doc_content
stringlengths 198
410k
| fetch_time
stringlengths 19
19
| url
stringlengths 13
2.7k
| warc_filename
stringlengths 108
123
| warc_record_length
float64 1.07k
790k
| warc_record_offset
float64 174k
1.3B
|
---|---|---|---|---|---|
“სრულიად უზნეობად მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოგროვებას”
უზნეობად მიმაჩნია, როდესაც პოლიტიკოსები ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას – ეს განცხადება, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გუშინ ხანძრის დროს პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ბესელია ამბობს, რომ პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დაცლილი მორალური მხარისგან. ბესელია ამბობს, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძართან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გამოძიება უნდა გასცეს.
“სრულიად უზნეობად მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოგროვებას. ხდება პოლიტიკური მანიპულაცია. პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დაცლილი მორალური მხარისგან, მესმის კანდიდატების მძაფრი სურვილი, რომ ასეთი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ მაგრამ მერწმუნეთ, რომ ასეთი რამ საზიანოდ მოქმედებს. როდესაც ადამიანს უჭირს და შენ შენი ინტერესებით პროცესში ერთვები, ეს არის სრულიად მიუღებელია”, – განაცხადა ბესელიამ. | 2019-10-18 03:33:50 | https://www.timer.ge/sruliad-uzneobad-mimachnia-rom-politikosebi-tragediis-dros-itskheben-politikuri-dividendebis-mogrovebas/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677884.28/warc/CC-MAIN-20191018032611-20191018060111-00275.warc.gz | 10,321 | 1,147,500,088 |
ჩინეთი ახალი წლისთვის ემზადება. მთვარის კალენდრით ყვითელი ღორის წელიწადი 5 თებერვალს დადგება.
ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად ჩინეთში ტრადიციული ფარნების ფესტივალები იმართება, განსაკუთრებული მზადება კი ჩინეთის უძველეს პროვინცია შანსიშია.
საახალწლო ფესტივალისთვის იქ ჟონგლიორები გრანდიოზული ფოიერვერკის ეფექტის შესაქმნელად ტრადიციული ცეცხლოვანი სანახაობისთვის ემზადებიან.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: 2008 წელს რუსეთმა საქართველო ნაწილებად დაჰყო
როგორც პარლიმ განმარტა, საქართველოს ან უკრაინის მსგავსი შემთხვევების გამეორება დანარჩენი მსოფლიოსთვის გზავნილი იქნება. „თუ ჩვენ კვლავ გვეყოლება კიდევ ერთი საქართველო ან უკრაინა ნატოს საზღვრებს შიგნით, ეს იქნება არამხოლოდ კატასტროფა, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის აშშ-ის ძალაუფლების მკვეთრი შემცირების სიგნალი“, – განაცხადა ფლორენს პარლიმ.
სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი 19 მარტს ქვემო ქართლს ეწვევა, რეგიონის მოსახლეობას შეხვდება და ადგილობრივ საწარმოებს ესტუმრება. პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.
ლინკევიჩუსი: საქართველო გახდება ნატოს წევრი და მოსკოვი ირიბ ვეტოს ვერ გამოიყენებს
„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ სწავლება საქართველოს დაეხმარება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობისთვის მოსამზადებელ გზაზე, აამაღლებს ნატოსთან თავსებადობას და გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.
თურქეთში დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დიარბაქირში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. იქ ასობით ადამიანი იმ სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის “ წევრი ზუკლუფ გეზენი დაკრძალეს.
გერმანიაში ღვინის გამოფენაში 27-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია იყო წარმოდგენილი: ორ მათგანს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები გადაეცა.
ინდოეთში, ჯამუ და ქაშმირის შტატში, ჰიმალაის მთებთან ახლოს ტუსრისტებს ყინულის კაფეში ეპატიჟებიან. იქ მდებარე, ძნელად მისასვლელ სოფელ გიაში ადგილობრივმა მცხოვრებმა უჩვეული კაფე მოაწყო, რომელიც ყინულისგანაა აგებული, და სადაც სტუმრებს ცხელ სასმელებს სთავაზობენ.
აშშ-ში პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო დააკავეს. ის კალიფორნიაში, ერთ-ერთ რესტორანში სიმთვრალის გამო აიყვანეს. ინციდენტი კვირას ღამით მოხდა, პოლიტიკოსი საპატიმროდან 24 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ მას სამშობლოში კორუფციაში ადანაშაულებენ.
დასახელდა ქალაქები სადაც ნარკოტიკს ყველაზე მეტად მოიხმარენ
კვლევა 20 ევროპული ქვეყნის 73 ქალაქის მონაცემებს ეყრდნობა. ამ სფეროში ის ევროკავშირის ყველაზე დიდი პროექტი გახდა. 2018 წლის მონაცემებით, კოკაინის მოხმარების დონით პირველ ადგილს ბრისტოლი იკავებს, ხუთეულში მოხვდნენ ამსტერდამი, შვეიცარიის 2 ქალაქი: ციურიხი და ბერნი და ასევე ესპანეთის ქალაქი ბარსელონა.
კვლევა: გაზიანი სასმელები სიკვდილის რისკს ზრდის
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ გაზიანი და სპორტისთვის განკუთვნილი სასმელები გულის დაავადებებისგან, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოსგან გარდაცვალების რისკს ზრდის. თავისმხრივ აშშ-ის სასმელების ასოციაცია განმარტავს, რომ გაზიანი სასმელები მომხმარებლისთვის უსაფრთხოა.
მოზამბიკში ციკლონის მსხვერპლთა რიცხვმა შეიძლება ათასს მიაღწიოს
ტროპიკული ციკლონის „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შეიძლება 1000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფილიპე ნიუსიმ განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში დაღუპულად ოფიციალურად 84 ადამიანი მიიჩნევა. სამხრეთ აფრიკაში კი სტიქიას სულ მცირე 180 ადამიანი ემსხვერპლა.
ფრანგმა მინისტრმა თავის კატას Brexit-ი დაარქვა
ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-სთან ლაპარაკისას ევროპელმა მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზებიც ახსნა. „კატა ხმამაღლა მთხოვს გარეთ გავუშვა ხოლმე, კარს ვუღებ, თუმცა ადგილიდან მაინც არ იძვრის“, - აცხადებს ევროპულ ურთიერთობებში საფრანგეთის მინისტრი.
ავსტრიაში მსოფლიოში უდიდესი კოცონი დაანთეს
ავსტრიის ქალაქ ლუსტენაუში მსოფლიოში ყველაზე დიდი კოცონი დაანთეს. 61-მეტრიანი ხის კოშკის ასაშენებლად დაახლოებით 3 თვე დაიხარჯა და ის ნახევარ საათზე ნაკლებ დროში დაიწვა. ავსტრიაში კოცონს ზამთრის გაცილების ნიშნად ანთებენ.
ოზი ოსბორნის გიტარისტი ბერნი ტორმი გარდაიცვალა
ბერნი ტორმი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მას პნევმონია ჰქონდა. ინგლისელმა როკ მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა ბერნის ტორმის პატივი უკვე მიაგო. მუსიკოსის გარდაცვალებას ოზი ოსბორნი მიკრობლოგ Twitter-ზე გამოეხმაურა. „რა სევდიანი დღეა. ჩვენ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მუსიკოსი დავკარგეთ“, - წერს ოზი ოსბორნი.
სექსუალური სკანდალის გამო Warner Bros.-ის დირექტორი გადადგა
მარტის დასაწყისში Hollywood Reporter-მა დაწერა, რომ 2013 წელს ცუჯიჰარას 21 წლის მსახიობ შარლოტა კირკთან სექსი ჰქონდა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებით გაირკვა, რომ სანაცვლოდ Warner Bros.-ის გენერალურმა დირექტორმა მას კარიერის მოწყობაში დახმარება შესთავაზა.
ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი სქესის შეცვლაზე ფიქრობს
ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი თავის ორიენტაციაზე საჯაროდ ალაპარაკდა და განმარტავს, რომ თავს ხანდახან ქალად გრძნობს და სქესის შეცვლაზეც ფიქრობს. „ჩემი ტვინი ყოველთვის ებრძოდა ჩემს ტანს. ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს: სქესი შევიცვალო?“, - განაცხადა სემ სმიტმა ინტერვიუში.
ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ერდმანი გარდაიცვალა
ერდმანი ლოს-ანჯელესში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მედიის ცნობით, ბოლო დროს დემენციით იტანჯებოდა. კარიერის განმავლობაში მსახიობმა მონაწილეობა 160-ზე მეტ ფილმში მიიღო. ერდმანს პოპულარობა სერიალმა „საზოგადოებამ" მოუტანა.
რომის პაპი პედოფილიის დაფარვაში ბრალდებულ კარდინალს შეხვდა
რომის პაპმა ვატიკანში პედოფილიის დაფარვაში ბრალდებული ფრანგი კარდინალი ფილიპე ბარბარინი მიიღო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 7 მარტს სასამართლომ, საფრანგეთში რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი დამნაშავედ ცნო. მას 6-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.
2018-19 წლებში ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა 189 ცხოველი გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 189 ცხოველი გადაარჩინეს. მსგავსი შემთხვევა მოხდა გუშინაც. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრისას ცეცხლმოდებული საწყობიდან ორი ლეკვი გამოიყვანა.
პოლიციამ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმიდან მალევე ნიდერლანდების პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა. სამართალდამცველები 37 წლის გოკმან ტანისს ეძებდნენ, რომელიც წარმოშობით თურქეთიდანაა.
არტ გალერეა რუსუდან გაჩეჩილაძის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
ხელოვანი, რომელიც ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად ითვლება და პროფესორი, რომელმაც სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე არაერთი თაობა აღზარდა: დღეს 82 წლის რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. | 2019-03-19 05:40:29 | https://imedinews.ge/ge/msoflio/95267/chineti-akhali-tslistvis-emzadeba | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201904.55/warc/CC-MAIN-20190319052517-20190319074517-00306.warc.gz | 14,784 | 526,749,191 |
ადრიენ რაბიოს მტკიცებით, ჯიჯი ბუფონმა და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაშის შესაძლებლობამ “იუვენტუსში” გადასვლაში დაარწმუნა. ადრიენ რაბიო “ბიანკონერის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
განხორციელებულ ტრანსფერთან დაკავშირებით, რაბიომ საინტერესო კომენტარი გააკეთა: “ტურინულ გრანდთან გასულ წლებშიც მქონდა კონტაქტი, თუმცა მაშინ სულ სხვა დრო იყო. “იუვენტუსში” გადასასვლელად შესაფერისი დრო შევარჩიე – ამიტომაც დავთანხმდი ახლა წინადადებას. გასულ სეზონში ჯიჯის აქტიურად ვესაუბრებოდი ამის შესახებ.”
“ჯიჯისთან საუბრის შესაძლებლობა მქონდა და მან არაერთი რჩევა მომცა. რა თქმა უნდა ჯიჯისთან “იუვენტუსის” შესახებ ვსაუბრობდი. იგი შესანიშნავად იცნობს “ბიანკონერის”. სიმართლე გითხრათ, იგი იდეალური კანდიდატი იყო ვისთანაც ამ საკითხზე დალაპარაკება შემეძლო. იგი ჩემი მეგობარია და მისი აზრი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.”
“ჯიჯიმ არაერთი საინტერესო რამ მითხრა “იუვენტუსის” შესახებ. ასევე მითხრა, რომ კარიერული პროგრესის თვალსაზრისით, “იუვენტუსი” ჩემთვის იდეალური ვარიანტია. “პსჟ”-ში 7 სეზონი გავატარე და ვთვლი, რომ დრო იყო ახალი გამოწვევა მიმეღო. ასევე აღსანიშნავია, კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორი. რონალდუ გამორჩეული ფეხბურთელია, მის გვერდით თამაში კი ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისათვის, რომ “იუვენტუსის” წინადადებას დავთანხმებოდი.” | 2019-10-15 03:34:56 | https://www.live.ge/fexburti/adrien-rabio-iuventusshi-gadasvlashi-buphonma-damartsmuna/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655864.19/warc/CC-MAIN-20191015032537-20191015060037-00195.warc.gz | 14,743 | 991,354,600 |
ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსების შესახებ
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, ცენტრალურ პარკში განთავსდეს ტერენტი გრანელის ბიუსტი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზის, ადგილმდებარეობის ) მიხედვით.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბიუსტის განთავსებას, თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს კვირკველიების საგვარეულო კავშირი. | 2019-10-19 17:44:26 | http://batumicc.ge/index.php?l=1&menu=65&obj=1144 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986697439.41/warc/CC-MAIN-20191019164943-20191019192443-00088.warc.gz | 7,397 | 23,649,155 |
ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიო
მე მომწონს ჩემი ბლოგი- შენც მოგეწონება |
მაისურზე ბეჭდვა, ჭიქაზე ბეჭდვა, სარეკლამო მომსახურეობა |
CMS-TOOL! - კონტენტის მართვის სისტემები,თარგები,კომპონენტები,პლაგინები,მოდულები,ლიტერატურა,... |
ხელოვნება, ისტორია, ლიტერატურა და სხვა |
ჩემი მოთხრობები,ჩანახატები,ლექსები..+ დადებითი ემოცია |
ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიო
ყველა ფილმი ერთ საიტზე, ქართულად და რუსულად გახმოვანებული ფილმები |
უყურეთ ონლაინში ქართულად გახმოვანებულ ფილმებს: HD ხარისხში. |
საიტი შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს დაეხმარნონ და მეტი სიკეთე აკეთონ. |
ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიო
მეგზური ინტერნეტ სამყაროში ყველაფერი ერთ საიტზე |
საერთაშორისო ფინანსური კომპანია,ექსპერტი ფინანსურ ბაზრებზე. | | 2019-10-22 02:31:28 | https://www.top.ge/h/75486 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795403.76/warc/CC-MAIN-20191022004128-20191022031628-00524.warc.gz | 10,166 | 1,127,875,245 |
გუშინ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად მოწყობილი სარეპეტიციო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. ლენტი გაჭრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ.
ზვიად ბოლქვაძემ მადლობა გადაიხადა დარბაზის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად მოწყობისათვის და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კაპელას მომავალი წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გამორჩეულობას ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, იმ სიხარულისა და სიამაყის განცდას, რასაც მათი შემოქმედება იწვევს და კვლავაც თანადგომა აღუთქვეს. გულისტკივილით გაიხსენეს ამქვეყნიდან ნაადრევად გასული ადამიანები: აფხაზეთის საგუნდო კაპელის შემქნელი, გამორჩეული მუსიკოსი გურამ ყურაშვილი და კაპელის დიდი გულშემატკივარი და ამ დარბაზის გარემონტების ინიციატორი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებული დარბაზი დიმიტრი ჯაიანის ინიციატივით გარემონტდა და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა. ვინაიდან დარბაზი მუსიკალური კოლექტივისთვის სარეპეტიციოდ მორგებული სივრცე არ იყო, წლეულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დარბაზის სრული რეაბილიტაცია მოხდა.
კერძოდ, დარბაზში ხმის რევერბერაციის დროის გაზომვის შემდეგ გადაწყდა, რომ დარბაზის აკუსტიკის კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად დარბაზის ჭერი დაფარულიყო Sonaspray K-13 აკუსტიკური მასალით. ამისთვის ჰოლანდიიდან ჩამოყვანილ იქნა სპეციალისტი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით საქართველოში პირველად მოაწყო დარბაზის აკუსტიკა. აფხაზეთის სარეპეტიციო სივრცეში ასევე დამონტაჟდა გამათბობელ-გამაგრილებელი სისტემა და მოეწყო შემოქმედებითი საქმიანობისათვის საჭირო ოთახები.
დასასრულ აფხაზეთის საგუნდო კაპელამ მომღერალ ნუკრი კაპანაძესთან ერთად მოწვეული სტუმრებისათვის კონცერტი გამართა. | 2019-03-26 18:55:41 | http://meca.gov.ge/news_page.php?LangID=ge&id=264 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912205600.75/warc/CC-MAIN-20190326180238-20190326202238-00518.warc.gz | 6,411 | 133,110,403 |
სამების საკათედრო ტაძარში 55-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
25 სექტემბერს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 55-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 550-ზე მეტი ბავშვი გახდა.
დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 36600-ზე მეტი ნათლული ჰყავს.
2008. 08. 08 ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულია. რუსულ აგრესიას 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის …
ა.წ. 23 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია.
საუბარი შეეხო ორივე მხარისთვის საინტერესო თემებს.
დედამიწის დღე სვერის კარსტულ მღვიმეში
ორგანიზაცია ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ წარმომადგენელის გიგო ასანიძის თქმით ,,დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში ( 20 კმ ცენტრიდან) გაიმართა დაუვიწყარი , ნამდვილად უპრეცენდენტო დღესასწაული. ამ უნიკალურ ადგილზე მონახულებული იქნა კარსტული …
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დღის თემის – „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“, შესაბამისად, სამედიცინო უნივერსიტეტში გამართული დისკუსია 1-ელ მაისიდან ასამოქმედებელ ახალ რეგულაციებს შეეხო. კერძოდ, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის …
ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი გამოვლინდა. აღმოჩენის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცნობა კომპანია RMG გან მიიღო, რომლის სპეციალისტებმაც არქიტექტურულ ობიექტს ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამთო მინაკუთვნის ფართობიდან 1200 მეტრის დაშორებით, …
სხალთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში ღვთისმშობლის სახელობის უძველესი ტაძარი გაქურდეს. მომხდარის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება გუშინ შევიდა.
ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია რა წაიღეს ტაძრიდან.
52-ე საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია იწყება
იწყება 52-ე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 25 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
51-ე საყოველთაო ნათლობა გიორგობის დღესასწაულზე ჩატარდება
გიორგობის დღესასწაულზე რიგით 51-ე ნათლობა ჩატარდება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 670-მდე ბავშვს მონათლავს. მოსანათლი ბავშვებიდან 300-მდე ბავშვი მაღალმთიანი აჭარიდან – ხულო, ქედა, შუახევიდან იქნება.
ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატარებს …
საბერძნეთის საელჩო საქართველოში, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, 17 ნოემბერს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იხსნება ფოტოგამოფენა, რომლის სახელწოდებაცაა “ათონის მთის ფოტოგრაფიული გზამკვლევი 1969-2001” და გაგრძელდება 27 ნოემბრამდე.
ათონის მთა, სადაც ერთმანეთს ერწყმის …
ზემო იმერეთში – ჭიათურაში პირველი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც დაინტერესებული პირები იღებენ ყველანაირ ინფორმაციას მოგზაურობის შესახებ. ასევე განთავსდება ინფორმაცია არსებული ობიექტების შესახებ რაც მდებარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი შეიქმა ადგილობრივი ბიზნესმენის თემურ გაფრინდაშვილის …
ალბომ-კალენდრის “ჯვარი და ვაზი” პრეზენტაცია
31 იანვარს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა 2017 წლის ალბომ-კალენდრის – „ჯვარი და ვაზი – ძველი საქართველოს ხატები და ფრესკები“ პრეზენტაცია.
ალბომში მოცემულია მეექვსე-მეცამეტე საუკუნეების ხატები და კედლის მხატვრობის რჩეული ნიმუშები. კალენდარში წარმოდგენილია 24 ფერადი ილუსტრაცია …
47-ე საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია იწყება
იწყება ორმოცდამეშვიდე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 20 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
რაჭაში, ონიდან 6 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, მიწისძვრა 12:52 საათზე მოხდა.
როგორც ცენტრში აცხადებენ, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭის სოფლებია და შესაძლოა მოსახლეობამ მიწისძვის …
2016 წლის 4 ივნისს გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლო“-ს ტერიტორიაზე წიგნის ფესტივალი გაიმართება, პირველად გუდაურში, ღონისძიება „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელშეწყობით ტარდება და რეგიონული მნიშვნელობისაა.
მთელი დღის მანძილზე, სასტუმროს ტერიტორიაზე გამოფენილი იქნება 15-მდე …
80 000 მოწონება “ამბიონის” გვერდს Facebook-ზე!
“ამბიონის” ოფიციალურ გვერდს Facebook-ზე 80 000 like/მოწონება აქვს.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ხართ ჩვენი გვერდის აქტიური მკითხველი და ყოველდღიურად თვალს ადევნებთ “ამბიონის” მიერ მოწოდებულ სიახლეებს.
შეგახსენებთ, “ამბიონი” დაარსდა 2009 წელს. ის პირველი საზოგადოებრივ …
ნიკო ფოროსმანის შედევრს სოთბის აუქციონზე გაიტანენ
კულტურის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ნიკო ფოროსმანის შედევრს სოთბის აუქციონზე 7 ივნისს გაიტანენ, მისი საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტი სტერლინგდან იწყება. ჩვენთვის, როგორც ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველ მხატვრად იყოს მოხსენიებული.
2016 წლის 24 აპრილს, 13:00 სთ-ზე ალავერდის საკათედრო ტაძარში, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.
აღნიშნული მემორადუმის საფუძველზე შეიქმნა საპატრიარქოსა და სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხთა განმხილველი …
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. | 2019-03-23 11:09:00 | http://www.ambioni.ge/category/news | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202781.83/warc/CC-MAIN-20190323101107-20190323123107-00450.warc.gz | 17,698 | 230,000,004 |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი
ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი
წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი
9. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
(ა) „ქალი ადგა და წავიდა
სხვადმცა რისად ვთქვი მე და რად!
(გ) ყელი ყელსა გარდააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,
და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
(დ) „თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ
(ა) ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:
(ბ) „ლომო და გმირო ტარიელ,
(გ) მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,
(ა) „შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ
(ბ) პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ
(გ) გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი
(დ) შენ ველნი წითლად შეჰღებენ
(გ) ვერ ნახეს შენი მნახავი
(გ) სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
მნახავიცა კაცი შენი არ მენახა,
(ბ) ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
(გ) თვალთა წინა გამოვექეც, მეტი
(დ) ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს და
ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება;
მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,
(გ) მაგრა გარჯილხარ, არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
(დ) ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!“
(ა) „ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი
(ა) ტარიელ უთხრა: „მე შენი გული აწ
(ბ) მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი
(ა) „წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;
(ბ) ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად.
(დ) მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი,
(ა) ასმათ უთხრა: „ლომო, ცრემლით მაგა ცეცხლსა რა
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა,
(ბ) ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
უთხრა: „ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა
მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ
(ა) ასმათს უთხრა: „მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე,
(დ) მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე“.
(ა) ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
(ა) მოსთქვამს: „ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!“ | 2019-10-15 08:27:53 | http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=18&t=7874 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986657949.34/warc/CC-MAIN-20191015082202-20191015105702-00477.warc.gz | 9,857 | 311,395,583 |
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მის მიერ დეპუტატის ხელფასის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც რულოვსი ”ფეისბუქის” გვერდზე წერს, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 2016 წლის 1-ელ დეკემბერს შეუწყდა, უფლებამოსილების შეწყვეტამდე კი ხელფასის სახით გარკვეული ოდენობის თანხა ეკუთვნოდა, რომელიც მისი მოთხოვნით საქველმოქმედო ფონდ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისს” გადაერიცხა.
”გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! მოგეხსენაბათ, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ნოემბერს და ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში შევიდა ჩემი პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 2016 წლის 1-ელ დეკემბერს. მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა შეადგინა 1339 ლარი. ჩემი თხოვნით ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისს”, რომლის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა. აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა გაეშუქებინათ ბავშთა ჰოსპისის საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის”, - ნათქვამია სანდრა რულოვსის განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი, რომელმაც დეპუტატობაზე უარი თქვა, ”ფეისბუქის” გვერდზე გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც ავრცელებს. | 2019-10-14 21:32:24 | https://people.ge/?m=13&ID=7950 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655310.17/warc/CC-MAIN-20191014200522-20191014224022-00120.warc.gz | 12,034 | 635,337,255 |
თუთა ცქიტიშვილის დედა ანკა ბერიშვილი, ფეისბუქის გვერდზე პატარა თუთას დაბადების დღეს ულოცავს, საზოგადოებას მადლობას უხდის დახმარებისთვის და საკმაოდ ემოციურ და ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ის დღეა, შარშან რომ ვინატრე, ისევ შევხვედროდით ერთად... არც ერთი წამი არ მინდა უშენოდ თუთა, ჩემო ტკბილო, ჩემო სულო, ჩემო ბედნიერება. არც ერთი ტკივილი, არც ერთი მოწყენილი სახე, არც ერთი ცრემლი დედა! სიცოცხლის ბოლომდე მინდა შენი თმის და კანის სურნელი შევიგრძნო, შენი ბოხი სიცილი და უკეთილესი თვალები! რამდენ ადამიანს შეგაყვარათ თავი... რამდენმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან თუთა. სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც! 3 წელი და სამივე მისტიკური წელი გავიარეთ, სამივე უბედნიერესი, ერთად ყოფნით... ყველაფერი მინდა, ოღონდ შენთან ერთად და არაფერი დედამიწაზე უშენოდ. მე ვერ ავხსნი სიტყვებით ალბათ, რას გრძნობს ჩემი სხეული ყოველ დილას, როცა თუთას ხედავს და თუთას ხმა ესმის... ვერ აგიღწერთ, რას გრძნობს ჩემი სხეული და გონება, როცა ჩემს შვილს ვსუნთქავ ყოველ ღამე და ყველა კოცნაზე მაჟრიალებს, თითქოს პირველად ვაკოცე. და ყველა ამ კოცნისთვის, რაც მაქვს და მექნება, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით მეგობრებო, რომ ესეთები ხართ! მინდა, რომ სული გაგიღოთ და თავი ავიხადო, რომ ჩაგახედოთ 5 წუთით მაინც. მინდა, უსასრულოდ გელაპარაკოთ.
არ დაიღალოთ სიკეთის კეთებით, თუნდაც ამიტომ... არასდროს იმედი არ დაკარგოთ ცხოვრებაში, არასდროს! და ყოველ წუთს გიყვარდეთ ერთმანეთი და ეფერეთ, ძალიან ძალიან ბევრი. ჩიტოზა, გილოცავ დედა - მე უმდიდრესი ვარ შენით!“ - წერს თუთას დედა.
შეგახსენებთ, რომ თუთა ცქიტიშვილს 1 წლისა და 6 თვის ასაკში, მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, რომლის მკურნალობა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ულამაზესი პატარა გოგონას დასახმარებლად, სრულიად ფეისბუქი გაერთიანდა. სოციალურ ქსელში, უამრავი ინტერნეტმომხმარებელი აზიარებდა პოსტებს ჰეშთეგით - #თუთასთვის. გასულ წელს, საზოგადოების დახმარებებით, თუთა გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა, სადაც 100 ათასი ევრო იყო საჭირო.
გასული წლის ოქტომბერში, სრულიად გამოჯანმრთელებული თუთა, გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა. | 2019-10-16 02:35:25 | https://www.primetime.ge/news/1562920382-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986661296.12/warc/CC-MAIN-20191016014439-20191016041939-00202.warc.gz | 9,672 | 1,054,106,439 |
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და გორში
მიუთითეთ მისამართი, რომ შემოგთავაზოთ მიტანის სერვისი უმოკლეს დროში
გთხოვთ მიუთითოდ თქენი მისამართი, რომ ნახოთ მიწოდების პირობები.
#21 კიტრი პომიდვრის სალათი მაიონეზით
#22 კიტრი პომიდვრის სალათი ნიგვზით
#25 კიტრი პომიდვრის სალათა გლეხურად
#47 ხინკალი საქონლის ხორცით 10ც
#48 ხინკალი საქონლის ხორცით 20ც
#49 ხინკალი ბატკნის ხორცით 10ც
#50 ხინკალი ბატკნის ხორცით 20ც
#73 ღორის ხორცის მწვადი კეცზე
#96 ქამა სოკო კეცზე სულგუნით
2ც. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
2ც. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
2ც. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#184 ჩამოსასხმელი ლუდი პაულანერი 0.4l
#185 ჩამოსასხმელი ლუდი პაულანერი 0.3l
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია შეფასების დასაწერად
შეაფასეთ, თუ უკვე შეუკვეთეთ ხინკლის სახლი ივერონი
გსურთ მიიღოთ სიახლეები ბრაუზერის საშუალებით?
დიახ! თქვენ მოგეწოდებათ Menu.ge-ს სიახლეები, აქციები და საუკეთესო შეთავაზებები! | 2019-10-18 06:46:15 | https://www.menu.ge/restaurant/khinkali-house-iveroni/roasted-salmon-with-nasharap_104560.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677964.40/warc/CC-MAIN-20191018055014-20191018082514-00340.warc.gz | 54,165 | 1,003,321,822 |
სამწუხაროა, რომ ზაფხული ასე მალე დასრულდა, მაგრამ მოსაწყენად ნამდვილად არ ღირს, ვინაიდან შემოდგომაზე უამრავი ფილმის ცხელი პრემიერა გველოდება კინოთეატრებში, თუმცა სანამ ეკრანებზე ახალ სხვადასხვა ნომინაციებზე ორიენტირებულ ფილმების სანახავად გავეშურებით, „ბომონდმა“ უქმეებზე სანახავ ტოპ 7 ფილმს მოუყარა თავი, შედეგად კი კარგი განწყობა გარანტირებულია.
მაშ ასე, მოიმარაგე პოპ-კორნი, ტკბილეული და მიყევი ტოპ 7 რჩეულ ფილმს სასექტემბროდ.
ყველასათვის საყვარელი ანიმაცია ეკრანებს დაუბრუნდა, თუმცა განახლებული და თან ფილმის სახით. „დისნეიმ“ იზრუნა იმაზე, რომ სიუჟეტი იგივე დარჩენილიყო, მაგრამ კოსტიუმებმა, დეკორაციებმა, მსახიობების ოსტატურად შესრულებულმა
როლმა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინებს. თუ აქამდე ვერ მოახერხეთ მისი ნახვა, სწორედ ის დროა, თქვენს საყვარელ ადამიანთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ჩაუჯდეთ და იმოგზაუროთ ზღაპრულ სამყაროში ალადინთან და მის პრინცესა ჟასმინთან ერთად. | 2019-10-20 16:27:09 | https://www.beaumonde.ge/index.php/244-kultura/kino/6541-top-7-pilmi-romelits-sektembershi-unda-nakho?showall=&limitstart= | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986717235.56/warc/CC-MAIN-20191020160500-20191020184000-00365.warc.gz | 28,794 | 810,255,614 |
თუ ეკა ბესელია დატოვებს საპარლამენტო მანდატს, მეც დღესვე გადავდგები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება ანრი ოხანაშვილის გამოსვლამ გამოიწვია, რომელიც გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადაიწიოს. აღნიშნულს ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა, რის კონტექსტშიც მან სასამართლო „კლანის“ მფარველობაში დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დაანადაშაულა. ამის შემდეგ ფოფხაძეს ვანო ზარდიაშვილი გამოეხმარა და აღნიშნა, რომ ყველა ის განცხადება, რაც მასზე და მისი ოჯახის წევრებზე კეთდება, სიმართლეს არ შეესაბამება და გედევან ფოფხაძეს კონკრეტული ფაქტებით საუბრისკენ მოუწოდა, რაც შემდგომ პოლიტიკურ კამათში გადაიზარდა.
„15 წელი ვმუშაობ სისტემაში და პატიოსნად ვემსახურები ჩემ ქვეყანას. რა სასამართლო „კლანზე“ და რა გარიგებებზე საუბრობთ, როცა ჩემი ოჯახი, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ემიგრაციაშია“, - აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა. | 2019-10-21 00:19:58 | https://www.interpressnews.ge/ka/article/537604-vano-zardiashvili-tu-eka-beselia-datovebs-saparlamento-mandats-mec-dgesve-gadavdgebi/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987750110.78/warc/CC-MAIN-20191020233245-20191021020745-00072.warc.gz | 7,542 | 928,495,317 |
„ევროვიზია 2017“-ის პირველი ნახევარფინალის მონაწილეებს დღეს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს
„ევროვიზია 2017“-ის პირველი ნახევარფინალის მონაწილეებს დღეს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. როგორც საზოგადოებრივის ჟურნალისტი კიევიდან იუწყება, ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით, გენერალური რეპეტიციის შემდეგ ჩატარდება. ხვალ კი ჟიურის ქულები მაყურებლის ხმებთან დაჯამდება და ფინალისტების ვინაობა გაირკვევა.
9 მაისს პირველ ნახევარფინალურ ტურში 18 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. წელს ევროფესტივალს 42 კონკურსანტი ჰყავს, მათ შორის ფინალში პირველი და მეორე ნახევარფინალის შემდეგ 20 სიმღერა მოხვდება. ფინალში ავტომატურად გადასულია ე.წ. დიდი ხუთეული: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და შარშანდელი გამარჯვებული - უკრაინა.
თამარა გაჩეჩილაძე სცენაზე მეორე ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას "keep the faith." უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ხვალ შესაძლებლობა ექნებათ, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მხარი დაუჭირონ ქართველ მონაწილეს.
კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, შოუ 9 მაისს 23:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. „ევროვიზია“ წელს 62-ედ ტარდება. უკრაინამ „ევროვიზიის“ კონკურსს 2005 წელს უმასპინძლა. | 2019-03-23 00:24:24 | http://eurovision-georgia.ge/?page=news&id=160143 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202704.58/warc/CC-MAIN-20190323000443-20190323022443-00093.warc.gz | 3,944 | 67,980,360 |
სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები |
სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები (SGSSI) — კუნძულთა ჯგუფი სამხრეთ
ამ ტერიტორტიაზე ადგილობრივი მოსახლეობა არ სახლობს, აქ მრავლადაა გახსნილი დიდი ბრიტანეთის კვლვითი პუნქტები. მდებარეობს საკმაოდ მცირე კუნძული ჩიტი, სადაც მდებარეობს ამ ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრი მეფე ედუარდ პოინტი.
კუნძული სამხრეთი გეორგია პირველად აღმოჩენილი იქნა ინგლისელების მიერ
რაც შეეხება კუნძულ სენდვიჩს, ის პირველად აღმოჩენილი იქნა 1775 წელს ინგლისელი მეზღვაურის
ამ კუნძულების ფაუნა განსაკუთრებით მდიდარია. ეს ადგილები მრავალი იშვიათი ჯიშის ცხოველის სამშობლოა, აქ სახლობს დაახლოებით 120 000
საკმაოდ მრავალფეროვანია კუნძულების ირგვლივ არსებული ზღვის სამყარო. აქ მრავლადაა | 2019-03-22 16:02:33 | https://www.wikiplanet.click/enciclopedia/ka/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97_%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202672.57/warc/CC-MAIN-20190322155929-20190322181929-00238.warc.gz | 15,490 | 967,567,838 |
“დიოგენეს ბიბლიოეთეკა” 2013 წელსაც აგრძელებს ჩვენს განებივრებას სასიამოვნო სიახლეებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი თითქმის ერთი წელია არსებობს და გარკვეულწილად განსაკუთებული წიგნების “გარანტადაც” არის ქცეული, ყოველი მომდევნო წიგნი მაინც მოულოდნელად “გემრიელი” აღმოჩნდება ხოლმე… თუმცა სჯობს თვითონ შეაფასოთ, მე კი ტრადიციულად ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ:
ჯონ ფაულზის “კოლექციონერი” – ოდესმე შეგიგროვებიათ პეპლების კოლექცია? თუ შეგიგროვებიათ, იცით, რომ თქვენი კოლექცია შეიძლება უცებ “გაცოცხლდეს”? ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ მოგბეზრდეთ პეპლები და საპირისპირო სქესის ლამაზ “ნიმუშებზე” გადახვიდეთ… მერე რა, თუ არც გაბოროტებული მანიაკი ხართ და არც სისხლისმსმელი ვამპირი… შეიძლება ერთი შეხედვით პატარა ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ თქვენი ისტორია შოკისმომგვრელი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ აქ არც სისხლის მდინარეები იქნება და არც აღვირახსნილი ორგიები… არ გჯერათ? მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ჯონ ფაულზს და წიგნის დასრულებასთან ერთად პეპლების კოლექციას სამუდამოდ დაივიწყებთ… ხომ არ გინდათ, რომ “ურჩხულისა და მზეთუნახავის” თანამედროვე ვერსიაში აღმოჩნდეთ?! კოლექციონირება ანტიცხოვრებაა, ანტიხელოვნებაა, ანტიყველაფერია, ამიტომ ქილაში (ოთახში) ჩამწყვდეული პეპლის (ქალის) სიყვარული ავადმყოფობაა და მეტი არაფერი… ეს ავადმყოფობა მსხვერპლსაც ედება და პეპელა კედლებს ეხეთქება… ამიტომ დაანებეთ თავი კოლექციონერობას და ნამდვილი ცხოვრებით იცხოვრეთ…
პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს “აქ და ახლა” – “კოლექციონერისგან” განსხვავებით, ამ წიგნზე არაფერი მსმენოდა, რადგან ის ჩემთვის ხელმისაწვდომ უცხო ენებზე უბრალოდ არ არსებობს… სიმართლე გითხრათ, non-fiction მაინცდამაინც არც მხიბლავს, თუმცა უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის მიმოწერის შემდეგ პოლ ოსტერისა და ჯ.მ. კუტზეეს წერილებში რომ არ “ჩამეყო ცხვირი”, არ შეიძლებოდა (ვიცი, რომ უზრდელობაა, მაგრამ ორიგინალზე ადრე ჩვენ ვკითხულობთ და აბა როგორ ამევლო გვერდი 🙂 ). თურმე პოლი და ჯონი 2008 წლამდე ერთმანეთს არც კი იცნობდნენ (პირადად, რა თქმა უნდა… აბა “ლიტერატურულად” მათ ყველა იცნობს), თუმცა გაცნობიდან 2011 წლამდე მშვენიერი ეპისტოლარული დიალოგი ააწყვეს. რაზე აღარ იმსჯელეს: მეგობრობაზე, სპორტზე, კინოზე, მშობლიურ ენაზე, ლიტერატურასა და ზოგადად ხელოვნებაზე, კაფკასა და საკვებზე, ეკონომიკურ კრიზისზე, საკუთარ რომანებზე, დიდ მწერლებზე, გრიპზე, პოლიტიკაზე, კრიტიკაზე, ტრადიციებზე, მოგზაურობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე… გარდა იმისა, რომ მათთან ერთად ორიოდე დღე სასიამოვნოდ გავატარე, რამდენიმე საინტერესო წიგნი და ფილმიც ჩავინიშნე სამომავლოდ… ასე რომ, თუ პოლსა და ჯონს აფასებთ, წაიკითხეთ – ნამდვილად არ ინანებთ 😉
თებ 19, 2013 @ 00:14:40
ფაულზის “კოლექციონერი” საოცარი წიგნია, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავის დროზე.
“კრავთა დუმილის” ავტორს ტომას ჰარის ამ წიგნის გავლენით ყავს შექმნილი თავისი პერსონაჟი, გემახსოვრება ისიც პეპლებს და გოგონებს აგროვებს, რა თქმა უნდა ის გაცილებით ამაზრზენი პერსონაჟია.
თებ 19, 2013 @ 00:19:53
კოლექციონერი სადღაც შემეცოდა კიდეც… ლექტერისგან განსხვავებით…
თებ 19, 2013 @ 00:24:22
ლექტერი არა, იცი რომელი, აი რომლის პოვნაშიც ეხმარება ჯოდი ფოსტერის პერსონაჟს, თუ გახსოვს სახლში, რომ შევლენ და პეპლებითაა სავსე
თებ 19, 2013 @ 00:32:06
ფილმი გამახსენდა – მგონი, ბუფალო ბილი ერქვა… თავის დროზე ზიუსკინდის გრენუის მივამსგავსე…
თებ 19, 2013 @ 00:14:52
თებ 19, 2013 @ 00:20:10
თებ 19, 2013 @ 10:02:47
წერილების რა მოგახსენო მაგრამ კოლექციონერი უნდა წავიკითხო, -რაც წასაკითხი მაქვს იმეებს რომ დავამთავრებ,- მერე.
თებ 19, 2013 @ 16:07:51
წერილებიც არ არის ცუდი, მაგრამ მაინც გემოვნების ამბავია…
თებ 19, 2013 @ 12:07:55
კოლექციონერით ძალიან დამაინტერესე… სასწრაფოდ მჭირდება
თებ 19, 2013 @ 16:48:32
თუ ძალიან ძალიან სასწრაფოა: http://lib.ru/FAULS/collect.txt 🙂
თებ 19, 2013 @ 20:39:04
თებ 19, 2013 @ 20:48:36
მაისი 28, 2013 @ 15:38:17
სალამი კეჟერაძე, ფაულზზე სალაპარაკოდ მინდა მოგიწვიო ჩემს გადაცემაში, ზეგ, რადიო თავისუფლებაზე 🙂 გთხოვ შემეხმიანო ფაცეზე, მადლობა წინასწარ.
ივნ 02, 2013 @ 19:08:49
რატომღაც wordpress-მა თქვენი კომენტარი სპამად აღიქვა და მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე… თუმცა უკვე გესაუბრეთ და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ მოწვევის მიღებას, მაინც დიდი მადლობა 🙂
აგვისტო 28, 2013 @ 09:58:14
აი წავიკითხე კოლექციონერი და გულმა აქეთ გამომიწია.
მართლა კარგი წიგნი აღმოჩნდა, ტყუილად არ დავინტერესებულვარ ე.ი. ის კი არა პოსტსაც ვწერ ახლა.
მადლობა ასეთი ბლოგი რომ გაქვს ^_^
აგვისტო 28, 2013 @ 15:38:07
მადლობა ფაულზს 🙂 ჩემს პოსტებს ფაქტიურად ჯონი და მისი კოლეგები წერენ :))
მაისი 10, 2014 @ 17:37:32
აუუ ხალხოო ფაულზის კოლექციონერი ფილმი მინდა თუ არიის წიგნი მაქვს წაკითხული ტუ ვინმემ იციტ ფბ–ზე დამიმატეთ და იქ მომწერეთ გტხოოვთ ასე ვარ თათა ზოზიაშვილი | 2019-12-15 11:53:46 | https://kejeradze.wordpress.com/2013/02/19/collector/?replytocom=916 | crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575541307813.73/warc/CC-MAIN-20191215094447-20191215122447-00343.warc.gz | 32,234 | 410,458,102 |
კალიფორნიის ახალი გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ბრიფინგის დროს, მისმა 2 წლის შვილმა იყოჩაღა – ბიჭუნა სცენაზე გამოვიდა და მამას გამოსვლა შეაწყვეტინა.
ბიჭუნას „შემოჭრის“ დროს მამამისი სწორედ ოჯახების მხარდაჭერასა და ბავშვებისთვის შესაბამისი განათლების მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა. თუმცა, საწოვარათი შეიარაღებულმა მისმა შვილმა მამას სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა და საზოგადოების მთელი ყურადღება დაიპყრო. გევინმა შვილი ცოტა ხნით ხელში აიყვანა, შემდეგ კი საინაუგურაციო სიტყვა გააგრძელა.
ბიჭუნას სცენიდან გამოყვანა ჯერ დედამ, შემდეგ კი უფროსმა ძმამ სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ცოტა ხანში ონავარი ბავშვი დედის და ძმის ძალისხმევას დაემორჩილა და პუბლიკის აპლოდისმენტების ფონზე სცენას დატოვა. | 2019-03-22 18:42:41 | http://plus.kvira.ge/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-2-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202688.89/warc/CC-MAIN-20190322180106-20190322202106-00089.warc.gz | 21,359 | 162,856,509 |
ეროტიული გაცნობის საიტი (+18 პირთათვის)
წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას www.kama.ge-სა (საიტი) და საიტზე შესულ ყველა სრულწლოვან პირს (მომხმარებელი) შორის.
მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა და ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, ან მიღებული ინფორმაციის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი გაეცნო და თანახმაა შეასრულოს ამ შეთანხმებით დადგენილი პირობები.
შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს ყოველგვარი წინასარი გაფრთხილების გარეშე და ის ძალაში შედის საიტზე განთავსების მომენტიდან.
საიტის მიზანია ზრდასრული ადამიანების ურთიერთგაცნობა და დაახლოება.
საიტზე ინფორმაციის გავრცელება ხდება მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისგან, რომლებიც სრულად დაეთანხმნენ მოცემულ შეთანხმებას.
საიტზე რეგისტრაცია და განცხადების განთავსება არის სრულიად უფასო და არ ხდება მათი მოდერაცია, შესაბამისად განთავსებულ განცხადებაზე პასუხესმგებელია მხოლოდ განმცხადებელი.
დარეგისტრირდეს საიტზე და განათავსოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
პასუხი აგოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტესა და კომპეტენტურობაზე.
საიტზე განათავსოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საიტზე განათავსოს ნებისმიერი ინფორმაცია მესამე პირზე, (მათ შორის: ფოტო-ვიდეო მასალა, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული მისამართი, საპასპორტო მონაცემები და სხვა პირადი ინფორმაცია)
პორნოგრაფიის შემცველი მასალის, ასევე ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რისი საჯაროდ გამოქვეყნების უფლებაც არ გააჩნია.
მსგავსი ვებ გვერდის გარეკლამება ნებისმიერი სახით.
ხელი შეუშალოს საიტის გამართულ მუშაობას.
შეუზღუდოს ნებისმიერ მომხმარებელს საიტთან წვდომა, თუ შეამჩნევს მას რამე დარღვევას.
დაარედაქტიროს ან წაშალოს მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაცია წინასწარი შეთანხმების გარეშე.
გამოიყენოს მომხმარებელთა ელექტრონული მისამართები სიახლეების გასაგზავნად.
გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაცია.
გაავრცელოს მომხმარებლის ის ინფორმაცია, რომელიც საიტზე არ ჩანს და მომხმარებული გაფრთხილებულია რომ ეს ინფორმაცია არსად არ გამოჩნდება. | 2019-10-21 19:52:44 | https://kama.ge/568202034-Escort-Tbilisi | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987787444.85/warc/CC-MAIN-20191021194506-20191021222006-00371.warc.gz | 17,894 | 573,543,454 |
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში წარმოადგენს IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევას, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
საანგარიშო პერიოდში შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა:
- შემცირდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნები. IX მოწვევის პარლამენტმა უფლებამოსილების ცნობის პირველ წელს (2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) დაჩქარებული წესით 213 კანონპროექტი განიხილა, 2018 წელს კი – მხოლოდ 180 კანონპროექტი;
- შემცირდა გამარტივებული წესით განხილული კანონპროექტების რაოდენობა. IX მოწვევის პარლამენტმა უფლებამოსილების ცნობის პირველ წელს გამარტივებული წესით განიხილა და მიიღო 77 კანონპროექტი, ხოლო საანგარიშო პერიოდში – 11 კანონპროექტი (9 კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები იყვნენ, 2 კანონპროექტის ინიციატორი იყო მთავრობა);
- გაიზარდა პარლამენტის კომიტეტების მიერ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების მაჩვენებელი (წინა წლებში თუ 15 კომიტეტიდან მხოლოდ 7-ს ჰქონდა პარლამენტის ვებგვერდზე ყოველწლიური სამოქმედო გეგმები განთავსებული, 2018 წელს – უკვე 13 კომიტეტს);
- ყველაზე აქტიური კვლავ იურიდულ საკითხთა კომიტეტი იყო, რომელმაც 58 სხდომა ჩაატარა, 593 კანონპროექტი განიხილა, 13 საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა და კანონპროექტებზე 355 შენიშვნა გამოთქვა;
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა და გენდერული თანასწორობის საბჭომ შეიმუშავეს კანონმდებლობის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგია; გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობდა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე.
- პარლამენტმა მიიღო ახალი რეგლამენტი, რომელითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები;
- საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე. როგორც VIII მოწვევის პარლამენტის, ისე IX მოწვევის პარლამენტის პრაქტიკაში ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს მიაღწია. 2018 წელს პარლამენტს სულ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის 6 მოთხოვნა წარედგინა;
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რაც საზედამხედველო კუთხით სრულიად ახალ პრაქტიკას წარმოადგენს. ჯგუფმა ქალაქ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა შეისწავლა;
- გაიზარდა პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა მთავრობის წევრების და ანგარიშვალდებული ორგანოების მიმართ. 2018 წელს 40 პარლამენტის წევრმა 482 კითხვა დასვა (წინა წლის მაჩვენებელი: 25 პარლამენტის წევრმა – 182 კითხვა);
- ოპოზიცია უფრო აქტიურად იბარებდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს ფრაქციის სხდომებზე. IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის საწყის წელს ოპოზიციამ 11 ასეთი მოთხოვნა გაგზავნა, 2018 წელს კი – 21. თუმცა მიწვეული თანამდებობის პირები არცერთ სხდომაზე არ გამოცხადებულან; ფრაქციის სხდომებს ყველაზე მეტჯერ არ დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუძლიათ მარტივად გადაადგილდნენ პარლამენტის შენობაშიც და ტერიტორიაზეც მათთვის საგანგებოდ ადაპტირებულ გარემოში;
- პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება პლენარული სხდომების აუდიოოქმები;
- პარლამენტმა განახორციელა თვითშეფასება, რაც საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება იყო.
საანგარიშო პერიოდში შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:
პარლამენტის საქმიანობის კონკრეტული მიმართულებით არსებული ცალკეული გამოწვევების გარდა, აღსანიშნავია პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის პრობლემა, კერძოდ, უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მხრიდან აგრესიული ტონი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ. სამოქალაქო სექტორზე აგრესიული თავდასხმები და არაკონსტრუქციული დამოკიდებულება ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც აღნიშნა 2018 წელს გამოქვეყნებულ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშში.
● მმართველი პარტია და ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს უფრო მეტად პარტიული ინტერესებისთვის იყენებდნენ, ვიდრე რეალური კონტროლის განსახორციელებლად;
● პარლამენტის წევრების კითხვების უმეტესობა კვლავ სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა. პარლამენტის წევრები საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმს არ იყენებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულებისა და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კონტროლისათვის;
● ნდობის ჯგუფის შემადგენლობა საანგარიშო პერიოდშიც არასრული იყო;
● აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ პარლამენტის კომიტეტების სხდომებს და პარლამენტს პერიოდულად წარუდგენდნენ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, თუმცა სხდომებს მეტწილად არა მინისტრები, არამედ მათი მოადგილეები და უწყებათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ;
● პარლამენტს არ განუხორციელებია მთავრობის მიერ წარდგენილი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგი.
● საანგარიშო პერიოდშიც პარლამენტის წევრების სხდომების მუშაობაში მონაწილეობა პრობლემური საკითხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის საერთო რაოდენობა, ოჯახური მდგომარეობის მიზეზით გაცდენის მაჩვენებელი კვლავ მაღალია (IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს დაფიქსირდა 1430 გაცდენა, 2018 წელს – 1500 გაცდენა).
● პარლამენტის წევრებმა საანგარიშო პერიოდშიც დაარღვიეს საპარლამენტო ეთიკის ნორმები. თუმცა ამ დარღვევებს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია;
- IX მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ: ლევან ბეჟანიძეს (უმრავლესობა); რუსლან გაჯიევს (უმრავლესობა), ელგუჯა გოცირიძეს (უმრავლესობა), მახირ დარზიევს (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძეს (უმრავლესობა), თეიმურაზ კოხრეიძეს (უმრავლესობა), გიორგი თოთლაძეს (უმრავლესობა), გიორგი კოპაძეს (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძეს (უმრავლესობა), სამველ მანუკიანს (უმრავლესობა), რომან მუჩიაშვილს (უმრავლესობა), თამაზ ნავერიანს (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძეს (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანს (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბიას (უმრავლესობა), ვიქტორ ჯაფარიძეს (უმრავლესობა).
პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება
პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პარლამენტის ახალი რეგლამენტი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებები, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი, ელექტრონული პეტიციების დანერგვა და ა.შ.
საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, წარმოადგენს სასამართლოს რეფორმის „მეოთხე ტალღის“ საკანონმდებლო ინიციატივები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონი და ა.შ.
