ ყმაწვილი კაცი არც კი გახლავთ. თვითონვე ჩარეულა ბრძოლაში და ისე დიდებულად იქცეოდა თურმე, რომ, თუ არ გამიწყრებით, გავბედავ და დახმარებასა გთხოვთ იმ ყმაწვილისათვის. _ რა ჰქვია? ვინ არის? _ დ'არტანიანი გახლავთ, მეფეო, ჩემი ძველი მეგობრის შვილი, გასკონელია. შვილი იმ კაცისა, რომელიც ნეტარხსენებულ მამათქვენთან ერთად მონაწილეობას იღებდა რელიგიურ ომებში. _ თქვენ ამბობთ, კარგად იქცეოდაო ის ყმაწვილი კაცი? მიამბეთ დაწვრილებით ყველაფერი, ტრევილ, ხომ იცით, როგორ მიყვარს ომისა და ბრძოლის ამბები. მეფე ლუდოვიკო მეცამეტემ ამაყად აიწია ულვაში და მამაცი მხედრის იერი მიიღო. _ დიახ, მეფეო, როგორც უკვე მოგახსენეთ, სრულიად ყმაწვილი გახლავთ დ'არტანიანი. ჯერ თქვენს მუშკეტერებში შესვლა არ ღირსებია და ამიტომ ერისკაცის ტანისამოსით გახლდათ. კარდინალის რაზმელებმა თურმე მეტად ყმაწვილად სცნეს და რაკი მუშკეტერიც არ იყო, სთხოვეს, იქიდან წასულიყო, ვიდრე ისინი იარაღით შეუტევდნენ მის ამხანაგებს. _ ჰოდა, ცხადია, ტრევილ, _ შეაწყვეტინა მეფემ, _ რომ მათ დაუწყიათ შეტევა. _ მართალი ბრძანებაა, მეფეო, ძალა დაატანეს. მოშორდი მუშკეტერებს, წადი აქედანო, მას უპასუხია: გულით მეც მუშკეტერი ვარ, თავდადებული ერთგული ჩვენი მეფისა და ამიტომ მეც მათთან ვრჩებიო. _ ყოჩაღი ბიჭი ყოფილა! _ ჩაიჩურჩულა მეფემ. _ და, მართლაც, ისიც მათთან დარჩა... საკმაოდ მძლავრი ფალავანი გეყოლებათ, მეფეო... როგორც გამოირკვა, მან ისე მაგრად დაჰკრა ჟუსაკს ხმალი, რომ სულ ცეცხლს აფრქვევს თურმე გაბრაზებული კარდინალი. _ იმ ბიჭმა დაჭრა ჟუსაკი? _ შეჰყვირა მეფემ, _ იმ ყმაწვილმა? ეგ შეუძლებელია, ტრევილ! _ სრულ ჭეშმარიტებას მოგახსენებთ, მეფეო. _ ჟუსაკი დაჭრა, მთელ სამეფოში განთქმული მოფარიკავე? _ დიახ, მეფეო, სახელგანთქმულმაც ჰპოვა თავისზე მძლავრი მოწინააღმდეგე. _ მე მინდა მაგ ჭაბუკის ნახვა, ტრევილ, ძალიან მინდა, და თუ დახმარება შესაძლებელი იქნა, სიამოვნებით დავეხმარები. _ როდის ინებებს თქვენი ყოვლადუდიდებულესობა მის მიღებას? _ ხვალ შუადღისას, ტრევილ. _ მარტო ის მოვიყვანო? _ არა, ერთად მომიყვანეთ ოთხივე, ერთად მინდა გადავუხადო მადლობა. იშვიათია, ტრევილ, თავდადებული ადამიანები და დაჯილდოებული უნდა იქნეს ასეთი თავდადება. _ ხვალ შუადღისას ლუვრში გეახლებით, მეფეო! _ ჰო, პატარა კიბით, ტრევილ, პატარა კიბით! რა საჭიროა, კარდინალმა იცოდეს?.. _ ბატონი ბრძანდებით, მეფეო. _ ხომ იცით, ტრევილ, ბრძანება ბრძანებაა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ბრძანებით აკრძალულია დუელი. _ მართალსა ბრძანებთ, მეფეო, მაგრამ ეს ბრძოლა სრულიადაც არა ჰგავს ჩვეულებრივ დუელს. უბრალო შურით გამოწვეული ჩხუბი გახლავთ, რის დამამტკიცებელ საბუთად ისიც კმარა, რომ ხუთნი იყვნენ კარდინალის რაზმელები, სამი მუშკეტერისა და დ'არტანიანის წინააღმდეგ. _ მართალია, _ დაეთანხმა მეფე, _ მაგრამ რა გენაღვლებათ, ტრევილ, მაინც პატარა კიბით ამოდით. ღიმილი მოერია ტრევილს, მაგრამ მისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ ყმაწვილ მეფეს აღშფოთება აგრძნობინა და აამხედრა თავისი მბრძანებელი კარდინალის წინააღმდეგ. მოწიწებით გამოეთხოვა და შინისკენ გაეშურა. იმ საღამოსვე აცნობა სამივე მუშკეტერს, რომ პატივი ჰქონდათ სახვალიოდ მეფესთან მიწვევისა, მაგრამ ისინი დიდი ხანია რაც მეფეს იცნობდნენ და ამიტომ მათში დიდი მღელვარება არ გამოუწვევია ამ მიწვევას. დ'არტანიანი კი, თავისი გასკონური წარმოდგენით, მასში ხედავდა თავისი სიცოცხლის ბედნიერებას. ოქროს სიზმრებში გაატარა მთელი ღამე. მეორე დღეს, ჯერ დილის რვა საათიც არ იყო, რომ ის ათოსთან შევარდა. ათოსი ჩაცმული და სახლიდან გასასვლელად გამზადებული დახვდა. მეფესთან შუადღისას უნდა მისულიყვნენ და, რაკი დრო ჰქონდათ, პორთოსის და არამისის თანხმობით, გადაწყვიტეს, ლუქსემბურგის თავლების ახლოს მდებარე დუქანში ჩოგბურთის სათამაშოდ წასულიყვნენ. დ'არტანიანიც, ათოსის მიწვევით, მათ გაჰყვა. თუმცა არ იცოდა ეს თამაში, მაგრამ ამით უნდოდა მოეკლა დრო დილის ცხრა საათიდან შუადღემდე. პორთოსი და არამისი ადრე მისულიყვნენ და უკვე თამაშობდნენ. ყოველგვარ მოძრავ თამაშობებში დახელოვნებულმა ათოსმა დ'არტანიანი გვერდით მოიყენა და ამხანაგების საწინააღმდეგო მხარეს დადგნენ, მაგრამ პირველსავე მოძრაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა ხელით თამაშობდა, იგრძნო, რომ ჭრილობა ჯერ არ მისცემდა ასეთი ვარჯიშის საშუალებას. ორის წინააღმდეგ მარტო დარჩენილმა დ'არტანიანმა, როგორც მეტად გამოუცდელმა, უარი განაცხადა თამაშის წესიერად ჩატარებაზე, ამიტომ მხოლოდ ბურთს ესროდნენ და ქულებს არ უთვლიდნენ, მაგრამ პორთოსის ჰერკულესისებური ხელით გატყორცნილმა ერთმა ბურთმა ისე ახლოს გაუარა სახესთან, რომ მაშინვე მეფესთან მისვლა მოაგონდა. «კიდევ კარგი, ამცდა ბურთი და შიგ ცხვირ-პირში არ მომხვდა, თორემ მეფესთან დასისხლიანებული თავ-პირით ვერ მივიდოდი და აუდიენცია ჩამეშლებოდა», _ გაიფიქრა დ'არტანიანმა. ის კი სწორედ დღევანდელ აუდიენციაზე ამყარებდა თავისი მომავალი ცხოვრების კეთილდღეობას. პორთოსს და არამისს ზრდილობიანად თავი დაუკრა, განზე გადგა და გამოუცხადა, რომ ბურთს მხოლოდ მაშინ ითამაშებდა, როდესაც მათი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლებოდა. დ'არტანიანის საუბედუროდ, იქვე, მაყურებელთა შორის, კარდინალის ერთი რაზმელი იჯდა. მას ჯერაც ვერ მოენელებინა თავისი ამხანაგების გუშინდელი სამარცხვინო დამარცხება და აღთქმა დაედო, პირველივე შემთხვევა ჯავრის ამოსაყრელად გამოეყენებინა. მისი ფიქრით, სწორედ ახლა ეძლეოდა ხელსაყრელი შემთხვევა. _ არ გაგიკვირდეთ, რომ ბურთისა ეშინია ამ ყმაწვილკაცს, _ მიმართა მან თავის მეზობელს, _ იგი ალბათ მუშკეტერების შეგირდია. გველნაკბენივით მიბრუნდა დ'არტანიანი და შეურაცხმყოფელი სიტყვების წარმომთქმელ რაზმელს თვალი თვალში გაუყარა. _ რას დამაშტერდი? _ შეუტია თავხედმა და დამცინავად გადაიგრიხა ულვაში, _ მიყურეთ, რამდენიც გენებოთ, ჩემო პატარა ბატონო, მე ისა ვთქვი, რაც უნდა მეთქვა. _ თქვენ მიერ ნათლად თქმული სიტყვები განმარტებას არ საჭიროებს, _ მიუგო ჩუმი ხმით დ'არტანიანმა, _ გთხოვთ, გამომყვეთ. _ მაინც როდის? _ ჰკითხა კარდინალის რაზმელმა ისეთივე დაცინვით. _ ახლავე, თუ ინებებთ. _ ეჭვი არ არის, იცით, ვისთან გაქვთ საქმე? _ არა, არ ვიცი, და არც ვსაჭიროებ მაგის ცოდნას. _ ძალიანაც ცდებით. ჩემი სახელი რომ გცოდნოდათ, იქნება აგრე არც აჩქარებულიყავით. _ ვინ ბრძანდებით? _ ბერნაჟუ, თქვენი უმორჩილესი მონა! _ გმადლობთ, ბატონო ბერნაჟუ, _ უთხრა მშვიდად დ'არტანიანმა, _ კარებთან გელით. _ მიბრძანდით, მეც უკან მოგდევთ! _ ნურც ძალიან აჩქარდებით, ბატონო, არ დაგვინახონ ერთად გასულნი, ჩვენ ისეთ საქმეზე მივდივართ, რომ მოწმეები არა გვჭირდება. _ ძალიან კარგი, _ უპასუხა ბერნაჟუმ. იგი გაკვირვებით შეჰყურებდა დ'არტანიანს, რომელზედაც არავითარი გავლენა არ იქონია მისი სახელის ხსენებამ. მართლაც, ყველასათვის ცნობილი იყო ბერნაჟუს სახელი და ალბათ მარტო დ'არტანიანი წარმოადგენდა გამონაკლისს. ბერნაჟუ მათ რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც ყველაზე ხშირად ერეოდა ყოველდღიურ ჩხუბში და ბრძოლაში, დაურიდებლივ არღვევდა მეფისა და კარდინალის ბრძანებას. პორთოსი და არამისი ბურთის თამაშმა ისე გაიტაცა, ხოლო ათოსი ისე გაფაციცებით შეჰყურებდა მათ, რომ ვერც კი შეამჩნიეს თავიანთი ყმაწვილი მეგობრის გასვლა, რომელსაც მალე ბერნაჟუც მიჰყვა. დ'არტანიანი ჩქარობდა, _ შუადღისას მეფესთან უნდა მისულიყო. ამიტომ თვალი გადაავლო იქაურობას და როცა ნახა, რომ ქუჩაში არავინ იყო, თავის შეურაცხმყოფელს მიმართა: _ თქვენი ბედი, თუმც ბერნაჟუ ყოფილხართ, რომ მუშკეტერების შეგირდთან გიხდებათ ბრძოლა, მაგრამ ფიქრი ნუ გექნებათ, ვეცდები შეგირდულად არ დაგხვდეთ. აბა, ხმალი! _ კარგი, კარგი, _ უპასუხა ბერნაჟუმ, რომელსაც მასხარად იგდებდა დ'არტანიანი, _ კარგი, მაგრამ, მე მგონია, ცუდი ადგილი ავარჩიეთ; სენ-ჟერმენის ეკლესიის უკან ან პრე-ოკლერკში უფრო მყუდროდ ვიქნებოდით. _ სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, ბატონო, _ მიუგო დ'არტანიანმა, _ მაგრამ რა ვქნა, საუბედუროდ, არა მაქვს მაგდენი დრო, სწორედ შუადღისას მაქვს აუდიენცია, მაშ, აბა, ხმალი, ბატონო! ბერნაჟუ იმ ბუნების კაცი არ იყო, რომ გაემეორებინებინა ამგვარი მიპატიჟება. მან სწრაფად ამოიღო ხმალი, ხელში აათამაშა და ეცა თავის მოპირდაპირეს, რომელიც გამოუცდელ ყმაწვილკაცად მიაჩნდა და იმედი ჰქონდა, შეაშინებდა. მაგრამ დ'არტანიანს გუშინ დაესრულებინა თავისი შეგირდობა და, გამარჯვებით აღგზნებულს, მომავლის იმედით აღტაცებულს, გადაწყვეტილი ჰქონდა, ან გამარჯვებული გამოსულიყო ამ ბრძოლიდან, ან თავი შეეკლა მტრისათვის. მაგრად დაუხვდნენ ერთმანეთს მებრძოლთა ხმლები, ტარამდე სცემდნენ ერთმანეთს, დ'არტანიანი ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. ბერნაჟუმ ერთი ნაბიჯით უკან დაიწია. ამით ისარგებლა გასკონელმა და შიგ მხარში ატაკა მახვილი. შემდეგ ერთი ნაბიჯით თვითონაც უკან დაიწია და ხმალი მაღლა ასწია. _ ეს არაფერი! _ შესძახა ბერნაჟუმ, ბრმასავით ეტაკა დ'არტანიანს და ხელმეორედ დაიჭრა, მაგრამ თავისას არ იშლიდა, არ ვარდებოდა, დამარცხებულად არ აღიარებდა თავს, ოღონდ ნელ-ნელა მიიწევდა ბატონ დე ლა ტრემულის სასახლისაკენ, სადაც მისი ახლო ნათესავი მუშაობდა. დ'არტანიანმა არ იცოდა, რამდენად მძიმედ ჰყავდა დაჭრილი თავისი მტერი, და კვლავ განაგრძობდა ბრძოლას. ალბათ მესამედაც აპირებდა დარტყმას, მაგრამ ქუჩაში გამვლელთა ყვირილი ატყდა. ამ ხმაურმა ბურთის მოთამაშეთა ყურამდეც მიაღწია. ბერნაჟუს ორი მეგობარი, რომლებმაც გაიგონეს მისი დ'არტანიანთან საუბარი და შეამჩნიეს მათი გარეთ ერთად გასვლა, ამ ყვირილზე წამოცვივდნენ, იძრეს ხმლები, გარეთ გაცვივდნენ და გამარჯვებულს მიეჭრნენ. ათოსი, პორთოსი და არამისიც სწორედ იმ წამს გამოჩნდნენ, როდესაც ორმა რაზმელმა შეუტია მათ ყმაწვილ მეგობარს. მუშკეტერებმაც იძრეს ხმლები და უკანვე გააბრუნეს თავხედები. ბერნაჟუ მიწაზე დაეშვა. კარდინალის რაზმელები ორნი იყვნენ ოთხის წინააღმდეგ, ამიტომ ყვირილი გააბეს და თავისიანებს უხმეს. მათ ყვირილზე დე ლა ტრემულის სასახლეში მყოფნი წამოიშალნენ და ოთხ ამხანაგს მისცვივდნენ, რომლებმაც თავის მხრივაც დაიწყეს ძახილი: «აქეთ, მუშკეტერებო!» ამ მოწოდებას ყოველთვის გამოეხმაურებოდნენ ხოლმე, ყველამ იცოდა, რომ მუშკეტერები მისი ყოვლადუწმინდესობის მტრები იყვნენ და რაც უფრო მეტად სძულდათ კარდინალი, მით უფრო მეტად უყვარდათ მეფის მუშკეტერები. ყველა სხვა რაზმელი, გარდა «წითელი ჰერცოგის» რაზმელებისა (ამ სახელით ადიდებდა კარდინალს არამისი), მიდიოდა მათ მისაშველებლად. სწორედ ამ დროს მახლობლად ჩაიარეს ბატონ დე ზესარის რაზმელებმა. ისინი სამნი იყვნენ; ორი ჩვენს მუშკეტერებს მიეშველა, მესამე დე ტრევილის სასახლისაკენ გაიქცა ყვირილით _ «აქეთ, მუშკეტერებო, აქეთ!» _ ჩვეულებისამებრ, დე ტრევილის ეზო სავსე იყო მუშკეტერებით და ისინიც თავისიანების საშველად გაიქცნენ. დიდი სისხლისღვრა იყო მოსალოდნელი, მუშკეტერები უფრო მეტნი იყვნენ, ამიტომ კარდინალის რაზმელები და მათი მშველელები დე ლა ტრემულის სასახლის ეზოში შეცვივდნენ. საჩქაროდ მოკეტეს კარი, შიშობდნენ, სასახლეშიც არ შეჰყოლოდნენ მტრები. დაჭრილი უკვე მოეთავსებინათ სასახლეში. მეტად საშიშ მდგომარეობაში იყო სახელოვანი ბერნაჟუ. საშინლად აღშფოთებულმა მუშკეტერებმა და მათმა მომხრეებმა გადაწყვიტეს, კარგად დაესაჯათ მეფის მუშკეტერების წინააღმდეგ გამოსული დე ლა ტრემულის მსახურები, და ცეცხლი წაეკიდებინათ მათი ბატონის სასახლისათვის. ამ წინადადებას ყველამ დაუჭირა მხარი, მაგრამ სწორედ ამ დროს საათმა თერთმეტი დაჰკრა. დ'არტანიანს და მის მეგობრებს მოაგონდათ მეფესთან დანიშნული აუდიენცია და მაშინვე დამშვიდდნენ, თუმცა გული სწყდებოდათ, რომ მათ გარეშე ჩატარდებოდა ეს მხიარული თამაში. ზოგმა ერთი-ორი ქვა სთხლიშა სასახლის კარებს, მაგრამ კარი მაგრად დაუხვდათ. მუშკეტერთა მომხრეებს მოსწყინდათ კიდეც, მით უფრო, რომ სწორედ ისინი ჩამოშორდნენ იმ ჯგუფს და ტრევილის სასახლისკენ წავიდნენ, ვინც წინამძღოლებად უნდა დარჩენილიყვნენ თავისიანებთან. ბატონ დე ტრევილს უკვე გაეგო ეს ამბავი და მოუთმენლად ელოდა თავის მუშკეტერებს. _ აბა, ჩქარა ლუვრისკენ, _ უბრძანა ათოსს და მის ამხანაგებს, _ ჩქარა! ვეცადოთ, დავასწროთ კარდინალს მეფის ნახვა. დღევანდელი ამბავი ისე ვუამბოთ, როგორც გუშინდელის გაგრძელება და ორივეს ერთ ამბად ჩათვლის. ბატონი დე ტრევილი და ოთხი ყმაწვილი კაცი მაშინვე ლუვრისკენ წავიდნენ, მაგრამ წარმოიდგინეთ მუშკეტერების კაპიტნის განცვიფრება, როდესაც სასახლეში მოახსენეს, რომ მეფე ირმებზე სანადიროდ წაბრძანებულიყო სენ-ჟერმენის ტყეში. ბატონმა დე ტრევილმა ორჯერ გაამეორებინა ეს სიტყვა. კარგად ხედავდნენ მუშკეტერები, რომ ბატონი კაპიტანი თანდათანობით მოიღუშა. _ ნუთუ გუშინვე გადაწყვიტა მისმა ყოვლადუდიდებულესობამ სანადიროდ წაბრძანება?.. _ ჰკითხა ბატონმა დე ტრევილმა. _ არა, თქვენო აღმატებულებავ, _ მიუგო მსახურმა, _ უფროსი მონადირე გახლდათ ამ დილას და მოახსენა, რომ წუხელ ირემი მოემწყვდიათ. მეფემ პირველად არ ინდომა წაბრძანება, მაგრამ მაინც ვერ შეძლო უარი ეთქვა იმ სიამოვნებაზე, რომელსაც ამ ნადირობისას ჰპოვებდა, და საუზმის შემდეგ სანადიროდ წაბრძანდა. _ დღეს კარდინალი ხომ არ უნახავს მეფეს? _ ჰკითხა ბატონმა დე ტრევილმა. _ მე მგონია, რომ ნახავდა, _ უპასუხა მსახურმა, _ ამ დილას ცხენები შეაბეს მისი უწმინდესობის ეტლში და როდესაც ვიკითხე, სად მიბრძანდება-მეთქი, მიპასუხეს, სენჟერმენის ტყეშიო. _ დაგვასწრო! _ თქვა ბატონმა დე ტრევილმა, _ ბატონებო, მე ამ საღამოს ვნახავ მეფეს, რაც შეეხება თქვენს მოსვლას, არ გირჩევთ, ეჩვენოთ. სრულიად საფუძვლიანი იყო ეს რჩევა, წარმოთქმული იმ კაცის მიერ, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა მეფეს. რასაკვირველია, ყმაწვილებს აზრადაც არ მოსვლიათ მისი ურჩობა. ბატონმა დე ტრევილმა უბრძანა, შინ ყოფილიყვნენ და არსად წასულიყვნენ მის ბრძანებამდე. თავის სასახლეში დაბრუნებულმა ბატონმა დე ტრევილმა გადაწყვიტა, თვითონ აღეძრა საჩივარი. ბატონ დე ლა ტრემულთან მსახური გაგზავნა და წერილი გაატანა, რომლითაც სთხოვდა, სასახლიდან გაერეკა კარდინალის რაზმელები, დაესაჯა თავისი მსახურები, რომლებმაც თავხედობა გამოიჩინეს და მუშკეტერების წინააღმდეგ იარაღით გამოვიდნენ. მაგრამ ბატონ დე ლა ტრემულისათვის უკვე მოეხსენებინა მომხდარი ამბავი მის მეჯინიბეს, რომელიც, როგორც მკითხველმა იცის, ბერნაჟუს ახლო ნათესავი იყო. მეჯინიბის ნაამბობის გავლენით ბატონმა დე ლა ტრემულმა უპასუხა, რომ საჩივლელი, პირიქით, მას ჰქონდა ბატონ დე ტრევილის წინააღმდეგ, ვინაიდან მუშკეტერები იარაღით დაეცნენ მის მსახურებს და სასახლის გადაწვასაც აპირებდნენ. დაუმთავრებელი იქნებოდა ორი დიდებულის კამათი დამნაშავეების აღმოსაჩენად, რადგან თითოეული ეცდებოდა თავი გაემართლებინა. ამიტომ ბატონმა დე ტრევილმა საქმის საჩქაროდ დაბოლოებისათვის სხვა საშუალებას მიმართა. მაშინვე ბატონ დე ლა ტრემულის სასახლეში მივიდა და ბრძანა, მოეხსენებინათ მისი იქ ყოფნა. ზრდილობიანად მიესალმნენ ერთმანეთს დიდებულნი, მართალია, მეგობრები არ იყვნენ ერთმანეთისა, მაგრამ პატივისცემა კი ძალიან დიდი ჰქონდათ. პატიოსანი კაცები იყვნენ ორივენი და კარგი ვაჟკაცები. ბატონი დე ლა ტრემული პროტესტანტი გახლდათ, მეფეს იშვიათად ხედავდა, არც მეფის პარტიას ემხრობოდა, არც კარდინალისას. ამიტომ თავის საზოგადოებრივ დამოკიდებულებაში არ სარგებლობდა არავითარი წინასწარი რწმენით. ამჟამად კი, თუმცა ზრდილობიანად მიიღო ბატონი დე ტრევილი, მაგრამ მაინც უფრო ცივად დახვდა, ვიდრე ჩვეულებრივ ხვდებოდა. _ ერთმანეთს ვუჩივით, ბატონო, ერთმანეთს ვამტყუნებთ და, აი, გეახელით, რომ ერთმანეთის დახმარებით გავარკვიოთ ეს საქმე, _ თქვა ტრევილმა. _ სიამოვნებით, _ უპასუხა ბატონმა დე ლა ტრემულმა, _ ოღონდ უნდა მოგახსენოთ, რომ დაწვრილებით ვიცი საქმის ვითარება: ყველაფერში თქვენი მუშკეტერები არიან დამნაშავენი. _ ძალიან სამართლიანი და ჭკვიანი კაცი ბრძანდებით, ბატონო, და არა მგონია, უარი თქვათ ჩემს წინადადებაზე, _ უთხრა დე ტრევილმა. _ ბრძანეთ, ბატონო, ბრძანეთ, გისმენთ. _ როგორ არის ბატონი ბერნაჟუ, თქვენი მეჯინიბის ნათესავი? _ ძალიან ცუდად, გარდა იმ ჭრილობისა, რომელიც მხარში აქვს და არც ძალიან საშიშია, ფილტვები აქვს დაშავებული, ისე რომ, დიდ იმედს ვერ იძლევა ექიმი. _ ცნობიერება ხომ შერჩენია დაჭრილს? _ სრულიად. _ ლაპარაკი შეუძლია? _ ძალიან ძნელად. მაგრამ მაინც ლაპარაკობს. _ ძალიან კარგი, ბატონო! ჩავიდეთ იმ უბედურთან, დავაფიცოთ და ვთხოვოთ, სიკვდილის წინ სრული სიმართლე გვითხრას. მე მასვე ვირჩევ მსაჯულად თავის საჩივარში და იმას დავიჯერებ, რასაც ის იტყვის. ერთ წამს ჩაფიქრდა ბატონი დე ლა ტრემული და რადგან შეუძლებელი იყო უფრო უკეთესი რამის მოფიქრება, დათანხმდა. ერთად ჩავიდნენ ქვემო სართულის იმ ოთახში, სადაც დაჭრილი იწვა. ბერნაჟუ მის სანახავად მოსული ორი დიდებულის დანახვაზე შეეცადა ლოგინიდან წამოწეულიყო, მაგრამ სისუსტემ დასძლია და თითქმის გულწასული დაეშვა ბალიშზე. ბატონმა დე ლა ტრემულმა საპკურით მოასულიერა დაჭრილი. მუშკეტერთა კაპიტანმა წასვლა დაპირა და სთხოვა, მას ეწარმოებინა დაკითხვა, არ უნდოდა ეფიქრათ, რომ მისი იქ ყოფნით გავლენა იქონია ბერნაჟუზე, მაგრამ ბატონმა დე ლა ტრემულმა არ გაუშვა. სწორედ ის მოხდა, რის იმედიც ჰქონდა ბატონ დე ტრევილს: სიკვდილსა და სიცოცხლის შუა ჩავარდნილ ბერნაჟუს აზრადაც არ მოსვლია, ერთი წამით მაინც დაემალა ჭეშმარიტება. დაწვრილებით, სრული სიმართლით უამბო ორ დიდებულს ყველაფერი ისე, როგორც მოხდა. სხვა აღარა უნდოდა რა ბატონ დე ტრევილს. სრული განკურნება და ჯანმრთელობა უსურვა დაჭრილ ბერნაჟუს, გამოეთხოვა ბატონ დე ლა ტრემულს და შინ მისვლისთანავე აცნობა ოთხ ყმაწვილკაცს, რომ სადილად თავისთან ელოდა. დიდებული საზოგადოების წევრები დაიარებოდნენ ბატონ დე ტრევილთან, სხვათა შორის, სულ კარდინალის მოწინააღმდეგენი; ცხადია, სადილზე სულ იმაზე ჰქონდათ საუბარი, რომ ორჯერ ზედიზედ სამარცხვინოდ დამარცხდნენ მისი ყოვლადუწმინდესობის რაზმელები. რადგან დ'არტანიანი ამ ორივე დღის საოცარი ბრძოლების გმირი იყო, მხოლოდ მას ულოცავდნენ გამარჯვებას. ათოსი, პორთოსი და არამისი დ'არტანიანს უთმობდნენ პირველობას არა მარტო იმიტომ, რომ მისი კარგი ამხანაგები გახდნენ, არამედ იმიტომაც, რომ ამგვარი მილოცვები მათ ხშირად დაემსახურებინათ, ხოლო გასკონელისათვის პირველი იყო ეს. ექვსი საათი სრულდებოდა, როდესაც ბატონმა დე ტრევილმა გამოაცხადა, რომ ლუვრში უნდა წასულიყვნენ, მეფის შინ არ ყოფნის გამო ჩაშლილი აუდიენციის ნაცვლად. ამ საღამოს ბატონი დე ტრევილი და ოთხი ყმაწვილი კაცი მეფის კაბინეტის მოსაცდელ ოთახში შევიდნენ. მეფე ჯერ არ დაბრუნებულიყო სენ-ჟერმენის ტყიდან. თითქმის ნახევარი საათი სრულდებოდა, რაც ჩვენი გმირები, სხვა კარისკაცებთან ერთად, იცდიდნენ. უცებ გაიღო ყველა კარი. მსახურებმა დაიძახეს: _ მეფე მობრძანდება! ამ სიტყვების გაგონებაზე ისე აკანკალდა დ'არტანიანი, რომ ძვლების ტვინიც კი უთრთოდა. მოახლოებულ წამზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული მთელი მისი ცხოვრება, იდგა და თვალი ვეღარ მოეშორებინა იმ კარისაგან, რომლითაც მეფე უნდა შემოსულიყო. გამოჩნდა ლუდოვიკო მეცამეტე. მას ჯერ კიდევ სანადირო ტანისამოსი და მაღალყელიანი წაღები ეცვა. ხელში მათრახი ეჭირა. დ'არტანიანმა პირველი შეხედვითვე იგრძნო, რომ იგი განრისხებული უნდა ყოფილიყო. მეფის ამ განწყობას ყველა ხედავდა, მაგრამ კარისკაცები მაინც, ჩვეულებისამებრ, დასახვედრად გამწკრივდნენ. სამი მუშკეტერი უყოყმანოდ მაშინვე წინ გამოვიდა. დ'არტანიანი ამას ვერა ბედავდა და უკან ამოეფარა თავის ამხანაგებს. ამითაც ვერას გახდნენ ჩვენი მუშკეტერები: თუმცა მეფე პირადად იცნობდა ათოსსაც, პორთოსსაც და არამისსაც, მაინც სამივეს ისე გაუარა წინ, რომ არც კი შეხედა, ხმა არ გასცა, თითქოს არასდროს ენახა. ბატონ დე ტრევილს კი თვალი თვალში გაუყარა. მუშკეტერების კაპიტანი მაგრად დაუდგა, წარბიც არ შეიხარა. ისევ მეფემ აარიდა თვალი და ბუზღუნით თავის კაბინეტში შევიდა. _ ცუდად არის ჩვენი საქმე, _ თქვა სიცილით ათოსმა, _ ეტყობა, დღეს ვერ გვეღირსება ჯილდო ჩვენი რაინდობისათვის. _ ათ წუთს აქ დამიცადეთ, _ სთხოვა ბატონმა დე ტრევილმა, _ თუ ათი წუთის შემდეგ არ გამოგხედეთ, ჩემს სასახლეში დაბრუნდით. მეტს ნუღარ მომიცდით, რადგან უნაყოფო იქნება თქვენი ლოდინი. ათმა... თხუთმეტმა... ოცმა წუთმა გაიარა ამ ლოდინში, მაგრამ კაპიტანი არსად ჩანდა. შეწუხებულმა ოთხმა მეგობარმა სასახლისაკენ გასწია. არ იცოდნენ, რა მოელოდათ. ბატონი დე ტრევილი გაბედულად შევიდა მეფის კაბინეტში. მართლაც, ძალიან განრისხებული იხილა მისი ყოვლადუდიდებულესობა, სავარძელში ჩამჯდარი, მათრახსა სცემდა თავის ყელიან წაღებს. ბატონი დე ტრევილი მაინც იმედიანად იყო და ჩვეულებისამებრ მოიკითხა მეფე. _ ძალიან ცუდადა ვარ, ბატონო, ძალიან ცუდად, _ უპასუხა მეფემ, _ მეტად მოწყენილი გახლავარ. მართლაც, ეს იყო ლუდოვიკო მეცამეტის უსაშინელესი ავადმყოფობა. იგი ხშირად დაუძახებდა ხოლმე რომელიმე კარისკაცს, ფანჯარასთან მიიყვანდა და სთხოვდა: მოდით, ბატონო, ერთად მოვიწყინოთ. _ როგორ? ნუთუ მოწყენილი ბრძანდებით, მეფეო? _ გაიკვირვა ბატონმა დე ტრევილმა, _ განა დღეს სანადიროდ არ ბრძანდებოდით? _ დიდი სიამოვნებაა?! გადაგვარებას განიცდის ყველაფერი და გარწმუნებთ, აღარც კი ვიცი, ნადირი არ ტოვებს თავის კვალს თუ ძაღლებმა დაკარგეს ყნოსვა. ბუკით დავდევდით ირემს, ექვსი საათი ვდიეთ, მანამ საიმედო ადგილს მოვიმწყვდევდით, და როდესაც იმედი მოგვეცა, ვერსად წაგვივაო, სენ-სიმონმა საყვირი მოამზადა, რომ გამარჯვების ჰანგით დავმტკბარიყავით, სწორედ ამ დროს, უცბად, პირი იბრუნეს ძაღლებმა და ნუკრს გამოუდგნენ. აი, ნახავთ, იმდენს იზამენ, რომ მაიძულებენ, ოთხფეხზე ნადირობაც მოვიშალო, ისევე, როგორც ფრინველზე მომაშლევინეს. აჰ, ძალიან უბედური მეფე ვარ, ჩემო დე ტრევილ! ერთადერთი შავარდენი მყავდა და ისიც გუშინწინ მომიკვდა. _ მართლაც, სამწუხარო გახლავთ, მეფეო, მესმის თქვენი სასოწარკვეთილება. სწორედ დიდი უბედურებაა. მაგრამ, ვგონებ, კიდევ მრავლად უნდა გყავდეთ შავარდენი და ქორი. _ მაგრამ კაცი ვერ მიშოვია, რომ გამიწვრთნას ისინი, ნელ-ნელა ქრებიან ბაზიერები. ვფიქრობ, მარტო მეღა დავრჩი ნადირობის ხელოვნების მცოდნე. ჩემს შემდეგ, ვგონებ, მთლად მოისპობა ნადირობა. და ადამიანი მხოლოდ ხაფანგით, კაკანათით და სარეგველით დაიწყებს ცხოველთა ხოცვას. ნეტავი დრო მაინც მქონოდა, რომ მოწაფეები ამომერჩია და მესწავლებინა! მაგრამ ვინ მაღირსებს მოცალეობას! სულ თავს დამტრიალებს ბატონი კარდინალი და ერთი წამით მოსვენებასაც არ მაძლევს. გამიბამს ბაასს, ეს ესპანეთი, ეს ავსტრია, ეს ინგლისი... ჰო, მართლა! კარდინალის ხსენებამ მომაგონა: ბატონო დე ტრევილ, სამდურავს გიცხადებთ თქვენი მეფე! კარგა ხანია რაც ამ ბიძგს ელოდა ბატონი დე ტრევილი. იგი ძალიან კარგად იცნობდა ლუდოვიკო მეცამეტეს. როგორც კი დაიწყო მეფემ მოთქმა, მაშინვე მიხვდა კაპიტანი, რომ ეს წუწუნი და მწუხარება ამ თემაზე სასაუბროდ საკუთარი თავის ერთგვარი გამხნევება და წაქეზება იყო. _ ნეტავი რა ისეთი უბედურება დამემართა, რომ თქვენი ყოვლადუდიდებულესობის სამდურავი დავიმსახურე? _ მიმართა ბატონმა დე ტრევილმა ისეთი იერით, თითქოს უსაზღვროდ განცვიფრებული ყოფილიყო. _ განა ასე ასრულებთ თქვენს ვალდებულებას? _ განაგრძო მეფემ ისე, რომ პირდაპირ არ ეპასუხა დე ტრევილის კითხვაზე. _ განა იმისათვის დაგნიშნეთ ჩემი მუშკეტერების კაპიტნად, რომ ჩემი მცველები ადამიანებს ხოცავდნენ, ორომტრიალს აყენებდნენ მთელ უბანში და ცეცხლის წაკიდებას უქადდნენ პარიზს? თქვენ ამაზე არაფერს მაცნობებთ? თუმცა, ეჭვი არ არის, მეტად ავჩქარდი საყვედურის გამოცხადებაში. დარწმუნებული ვარ, უკვე დაპატიმრებულნი არიან მშვიდობიანობის დამრღვევნი და თქვენც იმიტომ შეწუხებულხართ, რომ დამნაშავეების სამართალში მიცემა მაცნობოთ. _ მეფეო, _ მიუგო მშვიდად დე ტრევილმა, _ მეც სწორედ იმის სათხოვნელად გეახელით, რომ მინდა, სასტიკად დაასჯევინოთ დამნაშავენი. _ სახელდობრ? _ შეჰყვირა მეფემ. _ სახელდობრ, ცილისმწამებელნი. _ აი, ესეც ახალი ამბავი! _ ბრძანა მეფემ, _ იქნებ ისიც მითხრათ, რომ თქვენი სამი ჩამოსახრჩობი მუშკეტერი, ათოსი, პორთოსი, არამისი, და მათი ბეარნელი ამხანაგი, ცოფიანი მგლებივით არ დაეცნენ საწყალ ბერნაჟუს, რომელიც დღეს-ხვალ შეიძლება წუთისოფელს გამოესალმოს? იქნებ ისიც მითხრათ, რომ ბერნაჟუს დაჭრის შემდეგ გარს არ შემოეხვივნენ ბატონ დე ლა ტრემულის სასახლეს და ცეცხლის წაკიდებაც არ მოინდომეს? ომიანობის დროს იქნება დიდი არაფერი უბედურება ყოფილიყო იმ სახლის დაწვა, რადგან ჰუგენოტების ბუნაგია თურმე. მაგრამ დღეს, მშვიდობიანობის დროს, ხალხისათვის ცუდი მაგალითი იქნებოდა. აბა, ბრძანეთ, ყოველივე ამის უარყოფა ხომ არ გნებავდათ? _ ვინ მოგახსენათ, მეფეო, ეგ მშვენიერი ზღაპარი? _ ჰკითხა მშვიდად ბატონმა დე ტრევილმა. _ ვინ მომახსენა, ბატონო, ეს მშვენიერი ზღაპარი? ვინ მომახსენებდა, როგორ გგონიათ, თუ არა ის, ვინც ფხიზლად არის, როდესაც მე მძინავს; თუ არა ის, ვინც მუშაობს, როდესაც მე დროს ტარებას ვცდილობ; თუ არა ის, ვინც აწარმოებს ყველაფერს ჩვენს სამეფოში და მის გარეთაც მთელ საფრანგეთში და მთელ ევროპაში. _ მაშ, ღმერთს უცნობებია თქვენთვის, უეჭველია, მეფეო, _ მიუგო დე ტრევილმა, _ ღმერთის მეტი მე არავინ ვიცი, რომ ასე სჯობდეს სიძლიერით ჩემს მეფეს. _ არა, ბატონო, მე სამეფოს დედაბოძზე ვლაპარაკობ, ერთადერთ ჩემს ერთგულ მოღვაწეზე, ერთადერთ ჩემს მეგობარზე, ბატონ კარდინალზე. _ მისი ყოვლადუწმინდესობა ჯერ პაპი არ ბრძანდება. _ ამით რისი თქმა გსურთ, ბატონო? _ მინდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ პაპი გახლავთ შეუცდომელი და ეს თვისება კარდინალებზე არა ვრცელდება. _ თქვენ გნებავთ მითხრათ, რომ იგი მატყუებს? თქვენ გნებავთ მითხრათ, რომ იგი მღალატობს? თქვენ იმის გამტყუნებას ცდილობთ? ჰოდა, თქვით, აღიარეთ გულწრფელად, რა ბრალსა სდებთ! _ არა, მეფეო, ბრალს არასა ვდებ, მაგრამ იმას კი მოგახსენებთ, რომ იგი ხშირად ცდება. იმასაც მოგაგონებთ, რომ ტყუილი მოახსენეს და მან კი დაიჯერა. მოგახსენებთ, აგრეთვე, რომ აჩქარებით დასდო ბრალი თქვენს მუშკეტერებს, რომლებიც შეძულებული ჰყავს და უსამართლოდ ექცევა. დღესაც საქმის გამოსარკვევად არასწორ წყაროს დასჯერდა. _ ბრალდება თვითონ ბატონი დე ლა ტრემულიდან მოდის, თვითონ ჰერცოგი ლა ტრემული ჩივის. ამაზე რაღას მიპასუხებთ? _ მე შემეძლო მომეხსენებინა, მეფეო, რომ ბატონი ლა ტრემული პირადად დაინტერესებული გახლავთ ამ საქმით, მაშასადამე, მიუდგომელ მოწმედ ვერ გამოდგება, მაგრამ, ღმერთმა დამიფაროს, ბატონ ჰერცოგს ვიცნობ, როგორც პატიოსნებით აღსავსე კეთილშობილს და სრული ნდობით მივიღებ მის ნათქვამს, მხოლოდ ერთი პირობით. _ რა პირობით? _ იმ პირობით, თქვენო ყოვლადუდიდებულესობავ, რომ თქვენთან დაიბაროთ ბატონი დე ლა ტრემული, თქვენვე დაჰკითხოთ სრულიად მარტოდმარტომ, ისე, რომ თქვენს მეტმა არავინ გაიგონოს მისი ნათქვამი, და როგორც კი მოისმენთ ბატონ დე ლა ტრემულის სიტყვებს, მერე მე გეახლებით. _ ოჰო, _ იუცხოვა მეფემ, _ მაშ, დაენდობით ბატონ დე ლა ტრემულის მოხსენებას? _ დიახ, მეფეო. _ დაემორჩილებით მის განჩინებას? _ უეჭველად. _ იკისრებთ იმის გადახდას, რასაც ის მოგთხოვთ? _ უთუოდ, მეფეო. _ ლა შენე! _ დაუყვირა მეფემ მსახურს, _ ლა შენე! ლუდოვიკო მეცამეტის ერთგული მსახური ყოველთვის მეფის კარებთან იდგა. ახლაც დაძახებისთანავე ეახლა მეფეს. _ ლა შენე! _ უბრძანა მეფემ, _ საჩქაროდ, ახლავე, ამწამსვე, წავიდეს ვინმე ბატონ დე ლა ტრემულთან და მოახსენოს, რომ ამაღამვე მინდა მოველაპარაკო მას. _ მაშ, სიტყვას მაძლევთ, მეფეო, რომ ბატონ დე ლა ტრემულის შემდეგ ჩემამდე არავის ნახავთ? _ არავის, გაძლევთ პატიოსან სიტყვას. _ მაშ, ხვალამდე, თქვენო ყოვლადუდიდებულესობავ. _ ხვალამდე, ბატონო. _ რომელ საათზე გეახლოთ, მეფეო? _ როცა თქვენ გნებავთ. _ დიახ, მეფეო, მაგრამ ვაითუ ადრე გეახლოთ და გაგაღვიძოთ? _ მე გამაღვიძოთ? მე ხომ აღარ მძინავს ხოლმე! ხანდახან წავთვლემ ცოტას, განა ეგ ძილია? მობრძანდით დილაადრიანად, როცა გნებავდეთ, თუნდა შვიდ საათზე. მაგრამ, ვაი თქვენი ბრალი, თუ დამნაშავენი თქვენი მუშკეტერები აღმოჩნდებიან. _ თუ დამნაშავენი აღმოჩნდებიან ჩემი მუშკეტერები, თქვენ ხელთ იქნებიან, მეფეო, და თქვენ გადაუწყვეტთ, თქვენი სურვილისამებრ, ღირსეულ სასჯელს... კიდევ მიბრძანებთ რასმე, მეფეო? ბრძანეთ, მე მზად გახლავართ, ავასრულო თქვენი სურვილი. _ არა, ბატონო, არა, უსაფუძვლოდ კი არ დამარქვეს ლუდოვიკო სამართლიანი. მაშ, ხვალამდე, ბატონო, ხვალამდე. _ ხვალამდე, მეფეო, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! იქნება მართლაც ცოტა ეძინა მეფეს, მაგრამ ბატონ დე ტრევილს უფრო ცუდად ეძინა იმ ღამეს. მან იმ საღამოსვე შეატყობინა თავის სამ მუშკეტერს და მათ ამხანაგს, რომ ხვალ დილით, შვიდის ნახევარზე, მის სანახავად მისულიყვნენ. მეორე დღეს დე ტრევილმა ისინი ლუვრისკენ წაიყვანა ისე, რომ არაფერი უთქვამს, არაფერს დაჰპირებია, მხოლოდ არ დაუმალა, მათი კეთილდღეობა და თვითონ მისიც დღეს ერთ უბრალო კამათელზე რომ იყო დამოკიდებული. სასახლეში ბატონმა დე ტრევილმა მუშკეტერები პატარა კიბესთან გააჩერა იმ პირობით, რომ თუ კვლავ განრისხებული დახვდებოდა მეფე, შეუმჩნევლად უკან გააბრუნებდა, ხოლო თუ მისი უდიდებულესობა ინებებდა მათ მიღებას, ზევით აიყვანდა. მეფის კაბინეტის წინა ოთახში დე ტრევილს ლა შენე შეხვდა და მოახსენა, რომ გუშინ ბატონი დე ტრემული არ დახვედრიათ სახლში, ხოლო შინ იმდენად გვიან დაბრუნებულა, რომ უკვე შეუძლებლად მიუჩნევია მეფის შეწუხება. ამიტომ ეს-ეს არის ახლა მოვიდა და ამჟამად მეფესთან ბრძანდებაო. ეს ძალიან გაუხარდა ბატონ დე ტრევილს. დარწმუნდა, რომ დე ლა ტრემულის ჩვენების შემდეგ სხვა ვერავინ შეძლებდა ზეგავლენა მოეხდინა მეფეზე. დე ტრევილის მოსვლის შემდეგ არ გასულა ათი წუთი, რომ გაიღო მეფის კაბინეტის კარი და ლა ტრემული გამოვიდა. იგი მაშინვე მიუახლოვდა მუშკეტერთა კაპიტანს და მიმართა: _ ბატონო დე ტრევილ, მისმა ყოვლადუდიდებულესობამ დამიბარა, მომეხსენებინა გუშინ დილით ჩემს სასახლესთან მომხდარი შეტაკების ვითარება. სრული ჭეშმარიტება მოვახსენე მეფეს. ვუთხარი, რომ ჩემები იყვნენ ყველაფერში დამნაშავენი და რომ მზად ვარ, ბოდიში მოვიხადო თქვენ წინაშე. რაკი აქ გხედავთ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი ბოდიში და კვლავაც თქვენს გულითად მეგობრად მიგულოთ. _ დიახ, ბატონო, _ მიუგო ბატონმა დე ტრევილმა. _ იმდენად ღრმადა მწამს თქვენი პატიოსნება, რომ ამ საქმეში ჩემს დამცველად მეფის წინაშე თქვენ გარდა მე არავინ ვისურვე. ვხედავ, რომ არ შევმცდარვარ. დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ყოფილა საფრანგეთში ადამიანი, რომლის შესახებ გაბედვით შეიძლება ვთქვათ ის, რაც მე მოვახსენე წუხელ მეფეს. _ კარგით, კარგით! _ გამოსძახა მეფემ, რომელმაც კარგად გაიგონა ორ კარშუა თქმული ქათინაურები: _ ოღონდ კარგად ჩააგონეთ, დე ტრევილ, თქვენი გულითადი მეგობრობის მსურველს, რომ მეც ძალიან მსურს ბატონ დე ლა ტრემულის გულითად მეგობართა რიცხვს ვეკუთვნოდე, თუმცა ის გამირბის, მოაგონეთ, თითქმის სამი წელიწადი სრულდება, რაც არსად მინახავს და თუ ნახვა მინდა, მსახური უნდა ვაახლო და დავიბარო. ჩემ მაგივრად ეს ყველაფერი უთხარით, რადგან ამგვარს არაფერს უნდა ბრძანებდეს თვითონ მეფე. _ გმადლობთ, მეფეო, _ მოახსენა ბატონმა დე ლა ტრემულმა. _ ნუ დაივიწყებს თქვენი ყოვლადუდიდებულესობა, რომ თქვენი გულითადი, ერთგული მოსამსახურენი ისინი კი არ არიან, ვისაც ყოველთვის თქვენთანა ხედავთ მთელი დღის განმავლობაში, რასაკვირველია, მე ამას ბატონ დე ტრევილის შესახებ არ ვლაპარაკობ. _ აჰ, მაშ, თქვენც გაიგონეთ ჩემი ნათქვამი? მით უკეთესი, ბატონო, მით უკეთესი, _ უთხრა მეფემ და კარებთან მივიდა. _ აჰ, თქვენა ხართ, ტრევილ? სად არიან თქვენი მუშკეტერები? გუშინწინ გთხოვეთ, მოგეყვანათ და გეჩვენებინათ, რატომ არ მომიყვანეთ? _ ქვევით გახლავან, მეფეო: თუ ნებას მომცემთ, ლა შენე ჩავა და ამოიყვანს. _ დიახ, დიახ, ახლავე ამოვიდნენ, სადაცაა რვა საათი შესრულდება, ცხრაზე კი სტუმარს მოველი. მაშ, მიბრძანდით, ჰერცოგო, და იცოდეთ, კვლავ გვინახულეთ, შემოდით, ტრევილ. ბატონმა დე ლა ტრემულმა თავი დაუკრა და გამოეთხოვა. კიბეზე სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი შეხვდა, რომლებსაც ლა შენე მიუძღოდა. _ მობრძანდით, ჩემო გმირებო, _ დაუძახა მეფემ, _ მობრძანდით, მინდა კარგად დაგტუქსოთ. მუშკეტერები მეფეს მიუახლოვდნენ და მოწიწებით მიესალმნენ, დ'არტანიანი მათ უკან მისდევდა. _ რა ეშმაკი გეხმარებათ, _ განაგრძო მეფემ. _ რომ ოთხმა კაცმა ამ ორ დღეში მწყობრს გამოაკელით ყოვლადუწმინდესობის შვიდი რაზმელი? მეტისმეტი მოგდით, ყმაწვილებო, მეტისმეტი! ასე რომ მიჰყვეთ, მისი ყოვლადუწმინდესობა იძულებული იქნება, სამ კვირაში განაახლოს თავისი რაზმი, და მეც იძულებული ვიქნები, მკაცრად ავასრულებინო ჩემი ბრძანებანი, ერთი რომ იყოს, ისიც შემთხვევით, არაფერს ვიტყვი, მაგრამ შვიდი კაცი ორ დღეში! მეტისმეტია, ყმაწვილებო, მეტისმეტია! _ სწორედ ამიტომ გეახლნენ, მეფეო, რომ ბოდიში მოიხადონ თქვენს ყოვლადუდიდებულესობასთან. ხომ ხედავთ, მეფეო, როგორ შეწუხებულნი გახლავან, არ იციან, როგორ მოინანიონ ეს უნებური ცოდვა. _ შეწუხებულნი არიან და არ იციან, როგორ მოინანიონ? ჰოო? რა ვქნა, რომ ვერ მივნდობივარ მათ პირმოთნე სახეს, მეტადრე იმას, აგერ უკან რომ ატუზულა, გასკონელი, აქეთ მობრძანდით, ბატონო! მიხვდა დ'არტანიანი, რომ მას ეხებოდა მეფის სიტყვა, და იმედმიხდილმა წინ წაიწია. _ აკი ყმაწვილი კაციაო? ყმაწვილი კი არა, ბატონო დე ტრევილ, ნამდვილი ბავშვია. ბავშვი, ნამდვილი ბავშვი! ამ პატარამ ჩაჰკრა ისე მაგრად ჟუსაკს თავისი ხმალი? _ ბერნაჟუს კი ორჯერ ჩაჰკრა, კიდევ უფრო მარჯვედ. _ მართლა? _ დიახ, მეფეო, გარდა ამისა, ამ ყმაწვილს რომ არ წაერთმია ჩემთვის ბიკარა, არა მგონია, დღეს აქ გხლებოდით და უსაზღვრო ერთგულებით და პატივისცემით მივსალმებოდი ჩემს მეფეს, _ მიუგო ათოსმა. _ მაშ, ხორცშესხმული ქაჯი ყოფილა ეს თქვენი ბეარნელი, ნამდვილი ქაჯი, ჰა, ბატონო ტრევილ? ამ საქმეში მრავალი ქურთუკი გაეხვრიტება და ხმალიც ბევრი დაემტვრევა. გასკონელები კი ძველებურადვე ღარიბები არიან, არა? _ უნდა მოგახსენოთ, მეფეო, რომ გასკონიის მთებში ჯერ კიდევ არ უპოვიათ ოქროს ზოდები, თუმცა, საცა სამართალია, დიდი ხანია ამ სასწაულით უნდა დაეჯილდოებინა ღმერთს ისინი იმ სამსახურისათვის, რაც მათ ისეთი თავგანწირვით გაუწიეს ნეტარხსენებულ მამათქვენს და სარწმუნოებას. _ სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, გასკონელებს მოუნიჭებიათ ჩემთვის მეფობა, არა, ტრევილ, ვინაიდან მე ვარ შვილი მამაჩემისა? ძალიან კარგი, ჩემდა საბედნიეროდ, აგრე იყოს, მე უარს არ ვამბობ. ლა შენე, წადით, სულ გადმოაბრუნეთ ჩემი ჯიბეები, იქნება როგორმე მოაგროვოთ ორმოცი პისტოლი და აქ მომიტანეთ, ახლა კი, ყმაწვილო, გულზე დაიდეთ ხელი და მიამბეთ საქმის ვითრება! დ'არტანიანმა დაწვრილებით მოახსენა თავისი გუშინდელი თავგადასავალი: როგორ გაუკრთა სიხარულით ძილი იმის გამო, რომ შუადღისას მეფეს უნდა ხლებოდა, და სამი საათით ადრე მივიდა თავის ამხანაგებთან სასახლეში წასასვლელად, როგორ წავიდნენ ამ სამი საათის მოსაკლავად ჩოგბურთის სათამაშოდ; როგორ შეშინდა, სახეში არ მოხვედროდა ბურთი, რის გამოც მასხრად აიგდო ბერნაჟუმ, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობით მოინანია თავისი დაცინვა; შემდეგ როგორ ჩაერივნენ ბრძოლაში ბატონ დე ლა ტრემულის მსახურები და კინაღამ ცეცხლით დააწვევინეს მისი სასახლე, როდესაც თვითონ ბატონმა დე ლა ტრემულმა სრულიად არა იცოდა რა ამ საქმისა. _ ასე, ასე, _ ჩურჩულებდა მეფე, _ სწორედ ასე მიამბო ბატონმა დე ლა ტრემულმა თქვენი ბრძოლის ამბავი. საწყალი კარდინალი! შვიდი კაცი ორ დღეში! მერე სულ საუკეთესონი! კმარა, ბატონებო, გეყურებათ? კმარა! ფერუს ქუჩა გახსოვდათ და მისი ჯავრი ამოიყარეთ ხომ? მაშ,ახლა კმაყოფილნი უნდა იყოთ. _ თქვენი მორჩილნი გახლავართ, მეფეო, თუ თქვენ კმაყოფილი ბრძანდებით, _ მიუგო დე ტრევილმა. _ დიახ, მე კმაყოფილი ვარ, _ მიუგო მეფემ, ლა შენეს ერთი მუჭა ოქრო გამოართვა და დ'არტანიანს ხელში ჩაუყარა, _ აი, ყმაწვილებო, იმის დასამტკიცებლად, რომ მე კმაყოფილი ვარ. იმხანად თავმოყვარეობა და ამპარტავნობა ისე არ იყო გავრცელებული, როგორც ჩვენს დროშია. პატიოსანი კაცი ხელიდან ხელში იღებდა მეფისაგან ფულს და სრულებითაც არ გრძნობდა ამაში თავის დამცირებას. დ'არტანიანმაც, უარის უთქმელად ჯიბეში ჩაიჩხრიალა ორმოცი პისტოლი. თან მეფეს გულითადი მადლობა მოახსენა. _ მაშ, ასე, _ თქვა მეფემ და საათს შეხედა, _ მაშ, ასე, ახლა უკვე ცხრის ნახევარი ყოფილა და შეგიძლიათ მიბრძანდეთ, როგორც გითხარით, ცხრა საათზე ვიღაცას ველი. დიდი მადლობა თქვენი ერთგულებისათვის, ბატონებო! მაშ, მომავალშიც ასევე მქონდეს თქვენი იმედი? _ ოჰ, მეფეო, _ შეჰყვირა ერთხმად ოთხმა ამხანაგმა, _ მზად ვართ, ნაკუწ-ნაკუწად ვიქცეთ თქვენი კეთილდღეობისათვის. _ ძალიან კარგი, მაგრამ უვნებელნი დარჩით, თქვენთვისაც ემჯობინება და ჩემთვისაც სასარგებლონი იქნებით. ტრევილ, _ მიმართა ნელი ხმით კაპიტანს, როდესაც ყმაწვილები გავიდნენ, _ ვინაიდან მუშკეტერებში ადგილი არა გაქვთ, გარდა ამისა, ჩვენვე დავადგინეთ, რომ მის რიგებში შესვლისათვის საჭიროა ორი წლის სამსახური სხვა რომელიმე რაზმში, ეს ყმაწვილი ჯერ თქვენი ქვისლის, ბატონ დე ზესარის რაზმში მიაღებინეთ. აჰ, ღმერთო ჩემო, ტრევილ, რომ იცოდეთ, როგორ მიხარია, კარდინალის დაღრეჯილი სახე რომ წარმომიდგება. გაცოფდება, მაგრამ ჩემთვის სულ ერთია, მე მართალი ვარ. მეფე ხელის ქნევით გამოესალმა დე ტრევილს, რომელმაც თავი დაუკრა და გავიდა. გარეთ ბატონ დე ტრევილს შეხვდნენ თავისი გმირები, რომლებიც დ'არტანიანის მიერ მიღებულ საჩუქარს, ორმოც პისტოლს იყოფდნენ. კარდინალი,როგორც მეფემ თქვა, მართლა ცოფსა ყრიდა; ისე იყო შეწუხებული, რომ რვა დღის განმავლობაში მეფეს ქაღალდსაც აღარ ეთამაშებოდა. ის კი ყურადღებას არ აქცევდა ამ გაშმაგებას. საამური, მომხიბლავი ღიმილით შესცქეროდა და სადაც შეხვდებოდა, უთუოდ ალერსიანი ხმით ჰკითხავდა: _ უკაცრავად, ბატონო კარდინალო, როგორ ბრძანდებიან ის საწყლები: ბერნაჟუ და ჟუსაკი? VII მუშკეტერების შინაური ცხოვრება ლუვრიდან გამოსვლის შემდეგ დ'არტანიანმა რჩევა ჰკითხა მეგობრებს, რაში გამოეყენებინა თავისი ფული. ათოსმა ურჩია, კარგი სადილი შეეკვეთა რესტორან «ნაძვის გირჩებში», პორთოსმა კი ურჩია, მსახური აიყვანეო. სადილი იმ დღესვე შეუკვეთეს და სუფრასაც ახალი მსახური ემსახურებოდა. სადილი ათოსმა შეუკვეთა, ხოლო მსახური პორთოსმა მოუყვანა. სახელოვანმა მუშკეტერმა ტურნელის ხიდზე შეამჩნია ეს პიკარდიელი ბიჭი, სახელად პლანშე, რომელიც წყალში აფურთხებდა და უყურებდა, როგორ კეთდებოდა წრეები წყლის ზედაპირზე. მუშკეტერი იქვე გაურიგდა და დ'არტანიანს მიჰგვარა. პორთოსის აზრით, ამგვარი საქმიანობა ადამიანის სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის ნიშანი იყო. ამიტომ ამით დაკმაყოფილდა და ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე აიყვანა. აზნაურის დიდებული იერი მომხიბვლელი ეჩვენა პლანშეს, მით უფრო, რომ დარწმუნებული იყო, თავის მსახურად მიჰყავდა პორთოსს და, ცოტა არ იყოს, ნაწყენი დარჩა, როდესაც გაიგო, რომ ეს ადგილი უკვე მის თანამოძმეს, მუშკეტონად წოდებულს დაეკავებინა. პორთოსმა განუმარტა, რომ მას ოჯახური მდგომარეობა არ აძლევდა ორი მსახურის ყოლის საშუალებას და ამიტომ იგი მსახურად დ'არტანიანთან უნდა დამდგარიყო. მაგრამ როდესაც პლანშემ ნახა, როგორი კარგი სადილით გაუმასპინძლდა მისი ბატონი თავის მეგობრებს, როგორ იღებდა ჯიბიდან მუჭით ოქროს ფულს, იფიქრა, ბედი მეწიაო, და მადლობა შესწირა ზეცას ამისთანა კრეზის1 სახლში სამსახურისათვის. ამ რწმენით აღტაცებული განაგრძობდა სუფრის ალაგებას და სადილის ნარჩენებით იკლავდა დიდი ხნის შიმშილს. მაგრამ როდესაც დაღამდა და თავისი ბატონის ლოგინის დალაგებას შეუდგა, უცბად გაუქრა ოქროს სიზმრები საწყალ პლანშეს: დ'არტანიანის ორ ოთახში მხოლოდ ერთადერთი ლოგინი იყო. პლანშე წინა ოთახში დაწვა, დ'არტანიანის ლოგინიდან გამოძრობილ საბანზე, რომელიც იმ დღიდან მან დაისაკუთრა. თავის მხრივ, ათოსსაც ჰყავდა მსახური, სახელად გრიმო, რომელიც განსაკუთრებულად ჰყავდა გაწვრთნილი, მეტისმეტად ჩუმი იყო ეს ღირსეული დიდებული (ცხადია, ათოსზე გვაქვს ლაპარაკი), ხუთი-ექვსი წლის მანძილზე მასთან გულითადი მეგობრობა ჰქონდათ პორთოსსა და არამისს. მეგობრებს ხშირად შეუმჩნევიათ ათოსის სახეზე ღიმილი, მაგრამ მისი სიცილი კი არასდროს უნახავთ. თუ იტყოდა რასმე _ მოკლედ, მკვეთრად; ამბობდა მარტო იმას, რის თქმაც უნდოდა. ზედმეტს არაფერს იტყოდა, არ შეალამაზებდა და არ შეაფერადებდა. მიუხედავად იმისა, რომ ათოსი ჯერ ოცდაათი წლისა არც კი იქნებოდა, მეტად წარმოსადეგი და ჭკვიანი ვაჟკაცი იყო. არავინ იცოდა, ჰყავდა თუ არა მას საყვარელი. ქალებზე არასოდეს ლაპარაკობდა, თუმცა ამხანაგებს არ უშლიდა მისი თანდასწრებით ქალებზე გაებათ საუბარი, რომელშიც ის მარტო მწარე სიტყვით და მიზანთროპიული შენიშვნებით ერეოდა. თავდაჭერილი, განმარტოებული და თითქმის მუნჯი ათოსი მოხუცებულს უფრო ჰგავდა. გრიმოც თავისი ხასიათისამებრ ჰყავდა გაწვრთნილი, რომელსაც უსიტყვოდაც, მუნჯურად, ტუჩების მოძრაობით ან სულ უბრალო ხელის აწევით საუცხოოდ ესმოდა ბატონის ბრძანება. ათოსი მას სიტყვით განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავდა. გრიმოს ისე ეშინოდა თავისი ბატონისა, როგორც ცეცხლისა. თუმცა ძალიან უყვარდა და თაყვანს სცემდა მის გენიოსობას. ხანდახან, დარწმუნებული, რომ კარგად გაიგო ათოსის სურვილი, ჩქარობდა ბრძანების ასრულებას და საწინააღმდეგოს კი აკეთებდა. მაშინ ათოსი მხრებს აიჩეჩდა, არ გაჯავრდებოდა, მაგრამ კარგად მიბეგვავდა ხოლმე. იმ დღეებში იგი შედარებით მეტს ლაპარაკობდა. პორთოსს, როგორც მკითხველიც დაინახავდა, სულ სხვა, ათოსისაგან განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. ის არა მარტო ბევრს ლაპარაკობდა, არამედ ხმამაღლაც; სულ ერთი იყო მისთვის, ყურს უგდებდნენ თუ არა, ლაპარაკობდა იმიტომ, რომ სიამოვნებას ჰგვრიდა ლაპარაკი და ტკბებოდა თავისი ნათქვამით. თავისუფლად ლაპარაკობდა ყველაფერზე, გარდა მეცნიერებისა; ამას იმით ასაბუთებდა, რომ ბავშვობიდანვე თანდაყოლილი ჰქონდა მეცნიერების სიძულვილი, თვალად და ტანად ისეთი წარმოსადეგი არ იყო, როგორც ათოსი; ამას თვითონაც გრძნობდა და ხშირად იჩენდა უკმეხობას ათოსისადმი. მეტადრე დაახლოების პირველ ხანებში, როდესაც პორთოსი საგანგებოდ მორთული დადიოდა, რათა ტანისამოსის მშვენიერებით მაინც ეჯობნა ამხანაგისათვის. მაგრამ ათოსი მუშკეტერების უბრალო წამოსასხამში ისე კოხტად გადაიქნევდა თავს უკან, ისე კოხტად წამოსწევდა ფეხს, რომ მაშინვე იკავებდა თავის კუთვნილ ადგილს და ყოველთვის უკან რჩებოდა პორთოსი, რომელსაც ერთი კარგი სანუგეშო ჰქონდა: ბატონ დე ტრევილის კაბინეტის წინა დარბაზში და ლუვრის რაზმელებში სულ თავის სახელოვან საყვარლებზე და ლამაზ ქალებში ახალ-ახალ გამარჯვებაზე ლაპარაკობდა. მას სატრაბახოდ სწორედ ის ჰქონდა, რასაც არასოდეს ერთი სიტყვითაც არ შეეხებოდა ათოსი. ძველი ანდაზაა: როგორიც ბატონი, ისეთი მსახურიო. მაშ, ათოსის მსახურის შემდეგ პორთოსის მსახური ვნახოთ. გრიმოს შემდეგ მუშკეტონი გავიცნოთ. მუშკეტონი ნორმანდიელი იყო. მშვიდობიანი სახელი ერქვა, «ბონიფასი», მაგრამ ეს სახელი უფრო კეთილხმოვანი სიტყვით შეუცვალა თავისმა ბატონმა და მუშკეტონი უწოდა. პორთოსთან იგი იმ პირობით დადგა მსახურად, რომ მხოლოდ ტანისამოსი და ბინა ჰქონოდა, მაგრამ ორივე საუცხოო. გარდა ამისა, მას დღეში ორი საათი თავისუფლება ესაჭიროებოდა სხვა სამუშაოსათვის ხელის მოსაკიდებლად, რაც საშუალებას მისცემდა, დაეკმაყოფილებინა თავისი დანარჩენი მოთხოვნილებანი. პორთოსი მაშინვე დათანხმდა, რადგან ასეთი პირობები ზედმიწევნით შესაფერისი იყო მისთვის. მუშკეტონისათვის კამზოლის შესაკერად პორთოსი თავის ძველ ტანისამოსს და წამოსასხამს უგზავნიდა ერთ ნაცნობ თერძს, რომელიც ჩვეული ოსტატობით თითქმის აახლებდა ამ ნაჭრებს, და მუშკეტონი მუდამ კარგად ჩაცმული გამოდიოდა. მესამე ამხანაგის, არამისის ხასიათი, ვგონებ, საკმარისად ცნობილია. მით უფრო, რომ მის დახასიათებას, როგორც მისი მეგობრებისას, კარგად ვნახავთ ამ ყმაწვილების ყოფაცხოვრებაში. არამისსაც ჰყავდა მსახური, სახელად ბაზენი. არამისს იმედი ჰქონდა, რომ ბერად აღიკვეცებოდა სადმე მონასტერში და ბაზენიც ყოველთვის შავი ტანისამოსით იმოსებოდა, როგორც სასულიერო პირის მსახური. ეს იყო ბერიელი ოცდათხუთმეტიორმოცი წლის გულჩვილი, მშვიდობიანი, ჩაფიქრებული კაცი. თავისუფალი დრო თუ დარჩებოდა, მაშინვე საღვთო წიგნებს ჩაუჯდებოდა, სადილზე ბევრნაირს არა, მაგრამ ძალიან გემრიელ საჭმელს ამზადებდა. ერთობ მუნჯი, ბრმა, ყრუ და ერთგული მსახური იყო. ახლა, როდესაც ზერელედ მაინც გავიცანით ბატონებიც და მსახურებიც, მათი ბინებიც დავათვალიეროთ. ათოსი ფერუს ქუჩაზე ცხოვრობდა. ლუქსემბურგის ახლოს. ეჭირა ძალიან სუფთად მოწყობილი ორი პატარა ოთახი, რომლის დიასახლისი, ჯერ ისევ ახალგაზრდა და ლამაზი ქალი, მომხიბლავად უღიმოდა ყოველთვის. მაგრამ ამაოდ. ამ უბრალო ბინის კედლებზე აქა-იქ დიდებული წარსულის ბრწყინვალების ნაშთი მოჩანდა: ასეთი იყო, მაგალითად, ფრანცისკო პირველის დროის დამასკური ხელოვნებით შეჭედილი ხმალი, რომლის ძვირფასი თვლებით დამშვენებული ტარი ორასი პისტოლი ეღირებოდა. ათოსი ხშირად განიცდიდა ხელმოკლეობას, მაგრამ მას მძიმე წუთებშიც აზრადაც არ მოსვლია ამ ხმლის დაგირავება ან გაყიდვა. ყოველთვის ეს ხმალი ჰქონდა სანატრელად პორთოსს. იგი თავისი სიცოცხლის ათ წელიწადს მისცემდა, ოღონდ ის ხმალი მისი საკუთრება ყოფილიყო. ერთ დღეს პორთოსს პაემანი ჰქონდა დიდებულ ქალბატონთან და მან ათოსს სთხოვა ხმალი. ათოსმა ხმის ამოუღებლად დაიცარიელა ჯიბეები, მოაგროვა რაც თვალმარგალიტი მოეპოვებოდა: _ ქისები, ოქროს ძეწკვი, ბეჭდები _ და პორთოსს მიართვა, ხმალზე კი უარი უთხრა. _ ხმალი მიჭედილია თავის ადგილზე და მარტო მაშინ დაიძვრის, როდესაც თვითონ მისი პატრონი მიატოვებს ამ ბინას და სხვაგან გადავაო. ამ ხმლის გარდა კედლებზე ეკიდა ჰენრიხ მესამის დროინდელი დიდებულის პორტრეტი, მეტად მოხდენილი ტანსაცმლით და სულიწმიდის ორდენით მკერდზე. ეს სურათი რამდენადმე ჰგავდა ათოსს სახის ნაკვთებით, შთამომავლური თვისებებით, და ყოველივე ეს იმაზე მიუთითებდა, რომ ათოსის წინაპარი უნდა ყოფილიყო ეს დიდებული მეფის რაინდი. და ბოლოს, ერთი საგანგებოდ გაკეთებული ოქრომჭედლური ყუთი, იმავე გერბით, რომელიც ხმალს და პორტრეტს ჰქონდა. სადად მოწყობილ ოთახში იგი დაუფასებელ განძად მოჩანდა, ათოსს ყოველთვის ჯიბეში ედო ამ ყუთის გასაღები. მხოლოდ ერთხელ, პორთოსის თანდასწრებით, გახსნა და საბოლოოდ დაარწმუნა მეგობარი, რომ ყუთში ქაღალდებისა და წერილების გარდა სხვა არა იყო რა: ალბათ, სამიჯნურო წერილები და მამაპაპისეული ქაღალდები. პორთოსს ძველი სამტრედის ქუჩაზე ეკავა საკმაოდ ფართო და ლამაზად მოწყობილი ოთახები. ყოველთვის, როდესაც იგი ამხანაგებთან ერთად გაივლიდა თავისი ბინის ფანჯრებთან, სადაც ერთ-ერთში აუცილებლად იდგა საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი მუშკეტონი, ზევით აიხედავდა ხოლმე, ხელს აიშვერდა და მეგობრებს ეტყოდა: _ აი, ჩემი ბინა, _ მაგრამ არასოდეს არავის დახვდებოდა «თავის ბინაში», არავის მიიწვევდა სტუმრად და არავინ იყო ისეთი, რომ დანამდვილებით სცოდნოდა, რამდენად შეეფერებოდა შინაური მოწყობილობა და სიმდიდრე ამ გარეგან ფუფუნებას. რაც შეეხება არამისს, მას სამი პატარა ოთახი ეჭირა: სასტუმრო ოთახი, სასადილო და საძინებელი. სამივე ოთახი პირველ სართულზე იყო მოთავსებული. საწოლი ოთახი პატარა ამწვანებულ, მაჩრდილებელ ბაღში გადიოდა და, ამავე ბაღის მეშვეობით, მას გამვლელის თვალი ვერა სწვდებოდა. დ'არტანიანის ბინა ჩვენ უკვე ვიცით და მსახურ პლანშესაც ვიცნობთ. დ'არტანიანი ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე იყო, როგორც ყველა ისინი, ვინც ინტრიგის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. მან ყოველი ღონისძიება იხმარა, რათა შეეცნო, ვინ იყვნენ სინამდვილეში ათოსი, პორთოსი და არამისი, რადგანაც ამ მოგონილი სახელებით ფარავდნენ ისინი თავის ნამდვილ კეთილშობილურ გვარებს. მეტადრე ათოსი, რომელიც შორიდანვე მოჩანდა დიდებული გვარიშვილის შთამომავლად. დ'არტანიანმა პორთოსს მიმართა და ათოსის და არამისის წარსულის მოყოლა სთხოვა. შემდეგ კი არამისს პორთოსის ვინაობა ჰკითხა. სამწუხაროდ, პორთოსმა თავისი გულჩათხრობილი მეგობრის ცხოვრებიდან არა იცოდა რა იმაზე მეტი, რაც ყველასთვის უკვე ცნობილი იყო. ამბობდნენ, რომ სიყვარულმა არ გაუმართლა და საშინელმა ღალატმა სამუდამოდ მოუშხამა სიცოცხლე, მაგრამ რა ღალატი იყო ეს, არავინ იცოდა. რაც შეეხება პორთოსს, მისი ნამდვილი გვარი და სახელი, მსგავსად მისი ორი მეგობრისა, მხოლოდ ბატონმა დე ტრევილმა იცოდა, ხოლო მისი ცხოვრების გაცნობა სულაც არ იყო ძნელი. ეს იყო პატივმოყვარე, მოურიდებელი. მასში ცხადად მოჩანდა მისი ადამიანობა როგორც გამჭვირვალე მინაში, და მხოლოდ მაშინ შეცდებოდა კაცი მის შეფასებაში, თუ დაიჯერებდა ყველაფერ იმას, რასაც პორთოსი თავის თავზე იკვეხნიდა. არამისს რომ შეხედავდით, იტყოდით, ამას არავითარი საიდუმლოება არ გააჩნიაო, მაგრამ სინამდვილეში იგი მთლიანად საიდუმლოებით იყო მოცული. სხვის ამბავს რომ ჰკითხავდნენ, იგი თითქმის არაფერს იტყოდა, ხოლო საუბარს სხვა საგანზე გადაიტანდა, როდესაც თავის შესახებ შეეკითხებოდნენ. ერთხელ დ'არტანიანმა ბაასი გაუბა პორთოსზე და გაიგო, რომ ვიღაც ჰერცოგის ცოლის გული მოენადირებინა პორთოსს. იმედი მიეცა დ'არატანიანს, იქნება თავისი სამიჯნურო თავგადასავლების შესახებაც მითხრასო რამე, და ჰკითხა: _ თქვენა, ჩემო კარგო მეგობარო, სხვების სამიჯნურო ამბები მშვენივრად იცით. თქვენს თავზე რაღას იტყვით? _ უკაცრავად, _ შეაწყვეტინა არამისმა, _ მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ თვითონ პორთოსი მეუბნება დაუფარავად. იგი ხმამაღლა გაჰყვირის თავის ამბავს, მაგრამ, დამიჯერეთ, ჩემო კეთილო დ'არტანიან, მე რომ სხვა წყაროდან ვიცოდე, ან მისგანვე მქონდეს მონდობილი ეს ამბავი, პორთოსი ჩემზე უკეთეს მოძღვარს ვერსად იპოვიდა აღსარების დასაფარავად. _ დარწმუნებული ვარ, _ დაიწყო ხელახლა დ'არტანიანმა, _ და ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ კარგად იცნობთ დიდებულების გერბსა და ნიშნებს, რაშიც ის მოქარგული ცხვირსახოციც დამემოწმება, რომლის წყალობითაც მოვახერხე თქვენი გაცნობა. ამჟამად არ გაჯავრებულა არამისი, მაგრამ თავისებური მოკრძალებით და ალერსიანად უპასუხა: _ ნუ გავიწყდებათ, მეგობარო, რომ გადაწყვეტილი მაქვს, ეკლესიის მსახური გავხდე, და გავურბივარ ამქვეყნიური ცხოვრების ყოველგვარ ცთუნებას. ის ცხვირსახოცი, რომელიც ფეხქვეშ გამომაცალეთ, ჩემთვის არავის მოუცია, იგი ერთ მეგობარს დარჩა ჩემთან სახლში. ცხადია, ცხვირსახოცი უნდა შემენახა, რომ არ შემერცხვინა მეგობარი და სახელი არ გამეტეხა იმ ქალისათვის, რომელიც მას უყვარს. ხოლო ჩემს ამბავს თუ იკითხავთ, მე საყვარელი არცა მყავს და არც მინდა მყავდეს, ამაში მეც ათოსის ბრძნულ მაგალითს ვბაძავ, რომელსაც, აგრეთვე, არავინა ჰყავს. _ ეშმაკმა დალახვროს! ჯერ ხომ ისევ მუშკეტერი ხართ და არა მღვდელი? _ მუშკეტერი დროებითა ვარ, ჩემო კეთილო, კარდინალის სიტყვით რომ ვთქვათ, მე ჩემდა უნებურად ვარ მუშკეტერი, გულით კი, მერწმუნეთ, ეკლესიის მონა-მორჩილი ვარ. ჩემი გართობის მიზნით ათოსმა და პორთოსმა ჩამჩხირეს მუშკეტერებში. სწორედ იმ დროს, როდესაც მღვდლად კურთხევას მიპირებდნენ... მომივიდა პატარა უთანხმოება ერთ... მაგრამ რა საჭიროა თქვენთვის ეს ჩემი წარსული, ძვირფას დროს გაკარგვინებთ ტყუილუბრალოდ. _ სრულებითაც არა! პირიქით, მე ძალიან მაინტერესებს ეგ ამბავი, _ მიუგო დ'არტანიანმა, _ გარწმუნებთ, ამჟამად არავითარი საჩქარო საქმე არა მაქვს. _ დიახ, მაგრამ ლოცვანი მაქვს წასაკითხი! _ უპასუხა არამისმა, _ გარდა ამისა, ქალბატონმა დ'ეგილონმა მთხოვა, რამდენიმე ლექსი უნდა დავწერო. შემდეგ სენტონორეს ქუჩაზე ვარ გასასვლელი, წითელი საღებავი უნდა ვუყიდო ქალბატონ დე შევრეზს. ხომ ხედავთ, ჩემო კეთილო, რომ თქვენ თუ არ გეჩქარებათ, მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს სასწრაფოდ მოსაგვარებელი. სიყვარულით ჩამოართვა ხელი არამისმა ყმაწვილ ამხანაგს და თავისი სასწრაფო საქმეების გასარიგებლად გაეშურა. რამდენს არ ეცადა, რამდენს არ ეწვალა დ'არტანიანი, მაგრამ ამაზე მეტი ვერა გაიგო რა თავის ახალ მეგობრებზე. გადაწყვიტა, ჯერჯერობით ამას დასჯერებოდა და მომავლის იმედი ჰქონოდა, რომ უფრო საფუძვლიან და სარწმუნო ცნობებს შეაგროვებდა მათზე. მანამდე კი ათოსი აქილევსად მიაჩნდა, პორთოსი _ აიაქსად, ხოლო არამისი _ იოსებად. საერთოდ კი მხიარულადა ცხოვრობდა ეს ოთხი მეგობარი: ათოსი თამაშობდა და ყოველთვის აგებდა, მაგრამ არასდროს ერთ სუსაც არ ისესხებდა თავისი მეგობრებისაგან, თუმცა მისი ქისა ყოველთვის გახსნილი იყო მათთვის. როცა ფული არა ჰქონდა და ნდობით თამაშობდა, მეორე დღესვე, დილის ექვს საათზე, გამარჯვებულის კარებთან იყო, რომ წინა დღით წაგებული ფული ჩაებარებინა. პორთოსი ხშირად არ თამაშობდა. მოგების შემთხვევაში იგი თავხედი და ბრწყინვალე იყო, წაგებისას რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად იკარგებოდა და მერე ისევ გამოჩნდებოდა ჩაყვითლებული, დაღვრემილი სახით, მაგრამ სავსე ჯიბით. რაც შეეხება არამისს, ის არასოდეს არა თამაშობდა. ურიგო იყო, როგორც მუშკეტერი და უფრო მოსაწყენი და აუტანელი, როგორც სტუმარი. უარესს ვერას წარმოიდგენს ადამიანი ლხინში და დროს ტარებაში. მას ყოველთვის რაღაც საქმე ჰქონდა საჩქაროდ მოსაგვარებელი. ხშირად, როდესაც სუფრას უსხდნენ მეგობრები, ღვინით გამხიარულებულნი და გაცხარებული ბაასით გართულნი, დარწმუნებულნი, რომ ორ-სამ საათს კიდევ გასტანდა ეს ტკბილი ლხინი... არამისი წამოდგებოდა, საათს დახედავდა, მომხიბლავი ღიმილით ბოდიშს მოიხდიდა იმის გამო, რომ პაემანი ჰქონდა დანიშნული ვიღაც ღვთისმეტყველთან, და გამოეთხოვებოდა საზოგადოებას. ხან კიდევ მოიმიზეზებდა, დისერტაციაზე უნდა ვიმუშაოო, და ამხანაგებს სთხოვდა, არ მოეცდინათ იგი. ამაზე ათოსი უპასუხებდა მომხიბლავი ღიმილით, რომელიც მეტად ამშვენებდა მის დიდებულ იერს. პორთოსი ღვინოს მოიწაფებდა და თან ჰფიცავდა, რომ არამისი თავის დღეში ვერას ეღირსებოდა და მიყრუებული სოფლის მღვდლად მოკვდებოდა. პლანშემ, დ'არტანიანის მსახურმა, ღირსეულად შეიფერა ბედის წყალობა. ოცდაათ სუს აძლევდა ყოველდღე ბატონი და ისიც უსაზღვროდ მადლიერი იყო თავისი ბედისა. ასე გაიარა ერთმა თვემ, მაგრამ, როდესაც გაჭირვების ქარმა დაუქროლა მესაფლავეების ქუჩის მდგმურს, ესე იგი, როდესაც თითქმის უკვე შეჭმული აღმოჩნდა მეფე ლუდოვიკო მეცამეტის ნაჩუქარი ორმოცი პისტოლი, ჩივილი დაუწყო პლანშემ. ეს წუწუნი ათოსს საზიზღრად ეჩვენა, პორთოსს _ შეუწყნარებლად, არამისს _ სასაცილოდ. ათოსმა ურჩია დ'არტანიანს, კინწისკვრით გაეგდო ეს ბრიყვი. პორთოსმა ურჩია _ ჯერ კარგად გაელახა და შემდეგ პანღური ეკრა. არამისმა დაარიგა, ყური მოეყრუებინა; ბატონს თავისი მსახურისგან ქებისა და მადლობის მეტი არაფერი უნდა ეყურადებოდესო. _ თქვენ ადვილად ამბობთ მაგას, _ უპასუხა დ'არტანიანმა, _ თქვენ, ჩემო ათოს, ერთხელაც არ გამოელაპარაკებით გრიმოს, რომელსაც ხმის ამოღებას უკრძალავთ და, მაშასადამე, უკადრის სიტყვას ვერ გაიგონებთ მისგან; თქვენ, ჩემო პორთოს, დიდებულად ცხოვრობთ და ამიტომ გაღმერთებთ თქვენი მუშკეტონი; ხოლო თქვენ, ჩემო არამის, ყოველთვის ერთგული ხართ თქვენი ღვთისმეტყველებისა და სათაყვანებლად ჰყავხართ თქვენს მსახურს, გულჩვილსა და ღვთისმოსავ ბაზენს. მე კი ჯერ არც სახარბიელო მდგომარეობა მაქვს, არც შეძლება. მუშკეტერობას რომ თავი დავანებოთ, რაზმელიც კი არა ვარ და რა უნდა მოვიფიქრო ისეთი, რომ ჩემდამი სიყვარული და პატივისცემა ჩავუნერგო ჩემს პლანშეს? _ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია! _ უთხრეს მეგობრებმა, _ შინაურ ყოფა-ცხოვრებას შეეხება. მსახურსაც ისე უნდა მოექცეს კაცი, როგორც ცოლს, სახლში შემოყვანისთანავე ის ადგილი უნდა მიუჩინოთ, რომელზედაც გინდათ, საბოლოოდ დარჩეს. კარგად დაუფიქრდით ამას. დ'არტანიანიც დაუფიქრდა ამ დებულებას და გადაწყვიტა, შეშინების მიზნით, სამაგალითოდ გაელახა პლანშე. მან ჩვეული კეთილსინდისიერებით აასრულა თავისი განზრახვა. კარგად სცემა და უბრძანა, ფეხი არ მოეცვალა, ნებადაურთველად სხვაგან სადმე არ გადასულიყო. საერთო გაუხდათ ცხოვრება ოთხ მეგობარს. პროვინციიდან ჩამოსულ დ'არტანიანს თავისი ჩვეულება არა ჰქონდა რა, უცნობ საზოგადოებაში უხდებოდა ცხოვრება, ამიტომ მაშინვე შეეგუა ახალ მოთხოვნილებებს და თავისი მეგობრების ჩვეულებებს. ზამთარში, დაახლოებით, რვა საათზე დგებოდნენ, ზაფხულში _ ექვსზე, და ბატონ დე ტრევილის სასახლისაკენ მიეშურებოდნენ ბრძანების მისაღებად. დ'არტანიანი ჯერ მუშკეტერებში არ იყო ჩარიცხული, მაგრამ საკვირველი ბეჯითობით ასრულებდა მუშკეტერის მოვალეობას. არ შორდებოდა თავის მეგობრებს და სადაც ისინი იყვნენ სადარაჯოდ, ისიც იქ მიდიოდა, მათთან ერთად ასრულებდა მოვალეობას. ყველა მუშკეტერი იცნობდა მას და კარგ ამხანაგად მიაჩნდათ. დე ტრევილმა პროვინციიდან ჩამოსული მაშინვე ღირსეულად დააფასა: უყვარდა, ეხმარებოდა და ხშირად აქებდა მეფესთან. თავის მხრივ, სამ მუშკეტერსაც ძალიან შეუყვარდა ყმაწვილი ამხანაგი. მეგობრობა აერთებდა ამ ოთხ კაცს და ცხოვრების მიმდინარეობა მოითხოვდა, რომ დღეში სამოთხჯერ ენახათ ერთმანეთი. ხან დუელის, ხან საქმის გამო, ხან კი საქეიფოდ და დროს გასატარებლად. ჩრდილივით დასდევდნენ ერთმანეთს. ამ განუშორებელ მეგობრებს ქალაქში ყოველთვის ერთად ხედავდნენ ან ერთმანეთის მძებნელებს ლუქსემბურგიდან სენ-სულპისის მოედნამდე, ან ძველი სამტრედის ქუჩიდან _ ლუქსემბურგამდე. ამასობაში ბატონ დე ტრევილის დაპირებებიც თანდათან სრულდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს მეფემ უბრძანა ბატონ დე ზესარს, მის რაზმში ჩაერიცხა დ'არტანიანი უმცროს რაზმელად. ოხვრით ჩაიცვა დ'არტანიანმა რაზმელის ტანისამოსი, რომელსაც ნეტარებით გაცვლიდა მუშკეტერის სამოსში, თუნდაც ათი წლის სიცოცხლე მიეცა სართად. მაგრამ ბატონი დე ტრევილი ორი წლის შემდეგ ჰპირდებოდა მას ამ ბედნიერებას, თან იმედს აძლევდა, თუ შემთხვევა მოგეცათ და თვალსაჩინო რამ სამსახური გაუწიეთ მეფეს ან თავი ისახელეთ ვაჟკაცობით, ამ ვადის შემცირებაც შეიძლებაო. დ'არტანიანი დასჯერდა ამ დაპირებას და მეორე დღეს დილიდანვე შეუდგა თავის რაზმში სამსახურს. ახლა ათოსის, პორთოსის და არამისის რიგი იყო, ახლა ისინი იყვნენ დ'არტანიანთან ერთად სადარაჯოზე. ამგვარად, დ'არტანიანის სამსახურში მიღებით ბატონ დე ზესარის რაზმმა, ერთის მაგივრად, ოთხი კაცი შეიძინა. VIII მიჯნურობის კვანძი გავიდა ხანი და ბოლო მოეღო ლუდოვიკო მეცამეტის ნაჩუქარ ორმოც პისტოლს, ისევე როგორც ამქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი საწყისი და დასასრული, და იმ უბედური დღიდან დიდ გაჭირვებაში ჩავარდა ჩვენი ოთხი მეგობარი. ჯერ ათოსმა შეინახა კარგა ხანს ამხანაგები, შემდეგ პორთოსს დააწვა ეს მოვალეობა და მანაც თავისებურად გაარიგა საქმე: ცოტა ხნით სადღაც გაქრა და რომ დაბრუნდა, მთელი ორი კვირის განმავლობაში აკმაყოფილებდა თავისი მეგობრების ყოველგვარ მოთხოვნილებას. ბოლოს არამისის ჯერიც მოვიდა და მანაც ეს მოვალეობა პირნათლად შეასრულა. როგორც თვითონ ამბობდა, ძალიან კარგ ფასად გაყიდა ღვთისმეტყველების წიგნები და ამით რამდენიმე პისტოლი იშოვა. მერე, როდესაც უფრო გაჭირდა საქმე, თავიანთი ჩვეულებისამებრ, დახმარებისათვის მიმართეს ბატონ დე ტრევილს, რომელმაც წინასწარ მისცა მომავალი თვის ჯამაგირი, მაგრამ მიღებული თანხა შორს ვერ წაიყვანდა სამ მუშკეტერს, რომლებსაც უამისოდაც მრავალი ვალი ჰქონდათ ვადაგადაცილებული. ბოლოს, როდესაც მთლიანად დაუცარიელდათ ქისები, როგორც იყო მოაგროვეს რვა თუ ათი პისტოლი და პორთოსს მისცეს სათამაშოდ. საუბედუროდ, ბედი არ სწყალობდა იმ დროს პორთოსს და ეს ფულიც წააგო, ზედ ოცდახუთი პისტოლიც სხვა მიაყოლა და სიტყვა მისცა, მეორე დღეს გადაუხდიდა. გაჭირვებას შიმშილი მოჰყვა. დამშეულები, თავის მსახურებთან ერთად, სასადილოდ ნაცნობებთან გარბოდნენ. არამისის მცნებას იცავდნენ _ მანამ გაქვს, სთესე სადილ-ვახშამი, გაგიჭირდება _ მოიმკეო. ოთხჯერ დაპატიჟეს ნაცნობებმა ათოსი და ოთხჯერვე თან წაიყვანა მეგობრები მათი მსახურებითურთ. ამგვარივე ექვსი შემთხვევა ჰქონდა პორთოსს და მასაც თან დაჰყავდა მეგობრები და მსახურები. არამისი რვაჯერ მიიწვიეს სადილზე ნაცნობებმა. როგორც უკვე მკითხველიც შეამჩნევდა, იგი ისეთ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელსაც არ უყვარდა ხმაურის ატეხა და საქმით კი ბევრს აკეთებდა. რაც შეეხება დ'არტანიანს, ის ჯერ არავის იცნობდა ქალაქში და მხოლოდ ერთხელ მიიწვიეს საუზმეზე თავის თანამემამულე მღვდელთან და სადილად კიდევ _ რაზმელ მებაირაღესთან. თავისი ჯარით მიადგა მღვდელს, რომელსაც საუზმეზე ორი თვის მარაგი შეუჭამეს. რაზმელთანაც კარგად გაუმასპინძლდნენ, მაგრამ პლანშესი არ იყოს, რამდენიც უნდა ჭამო, მხოლოდ ერთხელ გაძღები. ძალიან წუხდა დ'არტანიანი, რომ ამხანაგებს ჩამორჩა და სადილნახევრის მეტი ვერ მოახერხა. მღვდელთან მირთმეული საუზმე ნახევარ სადილადაც ძლივს ჩაითვლებოდა, მაშინ, როდესაც ათოსის, პორთოსისა და არამისის მასპინძლები ლხინითა და ქეიფით უხვდებოდნენ სტუმრებს. წუხდა გასკონელი, მუქთახორად მიაჩნდა თავი და ბავშვური მიამიტობით ის კი ავიწყდებოდა, რომ მთელი თვის განმავლობაში მისი ფულით ცხოვრობდნენ მისი განუყრელი მეგობრები და მათი მსახურები. წუხდა და სულ იმის ფიქრში იყო, რომ დაეღწია თავი ამ გაჭირვებიდან. ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ ოთხ ყმაწვილ კაცს, ძალ-ღონით აღსავსეს, გულადსა და მამაცს, ლხინის, ქეიფის, ფარიკაობისა და ოხუნჯობის გარდა, სხვა რამ მიზანიც უნდა ჰქონოდა. მართლაც, ყოჩაღი ბიჭები იყვნენ ოთხივენი. ერთმანეთისათვის როგორც ქისით, ისე სიცოცხლით თავდადებულნი, ერთმანეთის ქომაგნი და დამხმარენი. რაც უნდა სახიფათო რამ შემთხვეოდათ, უკან დახევა არ იცოდნენ ცალ-ცალკე იყვნენ თუ ერთად, გულმოდგინედ ასრულებდნენ ერთად მიღებულ განზრახვას. ერთი გარემოება მეტად აკვირვებდა დ'არტანიანს: მის მეგობრებს აზრადაც არ მოსდიოდათ გაჭირვებიდან თავის დასაღწევი საშუალების ძებნა. დ'არტანიანი კი სულ ამაზე ფიქრობდა ძალიან გულმოდგინედაც, თავს იმტვრევდა, რომ მიმართულება მიეცა ოთხჯერ გამრავლებულ შეუდარებელი ძალისათვის, რომლის დახმარებითაც, ეჭვიც არა ჰქონდა, რაიმე საშუალებას გამონახავდა. ამ ფიქრებით იყო შეპყრობილი გასკონელი, როდესაც კარზე ოდნავ დაუკაკუნეს. მაშინვე გააღვიძა პლანშე და კარის გაღება უბრძანა. მაგრამ ისე კი არ წარმოიდგინოს მკითხველმა, თითქოს ღამე იყო ან ჯერ არ გათენებულიყო, რაკი პლანშეს ეძინა. არა! ნაშუადღევის ოთხი საათი თუ იქნებოდა. ორი საათით ადრე პლანშემ სადილი სთხოვა თავის ბატონს, რაზედაც დ'არტანიანმა მოკლედ უპასუხა ანდაზით: «სადილს ისა ჭამს, ვისაც სძინავსო». და პლანშემაც მაშინვე დაიძინა, რომ სიზმრად ეჭამა სადილი. გარეგნობით უბრალო იერის კაცი შემოჰყვა პლანშეს, ეტყობოდა, ქალაქის მცხოვრები უნდა ყოფილიყო. პლანშეს საუბრის მოსმენა სურდა, მაგრამ სტუმარმა მისალმებისთანავე გამოუცხადა დ'არტანიანს, რომ მეტად მნიშვნელოვანი და საიდუმლო საქმე ჰქონდა, და სთხოვა, მარტოდ დარჩენილიყვნენ. დ'არტანიანმა პლანშე გაისტუმრა და სტუმარს სკამი შესთავაზა. მცირე ხნით დუმილი ჩამოვარდა, ისინი ერთმანეთს დაკვირვებით შესცქეროდნენ, თითქოს ცდილობდნენ, წინასწარვე გაეცნოთ ერთმანეთი. შემდეგ დ'არტანიანმა თავი დაუკრა იმის ნიშნად, რომ უსმენდა. _ ბატონ დ'არტანიანის ქება ყველგან გამიგონია, როგორც გულადი ყმაწვილი კაცისა, _ უთხრა სტუმარმა, _ სწორედ ამ ღირსეულად დამსახურებულმა ქებამ გამაბედვინა თქვენი შეწუხება და ჩემი საიდუმლოს განდობა. _ ბრძანეთ, ბატონო, ბრძანეთ, _ წააქეზა დ'არტანიანმა, რომელმაც ალღოთი იგრძნო რაღაც სასარგებლო. ცოტა ხანს კიდევ გაჩუმდა სტუმარი და შემდეგ კვლავ განაგრძო: _ ჩემი მეუღლე, ბატონო, სარეცხის საქმეს განაგებს დედოფალთან. მას არც ჭკუა და არც სილამაზე არ აკლია. ამ სამი წლის წინათ შემრთეს იგი; მზითვი ძალიან ცოტა ჰქონდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბატონი დე ლა პორტი, დედოფლის პირისფარეში, ნათლია გახლავთ მისი და ძალიანაც ეხმარება. _ მერე, ბატონო? გისმენთ, _ უთხრა დ'არტანიანმა. _ შემდეგ, ბატონო, _ განაგრძო მოსულმა. _ შემდეგ ის, რომ... გუშინ დილით მოიტაცეს ჩემი მეუღლე, როდესაც იგი თეთრეულების ოთახიდან გამოდიოდა. _ მერედა, ვინ მოიტაცა თქვენი მეუღლე? _ დანამდვილებით ვერას მოგახსენებთ, ბატონო, მაგრამ ეჭვი კი მაქვს ერთ კაცზე. _ ვინ არის ეგ კაცი, ვისზე გეპარებათ ეჭვი? _ კაცი, რომელიც დიდი ხანია, სულ უკან დასდევს. _ აი, დალახვროს ეშმაკმა!.. _ მაგრამ, მომისმინეთ, ბატონო, _ განაგრძო სტუმარმა, _ დარწმუნებული ვარ, რომ მოტაცების მიზეზი უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სიყვარული. _ უფრო პოლიტიკური, ვიდრე სიყვარული? _ გაიმეორა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დ'არტანიანმა, _ რისი თქმა გსურთ ამით? _ არ ვიცი, ღმერთმანი, შეიძლება თუ არა გითხრათ, ვისზე მაქვს ეჭვი? _ უკაცრავად, ბატონო! უნდა მოგახსენოთ, რომ მე თქვენ არაფერს გეკითხებით, თვითონ მობრძანდით ჩემთან, თქვენივე სიტყვით, მნიშვნელოვანი საიდუმლოს გასანდობად. მოიქეცით ისე, როგორც გიჯობდეთ. კიდევ დრო გაქვთ, შეგიძლიათ წახვიდეთ, ჯერ ხომ არაფერი გითქვამთ? _ არა, ბატონო, არა! პატიოსან ყმაწვილკაცად მიმაჩნიხართ და სრული ნდობით მოგმართავთ. დიახ, მე მგონია, ჩემი ცოლი იმისთვის კი არ მოიტაცეს, რომ ის მოსწონთ, არამედ სხვა ქალის სიყვარულის გამო, რომელიც გაცილებით უფრო უმაღლესი წოდების წარმომადგენელია, ვიდრე ჩემი მეუღლე. _ ოჰო, იქნება ქალბატონი დე ბუა-ტრასის სიყვარულია? _ წამოიძახა დ'არტანიანმა, რომელსაც უნდოდა ეჩვენებინა მოსაუბრისათვის, რომ მანაც იცოდა სასახლის ყოფაცხოვრების ამბები. _ უფრო ზევით, ბატონო. _ ქალბატონი დ'ეგილონი? _ უფრო ზევით. _ ქალბატონი დე შევრეზი? _ ზევით, ბატონო, უფრო ზევით! _ ქალბატონი... _ თქმა ვეღარ გაბედა დ'არტანიანმა. _ დიახ, ბატონო, სწორედ ისა, _ უპასუხა შიშით აცახცახებულმა სტუმარმა ისეთი ჩუმი ხმით, რომ ძლივს გაიგონებდით. _ მერე, ვის სიყვარულსა სწამებენ? _ ვის სიყვარულს დასწამებენ, თუ არა ჰერცოგ... _ ჰერცოგისას? _ დიახ, ბატონო, _ უპასუხა მოსულმა ახლა უფრო ჩუმი ხმით. _ მერე, თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი? _ ეჰ, საიდან ვიცი? _ დიახ, თქვენ საიდან იცით? ან სრული ნდობა, ჩემო ბატონო, ან არადა... ხომ გესმით?! _ ჩემი ცოლისაგან ვიცი, ბატონო, ჩემი ცოლისაგან. _ თქვენმა ცოლმა საიდანღა იცის? _ ბატონ დე ლა პორტისაგან, აკი მოგახსენეთ, რომ ჩემი მეუღლე ბატონ დე ლა პორტის ნათლულია, რომელიც დედოფლის დიდი ნდობით სარგებლობს. დიახ, დე ლა პორტმაც იმ განზრახვით შეიყვანა ჩემი ცოლი დედოფლის სამსახურში, რომ დედოფალს ერთგული ვინმე ჰყოლოდა, რომელსაც სრულიად უშიშრად მიენდობოდა. მეფეს გული აქვს აცრუებული თავის მეუღლეზე, კარდინალიც ჯაშუშებს ახვევს. ასე რომ, დედოფალს გარს მხოლოდ მტრები და მოღალატეები ეხვია. _ აჰა, აი, ახლა ცხადია, _ თქვა დ'არტანიანმა. _ დიახ, ამ ოთხი დღის წინათ მოვიდა ჩემი ცოლი; სამსახურში შესვლისას ასეთი პირობა შევკარით, რომ კვირაში ორჯერ მნახავდა, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან ვუყვარვარ საწყალ ქალს. დიახ, ამ ოთხი დღის წინათ მოვიდა ჩემს სანახავად და საიდუმლოდ მითხრა, რომ დიდ შიშს განიცდის ამჟამად დედოფალი. _ მართლა? _ დიახ. როგორც ეტყობა, მოსვენებას აღარ აძლევს კარდინალი. სიცოცხლეს უფრო მეტად უმწარებს, ვიდრე აქამდე. ჯერაც არ დავიწყებია სარაბანდა1, ვერა და ვერ უპატიებია დედოფლისათვის. თქვენ გეცოდინებათ, რაღა თქმა უნდა, სარაბანდის ამბავი? _ ვიცი და ასე!!! _ იტკიცა დ'არტანიანმა. არა იცოდა რა ამ სარაბანდისა, მაგრამ უნდა ისე სჩვენებოდა სტუმარს, თითქოს დაწვრილებით იცოდა დიდებული საზოგადოების საიდუმლოებანი. _ ისე რომ, ამჟამად, ბატონო, სიძულვილი კი არა, ჯავრის ამოყრაა. _ ნამდვილად? _ დედაფალსა ჰგონია, რომ... _ რა ჰგონია დედოფალს? _ დედოფალსა ჰგონია, რომ მისი სახელით წერილი მისწერეს ჰერცოგ ბუკინგამს. _ დედოფლის სახელით? _ დიახ, დედოფლის სახელით, სურთ, პარიზში შემოიტყუონ და ხაფანგში გააბან. _ აი დასწყევლოს ეშმაკმა!.. მერე, თქვენი მეუღლე, ბატონო! რა შუაშია თქვენი მეუღლე? _ იციან, ბატონო, რომ დედოფლის ერთგული მოსამსახურე გახლავთ, და ცდილობენ, ჩამოაშორონ თავის ქალბატონს; ან დააშინონ იმდენად, რომ დედოფლის საიდუმლოებანი ათქმევინონ; ან მოისყიდონ, აცთუნონ და დედოფალთან იყოლიონ თავიანთ ჯაშუშად. _ შესაძლებელია, რომ ასეც იყოს, _ თქვა დ'არტანიანმა, _ მაგრამ მითხარით, იცნობთ იმ კაცს, თქვენი მეუღლე რომ მოიტაცა? _ აკი მოგახსენეთ, მგონი, უნდა ვიცნობდე. _ ვინ არის? რა ჰქვია? _ სახელი არ ვიცი, ბატონო, მე მარტო ის ვიცი, რომ კარდინალის კაცია, მასავით ქოფაკი. _ კარგი, მაგრამ ხომ გინახავთ ის კაცი? _ დიახ, ჩემმა ცოლმა დამანახვა ერთხელ. _ ისეთი ნიშანი არა აქვს რა, რომ შეიძლებოდეს მისი ცნობა? _ როგორ არა, ბატონო! დიდებული კაცის შესახედაობა აქვს, შავი წვერ-ულვაში, შავგვრემანი, გამგმირავი თვალები, ელვარე კბილები, თანაც პატარა ჭრილობა ეტყობა საფეთქელთან. _ პატარა ჭრილობა საფეთქელთან? _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, _ ელვარე კბილები, შავგვრემანი და დიდებული კაცის შესახედაობა აქვს! ეს ხომ ის არის, მენგელი კაცი. _ მენგელიო, თქვენ ბრძანეთ! _ დიახ, დიახ, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. არა ვცდები, პირიქით, თუ ეს კაცი, იმავე დროს, ჩემი მტერიც აღმოჩნდა, ორივეს ჯავრს ერთად ამოვიყრი, თქვენსასაც და ჩემსასაც, მაგრამ სად ვიპოვო. _ არ ვიცი, ბატონო. _ არავითარი ცნობა არა გაქვთ, სადა ცხოვრობს? _ არავითარი. ერთხელ ჩემი მეუღლე მივაცილე ლუვრამდე და სწორედ მაშინ შეგვხვდა ის კაცი, სასახლიდან გამოდიოდა. ჩემმა ცოლმა დამანახვა მაშინ. _ დასწყევლოს ღმერთმა! _ ბურტყუნებდა დ'არტანიანი, _ მეტად ბუნდოვანი საქმეა! თქვენი მეუღლის მოტაცება ვინ შეგატყობინათ? _ ბატონმა დე ლა პორტმა. _ დაწვრილებით გაცნობათ, როგორ მოუტაცნიათ? _ არა, ბატონო, თვთიონაც არაფერი იცის. _ თქვენ? თქვენ ვერა გამოარკვიეთ რა? _ დიახ, ბატონო, ზოგი რამ გავიგე... მე მივიღე... _ რა მიიღეთ? _ არ ვიცი, იქნება დიდ გაუფრთხილებლობას ვიჩენ... _ ეჰ, ისევ იმას გაიძახით! უნდა მოგახსენოთ, რომ დაგვიანებული იქნება ეგ თქვენი სიფრთხილე და უნდობლობა. _ არცა ვფრთხილობ, ბატონო, და არც უნდობლობას ვიჩენ! _ შეჰყვირა სტუმარმა, რომ წაექეზებინა თავისი გამბედაობა, _ მაშ, ბონასიე არა ვყოფილვარ... _ თქვენ ბონასიე ბრძანდებით? _ შეაწყვეტინა დ'არტანიანმა. _ დიახ, ბონასიე გახლავართ. _ თქვენა თქვით, მაშ, ბონასიე არა ვყოფილვარო, ბოდიში, სიტყვა შეგაწყვეტინეთ, მაგრამ, ჩემთვის უცნობი არ უნდა იყოს ეგ გვარი. _ შესაძლებელია, ბატონო, თქვენი სახლის პატრონი გახლავართ. _ ჰოო! _ წამოიძახა დ'არტანიანმა, ოდნავ წამოიწია და თავი დაუკრა, _ მაშ, ჩემი სახლის პატრონი ბრძანდებით? _ დიახ, ბატონო, სამი თვეა ჩემს სახლში დგახართ. უეჭველია, გართული ბრძანდებით სამსახურით და დიდრონი საქმეებით და დავიწყებული გაქვთ ქირის გადახდა. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შემიწუხებიხართ ამ წვრილმანით. ამიტომ ვიფიქრე, თქვენც ღირსეულად დამიფასებდით ამ პატივისცემას. _ დაგიფასებთ და ასე, ჩემო კეთილო ბატონო ბონასიე? _ მიუგო დ'არტანიანმა, _ მერწმუნეთ, დიდი მადლობელი ვარ ასეთი თავაზიანი მოქცევისათვის და კიდევ გიმეორებთ, თუკი შევიძელ რითიმე თქვენი დახმარება... _ მჯერა, ბატონო, მჯერა და სწორედ ეს მინდოდა მეთქვა: ბონასიე არ ვიყო, თუ სრული ნდობა არ მქონდეს თქვენი. _ მაშ, პირდაპირ მითხარით, რის თქმას აპირებდით. ბონასიემ ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და დ'არტანიანს მიართვა. _ წერილი? _ წამოიძახა ყმაწვილმა კაცმა. _ დღეს დილით მომივიდა. დ'არტანიანმა წერილი გახსნა და, რადგან ბინდდებოდა, ფანჯარასთან მივიდა. ბონასიეც თან მიჰყვა. «ნუ ეძებთ თქვენს ცოლს, _ წაიკითხა დ'არტანიანმა, _ თქვენვე დაგიბრუნდებათ, როდესაც აღარაფერში დაგვჭირდება. ცოცხალი ვერ გადაგვირჩებით, თუ რამე გაბედეთ მის აღმოსაჩენად». _ აჰა, გასაგებია! _ განაგრძო დ'არტანიანმა, _ მაგრამ ბოლოს და ბოლოს, აქ მუქარის მეტი არაფერია. _ დიახ, ბატონო, შიშის ზარსა მცემს ეს მუქარა. მე, ბატონო, ხმალ-ხანჯლისა არა ვიცი რა და ბასტილიის ციხისაც ძალიან მეშინია. _ თქვენზე მეტად არც მე მიყვარს ბასტილიის ციხე. მარტო ხმალზე რომ იყოს საქმე, ღვთის წყალობა გაქვთ, მე... _ დიდი იმედი მქონდა თქვენი დახმარებისა, ბატონო... _ მართლა? _ მე ყოველთვის მუშკეტერებთან გხედავთ, ბატონო, და ისეთ ყოჩაღ ბიჭებთან, რომ უკეთესს ვერა ნახავს ადამიანი. ისინი ხომ ბატონ დე ტრევილის რაზმელები არიან და, მაშასადამე, კარდინალის მტრებიც იქნებიან. ამიტომ ვიფიქრე, თქვენ და თქვენი მეგობრები თანაუგრძნობდით საცოდავ ჩვენს დედოფალს და მისი ჯავრის ამოსაყრელად რაიმე ოინს უზამდით მის ყოვლადუწმინდესობას. _ მართალია. _ გარდა ამისა, სამი თვის ქირაზე სიტყვაც არ მითქვამს თქვენთვის... _ დიახ, დიახ, თქვენ უკვე გამოიყენეთ ეს საბუთი და მეც საფუძვლიანად ვცნობ. _ გადაწყვეტილი მაქვს, ბატონო, რაც უნდა დიდხანს დარჩეთ ჩემს სახლში, არ შეგაწუხოთ ქირის გადახდაზე. _ ძალიან კარგი. _ ახლა ესეც მიიღეთ მხედველობაში, რომ, თუ საქმე მოითხოვს, შემიძლია ორმოცდაათი პისტოლის მორთმევაც, თუ ამჯერად, დროებით, ცარიელი გაქვთ ქისა. _ საუცხოო აზრი მოგსვლიათ!.. მაშ, თქვენ მდიდარი კაცი ყოფილხართ, ჩემო კეთილო ბატონო ბონასიე! _ არა მიჭირს რა, ღვთის მადლით, ბატონო, ფართლეულით ვვაჭრობდი და დავაგროვე ფული. სახელოვან ნაოსან ჟან მოკეს უკანასკნელი მგზავრობის მოსაწყობად მე შევიტანე ცოტაოდენი ფული და კარგი მოგებაც ვნახე, დღეს ორი-სამი ათასი ეკიუ რენტა მაქვს. ისე რომ, თქვენ თვითონაც ხედავთ... აჰა! აგერ! _ შეჰყვირა უცბად ბონასიემ. _ რა იყო? _ ჰკითხა დ'არტანიანმა. _ აი, აი! _ სადა? _ ქუჩაში, თქვენი ფანჯრების პირდაპირ, აი, იმ შესასვლელში. წამოსასხამში გახვეული კაცი... _ ის არის! _ შეჰყვირეს ერთად დ'არტანიანმა და ბონასიემ. ორივემ იცნო საერთო მტერი. _ ახლა კი ვეღარსად წამივა! _ შეჰყვირა დ'არტანიანმა და ხმალს ეცა. ხმალი ქარქაშიდან ამოიღო და გარეთ გაიჭრა. კიბეზე მის სანახავად მოსული ათოსი და პორთოსი შეხვდნენ. მეგობრებმა გზა მისცეს და დ'არტანიანიც ისარივით ჩასრიალდა. _ რა მოგეჩვენა? სად მირბიხარ? _ შეჰყვირეს ერთად ათოსმა და პორთოსმა. _ მენგელი კაცია! _ მიაძახა მან და ერთ წამში ქუჩაში გაჩნდა. დ'არტანიანს რამდენჯერმე ეამბნა თავისი მეგობრებისათვის მენგში ვიღაც უცნობთან შეტაკების ამბავი და ლამაზ ქალთან შეხვედრა, რომელსაც იმ უცნობმა კოლოფი ჩააბარა და რთული დავალება მისცა. ათოსის აზრით, დ'არტანიანს ალბათ ჩხუბის დროს დაეკარგა მამის წერილი. მისი შეხედულებით, დ'არტანიანის მიერ აღწერილი კაცი არ შეიძლებოდა პატიოსანი არ ყოფილიყო და, რასაკვირველია, წერილის მოპარვას არ იკადრებდა. პორთოსი ამ ამბავში სულ უბრალო პაემანს ხედავდა, მიჯნურის მიერ ლამაზი ქალისთვის დანიშნულს, რომელიც შხამად გადაუქცია დ'არტანიანმა და მისმა ყვითელმა ცხენმა. არამისის შეხედულებით, საიდუმლოებით იყო სავსე ეს საქმე და საჭიროდ არ მიაჩნდა მისი გამოკვლევა. დ'არტანიანის მიერ საჩქაროდ წამოსროლილმა ორმა-სამმა სიტყვამ მაშინვე მიახვედრა ათოსი და პორთოსი, სად და რისთვის მირბოდა მათი მეგობარი. ცხადი იყო, დ'არტანიანი დაეწეოდა თავის უცნობს, ხოლო თუ დღესაც დაკარგავდა სადმე, ბოლოს და ბოლოს, მაინც თავის ბინას მოსძებნიდა და დაბრუნდებოდა, ამიტომ მათ გზა განაგრძეს. ოთახში არავინ დახვდათ. სახლის პატრონს დ'არტანიანისა და უცნობის შეხვედრისა შეშინებოდა. ბონასიეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ აქ სისხლი დაიღვრებოდა და, თანახმად მის მიერვე თავისი გულადობის აღიარებისა, გადაეწყვიტა: გონება იმიტომა აქვს ადამიანს, რომ განსაცდელს მოერიდოსო. IX დ'არტანიანი ამჟღავნებს თავის ხასიათს გამართლდა ათოსის და პორთოსის წინასწარმეტყველება: ნახევარი საათის შემდეგ დ'არტანიანი, მართლაც, დაბრუნდა, ახლაც, როგორც წინათ, სადღაც მიმალულიყო უცნობი. ისე გაქრა, თითქოს ცას ან დედამიწას ჩაეყლაპოს. ხელში ამოღებული ხმლით დ'არტანიანმა სწრაფად მოირბინა ყველა ახლომახლო ქუჩა, მაგრამ იმ უცნობის მსგავსიც კი არავინ შეხვდა. ბოლოს ის გადაწყვიტა, რაც დასაწყისში უნდა გაეკეთებინა: იმ სახლს დაბრუნებოდა, რომლის კართანაც უცნობი იდგა. დააკაკუნა, მაგრამ აქაც ამაოდ ჩაუარა ცდამ: ათჯერ თუ თორმეტჯერ დაჰკრა ჩაქუჩი კარს, მაგრამ სახლიდან პასუხი არავინ მისცა. ამ ხმაურმა ფეხზე წამოაყენა მეზობლები, ზოგმა ქუჩის კარი გააღო, ზოგმა ფანჯრიდან გადმოიხედა. ერთხმივ არწმუნებდნენ ყველანი, რომ ეს სახლი გამოკეტილი იყო და ექვსი თვის მანძილზე არავის ეცხოვრა შიგ. მართლაც. იმ სახლის ყველა ფანჯარას დარაბები ეფარა. მანამ დ'არტანიანი ქუჩებში დარბოდა და კარებს აკაკუნებდა, არამისიც შემოუერთდა თავის ორ ამხანაგს და გასკონელს შინ დაბრუნებისას მეგობრების სრული კრება დახვდა. _ ჰა, რა გაარიგე? _ ჰკითხა ერთად სამმა მუშკეტერმა დ'არტანიანს, რომელსაც აღშფოთებულ სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. _ რა გავარიგე! _ შეჰყვირა დ'არტანიანმა და ხმალი ლოგინზე დააგდო, _ ხორცშესხმული ქაჯი უნდა იყოს ის მხდალი, ისე გაქრა, როგორც ლანდი, როგორც ჩრდილი, როგორც მოჩვენება. _ გწამთ რამე მოჩვენებისა? _ ჰკითხა ათოსმა პორთოსს. _ მე მარტო ის მწამს, რასაც ვხედავ, და ვინაიდან მოჩვენება არასოდეს არ მინახავს, მაშ, არცა მწამს. _ ასეა თუ ისე, ადამიანია თუ ქაჯი, სხეულია თუ აჩრდილი, მოჩვენებაა თუ სინამდვილე, ცხადია, რომ სწორედ ჩემს საწამებლადაა გაჩენილი. მისმა გაქცევამ ერთი საგანგებო საქმე ჩაგვიშალა, ბატონებო, ისეთი საქმე, რომელშიც ასი პისტოლი გვრჩებოდა ნაღდად და იქნება მეტიც. _ როგორ თუ ასი პისტოლი? _ ჰკითხეს ერთად პორთოსმა და არამისმა. _ რაც შეეხება ათოსს, მან არც აქ დაარღვია თავისი ჩვეულებრივი დუმილი და იმით დაკმაყოფილდა, რომ თვალებით შეეკითხა დ'არტანიანს. ამ დროს პლანშემ კარი ოდნავ შემოაღო და თავი შემოყო: უნდოდა ბატონების ამ საუბრიდან ცოტა რამე მაინც გაეგონა. _ პლანშე! _ უბრძანა დ'არტანიანმა მსახურს, _ ჩადით ჩვენს სახლის პატრონთან, ბატონ ბონასიესთან, და უთხარით, ექვსი ბოთლი ბოჟანსის ღვინო გამოგვიგზავნოს. მე ბოჟანსისა უფრო მომწონს, ვიდრე სხვა. _ აჰ, ღმერთო! მაშ, მაგდენი ნდობით სარგებლობთ თქვენს სახლის პატრონთან? _ ჰკითხა პორთოსმა. _ დიახ, _ უპასუხა დ'არტანიანმა, _ დღეიდან, ბატონებო, არხეინად ბრძანდებოდეთ, თუ ეს ღვინო არ მოგვეწონა, სხვა, უკეთესის მოსატანადაც გავგზავნით. _ ბრძენსა ხამს სარგებლობაო და არა გადაჭარბებაო! _ თქვა დარიგებით არამისმა. _ ტყუილად კი არ ვამბობდი, რომ ჩვენში ყველაზე ჭკვიანი თავი დ'არტანიანს აქვსმეთქი, _ თქვა ათოსმა და დ'არტანიანმა მადლობის ნიშნად თავი რომ დაუკრა, ისევ ჩვეულებრივ დუმილს მიეცა. _ ბოლოს და ბოლოს, არ უნდა გვითხრათ, რაშია საქმე? _ ჰკითხა პორთოსმა. _ მართლაც, გაგვაგებინეთ, რაშია საქმე? _ მიმართა ახლა არამისმა, _ გაგვაგებინეთ, ჩემო საყვარელო მეგობარო, თუ ამით პატიოსანი ქალის სახელი არ შეიბღალება, ხოლო თუ იბღალება, ის ემჯობინება, რომ სულაც არაფერი თქვათ. _ დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, _ უპასუხა დ'არტანიანმა, _ მე არავის პატიოსნებას არ შევეხები. აი, მომისმინეთ... მან სიტყვასიტყვით, დაწვრილებით უამბო თავის მეგობრებს ყველაფერი, რაც მისმა სახლის პატრონმა უთხრა, ამას ისიც დაუმატა, რომ უცნობი, რომელმაც ბონასიეს ცოლი მოიტაცა, სწორედ ის კაცია, რომელთანაც მას ჩხუბი მოუვიდა მენგში, «თავისუფალი მეწისქვილის» სასტუმროში. _ არ უნდა იყოს ურიგო საქმე, _ თქვა ათოსმა, როდესაც გამოცდილი კაცის გამომეტყველებით გასინჯა ღვინის გემო და კმაყოფილება დაეტყო სახეზე, _ შეიძლება ერთი ორმოცდაათი-სამოცი პისტოლიც დავაძროთ თქვენს ბონასიეს, მაგრამ ჯერ უნდა მოვიფიქროთ და განვსაჯოთ, ღირს კი ორმოცდაათი-სამოცი პისტოლისთვის გავწიროთ ოთხმა კაცმა? _ ნუთუ გავიწყდებათ, რომ ქალი ურევია ამ საქმეში! _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, _ მოიტაცეს ქალი და, ცხადია, ემუქრებიან. იქნება კიდეც ტანჯავენ, აწამებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ქალბატონის ერთგულია. _ ფრთხილად, დ'არტანიან, ფრთხილად, _ უთხრა არამისმა, _ მე რომ მკითხოთ, ძალიან ცხარობთ ქალბატონ ბონასიეს მდგომარეობაზე. ქალი ჩვენს წასაწყმენდად გააჩინა ღმერთმა, ქალისგან არის, რომ ამოდენა უბედურება ახვევია კაცს.Î არამისის სიტყვებზე ათოსმა წარბები შეჭმუხნა და ტუჩზე იკბინა. _ მე ქალბატონ ბონასიეზე არ ვწუხვარ, _ მიუგო დ'არტანიანმა, _ დედოფლის მდგომარეობა მაფიქრებს, ბატონებო, დედოფლისა. მეფემ მიივიწყა იგი, კარდინალი სდევნის დედოფალს და დღე არ გავა, რომ თავი არ გააგდებინონ მის რომელიმე ერთგულს. _ ჰოდა, რად უყვარს ესპანელები და ინგლისელები? სწორედ ისინი, ვინც ჩვენ დასანახავად გვეჯავრება! _ ესპანეთი მისი სამშობლოა, _ უპასუხა დ'არტანიანმა, _ და სრულიად ბუნებრივია, რომ თავისი თანამემამულენი, სამშობლო ქვეყნის შვილები უყვარდეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებას, გამიგონია, რომ ინგლისელები კი არა, ინგლისელი უყვარსო. _ ეჰ, ჯობს, მართალი ვაღიარო, _ თქვა ათოსმა, _ ნამდვილად სიყვარულის ღირსია ის ინგლისელი. არასოდეს არავინ მინახავს ისეთი მომხიბლავი. _ ახლა მისი ტანისამოსი! _ დაიძახა პორთოსმა, _ ისე კოხტად ჩაცმული სხვა არავინ მეგულება, ლუვრში ვიყავ იმ დღეს. მარგალიტებს რომ აბნევდა... უნდა გამოვტყდე, ორი ავიღე და თითო ათ-ათ პისტოლად გავყიდე. შენა, არამის, შენც იცნობ, არა? _ ისევე კარგად, როგორც თქვენ, ბატონებო, მე ერთ-ერთი ვიყავი მათ შორის, ვინც იგი დააკავა ამიენის ბაღში, სადაც შემაპარა დედოფლის მეჯინიბემ, ბატონმა დე პიუტანჟმა, მაშინ ჯერ კიდევ სემინარიაში ვსწავლობდი. ეს ამბავი, როგორც მეჩვენებოდა, მეფეს შეურაცხყოფდა. _ და მაინც, რომ ვიცოდე, სად არის ჰერცოგი ბუკინგამი, ალბათ, ხელს ჩავკიდებდი და ისე მოვიყვანდი დედოფალთან. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ კარგად გამებრაზებინა ბატონი კარდინალი. მერწმუნეთ, ბატონებო, ერთადერთი ჩვენი მტერი, ჩვენი მუდმივი მოსისხლე მტერი, კარდინალია, და სიამოვნებით თავს გავწირავდი, თუკი რაიმე ოინით თავბედს ვაწყევლინებდი, _ თქვა დ'არტანიანმა. _ მაშ, იმ კაცმა გითხრათ, დ'არტანიან, თითქოს დედოფალი შიშობდეს _ ვაითუ ჩემი სახელით მოიტყუესო ბუკინგამი პარიზში? _ ჰკითხა ათოსმა. _ დიახ, ბატონო, და ძალიანაც ეშინია თურმე. _ მომითმინეთ, მომითმინეთ! _ თქვა არამისმა. _ რა მოხდა? _ გაიკვირვა პორთოსმა. _ არაფერია, განაგრძეთ. ერთი რამ მაგონდება. _ რაკი ასეა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქალის, დედოფლის ერთგული მხევლის მოტაცება დაკავშირებულია იმ წერილთან და შეიძლება ბატონ ბუკინგამის პარიზში ყოფნასთანაც, _ თქვა დ'არტანიანმა. _ საკვირველი შორსმჭვრეტი თვალი აქვს გასკონელს! _თქვა აღტაცებით პორთოსმა. _ მეც ძალიან მიყვარს მისი საუბარი, _ დასძინა ათოსმა, _ საამოა მისი გასკონური კილო და გამოთქმა. _ მომისმინეთ, ბატონებო! _ თქვა არამისმა. _ მოვუსმინოთ არამისს! _ გუშინ ღვთისმეტყველების დოქტორთან ვიყავი, რომელსაც ხანდახან ვესაუბრები ჩემი შრომის შესახებ... ათოსს ღიმილი მოერია. _ მიყრუებულ უბანში ცხოვრობს, _ განაგრძო არამისმა, _ მისი პროფესია და გემოვნება მოითხოვს ასეთ სიმშვიდეს, და სწორედ იმ დროს, როდესაც იქიდან გამოვდიოდი... _ აქ არამისი გაჩუმდა. _ მერე, მერე? _ მისცვივდნენ ამხანაგები, _ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოდიოდით... არამისმა თავს ძალა დაატანა ისე, როგორც ამას აკეთებს სიცრუის მთქმელი ადამიანი, რომელსაც წინ გადაეღობება მოულოდნელობა, მაგრამ ისეთი დაშტერებით შესცქეროდნენ სმენად გადაქცეული ამხანაგები, რომ ყოვლად შეუძლებელი იყო უკან დახევა. _ ჩემს მეგობარ დოქტორს დისწული ჰყავს, ახალგაზრდა ქალი, _ განაგრძო არამისმა. _ ოჰო, ახალგაზრდა ქალი? _ შეაწყვეტინა პორთოსმა. _ ძალიან პატიოსანი და პატივსაცემი, _ არამისის ამ სიტყვებზე სიცილი წასკდა სამთავეს. _ ეჰ, თუ ასე იცინებთ ან ეჭვი გეპარებათ, ჩემგან ვეღარაფერს გაიგებთ. _ ჩვენ გვწამს, ვითარცა მაჰმადიანთ და მუნჯნი ვართ, ვითარცა აკლდამა, _ უთხრა ათოსმა, _ განაგრძეთ! _ ვაგრძელებ! _ დაიწყო არამისმა, _ ის ქალი ხანდახან თავისი ბიძის სანახავად დადის. _ გუშინ ისიც სწორედ მაშინ მოსულა, როდესაც შემთხვევით მეც იქ გახლდით და წამოსვლისას... იძულებული შევიქენი, თავისივე ეტლით წამომეყვანა. _ ოჰო, მაშ, თავისი ეტლიცა ჰქონია დოქტორის დისწულს? _ შეაწყვეტინა პორთოსმა, რომელიც ვერ აჩერებდა მოუსვენარ ენას, _ კარგი ნაცნობები გყოლიათ, მეგობარო! _ პორთოს, _ მიმართა არამისმა, _ რამდენჯერ გთხოვეთ და გაგაფრთხილეთ, რომ მეტად კადნიერი ხართ და ამით ბევრსა კარგავთ ქალებში. _ ბატონებო, ბატონებო, _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, რომელიც კარგად ჭვრეტდა ამ საქმის არსს, _ მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა მოსასმენი და თუ შესაძლებელია, ნუღარ ვიხუმრებთ, მერე, არამის, მერე? _ უცბად ერთი კაცი მომიახლოვდა, ტანად ახოვანი, შავგვრემანი, კეთილშობილი სახისა... აი, იმგვარი, დ'არტანიან, როგორც თქვენი უცნობი. _ ან იქნებ, სწორედ იგივე, _ მიუგო დ'არტანიანმა. _ იქნება ასეც იყოს, _ განაგრძო არამისმა. _ მომიახლოვდა თავისი მხლებლებით, ხუთიექვსი კაცი ათი ნაბიჯის მოშორებით დადგა. ის კი მოვიდა ჩემთან, დიდი მოწიწებით მომმართა: «ბატონო ჰერცოგო»... _ მერე ქალს გადახედა, რომელიც ხელიხელგაყრილი მომყავდა, და უთხრა: «თქვენც, ქალბატონო»... _ დოქტორის დისწულს? _ ჩუმად იყავით, პორთოს! _ შეუტია დ'არტანიანმა, _ სწორედ აუტანელი კაცი ხართ! _ «კეთილ ინებეთ, ჩაბრძანდით ამ ეტლში და გთხოვთ, არავითარი წინააღმდეგობა არ გამიწიოთ, არავითარი ხმაური ან ყვირილი»... _ ბუკინგამი ეგონეთ? _ შეჰყვირა დ'არტანიანმა. _ მგონი, რომ ასე იყო, _ თქვა არამისმა. _ მერე, ის ქალი? _ ჰკითხა პორთოსმა. _ ის კიდევ _ დედოფალი! _ უპასუხა დ'არტანიანმა. _ ნამდვილად, _ დაემოწმა არამისი. _ სწორედ რომ გულთმისანია ჩვენი გასკონელი! _ წამოიძახა ათოსმა, _ ამას არაფერი დაემალება. _ საქმე ისაა, რომ სიმაღლით და ტანადობით ძალიანა ჰგავს არამისი ბუკინგამს, მაგრამ მუშკეტერის ტანისამოსი?.. _ თქვა პორთოსმა. _ დიდი წამოსასხამი მფარავდა, _ უპასუხა არამისმა. _ ივლისის სიცხეში? აი დასწყევლოს! _ ნუთუ ეშინია თქვენს დოქტორს, მისი სტუმარი არავინ იცნოს? _ წამოიძახა პორთოსმა. _ ძალიან კარგი, _ თქვა ათოსმა, _ ტანადობით ბუკინგამს მიგამსგავსათ, მაგრამ სახეს ვერა ხედავდა? _ დიდი ქუდი მეხურა, თვალებზე ჩამოწეული. _ ოჰ, ღმერთო ჩემო! _ შეჰყვირა პორთოსმა, _ რამდენი სიფრთხილე სჭირდება ღვთისმეტყველების შესწავლას! _ ბატონებო, ბატონებო! _ სთხოვა დ'არტანიანმა, _ ხუმრობაზე ნუ დავკარგავთ დროს. მოდით, დავიშალოთ და ჩემი სახლის პატრონის ცოლის ძებნას შევუდგეთ. ეს არის ყველა ინტრიგის გასაღები. _ ვიღაც მდაბიო მოქალაქის ცოლის ძებნას შევუდგეთ? თქვენ ამბობთ მაგას, დ'არტანიან? _ თქვა პორთოსმა და ტუჩები ზიზღით დამანჭა. _ დე ლა პორტის ნათლულია და დედოფლის ერთგული მოსამსახურე, განა არ გითხარით, ბატონებო? გარდა ამისა, იქნება თვით დედოფლის განზრახვაა, დახმარება დაბალ ფენებში მოიპოვოს. _ კარგი, _ დაეთანხმა პორთოსი, _ მაგრამ კარგ გასამრჯელოზეც მოურიგდით თქვენს სახლის პატრონს. _ ეს არც არის საჭირო, _ უპასუხა დ'არტანიანმა, _ რადგან, დარწმუნებული ვარ, სულაც რომ არაფერი მოგვცეს ბონასიემ, მაინც საკმარისად დაგვაჯილდოებენ მეორე მხრიდან. ამ დროს კიბიდან აჩქარებული ფეხის ხმა მოისმა. გიჟივით შეაღეს კარი და დ'არტანიანის ოთახში, სადაც ჩვენი მეგობრები ბჭობდნენ, უბედური ბონასიე შემოვარდა. _ აჰ, ბატონებო, მიშველეთ! _ ყვიროდა ბონასიე, _ ღვთის გულისათვის, მიშველეთ! ოთხი კაცია მოსული, დაჭერას მიპირებენ! მიშველეთ! პორთოსი და არამისი წამოცვივდნენ. _ ერთ წამს! _ შესძახა დ'არტანიანმა და ანიშნა, ქარქაშში ჩაეგოთ თითქმის ამოღებული ხმლები, _ ერთ წამს, ბატონებო! აქ ვაჟკაცობა კი არა, კეთილგონიერებაა საჭირო! _ მაშ, დავაჭერინოთ ეს საწყალი კაცი? _ დაიძახა პორთოსმა. _ თქვენ ისე მოიქცევით, როგორც დ'არტანიანი იტყვის, _ უთხრა ათოსმა. _ კიდევ ვიმეორებ, ჩვენში ყველაზე მახვილი ჭკუა დ'არტანიანისათვის მიუნიჭებია ბუნებას და გიცხადებთ, რომ მე მას ვემორჩილები, დ'არტანიან, ახლა შენ იცი, იმოქმედე ისე, როგორც გინდოდეს. ამ დროს კართან ოთხი დარაჯი გამოჩნდა. შეიარაღებული მუშკეტერების დანახვაზე ისინი შეჩერდნენ, ოთახში შესვლას ვეღარ ბედავდნენ. _ მობრძანდით, ბატონებო, მობრძანდით! _ შესძახა დ'არტანიანმა, _ აქ ჩვენთანა ხართ, ჩვენ კი ყველანი მეფისა და ბატონ კარდინალის ერთგული მსახურნი ვართ. _ მაშ, წინააღმდეგობას არ გაგვიწევთ, ბატონებო, მიღებული ბრძანების ასასრულებლად? _ ჰკითხა ერთმა, რომელიც უფროსი უნდა ყოფილიყო. _ პირიქით, ბატონებო, თუ საჭიროება მოითხოვს, ჩვენც დაგეხმარებით. _ რა ვქნა, რას სჩადის დ'არტანიანი? _ ბუზღუნებდა პორთოსი. _ მიამიტი ხართ! _ უთხრა ჩუმად ათოსმა. _ თქვენ აკი დამპირდით?.. _ მიმართა ჩუმი ხმით საბრალო სახლის პატრონმა. _ თქვენი დახმარება მაშინ შეგვეძლება, თუ თავისუფალნი ვიქნებით, _ აუხსნა სწრაფად და დაბალი ხმით დ'არტანიანმა. _ და თუ შეგვამჩნიეს, რომ თქვენს დაცვას ვაპირებთ, ჩვენც თქვენთან ერთად დაგვაპატიმრებენ. _ მე კი მგონია, რომ... _ მობრძანდით, ბატონებო, მობრძანდით, _ გასძახა ხმამაღლა დ'არტანიანმა, _ წინააღმდეგობის გაწევის არავითარი საფუძველი არა მაქვს. დღეს ვნახე ეს კაცი პირველად, დღეს გავიცანი, ისიც იმ საბაბით, რომ სახლის ქირა ეთხოვა. ამას თვითონაც გეტყვით. ხომ მართალს ვამბობ, ბატონო ბონასიე? უპასუხეთ! _ სრული სიმართლეა, ბატონებო, _ შეჰყვირა ბონასიემ, _ მაგრამ იმას კი აღარ ამბობს, ბატონებო... _ ჰა, კრინტი არ დასძრათ ჩემზე, ჩემს ამხანაგებზე და მეტადრე დედოფალზე, თორემ ყველას დაღუპავთ და თქვენს თავსაც ვერას უშველით, _ წასჩურჩულა დ'არტანიანმა, _ შემოდით, ბატონებო, წაიყვანეთ ეს კაცი! დ'არტანიანმა დარაჯებს ძალად გაუგდო სახლის პატრონი და თან ლანძღვა დაუწყო: _ დიდი გაიძვერა ყოფილხართ, ჩემო ბატონო! ფულის სათხოვნელად ამოხვედით ჩემთან, მუშკეტერთან? დააპატიმრეთ! წაიყვანეთ, დაამწყვდიეთ! რაც შეიძლება დიდხანსა გყავდეთ დაპატიმრებული, იქნებ ფული ვიგდო ხელთ და შემდეგ გავუსწორდე. ჯარისკაცებმა დიდი მადლობა გადაუხადეს დ'არტანიანს და მისი სახლის პატრონი წაიყვანეს. ის იყო, უნდა გასულიყო მათი უფროსი, რომ დ'არტანიანმა მხარზე ხელი დაადო და უთხრა: _ ნუთუ ისე წახვალთ, რომ ჩემს სადღეგრძელოს არ გადაჰკრავთ და თქვენს სადღეგრძელოს არ დამალევინებთ? _ ორი ჭიქა აავსო ბოჟანსის ღვინით, რომელიც ბონასიეს წყალობით ჰქონდა. _ დიდ პატივს გცემთ, ბატონო, და სიამოვნებით ავასრულებ თქვენს ბრძანებას, _ უპასუხა რაზმის უფროსმა. _ მაშ, ღმერთმა გაცოცხლოთ, ბატონო... თქვენი სახელი? _ ბუარენარი. _ ბატონო ბუარენარო! _ იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ, ჩემო ბატონო! თქვენი სახელიც მიბრძანეთ, თუ შეიძლება. _ დ'არტანიანი. _ იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ, ბატონო დ'არტანიან! _ უპირველეს ყოვლისა, _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, თითქოს აღტაცებული ყოფილიყოს ახალი სადღეგრძელოთი, _ ეს გაუმარჯოს ჩვენს მეფესა და კარდინალს! კარგი ღვინო რომ არა ყოფილიყო, შეიძლება ეჭვიც შეეტანა რაზმის უფროსს დ'არტანიანის გულწრფელობაში, მაგრამ ისეთი საამო სასმელი იყო ბოჟანსის ღვინო, რომ დ'არტანიანსაც მოეწონა. _ რა მოგივიდათ, როგორ ჩაიდინეთ ეს საძაგლობა? _ მიმართა აღშფოთებულმა პორთოსმა დ'არტანიანს, როდესაც რაზმის უფროსი გავიდა და მეგობრები მარტონი დარჩნენ. _ თავს ლაფი დავისხით! ოთხ მუშკეტერთან შევარდეს უბედური, დახმარება სთხოვოს და ხელი არ გაანძრიონ?! პირიქით, თვითონვე დააჭერინონ? პატიოსანმა გვარიშვილმა ჭიქა მიუკაკუნოს ვიღაც პოლიციელს? _ პორთოს, _ უთხრა არამისმა, _ უკვე გაგაფრთხილათ ათოსმა, რომ მიამიტი ხართ და ახლა მეც ამასვე გიმეორებთ. დიდი ადამიანი ხარ, დ'არტანიან, და როდესაც ბატონ დე ტრევილის თანამდებობას მოგცემენ, გთხოვ, შემეწიო, რომ ერთი კარგი მრევლი მაღირსონ. _ ვერა გამიგია რა, ღმერთმანი, _ შეჰყვირა პორთოსმა, _ მაშ, თქვენც იწონებთ დ'არტანიანის საქციელს? _ ვიწონებ და ასე? _ უპასუხა ათოსმა, _ პირადად მე ვიწონებ და ვულოცავ კიდეც, რომ ასე შესანიშნავად მოიქცა. _ აი, კიდევ რა გითხრათ, _ თქვა დ'არტანიანმა ისე, რომ არ შეეცადა პორთოსისათვის აეხსნა თავისი საქციელი. _ გახსოვდეთ, ყველანი ერთისათვის და ერთი ყველასათვის! ეს არის ჩვენი მრწამსი. არა, ბატონებო? _ დიახ, მაგრამ... _ დაიწყო ისევ პორთოსმა. _ მოგვეცი ხელი და დაიფიცე! _ შეუტიეს ერთად ათოსმა და არამისმა. ამხანაგების მაგალითით დამარცხებული პორთოსი რაღაცას ბუზღუნებდა, მაგრამ მაინც გაშალა ხელი. ოთხმა ამხანაგმა ერთად გაიმეორა დ'არტანიანის მიერ წარმოთქმული ფიცი. _ ყველანი ერთისათვის და ერთი ყველასათვის! _ ძალიან კარგი, ახლა ყველანი შინისაკენ! _ თქვა დ'არტანიანმა ისე, თითქოს სულ მბრძანებლობაში გაეტარებინა თავისი დღენი, _ იცოდეთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, დღეიდან მოსისხლე მტრად გავიხადეთ კარდინალი. X თაგვის მახე მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩვენი დროის გამოგონება არ გეგონოთ თაგვის მახე. როგორც კი დაიწყო ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრება და საზოგადოებამ პოლიცია შექმნა, მან, თავის მხრივ, მაშინვე თაგვის მახე გამოიგონა. საჭირო იქნება ჩვენს მკითხველს გავაცნოთ, რას წარმოადგენს ეს თაგვის მახე. როდესაც რომელიმე ოჯახში რაიმე დანაშაულისაგამო ეჭვით აპატიმრებენ ვინმეს, საიდუმლოდ ინახავენ მის პატიმრობას. ოთხი-ხუთი პოლიციელი დაჭერილის ბინის შესასვლელ ოთახში აწყობს საფარს, კარს უღებენ ყველას, ვინც კი დააკაკუნებს, და მათაც მაშინვე აკავებენ. ამგვარად, ორი-სამი დღის შემდეგ ხელთა ჰყავთ საეჭვო პიროვნების ყველა მახლობელი. აი, რა გახლავთ თაგვის მახე. ასეთი თაგვის მახე მოაწყვეს საწყალ ბონასიეს ბინაშიც. ვინც მასთან მივიდა, კარდინალის ერთგულებმა ყველა დააკავეს და დაჰკითხეს. დ'არტანიანის ბინას ცალკე კარი და კიბე ჰქონდა და, რა თქმა უნდა, მასთან მიმავალი პატიმრობასა და დაკითხვას ასცდებოდა, თუმცა სამი მუშკეტერის მეტი არავინ დადიოდა დ'არტანიანთან. მეგობრები მაშინვე შეუდგნენ მოტაცებულის ძებნას, მაგრამ ვერაფერი გაიგეს, კვალსაც კი ვერ მიაგნეს, ათოსმა დე ტრევილის ნახვაც გაბედა და მასაც ჰკითხა. ამ ამბავმა ძალიან გააკვირვა კაპიტანი, რადგან მეტად მუნჯად და მორიდებულად მიაჩნდა ათოსი. თუმცა ბატონმა დე ტრევილმაც არა იცოდა რა. მხოლოდ უკანასკნელად სასახლეში ყოფნისას შეამჩნია, რომ კარდინალი მეტად ჩაფიქრებული იყო, მეფე შეწუხებული, ხოლო დედოფლის დაწითლებული თვალები იმას ამტკიცებდნენ, რომ მას ეტირა, ან ძილი გაკრთომოდა. მაგრამ ამ უკანასკნელმა გარემოებამ ნაკლებად გააკვირვა დე ტრევილი, რადგან დედოფალს თავისი ქორწინების შემდეგ ბევრი უძილო ღამე გაეტარებინა და თვალებიც ხშირად ჰქონდა ნამტირალევი. გამოთხოვებისას ბატონმა დე ტრევილმა ურჩია ათოსს, ერთგულად ემსახურათ მეფისათვის და მეტადრე _ დედოფლისათვის. რაც შეეხება დ'არტანიანს, იგი ფეხს არ იცვლიდა სახლიდან. სამეთვალყურეო პუნქტად გადააქცია თავისი ბინა. ფანჯრებიდან კარგად ხედავდა, ვინ მოდიოდა ბონასიესთან და როგორ ვარდებოდა თაგვის მახეში. გარდა ამისა, თავის ოთახში იატაკის ფილაქანი აშალა, ისე რომ, მხოლოდ ერთი თხელი ფიცარი ეფარა ქვემო სართულის იმ ოთახს, სადაც დაჭერილების დაკითხვა წარმოებდა, კარგად ესმოდა ინკვიზიტორთა და მახეში გაბმულთა საუბარი. ჯერ გულდაგულ ჩხრეკდნენ დაჭერილს, შემდეგ კი დაკითხვას დაუწყებდნენ. ერთსა და იმავე კითხვებს აძლევდნენ ყველას. _ რა გამოგატანათ ქალბატონმა ბონასიემ თავისი მეუღლისათვის ან სხვა ვინმესათვის? _ სიტყვიერად საიდუმლო ხომ არა მოუნდვიათ თქვენთვის ბატონ ბონასიეს ან მის მეუღლეს? «თვითონ რომ იცოდნენ რამე, ასე აღარ დაუწყებდნენ გამოკითხვას, _ ეუბნებოდა თავის თავს დ'არტანიანი, _ რის გამორკვევას აპირებენ ნეტავი? პარიზში ხომ არ არის ბუკინგამი? თუ აქ არის, ნახა დედოფალი თუ ნახვას აპირებს?» ამ ფიქრზე შეჩერდა დ'არტანიანი. ყოველივე იმის შემდეგ, რაც მან გაიგონა, არ იყო საფუძველმოკლებული ასეთი მოსაზრება. ამასობაში თაგვის მახეს არ აკლდებოდა თაგვები და დ'არტანიანის მკაცრი მეთვალყურეობაც არ მოდუნებულა. საწყალი ბონასიეს დაჭერის მეორე დღეს, საღამოს, როდესაც ათოსი დ'არტანიანს გამოეთხოვა დე ტრევილთან წასასვლელად, ის იყო საათმა ცხრაჯერ დაჰკრა, პლანშემ ლოგინის გაშლა დაიწყო, რომ ამ დროს ბონასიეს ოთახის ქუჩის კარი დაუკაკუნეს, იმწამსვე გააღეს და მიხურეს. ვიღაც კიდევ გაება მახეში. დ'არტანიანი მაშინვე მივარდა იატაკს, სადაც ფილაქანი იყო აშლილი, დაწვა და ყური მიუგდო. უცბად გაისმა კივილი და კვნესა, რომლის ჩაყრუებას ცდილობდნენ. აქ დაკითხვისა აღარა იყო რა. _ შეგარცხვინათ ღმერთმა! _ ბრაზობდა დ'არტანიანი, _ ქალი დაუჭერიათ, ჩხრეკენ, არა ნებდება... ძალას ხმარობენ ქალზე! თქვე არამზადებო!.. მიუხედავად სიფრთხილისა, ძლივს უძლებდა გულისთქმას, რომ საწყალ ქალს მიშველებოდა. _ ხომ გეუბნებით, ბატონო, რომ ცოლი ვარ ბონასიესი, ამ სახლის პატრონი ვარ, რა გინდათ ჩემგან? ხომ გეუბნებით, დედოფლის მოსამსახურე ვარ-მეთქი! _ კიოდა უბედური. _ ბონასიეს ცოლი? _ დაიძახა ჩუმად დ'არტანიანმა, _ ნუთუ ბედი მეწვია და მე ვიპოვი მათ, ვისაც მთელი ქვეყანა დაეძებს? _ ჰოდა, სწორედ თქვენ გელოდით ამდენ ხანს, _ გაისმა დამკითხველის პასუხი. უფრო და უფრო ახშობდნენ კივილს, რაღაც მოძრაობა ისმოდა. ფიცარი შეინძრა, დაჭერილი ეწინააღმდეგებოდა იმდენად, რამდენადაც კი შეეძლო ქალს ოთხ კაცთან ბრძოლა. _ შემიბრალეთ, ბატონო შემ... _ გაისმა უცბად ჩაწყვეტილი ხმა. _ პირს უკრავენ, წაყვანას უპირებენ! _ დაიძახა დ'არტანიანმა და სწრაფად წამოვარდა, _ ჩემი ხმალი! აქეთ, პლანშე! _ ბატონო!.. _ გაიქეცი, ათოსი, პორთოსი და არამისი ნახე. სამში ერთს მაინც იპოვი სახლში. თუ შინ არიან სამივენი, ჩემკენ წამოვიდნენ იარაღით. ოღონდ საჩქაროდ, სირბილით! ჰო, მომაგონდა, ათოსი ბატონ დე ტრევილთან არის. _ თქვენ სად მიდიხართ, ბატონო? სად მიდიხართ? _ ფანჯრიდან ჩავძვრები, რომ უფრო მალე ვუშველო, შენ კი ფილაქანი დააწყვე თავის ადგილას, იატაკი დაგავე, კარით გადი და, _ სირბილით! საითაც გიბრძანე. _ ოჰ, ბატონო, ბატონო! _ მიმართა ხვეწნით პლანშემ, _ ხომ მოგკლავენ, რომ ჩახვიდეთ... _ გაჩუმდი, შე სულელო, შენა! _ შეუტია დ'არტანიანმა, ფანჯარაში გადაძვრა, ჩარჩოზე დაეკიდა, ჩახტა პირველი სართულიდან, რომელიც, საბედნიეროდ, არც ძალიან მაღალი იყო, და უვნებელი გადარჩა. მერე ბონასიეს კართან მივარდა, დააკაკუნა და თან ჩურჩულებდა: _ ახლა მე თვითონა ვძვრები თაგვის მახეში და ვაი იმ კატას, ვინც ჩემისთანა თაგვს არ გაექცევა! ის იყო დაჰკრა კარის ურატამ, რომ უცბად შეწყდა ხმაურობა, გაისმა კარის გასაღებად მომავალი ფეხის ხმა. კარი გააღეს და ხმალამოღებული დ'არტანიანი ბონასიეს ოთახში გაჩნდა. კარი თავისთავად მიიხურა, ალბათ ზამბარაზე იყო მოწყობილი. უბედური ბონასიეს მდგმურებს და ახლო მეზობლებს საშინელი ყვირილი, ღრიალი, ბრაგუნი, ხმლის ჟღარუნი დ ავეჯის მტვრევის ხმა მოესმათ. შეწუხებული მეზობლები ფანჯრებიდან იყურებოდნენ ამ ხმაურის მიზეზის გასაგებად. ცოტა ხნის შემდეგ დაინახეს, რომ საჩქაროდ გაიღო ბონასიეს სახლის კარი და შავტანისამოსიანი ოთხი კაცი გამოვარდა. კი არ გამოცვივდნენ, გამოფრინდნენ, როგორც დამფრთხალი ყვავები, რომელთაც ძირსა სცვიოდათ თავიანთი ფრთების ბუმბული, ესე იგი, ტანისამოსისა და ლაბადის ნაგლეჯები. დიდი მხნეობა არ დასჭირებია დ'არტანიანს ამ გამარჯვების მოსაპოვებლად, რადგან კარდინალის მოსამსახურეთაგან მარტო ერთი იყო შეიარაღებული, და ისიც მეტად ცუდად, რომელიც, მარტოოდენ დასანახავად იცავდა თავს. მართალია, სხვებმა სკამებით, ფიცრებითა და ჭურჭლით სცადეს დ'არტანიანის მოკვლა, მაგრამ ორი თუ სამი ნაკაწრი კმაროდა, დ'არტანიანის ხმლით გაკრული, რომ გული გახეთქოდათ. ათი წუთი საკმარისი აღმოჩნდა მათი დამარცხებისათვის და დ'არტანიანი დარჩა ბრძოლის ველის ბატონ-პატრონად. სეირის საყურებლად გამოსულმა მეზობლებმა ბონასიეს სახლიდან გამოვარდნილი ოთხი კაცის დანახვაზე ფანჯრები მოხურეს. ამ დროს ისე ხშირი იყო ჩხუბი და ორომტრიალი, რომ პარიზელები გულგრილად ხვდებოდნენ ამ ამბავს. გარდა ამისა, უკვე გვიანი იყო და მაშინაც, როგორც დღეს, ლუქსემბურგის გარეუბნებში ადრე წვებოდნენ. დ'არტანიანი მარტო დარჩა ქალბატონ ბონასიესთან, რომელიც თითქმის გულწასული ესვენა სავარძელზე. მან სწრაფად გადაავლო თვალი ახალგაზრდა ქალს. ეს იყო მომხიბლავი ოცდახუთი-ოცდაექვსი წლის ქალი, შავგვრემანი, ლურჯთვალა, კოხტა, ოდნავ აწვეტილი ცხვირით, არაჩვეულებრივი კბილებით, მაისის ვარდისფერი სახით. მაგრამ აქ თავდებოდა ის ნიშნები, რომლების მიხედვით შეიძლებოდა მისი დიდებულ ქალბატონად ცნობა. ხელები თეთრი ჰქონდა, ოღონდ სინაზეს მოკლებული, არც ფეხი ამტკიცებდა დიდებულ შთამომავლობას. კიდევ კარგი, რომ ამ წვრილმანებისათვის არ ეცალა დ'არტანიანს. ქალბატონ ბონასიეს დათვალიერების დროს დ'არტანიანმა ბატისტის მშვენიერ ცხვირსახოცს მოჰკრა თვალი, ისეთივე ნიშნებით ამოქარგულს, რომლის გულისათვის არამისმა კინაღამ ყელი გამოსჭრა დუელში. მას აქეთ დ'არტანიანი ძალიან უნდობლად ეკიდებოდა ნიშნიან ცხვირსახოცებს და ამიტომ ხმის ამოუღებლად ჯიბეში ჩაუდო გულწასულ ქალს. ამასობაში ქალბატონი ბონასიეც მოსულიერდა, თვალი გაახილა და თავზარდაცემულმა გადახედა იქაურობას, დაცარიელებულ ოთახში მარტო დარჩენილიყო თავის განმათავისუფლებელთან ერთად. ხელი გაუწოდა და ტკბილად შესცინა თავისი გულწარმტაცი სიცილით. _ აჰ, ბატონო! თქვენა ხართ ჩემი მხსნელი, ნება მიბოძეთ მადლობა მოგახსენოთ, _ თქვა მან. _ რის მადლობა, ქალბატონო! მე ჩემი მოვალეობა მოვიხადე, ასე მოიქცეოდა ყველა ჩემს მდგომარეობაში მყოფი პატიოსანი კაცი, _ მიუგო დ'არტანიანმა. _ არა ბატონო, თქვენ ხართ ჩემი მხსნელი და იმედი მაქვს, დაგიმტკიცოთ, რომ არც უმადურს ვინმეს გაუწიეთ მფარველობა. მაგრამ მიბრძანეთ, თუ იცით, რა უნდოდათ ჩემგან იმ კაცებს, რომლებიც ჯერ ქურდები მეგონა, ან ბატონი ბონასიე სად არის? _ ისინი ქურდებზე უფრო საშიშარი იყვნენ, ქალბატონო, ბატონ კარდინალის მოხელენი გახლდნენ. რაც შეეხება თქვენს მეუღლეს, ბატონ ბონასიეს, იგი აქ არ გახლავთ. გუშინ მოვიდნენ მის დასაჭერად და ბასტილიისაკენ გაამგზავრეს. _ ჩემი ქმარი ციხეშია? _ შეჰყვირა ქალბატონმა ბონასიემ, _ ღმერთო ჩემო! მერე, რა დააშავა ისეთი საწყალმა კაცმა, ის ხომ სრულიად უდანაშაულოა! მკრთალმა ღიმილმა გაირბინა ახალგაზრდა ქალის ჯერ კიდევ შეშინებულ ლამაზ სახეზე. _ რა დააშავა ისეთი? _ მიუგო დ'არტანიანმა, _ ერთადერთი მისი დანაშაული, მე რომ მკითხოთ, ის არის, რომ თქვენი ქმარია, თავის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ. _ მაშ, თქვენ იცით, ბატონო?.. _ მე ვიცი, რომ თქვენ მოგიტაცეს. _ ვინ მომიტაცა? იქნება იცით? ოჰ, თუ იცით, მითხარით, ვინ არის ჩემი მტერი? _ შუახნის კაცია, ორმოცი _ ორმოცდახუთი წლისა, შავგვრემანი, პატარა ჭრილობა აქვს მარცხენა საფეთქელთან. _ ის არის! გვარი მითხარით, გვარი! _ გვარი რომ არ ვიცი, რა გითხრათ? _ ჩემმა ქმარმა იცოდა, რომ მომიტაცეს? _ თქვენი მომტაცებლის წერილი მოსვლია. თვითონ ის ატყობინებდა თქვენი გატაცების ამბავს. _ თუ იცით, ეჭვი აქვს რამე ჩემს ქმარს? _ ჰკითხა დარცხვენილი სახით ქალმა. _ მე მგონი, თქვენი მოტაცების მიზეზად პოლიტიკური გარემოება მიაჩნია. _ აქამდე მეც ეჭვი მეპარებოდა, ახლა კი ჩემი ქმრის აზრს ვიზიარებ. მაშ, არავითარი ეჭვი აღარ აღძვრია საწყალ ჩემს ბონასიეს? არაფერი დაუბარებია ჩემთან? _ რას ბრძანებთ, ქალბატონო, პირიქით, ამაყობდა თქვენი ერთგულებით და, მეტადრე, თქვენი სიყვარულით. ერთხელ კიდევ გადაურბინა ქალბატონ ბონასიეს ვარდისფერ ბაგეზე შეუმჩნეველმა ღიმილმა. _ მერედა, როგორ მოახერხეთ გამოქცევა? _ ჰკითხა გაკვირვებულმა დ'არტანიანმა. _ ცოტა ხნით მარტო დამტოვეს და მეც იმით ვისარგებლე. უკვე ამ დილას ვიცოდი, რას მოელოდნენ ჩემი გამტაცებლები. შევკარი ზეწრები და ფანჯრიდან ძირს დავეშვი. ვფიქრობდი, რომ ქმარი შინ დამიხვდებოდა, და მეც აქეთკენ გამოვეშურე. _ მისი მფარველობის იმედი გქონდათ? _ ოჰ, არა, კარგად, ვიცი, რომ საწყალი კაცი მე ვერავითარ მფარველობას ვერ გამიწევდა. სხვა საქმეში მინდოდა გამომეყენებინა... _ რა საქმეში? _ ოჰ, ეს, ბატონო, ჩემი საიდუმლოება არ არის! და არც შემიძლია გავუზიარო ვინმეს. _ თუმცა, უკაცრავად, ქალბატონო, _ მიმართა დ'არტანიანმა, _ რაზმელი ვარ, მაგრამ მაინც გირჩევთ სირფთხილეს. აქ არც არის ადგილი საიდუმლოების გასანდობად. არამზადები, რომლებიც გავაქციე, უკანვე დაბრუნდებიან ჯავრის ამოსაყრელად და სხვებსაც წამოიყვანენ. თუ აქ დავუხვდით, ორივე დავიღუპებით. მართალია, ჩემს მეგობრებს შევატყობინე, ბიჭი გავაქციე, მაგრამ ვინ იცის, შინ დაუხვდებოდნენ? _ მართალია, მართალი! _ შეჰყვირა შიშით ათრთოლებულმა ქალბატონმა ბონასიემ\, _ გავიქცეთ, თავს ვუშველოთ, ჩქარა! ამ სიტყვებით მივარდა დ'არტანიანს, მკლავში ხელი მოჰკიდა და თან გაიყოლა. _ საით წავიდეთ? _ ჰკითხა დ'არტანიანმა. _ ჯერ ამ სახლს მოვშორდეთ, აქ არის განსაცდელი! მერე მოვიფიქრებთ რაიმეს. ორივე გარეთ გავარდა. აღარც კი მოაგონდათ, რომ საჭირო იყო კარის დაკეტვა. საჩქაროდ ჩაიარეს მესაფლავეების ქუჩა და სენ-სულპისის მოედანზე გაჩერდნენ. _ ახლა რა ვქნათ? _ ჰკითხა დ'არტანიანმა, _ მიბრძანეთ, საით გნებავთ, სად წაგიყვანოთ! _ არ ვიცი, რა გიპასუხოთ, _ მიუგო ქალმა, _ განზრახული მქონდა, ჩემი ქმარი დე ლა პორტთან გამეგზავნა, რომლისგანაც მინდოდა გამეგო ლუვრში ამ სამი დღის განმავლობაში მომხდარი ამბები. მსურს ვიცოდე, საშიშროება ხომ არ მომელის სასახლეში მისვლით. _ მე აქ არა ვარ? განა მე კი ვერ მივალ ბატონ დე ლა პორტთან! _ რასაკვირველია მიხვიდოდით, საუბედუროდ, ერთი დიდი დაბრკოლება რომ არ გვიშლიდეს: ბონასიეს კარგად იცნობენ ლუვრში და მაშინვე შეუშვებდნენ, თქვენ კი სრულებით არ გიცნობენ და კარებს მოგიჯახუნებენ. _ ერთგული მეკარე როგორ არავინ გეყოლებათ ლუვრის შესასვლელ კარებთან, რომ დანიშნული სიტყვის გაგონებაზე... ქალბატონი ბონასიე ყმაწვილკაცს დააცქერდა. _ მე რომ გაგანდოთ დანიშნული სიტყვა, პირობას მომცემთ, რომ მხოლოდ ერთხელ გამოიყენებთ და მაშინვე დაივიწყებთ? _ პატიოსან სიტყვას გაძლევთ კეთილშობილი კაცისას! _ უპასუხა დ'არტანიანმა ისეთი ხმით, რომ საბოლოოდ მოიპოვა ქალის ნდობა. _ მჯერა თქვენი, პატიოსან ყმაწვილკაცად მეჩვენებით და არა მგონია, ვცდებოდე. ესეც რომ არ იყოს, შეიძლება ამ ერთგულებაზე იყოს დამოკიდებული მთელი თქვენი სიცოცხლის ბედნიერება. _ უმაგისოდაც ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სინდისიერად და თავგანწირვით ვემსახურო ჩემს მეფეს და ვასიამოვნო ჩემს დედოფალს, _ უპასუხა დ'არტანიანმა, _ ისე მიმსახურეთ, როგორც თქვენი გულითადი მეგობარი. _ მერე მე? მე სადღა ვიყო, მანამ თქვენ დაბრუნდებით? _ არავინა გყავთ ისეთი, რომ ბატონი დე ლა პორტიც იქ მოვიდეს თქვენს წასაყვანად? _ არა, დღეს მე აღარავის ვენდობი. _ მოითმინეთ, _ უთხრა დ'არტანიანმა. _ ათოსის სახლთან ვართ. დიახ, ის არის. _ ვინ არის ათოსი? _ ჩემი მეგობარი. _ შინ რომ იყოს და დამინახოს? _ არა, შინ არ არის. ოთახში შეგიყვანთ, ჩაგკეტავთ და გასაღებს თან წავიღებ. _ რომ დაბრუნდეს? _ არ დაბრუნდება, მაგრამ კიდეც რომ დაბრუნდეს, ეტყვიან, რომ მის ოთახში ჩემი მიყვანილი ქალია. _ საუკუნოდ შევრცხვები, ეს ხომ იცით? _ ნეტავი თქვენ! მერე, ვინ გიცნობთ? დღეს ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ აღარც კი უნდა გვაგონდებოდეს ეს მორიდება. _ მაშ, წავიდეთ თქვენი მეგობრისაკენ. სად ცხოვრობს? _ ფერუს ქუჩაზე, ორი ნაბიჯია აქედან. _ წავიდეთ. გამართლდა დ'არტანიანის სიტყვა, ათოსი შინ არ დახვდათ. გასაღები მეკარეს გამოართვა, რომელიც მას, ჩვეულებისამებრ, ყოველთვის ენდობოდა, როგორც ათოსის მეგობარს. კიბე აიარეს და დ'არტანიანმა ქალბატონი ბონასიე თავისი მეგობრის პატარა ბინაში შეიყვანა. _ ისე იგრძენით თავი, როგორც თქვენს საკუთარ სახლში, ქალბატონო, _ უთხრა დ'არტანიანმა. _ შიგნიდან გადაკეტეთ კარი და არავის გაუღოთ, მანამ სამჯერ არ დაგიკაკუნებენ, აი, სწორედ ასე. _ და სამჯერ დააკაკუნა. პირველი ორი ერთმანეთს მიადევნა, მესამე კი ცოტა დააყოვნა და შემდეგ ჩუმად დაჰკრა. _ ძალიან კარგი, ბატონო. ახლა კი ჩემი რიგია, მე უნდა მოგცეთ დავალება. _ ბრძანეთ! _ ლუვრის სასახლის კარებთან, ეშელის ქუჩის მხრიდან ჟერმენი იკითხეთ. _ კარგით, შემდეგ? _ მის შეკითხვაზე, რა გნებავთო, უპასუხებთ ორი სიტყვით: «ტური და ბრიუსელი». მაშინვე კარს გაგიღებენ, ყოველ თქვენს ბრძანებას უსიტყვოდ აასრულებენ. _ მერე რა უნდა ვუბრძანო? _ უბრძანეთ, ბატონი დე ლა პორტი მოძებნონ. _ დე ლა პორტს რაღა ვუთხრა? _ ჩემთან გამოგზავნეთ. _ კარგი, მაგრამ კვლავ სადღა გნახოთ მე? _ ძალიან გნებავთ ჩემი ნახვა? _ ოჰ, რომ იცოდეთ!.. _ მე მომანდეთ მაგის მოხერხება და დამშვიდებული ბრძანდებოდეთ. _ მაშ, თქვენს პატიოსან სიტყვას ვენდობი! _ იქონიეთ მაგის იმედი. დ'არტანიანმა სიყვარულით აგზნებული თვალებით შეხედა ქალბატონ ბონასიეს და გამოეთხოვა. კიბეზე ჩასვლისას ჩვენმა გმირმა გაიგონა, როგორ გადაკეტა ორჯერ გასაღებით კარი ბონასიეს ცოლმა. დ'არტანიანი თვალის დახამხამებაში ლუვრში გაჩნდა. საათმა ათი დაჰკრა, როდესაც დ'არტანიანი დე ლ'ეშელის ჭიშკარს მიადგა. ისე ასრულდა ყველაფერი, როგორც ქალბატონმა ბონასიემ თქვა: კარისკაცმა ჟერმენმა დათქმული სიტყვის გაგონებაზე თავი დაუკრა და მაშინვე ბრძანების ასასრულებლად გაიქცა. ათი წუთის შემდეგ დე ლა პორტიც გამოჩნდა, დ'არტანიანმა მოკლედ უამბო ყველაფერი და აცნობა, სად შეიძლებოდა ქალბატონ ბონასიეს ნახვა. დე ლა პორტმა ორჯერ გაამეორებინა ათოსის სახლის მისამართი და მაშინვე იქითკენ გაიქცა, მაგრამ ათი ნაბიჯიც არ გადაედგა, რომ უკან დაბრუნდა. _ უკაცრავად, ყმაწვილო, ერთი რჩევა მინდა გაგიბედოთ. _ სახელდობრ? _ შეიძლება ამით არ დამთავრდეს ეს ამბავი და თქვენც უსიამოვნება შეგამთხვიონ. _ თქვენ ასე ფიქრობთ? _ დიახ, ამხანაგი არავინა გყავთ, რომლის საათი ცოტათი ჩამორჩებოდეს? _ მერე? _ წადით მის სანახავად და თუ მოწმე დაგჭირდათ, ათქმევინეთ, რომ ათის ნახევარზე მასთან იყავით... სასამართლოში ამას ალიბი1 ჰქვია. მართებულად ეჩვენა დ'არტანიანს ეს რჩევა და უკანმოუხედავად გარბოდა. იგი ელვის სისწრაფით ბატონ დე ტრევილის სასახლეში გაჩნდა. დარბაზში, სადაც ხალხი ირეოდა, არ შესულა. მსახურს, რომელსაც იგი სასახლის მახლობელ კაცად მიაჩნდა, სთხოვა, პირდაპირ კაბინეტში შემიშვიო. მსახურმა დე ტრევილს მოახსენა, რომ მის თანამემამულეს რაღაც საჩქარო საიდუმლო საქმე ჰქონდა და კაბინეტში ელოდებოდა. ხუთი წუთის შემდეგ დე ტრევილი თავის კაბინეტში შემოვიდა და დ'არტანიანს ჰკითხა, რით იყო გამოწვეული მისი ასეთი დაგვიანებით მოსვლა, ან რით შეეძლო დახმარებოდა. _ უკაცრავად, ბატონო, _ მიუგო დ'არტანიანმა, რომელმაც ისარგებლა იმით, რომ დე ტრევილის მოსვლამდე მარტო იყო კაბინეტში და ორმოცდახუთი წუთით უკან გადასწია ისარი, _ მე მეგონა რომ ცხრა საათზე და ორმოცდახუთ წუთზე ჯერ დაგვიანებული არ იქნებოდა და... _ ცხრა საათი და ორმოცდახუთი წუთია? _ შეჰყვირა დე ტრევილმა და საათს შეხედა, _ შეუძლებელია! _ აი, ბატონო, საათს შეხედეთ, _ მიუგო დ'არტანიანმა _ მე მგონი, არა ვცდები. _ მართალია, _ უთხრა დე ტრევილმა, _ მე კი მეგონა, რომ უფრო გვიან იყო, მაგრამ, აბა, რა გნებავთ? რა გაქვთ მოსახსენებელი? დ'არტანიანმა დაწვრილებით უამბო დედოფლის ამბავი. უამბო, რომ კარდინალს განზრახული ჰქონდა ბუკინგამის პარიზში შემოტყუება, დედოფლისა და ჰერცოგის მახეში გაბმა. ისეთი სიმშვიდით და დაბეჯითებით უამბობდა ყოველივე ამას, რომ დე ტრევილიც დააჯერა, მით უფრო, რომ მუშკეტერთა კაპიტანს, როგორცა ვთქვით, ადრევე შეემჩნია მეფის, დედოფლის და კარდინალის რაღაც უცნაური განწყობილება. საათმა ათი რომ დაჰკრა, დ'არტანიანი გამოეთხოვა დე ტრევილს, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამ ცნობების მოხსენებისათვის და ურჩია, ყოველთვის ერთგული სამსახური გაეწია მეფისა და დედოფლისათვის. უთხრა ეს თუ არა, დე ტრევილი დარბაზში გავიდა. კიბეები რომ ჩაიარა, დ'არტანიანმა მხოლოდ მაშინ შეამჩნია, რომ ჯოხი კაბინეტში დარჩენოდა, ელვის სისწრაფით აირბინა, ზევით ოთახში შევიდა, ერთი თითის წაწევით თავის დროზე დააყენა საათი, და დარწმუნებულმა, რომ კარგი მოწმე ჰყავდა თავის ალიბი-ს დასამტკიცებლად, დამშვიდებით ჩაიარა კიბეები და ქუჩაში გავიდა. XI კვანძი რთულდება დ'არტანიანი ქუჩაში ჩაფიქრებული გამოვიდა და შინ წასასვლელად შორი გზა აირჩია. გზაში ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შესცქეროდა. ხან ოხრავდა, ხან იცინოდა. მისი ფიქრის საგანს ქალბატონი ბონასიე წარმოადგენდა. გამოუცდელი ჭაბუკისათვის, ჯერ ისევ შეგირდ-მუშკეტერისათვის, ახალგაზრდა ქალი სიყვარულის იდეალს წარმოადგენდა. ოცნებაში გართულ დ'არტანიანს ყოველ ნაბიჯზე სატრფოს გამოგზავნილი შიკრიკი ელანდებოდა პატარა წერილით, რომლითაც პაემანს უნიშნავდა და მოკითხვის ნიშნად ოქროს ძეწკვს აწვდიდა. სატრფოზე ფიქრით გატაცებული ოცნებობდა, როგორი თავმოწონებით გაასეირნებდა მშვენიერ ქალბატონ ბონასიეს სენდენში ან სენ-ჟერმენის ბაზარში. როგორი სიამაყით გააცნობდა ათოსს, პორთოსსა და არამისს თავისი გამარჯვების ტურფა ნადავლს. ასეთი ტკბილი ფიქრებით გატაცებული დ'არტანიანი ღამეს ებაასებოდა, ვარსკვლავებს შესცინოდა და შერშ-მიდის ქუჩას მიუყვებოდა, მაშინ შას-მიდიდად წოდებულს. სწორედ ამ უბანში ცხოვრობდა არამისი. უცბად აზრმა გაურბინა, თავისი მეგობარი ენახა, ეცნობებინა მისთვის ეს გარემოებანი, რომელთა გამო იძულებული გახდა, პლანშე გაეგზავნა მასთან თხოვნით, დაუყოვნებლივ მისულიყო თაგვის მახეში. თუ არამისი შინ იყო იმ დროს, როდესაც პლანშე მივიდა, ეჭვი არ არის, მაშინვე გაიქცეოდა მესაფლავეების ქუჩისაკენ, დ'არტანიანთან, სადაც ათოსი და პორთოსი დახვდებოდნენ, მათგანაც ვერას გაიგებდა, რადგან საქმის ვითარებისა მათაც არა ეცოდინებოდათ რა. მეგობრის ასეთი შეწუხება არ შეიძლებოდა. ასე მსჯელობდა დ'არტანიანი. გულში კი აღტაცებით ფიქრობდა, რომ საგანგებო შემთხვევა ეძლეოდა, ლაპარაკი ჩამოეგდო პატარა კეკლუც ქალბატონ ბონასიეზე, რომელსაც მთლად დაემონებინა მისი, თუ გული არა, გონება მაინც. უკვე ორი საათი იქნებოდა, რაც ღრმა ძილით ეძინა პარიზს. არავინ ჩანდა ქუჩაში, თერთმეტი დაჰკრა სენ-ჟერმენის უბნის ყველა საათმა. საამო, წყნარი დარი იდგა. დ'არტანიანი იმ პატარა ქუჩას მოსდევდა, რომელიც დღევანდელ დ'ასსას ქუჩის ადგილას იყო გაყვანილი. ღამის სიგრილით და ტკბილი ნიავით მოტანილ ბაღების სურნელებით ტკბებოდა. შორიდან, მაგრად მოხურული დარაბებიდან, მოისმოდა მოქეიფეების მხიარული სიმღერა. ქუჩის ბოლოს დ'არტანიანმა მარცხნივ შეუხვია. კასეტისა და სერვანდონის ქუჩების შუა არამისის სახლი იყო. გაიარა კასეტის ქუჩა და თავისი მეგობრის სახლის კარზე კოპივით ჩამოწოლილ ნეკერჩხლისა და ციცაბარდას მწვანე ტოტებში უცბად თვალი მოჰკრა ვიღაცას, სერვანდონის ქუჩიდან ჩრდილივით გამომავალს, წამოსასხამში გახვეულს. პირველად კაცი ეგონა დ'არტანიანს, მაგრამ მომცრო ტანმა, გაუბედავმა მოძრაობამ და ტანის მსუბუქმა მიმოხრამ იგი დაარწმუნა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანდა, იგი ვერ ცნობდა დანიშნულ სახლს. ხან მოსცილდებოდა, ხან მიუახლოვდებოდა. ამ ამბავმა მეტად დააინტერესა დ'არტანიანი. «მივიდე და ჩემი დახმარება აღვუთქვა? _ ფიქრობდა ჩვენი გმირი, მაგრამ ვერ ბედავდა, _ მიხრა-მოხრაზე ეტყობა, ახალგაზრდა ქალი უნდა იყოს, იქნებ ლამაზიც არის? შეიძლება, მაგრამ ქალი რომ ამ დროს ქუჩებში დაეთრევა, ალბათ საყვარელს დაეძებს, რა ღმერთი გამიწყრება, ხელი შევუშალო მათ შეხვედრას. ესეც რომ არ იყოს, პირველი გაცნობისთანავე ჭირივით შემიჯავრებს». ახალგაზრდა ქალი ისევ ნელ-ნელა მოიწევდა წინ და თან სახლებს და ფანჯრებს თვლიდა. ამ სახლის ძებნა, თუ მართალი გნებავთ, არც ძნელი იყო და არც დიდ დროს მოითხოვდა: სულ სამი სახლი და ორი ფანჯარა იყო ქუჩის ამ ნაწილში. ერთი _ არამისის ბინისა, და მეორეც _ მისი სახლის პარალელური შენობისა. «თვალი ხომ არ მატყუებს? _ იძახდა დ'არტანიანი, რომელსაც ახლა ღვთისმეტყველების დოქტორის დისწული აგონდებოდა, _ არა, რა კარგი იქნება, რომ ჩვენი მეგობრის სახლს ეძებდეს ეს დაგვიანებული მტრედი! მაგრამ რა ვქნა, სწორედ ის დისწული უნდა იყოს! ჩემს თავს ვფიცავ, ასე იქნება! აჰ, ჩემო წმინდა არამის, ახლა კი ზედ მოგასწარ და ფეხს აღარ მოვიცვლი, მანამ სინამდვილეს არ გავიგებ!» რამდენადაც კი შეიძლებოდა, დ'არტანიანი მოიკუნტა, ქუჩის უბნელეს მხარეს, ქვის სკამის გვერდით მიიმალა. ახალგაზრდა ქალი ისევ ნელ-ნელა წინ მოიწევდა. მისმა მსუბუქმა ჰაეროვანმა მოძრაობამ, ნაზმა ჩახველებამ საბოლოოდ დაადასტურა მისი ქალობა. ეს დახველება დ'არტანიანს პირობით ნიშნად ეჩვენა. ჩახველებას შესაფერი ნიშნით უპასუხეს. ამან კი შუაღამის მკვლევარს გაუფანტა ყოველი ეჭვი და გაუგებრობა, დარწმუნდა, რომ უკვე მიაღწია თავის საძიებელს, გაბედვით მივიდა არამისის ფანჯრის დარაბასთან და მოღუნული თითით სამჯერ დაჰკრა თანაბარი დაყოვნებით. _ არამისთან არის, _ ჩაიბუტბუტა დ'არტანიანმა. _ ოჰ, ბატონო ფარისეველო! ახლა კი ჩემი თვალითა ვხედავ თქვენს ღვთისმეტყველებას! დაჰკრა თუ არა ქალმა სამჯერ თითი, მაშინვე გააღეს ფანჯარა და ქუჩაში სინათლე გამოვიდა. «ოჰო! ცხადია, ელოდნენ ამ სტუმარს, _ ფიქრობდა დ'არტანიანი, _ მოვითმინოთ, ალბათ დარაბასაც გააღებენ და ქალბატონი ფანჯრიდან შეფრინდება თავის მიჯნურთან! ესეც თქვენი წმინდა მღვდელი!» მაგრამ წარმოიდგინეთ მისი განცვიფრება, როდესაც დარაბები არ გაიღო, უფრო მეტიც, სინათლე, რომელმაც ერთი წამით იელვა, უცებ გაქრა და იქაურობა ისევ წყვდიადმა მოიცვა. «ამით ხომ არ დამთავრდება მიჯნურთა ღამის პაემანი!» _ ფიქრობდა დ'არტანიანი და თვალსა და ყურს აღარ აშორებდა ფანჯარასთან ატუზულ ქალს და ჩაბნელებულ ფანჯარას. მართლაც, რამდენიმე წამის შემდეგ ოთახიდან ორჯერ დააკაკუნეს. ქუჩაში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა ამ ორ კაკუნს ერთით უპასუხა. ფანჯრის დარაბა გაიღო. ახლა კი თვითონ წარმოიდგინოს მკითხველმა, რა მოუთმენლობით შესცქეროდა ამ ფანჯარას დ'არტანიანი, როგორ ჰქონდა დაცქვეტილი ყურები. საუბედუროდ, სინათლე სხვა ოთახში გადაიტანეს, მაგრამ ყმაწვილი კაცის თვალი სიბნელეს მიჩვეული იყო, გარდა ამისა, გადმოცემით გვარწმუნებენ, რომ გასკონელებს კატის თვალები აქვთ და ისე ხედავენ ღამით, როგორც დღისით. დ'არტანიანმა ღამის სიბნელეშიც კარგად გაარჩია, რომ ახალგაზრდა ქალმა რაღაც თეთრი საგანი ამოიღო ჯიბიდან, სწრაფად გაშალა და თავის იდუმალებით მოცულ მობაასეს ცხვირსახოცის პატარა დაქარგული კუთხე აჩვენა. დ'არტანიანსაც მაშინვე მოაგონდა ქალბატონ ბონასიეს ფეხთან ნაპოვნი ცხვირსახოცი, რომელიც გულწასულს ჯიბეში ჩაუდო. ამ ამბავმა მოაგონა აგრეთვე ის ცხვირსახოცი, რომელიც არამისს გამოაძრო ფეხქვეშიდან. «ნეტავი, რა ეშმაკის ნიშანი უნდა იყო ეს ცხვირსახოცი?» _ გაიფიქრა დ'არტანიანმა. იგი ისეთ ადგილზე იდგა, რომ არამისის სახის დანახვა არ შეეძლო. მას იოტისოდენა ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ქუჩაში მდგომ ქალთან მოლაპარაკე მისი მეგობარი არამისი იყო. ცნობისმოყვარეობამ დათრგუნა გასკონელის სიფხიზლე, ისარგებლა შემთხვევით, მანამ ისინი ფანჯრის მკრთალ სინათლეში ცხვირსახოცის კუთხეს დაჰყურებდნენ, თავისი საფარიდან ელვის სისწრაფით გამოვიდა და ერთი კედლის კუთხეს აეკრა, საიდანაც კარგად შეეძლო დაენახა არამისიც და ოთახში მომხდარი ამბავიც. განცვიფრებულმა დ'არტანიანმა ძლივს შეიმაგრა თავი ყვირილისაგან; არამისის ნაცვლად, ღამის სტუმარს ქალი ესაუბრებოდა. დ'არტანიანი კარგად ხედავდა ორივეს, არჩევდა მათ ტანსაცმელს, მაგრამ სახის ნაკვთების დანახვას და გარჩევას ვერ ახერხებდა. ოთახში მყოფმა ქალმა თავის მხრივ ასეთივე ცხვირსახოცი ამოიღო ჯიბიდან, ქუჩაში მდგომ ქალს გაუცვალა, შემდეგ რამდენიმე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს ისე ხმადაბლა, რომ დ'არტანიანმა ვერ გაიგონა. ბოლოს დარაბაც მოხურეს. ქუჩაში დარჩენილი ქალი გამობრუნდა, ოთხი ნაბიჯის მანძილზე წინ გაუარა დ'არტანიანს და თან თავის წამოსასხამში იფუთნებოდა, მაგრამ მეტად დაგვიანებული იყო ეს სიფრთხილე, დ'არტანიანმა უკვე იცნო ქალბატონი ბონასიე. ქალბატონი ბონასიე! განა არა, ცხვირსახოცის დანახვაზე ეჭვმა გაურბინა, მაგრამ როგორ წარმოიდგენდა, რომ ქალბატონი ბონასიე, რომელმაც ბატონ დე ლა პორტთან გაგზავნა იგი იმ მიზნით, რომ მასთან ერთად ლუვრში დაბრუნებულიყო, შუაღამისას, თორმეტის ნახევარზე, პარიზის ქუჩებში მარტო დაიწყებდა სირბილს და იმის შიშიც კი აღარ ექნებოდა, რომ შეიძლებოდა მეორედაც დაეჭირათ? მაშ საქმე, რომელმაც ის აქ მოიყვანა, მეტად დიდმნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა იქნებოდა ეს დიდმნიშვნელოვანი საქმე ოცდახუთი წლის ქალისათვის, თუ არა სიყვარული? მაგრამ ვისი გულისათვის იგდებდა თავს ასეთ საფრთხეში ქალბატონი ბონასიე? თვითონ იყო შეყვარებული თუ სხვას ემსახურებოდა ასე თავდადებულად? აი კითხვა, რომელიც უტრიალებდა თავში დ'არტანიანს. გულს უღრღნიდა ეჭვიანობის დემონი, თითქოს უკვე იმ ქალის საყვარელი ყოფილიყოს. მაგრამ იმის დასაზუსტებლად, თუ სად მიდიოდა ქალბატონი ბონასიე, ყველაზე უკეთესი საშუალება მის კვალზე გაყოლა და თვალყურის დევნება იქნებოდა. ეს ისეთი მარტივი ხერხი იყო, რომ არც კი დაფიქრებულა დ'არტანიანი, ისე გადაწყვიტა ამ გზას დასდგომოდა. ქალბატონმა ბონასიემ მოჰკრა თუ არა თვალი კედლიდან ძეგლივით მოწყვეტილ კაცს და გაიგონა მისკენ მიმავალი ფეხის ხმა, ოდნავ შეშინებულმა შეჰყვირა და მოკურცხლა. დ'არტანიანი მყისვე გამოუდგა. ძნელი არ იქნებოდა მისთვის სწრაფად დასწეოდა ქალს, რომელსაც ფეხი ეხლართებოდა წამოსასხამის კალთებში. მალე დაეწია კიდეც არა დაღლილობით, არამედ შიშით ძალმიხდილ ქალბატონ ბონასიეს. დ'არტანიანმა მხრებზე ხელი დაადო, ქალმა მუხლზე დაიჩოქა და ხმაჩავარნილად დაიძახა: _ მომკალით, თუ გნებავთ, თქმით კი ვერას მათქმევინებთ! დ'არტანიანმა ხელი მოხვია წელზე, ააყენა. საბრალო ქალს გული წასვლოდა. ყმაწვილი კაცი შეეცადა ჩაეგონებინა, რომ ერთგული, მისთვის თავდადებული მეგობარი ჰყავდა გვერდით და საშიში არა იყო რა, მაგრამ არა სჯეროდა ქალბატონ ბონასიეს მისი ფიცი, რადგან იცოდა, რომ შეიძლება ბოროტი განზრახვა ჰქონდეს კაცს, მაგრამ მაინც ეფიცებოდეს. არა სჯეროდა, მაგრამ ხმამ დააჯერა. ყმაწვილმა ქალმა იცნო თავისი მხსნელის ხმა. გაახილა თვალები, გადახედა იმ კაცს, რომელმაც ასე შეაშინა, და სიხარულით შეჰყვირა: _ ოჰ, ეს თქვენ ბრძანდებით? მადლობა ღმერთს. _ დიახ, მე გახლავართ, _ მიუგო დ'არტანიანმა, _ მფარველად მოგევლინეთ. _ განა მაგ განზრახვით ამედევნეთ ფეხდაფეხ? _ჰკითხა კეკლუცი ღიმილით ყმაწვილმა ქალმა, რომელსაც დ'არტანიანის დანახვაზე ყოველგვარი შიში გაუქარწყლდა. _ არა, _ უპასუხა დ'არტანიანმა, _ გამოგიტყდებით, სრულიად შემთხვევით მოვხვდი თქვენს გზაზე. ქალი დავინახე, რომელიც ჩემი მეგობრის ფანჯარაზე აკაკუნებდა. _ თქვენი მეგობრის ფანჯარაზე? _ შეაწყვეტინა ქალმა. _ დიახ, ქალბატონო, არამისი ჩემი გულითადი მეგობარია. _ არამისი? ვინ არის არამისი? _ კარგით ერთი, იქნება ისიც მითხრათ, რომ არ იცნობთ არამისს? _ პირველად მესმის მისი სახელი. _ მაშ, ამ სახლში პირველად მოხვედით? _ პირველად. _ არ იცოდით, რომ ამ სახლში ყმაწვილი კაცი ცხოვრობდა? _ არა, არ ვიცოდი. _ არ იცოდით, რომ მუშკეტერი დგას ამ სახლში? _ გარწმუნებთ, არა. _ მაშ, თქვენ მის სანახავად არ მოსულხართ? _ მერწმუნეთ, არა, რაღა ჩემი თქმა გინდათ, ხომ ნახეთ, რომ ქალს ველაპარაკებოდი, მე საქმე ქალთან მქონდა. _ ეს მართალია, მაგრამ ეგ ქალი არამისის მეგობარია? _ არ ვიცი. _ მეგობარია, რადგან მის სახლში ცხოვრობს. _ ეს მე არ მეხება. _ მაინც, ვინ არის ის ქალი? _ ოჰ, ეს ხომ ჩემს საიდუმლოებას არ შეადგენს! _ ძვირფასო ქალბატონო ბონასიე, თქვენ მეტისმეტად მომხიბლავი და მშვენიერი ხართ, მაგრამ, იმავე დროს, საიდუმლოებით მოცული და ძნელად გამოსაცნობი ბრძანდებით. _ მერე რას ვაშავებ ამით? _ არაფერს, პირიქით, თაყვანსაცემი ხართ. _ მაშ, მომეცით ხელი. _ სიამოვნებით, ახლა? _ ახლა წამიყვანეთ. _ სად წაგიყვანოთ? _ იქ, სადაც მე მივდივარ. _ სად მიბრძანდებით? _ ნახავთ. ოღონდ კარებთან უნდა დამტოვოთ. _ გარეთ დაგიცადოთ? _ არა, საჭირო არ არის. _ მაშ, მარტო დაბრუნდებით? _ შეიძლება მარტო დავბრუნდე, შეიძლება არა. _ იქიდან ვინ გამოგყვებათ, კაცი თუ ქალი, იქნებ მარტო დაბრუნდეთ? _ ჯერ არ ვიცი, ბატონო. _ მაშ, მე მეცოდინება! _ ეგ როგორ? _ იქ დაგიცდით, მანამ გამოხვალთ. _ ოჰ, თუ ასეა, მშვიდობით!.. _ როგორ თუ მშვიდობით? _ თქვენ მე არ მჭირდებით. _ აკი თვითონვე მთხოვეთ... _ პატიოსანი კაცის შველას ვითხოვდი და არა ჯაშუშის თვალყურის დევნებას. _ მეტად უკმეხი სიტყვა წამოგცდათ. _ მაშ რა ჰქვია იმ კაცს, რომელიც ფეხდაფეხ მისდევს ვინმეს მისი ნებართვის გარეშე? _ ცნობისმოყვარე. _ მეტად რბილი სიტყვა იქნებოდა ამ შემთხვევისათვის. _ მართალი ბრძანდებით, ქალბატონო, კარგად ვხედავ, უნდა ავასრულო ყოველივე ის, რასაც მიბრძანებთ. _ რად აიცდინეთ ჩემი გულის მადლობა, რატომ თქვენ თვითონ არ მიხვედით ასეთ დასკვნამდე? _ რომ ვნანობდე? _ გულწრფელად ნანობთ? _ გულწრფელად, გპირდებით, ყველაფერს აგისრულებთ, რასაც კი დამავალებთ, ოღონდ ნება მიბოძეთ, მიგაცილოთ, სადაც მიბრძანდებით. _ მიმიყვანთ და მაშინვე წახვალთ? _ დიახ, მაშინვე. _ არ დამიწყებთ თვალყურის დევნებას? _ არა. _ პატიოსან სიტყვას მაძლევთ? _ სიტყვას პატიოსანი აზნაურისას! _ თქვენი ხელი, აბა, წავიდეთ. დ'არტანიანმა ხელი შესთავაზა ქალბატონ ბონასიეს, რომელიც აკანკალებული და მცინარე სახით დაეყრდნო გასკონელის ღონიერ მკლავს. ორივენი ჰარპის ქუჩის მაღლობს აჰყვნენ. აქ ქალმა ისევ ყოყმანი დაიწყო, კვლავ დანიშნული სახლის ძებნას შეუდგა, მაგრამ რაღაც ნიშნებით აქ უფრო ადვილად მიაგნო და ერთ კარს მიადგა. _ ახლა კი, ბატონო, აი აქ მაქვს საქმე, _ უთხრა მან. _ გთხოვთ, მიიღოთ დიდი მადლობა იმ პატიოსანი ამხანაგობისათვის, რომელმაც მრავალ განსაცდელს გადამარჩინა, დადგა თქვენი პირობის ასრულების დრო. მე დანიშნულებისამებრ მოვედი და უნდა გამოგეთხოვოთ. _ არავითარი საშიშროება არ მოგელით დაბრუნებისას? _ იქნებ ქურდებისა, სხვა არავითარი. _ ქურდები განა საშიშნი არ არიან? _ მერედა რას წაიღებენ? ერთი სუც არ მიგდია ჯიბეში. _ თქვენ გავიწყდებათ მშვენიერი ცხვირსახოცი ამოქარგული ნიშნით? _ რომელი? _ ის, რომელიც თქვენს ფეხთან ეგდო, გულწასული რომ იყავით და ჯიბეში ჩაგიდეთ. _ გაჩუმდით, გაჩუმდით, უბედურო! _ შეჰყვირა ახალგაზრდა ქალმა, _ ნუთუ გინდათ, დამღუპოთ? _ კარგად ხედავთ, ქალბატონო, საშიშროება ჯერ კიდევ მოგელით, მხოლოდ ერთადერთმა სიტყვამ იკმარა, რომ აკანკალებულიყავით. მოდით, ქალბატონო, გულწრფელად მომენდეთ, _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, _ ნუთუ აქამდე ვერ ამოიკითხეთ ჩემს თვალებში თავგანწირული ერთგულება და თანაგრძნობა, რომლითაც აღსავსეა ჩემი გული? _ დიახ, ბატონო, ამოვიკითხე, _ უპასუხა ქალბატონმა ბონასიემ, და ამიტომ, თუ გნებავთ, მკითხეთ ჩემი საიდუმლოება, მერწმუნეთ, არაფერს დაგიმალავთ. მაგრამ სხვისი საიდუმლოებისას ნურასა მკითხავთ, ეს სულ სხვა საქმეა. _ ძალიან კარგი, _ უპასუხა დ'არტანიანმა, _ მაგ სხვის საიდუმლოებასაც მივაგნებ, თუკი მას შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს სიცოცხლეზე. უნდა ვეცადო, ჩემად გავიხადო ეს სხვისი საიდუმლოება. _ ოჰ, არა, არა! ღმერთმა დაგიფაროთ, _ შეჰყვირა ქალმა ისეთი შიშით, რომ დ'არტანიანიც თავისებურად აათრთოლა _ არა, არა, ნუ ჩაერევით იმაში, რაც მე მეხება, ნუ ეცდებით მიშველოთ და დამეხმაროთ იმ საქმეში, რომელსაც მე ვასრულებ. ამასა გთხოვთ იმ თანაგრძნობის სახელით, რომელიც, ვგრძნობ, თქვენს გულში აღვძარი; იმ მფარველობის სახელით, რომელიც თქვენ აღმომიჩინეთ და ჩემს სიცოცხლეში არ დავივიწყებ. დამიჯერეთ რასაც გეტყვით, გთხოვთ, დამიჯერეთ. დამივიწყეთ, ვითომ აღარც კი ვარსებობ, ვითომ არასდროს არსად გინახივართ. გულში მოხვდა დ'არტანიანს ეს სიტყვა, ეწყინა და ჰკითხა: _ არამისმაც ასევე უნდა დაგივიწყოთ, ქალბატონო? _ აი, ორჯერ თუ სამჯერ წარმოთქვით, ბატონო, ეს გვარი, მიუხედავად იმისა, რომ გითხარით, მაგ კაცს არ ვიცნობ-მეთქი. _ მაშ, არ იცნობთ იმ კაცს, რომელსაც შუაღამისას ფანჯარაზე დაუკაკუნეთ? კარგით ერთი, ქალბატონო! გეტყობათ, ძალიან მიამიტად მიგაჩნივართ. _ მოდით, გამოტყდით: თქვენ ეგ ამბავი და ვიღაც არამისიც იმისათვის გამოიგონეთ, რომ მაგით მაინც მათქმევინოთ რამე. _ მე არაფერი გამომიგონია, ქალბატონო, არაფერი შემითხზავს, სრულ ჭეშმარიტებას ვამბობ, სხვას არაფერს. _ ამბობთ, რომ ერთი თქვენი მეგობართაგანი ცხოვრობს ამ სახლში? _ ვთქვი და, აი, მესამედ ვიმეორებ, ეს ის სახლია, რომელშიც ჩემი მეგობარი ცხოვრობს, და ეს ჩემი მეგობარი არამისია. _ ეს ყველაფერი შემდეგში გამოირკვევა, _ წასჩურჩულა ქალმა, _ ახლა კი დაჩუმდით, ბატონო. _ თქვენ რომ შეგეძლოთ ჩემს გულში ჩახედვა, ისეთ ცნობისმოყვარეობას ამოიკითხავდით, რომ შემიბრალებდით, ისეთ გულწრფელ სიყვარულს იგრძნობდით, რომ იმწამსვე დააკმაყოფილებდით ჩემს ცნობისმოყვარეობას. არ უნდა გეშინოდეთ მათი, ვისაც უყვარხართ. _ ძალიან ადრე დაიწყეთ, ბატონო, სიყვარულზე ლაპარაკი, _ უთხრა თავის ქნევით ქალმა. _ რა ვქნა, ქალბატონო, მეტად სწრაფად მომედო სიყვარული. ეს ჩემი პირველი სიყვარულია. რა ვქნა, რომ ჯერ ოცი წლისაც არა ვარ? მალვით გადახედა ქალმა თავის თაყვანისმცემელს. _ მომისმინეთ, _ განაგრძო დ'არტანიანმა, _ კვალს უკვე მივაგენი. ამ სამი თვის წინათ კინაღამ დუელი მოგვიხდა მე და არამისს ერთი ცხვირსახოცის გამო, ისიც სწორედ ისეთი იყო, როგორიც თქვენ აჩვენეთ ვიღაც ქალს არამისის სახლში. დარწმუნებული ვარ, მაგ ცხვირსახოცზედაც იგივე ნიშნები იქნებოდა ამოქარგული. _ გარწმუნებთ, ბატონო, ძალიან დამღალეთ თქვენი კითხვებით, _ უთხრა ახალგაზრდა ბონასიემ. _ მეტად ფრთხილი ბრძანდებით, ქალბატონო, წარმოიდგინეთ, რომ დაეჭირეთ იმ ცხვირსახოციანად, ხომ შერცხვებოდით? _ რად შევრცხვებოდი? მე ჩემს ცხვირსახოცზე იგივე ასოები მაქვს ნიშნად _ «კ. ბ.» _ კონსტანცია ბონასიე. _ ან კამილა დე ბუა-ტრასი! _ გაჩუმდით, ბატონო! ერთხელ კიდევ გთხოვთ, გაჩუმდით! რა გაეწყობა, რაკი ჩემი განსაცდელი არად მიგაჩნიათ და ვერ გაჩუმებულხართ, თქვენი თავი მაინც შეიბრალეთ. ეცადეთ, ერიდოთ ყოველ საშიშროებას. _ მე მეუბნებით? _ დიახ, თქვენ, ციხე და სიკვდილი მოგელით ჩემი ნაცნობობისათვის. _ თუ ეს ასეა, მე თქვენ აღარ მოგშორდებით. ხელი ზევით აღაპყრო ქალმა და ვედრება დაიწყო: _ თუ ღმერთი გწამთ, ბატონო! თუ გწამთ მხედრული პატიოსნება, თუ გწამთ კეთილშობილის უმწიკვლოება, წადით, მომშორდით! აგერ, ბატონო, შუაღამეა, თორმეტმა დაჰკრა, სწორედ ამ დროს მელიან... _ არა, ქალბატონო, მე უარს ვერ გავბედავ, როდესაც ასე მთხოვენ, _ უთხრა დ'არტანიანმა და მდაბლად დაუკრა თავი, _ დამშვიდდით, აი, მივდივარ. _ აღარ დამიწყებთ თვალყურის დევნებას? _ მე ახლავ შინ წავალ. _ განა არა, ვიცოდი, რომ პატიოსან ყმაწვილ კაცთან მქონდა საქმე! _ შეჰყვირა სიხარულით ქალბატონმა ბონასიემ და დ'არტანიანს ხელი გაუწოდა. მეორე ხელი მოსჭიდა ურატას, კედელში გამოჭრილ პატარა კარზე დასაკაკუნებლად. პირზე მიიდო დ'არტანიანმა ქალის ხელი და ვნებით დაუწყო კოცნა. _ ის ემჯობინებოდა ჩემთვის, რომ არასოდეს მენახეთ, _ წამოიძახა დ'არტანიანმა იმ გულუბრყვილო დაუდევრობით, რომელიც ქალებს ხშირად უფრო მეტად მოსწონთ, ვიდრე ზრდილობიანი თვალთმაქცობა, რადგან ნათქვამში ჭეშმარიტებას გრძნობენ და რწმუნდებიან, რომ გრძნობას უჯობნია მოფიქრებისათვის. _ ძალიან კარგი, _ უპასუხა ქალბატონმა ბონასიემ თითქმის ალერსით და თან ხელი მოუჭირა დ'არტანიანის მეორე ხელს, _ ძალიან კარგი! მხოლოდ მე იმდენს არ ვიტყვი, რამდენიც თქვენ თქვით: იქნებ დღეს არ გაგიმართლდათ, მაგრამ სხვა დროს მიაღწევთ მიზანს. ვინ იცის, შეიძლება გავთავისუფლდე ერთ დღეს და დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა! _ ჩემს სიყვარულსაც მაგავე აღთქმას უდებთ? _ შეჰყვირა სიხარულით აღტაცებულმა დ'არტანიანმა. _ მაგ მხრივ მე არავითარ აღთქმას არ გაძლევთ. ეგ იმ გრძნობაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც თქვენ აღძრავთ ჩემს გულში. _ მაშ, დღეს, ქალბატონო... _ დღეს, ბატონო, ჯერჯერობით უსაზღვრო მადლობას ვგრძნობ. _ ოჰ, მეტისმეტად მომხიბლავი ხართ, ქალბატონო, _ უთხრა სევდიანი ხმით დ'არტანიანმა, _ მეტისმეტადაც სარგებლობთ ჩემი სიყვარულით. _ არა, ბატონო, მე ვსარგებლობ თქვენი გულკეთილობით, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემისთანა ადამიანთან არაფერს დაკარგავთ. _ ოჰ, მაგ სიტყვების შემდეგ კაცთა შორის უბედნიერესი ვარ. ნუ დაივიწყებთ ამ ღამეს, ნუ დაივიწყებთ ნურც მაგ დაპირებას! _ დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, თავის დროზე და ადგილზე დაწვრილებით გავიხსენებ ყველაფერს, ახლა კი წადით; წადით, ღვთის გულისათვის! სწორედ შუაღამისას მელოდნენ, მე უკვე დავაგვიანე. _ ხუთი წუთით. _ მართალია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ხუთი წუთი ხუთ საუკუნეს უდრის. _ იქ, სადაც სიყვარულია. _ ვინ მოგახსენათ, რომ მეც სიყვარულით აღგზნებულთან არა მაქვს საქმე? _ თქვენ კაცი გელით? _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, _ მითხარით, მამაკაცი გელით? _ ხედავთ? ისევ თავიდან იწყება ჩვენი კამათი, _ მიუგო ქალბატონმა ბონასიემ ღიმილით, რომელშიც მოუთმენლობაც გამოიხატებოდა. _ არა, არა, მივდივარ. მჯერა თქვენი, მინდა დაგიმტკიცოთ ჩემი ერთგულება, თუნდა, ჩემ საუბედუროდ, სისულელესაც ჩავდიოდე, მშვიდობით, ქალბატონო, მშვიდობით... გრძნობდა, რომ ვერაფრით ვერ შეძლებდა ქალის ხელის გაშვებას, თუ მძაფრად არ დათრგუნავდა თავის გრძნობას, და უცბად სირბილით მოკურცხლა. ქალბატონმა ბონასიემ აქაც, როგორც არამისის სახლთან, სამჯერ დააკაკუნა კარებზე. ქუჩის კუთხეს რომ მიაღწია დ'არტანიანმა, უკან მოიხედა. ლამაზი ქალი უკვე გამქრალიყო. დ'არტანიანმა გზა განაგრძო. პატიოსანი სიტყვა მისცა ქალბატონ ბონასიეს, რომ ზვერვას აღარ დაუწყებდა, და კიდეც აასრულა. ვერ უმტყუნებდა თავის სიტყვას, თუნდ მასზე ყოფილიყო დამოკიდებული მთელი მისი სიცოცხლე. ხუთი წუთის შემდეგ დ'არტანიანი უკვე მესაფლავეების ქუჩაზე იყო. _ საწყალი ათოსი, _ ამბობდა დ'არტანიანი, _ ჯერაც არ ეცოდინება, რა დამემართა, რისთვის დავიბარე, ალბათ, ზის და მელის, თან ტკბილად თვლემს. ან იქნება აღარ მომიცადა, შინ წავიდა და იქ გაიგო, რომ ქალი იყო მის სახლში. ქალი ათოსის სახლში! მაგრამ ვითომ რატომ არა? ქალი არ იყო წეღან არამისის სახლში? უცნაურზე უცნაურია ეს ყველაფერი და ნეტავი ვიცოდე, რით გათავდება? _ ძალიან ცუდად, ბატონო, ძალიან ცუდად, _ შემოესმა ხმა. პლანშე იყო. დ'არტანიანი, გართული თავის ფიქრებში, ხმამაღლა მსჯელობდა და შეუმჩნევლად შევიდა ხეივანში, რომლის ბოლოს იწყებოდა მის ბინაში ასავალი კიბე. _ როგორ თუ ცუდად? რა გინდა თქვა მაგით, სულელო? _ შეუტია დ'არტანიანმა, _ რა მოხდა ვითომ? _ ყოველგვარი უბედურება. _ რა უბედურება? _ პირველი ის, რომ ბატონი ათოსი დაიჭირეს. _ დაიჭირეს? ათოსი? ათოსი დაიჭირეს? მერე რისთვის დაიჭირეს? _ იმიტომ, რომ თქვენსა ნახეს, თქვენ ეგონეთ. _ მერე, ვინ დაიჭირა? _ იმ გუშაგებმა, თქვენ რომ გააქციეთ. სხვაც მოიშველიეს, სულ შავად მოსილები. _ რატომ არ უთხრა ათოსმა თავისი გვარი? რატომ არ უთხრა, რომ ის არ ურევია ამ საქმეში? _ კიდევ კარგი, რომ არ თქვა, ბატონო, პირიქით, ჩემთან მოვიდა და ჩუმად მითხრა: «ამჟამად თავისუფლება შენს ბატონს ესაჭიროება და არა მე. მან ყველაფერი იცის საქმისა და მე კი _ არაფერიო. დაპატიმრებულად იგულისხმებენ, ის კი თავისუფლად იქნება და მიხედავს თავის საქმეს. სამი დღის შემდეგ გამოვაცხადებ ჩემს ვინაობას და იძულებულნი იქნებიან, მაშინვე გამომიშვანო». _ ყოჩაღ, ათოს! სწორედ დიდებული გულის კაცია, _ წაიჩურჩულა დ'არტანიანმა, _ რა ქნეს იმ გუშაგებმა? _ ოთხმა კაცმა ბატონი ათოსი წაიყვანა, ოღონდ არ ვიცი, ბასტილიისაკენ თუ ფორლევეკისაკენ; ორი კიდევ აქ დარჩა საშველად მოყვანილ შავმოსილებთან, რომლებმაც მთლად გადააქოთეს აქაურობა და თან წაიღეს, რაც კი რამ ქაღალდი იპოვეს. შავმოსილები რომ ჩხრეკდნენ, ის ორი კარებთან იდგა და დარაჯობდა. როდესაც სუყველაფერი გაჩხრიკეს, წავიდნენ და ღია დატოვეს ცარიელი სახლის კარი. _ პორთოსი და არამისი? _ შინ არ დამხვდნენ და არც აქ მოსულან. _ კარგი, მაგრამ შეიძლება კიდევაც მოვიდნენ, ხომ დაუბარე, რომ აქ ველოდი? _ დიახ, ბატონო. _ მაშ ასე, ფეხი არ მოიცვალო აქედან. თუ მოვიდნენ, აცნობე, რაც მოხდა, და სთხოვე «ნაძვის გირჩებში» დამიცადონ. შინ ნუ შეიყვან, იქნებ შორიდან გვითვალთვალებენ ჯაშუშები. მე ბატონ დე ტრევილთან წავალ, ვუამბობ ჩემს თავგადასავალს და შემდეგ მათ შევხვდები. _ კარგი, ბატონო, _ უთხრა პლანშემ. _ შენ აქ უნდა დარჩე, გეყურება? მხოლოდ არ შეშინდე! _ უთხრა დ'არტანიანმა გასამხნევებლად თავის მსახურს. _ არხეინად ბრძანდებოდეთ, ბატონო, _ დაამშვიდა პლანშემ. _ ჯერ კარგად არ მიცნობთ, თუ მოვინდომებ, მეც გულადი გახლავართ, მთავარია, მოინდომოს კაცმა, ესეც რომ არ იყოს, მეც ხომ პირკანდელი ვარ. _ ძალიან კარგი, _ მოუწონა დ'არტანიანმა, _ პირკანდელი ხარ? მაშ სიკვდილს არჩევ და ფეხს არ მოიცვლი! _ დიახ, ბატონო, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი ერთგულება დაგიმტკიცოთ. _ ძალიან კარგი, _ ამბობდა ჩუმად დ'არტანიანი, _ ეტყობა, ძალიან კარგი ყოფილა ის მეთოდი, რომელიც ამ ბიჭის გასაწვრთნელად ვიხმარე, თუ შესაფერი შემთხვევა მექნა, კვლავ გავიმეორებ. მთელ დღე-ღამის სიარულით დაღლილობის მიუხედავად დ'არტანიანი სირბილით წავიდა ძველი სამტრედის ქუჩისაკენ. ბატონი დე ტრევილი შინ არ დაუხვდა, ლუვრის სასახლეში დარაჯად მყოფ თავის რაზმს თან გაჰყოლოდა. დ'არტანიანმა გადაწყვიტა, ლუვრში მოხვედრილიყო. ბატონ დეზესარის რაზმელის ტანისამოსი ეცვა და ფიქრობდა, ეს გამოადგებოდა საშვებად. პატარა ავგუსტინელების ქუჩა ჩაიარა, სანაპიროთი ახალ ხიდზე აპირებდა გასვლას, რომ ფიქრმა გაუელვა, ბორანით გადაეჭრა გზა, მაგრამ მდინარის ნაპირზე მისვლისას უნებლიეთ ჩაიყო ჯიბეში ხელი, _ არც ერთი გროში არ ედო და, ცხადია, ვერ შეძლებდა გადასვლას. ისევ გენეგოს ქუჩის აღმართს აჰყვა და დოფინის ქუჩიდან მომავალი ორი ადამიანი შეამჩნია, ერთი კაცი იყო, მეორე _ ქალი. ქალი აგებულებით და გარეგნობით ქალბატონ ბონასიეს ჰგავდა. კაცი... _ შეუძლებელი იყო აქ შეცდომა, _ კაცი არამისი იყო. გარდა ამისა, ქალს იგივე შავი წამოსასხამი ესხა, რომელიც დ'არტანიანმა ჯერ ვოჟირარის ქუჩაზე, არამისის ფანჯარასთან და მეორედ ლა ჰარპის კართან ნახა. კიდევ მეტი, კაცს მუშკეტერის ტანისამოსი ემოსა და პირზე ცხვირსახოცი აეფარებინა, ქალს თავსახვევი სახეზე ჩამოეშვა, ორმხრივი სიფრთხილე ამტკიცებდა, რომ ისინი ცდილობდნენ, არავის შეძლებოდა მათი ცნობა. ისინიც ხიდზე ავიდნენ. დ'არტანიანიც სწორედ ამ გზით მოდიოდა და უკან მიჰყვა. ოცი ნაბიჯიც არ ექნებოდა გადადგმული, რომ საბოლოოდ დარწმუნდა: ქალი ქალბატონი ბონასიე იყო, ხოლო კაცი _ არამისი. უცბად საშინელმა ეჭვმა აღშფოთებამდე მიიყვანა გასკონელი. უღალატეს! უღალატა თავისმა გულითადმა მეგობარმა! უღალატა მანაც, ვინც უკვე თავის სატრფოდ მიაჩნდა. ქალბატონი ბონასიე იფიცებოდა, არამისს არ ვიცნობო, მაგრამ ამ ფიციდან არ გასულა თხუთმეტი წუთი და მას მიჰყვებოდა მკლავგაყრილი. დ'არტანიანს გადაავიწყდა, რომ ეს ქალი სულ სამი საათის გაცნობილი ჰყავდა, რომ ამ ქალს არაფერი ემართა მისი, გარდა მადლობისა, რომელიც უკვე გადაუხადა. დაპირებით კი არაფერს დაჰპირებია. ჩვენი გმირი თავის მიჯნურად სთვლიდა ქალბატონ ბონასიეს და ამიტომ შეურაცხმყოფელად მიაჩნდა მისი საქციელი, ღალატი, დაცინვა... თავში აუვარდა სისხლი და გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გამოერკვია ყველაფერი. წინ მიმავალმა ქალმა და კაცმა შეამჩნიეს, რომ უკან ფეხდაფეხ ვიღაც მოსდევდათ, და ერთიორად აუჩქარეს ნაბიჯს. არც დ'არტანიანი ჩამორჩა. პირიქით, გაასწრო და როდესაც ქუჩის მაშუქის კარგად განათებულ სამარიტენთან მივიდნენ, დ'არტანიანი წინ დაუდგა. მგზავრები შეჩერდნენ. _ რა გნებავთ, ბატონო? _ ჰკითხა მუშკეტერმა და თან ერთი ნაბიჯით უკან დაიწია. მას უცხოელის გამოთქმა ჰქონდა, ეს გარემოება კი უმტკიცებდა დ'არტანიანს, რომ იგი შემცდარი იყო თავისი ეჭვის ნაწილში მაინც. _ ეს არამისი არ არის! _ შესძახა გაკვირვებულმა. _ არა, ბატონო, მე არამისი არ გახლავართ! თქვენი წამოძახილი ამტკიცებს, რომ სხვას ვიღაცას მიმამსგავსეთ შეცდომით და მიპატიებია. _ გიპატიებიათ? _ შეუტია დ'არტანიანმა. _ დიახ, _ უპასუხა უცნობმა, _ ახლა გზა მომეცით, ბატონო, ხომ ხედავთ, რომ თქვენ ჩემთან არა გაქვთ საქმე. _ მართალი ბრძანდებით, ბატონო, _ მიუგო დ'არტანიანმა, _ მე თქვენთან არა, ქალბატონთან მაქვს საქმე. _ ქალბატონთან? მერე იცნობთ? _ გაუკვირდა უცნობს. _ ცდებით, ბატონო! ვიცნობ. _ აჰ! _ ჩაერია ლაპარაკში ქალბატონი ბონასიე საყვედურით სავსე ხმით, _ აჰ, ბატონო! მე თქვენ სიტყვა მომეცით პატიოსანი კეთილშობილისა და მხედრისა, იმედი მქონდა, რომ შემეძლო ვნდობოდი პატიოსან კაცს... _ თქვენ, ქალბატონო, _ მიუგო დაბნეულად დ'არტანიანმა, _ თქვენ შემპირდით, რომ... _ მომეცით ხელი, ქალბატონო, და განვაგრძოთ ჩვენი გზა, _ თქვა უცნობმა. გაშეშებული დ'არტანიანი, შეურაცხყოფილი, დამცირებული ამდენი შეუსაბამობით, გულხელდაკრეფით წინ ედგა უცნობ მუშკეტერს და ქალბატონ ბონასიეს. მუშკეტერმა ორი ნაბიჯი წინ წამოდგა და ხელით მოიშორა გასკონელი. უკან გადახტა დ'არტანიანი და ხმალი იშიშვლა. იმავე წამს სწრაფად ამოიღო ხმალი უცნობმა მუშკეტერმაც. _ ღვთის გულისათვის, მილორდ! _ შეჰყვირა ქალბატონმა ბონასიემ, შუაში ჩაუდგა მებრძოლთ, ხმლები დაუჭირა. _ მილორდ! _ წამოიძახა დ'არტანიანმა, რომელიც ელვასავით სწრაფმა და ბრწყინვალე აზრმა გონს მოიყვანა. _ ბოდიშს ვიხდი, ბატონო! ნუთუ თქვენ ბრძანდებით?.. _ მილორდი, ჰერცოგი ბუკინგამისა, _ უთხრა ჩუმი ხმით ქალბატონმა ბონასიემ, _ ახლა თქვენ იცით, თუ გსურთ, ყველას დაგვღუპავთ! _ მილორდ! ქალბატონო! მაპატიეთ, გევედრებით, რა ვქნა, მილორდ, მიყვარს ეს ქალი და ვეჭვიანობ, თქვენც იცით, ბატონო, რა არის სიყვარული! გთხოვთ, მაპატიოთ და მიბრძანოთ, როგორ ან ვის შევაკლა თავი თქვენდა საბედნიეროდ? _ ყოჩაღი ბიჭი ყოფილხართ, _ უპასუხა ბუკინგამმა და ხელი გაუწოდა დ'არტანიანს, რომელმაც მოწიწებით ჩამოართვა, _ დახმარებას მპირდებით და მეც სიამოვნებით ვსარგებლობ შემთხვევით. ლუვრამდე უკან მოგვდიეთ, ასე, ოცი ნაბიჯის მანძილზე, და თუ ნახოთ ვინმე ჩვენს საჯაშუშოდ გამოგზავნილი, იქვე მოკალით! დ'არტანიანმა ქალბატონი ბონასიე და მილორდი წინ გაუშვა, თვითონ ამოღებული ხმლით უკან გაჰყვა. კიდევ კარგი, ყმაწვილ კაცს არაფერი შეემთხვა ისეთი, რომ დაემტკიცებინა მილორდისათვის მისი ბრძანების ასასრულებლად თავისი თავგანწირვის სურვილი. ახალგაზრდა ქალი და კოხტა მუშკეტერი მშვიდობიანად შევიდნენ ლუვრში, დე ლ'ეშელის ქუჩის მხარის კარით. თვითონ კი მაშინვე «ნაძვის გირჩებისაკენ» წავიდა, სადაც პორთოსი და არამისი ელოდებოდნენ. დ'არტანიანმა არავითარი განმარტება არ მისცა თავის მეგობრებს, რისთვის შეაწუხა ისინი და ამდენ ხანს რად ალოდინა. მხოლოდ გააგებინა, რომ თვითონვე მოაწესრიგა ის საქმე, რომლის შესასრულებლად საჭიროდ მიაჩნდა მათი დახმარება. ახლა კი, რაკი ასე გაგვიტაცა ჩვენმა მოთხრობამ, თავი დავანებოთ ჩვენს სამ მეგობარს, დაე, კარგად გამოიძინონ თავიანთ სახლებში, და ლუვრის სასახლეში შევყვეთ ჰერცოგ ბუკინგამსა და მის მეგზურს. XII ჟორჟ ვილერსი, ჰერცოგი ბუკინგამისა ქალბატონი ბონასიე და ჰერცოგი ბუკინგამი სრულიად თავისუფლად შევიდნენ ლუვრში. ქალბატონ ბონასიეს სასახლეში იცნობდნენ, როგორც დედოფლის მოახლეს, ბუკინგამს კი ბატონ დე ტრევილის რაზმის მუშკეტერის ტანისამოსი ეცვა და როგორც ზემოთ ვთქვით, სწორედ დე ტრევილის რაზმი სდარაჯობდა იმ ღამეს სასახლეს. გარდა ამისა, კარისკაცი ჟერმენიც დედოფლის მომხრედ ითვლებოდა და, კიდეც რომ ჩაცვივნულიყვნენ, ქალბატონ ბონასიეს გაამტყუნებდნენ თავისი საყვარლის სასახლეში შეყვანისათვის. მთელ დანაშაულს ახალგაზრდა ქალი კისრულობდა, მართალია, სახელი გაუტყდებოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ დროს ვიღაც ვაჭრის ცოლს და მის სახელს?Þ ეზოში შესვლის შემდეგ ბუკინგამმა და მისმა გზის მაჩვენებელმა ოცდახუთი ნაბიჯი კედელ-კედელ იარეს. მერე ქალბატონმა ბონასიემ გააღო პატარა კარი, რომელიც დღისით ყოველთვის ღია იყო, ხოლო ღამით დაკეტილი. სიბნელეში მოუხდათ სიარული, მაგრამ ქალბატონმა ბონასიემ ზედმიწევნით კარგად იცოდა ყოველი მისახვევ-მოსახვევი ლუვრის იმ ნაწილისა, რომელიც განკუთვნილი იყო სასახლის მსახურთათვის. ქალბატონმა ბონასიემ დიდი სიფრთხილით მოიხურა კარი, ხელი დაუჭირა ჰერცოგს და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ხელების ფათურით კიბის მოაჯირს მიაგნო, პირველი საფეხური იპოვა და ნელ-ნელა აჰყვა კიბეს. აიარეს ორი სართული, შემდეგ ქალმა მარჯვნივ შეუხვია, მილორდიც უკან გაჰყვა, დერეფანი გადასერეს, შემდეგ კვლავ ერთი სართულით ძირს დაეშვნენ. რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გაიარეს, ქალმა გასაღებით გააღო კარი და მილორდი ღამის პატარა სანათით განათებულ დარბაზში შეიყვანა. _ აქ დაბრძანდით, ბატონო, პატარა ხანს, ახლავ მოვლენ, _ უთხრა ბუკინგამს, თვითონ კი იმავე კარით გავიდა და ისევ გასაღებით ჩაკეტა ოთახი. ჰერცოგი ტუსაღივით დამწყვდეული დარჩა. განმარტოებულ მაგრად ჩაკეტილ ბნელ დარბაზში ჰერცოგ ბუკინგამს სულ უმცირესი, წამიერი შიშიც არ უგრძვნია. მისი ხასიათისათვის დამახასიათებელი იყო ფათერაკების ძიება და ყოველგვარი რომანტიკულით გატაცება. გულადი, გამბედავი, თავაზიანი ჰერცოგი თავის სიცოცხლეს საფრთხეში პირველად არ იგდებდა, ბუკინგამს უკვე გაეგო, რომ ყალბი წერილი, ანა ავსტრიელის სახელით გამოგზავნილი, რომლის ნდობამ ის პარიზს ჩამოიყვანა, მისთვის დაგებული მახე იყო. ჰერცოგმა გამოიყენა შექმნილი მდგომარეობა და ინგლისში დაბრუნების ნაცვლად, დედოფალს აცნობა, რომ მის უნახავად პარიზიდან ფეხს არ მოიცვლიდა. დედოფალმა პირველად გადაჭრილი უარი შეუთვალა, მაგრამ შემდეგ შეშინდა, ჰერცოგს უბედურება არ აეტეხა თავისი თავისათვის და ამიტომ გადაწყვიტა, მიეღო ბუკინგამი და ეთხოვა მისთვის, რომ საჩქაროდ გამგზავრებულიყო ინგლისს. მაგრამ სწორედ იმ საღამოს, როდესაც მისი ნახვა დააპირა დედოფალმა, მოიტაცეს ქალბატონი ბონასიე, მას კი დავალებული ჰქონდა ბუკინგამის სასახლეში შეყვანა. ისე გავიდა ორი დღე, ქალბატონ ბონასიეს გზა-კვალსაც ვერ მიაგნეს, ჰაერში ჩამოკიდებული დარჩა ყველაფერი. მაგრამ განთავისუფლებულმა ქალბატონმა ბონასიემ მაშინვე დე ლა პორტი ნახა, წესრიგში მოიყვანა საქმეები და, აი, უკვე აასრულა ის განსაკუთრებით პასუხსაგები დავალება, რომელიც სამი დღით გადადო მისმა მოტაცებამ. მარტო დარჩენილი ბუკინგამი სარკესთან მივიდა. საკვირველად უხდებოდა მუშკეტერის სამოსი. ჰერცოგი მაშინ ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა. იგი სამართლიანად ითვლებოდა ულამაზეს დიდებულად საფრანგეთისა და ინგლისის დიდებულთა შორის და ქალების ოცნების მამაკაცს წარმოადგენდა. ყოვლის შემძლედ, ძლიერებით აღსავსედ მიაჩნდა თავი, რასაც კი მოიწადინებდა, დაურიდებლივ, პირდაპირ მიდიოდა შესასრულებლად, თუნდაც ისეთი მიუწვდომელი ყოფილიყო მისი მიზანი და თვალისმომჭრელი, რომ სხვისთვის მისი ფიქრიც კი მხოლოდ სიგიჟე იქნებოდა, ამიტომ იყო, რომ მოახერხა და რამდენჯერმე ნახა ტურფა და თან ამპარატავანი ანა ავსტრიელი, თვალი აუხვია თავისი ვაჟკაცური მშვენიერებით და თავი შეაყვარა. სარკის წინ მდგომმა ჟორჟ ვილერს ბუკინგამმა გაისწორა ლამაზი ქერა თმა, რომელიც მუშკეტერის ქუდს ოდნავ აეწეწა, ულვაში გადაიგრიხა, სიხარულს ვერ იტევდა მისი გული. ამაყმა და ბედნიერმა იმით, რომ ახლოვდებოდა დიდი ხნის ნანატრი წამი, აღტაცებული იმედით შესცინა თავის თავს. ამ დროს გაიღო ფარდის უკან დამალული კარი და დარბაზში ქალი შემოვიდა, ბუკინგამმა სარკეში დაინახა შემოსული დ აღტაცებულმა შეჰყვირა. ეს დედოფალი ბრძანდებოდა! ანა ავსტრიელი მაშინ ოცდაექვსი-ოცდაშვიდი წლისა თუ იქნებოდა, უფრო უკეთ რომ ვთქვათ, იმ ასაკში იყო, როდესაც თავისი მშვენიერების მწვერვალს აღწევს ქალი. მიხრამოხრა დედოფალს ქალღმერთისა ჰქონდა; მისი მშვენიერი თვალები, სავსე ლმობიერებითა და დიდებულებით, ზურმუხტის სხივებს აფრქვევდნენ. ვარდისფერი ქვემო ტუჩი, საერთოდ, როგორც ავსტრიის მეფის შვილებს, ოდნავ წინ ჰქონდა წამოწეული, მაგრამ ეს უხდებოდა კიდეც. გაღიმების დროს მეტად კეკლუცი და მომხიბვლელი იყო, გაბრაზების დროს მკაცრ და სასტიკ გამომეტყველებას იღებდა. განთქმულს თავისი კანის ხავერდოვნებით, საკვირველი სილამაზის ხელები და მკლავები ჰქონდა. იმდროინდელი ყველა პოეტი უმღეროდა მის მშვენიერებას, როგორც სასწაულებრივსა და შეუდარებელს. სიყმაწვილეში ქერა თმა ახლა წაბლისფერი გახდომოდა. საპკურმოყრილი კულულები საოცრად უხდებოდა მის სახეს. ერთ წამს ელდანაცემივით დარჩა ბუკინგამი, არც ერთ მეჯლისში, არც ერთ ზეიმში, თითქმის არსად არ ენახა ანა ავსტრიელი ასე მშვენიერი. უბრალო, თეთრი სატინის კაბით შემოსილი მეტისმეტად მომხიბლავი ჩანდა, დედოფალს თან დონა ესტეფანია ახლდა, ერთადერთი მისი მახლობელი ესპანელ ქალთაგან, რომელიც გადარჩა და სხვებივით არ იქნა განდევნილი მეფის ეჭვით და რიშელიეს დევნით. დედოფალი ორი ნაბიჯით წინ წარდგა. _ ბუკინგამმა მუხლი მოიყარა და მოწიწებით ემთხვია მისი კაბის ბოლოს, ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ შემკრთალმა ქალმა უკან დაწევაც კი ვერ მოასწრო. _ ჰერცოგო! უკვე გეცოდინებათ, რომ მე არ მიბრძანებია თქვენთვის წერილის მოწერა. _ ოჰ, დიახ, ქალბატონო, დიახ, თქვენო ყოვლადუდიდებულესობავ, _ შეჰყვირა ჰერცოგმა, _ ვიცი, რომ სულელი ვიყავი, გადარეული, თორემ როგორ წარმოვიდგენდი, რომ გათბებოდა ყინული, სულს ჩაიდგამდა მარმარილო, მაგრამ რას იზამთ? ვისაც მართლა გულით უყვარს, სიყვარულის სიტყვაცა სწამს, გარდა ამისა, მე ამ მგზავრობით ერთხელ კიდევ მეღირსა თქვენი ნახვა. _ დიახ, _ მიუგო დედოფალმა, _ მაგრამ ისიც იცით, რადა და რისთვის გავბედე მე თქვენი ნახვა? იმიტომ, რომ გულცივად შესცქერით ჩემს ყოველ მწუხარებას და პარიზში დარჩენა დაგიჟინებიათ. ამით კი განსაცდელს უმზადებთ თქვენს სიცოცხლეს და, მასთან ერთად, ჩემს პატიოსნებას... გნახეთ, ბატონო. იმისთვის, რომ მოგახსენოთ... ერთმანეთს გვაშორებს ყველაფერი _ ღრმა ზღვები, სახელმწიფოთა მტრობა, დადებული ფიცის სიწმინდე! არაკეთილსინდისიერება იქნება ყველა ამ გარემოებათა წინააღმდეგ ბრძოლა. გნახეთ, მილორდ, მხოლოდ იმიტომ, რომ მეთქვა თქვენთვის: საბოლოოდ მივიღოთ გადაწყვეტილება და ნუღარ ვეცდებით ერთმანეთის ნახვას. _ ბრძანეთ, ქალბატონო, ბრძანეთ, დედოფალო! _ მიუგო ბუკინგამმა, _ თქვენი ხმის სიტკბოება ჰფარავს თქვენი სიტყვების სიმწარეს. არაკეთილსინდისიერებაზე ბრძანებთ? მას ადგილი აქვს იქ, დედოფალო, სადაც განშორებულია ღვთის მიერ ერთმანეთისათვის გაჩენილი ორი გული. _ მილორდ, _ შეჰყვირა დედოფალმა, _ თქვენ გავიწყდებათ! მე არასოდეს მითქვამს, რომ მიყვარხართ. _ მაგრამ ისიც არასოდეს გიბრძანებიათ, დედოფალო, რომ თქვენი გული არ თანაუგრძნობს ჩემს დაწყლულებულ გულს, და მეტისმეტ ულმობლობას გამოიჩენდა თქვენი უდიდებულესობა, თუ მართლა ასეთი სიტყვებით მომმართავდა, ეს მიბრძანეთ, დედოფალო, სად შეგიძლიათ იპოვოთ ჩემი სიყვარულისოდენა გრძნობა, რომელიც ვერა და ვერ ჩაუქრია ვერც დროს, ვერც დაცილებას, ვერც უიმედობას? სად გინახავთ სიყვარული, რომელიც პატარა ბაფთით კმაყოფილდება, მალვით თვალის გადავლებით, ერთი ობოლი სიტყვით? სამი წელიწადია, დედოფალო, მას შემდეგ, რაც პირველად გნახეთ და მხოლოდ თქვენი სიყვარულით მიდგას სული. გნებავთ, მოგახსენებთ, როგორ ბრძანდებოდით მორთული, პირველად რომ შეგხვდით? გნებავთ, დაწვრილებით ჩამოგითვლით თქვენი ტანსაცმლის ყოველ სამკაულს? აი, ახლაც თვალწინ მიდგახართ, ბალიშებზე იჯექით, ესპანელების ჩვეულებისამებრ, მწვანე ატლასის კაბა გეცვათ, ოქრომკედით და ვერცხლით მოქარგული, ძვირფასი თვალ-მარგალიტით დამშვენებული განიერი სახელოებით. თავს თქვენი კაბისავე ფერის პატარა ქუდი გეხურათ, ზედ წეროს ფრთით. ოჰ, დედოფალო! აი, თვალს ვხუჭავ და ისევ ისე გხედავთ, როგორც მაშინ მეჩვენეთ, თვალს ვახელ და ისე გხედავთ, როგორიც დღესა ბრძანდებით, ესე იგი, ასჯერ უფრო მეტად მომხიბლავს, ვიდრე მაშინ ბრძანდებოდით! _ განა სიშმაგე არ არის, _ წაიჩურჩულა დედოფალმა, რომელმაც ვერ შეძლო გაეკიცხა ჰერცოგი იმის გულისთვის, რომ ამდენ ხანს გულში ჩარჩენოდა მისი სახე, _ განა სიშმაგე არ არის ამგვარი მოგონებით ვნების გახელება? _ მაშ, რით უნდა მედგას სული ამქვეყნად? რა ვქნა, რომ მოგონებათა მეტი აღარა დამრჩენია რა! მხოლოდ მოგონება არის ჩემი ბედნიერება, ჩემი საუნჯე, ჩემი იმედი. ყოველ თქვენს დანახვაზე ერთ ძვირფას ალმასს ვუმატებ ჩემი გულის საუნჯეს. მეოთხედ გხვდებით დღეს. დიახ, ქალბატონო, სულ ოთხჯერ მეღირსა თქვენი ნახვა ამ სამი წლის განმავლობში. პირველად, ეს არის ახლა მოგახსენეთ, მეორედ _Ç ქალბატონ დე შევრეზთან, მესამედ _ ამიენის ბაღში... _ ჰერცოგო! _ შეაწყვეტინა გაწითლებულმა დედოფალმა, _ გთხოვთ, არაფერი თქვათ იმ საღამოს შესახებ. _ ოჰ, პირიქით, ქალბატონო, თუ სათქმელი გვაქვს რამე, სწორედ ის საღამო უნდა გავიხსენოთ. ეს გახლავთ მთელი ჩემი სიცოცხლის ბედნიერი და სხივმოსილი საღამო, გახსოვთ, რა მშვენიერი საღამო იყო? რა საამო და სურნელოვანი იყო ჰაერი? როგორ კაშკაშებდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა? მაშინ, ქალბატონო, ძლივს მეღირსა ერთი წამით მაინც მარტოდ დავრჩენილიყავი თქვენთან, მაშინ თქვენ მზად იყავით, გულწრფელად გეამბნათ ჩემთვის თქვენი განმარტოება და გულისტკივილი. ჩემს ხელზე იყავით დაყრდნობილი, თქვენს მშვენიერ თმასა ვგრძნობდი ჩემს სახეზე... ოჰ, დედოფალო, დედოფალო! თქვენ არც კი იცით, რაოდენი ზეციური ნეტარება და სამოთხისებური ბედნიერებაა ჩამალული ერთ ასეთ წამში! მთელ ჩემს ქონებას, სიცოცხლეს გავწირავდი, ოღონდ ერთხელ კიდევ ვიგემო ისეთი წამი და ისეთივე ტკბილი საღამო! რადგან იმ ღამეს, ქალბატონო, იმ ღამეს, გეფიცებით, თქვენც გულით გიყვარდით... _ დიახ, მილორდ, შესაძლებელია, მომაჯადოებელი ადგილი, იმ საღამოს მშვენიერება, თქვენი მომხიბლავი მზერა და ათასი რამ, რომელიც ერთად იკრიბება ხანდახან საბრალო ქალის დასაღუპავად, იმ საბედისწერო ღამეს ერთბაშად შემომეხვია. მაგრამ ხომ ნახეთ, მილორდ, უმალვე დედოფალი მოვიდა ძალმიხდილი ქალის საშველად. ჯერ ერთი სიტყვის მეტი არც კი გეთქვათ სიყვარულზე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მეტსაც გაბედავდით, და ამიტომ მაშინვე მოვუხმე ჩემს მხლებლებს. _ ჰო, დიახ, დიახ, მართალსა ბრძანებთ, სხვა სიყვარული რომ ყოფილიყო, და არა ჩემი, ვერ გაუძლებდა მაგ განსაცდელს. მაგრამ ჩემი სიყვარული უფრო მგზნებარე და უკვდავი გამოვიდა იმ განსაცდელიდან. თქვენ გეგონათ, რომ გამექცეოდით, რაკი პარიზს ჩაბრძანდებოდით. თქვენ გეგონათ, რომ ვერ გავბედავდი თავი დამენებებინა იმ საუნჯისათვის, რომელიც ჩემმა მეფემ მომაბარა? ჩალის ფასად არ მიღირს, ქალბატონო, ქვეყნის საუნჯე და მთელი ქვეყნის მეფეები! ერთი კვირის შემდეგ დავბრუნდი, ქალბატონო, და უკვე აღარა გქონდათ რა ჩემთვის სათქმელი. საზოგადოებრივი მდგომარეობის დაკარგვას მიქადდა ეს წადილი. ერთხელ კიდევ, ერთ წამს კიდევ მენახეთ, როგორმე, თქვენი ხელის შეხებაც კი ვერ მოვახერხე და ვგრძნობდი, რომ მაპატიეთ, რაკი იხილეთ ჩემი სინანული და მორჩილება. _ დიახ, მაგრამ ცილისწამებამ გამოიყენა მთელი ეს სიშმაგე, რომელშიც მე არაფერი ბრალი არ მიმიძღვის, ეს თქვენც კარგად იცით, მილორდ, საშინელება დაგვაწია ბატონ კარდინალის მიერ გამძვინვარებულმა მეფემ. განდევნილ იქნა ქალბატონი დე ვერნე, გადაასახლეს პიუტანჟი, აითვალისწუნეს ქალბატონი დე შევრეზი და როდესაც თქვენ მოისურვეთ საფრანგეთში ელჩად დაბრუნება, თვითონ მეფე, ეს არ უნდა დავივიწყოთ, მილორდ, თვითონ მეფე გამოვიდა ამის წინააღმდეგ. _ დიახ, დედოფალო, და ძვირადაც დაუჯდება საფრანგეთს თავისი მეფის ეს წინააღმდეგობა... ომით გადავახდევინებთ სამაგიეროს. აღარ შემიძლია მე თქვენი ნახვა, ქალბატონო, ძალიან კარგი! სამაგიეროდ, მე მინდა, რომ ყოველდღე გესმოდეთ ჩემი სახელი. როგორ გგონიათ, დედოფალო, რა მიზანი უნდა ჰქონდეს ჩემს მისვლას და ლაროშელელ პროტესტანტებთან შეთანხმებას, რომელიც მე მაქვს განზრახული? ერთადერთი _ ნეტარება თქვენი ნახვისა, მე იმედი არა მაქვს შეიარაღებული ხელით მოვაღწიო პარიზამდე. ეს კარგად ვიცი, მაგრამ ამ ომს შეიძლება შედეგად დაზავება მოჰყვეს, ზავს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი დასჭირდეს და წარმომადგენელიც მე ვიქნები. მაშინ კი ვეღარ გაბედავენ ჩემს წინააღმდეგ ხმის ამოღებას, დავბრუნდები პარიზს, თქვენ გნახავთ და ერთ წამს მაინც ვიგრძნობ ბედნიერებას. მართალია, რამდენიმე ათასი კაცი შესწირავს თავის სიცოცხლეს ჩემს ბედნიერებას, მაგრამ რა მენაღვლება? მე მარტო ის მინდა, რომ თქვენ გხედავდეთ! იქნებ მართლა სიშმაგე და სიგიჟე იყოს ჩემი წადილი, მაგრამ ერთი მიბრძანეთ, განა შეიძლება სხვაც იყოს სადმე ქალი, რომ ასეთი გაგიჟებული მიჯნური ჰყავდეს? განა შეიძლება სხვაც ყოფილიყო სადმე დედოფალი, რომ ასეთი თავდადებული მონა ჰყოლოდა? _ მილორდ, მილორდ! ისეთი გარემოებანი მოგყავთ თქვენს გასამართლებლად, რომ პირიქით, თქვენვე გამტყუნებენ. თქვენ მიერ სიყვარულის დასამტკიცებლად მოტანილი საბუთები, მილორდ, დანაშაულებრივია. _ ეს იმიტომ, ქალბატონო, რომ თქვენ არ გიყვარვართ! რომ გიყვარდეთ, სულ სხვა თვალით შეხედავდით ჩემს ნათქვამს, თქვენ რომ გიყვარდეთ, ოჰ, რომ გიყვარდეთ, მეტისმეტი ბედნიერება მეწეოდა და გავგიჟდებოდი. ეჰ, ქალბატონო, დე შევრეზი, რომელიც წეღან ახსენეთ, აგრე ულმობელი არ გახლდათ. ქალბატონი დე შევრეზი როლანს უყვარდა და მანაც სიყვარულით უპასუხა. _ ქალბატონი დე შევრეზი დედოფალი არ იყო, _ ჩუმი ხმით წარმოთქვა დედოფალმა, რომელიც ძალიან ცდილობდა, მაგრამ ვეღარ უძლებდა ამ უსაზღვრო სიყვარულის ძალას. _ მაშ გეყვარებოდით, ქალბატონო, დედოფალი რომ არა ყოფილიყავით? ბრძანეთ, მაშ გეყვარებოდით? მაშ შემიძლია ამით ვინუგეშო, რომ მარტო თქვენი წოდების ღირსება გაიძულებთ, ასე ულმობლად მოექცეთ თქვენს თაყვანისმცემელს? მაშ თქვენ რომ ქალბატონი დე შევრეზი ყოფილიყავით, საწყალ ბუკინგამსაც შეიძლებოდა, შებრალების ოდნავი იმედი ჰქონოდა? გმადლობთ ამ ტკბილი სიტყვისათვის, ო, ჩემო მშვენიერო უდიდებულესობავ, გმადლობთ, გმადლობთ! _ ოჰ, მილორდ! თქვენ ვერ გამიგეთ, მე სრულებითაც არ მინდოდა მეთქვა... _გაჩუმდით, ნუღარას იტყვით! _ შეაყენა ბუკინგამმა, _ თუ ბედნიერი ვარ თქვენი შეცდომით, აქ მაინც შემიბრალეთ, ეს შეცდომა მაინც შემინარჩუნეთ, წეღან თქვენ თვითონვე ბრძანეთ, რომ მახე დამიგეს და შიგ შემიტყუეს, იქნება ამ მახეში დავტოვო ჩემი სიცოცხლე, რადგან, უნდა მოგახსენოთ, რაღაც წინათგრძნობა ჩამძახის, რომ მალე გამოვესალმები წუთისოფელს... მომხიბლავი, სევდიანი ღიმილი მოეფინა სახეზე ბუკინგამს. _ ოჰ, ღმერთო ჩემო! _ შეჰკივლა შეშინებულმა დედოფალმა და უსიტყვოდ გამოამჟღავნა, თუ რაოდენ ძლიერი იყო მისი გრძნობა ჰერცოგის მიმართ. _ მე ეს თქვენს შესაშინებლად არ მომიხსენებია, ქალბატონო, არა, მერწმუნეთ. სასაცილო კი არის, რასაც მოგახსენებთ, და დამიჯერეთ, მე ყურადღებას არ ვაქცევ ამგვარ სიზმრებს. მაგრამ თქვენ მიერ ეს არის ახლა წამომცდარი სიტყვა და იმედი, რომელიც თქვენ თითქმის აღმითქვით, გამოისყიდის ჩემს წამებასაც და, თუ გნებავთ, ჩემს სიცოცხლესაც. _ ოჰ, მილორდ, _ მიუგო დედოფალმა, _ მეცა მაქვს მაგისთანავე წინათგრძნობა და ავი სიზმრები. ამას წინათ ლანდივით მესიზმრა, თითქოს დასისხლიანებულს გხედავდით, ღრმად დაჭრილს, მიწაზე... _ მარცხენა მხარში! არა, დედოფალო? დანით დაჭრილს მხედავდით? _ შეაწყვეტინა ბუკინგამმა. _ დიახ, სწორედ ასე, მილორდ, სწორედ ასე, დანით დაჭრილს მარცხენა მხარში. ვინ გეტყოდათ, ნეტავი, რომ ასეთი სიზმარი ვნახე? მე არავისთვის გამინდვია. _ მეტი არა მინდა რა! გიყვარვართ, ქალბატონო, და მეც ეს მინდოდა გამეგო. _ მიყვარხართ? მე მიყვარხართ? _ დიახ, თქვენ, განა რომ არ გიყვარდეთ, თქვენც ისეთ სიზმრებს ნახავდით, როგორსაც მე? განა ერთნაირი წინათგრძნობა გვექნებოდა ორივეს, ჩვენს გულს რომ არ შეეერთებინა ჩვენი სიცოცხლე? გიყვარვართ, დედოფალო, და თქვენ დამიტირებთ! _ ოჰ, ღმერთო, ღმერთო! _ ამოიკვნესა დედოფალმა, _ რა ვქნა, ამდენის ატანა რომ არ შემიძლია? მომისმინეთ, მილორდ, ღვთის გულისათვის, წადით, მოშორდით აქაურობას, მე არ ვიცი, მიყვარხართ თუ არა, ის კი კარგად ვიცი, რომ ვერასოდეს ვერ გავბედავ ფიცის გატეხას. მაშ შემიბრალეთ და წადით, ოჰ, თქვენ რომ საფრანგეთში დაგემართოთ რაიმე!.. თქვენ რომ საფრანგეთში მოკვდეთ და წარმოვიდგინო, რომ თქვენი სიკვდილის მიზეზი იყო თქვენი ჩემდამი სიყვარული, ვერასოდეს ვეღარ დავმშვიდდები... გავგიჟდები სინანულით! წადით, ბატონო, წადით! გეხვეწებით, წადით აქედან! _ ოჰ, რა მშვენიერი ხართ ამწუთას! ოჰ, რარიგ მიყვარხართ! _ წადით, წადით! გევედრებით, წადით! მერე დაბრუნდით! დაბრუნდით, როგორც ელჩი; დაბრუნდით, როგორც მინისტრი, დაბრუნდით რაზმელებით, რომ თქვენი დაცვა შეეძლოთ, მსახურებით, რომლებიც თვალს არ მოგაშორებენ. მაშინ დამიმშვიდდება გული, განსაცდელში აღარ იქნება თქვენი სიცოცხლე და მეც მეღირსება თქვენი ნახვის ბედნიერება. _ ოჰ, ნუთუ მართალია, რასაც ბრძანებთ? _ დიახ... _ მაშ, რაიმე სახსოვარი მაინც მიბოძეთ, თქვენი საკუთრება, პატარა ნივთი, ნიშნად თქვენი შეწყალებისა, რომელიც დამარწმუნებს, რომ სიზმარი არ იყო ყოველივე ეს. ბეჭედი, ძეწკვი, ფარღული... რომლის ტარებაც შემეძლება. _ წახვალთ კი? წახვალთ, რომ მოგართვათ სახსოვარი? _ დიახ. _ მაშინვე? _ დიახ. _ გახვალთ საფრანგეთიდან? ინგლისში დაბრუნდებით? _ დიახ. გეფიცებით. _ მაშ, ცოტა მომითმინეთ. დედოფალი თავის ოთახში შევიდა და მაშინვე გამობრუნდა, ხელში ხის პატარა, ვარდისფერი კოლოფი ეჭირა, რომელზედაც ოქროთი იყო მოჭედილი მისი მონოგრამა. _ ინებეთ, მილორდ, _ უთხრა ბუკინგამს, _ ინებეთ, გქონდეთ ჩემს სახსოვრად. ბუკინგამმა ჩამოართვა კოლოფი და ხელმეორედ დაეშვა მუხლებზე. _ თქვენ დამპირდით, რომ წახვიდოდით, _ მოაგონა დედოფალმა. _ დაგპირდით და კიდეც წავალ. ხელი მიბოძეთ, ქალბატონო, თქვენი ხელი, და წავალ. დედოფალმა ხელი გაუწოდა, თვალი დახუჭა, მეორე ხელით ესტეფანიას დაეყრდნო, რადგან გრძნობდა, რომ ცოტა კიდევ და _ ღონემიხდილი ძირს დაეშვებოდა. ხარბად დაეწაფა ბუკინგამი ამ მშვენიერ ხელს, მერე წამოდგა და მოახსენა: _ ექვს თვეზე ადრე, თუ მკვდარი არ ვიქენი, უსათუოდ გნახავთ, თუნდ ქვეყნის აფორიაქება დამჭირდეს ამისათვის. და თავისი დაპირების ერთგული, იგი სწრაფი ნაბიჯით კარისაკენ წავიდა. დერეფანში მას შეხვდა ქალბატონი ბონასიე, რომელმაც იმავე სიფრთხილით, მშვიდობიანად გაიყვანა ბუკინგამი სასახლიდან. XIII ბატონი ბონასიე მთელ ამ ამბავში, ამას ალბათ ჩვენი მკითხველიც შეამჩნევდა, მონაწილეობდა ერთი პიროვნება, რომელზედაც, მისი მეტად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, არავინ წუხდა. ეს პიროვნება ბატონი ბონასიე გახლდათ, საბრალო მსხვერპლი სიყვარულისა და პოლიტიკისა, რომლებიც ასე მშვენივრად ჩაწნულიყვნენ ერთმანეთში იმ რაინდობისა და მიჯნურობის დროს. საბედნიეროდ, მკითხველს იქნებ ახსოვს კიდეც ან შეიძლება აღარც კი ახსოვდეს, რომ ჩვენ შევპირდით, მხედველობიდან არ დავკარგავდით ბატონ ბონასიეს. დაპატიმრებული ბონასიე პირდაპირ ბასტილიის ციხეში მიიყვანეს და შიშით აკანკალებული სახლის პატრონი ჩამწკრივებულ შეიარაღებულ ჯარისკაცებს შუა გაატარეს. შემდეგ ერთ დერეფანში გაიყვანეს და ნახევრად მიწისქვეშ ჩათხრილ გალერეაში შევიდნენ. აქ იგი ჯარისკაცების უშვერი ლანძღვა-გინებისა და დაცინვის საგანი შეიქნა. კარგად ხედავდნენ მცველები, რომ მათი პატიმარი დიდებულთა წრეს არ ეკუთვნოდა, და ამიტომ ისე ექცეოდნენ, როგორც მაწანწალას. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მდივანი მოვიდა და ბრძანება გასცა, ბატონი ბონასიე დასაკითხავ ოთახში წაეყვანათ. ამით ბოლო მოეღო მის წამებას. ჩვეულებრივ, დაპატიმრებულს იქვე დაჰკითხავდნენ, თავიანთ საკანში, მაგრამ ბონასიესთვის ესეც კი დაიშურეს. ორი მცველი გაუძღვა ტუსაღს. ეზო გადაჭრეს და დერეფანში შევიდნენ, სადაც სამი მცველი გაჭიმულიყო. კარი გააღეს და საწყალი ბონასიე დაბალჭერიან ოთახში შეაგდეს. ამ ოთახის მოწყობილობას შეადგენდა მხოლოდ ერთი მაგიდა და სკამი და ერთიც ბატონი გამომძიებელი. იგი სკამზე დაბრძანებულიყო და მაგიდაზე დაყრდნობილი რაღაცას წერდა. ორმა მცველმა მაგიდასთან მიიყვანა პატიმარი. გამომძიებელმა ანიშნა, ჯერჯერობით ზედმეტნი იყვნენ, და ისინიც მოშორებით დადგნენ, ისე, რომ დაკითხვა არ მოესმინათ. ქაღალდებში თავჩაქინდრულმა გამომძიებელმა თავი მაღლა ასწია, უნდოდა დაენახა, ვისთანა ჰქონდა საქმე. პირქუში სახის კაცი ჩანდა ეს მოხელე, ცხვირწვეტიანი, ჩაყვითლებული, ამოვარდნილი ყვრიმალი, მომცრო, მაგრამ გამგმირავი ცოცხალი თვალები და მელიისებური სახის გამომეტყველება ჰქონდა, გრძელ, მოძრავ კისერზე მსაჯულის განიერი შავი მოსასხამიდან ამომძვრალი თავი ისე ქანაობდა, რომ ჯავშნიდან გამომძვრალი კუს თავს მოგაგონებდათ. უპირველესად ბატონ ბონასიეს გვარი, სახელი, წლოვანება და მისამართი ჰკითხეს. პატიმარმაც უპასუხა, რომ სახელად ჟაკ-მიშელი ერქვა, გვარად _ ბონასიე, ორმოცდათერთმეტი წლის იყო და ცხოვრობდა მესაფლავეების ქუჩა ¹11-ში. გამომძიებელმა დაკითხვის გაგრძელების ნაცვლად ვრცელი სიტყვა წამოიწყო იმის დასასაბუთებლად, თუ რა საშინელი სასჯელი მოელის იმ ბნელ მოქალაქეს, რომელიც გაკადნიერდება და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერევა. შესავალ სიტყვას ვრცელი განმარტება მიაყოლა, რომლითაც თვალსაჩინოდ დაუხატა ძლიერება და მოღვაწეობა კარდინალისა, ამ ქვეყნის შეუდარებელი მინისტრისა, რომელმაც ყველა წარსული დროის მინისტრი დაამარცხა და მომავალში მინისტრების ცოცხალ მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა. დაუხატა ძლიერება და მოღვაწეობა კარდინალისა, რომლის მოწინააღმდეგენი დაუსჯელად ვერ გადარჩებიან. თავისი სიტყვის მეორე ნაწილის დამთავრების შემდეგ ქორივით დააცქერდა საწყალ ბონასიეს და ურჩია, დაფიქრებულიყო, გაეთვალისწინებინა მის გარშემო შექმნილი სერიოზული მდგომარეობა. ბატონი ბონასიე წყევლიდა იმ დღეს, როდესაც ბატონმა დე ლა პორტმა ურჩია, მისი ნათლული შეერთო, და მეტადრე იმ დღეს, როდესაც დედოფლის მოახლედ წაიყვანეს მისი ცოლი. ბატონ ბონასიეს ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას, მეტისმეტ ძუნწობასა და სამრცხვინო ლაჩრობასთან შეერთებულს, ღრმა ეგოიზმიც შეადგენდა. მართალია, ბატონ ბონასიეს უყვარდა თავისი მშვენიერი ახალგაზრდა ცოლი, მაგრამ მეორეხარისხოვანი იყო მისთვის ეს გრძნობა და შეუთავსებელი მისი ხასიათისათვის. ერთ წამს დაუფიქრდა ბონასიე მოსმენილ სიტყვებს და შემდეგ ცივად მიმართა გამომძიებელს: _ გარწმუნებთ, ბატონო გამომძიებელო, ძალიან კარგად ვიცი, და უფრო უკეთ, ვიდრე ვინმე სხვამ; ვაფასებ ბატონ კარდინალის შეუდარებელ მოღვაწეობას, რომელიც, ჩვენდა საბედნიეროდ, ქვეყნის გამგებლად მოგვევლინა. _ მართლა? _ ჰკითხა ეჭვიანად გამომძიებელმა, _ მაგრამ თუ ეს ასეა, როგორღა მოხდა, რომ ციხეში ამოჰყავით თავი? _ როგორ მოხდა, უფრო უკეთ, რად, რისთვის, რა დავაშავე, რომ ციხეში ჩამაგდეს? ამისი მეც არაფერი გამეგება, ბატონო, და ამიტომ ვერც პასუხს მოგახსენებთ, ოღონდ ერთს ვიტყვი: მაინცდამაინც იმიტომ არ უნდა ვიჯდე ციხეში, რომ შეგნებულად დამეშავებინოს რამე ბატონ კარდინალისათვის. _ როგორც ჩანს, თქვენ დიდი დანაშაული ჩაგიდენიათ, თორემ სამშობლოს ღალატს როგორ დაგწამებდნენ? _ სამშობლოს ღალატს?! _ შეჰყვირა გულგახეთქილმა ბონასიემ. _ სამშობლოს ღალატს?! მერე როგორ გნებავთ, რომ ერთ საწყალ მეწვრილმანეს, რომელსაც ჭირივით სძულს ჰუგენოტები და დასანახავად ეჯავრება ესპანელები, სამშობლოს ღალატს აბრალებდნენ? დაფიქრდით, ბატონო, ყოვლად შეუძლებელი გახლავთ ასეთი ბრალდება. _ ბატონო ბონასიე, _ უთხრა გამომძიებელმა და ისე დააცქერდა თავისი გამგმირავი თვალებით, თითქოს გულის სიღრმეში უპირებდა ჩაწვდენას და იქ სრული სიმართლის ამოკითხვას. _ ბატონო ბონასიე, თქვენ ცოლი გყავთ? _ დიახ, ბატონო, _ მიუგო ათრთოლებულმა ბონასიემ, რადგან გრძნობდა, რომ აქ უნდა აწეწილიყო საქმე, _ დიახ, ბატონო, ცოლი მყავდა. _ როგორ თუ გყავდათ? თქვენ ცოლი გყავთ! ან არადა, რა უყავით, რომ აღარ გყავთ? _ მომტაცეს, ბატონო. _ მოგტაცეს? _ წამოიძახა გამომძიებელმა, _ აჰ! ამ შეძახილმა აგრძნობინა ბონასიეს, რომ საქმე უფრო და უფრო იხლართებოდა. _ მაშ, მოიტაცეს თქვენი ცოლი? _ განაგრძო გამომძიებელმა. _ მერე, იცით, ვინ არის ის კაცი, ვინც მოტაცება გაბედა? _ მგონია, რომ ვიცნობ. _ რა კაცია, როგორია? _ გთხოვთ, იქონიოთ მხედველობაში, ბატონო გამომძიებელო, რომ მე არაფერს ვამტკიცებ, მე მარტო ჩემს ეჭვს მოგახსენებთ. _ ვისზე გეპარებათ ეჭვი? ვის აბრალებთ ამ საქმეს? აბა, გულწრფელად მიპასუხეთ. საშინელ ყოფაში იყო ბონასიე, არ იცოდა, რა სჯობდა: უარი ეთქვა ყველაფერზე, თუ ყველაფერი ეთქვა? უარის თქმისა ეშინოდა, ვაითუ ეფიქრათ, ამ კაცმა მეტისმეტად ბევრი იცის და ვერ უთქვამსო; თუ იტყოდა, რაც იცოდა, დაარწმუნებდა, რომ ღალატს ტყუილად სწამებდნენ, და გადაწყვიტა, სრული სიმართლე მოეხსენებინა. _ მე მგონი, ბატონო, რომ ჩემი ცოლი მოიტაცა ერთმა ახოვანმა, შავგვრემანმა კაცმა, რომელიც დიდებულთა გვარს უნდა ეკუთვნოდეს. ხშირად შემიმჩნევია, როგორ გვითვალთვალებდა მე და ჩემს ცოლს, რომელიც ლუვრიდან სახლში მომყავდა. გამომძიებელი შეიშმუშნა, ეტყობოდა, რაღაც აწუხებდა. _ იმ კაცის გვარი? _ ოჰ, გვარისა კი რა მოგახსენოთ, არ ვიცი, მაგრამ თუ შევხვდი სადმე, გარწმუნებთ, იმწამსვე ვიცნობ, თუნდ ათას კაცში ერიოს. უფრო მეტად მოეღუშა შუბლი გამომძიებელს. _ მაშ, ადვილად იცნობთ, ხალხშიც რომ იყოს? ასე თქვით, არა? _ ესე იგი... იმას მოგახსენებდით, _ დაიბნა ბონასიე, რაკი იგრძნო, რომ მცდარ გზას დაადგა. _ ესე იგი... _ თქვენ თქვით, ადვილად ვიცნობო, _ უთხრა გამომძიებელმა, _ ძალიან კარგი, დღეისათვის ესეც იკმარებს. ვიდრე ამაზე მეტად წინ წავწევდეთ ჩვენს გამოძიებას, უნდა ვაცნობოთ ერთს... რომ თქვენ იცნობთ თქვენი ცოლის მომტაცებელს. _ მაგრამ მე არ მითქვამს, ბატონო, რომ ვიცნობ იმ კაცს, _ შეჰყვირა სასოწარკვეთილმა ბონასიემ, _ პირიქით, მე ისა ვთქვი, რომ... _ გაიყვანეთ ტუსაღი! _ უბრძანა გამომძიებელმა ორ მცველს. _ სად წავიყვანოთ, ბატონო? _ ჰკითხა მცველმა. _ საკანში. _ რომელ საკანში? _ ოჰ, ღმერთო ჩემო, სულერთია, რომელშიაც გინდათ, ოღონდ ფრთხილად, კარგად უნდა იკეტებოდეს კარი, _ უპასუხა გამომძიებელმა ისე გულცივად, რომ საწყალი ბონასიე შიშმა აიტანა, _ ვაიმე, ვაიმე, _ კვნესოდა შეშინებული, _ უბედურება მეწია, ალბათ, საშინელი რამ დააშავა ჩემმა ცოლმა. მეც მისი თანამოზიარე ვგონივარ და მასთან ერთად დამსჯიან. ალბათ თქვა რაიმე, აღიარა, რომ ყველაფერს მიამბობდა, რას გაუძლებდა? ისეთი სუსტი რამ არის დედაკაცი... საკანში ჩაამწყვდიეთო! სულერთია რომელ საკანშიო, წასულია ჩემი საქმე! ეს ღამე მალე გაივლის და ხვალ... ნაჯახის ქვეშ დამადებინებენ თავს, სახრჩობელაზე ჩამომკიდებენ! ოჰ, ღმერთო ძლიერო, ღმერთო დიდებულო! შენ მაინც შემიბრალე, მე უბედური! მცველებმა ყურადღება არ მიაქციეს ბონასიეს გოდებას, იქნება იმიტომ, რომ მიჩვეულები იყვნენ ამგვარ კვნესას და გმინვას, ხელი დაუჭირეს პატიმარს და გაიყვანეს საკანში დასამწყვდევად. გამომძიებელი წერილის წერას შეუდგა მყისვე. მდივანი იქვე იდგა, მას ელოდებოდა. იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს ბონასიეს, იმიტომ კი არა, რომ მეტად საშინელი იყო საკანი, არა, თავისი უბედურება უკრთობდა ძილს. სკამზე გაატარა მთელი ღამე და სულ უმცირესი ხმაურის გაგონებაზე შიშისაგან კანკალებდა. როდესაც საკანში განთიადის პირველმა შუქმა შეანათა, გლოვის თალხით მოსილად ეჩვენა ცისკარი. უცბად ურდულის ხმა შემოესმა. შეხტა, დარწმუნებული იყო, მის წასაყვანად მოდიოდნენ, რომ ეშაფოტზე გაეყვანათ. მაგრამ როდესაც საკანში გამომძიებელი და მისი მდივანი დაინახა და არა ის ჯალათი, რომელსაც ისე დაბეჯითებით ელოდა, ბონასიე კინაღამ მივარდა და გულში ჩაიკრა ორივე. _ წუხანდელს აქეთ ძალიან გართულდა თქვენი საქმე, ჩემო კარგო, _ უთხრა გამომძიებელმა, _ გირჩევთ, სრული სიმართლე მითხრათ. იცოდეთ, კარდინალის რისხვას ვერ გადაურჩებით, თუ გულწრფელად არ მოინანიებთ და სრული ჭეშმარიტება არ აღიარეთ. _ მზად გახლავართ, ბატონო, ყველაფერს მოგახსენებთ, რაც კი ვიცი, _ შეჰყვირა ბონასიემ, _ დაიწყეთ, ბატონო, მკითხეთ, რაც გნებავთ. _ უპირველეს ყოვლისა, სად არის თქვენი ცოლი? _ აკი მოგახსენეთ, მოიტაცეს-მეთქი. _ მართალია, მაგრამ გუშინ ნაშუადღევის ხუთი საათის შემდეგ თქვენი დახმარებით იგი სადღაც გაპარულა. _ ჩემი ცოლი გაპარულა? _ შეჰყვირა ბონასიემ, _ ოჰ, ის უბედური! თუ გაიპარა, გეფიცებით, ბატონო, ეს ჩემი ბრალი არ არის. _ მაშ, რა საქმე გქონდათ ბატონ დ'არტანიანთან, თქვენს მეზობელთან, რომელსაც გუშინ შეხვდით და დიდხანს ესაუბრეთ? _ აჰ, დიახ, ბატონო გამომძიებელო, დიახ, ვაღიარებ, მართლაც გახლდით ბატონ დ'არტანიანთან. _ რა იყო თქვენი იქ მისვლის მიზანი? _ მინდოდა, დახმარება მეთხოვა ჩემი ცოლის ძებნაში. ვფიქრობდი, მქონდა ამის უფლება. როგორც ჩანს, ვცდებოდი, და ძალიან გთხოვთ, მაპატიოთ ეს შეცდომა. _ მერე, ბატონმა დ'არტანიანმა რა გიპასუხათ? _ დ'არტანიანი დამპირდა დახმარებას, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ მატყუებდა, მღალატობდა. _ გინდათ, მართლმსაჯულება შეიყვანოთ შეცდომაში? ბატონი დ'არტანიანი პირობით შეგეკრათ და ამ პირობის ასასრულებლად გააქცია პოლიციელები, რომლებმაც დაიჭირეს თქვენი ცოლი, დამალა და გადაარჩინა იგი დატუსაღებას. _ ბატონმა დ'არტანიანმა დამალა ჩემი ცოლი? რას მეუბნებით? _ კიდევ კარგი, რომ ჩვენს ხელთ არის ბატონი დ'არტანიანი, პირში წაგიყენებთ და მაშინ ნახავთ. _ ოჰ, ნეტავი მალე! მაგაზე უკეთესს ვერას მიზამთ, _ თქვა ბონასიემ, _ ერთ ნაცნობ სახეს მაინც ვნახავ, სხვა რომ არა იყოს რა. _ შემოიყვანეთ ბატონი დ'არტანიანი, _ უბრძანა გამომძიებელმა ორ მცველს. მცველებმა შემოიყვანეს ათოსი. _ ბატონო დ'არტანიან! _ მიმართა ათოსს გამომძიებელმა, _ გვიამბეთ, რა ბაასი გქონდათ თქვენ და ბატონ ბონასიეს და რაზე შეთანხმდით? _ მერე, სადა ხედავთ აქ ბატონ დ'არტანიანს? _ შეჰყვირა ბონასიემ. _ ეს დ'არტანიანი არ გახლავთ. _ რაო? დ'არტანიანი არ არისო? _ განცვიფრდა გამომძიებელი. _ არა, ბატონო, სრულიადაც არა, _ მიუგო ბონასიემ. _ მაშ, რა გვარია ეს ბატონი? _ ჰკითხა გამომძიებელმა. _ რა მოგახსენოთ, ბატონო, რომ არ ვიცნობ? _ როგორ თუ არ იცნობთ? _ არ ვიცნობ. _ მაშ, არსად გინახავთ? _ როგორ არა! მაგრამ გვარი კი არ ვიცი. _ თქვენი გვარი? _ მიმართა გამომძიებელმა ათოსს. _ ათოსი, _ უპასუხა მუშკეტერმა. _ ეს ხომ ადამიანის გვარი არ არის, მგონია, მთის სახელია! _ შეჰყვირა საბრალო გამომძიებელმა, რომელიც გრძნობდა, რომ თავბრუ ეხვეოდა. _ ჩემი გვარია, _ უთხრა მშვიდად ათოსმა. _ მერე, რადა თქვით, დ'არტანიანი ვარო? _ მე ვთქვი? _ დიახ, თქვენ. _ მე კი არა ვთქვი, მითხრეს: «თქვენ ხართ ბატონი დ'არტანიანი?» მეც ვუპასუხე: «თქვენ ასე გგონიათ?» დარაჯებმა დაიძახეს: «დარწმუნებულნი ვართო», და მეც წინააღმდეგობის გაწევა არ ვინდომე. გარდა ამისა, ხომ შეიძლებოდა, შემცდარი ვყოფილიყავი. _ თქვენ, ბატონო, შეურაცხყოფას აყენებთ მართლმსაჯულების სიდიადეს. _ სრულიადაც არა, _ უპასუხა დამშვიდებით ათოსმა. _ თქვენ ბატონი დ'არტანიანი ხართ. _ აი, ხომ ხედავთ, რომ თქვენც ამასვე მეუბნებით. ახლა ბონასიე ჩაერია საქმეში. _ ბატონო გამომძიებელო, აქ საეჭვო არაფერია, ბატონი დ'არტანიანი ჩემი მდგმურია და, მაშასადამე, ძალიან კარგად უნდა ვიცნობდე, მით უფრო, რომ სახლის ქირასაც არ მაძლევს და ხშირად მიხდება მისი ნახვა. ბატონი დ'არტანიანი ყმაწვილი კაცია, ცხრამეტიოცი წლისა, ეს ბატონი კი, სულ ცოტა, ოცდაათისა მაინც უნდა ბრძანდებოდეს. ბატონი დ'არტანიანი ბატონ დე ზესარის რაზმში იმყოფება, ხოლო თქვენი პატიმარი კი ბატონ დე ტრევილის რაზმის მუშკეტერია, შეხედეთ მის ჩაცმულობას, ბატონო გამომძიებელო. _ მართალია, _ ბუტბუტებდა გამომძიებელი, _მართალია. ამ დროს კარი შემოაღეს და ბასტილიის ციხის კარისკაცმა შემოიყვანა შიკრიკი, რომელმაც წერილი მიართვა გამომძიებელს. _ ოჰ, არამზადა! _ შეჰყვირა გამომძიებელმა. _ რაო? რას ბრძანებთ? ვინ არის არამზადა? არა მგონია, ჩემს ცოლზე ბრძანებდეთ მაგას?! _ სწორედ თქვენს ცოლზე ვამბობ, ძალიან კი გაიჩარხა თქვენი საქმე! ძალიან! _ აჰ, ღმერთო! _ შეჰყვირა გულგახეთქილმა ბონასიემ, _ მოიღეთ წყალობა, ბატონო, ერთი მიბრძანეთ, როგორ არის ჩემი საქმე? რას ჰქვია «გაიჩარხა?» ან რატომ უნდა გამწვავდეს ჩემი საქმე ჩემი ცოლის დანაშაულით, როდესაც მე აქა გყავართ დაპატიმრებული? _ იმიტომ უნდა გამწვავდეს, რომ იგი იმ გეგმის განხორციელებას ცდილობს, რომელიც თქვენ და მას შეგიდგენიათ. თქვენ დაიწყეთ და ახლა ის განაგრძობს. _ გეფიცებით, ბატონო გამომძიებელო, რომ ცდებით და ღრმა შეცდომის გზაზე დგახართ. გეფიცებით, რომ არა ვიცოდი რა, და არც ახლა ვიცი იმისა, რასაც ჩემი ცოლი აკეთებდა. თუ მართლა რაიმე სისულელეს სჩადის, პირველი მე გავკიცხავ, მე დავგმობ, დავთრგუნავ იმ ღვთის მტერს... _ აი რა, ბატონო, _ მიმართა ათოსმა გამომძიებელს. _ თუ მე თქვენთვის აქ საჭირო არა ვარ, გამგზავნეთ სადმე, გული გამიწყალა თქვენმა ბონასიემ. _ წაიყვანეთ ტუსაღები თავ-თავიანთ საკანში, _ უბრძანა გამომძიებელმა მცველებს და ხელით ანიშნა ათოსზე და ბონასიეზე, _ ოღონდ უფრო მკაცრად უგდეთ ყური, ვიდრე აქამდე. _ ერთი მითხარით, _ უთხრა ათოსმა ჩვეულებრივი სიმშვიდით, _ თუ დ'არტანიანს აბრალებთ რაღაც დანაშაულს, ვერა და ვერ გამიგია, რად უნდა გავწიო მე მისი მაგივრობა? _ წაიყვანეთ ტუსაღები! _ დაუყვირა მცველებს გამომძიებელმა, _ და სრული საიდუმლოება! გეყურებათ? ათოსმა მხრები აიჩეჩა, მაგრამ რას გააწყობდა? მცველებს გაჰყვა ბონასიესთან ერთად, რომელიც ისე მწარედ ოხრავდა, რომ ტყის ნადირ-ვეფხვსაც კი შეებრალებოდა. ბონასიე იმ საკანშივე შეიყვანეს, სადაც წუხელ იყო დამწყვდეული, ტირილში გაატარა მთელი დღე, ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ მხდალ ვაჭარს, რომელსაც დასანახავად ეჯავრება თოფი და ხმალი. საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც ლოგინში ჩასაწოლად გამზადებულ ბონასიეს დერეფნიდან ფეხის ხმა შემოესმა. ვიღაც მივიდა მის საკანთან, კარი შეაღო, მცველები გამოჩნდნენ. _ აბა, წამოდით! _ უთხრა პოლიციელმა, რომელიც უკან ედგა დარაჯებს. _ სად უნდა წამოვიდე? _ შეეშინდა ბონასიეს, _ სად უნდა წამოვიდე ამ შუაღამისას? სად უნდა წამიყვანოთ? _ იქ უნდა წაგიყვანოთ, სადაც გვიბრძანეს თქვენი მიყვანა. _ ეს პასუხი არ არის. _ ეს არის ერთადერთი პასუხი, რომლის მეტს ჩვენ ვერას გეტყვით. _ ოჰ, ღმერთო, ღმერთო! _ კვნესოდა საბრალო ბონასიე, _ ნამდვილად მოსაკლავად მიმათრევენ! ხმის ამოუღებლივ, სრული მორჩილებით გაჰყვა იგი მცველებს. გაიარეს მისთვის უკვე ნაცნობი დერეფანი, გადაჭრეს პირველი ეზო, შემდეგ საპატიმროს მეორე შენობა და ბოლოს შესასვლელ ეზოს კარებთან მივიდნენ, სადაც ეტლი იდგა, რომელსაც გარს შემორტყმოდა ოთხი ცხენოსანი მცველი. გულგახეთქილი ბონასიე ეტლში ჩასვეს, პოლიციელიც გვერდზე მიუჯდა, ეტლის კარი მიხურეს და მაგრად ჩაკეტეს. უძრავიდან მოძრავ ციხეში გადაიყვანეს საწყალი კაცი! დაიძრა ეტლი, მაგრამ ისე ნელა მიდიოდა, თითქოს მიცვალებულის ბალდახინი ყოფილიყოს. რკინის გისოსები ეფარა ეტლის ფანჯარას, რის გამოც სახლებისა და ქვაფენილების მეტს ვერასა ხედავდა ტუსაღი, მაგრამ ნამდვილი პარიზელი იყო ბონასიე და ყოველ ქუჩას სცნობდა ბოძების, ფარნებისა და მაღაზიების მიხედვით. წმინდა პავლეს ტაძართან, რომლის მახლობლადაც ბასტილიის პატიმრებსა სჯიდნენ ხოლმე, კინაღამ გული წაუვიდა და ორჯერ გადაიწერა პირჯვარი, დარწმუნებულმა, რომ სწორედ აქ გააჩერებდნენ, მაგრამ ეტლი არ გაჩერდა. ცოტა ხნის შემდეგ ისეთივე გულსაკლავმა შიშმა შეიპყრო, როდესაც წმინდა იაკობის სასაფლაოს ჩაუარეს. ამ სასაფლაოზე მარხავდნენ სამშობლოს მტრებს, მხოლოდ ერთი იმედი ასულდგმულებდა საწყალ ბონასიეს: მას მოაგონდა, რომ სამშობლოს მტრებს ჯერ თავს გააგდებინებდნენ ხოლმე, შემდეგ კი მარხავდნენ. მადლობა ღმერთს, ჯერ კისერზე ება თავი, მაგრამ როდესაც გრევის მოედნისაკენ გაუხვია ეტლმა და დაინახა ქალაქის სამმართველოს დაქანებული სახურავი და შენობის თაღებქვეშ შესული ეტლი, გადაწყვიტა, ახლა კი მოსაკლავად მივყავართო. უნდოდა აღსარება მოეხსენებინა პოლიციელისთვის, მაგრამ მან უარი უთხრა. მაშინ ისეთი გულსაკლავი ყვირილი დაიწყო, რომ ძლივს დააჩუმა მისმა თანამგზავრმა, ისიც მუქარით, _ გაჩუმდით, ნუ დამაყრუებთ თქვენი ყვირილით, თორემ ალიკაპს ამოგდებთო. ამ მუქარამ ერთგვარად ანუგეშა ბონასიე: თუ გრევზე უპირებდნენ მოკვლას, რა საჭირო იყო ალიკაპის ამოდება და მსხვერპლის მიჩუმება, როდესაც უკვე სასჯელის ადგილს მისულიყო ეტლი? მართლაც, ეტლმა გაუჩერებლივ გადაიარა გრევის მოედანი. ახლა საშიში მხოლოდ ტრაუარის ჯვარი რჩებოდა და სწორედ იქითკენ მიმართა ცხენები მეეტლემ. ახლა კი ყველაფერი ცხადი შეიქნა. ტრაუარის ჯვართან კლავდნენ მდაბიო წარმოშობის პატიმრებს. ტყუილად მოჰქონდა ბონასიეს წმ. პავლეს ტაძრის, ან გრევის მოედნის ღირსად თავი: ტრაუარის ჯვართან უნდა დამთავრებულიყო მისი მგზავრობა და სიცოცხლე. ოცი ნაბიჯიღა იქნებოდა საბედისწერო ადგილამდე, რომ რაღაც ხმაურობა შემოესმა. ეტლი გაჩერდა. მეტისმეტი მღელვარებისაგან მისუსტებულმა ბონასიემ ოდნავ დაიკვნესა, თითქოს სულსა ლევსო, და გული წაუვიდა. XIV მენგელი კაცი ტრაუარის ჯვართან ხალხი მოგროვილიყო, რომელიც, ჩამოსახრჩობ კაცს კი არ ელოდა, არამედ ჩამომხრჩვალს შესცქეროდა. ამ ხალხმა ერთ წამს შეაჩერა ეტლი, მაგრამ მან მაშინვე გაარღვია ბრბო და თავის გზას გაუდგა. ჩაიარა სენტ-ონორეს ქუჩა. კეთილი ბავშვების ქუჩაზე ჩაუხვია და ერთ დაბალ ჭიშკართან შეჩერდა. კარი გააღეს. ორმა მცველმა ხელი მიაშველა ბონასიეს, პოლიციელიც დაეხმარა. პატიმარი ხეივანში გაატარეს, შემდეგ კიბეზე აიყვანეს და მოსაცდელ ოთახში დასვეს. ბონასიე ისე მიდიოდა, თითქოს სიზმარში იყო. მიდიოდა, მოძრაობდა, მაგრამ მკვდარივით არაფერს არ გრძნობდა. როგორც მძინარე, საგნებს რაღაც ბურუსში, ბუნდოვნად ხედავდა. თითქოს ხმები ესმოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ არკვევდა. თავი რომ მოეჭრათ ამ დროს, ხელს არ გაანძრევდა თავის დასაცავად, ხმას არ ამოიღებდა შებრალების სათხოვნელად. იგი ისეთივე დარჩა სკამზე, როგორც მცველებმა დასვეს, ზურგით კედელს მისწოლოდა, ხელები ძირს დაეშვა. შემდეგ თანდათან ძალ-ღონე მოიკრიბა, მიიხედმოიხედა თავის ირგვლივ და ვერა დაინახა რა ისეთი საშიში, რომ მის სიცოცხლეს დამუქრებოდა, არავითარ განსაცდელს არ უქადდა იქაურობა. მშვენიერ რბილ სკამზე იჯდა, კედელს საგანგებო ტყავი ეფარა, ფანჯრებზე დიდრონი წითელი ოქროს ძაფებით ამოქარგული დამასკური ფარდები ფრიალებდა. ბონასიე მიხვდა, რომ შიში უადგილო იყო, და თავის ქნევა დაიწყო ზევით და ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ. მარტოდ დარჩენილს ხელს არავინ უშლიდა ამ მოძრაობაში და ცოტა სული მოითქვა, ძალა მოიკრიბა, ჯერ ერთი ფეხის განძრევა გაბედა, შემდეგ მეორისა, ბოლოს ორივე ხელი მიიშველა, სკამიდან წამოიწია და ფეხზე დადგა. ამ დროს კარგი შეხედულების ოფიცერმა შემოაღო კარი, იქვე გაჩერდა, რამდენიმე სიტყვა კიდევ უთხრა მეორე ოთახში მყოფს, მერე ბონასიესკენ მობრუნდა და ჰკითხა: _ თქვენ ბონასიე ხართ? _ დიახ, ბატონო, _ წაილუღლუღა ბონასიემ, რომელიც მკვდარს უფრო ჰგავდა, ვიდრე ცოცხალს, _ დიახ, ბატონო, თქვენი უმორჩილესი მონა. _ შედით! _ უთხრა ოფიცერმა და გვერდზე გადადგა, რომ გზა მიეცა. ბონასიეც მაშინვე დაემორჩილა და შევიდა იმ ოთახში, სადაც, როგორც ეტყობოდა, ვიღაც ელოდა. ეს იყო დიდი კაბინეტი, რომლის კედლებზე ყოველგვარი სახის საბრძოლო იარაღი ეკიდა და თუმცა სექტემბრის ბოლო დღეები იდგა და არა ციოდა, ბუხარში მაინც ცეცხლი აენთოთ. კარი და ფანჯარა მაგრად მიეხურათ. ოთახის შუაზე ოთხკუთხედი მაგიდა იდგა წიგნებით და ქაღალდებით დაფარული, რომელზედაც ქალაქ ლაროშელის უშველებელი რუკა იყო გაშლილი. ბუხართან საშუალო ტანის, მედიდური, ზვიადი სახის კაცი იდგა, გამგმირავი თვალები, გადაშლილი შუბლი ჰქონდა, ჩამომხმარ სახეს უგრძელებდა ულვაშები და ქვემო ტუჩიდან ესპანურად დაშვებული წვერი. ოცდათექვსმეტი-ოცდაჩვიდმეტი წლისა ძლივს იქნებოდა, მაგრამ უკვე ჭაღარა შერეოდა თმასაც, ულვაშსაც და ესპანურად დაშვებულ წვერსაც. წელზე ხმალი არ ერტყა, მაგრამ მაინც მეომარს ჰგავდა და მისი ჯერ ისევ მტვრიანი წაღები ამტკიცებდნენ, რომ იმ დღეს ცხენით ევლო. ეს კაცი გახლდათ არმან-ჟან დიუ პლესი, კარდინალი დე რიშელიე, ოღონდ ისეთი კი არა, როგორსაც ახლა გვიხატავენ ხოლმე: სიბერით დაუძლურებულს, წამებულივით დაავადებულს, მოდუნებული აგებულებისას, ხმაჩახრინწულს, ერთ უშველებელ სავარძელში ჩამარხულს, თითქოს წინასწარ კუბოში ჩაწოლილიყოს; რომელსაც თითქოს მხოლოდ თავისი ჭკუით ედგა სული და ევროპასთან ბრძოლას თავისი დაუღალავი გონების დაძაბვით აწარმოებდა, _ არა, სინამდვილეში იმ დროს იგი მოხდენილი, კოხტა რაინდი იყო, ტანით უკვე სუსტი, მაგრამ სულით ძლიერი; იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი კაცი. ამრიგად, პირველი შეხედვით იგი სულაც არ ჰგავდა კარდინალს და ვერავინაც ვერ იცნობდა მას, თუ ადრე სადმე არ ენახა. საწყალი ბონასიე იქვე კართან აიტუზა, ის კაცი კი, რომელიც ეს არის, ახლა აგიწერეთ, ისეთი დაკვირვებით შეჰყურებდა უბედურს, თითქოს ცდილობდა, წარსულიც კი ამოეკითხა მისი გულის სიღრმიდან. _ ეს არის ბონასიე? _ჰკითხა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ოფიცერს. _ დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ! _ კარგი, მომეცით ეს ქაღალდები და დაგვტოვეთ. ოფიცერმა მაგიდიდან ქაღალდები აიღო, რიშელიეს მიართვა, თავი დაუკრა და გავიდა. ბონასიემ იცნო ეს ქაღალდები _ ბასტილიის ციხეში დაკითხვის ოქმები. ბუხართან მდგომმა კარდინალმა ხელში აიღო ქაღალდები და კითხვა დაიწყო. ხანდახან თვალს მოარიდებდა ქაღალდს და ხანჯლის წვერივით ერჭობოდა საწყალ ბონასიეს თვალში და გულში. ათი წუთი ოქმის წაკითხვას მოანდომა, ათი წამი ბონასიეს სინჯვას, და კარდინალმა უკვე იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. «ეს გამოფიტული თავი თავის დღეში არ ჩარეულა შეთქმულებაში, _ წაიჩურჩულა კარდინალმა, _ მაგრამ მაინც ვნახოთ». _ სახელმწიფო ღალატსა გწამებენ, _ უთხრა დინჯად კარდინალმა. _ დიახ, უკვე გამომიცხადეს, თქვენო ბრწყინვალებავ! _ შეჰყვირა ბონასიემ და თან ტიტულით მიმართა, რომელიც წეღან ოფიცერმა იხმარა, - ღალატს მწამებენ, მაგრამ გეფიცებით, რომ მე მაგისი არა ვიცი რა. კარდინალმა ღიმილი შეიკავა. _ თქვენ შეთქმულებაში მონაწილეობდით თქვენს ცოლთან, ქალბატონ დე შევრეზთან და ჰერცოგ ბუკინგამთან ერთად. _ მართლაც, თქვენო ბრწყინვალებავ, მე რამდენჯერმე გავიგონე ეგ სახელები. _ რამ გამოიწვია მაგ სახელების ხსენება? _ ჩემი ცოლი ამბობდა, კარდინალმა რიშელიემ პარიზში შემოიტყუა ჰერცოგი ბუკინგამი, რომ ისიც დაღუპოს და, მასთან ერთად, დედოფალიცო. _ მაგას ამბობდა თქვენი ცოლი? _ შეჰყვირა გაბრაზებით კარდინალმა. _ დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, მე კი ვუთხარი, რომ სისულელე იყო ამის თქმა, რადგან მის ყოვლადუწმინდესობას არ შეეძლო... _ კმარა, გაჩუმდით! სულელო! _ შეუტია კარდინალმა. _ ჩემმა ცოლმაც ასევე მომმართა. _ იცით თუ არა, ვინ მოიტაცა თქვენი ცოლი? _ არა, თქვენო ბრწყინვალებავ. _ მაგრამ ეჭვი გაქვთ, არა? - დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგრამ ჩემი ეჭვი ძალიან იუკადრისა გამომძიებელმა და უკვე ის ეჭვიც აღარა მაქვს. _ იცოდით თქვენი ცოლის გაპარვის ამბავი? _ არა, თქვენო ბრწყინვალებავ, მე მისი გაპარვა ციხეში გავიგე გამომძიებლის წყალობით, რომელიც ძალიან ლმობიერი კაცი გახლავთ. კარდინალმა მეორედაც შეიკავა ღიმილი. _ ის კი აღარ იცით, სად არის თქვენი ცოლი? რა დაემართა გაპარვის შემდეგ? _ სრულებით აღარაფერი, თქვენო ბრწყინვალებავ. ეს კი ვიცი, რომ ლუვრში მივიდოდა. _ ღამის პირველ საათზე ის ჯერ კიდევ არ იყო იქ მისული. _ ოჰ, ღმერთო ძლიერო! ნეტავი რა დაემართა უბედურს? _ მაგასაც გავიგებთ, ნუ წუხხართ. კარდინალს ვერაფერს დაუმალავენ, ყველაფერი იცის კარდინალმა. _ თუ ასეა, თქვენო ბრწყინვალებავ, როგორ გგონიათ, ნუთუ კარდინალი ინებებს და მიბრძანებს, სად არის ჩემი ცოლი? _ იქნება კიდეც გითხრათ, მაგრამ ამისთვის საჭიროა ჯერ აღიაროთ ყველაფერი, რაც კი იცით, ქალბატონ დე შევრეზისა და თქვენი ცოლის ერთმანეთთან დამოკიდებულების შესახებ. _ რომ არა ვიცი რა! თქვენო ბრწყინვალებავ, მე ჩემს დღეში არ მინახავს ქალბატონი დე შევრეზი. _ ლუვრში რომ მიდიოდით ხოლმე თქვენი ცოლის წამოსაყვანად, პირდაპირ შინ მოგდევდათ? _ თითქმის არასდროს. საქმე ჰქონდა ტილოს ვაჭრებთან და მეც იქით მიმყავდა. _ ბევრნი იყვნენ ეს ტილოს ვაჭრები? _ ორი, თქვენო ბრწყინვალებავ. _ სად იდგნენ? _ ერთი _ ვოჟირარის, ხოლო მეორე _ ლა ჰარპის ქუჩაზე. _ თქვენც შეჰყვებოდით ხოლმე თქვენს ცოლს? _ არა, თქვენო ბრწყინვალებავ, მე გარეთ ველოდებოდი, კარებთან. _ რას მოიმიზეზებდა ხოლმე, რომ ასე მარტო შედიოდა ვაჭრებთან? _ არაფერს, «აქ დამიცადეო», მეტყოდა და მეც ვუცდიდი. _ მეტად გულუბრყვილო ქმარი ბრძანებულხართ, ჩემო ძვირფასო ბატონო ბონასიე! _ უთხრა კარდინალმა. «ჩემო ძვირფასო ბონასიეო»... მაშ, საქმე კარგად მიდის, _ იმეორებდა გულში საწყალი ვაჭარი. _ იმ სახლის კარებს იცნობთ? _ დიახ. _ სახლის ნომერიც გახსოვთ? _ დიახ. _ აბა ნომერი მითხარით. _ ვოჟირარის ქუჩა №25 და ლა ჰარპისა _ №75. _ ძალიან კარგი! _ ბრძანა კარდინალმა და ამ სიტყვების შემდეგ ვერცხლის ზარი დააწკარუნა. იგივე ოფიცერი შემოვიდა. _ როშფორი მიპოვეთ ჩქარა, _ უთხრა ჩუმი ხმით კარდინალმა, _ ამწამსვე მოვიდეს, თუ დაბრუნდა. _ გრაფი აქ გახლავთ, _ მოახსენა ოფიცერმა, _ დაჟინებით მოითხოვს თქვენი ყოვლადუწმინდესობის ნახვას. _ მაშ, მობრძანდეს, მობრძანდეს! _ წარმოთქვა სწრაფად კარდინალმა. ისარივით გავარდა ოფიცერი. ასეთი ჩვეულება ჰქონდა ყველა მოსამსახურეს კარდინალის სასახლეში. _ თქვენო ყოვლადუწმინდესობავ! _ ჩურჩულებდა განცვიფრებული ბონასიე. ჯერ ხუთი წამიც არ გასულიყო მას შემდეგ, რაც ოფიცერი გავიდა, რომ კარი გააღეს და კაბინეტში ვიღაც შემოვიდა. _ ის არის! _ შეჰყვირა ბონასიემ. _ ვინ ის? _ ჰკითხა კარდინალმა. _ ჩემი ცოლის მომტაცებელი. ერთხელ კიდევ დააწკარუნა კარდინალმა, შემოვარდა ოფიცერი. _ ჩააბარეთ ეს კაცი თავის მცველებს და მანდ მელოდოს, მანამ დავიბარებ. _ არა, თქვენო ბრწყინვალებავ! არა, ეს ის არ გახლავთ! _ მოთქვამდა ბონასიე, _ არა, შევცდი, ვერ დავაცქერდი, ის სხვა იყო და ამ ბატონს არაფრით ჰგავდა. პატიოსანი კაცი გახლავთ ეს ბატონი. _ გაიყვანეთ ეს სულელი! _ ბრძანა კარდინალმა. ოფიცერმა ხელი მოხვია ბონასიეს, მოსაცდელ ოთახში გაიყვანა და ორ მცველს ჩააბარა. ახლად შემოსული კაცი მოუთმენლად ელოდა ბონასიეს გასვლას. კარის მიხურვისთანავე იგი კარდინალთან მივიდა: _ უნახავთ ერთმანეთი. _ ვის? _ ჰკითხა კარდინალმა. _ ქალბატონს და მას. _ დედოფალს და ბუკინგამს? _ შეჰყვირა რიშელიემ. _ დიახ. _ სად? _ ლუვრში. _ დარწმუნებული ხართ? _ სრულიად. _ ვინ მოგახსენათ? _ ქალბატონმა დე ლანუამ, თქვენი ყოვლადუწმინდესობის მსახურმა. _ რატომ ადრე არ შეგატყობინათ? _ შემთხვევით თუ უნდობლობით, დედოფალს მთელი დღე თავის ოთახში ჰყოლოდა. _ მაშ, ასე... დავმარცხდით. ვეცადოთ სამაგიეროს გადახდას. _ ყველაფრით დაგეხმარებით, რაც კი შემეძლება, თქვენო ბრწყინვალებავ, დამშვიდებული ბრძანდებოდეთ. _ როგორ მოხდა ყველაფერი ეს? _ ნაშუაღამევს, პირველის ნახევარზე, თავის მხლებლებთან ყოფილა დედოფალი. _ სად? _ თავის საწოლ ოთახში. _ კარგით, შემდეგ? _ამ დროს ვიღაცას დედოფლისათვის ცხვირსახოცი მიურთმევია. თეთრეულის გამგებელი ქალისგან გამოგზავნილი. _ შემდეგ? _ საშინელი მღელვარება დასტყობია მაშინ ანა ავსტრიელს და მომაკვდავივით გაყვითლებულა. _ შემდეგ? შემდეგ? _ წამომდგარა და ათრთოლებული ხმით უთქვამს: «აქ დამიცადეთ ათი წუთი, მალე დავბრუნდებიო», _ კარი გაუღია და გასულა. _ რატომ მაშინვე არ შეგატყობინათ ქალბატონმა დე ლანუამ? _ არ იყო კარგად დარწმუნებული, თანაც დედოფალმა უთხრა, «დამიცადეო» და ურჩობა ვერ გაბედა. _ რამდენ ხანს არ დაბრუნებულა დედოფალი? _ ორმოცდახუთ წუთს. _ თან არავინა ხლებია? _ მხოლოდ დონა ესტეფანია. _ მერე დაბრუნებულა? _ დიახ, მაგრამ პატარა ვარდისფერი კოლოფი აუღია და ისევ გასულა. _ მეორედ რომ დაბრუნდა, ის კოლოფი უკანვე შემოიტანა? _ არა. _ იცის ქალბატონმა დე ლანუამ, რა ჰქონდა დედოფალს იმ კოლოფში? _ დიახ, ალმასის ბურნუკი, მისი ყოვლადუდიდებულესობის საჩუქარი. _ თქვენ ამბობთ, რომ დაბრუნებისას ის კოლოფი აღარა ჰქონდაო დედოფალს? _ დიახ, აღარა ჰქონდა. _ ქალბატონ დე ლანუას აზრით, დედოფალმა ბუკინგამს მიართვა ის კოლოფი? _ დიახ, დარწმუნებული გახლავთ. _ ეს როგორ? _ ქალბატონი დე ლანუა დედოფლის სამკაულების გამგებელი გახლავთ და ამ თანამდებობის უფლებით მთელი დღე უძებნია ის კოლოფი, შეწუხებულა, რომ ვეღარ უპოვია, თვითონ დედოფლისათვის უკითხავს. დედოფალს უბრძანებია: წუხელ ერთი ბურნუკი გამიტყდა და ოქრომჭედელთან გავგზავნე გასაკეთებლადო. _ უნდა შესულიყავით ოქრომჭედელთან და გენახათ, მართალს ამბობს დედოფალი თუ ტყუის. _ გახლდით, გახლდით. _ მერე? რა თქვა ოქრომჭედელმა? _ არც მოუტანიათ და არც მინახავსო. _ ძალიან კარგი, ძალიან კარგი, როშფორ! ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არა გვაქვს, ვინ იცის... იქნებ ჩვენკენ მოტრიალდეს საქმე. _ ეს ცხადი გახლავთ, თქვენი ყოვლადუწმინდესობის ნიჭმა არ შეიძლება არ გამოასწოროს... _ თავისი აგენტის შეცდომანი? _ დიახ, სწორედ მაგის თქმა მინდოდა, მიმიხვდით და თქვენ თვითონ ბრძანეთ. _ ახლა ეს მითხარით, იცით თუ არა, სად იმალებოდნენ ქალბატონი დე შევრეზი და ჰერცოგი ბუკინგამი? _ არა, თქვენო ბრწყინვალებავ. ჩემმა მოხელეებმა ვერა გაიგეს რა. _ მე კი გავიგე. _ თქვენ გაიგეთ? _ დიახ, გავიგე, დანამდვილებით თუ არა, კვალს მაინც მივაგენი. ერთი ვოჟირარის ქუჩაზე ¹25 სახლში და მეორე ლა ჰარპის ქუჩაზე ¹75-ში. _ იქნებ მიბრძანოთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ორივეს დაპატიმრება? _ გვიანღა არის. აქამდე წავიდოდნენ. _ მაინც ვეცდები, დავრწმუნდებით მაინც. _ ათი ჩემი რაზმელი წაიყვანეთ და კარგად გაჩხრიკეთ ორივე სახლი. _ ახლავ გეახლებით, თქვენო ბრწყინვალებავ. _ და როშფორი სირბილით გავარდა კაბინეტიდან. მარტო დარჩენილი კარდინალი ცოტა ხნით ჩაფიქრდა. მერე ერთხელ კიდევ დააწკარუნა ზარი. შემოვიდა იგივე ოფიცერი. _ უბრძანეთ, ტუსაღი შემოიყვანონ! ხელმეორედ შეიყვანეს ბონასიე. კარდინალმა ანიშნა ოფიცერს და ისიც გავიდა. _ თქვენ ტყუილი მითხარით! _ მიმართა მკაცრი კილოთი კარდინალმა. _ მე მოგახსენეთ ტყუილი? თქვენს ყოვლადუწმინდესობას? _ თქვენი ცოლი ვოჟირარის და ლა ჰარპის ქუჩებზე ფართლის ვაჭართან კი არ დადიოდა... _ მაშ ვისთან დადიოდა, ღმერთო ძლიერო? _ ქალბატონ დე შევრეზთან და ჰერცოგ ბუკინგამთან. _ მართალი გახლავთ, მართალი! _ წამოიძახა ბონასიემ და გაახსენდა, რაც კი იცოდა: _ მართალსა ბრძანებს თქვენი ყოვლადუწმინდესობა. განა არა, რამდენჯერმე ვუთხარი ჩემს ცოლს: ძნელი წარმოსადგენია მაგისთანა მშვენიერ სახლებში ცხოვრობდნენ-მეთქი შენი ტილოს ვაჭრები, მით უფრო, რომ არც ერთს არა ჰქონდა ფირმის ნიშანი, რაზედაც ყოველთვის სიცილ-ხარხარით მიპასუხებდა. ოჰ, თქვენო ბრწყინვალებავ, _ შესძახა ბონასიემ და უცბად დაიჩოქა კარდინალის წინაშე, _ ოჰ, თქვენა ბრძანდებით ჩვენი კარდინალი, დიდებული, დიადი კარდინალი, გენიოსი ადამიანი, რომელსაც თაყვანსა სცემს მთელი ქვეყანა. დიდი და სასახელო არ იყო ბონასიესთანა გულუბრყვილო კაცის გადმობირება, მაგრამ ერთი წამით მაინც ძალიან ნასიამოვნები დარჩა მისი ყოვლადუწმინდესობა. მაგრამ მაშინვე თითქოს რაღაცა ახალმა აზრმა გაურბინა გონებაშიო, სიცილმა აუშალა ტუჩები, ხელი გაუწოდა მუხლმოყრილს და უთხრა: _ ადექით, ჩემო მეგობარო! პატიოსანი კაცი ყოფილხართ. _ ხელი გამომიწოდა კარდინალმა! ჩემი ხელით შევეხე წმინდა კარდინალის ხელს! _ ყვიროდა ბონასიე, _ თავის მეგობრად მახსენა დიდებულმა მოღვაწემ? _ დიახ, ჩემო მეგობარო, დიახ! _ მიუგო კარდინალმა იმ მშობლიური ტკბილი ხმით, რომლითაც სარგებლობდა ხოლმე ხანდახან, და თუ მოატყუებდა ვინმეს, მოატყუებდა მარტო მას, ვინც კარდინალს არ იცნობდა _ რადგან ასე უსაფუძვლოდ გამტყუნებდნენ და ცილსა გწამებდნენ, მაშ სამაგიეროც გერგებათ. ჰოდა, აი, მიიღეთ ჩემგან ეს პარკი, ასი პისტოლია შიგ და მაპატიეთ. _ მე ვაპატიო თქვენს ბრწყინვალებას? _ შეჰყვირა ბონასიემ. ფულის აღებაზე ყოყმანობდა, ეჭვი არ არის, დაცინვისა ეშინოდა. _ სრული უფლება გქონდათ დაგეჭირეთ და ახლაც სრული უფლება გაქვთ უბრძანოთ: მტანჯონ, მაწამონ, ჩამომახრჩონ. თქვენ ბრძანდებით ქვეყნის მმართველი და, რაც უნდა დამემართოს, სულ პატარა, მოკლე სიტყვითაც კი ვერ ვიტყვი მე თქვენს სამდურავს. მე უნდა გაპატიოთ თქვენ? არა, თქვენო ბრწყინვალებავ, მგონი, მეხუმრებით ან დამცინით. _ აჰ, ჩემო კეთილო ბონასიე! დიდსულოვნებას იჩენთ ამ საქმეში. კარგად ვხედავ და ძალიანაც გმადლობთ. მაშ, ასე, ამ პარკს ჯიბეში ჩაიდებთ და ისე გამომეთხოვებით, რომ უკმაყოფილების იოტისოდენაც არაფერი წაგყვებათ. _ აღტაცებული მივდივარ, თქვენო ბრწყინვალებავ. _ მაშ, მშვიდობით! არა, უკეთ რომ ვთქვათ, ნახვამდის. იმედი მაქვს, კიდევ ვნახავთ ერთმანეთს. _ როდესაც კი მოისურვებს თქვენი ბრწყინვალება! თქვენი მონა-მორჩილი გახლავართ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ! _ ძალიან ხშირად, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რადგან უაღრესად მომხიბლავად მეჩვენა თქვენთან ბაასი. _ ოჰ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ. _ მაშ, ნახვამდის, ბატონო ბონასიე, ნახვამდის! ხელით ანიშნა კარდინალმა გამოთხოვება. ბონასიე მოიხარა და თავი მიწამდე დაუკრა, მერე უკანსვლით კარამდე მივიდა და წინა ოთახში გავიდა, ახლა იქიდან მოესმა კარდინალს ბონასიეს ხმა, რომელიც გიჟივით გაჰყვიროდა აღტაცებული: _ გაუმარჯოს მის ბრწყინვალებას! გაუმარჯოს მის ყოვლადუწმინდესობას! გაუმარჯოს დიდებულ კარდინალს! კარდინალი ღიმილით ისმენდა ბატონ ბონასიეს აღტაცებული გრძნობით გამოწვეულ შეძახილებს, უკვე შორს იკარგებოდა მისი ყვირილი და კაბინეტამდე ვეღარ აღწევდა. კარდინალმა კმაყოფილებით წარმოთქვა: _ ძალიან კარგი! ერთი კაცი კიდევ მიემატა დღეიდან მათ რიცხვს, ვინც სიცოცხლეს გასწირავს ჩემთვის. _ და უაღრესი ყურადღებით კვლავ ლაროშელის გაშლილ დიდ რუკას დაუწყო სინჯვა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, თავის სამუშაო მაგიდაზე ჰქონდა გადაფარებული. ხელში ფანქარი ეჭირა და ხაზებით ნიშნავდა ადგილებს, სადაც უნდა გაეკეთებინათ დიდმნიშვნელოვანი საგუბარი, რომ თვრამეტი თვის შემდეგ ნავსადგური დაეკეტათ ალყაშემორტყმული ქალაქისათვის. ღრმად ჩაფიქრებული და სტრატეგიული მოსაზრებებით გატაცებული დასცქეროდა რუკას, როდესაც კარი გაიღო და კაბინეტში როშფორი შევიდა. _ ჰა, რას იტყვით? _ წამოიძახა სიხარულით კარდინალმა და ისეთი სისწრაფით წამოხტა, რომ ცხადი იყო, ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევდა როშფორისადმი მინდობილ დავალებას. _ მართლაც, ერთ-ერთ იმ სახლში, რომელიც თქვენმა ყოვლადუწმინდესობამ დაასახელა, მდგარა ქალი, ასე, ოცდაექვს-ოცდარვა წლისა, და კაცი _ ოცდათხუთმეტორმოცი წლისა. მაგრამ ქალი წუხელ წასულა და კაცი _ დღეს დილას, _ უპასუხა როშფორმა. _ ისინი ყოფილან! _ შეჰყვირა კარდინალმა და საათს შეხედა, _ გვიან არის, დადევნება ამაო იქნება. ქალბატონი დე შევრეზი ტურში ბრძანდება, ბუკინგამი კი ბულონში, თუ დავეწევით, ისევ ლონდონში. _ რას მიბრძანებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ? _ რაც მოხდა, იმაზე კრინტი არ დასძრათ! სრულიად დამშვიდებული ბრძანდებოდეს დედოფალი, სრულიად უშიშრად, არამც და არამც არ გააგებინოთ, რომ ჩვენ ვიცით მისი საიდუმლოება. დაე, ფიქრობდეს, რომ რაღაც შეთქმულების გამოძიებას ვაწარმოებთ. დამიძახეთ კანცლერ სეგიეს. _ იმ კაცს რა უყავით, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ? _ ვინ კაცს? _ შეეკითხა კარდინალი. _ ბონასიეს. _ როგორც მინდოდა, ისე იქნება სწორედ. ჯაშუშად გვეყოლება, თავისივე ცოლს უთვალთვალებს. გრაფმა როშფორმა მდაბლად დაუკრა თავი იმის დასამტკიცებლად, რომ სწამდა და აღიარებდა თავისი მბრძანებლის უპირატესობას, და სეგიეს დასაძახებლად გავიდა. მარტო დარჩენილი კარდინალი ისევ სკამზე დაბრძანდა, პატარა წერილი დაწერა, დაბეჭდა თავისი პირადი ბეჭდით, და კვლავ ზარი დააწკარუნა. მეოთხედ შემოვიდა ოფიცერი. _ დამიძახეთ ვიტრეს! _ უბრძანა კარდინალმა, _ და აცნობეთ, წასასვლელად მოემზადოს. ცოტა ხნის შემდეგ კარდინალის წინ გამოიჭიმა გასამგზავრებლად გამზადებული დაბარებული კაცი, რომელსაც მაღალი წაღები ეცვა და დეზები ეკრა. _ ახლავე ლონდონში უნდა წახვიდეთ, ვიტრე! ძალიან სასწრაფოდ. გზაში ერთ წამს არსად დადგებით. ამ წერილს მილედის მიართმევთ. აი, ესეც ფულის მისაღები ბარათი. ჩემს მოლარესთან მიხვალთ და ორას პისტოლს მიიღებთ... მაგდენსავე მიიღებთ, თუ ექვსი დღის შემდეგ დაბრუნდებით და კარგად ამისრულებთ ამ დავალებას. ხმის ამოუღებლად, მადლობის უთქმელად, დაუკრა თავი შიკრიკმა. ჩამოართვა წერილი, ორასი პისტოლის ბარათი და სწრაფად გავიდა. აი, რა ეწერა წერილში: «მილედი, თქვენც დაესწარით პირველსავე ბალს, სადაც ჰერცოგი ბუკინგამი იქნება, კამზოლზე ალმასის თორმეტი ბურნუკი ექნება. მიუახლოვდით და ორი ჩამოსჭერით. დაუყოვნებლივ მაცნობეთ, როგორც კი ხელთ გექნებათ ეს ორი ბურნუკი». XV მართლმსაჯულება და მხედრობა მეორე დღეს, ამ ამბების შემდეგ, ათოსი კვლავ არსად ჩანდა. დ'არტანიანმა და პორთოსმა ეს ამბავი ბატონ დე ტრევილს მოახსენეს. რაც შეეხება არამისს, მან ხუთი დღის შვებულება აიღო და, როგორც ამბობდნენ, რუანში წავიდა ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად. ბატონი დე ტრევილი თავისი რაზმელების მამა იყო. ვინც უნდა ყოფილიყო, ყველაზე უკანასკნელი ან ნაკლებად ცნობილიც კი, რაკი მუშკეტერის ტანისამოსი ემოსა, დე ტრევილის დახმარებისა და შველის ისეთივე იმედი ჰქონდა, როგორიც თავისი ღვიძლი ძმისა. ბატონი დე ტრევილი მაშინვე წავიდა სისხლის სამართლის მთავარი მსაჯულის სანახავად და მისი დახმარებით მიაგნო ათოსის საპყრობილეს, _ ფორ-ლევეკის ციხეს. ათოსმაც გაიარა ყველა ის მძიმე განცდა, რომელიც საწყალ ბონასიეს თავგადასავალში ვუჩვენეთ მკითხველს. მკითხველი უკვე იცნობს ბონასიესა და ათოსის შეხვედრის სცენას. ათოსს იმ დღემდე არ ჰქონდა გამომჟღავნებული თავისი ვინაობა, ეშინოდა, დ'არტანიანი არ დაიჭირონ და საქმეც დაუმთავრებელი არ დარჩესო. მარტო იმ დღეს გამოაცხადა, რომ ის არ იყო ბატონი დ'არტანიანი. ამას ისიც დაუმატა, რომ არც ბატონ ბონასიეს იცნობდა, არც ქალბატონ ბონასიეს, რომ არც ერთი არასოდეს არ უნახავს და არც დალაპარაკებია. ღამის ათი საათი სრულდებოდა, როდესაც ის თავისი მეგობრის დ'არტანიანის სანახავად მისულიყო და მანამდე კი ბატონ დე ტრევილთან სადილად ყოფილიყო, რისთვისაც ოცი მოწმის დასახელება შეეძლო. დაასახელა კიდეც რამდენიმე ცნობილი პიროვნება, სხვათა შორის, ჰერცოგი დე ლა ტრემულიც. მეორე გამომძიებელიც, როგორც პირველი, განცვიფრებული დარჩა ამ მუშკეტერის უბრალო და მტკიცე განცხადებით. დიდი იმედი ჰქონდა, რომ ათოსზე მაინც ამოიყრიდა მხედრების ჯავრს, რომლებიც სიცოცხლეს უმწარებდნენ მართლმსაჯულების მოხელეებს. მაგრამ მოწმედ დასახელებული გვარი ტრევილისა და ტრემულისა ჩაფიქრებას და განსჯას მოითხოვდა. ათოსიც, ბონასიესავით, კარდინალთან გაგზავნეს, მაგრამ, საუბედუროდ, კარდინალი მეფესათნ ბრძანდებოდა ლუვრში. ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ბატონ დე ტრევილს სისხლის სამართლის მსაჯული და ფორ-ლევეკის საპატიმროს უფროსი ენახა, მაგრამ ათოსი ვერსად ეპოვა და ისიც მეფესთან წასულიყო. ბატონ დე ტრევილს, როგორც მუშკეტერების კაპიტანს, ყოველთვის შეეძლო მეფის სანახავად შესვლა, რა დროც უნდა ყოფილიყო. მკითხველმა უკვე იცის, როგორ ემდურებოდა მეფე დედოფალს, მით უფრო, რომ მეტად ცბიერად აგულიანებდა მეფეს კარდინალი, რომელიც ამგვარ ოინებში ქალებს უფრო ეჯიბრებოდა, ვიდრე კაცებს. მეფის უკმაყოფილების ერთი უმთავრესი მიზეზთაგანი იყო დედოფლის მეგობრობა ქალბატონ დე შევრეზთან. ეს ორი ქალი უფრო მეტად აწუხებდა მეფეს, ვიდრე ომი ესპანეთთან, მოურიგებლობა ინგლისთან და ფინანსური გაჭირვება. მეფე დარწმუნებული იყო, რომ ქალბატონი დე შევრეზი ეხმარებოდა დედოფალს არა მარტო პოლიტიკურ საქმეებში, არამედ მიჯნურობის კვანძებში და სამარცხვინო სიყვარულშიც. კარდინალის პირველივე სიტყვამ იმის შესახებ, რომ ქალბატონი დე შევრეზი, რომელიც ტურში გადასახლებული ეგულებოდათ, პარიზში ბრძანებულა მთელი ხუთი დღე და ამ ხნის განმავლობაში თვალი აუხვევია პოლიციისათვის, საშინელი ბრაზი მოჰგვარა მეფეს. ჟინიანსა და ვერაგ მეფეს მაინც სურდა, რომ მისთვის ლუდოვიკო სამართლიანი და ლუდოვიკო უბიწო ეწოდებინათ. კარდინალმა ისიც დაუმატა, რომ პარიზში ჩამოსვლის გარდა ქალბატონ დე შევრეზს მიწერ-მოწერა მოეწყო დედოფალთან იმ საიდუმლო საშუალებით, რომელსაც იმ დროს ჯადოქრობადა სთვლიდნენ. მოახსენა, რომ შეთქმულების კვანძს მიაგნო და მალე აღმოაჩენდა ამ შეთქმულების ნამდვილ დამნაშავეებს; მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც დედოფლის მიერ ქალბატონ დე შევრეზთან გაგზავნილი მოციქული უნდა ჩაეგდო ხელში... ერთმა მუშკეტერმა გაბედა მთავრობის წინააღმდეგობა და ხმალამოღებული დაერია მართლმსაჯულების ბრძანების პატიოსნად აღმასრულებელ მოხელეებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ, სრული მიუდგომლობით გამოეძიათ და განეხილათ ეს საქმე და შემდეგ მეფისათვის მოეხსენებინათ... აქ კი უკვე თავი ვეღარ შეიკავა ლუდოვიკო მეცამეტემ, წამოვარდა და დედოფლის ოთახისაკენ გადადგა ერთი ნაბიჯი იმ ფერმიხდილი და ჩამუნჯებული აღშფოთებით, რომელიც ისე დაიმორჩილებდა ხოლმე მეფეს, რომ უაღრეს ავკაცობასაც კი ჩაადენინებდა. უკვე განრისხებული იყო მეფე, ხოლო კარდინალს ჯერ არ ეხსენებინა ჰერცოგი ბუკინგამი. ამ დროს ბატონმა დე ტრევილმა კარი შეაღო და მეფესთან შევიდა. მეფის დაღვრემილი სახის დანახვამ და კარდინალის იქ ყოფნამ დაარწმუნა დე ტრევილი, რომ აქ რაღაც უნდა მომხდარიყო, და კაჟივით გამაგრდა. ლუდოვიკო მეცამეტეს უკვე ხელი დაედო კარის სახელურისათვის, გაღებას აპირებდა, მაგრამ დე ტრევილის ფეხის ნაბიჯების გაგონებაზე უკან მობრუნდა. _ სწორედ დროზე მოხვედით, ბატონო, _ უთხრა წყრომით დე ტრევილს მეფემ, _ ძალიან ამბები მესმის ჩემი მუშკეტერების რაინდობაზე... _ მეც ძალიან ამბები მინდა მოვახსენო თქვენს ყოვლადუდიდებულესობას მართლმსაჯულების მოხელეების რაინდობაზე. _ ვერა გამიგია რა! _ თქვა მედიდურად მეფემ. _ მაქვს პატივი მოვახსენო თქვენს ყოვლადუდიდებულესობას, _ განაგრძო დე ტრევილმა იმავე კილოთი, _ რომ ზოგიერთი გამომძიებელი და პოლიციის მოხელე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატივსაცემი ხალხია, როგორც ეტყობა, ვერ იტანს სამხედრო პირებს. იმდენად გათავხედდნენ, რომ გაბედეს ერთ ოჯახში ჩემი მუშკეტერის დაპატიმრება. ხალხით სავსე ქუჩაში გაატარეს, როგორც ტუსაღი და ფორ-ლევეკის ციხეში ჩააგდეს რაღაც ბრძანებით, რომელიც ვთხოვე და არ მაჩვენეს. დიახ, ციხეში ჩააგდეს ერთი ჩემი მუშკეტერი, უკეთ რომ ვთქვათ, ერთი თქვენი მუშკეტერი, უმწიკვლო ყოფაქცევის კაცი, სახელგანთქმული თავისი პატიოსნებით, რომელსაც ასევე პატიოსან კაცად იცნობს თქვენი ყოვლადუდიდებულესობა, _ბატონი ათოსი. _ ათოსი, _ გაიმეორა მეფემ უნებურად, _ დიახ, მართალია, მე ვიცნობ ათოსს. _ იქნება კეთილი ინებოთ და გაიხსენოთ, თქვენო ყოვლადუდიდებულესობავ, _ განაგრძო ბატონმა დე ტრევილმა, _ ის მუშკეტერი გახლავთ ათოსი, რომელმაც თქვენთვის ცნობილ სამწუხარო დუელში ასე მძიმედ დასჭრა ბატონი კაუზაკი... მართლა, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, _ მიმართა დე ტრევილმა კარდინალს, _ ხომ მთლად განიკურნა ბატონი კაუზაკი? _ დიახ, გმადლობთ, _ მიუგო გაბრაზებულმა კარდინალმა და ტუჩზე იკბინა. _ ბატონი ათოსი ერთი თავისი მეგობრის სანახავად მისულა, მაგრამ ის მეგობარი შინ არ დახვედრია, _ განაგრძო დე ტრევილმა, _ ბეარნელი გახლავთ, ყმაწვილი ბიჭი, ბატონ დე ზესარის რაზმელი. ის იყო, შევიდა თურმე თავისი მეგობრის ოთახში და ჯერ წიგნიც კი არ აეღო, რათა კითხვით გაეტარებინა დრო მეგობრის მოსვლამდე, რომ უცებ ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს სახლს და კარი შეამტვრიეს... კარდინალმა ანიშნა მეფეს, ეს იმ საქმის გამო, რომელსაც მე მოგახსენებდითო. _ ვიცით, ბატონო ვიცით, _ უპასუხა მეფემ, _ ჩვენს სასიკეთოდ წარმოებდა ეგ ყველაფერი. _ მაშ, ჩემი უდანაშაულო მუშკეტერის დაჭერაც თქვენს საკეთილდღეოდ იქნებოდა? _ უპასუხა დე ტრევილმა. _ სრულიად უდანაშაულო მუშკეტერი მკვლელივით ჩააყენეს ორ კაცს შუა და თავხედ ბრბოში გაატარეს, ადამიანი, რომელსაც ათჯერ მაინც დაუნთხევია თავისი სისხლი თქვენი უდიდებულესობის საკეთილდღეოდ და კვლავაც ყოველთვის მზად იქნება ასევე თავგანწირვით ემსახუროს თავის მეფეს. _ როგორ? _ წამოიძახა დაბნეულად მეფემ, _ ნუთუ ასე იყო საქმე? _ ბატონ დე ტრევილს ის არ მოუხსენებია, მეფეო, _ დაიწყო კარდინალმა უაღრესად გულგრილი ხმით, _ რომ ის უდანაშაულო მუშკეტერი, ის პატიოსნებით აღსავსე ვაჟბატონი, შეპყრობამდე ერთი საათით ადრე ხმლით დაერია ოთხ ჩემ მიერ გაგზავნილ მოხელეს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ, გამოეძიათ ერთი მეტად დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმე. _ მაგის დამტკიცება დასჭირდება თქვენს ყოვლადუწმინდესობას, _ მიმართა დე ტრევილმა გასკონური გულწრფელობით და მხედრული დაურიდებლობით, _ რადგანაც ერთი საათით ადრე, მანამ თავის მეგობართან მივიდოდა, ბატონი ათოსი ჩემთან გახლდათ სადილად. სადილის შემდეგაც ჩემთან დარჩა ჰერცოგ დე ლა ტრემულთან და გრაფ დე შალესთან ბაასით გართული, და ათის ნახევრამდე შერჩა. მეფემ კარდინალს გადახედა. _ ნამდვილს ოქმი გვეტყვის, _ თქვა კარდინალმა ხმამაღლა, იმ შეკითხვის პასუხად, რომელიც მეფემ თვალებით დაუსვა. _ დაზარალებულმა მოხელეებმა შეადგინეს ეს ოქმი, აი, ინებეთ, თქვენო ყოვლადუდიდებულესობავ. _ ნუთუ მართლმსაჯულების მოხელეების მიერ შედეგნილი ოქმი დასაჯერებელი გახლავთ, და მხედრის პატიოსანი სიტყვა კი არა? _ უპასუხა ამაყად დე ტრევილმა. _ კარგით, კარგით, ტრევილ, გაჩუმდით, _ უთხრა მეფემ. _ თუ თქვენს ყოვლადუწმინდესობას ეჭვი აქვს ჩემს რომელიმე მუშკეტერზე, _ მაინც არ დაიშალა დე ტრევილმა, _ საკმაოდ ცნობილი გახლავთ სამართლიანობა ბატონ კარდინალისა და ამიტომ მე თვითონ ვთხოვ გამოძიებას. _ იმ სახლში, რომელშიც გამოსაძიებლად მივიდნენ მართლმსაჯულების მოხელეები, _ განაგრძო ისევ გულცივად კარდინალმა, _ ერთი ბეარნელი ცხოვრობს, მგონი, მუშკეტერების მეგობარი უნდა იყოს. _ დ'არტანიანს ბრძანებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ? _ მე იმ ყმაწვილ კაცს მოგახსენებთ, რომელსაც თქვენ ძალიან სწყალობთ, ბატონო დე ტრევილ. _ დიახ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, სრული სიმართლეა. _ როგორ გგონიათ, იქნება იმ ყმაწვილმა კაცმა ურჩია ავი? _ ვის? ათოსს? რომელიც ერთიორად უფრო ხნიერია? _ შეაწყვეტინა დე ტრევილმა, _ არა, ბატონო, არა, და ეგეც რომ არ იყოს, ბატონმა დ'არტანიანმაც ჩემთან გაატარა ის საღამო. _ მანაც თქვენთან? _ იუცხოვა კარდინალმა, _ მაშ, სულ თქვენთან ყოფილა იმ საღამოს მთელი ქვეყანა! _ ნუთუ ჩემი სიტყვა საეჭვოდ მიაჩნია თქვენს უწმინდესობას? _ უთხრა სიბრაზით აწითლებულმა დე ტრევილმა. _ ოჰ ღმერთმა დამიფაროს! _ მიუგო კარდინალმა, _ ოღონდ, ეს მითხარით, რომელ საათზე იყო დ'არტანიანი თქვენთან? _ შემიძლია სრული სიზუსტით მოგახსენოთ, რადგან ჩემთან რომ შემოვიდა, საათს შევხედე და ვნახე, რომ ათის ნახევარი იყო, თუმცა მე დაგვიანებულად მეჩვენა. _ როდის გავიდა თქვენი სასახლიდან? _ თერთმეტის ნახევარზე, თქვენი ოქმის შედგენიდან ერთი საათის შემდეგ. _ კარგი, მაგრამ... _ მიუგო კარდინალმა, რომელსაც ეჭვშეუხებლად მიაჩნდა დე ტრევილის სიმართლე და გრძნობდა, რომ ხელიდან უსხლტებოდა გამარჯვება, _ კარგი, მაგრამ ათოსი ხომ იქ დაიჭირეს, სწორედ მესაფლავეების ქუჩაზე, დ'არტანიანთან. _ განა აკრძალული გახლავთ მეგობართან მისვლა? განა აკრძალული გახლავთ ჩემი რაზმის მუშკეტერისთვის ძმური განწყობილება დე ზესარის რაზმელთან? _ დიახ, რადგანაც საეჭვოა ის სახლი, რომელშიც ცხოვრობს მისი მეგობარი. _ საეჭვო არის ის სახლი, ტრევილ, _ უთხრა მეფემ, _ იქნება თქვენ არც კი იცოდით? _ დიახ, მეფეო, არ ვიცოდი, თუ ის სახლი საეჭვო იყო, მაგრამ შეიძლება საეჭვო არ იყოს ის ბინა, რომელიც დ'არტანიანს უჭირავს, რადგან გაბედვით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ქვეყნად არ უნდა მოიპოვებოდეს მისებრ ერთგული, თაგანწირული მსახური თქვენი ყოვლადუდიდებულესობისა და ღრმად თაყვანისმცემელი ბატონ კარდინალისა. _ ეს ის დ'არტანიანია, ჟუსაკი რომ დაჭრა ამას წინათ იმ უბედურ შეტაკებაში, კარმელისტების მონასტრის კედლებთან? _ ჰკითხა მეფემ და თან კარდინალს გადახედა, რომელსაც სახეზე სიბრაზის ალი მოედო. _ მეორე დღეს კი _ ბერნაჟუ! დიახ, მეფეო, დიახ, სწორედ ის გახლავთ. ბრწყინვალე მეხსიერება აქვს თქვენს ყოვლადუდიდებულესობას. _ ახლა რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? _ იკითხა მეფემ. _ ეს უფრო თქვენი საქმე გახლავთ, მეფეო, ვიდრე ჩემი, _ მიუგო კარდინალმა. _ მე ვამტკიცებ დანაშაულს. _ მე უარვყოფ, _ მიუგო დე ტრევილმა, _ მის ყოვლადუდიდებულესობას ჰყავს მსაჯულები, დე, მსაჯულებმა გაარჩიონ საქმე. _ ძალიან კარგი, _ მოუწონა მეფემ, _ მსაჯულებს გადავცეთ საქმე, მათი ხელობაა გამოძიება და გამოიძიონ! _ გამოიძიონ! _ თქვა დე ტრევილმა _ მაგრამ, მართლა სამწუხაროა, რომ უბედური დრო დაგვიდგა. წმინდანივით უმწიკვლო, სათნოებით აღსავსე ადამიანი, მაინც უზრუნველყოფილი არ არის შეურაცხყოფისა და დევნისაგან. უნდა მოგახსენოთ, რომ ძალიან დაგვემდურება ჩვენი მხედრობა, მე ამას ვერ დაგიმალავთ, თუ პოლიციის საქმის გამო, თქვენი რისხვისა და სასჯელის საგნად გახდით. სიფრთხილე აკლდა ამ სიტყვას, მაგრამ თავისი განზრახვა ჰქონდა დე ტრევილს, _ აფეთქების გამოწვევა უნდოდა, რადგან ნაღმი ქმნის ცეცხლს, ცეცხლი კი _ სინათლეს. _ პოლიციის საქმის გამოო? _ შეჰყვირა მეფემ, რომელსაც გულში მოხვედროდა დე ტრევილის სიტყვა, _ პოლიციის საქმის გამო? მერე, თქვენ იცით რაიმე, ბატონო, მაგ საქმისა? თქვენ თქვენს მუშკეტრებს მოუარეთ და გულს ნუ მიწუხებთ. თქვენ რომ ყური გიგდოთ კაცმა, ერთი მუშკეტერის პოლიციაში დაჭერით მთელი საფრანგეთი საფრთხეში ჩავარდება. ამდენი დავიდარაბა ერთი მუშკეტერის გამო? მე კიდევ ათს დავაჭერინებ, დალახვროს ღმერთმა! ასს, მთელ რაზმს! და ხმის ამოღებაც არავინ გაბედოს. _ რაკი თქვენი ყოვლადუდიდებულესობაც ეჭვის თვალით უყურებს მუშკეტერებს, მაშ, დამნაშავენი ყოფილან ჩემი რაზმელები და ამიტომ, ნება მიბოძეთ, მეფეო, თქვენ ჩაგაბაროთ ჩემი ხმალი. ეჭვი არ არის, ჯერ ჩემს რაზმელებს დასდო ბრალი ბატონმა კარდინალმა, ხოლო შემდეგ მე დამდებს ბრალს. ის მირჩევნია, მე თვითონ ჩავჯდე ციხეში ათოსთან და დ'არტანიანთან ერთად, რომელსაც, უეჭველია, დღეს-ხვალ დააპატიმრებენ... _ მოახსენა დე ტრევილმა. _ ჰაა, გაათავებთ თუ არა, გასკონელო კერპო? _ მიმართა მეფემ. _ მეფეო, _ უპასუხა იმავე გაბედულებით დე ტრევილმა, _ უბრძანეთ, დამიბრუნონ ჩემი მუშკეტერი, თუ არა და, სამართალში მისცენ. _ სამართალს გადაეცემა, _ უთხრა კარდინალმა, _ მაშ, ასე? მით უკეთესი, რაკი ასე დატრიალდა საქმე, მე ვთხოვ თქვენს ყოვლადუდიდებულესობას, ნება მიბოძოთ, რომ მე თვითონ ვიცავდე ჩემს მუშკეტერს. მეფეს საუბრის გამწვავებისა შეეშინდა. _ რომ მის ყოვლადუწმინდესობას არ ჰქონდეს საწინააღმდეგო... _ თქვა მეფემ. მიხვდა კარდინალი, რის თქმა სურდა მეფეს, და თვითონ მოახსენა: _ უკაცრავად, მეფეო, მაგრამ თუ თქვენს ყოვლადუდიდებულესობას ეჭვი ეპარება, რომ შეიძლება მე პირადი ინტერესი მქონდეს რაიმე, მაშინ მონაწილეობას არ მივიღებ მაგ საქმეში. _ ეს მითხარით, _ მიმართა მეფემ დე ტრევილს, _ შემომფიცავთ მამაჩემის სახელს, რომ ათოსი თქვენთან იყო იმ დროს, როდესაც ეს ამბავი მოხდა და არავითარი მონაწილეობა არ მიუღია? _ ვფიცავ განსვენებული მამითქვენის დიდებულ სახელს! ვფიცავ თქვენს სიცოცხლეს, რადგან თქვენ ბრძანდებით ამქვეყნად ერთადერთი ჩემი სიყვარული და სათაყვანებელი, რომ ათოსი იმ დროს ჩემთან გახლდათ და ვერავითარ მონაწილეობას ვერ მიიღებდა. _ დაუფიქრდით, მეფეო, _ მიმართა კარდინალმა, _ ასე რომ გავათავისუფლოთ პატიმარი, ვერასოდეს ვერ მივაგნებთ ჭეშმარიტებას. _ დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, ბატონო კარდინალო, ათოსი არსად გაიპარება, _ მიუგო დე ტრევილმა, _ აქ იქნება და ყოველთვის შესაძლებს გამოცხადდეს მართლმსაჯულებასთან, რათა პასუხი გასცეს მათ კითხვას. მე მიგულეთ ამის თავდებად. _ მართლაც, სად ეშმაკებში გაიპარება? _ დაეთანხმა მეფე, _ ყოველთვის ვიპოვით, როცა კი დაიბარებთ, როგორც ბატონმა დე ტრევილმა მოგახსენათ და, გარდა ამისა, _ დაუმატა მეფემ ხმის დაშვებით და თან ვედრების თვალით შეჰყურებდა კარდინალს, _ დავამშვიდოთ საწყლები: ეს უფრო შესაფერი იქნება ჩვენი პოლიტიკისათვის. ამ სიტყვებმა გააცინა ბატონი რიშელიე. _ უბრძანეთ, მეფეო, თქვენ გაქვთ უფლება პატიებისა. _ პატიება სჭირდება მხოლოდ დამნაშავეს, _ მოახსენა დე ტრევილმა, რომელსაც უნდოდა, საბოლოო სიტყვა მისი ყოფილიყო. _ ჩემი მუშკეტერი კი უდანაშაულო გახლავთ. ეს პატიება კი არა, შებღალული სამართლიანობის აღდგენა იქნება. _ ფორ-ლევეკშია დაპატიმრებული? _ ჰკითხა მეფემ. _ დიახ, მეფეო, და ისიც _ საიდუმლო საკანში, თითქოს საშინელი რამ ჩაედინოს. _ აი, დაწყევლა! _ ბუზღუნებდა მეფე, _ მოდი შენა და... _ ბრძანება განთავისუფლებისა, მეფეო, და გათავდება საქმე, _ გაუადვილა კარდინალმა. _ მე ისევე, როგორც თქვენ, ვფიქრობ, რომ საკმარისზე მეტია ბატონ დე ტრევილის თავდებობა. დიდი პატივისცემით დაუკრა თავი დე ტრევილმა, იგი სიხარულმა შეიპყრო, თუმცა მაინც ღელავდა, რადგან გრძნობდა, რომ კარდინალის მხრივ ჯიუტი წინააღმდეგობა ემჯობინებოდა ამ მოულოდნელ დათმობას. მეფემ ხელი მოაწერა ათოსის განთავისუფლების ბრძანებას და დე ტრევილიც გამოეთხოვა. იმ წამს, როდესაც კარის გაღებას აპირებდა, მეგობრულად გაუცინა კარდინალმა და მეფეს უთხრა: _ სრული თანხმობა სუფევს თქვენი მუშკეტერების რაზმების უფროსსა და რაზმელებს შორის, მეფეო. სამსახურისთვისაც სასარგებლო გახლავთ ეს თანხმობა და ყველასათვისაც პატივსაცემი. «საშინლად გადამიხდის ამ გამარჯვებას და ძალიან ჩქარაც, _ ამბობდა დე ტრევილი, _ უკანასკნელ სიტყვას თავის დღეში არავის დაანებებს ჩვენი კარდინალი. უნდა ავჩქარდე, რადგან მეფემ შეიძლება ასევე უცბად შეიცვალოს აზრი. ბოლოს და ბოლოს, ბასტილიის ან ფორ-ლევეკის ციხეში ხელახლა ჩასმა გამოშვებული კაცისა უფრო ძნელი იქნება, ვიდრე იქ დამწყვდეულის იქვე დატოვება». გამარჯვებულის ზეიმით შევიდა დე ტრევილი ფორ-ლევეკის ციხეში და გაათავისუფლებინა მუშკეტერი, რომელსაც საპატიმროშიც კი არ მოშორებოდა თავისი დაუდევრობა. დ'არტანიანის ნახვისთანავე დე ტრევილმა იგი გააფრთხილა: _ ძალიან გადარჩით ამ საქმეს. ხედავთ, რა სამაგიერო გაგიმზადეს ჟუსაკის დაჭრისათვის?! ახლა ბერნაჟუს დაჭრისთვის ელოდეთ სამაგიეროს. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გიმუხთლონ. მართალი იყო დე ტრევილი კარდინალისადმი ასეთი უნდობლობის გამოჩენაში. ფიქრობდა, რომ საქმე ჯერ გათავებული არ იყო. როგორც კი გავიდა მუშკეტერების კაპიტანი და კარი გაიხურა, კარდინალი მეფესთან მივიდა და მოახსენა: _ ახლა, როდესაც ორნი მარტო დავრჩით, მოდით, თუ თქვენი ყოვლადუდიდებულესობის ნებაც იქნება, დარბაისლურად მოვილაპარაკოთ ჩვენს საქმეზე... მეფეო, ბუკინგამი პარიზში გახლდათ ხუთი დღე და მხოლოდ დღეს დილით წავიდა. აქ მოთხრობილია, თუ როგორ ამაოდ ეძებდა ზარს კანცლერი სეგიე, რათა წინანდებურად დაერეკა შეუძლებელია იმ შთაბეჭდილების წარმოდგენა, რომელიც ლუდოვიკო მეცამეტეზე ამ რამდენიმე სიტყვამ მოახდინა. სისხლი თავში აუვარდა, მერე გაყვითლდა, კარდინალმა მაშინვე იგრძნო, რომ ერთი ხელისმოქნევით დაიბრუნა, რაც საბოლოოდ დაკარგულად მიაჩნდა. _ ბუკინგამი პარიზში? _ შეჰყვირა მეფემ, _ მერე, რა უნდოდა? რისთვის მობრძანდებოდა? _ ნუთუ არ იცით? თქვენს მტრებთან _ ჰუგენოტებთან და ესპანელებთან უნდოდა შეთანხმება. _ არა, ღმერთსა ვფიცავ, არა! ჩემი შერცხვენა უნდათ და ამისათვის შეთქმულებას აწყობენ ქალბატონ დე შევრეზთან, ქალბატონ დე ლონგვილთან და კონდეებთან! _ ოჰ, მეფეო, რას არ წარმოიდგენთ! მეტისმეტად კეთილგონიერია დედოფალი და ძალიანაც უყვარს თქვენი ყოვლადუდიდებულესობა. _ სუსტი ქმნილებაა ქალი, ბატონო კარდინალო, _ მიუგო მეფემ, _ რაც შეეხება სიყვარულს, მე ჩემი აზრი მაქვს ამის შესახებ. _ მიუხედავად მაგისა, მე მაინც ვამტკიცებ, რომ ბუკინგამი პოლიტიკური განზრახვით იყო პარიზში, _ თქვა კარდინალმა. _ მე კი დარწმუნებული გახლავართ, რომ სულ სხვა განზრახვა ჰქონდა, ბატონო კარდინალო. მაგრამ, თუ დააშავა რამე დედოფალმა, ვაი მისი ბრალი! _ აჰ, მართლა, _ დაიწყო კარდინალმა, _ თუმცა ჭირივით მეზიზღება მაგგვარ ღალატზე ჩემი ფიქრის შეჩერება, მაგრამ თქვენმა ყოვლადუდიდებულესობამ მომაგონა ერთი გარემოება: თქვენი ბრძანების თანახმად, ქალბატონი დე ლანუა დავკითხე რამდენჯერმე. ამ დილას მითხრა, რომ გუშინწინ ღამე ძალიან გვიან დაიძინა დედოფალმა. დღეს დილით ბევრი იტირა და მთელი დღე რაღაცას წერდაო. _ აკი ვთქვი! _ წამოიძახა მეფემ, _ მას სწერდა, რაღა თქმა უნდა. კარდინალო, დედოფლის ნაწერი მინდა! _ მერე, როგორ გამოვართვათ, მეფეო? მე მგონია, რომ ვერც თქვენ იკისრებთ და ვერც მე ამგვარი დავალების ასრულებას. _ მარშალ დ'ანკრის ცოლს როგორ გამოართვეს წერილები? _ შეჰყვირა მეფემ საშინელი გაბრაზებით, _ გაჩხრიკეს მისი განჯინები და ბოლოს თვითონ ის ქალბატონიც. _ მარშალ დ'ანკრის ცოლი მარშალ დ'ანკრის ცოლი გახლავთ და სხვა არაფერი, ვიღაც ბედის მაძიებელი ფლორენციელი. თქვენი ყოვლადუდიდებულესობის მეუღლე კი საფრანგეთის დედოფალია, ესპანეთის მეფის ასული, მაშასადამე, დედოფალთა შორის უაღრესად დიდებული. _ მით უფრო არ ეპატიება დანაშაული! რამდენადაც მეტად დაივიწყა მაღალი მდგომარეობა, რომელიც ბედმა არგუნა, იმდენად მეტად დაეშვა. დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს, საბოლოოდ მოვსპო პოლიტიკისა და სიყვარულის ყველა ეს პატარა ხრიკები... ვიღაც დე ლა პორტი ჰყავს დედოფალს... _ რამდენადაც მე ვიცი, სწორედ ისაა უმთავრესი ზამბარა ამ ხრიკებისა _ მოახსენა კარდინალმა. _ მაშ, თქვენც ჩემსავით ფიქრობთ? მღალატობს დედოფალი? _ ჰკითხა მეფემ. _ მე ვფიქრობ და კვლავ მოვახსენებ თქვენ ყოვლადუდიდებულესობას, რომ დედოფალი რაღაც შეთქმულებას უმზადებს თავის მეფეს. მაგრამ ის კი არ მითქვამს, თითქოს თავისი სახელის შერცხვენას აპირებდეს. _ მე კი გადაჭრით გეუბნებით! გეუბნებით, რომ მე დედოფალს არ ვუყვარვარ, გეუბნებით, რომ სხვა უყვარს, გეუბნებით, რომ ის უყვარს, ის შერცხვენილი ბუკინგამი! რატომ არ დააჭერინეთ, მანამ პარიზში იყო? _ როგორ დავაჭერინებდი ჰერცოგს? ინგლისის მეფის მთავარ მინისტრს? რას ბრძანებთ მაგას? ხომ შევრცხვით მთელ ქვეყანაზე! ერთიც ვნახოთ, მართლა საფუძვლიანი გამოდგეს თქვენი ეჭვები, რაც მე დღესაც შეუძლებლად მიმაჩნია. მთელ ქვეყანას მოედება ჩვენი სირცხვილი. _ თუკი ისე იქცევა, როგორც მაწანწალა, როგორც ყაჩაღი? უნდა... თვითონვე შეწყვიტა თავისი სიტყვა ლუდოვიკო მეცამეტემ, იმით შეშინებულმა, რის თქმაც ვერ გაბედა. კარდინალს კი წაეგრძელებინა კისერი და მოუთმენლად ელოდა მეფის ბაგეებზე შემშრალ სიტყვას, მაგრამ ამაოდ. _ რა უნდა გვექნა? _ არაფერი, _ უპასუხა მეფემ, _ არაფერი. ეს მიბრძანეთ, თვალყური გეჭირათ, რაც ხანი პარიზში იყო? ხომ არსად აგცდენიათ? _ არა, მეფეო. _ ბინა სად ჰქონდა? _ ლა ჰარპის ქუჩა ¹75-ში. _ ეგ სად არის? _ ლუქსემბურგის მხარეს. _ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ერთმანეთი არ უნახავთ მას და დედოფალს? _ დარწმუნებული გახლავართ, მეფეო, რომ დედოფალი წმინდად ასრულებს თავის მოვალეობას. _ დიახ, მაგრამ მიმოწერა კი ჰქონდათ! ვის სწერდა დღეს დედოფალი, თუ არა იმას? კარდინალო, ის წერილი უნდა მაჩვენოთ. _ მოგახსენეთ, მეფეო... _ რადაც უნდა დაგვიჯდეს, წერილი მინდა! _ უნდა მოგახსენოთ, რომ... _ მაშ, თქვენც მღალატობთ, ბატონო კარდინალო, ყოველთვის ასე რომ ეწინააღმდეგებით ჩემს სურვილს? იქნება თქვენც მიგიმხრეს ესპანელებმა და ინგლისელებმა, ქალბატონ დე შევრეზთან და დედოფალთან ერთად? _ მეფეო, მე კი მეგონა, რომ დაცული გახლდით მაგგვარი ეჭვიანობისაგან, _ უპასუხა ამოოხვრით კარდინალმა. _ ბატონო კარდინალო, ხომ მოისმინეთ ჩემი ნათქვამი? მე უნდა ვნახო ის წერილი. _ ერთადერთი საშუალება გახლავთ... _ რა საშუალება? _ მართლმსაჯულების კანცლერს, ბატონ სეგიეს დავავალოთ მაგის ასრულება. ეს საქმე სწორედ მისი მოვალეობის ფარგლებშია. _ უბრძანეთ, ახლავე დაიბარონ. _ ჩემთან უნდა გახლდეს, მეფეო, ვთხოვე, ჩემკენ გამოევლო, და თქვენთან მოსვლის გამო, ბრძანება დავტოვე, დამიცადოს. _ მაშ, ახლავე აქ მოიყვანონ. _ ასრულებული იქნება ბრძანება თქვენი ყოვლადუდიდებულესობისა, მაგრამ... _ მაგრამ რა? _ მაგრამ, შეიძლება, დედოფალმა არ ინებოს დამორჩილება. _ არ ინებოს ჩემი ბრძანების დამორჩილება? _ დიახ, არ დაიჯერებს, რომ მეფის ბრძანებაა. _ მაშ, ეჭვიც რომ არა ჰქონდეს რა, ახლავე წავალ და მე თვითონვე შევატყობინებ. _ იმედი მაქვს, არ დაივიწყებს თქვენი ყოვლადუდიდებულესობა, რომ მე გავაკეთე ყველაფერი განხეთქილების თავიდან ასაცილებლად. _ დიახ, ბატონო, ვიცი, მეტად შემწყნარებელი ბრძანდებით დედოფლისა, იქნება მეტისმეტად შემწყნარებელიც. მაგრამ გაფრთხილებთ, ამაზე ჩვენ შემდეგში გვექნება ბაასი. _ როდესაც კეთილინებებს თქვენი ყოვლადუდიდებულესობა. ოღონდ, მე ყოველთვის ბედნიერი ვიქნები და ამაყი, თუ მოვახერხე და ვეღირსე თქვენს და საფრანგეთის დედოფლის კეთილგანწყობილებას. _ კარგი, კარდინალო, კარგი! მანამდე კი გაგზავნეთ ვინმე მართლმსაჯულების კანცლერის მოსაყვანად, მე დედოფალთან შევალ. ოთახიდან გავიდა ლუდოვიკო მეცამეტე და დედოფლის ოთახისკენ მიმავალი დერეფნის კარი შეაღო. დედოფალს გარს ეხვია თავისი ამალა, ქალბატონი დე გიტო, ქალბატონი დე საბლე, ქალბატონი დე მონბაზონი და ქალბატონი დე გემენე. ერთ კუთხეში მიკუნჭულიყო ესპანელი დონა ესტეფანია, რომელიც დედოფალს მადრიდიდან გამოჰყვა. ქალბატონი დე გემენე წიგნს კითხულობდა და ყველანი ყურადღებით ისმენდნენ, გარდა დედოფლისა, რომელსაც, პირიქით, იმ განზრახვით მოეწყო ეს კითხვა, რომ შესძლებოდა, მთელი თავისი არსებით ფიქრებს მისცემოდა. დედოფლის ფიქრებს ოქრო მოჰფენოდა სიყვარულის უკანასკნელი ტკბილი ათინათით, მაგრამ მაინც მწარე იყო და დასაღონებელი. დედოფლისადმი ნდობა დაჰკარგოდა მის ქმარს, შეძულებული ჰყავდა კარდინალს, რომელიც ყველგან უთვალთვალებდა, ვერ მოენელებინა, რომ დედოფალმა უარყო მისი, ვითომ უფრო ტკბილი სიყვარული და თავისი დედამთილის, მარიამ მედიჩის მაგალითს მიჰბაძა. დევნილი იყო დედოფალი და ხედავდა, როგორ უღუპავდნენ მისთვის თავდადებულ, ერთგულ მსახურებს, ნდობით აღჭურვილ გულითად მეგობრებს, მის საყვარელ მხევლებს. უბედურ ბოროტსვიანს ჰგავდა დედოფალი; უბედურებით ავსებდა, რასაც კი ხელს შეახებდა. კარგი თვალით რომ გადახედავდა ვინმეს, ვინც უნდა ყოფილიყო, იგი უსათუოდ კარდინალის მსხვერპლი გახდებოდა. ქალბატონი დე შევრეზი და ქალბატონი დე ვერნე განდევნილ იყვნენ პარიზიდან, დე ლა პორტიც არ უმალავდა თავის მფარველს, რომ დღე-დღეზე მოელოდა დაპატიმრებას. სწორედ ამ სევდიან ფიქრებს მისცემოდა დედოფალი, როდესაც მეფემ მისი დარბაზის კარი შეაღო და შევიდა. მაშინვე შეწყდა წიგნის კითხვა, ფეხზე წამოდგნენ ქალები. დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მეფე არავის მისალმებია, ისე შევიდა დარბაზში. პირდაპირ მივიდა დედოფალთან, წინ გამოეჭიმა და შეცვლილი ხმით უთხრა: _ თქვენ გეახლებათ, ქალბატონო, მართლმსაჯულების კანცლერი და ის გაგაცნობთ ჩემს დავალებას. უბედური დედოფალი, რომელსაც მუდამ გაყრით, განდევნით და სამართალში მიცემითაც კი ემუქრებოდნენ, გაფითრდა, თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა: _ რა საჭიროა კანცლერის გამოგზავნა? რა უნდა მითხრას კანცლერმა ისეთი, რომ თქვენ თვითონ არ შეგეძლოთ თქმა? მეფემ პასუხი არ აღირსა, ქუსლებზე შემოტრიალდა და კარისკენ გაბრუნდა. თითქმის მაშინვე შევიდა დამცველი რაზმის კაპიტანი ბატონი დე გიტო და დედოფალს კანცლერის მოსვლა მოახსენა. კანცლერს დარბაზში მეფე არ დახვდა; მისი ყოვლადუდიდებულესობა სხვა კარით გავიდა. კანცლერი დარბაზში შევიდა სახეაწითლებული, ნაძალადევი ღიმილით. ამ კაცს ჩვენ კიდევ შევხვდებით ამ ისტორიაში და ამიტომ, ვფიქრობთ, ცუდი არ იქნება, მკითხველმა ახლავე ინებოს მისი გაცნობა. ძალიან მოქნილი კაცი იყო ეს კანცლერი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვარმა დე როშ ლე-მალმა, კარდინალის ყოფილმა მსახურმა, ურჩია მის ყოვლადუწმინდესობას ბატონ სეგიეს სამსახურში მიღება, როგორც სანდო და მოხერხებული პიროვნებისა. კარდინალმა მიიღო და მეტისმეტი კმაყოფილიც დარჩა მისი სამსახურით. ცუდი ხმები დადიოდა ბატონ სეგიეს შესახებ. აი, სხვათა შორის, ერთი: მუდმივ ქეიფში გაეტარებინა ყმაწვილკაცობა და შემდეგ მონასტერში შესულიყო სიყმაწვილის ცოდვების მოსანანიებლად. მაგრამ საწყალმა ცოდვილმა ამ წმინდა სახლში შესვლით ვერ მოახერხა სწრაფად მოეკეტა მონასტრის კარები, რომ შიგ არ შესულიყვნენ ის ვნებანი, რომლებსაც მონასტერში ემალებოდა. თავს არ ანებებდნენ ცოდვით სავსე სულის წამწყმედნი და მანაც გულწრფელად მოახსენა მონასტრის წინამძღვარს თავისი გაჭირვება. წინამძღვარმა მოისურვა, შეძლებისდაგვარად, განეშორებინა მორჩილისაგან ავი, და ურჩია: როგორც კი იგრძნო მაცდურის მოახლოება, მაშინვე ზარის თოკს მივარდი და მაგრად დარეკეო. ამ ხმის გაგონებაზე ბერები მიხვდებიან, რომ მავნე სული მისდგომია ერთ ძმათაგანს და მაშინვე ლოცვას დაიწყებს მთელი მონასტერიო. ეს რჩევა ძალიან მოეწონა მომავალ კანცლერს და ახლა წმინდა ბერების ლოცვითა და ვედრებით შეებრძოლა ავსულებს. მაგრამ არც ასე ადვილად თმობს მავნე სული ადგილს, სადაც უკვე შეუყვანია თავისი მეციხოვნე ჯარი. მონასტერი რომ ზარის რეკვას ახშირებდა წმინდა ბერების წარმწყმედი მაცდურის განსადევნად, მაცდურიც უფრო და უფრო აძლიერებდა ცდუნებას. ისე რომ, დღედაღამ შეუწყვეტლივ რეკავდა ზარი სრული ხმოვანებით და აუწყებდა ქვეყანას დაუცხრომელ სურვილს ერთი ცოდვილისას, რომელიც ცოდვათა განშორებას ცდილობდა. ერთი წამი აღარ რჩებოდათ ბერებს დასასვენებლად. ისე გადიოდა მთელი დღე, რომ მონასტრის კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის გარდა სხვას ვეღარას აკეთებდნენ. გარდა ღამისა და ცისკრის ლოცვისა, იძულებულნი იყვნენ, ოცჯერ მაინც წამომხტარიყვნენ საწოლიდან, მუხლი მოეყარათ თავიანთი სავანის ფილაქანზე და ვედრებით ეთხოვათ ყოვლადშემძლებლის დახმარება. გამოურკვეველი დარჩა, დამარცხდა ამ ბრძოლაში მაცდური თუ დაიღალნენ ბერები და მოაშლევინეს ზარის რეკვა. ასეა თუ ისე, სამი თვის შემდეგ ბატონი სეგიე მონასტრიდან გამოვიდა, ისევ საზოგადოებაში გაერია და თან მიიტანა ისეთი მძვინვარე კაცის სახელი, რომლის დარი ჯერ ქვეყანაზე არ ყოფილა. მონასტრიდან გამოსვლის შემდეგ სასამრთლოში შევიდა მოხელედ და კარდინალის პარტიას მიემხრო, რაც კარგად ამტკიცებდა მის გონიერებას. მერე კანცლერი გახდა. გულმოდგინედ ემსახურა კარდინალს, რომელიც სიცოცხლეს უმწარებდა დედოფლის დედამთილს და უკან არ იხევდა დედოფლის ჯავრის ამოსაყრელადაც. კარდინალის სრული ნდობით აღჭურვილი ბატონი სეგიე ახლაც ამ უცნაური დავალების ასასრულებლად შევიდა დედოფალთან. დედოფალი ჯერ ისევ ფეხზე იდგა, მაგრამ ბატონ სეგიეს დანახვაზე მაშინვე თავის სავარძელში ჩაჯდა და ქალებსაც ანიშნა, თავიანთ ბალიშებზე დამსხდარიყვნენ. შემდეგ სეგიეს მიმართა მედიდური ხმით: _ რა გინდათ, ბატონო, რისთვის მოხვედით? _ გეახელით, რათა თანახმად მეფის ბრძანებისა და იმ დიდი პატივისცემის მიუხედავად, რომელიც ყველა მოხელეს უნდა ჰქონდეს თქვენი ყოვლადუდიდებულესობისადმი, მთლიანად უნდა გავჩხრიკო თქვენი ქაღალდები. _ როგორ, ჩემი ქაღალდების გაჩხრეკა გნებავთ?! ჩემი ქაღალდებისა? მაგ საზიზღრობისათვის მოხვედით? _ მაპატიეთ, ქალბატონო, დამეთანხმებით, ამ შემთხვევაში მე მხოლოდ საშუალება გახლავართ, მეფის იარაღი. განა ეს არის, ახლა აქ არა ბრძანდებოდა მისი ყოვლადუდიდებულესობა? განა არა გთხოვათ თვითონ მეფემ, მომზადებულიყავით ჩემს მისაღებად? _ მაშ, გაჩხრიკეთ, ბატონო, როგორცა ჩანს, საშინელი დამნაშავე ვყოფილვარ. ესტეფანია, მოართვით ჩემი მაგიდებისა და ქაღალდების საცავის გასაღებები. სეგიემ ფორმის გულისთვის გასინჯა დედოფლის მაგიდა, რადგან კარგად იცოდა, იქ არ შეინახავდა დედოფალი იმ მნიშვნელოვან წერილს, რომელსაც მთელ დღეს წერდა. ოცჯერ ახადა და დახურა კანცლერმა დედოფლის საიდუმლო ყუთები; ახლა საჭირო იყო საქმის დაბოლოება, ესე იგი, თვითონ დედოფლის გაჩხრეკა. ამიტომ ანა ავსტრიელთან მივიდა და დაბნეულმა, შეცბუნებულმა მოახსენა: _ მხოლოდ მთავარი დამრჩა... _ რა? _ ჰკითხა დედოფალმა, რომელსაც ვერ გაეგო, ან უფრო უკეთ, არ უნდოდა გაეგო მისი სიტყვა. _ მისი ყოვლადუდიდებულესობა დარწმუნებული ბრძანდება, რომ დღეს თქვენ ერთი წერილი დაგიწერიათ, იცის, რომ ის წერილი ჯერ დანიშნულებისამებრ არ გაგიგზავნიათ. აქ არსადა ჩანს ის წერილი, არც თქვენს მაგიდაში და არც ქაღალდებში, ნამდვილად ზედ უნდა ჰქონდეს ვინმეს. _ იქნება გაბედოთ და ხელი შეახოთ თქვენს დედოფალს? _ შეუტია ანა ავსტრიელმა, წამოდგა, წელში გასწორდა და მუქარის თვალით დააცქერდა თავხედს. _ მე ჩემი მეფის ერთგული ქვეშევრდომი გახლავართ, ქალბატონო, და გულმოდგინედ ვასრულებ ყოველ მის ბრძანებას. _ მართალია, მართალი! _ თქვა დედოფალმა, _ ერთგულად ემსახურებიან მეფეს კარდინალის ჯაშუშები. ერთი წერილი დავწერე დღეს, ჯერ არ გამიგზავნია, აი, აქ მაქვს, _ და გულზე დაიდო თავისი ლამაზი ხელი. _ მაშ, მიბოძეთ ეგ წერილი, ქალბატონო. _ თვითონ მეფეს მივართმევ, სხვას არავის! _ მეფეს რომ ნდომებოდა მაგ წერილის თქვენგან მიღება, ქალბატონო, თვითონვე გთხოვდათ და გამოგართმევდათ. მე მოგახსენეთ და გიმეორებთ, რომ დავალებული მაქვს მაგ წერილის მირთმევა, და თუ არ მომცემთ, მაშინ... _ მაშინ რა? _ მეფემ დამავალა, წაგართვათ. _ რაო? რა გსურთ მაგით თქვათ? _ ბრძანება მაქვს, ყოველი საშუალება ვიხმარო, ქალბატონო, და უფლება მაქვს, თვითონ დედოფალიც გავჩხრიკო. _ საშინელებაა! _ შეჰყვირა დედოფალმა. _ ნუ მაიძულებთ, ქალბატონო, კეთილად დამამთავრებინეთ საქმე. _ საზიზღარი ძალდატანებაა თქვენი საქციელი! ნუთუ არა გრძნობთ მაგ თავხედობას? _ მეფის ბრძანებას ვასრულებ, ქალბატონო, მაპატიეთ. _ არა, მე მაგას ვერ ავიტან! არა, სიკვდილი მიჯობს მაგ შეურაცხყოფას! _ შეჰყვირა დედოფალმა, რომელშიც ესპანელ და ავსტრიელ მეფეთა სისხლი ბობოქრობდა; კანცლერმა მდაბლად დახარა თავი, მერე დედოფლისაკენ წავიდა იმ განზრახვით, რომ იოტისოდენადაც კი არა დაეკლო რა ბრძანების ასრულებისათვის. სიბრაზის ცრემლი წასკდა შეურაცხყოფილ ანა ავსტრიელს. როგორცა ვთქვით, დედოფალი ძალიან ლამაზი ქალი იყო. გაჩხრეკისას შეიძლება ხელით შეხება დასჭირვებოდა სეგიეს, მაგრამ მეფე ისე იყო ბუკინგამისადმი ეჭვით გადარეული, რომ ამას აღარ მოერიდა. კანცლერმა სეგიემაც ამ წამს თვალებით ძებნა მონასტრის სასწაულებრივი თოკი, რომ ზარი დაერეკა და განედევნა მაცდური სული, მაგრამ თოკი არსად იყო და რაღას იზამდა, ხელი აღმართა, რათა შეჰხებოდა დედოფლის მიერ მითითებულ ადგილს, სადაც წერილი ინახებოდა. დედოფალმა ერთი ნაბიჯით უკან დაიწია და ისე გაფითრდა, რომ იფიქრებდით, სიკვდილს ვეღარ გადაურჩებაო. რომ არ წაქცეულიყო, მარცხენა ხელით მის უკან მდგარ მაგიდას დაეყრდნო, მარჯვენა ხელით გულისპირიდან დაკეცილი ქაღალდი ამოიღო და კანცლერს გაუწოდა. _ აი, წაიღეთ! აჰა! ჩემი წერილი! _ შეუტია ნაწყვეტ-ნაწყვეტად, ათრთოლებული ხმით, _ წაიღეთ და მომშორდით, საზიზღარო. თავის მხრივ, ბატონ კანცლერსაც მორეოდა მღელვარება და თავით ფეხებამდე კანკალებდა. მან წერილი ჩამოართვა, თავი მიწამდე დაუკრა და წავიდა. გაიხურა კარი თუ არა, დედოფალი წაბარბაცდა, მაგრამ მხევლები მიეშველნენ და წაქცევას გადაარჩინეს. კანცლერი მაშინვე მეფესთან მივიდა და წერილი მიართვა ისე, რომ ერთი სიტყვაც არ წაეკითხა. მეფემ აკანკალებული ხელით ჩამოართვა ეს ბარათი, ეძება მისამართი, რომელიც ჯერაც არ იყო დაწერილი, ფერი ეცვალა, ნელ-ნელა გახსნა, მერე, როდესაც ნახა, რომ წერილის პირველი სიტყვა მიმართული იყო ესპანეთის მეფისადმი, სწრაფად გადაიკითხა. ამ წერილში მოცემული იყო კარდინალის დამხობის მთლიანი გეგმა. დედოფალი სწერდა თავის ძმასა და ავსტრიის იმპერატორს, რომლებიც შეურაცხყოფილნი იყვნენ რიშელიეს პოლიტიკით, რადგან კარდინალის მუდმივ საზრუნავად გამხდარიყო ავსტრიის იმპერატორის კარის დამცირება. სთხოვდა, მოსაჩვენებლად ომი გამოეცხადებინათ საფრანგეთისათვის და ზავის პირობად მოეთხოვათ რიშელიეს გადაყენება... ერთი სიტყვაც არ იყო წერილში სიყვარულის შესახებ. აღტაცებულმა მეფემ იკითხა, კარდინალი ხომ არსად წასულაო. მაშინვე მოახსენეს, რომ ისევ თავის კაბინეტში ბრძანდებოდა მისი ყოვლადუწმინდესობა და მისი ყოვლადუდიდებულესობის ბრძანებას ელოდა. ისიც კარდინალისაკენ გაეშურა. _ ინებეთ, ბატონო! თქვენ მართალი ხართ. პოლიტიკაზე აგებული ინტრიგაა და არც ერთი სიტყვა არ წერია სიყვარულზე. აი, ინებეთ, სამაგიეროდ, თქვენს შესახებ ბევრი წერია ამ წერილში. კარდინალმა ჩამოართვა წერილი, უაღრესი ყურადღებით წაიკითხა და როდესაც ბოლომდე ჩავიდა, ერთხელ კიდევ თავით ბოლომდე გადაიკითხა. _ ხომ ხედავთ, თქვენო ყოვლადუდიდებულესობავ, რას მიქადიან ჩემი მტრები, ორ მხრივ შემოგვისევენ ჯარებს, თუ მე არ დამითხოვეთ. მე რომ თქვენს ადგილას ვყოფილიყავი, მეფეო, დავყვებოდი ამ მძლავრ დაჟინებულ მოთხოვნას. მე, ჩემის მხრივ, მართლაც ბედნიერი ვიქნები, თუ გამათავისუფლებთ ამდენი საქმისგან. _ რას ამბობთ მაგას, კარდინალო? _ იმას მოგახსენებთ, რომ დავდნი კაცი ამოდენა აუტანელ ბრძოლაში და გაუთავებელ საქმიანობაში; იმას მოგახსენებთ, რომ არა მგონია, ავიტანო ის ჯაფა, რომელსაც ლაროშელის გარემოცვა მიქადის და საქმისათვის ის ემჯობინება, იქ დანიშნოთ ბატონი დე კონდე ან ბატონი ბასომპიერი, ან სხვა ვინმე სახელოვანი, რომლის სიცოცხლის მიზანს ბრძოლა შეადგენს. მე, მეფეო, ეკლესიას ვეკუთვნი და, მიუხედავად ამისა, ერთი წამი ვერ მომიცლია ჩემი დანიშნულებისათვის, რადგან ისეთ საქმეებს მანდობთ მოსაგვარებლად, რომლისთვის არავითარი ნიჭი არა მაქვს. თქვენც უფრო ბედნიერი იქნებით თქვენს ოჯახში. დარწმუნებული გახლავართ, უცხოეთშიც უფრო მეტი დიდება გექნებათ. _ მესმის, ბატონო კარდინალო, _ უპასუხა მეფემ, _ კარგად მესმის, დამშვიდებული ბრძანდებოდეთ: დასჯილი იქნებიან ყველანი, ვინც დასახელებულია ამ წერილში, და თვითონ დედოფალიც. _ რასა ბრძანებთ, მეფეო? ისე არ გამწირავს ღმერთი, რომ ჩემს გამო რაიმე, თუნდაც სულ უმცირესი უსიამოვნება მიაყენოთ დედოფალს. მართალია, ყოველთვის თავის მტრად მივაჩნდი, თუმცა თქვენს ყოვლადუდიდებულესობას შეუძლია დამემოწმოს, რომ ყოველთვის ვცდილობდი მის დახმარებას, და მაშინაც კი ვექომაგებოდი, როდესაც თქვენს საწყენს ცდილობდა. ოჰ, რომ ეღალატა თქვენთვის და შეებღალა დიდებული თქვენი სახელი, ეს სულ სხვა იქნებოდა, და პირველი მე დავიძახებდი: «არავითარი შეწყალება, მეფეო! არავითარი შეწყალება მოღალატისა»! ჩვენდა საბედნიეროდ, აქ სამაგისო არაფერია და თქვენს ყოვლადუდიდებულესობას ამის დასამტკიცებლად ხელთა აქვს ერთი ახალი საბუთი. _ მართალი ხართ, ბატონო კარდინალო, _ დაეთანხმა მეფე, _ მაშინაც მართალი იყავით, როგორც ყოველთვის, მაგრამ დედოფალი მაინც მაჯავრებს და კიდევაც განვურისხდები. _ თქვენ თვითონვე ხართ, მეფეო, დამნაშავე მის მიმართ. და კიდეც რომ გაგებუტოთ, კიდეც რომ შემოგწყრეთ, მე მაინც იმას გავამართლებ. მეტად მკაცრად ექცევით, მეფეო, თქვენს დედოფალს... _ მე, ბატონო, ჩემს და თქვენს მტრებს, რაც უნდა წარჩინებული გვარის წარმომადგენლები იყვნენ, ყოველთვის ასე მოვექცევი, თუნდაც ასეთი სიმკაცრის სამაგიეროდ საშინელი განსაცდელი მომელოდეს. _ დედოფალი ჩემი მტერია, მეფეო, თქვენი კი არა; პირიქით, თავგანწირული მეუღლე გახლავთ, მორჩილი და ერთგული, მაშ, ნება მიბოძეთ, ერთხელ კიდევ ვიშუამდგომლო და გთხოვოთ... _ თავი დაიმციროს და პირველად ის მოვიდეს ჩემთან. _ პირიქით, მეფეო, თქვენ უჩვენეთ მაგალითი. პირველად ხომ თქვენ აწყენინეთ, თქვენ აღგეძრათ ეჭვი და ამით შეურაცხჰყავით დედოფალი. _ პირველად მე მივიდე? თავი დავიმცირო? არა და არა! _ გევედრებით, მეფეო. _ მაგრამ როგორ უნდა მივმართო, რა მოვიმიზეზო? _ მოაწყვეთ რაიმე ისეთი, რომ დედოფალი ასიამოვნოთ. _ მაგალითად? _ ერთი კარგი ბალი... ხომ იცით, როგორ უყვარს დედოფალს ცეკვა. გარწმუნებთ, როგორც კი გაიგებს, მის საამოდაა დანიშნული ბალი, მაშინვე დაავიწყდება თავისი წყრომაც და სამდურავიც. _ ბატონო კარდინალო, ხომ იცით, რომ მე არ მიყვარს ეგ საჯარო დროს ტარება? _ მით უფრო ასიამოვნებთ დედოფალს და გულს მოუგებთ. მანაც კარგად იცის, რომ არ გეხალისებათ ასეთი მეჯლისები. გარდა ამისა, საშუალებას მისცემთ, გაიკეთოს თქვენ მიერ ამასწინათ დღეობაზე მირთმეული ბრილიანტის ბურნუკი. უხმარებლად უწყვია დღევანდლამდე თქვენი საჩუქარი და ამ მეჯლისში მაინც გაიკეთებს. _ ვნახოთ, ბატონო კარდინალო, ვნახოთ, _ თქვა მეფემ, რომელიც აღტაცებული იყო სიხარულით. დედოფალი დამნაშავე გამოდგა პოლიტიკურ საკითხებში, ამ საკითხს კი მეფე არავითარ მნიშვნელობას არ აძლევდა. დედოფალი სრულიად წმინდა აღმოჩნდა იმ სიყვარულში, რომელიც საშინლად ტანჯავდა მეფის თავმოყვარეობას. აღტაცებული მეფე მზად იყო, დაუყოვნებლივ შერიგებოდა დედოფალს. _ ვნახოთ, ბატონო, ვნახოთ, მაგრამ გარწმუნებთ, მეტად ლმობიერი და შემწყნარებელი ბრძანდებით. _ მიანდეთ, ბატონო, ასეთი სიმკაცრე მინისტრებს. ლმობიერება და შემწყნარებლობა მეფის სათნოებაა. იყავით ლმობიერი და შემწყალებელი, მაშინ ნახავთ, რა სანეტარო იქნება თქვენი ცხოვრება. ამ სიტყვების შემდეგ კარდინალი წამოდგა, _ სწორედ ამ დროს საათმა თერთმეტი დაჰკრა, _ მდაბლად დაუკრა თავი მეფეს და წასვლის ნებართვა სთხოვა. დამშვიდობებისას კვლავ გაუმეორა თხოვნა, რომ დედოფალს შერიგებოდა. წერილის წართმევის შემდეგ საყვედურს მოელოდა დედოფალი და განცვიფრებული შესცქეროდა მეფეს, რომელიც მეორე დილას საყვედურის ნაცვლად გარს ევლებოდა და სულ იმას ცდილობდა, როგორმე შერიგებოდა. ეჩოთირა ანა ავსტრიელს მეფის წადილი, რადგან მეტად შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს და დედოფლის ღირსებას. კარგა ხანს ებრძოდა თავის გულს, რომ დამორჩილებოდა გარემოებას, მაგრამ თავისი სეფექალების რჩევას დაჰყვა და ცდილობდა ისე მოქცეულიყო, ვითომ დაავიწყდა ყოველივე საწყენი. მეფემ ისარგებლა ამ შერიგების პირველი წუთებით და განუცხადა, რომ ამ დღეებში დიდი ბალის მოწყობას აპირებდა. ისეთი იშვიათი რამ იყო საბრალო დედოფლისათვის მხიარულად დროს გატარება, რომ ამ ამბავმა სრულიად გაუქარწყლა თავისი სამდურავი. თუ გულში არა, გარეგნულად მაინც დაავიწყდა უკმაყოფილება. ჰკითხა, სახელდობრ, როდის აპირებდა მეჯლისის გამართვას. მაგრამ ეს თვითონ მეფემაც არ იცოდა, რადგანაც უნდა შეთანხმებოდა კარდინალს. და მართლაც, ყოველდღე ეკითხებოდა მეფე რიშელიეს, როდისთვის დაენიშნათ მეჯლისი. მისი უწმინდესობა ყოველდღე ახალ მიზეზს ძებნიდა. ამგვარად ათი დღე გავიდა. მერვე დღეს ჩვენ მიერ ნაამბობი სცენის შემდეგ, კარდინალმა წერილი მიიღო, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა: «ისინი მე მაქვს, მაგრამ უფულობის გამო არ შემიძლია დავტოვო ლონდონი. გამომიგზავნეთ ხუთასი პისტოლი და ფულის მიღებიდან ოთხი-ხუთი დღის შემდეგ პარიზში გეახლებით». იმ დღესაც, როდესაც ეს წერილი მიიღო კარდინალმა, კიდევ იმავე კითხვით მიმართა მეფემ. თითებზე ჩამოთვალა რიშელიემ დღეები და თან ფიქრობდა: იწერება, ფულის მიღებიდან ოთხი-ხუთი დღის შემდეგ მანდ ვიქნებიო. ოთხი-ხუთი დღე ფულის იქ მისვლას მოუნდება, ამდენივე მილედის დაბრუნებას. ეს უკვე ათი დღე. ახლა პატარა წილი პირქარსაც დავუდოთ, მოსალოდნელ ხიფათს, ქალის სისუსტეს და სულ თორმეტი დღე ვაკმაროთ. _ ჰა, რას იტყვით, ბატონო კარდინალო? ვერ იანგარიშეთ? _ აი, მეფეო! დღეს სექტემბრის ოცი გახლავთ. ქალაქის თვითმმართველობის მოხელენი აპირებენ ბალს ოქტომბრის სამს. ესეც ხელს გიწყობთ. არავის მოუვა აზრად, რომ თქვენ შერიგებას ეძებთ. მცირე ხნის შემდეგ დაუმატა: _ არ დაგავიწყდეთ, მეფეო, მოაგონოთ დედოფალს თქვენი სურვილი, რომ ბალზე ნახოთ იგი თქვენს მიერ ნაჩუქარი ბრილიანტის ბურნუკებით მორთული. XVII ცოლ-ქმარი ბონასიე ეს მეორედ ახსენა მეფესთან კარდინალმა დედოფლისადმი მიძღვნილი ბრილიანტის ბურნუკები. გაუკვირდა ლუდოვიკო მეცამეტეს ასეთი ახირება და გაიფიქრა, რომ აქ რაღაც საიდუმლოება იფარებოდა, ხშირად შეურაცხყოფილი რჩებოდა მეფე, რადგან კარდინალმა თავისი პოლიციის დახმარებით მასზე უკეთ იცოდა ყოველი წვრილმანი მისი ოჯახური ცხოვრებისა. იმედი ჰქონდა მეფეს, რომ დედოფალთან საუბარში ნათელს მოჰფენდა ამ საიდუმლოებას. მეფე დედოფლის სანახავად წავიდა, თავის ჩვეულების თანახმად, ბაასი მის მახლობელთა მუქარით დაიწყო. ანა ავსტრიელმა არაფერი უპასუხა, თავი დაღუნა, დანებდა მოზღვავებულ ნიაღვარს. იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან, მორჩებოდა მეფე ამ მუქარას. მაგრამ ეს დუმილი არა ნებავდა ლუდოვიკო მეცამეტეს, მას საქმის გარკვევისათვის კამათი სურდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ აქ კარდინალის ავი განზრახვა იმალებოდა და რომ მისი ყოვლადუწმინდესობა, ჩვეულებისამებრ, ახლაც რაღაც მოულოდნელ საზარელ ხრიკს უმზადებდა. მეფის მუქარამ და საყვედურმა შედეგი გამოიღო. _ გისმენთ, მეფეო, _ შეჰყვირა მოთმინებიდან გამოსულმა დედოფალმა, _ თქვენ მაინც არ მეუბნებით ყველაფერს, რაც გულის სიღრმეში გაქვთ! რაში მამტყუნებთ, რა დავაშავე? ერთი მიბრძანეთ, რა შეგცოდეთ? ვერ წარმომიდგენია, რომ ძმისადმი მიწერილი ერთი წერილის გამო ამდენი საყვედური დავიმსახურე თქვენგან. დედოფლის ასეთი იერიშის შემდეგ მეფემ არ იცოდა, რა პასუხი მიეცა. გადაწყვიტა, რომ შესაფერისი შემთხვევა ეძლეოდა ეთქვა ის, რაც მეჯლისის წინადღეს უნდა ეთხოვა. _ ქალბატონო, _ მიმართა მან დიდმნიშვნელოვნად, _ ამ დღეებში ბალი იქნება, იმედი მაქვს, რომ პატივსა სცემთ ქალაქის ერთგულ მოღვაწეთ და საზეიმოდ მორთული მობრძანდებით მეჯლისზე, მოკაზმული ბრილიანტის ბურნუკით, რომელიც მე მოგართვით თქვენს დღეობაზე. აი, ჩემი პასუხი. საშინელი იყო ეს პასუხი. დედოფალი დარწმუნდა, რომ მეფისათვის ყველაფერი ნათელი იყო, და მხოლოდ კარდინალის გავლენით, შვიდი-რვა დღის განმავლობაში ისე უნდოდა მოეჩვენებინა თავი, თითქოს არაფერი იცოდა. ასეთი საქციელი დამახასიათებელი იყო ლუდოვიკო მეცამეტისათვის. ფერი ეცველა საბრალოს, მაგიდას დააბჯინა თავისი მშვენიერი ხელი. გულგახეთქილი შეჰყურებდა მეფეს და არას ეუბნებოდა პასუხად. _ გესმით, ქალბატონო? _ მიმართა მეფემ, რომელიც ხარობდა დედოფლის დაბნეულობით, მაგრამ მიზეზისთვის კი ვერ მიეგნო, _ გესმით, ქალბატონო? _ დიახ, მეფეო, გავიგონე. _ მაშ, ბალზე იქნებით? _ დიახ. _ თქვენი ბურნუკებით? _ დიახ. უფრო მეტად წაუვიდოდა ფერი დედოფალს, შესაძლებელი რომ ყოფილიყო. მეფე ხედავდა ამას და ტკბებოდა იმ გულქვა სიმკაცრით, რომელიც ერთ ბოროტ თვისებადა ჰქონდა მის ხასიათს. _ ძალიან კარგი, მაშ, მგონი, შევთანხმდით, და მეც სწორედ ამის სათქმელად გეახელით. _ როდისთვის გახლავთ დანიშნული ეგ ბალი? _ ჰკითხა დედოფალმა. ლუდოვიკო მეცამეტემ ზედმეტად ჩათვალა პასუხის გაცემა, _ ამ დღეებში, ქალბატონო, ოღონდ დანამდვილებით აღარ მახსოვს დღე და რიცხვი, კარდინალს ვკითხავ, _ მაინც უპასუხა მან. _ მაშ, კარდინალი დაგპირდათ მაგ ბალის გამართვას? _ შეჰყვირა აღშფოთებულმა დედოფალმა. _ დიახ, ქალბატონო, _ უპასუხა გაკვირვებულმა მეფემ, _ მერე, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მაგას? _ მანვე გირჩიათ, მეც მიმიწვიოთ იმ მეჯლისზე თქვენი საჩუქრით მორთული? _ როგორ გითხრათ... _ ის არის, ის, მეფეო! კარდინალია! _ მერე რა? რა მნიშვნელობა აქვს მაგას? განა სულ ერთი არ არის, მე მომაგონდებოდა ეს ბალი თუ მას? რა დანაშაულს ხედავთ ამ მიპატიჟებაში? _ არავითარს. _ მაშ, მობრძანდებით? _ დიახ, მეფეო. _ ძალიან კარგი! _ უთხრა მეფემ და გამოეთხოვა, _ ძალიან კარგი! მაშ, თქვენი იმედი მექნება. რევერანსი გაუკეთა დედოფალმა, მაგრამ არა ზრდილობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მუხლი ეკეცებოდა და ძლივს იმაგრებდა თავს. აღტაცებული წავიდა მეფე. _ დავიღუპე, _ მოსთქვამდა ჩუმად დედოფალი, _ დავიღუპე. კარდინალმა ყველაფერი იცის და ის აქეზებს მეფეს. ცხადია, თვითონ მეფემ ჯერ არა იცის რა, მაგრამ ყველაფერს გაიგებს ამ ცოტა ხანში. დავიღუპე! ოჰ, ღმერთო! ღმერთო! ღმერთო! მუხლი მოიყარა ბალიშზე, ათრთოლებულ ხელებში ჩამალა თავი და ღმერთს ვედრება დაუწყო. მართლაც, საშინელი იყო დედოფლის მდგომარეობა. ბუკინგამი ლონდონს დაბრუნდა, ქალბატონი დე შევრეზი ტურში იყო. დღეს უფრო მეტი ჯაშუში ეხვია, ვიდრე ოდესმე, გრძნობდა, რომ მისი სეფექალებიდან ვიღაც ღალატობდა, მაგრამ დანამდვილებით არ იცოდა, რომელი უნდა ყოფილიყო. ლა პორტს არ შეეძლო სასახლის დატოვება... ქვეყანაზე არავინ ჰყავდა ისეთი, რომ მინდობოდა. დიდ უბედურებას უქადდა მომავალი. მარტოდმარტო რჩებოდა მის მოლოდინში და სასოწარკვეთილი ცხარე ცრემლით ქვითინებდა. _ ნუთუ ვერაფრით დავეხმარები თქვენს ყოვლადუდიდებულესობას? _ მოესმა დედოფალს სიტკბოებითა და თანაგრძნობით სავსე ხმა. სწრაფად მიბრუნდა დედოფალი. მართლაც არ შემცდარა, მას მეგობარი ელაპარაკებოდა. დედოფლის ოთახის ერთ-ერთ კართან გამოჩნდა მშვენიერი ქალბატონი ბონასიე. როდესაც მეფე შევიდა დედოფალთან, იგი გვერდით ოთახში დედოფლის კაბებს და სარეცხს ალაგებდა, ამიტომ გამოსვლა ვეღარ გაბედა და იქვე დარჩა. დედოფალმა შეჰკივლა, შერცხვა, რომ ამ მდგომარეობაში მოუსწრეს. შეწუხებულმა ვეღარც კი იცნო ლა პორტის მიერ მოყვანილი თავისი მოახლე. _ ოჰ, ნუ გეშინიათ, ქალბატონო, _ უთხრა ახალგაზრდა ქალმა, ხელები გულზე დაიკრიფა და საცოდაობით თვითონაც ტირილი დაიწყო. _ სულით ხორცამდე თქვენი ვარ, დედოფალო, და თუმცა ძალიან შორს გახლავართ თქვენგან გვარიშვილობით, მაინც ვფიქრობ, მივაგნო საშუალებას, რომ ამ განსაცდელს გადავარჩინო თქვენი ყოვლადუდიდებულესობა. _ თქვენა? ოჰ, ღმერთო! თქვენა? _ იძახდა გაკვირვებული დედოფალი, _ პირდაპირ თვალებში შემომხედე, ღალატის მეტს ვეღარას ვხედავ, გარს მხოლოდ მოღალატეები მახვევია. როგორ მოგენდოთ, მე უბედური? _ ოჰ, ქალბატონო! _ შეჰყვირა ახალგაზრდა ქალმა და დაიჩოქა, _ ჩემს სულსა ვფიცავ, მზად გახლავარ, თუნდა ახლავ მოვკვდე, ოღონდ თქვენ შეგიმსუბუქოთ ეგ ვაება. გულის სიღრმიდან აღმოხდა სიტყვები ბონასიეს ცოლს და გულწრფელ თანაგრძნობად ეჩვენა იგი დედოფალს. _ დიახ, ქალბატონო, მართალი ბრძანეთ, ჯაშუშებით და მოღალატეებით სავსეა აქაურობა, _ განაგრძო ბონასიემ, _ მაგრამ ღვთისმშობლის წმინდა სახელს ვფიცავ, რომ ვერავინ ჰპოვოთ ჩემზე ერთგული და თავგანწირული. ის ბურნუკი, რომელსაც მეფე გთხოვთ, თქვენ ხომ ჰერცოგ ბუკინგამს მიეცით? პატარა, ვარდისფერ ხის კოლოფში გქონდათ დაკეტილი. ხომ მართალს მოგახსენებთ? ხომ არაფერში ვცდები? _ ოჰ, ღმერთო! ღმერთო! _ კვნესოდა დედოფალი და თავზარდაცემული კბილებს აკაწკაწებდა. _ უნდა დავიბრუნოთ როგორმე ის ბურნუკი, _ განაგრძო ქალბატონმა ბონასიემ. _ დიახ, უნდა დავიბრუნოთ! _ შეჰყვირა დედოფალმა, _ მაგრამ როგორ? რა საშუალებით? _ უნდა გავგზავნოთ ვინმე ჰერცოგთან. _ მერე, ვინ გავგზავნოთ? ვინ? ვის ვენდოთ? _ ჩემი ნდობა გქონდეთ, ქალბატონო, მე მომანიჭეთ ეს წყალობა, ჩემო დედოფალო, და მე მოვძებნი იქ გასაგზავნ კაცს. _ მერე, წერილიც ხომ უნდა მივწერო? _ ჰო, უნდა მისწეროთ, უმაგისობა შეუძლებელია. ორი სიტყვა თქვენი ხელით დაწერილი და თქვენი საკუთარი ბეჭედი. _ დიახ, სწორედ ეგ ორი სიტყვა იქნება ჩემი განაჩენი _ გაყრა ან განდევნა! _ დიახ. თუ თქვენი წერილი ვინმე უნამუსოს ჩაუვარდა ხელში, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ თქვენი ორი სიტყვა პირდაპირ მას მიუვა, ვისაც თქვენ უგზავნით. _ ოჰ, ღმერთო! ღმერთო! მაშ, თქვენ უნდა მოგანდოთ ჩემი ღირსება, ჩემი სახელი, ჩემი სიცოცხლე? _ დიახ, დიახ, ქალბატონო, მე უნდა მომანდოთ და, გეფიცებით, ყველაფერს გადავარჩენ, ყველაფერს. _ მერე, როგორ? ეს მაინც გამაგებინეთ! _ ჩემი ქმარი ეს ორი თუ სამი დღეა ციხიდან გამოუშვეს, ვერ მოვიცალე და ჯერაც არ მინახავს. პატიოსანი კაცია, მოხერხებული. მას არც არავინ უყვარს და არც არავინ სძულს. რასაც კი მოვისურვებ, ყველაფერს გავაკეთებინებ. ვუბრძანებ წასვლას და ისე წავა, რომ არც ეცოდინება, რა მიაქვს ან ვისგან იგზავნება. თქვენი ყოვლადუდიდებულესობის წერილს მისამართისამებრ მიართმევს. დედოფალმა აღფრთოვანებით ჩამოართვა ახალგაზრდა ქალს ორივე ხელი, თან დააცქერდა, თითქოს ცდილობდა, მისი გულის სიღრმიდან ამოეკითხა თავისი ეჭვის პასუხი, და რაკი მის ლამაზ თვალებში გულწრფელი ერთგულების მეტი ვერა ამოიკითხა რა, მოეხვია და გულში ჩაიკრა. _ სიკვდილს, სირცხვილს და თავლაფის დასხმას გადამარჩენ, თუ მაგ სიკეთეს მიზამ! _ ოჰ, ნურც ასე გააზვიადებთ იმ დახმარებას, რომელსაც, ჩემდა საბედნიეროდ, მე მავალებთ. თქვენ გადასარჩენი არა გაქვთ რა, ქალბატონო. მხოლოდ ვერაგული შურისძიების მსხვერპლი ბრძანდებით. _ მართალია, მართალი, ჩემო ბავშვო, _ უთხრა დედოფალმა, _ შენ მართალს ამბობ. _ მაშ, მიბოძეთ ქალბატონო, ის წერილი; არ ივარგებს დაყოვნება. დედოფალი სასწრაფოდ მივიდა პატარა მაგიდასთან, რომელზედაც საწერ-კალამი და ქაღალდი ეწყო. დაწერა ორი სტრიქონი, წერილი თავისი ბეჭდით დაბეჭდა და ქალბატონ ბონასიეს მისცა. _ ფრიად საჭირო და აუცილებელი რამ გვავიწყდება, _ თქვა დედოფალმა. _ რა, ქალბატონო? _ ფული. ქალბატონი ბონასიე გაწითლდა. _ დიახ, მართალსა ბრძანებთ, უნდა მოგახსენოთ, თქვენო ყოვლადუდიდებულესობავ, რომ ჩემი ქმარი... _ შენს ქმარს ფული არა აქვს, ეგ გინდოდა გეთქვა? _ დიახ, დიახ... არა... ფული აქვს, მაგრამ მეტად ძუნწი გახლავთ; ეს არის იმისი ნაკლი, მაგრამ თავს ნუ შეიწუხებთ მაგისთვის, ქალბატონო, ფულსაც ვიშოვით როგორმე. _ უბედურება ისაა, რომ არც მე მაქვს, _ თქვა დედოფალმა, _ მაგრამ ცოტა მომითმინეთ. დედოფალი თავის სალაროსთან მივიდა. _ აი, ეს წაიღე, როგორც მარწმუნებენ, ძალიან ძვირფასი ბეჭედი უნდა იყოს, ჩემი ძმის _ ესპანეთის მეფის საჩუქარია. ბეჭედი ჩემია და როგორც მინდა, ისე მოვიხმარ. წაიღე, ბეჭედი ფულად გადააქციე და შენი ქმარი გაისტუმრე. _ ერთი საათის განმავლობაში ასრულებული იქნება თქვენი ბრძანება. _ ხომ ხედავთ მისამართს, _ დაუმატა დედოფალმა ისეთი ჩუმი ხმით, რომ ბონასიეს ცოლს ძლივს ესმოდა მისი სიტყვები, _ მილორდ ჰერცოგ ბუკინგამს, ლონდონს. _ მის გარდა სხვა ვერავინ წაიკითხავს ამ წერილს. _ დიდსულოვანი ქალი ყოფილხარ! _ შეჰყვირა სიხარულით დედოფალმა. ქალბატონმა ბონასიემ დედოფალს ხელზე აკოცა. წერილი გულისპირის ქვეშ ჩამალა და მერცხლის სიწრაფით გაქრა. ათი წუთის შემდეგ უკვე შინ იყო. როგორც დედოფალს მოახსენა, ციხიდან გამოშვების შემდეგ ჯერაც არ ენახა თავისი ქმარი, და, ცხადია, არ ეცოდინებოდა ის ცვლილებები, რომელიც მისმა ქმარმა განიცადა. ორ-სამჯერ ნახა ბონასიე გრაფმა როშფორმა, გულითადად დაუმეგობრდნენ ერთმანეთს და კარდინალის ყურმოჭრილ მონად გარდაიქმნა ჩვენი ვაჭარი. იგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი ცოლის მოტაცება პოლიტიკური განზრახვით მოხდა. ქალბატონ ბონასიეს ქმარი შინ მარტო დახვდა, საწყალი კაცი დიდი გაჭირვებით ცდილობდა მიელაგებინა თავისი ბინა. ავეჯეულობა თითქმის სულ დამტვრეული იყო, განჯინები _ ცარიელი. მართლმსაჯულება არ ეკუთვნის იმ სამ არსებათაგანს, რომლებიც, სოლომონ ბრძენის სიტყვებით, გავლისას კვალს არსად ტოვებენ; რაც შეეხება მოახლე გოგოს, იგი მაშინვე გაიქცა, როგორც კი მისი ბატონი შეიპყრეს; ისე შეშინებოდა საწყალს, რომ ფეხით წასულიყო პარიზიდან თავის სამშობლო ბურგუნდიამდე. ჩვენმა ღირსეულმა ვაჭარმა სახლში დაბრუნებისთანავე აცნობა ცოლს თავისი ბედნიერების ამბავი. ქალბატონმა ბონასიემ შემოუთვალა, როგორც კი მოვიცლი, მაშინვე შენს სანახავად გამოვეშურებიო. ხუთი დღე გავიდა, მანამ იგი მოიცლიდა. სხვა შემთხვევაში ეს დრო ხანგრძლივად მოეჩვენებოდა ბატონ ბონასიეს, მაგრამ იმდენი რამ განიცადა ბატონ კარდინალისა და როშფორის ნახვის შემდეგ, იმდენი რამ ჰქონდა მოსაფიქრებელი, რომ სხვა აღარა აგონდებოდა რა. ხოლო ფიქრი, როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე მეტად ამოკლებს დროს. ბონასიეს ფიქრებს კი, მითმუტეს, ვარდისფერი ედო. გრაფი როშფორი მას მეგობრად თვლიდა. ძვირფას, კეთილ ბონასიეს ეძახდა და სულ იმას უმტკიცებდა, რომ კარდინალიც ძალიან აფასებდა და სწყალობდა მას. აღტაცებული იყო ჩვენი ვაჭარი, წინ დიდება და სიმდიდრე ელანდებოდა. თავის მხრივ, ქალბატონი ბონასიეც ბევრს ფიქრობდა, მხოლოდ არა სიმდიდრესა და პატივმოყვარეობაზე. მისი ფიქრი დასტრიალებდა იმ მშვენიერ და მამაც ყმაწვილს, რომელიც სიყვარულით გატაცებულს ჰგავდა. თვრამეტი წლის ასაკში ბატონ ბონასიეზე გათხოვილი კონსტანცია მისი ქმრის მეგობარ ვაჭრებში ტრიალებდა, მაგრამ მათ შორის არავინ იყო ისეთი, თვითონ ბონასიეს ჩათვლით, რომ სიყვარულის გრძნობა აღეძრა ახალგაზრდა ქალში, რომლის გული უფრო მეტს ნატრობდა. ქალბატონი ბონასიე გულცივად ხვდებოდა ამ მდაბიოთ, მით უფრო, რომ იმ დროს კეთილშობილის წოდებას მეტად დიდი გავლენა ჰქონდა ბურჟუაზიაზე. დ'არტანიანი კი აზნაური იყო. გარდა ამისა, იგი რაზმელის ტანისამოსით იყო მორთული, რომელიც მუშკეტერის სამოსის შემდეგ ყველაზე მეტად უყვარდათ ქალებს. ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დ'არტანიანი ახალგაზრდა, თვალტანადი, მამაცი ყმაწვილი იყო, სიყვარულზე ისე ლაპარაკობდა, როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარს და სწყურია შეიყვაროს. მას ყველაფერი გააჩნდა იმისათვის, რომ მოეხიბლა ოცდახუთი წლის ახალგაზრდა ქალი. ხოლო ქალბატონმა ბონასიემ სწორედ ამ დროს მიაღწია ამ ბედნიერ ასაკს. ერთ კვირაზე მეტი იყო, რაც ერთმანეთი არ ენახა ცოლ-ქმარს. ამ ხნის განმავლობაში მათ ცხოვრებაში მრავალი რამ მოხდა დიდმნიშვნელოვანი. ოდნავი ფიქრით მოცულნი შეხვდნენ ერთმანეთს. ეს კია, რომ ბონასიეს მართლა გაუხარდა ცოლის დანახვა და ხელგაშლილი გაექანა მისაგებებლად. ქალბატონმა ბონასიემ შუბლი დაუთმო საკოცნელად. _ საქმე მაქვს თქვენთან, მოვილაპარაკოთ, _ უთხრა ცოლმა. _ როგორ? _ გაუკვირდა ქმარს. _ სერიოზული საქმე მაქვს, პასუხსაგები და, ამასთან, მეტად საჩქარო. აი, მომისმინეთ, მოვილაპარაკოთ. _ მაშ, თუ ასეა, მეც მაქვს თქვენთვის მომზადებული რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი შეკითხვა, ამიხსენით, თუ გიყვარვართ, თქვენი მოტაცების მიზეზი. _ ამჟამად საქმე ჩემს მოტაცებას არ შეეხება, _ უპასუხა ცოლმა. _ მაშ, რას შეეხება? ჩემს დაპატიმრებას? _ თქვენი შეპყრობის ამბავი იმ დღესვე გავიგე, მაგრამ რაკი არავითარი დანაშაული არა გქონდათ, არავითარ ვერაგობაში მონაწილეობა არ მიგიღიათ და არა იცოდით რა ისეთი, რომ გამტყუნებულიყავით ან თქვენ, ან ვინმე თქვენი მახლობელი, მეც არავითარი მნიშვნელობა არ მივეცი ამ გარემოებას. _ ძალიან ადვილად ლაპარაკობთ, ქალბატონო, _ უპასუხა ბონასიემ. ეწყინა, რომ ასე უმნიშვნელოდ აღნიშნავდა მისი ცოლი ამ ამბავს. _ იცი თუ არა, რომ მთელი დღე-ღამის განმავლობაში ბასტილიის საკანში ვეგდე? _ მალე გარბის დღე-ღამე. თავი დავანებოთ თქვენი შეპყრობის ამბავს და დავუბრუნდეთ იმ საქმეს, რომლის გამო წამოვედი თქვენს სანახავად. _ როგორ, საქმის გამო წამოხვედით ჩემს სანახავად? მაშ, ნახვის სურვილი არა გქონიათ ქმრისა, რომლისაგან გაშორებული იყავით მთელი რვა დღის განმავლობაში? _ ჰკითხა გულნატკენმა ბონასიემ. _ ჯერ საქმე იყოს და მერე სხვა. _ ბრძანეთ. _ მეტად დიდმნიშვნელოვანი საქმეა, მის შესრულებაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი კეთილდღეობა. _ მას შემდეგ, რაც უკანასკნელად გნახეთ, საკმაოდ კარგად შეიცვალა ჩვენი მდგომარეობა, ქალბატონო ბონასიე, და სრულიადაც არ გამიკვირდება, თუ ამ რამდენიმე თვის შემდეგ იგი შეშურდებათ კიდეც ჩვენს ნაცნობებს. _ დიახ, მეტადრე, თუ ინებებთ იმ დავალების ასრულებას, რომელსაც მე მოგანდობთ. _ მე მომანდობთ? _ დიახ, ერთი კარგი საქმეა, წმინდა საქმე, გასარიგებელი, ჩემო ბატონო, და თანაც ბევრ ფულსაც მოიპოვებთ. _ ქალბატონმა ბონასიემ კარგად იცოდა, რომ ფულის ხსენება და მისი ქმრის დაყოლიება ერთი იქნებოდა. ფული ბატონი ბონასიეს ხასიათის სუსტი მხარე იყო. _ ბევრ ფულსა? _ წამოიძახა ბონასიემ და ტუჩები წაიგრძელა. _ დიახ, ბევრ ფულს. _ მაინც რამდენს? დაახლოებით მაინც... _ იქნება ათასი პისტოლიც იყოს. _ მაშ, ძალიან დიდი საქმე ყოფილა შესასრულებელი. _ ძალიან დიდი. _ რა უნდა გავაკეთო? _ ახლავე გაემგზავრებით. ქაღალდს გაგატანთ, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ მოიშორებთ, და მისცემთ მარტო მას, ვისთვისაც არის განკუთვნილი. _ საით უნდა გავემგზავრო? _ ლონდონისაკენ. _ მე, ლონდონისაკენ? ხომ არ დამცინით? ლონდონში რა მინდა? მე იქ საქმე არა მაქვს. _ საქმე სხვებსა აქვთ. _ ვინ ბრძანდებიან ეგ სხვები? გაფრთხილებთ, ხელს აღარ გავანძრევ თვალდახუჭული! მე მინდა ვიცოდე, რა საშიშროება მომელის და ვისთვის ვიგდებ თავს ამ განსაცდელში. _ თქვენი გამგზავნი ბრწყინვალე პიროვნებაა და დიდი პიროვნებაა ისიც, ვისთანაც გგზავნიან. _ კიდევ ვერაგობა! რით არ მოგბეზრდათ? მადლობას მოგახსენებთ, მე მაგ საქმისა არა მწამს რა და ბატონმა კარდინალმაც გამაგებინა, რომ... _ კარდინალმა? _ შეჰყვირა ქალბატონმა ბონასიემ, _ მაშ, კარდინალი ნახეთ? _ თვითონ კარდინალმა დამიბარა, _ უპასუხა ამაყად ქმარმა. _ თქვენც მაშინვე გაეშურეთ მისი სურვილის ასასრულებლად? რა დაუფიქრებელი ხართ! _ უნდა მოგახსენოთ, რომ მე არ მეკუთვნოდა არჩევანი, ორი პოლიციელი მადგა თავზე. ამასთან, ისიც უნდა გითხრათ, რომ მე მაშინ არ ვიცნობდი მის ყოვლადუწმინდესობას და რომ შემძლებოდა, სიხარულით ავიცდენდი მასთან მისვლას. _ მაშ, უკმეხად მოგექცათ? დაგემუქრათ? _ ხელი ჩამომართვა და თავისი მეგობარი მიწოდა. გესმით, ქალბატონო? მე გახლავართ მეგობარი იმ ჩვენი დიდებული კარდინალისა! _ დიდებული კარდინალისა? _ იქნება გაბედოთ და უარჰყოთ მისი დიდებულება? _ მე არ უარვყოფ! მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მსწრაფლწარმავალია კარდინალის კეთილი განწყობილება. გიჟი უნდა იყოს კაცი, რომ სანდოდ მიიღოს მისი სიტყვა, მაგრამ არსებობს სხვა ძალა. მის ძალაზე უფრო მაღალი _ ძალა, რომელიც ვინმეს ახირებას კი არ მისდევს და არც რაიმე საქმის დაბოლოებას. აი, ამ ძალას უნდა ემსახუროთ. _ ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო, მაგრამ კარდინალზე უფრო დიდი ძალის მქონეს მე არავის ვიცნობ, ამიტომ მაქვს პატივი, მას ვემსახურო. _ კარდინალს ემსახურებით? _ დიახ, ქალბატონო, და როგორც მისი მსახური, არ მოგცემთ უფლებას, სახელმწიფოს მშვიდობიანობის დამრღვევთა შეთქმულებაში ჩაერიოთ. ხელი შეუწყოთ ვერაგობას იმ ქალისას, რომელსაც გული ესპანელისა აქვს. ჩვენდა საბედნიეროდ, დიდებული კარდინალი თავის ფხიზელ თვალს ადევნებს ცხოვრებას და გულის სიღრმეში ჩასცქერის ქვეყნის მტრებს. ბონასიე სიტყვასიტყვით იმეორებდა ფრაზას, რომელიც გრაფმა როშფორმა ბაასში უთხრა. საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა საწყალი ქალბატონი ბონასიე. დარწმუნებულმა, რომ ქმარი შეუსრულებდა ამ დავალებას, სიტყვა მისცა დედოფალს. საწყალი ქალი იმ განსაცდელის შიშით კანკალებდა, რომელსაც თვითონვე იმზადებდა. მაგრამ იცოდა თავისი ქმრის ხასიათის სისუსტე _ ფულისადმი სიყვარული, და იმედს არ კარგავდა, რომ დაიყოლიებდა. _ მაშ, თქვენ კარდინალისტი ბრძანდებით, ბატონო? _ დაიძახა ქალბატონმა ბონასიემ. _ ჰა, მაშ, თქვენც მათი მომხრე ბრძანდებით, ვინც აწვალებს თქვენს მეუღლეს და შეურაცხყოფს თქვენს დედოფალს? _ კერძო ინტერესები არაფერია საზოგადოებრივ ინტერესებთან შედარებით. მე მათკენ ვარ, ვინც სახელმწიფოს კეთილდღეობას ემსახურება! _ წამოიძახა მედიდურად ბონასიემ. ეს ფრაზაც გრაფ როშფორისაგან იყო ნასესხები, მისგან გაიგონა ვაჭარმა, მოეწონა და შემთხვევით ისარგებლა, რომ თავისად გაესაღებინა. _ იცით კი, რა არის სახელმწიფო, ასე თამამად რომ გაიძახით? _ ჰკითხა ცოლმა და მხრები აიჩეჩა. _ იკმარეთ თქვენი მდგომარეობა, ნუ დაიჩემებთ შორსმჭვრეტელობას, რომლის იოტის ოდენიც არაფერი გაგაჩნიათ, იმისი მხარე დაიჭირეთ, ვისაც უფრო მეტს გამორჩებით. _ ჰე, ჰე, _ გაეცინა ბონასიეს, ხელი დაჰკრა სავსე პარკს და ვერცხლის ფული ააწკარუნა. _ ამაზე რაღას ბრძანებთ, ქალბატონო მქადაგებელო? _ ვინ მოგცათ ეგ ფული? _ ვერ მიხვდით? კარდინალმა. _ კარდინალმა? _ კარდინალმა და ჩემმა მეგობარმა გრაფმა როშფორმა. _ გრაფმა როშფორმა? განა როშფორი არ იყო, მე რომ მომიტაცა? _ შეიძლება, ქალბატონო, ის ყოფილიყოს. _ მერე, თქვენ ფულს იღებთ იმ კაცისაგან? _ თქვენ არ მითხარით, რომ მოტაცებას მარტო პოლიტიკური საფუძველი ედოო? _ დიახ, მაგრამ ამ მოტაცების მიზანი იყო ღალატი ჩემი ქალბატონისადმი. განზრახვა ჰქონდათ, ვეწვალებინეთ, ვეწამებინეთ, რათა ძალდატანებით ისეთი რამ მეთქვა, რაც საფრთხის წინაშე დააყენებდა მის პატიოსნებასა და თვით სიცოცხლესაც. _ თქვენი ყოვლადუდიდებულესი ქალბატონი ერთი მუხთალი ესპანელი გახლავთ და ძალიან კარგს შვრება კარდინალი, რომ ასე ექცევა. _ ვიცოდი, რომ ლაჩარი, ძუნწი და ყეყეჩი იყავით, მაგრამ ის კი არ ვიცოდი, რომ ფლიდიც ყოფილხართ, _ ბრაზმორევით წარმოთქვა ქალბატონმა ბონასიემ. _ რას ამბობთ, ქალბატონო? _ გაიკვირვა ბონასიემ, რომელსაც ჯერ არ ენახა თავისი ცოლი ასე განრისხებული და ძალიან ერიდებოდა ოჯახში უთანხმოებას, _ რას ამბობთ, ქალბატონო? _ მე იმას ვამბობ, რომ თქვენ შერცხვენილი კაცი ხართ! _ შეუტია ცოლმა, რადგან ხედავდა, რომ ნელ-ნელა ქედს იხრიდა მისი ქმარი. _ მაშ, თქვენც პოლიტიკოსობა დამიწყეთ, არა? და ისიც კარდინალისებური პოლიტიკოსობა? ეშმაკის კერძი ხდებით სულით ხორცამდე მაგ ფულის გულისთვის. _ არა, კარდინალისათვის. _ ეს ერთი და იგივეა! _ შეჰყვირა ახალგაზრდა ქალმა, _ გაჩუმდით, ქალბატონო, ერთიც ვნახოთ, ყური მოჰკრან და... _ დიახ, მართალი ხართ. შერცხვენილი დავრჩები თქვენი ლაჩრობით. _ რა ვქნა? არ მეტყვით, რა გინდათ ჩემგან? _ ხომ გითხარით, ამწამსვე წახვალთ და პატიოსნად აასრულებთ იმ დავალებას, რომელსაც მე განდობთ! თუ ამას ამისრულებთ, დავივიწყებ ყველაფერს და გაპატიებთ. კიდევ მეტი, გიწვდით ხელს და კვლავ ძველებურად მეგობრად მიგულეთ. მხდალი და ძუნწი იყო ბონასიე, მაგრამ თავისი ცოლიც უყვარდა. გული მოულბა. ორმოცდაათი წლის კაცი დიდხანს ვერ გაუძლებს ოცდახუთი წლის ცოლის გაჯავრებას. ქმარს ყოყმანი შეატყო ქალბტონმა ბონასიემ. _ ჰა, აბა რას იტყვით? _ რა უნდა ვთქვა, ჩემო კარგო მეგობარო? ცოტა თქვენც დაუფიქრდით და განსაჯეთ, რას მავალებთ: ლონდონი შორს არის პარიზიდან, ძალიან შორს, და ის საქმე, რომლისთვისაც მე მგზავნით, საფრთხეს არ უნდა იყოს მოკლებული. _ რა გენაღვლებათ, თუკი აიცდენთ? _ არა, ქალბტონო, არა აი, გადაჭრით გეუბნებით, მე მაგას ვერ ვიკისრებ, ძალიან მეშინია ვერაგობისა, ისიც მეყოფა, რაც ბასტილიაში ვიგემე, ოჰ, რა საშინელებაა ბასტილიის ციხე! მის მოგონებაზე თავით ფეხამდე ვკანკალებ. მემუქრებოდნენ: დაგტანჯავთ, ჯაჯით გაწამებთო! მერე იცი რა არის ჯაჯი? მაგარი ხის სოლი. ჩაგირჭობენ ფეხებს შუა და გცემენ, მანამ ძვლები არ გასკდება! არა, არა, მე არსად წავალ. უცნაურია სწორედ! რატომ თქვენ თვითონ არ მიბრძანდებით? თუ მართალი გნებავთ, მე ვფიქრობ, რომ დღევანდლამდე ძალიან ვცდებოდი თქვენში. მგონია, რომ თქვენ ქალი კი არა, ვაჟკაცი ხართ, ამასთან, ძალიან გულადი ვაჟკაცი! _ თქვენ კი, თქვენ დედაკაცი ხართ, უქნარა დედაკაცი, სულელი და გადაყრუებული! მაშ, გეშინიათ? იცოდეთ, რომ თუ ახლავე არ წახვალთ, ამწამსვე, დაგაჭერინებთ დედოფლის ბრძანებით და ვეცდები, სწორედ იქ ჩაგაგდონ, ბასტილიის საკანში, რომლის მოგონებაზე შიშით გაკანკალებთ. ღრმად ჩაუფიქრდა თავის მდგომარეობას ბონასიე. კარგად აწონა თავისი გონების სასწორით ორი მოსალოდნელი მრისხანება: ერთი - კარდინალის მხრივ, მეორე _ დედოფლის მხრივ. დარწმუნდა, რომ კარდინალისა გაცილებით საშინელი იყო, ვიდრე დედოფლისა. _ რა ვქნა? დამაპატიმრეთ დედოფლის ბრძანებით, მე კიდევ მის ყოვლადუწმინდესობასთან ვიჩივლებ. ახლა კი დარწმუნდა ქალბტონი ბონასიე, რომ ძალიან შორს შეტოპა, და შეშინდა, შეატყო, რომ მეტი თქვა, ვიდრე შეიძლებოდა, გულგახეთქილი შეჰყურებდა თავის გამოშტერებულ ქმარს, რომელსაც საბოლოოდ მიეღო მტკიცე გადაწყვეტილება და შიშით ზარდაცემულს, სულელის გამომეტყველება ეხატებოდა სახეზე. _ ასე იყოს, რა გაეწყობა! _ უთხრა ქმარს ქალბატონმა ბონასიემ, _ რომ დაფიქრდეს ადამიანი, იქნება კიდეც დაგეთანხმოთ. კაცმა უფრო მეტი იცის პოლიტიკისა, მეტადრე თქვენ, ბატონო ბონასიე, მით უმეტეს, რომ კარდინალთანაც გქონიათ საუბარი, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ჩემი ქმარი, რომელზედაც ვამყარებდი იმედს, არ აკმაყოფილებს ჩემს სურვილს და ასე უკმეხად მექცევა. _ იმიტომ, რომ თქვენს სურვილს ძალიან შორს მივყავარ და მე ვერ ვენდობი მათ, _ უპასუხა ქმარმა გამარჯვებულის სიხარულით. _ მაშ, მე უარს ვეტყვი, _ უთხრა ოხვრით ახალგაზრდა ქალმა, _ კარგი, ნუღარ დავუბრუნდებით ამ საკითხს. _ ის მაინც გეთქვათ, რისთვისა მგზავნით ლონდონში? ვინ უნდა ვნახო? რა უნდა ვუთხრა? _ დაიწყო ხელახლა ბონასიემ, რომელსაც მხოლოდ ახლა მოაგონდა როშფორის დარიგება, რაიმე საიდუმლო დაეცინცლა ცოლისათვის. _ რა საჭიროა თქვენთვის მაგის ცოდნა? _ უპასუხა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც ალღოთი იგრძნო უნდობლობა და ცდილობდა შეესწორებინა დაშვებული შეცდომა, _ უბრალო საქმეა; სამკაული იყო საყიდელი, რომლისთვისაც გაგიჟებული არიან ხოლმე ქალები, სამაგიეროდ, ფულს ბევრს მოიგებდით. მაგრამ რამდენადაც მეტად ცდილობდა ცოლი შეცდომის გაქარწყლებას, იმდენად მეტად რწმუნდებოდა ქმარი, რომ საიდუმლოება, რომელსაც მას არ ანდობდა ქალბატონი ბონასიე, მეტად დიდმნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. მან გადაწყვიტა, საჩქაროდ გრაფ როშფორის სანახავად გაქცეულიყო და ეცნობებინა, რომ დედოფალი სანდო კაცს დაეძებს ლონდონში გასაგზავნად. _ მაპატიეთ, რომ მარტო გტოვებთ, ჩემო საყვარელო, _ მიმართა ცოლს, _ არ ვიცოდი, რომ მოხვიდოდით. ერთ ჩემს მეგობარს პაემანი დავუნიშნე. ახლავე დავბრუნდები, თუ ინებებთ და ნახევარ წუთს დამიცდით, როგორც კი გავათავებ საქმეს ჩემს მეგობართან, მაშინვე თქვენკენ გამოვეშურები, და რადგან უკვე ღამდება კიდეც, ლუვრშიც მე მიგაცილებთ. _ გმადლობთ, ბატონო, _ უპასუხა ცოლმა, _ თუკი იმდენი ვაჟკაცობა არა გაქვთ, რომ სასარგებლო საქმეში დამეხმაროთ, მარტოდმარტოც კარგად მივაგნებ სასახლეს. _ როგორც გენებოთ, ჩემო ქალბატონო, _ არ იწყინა ბონასიემ, _ ისევ მალე გნახავთ? _ ძალიან მალე, იმედი მაქვს, ამ კვირას გნახოთ, ცოტა თავისუფალ დროს ვიპოვი თუ არა, წამოვალ, რომ მივალაგო აქაურობა და მოვაწესრიგო ჩვენი საქმეები. _ ძალიან კარგი. მაშ, გელოდებით, ხომ არ მიწყრებით? _ მე? რა მაქვს გასაწყრომი? _ მაშ, ნახვამდის იმ იმედით, რომ მალე შევხვდებით ერთმანეთს! _ დიახ, ნახვამდის! ბონასიემ თავის ცოლს ხელზე აკოცა და ჩქარი ნაბიჯით სახლიდან გავიდა. _ ხედავთ ამ სულელს? __ წამოიძახა ქალბატონმა ბონასიემ, როდესაც ქმარმა ქუჩის კარი მიიხურა და მარტო დარჩა. _ ესღა აკლდა ამ სულელს, რომ კარდინალის კაცი გამხდარიყო! მეც რა მომივიდა! რა პასუხი გავცე დედოფალს, რომელსაც პირობა მივეცი და დაუყოვნებლივ დავალების ასრულება აღვუთქვი. ოჰ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! _ მეც ალბათ ერთი იმ მოღალატეთაგანი ვეგონები, რომლებიც მატლებივით ფუთფუთებენ სასახლეში... ოჰ, ბატონო ბონასიე, გულით არასოდეს არ მყვარებიხართ და ახლა მით უმეტეს მძულხართ და მეზიზღებით! ქალი არ ვიყო, თუ ძვირად არ დაგისვათ ეგ ამბავი. სწორედ ამ წუთში, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა ქალბატონი ბონასიე, ჭერიდან დაუკაკუნეს. აიხედა და ნაცნობი ხმა გაიგონა: _ ჩემო იმედო, ქალბატონო ბონასიე, გამიღეთ ხეივნის პატარა კარი, რომ თქვენთან ჩამოვფრინდე. XVIII საყვარელი და ქმარი _ ეჰ, ქალბატონო, _ უთხრა დ'არტანიანმა, რომელსაც ხეივნის კარი გაუღო ახალგაზრდა ქალმა, _ ნება მიბოძეთ, სამძიმრით მოგმართოთ: მეტად უხეირო ქმარი გყოლიათ. _ ნუთუ გაიგონეთ ჩვენი ლაპარაკი? _ ჰკითხა შემკრთალმა ქალმა და შეშინებული თვალით დ'არტანიანს დააცქერდა. _ თავიდან ბოლომდე. _ ოჰ, ღმერთო ჩემო! ეს როგორ? _ იმავე ხერხით, რომლის საშუალებითაც დაწვრილებით გავიგონე თქვენი და კარდინალის რაზმელების უფრო გაცხარებული საუბარი. _ გთხოვთ, მითხრათ, რა გაიგეთ ჩემი და ჩემი მეუღლის ბაასიდან? _ მრავალი რამ: ჯერ ერთი, რომ, საბედნიეროდ, თქვენი ქმარი მეტად სულელი და არარაობაა, მეორეც ის, რომ შეწუხებული ბრძანდებით, რაც ძალიან მიამა. თქვენი მწუხარება საშუალებას მაძლევს, თქვენს მონა-მორჩილად მიგულოთ და საქმით დაგიმტკიცოთ, რომ სიცოცხლეს გავწირავ თქვენი გულის მოსაგებად, ღმერთმა იცის, თქვენი გულისთვის ცეცხლში ჩავვარდები. გავიგე, აგრეთვე, რომ დედოფალს სანდო, გულადი, გონიერი და მისთვის თავდადებული კაცი სჭირდება ლონდონში გასაგზავნად, ამ თვისებათაგან სამივე თუ არა, ორი მაინც მომეპოვება, და თქვენს ბრძანებასღა ველი. პასუხი არ მისცა ქალბატონმა ბონასიემ, მაგრამ გული სიხარულით უცემდა. _ ვინ იქნება თქვენი თავდები, რომ გაგანდოთ ეს საიდუმლოება? _ ჰკითხა მან შემდეგ. _ ჩემი თქვენდმი სიყვარული! თქვით, მიბრძანეთ! რა უნდა გაკეთდეს. _ ღმერთო! ღმერთო! _ ოხრავდა ახალგაზრდა ქალი, _ როგორ გავბედო, როგორ მოგანდოთ ამისთანა საიდუმლოება, ბატონო? თანაც ჯერ თითქმის ყმაწვილი ხართ... _ მაშ, ასეა საქმე? თავდებად გინდა ვინმე დამიდგეს? _ რომ იცოდეთ, როგორ დამამშვიდებდით. _ ათოსს იცნობთ? _ არა. _ პორთოსს? _ არა. _ არამისს? _ არა, ვინ არიან ეგ ბატონები? _ მეფის მუშკეტერები. არც ბატონ დე ტრევილს იცნობთ, მუშკეტერების კაპიტანს? _ ოჰ, დიახ, დიახ, მაგას კი ვიცნობ! პირადი ნაცნობობა არა მაქვს, მაგრამ ხშირად გამიგონია დედოფლის მიერ მისი ქება, მამაც და პატიოსან კაცად მიაჩნია. _იმას ხომ ვერ იტყვით, რომ ბატონი დე ტრევილი გიღალატებთ და კარდინალთან გაგცემთ? _ ოჰ, მაგას რა მათქმევინებს? _ ძალიან კარგი. მიანდეთ მას თქვენი საიდუმლოება და ჰკითხეთ: შეიძლება თუ არა მე დამავალოთ ეგ საქმე, რაც უნდა დიდად ძვირფასი და საშიში იყოს მისი მნიშვნელობა? _ კარგით, მაგრამ მე არ მეკუთვნის ეს საიდუმლოება და არ შემიძლია სხვას ვანდო. _ ბატონ ბონასიეს კარგად ანდობდით? _ იწყინა დ'არტანიანმა. _ ისე ვანდობდი, როგორც წერილს მიანდობენ ხის ფუღუროს, მტრედის ფრთას ან ძაღლის საყელოს. _ კარგი, მაგრამ განა ვერა ხედავთ, როგორ მიყვარხართ? _ თქვენ ამბობთ მაგას!.. _ მე პატიოსანი კაცი გახლავართ! _ ვიცი, ბატონო. _ არც გულადობა მაკლია. _ ამაში დარწმუნებული ვარ. _ მაშ, აი, გამომცადეთ. ქალბატონი ბონასიე ყმაწვილ კაცს დააცქერდა, ისევ ყოყმანობდა, მაგრამ ისეთი ალი ასდიოდა დ'არტანიანის თვალებს, ისეთი გამარჯვების რწმენა ისმოდა მის ხმაში, რომ არ შეიძლებოდა არ ნდობოდა, გარდა ამისა, ისეთ უმწეო მდგომარეობაში იყო საცოდავი, როდესაც ადამიანი ყველაფერს გაბედავს მიზნის მისაღწევად. მეტისმეტი სიფრთხილე ისევე დამღუპველი იყო ახლა დედოფლისათვის, როგორც მეტისმეტი ნდობა. ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა მფარველისადმი უნებლიეთ აღძრულმა გრძნობამ ქალბატონ ბონასიეს ხმა ამოაღებინა. _ მომისმინეთ, _ უთხრა მან დ'არტანიანს, _ მე ვენდობი თქვენს დაპირებას და თქვენს პატიოსნებას, მაგრამ გეფიცებით ყოვლადმხილავ ღვთის წინაშე, რომელიც ჩვენი შეთანხმების მოწმეა, თუ მიმტყუნეთ, კიდეც რომ მაპატიონ ჩემმა მტრებმა, თავს მოვიკლავ ჩემი ხელით და თქვენ დაგდებთ ბრალს ჩემს უბედურებაში. _ მეც გეფიცებით, ქალბატონო, _ მიუგო დ'არტანიანმა, _ კიდეც რომ შემიპყრონ მიღებული ბრძანების ასრულების დროს, მოვკვდები და საიდუმლოს არ გავცემ. ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ ვინმე ხიფათში ჩავაგდო. მაშინ ახალგაზრდა ქალმა უამბო ის საშინელი საიდუმლო დავალება, რომლის ნაწილი დ'არტანიანმა თვითონაც გაიგონა ცოლ-ქმრის ბაასიდან; ეს იყო მათი ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოცხადება. სიხარულის და სიამაყის შუქი ადგა დ'არტანიანს. საიდუმლო დავალება ანდეს და ქალბატონი ბონასიეს გულიც მოიგო. ამ გარემოებამ ბუმბერაზად გადააქცია ყმაწვილი კაცი. _ მივდივარ, ახლავე მივდივარ. _ როგორ თუ მიდიხართ, _ გაიკვირვა ქალბატონმა ბონასიემ. _ მერე თქვენი რაზმი, თქვენი კაპიტანი? _ ჩემს სულს ვფიცავ, თქვენ დამავიწყეთ ყველაფერი, ჩემო საყვარელო კონსტანცია! დიახ, მართალი ხართ, შვებულება უნდა ავიღო. _ ერთი დაბრკოლება კიდევ. _ ამოიკვნესა ქალბატონმა ბონასიემ. _ ოჰ, ეგ რა დაბრკოლებაა, _ შეჰყვირა დ'არტანიანმა მცირე ფიქრის შემდეგ, _ მაგას ადვილად მოვახერხებ. _ როგორ მოახერხებთ? _ ახლავე მივირბენ ბატონ დე ტრევილთან და ვთხოვ, რომ შვებულება სთხოვოს ჩემთვის თავის ქვისლს, ბატონ დე ზესარს. _ კიდევ ერთი რამ... _ რა? _ ჰკითხა დ'არტნიანმა, რომელიც ხედავდა, რომ ქალბატონ ბონასიეს ეძნელებოდა სიტყვის დაბოლოება. _ იქნება ფული არა გაქვთ? _ ეგ «იქნება» სრულიად ზედმეტი სიტყვაა, _ სიცილით უპასუხა დ'არტანიანმა. მაშინ ქალბატონმა ბონასიემ უჯრა გამოსწია და ის ქისა ამოიღო, რომელსაც ნახევარი საათის წინ ისეთი სიყვარულით უალერსებდა მისი მეუღლე. _ არა გაქვთ? აი, ეს წაიღეთ. _ კარდინალის ქისა? _ შეჰყვირა დ'არტანიანმა და სიცილი წასკდა, რადგან კარგად ეხსომება მკითხველს, აშლილი ფილაქნის წყალობით ერთი სიტყვა არ გამოჰპარვია ქალბატონ ბონასიეს და მისი ქმრის საუბრიდან. _ დიახ, კარდინალის ქისაა, _ მიუგო ქალმა, _ და როგორც ხედავთ, ძალიან დიდებულადაც არის გაბერილი. _ ღვთის წყალობაა სწორედ! _ იცინოდა დ'არტანიანი, _ ერთიორად მხიარული იქნება ჩემი მგზავრობა: დედოფლის გადარჩენა კარდინალის ფულით! _ კარგი რამა ხართ და მომხიბლავი, _ უთხრა ალერსით ქალბატონმა ბონასიემ, _ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მადლობას გადაგიხდით დედოფალი. _ მე უკვე დაჯილდოებული ვარ და საკმაოდ უხვადაც! _ მიუგო დ'არტანიანმა, _ მიყვარხართ! თქვენ არ მიკრძალავთ სიყვარულის აღიარებას, ეს ისეთი ნეტარება გახლავთ, რომელზედაც მე ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი. _ ჩუმად! _ წასჩურჩულა ქალმა კანკალით. _ რა არის? _ ქუჩაში ლაპარაკობენ. _ ვისი ხმაა? _ ეს ხმა... ეს ხმა ჩემი ქმრისაა, დიახ, მაშინვე ვიცანი! _ დ'არტანიანმა კართან მიირბინა და ურდულით დაკეტა. _ მანამ არ წავალ, კარებს ნუ გაუღებთ. _ მერე მეც რომ უნდა წავსულიყავი? ან კიდევ ეს ფული. რა ვუპასუხო, რომ მკითხოს? _ თქვენ მართალი ხართ, უნდა წავიდეთ! _ წავიდეთ? როგორ წავიდეთ? ხომ დაგვინახავს? _ მაშინ, ჩემთან უნდა ავიდეთ. _ ოჰ, ოჰ, _ შეჰკივლა ქალბატონმა ბონასიემ, _ იმ კილოთი მეუბნებით მაგას, რომ აქვე მაშინებთ. _ ამ სიტყვებზე ცრემლები მოერია საბრალო ქალს. დ'არტანიანს ცრემლების დანახვაზე გული აუჩქროლდა, აღელდა და დაიჩოქა: _ ჩემთან, ქალბატონო, ისე უშიშრად იქნებით, როგორც წმინდა ტაძარში, სიტყვას გაძლევთ პატიოსანი კეთილშობილისას. _ წავიდეთ, თქვენ იცით და თქვენმა პატიოსნებამ, ჩემო მეგობარო. დიდი სიფრთხილით ასწია დ'არტანიანმა ურდული, აჩრდილივით ჩავიდნენ უკანა კარით ხეივანში, ჩუმად ავიდნენ კიბეზე და დ'არტანიანის ოთახში შევიდნენ, შემდეგ ორივენი ფანჯარასთან მივიდნენ და დარაბის დირეში დაინახეს ქუჩაში მდგომი ბონასიე, რომელიც წამოსასხამიან კაცს ელაპარაკებოდა. წამოსასხამიანი კაცის დანახვაზე დ'არტანიანმა ხმალი იშიშვლა და კარს მივარდა. ეს მისი უცნობი მენგელი კაცი იყო. _ რას შვრებით, რა ვქნა? _ შეჰკივლა ქალბატონმა ბონასიემ. _ სიცოცხლე მოგჭარბებიათ? _ აღთქმული მაქვს, უნდა მოვკლა იგი! _ დღეს თქვენ არ გეკუთვნით თქვენი სიცოცხლე, ხომ აღმითქვით ამ დავალების ასრულება! დედოფლის სახელით გიკრძალავთ რაიმე განსაცდელში თავის ჩაგდებას, თუ მას დამოკიდებულება არ ექნება თქვენს მგზავრობასთან. _ თქვენის სახელით რაღას მიბრძანებთ? _ ჩემი სახელით? _ დაიწყო მღელვარებით ქალბატონმა ბონასიემ, _ ჩემი სახელით, გთხოვთ... მაგრამ ყური დავუგდოთ, მგონია, ჩემზე ლაპარაკობენ. დ'არტანიანი ფანჯარასთან მივიდა და სმენად გადაიქცა. ბატონ ბონასიეს კარი გაეღო და რაკი შინ არავინ დახვედროდა, ისევ იმ წამოსასხამიან კაცთან მისულიყო, რომელიც ქუჩაში ელოდა. _ წასულა, _ მოახსენა წამოსასხამიანს, _ ლუვრისკენ წავიდოდა. _ დარწმუნებული ხართ, რომ ვერ მიხვდებოდა, რა განზრახვით დატოვეთ მარტო? _ ჰკითხა უცნობმა. _ როგორ მიხვდებოდა? _ უპასუხა დაბეჯითებით ბონასიემ, _ სად შეუძლია მაგდენი დაფიქრება? _ თუ იცით, შინ არის თქვენი რაზმელი? _ არა მგონია. აგერ, შეხედეთ, ფანჯრები მიხურული აქვს; სანათის სხივი არ გამოდის მისი ფანჯრებიდან. _ კარგი, მაგრამ დანამდვილებით ცოდნა ჯობს. _ ეგ როგორ? _ დაუკაკუნეთ კარებზე. _ მის მსახურსა ვკითხავ. _ აბა, წადით. ბონასიე შევიდა თავის სახლში, გაიარა იმავე კარით, რომელიც ისე კარგად გამოიყენეს დ'არტანიანმა და მისმა სატრფომ, კიბეზე ავიდა და დააკაკუნა. პასუხი არავინ გასცა, პორთოსს ნებავდა, დიდკაცად სჩვენებოდა სტუმრებს, და იმ საღამოს თავისთან წაეყვანა პლანშე. რაც შეეხება დ'არტანიანს, გიჟი უნდა ყოფილიყო, რომ ხმა ამოეღო. კარის დაკაკუნებაზე ორივეს გული აუფანცქალდა... _ შინ არავინ გახლავთ, _ უთხრა ბონასიემ. _ მოდით, თქვენსა შევიდეთ, იქ უფრო თავისუფლად ვილაპარაკებთ, ვიდრე ქუჩაში. _ ვაიმე, ვაიმე! _ შეშინდა ქალბატონი ბონასიე, _ ახლა კი ვეღარას გავიგონებთ. _ პირიქით, _ უპასუხა დ'არტანიანმა, _ უფრო გავიგონებთ. სამი თუ ოთხი ნაჭერი ამოაცალა ფილაქანს და მისი ოთახი დიონისოს1 ყურად იქცა. ხალიჩა გაშალა, ზედ დაიჩოქა და ქალბატონ ბონასიეს ანიშნა, ყური გეჭიროთ ადგილისკენო. _ დარწმუნებული ხართ, რომ არავინ არის? _ჰკითხა უცნობმა. _ არავინ, ბატონო, არავინ, _ უპასუხა ბონასიემ. _ თქვენ გგონიათ, რომ თქვენი ცოლი... _ ახლა სასახლეში იქნება. _ ისე რომ, თქვენ გარდა არავის ეტყოდა?.. _ დარწმუნებული გახლავართ. _ უაღრესი მნიშვნელობა აქვს მაგას, გეყურებათ? _ მაშ, ძალიან ძვირფასი ამბავი მოგიტანეთ? _ ძალიან ძვირფასი, ჩემო ბონასიე, ამას ვერ დაგიმალავთ. _ მაშ, ბატონი კარდინალი კმაყოფილი იქნება ჩემი სამსახურით? _ მაგას რაღა თქმა უნდა! _ ჩვენი დიდებული კარდინალი! _ დარწმუნებდული ხართ, რომ თქვენთან ლაპარაკის დროს არავის გვარი არ დაუსახელებია თქვენს ცოლს? _ მგონი, რომ არა. _ ხომ არ უხსენებია ქალბატონი დე შევრეზი ან ბატონი ბუკინგამი, ქალბტონი დე ვერნე? _ არა, მარტო ის მითხრა, რომ გაგზავნა უნდოდა ლონდონში ერთი ბრწყინვალე პიროვნების დავალების ასასრულებლად. _ პირშავი! _ წაიჩურჩულა ქალბატონმა ბონასიემ. _ ჩუმად! _ გააფრთხილა დ'არტანიანმა და ხელი დაუჭირა ქალს, მანაც სიამოვნებით მიანება თავისი ხელი. _ უნდა გითხრათ, _ განაგრძო უცნობმა, _ მეტად მიამიტი ყოფილხართ, თორემ იკისრებდით, რასაც გავალებდნენ. ჯიბეში ჩაიდებდით იმ წერილს და კარდინალს აჩვენებდით. მთავრობასაც გადაარჩენდით და თქვენც... _ მე? მე რაღა? _ დიდ წარმატებას გიპირებდათ კარდინალი, კეთილშობილის გვარის მონიჭებას ფიქრობდა... _ თვითონ მან ბრძანა? _ დიახ, ვიცი რომ მოულოდნელად გიპირებდათ გახარებას. _ არხეინად ბრძანდებოდეთ, _ დაუბრუნდა საქმეს ბონასიე, _ თაყვანს მცემს ჩემი ცოლი და კიდევაც... _ ჩერჩეტი! _ წამოიძახა ჩუმად ქალმა. _ ჩუმად! _ წასჩურჩულა დ'არტანიანმა და უფრო მაგრად მოუჭირა ხელი. _ რა? _ ჰკითხა წამოსასხამიანმა; _ ვითომ დაიყოლიოთ? _ ახლავე მივალ სასახლეში, ვიკითხავ ქალბატონ ბონასიეს, ვეტყვი, რომ დავუფიქრდი საქმეს და თანახმა ვარ შევასრულო მისი დავალება. გამოვართმევ წერილს და კარდინალისაკენ მოვკურცხლავ. _ მაშ, მალე! ცოტა ხნის შემდეგ გამოგივლი ამბის გასაგებად. უცნობი წავიდა. _ საზიზღარო, თავლაფდასხმულო! _ თქვა აღშფოთებულმა ქალმა ჩუმი ხმით ქმრის მისამართით. _ ჩუმად! _ გაუმეორა დ'არტანიანმა და მთლად დაისაკუთრა მისი ხელი. საზარელი ბღავილი გაისმა ამ დროს მთელ სახლში და ყველაფერი დაავიწყდა დ'არტანიანს და ქალბატონ ბონასიეს, ბატონი ბონასიე ბღაოდა, მას უკვე შეემჩნია ფულით სავსე ქისის მოპარვა და გამწარებული გაჰყვიროდა, მიშველეთ, ქურდებიო! _ აი, გაუწყრა ღმერთი! _ წამოიძახა ქალბატონმა ბონასიემ, _ თავზე დაგვახვევს მთელ უბანს. დიდხანს იყვირა და იბღავლა ბონასიემ, მაგრამ მესაფლავეების ქუჩაზე ძალიან ხშირი იყო იმ დროს ასეთი ყვირილი და ყურადღებას აღარავინ აქცევდა. გარდა ამისა, ამ უკანასკნელ ხანს სახელი გასტეხოდა ჩვენი ვაჭრის სახლს. რაკი ვერა გააწყო რა, არავინ მიეშველა, გარეთ გამოვარდა და ყვირილით განაგრძო გზა, კარგა ხანს ისმოდა დიუბაკის ქუჩისკენ მიმავალი ბონასიეს მწარე ღრიალი. _ ის ხომ წავიდა, ახლა თქვენი რიგია, თქვენც უნდა წახვიდეთ, _ უთხრა ქალბატონმა ბონასიემ. _ აბა, ყოჩაღად იყავით; განსაკუთარებული სიფრთხილე გმართებთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ დედოფალს ეკუთვნით და თქვენზე არის დამოკიდებული მისი სიკვდილ-სიცოცხლე. _ დედოფლისა და თქვენი! _ შეჰყვირა დ'არტანიანმა, _ დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, ჩემო მშვენიერო კონსტანცია, დაბრუნებისას სრულიად დამსახურებული მექნება დედოფლის ჯილდო, მაგრამ ის კი არ ვიცი, დამსახურებული მექნება თუ არა თქვენი სიყვარული? მაისის ვარდივით გაწითლდა ახალგაზრდა ქალი და ეს იყო მისი ერთადერთი პასუხი. რამდენიმე წუთის შემდეგ დ'არტანიანი გამოეთხოვა ქალბატონ ბონასიეს, წამოსასახამში კარგად გაეხვია და გარეთ გავიდა. თვალი გაადევნა ქალბატონმა ბონასიემ, სიყვარულით აღგზნებული თვალი, რომელსაც ქალი მაშინ იმეტებს, როდესაც მისთვის გაგიჟებულ მიჯნურს აცილებს. მაგრამ როგორც კი ქუჩის კუთხეს ჩაუხვია დ'არტანიანმა, ქალი მუხლებზე დაეცა, ხელები აღაპყრო და შეჰღაღადა: _ ღმერთო ძლიერო! შენ იყავი დედოფლისა და ჩემი მფარველი! XIX მგზავრობის გეგმა დ'არტანიანი მაშინვე ბატონ დე ტრევილთან წავიდა. დროს დაკარგვა არ შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ, დაწვრილებით აცნობებდა საქმის ვითარებას კარდინალს ის წყეული უცნობი. ამიტომ ღალატად მიაჩნდა უსარგებლოდ გატარებული ყოველი წამი. ნეტარებას ვეღარ იტევდა ყმაწვილი კაცის გული, შემთხვევა მიეცა, ერთ და იმავე დროს დიდებაც მოეხვეჭა და ფულიც ეშოვა, ამას ისიც დაემატა, რომ იგი დაუახლოვდა ქალს, რომელიც გაგიჟებით უყვარდა, ყველაფერი ეს უდიდეს ნეტარებას ანიჭებდა დ'არტანიანს. ბატონი დე ტრევილი დარბაზში ბრძანდებოდა თავის მახლობელი დიდებულებით. დ'არტანიანს ყველა იცნობდა და პირდაპირ კაბინეტში შეიყვანეს, მან ითხოვა, მოეხსენებინათ ბატონ დე ტრევილისათვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისათვის იყო მოსული. დიდხანს არ დასჭირვებია ცდა. ხუთი წუთის შემდეგ ბატონი დე ტრევილი კაბინეტში შემოვიდა. დ'არტანიანის სიხარულით გაკაშკაშებული სახის დანახვაზე მაშინვე მიხვდა ღირსეული კაპიტანი, რომ მართლა რაღაც ახალი და ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი მომხდარიყო. სანამ ბატონ დე ტრევილთან მივიდოდა, დ'არტანიანი გზაში სულ იმას ეკითხებოდა თავის თავს, მიენდო საიდუმლოება ბატონ კაპიტნისათვის თუ მხოლოდ შვებულება ეთხოვა საიდუმლო დავალების მოსარიგებლად. მაგრამ მუშკეტერთა კაპიტანი ისეთი ნდობითა და ლმობიერებით ექცეოდა ჩვენს გასკონელს, ისეთი თავგანწირვით ემსახურებოდა მეფესა და დედოფალს, და ისე სძულდა კარდინალი, რომ დ'არტანიანმა გადაწყვიტა, ყველაფერი მოეხსენებინა მისთვის. _ ჩემი ნახვა გინდოდათ, ჩემო ყმაწვილო მეგობარო? _ მიმართა ბატონმა დე ტრევილმა. _ დიახ, ბატონო, _ მიუგო დ'არტანიანმა, _ და იმედი მაქვს, მაპატიებთ კიდეც ასე უდროოდ შეწუხებას, როდესაც მოგახსენებთ, თუ რა დიდმა გარემოებამ მაიძულა თქვენი დახმარების თხოვნა. _ აბა, თქვით, რაშია საქმე? გისმენთ. _ საქმე ისაა, ბატონო, _ მიუგო ჩუმი ხმით დ'არტანიანმა, _ რომ განსაცდელს უნდა გადავარჩინოთ დედოფლის სახელი და, იქნება, დედოფლის სიცოცხლეც. _ რას ამბობთ, რას? _ ჰკითხა განცვიფრებულმა დე ტრევილმა და თვალი გადაავლო იქაურობას, რათა დარწმუნებულიყო, რომ მათ გარდა სხვა არავინ იყო კაბინეტში. შემდეგ დ'არტანიანს დააცქერდა, თითქოს თვალით ეკითხებოდა განმარტებას. _ ერთმა შემთხვევამ საშუალება მომცა, ბატონო, ხელთ მეგდო საიდუმლოება... _ რომელსაც, იმედი მაქვს, ჩემო მეგობარო, საიდუმლოდ შეინახავთ, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგიჯდეთ. _ დიახ, ბატონო, გეფიცებით, მაგრამ თქვენ კი უნდა მოგახსენოთ, რადგან მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დამეხმაროთ იმ ბრძანების შესრულებაში, რომელიც მე დედოფლისაგან მივიღე. _ თქვენ შეგეხებათ ეს საიდუმლოება? _ არა, ბატონო, საიდუმლოება დედოფლისა გახლავთ. _ მოგცათ უფლება მისმა ყოვლადუდიდებულესობამ, ჩემთვის გაგეზიარებინათ? _ პირიქით, ბატონო, მე ბრძანება მაქვს, არამც და არამც არავის ვანდო იგი. _ მერე რაღად უნდა მითხრათ? რათ არღვევთ მაგ ბრძანებას? _ იმიტომ, ბატონო, რომ, როგორც მოგახსენეთ, თუ თქვენი დახმარება არ მექნება, ვერაფერს გავხდები. ვშიშობ, უარი მითხრათ თხოვნაზე იმ შემთხვევაში, თუ არ გეცოდინებათ, რა საქმისათვის მჭირდება თქვენი დახმარება. _ საიდუმლო თქვენთვის შეინახეთ, ჩემო კარგო, და მითხარით, რა გსურთ? _ უნდა სთხოვოთ ბატონ დე ზესარს, რომ ორი კვირის შვებულება მიბოძოს. _ როდიდან? _ ამაღამიდანვე. _ მიდიხართ სადმე? _ დიახ, ბატონო, მგზავნიან. _ შეგიძლიათ მითხრათ, სად მიხვალთ? _ ლონდონში. _ ხომ არ არის ვინმე დაინტერესებული, ხელი შეგიშალოთ თქვენი მიზნების შესრულებაში? _ მე მგონი, კარდინალი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გზა შემიკრას და შემაფერხოს! _ მარტო მიდიხართ? _ მარტო გეახლებით. _ მაშინ, ბონდსაც კი ვერ გასცდებით, ვიცი, რასაც გეუბნებით, და გაფრთხილებთ, _ უთხრა დე ტრევილმა. _ რატომ ვერ გავცდები? _ გზაში მოგკლავენ. _ მომკლავენ ჩემი მოვალეობის შესრულებისას. _ დავალება კი აუსრულებელი დარჩება. _ მართალს ბრძანებთ. _ დ'არტანიანმა თავი დაღუნა. _ მერწმუნეთ, _ განაგრძო დე ტრევილმა, - ამგვარ საქმეში ოთხნი უნდა იყვნეთ, რომ ერთმა მიაღწიოს დანიშნულ მიზანს. _ მართალსა ბრძანებთ, ბატონო, _ დაეთანხმა დ'არტანიანი, _ თქვენც კარგად იცნობთ ათოსს, პორთოსს და არამისს, უკეთ მოგეხსენებათ, შემიძლია თუ არა მათაც ვთხოვო დახმარება? _ იმ პირობით, რომ არ ანდოთ საიდუმლოება, რომლის ცოდნა მე არ ვინდომე. _ ერთხელ და საუკუნოდ შევიფიცეთ მე და ჩემი მეგობრები, ბრმად ვენდობით ერთმანეთს, გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მათ უთხრათ, რომ სრული ნდობა გაქვთ ჩემი, ეს სავსებით საკმარისი იქნება და აღარას მკითხავენ. _ მე შემიძლია, თხუთმეტი დღის შვებულება მივცე სამივეს, ათოსს ფორჟის წყლებზე გასამგზავრებლად, მისი ჭრილობის გამო, რომელიც კიდევ ძალიან აწუხებს, პორთოსსა და არამისს იმისათვის, რომ თან გაჰყვნენ თავიანთ მეგობარს. ცხადია, მარტოს არ დატოვებენ. შვებულების მოწმობის მიღება იქნება საბუთი, რომ მე თქვენთან მგზავრობის უფლებას ვაძლევ. _ გმადლობთ, ბატონო, უსაზღვროა თქვენი სიკეთე. _ მაშ, ახლავე წადით, იპოვეთ სამივე და ამაღამვე გზას გაუდექით. ოჰ, მართლა! ბატონ დე ზესარის სახელზე თხოვნა შვებულების შესახებ აქვე დაწერეთ. ჯაშუში ალბათ უკვე აგედევნათ და თქვენი აქ მოსვლა, რაღა თქმა უნდა, კარდინალისათვის უკვე ცნობილია. დ'არტანიანმა დაწერა თხოვნა და კაპიტანს მიართვა. ბატონმა დე ტრევილმა ჩამოართვა და შეჰპირდა, რომ გათენებამდე ორი საათით ადრე ოთხივეს მიუვიდოდა შვებულების მოწმობა. _ თუ შეიძლება, ბატონო კაპიტანო, ჩემი მოწმობაც ათოსს გაუგზავნეთ, _ სთხოვა დ'არტანიანმა, _ არ მინდა, შინ დავბრუნდე, ვშიშობ, რაიმე ფათერაკს არ გადავეყარო. _ ძალიან კარგი, დამშვიდებული იყავით, ნახვამდის და კეთილი იყოს თქვენი მგზავრობა, მართლა! მოითმინეთ! დ'არტანიანი შემობრუნდა. _ ფული გაქვთ? დ'არტანიანმა ჯიბეში ფულით სავსე ქისა ააჩხარუნა, _ საკმარისია? _ ჰკითხა ბატონმა დე ტრევილმა. _ სამასი პისტოლი გახლავთ. _ სავსებით საკმარისია, მაგ ფულით კაცი ქვეყანას შემოივლის, მაშ, ნახვამდის! დ'არტანიანმა თავი დაუკრა ბატონ დე ტრევილს, რომელმაც ხელი გამოუწოდა. მოწიწებით და მადლობით ჩამოართვა გასკონელმა კაპიტანს. კარგა ხანი იყო მას შემდეგ, რაც პარიზში ცხოვრობდა დ'არტანიანი და ქების მეტს ვერას იტყოდა კაპიტანზე, რომელიც კეთილშობილ და დიდებულ ადამიანად მიაჩნდა. დ'არტანიანი პირველად არამისის სანახავად წავიდა. იმ დიდად სახსოვარ ღამის შემდეგ, ქალბატონი ბონასიე რომ მიაცილა, ჯერ არ ენახა თავისი მეგობარი. დაღვრემილი, მოღუშული დახვდა არამისი. დ'არტანიანმა მწუხარების მიზეზი ჰკითხა, არამისმა პასუხის ნაცვლად ბოდიში მოიხადა და უთხრა: ერთი კვირის ვადაში წმინდა ავგუსტინის მეთვრამეტე თავის განმარტება უნდა დავწერო ლათინურ ენაზე და სხვა აღარა მახსოვს რაო. ამგვარ ბაასში იყვნენ გართულნი მეგობრები, როდესაც დე ტრევილის მსახური ოთახში შევიდა და არამისს დაბეჭდილი წერილი მიართვა. _ ნეტავ რა არის? _ წამოიძახა არამისმა. _ შვებულების ფურცელი გახლავთ, თქვენ რომ ითხოვეთ, _ უპასუხა მსახურმა. _ მე შვებულება არ მითხოვია. _ გაჩუმდით და მიიღეთ, _ უთხრა დ'არტანიანმა, _ თქვენ კი, აი, ნახევარი პისტოლი შეწუხებისათვის, მოახსენეთ ბატონ დე ტრევილს, რომ ბატონი არამისი გულწრფელ მადლობას უხდის ამ სიკეთისთვის. მიბრძანდით. მსახურმა თავი დაუკრა და გავიდა. _ რას ნიშნავს ეს შვებულება? _ ჰკითხა არამისმა. _ წამოიღეთ, რაც კი დაგჭირდებათ თხუთმეტი დღის მგზავრობისათვის და თან გამომყევით. _ მერე... რომ არ შემიძლია ამჟამად პარიზის მიტოვება... თუ არ გავიგე... არამისი გაჩუმდა, _ თუ არ გაიგებთ, რა დაემართა, განა? _ განაგრძო დ'არტანიანმა. _ ვის? _ იუცხოვა არამისმა. _ აქ რომ იყო, ამოქარგული ცხვირსახოცის პატრონს. _ ვინ მოგახსენათ, რომ აქ ქალი იყო? _ მიუგო არამისმა და მკვდრისფერი დაედო. _ ჩემმა თვალებმა. _ ისიც იცით, ვინ არის ის ქალი? _ ეჭვი მაქვს. _ ყური დამიგდეთ, _ სთხოვა არამისმა, _ რაკი მაგდენი რამ გცოდნიათ, ისიც გეცოდინებათ, რა მოუვიდა იმ ქალს? _ მე მგონია, რომ ტურს უნდა დაბრუნებულიყო. _ მართალი ხართ, ტურში უნდა დაბრუნებულიყო. მაშ, თქვენც გცოდნიათ, მაგრამ ისე როგორ წავიდა, რომ მე არა მითხრა რა? _ იმიტომ, რომ დაპატიმრებისა ეშინოდა. _ რატომ არაფერი მომწერა? _ შიშობდა, თქვენც არ ჩაებით ამ საქმეში. _ სიცოცხლე აღმიდგინეთ, დ'არტანიან! _ შეჰყვირა არამისმა, _ მე მეგონა, რომ მიღალატა, მასხარად ამიგდო. ოჰ, რა ბედნიერი ვიყავი მისი ნახვით. არა მჯეროდა, ვერ წარმომედგინა, რომ ჩემი გულისთვის განსაცდელში იგდებდა თავს, მაგრამ ეს თუ არა, მაშ, სხვა რაღა მიზეზი მოიყვანდა პარიზში? _ ის მიზეზი, რომელიც ამაღამვე ლონდონში გვგზავნის მე და თქვენ. _ რა არის ეგ მიზეზი? _ თავის დროზე გაიგებთ, არამის, ხოლო ამჟამად ნება მომეცით, დოქტორის დისწულივით საიდუმლოებას შეადგენდეს. არამისს გაეცინა, მაშინვე მოაგონდა ერთ ღამეს თავის მეგობრებთან ნაამბობი ზღაპარი. _ მაშ, რაკი ასეა, და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ პარიზი დატოვა, მე აქ აღარაფერი დამიჭერს. მზად ვარ გამოგყვეთ. თქვენ ამბობთ, რომ მივდივართ? მე აქ საზრუნავი აღარა მაქვს რა, ჩემო დ'არტანიან, და მზად ვარ, გამოგყვეთ. მხოლოდ ეს მაინც მითხარით, სად მივდივართ? _ ჯერჯერობით ათოსთან, და თუ მართლა ჩემთან წამოსვლა გსურთ, მოდით, ავჩქარდეთ, ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ, მართლა, ბაზენსაც უბრძანეთ. _ რა, ბაზენიც თან მიგვყავს? _ ჰკითხა არამისმა. _ შეიძლება, ჯერჯერობით კარგი იქნება, თუ ათოსის სახლამდე გამოგვყვება. არამისმა მსახურს ათოსთან წასვლა უბრძანა. თვითონაც წასასვლელად მოემზადა, წელზე ხმალი და სამი დამბაჩა შემოირტყა, წამოსასხამი აიღო, შემდეგ სამი თუ ოთხი უჯრა გადააქოთა შემთხვევით სადმე მიგდებული ერთი ან ორი პისტოლის საპოვნელად, მაგრამ უნაყოფოდ ჩაუარა ცდამ. როდესაც დარწმუნდა, რომ ამაო იყო იქ ფულის ძებნა, დ'არტანიანს გაჰყვა. თან კი თავის თავს ეკითხებოდა: საიდან შეძლო ახალგაზრდა გასკონელმა ასე კარგად გაგება იმ ქალის ვინაობისა, რომელიც ჩემთან იყოო, ეგ კიდევ არაფერი, ამჟამად მისი ადგილსამყოფელიც კი იცოდა. სახლიდან გამოსვლისას არამისმა ხელი დაადო მკლავზე დ'არტანიანს, თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა: _ ხომ არავისთან გითქვამთ რაიმე იმ ქალზე? _ არავისთან. _ არც ათოსთან და პორთოსთან? _ ხმა არ ამომიღია. _ ყოჩაღ, ბიჭო! სრულიად დამშვიდებული არამისი მხიარულად მიჰყვა დ'არტანიანს და ცოტა ხნის შემდეგ მეგობრები ერთად შევიდნენ ათოსთან. ათოსს ერთ ხელში შვებულების მოწმობა ეჭირა, მეორეში დე ტრევილის წერილი. _ იქნება თქვენ მაინც ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს შვებულება და ეს წერილი, რომელიც ეს არის მივიღე? _ მიმართა განცვიფრებულმა ათოსმა. _ აი, რასა მწერს ბატონი დე ტრევილი: «ძვირფასო ათოს, თქვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია დასვენება, ამის გამო გაძლევთ ორი კვირის შვებულებას და გირჩევთ ფორჟის წყლებზე წასვლას სამკურნალოდ, ან სხვაგან, საცა უფრო მალე მოკეთდებით და სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდებით. თქვენი გულითადი ტრევილი». _ ეს შვებულება და წერილი იმას ნიშნავს, ათოს, რომ თქვენც ჩემთან უნდა წამოხვიდეთ, _ უთხრა დ'არტანიანმა. _ ფორჟის წყლებზე? _ წყლებზე ან სხვაგან. _ მეფის კეთილდღეობისთვის? _ მეფის ან დედოფლის კეთილდღეობისთვის. განა ჩვენ მათი ყოვლადუდიდებულესობის მსახურნი არა ვართ? ამ დროს პორთოსმაც შემოაღო კარი. _ უცნაურია სწორედ! _ შესძახა ამხანაგებს, _ არა, როდის აქეთაა, რომ მუშკეტერებს შვებულებას უთხოვნელად აძლევენ? _ მას აქეთ, რაც მუშკეტერბს გაუჩნდნენ მეგობრები, რომლებიც მათ მაგივრად აგვარებენ ამ საქმეებს, _ მიუგო დ'არტანიანმა. _ ოჰო, ოჰო! _ დაიძახა პორთოსმა, _ ახალი ამბავია, სრულიად ახალი! _ დიახ, მივდივართ, _ უთხრა არამისმა. _ საითკენ? _ იკითხა პორთოსმა. _ ჯერ მეც არ ვიცი, _ მიუგო ათოსმა, _ დ'არტანიანს ჰკითხეთ. _ ლონდონისაკენ, ბატონებო, _ უთხრა დ'არტანიანმა. _ ლონდონისაკენ? _ შეჰყვირა პორთოსმა, _ რა დაგრჩენიათ ლონდონში? _ მაგას კი ვერ გეტყვით, ბატონებო, უნდა მენდოთ. _ კარგი, მაგრამ ლონდონში წამსვლელს ფული უნდა ჰქონდეს, ხოლო მე გროშიც არა მაქვს, _ თქვა პორთოსმა. _ არც მე მაქვს, _ თქვა არამისმა. _ არც მე მაქვს, _ თქვა ათოსმა. _ ფული მე მაქვს, _ თქვა დ'არტანიანმა. ჯიბიდან თავისი განძი ამოიღო და მაგიდაზე დადო. _ამ ქისაში სამასი პისტოლია, მოდით, ოთხად გავიყოთ, სამოცდათხუთმეტი პისტოლი, მგონი, საკმარისი უნდა იყოს ლონდონში ჩასასვლელად და შინ დასაბრუნებლად, მაგრამ ეს იცოდეთ, ყველანი ვერ წავალთ ლონდონში. _ ვითომ რატომ? _ იმიტომ, რომ თუ ვიგულისხმებთ ყოველ მოსალოდნელ შემთხვევას, შესაძლებელია, გზაში დარჩეს ვინმე ჩვენგანი. _ ეს როგორ? საომრად ხომ არ მივდივართ? _ საომრად არა, მაგრამ საშიშროებით სავსე საქმის გასარიგებლად _ კი. ამას ახლავე გაფრთხილებთ. _ ისე რომ, შეიძლება ვეღარც დავბრუნდეთ? _ თქვა პორთოსმა, _ მაშ, თუ სასიკვდილოდ გავწირავ თავს, ის მაინც უნდა ვიცოდე, რისთვის ვკვდები? _ ნეტავ ამის ცოდნა რას მარგებს? _ უთხრა ათოსმა. _ არას მარგებს, _ თქვა არამისმა, _ მაგრამ მე მაინც პორთოსის აზრისა ვარ. _ განა მეფე უცხადებს თავის ჯარს, რა მიზნით გზავნის საომრად? მოკლედ ბრძანებს: ბატონებო, ბრძოლაა გასკონიაში ან ფლანდრიაში, აბა თქვენ იცით, როგორ იბრძოლებთ! რისთვისაა ბრძოლა? ეს თქვენ არ გაინტერესებთ, მაგრამ, მიდიხართ და იბრძვით. _ დ'არტანიანი მართალს ამბობს, _ თქვა ათოსმა, _ ბატონ დე ტრევილის მიერ მოცემული შვებულება და გამოგზავნილი სამასი პისტოლი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ წავიდეთ იქ, სადაც გვგზავნიან. სახიფათოა ჩვენი დავალება? ხიფათს ვაჟკაცურად დავუხვდებით და შევებრძოლებით. რას წარმოადგენს ნეტავ სიცოცხლე, რომ ასე ზრუნავთ მის დასაცავად?! _ დ'არტანიან, მე მზადა ვარ, აბა, წავიდეთ! _ მეც მზადა ვარ! _ დაიძახა პორთოსმა. _ მეც მზადა ვარ! _ დაიძახა არმისმა _ სწორედ დროზე მომესწრო პარიზიდან გასვლა, გავერთობი, გავიხარებ! _ გართობა, რამდენიც გენებოთ, ბატონებო, მაგის ფიქრი ნუ გაქვთ, _ დაამშვიდა დ'არტანიანმა. _ ახლა ისიც გვითხარი, როდის მივდივართ? _ ჰკითხა ათოსმა. _ ახლავე, _ უპასუა დ'არტანიანმა, _ ისეთი საჩქაროა ჩვენი დავალება, რომ ერთ წუთს არ უნდა ვკარგავდეთ. _ ბიჭებო! გრიმო, პლანშე, მუშკეტონ, ბაზენ, _ დაუყვირეს ჩვენმა მეგობრებმა თავიანთ მსახურებს, _ აბა, ჩქარა გაგვიწმინდეთ წაღები და ცხენები მოგვიყვანეთ! პლანშე, გრიმო, მუშკეტონი და ბაზენი სირბილით წავიდნენ ბრძანების ასასრულებლად. _ ახლა საჭიროა შევადგინოთ ჩვენი მგზავრობის გეგმა, _ შემოიტანა წინადადება პორთოსმა, _ სად მივდივართ აქედან? _ მივდივართ კალეს, _ უპასუხა დ'არტანიანმა, _ ეს უმოკლესი გზაა ლონდონში მისასვლელად. _ ძალიან კარგი, ასეთ შემთხვევაში ჩემი აზრი ასეთი იქნება, _ განაგრძო პორთოსმა. _ გისმენთ. _ ოთხი კაცის ერთად მგზავრობა საეჭვოდ ეჩვენებათ. ამ ეჭვის ასაცდენად დ'არტანიანმა ყველა ჩვენგანს მისცეს თავისი დავალება; მე წინ წავალ ბულონის მხრით, რომ კარგად დავათვალიერო გზა. ორი საათის შემდეგ ათოსი წავიდეს ამიენის გზით, შემდეგ არამისი მიჰყვება ნუაიონის გზით. რაც შეეხება დ'არტანიანს, იგი იმ გზით წამოვიდეს, რომელიც თვითონ მიაჩნია მარჯვედ, მხოლოდ იმ პირობით, რომ დ'არტანიანმა პლანშეს ტანსაცმელი ჩაიცვას, ხოლო პლანშე რაზმელის ფორმით ჩვენ მოგვყვეს, თითქოს დ'არტანიანი იყოს. _ მოუხერხებლად მიმაჩნია პორთოსის გეგმა, _ დაიწყო დ'არტანიანმა, _ ვერ წარმომიდგენია, რა დავალება უნდა მოგცეთ. ნაბრძანები მაქვს ერთი წერილის მისამართისამებრ მიტანა, ეს არის და ეს, ამის მეტი მე არა ვიცი რა. მე არა მაქვს და არც შემიძლია სამი ასლი გადავიღო ამ წერილისა, რადგან ის დაბეჭდილია. ვფიქრობ, თვით საქმე მოითხოვს ჩვენს ერთად მგზავრობას. აი, ჯიბეში მიდევს ის წერილი, _ თქვა მან და ხელი ჯიბეზე გაიკრა. _ თუ გზაში მომკლეს, ერთი თქვენგანი ამოიღებს მას და უჩემოდ განაგრძობთ გზას. თუ ისიც მოკლეს, წერილს ის ჩაიდებს ჯიბეში, ვინც გადარჩება, და ასე, ერთ-ერთმა მაინც უნდა მიაღწიოს ლონდონს და დანიშნულებისამებრ ჩააბაროს წერილი. _ ყოჩაღ, დ'არტანიან! მეც შენი აზრისა ვარ! _ მოიწონა ათოსმა, _ მაგრამ მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს. შევთანხმდეთ: წყლებზე მივდივართ დასასვენებლად. ჩემი მეგობრებიც თან მომდევენ, ოღონდ ფორჟის წყლებზე კი არა, ზღვის სანაპიროზე. ამ მხრივ სრულიად თავისუფალი ვარ, არჩევანი მე მეკუთვნის. თუ ჩვენი დაჭერა განიზრახა ვინმემ, მე დე ტრევილის წერილს წარვუდგენ და თქვენ შვებულების მოწმობები აჩვენეთ. ძალის ხმარებას მოისურვებენ? ჩვენც ისე დავხვდეთ, რომ თავბედი ვაწყევლინოთ. სამართალში რომ მიგვცენ, ვიტყვით, ჩვენ დასვენების გარდა სხვა განზრახვა არ გვქონიაო. ცალ-ცალკე ადვილად დაგვამარცხებს მტერი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს გზის შეკვრა, მაგრამ თუ ერთად ვიქნებით, ეს უკვე პატარა რაზმია, ოთხი კაცისაგან შემდგარი. მსახურებიც ოთხი დამბაჩითა და მუშკეტებით შევაიარაღოთ. მთელი ჯარიც რომ შემოგვესიოს, ბრძოლას მივიღებთ ჩვენებურად და, როგორც დ'არტანიანმა თქვა, ის მიიტანს წერილს, ვინც გადარჩება. _ კარგი აზრია, კარგად თქმული, _ დაიძახა არამისმა. _ არ გიყვარს ლაპარაკი, ჩემო ათოს, მაგრამ როდესაც იშვიათად იტყვი რაიმეს, ისე იტყვი ხოლმე, თითქოს წმინდა იოანე ოქროპირი იყო. მე ათოსის გეგმას ვემხრობი, შენ, პორთოს? _ მეც, აგრეთვე. _ მიუგო პორთოსმა, _ თუმცა დ'არტანიანიც თანახმაა. წერილის მიტანა დ'არტანიანსა აქვს დავალებული და, მაშასადამე, მასვე ეკუთვნის ჩვენი მოგზაურობის ხელმძღვანელობა. დ'არტანიანმა თქვას და ჩვენ ავასრულებთ. _ ძალიან კარგი, _ თქვა დ'არტანიანმა, _ გადაწყვეტილი მაქვს, ათოსის გეგმა მივიღოთ და ნახევარი საათის შემდეგ მოვახტეთ ცხენებს. _ დამტკიცებულია! _ შეჰყვირა ერთხმად სამმა მუშკეტერმა. ამის შემდეგ თითოეულმა მათგანმა თავისი კუთვნილი სამოცდათხუთმეტი პისტოლი ჯიბეში ჩაიჩხრიალა და დანიშნული დროისათვის საგზაო სამზადისს შეუდგა. ღამის ორი საათი იქნებოდა, როდესაც ფათერაკების მაძიებელი ჩვენი გმირები პარიზიდან სენ-დენის სადარაჯო ჭიშკრით გავიდნენ. სანამ ბნელოდა, უხმოდ მიდიოდნენ, უნებლიეთ ემორჩილებოდნენ წყვდიადის გავლენას და ყველგან ჩასაფრებული მტერი ელანდებოდათ. ირიჟრაჟა თუ არა, მაშინვე ენა ამოიდგეს დამუნჯებულმა მგზავრებმა. ცის ტატნობზე მზის გამოჩენამ სიმხიარულე დაუბრუნა მათ. თითქოს დიდი ბრძოლის მოლოდინში იყვნენ: გული გამალებით უცემდათ, თვალები უცინოდათ, გრძნობდნენ, რომ შეიძლება ამ მგზავრობისათვის შეეწირათ სიცოცხლე. სანახავად საშიში იყო ჩვენი ქარავანი. მუშკეტერების შავი ცხენები, მათი სამხედრო მოკაზმულობა და მოძრაობა, თავით ფეხებამდე შეიარაღებული მსახურები, რომლებიც უკან მისდევდნენ, ადვილად გასცემდა მათ განზრახვას, ძალიანაც რომ ცდილიყვნენ თავის დაფარვას. მშვიდობიანად გაიარეს გზა შანტილამდე, სადაც დილის რვა საათზე მივიდნენ. სწორედ საუზმის დრო იყო, როდესაც მოგზაურები სამიკიტნოსთან ჩამოხდნენ. დუქნის კარებზე გამოხატული იყო წმინდა მარტენი, რომელსაც შებრალებოდა სიცივეში დარჩენილი ღარიბი კაცი და თავისი წამოსასხამის ნახევარს უთმობდა. მუშკეტერებმა მსახურებს უბრძანეს, უნაგირი არ მოეხადათ ცხენებისათვის და მზად ყოფილიყვნენ დაუყოვნებლივ გზის გასაგრძელებლად. თვითონ დუქნის საერთო დარბაზში შევიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ. ამავე მაგიდას მოსჯდომოდა დამარტენის გზით მოსული ვიღაც კეთილშობილი პიროვნება და ისიც საუზმეს შეექცეოდა. მან მაშინვე ამინდზე ჩამოაგდო ლაპარაკი და მუშკეტერებიც ჩაითრია ამ საუბარში. შემდეგ ყმაწვილების სადღეგრძელო დალია. მათაც მადლობა გადაუხადეს და ადღეგრძელეს. მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც დარბაზში შემოსულმა მუშკეტონმა ცხენების მზადყოფნა ამცნო და მეგობრებმა ადგომა დააპირეს, უცნობმა პორთოსს წინადადებით მიმართა, კარდინალის სადღეგრძელოც შეესვათ. პორთოსმა უპასუხა: სიამოვნებით დავლევ კარდინალის სადღეგრძელოს, თუ თქვენც, თქვენის მხრივ, მეფის სადღეგრძელოს შესმას ინებებთო. _ მე საფრანგეთში კარდინალის გარდა მეფედ არავინ მიმაჩნია! _ შეუტია უცნობმა. ამის პასუხად პორთოსმა ხმალი იშიშვლა. მას არც უცნობი ჩამორჩა. _ დიდი სისულელე მოგივიდათ, _ უთხრა ათოსმა მეგობარს, _ მაგრამ რა გაეწყობა? შეუძლებელია უკან დახევა. _ მოკალით იგი და ეცადეთ ჩქარა დაგვეწიოთ. ათოსი, არამისი და დ'არტანიანი სწრაფად მოახტნენ ცხენებს და გააქანეს. პორთოსი კი ამ დროს თავის მოპირდაპირეს ჰპირდებოდა, რომ ფარიკაობის მრავალფეროვანი ხელოვნების ჩვენებით, წუთისოფელს გამოასალმებდა. _ ეს ერთი მათგანი! _ დაიძახა ათოსმა ხუთასიოდე ნაბიჯის გავლის შემდეგ. _ ერთი მითხარით, _ რაღა სწორედ პორთოსს შესთავაზა იმ უცნობმა კარდინალის სადღეგრძელო? _ მიმართა არამისმა მეგობრებს. _ იმიტომ, რომ პორთოსი ყველაზე მაღალი ხმით ლაპარაკობდა და უფროსად ის მიიჩნია, _ უპასუხა დ'არტანიანმა. _ მე ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ სიბრძნის უძირო ჭაა ჩვენი გასკონელი, _ ჩაილაპარაკა ათოსმა და კვლავ ჭენებით განაგრძეს გზა. ბოვეში ორი საათით შეჩერდნენ, პორთოსისთვის უნდოდათ მოეცადათ. გარდა ამისა, ცხენებს შესვენება ესაჭიროებოდათ. მაგრამ რადგან პორთოსი არსად ჩანდა, კვლავ განაგრძეს გზა. ბოვედან ერთი ლიეს გავლის შემდეგ ორი ქედის კალთებს შუა შევიწროებულ, მოუკირწყლავ გზას მიადგნენ, სადაც რვა თუ ათი კაცი მუშაობდა და ისეთი სახე მიეღოთ, თითქოს დაზიანებულ ხიდს აკეთებდნენ. არამისს არ უნდოდა ამ განზრახ ატალახებულ ჭაობში თავისი წაღების გასვრა და უკმეხად შეუტია. ათოსს უნდოდა დაემშვიდებინა მეგობარი, მაგრამ უკვე გვიან იყო. მუშებმა დაცინვა და მასხარად აგდება დაუწყეს ყმაწვილებს. მათმა თავხედობამ თვით მშვიდი ათოსიც მოთმინებიდან გამოიყვანა და ერთ მათგანზე მიაგდო ცხენი. მუშებმა უკან დაიხიეს, ორმოში ჩახტნენ, ამოიღეს მუშკეტები და სროლა ატეხეს. არამისს ტყვია მხარში მოხვდა, ხოლო მუშკეტონი ბარძაყის რბილში დაიჭრა და ცხენიდან გადავარდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მძიმედ იყო დაჭრილი, არამედ ვერ შეძლო ჭრილობის დანახვა და, ეჭვს გარეშეა, უფრო საშიში ეგონა, ვიდრე სინამდვილეში იყო. _ ჩასაფრებულები გველოდნენ ეს არამზადები, _ დაიძახა დ'არტანიანმა, _ ნუ წავახდენთ ამათზე თოფისწამალს. _ აბა! მათრახი ცხენებს! დაჭრილმა არამისმა ხელი სტაცა ცხენის ფაფარს და უკან არ ჩამორჩა ამხანაგებს. მალე მუშკეტონის ცხენიც დაეწიათ მათ. მაგრამ თავისი მხედარი ბრძოლის ველზე დაეტოვებინა. _ კიდევ კარგი, რომ ესეც იქ არ დარჩა, _ თქვა ათოსმა, _ თუ გაჭირდა, შემცვლელ ცხენად გამოვიყენებთ. _ შემცვლელი ცხენი არა და ერთი ქუდი რომ ყოფილიყო, ძალიან მეამებოდა, _ უპასუხა დ'არტანიანმა, _ ჩემი ტყვიამ მომხადა. ბედი, რომ წერილი ქუდში არა მქონდა, თორემ დავიღუპებოდი. _ ვაიმე, ვაიმე! საწყალი პორთოსი, იმ ვიწრო გზასთან უსათუოდ მოკლავენ. _ პორთოსი რომ ფეხზე იყოს, აქამდე მოგვეწეოდა, _ თქვა ათოსმა, _ მე მგონია, სწორედ ბრძოლის დროს გამოფხიზლდებოდა მისი ლოთი მოწინააღმდეგე. ორი საათის განმავლობაში შეუსვენებლივ მიაჭენებდნენ ცხენებს, რომლებიც ისე დაიქანცნენ, რომ საშიში გახდა, უარი არ ეთქვათ თავიანთი მხედრების სამსახურზე. ოღროჩოღრო გზა აირჩიეს ჩვენმა მგზავრებმა იმ იმედით, რომ იქ ამდენი ხელის შემშლელი არ დახვდებოდათ, მაგრამ კრევკერში მისვლისას არამისმა გამოაცხადა, რომ უკვე აღარ შეეძლო გზის გაგრძელება, და მართლაც, მას მთელი ძალა და ენერგია დასჭირდა აქამდე მოსაღწევად. არამისს ყოველ წუთს ფერი ეცვლებოდა და მეგობრები იძულებულნი იყვნენ, ხშირად მიშველებოდნენ, რომ ცხენიდან არ ჩამოვარდნილიყო. ბოლოს ერთ დუქანთან ჩამოსვეს და ბაზენიც მასთან დატოვეს, რომელიც ბრძოლაში უფრო ხელისშემშლელი გამოდგა, ვიდრე დამხმარე. ათოსმა და დ'არტანიანმა მაშინვე განაგრძეს გზა იმ იმედით, რომ ღამე ამენში გაეტარებინათ. _ შერცხვენილი ვიყო, _ თქვა ათოსმა, როდესაც შარაზე გავიდნენ, _ თუ კიდევ ავყვე იმ ამოსაწყვეტებს! დაიხსომეთ ჩემი სიტყვა, კალეში მისვლამდე ხმას ვეღარ ამომაღებინებენ და აღარც ხმალს ვახლებ ხელს. ვფიცავ და ავასრულებ კიდეც. _ ნუ დავიფიცავთ, _ უთხრა დ'არტანიანმა, _ გავაჭენოთ, თუ მოგვყვებიან ჩვენი ცხენები. მგზავრებმა დეზი ჰკრეს დაქანცულ ცხენებს, რომლებმაც ძალ-ღონე მოიკრიბეს და შუაღამემდე ამენს მიიყვანეს თავისი მხედრები. ისინი «ოქროს შროშანას» სამიკიტნოსთან ჩამოხტნენ. ამ სამიკიტნოს მასპინძელი უაღრესად პატიოსან კაცს ჰგავდა. იგი წინ მიეგება მგზავრებს, ერთ ხელში სანთელი ეჭირა, მეორეში _ თავისი ღამის ჩაჩი. ათოსს და დ'არტანიანს ცალ-ცალკე, მშვენივრად მორთულ ოთახში უპირებდა მოთავსებას, მაგრამ, საუბედუროდ, ერთი ოთახი შენობის თავში იყო, მეორე კი _ შენობის ბოლოში. მათთვის შერჩეული ოთახები არ ისურვეს ათოსმა და დ'არტანიანმა. მასპინძელი ფიცავდა, რომ მათი შესაფერი ოთახები არ გააჩნდა. მაშინ მგზავრებმა გამოუცხადეს, რომ ერთ ოთახში იატაკზე გაშლილ ლეიბებზე დაწვებოდნენ. თავისას არ იშლიდა სამიკიტნოს პატრონი, მაგრამ არც ჩვენი მგზავრები უთმობდნენ და ბოლოს ისიც დაემორჩილა. ის იყო გაიშალეს ლოგინი და მაგრად ჩაკეტეს კარი, რომ ეზოდან ვიღაცამ ფანჯრის დარაბას დაუკაკუნა, ვინაობა ჰკითხეს და როდესაც თავისი მსახურის ხმა იცნეს, კარი გაუღეს. ოთახში პლანშე და გრიმო შემოვიდნენ. _ ცხენების მომვლელად გრიმოც იკმარებს, _ მოახსენა პლანშემ, _ და თუ ნებას მიბოძებენ, ბატონებო, მე აქ დავწვები, ამ კარის განივად. ამრიგად, დამშვიდებული იქნებიან ბატონები, ყოველგვარ ხიფათს ასცდებიან. _ რაზე დაწვები? _ ჰკითხა დ'არტანიანმა. _ ჩემს ლოგინზე, _ უპასუხა პლანშემ და ერთი კონა ჩალა დაანახვა. _ ძალიან კარგი, პლანშე, _ უთხრა დ'არტანიანმა. _ მართალი გითხრათ, არ მომეწონა ჩვენი მასპინძელი, მეტად მლიქვნელი მეჩვენა. _ არც მე მომეწონა, _ თქვა ათოსმა. პლანშე ფანჯრიდან გადმოძვრა და კარებთან დაწვა. გრიმო თავლისკენ წავიდა იმ პირობით, რომ დილის ხუთ საათზე ცხენები მზად ეყოლებოდა. თავლაში შესვლისას გრიმომ მაგრად მოკეტა კარები. საკმაოდ მშვიდობიანად ჩაიარა ღამემ, თუმცა შუაღამისას ოთახის კარს ვიღაც მაგრად მოაწვა. მეტად ფხიზლობდა პლანშე, მაშინვე წამოვარდა და შეჰყვირა: _ ვინ არის? _ უკაცრავად, კარები ამერია, _ მოიხადეს ბოდიში და კვლავ სიწყნარე ჩამოვარდა. ღამის ოთხ საათზე თავლიდან საშინელი ყვირილი მოისმა, გრიმოს უნდოდა გაეღვიძებინა მეჯინიბეები, მაგრამ ისინიც წამოცვივდნენ და ცემა დაუწყეს. ათოსმა და დ'არტანიანმა ფანჯარა გამოაღეს და დაინახეს თავგატეხილი გრიმო. იგი გულწასული ეგდო, რკინის ორთითი ჩაეკრათ თავში. პლანშემ ეზოში ჩაირბინა ცხენების შესაკაზმავად, მაგრამ მათი ბედაურები ადგილიდან ვერ იძვროდნენ, ისე იყვნენ დაქანცულები. მარტო მუშკეტონის ცხენი შეძლებდა გზის გაგრძელებას, რადგან გუშინ ხუთი-ექვსი საათის განმავლობაში უმხედროდ იარა. მაგრამ რაღაც წარმოუდგენელი შეცდომის გამო, მედუქნის ცხენის განსაკურნავად მოწვეულ ბეითალ-დასტაქარს, მედუქნის ცხენის მაგივრად, სისხლი მუშკეტონის ცხენისათვის გამოეშვა. ავის მეტს არას მოასწავებდა ეს წვრილმანი გარემოებანი, რომლებიც, ადვილი შესაძლებელია, ბოროტი განზრახვის ნაყოფი იყო. ათოსი და დ'არტანიანი ოთახიდან გამოვიდნენ, პლანშე კი იმის გასაგებად გაიქცა, ხომ არსად იყიდებოდა სამი ცხენი. დუქნის კარებთან კარგად მოვლილი ორი ცხენი იდგა, შეკაზმული, დასვენებული. პლანშესათვის ეს ცხენებიც კმაროდა და ამიტომ მათი პატრონები იკითხა. უპასუხეს, რომ წუხელ ღამე აქ გაეტარებინათ და ახლა მასპინძელთან იყვნენ ანგარიშის გასასწორებლად. ათოსიც მედუქნისაკენ წავიდა დანახარჯის გადასახდელად. დ'არტანიანი და პლანშე ქუჩის კარებთან იდგნენ. მედუქნე ერთ პატარა მიყრუებულ ოთახში იყო და ათოსსაც სთხოვეს, იქ ჩასულიყო. ისე შევიდა მუშკეტერი, რომ არავითარი ეჭვი არ აღძვრია. ამოიღო ორი პისტოლი და მედუქნეს გაუწოდა. მედუქნე მარტო იჯდა თავის პატარა მაგიდასთან. ათოსისაგან მიღებული ფული ხელში შეატრიალა და უცბად შეჰყვირა: _ ყალბია ეს ფული! დაგაჭერინებთ თქვენცა და თქვენს ამხანაგებსაც, როგორც ყალბი ფულის მჭრელებს! _ ხომ არ გაგიჟებულხარ, უბედურო? იქნება გინდა ყურები დაგაჭრა? _ შეუტია ათოსმა და მედუქნისაკენ წაიწია. ამ დროს ოთახის მეორე კარით თავით ფეხებამდე შეიარაღებული კაცები შემოვიდნენ და ათოსს მისცვივდნენ. _ მე აქ გამაბეს! _ გასძახა ათოსმა ხმამაღლა დ'არტანიანს და ორჯერ ზედიზედ გაისროლა დამბაჩა. დ'არტანიანისთვის საჭირო აღარ იყო ამ სიტყვების განმეორება, თვალის დახამხამების უმალ ისა და პლანშე კარებთან მიბმულ სხვის შეკაზმულ ცხენებს მოახტნენ და გააჭენეს. _ ხომ არ იცი, რა მოუვიდა ათოსს? _ ჰკითხა დ'არტანიანმა პლანშეს და თან ცხენს მიაჭენებდა. _ ეჰ, _ ამოიოხრა პლანშემ, _ ორი კაცი რომ წააქცია დამბაჩის ორი გასროლით, ის დავინახე, ხოლო დანარჩენებს, მგონი, ხმლით დაერია. _ ყოჩაღ, ათოს! _ იძახდა დ'არტანიანი, _ ჩემი უბედურებაა, რომ იძულებული ვარ თავი დავანებო მეგობარს ამ გაჭირვებაში, თუმცა, შეიძლება ჩვენ ერთი-ორი ნაბიჯის შემდეგ უარესი მოგველოდეს, ააჩქარე შენი ცხენი, პლანშე, ააჩქარე! ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ, ჩემო პლანშე. _ აკი მოგახსენეთ, ბატონო, გასაჭირში იჩენს თავს პიკარდიელი, გარდა ამისა, ჩემს პიკარდიაში ვარ და ესეც ძალიან მამხნევებს, _ მიუგო პლანშემ. დიდი სიჩქარით მიჰყავდათ ცხენები. სენტ-ომერში ჩასვლამდე არსად შეჩერებულან. აქ კი ცოტა ხნით დაასვენეს ცხენები, თვითონაც იქვე იდგნენ, აღვირი ხელში ეჭირათ, ეშინოდათ, კიდევ რაიმე მოულოდნელი ხიფათი არ დასტყდომოდათ თავს. შენაყრდნენ და ისევ გზას გაუდგნენ. ასი ნაბიჯი ექნებოდათ კალემდე დარჩენილი, როდესაც დ'არტანიანის ცხენი წაიქცა. ბევრს ეცადნენ, ყოველი ღონე იხმარეს, მაგრამ ვეღარ წამოაყენეს. ცხვირიდან და თვალებიდან სისხლი სდიოდა საწყალ ცხოველს. პლანშეს ცხენი ცოცხალი დარჩა. მაგრამ ისე დადგა, როგორც ოჩანი, ფეხი ვეღარ გადაადგმევინეს. კიდევ კარგი, რომ სულ ასიოდე ნაბიჯი თუ იქნებოდა ქალაქამდე. ცხენები იქვე, შარაგზაზე დატოვეს და ნავსადგურისაკენ სირბილით წავიდნენ. პლანშემ დ'არტანიანის ყურადღება მიაქცია ერთ კარგად ჩაცმულ კაცზე, რომელიც ის იყო მსახურთან ერთად მისულიყო და სულ ორმოცდაათი ნაბიჯით იქნებოდა მათზე წინ. დ'არტანიანი და პლანშე მაშინვე დაეწივნენ უცნობს, რომელიც, ეტყობოდა, ძალიან ჩქარობდა. წაღებზე მტვერი დასდებოდა. მან გემის პატრონს ჰკითხა, როგორ შეიძლებოდა სასწრაფოდ ინგლისში გადასულიყო. _ მაგაზე ადვილი რა იქნება, _ უპასუხა გემის პატრონმა, _ იალქნების გაშლის მეტი არაფერი აკლია, მაგრამ ამ დილას ბრძანება მივიღეთ, არავინ გადავიყვანოთ ინგლისში ბატონ კარდინალის საგანგებო ნებართვის გარეშე. _ მეც სწორედ ასეთი ნებართვა მაქვს, _ მიუგო აზნაურმა და ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, _ აი, ინებეთ. _ შეამოწმებინეთ ნავსადგურის უფროსს და შემდეგ მე მომმართეთ, ყ�
2019-10-23 13:38:25
https://epdf.pub/-cead1f3853f228196885a9643045564b56285.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833766.94/warc/CC-MAIN-20191023122219-20191023145719-00062.warc.gz
212,885
476,106,563
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა. ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს 500 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა. აღნიშნა, რომ არ არსებობს ოქრუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები. ადვოკატის თქმით, ოქრუაშვილს თავდებში ჩაუდგება რამდენიმე ადამიანი, მათ შორის კი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ოპოზიციონერი პაატა დავითაია. არიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ 31 ივლისს პატიმრობაში დატოვა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს. 20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა. 20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა. 18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. აშშ-ში სამხედრო ბაზაზე წვრთნების დროს სულ ცოტა 3 ჯარისკაცი დაიღუპა შემთხვევა ჯორჯიის შტატში მოხდა, როცა ჯარისკაცები სამხედრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. 3 მათგანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ 3 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. კვლევა: რომელია ყველაზე გულუხვი ერი ანალიზი საქველმოქმედო ფონდმა Charities Aid Foundation-მა ჩაატარა. 10-წლიანი კვლევის განმავლობაში 126 ქვეყანაში 1.3 მილიონამდე ადამიანი გამოკითხეს. კითხვები შეეხებოდა თუ რა თანხას ხარჯავენ საქველმოქმედო მიზნებისთვის, რამდენად ხშირად ეხმარებიან გასაჭირში მყოფ უცნობებს და რამდენად არიან ჩართულები მოხალისეობრივ საქმიანობაში. NASA-ს ყოფილი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მარსზე სიცოცხლე 40 წლის წინ აღმოაჩინეს მეცნიერის თქმით, სიცოცხლე წითელ პლანეტაზე მისია „ვიკინგმა“ აღმოაჩინა, რომლის ფარგლებშიც მარსზე ორი კოსმოსური აპარატი - „ვიკინგი 1“ და „ვიკინგი 2“ ჩაფრინდა. მათი მთავარი ამოცანა სიცოცხლის მიკრობული ფორმების აღმოჩენა იყო. ამისთვის აპარატებმა წითელ პლანეტაზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. კვლევა: ის ვინც ბევრს ფიქრობს ადრე კვდება ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ გონებრივი აქტივობა დადებითად მოქმედებდა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. თუმცა ახალმა კვლევამ, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, საპირისპირო შედეგი აჩვენა. ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, სიცოცხლის ხანგრძლივობა უმცირდება. აშშ-ის თავდაცვის მდივანი „თალიბანთან“ მოლაპარაკებების განახლებას შეეცდება აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთს ეწვია. ესპერი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ განის და ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება. ამასთან, დიპლომატი მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას შეეცდება. ილია წულაია: „არქი ჯგუფმა“ „პროგრეს ბანკის“ სესხი სრულად გადაიხადა ილია წულაია „იმედის კვირასთან“ აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკიდან“ აღებული სესხი, თავისი პროცენტით, მან სწორედ „თიბისი ბანკში“ დაფარა, მას შემდეგ რაც „პროგრეს ბანკის“ აქტივები „თიბისიში“ გადავიდა. წულაიამ გაასაჯაროვა ყველა ამ გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი. ნიგერიაში კიდევ ერთი სკოლიდან ნაწამები მოსწავლეები გაათავისუფლეს ნიგერიის ჩრდილოეთით ისლამურ სკოლა-ინტერნატებში მილიონობით ბავშვი სწავლობს. ქვეყნის მოსახლეობა მთავრობას ამ სასწავლო დაწესებულებებზე უფრო მკაცრი კონტროლის დამყარებისკენ მოუწოდებს. ერთი თვის განმავლობაში პოლიციამ ისლამური სკოლებიდან 1 000 მოსწავლეზე მეტი გაათავისუფლა. მსოფლიოს უძველესი მარგალიტი აბუ-დაბიში იპოვეს აბუ-დაბის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს განცხადებით, ნატურალური მარგალიტი მარავას კუნძულზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ფენები, სადაც მარგალიტი იპოვეს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 5800-5600 წლით თარიღდება, ნეოლითის პერიოდით. საფრანგეთში ელექტროსკუტერით ავარიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში ელექტროსკუტერით ავარიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ბორდოში მოხდა. ავტომობილი ელექტროსკუტერით მოძრავ 25 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ბიჭთან ერთად ელექტროსკუტერით 18 წლის გოგოც გადაადგილდებოდა. ბილ მიურეის რომის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს 69 წლის მიურეის ჯილდო კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. საზეიმო ღონისძიებას მსახიობები ფრენსის მაკდორმანდი და ედვარდ ნორტონი და რეჟისორი უეს ანდერსონი დაესწრნენ. მიურეის კარიერა 1976 წელს დაიწყო. ის „ემის“, „ოქროს გლობუსის“ და „BAFTA“-ს ლაურეატია. ქურთები სირიის სასაზღვრო ქალაქს ტოვებენ ქალაქ რას ალ აიანის ოფიციალურმა პირებმა Associated Press-ს ანონიმურად განუცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ფარგლებში, ადგილობრივი მცხოვრებლები და ქურთი სამხედროები ტერიტორიას ბადრაგის თანხლებით ტოვებენ. მათთვის უცნობია, რამდენად დასრულდება ევაკუაცია კვირას. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაიკავა მაროკოში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. ჯამში ქართველებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ნინოწმინდაში ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომელი გარდაიცვალა კომპანიის ცნობით, შემთხვევა სოფელ განძაში მოხდა. გარდაცვლილი ქვესადგურის ოსტატი და საკმაოდ გამოცდილი თანამშრომელი იყო. მომხდარის მიზეზების დასადგენად „ენერგო პრო ჯორჯიაში“ შიდა გამოძიებას ატარებენ. სავარაუდოდ, საქმე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება. ბანგლადეშში Facebook პოსტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაშავდა ბანგლადეშში, ბოლას ოლქში პოლიციასთან შეტაკების დროს სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. დაპირისპირება Facebook პოსტს მოჰყვა, რომელიც მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელ შინაარსს შეიცავდა. აქცია მას მერე დაიწყო, რაც ინდუსმა წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ შეურაცხმყოფელი ტექსტი დაწერა. შვეიცარიის საპარლამენტო არჩევნებში მწვანეებმა წარმატებას მიაღწიეს ამ ეტაპზე მხოლოდ არაოფიციალური შედეგებია ცნობილი, მაგრამ წინასწარი მონაცემებით მწვანეთა პარტიებმა - „შვეიცარიის მწვანეთა პარტიამ“ და „მწვანე ლიბერალთა პარტიამ“ ჯამში ამომრჩეველთა ხმათა 20,3% მიიღეს, რითაც 2015 წლის შედეგი 8,6%-ით გააუმჯობესეს. გამარჯვება კი სავარაუდოდ „შვეიცარიის მემარჯვენე კონსერვატორთა პარტიამ“ მოიპოვა. პრეზიდენტმა Facebook-ზე იაპონიაში ტოჩინოშინთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით არის წასული, სპორტსმენს, ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს შეხვდა. შეხვედრის ფოტო პრეზიდენტმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. "ლევან გორგაძე, საამაყო ტოჩინოშინი!", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. სირიაში ქურთებმა ერთ თურქი სამხედრო მოკლეს, ერთი კი დაჭრეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალაქ ეტ-ტელ-ელ-აბიადის რაიონში თურქულ პატრულს თავს დაესხნენ, ოფიციალური ანკარის თქმით, ამ დროისთვის 20-ჯერ დაირღვა ქურთი მებრძოლების მხრიდან თურქეთ-სირიას შორის სამხედრო შეთანხმება. თურქეთი სამხედრო ოპერაციის განახლებით იმუქრება. ინდოეთში გამოცდაზე გადაწერის აღკვეთის მიზნით სტუდენტებს თავებზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს კოლეჯის ადმინისტრაციამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და ინციდენტს „ექსპერიმენტი“ უწოდა. დაწესებულებაში განმარტეს, რომ ყუთები გადაწერის აღკვეთის მიზნით გამოიყენეს და სტუდენტების დამცირებას არ აპირებდნენ. ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ყუთების გამოყენებაზე სტუდენტებისგან თანხმობა წინასწარ მიიღეს. კანაექსპოს გამოფენაზე ზურაბ ჯაფარიძეს კონტრაქციის მონაწილე „ძვლების დამტვრევით“ დაემუქრა დედაენის ბაღში "გირჩის" მიერ ორგანიზებული Tbilisi CannaExpo 2019 იმართება, სადაც კანაფთან დაკავშირებული პროდუქტებია წარმოდგენილი. გამოფენაზე კონტრაქციის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც on.ge წერს, ისინი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და სხვა არალიბერალური ორგანიზაციის წევრები არიან. ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს „გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემაულენი, ჩვენი ტკივილი ხართ, და, ამასთან, იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას“, - მიმართავს პატრიარქი ქართველებს.
2019-10-20 19:40:28
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/116863/sasamartlom-oqruashvili-patimrobashi-datova
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986718918.77/warc/CC-MAIN-20191020183709-20191020211209-00210.warc.gz
16,775
543,430,822
გამოცემა წარმოადგენს სტატიების კრებულს. მასში გაერთიანებულია რვა მკვლევარის, ჰ.ჰარტის, რ. დვორკინის, პ. დევლინის, ჯ. როულსის, ჯ. თომსონის, ჯ. ფინისის და თ. სკანლონის სტატიები სამართლის ფილოსოფიასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს სამართალი. წიგნის რედაქტორია ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, ინგლისურენოვან სამყაროში ყველაზე ორიგინალური და გავლენიანი სამართლის ფილოსოფოსი, რონალდ დვორკინი (R.M. Dworkin, 1931-2013 წწ.). სტატიები უკავშირდება სამართლის ბუნების შესახებ წლების განმავლობაში არსებულ დავას, ხოლო თავად სტატიები გარკვეულწილად მასზე პასუხს წარმოადგენენ. სტატიები ძირითადად ეხება მორალსა და სამართალს, ეთიკას და სისხლის სამართალს, აბორტს და მის დადებით და უარყოფით მხარეებს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. გამოცემას ერთვის ბიბლიოგრაფია თითოეული თავისათვის.
2019-10-23 21:37:23
https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/samartlis-filosofia/446
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836295.98/warc/CC-MAIN-20191023201520-20191023225020-00158.warc.gz
8,385
469,918,226
დაწკაპეთ შეძენა ტაილანდური გოგონები Whatsapp / Skype პუნქტების ჩატი მაღაზია! არჩევა სახის ტაილანდური გოგონა მოგწონთ. ტაილანდი ღამის blends სრულყოფილი ტაილანდური გოგონები, ეს რატომღაც symbiosis რომელმაც ქვეყანა რეპუტაცია, როგორც დიდი ღამის გართობა დანიშნულების, ნიშნავს სანაპიროზე fun დროს დღეში და ღამის შემდეგ რვა. ღამით ტაილანდური ბარები ბანგკოკში, ფუკეტში, სტოუიში, შაჰიმ მაიში, ჰეტ იაიში, სადაოში ან სხვა სექსის ტაილანდურ გოგონებთან ერთად არის საუკეთესო საშუალება, გაგრილდეთ ქვემოთ, დაისვენოთ და ვიფიქროთ სხვა რამეზე, მოსაწყენი ყოველდღე პერსონალი და კარგი დრო. ჰანგი გარეთ დიდი ტაილანდური ბარი ან ღამის კლუბის უნიკალური partying და სარგებლობენ sexy ტაილანდური ბარი გოგონა სადღაც, გაატარეთ ფული და თქვენ იქნება ყურადღების ცენტრში. გნებავთ WEB CAM და CHAT ერთად THAI GIRL? ᲓᲐᲐᲙᲚᲘᲙᲔ ᲐᲥ! იცით თუ არა, რომ ტაილანდურ გოგონებს ასევე სურთ Amyl Nitrate- ის გამოყენება სასიამოვნო ღამის გასათხოვად? ბევრი ტაილანდური გოგონები პოპერისაა თუ გინდა ყიდვა amyl ნიტრატი ტაილანდში მხოლოდ დაათვალიერეთ ყველა ქიმიკოსი ბანგკოკში, პატაიასა და ფუკეტში, სადაც ტაილანდში პოპერის შეძენაა შესაძლებელი ტაილანდური გოგოები ძალიან ლამაზი და მეგობრულია არსებობს განსხვავება, სადაც წასვლა, ისეთი ადგილები, როგორებიცაა პაპპოგი და ნანა პლაზა, სხვათა შორის, გადაამოწმეთ, ძირითადად, ქალბატონს სასტუმროში გადაყვანის შემდეგ. იმ ადგილებში, როგორიცაა "კაფე" ტაილანდური სტილი არის ოდნავ განსხვავებული, იქ გოგონები მღერიან და ცეკვებენ და შემოგვიერთდებიან გარკვეული ყვავილების ხალიჩის ხარჯვის შემდეგ, როდესაც ისინი სცენაზე კარაოკე სტილი შეასრულებენ. მათთან ერთად ატმოსფერო თითქმის ყოველთვის სასიამოვნოა, გოგონები კი ცდილობენ, მომხმარებელს სხვადასხვა საშუალებით აფასებენ, რომელიც მოიცავს რამდენიმე სახელმძღვანელოს და "VIP ოთახში", ძალიან მოქნილია. ეს ბუნებრივად არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ღამით დომინირებს დიდი გოგონების სტილით, მაგრამ არც ერთ სხვა ქვეყანას შეუძლია ამ ტიპის ღამის ბიზნესში ტაილანდური გზა დაამარცხოს. კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა მომსახურებისათვის და რა უნდა გადაიხადოს საკვები, საცხოვრებელი და ა.შ. ძნელია ცემა, როგორც იდეალური ტურისტული და არა მარტო ერთი მამაკაცი მოგზაური, ასევე დიდი დღესასწაული დანიშნულების წყვილი და ოჯახი. თუ გნებავთ პარტიზანში ბარი სქესის მქონე ქალებთან ერთად ყოველთვის ლოდინის რეჟიმში მიიღოთ განწყობა მაღალი სიჩქარით და მზად ხართ წასვლა თქვენთან ერთად, თუ გნებავთ, საჭიროა უამრავი bla bla- ს საჭიროება, მათ იციან რა გსურთ. ისინი მხარს უჭერენ მოგცემთ ფრენა რაღაც სექსუალური თამაშების შემდეგ. ღამის კლუბის ზოგიერთი ტაილანდი გოგონების არის სწორი წერტილი უნდა დაიწყოს და მიიღოს რამ მოძრავი, თუნდაც ტური მხოლოდ მთავრდება, როგორც სხვა booze საკრუიზო მისი ზოგიერთი sexy girls. ტაილანდში ტაილანდის ნებისმიერ ტურისტულ ფართობზე ეწვიეთ ნებისმიერ ღამის კლუბს, სადაც მათ აქვთ ღამის ქალბატონები ბანგკოუში, პატაია, ფუკეტი, ქუდი იი, სადაო, შიგა მაიი და ა.შ. ეს, მომწონს, რა?
