doc_content
stringlengths 198
410k
| fetch_time
stringlengths 19
19
| url
stringlengths 13
2.7k
| warc_filename
stringlengths 108
123
| warc_record_length
float64 1.07k
790k
| warc_record_offset
float64 174k
1.3B
|
---|---|---|---|---|---|
1930 წლის 15 სექტემბერს დაიბადა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი - მერაბ მამარდაშვილი!
მერაბ მამარდაშვილი - „მთლიანი ადამიანი“
"ჩვენ, ქართველები, ვართ ჰაერი და არა მიწა. და სანაცვლოსაც ვღებულობთ. როცა 1988 წელს პირველად ჩავედი ამერიკაში, ნორმან კაზექსმა ერთ-ერთ მრგვალ მაგიდაზე მკითხა: "კარგი, მერაბ და, ერთი ეს ამიხსენი, რანაირად დარჩი ცოცხალი მთელი ეს ხანი, როგორ გადარჩი?" რაზედაც ვუპასუხე:"გადავრჩი იმიტომ, რომ ქართველი ვარ."
"ყოველი ქართველი საკუთარი თავის მეუფე, ე.ი. თავის უფალი იყო! ამიტომაა, რომ ჩვენში, ფანტასტიური მრავალფეროვნების და განსხვავებულობის მიუხედავად, მაინც მთელი ისტორიის მანძილზე იქნა შენარჩუნებული ერთიანობის სიმბოლო."
"ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი განთავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან.”
ჩემთვის თავისუფლება არის შემდეგი: ადამიანმა უნდა მოიპოვოს თავისი შინაგანი თავისუფლება საკუთარ თავთან და ადამიანთა საზოგადოებასთან ბრძოლაში. ამას მე ვხედავ დეკარტთან და პრუსტთან, რომლებიც უფრო მეტს მასწავლიან, ვიდრე მონობის მწარე თუ ნაღვლიანი მხილებაა. აი, ამიტომ არის ფილოსოფიის სწავლება ჩემთვის ის იშვიათი შესაძლებლობა, რომ მივაღწიო იმას, რასაც ამბობს მონტენი: „ყველაზე უმაღლესი - ეს არის იცხოვრო დროის შესაბამისად“. ადამიანები არსებობას ფიზიკური დაწოლით აღიქვამენ, რეაგირებენ სწორედ იმ ბიძგებზე, თავად არსებობის რისკით რომ არის გამოწვეული. როდესაც შენ რაიმეს წერ, შეგიძლია დაუბრუნდე ამ სამუშაოს, მოსაფიქრებელი დრო მისცე საკუთარ თავს, დროის კვალდაკვალ იმუშაო. მაგრამ ლაპარაკის დროს ეს გამორიცხულია; შენ ამ დროს მოქმედებ, არ შეგიძლია, ხელახლა დაიბრუნო, რამე შეცვალო ამ მომენტში; შენ უნდა ძალ-ღონე მოიკრიბო და ეს მოცემული წამი დაიჭირო. სწორედ ამიტომ, პეგი წერდა დე არტზე: ის იყო რაინდი, რომელიც ქვეყნად მტკიცე ნაბიჯით დადიოდა.
"ჩემთვის კულტურა, როგორც ასეთი, ეს არის შესაძლებლობა ან უნარი, ცხოვრებაში განახორციელო სირთულე და მრავალფეროვნება. მე განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ სიტყვას - „განხორციელება“. კულტურა არ არის „ცოდნა“; კულტურული არიან მაშინ, როდესაც აქვთ ნიჭი პრაქტიკულად განახორციელონ სირთულე და სხვადასხვაობა ცოდნის გარეშე, ყველაფრის ცოდნის გარეშე და (რეალობასა და ქმედებასთან მიმართებაში) ერთი იდეის ან ერთი აბსტრაქტული კონცეპტის გამოყენების შესაძლებლობის გარეშე."
"ადამიანი ის ქმნილებაა, რომელიც მუდამ საკუთარი თავის შექმნის მდგომარეობაშია და მთელი ისტორია ეს არის ადამიანად გახდომის მცდელობის ისტორია. ადამიანი არ არსებობს, იგი იქმნება. ამით მე მსურს ვთქვა, რომ თქვენ, - დასავლეთის ადამიანები, და ჩვენ, - აღმოსავლეთის ადამიანები, ერთსა და იმავე ისტორიულ მომენტებში ვარსებობთ (ისტორიული მომენტები არ ემთხვევა ქრონოლოგიური მომენტების თანმიმდევრობას). ჩემთვის ხდება რაღაც იმავე ბუნებისა, რასაც აზრობრივად წარმომადგენინებს პირველი მსოფლიო ომი, რასაც თვალწინ მიყენებს მეორე მსოფლიო ომი - ჩვენ ვცხოვრობთ იმავე ზღვარზე, რაზედაც ეს კატასტროფები წარმოიშვა."
"მაშ ასე, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც არც სიცოცხლისეული ძალები და არც ჭეშმარიტი აზრი რაციონალური ზრახვებით კონტროლს არ ექვემდებარება. საქმე ისაა, რომ აზრის გამოგონება ან შეთხზვა შეუძლებელია. აზრი იბადება და ეს არის მისი ბუნებრივი დაბადება ან დამოუკიდებლად იღვიძებს იმ ცალკეული სასიცოცხლო ანუ ორგანული ფორმებისაგან, რომლებიც არასდროს არიან რეალობასთან იდეის კონსტიტუციური მისადაგების შედეგი."
"იყავით ყურადღებით, არ გაუშვათ მომენტი, იმიტომ, რომ ეს მომენტი არ გაგრძელდება, მხოლოდ ერთი წამით არის მოცემული. თქვენ შეგიძლიათ გააფართოვოთ ეს წამი, მხოლოდ ფიზიკურ სივრცესა და დროში კი არა, რაღაც შინაგან დროში და სივრცეში. როგორ გააფართოვოთ? - შრომით. მთელი თქვენი ძალების კონცენტრაციით, ყურადღებით, რაც მთავარია, შრომის არ გადადებით.
არ უნდა გადადო! რაღაც მომეჩვენა, რაღაცამ გაიბრწყინა, შთაგონებაა, ან არ მცალია, არ მინდა მოვიცალო ამისთვის, რომ გავიგო, გავშიფრო, ან ვფიქრობ, რომ ხვალ უფრო ჯანზე ვიქნები და მოვჭკვიანდები და გავიგებ და მაშინ ვერაფერს ვერ გაიგებ, და სამუდამოდ არარაობაში წავა არსი და ყოფიერება. რადგან შენ არ იყავი შენს ადგილას, მთლიან კონცენტრაციაში, ყურადღებაში და ამით შენ შეიყვანდი იმას, რაც აკაკუნებდა არსებობის კარებზე, ამ კარზე აკაკუნებდა და ეს კარი დაკეტილი დახვდა, შენ ვერ შეიყვანე არსებობაში.
აქ არის ნიშანი იმისა, და ეს მთავარი მომენტია - ადამიანის საკუთარი ძალისხმევა, როგორც რაღაცის არსებობაში შეყვანის კარი, ანუ გზა. თუ არ არის ეს ძალისხმევა, მაშინ - თავისთავად არაფერი არ არსებობს, არ არსებობს თვისთავად მოქმედი მექანიზმები, კანონები, გარანტიები. არაფერი არ სრულდება იმის გარეშე, თუ არ ხდება ჩართვა ჩვენი ძალისხმევისა."
აუდიოჩანაწერი და ყველა საავტორო უფლება ეკუთვნის ელენა მამარდაშვილს.
"ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბედნიერება, ისევე როგორც უბედურება, მისივე ქმედების შედეგი იყოს და არა რომელიმე უტყვი, მისტიური, საიდუმლოდ მოვლენილი, ზებუნებრივი ანონიმური ძალის და მატერიის. ძალზედ მნიშვნელოვანია, ვგრძნობდეთ, ჩვენს მიჯაჭვულობას სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან. მთავარია ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი, არა რომელიმე დიდი, ანონიმური ძალის თამაშია, არამედ სრულიად გააზრებულად მოგვეცემა, ჩვენი ქმედების და ქცევის შესაბამისად"
ავტორი: დიანა ანფიმიადი / saba.com.ge | 2019-10-14 20:36:51 | https://helloblog.ge/story/merab-mamardashvili | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655310.17/warc/CC-MAIN-20191014200522-20191014224022-00473.warc.gz | 116,116 | 512,435,614 |
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს
„ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ პრესკონფერენციაზე ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა განაცხადა რომ ქუთაისში, სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას, მარიხუანა ამოიღეს.
სასულიერო პირი, დიაკვანი მამა გიორგი (ჯახუა), რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მსახურობს. თემურ
ცამციშვილი ამბობს, რომ პოლიციელები სასულიერო პირს “დამცინავად მოეპყრნენ“.
პრესკონფერენციაზე თავად მამაოც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კანაფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყენებდა.
მისი თქმით, C ჰეპატიტით, დიაბეტითა და ავთვისებიანი სიმსივნითაა დაავადებული.
გიორგი ჯახუამ სამართალდამცველები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ პოლიციელებმა ორ ძირ კანაფთან ერთად, ანტიკვარული ნივთი წაიღეს.
დიაკვნის უფლებებს „გირჩის“ იურისტი დაიცავს. | 2019-10-23 08:21:30 | https://internet.ge/?l=GE&m=3&sm=0&ID=14607 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829507.97/warc/CC-MAIN-20191023071040-20191023094540-00162.warc.gz | 9,382 | 521,112,557 |
ჩხორიის თემში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის თემში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს ის პროექტებია, რომელიც სოფლის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია.
ჩხორიის თემში, მდინარე მახარიაზე, მიმდინარეობს ხიდ – ბოგირების მშენებლობა. სოფელ ზემო ჩხორიის ცენტრალურ გზაზე კი მოსაცდელის მშენებლობა. დასრულებულია ასევე ჩხორიის სამოყვარულო თეატრის ეზოს შემოღობვა.
სოფელ ტყაიაში მინი სპორტული სტადიონის მშენებლობაც დასრულდა.
ჩხორია – ზედაეწერის თემში 14 ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და შიდა გზები მოიხრეშა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად 1328 კომლის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა.
მიმდინარე სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული | 2019-10-17 01:37:04 | http://szs.gov.ge/geo/news/show/10/44 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672431.45/warc/CC-MAIN-20191016235542-20191017023042-00110.warc.gz | 6,912 | 181,498,308 |
სასწრაფოდ! (ვარ მეპატრონე) ქირავდება საოფისე ფართი (300 კვადრატული მეტრი) კრწანისის ქუჩის დასაწყისში (ცალკე მდგომი შენობა, იუსტიციის, შს და ფინანსთა სამინისტროებთან, აქვეა პროკურატურაც). გარემონტებულია, შედგება 10-11 ოთახისგან (შესაძლებელია გადაკეთება სასტუმროსათვის), აქვს 3 სველი წერტილი, ყველა სართული შესაძლებელია იყოს ავტონომიური, აქვს 2 აივანი, ცენტრალური გათბობა, აქვს პატარა ეზო და პარკინგი. იდეალურია სკოლისთვის, საბავშვო ბაღისთვის და ნებისმიერი სასწავლო დაწესებულებისათვის
1 კვ. მ - 20l
1 კვ. მ - 20l
ქირავდება 11 ოთახიანი სასტუმრო ორთაჭალაში
სასწრაფოდ! (ვარ მეპატრონე) ქირავდება ფართი სასტუმროსთვის (300კვმ.) კრწანისის ქუჩის დასაწყისში. იდეალურია ჰოსტელისთვის
გარემონტებულია (უნდა გადაკეთდეს), საბოლოოჯამში შედგება 10-11 (+ სასადილო ფართი) ნომრისგან (შესაბამისი სველი წერტილებით), ამჟამად აქვს 3 სველი წერტილი, 2 აივანი, ცენტრალური გათბობა, პატარა ეზო და პარკინგი.
ქირავდება 11 ოთახიანი სასტუმრო ორთაჭალაში
სასწრაფოდ! (ვარ მეპატრონე) ქირავდება ფართი სასტუმროსთვის (300კვმ.) კრწანისის ქუჩის დასაწყისში. იდეალურია ჰოსტელისთვის გარემონტებულია (უნდა გადაკეთდეს), საბოლოოჯამში შედგება 10-11 (+ სასადილო ფართი) ნომრისგან (შესაბამისი სველი წერტილებით), ამჟამად აქვს 3 სველი წერტილი, 2 აივანი, ცენტრალური გათბობა, პატარა ეზო და პარკინგი.
სასწრაფოდ! (ვარ მეპატრონე) ქირავდება საოფისე ფართი (300 კვადრატული მეტრი) კრწანისის ქუჩის დასაწყისში (ცალკე მდგომი შენობა, იუსტიციის, შს და ფინანსთა სამინისტროებთან, აქვეა პროკურატურაც). გარემონტებულია, შედგება 10-11 ოთახისგან (შესაძლებელია გადაკეთება სასტუმროსათვის), აქვს 3 სველი წერტილი, ყველა სართული შესაძლებელია იყოს ავტონომიური, აქვს 2 აივანი, ცენტრალური გათბობა, აქვს პატარა ეზო და პარკინგი. | 2019-03-23 22:27:44 | https://ss.ge/ka/udzravi-qoneba/userlist?UserId=213ed70e-5ac8-439d-9f02-75b3a1b1a41c | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203093.63/warc/CC-MAIN-20190323221914-20190324003914-00476.warc.gz | 18,191 | 642,556,570 |
- Location: ხარაგაული - თბილისი
Re: თავისუფალი თემა (ნაწილი II)
დღეს მივიღე მეილზე აი ეს შეტყობინება,
არ ვიცი საიდან გაიგეს ჩემი მაილი, შეიძლება ყველასთვისაა და მეც მათ შორის.
აისში ხომ არაფერი იცით ამის შესახებ?
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (DVV International) ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიებს აქტუალურ საკითხებზე, რომელთა მიზანია, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. პროექტის პარტნიორებია: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) და არასამთავრობო ორგანიზაციები „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა“ (AGILE) და „შენ დემოკრატიისთვის“.
დისკუსია თემაზე: „საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე - ჰიბრიდული ომები და მათგან მომდინარე საფრთხეები“ გაიმართება სამშაბათს, 15 დეკემბერს 18:30 საათზე DVV International-ის ოფისში, ყიფშიძის ქუჩა 20.
ü ხათუნა ლაგაზიძე - ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში
ü ვიცე-პოლკოვნიკი დავით ჩხეტიანი - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის უფროსი
რა არის ჰიბრიდული ომი? კონფლიქტი, რომლის დროსაც სახელმწიფო, თუ არასახელმწიფო მოთამაშეები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთდროულად იყენებენ ომის ყველა მეთოდს, მოწინავე საომარ ტექნოლოგიებს და შეიარაღების სისტემებს, მოსახლეობის დეზინფორმაციის საშუალებებს, ეკონომიკური, თუ სოციალურ ზეწოლის მეთოდებს, ტერორიზმს და ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს და სხვ. რა გამოწვევების წინაშე დგას ამ კუთხით დღეს საქართველო და რა კეთდება, ან არ კეთდება ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად
დისკუსიაში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ კვალიფიციური ინფორმაცია და გამოხატოთ თქვენი პოზიცია ამ მოვლენების მიმართ.
ღონიძიებაზე დასწრება თავისუფალია. მოხარული ვიქნებით, თუ გამონახავთ დროს და ჩვენთან ერთად არაფორმალურ გარემოში შინაარსიანად გაატარებთ საღამოს.
წინასწარ მადლობას გიხდით და დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ელ. ფოსტის, ფეისბუკის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.
DVV International -ის დისკუსიების საორგანიზაციო ჯგუფი
(თურქეთის საელჩოს უკან, ირანის საელჩოს კულტურის ცენტრის გვერდით) "
არ ვიცი საიდან გაიგეს ჩემი მაილი, შეიძლება ყველასთვისაა და მეც მათ შორის.
აისში ხომ არაფერი იცით ამის შესახებ?
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (DVV International) ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიებს აქტუალურ საკითხებზე, რომელთა მიზანია, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. პროექტის პარტნიორებია: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) და არასამთავრობო ორგანიზაციები „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა“ (AGILE) და „შენ დემოკრატიისთვის“.
დისკუსია თემაზე: „საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე - ჰიბრიდული ომები და მათგან მომდინარე საფრთხეები“ გაიმართება სამშაბათს, 15 დეკემბერს 18:30 საათზე DVV International-ის ოფისში, ყიფშიძის ქუჩა 20.
ü ხათუნა ლაგაზიძე - ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში
ü ვიცე-პოლკოვნიკი დავით ჩხეტიანი - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის უფროსი
რა არის ჰიბრიდული ომი? კონფლიქტი, რომლის დროსაც სახელმწიფო, თუ არასახელმწიფო მოთამაშეები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთდროულად იყენებენ ომის ყველა მეთოდს, მოწინავე საომარ ტექნოლოგიებს და შეიარაღების სისტემებს, მოსახლეობის დეზინფორმაციის საშუალებებს, ეკონომიკური, თუ სოციალურ ზეწოლის მეთოდებს, ტერორიზმს და ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს და სხვ. რა გამოწვევების წინაშე დგას ამ კუთხით დღეს საქართველო და რა კეთდება, ან არ კეთდება ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად
დისკუსიაში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ კვალიფიციური ინფორმაცია და გამოხატოთ თქვენი პოზიცია ამ მოვლენების მიმართ.
ღონიძიებაზე დასწრება თავისუფალია. მოხარული ვიქნებით, თუ გამონახავთ დროს და ჩვენთან ერთად არაფორმალურ გარემოში შინაარსიანად გაატარებთ საღამოს.
წინასწარ მადლობას გიხდით და დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ელ. ფოსტის, ფეისბუკის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.
DVV International -ის დისკუსიების საორგანიზაციო ჯგუფი
(თურქეთის საელჩოს უკან, ირანის საელჩოს კულტურის ცენტრის გვერდით) "
თვალს ნუ გაახელ, დემოკრატია არ დააფრთხო!
Re: თავისუფალი თემა (ნაწილი II)
ახალი კურსი იქნება წელს? თუ კი, როდის დაიწყება?
Re: თავისუფალი თემა (ნაწილი II)
Marishka wrote:ახალი კურსი იქნება წელს? თუ კი, როდის დაიწყება? | 2019-10-15 08:36:19 | http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?p=105593 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986657949.34/warc/CC-MAIN-20191015082202-20191015105702-00515.warc.gz | 7,557 | 217,346,303 |
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამტკიცების შესახებ
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
დოკუმენტის ნომერი | ნ-9 |
დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 26/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 350090000.64.076.016044 |
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამტკიცების შესახებ
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
ა) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი“ (დანართი №1); ბ) „ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების ნიმუშები“ (დანართი №2). |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №10 დადგენილება. |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვარს ან შემდგომ დაწყებულ საანგარიშგებო პერიოდების ფინანსურ ანგარიშგებებზე. |
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი შესავალი წინამდებარე სტანდარტი შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად, რომელთა მიზანიც არ არის სამეწარმეო საქმიანობა. არასამეწარმეო იურიდიული პირები, რომლებიც თავიანთ ძირითად საქმიანობასთან ერთად ეწევიან დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, ფინანსური ანაგრიშგების მომზადების დროს ამ სტანდარტთან ერთად იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილ სტანდარტებს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი ან მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი). არასამეწარმეო იურიდიული პირის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი მომზადებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. სტანდარტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო საქართველოს კერძო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში არსებული გამოცდილება და არასამთავრობო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო პრაქტიკა. არასამეწარმეო იურიდიული პირის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის გამოყენების საფუძველია საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“. სტანდარტი შემუშავებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში და გამოსაყენებლად დამტკიცებულია ამავე სამსახურის მიერ. თუ წინამდებარე სტანდარტი არ ფარავს არასამეწარმეო იურიდიული პირის მოთხოვნას კონკრეტული სააღრიცხვო ობიექტის მიმართ, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) ან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS). თუ წინამდებარე სტანდარტები კონკრეტულად არ ეხება რომელიმე სამეურნეო მოვლენას (მაგ,. ოპერაციას, მოვლენას ან გარემოებას), ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობამ უნდა იმსჯელოს და თვითონ შეიმუშაოს და გამოიყენოს ისეთი სააღრიცხვო პოლიტიკა, რომლის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია: (ა) სამართლიანად ასახავს სამეურნეო მოვლენას; (ბ) გამოხატავს მის შინაარსს და არა მხოლოდ სამართლებრივ ფორმას; და (გ) წინდახედულია. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ ამ სტანდარტის ნაცვლად გამოიყენონ მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) ან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS). ასეთ შემთხვევაში არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა მიუთითოს, რომ ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ზემოაღნიშნული სტანდარტების საფუძველზე. წინამდებარე სტანდარტში შენარჩუნებულია ფასს-ით გათვალისწინებული ძირითადი დაშვებები და პრინციპები, ასევე აღიარებისა და შეფასების მეთოდები. ტერმინთა განმარტება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (შემდგომ – ა(ა)იპ) ფინანსური ანგარიშგების სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა(ა)იპ წინამდებარე სტანდარტში გულისხმობს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც საწარმოსაგან გამოირჩევა შემდეგი ნიშნებით: ა) არსებითი რესურსების შეტანა რესურსების მომწოდებლებისაგან, რომლებიც არ ელოდებიან თანაზომად ან პროპორციულ ფინანსურ უკუგებას; ბ) საოპერაციო მიზანი სხვაა, ვიდრე საქონლითა და მომსახურებით მოგების მიღება; გ) არ ახასიათებს სამეწარმეო საქმიანობის მსგავსი საკუთრებიდან სარგებელი. აქტივი არის რესურსი, რომელსაც ა(ა)იპ აკონტროლებს წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად და რის საფუძველზეც ა(ა)იპ მომავალში მოელის ეკონომიკური სარგებლის მიღებას; აქტივებთან დაკავშირებული გრანტები არის გრძელვადიანი აქტივების შეძენის, შექმნის, აშენების ან რაიმე სხვა გზით მოზიდვის მიზნით ა(ა)იპ-ზე გაცემული გრანტი. იგი შესაძლოა ითვალისწინებდეს დამატებით პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს აქტივის სახეობას, განლაგებას, მათი შეძენის ან ფლობის პერიოდს. აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადა განისაზღვრება პერიოდით, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია ა(ა)იპ-ის მიერ აქტივის გამოყენება. აქტივის ცვეთადი ღირებულება არის აქტივის თვითღირებულება, ან ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული სხვა თანხა, ნარჩენი ღირებულების გამოკლებით. განსაკუთრებული საწევრო შენატანი არის ა(ა)იპ-ის წევრის მიერ თავისი საწევრო ვალდებულების შესასრულებლად ა(ა)იპ-ში განხორციელებული ერთჯერადი შენატანი, რომელიც ა(ა)იპ-ის წევრს ანიჭებს მუდმივი წევრობის უფლებას, შემდგომი საწევრო ვალდებულების გარეშე. გასაცვლელი სავალუტო კურსი არის თანაფარდობა, რომლის მიხედვითაც ორი სხვადასხვა ვალუტა ერთმანეთზე იცვლება. დონორისმიერი შეზღუდვა არის დონორთან შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს დონორის მიერ შეწირული (ნაჩუქარი) აქტივის გამოყენებას. ა(ა)იპ-ისათვის შეწირული აქტივების გამოყენებაზე შეზღუდვა შეიძლება დროებითი ან მუდმივი იყოს. დროებითი შეზღუდვა არის დონორისმიერი შეზღუდვა, რომელიც ა(ა)იპს უფლებას აძლევს დახარჯოს ან ამოწუროს შეწირული აქტივი, როგორც დადგენილია შეზღუდვით და დაკმაყოფილებულია ან დროის მსვლელობით ან ა(ა)იპ-ის მოქმედებით. დროებით შეზღუდული ფონდი წარმოადგენს ა(ა)იპ-ის ფონდების ნაწილს, რომელიც შექმნილია: ა) აქტივების შენატანებით და სხვა წყაროებით, რომელთა გამოყენება ა(ა)იპ-ს განსაზღვრული აქვს დონორის მიერ დაწესებული შეზღუდვით, რომელიც იწურება დროთა განმავლობაში ან შეიძლება სხვაგვარად შესრულდეს ან გაუქმდეს ა(ა)იპ-ის ქმედებით ამ შეთანხმების საფუძველზე; ბ) აქტივის სხვაგვარი გაფართოებით ან შემცირებით, რომელიც ექვემდებარება ზემოაღნიშნულ შეთანხმებას; და გ) ფონდების რეკლასიფიკაციით, რომელიც განხორციელებულია დონორთან დადებული შეთანხმებით, მისი ან ვადის გასვლის, ან შესრულების, ან ა(ა)იპ-ის ქმედებით ამავე შეთანხმების გაუქმების საფუძველზე. ვალდებულება არის ა(ა)იპ-ის მიმდინარე მოვალეობა, რომელიც წარმოიქმნა წარსული მოვლენების შედეგად და რომლის დასაფარად მოსალოდნელია ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა. თვითღირებულება არის აქტივის შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრების ან მათი ეკვივალენტების ოდენობა ან მისი წარმოების, ან შესყიდვისას გაცემული ნებისმიერი კომპენსაციის რეალური ღირებულება. იჯარა არის ხელშეკრულება, ან ხელშეკრულების ნაწილი, რომლის თანახმად სხვა მხარეს გადაეცემა აქტივის (საიჯარო აქტივის) გამოყენების უფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ. მარაგები არის ისეთი აქტივები, რომლებიც: ა) გათვალისწინებულია გასაყიდად ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში; ბ) მონაწილეობს ამგვარი გაყიდვისათვის გამიზნული მარაგის წარმოების პროცესში; გ) წარმოდგენილია ნედლეულისა და მასალების სახით, რომლებიც განკუთვნილია საწესდებო მიზნების განსახორციელებლად. მუდმივი შეზღუდვა არის დონორისმიერი შეზღუდვა, რომელიც ითვალისწინებს რესურსის მუდმივად შენარჩუნებას, მაგრამ ა(ა)იპ-ს ნებას აძლევს დახარჯოს ან გამოლიოს შეწირული აქტივიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ან მთელი შემოსავალი. მუდმივად შეზღუდული ფონდი წარმოადგენს ა(ა)იპ-ის ფონდების ნაწილს, რომელიც შექმნილია: ა) აქტივების შენატანებით და სხვა წყაროებით, რომელთა გამოყენება ა(ა)იპ-ს გასაზღვრული აქვს დონორის მიერ დაწესებული შეზღუდვით, რომელიც არ იწურება დროთა განმავლობაში, ასევე ა(ა)იპ-ის მიერ არ შეიძლება სხვაგვარად შესრულდეს ან გაუქმდეს; ბ) აქტივის სხვაგვარი გაფართოებით ან შემცირებით, რომელიც ექვემდებარება ზემოაღნიშნულ შეთანხმებას; და გ) ფონდების რეკლასიფიკაციით, რომელიც განხორციელებულია დონორთან დადებული შეთანხმებით. ნარჩენი ღირებულება არის შეფასებითი თანხა, რომელსაც ა(ა)იპ ამჟამად მიიღებდა აქტივის გაყიდვიდან, გაყიდვისათვის საჭირო შეფასებული დანახარჯების გამოკლებით, თუ აქტივს უკვე ექნებოდა მისი სასარგებლო მომსახურების ვადის ბოლოს მოსალოდნელი ასაკი და მდგომარეობა. რეალური ღირებულება არის ფასი, რომელიც მიღებული ან გადახდილი იქნება აქტივის გაყიდვიდან ან ვალდებულების გადაცემისას, ბაზრის მონაწილეებს შორის შეფასების თარიღისთვის ნებაყოფლობით განხორციელებული ოპერაციის დროს. საანგარიშგებო ვალუტა არის საქართველოს ეროვნული ვალუტა (ლარი), რომელიც გამოიყენება ა(ა)იპ-ის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის. სააღრიცხვო პოლიტიკა არის განსაზღვრული პრინციპების, საფუძვლების, დაშვებების, წესებისა და პრაქტიკული მეთოდების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ა(ა)იპ-ის ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს. საბალანსო ღირებულება არის თანხა, რომლითაც აქტივი ასახულია ბალანსში დაგროვილი ცვეთის თანხის გამოკლების შემდეგ. საბოლოო სავალუტო კურსი არის ანგარიშგების შედგენის თარიღისათვის არსებული გასაცვლელი სავალუტო კურსი. საინვესტიციო საქმიანობა არის გრძელვადიანი აქტივებისა და იმ სხვა ინვესტიციათა შეძენა და რეალიზაცია, რომლებსაც არ მოიცავს ფულადი სახსრების ეკვივალენტები. საკურსო სხვაობა არის სხვაობა, რომელიც წარმოიშობა ერთი და იმავე რაოდენობის უცხოური სავალუტო ერთეულის საანგარიშგებო ვალუტით ასახვისას, განსხვავებული გასაცვლელი სავალუტო კურსების გამოყენების შედეგად. საოპერაციო საქმიანობა არის ა(ა)იპ-ის სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული და სხვა ძირითადი საქმიანობა, რომელიც არ არის საინვესტიციო ან საფინანსო საქმიანობა. საფინანსო საქმიანობა არის ისეთი საქმიანობა, რომლის შედეგად რაოდენობრივად და სტრუქტურულად იცვლება ა(ა)იპ-ის საკუთარი კაპიტალი და ნასესხები საშუალებები. სახელმწიფო გულისხმობს მთავრობას, სახელმწიფო სააგენტოებს და ანალოგიურ ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს. სახელმწიფო გრანტები არის სახელმწიფოს მიერ ა(ა)იპ-ისათვის რესურსების გადაცემის სახით გაწეული დახმარება, მის საქმიანობასთან დაკავშირებული წარსულში შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი გარკვეული პირობების სანაცვლოდ. აქ არ იგულისხმება ისეთი ტიპის სახელმწიფო დახმარებები, რომელთა ღირებულების დასაბუთებული განსაზღვრა შეუძლებელია, აგრეთვე სახელმწიფოსთან დადებული ისეთი გარიგებები, რომლებიც არ განსხვავდება ჩვეულებრივი კომერციული გარიგებებისაგან. სახელმწიფო დახმარება არის სახელმწიფოს ქმედება, რომელიც გულისხმობს რომელიმე კონკრეტული ა(ა)იპ-ისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევას, სათანადო კრიტერიუმების გათვალისწინებით. სახელმწიფო დახმარება, მოცემული სტანდარტის მიხედვით, არ მოიცავს ა(ა)იპ-ისათვის სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ფორმით გაწეულ არაპირდაპირ დახმარებას, ტარიფებისა და კვოტების შემცირების, განვითარებად რეგიონებში ინფრასტრუქტურის შექმნისა და კონკურენტების სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების სახით. სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები არის ა(ა)იპ-ის მიერ ნასესხები სახსრებისათვის საკუთარ თავზე აღებული პროცენტი და სხვა დანახარჯები. უცხოური ვალუტა ეწოდება ყველა ვალუტას, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ვალუტას. ფინანსური ანგარიშგება ა(ა)იპ-ის გასული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ინფორმაცია, რომელშიც წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები. ფონდები წარმოადგენს ა(ა)იპ-ის ნეტო აქტივებს, რომელიც არის წევრების, შემომწირველების, სპონსორების, დონორებისა და სხვა პირების მიერ ა(ა)იპ-ში შეტანილი აქტივების, მათი სხვაგვარი ზრდისა და შემცირების შედეგი და გამოიყენება ა(ა)იპ-ის მისიის შესასრულებლად. ფონდის გამოყენება შეიძლება იყოს მუდმივად შეზღუდული, დროებით შეზღუდული ან შეუზღუდავი. ფულადი მუხლები ა(ა)იპ-ის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები, მისაღები აქტივები და გასანაღდებელი ვალდებულებები, რომლებიც გადახდილი ან მიღებული იქნება ფიქსირებული ან განსაზღვრადი რაოდენობის ფულის ერთეულებით. ფულადი სახსრების ეკვივალენტები არის მოკლევადიანი, მაღალლიკვიდური ინვესტიციები, რომლებიც დაუბრკოლებლად გადაიცვლება ნაღდი ფულის წინასწარ ცნობილ ოდენობაზე და რომელთა ღირებულების შეცვლის რისკი უმნიშვნელოა. ფულადი ნაკადები ნიშნავს ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების შემოსვლასა და გასვლას. ფულად სახსრებში იგულისხმება ნაღდი ფული და დეპოზიტები მოთხოვნამდე. შემოსავლებში იგულისხმება ფონდის შესავსებად განხორციელებული შენატანები, საწევრო შენატანები, შემოწირულობები, დივიდენდები, პროცენტები და სხვა სახის სარგებელი, რომელიც ზრდის ორგანიზაციის ა(ა)იპ-ის ფონდებს. შემოსავლებთან დაკავშირებული გრანტები არის ა(ა)იპ-ის მიერ მიღებული ყველა გრანტი, გარდა აქტივებთან დაკავშირებული გრანტებისა. შეზღუდული მხარდაჭერა ნიშნავს დონორის მხრიდან შეზღუდულ შემოსავალს ან შემოსულობას შენატანებიდან, რომელიც ზრდის დროებით, ან მუდმივად შეზღუდულ ფონდებს. შეუზღუდავი ფონდი არის ა(ა)იპ-ის ფონდების ნაწილი, რომელიც დონორის მიერ არ იზღუდება არც დროებით და არც მუდმივად. შეუზღუდავი მხარდაჭერა ნიშნავს შემოსავალს ან შემოსულობას შენატანებიდან, რომელიც დონორის მხრიდან არ არის შეზღუდული. ჩვეულებრივ საქმიანობას უწოდებენ ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც ა(ა)იპ ახორციელებს, როგორც თავისი ძირითადი საქმიანობის ნაწილს, აგრეთვე ისეთ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ძირითად საქმიანობასთან ან მისგან გამომდინარეობს. ცვეთა არის აქტივის ცვეთადი ღირებულების სისტემატური განაწილება, მისი მომსახურების ვადის განმავლობაში. ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც: ა) იმყოფება ა(ა)იპ-ის განკარგულებაში და გამოიყენება მისი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის; და ბ) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად. წინა პერიოდის შეცდომები არის ა(ა)იპ-ის ფინანსურ ანგარიშგებაში გამოტოვება ან არასწორად ასახვა, წარმოქმნილი ერთი ან რამდენიმე პერიოდის წინ იმის გამო, რომ ვერ იქნა ან არასწორად იქნა გამოყენებული საიმედო ინფორმაცია, რომელიც: ა) ხელმისაწვდომი იყო, როცა შესაბამისი პერიოდის ფინანსური ანგარიშგება ნებადართული იყო საჯარო გამოქვეყნებისათვის; და ბ) მართლზომიერად მოსალოდნელი იყო, რომ მოძიებული და გათვალისწინებული იქნებოდა ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს. ეს შეცდომები მოიცავს მათემატიკური შეცდომების ეფექტს, სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებაში შეცდომებს, ფაქტების გადამეტებულ ან არასახვის შემთხვევებს და თაღლითობის შემთხვევებს. კონცეპტუალური საფუძვლები შესავალი წინამდებარე კონცეპტუალური საფუძვლები განკუთვნილია ა(ა)იპ-ის მიერ საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად. კონცეპტუალურ საფუძვლებში განსაზღვრულია ა(ა)იპ-ის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები. წინამდებარე სტანდარტი განსაზღვრავს ზოგიერთ ძირითად ინფორმაციას, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს ა(ა)იპ-ის ფინანსურ ანგარიშგებაში. ფინანსური ანგარიშგების უმთავრესი მიზანია, შეიცავდეს რელევანტურ ინფორმაციას ა(ა)იპ-ის დონორების, წევრების, კრედიტორებისა და ა(ა)იპ-ის რესურსებით სხვა მხარდამჭერთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ფინანსური ანგარიშგების გარე მომხმარებლები დაინტერესებულნი არიან, შეაფასონ: ა) ა(ა)იპ-ის მიერ გაწეული მომსახურება და მისი უნარი გააგრძელოს იგივე მომსახურება; და ბ) მმართველებისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მათი საქმიანობის სხვა საკითხები. უფრო დეტალურად, ფინანსური ანგარიშგება მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირთა უზრუნველყოფას შემდეგი ინფორმაციით: ა) ა(ა)იპ-ის აქტივების, ვალდებულებებისა და ფონდების ოდენობა და ხასიათი; ბ) ოპერაციებისა და სხვა მოვლენების შედეგი და მათი გავლენა ფონდების ოდენობასა და ხასიათზე; გ) წლის განმავლობაში ეკონომიკური რესურსების შემოდინებისა და გადინების ოდენობა და სახე, თანაფარდობა შემოდინებასა და გადინებას შორის; დ) ფულადი ნაკადების მიღება და ხარჯვა, სესხების მოზიდვა და დაფარვა, სხვა ფაქტორები, რომლებიც უკავშირდება ა(ა)იპ-ის ლიკვიდობას. ფინანსური ანგარიშგების მომზადება, როგორც წესი, ეყრდნობა უტყუარ და სამართლიან თვალსაზრისს ა(ა)იპ-ის ფინანსური მდგომარეობის, მისი საქმიანობის შედეგებისა და ფინანსური მდგომარეობის ცვლილებების შესახებ. უტყუარობისა და სამართლიანობის კონცეფცია წინამდებარე კონცეპტუალურ საფუძვლებში არ არის განხილული, მაგრამ ძირითადი დაშვებების, ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებლებისა და სტანდარტში განსაზღვრული სააღრიცხვო პრინციპების გამოყენება უტყუარი და სამართლიანი ინფორმაციის მომზადების საშუალებას იძლევა. ა(ა)იპ-ის ფინანსური ანგარიშგება მზადდება თავდაპირველი ღირებულების მიხედვით. ძირითადი დაშვებები ფუნქციონირებადობა. ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს, ჩვეულებრივ, იგულისხმება, რომ ა(ა)იპ ფუნქციონირებს და საქმიანობას გააგრძელებს უახლოეს საპროგნოზო მომავალში. იგულისხმება, რომ ა(ა)იპ არ აპირებს და არ მოუწევს თავისი საქმიანობის შეწყვეტა ან მისი მასშტაბების საგრძნობლად შემცირება. ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები ის ნიშან-თვისებებია, რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ ინფორმაციას გადააქცევს მომხმარებლებისათვის სასარგებლო ინფორმაციად. ეს მახასიათებლებია: აღქმადობა გულისხმობს ინფორმაციის ისეთი ფორმით მიწოდებას, რომელიც ადვილად გასაგები და გამოსაყენებელი იქნება მომხმარებლისათვის. ამასთან, იგულისხმება, რომ მომხმარებელს გააჩნია გარკვეული ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში და ფინანსური ინფორმაციის აღქმის უნარი. აღქმადობა არ გულისხმობს ძნელად აღსაქმელი ფინანსური ინფორმაციის ანგარიშგებაში ასახვისაგან თავის შეკავებას. შესაბამისობა გულისხმობს ინფორმაციის სარგებლიანობას. ინფორმაცია სასარგებლოა და გააჩნია შესაბამისობის თვისება, თუ ის გავლენას ახდენს ინფორმაციის მომხმარებლის ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე იმით, რომ მას ეხმარება შეაფასოს ა(ა)იპ-ის წარსული, მიმდინარე და მომავალი საქმიანობა, ან დაადასტუროს ან შეასწოროს ადრინდელი შეფასებები. ინფორმაციის შესაბამისობაზე გავლენას ახდენს მისი არსებითობა. ინფორმაცია ითვლება არსებითად, თუ მისი გამოტოვება ან დამახინჯება გავლენას მოახდენს იმ მომხმარებელთა გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეყრდნობა ფინანსურ ანგარიშგებას. არაარსებითი ინფორმაციის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვა ართულებს აღრიცხვის პროცესს და არაფერს მატებს ფინანსური ინფორმაციის სარგებლიანობას, ანუ არსებითობა ის ზღვარია, რომლის გადალახვის შედეგად ინფორმაცია უსარგებლო ხდება. საიმედოობა გულისხმობს ფინანსური ინფორმაციის: სამართლიანად მომზადებას (სამართლიანად უნდა ასახავდეს ყველა სამეურნეო ოპერაციასა და მოვლენას), შინაარსის ფორმაზე აღმატებულებას (ინფორმაცია სამეურნეო ოპერაციის შესახებ აუცილებელია აისახოს შინაარსისა და ეკონომიკური რეალობის და არასამართლებრივი ფორმის შესაბამისად), ნეიტრალობას (არ უნდა ასახავდეს ისეთ ინფორმაციას, რომელიც წინასწარ განზრახულ შედეგს განაპირობებს), წინდახედულობას (უნდა იყოს პროფესიულად კეთილგონივრული იმ განუსაზღვრელი გარემოებების მიმართ, რომელიც გარდაუვლად თან ახლავს ფინანსურ ანგარიშგებას) და სისრულეს (არ უნდა იყოს გამოტოვებული არსებითი ინფორმაცია). შესადარისობა გულისხმობს ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლისათვის ა(ა)იპ-ის სხვადასხვა წლის საქმიანობის შედარებისა და შეფასების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, ა(ა)იპ-ის შედეგების ტენდენციების განსაზღვრის მიზნით. ფინანსური ანგარიშგების ელემენტები ფინანსურ ანგარიშგებაში აღწერილია საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი ყველა სამეურნეო ოპერაციისა და მოვლენის ფინანსური შედეგი, რომლებიც დაჯგუფებულია მათი ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით. ამგვარ ფართო დაჯგუფებებს ფინანსური ანგარიშგების ელემენტებს უწოდებენ. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ეს ელემენტები წარმოდგენილია აქტივების, ვალდებულებებისა და ფონდების, ხოლო საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშგებაში – შემოსავლებისა და ხარჯების სახით. აქტივი არის ა(ა)იპ-ის განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომელიც წარსულში მომხდარი სამეურნეო მოვლენების შედეგია და რის საფუძველზეც ა(ა)იპ მომავალში მოელის ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ვალდებულება არის ა(ა)იპ-ის მიმდინარე პერიოდის მოვალეობა, რომელიც წარმოიშვა წარსულში მომხდარი სამეურნეო მოვლენების შედეგად და რომლის შესრულება გულისხმობს ა(ა)იპ-ის ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლას. ფონდები (ნეტო აქტივები) არის ა(ა)იპ-ის აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა ვალდებულების გამოკლების შემდეგ. შემოსავალი არის ა(ა)იპ-ის ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო პერიოდში, აქტივების ზრდის ან ვალდებულებების შემცირების გზით, რაც გამოიხატება ა(ა)იპ-ის ფონდების გადიდებით. ხარჯი არის ა(ა)იპ-ის მიერ ეკონომიკური სარგებლის შემცირება საანგარიშგებო პერიოდში, აქტივების ა(ა)იპ-იდან გასვლის ან ვალდებულებების ზრდის საფუძველზე, რაც გამოიხატება ა(ა)იპ-ის ფონდების შემცირებით. ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარება და შეფასება აღიარება არის ა(ა)იპ-ის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ან საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშგებაში იმ მუხლის ასახვის პროცესი, რომელიც აკმაყოფილებს მოცემული ელემენტის განმარტებასა და აღიარების შემდეგ კრიტერიუმებს: ა) შესაძლებელია ამ მუხლით გამოწვეული მომავალი ეკონომიკური სარგებლის ა(ა)იპ-ში შემოსვლა ან გასვლა; და ბ) მუხლს გააჩნია საიმედოდ შეფასებული რიცხობრივი მნიშვნელობა. სხვა სიტყვებით, აღიარება გულისხმობს მოცემული მუხლის სიტყვიერ და თანხობრივ ასახვას ფინანსურ ანგარიშგებაში. შეფასება არის ფულადი თანხების განსაზღვრის პროცესი, რომლის მიხედვითაც ხდება მოცემული ელემენტის აღიარება ფინანსურ ანგარიშგებაში. აღიარებისა და შეფასების წესები დადგენილია წინამდებარე სტანდარტის ცალკეულ თავებში. თავი 1. ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ა(ა)იპ ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს წინამდებარე თავის მიხედვით. მოცემული თავი განსაზღვრავს ა(ა)იპ-ის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის ძირითად საფუძვლებს და აკმაყოფილებს ა(ა)იპ-ის ფინანსურ ინფორმაციაზე მომხმარებელთა მოთხოვნებს. 1.1. ა(ა)იპ-ის საერთო დანიშნულების წლიური ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად და წარსადგენად გამოყენებული უნდა იქნეს წინამდებარე თავი. 1.2. სტანდარტის წინამდებარე თავი ადგენს ა(ა)იპ-ის საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესს. მისი მიზანია საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობის, აღქმადობისა და შესადარისობის უზრუნველყოფა იმ მოტივით, რომ ფინანსურმა ანგარიშგებამ დააკმაყოფილოს გარე მომხმარებლების მოთხოვნა ზოგიერთ ძირითად ინფორმაციაზე. ამიტომ მოთხოვნილია, რომ ფინანსური ანგარიშგება შეიცავდეს ინფორმაციას ა(ა)იპ-ის ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგების, ფონდებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ. 1.3. ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ევალება ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობას. 1.4. ა(ა)იპ-ის სრული ფინანსური ანგარიშგება მოიცავს: ა) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას პერიოდის დასასრულისთვის; ბ) ანგარიშგებას საქმიანობის შედეგების შესახებ; გ) ანგარიშგებას ფონდებში ცვლილების შესახებ; დ) პერიოდის ფულადი ნაკადების ანგარიშგებას; ე) განმარტებით შენიშვნებს, სადაც განხილულია ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკა და სხვა განმარტებითი ინფორმაცია. 1.5. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ-ს ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად, შეუძლია მოამზადოს ხელმძღვანელობის ფინანსური მიმოხილვა, რომელშიც აღწერილი და ახსნილი იქნება მის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები და ფინანსური მდგომარეობის ძირითადი საკითხები. 1.6. ფინანსურმა ანგარიშგებამ უტყუარად და სამართლიანად უნდა წარმოადგინოს ა(ა)იპ-ის საანგარიშგებო პერიოდის საქმიანობის ფინანსური შედეგები და ფულადი ნაკადები და რეალური ფინანსური მდგომარეობა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის. სამართლიანი წარდგენის უზრუნველსაყოფად, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გაკეთდეს ისეთი დამატებითი განმარტებები, რომლებიც არ მოითხოვება მოცემული სტანდარტით. 1.7. ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა მიეთითოს, რომ იგი მომზადებულია ა(ა)იპ-ის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მიხედვით. თუ ფინანსური ანგარიშგება არ შეესაბამება ა(ა)იპ-ის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით დადგენილ ნორმებს, მაშინ უნდა გამჟღავნდეს სტანდარტიდან გადახვევის ფაქტი და მიზეზი. 1.8. ა(ა)იპ-ის ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში უნდა შეფასდეს, მისი ფუნქციონირებადობა. ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს ფუნქციონირებადობის პრინციპის გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას მოცემული სტანდარტის მიხედვით მხოლოდ მაშინ, როდესაც ა(ა)იპ ინარჩუნებს ფუნქციონირებადობის უნარს. 1.9. ა(ა)იპ-ის ფინანსური ანგარიშგება, გარდა ფულადი ნაკადების შესახებ ანგარიშგებისა, უნდა მომზადდეს დარიცხვის მეთოდის გამოყენებით. 1.10. ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნებისთვის დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას, ოპერაციები და მოვლენები უნდა აღიარდეს მათი განხორციელებისთანავე (და არა იმის მიხედვით, როდის მოხდება ფულადი სახსრების ან მისი ეკვივალენტების შემოსვლა ან გასვლა). ისინი უნდა აისახოს იმ პერიოდის ბუღალტრულ რეგისტრებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელსაც მათი მოხდენის თარიღი მიეკუთვნება. ხარჯების აღიარება საქმიანობის შედეგების ანგარიშგებაში უნდა მოხდეს ხარჯებისა და შემოსავლების კონკრეტულ მუხლებს შორის არსებული პირდაპირი კავშირის საფუძველზე. ამასთან, შესაბამისობის კონცეფციის მიხედვით, არ შეიძლება ბალანსში იმ მუხლების ასახვა, რომლებიც არ შეესაბამება აქტივების ან ვალდებულებების განმარტებას. 1.11. შესადარისობის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ფინანსური ანგარიშგების მუხლების კლასიფიკაცია და წარდგენის ფორმა უნდა შენარჩუნდეს ყოველ მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში. 1.12. აუცილებელია ყველა არსებითი მუხლის ფინანსურ ანგარიშგებაში განცალკევებით წარდგენა. არაარსებითი თანხები უნდა გაერთიანდეს ფუნქციების ან შინაარსის ერთგვაროვნების მიხედვით და საჭირო არ არის მათი ცალ-ცალკე წარდგენა. 1.13. დაუშვებელია აქტივებისა და ვალდებულებების ურთიერთგადაფარვა, თუ იგი არ მოითხოვება წინამდებარე სტანდარტის რომელიმე ნორმით. 1.14. აქტივებისა და ვალდებულებების, შემოსავლებისა და ხარჯების არსებითი მუხლების ფინანსურ ანგარიშგებაში ცალ-ცალკე წარდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმიანობის შედეგების ანგარიშგებასა და ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების არსებითი მუხლების განცალკევებით წარმოდგენა ინფორმაციის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, კარგად გაერკვეს განხორციელებულ ოპერაციებში და შეაფასოს ა(ა)იპ-ის ფულადი ნაკადები მომავალში. 1.15. მიმდინარე პერიოდის ფინანსური ანგარიშგების უკეთ გასაგებად აუცილებელია ფინანსური ანგარიშგება მოიცავდეს ქრონოლოგიურად თანამიმდევარი ორი საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციას. 1.16. ფინანსური ანგარიშგება გასაგებად უნდა იყოს იდენტიფიცირებული და გამოკვეთილი იმავე ოფიციალურ დოკუმენტში გამოქვეყნებული სხვა ინფორმაციისაგან. 1.17. ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად, შეიძლება ა(ა)იპ აქვეყნებდეს სხვა ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციას, რომელზეც არ ვრცელდება წინამდებარე სტანდარტი. ამიტომ მოითხოვება, რომ ფინანსური ანგარიშგება მკაფიოდ გამოირჩეოდეს სხვა ინფორმაციისაგან, რათა მომხმარებელმა შეძლოს ამ სტანდარტის საფუძველზე მომზადებული ფინანსური ინფორმაციის გარჩევა მისთვის სასარგებლო სხვა ინფორმაციისაგან. 1.18. ფინანსური ანგარიშგების თითოეული კომპონენტი გარკვევით უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ანგარიშგებაში თვალსაჩინოდ უნდა იყოს ფორმულირებული შემდეგი ინფორმაცია: ა) ა(ა)იპ-ის დასახელება ან სხვა სადენტიფიკაციო მონაცემები; ბ) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების შედგენის თარიღი ან ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული პერიოდი, რომელიც შეესაბამება ფინანსური ანგარიშგების შესაბამის კომპონენტს; გ) საანგარიშგებო ვალუტა; და დ) ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილი რიცხვების სიზუსტის ხარისხი. 1.19. მიზანშეწონილია, მაგრამ სავალდებულო არ არის, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მუხლების ბალანსში განცალკევებულად ასახვა. თუ ა(ა)იპ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში არ მიჯნავს აქტივებისა და ვალდებულებების გრძელვადიან მუხლებს მოკლევადიანი მუხლებისაგან, მაშინ მათი წარდგენა ხდება ლიკვიდობის ზრდის მიხედვით. 1.20. აქტივი ჩაითვლება მიმდინარე აქტივად, თუ: ა) განკუთვნილია გასაყიდად ან მოხმარებისათვის ჩვეულებრივი საქმიანობის ციკლის განმავლობაში; ბ) ძირითადად, გამოიყენება მოკლევადიანი მიზნებისათვის და მისი რეალიზაცია ივარაუდება ერთი წლის განმავლობაში; ან გ) არის ფულადი სახსრები ან მისი ეკვივალენტები, რომელთა გამოყენება არ არის შეზღუდული. ყველა სხვა აქტივი ითვლება გრძელვადიან აქტივად. 1.21. წინამდებარე სტანდარტში ცნება “გრძელვადიანი აქტივები” მოიცავს ყველა გრძელვადიან მატერიალურ და არამატერიალურ აქტივს, რომლებიც ხანგრძლივად გამოიყენება. 1.22. ვალდებულება მოკლევადიანია, თუ მისი დაფარვა მოსალოდნელია ფინანსური ანგარიშგების შედგენის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში. ყველა სხვა ვალდებულება ითვლება გრძელვადიან ვალდებულებად. 1.23. ბალანსში აუცილებელია აისახოს ქვემოთ ჩამოთვლილი მუხლები შესაბამისი თანხებით: ა) ძირითადი საშუალებები; გ) ინვესტიციები; დ) მარაგები; ე) დებიტორები; ვ) ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები; ზ) საოპერაციო და სხვა ვალდებულებები; თ) საგადასახადო ვალდებულებები და აქტივები; ი) ანარიცხები; კ) გრძელვადიანი პროცენტიანი ვალდებულებები; ლ) ფონდები და რეზერვები. 1.24. თუ ა(ა)იპ ფინანსურ ანგარიშგებაში განაცალკევებს მოკლევადიან და გრძელვადიან მუხლებს, მაშინ ბაფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების, ზემოთ განხილული აუცილებელი საბალანსო მუხლების გარდა, უნდა მოიცავდეს ქვეჯგუფების სახელწოდებებსა და ჯამურ თანხებს. 1.25. ა(ა)იპ-ის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ფორმატით. სასურველია ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მუხლებისა და ქვეჯგუფების ასახვა მათი ლიკვიდობის ზრდის მიხედვით. 1.26. საანგარიშგებო პერიოდის საქმიანობის შედეგების შესახებ ა(ა)იპ-ის ანგარიშგებაში უნდა აისახოს მოცემულ პერიოდში აღიარებული შემოსავლებისა და ხარჯების ყველა მუხლი. 1.27. საანგარიშგებო პერიოდის საქმიანობის შედეგი ყალიბდება შემდეგი კომპონენტისაგან ჩვეულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და ხარჯები (რომელთაგან თითოეული უნდა აისახოს საქმიანობის შედეგების ანგარიშგებაში). 1.28. საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშგება უნდა გაიმიჯნოს შეუზღუდავ, დროებით შეზღუდულ და მუდმივად შეზღუდულ ფონდებთან დაკავშირებული ხარჯების მიხედვით. ანგარიშგების ყოველ ნაწილში აუცილებელია აისახოს ქვემოთ ჩამოთვლილი მუხლების შესაბამისი თანხები: ა) შემოსავალი (სახეების მიხედვით); ბ) ხარჯების სტრუქტურა (ხარჯების ფუნქციების მიხედვით); გ) მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის შედეგები; დ) ფინანსური ხარჯები; ე) საგადასახადო ხარჯები; ვ) შემოსავლების მეტობა ხარჯებზე ან დეფიციტი; ზ) საანგარიშგებო პერიოდის წმინდა შედეგი. 1.29. საქმიანობის შედეგების ანგარიშგებაში ხარჯები აგრეგირდება მათი ფუნქციების მიხედვით. ანგარიშგებას დაერთვის ეკონომიკური შინაარსის მიხედვით კლასიფიცირებული ხარჯები (მაგალითად, ცვეთა, მასალების შეძენა, ტრანსპორტირების დანახარჯები, ხელფასები და გასამრჯელოები, სარეკლამო დანახარჯები და სხვ.). 1.30. თუ ა(ა)იპ საქმიანობას ახორციელებს მიღებული გრანტების საშუალებით, იგი ვალდებულია გაამჟღავნოს დამატებითი ინფორმაცია ხარჯების ფუნქციების შესახებ. დამატებითი ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს გრანტით დაფინანსებული პროექტების მიხედვით. 1.31. ა(ა)იპ-მა ფინანსური შედეგის ცალკე მუხლის სახით უნდა წარადგინოს მოცემული საანგარიშგებო პერიოდის წმინდა შედეგი. 1.32. ა(ა)იპ-მა ყოველი საანგარიშგებო პერიოდისათვის უნდა მოამზადოს ანგარიშგება ფონდების სტრუქტურისა და ცვლილების შესახებ. 1.33. ფინანსურმა ანგარიშგებამ უნდა უზრუნველყოს ა(ა)იპ-ის ფონდების წარდგენა დონორის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შემდეგი სამი კლასის მიხედვით: მუდმივად შეზღუდული ფონდები; დროებით შეზღუდული ფონდები და შეუზღუდავი ფონდები. 1.34. დონორის შეზღუდვა შეიძლება მოითხოვდეს, რომ რესურსები გამოიყენებოდეს შემდგომ პერიოდში ან მითითებული თარიღის შემდეგ (დროით შეზღუდული), ან გამოყენებული იყოს მითითებული მიზნებისათვის (მიზნით შეზღუდული) ან ორივეს ერთად. მაგალითად, ფულის ან სხვა აქტივის ჩუქება დაბანდების ისეთი პირობით, რომ უზრუნველყოს შემოსავალი მითითებული ვადისათვის და შემოსავალი გამოყენებულ იქნეს მითითებული მიზნისათვის, წარმოადგენს დროით და მიზნით შეზღუდულ ფონდს. 1.35. ა(ა)იპ-მა ყოველი საანგარიშგებო პერიოდისათვის, ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილის სახით, უნდა მოამზადოს და წარადგინოს ფულადი ნაკადების ანგარიშგება. 1.36. საანგარიშგებო პერიოდის ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში ფულადი ნაკადები უნდა აისახოს საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის ფულად ნაკადებად დაჯგუფებით. 1.37. ფულადი ნაკადების საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის ფულად ნაკადებად დაჯგუფების მიზანია, დადგინდეს თითოეული საქმიანობის ფულადი ნაკადების როლი. 1.38. საოპერაციო საქმიანობის ფულადი ნაკადები უმეტესად ა(ა)იპ-ის ძირითადი საქმიანობიდან წარმოიშობა. საოპერაციო საქმიანობის ფულადი ნაკადების მაგალითებია: ა) გაწევრიანების, საწევროების, შემოწირულობებისა და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები; ბ) როიალტებიდან, ჰონორარებიდან და სხვა შემოსავლებიდან მიღებული ფულადი სახსრები; გ) საქონელსა და მომსახურებაზე მომწოდებელთათვის გადახდილი ფულადი სახსრები; დ) თანამშრომლებისათვის და მათი სახელით გადახდილი ფულადი სახსრები; ე) სადაზღვევო პრემიებითა და პრეტენზიებით, ანუიტეტებითა და სხვა სადაზღვევო დახმარებებით მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრები; ვ) გადასახადებთან დაკავშირებული ფულადი სახსრების გადახდა ან დაბრუნება, თუ იგი დაკავშირებული არ არის საფინანსო და საინვესტიციო საქმიანობასთან. 1.39. საინვესტიციო საქმიანობა გვიჩვენებს, თუ რა დანახარჯები იქნა გაწეული იმ რესურსებისათვის, რომლებმაც მომავალში უნდა შექმნას შემოსავალი და ფულადი სახსრები. ამიტომ, მნიშვნელოვანია საინვესტიციო საქმიანობის ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში ცალკე გამოყოფა. საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების მაგალითებია: ა) ძირითადი საშუალებებისა და სხვა გრძელვადიანი აქტივების შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრები; ბ) ძირითადი საშუალებებისა და სხვა გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები; გ) სასესხო ინსტრუმენტებისა და ერთობლივი საქმიანობის წილის შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრები (იმ გადახდების გარდა, როდესაც ამგვარი ინსტრუმენტები ითვლება ფულადი სახსრების ეკვივალენტებად); 1.40. მნიშვნელოვანია საფინანსო საქმიანობის ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში ცალკე გამოყოფა. საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების მაგალითებია: ა) სესხების სახით მოზიდული ფულადი სახსრები; ბ) სესხების დასაფარად გადახდილი ფულადი სახსრები; და გ) ფინანსური იჯარის ვალდებულებების შესამცირებლად გადახდილი ფულადი სახსრები. 1.41. საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები ა(ა)იპ-მა უნდა წარადგინოს პირდაპირი მეთოდით, რომელშიც ნაჩვენები იქნება ფულადი სახსრების შემოსავლისა და გასავლის მთლიანი ნაკადები, ძირითადი კატეგორიების მიხედვით. 1.42. მიღებული ან გაცემული ფულადი სახსრების ძირითადი პუნქტების მიხედვით, ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს: ა) ა(ა)იპ-ის საბუღალტრო წიგნები; ან ბ) საქმიანობის შედეგების ანგარიშგების მუხლების კორექტირება შემდეგის გათვალისწინებით: I) საანგარიშგებო პერიოდში მარაგებსა და საოპერაციო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ მოთხოვნებსა და გადასახდელებში მომხდარი ცვლილებები; II) სხვა არაფულადი მუხლები; III) სხვა მუხლები, რომლებიც გვიჩვენებს საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულად ნაკადებს. 1.43. ა(ა)იპ-მა ცალ-ცალკე უნდა წარადგინოს საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების შემოსვლა და გასვლა, ძირითადი კატეგორიების მიხედვით. 1.44. უცხოური ვალუტით შესრულებულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები წარდგენილი უნდა იქნეს ა(ა)იპ-ის საანგარიშგებო ვალუტით. გადასაანგარიშებლად გამოყენებული უნდა იქნეს საანგარიშგებო ვალუტასა და უცხოურ ვალუტას შორის გასაცვლელი სავალუტო კურსი ფულადი სახსრების მოძრაობის დღისათვის. 1.45. გრანტების, პროცენტებისა და დივიდენდების სახით მიღებული და გაცემული ფულადი ნაკადები კლასიფიცირდება საოპერაციო საქმიანობად და აისახება განცალკევებით. 1.46. გადასახადებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები კლასიფიცირდება საოპერაციო საქმიანობად და ცალკე აისახება. 1.47. ა(ა)იპ-მა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის არსებული საბაზისო ინფორმაცია და მნიშვნელოვანი სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების ასახვისათვის შერჩეული და გამოყენებული შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკა; ბ) მუდმივად შეზღუდული ფონდის ცალკეული კომპონენტები, რათა ადვილად გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან: I) ფონდი, მიწისა და ხელოვნების ნიმუშის სახით, რომელიც შეწირულია იმ შეთანხმებით, რომ ისინი გამოყენებულ იქნეს მითითებული მიზნისათვის, იყოს შენარჩუნებული და არ გაიყიდოს; II) ფონდი, რომელიც შეწირულია დაბანდების შეთანხმებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემოსავლების მუდმივი წყარო; გ) დროებით შეზღუდული ფონდები, რათა განსხვავებულ იქნეს ერთმანეთისაგან: I) სპეციფიკური საოპერაციო მოქმედებისათვის შენარჩუნებული ფონდი; II) განსაზღვრული დროით ინვესტირებული ფონდი; III) მითითებულ მომავალ პერიოდში გამოსაყენებელი და ხანგრძლივი აქტივების შესაძენი ფონდი; დ) წინამდებარე სტანდარტის სხვა თავების ნორმებით გათვალისწინებული განმარტებითი ინფორმაცია, რომელიც წარდგენილი არ არის უშუალოდ ფინანსურ ანგარიშგებაში. 1.48. ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაციის ადვილად გაგებისა და სხვა ა(ა)იპ-ების ანალოგიურ ინფორმაციასთან შედარების უზრუნველსაყოფად, შენიშვნები და განმარტებები მოცემული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით: ა) აღნიშვნა, რომ ანგარიშგება მომზადებულია მოცემული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის შესაბამისად; ბ) შეფასების საფუძვლები და გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა; გ) დამატებითი დამამტკიცებელი ინფორმაცია უშუალოდ ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მუხლებისათვის ისეთივე თანმიმდევრობით, როგორც მოცემულია ფინანსური ანგარიშგების თითოეული კომპონენტი და მუხლი; დ) სხვა განმარტებები, რომლებიც მოიცავს: I) გაუთვალისწინებელ მოვლენებს, ვალდებულებებს, რომლებიც ექვემდებარება შესრულებას და სხვა სახის ფინანსური შინაარსის განმარტებითი შენიშვნები; II) არაფინანსური შინაარსის განმარტებებს. 1.49. ა(ა)იპ-მა უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია: ა ) ა(ა)იპ-ის ადგილმდებარეობა, ქვეყანა, სადაც ა(ა)იპ არის რეგისტრირებული და იურიდიული მისამართი (ან საქმიანობის ძირითადი ადგილი, თუ იგი განსხვავდება იურიდიული მისამართისაგან); ბ) ა(ა)იპ-ის წევრთა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში; თავი 2. მარაგები წინამდებარე თავი ადგენს ა(ა)იპ-ის მარაგების (არაგრძელვადიანი აქტივების) აღრიცხვის წესს. ამ თავში ასევე აღწერილია მარაგების თვითღირებულების განსაზღვრისა და მისი ხარჯებად აღიარების წესები. 2.1. მარაგების ობიექტი, რომელიც აკმაყოფილებს აქტივის აღიარების კრიტერიუმებს, თავდაპირველად უნდა შეფასდეს თვითღირებულებით. 2.2. მარაგების თვითღირებულებაში შედის მის შეძენასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯი, აგრეთვე ის დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მოცემულ ადგილსამყოფელამდე მის ტრანსპორტირებასთან და მიღებული მარაგების სათანადო მდგომარეობაში მოყვანასთან. 2.3. მარაგის შეძენის დანახარჯები მოიცავს: მისი შეძენის (ნასყიდობის) ფასს, იმპორტის გადასახადსა და სხვა გადასახადებს (არაპირდაპირი გადასახადების გარდა, რომლებიც დაბრუნებას (ჩათვლას) ექვემდებარება), ტრანსპორტირების, დატვირთვა-გადმოტვირთვის დანახარჯებსა და სხვა დანახარჯებს, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალებისა და მომსახურების შეძენასთან. შეძენის დანახარჯების გაანგარიშებისას გაანგარიშებული თანხა შემცირდება სავაჭრო დათმობის, სხვადასხვა სახის ფასდათმობისა და სხვა ანალოგიური მუხლების ღირებულებით. თუ გადახდა გადავადებულია (შემდგომი გადახდის პირობით) და შემდგომი გადახდის ფასი მეტია დაუყოვნებლივ გადახდის ფასზე, მაშინ მარაგების თვითღირებულებაში ასახული შეძენის ფასი არის გარიგების თარიღისთვის ხელმისაწვდომი დაუყოვნებლივ გადახდის ფასი. 2.4. მარაგის თვითღირებულება მოიცავს ყველანაირ დანახარჯს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მარაგის არსებულ ადგილამდე ტრანსპორტირებასა და მათ ახლანდელ მდგომარეობაში მოყვანასთან, მათ შორის: (ა) შეძენის დანახარჯებს; (ბ) გადამუშავების დანახარჯებსა; და (გ) სხვა დანახარჯებს, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული მარაგის არსებულ ადგილამდე ტრანსპორტირებასა და მათ ახლანდელ მდგომარეობაში მოყვანასთან. 2.5. თვითღირებულების ფორმულები: ა(ა)იპ-მა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი მარაგების თვითღირებულება, ასევე კონკრეტული პროექტებისთვის წარმოებული და განკუთვნილი საქონლის ან მომსახურების თვითღირებულება უნდა განსაზღვროს ცალ-ცალკე მათზე გაწეული ინდივიდუალური დანახარჯების იდენტიფიკაციით. ყველა სხვა მარაგის თვითღირებულება უნდა შეფასდეს ე.წ. „FIFO მეთოდით“ (რომლის მიხედვითაც საანგარიშგებო პერიოდში, პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება ის საქონელი, რომელიც საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისთვის მიეკუთვნება მარაგს, ხოლო შემდეგ - ის საქონელი, რომელიც წარმოებულია (შეძენილია) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, მისი წარმოების (შეძენის) დროის მიხედვით), ან საშუალო შეწონილი ღირებულების ფორმულის გამოყენებით. 2.6. მარაგების გამოყენების (გასვლის) შემთხვევაში, მათი თავდაპირველი ღირებულება უნდა აღიარდეს იმ პერიოდის ხარჯებად, როდესაც მიღებულ იქნა შესაბამისი სარგებელი. თავი 3. ძირითადი საშუალებები ეს თავი ადგენს ა(ა)იპ-ის ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის წესს. იგი მოიცავს ძირითადი საშუალებების აღიარების, აღიარების დროინდელი და შემდგომი შეფასებების, ცვეთისა და საბალანსო ღირებულების განსაზღვრის საკითხებს. 3.1. მოცემული თავი გამოიყენება ა(ა)იპ-ის ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და ანგარიშგებაში ასახვისათვის. 3.2. ძირითადი საშუალებები აქტივად აღიარდება, თუ: ა) მოსალოდნელია, რომ ა(ა)იპ მომავალში ამ აქტივის გამოყენებით მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს; და ბ) შესაძლებელია აქტივის ღირებულების საიმედოდ შეფასება. 3.3. ზოგჯერ ძნელია იმის დადგენა, რას წარმოადგენს ძირითადი საშუალებების ესა თუ ის ობიექტი. ამის დასაზუსტებლად საჭიროა შემოწმდეს თითოეული ობიექტის შესაბამისობა აქტივის განმარტებასთან. ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია კრიტერიუმის გამოყენება ინდივიდუალურად, უმნიშვნელო ობიექტების აგრეგირებული ერთობლიობის მიმართ. სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურე დანადგარების უმრავლესობა აღირიცხება მარაგების სახით და გამოყენებისთანავე აისახება როგორც ხარჯი. თუმცა, ძვირადღირებული სათადარიგო და დამხმარე ნაწილები ძირითადი საშუალებების კრიტერიუმს აკმაყოფილებენ იმ შემთხვევაში, თუ ა(ა)იპ აპირებს მათ გამოყენებას ერთზე მეტი სააღრიცხვო პერიოდის განმავლობაში. ანალოგიურად, თუ სათადარიგო ნაწილი ან დამხმარე მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების რომელიმე კონკრეტულ ობიექტთან ერთად და მათი გამოყენება მოხდება არარეგულარულად, ისინი უნდა აღიარდეს და გატარდეს ძირითადი საშუალებების ობიექტის სახით და მათი ცვეთა მოხდეს იმ ვადით, რომელიც არ აღემატება მათთან დაკავშირებული აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადას. 3.4. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა აქტივზე გაწეული საერთო დანახარჯების განაწილება მის შემადგენელ ნაწილებზე და მათი ცალ-ცალკე აღრიცხვა. ეს ხდება მაშინ, როდესაც აქტივის შემადგენელ ნაწილებს გააჩნია განსხვავებული სასარგებლო მომსახურების ვადა და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებლის მიღება ხდება სხვადასხვა დროს. შესაბამისად, საჭიროა ცვეთის განსხვავებული ნორმებისა და მეთოდების გამოყენება. 3.5. ძირითადი საშუალების ობიექტი, რომელიც აკმაყოფილებს აქტივის აღიარების კრიტერიუმებს, თავდაპირველად უნდა შეფასდეს მისი თვითღირებულებით. 3.6. შეძენილი ძირითადი საშუალებების თვითღირებულება შედგება: მისი შესყიდვის ფასის, საიმპორტო ბაჟისა და სხვა, დაუბრუნებადი გადასახადების, ასევე აქტივის სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად საჭირო სხვა პირდაპირი ხარჯებისაგან; შესყიდვის ფასი არ მოიცავს არანაირ სავაჭრო ფასდათმობასა და შეღავათს. შეძენილი აქტივის სხვა პირდაპირი ხარჯების მაგალითებია: ა) აქტივისათვის ადგილმდებარეობის მომზადების ხარჯები; ბ) აქტივის ადგილზე მიტანისა და დატვირთვა-გადმოტვირთვის ხარჯები; გ) მონტაჟის ხარჯები; დ) პროფესიული მომსახურების ხარჯები, როგორიცაა არქიტექტორებისა და ინჟინრების შრომის ანაზღაურება; ე) აქტივის დემონტაჟისა და ადგილმდებარეობის აღდგენის შესაძლო ხარჯები იმ ფარგლებში, რაც აქტივის შეძენისთანავე ანარიცხის სახით აღიარდება. 3.7. ძირითადი საშუალებების ღირებულებას, როგორც წესი, არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული და სხვა საერთო ზედნადები ხარჯები. მათი მიკუთვნება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ასეთი ხარჯების პირდაპირ დაკავშირება აქტივების შეძენასთან ან მათ სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან. 3.8. ძირითადი საშუალებების რომელიმე ობიექტი შეიძლება მიღებულ იქნეს არამსგავს აქტივზე გაცვლის გზით. ასეთი აქტივების ღირებულება ფასდება მიღებული აქტივის რეალური ღირებულებით, რომელიც ეკვივალენტურია გაცემული აქტივის რეალური ღირებულებისა და შესწორებულია ნებისმიერი ფულადი სახსრების ან მისი ეკვივალენტის გადახდილი თანხით. 3.9. ძირითადი საშუალებების აქტივებად აღიარების შემდეგ გაწეული დანახარჯები წარმოადგენს აქტივების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დანახარჯს და ხარჯებად აღიარდება მათი გაწევისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება აქტივების საბალანსო ღირებულებაში ჩართვას. 3.10. აქტივების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დანახარჯები მხოლოდ მაშინ დაემატება აქტივების საბალანსო ღირებულებას, თუ ამ დანახარჯების შედეგად გაიზრდება აქტივის მომსახურების ვადა. 3.12. ძირითადი საშუალებების ზოგიერთი ობიექტის მთავარი დეტალები შესაძლოა მოითხოვდეს პერიოდულ შეცვლას. ეს მიანიშნებს, რომ ამ დეტალის გამოყენებისა და აქტივის მომსახურების ვადა განსხვავებულია. ასეთ შემთხვევაში, თუ ობიექტის შემადგენელი ნაწილები აკმაყოფილებს ძირითადი საშუალების განმარტებას, აღირიცხება, ცალკეული აქტივების სახით. ამგვარად, აქტივების რომელიმე ნაწილის შეცვლის ან აღდგენის დანახარჯი აღირიცხება როგორც ცალკე აქტივის შეძენა, ხოლო შეცვლილი ნაწილი ჩამოიწერება. 3.13. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაციის გამჟღავნების მიზნით, ძირითადი საშუალებები უნდა დაჯგუფდეს შინაარსისა და სამეურნეო დანიშნულების მსგავსების მიხედვით. ამ ჯგუფების მაგალითებია: ა) მიწა; ბ) შენობა-ნაგებობები; გ) მანქანა-დანადგარები; დ) სატრანსპორტო საშუალებები; ე) ავეჯი და მოწყობილობა; ვ) ოფისის აღჭურვილობა. 3.14. აქტივად პირველადი ასახვის შემდგომ, ძირითადი საშუალებების ესა თუ ის ობიექტი უნდა აისახოს მისი თავდაპირველი ღირებულებიდან დაგროვილი ცვეთის გამოკლების შედეგად მიღებული თანხით. 3.15. ძირითადი საშუალებების ცვეთის თანხა უნდა განაწილდეს სისტემატურ საფუძველზე, მათი მომსახურების ვადის განმავლობაში. ყოველი პერიოდის ცვეთის თანხა უნდა აისახოს ხარჯის სახით. 3.16. აუცილებელია აქტივში განივთებული ეკონომიკური სარგებლის ა(ა)იპ-ის მიერ აღრიცხვა. აქტივის გამოყენებით მიღებული სარგებლით აქტივის საბალანსო ღირებულების შემცირება გამოიხატება ცვეთის ხარჯის დარიცხვის გზით. 3.17. აქტივის მომსახურების ვადა განისაზღვრება ამ აქტივის მოსალოდნელი სარგებლიანობით. აქტივების მართვის პოლიტიკა შეიძლება გულისხმობდეს აქტივების გაყიდვას გარკვეული დროის ან აქტივით მიღებული ეკონომიკური სარგებლის გარკვეული ნაწილის მოხმარების შემდეგ. აქედან გამომდინარე, აქტივის მომსახურების ვადა შეიძლება მისი ეკონომიკური ვარგისიანობის ვადაზე ნაკლები აღმოჩნდეს. ძირითადი საშუალებების მომსახურების ვადის დადგენა დამოკიდებულია ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეყრდნობა მსგავსი აქტივების გამოყენების გამოცდილებას ან ხელმძღვანელობის განზრახვას ამ აქტივის გამოყენების შესახებ. 3.18. აქტივის ცვეთადი ღირებულება განისაზღვრება მისი თვითღირებულებიდან ნარჩენი ღირებულების გამოკლებით. პრაქტიკაში აქტივის ნარჩენი ღირებულება ხშირად უმნიშვნელოა და, ამდენად, არაარსებითია ცვეთის თანხის გაანგარიშებაში. როცა მოსალოდნელია, რომ აქტივს ექნება მნიშვნელოვანი ნარჩენი ღირებულება, იგი გამოითვლება აქტივის შეძენისთანავე და არ იცვლება ფასების ცვლილების შესაბამისად. 3.19. აქტივების მომსახურების ვადის განმავლობაში მათი ცვეთის თანხის სისტემატური განაწილებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა მეთოდი. სტანდარტით დაშვებულია ა(ა)იპ-მა გამოიყენოს: ცვეთის დარიცხვის წრფივი მეთოდი და ცვეთის შემცირებადი ნაშთის მეთოდი. წრფივი მეთოდი გულისხმობს ცვეთის ერთსა და იმავე თანხის დარიცხვას აქტივის მთელი მომსახურების ვადის მანძილზე. შემცირებადი ნაშთის მეთოდის გამოყენება იწვევს ცვეთის კლებადი თანხების დარიცხვას აქტივის მომსახურების ვადის განმავლობაში. 3.20. ყოველი ფინანსური წლის ბოლოს უნდა გადაისინჯოს ძირითადი საშუალებების გამოყენების ვადა და თუ მოსალოდნელი გამოყენების ვადა მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა შეფასებებისაგან, ცვეთის თანხები მიმდინარე და მომავალი საანგარიშგებო პერიოდებისათვის უნდა შეიცვალოს. 3.21. ძირითადი საშუალების ობიექტი უნდა ჩამოიწეროს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან მისი გაყიდვის შემთხვევაში ან როცა მწყობრიდან გავა და მისი გაყიდვით მოსალოდნელი აღარ იქნება ეკონომიკური სარგებლის მიღება. 3.22. აქტივის მწყობრიდან გასვლის ან გაყიდვის შედეგად მიღებული მოგება ან ზარალი განისაზღვრება, როგორც სხვაობა წმინდა ამონაგებ თანხასა და აქტივის საბალანსო ღირებულებას შორის და საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშგებაში აისახება როგორც შემოსავალი ან ხარჯი. 3.23. ძირითადი საშუალებები, რომლებიც აქტიურად არ გამოიყენება და განკუთვნილია გასაყიდად, აღირიცხება აქტიური მოხმარებიდან გასვლის თარიღის საბალანსო ღირებულებით. 3.24. ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ძირითადი საშუალებების ყოველი ჯგუფისათვის უნდა გაიხსნას შემდეგი ინფორმაცია: ა)ცვეთის დარიცხვის მეთოდები; ბ) აქტივების მომსახურების ვადა ან გამოყენებული ცვეთის ნორმები; გ) აქტივის საწყისი საბალანსო ღირებულება და დაგროვილი ცვეთა პერიოდის დასაწყისში და ბოლოს; დ) პერიოდის საწყისი და საბოლოო საბალანსო ღირებულებების შესაბამისობა შესადარისი ინფორმაციის გარეშე, როდესაც ნაჩვენები იქნება აქტივების: I) შემოსვლა; II) გადაცემა-გაყიდვა; III) ცვეთა; IV) სხვა ოპერაციები. 3.25. ა(ა)იპ-მა ფინანსურ ანგარიშგებაში ასევე უნდა გაამჟღავნოს საკუთრების უფლებაზე არსებული შეზღუდვები და ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ძირითადი საშუალებების ღირებულება. თავი 4. სახელმწიფო გრანტები წინამდებარე თავი ადგენს ა(ა)იპ-ში სახელმწიფო გრანტების აღრიცხვის წესს. ამ თავში ასევე განხილულია სახელმწიფო გრანტებისა და სხვა სახის დახმარებების ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვისა და განმარტების პრინციპები. მოცემულ თავს არსებითი მნიშვნელობა აქვს ა(ა)იპ-ისათვის იმ თვალსაზრისით, რომ მან შეძლოს გრანტის სახით მიღებული რესურსების სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევა და შემოსავლის ისე აღიარება, რომ შენარჩუნებული იყოს ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის შესადარისობა. 4.1. წინამდებარე თავი გამოიყენება სახელმწიფო გრანტების ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვისას, აგრეთვე სხვა სახის სახელმწიფო დახმარებების შესახებ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნებისთვის. 4.2. ა(ა)იპ-მა სახელმწიფო დახმარება შეიძლება მიიღოს მრავალი ფორმით, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება ხასიათითა და პირობებით. დახმარება შეიძლება მიზნად ისახავდეს ისეთი საქმიანობის წახალისებას, რომლის ნორმალურად წარმართვას ა(ა)იპ ვერ შეძლებდა დახმარების გარეშე. 4.3. სახელმწიფო გრანტები პრაქტიკაში შეიძლება სხვა სახელითაც შეგვხვდეს, მაგალითად: სუბსიდია, დოტაცია ან სახელმწიფო პრემია. სტანდარტი სახელმწიფო გრანტად არ განიხილავს სახელმწიფოს მხრიდან ა(ა)იპ-ისათვის მინიჭებულ პრივილეგიას, შეღავათებს გადასახადებთან დაკავშირებით ან სხვა სახის დახმარებას, რომელთა ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა შეუძლებელია. 4.4. სახელმწიფო გრანტები, მათ შორის, არაფულადი გრანტები, უნდა აღიარდეს რეალური ღირებულებით, თუ იარსებებს დამაჯერებელი რწმენა, რომ: ა) ა(ა)იპ შეასრულებს მასთან დაკავშირებულ პირობებს; და ბ) გრანტი იქნება მიღებული. 4.5. სახელმწიფო გრანტის აღიარებისათვის აუცილებელია ორი მოთხოვნის ერთდროულად დაკმაყოფილება. კერძოდ, ა(ა)იპ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დააკმაყოფილებს გრანტის პირობებს და გრანტს აუცილებლად მიიღებს. გრანტის მიღება თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პირი აკმაყოფილებს ან მომავალში დააკმაყოფილებს გრანტის პირობებს. 4.6. გრანტის ფორმა გავლენას არ ახდენს მისი სააღრიცხვო მეთოდის შერჩევაზე. ფულადი ფორმით და სახელმწიფო ვალდებულებების შემცირების სახით მიღებული გრანტი ერთნაირად აღირიცხება. 4.7. სახელმწიფო გრანტი შეიძლება მიღებულ იქნეს არაფულადი აქტივის სახით. მაგალითად, ძირითადი საშუალებები ან სხვა სახის რესურსები, რომელიც უნდა გამოიყენოს ა(ა)იპ-მა. ამ შემთხვევაში არაფულადი აქტივის შეფასება ხდება რეალური ღირებულებით. შესაბამისად, გრანტი/აქტივი აისახება რეალური ღირებულებით. 4.8. სახელმწიფო გრანტი თავდაპირველად უნდა აღიარდეს ა(ა)იპ-ის ფონდის სახით, მისი შეზღუდულობის ხარისხის გათვალისწინებით (შეუზღუდავი, დროებით შეზღუდული ან მუდმივად შეზღუდული). სახელმწიფო გრანტი შემოსავლის სახით აღიარდება გრანტით დასაფარი ხარჯების პროპორციულად იმ პერიოდებში, როდესაც ხდება შესაბამისი დანახარჯების გაწევა. 4.9. მიზანშეწონილი არ არის სახელმწიფო გრანტების აღიარება შემოსავლების სახით მათი მიღებისთანავე (საკასო მეთოდით). გრანტის მიღებისთანავე მისი შემოსავლის სახით აღიარება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც გრანტით დასაფარავი დანახარჯები უკვე გაწეულია და არ არსებობს სხვა საანგარიშგებო პერიოდებზე გრანტის გადანაწილების საფუძველი. 4.10. სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებული შემოსავლების აღიარება უნდა მოხდეს გრანტით დასაფარავი დანახარჯების ან ხარჯების აღიარების პროპორციულად ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გრანტით დასაფარავი ხარჯებისა და შემოსავლების შესაბამისობა. ანალოგიურად, ამორტიზებად აქტივებთან დაკავშირებული გრანტის აღიარება შემოსავლების სახით ხდება მოცემულ აქტივებზე ამორტიზაციის დარიცხვის პროპორციულად იმ საანგარიშგებო პერიოდებში, როდესაც გამოიყენება გრანტის სახით მიღებული ან გრანტით შეძენილი ამორტიზებადი აქტივები. 4.11. არაამორტიზებად აქტივებთან დაკავშირებული გრანტები შეიძლება აგრეთვე გულისხმობდეს გარკვეული ვალდებულებების შესრულებას. ასეთი გრანტების აღიარება შემოსავლების სახით ხდება იმ საანგარიშგებო პერიოდებში, როდესაც გაწეული იქნება ამ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული დანახარჯები. 4.12. გაწეული ხარჯებისა და ზარალის კომპენსაციის სახით, ან ა(ა)იპ-ის გადაუდებელი ფინანსური დახმარების მიზნით მიღებული სახელმწიფო გრანტი, რომელსაც არ ექნება შესაბამისი სამომავლო ხარჯები, აღიარდება შემოსავლად, როდესაც იგი იქნა მიღებული. 4.13. სახელმწიფო გრანტი ა(ა)იპ-მა შეიძლება მიიღოს უშუალო გადაუდებელი ფინანსური დახმარების ან უკვე გაწეული სპეციფიკური დანახარჯების სტიმულირების მიზნით. მართებული იქნება ასეთი გრანტის შემოსავლად აღიარება იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც იქნა მიღებული. 4.14. სახელმწიფო გრანტი ა(ა)იპ-მა შეიძლება მიიღოს წინა საანგარიშგებო პერიოდში გაწეული ხარჯების ან ზარალის კომპენსაციის სახით. ამგვარი გრანტის შემოსავლად აღიარება ხდება იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც იგი იქნა მიღებული. 4.15. აქტივებთან დაკავშირებული სახელმწიფო გრანტები, მათ შორის არაფულადი გრანტები რეალური ღირებულებით, აღიარდება და ბალანსში აისახება ა(ა)იპ-ის ფონდის სახით, მისი შეზღუდულობის ხარისხის გათვალისწინებით. 4.16. ა(ა)იპ-ის ფონდის სახით ასახული სახელმწიფო გრანტების შემოსავლად აღიარება ხდება სისტემატურ და რაციონალურ საფუძველზე დაყრდნობით, აქტივის გამოყენების მთელი ვადის განმავლობაში. 4.17. შემოსავლად აღიარებული გრანტები აისახება საქმიანობის შედეგების ანგარიშგებაში შემოსავლების შემადგენლობაში ან ცალკე მუხლის სახით, სახელწოდებით “გრანტის სახით მიღებული შემოსავლები”. 4.18. სახელმწიფო გრანტი, რომლის დაბრუნებაზე წარმოიშობა მოთხოვნა, განიხილება როგორც სააღრიცხვო შეფასებების გადასინჯვა. შემოსავლებთან დაკავშირებული გრანტის დაბრუნება, პირველ რიგში, უნდა დაუპირისპირდეს ამ გრანტიდან წარმოშობილ ფონდს. თუ გრანტის დასაბრუნებელი თანხა აღემატება ასეთი ფონდის თანხას ან, როდესაც არ არსებობს შესაბამისი ფონდი, გრანტის დასაბრუნებელი თანხა დაუყოვნებლივ უნდა აღიარდეს ხარჯის სახით. თუ დასაბრუნებელია აქტივთან დაკავშირებული გრანტის თანხა, იგი აისახება შესაბამისი ფონდის ნაშთის შემცირებით, დასაბრუნებელი თანხის ოდენობით. დაგროვილი დამატებითი ცვეთის თანხა, რომელიც აღიარებული იქნებოდა დაბრუნებამდე, გრანტის არარსებობის პირობებში დაუყოვნებლივ უნდა აღიარდეს ხარჯის სახით. 4.19. თუ სახელმწიფო დახმარებას არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული, დასაბუთებული ღირებულება და ჩვეულებრივი კომერციული გარიგებისაგან განსხვავებული თვისება, არ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო გრანტებს. 4.20. ნულოვანი და დაბალგანაკვეთიანი სესხებიც სახელმწიფო დახმარების ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ აქ ეკონომიკური სარგებლის რაოდენობის შესაფასებლად არ გამოდგება საპროცენტო განაკვეთების სიდიდე და ასეთი დახმარება არ მიეკუთვნება სახელმწიფო გრანტს. 4.21. წინამდებარე სტანდარტის მიხედვით, სახელმწიფო დახმარება არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას საერთო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელის გაუმჯობესების გზით, აგრეთვე საირიგაციო სისტემის სრულყოფის ღონისძიებებს, რაც სასარგებლოა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. 4.22. ა(ა)იპ-მა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს: ა) ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული სახელმწიფო გრანტების ხასიათი და სიდიდე, აგრეთვე სახელმწიფო დახმარების სხვა ფორმების აღწერა, საიდანაც ა(ა)იპ-მა მიიღო პირდაპირი სარგებელი; და ბ) შეუსრულებელი პირობები და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ რომელიმე ტიპის სახელმწიფო დახმარებასთან. თავი 5. უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები ა(ა)იპ-ს, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, შესაძლებელია შეხება ჰქონდეს უცხოური ვალუტით განხორციელებულ ოპერაციებთან. მაგალითად: საერთაშორისო ა(ა)იპ-ებში გადასახდელებზე წარმოშობილი ვალდებულებები და მათი გადახდა; უცხოურ ვალუტაში მიღებული გრანტები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვ. წინამდებარე თავი ადგენს, რომელი გასაცვლელი სავალუტო კურსი უნდა იქნეს გამოყენებული ფინანსურ ანგარიშგებაში და როგორ უნდა აისახოს გასაცვლელი სავალუტო კურსის ცვლილებებით გამოწვეული ფინანსური შედეგები. 5.1. წინამდებარე თავი გამოიყენება უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების აღრიცხვისათვის. 5.2. ა(ა)იპ უცხოური ვალუტით წარმოებულ ოპერაციებს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახავს საანგარიშგებოვალუტაში. 5.3. უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციები თავდაპირველად უნდა აისახოს საანგარიშგებო ვალუტით, ოპერაციის შესრულების დღისათვის საანგარიშგებო ვალუტასა და მოცემულ უცხოურ ვალუტას შორის დაფიქსირებული გასაცვლელი სავალუტო კურსის მიხედვით. 5.4. ოპერაციის შესრულების დღეს დაფიქსირებულ გასაცვლელ სავალუტო კურსს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი. 5.5. ყოველი საანგარიშგებო პერიოდი ბოლოს, უცხოური ვალუტით შეფასებული ფულადი საბალანსო მუხლები წარდგენილ უნდა იქნეს საბოლოო სავალუტო კურსის გამოყენებით. 5.6. თუ ფულადი საბალანსო მუხლების განაღდების, ან ა(ა)იპ-ის მიერ საანგარიშგებო თარიღისათვის ფულადი მუხლების საბოლოო სავალუტო კურსის მიხედვით მომზადებისას, არსებული სავალუტო კურსი განსხვავდება თავდაპირველი ასახვისათვის გამოყენებული სავალუტო კურსისაგან, ან წინა საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების სავალუტო კურსისაგან, წარმოშობილი საკურსო სხვაობები უნდა აღიარდეს შემოსავლების ან ხარჯების სახით წარმოშობის შესაბამის საანგარიშგებო პერიოდში. 5.7. საკურსო სხვაობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც ოპერაციის შესრულების თარიღისა და უცხოური ვალუტით შეფასებული ნებისმიერი ფულადი საბალანსო მუხლების განაღდების თარიღისათვის დაფიქსირებული გასაცვლელი სავალუტო კურსები ერთმანეთისაგან განსხვავებული იქნება. თუ უცხოური ვალუტით შეფასებული ოპერაცია და შესაბამისი ანგარიშსწორება ხდება ერთ საანგარიშგებო პერიოდში, მაშინ ყველა საკურსო სხვაობა აღიარებული იქნება ამ საანგარიშგებო პერიოდში; მაგრამ, როდესაც ანგარიშსწორება ხორციელდება შემდგომ საანგარიშგებო პერიოდში, საკურსო სხვაობა აღიარდება ყოველ მომდევნო შუალედურ საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშსწორების პერიოდამდე. 5.8. ა(ა)იპ-მა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ინფორმაცია უნდა გაამჟღავნოს საანგარიშგებო პერიოდის მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში ასახული საკურსო სხვაობების ოდენობის შესახებ. თავი 6. სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები წინამდებარე თავი ადგენს სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯების ბუღალტრული აღრიცხვის წესს. ამ თავის ცალსახა მოთხოვნაა – სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯების დაუყოვნებლივ აღიარება ხარჯების სახით. 6.1. მოცემული თავი გამოიყენება სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯების ბუღალტრული აღრიცხვისათვის. 6.2. თავი ვრცელდება სესხით სარგებლობასთან დაკავშირებულ ისეთ დანახარჯებზე, როგორიცაა: ა) ბანკის ოვერდრაფტთან და სესხებთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთები; ბ) სესხებთან დაკავშირებული დათმობებისა და პრემიების ამორტიზაცია; გ) სესხის აღებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული დანახარჯები; დ) ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები; ე) უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებთან დაკავშირებული საკურსო სხვაობის თანხა, თუ იგი განიხილება როგორც საპროცენტო დანახარჯების შესწორება. 6.3. სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები აღიარდება იმ პერიოდის ხარჯებად, როდესაც იქნა გაწეული. 6.4. სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯი წარმოადგენს პერიოდის ხარჯს. მისი აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ფაქტობრივად გადახდის მომენტსა და სესხის გამოყენების ეფექტურობას. 6.5. ა(ა)იპ-მა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯების მიმართ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა. თავი 7. სააღრიცხვო პოლიტიკა და შეცდომები წინამდებარე თავი გამოიყენება წინა პერიოდის შეცდომების შესწორებისა და სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების შედეგების აღრიცხვისა და ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენის მიზნით. 7.1. ეს თავი გამოიყენება წინა პერიოდის შეცდომების შესწორებისა და სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების შედეგების აღრიცხვისა და ანგარიშგებაში წარდგენისათვის. 7.2. წინა საანგარიშგებო პერიოდებთან დაკავშირებული შეცდომების შესწორების თანხა აისახება ა(ა)იპ-ის შეუზღუდავი ფონდის (არარსებობის შემთხვევაში დაგროვილი დეფიციტის) საწყისი ნაშთის კორექტირებით. საჭიროა შესადარისი ინფორმაციის შეცვლა, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია. 7.3. გასულ პერიოდებში ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას დაშვებული შეცდომები შესაძლოა მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში გამოვლინდეს. შეცდომები შეიძლება წმინდა არითმეტიკული ხასიათისა იყოს. ასევე გამორიცხული არ არის გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკის შედეგად, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციითა და თაღლითობით ან დაუდევრობით გამოწვეული შეცდომების არსებობა. 7.4. ფინანსური ანგარიშგება, წინა საანგარიშგებო პერიოდების შესადარისი ინფორმაციის ჩათვლით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ისეთნაირად, თითქოს შეცდომა გასწორდა იმავე საანგარიშგებო პერიოდში, რომელშიც იყო დაშვებული. შესაბამისად, თითოეულ საანგარიშგებო პერიოდთან დაკავშირებული შესწორების თანხა უნდა ჩაირთოს ამავე პერიოდის წმინდა მოგების ან ზარალის თანხაში. იმ საანგარიშგებო პერიოდებთან დაკავშირებული შესწორების თანხა, რომლებიც წინ უსწრებს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ პერიოდს, უნდა შესწორდეს უფრო ადრეული საანგარიშგებო პერიოდების წმინდა შემოსავლების საწყის ნაშთში. ნებისმიერი წინა საანგარიშგებო პერიოდების სხვა ინფორმაცია, როგორიცაა ფინანსური მონაცემების საწყისი ჯამები, აგრეთვე ხელახლა უნდა ფორმულირდეს. 7.5. ა(ა)იპ-მა ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნოს შეცდომების ფაქტი და ხასიათი. 7.6. გარკვეული განუსაზღვრელობისა და ცვალებადობის გამო, შეუძლებელია ფინანსური ანგარიშგების ბევრი მუხლის ზუსტი გაანგარიშება, შესაძლებელია მხოლოდ მათი მიახლოებითი შეფასება. შეფასების პროცესი გულისხმობს უახლეს ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაფუძნებულ მსჯელობას და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. მაგალითად, შესაძლოა საჭირო გახდეს უიმედო ვალების, მოძველებული მარაგის, ცვეთადი აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადის ან შესაძლო ეკონომიკური სარგებლის მიღების სქემის შეფასება. დასაბუთებული სააღრიცხვო შეფასების გამოყენება ფინანსური ანგარიშგების მომზადების ძირითადი მომენტია და არ ამცირებს მის სანდოობას. 7.7. თუ, გარკვეულწილად, შეიცვლება გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მოხდა შეფასება, ან თავს იჩენს ახალი ინფორმაცია, დამატებითი გამოცდილება ან სხვა მოვლენები, შესაძლოა საჭირო გახდეს შეფასების გადასინჯვა. შეფასების გადასინჯვა არ განაპირობებს არსებითი შეცდომების კორექტირებას. 7.8. ხშირად ძნელია სააღრიცხვო პოლიტიკასა და სააღრიცხვო შეფასებებში მომხდარი ცვლილებების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. ასეთი ცვლილება განიხილება, როგორც ცვლილება სააღრიცხვო შეფასებაში და, შესაბამისად, განიმარტება ფინანსურ ანგარიშგებაში. 7.9. სააღრიცხვო შეფასებაში მომხდარი ცვლილებების შედეგი საქმიანობის შედეგების გაანგარიშებაში აისახება: ა) იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც ადგილი ჰქონდა ცვლილებას, თუ ეს ცვლილება ზემოქმედებს მხოლოდ აღნიშნულ საანგარიშგებო პერიოდზე; და ბ) იმ საანგარიშგებო პერიოდში, რომელშიც მოხდა ცვლილება და შემდგომ პერიოდებში, თუ ეს ცვლილება მომავალ პერიოდებზეც ახდენს ზემოქმედებას 7.10. ცვლილებამ სააღრიცხვო შეფასებებში შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს მხოლოდ მიმდინარე პერიოდზე ან როგორც მიმდინარე, ისე მომავალ საანგარიშგებო პერიოდებზე. კერძოდ, უიმედო ვალებში მომხდარი ცვლილება ზემოქმედებას ახდენს მხოლოდ მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდზე და, ამდენად, იგი მოცემულ პერიოდში აისახება. მაგრამ ცვეთადი აქტივების ეკონომიკური სარგებლის შესაძლო ხასიათის ან აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასებაში მომხდარი ცვლილებები ზემოქმედებას ახდენს მიმდინარე პერიოდის ამორტიზაციის ხარჯებსა და აქტივების სასარგებლო მომსახურების დარჩენილი ვადის ყოველ მომდევნო საანგარიშგებო პერიოდზე. ორივე შემთხვევაში, მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდთან დაკავშირებული ცვლილების შედეგი აისახება როგორც მიმდინარე პერიოდის შემოსავლები ან ხარჯები. ხოლო აღნიშნული ცვლილების შედეგები, რომლებიც გავლენას ახდენს მომავალ საანგარიშგებო პერიოდებზე, შესაბამისად, აისახება მომავალი საანგარიშგებო პერიოდების შემოსავლების ან ხარჯების სახით. 7.11. სააღრიცხვო შეფასებებში მომხდარი ცვლილების შედეგი უნდა ჩაერთოს საქმიანობის შედეგების ანგარიშგების ისეთივე კლასიფიკაციაში, რომელიც გამოყენებული იყო წინა შეფასებებისათვის. 7.12. ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა გამჟღავნდეს სააღრიცხვო შეფასებებში მომხდარი ისეთი ცვლილებების შინაარსი და მოცულობა, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს მიმდინარე პერიოდზე ან მოსალოდნელია, რომ გავლენას მოახდენს მომავალ საანგარიშგებო პერიოდებზე. თუ ამ თანხის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ეს ფაქტი უნდა აღინიშნოს. 7.13. ყოველ საანგარიშგებო პერეიოდში გამოყენებულ უნდა იქნეს ერთი და იგივე სააღრიცხვო პოლიტიკა. 7.14.სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა შესაძლებელია, თუ: ა. მოითხოვება წინამდებარე სტანდარტის ცვლილებებით; ან ბ. ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაციას უფრო საიმედოდ და შესაფერისად ასახვას. 7.15. ფინანსურ ანგარიშგებაში მოვლენები და სამეურნეო ოპერაციები გაცილებით მისაღები ფორმით მაშინ იქნება წარმოდგენილი, როდესაც ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის შედეგად უფრო საჭირო და საიმედო ინფორმაცია მიიღება ა(ა)იპ-ის ფინანსური მდგომარეობის, მისი საქმიანობის, ეფექტიანობისა და ფულადი ნაკადების შესახებ. 7.16. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მიღებასთან დაკავშირებით, სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილება უნდა აისახოს გარდამავალი დებულებების მოთხოვნების შესაბამისად, თუ ასეთი დებულებები დაერთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო ახალ სტანდარტს. თუ სტანდარტი არ შეიცავს დანერგვის წესებს, სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილება უნდა განხორციელდეს რეტროსპექტულად ან პერსპექტიულად, ქვემოთ აღწერილი მეთოდის შესაბამისად. 7.17. ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დანერგვამ შესაძლოა მოითხოვოს სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილების რეტროსპექტული ან პერსპექტიული ასახვა. 7.18. სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილება რეტროსპექტულად უნდა აისახოს მაშინ, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდებთან დაკავშირებული კორექტირების თანხა ექვემდებარება დასაბუთებულ განსაზღვრას. ნებისმიერი კორექტირება განიხილება როგორც დაგროვილი წმინდა შემოსავლის საწყისი ნაშთის შესწორება. უნდა შეიცვალოს შესადარისი ინფორმაციაც, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია. 7.19. სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილება პერსპექტიულად მაშინ აისახება, როდესაც რეტროსპექტული ასახვის მიზნით დაგროვილი ფონდების საწყისი ნაშთის მაკორექტირებელი თანხა არ ექვემდებარება დასაბუთებულ განსაზღვრას. 7.20. სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილება შეიძლება აისახოს, როგორც რეტროსპექტულად, ისე პერსპექტიულად. რეტროსპექტული მიდგომის დროს ახალი სააღრიცხვო პოლიტიკა ისე ვრცელდება მოვლენებსა და ოპერაციებზე, თითქოს ყოველთვის გამოიყენებოდა. ამდენად, ახალი სააღრიცხვო პოლიტიკა გამოიყენება მოვლენებისა და ოპერაციების მიმართ, ასეთი მუხლების წარმოშობის თარიღიდან. პერსპექტიული გამოყენება გულისხმობს, რომ ახალი სააღრიცხვო პოლიტიკა გამოიყენება იმ მოვლენებისა და ოპერაციების მიმართ, რომლებიც თავს იჩენს სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ. ამგვარად, ახალი სააღრიცხვო პოლიტიკა არსებული ნაშთების მიმართ გამოიყენება ცვლილებების თარიღიდან. 7.21. ა(ა)იპ-მა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ფინანსური ანგარიშგების შესადგენად გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა; ბ) სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებებისა და არსებითი შეცდომების კორექტირების შედეგები. 7.22. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში გამოყენებულ შეფასების სისტემას; და ბ) თითოეულ სპეციფიკურ სააღრიცხვო პოლიტიკას, რომელიც აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების სწორად გაგებისათვის. 7.23. განმარტებით შენიშვნებში აუცილებელია იმ სააღრიცხვო პოლიტიკის გამჟღავნება, რომელიც მოცემულ სტანდარტში არაა განხილული, მაგრამ შერჩეული და გამოყენებული იქნება ა(ა)იპ-ის მიერ. თავი 8. შემოსავლები წინამდებარე თავი განსაზღვრავს ა(ა)იპ-ის დამფუძნებლების, წევრებისა და მხარდამჭერებისაგან მიღებული შემოსავლების აღრიცხვისა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის წესს. 8.1. ეს თავი გამოიყენება ა(ა)იპ-ში გაწევრიანებისა და საწევრო შენატანების, ასევე ა(ა)იპ-ის დაფუძნებისა და მისი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დამფუძნებლებისა და სპონსორების მხრიდან განხორციელებული შენატანებისა და შემოწირულობების აღრიცხვისა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვისათვის. 8.2. გაწევრიანების ერთჯერადი შენატანი შემოსავლად აღიარდება პრეტენდენტის წევრად მიღებისთანავე. 8.3. ა(ა)იპ-ის წევრის ვალდებულებას საწევრო შენატანზე განსაზღვრავს მისი წესდება ან სხვა შიდა მარეგლამენტირებელი დოკუმენტი. შესაძლებელია ა(ა)იპ-ს დაწესებული ჰქონდეს ერთჯერადი შენატანი გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელიც გამიზნულია წევრობის პრეტენდენტის დოკუმენტების მომზადებისა და განხილვის, წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის მომზადებისა და სხვა (მაგალითად, სამკერდე ნიშნის ან სხვა ატრიბუტის დამზადების) ხარჯების დასაფარავად. 8.4. ა(ა)იპ-ში წევრობაზე განცხადება წარმოშობს განმცხადებლის ვალდებულებას, შეიტანოს გაწევრიანების ერთჯერადი შესატანი. განმცხადებელმა შესაძლებელია ეს მოვალეობა შეასრულოს მის წევრად აღიარებამდე, მაგრამ ვიდრე ის არ გახდება ა(ა)იპ-ის წევრი, დადგენილი წესების გათვალისწინებით, მის მიერ შეტანილი თანხა განხილულ უნდა იქნეს მიღებული ავანსის სახით. იგი შემოსავლად აღიარდება წევრად მიღების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს (მაგალითად, საწევრო კომიტეტი) მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 8.5. პერიოდული საწევრო შენატანები შემოსავლად უნდა აღიარდეს გადახდის ვალდებულების წარმოშობისთანავე. 8.6. ა(ა)იპ-მა, საწევრო შენატანის ოდენობასთან ერთად, უნდა დაადგინოს მათი გადახდის ვალდებულების წარმოშობის თარიღი. იგი ხელმძღვანელობის მიერ შეიძლება დადგენილი იყოს სხვადასხვანაირად. საფუძვლად შეიძლება აღებული იყოს თვის, კვარტალის, ნახევარი წლის ან საანგარიშგებო წლის დასაწყისი ან ბოლო. 8.7. ა(ა)იპ-ის წევრის მიერ შესრულებული ვალდებულება, საწევროს გადახდის ვალდებულების წარმოშობამდე, აღირიცხება მიღებული ავანსის სახით. 8.8. განსაკუთრებული საწევრო შენატანი თავდაპირველად უნდა აღირიცხოს წინასწარ შესრულებული საწევრო ვალდებულების სახით. 8.9. განსაკუთრებული საწევრო შენატანი შემოსავლად აღიარდება მათი ამორტიზაციის შესაბამისად. წინასწარ შესრულებული საწევრო ვალდებულება ექვემდებარება წრფივ ამორტიზაციას 10 წლის განმავლობაში. 8.10. ა(ა)იპ-ს შეიძლება დაწესებული ჰქონდეს საწევრო შენატანის ისეთი განსაკუთრებული სახე, რომელიც ა(ა)იპ-ის წევრს ათავისუფლებს საწევრო შენატანების შემდგომი ვალდებულებისაგან და ანიჭებს მუდმივი წევრობის უფლებამოსილებას. ასეთი საწევრო შენატანი გაცილებით აღემატება მისი პერიოდული შენატანების ოდენობას. 8.11. თუ წევრი ამორტიზაციის ვადის გასვლამდე უარს განაცხადებს წევრობაზე, ან კავშირს გაწყვეტს ა(ა)იპ-თან მისგან დამოუკიდებელი მიზეზით (ფიზიკური პირის გარდაცვალება, იურიდიული პირის გაკოტრება, ლიკვიდაცია და სხვ.), განსაკუთრებული საწევრო შენატანის არაამორტიზებული ნაწილი შემოსავლად აღიარდება ფაქტის დადგომისთანავე. 8.12. შემოწირულობის სახით მიღებული ფულადი აქტივი შემოსავლად უნდა აღიარდეს მისი მიღებისთანავე. 8.13. შემოწირულობის სახით მიღებული არაფულადი აქტივები მათ განკარგვაზე უფლების მიღებისთანავე უნდა აღირიცხოს ფონდის სახით. არაფულადი შემოწირულობები თავდაპირველად უნდა შეფასდეს მათი რეალური ღირებულებით. 8.14. შემოწირულობის სახით მიღებული არაფულადი აქტივები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ერთჯერადად ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (მაგალითად, ძირითადი საშუალებები). არაფულადი მიმდინარე აქტივების ღირებულება ზრდის ა(ა)იპ-ის ფონდებს. 8.15. დამფუძნებლების მიერ ფონდების შესავსებად დათქმული შენატანები აღიარდება ა(ა)იპ-ის რეგისტრაციაში გატარებისა და ფონდების გაზრდაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 8.16. ფონდების შესავსებად დათქმული შენატანები კლასიფიცირდება ფონდების შეზღუდულობის გათვალისწინებით და აისახება უშუალოდ ფონდების ანგარიშზე. 8.17. ა(ა)იპ-ის დამფუძნებლების მიერ დათქმული შენატანი ფონდებში უნდა აღიარდეს ა(ა)იპ-ის რეგისტრაციაში გატარებისთანავე. 8.18. თუ ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების პერიოდში დამფუძნებლები გადაწყვეტენ მიზნების მისაღწევად დაფინანსების წყაროების გაზრდას და ივალდებულებენ დამატებითი შენატანების განხორციელებას, იგი შემოსავლად უნდა აღიარდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 8.19. ფონდების ფაქტობრივ შევსებამდე ფონდებში აღიარებული დათქმული შენატანები წარმოადგენს მოთხოვნებს დამფუძნებლების მიმართ. 8.20. ა(ა)იპ-მა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია: ა) ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებული შემოსავლების შესახებ; ბ) საწევრო შენატანების სახით მიღებული შემოსავლების შესახებ; გ) შემომწირველებისაგან მიღებული ფონდებისა და შემოსავლების შესახებ. |
ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების ნიმუშები წინამდებარე დანართი განკუთვნილია თვალსაჩინოებისათვის და არ წარმოადგენს სტანდარტის განუყოფელ ნაწილს. დანართში მოტანილი ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების მუხლები და მათი თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს ცალკეული ა(ა)იპ-ის თავისებურების გათვალისწინებით. დანართის მიზანია გვიჩვენოს სტანდარტის გამოყენება და ხელი შეუწყოს მის უკეთ გაგებას. ა(ა)იპ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 20X2 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
საქმიანობის შედეგების ანგარიშგება 20X2 წლის 31 დეკემბერს დამთავრებული წლისათვის
ხარჯების ეკონომიკური შინაარსი 20X2 წლის 31 დეკემბერს დამთავრებული წლისათვის
ფონდებში ცვლილების ანგარიშგება 20X2 წლის 31 დეკემბერს დამთავრებული წლისათვის
ფულადი ნაკადების ანგარიშგება 20X2 წლის 31 დეკემბერს დამთავრებული წლისათვის
თქვენი შენიშვნები დაგვეხმარება სისტემის სამომავლო გაუმჯობესებაში. | 2019-03-23 02:38:14 | https://matsne.gov.ge/ka/document/view/4234420 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202711.3/warc/CC-MAIN-20190323020538-20190323042538-00433.warc.gz | 54,314 | 549,614,784 |
ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: [email protected]
მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა
პრობლემა: სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოში მრავალი სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი ცხოვრობს. მზრუნველობამოკლებულია ბავშვი, რომელიც ვერ იკმაყოფილებს საბაზისო მოთხოვნილებებს, ანუ ბავშვი, რომელიც ვერ იღებს განათლებას, ვერ იკვებება, არ აქვს უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო პირობები, არ აქვს თავშესაფარი, ან თუ აქვს, წამოსულია იქიდან.
პრობლემატურია საკითხი საზოგადოების, მზრუნველობამოკლებულ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. საზოგადოებას უჭირს გააცნობიეროს საკუთარი დანაშაული და როლი ამ ბავშვების წინაშე და მათი დამოკიდებულება ამ მიმართულებით არაერთგვაროვანია. ზოგს ეცოდება, ზოგს ეშინია, ნაწილი კი შეურაცხოფას აყენებს მათ. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებსა და ახალგაზრდებთან დაკავშირებით საქმე გაცილებით რთულადაა. ბევრ მათგანს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. არ არიან ჩართული არცერთ სახელმწიფო პროგრამაში, შესაბამისად არ ფინანსდებიან და ვერ იღებენ განათლებას. ყოველივე ამის გამო მათ აქვთ დაბალი თვითშეფასების შეგრძნება და სუსტი უნარჩვევები. ნაკლებად ცდილობენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ისინი ხშირად არღვევენ კანონებს და კონფლიქტი აქვთ სამართალდამცავ ორგანოებთან.
გაეროს კონვენციის საფუძველზე ,,ბავშვთა უფლებების შესახებ"- ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლისა და განვითარების თანაბარი უფლება, ასევე, საკუთარ ოჯახში ცხოვრების უფლება. როცა ეს შესაძლებელია და თუ - შეუძლებელია, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია აღნიშნული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, გაითვალისწინოს ყველა ბავშვის უფლება, იყოს დაცული ძალადობისგან, მათ შორის ოჯახში ძალადობისაგან. სამწუხაროდ, ჩვენთვის ასევე კარგადაა ცნობილი თუ რა უბიძგებს და აიძულებს მოზარდებს მარტო იცხოვრონ ქუჩაში, რომელთაგან უმთავრესი მიზეზი სწორედ სიღარიბეა, რომელიც ხშირად იწვევს ოჯახში ძალადობას ან შეურაცხყოფას, ალკოჰოლიზმს, სოფლიდან ქალაქში უშედეგო მიგრაციას და ათას სხვა პრობლემას. ზოგიერთი ბავშვი მუშაობს, მათხოვრობს ან ქურდობს, რათა ოჯახი შეინახოს ან გაექცეს ოჯახში დამკვიდრებულ ძალადობას. ყველაზე შემზარავი კი ის არის, რომ ქუჩაში გამოქცეულ ბავშვთა ასაკი სულ უფრო და უფრო მცირდება.
ოჯახს განცალკევებული ყველა ბავშვის უფლებაა, მიიღოს სათანადო მზრუნველობა და დაცვა სახელმწიფოსაგან. სიღარიბე, შეზღუდული შესაძლებლობები და ძირითადი მომსახურებების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, არასოდეს არ უნდა იქცეს ბავშვის ოჯახიდან ჩამოშორების მიზეზად.
მიზანი: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიზანია სამინისტროს კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საფუძველზე (სხვადასხვა თემატური ტრენინგ-სემინარების, სახელობო და სპორტული სწავლებების მეშვეობით) ახალგაზრდების ზოგადი განათლების დონის (ერუდიციის) ამაღლება, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სპორტული, კულტურული და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა /წახალისება, მათი თავისუფალი დროის რაციონალურად და სწორად ორგანიზება, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გააზრების ხელშეწყობა. ასევე, მათი სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
1. არაფორმალური განათლების მიმართულებით, მზრუნველობამოკლებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ასევე, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე მოზარდებისათვის მოეწყობა სხვადასხვა პროფესიული სახელობო სწავლებები, საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგ-სემინარები, ერუდიციის (ზოგადი განათლების) ამაღლების კურსები და სხვა;
2. განხორციელდება მრავალი კულტურულ - შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები, მოეწყობა თეატრალური დადგმები, სპორტული ტურნირები, სპორტის სხვადასხვა სახეობებში გრძელვადიანი წვრთნები/სწავლებები. ბავშვებისათვის საინტერესო და სასურველი ცეკვებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების შემსწავლელი კურსები. მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ, სახელობო სწავლებების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები და სხვა. ასევე, მოეწყობა ექსკურსიები ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროების შემთხვევაში მოხდება სხვადასხვა ინვენტარისა და აღჭურვილობის შეძენა.
3. ქალაქში არსებულ სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებში დაიდგმება სპეციალური ,,საშემგროვებო ურნები", სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მოათავსონ ტანსაცმელი, წიგნები, პროდუქტი, სათამაშოები, რაც შემდგომში დაურიგდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობას.
შედეგი: მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის მიზნობრივი და სწორი ორგანიზება, სოციალურად გაუცხოებული ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია, განათლების ზოგადი დონის ამაღლების ხელშეწყობა, მათი კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული უნარების წარმოჩენა-წახალისება, საკუთარი ცოდნის საფუძველზე დასაქმების ხელშეწყობა. | 2019-03-26 02:25:13 | http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1744&info_id=15374 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204768.52/warc/CC-MAIN-20190326014605-20190326040605-00353.warc.gz | 10,367 | 134,001,386 |
27 აგვისტოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საკრებულოს ხუთივე კომისიის გაერთიანებული სხდომა. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში 2019 წლის ექვს თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ
პროექტის წარმომდგენი: თეა სარია, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
2.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის მიერ 2019 წლის ექვს თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ
პროექტის წარმომდგენი: ჯემალ კვარაცხელია, მერიის ინფრასტრუქტურის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი
3.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში ანგარიში 2019 წლის ექვს თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ
პროექტის წარმომდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი
4. .წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის ექვს თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ
პროექტის წარმომდგენი: ლაშა კვარაცხელია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
5.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში ანგარიში 2019 წლის ექვს თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ
პროექტის წარმომდგენი: ბეჟან შანავა, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2019 წლის ექვს თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ
პროექტის წარმომდგენი: ლაშა არქანია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ანგარიში ანგარიში 2019 წლის ექვს თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ
პროექტის წარმომდგენი: ნანა კვარაცხელია- მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი
8.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის მიერ 2019 წლის ექვს თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ
პროექტის წარმომდგენი:მერაბ შონია, მერიის შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა
9.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2019 წლის ექვს თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ
პროექტის წარმომდგენი: ვახტანგ ფიფია, მერიის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის ს სამსახურის უფროსი
10.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრობის სამსახურის მიერ 2019 წლის ექვს თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ
პროექტის წარმომდგენი:კორნელ კვარაცხელია, მერიის კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრობის სამსახურის უფროსი | 2019-10-21 08:55:39 | http://www.tsalenjikha.gov.ge/ge/komisiebis-gaertianebuli-sxdoma-27082019 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987763641.74/warc/CC-MAIN-20191021070341-20191021093841-00079.warc.gz | 11,121 | 335,331,184 |
Array ( [get1] => სურათები [get2] => სხვა ჟანრები [addquery] => user:პროფესორი:show:channel )
ამ კაცმა მოკლა ილია ჭავჭავაძე
აფხაზი, რომელიც ააშენებს სახლს და ფანჯარას ქართველის ეზოსკენ არ გაჭრის, აფხაზი არაა! დიმიტრი გულია
1997 წლის 11 ნოემბერს საქართველოში ოფიციალურად გაუქმდა სიკვდილით დასჯა
მემგონი არ უნდა იყოს ცუდი
აწ უკვე ამოხსნილი ამოცანა-ფესტოს დისკო
ადამიანი რომელსაც თავის მობრუნება 180 გრადუსით შეეძლო
გერმანელი ჯარისკაცები ანადგურებენ საკუთარ იარაღებს, ვერსალის შეთანხმების შემდეგ
ცირკის მძლეოსან გოგონას სამი მამაკაცი უჭირავს ხელში | 2019-10-19 04:22:24 | http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%20%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/user:%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98:show:channel | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986688826.38/warc/CC-MAIN-20191019040458-20191019063958-00553.warc.gz | 13,677 | 99,071,250 |
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებს/პრეტენდენტებს/მიმწოდებლებს, გაატარონ სათანადო მოსამზადებელი ღონისძიებები, რათა 2019 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვა. | 2019-03-25 15:40:34 | http://procurement.gov.ge/Home.aspx?page=155 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204077.10/warc/CC-MAIN-20190325153323-20190325175323-00363.warc.gz | 10,779 | 167,079,309 |
ქუთაისის წყალმომარაგება დაზიანებებისა და წყალქცევების გარეშე
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში წყალმომარაგების ქსელის კვლევითი სამსახური შეიქმნა. იგი 4 ადგილობრივ კადრით, ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მიღებული სტაჟიორებითაა დაკომპლექტებული. Aაგვისტოს თვეში ფარცხანაყანების სათავე ნაგებობიდან ქვიტირის მეორად გადამქაჩ სადგურამდე გამოკვლეული იქნა 42 კილომეტრის მაგისტრალური და შიდა ქსელი. ჯგუფმა შეისწავლა როგორც ქსელის, ასევე წყალმზომების დაზიანებების ხარისხი.
დღეისათვის სრულად აღიწერა და ინვენტარიზაცია ჩუტარდა 17 500 გრ.მეტრის მაგისტრალურ და 34,5 კილომეტრიან შიგა ქსელს. ლიკვიდირებულ იქნა 50-მდე დაზიანება, ანუ წყალქცევლები რომელიც საათში 200 მეტრ კუბს აღწევდა.
ქუთაისის მოსახლეობა სასმელ წყალს უკვე ქვიტირის მეორად გადამქაჩი სადგურიდან დანაკარგების გარეშე იღებს, კომპანია კი გაზრდილი წყლის მოცულობით გრაფიკის გაზრდას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივა, დაასაქმონ და კვალიფიკაცია აუმაღლონ სტუდენტ-ახალგაზრდობას, შეუქცევადი და უწყვეტი პროცესია. სტუდენტები სტაჟიორის სტატუსით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და მის სერვის ცენტრებში კომპანიის დაარსების დღიდან მუშაობენ. | 2019-10-19 22:15:38 | http://water.gov.ge/news/full/92 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986700435.69/warc/CC-MAIN-20191019214624-20191020002124-00006.warc.gz | 13,570 | 160,600,814 |
მამაკაცი, რომელმაც UPS-ის მძღოლი მოკლა, დარწმუნებულია, რომ ტრამპს ესროლა
მამაკაცი, რომელმაც UPS-ის მძოლი მოკლა, დარწმუნებულია, რომ მან არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესროლა. სასამართლომ მისთვის სრული ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარების განკარგულება გასცა.
შემთხვევა 8 დეკემბერს გვიან ღამით, ნიუ-იორკის შტატში, Walmart-ის პარკინგზე მოხდა. შეიარაღებულმა ჯასტინ ბარკლიმ სადისტრიბუციო კომპანია UPS-ის მძღოლი უილიამ შუმახერი რამდენიმე გასროლით მოკლა, შემდეგ კი მას ავტომობილით გადაუარა.
38 წლის ბარკლი პოლიციამ რამდენიმე სათის შემდეგ დააკავა. მისი სახლის სარდაფში კი მკვლელობის იარაღი რემინგტონის 30-06 კალიბრის პისტოლეტი აღმოაჩინეს.
The Washington Post-ის ცნობით, ორშაბათს ჩატარებულ სასამართლო მოსმენაზე ბარკლიმ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ მან დონალდ ტრამპი მოკლა. სასამართლომ ბარკლის საფუძვლიანი ფსიქიატრიული გამოკვლევისთვის განჩინება გამოცსა. ბარკლის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ორი სპეციალისტი შეისწავლის. | 2019-10-16 20:10:10 | http://www.tabula.ge/ge/story/115837-mamakaci-romelmac-ups-is-mdzgholi-mokla-dartsmunebulia-rom-tramps-esrola | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986669546.24/warc/CC-MAIN-20191016190431-20191016213931-00385.warc.gz | 13,995 | 340,063,099 |
უნიქარდის პარტნიორი ობიექტი აქცია უნიქარდის პარტნიორ ობიექტში
უნიქარდის უნივერსალური ლოიალობის პროგრამა აერთიანებს სხვადსხვა ტიპის პარტნიორ კომპანიებს სავაჭრო და მომსახურების სექტორში, მათ შორის თქვენ შეგიძლიათ დააგროვოთ უნიქარდის ქულები ონლაინ შოპინგისას. ქულების დაგროვება შესაძლებელია პარტნიორ ინტერნეტ მაღაზებში შეძენილ პროდუქციაზე.
გაეცანთ პარტნიორ ონლაინ მაღაზიებს, შეამოწმეთ ლოიალობის პირობები, შეიძინეთ შერჩეული ნივთები ინსტრუქციის შესაბამისად და დააგროვეთ ქულები.
online shopping-ი საუკეთესო საშუალებაა შეიძინოთ ნივთები ინტერნეტ მაღაზიებში. ნივთების გამოწერა და ტრანსპორტირება შესაძლებელია საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანიების საშუალებით, ტრანსპორტირების სერვისი შესაძლოა თავად ინტერნეტ მაღაზიასაც ჰქონდეს.
წარმოდგენილ ონლაინ მაღაზიებში თქვენ შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა, ტელეფონები და აქსესუარები, ტანსაცმელი ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის, ასევე, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შეიძინოთ ონლაინ - განსხვავებული საჩუქრები თქვენთვის რჩეული ადამიანებისთვის.
თვალყური ადევნეთ უნიქარდის სიახლეებს, პერიოდულად შემოგთავაზებთ სხვადასხვა აქციას ჩვენი ონლაინ პარტნიორებისგან, რომლის საშუალებით მიიღებთ მეტ სარგებელს პროდუქციის შეძენის დროს.
დააგროვეთ უნიქარდის ქულები ebay.com, aliexpress.com, booking.com, Gearbest.com, flyuia.com, Thechildrensplace.com, Forever21.com, Ebay.co.uk, Walmart.com, Newbalance.ie, Banggood.com, Gap.co.uk, Fragrancex.com, Tomtop.com და სხვა 100მდე ონლაინ პარტნიორ კომპანიაში
© 2010 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის მიერ | 2019-10-22 01:48:19 | https://www.unicard.ge/ge/onlineshops/14863 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795403.76/warc/CC-MAIN-20191022004128-20191022031628-00392.warc.gz | 15,134 | 1,129,802,250 |
"თიბისი ბანკის" საქმე და ანაკლიის პორტი: შეფასება
პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა
სანდინისტთა მე-40 წლისთავი: რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა
ვაშინგტონში "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებენ
მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
56 წლის შემდეგ თბილისში ევრობასკეტი ბრუნდება
თბილისი - ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელი
ყველაზე ნაკლებად ზრდადი მოსახლეობა - ათეულში საქართველოა | 2019-10-21 03:46:11 | https://www.amerikiskhma.com/z/1849/2019/7/25 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987751039.81/warc/CC-MAIN-20191021020335-20191021043835-00453.warc.gz | 10,633 | 806,497,723 |
ფუტკრები, ისევე როგორც ადმიანები ავადდებიან ვირუსული ინფექციებით. ამასთან თუ ადამიანებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ან აკონტროლონ ვირუსული დაავადება, ფუტკრებს არ გააჩნიათ ეს უნარები და მათზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ.