კვლევაში ნეგატიურადაა შეფასებული რამდენიმე საკანონდებლო ცვლილება, მათ შორის საპენსიო რეფორმა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს პარტიას თუნდაც ერთი მაჟორიტარის გაყვანის შემთხვევაში საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” პრიზები გასცა შემდეგ ნომინაციებში:
- პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი - ეკა ბესელია
- პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან - ზურაბ ჭიაბერაშვილი
- პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან - რომან გოცირიძე
- ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - ხათუნა გოგორიშვილი
- ყველაზე აქტიური კომიტეტი -იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
- საპარლამენტო ზედამხედველობის ნოვატორი კომიტეტი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი | 2019-10-18 00:03:40 | https://www.chemiparlamenti.ge/index.php/ka/publication/sakartvelos-parlamentis-2018-clis-sakmianobis-shepaseba | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677230.18/warc/CC-MAIN-20191017222820-20191018010320-00473.warc.gz | 9,381 | 835,515,074 |
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიას!
მობრძანდით კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და ჩაიტარეთ გულმკერდის ღრუს (ფილტვების, შუასაყრის, გულის, ლიმფური კვანძების) კომპიუტერული ტომოგრაფია TOSHIBA-ს ფირმის ულტრათანამედროვე 160 შრიან აპარატზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, 230 ლარის ნაცვლად მხოლოდ 150 ლარად.
აღნიშნული აპარატის უპირატესობაა კვლევის მაღალი ხარისხი (0.1მმ სიზუსტით), კვლევის მინიმალური ხანგრძლივობაა 3–5 წამი.
აქციის ფარგლებში ისარგებლებთ თერაპევტის უფასო კონსულტაციით.
თუ გსურთ, ისარგებლოთ აღნიშნული აქციით გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 05 99 00! | 2019-10-18 15:01:01 | https://kirurgia.ge/full-article/uprecedento-aqcia-gulmkerdis-ghrus-kompiuteruli-tomografia/31005 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986682998.59/warc/CC-MAIN-20191018131050-20191018154550-00189.warc.gz | 30,127 | 561,049,574 |
სამწუხაროდ დღეს ბევრ ოჯახში საუზმეს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ეს განსაკუთრებით საზიანო ბავშვებისთვისაა, რადგან თუ ისინი დილის კვებას გამოტოვებენ, ფაქტიურად 18 საათის განმავლობაში (ძილის საათების ჩათვლით) მოუწევთ ჭამის გარეშე დარჩენა. ეს კი ნამდვილად ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. თუ ბავშვი უარს ამბობს დილის საკვებზე, მიეცი უფლება ჭამოს ის, რაც უნდა. თუ თვითონ არაფერს ირჩევს, შესთავაზე ფოტოებზე ასახული მხიარული საუზმე – კალორიებით გაჯერებული, შესანიშნავი აპლიკაციებით გაფორმებული ნოყიერი და გემრიელი. მსგავს ცდუნებას ვერც ერთი ბავში ვერ გაუძლებს და საუზმის პრობლემაც თავისთავად მოგვარდება.
- მზე – ფორთოხლის ნაჭერი
- წითელქუდას ქუდი – მარწყვის (ან ნებისმიერი კენკროვნის) ჯემით დაფარული კარაქიანი პური
- სახე – კარაქიანი პური
- თვალები – მოცხარი ან ნებისმიერი მისი მსგავსი კენკროვანი
- კაბა – ვაშლის ნაჭერი
- კალათი – თეთრი და შავი შოკოლადის კარაქი, პურის ნაჭრები
- ბილიკი – გოგრის გული, ნიგოზი და თხილი
- ხეები – მარწყვის და ვაშლის ნაჭრები
2. კოცონის პირას, ღია ცის ქვეშ
- ვარსკვლავები – შოკოლადის კარაქი, ტორტის მოსართავი მარციპანის ვარსკვლავები
- მთვარე – არაქისის კარაქიანი პურის ნაჭერი
- კოცონი – შოკოლადიანი ჩხირები და მარწყვი
- მიწაყრილი – ნუში, თხილი, გოგრის გული, ნიგოზი
- ძაღლუკა – თეთრი და შავი შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭრები.
- მრგვალი პური – ბაგეტი
4. შეყვარებული მინი და მიკი
- თავი – თეთრი და შავი შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭრები
- ცხვირი და მიკის ტანი – შავი მოცხარი
- ხე და ყვავილები – მარწყვი, ფერადი მარმალადი, ვაშლის წვრილი ნაჭრები
- მიწაყრილი – ნიგოზი, ნუში, თხილი.
ინგრედიენტები: ცომის წვრილ ნაჭერში გადახვეული და ღუმელში გამომცხვარი სოსისები.
- კურდღელი – არაქისის, შავი და თეთრი შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭრები
- ნიგოზი, თხილი, ნუში, გოგრის გული
- თეთრი და შავი შოკოლადის, არაქისის კარაქიანი პურის ნაჭრები
- მწვანე და წითელი ვაშლის ალაგ-ალაგ გათლილი ნაჭრები
- ნებისმიერი წითელი კენკროვანის ჯემი
- ყურძის მარცვლები, ნიგოზი, ნუში, შვრია.
- სახე – კარაქიანი პურის ნაჭერი
- ტანი და ბაფთა – ვაშლის ნაჭრები
- ღრუბლის ქულები – ბეზე (ნებისმიერ მარკეტში შეიძენ მზა მდგომარეობაში, პულივიზატორიანი ქილის სახით)
- მიწა – ნიგოზი, გოგრის გული, თხილი ან ქიშმიში
- ბუშტები – ხილის ფერადი ჩირები
- ძაფი – შოკოლადის კარაქი
10. Angry birds, ანუ ბრაზიანი ჩიტუნები
- ყველის ორი სახეობა (სხვადასხვა შეფერილობის)
- თეთრი და შავი შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭერი
- წითელქუდას ქუდი – კენკროვნის ჯემიანი პური, ვაშლის ნაჭერი
- სახე – თეთრი შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭერი
- თვალები და პირი – შავი შოკოლადის კარაქი
- ნიადაგი – ნიგოზი, ხილის ფერადი ჩირი, ქიშმიში, თხილი ან ნუში
- მგელი – შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭრები
როგორც ხედავთ ამ მშვენიერი საუზმის მომზადება არც თუ ისე რთულია, ინგრედიენტები კი გამდიდრებულია უჯრედისით, რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს დანაყრებას. თუ შენი შვილების განებივრებას გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს ფოტოების გაზიარებაც.
- ჯიმშერა on ყველაფერი მასტურბაციის შესახებ
- videomega on ვინ მოიგო ოქროს გლობუსი 2012?
- Gio on ორსულობის ადრეული სიმპტომები | 2019-03-26 10:03:01 | http://pink.ge/diy/12-diy-ideas-for-happy-breakfast/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204969.39/warc/CC-MAIN-20190326095131-20190326121131-00390.warc.gz | 20,609 | 159,450,159 |
ქუთაისელი ბესიკ ადამია სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს ქალაქის მერია მისი საინტერესო იდეის უგულებელყოფას:
"ჩემი იდეა ,,მშვიდობის ბურთი,, ქუთაისში ტორპედოს სტადიონთან ,,მშვიდობის მოედანზე,, ჯერჯერობით იგნორირებულია,ბრძოლა სერიოზულ ფაზაში გადადის,მერიის იგნონირებასაც ექნება დასასრული ! აღნიშნულ მოედანს ჩემი ინიციატივით შარშან 30 მარტს საკრებულომ მიანიჭა ,,მშვიდობის მოედნის,, სახელი, დღემდე ვერ მივაღწიე უბრალოდ, სახელის მიმანიშნებელი ნიშნის, ე.წ. ბანერის განთავსებას,სამაგიეროდ მაკდონალდს მწვანე შუქი ანთებული აქვს,რატომ ?!" - კითხულობს ბესიკ ადამია და ჩვენც ვუერთდებით მის პათოსს!
ქუთაისის მერია, გაიღვიძე, დეპოში ვართ! | 2019-10-20 21:16:09 | http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=60630 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986726836.64/warc/CC-MAIN-20191020210506-20191020234006-00540.warc.gz | 12,396 | 158,086,647 |
მერილ სტრიპი და ნიკოლ კიდმანი ნეტფლიქსის ახალ ფილმში ითამაშებენ
რაიან მერფი ნეტფლიქსისთვის ახალ ფილმს The Prom-ს გადაიღებს, რომელშიც მერილ სტრიპი, ნიკოლ კიდმანი, ჯეიმს ქორდენი, არიანა გრანდე, კეგან მაიკლს კეი და ენდრიუ რეინელსი ითამაშებენ. ფილმი ბროდვეის მიუზიკლის ადაპტაცია იქნება.
The Prom - ლესბოსელი სტუდენტის ამბავზეა, რომელიც ინდიანას შტატის ერთ-ერთ კონსერვატიულ ქალაქში ცხოვრობს. მას სკოლის გამოსაშვებ საღამოზე თავის შეყვარებულთან ერთად მისვლა და ცეკვა უნდა, თუმცა მათ წვეულებაზე არ შეუშვებენ. ამ უსამართლობის წინააღმდეგ კი ბროდვეის ვარსკვლავები ერთიანდებიან. ეს პროექტი მერფის და ნეტფლიქსის შეთანხმების პირველი ნამუშევარი იქნება.
The Prom-ის ორიგინალი იდეა ჯეკ ვიერტელს ეკუთვნის და ბროდვეიზე მაყურებლის ფავორიტიც იყო, Tony Award-ზე კი ექვს ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
გადახედვა10 მცენარე მათთვის, ვინც შეხებისთანავე ყველაფერს კლავს 10 მცენარე მათთვის, ვინც შეხებისთანავე ყველაფერს კლავს
გადახედვატომ იორკმა ევროპასა და ამერიკაში ტურნე დააანონსა — თარიღები და ადგილები ტომ იორკმა ევროპასა და ამერიკაში ტურნე დააანონსა — თარიღები და ადგილები
გადახედვარა შემატეს სამყაროს ნობელის პრემიის წლევანდელმა რჩეულებმა რა შემატეს სამყაროს ნობელის პრემიის წლევანდელმა რჩეულებმა
გადახედვანახეთ Breaking Bad-ის ფილმის, El Camino-ს პირველი შეფასებები ნახეთ Breaking Bad-ის ფილმის, El Camino-ს პირველი შეფასებები
გადახედვამეხსიერების დავიწყებული ნაწილი მეხსიერების დავიწყებული ნაწილი
გადახედვამსოფლიოში უძველესი რომანის დაკარგული ნაწილი იაპონიაში იპოვეს მსოფლიოში უძველესი რომანის დაკარგული ნაწილი იაპონიაში იპოვეს
გადახედვა2019 წლის ბუკერის პრემია მარგარეტ ეტვუდსა და ბერნარდინ ევარისტოს გადაეცათ 2019 წლის ბუკერის პრემია მარგარეტ ეტვუდსა და ბერნარდინ ევარისტოს გადაეცათ
გადახედვაანჯელინა ჯოლის აზრით, ქალს სიძლიერისთვის კაცთან დაპირისპირება არ სჭირდება ანჯელინა ჯოლის აზრით, ქალს სიძლიერისთვის კაცთან დაპირისპირება არ სჭირდება
გადახედვაუზარმაზარმა საკრუიზო გემმა ვიწრო არხში გაცურვით რეკორდი დაამყარა უზარმაზარმა საკრუიზო გემმა ვიწრო არხში გაცურვით რეკორდი დაამყარა
გადახედვაგალ გადოტი ჰოლოკოსტზე გადაღებულ ფილმში პოლონელი გმირის როლს შეასრულებს გალ გადოტი ჰოლოკოსტზე გადაღებულ ფილმში პოლონელი გმირის როლს შეასრულებს
გადახედვამსახიობი ჯეინ ფონდა კლიმატის ცვლილების საპროტესტო აქციაზე დააპატიმრეს მსახიობი ჯეინ ფონდა კლიმატის ცვლილების საპროტესტო აქციაზე დააპატიმრეს
გადახედვაArab Critics Award-ზე 24 ფინალისტ ევროპულ ფილმს შორის ორი ქართული ფილმი მოხვდა Arab Critics Award-ზე 24 ფინალისტ ევროპულ ფილმს შორის ორი ქართული ფილმი მოხვდა
გადახედვანობელის პრემია 2019 — ეთიოპიის პრემიერმინისტრის ბრძოლა მშვიდობისთვის ნობელის პრემია 2019 — ეთიოპიის პრემიერმინისტრის ბრძოლა მშვიდობისთვის
გადახედვაექსპერიმენტი: iPhone 11 Pro VS 13 ათას დოლარიანი კამერა ექსპერიმენტი: iPhone 11 Pro VS 13 ათას დოლარიანი კამერა
გადახედვარატომ აკრიტიკებენ ცნობილი მწერლები ნობელის პრემიის წლევანდელ გადაწყვეტილებას? რატომ აკრიტიკებენ ცნობილი მწერლები ნობელის პრემიის წლევანდელ გადაწყვეტილებას?
გადახედვაოკეანე თევზისგან იცლება, თუმცა თევზჭერის სუბსიდირება გრძელდება ოკეანე თევზისგან იცლება, თუმცა თევზჭერის სუბსიდირება გრძელდება
გადახედვამარველის მსახიობები სუპერგმირ ქალებზე ფილმის გადასაღებად მზად არიან მარველის მსახიობები სუპერგმირ ქალებზე ფილმის გადასაღებად მზად არიან | 2019-10-14 22:39:56 | https://on.ge/story/39845-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655554.2/warc/CC-MAIN-20191014223147-20191015010647-00134.warc.gz | 20,511 | 645,606,195 |
ტრამპმა ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ჩინეთისგანაც მოითხოვა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, ანალოგიური გამოძიება უკრაინამაც უნდა დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„თუ მათ სიმართლის გარკვევა სურთ, ბაიდენების წინააღმდეგ დიდი გამოძიება უნდა დაიწყონ. ეს ძალიან მარტივია“, - განაცხადა ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას და აღნიშნა, რომ იგივე ჩინეთმაც უნდა გააკეთოს, ვინაიდან „ჩინეთში მომხდარი ისეთივე ცუდია, როგორიც უკრაინაში მომხდარი“.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ საინვესტიციო კომპანიამ, რომლის ერთ-ერთი მეწილე ჰანთერ ბაიდენია, ჩინეთისგან 1,5 მილიარდი დოლარი მიიღო. ჰანთერ ბაიდენის ადვოკატებმა კი აღნიშნეს, რომ როდესაც ჯო ბაიდენი ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა, მათი კლიენტი კომპანიის მეწილე არ ყოფილა.
უკრაინისგან ტრამპი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო გაზის კომპანია Burisma-ს საქმიანობის გამოძიებას ითხოვს, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრიც ჰანთერ ბაიდენი იყო.
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ადამ შიფმა ტრამპის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, საკუთარი ძალაუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს.
25 სექტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი გახდა, რომელშიც თეთრი სახლის მეთაური კოლეგას აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის უკრაინაში საქმიანობის გამოძიებას სთხოვა. დემოკრატი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლება.
ირლანდიურმა პარტიამ ჯონსონს Brexit-ის შეთანხმება დაუწუნა
DUP-ის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბორის ჯონსონისთვის, თუ კი მას სურს, რომ პარლამენტისგან შეთანხმებაზე თანხმობა მიიღოს. პარტია აცხადებს, რომ გააგრძელებს მთავრობასთან მუშაობას "გონივრული" შეთანხმების პირობებზე. ამასთან, ჯონსონს პარტიამ უარი ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე უთხრა.
ამერიკელი მოკრივე ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა
ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი გარდაიცვალა. ის 27 წლის იყო. 12 ოქტომბერს დეის ძლიერი ნოკაუტის შემდეგ თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს. ის აშშ-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში 69.9 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩარლზ კონველს დაუპირისპირდა. შეხვედრის მეათე რაუნდში დეიმ რამდენიმე დარტყმის შედეგადაც ნოკაუტი მიიღო.
სირიაში სამხედრო ოპერაციამდე ტრამპმა ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ტამპის მიერ ერდოღანისთვის მიწერილი წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. წერილში დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას რისკებისა და საფრთხეების შესახებ აფრთხილებს: "ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს", - აცხადებს დონალდ ტრამპი ერდოღანის მისამართით.
ევროკავშირის სამიტზე Brexit-ის თემა ისევ აქტუალური საკითხი იქნება
ევროკავშირის სამიტი დღეს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გასტანს. ორივე მხარე აშკარაა, რომ იმედგაცრუებულია: ბორის ჯონსონს სურს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს დატოვოს; ბრიუსელში კი დიპლომატები და პოლიტიკოსები ამ თემასთან დაკავშირებით უკვე დაიღალნენ.
მოგვიანებით, ბოლივიის კომუნიკაციების მინისტრმა, ხორხე როდრიგესმა ვენესუელის საჰაერო ძალების ორი მფრინავის დაღუპვის შესახებ ცნობა დაადასტურა. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს არ მიუთითებია განცხადებაში ჩამოვარდნილი ავიაგამანადგურებლის ტიპი.
მესის სურს რომ კლუბმა ნიკოლას ტალიაფიკო იყიდოს
კატალონიელები 2020 წლის ზაფხულში მარცხენა პოზიციის გამაგრებას აპირებენ, რომელზეც ახლა 30 წლის ჟორდი ალბა თამაშობს. ბოლო სატრანსფერო შესაძლებლობის დროს "ბარსელონამ" მცველი ჟუნიორ ფირპო 18 მილიონ ევროდ იყიდა, თუმცა მესი მისი შესაძლებლობებით უკმაყოფილოა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დასახელდა
სიის ლიდერი კომპანია Apple-ია. ამერიკული ბრენდის ღირებულება 9%-ით გაიზარდა და თითქმის 234 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს Google იკავებს. ამ კომპანიის ღირებულება 8%-ით გაიზარდა და 167,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ფილიპინებზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა. სტიქია ქვეყნის სამხერეთ ნაწილში მდებარე მინდანაოს კუნძულზე მოხდა, ეპიცენტრი კი ქალაქ დავაოდან 62 კილომეტრის მოშორებით 20 კილომეტრის სიღრმეში იყო.
იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისმა“ 77 ადამიანი იმსხვერპლა, 10 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამ დროისთვის ინფორმაცია 346 დაშავებულის შესახებ ვრცელდება, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. სტიქიის გამო 92 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ბარსელონაში საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა
ვითარება მას შემდეგ უფო გამწვავდა, რაც გასულ ღამეს 51 დემონსტრანტი დააკავეს. პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, ისინი „მოლოტოვის კოქტეილებს“ იყებენენ. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.
დღეს პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ
დეპუტატები საგარეო მიმართულებით არსებული გამოწვევებითა და სფეროში არსებული საკითხებით დაინტერესდებიან. ძირითადი თემები არაღიარების პოლიტიკა, რუს კოლეგასთან შეხვედრა და ოკუპირებული ტერიტორიები იქნება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დაამტკიცებენ
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დაამტკიცებენ. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და 13 313.1 მლნ ლარს მიაღწევს.
Google-ი ახალ Pixel 4-ს ინდოეთში არ გაყიდის
ინდოეთში ახალი მობილურის შეტანაზე უარის თქმის მიზეზი, სავარაუდოდ, Pixel 4-ს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. საუბარია სახის ამომცნობ და ადამიანის ჟესტების კონტროლ სისტემაზე. ეს ფუნქცია მოქმედებს 60 გიგაჰერც სიხშირეზე, რომლის გამოყენების უფლებასაც ინდოეთი კომპანიებს არ აძლევს.
ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნახატს პროტესტის მიუხედავად ლუვრში მაინც გამოფენენ
ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი „ვიტრუვიუსის ადამიანი“ პროტესტების მიუხედავად საფრანგეთში გამოიფინება. 1490 წელს შესრულებული ნახატის ნახვა ლუვრში და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე იქნება შესაძლებელი.
დიაბეტი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ?
შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამავდროულად ის შეიძლება ნებისმიერ დროს თითოეული ჩვენგანის პრობლემად იქცეს.
ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე. ფოტო
ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან მათი პატრონის, 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე, რომელიც სექტემბერში ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ლუკა ფოფხაძის დედა ბელა ჯმუხაძე სოციალურ ქსელში წერს, ლუკას საფლავს მისი საყვარელი ძაღლები ყოველ დღე აკითხავენ.
დიდ ბრიტანეთში გაიხსნა არხი, რომელიც Brexit-ს არ გააშუქებს
ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ხსნის დამატებით საინფორმაციო ტელეარხს, რომელზეც Brexit-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს არ გააშუქებს. ტელეკომპანიის განცხადებით, 3 წლის განმავლობაში ამ საკითხმა ბრიტანელები ძალიან დაღალა.
ქალს ავთვისებიანი სიმსივნე ორსულობაში აერია
ექოსკოპიის დროს გაირკვა, რომ ქალი არ იყო ორსულად, არამედ ე.წ. კისტოზური დრიფტი სჭირდა - ეს არის კვერცხუჯრედის არასრული განაყოფიერება, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას. მისი მოშორების შემდეგ, ქალმა ქიმიოთერაპიის ორი კურსი გაიარა. სიმსივნის განმეორების რისკი ისევ არის.
ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დასახელდნენ
გამოცემა The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტებმა ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგში პირველად მოხვდნენ აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი, რომლებმაც აგვისტოში ოჰაიოს შტატში მრეწველობის შესახებ დოკუმენტური ფილმი წარადგინეს.
ბრიტანეთში ოქროს უნიტაზის ქურდობისთვის კიდევ სამი პირი დააკავეს
დიდ ბრიტანეთში, ბლენჰეიმის სასახლიდან მოპარული ოქროს უნიტაზის საქმეზე პოლიციამ სამი ადამიანი - ორი კაცი და ერთი ქალი დააკავა. ისინი 34 და 35 წლის, ხოლო ქალი 36 წლის არის და სამივე ოქსფორდიდან არიან. მანამდე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა. | 2019-10-17 07:39:20 | https://imedinews.ge/ge/msoflio/118023/trampma-baidenebis-tsinaagmdeg-gamodziebis-datskeba-chinetisganats-moitkhova | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986673250.23/warc/CC-MAIN-20191017073050-20191017100550-00401.warc.gz | 16,165 | 533,236,484 |
ნამარხი, რომელიც შეიძლება ადრეული ადამიანის კიდევ ერთ ახალ სახეობას მიეკუთვნებოდეს
ნამარხი, ზედმეტსახელად Little Foot შეიძლება ადრეული ადამიანის ამ დრომდე უცნობ სახეობას მიეკუთვნებოდეს.
1994 წელს სამხრეთ აფრიკაში ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგმა რონალდ კლარკმა ფეხის ძვლები აღმოაჩინა, რომლებიც მეცნიერებს თავდაპირველად მაიმუნის ეგონათ. ფეხის ძვლების აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებმა მალევე ნახეს, რომ მათ ხელში თითქმის სრულყოფილი ჩონჩხი ჩაუვარდათ და კლარკმა თავისი სიცოცხლის 20 წელი მიწაში დარჩენილი ნამარხის უსაფრთხოდ ამოღებას მიუძღვნა.
თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ აღნიშნული ჩონჩხი ავსტრალოპითეკის ამ დრომდე არსებული ყველაზე სრულყოფილი ნამარხი იყო.
მეცნიერების თქმით, ნამარხის ასაკი დაახლოებით 3.67 მილიონი წელია. ეს სავარაუდოდ მოხუცი მდედრობითი სქესის ინდივიდი უნდა ყოფილიყო, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 1 მეტრსა და 30 სანტიმეტრს აღწევდა.
Little Foot ამ ასაკის პირველი ნამარხია, რომელსაც ფეხები აქვს შენარჩუნებული.
ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სცადეს დაედგინათ, თუ როგორ გადაადგილდებოდა ეს ინდივიდი. Little Foot-ის ფეხები უფრო გრძელია, ვიდრე მისი ხელები, რაც მას მისი წინამორბედი Ardipithecus-ისგან განასხვავებს.
"ამ ჰომინინის ფეხები უფრო გრძელი იყო, ვიდრე მისი ხელები. მსგავსი ანატომია გვახასიათებს ადამიანებსაც", - აცხადებს ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერი რობინ კრომპტონი.
კრომპტონის თქმით, ჩატარებული ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ Little Foot-ის გადაადგილების მანერა ყველა სხვა ცნობილი ჰომინინისგან განსხვავებულია, რის გამოც ის თვლის, რომ ნამარხი რომელიმე სხვა, ამ დროისთვის უცნობ სახეობას ეკუთვნის.
კლარკი, რომელმაც ნამარხი აღმოაჩინა, ასევე მიიჩნევს, რომ ჩონჩხი არც ასვტრალოპითეკისაა და არც რომელიმე სხვა ადამიანის მსგავი ჰომინინის, რომელიც აფრიკაში ორი მილიონი წლის წინ ცხოვრბოდა.
კლარკის მიერ ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ Little Foot შესაძლებელია ხეზე მცხოვრებსა და ორ ფეხზე მოსიარულე ჰომინინებს შორის არსებული გარდამავალი სახეობა იყოს.
"თუ ნამარხს სხვა ცნობილ სახეობებს შევადარებთ, ადვილად მივხვდებით, რომ ის მათგან ძალიან განსხვავებულია", - აცხადებს კლარკი.
გარდა ფეხებისა და ხელების სიგრძისა, ნამარხს უფრო ბრტყელი სახე და დიდი კბილები აქვს. რაციონის მიხედვითაც კი, ის უფრო მეტად ყოვლისმჭამელია, ვიდრე სხვა ცნობილი სახეობები.
აღნიშნული კვლევები Little Foot-ის შესახებ გამოქვეყნებული პირველი სამეცნიერო სტატიებია და ისინი დამოუკიდებელ მეცნიერებს ჯერ არ განუხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ამ კვლევების გამოქვეყნების შემდეგ, Little Foot-ის შესწავლა უკვე სხვა მეცნიერებსაც შეეძლებათ.
გადახედვაჰარი პოტერის მსახიობი GOT-ის პრიქველში ითამაშებს ჰარი პოტერის მსახიობი GOT-ის პრიქველში ითამაშებს
გადახედვანიკოლ კიდმანის 10 წარმოუდგენელი გარდასახვა როლებზე ნიკოლ კიდმანის 10 წარმოუდგენელი გარდასახვა როლებზე
გადახედვაგალაკტიონის 10 იშვიათი ფოტო – ციფრული ფოტომატიანე გალაკტიონის 10 იშვიათი ფოტო – ციფრული ფოტომატიანე
გადახედვაგასული კვირის 11 სახალისო პაპარაცული ფოტო გასული კვირის 11 სახალისო პაპარაცული ფოტო
გადახედვა10 კითხვა, რომელზეც სასურველია, რომ პასუხი პირველივე პაემანზე მიიღოთ 10 კითხვა, რომელზეც სასურველია, რომ პასუხი პირველივე პაემანზე მიიღოთ
გადახედვატოჩინოშინმა ტურნირის ლიდერი, იჩინოჯო დაამარცხა ტოჩინოშინმა ტურნირის ლიდერი, იჩინოჯო დაამარცხა
გადახედვაToyota მთვარის თვითმავალ "მანქანაზე" მუშაობს Toyota მთვარის თვითმავალ "მანქანაზე" მუშაობს
გადახედვაკვლევა: თუ ყველს ჰიპ-ჰოპს მოასმენინებთ, ის უფრო გემრიელი გახდება კვლევა: თუ ყველს ჰიპ-ჰოპს მოასმენინებთ, ის უფრო გემრიელი გახდება
გადახედვაModel Y - მასკმა ტესლას ახალი SUV წარადგინა Model Y - მასკმა ტესლას ახალი SUV წარადგინა
გადახედვაგადაბმული წარბების გამო 22 წლის მოდელს მოკვლით ემუქრებიან გადაბმული წარბების გამო 22 წლის მოდელს მოკვლით ემუქრებიან
გადახედვაPewDiePie პასუხობს ცნობას, რომ ტერორისტმა თავდასხმისას "გამოიწერეთ PewDiePie" იყვირა PewDiePie პასუხობს ცნობას, რომ ტერორისტმა თავდასხმისას "გამოიწერეთ PewDiePie" იყვირა | 2019-03-19 03:33:26 | https://on.ge/story/31329-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201885.28/warc/CC-MAIN-20190319032352-20190319054352-00258.warc.gz | 21,306 | 588,141,540 |
თელავში განათლების და დასაქმების გამოფენა გაიმართა
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის პროფესიული არჩევანის გაადვილება და მათი დასაქმება. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მოქმედ დამსაქმებელ ორგანიზაციებს და სამუშაოს მაძიებლებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტის საშუალება მიეცათ. ღონისძიება ბიბერახიჶთელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით უკვე ორი წელია თელავში იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რაც აფერხებს რეგიონის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
,,ამ ღონისძიებით გვინდა, ვაჩვენოთ რეგიონში რა პერსპექტივები არსებობს ახალგაზრდებისათვის. ერთი მხრივ განათლების, მეორეს მხრივ კი, დასაქმების თვალსაზრისით. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ მათ აქვთ კარიერული წინსვლის საშუალებები დასაქმებულებისთვის და დამსაქმებლებისთვისაც რადგან მათაც აქვთ პრობლემა კვალიფიციური კადრის პოვნის. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება პირველრიგში ის, რომ მოსწავლეებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაცია მოხდება, რაც მათ დაეხმარებათ იმის გაგებაში რა ტიპის განათლება სჭირდებათ მათ. ეს იქნება ბაკალავრიატი, მცირე ხნიანი გადასამზადებელი კურსი თუ სხვა, რომლის შემდეგაც დაიწყებენ პრაქტიკულ სამუშაოს და ბოლოს უკვე ამ გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყვეტენ რას გააკეთებენ და სად უკეთესად იგრძნობენ თავს’’, – განაცხადა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენელმა დანიელ ბირკენმაიერმა.
განათლების და დასაქმების გამოფენას განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, ღონისძიება სრულად ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ პრიორიტეტებს და მესიჯებს, რაც განათლების მნიშვნელობის ხაზგასმას და განათლებისა და დასაქმების თემების მჭიდრო ურთიერთკავშირს გულისხმობს.
,,ბევრი რამ კეთდება სახელმწიფოში იმისათვის, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ მიიღონ ხარისხიანი განათლება და სწორედ განათლებისა და ცოდნის გზით დაიმკვიდრონ ადგილი შრომის ბაზარზე. ასევე დასაქმდნენ და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება რათა ჰქონდეთ ღირსეული მომავალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არამხოლოდ ინდივიდებისათვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგანაც პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრი, რეალურად უკეთესი ხარისხის სამუშაოებს აწარმოებს რაც ძალიან მნიშვნელოვანია’’, – განუცხადა ,,კახეთის ხმას’’ ქეთევან ნატრიაშვილმა.
,,ახალგაზრდებს აქვთ საშუალება მიიღონ ინფორმაცია, დასაქმდნენ. ეს გამოფენა ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას რამდენად მნიშვნელოვანია განათლების მიღება იმისთვის, რომ შემდგომ ისინი წარმატებულად დასაქმდნენ. ასეთი ღონისძიებები არ იქნება ერთჯერადი და წლის განმავლობაში არის დაგეგმილი რამდენიმე ასეთი შეხვედრის ჩატარება. ,,კახეთის განვითარების ფონდიც გეგმავს მსგავსი პროექტის განხორციელებას,’’ – განაცხადა ,,კახეთის ხმასთან’’ საუბრისას კახეთის გუბერნატორმაირაკლი შიოლაშვილმა.
მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას ბიბერახი – თელავის პარტნიორობის კომიტეტი ახორციელებს. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალაქთა ქსელის’’ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმანიის განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ გამოფენა ,,მომავალი შენია” კახეთში უკვე მეორედ ტარდება. გასულ წელს ღონისძიებას 5000-მდე ახალგაზრდა დაესწრო. | 2019-10-23 03:41:31 | https://knews.ge/?p=27510 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987828425.99/warc/CC-MAIN-20191023015841-20191023043341-00436.warc.gz | 10,906 | 560,056,181 |
ყურადღება! 29 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით თბილისის მასშტაბით შეძენილი წიგნების გაცემა დაიწყება 3 იანვრიდან!
28 დეკემბრიდან საკურიერო მომსახურებით შეძენილი წიგნების მიღება განახლდება 8 იანვრიდან!
გაინტერესებს, როგორ გაჩნდა ვარსკვლავები? რომელია შენი სხეულის ყველაზე ძლიერი კუნთი? სად მდებარეობს დედამიწის ყველაზე მშრალი უდაბნო? - ყველა ამ კითხვაზე პასუხს იპოვი ენციკლოპედიაში "საოცარი ფაქტები".
გამომცემლობა "ლოგოს პრესი" გთავაზობთ 38%-იან ფასდაკლებას შემეცნებით წიგნზე - "ენციკლოპედია საოცარი ფაქტები".
19.90 ლარის მაგივრად თქვენ იხდით 12.50 ლარს
შეძენისას, გთხოვთ, აუცილებლად შეიყვანოთ ზუსტი ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი). არასრული ინფორმაციის შემთხვევაში ვერ მოხდება წიგნის მიწოდება.
1. აირჩიეთ "ელვა.ჯი" - ის მიტანის სერვისი - მომსახურება მოქმედებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი.
თბილისის მასშტაბით 25 ლარამდე განხორციელებულ შენაძენზე საკურიერო მომსახურების საფასურია 3 ლარი. 25 ლარის და მეტი ღირებულების შეძენილ პროდუქციაზე თბილისის მასშტაბით შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო საკურიერო მომსახურეობის სერვისით!
კურიერი 4 – 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოგართმევთ შეძენილ პროდუქტს.
სხვა ქალაქებში ნებისმიერი თანხის შენაძენზე საკურიერო მომსახურების საფასურია 5 ლარი. პროდუქტის შეძენისას აუცილებელია მიუთითოთ თქვენი ქალაქი და ზუსტი მისამართი. კურიერი 5 – 6 სამუშაო დღის განმავლობაში სასურველ ადგილას მოგართმევთ შეძენილ პროდუქტს.
2. აირჩიეთ სასურველი მისამართი, ეწვიეთ მაღაზია ,,ბიბლუსს'' და მიიღეთ შეძენილი პროდუქტი. პროდუქტის მიღება შესაძლებელია შეძენიდან მეორე დღეს - 17:00 საათის შემდეგ; პარასკევს, შაბათს და კვირას შეძენილი პროდუქტის მიღებას შეძლებთ ორშაბათს 17 საათის შემდეგ.
ფილიალში მისვლამდე გადამოწმების მიზნით აუცილებლად დაუკავშირდით კონსულტანტს. სერვის ცენტრების მისამართები და საკონტაქტო ნომრები იხილეთ აქ!
მომსახურების ასარჩევად, დააჭირეთ შეძენას და ისარგებლეთ კალათში არსებული ჩამოსაშელილი მენიუთი. გთხოვთ, შეძენისას ყურადღებით აირჩიოთ სასურველი ფილიალი ან საკურიერო მომსახურება.
- ვაუჩერში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას 10 კალენდარული დღის ვადაში
- ფილიალშივე აღმოჩენილი ნებისმიერი ტიპის ხარვეზის შემთხვევაში კომპანია შეგიცვლით დაზიანებულ პროდუქტს. ფილიალიდან წაღებულ პროდუქციაზე კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!
- პროდუქციის გატანა უნდა მოხდეს ფილიალში მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
- ერთ მომხმარებელს მხოლოდ ორი ვაუჩერის შეძენა შეუძლია
- მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქციის მიღების ადგილზე წარმოადგინოს ვაუჩერის კოდი (რომელიც აისახება თქვენს პირად კაბინეტში) და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
- თუ გსურთ, რომ აღნიშნული კოდი მიიღოთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, საჭიროა რეგისტრაციის დროს მიუთითოთ თქვენი მობილურის ნომერი. | 2019-03-25 00:17:37 | http://www.readersland.ge/?m=show_off&id=19245 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203529.38/warc/CC-MAIN-20190324230359-20190325012359-00377.warc.gz | 16,960 | 351,199,380 |
გთავაზობთ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2016 წლის კალენდარს, რომელიც ეძღვნება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ თემატიკას - „STEM ქართულ ხელოვნებაში“. მოგეხსენებათ, ფონდის საქმიანობა აღნიშნულ დისციპლინებში განათლების ხარისხის განვითარებას ემსახურება. საქართველოში STEM პროფესიონალების რიცხვი მცირდება და აუცილებელია ახალი თაობის, თანამედროვე უნარ-ჩვევების მქონე ინჟინრების, მშენებლების, ქიმიკოსების, ტექნოლოგებისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესიონალების მომზადება. განვითარებული ქვეყნების მაგალითები გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგიების განვითარებას მოაქვს ეკონომიკის გაძლიერება. შესაბამისად, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მეშვეობით, საქართველოში მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტები, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებასა და ეკონომიკის განვითარებას.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს სახელით, მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ ორგანიზაციებსა და პიროვნებებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამ კალენდრის მომზადებაში:
საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ეროვნულ გალერეას, ხელოვნების მუზეუმს, დავით ლორთქიფანიძეს, ანა ვერულაშვილს, ნინო ხუნდაძეს, მაკა ბეჟუაშვილს,ზაირა ბერელიძეს, მაია ციციშვილს, გია ჩხატარაშვილს და ირინა კაჭარავას.
აგრეთვე, გამოვხატავთ მადლიერებას იმ ხელოვანების მიმართ, რომელთა ნამუშევრებიც წარმოდგენილია ამ კალენდარში. კერძოდ, დიდი მადლობა გიორგი გაგოშიძეს და ლევან მეხუზლას. | 2019-03-24 13:25:06 | http://www.mcageorgia.ge/index.php/main/read_news/100 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203448.17/warc/CC-MAIN-20190324124545-20190324150545-00393.warc.gz | 4,736 | 332,973,161 |
რაც უფრო აქტიურდება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი, მით უფრო საგრძნობია პოლიტიკური რყევების ინტენსივობა მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“. კოალიციის გამსვლელი სიის ძირითად მონახაზზე მუშაობა მარტში უნდა დასრულდეს. უკვე აპრილის ბოლოსთვის კი, სიის საბოლოო ვარიანტი „ქართული ოცნების“ ყრილობაზე იქნება წარდგენილი.
კოალიციის ორი სუბიექტის: „მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“ ბოლოდროინდელი ღია დაპირისპირება, ნათლად აჩენს იმ მწვავე პრობლემებს, რომელიც სიის ფორმირების პროცესს ახლავს თან. მეორე კვირაა მრეწველების უცვლელი ლიდერი თოფაძე ღიად ესხმის თავს თავდაცვის მინისტრ ხიდაშელსა და რესპუბლიკელების ორ გამორჩეულ ფიგურას: პარლამენტარ ძმებს - ბერძენიშვილებს.
ბრალდებები მრავალფეროვანია: „საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებიდან დაწყებული“, სადაც დეპუტატი მინისტრს „ჯარისკაცების ხმებით მანიპულაციაში ადანაშაულებს“, ისე, დისიდენტობის დროს, „საბჭოთა სუს-თან თანამშრომლობის ფაქტები“.
ის, რომ თოფაძემ ეს „კომპრომატები“ პოლიტიკურ პარტნიორებზე მხოლოდ ახლა “აღმოაჩინა” და რესპებიც ახლაღა „მიხვდნენ“ რომ საპნის ქარხნის ყოფილი წითელი დირექტორი თურმე ევროინტეგრაციის „მტერია“, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის აზრით, კოალიციის შიგნით მიმდინარე საარჩევნო სიაში გამსვლელი ადგილებისთვის მძიმე ბრძოლის გამოძახილია.
„კოალიციის უმრავლესობისთვის რესპუბლიკური პარტია არის უცხო სხეული. ისევე როგორც, რესპუბლიკელებისთვის დანარჩენი კოალიცია არის უცხო სხეული. რა აკავშირებთ, რა აერთიანებთ მათ? აერთიანებთ, ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირება, იმიტომ რომ იციან - დამოუკიდებლად პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების რესურსი არა აქვთ. ამიტომ ყველა ხერხით ცდილობენ, შეინარჩუნონ ამ პოზიციაში ადგილი და კიდევ უფრო გაიფართოვონ, თუ ამის შანსი მიეცათ.
„კოალიციის უმრავლესობისთვის რესპუბლიკური პარტია არის უცხო სხეული. ისევე როგორც, რესპუბლიკელებისთვის დანარჩენი კოალიცია არის უცხო სხეული.გია ხუხაშვილი
როგორც ჩანს, რესპუბლიკელებს აქვთ ეს ამბიცია, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნის მიერ გაცხადებულ სტრატეგიული - ევროინტეგრაციის კურსთან მხოლოდ ისინი ასოცირდებიან კოალიციაში და დანარჩენ სუბიექტებს არც კომპეტენცია აქვთ და არც მაინცდამაინც, სახელმწიფოებრივ განვითარებასთან მსოფლმხედველობრივი თანხვედრა, შესაბამისად, რესპუბლიკელები დღეს ითხოვენ ტორტის უფრო მოზრდილ ნაჭერს.“
კოალიცია „ქართული ოცნების“ ფორმირებიდან, გუშინ 21 თებერვალს, ზუსტად ოთხი წელი შესრულდა. 2012 წელს, მაშინ მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ახლად დაფუძნებული პარტიის „ქართული ოცნების“ კოალიციურ პარტნიორებად: რესპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი და თავისუფალი დემოკრატები დაასახელა. მოგვიანებით, კოალიციას ასევე მიეკედლნენ: მრეწველები, კონსერვატორები, ხალხის პარტია, ქალთა პარტია, მწვანეთა პარტია და სოციალ-დემოკრატები.
ორივე გენერალური ამოცანა ეკლექტურმა კოალიციამ წარმატებით გადაჭრა: 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლებას ჩამოაშორა „ნაციონალური მოძრაობა“ და 2013 წელს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, ახალი პრეზიდენტად მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი - გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს.
ბოლო ოთხ წელიწადს, „ქართულ ოცნებაში“ მცირე, საშუალო და დიდი ზომის რყევების გარეშე არ ჩაუვლია. რღვევა დაიწყო 2013 წელს, ხალხის პარტიის ლიდერის წასვლით (რომელიც ასევე რესპებთან დაპირისპირებას შეეწირა), რასაც მოჰყვა პრეზიდენტ მარგველაშვილის დისტანცირება „ქართული ოცნებისგან“.
2014-ში, ეს პროცესი მწვანეთა ლიდერის გასვლით და თავისუფალი დემოკრატების სკანდალური დემარშით გაგრძელდა. თუმცა, არცერთი ეს რყევა დღემდე დამანგრეველი კოალიციური ერთობისთვის არ გამოდგა.
ექსპერტების აზრით, დღეს, სიტუაცია მმართველი კოალიციის შიგნით კიდევ უფრო რთულია. 2012 წლისგან განსხვავებით, 2016-ში უკვე აღარ არსებობს ძლიერი პოლიტიკური მტრის (ნაციონალური მოძრაობის) წინააღმდეგ, „ყველაფრის ფასად“ გაერთიანების აუცილებლობა. შესაბამისად, კოალიციის შიგნით, უკვე სერიოზული პრობლემაა, როგორც ერთიანი პარტიული იდეოლოგიის არარსებობა, ისე მსოფლმხედველობრივად რადიკალური განსხვავებები.
ეს და მომავალი საარჩევნო სიის ქვოტები საკმარისი მიზეზებია, რომ კოალიციის სუბიექტებს შორის, ლამის სიძულვილში გარდამავალი, პოლიტიკური ურთიერთეჭვიანობა არსებობდეს. განსაკუთრებით კი ამბიცია-მომატებული რესპუბლიკური პარტიის მიმართ, რომელიც, კულუარული ინფორმაციით, საარჩევნო სიაში გამსვლელი ადგილების 20 პროცენტს ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, როგორც „ოცნების“ ახალი ლიდერი, შეეცადა დაეცვა კოალიციური ერთობა, ფაქტია, პრობლემა სისტემურია და „მრეწველები“ რესპუბლიკელების საწინააღმდეგო კამპანიაში, კოალიციაში მარტონი სულაც არ არიან.
კოალიციაში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის, ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაური ღიად ამბობს, რომ რესპუბლიკელებმა სიაში უნდა მიიღონ იმდენი ადგილი, რამდენიც რეიტინგი აქვთ.
„კოალიციის ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს მისი რეიტინგის შესაბამისი ადგილების რაოდენობა გამსვლელი სიაში. ყველა იმ პარტიამ, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი მოთხოვნა, ვიდრე მისი რეიტინგია, უნდა დაამტკიცოს, რომ მეტს იმსახურებს.
2016 წლის არჩევნებზე, უნდა გავიდეს დამოუკიდებლად, გადალახოს ბარიერი და შემდეგ უკვე პარლამენტში, კოალიციურ ბლოკში გაერთიანდეს და იქ მოითხოვოს ხელისუფლებას ის ნაწილი, რა ნაწილითაც ხალხი დაუჭერს მხარს და შემოვა ჩვენს ბლოკში. ეს იქნება ყველაზე სამართლიანი.“
რას ამადლიან რესპებს და რა აღიზიანებთ კოალიციურ პარტნიორებს? პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარეა. ბოლო ათი თვეა, რესპუბლიკურ პარტიას მთავრობაში სამი პორტფელი აქვს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის, რომელიც საგარეო მინისტრზე აქტიურია. რესპები ასევე ფლობენ - ორ მნიშვნელოვან საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის პოსტს, მაშინ როცა საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ათ დეპუტატიანი ფრაქცია აქვთ.
ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში, კოალიციიდან თავისუფალი დემოკრატების სკანდალური წასვლის შემდეგ, დავით ბერძენიშვილმა ბრძანა, რომ სწორედ რესპუბლიკელებმა გადაარჩინეს კოალიცია. ამას მოჰყვა დავით უსუფაშვილის ცნობილი ფრაზა, რომ რესპები კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ყველაზე ბოლოს დატოვებენ. დღეს კი უკვე ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკელების გარეშე კოალიციის მომავალს ვერ ხედავს. | 2019-10-22 19:39:34 | https://www.amerikiskhma.com/a/preelection-list-formation/3201230.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987823061.83/warc/CC-MAIN-20191022182744-20191022210244-00025.warc.gz | 13,614 | 767,117,809 |
შსს-ს მიერ ძარცვის ბრალდებით დაკავებულმა პირმა მის მიერ ჩადენილი ქურდობის 15 ფაქტიც აღიარა, ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული დ.ყ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის დეკემბერში თბილისში ლიტველ ტურისტს ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც თანხა, სამკაულები და პირადი დოკუმენტები იყო. სამართალდამცველებმა დ.ყ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
ბრალდებულმა მის მიერ თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის 15 ფაქტიც აღიარა, მათ შორის, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს – ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე წიგნის მაღაზია „პარნასის“, ხოლო 10 დეკემბერს – ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ანტრეს“ გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულ ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება იმ პირის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“,- აღნიშნულია განცხადებაში. | 2019-03-21 18:49:49 | https://news.ge/zarcvis-braldebit-dakavebulma/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202530.49/warc/CC-MAIN-20190321172751-20190321194751-00363.warc.gz | 29,483 | 571,534,324 |
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველწლიურად იზრდება კომერციული დავების რიცხვი. დავების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია საარბიტრაჟო განხილვის ეფექტურობის ზრდა, რაც მიიღწევა დავების ონლაინ საარბიტრაჟო განხილვით.
„დავების განმხილველი ცენტრის“ მიერ შემუშავებული ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის სისტემა წარმოადგენს საშუალებას მხარეებისათვის თავიანთი კომფორტული საოფისე გარემოს დატოვების გარეშე მიიღონ მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში. DRC მოახდენს ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირებას ონლაინ საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, რომელიც ამოქმედდება 2018 წლის პირველი თებერვლიდან.
მხარეებმა, რომელთაც სურთ გამოიყენონ DRC -ის ონლაინ არბიტრაჟი, წინასწარ, საარბიტრაჟო შეთანხმებით, უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერი დავა, წარმოშობილი ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „დავების განმხილველ ცენტრს“, რომელიც დავას განიხილავს ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის წესით.
მხარეებმა შეთანხმებაში ასევე უნდა მიუთითონ თავიანთი ელექტრონული ფოსტა და სკაიპის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც გამოყენებული იქნება ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის მიზნებისათვის.
მაკა ნაჭყებია, „დავების განმხილველი ცენტრის“ დირექტორი: „ელექტრონული კომერციის, ონლაინ ბიზნეს ტრანზაქციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ცხადყოფს, რომ უახლოეს მომავალში ონლაინ არბიტრაჟი გახდება დავების გადაწყვეტის ყველაზე პოპულარული ფორმა. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა არ საჭიროებს დაინტერესებული მხარის ფიზიკურად წარმოდგენას, რაც ზრდის დავის განხილვის ეფექტურობას, ამცირებს დროისა და ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან ხარჯს. ეს ასევე ქმნის ახალ შესაძლებლობებს იურისტებისა და იურიდიული კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობენ ისინი თბილისში, ბათუმსა თუ ქუთაისში.“
- სარჩელისა და შესაგებლის, ასევე საქმესთ ან დაკავშირებული მტკიცებულებების ონლაინ წარდგენა
- დავას განიხილავს DRC-ის მიერ დანიშნული არბიტრი მხარეთა მიერ წარდგენილი პოზიციებისა და დოკუმენტების (მტკიცებულებების) საფუძველზე
- საჭიროებისას, სხდომა ჩატარდება ვიდეო კონფერენციის (მათ შორის, სკაიპის პროგრამით) ან აუდიოკონფერენციის გზით
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს ელექტრონული ფორმით ბიზნესისათვის
- დავის სწრაფი გადაწყვეტა, მაქსიმუმ 60 დღეში.
- სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, საქმეში არსებულ დოკუმენტებზე ონლაინ წვდომა ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.
- საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის ტრანსპორტის, სასტუმროს და ა.შ. შემცირება.
- განხილვაში მონაწილე მხარეების (მათი წარმომადგენლებისა) და არბიტრებისათვის მოხერხებული პროცესი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.drc.ge
ან დაგვიკავშიდით: საქართველო, ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, II სართ. ოფისი 11, ტელ.: 0322 207 327 | 2019-10-15 16:24:29 | https://netgazeti.ge/news/243893/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660067.26/warc/CC-MAIN-20191015155056-20191015182556-00140.warc.gz | 14,042 | 596,635,822 |
დღესდღეობით, ოფ-გვერდის საძიებო ოპტიმიზაციის ძირითადი ფაქტორები ბევრად უფრო დახვეწილი გახდა, ვიდრე SEO- ის ნებისმიერი სხვა საშუალება. სინამდვილეში, ხარისხის ბმული შენობა (მათ შორის ქმედებები, რომლებიც საჭიროა ვებ-გვერდისთვის წარდგენისთვის), დაკავშირებულია საიდუმლო გვერდზე SEO- ს, რომელიც იკვლევს საძიებო სისტემაში. ეს ნიშნავს, რომ ყველა ვებსაიტზე ან ბლოგზე უნდა ჰქონდეს ძლიერი backlink ნახვა, რაც ხელს უწყობს საერთო ზრდის თვალსაზრისით მაღალი ხელისუფლების, ასევე საბოლოო მიზანი დომინირებს Google- ის SERPs. რა თქმა უნდა, ლონდონის ბილიკის მშენებლობის სტრატეგიები, როგორც წესი, გვჭირდება ძალიან ბევრი დრო, ზოგჯერ შეიძლება ითხოვდეს ცოტა ფულადი საინვესტიციო. მიუხედავად ამისა, ძლიერი ბმული ნახვა აქვს ღირსეულად აკეთებს, რომელიც ყოველთვის დავალიანების გადახდას, განსაკუთრებით გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით - umzugsfirmen karlsruhe.
სწრაფი მოგება შენი ბმული შენობა
როგორც მე უკვე ვთქვი, ხარისხიანი ლინკის პროფილის შექმნა უნდა იყოს თქვენი მთავარი პრიორიტეტები. რა თქმა უნდა, თუ გადაწყვეტთ ვებ-გვერდისთვის წარსადგენი ბმულებს, ანდა უკვე ყველაფერი უკვე არსებობს - კარგი თქვენთვის! მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ისარგებლოს ლამაზი kickstart თქვენი ნახვა backlink ნახვა. თქვენ სცადეთ როგორც ინდუსტრიის სპეციფიკური და ადგილობრივი ბიზნესის დირექტორიების წარდგენა ვებსაიტებზე backlinks? და თუ თქვენ კვლავ იგრძნობთ, რა მიდგომები შეეცდება პირველს - აქ ისინი არიან. ქვემოთ მე ვაპირებ სიაში დაბრუნება ბმული შენობა ტაქტიკა, რომელიც შეიძლება სწრაფად გადმოგცეთ ზოგიერთი გაზომვადი შედეგები SEO.