2019-10-20 13:31:10
https://thai-girls.ws/ka/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986710773.68/warc/CC-MAIN-20191020132840-20191020160340-00446.warc.gz
21,869
743,108,158
ბავშვებს ამ ჯადოსნურ სანაპიროებზე ამოჰყავდათ თავიანთი ნავები. ჩვენც ვიყავით იქ ოდესღაც, ბავშვობაში. ჩვენს სმენამდე დღემდე აღწევს მოქცევის ხმაური, მაგრამ ჩვენ უკვე ვეღარასოდეს გადავსხდებით იმ ჯადოსნურ სანაპიროზე. რადგან თევზები, რელიგიის გარდა, მისტიურ სიმართლეს უკავშირდება, სასწორი კი სამართლიანობის დამყარებასა და მშვიდობის ძიებას, სხვაგან ვისთან ჰპოვებთ გაგებასა და თანაგრძნობას? ისინი დამამშვიდებლად ზემოქმედებენ არამხოლოდ ერთმანეთზე, სხვა ადამიანების ცხოვრებაზეც. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული სასწორისა და კონკრეტული თევზების პიროვნებებზე, მათი ცხოვრების წესზე, მათ მიზნებსა და ამბიციებზე, რაც ხშირად არც გამოდის მათი ოცნებების ფარგლებიდან. სასწორი და თევზები 8-6 ფორმულით ურთიერთობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ ხშირად ერთისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ფიქრობს ან მოქმედებს მეორე ასე თუ ისე. ერთი სიტყვით, ერთმანეთისთვის ნამდვილი გამოცანები არიან. ისევე როგორც ყველა, ვინც 8-6 ფორმულით ურთიერთობს, მომღიმარი სასწორი და იდუმალი თევზები ერთად საბედისწერო გარემოებებმა შეყარა _ სამსახურმა, საერთო ნაცნობებმა, საქმიანმა პარტნიორობამ ან სამეზობლო სიტუაციამ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იშვიათად ირჩევენ ერთმანეთს, საკმარისია განგებამ მათი გზები გადაკვეთოს, მათ შორის განსხვავებას ისეთ აღტაცებაში მოჰყავს ორივე, მცირე ყოყმანის შემდეგ გადაწყვეტენ, ეს ის საიდუმლოა, რომელსაც ღირს თავი მიუძღვნან! ნაწილობრივ, ეს გადაწყვეტილება იმის დამსახურებაა, რომ სასწორი საკმაოდ სწრაფად აცნობიერებს თევზების მზადყოფნას, ემსახუროს მას. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება კარის კაცად ან მოახლედ მსახურება, მაგრამ თევზები, რომელიც სასწორისთვის VI ასტროლოგიური სახლის ბინადარია, გარკვეულ „სამსახურს“ უწევს სასწორს, ფაქტობრივ-რეალურს ან ტრანსცედენტურ-უხილავს. ამასთან, მოცემულ წყვილში „მსახურების სინდრომი“ კიდევ უფრო ძლიერ გამოკვეთილია, ვიდრე 8-6 ფორმულის სხვა წყვილებში, რადგან თევზები, ფორმულის ვიბრაციის გარეშეც, მზად არიან ყველას დაეხმარონ. როდესაც თევზები სასწორს ხვდება, ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება. სამწუხაროდ, ამან შეიძლება მაზოხიზმამდეც მიიყვანოს წყლის ცხოველი. ზედმეტად ბევრი სიკეთეა, გესმით? ასე რომ, თევზები ფრთხილად უნდა იყოს ჩვეულებრივ კეთილ და სამართლიან სასწორთან, რადგან მან, გაუცნობიერებლად, შეიძლება ბოროტად ისარგებლოს „მომსახურე“ ვიბრაციით და თევზები მხოლოდ საკუთარი თავის გარშემო აცურავოს წრეებზე. თევზებს სასწორის ცხოვრებაში გაცილებით მეტი სიამოვნება და სიმსუბუქე შეაქვს, მაგრამ შედეგად იმას ვერ იღებს, რასაც ელის. ეს „სურვილის ძვლისთვის“ ნატვრის ჩათქმას ჰგავს, რომელსაც ორი ადამიანი ერთდროულად ტეხავს. გახსოვთ ასეთი თამაში? ვისაც უფრო გრძელი ნაწილი შეხვდება, სურვილი უსრულდება; მოკლე ნაწილის მფლობელი კი მასზე ქორწინდება. სასწორები ისეთ ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან ფლერდორანჟსა და მენდელსონის მარშთან, დეპრესიაში ვარდებიან, თუ ცხოვრებაში მეორე ნახევარი ვერ იპოვეს და მარტო დარჩნენ. მეორეს მხრივ, თევზები ქორწინებას ისე უყურებენ, როგორც სახიფათოდ მოციმციმე კაუჭს, რომელზეც ჯობია არ წამოეგონ. ისინი მართლაც წარმატებით არიდებენ თავს ოჯახურ ბორკილებს და თუ მაინც გაებნენ, როგორღაც იმასაც ახერხებენ, უპრობლემოდ დააღწიონ თავი. თევზები ან ჩაფიქრებულ მარტოხელებად რჩებიან (ნებაყოფლობით, რადგან თევზები, ქალებიცა და მამაკაცებიც, ძალიან მიმზიდველნი არიან საწინააღმდეგო სქესისთვის), ან პირიქით, საოცრად დიდი რაოდენობის დასხლტომები ერიცხებათ საქორწინო ბადიდან. ძალიან იშვიათად, რომ თევზები ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დაქორწინდეს. რა თქმა უნდა, ასეთებიც არსებობენ, მაგრამ როგორც ეგზოტიკური სახეობა. ბუნებრივია, გვხვდებიან თევზები, რომლებიც მართლა ბედნიერები არიან მუდმივ ქორწინებაში. ასეც ხდება, მაგრამ უკიდურესად იშვიათად. და აი, ორივე იმედგაცრუებულია. თევზებს მოკლე ნატეხი ერგო, სასწორს _ გრძელი. „ეშმაკმაც დალახვროს!“ _ სასწორი გაბრაზებულია საკუთარ თავზე, რომ მაგრად მოქაჩა. ასეც მოუხდებათ! არ ღირდა „სურვილის ძვალთან“ ხუმრობა, ქათმები ხომ ამქვეყნად იმისთვის არ იბადებიან, რომ ადამიანების ლუკმად იქცნენ. ამისთვის არსებობს თხილი და კაკალი, მწვანილი, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული და არა თევზები, ფრინველები და ცხოველები. ასე მოდის აღსრულებაში კარმული სამართლიანობა. მართალია, ჩვენ ცოტა დაუფიქრებლები ვართ ამ საკითხებში, მაგრამ ასტროლოგია სერიოზულად გირჩევთ, არ მიირთვათ ხორცი. ვეგეტარიანობა შეიძლება იქცეს მათ შორის კამათის (უფრო სწორად, განხილვის) საგნად მომავალ ოთხშაბათს. თევზები საკითხის რელიგიურ ასპექტებზე ალაპარაკდება, სასწორი კი მოსამართლეს განასახიერებს და თევზების, შინაური ფრინველებისა და ცხოველების საარსებო უფლებებს განიხილავს. ადამიანისთვის სულაც არ არის აუცილებელი მათი საკვებად მოხმარება. ეს რელიგიურ-სულიერ-ვეგეტარიანული კამათი შეიძლება დიდხანს გაიწელოს… ამ დროში სასწორი რამდენიმე სტრატეგიულ პუნქტს დაიბრუნებს ღიმილის წყალობით, თევზები კი რაიმე დახვეწილ ვეგეტარიანულ საჭმელს მოამზადებს ენერგიის აღსადგენად და სასწორს ფაიფურის თეფშით მიართმევს, ლაჟვარდისფერ ხელსახოცთან ერთად. ყველაფერი მშვიდად და ჰარმონიულად, რბილად და ჩუმად იქნება. თუ, რა თქმა უნდა, თევზების მეგობარმა კურომ არ შემოირბინა და უმანკო სახით სადმე წასვლა და ბიფშტექსის დაგემოვნება არ შესთავაზა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შეხედავენ? შემდეგ სასწორი კუროს ღიმილით დააბრმავებს, თევზები კი დაუჟინებლად შესთავაზებს ბოსტნეულს… დავნიძლავდეთ, რომ მალე კუროს ახალი რწმენით მონათლავენ? სასწორი მამაკაცი და თევზები ქალი თითქოს ვიღაცამ პატარა ოქროს ზანზალაკებს შემოჰკრა. ასე ფერიები საუბრობენ. ეს მათი ენაა. ის ისეთი ჩუმია, რომ ჩვეულებრივ ბავშვებს არ გესმით, მაგრამ რომ გესმოდეთ, აუცილებლად იცნობდით. ოჰ, დიახ, ოქროს ეჟვნების ჟღარუნი. ორივეს ესმის, სასწორ მამაკაცსაც და თევზებ ქალსაც, რომლებიც მყუდროდ მოკალათებულან ცეცხლის წინ ზამთრის იმ ღამეს, როდესაც სუსხი ფანჯრებზე საოცარ გრავიურებს ხაზავს. ქუჩაში კი, ლამპიონების ყვითელი ნათების ფონზე, ჩუმად ცვივა ფიფქები. ამ თითქმის ზღაპრულ სურათს ისინი მარტივად ხატავენ წარმოსახვაში, რადგან არც თევზები ქალი და არც სასწორი მამაკაცი არ შეიძლება მივაკუთვნოთ დედამიწის ჩვეულებრივ ბავშვებს. სასწორი გრაციოზული და მეოცნებეა, აღმოსავლური მისტერიების ოდნავ შესამჩნევი სანდლის არომატით, თუმცა მისთვის არც ვაშლის ღვეზელის სურნელი და ვერანდაზე თავყრილობებია უცხო. თევზებიც იდუმალი და მეოცნებეა, სასწორზე მეტადაც კი… მის თვალებში მოქცევის ხმაურია. დიახ, მე ვთქვი „მის თვალებში მოქცევის ხმაურია“, ამას პოეტური თავნებობა ქვია და ის ყველა თევზებისა და სასწორისთვის ნებადართულია. მოულოდნელად ოთახში სუსხი იჭრება, სადღაც ლოლოებიც ჩნდება და მათი ჰარმონიული საუბარი დისონანსში გადადის. ვინაიდან თევზები ყველას თანაუგრძნობს, მეგობრებსაც და უცნობებსაც, სასწორი კი მშვენივრად არის გათვითცნობიერებული ყველა საჭირბოროტო საკითხში, მათ შორის შეიძლება, დაახლოებით აი, ასეთი საუბარი წარიმართოს: თევზები ქალი სერიოზულად შეშფოთებულია იმით, რომ მისმა მეგობარმა კოკაინის მოხმარება დაიწყო: „განა ეს საშინებლება არ არის?“ სასწორი დუმს. თევზები თხრობას აგრძელებს და სასწორს უყვება, რომ როდესაც მან შეშფოთება გამოთქვა, მისმა მეგობარმა, მადლიერების ნაცვლად, ცივად უპასუხა: „ნუ ერევი სხვის საქმეში!“ ეს კი ისეთი საწყენია, მას ხომ მხოლოდ დახმარება სურდა?! საერთოდ, თევზები ქალი იმდენ ემპათიას აფრქვევს თავის გარშემო, სრული უფლება აქვს, ხანდახან თავისთვისაც მოითხოვოს თანაგრძნობა. ის სასწორისგან სანუგეშებელ სიტყვებს ელის. თუმცა სასწორი კვლავ დუმს. თევზები მომთმენია და არ აჩქარებს მას. ბოლოს სასწორი ამოიოხრავს, თვალს თვალში გაუყრის და მკაცრად ეუბნება: „და შენ არასდროს დაფიქრებულხარ როგორ გამოიყურება შენი გაჭვარტლული ფილტვები? როდის დაანებებ თავს მოწევას?“ ეს ის პასუხი არ არის, რომელსაც თევზები ელოდა. როგორ შეეძლო სასწორს ასე უსამართლოდ წამოეძახებინა მისი ერთერთი სისუსტე, როდესაც ის მხოლოდ გაგებასა და თანაგრძნობას ითხოვდა? და თევზები რეაგირებს ისე, როგორც მისი ნიშნის ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი _ საკუთარ თავში დაკარგულ, ჩაკეტილ „ცივ თევზად“ გადაიქცევა. თევზებს ისიც ახსენდება, როგორი აღფრთოვანებით უზიარებდა საკუთარ შთაბეჭდილებებს ახალ ფილმზე, რომელსაც ერთად უყურეს. სასწორსაც მოეწონა. თევზებმა ეს იცოდა, იქიდან გამომდინარე, როგორ მოიქცა სასწორი კინოდარბაზში _ მზერა არ მოუწყვეტია ეკრანისთვის და ადგილიდან არ წამომდგარა, სანამ ტიტრებიც არ დასრულდა და დარბაზში შუქი აანთეს. თუმცა როდესაც თევზებმა აღტაცება გამოხატა, სასწორი უცებ მოიღუშა: „ფილმი არაფრად ვარგა, სიუჟეტი ძალიან სუსტია, დიალოგები საშინელი… თუმცა მსახიობებს არა უშავდათ“. რა სჭირს? სადოქტორო ხარისხი აქვს სადიზმში? ღამეები არ ძინავს იმაზე ფიქრში, როგორ ატკინოს გული, როდესაც თევზები ცდილობს მხიარული და ოპტიმისტური იყოს? როგორ შეუძლია ასე რადიკალურად შეიცვალოს თავისი შეხედულებები ყოველ მიზეზ გარეშე? იქნებ შიზოფრენიკია და ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს? თევზები ცდება ყველა მიმართულებით. სასწორი არ არის სადისტი და არც ღამეებს ათენებს იმაზე ფიქრში, ნერვები როგორ მოუშალოს. პირიქით, თვითონაც ძლიერ ტკივილს განიცდის, როდესაც იცის, რომ გულს ტკენს მას. მაგრამ რატომ იქცევა ასე?.. იქნებ დროა, გავიხსენოთ, რომ სასწორი იძულებულია ყველაფერი აწონ-დაწონოს, რაც ესმის? სასწორის თასები დაბალანსებული უნდა იყოს. საკითხის ცალმხრივად განხილვა უსამართლობაა _ წონასწორობა ირღვევა. აი, თევზებს რომ ტაქტიკა შეეცვალა, ის სასურველ პასუხს მიიღებდა. მაგალითად, თავის შეშფოთება რომ გაენდო, მეგობრის კოკაინით გატაცებასთან დაკავშირებით, შემდეგ კი ამოეოხრა და ეთქვა: „მაგრამ რა უფლება მაქვს გავაფრთხილო? როგორც ჩანს, მე თვითონ ვერასოდეს დავანებებ თავს მოწევას“. მაშინ სასწორი ეტყოდა: „რას ნიშნავს ვერასდროს? შენ უკვე დაგინებებია და კიდევ შეძლებ. გარდა ამისა, თამბაქოსგან ისეთი რა ზიანია, რაც შეიძლება კოკაინმა ორგანიზმს მიაყენოს? რა უმადური საქციელია მისი მხრიდან ასეთი უხეში პასუხი! შენ ხომ მხოლოდ დახმარება გინდოდა. ხვალვე დავურეკავ და დაველაპარაკები“. ახლა ხვდებით საიდან აქვთ სასწორებს აუტანელი ადამიანების რეპუტაცია? ეს საბრალოები ამ იარლიყს სამართლიანობის დაცვის შედეგად იწებებენ. ჩარლთონ ჰესთონი ამ ნიშნის ტიპური განსახიერებაა, თავისი ღიმილით, რომელიც მუხლებში სისუსტეს იწვევს და რბილი სინაზით დაბალანსებული მამაკაცურობით. ნამდვილი მამაკაცი, მშვენიერი მგრძნობიარობით, გონებითა და ნაძერწი ნაკვთებით. ერთი სიტყვით, ვენერას მთელი ცისარტყელით დაჯილდოებული _ საოცარი სიზუსტით გაწონასწორებული, მბრწყინავი ოქროს სასწორი, მაგრამ მისი ნიშნისთვის დამახასიათებელი სამართლიანობისა და მერყეობის თვისებებით. ერთხელ მას სატელევიზიო ინტერვიუში ჰკითხეს, რას ფიქრობდა ვანესა რედგრეივის გამოსვლაზე, როდესაც ამ უკანასკნელმა ოსკარის მიღებისას პოლიტიკური სიტყვა წარმოთქვა. ჰესთონი მოიღუშა. ერთმა რეპორტიორმა ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ვანესას კრიტიკას, რაზეც მან უპასუხა: „ვანესა ყოველთვის პოლიტიკური ქალბატონი იყო, მაგრამ ის ასევე შესანიშნავი მსახიობია და მე ვფიქრობ, ადამიანებმა არ უნდა განსაჯონ მხოლოდ იმის მიხედვით…“ ჰესთონს უცებ სხვა რეპორტიორის წამოძახილმა გააწყვეტინა: „ესე იგი თქვენ იცავთ მას?“ რის შემდეგაც მან წინადადება სრულიად საპირისპირო აზრით დაასრულა: „მაგრამ, მეორეს მხრივ, მე ვთვლი, რომ მართალი არ იყო, როდესაც ასეთი შემთხვევა პირადი პოლიტიკური შეხედულებების გასაჟღერებლად გამოიყენა“. შეიძლება ვანესამ დღემდე არ იცის, რას ფიქრობდა ის სინამდვილეში. მე ვეტყვი: მეორე რეპორტიორს რომ ხელი არ შეეშალა, ჰესთონი მას დაიცავდა. ისევე როგორც 8-6 ფორმულის სხვა წყვილებისთვის, სასწორისა და თევზებისთვის არც ისე მარტივია ერთმანეთის შეყვარება. ისინი ხომ ასე განსხვავდებიან. მაგრამ თუ ასე ხდება, წინააღმდეგობებით ავსებენ ერთმანეთს, ეს კი ორივეს წაადგება, რადგან საერთოც ბევრი აქვთ. ისინი იზიარებენ მგრძნობიარობასა და ესთეტიზმს. ორივე მათგანი უპირატესობას მშვიდობასა და ჰარმონიას ანიჭებს, აგრესიული ქცევებისა და დაძაბული პოლემიკის ნაცვლად. ზოგადად, სასწორთან კამათი, თქვენ თვითონაც იცით, რომ სასიამოვნო დისკუსიაა. არც სასწორს და არც თევზებს დიდხანს არ შეუძლიათ უხეში რეალობისა და დაძაბული კონფლიქტების ატანა. თუ ასეთ დაძაბულობას ერთერთის უარყოფითი ჰოროსკოპი განაპირობებს, მეორე გაფრინდება(სასწორი) ან გაცურავს (თევზები). ამ თვისებათა დადებითი მხარე ის არის, რომ მათ შეუძლიათ ერთად გაფრინდნენ ან გაცურონ გარეზეწოლისგან და ერთმანეთის მკლავებში აღმოაჩინონ ის სიმშვიდე და სიწყნარე, რაც წონასწორობისა(სასწორისთვის) და სიმშვიდის(თევზებისთვის) შესანარჩუნებლად სჭირდებათ. მათი სიყვარული რომანტიული კავშირია და სწორედ ფიზიკური სიახლოვე დაეხმარებათ ადაპტირების სირთულეების გადალახვაში. მართალია, ხანდახან ეს ინსტინქტის დონეზე ხდება, მაგრამ ამის გამო სულაც არ კარგავს თავის სიმაღლეს და უჩვეულო სიღრმეს. ეს მდიდარი ვნებაა, მათ ინტიმურ ურთიერთობაში ჩართული ოცნებების ელემენტებით… და შეიძლება ყოველთვის ვერა, მაგრამ თითქმის ყოველთვის აღწევს ექსტაზის იმ დონეს, რომლის გადმოცემაც პოეტებსაც კი არ ძალუძთ. სამაგიეროდ, ისინი ბუნებრივი გზით გადმოსცემენ, საკუთარი მუსიკისა და სიტყვების შეთხზვით, რომელიც მათ განწყობასთან ერთად იცვლება, არასდროს მეორდება და ყოველთვის სავსეა ახალი იმედებით. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ორივე მიდრეკილია ისეთი საცდურებისკენ, როგორიც არის სიზარმაცე, ნარკოტიკები და ალკოჰოლი, ან ოცნებებში დაკარგვა. სხვა შემთხვევებში, სასწორსა და თევზებს შეუძლიათ მშვენიერი წყვილი შექმნან, როდესაც მათი გულები ერთ ტაქტში დაიწყებენ ფეთქვას. თევზებს მისტიური რწმენით სწამს სასწორის. თავის მხრივ, სასწორი ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისთვის, როდესაც თევზებს თავდაუჯერებლობის შემოტევები აქვს. ეს ფაქტორები მტკიცე და მშვენიერი საფუძველია ხანგრძლივი სიყვარულისთვის. ხანდახან თევზები წუწუნებს, რომ სასწორი ძალიან ცივი და ლოგიკურია და ინტუიცია არ ჰყოფნის, რომ თევზებს გაუგოს. მაგრამ თავად თევზები იმდენად ინტუიციურია, მარტივად უნდა გრძნობდეს, რომ სასწორი ყოველთვის ასეთი არ არის და თუ ის საკმარის მოთმინებას გამოიჩენს, მის თანაგრძნობასაც მიაღწევს. ხანდახან სასწორი ბრაზობს, რომ სახლი მიულაგებელია, რომ თევზები დაუდევრად ხვალისთვის დებს იმას, რისი გაკეთებაც დღეს სთხოვა. სასწორს ნამდვილად შეაცბუნებს თევზების გაუცხოებული მზერა, როდესაც ეცდება ყველაფერი გონივრულად აუხსნას. მაგრამ სწორედ თევზებს შეუძლია სულიერი სიმშვიდე მიანიჭოს მას და ეს ბევრ რამეს აკომპენსირებს. თევზები ისეთი ბუნებრივი თანაგრძნობით არის დაჯილდოებული, სასწორი კი იმდენი ბუნებრივი სამართლიანობით არის დახუნძლული, მათი უთანხმოებები ყოველთვის შეიძლება მოგვარდეს. ორივე ნიშანი ბრძენია, თუმცა განსხვავებულად. სასწორი მენტალურად (მიუხედავად მისი სენტიმენტალური და რომანტიული გრძნობებისა), თევზები ემოციურად (მიუხედავად მისი გარეგნული სიმშვიდისა). მაშ ასე, რადგან ორივე მზადაა კომპრომისისთვის, მათ ერთმანეთის გაბედნიერებაც შეუძლიათ. თუმცა თუ თევზები ეწევა, იქნებ მართლა უარი თქვას თამბაქოზე? ან იქნებ სასწორმა ყველაფერს მსაჯული მოსამართლის თვალით არ უყუროს? თევზები მისი დიასახლისი, მრეცხავი და მოახლე არ არის. ის მისი სრულფასოვანი პარტნიორია, საყვარელი ქალი, ზღვის ნიმფა, რომელიც მყუდროდ მოკალათებულა მის მუხლებზე, რომ ერთად ისხდნენ ცეცხლის წინ, როდესაც ქუჩაში, ლამპიონების ყვითელი ნათების ფონზე, ჩუმად ცვივა ფიფქები. გესმით ოქროს ეჟვნების ჟღარუნი? მგონი, მთელი წრე გავიარეთ და კვლავ დასაწყისს დავუბრუნდით. სასწორი ქალი და თევზები მამაკაცი _ ქენსინგთონის პარკში აღარ ხარ? _ რატომაც არა? ხანდახან ვარ. _იქ, სადაც დაკარგული ბიჭები არიან. რადგან თევზები პრობლემების მოგვარებისას მკაცრ და აგრესიულ ქცევებში შემჩნეული არ არის, ჩვენ ვასწავლით, როგორ გაუმკლავდეს სასწორი ქალის მერყეობას, რომელმაც ბადეში შეიტყუა. სიმართლე რომ გითხრათ, თევზები არც ისე ძალიან ეწინააღმდეგებოდა. ეს საკმაოდ მარტივია. მხოლოდ მცირე სიმარჯვე უნდა გამოიჩინოს. იცით რა არის, სასწორი კარდინალური ნიშანია და თუ ის რამეს არ მოითმენს, ეს მისი პირადი უფლებამოსილების ხელყოფაა. ეს მას სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. 1) შეცვალეთ მერყეობის ერთი საგანი მეორეთი, რადგან მეორეს ხშირად მიჰყავს პირველის მნიშვნელობა „არამდე“ . 2) გამოთქვით მხოლოდ ერთი ვარაუდი (მეტი არა!), რომ სასწორმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღოს. 3) მიეცით სასწორს გონივრული ვადა, რადგან თუ მან გადაწყვეტილება მიიღო, ეს ყოველთვის საუკეთესო ვარიანტია_ მისი სიბრძნის, წესიერების, სამართლიანობის, ლოგიკისა და ვენერას დახვეწილი გემოვნების წყალობით. 4) თუ სასწორი გონივრულ ვადაში ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღეთ ის თქვენ თვითონ და თავი მოაჩვენეთ, რომ მის აღსრულებასაც აპირებთ, თანაც დაუყოვნებლივ. ერთადერთი, სადაც თევზებს შეიძლება სირთულეები წარმოექმნას ბოლო პუნქტია. თევზებისთვის რთულია გამოავლინოს სიმტკიცე, იმოქმედოს აქტიურად და მით უმეტეს, დაუყოვნებლივ. თუმცა რაც შეეხება თვალთმაქცობას, ტიპური ნეპტუნიელისთვის ეს მარტივზე მარტივი ამოცანაა. ის მშვენივრად ფლობს გამოგონების ხელოვნებას. ყველა თევზები შეუმდგარი მსახიობია ან ძმები გრიმების ზღაპრებიდან გაცოცხლებული პერსონაჟი, რომელიც წიგნის ფურცლებიდან იმისთვის გამოიქცა, რომ ენახა, რა ხდება ილუზიების სამყაროში, რომელსაც ყველა რეალობას უწოდებს. თევზებმა იციან რა როგორაა. ნამდვილი თევზები არასდროს დაიბნევა იქამდე, რომ ოცნებების ირეალობა დაიჯეროს და მატერიალური სამყარო რეალობად აღიაროს. ამ ადამიანმა იცის, რომ ყველაფერი ზუსტად პირიქით არის: ჭეშმარიტება ის არის, რომ ეს სიზმარია; სიზმრებში კი ყველაფერი სინამდვილეში ხდება. აი, საკამათო თემაც შევუგდეთ, იმდენად წინააღმდეგობრივი, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ საბოლოო დასკვნამდე მისვლა და ის მალე შეუცვლის ყველა საკამათო კითხვას. სიზმრები, ბუნებრივია, მჭიდროდ არის დაკავშირებული ნეპტუნთან, ვენერა კი გიჟდება შემოქმედებაზე _ ყველაფერზე, სადაც უმცირესი მინიშნება მაინც არის წარმოსახვაზე. სასწორი, თავისი ლოგიკით, მტკიცედ იდგება „სინამდვილის“ მხარეზე. თევზები საკითხის ეზოთერულ ასპექტს დაიცავს, თუმცა, იმავდროულად, ინტერესით დააკვირდება, როგორ ეცდება სასწორი ზუსტი ბალანსი დაიჭიროს რეალობის ლოგიკურ და ვენერას ეფემერულ მხარეებს შორის. სიმართლე რომ გითხრათ, სწორედ ამან მიიპყრო თევზების გაფანტული ყურადღება, ამან შეიტყუა ეს უმწეო არსება სასწორის ხიბლის ბადეში. მამაკაცური ლოგიკა და ვენერიული წარმოსახვის სინაზე პრაქტიკულობისა და მგრძნობიარობის ფრიად მაცდური ნაერთია, რითაც გამოირჩევიან სასწორები. არის მათში კიდევ რაღაც, აღმოსვლეთის მოუხელთებელი იდუმალება. მათ გვერდით თითქოს მონასტერთა ზარების რეკვა ისმის, რაც აუცილებლად მოგაგონებთ ტიბეტს, ჩინეთს, იაპონიასაც კი. დიახ, ყველაფერი სწორია, შორეულ აღმოსავლეთს სასწორის ნიშანი მართავს. რადგან ეს ქალი მასკულინური, კარდინალური, ინიციატივიანი ნიშნით დაიბადა, ეს მამაკაცი კი ფემინური, მუტაბელური, პასიური ნიშნით, როგორი დახვეწილი და სათნოც არ უნდა იყოს სასწორი და როგორი ძლიერი და ბრძენიც არ უნდა იყოს თევზები, როდესაც საქმე ურთიერთობაში როლების გადანაწილებას ეხება, დარწმუნებული იყავით, ბოლო სიტყვა სასწორ ქალს დარჩება. მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ როდესაც საქმე სულ უკანასკნელ სიტყვას, „მშვიდობითს“, ეხება, მას ყოველთვის თევზები მამაკაცი წარმოთქვამს. თუ მისმა რჩეულმა თავისი კარდინალური ნიშნის არსს გადააჭარბა, ზედმეტად მომთხოვნი და მბრძანებლური გახდა, თევზები მამაკაცი მშვიდი ტბის მოსაძებნად გაცურავს. თუმცა ამ ფორმულის ენერგოვიბრაციის წყალობით, თევზები სასწორთან იმაზე მომთმენი და დამთმობი იქნება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ნიშნის ქალთან. 8-6 ფორმულას ყოველთვის საბედისწერო ხასიათი აქვს. ისინი ძლიერ არიან გადაჯაჭვულნი, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. ვენერიელის მთრთოლვარე სულს ის ჯადოსნური აღტაცება სწადია, რომლითაც ნეპტუნის ზღვის სიმღერები უხმობს. თევზების თვალებში ის ძველ მოგონებებს კითხულობს… სასწორი დაახლოებით ოთხი წლის იყო, როდესაც ცვრიან ბალახში ალმასის ყელსაბამს ეძებდა, რომელიც ელფებს და ფერიებს დაავიწყდათ. მას დღემდე ახსოვს, როგორ ჩაწყდა გული, როდესაც გაღვიძებულს უფროსების მოსაწყენმა ხმამ აუწყა, რომ ეს მხოლოდ ნამი იყო და მეტი არაფერი. შემდეგ მოულოდნელად დაუშვა წვიმამ და მისი ვარდისფერი წინსაფარი სულ დაასველა… ჰო, ის გაიზარდა, ბევრი ისწავლა და გაიგო, მაგრამ რატომ უბრუნდება ბავშვობის ნაცნობი გულისტკივილი ყოველთვის, როდესაც წვიმას იწყებს? თევზებს მიაჩნია, რომ სრული უფლება აქვს, ჰქონდეს საიდუმლოებები, რომელსაც თავის სანუკვარ შინაგან სამყაროში ინახავს. სასწორი ძალიან ბრაზდება ამ „თითქმის ტყუილზე“. სამაგიეროდ, თევზები არასდროს მოატყუებს მას ნამზე. მან იცის, რომ დრუიდების ალმასები მართლა არსებობენ. სასწორმა ეს პირველივე ღამეს აღმოაჩინა. თევზები მათ შეგროვებაშიც კი ეხმარებოდა. როდესაც ალმასები ადამიანის ხელის შეხებისგან გაქრნენ, მან სასწორს თმებზე აკოცა და ჩასჩურჩულა, რომ სინამდვილეში ისინი არსად გამქრალან, უბრალოდ სხვა განზომილებაში დაიმალნენ. „ხედავ? _ რბილად ეხება სასწორის ცრემლებს ლოყებზე _ ისინი არსად წასულან“. ოჰ, დიახ, სასწორს უთუოდ მოენატრება თევზები, თუ ისინი დაშორდებიან. ისევე როგორც თევზებს მოენატრება სასწორის ღიმილი და ხმა, რომელიც თითქოს იავნანას უმღერის, როდესაც ყველაზე ჩვეულებრივ სიტყვებს ამბობს. ან იქნებ მისი სიტყვები მართლა არაჩვეულებრივია?.. მიუხედავად სასწორის პერიოდული მბრძანებლური მანერებისა და ცვალებადი განწყობებისა, თევზებმა იცის, რომ მის რჩეულს მართლა სწამს მისი და მხოლოდ მან იცის ის ჯადოსნური სიტყვები, რომელიც თევზებს საკუთარი თავის რწმენას უბრუნებს. არავის შეუძლია თევზების მუდმივი იმედგაცრუებებიდან გამოყვანა ისე რბილად, როგორც სასწორს. გარდა ამისა, თევზებსაც ხშირად ეცვლება განწყობა… რაც შეეხება მის საყვარელ სასწორს, მან იცის, რომ თევზები შესაძლოა ერთადერთი ადამიანია, ვისთვისაც ცნობილია გზა იმ შორეული ადგილისკენ, სადაც მას დასვენება და ვარკვლავური შხაპის მიღება შეუძლია. განა მხოლოდ თევზებმა არ შეძლო აეხსნა, სად იკარგებიან დრუიდების ალმასები და მათი კოცნებად დაბრუნება?!. მომზადებული ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.
2018-03-21 15:03:48
http://astroblogi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%95%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2018-13/segments/1521257647660.83/warc/CC-MAIN-20180321141313-20180321161313-00429.warc.gz
30,084
23,690,530
რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობის იმ წევრთა შეხვედრა დასრულდა, რომლებიც ხვალ კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, დეპუტატები საკუთარ პოზიციას არ გადახედავენ, არ დაემორჩილებიან პარტიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას და სიმბოლურად, პროექტის წინააღმდეგ ხმას 41 დეპუტატი მისცემს. „მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოითხოვა პარლამენტის წინ შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა. რეალურად კი, რეგიონებში მოსახლეობას არ სურს მაჟორიტარების გარეშე დარჩენა. ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ და ხალხი ამას ხვდება. ამიტომ, ხვალ კანონპროექტი კენჭისყრაზე ან არ დადგება, ან ჩავარდება“, - განუცხადა "ალიას" ერთ-ერთმა დეპუტატმა. შესაბამისად, დიდია იმის შანსი, რომ ხვალ კენჭისყრა არ შედგეს, რადგან ჩავარდნის შემთხვევაში, წელს მისი მიღება, პრაქტიკულად, ვეღარ მოესწრება.
2019-12-10 00:41:00
http://resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=82675
crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540525598.55/warc/CC-MAIN-20191209225803-20191210013803-00512.warc.gz
11,509
122,983,626
(Segregation) გარკვეული ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფი იზოლაცია საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, დამაბრკოლებელი სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეზღუდვების შეფარდება ამ ჯგუფებისათვის, მათი [სრულად »»] (saecularis - საერო; secularisation) 1. სახელმწიფოს მიერ საეკლესიო ქონების ჩამორთმევა (უპირატესად მიწის) და ხალხისთვის გადაცემა; 2. რისამე გათავისუფლება საეკლესიო გავლენისაგან. [სრულად »»] (sēmasia – მნიშვნელობა და logos – მოძღვრება) ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს სიტყვათა და გამოთქმათა მნიშვნელობას. იხ. აგრეთვე: გრამატიკა, სემანტიკა =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო [სრულად »»] (Semelē) ზევსის სატრფო, დიონისეს დედა =მითი: ზევსმა კავშირი დაიჭირა თებეს მეფის კადმოსის ასულთან სემელესთან. სემელე დაორსულდა. ეჭვიანმა ჰერამ, ზევსის მეუღლემ, განიზრახა სამაგიერო გადაეხადა [სრულად »»] (sēma ნიშანი და logos მოძღვრება) ენობრივი ნიშნებისა და ნიშანთა სისტემის თეორია იხ. აგრეთვე: სემანტიკა =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] [სრულად »»] უძველესი ცნება, რომელიც მოიცავს ადამიანისა და გარემოს კომუნიკაციის ფორმებს და სისტემებს. ცენტრალური იდეა სემიოტიკაში არის ნიშანი, ხშირ შემთხვევაში წარწერა, რომელიც გარკვეულად არეგულირებს და [სრულად »»] სემიტური ენები სამ ჯგუფად იყოფა: აღმოსავლურ, ჩრდილოურ და სამხრულად. ამ ორ უკანასკნელს ჩვეულებრივ აერთიანებენ დასავლურ სემიტურ ენათა ჯგუფში (და, ამრიგად, სულ ორი ჯგუფი გამოდის: აღმოსავლური [სრულად »»] (senatus, senex – ხანში შესული, უხუცესი; senate) ტერმინი ლათინური წარმოშობისაა, ძველი რომის რესპუბლიკაში თავდაპირველად შეიქმნა როგორც უხუცესთა საბჭო. თანამედროვე მსოფლიოს ზოგმა სახელმწიფომ, [სრულად »»] (sensus – გრძნობა) მგრძნობიარე. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. [სრულად »»] (séparatisme) 1. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ან ფართო ავტონომიური სტატუსის მიღების მიზნით სახელმწიფოს ტერიტორიის გამოყოფის თეორია, პოლიტიკა და პრაქტიკა. ს. სახელმწიფოს [სრულად »»] გამოყოფა. სეპარაცია გულისხმობს კონკრეტული ინდივიდუალური ფორმის, ან რჩეული ინდივიდის. ე.წ. „ინიციანიტის“ იზოლირებას ფიქსირებული სოციალური ან კულტურული სტრუქტურისაგან. იგი აღნიშნავს [სრულად »»] (Septett; septem – შვიდი) 1) შვიდი შემსრულებლისაგან შემდგარი ანსამბლი. 2) მუსიკალური ნაწარმოები შვიდი ხმისა ან შვიდი საკრავისათვის. =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / [სრულად »»] სადილის ან ჩაის ჭურჭლის მთელი კომპლექტი ადამიანთა გარკვეული რაოდენობისათვის. =უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [სრულად »»] (service – სამსახური) საწარმოთა მარკეტინგული საქმიანობა მომსახურების სფეროში, რომელიც დაკავშირებულია მანქანა-დანადგარების, სამრეწველო და სხვა სახის პროდუქციის გასაღებასა და ექსპლუატაციასთან. [სრულად »»] (series – მწკრივი) 1. ერთგვარი საგნების რიგი, ჯგუფი; საერთო ნიშან-თვისებათა მქონე საგნების, მოვლენების, მოქმედებათა რიგი. 2. ერთგვარი სტანდარტის მიხედვით დამზადებული საგნების, დეტალების [სრულად »»] ეგვიპტის ლეგენდარული მეფე (IV ათასეულში) =აპ. როდოსელი არგოსის სიტყვით გადმოგვცემს ცნობას ეაში მცხოვრები კოლხების ეგვიპტელებისაგან წარმოშობის შესახებ. პოეტი აქ პირდაპირ იმეორებს ჰეროდოტეს, [სრულად »»]
2019-03-22 07:55:29
http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=list&d=45&t=dict&w1=%E1%83%A1&w2=%E1%83%94
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202640.37/warc/CC-MAIN-20190322074800-20190322100800-00537.warc.gz
7,014
338,611,479
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა" საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა". ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების". სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია. ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად". იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი" წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა", აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი"). მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი". მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, „ჯერ არს თაყუანისცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა", სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა". წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა. იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე", იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ „ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ... შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთისმეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა". ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს. უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა „აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან". და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით. ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ". შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას: წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!
2019-03-23 16:43:28
http://xareba.net/473-tsmida-mociquli-andria-pirveltsodebuli.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202889.30/warc/CC-MAIN-20190323161556-20190323183556-00406.warc.gz
11,956
393,594,328
Ipekyol&Twist • იპეკოლი&ტვისტი -ს მაღაზიის გახსნის დახურული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მხოლოდ მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ოფიციალურად კი მაღაზია დღეს გაიხსნა. იპეკოლი & ტვისტი -ს მაღაზიაში წარმოდგენილია თურქული „აიაიდან გრუპის“ და იტალიური ტექსტილის გიგანტის „მიროგლიოს“ ცნობილი ბრენდები, მაღაზიაში წარმოდგენილია უახლესი მოდელები. მაღაზიაში არსებული კოლექციები ყოველ მეორე კვირას განახლდება. ბრენდის თითოეული მოდელი შექმნილია მხოლოდ ნატურალური ქსოვილებისგან, იტალიელი და თურქი დიზაინერების მიერ. ბრენდს გააჩნია მაღაზიები იმსოფლიოს ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა: ლონდონი, სტამბული, ათენი და ა.შ.
2019-10-15 02:19:34
https://www.funtime.ge/ambebi/post/262023-saqartvelosi-kidev-erti-saertasoriso-brendi-ipekyol-twist-ipekoli-tvisti-semovida
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655735.13/warc/CC-MAIN-20191015005905-20191015033405-00163.warc.gz
21,812
855,941,343
ინგლისურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის ინტენსიური მოლპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც მარკო ასენსიოს პრემიერლიგაში ტრანსფერს ეხება... გამომდინარე იქედან, რომ ესპანელი ფეხბურთელი სოლარის ფავორიტი არ არის, ფლორენტინო პერესი მერსისაიდული კლუბის წინადადებას აქტიურად განიხილავს, რადგან საუბარია 140 მილიონ ევროზე. ასენსიო იურგენ კლოპის ფავორიტია. „წითლების“ თავკაცი ესპანელ ფეხბურთელში ძალიან დიდ პერსპექტივას ხედავს. თავის მხრივ მარკოს ტრანსფერი „რეალისთვისაც“ საინტერესოა, ვინაიდან მიღებულ 140 მილიონ ევროს გუნდის სხვა ფეხბურთელებით გაძლიერებას მოახმარს. ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
2019-10-17 06:24:42
http://halamadrid.ge/index.php?newsid=58001
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672723.50/warc/CC-MAIN-20191017045957-20191017073457-00081.warc.gz
11,607
85,817,215
საგრანტო პროგრამების ბენეფიციართა პრობლემა - ქვეყნის ეკონომიკაში კომპლექსური ხედვის დეფიციტი ბოლო წლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეკონომიკის განვითარებისთვის არაერთი გრანტი გაიცა. ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებთან, თუ რეფორმებთან ერთად, ამ გრანტებს აგროინდუსტრიისა და ეკონომიკის სფეროების განვითარებისთვის ბიძგი უნდა მიეცა. ჩვენ შევისწავლეთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, რომელიც აჩვენებს მიზეზებს, თუ რა უშლის განვითარებაში ხელს გრანტით დაფინანსებულ ამა თუ იმ საწარმოს. მას შედეგ, რაც მიღებული თანხით საჭირო ტექნიკა შეიძინეს, მეწარმეებმა საწარმოები მოაწყეს, გადააიარაღეს, მაგრამ საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე არაერთ დაბრკოლებას და პრობლემებს წააწყდნენ, რომელიც მათთვის დღესაც გადაუჭრელია. რევაზ კაჭკაჭიშვილს ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში რძის გადამამუშავებელი ქარხანა აქვს. ადგილზე სხვადასხვა სახეობის ყველს, მათ შორის: იმერულს, თეთრ და შებოლილ სულგუნს, დაწნულ ყველს, ასევე, ნადუღს აწარმოებს. პროდუქცია მხოლოდ ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. ზაფხულობით, რძის მიღების ყველაზე აქტიურ პერიოდში, საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. 2014 წელს რევაზ კაჭკაჭიშვილმა RED-ის პროგრამის ფარგლებში (Rural economic development) 80 ათასი აშშ დოლარის მოცულობის გრანტი მიიღო (მანამდე კაჭკაჭიშვილს გრანტი მერსი ქორპსისგანაც (Mercy Corps) ჰქონდა მიღებული). ამ გრანტის ფარგლებში მეწარმემ საწარმო გადააიარაღა და საჭირო დანადგარები შეიძინა: პასტერიზატორები, უჟანგავი აუზები, მაგიდები, გამწოვები, მაცივარი და ა.შ. როგორც რევაზ კაჭკაჭიშვილი ამბობს, საწარმო სურსათის უვნებლობის რეგულაციებს სრულად პასუხობს და „წიფორა სამცხეში“ HACCP-ის სტანდარტიცაა დანერგილი; ამასთანავე, „წიფორა სამცხეში“ სამ თვეში ერთხელ მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ტარდება და საწარმო სურსათის უვნებლობის კუთხითაც მოწმდება. უკანასკნელი გრანტის მიღების შემდეგ, საწარმოს გადაიარაღებისა და გაფართოების შედეგად კომპანიის ბრუნვა სამჯერ გაიზარდა. „წიფორა სამცხეს“ წარმოებული პროდუქცია ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, გორში, ახალციხეში, ხაშურში, ბორჯომში, ადიგენში, ახალქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც შეგხვდებათ. კომპანია საკუთარი პროდუქტის დისტრიბუციას ნაწილობრივ თავად, საკუთარი სადისტრიბუციო მანქანით უზრუნველყოფს, ასევე, თანამშრომლობს სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებთან. წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რევაზ კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ბიზნესის განვითარების კუთხით პრობლემები მაინც აქვს, რადგან უჭირს კონკურენცია გაუწიოს გლეხის მიერ დამზადებულ პროდუქციას, რომელიც ყოველგვარი საბუთის გარეშე, უკონტროლოდ იყიდება. „გლეხს ყველის დამზადება ძალიან იაფი უჯდება, არ იხდის გადასახადს, მოწველის ძროხას - ამოიყვანს ყველს, შესაბამისად, ბაზარზე მისი ფასი დაბალია. ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ჩვენთვის. ჩვენ მაგ ფასად ვერ ვმუშაობთ - დღგ, ქარხნის დეზინფექცია, კომუნალური გადასახადები, ჰიგიენური ნორმების დაცვა - პროდუქციის ვაკუუმში შეფუთვა და ეტიკეტირება, დისტრიბუცია - ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული და პროდუქციის ღირებულებას გვიზრდის. გლეხს ეს ხარჯები არ ეხება“, - აღნიშნავს რევაზ კაჭკაჭიშვილი. ამავე სოფელში, გოჩა კაპანაძეს საკალმახე მეურნეობა აქვს. ბიზნესგეგმა დაწერა და 2007 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში გრანტი მიიღო - 49.500 აშშ დოლარი. მიღებული თანხით საკალმახე აუზების რაოდენობა 3-დან 8-მდე გაზარდა, ააშენა სათავსოები, ინკუბატორი, გამოცვალა მილი, რომლითაც აუზები წყლით მარაგდება, წესრიგში მოიყვანა კომუნიკაციები, თევზის სარეალიზაციოდ - მინიბუსი შეიძინა. მიუხედავად ამისა, გოჩა კაპანაძე აღნიშნავს, რომ საკალმახე მეურნეობის მიმართულებით დღეს რთული ვითარებაა, არერთი მიზეზის გამო ბიზნესი არასტაბილურია: „თითო საკალმახე აუზს დაახლოებით 5000 ათასი ლარი მოაქვს წელიწადში. ახლა ვითარება ძალიან მძიმეა, ვალუტის კურსის ცვლილების გამო თევზის საკვების ფასი თითქმის გაორმაგდა. ახალციხის რაიონში დაახლოებით 15 - დიდი, საშუალო თუ პატარა საკალმახე მეურნეობაა. წელს თევზის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ პროდუქტით ახალციხის რაიონსაც კი ვერ ვაკმაყოფილებთ. საქართველოში ახლა არასტაბილური პერიოდია. ვთქვათ, წელს რომ რომელიმე კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმო, მომავალ წელს საკვების მოწოდებისა, თუ დოლარის კურსის გამო ისეთ ვითარებაში შეიძლება აღმოვჩნდე, რომ თევზის თვითღირებულება გამეზარდოს. თევზს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასად ვეღარ ჩავაბარებ და კონტრაქტიც დაირღვევა“, - ამბობს მეწარმე. გოჩა კაპანაძის თქმით, ამ დროისთვის საკმაოდ ცოტა, 7-დან 8 ათასამდე კალმახი ჰყავს, თუმცა იხსენებს, რომ პრობლემები ჰქონდა ორი წლის წინაც, როდესაც დიდი ოდენობით თევზი ჰყავდა და მრავლად დაეხოცა. „საქართველოში არ არსებობს იხტიოლოგიის სერვისი. სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, რომ ახალგაზრდები ამ მიმართულების სასწავლებლად საზღვარგარეთ გაუშვას. ვერავინ დასვამს დიაგნოზს, რითი დაიხოცა თევზი. ლიფსიტის გაზრდაც ძალიან გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ინკუბაციას ჩვენ თვითონ ვაკეთებთ - გახედავ და ერთ დღეში 100 ათასი ლიფსიტა კვდება, მეორე დღეს კიდევ 100 ათასი და რჩები უთევზოდ“, - განმარტავს მეწარმე. მისივე თქმით, თევზის ბიზნესში „მოთმენა რთულია”, რადგან კალმახს თავისი რეალიზაციის დრო აქვს; როდესაც თევზი 300-400 გრამს აღწევს, სიდიდის გამო სუფრისთვის აღარ გამოდგება, ამიტომაც დღის წესრიგში გადამამუშავებელი საწარმოების აუცილებლობაც დგას - „უნდა არსებობდეს საკონსერვო წარმოება, შესაბოლი საშუალებები, კალმახის ქვირითიც ძალიან ძვირფასია - ყველაფერ ამას ტექნოლოგია სჭირდება. თევზი რომ გავზარდო, ხომ უნდა ვიცოდე, რომ ვიღაც ჩაიბარებს და დანახარჯს ამოვიღებ?! ამასობაში თევზის საკვებიც გაძვირდა და ბევრს გული გაუტყდა, აღარ ზრდიან თევზს”, - ამბობს კაპანაძე. ჩამოთვლილი პრობლემების მიუხედავად, მეწარმე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად თევზის საკვების თემას მიიჩნევს და განმარტავს, რომ ერთმა თევზმა სარეალიზაციო წონას - 200 გრამს რომ მიაღწიოს, დაახლოებით 300 გრამი საკვები სჭირდება, საკვების ქონა-არ ქონა კი გამუდმებით აქტუალურია. „თევზის საკვებს - „კორმას“ ერთ და ორ ტომარას ვერ შემოიტან. 3-4, ან თუნდაც 10 ტონა უნდა შემოიტანო, გააჩნია რამხელა მოცულობის ბიზნესი გაქვს. პირადად მე, როცა მჭირდება, „კორმას“ ვერ ვშოულობ - დისტრიბუტორები თვეში ერთხელ თუ შემოდიან ჩვენთან, ამ დროს კი ხშირად ხდება, რომ საკვები მარაგის შეძენის საშუალება არ მაქვს. კვების სიხშირე პირდაპირაა დაკავშირებული თევზის ზრდასთან. თევზის მატების პერიოდში, ე.წ. ოქროს პერიოდში - მაისი, ივნისი, სექტემბერი - კალმახი დღეში 3 გრამს იმატებს და მას საკვების მხრივ ყველანაირად უნდა შეუწყო ხელი. 1 ტონა „კორმა“ 4-5 ათასი ლარი ჯდება. შეკვეთას მისცემ, მაგრამ აღმოჩნდება რომ საკვები იგვიანებს. ერთი სიტყვით, საკვების რეზერვისთვის ფინანსები არ მყოფნის“, - წუხს გოჩა კაპანაძე. გურამ ჯინჭველაძე სამცხე-ჯავახეთში, ძირითადად, ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში 2010 წლიდან კარტოფილის მოყვანის საქმეში აქტიურადაა ჩართული. მის ორგანიზაციას 3-4 კულტურა მოჰყავს, მათ შორის ხახვი, სიმინდი, ხორბალი, თუმცა საქმიანობის წამყვანი მიმართულება კარტოფილის მოყვანაა. პროდუქცია თბილისის, ნაწილობრივ კი ქუთაისის ბაზარზეც გადის. 2015 წელს, RED-ის პროგრამის ფარგლებში (Rural economic development), გურამ ჯინჭველაძემ გრანტის სახით 55 ათასი აშშ დოლარი მიიღო. თანხა, უმეტესად, სასაწყობო მეურნეობის განვითრებას, კარტოფილის დახარისხებისათვის საჭირო დანადგარების, ეტიკიტირებისა და შეფუთვის მოწყობილობის, ასევე, ხახვის გადასარჩევი დანადგარის შეძენას მოხმარდა. გურამი ამბობს, რომ გრანტი მნიშვნელოვნად დაეხმარა განვითარებაში, რადგან რამდენიმე ჰექტარზე ერთდროულად აღებული მოსავლის დახარისხება-გადარჩევა, დასაწყობება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გრანტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკით ხერხდება. „ცალკე უნდა დააფასოვო პროდუქცია მყიდველისთვის, ცალკე მომავალი წლის სათესლე მასალა უნდა გადაარჩიო. ამ საქმეს ჩვენი მუშები ხელით აკეთებდნენ. ტექნიკის შეძენის შემდეგ, შრომა მექანიზებულია, რამაც 3-ჯერ აასწრაფა პროცესი. ეს შეღავათია სეზონური მუშების დაქირავების კუთხითაც, თუკი ადრე დღეში 50-60 მუშას ვქირაობდით, ახლა მაქსიმუმ 20 ადამიანის დაქირავება გვჭირდება“, - განმარტავს მეწარმე. მისივე თქმით, კომპანიას ყოველწლიური ზრდა აქვს, ნაკვეთების ფართობიც იზრდება და მიღებული მოგებაც ბიზნესის განვითარებას ხმარდება. კომპანიაში აღნიშავენ, რომ გრანტი ძალიან დაეხმარათ და შეძენილი ტექნიკა მათ სასაწყობო მეურნეობაში კარგად იმუშავებს, თუმცა დიდი გეგმები აქვთ და პროდუქტის რაოდენობის გაზრდის შემდეგ, უფრო დიდი სასაწყობო მეურნეობა დასჭირდებათ. მეწარმეები პროდუქციის ბრენდინგზეც ფიქრობენ, სურთ რომ მათი სავაჭრო საქონელი უკეთ იყოს შეფუთული, შესაძლოა მისი ნახევარფაბრიკატამდე დაყვანაც, ასევე, მომხმარებლისთვის სხვა ტიპის პროდუქტის შეთავაზება და მომავალში, ექსპორტზე გატანაც. წარმატებების პარალელურად, გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ სოფლის მეურონეობის სექტორში ინფრასტრუქტურის მხრივ სერიოზული პრობლემებია, მათ შორისაა ირიგაციის საკითხიც. „ბევრ ადამიანთან გვაქვს შეხება, მათგანაც ვიცი, რომ მიწის დამუშავებას ძალიან უშლის ხელს საირიგაციო სისტემების არარსებობა. შესაბამისად, ადამიანები მიწას არ ამუშავებენ - მოსავალი ხმება. დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია ის ფაქტიც, რომ მიწის ნაკვეთების ძალიან დიდი მოცულობა სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. მაგალითისთვის ჩვენი კომპანიის შემთხვევავაც გამოდგება. მიწის იჯარით ასაღებად აუქციონში მივიღეთ მონაწილეობა. იმის გამო, რომ ამ აუქციონზე პირობა არასწორად იყო ჩამოყალიბებული, იჯარისთვის 5-ჯერ მეტი თანხის გადახდას გვთხოვდნენ. სასამართლო პროცესების მიმდინარეობის გამო აღნიშნული ნაკვეთები 2 წლის განმავლობაში დაუმუშავებელი იყო და გამოვიდა, რომ ვიზარალეთ. უამრავ ასეთ შემთხვევას შეხვდებით“, - აღნიშნავს გურამ ჯინჭველაძე. 2011 წელს, ბექა გონაშვილმა დედოფლისწყაროში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გახსნა. ამას მოჰყვა ერთგვარი - One Stop Shop-ის შექმნის იდეა, სადაც ფერმერები ყველა საჭირო სერვისის მიღებას შეძლებდნენ. „MOLI კახეთში“ პროექტის ფარგლებში 30 ათას აშშ დოლარამდე გრანტი მიიღო და ხელოვნური განაყოფიერების სერვისთან ერთად საკვები საწარმო გახსნა. სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის საკვების წარმოება გასული წლის თებერვალში დაიწყეს. დღეისათვის დაახლოებით 60 ტონა საქონლის საკვებს ამზადებენ და ყიდიან. ძროხის, ღორისა და ქათმის საკვებს ახლა უკვე ცხვრის საკვებიც დაემატა (გამოსაცდელ ფაზაშია). ამბობენ, რომ საწარმოს ყოველთვიურად 15-დან 20%-მდე მატება აქვს. კახეთის მასშტაბით პროდუქციის დისტრიბუციაც დაიწყეს და ეტაპობრივად გაფართოებასაც გეგმავენ. ბექა გონაშვილი ხელოვნური განაყოფიერების სერვისის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რაც არ უნდა თანამედროვე საკვები მიაწოდო ცხოველს, ცხოველის ჯიში თუ არ გიწყობს ხელს, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებ. ანალოგიურად, შეიძლება გყავდეს კარგი ჯიშის ცხოველი, მაგრამ საკვები არ ვარგოდეს და კარგ შედეგამდე ვერც ასეთ შემთხვევაში მიხვალ. მეწარმე იხსენებს, რომ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის განვითარებისთვის, გრანტის მიღება სურდა, თუმცა უარი უთხრეს. ბექა გონაშვილი მისი საქმიანობის მიმართულებით არსებულ არაერთ პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელოვნური განაყოფიერების სერვისის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება მწირი ბაზარია, რაც, დროთა განმავლობაში უნდა გამოსწორდეს, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა - განათლება და პროფესიონალი კადრების სიმცირეა. „ბიზნესის გაზრდაში პირველ რიგში კვალიფიციური კადრების კატასტროფული სიმცირე მიშლის ხელს. ვფიქრობ, სახელმწიფომ ამ პრობლემის აღმოფხვრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ვგულისხმობ პროდუქტიულ წახალისებას და არა ადამიანისთვის გრანტის მიცემას და შემდეგ ხელის დაბანას. მე კვალიფიციური კადრი მჭირდება. თუკი სახელმწიფო ამ მიმართულებით რაღაც საგადასახადო შეღავათს მომცემს, ან კადრების გადამზადებაში და ახალგაზრდების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნაში დამეხმარება, ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არა მარტო ჩემთვის, არამედ არაერთი სხვა ადამიანისთვის იქნება კარგი. მე არ ვემხრობი მიდგომას, რომ სახელმწიფო ფულით ეხმარებოდეს მეწარემეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ცოდნის გაღრმავებაში, სხვადასხვა გამოფენებზე, ტრენინგებზე წასვლასა და მონაწილეობაში მიწყობდეს ხელს. დღეს ამაში უნდა ჩავდოთ რესურსი, რომ მერე სულ არ დავიკარგოთ“, - ამბობს ბექა გონაშვილი. აღნიშული მაგალითების ფონზე, კარგად ჩანს, რომ გრანტის მიღების, საქმიანობის წამოწყებისა და გარკვეული წარმატების მიუხედავად, მეწარმეები და მეურნეები სხვადასხვა ტიპის პრობლემებს აწყდებიან, პრობლემებს, რომლის მოგვარებაც მათ ძალისხმევას აღემატება. ეს გარემოებები საფრთხეს უქმნის როგორც მათ საქმიანობას და განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას, ასევე, გრანტის გამცემთა ინტერესს, რომ ამა თუ იმ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა რეალურ სტიმულად გადაიქცეს აგროინდუსტრიისა და ეკონომიკის სფეროების განვითარებისთვის. „თხა ვიყიდე - თხა გავყიდე” გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში, რომელსაც მეწარმეები ხშირად კარგ ნიშად აღიქვამენ, ოპერირება არც ისე მარტივია. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც არათუ დარგისა და საქმიანობის ცოდნა, არამედ ელემენტარული ინფორმაციის დეფიციტი ახალწამოწყებულ ბიზნესს ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აყენებს. 2007 წელს, „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში, მერაბ გუშარაშვილმა თხის ნატურალური რძის წარმოებისთვის, გრანტის სახით - 18.500 აშშ დოლარი მიიღო. თანხა 100 ნეზვი თხის, 10 ვაცისა და პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის - ავტომობილის შეძენაში დაიხარჯა. მეწარმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი კარგად იყო დაფასოებული და თბილისში სამაცივრე დანადგარით მოწყობილი მაღაზიაც ჰქონდა, თხის ნატურალური რძის ჩაბარება არ გამოვიდა - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რძე პასტერიზებური არ იყო და საცალო ქსელში ნედლი რძის შეტანა არ შეიძლებოდა. „პასტერიზატორი ვერ შევიძინე, მეორადი 42 ათასი დოლარი ღირდა. საქმე დაწყებული მქონდა და სირთულეების მიუხედავად, პროექტის დამფინანსებელთან შეთანხმებით, თხის ნატურალური ყველის წარმოება დავიწყე. ჩემი ყველი „პოპულის“ მაღაზიათა ქსელში შედიოდა, თუმცა არც ამან გაამართლა. წარმოიდგინეთ, ყველის ამოყვანას 6-7 ლიტრი რძე სჭირდებოდა, პროდუქტის ჩაბარების ფასი კი კატასტროფულად მცირე - 6 ლარი იყო. არადა, ამ დროს, 2007 წელს, გერმანიიდან შემოტანილი პასტერიზებული რძე 1 ლიტრი - 10 ლარი და 80 თეთრი ღირდა. ჩემი საქმიანობა არ აღმოჩნდა რენტაბელური, თხების შენახვაც ძვირი მიჯდებოდა და საბოლოოდ გავყიდე კიდეც. არადა, ბიზნესისთვის ძალიან კარგი ნიშა იყო“, - იხსენებს მერაბ გუშარაშვილი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ როცა უცხოელი დონორის, ან სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხით დაფინანსებული პროექტი არ ვითარდება, ეკონომიკისთვის ეს ფული იკარგება. სახელმწიფომ კომპლექსურად უნდა ხედავდეს პროცესებს - წარმოებით დაწყებული - რეალიზაციით დასრულებული; ასევე, აუცილებელია იმის ცოდნაც, თუ სად, რა პრობლემა აქვს თითოეულ სეგმენტს. ეს ყველაფერი კი ერთიანი პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. „ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის ყველა დარგი სისტემურად განვითარდება. ეს უნდა ეხებოდეს სხვადასხვა მიმართულებების, მათ შორის წარმოების, განაწილების, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის განვითარებას და არა მხოლოდ ერთ-ერთს. ჯერ-ჯერობით, სახელმწიფოს მოცულობითი მიდგომა აქვს, ვთქვათ - მოდი სოფლის მეურნეობას დავეხმაროთ. ამ სფეროს შიდა სპეციფიკა უფრო მეტ კონკრეტიკას საჭიროებს - დარგის, რეგიონის, პრობლემების, ტექნოლოგიური ციკლის და ა.შ. მიხედვით. მხოლოდ ფინანსების გამოყოფა არ კმარა. ვთქვათ, რამდენიმე ასეული მილიონი ლარის გამოყოფა ხვნის პროცესისთვის. გვჭირდება კი ამდენი მიწის მოხვნა? იქნებ უკეთესია, ეს თანხა სხვა რამეში გამოვიყენოთ. თითოეული ლარი შედეგზე უნდა იყოს გათვლილი - გვაძლევს კი ეს ხარჯი სასურველ შედეგს?!“, - ამბობს სოსო არჩვაძე. მისივე თქმით, განვითარებისთვის, მაგალითად, საკალმახე მეურნეობას გასაღების შესაბამისი ბაზარი, მედიკამენტები და სერვისი სჭირდება, რაც უზრუნველყოფს, რომ თევზი არ დაიხოცოს, მეწარმეს ნამატი ჰქონდეს და მის რეალიზაციას ახერხებდეს. „თითოეული მიმართულებით კომპლექსური მიდგომაა საჭირო, მიდგომა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევებზე დამყარებულ ცოდნას მოიცავს. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს და გადაფაროს ის ასპექტები, რაზეც კერძო სექტორს ამა თუ იმ მიზეზის გამო, ჯერჯერობით ხელი არ მიუწვდება - იქნება ეს ნოუჰაუ, ახალი ტექნოლოგიები, ამა თუ იმ სფეროში დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, აუცილებელია ე.წ. სტარტაპების მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ერთიანი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს“, - აღნიშნავს ეკონომიკის დოქტორი. ლევან დადიანი, Oxfam-ის სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი, რომელიც ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისთვის) საგრანტო კომპონენტს ახორციელებს, აღნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სფეროში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში გრანტის სახით ასეულობით მილიონი ლარია გაცემული, თუმცა ინიციატივის მდგრადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. „პრობლემა კომპლექსურია და მხოლოდ ფულის ნაკლებობით არ არის გამოწვეული, აქ ვაწყდებით ინვესტიციების არასაკმარის ხელმისაწვდომობას, ბიზნესის მართვის ცოდნის საკითხს, ბაზარზე მარკეტინული ოპერირების შესაძლებლობას, ინფრასტრუქტურას - ეს არ ეხება მხოლოდ გზებს, ან ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, ნორმატიული და საკანონმდებლო ბაზების საკითხს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ბიზნეს ინიციატივების მდგრადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ანუ, ვთქვათ, ამა თუ იმ მეურნეობამ ამ გრანტის საფუძველზე 5-6 წელი იმუშავა და შემდეგ გაჩერდა“, - აცხადებს დადიანი. მისივე თქმით, „Oxfam” პროექტების დაფინანსებისას უნივერსალური მოდელით ხელმძღვანელობს: ბიზნესში, საგრანტო დაფინანსებისას, 100%-იანი საჩუქრის გაცემა არ შეიძლება - ბიზნეს რისკი ოპერატორმაც უნდა აიღოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარს არ ეძლეოდეს ფულადი ნიშანი, ხოლო პროექტის დაფინანსებისას არსებობდეს კომპლექსური მიდგომა, რაც მხოლოდ ფულად დახმარებას არ ითვალისწინებს. ლევან დადიანი მიიჩნევს, რომ როგორც ეს, ასევე სხვა წინაპირობები და კრიტერიუმები ფილტრავს ბენეფიციართა სიას და ტოვებს ბიზნესზე ორიენტირებულ ჯგუფებს, რომელთაც მეტ-ნაკლებად გათავისებული აქვთ, რომ ნებისმიერი ბიზნესი რისკთან არის დაკავშირებული; თუმცა, სამწუხაროდ, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში გრანტების გაცემისას აღნიშნული ფაქტორები ხშირად არ იყო გათვალისწინებული. “Oxfam”-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ დღეს, მცირე გლეხობას, მცირე მეურნეობებს, გარკვეულ სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამებზე წვდომა შეზღუდული აქვს. ერთი მხრივ, არ ფინანსდება ე.წ. სტარტაპები, მეორე მხრივ კი პროექტის ღირებულების მინიმალური ზღვარი 150-200 ათასი აშშ დოლარით არის განსაზღვრული. მისი განმარტებით, კოოპერატივების მაგალითზე დადგინდა, რომ 7-8 კაციანი კოოპერატივის საინვესტიციო მოთხოვნილება, საშუალოდ - 45 ათასი ევროა. ამ მასშტაბის მეწარმეთა და მეურნეთათვის რეალური, სიცოცხლისუნარიანი, ბიზნეს „საგრანტო დაფინანსებისას უნივერსალურ მოდელს ვიყენებთ, ორი მილიონი ევროს ინვესტირებას ვახდენთ და ჩვენ მიერ დაფინანსებული პროექტები შეზღუდული რაოდენობის ბენეფიციართა ცხოვრებაში ძალიან დიდ წინსვლას გამოიწვევს. სამწუხაროდ, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ეკონომიკაზე ეს საგულისხმო ზეგავლენას ვერ მოახდენს. ვფიქრობ, საჭიროა, რომ ინვესტირების ეს მოდელი საერთო ეროვნულ დონეზე დავიდეს. 3 წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი სახელმწიფომ სოციალური ხასიათის ინვესტიციაში - ხვნა-თესვაში დახარჯა. ამ ინვესტიციას გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება. წარმოიდგინეთ, რამხელა ცვლილებებს გამოიწვევდა ეს თანხა, უნივერსალური მოდელით - საინვესტიციო ინტერვენციის სახე რომ მისცემოდა“, - აღნიშნავს დადიანი. „Oxfam”-ის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ თუკი სოფლად სოციალურ-ეკონომუკური მდგომარეობის გაუმჯობესება გვინდა, კონკრეტული მეწარმეების ინტერესები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ასევე, კარდინალურადაა შესაცვლელი მიდგომები, რის დასტურადაც ის ფაქტიც კმარა, რომ იმავე სოციალური მიმართულების ხვნა-თესვის პროგრამისთვის წელს ისევ 40 მილიონი ლარია გამოყოფილი - „ჰაერში გადაყრილი ფული“, მაშინ, როდესაც მიზნობრივი პროგრამებისთვის სულ რაღაც 7.5 მილიონია გათვალისწინებული. P.S. "ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ 5-ჯერ ან 10-ჯერ მეტ ბანკირს, ვიდრე ეს საბანკო სექტორს სჭირდება რეალურად. ასევეა საგარეო ურთიერთობების, იურიდიული მიმართულებებით და ა.შ. ჩვენ დღეს არ გვყავს მეცხოველეობის კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები, მაშინ, როდესაც ბიზნესმენები მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ მეცხოველეობაში და სამწუხაროდ, საკუთარი რესურსით, კადრებს ევროპაში გადამზადების მიზნით აგზავნიან. სახელმწიფო კი საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს ადამიანებზე, რომლებიც, ზუსტად ვიცით, რომ იქნებიან დაუსაქმებლები, ან უნდა გადაკვალიფიცირდნენ, რათა სამუშაო ადგილი იშოვონ“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებთან საუბრისას გაჟღერა.
2019-10-14 03:36:59
http://eugeorgia.info/ka/article/374/sagranto-programebis-beneficiarta-problema---qveynis-ekonomikashi-kompleqsuri-xedvis-deficiti/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986649035.4/warc/CC-MAIN-20191014025508-20191014052508-00170.warc.gz
38,041
95,038,071
ითამაშეთ საგანმანათლებლო თამაშები ბავშვებისათვის ონლაინ უფასოდ შეძლებთ ჩვენს ვებგვერდზე. შეეცადეთ ითამაშეთ ამაღელვებელი ბავშვთა საგანმანათლებლო ონლაინ თამაშები უფასო განვითარების პროცესში ბავშვი - ძალიან კონკრეტული რამ.ფაქტია, რომ არსებობს ორ ფრონტზე მოქმედების: ერთის მხრივ თქვენს Baby ვითარდება ბიოლოგიური გეგმა, მეორე - საზოგადოების და მშობლები ადაპტაციის სასურველი განვითარების საკუთარი ხედვა მიმართულებით.და ხშირად, ამ ორ წყებას განვითარების მოვიდეს ოპოზიციის, რამაც კონფლიქტის.ასეთი კონფლიქტის წარმოიქმნება დანადგარები კომპლექსები და ფსიქოლოგიური პრობლემები, ასე რომ თქვენ უნდა ყურადღება მიაქციონ სათანადო საგანმანათლებლო გავლენა.მაგალითად, თუ თქვენ აირჩევთ საგანმანათლებლო თამაშები ბავშვებისათვის შემოსული, თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ არ შედეგი, რომ გსურთ მიიღოთ შედეგი, და სრულიად განსხვავებული გარემოში, რაც ზედაპირზე - ასაკის ბავშვს.მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრი მშობლები აღიქვამენ ბავშვს, როგორც პატარა ვერსია თავად.სინამდვილეში ეს არის რადიკალურად განსხვავებული ორგანო.ანუ, თითოეული ჩვენგანის ბავშვობაში არის რამდენიმე ძირითადი ეტაპები განვითარება, შედეგად, რომელიც ჩვენ, რათა ხალხს.Whatever რომანი ყვირილი, აქებს სიწმინდე ბავშვის, და მინიმუმ სანამ ბავშვი 10 წლის - არ პირი ბიოლოგიურად და სტრუქტურულად მსგავსი ორგანო.მან არ ჩამოყალიბდა მრავალი ორგანოების.თავის ტვინის და შესაბამისად გონება, არიან სრულიად განსხვავებული ეტაპზე.ხალხი - მხოლოდ სახის მსოფლიოში ვინც არ დაასრულებს ფორმირების პროცესში ძირითად ფუნქციებს ორგანოს საშვილოსნოს.ეს უნდა ჩაითვალოს, როდესაც თქვენ აირჩევთ ბავშვების საგანმანათლებლო ონლაინ თამაშები უფასო თქვენი პატარისათვის.მნიშვნელოვანი ცოდნის მშობლებზე იქნება ცოდნის სართულების ბავშვის განვითარებას.Baby - ყველაზე რთული ეტაპი, სადაც მშობლებს შეუძლიათ ადვილად შეცდომა, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ბავშვი გაიმართება ამ პერიოდში ზედამხედველობის ქვეშ სპეციალისტები.მხოლოდ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გავლენა ამ დროს - დავუკავშირდეთ Baby დედა.მისი არყოფნის შეიძლება სერიოზულად დაზიანების შვილი.დროს ადრეული ასაკის ბავშვთა დავიწყებთ პირდაპირ საგანმანათლებლო საქმიანობას.მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში ბავშვი ჯერ კიდევ არ არის მზად მიიღოს აბსტრაქცია, ადვილია, თუნდაც პრიმიტიული თამაშები საავტომობილო უნარებისა და ძირითადი ნაბიჯები, შესრულდა სტილი დიდი ნიმუში ერთად ნათელი ფერები - მაქსიმალური, რომ შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენი შვილი.მაგრამ სკოლამდელი ბავშვებს, რათა შეწყობოდა თითქმის ნებისმიერი განვითარებადი ონლაინ თამაშები ბავშვებისათვის.მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოს წასვლა თამაშის თავად - რადგან დეველოპერები თითქმის არასოდეს პროფესიული განათლების, ასე რომ შეიძლება იყოს, რომ შეცდომა დაუშვა და რაიმე ადგილს თამაში.უნარი და სადაზვერვო - ყველა ამ საგანმანათლებლო ონლაინ თამაშები.ჩვენს საიტზე თქვენ ელოდებიან ყველაზე მოულოდნელი განვითარება თამაშები გოგონებისთვის და თამაშები გოგონებისთვის.განვითარებადი თამაშები - საინტერესოა და სასარგებლო.უფასო ონლაინ თამაშები - ყველა!
2019-03-19 15:58:53
http://ge.igames9.com/razvivayushhie/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201996.61/warc/CC-MAIN-20190319143502-20190319165502-00347.warc.gz
12,499
87,400,073
გორში, ინგლისურის გამოცდიდან ერთი აპლიკანტი მოხსნეს. ფაქტის შესახებ EDU.ARIS.GE-ს გამოცდიდან გამოსულმა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა უამბო. ,,ერთი ბავშვი გამოუგდიათ გამოცდიდან. ახლა, რომ გამოვიარე, დერეფანში საუბრობდნენ და ყური მოვკარი“, – გვითხრა აბიტურიენტმა. EDU.ARIS.GE-მ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადავამოწმეთ, სადაც ფაქტი დაგვიდასტურეს და აპლიკანტის გამოცდიდან მოხსნის მიზეზი განმარტეს. ,,გორის საგამოცდო ცენტრში ნამდვილად დაფიქსირდა ფაქტი და ერთი აპლიკანტი გამოცდიდან მოიხსნა. მიზეზი ე.წ შპარგალკის გამოყენება გახდა“, – განაცხადეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 2019 წლის ეროვნული გამოცდები უცხოურ ენებში დღეს სრულდება.
2019-10-21 16:28:07
https://edu.aris.ge/news/shpargalkis-gamoyenebis-gamo-gorshi-abiturienti-gamocdidan-moxsnes.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987779528.82/warc/CC-MAIN-20191021143945-20191021171445-00045.warc.gz
13,102
491,135,589
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს მონაწილეების რეგისტრაციას ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-8 ეროვნული კონფერენციაზე. კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 8-9 დეკემბერს, თბილისში და მასში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს. კონფერენციაზე განხილულ იქნება შემდეგი თემები: - დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტები; - უკანონოდ გათავისუფლებული პირების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები; - სამეწარმეო წარმომადგენლობა ქართულ სამართალსა და სასამართლო პრაქტიკაში; - სამომხმარებლო ფინანსური პროდუქტების რეგულირების გავლენა ბაზრის მონაწილეებზე; - ადვოკატებისა და იურიდიული ფირმებისთვის ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიშის გამოყენება ესქროუ მომსახურებისათვის: ახალი შესაძლებლობა და გამოწვევები; - ბლოკჩეინ ტექნოლოგია და სმარტ კონტრაქტები - ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები; - საერთაშორისო ბიზნეს-დავები და მათი სამართლებრივი შედეგების ცნობა-აღსრულება საქართველოში - სასამართლო პრაქტიკა; - ეთიკური დილემები არბიტრაჟში: პრაქტიკული გამოწვევები და ზეგავლენა ცნობა-აღსრულებაზე; კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად. კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 180 ლარს. ერთი ორგანიზაციიდან 3 ან 4 ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული მონაწილისთვის გადასახდელი თანხა იქნება 150 ლარი, ხოლო 5 და მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში 130 ლარი. კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ონლაინ რეგისტრაციისა და კონფერენციის საფასურის გადახდის საფუძველზე. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 22 ნოემბერი. მონაწილეობის საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. N.B. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და კონფერენციაზე დასწრება მოხდება first come, first served პრინციპით. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ირაკლი გვარამაძე, ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი, 577283481; ელ-ფოსტა:
2019-03-26 16:54:53
http://nccl.ge/ge/news?n=153
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912205597.84/warc/CC-MAIN-20190326160044-20190326182044-00387.warc.gz
6,271
141,120,554
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. მოიხსენიება აგრეთვე, როგორც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ვენერიული დაავადებები. აერთიანებს დაავადებებს რომლებიც ძირითადად ვრცელდება ადამიანებს შორის და გადაეცემა სქესობრივი გზით. ინფიცირება შესაძლებელია ვაგინალური სექსის დროს, ანალური სექსის და ორალური სექსის დროსაც. ადრე ეს დაავადებები ძირითადად მოიხსენიობოდა, როგორც ვენერიული დაავადებები, თუმცა ახლა თანამდეროვე ტერმინოლოგიით უფრო მიღებულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. რადგან ამ დაავადებების მთავარი მახასიათებელი, ის არის, რომ ყველა გამოწვეულია ინფექციით და ადამიანი შეიძლება იყოს ინფიცირებული, სხვებისთვისაც ქმნიდეს ინფიცირების საფრთხეს, მაგრამ დაავადება შეიძლება თავად არ განუვითარდეს. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები შეიძლება გადაეცეს სისხლით, მშობიარობისას, როდესაც ბავშვი გადის სამშობიარო გზებს, ძუძუთი კვებით. 1990 წლამდე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ცნობილი იყო ვენერიული დაავადებები სახელით, რომელიც რომაული სიყვარულის ღმერთის ვენერას სახელს ატარებს. სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს მიეკუთვნება ის ინფექციები, რომელთა ძირითადი გადადება ხდება სქესობრივი კონტაქტით, რადგან მრავალი ინფექცია არსებობს (გაციება, გრიპი, პნევმონიები) რომელიც შეიძლება გადაეცეს სქესობრივი კონტაქტითაც მაგრამ მათი გავრცელება ძირითადად სხვა გზებით ხდება. მაგ. აირწვეთოვანი გზით. მიზეზები ბაქტერიული: - რბილი შანკრი (შანკროიდი,Chancroid) – გამოწვეულია Haemophilus ducreyi-თი.) - ქლამიდია – იწვევს Chlamydia trachomatis) - გენიტალიების გრანულობა – (Granuloma inguinale) იწვწვს – Klebsiella granulomatis - გონორეა- იწვევს Neisseria gonorrhoeae - სიფილისი – იწვევს Treponema pallidum - კანდიდოზი (ძირითადად იწვევს კანდიდა ალბიკანსი) - ვირუსული ჰეპატიტები (B – ჰეპატიტი ხშირად გადაეცემა სქესობრივი გზით. A და E ძირითადად გადაეცემა ფეკალურ ორალური გზით. C – ჰეპატიტი იშვიათად გადაეცემა სქესობრივი გზით ხოლო D გადაცემის ზუსტი გზის დადგენა ძნელია, იგი აინფიცირებს მხოლოდ B– ჰეპატიტით ინფიცირებულებს. ) - მარტივი ჰერპესი ( მარტივი ჰერპესი 1და 2 ) გადაცემა ხდება კანის და ლორწოვანი კონტაქტით, ხილული ბლისტერებით ( ბუშტუკოვანი გამონაყარი) არსებობის თანმხლებით ან მის გარეშე. - აივ ინფექცია- (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, შიდსი) – გადაეცემა, ვენერიული სითხეებით, სპერმით, მკერდის რძით, სისხლით. - ადამიანის პაპილომა ვირუსი – რისკ ფაქტორია სიმსივნეების განვითარების ( საშვილოსნოს ყელის კიბო თითქმის ყველა შემთხვევაში, პენისის, ვულვის და ანუსის სიმსივნეები.). იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს. - კონტაგიოზური მოლუსკი – ისწვევს თანამოსახელე ვირუსი. - ტრიქომონიაზი – გამომწვევი Trichomonas vaginalis ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კავშირით ინფექციის გადაცემის შემთხვევები | ||| ცნობილი რისკები | შესაძლო ან უცნობი რისკები | || ორალური სექსი „დონორი“ მამაკაცი | ქლამიდიაგონორეაჰერპესი პაპილომავირუსი სიფილისი (1%) C -ჰეპატიტი | ჰეპატიტი – ბაივ ინფექცია (ძალიან დაბალი რისკია 0,01%)C -ჰეპატიტი | | ორალური სექსი „დონორი“ ქალი | ჰერპესვირუსი (იშვიათად) | პაპილომავირუსი | | ვაგინალური სექსი კაცისთვის | ქლამიდია (30-50%)ვოქვენის ტილიმუნი გონორეა (20%) B – ჰეპატიტი ჰერპეს ვირუსის აივ -ინფექაცია (0,05%) პაპილომა ვირუსი (> 5% ) სხვადასხვა ურეთრიტები( არაგონოკოკური) სიფილისი ტრიქომონიაზი | ჰეპატიტი C | | ვაგინალური სექსი ქალისთვის | ქლამიდია (30-50%)ბოქვენის ტილიგონორეა 50-90 % B – ჰეპატიტი ჰერპეს ვირუსის აივ -ინფექაცია (0.1%) პაპილომა ვირუსი (> 5% ) სხვადასხვა ურეთრიტები( არაგონოკოკური) სიფილისი ტრიქომონიაზი ჰეპატიტი C | ჰეპატიტი C | | ანალური სექსი დონორისთვის | ქლამიდიაბოქვენის ტილიმუნი გონორეა ჰეპატიტი ბ ჰერპესი აივ პაპილომა ვირუსი არაგონოკოკური ურეთრიტი სიფილისი (1,4 %) | ჰეპატიტი ც | | ანალური სექსი – რეციპიენტისთვის | ქლამიდიაბოქვენის ტილიმუნი გონორეა ჰეპატიტი ბ ჰერპესი აივ პაპილომა ვირუსი არაგონოკოკური ურეთრიტი სიფილისი (1,4 %) ჰეპატიტი C | ჰეპატიტი ც | | კოცნით ანუ ზასაობით რა დაავადებები გადადის? https://geosexmd.com/2011/11/06/%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91/ ამ სტატიაში არის ცხრილი სადაც შეგიძლია ინფორმაცია მიიღო. მანდ ორალურ,ვაგინალურ და ანალურ სექსზეა ცხრილი შექმნილი,ზასაობაზე ვერ მივაგენი 😦 “ზასაობას” რაც შეეხება ნერწვით შიდსი არ გადადის, ინფექციური მონონულკეოზი კი. ფაქტიურად ადამიანები თუ არ “შეჭამენ” ერთმანეთს სისხლის დენამდე, არაფერი გადაედებათ. და ეგ ინფექციური მონონულკეოზი ადვილად განკურნებადია,და კიდე რა მაინტერესებს C ჰეპატიტი ნერწყვით გადადის?ინკურნება? ნერწყვით რამდენადაც ცნობილია არ გადადის. ინფექციურ მონონუკლეოზს სერიოზული მკურნალობა სჭირდება, თუმცა ძალიან იშვიათი დაავადებაა. მგონი გენიტალიური პაპილომები მაქვს სასქესო ორგანოზე. ზოგი ბრტყელი წამონაზარდია, ზოგი “ბიბილოსებური”. მოვიძიე ინტერნეტში ინფორმაცია და რაც გენიტალიურ პაპილომას ახასიათებს ეგენი ემთხვევა. რითი შეიძლება მისი მკურნალობა? არ მინდა ექიმთან მისვლა, მიტყდებასავით… არ არსებობს რამე მალამო, რო წავისვა ხოლმე და მოხმეს და მოძვრეს, პლიუს რამე აბებიც რომ ვსვა პარალელურად ვირუსიც რომ გაქრეს სისხლში? ექიმტან აუცილებლად უნდა მიხვიდე, უნდა დაზუსტდეს დიაგნოზი, ასე არ შეიძლება. ახასიათებს კი, მაგრამ შეიძლება რამე სსხვაც იყოს, ამიტომ სახლის პირობებში მკურნალობა საშიშია. აჰა, გასაგებია. დიდი მადლობა. და რომელ ექიმთან უნდა მივიდე? დერმატოლოგთან? მაღალი ალბათობით არ გადაგედებოდა. კეთდება საშუალოდ 4 კვირაში შიდსის ცენტრში. მოცემული შკალის თანახმად,ორალური სექსის დროს ჯანმრთელი მამაკაცი მეტი საფრთხის ქვეშაა( კონილინგუსს ვგულისხმობ), ვიდრე ჯანმრთელი ქალი მინეტის შემთხვევაში? ჩუჩაზე შიგნიდან მაქ ხორცმეტი 3-4 ცალი პატარა და სტერილურით რო ამოვიძრო და მერე იოდით და პერეკისით დავიმუშაო შეიძლება? და რამე საშიში ხო არ არის? – წინასწარ მინდა ბოდიში მოვითხოვო. დზალიან მეუხერხულება სიტუაციის შემდეგნაირად ახსნა,უკაცრავად. დაალოებით ორი კვირის წინ მქონდა სექსუალური კავშირი(პრეზერვატივით),მაგრამ გარკვეულ მომენტში სანამ პრეზერვატივს გავიკეთებდი ქალმა ჩემი ასო, “მიისვ მოისვა” თავის სასქესო ორგანოზე(გარედან) და ეხახუნა კიდე ცოტა (გარედა) შეიდზლება თუ არა მსგავსი გზით რაიმე ვენ დაავადება, ინფექცია, გადამდებოდა? ვინააიდან დღეს ასოს თავი შემიწითლდა(მთლიანად არა,გარკვეული მონაკვეთი) და ოდნავ თითქოს მეწვის კიდეც
2019-03-23 12:24:11
https://geosexmd.com/2013/11/28/%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202804.80/warc/CC-MAIN-20190323121241-20190323143241-00167.warc.gz
22,954
477,640,475
ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ გაზეთი "პოსტსკრიპტუმი" შეუერთდა "მოხეტიალე წიგნების" ეპიდემიის გამავრცელებლებს და ქუთაისის ქუჩებში სამოგზაუროდ გაუშვა ჩვენივე თანაქალაქელის, ნიჭიერი და ულამაზესი სულის მქონე პოეტის, ცირა ყურაშვილის ახალი კრებული "სამოთხის სარკმელი". ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, "ფეისბუქგვერდზე" გამოეხმაურა თავად ავტორი და თავისი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა, წლების წინ თუ როგორ მიმოაბნია ქუთაისის ქუჩებში, ახალდაქორწინებულ მეუღლესთან, პოეტ გივი ადრეულთან ერთად, თავისი ლექსების კრებული "ასფალტის ყვავილები"... გთავაზობთ ცირა ყურაშვილის გამოხმაურებას გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" სტატიასთან დაკავშირებით: "P.S. -ის რედაქციას ჩემი ლექსების კრებული ,,სამოთხის სარკმელი“ სახეტიალოდ გაუშვია. რომელი ავტორი იტყვის, რომ ყურადღება არ სიამოვნებს? მეც ვერ ვიტყვი. ამ ამბავმა მიბიძგა, ერთი პატარა მოგონება გამეცოცხლებინა, რომელიც ამ დღეებში გამახსენდა, მაგრამ ჩაწერა, როგორც მჩვევია, დამეზარა. ძველი ამბავია, 80-იანი წლების ბოლო, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მოვდივართ მე და გივი ადრეული, ქალაქის ცენტრიდან შინ ვბრუნდებით. გივი ნასვამია, რომ იტყვიან, ძლივს გამოვწიწიკნე ხელიდან პოეტებს სამეგობრო სუფრაზე, ფეხი ეშლება მხოლოდ, მეტი არაფერი. ხელით მოგვაქვს ჩემი ლექსების კრებულის ,,ასფალტის ყვავილების“ მძიმე შეკვრა, რომელიც ჟურნალ ,,განთიადში“ გვქონდა დატოვებული, თანამშრომელს მოსწყინდა ეს ზედმეტი ბარგი და გადავწყვიტეთ თავიდან მოგვეშორებინა მისთვის. ვისაც ახსოვს ეს პატარა, რვეულივით თხელი და უხარისხო გამოცემა, დამეთანხმება, რომ მსგავსი პოლიგრაფიული კოშმარი დღეს წარმოუდგენელია. არადა, უზღვავი ტირაჟია- 5 ათასი ცალი, ჩემი დედამთილის ნაშრომ-ნასიმწარები ფულით გამოცემული და რა სათავსო აუვა, სად უნდა წაიღო, სად უნდა დაატიო. რა არის ახალგაზრდობა, სად გვქონდა ტვინი, ამ წიგნს რომ ვცემდით, ბინის ფულს დავუმატებდით, ბინას ვიყიდდით ოპერასთან, რასაც მაშინ მიჩუმათებით და რეალურად, სიმბოლურ ფასად გვთავაზობდნენ, როგორც ახლადდაქორწინებულ პოეტებს. თავს იმით ვიმშვიდებ, კიდევ კარგი მე არ მომინდომებია, მახსოვს, გივის სურვილი იყო, ეს წიგნი გამოსულიყო, არ კი გვიფიქრია, რად გვინდოდა, სად უნდა წაგვეღო ამდენი მაკულატურა? და მოვდივართ ავტომშენებლის ქუჩაზე, ღამეა, მოახია გივიმ შეკვრას პირი და დაიწყო წიგნების ბნევა ქუჩაში, თან მეუბნება- გათენდება და შენი მკითხველიც სტარტზე დადგება. აბნია და აბნია გზაში, შინ მსუბუქად მივედით. მერე რამდენიმე ადამიანმა მითხრა, შენი ლექსების კრებული ,,ასფალტის ყვავილები“ მაქვსო. მე არ მიჩუქნია, ალბათ იმ დილის სიურპრიზი იყო, ჩვენი ხეტიალის ნაყოფი." P.S. ჩვენ კი კვლავ შეგახსენებთ, რომ: ქუთაისის ქუჩებში ხეტიალი, სხვა წიგნებთან ერთად, უკვე დაიწყო ცირა ყურაშვილის „სამოთხის სარკმელმა“. წიგნს უკვე გამოუჩნდა პირველი მპოვნელი, შინისკენ მიმავალი ლილე ფხაკაძის სახით, რომელმაც დიდი სიამოვნებით დაიმგზავრა მოხეტიალე წიგნი. ბედნიერ მოგზაურობას ვუსურვებთ „სამოთხის სარკმელს“ იმ იმედით, რომ იქნებ, როცა მოგზაურობით დაიღლება, ისევ რედაქციაში დაგვიბრუნდება...
2019-10-20 05:38:51
http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=55995
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986703625.46/warc/CC-MAIN-20191020053545-20191020081045-00168.warc.gz
15,054
152,278,094
(19 იანვარი, 17 თებერვალი, 15 მარტი, 13 აპრილი, 11 მაისი, 9 ივნისი, 7 ივლისი, 5 აგვისტო, 3 სექტემბერი, 1 ოქტომბერი) 8 აგური მზის კარტია. ამ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ წარმატების მწვერვალს, მათ ყოველთვის პატივს სცემენ, მათი დიდებულება და ლიდერის თვისებები ყოველთვის იწვევს სხვებში აღტაცებას, მაგრამ თუ ვერ დაძლევს საკუთარ ამბიციებზე დამოკიდებულებას არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ეს „კარტი“ გადაიქცეს ტირანად. ეს ადამიანები თავის ნეგატიურ კარმას გამოისყიდიან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, მათ არ შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი თავი და ყოველთვის ცდილობენ ურთიერთობებში შეინარჩუნონ ლიდერის პოზიცია. ამ ტიპის ადამიანები გამოირჩევიან დამოუკიდებელი და შეუპოვარი ხასიათით, იციან ყველაფრის ფასი და ნებისმიერ სიტუაციასთან გამკლავება შეუძლიათ, ბევრი მათგანი თვლის, რომ ძალა ფულში და მის ხარჯვაშია და ამ მოტივით შესაძლოა უაზროდ გაფლანგონ მთელი ფინანსები. თუ ეს ადამიანები ძალისხმევას მიმართავენ საკუთარი თავის ტრანსფორმაციისაკენ და შეწყვეტენ გარე სამყაროს შეცვლას, შეძლებენ ბევრის მიღწევას. შინაგან ჰარმონიას მიაღწევენ იმ შემთხვევაში, თუ ისწავლიან საკუთარი თავისა და ნებისმიერი სიტუაციის მართვას. ამ მასტის ყველა წარმომადგენელი ჭკვიანი და ცნობისმოყვარეა, მათი სწრაფვა ცოდნისაკენ უსაზღვროა და თუ მოახერხებენ და სწორად გამოიყენებენ თავის ძალას, შეუძლიათ უხელმძღვანელონ, გაუძღვნენ ხალხს ნებისმიერ სიტუაციაში. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიშით კი ძალას კარგავენ. ცვალებადი და დამოუკიდებლობის მოყვარე 8 აგური ეწინააღმდეგება მყარ პარტნიორულ ურთიერთობებს, ამიტომაც იგი სიყვარულში ყოყმანსა და გაურკვეველ სიტუაციებში ხშირად აღმოჩნდება ხოლმე. ხანდახან თავადვე იზიდავს მსგავს ზერელე დამოკიდებულებისა და შეხედულებების პარტნიორებს. ცხოვრების მანძილზე მათ შეუძლიათ გამოიცვალონ რამდენიმე პარტნიორი, ერთი ადამიანი უძლურია მისცეს მათ ის მრავალფეროვნება, რომელიც 8 აგურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებმა უნდა შეძლონ მიანიჭონ პარტნიორს მოქმედების თავისუფლება და უნდა შეეშვან მათ გარდაქმნას. თავის თავიც უნდა მიიღონ ისეთი, როგორებიც არიან, მათი მთავარი ამოცანაა არ დაუშვან ახლობელი ადამიანის დათრგუნვა და სძლიონ მარტოობის შიშს. ამ „კარტებმა“ კარგად იციან რა უნდათ, რა არის მათთვის აუცილებელი და მიზანდასახულად მიისწრაფვიან მიზნისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მიზნები ხშრად იცვლება. ამ ადამიანების ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება კარიერული ინტერესების პირად ურთიერთობებზე მაღლა დაყენება. ხოლო მიკერძოების ინსტინქტებზე უარის თქმა დაეხმარებათ ნამდვილი ბედნიერების მოპოვებაში. მერკურის ასაკში (13 წლამდე) ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა და შეუპოვარი ხასიათი მიზნის მიღწევასთან დაკავშირებით. ისინი გამოკვეთილი ლიდერები არიან და უკვე ავლენენ თავს როგორც დამოუკიდებელი პიროვნება. ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) ვერაფრით ვერ ყალიბდებიან თავის მეორე ნახევრის შერჩევასთან დაკავშირებით. მარსის ასაკში (26 – 39 წლამდე) იძენენ ახალ ცოდნას. იუპიტერი პერიოდში (39 – 52 წლამდე) აქტიურად იყენებენ წინა წლებში შეძენილ ცოდნას. სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) ბევრს და ნაყოფიერად მუშაობენ. ქალი 8 აგური იდეალურად ეთვისება ყვავის მასტის პარტნიორებს, გულის მასტთან კი შესაძლოა მთელი ცხოვრება მეგობრობდეს. მამაკაცები, კი კარგად უგებენ ჯვრისა და გულის მასტის ქალბატონებს. 8 აგურის ქალბატონებისთვის დამახასიათებელია მომაჯადოებელი ღიმილი. 8 აგური ლომის კარტია, ამ ადამიანებს აქვთ ხშირი თმა,( უბრალოდ ლომისებრი ფაფარი), მათ შესანიშნავად იციან საკუთარი თავის ფასი, ხშირად ამჟღავნებენ თავის ძლიერ შეუბრალებელ ხასიათს. ბავშობის ასაკში მიზნის მისაღწევად ახასიათებთ ძლიერი ნებისყოფა და შეუპოვრობა. ისინი აშკარად გამოახტული ლიდერული თვისებების მქონე პიროვნებები არიან.
2018-03-24 15:26:43
http://astroblogi.com/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%9D-8-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2018-13/segments/1521257650730.61/warc/CC-MAIN-20180324151847-20180324171847-00245.warc.gz
19,310
23,095,819
1837. ლონდონში პირველი იპოდრომი გაიხსნა, რომელზეც ბარიერებით ჯირითისთვის სპეციალური მოწყობილობა ააგეს. 1851. “მიკერბოკერსი” ბეისბოლის ისტორიაში პირველი გუნდი აღმოჩნდა, რომლის მოთამაშეები საასპარეზოდ ერთიანი ფორმით გავიდნენ. სპორტსმენებს თავზე ჩალის ქუდი ეხურათ, თეთრი პერანგი და გრძელი, ლურჯი შარვლები ემოსათ. 1924. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ მასპინძელი და სტუმარი გუნდების სპორტული ეკიპირების ფერი ერთმანეთს დაემთხვეოდა, ვიზიტიორთა კლუბის წარმომადგენლებს, სათადარიგო, განსხვავებული ფერის ფორმით უნდა ეასპარეზათ. 1959. მადრიდის “რეალმა”, ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, შტუტგარტის “ნეკერშტადიონზე”, 80 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ფრანგულ “სტად დე რეიმსს” 2:0 მოუგო. 1962. ჩილეს მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი ფეხბურთში. A ჯგუფი: საბჭოთა კავშირი – კოლუმბია 4:4; B ჯგუფი: გფრ – შვეიცარია 2:1; ჩ ჯგუფი: ესპანეთი – მექსიკ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთმა გრანდმა “დეტროიტ პისტონზმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი ფლიპ სონდერსი თანამდებობიდან დაითხოვა. AP-ს ცნობით, სონდერსის ხელში დეტროიტელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში სამჯერ ითამაშეს, თუმცა, მისი გათავისუფლება მაინც გადაწყდა. 2005 წელს სონდერსმა “პისტონზში” ლარი ბრაუნი შეცვალა და გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა. 53 წლის მწვრთნელმა “პისტონზს” 206 მატჩი მოაგებინა, 91 შეხვედრაში კი მისი გუნდი დამარცხდა. მიმდინარე სეზონში ლიგის ფლეიოფიდან “დეტროიტი” “ბოსტონ სელტიქსმა იტალიის 2007-08 წლების საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ნომინაციებში სეზონის საუკეთესო მოთამაშეები და სიმბოლური ხუთეული გამოავლინეს. 1981. დაიბადა ზურაბ ზვიადაური. პირველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობისას ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მან ეს ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 90 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა შორის შეჯიბრებაზე მოახერხა. ზვიადაურმა ფინალში იაპონელი ჰიროში იზუმი წმინდად დაამარცხა. გარდა ამისა, ზურაბ ზვიადაური მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2001, 2003), ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონია გუნდურ ასპარეზობაში (2002, 2003), ხოლო პირად ჩათვლაში, 2002 წელს, ევროპის პირველობაზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზვიადაური 2000 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის. 2004 წელს ის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ზურაბ ზვიადაური ღირსების ორდენის კავალერია. მნიშვნელოვანი ფაქტები 1883. ბეისბოლის მატჩი პირველად ჩატარდა ღამის განათების შუქზე. 1891. ირლანდიელი მაკრუმის წინადადებით, ფეხბურთში პენალტის დარ გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ნოდარ ჯორჯიკია. ნოდარ ჯორჯიკია დაიბადა ქუთაისში 1921 წლის 15 ნოემბერს. კალათბურთის თამაში დაიწყო 1938 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწვრთნელ შალვა დიასამიძესთან. 1943-49 წლებში გამოდიოდა თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდში, ხოლო 1950-56 წლებში კი თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა. ამ გუნდების შემადგენლობაში ხუთჯერ (1944, 1946, 1950, 1953, 1954) იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ასევე მეორე (1945) და მესამე (1952) პრიზიორი, ორგზის (1950-51) სსრკ თასის მფლობელი და 1953 წლის გათამაშების ფინალისტი. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1947-1953) მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონატის ოქროს (1947), ოლიმპიური თამაშების ვერცხლის (1952) და მსოფლიო სტუდენტური თამაშების (1949) მედლები. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1956), წლების მანძილზე იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს რეფერენტი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბი “დეტროიტ პისტონზი” მონაწილეობას მიიღებს ლიგის მიერ მოწყობილ საზაფხულო ლიგაში. Flint Journal-ის ცნობით, დეტროიტელთა ღირსებას დრაფტზე აყვანილი კალათბურთელები დაიცავენ, მათ კი არონ აფლალო, როდნი სტაკი და ჩიკ სემბი დაეხმარებიან. საზაფხულო ლიგის მატჩები ლას-ვეგასში 11-22 ივლისს შედგება, მასში კი “პისტონზის” გარდა NBA-ს კიდევ 20 კლუბი იასპარეზებს. 1965. ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში, “მონრეალ კანადიენსმა” “ჩიკაგო ბლექ ჰოუქსი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა. 1975. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე “ნიუ იორკ აილენდერსის” მოთამაშეებმა - პარიზიმ და პოტვინმა, 14 წამის განმავლობაში ორჯერ მოახერხეს მეტოქის კარში შაიბის გატანა. 1978. ჰოლანდიაში საფეხბურთო კლუბი “მაასტრიხტი” დაარსდა. 1984. რუსმა სუპერმძიმეწონოსანმა ალექსანდრ გუნიაშევმა ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (211 კგ). 1990. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბმა, “დეტროიტ პისტონზმა” 14-წლიანი პაუზის შემდეგ, პორტლენდში ადგილობრივი “თრეილ ბლეიზერსის” დამარცხება მოახერხა. 1991. დაარსდა საქართველოს სროლისა და მშვილდოსნობის ფედერაცია. 1992 წლიდან გაწევრიანდა მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციასა (FITA) და სროლის საერთაშორისო კავშირში (UIT). ამჟამად სროლის სახეობათა ფედერაციას დავით ქარსელაძე ხელმძღვანელობს. 1991. დაარსდა საქართველოს ტანვ ესპანური “ტაუგრესის” ბრაზილიელმა კალათბურთელმა ტიაგო სპლიტერმა კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა. ESPN Brazil-ის ცნობით, 23 წლის ცენტრი უწინდელ ანაზღაურებაზე რვაჯერ მეტ ხელფასს მიიღებს. სწორედ ასეთი ბარაქიანი შეთავაზების გამო, სპლიტერმა უარით თვით “სან ანტონიო სპურზის” წარმომადგენლები გაისტუმრა. ბრაზილიელი კალათბურთელი “ტაუგრესის” ღირსებას 2000 წლიდან იცავს. ჯინობილი ოლიმპიადის მიღმა არ დარჩება “სან ანტონიო სპურზის” არგენტინელი კალათბურთელი მანუ ჯინობილი იმედოვნებს, რომ ფეხის ტრავმას მოიშუშებს და პეკინის ოლიმპიადაზე თამაშს შესძლებს. AP-ს ცნობით, ჯინობილი ვარჯიშის განახლებას ივლისში აპირებს, ამდენად, ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად დაახლოებით ერთი თვე ექნება. “სან ანტონიო სპურზის” არგენტინელი კალათბურთელი მანუ ჯინობილი იმედოვნებს, რომ ფეხის ტრავმას მოიშუშებს და პეკინის ოლიმპიადაზე თამაშს შესძლებს. AP-ს ცნობით, ჯინობილი ვარჯიშის განახლებას ივლისში აპირებს, ამდენად, ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად დაახლოებით ერთი თვე ექნება. ამერიკელი კალათბურთელი კუინტონ ჰოსლი, რომელიც გასულ სეზონში “ქარშიაქას” რიგებში თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშე გახდა, ამიერიდან “ეფეს პილსენის” ღირსებას დაიცავს. Sabah-ის ცნობით, 24 წლის ფორვარდზე პრეტენზიას თელ-ავივის “მაკაბიც” აცხადებდა, თუმცა, სტამბულელებმა ამერიკელს უკეთესი პირობები შესთავაზეს. გასულ სეზონში ჰოსლიმ “ქარშიაქას” რიგებში 29 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 23 ქულას, 12 მოხსნასა და 2 ჩაჭრას აგროვებდა. ამერიკელმა კალათბურთელმა საუკეთესო მატჩი “ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგ ჩაატარა, როდესაც 43 ქულისა ჩაგდება მოახერხა. ჰოსლის გუნდში აყვანის კვალად, “ეფესის” პრეზიდენტმა თუნკაი ოზილჰანმა და მწვრთნელმა ერგინ ატამანმა ხუთი მოთამაშის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღეს. სტამბულიდან აბარგება ამერიკელებს – სკუნი პენის, კენი გრეგორის, დევორიკ სპენსერს, ანდრე ჰატსანსა და კრეგ ბრედშოუს მოუწევთ.
2019-10-23 10:45:47
https://kalatburti.moy.su/news/2-0-1
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833089.90/warc/CC-MAIN-20191023094558-20191023122058-00080.warc.gz
12,547
556,017,747
ობმოკიდებულ სახლში დიზაინერები შევიდნენ. აი ნახეთ, რა გამოუვიდათ 1 თვეში ეს საუწყებო სახლი, რომელიც მოსკოვშია განლაგებული, 1985 წელს ააშენეს. მას შემდეგ უპატრონო საცხოვრებელი საშინელ მდგომარეობამდე მივიდა, ახალ მფლობელებს კი ხანგრძლივი რემონტი ელოდათ. დიზაინერებს ბევრი წვალება დასჭირდათ, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ამ სახლში ადამიანს ფეხი იმდენად იშვიათად დაუდგამს, რომ საჭირო გახდა ოთახებიდან ობი მოეშორებინათ, ხოლო დაფახფახებული კედლები კი თავიდან ააშენეს. და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სახლში ძვირფასი პაკეტი იყო დაგებული, დრომ თავისი როლი ითამაშა და ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება გახდა საჭირო. აი, ასე გამოიყურებოდა სახლი რემონტის დაწყებამდე: მოსაწყენი კედლები, არანაირი ინდივიდუალურობა, ხოლო სააბაზანო ოთახი თვალსა და ხელს შუა იშლებოდა! დიზაინერები ხვდებოდნენ, რომ როგორც მინიმუმ ერთი თვის სამუშაო ჰქონდათ! ცუდი განლაგებისა და არასწორი განათების გამო სახლი ზედმეტად ვიწრო ჩანდა. ამ სახლში ადამიანს ფეხი იმდენად იშვიათად დაუდგამს, რომ საჭირო გახდა ოთახებიდან ობი მოეშორებინათ, ხოლო დაფახფახებული კედლები კი თავიდან ააშენეს. და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სახლში ძვირფასი პაკეტი იყო დაგებული, დრომ თავისი როლი ითამაშა და ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება გახდა საჭირო. აი, ასე გამოიყურებოდა სახლი რემონტის დაწყებამდე: მოსაწყენი კედლები, არანაირი ინდივიდუალურობა, ხოლო სააბაზანო ოთახი თვალსა და ხელს შუა იშლებოდა! დიზაინერები ხვდებოდნენ, რომ როგორც მინიმუმ ერთი თვის სამუშაო ჰქონდათ! ცუდი განლაგებისა და არასწორი განათების გამო სახლი ზედმეტად ვიწრო ჩანდა.
2019-03-22 14:57:17
https://fpaparazzi.com/index.php?newsid=20434
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202671.79/warc/CC-MAIN-20190322135230-20190322161230-00405.warc.gz
15,555
505,080,582
მექსიკა – ხმელეთზე მისი ყველაზე დიდი მეზობელია, ჩრდილოეთით მდებარე ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე. მექსიკის სამხრეთელი მეზობლებია გვატემალა და ბელიზი. აღმოსავლეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა და მექსიკის ყურე. ქვეყნის ფართობი შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრს (760 000 კვადრატული მილი), მექსიკა მეთოთხმეტე სახელმწიფოა მსოფლიოში ფართობის მიხედვით. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 113 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამ მაჩვენებლით მექსიკას მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილი უკვაია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ესპანელ-მექსიკელია, რაც მექსიკას მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს ესპანურენოვანი მოსახეობის რაოდენობის მხრივ. მექსიკა იყოფა ოცდათერთმეტ შტატად და ერთ ფედერალურ რაიონად. მექსიკის ფლორა მრავალფეროვანია, დაახლოებით 12 000-ზე მეტი მცენარეა, მათი 2/3 ენდემურია. ჩრდილოეთ ნაწილში გვხვდება ნახევარუდაბნოები და უდაბნოები, რომლებიც გამოირჩევიან თავისებური ფლორით, მიმოზისებრი ბუჩქებით. სამხრეთ ნაწილში კი გვხვდება დაბურული ეკლიანი ბუჩქები. მთებისთვის დამახასიათებელია ფოთლოვანი და შერეული ტყეები (მუხა, ცაცხვი, ფიჭვი, სოჭი და სხვა) სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არის ტროპიკული ტყეები. დასავლეთით მშრალი ფიჭვნარი. ფლორის მსგავსად ფაუნაც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნახევარუდაბნოებში და უდაბნოებში უმეტეს შემთხვევაში არიან მღრღნელები. მთიანეთში – შავი დათვი, წითელი ფოცხვერი, პუმა.
2019-03-20 15:34:55
https://www.walker.ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-mexico/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202433.77/warc/CC-MAIN-20190320150106-20190320172030-00075.warc.gz
16,358
944,555,927
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზ Kaisersaal-ში ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. საქართველომ ევროპისთვის საკუთარი კულტურის გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა მიიღო >> გამარჯვებულები 10 ძირითად ნომინაციაში წარადგინეს, მათ შორის რამდენიმე ნომინაცია სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის ფარგლებში შეიქმნა. საუკეთესო რომანისთვის დაჯილდოვდა ლაშა ბუღაძე - „პატარა ქვეყანა”. საუკეთესო პოეტური კრებული – ზურაბ რთველიაშვილი „შენ ხარ ვენახი“. საუკეთესო პროზაული კრებული – ლევან მუსხელიშვილი „მოკლე მოთხრობები“. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა – გერმანული გამომცემლობა Mitteldeutcsheferlage. ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – რეზო გაბრიაძე. ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დალი ფანჯიკიძის სახელობის პრემია – ნინო ხარატიშვილი. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოური კრიტიკა – შტილმან შპრეკერი. საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი – ეკატერინე ტეტი და იულია დენგი, რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთები” გერმანულენოვანი თარგმანისთვის. საუკეთესო უცხოენოვანი ნაწარმოების ქართული თარგმანი – დავით წერედიანი „ფაუსტი II“. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ირმა ტაველიძე – „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები”. მისაღები გამოცდები 2020 წლიდან ახლებურად ჩატარდება >> ცერემონია წელს მეთექვსმეტედ ჩატარდა. 16 წლის განმავლობაში „საბა“ 140-ჯერ გაიცა 111 ავტორზე და 3400 წიგნი განიხილა. ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა.