ამ დრომდე მეცნიერები უკვე პოულობდნენ DWV – ს (Deformed Wing Virus) ერთ შტამს, ეხლა ევროპელმა მკვლევარებმა ამ ვირუსის მეორე შტამი აღმოაჩინეს. მათი თქმით აღმოჩენილი ნიმუში უფრო სახიფათოა ვიდრე წინა.
DWV-A и DWV-B – ს კვლევები ტარდებოდა გერმანიაში, ინგლისში და ჩრ. ირლანდიაში, ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ DWV-B დიდ საშიშროებას წარმოადგენს ფუტკრის ოჯახისთვის და მისით დაავადებული კოლონიები იშლებიან გაცილებით სწრაფად.
„მეცნიერები დიდხანს ეძებდნენ – ფუტკრის კოლონიების სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზს ან მიზეზებს, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში გახდა საგრძნობი – მეფუტკრე ფერმერებისთვის, – ამბობს გერმანიაში, მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ პაკსტონი, „ევროპაში DWV-B – ს გავრცელება შეიძლება იყოს ამის მიზეზი“,-ამატებს ის.
გავრცელების არეალის დასადგენად, დიდ ბრიტანეთში საველე კვლევაც ჩატარდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ ქვეყანაში ორივე შტამის ფართო გავრცელება დაფიქსირდა.
მეცნიერთა თქმით ევროპა შეიძლება იქცეს DWV – ს ახალი შტამების გლობალური გავრცელების წყაროდ. | 2019-10-22 11:56:33 | https://agrokavkaz.ge/agronews/phutkrebi-akhali-virusith-dwv-avaddebian.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987817685.87/warc/CC-MAIN-20191022104415-20191022131915-00372.warc.gz | 14,803 | 365,870,435 |
ქართველი მწერლები ფანტასტიკას რომ არ სწყალობენ, ვფიქრობ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. კარგა ხნის წინ, ამ საკითხზე გახსნილ თემას თბილისის ფორუმზეც გადავაწყდი და გამიხარდა – მარტო მე არ ვყოფილვარ ამით დაინტერესებული–მეთქი, თუმცა იმედი გამიცრუვდა – ინფორმატიულს იმ დისკუსიას ვერაფრით დაარქმევდით და მალევე გავეშვი. არადა, გული მწყდება – ფანტასტიკა დეტექტივებზე ნაკლებად ნამდვილად არ მიყვარს.
საბჭოთა კავშირში სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის მოდურ მიმდინარეობად ითვლებოდა. წიგნის მაღაზიები არც თარგმნილი ნაწარმოებების სიმცირეს უჩიოდნენ და არც სამამულო ავტორებისას. ახლაც მახსოვს, როგორი პოპულარობით სარგებლობდა “თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკის” ოცტომეული. ცუდი ის იყო, რომ წიგნის გარეკანზე ქართულ გვარ-სახელს იშვიათად თუ წააწყდებოდით.
ამას წინათ, მოცალეობის ჟამს, ოდესღაც წაკითხული ქართული ფანტასტიკური მოთხრობების გახსენება ვცადე, დიდხანს ვიფიქრე და მხოლოდ ალექსანდრე აბაშელის 1930 წელს დაწერილი “ქალი სარკეში” , ნუგზარ აფხაზავას მოთხრობების კრებული “მკაცრი სამხილი”, ვლადიმერ ასლამაზიშვილის “ციცქნას ახალი ფათერაკები” და გურამ ფანჯიკიძის “სპირალი” გამახსენდა; კიდევ რამდენიმე არც თუ მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთხრობა… სულ ეს იყო… ამაში, ჩემი მოკლე ლიტერატურული მეხსიერების გარდა, ბრალი, ალბათ, იმასაც მიუძღვის, რომ იმ დროინდელი ქართული ფანტასტიკა ავტორებისა და ნაწარმოებების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა.
სამწუხაროდ, ვითარება კარდინალურად არც დღეს შეცვლილა. ქართული პარნასი Sci Fi-ს ნანოტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც არ სწყალობს. ტოლკინის და როულინგის წყალობით, ჩვენთან ფენტეზია პოპულარული და ერთადერთი ხარისხიანი ნაწარმოებიც სწორედ ფენტეზის სტილშია დაწერილი – ნატო დავითაშვილის “ამბავი ლილე იროელისა” და “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან” თუნდაც მხოლოდ იმიტომ არის დასაფასებელი, რომ საფუძვლად თვითმყოფადი და მდიდარი ქართული მითოლოგია და ხალხური თქმულებები უდევს.
სამაგიეროდ, კარგად თარგმნა დავიწყეთ და, დამეთანხმებით, ეს ცოტას არ ნიშნავს. მახსოვს, ბავშვობაში, აიზეკ აზიმოვის “მე, რობოტი” ქართულად წავიკითხე და კარგა ხანი ვფიქრობდი, რომანის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა – სიუზენ ქელვინი, კაცი იყო თუ ქალი (ანგლოამერიკულ სახელებში მაშინ დიდად ვერ ვერკვეოდი, ხოლო ტექსტის მიხედვით მისს სიუზენის სქესის დადგენა ჩემისთანა ნორჩ მკითხველს კი არა, ზრდასრულ ადამიანსაც გაუჭირდებოდა). შარშან, გამომცემლობა “ალიანსმა” ფაქტიურად შეუძლებელი “შეძლო” – არტურ კლარკის და კლიფორდ საიმაკის რომანები ისე თარგმნა, ფანტასტიკის ჟანრს მკითხველს თუ დაუფრთხობს, თორემ ნამდვილად ვერ მოუმრავლებს.
ილიას უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობას, ბოლო დრომდე, არც თუ კარგად ვიცნობდი, მაგრამ ამ ორიოდე თვის წინ, “ლიგამუსში”, ერთიმეორეზე უკეთეს თარგმანებს გადავაწყდი: რეი ბრედბერის საკულტო რომანს “ბაბუაწვერას ღვინო”, ვფიქრობ, მკითხველთან განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, კომედიური ფენტეზის ფუძემდებლის ტერი პრატჩეტის იშვიათი იუმორით დაწერილი “მაგიის ფერის” აღმოჩენა თაროზე ჩემთვის ფრიად სასიამოვნო სიახლე იყო და, როგორც იქნა, ქართულ ენაზე როჯერ ზელაზნის “ამბერის ქრონიკების” პირველი წიგნი „ამბერის ცხრა პრინცი“ ვიხილეთ. ერთი კვირის წინ “ექს ლიბრისში” “ქრონიკების” მეორე ნაწილი – “ავალონის თოფებიც” აღმოვაჩინე. ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ არსებული ვითარების ფონზე ჟანრის დიდოსტატების რჩეული ნაწარმოებების ხარისხიანი თარგმანები გარკვეულწილად შეგვივსებს დეფიციტს მეც და ამ სახის ლიტერატურის სხვა მოყვარულებსაც.
P.S. 25 მარტს TBC ბანკის გალერეაში გამომცემლობა “დიოგენემ” მკითხველს უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” ქართული თარგმანი წარუდგინა. მადლობა “დიოგენეს” და ხათუნა ცხადაძეს, ეკო ქართულად – მართლა დიდი საჩუქარია, მე კი, დეტექტიური ლიტერატურის შედევრის თარგმნის შემდეგ, მსოფლიო ფანტასტიკის ყველა დროის საუკეთესო რომანის – რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკების” ახალ გამოცემას ველოდები მშობლიურ ენაზე…
მოლი შენ გიყვარს ფანტასტიკის ჟანრი?
ფანტასტიკის ბიბლიოთეკისთვის ცალკე თაროები მაქვს, მანანა :)
”მზის დესპანი” – ეს თუ გაქვს? კაი ხნის წინანდელია, არაა ახალი გამოცემული…
ამ ჟანრსიგან ინჩი–ბინჩ ვარ, მაგრამ კობო აბეს “გამყინვარების მეოთხე პერიოდი” რომ წავიკითხე, აღმოვაჩინე რომ ძალიან საინტერესო პროცესი მქონდა. საინტერესო ჟანრია ნამდვილად.
ეჰ, როდე, მანდაა ჭეშმარიტი თავდავიწყება და ირეალური სამყარო ))
ხო იცი, აი წიგნი ისედაც ზოგადად ირეალურია და იქ გადავცხოვრდებით ხოლმე და წარმოიდგინე “დამაჯერებელი” ფენტეზის კითხვისას რა მოხდება! ;დ
კობო აბეს “ქალი ქვიშაში” მახსოვს ღრმა ბავშვობიდან…
მოლი, ამ პოსტის დაწერას მე ვაპირებდი )))) რა კარგად გაქვს ჩამოყალიბებული )) აი, ფენტეზი ჩვენს გამომცემლებში არაპოპულარული რატომაა, მაინც ვერ დავადგინე ))
მადლობა, აგასფერ :) ფენტეზი ზუსტადაც რომ პოპულარულია, ტოლკინიც მშვენივრად ითარგმნა, როულინგიც და ძალიან კარგი ქართული ფენტეზიც გვაქვს…
აი, საიენს ფიქშენის რა გითხრა…
გუშინ მეძინებოდა, მაპატიეთ :დ გამომცემლებში კი არა, მწერლებში ვიგულისხმე ) ქართული ფენტეზი არ გაქვს-ბესტსელერი ))
ფენტეზის წერას სხვა გემოვნება და მუხტი სჭირდება… ასე მგონია მე.
ერთადერთი ქართული ფენტეზი გვაქვს, უფრო სწორად – ორი წიგნი – მადლობა ნატო დავითაშვილს.
მაისის წიგნის ფესტივალისთვის მესამესაც გვპირდება :)
<3<3 ფენტეზიც და პოსტიც! როგორც ყოველთვის :)
საინტერესოა.. მე პირადად ნაკლებად მიზიდავს ფანტასტიკა, ფენტეზი… ჩემთვის რომანები უფრო ახლოსაა. თუმცა ამბერის ცხრა პრინცის წაკითხვას ვგეგმავ, მითუმეტეს ლიგამუსი ჩემი საყვარელი ადგილია. კარგად ჩავუჯდები…
ესეიგი, ყველაფერი წინ გქონია, ჭიამაია :)
ოდესმე წაიკითხავ, მოგეწონება (თან ძალიან) და მერე მთელი ფანტასტიკა და ფენტეზი გექნება წასაკითხი…
ლიგამუსი, მგონი, ჩემი საყვარელი ადგილიც ხდება… ასე თუ გააგრძელა :)
ფბ-ზე ცოტათი ავღელდი, მაგრამ კარგი პოსტია.
მეც მიყვარს ეს ჟანრი, მაგრამ რუსულად ვერ ვკითხულობ და ვიჩაგრები ასე რომ :(
არა უშავს. სხვა დროს და სხვა ბლოგერთან გაითვალისწინებ. ან არ გაითვალისწინებ – შენი გადასაწყვეტია.
ისე მინდოდა “ვარდის სახელი” და ჯერ ვერ მოვახერხე ყიდვა. გავალ ამ დღეებში აუცილებლა რომელიმე ლიტკაფეში :)
პ.ს. პოსტი რომ კარგი იყო აღარ დავწერ, თორემ უხერხულად ვგრძნობ თავს, სულ ამას ვწერ ხოლმე :)
რამდენიმე დღის წინ ვიყიდე, ფსიქე…
ჯერ ჩემი უსაყვარლესი მეგობრისთვის (ერთი ეგზემპლარი ჰქონდათ “ექს ლიბრისში) მეორე დღეს – ჩემთვის (შეუკვეთეს და მოიტანეს). პრეზენტაციაზე არ ვყოფილვარ, თორემ იქედან წამოვიღებდი.
დაწერე მერე :) რამდენჯერაც დაწერ, იმდენჯერ გამახარებ :)
მეც ვერ მოვახერხე პრეზენტაციაზე, არადა მინდოდა ძალიან :( სულ ასეა, ვრასდროს ვახერხებ იქ წასვლას, სადაც მინდა
იმედია დეფიციტური წიგნი არაა და როგორც 1984-მა გამაწამა, ესეც ისე არ გამტანჯავს
არის :( დიოგენე სხვა გამომცემლობების მაღაზიებში მაინცდამაინც დიდი ხალისით არ არიგებს. იჩქარე, თან წინასწარ თუ დარეკავ, კარგს იზამ. რამდენიმეგან მითხრეს, გვქონდა და ახლახანს გავყიდეთო…
ლიბიკას სურათი ნახე? ეკოს სასაჩუქრე ეკზემპლარით ხელში… გული გამისკდა :) :)
ვმუშაობდი, ფსიქე, მაგ დროს სამსახურში ვარ, თორემ რას არ წავიდოდი…
მოლი, ძალიან მიხარია, რომ ფანტასტიკისა და ფენტეზის ასეთი მოყვარული და გულშემატკივარი გამოდექი. ფენტეზი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ყოველშემთხვევაში – აზროვნებისა და ფიქრის სფეროში.:) გმადლობ, რომ ჩემი წიგნებიც დაინახე. მაისისთვის, წიგნის ფესტივალისთვის, კიდევ ერთი უნდა გამოვიდეს.
შენი ორივე წიგნი საპატიო ადგილას მაქვს შენახული, ნატო :) ქართულს ყველაფერს განსაკუთრებული ინტერესით ვეკიდები. ჩემი ბავშვობის დროს არ იყო, რუსულით გვიწევდა ფონს გასვლა და იმიტომ მეძვირფასება.
ფანტასტიკა და ფენტეზი ჩემი დიდი გატაცებაა :)
აჰ არ ვიცოდი, გამიხარდა ^_^ ლილეზე იქნება ისევ თუ ცალკე? ქარჩხაძე უშვებს ისევ? :3
შემოიხედავს ნატო და რაღაცებს გაგვიმხელს :)
იცი მე კიდევ რა მაწუხებს? აი აქ კი რა მოსატანია, მაგრამ ელექტრონული ვერსიები არ გაგვაჩნია ნორმალურად, ანუ არის ძალიან ცნობილი წიგნების, ისიც ქართული მწერლობა და ისიც ის ლიბ.გე რასაც დადებს, დანარჩენი ნათარგმნი წიგნებით თითქმის არაა:(
ქინდლის კულტურა გავრცელდება და მაგ საქმესაც ეშველება… ეს საკითხი ყველაზე კარგად ქინდლოლოგიის ექსპერტმა ლორდ ვეიდერმა იცის :) და მასზე დაყრდნობით ვამბობ მეც :)
ლიბჯიზე ელექტრონული წიგნები საერთოდ არაა. ტექსტებია უბრალოდ. :)
ელექტრონული წიგნი არის შესაბამისად ფორმატირებული, აბზაცებით, სქოლიოებით, ჰიპერლინკებით და ა.შ. როცა საჭიროა სურათებითაც.
ჩვენ გამომცემლები რატომღაც ფიქრობენ, რომ არ იქნება მოთხვნა და მყიდველი ისედაც ცოტაა, და ვინცაა ისინიც ნაბეჭდ პროდუქციას მიანიჭებენ უპირატესობასო — რაც სრული სისულელე მგონია. ყოველ შემთხვევაში ყველგან სხვა ტენდენციებია, მათ შორის უკრაინაში და რუსეთში და რაღა მაინცადამაინც ჩვენ ვართ განსხვავებულები.
ძალიან საინტერესო გამოკვლევა ჩატარდა ახლახანს ევროპაში და იქაური სკეპტიკოსები შოკში ჩააგდო … მაგ პოსტსს დავდებ მალე.
მეც ზუსტად მაგ წიგნებს ვგულისხმობდი. სურათებით, ჰიპერლინკებით და ასე შემდეგ.
სისულელეა, რა თქმა უნდა. მშვენიერი ბიბლიოთეკა მაქვს შინ, მაგრამ კარგად გაკეთებულ e-book-საც დიდი სიამოვნებით ვიყიდდი. მითუმეტეს, ელექტრონულ ფორმატს თავისი უდაო პლუსები აქვს.
ვისაც წიგნი თაროს გასალამაზებლად სჭირდება, იმას არ გამოადგება, რა თქმა უნდა…
ეგ ესთეტური არგუმენტი გამომცემლებს ხშირად მოყავთ, რაც ასევე მცდარია. მარტივი მაგალითი უნდა გაიხსენონ – როცა ყიდულობ ალბომს CD-ზე ბუკლეტი დევს, გაფორმებულია, დისკს ნახატი აქვს და ლამაზია. MP3 რომ ჩამოქაჩავ და დისკზე ჩაწერ – ისეთი ლამაზი არაა… მიუხედავად ამისა CD ინდუსტრია მოკვდა.
მოიცა, ლორდ, შენ ჩამოქაჩული ტექსტი გირჩევნია ი-ბუქს?
თუ ელექტრონული ბიბლიოთეკის გაკეთებაა, ბარემ წესიერს გავაკეთებ…
უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” გამოვიდა? –აუ უნდა ვიყიდო,რომელი წიგნის მაღაზიაში იქნება?
ნეტა მის მეორე რომანს “ფუკოს ქანქარას”ვინმე თარგმნიდეს(
რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკებს”–კარგა ხანია ველოდები და საშველი არ დაადგა.
პ.ს არცერთი ზეჩამოთვლილი წიგნი არ მაქვს წაკითხული.ძალიან ადრე მგონი საბჭოთა მწერლის “კალისტო” წავიკითხე და გივი ოცხელის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობები რომელსაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ მაგრამ წიგნის სათაური აღარ მახსოვს(
გუშინწინ ექს ლიბრისში ჰქონდათ 4 ეგზემპლარი. “პეპელაშიც” მოიკითხე და “პარნასშიც”. მანდაც მიიტანეს, მაგრამ მალევე გაიყიდა. სავარაუდოდ, ისევ ექნებათ.
“ფუკოს ქანქარას” გადმოქართულებას მეც დიდი ინტერესით ველოდები. რაკი ეკოს თარგმნა დაიწყეს, იმედი მაქვს, აღარც გაჩერდებიან…
თემა,როგორც ყოველთვის,ახლაც ძალზე საინტერესოა.მით უფრო ჩემთვის,რომელსაც ფანტასტიკა არ მოსწონს :)ზუსტად არ ვიცი რატომ? -ალბათ უფრო იმიტომ,რომ ზოგადად ზღაპრები,მითები და მოგონილი ამბები არ მიყვარს… :(
ნებისმიერი პროზაული ნაწარმოები, საბოლოო ჯამში, მოგონილი ამბავია :) მიხარია, თემა რომ მოგეწონა . იქნებ ოდესმე შენც შეურიგდე ფანტასტიკას… და მერე ნახავ, რამდენად საინტერესო და ჩამთრები ჟანრია :)
მოგონილი არაა – ფუტუროლოგიაა. :)
და ყველაფერი ახდა, რაც დაწერეს და რაც არ ახდა ჯერ, ის მომავალში ახდება. :)
ფენტეზი ძალიან მიყვარს, სამეცნიერო ფანტასტიკას არ ვწყალობ :( თუმცა ახლა “მარსის ქრონიკების” შტურმისათვის ვემზადები :)
საკუთრივ ორიგინალის გარდა, ჯერ მხოლოდ რუსული გამოცემაა ხელმისაწყვდობი… მე ძალიან საყვარელი, კარგად გაფორმებული და გემრიელი ფორმატის “ქრონიკები” მაქვს. კიდევ ძველი ქართულიც ყოფილა… და ახლა ქუჩის დახლებზე ის წითელყდიანი ბრედბერი უნდა ვეძებო :) არ იცი, როგორ მაინტერესებს… :)
არის ნამდვილად. მე მაქვს ფარენჰაიტია და მოთხრობები, მათ შორის მარსის ქრონიკები… ოღონდ, სრულად არრ, მგონი.
მეზარება ახლა მაგის გადამოწმება :)
ის ნეტარხსენებული “მე, რობოტიც” არასრულად იყო თარგმნილი. სრულად რუსული გამოცემა მაქვს. დიდი, მძიმე და სქელი.
ძალიან მიყვარდა სათავგადასავლო ლიტერატურა და ფანტასტიკა. ახლა სათავგადასავლო არა, მაგრამ კარგ ფანტასტიკას სიამოვნებით წავიკითხავ. მახსოვს, როგორი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტანისლავ ლემის ”სოლარისმა”,კაზანცევის:”ფაეტებმა” .რაც შეეხება ”ქალი ქვიშაში”, უფრო ფილოსოფიური მგონია, ვიდრე ფანტასტიკური. როცა ეს რომანი წავიკითხე,თავზარი დამეცა, მივხვდი, რომ მეც უბრალო ქვიშის მხვეტავი ვიყავი და სხვა არაფერი. დიდი მადლობა, მაია, აუცილებლად შევიძენ ამ წიგნებს და წავიკითხავ, თუმცა რაც კი ადრე გამოცემულა და ხელი მიმიწვდებოდა, ყველაფერი მაქვს წაკითხული.
კეთილი იყოს თქვენი პირველი კომენტარი ბლოგზე, ქალბატონო მანანა!
ლემის “სოლარისიც” მომწონს და “მაგელანის ღრუბელიც”. აბეც კარგია, მაგრამ იაპონურ პროზას (ფანტასტიკასაც მათ შორის) მაინც პოეზია მირჩევნია. პროზა მძიმე აქვთ, პოეზია – მუსიკასავით მსუბუქი და ლამაზი…
მაია არა, ქალბატონო მანანა, თუ პოსტის ავტორს (ანუ მე) მგულისხმობთ, მოლი მქვია :)
კარგია, რომ უკვე ქართულადაც გვაქვს! სირცხვილია, რომ ისეთ წიგნიერ ენაზე, როგორიც ქართულია, არ იყოს ჟელიაზნი…
აბა რა! უკვე ორი ნაწილი გვაქვს და საქმე იქეთკენ მიდის, დანარჩენენ “ქრონიკებსაც” გამოსცემენ.
“ქრონიკები” პირველად 98-ში, ინტელექტკლუბში წავიკითხე. მაშინ მანდ ტოლკინიც მოსწონდათ და ლე გუინიც.
ლილეს რომ ვკითხულობდი რა გრძნობა მქონდა იცი? რა ბედნიერებაა მე რომ შვილი მეყოლება ისიც წაიკითხავს და ჩემზე მეტად ეყვარება -მეთქი, ეს ერთადერთი ნაწარმოებეი რომელმაც მომავალ არასებულშვილზე მაფიქრებინა :დდ და ამით უბედნიერესი ვიყავი :))
ხო და აზიმოვის მარადისობის აღსასრული წაკითხული აგქვს? ეგეც მე რობოტთან ერთად იყო, ერთ წიგნში, ჩემი უსაყვარლესია <3
“იროელი ” მართლა კარგია :)
როგორ არ მაქვს :) კი, მეც მახსოვს, მაგ გამოცემაში ორივე ერთად იყო. მერე რუსულადაც მოვიძიე. აზიმოვი ფიზიკაზეც წერდა პოპულარული და დილეტანტისთვის გასაგები ენით, ასტრონომიაზეც. “რობოტების” მთელი ციკლი აქვს, ოღონდ “მე, რობოტი” და “მარადისობა” მაინც ყველაზე პოპულარულია…
ანა, ზუსტად მაგ გრძნობით ვწერდი. ერთი სული მქონდა, ჩემი შვილი როდის წაიკითხავდა, რადგან ეს წიგნი, უპირველეს ყოვლისა, მისთვის იყო განკუთვნილი. მაშინ ძალიან პატარა იყო და ბავშვისთვის გასაგებ ადგილებს ვუყვებოდი. ფაქტიურად, ორ ბიჭს ერთად ვზრდიდი. ასე მგონია, იმას, რის თქმასაც ჩემი შვილისთვის მე ვერ მოვახერხებ, ლილემ უნდა უთხრას და ასწავლოს.
ახლა ვხვდები, რა კარგია და საინტერესო, ბლოგზე სტუმრად ჩვენთვის ძალიან საინტერესო წიგნების ავტორი რომ გვყავს :)
ერთი, რომ წიგნებზე საუბარი ასე არაფორმალურ, გემრიელ და კომფორტულ ვითარებაში შეიძლება… და მეორე – ნატო, მწერალთან ერთად, ჩვენზე უკეთესი მკითხველიცაა :)
სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად, ცოტა მომერიდა ასეთი ”შიდასამზარეულოს” ხმამაღლა განცხადება, მაგრამ ანას ”რეცენზიამ” იმდენად იმოქმედა ჩემზე, იმდენად ზუსტად მიმიხვდა დამოკიდებულებას ”ლილეს ქრონიკების” მიმართ, რომ ამ პასუხისგან თავი ვერ შევიკავე. სხვათა შორის, ჩემი ფეისბუქზე მოხვედრა და ამ ბლოგის აღმოჩენაც ჩემი შვილის დამსახურებაა:)))
ნატო, შენს შვილს ჩემი და ბლოგის მკითხველების სახელით დიდი მადლობა გადაეცი :)
ფილიფ დიქი ნახე. როგორც ულისოლოგს, მოგეწონება.
ვიცი და მომწონს კიდეც :) ალტერნატიული რეალობა საინტერესო თემაა…
მგონი, ყველაფერი მაქვს მისი წაკითხული ახლა კი გავაქინდლე ბევრი.
ქინდლის ყიდვის დღე ჩემი ცხოვრების ახალი წელთაღრიცხვის პირველი წლის პირველი დღე იქნება…
ქავერი და განათება ჩამოგივიდა, ლორდ?
შინ ვნახავ. აქ ფბ არაო :(
ჰო. ახლა სრულადაა აღჭურვილი :)
ტექსტებს იოლად პოულობ, ლორდ? თუ საწვალებელია და საძებნი?
მხატვრულის პრობლემა არაა. რუსებმა გააციფრეს ყველაფერი. :) დანარჩენს კი ამაზონზე ვყიდულობ… ნუ ვიყიდე ერთი-ორი რაც დამჭირდა.
რუსებთან პირატულია და უფასო, არა?
ძვირია? დაახლოებით მაინც რა ღირს?
ამაზონზე სხვადასხვა ფასია, მაგრამ ყველა შემთხვევაში იაფია ნაბეჭდთან შედარებით. ხშირად ნახევარი ფასია, ზოგჯერ უფრო მცირე სხვაობაა. პლუს ტრანსპორტირება არ სჭირდება და ეგ თანხაც აკლდება.
და რა თქმა უნდა ეს http://www.fenzin.org/book/976
აი, ეს ნამდვილად არ ვიცოდი.
ანოტაცია ისეთი დამაინტრიგებელია, სასწრაფოდ უნდა წავიკითხო.
ვინჯი ძალიან ცოტას წერს, მაგრამ ორი ნამდვილი შედევრი აქვს. და “ცეცხლი” მითუმეტეს.
ჩვენთან პრაქტიკულად უცნობია :( ჩემმა ბიძაშვილმა მიაგნო ერთხელ და მერე მეც მირჩია. ძალიან მაგარი ნაწარმოებია.
ადრე ლიბ.რუ-ზეც დავხეტიალობდი და ალდებარანზეც. ახალ სახელებსაც, ძირითადად, მანდ ვნახულობდი. ახლა აღარც დრო მაქვს და აღარც მონიტორზე საკითხავად ვარგისი თვალები.
ფბ-ზე დააკომენტარეს დილით – აპრილში “ქრონიკების” მესამე ნაწილს და პრატჩეტის “დისკოს სამყაროს” სხვა რომანსაც ველოდებითო.
აღფრთოვანებული ვარ – ეს ის სიტყვა არ არის. ყოჩაღ, ილიაუნის! :)
აზიმოვით ვეზიარე ფენტეზს და ძალიან ცოტა რამ მაქვს წაკითხული.
“ბაბუაწვერას ღვინო” და “ვარდის სახელ” ქართულად.. სასიამოვნო სახლეა ჩემთვის.
იმედია მალერთ–ერთს მაინც ჩავიგდებ ხელში.
პირიქით, ანი :) შენ მადლობა :) მიხარია, რომ აქ ხარ :) და აქტიურად ხარ :)
მომწონს ფანტასკიტა…. :)) მამაჩემი საერთოდ გგიჯებულია.. სულ ფანტასტიკას და ფენტეზის კითხულობს….
ჩემი გულწრფელი აპლოდისმენტი და მოკიხვა მამას :) კარგი ლიტერატურული გემოვნება ჰქონია :)
მადლობა, ჯესი :) მიხარია, რომ მოგეწონა :)
რა გემრიელად გამეცინა :) მადლობა, ჯესი :) მართლა ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა :) ვეცდები, არ გაგაკვირვო :)
ფანტასტიკა ინტელექტუალთა ნუგბარია. ფანტაზიის გასაქანი და წარმოსახვის უნარი ვისაც აქვს მათთვის არის ეს ჟანრი მეტად საყვარელი. მე პირადად ”ფენტეზი” ნაკლებად მომწონს, მაგრამ ფანტასტიკა და სამეცნიერო ფანტასტიკა ძალიან მიყვარს.
საბჭოთა კავშირის დროს ფანტასტიკა ნამდვილად იყო, მაგრამ ისეთი ლაღი მაინც არ იყო როგორც სხვაგან… უამრავი საბჭოთა ფანტასტი მწერალი წერდა ისეთ სისულელეს, სათაურის წაკითხვაზეც რომ არ დახარჯავდა კაცი დროს. და თუ კი ”ზარუბეჟნაია ფანტასტიკა” შემოდიოდა, შეგნებულად ითარგმნებოდა ამა თუ იმ მწერლის ”ყველაზე ცუდი” ნამუშევრები… თუმცა ამ ყველაფრის მიუხედვად ნამდვილად კარგი ნაწარმოებებიც ითარგმნებოდა (შიგადაშიგ..)
ყველა დროის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე უდიდესი ფანტასტი კურტ ვონეგუტი ისე გარდაიცვალა ქართველი მკითხველის დიდ ნაწილს მისი სახელიც არ გაუგია ალბათ. ჩვენთან ფანტასტიკა სისულელედ ითვლება. თუ დღეს ვინმე რამეს კითხულობს, ალბათ ასე გიპასუხებთ: ”მე მიყვარს ძმაო ჟიზნენნი და მისტიკა” :) ანუ თუ კი ქართველი მკითხველი კითხულობს რომელიმე რომანს სადაც ”არარეალური” სამყაროა, მაშინ ეს უდნა იყოს აუცილებლად მოჩვენებებზე, დემონებზე და ჯადოქრებზე დაწერილი ნაწრმოები. ხოლო სამეცნიერო ფანტასტიკა ძალიან ძნელად გასაგებია მასებისთვის. ამიტომ მე მინდა გამოვყო ”ფენტეზი” სამეცნიერო და არასამეცნიერო ფანტასტიკისგან რადგან ფენტეზის ჟანრი საკმაოდ პოპულარულია ჩვენთანაც. აი ფანტასტიკა კი ნაკლებად..
კეთილი იყოს შენი პირველი (და ასეთი საინტერესო) კომენტარი ამ ბლოგზე, ველქამ!
საბჭოთა დროის ფანტასტიკა ბევრი იყო და ბუნებრივია, ხარისხიც სხვადასხვა ჰქონდა. უამრავი სისულელის გვერდით მართლა კარგი და ღირებული რაღაცებიც იბეჭდებოდა, თან – არც თუ მცირე ოდენობით. ფანტასტს რუსები ბელიაევსაც ეძახდნენ (ადამიანი-ამფიბია ყველაზე ნორმალური ტექსტია, ბევრად უარესი, პრიმიტიული და სასაცილო რაღაცებიც ჰქონდა) და სტრუგაცკებსაც. ძმების “პიკნიკი გზის პირას”, “ორშაბათი იწყება შაბათს”, “ძნელია იყო ღმერთი” და “განწირული ქალაქი” მსოფლიო ფანტასტიკის ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებს, თუმცა იმავე ძმებს ნაკლებად წარმატებული რომანებიც აქვთ.
რაც შეეხება თარგმანს, “თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკის” ოცტომეულში აელიტაც იყო და პლუტონეაც, მაგრამ შეკლიც დაიბეჭდა, საიმაკიც და ლემის “სოლარისიც” და “მაგელანის ღრუბელიც”. შეკლის იუმორისტული ფანტასტიკა ერთ მომცრო ტომად მაგ დროს წავიკითხე. ამას წინათ, მეგობარმა “ზარუბეჟნაია ფანტასტიკას” ერთ-ერთი გამოშვება მაჩუქა, აქ ნახა, ქუჩის დახლზე, თემა – ომი და მშვიდობა, შიგნით აზიმოვიც იყო, შეკლიც, ბრედბერიც, დიკიც, პიერ ბულიც და საიმაკიც. სხვა დანარჩენებიც.
ფენტეზის და საენს ფიქშენს ერთმანეთისგან კი გამოვყოფ, მაგრამ ორივე მომწონს, ორივეს თავისი ეშხი აქვს და ერთი მეორეს სიყვარულში ხელს არ მიშლის :) ახლა პრატჩეტი დავამთავრე. შინ ჰარისონის ტომი მელოდება და ორივე ერთად მშვენივრად გრძნობს თავს.
ეს კი საბჭოთა ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში:
საუკეთესო ნიმუში მე სხვა რამ მგონია…
რა თქმა უნდა ეს ”საუკეთესო ნიმუში” ხუმრობით ვთქვი. თუმცა ისიც ავღნიშნე რომ კარგი წიგნებიც რა თქმა უდნა იწერებოდა, მაგრამ ვერაფრით დავაყენებ იმ ტემპების და განშლის გვერდით რომელიც იგივე ამერიკულ ფანტასტიკას ჰქონდა.
გაიხარე მიხარია როცა ვხედავ ამ ჟანრის მოყვარულ ადამიანებს ჩემ სამშობლოში… :)
ტემპი და მასშტაბი ვერც შეიდრება, ორი სხვადასხვა ქვეყანა, ორი სხვადასხვა კულტურა და იდეოლოგია… ამერიკულ საიენს ფიქშენთან რუსული ახლოსაც ვერ მოვა. ამას ვინ დაობს… უბრალოდ, რუსულშიც იყო კარგი და რუსული მაშინ ,
,ბევრად მეტი იბეჭდებოდა, ვიდრე დღეს – ქართული.
მადლობა შენ :) მიხარია, პოსტიც და პოსტის პათოსიც რომ მოგეწონა.
sci-fiს და Fენტეზის დიდი მკითხველი ვარ :D სასწაულად გამიხარდა ამბერი და პრატჩეტი და ბრედბერი რომ ვნახე და ეგრევე ვიყიდე <3 პრატჩეტის მეორეც უნდა გამოსულიყო, "ფანტასტიური ნათება" და როდისთვის იგეგმება (ან უვკე გამოსული ხომ არაა) ვინმემ იცით? :-?
დღეს ფბ-ზე დაწერეს, ამ პოსტის სურათის ქვეშ – მესამე ქრონიკას და მეორე პრატჩეტს ველოდებითო. აპრილშიო. ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი. შენი არ იყოს, მეც მოუთმენლად ველოდები…
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჟანრია. და მართლა გული მწყდება, რომ სამაოდ უკან ვართ მისი განვითარების დონის მიხედვით.
ნელ-ნელა წინ მივიწევთ, დია :)
მე იმედი მაქვს და… ვნახოთ :)
პოსტის დამთავრებისას სირცხვილმა ამიწითლა სახე, ”სპირალის” გარდა არაფერი წამიკითხავს და არაფერსაც არ ვიტყვი, აუცილებლად წავიკითხავის მსგავსს, რამდენჯერაც ეგ ვთქვი არ შევასრულე და იქნებ პირიქით მოხდეს. :ს
პირიქით – მოსალოცად გქონია საქმე. ძალიან ბევრი კარგი წიგნი გქონია წასაკითხი :) და წინ პირველი წაკითხვის სიამოვნება გელოდება :)
ედიშერ ყიფიანს აქვს კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი რაღაც წიგნი. სახელი აღარ მახსოვს :)
კიდევ იყო ერთი – მთავარ გმირ გოგოს ალდე ერქვა, მეორე კოსმონავტს მოსწონდა, კოსმომფრენში იყვნენ ერთად და ბიჭმა ბოლოს თავი გასწირა იმ ალდესთვის…
ვაიმე როგორ მიყვარდა :D მაილი ახლაც alde_sagita მაქვს =)) დღეს მკითხეს ზუსტად რა ჯანდაბაა ალდე საგიტაო და მოვუყევი მაგრამ მწერლის გვარი ვერ გავიხსენე ^^’
ალდე საგიტა :) ახლა დავაკვირდი :)
ძალიან კარგი იდეაა ფანტასტიკის ჯგუფური წერა (სტრუგაცკები, დიუნას პრიქველები….). ფანტასტიკის წერას დიდი და მრავალმხრივი ცოდნა სჭირდება. ძალიან ძნელია ერთი ადამიანი ფლობდეს. რამდენიმე სიუჟეტი სწორედ ამის გამო მაქვს თაროზე შემოდებული.
თავდაპირველად მეც შევთავაზე ერთობლივი თანამშრომლობა ერთ პიროვნებას, რომელიც ქართული მითოლოგიის მცოდნე იყო. თავდაპირველად, ამ იდეამ აიტაცა, მაგრამ მერე (ჯერ დაწყებულიც არ გვქონდა) უარი მითხრა. ამის გამო ლილე 2 წლით გვიან დამთავრდა. ეს 2 წელი სწორედ ცოდნის დაგროვებას მოვანდომე.
სხვათა შორის, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ერთობლივად წიგნის წერა.
ფანტასტიკას და ფენტეზის განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება. სპეციფიკური. ასე მგონია მე. ცოდნა სხვა ჟანრშიც საჭიროა, მაგრამ აქ – განსაკუთრებით.
ერთად წერას, პლიუსებიც უნდა ჰქონდეს და მინუსებიც… სტრუგაცკები პლიუსების ნათელი მაგალითია…
ზუსტად სპეციფიკური ცოდნა მქონდა მხედველობაში.
სამეცნიერო ფანტასტიკას – ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია…
ფენტეზის – მითოლოგია და ეთნოგრაფია.
აი, ამიტომ მიყვარს ეს ორი ჟანრი :)
e-book-ის განსაკუთრებით ეს მომწონს – ტრანსპორტირების პრობლემა არ არსებობს. მაღაზიაში წასვლა არ არის საჭირო. სამზარეულოდანაც მშვენივრად იყიდი…
რუსულ ბიბლიოთეკებში დევს EPUB, MOBI და ყველაზე ხშირად FB2 ეს ყველა ბუკია სხვადასხვა რიდერებისთვის. ამაზონი ამათგან კითხულობს MOBI-ს. თუ მობი ვნახე – ამ ფორმატში ვქაჩავ, თუ არა იმ ორს ვაკონვერტებ მობიში.
ტექსტ, ვორდ და ეგეთ ფორმატში არ ვქაჩავ.
FB2 ვიცი, დანარჩენი არ შემხვედრია…
FB2 რუსების მოგონილი ფორმატია და იმიტომ. კომპიუტერული ბუკ-ემულატორებისთვის შეიქმნა, მაგრამ ბუკრიდერების გამოსვლის შემდეგ ეგ ფორმატი ძირითად ფორმატად აიღო უკრაინულმა “ფოქეთბუქმა”. უკრაინა-რუსეთში ბაზარი მაგ რიდერს უკავია ფაქტიურად. ის ორი დასავლური ფორმატებია. EPUB ელექტრონულ გამომცემელთა საზოგადოების ფორმატია MOBI კი მობილურებზე წასაკითხად შეიქმნა. ამაზონმა იყიდა ეგ კომპანია და ქინდლი ამ 3-დან მაგ ფორმატს კითხულობს. თუმცა სხვა ფორმატებში თუ გაქვს წიგნი – მობიში კონვერტირება მარტივია.
მაგეებში გარკვევა დამჭირდა, სანამ ვიყიდდი. :) კონვერტაცია თუ არ გამოვიდოდა ნორმალურად, სხვა რიდერის ყიდვა მომიწევდა. რუსულად MOBI ყველაზე იშვიათია და რა ჯანდაბას წავიკითხავდი მაშინ? :)
მეც მაგაში გარკვევა მინდა, სანამ ქინდლს ვიყიდი.
კაპიტალური ელექტრონული ბიბლიოთეკის გაკეთებას ვაპირებ :)
10 000 წიგნი ჩანთაში :) უმაგრესია :)
მეტი. :) ამაზონი წიგნების თაროს გითმობს რომელიც სრულად სინქრონიზირებულია შენს ქინდლთან და იქ შეგიძლია წიგნები შემოდო. რა მომენტშიც არ უნდა წაშალო წიგნი ქინდლიდან, ამაზონზე რჩება შენს თაროზე და როცა გინდა ისევ ჩამოქაჩავ და პირდაპირ იმ ადგილზე გადაგიშლის, სადაც კითხვა შეწყვიტე.
უჰ… вот техника вперед пошла…
მე “სამიზდატზე:” წაკითხული მაქვს მართალია რუსულენოვანი მაგრამ მაინც ქართული ფენტეზი
დევები, ალი, ქაჯები და ა.შ.
ჰმ… არ მინახავს. საინტერესოა. მადლობა ლინკისთვის :)
აკუნინს გვარიც კი აღარ აქვს ქართული…
თან ჩხარტიშვილის სახელითაც ხომ წერს ლიტნაშრომებს და თარგმანებს.
ჰო, ჩხარტიშვილით პუბლიცისტიკას წერს, მაგრამ ვაკვირდები და სულით ხორცამდე აკუნინია ყველგან და ყველაფერში.
გულის სიღრმეში რას ფიქრობს, არ ვიცი და რასაც ვკითხულობ, ქართველობის არაფერი ეტყობა. ნიჭის გარდა :)
აკუნინი წარმოშობით ქართველია მაგრამ რუსულად რუსულ ლიტერატურას ქმნის. ეს მორგოტ ელდარიც რუსულად წერს მაგრამ… წაიკითხეთ:
Ткаесхелхи – ანუ ტყის ხალხი??? ელფები ))))
Джуджа – гномы – ჯუჯა
ცხადია, ქართველია (ან ქართველი კონსულტანტი ჰყავს, ან სულაც ქართულ ტოპონიმიკაში ერკვევა)
მაგრამ ეს ფენტეზი რამდენად ქართულია, სხვა საკითხია.
ძაან ავცდებით ახლა პოსტის შინაარსს, მაგრამ ეგაა ზუსტად ფუნდამენტალური საკითხი – რა განსაზღვრავს მწერლის ვინაობას.
ენა, თემატიკა ორივე ერთად თუ კიდევ რამე სხვა და რომელი უფრო მთავარია… ;)
ჩემთვის – მე განვსაზღვრავ. თუ ჩემს ენაზე წერს – ქართველი მწერლობის ნაწილია თუ არა და – ეგრე ფოლქნერიც ჩემია და დოვლატოვიც. ორივე შემიძლია ორიგინალში წავიკითხო.
მშვენიერი საკითხია და პოსტის შინაარსს თუ გავცდებით, არც არაფერი დაშავდება.
თემატიკა, ალბათ, არა – შემიძლია, მთელი ცხოვრება ნიგერიაზე ვწერო, ან იაპონიაზე, მაგრამ ქართულად და ნიგერიელი/იაპონელი მწერალი ხომ არ ვიქნები…
უფრო – ენა. მაგრამ აქაც ნიუანსებია… ტურაშვილმა ესპანურად რომ დაწეროს წიგნი, ქართული მწერლობის ნაწილად არ ჩაითვლება?
საინტერესო კითხვა გამოვიდა :) სხვები რას იტყვიან, ძალიან მაინტერესებს.
ეგ ლექსი ლადო ასათიანის ლექსს – “სალაღობოს” – ძალიან ხომ არ “ჩამოჰგავს”?! :)
დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
და ა.შ. მთელს ლექსს აღარ დავაკოპიფეისტებ :)
კომენტარებში ერთადერთი ლექსი იყო – ალდეს თვალებზე და მეთქი, სად ალდე და სად სალაღობო. მაგ ლინკის არსებობა არც მახსოვდა. ლექსი – მითუმეტეს.
ჩამოჰგავს კი არა, სიტყვასიტყვით არის გადაწერილი :) :) :) :) :)
ეგ რა მომენტია იცი, ჩემს ჩეხ ნაცნობებთან მქონია ხშირად კამათი. გინდა თუ არა ჩეხია კაფკაო მიმტკიცებდნენ.
მე კი ვეუბნები ხოლმე, რომ უგენიალურესი ჩაპეკი ყავთ და კაფკას თავი დაანებონ უნდა და დაუთმონ ავსტრიელებს.
მოკლედ, პენსიაში რომ გავალ, ახალგაზრდობას გავიხსენებ და დავწერ რამე ფენტეზის. :)
ჰოდა ყველა პარამეტრით ქართული იქნება, მათ შორის ხარისხითაც. :)
ქართულად დაწერ? მანდ სადაო არც არაფერია… და თუ ინგლისურად, მაშინაც ქართული იქნება? ვოტ ვ ჩომ ვოპროს…
ვალტერ სკოტი, ნაბოკოვი,კუპერი, დრაიზერი – ოთხივე ინგლისურად წერდა მაგრამ არც ერთი არ იყო ინგლისელი მწერალი
ინგლისურს ამერიკაშიც იყენებენ, შოტლანდიაშიც, ირლანდიაშიც და საერთოდ, საერთაშორისო ენაა…. თუმცა, პრინციპში, მართალი ხარ. ენა არ არის განმსაზღვრელი. და არც თემატიკა.
შენი ლინკის ავტორი როგორ ითვლება ქართველ მწერლად, მაინც ვერ ვხვდები. რაკი ქართული ტოპონიმიკა აქვს, მხოლოდ ამიტომ?
ზეზვას თავგადასავალში ძალიან ბევრი პარალელია საქართველოს უახლოეს ისტორიასთან.
და მე რომ სპარსეთის ყურის კრიზისზე წიგნი დავწერო, ან რაღაც სხვაზე და პარალელელები იპოვნონ ერაქ-ქუვეითის ომთან, სადაურ მწერლად ჩავითვლები? ერაყელად თუ ქუვეითელად?
ბედუინი, მოლი :) ქუვეითი ბედუინების დაარსებულია :)
ბედუინი მოლი :) სურეალისტურად ჟღერს :)
თანამედროვე ფანტასტიკის ოცტომეულში რეები გამოიცა სად შეიძლება გავიგო ?
მე მაქვს ტომები შინ, ყველა არა, მაგრამ რაც მაქვს, იმათი სარჩევის ჩამოწერა შემიძლია.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, რუსულენოვან ინტერნეტშიც იქნება ინფორმაცია.
ქართულად რომ გამოდიოდა, თხელყდიანები, სოლარისი და გამყინვარების მეოთხე პერიოდი რომელ სერიაშიც არის აი მაგ სერიის სარჩევი
მაშინ სორრი…. ქართული ოცტომეული არასოდეს მქონია.
მოლი, ძალიან სასიამოვნოა შენი აღმოჩენა, მინდა თან რაღაც გთხოვო და თანაც შემოგთავაზო :) მოკლედ რამდენიმე დღეა მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ ამ საკითზე ზრუნვა, რაზეც შენ პოსტში საუბრობდი და გადავწყვიტეთ დასაწყისისთვის გავაკეთოთ საიტი, სადაც დაიდება ამ ჟანრის მასალა: თარგმანებიც და ქართველი ავტორების ნაწარმოებებიც, ყველაფერი ერთი სიტყვით. თუ წინააღმდეგი არ იქნები ამ შენს პოსტს განვათავსებ საიტზე და თუ შენც შემოგვიერთდები ამ დიდ საქმეში ძალიან გაგვიხარდება, ნამდვილად დაგვეხმარები, არც ისე ბევრნი ვართ ჯერ, თუმცა გეგმები გრანდიოზული გვაქვს. ოღოდ მართლა. ;) http://monstruation.com/ ეს შენ საიტის ლინკი. შეგიძლია მომწერო, ფბ-ზე ან მაილზე, მოკლედ ველი შენს პასუხს.
წინააღმდეგი როგორ ვიქნები, პირიქით :) დიდი მადლობა :)
დოუკვირდით ხოლმე სახელებს სანამ შეარჩევთ და მისამართებს სანამ დაარეგისტრირებთ.
ჯესის ქონდა ამაზე კაი პოსტი.
დილით ვნახე, ნახევრად მძინარემ და სულო ცოდვილო, თავიდან მეც მასე წავიკითხე :) და პირიც დავაღე :) მერე მივხდვი, რაში იყო საქმე…
[…] გახლავართ. ამას წინათ ქართული ფანტასტიკის პრობლემებზე ვწერდი. კომენტარების […]
გადავხედე პოსტებს და არაჩვეულებრივად წერ. მომწონს ძალიან ! აწი, მუდმივად დაველოდები ბლოგის განახლებას.
რაც შეეხება თემას, ფენტეზიში ვერკვევი და ნორმალური რაოდენობის წიგნებიც მაქვს წაკითხული. ვერ ვიტყვი, რომ ფავორიტი ჟანრია, მაგრამ რამდენიმე წიგნმა ფავორიტის სტატუსი ნამდვილად დაიმსახურა.
Sci-Fi–ს მინდა გავეცნო და შენმა პოსტმა კიდევ უფრო შთამაგონა. გავივლი მაღაზიებში და ზაფხულისათვის შევიძენ სხვადასხვა წიგნების ჟანრის გაცნობისათვის. ახლა უბრალოდ ცოტა გადატვირთული გრაფიკი მაქვს წიგნების ამბავში, ბევრი რამ მომიგროვდა წასაკითხი და ამ ეტაპზე ვერ მოვასწრებ.
ქართულ ფენტეზის რაც შეეხება, მოვიხიბლე ნატო დავითაშვილის ორივე ნაწარმოებით. პატარა მინუსებზე თვალი დავხუჭე, რადგან პლიუსი ძალიან ბევრი იყო :) ძალიან საინტერესო თავგადასავალი და როგორც თავად აღნიშნე პარალელებით ქართულ მითოლოგიასთან, რაც ძალიან მოსაწონია. წარმატებებს ვუსურვებ მწერალს, ვწერ აქ, რადგან როგორც მივხვდი შემოდის ხოლმე. იმედი მაქვს, მესამე ნაწილიც გაამართლებს. აუცილებლად შევიძენ ფესტივალზე.
პ.ს. გამიხარდა, რომ ბლოგს მკითხველი ყავს. ასე თუ ისე, გემოვნებიან ბლოგები ზოგჯერ იჩაგრება და გამიხარდა, რომ შენი ბლოგი გამონაკლისია.
პ.პ.ს. ბოლოს, წარმატებებს გისურვებ. ბევრი კარგიპოსტი მენახოს შენ ბლოგზე.
მადლობა ასეთი საინტერესო, ვრცელი და სასიამოვნო კომენტარისთვს :)
ნატოს წიგნები ზუსტად იმიტომ მომწონს, რომ ქართული ძირით წერს და დღეს ეს, სამწუხაროდ, იშვიათობაა. არადა, მართლა მდიდარი მითოლოგია გვაქვს.
გემოვნებიანი და არაყვითელი ბლოგები, როგორც წესი, იჩაგრებიან. მართალი ბრძანდებით. თუმცა, ქართულ ინტერნეტზე ბევრად უკეთესი წარმოდგენა მაქვს, ვიდრე საზოგადოდ არის გავრცელებული და ეს მიმართულებაც ამიტომ ავირჩიე. რატომღაც მგონია, გემოვნებიანი და ნაკითხი მკითხველი მაინც იპოვნის.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა :) შემოიარე, ძალიან გამახარებ :)
ოლდოს ჰაქსლი არავის გაახსენდა, აღშფოთებული ვარ :(
ჰაქსლის რა არის ქართულად ნათარგმნი?
სამწუხაროდ მხოლოდ 4 მოთხრობა და ერთი რომანი – ყვითელი ქრომი. არადა Brave New World რომ ქართულად არ არის ამაზე მეტი სირცხვილი რაღა გინდა ჩვენი ძვირფასი მთარგმნელ-გამომცემელთათვის.
რაც შეეხება ჰაქსლის, მე ბრედბერსაც კი მირჩევნია. მოთხრობები წაიკითხეთ, ქართულად ნათარგმნი მოთხრობებიდან არცერთი არაა ფანტასტიკა, უმაღლესი დონის მწერალია, ძალიან მრავალმხრივი.
არც ერთი არ არის ფანტასტიკა? პოსტი ხომ ფანტასტიკაზეა დაწერილი.
მოთხრობები, რაც ქართულად არის მოთარგმნილი – მეთქი, ვაჰ :დ თან შედარებისთვის მოვიყვანე, რომ მხოლოდ ფანტასტი არ არის. თორემ ჰაქსლიზე უკეთესი ფანტასტი თითებზე შეგიძლია ჩამოთვალო, ისიც გემოვნების ამბავში : )
ამ პოსტში ქართულ და ქართულად თარგმნილ ფანტასტიკაზე ვწერდი. შესაბამისად, ჰაქსლის ვერ გავიხსენებდი.
ესეც არ იყოს, პოსტიც და ბლოგიც მხოლოდ პირად იმპრესიებზეა აგებული, ვწერ იმაზე, რაც მომწონს. ჰაქსლის ანტიუტოპია წაკითხული მაქვს, მაგრამ არ ვთვლი, რომ ბრედბერიზე უკეთესია. სხვა, შესაძლოა, სხვანაირად ფიქრობდეს. ამით არც ბრედბერის და არც ჰაქსლის არაფერი აკლდება.
აჰა, გემოვნების ამბავში მეთქი, მეც ეგ ვთქვი ზუსტად. ანტიბრედბერისი არ გეგონო, Sci-Fi ჩემი საყვარელი ჟანრია (ერთ-ერთი). თუმცა ყველაზე მეტად ანტიუტოპია მიტაცებს, ორუელი მაგ ჟანრში ჩემთვის მეფეა. 1984 – წიგნი, რომელიც ყველა სკოლა/უნივერში უნდა ისწავლებოდეს :D
მე არც ანტი ვარ და არც პრო. რაც მომწონს, მომწონს. სხვის გემოვნებას არ ვაკრიტიკებ და პრინციპში, საერთოდაც არ განვიხილავ. საკუთარიც მყოფნის.
შენი აღშფოთება გამიკვირდა. ერთი, რომ ჩემი პოსტია და ბუნებრივია, საკუთარი შთაბეჭდილებების (და არა გლობალური შეხედულებების) მიხედვით და არა დაიწერა, მეორე – ქართულად ნათარგმნ Sci fi-ზე ვწერდი და ჰაქსლი, რომლის არც ერთი ფანტასტიკური რომანი ქართულად არ წამიკითხავს, (არც არის, სავარაუდოდ) რატომ უნდა მეხსენებინა…
რამდენიმე კარგი ანტიუტოპია ვიცი. რამდენიმე – ძალიან კარგი, მაგრამ როგორც ჟანრს, სხვები მირჩევნია ბევრად.
არის ერთი ქართველი ფანტასტი როდამ ჩაჩანიძე. როგორც ჩანს, ბევრისთვის უცნობია. ღრმა ბავშვობაში წამიკითხავს მისი “ამიხოტის დაქცევა”. იმდენად დიდი ხნის წინ წავიკითხე, რომ ნაწარმოების ავ-კარგზე ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა რომ ბავშვობაში ამ წიგნს გატაცებით ვკითხულობდი. სხვა ამ ავტორის არაფერი წამიკითხავს.
ფანტასტიკის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ასე უკვალოდაც არ უნდა დაიკარგოს ეს ადამიანიც :)
ახსენეს აქ ჩაჩანიძე. მეც მქონდა შინ წიგნი (უფრო სწორად, მშობლების ბიბლიოთეკაში იყო), ოღონდ “დაქცევა” არა, რაღაც სხვა.
უკვალოდ არ დაკარგულა :) აგერ, ახსოვს ხალხს.
ცოდოა ასეთი ხალხი ნამდვილად. თუ საკუთარს ვერ ქმნი და თრგმნი, მიუტითე დედანი, შე დალოცვილო. რაღაც ოსური გვარივითაა, არა? თუ ფსევდონიმია?
დღეს რამდენჯერმე ვიყავი შემოსული, პოსტი წაკითხული მქაონდა, მაგრამ ვეღრ დაგიკომენტარე :)
ჯერ ერთი, ეს თარგმანი კი არა, მოპარული ნაწარმოებია, ასათიანი მითითებული არსად არაა და წყაროდ ერთ-ერთი კავკასიელი ხალხის საბრძოლო სიმღერაა დასახელებული; მეორეც – მორგოთ ელდარი “ბეჭდების მბრძანებლიდან” კი არა, “სილმარილიონიდანაა.”
ელემენტარული უცოდინარობაა – პლაგიატი ნებისმიერ ენაზე შეიძლება განხორციელდეს, რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ გადაწერ, თუ თარგმნი? მთავარია, არ მიუთითო წყარო და თქვა, რომ შენი შექმნილია.
მეორე – სად არის ასათიანი მითითებული? იქნებ სკრინშოტი გვაჩვენო?
და მესამე – რჯერ ერთი და იგივეს გამეორება არ არის საჭირო.
Mashin Pushkinic plagiatshikia radgan Goracios “Dzegli” gadaaketa “Памятник”-ად?
“ელემენტარული უცოდინარობაა” – ar micnobt da ase melaparakebit, “shenobit”. nu kargi…tqveni saqme tqven icit.
სკრინშოტი საჭიროა იმისთვის, რომ თვალნათლივ დადასტურდეს – როდის გაჩნდა ხსენებული ლექსის თავზე წარწერა “ლადო ასათიანის მიხედვით”-ო.
თუ თავად არ იცით, მე გეტყვით – მას შემდეგ, რაც ეს პოსტი დაიწერა და სამიზდატის გვერდზე არაერთმა მკითხველმა ჰკითხა – კი, მაგრამ, არ გრცხვენიაო?
სხვათაშორის, ბატონმა ელდარმა ერთ ერთ კომენტატორს ასე უპასუხა: სპეციალურად არ ვწერ მაგას, რუსი აუდიტორია რომ არ გავაღიზიანოო.
ახლა ხომ ხვდებით, რა საჭიროა სკრინშოტი?
რაც შეეხება დამოკიდებულებას – უნიჭო (და განსაკუთრებით, პლაგიატორი) გინდა ქართველი იყოს, გინდა რუსი, გინდა ტაჯიკი და გინდა ალეუტი – ჩემთვის ღრმად სულერთია.
სხვისი ლექსებს ნუღარ მოიპარავს და გაოგნებულიც აღარ დარჩება :)
არ ვიცოდი ფანტასტიკა/ფენტეზის ნაწარმოებებზე ვინმე თუ წერდა პოსტებს და რომ “აღმოვაჩინე” გამიხარდა :)
ქართველებიდან ჯემალ ქარჩხაძეს აქვს დაწერილი sci-fi(“დრო”). “სპირალის” და “ქალი სარკეში” რა მოგახსენოთ(არ წამიკითხავს ჯერ) და “დრო” მომეწონა :). არც დავითაშვილი არ წამიკითხავს, მაგრამ ამ პოსტის(კომენტარებითურთ) ნახვის შემდეგ ორივე წიგნი უახლოეს პერიოდში წასაკითხი წიგნების გრძელ რიგში(! :დ) მოწინავე ადგილებზე განლაგდნენ :დ
P.S.მადლობა და გისურვებ ბევრი ასეთი(კარგი) პოსტი დაგეწეროს(:რაღაცნაირადეგოისტურისმაილი:)
მადლობა და ველქამ:) კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე.
ქარჩხაძეს მე ავცდი, ქალი სარკეში დიდი არაფერია და სპირალის რა გითხრა. იდეა მშვენიერი იყო, შესრულება… უკეთაც შეიძლებოდა.
ნატოს უკვე სამი წიგნი აქვს. ამ ორს “ნისლებში და ნისლებს მიღმაც” დაემატა. ქართული მითოლოგიის და ფენტეზის მოყვარულებისთვის მშვენიერი ლიტსასუსნავია.
ფანტასტიკა (საიენს ფიქშენიც და ფენტეზიც) ჩემი ფავორიტი ჟანრია. აქ ვწერ ხოლმე რაღაცებს. ჩემი ტოპ-ოცეულიც მაქვს შედგენილი, ტერი პრატჩეტის მაგიის ფერზეც დავწერე და ნატოს მესამე წიგნზეც.
“ნატოს უკვე სამი წიგნი აქვს. ამ ორს “ნისლებში და ნისლებს მიღმაც” დაემატა.” –ძალიან კარგი :)
ბოლო დროს ფანტასტიკამ მეც გამიტაცა და ასე დამათრევს ხან მორდორში ხან მარსზე და ხანაც ანარეკლებში :დ
ოცეულს გადავხედე ზოგიერთი წაკითხული მაქვს, უმრავლესობა – არა.
“მარსის ქრონიკებმა” სასიამოვნოდ გამაკვირვა. ძალიან მომწონს, მაგრამ ალბათ I ადგილზე მაინც არ დავაყენებდი(ბეჭდების მბრძანებელიც არანაკლებ მომწონს)
პრატჩეტის იუმორზე(მაგიის ფერი) კი ბევრი ვიცინე. ახლა ფანტასტიური ნათება მელოდება წინ (sun)
ქრონიკებმა რატომ გაგაკვირვა? ტოპ-ოცეულში რიგითობა პირობითია, მაგრამ მარსის ქრონიკები, ჩემთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ სიაში პირველია. მიუხედავად იმისა, რომ ტოლკინი, თავისი ტრილოგიით, ჰობიტით და სინმარილიონით ძალიან მიყვარს.
იმიტომ გამაკვირვა რომ ბევრად უფრო სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. ეხლა თვალი გადავავლე და უფრო მეტად მოიტანა :დ
ჰოდა ახლა მარსის ქრონიკები ჩემთვისაც საუკეთესოა, თუმცა ვვარაუდობ რომ ეს დროებითია, მალე ბეჭდების ტრილოგიას მივუბრუნდები(ჩურჩულით: ბოლომდე არ წამიკითხავს ჯერ) და ვნახავ რამდენად სწორია ზემოთხსენებული თეორია :დ
მხოლოდ ფანტასტიკაც არ არის, მე თუ მკითხავ. ფანტასტიკური გარემო მანდ მხოლოდ ანტურაჟია. მეტი არაფერი.
ქართული სოლარისი მე არსად შემხვედრია, მაგრამ სადაც ქართული “მარსის ქრონიკები” არსებობდა (თან – დენიკინის დროს გამოცემული) არაფერი გამიკვირდება…
არსებობს, მე ქართულად წავიკთხე ^^ მაგრამ ბუკინისტებში არსად არ შემხვედრია, კაი ძებნა უნდა :დ “ნაკადული”-ს გამოცემაა 1979 წლის, თხელი ცისფერი ყდა აქვს. “თანამედროვე ფანტასტიკა” იყო ასეთი სერია, კობო აბეს “გამყინვარების მეოთხე პერიოდი”ც მაგაშია : )
აჰა… ასეც ვიცოდი. თარგმნიდნენ. მე მართლა არსად მინახავს. კობო აბე ქართულად კი მქონდა, მაგრამ ქალი ქვიშაში.