არ უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი დირექტორიების გამოყენებით ვებ-გვერდების დასაბეჭდად ბმულები. თუ თქვენ მუშაობთ ამ საფუძვლებთან ერთად თქვენი ვებსაიტის ან ბლოგის ადრეული პოსტ-შემდგომი პერიოდიდან - თქვენ უკვე გადაადგილდებით სწორ გზაზე. ნუ მოგერიდებათ გადაიხადოთ გარკვეული დრო და ძალისხმევა იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენ ჩამოთვლილია ყველა ძირითადი ადგილობრივი დირექტორიები. ჩართეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ბიზნესის მდებარეობა, სამუშაო საათები, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. ამგვარად, თქვენ არა მარტო მიიღებთ ფასდაუდებელ backlink, მაგრამ გააუმჯობესოს თქვენი ონლაინ ხილვადობა ადგილობრივი searchers, ისევე როგორც თქვენი საერთო ბიზნესის შესრულების მასშტაბით.
მოდით ვიცავთ მას - ამ ტიპის საქმიანი დირექტორიები შეიძლება ჩანდეს უცნაური, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შედარებით ზოგადი ბიზნეს განცხადების. მიუხედავად ამისა, ინდუსტრიის სპეციფიური დირექტორიები არასდროს უნდა იყოს უგულვებელყოფილი, რადგან ისინი ჯერ კიდევ დიდი გზაა თქვენი ბმულის პოტენციალის განმტკიცება თქვენი საიტის ან ბლოგი პირდაპირ. შენიშვნა, თუმცა, რომ წარდგენის ამ დირექტორიები დასჭირდება ცოტა მეტი დრო, მაგრამ არ უნდა შეშინებული. ყველაზე ხშირად, ასეთი განცხადებების დასასრულებლად საჭიროა დარეგისტრირდეთ რეგისტრაციის პროცედურის დასრულებამდე, სანამ საბოლოოდ წარუდგენს ვებ გვერდს - მაგრამ თქვენი წინასწარმეტყველებები სარგებლობს ყველაფერს იმისათვის, რომ გაატარა.
ვეძებთ ბმულის შენობის შესაძლებლობებს ვებ დირექტორიებით, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა ჰქონდეთ ყველა თქვენი ბიზნესის ინფორმაცია კარგად კონსოლიდირებული და სრულად შეესაბამება ყველა მონაცემი ბიზნეს მონაცემების ჩამოთვლილი სხვაგან ვებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გარკვეული პრობლემები განიცდიან ძირითადი საძიებო სისტემების მხრიდან, ასევე სათანადო ინდექსირების პროცედურას. საბოლოო ჯამში, მუშაობა დაჟინებით და დარწმუნდით აქვს ორმაგი შეამოწმოთ, რომ თქვენ უფლება და სრულიად შესაბამისი ადგილი, სანამ შეავსოთ ყველა წარდგენის პროცედურა მისაღებად იმ დამსახურებული backlinks სანაცვლოდ. | 2019-10-21 22:28:20 | http://moretimetopay.com/187010--backlinks | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795253.70/warc/CC-MAIN-20191021221245-20191022004745-00433.warc.gz | 4,979 | 132,530,519 |
კეტლინ სიბელიურის გადადგომას ობამას ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში დაშვებულ უზუსტობებს უკავშირებენ
მეცნიერები ამ საკითხის საფუძვლიან შესწავლას შეუდგნენ და შესაძლოა მალე კონცენტრირებული სახით შოკოლადის აბებიც კი შემოგვთავაზონ
მსოფლიოში 220 მილიონამდე ქალს კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე ხელი არ მიუწვდება
მეცნიერები მუსიკალური რიტმებით ადამიანის ცნობიერების დახვეწას ცდილობენ
ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანის იმუნო-დეფიციტის ვირუსის მკურნალობის ზოგიერთ მეთოდს დაავადებისგან განკურნების პოტენციალი აქვს
რუბრიკა გალილეო: მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თამბაქოს კვამლის შემდეგ დარჩენილი უხილავი კანცეროგენული ნარჩენებიც ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის
შეერთებული შტატები ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის სფეროში 45 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს
ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების სისსტემა, როგორც მოდელი საჭიროებს დამუშავებას, ადაპტაციას სხხვა ქვეყნების მიერ
რუბრიკა „გალილეო“ უახლეს კვლევას ეთმობა, რომელიც ადასტურებს, რომ შაქრის ჭარბი რაოდენობით მოხმარება გულის დაავადებით დაღუპვის რისკს ერთიორად ზრდის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, უახლოეს 20 წელიწადში მსოფლიოში კიბოს შემთხვევები 57 პროცენტით გაიზრდება
სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ არყის დიდი რაოდენობით მიღება „უკიდურესად“ ზრდის ნაადრევი სივდილის შანსს.
საქართველოში თამბაქოს გაყიდვიდან ბიუჯეტში შესული თანხა იმის ნახევარიც არ არის, რასაც სახელმწიფო თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე ხარჯავს ყოველწლიურად. | 2019-10-22 17:31:41 | https://www.amerikiskhma.com/z/1850/2015/9/14?p=1 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987822458.91/warc/CC-MAIN-20191022155241-20191022182741-00098.warc.gz | 11,684 | 775,169,892 |
მუზეუმი აერთიანებს პერსპექტივის, ოპტიკური თუ სხვა ტიპის ილუზიურ და ფაზლების ოთახებს, სადაც ვიზიტორებს დიდაქტიკურ თამაშებში ჩაბმა შეუძლიათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მუზეუმში შეგიძლიათ, იცინოთ, იკივლოთ, გადაიღოთ ფოტოები და გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია... თუმცა ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით „სარკე“ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნატალი ანანიაშვილი მოგითხრობთ:
– მოდით, მკითხველს განვუმარტოთ, რა არის ილუზიების მუზეუმი და როგორია მისი კონცეფცია?
– ილუზიების მუზეუმი არის ახალი გასართობი სივრცე თბილისში, სადაც ამოუცნობი ილუზიების მეშვეობით დამაინტრიგებელ ვიზუალურ, სენსორულ და საგანმანათლებლო სანახაობებს წარმოგიდგენთ. ეს არის თბილისის ახალი სამუზეუმო სივრცის ნაწილი, რომელიც ბეთლემის ქ. #10-ში 9 მარტს გაიხსნა და დამთვალიერებელს ილუზიების კანონებზე დაფუძნებულ ექსპონატებს სთავაზობს, რომლებიც, ერთდროულად, სახალისოცაა და გასაოცარიც. ყველა ჩვენი ილუზია ღრმად აღიბეჭდება ვიზიტორთა მეხსიერებაში, ჩვენთან მოსული სტუმარი დაფიქრდება ილუზიების ჯადოსნურ სამყაროზე, ეცდება, ამოხსნას, რატომ ხედავს მისი თვალები იმას, რასაც მისი გონება ვერ აღიქვამს. მუზეუმის კონცეფცია რადიკალურად განსხვავდება სიტყვა „მუზეუმის“ კლასიკური გაგებისგან.
ეს არის ახალი ტიპის, უნიკალური სივრცე, რომელიც სახალისო შემეცნებაზეა გათვლილი და დამთვალიერებელს (როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტს) სთავაზობს არა მხოლოდ დათვალიერებას, არამედ ექსპონატებთან ურთიერთობას და ამ გზით მხიარულებას. ილუზიების სამყარო ერთნაირად აღელვებს დიდსა თუ პატარას.
ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილი მიმზიდველი და სახალისო ინსტალაციების საშუალებით მიიღონ ინფორმაცია ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ.
მუზეუმს აქვს, ასევე, სათამაშო ოთახი და სუვენირების მაღაზია, სადაც ყველა ასაკის დამთვალიერებელი შეძლებს ითამაშოს, შეეჯიბროს, ახალი რაღაცები ისწავლოს და შეიძინოს მუზეუმის ორიგინალური საჩუქრები, რომლის ძირითადი პროდუქციაც სახალისო, მემო და მოტორიკის გასავითარებელი ხის სათამაშოებია (დიდაქტიკური სათამაშოები და ფაზლები), რომლებიც ავითარებს და ასტიმულირებს შემოქმედებით აზროვნებას.
– პირველად როდის და სად შეიქმნა ილუზიების მუზეუმი?
– ილუზიების მუზეუმის ისტორია 2015 წელს ზაგრებში დაიწყო. მას საოცრად სწრაფად მიჰყვა დანარჩენი მუზეუმებიც და დღეს „ილუზიების მუზეუმი“ უკვე მრავალ ქვეყანაშია: ზადარი, ლუბლიანა, ვენა, მუსკატი, ბელგრადი, კუალა-ლუმპური, ნიუ-იორკი, ტორონტო, ბერლინი, ათენი, დუბაი, ჰამბურგი და კანზასი.
– როგორი იქნება ილუზიების მუზეუმი საქართველოში?
– თბილისის ილუზიების მუზეუმი გლობალური პროექტის ნაწილია ქართულ ბაზარზე. თავად მუზეუმის კონცეფცია უცვლელია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მასში ერთნაირადაა წარმოდგენილი ექსპონატები ყველა ქვეყანაში. განსხვავება მხოლოდ მუზეუმის სიდიდეშია. შედარებით მცირე მოცულობის მუზეუმებში ფიზიკურად არ არის ადგილი ყველა ოთახისა თუ ატრაქციონისთვის. მუზეუმის ფორმატია 250-400 მ2.
თბილისის მუზეუმი დამთვალიერებელს, მისი დიდი სივრციდან გამომდინარე, სრულად შესთავაზებს წარმოდგენილი ექსპონატების კოლექციას.
თბილისის მუზეუმი 9 მარტს გაიხსნა ქალაქის ყველაზე ისტორიულ და ტურისტულ ნაწილში, ბეთლემის ქ. #10-ში. ზოგადად, ეს შენობა, მთლიანად, მალე გადაიქცევა ინტერაქტიულ სამუზეუმო სივრცედ, რომელიც დამთვალიერებელს უამრავ საინტერესო ვიზუალურ და შემეცნებით გამოცდილებას შესთავაზებს. პირველი მუზეუმის გახსნის შემდეგ, კიდევ არაერთი თარიღი იქნება, როდესაც ჩვენი სივრცე სხვადასხვა სტაციონარული თუ მოძრავი მუზეუმის/ღონისძიების გახსნას დააანონსებს.
– რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი სახის მუზეუმის გახსნა საქართველოში?
– თანამედროვე ქართულ რეალობაში, დამეთანხმებით, ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც ადამიანს უქმეების სასიამოვნოდ და განსხვავებულად გატარება შეუძლია. ამას დაემატა საკმაოდ დიდი დაინტერესება ტურისტულ ბაზარზე საქართველოს მიმართ. ძირითადად, ამ ორმა იდეამ, რომლებიც, რასაკვირველია, ადგილობრივი ბაზრისა და აუდიტორიის კვლევის შედეგებით იყო გამყარებული, მიგვაღებინა მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილება. საჭირო იყო უკვე არსებული, აპრობირებული და წარმატებული მოდელი. შემდეგ მოხდა სხვადასხვა მაგალითების მოკვლევა, მონახულება. ასე დავუკავშირდით იდეის ავტორებს, მოვინახულეთ ზაგრების მუზეუმი, გადავხედეთ სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკას და გადავწყვიტეთ, გავმხდარიყავით ილუზიების სამყაროს წევრები.
– რამდენი ექსპონატისგან შედგება მუზეუმის კოლექცია, ზოგადად, და როგორი იქნება ის ჩვენთან, საქართველოში?
– მუზეუმების ზოგადი კოლექცია, ოთხმოცამდე ექსპონატს ითვლის, რომელთა სრული ასორტიმენტიც ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელს შეუძლია თბილისის მუზეუმშიც იხილოს. კოლექცია მუდმივად განახლებადია და მასზე „ილუზიების შემქმნელები“ ზრუნავენ. როგორც თბილისის, ისე ფრენჩაიზის მფლობელი სხვა ქალაქების მუზეუმები ამ განახლებას ექვემდებარებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დრო და დრო დამთვალიერებელს ახალ-ახალ ეფექტებსა და თავსატეხებს შევთავაზებთ.
– მსოფლიო მასშტაბით, რამდენ ქალაქშია ილუზიების მუზეუმი და თბილისის გარდა, კიდევ სად იგეგმება მისი ფილიალების გახსნა?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამჟამად მუზეუმი შემდეგ ქალაქებშია: ზაგრები, ზადარი, ლუბლიანა, ვენა, მუსკატი, ბელგრადი, კუალა-ლუმპური, ნიუ-იორკი, ტორონტო, ბერლინი, ათენი, დუბაი, ჰამბურგი და კანზასი. თბილისის მუზეუმის გახსნის პარალელურად კი, გახსნისთვის სტარტს იღებენ: ამსტერდამის, ბრიუსელის, დალასის, დოჰის, რიადის, რომისა და შტუტგარტის მუზეუმები.
– კონკრეტულად რას ნახავს მუზეუმში მისული ადამიანი?
– ჩვენი სტუმარი ილუზიების საოცარ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც დიდი სიმამაცე დასჭირდება ილუზიების გვირაბში გასავლელად, რომელიც მას გააოცებს და დააჯერებს, რომ ნაბიჯის გადადგმა მყარ და სტაბილურ ზედაპირზე, მბრუნავი ცილინდრისკენ არცთუ ისე მარტივია... ნახავს საკუთარ დეფორმირებულ გამოსახულებას მრუდე სარკეების ოთახში, გათავისუფლდება უსასრულობის ოთახში, წინააღმდეგობას გაუწევს მიზიდულობის კანონს და რასაკვირველია, გადაიღებს ამ გამოცდილებების აღმბეჭდავ უამრავ სელფს!
ილუზიების მუზეუმის კოლექცია, ბრწყინვალე და მხიარული შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე ხშირად მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი.
ჩვენი ექსპონატების დათვალიერებისა, დამთვალიერებელი აუცილებლად გაოცდება, რადგან მუზეუმის საოცარი და სახალისო ხერხებით, ინფორმაცია მარტივადაა გადმოცემული ხედვის, აღქმის, ადამიანის გონებისა და მეცნიერების შესახებ. აქ უფრო ადვილია, ავხსნათ, რატომ ხედავს ჩვენი თვალები იმას, რასაც ვერ აღიქვამს ჩვენი გონება. მუზეუმის ვიზუალური ილუზიები მხოლოდ იმის შეხსენებაა, რომ ჩვენი გრძნობები არასრულყოფილია და სამყაროს ჩვენეული აღქმა ხშირად დეფორმირებულია. ეს არის მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი ილუზიებისა. დანარჩენი სჯობს, სიურპრიზად დავტოვოთ და დამთვალიერებელს პირველადი ემოციების განცდის საშუალება მივცეთ.
– რომელ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი მუზეუმი? ვინ იქნებიან თქვენი სტუმრები?
– ის ყველა თაობისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება. ჩვენთან მოსული დამთვალიერებელი მიიღებს ახალ, სახალისო და უნიკალურ გამოცდილებას. ყველა გაერთობა, რადგან „გართობის ენა“ არის ენა, რომელიც ყველას კარგად ესმის. მუზეუმის აუდიტორია ყველა ის ადამიანია, ვისაც გართობა, ხალისი უყვარს და აინტერესებს ეს მომაჯადოებელი ეფექტი თუ მის უკან მდგომი მექანიზმები. ეს არის იდეალური ადგილი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გასართობად და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად. ეს ადგილი შეუყვარდებათ არა მარტო ბავშვებს, არამედ მათ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებსა და ახალგაზრდა წყვილებს. მუზეუმში ვიზიტი შესანიშნავი საშუალებაა როგორც გართობისა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის, ისე შემეცნებისთვის.
– გავიგეთ, რომ ბავშვთა ცენტრის გახსნასაც გეგმავთ. შეხვედრებს, კორპორაციულ წვეულებებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებსაც ხომ არ უმასპინძლებთ?..
– დიახ, მუზეუმის კონცეფცია ბავშვთა ცენტრსაც მოიცავს. ეს არ არის ჩვეულებრივი სადღესასწაულო ცენტრი. ის, როგორც თავად მუზეუმი, მისტიკურია და ათასგვარ ჯადოქრობას ჰპირდება გასართობად თუ დაბადების დღის აღსანიშნავად მოსულ ბავშვებსა თუ მოზარდებს. მუზეუმი დიდაქტიკურ სათამაშოებსა და სუვენირებსაც შესთავაზებს ყველა ასაკობრივი ჯგუფის სტუმარს.
ჩვენი მუზეუმი შესანიშნავი ადგილია სადღესასწაულო თუ კორპორაციული ღონისძიებებისთვისაც. მისი საინტერესო ფორმისა და შინაარსის ოთახები ნებისმიერ სტანდარტულ ღონისძიებას, არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს პრესკონფერენცია, საზეიმო ცერემონიალი თუ თემატური შეხვედრა, ახალი ბრენდის პრეზენტაცია ან თუნდაც ვიდეოს ჩაწერა, უჩვეულო ელფერს შესძენს და იქ გატარებული დრო საუკეთესო მოგონებად დარჩება გუნდის თითოეული წევრისთვის. მუზეუმი იძლევა საშუალებას, მისი ინტერიერის, ღონისძიების დამკვეთისთვის სასურველი კონტენტისა თუ თემის შესაფერისად შეფუთვისა. ჩვენი მუზეუმის საერთაშორისო ღონისძიებების ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ კომპანიას თავისუფლად შეუძლია ჩვენს სივრცეში ფანტაზიის გაშლა. | 2019-03-24 17:03:56 | https://funtime.ge/ambebi/post/251109-sivrce-sadac-segizliat-icinot-ikivlot-da-fotoebi-gadairot- | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203464.67/warc/CC-MAIN-20190324165854-20190324191854-00174.warc.gz | 26,710 | 490,781,179 |
მრავალფუნქციური კრემი-ბალზამი აგლუვებს კანს, აღადგენს მის სიმკვრივეს, ათანაბრებს ტონს და აუმჯობესებს კანის ფერს. ფლავონოიდებით მდიდარი შავი ზამბახის ელექსირი მატებს კანს აბრეშუმის სირბილეს, აუმჯობესებს მის ტექსტურას.
- კანი ახალგაზრდული, ლამაზი და განახლებულია. 8-დან 10 ქალი ადასტურებს*;
- შავი ზამბახის ექსტრაქტი აძლიერებს კანის სტრუქტურულ კარკასს, ატონიზირებს და მატებს ელასტიურობას, ვიტამინი С კი ათანაბრებს კანის ტონს;
- რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.
*სამომხმარებლო ტესტირების შედეგად 69 ქალის მონაწილეობით.
- გამოიყენე ყოველ დილით როგორც მსუბუქი დღის კრემი.
- გამოიყენე როგორც მაკიაჟის ფუძე კანის სიგლუვისთვის.
- წაისვი კვირაში 2-3-ჯერ, გაიჩერე 10-15 წუთი როგორც ინტენსიური დამატენიანებელი და გამამკვრივებელი ნიღაბი.
შავი ზამბახის ელექსირი (iris florentina root extract) — მისი ექსტრაქტი აძლიერებს კანის სტრუქტურულ კარკასს, ატონიზირებს და მატებს ელასტიურობას, მდიდარია ფლავონოიდებით.
ვიტამინი C (vitamin C) აღიავებს და ათანაბრებს კანის ტონს, მატებს ბრწყინვალებას.
განახლებული სერია, რომელიც ხელს უწყობს კანის გამკვრივებას, ეწინააღმდეგება დაბერების პროცესს და უნარჩუნებს კანს ახალგაზრდულ იერს და ელასტიურობას (40+). | 2019-10-15 08:55:50 | https://ge.oriflame.com/products/product?code=42753 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986657949.34/warc/CC-MAIN-20191015082202-20191015105702-00019.warc.gz | 49,016 | 514,038,941 |
სუსტი გულის ადამიანებს გაგრძელებას არ ვურჩევ
მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მრავალი სასარგებლო რამ გამოიგონა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და სიცოცხლის დასაცავად, ისტორიაში შავი წერტილებიც მრავლადაა. შუა საუკუნეებში სხვადასხვა მეთოდებით წამება აქტიურად გამოიყენებოდა კრიმინალთა და არასასურველ ადამიანთა დასასჯელად თუ გამოძიებისთვის, მათი მეშვეობით ავრცელებდნენ ძალაუფლებას და ნერგავდნენ შიშს რიგით მოკვდავებში. მიუხედავად იმისა, რამდენად ამაზრზენი და ბარბაროსული ჩანს ისინი დღევანდელი გადმოსახედიდან, ერთ დროს ამ მეთოდების გამოყენება სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მის მარწუხებში შეიძლებოდა, უბრალოდ განსხვავებული აზრის ქონის გამო აღმოჩენილიყავით.
ნიკაპი მაგიდას ეყრდნობოდა, თავის ქალა კი გუმბათოვან სახურავში თავსდებოდა. ჯალათი ხრახნის ტრიალს იწყებდა, რაც სახურავს სწევდა ქვემოთ. ჯერ კბილები იმსხვრეოდა და ღრძილები სკდებოდა, შემდეგ ყბა ნაქუცდებოდა, ბოლოს თვალები ვარდებოდა ბუდიდან, რასაც ტვინის ყურებიდან გადმოჟონვა აგვირგვინებდა. თავის მსრესავის ზოგიერთ ვერსიას სპეციალური სათავსოც კი ჰქონდა, რომელიც გადმოცვენილ თვალებს იჭერდა. საწყის პერიოდში ამ მოწყობილობის გამოყენებისას წამების პერიოდი უფრო ხანგრძლივი იყო – ჯალათი ხრახნს ზემოთ ასწევდა ხოლმე, ცოტა ხნის შემდეგ კი ისევ ქვემოთ სწევდა. ყოველ მოჭერაზე საბრალო მსხვერპლს მთელ სხეულში ტკივილის საშინელი ტალღა უვლიდა.
მართალია, ყოველთვის სიკვდილს არ იწვევდა, მაგრამ არანაკლები ტკივილის მოყენება შეეძლო. კატის თათს ზოგჯერ სპეციალურ სახელურს უკეთებდნენ, არსებობდა მისი სხვადასხვა ვერსია ზომისა და გარეგნობის მიხედვით, რაც ჯალათის ხელის ფორმაზე იყო დამოკიდებული. მორგების შემდეგ იწყებოდა დამნაშავის სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან ქსოვილების მოგლეჯა, გაპობა, ჭრილობის მიყენება და დასახიჩრება. კატის თათის ბასრი კბილანები ძვლამდე აღწევდნენ და მსხვერპლს არაადამიანურ ტკივილს აყენებდნენ.
მოქმედების პრინციპი სახელიდანაც გასაგებია. მოწყობილობა იყო ხის და მოიცავდა ორ ნაჭერს, რომლებიც კბილანებით იყვნენ აღჭურვილნი. მსხვერპლის ფეხებს მათ შორის ათავსებდნენ, ისე რომ კბილანები წინიდან და უკნიდან მუხლებს შეხებოდა. ამის შემდეგ იწყებოდა ხრახნების ტრიალი. ხრახნები ხის ნაჭრებში იყო გაყრილი და კბილანები ერთმანეთისკენ მიიწევდნენ, სანამ არ შეეხებოდნენ. ამის შედეგად, ფეხების ნაწილი მუხლს ქვემოთ სრულიად უსარგებლო ხდებოდა. ხანდახან იყენებდნენ სხეულის სხვა ნაწილებისთვისაც, მაგალითად მკლავებისთვის. მუხლების მხლეჩავი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ინკვიზიტორებში.
ეს მოწყობილობა გამოიგონა ლონდონის თაუერის ლეიტენანტმა სერ უილიამ სკევინგტონმა ჰენრი VIII-ის მეფობის პერიოდში. მისი მეშვეობით სხეულის შეკუმშვას ახდენდნენ. ზედა ნაწილში თავსა და ხელებს უყრიდნენ, ქვედაში – ფეხებს. წამების დაწყებისთანავე მსხვერპლს ეწყებოდა კუნთოვანი და შინაგანი ორგანოების ქსოვილების კრუნჩხვა. ამის შემდეგ იწყებოდა სისხლდენები ცხვირიდან და ყურებიდან. თუკი ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა, მიღებული შოკისგან სრული აშლილობა ემართებოდა.
ბრალდებულს აშიშვლებდნენ და პირამიდის ფორმის მოწყობილობაზე ზემოდან სვამდნენ, საჯდომით ან ვაგინით წვეტზე. არის ვარაუდი, რომ ზოგჯერ ამ დროს ფეხებზე სიმძიმეებს აბამდნენ, რაც სხეულის ქვემოთ მოქაჩვას იწვევდა, წვეტი კი ღრმად შედიოდა ტანში და თანდათან შუაზე ყოფდა სხეულს. თუმცა ამის გარეშეც საკმაოდ ზიანდებოდა კანი, კუნთები, კიდურები და ძვლები, გადარჩენის შანსი მინიმალური იყო და ამ შემთხვევაშიც ფსიქიკური აშლილობა გარდაუვალი გახლდათ. გამომძიებელთა გემოვნების მიხედვით, ჯალათს შეიძლებოდა მსხვერპლი ექანავებინა კიდეც, რომ მეტად დატანჯულიყო.
წამების ეს მეთოდი არამარტო ევროპაში, არამედ ცამეტი კოლონიის პერიოდის ამერიკაშიც (XVIII ს) გამოიყენებოდა. ის წარმოადგენდა სამკუთხა ფორმის ხის გრძელ ნაჭერს, რომელსაც ზედა მხარეს ბასრი კუთხე ჰქონდა. შიშველ მსხვერპლს მასზე სვამდნენ და ფეხებზე სიმძიმეებს აბამდნენ. აგონიის დადგომის მომენტი დამოკიდებული იყო იმაზე, ჯალათი რამდენად მძიმე ნაჭრებს შეაბამდა. წყაროები გვიამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში წონის გადაჭარბების გამო ბრალდებულის სხეული შუაზე იპობოდა.
ეს ინსტრუმენტი შედგებოდა წაწვეტებული რკინის ნაჭრისა და მასზე მიმაგრებული ფოთლის ფორმის სეგმენტებისგან. მას ძალის გამოყენებით ათავსებდნენ პირში, უკანალში ან საშოში, შემდეგ კი ნელ-ნელა გახსნა იწყებოდა. ცხადია, ეს პროცედურა საშინლად აუტანელი და გაუსაძლისი იყო. დასჯის მეთოდი დამოკიდებული იყო ბრალდებულის დანაშაულზე – ჰომოსექსუალებს ანუსში უკეთებდნენ, ღვთისმგმობელებსა და მატყუარებს – პირში, მსუბუქი ყოფაქცევის ან დემონებთან სექსუალური კონტაქტის დამამყარებელ ქალებს – საშოში. მგუდავი მსხალი იწვევდა საშინელ დასახიჩრებებს და უმეტესად სიკვდილით მთავრდებოდა.
ეს ინსტრუმენტი წარმოადგენდა გრძელი სახულურის ბოლოში მიმაგრებულ სფეროს, რომელსაც შიგნით სათავსო ჰქონდა. სფერო ორი ნაწილისგან შედგებოდა და მათი გაცალკევება შესაძლებელი იყო. წამების დაწყებამდე სფერო ივსებოდა გამდნარი მეტალით, ადუღებული ზეთით, მდუღარე წყლით ან გუდრონით. სფეროს მეორე ნაწილს ნახვრეტები ჰქონდა, ამიტომ დაბმული მსხვერპლის სხეულის ზემოდან გადატარებისას სითხე იღვრებოდა და უკიდურესად ცხელი მასა საბრალო ადამიანებს ესხმებოდათ. | 2019-10-17 13:50:47 | https://ucnauri.com/205834/%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986675316.51/warc/CC-MAIN-20191017122657-20191017150157-00303.warc.gz | 27,345 | 740,602,090 |
თუ თქვენ შეძენისას გამოიყენება მანქანის გარდა აკეთებს სხვა სითხეები, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, რომ თქვენ შემოწმება, თქვენ ასევე უნდა შეამოწმოს მანქანების მუხრუჭები. მუხრუჭები ავტომობილის ერთია, რომლებიც მიზნად აცვიათ. ეს არის ხახუნის შორის rotor და ბალიშები, ავტომანქანის გაჩერება, როდესაც თქვენ მიმართოს მუხრუჭები. თუ ორივე ბალიშები და დისკების დამზადებული გამაგრებული ფოლადის თქვენ არ მიიღოს ნებისმიერი შეჩერების ძალა. ამ სტატიაში ჩვენ დაფარავს შემოწმების წინა მუხრუჭები მანქანები და სატვირთო.
On უფრო მანქანაზე ღია ჩარჩოებით ეს შეიძლება იყოს საკმაოდ მარტივია მისაღებად სწრაფი შეხედვით მდგომარეობის მუხრუჭები. წინა მუხრუჭები არსად შორის 60 და 70 პროცენტი თქვენი შეჩერების ძალა. როდესაც თქვენ პირველად ფეხით მდე ავტომანქანა შეგიძლიათ შევხედოთ წინა მუხრუჭები rotors მიერ გადახედეთ რგოლში და შემოწმების მდგომარეობის rotors. დარწმუნდით, რომ მანქანა არ არის ორიენტირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იქნება ცხელი შეეხოთ. იმედია ჩარჩოებით ღია საკმარისი ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კარგი ერთი შეხედვით მათ. სცადეთ და თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე ქედები მასშტაბით rotor. თუ შეგიძლიათ გამყარებაში თქვენი თითის მეშვეობით რგოლში ასევე შეგიძლიათ გრძნობენ rotor აღმოაჩინოს, თუ არსებობს ქედები მასშტაბით rotor. თუ არსებობს, არ არის კარგი შანსი, რომ მანქანა უნდა სამუხრუჭე სამუშაო მალე. იმ შემთხვევაში, თუ rotor არის ლამაზი და გლუვი, რომ მაშინ არის კარგი მითითებით, რომ მუხრუჭები ფორმაში.
თქვენ ასევე მინდა გახსნა hood და შემოწმება სამუხრუჭე სითხე. არ არის არც ერთი დონის ინდიკატორი გარეთ სამუხრუჭე სითხე canister, ან არსებობს დიპლომატიური ჯოხი შემავსებელი ქუდი. დარწმუნდით, რომ სითხეში ფარგლებში განსაზღვრული ლიმიტები. თუ ეს არის დაბალი, ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ მანქანა სჭირდება სამუხრუჭე სამუშაო. როგორც ბალიშები აცვიათ, დგუშები წელს calipers გაავრცელოს უფრო მოითხოვს გამოყენების მეტი სითხე.
ახლა წავიდეთ წინ და მიიღოს მანქანა და იქაური ანთება, მაგრამ არ დაიწყოს მანქანა. მიაქციოს ყველა მაჩვენებელი განათება dash. ამჯამად მანქანა გაქვთ ABS მსუბუქი ან მაშუქი? ABS შუქი არის მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა და ექსტრემალურ სამუხრუჭე პირობები გადატანა სამუხრუჭე ძალა სხვა დისკები შენარჩუნება მანქანა აპირებს შევიდა Skid. ამ ფონზე, როგორც წესი, ყვითელი dash და “მუხრუჭები” ნათელი არ არის, როგორც წესი, წითელი. ახლა დაიწყოს მანქანა და რა თქმა უნდა, რომ ეს განათება გასვლა. თუ თიშავენ, მაშინ ყველაფერი სამუხრუჭე სისტემა უნდა იყოს მუშა. თუ ABS მსუბუქი ან მაშუქი რჩება, მაშინ სამუხრუჭე სისტემა სჭირდება მომსახურების.
შემდეგი, გსურთ წავიდეთ წინ და მანქანა მანქანა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მართვის ვრცელდება მუხრუჭები და ყურადღება მიაქციოს, თუ რა საჭე აკეთებს. ამჯამად მანქანა გააგრძელებს სწორი ხაზი, ან იგი გაიყვანოს ერთ მხარეს ან მეორე. მანქანა უნდა გაგრძელდეს წასვლა სწორი ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ იგი გაიყვანს ერთი ან მეორე მხარის შემდეგ ერთ მხარეს მუხრუჭები მუშაობს უფრო რთული, ვიდრე სხვა და მიუთითებს იმაზე, რომ სამუხრუჭე მომსახურება საჭიროა. თქვენ ასევე მინდა მოვისმინო ხოლო გამოყენებისათვის მუხრუჭები. ნუ ისინი squealing ხმაური ან grinding ხმაური? თუ ისინი ბიჭის დაბეზღებას ეს არის მაჩვენებელი, რომელიც სამუხრუჭე სამუშაოს გამო. უამრავი მანქანა არის აღჭურვილი, რა ეწოდება “Squealers” შესახებ სამუხრუჭე ხუნდები. იგი შექმნილია ისე, რომ როდესაც ბალიშები აცვიათ ქვემოთ გარკვეული თვალსაზრისით “squealer” ეხება rotor გაქირავების თქვენ იცით, მანქანა საჭიროებს ბალიშები და ეხმარება დაიცვას rotors. თუ გესმით სახეხი – კარგად ეს აუცილებლად უნდა წავიდეს სარემონტო მაღაზია აქვს მუხრუჭები შევხედე.
On უფრო მანქანა, რომ თქვენ გათვალისწინებით შეძენის, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ავტომობილის ისტორიის ანგარიში თუ მანქანა უკვე სასარგებლოდ ბანკირი და თუ იგი გვიჩვენებს დრო მომსახურების. თუმცა, მანქანა შეიძლება არ იქნა შენარჩუნებული დილერის მიერ, ასე რომ ეს ჩანაწერი არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ყიდვა, თქვენ ვთხოვო თუ შეიძლება, რომ მანქანა უნდა ადგილობრივი მექანიკოსი აქვს ეს გაწერილი მოგცემთ ცოტა მეტი ნაჭერი გონება. | 2019-03-23 15:14:51 | http://www.knwautobody.com/checking-a-vehicles-brakes/?lang=ka | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202872.8/warc/CC-MAIN-20190323141433-20190323163433-00231.warc.gz | 9,983 | 307,136,258 |
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების წესები პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა უნდა მოამზადოს
წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
„ადრეც ვთქვი, რომ ინიციატივით გამოვდიოდი, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე შედგა. იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩვენი ვერსია ეს გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. ალბათ მომავალი კვირიდან შედგება ის სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს საზოგადოების სწორედ ასეთი შეშფოთება. გამომდინარე ამ ვითარებიდან, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, დღეს დაანონსებული იყო, რომ ბრიფინგს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამართავდა, თუმცა მედიასთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარდგა და განცხადება გააკეთა. | 2019-10-20 23:40:27 | https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-miichnevs-rom-shewyalebis-wesebi-parlamentshi-samushao-jgufma-unda-moamzados/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987750110.78/warc/CC-MAIN-20191020233245-20191021020745-00207.warc.gz | 13,902 | 352,213,245 |
გორის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს ნარჩენების მართვის შესახებ სემინარი ჩაუტარდათ
გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს ნარჩენების მართვის შესახებ სემინარი ჩაუტარდათ, - ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
"ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროგრამაში. შესაბამისი მასალის გავლის შემდეგ, სკოლამდელ ბავშვებს ეცოდინებათ ნარჩენების მართვის, სეპარაციისა და გადამუშავების პრინციპები და მცირე ასაკიდანვე ჩამოუყალიბდებათ გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
სემინარი USAID/WMTR II პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ორგანიზაცია CENN-ი, რომელიც შიდა ქართლში ახორციელებს პროექტს "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში'', პროექტის ფარგლებში კვლავ გეგმავს ამგვარი სემინარების ჩატარებას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
- "მეგობრები მეგობრებისთვის" გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
- გორელი მასწავლებელი ისტორიის საუკეთესო პედაგოგთა ხუთეულშია
- გიორგი გახარია გორში პედაგოგებს, მედიკოსებს, სპორტსმენებს და ფერმერებს ხვდება
- მეუფე ანდრიას ეპისკოპოსად კურთხევიდან 21 წელი შესრულდა
- მეუფე ანდრიამ გორში სასულიერო პირები დააჯილდოვა | 2019-10-20 05:51:00 | http://radiomosaic.ge/index.php/news/item/6885-2019-10-10-12-04-43 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986703625.46/warc/CC-MAIN-20191020053545-20191020081045-00047.warc.gz | 12,207 | 164,780,797 |
თბილისის საქალაქო სასამართლო, იმ სამი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებს, რომლებიც გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სასამართლოს მიკერძოებულობას სრულად გამორიცხავს. მისი თქმით, სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური
მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას ტყუილსა და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს. სერგო მეთოფიშვილის შეფასებით, ეკა
სასამართლოში საქმეთა განაწილების პროგრამასა და მოსამართლეთა დისციპლინარულ სამართალწარმოებაში არსებული ხარვეზები – ამ საკითხებზე
მოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლომ მირზა სუბელიანს შესაძლოა დღეს განაჩენი გამოუტანოს. მანამდე სხდომაზე დასკვნითი სიტყვით დაცვის
“გთავაზობთ მოდელს, დაინიშნოს სასამართლოში ახალი ნაკადი, მაგრამ მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა გადავადდეს დროებით, ვიდრე რეფორმა არ
მივედით ჩაკეტილი, ჩარაზული სასამართლოდან სხვა ტიპის სასამართლომდე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია აცხადებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა 26 თებერვლისთვის
სასამართლოში კომპანია “სვეტის” დაზარალებულების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესზე, რომელიც გუშინ გაიმართა ბრალდების მხარემ 3
გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. ბრალდება პატრულ ინსპექტორებს: | 2019-03-25 16:25:34 | https://news.ge/tags/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204077.10/warc/CC-MAIN-20190325153323-20190325175323-00481.warc.gz | 29,942 | 560,325,080 |
მალე მსურველებს შევთავაზებ 'ადგილზე' გასვლას და იქ საკმაოდ ადვილი ანტენის აწყობას. პრაქტიკაშიც ვნახავთ თუ როგორ მუშაობს ჩვენს მიერ გაკეთებული ანტენა. გარანტიას მოგცემთ, რომ ამ ანტენით რამოდენიმე ათას კილომეტრზე გავაკეთებთ რადიოკავშირს
4L2M wrote:მალე მსურველებს შევთავაზებ 'ადგილზე' გასვლას და იქ საკმაოდ ადვილი ანტენის აწყობას. პრაქტიკაშიც ვნახავთ თუ როგორ მუშაობს ჩვენს მიერ გაკეთებული ანტენა. გარანტიას მოგცემთ, რომ ამ ანტენით რამოდენიმე ათას კილომეტრზე გავაკეთებთ რადიოკავშირს
ერი რომელსაც არ სურს ბრძოლა, სიცოცხლის ღირსი არ არის.
შილკა ძალიან მაინტერესებს ეგ ამბავი..
და კიდევ, შესაძლებელია ჩვეულებრივ რაციაზე ანტენის მიერთება და ამით დაფარვის მანძილის მნიშვნელოვნად გაზრდა?
მაგალითად დაიკარგე ტყეში და რაცია ვერ იჭერს. მაღალი ხის წვერზე რომ დაამაგრო სახელდახელო ანტენა და მიუერთო რაციას.
და კიდევ, შესაძლებელია ჩვეულებრივ რაციაზე ანტენის მიერთება და ამით დაფარვის მანძილის მნიშვნელოვნად გაზრდა?
მაგალითად დაიკარგე ტყეში და რაცია ვერ იჭერს. მაღალი ხის წვერზე რომ დაამაგრო სახელდახელო ანტენა და მიუერთო რაციას.
4L2M wrote:მალე მსურველებს შევთავაზებ 'ადგილზე' გასვლას და იქ საკმაოდ ადვილი ანტენის აწყობას. პრაქტიკაშიც ვნახავთ თუ როგორ მუშაობს ჩვენს მიერ გაკეთებული ანტენა. გარანტიას მოგცემთ, რომ ამ ანტენით რამოდენიმე ათას კილომეტრზე გავაკეთებთ რადიოკავშირს
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.
ესეც სამეთაურო მანქანის საანტენო კომპლექტი
1) უნდა ავიღოთ მავთული. მავთული რაც შეიძლება მსუბუქი და კარგი გამტარი უნდა იყოს.
2) შემდეგ თქვენ მავთული უნდა გაჭრათ ორ ნაწილად. მავთული უნდა იყოს 1/2 ტალღის სიგრძე.
სიგრძე (ფუტი) = 468 / სიხშირე (MHz)
სიგრძე (მეტრი) = 144 / სიხშირე (MHz)
შემდეგ გარკვეული ზომის მავთულს ვყოფთ ორ ნაწილად და ვჭრით შუაზე:
შემდეგ ვიღებთ კაბელს, ვთლით და ვაშორებთ თავში რეზინის იზოლაციას, შემდეგ გამოვყოფთ ცენტრალურ მავთულსა და ეკრანის ბადეს:
ამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ კერამიკის იზოლატორს და მავთულებს ვამაგრებთ გვერდებიდან, კაბელს კიდევ ზუსტად ისე მივამაგრებთ როგორც სურათზეა ნაჩვენები და შემდეგ გადავაერთებთ კაბელსა და მავთულებს:
1) უნდა ავიღოთ მავთული. მავთული რაც შეიძლება მსუბუქი და კარგი გამტარი უნდა იყოს.
2) შემდეგ თქვენ მავთული უნდა გაჭრათ ორ ნაწილად. მავთული უნდა იყოს 1/2 ტალღის სიგრძე.
სიგრძე (ფუტი) = 468 / სიხშირე (MHz)
სიგრძე (მეტრი) = 144 / სიხშირე (MHz)
შემდეგ გარკვეული ზომის მავთულს ვყოფთ ორ ნაწილად და ვჭრით შუაზე:
შემდეგ ვიღებთ კაბელს, ვთლით და ვაშორებთ თავში რეზინის იზოლაციას, შემდეგ გამოვყოფთ ცენტრალურ მავთულსა და ეკრანის ბადეს:
ამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ კერამიკის იზოლატორს და მავთულებს ვამაგრებთ გვერდებიდან, კაბელს კიდევ ზუსტად ისე მივამაგრებთ როგორც სურათზეა ნაჩვენები და შემდეგ გადავაერთებთ კაბელსა და მავთულებს:
კი თავისთავად, მაგრამ უნდა ეცადო რომ ანტენის ზომა შესაფერისი იყოს სიხშირისთვის, ზოგს ჰგონია რომ რაც უფრ ოდიდ იანტენაა მით უფრო შორს იჭერს. შეიძლება 10 მეტრიანმა ვერ გააკეთოს საქმე და 50 სანტიმეტრიანმა ანტენამ იდეალური შედეგი მოგცეს, ნუ გააჩნია რა სიხშირეზე გინდა რომ გადასცე.
კი თავისთავად, მაგრამ უნდა ეცადო რომ ანტენის ზომა შესაფერისი იყოს სიხშირისთვის, ზოგს ჰგონია რომ რაც უფრ ოდიდ იანტენაა მით უფრო შორს იჭერს. შეიძლება 10 მეტრიანმა ვერ გააკეთოს საქმე და 50 სანტიმეტრიანმა ანტენამ იდეალური შედეგი მოგცეს, ნუ გააჩნია რა სიხშირეზე გინდა რომ გადასცე.
კი თავისთავად, მაგრამ უნდა ეცადო რომ ანტენის ზომა შესაფერისი იყოს სიხშირისთვის, ზოგს ჰგონია რომ რაც უფრ ოდიდ იანტენაა მით უფრო შორს იჭერს. შეიძლება 10 მეტრიანმა ვერ გააკეთოს საქმე და 50 სანტიმეტრიანმა ანტენამ იდეალური შედეგი მოგცეს, ნუ გააჩნია რა სიხშირეზე გინდა რომ გადასცე.
მოკლედ რა რაციაც გაქვს იმის შესაბამისი სიგრძის მავთული უნდა დაახვიო და ჩააგდო ჩანთაში..
კი თავისთავად, მაგრამ უნდა ეცადო რომ ანტენის ზომა შესაფერისი იყოს სიხშირისთვის, ზოგს ჰგონია რომ რაც უფრ ოდიდ იანტენაა მით უფრო შორს იჭერს. შეიძლება 10 მეტრიანმა ვერ გააკეთოს საქმე და 50 სანტიმეტრიანმა ანტენამ იდეალური შედეგი მოგცეს, ნუ გააჩნია რა სიხშირეზე გინდა რომ გადასცე.
მოკლედ რა რაციაც გაქვს იმის შესაბამისი სიგრძის მავთული უნდა დაახვიო და ჩააგდო ჩანთაში..
ეგ ფორმულა მეც პირველად ვნახე და ასე რომ ვერ ვენდობი, ზუსტად ზეპირად არ მახსოვს.
მაკვს რადიო მიმგები და არის 47 მჰზ იანო როგორ გავუზარდო სიხსჰირე კვარცი 2 ცალი ერტად დავაყენე მარა არგაიზარდა ეგ მ მოვიპიკრე რადგან არავინ არის რომ ამიხსნას
maiso1995 wrote:მაკვს რადიო მიმგები და არის 47 მჰზ იანო როგორ გავუზარდო სიხსჰირე კვარცი 2 ცალი ერტად დავაყენე მარა არგაიზარდა ეგ მ მოვიპიკრე რადგან არავინ არის რომ ამიხსნას
მაგას არ აქვს მნიშვნელობა კოდესატორი ხომ არაა ორი ერთად დააყენო და ტევადობა გაზარდო. ახალი რეზონატორი დაიტრიე აი 75 მეგაჰერციანი. 300 მეტღზე იმუშავებს. მაგრამ შესაბამისი სქემაც დაგჩირდება. მარტივად რომ ვთქვა სტაბილიზაციას ვერ გააკეტებს მუშა სიხშირისას ძველი სქემა. და თუ მხოლოდ კონდესატორებზე და დიოდებზე აწყობ აზრი არ აქვს არასტაბილური იქნება, აიღე რომელიმე მიკროსქემა უნდაც L4960 და გექნება სტაილიზირებული 75 მეგაჰერცი, არანაირი დანაკარგით. თუმცა არის მეორე შანსიც ოღონდ მაგას პულტი აღარ დაერქმევა :დ იქნება 2 ტონიანი მანქანა . გამოიყენე ოპერაციული მაძლიერებლი მიკროსხემები და უსაშველოდ გაზრდი სიხსირეს. უბრალოდ ფრტხილად იყავი ისე არ გაზარდო რომ ტმა გაგცვინდეს
ერთხელ თუ შეჭამ განავალს მთელი ცხოვრება ეგ სუნი გექნება პირში... | 2019-10-15 08:49:32 | http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?p=64936 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986657949.34/warc/CC-MAIN-20191015082202-20191015105702-00052.warc.gz | 9,151 | 228,776,636 |
იმერეთში ოჯახმა სხვისი მიცვალებული დაკრძალა
ქუთაისის საავადმყოფოდან ჭირისუფალს სხვისი მიცვალებული გაატანეს. ეს ფაქტი წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურში მცხოვრებმა სულაბერიძეების ოჯახმა მხოლოდ დაკრძალვის დღეს აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, ცხედარი ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში იყო გადასვენებული და ის სხვა ოჯახმა, როგორც საკუთარი მიცვალებული – ისე დაკრძალა. შეცდომის გარკვევის შემდეგ ცხედარი სოფელ ცხუნკურში გადაასვენეს. მერაბ სულაბერიძე საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
“ხარაგაულში თავიდანვე უნახავთ ცხედარი და შეპარვიათ ეჭვი. გადაურეკავთ ექიმებთან და მათ უთხრეს რაღაც გეშლებათო. არც მოუსმინეს ნორმალურად, მერე ტელეფონები საერთოდ გაუთიშიათ. არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს მაინც დასაფლავება, როცა ეჭვი ეპარებოდათ, თან ჩვენი კოორდინატებიც ვერ დაუდგენიათ. როცა დაკრძალვის დღეს აღმოვაჩინეთ, რომ დედაჩემის ცხედარი არ იყო, დავრეკეთ ხარაგაულში და როცა ჩავედით, მიცვალებული უკვე ამოსვენებული დაგვახვედრეს. საავადმყოფოდან მარტომ წამოვიყვანე გარდაცვლილი და ემოციური ფონის გამო დედაჩემის შეხედვა ვერ შევძელი. საავადმყოფოს პერსონალის უპასუხისმგებლობამ გამოიწვია რაც მოხდა,” – განაცხადა მერაბ სულაბერიძემ. | 2019-03-22 18:02:21 | http://heretifm.com/?p=90582 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202688.89/warc/CC-MAIN-20190322180106-20190322202106-00555.warc.gz | 21,158 | 100,088,446 |
დაშლილი ავტომობილები და აქსესუარები (227)
ტელევიზორი, ვიდეო, DVD ფლეიერი (48)
საოჯახო ტექნიკა და ინსტრუმენტები (84)
ჩანთები და სამოგზაურო აქსესუარები (14)
ჯანსაღი პროდუქტი, აქსესუარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის (16)
კომპიუტერული სერვისები, ტექნიკური უზრუნველყოფა (88)
სილამაზე, თმის მოვლა, სხეულზე ზრუნვა, თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები, მასაჟი (108)
სამედიცინო მომსახურება, პირადი მომსახურება (54)
შეკეთება, მშენებლობა, ჰიდრავლიკი, ელექტრიკი, მებაღე (431)
განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ
განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ
ჯანსაღი პროდუქტი, აქსესუარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
სილამაზე, თმის მოვლა, სხეულზე ზრუნვა, თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები, მასაჟი
შეკეთება, მშენებლობა, ჰიდრავლიკი, ელექტრიკი, მებაღე
ვამზადებთ საწოლებს მატრასით 200 ლარიდან.
განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ
განცხადებები 1 - 1 სულ 1
განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ | 2019-10-17 02:45:43 | https://gancxadebebi.ge/ka/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98-8/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%98-104/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-_50 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672548.33/warc/CC-MAIN-20191017022259-20191017045759-00059.warc.gz | 24,072 | 512,907,397 |
ბუდაპეშტში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სადამკვირვებლო კომიტეტის რიგით მე-60 სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოს სახელით მონაწილეობს. კომიტეტზე თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის განამტკიცოს და გააღრმავოს საერთაშორისო თანამშრომლობა.
სადამკვირვებლო კომიტეტი 50 ქვეყნის ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს აერთიანებს და მისი მიზანია, საერთაშორისო ახალგაზრდული ინიციატივების საგანმანათლებლო და ფინანსური მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ ახალგაზრდების მობილობის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიული, კულტურული ღირებულებების ხელშეწყობას გულისხმობს. | 2019-10-17 23:47:21 | http://www.mes.gov.ge/content.php?id=8262&lang=geo | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677230.18/warc/CC-MAIN-20191017222820-20191018010320-00482.warc.gz | 8,958 | 307,172,733 |
გლდანის მე-8 მიკრორაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძეს გააცნო.
ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება: ადაპტირებულია შშმ პირთათვის, გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოებისა და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საკითხი.
ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედნები, დამონტაჟდება საჩრდილობლები და სხვა საპარკე ინვენტარი.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შემოდგომაზე, ეტაპობრივად გაიხსნება ხუთი ბაღი.
„ამჟამად თბილისში 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთს შემოდგომაზე ეტაპობრივად გავხსნით. ახალი შენობები აკმაყოფილებს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებისთვისაა სავალდებულო - მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ბავშვთა უსაფრთხოება“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ. | 2019-10-15 07:47:45 | http://mediamall.ge/new/83617-gldanis-merve-mikroraionshi-baghis-mshenebloba-finalur-fazashia | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986657586.16/warc/CC-MAIN-20191015055525-20191015083025-00521.warc.gz | 14,272 | 131,593,099 |
რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლით
როგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა
როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას
9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს
ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-11 თვის გოგო მყავს დღეს გადმოვარდა ლოგინიდან და თავი დაარტყაა , შეშინებული ვარ ტრამვა ხოარ მიიღოო , რა სიპტომები უნდა ჰქონდეს რო წავიყვანო და გადავუღო თავზე, შეეშინდა ეტყებო მთელიდღეე იშვიათად...