2019-10-22 02:59:16
https://sputnik-georgia.com/culture/20181013/242476794/Winner-of-the-literary-prize-Saba-2018-was-revealed.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795403.76/warc/CC-MAIN-20191022004128-20191022031628-00066.warc.gz
16,701
695,965,122
სასამართლო სისტემის გაძლიერება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის /ოჯახში ძალადობის საკითხებზე თარიღი: კვირა, 10 დეკემბერი, 2017 წელი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და ევროპის საბჭოსთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მოსამართლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა. იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ ტრენინგს 15 მოსამართლე დაესწრო. მასზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, მიზეზები და შედეგები, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ნორმატიული ჩარჩო განიხილებოდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა, მოსამართლეებისთვის მეტად გასაგები გაეხადა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფენომენი, მისი ფსიქოლოგიური ასპექტები. ასევე, უფრო მეტად დაეფიქრებინა ისინი იმ ზეგავლენაზე, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების გახორციელებისას მათ პირად რწმენებსა და შეხედულებებს შეუძლიათ მოახდინონ. ტრენინგი თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მოსამართლეებმა ჩაატარეს, რომლებიც მანამდე გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგის დახმარებით გადამზადდნენ. „მოდულზე მაღალი მოთხოვნა იქნება, რადგანაც სასამართლოში შემოსული ოჯახში ძალადობის საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“ ,- განაცხადა ტრენინგის მონაწილე ნინო ელიეშვილმა. დაზარალებულის უსაფრთხოების, მოძალადის პასუხისმგებლობისა და რევიქტიმიზაციის თავიდან აცილების უზრუნველყოფაში სასამართლო უდიდეს როლს თამაშობს. შესაბამისად, მას შეუძლია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის /ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვისას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი საერთაშორისო და შიდა ვალდებულებებისა თუ სტანდარტების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეებისთვის სავალდებულო და სპეციალიზებული ტრენინგების მნიშვნელობას საქართველოს შესახებ 2016 წლის ანგარიშში ხაზი გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე დუბრავკა სიმონოვიჩმაც გაუსვა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისთვის ტრენინგების ორგანიზებას მომავალ წელს კვლავაც გეგმავს. ამას გარდა, ის მოსამართლეებს, შესაბამის გადაწყვეტილებებში გენდერული მოტივის გამოკვეთისა და დასაბუთების მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაცნობაშიც დაეხმარება. იუსტიციის უმაღლესი სკოლა მოქმედი და მომავალი მოსამართლეებისთვის უწყვეტ პროფესიულ განათლებაზე პასუხისმგებელი უწყებაა, რომელთან პარტნიორობაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 2015 წელს, „გენდერული თანასწორობისთვის“ გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ) დაიწყო.
2019-10-18 01:02:43
https://georgia.unwomen.org/ka/news/stories/2017/12/strengthening-judicial-response
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677412.35/warc/CC-MAIN-20191018005539-20191018033039-00242.warc.gz
9,644
505,205,552
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება შავი ლობიოსა და სიმინდის მარცვლების სალათა ძალიან ფერადი და გემრიელი სალათაა არომატული ლაიმის საკმაზით! ეს გახლავთ კომბოსტოსა და სტაფილოს სალათის კლასიკური რეცეპტი მაიონეზით. გემრიელად მიირთვით! ეს ნოყიერი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ სადილად. ძალიან უხდება შინ გამომცხვარი პური და ახალი მწვანილები. სასარგებლო თვისებებით დახუნძლული ბროკოლით გემრიელი კერძის მომზადება ნამდვილად იოლი საქმეა. ეს მარტივი რეცეპტი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ჯანსაღი და გემრიელი სალათის მომზადება გადაწყვიტა მცირე დროში. გთავაზობთ მარტივ რეცეპტს უგემრიელესი სალათის მოსამზადებლად, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
2019-10-17 00:32:59
https://kulinaria.ge/receptebi/cat/salaTebi/bostneulis-salaTebi/?page=2
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672431.45/warc/CC-MAIN-20191016235542-20191017023042-00362.warc.gz
6,059
579,904,425
სუნელები და სანელებლები ზუგდიდის ქუჩებში აღარ გაიყიდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობის პროცესს სპეციალური წესი დაარეგულირებს, რომელიც პირველი მარტიდან უნდა ამოქმედდეს. დადგენილების თანახმად, გარევაჭრობა ნებადართულია მხოლოდ ყვავილებით, ჟურნალ-გაზეთებით, წიგნებით, ნახატებით, სუვენირებითა და სხვა ხელნაკეთი ნივთებით. ხილ-ბოსტნეული შესაძლოა განთავსდეს მხოლოდ მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე. კვების პროდუქტების, გაზიანი გამაგრილებელი სასმელების, წყლების და ნაყინის გაყიდვა კი შესაძლებელია სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან. მუნიციპალიტეტის ამ დადგენილებაში განსაკუთრებული აქცენტი სუნელებითა და სანელებლებით გარევაჭრობის აკრძალვაზე კეთდება. გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მოცურავე ანდრეა პოლაკი სახელგანთქმული მოცურავი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო. პოლაკის ოლიმპიური ტრიუმფი ორჯერ 1976 წლის, ხოლო ერთხელ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე შედგა. მაშინ სპორტსმენი აღმოსავლეთ გერმანიის სახელით ასპარეზობდა. ანდრეა პოლაკი იმ სპორტსმენთა რიცხვში იყო, მსოფლიოში 20 საუკეთესო სმარტფონი დასახელდა TOP 20-ში მობილურმა ტელეფონებმა ადგილი არა მათი სიძვირის, არამედ გაჯეტის ტექნიკური მახასიათებლების ფასთან შესაბამისობის მიხედვით დაიკავეს. მაგალითისთვის საუკეთესო სამეულში მოხვდა Apple-ის და Samsung-ის უახლესი მოდელები. ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმიდან 1 დღის შემდეგ დანაშაულის მოტივი დაადგინა. სამართალდამაცავი ორგანოების განცხადებით, ავტომობილის სალონში, რომლითაც დამნაშავე გადაადგილდებოდა, ნაპოვნია წერილი, რომელიც ტერორისტულ მოტივს ამტკიცებს. კაილი მესსის მოზარდისთვის ეროტიკული შინაარსის ფოტოს და შეტყობინების გაგზავნაში ადანაშაულებენ ამერიკელ მსახიობს და რეპერ კაილი მესსის, რომელიც ცნობილია სერიალებით „გოტემი“ და „პრაქტიკა“ 13 წლის მოზარდისთვის გულახდილი ფოტოების და სექსუალური შინაარსის შეტყობინების გაგზავნაში ადანაშაულებენ. ჩინეთში მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ლინფენის ოლქში მდებარე სოფელ ცზაოლინში მოხდა. მეწყერმა ორი შენობა გაანადგურა. მაშველებმა ნანგრევებიდან 13 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს, 5 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. რობოტი-ძაღლი, რომელიც ნამდვილი ლაბრადორივით იქცევა კომპანია Tombot-მა ახალი რობოტი-ლეკვი შექმნა, რომელიც გამოიყურება და იქცევა როგორც ნამდვილი ლაბრადორი. რობოტი განკუთვნილია ხანდაზმული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს. სესილია მალმსტრომი: გვსურს ევროკავშირიდან საქართველოში ინვესტიციების მასშტაბები გაიზარდოს „არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ევროკომისარმა. კონგრესმენი ჯერალდ კონოლი: პუტინის აგრესიული რუსეთი ევროპას საფრთხეს უქმნის აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯერალდ კონოლის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, მშვიდობის შენარჩუნება კი თავდაცვაში ინვესტირებაა. კონგრესმენმა ასევე ისაუბრა კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად ნატოს მნიშვნელოვან როლზე. რეპერი Lil Wayne-ი Vetements-ის ჯინსის ქურთუკით გამოჩნდა გასული წლის 1 ივლისის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს და კომპანია Vetements-ის ხელმძღვანელია, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. როგორც გვასალიამ თქვა, კოლექცია საქართველოს ეძღვნებოდა. საფრანგეთში ოთხბორბლიანი მფრინავი მოტოციკლი გამოსცადეს ფრანგული ავტომობილების კომპანია Lazareth Auto-Moto-მ მფრინავი მოტოციკლის ვიდეო გამოაქვეყნა. მასზე ჩანს, რომ ოთხბორბლიანი მოტოციკლი, რომელსაც ტურბორეაქტიული ძრავა აქვს თითოეულ ბორბალში, ვერტიკალურად იწევა ცისკენ. ბრიუსელში ევროკომისიის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის შენობიდან 40-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ირკვევა, რომ სატელეფონო შეტყობინება ევროკომისიის შენობასთან ახლოს მდებარე კომპანიამ მიიღო. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში კინოლოგები მუშაობენ. ოკუპირებული ცხინვალიდან აგვისტოს ომში დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს 2017 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) სამარხები გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია მოახდინა. ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება მოხდა. პრეზიდენტი ოკუპაციის საკითხზე პოლიტიკური დიალოგისთვის ახალ ფორმატს შექმნის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, უნდა შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელსაც მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა ექნება. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა და ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენონ. პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ვერ შეძლო კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. გადაყენებისთვის კი 76 ხმა იყო საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხს რამდენიმე კვირაში მიუბრუნდებიან. თემქაზე აფეთქება მოხდა. მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა. აფეთქება თემქის მესამე მიკრორაიონის მეხუთე კვარტალში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე მოხდა. იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ცუნეკადზუ ტაკედა თანამდებობას სკანდალის ფონზე ტოვებს. მას კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების შეფასებით, ცუნეკადზუ ტაკედას დანაშაულებრივი ქმედების გამო, იაპონიამ ოლიმპიადა 2020-ის ჩატარების უფლება მიიღო. პრემიერისა და მალმსტრომის შეხვედრაზე ბიზნესგარემოს რეფორმა დადებითად შეფასდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული კონკრეტული შედეგები და საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ცნობილია ვინ იმღერებს 2019 წლის Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე 🎵 Tbilisi Open Air 2019 წელს 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. შემსრულებლებს შორის, რომლებიც თბილისში Open Air-ის ფარგლებში ჩამოვლენ არიან Franz Ferdinand, Unkle და Mogwai. ნორვეგიაში სკოლას თავს დაესხნენ. არიან დაშავებულები ნორვეგიაში დანით შეიარაღებული ადამიანი სკოლაში შეიჭრა და 4 ადამიანი დაჭრა. დაშავებულთა შორის 1 მასწავლებელი და სკოლის 3 თანამშრომელია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. კვლევა: ადამიანი 30 წლამდე ზრდასრული არ არის 20 წლის ასაკში ხშირად გესმოდათ ფრაზა - „გაიზარდე!“. ცნობილი გახდა ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ იქცევით „დიდობაში ბავშვურად“. მეცნიერების აზრით, ადამიანები არ ხდებიან სრულყოფილად „ზრდასრულები“, სანამ 30 წლის ასაკს არ მიაღწევენ. ამჟამად მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ადამიანი მიიჩნევა ზრდასრულად მას შემდეგ, რაც ის 18 წელს მიაღწევს.
2019-03-19 14:44:36
https://imedinews.ge/ge/ekonomika/95918/sunelebi-da-saneleblebi-zugdidis-quchebshi-agar-gaikideba
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201996.61/warc/CC-MAIN-20190319143502-20190319165502-00222.warc.gz
15,221
524,446,100
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვილობილის აღმზრდელები – ფიზიკური პირები (მეუღლეები ან სხვა პირები), რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება და რომლებსაც სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აღსაზრდელად და მოსავლელად გადაეცათ ბავშვი; (საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა Read More … ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღეროვანი ენცეფალიტი – პირველადი მწვავე ენცეფალიტის ვარიანტი, უპირატესად ტვინის ღეროს სტრუქტურების უპირატესი დაზიანებით. ავადდებიან 25 წლამდე ასაკის პირები; 1 – 3 კვირის განმავლობაში აღინიშნება თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, გულისრევა, მოთენთილობა, სუბფებრილური ტემპერატურა. Read More … ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკონტროლო ჯგუფი – პირები, რომლებიც მონაწილეობენ ექსპერიმენტში და იმყოფებიან დამოუკიდებელი ცვლადის მოქმედების სფეროს გარეთ. (სოც.კვლ.,მარკ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მსხლისებრ ნეირონთა შრე – (stratum neuronosum piriformium) ნათხემის ქერქის შუა შრე. შედგება მსხვილი მსხლისებრი უჯრედების სხეულებისაგან, რომლებსაც გარშემოეწვნება ჩართულ ნეირონთა ნეირიტები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები Read More … ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კირლეს დაავადება – (J. Kyrle, ავსტრიელი დერმატოლოგი) კანის იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც ვლინდება ფოლიკულების ზონაში გარქოვანების დარღვევებით. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. ვითარდება ნებისმიერ ასაკში, უპირატესად ავადდებიან ბიჭები 10 – 12 წლის ასაკში. Read More …
2019-10-21 12:28:30
http://www.medgeo.net/tag/pir/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987773711.75/warc/CC-MAIN-20191021120639-20191021144139-00478.warc.gz
21,080
289,930,781
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | | დოკუმენტის ნომერი | 3452 | დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი | მიღების თარიღი | 16/07/2010 | დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი | გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 22/07/2010 | სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.004.133 | „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება: 1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოებისა და ორგანიზაციების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ან/და სახელმწიფო სესხების დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების პატიების ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე დავალიანებების რესტრუქტუ-რიზაციის თაობაზე წინადადებების წარდგენის, განხილვის, მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების წესებს აღნიშნული საწარმოებისა და ორგანიზაციების საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.“. ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი (მათ შორის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია);“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ.ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი და დადგენილ ვადაში დაუფარავი ვალდებულება; დ.ბ) ვადადაუმდგარი სასესხო დავალიანება – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, აგრეთვე იმ საწარმოებზე, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხი და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტი, რომლის დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა;“. 3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ასევე სასესხო დავალიანების პატიება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი წესით.“. ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების პატიების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების პატიების მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია. 2. კომისიას უფლება აქვს, ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების პატიების საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები.“; გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიების შესახებ;“; დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სასესხო დავალიანების პატიების საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას სასესხო დავალიანების პატიების შესახებ.“; ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის მე-4 ან 41 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით – ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას, რომელიც ორი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების პატიების მიზანშეწონილობის თაობაზე.“; ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომისიის ოქმს და ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ასლს/ასლებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების პატიების შესახებ.“; ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებსა და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ან სასესხო დავალიანების პატიებაზე.“. 5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონით დარეგულირებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, ასევე სასესხო დავალიანების პატიება ხორციელდება მხოლოდ იმ საწარმოების მიმართ, რომელთაც რესტრუქტურიზაციის/პატიების შესახებ წერილობითი განცხადებები და ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სრულად წარუდგინეს (დარეგისტრირებულია შესაბამისი წესით) 2011 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. თქვენი შენიშვნები დაგვეხმარება სისტემის სამომავლო გაუმჯობესებაში.
2019-10-16 09:54:25
https://matsne.gov.ge/ka/document/view/92908
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666959.47/warc/CC-MAIN-20191016090425-20191016113925-00038.warc.gz
20,235
602,513,173
პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლით დაიწყო ჟურნალისტებმა უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და პატივი სცენ ქვეყნის კანონებს ვაშინგტონი თეირანს ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას თხოვს გერმანიის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ ყადაღა დაადეს კადაფის ერთ-ერთი შვილის საბანკო ანგარიშს ოფიცრების ერთი ნაწილი ოპოზიციას უჭერს მხარს, მეორე ნახევარი კი კადაფის ერთგულია და მისი ბრძანებით ოპოზიციის წინააღმდეგ ძალას იყენებს იმიგრანტთა მოზღვავებული ნაკადის გამო იტალიის მთავრობა ევროკავშირისგან დახმარებას ითხოვს ემსგავსება თუ არა იანუკოვიჩის უკრაინა პუტინის რუსეთს? სამართალდამცავები ტენდერის სადაო პირობების გამოძიების ნაცვლად, პროტესტის მონაწილე მძღოლებს იჭერენ კადაფის გადადგომის შემთხვევაში ლიბიაში შეიძლება ქაოტური ვითარება შეიქმნას ტრიპოლიში უშიშროების ძალბემა მასობრივი ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია დაარბიეს ნატოს განცხადების თანახმად კოალიციის 5 ჯარისკაცი დაიღუპა მთავრობის დაფინანსების ბოლო ვადა პარასკევს იწურება
2019-10-17 22:38:03
https://www.amerikiskhma.com/z/1841/2011/3/1
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677230.18/warc/CC-MAIN-20191017222820-20191018010320-00043.warc.gz
11,041
804,683,615
ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): აცეტილსალიცილის მჟავა, პარაცეტამოლი, კოფეინი/Acetylsalicylic acid+Paracetamol+Caffeine კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება აცეტილსალიცინის მჟავა ………… | 0.240 გ | პარაცეტამოლი ………………….. | 0.180 გ | კოფეინი …………………………. | 0.030 გ | ლიმონის მჟავა ………………….. | 0.006 გ | ციტრამონი-დარნიცა – კომბინირებული პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ანალგეტიკური, ანთებისაწინააღმდგო, სიცხის დამწევი მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს. აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს ანთებსაწინააღმდგო და სიცხის დამწევ მოქმედებას, ასუსტებს ტკივილს, განსაკუთრებით გამოწვეულს ანთებით, ამუხრუჭებს თრომბოციტების აგრეგაციას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ანთების კერაში. პარაცეტამოლი ახდენს ანალგეტიკურ და სიცხის დამწევ მოქმედებას. კოფეინი – მეთილქსანტინის წარმოებული – ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლძარღვების ტონუსის მოწესრიგებას და აჩქარებს სისხლდინებას, და ამ დოზით არ ახდენს მნიშვნელოვან მასტიმულირებელ ზემოქმედებას ცნს-ზე. ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის შემცველობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები სწრაფად შეიწოვება საკვებგადამამუშავებელ ტრაქტში. სისხლის პლაზმაში მათი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 საათში პრეპარატის მიღებიდან. პრეპარატის კომპონენტები აღწევს დედის რძეში. ორგანიზმიდან პრეპარატის კომპონენტები და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ციტრამონი-დარნიცას ტაბლეტები ინიშნება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, და ასევე როგორც სიცხის დამწევი საშუალება. პრეპარატი გამოიყენება თავის სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის, მათ შორის შაკიკის, კბილის ტკივილის, ნევრალგიების, ართრალგიების, რევმატიული დაავადებების, პირველადი დისმენორეის და დაავადებების დროს, რომლებსა ახლავს სხვადასხვა ეტიოლოგიის ციებ-ცხელება. პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. დღე-ღამის უმაღლესი დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს (3 მიღებად). მკურნალობის კურსი დამოკიდებულია თერაპიის ეფექტურობაზე და, როგორც წესი, 10 დღეს არ აღემატება. პრეპარატის დანშვნა ბავშვებისათვის რეკომენდებული არ არის. ციტრამონი-დარნიცას ტაბლეტების გამოყენებისას ცალკეულ ავადმყოფებში შეიძლება აღინიშნოს გვერდითი რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია აცეტილსალიცილისა და პარაცეტამოლის პრეპარატებისათვის: ალერგიული რეაქციები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან-ჰემორაგიული დაზიანებები, ბრონქიალური ასთმის გამწვავება, ჰეპატო- და ნეფროტოქსიკური მოვლენები. საკვებგადამამუშავებელი ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსული ქალებისათვის ორსულობის პირველი 3 თვე და ლაქტაციის პერიოდში. შესაძლებელია სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან, ალერგიული რეაქციები. პრეპარატის გამოყენებისას ყავისა და ჩაის ხშირად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კოფეინის ჭარბი დოზის სიმპტომები. პრეპარატის მაღალი დოზები უნდა დაილიოს ტუტე მინერალური წყლით. აძლიერებს იმ საშუალებათა მოქმედებას, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას და თრომბოციტების აგრეგაციას, კორტიკოსტეროიდების, სულფონილშარდოვანას, მეტოტრექსატის გვერდით მოქმედებას. არ შეიძლება ციტრამონი-დარნიცას გამოყენება კომბინაციაში ბარბიტურატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, სალიცილატებთან, რიფამპიცინთან, ალკოჰოლთან ერთად. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
2019-10-14 05:37:59
http://www.medgeo.net/2019/07/22/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%90-citramonum-darnitsa/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986649232.14/warc/CC-MAIN-20191014052140-20191014075140-00131.warc.gz
12,162
388,205,069
საქართველოში ნარკო დანაშაული ყვავის. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ნარკოტიკს ჩვენს ქვეყანაში რენესანსის ხანა უდგას და ხელისუფლება არაფერს აკეთებს. კი ვერ აკეთებს, არ აკეთებს, რადგან ნარკოპოლიტიკის გამკაცრებით თურმე შეიძლება ევროკავშირმა მკაცრად დაგვიქნიოს თითი, კვლავ მიიღონ ქუჩის აქციები, შეიძლება კვლავ გამოვიდნენ ქუჩაში თრიაქით გაბრუებული ახალგაზრდები და მერე ეგებ გიორგი გახარიას ბოდიშმაც ვეღარ უშველოს. ნარკოტიკი იყიდება ყველგან, ნარკოტიკი იშოვება ყველგან, ნარკოტიკი კარგი მეგობარივით გვხვდება ყოველდღიურ რეალობაში და მთელი ერი წუწუნებს, რომ სწორედ ეს ნარკოტიკი იქნება ჩვენი გენის გენოციდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღე არ გავა, სამართალ დამცავებმა ნარკორეალიზატორები რომ არ დააკავონ. ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ყოველდღიურად ვიგებთ, რომ შსს-მ დააკავა ნარკორეალიზატორი, ამოიღო ნარკოტიკი, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. მარიხუანას ეწევიან ქუჩაში, კორპუსების წინ, სადარბაზოებში და ამას ხედავს ყველა _ დიდი თუ პატარა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ამბობს, რადგან კანონი არ კრძალავს და შესაბამისად, ყველა იძულებულია, აიტანოს ეს ყოველივე. რამდენიმე დღის წინათ სოლოლაკში შელაპარაკება მოხდა _ ახალგაზრდა ბიჭმა ორ გოგონას მიუთითა, ბავშვები თამაშობენ და ეგებ მარიხუანა ეზოში არ მოწიოთო, თუმცა მათგან აგრესიული პასუხი მიიღო, რასაც კამათი მოჰყვა. საბოლოოდ, გოგოებმა მეგობრებს დაურეკეს, მოვიდნენ ბიჭები, ატყდა გაწევ-გამოწევა და საბედნიეროდ, ყველაფერი ცემა-ტყეპის გარეშე დასრულდა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სახელმწიფომ“მწვანე ბალახზე მწვანე აანთო”. რაოდენ პარადოქსულიც უნდა მოგეჩვენოთ, ნარკორეალიზატორების უდიდესი ნაწილი ფონიჭალაში დააკავეს. აუღებელი ციხესიმაგრე გახდა თბილისის ეს უბანი და, იმის მიუხედავად, რომ ყველა, მათ შორის, სამართალდამცავებიც, ამბობენ, რომ ფონიჭალა კვლავ რჩება ნარკოტიკების გაყიდვის მთავარ პოლიგონად, პრობლემა ვერ გვარდება. იჭერენ ერთს, ორს, ხუთს, ათს, მაგრამ ჩნდება სხვა _ მეთერთმეტე, რომელიც ისევ ყიდის ნარკოტიკს და ჩანს, აქ საქმე სხვა შემთხვევასთან გვაქვს. როგორც ადგილობრივები პირად საუბრებში ამბობენ, სამართალ დამცავები წვრილფეხობას აკავებენ, ხოლო ნარკობარონებს ვერ თუ არ ეხებიან. ნარკოტიკის გამყიდველს სახლში 20-30 გრამზე მეტს რომ ვერ უნახავ, ე.ი., “ბუდე” სხვაგან არის, მაგრამ იმ “სხვაგანს” პოლიციამ ვერ მიაკვლია. ფონიჭალას რომ გასცდებით, სოღანლუღში მარნეულისკენ არის გადასახვევი. სანამ მარნეულში ჩახვალთ, კუმისი და თელეთი უნდა გაიაროთ. ამ სოფლის მიმდებარედ ქარსაცავი ზოლები და ხელოვნურად გაშენებული ფიჭვნარია. ღამით საოცრება ხდებაო იქ, გვითხრეს ადგილობრივებმა. ადამიანები მანქანის ფარებით თუ ტელეფონის სანათებით ხის ძირებში დატოვებულ ნარკოტიკებს ეძებენ. და ეს ხდება მაშინ, როცა იმავე გზაზე, ათწუთიანი ინტერვალით, საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობს. ექსპერიმენტი ჩავატარეთ, მივედით, დავინახეთ ადამიანები და 112-ში დავრეკეთ. ოპერატიულად მოვიდნენ პატრულის თანამშრომლები და ათამდე პიროვნება დააკავეს. შედეგი? პრაქტიკულად არანაირი, რადგან აღნიშნულ პიროვნებებს ნარკოტიკი არ ჰქონდათ, სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა კი იყო, მაგრამ ეს არ ისჯება. ეს უკვე მეორე დღეს გავიგეთ, დაკავებულთაგან არც ერთი არ დაუპატიმრებიათ, ყველა გაათავისუფლეს. იმას კი არ ვამტკიცებთ, გინდა თუ არა, ნარკომანები ციხეში ჩასვით და იმხელა სასჯელი მიეცით, იქიდან გამოსვლა წლების განმავლობაში ვერ შეძლონ-თქო, მაგრამ არშეიძლება, ბატონებო, ასე მიშვება. არ შეიძლება ჩემმა, თქვენმა შვილებმა უყურონ, როგორ დაბარბაცებენ ნარკოტიკით გაბრუებული ახალგაზრდები ქუჩაში, როგორ ეძებენ ინტერნეტით ნაყიდ ნარკოტიკს ხის ძირებში, როგორ აქვთ დაკარგული ადამიანის სახე და როგორ ვერ ამბობს ვერაფერს სამართალდამცავი. მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრი, უბრალოდ, არ გვაქვს საქართველოში, მაგრამ რომც გვქონდეს, პრობლემას ისიც ვერ მოხსნის და ახლავე გეტყვით რატომ: ნარკოტიკს სიამოვნების გულისთვის იკეთებენ და ვერც ერთ მომხმარებელს ვერ აუხსნით, რატომ უნდა თქვას კანონით დაშვებულ სიამოვნებაზე უარი. ასიდან მხოლოდ ორმა შეიძლება გაიაროს ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო კურსი და ისიც ვინმეს ხათრით, თორემ, მარიხუანაზე“შემჯდარი” თაობა რეაბილიტაციას რომ არგაივლის, ცხადზე ცხადია. თუ იმას არ ვამტკიცებთ, რომ ყველა ნარკომანი, ანუ მომხმარებელი ციხეში უნდა იჯდეს, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დაუმტკიცდება, რომ ნარკორეალიზატორია, შეწყალების უფლების გარეშე, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ეს იქნება ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ბერკეტი იმისა, რომ ნარკორეალიზატორებმა ასე თამამად მოქმედება არ დაიწყონ. როცა ადამიანს ეცოდინება, რომ სამუდამო პატიმრობა ელოდება და თან შეწყალების უფლების გარეშე, ძალიან, ძალიან სერიოზულად დაფიქრდება, სანამ ნარკოტიკების გაყიდვას დაიწყებს. ასე კი რა გამოდის?! დააკავებენ ნარკორეალიზატორს, ის წუწუნს დაიწყებს, მერე 7-დან 10 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან და 2-3 წელიწადში ან შეწყალება შეეხება, ან ამნისტია, ან ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ “უდოს გაახერხებს” და გათავისუფლდება. სწორედ ესაა პრინციპი, რომ ნარკორეალიზატორებს (რომლებსაც თურმე, არასამთავრობოების გადაწყვეტილბით, “ბარიგები” კი არა, ნარკოტიკების დილერები უნდა დავუძახოთ, რადგან ბარიგა შეურაცხმყოფელი ტერმინი ყოფილა) ეცოდინებათ, ნარკოტიკების გაყიდვიდან სამუდამო პატიმრობამდე ერთი ნაბიჯია და დაშინდებიან. სხვათა შორის, პარლამენტმა სიამაყით გვამცნო: მარიხუანის ლეგალიზაცია კი მოხდა, მაგრამ სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე მისი მოხმარება ავკრძალეთო. პარალელურად ისიც თქვეს: მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე პირებს აეკრძალათო. აგერ _ განათლების სამინისტრო და აგერ _ სკოლები. მოგიწოდებთ, ჩაატაროთ მონიტორინგი და უფროს კლასელებს (მე-10, მე-11, მე-12) მოსთხოვოთ სისხლის ანალიზის ჩაბარება. არ გაინტერესებთ შედეგი? არ გაინტერესებთ, რამდენს ექნება მარიხუანა გასინჯული? უბედურება ის არის, რომ, თუ ამ ექსპერიმენტს ჩაატარებთ, ანალიზის ჩაბარება გოგონებსაც მოსთხოვეთ და სტატისტიკა უფრო დამძიმდება, უფრო თვალნათლივ დაინახავთ, რა სჭირს მომავალ თაობას, იმ თაობას, რომელმაც, წესით, რამდენიმე წელიწადში ქვეყნის მართვის სადავეები უნდა აიღოს ხელში. ჩააბარებინეთ ანალიზი 21 წელს მიუღწეველ სტუდენტებს და ნახავთ, როგორი სტატისტიკაა ამ მხრივ უმაღლეს სასწავლებლებში. ის, რაც რეალურად ხდება, კატასტროფაც აღარ არის, გენოციდია, ბატონებო, გენოციდი! მარიხუანის მოხმარების შედეგად ახალგაზრდები კონცენტრაციის უნარს კარგავენ და, როგორც მედიცინა გვამცნობს, “ადამიანს ექმნება კეთილდღეობის განცდა”. იმავე სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ ხანგრძლივი მოხმარება იწვევს “საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას…” და იქნებ მიზანიც ესაა და გვიმალავთ? იქნებესაა ჩადებული, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ კეთილდღეობის განცდა, რომ საკუთარი თავი პიროვნებებად ვერ აღიქვან და მერე ხომ მათი მართვაც მარტივია; მით უმეტეს, ახალგაზრდა თაობის, რომელიც მოტივატორი უნდა იყოსსაპროტესტო მუხტის, რომელიც უნდა აღშფოთდეს ქვეყანაში მიმდინარე ცუდ პროცესებზე… როგორც გვითხრეს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში თანამშრომლებს ნარკოლოგიურიდან ცნობის მიტანა სთხოვეს და, ვინც ვერ მიიტანა, სამსახურიდან გაუშვეს. საინტერესო ის არის, რომ აღნიშნული ცნობა მხოლოდ მამაკაცებს მიატანინეს და ქალბატონებს არა. ჩვენ კი მტკიცებით ფორმაში ვამბობთ, რომ ქალბატონებმაც უნდა მიიტანონ, რადგან, თუ მასობრივად არა, პრაქტიკულად ყველგან არის ისეთი ქალბატონი, რომელიც გასართობად თუ ნერვების დასამშვიდებლად მარიხუანას მოიხმარს. ესეც არ იყოს, გენდერულ თანასწორობაზე ლექციებს რომ გვიტარებთ, მამაკაცების უფლებები არ ირღვევა ამშემთხვევაში, ეჭვი მხოლოდ მათზე რომმიგვაქვს?! ისე რომ არ გამოვიდეს, მხოლოდ არსებულ ვითარებაზე ვსაუბრობთ და გამოსავალზე არაფერს ვამბობთ, კანონი უნდა გამკაცრდეს, ბატონებო, და, რაც მთავარია, კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი. კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა: ნარკოტიკების გაყიდვისთვის დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებსაც შემდეგ იმ ქვეყანას გადავცემთ, ისინი კი ათავისუფლებენ, რადგან დანაშაული მათ ტერიტორიაზე არ ჩაუდენიათ. მერე ეს ადამიანები ისევ შემოდიან საქართველოში სხვა სახელითა და გვარით, უფრო ხვეწენ ნარკოტიკების შემოტანა-გასაღების პროცესს და, თუ დაიჭერენ, იმავე წრეზე მეორედ მიდიან _ დეპორტაცია საკუთარ ქვეყანაში და შემდეგ თავისუფლება. ესეც მოსაგვარებელია. აქ მივუსაჯოთ სამუდამო პატიმრობა და ნახავთ მერე, დანარჩენები როგორ დაფრთხებიან, თუმცა სამუდამო მისჯილი პატიმრები სახელმწიფოს, ანუ ისევ ჩვენი სარჩენია და ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა. უმთავრესი კი ის არის, რომ ნარკოტიკების გაყიდვასთან ერთად მათი მოხმარების მასშტაბებიც უნდა შემცირდეს და უმკაცრეს რეგულაციებში მოექცეს. და ბოლოს, მთავარი კითხვა, რომელზეც აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი მთავრობამ და შს სამინისტრომ: ვინ ამზადებს და საიდან ხვდება რეალიზატორებთან გასაყიდი ნარკოტიკი?
2019-10-15 21:58:38
https://tvm.ge/archives/10932
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660323.32/warc/CC-MAIN-20191015205352-20191015232852-00185.warc.gz
21,000
739,174,334
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ექსპერტიზასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა, რადგან მაშინ ასეთი ვალდებულება უწყებას არ ჰქონია. „2014 წლის 14 მაისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, რომელმაც საკუთარ თავზე დანიშნა ამბულატორიული სამედიცინო შემოწმება, სხეულზე არსებული დაზიანებისა და მათი ხანდაზმულობის შესახებ. დასკვნა გაიცა 2014 წლის 20 მაისს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა. აღნიშნული ვალდებულება ბიუროს გააჩნია 2017 წლის პირველი ივნისიდან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის საფუძველზე. აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლების საფუძველზე, მითითებული აქტი საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის პირველი სექტემბრიდან“, – აღნიშნულია ექსპერტიზის ბიუროს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.
2019-10-17 06:50:55
http://mediamall.ge/new/78981-samkharaulis-eqspertizis-biuri-ana-bagrationgruzinskis-eqspertizastan-dakavshirebit-informacias-avrcelebs-
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672723.50/warc/CC-MAIN-20191017045957-20191017073457-00111.warc.gz
14,816
125,821,901
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)“ სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები წარადგინეს. ჩრდილოვანი ანგარიში მიმოიხილავს სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებს, სასამართლოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების და აღსრულების პროცედურულ მხარეებს, ხარისხობრივად აფასებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებას და მოიცავს რეკომენდაციებს სასამართლოში შემდგომი რეფორმების თაობაზე. სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აქტივობების შესრულების შეფასების მიზნით, გაანალიზდა პასუხისმგებელი უწყებების ერთწლიანი საქმიანობა და გეგმით გათვალისწინებული 100-მდე აქტივობის შესრულების საკითხი. საერთო ჯამში, მონიტორინგის პერიოდში შესწავლილი აქტივობების 53% შეუსრულებელია, 20% - ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო 26% - შესრულებული. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ EMC-ის და IDFI-ს და ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები: „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება სასამართლო რეფორმების მიმდინარეობის პროცესის საკვანძო მოვლენას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათი მოსაზრებების მოსმენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესახებ“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.
2019-03-21 23:47:00
https://emc.org.ge/ka/events/angarishis-prezentatsia-sasamartlo-sistemis-strategiisa-da-samokmedo-gegmis-monitoringis-shedegebi
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202588.97/warc/CC-MAIN-20190321234128-20190322020128-00170.warc.gz
11,448
482,217,848
ბასილი დიდი, ბასილი კესარიელი (დ. დაახლოებით 330, კესარეა კაპადოკიისა ― გ. 1 იანვარი, 379, იქვე) — ქრიატიანული ეკლესიის მოღვაწე, ეკლესიის მამათაგანი, თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი. გრიგოლ ნაზიანზელის მეგობარი. თითოეულმა ყველა საკუთარ თავზე წინ უნდა დააყენოს. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 294 გავიღოთ მოწყალება, რათა ღვთისაგან უკან მივიღოთ იგი. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 305 თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 357 როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური — სულს, რომელშიც იგი ცხოვრობს. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 479 როგორ გეყოლებათ წესრიგში შვილები, თუ თვითონ უწესრიგო ცხოვრებას ეწევით? | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 553 შეგეძლოს თავის დამდაბლება, ეს ნიშნავს, შეგეძლოს იესო ქრისტესთვის მიბაძვა. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 75 ადამიანი როცა კვდება, ყველაფერს აქ ტოვებს და თვით მისი სხეულიც მიწას მიებარება. | ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 3 ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ განვლილი არასოდეს იყოს უკეთესი მომავალზე, ანდა — აწმყოზე. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 196 როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შურიც ღრღნის სულს, რომელიც მას აწვალებს. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 479 თუკი არ ვიდარდებთ იმაზე, რაც არ გვაქვს, მაშინ ვისწავლით, ვმადლობდეთ იმისთვის, რაც გვაქვს. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 636 უფალი ჩვენს საქმეებს უეჭველად უკეთ განაგებს, ვიდრე ჩვენ თავად წინასწარ წარმოვიდგენდით ამას. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 41 ღვთისადმი სიყვარული გამოულეველი საგანძურია; ვინც მას ფლობს, მდიდარია; ვისაც არა აქვს - ღატაკი. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 154 მწუხარება არ გამონელდება ღვინოსთან ერთად, მასთან ერთად კი სულში ახალი ბოროტება ჩნდება - ლოთობა. | ციტატის წყარო: მემთვრალეობა, მწუხარება, ღვინო მთელი ქვეყნიერება რომც მოვიპოვოთ, მაინც სამარეში ჩავალთ, სადაც მეფეს გლახაკისაგან ვერ განარჩევ. | ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 3 ადამიანები ჰგვანან ღრუბლებს, რომლებიც ქარის ცვლილებასთან ერთად ჰაერში აქეთ-იქით გადაადგილდებიან. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 583 გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის, რომ ადამიანს თავშეუკავებლობა აღარ ძალუძს. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 563 ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას; ეს არის დედა, ფესვი, საკვები, საფუძველი და კავშირი ყოველი სიკეთისა. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 358 ძმაზე, რომელიც იმწუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 502 დიდია მწუხარება: ამას ვეთანხმები: მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 673 შურიანი არაფრით განსხვავდება ადამიანისგან, რომელიც არაფრით არაა დაფარული და რომელსაც ყველანი ისრებს სტყორცნიან. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 475 ნუ ვიწუწუნებთ ღვთის სამართლიანი მსჯავრის მიმართ. ჩვენ უძლურნი ვართ, ჩვენი აზრი გვქონდეს ღვთის გამოუთქმელ სამსჯავროზე. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 39 ქრონიკული ავადმყოფობები მხოლოდ უდიდესი მცდელობით, მუდმივი ძალდატანებით იკურნება; იგივე უნდა ითქვას ცოდვილ ჩვევებზეც. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 409 როგორც ჭიაღუა ადვილად უჩნდება რბილ ნაყოფს, ასევე მწუხარება ჩაისახება იმ ადამიანებში, რომლებსაც მეტად ფაქიზი ზნეობა აქვთ. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 636 ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 79 როგორც კიბეზე პირველი საფეხური მიწიდან იწყება, ასევე ღვთივსათნო ცხოვრებაშიც წარმატების დასაწყისი ბოროტებისგან განშორებაა. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 176 შეიძლება თუ არა დაფიცება? | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 140 როცა სიმდიდრე არა გაქვს, არ უნდა ინატრო, და როცა გაქვს, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ მას ფლობ, არამედ იმაზე, იცი თუ არა მისი სწორად განკარგვა. | ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 9 თუ მწუხარებებს არ ითმენ, ნუ ელი მომავალ გვირგვინებს, რადგან აქ არ გაგიწევია ის შრომა და ღვაწლი, რაც გვირგვინების მისაღებად არის დადგენილი. | ციტატის წყარო: მწუხარება, მოთმინება, ცხონება როგორც მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი მთესავს სიუხვეს მოუტანს, ასევე მშიერისათვის მიწოდებული პური შემდგომში ასმაგ სარგებელს მოგცემს. | ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 305 ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 105
2019-03-27 03:08:24
https://ka.wikiquote.org/wiki/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912207618.95/warc/CC-MAIN-20190327020750-20190327042750-00138.warc.gz
14,589
528,488,914
გრიბოედოვისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში სკვერი განახლდა გრიბოედოვისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში სკვერი განახლდა, რომელშიც სხვადასხვა სახეობის მცენარეები დაირგო, მათ შორის, 5 ძირი ფიტოსპორია, 20 ძირი ლავანდა, 8 ძირი აბელია და 3 ძირი ტენსტროემია. გარდა ამისა, გრძელდება მცენარეების მოვლითი სამუშაოები. უკვე განხორციელდა ვაშინგტონის პალმების შეხვევის ღონისძიებები ბულვარის ბოლოსა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსთაველის ქუჩაზე ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები. გორგილაძის ქუჩაზე განხორციელდა მცენარეების შეხვევა და ჭიგოებზე აკვრა-გამაგრება. სამუშაოებს მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ახორციელებს.
2019-10-20 21:59:06
http://adjararm.ge/griboedovisa-da-tbel-abuseridzis-quchebis-kvetashi-skveri-ganakhlda/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986726836.64/warc/CC-MAIN-20191020210506-20191020234006-00341.warc.gz
33,672
10,152,550
სტუდია ,,ლურჯა ცხენების" ოქროს 12 წესი 1. ვმეგობრობთ, ვექცევით როგორც თანატოლს 2. რეპერტუარს ერთად ვარჩევთ, ვითვალისწინებთ მათ გემოვნებას 3. ვასწავლით ერთმანეთის წარმატების გაზიარებას 4. ვუნარჩუნებთ ინდივიდუალიზმს და არ ვაჩვევთ მიმბაძველობას 5. სპეციალურად მათთვის ვქმნით ახალ სიმღერებს 6. ხშირად ვეთამაშებით და თამაშით უკეთ სწავლობენ 7. ვურჩევთ ასაკის შესაფერის სიმღერებს და რაც მთავარია, ცოცხლად ვამღერებთ 8. აუცილებლად ვუფასებთ მონდომებასა და შრომას და ადეკვატურად ვუფასებთ პროგრესს 9. მხოლოდ მეგობრული რჩევებით ვაგვარებთ პრობლემებს 10. ვცდილობთ ადეკვატურად ავუმაღლოთ თვითშეფასება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა 11. ვჩუქნით ყველაზე დიდ საჩუქარს - სიყვარულს 12. ვასწავლით მხოლოდ გემოვნებიან და ხარისხიან მუსიკას - ვაზიარებთ ნამდვილ ხელოვნებას სტუდია "ლურჯა ცხენებში" მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვებისათვის 50%-იანი ფასდაკლებაა შეაჩერეთ არჩევანი 25 წლიანი გამოცდილების საუკეთესო სტუდიაზე, რომელიც საქართველოს ბავშვთა ფედერაციას წარმოადგენს უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგები ყველა ბავშვის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა! სტუდიის ხელმძღვანელი - კომპოზიტორი ნანა ბალახაშვილი შეაჩერეთ არჩევანი 25 წლიანი გამოცდილების საუკეთესო სტუდიაზე, რომელიც საქართველოს ბავშვთა ფედერაციას წარმოადგენს უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგები ყველა ბავშვის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა! სტუდიის ხელმძღვანელი - კომპოზიტორი ნანა ბალახაშვილი
2019-03-18 18:25:22
https://lurjacxenebi.ge/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201521.60/warc/CC-MAIN-20190318172016-20190318194016-00465.warc.gz
8,220
560,710,899
საზოგადოების ნაწილი, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სხვადასხვა მოთხოვნით აქციას მართავს, პარტიის ოფისში შესვლას ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც მოქალაქეებს ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეების ნაწილი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. გამოტანილი აქვთ პლაკატები, სადაც აღნიშნულია, რომ "სასამართლო იქცა ხელისუფლების დასაყრდენ სადამსჯელო ორგანოდ" და "კანონით შეიფუთა უსამართლობა". ასევე მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილები არიან შპს "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ასევე პარტიის ოფისთან იმყოფებიან სს "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
2019-10-14 08:50:34
https://www.interpressnews.ge/ka/article/529783-akciis-monacileta-nacili-kartuli-ocnebis-opisshi-shesvlas-cdilobs/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986649841.6/warc/CC-MAIN-20191014074313-20191014101313-00253.warc.gz
6,289
916,159,228
1 . ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა მოდგმიდან. 2 . გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები პირმიქცეული ჩემგან? 3 . როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე? 4 . მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ. 5 . თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი. 6 . ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი შველით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.
2019-10-14 01:09:18
http://biblia.ge/books/%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98?page=12
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986648481.7/warc/CC-MAIN-20191014003258-20191014030258-00513.warc.gz
6,546
42,803,113
ინდოეთში ამბობენ, რომ ძილის დროს თავი ჩრდილოეთისკენ არ უნდა გედოთ, იცით რატომ? ადამიანის გული ქვედა ნახევარში არ არის მოთავსებული, არამედ სამი მეოთხედით არის ზევით, რადგან გრავიტაციის საწინააღმდეგო მიმართულებით სისხლის ზევით ატანა უფრო რთულია, ვიდრე ქვევით ჩამოტანა. ზევით მიმართული სისხლძარღვები განსხვავებულად არიან მოწყობილი. რაც უფრო მაღლაა, მით უფრო წვრილდება, ისე რომ ერთი წვეთით მეტის ატანაც არ კი შეუძლიათ. იმ შემთხვევაში თუ ერთით მეტი წვეთი ავა, რაღაც გასკდება და მივიღებთ სისხლჩაქცევას. ადამიანების უმეტესობას მცირე სისხლჩაქცევები აქვს. ეს შეუძლოდ არ გაგხდით, მაგრამ შეიძლება პატარა ზიანი მოგაყენოთ, მაგალითად, გახდეთ უფრო ზარმაცი და მოსაწყენი. თუ განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციეთ, ადამიანის ინტელექტი 35 წლის ასაკის შემდეგ ისედაც ქვეითდება. ძირითად საქმიანობას ადამიანი მეხსიერების წყალობით ახორციელებს და არა ინტელექტის მეშვეობით. რა ხდება როცა დებთ თავს ჩრდილოეთის მხარეს?
2018-03-22 17:25:57
http://ecobostani.com/tag/%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2018-13/segments/1521257647901.79/warc/CC-MAIN-20180322170754-20180322190754-00279.warc.gz
7,930
89,436,607
5-6 ივლისს, კაჭრეთში, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების (გარდაბანი, საგარეჯო, გაზახი, აღსტაფა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე გაიმართა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პერსპექტივების საბაზისო მოკვლევის პირველადი შედეგების განხილვა; ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რომლებსაც მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის ინტრუმენტებზე. სამუშაო შეხვედრაზე, ინტერვიუს ფორმატში მოხდა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლოების შეფასება ადგილობრივი განვითარების დაგეგმარებისა და განხორციელების მიმართულებით; ასევე, მონაწილეებმა ჯგუფური პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს პრეზენტაციები კონკურენტუნარიანობაზე, კონკურენტულ უპირატესობაზე და მეწარმეობაში ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობაზე. პროექტი „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტს საქართველოში ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (სიდა), ხოლო აზერბაიჯანში - „დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდასაჭერად.“
2019-03-22 04:10:28
http://www.cida.ge/news/working-meeting-kachreti
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202628.42/warc/CC-MAIN-20190322034516-20190322060516-00559.warc.gz
5,506
265,496,713
საგუშაგოდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით დე ფაქტო ცხინვალის დროშა აღმართეს. საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში არიან არსებობს თუ არა მოლაპარაკების რესურსი - სუს-ის წარმომადგენელი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. დღეს ერგნეთში შეხვედრისას ქართული მხარე ვითარებას ადგილზე გაეცნობა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ქართულმა მხარემ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ერგნეთში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ოსურმა მხარემ საქართველოს შემოუთვალა, რომ პარასკევის დილის 6 საათამდე სოფელ წნელისის მიმდებარედ განთავსებული საგუშაგო აიღოს. შეწყდეს პროვოკაცია საზღვარზე და გაიტანონ საგუშაგო
2019-10-14 00:37:51
https://www.fortuna.ge/fortuna/tag/sagushago
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986648481.7/warc/CC-MAIN-20191014003258-20191014030258-00024.warc.gz
19,249
981,442,180
სააკაშვილი: ივანიშვილს რუსთავი 2-ის "ახევა" არ გამოუვიდა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უპრეცედენტოს უწოდებს. მისი თქმით, ყველასთვის გასაგებია, თუ რა ხდება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. ის ამბობს, რომ ივანიშვილს მეპატრონეებისთვის "რუსთავი 2"-ის "ახევა" არ გამოუვიდა. "90-იან წლებში მთელი ფული ასე აქვს ნაშოვნი, ასეთი რეიდერობით სხვა ბიზნესების. სხვებს ართმევდა ბიზნესებს, ახევდა ბიზნესებს და აქ არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ჩაერთო საერთაშორისო თანამეგობრობა," - თქვა სააკაშვილმა. ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური პროცესის უკან ივანიშვილი დგას. "ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოში სასამართლოს ინსტიტუტი, გააყალბა არჩევნები, რომელიც ჩატარდა უხეში მანიპულაციებისა და ყველანაირად დაუშვებელი მეთოდებით. მან, ფაქტობრივად, მოიპარა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ივანიშვილი ახლა ინტენსიურად ესხმის თავს საქართველოს ეკლესიას. ამის არდანახვა, რომ ის დგას ყველაფრის უკან, არ შეიძლება. ეს კაცი ანადგურებს ავტორიტეტებს. "რუსთავი 2" იყო ერთ-ერთი მთავარი ამ ავტორიტეტებს შორის", - განაცხადა სააკაშვილმა.
2019-10-19 04:16:28
http://gurianews.com/article/mtavari/politika/saakashvili-ivanishvils-rustavi-2-is-akheva-ar-gamouvida
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986688826.38/warc/CC-MAIN-20191019040458-20191019063958-00393.warc.gz
18,958
82,874,097
დაშლილი ავტომობილები და აქსესუარები (289) ტელევიზორი, ვიდეო, DVD ფლეიერი (61) საოჯახო ტექნიკა და ინსტრუმენტები (88) ჩანთები და სამოგზაურო აქსესუარები (15) ჯანსაღი პროდუქტი, აქსესუარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის (29) კომპიუტერული სერვისები, ტექნიკური უზრუნველყოფა (125) სილამაზე, თმის მოვლა, სხეულზე ზრუნვა, თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები, მასაჟი (142) სამედიცინო მომსახურება, პირადი მომსახურება (73) შეკეთება, მშენებლობა, ჰიდრავლიკი, ელექტრიკი, მებაღე (633) განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ ჯანსაღი პროდუქტი, აქსესუარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სილამაზე, თმის მოვლა, სხეულზე ზრუნვა, თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები, მასაჟი შეკეთება, მშენებლობა, ჰიდრავლიკი, ელექტრიკი, მებაღე სასწრაფოდ ვაქირავებ გარემონტებულ ჩეხურ 2-ოთ ბინას მუდმივი ცხელი და ცივი წყლით .598 100223.595 727220 განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ სასწრაფოდ ვაქირავებ გარემონტებულ ჩეხურ 2-ოთ ბინას მუდმივი ცხელი და ცივი წყლით .598 100223.595 727220 ლიფტი, აივანი, ვერანდა, შემოღობილი ადგილი კეთილმპოწყობილი სამზარეულო, მაცივარი, ღუმელი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, შჰიდა ტელეფონი, Dიგიცოდე განცხადებები 401 - 440 სულ 560 საოფისე, სავაჭრო, სარესტორნო და სხვა სახის საქმიანობისთვის გამოყენება შესაძლებელია საოფისე, სავაჭრო, სამრესტორნო და სხვა საქმიანობისათვის ქირავდება ბინა ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე #7ბ (მინისტარის ქარხანასთან) ემბავუდის მაღაზიასთან ქირავდება ბინა ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე #7ბ (მინისტარის ქარხანასთან) ემბავუდის მაღაზიასთან, საჭირო ავეჯით და ყველა ტექნიკით. ქირავდება 1.5 ოთახიანი კომფორტული ბინა ქუთაისში,გორის ქუჩაზე (350 ლარი) ქირავდება 1.5 ოთახიანი ახალგარემონტებული ბინა ქუთაისში,პრესტიჟულ უბანში.ბინაში არის ყველა საჭირო ავეჯი და ტექნიკა (გაზის გამათბობელი,გაზქურა,მაცივარი,სარეცხი მანქანა,მუდმივი ცივი-ცხელი წყალი,ტელევიზორი,ინტერნეტი და.ა.შ) იზოლირებული საძინებლით, ბინას აქვს რკინის ... ქუთაისში ქირავდება სასაწყობო / საწარმოო ფართი 500 კვ.მ ქუთაისში ქირავდება სასაწყობე ფართი 500 კვ.მ, ფართი არის მაღალჭერიანი. მის: წერეთლის ქუჩა #165/167 ( ყოფილი აბრეშუმ კომბინატის ეზოში , გურმანის უკან) აგრეთვე აქვს შესასვლელი თამარ მეფის ქუჩიდან, ბეტონის გზით, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე ... ქირავდება 2 ოთახიანი ბინა ,ჭავჭავაძის 3ბ-ში,ბინა არის ვეზის ტიპის 9 სართულიანში მე-4 სართულზე.ბინაში არის ძველი რემონტი და არის სუფთა მდგომარეობაში,ბინაში არი დენი გაზი წყალი და ტელეფონი,ბინა არის ცარიელი და არ არის ავეჯი და წხელი წყალი,ფაის:200 ლარი და საბოლოოა ქირავდება 2 ოთახიანი ბინა ჭავჭავაძის 3-ბ-ში,ბინა არის ვეძისის ტიპის ,9 სართულიანი ბინის მე-4 სართულზე,ბინაში არი წყალი ,გაზი ,დენი და ტელეფონი,ბინაში არი ძველი რემონტი და არი სუფთა მდგომარეობაში,ბინაში არ არის ავეჯი და ცხელი წყალი,ფასი 200 ლარი და საბოლოოა სასწრაფოდ ქუთაისში ქირავდება 4-ოთახიანი გარემონტებული ბინა ქირავდება 4-ოთახიანი 2 აივნით ახალი გარემონტებული კეთილმოწყობილი ნათელი მყუდრო ბინა პარლამენტის წინ. ბინაშია ყველა საჭირო ავეჯი და ტექნიკა, ცივი და ცხელი წყალი (გაზის გამაცხელებელი), კონდენციონერი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, ინტერნეტი, ტელეფონი. ... ქუთაისი,ბროსეს 5/31 ში (მესხიშვილის თეატრის უკან) ქირავდება 2 ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა. ბინაში არის ავეჯი და ტექნიკა. ტელ 598162642 / 599118331 ქირავდება ბინა ა.წერთლის უნივერსიტეტთან ახლოს ქირავდება,ახალგრემონტებული 2 ოთახიანი ბინა მეორე სართულზე. უნივერსიტეტთან ახლოს. ბინაშია ცივი და ცხელი წყალი,გამათბობელი,მაცივარი,გაზი,ტელევიზორი. მისამართი: ლომონოსოვის N:2 ტელეფონი: 59551 62 16 59610 03 70 ფასი შეთანხმებით ქირავდება 1 ოტახიანი ბინა რუსტაველის 130 გზის პირზე 41 სკოლის წინ ქირავდება ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე 3 ოთახიანი ბინა. კეთილ_მოწყობილი, ავეჯით, რემონტით, ცენტრალური გათბობით. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით. ქირავდება 105 კვადრატი საოფისე ფართი ქირავდება საოფისედ კონდენციონერი ცენტრალური გათბობა გზის პიირა მხარე საპარკინგე ადგილი კომუნალური გადასახადები ცალკე სოჩიკზე დგას ინდივიდუალურად დაგვიკავშირდით 599778782 ან 598632188 ქუთაისში პლაშატკაზე ქირავდება ბინა 200ლარად ქუთაისში პლაშატკაზე გ. აბაშიძის ნ 4 ში ქირავდება 3 ოთახიანი ბინა. მე-8. სართულზე, ლიფტი მუშაობს. ბინა არის სუფთა მდგომარეობაში. ბინაში არის. გაზი, ცხელი და ცივი წყალი, და ინტერნეტი. ტ 571 18 18 66. ირმა ქირავდება ბინა სტუდენტ გოგონებზე აკ.წერეთლის უნივერსიტეტთან ახლოს მის: წერეთლის ქ. N65ა ტელ: 598 42 06 44, 597 04 07 76 მაია ქ.ქუთაისში ვ.კუპრაძის 27_ში (ყოფილი ძერჟინსკის ქუჩა) ქირავდება კეთილმოწყობილი კერძო სახლი სტუდენტ გოგონებზე. სამზარეულო, აბაზანა, სასტუმრო ოთახი ტელევიზორით და პერსონალური კომპიუტერით, ოთხი საძინებლით და 70კვ. ეზოთ. სახლში დამონტაჟებულია გაზის გამათბობელი ორივე ... ქუთისში ქირავდება ოთახნახევიანი ბინა ლოჯით. მისურაძის 15რკინს კარებით და მეტალოპლასმასის ფანჯრებით. რუსთაველის გამზირზე ქირავდება კეთილმოწყობილი,ავეჯით და ტექნიკით უზრუნველყოფილი სახლი "ბელეტაჟზე". სარდაფით,პატარა ეზოთი,აივნით,ცენტრალური გათბობით ,24 საათიანი ცხელი და ცივი წყლით. საწრაფოდ ქალაქი სპრესტიჟულ უბანში ქირავდება საკუთარი სახლი თავისი იზოლირებული ეზოთი. ახალი გარემონტებული.ერთი ოთახი კუხნა ვანა ტუალეტი.მისამართი ქალაქი ქუთაისი რუსთაველის მერვე ჩიხი16.579573030 სასწრაფოდ ქირავდება 3-ოთახიანი რემონტიანი ბინა ქუთაისში ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით სასწრაფოდ! ქირავდება 3-ოთახიანი (70მ) ბინა რემონტით ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. 1 შეს., სახლი 6, მე-3 სადარბაზო, ბ. 33. ხრუშოვის პროექტი, 4-სართულიანი სახლის მე-3 სართულზე. ბინა არის კუთხის ნათელი, გარე რკინის ჟალუზებით, მოშენებული და მოპირკეთებული ღია აივნით, ... ქირავდება ერთოთახიანი ბინა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, უნივერსიტეტთან ახლოს! ქირავდება ქუთაისში 1 ოთახიანი,სუფთა ბინა აივნით,ავეჯით. 5 სართულიანი ბინის მე-3 სართულზე, პრესტიჟულ უბანში, უნივერსიტეტთან ახლოს, სკოლა პროგრესის გვერდით. ქირავდება კომერციული ფართი ქუთაისში ნიკეას ქუჩა ქირავდება ფართი ქუთაიშში ნიკეას ქუჩაზე ( რესტორან ქალაქურის გვერდით) 300 მ2, ფართი უზრუნველყოფილია მაღალი წნევის გაზით, სამფაზიანი დენით, 24 საათიანი წყალით ( 2 წყლის რეზერვუარით), ეზოთი და პარკინგით. ზესტაფონში ქირავდება 2 ოთახი საოფისედ ქირავდება ფართი საბანკო-საოფისე მომსახურების მიზნით. ზესტაფონი აღმაშენებლის 71. ფართი აღჭურვილია სალარო მოწყობილობის თანამედროვე სტანდარტებით. 60 კვ.მ. საკონტაქტო ტელ: 595280056 ბინა არის ერთ ოთახიანი,კეთილმოწყობილი.ცხელი და ცივი წყალი(24საათიანი წყალმომარაგებით)ბინაში ასევე გვაქვს,სარეცხი მანქანა,მაცივარი,გასქურა,ტელევიზორი,გამათბობელი(კარმა).ბინა მდებარეობს ირაკლი აბაშიძის 17 ნომერში, მე6 სართულზე(ლიფტი მუშაობს)ვაქირავებ სასწრაფოდ,ფასზე ... ქირავდება 2ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა პლაშატკაზე.სამხედრო ნაწილთან ახლოს,598330287ნათია ქირავდება კომერციული ფართი ქუთაისში ავტომშენებლის 43ე-ში, ახალაშენებული, ევრორემონტით, ჭერის სიმაღლე 4.5მ, გამოდგება ყველანაირი ეკონომიკური საქმიანობისთვის, სასურველია ბანკისთვის ან აფთიაქისთვის, ფართი 100მ2, ფასი შეთანხმებით. ქირავდება დიდი და ლამაზი სახლი ევრორემონტით ქუთაისში ოფისად ან საცხოვრებლად ქირავდება დიდი და ლამაზი სახლი ევრორემონტით ქუთაისში ოფისად ან საცხოვრებლად. პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო, სამყოფი ოთახი/სასადილო, ერთი სველი წერტილი და სათავსო. მეორე სართულზე განთავსებულია მეორე დიდი სამყოფი ოთახი, სამი საძინებელი რომელთაგან ორს ... ქირავდება ბინა ქუთაისში ერთოთახიანი, სუფთა, მზიანი, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჭავჭავაძის ბაზრობასთან და მაკდონალდთან ახლოს. იქვეა რკინიგზის სადგური ასევე ავტოსადგური, ბინა მოწესრიგებულია ცივი ცხელი წყლით. 300 ლ ქირავდება კეთილმოწყობილი სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა ქუთაისში აღმაშენებლის 127/75 , ახალგარემონტებული, ყველა ყომფორტით, კონდიციონერი, გაზქურა, გამათბობელი, ცხელი და ცივი წყალი საძინებლები, სამზარეულო ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი ჭურჭელი, სათავსოებით ... ქირავდება ერთოთახიანი ბინა ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. კეთილმოწყობილი სამზარეულო + სარეცხი მანქანა. ტელ. 599185972 ქირავდება 3 ოთახიანი ბინა ავტო მშენებლის 39ა -ში 597192919 არის კომერციული ფართი სადაც არის მაცივრები განთავსებული ქირავდება ბინა,ქუთაისში,ქალაქის ცენტრში. პირველი სკოლის წინ,სამხატვრო გალერიის თავზე . ქირავდება კეთილმოწყობილი ორ ოთახიანი ბინა. აღმაშენებლის გამზირი 112. მესამე სართული. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე. განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ
2019-03-26 08:41:14
https://gancxadebebi.ge/ka/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-1/%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-5/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-_58/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0-2-%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97-598-100223-595-727220-GEO1277674
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204885.27/warc/CC-MAIN-20190326075019-20190326101019-00221.warc.gz
36,087
487,998,235
ბერლინის სამხარეო ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას 2020/2021 აკადემიური წლისთვის სტიპენდიების მოსაპოვებლად. ☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის ბელარუსის ეროვნულ სამეცნიერო აკადემიასთან არსებულ სამეცნიერო კადრების მომზადების ინსტიტუტი აცხადებს საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას უცხო ქვეყნის ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია (Association for Farmers Rights Defense – AFRD) იწყებს შესარჩევ კონკურსს სტუდენტებისა მექსიკის მთავრობა 2020 წლისთვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (University of Science and Technology – UST) აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად 2019-2020 სასწავლო წლის საგაზაფხულო კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა (KDI School of Public Policy and Management) აცხადებს სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებზე. ☼ ფლორენციის ევროპული აკადემია წარმოადგენს საერთაშორისო სკოლას, რომელიც ორიენტირებულია იტალიურ კულტურასა და ხელოვნების ისეთ დარგებზე, როგორებიცაა მუსიკა, ოპერა, ხატვა, დიზაინი და ტიმისოარას დასავლეთის უნივერსიტეტი (რუმინეთი) აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. ჩატარების თარიღი – 31 აგვისტო 13 სექტემებერი. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საერთაშორისო ბიზნესის სკოლა, რომელიც მდებარეობს სან პაულოში (ბრაზილია) აცხადებს სტუდენტების მიღებას 2-3 კვირიან სასერტიფიკატო პროგრამაში მონაწილეობისათვის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა
2019-10-23 05:40:00
http://studinfo.edu.aris.ge/category/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829458.93/warc/CC-MAIN-20191023043257-20191023070757-00402.warc.gz
14,471
171,385,759
დაიბადა საქართველოში, 1973 წელს მარტვილის რაიონის სოფ.კურზუში. 1989 წელს დაამთავრა ქუთაისის ფიზიკა - მათემატიკის სკოლა. 1995 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა - მათემატიკის ფაკულტეტი, მათემატიკის სპეციალობით. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, მათემატიკური ფიზიკის სპეციალობით. 1990 წლიდან მუშაობს კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილ, მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი დოკუმენტის “ფესტოსის დისკოს” დეშიფრირებაზე, რომელიც 2001 წელს დაასრულა, ხოლო შემდეგ წლებში აწარმოებს სამეცნირო ნაშრომის გაფორმებას და გზას უხსნის აღიარებისკენ. 2007 წლის 23 თებერვლიდან არჩეულია ”ფაზისის” მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 2007 წლის 15 ივლისიდან არჩეულია აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად და მიღებულია ამავე აკადემიის ყოველთვიურ გაზეთ “დიოსკურია”-ს სარედაქციო საბჭოს შემადგენ-ლობაში. 2007 წლის 27 ივლისიდან არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად. ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო შრომა და სტატია.
2019-10-23 02:31:22
http://saunje.ge/index.php?id=891&option=com_content&Itemid=15&lang=ru
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987828425.99/warc/CC-MAIN-20191023015841-20191023043341-00107.warc.gz
5,538
169,333,014
სამცხე–ჯავახეთში ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის მიერ არასრულწლოვანთან შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო. დეპუტატი მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ იგი პოლიციამ უკვე დაკითხა და ყველაფერს სამართალდამცველები გაარკვევენ. დეპუტატის მიერ 15 წლის გოგონასთან მიმოწერა ე.წ. სქრინებით სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოებში ჩანს, რომ დეპუტატი გოგონას ჯერ სახელს, შემდეგ კი ასაკს ეკითხება, გოგონა წერს, რომ ის 15 წლისაა : „პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე“, – პასუხობს დეპუტატი.დეპუტატს „სამხრეთის კარიბჭესთან“ მომხდარის შესახებ დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა აცხადებს, რომ მიმოწერა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა მის მიერ დაწერილი არ არის: „ეგ რაც არის სრული აბსურდია ყველაფერი! გამოძიება დაწყებულია და ის გასცემს პასუხს ყველა კითხვაზე. დასასჯელი ვინც იქნება დაისჯება, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. მე გამიკეთეს პირადად და ეს ყველაფერი გაავრცელეს“, – ამბობს დეპუტატი და არ აკონკრეტებს გაკეთებაში რას გულისხმობს. დეპუტატის ფეისბუქის პირადი გვერდი სოციალურ ქსელში დღეს, ხუთ ნოემბერს, უკვე აღარ იძებნება, თუმცა ე.წ. სქრინშოთში არსებული ფოტო და დეპუტატის პირადი გვერდის მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. „სამხრეთის კარიბჭე" იმ პირის ავთენტურობას, ვისაც დეპუტატი სავარაუდოდ წერს, ვერ ადგენს. აღნიშნული პირი იდენტიფიცირებული ამ დრომდე არც საგამოძიებო ორგანოს ჰყავს: „იმისთვის რომ დავადგინოთ, თუ ვინაა მიმოწერის ადრესატი, ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ვახორციელებთ“, – გვითხრეს შსს–ში. საკრებულოში, სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული „სქრინშოთების“ შესახებ გუშინ, ოთხ ნოემბერს, გაიგეს. როგორც თავმჯდომარე ამბობს, მას შემდეგ იგი დეპუტატთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაღაც გაუგებრობაა. ეს ადამიანი ძალიან წესიერი და პატიოსანია. უბრალოდ მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ დეპუტატთან საუბარი არ მქონია. სავარაუდოდ ის პოლიციაშია გამოკითვაზე და ტელეფონს ვერ პასუხობს. როდესაც მასთან გასაუბრებას შევძლებ, ამის შემდეგ მეტი მეცოდინება". სოფელში დეპუტატის მიერ არასრულწლოვანთან სავარაუდო მიმოწერის შესახებ არაფერი იციან. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს სიცრუე იქნება. „ჩემი მეგობარია. ვფიქრობ, რომ ეს მოწყობილია. ეს ადამიანი მაგის გამკეთებელი კი არა ჩამფიქრებელიც კი არ არის. ვერ გეტყვით ვინ გააკეთა, თუმცა ეს მოგონილია. ყველას გვიკვირს, მე გამოვრიცავ მსგავს რამეს“, – ამბობს სოფელში სკოლის ერთ–ერთი მასწავლებელი.დეპუტატის ოჯახში კი ამბობენ, რომ მას ფეისბუქი საერთოდ არ აქვს: "არც მე და არც ჩემს მეუღლეს ფეისბუქი არ გვაქვს. ეს დიდი ტყუილია, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – გვითხრა დეპუტატის მეუღლემ. იგივეს აცხადებენ მის მეზობლად მცხოვრებლებიც: „ძალიან წესიერი კაცია, მისგან მსგავსი არასდროს არაფერი გაგვიგია“. საკრებულოში დეპუტატები აცხადებენ, რომ თუ მათ კოლეგას გარყვნილი ქმედების ფაქტი დაუდასტურდება, საკრებულოში მისი მანდატის მოხსნის შესახებ საკითხს დააყენებენ. [თინათინ ზაზაძე] სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
2019-10-15 15:48:52
http://www.regions.ge/index.php?m=5&news_id=1671
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986659097.10/warc/CC-MAIN-20191015131723-20191015155223-00163.warc.gz
11,354
279,930,947
დღეს სამსახურიდან მეგობართან მივდიოდი. საკმაოდ დაღლილი ვიყავი. ერთი სული მქონდა მივსულიყავი. დიდი საცობი იყო, ამიტომ მეტროთი წასვლა გადავწყვიტე. ვდგავარ სადგურზე, ველოდები მეტროს, გარშემო ბევრი ხალხი იყო, პიკის საათში მომიწია მგზავრობა. მეტროს მოსვლამდე წამები იყო დარჩენი. უცებ ხმაური ატყდა, გავიხედე და რას ვხედავ, პატარა ბავშვი ლიანდაგზე ჩავარდა. ერთი ამბავი ატყდა, მატარებელი საცაა მოვიდოდა. ყურებში განწირული დედის კივილი მესმოდა “მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთო”. ერთი წამიც არ იყო გასული ერთი ახალგაზრდა ბიჭის ლანდს მოვკარი თვალი, უცებ ჩახტა ლინდაგებზე, წაქცეულ და მტირალ ბავშვს ხელი მოჰკიდა და იქვე მდგარ მაკაცს ხელში მიაწოდა. უცნობმა კაცმა ბიჭს უყვირა სასწარაფოდ ამოსულიყო, ხალხმა ყვირილი დაიწყო მატარებელი გაჩერებულიყო, ვუყურებდი როგორი განწირული სახე ჰქონდა ამ ბიჭს ბოლო წამებში. ამოსვლა დააპირა, მაგრამ მატარებელი ელვის სისწრაფით მოდიოდა, ვეღარ გავუძელი და სიმწრისგან თვალებზე ხელი ავიფარე. მატარებელმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭმა შეძლო და მოახერხა ბაქანზე ამოსვლა. ყველა გაკვირვეული უყურებდა ამ ბიჭს. ყველამ შეაქო და მადლობები უხადეს, სულ უცხო ხალხმაც კი. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა როდესაც ამ ბიჭს პატარის დედა გადაეხვია და “უფლისგან მოვლენილი ანგელოზი” უწოდა. მეგობრებო, გვიყვარდეს ერთმანეთი. პატივი ვცეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს. მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს.
2019-03-24 10:55:39
https://geonewss.com/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%9B%E1%83%94/
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203438.69/warc/CC-MAIN-20190324103739-20190324125739-00275.warc.gz
14,871
471,012,959
ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის სასახლის შენახვაზე 700 000 ლარი დაიხარჯა ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის სასახლის შენახვაზე 700 000 ლარი დაიხარჯა - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის" მედიაპროექტი "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათი თქმით, უფუნქციოდ დარჩენილი შენობის შენახვა ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდება. "პარლამენტის შენობა, რომლის შენებაც 2012 წელს დასრულდა, 326 მილიონი ლარი დაჯდა. პარლამენტის შენობის შენახვაში წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს ვხარჯავდით. წელს, 8 თვეში, უფუნქციო შენობის კომუნალურებში უკვე თითქმის 700,000 ლარი გადავიხადეთ. ამ დროს წელს სულ 400,000 დაიხარჯება ქუთაისში ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და 150,000 საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოზე", -წერია ინფორმაციაში. ქუთაისში პარლამენტის სასახლე უფუნქციოთ მიმდინარე წლის იანვრიდან დარჩა. პარლამენტი სრულად თბილისში გადავიდა. მთავრობის დაპირებით, ადგილზე საპოლიციო ჰაბი მოეწყობოდა, თუმცა ამ დრომდე შენობა ცარიელია.
2019-10-21 17:44:24
http://newpress.ge/qutaisshi-ufunqciod-darchenili-parlamentis-shenaxvaze-700-000-lari-daixarja
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987781397.63/warc/CC-MAIN-20191021171509-20191021195009-00547.warc.gz
9,205
146,506,859
რა გეო პოლიტიკური პროცესები მიდის მსოფლიოში, დასრულდა თუ არა დასავლეთის დომინირების ეპოქა, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, გთავაზობთ ვრცელ ექსკლუზიურ ინტერვიუს პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან. – საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიოში დასავლეთის დომინირების ეპოქა დასრულდა. საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, რომ ეს ხდება გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო. მაკრონმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ამჟამად ჩინეთმა პირველ რიგში გადაინაცვლა, რამდენად არის დაკავშირებული ეს ყველაფერი ნეო-ლიბერალიზმის დასასრულთან, რაზეც უკვე ღიად საუბრობენ? გიორგი ცუცქირიძე: დღეს მსოფლიოში მიდის პროცესები, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ჩვენც აუცილებლად შეგვეხება. დასავლეთის ჰეგემონია მოიაზრებოდა ერთპოლუსიან მსოფლიოს სახით, სადაც დომინირება ევრო-ატლანტურ ცივილიზაციას უნდა ჰქონოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში. ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ესეც „ისტორიის დასასრული“ ამ კონტექსტს გულისხმობდა. ეს იდეები ფართოდ გავრცელდა გლობალიზაციის პროცესში, რასაც ზოგიერთი მკვლევარი ნეოლიბერალურ გლობალიზაციადაც კი ნათლავს. რეალობა ცოტა სხვანაირი აღმოჩნდა. მართალია, საბჭოთა კავშირი დაიშალა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მეორე გეო პოლიტიკურ პოლუს წარმოადგენდა, თავისი გავლენის სფეროებით აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპაზე რომ აღარაფერი ითქვას, მაგრამ პრობლემებმა სხვა მიმართულებით იჩინა თავი. პირველ რიგში ეს არის ირანი და მზარდი ისლამური ფუნდამენტალიზმი, რასაც დაემატა მომძლავრებული ჩინეთი და რუსეთი. როდესაც აღნიშანულ თემებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ნეოლიბერალურმა დოქტრინამ პოლიტიკაში და ეკონომიკაში, ასევე კულტუროლოგიურ ასპექტში, უზრუნველყო მრავალპარტიულობა და პოლიტიკური პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა საკანონმდებლო და კონსტიტუციურ დონეზე. ადამიანის უფლებები იქცა წამყვან პრიორიტეტად, ეკონომიკა აიგო კერძო საკუთრების პრიორიტეტზე, თუმცა საბაზრო თავისუფლებამ და კონსუმერიზმმა საბოლოო ჯამში შეიწირა სულიერება და გასაკვირი არ არის, რომ ამ მატერიალისტურ სისტემაში ღმერთის როგორც სულიერების უმაღლესი სუბსტანციის ადგილი თითქმის აღარ დარჩა. ამიტომაც ითვლება, რომ ამ დოქტრინამ თავისუფალი ბაზრისა და ლიბერალიზმის დროშით, „დახურა ვოლტერის, დიდროს და რუსოს დროიდან მომდინარე განმანათლებლობა“. საბაზრო თავისუფლება კი იქცა ახალი პოლიტიკის თავისებურ დიქტატად, კულტურული და ისტორიული კატეგორიების გადაფასებით და მიუღებლობით. მიიჩნევა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში საბაზრო თავისუფლების იდეად ჩაფიქრებული ნეო-ლიბერალიზმის მემარჯვენე დოქტრინა გადაიქცა რეპრესიულ სისტემად, რამაც წაშალა ზღვარი ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის. ნეო-ლიბერალიზმის, როგორც ბოლო ათწლეულებში წამყვანი იდეოლოგიური პლათფორმის კრიზისმა, განსაკუთრებით, 2008 წლის გლობალური კრიზისის წინა და შემდგომ პერიოდში იჩინა თავი. დიდწილად მისი შედეგი იყო 2008 – 2010 წლების გლობალური შოკები ეკონომიკაში, რასაც უკვე პოლიტიკურ დონეზე მოყვა ბრექსიტი ინგლისში და დონალდ ტრამპის მოსვლა ამერიკაში. ნეო-ლიბერალიზმის ერის დასასრულზე ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნობელიანტმა ჟოზეფ სტიგლიცმაც ღიად განაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთი დააბრუნოს დიდ შვიდეულში ამ ფაქტორებითაც არის განპირობებული. რადგან რუსეთი მიუხედავად ეკონომიკური სანქციებისა, და იზოლაციისა, მაინც ცდილობს შექმნას ალტერნატიული დიდი შვიდეული, ჩინეთთან ერთად, თუმცა ითვლება, რომ ამას ჩინეთი აკეთებს რუსეთის ხელით. ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომიც ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების თავისებური გამოხატულებაა და ჩინეთის ეკონომიკის მზარდი ექსპანსიის შეჩერებას ემსახურება.. აშშ-ის სახელწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ამასწინდელ განცხადებაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსეთის და ჩინეთის ფაქტორის დასახელებაც, ანაკლიის პორტის კონტექსტში საყურადღებო ამ თვალსაზრისითაც არის. ჩვენთან ნეო ლიბერალიზმის გაგება ცოტა დამახინჯებულია და ხშირად არასწორად ესმით, მათ შორის ეკონომიკური პოსტულატების თვალსაზრისითაც. რატომღაც ითვლება, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები თავისუფალი ბაზრის პრიორიტეტზე დგანან, ხოლო შერეული ეკონომიკური მოდელები არის დამახასიათებელი მხოლოდ სოციალისტური ორიენტაციის, ძირითადად სკანდინავიის ქვეყნებისათვის. არადა, დღეს პრაქტიულად ყველა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა შერეულ ეკონომიკური სისტემაზეა გადასული, რომელიც საბაზრო მექანიზმებსა და ეკონომიკური პროცესების სახელმწიფო რეგულირების მოდელს წარმოადგენს, იქნება ეს არა მხოლოდ შვედური, არამედ ამერიკული, ფრანგული, იაპონური თუ გერმანული მოდელები. ამასთან, იგივე სკანდინავიის ქვეყნებში თუ ნეო-ლიბერალური მიდომები დამახასიათებელია პოლიტიკურ და კულტურულ ასპექტებში, ამავდროულად ეკონომიკა მაღალი გადასახადებით და სოციალური პროგრამებით იგივე „შვედური კაპიტალიზმის“ მოდელით ფუნქციონირებს. ნაციონალურმა მოძრაობამ ეყრდნობოდა რა ლიბერტარიანულ მიდგომებს, რაც ნეო-ლიბერალიზმის ულტრა-მემარჯვენე მიმდინარეობას წარმოადგენს, მოახერხა ამ მოძღვრების კიდევ უფრო გაუკუღმართება, იქცა რა თანამედროვე ბოლშევიზმად; შემთხვევითი არ იყო, რომ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის „ნაციონალისტური ნარატივი“ სახელმწიფო ინსტიტუტების და ეკონომიკის რეფორმირებასთან ერთად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, განსხვავებული აზრის მიუღებლობის, შიშის და ტერორის, ბიზნესის დატერორების გზით ბიუჯეტის გაურკვეველი „შავი სალაროების“ შევსებით ვითარდებოდა. საკუთრების უფლებების დარღვევა და ქონების ექსპოპრიაცია, სასამართლო სისტემის სრული მოშლა და პარტიული მართველობის ვერტიკალზე დაქვემდებარება, იყო თანმდევი იმ ვაკხანალიისა, რაც ათასობით ადამიანის ციხეში გაშვებით და ტერორის ატმოსფეროთი იყო უხვად ნაზავი. -დავუბრუნდეთ ჩინეთის ეკონომიკური მოდელს, იგი პრინციპულად განსხვადება დასავლური ეკონომიკური მოდელებისაგან იმით, რომ კერძო საკუთრების შეზღუდულ ფორმაზე დგას. როგორც ახალი დომინანტური ძალის შემოსვლა რამდენად შეცვლის არსებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც რუსეთის ფაქტორის გამო, ისედაც არეულია? – მართალია, ჩინური ეკონომიკური მოდელი ერთის მხრივ არის სოციალისტური ეკონომიკა, შეზღუდული კერძო საკუთრებით, რომელიც ხუთწლედის გეგმის საფუძველზე ვითარდება, მაგრამ იგი პრინციპულად განსხვავდება საბჭოური ან თუნდაც შვედური მოდელისაგან. ჩინურმა ეკონომიკურმა გამოცდილებამ ეკონომიკის გაბატონებული შეხედულებებიც კი სარევიზიო გახადა. ჩინეთმა შექმნა სახელმწიფო კაპიტალიზმის (state-guided capitalism) ერთობ ეფექტიანი მოდელი. ეს არის არა სახელმწიფო რეგულირების კეინსიანელობა, არამედ ეყრდნობა წმინდა ჩინურ ფილოსოფიურ ეკონომიკურ სპეციფიკას, შეზღუდული კერძო საკუთრებით. წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელში წამყვანი როლი აკისრია ექსპორტს. გეთანხმებით ეს მოდელი პრინციპულად განსხვავდება ჩვენში ლამის სტიგმად ქცეული ნეო-ლიბერალური მიდგომებისაგან და საბაზრო კაპიტალიზმის გაგების ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისაგან, სადაც ეკონომიკური განვითარების და ზრდის მთავარი ლაიტმოტივი თავისუფალ ბაზარზე და კერძო საკუთრების პრიმატზეა აგებული. ჩინეთის ეკონომიკური სასწაული დაიწყო 1978 წელს დენ სიაოპინგის მიერ, რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ჩინური სახელმწიფოს მამად. მიიჩნევა, რომ განვლილ პერიოდში, კერძოდ 1978 – 2010 წლებში, ჩინეთმა ეკონომიკის ევოლუციის თვალსაზრისით გაიარა ის გზა, რასაც თუნდაც ორმა თანამედროვე მეგაეკონომიკამ აშშ-მა და გერმანიამ მთელი საუკუნე მოანდომეს. ჩინეთის ასეთი ტრანსფორმაცია განაპირობა პირველ რიგში ტექნოლოგიურმა პროგრესმა. დღეს პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ ჩინეთმა დაანგრია არსებული სტერეოტიპი, რომ ჩინეთი ვერ შექმნიდა განვითარებული დასავლეთის ალტერნატივას, ჩაიკეტებოდა სოციალისტურ ერთპარტიული და დახურული ბაზრის სტიგმებში, მხოლოდ აგროსექტორის მოდერნიზება(ისიც ნაწილობრივ) და დაბალტექნოლოგიური საქონლის და ტექსტილის წარმოება შეეძლო. მაგრამ უკვე გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ჩინეთმა დაძლია არა თუ დაბალტექნოლოგიური, არამედ საშუალოტექნოლოგიური პროდუქციის წარმოების ბარიერიც და 2010 წლიდან მაღალტექნოლოგიურ ჰაბად იქცა. ჩინეთმა უზრუნველყო აგროსექტორის მთლიანი ტრანსფორმაცია, როდესაც რეფორმების დაწყებიდან უკვე მეათე წლისთავზე შეძლო დაეპურებინა მილიარდიანი მოსახლეობა, რაც წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. ეს რეფორმაც განხორციელდა წმინდა სოციალისტური მოდელით, როდესაც გლეხებს მიწები გადაეცათ დასამუშავებლად კოლექტიური თანასაკუთრების პრინციპით; უნდა აღინიშნოს ჩინური გეო-ეკონომიკის კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც არის განათლების რეფორმა. ჩინეთმა დაძლია წერა-კითხვის მასობრივი უცოდინრობა და სასწავლო დაწესებულებების დეფიციტი. დღეს ჩინეთში 2 ათასზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც განათლება უფასოა. ჩინური წამყვანი უნივერსიტეტები შედიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ასეულში. განათლების რეფორმამ, გარდა სამეცნიერო პოტენციალის ზრდისა, კონკურენტუნარიანი მენეჯერების გამოშვებაც უზრუნველყო, რამაც გაზარდა ჩინური საწარმოების კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბიზნესში; ნიშანდობლივია, რომ ყველა რეფორმა თავიდანვე სოციალურად ორიენტირებული იყო და პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა საბაზრო კაპიტალიზმს. კონფუციანური სწრაფვა განათლებისაკენ სწავლების ყველა დონეზე ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტია დღემდე. კონფუციანური განათლების პრინციპებია თვითრეალიზება და საკუთარი თავის დაძლევა (ცზი). დღეს მსოფლიო სამეცნიერო და პოლიტიკური წრეები სულ უფრო იხრებიან იმ თვალსაზრისისაკენ, რომ ჩინეთი არის არა მხოლოდ ევროცენტრიზმისა და ვესტერნიზმის რეალური ალტერნატივა, არამედ გლობალური ისტერნიზაციის მაგალითი. იაპონიამ და სამხრეთ კორეამაც განახორციელა ეკონომიკური სასწაული გასული საუკუნის მეორე ნახევარში, მაგრამ არც იაპონია და არც სამხრეთ კორეა არ გამოსულან ევროპეიზმისა და ვესტერნიზმის საზღვრებიდან. ჩვენთან უკვე პოპულარულად ქცეული საწარმოო სიმძლავრეების რელოკაციიდან ანუ პროდუქციის ჩინეთში წარმოებით და საერთაშორისო ბაზრებზე გატანით, საბოლოო ჯამში ამერიკაზე და ევროპაზე მეტად მოგებული ჩინეთი დარჩა. ჩინეთმა პრაქტიკულად შეიწოვა და განავითარა ყველა ის ტექნოლოგიური ინოვაცია, რაც დასავლეთმა საკუთარი წარმოებების დიდი ნაწილის ჩინეთში გადატანით განახორციელა. -ჩინეთი ითვლება ტექსტილის წარმოების დიდი ჰაბად, რამდენად დივერსიფიცირებულია და კონკურენტუნარიანია დღეს ჩინეთის ეკონომიკა? – ჩინეთის კიდევ ერთი გეო-ეკონომიკური თავისებურება არის ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ჩინეთს ჰქონდა არჩევანი: აქცენტი გაეკეთებინა ტრადიციულ კონკურენტული უპირატესობის საქონელზე, ან მოეხდინა ეკონომიკის სრული მოდერნიზაცია. პირველის არჩევის შემთხვევაში ჩინეთი დიდი ალბათობით იქცეოდა ბრინჯის მწარმოებელ აგრო ჰაბად და ღარიბ ქვეყნად დარჩებოდა; იგივე შეიძლება ითქვას სამხრეთ კორეაზეც და ვიეტნამზეც, რომლებიც დღეს სამრეწველო კაპიტალიზმის ფლაგმანებად ითვლებიან. მართალია, სადღეისოდ ჩინეთში წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის ეტაპობრივად ჩანაცვლება ხდება მომსახურების მოდელით, მაგრამ სამრეწველო პროდუქციის უდიდესი ნაწილის მწარმოებელი დღემდე ჩინეთია. საქონლის ასორტიმენტი იწყება მანქანა-დანადგარებით და ელექტრონული ტექნიკის საქონლით და მთავრდება ტექსტილით. ჩინეთი, გარდა ავტომობილებისა, აწარმოებს გემებს, მეტალურგიულ პროდუქციას და ცემენტს. ჩინეთს პრაქტიკულად არ აქვს ენერგეტიკული პრობლემები, რადგან ყველაზე მეტი კაშხალი აქვს აგებული. 2017 წლის მონაცემებით ჩინეთი ავტომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელია, რაც ყოველწლიურად 29 მლნ ავტომობილს შეადგენს, შედარებსათვის აშშ აწარმოებს 11,2 მლნ ავტომობილს წელიწადში, ხოლო იაპონია-9,7 მლნ ერთეულს. რეფორმების დაწყებიდან ორმოცი წლის შემდეგ, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2018 წელს $13.6 ტრილიონს შეადგენდა, ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში კი 22%-ს შეადგენდა და მხოლოდ ამერიკის მაჩვენებელს ჩამორჩება, რომელიც 2018 წლის მიხედვით 20,5 ტრილიონ აშშ დოლარი იყო და ეს მაშინ, როცა 1978 წელს, ჩინეთის მშპ მხოლოდ $150 მილიარდი იყო!. ამასთან, ბოლო 20 წლის მანძილზე, ზრდასრული მოსახლეობის სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე გაოთხმაგდა. ჩინეთში 600 მილიარდელია, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩინეთმა განვითარებად ქვეყნებს უფრო მეტი კრედიტები გამოუყო, ვიდრე მსოფლიო ბანკმა. ჩინეთი წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორს აშშ-სთან და იაპონიასთან ერთად. მსოფლიოს წამყვანი 10 ბანკიდან აქტივების სიდიდით პიორველი ოთხი ბანკი ჩინურია, 13.5 ტრილიონი დოლარის საერთო აქტივებით. ჩინეთი ასევე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ლოჯისტიკურ ჰაბად, მსოფლიოს 10 უმსხვილესი პორტიდან 7 ჩინურია. 2010 წლისათვის ჩინეთი უკვე გადავიდა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე. იქმნება ახალი თანამედროვე ლოჯისტიკური ჰაბები. ჩინური საკომუნიკაციო და კომპიუტერული ბრენდები მსოფლიოში ცნობილია. ჩინეთი არ იშურებს თანხებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისათვის. ემანუელ მაკრონის განცხადებაც არ არის შემთხვევითი, მაგრამ ჩინური ეკონომიკური დრაკონის, როგორც მას უწოდებენ, განაცხადი ახალ მსოფლიო წესრიგზე რამდენად რეალურია, ეს სხვა საკითხია. წმინდა ეკონომიკური კუთხით, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, დღევანდელი ტემპები რომ შეინაჩუნოს, ჩინეთს მინიმუმ 10 წელი მაინც დასჭირდება მშპ-ის მოცულობის მიხედვით აშშ-ის გადასწრებისათვის, ჩინეთს კი ჰქონდა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ინდოეთთან ერთად, საშუალოდ წლიური 7.8 %, მაგრამ ბოლო წელია ზრდის ტემპები შენელებულია 6%-მდე. გარდა ამისა, უახლოეს 10-12 წელიწადში თუნდაც 2030 წლისათვის არავინ იცის თუ რა ტექნოლოგიური გარღვევა მოხდება მსოფლიოში და კერძოდ დასავლეთში. 10 წლის წინ ძნელად თუ ვინმე დაიჯერებდა, რომ 3D პრინტერით არა თუ ადამიანის ორგანოების, არამედ სახლების აშენება იქნებოდა შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ მარსის ათვისების პლანეტარული პროგრამა სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს ახალ გეო პოლიტიკურ რეალობაზე… და ახლა ამ თემებზე მსჯელობა ცოტა შორს წაგვიყვანს. მეორე, არც თუ ნაკლებად აქტუალური საკითხი არის ის, თუ რამდენად არის მზად პეკინი ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორი გახდეს უკვე ფაქტიურად მრავალ პოლუსიან მსოფლიოში. აიღებს კი თუნდაც უახლოეს ათწლეულში, პასუხისმგებლობას მსოფლიო ლიდერობაზე, რაც ევრო-ატლანტურმა ცივილიზაციამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ავად თუ კარგად მოიტანა დღემდე. ჩინეთი არის აბსოლუტურად სხვა ცივილიზაცია, ვიდრე ქრისტიანული ცივილიზაციაა, რომელიც იყო ჰეგემონი აშშ-ს სახით, ბოლო 70 წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, დღეს კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. არა მგონია, დასავლეთის ლიდერობა უახლეს მომავალში დასრულდეს. დასავლეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსები არსებული კრიზისი გადალახოს. ისე ჩვენ გვაქვს ამ ტიპის ცივილიზაციასთან ურთიერთობის მდიდარი ისტორიული გამოცდილება, მე-12-14 საუკუნეებში როგორც უარყოფითი ისე დადებითი, თუნდაც გიორგი ბრწყინვალეს ეპოქა რომ მივიღოთ მხედველობაში.
2019-10-21 16:27:39
http://bfm.ge/giorgi-cucqiridze-dasavletis-dominirebis-dasrulebaze-saubari-naadrevia/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987779528.82/warc/CC-MAIN-20191021143945-20191021171445-00113.warc.gz
21,905
27,696,719
Google-მა დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას საგანგებო გამოფენა მიუძღვნა. კერძოდ, მსოფლიო აუდიტორიისათვის NASA-სა მიღწევებთან ერთად დავით კაკაბაძის სინემატოგრაფიც გამოიფინა. ხელოვნების სასახლის და Google-ს მორიგი ერთობლივი პროექტი მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას გააცნობს. პროექტი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა, Google Cultural Institute-ს პლატფორმაზე დღეს განთავსდა და მსოფლიოს გამომგონებლებისადმი მიძღვნილი იმ დიდი გამოფენის ნაწილია, რომელსაც „ცდა მსოფლიოსათვის„ ეწოდება. დავით კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი გამოგონებელია რომელსაც ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში დამთვალიერებელი იხილავს. „დავით კაკაბაძე: ექსპერიმენტები ხელოვებასა და ტექნოლოგიაში“ (David Kakabadze: experiments with art and technology) ასე ეწოდება იმ ვირტუალურ გამოფენას რომელიც ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალებისა და კოლექციების ბაზაზე მომზადდა და რომელიც 14 სლაიდს მოიცავს. ვირტუალური ტური 1922 წელს დავით კაკაბაძის მიერ გამოგონებული სინემატოგრაფის შესახებ მოგვითხრობს. დავით კაკაბაძის შემოქმედებასა და სამეცნიერო გამოგონებასთან ერთად, 23 ქვეყნის 110-ზე მეტი მუზეუმი მსოფლიო საზოგადოებას მოძრავი კინოს პიონერისა და მსოფლიოში პირველი კინოსტუდიის დამაარსებლის - ჟორჟ მილიეს (Georges-Jean Méliès), ასევე, 1989 წელს ტიმ ბერნერს ლის (Tim John Berners-Lee) მიერ შექმნილი მსოფლიო აბლაბუდაზე (WorldWideWeb), ორბიტაზე გატანილი კოსმოსური ტელესკოპის - ჰაბლისა (Hubble Space Telescope) და სხვა მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევაზე უყვება. კავკასიიდან საქართველო პირველი ქვეყანაა რომელიც აღნიშნულ სამეცნიერო-საგამოფენო პროექტში იღებს მონაწილეობას. ვირტუალური გამოფენა ხელოვნების სასახლის მიერ მომზადდა და ის მუზეუმის მიერ ვირტუალურ სივრცეში განთავსებული მეშვიდე გამოფენაა
2019-03-27 00:10:02
http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61930
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912207146.96/warc/CC-MAIN-20190327000624-20190327022624-00174.warc.gz
14,182
162,562,516
სოფია ლორენი, იზაბელ იუპერი, ნაომი უოთსი და ქეით უინსლეტი არმანის ჩვენებას დაესწრნენ გუშინ, პარიზში, ლეგენდარული დიზაინერის, ჯორჯო არმანის, შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის სოფია ლორენი, ნაომი უოთსი, სელინ დიონი, იზაბელ იუპერი, პრიანკა ჩოპრა და სხვა ვარსკვლავებიც იყვნენ. ჩვენების შემდეგ სტუმრებისთვის მიღებაც გაიმართა, სადაც სელინ დიონმა თავისი ახალი სიმღერა შეასრულა. გადახედვამალარიის უსისხლო დიაგნოსტირება შესაძლებელი ხდება — პროგრამისტის გამოგონება მალარიის უსისხლო დიაგნოსტირება შესაძლებელი ხდება — პროგრამისტის გამოგონება გადახედვაMorning Show-ს თითო სერიაში უიზერსპუნი და ენისტონი 2-2 მილიონ დოლარს მიიღებენ Morning Show-ს თითო სერიაში უიზერსპუნი და ენისტონი 2-2 მილიონ დოლარს მიიღებენ გადახედვაAnalogue Pocket-ზე თქვენი საყვარელი Game Boy-ს თამაშები გელოდებათ Analogue Pocket-ზე თქვენი საყვარელი Game Boy-ს თამაშები გელოდებათ გადახედვაჯენიფერ ენისტონმა ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა ჯენიფერ ენისტონმა ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა გადახედვანიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი ახალ ფილმში კვლავ ერთად ითამაშებენ ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი ახალ ფილმში კვლავ ერთად ითამაშებენ გადახედვარატომ აღარ უნდა ვიყიდოთ ახალი ტანსაცმელი რატომ აღარ უნდა ვიყიდოთ ახალი ტანსაცმელი გადახედვაგილერმო დელ ტორო ახალ ფილმზე ვარსკვლავური შემადგენლობით მუშაობს გილერმო დელ ტორო ახალ ფილმზე ვარსკვლავური შემადგენლობით მუშაობს გადახედვარაიან რეინოლდსი და ჯონ კრასინსკი ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ რაიან რეინოლდსი და ჯონ კრასინსკი ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ
2019-10-18 05:57:58
https://on.ge/story/12266-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677964.40/warc/CC-MAIN-20191018055014-20191018082514-00294.warc.gz
22,053
643,847,652
დანიის ხელისუფლება „არასასურველ მიგრანტთა“ ბანაკს ბალტიის ზღვაში, კუნძულ ლინდჰოლმზე განათავსებს დანიის ხელისუფლებამ მიგრაციისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად, ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ ლინდჰოლმზე ე.წ. არასასურველ მიგრანტთა ბანაკს განათავსებს. როგორც სოციალურ ქსელში დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხელისუფლება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დეპორტაციის ბანაკის მოწყობისა და „არასასურველი მიგრანტების“ დანიური საზოგადოებისგან გამიჯვნის მიზნით 100 მილიონ ევროზე მეტს დახარჯავს. 2021 წლისთვის ასეთი ბანაკი შეიქმნება კუნძულ ლინდჰოლმზე, რომელზეც ამჟამად მხოლოდ ცხოველთა დაავადებების კვლევის ლაბორატორიები და ეპიდემიების დროს დახოცილ ცხოველთა კრემატორიუმები არსებობს. გეგმის მიხედვით, მოხდება მათი დეკონსტრუქცია, კუნძულის გაწმენდა და შემდეგ მიგრანტთა საცხოვრებელი კომპლექსის აშენება. ინიციატივის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ იმიგრანტები, რომლებსაც დანაშაულებრივი ქმედებების/კრიმინალური წარსულის გამო უარი ეთქვათ თავშესაფარზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით დანიის ხელისუფლება ვერ ახდენს მათ დეპორტაციას. იმიგრანტთა ამ ჯგუფს არ აქვს დანიაში მუშაობის უფლება და სრულიად დამოკიდებულნი არიან სადეპორტაციო ბანაკებში სოციალური სამსახურის მიერ უზრუნველყოფილ საცხოვრებელსა და საკვებზე. საელჩოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად არასათანადო საცხოვრებელი პირობებისა, იმიგრანტთა გარკვეული ნაწილი სადეპორტაციო ბანაკებში წლების განმავლობაში ცხოვრობს. მათი გარკვეული ნაწილი კი, კრიმინალის კუთხით საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს Kærshovedgård-ის სადეპორტაციო ბანაკის გარშემო მდებარე დასახლებებს. ძირითადად, სწორედ, ამ ფაქტით ხსნის ხელისუფლება კრიმინალ მიგრანტთა კუნძულზე იზოლირების გადაწყვეტილებას. ამჟამად კუნძულთან საკმაოდ აქტიური საზღვაო კავშირი არსებობს, მაგრამ ინტეგრაციისა და იმიგრაციის მინისტრი ინგერ სტოიბერგი პირობას დებს, რომ კუნძულზე მიგრანტთა ბანაკის განთავსების შემდეგ მასზე მიმოსვლა უკიდურესად შეიზღუდება. გარდა ამისა, პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოსვლის დროს სტოიბერგმა ხაზი გაუსვა კუნძულთან დაკავშირებით გაკეთებული არჩევანის სისწორეს და განაცხადა, რომ მიგრანტთა ბანაკები არ უნდა იყოს საცხოვრებლად მიმზიდველი, რათა ამან არ წაახალისოს დანიაში თავშესაფრის პოტენციური მაძიებლები.