სამოცდაცხრამეტში ერთი წლის ვიყავი :)
მე პროექტშიც არ ვიყავი : )) სამაგიეროდ დედაჩემს ჰქონდა ნაყიდი ^_^ ძალიან ბევრ კარგ ფანტასტიკას გავეცანი დედაჩემის წყალობით :3 ქალი ქვიშაში მე შედარებით ადვილად ვიშოვე, აი გამყინვარების მეოთხე პერიოდს ბოლო ორი წელი ვეძებნდი მგონი და სადღაც ოქტომბერში ვნახე მგონი :3
მე უფრო რუსული ლიტერატურა დამხვდა მშობლების ბიბლიოთეკაში. რუსული ჟურნალები, ალმანახები და სერიები. ფანტასტიკაც მანდ ვნახე პირველად. ჰოდა, რაც მაშინ დამაკლდა ხარისხიანი ქართული თარგმანი, ახლა ვანაზღაურებ. | 2019-10-22 19:07:51 | https://mollybloomsday.com/2011/04/08/sci-fi-and-fantasy-in-georgian/?like_comment=3166&_wpnonce=c97875aad8&replytocom=4195 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987823061.83/warc/CC-MAIN-20191022182744-20191022210244-00486.warc.gz | 95,543 | 608,760,221 |
ოლივიე ჟირუს გოლი ლივერპულის კარში
კრიშტიანო რონალდოს გოლი ბოლონიას კარში
კრისტალ პალასი 0:2 მანჩესტერ სიტი - მიმოხილვა | Premier League.
ახალი ზელანდია 46:14 ირლანდია - მიმოხილვა | მსოფლიო თასი
მოჰამედ სალაჰი - დოკუმენტური ფილმი ქართულად
ეიბარი 0:3 ბარსელონა - მიმოხილვა | LaLiga.
ლუის სუარესის გოლი ეიბარის კარში
ლეო მესის გოლი ეიბარის კარში
ანტუან გრიზმანის გოლი ეიბარის კარში
ინგლისი 40:16 ავსტრალია - მიმოხილვა | მსოფლიო თასი
ახალი ზელანდიის ჰაკა ირლანდიის ნაკრებთან
რატომ გადაიდო ელ კლასიკო :D
1994 წელი 22 წლის ზიდანის სანაკრებო დებიუტი და ორი ულამაზესი გოლი 3 წუთში!
ნიცა 1:4 პსჟ - მიმოხილვა | Ligue 1
გრანადას ფეხბურთელის კურიოზული აცილება ოსასუნასთან
ოქროს მედალი ! ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია !
ოქროს მედალი ! ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონია !
ეთერ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ
ულამაზესი დონა ვეკიჩი კრემლის თასზე
ოქროს მედალი ! ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია !
ეთერ ლიპარტელიანის ულამაზესი იპონი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში
მაიკლ ვენუსის მასტერკლასი შანხაის ტურნირზე
100 ფეხბურთელი რომლებიც ლეო მესიმ შეარცხვინა
სტეფან გალინსკიმ საკუთარი ნახევრიდან თავით გაიტანა
ლეო მესის მეექვსე ოქროს ბუცი გადასცეს
ისტორია მორცხვ ნგოლო ნაკტეზე - ქართულად
რა უთხრა კაფეში ''ჰალკს'' ვაკელმა ჯიგარმა :D
გიორგი ქვილითაიას გოლი გიბრალტარის კარში
უახლესი ტექნოლოგიით გადაღებული მაცუშიმას ლელო
ლიხტენშტეინი 0:5 იტალია - მიმოხილვა | ევროპის საკვალიფიკაციო
ანსუ ფატის სადებიუტო მატჩი ესპანეთის 21 წლამდე ნაკრებში
გიბრალტარი 2:3 საქართველო - მიმოხილვა | ევროპის საკვალიფიკაციო
ჯაბა კანკავას ულამაზესი გოლი გიბრალტარის კარში
შენგელიას საოცარი პასი და ხარაიშვილის გოლი გიბრალტარის კარში
ბულგარეთის და ინგლისი მატჩი რასისტული შეძახილების გამო შეწყდა
გოლდენ სტეიტის კალათბურთელები გასახდელში ცეკვავენ
სახალისო შემთხვევა აშშ - ტონგას მატჩის დროს
როგორ ვარჯიშობს ხაბიბ ნურმაგომედოვი დაღესტანში
უკრაინა 2:1 პორტუგალია - მიმოხილვა | ევროპის საკვალიფიკაციო
ბულგარეთი 0:6 ინგლისი - მიმოხილვა | ევროპის საკვალიფიკაციო
რონალდუმ კარიერაში მე-700-ე გოლი გაიტანა
ასე მიულოცეს ტოჩინოშინს დაბადების დღე თანაკლუბელებმა
ყველაზე არასპორტული საქციელები ფეხბურთის ისტორიაში
დაუჯერებელი და კურიოზული მომენტი ვიეტნამის ჩემპიონატში
ესტონეთი 0:3 გერმანია - მიმოხილვა | ევროპის საკვალიფიკაციო
15 წლის კოკო გაუფი ლინცის ტურნირის გამარჯვებულია
არგენტინა 6:1 ეკვადორი - მიმოხილვა | ამხანაგური მატჩი
ბელარუსი 1:2 ჰოლანდია - მიმოხილვა | ევროპის საკვალიფიკაციო
ჯორჯინიო ვეინალდუმის გასროლა ბელარუსის კარში
ჰოკეიში პიტერ ჩეხის დებიუტი შედგა | 2019-10-19 20:26:31 | https://uefa.myvideo.ge/v/3835737 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986697760.44/warc/CC-MAIN-20191019191828-20191019215328-00236.warc.gz | 17,284 | 763,545,941 |
რეგისტრირებულია: ორშაბათი, 14 იანვარი 2013 წ. 16:41
ვარ 38 წლის,მაქვს ნევროზი, ღამით მიჭირს ჩაძინება, რომ დავწვები ფიქრი თავისითმოდის არ მინდა ვიფიქრომაგრამ არ გამომდის. გული სწრაფად მიჩუყდება, რამეზე ემოციურად რო ვლაპარაკობ მაშინვე ცრემლები მომდის, ყველაფერი გულთან მიმაქვს რას მირჩევთ და რა შეიძლება მივიღო.წინასწარ გიხდით მადლობას
ასთმა აეროზოლით ვერ ინკურნება, მხოლოდ დროებითი შვების მოგვრისთვისაა აეროზოლი დანიშნული.
გირჩევთ გაიაროთ ამ საიტზე დიაგნოსტიკა, ანკეტის დამატებითი ინფორმაციის ველში ჩაწერეთ თქვენი პრობლემის წარმოშობის ვადა და მიმდინარეობა. თუ ისინი ჩათვლიან შესაძლებლად, აგიყვანენ სამკურნალოდ და მოგარჩენენ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 09 იანვარი 2013 წ. 17:09
ჩემი რზალი არის 5თვის ფეხმზიმე.თითქმის ერთი ტვეა აქვს სიცხე 37 ან 37,3.ექიმტან იყო და გაიკეთა სისხლის,შარდის და ნაცხის ანლიზები ყველაფერი წესრიგშიაო.ფილტვებსაც მოუსმინეს და არაფერიაო.მოთენთილია.რა შეიზლება იყოს ამის მიზეზი.ეხოც გაიკეტა ყველაფერი ნორმალურად არისო. | 2019-03-21 14:43:51 | http://www.mlk.ge/p/forum/forum_viewtopic.php?2186.post | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202525.25/warc/CC-MAIN-20190321132523-20190321154523-00276.warc.gz | 8,919 | 318,883,133 |
თანხის მიღება თქვენი მცირე ბიზნესისთვის გჭირდებათ?
დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე მიიღე თანხა შენი ბიზნესის განვითარებისთვის 5 წუთში.
აიღე სესხი 7000 ლარამდე ონლაინ და დაფარეთ თანხა ეტაპობრივად 24 თვის განმავლობაში.
მომხმარებელს კრედიტის მიღების ბევრად უფრო გამარტივებულპროცედურებს სთავაზობს.
საბანკო სესხისგან განსხვავებით, აპლიკანტს არ მოეთხოვება სხვადასხვა დოკუმენტების წარდგენა. განაცხადის განხილვის პროცესს სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხა დაუყოვნებლივ ირიცხება კლიენტის ანგარიშზე.
სესხის აღება ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
ვადაგადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მომხმარებელს დაერიცხება 0,41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სოლვას მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა წინსწრებით დაფარონ სესხი ყოველგვარი საკომისიოს გარეშე
მაგალითი: 1000,00 ლარის 12 თვით მიღების შემთხვევაში ყოველთვიურად დასაფარი თანხა იქნება 119,00 ლარი ( ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%) | 2019-10-16 14:28:31 | https://www.solva.ge/lp/startup/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986668994.39/warc/CC-MAIN-20191016135759-20191016163259-00310.warc.gz | 32,162 | 1,089,768,722 |
მთავრობის კანცელარიასთან 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. მოთხოვნა უცვლელია - "გავრილოვის ღამით" დაკავებული უდანაშაულო ადამიანების პატიმრობიდან გათავისუფლება.
„ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი არის ერთადერთი, რომ სისხლიანმა ივანიშვილმა და სისხლიანმა გახარიამ, რომლებმაც 20 ივნისს თვალები დათხარეს ქართველ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ გავრილოვის ღამის პოლიტ პატიმრები, დაწყებული კობა კოშაძით, თამლიანით, დასრულებული ირაკლი ოქრუაშვილით. ესენი არიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც არიან პირადი პატიმრები ბიძინა ივანიშვილის,“ - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელმა, გურამ ჩალაგაშვილმა. | 2019-10-23 07:17:49 | http://web2.rustavi2.ge/ka/news/142242 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829507.97/warc/CC-MAIN-20191023071040-20191023094540-00200.warc.gz | 10,865 | 197,085,090 |
გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით – რომელი თქვენგან დაფიქრებულა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძილმორეულმა პეპი გრძელიწინდამ ვილა “ყიყლიყოში” სანთელი ჩააქრო, ხოლო შეუპოვარმა კალე ბლუმკვისტმა მწვანე გაბარდინისშარვლიანი მკვლელი პოლიციას პირდაპირ ლანგრით მიართვა?
აჰა… გაჩუმდით? მაინცდამაინც ნუ დაირცხვენთ – მიუხედავად იმისა, რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნები ლამის ძილის დროსაც თავქვეშ მეწყო, არც მე მომსვლია აზრად, რომ პეპი და კალე მარადიულ ბავშვებად ვერ დარჩებოდნენ, გაიზრდებოდნენ და კიდევ უფრო მეტ ფათერაკს გადაეყრებოდნენ.
სამაგიეროდ, ჩემსა და თქვენს ნაცვლად, ამაზე ასტრიდის თანამემამულემ – სტიგ ლარსონმა იფიქრა – ეტყობა, ვიმერბიუელი ჯადოქრის პერსონაჟები ბავშვობაში მასაც ძალიან უყვარდა…
აბა, სხვა რით აიხსნება ის ფაქტი, რომ “გოგონა დრაკონის ტატუთი” წესიერად გადაშლილიც არ მქონდა და მაშინვე კალე ბლუმკვისტს გადავაწყდი.
მერე რა, რომ ჩვენი კალე, კარლსონის არ იყოს, “ზომიერად ფერხორციან, მოწიფულ მამაკაცად” ქცეულა, ორმოცისთვის გადაუბიჯებია და “მილენიუმის” ჟურნალისტი გამხდარა – სამაგიეროდ, ქერა თმა ახლაც დაუდევრად ჩამოჰყრია შუბლზე და სხვადასხვა ჯურის ნაძირალებთან ბრძოლის ჟინიც არ განელებია. ერთი ეგ არის, ახლა მას მიქაელი ჰქვია და მეტსახელის – კალეს გაგონებაზე წარბს იკრავს ხოლმე.
პეპი გრძელიწინდას გაფშეკილი წითური ნაწნავები მოკლედ შეუჭრია და ყორნის ფრთასავით შავად შეუღებავს. ცხვირი და წარბები პირსინგით დაუმშვენებია, მარცხენა ბეჭზე კი დრაკონის ტატუ იწონებს თავს. ის ახლა “Milton security”-ის საუკეთესო კერძო დეტექტივი და გენიალური შესაძლებლობების მქონე ჰაკერია, სახელად – ლიზბეთ სალანდერი.
ამაზე მეტად განსხვავებული ორი პერსონაჟი, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სტიგ ლარსონმა მათგან ისეთი დუეტი გამოძერწა და იმდენად ჩახლართული, იდუმალებით მოცული დანაშაულის გამოძიებაში ჩაგვითრია, ერთი თუ გადაშალეთ “გოგონა დრაკონის ტატუთი”, მერწმუნეთ, ვეღარც გაუშვებთ ხელს.
ლარსონი პარალელური სიუჟეტების დიდოსტატია – დეტექტივს ვკითხულობთ და კაცმა არ იცის, მკვლელის პოვნა უფრო გვაინტერესებს, თუ ბლუმკვისტსა და სალანდერს შორის გაჩენილი ვნების ნაპერწკალი.
ჩრდილოეთის ვირუსად მონათლული დეტექტიური კოქტეილი ვირტუოზული ზომიერებით და სიფრთხილით არის შეზავებული – არც ერთი ინგრედიენტი ზედმეტად არ გვეჩვენება: ყოვლისშემძლე მაგნატი და დიდი ოჯახის პატრიარქი – ჰენრიკ ვანგერი – ორმოცი წლის წინ გაუჩინარებულ შვილიშვილს ეძებს; აქა-იქ შემზარავი სისასტიკით დახოცილი ქალების ცხედრებს პოულობენ და ამასთან იდუმალი კავშირი აქვს ბიბლიურ ციტატებს; მრავალრიცხოვანი საგვარეულოს ყველა წევრი ეჭვმიტანილია და იდილიური შესახედაობის კუნძულის ერთ-ერთი სახლის სარდაფში ისეთი საწამებელი კამერაა მოწყობილი, დიდ ინკვიზიტორსაც კი შეშურდება…
ამ ყველაფრის პარალელურად, ლარსონი უცნაური სასიყვარულო სამკუთხედისთვისაც პოულობს ადგილს – მიქაელ ბლუმკვისტი, მისი დიდი ხნის მეგობარი ქალი – ერიკა ბერგერი და გოგონა დრაკონის ტატუთი – საკუთარ თავში ჩაკეტილი, ყველასგან გარიყული ლისბეთ სალანდერი, მარტოსული პეპი, რომელმაც თავისი ტომი და ანიკა კიდევ ერთხელ იპოვნა…
არ ვიცი, რამდენად კარგად მოვახერხე ჩემეული იმპრესიების თქვენთვის გაზიარება, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ მეპარება – საკმარისია, სტიგ ლარსონის სამყაროში ერთხელ შეიხედოთ და “მილენიუმის” საგის მომდევნო წიგნებს ჩემზე მეტი მოუთმენლობით დაელოდებით.
თვის ბოლოს აუცილებლად ვიყიდი და მერე ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებ:)
ისე რა დამთხვევაა, დილა ამ თრეილერით დაიწყო ^_^
ოჰო, თრეილერიც. თეოც მოვა და იტყვის ორ სიტყვას – თეო კინოექსპერტი გვყავს :) პოსტით გაგვიზიარე, მანანა :) შენს მწვანე ბლოგზე, ხანდახან, კინოზეც შეიძლება წერა.
ჩემს მწვანე ბლოგზე ზოგადად წერაც შეიძლება, მაგრამ “გაზარმაცდა” მისი პატრონი ამ ბოლო დროს.
უფრო სწორად იმდენს ვწერ, ბლოგისთვის აღარ მრჩება დრო:|
უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს წერ და ბლოგს ეპატიება…
ვერ გეტყვი, როდის მექნება ამ წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა, მაგრამ როცა იქნება, ხელიდან არ გავუშვებ… :) მადლობა!
არ არის ხელიდან გასაშვები წიგნი. ნამდვილად!
მეორე-მესამე წიგნებში ნახე შენ “პეპი” რეებს დაატრიალებს <3 ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სავყარელი პერსონაჟია სალანდერი :3
პირვლეი წიგნრი რომ წავიკთხე მართალი გითხრა კი მომეწონა, მაგრამ მაინც რამ გადარია ასე ეს ხალხი მეთქი ვიფიქრე : )) აი მეორე-მესამეზე კარგად შევჯექი მეც… *_* ზოგადად დეტექტივებს დიდად არ ვწყალობ, მაგრამ ისეთ თემებზე წერდა ლარსონი და ისეთი საინტერესო პერსონაჯები ყავს რომ *w* საშნლად დამწყდა გული რომ გაირდაიცვალა (?) : ( 99%ით ბლუმკვისტად წარმომიდგენია : ))
მეორე და მესამე წიგნი ჯერ არ წამიკითხავს, მარიამ. “პარნასში” გადავაწყდით მე და ჩემი მეგობარი მეორე ნაწილს რუსულად და სალაროსთან მიტანილი დამაბრუნებინა – ჯობია, ქართულ თარგმანს დაველოდოთო. ჰოდა, ველოდები. ამბობენ, უკვე ითარგმნაო…
ისე, ლისბეთი პირველშიც არ აკლებს ხელს. უმაგრესი გოგოა :)
მოიცა ლესელიძის პარნასში ნახეთ? *_* ვაკისაში კაი ხანია აღარ გვაქვს, ბოლოს მესამე ნაწილიღა იყო დარჩენილი : ))
მეც რამდენადაც ვიცი ნათარგმნია მეორე უკვე, მალე გამოსცემენ იმედია… და ასევე იმედია მესამესაც მალე მიაყოლებენ თორე ისე მთავრდება.. : ))
არა, ვაკის პარნასში იყო. ქვედა სართულზე, დიდი, სქელი და რუსული.
ჰო, მეც ასე ვიცი. არ დააგვიანებენო…
როდის მალე… ე.ი ეხლა ლარსონის თარგმანებს და ეკოს ქანქარას ველოდები….თუ რამე გამომრჩა ან არის კიდევ საინტერესო მოლი?
რამდენად ჩქარა წაიკითხავს მკითხველი პირველ ნაწილსო… ასე თქვა გამომცემლობამ.
“პატარა უფლისწული” აქვს აგორას. ეკიზაშვილის თარგმანი.
რამდენად კარგად თარგმნიან,იმდენად სწრაფად წაიკითხავენ ;) “პატარა უფლისწული” მაქვს.
სამუშიას თარგმანი მე ძალიან მომეწონა. კარგია და შესაბამისად, მეორე ნაწილიც მალე გამოვა…
ამ წიგნმა რომ ჩამითრია, ასე კარგა ხანია არაფერს ჩავუთრევივარ. დეტექტივების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეს სულ სხვა განზომილება იყო ჩემთვის :3 ერთი სული მაქვს მეორე და მესამე ნაწილს როდის წავიკითხავ. მინდა, რომ მიყოლებით წავიკითხო.
მიყოლებით აღარ გამომივა, ცალცალკეც თანახმა ვარ.
დეტექტივები ძალიან მიყვარს და ნამდვილად არ მეგონა, მილენიუმი ასე თუ მომეწონებოდა. სადაც კრისტი და სტაუტი არსებობს… არადა, უმაგრესი აღმოჩნდა.
დიდად არ მიყვარს დეტექტივები, მაგრამ დაგიჯერებ და ვსინჯავ
აი, მართლა ძალიან მაგარი წიგნია. ერთი ამოსუნთქვით იკითხება ისეთია :) რამდენიმე მთავარი სიუჟეტური ხაზის ქონა ბევრ სხვა დეტექტივზე მიმზიდველს ხდის. სხვათაშორის შვედური ეკრანიზაცია არ მომეწონა, ძალიან შეუსაბამო მსახიობები თამაშობენ. ყოველ შემთხვევაში მე სულ სხვანაირი პერსონაჟები წარმომედგინა. ვფიქრობ, ჰოლივუდური ვერსია აჯობებს.გიერთდებით და თქვეთან ერთად ველოდები მეორე და მესამე ნაწილს :)
ფილმები მართლა არ მინახავს, ვერ მოვიხელთე. აი, წიგნი… წიგნი უმაგრესია და თარგმანია ძალიან კარგი. მეორეც მალე იქნებაო, ამბობენ.
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
პირველია? არადა რამდენჯერ მოვხვედრილვარ ამ საწიგნეთში :))
კომენტარი პირველი იყო… გამოჩენილიყავი, ადრე გამეხარდებოდა :)
ბოლო დროს ნაკლებად იმპრესიული გავხდი – ყველაფერს კრიტიკული თვალით ვაკვირდები და აღფრთოვანებასაც გადავეჩვიე, მაგრამ ეს წიგნი მომეწონა. ზომიერებამ მომხიბლა, სტილმა და ჰენრიკ ვანგერმა :) თარგმანია ისეთი, რომ უკეთესს ვერ ინატრებ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენ ღირსებებზე შენ უკეთ გიწერია, მოლი :)
კლასიკურ შვედურ სტილშია გადაწყვეტილი. სისადავე და არავითარი ფეიერვერკი – ასეთი პირველი შთაბეჭდილება მქონდა. თარგმანს მეც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. ყოჩაღ, ნიკას. აშკარად წარმატებული პროექტი გამოუვიდა.
საქმე იმაშია, რომ ხარისხიანი თარგმანისთვის მხოლოდ უცხო ენის ცოდნა არ კმარა – მშობლიურიც კარგად უნდა იცოდე, თან ცოტაოდენი წერის ნიჭიც საჭიროა. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ მთავარია, წინადადების შინაარსი მოიტანოს მკითხველამდე სწორად და მორჩა. ამიტომ არის კარგი თარგმანი სანთლით საძებარი, არადა, რამდენია ამაზე დამოკიდებული წიგნის აღქმის თვალსაზრისით.
ნამდვილად ასეა, მერი. ოღონდ, ადრე კიდევ უფრო ცუდად იყო საქმე – ორიგინალიდან კი არა, რუსული თარგმანიდან ვაქართულებდით და წარმოიდგინე, რა ხარისხიც იქნებოდა… ახლა კარგი მთარგმნელებიც გამოჩნდნენ და და ხარისხიანმა წიგნებმაც იმატა…
კი, ნამდვილად. ადრინდელ თარგმანებზე სათქმელიც არაფერია – კოშმარი იყო, მაგრამ ახლაც სულ რამდენიმე გვარი მეგულება, თავფურცელზე რომ ამოიკითხავ და ხარისხის გარანტიას გაძლევს.
ნიკა სამუშია, ქეთი ქანთარია, დათო გაბუნია, ირმა ტაველიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი…
ხათუნა ცხადაძეს და ლია ჩლაიძეს დავუმატებდი.
მე კი მგონია რომ კალეს ურთიერთობები ქალებთან ცოტა ხელოვნურია. აშკარა ჯეიმს ბონდის გავლენაა. :)
თითო წიგნში – ახალი გოგო და რაკი აქ წიგნი სულ სამია ლარსონმა ცოტა გაზარდა კიდეც ეს ნორმა. :)
როგორც დეტექტივები კი ძალიან კარგია.
თუმცა, შვედი დეტექტივისტებიდან მანკელი მაინც უფრო მოწონს.
ქართული თარგმანი არ ვიცი. ამდენს ვერ მოვითმენდი, როგორც კი ქინდლი ვიყიდე, პირველი “მილენიუმის” ტრილოგია იყო რაც გადმოვქაჩე.
არის ეგეთი ტრადიცია ქინდლისტებში – კითხვის სტიგ ლარსონით დაწყება :)
ბონდის გავლენა საფუძვლიანი ვერსიაა, მაგრამ რაკი ასეთი პირდაპირი ალუზიებია ლინდგრენზე, კალეზე და პეპიზე (ამას ლარსონიც ამბობდა ინტერვიუში) მე უფრო ეს მიმართულება მესიმპატიურება.
ბონდის პირდაპირი გავლენა გეტყვი, სადაც არის, აკუნინთან, ერასტ ფანდორინის ციკლში.
ჩვენ აშკარად ვითმენთ (მე და ჩემი მეგობარი) და ქართულ თარგმანს ველოდებით. პრინციპულად.
მე დავარღვევ მაგ ტრადიციას – ქინდლში პირველს ბრედბერის და ეკოს გადავქაჩავ.
ბევრი იყენებს ბონდის ფორმულას :)
მაიქლ ქონელის დეტექტივ ჰარი ბოშის სერიაც ეგეთია – თითო წიგნში თითო ახალი ქალი.
შენ დეტექტივებზე ჩემზე ბევრად მეტი იცი, ასე რომ, უბრალოდ დავიმახსოვრებ.
სხვათაშორის, ფლემინგი წასაკითხად მაინცდამაიანც არ მომეწონა. ოდნავ გაწელილი მეჩვენა.
არადა ორიგინალში ქვია “მამაკაცი, რომელიც ქალებს ვერ იტანდაო” :) თუმცა, კალე არ იგულისხმება, ცხადია.
ლარსონი – ქინდლის პირველი მილიონერია – მაგ პონტში :) თრიბიუთ როგორც იტყვიან.
სამწუხაროა, რომ თავად ვერ მოესწრო თავისი წიგნის არათუ ელექტრონულ, ბეჭდურ გამოცემასაც კი.
ჰო .პატერსონთან ერთად. ქინდლის ორი მილიონერი. ტრადიციაც აქედანაა.
აბა :( საწყალი :( რა ახალგაზრდა გარდაცვლილა :( მეოთხე წიგნს ავტორის გარეშე დაასრულებენო – ცოლი ამბობდა რაღაცას.
ნწუ, ბოლოს რაც წავიკითხე, ძალიან ზოგადი ჩანაწერებია დატოვებული ამრტო და წიგნი ვერ შედგება მაქედანო. მეოთხე წიგნი აღარ იქნება :/
არადა საერთოდაც 10 წიგნს გეგმავდა თურმე :((
საწყალი :( სულ არ დაეწერა და ეცოცხლა :(
არადა, მე წავიკითხე, ლარსონის ქვრივი აპირებს მეთხე წიგნის დამთავრებასო.
მეც, სანამ უფრო ახალ ინფოს გავიგებდი :D გარდა მაგისა, რამდენადაც ვიცი ცოლს არ აქვს გამოქვეყნების უფლება მგონი, რაღაც დავა აქვს ოჯახის დანარჩენ წევრებთან იმიტომ რომ ლეგალურად არ იყვნენ დაქორწინებულები.
ფუკოს ქანქარას?(( აუ მეც მინდა ქინდლი.
ჰოდა ისა – WP-ის რეიტინგში ამ წამს ორი კარგი მწერალი შეხვდა ერთმანეთს და გვერდიგვერდაა – ლარსონი და ფორსაითი :)
და ორი დიდი ბლოგერიც :)
ორი ჩემი საყვარელი მწერალი და ორი საყვარელი ბლოგერი – ოთხივეს დიდი სიამოვნებით ვკითხულობ :) :) :) :)
ძალიან მომეწონა, თარგმანიც ხარისხიანია თან :) ახლა გარდა იმისა რომ მეორე ნაწილს ველი მოუთბენლად, ფინჩერის ეკრანიზაციასაც დიდი იმედით ვველოდები. შვედური ეკრანიზაცია თუ ნახეთ? მე მსახიობები მომეწონა, მაგრამ ძალიან ბევრი რამეა გამოტოვებული და თუ წიგნი გაქვს წაკითხული აშკარად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგრჩება. ფინჩერის ფილმის ტრეილერი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. (Magnum Opus-ში დავდებ ბმულს :)
შენი ლინკები მქონდა, თეო, მაგრამ რაღაც ვერ მოვიცალე სანახავად. გეგმაში კი მაქვს, მაგრამ გადამედო :(
წიგნი მაქ, წიგნიიიიი… მართალია რუსულად მაგრამ მაინც ჯობია ^^
ქინდლს ჯობია, ფილმს თუ ქართულ თარგმანს, ქევან?
ჩემი ქინდლი და ჩემი ბიბლიოთეკა იმეგობრებენ და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან :)
სულ არარაობას ჯობია რუსულად მაინც მქონდეს :დ :დ :დ
ეგ თავისთავად…. კარგად თარგმნა ახლა დაიწყეს,თორემ ჩემს ბავშვობაში ყველაფერი (თითქმის ყველაფერი) რუსულად მქონდა.
მათოხვეთ ეს წიგნი ღვთისნიერო ხალხო :დდ
ოჰო! ინწირესნო! :) :) :) (თუ ვიშოვი წავიკითხავ).
არ გაგიჭირდება, აი ჰოუპ სოუ :)
ხო! მე არაფრის მომგები არ ვარ მაგრამ მაინც უნდა დავწერო. :) შენ ხო გააგზავნე ეს პოსტი? :) ისე აქვე პატარა შეკითხვა, ეს წიგნი რომ ავირე ჩემთან ერთად +12 ბლოგერი იყო და რა მაინტერესებს იცი, ვინმემ იცის ვინ ხარ სინამდვილეში? (რომელიმე ბლოგერმა). აუ მე ძალიან მაინტერესებს! :)
არა, არ იციან. ბლოგერული მარაქა დიდად არ მაინტერესებს.
აუ არადა როგორ მაინტერესებს ვინ ხარ! :) არადა შეიძლება მყავხარ ნანახი! წიგნის ფესტივალებს არ აცდენ, არც მე! :) კარგია, წარმატებები! :) :) :)
მეც მეყოლები ნანახი :) შენც წარმატებები, ცოტნე!
არ დაიჯერო რომ ნაბეჭდი ჯობია ქინდლს No way
ორივეს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, მე ასე მგონია. ქინდლსაც და წიგნებსაც.
ბაზრის თვალსაზრისით ქინდლის ყიდვა სერიოზული გადაწყვეტილებაა და სერიოზული ბრუნი. :)
მართალია წიგნები არ გადამიყრია, მაგრამ ახალს აღარ ვყიდულობ. მითუფრო მაშინ თუ ელექტრონულ წიგნს უფასოდ კი არ ქაჩავ, არამედ ყიდულობ – ორმაგი ხარჯი გამოგდის ამიტომ ბუნებრივად დგები არჩევნის წინაშე იყიდო ბუკი თუ წიგნი.
ასე რომ ბუნებრივად გამოდის ეგრე.
ქინდლს ჩემთვის ის დიდი მინუსი აქვს რომ მეგობრებს წიგნს ვერ ვათხოვებ : ( არადა რაღაც ძალიან კარგს რომ წავიკთხავ აუცილებლად ვატენი ემრე სხვებსაც : )) ლარსონიც უკვე 3 კაცს შევაჩეჩე ^_^
და რომ გადაუწერო? არ გამოვა?
სად გადავუწერო, ქინდლი ჩემს მეგობრებში ჯერ ერთს აქვს მარტო : ) და ისე, ჩემთვისაც – თუ ძალიან მომეწონა წაკთხული წიგნი მაინც ვყიდულობ რომ თაროზე მედოს : )) თვალს უხარია >< ნუ სიე სხვამხრივ მშვენიერი რაღაცაა, თორე წლები ვიტანჯებოდი აქ რომ ვერ ვშოულობდი რაღაც წიგნს და კომპში თვალების დათხრაც არ მინდოდა…
მოვა დრო, ბევრს ექნება… და მაინც, მე მშვიდობიანი თანაარსებობის მომხრე ვარ.
არა პირდაპირ თხოვება არ შეიძლება. მაგას ძალიან ბევრი მეკითხება :)
ქინდლი ებმის ერთ ანგარიშს და შენს თაროზე ამაზონის სერვერზე სხვა ქინდლი ვერ შევა. მაგრმა ამერიკაში ეგ სერვისი მოქმედებს. და 2 დღის წინ უკვე ბიბლიოთეკიდან ბუკის (უფასოდ!) გამოტანის სერვისიც ამოქმედდა. ჯერ მხოლოდ სიეთლის ბიბლიოთეკაა მაგრამ ტესტირების დასრულების შემდეგ ამაზონი გვპირდება რომ 11’000 ბიბლიოთეკა ჩაერთვება სისტემაში.
სხვა გზით კი – იმეილით გადაუგზავნი მაგალითად ეს შეიძლება. ისევე როგორც შეიძლება გაუგზავნო წიგნი ქინდლის მეილზე და მაშინ ის უკვე სხვის თაროზეც შემოიდება – ოღონდ მხოლოდ კომპიუტერიდან და თუ ფაილს DRM დაცვა არ აქვს ან მოხსნილია. თორე ქოფირაით. :)
რას არ მოიფიქრებენ ეს დამპალი კაპიტალისტები!
თუმცა ეგეც მოგვარდება. ამაზონი მუშაობს მაგ საკითხზე რომ საერთაშორისო განათხოვრებაც მოხდეს წიგნების – უბრალოდ ეს გამომცემელზეა დამოკიდებული. მარა პროცესი მიდის,როგორც გორბაჩოვი ამბობდა :)
აი, ბიბლოითეკებთან რთულადაა საქმე – ბიბლიოთეკის ბარათი გინდა და მაგისთვის ამერიკაში უნდა ცხოვრობდე და პირადად მიხვიდე ბიბლიოთეკაში, რომ დაადასტურო.
რახან ქინდლი გაქვს მოდი აქ http://on.fb.me/hqBGnF :) გვითხარი თუ რამე იცი ისეთი, ჩვენ რომ არ ვიცით.
ვარ მანდ კაი ხანია მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ვსტალკერობ : )) და ჯერჯერობით არც მიყიდია ამაზონიდან წიგნი, ტორენტების იმედზე ვარ =)) კი ვაპირებ რამდენიმეს ყიდვას, wishlist შევავსე კარგად უკვე ^^ მაგრამ ჯერ კიდევ ქაღალდის წიგნებზე მეხარჯება ბევრი ფული :'(
სადღაც ლოგიკურია და მართალი ხარ, ლორდ, მაგრამ მე მაინც ასე მგონია – პარალელურად განვავითარებ. აი, ნახე – სტრუგაცკების ყველა ტომი აქ არ არის, ძირითადად ერთი და იგივე ჩამოდის. რასაც პარნასში ვნახულობ, ვყიდულობ კიდეც. სამაგიეროდ, ნეტში ისეთი რომანები და მოთხრობები დევს, მაღაზიაში რომ არ მინახავს. ჰოდა, მათთვის ქინდლია.
პოლდენ XXi ვეკა – საიენს ფიქშენ ჟურნალია. აქ ვერაფრით მოვიგდე ხელთ. ტორენტებზე, იცოცხლე, ქაჩე სულო და გულო…
მეც აუციელბლად წავიკიტხავ ამ წიგნს…. არა რა კარგია შემოვდივარ და მხვდება მომდევნო წიგნი, რომელიც უნდა წავიკითხო, სიანტერესო წიგნებს არჩევ მგონია…. : )
მე კი ვცდილობდა შენც თუ ასე ფიქრობ – ბლოგის მკითხველის პოზიციიდან – მაგას რა ჯობია..
სალანდერი შვედურ ეკრანიზაციაში <3 http://29.media.tumblr.com/tumblr_lrhbqidhiX1qeksb7o1_400.gif
მილიონჯერ მირჩევნია ჰოლივუდის არჩეულ მსახობს :/ თითქმის იდეალურად დაემთხვა ჩემს წარმოდგენილს ^_^ http://30.media.tumblr.com/tumblr_ln0yg026WZ1qcmmc2o1_500.png
არადა, რამდენიმე სტუმარს ზუსტადაც რომ შვედური არ მოსწონს… გემოვნების და წარმოსახვის ამბავია – ღრმად ინდივიდუალური.
ნუ შვედურ ფილმს ბევრი ნაკლი აქვს : )) თუნდა ის რომ ამის გარდა სხვა არცერთი მთავარი გმირის მსახიობი არ ვარგა : ( ბლუმკვისტი რას დაამსგავსეს, ან ერიკა :| სიუჟეტიდანაც ბევრი რაღაცა ამოიღეს და გადაახტნენ… ამერიკული წიგნს უნდა მიყვეს უფრო ზუსტადო და მიხარია, ბლუმკვისტის როლზე ის ჯეიმს ბონდიც მომეწონა : )) მაგრამ სალანდერი ჩემთვის ამ წიგნის (ერთ-ერთი) მთავარი ღირსებაა და ასეთმა როჟამ არ მინდა ითამაშოს :/ http://screencrave.frsucrave.netdna-cdn.com/wp-content/uploads/2011/01/lisbeth-salander-rooney-mara-the-girl-with-the-dragon-tattoo-12-1-11-kc.jpg ნუ მე რა მინდა სულ კიდია რეჟისორს მაგრამ მაინც : )) ბევრს მოსწონს ეს გოგო, შეიძლებოდა მეც ასეთი დამოკიდებულება არ მქონოდა ჯერ შვედი სალანდერი რომ არ მენახა… მაგრამ ჩემს გარშემოც, ვისაც უნახავს ყველას ის მოსწონს.
რას ჰგავს ეს შავი გოგო :(
რა ცუდია, რომ არც წაკითხული მაქვს და არც ფილმები ნანახი… :/:/:/ ფინჩერის ფილმი რომ გამოვა, მითხარით, ღირს თუ არა ნახვა :)
მეც ეს მაინტერესებს, კოლეგა :)
დეივიდ ფინჩერმა ცუდი ფილმის გადაღება არ იცის :)
ჯერ-ჯერობით ან კარგ ან ძალიან კარგ ფილმებს იღებს და რაღა ახლა აერევა რამსები.
მსახიობის არჩევა შეეშალა ძალიან XD სხვამხრივ კი ალბათ კარგი ფილმი გამოვა ^^
მე ქრეიგი არც ბონდად მომწონს მაინცადამაინც და კალედ მითუფრო… :) მარა ფინჩერი მაინც ფინჩერია.
კარგა ხანია დავინტერესდი ამ წიგნით, სკანდინავიელ მწერლებს ვეძებდი და გადავაწყდი “დიოგენეში”. ფილმს ჯერ არ ვნახავ, ჯერ წიგნს წავიკითხავ, რომელიც კიდევ უფრო დამაინტერესე მოლი – ასტრიდის პერსონაჟებით :*
სკანდინავიის მიმართ განსაკუთრებული გამოკიდებულება რომ გაქვს, ეს ბლოგოსფეროში, ალბათ, ყველამ იცის :)
ნამდვილად აჯობებს, ჯერ წიგნი წაიკითხო და ფილმი ბოლოსკენ შემოინახო. მეც ასე ვიქცევი.
likes სტიგ ლარსონი – ჩრდილოეთის ვირუსი and ფალოცენტრიზმის დასასრული.
ფეისბუქმაც როგორ დაუკავშირა უცებ? :)
ეს როდეს მოსწონს ორივე? :)
ბალტუნ ნახოდკა დლიქ შპიონა. :)
არადა, რა საინტერესო წყვილია… მილენიუმის საგა და ფალოცენტრიზმის დასასრული. ღრმად მრავალფეროვანი გემოვნების პატრონია ის შენი კონფიდენციალური მკითხველი.
ჰმ, მოლის პოსტის შემდეგ გოგი გვახარიას სტატიას გავეცანი ალმოდოვარის ახალ ფილმზე ლორდ! ძალიან კარგი სტატიაა და მომეწონა. დაემთხვა ასე. ;დ :))
ხომ გამოვიცანი, როდრიგოა მეთქი და ისიც სწორად მივხვდი, მრავალფეროვნების მოყვარულია თქო :)
ჰე ჰეე :)) ნამდვილად :)
კარგი პოსტია, მოლი, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ! : )
ახლა წიგნებს რაც შეეხება: ძალიან მომეწონა პირველი ნაწილი! ქართულად წავიკითხე და თარგმანიც, ჩემდა გასაკვირად მშვენიერი იყო : ) ახლა ვკითხულობ მეორე ნაწილს და საშინლად მოსაწყენია პირველთან შედარებით. რადგან გადავწყვიტე, რომ ყველა ნაწილი წავიკითხო, მაგ მუღამში ვკითხულობ…
ახლა ფილმების შესახებ: შვედებმა გადაიღეს სამივე ნაწილზე ფილმი. პირველი იმდენად კარგია, რომ მეშინია fინჩერი ჯეროვან რიმეიქს ვერ შემოგვთავაზებს (თრეილერის ნახვის შემდეგ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი). მეორე და მესამე ნაწილი სხვა შვედმა რეჟისორმა გადაიღო და პირველივე სცენიდანვე ეტყობა, რომ “ნახალტურევი” აქვს. მეორე ნაწილი საშინლად არ მომეწონა (ამას წიგნის წაკითხვა ჯობს 100 თავით), მესამე ნაწილში კი გამოასწორა შეცდომები, მაგრამ როგორც კი ფილმის მუღამში შედიხარ, მთავრდება! კალე და ლიზბეტი ამთავრებენ მოღვაწეობას და ემშვიდობებიან მაყურებელს (მაკითხველს). იმედი მაქვს, რომ ჰოლივუდში სამივე ნაწილს გადაიღებენ და იმის შეგრძნებას მაინც დამიტოვებს, ტყუილად რომ არ მაქვს წაკითხული ამხელა დეტექტივები.
მე მხოლოდ წიგნზე ვაგებ პასუხს :) ისიც პირველ ნაწილზე. მეორეს და მესამეს პრინციპულად არ ვკითხულობ – ქართულ თარგმანს ველოდები. პირველი მართლა ძალიან კარგი იყო.
ფილმებზე რა გითხრა… ამერიკული ლისბეთი არ მომეწონა, ჯერჯერობით მხოლოდ ეს ვიცი. არც შვედური მინახავს და არც ჰოლივუდის ვერსია. მოგვიანებით ორივეს ვნახავ, მაგრამ ჯერ – არა.
ეგ გოგო ფინჩერის ფილმის პოსტერებზე გავს სალანდერს. შვედურზეც ასევე. კალე არც ერთი ვარგა და არც მეორე… შვედური კალე კიდევ შედარებით ქაჩავს…
ისე, არ ვიცი ალექს ქროსზე ფილმები ვის გინახავთ – მორგან ფრიმენი ერთ-ერთი ძაან მაგარი მსახიობია და როლსაც კარგად თამაშობს, თუმცა, წიგნები რომ წავიკითხე, მივხვდი რომ სრულიადაც არ გავს პერსონაჟს – ასაკით ხომ მითუფრო. :)
ასე რომ ვინც ჯერ ფილმს ნახავს და მერე წაიკითხავს – იმისთვის ქრეიგი იქნება კალეც. მოსუპერმენო და რამე.
დეტექტივებზე ვაფრენ და მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ბევრი მათგანი მაქვს წაკითხული ჰოლმსისეული და პუაროსეული აღტაცება ჯერ-ჯერობით მარტო ლარსონმა განმაცდევინა.
სხვათა შორის ძალიან ბევრი ამბობდა რომ სიუჟეტი ძალიან გაწელილი იყო. იმ ვაი-კრიტიკოსმა ეს თქვა და მეხი არ დაეცა? :)
ზოგი იმიტომ აკრიტიკებს მწერალს, თაია, საკუთარი ორიგინალური აზრი დააფიქსიროს და ვინც იმ მრავალმნიშვნელოვან ნააზრევს წაიკითხავს, აფიქრებინოს – ამას რაღაც ისეთი ცოდნიაო…
ზოგადად დეტექტივების დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემი პროფესიის ადამიანისთვის, თუმცა ამ ჟანრის მაღალი ხარისხის მწერლების ნაშრომებს მაინც დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი. ეს კი კიდევ ერთი წიგნია, რომელიც განეკუთვნება კატეგორიას “მოლის პოსტის შემდეგ წასაკითხი ან/და გადასაკითხი წიგნები”. :)
კატეგორია მომეწონა ძალიან :) დანკე!
თუ/როცა წაიკითხავ, არ დაიზარო და ორიოდე სიტყვით შენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარე.
აუ,რამდენი ხანია არ ვყოფილვარ თურმე აქ :)
რა შემიძლია ვთქვა სტიგ ლარსონის საგაზე-პირველი ნაწილი რომ წავიკითხე და გავიგე კიდევ ორის წაკითხვა შემეძლო,გამიხარდა,აღვფრთოვანდი მართლა(არადა ათამდე აპირებდა თურმე ასვლას :( ) საერთოდ, დეტექტივები მიყვარს ძალიან(თუ იცი,ეს ნორმაა? :D ).
დილა მშვიდობისა, ნატალია :) მართლა საუკუნეა, არ გამოჩენილხარ.
კი, ნორმაა ნამდვილად. მეც ძალიან მიყვარს და აქაურ მკითხველებს შორის რამდენიმე ასეთ თავგადადებულ ადეპტსაც ვიცნობ.
სად ვიყიდო ეხლა ეს წიგნი?
მე ივლისში ვიპოვნე ექს ლიბრისში და წესით, ახლაც ყველა მაღაზიაში უნდა იყოს.
მოლიი ვიყიდე,ცხვირწინ მიდევს და ჯერ ვტკბები წიგნის ყდის ყურებით,საღამოსკენ ჩავუჯდები.ისე 495 გვერდიანი წიგნი 4ნაწილად არის დაყოფილი და ეს მხოლოდ პირველი ნაწილია?
კი, ტრილოგიის პირველი ნაწილია. ოღონდ, სრულიად დამოუკიდებელი. მეორე და მესამე წიგნების თარგმნა, ეზ აი ნოუ, გეგმაშია.
დავასრულე კითხვა და გამოცლილი ვზივარ,გაგრძელება მინდა.
უკვე? ასე მალე? :) გაგრძელებას მეც ველოდები…
სწრაფად ვკითხულობ,მაგრამ დამთავრება არ მინდოდა,ვფიქრობდი დროში გადავანიწლებთქო მაგრამ ცნობისმოყვარეობამ შემიწირა..
გაზრდილ კალეზე მართლა არ მიფიქრია, მოლი, თუმცა, ერთი პერიოდი, შუქს ჩამიქრობდნენ თუ არა, დაიძინეო, მაშინვე კარლოს ბლუმკვისტის ახალ–ახალ თავგადასავლებს ვიგონებდი და ბევრი ასეთი ჩაუწერელი ისტორია დამიგროვდა. სანამ ბოლოში არ გავიდოდი, არ მეძინეობოდა, ისე მაინტერსებდა, რითი დამთავრდებოდა ახალი თავგადასავალი. ისე, ჩაწერაზეც ვიფიქრებდი, იმედი რომ მქონდეს, რომ სახელგანთქმული მოლი ჩემს “გაგრძელებებს” სადმე ბლოგზე გაკვრით მაინც მოიხსნიებდა, მთლად პოსტის მოძღვნაზე ვერ გავთავხედდები:)
გოგონა დრაკონის ტატუთიც ადრეაო(: არაუსავს, ჩავინიშნავ, სულ 8 წლის ხომ არ ვიქნები.
ჩაგეწერა მერე… ან ახლა ჩაწერე და ვინ იცის, იქნებ ერთი სტუმრის პოსტიც გამოვიდეს :)
ადრეა, მართალია, მაგრამ შენ გულს ნუ გაიტეხ – ერთხელაც ხომ არ იქნება ადრე და ნაწილ-ნაწილ კი არა, სამივე წიგნს ერთად წაიკითხავ.
ნეტაი შენ ლუკა, ვიცი ცუდი რჩევაა მაგრამ ასეთ ადრეებს არ დაუჯერო. არ აქვს მნიშვნელობა რა წერია იმ წიგნში, მთავარია მოგეწონება თუ არა. პრობლემაა ისაა რომ აკრძალული ხილი ტკბილია და რომელიმე ნაწარმოები მეამბოხე მოზარდის პროვოკაციად კი არა შენი ინტერესისი საგნად უნდა იქცეს.
ისე მოლი, რა საინტერესოა როცა შენზე უმცროსს რჩევას აძლევ :) :გაფხორილიგლამთაია :)
უცებ დიდი ხდები, არა? :)
ამ წიგნზე ბევრმა დაწერა, ბევრი ითქვა… ვფიქრობდი ღირდა თუ არა წამეკითხა (კითხვა კაი რამეა, მარა სხვა რომელიმე მწერალს ხომ არ დავუთმო ეს დრო თქო?). ახლა ვიცი, რომ აუცილებლად წავიკითხავ. საკმაოდ დამაინტრიგებლად აღწერე და პეპის “მოდელირებული” ვარინატიც მაინტერესებს ნამდვილად :-) მიუხედავად იმისა, რომ გადამღერე ბული არაფერი მომწონს, შენს გემოვნებას ვენდობი და თან თუ ასე აშკარად აფიქსირებს ავტორი, ე.ი. უბრალო მიმბაძლელობა არაა ;-)
გადამღერებული არ არის ნამდვილად. არც რიმეიქია. თრიბიუთ თუ ასტრიდ – ლორდმა თქვა ერთხელ, ასტრიდის საპატივცემულო ჟესტია მხოლოდ.
ახლა ბევრი წერს. კი. კონკურსია გამოცხადებული, თან უფასოდ არიგებენ წიგნს. ეს პოსტი კონკურსამდეა დაწერილი.
მიხარია რომ კონკურსამდეა დაწერილი ;-)
რაღაცნაირად, არც მთლად პოზიტიურად ვარ მაგ კონკურსებისადმი განწყობილი…
კონკურსში, თავისთავად, ცუდი არაფერია. ოღონდ, ამ ყვითელი ბლოგოსფეროს ლიტერატურული პოსტების მაინცდამაინც არ მწამს.
არა, მთლად მასე რადიკალურიც ვერ ვიქნები კონკრეტულ ბლოგებთან დამოკიდებულებაში.
თვითონ ეს კონკურსები არ მომწონს მგონი იდეაში. ან ვინ აცხადებს კონკურსს, ან რაზე უნდა დაიწეროს… რავი…
მე არ ვიცი, ვის გულისხმობ, მაგრამ ღრმად ყვითელი, უნიჭო და ჰორმონებზე ორიენტირებული პოსტების ავტორებისგან წიგნებზე დაწერილი პოსტიც არ მაინტერესებს.
კონკურსს გამომცემლობა აწყობს. ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკაა – ინტელექტუალური რეკლამის ერთ-ერთი სახე. დაწერით, წიგნზე უნდა დაიწეროს, რა თქმა უნდა.
არის კონკურსები, რომლებსაც გამომცემლობა არ აწყობს ;-)
ამათზე ვსაუბრობ ზუსტად, თორემ გამომცემლობების კონკურსის საწინააღმდეგო ძირითადად არაფერი მაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ორივე მხარე მოგებულია – გამომცემლობა თავისთავად და კონკურსანტი ხომ საერთოდ – ახალ რაღაცას კითხულობს, თუნდაც კონკურსის ფარგლებში.
ჰო, აბა ბლოგერული ჯგუფის კონკურსი რა უბედურებაა.. ეგ მეც ღრმად არ მომეწონებოდა.
ამ კონკურსს სულაკაურის გამომცემლობა აწყობს – ვოლზე უდევს ოფიციალური ინფორმაცია, თარიღებით, ვადებით, პირობებით და პრიზების ჩამონათვალით.
როდესაც მაღაზიის თაროზე წიგნი “გოგონა დრაკონის ტატუთი” დავინახე, ანოტაციამ მისი შეძენის სურვილი არ გამიჩინა. ახლა კი ხელფასს ველოდები და, აბა, გამოიცანით, რისთვის?! :)
ეს პოსტი მაგალითი იმისა, თუ როგორი ანოტაცია უნდა ერთვოდეს კარგ წიგნებს.
მადლობა :) როცა რაღაც ძალიან მომწონს, ვცდილობ, ისე დავწერო, რომ სხვასაც მოეწონოს :)
და ეს ძალიან კარგად გამოგდის!
სენქს ე ლოთ! ასეთი შეფასებების შემდეგ კიდევ უფრო შევეცდები.
ჰმ, წიგნის ფასი 10,9 ლარი. რატომღაც გაცილებით ძვირი მასხოვდა:
ბლოგისთვის პოსტი გავამზადე – უარყოფითი ანოტაციით. გავაკეთო ლინქი შენს პოსტზე? შენი ნებართვის გარეშე ამას ვერ ვიზამდი.
პ.ს. გადავათვალიერებ შენს ბლოგს და შენს მიერ რეცენზირებულ რომელიმე სხვა წიგნს შევიძენ მაინც :)
რა თქმა უნდა :) და გემრიელ დისკუსიასაც გავაჩაღებთ.
შეარჩიე რომელიმე წიგნი და მერე შთაბეჭდილებებიც მომწერე.
molly, ამ კონკურსის შესახებ არ იცოდი და დაასწარი?
კონკურსის გამოცხადების თარიღი: September 28, 2011
პოსტის გამოქვეყნების თარიღი: September 23, 2011
არა :) არაფერი ვიცოდი :) ამ წიგნზე ჯერ კიდევ ბლოგერული შვებულების დროს მინდოდა დამეწერა. რაღაცები მოვინიშნე. მერე დავწერე და გამოვაქვეყნე. კონკურსის შესახებაც შემთხვევით გავიგე ერთი კვირის წინ :)
მეც არა ვთქვი ბლოგოსფეროს რა ტატუინიზმი შეეყარა-თქო? :)
ქინდლს და ლაპს ათამაშებენ. + უფასო წიგნი.
წესით, კარგი რეკლამა უნდა იყოს.
მე ორივე მაქვს და :)
ვისაც აინტერესებს, შემიძლია მოვუყვე როგორ მთავრდება :)
მე ქინდლი მინდა – საჩუქრად მჭირდება.
ისე, სულაკაურის გვერდზე რომ გავიდე და შინაარსი დავწერო დამარეპორტებენ თუ მცემენ? :)
[…] მოლი ბლუმის ბლოგზე გადავაწყდი წიგნის მიმოხილვას და […]
ვუიჰთ ეს რეცენზია ძალიან მომეწონა. ალბათ იმიტომ რომ ჩემს ასოციაციებს დაემთხვა პეპისა და კალეს ნაწილში :)))
ისე მოლი იმ დღეს ფამუქის განხილვაზე ვაპირებდი შენს დაპატიჟებას და მერე გამახსენდა რომ შენ არ არსებობ და გული დამწყდა :(
ახლა მეც დამწყდა გული, რომ არ ვარსებობ :( რომელ ფამუქს იხილავდით? წითელს ალბათ.
წითელი ჯერ არ წამიკითხავს – უმანკოების მუზეუმს :) ცუდია რომ არ არსებობ რადგან იმ მყუდრო კაფეს აშკარად ძალიან მოუხდებოდი – ლიმნიან ჩაისა და ჭვიშტართან ერთად :)
აფსუს :( ჩაიც მომეწონა, ჭვიშტარიც და მყუდრო კაფეც :( თან შენ კარგი ხალხი გეყოლებოდა :(
აბა ფამუქს ცუდი ხალხი ხომ ვერ განიხილავდა ? :)) მოკლედ მოლი სადღაც გულის სიღრმეში მაინც მჯერა რომ არსებობ და ოდესმე ყავასთან ერთად გესაუბრები მოლი ბლუმზე <3
ოდესმე ვიარსებებ და დიდი სიამოვნებით :)
არ მიყვარს, რაღცაზე ბუმი რომ არის ატეხილი და მეც მასში ვარ გარეული. ამიტომაც არის, რომ სხვისი გადაღეჭვის შემდეგ თუ ჩავერთვები რაღაცაში. არც ვიცოდი, ამაზე თუ გეწერა, მაგრამ გამიკვირდებოდა, რომ არ გწერებოდა. თან კონკურსსაც დაასწარი :)
ხოდა, იმის თქმა მინდა, რომ პირველ წიგნზე ბუმის ჩაცხრობის შემდეგ წავიკითხე და ისე მოვიწამლე, მეორე ტომის სურათიც ავტვირთე :დ
აქ აღარ დავწერ, მარჯანიშვილის კაფეში შენს დასახელებას რაც მოჰყვა :)
მე ზაფხულში წავიკითხე და ძალიან მომეწონა. აი, ძალიან. პოსტის დაწერას ზაფხულშივე ვგეგმავდი, მაგრამ მერე არდადეგებზე გავუშვი ბლოგი და სექტემბრამდე გადავწიე.
მეორე ტომის რუსულ თარგმანს შეგნებულად არ ვეკარებოდი. სადღაც ერთი თვეა, ქართული მაქვს და უახლოს ხანებში ამაზეც დავწერ პოსტს.
დაჯილდოვებაზე რა ხდებოდა, დაახლოებით წარმომიდგენია :))
მეორე ტომიც შევიძინე და ბებიასთან ერთად წავიკითხავთ ამ დღეებში. იმდენად მომეწონა წიგნი. თან ახლა შენი რეცენზია რომ ვნახე, ერთი ორად გაიზარდა. :)
პეპისტან რატომღაც ვერ დავაკავშირე, მაგრამ ახლა ნათელი გახდა. ბლუმკვისტობა კი იმთავითვე ცხადი იყო :დ
წაიკითხე და ერთად გავარჩიოთ მერე :)
სალანდერი, პირველი შეხედვით, ლისანდერს უფრო ჰყავს და ევა-ლოტა გეგონება, მაგრამ აშკარად პეპია… უცნაური, ასოციალური, სამართლიანი, უაღრესად კეთილი და ერთგული. უბრალოდ, გაიზარდა და 21-ე საუკუნის შესაბამისი სპეციალობაც აქვს…
კი, ნამდვილად. ახლა უფრო ცხადად დავაკავშირე მასთან. ამ დღეებში დავასრულებთ და პოსტსაც მივუძრვნი, ალბათ. მახსოვს, ულისეზეც უნდა გვესაუბრა, მაგრამ ძალიან მერთულა და ამ პერიოდში ნამდვილად ვერ მოვიცლი გულისყურით წასაკითხად. ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ დღეს :დ
ულისეს დროც მოვა. სად გვეჩქარება :)
მე მეჩქარება. მაგრამ არადა არ დადგა დრო. არადა, გითხარი თუ არა, არ ვიცი, წაუკითხავად მიყვარდა ეს ნაწარმოები და ახლა დაწყებული რომ მაქვს, ნამდვილ ჯოჯოხეთში ვარ. აი, უაზროდ მომწონს, თუ ასეთი რამე არსებობს.
მითხარი, კი. პირველივე კომენტარში :) წარმოიდგინე, რომ დაასრულებ, როგორ განწყობაზე იქნები. ისე, “ულისე” დაუსრულებელი წიგნია. ხუთი წლის შემდეგ რომ გადაიკითხავ, სულ სხვა, ახალ იმპრესიებს მოგიტანს.
ჰო, პირველი ნაბიჯები იყო, შენს ბლოგზე, მგონი :) სწორად მგონია, ალბათ, რომ ვერც მომდევნო წაკითხვებსაც ავუვლი გვერდს და როგორცვიცი, ჩემებურად, დიდხანს შემაყოვნებს ხოლმე კარადასთან, ჩემებურად :დ
ნამდვილად ასე იქნება. “ულისე” ერთხელ წასაკითხი წიგნი არ არის. ბევრჯერ მიუბრუნდები, დარწმუნებული ვარ.
გილოცავ მოლი გამარჯვებას.. :* დაჯილდოებაზე მართლაც ერთი ამბავი იყო. ყველა გაფაციცებული იყურებოდა შენი გამოჩენის მომლოდინე… მეც მათ შორის. ხან ვის დავაბრალე მოლი ბლუმობა, ხან ვის… ვინ იცის იქნებ სწორად ვფიქრობდი… : )))
ვაიმე, სად დავწერო აღარ ვიცი. მეორე ნაწილი რომ გამოსულა კი გეცოდინება შენ მოლი და ისეთი გახარებული ვარ სკამზე ადგილს ვეღარ ვპოულობ :) ხვალ ხელფასის დღე მაქვს და მაქსიმუმ კვირის ბოლომდე ვიყიდი <3
შენ კიდევ ერთხელ გილოცავ, ეჭვიც არ მეპარებოდა რომ გაიმარჯვებდი!
მადლობა, ჭიამაია :) ვერ წარმოიდგენ, ისეთი გახარებული ვარ :)
მეორე ნაწილი დავამთავრე უკვე და უახლოეს დღეებში ერთ პატარა, გემრიელ პოსტსაც დავუწერ. შენ წაიკითხე და მერე იმ პოსტის ქვეშ განვიხილოთ :)
მითხარი რომ იმედი არც ამჯერად გაგიცრუვდა და როგორც გაგრძელებებს სჩვევია, პირველის “ჩრდილში” ხომ არ მოექცა :)
არა, ჩრდილი გამორიცხულია. ყველაფერზე შეიძლება კამათი, მაგრამ პირველის გადამღერება, შაბლონი და კლიშე იყოო, ვერ იტყვი.
კარგია. ძალიან არ მინდა იმედი გამიცრუვდეს და ინტერესი დავკარგო..
არა, ნამდვილად საინტერესო საკითხავი გელოდება წინ.
კარგია, მომეწონა, წინგნის წაკითხვასაც ვაპირებ… როცა მოვიცლი :(
[…] მოლი ბლუმი – “სტიგ ლარსონი – “ჩრდილოეთის ვირუ… […]
მოლი თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო მერე აირია, ოღონდ ვერ მივხვდი რატომ. ანუ შენ ჩემს ყველა პოსტს კითხულობდი და აკომენტარებდი და ახლა აღარ:))) Anyway კონკურსის შესახებ, რომელიც ერთი წლის წინ ჩატარებულა, მითუმეტეს შენ გაგიმარჯვია და უფრო მეტი იდუმალი ბლოგერი ხარ, რომელიც არ ჩნდება- მე მხოლოდ ახლა გავიგე და რომ არა ჩემი პროფესია ალბათ არც შემრცხვებოდა, მაგრამ ახლა რაღაცნაირად shame on me:)))
პირველი ნაწილი წავიკითხე და ესეთი გემრიელი წიგნი კარგა ხანია არ წამიკითხავს, ხვალიდან მეორეს დავიწყებ და მერე დავწერ მათზე.
გილოცავ:)) აბსოლიტურად ყველაფეერი წავიკითხე ამ წიგნზე და შენი პოსტი ნამდვილად განსხვავებულად არის გააზრებული და ნამდვილად არ შემცდარა ჟიური.
შენც გაქრი, სალომეა… საუკუნეა, სტუმრად არ ყოფილხარ. ისე, მისვლა-მოსვლის აღდგენას წინ არაფერი უდგას :)
მადლობა, დიდი :) პროფესიონალის შეფასება ორმაგად სასიამოვნოა. მეც სასიამოვნოდ აჟიტირებულმა დავწერე პირველი პოსტი და შედეგიც მოიტანა :) მეორე ნაწილზეც მაქვს დაწერილი. “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა”. აქვეა ისიც.