გამარჯობაჩვილი არის 6 თვის და 12 დღის. მისი კვების რეჟიმი შემდეგნაირია: 7:00 სიმილაკი 200 მგ 11:00 სიმილაკში გახსნილი ურძეო ფაფა ( წიწიბურა, ბრინჯი, შვრია) 200გრ; 13:00 ხილი; 15:00 ბოსტნეულის პიურე...
-გამარჯობათ,. ჩემი ბიჭი როცა პატარა იყო 3 თვიდან საწოვარა გადააგდო თავისით და თითი ჩაიდო ანუ თავის თითს წოვდა რაც ხშირია ბავშვებში... თუმცა ახლა უკვე 4 წლის არის და მაინც განუწყვეტლივ...
"ბალზაკის ასაკს" მიღმა - როგორები არიან ქალები 40 წლის შემდეგ
როგორი იქნება 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ყველაზე საშინელი კაბები ოსკარის დაჯილდოების ისტორიაში
საზარელი აკადემიკოსი, რომელიც 29 გარდაცვლილ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა
პროცესი - processus - процесс
წინსვლა, გაგრძელება – დაავადების აქტიური მიმდინარეობა; რაიმე მოვლენათა თანმიმდევრული მონაცვლეობა, რაიმეს განვითარების გზა.
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
რა სიმპტომები აქვს ტუბერკულოზს, შეიძლება თუ არა ორსულებისთვის ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობა ან ძუძუთი კვება
როგორ ვებრძოლოთ ერთ-ერთ ყველაზე შემაწუხებელ დაავადებას - ხველას
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
რა სიკეთეს მოგიტანთ დღეში მხოლოდ 2-3 კბილი ნივრის ჭამა
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად | 2019-10-22 17:10:32 | https://mkurnali.ge/component/encyclopedia/?task=term&id=3470 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987822458.91/warc/CC-MAIN-20191022155241-20191022182741-00138.warc.gz | 17,496 | 603,048,978 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგი
2011 წლის 30 აგვისტოს პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფიციალური ვებ-გვერდის (www.mfa.gov.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 22.13%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 41.61%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგი 2011
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - [email protected] | 2019-10-22 09:55:02 | https://idfi.ge/ge/monitoring-of-web-page-of-ministry-of-foreign-affairs-of-georgia | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987813307.73/warc/CC-MAIN-20191022081307-20191022104807-00542.warc.gz | 13,281 | 533,258,647 |
ბავშვთა ჰომოფობიური ბულინგისა და ძალადობისაგან დასაცავად მთავრობას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოვუწოდებთ
ძალადობისგან ბავშვთა დაცვა საქართველოში დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ძალადობის ფორმებს შორის ერთ-ერთი მწვავე ფორმა ჰომოფობიური ბულინგია, რომელიც მოიცავს მოზარდების ბულინგს განსხავებული შეხედულებების, გარეგნობისა თუ ქცევის გამო.
ჩვენ, როგორც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების კოალიცია, მოვუწოდებთ მთავრობას, ყველა ბავშვისათვის შექმნას გარანტირებულად უსაფრთხო გარემო, რომელიც თავისუფალი იქნება დისკრიმინაციისა და ძალადობისგან, მოახდინოს ჰომოფობიური ბულინგის ეფექტური პრევენცია და აღმოფხვრა, მოზარდების სტიგმატიზირების და გარიყვის თავიდან აცილება.
საქართველოში არ არსებობს ბულინგის (მათ შორის ჰომოფობიური ბულინგის) იდენტიფიცირებისა და დაძლევის ერთიანი მექანიზმი, რომელშიც პრევენციის მიდგომები ფართოდ იქნებოდა გამოყენებული. იდენტობისა და ორიენტაციის გამორკვევის პროცესში მყოფ მოზარდებს, სჭირდებათ განსაკუთრებული თანადგომა ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში.
,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე 41 ორგანიზაციის ქსელი, გმობს მოზარდის სტიგმატიზაციას გენდერული იდენტობის, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების, ეთნიკური და რელიგიური წარმოშობისა და მიკუთვნებულობის მიუხედავად! ყველა ბავშვს აქვს უფლება, იყოს დაცული და ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ყველა პასუხისმგებელ უწყებას, განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები, რათა:
- გადაიხედოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ერთიანი რეფერალური მექანიზმი, რათა მოხდეს მოზარდების ეფექტური დაცვა ჰომოფობიური ბულინგისგან;
- განვითარდეს ქართულენოვანი საინფორმაციო რესურსები და ონლაინ პლატფორმები, მშობლებისა და ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის, არსებული თანადგომის მექანიზმებისა და ონლაინ კონსულტაციის მიღებისთვის;
- უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო სკოლაში მომუშავე პერსონალის ცნობიერების ამაღლება და პროფესიული გადამზადება ჰომოფობიური ბულინგის იდენტიფიკაციისა და ამ ტიპის ბულინგზე სწორი რეაგირების ფორმების შესახებ;
- უზრუნველყოფილ იქნეს სოციალური მომსახურებების, მათ შორის, სოციალური მუშაკებისა და ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებების პერსონალის გადამზადება;
- შეიქმნას შესაბამისი კომპეტენციის მქონე ფსიქო-საკონსულტაციო სამსახურები, თემის და სკოლის დონეზე;
- დაიწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხანგძლივი კამპანია ჰომოფობიური ბულინიგს რისკებისა და გადაჭრის გზების შესახებ;
- საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
- საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
- გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ფილიალი
- საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა”
- ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია
- ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
- მცირე საოჯახო სახლების ასოციაცია
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
- ასოციაცია ბავშვი და ოჯახი
- სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია (მშობელთა კავშირი)
- კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
- რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი
- დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
- ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
- ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი
- თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის და ადვოკატირების ინსტიტუტი | 2019-03-19 21:31:32 | http://ccy.ge/bavshvta-homofobiuri-bulingisa-da-dzaladobisagan-dasacavad-mtavrobas-qmediti-nabijebisken-movuwodebt/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202131.54/warc/CC-MAIN-20190319203912-20190319225912-00489.warc.gz | 10,851 | 34,955,324 |
თუმცა ბიჭების გუნდი მაინც არასრულია, რადგან 50 კილოგრამში მონაწილე არ გვყავს.
ჩვენები ცოტა შორ გზას დაუღლია - თან დოჰადან გაფრინდნენ და არა და არ დამთავრდა ფრენაო, თორემ დანიშნულების ადგილას მშვიდობიანად ჩაფრინდნენ და ამ პაპანაქებიდან პირდაპირ ზამთრის კლიმატურ პირობებში მოხვდნენ - სამხრეთ ნახევარსფეროში ახლა ზამთარია.
დღეს ბიჭებში 50-55-ის, ხოლო გოგონებში 40-44
დღეს სანტიაგოში მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება - ევროპის პრიზიორი ლუკა კაპანაძე (55), ვინც პირველ შეხვედრას მეორე წრეში გამართავს დომინიკელ ანტფერნი პეპინთან, წარმატების შემთხვევაში კი მექსიკელ იავარ პრიეტოსა და ყაზახ იერმეკ ანამგელდის შორის მოგებულს შეხვდება. ჩვენებურს ფინალამდე ასცდა თურქთა ევროპისა და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული მიჰრაკ აკუსი (ევროპაზე წააგო მასთან), მაგრამ ჯგუფში იაპონელი ჰიტოიოში სუმი ჰყავს. * * *
ხვალ გოგონებში დაგვემატება ერთი მონაწილე - ეკატერინე ტატუნაშვილი (52), ვინც საწყის სტადიაზე ბრაზილიელ ნიკოლე ფრანზოის ხვდება, ამათში მოგებულს კი უნგრელთა ევროპის ჩემპიონი ჟოფი ოზბასი ელოდება.ამავე დღეს გიორგი კაპანაძე (60) ასევე პირველ წრეში უკრაინელ ევროპის ბრინჯაოსმედალოსან ვადიმ ჩერნოვს დაეჭიდება, ისე კი, ჯგუფში რუსთა ევროპის ჩემპიონ კაზბეგ ნაგუჩევთან მოხვდა.
ევროპის ჩემპიონი მიხეილ ბახბახაშვილი (66) მეორე წრიდან ჩაებმება საქმეში, სადაც ფრანგი ენცო გიბე ჰყავს დასამარცხებელი, ხოლო ამას თუ შეძლებს, ჩილელ ალვარო ბრავოსა და კანადელ კეგან იუნგს შორის უმჯობესს შეხვდება. მას ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის იაპონელი რანტო კაცურაც ჰყავს, ვისაც წლეულს პოლონეთის ტურნირის ფინალში კაცურად მოუგო.
პარასკევსაც სამი მონაწილე გვეყოლება. ფესტივალის გამარჯვებული მარიამ ჭანტურია (63) ისევ სერბთა ევროპის ჩემპიონ ანია ობრადოვიჩთან მოხვდა ქვეჯგუფში, ვისაც ფესტივალზე ფინალში კი მოუგო, მაგრამ ასეთ წილისყრას ხელსაყრელს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. თუმცა ეს კიდევ არაფერი და სერბს იაპონელი აიანო იუკიც დაემატა, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. შეღავათი მხოლოდ ისაა, რომ ჭანტურია ამათ მეოთხედფინალამდე არ ხვდება, პირველ შეხვედრას კი მასპინძელ ხავიერა მუნოზთან ჩაატარებს. 73 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური რეიტინგის ფავორიტია და მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრებაში უნგრელთა ფესტივალის მესამეპრიზიორ გერგელი ნეპრელთან პაექრობით. ჩვენებურს საკმაოდ ხელსაყრელი წილისყრა აქვს, თუმცა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქეებად ევროპის მესამეპრიზიორები, შესაბამისად, სომეხი არმენ აგაიანი და იტალიელი მატია პროსდოციმო ელოდებიან.
შაბათს გოგონებში ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, ევროპისა და ფესტივალის ტრიუმფით მომგები სოფიო სომხიშვილი (+70) იასპარეზებს, ვისაც საკმაოდ გაუმართლა - პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი პოლონელ კინგა ვოლსცჟაკს ხვდება. მასთან მოგებით მეოთხედფინალში გადის. იმათგან ყველაზე ძლიერი ბრაზილიელი პან-ამერიკის ჩემპიონი და ბერლინის ტურნირის გამარჯვებული ლუიზა კრუზი ჩანს, თუმცა აქვეა ამერიკელი აკიკო ბალიტაკტაკიც, ვინც მანამდე მექსიკელ ალისია სანმიგელს ეჭიდავება. ნახევარფინალში, შესაძლოა, ისევ შეხვდეს ჰოლანდიელ ევროპის პირველობისა და ფესტივალის მესამეპრიზიორ მარიტ კამპსს, ვისაც ორივე ტურნირზე დამაჯერებლად მოუგო. ამავე დღეს ბიჭებშიც ჩვენი ლიდერები ჭიდაობენ. ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ფესტივალის გამარჯვებული მიხეილ ბექაური (90) თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი რუსი საიდ გაჯიევი ან გერმანელი ივო ვიტასეკი იქნებიან. გაჯიევს ჩვენებურმა წლეულს ევროპირველობაზე მოუგო.
ამავე წონაში გიორგი კარიაული პირველ პაექრობას იაპონელ კენშინ მორისთან ჩაატარებს.
მძიმეწონოსანი ევროპის პირველობისა და ფესტივალის ბრინჯაოსმედალოსანი ლევან ჭელიძე წილისყრამ ისევ იმ უნგრელ რიხარდ სიპოჟს გადაჰყარა, ვისთანაც ფესტივალზე წააგო. თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება, პირველ პაექრობას კი ფრანგ იანის ალუასთან გამართავს.
ალექსი სვიანაძე (+90) თავიდან უზბეკ ედგარ გრიგორიანს ხვდება, ჯგუფში კი რუს ევროპის ჩემპიონ დავიდ ბაბაიანთან მოხვდა. | 2019-10-21 19:52:37 | https://sportall.ge/tcidaoba/dziudo/107318-dziudo-msoflios-chempionati-tcabukebshi-shoreul-chileshi-nacnobi-metoqeebi.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987787444.85/warc/CC-MAIN-20191021194506-20191021222006-00078.warc.gz | 30,371 | 719,477,785 |
ავიაკომპანია საქართველოს ავიახაზები (Georgian Airways), პირდაპირ ფრენებს იწყებს თბილისიდან ვილნიუსის მიმართულებით.
ფრენები შესრულდება 2 აპრილიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.
ავიაკომპანია საქართველოს ავიახაზები (Georgian Airways), პირდაპირ ფრენებს იწყებს თბილისიდან ვილნიუსის მიმართულებით.
ფრენები შესრულდება 2 აპრილიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.
მოიძიეთ და დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთები პირდაპირ თქვენი სმარტფონებიდან, მიიღეთ უფრო მეტი სიამოვნება თქვენი მომავალი დასვენებისთვის. | 2019-03-21 10:11:56 | https://www.aviabiletebi.org/tag/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202510.47/warc/CC-MAIN-20190321092320-20190321114320-00022.warc.gz | 14,150 | 677,660,169 |
ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის კვლავ სურს, გადაიბირიოს "რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველი რიკარდოკაკა. როგორც ცნობილია, იტალიელი მწვრთნელი და "ჩელსის" რუსი მფლობელი რომან აბრამოვიჩი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აპირებენ ბრაზილიელის გადაბირებას. შეგახსენებთ რომ ლონდონური კლუბი, რიკარდო კაკას შეძენას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდა, თუმცა 25 მილიონად პერესმა კაკა ვერ გაიმეტა. 2009 წლის ზაფხულში სამეფო კლუბმა მასში 68.5 მილიონი ევრო გადაიხადა.
ამ ტრანსფერს ისიც უწყობს ხელს რომ, კაკა "რეალში" კარგად ვერ თამაშობს. მისი პირველი სეზონი არც თუ ისე წარმატებული გახლდათ ბლანკოსში. ბრაზილიელმა 33 მატჩში სულ 8 გოლის გატანა მოახერხა. ამჯერად ბრაზილიელი ტრავმირებულია. აგვისტოში მას ოპერაცია გაუკეთეს და იანვრამდე მოედანზე ვერ გავა. მსი არ ყოფნაში კი გუნდში დაიმკვიდრა ადგილი ახალწვეულმა მესუთ იოზილმა, რომელმაც ბრწყინვალედ ათამაშდა. რს გამოც დაბრუნებულ კაკას, გაუჭირდება ძირითადში დამკვიდრება. ასე რომ, არაა გამორიცხული, ბრაზილიელმა დატოვოს ესპანეთი და თავის ძველ დამრიგებელს, კარლო ანჩელოტის გუნდს შეუერთდეს.
ამ ტრანსფერს ისიც უწყობს ხელს რომ, კაკა "რეალში" კარგად ვერ თამაშობს. მისი პირველი სეზონი არც თუ ისე წარმატებული გახლდათ ბლანკოსში. ბრაზილიელმა 33 მატჩში სულ 8 გოლის გატანა მოახერხა. ამჯერად ბრაზილიელი ტრავმირებულია. აგვისტოში მას ოპერაცია გაუკეთეს და იანვრამდე მოედანზე ვერ გავა. მსი არ ყოფნაში კი გუნდში დაიმკვიდრა ადგილი ახალწვეულმა მესუთ იოზილმა, რომელმაც ბრწყინვალედ ათამაშდა. რს გამოც დაბრუნებულ კაკას, გაუჭირდება ძირითადში დამკვიდრება. ასე რომ, არაა გამორიცხული, ბრაზილიელმა დატოვოს ესპანეთი და თავის ძველ დამრიგებელს, კარლო ანჩელოტის გუნდს შეუერთდეს. | 2019-03-21 19:48:57 | http://esport.ge/647-bbbbbbbb-bbbbb-bbb-bbbbbbbb.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202572.29/warc/CC-MAIN-20190321193403-20190321215403-00477.warc.gz | 13,357 | 63,726,175 |
ტერმინ „ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა არის, თუ რატომ არ იყენებთ? რატომ არ აფასებთ ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს როგორც ოკუპაციას? - ასე მიმართა თსუ-ს სტუდენტმა კონსტანტინე შუბითიძემ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.
„კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ორი დღეა უკვე იყენებთ შეფასებას - „უსამართლო მდგომარეობას“, არ იყენებთ სიტყვა „ოკუპაციას“. ტერმინ „ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა არის თუ რატომ არ იყენებთ? რატომ არ აფასებთ ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს როგორც „ოკუპაციას“?, - იკითხა კონსტანტინე შუბითიძემ.
აღნიშნულ შეკითხვაზე გერმანიის კანცლერმა უპასუხა: „თქვენ მეკითხებით, მე ვაფასებ თუ არა ოკუპაციად? დიახ, ეს არის ოკუპაცია, ეს არის დაკავებული ტერიტორია - 20%. ამის მიუხედავად, ეს რჩება უხეშ უსამართლობად“, - განაცხადა მერკელმა.
მანამდე, მერკელმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უსამართლო და მიუღებელი სიტუაცია, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ხდება.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის უსამართლობა. პრემიერ-მინისტრმა მითხრა რომ ჰუმანიტარული სიტუაცია ამ რეგიონებში კატასტროფულია, ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თავის სამშობლოს, მოსახლეობის რაოდენობა იქ ძალიან დაბლა იწევს. საქართველო მუშაობს ამ მიმართულებით და გერმანიასაც შეუძლია დაეხმაროს. ეს არის მიუღებელი სიტუაცია. მე პირადად, ბევრ დროს ვუთმობ კონფლიქტების მოგვარებაზე ფიქრს - უკრაინის და საქართველოს კონფლიქტებზე. ეს არის სიტუაცია, როდესაც საქართველოს რუსეთის ხელშეწყობით ძალიან რთულად მოუწია განვითარება. არ უნდა დავივიწყოთ ეს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ უნდა შევეგუოთ ამას. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ამ რეგიონებში ადამიანებს საქმე ძალიან ცუდად აქვთ. პირველ რიგში, მათ უნდა დავეხმაროთ ჰუმანიტარულად. რა თქმა უნდა, გვაქვს იქ ევროკავშირის მისია, რომელიც ცდილობს კონფლიქტის მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. როდრესაც ადამიანს განათლების მიღება ან სამედიცინო დახმარება სჭირდება, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საზღვარი გადმოლახოს; როდესაც ეს შესაძლებლობა მათ უმცირდებათ ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი“, - განაცხადა მერკელმა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპაციის შესახებ შეკითხვის ავტორი კონსტანტინე შუბითიძე, რომელიც ამჟამად თსუ-ში სწავლობს, ამ უნივერსიტეტში ლექსიებსაც კითხულობდა. ის ასევე არის "ევროპული საქართველოს" წევრი. | 2019-03-18 18:23:07 | https://www.interpressnews.ge/ka/article/509161-kartveli-studenti-angela-merkels-sitqva-okupaciastan-rame-problema-gakvt-ratom-ar-iqenebt-am-sitqvas-apxazetisa-da-cxinvalshi-ganvitarebuli-movlenebis-shesapaseblad/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201521.60/warc/CC-MAIN-20190318172016-20190318194016-00083.warc.gz | 9,542 | 796,566,056 |
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის თანამშრომლების ხელფასების გაცემა შეიძლება დაგვიანდეს, განაცხადა პირველი არხის ეთერში ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.
ხუთშაბათს ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.
ამის შემდეგ „რუსთავი2“-ის წილების ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა. ხუთშაბათს ხალვაშმა განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას გარდა, ყველა თანამშრომელი ადგილზე დარჩება. გვარამია შეცვალა ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ, რომელიც ხუთშაბათიდან „რუსთავი2“-ის თანამშრომლებთან შეხვედრებს მართავს.
ამჟამად ის ტელეარხის ფინანსური მდგომარეობის შესწავლით არის დაკავებული, რომელიც, მისი შეფასებით, საკმაოდ სავალალოა.
„არ დავადასტურებ, რომ ქიბარ ხალვაში არ აპირებს ტელევიზიაში ფულის ჩადებას. ვეძებთ ყველანაირ გზას, მოხდეს თანამშრომლებისთვის ხელფასების დროულად გაცემა. შეიძლება ერთი-ორი დღით დაგვიანდეს ტექნიკური მიზეზების გამო. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა ამ კუთხით. ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ტელეარხ „რუსთავი2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ახალ მფლობელსა და დირექტორს განცხადებით მიმართეს და სამპუნქტიანი მოთხოვნები წაუყენეს. მოთხოვნებს შორის არის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმის შემოღება და ასევე გასართობი გადაცემების წამყვანების და სარედაქციო გუნდის უცვლელად დატოვება. აღნიშნულ მოთხოვნებს სალია ქიბარ ხალვაშს დღეს გააცნობს.
„მესაკუთრის გადასაწყვეტია ფაქტობრივად ყველაფერი, მაგრამ ვითვალისწინებთ მოთხოვნებს, რომლებიც აქვთ ჟურნალისტებს. სწორედ მათი პოზიციების და მოთხოვნების გათვალისწინებით ითქვა ჩვენგან, რომ არ ვაპირებთ ჩარევას სარედაქციო პოლიტიკაში. ყოველდღე შეგეძლებათ ნახოთ, რომ არავინ არ ერევა მათ სარედაქციო საქმიანობაში და არავინ ხელს არ უშლის მათ გააკეთონ კრიტიკული გამონათქვამები, მათ შორის დირექტორის მიმართაც, მესაკუთრის მიმართაც“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
არხის წამყვანმა ჟურნალისტებმა და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებმა ადრე განაცხადეს, რომ სალიას ნდობას მხოლოდ მას შემდეგ გამოუცხადებენ, როდესაც ის მათ გრძელვადიან შრომით ხელშეკრულებებს გაუფორმებს.
სალია გაბუნიას არ გაათავისუფლებს, დანარჩენი „მასზეა დამოკიდებული“ >>
ამავე დროს, პარასკევს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე საკუთარი უფლებების შესახებ განაცხადა. მისი ინტერესების წარმომადგენელმა გია ზოდელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
პირველ ეტაპზე ოქრუაშვილმა მოითხოვა მიღებული იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტელეარხის გაყიდვა აიკრძალოს მანამ, სანამ საქმის განხილვა არ დასრულდება. | 2019-10-16 08:10:30 | https://sputnik-georgia.com/society/20190720/246003617/paata-salia-telekompania-savalalo-finansuri-mdgomareoba-dagvxvda.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666467.20/warc/CC-MAIN-20191016063833-20191016091333-00445.warc.gz | 17,590 | 732,028,428 |
დამაცა, გავაერთიანებ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 09:47, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
ანდა თვითონ გადაიტანე, თუ შეგიძლია. მადლობა. :) --Pirtskhalava განხილვაწვლილი 09:49, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- თუ ეს სათაური სწორია, აქ გადმოიტანეთ ინფორმაცია თქვენ მიერ ახლადშექმნილი სტატიიდან, ის კი მონიშნეთ როგორც წასაშლელი. თუ ეს სათაური შეცდომითაა, მაშინ ეს გადავამისმართოთ. --მიხეილ (მომწერე) 10:00, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
თამილური არის სწორი ფორმა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 10:08, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- კარგით, მაშინ ახალი სტატიიდან ტექსტი აქ გადმოიტანეთ და მერე ამას გადავამისამართებ იმ სათაურზე. --მიხეილ (მომწერე) 10:18, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
ქსე-ში ტ. 9. გვ. 650; წელი 1985. წერია ტამილური ენა. თუკი თამილურია სწორი მაგას ლიტერატურა უნდა--Otogi განხილვაწვლილი 10:23, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
ქსე-ში ბევრი სხვა რამეც წერია. სამწუხაროდ ქსე (- და ეს აქ არაერთგზის ითქვა) კარგა ხანია მოძველდა. ქსე-ს მიხედვით საქართველო სსრკ-ში შედის და საქართველოს სსრ ჰქვია. ამიტომ მე გეუბნებით, რომ თამილურია სწორი. დრავიდულ ენებში აქ ერთი ბიჭი ერკვეოდა, მაგრამ რაღაც უაზრო ჩხუბი დაუწყეს და (- სწორედ მისგან ვიცი) და გაიქცა. სანამ თბილისის აზია-აფრიკის ინსტიტუტი თამილურის სპეციალისტების მოამზადებდეს ქსეს გარდა გუგლის თარჯიმანს მოვუსმინოთ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 10:34, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
მაშინ საქართველოს რა ერქვა ეგ არაფერს შუაშია ამ საკითხთან. თუკი მართლა თამილურია იმედია ავტორიტეტულ ლიტერატურასაც დაურთავ. მადლობთ. --Otogi განხილვაწვლილი 10:37, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ქსე მოძველებულია ეს ყველამ ვიცით. ცანგალამაც იცის, მაგრამ როდესაც ვერ ვუთითებთ ახალ ავტორიტეტულ ლიტერატურას სამწუხაროდ ვიყენებთ ძველს. ვებ-გვერდები რამდენად სარწმუნო წყაროა?--ცანგალა (გ) 10:42, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
მოიცადეთ რა, არანაირი ვებ-გვერდი ქსე-ზე ავტორიტეტული არაა, მითუმეტეს ქართული. ქსე-ზე გამოჩენილი პროფესორ-აკადემიკოსები მუშაობდნენ, რომლებიც საზოგაოდებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ/სარგებლობენ. ეგ გაითვალისწინეთ. აკადემიურ ლიტერატურას თუ მოიტანთ ეგ სხვა საქმეა. მანამდე არ უნდა გადამისამართდეს--Otogi განხილვაწვლილი 10:50, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ფილოლოგი რომ ვარ ალბათ გახსოვს? ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, რომ პატივსაცემია ეს ყველამ ვიცით. --ცანგალა (გ) 11:01, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
ფილოლოგიც ვარ და მოქმედი ჟურნალისტიც, თამილურია თუ ტამილური, სამწუხაროდ ვერც ქსე გამოდგება სარწმუნოდ (რადგან ბევრი რამ რუსული ტრანსლიტერაციით არის გადმოტანილი, შვედეთი, ჩეხია, სლოვაკია და ა.შ. რაც მოგვიანებით უფრო ბუნებრივი ქართული ფორმებით შეიცვალა.) და ვერც გუგლი ან რომელიმე საიტი წაგვადგება, რადგან აკადემიური საიტები დღემდე არ არსებობს; თუ რამ კეთდება ელექტრონულად, ყველაფერი დილეტანტურ დონეზეა. ახლა საგანგებოდ მოვჩხრიკე თოფურიასი და გიგინეიშვილის ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (1998 წ.) და არც ერთი ფორმა არ შეუტანიათ, არც თანამედროვე უცხო სიტყვათა ლექსიკონი გვეუბნება რამეს (გამოც. 2007 წ. მოიცავს 55 000 სიტყვას, რედ. გურამ აბსანძე). მოკლედ, ამ ტოპონიმის მართებული ფორმა თანამედროვე ლიტერატურაში არსად გვხვდება, თუმცა მედია მხოლოდ და მხოლოდ თამილურს და თამილებს იყენებს. ახალ ამბებში ყოველთვის თ-ს წერენ და ამბობენ ანუ ეს ახალი, თანამედროვე ფორმაა. აქედან რომელია სწორი და რომელი მცდარი, ალბათ მაინც ამ ენის სპეციალისტებმა უნდა თქვან. სუბიექტურად რომ მოგახსენოთ, მე თამილურს უფრო ვემხრობი.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 13:01, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- უცხოენოვანი სიტყვები როგორ იკითხება ორიგინალში, ეს თუ დაგჭირდებათ ვინმეს, შეგიძლიათ მომმართოთ. თ/ტამილური კითხვა, მართალია ცუდად, მაგრამ მაინც ვიცი და გეტყვით, რომ ორიგინალში არც ტამილია და არც თამილი (தமிழ்). მე როგორც ვიცი, პირველი ასო არის რაღაც ქართულ ტ-ს თ-სა და დ-ს შორის ბგერა, ზუსტი შესატყვისი არცერთ ენაში მახსენდება. თუკი მოიძებნება ლიტერატურა ქსე-ზე ახალი, სადაც თამილი წერია, მე არანაირი პრობლემა არ მექნება გადამისამართებაზე, მაგრამ რაც არ უნდა დავწეროთ ლიტერატურის გარეშე, ეს მაინც ჩვენს მოსაზრებებად რჩება და სამწუხაროდ გვიწევს, ვენდოთ ქსე-ს. Deu aw 14:30, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ასევე მოვიყვან მაგალითებს იმ ენებიდან, რომლებიც წერისას ერთმანეთისაგან განარჩევენ ტ-სა და თ ბგერებს:
- სპარსული: زبان تامیلی (ზბან თამილი)
- არაბული: لغة تاميلية (ლ'ღაჰ თამილიაჰ)
- ბერძნული: Ταμίλ γλώσσα (ტამილ გლოსსა)
- აქვე ვთქვათ, რომ თანამედროვე ბერძნულში თ ბგერა გადაქცეულია θ ბგერად და შესაძლოა სწორედ ამიტომ ამჯობინებენ ტაუს დაწერას. Deu aw 14:40, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
ნორმების მოყვარულთათვის, პრეფიქსიანი ზმნები ახლანდელსა და მომავალში ერთნაირად იღლებიან. გმადლობთ ყურადღებისათვის. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 17:10, 19 ოქტომბერი 2011 (UTC) | 2019-10-19 04:42:00 | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986688826.38/warc/CC-MAIN-20191019040458-20191019063958-00366.warc.gz | 14,113 | 562,927,572 |
სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები,
კერძო და საჯარო სკოლები და... ვრცლად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
სამინისტროში მოწვეულ დეპუტატებს, მეცნიერებს, რექტორებს, სკოლისა
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ და ქუთაისის მერმა გიორგი... ვრცლად
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა და №151,
№43, №2, №157 და №
22 საჯარო სკოლის მოსწავლეები "ნატახტარის" ქარხანას
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის მერმა გიგი
უგულავამ სანზონაში ის ტერიტორია მოინახულეს, სადაც ახალი... ვრცლად
ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სამოქალაქო საქმეთა
საქართველოსა და გერმანიის კვლევით ინსტიტუტებსა და მეცნიერებს შორის
თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით საქართველოს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და
ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გარდაბანში ქართული ენის
საჯარო სკოლა კვლავ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის გახდა. ისტორიული სახელი სკოლამ
მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და... ვრცლად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დიდ
ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი
ყვარლის მეორე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლემ ნუკი ავაზაშვილმა დაბადების დღეზე პრეზიდენტისგან საჩუქარად iPad-ი და ტორტი მიიღო. პრეზიდენტის... ვრცლად
N1 საჯარო სკოლას ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელი მიენიჭა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე... ვრცლად | 2019-10-22 01:36:52 | http://mes.gov.ge/content.php?id=2&lang=geo&year=2011&month=12&day=31 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795403.76/warc/CC-MAIN-20191022004128-20191022031628-00536.warc.gz | 21,467 | 118,608,818 |
წმ. გრიგოლ ხანძთელი - კლარჯეთის სავანის აღმაშენებელი და არქიმანდრიტი დაიბადა 759 წ. იგი დიდგვაროვანთა შვილი იყო და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. აღმზრდელმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი კი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს, მაგრამ ახლობლებმა მაინც დაითანხმეს.
შემდგომ მთავრებმა ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თვისი ხორციელად დიდებასა შინა“ და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს.
გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თნამოსაგრე: დედის დისწული - საბა - იშხნის განმაახლებელი, ეპისკოპოსი თეოდორე - ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე - კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცე ბული“.
ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს აქაურ მოძღვარ აბბა გიორგისთან.
გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებასა და მდუმარებას.
ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს - ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდებოდა „ხელითა გრიგოლ მღვდელისა, კაცისა ღმრთისაითა“. ბერმა ღირს მამას ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა.
ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთაგორიანი იყო, ნიადაგი კლდოვანი, მათ სამუშაო იარაღებიც კი ასრ ჰქონდათ.
ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით, ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისათვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვიტკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.
ამ დროს კლარჯეთში მეფობდა ქართლიდან წამოსული აშოტ კურაპალატი, რომელიც ქართლის სამეფოდან გამოექცა მომძლავრებულ არაბებს. მან ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და აქედან დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის. წმ. აშოტმა სიყვარულით მიიღო გრიგოლ ხანძთელი, რომელიც წარუდგინა გაბრიელ დაფანჩულმა.
„აშოტმა შეწირნა დიდი და კარგი ადგილნი და შატბერდის ადგილი ხანძთის აგარაკად. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნასე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაიცა სახმარი მონასტერსა მისსა უხმდა, ყოველი უხუებით“ - წერს გიორგი მერჩულე.
არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარრეს ერის საუკეთესო შვილებმა.
წმ. გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. უკანდაბრუნებულმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპალატის მკვლელობის ამბავი რომ შეიტყო, გულწრფელი ცრემლებით დაიტირა საქართველოსთვის შეწირული მეფე.
გრიგოლი დიდად ზრუნავდა თავისი მონასტრისათვის. მან იერუსალიმში მიმავალ მეგობარს სთხოვა საბაწმიდის ლავრის ტიპიკონის გადმოწერა. მეგობარმა თხოვნა შეუსრულა.
გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის.
ღირსმა გრიგოლმა იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი, ვითარცა ნიშანსვეტი და წინასწარჭვრეტა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებისა.
ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმნათა ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ღირსი გრიგოლი, რის დასამტკიცებლად ერთი ასეთი მაგალითიც კი კმარა: ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისათვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა, დადექ ძელო!“ სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყოფარსა მყინვარსა ზედა მოქანებული საშინელად“.
ღირს გრიგოლს უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან თავისი სულის განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტერში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, რომ ამ დღეს სანთლები აენთოთ და ელოცათ მისთვის.
ღირსი გრიგოლის მიცვალების დღეს მასთან მივიდნენ მეუდაბნოე მამები წმიდანისათვის პატივის მისაგებად და მისგან კურთხევის გამოსათხოვად.
გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.
ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში 861 წლის 5 ოქტომბერს.
წმინდანის ნეშტი, საკუთარი ანდერძისამებრ, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.
თბილისის საამიროს დაარსების შემდეგ ქართლმა დაკარგა ქვეყნის უმთავრესი ცენტრის მნიშვნელობა. საჭირო იყო ქართლის მონაცვლე ცენტრის შექმნა, ე.ი. იმნაირი ცენტრის შექმნა, ჩამოყალიბება, რომელიც ქართლის მაგივრობას გაწევდა. ამის განხორციელება მიზანშეწონილი იყო არაბეთიდან შორს და ბიზანტიასთტან ახლოს, თანაც მიზანშეწონილი იყო ისიც, რომ დიდი პოლიტიკური მიზანდასახულობის მოძრაობა დაწყებულიყო სამონასტრო მოძრაობის სახით. ქართლის და სრულიად საქართველოს აღდგენის ნიშნით. სწორედ აქ ჩამოყაალიბდა ბაგრატიონთა დინასტია, რომელიც შემდეგ მთელი საქართველოს საუკუნეობრივი გამგებელი გახდა.
უფლის წინმძღოლობით მავალ წმ. გრიგოლს მისი ბიოგრაფი გიორგი მერჩულე ადარებს წმ. აბრაამს, წმ. იოანე ნათლისმცემელს და წმ. მოსეს. გრ. ხანძთელი პიროვნული მიზანმიმართულებითაც ემსგავსება აბრაამს. მერჩულეს კარგად ესმის, რომ გრიგოლი არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი აღმშენებელიც უნდა იყოს ერისა, მისი უმთავრესი მისია არის ქართველი ერის წინამძღოლობა და მათი სასუფევლისაკენ წაყვანა ისევე, როგორც აბრაამი მიუძღოდა წინ ისრაელს.
ღირსი გრიგოლი იოანე ნათლისმცემელივით ყრმობიდანვე მარხულობდა, უარყოფდა ღვინოსა და ხორციან საჭმელს.
კაცთა შორის იოანეს ამსგავსებს გრიგოლს ხუედიოს დაყუდებულიც. იოანე ცნობილია უფლის წინამორბედად. წმ. გრიგოლის მართვა და ბაძვა იოანესათვის უნდა გახდეს ჩვენს ქვეყანაში უფლის ხელახალი დავანების წინამორბედი. მან თავის ძმობასთან ერთად უნდა გაწმინდოს ის გზა, რომელზეც უფალმა უნდა გამოიაროს. როგორც იოანე უქადაგებდა ისრაელიანებს, ისე უნდა უქადაგოს გრიგოლმა ქართველთ: „განამზადეთ გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“.
ასე რომ, ღვთისა და კაცის შემაკავშირებლები არიან ორივე. მურვან ყრუსგან შეჭირვებულ ქართველთ ესაჭიროებოდა სჯულის დამცველი და სულიერი სიმღერის აუცილებლობის მქადაგებელი. ამიტომ გრიგოლი აშოტ კურაპალატის თქმით, სჯულის დასაცავად მოვლენილი წინასწარმეტყველია, როგორც მოსე ებრაელთათვის.
გიორგი მერჩულე წმ. გრიგოლ ხანძთელს მოსეს ადარებს იმ უცნაური მადლის გამოც, რომელიც წმ. მამას ევლინებოდა ლოცვისას: იგი უცნაური ნათლით იმოსებოდა, შარავანდედად ჩანდა უფლის ეს ნათელი წმ. გრიგოლის თავზე და ნათდებოდა სენაკიც.
მთაზე ღმერთმა საღმრთო სჯული უბოძა მოსეს. სჯული სამი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველი იყო ზნეობრივი სჯული, რომლის არსიც 10 მცნებაშია მოცემული, მეორე - რიტუალური ხასიათისა იყო (მსხვერპლშეწირვა და ღვთისმსახურება). მესამე ნაწილი - სამართლებრივ მხარეს დაუთმო, მასშია მოცემული დანაშაულთა საზღაური. ასევე დაუდო სჯული წმ. გრიგოლმა თავის სულიერ შვილებს.
სჯულის ბოძება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო როგორც ებრაელი ერისათვის, ისე მთელი კაცობრიობისათვის, მათ შორის ქართველებისთვისაც.
გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა აშოტ კურაპალატი, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ერთი ქალი და დედოფლისათვის აგებულ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა. ღირსი გრიგოლი არ შეეპუა მეფის მაღალ მდგომარერობას, იცოდა, რომ მეფის არასწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის და ეს ქალი დედათა მონასტერში აღკვეცა მონაზვნად. აშოტ კურაპალატმა უდრტვინველად მიიღო ღირსი მამის საყვედური და სასჯელი.
მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს (ზარმაცს) არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. მევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.
მოსე მიიცვალა 120 წლისა, თვალთ არ დაკლებია და სახე არ დანაოჭებია.
გრ. ხანძთელი კი 102 წლისა გარდაიცვალა, მასაც თვალს არ დაკლებია და სახე არ დანაოჭებია.
მისი ხსენების დღეა 5 (18) ოქტომბერი.
წმ. გრიგოლ ხანძთელის ბიოგრაფიის მცირეოდენი გაცნობითაც კი ჭეშმარიტად მიგვაჩნია მერჩულეს სიტყვები, რომლითაც იწყებს წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას: „ გრიგოლ ხანძთელი იყო უდიდესი მოღვაწე ქართული ეკლესიისა, „ნეტართა შორის ბრწყინვალე, მადლით სავსე, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღვდელი, კეთილად გამგებელი მოღვაწე, უდაბნოთა ქვეშემყოფელი, ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზი“.
ძირითად გვერდზე | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | გვერდის დასაწყისი | | 2019-10-15 18:53:14 | http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=45&t=7989 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660231.30/warc/CC-MAIN-20191015182235-20191015205735-00040.warc.gz | 9,889 | 288,483,425 |
როგორ შეხვდეს ბიჭივინ ნამდვილად მომეწონა და არ წავა ჩემი თავი? ეს პრობლემა ხშირად ადგენს ახალგაზრდა ადამიანს, რომელთაც სურთ ურთიერთობები საპირისპირო სქესთან. ცხოვრებაში თითოეული სამართლიანი სქესის მოვიდა მომენტი, როდესაც ხედავს ლამაზი ახალგაზრდა კაცი, მან არ იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს სწორად და გაოცებული როგორ შეხვდება ბიჭი. ხშირად, მშვენიერი ახალგაზრდა მამაკაცის თვალწინ, გოგონა დაკარგა, წითელი და ცდილობს არ მიიღოს ძლიერი სქესის თვალი, რომელიც მას მოსწონს. მაშინ დრო გადის და ის თავს გაბრაზებს, რომ არ გაბედოს გამბედაობა და გადადგას პირველი ნაბიჯი ერთმანეთის მიმართ.
საზოგადოებაში მიღებულია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი პირველად მოვიდა და შეხვდა გოგონას. მაგრამ რამდენიმე მგრძნობიარე გამოხატვის შემდეგ, შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ არა მხოლოდ ბიჭი, არამედ გოგო უნდა გაეცნოს და შემდგომ კომუნიკაციას. აქედან გამომდინარე, გოგონას შეუძლია მიიღოს ინიციატივა და იყოს პირველი საუბარი ბიჭი მას მოსწონს. ნუ გეშინია ამის გაკეთება, რადგან მამაკაცებიც შეყვარებულია. გაიგო, რომ გოგონა ქუჩაში არ უარს იტყვის რომელიმე უფრო ძლიერი სქესისა. მაგრამ ჯერ კიდევ გოგონები არიან მყიფე არსებები და ზოგჯერ ძალიან რთულია მათთვის ინიციატივა.
ასე რომ, გოგონა მზად არის შეხვდეს, მაგრამ არ იცის, თუ როგორ უნდა იცოდეს ბიჭი?
წესის დაცვა: თუ გოგონას სურს შეხვდეს ბიჭი, მაშინ სახლში არ უნდა დარჩეს წიგნები ან კომპიუტერი. თქვენ უნდა მოინახულოთ დისკოები, წადით სასეირნოდ ქუჩაში, არ წასულიყავი მეგობრებთან ერთად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალგაზრდა მამაკაცს შეეძლოს გოგონას ნახვა. შერჩევა ადგილზე შეხვდება შეიძლება მერყეობდა. მთავარია, რომ ნათლად გვესმოდეს, ვინ უნდა შეხვდეს გოგონას.
თუ გოგონას სურს შეხვდეს მხიარულ ახალგაზრდა კაცი, რომელიც იქნება სულის კომპანია, მაშინ ის საეჭვოა, რომ იპოვოთ ბიბლიოთეკაში. და პირიქით, თუ არსებობს სურვილი იპოვოს ბიჭი მანქანაში, მაშინ არ უნდა ვეძებოთ მას ავტობუსის გაჩერება. უფრო მეტი შანსი, რომ ასეთ არჩეულს შეხვდეს, იქნება მანქანის სარეცხი ან სადგურზე.
წესის ორი: თქვენ უნდა გადაწყვიტოს და გადაწყვიტოს გაცნობა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება გამოცდილება, მაშინაც კი, თუ გაცნობა არ გადაიქცევა სერიოზული ურთიერთობისათვის, გოგონას გაცნობა უკვე ექნება.
წესი სამი: არ დაუშვათ ეჭვი და არ გადავწყვიტოთ პროცედურის დათარიღება. გაცილებით სჭირდება დროულად გაცნობა ნაცნობობის გამო, მეტი წარმოშობის შიში წარმოიქმნება. ამ საკითხში აუცილებელია სწრაფად და დამაჯერებლად მოქმედება. ბიჭები უყვართ თვითდაჯერებული ახალგაზრდა ქალბატონები და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ამ მომენტში გოგონა არ აცვია მის საუკეთესო კოსტიუმებს. ჯერ კიდევ იქნება შესაძლებლობა, გამოიჩინოს თქვენი კარადები, ახლა თქვენ უნდა დაინტერესდი ახალგაზრდა მამაკაცი თქვენი resourcefulness და ingenuity.
წესი ოთხი: თქვენ უნდა მიიღოს ბიჭი ყურადღებას გოგონა. ეს ხელს შეუწყობს ელეგანტური და მიმზიდველი ტანსაცმელი, რაც ხაზს უსვამს ფიგურის მომგებიან მხარეს. ეს შეიძლება იყოს ბრწყინვალე მკერდის, თხელი წელის, ბრწყინვალე თმა, ჰარმონიული ფეხები. ვულგარულობა გამოჩენა არ არის მისასალმებელი. ნათელი მაკიაჟი, მოკლე ქვედაკაბა და ფარული blouses შეიძლება მოზიდვა ყურადღება ბიჭი, მაგრამ არა მიზანი აშენება სერიოზული გრძელვადიანი ურთიერთობისათვის. კოსმეტიკა და პარფიუმერია ასევე უკეთესია, რომ არ გადააჭარბოს მას, ისე, რომ არ დააშინოს არჩეული ერთი.
წესი ხუთეულში: თქვენ უნდა იყოთ მუდმივად, როგორც ბიჭი, ან თუნდაც პერიოდულად გამოჩნდეს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ტექნიკა: თვალები მიმართეთ ახალგაზრდა მამაკაცს. რეკომენდირებულია არ გამოიყურებოდეს პირდაპირ, მაგრამ სადღაც ახლოს. ვგრძნობ ვინმეს სახეს, ბიჭი, რა თქმა უნდა, შეხედე გოგოს. იმ მომენტში, როდესაც ახალგაზრდა კაცი უყურებს გოგონას, აუცილებელია სიცილისთვის ღიმილი, თვალები მისი ხელებით. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე და გოგონას ბუნებაზე. თუ ქალი მამაკაცი მოკრძალებულია, მაშინ შეგიძლიათ დაეყრდნოთ საქმეს და დაელოდეთ ბიჭი პირველად, და თუ გოგონა განისაზღვრება, მაშინ უნდა იმოქმედოთ. ყველა სახის უნდა აჩვენოს, რომ დამოკიდებულება ბიჭი მეგობრულია. ამ შემთხვევაში გაცნობა არ უნდა იყოს ინტრუზიული, მაგრამ შემთხვევით გამოიყურებოდეს. თქვენ არ უნდა აჩვენოთ ყველა თქვენი გამოჩენა: "მე მინდა შეხვდეს ბიჭი," ეს უნდა იყოს ოდნავ იდუმალი, მაგრამ ხელს შეუწყობს საუბარი. | 2019-10-18 04:07:43 | https://ka.seamonkeyworship.com/898-how-to-meet-a-guy.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677884.28/warc/CC-MAIN-20191018032611-20191018060111-00321.warc.gz | 12,877 | 562,103,608 |
"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.
თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს. | 2019-10-20 11:15:33 | http://www.mdfgeorgia.ge/geo/gallery/4/1/5/2016 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986707990.49/warc/CC-MAIN-20191020105426-20191020132926-00203.warc.gz | 5,962 | 285,556,332 |
პეტიციაზე ხელმომწერები ვაპროტესტებთ ძველი ბათუმის ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესებს, რამაც ბოლო წლებში უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია.
სამწუხაროდ, დღემდე ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას დაეცვა ისტორიული შენობა, პირიქით უმეტეს შემთხვევაში სწორედ ხელისუფლება არის ნგრევის ინიციატორი და წამახალისებელი. განსაკუთრებით „აქტიურობენ“ ქ. ბათუმის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ეს გარემოება კი გვაფიქრებინებს, რომ ქალაქის მერს და მერიას არ აქვს გაცნობიერებული ვალდებულება ბათუმელთა მიმართ და მიზანმიმართულად ანადგურებს ძველ ბათუმს საეჭვო გარიგებების ფონზე.
ჩვენ ვშიშობთ, რომ ძველი ქალაქის გაქრობის პროცესი ხდება შეუქცევადი. სანამ ჯერ კიდევ რჩება ძველი ბათუმის გადარჩენის მცირე შანსი, კატეგორიულად მოვითხოვთ:
1. ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გამოცხადდეს მორატორიუმი მშენებლობაზე - სანამ ძველ ბათუმს არ მიენიჭება ისტორიული ზონის სტატუსი და დეტალურად არ დამუშავდება ამ ზონაში მშენებლობის რეგულაციები (გრგ - განაშენიანების რეგულირების გეგმაშ) შეწყდეს მშენებლობისა და დემონტაჟის ნებართვების გაცემა ბათუმის ისტორიულ უბანში.
2. შეჩერდეს ბარათაშვილის #24-ში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა! ქ. ბათუმის მერიამ და შესაბამისმა ორგანოებმა მიიღონ შესაბამისი ზომები ამ პროცესის შესაჩერებლად და უზრუნველყონ მისი თავდაპირველი სახით აღდგენა. გაუქმდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შეთანხმება #36 [2016 წლის 27 იანვარი], რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევებით იქნა მიღებული როგორც მერიის, ისე მენაშენის მხრიდან.
3. დაუყოვნებლივ დაიწყოს "ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის" განხილვა-დამტკიცების პროცედურები; დაწესდეს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონების საზღვრები და ამ ზონებში განაშენიანების რეგლამენტი; დამუშავდეს და ამოქმედდეს ისტორიულ ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა (ე.წ. "გრგ").
ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, არა მხოლოდ ქალაქისა და, შესაბამისად, ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, არამედ რეგიონში ტურიზმისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს რესურსსაც წარმოადგენს. შესაბამისად აუცილებელია მისი შენარჩუნება და გაფრთხილება. | 2019-10-19 21:49:42 | https://manifest.ge/main/item/1296/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986700435.69/warc/CC-MAIN-20191019214624-20191020002124-00553.warc.gz | 9,858 | 481,891,051 |
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობიდან გადაყენებულია. ცხრა თვის წინ მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი გიორგი ქობულიას სახლში გასაშვებად „ქართულ ოცნებას“ ასევე საგანგებო ზომების გატარება დასჭირდა.
გიორგი ქობულია რომ თანამდებობიდან გადადგომას არ გეგმავდა, ამაზე მისი კომენტარებიც მიუთითებს. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ეკონომიკის მინისტრის შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ქობულია კი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ის წასვლას არ აპირებს.
"კურიერის" ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრს განცხადების დაწერას პრემიერი მამუკა ბახტაძე რამდენიმე კვირაა აიძულებს, თუმცა გიორგი ქობულია, თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვებაზე უარს ამბობს.
დილით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამბობდნენ, რომ გიორგი ქობულიას გადაყენება არ იგეგმება და რუსთავი2-ს არააქტუალური თემის გაშუქების გამო საყვედურობდნენ.
უმრავლესობის ნაწილი კი ამბობდა, რომ პრემიერმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება პარლამენტის გარეშე არ უნდა მიიღოს და კონსულტაცია ქობულიას მიმართ არსებული შეკითხვების შესახებ, როგორც მინიმუმ შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებთან უნდა გაიაროს.
ქობულიამ მინისტრობის დროს ძალიან ბევრჯერ ისეთი განცხადებები გააკეთა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ისედაც მძიმე სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ცინიზმადაც კი ჩანდა.
ამ გამონათქვამების მიუხედავად, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გიორგი ქობულია არაადეკვატური შეფასებებით, მინისტრთა კაბინეტში გამონაკლისი არ არის, ამიტომ დარწმუნებულები არიან, რომ მისი გადაყენების მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა.
გიორგი ქობულია ერთ-ერთი პირველი მინისტრი იყო მამუკა ბახტაძის კაბინეტში, ვინც ახალმა პრემიერმა თანამდებობაზე მოსვლისთანავე დაასახელა. თავდაპირველად მისი საქმიანობა, კრიტიკის მიზეზი ხშირი და ხანგრძლივი შვებულებების გამო გახდა, მოგვიანებით კი საქმიანობა მისმა გამონათქვამებმა გადაფარა, მათ შორის ქობულიას ფრაზამ, როცა მინისტრის სახლი გაქურდეს.
უცნობია, რა განმარტებებს გააკეთებს ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრი, იტყვის თუ არა, რატომ აიძულებდა მამუკა ბახტაძე განცხადების დაწერას და სად წავა ღარიბი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმდიდრესი მინისტრი, რომელის ქონებაც ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით 30 მილიონი ლარია. | 2019-10-22 21:41:51 | http://www.rustavi2.ge/ka/news/131211 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987824701.89/warc/CC-MAIN-20191022205851-20191022233351-00019.warc.gz | 11,653 | 313,167,002 |
ქართულ ტელესივრცეში კიდევ ერთი კულტურული გადაცემა დაიხურა. “მუსიკოლოგოსი”, რომელიც კლასიკურ მუსიკას ეძღვნებოდა და მაყურებელს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას აწვდიდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.