2019-10-22 10:55:33
https://1tv.ge/news/daniis-khelisufleba-arasasurvel-migrantta-banaks-baltiis-zghvashi-kundzul-lindholmze-ganatavsebs/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987817685.87/warc/CC-MAIN-20191022104415-20191022131915-00093.warc.gz
14,404
339,615,007
მომავალი სეზონისთვის მზადებას 9 ივნისიდან შეუდგება. ავსტ რიული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ ფეხბურთელთა სიაცაა გამოქვეყნებულ ი, რომლებსაც გუნდის სამწვრთნელო შტაბი შეკრებაზე ელის. ბუნებრივია, მათ შო რისაა საქართველოს ნაკრების წევრი ილია კანდელაკიც, რომელმაც გასული სეზო ნი სტაბილურად ჩაატარა და სისტემატურად იყო " მთავარმა მწვრთნელმა ის მოთამაშეები ახსენა, რომელთა იმედი უკრაინის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ 2008 წლის 19 აპრილს ჩატარებული მატჩის შ ესახებ გამოძიება დაასრულა. ამ დღეს ერთმანეთს ხარკოვის " ეხვდნენ და თამაში ხარკოველთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. ამ შე ხვედრამ მოგვიანებით გარკვეული ეჭვები აღძრა და ბოლო პერიოდში აქტიურად გ ამოთქვამდნენ ვარაუდებს იმის შესახებ, თითქოს მეტოქეები ერთმანეთს გაური გდნენ. გუშინ კი უკრაინულმა პფლ-მ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ამ მატჩის ... დასრულდა მასშტაბური გამოკითხვა გერმანული " ა შორის, რომლის მიზანიც კლუბის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამ ოვლენა იყო. თავდაპირველად, ალექსანდრე იაშვილი მეოთხე ადგილს იკავებდა, მა " ქართველმა კაპიტანმა ორ თანაგუნდელს გაასწრო და მხოლოდ მ ათიას ციმერმანს ჩამორჩა. გამოკითხვა, რომელშიც " ზედიზედ მეორე სეზონი გამოდგა ტიტულიანი. ვეტერინარებს უკვ ე ყველა შესაძლო ქართული ჯილდო აქვთ მოგებული - შარშან მოპოვებულ ჩემპიონობ ას გუნდმა გასულ სეზონში საქართველოს თასი და სუპერთასიც მიამატა. ოლო წარმატებების მთავარი შემოქმედი მისი ახალი თავკაცი გელა გომელაურია, რომელმაც გუნდის თამაშში ბევრი რამ შეცვალა. გომელაურს განვლილი სეზონის შეჯამება ვთხოვეთ და ამავდროულად, სამომავლო უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე მოლდოვის ჩემპიონატს წერილი მიეძღვნა და მის ი ავტორი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ტირასპოლის "ჩემპიონატის 33 მატჩში მოლდოვის ჩემპიონებ მა მხოლოდ და მხოლოდ 8 გოლი გაუშვეს, რაც დაცვის დამაჯერებელი თამაშის დამსა ხურებაა. დაცვის ლიდერი კი ვაჟა თარხნიშვილია. მოლდოვური პასპორტის მქონე ქ ართველმა ფეხბურთელმა მორიგი შედეგიანი სეზონი ჩაატარა. იმის მიუხედავად, " ორმა ფეხბურთელმა (ლევან კორღალიძე, დავით გამეზარდაშვილი) მოლდოვას რომ მიაშურა, ეს უკვე გაცნობეთ, დღეს კი სიახლეზე მოგიყვებით. როგორც გავიგეთ, კიშინიოველებს " ეხბურთელის დამატება უნდოდათ - ლაპარაკი იყო ფორვარდ ჯაბა დვალის აბრუნებაზე და ამას კლუბის ოფიციალური პირებიც ადასტურებდნენ. თუმცა იმერ ლებმა ფორვარდი არ დათმეს. დვალი ზესტაფონელთა წამყვანი ფუგურაა. გასულ სეზ სათაურმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ - ლაპარაკი არ არის " სულ სეზონში იჯარით აყვანილ ფეხბურთელებზე. ანდერსონ აკინოსა და ალექს ფრა გას საქართველოში დაბრუნების შანსს მიზერულიც არ ეთქმის. ამით თავად სამაგიეროდ, რუსთაველები ბრაზილიელ თავდამსხმელ ჟოზე ოლივეირა და სილვას " უცნობი არ გახლავთ. რუსთავში ის ორი წლის წი ნაც, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გასინჯეს: მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ " მ მიიღო და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მკითხველი უკვე ინფორმი ბუნებრივია, უმწვრთნელოდ ვერც თბილისური კლუბი დარჩებოდა. სანაიას შემცვლ ელად დაინიშნა ლაშა ჭაღიაშვილი, რომელიც მანამდე მთავარი მწვრთნელის ასის ტენტად გახლდათ. ჭაღიაშვილს მეკარეების მწვრთნელი თამაზ ოდიკაძე დაეხმარ ამ ახალგაზრდებმა საკმაოდ კარგად იმუშავეს, რისი დასტურიც ... ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ყველაზე პოპულარულ თემად ქუთაისის გეგმები იქცა. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული კლუბი " " თენგიზ ჩიკვილაძის გადაბირებას აპირებდა. მაგალითი ამტკიცებს, რომ კლუბს გულშემატკივარი ბოლომდე ვერ გაითავისებს, თუ ის ქალაქთან და ადგილობრივ ფეხბურთელებთან არაა გაიგივებ ელფერი დაჰკრავს. ეს ფაქტორი კიდევ უფრო მძაფრად ...
2019-10-22 06:41:18
http://www.opentext.org.ge/index.php?m=18&y=2010&month=06&day=07
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987803441.95/warc/CC-MAIN-20191022053647-20191022081147-00042.warc.gz
8,155
304,458,479
საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე ორი ობიექტის გასხვისებას აპირებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აკეთებს განცხადებას. გიორგი ქობულია Bloomberg-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დაგეგმილია „საქართველოს ფოსტისა“ და რკინიგზის პრივატიზება. მისივე ინფორმაციით, გასხვისდება სახელმწიფო ელექტროსისტემაც, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს შეჩერდა ბაზარზე არსებული „გამოწვევების“ ფონზე. „ჩვენ უნდა გავზარდოთ ამ კომპანიების ეფექტურობა, რათა მათი პრივატიზება მოვახდინოთ“, – ამბობს ქობულია. Bloomberg იმასაც წერს, რომ ფოსტის გაყიდვით, მთავრობა ათობით მილიონ ლარს მიიღებს, საქართველოს რკინიგზის შემთხვევაში კი, სახელმწიფო გარკვეულ წილს შეინარჩუნებს. სახელმწიფო კომპანიებში წილების გაყიდვით, ქობულია ეკონომიკური ზრდის წახალისებას ელოდება, რომელიც მისი თქმით, 2025 წლისთვის 7%-ს მიაღწევს.
2019-10-16 22:12:31
http://old.fortuna.ge/khelisufleba-mskhvili-obieqtebis-gayidvas-gegmavs/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986670928.29/warc/CC-MAIN-20191016213112-20191017000612-00428.warc.gz
14,143
145,233,356
მიუძღოდი ჯარს, ჭიხვინებდა შენი მერანი - ომში წასულთა ზიარება გებარა ოდეს - წინ მიდიოდენ მედროშენი, მოსიმღერენი, ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს. უკანასკნელად გიღიმოდენ გზაზე ქალები, გეუბნებოდენ: საქართველო შენი გახსოვდეს. ბედნიერებას გპირდებოდენ მათი თვალები. ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს. მუსიკა, ცრემლი, საქართველო: ზრუნვის საგანი.. თითქო ყველაფერს კარი მძიმედ გადარაზოდეს, ოჰ, არასოდეს არვინ მოვა იმათთაგანი - ოჰ, არასოდეს არ ამოვა მზე, არასოდეს!
2019-10-18 04:36:31
https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3743.megobris-khsovnas.htm
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677884.28/warc/CC-MAIN-20191018032611-20191018060111-00468.warc.gz
3,756
649,771,382
ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი ტაკაკეიშოსთან გოლდენ-სტეიტმა ზაზა ფაჩულიას ვიდეო მიუძღვნა ჯერემი ლემბმა თამაში ცენტრიდან ნასროლი ბაზერით მოიგო ფეხბურთელები რომლებმაც მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს პირველადი დახმარება გაუწიეს უღირსი საქციელის გამო ჰაკუჰომ მოწინააღმდეგე დაასისხლიანა. გაგამარუმ ტოჩინოშინზე ისაუბრა და ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიაში პირველი ვარჯიში გამართა კვიპროსი 0:2 ბელგია - მიმოხილვა რუსულ ენაზე | ევრო 2020 საკვალიფიკაციო ჰოლანდია 2:3 გერმანია - მიმოხილვა | ევრო 2020 საკვალიფიკაციო გნაბრის ბრწყინვალე გოლი ჰოლანდიის კარში ლეროი სანეს გოლი ჰოლანდიის ნაკრების კარში იოკოძუნა ჰაკუჰო თანაგუნდელს ავარჯიშებს :D ქართულად - ბაშოს დახურვის ცერემონიალი და ჰაკუჰოს სიტყვით გამოსვლა დორტმუნდი 4:1 მადრიდის რეალი - მიმოხილვა | ლევანდოვსკის პოკერი დიგნალ იდუნა პარკზე ქართველი კომენტატორების რეაქცია როდესაც აოიამამ მსაჯი დოჰიოდან გადააგდო :D ჰაკუჰო ჩემპიონია ! - სუმოს ლეგენდამ იოკოძუნა კაკურიუს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი - ლევანმა ოძეკის წოდება დაკარგა ბულგარელმა სუმოისტმა მსაჯი და მოწინააღმდეგე ერთად გადააგდო დოჰიოდან ესპანეთი 2:1 ნორვეგია - მიმოხილვა რუსულ ენაზე როგორ შეასრულა სერხიო რამოსმა ნორვეგიასთან პენალტი საქართველოს ნაკრების ემოციური გულშემატკივარი :D საქართველო 0:2 შვეიცარია - სრული მიმოხილვა ბრაზილია 1:1 პანამა - მიმოხილვა | ამხანაგური მატჩი ლივერპულის ლეგენდები 3:2 მილანის ლეგენდები - მიმოხილვა ლუკას პაკეტას სადებიუტო გოლი ბრაზილიის ნაკრების მაისურით პირლომ ლეგენდების მატჩში ლივერპულს ულამაზესი ჯარიმა გაუტანა ზაკარიას გოლი საქართველოს ნაკრების კარში გიორგი ლორიას საოცარი სეივი შვეიცარიასთან ზუბერის გოლი საქართველოს ნაკრების კარში **ლეო შეენ - ქვილითაიამ შვეიცარიელ ფეხბურთელს შეაგინა ასე შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი ფეხბურთელებმა და ქომაგებმა ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე ტაკაკეიშო იქნება სუმო ნაქალაქევში - ნაქალაქევი ბაშო :D :D ჰაკუჰოს საოცრებათა სერია გრძელდება - მეთოთხმეტე გამარჯვება ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება ! ტოჩინოშინიმ მოქმედი ჩემპიონი ტამავაში დაამარცხა ! არგენტინა 1:3 ვენესუელა - მიმოხილვა | ამხანაგური მატჩი მოლდოვა 1:4 საფრანგეთი - მიმოხილვა ინგლისი 5:0 ჩეხეთი - მიმოხილვა რუსულ ენაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზვერევი ორ სეტში დაამარცხა 20 გამორჩეული ნოკაუტი UFC-ს ისტორიაში ფალკაომ გატანილი გოლი ტრავმირებულ კინტეროს მიუძღვნა სლოვენიელი მეკარის კურიოზული ავტოგოლით საქართველოს ნაკრები დაწინაურდა პლანეტის ორი უძლიერესი სპორტსმენი :D სამწუხაროდ ტოჩინოშინი იოკოძუნა კაკურიუსთან დამარცხდა ზედიზედ მეცამეტე - ჰაკუჰომ ოძეკ გოეიდოს შანსი არ დაუტოვა ყველაზე მსუბუქმა სუმოისტმა საოცარი ბრძოლა მოიგო ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი კიუშუ ბაშოს ლიდერ ტაკაკეიშოსთან ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი შოდაისთან ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი ჰოკოტოფუჯისთან ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი ტამავაშისთან ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი ჰოკოტოფუჯისთან ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი ჰოკოტოფუჯიშთან ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი იოშიკაძესთან ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი შოდაისთან ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი შოთა ენდოსთან ტრამვირებული ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი ჰოკოტოფუჯისთან
2019-03-25 17:42:03
https://www.myvideo.ge/v/3666902
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204086.87/warc/CC-MAIN-20190325174034-20190325200034-00068.warc.gz
21,293
839,181,463
ფილოსოფიის ისტორიის დოქტორი ნაზიმ მუსტაფა პრეზიდენტის ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე და ამა–ის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელია.როგორც ყარაბაღის, ნახჭივნისა და ირავანის სახანოების ისტორიების შესახებ ნაწარმოებთა ციკლის ერთ–ერთი ავტორი დაჯილდოებულია აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიით.1905–1906 წლების გენოციდის ერთ–ერთი ძირითადი მკვლევარია. –ბატონო ნაზიმ, 1905–1906 წლებში სომხების მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ გატარებული გენოციდი აზერბაიჯანულ მეცნიერებაში გამოკვლეულ სფეროდ მიიჩნევა. ამ მოვლენის მკველვართაგან ერთ–ერთი ბრძანდებით. აღნიშნული ტრაგედიის ძირითად მიზეზი რა იყო? –1905–1906 წლებში სომხების სამხრეთ კავკასიაში განხორციელებული გენოციდი„დაშნაკსუთუნთა„ და „ჰნჩაკ„ სომეხთა პოლიტიკური პარტიების აზერბაიჯანელების ეთნიკური წმენდის გზით თავიაანთი თანამემამულეების ჩასასახლებლად მიწების მოპოვების სურვილის შედეგი იყო. სომხების მიერ 1894-1896 წლებში თურქეთის ტერიტორიაზე ამბოხების ჩახშობის შემდეგ , აღნიშნული მოვლენის მონაწილე 400 ათასი სომეხი სამხეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონებში გადასახლდა. მათი უმრავლესობა შეიარაღებული იყო .თურქეთიდან წამოსვლის შემდეგ მათთვის შესასვლელი კარი ყოფილი აზერბაიჯანის ტერიტორია , ახლანდელი სომხეთი იყო. ნათელია ,რომ ეს მიწები აზერბაიჯანელებით იყო დასახლებული და ადგილ–მამულიც მათვე ეკუთვნოდათ,ამიტომაც სომხების დასასახლებლად ადგილი აღარ იყო. ისინი ძირითადად შეეცადნენ რომ ირავანში დასახლებულიყვნენ, რადგან ქალაქში ადგილის შოვნა შედარებით ადვილი იყო. 1903 წლიდან მოყოლებული ირანიდან და თურქეთიდან ჩამოსახლებულმა და შემდგომში გადმოსახლებულმა 400 ათასმა სომხემა სეპარატისტული მოძრაობა წამოიწყეს. აღნიშნული სეპარატიზმი მეფის რუსეთის უკმაყოფილებას იწვევდა. რადგანაც თურქეთში და კავკასიაში ავტონომიის მიღწევის სურვილის მქონე სომხებს , შემდგომ ეტაპზე ამ ავტონომიების გააერთიანება და ერთიანი ძლიერ სომხური სახელმწიფოს შექმნა ჰქონდათ განზრახული. სომხური შოვინიზმის ,ნაციონალისტი სომხური პარტიების , მათ შემადგენლობაში მყოფი შეიაჯაღებული დაჯგუფებების ფინანსურ წყაროს და იარაღის საწყობების როლს სომხური ეკლესიები თამაშობდნენ. სომხური ეკლესიების ,სომხური სეპარატიზმის რუსეთის წინაშეც ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენება , აღმოსაველეთ ანატოლიდან ვორონეჟამდე გადაჭიმულ გიგანტურ ტერიტორიაზე „ დიდი სომხეთი„ს სახელმწიფოს შექმნის იდეამ მეფის რუსეთი სერიოზულად შეაშფოთა. 1903 წელს მეფის რუსეთმა ,დახურა ის სკოლები სადაც ასწავლიდნენ,რომ კავკასია ვითომდაც დიდი სომხეთის ტერიტორიის ერთ–ეთრი შემადგენელი ნაწილია და ეკლესიის ქონების კი რუსეთის მიწისა და ქონების სამინისტროსათვის გადაეცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ , იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებსაც ეკლესია აფინანსებდა დიდი დარტყმა მიაყენა. ამ მოვლენამ სომხურ ტერორს ბიძგი მისცა. მათ მეფის რუსეთის ყველა სამთავრობო ორგანოებს ულტიმატუმი გაუგზავნეს ,რომ თუ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა ისინი ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ ტერორს განახორციელებენ. ასეც მოხდა. ირავანში, გარსში მეფის მოხელეების წინააღმდეგ ტერორი განახორციელეს. ამისი ერთ–ერთი მიზეზი ისიც იყო,რომ მომავალში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მასობრივი გენოციდის გატარების შემთხვევაში სამთავრობო წრეებს მათთვის ხელი არ შეეშალათ. შემდგომ პერიოდში ბაქოს გუბერნატორი ნაკაშიძე და განჯის ვიცე–გუბერნატორი ანდრეევი მოკლეს.აღნიშნული პირები გახლდნენ ის მოხელეები, სომხების მიერ ეთნიკური წმენდის პოლიტიკის წინააღმდეგნი იყვნენ. 1905 წლის 6 თებერვალს ბაქოში სომხების მიერ ერთი აზერბაიჯანელის მოკვლით დაწყებული დავა სომეხთა და მუსლიმანთა ხოცვა–ჟლეტვაში გადაიზარდა. იმ დროს ,როცა სომეხთა შეიარაღებული ძალები ამ ხოცვა–ჟლეტისთვის დიდი ხანია ემზადებოდნენ, აზერბაიჯანელები მამედ საიდ. ორდუბადის სიტყვებით რომ ვთქათ ძილს მისცემოდნენ. აღნიშნული მკვლელობები შემთხვევის შედეგი კი არა დაგეგმილი სახით განახორციელეს იმ ქალაქში, სადაც სამხრეთ კავკასიის მთელი მდიდარი სომხობა იყრიდა თაყს . სომხების ძირითადი მიზანი ბაქოში ნავთობ საბადოების ხელში ჩაგდება იყო,რადგანაც ნავთობ საბადოები სომეხი ტერორისტების საფინანსო წყაროს წარმოადგენდა. მსხვილი ნავთობ მრეწველები– მანთაშევები, მირზოიანები და სხვები „დაშნაკსუთუნის„ და „ჰნჯაკ„ის პარტიებს თვიური საწევრო გადასახადივით დიდ თანხებს უხდიდნენ. აღნიშნული სახსრების საშუალებით სომხები იარაღდებოდნენ და 6 თებერვალს ბაქოში, 20 თებერვალს კი ირავანში მკვლელობები დაიწყო. იმ დროს ქალაქ ირავანში 30 ათასი კაცი ცხოვრობდა, მათ ნახევარს სომხები,ნახევასრს კი აზერბაიჯანელები შეადგენდნენ. ქალაქი და გარშემო მდებარე სომხური სოფლები სომეხთა შეიარაღებული ძალების მიერ ალყაში იყო მოქცეული და აზერბაიჯანელ მოსახლეობას მუსრს ავლებდნენ. ირავაანის შემდეგ ნახჭივანში გადავიდნენ,მაგრამ აზერბაიჯანელების ერთობლივობამ სომხების საწადელის ასრულებას ხელი შეუშალა. მიზანი, როგორც მ.ს. ორდუბადი წერს, ირავანიდან ნახჭივნამდე, ნახჭივნიდან ზანგაზურამდე,ზანგაზურიდან კი ყარაბაღამდე ოკუპირება და სომხური ანკლავის შექმნა იყო. სომხებმა,რომლებმაც ნახჭივანში სურვილი ვერ აისრულებს მაისის თვეში ირავანაში კვლავ ლოკალურ შეტაკებებს მიჰყვეს ხელი ,შემდეგ კი ყარაბულაღისა სახანოსა და ეჩმიაძინის (უჩქილსა) მაზრაში აზერბაიჯანელი მოსახლეობის ხოცვა დაიწყეს. 1905–1906 წლებში ბაქოში სამჯერ ირავანში კი ოთხჯერ ხოცვა–ჟლეტვა განახორციელეს. ირავანის გუბერნიის 7 რაიონში მრავალი აზერბაიჯანელი დახოცეს. 150 აზერბაიჯანული სოფელი დაცლილი იქნა და მოსახლეობა შემდგომშიც ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერებს.შემდგომ ეტაპზე კი ზანგაზურის რაიონში აზერბაიჯანელები დაარბიეს. ყველაზე სასტიკი მკვლელობები, ზუსტად რომ ზანგაზურში განახორციელეს.იმ დროს ზანგაზური შედარებით მოშორებით მდებარე რაიონი იყო. განჯიდან ზანგაზურამდე ორი დღის სავალი იყო. სომხებმა თავიაანთი სურვილი ისეთ სიტუაციაში აისრულეს, რომ არავის არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა .მარტო ზანგაზურის რაიონში 45 აზერბაჯანული სოფელი გაანადგურეს. განჯაში და და გაზახშიც მოხდა მკვლელობები. სომხებს ,გაზახ–გადაბეის მიმართულებით განჯის, ზანგაზურის მიმართულებით კი ყარაბაღისა და განჯისაკენ გადაადგილება და ასე და ამრიგად მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაპყრობა ჰქონდა გამიზნული. მაგრამ გაზახისა და გადაბეის მიმართულებით შეტევები მოგერიებული იქნა. საინტერესოა,რომ 1918 წლის გენოციდისა და პირველი ყარაბაღის ომში სომხები ერთი და იმავე მიმართულებიდან სარგებლობდნენ. სარეთოდ კი 1905–1906 წლების მკვლელობების ძირითადი მიზანი ეთნიკური წმენდის შედეგად სომხური ანკლავას შექმნა , შემდეგ კი ამ ანკლავას გაერთიანება და ერთიანი სომხური სახელმწიფოს გამოცხადება იყო. 1905–1906 წლების მოვლენების შესახებ მ.ს. ორდუბადი წერდა, სომხების სურვილი იყო,რომ ხანქანდში მხარზე იარაღ გადაკიდებული სომეხი ირავანამდე ისე ჩასულიყო ,რომ გზაზე ერთ მუსილმანს არ გადაეყროდა.მართალია სომხებმა, 1905–1906 წლებში თავიაანთი მიზნები ვერ განახორციელეს ,მაგრამ 1988-1993 წლებში ამ სურვილს მიაღწიეს. –ბატონო ნაზიმ, წინათ ასეთი აზრი არსებოდა,რომ ვითომდაც მეფის მთავრობამ 1905 წელს ბაქოში მოსალოდნელი მუშათა ღელვის წინ აღდგომისათვის სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტი დაგეგმა. მაგრამ ტრაგედიის მასშტაბი ბაქოს საზღვრებს საკმაოდ გასცდა. რამდენად ჭეშმარიტია ეს ვერსია? –როგორც ავღნიშნე,მოვლენებზე უწინ სომეხები ტერორისტული აქტების ჩადენით რუს მოხელეებს დაემუქრნენ. ამიტომაც მათი უმრავლესობა სისხლიან ფაქტებს ლოიალურად უდგებოდნენ. მინდა ერთი ფაქტიც ავღნიშნო,კავკასიის მეფის ნაცვლის მეუღლე ელიზავეტ გრიგორევნა სომხური წარმოშობის იყო. მას „დაშნაკსუთუნის„ ერთ–ერთ ლიდერთან მესპოლთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა. ამბობენ,რომ მეფის ნაცვლის უკანა კარით მიდი მოდიოდა მათთან. სომეხი ავტორის ანაიდ ლალაიანის აზრით,1905-1906 წლებში სომხურ– მუსლიმანური ხოცვა–ჟლეტვის შესახებ ყველა საკითხი ვორონცოვ დაშკოვის საძილე ოთახში წყდებოდა. მეფის ნაცვლის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ერთ–ერთი პოლკოვნიკი შემდგომში წერდა ,რომ ვორონცოვ–დაშკოვის კანცელარიის თავ–რე პეტერსონი უკანა კარიდან სომხებს იარაღს ურიგებდა.ამრიგად, კავკასიის მეფის ნაცვლის პოზიცია მეფის რუსეთის პოზიციას მიეწერება. იმ დროს ,ის 84 წლის მოხუცი იყო და ახლგაზრდა ქალბატონი მასზე დიდ ზეგავლენას ახდენდა და საშუალებას არ აძლევდა,რომ სომხების წინააღმდეგ რაიმე ღონისძიება გატარებულიყო.და კიდევ იაპონია– რუსეთის ომში დამარცხებული მეფის რუსეთი ცდილობა დიდი ქალაქებში მომხდარი ამბოხებები ჩაეხშო და ამიტომაც განაპირა რეგიონებზე ხელი ვერ მიუწვდეობდა. დაუსჯელი სომხები კი აღნიშნული სიტუაციით სარგებლობდნენ და მკვლელობებს აგრძელებდნენ. –მაშ ,ასეთი ფართო გეოგრაფიული მასშტაბის მქონე მკვლელობები როგორ იქნა შეჩერებული? – იმ დრომდე აზერბაიჯანელები სომხებს სერიოზულ ძალად არ აღიქვამდნენ , უცბად შეშინდნენ,რომ მთელი მიწების დაკარგვის რეალური საშიშროება ელოდათ. ამიტომაც აზერბაიჯანელების ორგანიზების პროცესი დაიწყო.1906 წელს განჯაში პირველად “ გეირათის„ პარტია, „დიფაის „პარტია, ყაზახში იბრაგიმ ბეკ ვექილოვის ხელმძღვანელობით „ მუდაფია„ს პარტია იქნა შექმნილი.ყაზახში .აღნიშნული პარტია ყაზახისა და ბორჩალოს რეგიონს სომხების შეტევისაგან დაცვის მიზნით იყო შექმნილი .ახმედ ბეკ აღაევის ხელმძღვანელობით შექმნილი პარტია „დიფაი„ კი განჯისა და ელიზავეტპოლის გებერნიების დაცვას ემსახურებოდა. ეს პარტია ისეთ კონსპირატიულ პირობებში იყო ორგანიზებული,რომ მეფის რუსეთმა მისი მოღვაწეობის შესახებ ერთი– ორი წლის შემდეგ გაიგო. „დიფაის„ პარტიას ბაქოში, განჯაში, ირავანში, ნახჭივანში, გარსში, იგდირში ფილიალები ჰქონდა.მათი მოღვაწეობის შედეგად მკვლელობები აღკვეთილი იქნა.„დიფაის „ პარტია განცხადებებს ავრცელებდა,რომ მეფის ჩინოვნიკები,რომლებიც სომხურ მკვლელობებზე თვალს ხუჭავენ დაისჯებოდენ. შუშის გენერალ–გუბერნატორი გალოშაპოვი და ნახჩივნის გუბერნატორი აქსელ ენკელი პარტიის წევრების მიერ დასჯილნი იქნენ, რის შედეგადაც მეფის მოხელეებმა მკაცრი ღონისძიებების გატარება დაიწყეს.სომეხთა შეიარაღებულმა ძალებმა განიარაღება დაიწყეს. „დიფაის„ პარტიის მკაცრი ღონისძიებების შემდეგ სომხებმა შერიგებისათვის კომიტეტები შექმნეს და აცხადებდნენ,რომ ვითომდაც მეფის რუსეთის პროვოკაციებს იყვნენ აყოლილნი. 1905-1906 წლებში სომეხთა შეიარაღებულმა ძალებმა 7 დიდ ქალაქსა და 12 მაზრაში აზერბაიჯანელები დაარბიეს–ამოხოცეს,200 – ზე მეტი აზერბაიჯანული სოფელი გაანადგურეს. – მაშ ასე უცბად გამოღვიძებულ აზერბაიჯანელებს კვლავ რატომ ჩაეძინათ,რომ 12–13 წლის შემდეგ კიდევ უფრო საშინელი გენოციდი განიცადეს. – ეს ჩვენი შემწყნარებლობისა და გულმავიწყობის შედეგია.სომხები შერიგების შემდეგ შესაბამის მომენტს ელოდნენ.ასეთი მომენტი პირველი მსოფლიო ომის დროს დადგა. სომხებს, რომელთაც თურქეთის ტერიტორიაზე ავტონომიის შექმნა ჰქონდათ განზრახული მეფის რუსეთი ეხმარებოდა. სომხების შეიარაღებას კავკასიიდან ახორციელებდნე. მინდა ავღნიშნო,რომ რუსთა არმიაში 150 ათასი სომეხი მსახურობდა.ისინი პირველ რიგში აზერბაიჯანელებით დასახლებულ ანატოლიის სოფლებზე ახორციელებდნენ შეტევას. ამ ტერიტორიაზე განხორციელებული მკვლელობები ძალიან მცირედ არის გამოკვლეული.რადგანაც ეს მიწები რუსების ხელში იყო და თურქებს მათზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ბაქოს მუსლიმანური საქველმოქმედო საზოგადოება , რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მდიდარი აზერბაიჯანელების ანგარიშზე ფუნქციონირებდა , იმ ადგილების ლტოლვილებსა და ობოლ ბავშვებს ეხმარებოდა., ბაქოში და განჯაში მათთვის თავშესაფარი მოაწყო და მათ მკურნალობას უწყობდა ხელს სომხებმა,რომლებმაც თურქეთის ფრონტზე მარცხი განიცადეს შეეცადნენ კავკასიაში თავიაანთი სახელმწიფო შეექმნათ . ფრონტიდან დაბრუნებულმა სომხებმა იარაღი აზერბაიჯანელებისკენ შემოაბრუნეს .ანდრონიკის,ჰამაზასპანის,დრონინის და სხვათა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 500 ათასზე მეტი აზერბაიჯანული სოფელი გაანადგურეს.1918 წლის მარტ–მაისის თვეებში კი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ფართო მასშტაბის გენოციდი განახორციელეს. –„სომეხთა სამფლობელოს„ შესაქმნელად მაინც და მაინც ქალაქი ირავანი რატომ შეარჩიეს? – ავღნიშნე ,რომ „სომეხთა სამფლობელოს„ შექმნა სომხებს არც დასიზმრებიათ.ეს რუსების იდეა იყო. ასეთი აზრიც კი არსებობდა,რომ რუსებს სომხური სახელმწიფოს შექმნა სურდათ.მაგრამ რუსებს ეს აზრადაც არ მოსვლიათ. მათ თურქეთსა და რუსეთს შორის ქრისტიანული ბუფერის შექმნა ჰქონდათ გამიზნული.ასეთი დერეფნის შექმნა კი მხოლოდ სომხებს შეეძლოთ. ანუ რუსები სომხებს ბრმა იარაღად იყენებდა,რადგანაც რუსებს სომხების ხასიათი კარგად ჰქონდათ შესწავლილი.იცოდნენ ,თუ როგორგ უთხრიდნენ ძირს იმ სახელმწიფოებს რომლებთანაც ურთიერთობები ჰქონდათ. –ირავანის დაარსების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგნი მის დაარსებას VII–ს მიაწერენ,ზოგიერთები კი ამბობენ რომ საფავების პერიოდში არის შექმნილიო.თქვენი აზრი, როგორც ირავანის შესახებ მრავალი კვლევის ავტორი საინტერესო იქნება? – VII საუკუნეში დვინში რელიგიურ მოღვაწეთა შეკრება და ამ შეკრებაზე ირავანიდან მყოფი ორი სომეხის მონაწილეობა სრულიად ტყუილია. ეს ამბავი იმიტომ გამოიგონეს,რომ ვითომდაც ამით სურდათ დაემტკიცებინათ ის აზრი,რომ ირავანი უძველესი სომხური ქალაქია. სომხეთის ისტორია სრულიად შეკოწიწებული ისტორიაა.რაც შეეხება ერებუნიას , მინდა გაცნობოთ,რომ ურარტუს პერიოდში სამხედრო ციხე–სიმაგრე იყო.აქ არმიის აღჭურვილობისათვის სხვადასხვა საწყობები აუშენებიათ და რა თქმა უნდა ისინი საცხოვრებელი ბინები არ ყოფილა და მათში არც არავის უცხოვრია.ეს კი იმიტომ გამოიგონეს რომ განეცხადებინათ ის აზრი,რომ ვითოდაც ურარტოს სახელმწიფო სომხური სახელმწიფო ყოფილა.მაგრამ არქეოლოგიური გათხრები გვიჩვენებენ,რომ ერებუნისა და ურარტუს სომეხ ხალხთან არავითარი საერთო არ აქვს. ირავანი კი ციხე–სიმაგრესავით აუშენებიათ და შემდგომში გარშემო ქალაქი გაუშენებიათ.ეს კი საფავიტების პერიოდში მომხდარა.იმ დრომდე ირავანი აზერბაიჯანელებით დასახლებული პატარა სოფელი ყოფილა. სომხები ამ მიწებზე ქრისტიანი მისინერებივით ჩამოსულან და ადგილობრივი მთავრობის თანხმობით ფულით შესყიდულ ტერიტორიებზე დასვენებისა და სალოცავად საქარავნეები და ეკლესიები აუშენებიათ. – 1905.az საიტის მოღვაწეობას საკმაო ხანია რაც თვალს ვადევნებ. ძალიან სასარგებლო საქმეს ეწევით.წინათ თქვენს მოღვაწეობას სისტემატურობა აკლდა, ახლა კი ეს ხარვეზიც გამოსწორდა. ასე გააგრძელეთ და კიდევ წყაროებს ყურადღებით ადევნეთ თვალი.
2019-10-17 20:28:52
http://1905.az/ka/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A5/
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986676227.57/warc/CC-MAIN-20191017200101-20191017223601-00180.warc.gz
20,532
1,566,401
წინასწარმეტყველებები შეწყდაო რომ ვამბობთ, არ ნიშნავს. რომ ეს სულიერი ნიჭისაერთოდ აღარ არსებობს. ჭინასწარმეტყველების ნიჭი გულისხმობს უფლის ნების განჭვრეტას ამა თუ იმ ადამიანსა და მოვლენაზე. ასეთი ნიჭი კი, რათქმაუნდა,დღესაც არსებობს მართლმადიდებ-ლურ ეკლესიაში. მას მჭვრეტელობა ეწოდება. მჭვრეტელობა მომავლის მკაფიო ხედვის ნიჭია, გამოითქმის კონკრეტული ადამიანისა თუ მოვლენის შესახებ. ღირსი მამა სილუანე ათონელი წერს: „მჭვრეტელობის ერთი სახე ცხოვრებისეული გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგი გახლავთ. მე მგონია, რომ ცხოვრების გარკევეული პერიოდის შემდეგ ჩვენც შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, როგორი კაცი დადგება ბავშვი,რომლის გარემო პირობებიც ვიცით, ისიც ვიცით, რომ ეს პირობები ახლო მომავალში არ შეიცვლება; თუ ბავშვი ცუდად არის აღზრდილი, ვფიქრობ, დიდი ფსიქოლოგობა არ დასჭირდება იმის გამოცნობას, თუ როგორი გზით გააგრძელებს იგი ცხოვრებას. ხოლო ჭეშმარიტი მჭვრეტელობა ღვთის ნიჭია, რომელიც ღვთისაგან წმინდა გულის ადამიანებს ეძლევა. ისინი ჭვრეტენ ღვთის ჩანაფიქრს კონკრეტულ ადამიანზე, რათა დანახული მათ სასიკეთოდ დროულად აუწყონ. როგორც ვთქვით, მჭვრეტელობა ღვთის ნიჭია, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ წმიდა მამას ეძლეოდა."* ღირსი სილუანე ათონელი მჭვრეტელობის სამგვარ ნიჭზე საუბრობს. პირველია ბუნებრივი ინტუიცია, რომელიც მარხული ცხოვრებით ეძლევა ზოგიერთს. მეორე დემონური მოქმედებისმიერი ჭვრეტაა. მესამე არის მადლის საჩუქარი. პირველი — ბუნებრივი ინტუიცია კეთილგონიერი, მორჩილი ადამიანისთვის სასარგებლოა, რამდენადაც ხელს უწყობს მას უფრო ფაქიზად დაიცვას ქრისტეს მცნებები მოყვასთან ურთიერთობაში. ამაყსა და ვნებიანს იგი ზიანს მოუტანს, რადგან ამრავლებს ვნებათა საბაბს და დიდ ასპარეზს ხსნის მათ დასაკმაყოფილებლად. მეორენაირი მჭვრეტელობა განსაკუთრებით სახიფათოა. ვინც ამგვარ ნიჭს ფლობს, მას ადრე თუ გვიან ავადმყოფურად ერღვევა სულიერი ძალები, უმახინჯდება იერიც კი. მესამენაირი — მადლის საჩუქარი უდიდეს პასუხის-მგებლობას უკავშირდება. ის ამაყს საერთოდ არ ენიჭება, მისთვის კი, ვინც დაიმსახურებს, დიდი სულიერი ტანჯვის წყაროა. უნდა ვთქვათ, რომ სამგვარივე მჭვრეტელობა თავისებურად მტანჯველია. პირველი ბუნებრივი ინტუიციისა და ნერვულ-ფსიქიკურ შეგრძნებათა ამაღლების შედეგად გვევლინება. მჭვრეტელობის მეორენაირი ნიჭი დემონური ძალის სრულიად დამანგრეველი მოქმედებისა და გამხრწნელი თვისების შედეგად ტანჯვას გვგვრის. ეს ხშირად დიდი ხნის მერე საცნაურდება. ამგვარი მჭვრეტელობისას ხანდახან მჟღავნდება სხვათა ფიქრების წაკითხვის უნარი. და მაინც - ამგვარ მჭვრეტელთათვის ადამიანის შინაგანი სიღრმე მიუწვდომელი რჩება.** მჭვრეტელობის ნიჭის გამოვლინების მრავალ მაგალითს ვპოულობთ ძველ პატერიკებში, სათნოებათ მოყვარეობაში, წმ. იოანე კიბისაღმწერელთან, ამბა დოროთუსთან და სხვა მამებთან. მოგითხრობთ ზოგიერთის შესახებ: „აი სიხარულით აღსავსე ჩვენება, რომელიც წმიდა ანტონი დიდს მოევლინა, რომელიც განაცხოველებს მოსაგრეთა საღმრთო შურს, რომელიც ნათლად დაანახვებს ადამიანს სულის ნეტარ მდგომარეობას სიკვდილის შემდგომ და ამით ჭეშმარიტ სასოებას უღვიძებს მას, ეს ჩვენება წმიდა ამმონს შეეხება. იგი წმიდა ანტონის მოწაფეც იყო და მეგობარიც. ერთხელ გორაკის თხემზე მყოფმა მამა ანტონმა ცას ახედა და დაინახა, რომ ვიღაც ცად მაღლდება და ცეცხლოვან ზოლს ტოვებს ჰაეროვან სივრცეში, ხოლო ზეციდან გახარებულ ანგელოზთა გუნდი მიეშურება მისკენ, რათა კეთილად შეიწყნაროს და მეგზურად გაუხდეს. ანტონმა ლოცვა-ვედრებით მიმართა უფალს, რათა გაემხილა მისთვის ამ ხილვის მნიშვნელობა. და მაშინ ხმა მოესმა ზეგარდმო: ეს არის სული ამმონის, ნიტრიელი მონაზონისა! ამ ჩვენების დროს, გორაკის თხემზე, წმიდა ანტონთან ერთად სხვა ძმებიც იყვნენ. როცა მოძღვრის გაკვირვება იხილეს, მიზეზი ჰკითხეს.ანტონმა უთხრა მათ: ვიხილე მამა ამმონი და მესმა კიდეც მის შესახებო. 30 დღის შემდეგ ნიტრიის უდაბნოდან ძმები მოვიდნენ. მასპინძლებმა მოსულთ ჰკითხეს ამმონის შესახებ და შეიტყვეს — იგი მართლაც იმ დღეს და იმ ჟამს აღსრულებულიყო, რა დღესა და ჟამსაც წმიდა ანტონმა ჩვენებით იხილა ცად ამავალი სული, რომელსაც სიხარულით ეგებებოდნენ უფლის ანგელოზები.”*** „სკიტის წმიდა მამები ბოლო თაობების შესახებ წინასწარმეტყველებდნენ: რა ვქენითY ჩვენ? ერთ-ერთმა მათგანმა, თავისი ცხოვრებით უდიდესმა, სახელად ისქორიონმა, უპასუხა: ჩვენ აღვასრულეთ ღვთის მცნებები.კვლავ იკითხეს: ჩვენს შემდგომ მომავალნი გააკეთებენ რაიმეს? Mმიუგო: ისინი ჩვენი საქმეების ნახევარს აღასრულებენ. მათს შემდგომ რაღა იქნება? და თქვა: ის ხალხი საერთოდ ვერაფერს აღასრულებს, მათ განსაცდელთა დათმენა მოუწევთ და ვინც ღირსეული აღმოჩნდება, ჩვენზე და ჩვენს მამებზე უპირატესი იქნება.”**** „ამბა იოანემ Gთქვა, რომ ერთმა ბერმა იხილა სამი მონაზონი, მდინარის პირას მდგარი და მეორე ნაპირიდან ხმა მოესმათ: აღაპყარით ცეცხლოვანი ფრთები და მოვედით ჩემდა. ორმა მათგანმა მიიღო ფრთები და მეორე ნაპირისკენ გაფრინდა, ერთი კი დარჩა. იგი მოთქმით გოდებდა და ყვიროდა. ბოლოს მასაც მიეცა ფრთები, მაგრამ არა ცეცხლოვანი, არამედ სუსტი და უძალო. მან ძნელად, წყალში ჩაძირვითა და წვალებით, გაჭირვებით მიაღწია ნაპირს. ეს თაობაც ასეა — თუ მიიღებს ფრთებს, ისინი ცეცხლოვანი კი არა, სუსტი და უძლური იქნება."***** „სხვა დროს, როდესაც ამბა ლონგინოზი თავის სენაკში იმყოფებოდა, იჯდა და მამები ესაუბრებოდნენ. უეცრად წამოდგა, არავისთვის არაფერი უთქვამს, სენაკიდან გამოვიდა და ნავსადგომისკენ გაეშურა. რომ მიუახლოვდა, ნავსადგურს ეგვიპტიდან მომავალი ხომალდი მოადგა. მასში ერთი წმიდა ბერი იჯდა, რომელსაც ლონგინოზთან საუბარი სურდა. სულიწმიდის მადლით ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, ილოცეს და ეგვიპტელმა თქვა, უფალო, მე ხომ გთხოვე, ბერს ჩემს შესახებ არაფერიშეეტყო და არ გარჯილიყო. ისინი ამბა ლონგინოზის სენაკში შევიდნენ, დილით კი ეგვიპტელმა ბერმა მიიძინა.”****** როგორც ვხედავთ, წმიდა მამათა მჭვრეტელობით ნიჭს თავისი სულიერი დატვირთვა და მიზანი აქვს. Mმას სულიერი ცხოვრებისათვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. მით უფრო მნიშვნელოვანია ეს ნიჭი თანამედროვე ქრისტიანებისათვის. მსგავსიამონარიდები უფრო გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად დაშორებულნი ვართ ძველი დროის მამებს,რაოდენი ღვაწლი გვმართებს ჩვენს დროში. * -მ. დუბლინსკი. „Свобода и Послушание" М. 2002 წ. გვ. 205. ** -ახალმოწამე მ.ნოვოსელოვი, „წერილები კათოლიციზმის შესახებ" ვ.წამალაშვილი. *** -საქ. ეკლესიის კალენდარი 1991წ. გამონათქვამები წმ. ანტონისა. გვ. 296. **** -ძველი პატერიკი. გვ. 218.
2019-10-16 19:54:08
http://xareba.net/78-mtcvretelni.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986669546.24/warc/CC-MAIN-20191016190431-20191016213931-00472.warc.gz
10,572
355,592,840
ჰოლანდიელი ნახევარმცველი ჟორჟიონიო ვეინალდუმი კარიერას „ლიივერპულში“ გააგრძელებს. ბრიტანული მედიის ცნობით, მერსისაიდელებმა 25 წლის ფეხბურთელში ჩემპიონშიპში დაქვეითებულ „ნიუკასლს“ დაახლოებით 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს. ის „ნიუკასლს“ გასული სეზონის დაწყებამდე პსვ-დან 15 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა და „კაჭკაჭების“ რიგებში ჩატარებულ 38 მატჩში 11 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა. ვეინალდუმმა „ლივერპულთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უახლოეს ხანში აშშ-ში გაფრინდება, რათა ახალ გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი გაიაროს. - გამოქვეყნდა : ივლისი 23, 2016 11:38 - კატეგორია: ფიგურული სრიალი, ფეხბურთი, ევროპა
2019-10-17 02:32:21
http://m.mysports.ge/ka/post/view/12690
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672548.33/warc/CC-MAIN-20191017022259-20191017045759-00280.warc.gz
6,809
118,743,611
გიორგი ხუროშვილი - თანამედროვე უნივერსიტეტი და დემოკრატია თანამედროვე უნივერსიტეტი განმანათლებლობის ეპოქის შედეგია. ევროპელი განმანათლებლები აზროვნების ისტორიას კარგად იცნობდნენ. მათ ისიც იცოდნენ, რომ ანტიკურობაში ცოდნა უფრო ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე მოგვიანებით, როდესაც, რომის იმპერიის დაცემის შედეგად, მრავალი ანტიკური პრაქტიკის ცვლილების კვალდაკვალ, ცოდნის გავრცელების სოციალური არეალიც შეიზღუდა. შუა საუკუნეების ევროპულ მონარქიებში წერა-კითხვის ცოდნა იშვიათი მოვლენა იყო; ამიტომაც იმჟამინდელი ინტელექტუალები ერთგვარი მარგინალები იყვნენ. გაუცხოება მათსა და უბრალო ხალხს შორის დიდხანს გაგრძელდა. განმანათლებლობის ერთიანი პროექტის მიზანი, თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობდა, ფილოსოფოსს ან ზოგადად ინტელექტუალსა და ჩვეულებრივ ხალხს შორის ძველთაძველი კავშირის აღდგენა უნდა ყოფილიყო. თუმცა, განათლების გავრცელების პარალელურად, განმანათლებლობამ მასშტაბური სოციალური და პოლიტიკური ძვრებიც გამოიწვია, რამაც დიდწილად განსაზღვრა მომდევნო ორი საუკუნის ისტორია და ჩვენი თანამედროვეობა. ევროპელი განმანათლებლობი ფილოსოფიის საუკეთესო იდეებსა და მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების უზრუნველყოფას ესწრაფვოდნენ. ეს ასეც მოხდა! დღესდღეობით, იშვიათია პოლიტიკური რეჟიმი, რომელშიც განმანათლებლობის იდეები გარკვეული დოზით მაინც არ იყოს ასახული; მათში ყველაზე ეფექტური პოლიტიკური რეჟიმი - ლიბერალური დემოკრატია - შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად განმანათლებლობის შედეგია. იგივე ითქმის, განმანათლებლობის ეპოქაში დაწინაურებულ მეცნიერებებზეც, რომლებიც თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია და ამ მხრივ მათი როლი სულ უფრო იზრდება. ყოველივე ეს კი განმანათლებლობის მიერ უზრუნველყოფილი ტრადიციული ევროპული უნივერსიტეტის რეფორმის შედეგად გახდა შესაძლებელი. ადამ სმითის ნაშრომი „ხალხთა სიმდიდრის შესახებ“, რომელიც ამ ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტია, ნათლად აჩვენებს, თუ როგორ განაპირობა ინგლისის უნივერსიტეტების რეფორმამ, რომლებიც მანამდე კლასიკური თეოლოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებები იყო, ფართო პროფილის მულტიდისციპლინური სამეცნიერო უნივერსიტეტების წარმოქმნა და პოლიტეკონომიის განვითარება,[1] რაც დემოკრატიული რეჟიმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამგვარად, უნივერსიტეტი დემოკრატიის მთავარი საყრდენია. თავისუფალი უნივერსიტეტები მხოლოდ დემოკრატიის პირობებში არსებობენ და პირუკუ, დემოკრატია მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტების პირობებში არის შესაძლებელი. თავისუფალი უნივერსიტეტი სხვა არაფერია თუ არა განმანათლებლობის საფუძველმდებარე იდეებზე აგებული საგანმანათლებლო დაწესებულება. როცა გერმანიაში 1930-იან წლებში ნაციონალ-სოციალისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ ამით გერმანიაში განმანათლებლობის იდეები მოკვდა.[2] მსგავსი რამ მოხდა ყოფილი ცარისტული რუსეთის იმპერიაში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შედეგად, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ განმანათლებლობის იდეები დიდი პოპულარობით არც ცარიზმის დროს სარგებლობდნენ. მართალია, ლიბერალური დემოკრატია დღემდე არსებულ პოლიტიკურ რეჟიმებზე უკეთესია, მაგრამ ჩვენს დროში ამ რეჟიმის კრიზისზე სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ; და რამდენადაც უნივერსიტეტი ლიბერალური დემოკრატიის მთავარი საყრდენია, სამართლიანი იქნება, თუკი ვიკითხავთ: ხომ არ არის ამ რეჟიმის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი უნივერსიტეტში არსებული პრობლემები? საკითხის ამგვარად დასმა, უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის ძველი და ახალი მისიების შესწავლისა და ანალიზისაკენ გვიბიძგებს; ეს კი, გარკვეული დოზით, დასავლური სამყაროს ინტელექტუალური ისტორიის სათანადო გააზრებას მოითხოვს. 1987 წელს, აშშ-ში, გამოიცა ამერიკელი ფილოსოფოსის, ალან ბლუმის წიგნი „ამერიკული გონის აღსასრული“, რომელშიც ავტორი წერდა, რომ „უნივერსიტეტმა თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიას უმტყუნა“.[3] ბლუმი კონსერვატორი მოაზროვნე და კლასიკური ტრადიციის დიდი გულშემატკივარი იყო; ამდენად, იგი მიიჩნევდა, რომ უნივერსიტეტის კრიზისი ზოგიერთი კლასიკური პარადიგმის უგულებელყოფით იყო გამოწვეული, რაც, საბოლოო ჯამში, ლიბერალურ დემოკრატიას ინტელექტუალურად აღარიბებდა. ეს შეფასება XX საუკუნის 80-იანი წლებისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო და იმჟამინდელ ვითარებას ზუსტად შეესაბამებოდა. მაგრამ, ჩვენს დროში, ლიბერალური დემოკრატია უფრო დიდი და კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას, მისი მთავარი საყრდენი კი - უნივერსიტეტი - ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, როგორც ჩანს, ჯერჯერობით მზად არ არის. მოდით, ამ სტატიის მიზნებიდან გამომდინარე, თანამედროვე დემოკრატიის გამოწვევები ორ - პოლიტიკურ და ეკონომიკურ - ნაწილად დავყოთ და, ცალ-ცალკე განვიხილოთ. პოლიტიკური თვალსაზრისით თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის მთავარი გამოწვევა ტერორიზმი, ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმია, რომელიც ამ პოლიტიკურ რეჟიმს მხოლოდ იარაღითა როდი უპირისპირდება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იდეოლოგიურად ებრძვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი გავლენიანი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოა“, რომლის საქმიანობის ფორმებიც ვიწრო ექსტრემისტულ თუ ფუნდამენტალისტურ მავნებლობას, ან მიზნობრივ ტერორს, დიდი ხანია გასცდა და ლიბერალურ დემოკრატიას ნამდვილი იდეოლოგიური ბრძოლა გამოუცხადა. ამ ორგანიზაციის მიერ სირიასა და ერაყში მუზეუმების დარბევამ და მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აფეთქებამ თვალსაჩინო გახადა, რომ მათ პრინციპულად განსხვავებული ღირებულებები აქვთ, რომელიც დასავლური სამყაროსათვის დღემდე უცნობი იყო, ან კიდევ მასზე საუბარს შეგნებულად არიდებდნენ თავს. ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართული ადამიანების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, როგორც არაბულ ქვეყნებში, ასევე, ევროპაში. ამ პრობლემის თაობაზე მიმდინარე საჯარო დისკუსიებისას ხშირად გამოითქმის ხოლმე მოსაზრება, რომ ტერორისტების ფუნდამენტალისტური იდეების პოპულარობას ხალხში განათლების ნაკლებობა იწვევს. როდესაც სიტყვა განათლების ნაკლებობაზე ჩამოვარდება, საწინააღმდეგო არგუმენტის მოყვანა რთული ხდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა საღი აზრის ადამიანმა იცის - განათლება არასდროს არის საკმარისი. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ტერორიზმისა და ფუნდამენტალიზმის მიზეზთა შორის განათლების ნაკლებობა ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. უკანასკნელ წლებში განხორციელებული სხვადასხვა კვლევების თანახმად, აშშ-სა და ევროკავშირში მოქმედი ტერორისტების სოლიდურ ნაწილს ერთი ან სულაც ორი საფეხურის უმაღლესი განათლება აშშ-სა და ევროპის უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული.[4] მსოფლიო ბანკის სპეციალური კვლევის თანახმად კი, არაბეთის ქვეყნებში არსებული ტერორისტული დაჯგუფებების საშუალო და მაღალი რანგის წევრების უმრავლესობას უმაღლესი განათლება ეგვიპტის, სირიისა და საუდის არაბეთის წამყვან უნივერსიტეტებში აქვს მიღებული.[5] ამგვარად, განათლების უკმარისობა ტერორიზმის მთავარ მიზეზად ვერ ჩაითვლება, უპირატესი მიზეზი აქ უფრო მცდარი ანდა გაუკუღმართებული ღირებულებებია. საქმე ისაა, რომ განათლება იმთავითვე არ უზრუნველყოფს ჯანსაღ ღირებულებებს. ეს ერთნაირად ეხება როგორც ტერორისტებსა და ფუნდამენტალისტებს, ისე იმ რადიკალებს, რომლებიც მართალია ღია ტერორს არ ახორციელებენ, მაგრამ სხვადასხვა მოქმედებებით დემოკრატიულ წესრიგს დიდ ზიანს აყენებენ დასავლურ ქვეყნებში და საქართველოშიც. სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის როლი. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ დღეს უნივერსიტეტი მხოლოდ პროფესიული ეთიკის სწავლებით შემოიფარგლება, თუმცა, მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში, ზოგიერთი უნივერსიტეტი ამაზეც კი არ ზრუნავს, მაშინ როდესაც იმავე განმანთლებლობის ეპოქაში, უნივერსიტეტი ისეთ ადგილად იყო ჩაფიქრებული, სადაც ადამიანი ერთნაირად შეიძენდა, როგორც ცოდნას, ისე ღირებულებებს. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში განათლება აღზრდის შემადგენელი ნაწილი იყო. აღზრდა უფრო ფართო ცნებაა და მშრალი, ფაქტობრივი ცოდნის გადაცემის გარდა, ღირებულებების ჩამოყალიბებას და ადამიანების მორალურ მსჯელობებში ჩართვას გულისხმობდა, მისი საბოლოო მიზანი კი თავისუფალი ადამიანის აღზრდა იყო. თანამედროვე უნივერსიტეტში, რომელიც სტანდარტების და ურიცხვი ბიუროკრატიული პროცედურების ლაბირინთში არის გახლართული, ამ კარგად გამოცდილი კლასიკური პარადიგმის აქტუალიზების პერსპექტივა არ ჩანს. ამის შედეგად კი უნივერსიტეტი ზრდის ისეთ ადამიანებს, რომელთაც პასუხისმგებლიანი სამოქალაქო ცხოვრებისათვის მხოლოდ სანახევრო მზაობა აქვთ; ამდენად, ისინი, მიუხედავად მათი განათლებისა, ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდნენ ამა თუ იმ ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ. პოლიტიკური გამოწვევების მსგავსად, თანამედროვე უნივერსიტეტი ვერც ეკონომიკურ გამოწვევებს პასუხობს. ჩვენს დროში ეკონომიკა დიდწილად განსაზღვრავს პოლიტიკური მმართველობის ქმედითობის ხარისხს. თანამედროვე ეკონომიკა ყველა ტრადიციული ეკონომიკური მოდელისგან განსხვავებულია და ეს განსხვავება სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. ზემოთ შემთხვევით არ მიხსენებია, რომ მეცნიერება თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს და რომ ეს როლი უფრო იზრდება. ამის საჩვენებლად იმის აღნიშვნაც იკმარებს, რომ მეცნიერების მიერ უზრუნველყოფილი „ჭკვიანი ტექნოლოგიების“, განახლებადი ენერგიის და სხვა ახალი თაობის პროდუქტების წილი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში დიდი ტემპით იზრდება. თუმცა, ამ მზარდ მოთხოვნას შრომითი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს და სწორედ აქ იჩენს თავს ეკონომიკურ გამოწვევებთან მიმართებით თანამედროვე უნივერსიტეტის უძლურება. კერძოდ, აშშ-ს ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს 2015 წლის კვლევის თანახმად, აშშ-ში არსებული სამუშაო ადგილების 32,4 პროცენტის ელექტრონიზება და მექანიზება არის შესაძლებელი, ევროკავშირში კი ეს მაჩვენებელი 31,3 პროცენტია. მიზეზი, რის გამოც ეს რევოლუციური გზით არ ხდება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ელექტორალური განწყობებია; თუმცა, ევოლუციური გზით ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს და ამავე ორგანიზაციის პროგნოზის თანახმად, 2035 წლისათვის, აშშ-ს შრომითი ბაზრის დაახლოებით 40 პროცენტი მექანიზებული ან ელექტრონიზებული იქნება, ევროკავშირის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 38 პროცენტია.[6] შესაძლოა, ასეთი მაღალი ტემპებით არა, მაგრამ მსგავსი პროცესი გარდაუვალია ყველა სხვა ეკონომიკაშიც და ეს განსაკუთრებით აისახება მომსახურებისა და წარმოების სფეროებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ორი ათეული წლის განმავლობაში დღეს არსებული ტრადიციული სამუშაო ადგილების ორი მეხუთედი უბრალოდ აღარ იარსებებს, ხოლო ბაზარზე მრავალპროფილური, ინტელექტუალური და შემოქმედებითი შრომის წილი საგრძნობლად გაიზრდება. მიუხედავად ამგვარი გარდაუვალი მომავლისა, თანამედროვე უნივერსიტეტი წარმოებისა და მომსახურების სფეროში ბევრად უფრო მეტ კადრს უშვებს, ვიდრე ყველა სხვა სფეროში ერთად აღებული. ამის შედეგად კი, არა თუ შორეულ პერსპექტივაში, არამედ მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაშიც კი, ამ კადრების დიდი ნაწილი ეკონომიკებისათვის ჩვეულებრივ ბალასტად იქცევა, რადგან, როგორც ზემოაღნიშნული ტენდენციები ცხადყოფს, ვიწროპროფილური ცოდნის დრო დასასრულს უახლოვდება. მაშ, რაშია გამოსავალი? ცხადია, მზა რეცეპტები არ არსებობს, მაგრამ, გამოსავლის ძიების პროცესში ისევ კლასიკური პარადიგმები შეიძლება გამოგვადგეს. განმანათლებლობის ეპოქაში უნივერსიტეტის იდეა, პირველყოვლისა, იმას გულისხმობდა, რომ უნივერსიტეტს მოაზროვნე ადამიანი, ინტელექტუალი უნდა აღეზარდა. ინტელექტუალი მრავალმხრივ ცოდნას ფლობს, მას, კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად, აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელთა მეშვეობითაც (დროის საჭიროებისამებრ) ახალ ცოდნას ადვილად აითვისებს. სწორედ ესაა თანამედროვე უნივერსიტეტის ნაკლი: ის ინტელექტუალების ნაცვლად სპეციალისტებს ზრდის, რომელთა სამომავლო კარიერის პერსპექტივები, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანია. მრავალმხრივი ცოდნის მნიშვნელობა შესანიშნავად ესმოდათ ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში, როდესაც იმჟამინდელ აკადემიებში ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს ასწავლიდნენ, XVIII-XIX საუკუნეებში ამ კურიკულუმმა თავისუფალ ხელოვნებათა პროგრამებში პოვა გაგრძელება, ჩვენს დროში კი, ამ აკადემიური მიმართულების მემკვიდრედ თანამედროვე ინტერდისციპლინური და მულტიდისციპლინური პროგრამები გვევლინება, რომლებიც ფართო განსწავლასა და მრავალმხრივ კვალიფიკაციას იძლევა, რაც შრომითი პერსპექტივების გადანაცვლების შესაძლებლობას აჩენს. ამასთან ინტერდისციპლინური განსწავლა უფრო უკეთ ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარებს და ხელს უწყობს უნივერსიტეტს შეასრულოს მისი კლასიკური მისია: აღზარდოს ინტელექტუალი. ამ მხრივ, დადებითი ტენდენციებია აშშ-ის, კანადისა და სკანდინავიის ქვეყნების მთელ რიგ უნივერსიტეტებში, სადაც ინტერდისციპლინური და მულტიდისციპლინური აკადემიური პროგრამების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, ცხადია, რომ ეს საერთო სურათს სწრაფად ვერ შეცვლის, რის გამოც, დღევანდელი მდგომარეობით, უნივერსიტეტი სათანადოდ ვერც თანამედროვე დემოკრატიის ეკონომიკურ გამოწვევებს პასუხობს. [1] იხ. A. Smith, Wealth of the Nations, Book V, Thrifty Books, 2009. [2] იხ. A. Bloom, Closing of the American Mind, Simon & Schuster Inc. 2008, გვ. 259-260. [3] იხ. იქვე, გვ. 143-144 [4] იხ. G. Meotti, Islamic Terrorists not Poor and Illiterate, but Rich and Educated, GateStone Institute, International Policy Council. 2016. [5] იხ. World Bank Middle East and North Africa Region, MENA Economic Monitor. Economic and Social Inclusion to Prevent Violent Extremism. 2016. [6] იხ. National Bureau of Economic Research, NBER Working Papers, Job loss prognosis: A Look at the Evolving Relationship between Capital and Skill in Manufacturing. 2015. გიორგი ხუროშვილი - ფილოსოფიის დოქტორი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორის მოადგილე
2019-10-13 23:05:53
http://ngu.edu.ge/aktivobebi/filosofia-dghes/giorgi-khuroshvili-tanamedrove-universiteti-da-demokratia
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986648343.8/warc/CC-MAIN-20191013221144-20191014004144-00161.warc.gz
14,023
206,765,735
ბედნიერი პერიოდის მკვლელობები The Happytime Murders ჟანრი: კომედია / მძაფრ-სიუჟეტიანი / დეტექტივი / კრიმინალური როლებში: მელისა მაკარტი, ელიზაბეტ ბენკსი, მაია რუდოლფი, ლესლი დევიდ ბეიკერი, ჯოელ მაკჰეილი, სინტია ვუ მოკლე აღწერა: ლოს ანჯელესი, ეს ფულის, ცნობილი ადამიანებისა და გართობის ქალაქია. აქ თოჯინები ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ. მოულოდნელად მეგაპოლისში ტელეშოუს ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით, გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან / Deliver Us from Evil ჟანრი: ტრილერი / საშინელება / კრიმინალური მოკლე აღწერა: ნიუ-იორკის პოლიცია იძიებს შემაშფოთებელ და აუხსნელ სერიულ დანაშაულობებს. ერთ-ერთი პოლიციელთაგანი დასახმარებლად ეგზორციზმის სპეციალისტს მიმართავს, რომ ქალაქი ეშმაკის თავდასხმისგან ნადირობის სეზონი 2 / OPEN SEASON 2 ჟანრი: კომედია / ანიმაციური / სათავგადასავლო / საოჯახო მოკლე აღწერა: ბუგი და ელიოტი კიდევ უფრო გიჟური თავგადასავლებით დაბრუნდნენ. ელიოტი ჟიზელის გამო თავს დაკარგავს, თუმცა საქორწილო გეგმები ჩაეშლება, რადგან მისტერ უინის განებივრებული შინაური
2019-10-19 17:20:40
http://pilmi.ge/xfsearch/%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9A%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986697439.41/warc/CC-MAIN-20191019164943-20191019192443-00077.warc.gz
39,920
157,076,342
გამოქვეყნებულია: 16 დეკემბერი, 2011 - 23:24 საჭირო მასალა: 1 კგ გოგრის რბილობი, 900 გ შაქარი, 1 ცალი ლიმონი, 1 ცალი ფორთოხალი. მომზადება: გოგრა პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ლიმონს და ფორთოხალს გამოვაცალოთ თესლები და წვრილად დავჭრათ. ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ და დავაყაროთ შაქარი. გავაჩეროთ, ვიდრე წვენს არ გაუშვებს. სასურველია მთელი ღამით დავდგათ. მურაბა ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე მინიმუმ 30-40 წუთის განმავლობაში. როდესაც ფორთოხლისა და ლიმონის ქერქები კარგად მოიხარშება და ვაჟინი კი შესქელდება, ჩავასხათ მდუღარეგამოვლებულ ქილებში და დავახუროთ სახურავები.
2019-12-13 02:43:25
http://www.vinoge.com/samzareulo/tkbileulinamcxvari/gogris-jemi
crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540548537.21/warc/CC-MAIN-20191213020114-20191213044114-00220.warc.gz
11,029
243,930,116
25 ივნისს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს „სათნოების გოდოლად“ წოდებულ ერთ ასურელ მამათაგანს – ისიდორე სამთავნელს. როგორც ცნობილია, 13 ასურელი მამა თავდაპირველად ზედაზენზე დასახლდა, საიდანაც შემდეგ მთელ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაემკვიდრენ იოანე ზედაზნელის სულიერი შვილები. წმიდა ისიდორე სამთავნელი, ზედაზნიდან წამოსვლის შემდეგ მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე დაეფუძნა. იგი მოძღვრის კურთხევით დიდხანს ქადაგებდა ქართლში. ხანგრძლივი მოციქულებრივი მოღვაწეობის შემდეგ, სოფელ ჭალის სიახლოვეს ააშენა მონასტერი. გადმოცემის მიხედვით, მამა ისიდორეს თან ჰქონდა მაცხოვრის – იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი, რომელიც თავის მიერ აგებულ ეკლესიაში დააბრძანა. წმინდა ისიდორეს აგებული ეკლესიიდან დღეისათვის აღარაფერია შემორჩენილი – ამჟამინდელი სამთავისის ტაძარი სამთავნელ ეპისკოპოსს, ილარიონს აუგია –X-XI საუკუნეებში; თუმცა, ცხადია, ისიდორე ამ სამონასტრო კომპლექსის სულისჩამდგმელია. ისიდორე სამთავნელი თავის მიერ აგებულ ტაძარში აღესრულა და აქვეა დასაფლავებული. |
2019-03-26 00:01:41
http://georoyal.ge/?MTID=5&TID=53&id=1384
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204736.6/warc/CC-MAIN-20190325234449-20190326020449-00461.warc.gz
6,548
86,374,256
ამ დროისთვის ხარაბაძე შვეიცარიაში იმყოფება და ტელეკომპანია "მაესტროს" ცნობით, "ციურიხთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა, რაც წელიწადნახევრიან იჯარას გულისხმობს. Sportall.ge თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებას ცდილობს, თუმცა კლუბის პრესსამსახური ჩვენს ზარებს არ პასუხობს. აქვე გეტყვით, რომ ლევან ხარაბაძე თბილისის "დინამოში" 2011 წლიდან ირიცხება. მცველმა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ხოლო 2018 წელს ვლადიმირ ვაისმა საქართველოს მთავარ გუნდში უხმო. ხარაბაძემ 2018 წელს ეროვნულ ლიგაში "დინამოს" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ესპანელი შემტევი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რიგებში - ფრან კარბიამ "ხიმნასტიკს" "დინამო" არჩია
2019-03-22 23:23:35
https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/legionerebi/125876-kidev-erthi-qarthveli-shveicariashi-levan-kharabadze-qciurikhshiq-ijarith.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202698.22/warc/CC-MAIN-20190322220357-20190323002357-00336.warc.gz
30,124
619,670,287
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ზანდუკელის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის დაშენებაზე გაზის წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც ცეცხლის გავრცელების საფრთხე დროულად აღკვეთეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
2019-10-21 01:05:06
https://marshalpress.ge/archives/259650
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987750110.78/warc/CC-MAIN-20191020233245-20191021020745-00449.warc.gz
18,201
588,656,485
რა ხდება, როცა მამა შვილებს ერთმანეთისგან განასხვავებს - ერთ ქალიშვილს აღმერთებს, ხოლო მეორეს უგულებელყოფს? რა ხდება, როცა დედას სიკვდილის შემდეგ დიასახლისობა უფროს ქალიშვილს ერგება, ის კი მამის გამფლანგველობას წაახალისებს და უმცროს დაზე მბრძანებლობს? რა ხდება, როცა ენ ელიოტი ხარ და, მიუხედავად იმისა, რო, თავდავიწყებით გიყვარდება ფრედერიკ უენტუორთი, იძულებული ხარ გონების ხმას მოუსმინო და უარი თქვა შენს რჩეულზე? და რა მოხდება, თუ სიყვარული დროს გაუძლებს და ყველა მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა?
2019-12-07 19:43:55
https://biblusi.ge/products/book/gonebis-xma-jein-ostini-rb-yd/
crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540501887.27/warc/CC-MAIN-20191207183439-20191207211439-00444.warc.gz
12,284
309,164,049
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სიტყვის და ხელოვნების თავისუფლება დემოკრატიის ელემენტარული ნორმებია, მაგრამ მან გერმანიის იუსტიციას მიანიჭა უფლებამოსილება, გამოიძიონ სატირიკოს იან ბიომერმანის მიერ თურქეთის პრეზიდენტზე, რეჯეფ ტაიპ ერდოანზე დაწერილი ლექსის საქმე. მერკელმა თავისი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში არა მთავრობის, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოს საქმეა, გაარკვიოს პრესის და ხელოვნების მიმართ ერთი პირის უფლებების საკითხი. გერმანიაში მოქმედი კანონის103-ე პარაგრაფის მიხედვით, უცხო სახელმწიფოს მეთაურის ან ორგანოს შეურაცხყოფა ისჯება. მერკელმა თქვა, რომ სამთავრობო კოალიცია ამ პარაგრაფს თავისი მმართველობის პერიოდში გააუქმებს. კანცლერის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია გერმანიის მეორე პოლიტიკური ძალის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის, საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და იუსტიციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრის ჰაიკო მაასის პოზიციასთან. ბიომერმანმა თავის სატირულ გადაცემაში, ტელეარხ „ცეტ-დე-ეფის“ ეთერში წაიკითხა ლექსი, რომელშიდაც ერდოანს უშვერი სიტყვებით შეუტია. ლექსში ლაპარაკი იყო ცხოველებთან სექსზე, ბავშვთა პორნოგრაფიაზე და თურქებზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე. ერდოანმა, როგორც კერძო პირმა, შეიტანა საჩივარი შეურაცხყოფის გამო და საქმეს კანცლერის გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად, მაინც იძიებს პროკურატურა. სატირიკოს ბიომერმანის განმარტებით, მას სურდა ეჩვენებინა განსხვავება დაშვებულ სატირასა და შეურაცხმყოფელ კრიტიკას შორის.
2019-03-20 19:44:40
https://www.radiotavisupleba.ge/a/erdoanze-shekmnili-leksis-sakme/27678677.html
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202450.86/warc/CC-MAIN-20190320190324-20190320212324-00470.warc.gz
15,951
866,948,331
“ჯანმრთელი სიცოცხლე” – ასე ერქვა თავდაპირველად ჟურნალს, რომელსაც ამჟამად უფრო “ავერსის” სახელწოდებით იცნობს მკითხველი. ჟურნალის პირველი ნომერი 2004 წლის მაისიდან გამოდის. იგი ყოველთვიურად აცნობს ქართველ მკითხველს უახლეს ინფორმაციას სამედიცინო სფეროს სიახლეების, მიღწევების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. აქვეა რჩევები ორსულებისთვის, მშობლებისთვის, თუ როგორ მოუარონ პაწიას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, როგორ მოიქცნენ, როდესაც ბავშვი ავადაა და ა.შ. გარდა სამედიცინო შინაარსის მასალებისა, “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” ყოველ ნომერში მკითხველს შეუძლია თვალი გადაავლოს სტატიებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ისტორიის შესახებ, წაიკითხოს ინტერვიუები გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებთან და ა.შ. “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლე” პირველი ქართული ჟურნალია, რომელიც მკითხველს ორიგინალურ სიახლეს სთავაზობს. ეს არის ჟურნალი ჟურნალში, რომელიც ჩანართის “ქალის კუთხის” სახით გახლავთ წარმოდგენილი. ჟურნალის ჩანართი უშუალოდ ქალბატონებისთვის არის განკუთვნილი, საიდანაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ამოიკითხონ რჩევები დიეტის, კულინარიის, ვარჯიშის და სხვათა შესახებ. ჟურნალ “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” მთავარი დანიშნულება საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა. ცნობილია, რომ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ფიტნესისა და დიეტის, აგრეთვე ჯანმრთელობაზე მავნე ჩვევებს ნეგატიური ზეგავლენის შესახებ. მიუხედავად ამისა, დაავადებათა რიცხვი, რომელთა თავიდან აცილება ჯეროვანი პრევენციული ზომების მიღების პირობებშიც შესაძლებელია, დღითი-დღე იზრდება. ამიტომაც “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” მიზნად საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, მოსახლეობაში კი იმ უნარ-ჩვევების ფორმირება იქცა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს დაიცვან თავი სხვადასხა დაავადებებისგან და რაც მთავარია – იცხოვრონ ხანგრძლივად და ჯანმრთელად. ჟურნალის რედაქცია დაკომპლექტებულია მაღალპროფესიული კადრებით. სწორედ მათი დამსახურება გახლავთ ის ფაქტი, რომ “ავერსი – ჯანმრთელმა სიცოცხლემ” შეძლო თავი გამოეჩინა და სხვადასხვა მედია-კონკურსში გაემარჯვა. კერძოდ: “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა 2006 წლის მარტში World Vision International-ის მიერ გამართულ კონკურსში გაიმარჯვა და სერთიფიკატით დაჯილდოვდა საუკეთესო პუბლიკაციისთვის თემაზე “საქართველოში აივ და შიდსი მეძუძურ დედებსა და ორსულ ქალებში”; 2006 წლის დეკემბერში აგრეთვე ძუძუს კიბოს დაძლევის საინფორმაციო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მედია-კონკურსში გამარჯვებისთვის რედაქციის თანამშრომელს მიენიჭა სიგელი. ჟურნალ “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” თანამშრომლები პერიოდულად ესწრებიან სპეციალურად ჟურნალისტებისთვის გამართულ სწავლება-სემინარებსა და ტრენინგებს.
2019-03-21 22:38:54
http://old.aversi.ge/main_jurnal.php?lang=geo&id=142&cat_id=2
crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202572.7/warc/CC-MAIN-20190321213516-20190321235516-00014.warc.gz
9,475
153,708,254
ქეთის მორიგ ნაბიჯს მორიგი აჟიოტაჟი მოჰყვა. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ სოციალური ქსელიდან: "ბევრი მოღალატე კაცი და ქალი ამოიცნობდა საკუთარ თავს". "მეცოდება თან ეს გოგო... ამიტომ გააუფრთხილდით კაცებო ქალებს... რაც აკლდა ის მიიღო სხვასთან და ეგააა... ცოტა ყოფნის ქალს ბედნიერებისთვის". "ვერც ვერაფერი ვერ მიიღო ერთი სულელი კაციდან წავიდა მეორე მატყუარა კაცთან". "ეს არის რეალობა... ძალიან მაგარი ბიჭები რომ გონიათ თავები და ისეთი ს..-ები რომ ახევენ ცოლებს. ტიპს აზრად არ მოუვა, რომ ღალატობს". "ქეთი არის საცოდავი ქალი, დაჩმორებული, დამონებული, სითბოს და სიყვარულს დანატრებული. ეგონა, არიქა, მართლა ვუყვარვარო, ამას რომ უყვარდეს, ცოლს რატომ ვერ გაშორდებოდა. მაგრამ ქეთი არის თავის თავის ფასის არმქონე, აზრზე არაა ცხოვრების, უვლის ქმარს და შვილს, მეგობარიც კი არ ჰყავს. შეუმდგარია, კარგი „წარმატებული, საზოგადოებაში აქტიური ცოლი ბევრ მამაკაცს აბრკოლებს, ძაბავს, რაც საზიანოა წყვილისთვის“
2019-10-22 00:03:52
https://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/14193-qdzaan-rom-atsvebian-da-goniath-kacebs-ukheshobith-da-ghrialith-kargi-colebi-eyolebath-zustad-eg-ghupavthq.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795253.70/warc/CC-MAIN-20191021221245-20191022004745-00312.warc.gz
31,656
1,034,470,190
მშობიარობა, მჭიდრო ბიუსტჰალტერი და ტრავმა. რა მითები არსებობს ძუძუს კიბოს შესახებ? სიმსივნური პათოლოგიების მქონე ქალების დაახლოებით 25%-ის დიაგნოზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველ მეოცე ქალს ადრე თუ გვიან ონკოლოგიური დაავადების ამ სახეობასთან უწევს ბრძოლა. ამასთან, ძუძუს ცვლილება ხშირად ბუნებრივ პროცესებთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება მოხდეს მენსტრუაციამდე ან შემდეგ, ფეხმძიმობის ან მენოპაუზის დროს. მნიშვნელობა აქვს იმასაც, იღებს თუ არა ქალი ჰორმონებს ან კონტრაცეპტივებს. ამიტომაც ეს ცვლილებები ყოველთვის არ არის კიბოსთან დაკავშირებული. პროფილაქტიკური ზომებით ძუძუს კიბოს პრევენცია შესაძლებელია? არა. რა თქმა უნდა, არსებობს მეთოდები, რომლებიც სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის რისკ ამცირებს, მაგრამ 100%-იანი გარანტია ნამდვილად არ არსებობს. სწორედ ამ საშუალებებს მიეკუთვნება ძირითადად მეორადი პროფილაქტიკა, რაც ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენას გულისხმობს. თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც დაავადების რისკს ამცირებენ და რომლებზეც ზემოქმედება ქალებს რაღაც დოზით შეუძლიათ. სარძევე ჯირკვლის კიბოთი მხოლოდ რისკჯგუფში მყოფი ქალები ავადდებიან? სულაც არა. სამწუხაროდ, ყველა ქალს აქვს გარკვეული საბაზისო რისკი, ძუძუს კიბოთი რომ დაავადდეს და ამ საფრთხეს გარეფაქტორები კიდევ უფრო უწყობს ხელს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ასაკი. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ "რაც უფრო მეტი რისკფაქტორი აქვს ქალს, მით უფრო მაღალია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობა“. ფაქტია, რომ რისკჯგუფში მყოფი ქალები (მაგალითად, ვისაც ძუძუს კიბოთი დატვირთული მემკვიდრეობა აქვს) გაცილებით ხშირად ავადდებიან. ონკოლოგიურ პაციენტთა უმრავლესობას სწორედ ისინი წარმოადგენენ. ძუძუს კიბოს რისკი ასაკთან ერთად იზრდება? კი, მაგრამ ძუძუს კიბო საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ზოგადად, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად 35-დან 50 წლამდე იჩენს თავს, მაგრამ ბოლო დროს ქვედა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე შემცირდა. მასტოპათია ძუძუს კიბოს წინა სტადიაა? არა. მასტოპათია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის წინა სტადია არ არის. სინამდვილეში ის დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციაშიც არ შედის, რამდენადაც ცხოვრების გარკვეულ პერიოდში მკერდის ნორმალურ მდგომარეობად მიიჩნევა. მასტოპათიის გაჩენა ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად ექოსკოპია საკმარისია? არა. ულტრაბგერითი გამოკვლევა სარძევე ჯირკვლის უსიმპტომო სიმსივნის გამოსავლენად არც უნდა განიხილებოდეს. ის შეიძლება ჩატარდეს დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის, მაგრამ მას კიბოსადმი საკმაოდ დაბალი მგრძნობელობა აქვს. ძუძუთი კვება და მშობიარობა სარძევე ჯირკვლის კიბოს რიკს ამცირებს? კი, თუმცა უმნიშვნელოდ. შეიძლება ითქვას, რომ ძუძუთი კვება ერთი წლის განმავლობაში კიბოს რიკს დაახლოებით 7%-ით ამცირებს, ყოველი მშობიარობა კი - თითქმის 9%-ით. მაგალითად, ქალს, რომელმაც ორჯერ იმშობიარა და თავის შვილებს სამი წელი ძუძუთი კვებავდა, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების რისკი დაახლოებით 40%-ით უმცირდება. მაგრამ, ეს რისკი შედარებითია და არა - აბსოლუტური. თუ ზემოთ ხსენებულ მაჩვენებელს აბსოლუტური რისკის პარამეტრებით განვსაზღვრავთ, მხოლოდ 2,3%-ი შეგვრჩება. გასათვალისწინებელია, რომ ძუძუს კიბოთი დაავადების რისკი მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 5,7%-ია. გარდა ამისა, ეს ციფრები აღარ იქნება აქტუალური მათთვის, ვისაც ონკოგენური მუტაცია აქვს. მჭიდრო ბიუსტჰალტერი ძუძუს კიბოს იწვევს? არა. ბიუსტჰალტერი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეზე არანაირად არ მოქმედებს. არასწორად შერჩეულმა აზღუდმა შეიძლება კანი უმნიშვნელოდ დააზიანოს, მაგრამ სულ ესაა. სინამდვილეში ბიუსტჰალტერს მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს, როგორც ნებისმიერ საცვალს ან ტანსაცმელს. არა. აბორტი სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკთან არანაირად არ არის დაკავშირებული. თუმცა ფეხმძიმობისა და მშობიარობის არქონა მთელი ცხოვრების მანძილზე ამ რისკს ნამდვილად ზრდის. ეს მენსტრუალური ციკლის რაოდენობასთანაც არის დაკავშირებული: რაც მეტია ციკლი, მით მეტია ძუძუს კიბოს რისკიც და პირიქით. შესაბამისად, ყოველი ფეხმძიმობა და მშობიარობა ამ მექანიზმს სულ ცოტა ცხრა-ათი თვით აჩერებს, ეს კი გასაგები მიზეზების გამო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის რიკს ამცირებს. ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა მისგან განკურნების გარანტიაა? ასეთი კატეგორიული განცხადება, არასწორია. ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა ყველა ქალისთვის პანაცეა არ არის. ზოგს ეს ეხმარება მეტ ხანს იცოცხლოს, სხვას - კიბოსგან დეფაქტო განკურნების შესაძლებლობას აძლევს, ზოგიერთს კი საერთოდ ვერაფერში ეხმარება. არა. ტრავმები სარძევე ჯირკვლის კიბოზე არანაირ გავლენას არ ახდენს, თუმცა ქალები ამ ორ ფაქტს ერთმანეთს ხშირად უკავშირებენ. ძუძუს ტრავმა ძალიან მტკივნეულია, ამიტომ ქალებს ეს კარგად ამახსოვრდებათ. რაღაც დროის შემდეგ სიმსივნის კლინიკური სიმპტომები თუ გამოვლინდა, პაციენტი ამ დიაგნოზს წარსულში მიღებულ ტრავმას უკავშირებს. თუმცა ეს სიმართლე არ არის. სიმსივნის განვითარების პროცესი შეიძლება ათ წელზე მეტხანს გრძელდებოდეს და რა თქმა უნდა, ცოტა ხნის წინ მიღებული ტრავმა აქ არაფერ შუაშია. სიგარეტის მოწევა ძუძუს კიბოს აჩენს? არა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, მაგრამ მოწევასა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს შორის კავშირი არ დადასტურდა. თუმცა ეს ფაქტი კიბოს სხვა სახეობებზე სიგარეტის მაპროვიცირებელ ზემოქმედებას სულაც არ გამორიცხავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილტვის ან კუჭის სიმსივნე. ნაწილობრივ კი. ალკოჰოლის დიდი დოზის რეგულარული მიღება ძუძუს კიბოს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ეს მოსაზრება არაერთი მასშტაბური კვლევით დადასტურდა. თუმცა იმის მტკიცება, რომ ალკოჰოლი ძუძუს კიბოს იწვევს, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია. სარძევე ჯირკვლის სიმსივნე მხოლოდ ქალებს აქვთ? არა. სარძევე ჯირკვლის სიმსივნე იშვიათად, მაგრამ კაცებშიც გვხდება. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის ორგანიზმის BRCA1/2 გენებში მუტაცია მიმდინარეობს. თუ თქვენს ნათესავ კაცს სარძევე ჯირკვლის კიბო ჰქონდა, სამედიცინო გენეტიკოსისგან კონსულტაციის მიღება დროული იქნებოდა. ამ შემთხვევაში სასურველია გენეტიკური ტესტი ჩაიტაროთ. იმპლანტი ძუძუს კიბოს რისკს ზრდის? არა. იმპლანტს ძუძუს კიბოს განვითარების რისკზე არანაირი გავლენა არ აქვს. ეს ძალიან ბევრი კვლევით დადასტურდა. ერთადერთი პრობლემა, რომელიც მკერდის ზომის გაზრდის მიზნით იმპლანტის ჩადგმის შემთხვევაში წარმოიქმნება, არის ის, რომ იმპლანტი ადეკვატური მამოგრაფიის ჩატარებას ხელს უშლის. ის ქსოვილს ბლოკავს, რაც კიბოს სკრინინგს აფერხებს. ძუძუ რაც უფრო დიდი ზომისაა, მით მეტია კიბოს რისკი? არა. ზომას ამ დაავადებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა პატარა ზომის მკერდი სკრინინგს აადვილებს: სარძევე ჯირკვალში ვერ აღმოჩენილი კიბოს ალბათობა ძალიან დაბალია. ძუძუს ზომის შესამცირებელი ოპერაციები კი ნამდვილად ამცირებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ალბათობას. ეს შემდეგნაირად აიხსნება: ჯირკვლის ქსოვილის მოცილებით პლასტიკური ქირურგი პოტენციურად საშიშ უბნებსაც აშორებს. ეს კი, თავის მხრივ, კიბოს რისკს ამცირებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძუძუს დაპატარავების პროცედურა თავისი პოპულარობითა და სიხშირით ზომაში გაზრდის ოპერაციის პირდაპირპროპორციულია. ის საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. ვეგეტარიანელობა ძუძუს კიბოს რისკს ამცირებს? არა. კვების ტიპი ძუძუს კიბოს განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. ეს შეიძლება სიმსივნის გარკვეული ფორმების შემთხვევაში იყოს აქტუალური, ოღონდ არა ამ სიტუაციაში.
2019-10-23 02:21:21
https://imedinews.ge/ge/theme/459/mshobiaroba-mchidro-biusthalteri-da-travma-ra-mitebi-arsebobs-dzudzus-kibos-shesakheb
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987828425.99/warc/CC-MAIN-20191023015841-20191023043341-00374.warc.gz
15,296
533,268,768
ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, იმ მეექვსეკლასელ ბიჭს, რომელიც ამბობს, რომ მას მასწავლებელი და ორი თანაკლასელი პოლიციაში დარეკვის გამო აბულინგებდა, მშობლები ტყუილში ადანაშაულებენ. ამ კლასში სულ 15 ბავშვი სწავლობს, 14–მა მშობლემა კი იმის დასტურად, რომ ყველა ერთ აზრზეა და 11 წლის ბიჭი ტყუის, განცხადება დაწერა, ხელი მოაწერა და დირექტორთან შეიტანა. მშობლები წერილობით აცხადებენ, რომ ბავშვს არავინ აბულინგებს და მასწავლებელი კლასში უნდა დაბრუნდეს, სამაგიეროდ კი დამრიგებელი უნდა ჩამოშორდეს კლასს, იმის გამო რომ ის 11 წლის ბიჭს უჭერს მხარს. „ყველაფერი ტუილია რასაც ამ ბიჭის ბებია და დედა ყვებიან. მათ შვილს არავინ არ აბულინგებს. ერთხელ მისცა მასწავლებელმა შენიშვნა მხოლოდ პოლიცაიში დარეკვის გამო და იმის მერე არაფერი უთქვამს. ბავშვებსაც ვკითხეთ ყველამ სახლში და არაფერი არ უთქვამს მასწავლებელსო, ამბობენ. იმ ერთი შენიშვნის გამო მოხდა ეს ყველაფერი?!“ – კითხულობენ მშობლები. 14–ვე აცხადებს, რომ მათი შვილები კლასიდან წასული მასწავლებლის დასაბრუნებლად ტირიან: „14 –ვე ბავშვი სახლში რომ მივიდა ტირილი დაიწყო, არ წავიდეს მასწავლებელიო. ჩემი შვილიც რომ მოვიდა და მითხრა, ჩვენი საყვარელი მასწავლებელი წავიდაო, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე“, – ამბობს ერთ–ერთი მშობელი. იმ ორი ბიჭიდან ერთ–ერთის დედა, რომელსაც მეექვსკლასელი ბულინგში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ „ბავშვებს შორის 31 იანვარს კამათი უაზრობის გამო მოხდა, ამის მერეც ისეთი არაფერი ყოფილა, უბრალოდ ჩემი შვილი, ამ 11 წლის ბიჭის უკან ცეკვავდა, რასაც მერე შელაპარაკება მოჰყვა. სხვა დღეებში ეს ბიჭი არავის დაუბულინგებია. უკვე ამ ბავშვის ეშინიათ ჩვენ შვილებს, თუ რამეს ისე გაიგებს, მიდის ბებიამისს ეუბნება და მერე სკოლაში ერთი ამბავი ტყდება“. „სამხრეთის კარიბჭე“ 14 მშობლიდან ცხრას ესაუბრა. ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ პოლიციაში დარეკვის გამო 11 წლის ბიჭი არავის გაუკიცხავს, თუმცა, თავადაც აცხადებენ, რომ ბავშვმა პოლიციაში არ უნდა დარეკოს და ეს ცუდი საქციელია: „რატომ უნდა დარეკოს 10 წლის ბიჭმა პოლიციაში?! უთხრას მასწავლებელს, მანდატურს, ეს საიდან მოიტანა?! ან მშობელს უნდა დაურეკოს. ჩვენ არ ვასწვლით ეგეთებს ჩვენს შვილებს". მიუხედავად იმისა, რომ 11 წლის ბიჭის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ სამედიცინო დოკუმენტები დღეს, 23 მარტს, დედამ სკოლის დირექციასა და პოლიციას გადასცა, არცერთ მშობელს არ სჯერა, რომ ბავშვი მართლა ცუდადაა: „სანამ ის მასწავლებელი კლასს დატოვებდა, 11 წლის ბიჭი ჩვეულებრივ შედიოდა მის გაკვეთილებზე და მაღალ ქულებსაც იღებდა. საიდან მოიტანეს რომ რამე სჭირს ამ ბავშვს?! მშვენივრად თამაშობდა ბავშვებთან ამდენი ხანი. გარდა ამისა სახალისო ვიდეოებს წერდა და ერთ–ერთ საიტზე დება ხოლმე, თუ ცუდად იყო ამას როგორ აკეთებდა?! უბრალოდ მის ბებიას ის აღიზიანებს, რომ მთელი კლასის ბავშვები იმ მასწავლებელს მისტირიან და ამის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს ბავშვს“. უფრო მეტიც, მშობლები აცხადებენ, რომ სკოლაში ყველაფერი პირიქითაა და 11 წლის ბიჭი თავად იყენებს ცუდ სიტყვებს თანაკლასელების, მით უფრო გოგონების მიმართ: „რომ ამბობს, ამ ბიჭის ბებია, ჩემ შვილიშვილს თქვენმა შვილებმა მესიჯებით ცუდი სიტყვები მიწერესო, ეგეთი სიტყვები ჩვენმა შვილბემა საერთოდ არ იციან". მშობლები სკოლაში შექმნილ ვითარებაში დამრიგებელსაც ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ის მთელ კლასში მხოლოდ 11 წლის ბიჭის ინტერესებს იცავს: „დამრიგებელი გვინდა რომ წავიდეს და არაერთი განცხადება შევიტანეთ დირექტორთან ამის თაობაზე. ამ ბიჭმა რაც არ უნდა დააშავოს ის სულ მხარს უჭერს და ყველა ბავშვისაგან არჩევს“. მშობლები ამბობენ, რომ ორშაბათიდან, 25 მარტიდან ისინი შვილებს სკოლაში არ გაუშვებენ თუ დამრიგებელი კლასს არ დატოვებს და სანაცვლოდ, კლასიდან წასული მასწავლებელი უკან არ დაბრუნდება. კლასის დამრიგებელი მშობლების განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ კლასს მანამდე არ დატოვებს, ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა და ამ საქმეზე ძიება არ დასრულდება. დირექტორი კი აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს“. მშობლებმა კი დღეს დისციპლინურ კომიტეტში მათი მოთხოვნა ახსნა–განმარტებებთან ერთად წერილობით დატოვეს. ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკსირა, რის შემდეგაც მან კლასი დატოვა. 14 მშობლის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა. 11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. გახდა თუ არა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი მართლაც სკოლაში განხორციელებული ზეწოლა, პოლიცია არკვევს. „სამხრეთის კარიბჭე“ კი ფსიქიატრის დასკვნას გაეცნო, სადაც დიაგნოზთან ერთად მკურნალობის კურსიც გაწერილია.
2019-10-19 12:51:28
http://sknews.ge/index.php?newsid=21901
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986693979.65/warc/CC-MAIN-20191019114429-20191019141929-00190.warc.gz
11,948
172,312,913
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სვანეთში მსგავსი მასშტაბის წყალდიდობის განმეორების საფრთხე არ არსებობს, ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში. რამდენიმედღიანი წვიმის შედეგად მესტიის რაიონი წყალდიდობების გამო დაზარალდა. მყინვარ ლეხზირის დნობის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა და „მესტიაჭალაჰესი1“-ის შენობა დატბორა. წყალმა ასევე ხიდი და კვების ობიექტი წაიღო. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა, გეოლოგებმა და გლაციოლოგებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს და გაეცნენ ლეხზირის ხეობაში არსებულ ვითარებას. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხეობაში რჩება გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას. კიდევ ერთი წყალდიდობა მოხდა მულახის თემის რამდენიმე სოფელში. ადიდებულმა მდინარე მულხურამ სოფელ ჭოლაშში გადასასვლელი ხიდის ბურჯები დააზიანა, რის შედეგადაც სოფელი გარე სამყაროს მოწყდა. გარდა ამისა, მდინარემ ხიდი სოფელ ჩვაბიანში დაანგრია. პრობლემები არსებობს ასევე სოფელ ჟაბეშში, სადაც შიდა სასოფლო გზები დაზიანდა.
2019-10-14 23:39:00
https://m.sputnik-georgia.com/incidents/20190728/246085609/mestiis-meria-masStaburi-wyaldidobis-ganmeorebis-safrTxe-ar-arsebobs.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655554.2/warc/CC-MAIN-20191014223147-20191015010647-00380.warc.gz
9,755
603,983,380
რამსარის კონვენცია (ინგლ. The Convention on Wetlands of International Importance, especially as Waterfowl Habitat) — კონვენცია, რომელიც იცავს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიებს. მიიღეს 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში. შემდეგში შესწორდა 1987 წელს კანადის სასკაჩევანის პროვინციის ქალაქ რეჯაინაში. კონვენცია პირველი გლობალური საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც მთლიანად ეძღვნება ერთი ტიპის ეკოსისტემას. 2 თებერვალს აღინიშნება ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე. საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] საქართველო რამსარის კონვენციას შეუერთდა 1996 წელს. ქვეყანაში გამოიყო ტერიტორიები[1], რომლებმაც მიიღეს საერთაშორისო ჭაობის მნიშვნელობა: - კოლხეთის დაბლობი: შავი ზღვის სანაპიროს ცენტრალურ ნაწილი, მდინარე რიონის შესართავი, ხობისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ფოთის ტერიტორია. მოიცავს ჭურიის, ნაბადას და ფიჩორა-პალიასტომის უბნებს და პალიასტომის ტბას. რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019-10-22 07:14:32
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987803441.95/warc/CC-MAIN-20191022053647-20191022081147-00208.warc.gz
17,135
557,371,161
მესი: ზედმეტსახელი D10S არ მომწონს ლეო მესი კომენტარს აკეთებს მეტსახელზე, რომლითაც მას ხშირად მოიხსენიებენ. D10S არის ესპანური სიტყვის Dios (ღმერთი) და მესის 10 ნომრის ნაზავი. "ეს საკითხი დიდად არ მაღელვებს, მაგრამ ეს მეტსახელი არ მომწონს. ვიცი, რომ ეს კეთილი ზრახვებით ხდება, მაგრამ ზედმეტად გაზვიადებულია, განსაკუთრებით ჩემი შვილებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკოპირებენ. მაგალითად, მატეო ლეო მესის მეძახის: "მიდი, ლეო მესი" და მსგავს სახელებს. სწორედ ამიტომ, კარგი არ იქნება, თუ ის ამ მეტსახელს მოისმენს." - განაცხადა მესიმ RAC1-თან საუბრისას. მესიმ საკუთარ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა: "ჩაკეტილი ადამიანი ვარ, რომელიც საკუთარ პრობლემებზე იშვიათად საუბრობს." თეგები: ლიონელ მესი მატეო მესი მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ. მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
2019-10-19 14:41:43
https://barcamania.ge/54763-mesi-zedmetsakheli-d10s-ar-momwons.html
crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986696339.42/warc/CC-MAIN-20191019141654-20191019165154-00412.warc.gz
15,606
394,576,420
თბილისი (BPI) – „თიბისი ბანკის“ წინასწარი პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 4.7%-ით, მომავალ წელს კი, დაახლოებით 5%-ით გაიზრდება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ პარამეტრებშია, საგარეო ფაქტორები კი, რამაც გასულ წელს ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, გაუმჯობესებული. ნადარაიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და საერთო ჯამში, წელს ეკონომიკა დაახლოებით 4.7 პროცენტით გაიზრდება. რაც შეეხება მომავალ წელს, ზრდა პირველ ორ კვარტალში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლები იქნება, თუმცა 2020 წლის მეორე ნახევარში მდგომარეობა გაუმჯობესდება და საბოლოო ჯამში, ზრდა სულ მცირე ხუთ პროცენტს მიაღწევს. „მთლიანობაში, წელს, ჩვენი აზრით, ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 4.7 პროცენტი ან შეიძლება, ცოტა მეტია ნავარაუდევი. მომავალ წელს საბაზო სცენარით უნდა შემცირდეს – წელი წელზე შეფარდებით, მომავალი წლის პირველი და მეორე კვარტალი შედარებით დაბალი იქნება, თუმცა 2020 წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ველოდებით. თანაც, ეს იმ დაშვების პირობებში, რომ რუსეთთან ფრენები არ აღდგება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში არ გადავა. 2020 წლის მეორე ნახევარში ზრდა დაჩქარდება, რასაც ჰქვია გრძელვადიანი ზრდის ტემპს დაუახლოვდება და ჩვენი ვარაუდით, მინიმუმ ხუთპროცენტიანი ან უფრო მაღალი საბაზო სცენარი გვექნება“, – განაცხადა ნადარაიამ. მისი განმარტებით, წელს წინა წელთან შედარებით, სესხების ზრდა ნაკლებია და მომავალ წელს ეს ტემპი სავარაუდოდ შენარჩუნდება ან შემცირდება. რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, რაც ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მომავალ წელს საგარეო ფაქტორები ყველა მიმართულებით გაუმჯობესდება, ტურიზმის სექტორზე რუსეთიდან შემცირებული ნაკადების გავლენა გაივლის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებაც ისეთი მკვეთრი არ იქნება, როგორც წელს. თუმცა, „თიბისი ბანკის“ მთავრი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ რადგან მომავალი წელი საარჩევნო წელია, ბიზნესისა და მომხმარებლების განწყობაში შესაძლოა, გარკვეული პესიმიზმი და ლოდინის რეჟიმში გადასვლა დაფიქსირდეს. რაც შეეხება ინფლაციას, ნადარია ვარაუდობს, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, ეროვნული ბანკს მონეტარული პოლიტიკის კურსის კიდევ უფრო გამკაცრება მოუწევს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა გაუარესდა. „ინფლაცია წელს დაახლოებით 7-8 პროცენტი იქნება. მთავრი ამ შემთხვევაში ის არის, რომ მომავალ წელს ინფლაცია თავის სამიზნე მაჩვენებელს რომ დაუბრუნდეს და ჩამოცდეს კიდეც, არსებული კურსით ეს რთულად მიღწევადი იქნება. ამიტომ, გამყარება აუცილებელი იქნება. თუ პოლიტიკური მდგენელი და სამომხმარებლო და ბიზნესგანწყობები გაუარესდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდება“, – განუცხადა ოთარ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“.
2019-12-11 14:47:05
https://bpi.ge/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA/
crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540531917.10/warc/CC-MAIN-20191211131640-20191211155640-00492.warc.gz
15,297
295,193,102