შენს პოსტს მაშინ წავიკითხავ, როცა მეორე ნაწილს დავამთავრებ:))
იმედია მანამდე მესამე მოგვისწრებს, შენ ისევ დამასწრებ წაკითხვას, მაგრამ მერე დაგეწევი:)
ასეთ გასწრება-დაწევებს არაფერი ჯობია :)
[…] აქაურობას ხშირად სტუმრობთ, ეს და ეს პოსტებიც გემახსოვრებათ და არ […]
[…] მესამე პოსტისთვის ფორმატს ვარჩევ. პირველი, კლასიკური ლიტ-რევიუ, […]
და ეს გოგონა დრაკონის ტატუთი 40 კილო რომ არის, ხომ იცი? :))) ეს წიგნი ისე მომეწონა, რომ ვერცერთ ფილმს ვერ ვუყურე :)
[…] გოგოს ამბებზე ჩაწიკწიკებულმა პოსტმა “სულაკაურის” კონკურსში […]
[…] კი მეორე წიგნამდე (არა, უფრო სწორად მოლის პოსტამდე) ვერ დავაკავშირე. ამ ნაწილში […] | 2019-10-23 13:09:37 | https://mollybloomsday.com/2011/09/23/stieg-larsson/?like_comment=9472&_wpnonce=1225e640b7 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833766.94/warc/CC-MAIN-20191023122219-20191023145719-00059.warc.gz | 90,232 | 613,764,983 |
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
დღნორისას წმ. გირგის სახელობის ტაძარი "ლეჩხუმი"
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
გუდულაშის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (გვიანი შუა საუკუნეები) მდებარეობს სოფ. უსახელოს, ხოჯს, უცხერს, ნასპერსა და ღვირიშის შორის აღმართულ მთის წვერზე და მათ საერთო სალოცავს წარმოადგენს. "ლეჩხუმი"
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
ცხეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი "ლეჩხუმი"
ცხეთის წმ. გიორგის ტაძარი ( XVIII ს) - პირველი გუმბათიანი ტაძარი ლეჩხუმში. (დღევანდელი ეკლესიის ადგილზე სავარაუდოთ ადრიდანვე იქნებოდა სამლოცველო.) გადმოცემის თანახმად, ოტია დადიანის მეუღლეს, რაჭის ერისთავის შოშიტას ასულს გულქანს აუგია ცხეთის წმ. გიორგის ტაძარი. ირკვევა ასევე არქიტექტორის ვინაობა ტაძრის აღმოსავლეთ სარკმლის მარჯვენა კუთხეში შემორჩენილი ხელის რელიეფს დართული მხედრული წარწერით --„ხელი ნასყიდისა, კალატოზის ქართლელის
ცხეთის წმ. გიორგის ტაძარი ( XVIII ს) - პირველი გუმბათიანი ტაძარი ლეჩხუმში. (დღევანდელი ეკლესიის ადგილზე სავარაუდოთ ადრიდანვე იქნებოდა სამლოცველო.) გადმოცემის თანახმად, ოტია დადიანის მეუღლეს, რაჭის ერისთავის შოშიტას ასულს გულქანს აუგია ცხეთის წმ. გიორგის ტაძარი. ირკვევა ასევე არქიტექტორის ვინაობა ტაძრის აღმოსავლეთ სარკმლის მარჯვენა კუთხეში შემორჩენილი ხელის რელიეფს დართული მხედრული წარწერით --„ხელი ნასყიდისა, კალატოზის ქართლელის
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
დღეს აღმოვაჩინე რომ ბოდბის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
აჭის წმინდა გიორგიზე უკვე დავწერეთ
აჭის წმინდა გიორგიზე უკვე დავწერეთ
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
ღვთაებაო, პირო ღვთისაო, სვეტო ცხოველო, კვართო საუფლოვ და ყოველნო წმიდაო, თქვენ მფარველ და მეოხ ეყვენით მონასა (მხევალსა) ამას თქვენსა სახელით ( ). ამინ!
ღვთაებაო, პირო ღვთისაო, სვეტო ცხოველო, კვართო საუფლოვ და ყოველნო წმიდაო, თქვენ მფარველ და მეოხ ეყვენით მონასა (მხევალსა) ამას თქვენსა სახელით ( ). ამინ!
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
ცხენისწყლის ხეობაში, ლენტეხსა და ცაგერში 2 გამორჩეული ძეგლია ოქონის წმ გიორგი და ნაყურალეშის, ორივეს ფოტოებს დავდებ იდეალური მოხატულობა აქვს ორივეს
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
ოქონის წმ გიორგი (ჯგრაგი), ლენტეხი, ჩიხარეში
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
Last edited by shoda1121 on 13 მაი 2014, 00:02, edited 1 time in total.
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია | 2019-10-17 07:58:02 | http://karavi.ge/viewtopic.php?p=389534 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986673250.23/warc/CC-MAIN-20191017073050-20191017100550-00262.warc.gz | 12,297 | 112,207,975 |
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის მიხედვთაც სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულებას იღებს გარკვეული ანაზღაურების (სადაზღვევო პრემია) სანაცვლოდ, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ხიფათის ან შემთხვევითობების დადგომისას, რომელიშიც აღმოჩნდა გემი ან ტვირთი (სადაზღვევო შემთხვევა), დამზღვევს ან სხვა Read More …
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სადაზღვევო აქტი – საბუთი დოკუმენტი, სადაც მითითებულია სადაზღვევო შემთხვევის დრო, ადგილი, მიზეზები, ზარალის მოცულობა და ა.შ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიცავს ექსპერტებისა და სხვა კომპეტენტური ორგანოების დასკვნებს. დგება სადაზღვევო კომპანიების მიერ დამზღვევის ან მისი Read More …
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სააგენტო ხელშეკრულება – ხელშეკრულება დამკვეთსა და აგენტს შორის, რომელიც განსაზღვრავს დავალებების მოცულობას, რომელსაც აგენტი კისრულობს შეასრულოს გარკვეული ანაზღაურების საფასურად დამკვეთის ხარჯზე და მისი სახელით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები Read More …
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეკლამაცია – უკამყოფილების გამოხატვა საქონლისა და მომსახურეობის შესახებ; საჩივარი, ხშირად საქონლის გამოცვლის ან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლისი – საბუთი, დოკუმენტი. წარმოადგენს დადებული დაზღვევის ხელშეკრულების მტკიცებულებას და, გამომdინარე, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება წარედგინოს სასამართლოში მზღვეველის მიერ ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელის შეტანისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა Read More …
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მატერიალური გასამრჯელო – ხორციელდება ორგანიზაციის ხელფასის ეფექტური სისტემების გამოყენების საფუძველზე, მეცნიერულად დასაბუთებულ სატარიფო სისტემაზე, შრომითი დანახარჯების ნორმებზე და ნორმატივებზე, შრომის ანაზღაურების ფორმებზე, წამახალისებელ გასამრჯელოზე, ხელფასის დანამატებზე, სახელფასო ფონდების ფორმირებაზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო Read More …
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიზინგი – სამეწარმეო საქმიანობის სახე, რომელიც მიმართულია დროებით თავისუფალი ან მოზიდული ფინანსური სახსრების ინვესტირებისაკენ, როდესაც ლიზინგის გამცემი ვალდებულებას კისრულობს საკუთრებაში შეიძინოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონება გარკვეული გამყიდველისაგან და დროებით, გარკვეული ანაზღაურების ფასად, დაუთმოს Read More …
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კომისიონერი – სავაჭრო შუამავალი, რომელიც საქონელს ყიდის და ყიდულობს თავისი სახელით, მაგრამ სხვისი (კომინტენტის) დავალებით, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ. კომისიონერი მოქმედებს მისთვის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. წინაარმდეგ შემთხვევაში დამვალებელს (თავმდებს) შეუძლია გაწყვიტოს სავაჭრო Read More …
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კომერციული აქტი – 1. ოფიციალური დოკუმენტი, ჩანაწერი, ოქმი. 2. დოკუმენტი, რომელიც დგება დანიშნულების პუნქტში ტვირთის დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების აღმოჩენის შემთხვევაში. კომერციული აქტი არის ტვირთის მიმღების მხრიდან ზარალის ანაზღაურების შესახებ პრეტენზიების წამოყენების Read More …
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაზღვევის ხელშეკრულება – შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ერთ – ერთი მხარე (მზღვეველი) კისრულობს ვალდებულებას პირობითი ანაზღაურების (სადაზღვევო პრემია) სანაცვლოდ აანაზღაუროს მეორე მხარის (დამზღვევის) ზარალი, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხიფათებისა და შემთხვევითობების შედეგად მიადგა დაზღვეულ ობიექტს. Read More … | 2019-03-18 23:54:08 | http://www.medgeo.net/tag/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201812.2/warc/CC-MAIN-20190318232014-20190319014014-00113.warc.gz | 27,840 | 321,078,992 |
მორიბა: თითოეული შანსი უნდა გამოვიყენო
შაბათს, "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში 16 წლის მორიბას დებიუტი შედგა. 67-ე წუთზე შემოსულმა ტალანტმა ფერან სარსანედასი შეცვალა, მაგრამ ამ ფაქტს საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია (0:1).
შეხვედრის შემდეგ ილაიშმა "ბარსა TV"-სთან ისაუბრა: "მიხარია, რომ პიმიენტამ შანსი მომცა. არსად მეჩქარება, ვალდესთან ერთად კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო და ვისარგებლო თითოეული წუთით, რომელსაც მოედანზე მივიღებ.
რაც შეეხება შედეგს. ვწუხვარ გაშვებული გოლის გამო, რადგან მოედანზე თავს ბედნიერად ვგრძნობდი".
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ. | 2019-10-21 18:49:36 | https://barcamania.ge/53985-moriba-thithoeuli-shansi-unda-gamoviyeno.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987781397.63/warc/CC-MAIN-20191021171509-20191021195009-00445.warc.gz | 15,557 | 383,003,309 |
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი – 1953 წელს, შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილებით, ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მისი, როგორც მწერლის პოპულარობა ფოლკნერისა და ჰემინგუეის პოპულარობას აჭარბებდა. ის წერდა თემებზე, რომლებიც ყველაზე აქტუალური და მტკივნეული იყო იმდროინდელი მსოფლიოსათვის. ნობელის პრემიაც მიენიჭა „ისტორიულ-მემუარული ხასიათის ნაწარმოებების მაღალი ოსტატობით შესრულებისათვის, აგრეთვე ბრწყინვალე ორატორული ხელოვნებისათვის, რომელთა შემწეობითაც შესაძლებელი გახდა მაღალ ადამიანურ ფასელობათა დაცვა-შენარჩუნებ“.
მოახლოებული ქარიშხალი მისი მემუარების წიგნია, სადაც მეორე მსოფლიო ომის შესახებ მოგვიხრობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა და შესანიშნავი მწერალი. | 2019-03-19 20:58:14 | http://intelekti.ge/book_ge.php?id=170 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202131.54/warc/CC-MAIN-20190319203912-20190319225912-00076.warc.gz | 6,223 | 105,048,728 |
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლენა ზერკალის განცხადებით, ნიდერლანდი აპირებს, დაასახელოს ხუთი წლის წინ აღმოსავლეთ უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი პირები.
მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ შეიწირა მასში მყოფი 298-ვე ადამიანის სიცოცხლე.
ზერკალმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინასთან“ 18 ივნისის ინტრვიუში თქვა, რომ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ნიდერლანდი ხელმძღვანელობს, 19 ივნისს დაასახელებს პირველი ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობას.
ნიდერლანდის მედია იუწყება, რომ ინფორმაციას მიაწვდიან ჯერ მსხვერპლთა ნათესავებს, რასაც, ადგილობრივი დროით, 13 საათზე მოჰყვება პრეს-კონფერენცია.
ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა 2016 წელს გამოაცხადა, რომ სარაკეტო სისტემა „ბუკი“, რომლითაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს მალაიზიის ავიაკომპანიის ბოინგი, რუსეთიდან იყო შესული უკრაინის ტერიტორიაზე.
რუსეთი უარყოფს ტრაგედიასთან კავშირს. ის უკრაინასა და აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს აკისრებს ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობას.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (კგბ) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თითქოს საქართველოს სპეცსამსახურები ე.წ. საზღვრის რეგიონში დესტაბილიცაზიის კერის შექმნას ცდილობენ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში.
„კერძოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს ქართველ აქტივისტებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა ქართულ სოფლებში - კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში.“ ცხინვალის რეჟიმის კგბ-ს თანახმად, ქართული სპეცსამსახურების მიზანია, ამით ხელი შეუშალოს მათ „ინციდენტის რაიონში ვითარების ობიექტურ შეფასებაში“.
ცხინვალის რეჟიმის კგბ-ს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების ხელთ არსებული მასალები მოწმობს „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა აქტიურ საქმიანობაზე ზნაურის რაიონის სოფელ უისტის (წნელისი) რაიონში მასშტაბური პროვოკაციების მოსამზადებლად.“
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის კგბ-ს განცხადების შესახებ ინფორმაცია ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „რეს“-მა გაავრცელა 23 ოქტობერს.
წნელისი-ჩორჩანა-წაღვლის მიმართულებით ვითარება აგვისტოში გამწვავდა, როცა ჩორჩანის ტყეში საქართველოს საპოლიციო საგუშაგო ჩადგეს. საპასუხოდ საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანის მიმართულებით ტყეში დაახლოებით კილომეტრნახევრით, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოიწიეს და ორი ე.წ. საგუშაგო მოაწყვეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამჟამად წნელისიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ სასაზღვრო საგუშაგოებისკენ ახალი გზა გაჰყავთ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ბლოგერ ბესლან ხვარწკაიას ცემის ფაქტს დე ფაქტო სახალხო დამცველი ასიდა შაკრილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ ტიპის საქმეებში ხელისუფლების უმოქმედობა საზოგადოებაზე ზეწოლის წამახალისებელია.
„როდესაც ასეთი შემთხვევებია, ხშირად მიმართავენ ე.წ. ავტორიტეტებს... ეს იმიტომ ხდება, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ არის საკმარისი რეაგირება. სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერზე დროულად, რომ რეაგირებდნენ, ვფიქრობ, ჩემთვის მომართვაც არ გახდებოდა საჭირო - ყველაფერი კანონის ნორმებში დასრულდებოდა. დღეს ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებენ, რაც ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის, ძალადობის წახალისებას იწვევს. საშინელებაა, როდესაც ხელისუფლება არის ძალადობის წამახალისებელი. ამასთან, საზოგადოება, რა თქმა უნდა, თავს დაცულად არ გრძნობს“, - ასიდა შაკრილის კომენტარს „აბაზა ტვ“ ავრცელებს.
სოხუმის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამმართველო წინასწარ მოკვლევას ატარებს ბლოგერ ბესლან ხვარწკაიას ცემის ფაქტზე.
ბესლან ხვარწკაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. მან ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ერთ-ერთ ქორწილს „ვაცის ქორწილი“ (козлосвадьба) უწოდა. ქორწილის სუფრაზე ეწყო შემწვარი ცხოველები დაუნაწევრებლად.
ბესლან ხვარწკაიას ცემის ამსახველ ფოტოებს „ფეისბუკის" გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს.
23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა. როგორც სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, ომბუდსმენმა უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები.
როგორც ომბუდსმენის აპარატი იტყობინება, საქმის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოდან მათი მხრიდან რეაგირების შესახებ.
სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ასევე სთხოვა საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, პროკურატურამ ამ თხოვნაზე უარი განაცხადა.
„საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგამონაკლისო წესით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.
თბილისის საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდება ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
პროკურატურამ დაზარალებულად ცნო მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტი თამთა თოდაძე.
საინფორმაციო ტექნოლოგიების 28 წლის სპეციალისტის, იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი ივანე ნორაკიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრობს რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილის შესახებ.
როგორც სუმბაევის ინტერესების დამცველი ამბობს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურიდან ოფიციალური წერილი მიიღო. წერილის თანახმად, 24 ოქტომბერს, 11:00 საათზე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან იაროსლავ სუმბაევს ეტაპირებისთვის რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულების ავტომანქანა ელოდება.
ადვოკატის განმარტებით, საქმე ისაა, რომ სხვა ქვეყნისთვის მხოლოდ საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ადამიანის გადაცემა არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ სუმბაევს 22 ოქტომბერს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში მხოლოდ უმაღლეს ინსტანციაში (ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში) გასაჩივრების პროცედურის ამოწურვის შემდეგ შედის.
„ჩვენ გვაქვს 48-საათიანი ვადა, რომელიც 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე იწურება. აქედან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ სუმბაევი ამჟამად არ იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში და მისი გადაცემა უკანონობა იქნება“, - გვეუბნება ივანე ნორაკიძე და განაგრძობს, - „წარმოიდგინეთ, ხვალ დილით სუმბაევი რუსეთს გადასცეს და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ დავუშვათ, შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება: თქვა, რომ მისი საექსტრადიციო პატიმრობა უკანონოა. რას ვაკეთებთ ასეთ დროს? რუსებს ვურეკავთ და სუმბაევს უკან ვაბრუნებთ? ამიტომ ვამბობთ, რომ, სანამ სააპელაციო სასამართლო თავის ვერდიქტს არ გამოიტანს, ეს გადაცემა უკანონო იქნება“.
რადიო თავისუფლება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება იაროსლავ სუმბაევის ადგილსამყოფელს, ამჟამად ის რუსთავის #6 დაწესებულებაში იმყოფება.
სუმბაევის საექტრადიციო ბრძანება გამოიცა 2019 წლის 30 სექტემბერს.
„ამჯერად იგი [გარანტიები] მიღებულია რუსეთიდან და შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკას. ამ ეტაპზე ველოდებით მის ეტაპირებას“, - განმარტა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
BBC-ის ინფორმაციით, რუსული გამოძიება სუმბაევს მიიჩნევს ჰაკერების ჯგუფის ორგანიზატორად, რომლებიც ტუროპერატორების მონაცემებს იპარავდნენ და ყალბ სარკინიგზო ბილეთებს ყიდდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა სანქციები, რომლებიც თურქეთს დაუწესდა რამდენიმე დღის წინ, მას მერე, რაც თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქურთების შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ. ქურთები სირიაში აშშ-ის მოკავშირეები არიან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
ტრამპის სიტყვებით, სანქციები მოიხსნა, ვინაიდან თურქეთის ოპერაცია შეწყდა. ისინი შეიძლება განახლდეს, თუკი „მოხდება რამე, რაც ხელს არ აძლევს“ აშშ-ს.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ აშშ-ის ძალისხმევით მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტა.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ კვლავაც დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე. აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებით, ახლა სხვა ქვეყნებს შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიაზე, სადაც ხშირად ხდება სისხლისღვრა. „სხვა ვინმემ იბრძოლოს სისხლით მორწყული ამ ქვიშებისთვის“, თქვა მან.
მამუკა ხაზარაძის თაოსნობით დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებას ეხმაურება.
„ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ „პროგრესბანკი“ არის გაუქმებული და მისი დოკუმენტების შემოწმება შეუძლებელია, ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და პროკურატურასთან ერთად TBC ბანკის არათუ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის, არამედ მთელი 12 წლის საქმიანობის დეტალურ შემოწმებას ატარებს”, - აცხადებს „ლელო“.
საზოგადოებრივი მოძრაობა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და მისი განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ საბანკო სისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს საქმიან სივრცეში.
„ეს განცხადებები აშკარად ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი“, - აღნიშნავენ „ლელოს“ წევრები და საგამოძიებო ორგანოებს მიმართავენ, - „სასწრაფოდ მოვითხოვთ „პროგრესბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას“.
რაც შეეხება „პროგრესბანკთან“ დაკავშირებულ საკითხს, მამუკა ხაზარაძემ 15 ოქტომბერს თქვა, რომ TBC ბანკი მოლაპარაკებული იყო „სოსიეტე ჟენერალთან" ბანკ „რესპუბლიკის" აქციების შეძენაზე, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ეს ტრანზაქცია გააჩერა ახსნა-განმარტების გარეშე.
„მე ეს გულისტკივილით, თუ საყვედურის ტონით ვთქვი, რომ ამდენი ხანია საქართველოში ვაშენებ და რატომ ხდება ასე. ეს ვუთხარი ივანიშვილს. იქ ითქვა ასეთი რაღაც, თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდით, იქნებ ეს გარიგება გამოვიდეს", - ამბობს ხაზარაძე.
როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, TBC ბანკმა „პროგრესბანკის“ აუდიტი დაიწყო. აუდიტმა კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა აღმოაჩინა, რამაც მამუკა ხაზარაძესა და TBC ბანკს ფულის გათეთრების ეჭვი აღუძრა. TBC ბანკმა შეიძინა „პროგრესბანკის“ მხოლოდ რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, ასევე, ბანკი „რესპუბლიკის" 94%-მდე წილი, 315 მილიონ ლარად.
„პროგრესბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 19 ოქტომბერს გაუუქმა.
ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „პროგრესბანკიდან“ საეჭვო გადარიცხვებისა და შესაძლო ფულის გათეთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ.
უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები, ვიცე-პრემიერ ელიორ განიევის ხელმძღვანელობით ანაკლიაში პორტის პროექტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ისინი გაესაუბრნენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებს და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს საკურორტო ზონის სანაპირო ზოლი.
დელეგაციის წევრმა, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ დავრონ დეხკანოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ანაკლიის პორტი არის გრანდიოზული პროექტი, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სწავლობენ, როგორც ფოთის ტერმინალის, ასევე ანაკლიის მომავალი პორტის შესაძლებლობებს და იმ პროექტებს რომლის განხორციელებაც აქ იგეგმება.
დეხკანოვი ამბობს, რომ პირველ რიგში მათ აინტერესებთ სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოების საკითხი.
„ახლა ეს არის შესწავლის ეტაპი და შემდეგ ჩვენს აზრს ჩამოვაყალიბებთ. ახლა მიმდინარეობს საუბარი აბრეშუმის გზაზე და შეუძლებელია მისი განხილვა შავი ზღვის პორტების გარეშე. იმიტიმ რომ ესენიც აბრეშუმის გზის ნაწილია“,- განაცხადა დავრონ დეხკანოვმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ფინანსური დირექტორის ზურაბ ფიჩხაიას თქმით, უზბეკეთი არის ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანია მათთან თანამშრომლობა.
როგორც ფიჩხაია აღნიშნავს, არის მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც ანაკლიის პორტი ჩაეშვება, უზბეკეთი აქტიურად ისარგებლებს ტვირთის გადაზიდვის პროექტით.
„ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ხელსაყრელი კორიდორი უზბეკეთისთვის თავიანთი ტვირთების გადასაზიდად“, - თქვა ზურაბ ფიჩხაიამ.
უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმში“ მონაწილეობის მიზნით. ანაკლიაში გამგზავრებამდე, უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ფოთის ნავსადგურს ეწვია.
სოხუმის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამმართველო წინასწარ მოკვლევას ატარებს ბლოგერ ბესლან ხვარწკაიას ცემის ფაქტზე.
როგორც დე ფაქტო სამინისტროს პრესსამსახურში «Апсадгьыл-инфо»-ს უთხრეს, 21 ოქტომბერს სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ კლინიკაში მოთავსებულია მამაკაცი მრავლობითი დაზიანებით.
წინასწარი დიაგნოზით, ბესლან ხვარწკაიას აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, ცხვირის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები მუცლის მიდამოებში, გაბზარული აქვს ნეკნები, სხეულზე ემჩნევა სილურჯეები და ზედა კიდურები აქვს გადატყავებული.
ბესლან ხვარწკაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. მან ოკუპირებულ აფახაზეთში გამართულ ერთ-ერთ ქორწილს „ვაცის ქორწილი“ (козлосвадьба) უწოდა. ქორწილის სუფრაზე ეწყო შემწვარი ცხოველები დაუნაწევრებლად.
ბესლან ხვარწკაიას ცემის ამსახველ ფოტოებს ფეისბუკის გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს.
ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გოგაშვილი და ქარელის მერის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ. დააკავეს, - იტყობინება სუსის პრესსამსახური. ამ საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.
გამოძიების ცნობით, „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გოგაშვილი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2000 ლარის სანაცვლოდ ქარელის მერის წარმომადგენელს დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ-ს საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში შეატანინებდა ყალბ მონაცემებს მასზედ, რომ თითქოსდა სოფელ დირბის მცხოვრებმა საკუთარ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღნიშნულ მოქალაქეს მიჰყიდა.
2019 წლის 23 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მოქალაქეს აღნიშნული ცნობა გადასცა და მის მიერ მოთხოვნილი 2000 ლარი აიღო, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს“.
გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 341 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
რუსეთმა განაცხადა, რომ მისი სამხედრო პოლიციის შენაერთები ჩავიდნენ სირიის სასაზღვრო ქალაქ კობანიში, რათა პატრულირებას შეუდგნენ თურქეთთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 23 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო პოლიცია ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა თავისი ამოცანის შესრულებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად.
გუშინ მოსკოვი და ანკარა შეთანხმდნენ, ერთობლივად გააკონტროლონ თურქეთ-სირიის საზღვრის მონაკვეთი და იქ არ შეუშვან ქურთების შეიარაღებული ფორმირებები. შეთანხმების მიხედვით, რუსეთისა და სირიის სამთავრობო ჯარები გააკონტროლებენ ქურთი მეომრების გასვლას საზღვრისპირა 30-კილომეტრიანი ზონიდან. ქურთებმა ეს ტერიტორია 150 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.
შეთანხმების შესახებ 22 ოქტომბერს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც სოჭში შეხვედრა გამართეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ვლადიმირ პუტინმა. შეხვედრა გაიმართა მაშინ, როცა თურქეთმა დროებით შეწყვიტა რეგიონში სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი იქიდან ქურთი მებრძოლების გამოდევნაა.
ქურთების შეიარაღებული ძალები აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქეთი ქურთების შენაერთებს ტერორისტებად მიიჩნევს.
ლონდონის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის უდიდესი ბანკის, „პრივატბანკის“ ყოფილ მფლობელებს დააკისრა საფინანსო დაწესებულებისთვის თითქმის 11 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა.
ამ თანხაში შედის ბანკის ხარჯები შარშანდელი სასამართლო პროცესისთვის მისი ყოფილი მფლობელების წინააღმდეგ, აპელაციისთვის გაწეული ხარჯები, ასევე ფული, რომელიც ბანკმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაიხადა 2018 წელს, რაც არ იყო მის სასარგებლოდ.
ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 11-დან 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი ბანკმა უნდა მიიღოს მილიარდერ იგორ კოლომოისკისგან. ფული 12 ნოემბრამდე უნდა გადაირიცხოს.
ამასთან, „პრივატბანკში“ კოლომოისკის აქტივების გაყინვის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც 2017 წელს იქნა მიღებული, ძალაში რჩება სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.
„პრივატბანკის“ ყოფილი მფლობელებისა და უკრაინის ხელისუფლების სასამართლო დავა 2016 წლიდან გრძელდება.
წელს გაზაფხულზე არჩეულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც უკრაინაში ბევრი მიიჩნევს კოლომოისკის პროტეჟედ, არაერთხელ განაცხადა, რომ არ ჩაერევა კონფლიქტში.
„მთავარი არხის“ ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის სამი მოსამსახურე დააკავა.
სუს-ის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას ორი პირის დაკავება დაუდასტურეს. მათი თქმით, ამ საკითხზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
შეკითხვის დასმის უფლებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გესარგებლათ, ახლა მუშაობის საშუალება უნდა მისცეთ პარლამენტს, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ანა დოლიძეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს.
23 აგვისტოს, კომიტეტის სხდომაზე, ანა დოლიძე უშედეგოდ ცდილობდა, შეკითხვა დაესვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძისთვის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატების გარდა, კანდიდატისთვის შეკითხვების დასმის უფლება აქვთ: სახალხო დამცველს ან მის წარმომადგენელს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს და სამეცნიერო სფეროს ორ წარმომადგენელს. მოქალაქეების შემთხვევაში კი, ოხანაშვილის განმარტებით, წინასწარი მიმართვის საფუძველზე, მათ მიერ მიწოდებულ შეკითხვებს სხდომის წამყვანი გააჟღერებს.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტზე დაყრდნობით... გვაქვს სამართლებრივი საფუძველი... მინდა, ეუთო/ოდირის დამკვირვებლებმა იცოდნენ, რომ თქვენ ხართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სადაც თქვენ მონაწილეობდით კანდიდატების შერჩევაში.
თქვენი კომპეტენცია, რომ შეგერჩიათ, იქ დასრულდა. ახლა მოგვეცით საშუალება, რომ სადაც ჩვენი კომპეტენციაა, ჩვენ წარვმართოთ ეს პროცესი. ეს არის საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია და გთხოვთ, დამშვიდდეთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ანა დოლიძის თქმით, მას სრული უფლება აქვს, დაუსვას შეკითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.
„სამართლებრივად წესი არის მხოლოდ ის წესი, რომელიც შესაბამისი პროცედურით არის მიღებული და შესაბამისად არის გამოქვეყნებული. ეს ე.წ. წესი (ბრჭყალებში) არის თქვენი შიდა შეთანხმება და არ უნდა დადგეს საქართველოს რეგლამენტისა და კონსტიტუციის ზევით...
არ ვიცი, რატომ შეიძლება მე ნაკლები უფლებები მომენიჭოს ან რომელიმე სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელს, ვიდრე იმას, ვინც დღეს თქვენ დაასახელეთ და ვინც, ამავე დროს, შეიძლება აქ დღეს არ იყოს, ხოლო მანამდე თავისი უფლება ძალიან ხშირად არ გამოუყენებია“, - მიმართა დოლიძემ ოხანაშვილს.
23 ოქტომბერს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე პაატა სილაგაძის მოსმენა გაიმართა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-13 კანდიდატია, რომელსაც 23 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფორმატში მოუსმინეს.
20-კაციანი სიის გარდა, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, პაატა სილაგაძე ასევე იყო იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილი თავდაპირველი 10-კაციანი სიის შემადგენლობაშიც. კომიტეტის სხდომაზე სილაგაძემ თქვა, რომ კანდიდატობა მაშინ მას პირადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ შესთავაზა, სატელეფონო საუბრის დროს.
10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა, არასამთავრობო სექტორი „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.
მიუხედავად ვაშინგტონის მხრიდან მრავალჯერადი გაფრთხილებებისა, თურქეთი განიხილავს მოსკოვისგან მეტი S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების ყიდვას, იტყობინება რუსეთის სამხედრო საექსპორტო უწყება „როსობორონექსპორტი“.
„როსობორონექსპორტის“ ხელმძღვვანელმა ალექსანდრ მიხეიევმა ინტერფაქსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორი მხარე თათბირობს დაფინანსებასა და მიწოდების გრაფიკზე. დეტალებზე მას არ უსაუბრია.
თურქეთმა, რომელიც ნატოს წევრია, რუსეთისგან ივლისში მიიღო S-400 რაკეტების პირველი პარტია, რის გამოც აშშ-მა თურქეთი გარიცხა F-35 გამანადგურებლების პროგრამიდან.
აშშ აცხადებს, რომ რუსეთს საშუალება ექნება, მგრძნობიარე ტექნიკური დეტალები მოიპოვოს აშშ-ის ახალი სამხედრო თვითმფრინავის შესახებ, თუკი ის S-400-თან ერთად იქნება გამოყენებული.
გუშინ სოჭში შეხვედრისას თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ვლადიმირ პუტინმა განაცხადეს, რომ რუსეთი და თურქეთი გააგრძელებენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტით - 8,5 პროცენტამდე გაზარდა. გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით ხსნის. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,4 პროცენტი შეადგინა.
ეროვნული ბანკის თანახმად, ბანკის პოლიტიკის გამკაცრება გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა.
„პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად სესხი 102 700 მომხმარებელს გაუძვირდა.
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე გზის რეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში სატვირთო ავტომობილი თხრილში ჩავარდა. თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ავტომანქანა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქვეკონტრაქტორს ეკუთვნის.
სატვირთო წყალარინების ჭაზე იყო გაჩერებული, ნაგებობა დაინგრა და მანქანა შინ ჩავარდა. მძღოლი მანქანაში არ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.
როგორ დახარჯა 2015 წელს თქვენმა ოჯახმა 52 810 ლარით იმაზე მეტი თანხა, ვიდრე შემოსავალი გქონდათ? ხომ არ გაჩუქათ ვინმემ ეს თანხა? - ამ შეკითხვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს, 23 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
„შევამოწმე თქვენს მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები... 2015 წლის განმავლობაში თქვენი ოჯახის შემოსავალი იყო 159 554 ლარი, ხოლო გასავალი იყო 212 364 ლარი. შემოსავალსა და ხარჯს შორის განსხვავება არის 52 810 ლარი... ანუ თქვენი ოჯახის წლიური ხარჯი 52 810 ლარით მეტი იყო, ვიდრე თქვენი და თქვენი მეუღლის შემოსავალი...
რა ხდება, რაშია საქმე? დამატებით გეტყვით, რომ ბანკში ანაბრები რაც გქონდათ, ისიც არ დაგიხარჯავთ... ვინმემ ხომ არ გაჩუქათ რაიმე თანხა? მაგალითად - თქვენმა ძმამ, რომელსაც საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა ამ წლების განმავლობაში - სამი კომპანიის დირექტორი იყო და იცის კარგად ამ საზოგადოებამ, რა კომპანიები იყო და ბიძინა ივანიშვილთან რომ იყო დაკავშირებული...“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
პაატა სილაგაძის თქმით, მისთვის „არავის არაფერი უჩუქებია“ და შესაძლოა, ეს დეკლარაციის შევსების დროს დაშვებული შეცდომა იყოს.
„არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, საჩუქარი ჩემთვის არავის არასდროს მოუცია... მეტს ვერ დავხარჯავ - რაც არ მაქვს, იმას როგორ დავხარჯავ?! არ ვიცი, შეიძლება ტექნიკური შეცდომაა რაღაც და ვერ ჩავწერე სწორად“, - თქვა პაატა სილაგაძემ.
ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ შემოსავალზე უფრო მეტი ხარჯის არსებობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატის დეკლარაციაშიც გამოვლინდა - „იყო სხვა კანდიდატი - (ზაზა) თავაძის სახით, რომლის შემთხვევაშიც 350 ათასი ლარი იყო ტექნიკური შეცდომა“.
პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-13 კანდიდატია, რომელსაც 23 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფორმატში უსმენენ.
20-კაციანი სიის გარდა, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, პაატა სილაგაძე ასევე იყო იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილი თავდაპირველი 10-კაციანი სიის შემადგენლობაშიც. კომიტეტის სხდომაზე სილაგაძემ თქვა, რომ კანდიდატობა მაშინ მას პირადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ შესთავაზა, სატელეფონო საუბრის დროს.
10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა, არასამთავრობო სექტორი „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.
ნატო გამოდის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის მოწოდებით. ამის შესახებ დღეს განაცხადა სამხედრო-პოლიტიკური კავშირის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხს უახლოესი ორი დღის განმავლობაში განიხილავენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები ერთ კვირაში ესტუმრებიან უკრაინას. ექსპერტები მოინახულებენ ოდესას და კიევს, რათა ადგილზე შეაფასონ, რა მდგომარეობაშია უკრაინის არმია.
სირია-თურქეთის საზღვრის პატრულირების თაობაზე რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია ვითარების შეფასება. ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სიტუაციის განვითარება ბადებს ოპტიმიზმს, ვინაიდან მხარეები კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას ესწრაფვიან.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნებულ განცხადებას გენერალური პროკურატურიდან რეაგირება მოჰყვა. უწყების ცნობით, პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქმეზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
ამ საკითხს 23 ოქტომბერს გამოეხმაურა პრემიერი გიორგი გახარიაც, რომელმაც განაცხადა, რომ „ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული“.
22 ოქტომბერს პროკურორმა სალომე ადეიშვილმა სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი დაწერა, სადაც ჩამოთვლილია ის მიზეზები, რის გამოც იგი იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო როდჩენკოვის აქტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს საერთაშორისო სადოპინგო გარიგებებისთვის. დოკუმენტს სახელი ეწოდა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის პატივსაცემად, რომელიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორი გახდა.
კანონი ითვალისწინებს მილიონ დოლარამდე ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას ათ წლამდე ვადით. ასეთი ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ სქემების მონაწილეთა მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს დოპინგის მეშვეობით საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე გავლენის მოხდენას.
თავად როდჩენკოვმა განაცხადა, რომ მსოფლიოში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლამ ახალ ეფექტიანობას მიაღწია.
გრიგორი როდჩენკოვი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმალება, 2016 წელს მოუყვა The New York Times-ს, რომ ეფ-ეს-ბე-ს მიერ აწყობილი სქემა ითვალისწინებდა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სადოპინგო სინჯების გაყალბებას, რათა დაეფარა რუსეთის ნაკრების სპორტსმენთა მიერ დოპინგის გამოყენების პრაქტიკა. მოგვიანებით, ორმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ კრემლმა ააწყო სპორტში დოპინგის გამოყენების სისტემა.
რუსეთმა აღიარა ქვეყანაში ანტისადოპინგო სისტემის მარცხი, მაგრამ უარყოფს სპორტსმენების სინჯების გაყალბებაში სახელმწიფოსა და სპეცსამსახურების მონაწილეობას.
„ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები არიან ცნობილი მეცენატები“, - ამგვარად გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვის გადაწყვეტილებას.
„ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია და აკეთებს. მილიარდები იხარჯება მისი მხრიდან იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომ აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, განვითარდეს ზოგადად საქართველოს ეკონომიკა. ეს არის უანგარო დახმარება. ის არის გლობალური მასშტაბის მეცენატი და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიც არის კლიმატური ცვლილებები. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი მოქმედებს საქართველოზეც. ეკოლოგიური გამოწვევები ერთ-ერთი დიდი საფრთხეა, რომელზეც ყველამ უნდა იზრუნოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა „ფეისბუკზე" ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მას გადაწყვეტილი აქვს, ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გაიღოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, ქველმოქმედების აქტზე შეტევა უსამართლოა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შემთხვევაში, ორჯერ უსამართლო, რადგან ეს ოჯახი წლების განმავლობაში ქვეყანას ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა-შენარჩუნებაში ეხმარება.
ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვის გადაწყვეტილების კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, როცა ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება პოლიტიკური თავდასხმის საგანი ხდება:
„ეს არის ამოტრიალებული რეალობის ის მცდელობა, როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და სიმართლეს საერთოდ ვერ ვხვდებით, რა უნდა დავარქვათ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ - ეს არის უსამართლობა, ეს არის მიუღებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დახარჯა და დღეს ქვეყანას და საგანმანათლებლო სისტემას ეხმარება იმაში, რომ ევროპული თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა შევქმნათ მომავალი თაობისათვის.
ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი სიტყვები - სამ მილიარდ დოლარზე მეტია ქველმოქმედებაში დახარჯული და შეუძლებელია, ხალხნო, როდესაც ქველმოქმედების აქტზეც ხდება პოლიტიკური შეტევა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, 1,1 მილიონი დოლარი ამაზონის ტყის გადასარჩენად გაიღოს.
ლონდონის გარეუბანში აღმოჩნდა სატვირთო მანქანა, რომელსაც კონტეინერით გადაჰქონდა 39 გვამი. დაპატიმრებულია მანქანის 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან. ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. სატვირთო მანქანა ბრიტანეთში, სავარაუდოდ, ბულგარეთიდან ჩავიდა უელსის საპორტო ქალაქ ჰოლიჰედის გავლით. პოლიცია გვამების ამოცნობაზე მუშაობს. სამართალდამცავი ორგანოები არკვევენ, რა მოხდა. სამრეწველო ზონა, სადაც ნაპოვნია მანქანა, გადაკეტილია. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ჯერ არ შეუძლია დაადასტუროს, რომ ბულგარეთი იყო სატვირთო მანქანის მარშრუტის საწყისი წერტილი. ინფორმაციას ამოწმებენ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 14-20 ოქტომბრის პერიოდში „სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე დააკავეს რვა ადამიანი, მათგან ერთი სახელმწიფო საზღვრის, შვიდი კი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის“. ამავე სამსახურის ცნობით, ხუთი პირი დააჯარიმეს, ხოლო სამი გააფრთხილეს.
23 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით ე.წ. სასაზღვრო სამსახური ახალგორის და ჯავის რაიონის მცხოვრებთ კიდევ ერთხელ ატყობინებს, რომ „შექმნილი ვითარების გამო, პროვოკაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით და საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, 4 სექტემბრიდან შეწყვეტილია მიმოსვლა „რაზდახანის“ და „სინაგურის“ ე.წ. გამშვები პუნქტების გავლით და არ აღდგება შესაბამის განკარგულებამდე.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაკეტა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების საპასუხოდ.
თვენახევარზე მეტია, ოკუპირებული დაბა ახალგორის მცხოვრებნი ვეღარ ახერხებენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. მათ შეზღუდული აქვთ წვდომა პენსიის, განათლების და სამედიცინო მომსახურების მიღებაზე.
თქვენ ჯალათი მოსამართლე ხართ, არაკომპეტენტური, პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი, თქვენნაირების არჩევა სამართალზე გადაბიჯება იქნება, - უთხრა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს, 23 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
„ნამდვილად ჯალათი მოსამართლე ხართ, რომელსაც ხელი არ აუკანკალდება, ისე გაასამართლებს ნებისმიერ ადამიანს, თუ მას ასეთი პოლიტიკური დავალება ექნება... თქვენ ასრულებდით იმ წინა რეჟიმის ყველა დავალებას იმიტომ, რომ ყოფილიყავით ამ კომფორტულ პოზიციაზე...
თქვენთვის სამართლიანობა, ჰუმანურობა, კანონის პატივისცემა არის აბსოლუტური სიყალბე და აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს... თუ თქვენნაირ მოსამართლეს საქართველოს პარლამენტი აირჩევს, ის სამართალს, სამართლიანობას, როგორც ყველაზე მთავარ ღირებულებას, გადააბიჯებს, გადათელავს, ქვეყანასაც შეურაცხყოფას მიაყენებს... ეს თქვენს სხვა კოლეგებსაც ეხება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა განმარტა, რომ პაატა სილაგაძემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და ელემენტარული ადამიანობაც არ გამოიჩინა 2010 წელს, როდესაც ის, უზენაეს სასამართლოში მუშაობისას, მისი არასრულწლოვანი შვილის საქმეს განიხილავდა.
„უზენაესმა სასამართლომ მომცა ცნობა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, აქციების გამო და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, მანამდე არცერთი არასრულწლოვნის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით... და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ეს განაჩენი გამოიტანეს სწორედ ჩემი შვილის მიმართ... ჩემი ძმა სრულწლოვანი იყო და ის მძევლად იყო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ჩემი შვილი იყო ბავშვი, სკოლის მოსწავლე...
როგორც მოსამართლეს, ელემენტარული ადამიანური, ჰუმანური, რაღაცა ნაპერწკალი რომ გქონოდათ... ბავშვი გწერდათ - პროცესი დანიშნეთ და მინდა მოვიდე, მონაწილეობა მივიღოო... თქვენ დასაშვებადაც არ სცანით ეს საქმე, ჩათვალეთ - არანაირი დარღვევა არ იყო... განჩინებაში ჩანს თქვენი არაკომპეტენტურობა - სამი მუხლი გაქვთ მითითებული და სამივე არასწორად...
მაშინ მე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ამიტომ გამოუტანეს იმ ბავშვს ასეთი განაჩენი, რაც სხვა ბავშვების მიმართ არ გამოტანილა... და თქვენ რა გააკეთეთ? თქვენ ჩათვალეთ, რომ საერთოდ განსახილველიც კი არ იყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„იმ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც საქმეში მაშინ იყო, დღესაც იმავე გადაწყვეტილებას მოვაწერდი ხელს“, - იყო პაატა სილაგაძის განმარტება. სილაგაძემ თავიდანვე უარი განაცხადა, ეპასუხა ეკა ბესელიას მიერ დასმული შეკითხვებისთვის. მისი განმარტებით, ბესელიას შურისძიება ამოძრავებს.
„როდესაც 10-კაციანი სიის ეტაპი დადგა, ქალბატონი ეკას პირველი კომენტარები იყო, რომ მისი შვილის მოსამართლე (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის) კანდიდატად არ უნდა ყოფილიყო წარდგენილი... ტელევიზიაში, როდესაც საშუალება ეძლევა, ის ყოველთვის ამბობს და გამოკვეთილი აქვს აზრი იმისა, რომ მე უარყოფითი პიროვნება ვარ...
ასევე იყო „პალიტრა ნიუსის“ ტელევიზიაში გუშინ, როდესაც ინტერვიუს აძლევდა - აი, ნახავთ რა ელის მას, უარეს დღეში ჩავარდებაო... სასაცილოა ამ კანდიდატის წარდგენაო... მგონია, რომ ეს იქნება შურისძიების ეტაპი, რადგან მე მისი შვილის საქმე მაქვს განხილული“, - განაცხადა სილაგაძემ.
პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-13 კანდიდატია, რომელსაც 23 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფორმატში უსმენენ.
20-კაციანი სიის გარდა, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, პაატა სილაგაძე ასევე იყო იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილი თავდაპირველი 10-კაციანი სიის შემადგენლობაშიც. კომიტეტის სხდომაზე სილაგაძემ თქვა, რომ კანდიდატობა მაშინ მას პირადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ შესთავაზა, სატელეფონო საუბრის დროს.
10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა, არასამთავრობო სექტორი „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული. | 2019-10-24 01:35:40 | https://www.radiotavisupleba.ge/a/30005781.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987838289.72/warc/CC-MAIN-20191024012613-20191024040113-00478.warc.gz | 47,695 | 1,046,949,956 |
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 7 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, დიდგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა შინდისის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლუბლიანას ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სანაპიროს, ხიდის, ათონელის, ფხოვის, ორბელიანის და ხიდისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, ლოჭინის ხევის და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის, ნაკადულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა ზონების, ემხვარის, პეტრიწის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა ქუჩის მცხოვრებლებს.
როგორც „თელასის“ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. | 2019-03-19 02:35:38 | https://www.interpressnews.ge/ka/article/524190-sxvadasxva-samushaoebis-chatarebis-gamo-tbilisis-nacils-7-dekembers-elektromomarageba-droebit-sheezgudeba/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201882.11/warc/CC-MAIN-20190319012213-20190319034213-00024.warc.gz | 8,827 | 807,654,959 |
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წარმოადგენს დასაქმებულთა უფლებადამცველ ყველაზე რეპრეზენტატულ ორგანიზაციას, რაც აღიარებულია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
მოგეხსენებათ, რომ პროფკავშირები ქვეყანაში დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და სოციალური მშვიდობის გარანტია. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. პროფკავშირების გაერთიანება მოწოდებულია ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისკენ. ის არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის შემადგენლობაში (ITUC) და ასევე, პან-ევროპული ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) დამფუძნებელი და წევრი, რომელსაც 2015 წლიდან ხელმძღვანელობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.
როგორც ცნობილია, 2017 წლის 14-15 სექტემბერს დაგეგმილია პროფკავშირების გაერთიანების ყრილობა. ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათავლისწინებული შრომის ფუნდამენტური სტანდარტების განხორციელებისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია პროფკავშირის წევრებთა არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ცალსახად მიუღებელია პროფკავშირების დისკრედიტაციისკენ მიმართული ბოლო დროს განვითარებული კამპანიები. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავის შეიკავოს ასეთი ტიპის ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ პროფკავშირების ყრილობის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებას.
- სამუშაო ჯგუფი 1: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა
- სამუშაო ჯგუფი 2: ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკის კონვერგაცია
- სამუშაო ჯგუფი 3: :გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებები და ენერგეტიკული უსაფრთხოება
- სამუშაო ჯგუფი 4: ადამიანებს შორის კონტაქტი
- სამუშაო ჯგუფი 5: სოციალური დიალოგი | 2019-03-24 00:51:18 | http://eap-csf.ge/index.php?option=com_content&view=article&id=851%3A2017-10-09-12-10-56&catid=10%3Aghonisdziebebi&Itemid=1363&lang=ka-GE | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203123.91/warc/CC-MAIN-20190324002035-20190324024035-00084.warc.gz | 9,226 | 64,622,899 |
სოციალურად დაუცველი სტატუსის აღდგენას ითხოვს
მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის აღდგენას სთხოვენ. ლია ჩხაიძე ამბობს, რომ ოჯახს შემოსავლის წყარო არ გააჩნია და რთულ პირობებში უწევს ცხოვრება. იგივე მოთხოვნა აქვს სოფიო აბაშიძის ოთხწევრიან ოჯახს. მათ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეხვდნენ. ოპოზიცია მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
სოციალურ მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ლია ჩხაიძის ოჯახი აგენტებმა განმეორებით შეისწავლეს და პასუხი აგვისტოში გახდება ცნობილი. რაც შეეხება სოფიო აბაშიძეს, მან უწყებას განმეორებითი შესწავლის მოთხოვნით უნდა მიმართოს. იმ შემთხვევაში თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, საკითხის გადახედვა ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. | 2019-10-20 16:43:49 | http://adjararm.ge/socialurad-daucveli-statusis-aghdgenas-itkhovs/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986717235.56/warc/CC-MAIN-20191020160500-20191020184000-00491.warc.gz | 38,179 | 10,475,995 |
სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი | |
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 თებერვალი, 1648 |
მმართ. დასასრული: | 9 თებერვალი, 1670 |
წინამორბედი: | ანა კათარინა ბრანდენბურგელი |
მემკვიდრე: | შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელი |
დაბ. თარიღი: | 24 მარტი, 1628 |
დაბ. ადგილი: | გეტინგენი, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 20 თებერვალი, 1685, (56 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანიის სამეფო |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: | ფრედერიკ III, დანიის მეფე |
კრისტიან V, დანიის მეფე ანა სოფია, საქსონიის კურფიურსტი ფრედერიკა ამალია, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია ვილჰელმინა ერნესტინა, პფალცის კურფიურსტი ჯორჯი, დიდი ბრიტანეთის მეფე-კონსორტი ულრიკა ელეონორა, შვედეთის დედოფალი |
მამა: | გეორგი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი |
დედა: | ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელი |
სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი (გერმ. Sophie Amalie von Braunschweig-Lüneburg, დან. Sophie Amalie af Braunschweig-Lüneburg; დ. 24 მარტი, 1628 — გ. 20 თებერვალი, 1685) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1648-70 წლებში როგორც ფრედერიკ III-ის მეუღლე. მეფე კრისტიან V-ის დედა. მას დიდი გავლენა ჰქონდა დანიურ კულტურასა და პოლიტიკაზე, მისი ბრძანებით ააგეს პირველი დანიური ოპერა.
ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფია ამალია დაიბადა 1628 წლის 24 მარტს გეტინგენში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ გეორგისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი.
1643 წლის 1 ოქტომბერს, გლუქსბურგის სასახლეში შედგა სოფია ამალიასა და დანიის მეფე კრისტიან IV-ის შუათანა ვაჟის, პრინცი ფრედერიკის ქორწინება. ამის შემდეგ, ახლად დაქორწინებულები ბრემენში ცხოვრობდნენ. 1646-47 წლებში ისინი ფლენსბურგში გადასახლდნენ. მას შემდეგ, რაც მეფე კრისტიანის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა, ტახტის მემკვიდრედ ფრედერიკი გამოცხადდა, რის გამოც ისინი კოპენჰაგენში გადასახლდნენ.
1648 წლის 28 თებერვალს, კრისტიან IV-ის გარდაცვალების შემდეგ მეფე ფრედერიკ III გახდა, სოფია ამალია კი დანიისა და ნორვეგიის დედოფლად გვევლინება. ახალ მეფე-დედოფალს მეტად მტკიცე ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც რვა შვილი შეეძინათ. მათი შვილებიდან აღსანიშნავია მომავალი მეფე კრისტიან V და შვედეთის დედოფალი ულრიკა ელეონორა დანიელი.
ახალ დედოფალს უყვარდა ნადირობა და მიუხედავად იმისა, რომ მის სამეფოს ეკონომიკურად უჭირდა, იგი მაინც სრულფასოვნად და ფუფუნებაში ცხოვრობდა. მას უყვარდა იშვიათი და ძვირადღირებული ნივთები. სოფია ამალიას აგრეთვე ძალიან მოსწონდა მოდა, თეატრი, ოპერა, ორგანიზებას უწევდა მასკარადებს. შეიძლება ითქვას, რომ მან დანიის სამეფო კარზე ნამდვილი ფრანგული ცხოვრების წესი შეიტანა, რამაც გამოაცოცხლა სასახლე და არისტოკრატია. დედოფალი სამეფო კარის ცხოვრების ცენტრალურ ფიგურად იქცა.
დანიის სამეფო კარმა ფრანგული და გერმანული სამეფო კარებიდან აიღო მოდელი. 1649 წლიდან დედოფალზე დიდი მითქმა-მოთქმა დაიწყო. მან კოპენჰაგენში ჩაიყვანა გერმანელი პასტორები, ფრანგული ორკესტრი და ასევე ფრანგი ბალეტის მასწავლებელი. სამეფო კარისათვის დაიქირავა იტალიელი სოპრანო, ხოლო მასზე ლექსების საწერად ესპანელი პოეტები. 1655 წელს, დედოფალმა თავის შვილებთან ერთად თვითონ გამართა თეატრალური წარმოდგენა, რომელსაც დანიური არისტოკრატიის ნაღები ესწრებოდა. მართალია მისი ამ ქმედებების გამო დანიური კულტურა აღორძინებას განიცდიდა, მაგრამ ისედაც გაკოტრებული ეკონომიკა კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდა.
პოლიტიკური გავლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფრედერიკ III-ის მეფობა აღსანიშნავია იმით, რომ მასზე დიდწილად გავლენას დედოფალი სოფია ამალია და მათი უფროსი ვაჟი, პრინცი კრისტიანი ახდენდნენ. 1650 წელს სოფია ამალიამ სამეფო კარიდან გააძევებინა ფრედერიკის საყვარელი ლეონორა კრისტინა ულფელდი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა სამეფო წყვილს. აგრეთვე ცნობილია, რომ დედოფლის ბრძანებით სამეფო კარი დაატოვებინეს მეფის ნახევარ-დებსაც, რომლებიც მეფე კრისტიან IV-ს თავის მეორე ცოლისგან ჰყავდა, რომელზეც დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მალულად იქორწინა. ცნობილია, რომ სოფია ამალიას აინტერესებდა პოლიტიკაც, რის გამოც იგი ქმარს ყოველთვის თან დაჰყვებოდა ოფიციალური ვიზიტებისას.
როგორც ბარონმა ლუდვიგ ჰოლბერგმა განაცხადა, დედოფალს „დიპლომატისა და ჯარისკაცის უნარები“ ჰქონდა. იგი ასევე აღფრთოვანებას გამოხატავდა მისდამი, იმის გამო, რაც მან მისი ქმრის საყვარელს გაუკეთა.
ითვლება, რომ 1657 წელს დანია-შვედეთის ომი სწორედ მისი წაქეზების გამო დაიწყო. სოფია ამალიას სურდა დანია საფრანგეთის მსგავს სახელმწიფოდ ექცია, რის გამოც სურდა აბსოლუტური მმართველობა დაემყარებინა. ამის გამო დანიელმა არისტოკრატებმა შვედეთის მეფეს შეაფარეს თავი, რასაც ომის დაწყება მოჰყვა. 1658 წელს შვედებმა კოპენჰაგენს შემოარტყეს ალყა, მაგრამ ამაოდ. როგორც ცნობილია, ალყის დროს დედოფლის ბრძანებით დიდი მასკარადი გაუმართავთ სამეფო კარზე, რაც იმის დემონსტრაცია იყო, რომ კოპენჰაგენი არ დაეცემოდა და ამაზე დანიელები არც კი ღელავდნენ. 1662 წლიდან, თავისი მიზნის მისაღწევად, მთელი დანიის მასშტაბით უამრავი დიდებულის ქონების კონფისკაცია მოხდა. 1663 წელს, მისი ბრძანებით დააპატიმრეს ფრედერიკის ყოფილი საყვარელი ლეონორა კრისტინა. დედოფლის განუზომელი ძალაუფლება 1665 წელს, ახალი კონსტიტუციის შემოღების შემდეგ შემცირდა. გამწარებულმა დიდებულებმა მას არამხოლოდ ჩამოართვეს უფლებების უმეტესობა, არამედ ოდესმე რეგენტად დანიშვნის შანსიც წაართვეს. ამის გამო, მან თავისი ვაჟისა და ქალიშვილების პოლიტიკურად დაქორწინება განიზრახა. იგი ფიქრობდა, რომ უცხოელი მოკავშირეების შეძენით დააშინებდა დიდებულებს და აღიდგენდა პოზიციებს. 1670 წელს მისი ქმარი გარდაიცვალა და მეფე მისი ვაჟი კრისტიან V გახდა, რითაც მან საბოლოოდ დაკარგა თავისი ძალაუფლება.
უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედა-დედოფალი სოფია ამალია მთელი ძალებით ცდილობდა საფრანგეთის მეფესა და საღვთო რომის იმპერატორთან ალიანსის შექმნას, მაგრამ ამაოდ. აღსანიშნავია, რომ იგი გამუდმებით ეჩხუბებოდა თავის რძალს, ახალ დედოფალ შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელს სამეფო ეტიკეტის საკითხზე.
1673 წელს დასრულდა სოფია ამალიას სასახლის მშენებლობა, რომელიც მან 1669 წელს დაიწყო. მას ამალიენბორგის სასახლე ეწოდა, სადაც დასახლდა იგი და გაატარა თავისი უკანასკნელი წლები. ამის შემდეგ იგი სამეფო კარზე სულ უფრო იშვიათად, მხოლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეღა ჩნდებოდა.
სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი გარდაიცვალა 1685 წლის 20 თებერვალს, 56 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, ფრედერიკ III-ის გვერდით. | 2019-10-15 04:31:11 | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%90%E1%83%98%E1%83%92-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655864.19/warc/CC-MAIN-20191015032537-20191015060037-00213.warc.gz | 24,529 | 562,260,663 |
Leogrand-ში მომხდარი ხანძრის გამო 27 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის გამო 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.
"საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო "ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაეშვება სახელმწიფო დროშები", - წერია მთავრობის განცხადებაში.
Leogrand-ში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლისთვის მაქსიმალური სანქცია 6-წლიანი პატიმრობაა. | 2019-10-21 03:14:56 | http://www.tabula.ge/ge/story/126907-leogrand-shi-momxdari-xandzris-gamo-27-noemberi-glovis-dghed-cxaddeba | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987751039.81/warc/CC-MAIN-20191021020335-20191021043835-00062.warc.gz | 13,854 | 329,450,640 |
ევროკავშირი კვირის ბოლომდე გადაწყვეტს, იქნება თუ არა შესაძლებელი Brexit-ზე შეთანხმება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, მოლაპარაკებები ახლა სწრაფ ტემპში უნდა გაიმართოს, რათა გამოჩნდეს "პატივს სცემს თუ არა ეს შეთანხმება ევროკავშირის პრინციპებს".
თავის მხრივ, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირში არ უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ დიდი ბრიტანეთი გაერთიანებაში დარჩება. Bრეხიტ-ზე შეთანხმების დეტალები 19 ოქტომბრამდე უნდა დაზუსტდეს.
ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის შეთანხმების საბოლოო ვარიანტი 2 ოქტომბერს შესთავაზა.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
ხელშეკრულებაში საზღვარზე ხისტი ზომების მიღების თავიდან აცილების მიზნით დროებითი ზომებია (ე.წ. „ბექსტოპი“) გათვალისწინებული. ჯონსონს შეთანხმებიდან ამ პუნქტის ამოღება სურს, რისთვისაც ლონდონი და ბრიუსელი მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. | 2019-10-16 07:23:03 | https://for.ge/view/173986/makroni-evrokavSiri-Brexit-is-SeTanxmebaze-gadawyvetilebas-kviris-bolomde-miiRebs.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666467.20/warc/CC-MAIN-20191016063833-20191016091333-00556.warc.gz | 13,723 | 492,500,606 |
საქართველოს დელეგაცია პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ შეხვედრებს აგრძელებს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შტუტგარტში, ბადენ ვუტენბერგის განათლებისა და კულტურის სამინისტროში კოლეგას, მანფრედ შტელეს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა იყო დუალური განათლების ელემენტების დანერგვის პილოტირება საქართველოში, რისი საერთაშორისო გამოცდილებაც ბადენ ვუტენბერგის განათლების სამინისტროს უკვე აქვს. საქართველოს დელეგაციას განსახილველად სინგაპურთან წარმატებით თანამშრომლობის მოდელი წარმოუდგინეს. შეთანხმებისამებრ, საქართველოსთვის პროექტის შედგენასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, რაც ბადენ ვუტენბერგის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობას. ამის პარალელურად, ახალ ეტაპზე გადავა პროფესიულ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომელიც საქართველოს ბიბერახთან გააჩნია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, შტუტგარტის განათლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს წარმომადგენელი მატიას კურლე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები თამარ ქიტიაშვილი და ვერნერ ქერნი. | 2019-03-20 15:32:20 | http://www.mes.gov.ge/content.php?id=6021&lang=geo | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202433.77/warc/CC-MAIN-20190320150106-20190320172106-00095.warc.gz | 9,220 | 324,197,819 |
საზოგადოება საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეფეს რამდენიმე წლით თავისუფლებით აღკვეთა ემუქრება lela mdivani აპრ 10, 2019 0 საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეფეს რამდენიმე წლით თავისუფლებით აღკვეთა ემუქრება - ანა ბაგრატიონის ადვოკატი ლევან…
საზოგადოება თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა lela mdivani აპრ 10, 2019 0 თელავში, ერეკელე მეორის გამზირზე, ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტმანქანა შეეჯახა. მოზარდი, რომელიც მოპედს…
პოლიტიკა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილი მშიშარა კაცია, რომ ჩამოვიდეს, ციხეში უნდა ჩაჯდეს lela mdivani აპრ 10, 2019 0 ასე უპასუხა “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ყოფილი… | 2019-10-23 23:37:09 | http://mpress.ge/2019/04/10/?responsive=false | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836368.96/warc/CC-MAIN-20191023225038-20191024012538-00165.warc.gz | 12,598 | 137,872,764 |
ვიდეო რეგისტრატორი E-ACE ea888 სამ კამერიანი | car dvrავტომანქანის ვიდეო რეგისტრატორი E-ACE ea888 full hd
* რა არის ვიდეო რეგისტრატორი? * ვიდეო რეგისტრატორი არის კამერა რომელიც ყენდება საქარე მინაზე და მოძრაობის დროს ვიდეოზე აფიქსირებს წინ მიმდინარე მოვლენებს, გადაღებულ ვიდეოებს ინახავს მეხსიერების ბარათზე. რაიმე ინციდენტის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო და დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე. E-ACE ეს სამ კამერიანი მოდელი იღებს მაღალი ხარისხის full HD ვიდეოს და აქვს მაღალი ხედვის კუთხე 170°, მეორე კამერა იღებს სალონს, ხოლო მესამე კამერა ყენდება უკან იღებს ვიდეოს + პარკინგის ფუნქცია. | | 2019-03-24 13:39:28 | http://101.ge/index/video_registratori_e_ace_ea888_sam_kameriani_124_car_dvr/0-307 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203448.17/warc/CC-MAIN-20190324124545-20190324150545-00163.warc.gz | 7,176 | 270,340 |
ივლისში უცხოური ვალუტის რეზერვები 80 მილიონი დოლარით შემცირდა
2018 წლის ივლისში წინა თვესთან, ივნისთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 80 მილიონი დოლარით (2.8%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 11 მილიონი დოლარით (0.4%-ით) არის შემცირებული.
2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.4 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 284 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი - 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 ივლისს არსებული რეზერვების მოცულობა 165 მილიონი აშშ დოლარით ჩამორჩება.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი | 2019-03-26 11:17:32 | http://forbes.ge/news/4504/ivlisSi-valutis-rezervebi-Semcirda | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204969.39/warc/CC-MAIN-20190326095131-20190326121131-00539.warc.gz | 8,711 | 78,299,605 |
განათლების სამინისტრო მორიგ კონკურსს აცხადებს
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 8 აპრილი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - პროფესიული განათლება სკოლაში.