ინფორმაცია კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ გაავრცელა:
“საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია რა არის?! აკეთოს გადაცემები, რომელიც შესაძლოა არ იყოს კომერციულად მომგებიანი, მაგრამ საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის, თუ ის ისეთივე კომერციული ტელევიზიაა, როგორც სხვა დანარჩენი? თუ მეორე თეზისია მართებული, მაშინ რატომ ვუხდით ამ ტელევიზიას ფულს ჩვენ, მოქალაქეები და რატომ აქვს მას ის ბევრ ნულიანი ბიუჯეტი რომელიც აქვს?!
მუსიკოლოგოსის დახურვის მიზეზი რა იყო?! ბიბისი ასე ხურავს პროგრამებს? თუ ყველაფერი რასაც ისინი უჩვენებენ სუპერ რეიტინგულია?! ძალიან კულტურულ საზოგადოებას არ სჭირდება ერთი გადაცემა კლასიკურ მუსიკაზე? არა… ჩვენ ხომ გავცდით ამ მუსიკას და ბევრად შორს ვართ.
აქ წერდნენ, მწერლებს ლიტერატურაზე ჰკიდიათ მუსიკაო და, მეგობრებო, საზოგადოებრივ მაუწყებლს აღარაფერზე რომ არ კიდია მისი მთავარი ფუნქცია, ამას რა ვუყოთ?! ძალიან საჭირო შოუ იყო… საწყენია რომ არ გვჭირდება…” | 2019-03-26 00:38:36 | https://artinfo.ge/2016/09/musikologosi-daikhura/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204736.6/warc/CC-MAIN-20190325234449-20190326020449-00456.warc.gz | 14,179 | 411,750,694 |
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების სტუდენტური თვითმმართველობისა და სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება ტრადიციული სტუდენტური კონფერენცია "ფიზიკა მედიცინაში", რომელიც 2009-2010 სასწავლო წლიდან იღებს საწყისს.
კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებს შეაფასებს მოწვეული საპატიო ჟიური, შემდეგი კომპონენტების მეშვეობით:
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი, ხოლო საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.
ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება | 2019-10-16 19:52:32 | http://sss.tsmu.edu/page_right.php?id=27 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986669546.24/warc/CC-MAIN-20191016190431-20191016213931-00546.warc.gz | 7,682 | 184,385,569 |
დაშლილი ავტომობილები და აქსესუარები (227)
ტელევიზორი, ვიდეო, DVD ფლეიერი (48)
საოჯახო ტექნიკა და ინსტრუმენტები (84)
ჩანთები და სამოგზაურო აქსესუარები (14)
ჯანსაღი პროდუქტი, აქსესუარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის (16)
კომპიუტერული სერვისები, ტექნიკური უზრუნველყოფა (88)
სილამაზე, თმის მოვლა, სხეულზე ზრუნვა, თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები, მასაჟი (108)
სამედიცინო მომსახურება, პირადი მომსახურება (54)
შეკეთება, მშენებლობა, ჰიდრავლიკი, ელექტრიკი, მებაღე (431)
განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ
განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ
ჯანსაღი პროდუქტი, აქსესუარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
სილამაზე, თმის მოვლა, სხეულზე ზრუნვა, თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები, მასაჟი
შეკეთება, მშენებლობა, ჰიდრავლიკი, ელექტრიკი, მებაღე
განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ
ვარ მზარეულის დამხმარე,მაქვს დიდი გამოცდილება,ასევე ვარ ნამუშევარი რესტორანში.
განცხადებები 1 - 25 სულ 25
ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე საოჯახო სამზარეულოში გვესაჭიროება გამოცდილი მზარეული. მსურველები დაგვიკავშირდით 599 31 30 20
ნახალოვკაში საცხობში მესაჭიროება გამოცდილი მცხობელი. ხელფასსა და პირობებზე დამიკავშირდით 595909749.ონისე
გვესაჭიროება გამოცდილი და პასუხისმგებლობიანი მცხობელ-კონდიტერი
ქვის საცხობს ესაჭიროება გამოცდილი 1.მცხობელი 2.მეცომე 3.დამხმარე პერსონალი 4.ფუნთუშის მცოდნე
ვარ ქართული სამზარეულოს გამოცდილი მზარეული.
ვეძებ სამსახურს მზარეულად მაქვს გამოცდილება კოლეჯი დამთავრებული, ვარ 17წლის
ვაცხობ უგემრიელეს ოსურ ხაჭაპურს(ხაბიზგინა) და ჭახრაკინას(მხლოვანი სახარაჯინი).ვიღებ შევეთებს.ხაჭაპური 8 დიდი ნაჭერი.სურათზეც ჩანს ფასი 15 ლარი.მხლოვანი 14ლარი.დამირეკეთ წინასწარ.კმაყოფილი დარჩებით
რესტორანს ესაჭიროება მზარეული , გამოცდილება სავალდებულო არ არის
ვარ ქართული და ევროპული სამზარეულოს შეფ. მზარეული ვაკეთებ შვედურ მაგიდას, ცხელს, ცივს, ხინკალს , ხაჭაპურს ვმუშაობ მაყალზე. ვიმუშავებ როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ ტელ. 59109 80 50 ან 557 82 66 00 დავითი
ქალაქ რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე გლდანის შაურმას ესაჭიროება მეშაურმე და მზარეული. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 598678505
კერძო საბავშვო ბაღში გვესაჭიროება სუფთა, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი პიროვნება მზარეულის ვაკანტურ ადგილზე. ასაკი 50 წლამდე. ბაღი მდებარეობს საბურთალოს რაიონში.
გამარჯობათ გვესაჯიროება ქალაქ ქობულეთში მთელი წელი.დაინტერესებულ პირებს გდხოვთ დაგვიკავშირდეთ 571184025 ან 571 78 16 16
საოჯახო სასადილო "ხაბიძგინაში გვესაჭიროება შრომისმოყვარე,ენერგიული,პუნქტუალური დამხმარე მანდილოსანი 25წლის ასაკიდან,ანაზღაურება კვირაში 90 ლარი,სამუშაო საათები 11:00-23:00, დასვენების დღე შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 568626622
შეფ - მზარეული - სუ შეფი
მოგესალმებით. ვიმუშავებ შეფ მზარეულად ან სუ შეფის პოზიციაზე, როგორც თბილისში ასევე სეზონურ სამუშაოზე. მყავს პროფესიონალი გუნდი, რომლიც იდეალურად გაართმევს თავს, როგორც ქართულ ისე ევროპულ სამზარეულოს. *კომუნიკაციური უნარები* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი დეტალებზე ...
ზოოპარკში საცხობში გვესაჭიროვება გამოცდილი მცხობელი,კვირაში 2დღე,დეტალებზე დამიკავშირდით. 568947744 ხათუნა
ვეძებ მცხობელს, რომელსაც შეუძლია ფენოვან,ნახევარფენოვანი ცომით ლობიანი,ხაჭაპურის ა.შ. გამოცხობა. დამიკავშირდით: +995568423134 ნატო
მოქმედ თონეში დავასაქმებ გამოცდილ მცხობელს, ცხვება 1,5 ტომარა
დავასაქმებ შოთი პურის მცხობელს მოქმედ თონეში. სმენაში სამუშაოდ, ამჟამად ცხვება 1,5ტომარა, თონე მდებარეობს თემქაზე უნივერსამთან. დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ 577764979 დათო
საცხობი "ნუში" იღებს შეკვეთებს. გამოგიცხობთ პასკებს მისაღებ ფასად. "ნუში"-ს პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და განსაკუთრებული გემოთი. ჩვენი პასკები არ არის გამომშრალი, სავსეა ქიშმიშით და აქვს საოცარი არომატი. დაგვიკავშირდით: 593 46 64 49 ან მობრძანდით ...
მესაჭიროება ხაჭაპურის მცხობელი (ქუთაისი, სოლომონ II ქ. №68). დავასაქმებ მაღალი პასუხისმგებლობისა და კარგი კომუნიკაციის მქონე, თავისი საქმის პროფესიონალ პიროვნებას. ანაზღაურება შეთანხმებით. საკონტაქტო ტელეფონი 599491255, 0431240288 იჩქარეთ. დრო შეზღუდულია. ...
შოკოლადის კამფეტებისაგან დამზადებული თაიგულები შეკვეთით! ორიგინალური და არაჩვეულებრივი საჩუქარი დაბადების დღეს, საქორწინო და სხვა. ხელით ნაკეთი. მეორე მასეთს ვერ ნახავთ!
ვიღებ შეკვეთებს ცომეული პროდუქციის მომზადებაზე აჩმა, ნამცხვრები, ხაჭაპური და ლობიანი. ფასი შეთანხმებით გააჩნია რაოდენობას და ზომას.
ბაკალავას ბრძანება, ქორწილობა, ჩართულობა, დაბადების დღე
ვცხოვრობ ბათუმში. მე ვარ ადვოკატი, ავტორი და მზარეული. მე მაქვს ქართული და თურქული პასპორტი. მე შემიძლია საზრიანი თურქ ბაკლავა, ლაზ ბორეგი, დაბადების დღე ნამცხვარი, ნამცხვრები, კომბოსტო რულონები, იცლის კოფე, ქეისერი მანტი და ყველა სახის ტკბილეული. თუ გსურთ ...
საუზმე, სადილი, ვახშამი, დესერტები. ასევე ბანკეტები და ფურშეტები! ქსურთ მზარეულის აყვანა სახლში?პროფესიონალი მზარეულები თქვენს განკარგულებაში არიან! ქართული და ევროპული სამზარეულო.!
ვეზებ სამსახური. ვარ მზარეული, ვამზადებ კარტული ევროპული კერდზები. მაკვს 15 ცელი გამოცდილება
განათავსეთ თქვენი რეკლამა ან განცხადება აქ | 2019-10-19 00:27:55 | https://gancxadebebi.ge/ka/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-5/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90--71/%E1%83%92%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94--GEO1128502 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986685915.43/warc/CC-MAIN-20191018231153-20191019014653-00245.warc.gz | 29,882 | 511,497,050 |
მთავარი » 2009 » ივნისი » 8 » Knights of Bloodsteel--ფოლადის სისხლის მეფეები
3:04 PM Knights of Bloodsteel--ფოლადის სისხლის მეფეები |
ჟანრი: ფანტასტიკა გამოშვება: 01 იანვარი 2009 რეჟისორი: ფილიპ სპინკი სტუდია: რეუნიონ ფიქჩერზი როლებში: კრისტოფერ ჯეკოტი, ქრისტოფერ ლოიდი, ნატასია მალტე, მარკ გიბონი, დრიუ ვიგევერი, დევიდ ჯეიმს ელიოტი ფილმის მიმოხილვა ფილმში წარმოდგენილი სამყარო მირაბილისი დამოკიდებულია ზოგიერთ იშვიათ ლითნზე, რომლებსაც "ლითონის სისლს უწოდებენ". ეს ძვირფასი ელემენტი მთელი მაგიური ენერგიის წყაროა, თუმცა მალე ის დამთავრდება. ტესელინკი დაიქირავებს ოთხ "ჩვეულებრივ ადამიანს" – ჯონს, პერფიდუს, გობლინ ბერ–ლაკს, რომელსაც ექსტრასენსის ნიჭი აქვს და ახალგაზრდა თქაღლითს ადრიკს. ერთად ისინი ლითნის სისხლის ოთხი რაინდი გახდებიან. მათი მთავარი ამოცანაა მითიური კრუსიბლის პოვნა – "ლითნის სისხლის" წყარო. გუნდს წინააღმდეგობას გაუწევს ბოროტი ძალების ჯარი, რომელსაც სათავეში დაუნდობელი დრაკონის თვალი ყავს. ვინ მიაგნებს პირველი კრუსიბლს? Download Knights of Bloodsteel--ფოლადის სისხლის მეფეები |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 | 2019-10-22 18:33:10 | https://universal.3dn.ru/news/2009-06-08-267 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987823061.83/warc/CC-MAIN-20191022182744-20191022210244-00083.warc.gz | 10,487 | 766,252,376 |
საახალწლო საჩუქარი და ფასდაკლება უნიქარდის მომხმარებლებს დანიური სახლისგან!
ნუ მოაცდენ სანტას მარტივი სურვილების ასასრულებლად. გამოიყენე უნიქარდის ქულები, ფასდაკლებები და საჩუქრები.ისარგებლე დანიური სახლის მიმ
დინარე 70%-მდე ფასდაკლებით საახალწლო პროდუქციაზე და მიიღე უნიქარდის 20 ქულა საჩუქრად 100 ლარის ან მეტ შენაძენზე.
შეთავაზება ძალაშია 31 დეკემბრის ჩათვლით.
დანიურ სახლში საახალწლო ნივთების ყველაზე დიდი არჩევანია.
© 2010 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის მიერ | 2019-03-23 23:00:51 | https://www.unicard.ge/ge/sales/8-saakhaltslo-sachuqari-da-pasdakleba-uniqardis-momkhmareblebs-daniuri-sakhlisgan | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203093.63/warc/CC-MAIN-20190323221914-20190324003914-00391.warc.gz | 9,362 | 920,052,307 |
ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი ლომია, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე ლომის თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.
წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)
შემომხედეთ მე _ მე ვანათებ!
მე მზის სინათლესა და ძალას განვასახიერებ.
ჩემს გვირგვინს საქმეში არ გავსვრი:
ლომი დაბადებიდან მეფეა _ უმაღლესი კანონი!
ხედავთ ამ პატარა ბედნიერ ლომს ფართოდ გაშლილი ხელებითა და გულით? ეს თქვენი პატარაა! მაგრამ მიაქციეთ ყურადღება გვირგვინით დამშვენებულ თავს: ბავშვი-ლომი _ იმ ყველაფრის მბრძანებელია, რასაც მიმოიხილავს; უკიდურეს შემთხვევაში, მას სჭირდება გრძნობდეს იმას, რაც მისი მსგავსია. სიამაყე, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა, ოპტიმიზმი, ღირსება და კეთილშობილება _ ყველა ეს შტრიხი შეიძლება თანდაყოლილი გეჩვენოთ. აღმოჩდება რა ყურადღების ცენტრში, ლომი იფურჩქნება. მხოლოდ ერთია, მისი “დაქვემდებარებულები” ჯილდოვდებიან ნაზი მიჯაჭვულობის სიუხვითა და დიდსულოვნებით. პატარა ლომს უყვარს სხვებისთვის სასიამოვნო საგნების გაკეთება და პატარა საჩუქრების ჩუქება.
ლომს აქვს ძლიერი ინდივიდუალობა _ თეატრალურობისკენ მიდრეკილებით. თუ არ აქვს შესაძლებლობა, იყოს ყურადღების ცენტრში _ “სცენის ცენტრში”, ამ მსახიობად დაბადებულმა პერსონამ, შეიძლება, წარმოდგენა დაიწყოს საკმაოდ გაღიზიანებული მანერით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ ეს, როცა დაინახავთ, რომ ბავშვი ძალიან დაჟინებით გთხოვთ ყურადღების მიქცევას შეუსაბამო, შეუფერებელ დროს ანდა ადგილზე. გამოყავით დრო და შესაძლებლობა, – როცა თქვენ (და სხვებიც) შეძლებთ ყურადღებით და მაღალი შეფასებით პუბლიკის მაგივრობის გაწევას; მაშინ თქვენი გაკვეთილები იმის შესახებ, რომ ტაქტიანი და კარგად აღზრდილი ბავშვი უნდა იდგეს “კულისებში”, უფრო ეფექტურად იქნება აღქმული.
არ მოექცეთ ამ ბავშვს უპატიოსნოდ. პატიოსნება და მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ლომისთვის, ისევე, როგორც სამართლიანობის გრძნობა. ეს პატარა სამეფო პერსონაჟი ყველა საკუთარი ქმედებისა და მიზნის მიღწევებისთვის დააწესებს მაღალ სტანდარტებს და, ჩვეულებრივ, თქვენ შეგეძლებათ გათვალოთ იმაზე, რომ ის მოიქცევა “სწორად” და სიმართლეს გეტყვით.
ამ ლიდერად დაბადებულისთვის აღიარება და წახალისება მნიშვნელოვანია. ლომი ისწრაფვის სხვების პატივისცემის დამსახურებისკენ _ და, ალბათობაა, ამის ღირსიც იქნება, რამდენადაც, საკუთარი ღირსების გრძნობა იგივე დოზითაა მნიშვნელოვანი, – და მას სურს იგრძნოს, რომ აღიარება დამსახურებულია. ამ ბავშვს აქვს ძლიერი ნებისყოფა და ფლობს არჩეული მიზნის დაჟინებულად შენარჩუნების შესაძლებლობას, შეუძლია დაძაბულად იმუშაოს მანამ, სანამ ეს შედეგი არ იქნება მიღწეული. მხოლოდ ერთია, იმ საქმეში დაჟინებულობა, რომელიც “კულისებში” რჩება, არ იქნება იმდენად საინტერესო, როგორიც იმ სამუშაოს დროს, რომელიც საკუთარი მიღწეული შედეგის დემონსტრირების შესაძლებლობას იძლევა.
უზრუნველყავით თქვენი პატარა სხვებთან (ბავშვებთან და ზრდასრულებთანაც) ურთიერთქმედების შესაძლებლობით (ლომისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია). მისი ოსტატობის განვითარებისთვის ეძიეთ შესაძლებლობები იმ სფეროებში, სადაც შეძლებს ყურადღების ცენტრში ყოფნასა და ნათებას. წაახალისეთ შემოქმედება და დრამისკენ სწრაფვა _ აღმოაჩენთ, რომ სამასკარადო კოსტიუმების გადაცმა და სხვადასხვა როლების თამაში, დროის გასატარებელი საყვარელი გასართობია პატარასთვის. თუ თქვენ გარდერობში არ მოიპოვება საინტერესო კოსტუმები, შეეცადეთ ძველ ნივთებში მოძებნოთ უცნაური ნივთები, სამოსი ანდა აქსესუარები. შეეცადეთ, ბავშვთან ხშირად მოვიდნენ მეგობრები; ლომს უყვარს შეხვედრის ადგილის მასპინძლის როლში ყოფნა. განიხილეთ ის შესაძლებლობაც, რომ თქვენი პატარა მიიყვანოთ ცეკვის ჯგუფში ანდა საბავშვო თეატრში.
ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ბავშვთან ხელმძღვანელობისას წახალისება და მიღწევისთვის ბიძგის მიცემა, მნიშველოვნად ეფექტური იქნება, ვიდრე კრიტიკა. ხოლო, როცა საჭიროა კრიტიკა, ეცადეთ ეს ისეთი სახით გააკეთოთ, რომ ერთდროულად გამოხატოთ კეთილგანწყობა, საკუთარი შვილის კარგი ზრახვების რწმენა და მისი გაძლიერების (ანდა აღმატების) იმ დონის შესაძლებლობა, რომელიც საჭიროა. ლომის ცეცხლი _ ეს მოჩვენებითი ბრწყინვალება არაა. ეს პატარა “სამეფო პიროვნება” ფლობს უდიდესი ძალის უდრეკ შეუპოვრობას იმ მიზნის მიღწევისას, რომელიც მისმა გონებამ დაისახა. თქვენ ლომს სურს იყოს ლიდერი ანდა ადამიანი, რომელიც იღებს აღიარებას რაიმე მნიშვნელოვანი როლის გამო, და ის ამისთვის დაძაბულად იმუშავებს. ამ ბავშვს სურს მიიღოს აღიარება ხშირად, რამდენადაც მისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს ის, რომ “მეფობის” და პატივისცემის ღირსია. | 2019-03-23 06:35:17 | http://astroblogi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202728.21/warc/CC-MAIN-20190323060839-20190323082839-00362.warc.gz | 19,996 | 17,820,625 |
შეხვედრა ჩინური კომპანია ,,TCC’’ -ის წარმომადგენლებთან
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ჩინური კომპანია ,,TCC’’-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. უცხოელ სტუმრებს საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი შეხვდა. შეხვედრას დირექტორის მოადგილე გიორგი კობერიძე და მრჩეველი ზურაბ ყურაშვილი ესწრებოდნენ.
ჩინური დელეგაცია კომპანიის საქმიანობითა და მიღწევებით დაინტერესდა. შეხვედრისას, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა განსახორციელებელ პროექტებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომლის ძირითადი მიზნები მოსახლეობისთვის ხარისხიანი და გაუმჯობესებული წყლის მიწოდება, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება და ამ სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება წარმოადგენს. კომპანიის დირექტორმა სტუმრებს ის მიმდინარე, მასშტაბური პროექტებიც გააცნო, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
თავის მხრივ, კომპანია ,,TCC’’ წარმატებული საინჟინრო კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. კომპანიას გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიები და განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური პროექტი წყალმომარაგების სექტორში.
შეხვედრისას, მხარეებმა სამომავლო თანამშორმლობის კუთხით პოტენციურ შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. | 2019-10-19 22:14:33 | http://water.gov.ge/news/full/351 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986700435.69/warc/CC-MAIN-20191019214624-20191020002124-00146.warc.gz | 13,406 | 168,934,508 |
იყიდება სახლი, ბათუმის ქუჩა (ოზურგეთი)
გამოიწერეთ თქვენი ძიების განახლებები ელ-ფოსტით:
ოზურგეთი, ბათუმის ქუჩა, სახლი გაყიდვა
უძრავი ქონების თბილისის ქუჩა სენაკი
უძრავი ქონების ფალიაშვილის ქუჩა რუსთავი
ქირავდება სახლი აღმაშენებლის ქუჩა თელავი
ქირავდება ბინები გიორგიევსკის ქუჩა ახმეტა
ქირავდება ბინები კახნიაშვილის ჩიხი გორი 2 ოთახი
ჩვენ Flatfy-ზე ხარისხის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ ქუქებს თქვენი დათვალიერების საერთო გამოცდილების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენი მომსახურების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენ მიერ ქუქი-ჩანაწერების გამოყენებას. | 2019-03-23 10:21:31 | https://flatfy.ge/%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202781.83/warc/CC-MAIN-20190323101107-20190323123107-00161.warc.gz | 40,040 | 499,040,978 |
წარმოდგენილი ახალი განცხადებები სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე განიხილება. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს და ახალგაზრდებს თუნდაც მცირედი ქველმოქმედებით დაეხმაროს. ბენეფიციარების დაფინანსების შესაძლებლობა მობილიზებული თანხების მოცულობაზეა დამოკიდებული. ფონდში მომართვიანობის მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე თითოეული თქვენთაგანის ქველმოქმედებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ონკოლოგიით დაავადებული ბავშვების უწყვეტი დახმარებისთვის! შემოგვიერთდით, შევინარჩუნოთ სიცოცხლე! სიკეთე გადამდებია!
სიახლეების გამოსაწერად ჩაწერათ თქვენი ელ-ფოსტა და დააჭირეთ გამოწერას | 2019-03-20 10:15:20 | http://solidaroba.ge/case/Detail?caseid=51 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202324.5/warc/CC-MAIN-20190320085116-20190320111116-00361.warc.gz | 5,269 | 190,618,121 |
კიდევ ერთი ინოვაცია საქართველოს ბანკისგან!
თუ გაქვთ ბიზნესი და ფლობთ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტს − სილამაზის სალონს, პურის საცხობს ან, თუნდაც, დახლს ბაზრობაზე, წარმოგიდგენთ ჭკვიანპოსტერმინალს, რომელიც აერთიანებს როგორც პოსტერმინალის, ასევე სალარო აპარატის ყველა უპირატესობას!რატომ ჭკვიანი პოსტერმინალი?
• შეიქმნით მეტ კომფორტს ბიზნესსაქმიანობისას
თუ აქამდე სალარო აპარატით აღრიცხავდით ნაღდი ფულით გადახდებს, ხოლო პოსტერმინალით − ბარათებით შენაძენს, ახლა ჭკვიანი პოსტერმინალი მარტივად შეითავსებს ორივე ფუნქციას
თუ აქამდე სალარო აპარატის ღირებულება იყო 250-400 ლარი, დღეს უფასოდ მიიღებთ ჭკვიან პოსტერმინალს და თან 6 თვის განმავლობაში არ გადაიხდით მომსახურების ფიქსირებულ საკომისიოს
საქართველოს ბანკთან ერთად ბიზნესის წარმოება ძალიან მარტივია − ჩვენს სერვისცენტრებშივე არეგისტრირებთ ბიზნესს და სარგებლობთ იმ საბანკო პროდუქტებითა და მომსახურებით, რაც თქვენს ბიზნესსაქმიანობას სჭირდება.
ჩვენთან ყველაფერი 1 სივრცეშია შესაძლებელი!
გაითვალისწინეთ!ჭკვიანი პოსტერმინალის გარდა, თქვენ კვლავ შეძლებთ მიიღოთ პოსტერმინალი ან შეიძინოთ სალარო აპარატი ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად!
მიიღე ჭკვიანური გადაწყვეტილება საქართველოს ბანკთან ერთად!
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სატელეფონო ცენტრს ნომერზე 032 2 444 24213132147
კიდევ ერთი ინოვაცია საქართველოს ბანკისგან!
თუ გაქვთ ბიზნესი და ფლობთ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტს − სილამაზის სალონს, პურის საცხობს ან, თუნდაც, დახლს ბაზრობაზე, წარმოგიდგენთ ჭკვიანპოსტერმინალს, რომელიც აერთიანებს როგორც პოსტერმინალის, ასევე სალარო აპარატის ყველა უპირატესობას!რატომ ჭკვიანი პოსტერმინალი?
• შეიქმნით მეტ კომფორტს ბიზნესსაქმიანობისას
თუ აქამდე სალარო აპარატით აღრიცხავდით ნაღდი ფულით გადახდებს, ხოლო პოსტერმინალით − ბარათებით შენაძენს, ახლა ჭკვიანი პოსტერმინალი მარტივად შეითავსებს ორივე ფუნქციას
თუ აქამდე სალარო აპარატის ღირებულება იყო 250-400 ლარი, დღეს უფასოდ მიიღებთ ჭკვიან პოსტერმინალს და თან 6 თვის განმავლობაში არ გადაიხდით მომსახურების ფიქსირებულ საკომისიოს
საქართველოს ბანკთან ერთად ბიზნესის წარმოება ძალიან მარტივია − ჩვენს სერვისცენტრებშივე არეგისტრირებთ ბიზნესს და სარგებლობთ იმ საბანკო პროდუქტებითა და მომსახურებით, რაც თქვენს ბიზნესსაქმიანობას სჭირდება.
ჩვენთან ყველაფერი 1 სივრცეშია შესაძლებელი!
გაითვალისწინეთ!ჭკვიანი პოსტერმინალის გარდა, თქვენ კვლავ შეძლებთ მიიღოთ პოსტერმინალი ან შეიძინოთ სალარო აპარატი ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად!
მიიღე ჭკვიანური გადაწყვეტილება საქართველოს ბანკთან ერთად!
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სატელეფონო ცენტრს ნომერზე 032 2 444 24213132246
სამზარეულოს პროფესიონალური დანაგარების ყველაზე დიდი არჩევანი
კომპანია GN kitchen გთავაზობთ სამზარეულოს პროფესიონალური მეორადი და ახალი დანადგარების ყველაზე დიდ არჩევანს, ხარისხიან პროდუქციას და დაბალ ფასებს!
- ციფრული ლაზერული მანძილმზომი BOSCH GLM 50
- ლაზერული დიოდი : 635 nm, < 1 mBt
- გაზომვის დიაპაზონი: 0.05 – 50 m
- გაზომვის სიზუსტე (ტიპიური): ± 1.5 მმ
- საზომი დრო (ტიპიური): < 0.5 s
- საზომი დრო მაქს: 4 s
- ავტომატური დეაქტივაცია: 5 წუთი
- უკუ ოსმოსი RObust 3000
კალათაში დამატებაRObust 3000 არის კომპაქტური, მაღალი სიმძლავრის საპირისპირო ოსმოსის ფილტრი. იგი საშუალებას იძლევა რომ მივიღოთ სუფთა და უსაფრთხო წყალი სამზარეულოსთვის და ice makers-ისთვის. იდეალურია ყავისა და ჩაის მოსამზადებელი აპარატებისათვის.
წყლის გაწმენდა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
- წინასწარი ფილტრაცია ხსნის ნალექის მინარევებს, ქლორს, ქლორინის პროდუქტებს და ბუნებრივ ორგანულ ნაერთებს.
- უკუ ოსმოსი მემბრანა (Dow Filmtec ™ RO მემბრანას) აღმოფხვრავსს 99.8% გახსნილ მინარევებს, მათ შორის ვირუსებს და ბაქტერიებს.
- გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრი აუმჯობესებს წყლის გემოსა და არომატს.
- Dow Filmtec ™ მემბრანები (USA) ხსნის ყველანაირ წყლის მინარევებს 99.8%, მათ შორის ბაქტერიასა და ვირუსებს. ასევე აშრებს წყალს სიმწარეს და მარილიანობას.
- ორიგინალური და კომპაქტური დიზაინი
- ინტეგრირებული ფილტრებისა და ოპერაციების კონტროლი.
უკუ ოსმოსი არის წყლის გამწმენდი ყველაზე ეფექტური ტექნოლოგა. სპეციალური ნახევრადმშრალი მემბრანის წყალობით, შესაძლებელია სასმელი წყლის ეფექტურად გაწმენდა პრაქტიკულად ყველა მავნე მინარევებისაგან, მათ შორის ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. ამ მემბრანის ფორები 200-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ვირუსები და 4000-ჯერ ნაკლებია ვიდრე ბაქტერია.
RObust 1000 ფილტრი აღჭურვილია თავდაცვითი ფუნქციით. თუ შემავალი წყალი შეწყვეტილია ან წნევა 0,4 ბარზე ქვემოთაა, ფილტრი გაითიშება ავტომატურად.
Ecosoft- ის პროდუქციის შესანიშნავი ხარისხი, დადასტურებულია და დამოწმებულია
მსოფლიო ორგანიზაციების: TÜV SUD, ISO, WQA მიერ. Ecosoft პროდუქცია მთლიანად აკმაყოფილებს "NSF" და "European Directives" მოთხოვნებს
- ყავის აპარატი BEKO BKK 2300 WHITE
გთავაზობთ საცხოვრებელ, სააგარაკო და საოფისე კონტეიენერებს და ხის კოტეჯებს (innova build ჩვენი საიტი facebookze) .როგორც ინდივიდუალუი შეკვეთით ,ასევე მზა პოდუქციას .სველი წერტილებით,ელექტოობით,შიდა გადატიხვრებით .დასრულებულ მდგომარეობაში .ტრანსპორტირება ნებისმიერ ადგილზე
თქვენთვის სასურველი დიზაინით დაგიმზადებთ ნებისმიერი ზომის ხის კოტეჯს.ასაწევი სისტემა. ,გაილამაზეთ აგარაკიეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი კოტეჯით (innova build ჩვენი საიტი facebookze).ტრანსპორტირება ნებისმიერ ადგილას
გთავაზობთ ნებისმიერი ზომის დიზაინის კონტეინერებს .ასევე ადგილზე ვამონტაჟებთ სააგარაკო სენდვიჩ პანელებით დამზადებული საუკეთესო საცხოვრებელ სახლებს . ელექტოობით . ვანა ტუალეტით (შეკვეთის მიხედვით ).მაცივრებს ,საოფისე და საგუშაგო ჯიხურებს ტრანსპორტირება ნებისმიერ ადგილას (innova build ჩვენი facebook გვერდი)
გთავაზობთ ნებისმიერი ზომის დიზაინის კონტეინერებს .ასევე ადგილზე ვამონტაჟებთ სააგარაკო სენდვიჩ პანელებით დამზადებული საუკეთესო საცხოვრებელ სახლებს . ელექტოობით . ვანა ტუალეტით (შეკვეთის მიხედვით ).მაცივრებს ,საოფისე და საგუშაგო ჯიხურებს,საპირფარეშოებს
(innova build ჩვენი facebook გვერდი)
იყიდება სენდვიჩ პანელებით აწყობილი საცხოვრებელი და საოფისე კონტეინერები ნებისმიერი ზომის ..ელექტროობით,შიდა გადატიხვრებით . მზადდება შეკვეთით.ასევე ვამზადებთ ხის კოთეჯებს სააგარაკედ .(გარაჟები და ტუალეტი,დაცვის ჯიხური .....)
(innova build ჩვენი facebook გვერდი)
დახლმაცივრები მაცივრები მაცივარი დახლმაცივარი დახლ მაცივრები
იყიდება!დაგიმზადებთ:დახლ-მაცივრებს,კარადა მაცივრებს,საკონდიტრო მაცივრებს,სალათ-ბარებს ცივი და ცხელი კერძებისთვის(მარმიტებს).უმაღლესი ხარისხის.ინდივიდუალური დიზაინით და თქვენთვის სასურველი ზომით.ადგილზე მიტანით.შესაძლებელია განვადებაც.ვამზადებთ შეკვეთიდან 2-3 დღეში..599332983
20 და 40-ფუტიანი კონტეინერები (6 და 12 მეტრიანი)
კონტეინერები საცალოდ და საბითუმოდ, რაოდენობაში.
20 ფუტიანი (6-მეტრიანი) და 40 ფუტიანი (12-მეტრიანი) საზღვაო კონტეინერების ფართო არჩევანი.
20', 40DR და 40HC კონტეინერი
ნახეთ ყველა ჩვენი განცხადება .საკონდიტრო მცივრები ქმნის ოპტიმალურ პირობებს შოკოლადის და საკონდიტრო ნაწარმის შესანახად, მათ აქვთ ელეგანტური და მიმზიდველი დიზაინი და შექმნილია ისე, რომ მომხმარებელს წარმოუჩინონ თქვენი პროდუქცია თვალსაჩინოდ. ნატურალური ხის(ასევე დეკორატიული) ფასადები, მარმარილოს (გრანიტის ) დეტალები და განათება დესერტებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
საკონდიტრო დახლ მაცივარი ნამცხვრის მაცივარი ტორტის მაცივარი
ვენტილაციის მთავარი მიზანია - შიდა ჰაერის მისაღები პარამეტრების შენარჩუნება .რაც სხვადასხვა გზით მიიღწევა. მაგალითად, ზედმეტი სიცხის მქონე ნორმალური ოთახისთვის, აუცილებელი პირობების დაცვა შესაძლებელია ბუნებრივი ვენტილაციით (აერაციით), ხოლო ჰაერის გაცვლის ორგანიზებით ოთახში შესაძლებელია სპეციალურად დამუშავებული (გაგრილებული) ჰაერის მიწოდება. ჰაერის მომარაგების და მოხსნის მეთოდები ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სავენტილაციო სისტემის მონტაჟს.
სწრაფი კვების ობიექტების დანადგარების დამზადება.
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი OMAX
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი ომაქსი აღჭურვილია 12 მეტრიანი ორი მართულის ხვიის მქონე უმაღლესი ხარისხის შლანგით, იტალიური პომპით, 5.5 კილოვატიანი სამ ფაზიანი ძრავით. აპარატი გახლავთ პროფესიონალური მოხმარების და შეუძლია მაღალი დატვირთვით მუშაობა ახლია მოყვება 1 წლიანი გარანტია!!!
ძრავის სიჩქარის რეგულირების ფარი (ინვენტორი)
ძრავის სიჩქარის რეგულირების ფარი 1,5; 2,2; 4,0; 11 და 2-ცალი 7,5კვტ სიმძლავრის ასინქრონული ძრავებისათვის schneideri Altivar 61 და VLT სიხშირის რეგულატორებით
ყველა სიმძლავრის და დანიშნულების გენერატორები
გენერატორები 1 დან 2500 კვა-მდე
გარანტია 1 დან 5 წლამდე!
სწრაფი შესყიდვისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ლიზინგის ან ტრეიდ შიფტის დაფინანსების პროგრამებით. https://trade-shift.com/ ( კონსიგნაციური დაფინანსება)
დიზელ-გენერატორები "TMG POWER"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა
დიზელ-გენერატორები "TMG POWER"-ის ოფიციალური წარმომადგენლობასაქართველოსა და სომხეთში
"ENERGO GEORGIA" გთავაზობთ დიზელ-გენერატორების ფართო არჩევანს 6 კვტ-დან 1500 კვტ-მდე.
- პროდუქციის მიწოდების უმოკლესი ვადები.
- მაღალ-კვალიფიციური ტექნიკოსებისგან დაკომპლექტებული სერვის-ჯგუფი.
- 24 საათიანი სატელეფონო სერვის-ასისტანსი.
- საქართველოს მასშტაბით ადგილზე მიწოდების სერვისი.
- 2 წლიანი ქარხნული საგარანტიო პერიოდი.
- მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკი.
- იურიდიული პირებისთვის "საქართველოს ბანკის" და "თიბისი ბანკის" სალიზინგო მომსახურება.
- ფიზიკური პირებისთვის "საქართველოს ბანკის" უპროცენტო განვადება.
ასევე ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს ☛ https://www.facebook.com/EnergoGe
ENERGO GEORGIA გთავაზობთ დიზელის და ბენზინის ძრავზე მომუშავე გენერატორების სრულ მომსახურებას:
- ძრავის რემონტი- კაპიტალური შეკეთება
- ალტერნატორის რემონტი - კაპიტალური შეკეთება
- გეგმიური სერვისი (ზეთის,ფილტრების შეცვლა)
- ნებისმიერი დაზიანებული დეტალის უმოკლედ ვადაში შეცვლა.
- 24 საათიანი სატელეფონო სერვის-ასისტანსი.
- მაღალ-კვალიფიციური ტექნიკოსებისგან დაკომპლექტებული სერვის-ჯგუფი.
- სამი სერვის ცენტრი საქართველოს მასშტაბით ( თბილისი.ქუთაისი.ბათუმი)
ასევე ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს ☛ https://www.facebook.com/EnergoGe
დაგიმზადებთ ნებისმიერი ლიტრაჟობის ღვინის ბალონებს 100 ლიტრიდან ზევით ნებისმიერი ზომის და ფორმის.ასევე ვამზადებთ მცურავი თავსახურით იტალიური პროდუქცით, ხარისხის მაღალი გარანტით | 2019-10-16 05:37:25 | https://www.mymarket.ge/ka/search/1069/biznesi-da-industriuli/page-1/?CatID=1069 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986664662.15/warc/CC-MAIN-20191016041344-20191016064844-00322.warc.gz | 19,789 | 1,029,301,592 |
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]მიხეილ ჭაბუკაშვილი
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლეთს, მათ ნარჩენებს აქეთ-იქით ისვრის და გზად თხელ კუდს ტოვებს — ეს სასტიკი მოვლენები დედამიწიდან 62 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომთან ერთ-ერთ ყველაზე ახლომდებარე გალაქტიკათგროვაში ხდება. ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რაც ასტრონომებმა ფორნაქსის გალაქტიკათგროვის ამ დრომდე ყველაზე დეტალური სურათი გადაიღეს. ფოტოები გადაიღო ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ჩილეში განთავსებულმა ტელესკოპთა წყება Very Large Telescope-ის ტელესკოპმა VLT Survey Telescope. სისტემა ატაკამის უდაბნოშია განთავსებული; ობსერვატორია ამჟამად აქტიურად იკვლევს ფორნაქსის გალაქტიკათგროვას. როგორც ასტრონომები იტყოდნენ, ფორნაქსის გროვა ჩვენთან ახლოს მდებარეობს, თუმცა ეს ყველაფერი შედარებითია. გროვა შედგება 58 გალაქტიკისგან და მდებარეობს დედამიწიდან 62 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. თუმცა, ეს მანძილი საკმარისია, რათა ის ასტრონომთათვის საინტერესო ობიექტი იყოს. ფორნაქსის გროვა კოსმოსის დინამიკური ზონაა, რომელშიც თავმოყრილია მრავალი მნიშვნელოვანი წევრი-გალაქტიკა. თუმცა, საინტერესოობით ვერც ერთი მათგანი ისე ვერ დაიკვეხნის, როგორც გალაქტიკა NGC 1316, იგივე ფორნაქს A. ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) მიერ გამოქვეყნებული ახალი ვიდეოს თანახმად, ფორნაქს A-ს თავის ყველა მეზობელს ჭამს. ეს გალაქტიკა ფლეთს ახლომდებარე სხვა გალაქტიკებს და მიმოფანტავს მათ მატერიას, მათში არსებულ ვარსკვლავებს სიცარიელეში ტყორცნის და გზად თხელ კუდს ტოვებს, რაც ESO-ს ფოტოზეც ჩანს. ამ გალაქტიკის დაუდგრომელი წარსული და დედამიწასთან მისი სიახლოვე ასტრონომებს ბრწყინვალე შანსს აძლევს გალაქტიკათა შერწყმის მოვლენის შესასწავლად. ESO-ს განცხადებით, აღნიშნულ გროვაში მიმდინარე შერწყმათა შედეგად გამოყოფილი მატერიის ნაკადი, საკვებით უზრუნველყოფს გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულ მასიურ შავ ხვრელს. ეს შავი ხვრელი, რომელსაც 150 მილიონი ჩვენი მზის მასა აქვს, კოსმოსში ტყორცნის მატერიისა და რადიაციის ნაკადებს. შედეგად, ფორნაქს A რადიოტალღათა უკაშკაშესი წყაროა მთელ გროვაში და მეოთხე ყველაზე კაშკაშა მთლიან ცაზე. გარდა ამისა, ფორნაქს A ასევე მასპინძლობს დაკვირვებადი ტიპის ოთხ სუპერნოვას. მიჩნეულია, რომ თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების სიკვდილით გამოწვეული ეს მასიური აფეთქებები ყველაზე კაშკაშა მომენტში ერთი და იგივე ინტენსივობისაა. ამ მიზეზით, ასტრონომებმა ისინი მანძილის გასაზომად გამოიყენეს: რაც უფრო მკრთალია ისინი, ჩვენგან დაშორებულია უფრო დიდი მანძილით — განმარტავს ESO. მომზადებულია space.com-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
პერსევსის გალაქტიკათგროვაში ირმის ნახტომზე ორჯერ დიდი, ცხელი გაზის ტალღა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს უკიდურესად ცხელი გ
მეცნიერებმა სამყაროს უძველესი კოსმოსური მტვერი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა დააფიქსირეს უძველესი კოსმოსური მტვერი მათ შორის, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. მტვე
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი მაგნიტური ველები აღმოაჩინეს
გალაქტიკები კოსმოსის ცარიელ სივრცეში თავი | 2019-10-14 13:12:26 | http://old.1tv.ge/ge/news/view/185808.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986653247.25/warc/CC-MAIN-20191014124230-20191014151730-00150.warc.gz | 11,682 | 134,395,191 |
ბარსელონა 4-1 ლეონესა | სრული მიმოხილვა რუსულ ენაზე | კოპა დელ რეი
ბელგია 3:1 რუსეთი - მიმოხილვა რუსულ ენაზე
ჰოლანდია 4:0 ბელორუსი - მიმოხილვა რუსულ ენაზე
ტიბო კურტუას ბავშვური შეცდომა რუსეთის ნაკრებთან
მემფის დეპაიმ ჰოლანდია 49-ე წამზე დააწინაურა
პორტუგალია 3:3 ესპანეთი - მიმოხილვა ქართულ ენაზე | მსოფლიო ჩემპიონატი
გურამ კაშია შვეიცარიასთან გასამართ მატჩზე საუბრობს
ტოჩინოშინის სამივე გამარჯვება მის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა კაკურიუსთან
ასე დაამარცხა გაგამარუმ იოკოძუნა ჰარუმაფუჯი
ბარსელონას 10 წლამდე გუნდმა რეალი 6:0 გაანადგურა
უეიდის მორიგი სიგიჟე - ვეტერანმა ცენტრიდან ჩააგდო
საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ტოჩის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა კაკურიუ ტაკაიასუსთან დამარცხდა
ტოჩინოშინის ძალიან დასანანი მარცხი იოკოძუნა ჰაკუჰოსთან
მეშვიდე გამარჯვება ! გაგამარუმ ტაკაგენჯის შანსი არ დაუტოვა
ულამაზესი პლაჟის ფრენბურთელები რიო დე ჟანეიროდან
ის რის გამოც მოგვწონს კონორ მაკგრეგორი
კურიოზული პენალტი გერმანიის მესამე ლიგაში
ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების რეაქციები მესის დიდებულ გოლზე
სამწუხაროდ ტოჩინოშინი ოძეკ ტაკაიასუსთან დამარცხდა
ქართველი კომენტატორების გიჟური რეაქცია როდესაც ტოჩიმ ჰაკუჰო დაამარცხა
დღე როდესაც ტოჩინოშინმა სუმოს ღმერთი იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა
დღის ცენტრალური ბრძოლა - იოკოძუნა ჰაკუჰომ ტაკაკეიშო დოჰიოზე დასცა
ორი გოლიათის ბრძოლაში გამარჯვება მონღოლ იჩინოჯოს დარჩა
ყველაზე მსუბუქმა სუმოისტმა საოცარი ბრძოლა წააგო
საშინელი სცენები ათენის დერბიში, მსაჯმა მატჩი 70-ე წუთზე შეაჩერა
ულამაზესი იზაბელა ფერნანდესის ფიტნეს გაკვეთილები
გაბრაზებული ჰაკუჰო როდესაც მას ჰენკა გაუკეთეს
მესიმ და რონალდუმ ნაკრებებთან ერთად ივარჯიშეს
როგორ არ უნდა იმოქმედო მეტოქის კარიდან ორ მეტრში
არანორმალური კაცი - სტეფ კარიმ ფარიდან ფარში ჩააგდო
მანჩესტერი 3:2 მილანი - 2007 წელი. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი
ასე მიულოცა დაბადების დღე მილანის ოფიციალურმა გვერდმა ალესანდრო ნესტას
საოცრება ! იოკოძუნა ჰაკუჰომ მოქმედ ჩემპიონს წაგებული ბრძოლა მოუგო
გოგა ბითაძე ციბონასთან საუკეთესო იყო
World Rugby ქართველი მორაგბეებით გაოცებულია
სამწუხაროდ ტოჩინოშინი ოძეკ გოეიდოსთან დამარცხდა
მეექვსე გამარჯვება ! გაგამარუმ ამინიშიკის შანსი არ დაუტოვა
ულამაზესი სონია მალავისი გლაზგოს ოლიმპიადაზე
ქართულად - კაზემირო მძიმე ბავშვობას იხსენებს
ტოჩინოშინის ყველა გამარჯვება მის მომდევნო მეტოქე გოეიდოსთან
ასე შეხვდნენ ბეტისის ფანები ლეო მესის მესამე გოლს
ქალმა ფეხბურთელმა გოლის გატანის დროს მაისური გაიხადა :D
მილანი 2:3 ინტერი - მიმოხილვა | დე ლა მადონინა ლურჯების გამარჯვებით დასრულდა
ბეტისი 1:4 ბარსელონა - მიმოხილვა | კატალონიელებმა ოთხი ულამაზესი გოლი გაიტანეს
როჯერ ფედერერი ინდიანა უელსის ფინალში დონიმიკ ტიმთან დამარცხდა - მიმოხილვა
მეექვსე გამარჯვება ! ტოჩინოშინმა შოდაის ურთულესი ბრძოლა მოუგო
ცხრიდან ცხრა ! იოკოძუნა ჰაკუჰომ მიტაკეუმის შანსი არ დაუტოვა
მადრიდის რეალი 0:3 ბარსელონა - სრული მიმოხილვა - კოპა დელ რეი
ბარსელონა 3-0 ლევანტე | მიმოხილვა | კოპა დელ რეი
სევილია - ბარსელონა 2:0 | მიმოხილვა | კოპა დელ რეი
ბარსელონა 5-0 რეალ მურსია. კოპა დელ რეი. მიმოხილვა
კოპა დელ რეი:ბარსელონა 2:2 მალაგა(მიმოხილვა)-Eurofootballblog.Com
კოპა დელ რეი:ბარსელონა 5:0 კორდობა(მიმოხილვა)-Eurofootballblog.Com
ლეგანესი 1-0 მადრიდის რეალი | სრული მიმოხილვა | კოპა დელ რეი
მადრიდის რეალი 4:2 ჟირონა | სრული მიმოხილვა | კოპა დელ რეი
ბარსელონა 5 vs 0 კულტურალ ლეონესა (კოპა დე ლა რეი 10.11.09)
ბარსელონა 2-0 სელტა | სრული მიმოხილვა რუსულ ენაზე | ლალიგა | 2019-03-22 03:47:58 | https://www.myvideo.ge/v/3719461 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202628.42/warc/CC-MAIN-20190322034516-20190322060516-00127.warc.gz | 21,331 | 864,741,281 |
სასტუმროების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან საქმედ ითვლებოდა. ტურისტების მატების ფონზე ინვესტიციები ახალი სასტუმროებისა და ჰოსტელების მშენებლობაში მუდმივად იზრდებოდა. თუმცა, 2019 წლის ზაფხულის მოვლენებმა აღნიშნული მიმართულების პერსპექტივა ეჭვქვეშ დააყენა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2018 წლის ბოლოს ქვეყანაში 1,6 ათასზე მეტი სასტუმრო მუშაობდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 2,8%-ით მეტია. ქვეყნის სასტუმროებს ერთდროულად შეეძლოთ 72,6 ათასი ადამიანის დაბინავება.
შარშან საქართველოს სასტუმროებმა უმასპინძლეს 2,6 მილიონ უცხოელს, რომელთაგან ყოველი მეხუთე რუსეთიდან იყო.
ტურისტების რიცხვის დაპირებული ზრდის მოლოდინში სასტუმროების მფლობელებმა გადაწყვიტეს გაფართოება, რათა მეტი სტუმრის მიღება შეძლებოდათ, თუმცა, მათი გეგმები ჩაიშალა.
თბილისში ანტირუსული დემონსტრაციების ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსულმა ტუროპერატორებმა კი საქართველოს ტურებზე განაცხადების მიღება შეწყვიტეს.
რუსეთიდან ფრენებისა და საქართველოს ტურების გაყიდვის შეჩერების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა, რადგან პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთი ტურისტების რაოდენობით ლიდერობდა და მათი რაოდენობა ყოველთვიურად მატულობდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ საქართველოში რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ზარალმა შესაძლოა 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს.
საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყანა 2019 წლის ბოლომდე 1 მილიონ რუს ტურისტს დაკარგავს.
ივლისის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის ივლისში 6,4%-ით შემცირდა.
„შექმნილი ვითარების მიუხედავად, ნათელია, რომ რუს ტურისტებს საქართველოს მონახულების სურვილი აქვთ. ჩვენ ველოდით, რომ ივლისი რეკორდული იქნებოდა და ტურისტული ნაკადი გაიზრდებოდა, თუმცა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ასეთი რამ არ მოხდა. ვეცადეთ, ეს ზარალი მინიმუმამდე დაგვეყვანა და პოზიტიურ ტემპს ვინარჩუნებთ“, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, ივლისში საქართველომ რუსი ტურისტებისგან 44,3 მილიონი დოლარი დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა დაკარგეს მცირე და საშუალო სასტუმროებმა, კაფე-რესტორნებმა, ტუროპერატორებმა.
საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ ნეგატიური ვითარება განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე - ქობულეთსა და ბათუმში - იგრძნობა.
„თბილისში განსაკუთრებული ნეგატივი სასტუმროებზე არ იგრძნობა. სასტუმროების ჯავშნები გაუქმდა, მაგრამ ჩვენ შევძელით რუსი ტურისტების დაახლოებით 50%-ის ჩანაცვლება და ხალხის შემოყვანა სხვა ბაზრებიდან: ევროპიდან და არაბული ქვეყნებიდან. კლიენტები დაკარგეს მცირე სასტუმროებმა, ჰოსტელებმა და კერძო სახლებმა, ძირითადად, აჭარის რეგიონში“, - განუცხადა ალავერდაშვილმა „Sputnik-საქართველოს“.
ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებმა აგვისტოს შუა რიცხვებში გამართეს საპროტესტო აქცია და ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, დახმარებოდნენ მათ ბანკების ვალების გასტუმრებაში, რომელთა გადახდაც მეწარმეებს ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად გამოწვეული ზარალის გამო აღარ შეუძლიათ.