რამდენ დღეს გაგრძელდება სკოლებში სააღდგომო დასვენება
2019 წლის 28 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.როგორც Yts.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლები წითელ პარასკევსა (26 აპრილი) და ორშაბათს
„პლუს პირველ ასეთ პედაგოგს ნუკრი ქანთარიაც გადაეცეს საჩუქრად!“ - რა რეაქციები მოჰყვა ნუკრი ქანთარიას ინიციატივას
დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ინიციატივამ, რომ სოფელში გადასულ მასწავლებელს პირუტყვი და კარ-მიდამო მიეცეს, მასწავლებელთა მხრიდან არაეთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. „მასწავლებლებს სოფლად მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეთ. გვქონდა ასეთ ვარიანტზეც მსჯელობა, რომ თუ ჩავა აქედან ადამიანი, მათ
როგორ გავხადოთ სწავლის პროცესი ბავშვებისთვის მიმზიდველი
როგორი უნდა იყოს თანამედროვე სკოლა, როგორ მივიღოთ საზოგადოება, რომელიც განათლებული პიროვნებების ერთიანობა იქნება, როგორ გავხადოთ სწავლის პროცესი ბავშვებისთვის მიმზიდველი - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი, სოციოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. იხილეთ ასევე:რატომ არ უყვართ ბავშვებს სწავლა
როგორ უნდა წარვმართოთ გაკვეთილი შეფერხებების გარეშე - კლასის მართვის სტრატეგიები
ტერმინი "კლასის მართვა" აღწერს პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილების შეფერხებების გარეშე წარმართვას. ეს ასევე გულისხმობს მოსწავლის ხელისშემშლელი ქცევების პრევენციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გაკვეთილის ნორმალურ მსვლელობას განაპირობებს არის კლასში ქცევის წესებისა და
თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი -
თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში 50-750 ლარი, - წერია PMCG-ის (პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი) ახალ კვლევაში - „უთანასწორობა განათლებაში“.კვლევაში თანახმად, რეპეტიტორებზე ხელმისაწვდომობა განსხვავდება ოჯახის შემოსავლის მიხედვით:„ყველა ასაკობრივ ჯგუფში
განათლების სამინისტრო მორიგ კონკურსს აცხადებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების მიზნით კონკურსს აცხადებს.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს. დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა დაწესებულებებმა პარტნიორ საჯარო სკოლასთან/სკოლებთან
რა შედეგებს უნდა ველოდოთ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდის შემდეგ და რა სახის რეფორმები გატარდება გაზრდილი
რა შედეგებს უნდა ველოდოთ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდის შემდეგ და რა სახის რეფორმები გატარდება გაზრდილი ბიუჯეტით? - აღიშნული თემის შესახებ იხილეთ პირველი არხის მიერ მომზადებული სიუჟეტი.
მარტიდან სკოლებში „ახალი სკოლის მოდელი“ ამუშავდება
50 საპილოტე სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტიდან ამუშავდება, შემოდგომიდან კი ეს მოდელი კიდევ 200 სკოლას მოიცავს და ეტაპობრივად, მთელი საქართველოს საჯარო სკოლების მასშტაბით დაინერგება, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ფილმი, რომელიც მასწავლებლის პროფესიას სულ სხვა თვალით დაგანახებთ
ფილმი „თავისუფლების მწერლები“ მოგვითხობს ახალგაზრდა, ენერგიულ მასწავლებელსა და მის მოსწავლეებზე. ახალგაზრდა მასწავლებელი ერინ გრიუველი, 90-იან წლებში მუშაობას იწყებს ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად ერინი ძალისხმევას
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები 2020 წლიდან დაწესდება
ბავშვის უფლებათა კოდექსში, რომლის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ჩაიწერება. კოდექსში გაწერილი იქნება ისეთი პუნქტები, როგორიცაა ექსკურსიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის ფორმები, საკვების ჰიგიენური დაცვის ნორმებით
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო - რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენების დღეები
საქართველოს სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დასვენების დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სკოლებში სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდება. საგაზაფხულო არდადეგები სამინისტრომ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ ზამთრისა და საზაფხულო არდადეგები არსებობდა.წლის
განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მეცხრე-მეთორმეტე კლასელებისთვის
განათლების რეფორმის ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვის პედაგოგები და სკოლები აქტიურად ემზადებიან
განათლების რეფორმის ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვის პედაგოგები და სკოლები აქტიურად ემზადებიან. 50 სკოლის მხარდამჭერი ჯგუფების მომზადება ინტენსიურად მიმდინარეობს.„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია,ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე
ინგლისურის მასწავლებელი საჩხერიდან, რომელმაც ინგლისურად მოსაუბრეთა საერთაშორისო კონკურსზე მსოფლიოს 90 მასწავლებელს შორის მეორე ადგილი დაიკავა
მაია ტყემალაძე ინგლისურის ენის მასწავლებელია საჩხერიდან. მან ინგლისურად მოსაუბრეთა საერთაშორისო კონკურსზე მსოფლიოს 90 მასწავლებელს შორის მეორე ადგილი დაიკავა. იხილეთ სიუჟეტი მაია ტყემალაძისა და მისი სწავლების მეთოდების შესახებ.
გაინტერესებთ ვინ გამოიგონა საშინაო დავალება
ადამიანი, რომელმაც საშინაო დავალება გამოიგონა იტალიელი მკაცრი მასწავლებელი რობერტ ნევილისია.მან საშინაო დავალება 1905 წელს მოსწავლეების დასჯისთვის გამოიყენა. ნევილისი თავისი მოსწავლეების მიღწევებით უკმაყოფილო იყო. მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, ბავშვების სწავლის დონე და უნარები არ უმჯობესდებოდა.
ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში
არსებობს სხვადასხვა სააზროვნო (შემეცნებითი) უნარების კლასიფიკაციები, რომელთა ცოდნაც დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ დაგეგმოს სწავლების პროცესი და მოახდინოს მოსწავლის აზროვნების აქტივაცია.აქ განვიხილავთ ერთ-ერთ მათგანს. ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის.
როგორ ვისწავლოთ ინგლისური სრულიად უფასოდ
ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა დღევანდელ მსოფლიოში და მას გლობალურ ან მსოფლიო ენასაც უწოდებენ. ინტერნეტ სივრცეში უამრავი ონლაინ კურსი არსებობს იმისთვის, რომ ამ ენას სრულყოფილად დაეუფლოთ. Yts.ge გთავაზობთ ინგლისური ენის უფასო გაკვეთილების საიტს.ინგლისური ენის უფასო გაკვეთილები იხილეთ ბმულზე
გაკვეთილის ყოველი აქტივობის შესრულება გაწერილი უნდა იყოს დროში - როგორ უნდა დაიწეროს გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს გაკვეთილის სტრუქტურას, მასწავლებელი ადგენს. გაკვეთილის გეგმას გაკვეთილის სცენარსაც უწოდებენ. გაკვეთილის გეგმა მოიცავს გაკვეთილის მიზანს, შესაბამის აქტივობებს, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმას, დროის განაწილებას, რესურსების ჩამონათვალს და შეფასებას. გაკვეთილის ყოველი აქტივობის შესრულება (როგორც
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის სტრატეგია შეიმუშავა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების და ახალგაზრდების, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე მიზნობრივი ჯგუფების ფორმალურ განათლებაში სრულფასოვანი და ეფექტური ჩართულობის
მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოსწავლეზე გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული მასწავლებელი ა.ვ. დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა
რა განსხვავებაა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის
რა განსხვავებაა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის? - განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში, ხოლო განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. უფრო კონკრეტულად: განმსაზღვრელი შეფასება
„კითხვის ეფექტური მეთოდები" წარმოადგენს დამხმარე მეთოდურ მასალას საქართველოს სკოლების მასწავლებლებისთვის.მეთოდური მასალა მასწავლებლის სახლის მიერ არის წარმოდგენილი. თქვენ გაეცნობით კითხვის ისეთ ეფექტურ მეთოდებს როგორებიცაა - დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა, მნიშვნელოვანი სიტყვები, დაფიქრდი, დაწყვილდი და გაუზიარე, ორიენტირებული
რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს, რომ საატესტატო გამოცდები წარმატებით დაძლიოს
იმისთვის, რომ მოსწავლემ გამოსაშვები გამოცდები წარმატებით დაძლიოს, საჭიროა იცოდეს თუ რისი ცოდნა მოეთხოვება. გთავაზობთ 2018-2019 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს.საატესტატო გამოცდების პროგრამების სანახავად იხილეთ ბმული - 2018-2019 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები.
ფილმი მასწავლებელზე, რომელიც მოსწავლეთა მუქარისა და დაცინვის გამო ნერვული აფეთქების ზღვარზე დგას
ფილმი „ბოლო გაკვეთილი“ არის სკოლის მასწავლებლის შესახებ, რომელიც ნერვული აფეთქების ზღვარზე დგას მოსწავლეთა მუქარისა და დაცინვის გამო. სკოლის ხელმძღვანელობა პრობლემას ყურადღებას არ აქცევს. ერთ-ერთი გაკვეთილზე მასწავლებელი რევოლვერით ჩნდება და ისმის გასროლა. შეშინებული მოსწავლეები საკუთარი
როგორ იყენებენ ქართველი მასწავლებლები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებს
როგორ იყენებენ ქართველი მასწავლებლები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებების (STEM) საგნების გაკვეთილებზე. საქართველოს მასშტაბით, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ლექციური ტიპის და დაზეპირებაზე დაფუძნებული გაკვეთილებიდან გადადიან
წიგნები, რომელთა წაკითხვასაც თქვენი მოსწავლეები ზამთრის არდადეგების დროს მოასწრებენ
ახლოვდება ზამთრის არდადეგები. თუ დასვენების დღეებზე წასაკითხი წიგნები ჯერ არ შეგირჩევიათ, Yts.ge გთავაზობთ სამ წიგნს, რომლის წაკითხვას არდადეგების პერიოდში მოასწრებთ. 1. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“ ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დღეს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის გადასაცემი სერტიფიკატების ფორმები გამოაქვეყნა.რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ მედალოსანი მოსწავლეები, შემდეგია:ოქროს მედლის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები: მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10
ფიქრია ჩაბაიძე - გმირი მასწავლებელი, რომელმაც ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარე სოფელ ყანობის სკოლა გადაარჩინა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის გმირ მასწავლებელზე საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს.ფიქრია ჩაბაიძემ თბილისში მიიღო განათლება, მაგრამ არ დარჩა ქალაქში. მთაში შექმნა ოჯახი, ჰყავს ოთხი პატარა შვილი და თავის საყვარელ სოფელში დახურვის
ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა. ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს აქვეყნებს. გამოცდების პროგრამები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინე აბულაძის ბრძანებით, დღეს დამტკიცდა. იხილეთ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები. | 2019-03-19 17:55:01 | https://yts.ge/detail/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A1_%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-811 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202003.56/warc/CC-MAIN-20190319163636-20190319185636-00400.warc.gz | 19,640 | 939,310,033 |
სათამაშო ბოულინგი. ბოულინგის კომპლექტი, რომელიც შედგება 10 კეგლისაგან და 2 პლასტმასის ბურთისაგან. ბავშვებს იგი დაეხმარება იყვნენ ყოველთვის აქტიურად და მიეჩვიონ ამ სახის სპორტს.
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად.
ან გვეწვიეთ შოურუმში - სავაჭრო ცენტრ "მეგალაინ"-ში რ. აგლაძის 15 (წერეთლის გამზირსა და ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია)
- განკუთვნილია 3დან 12 წლამდე ბავშვებისათვის.
- მოყვება 10 კეგლი და 2 ბურთი
- Toiizy - როდესაც თამაში და გართობა არასდროს სრულდება. ყველაზე მისაღები ფასები, უსწრაფესი საკურიერო მომსახურება! ზემოთ დაინახავ Toiizy -ის ლოგოს - დააკლიკე და გადახავალ სათამაშოების საუკეთესო ონლაინ-მაღაზიაში ❤️❤️❤️
- ჩვენი კურიერი ადგილზე მოგაწვდით პროდუქციას: ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში 13:00 -მდე შეკვეთილ ნივთს მოგართვმევთ იმავე დღეს, ხოლო 13:00 -ის შემდეგ შეკვეთილ ნივთს კი - მომდევნო დღეს. მიწოდება თბილისის მასშტაბით სრულიად უფასოა!
- განვადების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდება ხდება 24 საათში!
- ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხის გადახდა ხდება კურიერთან, პროდუქტის ჩაბარების შემდეგ - თქვენ არ იხდით არაფერს, სანამ თქვენი სასურველი ნივთი თქვენს ხელში არ ღამოჩნდება!
- მისამართი: სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი" არჩილ კერესელიძის ქ. 12
- satamasho, boulingi, satamashoebi, feradi, peradi, სათამაშო, სათამაშოები, ფერადი, ბოულინგი | 2019-03-20 10:27:02 | https://extra.ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/ka/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98/59501/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202324.5/warc/CC-MAIN-20190320085116-20190320111116-00139.warc.gz | 23,241 | 495,881,890 |
ნინოშვილის მოსახლეობამ ერთი კვირის შუალედში უკვე მეორედ გადაკეტა ლანჩხუთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა. მოსახლეობა ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს.
ვრცლად: რატომ გადაკეტა ერთ კვირაში ორჯერ ნინოშვილის მოსახლეობამ ცენტრალური...
წიაღობანი ჩოჩხათის თემში შედის, აქ დაახლოებით 50-მდე კომლი ცხოვრობს. თუ წიაღობანში ნათესავი გყავთ და მისი მონახულება მოგესურვებათ, გირჩევთ ორხიდიანი მანქანის გარეშე არ გარისკოთ წასვლა, ასევე თან უნდა იქონიოთ სასმელი წყალიც.
ქვეყანაში ძალზედ მომატებულ კრიმინალს ბოლო დროს ლანჩხუთიც უწყობს ფეხს. მსხვილფეხა საქონელის ქურდობა არახალია, ახლა სასურსათო მაღაზიების და ბაღების გაქურდვა გახდა პრიორიტეტული ქურდებისთვის. არც სახლების გაძარცვას აკლებენ ხელს, მარტო ჩოჩხათში ორი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. | 2019-10-23 11:52:41 | http://hodaara.ge/index.php?option=com_content&view=featured&Itemid=468&limitstart=30 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833089.90/warc/CC-MAIN-20191023094558-20191023122058-00358.warc.gz | 13,864 | 92,479,254 |
განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები ზაფხულის განმავლობაში ან უფრო მალე უკვე მზად იქნება. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, როგორც მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, ზაფხულის ბოლოს აქტიურად დაიწყება მშენებლობა.
“ფაქტობრივად დასრულებულია სასწავლო პროგრამების შემუშავება. როგორც ვიცი, პარალელურად მიმდინარეობს კამპუსის მშენებლობაც. ზაფხულის განმავლობაში ან უფრო ადრეც საბოლოოდ უნდა დასრულდეს სასწავლო პროგრამები. პარალელურად, უნდა დასრულდეს ის პროგრამები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) ერთად შემუშავდება. TUM-ის პროფესორების ჩართულობით, მათ მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, გაეშვება როგორც სასწავლო პროგრამები, ასევე, დაიგეგმება ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა. თუმცა, როგორც ვთქვი, ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს და ის ტექნიკური დეტალები, რომლებიც სჭირდება ასეთი საკითხების განხილვას, ზაფხულის ბოლოდან უფრო აქტიურად დაიწყება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
- საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი 2016 წლის სექტემბერში წარადგინა.
- 2017 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნდებოდა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნდება | 2019-03-25 21:54:38 | http://netgazeti.ge/news/339265/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204461.23/warc/CC-MAIN-20190325214331-20190326000331-00260.warc.gz | 14,135 | 138,545,634 |
"გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილს იძულებით მოუხდა საქართველოს დატოვება, ეს მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და არავის ვაკრიტიკებ ამის გამო, მაგრამ მე მის ადგილას დავჩებოდი საქართველოში. როცა ასეთ ტურბულენტურ ქვეყანაში იწყებ მოღვაწეობას, უნდა იყო მზად უსამართლობისთვისაც, ციხისთვისაც" – განაცხადა "ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან გადაცემაში.
"პოლიტიკა რა არის? ყველაზე მთავარი დამკვეთი არის ხალხი. ხალხს ხომ უნდა გრძნობდე? ჯორჯ ვაშინგტობო სულელი ხომ არ იყო, ორი ვადით რომ შემოფარგლა პრეზეიდენტობა? ხელისუფლებაში როცა ხარ, გარკვეულწილად იზოლირებულიც ხარ. შეუძლებელია, რომ სააკაშვილი იზოლირებული არ ყოფილიყო. ამის შემდეგ ადგა და გავიდა ქვეყნიდან. ის რომ საქართველოში ყოფილიყო, თავში აზრად არ მოუვიდოდა იმის თქმა, რომ ყრილობა უნდა ჩავატაროთ დიდგორზე" – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, "ნაცმოძრაობაში" არასდროს ყოფილა ისეთი დემოკრატია, რომელიც არის დღეს.
"პოლიტსაბჭოში დმყარდა სრული დემოკრატია, ვერასდროს იოცნებებდა ვერც გიგი წერეთელი და ვერც თინა ბოკუჩავა, რომ მათ ხმას შეიძლებოდა გადაეწყვიტა ასეთი რამეები.
დემოკრატია მოერია ერთპიროვნულ მმართველობას. ადამიანებმა წონის განცდა შეიგრძნეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დამსახურებაა ის, რომ ერთადერთი პროდასავლურ ძალა არ არის ქუჩაში გამარგინალების გზაზე. " – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. | 2019-10-23 16:25:12 | https://ipress.ge/new/thamar-chergoleishvili-saa/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987834649.58/warc/CC-MAIN-20191023150047-20191023173547-00270.warc.gz | 42,658 | 529,171,759 |
ცნობილების აგარაკები: დუტა სხირტლაძე, ნინი ბადურაშვილი, ლაკო ბუკია - სად ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ქართველი სელებრითები
მარტოხელა დედა, რომელიც სოფელში დაბრუნდა საცხოვრებლად და ფერმერი გახდა
როგორ გავწმინდოთ უთოს ზედაპირი: 7 ხერხი
ანუკი არეშიძის გლამურული ლუქები - როგორი სამოსი შექმნა დიზაინერმა (+ფოტო)
რომელი სერიალი შეგეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ქართველ ექიმს თაღლითობაში ადანაშაულებს
როგორ დაიკლო ქუთაისელმა ჟურნალისტმა 150 კილო და როგორ ინარჩუნებს წონას - "რასაც ახლა მოვყვები, ვინმეს ზღაპრად მოეჩვენება..."
რას იხსენებს მეფესთან ბოლო შეხვედრაზე ირაკლი ჩარკვიანის და თეონა - "სულ უკმარისობა მაქვს, რატომ არ ვუთხარი, როგორ მიყვარდა"
რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძის მიმართ?
"ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაშია" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მას შემდეგ, რაც დეკანოიძეს პატიმრობა შეეფარდა | 2019-10-14 00:44:26 | http://www.photoambebi.ge/konkursebi.html?view=categories&category=131 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986648481.7/warc/CC-MAIN-20191014003258-20191014030258-00354.warc.gz | 10,207 | 396,722,536 |
სიამოვნებით ვიქნებოდი ისევ 11 წლის და რამოდენიმე თვის ღლაპი.
ამბობენ, ბავშვობაში დაბრუნება მათ უნდათ ვისაც “დიდობაში” უაზრო, უფერული, რუტინული, მტკივნეული ცხოვრება აქვსო. მეტ-ნაკლებად ალბათ ყველას გვაწუხებს ცარიელი, დაშტამპული ყოველდღიურობა, მაგრამ ამის გამოსწორება მარტივად შეიძლება, თუმცა ეს თემა სხვაგან და სხვა დროს.
მრავალფეროვანი აწმყოს მიუხედავად, მგონია, რომ ყველას გვაქვს პერიოდი როცა სევდანარევი თვალებით ვუყურებთ სკვერში მოთამაშე ბავშვებს (არ იგულისხმება ბავშვთმოძულე ადამიანი :დ). არა, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე და მაინც… სადღაც გულში ღრმად, გვწყდება ის ძაფი რომელზეც მოგონებები ისხდნენ და იფანტება ასე ჟრუანტელივით მთელ სხეულში. მერე უცებ ვფხიზლდებით და ფაცი-ფუცით ვუბუნდებით ჩვენ საქმეს.
რაც უფრო ხანში შევდივართ, რაც უფრო მეტი წელი გვემატება მით მეტად ხანგრძლივი და მძაფრია ეს ფიქრები, რაც უფრო გვეზღუდება მოძრაობის უნარი, მით უფრო გვტკივა ასკინკილით მოხტუნავე კიკინიანი პატარების დანახვა. თუმცა ამ დროს ალბათ ყველაზე მეტად ვემსგავსებით მათ- ბავშვებს. განსხვავება მხოლოდ გარეგნულია. და ცოტაც ფიზიკური შესაძლებობები 🙂 ისეთივე ჭირვეული და ტკბილეულის მოყვარულები ვხდებით(უზომოდ) როგორც ადრე, ბავშობაში.
მოგეჩვენებათ ალბათ, რომ, ჩემთვის, 20 წლის მდედრობითი კარაქიანი ბუზიზთვის ადრეა ასეთი დასკვნების გაკეთება 🙂 შეიძლება ვაჭარბებ, სულაც არ იყოს სინამდვილეში ასე, არა და ჩემი სიბერისადმი წინასწარგანწყობის გენებით ვხვდები, რომ მთლად ასე თუ არა, ნაწილობრივ მაინც იქნება მართალი ზემოთ თქმული.
სიამოვნებით ვიქნებოდი 11 წლის და რამოდენიმე თვის ღლაპი. | 2019-10-22 13:53:57 | https://neandertalely.wordpress.com/tag/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987822098.86/warc/CC-MAIN-20191022132135-20191022155635-00002.warc.gz | 21,359 | 630,549,446 |
სერვისი #1. ბალი - საქართველო ამ სერვისის გააქტიურებით საშუალება გაქვს დარეკო საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ანუ მობილური ოპერატორების და ქალაქის ნომრებზე.
მობილურზე აკრიფე # 901, დამცავი საფარის ქვეშ მოთავსებული ბალი-ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
სერვისი #2. ბალი - ბალი/მაგთი/ბანი/მაგთი ფიქსი
ააქტიურებ ბალი-ბარათს და შეგიძლია დარეკო ბალის, მაგთის, ბანისა და მაგთი ფიქსის აბონენტებთან.
მობილურზე აკრიფე # 902, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
მესამე სერვისის გააქტიურებით შეგიძლიათ დარეკოთ თქვენ მიერ არჩეულ "საყვარელ ნომრებზე".
აკრიფე # 903, ბალი-ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
შემდეგ ირჩევ და ააქტიურებ "საყვარელ ნომერს":
#9031# საყვარელი რვანიშნა ნომერი (98XXXXXX, 99XXXXXX, 95XXXXXX, 91XXXXXX ან 90XXXXXX) და OK.
(თითოეული საყვარელი ნომრის შერჩევა ხდება ამ პრინციპით)
საყვარელი ნომრის შეცვლა: #9031# ძველი საყვარელი რვანიშნა ნომერი, ახალი საყვარელი რვანიშნა ნომერი და OK.
- შეგიძლია აირჩიო 5 საყვარელი ნომერი და ელაპარაკო მათ წუთში 5 თეთრად!
- "საყვარელი ნომერი" აუცილებლად უნდა იყოს ბალის, მაგთის, ბანის ან მაგთი ფიქსის აბონენტი.
- "საყვარელი ნომრის" შეცვლა შეგიძლია უფასოდ, მისი არჩევიდან 10 დღის შემდეგ.
გჭირდება შეხსენება, რომელია შენი "საყვარელი ნომრები"?
ამ სერვისის გააქტიურებით შეგიძლია აგზავნო SMS-ები!
აკრიფე # 904, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
ააქტიურებ ბალი-ბარათს და ანგარიშზე გიჯდება MMS-ები.
აკრიფე # 905, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
ააქტიურებ ბალი-ბარათს და შეგიძლია ისარგებლო WAP-სერვისით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით (3G).
აკრიფე # 906, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
ამ სერვისის გააქტიურებით ბალის ნებისმიერ აბონენტთან საუბრობ 5 თეთრად.
აკრიფე # 907, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
სერვისით სარგებლობისთვის საჭირო პარამეტრებს SMS-ის სახით მიიღებ სერვისის ჩართვიდან რამდენიმე წუთში, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახო ტელეფონის მეხსიერებაში!
/ თუ პარამეტრების მიღება დაგვიანდა, ან წაგეშალა, მათი განმეორებით მისაღებად დარეკე ნომერზე 4430003 /
სერვისის ჩართვის შემდეგ საჭიროა ტელეფონის გამორთვა, ჩართვა და მესამე თაობის ქსელის ხელით მოძებნა*.
! გაითვალისწინე, რომ MMS და ინტერნეტ სერვისებით სარგებლობისთვის შენს მობილურში უნდა დაინსტალირდეს შესაბამისი პარამეტრები: დარეკე ნომერზე 4430003, და SMS-შეტყობინების სახით მიღებული პარამეტრები ტელეფონის მეხსიერებაში შენახვით ავტომატურად დაინსტალირდება.
ლარის ანგარიშზე ბალი-ბარათის გააქტიურებისას დაგერიცხება თანხა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო საზღვარგარეთ და მომსახურების სპეცნომრებზე* დასარეკად, ჯავა-თამაშების მისაღებად, ზუმერის ჩასართავდ, ასევე შეგიძლია ისარგებლო SMS-ზე და MMS-ზე დაფუძნებული სერვისებით ** და მობილური ტელევიზიით (3G).
* სხვა ორგანიზაციის მიერ ჩვენი აბონენტებისთვის შეთავაზებული მომსახურების მისაღებად გამოყოფილი ნომერი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ტარიფი.
** SMS-ზე დაფუძნებული სერვისები: SMS-ინკოგნიტო, SMS-ჰოროსკოპი, მობილური ლექსიკონი, სატელეფონო ცნობარი, ინფორმაცია ფეხბურთის სამყაროდან, გრაფიკული ნახატი და ლოგო, ქართული ლოგო და ქართული SMS-ი, მონოფონიური მელოდიები.
MMS-ზე დაფუძნებული სერვისები: პოლიფონიური მელოდიები, ფერადი ნახატები, ანიმაციები და თამაშები.
ლარის ანგარიშზე ბალი-ბარათის გასააქტიურებლად აკრიფე #999, ბარათის ათნიშნა კოდი და OK. | 2019-10-22 06:08:12 | https://seaman.ucoz.net/forum/14-80-1 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987803441.95/warc/CC-MAIN-20191022053647-20191022081147-00036.warc.gz | 14,505 | 684,596,071 |
ქრისტინე შარაშიძემ მიმართა ჯავახიშვილის N-11 სახლის მცხოვრებლებს (თავის მეზობლებს), რათა შეეგროვებინათ სამგზავრო თანხა მათივე მეზობლების_ვანო და გაიანე დავითაშვილებისათვის.
წყარო: ქრისტინე შარაშიძის მიმართვა ჯავახიშვილის N-11 სახლის მაცხოვრებლებისადმი სამამულო ომში დაღუპული არჩილ დავითაშვილის მშობლებისათვის ფულის შეკრების თაობაზეწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3360 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3360]; წვდომის თარიღი: 2019-10-19 | 2019-10-18 22:32:33 | http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3360 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986684854.67/warc/CC-MAIN-20191018204336-20191018231836-00397.warc.gz | 7,122 | 179,115,735 |
1918 წლის 26 მაისს მკვდრეთით აღმდგარი დამოუკიდებელი საქართველო თავისი არსებობის სამი წლის მანძილზე განუწყვეტელ საომარ კამპანიებში იყო ჩართული გარე და შიდა მტრებთან. დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი სამხედრო მოწინააღმდეგეები იყვნენ: წითელი რუსეთი,… Read more »
რადგანაც რუსი პოლიტიკოსი იოსიფ სტალინი ძალიან აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს 1921 წლის ოკუპაციაში და კავკასიის პოლიტიკასაც ის განაგებდა, საჭიროდ ჩავთვალეთ სწორედ აქ განგვეთავსებინა პასუხი Facebook გვერდ “სტალინის” ადმინის ტყუილებით სავსე… Read more »
პრეზიდენტის ადმინისტრაციის დახმარებით, სტანდარტიზაციის პროექტის ფარგლებში ლეგიონმა ეროვნულ არქივში შეიძინა 1918-1921 წლების შეიარაღებული ძალების მაღალი ხარისხის ფოტოების საცდელი პარტია. მადლობა ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძეს დახმარებისთვის. ეს ფოტომასალა განთავსებულია ეროვნულ არქივში, არ… Read more »
საქართველოს შეიარაღებული ძალები ომის წინ მთავარსარდალი: ილია ოდიშელიძე მოადგილე: ალექსანდრე გედევანიშვილი გენშტაბის უფროსი: ალექსანდრე ზაქარიაძე I ბრიგადა (დავით ართმელაძე), II ბრიგადა (სოსო გედევანიშვილი), III ბრიგადა (ვარდენ წულუკიძე) სახალხო გვარდია: ვალიკო… Read more »
1918 წლის ზაფხულში გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილს დაევალა აფხაზეთის გაწმენდა აჯანყებული კომუნისტებისგან, სახალხო გვარდიის და არმიის დანაყოფებმა ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი. რუსეთის იმპერიის მაიკოპ-ტუაპსე-სოჭის ზონა კომუნისტურმა ანარქიამ მოიცვა, უკუქცეულები სოჭის ოლქში… Read more » | 2018-03-22 00:31:27 | http://legionerebi.com/armia1918/?tag=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98 | crawl-data/CC-MAIN-2018-13/segments/1521257647707.33/warc/CC-MAIN-20180321234947-20180322014947-00102.warc.gz | 8,728 | 166,983,353 |
ორგანიზაციებს და კერძო პირებს, რომლებიც მუშაობენ სამშენებლო ინდუსტრიაში, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და უფასოდ გახსნათ საკუთარი გვერდი, სადაც შეძლებთ განცხადებების განათავსებას, თქვენი მომსახურების ან პროდუქციის შესახებ:
სამშენებლო მასალები ,მოსაპირკეთებელი მასალები ,კარ-ფანჯარა ,სანტექნიკა ,ელექტრო ტექნიკა და მოწყობილობა ,
გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია ,დეკორატიული ნაკეთობები , საპროექტო მომსახურება , სამშენებლო მომსახურება ,
დეველოპერები ,სამშენებლო ტექნიკა და აქსესუარები , ავეჯი უძრავი ქონება ,საყოფაცხოვრებო ტექნიკა
• საიტზე იკრძალება ერთი და იგივე განცხადების რამოდენიმეჯერ განთავსება, ასეთის აღმოჩენის შეთხვევაში დაიბლოკება მომხმარებლის პროფილი და IP მისამართი.
ვასრულებ სარემონტო,სამრებრო სამუშაოებს.დაშპაკლვა,შპალერის გაკვრა,კედლების ღებვა,ჭერზე პენოპლასტის კანტ კარზინების დაყენება.ხარისხის გარანტიით.ფასზე შეთანხმებით. 599584180 | 2019-03-21 01:30:00 | http://www.materialzon.com/index.php?pid=24384&title=%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98(_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98) | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202476.48/warc/CC-MAIN-20190321010720-20190321032720-00558.warc.gz | 13,790 | 310,859,727 |
შიგელები – ნაწლავის ჩხირისებრი ბაქტერიების სახეობა, რომელშიც შედის დიზენტერიის გამომწვევების სხვადასხვა სახეები. არიან უმოძრაო ბაქტერიები, სპორებს არ წარმოქმნიან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომობაქტერიოზი – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს იისფერი პიგმენტის წარმომქმნელი ბაქტერიები. გვხვდება ტროპიკულ ქვეყნებში მიმდინარეობს სეფსისის მსგავსად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
სტრეპტოკოკები – 1. გრამდადებითი ბაქტერიები. შეუძლიათ შაქრებისა და სპირტების დუღილის გამოწვევა. ზოგიერთ პათოლოგიურ სტრეპტოკოკს შეუძლია სისხლის ერითროციტების დაშლა. სხვები იწვევენ ანგინას, წითელ ქარს, პნევმონიას, სეფსისს, დაჩირქებას და ა. შ. 2. სფეროსებრი უმოძრაო ბაქტერები. გამრავლებისას წარმოქმნიან უჯრედთა ჯაჭვს; პათოგენური სტრეპტოკოკები იწვევენ Read More …
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპოროვანი ბაქტერიები – ბაქტერიები, რომლებიც არახელსაყრელ პირობებში წარმოქმნიან სპორებს. სპორა მდგრადია პირობებისადმი, რომლებიც განვითარებული ბაქტერიისათვის დამღუპველია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი – (გინეკ.) სპეციფიკური ანთება, წარმოადგენს მეორად პროცესს. ტუბერკულოზის მიკობაქტერიები სასქესო ორგანოებში ხვდებიან უპირატესად ჰემატოგენური გზით (უხშირესად ფილტვებიდან, ნაწლავიდან, პერიტონეუმიდან). ხშირად გვხვდება 20 – 30 წლის ასაკის ქალებში, თუმცა ვლინდება Read More … | 2019-10-14 19:10:57 | http://www.medgeo.net/tag/teri/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986654086.1/warc/CC-MAIN-20191014173924-20191014201424-00527.warc.gz | 21,221 | 282,012,615 |
მექსიკის საზღვართან ვიზიტისას ტრამპმა თქვა, რომ დიდი ალბათობით საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა, სადაც მესაზღვრეებსა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, თუ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით კონგრესთან შეთანხმებას ვერ შედგება, დიდი ალბათობით საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ტრამპმა დასძინა, რომ მას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების სრული უფლება აქვს. „ახლა თუ კონგრესთან შეთანხმებას არ მივაღწევთ, დიდი ალბათობით ამას გავაკეთებ. ვერ წარმომიდგენია, რა მიზეზით არ უნდა გავაკეთო, რადგან ამის უფლება მაქვს. კანონი 100%-ით ჩემს მხარესაა. ასე რომ, ჩვენ უნდა შევძლოთ კონგრესთან შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ავტორი: , |
ვიდეო/LIVE იურიდიულ კომიტეტის სხდომზე შალვა თადუმაძის მოსმენა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
სალომე ზურბიშვილმა სამ მკვლელთან ერთად პედოფილიც შეიწყალა - სკანდალურ სიას რადიო თავისუფლება აქვეყნებს
გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე | 2019-10-15 04:00:58 | https://expressnews.com.ge/index.php?id=77355 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655864.19/warc/CC-MAIN-20191015032537-20191015060037-00029.warc.gz | 6,123 | 504,772,501 |
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა განაპირა მცველმა პატრის ევრამ კრიშტიანუ რონალდუს სახლში მასპინძლობის შესახებ სახალისო ამბავი გაიხსენა.
"როცა ვარჯიში დასრულდა რონიმ თავის სახლში სავახშმოდ დამპატიჟა. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ფიქრის თავიც არ მქონდა, პირდაპირ დავეთანხმე და გავყევი".
"როგორც იქნა დავსხედით სუფრასთან. სალათების ფართო არჩევანი მქონდა და მათთან ერთდ ქათამიც. ჯერ ხორცს არ გავკარებივარ და მცენარეულით დავიწყე საკვების მირთმევა. როგორც იქნა მოვრჩი პირველ ულუფას და ველოდები როდის შევექცევი ქათამს, თუმცა კრიშტი წაამოხტა და თქვა წამოდი ვივარჯიშოთო".
"რა თქმა უნდა ვცადე გადამეფიქრებინა და ვკითხე შეიძლებოდა თუ არა გამეგრძელებინა ვახშამი, თუმცა მან უარით მომმართა. ცოტახნით ბურთით ვითამაშეთ, შემდეგ წყალში გადავინაცვლეთ. ჯერ აუზში ვცურაობდით, შემდეგ ჯაკუზში".
"მოკლედ რჩევას მივცემ ყველას. თუ რონალდუმ სავახშმოდ მიგიწვიათ, იმის იმედი არ გქონდეთ, რომ დანაყრდებით, უბრალდო ვარჯიში მოგიწევთ, თან ბერვის. ის ადამიანი არაა, ის მანქანაა, რომელიც სულ შრომობს, რათა ფორმაში იყოს", - განაცხადა ევრამ. | 2019-03-27 02:26:58 | https://footballnews.ge/index.php?newsid=23336&action_skin_change=yes&skin_name=WorldCup2018 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912207618.95/warc/CC-MAIN-20190327020750-20190327042750-00394.warc.gz | 11,853 | 501,517,231 |
3 მარტი დედების დღეა. ეს დღე ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს დაწესდა და უკვე წლებია გაზაფხულის მესამე დღე დედებისთვისაა განკუთვნილი.
“არტინფო” დედების დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობას “დედა”:
“დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი – თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და მეუბნებოდა: – ხან ვწევარ, შვილო, ხან, აი, ასე დავრაცრაცებო.
ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს, თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე წამოვედი.
ჩვენიდან რკინიგზის სადგურამდე 4 კილომეტრამდე გზაა, სულ თავქვე, თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო, – სადგურში რომ ჩახვალ მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო.
დავიწყე მე სიცილი, – რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი-მეთქი ყველაფერი.
– არა, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო.
ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი, კარგა მანძილზე. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, აწია ფარანი ცოტაზე:
– წაიღე, შვილოო, შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით:
– წადი-მეთქი ახლა! მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, უჭირავს ის ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და, რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილზე დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები – შუქი მაინც არ იძვრის.
არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს.
ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდან და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე.
ის კი იყო და ის, ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში უწვალებლად დალია სული და დამრჩა იმ ფარნის შუქი სამუდამო დარდად.
რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა გზას? ნუთუ ეგონა, ცუდი რამე რომ მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი-სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!
დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს…” | 2019-03-23 21:00:00 | https://artinfo.ge/2016/03/dedaze-me-isethi-ra-unda-vth/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203021.14/warc/CC-MAIN-20190323201804-20190323223804-00236.warc.gz | 15,477 | 405,766,374 |
„ბუგაცა“ - ტრადიციული ბერძნული ღვეზელია საოცარი გულსართით. არ იფიქროთ, რომ მის მომზადებას დიდი ფილოსოფია, დრო და ბევრი ინგრედიენტი ჭირდება. გვერწმუნეთ, ეს ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ღვეზელია, რაც კი ოდესმე გამოგიცხვიათ.
ღრმა ჯამში აურიეთ ფქვილი, წყალი, 1 კვერცხი და ზეითუნის ზეთი. აუცილებლად დაუმატეთ მწიკვი მარილი და მოზილეთ ცომი. გააკეთეთ გუნდა, წაუსვით ცომს ცოტაოდენი ზეთი და გააჩერეთ 30 წუთი.
აიღეთ კიდევ ერთი ღრმა ჯამი და აურიეთ მასში ხაჭი და ერთი კვერცხი. დაუმატეთ დარიჩინი, ცხარე წიწაკა ჩილი და შაქრის პუდრა. მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა.
გააბრტყელეთ გაფუებული ცომი საკმაოდ თხლად.
წაუსვით ცომის ფირფიტას დარბილებული კარაქი. ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოს მასა.
ახლა კი ფრთხილად გადაახვიეთ რულეტად.
ათქვიფეთ კვერცხი, გადაუსვით რულეტს და მოაყარეთ შაქარი.
მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.
რჩევა: ხაჭო აირჩიეთ ცხიმიანი, რომ ღვეზელი უფრო წვნიანი და ნაზი გამოვიდეს. მზა ღვეზელს მოაყარეთ დარიჩინისა შაქრის ნაზავი. სუფრასთან მიიტანეთ, როცა კარგად გაცივდება. ზოგიერთი მას თაფლს ასხამს, ასე ბოგაცა ბევრად გემრიელია. | 2019-10-19 06:46:03 | https://gemrielia.ge/recipe/5317-ugemrielesi-berZnuli-Rvezeli-bugaca/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986692126.27/warc/CC-MAIN-20191019063516-20191019091016-00412.warc.gz | 25,220 | 513,936,906 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამას – მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება.
- ერთჯერადი ფულადი დახმარება 50-დან 200 ლარამდე ოდენობით გაიცემა:
- სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა აღემატება 65000-ს;
- პენსიონრებზე, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე ფულადი შემოსავალი პენსიის გარდა;
- მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და არ სარგებლობენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა დახმარებით;
- პირებზე, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები;
- პირებზე, რომლებიც არიან მწოლიარე ავადმყოფები;
- პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
- სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებას;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 აიანვრის დადგენილება №1 | 2019-10-23 06:10:19 | http://chkhorotsku.gov.ge/ge/mosaxleobis-ertjeradi-puladi-daxmareba | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987829458.93/warc/CC-MAIN-20191023043257-20191023070757-00373.warc.gz | 14,665 | 36,861,663 |
საზოგადოებრივი განათლებიდან – სამოქალაქო საზოგადოებამდე
საქართველომ, ისევე როგორც პოსტსოციალისტური, პოსტსაბჭოთა სივრცის მრავალმა ქვეყანამ, გასული საუკუნის 80-90–იანი წლების მიჯნაზე მოიპოვა დამოუკიდებლობა და მოახდინა სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის დეკლარირება. სამწუხაროდ, გზა დეკლარირებიდან რეალობამდე მოსალოდნელზე გრძელი აღმოჩნდა. ვერც საქართველოს მოსახლეობის, ვერც ხელისუფლების უდიდესმა ნაწილმა ვერ გაითვალისწინა, რომ ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლა რთული და მტკივნეული პროცესი იქნებოდა, რომ სრულიად ახალ, უჩვეულო პირობებში ცხოვრება და საქმიანობა, საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების საფუძვლიანი გარდაქმნის გარეშე, შეუძლებელი აღმოჩნდებოდა.
ადამიანი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, თავისუფლად – თავის უფლად არის შობილი. სამწუხაროდ, საქართველოს მასახლეობისთვის ასე ნანატრი თავისუფლება მძიმე ჯვარი აღმოჩნდა, ანარქიად იქნა აღქმული და შედეგმაც არ დააყოვნა – გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან, ქვეყანა განუკითხაობამ და ქაოსმა მოიცვა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, განუკითხაობამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა, სხვა უბედურებასთან ერთად, ადამიანის უფლებების სრული იგნორირება, საყოველთაო შიში და უკიდურესი სიღატაკე დაემატა.
მართალი გითხრათ, გარკვეულ კონტექსტში, ქართულში ვერ მოვძებნერუსული «Воля»-ს შესატყვისი („ნება“ არ აკმაყოფილებს მის მნიშვნელობას). «Свобода» და «Воля» - ორი განსხვავებული ცნებაა. «Свобода» (თავისუფლება) ის შემთხვევაა, როდესაც, ადამიანს უფლებებთან ერთად ვალდებულებებიც გააჩნია სახელმწიფოსა და თანამოქალაქეების მიმართ და პირიქით, სახელმწიფოსაც და მოქალაქეებსაც, ერთმანეთის მიმართ აქვს მთელი რიგი ვალდებულებები. რაც შეეხება «Воля»-ს, «Вольный человек» არის მხოლოდ თავისთავს მინდობილი ადამიანი, რომელსაც არავითარი ვალდებულება არ გააჩნია სახელმწიფოსა და თანამოქალაქეების მიმართ, მაგრამ არც მის მიმართ აქვს ვინმეს რაიმე ვალდებულება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 10–15 წელი, ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ყოფა მაფიქრებინებდა, რომ თავისუფლების ნაცვლად «Воля» მოვიპოვეთ და ამაში თავადვე ვართ დამნაშავე – მზად არ აღმოვჩნდით ახალ პირობებში, ახალი წესებით ცხოვრებისთვის. ბოლო წლებში ვითარება ცალმხრივად შეიცვალა. უმართავი ქაოსი, მართულმა ქაოსმა ჩაანაცვლა. ნაციონალურმა ხელისუფლებამ ვალდებულებები გაგვიჩინა, თუმცა არა ქვეყნისა და თანამოქალაქეების, არამედ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წინაშე. ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობის მიმართ, მათ არავითარი ვალდებულებები არ აუღიათ.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, კომუნისტური სისტემის რღვევიდან თითქმის 20 წლის შემდეგაც კი ვერ გააცნობიერა და დღესაც ძალიან შორეული წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; რა უპირატესობა აქვს საბაზრო ეკონომიკას, ათწლეულობით შეჩვეულ სოციალისტურ ეკონომიკასთან, კერძო საკუთრებას – საერთო, სახალხო საკუთრებასთან; ვერ გაითავისა ის ძირითადი ღირებულებები, რომლითაც ხელმძღვანელობს ცივილური სამყარო.
ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლა რთული და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. საქართველო, რომელიც ფეოდალიზმიდან, შეიძლება ითქვას, ისე გადავიდა სოციალიზმში (სხვა საკითხია, იყო თუ არა ის, რაც ჩვენ გავიარეთ, სოციალიზმი, მისი კლასიკური გაგებით), რომ კაპიტალიზმის პირობებში პრაქტიკულად არ გვიცხოვრია. მით უმეტეს გასაგებია, თუ რატომ ვერ გაითავისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, რატომ მოხდა ასეთი ღრმა დიფერენციაცია საზოგადოებაში, რატომ აღმოჩნდა მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტის ხელში მთელი სიმდიდრე და რატომ ცხოვრობს დანარჩენი სიღატაკის ზღვარსა და მის ქვემოთ. რატომ არის ხელისუფლება გაკერპებული და რატომ გრძნობს თავს მოქალაქე მუდმივ მოვალედ მის მიმართ.
აი, სწორედ ამ დროს იყო საჭირო ხელისუფლების კეთილი ნება და მედიის თანადგომა – დაბნეული თანამემამულეებისთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, საბაზრო ეკონომიკის რაობის განმარტება, ასეთ პირობებში ცხოვრების უპირატესობებისდასაბუთება, ერთი შეხედვით გაუგებარი პროცესების განმარტება, მათი გარდუვალობის, აუცილებლობის პროპაგანდა, «Воля»–ს ნაზიარები მოსახლეობის ეიფორიიდან გამოყვანა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. არ მოხდა იმიტომ, რომ არ არსებობდა ხელისუფლების ნება, ხოლო მოქალაქეებს განათლება, საზოგადოებრივი თვითშეგნება აკლდა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არცერთი ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად ეთანამშრომლა ქვეყნის მოქალაქეებთან, თავის ამომრჩეველთან, ხელი შეეწყო სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. მათთვის გაცილებით მარტივი და მისაღები იყო დამშეული, მუდამ ლუკმა–პურის ძიებაში გაწამებული, დაშინებული, სხვისი ხელის შემყურე, უპრეტენზიო და უტყვი მასის მართვა. ასე უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს და მრავალი ათწლეულის მანძილზე, უდრტვინველად აპირებდნენ დაბეჩავებული ხალხის ხარჯზე ცხოვრებას. მათი ძალაუფლება მართლაც განუზომელი და შეურყეველი ჩანდა.
შეშინებული, უტყვი მასის ფონზე, „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ უდიდეს წარმატებებს მიაღწია: ნამდვილად მოისპო კორუპცია, ოღონდ, არა როგორც მოვლენა, არამედ, როგორც კონკურენტი და მასობრივი კორუფცია, ელიტარულით ჩაანაცვლა; ნამდვილად გაანადგურა ქურდები, როგორც . . . კონკურენტი და ქვეყნის მართვას ქურდული მენტალიტეტით – ქვეყნის კანონების სრული იგნორირებით და საკუთარი კანონებით შეუდგა.
წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ მმართველობაზე შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ (მითუმეტეს, რომ, ამის გამო, აღარავინ ჩაგიდებს ნარკოტიკს ან იარაღს, აღარავინ დაგიჭერს სრულიად უდანაშაულო მოქალაქეს და ცრუ ჩვენებების საფუძველზე აღარავინ მოგისჯის უვადო პატიმრობას – ვიმედოვნებ), მაგრამ უმჯობესია, მათი ბედი სამართლიან მართლმსაჯულებას მივანდოთ, ჩვენ კი, ჩვენ აწმყოსა და მომავალზე, ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე ვიფიქროთ, ვითანამშრომლოთ მათთან საზოგადოებრივი განათლების, საზოგადოების ინფორმირებულობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის საკითხებში. არ ავყვეთ ეიფორიას, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ პრინციპით „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს – პირს უკანაო“.
დიახ, ჩვენი სიფხიზლით, არც ხელისუფლებას მივცემთ მოდუნების უფლებას. მითუმეტეს, რომ, უამრავი სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემაა გადასაწყვეტი, მოქალაქეებისთვის კი დამაჯერებლად ასახსნელი, რომ ქვეყანის აშენება საფუძვლის ჩაყრიდან იწყება და რაც უფრო მყარ საფუძველს ჩავდებთ, მით უფრო მყარ ქვეყანას ავაშენებთ. ამას კი დრო სჭირდება. ხელისუფლებას არ უნდა მოვთხოვოთ ყველა პრობლემის უმოკლეს, არარეალურ დროში მოგვარება, მაგრამ ხვლიდანვე მკაფიოდ უნდა დავინახოთ, რომ დაიწყო საფუძვლის არა ვირტუალური, არამედ რეალური შენება, რომ საფუძველში ჩადებული ყოველი აგური, ყოველდღიურად გვაახლოებს პრობლემების მოგვარებას. არც იმას არ უნდა წავუყრუოთ, რომ სახეზეა რევანშის უნიჭო მცდელობა, თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დღევანდელი ოპოზიციის მცდელობა ისეთივე წარმატებით დასრულდება, როგორც მათი 9 წლიანი მმართველობა. მაგრამ ამაზე და სხვა უამრავ პრობლემებზე, მათი გადაწყვეტის სავარაუდო გზებზე – ხვალ, ზეგ და, საერთოდ, ყოველდღიურად ვისაუბროთ.
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები, ერთად ვიფიქროთ ქვეყნის ბედზე, მის აწმყოსა და მომავალზე. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის.
- 2003 წლის 3 ნოემბერი - არჩევანი გაკეთდა, ახლა გამოჩნდება თუ როგორი ხელისუფლების ღირსი ვართ
- ბიძინა ივანიშვილი: “დადის და სიცრუეს ავრცელებს!?”
- პოლიტიკური იმპოტენცია ანუ ჭარბი ემოციის ზეობა ინტელექტის დეფიციტის პირობებში
- პრობლემები – რეალური თუ ინსპირირებული?
- რას ველოდით, რა მივიღეთ, რა ვერ გავითვალისწინეთ
- საზოგადოებრივი განათლებიდან – სამოქალაქო საზოგადოებამდე
- საზოგადოებრივი განათლებიდან – სამოქალაქო საზოგადოებამდე
- ყველა ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს!
- წარმატებებს გისურვებთ თანამემამულეებო, ყველას, ვისი ამომრჩეველიც არ უნდა იყოთ! | 2019-10-17 06:51:05 | http://caucasus.ge/index.php/ru/2018-10-29-15-18-04/2018-11-27-14-33-16/banks/11-2018-10-29-23-11-20/2-2018-10-29-23-28-17 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986672723.50/warc/CC-MAIN-20191017045957-20191017073457-00076.warc.gz | 11,345 | 38,761,952 |
აღწერა : ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან პიროვნული თვისებებით და ქვეყნის მართვაც განსხვავებულ დროსა და ვითარებაში მოუხდათ.შესაბამისად,განსხვავებული აღმოჩნდა მათი მოღვაწეობის შედეგიც.თუ ერთი მონარქის მტკიცე ხელით გაერთიანებული საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული,მეორის მმართველობის წლები დაგლეჯილ-დანაწევრებული ქვეყანა მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობდა!"რომელია სიმაგრე ჩვენი ცხოვრებისა და რომელი სიფუჭე და სისუსტე" - სწორედ ამის გამოსარკვევად უნდა წავიკითხოთ ეს წიგნები და ვიპოვოთ ფესვი, რომელზეც დავამყარებთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს.
ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ვითარება ხომ ისეთივეა, როგორიც საუკენეენის წინ იყო. ეს კი დამაფიქრებელიცაა და იმედის მომცემიც.. | 2019-10-20 01:04:26 | https://www.palitral.ge/tsigni.html?view=item&bookid=2665&lang=ka-GE | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986700560.62/warc/CC-MAIN-20191020001515-20191020025015-00138.warc.gz | 11,000 | 1,032,410,058 |
ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. არასდროს იცი, რა სიურპრიზს შემოგთავაზებს ხვალ. შეიძლება ის, რაც დღეს ტრაგიკულად გეჩვენება, ხვალ შენს სასიკეთოდ შემობრუნდეს და მიხვდე, რომ ბედმა სულაც არ გაგწირა. ურთიერთობა ორი სქესის ორ წარმომადგენელს შორის იმდენად ინტიმურია, რომ მესამე იქ ზედმეტია. არავის აქვს უნარი, წინასწარ განჭვრიტოს თავისი მომავალი. ვერავინ ვერავის მისცემს ბედნიერების მზა რეცეპტს. რატომ ხდება ისე, რომ ზოგჯერ საკუთარი ხელით ვანადგურებთ იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასია? ფსიქოლოგები ვერ გვიპასუხებენ კითხვაზე, რა არის მიზეზი გაუმართლებელი, ადამიანური შეცდომებისა, რომელთაც გამოუსწორებელი შედეგები ახლავს. თუმცა, არცთუ იშვიათად, შენი შეცდომა სხვისი ბედნიერების საწინდარი შეიძლება აღმოჩნდეს.
თეონა (29 წლის): მე ისეთ გამოუვალ სიტუაციაში ვარ, ალბათ, ყველაზე მაგარი ფსიქოლოგიც ვერაფრით დამეხმარება. მგონი, სხვას მსგავსი არაფერი შემთხვევია. იქნებ, თქვენთან საუბრისას მაინც გამოიძებნოს რამე გამოსავალი. მართლა არ ვიცი, ჩემს შინაგან ხმას მოვუსმინო თუ იმათ, ვინც მეუბნება, რომ, შეიძლება, ძალიან მწარედ ვინანო. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ქმარმა მიღალატა. რა ბანალური ამბავია, ხომ მართალია?! ვისთვის არ უღალატია ქმარს? ზოგი ქალი პატიობს, ზოგიც არა, თუმცა, უმრავლესობა მაინც პატიობს.
– ასე კი არ ვფიქრობ, ასეა. ქალების უმრავლესობა ცდილობს, საერთოდ არ დადგეს ფაქტის წინაშე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ შეიმჩნიოს ქმრის ღალატი. მკითხავთ, როგორ არ უნდა შეიმჩნიოო. ძალიან მარტივად: არ დაინახავ იმას, რისი დანახვაც არ გინდა და მორჩა. მეც ზუსტად ამას ვცდილობდი. არ მინდოდა, სიმართლისთვის თვალებში შემეხედა. გგონიათ, ვერ ვხვდებოდი, რომ მღალატობდა?! რა უნდა მაგის მიხვედრას? არც ერთმა ქალმა არ თქვას, ქმარი მატყუებდაო. რა სისულელეა! რომელ კაცს შეუძლია, დაფაროს ღალატი? მაშინვე იშიფრებიან. ბავშვებივით არიან, საკუთარ დანაშაულს ვერ მალავენ. მაქსიმუმ, ორი-სამი თვე და – სახეზე ეწერებათ, რაც ჩაიდინეს. ჩემი ქმარიც ასე იყო. იცით, რა მალე შეეტყო, რომ სხვა ქალი გაჩნდა მის ცხოვრებაში?!
– შეგიძლიათ, უფრო კონკრეტული იყოთ? მაგალითად, რაში შეეტყო?
– სამსახური გაუტკბა ძალიან. უფრო სწორად, სამსახურში ყოფნა. გვიანობამდე არ მოდიოდა სახლში. დამნაშავის ღიმილით შემოაღებდა კარს და მაშინვე ლოგინისკენ გარბოდა წუწუნით, ძალიან დავიღალეო. თავიდან მართლა მეგონა, რომ ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ მერე მისი თანამშრომლის ცოლი შემხვდა შემთხვევით და საუბრისას წამოსცდა, რაც უფროსი უცხოეთში გაუშვეს სტაჟირებაზე, „გულაობენ“, როგორც უნდათ. ალბათ, შენი ქმარიც, ჩემი ქმარივით, 12 საათამდე არ მიდის სამსახურში და გვიანობამდე სძინავსო. ისე ცუდად გავხდი, ლამის მუხლი მომეკვეთა, მაგრამ არ შევიმჩნიე. სახლში მისულმა კი თავი დავიმშვიდე: იქნებ, მისი ქმრია ასეთი და ზარმაცობს-მეთქი. ძალიან კარგად ვხვდებოდი, თავის დამშვიდებას რომ ვცდილობდი ამით, მაგრამ იხტიბარს მაინც არ ვიტეხდი. მალე მეორე ნიშანმაც იჩინა თავი: ჩემმა ქმარმა სარკის წინ ტრიალს უმატა. მანამდე ყოველთვის მე ვურჩევდი, რა უნდა ჩაეცვა, ტანსაცმელსაც მე ვყიდულობდი მისთვის. ბოლო დროს შევნიშნე, რომ ძალიან პრეტენზიული გახდა: „ეს პერანგი არ მიხდება,“ „ეს შარვალი ცუდად არის დაუთოებული,“ „რა ფერია ეს ჟაკეტი, ამ პერანგზე არ მიდის“… საყიდლებზე წავიდა და საგანგებოდ განიახლა გარდერობი. ჭკვიანი ქალი უკვე ამის შემდეგ ატეხდა განგაშს, მაგრამ მე ისევ დავიბრმავე თვალები.
– იმიტომ, რომ მიყვარდა ჩემი ქმარი და ისე ვებღაუჭებოდი ამ სიყვარულს, როგორც წყალწაღებული ხავსს. არ ვიცი, რა დავარქვა ამას – სისულელე თუ სხვა რაღაც, მაგრამ, ფაქტია, რომ წელიწადზე მეტხანს ვაძლევდი ჩემით თამაშის საშუალებას. მანამდე არ დაველაპარაკე ჩვენს ურთიერთობაზე, სანამ სხვამ არ დამანახვა ამისი აუცილებლობა.
ყოველთვის არის სხვა, ვიღაც მესამე, რომელიც ორის ურთიერთობაში ერევა. რა თქმა უნდა, შენ რომ თავს იბრმავებ, არ ნიშნავს იმას, რომ სხვაც ბრმაა. არსებობენ მეგობრები, რომლებსაც გული შესტკივათ შენთვის. მე არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც სხვებს აბრალებენ საკუთარ მარცხს პირად ცხოვრებაში. ქმარი რომ გღალატობს, სულ ცოტა თავმოყვარეობა მაინც უნდა გქონდეს, რომ სასაცილოდ არ გაიხადო საქმე. რატომ უნდა ეთქვა ჩემს დაქალს ის, რასაც მეც შესანიშნავად ვხვდებოდი? არც ერთი კაცი არ ღირს იმად, რომ მის გამო საკუთარი „მე“ ფეხქვეშ გათელო. უმრავლესობას საერთოდ არ შეუძლია სიყვარული. ამაში ჩემი ქმრის მაგალითით დავრწმუნდი. თან, კურდღლები არიან და თავები ლომებად მოაქვთ. გღალატობენ და გამბედაობა არ ჰყოფნით, აღიარონ ეს ღალატი. იცდიან, ცოლს როდის უმტყუნებს ნერვები და თვითონ გააგდებს სახლიდან.
– ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა ნამდვილად ასეთია. ჩემი ქმარიც ამ უმრავლესობაში აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი მაინც ჩვენი, ქალების ბრალია. როცა კაცს ყურსაც კი არავინ აუწევს ღალატისთვის, თავისი ნებით იტყვის უარს სიამოვნებაზე?!
– სინდისის ხმაც ხომ არსებობს?
– რომელი სინდისის ხმა, დამცინით? სინდისი რომ ჰქონოდა, ხომ არც მიღალატებდა? ერთი წლის განმავლობაში ქურდივით რომ შემოძვრებოდა და გაძვრებოდა სახლიდან, პირდაპირ მეტყოდა, სხვა შემიყვარდაო და წავიდოდა მასთან.
– გეთანხმებით, მამაკაცებს უჭირთ ოჯახის დანგრევა.
– ოჯახის დანგრევა კი არ უჭირთ, ავი ძაღლებივით არიან. ვერ თმობენ იმას, რასაც თავის საკუთრებად მიიჩნევენ. შეიძლება, ცოლი აღარ უნდოდეთ, მაგრამ ის არც სხვამ უნდა მოინდომოს. ხომ გაგიგიათ ანდაზა – „ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევსო“, ზუსტად მათზეა ნათქვამი. მიტოვებული ქალის სტატუსი კი უმძიმესია. თუ თავი მიტოვებულად იგრძენი, დეპრესიამდე ნახევარი ნაბიჯი გრჩება. ვფიქრობ, ძირითადად ამ დეპრესიის შიშია ის, რაც ქალების უმრავლესობას ქმრის ღალატზე თვალის დახუჭვას აიძულებს.
– დიახ. ქვეცნობიერად მქონდა იმის შიში, რომ მიმატოვებდნენ და მარტო დავიღუპებოდი. ჩემმა დაქალმა რომ მითხრა, შენი ქმარი ცუდად დადისო, შევიცხადე. თუმცა, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა, მაგრამ მაინც თავი გამოვიდე – არ მჯერა-მეთქი. დაგიმტკიცებო და ზუსტად ის ნიშნები ჩამოთვალა, რომლებზეც უკვე ვილაპარაკე. სხვები უფრო კარგად ხედავენ, რა ხდება შენს ოჯახში. ჩემმა დაქალმა ისიც მითხრა, ბევრი ვიყოყმანე, სანამ თქმას გადავწყვეტდი, მიყვარხარ და არ მინდა, ყველა შენზე იცინოდეს. დაელაპარაკე შენს უსინდისო ქმარს, შეიძლება, უბრალოდ, ერთობა და, თუ დაემუქრები, რომ ოჯახს დაანგრევ, იქნებ, გონზეც მოვიდესო. იმ საღამოს ჩემი ქმარი ისევ შუაღამისას მოვიდა და უკვე დაზეპირებული სიტყვები გაიმეორა: ბევრი სამუშაო მქონდა და ვერ გამოვძვერიო. მე და შენ სერიოზულად უნდა დავილაპარაკოთ-მეთქი. ისე დაიბღვირა, მივხვდი, არ ესიამოვნა და, შეიძლება, იგრძნო კიდეც, რა იქნებოდა ჩვენი საუბრის თემა. დაღლილი ვარ, სხვა დროს დავილაპარაკოთო. სხვა დრომდე ვეღარ მოვითმენ. ვხედავ, რომ რაღაც ხდება. უნდა ვიცოდე, რა ელის ჩვენს ურთიერთობას და ოჯახს-მეთქი. მეგონა, იტყოდა, არაფერიც არ ხდება, ეგ შენი ფანტაზიის ნაყოფიაო, მაგრამ ჯერ გაჩუმდა, მერე კი თავი დამიქნია – ჰო, თავს მარტო ბავშვის გამო ვიკავებდი, მაგრამ ასე ვეღარ გაგრძელდება. ისევ ბავშვისთვის იქნება ცუდი, თუ ტყუილში ვაცხოვრებთ. შენ არ ინერვიულო, მასზე ძველებურად ვიზრუნებო. ანუ, მარტო მე აღმოვჩნდი თამაშგარე მდგომარეობაში. ის რვა წელიც არაფერი ყოფილა, რომელიც ერთად გავატარეთ. აღარც დარჩენილა ჩემთან, ვუყურებდი, როგორ ალაგებდა ჩემოდანში თავის ტანსაცმელს, ნივთებს და ძარღვებში სისხლი მეყინებოდა. მეგონა, გული გამისკდებოდა. ისე წავიდა, უკან არ მოუხედავს. ორი დღე არ გავსულვარ სახლიდან. ბავშვი დედაჩემს გავატანე და სულ ვტიროდი. ჩემი დაქალი რომ არა, არ ვიცი, რა დამემართებოდა. სხვათა შორის, ინანა, რატომ გითხარი, იქნებ შენთვის იმ სიტუაციაში ცხოვრება ჯობდაო.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, ჯობდა?
– არა, არა და არა! როგორ შეიძლება, ტყუილში ცხოვრება ჯობდეს? ჯერ ერთი, ასე დიდხანს მაინც არ გაგრძელდება, სირაქლემის პოზაში დიდხანს მაინც ვერ იქნები. მოღალატე ქმარი, ადრე თუ გვიან, დადგება არჩევანის წინაშე: ან საყვარლისკენ გადაიხრება ან…
– შეიძლება, მაგრამ მერე ისევ სხვისკენ გაუწევს გული. მოღალატე მამაკაცის გამოსწორება ფანტასტიკის სფეროა. უნდა გაუშვა კი არა, უნდა გააგდო, თანაც, კინწისკვრით, ისე, რომ უკან ვეღარ მოიხედოს. საკუთარი გამოცდილებით ვამბობ ამას. მართალია, ძალიან ცუდად ვიყავი, როცა ქმარი ჩემგან წავიდა, მაგრამ გადავიტანე და მორჩა. დაავადებასავით არის. ცუდად ხარ, ძალიან ცუდად. არავის დანახვა არ გინდა. ფიზიკურ ტკივილსაც განიცდი, მაგრამ ერთხელ მოიხდი სახადივით და მორჩა, მერე უკვე ახალი ცხოვრება იწყება.
– გეთანხმებით, მაგრამ როგორი ცხოვრება?
– თუ მოინდომებ – უკეთესი. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, როგორი გექნება მომავალი. თუკი მიხვდები, რომ შენი პირადი ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას და ქმართან განშორებით ცხოვრება არ მთავრდება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მე ახლა ვამბობ ამას. იმიტომ რომ, ეს ყველაფერი გავიარე. თუმცა, მთავარი უცნაურობა ჩემს ამბავში სხვა რამეა: ჩემი ქმრის წასვლიდან თვე-ნახევარიც არ იქნებოდა გასული, რომ ჩემთან უცნობი მამაკაცი მოვიდა. კარს არ ვუღებდი, შემეშინდა. აუცილებელი საქმე მაქვს, არც გიჟი ვარ, არც ქურდი და არც მანიაკი. მე და თქვენ იმაზე მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე წარმოგიდგენიათ. აქედან ვერ გეტყვით ჩემს სათქმელსო. ასე გავიცანი ჩემი ქმრის საყვარლის მეუღლე. იმდენად გამაოგნებელი იყო მისი ვიზიტი, რომ კარგა ხანს არ ვიცოდი, რა მეთქვა. დებილივით ვუსმენდი.
– რა გითხრათ, რატომ მოვედიო?
– მაინტერესებდა იმ ქალის ნახვა, ვისმა ქმარმაც ცოლი წამართვაო. ეტყობა, მეც ძალიან მინდოდა ვინმესთვის გული გადამეშალა. ერთი ბოთლი ღვინო მქონდა. მოვიტანე, დავსხედით, ვსვამდით და ვლაპარაკობდით. საკმაოდ სიმპათიური პიროვნება აღმოჩნდა. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რომ მიდიოდა, მითხრა, იდიოტი ყოფილა შენი ქმარიო. ორი დღის შემდეგ კი დამირეკა. გამიკვირდა. კინოში მეპატიჟებოდა. უარი ვუთხარი. კიდევ დამირეკა. ამჯერად თეატრში დამპატიჟა, პრემიერაზე. ჩემმა დაქალმა მაიძულა, გავყოლოდი. ამის შემდეგ ზარები გახშირდა. ხან კაფეში მეპატიჟებოდა, ხან სასეირნოდ, ხან ისევ თეატრში ან კინოში. ძალიან მსიამოვნებდა მის საზოგადოებაში ყოფნა. ჩემი დაქალიც მირჩევდა, უარი არ მეთქვა ამ სიამოვნებაზე.
– ხომ არ იყო თქვენი შეხვედრების მიზეზი შურისძიების გრძნობა?
– ჩემი თუ მისი მხრიდან? თავიდან ვფიქრობდი, რომ ამას ჩემი ქმრის ჯიბრით ვაკეთებდი, მაგრამ მერე ჩემი ქმარი საერთოდ „ამოვარდა“ თამაშიდან. აღარც კი ვფიქრობდი მასზე. ჩემი დაქალიც მაგულიანებდა, მეუბნებოდა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებდი. მერე უცებ დავფიქრდი მასზე, თუ რა ამოძრავებდა ვახოს. რომ წარმოვიდგინე, შეიძლებოდა, ცოლზე შურის საძიებლად ვჭირდებოდი, ძალიან შევწუხდი. ისე ვინერვიულე, მთელი ღამე არ მძინებია.
– ვახომ მოგცათ ამ ფიქრის საფუძველი? შემოგთავაზათ, რომ მისი საყვარელი გამხდარიყავით?
– არა, მაგრამ იქნებ სწორედ ამისკენ მიდიოდა. თავს შემაჩვევდა, შემაყვარებდა და მოსახდენიც ბუნებრივად, თავისთავად მოხდებოდა. ძალიან დავფეთდი. ჩემს დაქალს ვუთხარი, აღარ შევხვდები-მეთქი. რატომ არ უნდა შეხვდე, პირიქით, შეხვდი და დაელაპარაკეო. მაინც ვყოყმანობდი. როგორ მეკითხა კაცისთვის, შენ ჩემი გამოყენება და მიგდება გინდა-მეთქი?! საბედნიეროდ, ძალიან მიხვედრილი აღმოჩნდა და თვითონვე მითხრა, რასაც ვფიქრობდი. არ დაუმალავს, რომ ჩემთან შეხვედრამდე მართლა ჰქონდა ასეთი განზრახვა. თუმცა, მე რა შუაში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი. ეტყობა, ჩემი ყოფილი ქმრის გამწარება უნდოდა.
– თქვენი ქმრისთვის სულერთი არ იყო, ვისთან იქნებოდით?
– როგორც ჩანს, კაცებს უკეთესად გესმით ერთმანეთის-მეთქი, ვუპასუხე. ვახომ ბოდიში მომიხადა და მითხრა, არ ვიცი რა მემართება, მაგრამ მგონი შეყვარებული ვარო. ველოდი, ამას რომ მეტყოდა, მაგრამ მაინც შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის. ახლა ისეთი გაორებული ვარ, ვერ გადმოგცემთ. ორი კვირის წინ, მოულოდნელად, სრულიად გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, ყოფილ ქმარს შევხვდი. ვახომ დამპატიჟა თავისი სამსახურის წვეულებაზე.
– ანუ, თქვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში შევიდა?
– მეტ-ნაკლებად. ხომ ვაღიარე, რომ მსიამოვნებს ამ ადამიანის გვერდით ყოფნა-მეთქი. რაღაც გრძნობა მის მიმართ მეც გამიჩნდა.
– რაღაც გრძნობა და არა სიყვარული?
– დიახ. ისე მარტივად არ ხდება, რომ უცებ ადგე და შეიყვარო. მით უმეტეს, როცა ერთხელ უკვე განცდილი გაქვს სიყვარულში მარცხი… ნდობის დაბრუნებას დრო სჭირდება. წვეულებაზე წასვლა მაინც გადავწყვიტე და ახალი კაბის საყიდლადაც წავედი. ერთი კაბა რომ მოვისინჯე და გასახდელიდან გამოვედი, ჩემი ქმარი დავინახე თავის საყვარელთან ერთად. იდგა და გაშტერებული მიყურებდა. სასწრაფოდ გადავიხადე ფული და გამოვედი მაღაზიიდან. ის კი არც განძრეულა, ისევ ისე იდგა. ორი დღის შემდეგ კი დამირეკა – მივხვდი, რომ შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და შემირიგდიო.
– იცის, მისი საყვარლის ქმარს რომ ხვდებით?
– ალბათ, იცის, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა და უკან აღარ მივიღებ. შეიძლება, მე და ვახოს არც არაფერი გამოგვივიდეს, მაგრამ სიტუაციას ვერც ეს შეცვლის. ჩემი მოღალატე ქმარი პატიებას ვერ ეღირსება. | 2019-10-19 17:29:23 | http://adams.ge/rogor-ishiphrebian-mamakatsebi-ghalatis-dros/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986697439.41/warc/CC-MAIN-20191019164943-20191019192443-00372.warc.gz | 16,571 | 7,883,391 |
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, გროზნოს შემოგარენში ნაღმების აფეთქების შედეგად დღეს 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემიის „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინეს:
ზურაბ ქარუმიძე - „UNTERGANG - მოგზაურობა ევროპაში“, გამომცემლობა „ინტელექტი.“
დათო გორგილაძე - „ღმერთი სამსახურშია“, გამომცემლობა „ინტელექტი.“
ბექა ახალაია - „მტრედების იონა“, გამომცემლობა „ინტელექტი.“
ნინო ლომაძე - „ვაშლის ბაღები“, გამომცემლობა „ინდიგო“
სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა - „SHEROES”, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში"
ნიკა ლაშხია - „დონორი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
იაგო თვალაბეიშვილი - „ტრანსმუტაცია“, გამომცემლობა პალიტრა L.
თორნიკე ლორთქიფანიძე - „100 წელი - 100 ფოტო“ , გამომცემლობა „ინდიგო.“
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცათ.
პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.
2019 წლის ჟიურის წევრები იყვნენ: ნიკა აგლაძე, ნონა კუპრეიშვილი, გიორგი მაისურაძე, მაია ფანჯიკიძე და მალხაზ ხარბედია, გამოავლინა
„თბილისი ენერჯი“-ს ცნობით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას სამშენებლო კომპანიამ, NCC-მ დააზიანა საშუალო წნევის გაზსადენი.
როგორც „თბილისი ენერჯი“ იტყობინება, შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზმა შეაღწია კაზინო „ბეთლაივ“-სა და აფთიაქ „ფარმადეპო“-ში. საპატრულო პოლიციამ კი ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა.
როგორც შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, 5 ადამიანი მოიწამლა და გადაყვანილია საავადმყოფოში.
სულ 350 აბონენტს ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება.
„თბილისი ენერჯი“-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სარემონტო სამუშაოები მისი დასრულებისთანავე დაიწყება.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები დაუთმო თავის წინამორბედს, ნურსულთან ნაზარბაევს, - იუწყება 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული საპრეზიდენტო ბრძანება.
66 წლის ტოყაევი პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც ნურსულთან ნაზარბაევი მარტში მოულოდნელად გადადგა. 79 წლის ნაზარბაევი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და მას ყაზახეთში კვლავაც მიიჩნევენ გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად.
გამოქვეყნებული ბრძანება განმარტავს, რომ ტოყაევმა კონსულტაციები უნდა გამართოს ნაზარბაევთან სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელების და მინისტრების დანიშვნამდე, გარდა საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის პორტფელთა მფლობელებისა. იმ ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც ახლა ნაზარბაევის ნებართვა ესაჭიროება, არის გავლენიანი ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი - საბჭოთა პერიოდის უშიშროების მემკვიდრე. იგივე პროცედურის გავლაა საჭირო პროვინციების გუბერნატორებსა და სხვა მაღალჩინოსნებთან მიმართებით.
ტოყაევი თავის შემცვლელად პირადად ნაზარბაევმა შეარჩია და ის მარტში შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას. ყაზახეთის პრეზიდენტად ტოყაევის ინაუგურაცია ივნისში გაიმართა, არჩევნების შემდეგ. არჩევნებზე პოლიტიკური კონკურენცია სუსტი იყო, საერთაშორისო დამკვირვებლები კი "ფართომასშტაბიან საარჩევნო დარღვევებზე" წერდნენ.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რადიო თავისუფლებას იმ ორგანიზაციის შესახებ აცნობა, რომლის მოთხოვნითაც სამაუწყებლო კომპანიის უძრავი ქონება 2019 წლის 3 ოქტომბერს სასამართლომ დააყადაღა.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჩვენთან საუბარში კრედიტორის დასახელებისგან თავი შეიკავა.
„როგორი საერთაშორისო მოლაპარაკების უნარიც აქვთ, ისეთი ყადაღა ადევს ბატონ სალიას. ეს [კრედიტორი] არის EBU-ს (ევროპის მაუწყებელთა კავშირი), რაც ჯერ საქართველოში არცერთი ტელევიზიისთვის არ გაუკეთებია. ეს არის უპრეცედენტო ამბავი“, - გვითხრა ნიკა გვარამიამ.
როგორც ნიკა გვარამია ამბობს, როდესაც „რუსთავი 2“-ში მუშაობა დაიწყო, მას 5 მილიონ დოლარზე მეტი EBU-ს ვალი დახვდა.
„მოგვიანებით პრაქტიკულად აღარ ვიყენებდით და მოლაპარაკებები გვქონდა ჟენევაში, გადავადებები და ა.შ. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონდა ერთად ამდენი თანხა“, - თქვა გვარამიამ. ის ამბობს, რომ სანამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით დადებული ყადაღის გარდა, სამაუწყებლო კომპანიას სხვა ყადაღა არ ჰქონდა, მათ შორის, არც მიმდინარე ვალებზე.
პაატა სალია კი ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი კრედიტორის მიერ სასამართლოში დაწყებული დავა, რომელიც წინა მენეჯმენტის პირობებში „ხელოვნურად დაგროვებული დავალიანებიდან გამომდინარეობს“.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ორი დაყადაღებული შენობა ქალაქ თბილისში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა #5ა-ში მდებარეობს. სასამართლოს განჩინებით მათი გასხვისება აკრძალულია.
რაც შეეხება კიდევ ერთ ყადაღას, 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი თანადამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნით არის დაყადაღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბერს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება კრედიტორის მოთხოვნით დააყადაღეს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „რუსთავი 2“-ის ორი დაყადაღებული შენობა ქალაქ თბილისში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა #5ა-ში მდებარეობს. სასამართლოს განჩინებით მათი გასხვისება აკრძალულია.
21 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი თანადამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნით არის დაყადაღებული.
როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, „უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყადაღა სხვა ყადაღაა“.
სალიას განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი კრედიტორის მიერ სასამართლოში დაწყებული დავა, რომელიც წინა მენეჯმენტის პირობებში „ხელოვნურად დაგროვებული დავალიანებიდან გამომდინარეობს“.
პაატა სალია კრედიტორს ჩვენთან საუბარში არ ასახელებს.
„არ გეტყვით, ვისთან გვაქვს დავა, რადგან შეიძლება, დავა მორიგებით დავასრულოთ. ამდენად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამაზე ვილაპარაკოთ“, - გვითხრა სალიამ.
რაც შეეხება დვალი-აქიმიძის მოთხოვნით 60%-იან წილზე დადებულ ყადაღას, სალია ამბობს, რომ დეტალურად მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც განჩინება ჩაბარდება.
„ამ საკითხზე კოჟორიძის განცხადება მოვისმინე, რომ სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. არ მგონია, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. ამონაწერის მიხედვით კი 60%-იანი წილი ჯერჯერობით დაყადაღებული არ არის. არც სამეწარმეო რეესტრში არის მითითება. ჩამბარდება განჩინება და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - ამბობს სალია.
„რუსთავი 2"-ის თანადამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ 21 ოქტომბერს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი სამოქალაქო სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და 60%-იანი წილი დააყადაღა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა ავღანეთის ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ აშშ-ის მხრიდან ავღანეთის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში გამოჩენილი ძალისხმევა უცვლელია. ამით შეეცადა, გაექარწყლებინა მათი შიში ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, როგორც ეს სირიაში გააკეთა.
ესპერმა 21 ოქტომბერს, ქაბულში, ნატოს მისიის შტაბბინაში სტუმრობისას თქვა, რომ აშშ-ს კვლავაც ემუქრება "მძიმე ტერორისტული საფრთხე", რომელიც ავღანეთში დაიწყო ალ-ყაიდით და გრძელდება თალიბანის, ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" და სხვა ჯგუფების სახით. "ყველა ამ ფაქტორმა ჩვენი ავღანელი მოკავშირეები და სხვები უნდა დაარწმუნოს, რომ მათ არასწორად არ უნდა აღიქვან ბოლო კვირაში თუ პერიოდში ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სირიასთან მიმართებით და ეს ავღანეთისგან უნდა განასხვაონ", - თქვა მან.
ესპერის ვიზიტი ქაბულში 20 ოქტომბერს დაემთხვა ავღანეთში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის და კონგრესის მაღალჩინოსნების მოულოდნელ ჩასვლას. ესპერმა და პელოსიმ შეხვედრა გამართეს ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან, სხვა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ჯარისკაცებთან.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი პირველად ესტუმრა ავღანეთს მას შემდეგ, რაც ივლისში დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ბევრის აზრით, მისი ვიზიტი შესაძლოა ნიშნავდეს აშშ-ის მხრიდან ძალისხმევის განახლებას ავღანეთის ომის დასრულების მიზნით. ესპერმა მონაწილეობა მიიღო ღანისთან შეხვედრაში და მოინახულა ავღანეთში კვლავაც დისლოცირებული 14,000 სამხედროს ნაწილი. აშშ უკვე 18 წელია სამხედრო თვალსაზრისით ავღანეთში იმყოფება, მას შემდეგ, რაც უხელმძღვანელა საერთაშორისო კოალიციას ალ-ყაიდის დასასჯელად და თალიბანის ფუნდამენტალისტური რეჟიმის დასამხობად.
ესპერის ვიზიტის ფონია ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკება, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ თვეში შეწყვიტა მიმდინარე მოლაპარაკებები თალიბანთან.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიმდინარე კვირაში შავი ზღვის კურორტ სოჭში მნიშვნელოვან სამიტს უმასპინძლებს, იმ ფონზე, როცა ის ესწრაფვის სხვა წამყვან ქვეყნებს გაუსწროს აფრიკაზე გავლენის მოპოვებაში.
რუსეთ-აფრიკის სამიტი 23-24 ოქტომბერს გაიმართება, აფრიკის ქვეყნების 47 ლიდერის მონაწილეობით. სამიტი ემთხვევა პერიოდს, როცა რუსეთის მეტოქე სახელმწიფოები, აშშ, ინდოეთი, თურქეთი და ჩინეთი ასევე ცდილობენ გავლენის მოპოვებას, რადგან იზრდება კონტინენტის მნიშვნელობა - როგორც ინოვაციათა ცენტრის, ასევე მოსახლეობის ზრდის და მომხმარებელთა მზარდი ბაზის თვალსაზრისით.
სახელმწიფო სააგენტო "ტასისთვის" სამიტამდე მიცემულ ინტერვიუში, პუტინმა გაამხილა თავისი სტუმრებისთვის სათქმელი გზავნილის ნაწილი. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან აფრიკისთვის გაწეული დახმარება ან სესხები დაეფუძნება პრინციპს "აფრიკული გადაწყვეტა აფრიკის პრობლემებს", ნაცვლად იმისა, რომ უცხოეთიდან იქნეს თავსმოხვეული სამიზნეები თუ წინაპირობები. "ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა მიმართავს აფრიკის სუვერენულ მთავრობებზე ზეწოლას, დაშინებას და შანტაჟს", - უთხრა პუტინმა "ტასს", მისი თქმით, აფრიკაში ყოფილ კოლონიურ ძალებზე მინიშნებით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 83 წლის კაცი პასუხისგებაში მისცეს. სოფელ დარჩელში მამაკაცი შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ექიმების თქმით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლით (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).
ჩეხეთის უსაფრთხოების და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელი, მიხაილ კუდელკა აცხადებს, რომ მისმა უწყებამ 2018 წელს გამოააშკარავა ეფესბეს მიერ შექმნილი რუსეთის აგენტების ქსელი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობდა. აგენტებს კიბერთავდასხმები უნდა განეხორციელებინათ ჩეხეთსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებში არსებულ სამიზნეებზე.
კუდელკას თქმით, ქსელი ფინანსდებოდა პირდაპირ რუსეთიდან და რუსეთის საელჩოს მიერ.
ჟურნალ Respekt-ის მონაცემებით, ქსელი მოიცავდა რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს და კიდევ რამდენიმე რუსს, რომლებსაც ჩეხეთის მოქალაქეობა ჰქონდათ მიღებული. მათ დავალებული ჰქონდათ პრაღაში მუშაობა ორი კერძო ფირმის საფარველქვეშ, რომლებიც თითქოს პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებდნენ და კომპიუტერებს ყიდდნენ. სინამდვილეში, წერს ჟურნალი, ფირმის თანამშრომლების მოვალეობა კიბერთავდასხმები იყო.
პრაღაში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ აგენტების ქსელის გამოააშკარავების შესახებ ცნობას "არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან".
ჩეხი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი, ავტორი წიგნისა "პუტინის აგენტები. როგორ იპარავენ რუსეთის ჯაშუშები ჩვენს საიდუმლოებს" 2018 წელს აცხადებდა: "ჩეხეთში, საელჩოში სულ 120-მდე ადამიანი მუშაობს და, ჩვენი სამსახურების ვარაუდით, მათი მინიმუმ მესამედი საიდუმლო აგენტია".
რუსეთი ბევრჯერ დაუდანაშაულებიათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ხელისუფლების სერვერებზე ჰაკერულ თავდასხმებში.
ირანი უარს აცხადებს თურქეთის სამხედრო პუნქტების დაარსებაზე სირიის ტერიტორიაზე და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრები დაცულ უნდა იქნეს.
სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აბას მოსავიმ თქვა, რომ სირიასა და თურქეთს შორის საკითხები დიპლომატიური გზებით უნდა გადაიჭრას. "ჩვენ ვეწინააღმდეგებით ანკარის მიერ სირიაში სამხედრო პუნქტების შექმნას. ... სირიის მთლიანობა დაცულ უნდა იქნეს", - თქვა მან.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გასულ კვირაში თანხმობა განაცხადა, დროებით შეეჩერებინა ბრძოლა, რათა ქურთთა ძალებს საშუალება მისცემოდათ დაეტოვებინათ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ის ადგილები, რომლებსაც თურქეთი უტევს, იქიდან ქურთთა ძალების განდევნის მიზნით. პაუზის ვადა 22 ოქტომბერს იწურება, სირიელი ქურთების გასამხედროებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან გავიდნენ სასაზღვრო არეალიდან, თუკი თურქეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები ქურთთა დარჩენილ დანაყოფებს და სამოქალაქო პირებს ქალაქის დატოვების უფლებას მისცემენ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ანკარას სურს "არცერთი ქურთი ექსტრემისტი" არ დარჩეს თურქეთის მიერ დაგეგმილ "უსაფრთხო ზონებში". მან დასძინა, რომ თურქეთი მოლაპარაკებას გამართავს რუსეთთან - რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერია - და განიხილავს ქურთი მეომრების განდევნას სირიის მანბიჯის და ქობანის რეგიონებიდან.
ერდოანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, 22 ოქტომბერს, სოჭში შეხვდება.
მოზარდი, რომელსაც მეტროს სადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მოზარდი ბიჭი მეტროს სადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ სამგზავრო მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიწყო ოთხდღიანი ვიზიტი იაპონიაში, რომლის დროსაც ის მონაწილეობას მიიღებს იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაში.
ტოკიოში, იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრისას, ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის გაწეული დახმარებისთვის, - იუწყება ზელენსკის ოფისი 21 ოქტომბერს. ამავე ცნობით, ლიდერებმა განიხილეს იაპონიის ინვესტიციები უკრაინის ინფრასტრუქტურულ პროექტებში. განცხადების თანახმად, 2014 წლის შემდეგ იაპონიის მიერ კიევისთვის გაწეული ფინანსური დახმარების მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
შეხვედრაზე ზელენსკიმ ასევე წამოჭრა უკრაინელებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წინ. 2017 წელს იაპონიამ უკვე შეამსუბუქა სავიზო რეჟიმი უკრაინელებისთვის.
თავისი ვიზიტის დროს, რომელიც 24 ოქტომბრამდე გასტანს, უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს იაპონიის ორი საკანონმდებლო პალატის ლიდერებთან, უკრაინასთან საპარლამენტო მეგობრობის ასოციაციის წევრებთან, იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მენეჯმენტთან, იაპონიის ახალი ეკონომიკის ასოციაციის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებთან. ზელენსკი ასევე გეგმავს ორმხრივი შეხვედრების გამართვას სხვა ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც 22 ოქტომბერს იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრებიან.
მეტროსადგურ „გოცირიძესთან“, მოზარდს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
იურისტმა ანა დოლიძემ დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნით მთავრობას მიმართა.
„დაცული ტერიტორიის სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ დავით გარეჯი გადაიქცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონულ ობიექტად, რომლის საერთო სარგებლობა, ტურისტული, ეკოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული საშუალებით გვექნება ორივე მხარეს. ეს განმუხტავს დაძაბულობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და, ამავე დროს დავით გარეჯს გადააქცევს მსოფლიო მიზიდულობს ობიექტად“, - აცხადებს ანა დოლიძე.
მისივე შეფასებით, ათწლეულებია დავით გარეჯის ტერიტორია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის დაძაბულობის კერად არის ქცეული, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ხელისუფლების მხრიდან პრობლემის მოგვარების რეალური გზების შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
„დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების პროგრამაზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ დაიწყეს. შემუშავებულია 200-გვერდიანი სახელმღვანელო პრინციპები, რომელიც გლობალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეიქმნა. ასევე მომზადებილია დოკუმენტი, სადაც საუბარია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სარგებელზე და გამოწვევებზე. პრობლემის მოგვარების დოკუმენტი არსებობს და საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ ორივე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პირები მეცნიერებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად აქტიურად ჩაერთონ საკითხის განხილვაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450-კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. ამ დროისთვის მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ აპრილში რამდენიმე დღით ჩაიკეტა. მოგვიანებით გაიხსნა. ამ დროისთვის ამ მონაკვეთზე გადაადგილება კვლავ აკრძალული აქვთ ქართველ მომლოცველებსა და სასულიერო პირებს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის კითხვაზე, „რა ასაკიდან მისცემდით პირს საშუალებას, რომ გამხდარიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე?“ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, 37 წლის ლევან მიქაბერიძე, პასუხობს:
„შესაძლებელია ვიფიქრო, რომ, მაგალითად, 40 წლის ასაკიდან“.
მეექვსე საათია უსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მეთერთმეტე კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.
ლევან მიქაბერიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა 23 სექტემბრიდან დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 6 სექტემბერს წარდგენილი კანდიდატების მოსმენა. სულ წარდგენილია 20 კანდიდატი.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო იფიქრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის „სხვა სტრუქტურის“ შექმნაზე, თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წლის ბოლომდე ვერ შეასრულებს საინვესტიციო ვალდებულებებს.
„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს - წლის ბოლომდე გადავავადეთ მასთან ხელშეკრულების მოშლა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი იქნება კონცენტრირებული ვალდებულებების შესრულებაზე“, - თქვა ნათია თურნავამ საწარმო „რუსთავის აზოტში“, სადაც 9 მეგავატი სიმძლავრის კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნას დაესწრო.
ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, როგორც სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის სტრუქტურული თანამშრომლობის პროექტი. „ჩვენი პრიორიტეტია, რომ კერძო ინვესტორმა წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის განვითარებაში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის [ანაკლიის პორტი], რომ მიუხედავად კერძო ინვესტორის პრობლემებისა, ამ პროექტს მაინც განვახორციელებთ“, - განაცხადა თურნავამ.
ივანიშვილ-გახარიას ყურმოჭრილი მონები არიან მოსამართლეებიც და პროკურორებიც. ძალა ერთობაში კი არა, ძალა მონობაშია, - ასე გამოეხმაურა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა რუსუდან თამლიანი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა.
რუსუდან თამლიანის განცხადებით, მის შვილს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
„ჩემი შვილი წარმოადგენს საფრთხეს? გახარია და ივანიშვილი წარმოადგენს ქვეყნისთვის საფრთხეს! ჩემი შვილი გულანთებული ქართველია, ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯება!
ვითხოვ, ჩემ შვილს გამამართლებელი განაჩენიც გამოუტანონ და დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭონ, ვინაიდან ჩემი შვილი ბორკილდადებული უმოწყალოდ სცემეს“, - განაცხადა თამლიანმა.
20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე ცოტნიაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია, კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. ამავე საქმეზე ბრალდებულია ლევან ჯიქური, რომელიც გასულ სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი. მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ეხება.
სისხლის სამართლის საქმის საფუძველი გახდა აქციის მონაწილეთა მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და პარლამენტში შეჭრის მცდელობა.
სამართალდამცავების მიერ აქციის დაშლისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.
საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო.
„თიბისი ბანკის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ჯერჯერობით კვლავ არ ასახელებს შუამავალს, რომელმაც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიასგან „მუქარის წერილი“ მიუტანა.
„ორი საკითხი იყო - სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი? დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ დღეს, 21 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურას ჩააბარა „მუქარის წერილის“ დედანი.
პროკურატურის შენობიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა, კანონის შესაბამისად მოქმედებს.
„ჩვენ წერილი მივიღეთ გახარიასგან. შესაბამისად, არასდროს არ გვითქვამს, ვის მიერ არის ეს დაწერილი. ამას იმედია, [გამოიძიებს] ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც დარჩა ამ პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს ჩვენ გავაკეთებთ ერთი წლის მერე აუცილებლად თავის შემადგენლობიანად, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და არა ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები...“, - უთხრა ჟურნალისტებს ხაზარაძემ.
შეკითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ წერილის ავტორი ბიძინა ივანიშვილი იყოს, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით უდანაშაულობის პრეზუმფციას დაიცავს. „მივენდოთ ეგრეთ წოდებულ გამოძიებას, რომლის იმედი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ ჩვენ მივყვებით კანონის შესაბამისად ყველა ქმედებას“, - თქვა ხაზარაძემ.
პროკურატურის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.
ამ საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, 6 მარტს კი, გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძისგან მიღებული წერილის ასლი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა“.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:
- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);
- უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);
- „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;
გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.
19 ოქტომბერს, ჟურნალისტების შეკითხვას, თუ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, მივა თუ არა გამოკითხვაზე, გახარიამ უპასუხა, რომ თუ საჭირო გახდება, ამას გააკეთებს. „აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
21 ოქტომბერს, ხაზარაძის მიერ პროკურატურაში „მუქარის წერილის“ დედნის მიტანის შემდეგ, მედიის მიერ დასმულ შეკითხვას გახარიამ უპასუხა: „არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისეთი გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ“.
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პოლიციამ დააპატიმრა რამდენიმე დემონსტრანტი, რომლებიც უკვე მეორე დღის განმავლობაში მართავდნენ უნებართვო აქციას. ბაქოს ცენტრში შეიკრიბა 50-60 მოქალაქე, ძირითადად ქალები, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაბლოკა მათ მიერ დაგეგმილი მსვლელობის ადგილისკენ მისასვლელი გზები. გავრცელებული ცნობებით, პოლიციელებმა დემონსტრანტებს პლაკატები წაართვეს და გაანადგურეს.
აქცია იმართებოდა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის გაპროტესტების მიზნით. წინა დღეს პოლიციამ უხეში ფორმებით დააკავა ათობით დემონსტრანტი, რომლებიც გამოდიოდნენ მოწოდებებით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადების შემცირების თაობაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ამ, თითქმის 10 მილიონი მოსახლის მქონე ქვეყნის მართვას შეუდგა მისი მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2003 წელს. ალიევის პირობებში კიდევ უფრო დაზიანდა სამოქალაქო საზოგადოება. დააპატიმრეს და დამნაშავედ ცნეს ათობით აქტივისტი, ჟურნალისტი, უფლებადამცველი. ხელისუფლების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მათთვის წაყენებული ბრალდებები შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია. დაიხურა დამოუკიდებელი მედიაპლატფორმებიც.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი და კონგრესის მაღალჩინოსნები 20 ოქტომბერს მოულოდნელი ვიზიტით ეწვივნენ ავღანეთს, - იუწყება პელოსის ოფისი.
პელოსიმ შეხვედრა გამართა ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან, ისევე, როგორც ასევე ავღანეთში მყოფ აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, მარკ ესპერთან, სხვა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ჯარისკაცებთან, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ორპარტიული დელეგაციის ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი პირველად ესტუმრა ავღანეთს მას შემდეგ, რაც ივლისში დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ბევრის აზრით, მისი ვიზიტი შესაძლოა ნიშნავდეს აშშ-ის მხრიდან ძალისხმევის განახლებას ავღანეთის ომის დასრულების მიზნით. ესპერმა მონაწილეობა მიიღო ღანისთან შეხვედრაში და მოინახულა ავღანეთში კვლავაც დისლოცირებული 14,000 სამხედროს ნაწილი. აშშ უკვე 18 წელია სამხედრო თვალსაზრისით ავღანეთში იმყოფება, მას შემდეგ, რაც უხელმძღვანელა საერთაშორისო კოალიციას ალ-ყაიდის დასასჯელად და თალიბანის ფუნდამენტალისტური რეჟიმის დასამხობად.
ესპერის ვიზიტის ფონია ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკება, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ თვეში შეწყვიტა მიმდინარე მოლაპარაკებები თალიბანთან.
სულ მცირე, შვიდი სამოქალაქო პირი და სამი სამხედრო დაიღუპნენ საზღვრის გასწვრივ სროლაში პაკისტანისა და ინდოეთის ჯარებს შორის, 19-დან 20 ოქტომბრის ღამეს. როგორც იუწყებიან, ეს იყო ყველაზე სისხლიანი დღე იყო მას შემდეგ, რაც ინდოეთმა აგვისტოში საგანგებო სტატუსი მოუხსნა ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირს.
სხვადასხვა მხარე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, რაც მოწმობს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს.
პაკისტანის არმიის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა ასიფ ღაფურმა 20 ოქტომბერს ტვიტერზე დაწერა, რომ დე ფაქტო კონტროლის ხაზთან "პროვოცირების გარეშე" ცეცხლი გაიხსნა ინდოეთის მხრიდან და განაცხადა, რომ სროლა გამიზნულად მიემართებოდა სამოქალაქო პირებს. "ექვსი სამოქალაქო პირი და ერთი სამხედრო დაიღუპა ამის შედეგად პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში", - უთხრა პაკისტანის არმიამ სააგენტო ფრანს-პრესს. ღაფურმა დასძინა, რომ დაიჭრნენ კიდევ ორი პაკისტანელი სამხედრო და ხუთი სამოქალაქო პირი. ღაფურის თქმით, პაკისტანის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რასაც ცხრა ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ "რამდენიმე" ჯარისკაცი. ამავე წყაროს ცნობით, "განადგურდა" ინდოეთის ორი ბუნკერი.
მაგრამ ინდოეთიდან სხვა ინფორმაცია ვრცელდება. ინდოეთის პოლიციის და არმიის მაღალჩინოსნებმა სააგენტოებს, როიტერსსა და ასოშიეიტედ პრესს უთხრეს, რომ პაკისტანელმა სამხედროებმა მიზანში ამოიღეს ინდოეთის სასაზღვრო პოსტი და სამოქალაქო პირებით დასახლებული ადგილი, რასაც ერთი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი შეეწირა. ინდოეთის არმიის პრესმდივნის თქმით, ინდოეთის ორი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ და სამი დაიჭრა კუპვარას მთიან რეგიონში, "პაკისტანის მიერ პროვოცირების გარეშე გახსნილი ცეცხლის შედეგად".
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მოსამართლე შორენა გუნცაძემ 11 ნოემბრამდე გადადო.
20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული მელიას პროცესზე, მისი უფლებადამცველი და საქმის პროკურორი მხოლოდ შესავალი სიტყვით წარდგნენ. მათ მოსამართლეს მხარეთა პოზიციები გააცნეს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებები უნდა განეხილათ, თუმცა, პროკურორის თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ დღეს მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობა იქნებოდა.
სხდომას არ ესწრებოდა თავად ნიკა მელია, რომელიც წინა სხდომიდან გააძევეს. ის შემდეგი პროცესიდან დაესწრება განხილვებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივნისს პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც დეპუტატისთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კერძოდ, მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთებისა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური უკეთია.
„კონიაკის ნებისმიერი მოყვარული გეტყვით, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე 3 წლის დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ, ბატონო ლევან, იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც, ფაქტობრივად, კანცელარიაში გაქვთ გატარებული ბევრი წელი, კლანის რომელიმე მოსამართლის თანაშემწედ“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს, რომელსაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
ლევან გოგიჩაიშვილის სიტყვებით, 2019 წელს, როდესაც ქვეყანაში სხვა თავისუფლება და სხვა პირობებია შექმნილი, ლევან მიქაბერიძე ვერ აღიარებს, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო სახელისუფლებო გავლენების ქვეშ მოქცეული:
„ახალგაზრდა კაცი ხარ, იმ რეჟიმში არ გიმსახურია, საბუთები მიგქონდა და მოგქონდა. ლექციებს უკითხავ სტუდენტებს, სტუდენტმა რომ გკითხოს, როგორ შეიძლება, რომ ქვეყანაში „კასტილიანი“ კაცი აუპატიურებდეს ადამიანს მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ და პარალელურად, სასამართლო იყო დამოუკიდებელი და ადამიანის უფლებები დაცულიაო? ხომ ვერანაირად ვერ აუხსნით ამას? როგორ შეიძლება, რომ იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, არსებობდეს 10 ათასობით საათი პირადი ცხოვრების ჩანაწერების? ეძინათ ამ მოსამართლეებს, როდესაც ასეთი ჩანაწერები კეთდებოდა, თუ საერთოდ არ არსებობდა სასამართლო კონტროლი მსგავს ჩანაწერებზე?“
ლევან გოგიჩაიშვილმა ლევან მიქაბერიძეს „თბილავიამშენის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეახსენა და თქვა, რომ 2017 წელს მან გავლენიანი ჯგუფების ინტერესების დამცველი გადაწყვეტილება მიიღო. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამ ჯგუფებს შორის, სავარაუდოდ, იკვეთებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ინტერესიც:
„არ მჯერა, როდესაც ერთ დღეს 21 ადამიანი გაიღვიძებს ენთუზიაზმით, დალაგდებიან და კვირა დღეს მივარდებიან ეკონომიკის სამინისტროში, ქონება უნდა გადმოგიფორმოთ, იმიტომ, რომ არაფერი არ გამოგვივიდაო. ასეთი რამ არ ხდება. მაგრამ გამიგია ბევრი ადამიანი ყურით მიყვანილი და დაშინებული. თქვენი არჩევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ უნდა იყოს მიზანშეწონილი“.
შეგახსენებთ, 2017 წლის 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სს „თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერების სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს იმ გარიგებების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელთა საფუძველზეც შპს „თბილავიამშენის“ პარტნიორებმა 100% წილი, ხოლო სს „თამ თბილავიამშენის“ 22-მა აქციონერმა კუთვნილი აქციები სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს.
ლევან მიქაბერიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა 23 სექტემბრიდან დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 6 სექტემბერს წარდგენილი კანდიდატების მოსმენა. სულ წარდგენილია 20 კანდიდატი.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურაში ჩააბარა „მუქარის წერილის“ დედანი, რომელიც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო. ხაზარაძემ პროკურატურაში მიიტანა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც.
„წერილი ჩაბარებულია. ახლა ჩვენ წავალთ აქედან სახალხო დამცველთან და ჩავაბარებთ ყველაფრის ასლს და იმას, რომ ყველაფერი ჩავაბარეთ პროკურატურას. დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა. ჩვენ უნდა დავიცვათ ის სამართლებრივი გზები, რომელიც არსებობს. თუ ამოვწურეთ სამართლებრივი გზები, რომელიც ქვეყანაში არსებობს და შედეგი ვერ დადგა, არსებობს სხვა სამართლებრივი საშუალებებიც. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ და შეგპირდით, ჩვენ სამართლებრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ საქმეს. ჯერჯერობით ვაცლით პროკურატურას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ორგანოების სამართლებრივი აქტები, რომელიც შეაფასებენ სიტუაციას და იმ სამართლებრივ აქტებს სად და როგორ გავასაჩივრებთ, ეს მომავლის საქმეა“, - განაცხადა პროკურატურაში წერილის დედნის ჩაბარების შემდეგ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, უშუალოდ „მუქარის წერილზე“ „17 ადამიანის თითის ანაბეჭდი ამოვიდა“. ხაზარაძე და მისი უფლებადამცველი მოითხოვენ, პროკურატურამ აღნიშნული ანაბეჭდები საქართველოს ბაზაში არსებულ თითის ანაბეჭდებს შეადაროს და ყველა მათგანი გამოკითხოს იმის დასადგენად, რა შემხებლობა ჰქონდათ ამ წერილთან.
მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.
ამ საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, 6 მარტს კი, გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძისგან მიღებული წერილის ასლი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა“.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:
- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);
- უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);
- „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;
გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია აირჩიეს. მას კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. კომისიაში 4 წევრია, მათ შორისაა თავად დავით ნარმანია.
დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს მთავრობის რეკომენდაციით პრეზიდენტმა წარუდგინა.
თუმცა, პარლამენტმა 1 ოქტომბერს გადადო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა.
კენჭისყრა მას შემდეგ გადაიდო, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის კონსტიტუციური უფლება არ აქვს და მხოლოდ წევრების წარდგენა შეუძლია.
მაშინ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხდა, რომ „შეცდომა გაიპარა“ და მის გამოსასწორებლად ვადა იყო საჭირო.
პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით ნარმანია 2017 წლის 22 დეკემბერს აირჩია. 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე იგი თბილისის მერის პოსტს იკავებდა.
სემეკის ახალი თავმჯდომარის არჩევა განაპირობა იმან, რომ 16 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ხელახლა კენჭისყრაზე კი უარი განაცხადა. | 2019-10-22 01:21:20 | https://www.radiotavisupleba.ge/a/1518764.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987795403.76/warc/CC-MAIN-20191022004128-20191022031628-00418.warc.gz | 46,316 | 1,058,885,654 |
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: საქართველოს მოქალაქეობის და საქართველოში ბინადრობის ნებართვის ცნება და მნიშვნელობა; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები და საქართველოში ბინადრობის ნებართვის სახეები; საქართველოს მოქალაქეობის და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების კანონისმიერი საფუძვლები...
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დისკრიმინაციის შესახებ ქართული კანონმდებლობის მიმოხილვა; რა არის დისკრიმინაცია და რას მოიცავს ის; • დისკრიმინაციის მაგალითები • ვინ შეიძლება იყოს დისკრიმინაციის ჩამდენი • დისკრიმინაციის ფორმები; • დისკრიმინაცია, როდესაც პირს რეალურად არ აქვს დისკრიმინაციულად მიჩნეული ნიშანი • რა არ ჩაითვლება დისკრიმინაციად უფლების დაცვის მექანიზმები დისკრიმ
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: • სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადები; • ფაქტობრივი ფლობის დამდგენი დოკუმენტები; • მემკვიდრეობა ტრანსმისიით; • სავალდებულო წილი; • სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადები. ტრენინგი განკუთვნილია, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, იურისტებისა და ადვოკატებისათვის.
ტრენინგის მიზანია მსმენელმა თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და შეძლოს მასმედიის წარმომადგენლებთან ეფექტური ურთიერთობა. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: • ცნობადობა და ბრენდირების ელემენტები; • მედიასთან ურთიერთობის საჭიროება (კონტაქტების მნიშვნელობა და შეგროვება); • პრესრელიზი, მისი შედგენა და გავრცელება. პრესკონფერენციის ჩატარება; • ინტერვიუ/კამერასთან
ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შესაგებლის შედგენის წესს. ტრენინგი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, იურისტებისა და დამწყები ადვოკატებისათვის.
ტრენინგის ფარგლებში საუბარი იქნება: გადასახადზე, როგორც სახელმწიფო ფინანსების ფორმირების ძირითადი წყაროს ეკონომიკურ და საჯარო-სამართლებრივ ასეპქტებზე, შესაბამისად განხილული იქნება საქართველოს საგადასახადო სისტემა და მისი რეგულირების სფერო, უფრო ზუსტად კი, საგადასახადო სამართლებრივი სივრცის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც აუცილებელია ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად.
ტრენინგის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას არავერბალური კომუნიკაციის ფორმებისა და მნიშვნელობის შესახებ, ასევე პრაქტიკული დავალებებისა და მაგალითების საფუძველზე შეისწავლიან სხეულის ენის წაკიხვის შესაძლებლობას დაკითხვის პროცესში. ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით და სანოტარო აქტები, ნოტარიუსის სადეპოზიტო (ნომინალური მფლობელის ანგარიში) ანგარიში. თეორია, პრაქტიკა და ანალიზი.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებამოსილების საკითხი, უფლებამოსილებათა დელეგირების წესი და პირობები, ასევე საუბარი იქნება მუნიციპალიტეტის იმ უფლებამოსილებებზე, რომელთა პრაქტიკული რეალიზება არ ხორციელდება საკანონმდებლო ხარვეზების ან ფაქტობრივი გარემოებების გამო. თეორიული მასალა გაჯერებული იქნება პრაქტიკული მაგალითებით.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: აღსრულების ქვემდებარე აქტები და მათი აღსრულების თავისებურებები, სააღსრულებლო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლებები და ვალდებულებები, აღსრულების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, მოვალის ქონებაზე (უძრავ/მოძრავი) საჯარო აუქციონის ჩატარების წესი და პირობები, სააღსრულებლო წარმოების პროცესში მედიაციის როლის მნიშვნელობა, თეორიული მასალის პარალელ | 2019-10-19 06:52:41 | http://edubarristers.ge/ge/courses/index/1 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986692126.27/warc/CC-MAIN-20191019063516-20191019091016-00047.warc.gz | 7,287 | 60,282,629 |
ბრაზილიის აეროპორტიდან, შეიარაღებულმა პირებმა 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობა გაიტაცეს.
Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკაში სან პაულოს აეროპორტის სატვირთო ტერმინალიდან, შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც პოლიციის ფორმაში იყვნენ, 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონები გაიტაცეს. გადაცმულმა პოლიციელებმა, ორი ადამიანი მძევლად აიყვანა.
Reuters წყაროს ცნობით, გუარულუს აეროპორტში რამდენიმე ეჭვმიტანილი, ბრაზილიის ფედერალური პოლიცის ფორმაში გადაცმულები, შავი პიკაპის სატვირთო ავტომანქანით მოძრაობდნენ. ოთხი ნიღბიანი მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა, ერთ-ერთმა შეიარაღებულმა მამაკაცმა, აეროპორტის მუშაკებს ცეცხლი გაუხსნა და ამის შემდეგ, პიკის სატვირთო მანქანისკენ გაემართა.
პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ყაჩაღებმა, 750 კგ (1,650 გირვანქა) ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონები გაიტაცეს და აეროპორტის ორი თანამშრომელი, მძევლად აიყვანეს.
აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა, მაგრამ პოტენციური მძევლების შესახებ, კომენტარი არ გაააკეთა.
სან-პაულოს აეროპორტი, „GRU Airport“-ის თანამონაწილეა, რომლის შემადგენლობაში შედის სამხრეთ აფრიკის „Invepar, Airport Company“- კომპანია და აეროპორტის სახელმწიფო ოპერატორი „Infraero“. | 2019-10-14 03:26:32 | https://www.primetime.ge/news/1564133772-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986649035.4/warc/CC-MAIN-20191014025508-20191014052508-00472.warc.gz | 9,247 | 1,169,715,995 |
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სარეკორდო რაოდენობას მიაღწია ავღანეთში დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობამ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, 1%-ით გაიზარდა და 1692-ს მიაღწია დაღუპულთა რიცხვი, ამასთან 3%-ი პროცენტით შემცირდა და 3430-ია დაჭრილთა რაოდენობა. ახალი ანგარიში ავღანეთის მხარდაჭერის გაეროს მისიამ 15 ივლისს გამოაქვეყნა.
ბათუმში გამართული აქციის მონაწილეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 29 წლის მელანო ფუტკარაძე ექიმის დაუდევრობით დაიღუპა, მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმმა თავისი სურვილით სამსახური დატოვა.
გარდაცვლილის ნათესავმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და კლინიკის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ექიმს, რომელსაც, მისივე თქმით, ბრალი მიუძღვის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში, უფლებამოსილება შეუჩერდა:
„ვიდრე გამოძიება არ დაადგენს ექიმის ბრალეულობას, უფლებამოსილება დროებით ექნება შეჩერებული. ჩვენ მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ახლა კი ველოდებით გამოძიებას, რომლის დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, აქციას გავაგრძელებთ თუ არა“, - განაცხადა ზაურ დარჩიძემ, გარდაცვლილის ბიძამ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ექიმის საქმიანობის შესახებ რეგულირების სააგენტოში გაგზავნილია მოთხოვნა:
„შსს-მ დაიწყო გამოძიება. რომლის დასრულების შემდეგ დაისჯება დამნაშავე. მანამდე კი ექიმი თავისი სურვილით ჩამოშორდა საქმიანობას“.
ექიმის კლინიკიდან გათავისუფლებას 29 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები 23 მარტს მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ. მათ თავდაპირველად მდუმარე აქცია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალთან მოაწყვეს. შემდეგ კი ქალაქის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რაც პოლიციამ აღკვეთა.
29 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა 21 მარტს ბათუმის „მედცენტრში“, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მანამდე პაციენტს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდნენ. ისინი ამ ჰოსპიტლის ექიმს სდებენ ბრალს, რომელმაც მათივე თქმით, შესაბამისი დახმარება არ გაუწია პაციენტს.
კვირას, 24 მარტს დუბაიში გამოვლინდება „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) 2019 წლის მფლობელი. ათ ფინალისტში შედის ლადო აფხაზავა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
დაჯილდოებამდე ფინალისტები მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში ატარებენ მასტერკლასებს და სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარ გამოცდილებას აცნობენ.
შაბათს აფხაზავამ ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში სახალისო პრეზენტაცია გამართა.
ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დაასახელეს.
მისი კონკურენტები არიან პედაგოგები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდის სამეფოდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან.
დუბაიში დაჯილდოების ცერემონიას ესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მისი მოადგილე.
„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მიზანია ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილილში. გამარჯვებული ჯილდოდ მიიღებს მილიონ დოლარს.
ლონდონის ცენტრში ათასობით ადამიანმა გამართა მარში ევროპის კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის თაობაზე მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელების პეტიციაზე, რომელიც პარლამენტს ბრექსიტის გადადებას სთხოვს, ოთხი მილიონი ხელმოწერა მოგროვდა.
ლონდონის მერმა ტვიტერით გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ის აღბეჭდილია დემონსტრანტებთან ერთად. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ, უკანასკნელი სიტყვა ხალხს დაუტოვოს.
ახლახან ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, ბრექსიტი ორი შესაძლო სცენარით გადაიდოს - იმის მიხედვით, მოახდენს თუ არა დიდი ბრიტანეთის პარლამენტი კავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მიიღო პირობები, რომლებიც მას ბრიუსელის სამიტზე შესთავაზეს. მან თემთა პალატას მოუწოდა, ხმა მისცენ ევროკავშირთან შეთანხმებას და დაასრულონ „გაურკვევლობის“ პერიოდი.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წაგებით გახსნა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოარენაზე შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
სტუმრებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. ანგარიში 57-ე წუთზე ცუბერმა გახსნა. საბოლოო შედეგი კი ზაკარიამ დააფიქსირა მე-80 წუთზე.
D ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 26 მარტს გამართავენ - დუბლინში, ირლანდიის ნაკრებთან. ასევე D ჯგუფში გამოდიან დანია და გიბრალტარი.
თეთრმა სახლმა დაადასტურა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მთლიანად დაკარგა კონტროლი სირიის ტერიტორიებზე. პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებელმა პატრიკ შანახინმა ამის შესახებ შეატყობინა აშშ-ის პრეზიდენტს მაშინ, როცა დონალდ ტრამპი ფლორიდაში მიფრინავდა პრეზიდენტის თვითმფრინავით. როიტერსის თანახმად, ამის შესახებ იუწყება თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი.
მანამდე სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომლებსაც აშშ უწევს დახმარებას, გამოაცხადა, რომ წარმატებით დასრულდა შტურმი სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაგუზზე, რომელიც სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. დეკემბერში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია. პრეზიდენტის განცხადება გაისმა მალე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ სირიიდან ჯარების გაყვანისთვის ემზადება.
აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია კონგრესისა და აშშ-ის მოკავშირეთა მხრიდან. მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა „ისლამური სახელმწიფოს“ სრული განადგურება დაასახელა სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის ერთ-ერთ პირობად.
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დაიხურა და პაციენტები თანდათან ტოვებენ სამკურნალო დაწესებულებას. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ბოლოს აქ 25 პაციენტი მკურნალობდა და ორშაბათს საავადმყოფოში პაციენტები უკვე აღარ იქნებიან.
ტუბსაავადმყოფოს დირექტორის, რევაზ ჟღენტის ინფორმაციით, ტუბერკულოზის მძიმე (რეზისტენტული) ფორმით დაავადებული პაციენტები მკურნალობას თბილისში გააგრძელებენ, სხვებმა კი, შესაძლოა მკურნალობა სახლის პირობებშიც გააგრძელოს.
ჟღენტი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელმძღვანელობამ საავადმყოფოდან თანამშრომლებიც დაითხოვა. ტუბსაავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კლინიკა კვალიფიციური სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული და ისინი დასაქმდებიან ახალ საავადმყოფოში, რომელიც აბასთუმნის შესასვლელთან გაიხსნება.
ახალი 100-ადგილიანი საავადმყოფოს მშენებლობა თითქმის უკვე დასრულებულია. ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებულ ახალ სამედიცინო ცენტრში წინასწარი ინფორმაციით, 100-დან 30 ადგილი სწორედ ტუბერკულოზით დაავადებულთათვის იქნება გამიზნული.
სანატორიუმ ზეკარის თითქმის 100-წლიანი შენობა, სადაც ტუბსაავადმყოფო ფუნქციონირებდა, სავარაუდოდ დაინგრევა. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ ტერიტორიას ბიძინა ივანიშვილის ინტერესები უკავშირდება და სავარაუდოდ, იქ 7-სართულიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
ჯიმი კარტერმა, აშშ-ის 39-ე პრეზიდენტმა, ამერიკის ლიდერთა შორის ასაკის რეკორდი დაამყარა. 22 მარტს მას 94 წელი და 172 დღე შეუსრულდა.
უხუცესთა შორის, რომლებმაც 90 წლის ზღვარს გადააბიჯეს, არიან აშშ-ის მეორე პრეზიდენტი ჯონ ადამსი, მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი.
კარტერი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1977-1981 წლებში. ის ასევე რეკორდსმენი რჩება ამერიკის პრეზიდენტებს შორის, რომლებიც თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ ყველაზე დიდხანს იყვნენ დაკავებული აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებით. 2012 წლამდე ეს რეკორდი ეკუთვნოდა აშშ-ის 31-ე პრეზიდენტს, რობერტ ჰუვერს, რომელმაც 90 წლის ასაკს მიაღწია.
2015 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა ჯიმი კარტერის მძიმე ონკოლოგიური დაავადების შესახებ. ოპერაციის შემდეგ მოხერხდა მისი განკურნება რადიო- და ქიმიოთერაპიის მეშვეობით.
ჯიმი კარტერი, რომელსაც ოქტომბერში 95 წელი შეუსრულდება, და მისი 91 წლის მეუღლე როზალინი აგრძელებენ მონაწილეობას ყოველწლიურ ღონისძიებაში „ჯიმი და როზალინ კარტერების სამუშაო პროექტი“, რომელსაც ისინი ატარებენ არაკომერციულ ორგანიზაცია Habitat for Humanity-სთან ერთად. ეს ფონდი დაკავებულია ღატაკთათვის მთელ მსოფლიოში სახლების შენებით.
„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციების გამო, საქართველოს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალქეებს.
„საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!! როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები.
გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას“, - წერია საფრანგეთში მოქმედი საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვეყნებს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერსაც (+33783318689), რომელზეც საქართველოს მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკონ.
აშშ-ის კანონმდებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ დასრულებული გამოძიების დეტალები მალე გახდება ხელმისაწვდომი. მიულერმა 22 მარტს გადასცა გამოძიების შესახებ ანგარიში აშშ-ის გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს, რომელმაც თქვა, რომ ამ კვირის ბოლომდე შეიძლება გააცნოს კონგრესს ანგარიშის ძირითადი დასკვნები.
ანგარიშის რა ნაწილი გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი, ამას გადაწყვეტენ ბარი, იუსტიციის სამინისტრო, კონგრესი და თეთრი სახლი.
მიულერს კანონით ევალებოდა ანგარიშის წარმოდგენა გამოძიების დასრულების შემდეგ.
ბარმა თქვა, რომ სურს მისი დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს. მაგრამ კანონი ბარს ფართო დისკრეციას აკუთვნებს იმის გადასაწყვეტად, თუ ანგარიშის რა ნაწილი გამოაქვეყნოს.
კონგრესში გამოითქმის შიში, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრი სახლი შეიძლება შეეცადოს დაფაროს მისი ყველაზე კრიტიკული ნაწილები. განსაკუთრებით დემოკრატები მოითხოვენ, რომ მთელი ანგარიში გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი თეთრი სახლის მიერ რედაქტირების გარეშე.
„ჩვენ გვინდა სრული ანგარიში, ჩვენ ის ახლა გვინდა. ჩვენ ის გვინდა მანამდე, სანამ პრეზიდენტი მის რამენაირად რედაქტირებას შეძლებს,“ განუცხადა CNN-ს დემოკრატმა კონგრესმენმა ერიკ სუოლუელმა.
23 მარტს საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ეს მისი მესამე ვიზიტია საქართველოში.
საქართველოში სტუმრობის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა გააკეთა 23 იანვარს, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მან საქართველოს ნატოს „უნიკალური პარტნიორი“ უწოდა.
„ჩემი ვიზიტი მიზნად ისახავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებასა და ნატოს ერთგულების დემონსტრირებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან. ასევე, ის ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება ნატო-საქართველოს მასშტაბურ სწავლებას.
„ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ნატო-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ნატოს მაღალი დონის ვიზიტები და მათი ინტენსივობა ცხადყოფს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
18-29 მარტს საქართველო მასპინძლობს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებას, რომელშიც მონაწილეობს 24 ქვეყნის 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ეს არის პირველი ერთობლივი, ბრიგადის დონის მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლებისას გამოცდიან ნატოს კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას - “Non Article 5.“
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორეა, რომელიც ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში ჩატარდება. პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს გაიმართა და მასში 14 ქვეყანა მონაწილეობდა.
წლევანდელ სწავლებაში მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 24 ქვეყანა: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო და შვედეთი.
დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ურჩევს, რომ "ბუმერანგის პრინციპი" გაიხსენოს და „ცოტა ფრთხილად იყოს“, როდესაც ფრაზებს ისვრის.
ბესელია კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ კობახიძე "ქართულ ოცნებაში" გვიან არის მისული და ყველაფერს შორიდან უყურებდა.
„სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის დროს, როდესაც ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიდექით, კობახიძე ალბათ დამფრთხალი უყურებდა ამ ყველაფერს, სადღაც მიმალული ადგილიდან. მე ვისთან ერთად დავდგები და სად დავდგები, ამას ისევ შორიდან შეხედავს, მაგრამ ისევ შეშინებული თვალებით, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელს ირონიულად ურჩია აქციების გამართვა „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან.
„შეუძლია, შალვა შავგულიძესთან და გიგი უგულავასთან ერთად გამართოს ეს აქციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიაზე.
პარტიებმა „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ ბლოკი შექმნეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის. 19 მაისს, თბილისის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში ამ პარტიების კანდიდატი იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე.
ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა იტალიაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ეტლით ფარიკაობაში - „მსოფლიოს თასზე“ ყველა მეტოქეს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ხმლით ფარიკაობაში, გადამწყვეტ შეხვედრაში ხეცურიანმა ჩინელი პარამოფარიკავე დაამარცხა და „მსოფლიოს თასზე“ ჩემპიონი მეთხუთმეტედ გახდა.
დაკავებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ყოფილი მცველი - გ.ქ. მას სამსახურებრივი გულგრილობა და სიყალბის ჩადენა ედება ბრალად.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამოძიებით დადგინდა, რომ ხონის რაიონის სოფელ კინჩხის სატყეო უბნის ტყის მცველი გ.ქ. „გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს და შედეგად, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, უკანონოდ მოჭრეს 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 243 980 ლარი შეადგინა“.
ეროვნული სატყეოს სააგენტოს დებულებით, გ.ქ.-ს ევალებოდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის გამოვლენა, აღკვეთა და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.
„მას შემდეგ, რაც გ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ჭრის ფაქტი, მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბების შემცირებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, დაიყოლია რამდენიმე ნაცნობი, სოციალურად დაუცველი პირი, და მათ მიმართ შეადგინა ყალბი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომელთა მიხედვითაც, თითქოს მათ უკანონოდ გაჩეხეს გ.ქ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის გარკვეული ნაწილი, რაც თავის მხრივ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოავლინა გ.ქ.-მ. რეალურად, გ.ქ.-ს ხე-ტყით სარგებლობის უკანონო ფაქტები არ გამოუვლენია და ხის ჭრას არც მის მიერ დაჯარიმებული პირების მხრიდან ჰქონია ადგილი“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
გ.ქ.-ს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვისა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად, სამართალდამცველებმა დააკავეს 1979 წელს დაბადებული მ.წ. მას ნარკოდანაშაულისთვის 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის მიერ გაყიდული "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1 და მე-4 ნაწილების მიხედვით.
პროცესს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები წარმართავდნენ.
დასრულდა გამოძიება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე. სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ გამოძიებას, გამოძიების მთავარი დასკვნების შესახებ თავისი საგანგებო ანგარიში გადასცა გენერალურ პროკურატურას.
აქამდე საგამოძიებო ჯგუფი მასმედიისგან და საზოგადოებისგან წარმატებით მალავდა გამოძიების მსვლელობას. მუშაობის განმავლობაში 200-ზე მეტი ბრალდება წაუყენეს 34 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. 26 ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.
ბრალდებულთაგან ექვსი არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი: პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინი; საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი; საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, რიკ გეიტსი; ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი, როჯერ სტოუნი.
შვიდმა ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო ყველა ან მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულებების ნაწილში, ხუთი მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
დონალდ ტრამპი თავდაპირველად გამოძიებას უწოდებდა „კუდიანებზე ნადირობას“ და ამტკიცებდა, რომ მის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის არავითარი თანამშრომლობა არ ყოფილა.
CNN-ი იტყობინება, რომ თეთრი სახლი ჯერ არ გაცნობია დოკუმენტს.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა შეატყობინა კანონმდებლებს, რომ ეცნობა ანგარიშს და თავის მოადგილესთან და მიულერთან კონსულტაციების შემდეგ დაადგენს, რომელი ინფორმაცია წარედგინება კონგრესს. მანამდე ბარმა მიანიშნა, რომ კონგრესმენებს და სენატორებს ამ ინფორმაციის მიღება უკვე უახლოეს დღეებში შეუძლიათ.
აშშ-ის კონსერვატიულმა ფონდმა Judicial Watch-მა, რომელსაც მაღალი რანგის მოხელეების მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს, მოიპოვა ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ახალი გასაიდუმლოებული იმეილები, რომლებიც 756 გვერდს მოიცავს. ესაა უკანასკნელი ნაწილი გასაიდუმლოებული იმეილებისა, რომლებიც ეფ-ბი-აი-მ გამოააშკარავა რამდენიმე წლის წინ. Judicial Watch-მა ისინი სასამართლოს გზით მოიპოვა.
მათში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია კლინტონისა და ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზეც.