სასტუმროების მფლობელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ტურისტების რიცხვის შემცირების გამო. მომიტინგეების სიტყვებით, ტურისტები ჩამოდიან, მაგრამ კურორტებზე რჩებიან მცირე ხნით, ორი-სამი დღით. ამან კი სერიოზულად იმოქმედა ქობულეთის სასტუმროების ბიზნესზე.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეწარმეებს შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ.
როგორ დაეხმარება სახელმწიფო სასტუმროების მფლობელებს
მთავრობის ინიციატივით, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“.
აღნიშნული პროგრამა - არის სამთავრობო გეგმის ნაწილი, რომელიც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.
აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.
თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეეძლებათ იმ მეწარმეებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნით სესხი აქვთ აღებული 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს.
თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.
დაეხმარება თუ არა პროგრამა სასტუმროების მფლობელებს
სასტუმროების მფლობელები მთავრობის წინადადებით უკმაყოფილო არიან.
„ეს შეღავათი არ არის. ეს დახმარება გაჭირვებულებს დაურიგეთ. ჩვენ სერიოზულად ვიზარალეთ, კრედიტები ერთი წლით გადაგვივადეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მეწარმემ.
ტურიზმის საკითხებში ექსპერტი ნიკო კვარაცხელია ფიქრობს, რომ სასტუმროები, რომლებსაც ტურისტების რიცხვის შემცირების გამო საბანკო კრედიტების გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, უნდა დასთანხმდნენ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ დახმარებას.
„მათ მიიღეს კრედიტები კერძო ბანკებისგან. სახელმწიფო ვერ უბრძანებს მათ და ვერ მოახდენს მათზე ზეწოლას ისე, რომ ერთი წლით გადაიდოს ყველაფერი. ვფიქრობ, ისინიც უნდა წავიდნენ დათმობაზე და რამე მოიმოქმედონ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ნაცნობები, რომლებიც ქობულეთში იყვნენ, ამბობენ, რომ ცუდი სეზონი არ ყოფილა“, - განუცხადა კვარაცხელიამ „Sputnik-საქართველოს“.
მისი აზრით, სასტუმროების მფლობელები ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაში არიან, რადგან სეზონი არ გამოვიდა, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს თავის თავზე ვერ აიღებს.
„ისინი ფიქრობენ, რომ ეს დახმარება მცირეა, მაგრამ სინამდვილეში ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი. გონივრული იქნებოდა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული დახმარების მიღება. ასეთი ღარიბი სახელმწიფოსგან ბევრის მოთხოვნაც არ არის კარგი“, - აღნიშნა ექსპერტმა. | 2019-10-24 00:32:54 | https://sputnik-georgia.com/society/20190831/246371139/sastumroebis-biznesi-saqartveloshi-realoba-da-perspeqtivebi.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836368.96/warc/CC-MAIN-20191023225038-20191024012538-00535.warc.gz | 19,783 | 702,399,626 |
“ადამიანს ვეძებ…პატივი ვცეთ ზოგადად სიცოცხლეს, როგორც ყველაფერზე აღმატებულს..”
ფილოსოფოსი დიოგენე ანთებული ფარნით ხელში დადიოდა ბაზრის მოედანზე დღისით, რამეთუ იქ ბევრი ხალხი იკრიბებოდა. დადიოდა და ამბობდა: ”Hominem quaero!” _ ”ადამიანს ვეძებ!” იპოვა თუ არა ადამიანთა შორის ადამიანის მძებნელმა რაიმე მსგავსი,არ ვიცით. ან კი შეიცვალა მას შემდეგ რაიმე? გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ არც დიოგენეს შემდეგ შეცვლილა რამ; უფრო მეტიც, ჩვენ საკუთარი თავი ვერ გვიპოვია, არა თუ სხვის მოსაძებნად დაგვეწყო სვლა. როდის კარგავს ადამიანი საკუთარი თავის რაობას? მაშინ, როდესაც სწყდება მოყვასის საჭიროების განცდას. კარჩაკეტილობის, ურთიერთ გაუცხოების სურვილს რა უნდა აღძრავდეს, თუ არა მხოლოდ კაცთმოძულე დემონის ზრახვა. მისი ნებელობის მიმართულებაც ხომ ამ არაადამიანური განზრახვიდან მომდინარეობს, რომელსაც სიყვარულის ცნებისადმი გამოუთქმელი შეუთავსებლობა აქვს.
როდესაც ადამიანი თავს თავისივე მსგავსისაგან განაყენებს, სწორედ სიყვარულის წინააღმდეგ ამხედრებს პირად დანიშნულებას და სიყვარულის მტკიცებულებას ურგებს ხდის თავისი სულიერი და ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად. როდესაც სხვას ემიჯნები, ბუნებრივად ხდება სხვის მიერ შენგან გამიჯვნაც. ყოველივე ამას თან ერთვის საკუთარ სინდისთან წინააღმდეგობა. თავისუფლების მოპოვების წარმომსახველს ვერ გაუგია, რომ ეს ღვთისგან ნაბოძვარი სანუკვარი თვისება მის წინააღმდეგ სამტროდ მომართულთა, უხილავი ძალების ტყვედუქცევია. ასე კარგავს საკუთარ თავს პირადი კეთილდღეობისკენ უკიდურესად მისწრაფულის დაბინდული გონება.
როდესაც ზემოხსენებულზე ვლაპარაკობ, იმისთვის როდი ვწერ, რომ ვიფიქროთ, თითქოს სიკეთემ და ბედნიერებამ ადამიანში დასასრული პოვა. რა თქმა უნდა, არა! რადგან ვიცით,რომ იესო ქრისტე ყველა დროში მყოფია და ჩვენი ღმერთი სიცოცხლის უფალია, გვმართებს ჩვენი მეხსიერების სიღრმეთა სიღრმეში წარუვალ ნუგეშად აღვიბეჭდოთ მხსნელის სიტყვები:`მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს~. იოანე, 16,33. მართლაც, რა ტკბილია უფლის მანუგეშებელ სიტყვათა ხმოვანება, როგორი მზრუნველია და სიყვარულით გამთბარი. წარმოიდგინე, ერთი ადამიანიც კი (აღარაფერს ვიტყვი მრავალრიცხოვნებაზე), რომელიც ყოველწუთიერად შენი არსებობის უგულებელმყოფელია, არამადლიერია, რამდენად აღძრავს უმალ შენში სამაგიეროს მიზღვის სურვილს. უფრო მეტიც, ალმაცერი შემოხედვაც კი საკმარისია ადამიანისთვის, რომ სამტროდ განაწყოს.
როგორი აზვირთებადია ჩვენი პიროვნული პატივმოყვარეობა მაშინ, რომელიც მისი არსებობის ზღვარდასადებად მომართავს ხოლმე ჩვენს ენერგიას. თუ გვიფიქრია, რატომ ხდება ასე? პასუხად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველივე ეს ჩვენი არსების მყოფობის წინააღმდეგ მიმართულ გარემოებად გვაქვს აღქმული.როდესაც მორწმუნე ადამიანის დამშვიდებული გონება ამის შესახებ ფიქრობს, მისი თვალთამზერა იესო ქრისტეს არსებისკენ მიემართება და გაოცებული აღმოთქვამს: რამდენს გვითმენს უფალი! ამ ფიქრში გონება ისე იძირება ღვთაებრივი სახიერებისა და სიყვარულის დაულეველ ოკეანეში, რომ სრულიადაც აღარ შესწევს უნარი, ამოიზიდოს ფსკერის სიღრმიდან. ასე ვაცნობიერებთ სიყვარულის ძალას, რომელიც გვინარჩუნებს უფალთან მისასვლელ გზას. აი, რატომ არსებობს ერთმანეთთან სიყვარულით ცხოვრების ვალდებულებაც, იგი ხომ თავად ჩვენს ცხოვრებას აადვილებს, მძლავრობს რა დაუნდობლობა. ზოგჯერ კიდეც გვიძნელდება, დავიჯეროთ, რომ სიყვარული ძალმოსილია. იგი ერთგვარ სისუსტედ გვეჩვენება. მაგრამ გაგახსენდება თუ არა სიყვარულით ნამოქმედარის შედეგი, როდესაც სიძულვილით აღძრულისთვის სიყვარულის ძალა გადაგიცია და გიხილავს მისი ყინულდნობა, მაშინ რწმუნდები, რომ სიყვარული ძლიერია. იმაზეც ვფიქრობთ, თუ რატომ გვიყვარს სხვა.
ალბათ, იმიტომ, რომ საკუთარ თავს და ადგილს ვპოულობთ და განვათავსებთ მასში. და რადგან ასეა, სიყვარულის არსებობის ან არ არსებობის მაჩვენებელიც ასე განიზომება: ის, ვინც გენატრება, ე. ი. გიყვარს და რამდენადაც გენატრება, იმდენად გიყვარს. ამ მონატრებაში უფრო მეტადაც გიყვარდება. განა საჭიროა, დამატებით ვთქვათ, რომ მონატრება სიყვარულის მწვრთნელია?! ურთიერთსიყვარულში რომ მდგომარეობს ცხოვრების აზრი, ასახულია მისი მოწინააღმდეგე სიძულვილის გაცნობიერებაში. ერთი სიცოცხლეს წარმოშობს, როგორც მისი ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური,ისე სულიერი თვალსაზრისით, მეორე კი _ სიკვდილს, რამეთუ იგი სიცოცხლის წინააღმდეგ არის მიმართული.ერთი აცოცხლებს და მეორე კლავს. მაშ, ვისგანაა სიცოცხლე და ვისგან სიკვდილი? სიცოცხლისაკენ წარგმართავს მხოლოდ უფალი, ხოლო სიკვდილის თანაზიარს გხდის მისი მოწინააღმდეგე.
ჩვენდამი მომართული ღვთაებრივი მოწოდება, როგორც მთლიანობაში წარმოდგენილი, არის მოწოდება სიყვარულისა და სიცოცხლისათვის. რატომ ხდება, რომ ის, რისკენაც თავად ვისწრაფვით და რის მსურველებიც ვართ სხვისთვის თუ არა, საკუთარი თავისთვის მაინც, ისე გვეზიზღება და გვძულს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მის წინააღმდეგ ვართ ამხედრებულნი. განა მის წინააღმდეგ აღძვრას არ წარმოადგენს უყურადღებობა ერთმანეთის მიმართ და უგულისხმობა სხვისი პრობლემებისადმი. თითოეული ადამიანის პრობლემაც და გასაჭირიც ხომ მისი სიცოცხლის უგულებელყოფის შესაძლო დამბადებელია. განა ბევრი სჭირდება სასოწარკვეთილს, მის მიერ გამოუვალ მდგომარეობად მიჩნევის შემთხვევაში სიცოცხლის წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯი. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამის უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენს რეალობაში, სულიერად თუ ფიზიკურად ღონემიხდილთა კვალობაზე. ასე აუძლურებს ადამიანის შემართებას საყოველთაო უყურადღებობა, რომელიც ზოგიერთში აღვივებს შეგრძნებას, რომ იგი მიტოვებულია. ამდაგვარი მდგომარეობისთვის ხომ ყოველი ადამიანი განწირულია. დიახ, განწირული, რამეთუ არავინ იცის, ვის რას უმზადებს ხვალინდელი დღე. უმძიმესია ეს მდგომარეობა,რომელიც სრულიად სდევნის სიხარულის შეგრძნებას ადამიანში. და რა არის ადამიანის სიცოცხლე, თუ მას სიხარული არ ახლავს. მას აღარც გათენება ახარებს და არც დაღამება აღუძრავს დასვენების სურვილს, რამეთუ მწუხარების ნაღველი ღრღნის მის მყუდროებას, მისი სულიერი მეობის ნავსაყუდელს. ამიტომ დღე მისთვის ტკივილში ყოფნის ხანგრძლივობის მომასწავებელია, ხოლო ღამე მარტოობის სიმძიმეს უმძაფრებს.
ადამიანის დანახვა კი მასში ქვეცნობიერ ზიზღსა და სიძულვილს იწვევს. დაღლილ-დაქანცულს მარტოობის წყვდიადში თითქმის ძალაც აღარ შესწევს, შეებრძოლოს უსასოების გამაბრუებელ თავდასხმებს. იგი ფიქრობს,რომ არავის უყვარს, არავისთვისაა საჭირო და მნიშვნელოვანი, არავინ არის მისით დაინტერესებული. ეს განცდები თანდათან მძაფრდება და არარაობის უსასოდ შემგრძნებელ მდგომარეობაში გარდასახავს მარტოობით დაღლილ უნუგეშო ადამიანს. სხვას რომ ვეღარ ხედავს მარტოდ დარჩენილი, ამიტომ აღიქვამს თავს არარაობად. ყოველივე ეს აღიბეჭდება როგორც მის სულზე, ისე მის ფიზიკურ სახეზეც. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ უნდა, დაფაროს თავისი სახისმეტყველება, რათა შესამჩნევი არ იყოს სხვისთვის, აქაც უძლურია. ტკივილმა მოიცვა მისი არსება სულითაც და ხორცითაც. არის რაიმე საშუალება, რომელიც აღუდგენს მას სიცოცხლის რწმენას? ვინც მარტოობის განცდით ადამიანთა წრისგან განყენებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ძნელი სათქმელია, რომ მათგან მოელოდეს შეწევნას. მას ხომ ადამიანური სიყვარულისა და თანაგრძნობის არსებობისადმი უნდობლობა აქვს.
უსაშველობის შეგრძნებაში ფესვგადგმული არ იცნობს უფლის არსებობას და ამიტომ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის გადაწყვეტილებას იღებს. აი, სადამდე მიგვყავს უყურადღებობით ერთმანეთი. რა სულისშემძვრელია იმის გააზრება, რომ ადამიანი, აქაც ტანჯულ და გამწარებულ ყოფაში მყოფი, თავის გარდაცვალებას განასრულებს იმავე მდგომარეობაში, რომლის დასრულებასაც ფიქრობდა ტანჯვით აღსავსე თავისი ამქვეყნიური სვე-ხვედრისაგან გაქცევით.
ნუთუ აღარ დადგა დრო, ერთმანეთისკენ მივმართოთ ჩვენი გულისხმიერება? ნუთუ სრულიად განვიძარცვეთ ადამიანურობისგან?! ნიშანდობლივია, რომ ამ უმძიმეს გადაწყვეტილებამდე ადამიანი შეიძლება თავისთვის სრულიად შეუმჩნევლად მივიდეს ერთ წამში. ან კიდევ ამ მდგომარეობამდე მისასვლელად, სრულებით შესაძლებელია, რომ თითო ქვა იდებოდეს პატარ-პატარა პრობლემებისგანაც და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს, რომ უსაშველობის შეგრძნების უშველებელი ზვირთი წამომართულა.
ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, გავუადვილოთ ერთმანეთს ცხოვრება ,პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ერთმანეთის არსებობას და პატივი ვცეთ ზოგადად სიცოცხლეს, როგორც ყველაფერზე აღმატებულს, რომლის მფლობელიცაა თითოეული ადამიანი. | 2019-03-27 01:08:43 | http://www.gmtv.ge/53138-2/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912207146.96/warc/CC-MAIN-20190327000624-20190327022624-00149.warc.gz | 23,164 | 280,520,430 |
გამაოგნებელი ფაქტი-სოფელ განთიადიდან 2 ბავშვი გაიტაცეს
რამდენიმე დღის წინ სოფელ განთიადიდან 2 ბავშვი გაიტაცეს – ამის შესახებ „TV 25”-ს ერთ-ერთმა პედაგოგმა აცნობა. მასწავლებებელი შემთხვევის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ 14 წლის გოგო და 10 წლის ბიჭი სკოლაში მიდიოდნენ, რა დროსაც ისინი სოფლის გზაზე უცნობმა პირებმა შეაჩერეს და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მანქანით მიყვანა შესთავაზეს.
„ბავშვები მოტყუებით ჩასვეს მანქანაში, ჩემი ინფორმაციით, ორი კაცი იყო, რომლებმაც მოზარდები სხვა მიმართულებით წაიყვანეს. მახინჯაურის ცენტრში ბავშვებმა იკითხეს თუ სად მიდიოდნენ, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. მძღოლმა მოგვიანებით მანქანა ქობულეთის მიმართულებით წაიყავანა, ავტობანთან გაჩერდა რამდენიმე წუთით, რა დროსაც ბავშვებმა დრო იხელთეს და ძირს გადმოხტნენ და გაიქცნენ“ – გვიყვება პედაგოგი.
ფაქტის შესახებ პოლიციას მოზარდების ბაბუამ აცნობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინების საფუძველზე საკითხი შეისწავლეს, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა. სხვა დეტალებზე უწყებაშ არ საუბრობენ. მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ აჭარის განათლების სამინისტროში. ფაქტი სკოლის ადმინისტრაციამ უწყებას არ შეატყობინა.
სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ თემაზე განმარტებას ხვალ გააკეთებენ. | 2019-10-18 06:56:53 | https://newsplus.ge/2019/10/06/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9A/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677964.40/warc/CC-MAIN-20191018055014-20191018082514-00307.warc.gz | 20,324 | 629,032,639 |
როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #5
დიხა მეგრულად მიწას ნიშნავს, მინჯ კი – პატრონს, მიწის მეპატრონეს, ანუ, კაცი, რომელიც მიწას ფლობს. სავარაუდოდ, სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელ გვართან უნდა გვქონდეს საქმე. თუმცა, წყაროებში მოძიებული ინფორმაციით, ისინი გლეხებად არიან მოხსენიებულნი.
„დიხამინჯია თამაზა, ხობს მცხოვრები, საეკლესიო გლეხი, ევალებოდა ხუთი ლოღარიკი სანთელი“ (მეჩვიდმეტე საუკუნე).
1888 წლის მონაცემებით, დიხამინჯიების რამდენიმე ოჯახი სამეგრელოდან სოჭში გადასულა. ვიქტორ დიხამინჯიასა და სხვათა ინიციატივით, 1921-1922 წლებში სოჭში გაიხსნა ქართული სკოლა.
საქართველოში 711 დიხამინჯია ცხოვრობს: თბილისში – 171, მარტვილში – 146, სენაკში – 90. არიან სხვაგანაც.
კობიაშვილის გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კობა, რომელიც ქართული სახელია და იაკობის შემოკლებითი ფორმაა. კობიაშვილები ძირძველი საგვარეულოა.
„კობიაშვილი მოიაზრება კახთა უფროსად, გამოჩენილი გმირობისთვის ყუბილახანის მეფეთა მიიღეს აზნაურად 1253 წელს და იწოდებიან კობიაშვილებად“.
1714 წელს, ორდისუბანში მოიხსენიება იოსებ კობიაშვილი მოწმედ.
1714 წელს ზაზა საგინაშვილის მიერ ასლამაზ ჩაჩიკაშვილისადმი გაცემული ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვინმე კობიაშვილი.
საქართველოში 1 875 კობიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 630, თელავში – 366, გურჯაანში – 330. არიან სხვაგანაც.
მეტსახელი კრაწა გვხვდება გვარ კრაწაშვილის ფუძედ.
გვარში არსებული გადმოცემით, ადრე გვარად ხუციშვილები ყოფილან, უცხოვრიათ სოფელ მარტყოფში, შემდეგ კი, სხვაგან გადასვლისას, კრაწაშვილები გამხდარან.
საქართველოში 418 კრაწაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 229, თბილისში – 88, რუსთავში – 46. არიან სხვაგანაც.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქავთარა. ქავთარ სპარსული სიტყვაა და მტრედს ნიშნავს.
ქავთარაშვილების ერთი შტო ბარათაშვილებიდან მომდინარეობს.
„ქავთარაშვილის მანუჩარის ქალი მარიამი, 1721 წელს, აღწერით, ნაქურდევში ყიდის ერთ საკომლოს.”
საქართველოში 600 ქავთარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 478, ყაზბეგში – 50, თბილისში – 32. არიან სხვაგანაც.
„მარაბდაში მცხოვრებმა აბრამა ნარეკლიშვილმა იქორწინა იქვე მცხოვრებ სეხნია იმერლიშვილის ქალზე, მაიაზე, გვირგვინი აკურთხა მღვდელმა აბრამ ხუროშვილმა.”
საქართველოში 378 ნარეკლიშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 88, საგარეჯოში – 77, თბილისში – 74. არიან სხვაგანაც.
გვარი ჩადუნაშვილი სავარაუდოა, მომდინარეობდეს დასახლებული პუნქტის სახელიდან და სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვიდან იყოს გვარად ქცეული. ასევე, ჩადუნა საკუთარ სახელადაც გვხვდება.
1823 წელს, კაპიტან გიორგი ბარათოვის გლეხებად დიდ ენაგეთში მოიხსენიებიან ბეჟანა და გიგა ჩადუნაშვილები.
1873 წლის აღწერაში მოიხსენიებიან იაკობ და ივანე ჩადუნაშვილები.
საქართველოში 56 ჩადუნაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 15, თბილისში – 7.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით | 2019-03-19 23:02:36 | http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268449641 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202161.73/warc/CC-MAIN-20190319224005-20190320010005-00110.warc.gz | 11,438 | 200,907,064 |
დედაქალაქის მართვაში დღეს ისტორიული ფაქტი მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოჩა ენუქიძემ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების კომენტირებისას განაცხადა.
“შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული ფაქტი მოხდა დედაქალაქის მართვაში. საბჭოთა პერიოდის შემდგომ თბილისს აქვს ახალი გენგეგმა. აღსანიშნავია კალაძის გუნდის პრინციპულობა და შრომისმოყვარეობა, რომ ეს დასახული მიზანი რეალიზებულიყო. წლებია პროფესიონალები ითხოვდნენ თბილისის გენერალური გეგმის შექმნას, რაც ერთერთი ნაწილი იქნებოდა დედაქალაქის შემდგომი განვითარების და მოწესრიგების. ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა, დანაშაული დავუშვით დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, თბილისის განაშენიანებაში, რის სავალალო შედეგებს უკვე ყველა თვალნათლივ ხედავთ, ჩვენი ვალდებულებაა წარსულში დაშვებული შეცდომების ეტაპობრივი გამოსწორება დღესვე დავიწყოთ, რომ მომავალ თაობას ნორმალური საცხოვრებელი გარემო დავახვედროთ“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ. | 2019-03-24 06:03:37 | https://www.interpressnews.ge/ka/article/501767-gocha-enukize-dedakalakis-martvashi-dges-istoriuli-pakti-moxda/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203326.34/warc/CC-MAIN-20190324043400-20190324065400-00516.warc.gz | 8,769 | 775,616,426 |
14 მარტს მოხსენიების დღეა: ღირსისა მოწამისა ევდოკიასი; მოწამეთა ნესტორისა და ტრივიმისა; მოწამისა ანტონინასი ; მოწამეთა მარკელესი და ანტონისა; ღირსისა დომნინა სირიელისა.
ასევე წაიკითხეთ აქ: დიდი მარხვა 2019 - აკრძლული და დაშვებული საკვები
იყო სამარიტელი, ფინიკიის ლიბანის ქალაქ ილიოპოლისიდან. წარმათულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში.
ერთხელ ევდოკიამ მოისმინა წმიდა წერილის სიტყვები, რომლებიც ადამიანებს მართალთათვის გამზადებულ მარადიულ ნეტარებასა და ცოდვილთა სამსჯავროს შეახსენებს. ქალის გულს ღვთის მადლი მიეხალა და იგრძნო, რომ ცოდვები მძიმე ტვირთად აწვა მის სულს.
კათაკმევლად დადგინებისა და გამოცდის შემდეგ ილიოპოლისის ეპისკოპოსმა თეოდოტიმ ევდოკია მონათლა. ახალნათელღებულმა მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მონასტერს მიაშურა და მკაცრ მოღვაწეობას შეუდგა.
ილიოპოლისის მცხოვრებლებმა ქალაქის მთავარს ავრელიანეს მოახსენეს, ევდოკიამ თავისი სიმდიდრე მონასტერში გადამალაო. ავრელიანემ მეომართა რაზმი გაგზავნა არარსებული სიმდიდრის ამოსაღებად, მაგრამ, ღვთის წყალობით, მეომრებს ტყეში გზა დაებნათ. ავრელიანემ თავის განზრახვაზე ხელი არ აიღო: კვლავ გაგზავნა მონასტერში რაზმი, ამჯერად, თავისი ვაჟის წინამძღოლობით. ფილოსტრატეს ვაჟი პირველსავე დღეს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა. დამწუხრებულ ავრელიანეს ფილოსტრატემ ურჩია, ევდოკიასთვის ეთხოვა ლოცვა გარდაცვლილის სულის საოხად. და კიდევ ერთი სასწაული: ყოვლადსახიერმა უფალმა, ღირსი დედის ლოცვით, გააცოცხლა ჭაბუკი. სასწაულის მხილველმა ავრელიანემ და მისმა მხლებლებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.
როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, ღირსი ევდოკია შეიპყრეს და საწამებლად მიჰგვარეს გამგებელ დიოგენს. ტყვექმნილი წმიდანის ლოცვით უფალმა მკვდრეთით აღადგინა მთავარსარდალ დიოდორეს მეუღლე თერმინა. ღვთის მადლში ხილულად დარწმუნებული დიოდორე და დიოგენი ოჯახებით მოინათლნენ. ღირსი ევდოკია რამდენიმე ხანი დიოდორეს სახლში ცხოვრობდა და ახალმოქცეულებს მოძღვრავდა, შემდეგ კი თავის მონასტერში დაბრუნდა და იქ მოღვაწეობდა 56 წლის განმავლობაში.
დიოგენის გარდაცვალების შემდეგ გამგებელი გახდა ქრისტიანთა მკაცრი მდევნელი ბიკენტი. მან ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ქრისტიანობის უშიშარი აღმსარებელი. წმიდა ღირსმოწამე ევდოკიას თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 160-170 წლებში, 1 მარტს.
ვატოპედის სავანეში მოღვაწე მდუმარე ბერის მორჩილი იყო. ის წმიდა ათონის ნაპირზე გადმოსულმა თურქებმა შეიპყრეს და მაგნეზიაში წაიყვანეს. 12 წელი იყო აღაპი ტყვეობაში, მაგრამ განთავისუფლების იმედი არ დაუკარგავს, მხურვალედ ევედრებოდა შემწეობას ღვთისმშობელს. ერთხელ ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა მას, გაამხნევა და მოძღვართან დაბრუნება აღუთქვა. ბორკილებისაგან სასწაულებრივად განთავისუფლებულმა აღაპიმ ჩამოაღწია მოძღვრამდე, ამ უკანასკნელმა კი, მორჩილების გამოსაცდელად, უკან დაბრუნება უბრძანა სულიერ შვილს. ღირსი აღაპი უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვარს, უკანვე დაბრუნდა და ყველაფერი მოუყვა თავის ბატონს, ასეთი საქციელითა და ზნეობით განცვიფრებულმა ბატონმა არა მარტო გაათავისუფლა აღაპი, არამედ თავის ორ ვაჟთან ერთად თვითონაც გაჰყვა მას წმიდა მთაზე, ბერად აღიკვეცა და სიცოცხლის დარჩენილი დღეები ღვთის სამსახურში გალია.
ეწამა ნიკეაში, იმპერატორ მაქსიმილიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (284-305). სასტიკი ტანჯვის შემდეგ წმიდა ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ვერაფრით აიძულეს ქრისტეს უარყოფა. წმიდანს ანგელოზები გამოეცხადნენ და გაამხნევეს. წმიდა ანტონინა გახურებულ რკინის გრდემლზე დააწვინეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ წმიდა მოწამე ტომარაში ჩასვეს და ტბაში გადააგდეს.
წმიდა მირონის მოწაფე იყო. მან მშობლების ბაღში ისლით დახურული ქოხი ააშენა და იქ დასახლდა. საზრდელად მხოლოდ წყალში დამბალ ოსპს ღებულობდა. ღირსი დედა ყოველ განთიადს და მწუხრს ტაძარში დადიოდა ისე თავდაბურული, რომ ვერავინ ცნობდა. მისი ცხოვრების აღმწერლის, ღირსი თეოდორიტეს სიტყვებით, „ღირს დომნინას ძალიან გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა და მის სიტყვებს ყოველთვის სინანულის ცრემლები ახლდა”.
წმიდა დომნინა მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 450-460 წლებში
წმიდა მოწამენი: ნესტორი და ტრივიმი
იყვნენ მცირე აზიის პამფილიიდან. უსჯულო იმპერატორ დეკიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (249-251) წმიდანები უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს. აღმსარებლები შეიპყრეს, ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე ჩამოკიდეს, სხეული დაუსერეს, მაგრამ სარწმუნოება ვერ გამოაცვლევინეს. ბოლოს ნესტორსა და ტრივიმს თავი მოჰკვეთეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით | 2019-03-20 06:03:03 | https://sputnik-georgia.com/religion/20190314/244668683/saeklesio-kalendari-1-marti.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202299.16/warc/CC-MAIN-20190320044358-20190320070358-00093.warc.gz | 18,235 | 637,759,366 |
"დიალოგი" ლუბა ელიაშვილთან ერთად - 22.09.2018
"დიალოგი" ლუბა ელიაშვილთან ერთად 13.10.2018
"კრიმინალში მხილებული და გასამართლებული პირი, რომ ხდებოდეს მთავარი პროკურორი ესეთი რამე არ მოხდარა არასად" გიორგი გუგავა
"თითოეული ლიტრი საწვავიდან რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, თანხა მიდის იმ გაურკვეველ "ფონდებში" გიორგი გუგავა
"დიალოგი" ლუბა ელიაშვილთან ერთად - 06.10.2018
"პირველი თაობის ბოლშევიკები როგორც იქცეოდნენ, ისე იქცევა ჩვენი ხელისუფლება" როსტომ ჩხეიძე "დიალოგში"
"ფინანსტა მინისტრი არის პაიკი,მაღალი თანამდებობის პირების ხელში"- როსტომ ჩხეიძე "დიალოგში"
"ბატონ ბიძინას ბუფერები აღარ ჰყავს, მისკენაა ყველა ისარი"-გიგლა ბარამიძე "დიალოგში"
"დაიწყეს დაყაჩაღება წარმატებული ბიზნეს ჯგუფის, როგორიც არის "ომეგა" და იბერია" გიგლა ბარამიძე "დიალოგში"
"მარიხუანას ლეგალიზაციით გადაფარეს სალომე ზურაბიშვილი თუ პირიქით ვერ გავიგე" ნიკა გვარამია "დიალოგში"
"ჩვენ პროკურატურა არ გვყავს! ივანიშვილის პირადი იურისტი ხელმძღვანელობს პროკურატურას"- ნიკა გვარამია "დიალოგში"
"დიალოგი" ლუბა ელიაშვილთან ერთად - 22.09.2018
"ივანიშვილი ეგრე მარტივად ვერ შეძლებდა წინა ხელისუფლების შეცვლას, თვითონ იმათ რომ არ ჩაედინათ ის უბედურობები"- დავით უსუფაშვილი "დიალოგში"
"იბერიას" საქმეზე ჩანაწერებიდან ისიც ირკვევა, რომ ეს უმსგავსობები ხდებოდა 2 წლის წინაც" დავით უსუფაშვილი "დიალოგში"
"ეს არის "ქართული ოცნების" აგონიური ფაზის ბოლო ეტაპი, ამას ხალხი არ აპატიებს"- ნაირა გელაშვილი "დიალოგში"
"როდესაც შენ დაუშვი კოჰაბიტაცია და როდესაც მთავარი დამნაშავე არ დასაჯე, შენი სამართალი ყოველთვის იქნება შერჩევითი"-ნაირა გელაშვილი "დიალოგში"
"დიალოგი" ლუბა ელიაშვილთან ერთად - 08.09.2018
"ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ "იბერიას" პირველი დახურვის საქმე, რომ იქნას გამოძიებული,უნდა დასაჯონ ირაკლი ოქრუაშვილი"-ელისო კილაძე "დიალოგში"
"ბრიტანული საადვოკატო კომპანიის წერილში წერია,რომ გამოკითხვაზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წევრებიც არიან დაბარებული"-ელისო კილაძე "დიალოგში"
"დიალოგი" ლუბა ელიაშვილთან ერთად -21.07.2018
"კარგი იქნება თუ ივანიშვილი მიხვდება როგორი მძიმე ყვითელი ბარათი უჭირავს ახლა საზოგადოებას ხელში,იმიტომ რომ შემდეგი იქნება წითელი"-ანი მიროტაძე "დიალოგში"
"ჩვენ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდით, რომ 2012 წლის შემდეგ აესეთი სიმბოლო მამა გვეყოლებოდა"-ანი მიროტაძე "დიალოგში"
"ივანიშვილი აბსოლუტურად სახედაკარგული ხელისუფლების, სახედაკარგული მმართველია"-ანი მიროტაძე "დიალოგში"
"ქართული ოცნება ძალაუფლებით ტკბობის ამბავში დაიკარგა,ჩვენ დავრჩით აქეთ"-ანი მიროტაძე "დიალოგში"
"დარწმუნებული ვარ,რომ უკეთესობისკენ არაფერი არ შეიცვლება"-ნინო გოგუაძე "დიალოგში"
"მარგველაშვილს აყვედრიან იმას,რომ იგი არ გახდა პარტიის მორჩილი პრეზიდენტი და გახდა ყველას პრეზიდენტი"-ნინო გოგუაძე "დიალოგში"
"წულუკიანმა ძალიან უტიფარი განცხადება გააკეთა შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით"-ნინო გოგუაძე "დიალოგში"
"თავისუფალი დემოკრატები" მინისტრთა სამჭედლო ყოფილა "ქართული ოცნებისთვის"-ნინო გოგუაძე "დიალოგში"
"დიალოგი" ლუბა ელიაშვილთან ერთად -07.07.2018
"სახლში შესვლა რომ გვინდოდეს უნდა შევისუნთქოთ, იმიტომ რომ ტროტუარზე მანქანებს ვერ გაცდები"-მამუკა სალუქვაძე "დიალოგში"
"განაშენიანების და რეგულირების წესები უნდა მოვიდეს სრულყოფაში, შემდეგ ბევრი მიმართულებით განვითარდება ქალაქი"-მამუკა სალუქვაძე "დიალოგში"
"თბილისის ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილი რომელიც არ არის გაყიდული"-მამუკა სალუქვაძე "დიალოგში"
რას ნიშნავს ტერმინი "კონტაქტური ქალაქი"-მამუკა სალუქვაძე "დიალოგში"
"ქართული ოცნების მთავარი ამოცანაა, არ შერიგდნენ ერთმანეთში ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო"-პაატა ზაქარეიშვილი
"როცა კანონი იქნა მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ,მას რუკა არ მოყოლია"-პაატა ზაქარეიშვილი "დიალოგში"
"ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის პოტენციური ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის"-პაატა ზაქარეიშვილი "დიალოგში"
"არასდროს არ ყოფილა ქართველი საზოგადოება ასეთი მობილიზებული სხვა ამ ტიპის მკვლელობის შემთხვევაში"- პაატა ზაქარეიშვილი"დიალოგში"
"დიალოგი" ლუბა ელიაშვილთან ერთად -23.06.2018
"სისტემა უნაკლო არ არის, მაგრამ ჯანსაღია"-ზაქარია ქუცნაშვილი "დიალოგში"
"სადაც არის ბიძინა ივანიშვილი,იქ გამორიცხულია რომ მკვლელობაზე ვინმეს ხელი დაეფაროს! ეს გამორიცხულია!“-ზაქარია ქუცნაშვილი "დიალოგში"
რატომ შეიცვალა გუნდის განწყობა გიორგი კვირიკაშვილის მიმართ-ზაქარია ქუცნაშვილი "დიალოგში"
"არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში უმრავლესობა საკუთარ პრემიერს საჯაროდ არ აკრიტიკებს"-ზაქარია ქუცნაშვილი "დიალოგში"
"დიალოგი" ლუბა ელიაშვილთან ერთად -16.06.2018
"ვადამდელი არჩევნების ჩატარება რომ მომწიფდეს უმრავლესობა უნდა დაიშალოს ან თავად მმართველმა პარტიამ უნდა გაათამაშოს"-დავით უსუფაშვილი "დიალოგში"
"2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი იყო ნაციონალების არამხოლოდ მხარდამჭერი არამედ დამფინანსებელიც"-დავით უსუფაშვილი
"ჩვენი თავისუფლება სახელმწიფოებრივობის კონტექსტში ვერ მოვაქციეთ"-დავით უსუფაშვილი "დიალოგში"
"ერთ მოქალაქეს, სწორ დროს, სწორ ადგილას პრინციპული ნაბიჯით შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს"-ანა ნაცვლიშვილი
"ჩვენ უნდა ვიპოვოთ პატიოსანი,ძლიერი ადამიანი და ვეხვეწოთ, რომ ჩაიბაროს ეს სისტემა"-ანა ნაცვლიშვილი
"სამწუხაროა,რომ ამდენი ადამიანის უბედურების,ამდენი მილიონის დახარჯვის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემა"-ანა ნაცვლიშვილი
"დიალოგი" ლუბა ელიაშვილთან ერთად - 22.09.2018 | 2019-10-15 11:27:42 | https://uefa.myvideo.ge/?video_id=3675267 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986658566.9/warc/CC-MAIN-20191015104838-20191015132338-00244.warc.gz | 18,736 | 741,824,877 |
„ფერშეცვლილია და ძველი თვალისათვის სრულიად უცნობი გრანიტის სალტეში ჩაჭედილი მტკვრის ნაპირები, მსოფლიო სანახაობად გარდაიქცა ფუნიკულორის პლატო, ძველი მეტეხიდან მარტო ერთი ეკლესიაღა შერჩა სიძველის ძეგლად... ახალი ქალაქებივით გაშენდა უნივერსიტეტის უბანი - ანუ ძველი ვაკე, ასევე ახალქალაქის სახე მიიღო საბურთალომ, ხოლო ძველ ნარიყალას ქვეშ გაიშალა თვალწარმტაცი ბალნეოლოგიური კურორტი თავისი დიადი ინსტიტუტითა და აბანოებით“.
„ფერშეცვლილია და ძველი თვალისათვის სრულიად უცნობი გრანიტის სალტეში ჩაჭედილი მტკვრის ნაპირები, მსოფლიო სანახაობად გარდაიქცა ფუნიკულორის პლატო, ძველი მეტეხიდან მარტო ერთი ეკლესიაღა შერჩა სიძველის ძეგლად... ახალი ქალაქებივით გაშენდა უნივერსიტეტის უბანი - ანუ ძველი ვაკე, ასევე ახალქალაქის სახე მიიღო საბურთალომ, ხოლო ძველ ნარიყალას ქვეშ გაიშალა თვალწარმტაცი ბალნეოლოგიური კურორტი თავისი დიადი ინსტიტუტითა და აბანოებით“. იმ ქალაქგეგმარებით სიახლეებს, რომლითაც ასე მოჰქონდა თავი თბილისის მაშინდელ ხელმძღვანელობას, ცალი ფეხი ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ნანგრევებში ედგა. ეს გარდაუვალიც იყო, ახლის შენება ხომ ძველის ნგრევის ხარჯზე მიმდინარეობდა. მაგრამ ნგრევაცაა და ნგრევაც და როცა მას ძველი, როგორც იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ეწირება, მაშინ მისი განადგურებით „რამ ახალი და ღირებული ვერ შეიქმნება; როგორც ცოცხალი ორგანიზმისთვის რისამე მოკლება, ესეც მხოლოდ დამახინჯება იქნება და დასახიჩრება-გაუსახოვანება.“ - ეს წერილი 1938 წელს, ჟურნალ “საბჭოთა საქართველო” - ში გამოქვეყნდა, იგი თბილისში მიმდინარე გრანდიოზულ ურბანულ ცვლილებებზე მიანიშნებდა.
ქალქის განვითარების გენერალური გეგმა დღემდე ჩამოუყალიბებელი და განუხორციელებელია.
სწორედ, ქალაქგეგმარებითი იდეოლოგიის არ არსებობის მიზეზით ზარალდება დედაქალაქის უახლოესი და შორეული წარსულის ურბანული მემკვიდრეობა. ძველ ისტორიულ სქემებში, ადგილობრივი განაშენიანების გამოთავისუფლების ხარჯზე, შენდება უახლოესი სტანდარტების და თანამედროვე კონცეფციების არქიტექტურა. სიტუაციას კი მსხვერპლად ეწირება თბილისის ცენტრალური რაიონების ორგანული მთლიანობა. ასეთი შემთხვევები მრავლადაა ისტორიულ ხარფუხსა თუ აბანოთუბანში, კალასა თუ სოლოლაკში, მთაწმინდასა თუ ავლაბარში.
„დღესდღეობით ძველ თბილისში უამრავი შენობა შენდება, თუმცა ზოგირთი მათგანი ძალიან უხეშად არღვევს არქიტექტურულ ნორმებს და ამახინჯებს ძველი თბილისის სახასიათო იერსახეს. დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტად იტვირთება თანამედროვე შენობებით, ძველი ნაგებობებით განთქმული უბნები.
ზოგიერთი შენობის ძველი იერი კვლავაც შენარჩუნებულია, თუმცა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მორიგი ეკლექტური ნაგებობების აგებით ემუქრებიან ძველ თბილისს. დღეს ძველი ნაგებობების გვერდით შეხვდებით აბსოლიტურად განსხვავებული სტილის ნაგებობებს. მსოფლიოში მრავალი შემთხვევაა, როცა უცდიათ ისტორიული ძეგლებით ცნობილი დასახლებული პუნქტის ტურისტულ ცენტრად საქცევად, თანამედროვე ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიაზე შენება და ,,პირვანდელი იერსახის" დაბრუნების მიზნით ისტორიული ძეგლების რესტავრაცია. თუმცა, ხშირად ეს რეასტავრაციას კი არა ძველზე ახლის გაშენებას ემსგავსება.“ - ნინი ბარნაბიშვილი,ხელოვნებათმცოდნე.
ქალაქგემარებითი კანონდაღვევების უხეშად დემონსტრირებას ახდენს სასტუმრო „ამბასადორი“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე „ამბასადორის“ შემთხვევა საერთოდ უგულვებელჰყოფს არქიტექტურული ძეგლის ზონაში სამშენებლო რეგლამენტაციას: სასტუმროს გადამეტებული სიმაღლის გამო ირღვევა მომიჯნავე ანჩისხატის ეკლესიის მასშტაბი და აღქმის არეალი. თბილისის უძველეს ტაძარს ამოყენებული სასტუმრო „ამბასადორი“ უკანონო მშენებლობების ერთ-ერთი უკიდურესობაა. საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს გაპროტესტების მიუხედავად, ყოფილი „ლაღიძის წყლების“ შენობა 4 ვარსკვლავიან სასტუმროდ აქციეს.
ამავე კონტექსტის თვალსაჩინო ნიმუშია ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის ბ. ივანიშვილის პრემიუმ-კლასის ბიზნეს-ცენტრი „სოლოლაკის ხეივანში“ - ე.წ. „ეკოლოგიური არქიტექტურის“ ნიმუში. მთაწმინდის პლატოსა და ქართლის დედას შორის მოქცეული კომპლექსი იმ თანამედროვე ვიზუალურ ხატს ქმნის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სოლოლაკის დაცვითი ზონის ისტორიულ პანორამებთან, თუმცა იგი ამ რაიონის უკვე განუყოფელ არქიტექტურულ მოვლენად აღიქმება.
ყველაზე სახასიათო ნიმუში ახალთბილისურ ნაშენთა შორის ესთეტიურ კონტექსტში - თაბუკაშვილის ქუჩის მინის ვერტიკალია.
ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2007 წლის ზაფხულში თბილისის მერიის, გიგი უგულავას განკარგულებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე 13-სართულიანი ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. მიიჩნევდნენ, რომ სახლი კანონდარღვევით იყო აგებული. მერიამ წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,სახლიდან მოქალაქეები გამოასახლა და დაჰპირდა, რომ ინვესტორი მათ სახლს აუშენებდა, მანამდე კი ქირით იცხოვრებდნენ. მაშინვე ითქვა, რომ გავრცელებული განცხადება სახლის კანონდარღვევით აშენების შესახებ საბაბი იყო; სინამდვილეში მერიის მაღალჩინოსნები ცდილობდნენ, სასურველი ადგილი “გაესუფთავებინათ” ინვესტორის – “კაპიტალ ვოსტოკისთვის”, რომელსაც “იმელის” შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, 7,000 კვ.მ-ის ფართობზე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “კემპინსკი” უნდა აეშენებინა. “კაპიტალ ვოსტოკმა” არც სასტუმრო ააშენა და არც დაპირებული ბინა.“
2009 წელს “იმელის” შენობა მიმდებარე ტერიტორიით ახალ ინვესტორს – “დაბი ჯგუფს” გადაეცა, რომელმაც თაბუკაშვილის ქუჩაზე
სრულიად განსხვავებული პროექტით გადაწყვიტა მშენებლობის დაწყება ისე, რომ არავის უმსჯელია, შეესაბამებოდა თუ არა ინვესტორის 30-სართულიანი შენობა ძველი თბილისის კულტურულ და არქიტექტურულ იერ-სახეს.
რადგანაც თბილისი ისტორიული ქალაქია შესაბამისად მასზე უფაქიზესად უნდა იმუშაოს ხუროთმოძღვარმა, შეუძლებელია ძველ ქალაქში ძველის იმიტაცია, ასევე დაუშვებელია აქტუალური "თანამედროვე" ფორმებით თამაშიც, მით უმეტეს, კვლევისა და მეცნიერული შესწავლის გარეშე. | 2019-10-13 21:29:35 | https://storybuilder.jumpstart.ge/ka/tanamedroveobit-damakhinjebuli-dzveli-qalaqi | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986647517.11/warc/CC-MAIN-20191013195541-20191013222541-00266.warc.gz | 24,152 | 810,885,106 |
ეს კერძი ძალიან ჰგავს ჩვენებურ ჩიჟი-ბიჟის ან უფრო მეტად - აჭარულ ჩირბულს (რომელსაც ნიგოზიც ემატება). შაკშუკა ხმელთაშუაზღვის გარშემო და ჩრდილო აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული კერძია. შესაძლოა ჩვენთანაც იქიდან შემოვიდა, ან უბრალოდ great minds think alike, რა არის დაუჯერებელი, რომ ეს მარტივი და გემრიელი კერძი ერთდროულად მოეფიქრებინათ საქართველოშიც და აფრიკაშიც :D მოკლედ, წარმოგიდგენთ შაკშუკას, შესანიშნავი
შთოლენის ბევრნაირი რეცეპტი არსებობს. მე რომელიც გამოვაცხვე არის შედარებით მარტივი, არ სჭირდება 1 კვირიანი დაძველება. :)) დაგჭირდებათ 250 გრ. ქიშმიში 100 გრ. ფორთოხლის ცუკატები(დაშაქრებული ფორთოხლის კანი) დაჭრილი პატარა კუბიკებად 3-4 ს/კ რომი ან ფორთოხლის წვენი 500 გრ. ფქვილი + ფქვილი ცომის დასამუშავებლად 1 პაკეტი(15 გრ. = გამაფხვიერებელი, დაახლოებით 3 ჩ/კ.) დანის წვერით მარილი 1 ჩ/კ. დაფქული ილი (კარდამომი) 1
ნიოკი ცომის პატარა ბურთებია, რომელსაც პურის ფქვილით, ან კარტოფილის შერევით ზელენ კვერცხთან და სხვადასხვა მწვანილეულთან, ან მის გარეშე. ფაქტიურად იგივე პასტაა, მაკარონი. ზარმაცა ჩვენებური ვარიანტი ყოფილა, საბჭოთა წარსულიდან, სადაც ცომში ხაჭოცაა შერეული. რადგან პასტაზეც ვგიჟდები, ცომზეც და ხაჭოზეც, როგორც კი ფეისბუქზე ახსენეს, გადავწყვიტე გაკეთება მეცადა. მომზადება: ვიყიდე 1 შეკვრა ხაჭო (200 გრ) დავუმატე კვერცხი 1
ჩიჟი ბიჟი თუ ჩიჟი პიჟი, ამის გაკეთება ყველამ იცის. მოდი მაინც დავწეროთ :) საჭიროა პომიდორი 4-5 ც კვერცხი 4 ც ხახვი 1 თავი ნიორი 2 კბილი ზეთი 3-4 სუფრის კოვზი მწვანილი გემოვნებით (მაგ. ოხრახუში და რეჰანი ან ქორფა ბაზილიკი) მარილი, წიწაკა, პილპილი, ხმელი ბაზილიკი, ორეგანო მომზადება ტაფაზე ვასხამთ ზეთს, ვჭრით ხახვს სასურველი ზომის ნაჭრებად და ვბრაწავთ საშუალო ცეცხლზე (კარამელიზაციისთვის უხდება
წავიდა ის დრო, მადლობა ღმერთს, როცა კრემს წყალნარევი რძით, 1 ცალი კვერცხით და ბევრი ფქვილით ვზელდით, ბოლოს კი მარგარინით "გავაკეთილშობილებდით" ხოლმე. ნამდვილი და კარგი მოხარშული კრემი - French: crème pâtissière ცოტა უფრო ძვირი ჯდება (სწორედ ამიტომაც ვზოგავდით 90იანებში, როცა კვერცხი კი არა, კვერცხის ფხვნილი იყო უკვე ფუფუნება). სამაგიეროდ ისეთი გემრიელია, ისეთი <3 ასეთი
Niçoise: ნისუა – უგემრიელესი ფრანგული სალათი
მანამ, სანამ ყველა ქართულ კაფესა და რესტორანში სტუმრების უმრავლესობა სალათი ცეზარის გამხმარ და გაფშეკილ ქათმის ხორცს ებრძვის და მაიონეზის კალორიებით იტვირთავს ორგანიზმს, არაერთი კაფე უგემრიელეს სალათს - ნისუასაც ამზადებს, რომელიც ცეზარზე არანაკლებ გემრიელია (თუ უფრო არა) და ჩემი აზრით - უფრო ჯანსაღიც. ნისუა - Niçoise ფრანგული სალათია, რომლის ძირითადი ინგრედიენტები სალათის ფურცლები,
ეს რულეტი თამუნასთან, ჩემს მეგობართან, გერმანიაში გავსინჯე. სასწაულად გემრიელი აპეტაიზერია. თევზიც თუ გიყვართ და ისპანახიც, დარწმუნებული ვარ, გასინჯვისას ჩემსავით თვალებს დახუჭავთ, რომ გემო სრულად და უკეთ შეიგრძნოთ. გაკეთება რთული არ არის. დაგჭირდებათ: ისპანახი კვერცხი მარილში გამოყვანილი ორაგული cream cheese ან მდნარი ყველი შავი პილპილი და მარილი დახეხილი პარმეზანი (სურვილის შემთხვევაში) ვერცხლისფერი ქაღალდი და ბასრი დანა გასუფთავებულ-გარეცხილი ისპანახის ფოთლები ოდნავ
ლიმონის ჩიზქეიქი – ყველაზე არომატული ჩიზქეიქთა შორის
ჩიზქეიქების სამშობლოდან ამ შესანიშნავი დესერტის არომატული და მარტივი ვერსია უნდა გაგიზიაროთ. საქართველოში ქრიმ-ჩიზის სიძვირის გამო მას ხშირად ამზადებენ ხაჭოთი და არაჟნით, რაც ნამდვილად განსხვავდება ორიგინალური ვერსიისგან. ქრიმ-ჩიზით მომზადებულ ჩიზქეიქს ნაზი, სუფლესმაგვარი, კრემოვანი კონსისტენცია აქვს. თუ “ფილადელფიას” ვერ იშოვით, მისი მსგავსი შედარებით იაფი ანალოგების გამოყენება შეიძლება. ჩიზქეიქის მომზადება მხოლოდ 20-30 წუთს წაგართმევთ,
ხორცის შემწვარი ბურთულები მაწვნისა და კიტრის სოუსით
რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ში (08/2015) თუ ვინმე მკითხავს, სადაური კულინარი ხარ, თუ ხორციანი კერძების კეთება არ გიყვარს, კარგად ისიც არ იცი, საქონლის ხორცის რომელ ნაჭერს რა სახელი ჰქვია, სტეიკს შემწვარს მიირთმევ და ჩვეულებრივი კატლეტი არასდროს გაგიკეთებიაო, მომიწევს ვუპასუხო, რომ კულინარია უბრალოდ ძალიან მიყვარს და ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. მოდი, ბოლოდან, კატლეტის
რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ის ივნისის ნომერში (06/2015) https://soundcloud.com/monna-ekaterina/czjbdpqijr6h ცხოვრებაში უამრავი საინტერესო რამე ხდება და კულინარიით ჩემი გატაცებაც ერთ-ერთია იმ საინტერესო ამბავთაგან, რომელიც ცხოვრების გზაზე შემომეყარა და ალბათ მუდამ თან გამყვება. არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უცხო ქვეყანაში გადაცხოვრება მომიხდა, ჯერ საკუთარ თავზე, უფრო სწორად - კუჭზე ზრუნვა დავიწყე, შემდეგ კი პატრიოტულმა
Deviled eggs – უგემრიელესი ფარშირებული კვერცხი
ფურშეტებისთვის, სადღესასწაულო სუფრებისთვის ან წვეულებისთვის ეს კერძი უბრალოდ შესანიშნავია. გარდა იმისა რომ იაფია, ძალიან გემრიელია და კარგადაც გამოიყურება. შეგიძლიათ მიმართოთ იმპროვიზაციას და კვერცხის გულში დაამატოთ ნებისმიერი არომატი, რაც მოგწონთ ან კერძს უხდება. კონკრეტულად ამ რეცეპტში მე გამოვიყენე: 15 კვერცხი 1/3 ჭიქა სახლში მომზადებული მაიონეზი 1-2 კოვზი არაჟანი მარილი წითელი წიწაკა, დაფქული მდოგვი გემოვნებით კამა, მწვანე ხახვი 1 პატარა კიტრის
სტუმრად შაინინასთან, იმედის დღის შოუში
ჩვენმა მერხელმა, რომელიც ჟურნალი კულინArt-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა (მერხელი სვანური სუპი, გნებავთ - შეჭამანდია), საკმაოდ კარგი გამოხმაურება დაიმსახურა და ერთ დღესაც, ტელეიმედის გადაცემა დღის შოუდან მოწვევა მივიღეთ. თემად ქართულ კულინარიაში სუპებისა და წვნიანების შედარებით მწირი არჩევანი და სვანური სამზარეულო ავირჩიეთ. პირდაპირი ეთერის წინ ჭინჭრის დარჩევა (რომელიც მერხელის მტავარი ინგრედიენტია) ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი, | 2019-10-23 15:18:35 | http://ratatui.ge/tag/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%98/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987834649.58/warc/CC-MAIN-20191023150047-20191023173547-00097.warc.gz | 17,155 | 158,148,332 |
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უპრეცედენტო რეალობის მომსწრენი გავხდით, რეალობის, სადაც პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალებს წარმოადგენენ. პრეზიდენტი იძულებული იყო პარლამენტის უმრავლესობისთვის სასურველი პრემიერმინისტრის კანდიდატი წარედგინა, რის შედეგადაც, პრეზიდენტი და მთავრობა პრემიერმინისტრის მეთაურობით წარმოადგენენ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს. აღნიშნულ მდგომარეობას კოჰაბიტაცია ჰქვია.
კოჰაბიტაცია (Cohabitation) ფრანგული სიტყვაა და თანაცხოვრებას, თანაარსებობას ნიშნავს, რაც კარგად გამოხატავს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ურთიერთობის ხასიათს. კოჰაბიტაცია სათავეს საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციიდან იღებს, როდესაც საფრანგეთი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა. პრემიერისა და პრეზიდენტის მსგავსი „თანაარსებობა” კი მხოლოდ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის დროსაა შესაძლებელი, როდესაც პარლამენტს შეუძლია უნდობლობის ვოტუმით მთავრობის გადაყენება, ხოლო პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დათხოვნა.
პირველი კოჰაბიტაცია საფრანგეთში 1986 წელს, სოციალისტი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის დროს დამყარდა, როცა პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების შედეგად მემარჯვენეები მოვიდნენ უმრავლესობაში. ამის გამო, მიტერანი იძულებული გახდა თავისი პოლიტიკური კონკურენტი ჟაკ შირაკი დაენიშნა პრემიერმინისტრად, რაც სერიოზული გამოცდა იყო მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციისთვის, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების გადანაწილება პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი იყო.
აღნიშნული კოჰაბიტაცია თავისი არსით კონფლიქტურ თანაცხოვრებას წარმოადგენდა, თუმცა არ გამორიცხავდა კოოპერაციას ისეთ საკითხებში, რომლებშიც მხარეების აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა. შედეგად მთავრობა, პრემიერმინისტრის მეთაურობით ძირითადად დაკავებული იყო საშინაო პოლიტიკით, პრეზიდენტი ამ სფეროში არბიტრის როლით იფარგლებოდა, თუმცა მისი გავლენის სფეროში რჩებოდა საგარეო და ევროპული პოლიტიკა, თავდაცვა და ბირთვული სტრატეგია. ასეთი კოჰაბიტაციით პირველ რიგში პრეზიდენტმა მიტერანმა მიიღო სარგებელი, მისი რეიტინგი საშინაო პრობლემების მოგვარებითაც გაიზარდა, სადაც ის მხოლოდ მაშინ ერეოდა, როდესაც მთავრობა წამგებიან პოზიციაში იყო. შედეგად, მან ადვილად გაიმარჯვა 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მისი მოწინააღმდეგე მემარჯვენეების ლიდერი ჟაკ შირაკი იყო, რის შემდეგაც დაითხოვა პარლამენტი, ხოლო ახალი ნაციონალური ანსამბლეის არჩევნები ისევ მიტერანის სოციალისტების ბლოკმა გაიმარჯვა. ამ ფაქტით დასრულდა პირველ კოჰაბიტაცია საფრანგეთში.
შემდეგი კოჰაბიტაცია 1993 წელს ისევ ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის დროს დამყარდა, როდესაც ნაციონალური ასამბლეის არჩევნების შემდეგ მანდატების 80% მემარჯვენეებს ერგოთ. მიტერანი კვლავ იძლებული გახდა პრემიერმინისტრად ოპოზიციის წარმომადგენელი ედუარდ ბალადიური დაენიშნა, რადგან ამ დროისთვის ჟაკ შირაკი 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და საკუთარი კანდიდატურა არ წამოუყენებია. აღნიშნულმა კოჰაბიტაციამ შედარებით მშვიდად ჩაიარა, ამის მიზეზი, პირველ რიგში, იყო ის, რომ პირველი კოჰაბიტაციისგან განსხვავებით პრეზიდენტი და პრემიერი 2 წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტები არ იყვნენ, გარდა ამისა, მიტერანი დასუსტებული იყო, როგორც ფიზიკურად (ამ დროს უკვე დასმული ჰქონდა სიმსივნის დიაგნოზი) ასევე პოლიტიკურადაც. შედეგად, მეორე კოჰაბიტაცია პრემიერმინისტრის დომინირებით გამოირჩეოდა.
მესამე კოჰაბიტაცია საფრანგეთში უკვე გაპრეზიდენტებული მემარჯვენეების ლიდერის ჟაკ შირაკის დროს ჩამოყალიბდა, როდესაც იგი არ დაელოდა არჩევნებს და 1997 წელს დაითხოვა პარლამენტი. შედეგად, ვადამდელ არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს და შირაკი იძულებული გახდა პრემიერმინისტრად ოპოზიციის ლიდერი ლიონელ ჟოსპენი დაენიშნა. კოჰაბიტაციის ეს პერიოდი ყველაზე დიდ ხანს, 5 წელს გაგრძელდა და პრემიერისა და პრეზიდენტის კონფრონტაციის მაღალი დონით გამოირჩეოდა. შირაკი ამ პერიოდს „დამბლის“ პერიოდით მოიხსენიებდა. პრეზიდენტი განსაკუთრებით შეზღუდული იყო საშინაო პოლიტიკის სფეროში, სადაც სოციალისტმა უმრავლესობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მემარცხენე ხასიათის რეფორმის გატარება შეძლეს. მე-3 კოჰაბიტაცია დასრულდა 2002 წლის ნაციონალური ანსამბლეის არჩევნებით სადაც მემარჯვენეებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
როგორც აღვნიშნეთ, საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის კოჰაბიტაცია შესაძლებელი გახდა, თუმცა აღნიშნულ მოვლენას მოგვიანებით ასევე ადგილი ჰქონდა ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ფინეთი, რუმინეთი, უკრაინა და სხვა. | 2019-10-22 12:13:25 | https://www.transparency.ge/ge/blog/kohabitatsia?page=0%2C2 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987817685.87/warc/CC-MAIN-20191022104415-20191022131915-00535.warc.gz | 84,884 | 1,109,302,170 |
ახალაბასთუმანის საჯარო სკოლამ 26 მაისი ენგურის ხიდზე აღნიშნა
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა, პედაგოგ ცირა გულუას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღნიშვნას შეუერთდა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მოსწავლეებმა ენგურის ხიდზე პროექტით „გულთან ახლოს აფხაზეთია“ აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით ისტორიის პედაგოგმა მაკა პაპავამ საჯარო ლექცია ჩაატარა.
ლექციის მიზანი სკოლაში და საზოგადოებაში 26 მაისზე ცნობიერების ამაღლება იყო. | 2019-10-17 23:12:38 | https://www.etaloni.ge/geo/main/index/10018 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677230.18/warc/CC-MAIN-20191017222820-20191018010320-00527.warc.gz | 14,477 | 880,750,026 |
28 ოქტომბერს, “ქართველთა მარშთან” დაკავშირებულმა პირმა ლევან ხიდიშელმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა გარდაცვლილი ახალგაზრდის ფოტო, რომელზეც მისი მტკიცებით, თურქეთში ქურთუკის ქურდობის გამო ცემით მოკლული ქართველი ახალგაზრდა იყო ასახული. პოსტს თან ერთვოდა თურქოფობიული მოწოდებებუ ჰაშთაგით “თურქეთი ჩვენი მტერია”.
როგორც გამოქვეყნებული ფოტოების ფონიდან ჩანს, ის სტამბოლში, ზეინაბ ქამილის ქუჩაზე, სასტუმრო Ozsa-ს წინ არის გადაღებული. გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” სასტუმრო Ozsa-ს და მის მიმდებარე სასტუმრო Berlin-ის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. “ბერლინის” ადმინისტრაციამ ფოტოს შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებული აღწერილობა უარყო და აღნიშნა, რომ მასზე სინამდვილეში თურქეთის მოქალაქეა გამოსახული, რომელიც სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოხტა. სასტუმრო Ozsa-ში თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე არ უსაუბრიათ, თუმცა მათი სასტუმროს წინ ქართველი მამაკაცის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს.
სასტუმრო “ბერლინის” ადმინისტრაცია: “ვიცით, რა მოვლენაზეც არის საუბარი. ამ დროს ჩვენთან ქართველი ქალბატონი ისვენებდა, რომელმაც გვითხრა, საქართველოში ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ქართველი იყო გარდაცვლილი. მაგრამ ეს პიროვნება ეთნიკურად თურქი, თურქეთის მოქალაქე იყო. მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სასტუმრო “ოზსას” მესამე სართულიდან გადმოხტა.”
სასტუმრო “ოზსას” ადმინისტრაცია: “არ უცემიათ ქართველი. გვიყვარს ქართველი ხალხი და ჩვენს სასტუმროშიც ხშირად გვყავს ქართველი სტუმრები.”
გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორთან” საქართველოში თურქეთის საელჩომაც უარყო, რომელმაც წერილობით კომენტარში სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია დაგმო, ამასთანავე გამოთქვა სურვილი, რომ საინფორმაციო საშუალებებმა მსგავსი მასალის გამოქვეყნებამდე ინფორმაცია საქართველოში თურქეთის საელჩოსთან ან ანკარაში საქართველოს საელჩოსთან გადაამოწმონ.
იმავე თემასთან დაკავშირებით 28 ოქტომბერს, თურქეთში მცხოვრები მომხმარებლის, ვეისელ მინიგოლის ფეისბუკ პოსტი გავრცელდა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ სტამბოლში ზეინაბ ქამილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოხტა. მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების ლოკაცია ლევან ხიდიშელისა და ქართული მედიის მიერ გავრცელებული ფოტოების ლოკაციას ემთხვევა.
ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით სოციალურ ქსელებს სხვდასხვა დაინტერესებული პირები ხშირად იყენებენ. აღნიშნულ შემთხვევაში დაინტერესებული მხარის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, ერთი მხრივ, facebook-ში თურქოფობიული განწყობების გაღვივება მოჰყვა, მეორე მხრივ, აღნიშნული სტატუსი გადამოწმების გარეშე სხვადასხვა ახალი ამბების სააგენტოებმა გამოაქვეყნეს, რითაც მისი ლეგიტიმაცია მოახდინეს.
1. თავდაპირველად ყალი ცნობა ქართველთა მარშთან დაკავშირებულმა პირმა ლევან ხიდიშელმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
2. მოგვიანებით ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან ხიდიშელმა აღნიშნული ფოტო საკუთარი გვერდიდან წაშალა, თუმცა პოსტი სოციალურ ქსელში მომხმარებლის უკმაყოფილებისა და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების წყაროდ იქცა.
3. აღნიშნული პოსტი გადამოწმების გარეშე 28 ოქტომბერს შემდეგმა მედიასაშუალებებმა digest.pia.ge, alia.ge, geonews.ge, geomediapress.ge, cyc.ge გამოაქვეყნეს, 29 ოქტომბერს npa.ge -მ, რითაც დაუდასტურებელი ცნობის ლეგიტიმაცია მოახდინეს. ერთადერთი გამოცემა, რომელმაც 30 ოქტომბერს გავრცელებული ყალბი ცნობის უარყოფა მოახდინა “ალია” იყო, თუმცა ძველი მასალა ინტერნეტში ისევ იძებნება.
მოამზადეს სოფო გელავამ და დალი ქურდაძემ | 2019-10-17 00:07:06 | https://www.mythdetector.ge/ka/myth/fake-news-tanmkhleb-potoze-sastumrodan-gadmovardnili-turketis-mokalakea-0 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672431.45/warc/CC-MAIN-20191016235542-20191017023042-00322.warc.gz | 10,546 | 1,031,494,431 |
თუ აქამდე არასოდეს გიფიქრიათ შავ-თეთრ ფოტოგრაფიაზე, შესაძლოა გაინტერესებდეთ მაინც რა როგორ ხდება. არის ის შავ-თეთრი ტელევიზიის ან უხმო ფილმის მსგავსი - ძველი დროის გადმონაშთი ჩვენს მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში?
ფოტოგრაფიაში შავ-თეთრი ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ მხოლოდ საუკეთესოები მუშაობენ მონოქრომულ რეჟიმში და ეს მდიდარ ისტორიასა და ნათელ მომავალს შორის შუალედია (სამაგალითოდ შეხედეთ ანსელ ადამსის, ედუარდ ვესტონის და ანრი კარტიე ბრესონის ნამუშევრებს).
იმდენად მნიშვნელოვანია შავი და თეთრი, რომ მისი საშუალებით შეგიძლიათ უკეთესი ფოტოგრაფი გახდეთ.
ფერი ძალიან ძლიერია და ხშირად იმდენად დომინირებს ფოტოზე, რომ ძნელია შეამჩნიო სხვა ელემენტები, როგორიცაა ფერების კონტრასტი, ტექსტურა, ფორმა და განათების ხარისხი.
გამოცდილი ფოტოგრაფები ასეთ რაღაცეებს ინსტიქტურად ხედავენ, მიუხედავად იმისა, თუ რაზე მუშაობენ ძირითადად - ფერზე თუ შავ-თეთრზე. მაგრამ თუ თქვენ ახლა დაიწყეთ, შესაძლოა ცოტა დახმარება დაგჭირდეთ.
ამ პეიზაჟზე შავი და თეთრი კლდეების და ზღვის ტექსტურას ხაზს უსვამს.
ბუნებრივია არსებობს რაღაცეები, რომელთა გადაღებაც შავ-თეთრში უკეთესია. ასეთი ორი განსაკუთრებული რამაა პეიზაჟი და პორტრეტი. თუ თქვენ პირველად იღებთ შავ-თეთრ ფოტოს, ამ ჟანრებით დაიწყეთ.
შავ-თეთრი პორტრეტი ხაზს უსვამს გამომეტყველებას და განათების ხარისხს.
ციფრულ ფოტოგრაფიამდე შავ-თეთრში მუშაობის ერთადერთი გზა შავ-თეთრი ფილმი იყო. საბედნიეროდ ახლა ბევრად მარტივია შავ-თეთრში მუშაობა, თქვენ მხოლოდ კამერაში უნდა გააქტიუროთ მონოქრომული რეჟიმი (შეამოწმეთ კამერის გზამკვლევი, ან თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ გააკეთოთ ეს, შეხედეთ ფოტოს სტილის პარამეტრებს - Picture Styles settings).
კამერებს ელექტრონული სახედით ავტომატურად გამოაქვთ შავ-თეთრი ფოტო ეკრანზე და გეხმარებათ შეხედოთ მას, თუ როგორ გამოიყურება სანამ გადაღების ღილაკს დააწვებით. თუ ციფრული SLR გაქვთ იგივე ეფექტს მიიღებთ ცოცხალი ხედვის რეჟიმით. ეს მოსახერხებელი იქნება თუ შტატივთან ერთად მუშაობთ, მაგ: პეიზაჟის გადაღებისას.
როგორც წესი ამ ეტაპისათვის მე Raw ფორმატის გამოყენებას გირჩევთ. გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ადვილი იქნება JPEG-ს გამოყენება და უკეთეს ხარისხსაც მიიღებთ. თუმცა ვაფასებ, რომ შესაძლოა ახალი ხართ ფოტოგრაფიაში და უკვე JPEG-ში მუშაობთ.
როდესაც გადართავთ მონოქრომულ რეჟიმზე რამოდენიმე დამატებით ვარიანტს დაინახავთ. ისინი დაგეხმარებიან კამერის მოწყობაში ისე, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. და კვლავ ჩაიხედეთ ინსტრუქციაში თუ არ იცით სად იპოვოთ იგი.
ფერის ფილტრების პარამეტრები ფილმის ფოტოგრაფიის დღეებიდან მოდის. ფოტოგრაფები ყიდულობდნენ ფერად ფილტრებს და შავ-თეთრ ფოტოებზე ფერების შესაცვლელად იყენებდნენ. მაგ: თუ კადრში ლურჯი ცაა, ყვითელი ფილტრის გამოყენებით ოდნავ მუქი გახდება, ნარინჯისფერი ფილტრით უფრო მუქი და წითელით კიდევ უფრო მუქი.
ეს სცენა შავ-თეთრში საკმაოდ კარგია, თუმცა ვერ არის ისეთი დრამატული, როგორიც შეიძლება ყოფილიყო.
წითელი ფილტრის პარამეტრის გამოყენებით ლურჯი ცა უფრო მუქი ხდება და იმავე ვერსიის უფრო დრამატულ სცენას ქმნის.
ასევე არის მწვანე ფილტრები, რომლებსაც მწვანე საგნების დეტალები უფრო ახლოს მოაქვთ, მაგ, ფოთლოვანი ტყეები. ამ ოთხმა ფერადმა ფილტრმა (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი და მწვანე) დაიმკვიდრა ადგილი ციფრულ ფოტოგრაფიაში, როგორც შავ-თეთრის პარამეტრებმა.
თუ ფოტოს ოთახის განათების პირობებში იღებთ (მაგ: ვიღაცის პორტრეტი, რომელიც ჩრდილში დგას) შესაძლოა ბრტყლად გამოიყურებოდეს(ორ განზომილებიანად). ამ შემთხვევაში საჭიროა კომპენსაცია კონტრასტის მომატებით. თქვენ ამის გასწორება შეგიძლიათ ფოტოშოპში ან ლაითრუმში მას შემდეგ რაც გადაიღებთ, ან გადაღებამდე კამერაში კონტრასტის პარამეტრებში.
ამ ფოტოს გადაღებისას მოდელი ჩრდილში იყო. განათება აკლებს კონტრასტს და შავ- თეთრი ფოტო ბრტყელია.
კონტრასტის მომატება ბევრად ძლიერ ფოტოს ქმნის.
ყველაზე თანამედროვე კამერები გაძლევენ საშუალებას ცვალოთ ასპექტის თანაფარდობა. მიზეზები, რის გამოც შესაძლოა ამის გაკეთება მოგინდეთ ცოტა კომპლექსურია, თუმცა მთავარი არის ის, რომ იგი საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ოთხკუთხედ ფორმატში, რაღაც მსგავსი აპლიკაცია შესაძლოა გამოგიყენებიათ კიდეც ინსტაგრამზე, ან თქვენს სმარტფონში. თუ თქვენს კამერას ელექტრული სახედი აქვს გიჩვენებთ ოთხკუთხედ სურათს და უფრო ადვილად შეადგენთ კომპოზიციას.
ოთხკუთხედ ფორმატში მოჭრა ქოთნის ფორმებს ხაზს უსვამს.
შავი და თეთრი სამუშაოში ლამაზი შუალედია, რომელსაც პრაქტიკაში მეტად დააფასებთ. გაერთეთ და ისიამოვნეთ. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ შავ-თეთრი ფოტოგრაფიის შესახებ მოგვწერეთ კომენტარის სახით. | 2019-03-24 23:54:55 | http://www.utskhography.com/2017/11/blog-post_16.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203529.38/warc/CC-MAIN-20190324230359-20190325012359-00401.warc.gz | 38,610 | 391,510,107 |
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პრაქტიკული სახელმძღვანელოს „ღვინის მეგზური“ პრეზენტაცია გამართა
ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო მარნების მეპატრონეებისთვის ტრენინგები დაიწყო. ღვინის
დაჭაშნიკების ძირითადი წესები, ღვინისა და კერძის კომბინირების პრინციპები,
ტურისტებისთვის ქართული ღვინის წარდგენისა და სუფრაზე ღვინით მომსახურების წესები
- ის ძირითადი თემებია, რომლებსაც საოჯახო მარნების მეპატრონეები გადიან.
ტრენინგის მსვლელობას ქედაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი გაეცნენ. მათ
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ქედის
ტურისტულ პოტენციალსა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრეს. ასევე,
დაათვალიერეს ნოდარ შერვაშიძის მარანი და ვენახები, სადაც წლის განმავლობაში
ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასპინძლობენ. სულხან ღლონტმა ტრენინგის
მონაწილეებს ღვინის პრაქტიკული სახელმძღვანელო გააცნო.
ტურისტული მარშრუტი, განსაკუთრებით კი ღვინის ტური აქტუალურია ტურისტებს შორის. გასულ
წელს, ამ მიმართულებით ვიზიტორების 207%-იანი ზრდა გვქონდა. ტურიზმის განვითარების
სკოლის ფარგლებში ჩვენ წელს პირველად დავიწყეთ ამ ბიზნესში ჩართული მარნებისა და
საოჯახო სახლების მეპატრონეების გადამზადება, ასევე გამოვეცით ღვინის პრაქტიკულის
სახელმძღვანელო, რომელიც ერთგვარი გზამკვლებია გიდებისა და ღვინისმოყვარულთათვის.
წიგნში მოთხრობილია ღვინის დაყენების ტექნოლოგიები, ქართული ვაზისა და ღვინის
ისტორია, ღვინის დაგემოვნების ხელოვნება და კერძებთან მისი შეხამება. მარნების
მეპატრონეებისთვის და ბუნებრივია, ღვინის ტურის მიმართულებით გადამზადებული
გიდებისთვის ამ საკითხების ცოდნა უმნიშვნელოვანესია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის
ქართველი სომელიე, ღვინის სკოლა-სტუდიის „კაბისტონის“ დამფუძნებელი ქეთი ჯურხაძე
უძღვება. ქედის შემდეგ ტრენინგებს ბათუმში კვების ობიექტების მეპატრონეებიც
გაივლიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს ტურიზმის განვითარების სკოლის
ფარგლებში ატარებს. 2012 წლიდან დღემდე, დეპარტამენტმა სექტორში დასაქმებული
2700-ზე მეტი მოქალაქე გადაამზადა, მათ შორის არიან გიდები, კვებისა და
განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო სასტუმროების | 2019-03-19 00:27:41 | http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=700028&gid=7 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201812.2/warc/CC-MAIN-20190318232014-20190319014014-00105.warc.gz | 29,609 | 5,797,075 |
ტყიბულელმა მეშახტეებმა საპროტესტო აქციები შეაჩერეს და კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯისთან“ მოლაპარაკების პროცესზე გადავიდნენ. მათ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს შახტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარუდგინეს წარმოების უფროსის, ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა. მეშახტეებთან შეხვედრის შემდეგ, ჯაყელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ჩაფიძე შახტის ხელმძღვანელად ხვალ დაინიშნება. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ახლა ძირითადი ღონისძიებები გასატარებელია უსაფრთხოების კუთხით და ასევე, საუბარია გამოძიების პერიოდში მეშახტეებისთვის ხელფასის გადახდაზე.
ხელმძღვანელის შეცვლის გარდა, ტყიბულელი მეშახტეები მოითხოვენ 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევების ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას, რისკების შესაფასებლად შახტების დროებით კონსერვაციას და ობიექტის სრულ მოდერნიზებას და კონსერვაციის პერიოდში დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფას. აპრილსა და ივლისში, მინდელის სახელობის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა.
ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა 18 მარტს კვლავ გახსნეს საზღვრის სადავო მონაკვეთი, რასაც წინ უძღოდა მათი დელეგაციების ოთხდღიანი მოლაპარაკება.
საზღვარი დაიხურა ადგილობრივებს შორის 13 მარტის დაპირისპირების შემდეგ. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ტაჯიკეთის ორი მოქალაქე, ხოლო სამი ყირგიზი საავადმყოფოში მოათავსეს.
ყირგიზეთის ორი სოფლის მოსახლეობა, რომელიც ძალადობის გამო იქნა ევაკუირებული, სახლებს დაუბრუნდა.
მოლაპარაკების დროს ასევე შეთანხმდნენ ადგილზე გზების მშენებლობაზე. უთანხმოების მიზეზი სწორედ გზები იყო.
ყირგიზეთის ვიცე-პრემიერმა ჯენიშ რაზაკოვმა შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რომ დამაკავშირებელი გზები გაიხსნება და არ იარსებებს ბლოკ-პოსტები. ტაჯიკეთის დელეგაციას სათავეში ედგა ვიცე-პრემიერი აზიმ იბროჰიმი.
ორი მხარე შეთანხმდა აგრეთვე 13 მარტის ძალადობის ერთად გამოძიებაზე.
კონფლიქტი მოხდა ფერგანის ველზე, სადაც ტაჯიკეთს, უზბეკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვრები არაერთი დავის გამომწვევ ექსკლავებს ქმნის.
ნიდერლანდში დააკავეს ქალაქ უტრეხტის ტრამვაიში სროლასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა ხუთი ადამიანი.
უტრეხტის ტრამვაიში 18 მარტს სროლის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ინციდენტი ტერორიზმს უკავშირდება. სკოლები დაიხურა და გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები აეროპორტებში და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე მაშინ, როცა კონტრტერორისტული პოლიცია ეძებდა 37 წლის კაცს, თურქეთში დაბადებულ გოკმენ ტანისს.
სროლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შეიარაღებული პირის მოტივი კვლავაც დაუდგენელი იყო.
პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, მოტივი შესაძლოა უკავშირდებოდეს ოჯახურ პრობლემებს, ხოლო თურქეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს ეჭვმიტანილის ნათესავების მონათხრობს, რომ გოკმენ ტანისმა ტრამვაიში ნათესავ ქალს ესროლა და მერე გაუხსნა ცეცხლი სხვებსაც, როცა მათ ქალის დახმარება სცადეს.
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იცავს უკრაინის 2014 წლის გადაწყვეტილებას, არ გამოეყენებინა სამხედრო ძალა ანექსიისაგან ყირიმის დასაცავად.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებით, ტიმოშენკო შედის პრეზიდენტობის 39 კანდიდატის პირველ სამეულში.
მან 16 მარტს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2014 წელს უკრაინას არ გააჩნდა არც არმია და არც საერთაშორისო მხარდაჭერა.
„რომ ავყოლოდით პროვოკაციას, რომელიც მოეწყო - და ვიცოდით უცხოეთის დაზვერვის წყაროებიდან ... რომ კრემლი ელოდა თუნდაც ერთ მოკლულ ყირიმელს ან შავი ზღვის ფლოტის ერთ მოკლულ სამხედრო მოსამსახურეს“, რათა, ტიმოშენკოს თქმით, წამოეწყო რუსეთის ჯარების იერიში უკრაინის მთელი საზღვრის გასწვრივ.
აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილიდან მიმდინარე კონფლიქტს შეეწირა 13 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, დაიჭრა 30 ათასამდე კაცი.
ტიმოშენკოს განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის უარს იტყვის მინსკის პროცესზე და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად დაიწყებს ახალ პროცესს, რომელიც დაეფუძნება 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმს.
ამ მემორანდუმით, რუსეთმა, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მისცეს უსაფრთხოების გარანტია საბჭოთა პერიოდის ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ.
ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს გივი ბერუაშვილი .ერგნეთში იგი ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს. გივი ბერუაშვილს სამხარეო პოლიციში გამოკითხვაზე გადაიყვნენ.
21 წლის გივი ბერუაშვილი სოფელ დიცის მიმდებარე მინდვრებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 მარტს დააკავეს. ჯერ ოკუპირებული ერედვის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, იქიდან დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს.
გივი ბერუაშვილი მშობლებთან ერთად დიცში პაპა-ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა. ბერუაშვილები წარმოშობით სოფელ ერედვიდან არიან. ეს ქართული სოფელი ამჟამად ოკუპირებულია.
ჩეჩნეთის სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების უფროსს, ოიუბ ტიტიევს, რომელიც დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების შენახვაში.
ტიტიევს შეუფარდეს პატიმრობა კოლონია-დასახლებაში. რუსეთში ამ ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში ათავსებენ პირებს, ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს გაუფრთხილებლობით, ან საქმე ეხება მსუბუქ, ან საშუალო სიმძიმის დანაშაულს.
განაჩენის გამოცხადებამ ცხრა საათზე მეტი გასტანა. შალის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განცხადებით, მას არ სჯერა ტიტიევის ჩვენების, რომ ორჯერ დააკავეს და მეორე დაკავება პოლიციის მიერ იყო ინსცენირებული.
უფლებადამცველის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.
12 მარტს, სასამართლოს ბოლო სხდომაზე, ტიტიევმა განაცხადა: მესმის, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნებაო. უფლებადამცველმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს და ბოდიში მოუხადა ახლობლებს მისი დაკავებით გამოწვეული უსიამოვნებისათვის. მან სასამართლო პროცესს უწოდა „სიგნალი ყველა სამართალდამცველი ორგანიზაციისათვის“.
შალიში განაჩენის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩავიდნენ ტიტიევის მეგობრები და კოლეგები, ისევე როგორც დიპლომატები და ჟურნალისტები.
61 წლის ჩეჩენი აქტივისტი დააკავეს 2018 წლის იანვარში. გამოძიება აცხადებს, რომ მის მანქანაში მარიხუანა იპოვეს. ტიტიევი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მისი მხარდამჭერების აზრით, ჩეჩნეთის ლიდერები ცდილობენ, თავიდან მოიცილონ უფლებადამცველები.
აზერბაიჯანის სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა დამოუკიდებელ ჟურნალისტ ანარ მამადოვს, რომელიც დამნაშავედ ცნო სახელმწიფოს წინააღმდეგ საჯარო მოწოდებებით გამოსვლაში, პროფესიული მოვალეობით ბოროტად სარგებლობასა და ფალსიფიკაციაში.
ჟურნალისტს მიუსაჯეს 5,5 წლით პატიმრობა ორწლიანი გამოსაცდელი პერიოდით, რომლის განმავლობაშიც ის ვერ შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს და ვერ გაემგზავრება აზერბაიჯანიდან.
გენერალურმა პროკურატურამ შარშან დაიწყო გამოძიება მამადოვის საქმეზე. მას ბრალად წაუყენეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის, განჯის მერზე თავდასხმის, ისევე როგორც ქალაქ მინგეჩაურში ელექტროენერგიით მომარაგების შეჩერების შესახებ.
მამადოვი აღნიშნავს, რომ მისი ვებსაიტი აქვეყნებდა სხვა წყაროებით გავრცელებულ მასალებს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის მთავრობები აზერბაიჯანის პრეზიდენტს აკრიტიკებენ ოპონენტების ხმის ჩასახშობად დაუსაბუთებელი ბრალდებებით მათი დევნის გამო.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს, დიდი ალბათობით, ბექა ოდიშარია შეცვლის. ამ თანამდებობაზე ბექა ოდიშარიას არჩევის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
საპარლამენტო უმრავლეობის რიგებიდან წასვლის მიუხედავად, ზვიად კვაჭანტირაძეს საპარლამენტო პოსტი არ დაუტოვებია.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თავის დროზე კვაჭანტირაძე პარლამენტმა სწორედ უმრავლესობის წარდგენით აირჩია. დეპუტატის თქმით, სწორედ ამიტომ მოხდება ზვიად კვაჭანტირაძის გადარჩევა და მის ნაცვლად ბექა ოდიშარიას არჩევა.
“ვიმსჯელეთ კომიტეტის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე. ვიმსჯელეთ და განიხილება ჩემი მოადგილის ბექა ოდიშარიას კანდიდატურა და პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ბატონო კვაჭანტირაძე აღარ წარმოადგენს უმრავლესობას და უმრავლესობას ეკუთვნის ადგილები კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე და ვფიქრობ, ბექა ოდიშარია გამოაცოცხლებს ამ კომიტეტს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
ტროპიკულმა ციკლონმა „იდაიმ“, სულ ცოტა, 162 ადამიანი შეიწირა სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. მოზამბიკში, ზიმბაბვესა და მალავიში ათობით ადამიანი ითვლება დაკარგულად.
მოზამბიკში სიდიდით მეოთხე ქალაქი, ბეირა, პრაქტიკულად, გაანადგურა ციკლონმა.
ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ადგილობრივ წყაროებზე, ისევე როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებზე დაყრდნობით.
ყველაზე დაზარალებული რაიონები მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს, რადგან დატბორილია მოზრდილი ტერიტორიები, დანგრეულია გზები და საკომუნიკაციო ხაზები. უამინდობა ართულებს სამაშველო სამუშაოებს.
ნიდერლანდის ქალაქ უტრეხტში სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა ტრამვაიში სროლის შედეგად. ამის შესახებ განაცხადა ქალაქის მერმა იან ვან ჰანენმა.
ოფიციალური პირების ვარაუდით, ინციდენტი ტერორიზმთან არის დაკავშირებული.
კონტრტერორისტული პოლიცია ეძებს 37 წლის მამაკაცს, თურქეთში დაბადებულ გოკმენ ტანისს და მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ მიუახლოვდება მას.
გაძლიერებულია უაფრთხოების ზომები აეროპორტებში და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე, დაიხურა სკოლები.
ეროვნული კონტრტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელმა პიტერ-იააპ აალერსბერგმა განაცხადა, რომ უტრეხტში მომდევნო 18 საათისათვის უმაღლეს დონეზე, ხუთამდეა გაზრდილი ტერორისტული საფრთხის დონე.
აალერსბერგერის ინფორმაციით, სროლასთან დაკავშირებული ინციდენტები მოხდა რამდენიმე ადგილას. მას დეტალებზე არ უსაუბრია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს მედიაში გამოგონილი ამბების გავრცელების გამო დაბლოკვისა და ჯარიმების შესახებ, ასევე ჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ ინტერნეტში ხელისუფლებისა და სახელმწიფო სიმბოლიკისადმი უპატივცემულობის გამო.
პირველი დოკუმენტი აკრძალვებს აწესებს ინტერნეტში ისეთი მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და მის სანდო ინფორმაციად გასაღებაზე, რომელიც „საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ქონებას, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, ასევე „საფრთხეს უქმნის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებას“.
კანონის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ელით ჯარიმა 100 ათას რუბლამდე, თანამდებობის პირებს - 200 ათას რუბლამდე, იურიდიულ პირებს - ნახევარ მილიონ რუბლამდე. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში იურიდიული პირებისთვის ჯარიმამ შეიძლება მილიონნახევარ რუბლს მიაღწიოს.
თავის მხრივ, ხელისუფლებისა და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის მოქალაქეები შეიძლება დაჯარიმდნენ 100 ათასამდე რუბლით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე. განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა შეიძლება გაიზარდოს 200 ათას რუბლამდე.
საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფო დუმამ 7 მარტს მიიღო. მოგვიანებით ის ფედერაციის საბჭომ მოიწონა.
კანონპროექტების უარყოფის მოთხოვნით გამოდიოდა ადამიანის უფლებების საპრეზიდენტო საბჭო და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები.
„თიბისი ბანკის“ ჯგუფის განცხადებით, რაჯენდრამ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.
„თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭო შეშფოთებულია, რომ ერიკ რაჯენდრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ის დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობდა „თიბისი ბანკთან“ და მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
განცახდების თანახმად, ერიკ რაჯენდრა გარდა იმისა, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყო, ის ასევე იკავებდა საბჭოს კორპორატიული მმართველობისა და დანიშვნის კომისიის თავმჯდომარის პოსტს, რომელსაც რაჯენდრა ასევე ტოვებს.
ერიკ რაჯენდრა, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2010 წელს დაინიშნა.
უკანასკნელი მონაცემებით, ნიდერლანდის ქალაქ უტრეხტში სროლაში ეჭვმიტანილი, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ, არის თურქეთში დაბადებული 37 წლის გოკმან ტანისი.
ქალაქში მიღებულია უსაფრთხოების ზომები, იცავენ სკოლებსა და მეჩეთს. დროებით შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის ხარისხი მაქსიმუმამდე გაზარდეს.
პოლიციის თანახმად, ეჭვმიტანილმა რამდენიმე ადგილზე გახსნა ცეცხლი. ეს საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულმა კოორდინატორმა პიტერ-იაპ ალბერსბერგმა.
მანამდე იტყობინებოდნენ სროლის შესახებ ტრამვაიში, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.
20 მარტს გაიმართება სასამართლო მოსმენა ბოსნიის ომის პერიოდში ბოსნიელ სერბთა ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის მიმართ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საჩივარზე. კარაჩიჯს 1990-იანი წლების ბალკანეთის ომში გენოციდში ედება ბრალი.
კარაჯიჩის საჩივართან ერთად მოსამართლეები სავარაუდოდ გადაწყვეტილებას მიიღებენ პროკურატურის მოთხოვნაზე, გაუქმდეს გამამართლებელი განაჩენი გენოციდში მეორე ბრალდებით და კარაჯიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, სავარაუდოდ, დასრულდება ყოფილი იუგოსლავიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული ყველაზე მაღალი რანგის სამართლებრივი დავა.
2016 წელს კარაჯიჩს 40 წლით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნეს სრებრენიცის 1995 წლის გენოციდისთვის, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩადენილი ყველაზე მასშტაბური და სასტიკი დანაშაულისთვის, რომელსაც 8000 მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი ემსხვერპლა.
18-20 მარტს, საქართველო ჰონგ-კონგიდან ბიზნესდელეგაციას მასპინძლობს.
ვიზიტის მიზანია დელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რასაც მათ საქართველო სთავაზობს, "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში.
გარდა ამისა, ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და ჰონგ-კონგის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.
ამ ვიზიტამდე ბიზნესდელეგაცია ჰონგ-კონგიდან ჩამოსული იყო 2018 წლის სექტემბერში. მაშინდელი ვიზიტის ფარგლებში „აწარმოე საქართველოსა“ და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთანამშრომლობის შესახებ.
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მოჰამედ ბინ სალმანმა, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე დაამტკიცა საიდუმლო განყოფილების შექმნა, რომელიც დაკავებული იყო ოპოზიციონერების და დისიდენტების დევნით, მათი თვალთვალიდან დაწყებული, მკვლელობით დამთავრებული.
ამის თაობაზე იტყობინება „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით. ამ „რაზმის“ ნაწილს წარმოადგენენ პირები, რომლებიც ბრალდებული არიან შარშან ოქტომბერში, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ხაშოგის მკვლელობაში.
2017 წლიდან მოყოლებული ეს ჯგუფი მონაწილეობდა ათამდე სპეცოპერაციაში, ამტკიცებენ აშშ-ის ოფიციალური პირები, რომლებმაც ვინაობა არ გაამხილეს და რომლებიც სპეცსამსახურების დოკუმენტებს იცნობენ. მისი წევრები, კერძოდ, იტაცებდნენ საუდის არაბეთის საზოგადო მოღვაწეებს, ბლოგერებს, რომლებიც სხვა არაბული ქვეყნებიდან აკრიტიკებდნენ სამეფოს პოლიტიკას. გამოცემა ამტკიცებს, რომ ისინი შემდეგ დაკავებული ჰყავდათ სამეფო ოჯახის საკუთრებაში მყოფ შენობებში, აწამებდნენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ ისინი.
სტამბოლის საკონსულოში ხაშოგის მკვლელობას მოჰყვა რისხვა და აღშფოთება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საუდის არაბეთის იძულებული გახდა, რომ ეღიარებინა მკვლელობის ფაქტი, რადგან თურქეთს ამის მტკიცებულება ჰქონდა. სამეფოს ხელისულება თუმცა, აცხადებს, რომ ჟურნალისტის მკვლელები საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებდნენ და არა პრინცის ბრძანების თანახმად. ხაშოგის მკვლელობაში 11 ეჭვმიტანილს ერ-რიადში ასამართლებენ. თურქეთი ესწრაფვის, გადასცენ მას ეს პირები.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის კიდევ ექვსი წევრის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, მთავარი კომიტეტი იყო, რომელმაც დაასრულასაკანონმდებლო ინიციტივის პირველ მოსმენა.
კომიტეტის სხდომა მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
მანამდე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირაეკა ბესელიასა და სხვა 11 დეპუტატის მიერ ინიცირებულ, ასევე „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიციტებულ საკანონმდებლო ცვლილებს.
კანონპროექტის სულისკვეთებას არ იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით,პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოში არსებულ „კლანს“.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა ყირიმში უკრაინის კუთვნილი ამ ნახევარკუნძულის ანექსიის მე-5 წლისთავთან დაკავშირებით.
უკრაინა და დანარჩენი მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ანექსიას უკანონოდ მიიჩნევენ, რის გამოც დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.
18 მარტს პუტინმა გახსნა ორი ახალი თბოელექტროსადგური ყირიმის ქალაქებში სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში.
ეს ორი ობიექტი საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა მას შემდეგ, რაც გერმანიის კომპანია „სიმენსმა“ გამოაცხადა, რომ ყირიმში ელექტროსადგურებზე დააყენეს მისი ტურბინები, რის შესახებაც კომპანიამ წინასწარ არ იცოდა და რითაც დაირღვა ევროკავშირის სანქციები, მიმართული ენერგეტიკის სფეროს ტექნოლოგიის ყირიმში შეტანის წინააღმდეგ.
კრემლის განცხადებით, პუტინი დაესწრება საზეიმო ღონისძიებებს რუსეთთან ყირიმის „კვლავ გაერთიანების“ მე-5 წლისთავის აღსანიშნავად.
პუტინმა 2014 წლის 18 მარტს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უკრაინის რეგიონის, ყირიმის მიღების შესახებ. მანამდე რუსმა სამხედროებმა დაიპყრეს ყირიმი და უზრუნველყვეს ანექსიის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება.
ანექსიას გმობს საერთაშორისო თანამეგობრობა. მე-5 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინმა მკაცრად გააკრიტიკა კრემლი და დაადასტურა ბლოკის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ერთი ადამიანი იქნა მოკლული და რამდენიმე დაიჭრა სროლის დროს ტრამვაიში, 18 მარტს, ნიდერლანდის ქალაქ უტრეხტში, 25 ოქტომბრის მოედანზე.
პოლიცია აცხადებს, რომ შეიძლება ეს ტერაქტი იყო. ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი ინციდენტის შემდეგ მიიმალა და კვლავ იძებნება. თვითმხილველების თანახმად, ისროდა რამდენი პირი, რომლებიც შემდეგ მიიმალნენ.
პოლიციამ ტვიტერით განაცხადა, რომ „გამოძიება შესაძლო მოტივად განიხილავს ტერორიზმს“. ნიდერლანდის ეროვნული კონტრტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელმა, პიტერ-იააპ აალბერსბერგმა განაცხადა, რომ ინციდენტის გამო ჰქონდა კონსულტაციები კრიზისის ჯგუფთან. მის თანახმად, არ გამორიცხავენ ტერორისტულ მოტივს. აალბერსბერგის თქმით, უტრეხტში განგაშის უმაღლესი საფეხური გამოცხადდა 18 საათით.
„დამშვიდდით ბიჭებო, დამშვიდდით! პატარა არ არის მხოლოდ სიმაღლის განმსაზღვრელი და ისე ნუ დაპატარავდებით, რომ ზღვის დონეზე დაბლა დავიდეს ადამიანის ღირსება“, - მიმართა ეკა ბესელიამ დეპუტატებს - ანრი ოხანაშვილსა და დავით მათიკაშვილს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.
სხდომას დავით მათიკაშვილი თავმჯდომარეობს, ხოლო ანრი ოხანაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონს წარადგენს.
„ამ დონაზე თუ დახვალთ, ვერ ჩამოგყვებით, მაგრამ რაღაც დონიდან მომიწევს პასუხების გაცემა. ამიტომ, ანრი ყალბი დამაჯერებლობით თუ დაგველაპარაკები, ცოტა პაუზა გააკეთე, ცოტა გაიაზრე სად ხარ, სად ლაპარაკობ და მერე სიდინჯის მაგვარი რომ შემოგეპარება ცოტა უფრო ნორმალური გახდება ეს დიალოგი“,- მიმართა ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს.
ეკა ბესეალის ამ რეპლიკას გამოეხმაურა სხდომის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, რომლის თქმითაც „შეურაცხყოფები მოდის მაშინ, როცა არგუმენტები იკლებს“, მან ეკა ბესელიას კორექტულობისკენ მოუწოდა. რაზეც ეკა ბესელიამ უპასუხა.
„დაასრულე, დათო? ტყუილად გამეცადინებდი სხდომის წაყვანაში?!“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წევრთან ოლიკო შერმადინთან სიტყვიერი შელაპარაკებისას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს „შავრაზმელ“ „შავმაიკიანები" უწოდა.
ვანო ზარდიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვენებისას სამოქალაქო სექტორი დაადანაშაულა საზოგადოებაში დამახინჯებული აზრის მიზანმიმართულ გავრცელებაში, რომ თითქოს მას აქვს გავლენები სასამართლო ხელისუფლებაზე.
ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. „კლანი“ არასამთავრობო სექტორში აქვთ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, რადგან ორგანიზაციას სასამართლოს ხელისუფლებასთან მიმართებით თავად გააჩნია ინტერესები, კერძოდ, კი ანა ნაცვლიშვილის უზენაეს სასამართლოში განწესებასთან დაკავშირებით.
ვანო ზარდიაშვილმა მესამე სექტორს „შავრაზმელები“ უწოდა, თუმცა მოგვიანებით მან აღნიშნული ფრაზის გამოყენების გამო ბოდიში მოიხადა.
„ჰკითხეთ „შავრაზმელ“, „შავმაიკიანებს“, რამდენ ადამიანს ჰქონდა შეხება საია-სთან. რამდენ ადამიანს აქვს ფესვები საია-ში. არასამთავრობო სექტორში ძირითადად წარმოდგენილები არიან ან საია-დან ან საია-ს წარმომადგენლებიდან,“, - აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
ვანო ზარდიაშვილს, მის მიერ ნახსენები ფრაზის, გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.
„ბატონმა ვანო ზადიაშვილმა, შესვენების დროს შეურაცხყოფა მიაყენა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ეძახა - „შავმაიკიანი შავრაზმელი". მოვითხოვ, რომ მოიხადოს ბოდიში“.
ელენე ხოშტარიას პასუხად ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ის იტყუება, თუმცა განმარტა, რომ თავისი გამონათქვამის გამო ბოდიში უკვე მოიხადა.
„ცალსახად იტყუება, ქალბატონი ელენე, ფრაზასაც იტყუება. რაც შეეხება „შავმაიკიანს“ გასაუბრების დროს, ვუპასუხე, რომ „ამ ფორმით არ უნდა მეთქვა და ბოდიში - მეთქი“ და ქალბატონო ელენე თქვენც ბოდიში“, - უპასუხა ვანო ზარდიაშვილმა ელენე ხოშტარიას.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონს განიხილავს.
რუსეთში ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს საზაფხულო ბანაკის ორ მენეჯერს 2016 წელს ტბაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 14 ბავშვის დაღუპვის გამო.
პეტროზავოდკის საქალაქო სასამართლომ დანაშაულებრივ დაუდევრობაში დამნაშავედ ცნო სასტუმრო სიამოზეროს ბანაკის დირექტორი ელენა რეშეტოვა და მისი ყოფილი მოადგილე ვადიმ ვინოგრადოვი და ორივეს შეუფარდა 9,5-9,5 წლით პატიმრობა.
ტრაგედია მოხდა 2016 წლის ივნისში, როცა ფინეთის საზღვრის მახლობლად, სიამოზეროს ტბაზე უამინდობის დროს გადაბრუნდა ორი ნავი.
ბავშვების დაღუპვა სკანდალად გადაიქცა, როცა გაირკვა, რომ სამაშველო ოპერაცია ნავების გადაბრუნებიდან მხოლოდ 18 საათის მერე დაიწყო. ცნობების თანახმად, ბევრი ბავშვი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა, რადგან დიდი ხანი არ ამოიყვანეს ცივი წყლიდან.
ბანაკის ყოფილ ინსტრუქტორს, ვალერი კრუპნოდერშჩიკოვს რვა თვით პატიმრობა შეუფარდეს ადამიანების საფრთხეში მიტოვებისათვის. ის სასამართლოდან გაათავისუფლეს, რახან წინასწარი პატიმრობით შესრულდა თავისუფლების აღკვეთით გათვსალისწინებული ვადა.
ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ სამი პირი უდანაშაულოდ ცნეს, რამაც დაღუპულთა ნათესავების აღშფოთება გამოიწვია. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
2017 წლის აპრილში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ სერიოზულად არ მოეკიდა 12 წლის ბიჭის სატელეფონო ზარს - დახმარების თხოვნას, რომელიც შტურმის დროს ორი ნავის გადაბრუნებას მოჰყვა.
არაერთი ადამიანი დაიჭრა სროლის დროს ტრამვაიში, 18 მარტს, ნიდერლანდის ქალაქ უტრეხტში, 25 ოქტომბრის მოედანზე.
პოლიცია აცხადებს, რომ შეიძლება ეს ტერაქტი იყო.
უტრეხტის პოლიცია ტვიტერით ავრცელებს ცნობას, რომ არეალი გადაკეტილია და მიმდინარეობს გამოძიება.
თვითმხილველების თანახმად, ისროდა რამდენი პირი, რომლებიც შემდეგ მიიმალნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ერთი პირი შეიძლება დაიღუპა.
ნიდერლანდის პრემიერის, მარკ რიუტესთანახმად, მთავრობა საგანგებო სხდომას მართავს მომხდარის გამო.
ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ირანელებს მოუწოდებს, დასწყევლონ აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი. მან პირდაპირ ტელეეთერში ნაჩვენები გამოსვლის დროს თქვა, რომ ირანის მიმართ აშშ-ის სანქციები იწვევს ქვეყანაში პრობლემებს, რომელთა შორისაც არის ინფლაცია.
როჰანის გამოსვლის ფონია მისი გუნდის მიმართ კრიტიკა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც უკავშირდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებიდან ვაშინგტონის გასვლასა და თეირანის მიმართ სანქციების განახლებას.
როჰანი 2017 წელს ჩადგა ხელისუფლების სათავეში დაპირებით, რომ გააუმჯობესებდა ეკონომიკურ მდგომარეობას და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობას. ახლა კი, ეკონომიკური კრიზისის გამო, როჰანის ოპონენტები ღიად მოითხოვენ მის გადადგომას.
„დაწყევლეთ ისინი, ვინც ამჟამინდელი ვითარება შექმნა“, მოუწოდა როჰანიმ ირანელებს და დასძინა, რომ ბრალი მიუძღვით აშშ-ს, სიონისტებსა და საუდის არაბეთს.
18 მარტს რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის შალის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო საბრალდებო დასკვნის წაკითხვა უფლებადაცვის აქტივისტის, ოიუბ ტიტიევს საქმესთან დაკავშირებით. მას ბრალდება ნარკოტიკის შენახვა, რაც მას და მის კოლეგებს მიაჩნიათ პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესად.
რუსეთში სასამართლოს დასკვნას დიდხანს კითხულობენ, დამსწრეთ აცნობენ ყველა დოკუმენტს, მასალებს და განაჩენის გამოცხადება ხდება ბოლოს.
პროკურატურამ მოითხოვა, მოსკოვში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფის, მემორიალის ჩეჩნეთის ოფისის ხელმძღვანელს, ტიტიევს, ოთხწლიან პატიმრობა შეუფარდონ. ტიტიევი, ოთხი შვილი მამაა, 61 წლისა, ის 2018 წლის იანვრიდან საპატიმროშია, როცა ის, მანქანით მიმავალი, პოლიციამ გააჩერა და გამოუცხადა, რომ მანქანაში მარიხუანა უპოვნეს.
11 მარტის პროცესზე მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია, განაჩენს გამოუტანენ და სასამართლო პროცესს „მართლმსაჯულებისთვის შეფურთხება“,„ფარისევლობის და ცინიზმის“ აშკარა მაგალითი უწოდა.
ტიტიევის ადვოკატებმა გაიმეორეს, რომ მათი კლიენტი უდანაშაულოა, რომ მას „ნარკოტიკები“ ჩაუდეს. მათი აზრით, სასამართლოს გზით ხელისუფლებას სურს მემორიალი განდევნონ ჩეჩნეთიდან და ჩრდილოეთი კავკასიის სხვა რეგინებიდან.
საქართველოში ქალების ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება კაცების ანაზღაურებას. ინფორმაციას ამის შესახებ „საქსტატი“ აქვეყნებს. უწყების მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარით, ხოლო კაცების - 1468.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ 46.5 და 81.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
აღსანიშნავია, რომ ამავე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, გენდერული სხვაობა ხელფასებს შორის 509 ლარს შეადგენდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა. | 2019-03-18 23:52:48 | https://www.radiotavisupleba.ge/a/29389920.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201812.2/warc/CC-MAIN-20190318232014-20190319014014-00156.warc.gz | 35,874 | 888,168,140 |
საქართველოს კინოცენტრმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტი „კინო სკოლაში“ განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ პროფესიონალ კინომცოდნეებთან ერთად ენახათ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შერჩეული ფილმები, შეესწავლათ კინოსცენარის წერის თავისებურებები და თავად დაეწერათ მინი სცენარი. პროექტი 2014 წლის 17 მარტს დაიწყო და 2013-2014 სასწავლო წლის ბოლოს დასრულდა.
პროექტში ჩართული იყო 40 სკოლა (მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, აჭარა), სადაც შექმნილი იყო კინო კლუბები. სკოლები შეირჩა მათ მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების განხილვის შედეგად. სამიზნე ჯგუფს საჯარო სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ. საქართველოს 5 რეგიონის 40 სკოლაში სამი თვის განმავლობაში 480 კინოჩვენება გაიმართა, რომელსაც 5000-მდე მოსწავლე დაესწრო. დღეს, გორის კულტურის ცენტრში პროექტის დახურვა გაიმართა. რომლის დროსაც:
პროექტის „კინო სკოლაში“ დასკვნით ღონისძიოებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯორჯაძემ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა და პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეებმა. | 2019-10-22 16:58:00 | https://mes.gov.ge/content.php?id=5195&lang=geo | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987822458.91/warc/CC-MAIN-20191022155241-20191022182741-00008.warc.gz | 9,731 | 602,630,850 |
2018 წლის 16 მაისს, თბილისში რესტორანი „ქალაქი“ ოფიციალურად გაიხსნა. მე-19 საუკუნის თბილისის არქიტექტურა, მომსახურების სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც არც ისე დიდიხნის გახსნილი, მაგრამ უკვე საკმაოდ პოპულალური რესტორანი გთავაზობთ.
როგორც infos.ge-სთან საუბრისას „ქალაქის“ საზოგადოებასთან უერთიერთობის მენეჯერმა, ნატალია ნიჟარაძემ აღნიშნა, რესტორანმა გახსნის დღიდან, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. „ეს არ არის ჩვეულებრივი რესტორანი, ეს არის სივრცე, რომელიც საშუალებას გაძლევთ დროსა და სივრცეში იმოგზაუროთ.
„ქალაქი“ თავისი კონცეფციით უნიკალური ობიექტია, მას არ აქვს ანალოგი საქართველოში. რესტორნის ინტერიერი, ძველი, მეცხრამეტე საუკუნის თბილისის შენობების დეტალებს იმეორებს, რომელთა ესკიზებზეც რესტორნის დიზაინერებმა იმუშავეს. ამიტომაც არის „ქალაქი“ ასეთი ნაცნობი ყველა იმ სტუმრისთვის, რომელსაც ერთხელ მაინც დაუთვალიერებია ძველი პლეხანოვი, მთაწმინდა და სოლოლაკი. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ საკუთარ თავზე, რომ მოლოდინები გავამართლოთ და სტუმრებს სათანადო მასპინძლობა გავუწიოთ. ჩვენ შევქმენით „ქალაქი“ ქალაქში“.
მისივე განმარტებით, „ქალაქი“ არის ნამდვილი აღმოჩენა გურმანებისთვის, რადგან ახალი კერძების შექმენაზე მუშაობა, მუდმივად მიმდინარეობს. ის უნიკალურია თავისი მენიუთი, სადაც ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად, ქართული „ფიუჟენ“კერძები და მსოფლიო კულინარიის ცნობილი კერძებია შესული. ერთი წლის განმავლობაში, „მიშლენის“ ვარკვლავის მქონე შეფ-მზარეულები მუშაობდნენ ქართული კერძების შემსუბუქებასა და მათთვის ახალი სახის მიცემაზე. სწორედ ამის შედეგად მიიღეს უნიკალური მენიუ, რომლითაც მთელი გუნდი ამაყობს. ფასები კი, საკმაოდ მისაღები და ხელმისაწვდომია. მაგ: საფირმო კერძი, მეგრული ხარჩო ნიგვზის სორბეტითა და დაბრაწული ღომის ფირფიტებით, რომელსაც ლიმნის გელი საოცარ გემოს სძენს, 21 ლარად შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ასევე განსაკუთრებული არომატი და გემო აქვს, დარბილებული ღორის ხორცის ბარბექიუს, თკბილი კარტოფილის ვარიაციით, რომლის ღირებულებაც 27 ლარია. სალათების ფასი 8 ლარიდან, წვნიანების კი, 9 ლარიდან იწყება.
რესტორანი ვერაზე, კოსტავას 45ბ ნომერში მდებარეობს და ყოველდღე, 12:00 საათიდან, ბოლო სტუმრამდე მუშაობს, სამზარეულო კი 00:00 საათამდე გემსახურებათ.
ნახეთ რესტორანი ქალაქი infos.ge -ზე, დაათვალიერეთ მენიუ და გამოიყენეთ დაჯავშნის სერვისი. | 2019-10-19 02:09:24 | https://infos.ge/60/geo/blog | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986688674.52/warc/CC-MAIN-20191019013909-20191019041409-00109.warc.gz | 10,768 | 545,218,746 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შემოიტანეს 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რომელიც მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში და საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების გზით, საქართველოში მისი რეალიზაცია განახორციელეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით. | 2019-10-18 08:02:09 | http://mediamall.ge/new/84535-sabazho-tsesis-darghvevis-da-yalbi-dokumentis-damzadebagamoyenebis-faqti | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677964.40/warc/CC-MAIN-20191018055014-20191018082514-00226.warc.gz | 14,935 | 124,781,506 |
"ლელა, ეს რა მოძრაობაა?" - ლელა წურწუმიას ცეკვა, რომელიც სოციალური ქსელში აიტაცეს
ემოციური ფოტორეპორტაჟი გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდიდან - მშვიდობით, მაესტრო
"შევწუხდი ღარიბების ზუილით, სახლში ეყარეთ, თუ ევროპული ფასები არ მოგწონთ" - ქეთი დევდარიანი
ლუნა feat ნუგო - ლეგენდა თბილისზე
"ლელა, ეს რა მოძრაობაა?" - ლელა წურწუმიას ცეკვა, რომელიც სოციალური ქსელში აიტაცეს
ემოციური ფოტორეპორტაჟი გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდიდან - მშვიდობით, მაესტრო
"შევწუხდი ღარიბების ზუილით, სახლში ეყარეთ, თუ ევროპული ფასები არ მოგწონთ" - ქეთი დევდარიანი
ქართველი დედა, რომელსაც 38 წლის ასაკში უკვე 10 შვილი ჰყავს - "აბორტი ჩემთვის მიუღებელი იყო"
"დავიღალე, აღარ შემიძლია..."თამთა თოდაძემ, რომელიც "ოცნების" დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიცია ტირილით დატოვა
;შენი კლიჩკა იცი საერთოდ? - გიჟი მაია - მშობლების ჩხუბი რუსთავის სკოლაში - მთავარი
"ვოისის" მონაწილემ სიმღერა ისე შეასრულა, რომ ყველა ფეხზე დადგა და ბისზე გამოიწვიეს
ნათია თოდუას ახალი სიმღერა Georgia, რომელმაც პოპულარობა პირველ დღესვე მოიპოვა
რა სიტყვებით დატოვა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი?
ვანოს და მამულიჩას დაპირისპირება - The ვანოს შოუ
რა გადაეცემათ ტაქსის მძღოლებს საჩუქრად - კალაძის კიდევ ერთი ინიციატივა
გავერკვეთ: რატომ ბომბავს თურქეთი სირიას - მძიმე პროცესი, რის გამოც ტრამპი თურქეთის ეკონომიკის განადგურებით იმუქრება
ჩიტმა კამერა მოიტაცა და საოცრად ლამაზი კადრები გადაიღო
"მიშა, მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს პირველი ოქტომბერია" - გახარიას პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე
"სამიანები მყავს, სამწუხაროდ" - უხერხული მომენტი, როდესაც თადუმაძე იძულებული გახდა, მისი დიპლომიდან ნიშნები ამოეკითხა
კალაძის თეთრი ტაქსები - გაძვირებული მგზავრობა და უკმაყოფილო მძღოლები - TV პირველი | 2019-10-16 15:13:09 | https://funny.ge/video/3463903/%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90-feat-%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%9D-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668994.39/warc/CC-MAIN-20191016135759-20191016163259-00099.warc.gz | 10,070 | 498,547,203 |
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და გორში
მიუთითეთ მისამართი, რომ შემოგთავაზოთ მიტანის სერვისი უმოკლეს დროში
#14 მადრიდი შემწვარი ბრინჯი, ბრინჯი ჯოლოფი და ხბოს ხორცის ჩაშუშული. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#15 რონალდო შემწვარი ბრინჯი, ბრინჯი ჯოლოფი და ქათმის ხორცი. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#16 მესი შემწვარი ბრინჯი, ბრინჯი ჯოლოფი და მოხარშული კვერცხი. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#17 მანუ შემწვარი ბრინჯი, ბრინჯი ჯოლოფი და გრილზე შემწვარი ინდაურის ხორცი. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#18 პაპილო შემწვარი ბრინჯი, ბრინჯი ჯოლოფი და თევზი წიწაკით. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#21 ადებაიორი S ლობიო აბოიანი (300გ) სოუსი აგოიანი და პონმო წიწაკით. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#22 ადებაიორი L ლობიო აგოიანი (500გ), სოუსი აგოიანი და პონმო წიწაკით. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#23 ფიდინი S ლობიო აგოიანი (300გ) სოუსი აგოიანი და კვერცხი წიწაკით. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#24 ფიდინი L ლობიო აგოიანი (500გ) სოუსი აგოიანი და კვერცხი წიწაკით. ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#25 რ.მილა S ლობიო აგოიანი (300გ) და გრილზე შემწვარი თევზი.ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#26 რ. მილა L ლობიო აგოიანი (500გ) და გრილზე შემწვარი თევზი.ფასში შესულია კონტეინერის საფასური
#35 ქათმის ღვეზელი 5ც. სტაფილო, კარტოფილი, კვერცხი, წიწაკა, სანელებლები და საქონლის ხორცი.
#36 საქონლის ღვეზელი 1ც. სტაფილო, კარტოფილი, კვერცხი, წიწაკა, სანელებლები და საქონლის ხორცი.
#37 საქონლის ხორცის ღვეზელი 3ც სტაფილო, კარტოფილი, კვერცხი, წიწაკა, სანელებლები და საქონლის ხორცი.
#38 საქონლის ხორცის ღვეზელი 5ც. სტაფილო, კარტოფილი, კვერცხი, წიწაკა, სანელებლები და საქონლის ხორცი.
#39 ღვეზელი მიქს ხორცით 4ც 2 ცალი საქონლის ხორცის ღვეზელი და 2 ცალი ქათმის ხორცის ღვეზელი. | 2019-10-15 14:12:00 | https://menu.ge/restaurant/daratan/fanta_96421.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986659097.10/warc/CC-MAIN-20191015131723-20191015155223-00284.warc.gz | 38,692 | 533,843,784 |
როგორ ჩავრთოთ Nintendo DS თამაშები პერსონალურ კომპიუტერზე
ამ პოსტში გაიგებთ თუ როგორ ჩავრთოთ Nintendo DS თამაშები პერსონალურ კომპიუტერზე რამოდენიმე უმარტივესი ნაბიჯის გავლით. (ეს ასევე მუშაობს Macintosh-ზე)
დასაწყისშივე თუ შეიძლება გადმოწერეთ მოცემული ფაილი.
(გთხოვთ თავიდანვე ამოაარქივოთ დანართი და შემდეგ მიჰყვეთ ინსტრუქციას)
დანართში თქვენ იპოვით ერთ-ერთი თამაშის გადმოსაწერ ლინკს, კოდს, რეკომენდირებულ საიტებს და პროგრამის გადმოსაწერ ლინკს.
(გადმოწერეთ პროგრამა თავიდანვე და შემდეგ მიჰყევით ინსტრუქციას)
(თუ თქვენ იყენებთ Macintosh-ს მაშინ პროგრამა გადმოწერეთ ამ ბმულიდან ხოლო დანარჩენი იხილეთ დანართში, გაითვალისწინეთ რომ პროგრამის გახსნისთვის საჭიროა პროგრამა Wine გადმოწერეთ აქედან )
შევდივართ ფოლდერში რომელიც ამოვაარქივეთ და ვხსნით პროგრამას No$GBA C . (თამაში გადმოწერეთ პროგრამის გახსნამდე და ამოაარქივეთ მარტივად მისაგნებ ადგილას)
ვირჩევთ თამაშს და შემდეგ Open
ვაჭერთ Utility და მერე Cheats. შემდეგ გაიხსნება ფანჯარა და იქ ვაჭერთ Add new. მესამე ფანჯარაში ვაკოპირებთ კოდას და ვნიშნავთ Action Replay DS და RAW შემდეგ Ok.
კოდი თან დართული აქვს გადმოსაწერ ფაილს ისევე როგორც თამაშის ლინკი.
ვნიშნავთ (შეიძლება დასჭირდეს მრავალჯერ დაჭერა) და მერე OK.
ვაჭერთ File-> Reset Cartridge შემდეგ ვაჭერთ Options-> Controls Setup ვაყენებთ მართვის ღილაკებს (შეცვალეთ მხოლოდ მარჯვენა გრაფაში მოცემული ბრძანებები) და Ok შემდეგ ისევ Option და Save.
ამის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ ითამაშოთ თითქმის ყველა Nintendo DS-ის თამაში, თუ გექნებათ რაიმე პრობლემა სცადეთ კოდის ახლიდან შეყვანა. | 2019-03-21 13:44:05 | http://ucnauri.com/210513/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%97-nintendo-ds-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202525.25/warc/CC-MAIN-20190321132523-20190321154523-00466.warc.gz | 20,332 | 207,705,662 |
საწუწნი ტაბლეტები 3 ფაზიანი ეფექტით.
3. ატენიანებს ყელის ლორწოვან გარსს
ტეტესეპტი „ხველა და ყელი“, საწუწნი ტაბლეტები მასში შემავალი ბეგქონდარას, მრავალძარღვასა და ევკალიპტის ზეთის კომბინაციის საშუალებით ხსნის გაციების ტიპიურ სიმპტომებს, ხველას და ხმის ჩახლეჩას. გარეთა შრეში არსებული ევკალიპტის ზეთი სწრაფად ხსნის შებოჭილობას ყელში და აუმჯობესებს სუნთქვას.
ტაბლეტის შემავსებელ ბალზამში შემავალი ბეგქონდარასა და მრავალძარღვას მცენარეული ექსტრაქტები დიდხანს რჩებიან პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ქმნიან დამცავ, დამატენიანებელ შრეს და არბილებენ ხველას.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში - თითო ტაბლეტი 2 სთ-ში ერთხელ. დღეში მისაღები მაქსიმალური რაოდენობა 6 საწუწნი ტაბლეტი.
მაქსიმალური ეფექტურობის გამოსავლენად სასურველია ტეტესეპტი „ხველა და ყელი“ საწუწნი ტაბლეტები გაიწუწნოს ნელა.
შეიცავს იზომალტიტოლს, მალტიტს, სოიოს ლეციტინს, მცირე რაოდენობით ლაქტოზას.
არ შეიცავს შაქარს და საღებავებს.
ჭარბი დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო მოქმედება.
ტეტესეპტი არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. | 2019-03-26 20:25:25 | http://vidal.ge/drugs/tetesept | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912206016.98/warc/CC-MAIN-20190326200359-20190326222359-00082.warc.gz | 8,395 | 216,578,001 |
Daily Archives: დეკემბერი 11, 2018
274 წელს „მარადიულ ქალაქად” წოდებულ რომში, იმპერატორმა – ლუციუს დომიციუს ავრელიანემ ყველა თავის გამარჯვებათა აღსანიშნავი გრანდიოზული ტრიუმფი გადაიხადა.
ამონარიდი სოსო პაიჭაძის მოთხრობიდან – „სადღაც, გზის პირას”
„ყოველ სიკვდილს თავისი სიმართლე აქვს… ჩვენ გვინახავს, როგორ ეგებებოდნენ ადამიანები სიკვდილს ერთი გოჯი მიწის დასაცავად, გვინახავს, როგორ კვდებოდა მეგობრის გადასარჩენად თავგანწირული მეომარი. იყო ამ სიკვდილებში – შემაძრწუნებელიც თავისი უაზრობით და აღმაფრთოვანებელიც თავისი სიდიადით, | 2019-03-22 14:56:00 | http://genia.ge/?m=20181211 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202671.79/warc/CC-MAIN-20190322135230-20190322161230-00011.warc.gz | 9,246 | 84,397,617 |
ქირავდება! ქ. ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, ახალაშენებული საცხოვრებელი კომპლექსის „მაგნოლია“-ს მეორე სართულზე ორ ოთახიანი სტუდიოს ტიპის გარემონტებული 68 კვ.მ
იყიდება! მეტრო ისნიდან 5 წუთის სავალზე .კარფურისა და ისნის გამგეობის გვერდით 98 მ2 ფართი სამოთახიანი ბინა,
იყიდება! ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ბაზალეთის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლის ბელეტაჟზე მდებარე 105მ2 ოროთახიანი ბინა,
ქირავდება! ქ. თბილისის ძველ უბანში, პლეხანოვზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე, ახალაშენებული სახლის პირველ სართულზე 70მ2(H=4.8
იყიდება! ქ. თბილისში, ისტორიულ-ტურისტულ ზონაში, ელიტარულ, ახალაშენებულ კორპუსში 2(5) სართულზე, 3 ოთახიანი (62მ2) ბინა
ქირავდება! 15(17) სართულზე ვაჟა ფშაველას მეტროსთან, 3ოთახიანი 90კვ.მ კუთხის ნათელი ბინა ელიტარულ კორპუსში დომოფონით
იყიდება! ბაგებში მე2(12) სართულზე,190კვ.მ ბინა( აქედან130 კვ.მ არის შიდა ფართი, ხოლო 60კვ.მ -ტერასა).
იყიდება! სამოთახიანი,109 მ2 გარემონტებული ბინა მგალობლიშვილის ქუჩაზე, ქ. თბილისში
იყიდება! ორ ოთახიანი ბინა გოცირიძის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში 1-ელ სართულზე რემონტითა და დამოუკიდებელი სველი წერტილით,
იყიდება! ორ ოთახიანი ბინა ნინოშვილის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში 1-ელ სართულზე რემონტითა და დამოუკიდებელი სველი წერტილით, ასევე სარდაფ-სათავსოებით
მოგვწერეთ რა გნებავთ და ჩვენი სპეციალისტი მოგიძებნით ვარიანტებს
იყიდება საბურთალოს რაიონში ტაშკენტის შესახვევში 3 ოთახიანი ბინები ერთად გარემონტებული
იყიდება ქ.თბილისში, ვაკის პარკთან 5(5) სართულზე , 5 ოთახიანი ბინა
იყიდება თბილისში 2 ოთახიანი ბინა კრწანისის ქუჩაზე
იყიდება ქ.თბილისში , ჩუღურეთის რაიონში, იტალიურ ეზოში 3(3) სართულზე 5 ოთახიანი
მოგვწერეთ რა გნებავთ და ჩვენი სპეციალისტი მოგიძებნით ვარიანტებს | 2019-10-16 21:52:11 | http://res.ge/apartment-secondary-market?sort_by=created&sort_order=DESC&items_per_page=10&page=0%2C0%2C0%2C5 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986670928.29/warc/CC-MAIN-20191016213112-20191017000612-00516.warc.gz | 49,526 | 175,055,016 |
70-80-იანი წლები საბჭოთა კავშირის ისტორიაში უძრაობის (ზასტოი) ხანად იწოდება. ესაა პერიოდი, როცა სისტემა ეკონომიკურმა სტაგნაციამ და იდეურმა კრიზისმა მოიცვა. ამავე ხანას ეხება ცნობილი ანეკდოტი 6 პარადოქსის შესახებ, რომელიც ნათლად აღწერს მოცემულ პერიოდში არსებულ სოციალურ ვითარებასა და რიგითი ადამიანების მდგომარეობას.
“საბჭოთა საქართველო და საბჭოელი ქართველები” – ლექციაზე, ამ სახელწოდებით, “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, დავით ზურაბიშვილმა, საბჭოთა საქართველოს ისტორია, განსაკუთრებით კი, უძრაობის ხანა, ზემოხსენებული 6 პარადოქსის საფუძველზე მიმოიხილა. “ნეტგაზეთი” სწორედ ლექციის ამ მონაკვეთს გთავაზობთ.
უმუშევრობა არ არის, მაგრამ არავინ მუშაობს
უმუშევრობა საბჭოთა კავშირში, ოფიციალურად, მართლაც არ იყო. უფრო მეტიც – უმუშევრობა ისჯებოდა. მაგალითად, ამ ბრალდებით ციხეში იჯდა ცნობილი რუსი მწერალი იოსიფ ბროდსკი. ერთი წელი ჰქონდა მისჯილი ადამიანს იმისთვის, რომ არ მუშაობდა. თუმცა, მაგალითად, ქალებს ეს არ ეხებოდათ – მათ შეეძლოთ, არ ემუშავათ და დიასახლისები ყოფილიყვნენ.
უმაღლეს სასწავლებელს რომ ამთავრებდი, განაწილების წესით გიშვებდნენ სამსახურში. როგორც წესი, უნდა ჩაგეწყო, რომ კარგ სამსახურში მოხვედრილიყავი, დარჩენილიყავი თბილისში და არ წასულიყავი, მაგალითად, მესტიაში, ყაზბეგში ან სხვაგან.
მაგრამ საბჭოთა კავშირში 70-იანი წლები უკვე ის პერიოდია, როცა ის იდეურად გაკოტრდა – განსაკუთრებით, საქართველოში, თითქმის აღარავის სჯეროდა იმ უტოპისტური იდეალების, რის გამოც ამდენი რეპრესია და უბედურება მოხდა. რწმენა საკმაოდ შერყეული იყო და ნიჰილიზმი ჭარბობდა.
ასეთივე დამოკიდებულება იყო სახელმწიფოს მიმართ – მათ შორის, საქართველოში, სადაც ქართველი საბჭოთა კავშირს სამშობლოდ არ მიიჩნევდა. ის მუდმივად თავს არიდებდა საბჭოთა სამხედრო სამსახურს; ცდილობდა, არ წასულიყო ჯარში, ან თუ წაიყვანდნენ, მოწყობილიყო თბილ ადგილას და არ ეკეთებინა არაფერი.
მოკლედ, ადამიანები ცდილობდნენ, არ ემუშავათ, ნაკლებად დახარჯულიყვნენ სახელმწიფოსთვის. სახელმწიფოს მიმართ იყო საკმაოდ მომხმარებლური დამოკიდებულება – სახელმწიფო იყო ის, რასაც თუ წაგლეჯდი და წაღლეტდი, საზოგადოებრივი მორალის დონეზე დანაშაულად არ ითვლებოდა.
მოკლედ, ეს იყო პირველი პარადოქსი – უმუშევრობა არ არის, თუმცა არავინ მუშაობს – მუშაობდნენ უხარისხოდ, თავს არავინ იკლავდა. სახელმწიფოს მიმართ ადამიანებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ ჰქონდათ. უბრალოდ, არსებობდა თამაშის წესები, რომლებშიც უნდა ჩამჯდარიყავი.
მახსოვს, ოთარ ჭილაძემ ერთ შინაურულ საუბარში თქვა – მესამე მსოფლიო ომზე რომ ლაპარაკობენ, ნამყოფი ვარ საბჭოთა ჯარში და ვიცი, რა როგორ აქვთ მოწყობილიო. დარწმუნებული ვარ, მესამე მსოფლიო ომი რომ დაიწყოს, არცერთი რაკეტა არ აფეთქდება და არ გაისვრის, ყველას რაღაც ნაწილი ექნება მოპარულიო.
მართლაც ასე იყო – ყველა იპარავდა, არავინ იღვწოდა სერიოზულად. ეს მუშაობა იყო ყალბი, ისევე როგორც შრომის გმირების კულტი.
ისიც ითქვა, რომ საქართველო აწარმოებდა მეტ ჩაის, ვიდრე ჩინეთი. ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელია – როგორ შეიძლება, ჩინეთზე მეტი აწარმოო. რამდენი ჩაის ფოთოლიცაა საქართველოში, იმდენი ჩაის მკრეფავია ჩინეთში.
არავინ მუშაობს, თუმცა გეგმები სრულდება
საბჭოთა კავშირის ეკონომიკა იყო გეგმური. ყველაფერი იყო დაგეგმილი – ზემოდან ქვემოთ – ვის რამდენი უნდა გაეკეთებინა, რომელ საწარმოს რამდენი პროდუქცია უნდა ეწარმოებინა და ა.შ. ყველაფერი იყო დაგეგმილი და ამას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტი. ის გეგმავდა ყველაფერს. გეგმის არშესრულება ისჯებოდა.
გეგმას ყველა ასრულებდა, თუმცა ეს იყო სიყალბე. თითქოს ჩაის წარმოებაში ჩინეთს ვუსწრებდით, ღვინოში კი – საფრანგეთს, იტალიასა და ასეთ ქვეყნებს. როგორ ვუსწრებდით? – ეს ღვინო არ დაილეოდა. ვისაც ახსოვს, რა ღვინოც გამოდიოდა, ეს იყო შაქარი და წყალი. ღვინის ნასახი არ იყო მასში.
სამაგიეროდ, გეგმები ყოველწლიურად იზრდებოდა, სრულდებოდა და სოციალისტური შრომის გმირებიც ხდებოდნენ ადამიანები.
გეგმები სრულდება, თუმცა მაღაზიაში არაფერი არ არის
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა დაპყრობილი ტერიტორიიდან შემოზიდული საქონელი გაიყიდა, 70-80-იან წლებში, დადგა დეფიციტის პერიოდი. იყო რაღაცები, რაც უბრალოდ არ იშოვებოდა. მაგ.: მაღაზიაში ნაყიდი ტანსაცმელი თითქმის არავის ეცვა. ყველა ყიდულობდა ე.წ. სპეკულიანტებთან. ამ პროდუქციის ძირითადი შემომტანები იყვნენ სპორტსმენები და მოცეკვავეები, ასევე, მეზღვაურები. ჯინსი ყველას ეცვა, მაგრამ მაღაზიაში ფიზიკურად არ იყო.
იყო პერიოდები, როცა, მაგალითად, ყველი და ძეხვი მაღაზიაში არ იყიდებოდა. ტალონზე იყო შაქარი და კარაქი. იმდენად დიდ კრიზისში შევიდა ეკონომიკა, რომ ეს და სხვა პროდუქტები ოჯახებზე გრამობით ნაწილდებოდა. განსაზღვრულზე მეტის ყიდვა თუ გინდოდა, ბაზარში უნდა წასულიყავი, სადაც გაცილებით მეტი ღირდა ყველაფერი.
ხელფასი ძალიან მაღალი არ იყო. საშუალო ხელფასი არ აჭარბებდა 200-250 მანეთს. ასე რომ, ჩვენთან რომ ამბობენ ხოლმე, 37 მანეთად მიფრინავდნენ მოსკოვშიო, ამ ფულს ნუ ეხუმრებით, არცთუ ისე ცოტა იყო.
მე, მაგალითად, კარგ ლიტერატურულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ვიყავი რედაქტორი მხატვრული თარგმანის კოლეგიაში და მქონდა 140 მანეთი, მეტი არა. მამაჩემი მინისტრის მოადგილე იყო და ჰქონდა 400 მანეთზე მეტი. ყველაზე კარგი ხელფასი ჰქონდა მეცნიერებათა აკადემიის წევრს, 1000 მანეთამდე. ეს ძალიან ბევრია. გამოთქმაც კი იყო, პროფესორის შვილი ხომ არ ხარო? პროფესორის ოჯახი მდიდარ ოჯახად ითვლებოდა.
არაფერი არ არის, თუმცა ყველას ყველაფერი აქვს
ყველას ყველაფერი რატომ ჰქონდა? – იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ყიდულობდა სხვაგან.
ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა მუსიკა და მქონდა შემთხვევა, როცა ჯორჯ ჰარისონის დისკი ვიყიდე, რომელიც სულ ორი კვირის გამოცემული იყო. საიდან უნდა მქონოდა? – ვიღაცებს ჩამოჰქონდათ, მერე მივდიოდით და ვყიდულობდით. იაფი არ ღირდა – 100 მანეთი გადავიხადე ამ დისკში, მახსოვს, თითქმის მთელი თვის ხელფასი.
ვისაც ფული ჰქონდა, ჰქონდა საშუალება, რომ ეყიდათ. საიდან ჰქონდათ ეს ფული, თუ ხელფასები ასეთი დაბალი იყო? – იპარავდა. 70-80-იან წლებში კორუფცია იყო საყოველთაო, პრაქტიკულად, ცხოვრების წესი, და ეს არ ითვლებოდა “ცუდ ტიპობად”. საზოგადოებრივი მორალის დონეზე ასე იყო, თორემ კანონით, წესით, არ შეიძლებოდა. მთავარი იყო, გარკვეული წესები არ დაგერღვია, თორემ დიდად არც არავის იჭერდნენ.
ყველას ყველაფერი აქვს, თუმცა ყველა უკმაყოფილოა
არავინ იყო კმაყოფილი, ბედნიერი არ იყო ხალხი.
განსაკუთრებით, საქართველოში – აქ უკმაყოფილება იყო ძირითადად იმის გამო, რომ ჩვენ თან გვასწავლიდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიას და, მეორე მხრივ, სახელმწიფო არ გვქონდა.
ჩვენ ძალიან გვწყინდა, რომ თუ, მაგალითად, თბილისის დინამო სადმე კარგად ითამაშებდა, მათ მოიხსენიებდნენ რუსებად; გამოაცხადებდნენ, რომ აი, რუსებმა კარგად ითამაშეს.
მათი მხრიდან ეს საკითხი იყო სრულიად გასაგები, რადგან საბჭოთა კავშირს ყველა აღიქვამდა რუსეთად.
უკმაყოფილება, ერთი მხრივ, ამის გამო იყო. მეორე მხრივ, დასავლეთი, ევროპა, ძირითადად სიმდიდრესთან ასოცირდებოდა. მთლად იზოლაციაში ხომ ვერ ვიცხოვრებდით? – ლიტერატურას ვკითხულობდით, ფილმები შემოდიოდა… რაღაც წარმოდგენა გვქონდა ევროპაზე, მუსიკა, კულტურა… იქ რომ მატერიალური კულტურის დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩვენთან, ეს ვიცოდით. ამიტომ, ამ ფონზე, არ იყო ხალხი მაინცდამაინც კმაყოფილი. შაქარი და კარაქი ტალონებით რომ უნდა გეყიდა და მაღაზიაში ნორმალურად ვერაფერს შეიძენდი, ეს არ იყო ასე მარტივად ასატანი.
ადამიანებს არ ჰქონდათ მოგზაურობის საშუალება. საზღვარგარეთ წასვლა – ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი რამ რიგითი მოქალაქისთვის. ასევე, კაგებეს უშუალო ნებართვის გარეშე ვერსად გაადგამდი ფეხს. ეს ეხება არა მხოლოდ ე.წ. კაპიტალისტურ, არამედ საბჭოთა კავშირის სატელიტ ქვეყნებს. ტურისტული ჯგუფიც რომ მიდიოდა სადმე, თუნდაც სოციალისტურ ქვეყნებში, აუცილებლად მიჰყვებოდა უშიშროების მინიმუმ 2 წარმომადგენელი. ერთი იყო სპეციალური ხელმძღვანელი, რომლის შესახებაც იცოდი. მეორის შესახებ არაფერი იცოდი და მერე უნდა დაეწერა, რას აკეთებდი, როგორ იქცეოდი, სხვანაირ ურთიერთობებში ხომ არ შეხვედი ვინმესთან და ა.შ.
ყველა უკმაყოფილოა, მაგრამ ყველა მომხრეა
არჩევანი წართმეული ჰქონდა ხალხს. უკმაყოფილება კი იყო, მაგრამ, რეალურად, სანამ ეროვნული მოძრაობა არ დაიწყო, ეს პროტესტი არ გამოხატულა. დისიდენტური მოძრაობები იყო ცოტა. მათი სადღეგრძელოც კი იყო – ჩვენი უიმედო საქმის წარმატებას გაუმარჯოსო. ითვლებოდა, რომ საბჭოთა კავშირს ვერაფერი მოერევა, რომ ეს არის ძალიან ძლიერი სისტემა.
დისიდენტობა და რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა, ეს იყო არა უფრო პოლიტიკური აქტი, არამედ ზნეობრივი არჩევანი, რომ მე არ ვეგუები, არ მინდა… ვიცი, რომ ვერ დაგამარცხებ და ვერ შევცვლი, მაგრამ ჩემს თავთან ხომ ვიქნები მართალი…
იყო ხალხი, რომელიც, სოლჟენიცინის თქმის არ იყოს, სიყალბეში არ მონაწილეობდა – საბჭოთა ღონისძიებებში მონაწილეობისაგან გამიჯვნას ცდილობდა. ასე ადვილი არ იყო ამის მოპოვება, რადგან სისტემა ლამის, ოჯახში შემოდიოდა. შედარებით მეტი თავისუფლება ჰქონდათ ხელოვნების წრის ხალხს. პრაქტიკულად, ნიჭიერი ადამიანების უმრავლესობა მიდიოდა ლიტერატურაში, თეატრში, კინოში და სხვაგან, სადაც შეეძლოთ, უფრო მეტი თავისუფლება ჰქონოდათ.
ინჟინერს, გეოლოგს, ასეთი თავისუფლება შეიძლება ვერ მოეპოვებინა. იქ გაცილებით მეტს ითხოვდნენ. ოდნავი დაწინაურებისთვისაც პარტიის წევრობა იყო საჭირო.
ჯამში, უკმაყოფილება იყო, მაგრამ ბრძოლა – ნაკლებად. უმრავლესობა ამ რეჟიმს შეგუებული იყო.
რა გამოიწვია ამ ყველაფერმა? ყველაფერი აგებული იყო ორმაგ მორალზე. ამან განაპირობა მთელი ჩვენი უბედურებები, რაც შემდგომ დაგვემართა. ორმაგი მორალი ნორმა იყო საბჭოთა ადამიანისთვის. ის ასე ცხოვრობდა, ასე ჩამოყალიბდა. სახელმწიფოსთან მიმართებაში საბჭოთა ადამიანი იყო სრული კონფორმისტი. სახელმწიფო მისთვის იყო, უხეშად რომ ვთქვათ, მეწველი ძროხა, რომელსაც რაც მეტ ფულს წაართმევდა, მით უკეთესი იქნებოდა. მორალი, ზნეობა და ა.შ. ვრცელდებოდა მხოლოდ ოჯახზე, სამეგობრო და საახლობლო წრეზე. სახელმწიფოსთან მიმართებაში რას აკეთებდი, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ამ წლებმა ქართველს გამოუმუშავდა ეთნოცენტრისტული ნაციონალიზმი. ეს რას ნიშნავდა: ქართველობის სიწმინდის შენარჩუნება იყო მთავარი. ამას გარკვეულწილად, შეიძლება, გარკვეული საფუძველი ჰქონდა, როცა საქართველოს ემუქრებოდა გარუსების საფრთხე მეცხრამეტე საუკუნეში, შემდგომ, როცა სხვა ქვეყნის ნაწილი იყავი და ცდილობდი, შენი ნაციონალური იდენტობა შეგენარჩუნებინა. [თუმცა], სახელმწიფოებრიობა არ იყო და რაში უნდა შეგენარჩუნებინა? [ამიტომ], კულტურული იდენტობის შენარჩუნებას ცდილობდი.
ამან შემდგომ გამოიწვია ის, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი ნაციონალისტი იყო. შეუძლებელი იყო, სხვანაირად ყოფილიყო იმ პერიოდში. ნომენკლატურული კომუნისტიც კი ნაციონალისტი ქართველი იყო, უბრალოდ, მას საბჭოთა რეჟიმის მოშორება შეუძლებლად მიაჩნდა. ამ ფონზე, საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო, რომ ქართველები უნდა გავმრავლდეთ. ეს კიდევ მეორე მომენტს უკავშირდება, ეთნიკურ უმცირესობებთან დამოკიდებულებაში – როცა ეთნიკურ სიწმინდესა და ეთნიკურ იდენტობაზე იყო საუბარი, სხვა ეთნოსები განხილული იყო, როგორც საფრთხე. უფრო მეტიც – მათ მიეწერებოდათ მიზანმიმართული ანტიქართული ქმედებები – რომ ისინი სპეციალურად მრავლდებიან, რომ ჩვენი მიწა დაისაკუთრონ.
მთელ ამ საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ გამოგვიმუშავა კიდევ ერთი, უაღრესად ცუდი თვისება, რამაც შემდგომში ძალიან გვაზარალა და დღემდე ძალიან გვაზიანებს: ეს არის პლურალიზმის სრული მიუღებლობა. ეს ბუნებრივიც იყო – საბჭოთა კავშირი ტოტალიტარული ქვეყანა იყო, არსებობდა მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება, ერთი აზრი, ერთი გაზეთი, ერთი იდეოლოგია და ა.შ. ჩვენს თაობას არ ჰქონდა გამოცდილი, რას ნიშნავს მრავალფეროვნება, სხვადასხვა აზრის არსებობა ერთ სივრცეში. ცხადდებოდა, რომ არის ერთი სწორი იდეოლოგია და სხვა ყველა არასწორია.
ეს მიდგომა დღესაც ძალიან გვამუხრუჭებს. ცნობილი გამოთქმა რომ არის, სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ: ეს არის ძალიან ქართული და ჩემი აზრით, სწორედ იმ ორმაგი მორალის გამოძახილია: ვერავინ იტანდა საბჭოთა კავშირს და სახლში რასაც უნდოდა, იმას ამბობდა. გარეთ რომ გადიოდა, იქ არ შეიძლებოდა ამის თქმა.
ამ ეპოქის გაუაზრებლობა, შეუფასებლობა, არის ის, რაც ძალიან სერიოზულად გვაზარალებს და აფერხებს ჩვენს წინსვლას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გავიდა 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან. ეს ქვეყანა, ეს ეპოქა, მისი დანაშალები, ჯერ კიდევ არის ჩვენში და რაც მალე დავამარცხებთ მას ჩვენში, მით მალე გავალთ კარჩაკეტილი ცხოვრებიდან მზეზე. | 2019-03-25 05:22:54 | http://netgazeti.ge/news/346566/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203755.18/warc/CC-MAIN-20190325051359-20190325073359-00092.warc.gz | 20,462 | 136,887,767 |
შალვა თადუმაძე: სახალხო დამცველი არ არის გენერალური პროკურორის ზედამხედველი
„სახალხო დამცველი არ არის გენერალური პროკურორის ზედამხედველი“, - ასე უპასუხა უზენაესი სასამათრთლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეკითხვას.
მისი თქმით, სახალხო დამცველის უფლებამოსილება ნამდვილად არ არის, პარლამენტს განუსაზღვროს, როგორი ანგარიში მოსთხოვოს გენერალურ პროკურორს.
„ის, რომ სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორს მოუწოდებს რაღაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს, უკაცრავად, მაგრამ ის გენერალური პროკურორის ზედამხედველი საგამოძიებო მოქმედებების ნაწილში ნამდვილად არ არის. სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე გამოვიდა და თქვა, რომ აუცილებელია, პარლამენტმა საქართველოს გენერალური პროკურორისგან მოითხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ეს ფორმულირება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, პირდაპირ ეწინააღმდეგება რეგლამენტით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულებას ჩემსა და პარლამენტს შორის და სახალხო დამცველის უფლებამოსილება, პარლამენტს განუსაზღვროს, როგორი ანგარიში მოსთხოვოს გენერალურ პროკურორს, მით უმეტეს იმ საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ისე საქართველოს პროკურატურისთვის, ნამდვილად არ არის“. - აღნიშნა თადუმაძემ
სახალხო დამცველის მოადგილის მიერ მოყვანილი ციტატის: „მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების პროპორციულობის შესაფასებლად გამოძიება ეფექტიანად, ზედმიწევნით დროულად და გამჭვირვალედ აწარმოოს“, შესახებ თადუმაძემ განმარტა:
„კი ბატონო, ეს არის პარლამენტის მითითება, სარეკომენდაციო ხასიათის. პარლამენტმა თქვა, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ ეფექტიანი მოქმედებები განახორციელოს... ეს არის ჩემთვის სარეკომენდაციო, მე ვიღებ როგორც ანგარიშვალდებული პირი... საქართველოს პარლამენტი ვერ მეტყვის, რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა შევასრულო. ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით, რეგლამენტით და ორგანული კანონით პროკურატურის შესახებ. და არც სახალხო დამცველს არ აქვს უფლებამოსილება, ტრიბუნიდან განსაზღვროს, რა სახის ანგარიში უნდა წარადგინოს პროკურორმა პარლამენტის წინაშე, იმიტომ რომ ეს განსაზღვრა კანონმა და კანონმა უკეთესად განსაზღვრა იმ კუთხით, რომ ზუსტად დააზღვია ეს რისკები, რაც შეიძლება იყოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხის შემზღუდავი პროკურატურის მიმართ და თქვა, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გენერალური პროკურორი არ არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. მე დღეს დავაფიქსირე, რომ არ ამოვეფარები ამ სტატუსს და სადაც კანონისმიერი შესაძლებლობა მქონდა, კონკრეტულ საქმეებზე ვისაუბრე. მაგრამ მე არ გამიკეთებია ქალბატონი ნინოს მოწოდების გამო ან იმის გამო რომ პარლამენტმა ეს მომთხოვა. ეს ფორმატია“. - განაცხადა თადუმაძემ | 2019-10-15 08:48:57 | http://digest.pia.ge/post/286036-salva-tadumaze-saxalxo-damcveli-ar-aris-generaluri-prokuroris-zedamxedveli | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986657949.34/warc/CC-MAIN-20191015082202-20191015105702-00398.warc.gz | 17,652 | 51,475,892 |
მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში,
ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო მხედრული ვალი საქართველოს წინაშე;
ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად გავაგრძელო წინაპართა მხედრული ტრადიციები;
ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა მხედრული დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი;
ვფიცავ, შევინახო ჩემთვის მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო წესდებათა ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება;
ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის;
თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. | 2019-03-26 03:11:16 | https://bigcrow.ge/tag/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204768.52/warc/CC-MAIN-20190326014605-20190326040605-00341.warc.gz | 15,802 | 416,518,580 |
სპინინგზე უამრავი სტატიაა დაწერილი სხვადასხვა სათევზაო გამოცემებში. რომელ ფირმის სპინინგზეც არ წაიკითხავ, ყველგან ერთი და იგივე წერია – ჩვენ საუკეთესო სპინინგის მოდელებს ვაწარმოებთ და თქვენ ვერ გეღირსებათ ბედნიერება თუ მათ არ შეიძენთ! რა თქმა უნდა რეკლამა პროგრესის მამოძრავებელია, მაგრამ ხშირად გამოდის ისე, რომ წყალზე გასვლისას შეძენილი ჯოხი იმედ გაცრუებულს გვტოვებს.
ამ სტატიაში მე შევეცდები გაგიზიაროთ ის ცოდნა, რომელიც გაგიადვილებთ პირველი სპინინგის შეძენას.
დავიწყოთ იქიდან, რომ სპინინგით თევზაობას ყველა ქვეყანაში თავისი მოთხოვნილებები აქვს და საქართველოში მათ შორის. განვმარტავ – საქართველოში რუსეთისგან, უკრაინისგან დაევროპის სხვა დიდი ქვეყნებისგან განსხვავებით პატარა წყალსატევებია. მაგალითად მდინარე ვოლგას მეორე ნაპირი საერთოდ არ ჩანს. სპინინგი რომლითაც ვთევზაობთ ამ უზარმაზარ მდინარეში და მეორე მხვრივ სპინინგი რომლითაც ვთევზაობთ ნაბადას ტბებზე, რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
დიდ წყალსატევებზე როგორც წესი იყენებენ 3 მეტრიან 30-40 გრამის ტესტიან ჯოხებს, რომლებიც ჩვენი პირობებისთვის ელემენტარულად მოუხერხებელი იქნება.
ვინაიდან საქართველოში წყალსატევები (სადაც მტაცებელიბინადრობს) მცირეა, როგორც სიგანეში ასევე სიღრმეში, ეს სპინინგის სიგრძისა და ტესტის მიმართ გარკვეულ მოთხოვნილებებს აწესებს. გარდა ამისა სანაპირო ზოლი როგორც წესი საკმაოდ გაუვალია, მაღალი ხეები, ხშირი ბუჩქნარი… სცადეთ და 3 მეტრიანი ჯოხით 10 ნაბიჯი მაინც გადადგით ასეთადგილში ისე რომ რამეს არ გამოედოს თქვენი სპინინგი. ამიტომაც ჩვენი პირობებისთვის ოპტიმალური სიგრძე არის 1,8-2,4 მეტრი.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჯოხის წონას, ეს უფრო იოლად გაკეთდება თუ თქვენ მაღაზიაში რამოდენიმე სხვადასხვა ფირმის (ოღონდ ერთი კლასის) ჯოხს აწონ დაწონით ხელზე და აირჩევთ იმას, რომელიც უფრა მჩატე და გამართულია. უფრო ზუსტ დასკვნებს გააკეთებთ თუ იქვე დაამაგრებთ კოჭასაც (შესაბამისი კლასის, საქართველოსთვის ეს 2000-5000 სერიაა) და შემდეგ მოირგებთ ხელზე.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ რა მასალისგანაა დამზადებული სპინინგი. შუშაპლასტიკი და კომპოზიტი შეგვიძლია ეგრევე გადავდოთ, ვინაიდან ეს მძიმე და მოუქნელი მასალაა. თანამედროვე ჯოხების ქიმიური სტრუქტურების განხილვას რომ თავი ავარიდოთ უბრალოდ გეტყვით, ჯოხის არჩევისას დააკვირდით მის მარკირებას: -მარკირება М-6, М-7 დაМ-8 საუკეთესოა.
მაღაზიაში შეეცადეთ არჩეული ჯოხით მცირე მოქნევა ხისტი გაჩერებით გააკეთოდ – რაც უფრო სწრაფად შეწყვეტს სპინინგის მწვერვალი რხევას, მით უფრო შორ დისტანციაზე შეეძლება ასეთ ჯოხს სატყუარას ტყორცნა.
სპინინგის არჩევისას რა თქმა უნდა მისი ტესტიც უნდა შეირჩეს. ტესტი მიუთითებს სატყუარას წონის ქვედა და ზედა ზღვარს. ქვედა მაჩვენებელი მიუთითებს რა წონიდან ვიწყებთ სატყუარასგრძნობას გატარებისას, ზედა ზღვარი მიუთითებს მაქსიმალურ წონას, რომელიც მწვერვალს არ გატეხავს.
ტესტით სპინინგი არის: ულტრა მსუბუქი 1-5გ, მსუბუქი, 5-15გ,საშუალო 7-25გ და მძიმე 20-60გ კლასის. არის შუალედურიმოდელებიც მაგრამ მათ ჩვენ არ განვიხილავთ.
სპინინგისტებს გვაქვს კიდევ ესეთი რამ – ჯოხის წყობა. განარჩევენ სწრაფ, საშუალო და ნელ წყობას. ნელი წყობის ჯოხი მუშაობისასმთელ სიგრძეზე თანაბრად იღუნება, საშუალო სადღაც შუანაწილიდან, სწრაფი კი მწვერვალში.
საქართველოს პირობებში მე გირჩევდით საშუალო ან სწრაფი წყობის ჯოხის შეძენას.
ყურადღება უნდა მიექცეს სპინინგის ტარსაც. იგი მხოლოდ კორპის (пробка) უნდა იყოს. პოლიურიტანის, პლასმასის ან სხვამასალის ტარიანი სპინიგები არ ვარგა. ხარისხიან კორპსდამცველი პარკის მოხსნის შემდეგ სასიამოვნო მერქნის სუნი უნდა ქონდეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სპინინგის ხარისხისა ესარის მისი გამტარი რგოლები. ტექნიკურ გეტალებს აგარიდებთ და გეტყვით რომ ყველაზე კარგ გამტარ რგოლებს აწარმოებს ფირმა “Fuji”. ყველაზე ხარისხიანი გამტარი რგოლებია – SIC silicon carbide და Gold Cermet.
გაყიდვაში არის აგრეთვე ტელესკოპური მოდელებიც. მათი ყიდვაგამართლებულია იმ შემთხვევაში თუ პირველ რიგში გიდგათკომპაქტურობის და ტრანსპორტირების პრობლემა.
მაშ ასე, შეგვიძლია ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამოვიყვანოთსაქართველოს წყალსატევებზე სათევზაოდ გამოსაყენებელი სასპინინგე ჯოხის ოპტიმალური პარამეტრები: ეს არის 1,8-2,4 მსიგრძის, 5-25 გ ტესტის და საშუალო წყობის ჯოხი.
მინდა აგრეთვე აგარიდოთ ძალიან ძვივრი მოდელების ყიდვას. ვინაიდან ისინი სათუთ და ფრთხილ მოვლას ითხოვენ, რისი საშუალებაც ხშირად თევზაობისას უბრალოდ არ გვაქვს.
აგრეთვე გირჩევთ ეჭვის თვალით შეხედოთ გამყიდველების სუპერ გარეკლამირებულ სპინინგებს და ჯოხის არჩევისას იხემძღვანელოდ საკუთარი ცოდნით ან თუნდაც ამ სტატიაში გაზიარებული გამოცდილებით. | 2019-10-18 08:51:53 | https://inadire.ge/spiningis-archeva/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986679439.48/warc/CC-MAIN-20191018081630-20191018105130-00015.warc.gz | 104,805 | 519,135,904 |