Judicial Watch-ის თანახმად, ერთ-ერთ იმეილში, რომლის თემაა „კლინტონ-ივანიშვილის შეხვედრა“, ლაპარაკია შეხვედრაზე, Judicial Watch-ის თქმით, „პუტინისტ (pro-Putin) ქართველ მილიარდერთან“, ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც, როგორც იტყობინებიან, დაკავშირებული იყო რუსეთის მიერ გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან საქართველოშიო.
Judicial Watch-ის თანახმად, იმეილები შეიცავს მიმოწერას კლინტონის თანაშემწე კრეიგ სმითსა და შერილ მილს შორის, რომელიც 2012 წლის მაისში გაიმართა. კლინტონის გუნდის წევრთა მიმოწერიდან ჩანს, რომ სახელმწიფო მდივანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედიოდა კლინტონის შეხვედრების გეგმაში.
ხუთშაბათს გამოქვეყნებული იმეილები შეიცავს ასევე 2011 წლის კორესპონდენციას კლინტონსა და დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შორის, რომელიც ეხება პალესტინელების საკითხს. მათ შორისაა ასევე მიმოწერა კლინტონსა და ლენი დევისს შორის, რომელიც კლინტონს სთავაზობდა კერძო კომუნიკაციის არხს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ურთიერთობაში.
2017 წელს ეფ-ბი-აი-მ გამოააშკარავა კლინტონის გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომლებიც 72 ათას გვერდს მოიცავდა.
მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია. წერტილი! – უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ჟურნალისტებს გადაცემა „პირველებში“ სტუმრობისას.
მისი შეფასებით, რომ არა „ფეიკ წერილი“ამ თემაში გიორგი გახარიას სახელი არ მოხვდებოდა.
„დაველოდები სადამდე შეიძლება მივიდეს გამოგონილი ისტორიების თემა და შემდგომ, რა თქმა უნდა, როგორც რიგითი მოქალაქე ამ ყველაფერზე გავცემ პასუხს. მე მქონდა ამაზე ჩემი პირველი რეაქცია, აბსოლუტურად ღია და გარკვეულწილად ემოციური, რომლის გამეორება დღეს შემიძლია. თუმცა, თავს შევიკავებ. ... დაველოდები კიდევ რას იკადრებენ. მხარე რას იკადრებს, თუნდაც მამუკა ხაზარაძე. მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთის რაიმე წერილი. წერტილი!“- განაცხადა გიორგი გახარიამ
მინისტრის თქმით, ამ წერილით შინაარსობრივი განხილვიდან აქცენტების გადატანა მოხდა "ფეიკ ნიუსზე".
„ვიჯექით პარლამენტში, ვმსჯელობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტზე და უცებ ჩნდება „ფეიკ წერილი“ და აქცენტები გადადის სხვა რამეზე. რა იყო იმ დღის მთავარი თემა? - იმ დღის მთავარი თემა იყო ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფი, მისი გარკვეული პოზიციები და პარლამენტში ამ პოზიციების დაცვა. უცებ ჩნდება "ფეიკ წერილი", მედიაზე ზეწოლა, შემდგომ მისი ავტორი და დღის მთავარი თემა ეს ხდება. გათავდა - ეს იყო მიზანი“, - განაცხადა შს მინისტრმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, როგორც კი პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, ის პირველი იქნება, ვინც ამ საკითხზე ჩვენებას მისცემს.
„ამ წერილის ისტორიას დაესმება წერტილი. რა თქმა უნდა, როგორც კი შემადგენლობა იქნება, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას. გახარია იქნება პირველი, ვინც ამ გამოძიებაზე მივა, დაკითხვაზე დაჯდება და ჩვენებას მისცემს. რას ელოდება პროკურატურა ეს პროკურორს ჰკითხეთ. მე როგორც ვიცი, შემადგენლობა არ აქვთ. ადამიანი ამბობს, რომ მაქვს წერილი, ეს წერილი გავაგზავნე სადღაც და შუამავალი ვინ იყო არ ვიტყვი. იცით რამდენი ჩვენების მიცემა შემიძლია ასე?- მათ შორის თქვენს წინააღმდეგაც“, - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის“ ეთერში სტუმრობისას ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხის პასუხად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის გამოძიებას შეეხებოდა, უპასუხა, რომ ეს მისი პირადი ტრაგედიაცაა.
„2 დღის მოსული ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში როდესაც ეს მოხდა და უზომო ძალისხმევა გატარდა მაშინ იმისთვის, რომ შედეგი ყოფილიყო ობიექტური და რეალური თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი არ იყო გაკეთებული და გარკევული ხარვეზები იყო დაშვებული.“
ხარვეზებში შს მინისტმა რამდენიმე საკითხი იგულისხმა. მათ შორის, მისი სიტყვებით, ეს იყო გამოძიების პროცესში პროკურატურასა და შს სამინისტროს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხი.
„იმის გამო, რომ მკაფიოდ არ იყო გამიჯნული შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებები, გაჩნდა კორიდორი ერთმანეთზე პასუხისმგებობის გადაბრალების. ეს იყო შინაარსობრივად, პრინციპულად მნიშვნელოვანი პრობლემა ამ გამოძიებაში“.
გიორგი გახარიას თქმით, ის მართლაც თვლის, რომ საჭიროა სამოხელეო დანაშაულის საქმეზე სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყება.
თეთრმა სახლმა უარი უთხრა კონგრესის სამ კომიტეტს, რომელიც მოითხოვს ინფორმაციას ჰელსინკიში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების კერძო საუბრების შესახებ. დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ეს შეხვედრა შარშან ზაფხულში გაიმართა.
თეთრი სახლის იურისტმა პეტ ჩიპოლონემ 21 მარტს წერილობით უპასუხა წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტის დემოკრატ თავმჯდომარეებს. ჩიპოლონეს განმარტებით, უცხოელ ლიდერებთან საუბრისას, პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ საუბრის შინაარსი გამჟღავნდება.
სამმა კომიტეტმა მიმდინარე თვეში მოითხოვა ინფორმაცია ტრამპისა და პუტინის ტელეფონით და პირადად შეხვედრისას გამართული საუბრების შესახებ. კომიტეტებმა მოითხოვეს აგრეთვე გასაუბრება თარჯიმანთან, რომელიც ესწრებოდა ორი პრეზიდენტის შეხვედრებს.
ნოემბრის არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის დამყარების შემდეგ, დემოკრატები უფრო აქტიურად შეუდგნენ ტრამპის ქმედებების გამოძიებას.
ერაყში, სულ ცოტა, 83 ადამიანი დაიღუპა მდინარე ტიგროსზე ბორნის ჩაძირვის შედეგად. ტრაგედია 21 მარტს მოხდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულთან, წინაისლამური სპარსული საახალწლო დღესასწაულის, ნოვრუზის დროს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია.
ცნობების თანახმად, ბორანი გადავსებული იყო ხალხით, რომელიც ნოვრუზის საზეიმოდ ნინევიის პროვინციის ერთ-ერთი გასართობ ცენტრში მიდიოდა.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ სამდღიანი გლოძა გამოაცახად და მოითხოვა უბედური შემთხვევის „დაუყოვნებლივ“ გამოძიება.
ერაყის ჯარებმა 2017 წელს აღადგინეს კონტროლი მოსულზე, რომელსაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰქონდა დაპყრობილი.
აშშ-მა თეირანს დაუწესა ახალი სანქციები, რომლებიც მიმართულია 31 მეცნიერის, ინჟინრისა და კომპანიის წინააღმდეგ, ვაშინგტონის ინფორმაციით, ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე მუშაობის გამო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 22 მარტს განაცხადა, რომ 14 ინდივიდი და 17 კომპანია დაკავშირებული არიან ირანის თავდაცვის ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციასთან. ამავე განცხადებით, ჯგუფი შექმნა მოჰსენ ფახრიზადეჰმა, თავის დროზე თეირანის ბირთვული იარაღის პროგრამის შემქმნელმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი როგორც აღნიშნავს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავაც აკისრებს ირანის რეჟიმს პასუხისმგებლობას ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას და საზიანოა ირანელი ხალხისათვის. „ეს ითვალისწინებს უზრუნველყოფას იმისა, რომ ირანმა ვერასოდეს შექმნას ბირთვული იარაღი“, ნათქვამია განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განმარტებით საჩივარი, დაზარალებულისათვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემაზე უარს შეეხება.
სასამართლო განხილვა 2019 წლის 28 მარტს დაინიშნა.
ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განმარტებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ საჩივარს დააკმაყოფილებს, ყველა დაზარალებულს უფლება მიეცემა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ პროკურორის მიერ სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი და უნდობლობას აღრმავებს დაზარალებულსა და პროკურატურას შორის.
„ჩვენ ვასაჩივრებთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის თ პუნქტის შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. მარტივად რომ ავხსნათ, ვითხოვთ დაზარალებულებს ჰქონდეთ უფლება არა მხოლოდ სიტყვიერად მიიღონ ინფორმაცია პროკურორის მხრიდან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, არამედ მიეცეთ შესაძლებლობა, ხელზე მიიღონ სისხლის სამართლის საქმის მასალები და ამით კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით. ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ვინაიდან ეს ასევე ხელს შეუწყობს დაზარალებულების ნდობის გაძლიერებას გამოძიების მიმართ და თუნდაც უკვე ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო ჩვენი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი სარჩელი, უკვე წარმატებაა. დანარჩენს სასამართლო განხილვა დაგვანახებს“, - აცხადებს გიგუაშვილი.
საქართველოს პროკურატურა 25 წელია იძიებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეს, რომელსაც 2015 წელს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ზვიად გამსახურდიას ოჯახის განცხადებით, გამოძიების მასალების გადაცემაზე პროკურატურა მათ უარს ეუბნება, სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე მითითებით.
უკრაინა აცხადებს, რომ მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან შეტაკების შედეგად.
თავდაცვის სამინისტრომ 22 მარტს განაცხადა, რომ სეპარატისტმა მებრძოლებმა ტყვიამფრქვევის, ნაღმსატყორცნის და ყუმბარსატყორცნის ცეცხლი გახსნეს და 24 საათის განმავლობაში შვიდჯერ დაარღვიეს საზავო შეთანხმება.
თავის მხრივ, სეპარატისტებმა დონეცკის რეგიონში უკრაინის სამთავრობო ჯარებს ბრალი დასდეს იმავე პერიოდში საზავო შეთანხმების შვიდჯერ დარღვევაში.
2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, კიევისა და სეპარატისტთა ჯარებს შორის ბრძოლებს 13 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
„ელმავალმშენებელი ქარხნის” საბანკო ანგარიშზე, სახელფასო დავალიანებისთვის დასაფარი თანხა ინვესტორმა დარიცხა", - ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.
„ინფორმაციის დადასტურების შემდგომ, პროტესტის მონაწილე დასაქმებულებმა ქარხნის ადმინისტრაციის შენობაზე პიკეტირება მოხსნეს, რათა ბუღალტერიას მიეცეს საშუალება მოახდინოს მუშების სახელფასო ანგარიშებზე ინდივიდუალურად გადარიცხვების დაწყება,- ნათამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„ელმავალმშენებელი“ ქარხნის მუშები 6-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვის მოითხოვნით 19 მარტიდან პერმანენტულ აქციებს მართავდნენ და "ელმავალმშენებელი" ქარხნის ადმინისტრაციის შეუსრულებელ ვალდებულებებს აპროტესტებდნენ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ჟურნალისტების (მათ შორის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის) შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ კითხვა-პასუხის იმ ნაწილის ტექსტურ ვერსიას, რომელიც წინა კვირის ხურვალეთის ამბებს უკავშირდებოდა:
ეგორ კოჩიევი: რისი მოსმენა გსურთ ხურვალეთზე?
ჟურნალისტი: იქ ინციდენტი იყო? ადგილობრივები ამბობდნენ, რომ შეიარაღებული პირები შევიდნენ.
ე.კ.: როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხურვალეთში ინციდენტებამდე საქმე არ მისულა. ახლაც სხდომაზე ამაზე ვლაპარაკობდით, რომ ზუსტად იმოქმედეს საქართველოს სამართალდამცავებმა, ზუსტად იმოქმედეს სამართალდამცავებმა სამხრეთ ოსეთის მხრიდან და ევროკავშირის მეთვალყურეების შუამავლობით, სერიოზულ ინციდენტამდე ხურვალეთში საქმე არ მისულა.
ჟურნალისტი: და, რა მოხდა იქ?
ე.კ.: საქართველოში გყავთ აქტივისტი, დავით ქაცარავა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ [აქ რამდენიმე სიტყვა ცუდად ისმის - რ.თ.] რუსეთის ძალები იკავებენ ხურვალეთს. სინამდვილეში, არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არც შერიგების მინისტრს (ზუსტად არ ვიცი, როგორ ჰქვია მის თანამდებობას), ქეთევან ციხელაშვილს არ დაუდასტურებიათ, რომ რუსეთის სამხედროები, რომელიმე სხვა სამხედროები, ან სამხრეთ ოსეთის სამხედროები იმყოფებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსეთის ყველა ძალა იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ინციდენტამდე საქმე არ მისულა.
ჟურნალისტი: რას ნიშნავს ინციდენტამდე საქმე არ მისულა?
ე.კ.: ეს ნიშნავს იმას, რომ ინციდენტამდე საქმე არ მისულა. ეს არ შეიძლება კიდევ რამეს ნიშნავდეს. ეს იყო პროვოკაცია, რომლის მოწყობასაც ცდილობდნენ „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გაყრიან ძალებს, რომლებმაც დაიკავეს საქართველოს ტერიტორია. სინამდვილეში კი ეს არ მომხდარა. ეს აქტივისტები დროულად რომ არ შეეჩერებინათ ქართველ პოლიციელებს, შეიძლებოდა ეს ინციდენტით დასრულებულიყო.
ე.კ.: რა ინციდენტი იგულისხმება, ჰკითხეთ ქაცარავას. რის გაკეთებას აპირებდა ის ამ რაიონში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მისთვის კითხვის დასმა?
ჟურნალისტი: მან განაცხადა, რომ სურდა ადამიანებს დახმარებოდა მიწის დამუშავებაში.
ე.კ.: მათ მაგივრად უნდა დაებარა მიწა?
ე.კ.: მოხნას თავის ტერიტორიაზე. რატომ უნდა შეძვრეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კარგად არ მესმის. | 2019-03-24 06:45:15 | https://www.radiotavisupleba.ge/a/29366182.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203378.92/warc/CC-MAIN-20190324063449-20190324085449-00391.warc.gz | 43,050 | 855,941,415 |
შეწყალების აქტის გარდა საზოგადოება კიდევ ერთი გახმაურებული საქმის გამოძიების შედეგებს ელოდება.
20-21 ივნისის მოვლენებს გენერალური პროკურატურა ამ დრომდე იძიებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის გამოჩენით დაწყებული პროტესტი, რომელიც მალევე გასცდა საკანონმდებლო ორგანოს კედლებს და მასობრივ აქციაში გადაიზარდა, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, შეტაკებები, აქციის დაშლა და ათეულობით დაზარალებული მოქალაქეებს და პოლიციელებს შორის, – სამი თვის თავზე ოპოზიციის მთავარი კრიტიკის სამიზნე შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი და ახლა უკვე პრემიერი, გიორგი გახარიაა. ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ არ დამდგარა იმ სამართალდამცავების პასუხისმგებლობა, რომლებმაც აქციის მონაწილეებს დაშლის დროს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიაყენეს.
ბოლო მონაცემებით, ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, სამ სამართალდამცველს კი ბრალი აქვს წარდგენილი. | 2019-10-22 08:18:20 | https://1tv.ge/video/20-ivnisis-aqcia-politikuri-shefasebebi/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987813307.73/warc/CC-MAIN-20191022081307-20191022104807-00036.warc.gz | 14,040 | 354,270,813 |
მაქციებსა და ლიკანტროპიაზე მრავალი ლეგენდა შემორჩა და ზოგიერთ მათგანზე ფილმებიც გადაღებულა. ისინი გვიამბობენ სავსე მთვარის პერიოდში მოსიარულე მშიერ ადამიან-მგლებზე. დღესდღეობით ძნელია იმის თქმა, რამ ჩაუყარა საფუძველი მაქციებზე არსებულ უამრავ გადმოცემას და რამდენადაა ისინი სიმართლესთან ახლოს, თუმცა წარსულში მათ რეალურობაში ეჭვი ნაკლებად ეპარებოდათ ხოლმე.
მე-16 საუკუნეში საფრანგეთის ქალაქ დოლის მთავარ მოედანზე სახალხოდ წაიკითხეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მოქალაქეს ეძლეოდა უფლება, დადევნებოდა და მოეკლა მაქცია, რომელიც ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში აწიოკებდა.
ტყეში სიარულისას გლეხების ჯგუფს პატარა ბავშვის ყვირილი მოესმა, რასაც მგლის ყმუილი მოჰყვა. როცა ხმას მიჰყვნენ და შემთხვევის ადგილას მივიდნენ, დაინახეს დაჭრილი ბავშვი, რომელიც საზარელ არსებას ებრძოდა. ამ უკანასკნელში მოგვიანებით ადგილობრივი ჟილ გარნიე ამოიცნეს. ის დააპატიმრეს, ჯადოქრობასა და მაქციობაში გამოტეხეს და ბოძზე დაწვეს.
როგორც აღმოჩნდა, განმარტოებით მცხოვრები გარნიე ვერ ახერხებდა ცოლის რჩენას და კანიბალიზმისთვის ხელის მიყოფა გადაწყვიტა. მან 4 ბავშვის მოკვლა აღიარა, რომელთა ასაკი 9-დან 12 წლამდე იყო. პირველად 10 წლის გოგონა შეათრია ვენახში, გააშიშვლა, დაახრჩო და თეძოებიდან და მკლავებიდან ხორცი მოაგლიჯა, დარჩენილი ნაწილი კი ცოლს წაუღო. მსგავსი ბედი ეწიათ დანარჩენ მსხვერპლებსაც, გარდა ბოლო ბიჭისა, რომლის მოკვლაშიც მონადირეებმა შეუშალეს ხელი.
ძველი ჩანაწერების მიხედვით, დაახლოებით 1640 წელს გერმანული ქალაქი გრაიფსვალდი აოხრებულ იქნა მაქციების მიერ. ამ მხეცების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ღამით გარეთ გასული ნებისმიერი ადამიანი უკიდურეს საფრთხეში იგდებდა თავს, რადგან დიდი შანსი იყო, ერთ-ერთ მაქციას შეხვედროდა და სეირნობა ფატალურად დასრულებულიყო.
მოხალისეების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფრისთვის ბოლო უნდა მოეღოთ და გეგმა შეიმუშავეს: მოიძიეს და შეაგროვეს ვერცხლის ჭიქები, თეფშები, ღილები და ა.შ., გადაადნეს და ტყვიები ჩამოასხეს.
შეიარაღებულმა გამბედავმა ახალგაზრდებმა დაღამებას დაუცადეს და ქუჩაში გავიდნენ, რათა მაქციებს შერკინებოდნენ. სისხლიანი შეტაკება ადამიანთა გამარჯვებით დასრულდა და გრაიფსვალდის მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, ისევ თავისუფლად, შიშის გარეშე გასულიყვნენ გარეთ.
1685 წელს ბავარიული ქალაქის, ანსბახის, მოსახლეობა დიდმა მძვინვარე მგელმა დაატერორა. დადიოდა ხმები, რომ ეს მგელი რეალურად მაქცია იყო, ქალაქის გარდაცვლილი მერი. მონადირეებმა ცხოველს ძაღლები მიუსიეს, მიიმწყვდიეს და მოკლეს, შემდეგ გაატყავეს, გვამი კი საზეიმოდ გაიტანეს ქალაქის ბაზრის მოედანზე. სისხლისღვრის დასრულების აღსანიშნავად ანსბახის მაცხოვრებლები მგლებივით შეიმოსნენ, რათა მერს დამსგავსებოდნენ. მოგვიანებით მოკლული მგლის ტყავი ადგილობრივ მუზეუმში გადაიტანეს.
გერმანიის ქალაქ ლუდვიგსლუსტის მიდამო წარსულში უხვად ტყიანი იყო და შესაბამისად, სანადიროდ კარგ ადგილს წარმოადგენდა. გერმანიის სხვადასხვა ქალაქებიდან მრავალი მონადირე მოდიოდა აქ თავისი ძალების გამოსაცდელად. თუმცა ერთხელაც მონადირეები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ეს სიტუაცია წლების განმავლობაში გაგრძელდა – ტყეში მსხვილი მგელი გამოჩნდა, რომელსაც ტყვიები ვერაფერს აკლებდა. ხანდახან მხეცი თითქოს დასცინოდა მათ – მიუახლოვდებოდა ისეთ მანძილზე, საიდანაც მოკვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი იქაურობას გაეცლებოდა ხოლმე, ხანდახან კი მათ ნანადირევსაც თან გაიყოლებდა. იქ მყოფნი, ცხადია, ცდილობდნენ მისთვის რამე დაეშავებინათ, მაგრამ ტყვია თითქოს არც კი ეკარებოდა.
ერთხელ კავალერიის ერთ-ერთი ახალგაზრდა ოფიცერი სოფლის გავლით მიემგზავრებოდა, როცა მოულოდნელად მისი ყურადღება მიიპყრო ახლომდებარე სახლიდან გამომავალმა ყვირილმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ. შორიდან ოფიცერმა ვერაფერი საეჭვო ვერ შენიშნა, რასაც შეიძლებოდა, ისინი დაეფრთხო. ამიტომ იქვე ერთ-ერთი ყმაწვილი გააჩერა და გამოჰკითხა, რა ხდებოდა. ბავშვმა მიუგო, რომ ფიგების ოჯახში არავინ იყო, გარდა უმცროსი ვაჟისა. როცა მარტო რჩებოდა, მას ჩვეულებად ჰქონდა მგლად გადაქცევა და მეზობლის ბავშვების დატერორება. ამიტომ როცა ტრანსფორმაცია იწყებოდა, ყველა გარბოდა, რათა მის სიახლოვეს არ აღმოჩენილიყვნენ.
ოფიცერმა ეს ყველაფერი ბავშვების გამონაგონად მიიჩნია და მათი წარმოსახვის უნარით გაოცებული დარჩა. იფიქრა, რომ ერთ-ერთი ბავშვი მგლის როლს თამაშობდა, დანარჩენები კი ცხვრისას ან რაიმე მსგავსი გასართობი იყო. მაგრამ შემდეგ მართლაც მოკრა თვალი მგლის სილუეტს სახლში, ცოტა ხანში კი მის ადგილას ბიჭი იდგა.
1541 წელს იტალიის ქალაქ პავიაში მასიური სისხლისღვრა დაიწყო. ერთ-ერთი ფერმერი ხანდახან მგლად იქცეოდა, დაძრწოდა მთელ ქვეყანაში და გზაში შემხვედრ ადამიანებს ნაწილებად გლეჯდა. პავიის მოსახლეობა დაზაფრული იყო და გარეთ გასვლის ეშინოდათ. მონადირეების მცდელობები და დაგებული მახეები არანაირ შედეგს არ იძლეოდა. თუმცა საბოლოოდ, მრავალი მსხვერპლისა და უბედური შემთხვევების შემდეგ მანიაკი დაიჭირეს, მაგრამ მან მისი შემპყრობები დაარწმუნა, რომ ერთადერთი განსხვავება მასსა და ბუნებრივ მგელს შორის იყო ის, რომ ნამდვილი მგლის შემთხვევაში თმები მიმართულია გარეთ, მას კი პირიქით – შიგნითკენ ჰქონდა შეწეული. ამ განცხადების უტყუარობა რომ დაედგინათ, მოსამართლეებმა, რომლებიც გადმოცემის მიხედვით, არანაკლებ სასტიკი და სისხლის მწყურვალი მაქციები იყვნენ, ფერმერს მკლავები და ფეხები მოკვეთეს. დამნაშავე სისხლისგან დაიცალა და მოკვდა.
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ლიკანტროპი იყო შალონის მაქცია, ასევე ცნობილი, როგორც მკერავი დემონი. ის 1598 წლის 14 დეკემბერს დაადანაშაულეს მკვლელობებში და პასუხისმგებლობაში მისცეს პარიზში. ამასთან, შემთხვევები იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ მოსამართლეებმა ყველანაირი დოკუმენტის განადგურება ბრძანეს. დამნაშავის ნამდვილი სახელიც კი ამოიშალა ისტორიიდან.
შალონის მაქცია, რომელსაც ცოცხლად დაწვა მიესაჯა, თავის მაღაზიაში იტყუებდა პატარა ბავშვებს – როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს, ძალადობდა მათზე, შემდეგ ყელს გამოჭრიდა და მარილს აყრიდა, ბოლოს კი ისე ანაწევრებდა, როგორც ყასაბი – საქონლის ხორცს. შებინდებისას მაქცია ტყეში დახეტიალობდა, რათა ხელში მოეგდო გზააბნეული მგზავრები, კბილებით ყელში ცემოდა და დაეხრჩო. მაქციის სარდაფში აღმოაჩინეს დაღუპულთა ძვლებით სავსე კასრები, ასევე ბინძური და ჭუჭყიანი ნივთები. როგორც ამბობენ, ის გარდაიცვალა მოუნანიებელი და სიკვდილის წინაც ღმერთს გმობდა.
კლაუდია გაილარდი მე-16 საუკუნის საფრანგეთში მცხოვრები ერთ-ერთი უიღბლო ადამიანი იყო, რომელიც გრძნეულებზე მონადირე ბურგუნდიელმა ჰენრი ბოგემ შეიპყრო და სასამართლოზე წარადგინა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ის ბუჩქის უკან შენიშნეს, როცა მგლის ფორმას იღებდა, თუმცა გარდასახვის შემდეგ კუდი არ ჰქონდა. ამ საშინელი დანაშაულის გამო მას დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ სხვადასხვა მეთოდებით. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ გაითვალისწინა წამების ფაქტი და ასეთი კომენტარი გააკეთა: ,,ყველანაირი ფაქტი მის წინააღმდეგაა. არავის უნახავს, რომ თვალიდან ერთი ცრემლი მაინც ჩამოვარდნოდეს ან დაეკვნესოს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ხერხით ეცადნენ, მისთვის ტკივილი მიეყენებინათ.” საბოლოოდ კლაუდიას ცოცხლად დაწვა მიესაჯა.
1521 წელს ბეზანსონელმა ინკვიზიტორმა ჟან ბოინმა გაასამართლა მიშელ ვერდენი, ფილიბერ მონტო და პიერ ბურგო და დაადანაშაულა ისინი სატანასთან ზავის დადებასა და ლიკანტროპიაში. მოგვიანებით ეს სამი ადამიანი ცნობილი გახდა, როგორც ,,პოლინიის მაქციები”.
ეს ადამიანები ეჭვმიტანილები აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მგზავრს თავს დაესხა მგელი. თავის დაცვის დროს მან ცხოველის დაჭრა მოახერხა და ამ გზით უკან დაახევინა. დაშავებული მგლის კვალს რომ გაჰყვა, მიადგა ქოხს, რომელიც ეკუთნოდა ადგილობრივ მაცხოვრებელს, მიშელ ვერდენს. ის საწოლზე იწვა მძიმე მდგომარეობაში და მისი ცოლი უვლიდა, ჭრილობას უსუფთავებდა. მგზავრი დარწმუნდა, რომ მას მგელი კიარა, მაქცია დაესხა თავს, რომელიც სინამდვილეში მიშელი იყო და მაშინვე შეატყობინა ადგილობრივ ხელისუფლებას. დაკავებისა და წამების შემდეგ ვერდენი დანებდა და განაცხადა, რომ ხანდახან ფორმას იცვლიდა. ასევე დაასახელა მისი ორი თანაშემწე, შემდგომში კი სხვა იდუმალი დანაშაულებიც აღიარა: ჯადოქრობა, მკვლელობა და ადამიანის ხორცის ჭამა. სამივე დამნაშავე სასწრაფოდ დასაჯეს სიკვდილით.
ეს ამბავი 1692 წელს მოხდა ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ლივონიის ქალაქ იურგენბურგში და შემდეგ მაქციების ფოლკლორს შეერწყა.
80 წლის მამაკაცი, სახელად ტისი, ეჭვმიტანილ იქნა მაქციობაში. ამბობდნენ, რომ მას ცხვირი გაუტეხა სკეისტანმა, ადგილობრივმა ჯადოქარმა, რომელიც იმ მომენტში უკვე გარდაცვლილი იყო. ტისის აღიარების მიხედვით, სკეისტანი და საიქიოში მყოფი სხვა გრძნეულები იმ არეალში ნათესების ზრდას ხელს უშლიდნენ. მათი მიზანი იყო, მარცვლეულები ჯოჯოხეთში წაეღოთ. მათი შეჩერების მიზნით ტისმა სხვა მაქციებთან ერთად ჯოჯოხეთს მიაშურა, რათა ჯადოქრები დაემარცხებინა და ნათესებს ძველებურად ეხარათ.
მაქციებისა და გრძნეულების ბრძოლა იმ წლის სამ ღამეს მიმდინარეობდა: წმინდა ლუსიას ხსენების დღეს, სულთმოფენობის დღესასწაულზე და წმინდა იოანეს ხსენების დღეს. თუკი შეტევისას მაქციები დასუსტდებოდნენ, ჯადოქრები ჯოჯოხეთის კარიბჭეს კეტავდნენ, რის შედეგადაც ნათესები, ცოცხალი ინვენტარი და თევზებიც კი საშინელ დღეში ვარდებოდნენ. იარაღის მაგივრობას მაქციებს უწევდათ რკინის კეტები, ჯადოქრები კი ცოცხებით ხვდებოდნენ. ერთ-ერთი შეტაკების დროს სკეისტანმა ტისს ცხენის ძუაში გახვეული ცოცხის ტარი მოარტყა სახეში და ცხვირი გაუტეხა.
ამ აღიარებამ მოსამართლეები განაცვიფრა, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ მაქციები ეშმაკის დამხმარეები იყვნენ. მაგრამ იმ მომენტში ისინი ისმენდნენ იმ ამბის შესახებ, რომელშიც მაქციები დემონებს აღუდგნენ წინ. როცა იკითხეს, რა მოსდიოდათ მაქციების სულებს, ტისმა მიუგო, რომ ისინი სამოთხეში ხვდებოდნენ. მისი თქმით, მაქციები ,,ღმერთის მსახურები” იყვნენ და კაცობრიობას ეხმარებოდნენ სატანისგან დაცვით, რათა ეს უკანასკნელი დედამიწაზე არ გაბატონებულიყო. შესაბამისად, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ადამიანები მუდმივ ტანჯვაში ჩავარდებოდნენ. ტისმა ასევე განაცხადა, რომ მათ მსგავსად გერმანიასა და რუსეთშიც იყვნენ მაქციები, რომლებიც იქაურ კუდიანებს ებრძოდნენ ჯოჯოხეთში ჩასვლით.
ტისმა უარყო, რომ სატანასთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ან რაიმე სახის მეგობრობა აკავშირებდა. მან ასევე უარი განაცხადა მღვდლის ნახვაზე, რომელიც მასთან გამოგზავნეს. ტისის თქმით, ის ნებისმიერ მღვდელზე უკეთესი ადამიანი იყო. ასევე ირწმუნებოდა, რომ არც პირველი მაქცია ყოფილა და არც ბოლო იქნებოდა, რომლის მისიასაც ჯადოქრებთან ბრძოლა წარმოადგენდა.
საბოლოოდ მოსამართლეებმა ტისს ბრალი დასდეს კერპთაყვანისმცემლობასა და ცრურწმენებში და 10 წკეპლა მიუსაჯეს.
1603 წლის გაზაფხულზე სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთი, გასკონია, შიშმა და ტერორმა მოიცვა. პატარა სოფლებიდან და დასახლებებიდან სრულიად მოულოდნელად უჩინარდებოდნენ ბავშვები, თუკი მინდვრებში გასეირნებას გადაწყვეტდნენ. ამასთან, დანაშაულის ვერავითარ კვალს ვერ პოულობდნენ ხოლმე. ერთხელ კი პატარა კოტეჯში ჩვილი ბავშვი აკვნიდან გაიტაცეს, როცა დედამისმა ცოტა ხნით დაძინება გადაწყვიტა და შვილი უსაფრთხო ადგილას დატოვა (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა). მოსახლეობა მგლებზე ალაპარაკდა, გარკვეული ნაწილი კი ამ ვერსიას უარყოფდა და უარეს რამეზე საუბრობდა.
შიშის ზარმა მაქსიმუმს რომ მიაღწია, ერთი ადგილობრივი მოსამართლე თავის კოლეგებს ეწვია და ამცნო, რომ სამი მოწმის ჩვენებისგან შემდგარი ინფორმაცია ეპყრა ხელთ. მოწმეებიდან ერთ-ერთი იყო 13 წლის გოგონა მარგარეტ პუარე. ის იფიცებოდა, რომ სავსე მთვარის პერიოდში თავს დაესხა ველური მხეცი, რომელიც გარეგნულად მგელს ჩამოჰგავდა. ის შუადღით საქონელს მეთვალყურეობდა და მოულოდნელად უღრანი ტყიდან უცნაური ცხოველი გამოვარდა და ბასრი კბილებით ქვედაბოლო დაუგლიჯა. საბედნიეროდ გოგონას თან ჰქონდა რკინის წვეტიანი ჯოხი და მხეცის მოგერიება მოახერხა, ისე რომ დაკბენას გადაურჩა.
როგორც ცოტა ხანში გაირკვა, 13-14 წლის ჟან გრანიე ტრაბახობდა, რომ სწორედ ის დაესხა თავს მარგარეტს. იმ მომენტში მგლად იყო გადაქცეული და რომ არა გოგონას ჯოხი, რომელმაც კიდურები დაუზიანა და ტკივილი მიაყენა, ისევე მოკლავდა და შეჭამდა, როგორც დახოცა მანამდე 3-4 ბავშვი.
ჩვენება მისცა ასევე 18 წლის ჟანა გაბორემ. მისი თქმით, ერთ დღეს ჟან გრანიესთან ერთად მეთვალყურეობდა ნახირს (ორივენი მდიდარი ფერმერის მოსამსახურეები იყვნენ), როცა მან კომპლიმენტი უთხრა გარეგნობაზე და პირობა მისცა, რომ ცოლად მოიყვანდა. როცა ჟანამ მშობლებზე გამოჰკითხა, ბიჭმა უთხრა, რომ მღვდლის უკანონო შვილი იყო. გოგონას არც ის გამოპარვია, რომ მისი ,,საქმრო” ჭუჭყიანი იყო, რაზეც მან ასე უპასუხა: ,,ეს მგლის ტყავის გამოა, რომელსაც ხანდახან ვატარებ ხოლმე”. ჟანმა ასევე აუხსნა, რომ მისი მსგავსი კიდევ 9 მაქცია იყო, რომლებიც ორშაბათობით, პარასკევობითა და შაბათობით დაძრწოდნენ შებინდებიდან განთიადამდე პერიოდში და კუდიანთა შაბათობისას ერთად იყრიდნენ თავს. მას განსაკუთრებით მოსწონდა პატარა ბავშვების ხორცი, რადგან ნაზი, გემრიელი და იშვიათი იყო. შიმშილისას ხანდახან ხოცავდა ძაღლებსაც და მათ სისხლს სვამდა, რაც არც ისე გემრიელი იყო.
1603 წლის 29 მაისს ჟან გრანიე დააპატიმრეს და სასამართლოს წინაშე წარადგინეს. 2 ივნისს მან აღიარა, რომ მაქცია იყო, ასევე გამოტყდა ჩადენილ დანაშაულებშიც. თუმცა მღვდელთან დაკავშირებით მისი ნათქვამი ტყუილი აღმოჩნდა. ის იყო პიერ გრანიეს შვილი, რომელიც მას მუდმივად სცემდა, ამიტომ ჟანი გაიქცა და თავს მენახირეობითა და ყალთაბანდობით ირჩენდა. ერთხელ გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი პიერ დე ლა ტილარი, რომელმაც ტყეში წაიყვანა და იქაურობის მბრძანებელი გააცნო. ის მაღალი და ახოვანი აღნაგობისა იყო, მუდმივად ახლდა შავი ცხენი. ეს ყველაფერი 3 წლის წინ მომხდარიყო, შემდეგ შეხვედრაზე კი ბიჭებმა მას ერთგულება შეფიცეს, რის სანაცვლოდაც ორივემ პატარა სტილეტი მიიღო, მოგვიანებით კი მგლად გარდასახვის უნარითაც დაჯილდოვდნენ. ნადირობისას ხანდახან ტყის მბრძანებელიც ახლდათ თან, ის ლეოპარდად გადაიქცეოდა ხოლმე.
დამნაშავის ასაკის გათვალისწინებით სასამართლო მკაცრად არ მოპყრობია ჟან გრანიეს. მათი გადაწყვეტილებით, ბიჭი ფრანცისკანული ორდენის ბერს მიაბარეს და გააფრთხილეს, რომ გაქცევის პირველივე მცდელობას სასჯელად ჩამოხრჩობა მოჰყვებოდა, შეწყალების იმედის გარეშე.
შემთხვევის შესახებ დამატებით ცნობას გვაწვდის პიერ დე ლანკრე. ის 1610 წელს ეწვია მაქციას და აღწერს, როგორც გაძვალტყავებულსა და გამხდარ ბიჭს, რომელსაც ღრმად ჩამჯდარი, მძვინვარედ მოელვარე შავი თვალები ჰქონდა. მისი კბილები ბასრი იყო, ზოგიერთი ეშვებივით თეთრი, ზოგი კი შავი და მომტვრეული. ხელები თათებს მიუგავდა, ფრჩხილები ცხოველის ბრჭყალებივით ჰქონდა გაზრდილი და მოხრილი. უყვარდა მგლებზე საუბარი და მათი ამბების მოსმენა. ზოგჯერ ოთხზე დგებოდა და არაბუნებრივი სიმარდით მოძრაობდა, ამ დროს გაცილებით მოქნილი იყო, ვიდრე ორ ფეხზე დგომისას.
ამ ბოლო დროს რაღაც ცუდად გადავეკიდე მაქციებს და ვაპირებს,თუმცა ასეთი კუთხით არ შემიხედავს ჯერ,ანუ საიდან იღებს სათავეს ლეგენდები:)საინტერესო პოსტია… 🙂
მეც ამ ბოლო დროს ძაან გადავეკიდე მაქციებს უკვე იმდენი რამ დავამტხვიეტ მე და ჩემმა მეგობრებმა…..უკვე მგონია გავგიჯდი:D:D:D:D:D:D
ისე მე ლიკანტროპიზებისა და მაქციების დაპირისპირებას
არ ვიცი რამდენად სიმბოლურია, მაგრამ ახლა ჩემები სწორედ ფილმ “მგელკაცს” უყურებენ. 🙂 🙂 🙂
საწყალი მგლები, თვით ყველაზე უწყინარ ზღაპარ წითელქუდაშიც კი მგელი მაქციად გადააქციეს ეკრანიზაციაში 🙂
Pingback: ნაკლებად ცნობილი ფაქტები მგლებზე « ჩრდილოეთის ციალი
გრაიფსვალდში ვსწავლობდი ერთი სემესტრი :)))
მაქციები დგესაც არსებობენ მე ამის ცოცხალი მოწმე ვარ
არსებობენ მაგალითად მე თუ არ გჯერატ არ ვიცი მარა
რევაზ მე მინდა გავხდე მაქცია როგორ დაგიკავშირდე
ლიკაონ რას ღატაობ, უცბად მაქცია ხომ არ ხარ მითხარი ერთი, შეიძლება კინოებში გაქვს ნანახი და ფანტაზიებს აყევი, მაგრამ მაინტერესებს რომელ სერიალში ნახე მაქცია, ა)თინეიჯერ მგელში ბ)ვიკინგების აჯანყებაში გ)თუსინამდვილეში, მითხარი სად ნახე და მეც მოვალ ანდაც… ვუყურებ, თუ სინამდვილეა და შენ იქნები მაქცია შენდობას ვითხოვ, შენ თუ არ მოკლა მე რაღას მერჩოლება ჰა.
ღმერთს ეგეთი არაფერი არ გაუჩენია დედამიწაზე.მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი სანამ დედამიწაზე იესო მოვლინდებოდა და ეშმაკს შეაჩერებდა ესმაკს გზა ხსნილი ჰქონდა როგორც ახლა და ასეთ რაღაცეებს ქმნიდა თავისი ბოროტი ძალებით და მფარველობდა განუვითარებელ ხალხს კი ეს არ ესმოდა.მაგრამ მაინც არ მჯერა შეილება მგლის ჯიში იყო რაღაცა ძლიერი ძაან და ადამიანის ზომის და მსგავსი და ის რომ ადამიანი იქცეოდა ვნახეთო რო თქვეს სეიზლება სურის საზიებლად თქვა ვიღაცამ.მაგრამ ის რომ აღიარაო და ისაო და ესაო რავი აბა ეგ მთლად ლეგენდაა.არაა გამორიცხული ესმაკი რომ იყო მასში ჩამძვრალი რომ ეცდუნებინა ხალხი და მათი მმარტველი კოპილიკო მას ხომ ღმერთის ადგილი უნდოდა
მაქციები შეიძლება არსებობდენ მაგრამ მითიური წითელ თვალა მაქციები რომელსაც ალფას უწოდებენ სწორედ ასეთ მაქციებს შეუძლია ადამიანის მაქციად გადაქცევა რათქმაუნდა თუ ადამიანი თინეიჯერი არის.
სოფო მამაჩემი 10 პროცენტით მონადირეა, ხშირად უნახავს ასეთი რამ როდესაც რუსეთში მეგობრებთან ერთად ნადირობდა ის ძალიან დიდი ძალის ტყვიით მოკლეს მაგრამ გადმოცემის მიხედვით მაქცია სიკვდილის შემდეგ ადამიანად უნდა გარდაქმნილიყო მაგრამ ის არ გადაქცეულა ადამიანად სიკვდილის, შემდეგ ამიტომ 90 პროცენტით ა მჯერა მაქციიების,
მაგრამ როცა უკან შემოიხედეს მხეცი გაქრა ,
ყველა მაქციას თუ ასე ადვილად კლავდენ რომც 100% შანსი მქონოდა მაქციად გავრდაქმნილიყავი ძალიან მაინც არ ვინატრებდი
დოვეასტერ კონგ იმ ცამეტი წლის გოგონას უბრალო წვეტან ჯოხით არ მოუგერებია მაქცია ის ჯოხი იყო ვერცხლის რადგან მაქციებს ვერცხლის გარდა ვერაფერი ვერ მოკლავს თუ რათქმაუნდა ალფა მაქცია არ არის და თუ კოცონზე არ დაწვავ
კარგი ამტკიცებთ რომ მაქცია არსებობს დამიმტკიცედ
მომისმინეთ მე საძმოს უფროსი ვარ და ტუ გინდათ საძმოში გაწევრიანება აქ დაწერეთ და მე თვითონ გიპოვით
აბა ვინმეს გინდათ? ჩვენ 2 ჯგუფათ ვართ დაყოფილები აქედან ზოგიერთი ბოროტია ზოგი კი კეთილი მე მშობლები არ მყავს, მე მაქციათ არ გადავქცეულვარ დავიბადე, ამის შემდეგ მე ჩამოვაყალიბე ჩემი გუნდი რომელსაც მე ვხელმღვანელობ და ვიბრძვი მათ წინააგმდეგ
ხალხო რამ გადაგრიათ, საიდან მოიტანეთ რომ მაქციები და ეგეთი სისულელეები არსებობენ? არცერთი რეალური მტკიცებულება არ არსებობს მაგის შესახებ. ზოგი უკვე იმდენადაა გატაცებული, რომ ამბობს მე უკვე მაქცია ვარო :დ:დ რა სასაცილოა. ჯობია იმაზე იფიქროთ რაც რეალურია, თორემ ბოლოს ძალიან გაგიტაცებთ და როცა გაიაზრებთ რომ ეს მხოლოდ ხალხის ფანტაზიის ნაყოფია, გული დაგწყდებათ და გაგიჭირდებათ სიმართლესთან შეგუება.
ისე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ოდესღაც შეიძლება ადამიანში მგლის გენი შეიყვანონ და ხელოვნურად შექმნან მაქციის მაგვარი რამ. მედიცინას სასწაულების მოხდენა შეუძლია!
მაქციები არ არსებობენ. მაშინ რატომ მოიგონეს მითებიო? იმიტომ მოიგონეს, რომ ადამიანის ფანტაზია ძალიან დიდია. ისევე როგორც მილიონობით ზღაპარი და მითი მოიგონეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა რეალური. რატომ იქნება მაინც და მაინც მაქციები გამონაკლისი?
მანდ ტყეი ინტერნეტი გაქვს გაყვანილი? 😀 თუ wi-fi-ს იჭერ? 😀
ვაიმე ცჰაგეტვალა აუ ცჰემი ცუდად ვარ მუცელი
მე აბა თინეიჯერი მგელის მერე დავინტერეზდი ამ მაქციებზე 😀 😀 😀
რა თქმა უნდა არ უნდა დაიჯეროთ ესეთი სისულელე, ეს ყველაფერი ადამიანების ფანტაზიებია, გამოგონილი ისტორიები, ადამიანს იმდენად დიდი ფანტაზია გააჩნია რომ შეუძლია თავისივე გამოგონილი რეალობად მიიღოს, ეს ყველაფერი სისულელეა, მხოლოდ ვიღაცეების თავში ტრიალებს… თავიანთ ცხოვრებას რაღაც სიახლით რომ ვერ ცვლიან მერე ვარდებიათ ესეთ სულელურ გამოგონილ მისტიკაში და სხვებსაც აჯერებენ, ვინც ფსიქოლოგიურად სუსტია….
რა მაქცია, რა ვამპირი, ეს ყველაფერი გამოგონილი სისულელეებია…
ზოგიერთებს სამწუხაროდ ღმერთის არსებობა ფანტაზია ჰგონიათ და ესეთი მაქციურ-ვამპირული სისულელეები სინამდვილე… რა სისულელეა…
ღმერთმა მხოლოდ გალაქტიკები, პლანეტები კოსმოსი, და ეს ყველაფერი თავის ადამიანებით და ცხოველებით შექმნა, მაგრამ, ესეთი სისულელეები რაც მაქციებს, ვამპირებს და მსგავს მისტიურ რაღაცეებს ეხება ეს ყველაფერი ადამიანმა შექმნა, თავის ფანტაზიებში, თავში და შემდეგ გარეთ გამოიტანა და სხვებსაც აჯერებს ესეთი სისულელეებით.
ყველაფერი რაც მიწაზე ხდება ჩვენი დამსახურებაა ადამიანების, ჩვენი გამოგონილია, რაც მიწიერია…
ეს იმიტომ ხდება რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა და რაც შეიძლება მეტი სიახლე ჭირდება და თვითონ ადამიანი იგონებს და შემდეგ თვითონვე იჯერებს რომ თავის გამოგონილი კი არ არის არამედ რაღაც მისტიურია, ვიღაცის ან რაღაცის შექმნილია… :))))))))))))
კი, რა თქმა უნდა არსებობენ, ამაზონის ჯუნგლებში, აფრიკაში, ავსტრალიაში გაუვალ ტყეებში, შიშვლები დარბიან და შეიძლება ერთმანეთსაც ჭამენ, შეგიძლია შეამოწმო თუ ესე დაინტერესებული ხარ… ჰა, ჰა, ჰა….
იცირა შენი საკონტაქტო ინფორმაცია დამიტოვე ფბსი
არა, მაქციები ნამდვილად არ არსებობენ… ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის გონების ფანტაზიებია, რადგან ადამიანს მარტოობა არ უყვარს, მდიდარი ფანტაზიები აქვს და ცდილობს ყველაფერს რეალური სახე მისცეს, მისტიკაში, სათავგადასავლო ლაბირინთებში სიარული უყვარს… აბა, ერთი წუთი წარმოიდგინეთ, ჩაკეტილ სივრცეში იჯექი და არაფერი აკეთო, ხომ გაგიჟდები?!..
ამიტომ ადამიანს ათასნაირი ფიქრები უტრიალებს და მერე თვითონ წარმიდგენს როგორც რეალობას, ყველაფერს ერთმანეთს უკავშირებს, როგორც საშინელებათა ფილმებში ხდება… 🙂
ღმერთმა როგორებიც შეგქმნათ ისეთებად დატკბით და იცხოვრეთ…
სამწუხაროდ ადამიანი, რაც გაქვს არ აფასებ, როდესაც აღარ გაქვს შემდეგ მისტირიხარ, რატომ არ გავუფრთხილდიო…
ადამიანობა მაქციობასაც ჯობია და ვამპირობასაც, ასე შემდეგ და შემდეგ…
ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი, ჩვენი ფნტაზიებია და მეტი არაფერი.
თუ ეს ლეგენდები მართალია, მაშინ დრესაც უნდა არსებობდნენ. მე კი ჯერ არ შემინიშნავს მსგაავსი მოვლენა. | 2019-10-20 04:08:36 | https://charlius.com/2012/01/31/werewolves/?like_comment=6906&_wpnonce=2f4b872078 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986702077.71/warc/CC-MAIN-20191020024805-20191020052305-00102.warc.gz | 67,457 | 414,864,317 |
ნაყოფის აღწერა. ნაყოფი საშუალო ზომისაა. მისი ზედაპირი გლუვია, კანი - ელასტიური. იგი მოყვითალო-ჩალისფერია, ხოლო შენახვისას კი უფრო ყვითლდება. ყუნწთან ემჩნევა ჟანგისფერი წერტილები. ყუნწი გრძელია 3.3-3.5 სმ სიგრძის. რბილობი ოდნავ მოყვითალო-თეთრია, მარცვლოვანი კონსისტენციის, საშუალოდ წვნიანი, მკვრივი, გადამწიფებისას არ ქაშდება. ხასიათდება თავისებური არომატით, რომელიც სიმწიფის პერიოდში კიდევ უფრო მძაფრდება. ნაყოფი საკმაოდ ტკბილია, დაბალი მჟავიანობის.
მსხმოიარობაში შესვლა. სუსტი ზრდის ხეა, ივითარებს ბირთვისებრი ფორმის ვარჯს, ახასიათებს ხშირი დატოტვა და უხვი შეფოთვლა. ერთწლიანი ნაზარდი სუსტია. ჯიში ადრე შედის მსხმოიარობაში. მაჟალოზე დამყნილი 5 წლიანი ხეები უკვე იწყებენ მსხმოიარობას. სუსტ საძირეზე დამყნობისას კი მსხმოიარობაში შედის მესამე წლიდან. მსხმოიარობა რეგულარულია, არ ახასიათებს მეწლეობა.
სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ. ყვავილობა საშუალო პერიოდისაა, გაზაფხულის ყინვებისგან იშვიათად ზიანდება. ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში და ჩვეულებრივ საწყობის პირობებში ინახება გაზაფხულამდე, მაცივარში შენახული მაისამდე არ კარგავს გემურ თვისებებს.
- სტაფილო - მოსავლის შენახვის წესები 20.03.2019 595 ნახვა
- ბიომეურნეობა - ნიორი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ 21.12.2018 2730 ნახვა
- ხორბლის მოვლის აგროწესები - ბროშურა 04.05.2019 432 ნახვა | 2019-10-21 12:16:13 | http://agropedia.ge/news/139 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987773711.75/warc/CC-MAIN-20191021120639-20191021144139-00209.warc.gz | 8,069 | 11,238,367 |
15 ნოემბერს ვერაზე „სტუდიო კამპუსის“ დირექტორი მიხეილ ხუნდაძე დაჭრეს. როგორც „ლიბერალზე“ გამოქვეყნებულ ბლოგში გია ეძგვერაძე წერს, ინციდენტი „კამპუსის“ ორგანიზებით მოწყობილ საჯარო ლექციაზე მოხდა, რომელიც მილორავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარეობდა.
„კამპუსის“ ტერიტორიაზე კეთილად დაშვებულმა ბავშვებმა და მოზარდებმა მოწვეული ლექტორების ლექციებზე „არევა“ დაიწყეს და გამოსვლები ჩაშლის ზღვარზე მივიდა. ბოლო ლექციაზე ასეთი უსიამოვნო ინცინდენტების დროს წყობიდან გამოსულმა ცენტრის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მიშა ხუნდაძემ (უკეთილესმა და უწესიერესმა ადამიანმა!) მკაცრად მოსთხოვა მოზარდებს სალექციო სივრცის დატოვება. „ბავშვები“ (ქართულ რეალობაში ხომ ბავშვად მანამდე რჩები, სანამ დედა ცოცხალი გყავს) გაიქცნენ და თავის დამცველ ვაჟკაც-ბედოვლათებს შესჩივლეს - „კამპუსში“ გვაგინეს და გამოგვყარეს სატანისტებმაო! ჰოდა, ერთ-ერთი ყველაზე გულგამოდებული „ქრისტიანი“ მებრძოლი დანით მოვარდა - „მიშა ვინ არიო?“ კიოდა და მიშას დანახვისთანავე გულის არეში დანა ჩასცხო, მიუხედავად იმისა რომ, მიშას, ცოლი გადაეფარა!“, - წერს ეძგვერაძე.
„ლიბერალი“ შსს-ს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს.
„მილორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ცხელ კვალზე არის დაკავებული პიროვნება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს“, - უთხრეს „ლიბერალს“ შსს-ში.
რაც შეეხება რელიგიურ-იდეოლოგიურ მოტივს, რომელზეც გია ეძგვერაძე წერს და „სტუდიო კამპუსის“ წევრებიც საუბრობენ, შსს-ში ამბობენ რომ დამამძიმებელი გარემოებები ჯერ გამოკვეთილი არ არის.
„საქმე ამ დროისთვის არ გადაკვალიფიცირებულა. რა თქმა უნდა, გამოძიების მსვლელობისას შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს“, - ამბობენ შსს-ში.
15 ნოემბრის ინციდენტზე წერენ „სტუდიო კამპუსის“ Facebook გვერდზეც:
„როგორც ჩანს, „უბანში“ არსებული სოციალური გარემო არ აღმოჩნდა მზად, მიეღო მსგავსი ტიპის სივრცე. არატოლერანტული დამოკიდებულება გადაიზარდა აგრესიაში, რასაც მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორება. ცივი იარაღით, გულმკერდის არეში მძიმე დაზიანება მიიღო კამპუსის დირექტორმა, მიხეილ ხუნდაძემ. საბედნიეროდ, მიშა გადარჩა და მძიმე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში იმყოფება.
უნდა აღინიშნოს, რომ კამპუსი მომხდარს განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ დისკრიმინაციას და ძალადობას ზოგადად მსგავსი ნიშნის მატარებელი ნებისმიერი თავისუფალი სივრცის წინააღმდეგ. ვფიქრობთ, აღნიშნული ინციდენტი არა მხოლოდ ერთი „უბნის“, არამედ საზოგადოების პრობლემაა. კამპუსი აცნობიერებს, რომ ის მახინჯი, იდეოლოგიზებული ინტერპრეტაციის მსხვერპლია, რომლის უკან „სოციალური ნორმის“ დამცველი, მოძალადე დისკურსი დგას.
მიუხედავად „უბანში“ არსებული ნეგატიური განწყობისა, უნდა აღინიშნოს, რომ „უბნელი“ ახალგაზრდობის კეთილგანწყობილი ნაწილი დაინტერესებული იყო ჩვენი საქმიანობით და აქტიურად ერთვებოდა მუშაობის პროცესში.
კამპუსი აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცნობიერებულად წყვეტს ფუნქციონირებას.
ამჟამად ჩვენ ალტერნატიული სივრცის ძიების პროცესში ვიმყოფებით.
სივრცის მოძიებისთანავე გაცნობებთ ახალ ადგილმდებარეობას, სადაც კამპუსი განაახლებს მუშაობას. | 2019-10-23 23:11:58 | http://liberali.ge/news/view/19609/mikheil-khundadzis-dachris-faqtze-piri-ganzrakh-mkvlelobis-mtsdelobis-mukhlitaa-dakavebuli | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836368.96/warc/CC-MAIN-20191023225038-20191024012538-00162.warc.gz | 17,008 | 123,607,326 |
დღეს მცხეთა-მთიანეთში სახალხო დღესასწაული შატილობა აღინიშნა, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია და ტრადიციები აქვს.
შესრულდა ლუდის კოდის დალოცვის რიტუალი, მოეწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება,ცეცხლოვანი შოუ შატილის კოშკებზე, გაიმართა კონცერტი.
ღონისძიებას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„ეს სიყვარული, რომელიც დღეს აქ იგრძნობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს შატილს და ქართულ მთას, იმ მთას, სადაც ყველაზე უფრო ინახავენ ქართულ გენს, ქართულ სულსა და ტრადიციებს. თითოეული ქართველი და მსოფლიო კულტურა ამაყობს ამ უნიკალური ძეგლით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. | 2019-10-18 21:27:11 | http://reportiori.ge/inside.php?menuid=42&id=79025 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986684854.67/warc/CC-MAIN-20191018204336-20191018231836-00504.warc.gz | 14,525 | 155,523,687 |
„არც მომავალში მექნება სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი და არც მისი მიზნები მაინტერესებს, მე ჩემი გასაჭირი მაქვს...“ - ამის შესახებ შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ ემიგრანტებისგან მქონდა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან. უკიდურეს შემთხვევაში, წარვადგენ ქვითრებს, რათა ცხადი გახდეს, ვინ მირიცხავდა თანხას. ადრე დისტრიბუციაში ვმუშაობდი, საბითუმო მაღაზია მქონდა, მაგრამ გავკოტრდი. არცერთი პარტია მატერიალურად არ დამხმარებია. სააკაშვილმა აქციაზე ერთ-ერთ კარავში მართლაც დარეკა, თუმცა იმ მომენტში აქციაზე არ ვყოფილვარ. ამ ადამიანთან არასოდეს მქონია საუბარი, შეხვედრაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია! არც მომავალში მექნება სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი და არც მისი მიზნები მაინტერესებს, მე ჩემი გასაჭირი მაქვს ჩემი მოკლული შვილის მიმართ სამართლიანობის აღსადგენად!
მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ არცერთი შვილმოკლული მამისთვის თვალებში ჩახედვის არ შემრცხვეს და ჩემ მიმართ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა შემეძლოს, იმის მიუხედავად, თუ რომელმა ხელისუფლებამ გააუბედურა მათი ოჯახები. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში „ნაცებთან“ გაიგივდა. მე მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სამართლიანობის აღდგენა მაინტერესებს“,- აღნიშნავს ზაზა სარალიძე. | 2019-10-22 03:21:54 | http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=97473 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987798619.84/warc/CC-MAIN-20191022030805-20191022054305-00197.warc.gz | 15,106 | 174,152,883 |
ამ ქვეყანას კოლექტიური ასინეთები დაღუპავენ
გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე.
- გასული წლის ზაფხულში, მასობრივი ხანძრების დროს, რომ ვთქვი, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი მოკიდებს თავის მილიონებს ხელს და წავა, ჩვენ კი გაჩანაგებული ტყე და ქვეყანა შეგვრჩება-თქო, "ქართული ოცნების" ფანკლუბმა ლამის ჯვარს მაცვა, ამას როგორ ამბობო, დღეს აღარ მოწონთ კვირიკაშვილი. ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ვინც კვირიკაშვილის მზეს ფიცულობდა, ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადების შემდეგ მისი ლანძღვა დაიწყო. არაერთხელ მითქვამს, მათ შორის თქვენი გაზეთის ფურცლებიდანაც, რომ კვირიკაშვილმა გაავსო ხელისუფლება სოროსის ლეკვებით, გაურიგდა ყაჩაღ-ბანდიტ ხაზარაძეს, ეს ვითომდა ეკლესიის დიდი დამცველი, ქვეყნის მოღალატე "ენჯეოშნიკების" ჭკუაზე დადიოდა. ბიძინა ივანიშვილს რომ ლანძღავდნენ ტელევიზიები, მის დასაცავად მისი ე.წ. გუნდიდან არავის ამოუღია ხმა, იმიტომ ვამბობდით, რომ ბატონ ბიძინას ერთი კაცი არ ყავდა დამცველი მთავრობაში, მერე ეს თვითონვე თქვა.
ბიძინა ივანიშვილს, კიდევ ბევრი კვირიკაშვილი ყავს გვერდით და ამას როცა აღმოაჩენს, შეიძლება ძალიან გვიან იყოს. საქართველოს პრობლემა კოლექტიური ასინეთებია, ეს ივანიშვილის გვერდით მყოფ ხალხსაც ეხება, რომლებსაც ან არასწორი ინფორმაცია მიაქვთ მასთან, ან საერთოდ უმალავენ. ხომ გაირკვა, რომ კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა დაუმალეს. ეს ქვეყანა საცდელი ლაბორატორია ხომ არ არის, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, საზოგადოება დაღალა ამ გაუთავებელმა ექსპერიმენტებმა, ძალზე უკმაყოფილოა. უმჯობესი იქნება ბიძინა ივანიშვილმა თვითონ აიღოს ხელში ქვეყნის ბედი, ის იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. სრული სისულელეა განცხადებები, რომ მაინც და მაინც ქალი უნდა იყოს პრეზიდენტი, რატომ, კაცი რომ იყოს, არ შეიძლება? ცხენი ხომ არ "აგვერჩია", არც ის ყოფილა როდისმე პრეზიდენტი, ან რობოტი, აგერ სოფია ჩამოიყვანეს და ბარემის დაგვისვან პრეზიდენტად. მაინც დასავლეთის ბრძანებებს ვასრულებთ, აზროვნება არ გვჭირდება და რომელიმე საელჩო რასაც ეტყვის სოფიას, ისიც უსიტყვოდ შეასრულებს.
საქართველო, ალბათ, ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ბანკები მართავენ ქვეყანას, მათ ყავთ ხალხი პარლამენტში, იყიდეს ყველაფერი, მათ ხელშია სამშენებლო კომპანიები, "თბილისის წყალი", სამედიცინო სფერო, დაზღვევა, მინერალური წყლები. რეალურად "საქართველოს ბანკი" და "თი-ბი- სი" მართავენ საქართველოს, მთელი ქვეყანა ჯიბეში უდევთ, არადა კანონმდებლობით ბანკებს არაპროფილური საქმიანობა ეკრძალებათ. პარლამენტის თავმჯდომარე რომ აცხადებს, ილიას გზით მივდივარო, რაში გამოიხატება ილიას გზა. ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო (საადგილმამულო) ბანკი ჩამოაყალიბა, რომელიც ქართულ მიწებისა და სხვა უძრავ ქონების გამოსყიდვას ახდენდა უცხოელებისგან და ქართველებს უბრუნებ- და, ამათ რა გამოისყიდეს და დაუბრუნეს ხალხს?
ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო, მის გვერდით მდგომი ხალხის უმეტესობა კოლექტიური ასინეთები და კვირიკაშვილები არიან.
ისე, ერთი ინფორმატორის ყოლას, ჯობია რამდენიმე ინფორმატორი გყავდეს, რადგან იმ ერთმა შეიძლება მოგატყუოს, ბევრის შემთხვევაში ინფორმაციას მაინც გადაამოწმებ და შეაჯერებ. უმოქმედოდ ყოფნა დანაშაულის ტოლფასია. კვირიკაშვილი კი წავიდა, მაგრამ მმართველ პარტიაში რამდენიმე დაჯგუფებაა, ყველა თავის მხარეს ექაჩება ებრძვის ერთმანეთს. სააკაშვილის ხელისუფლებას თუ რაიმე წარმატება ჰქონდა, ეს ერთი კაცის მმართველობის პრინციპის დამსახურებაა, ის აქვს დადებითი ამ მმართველობას, რომ რასაც ერთი კაცი იტყვის, ის სრულდება. ახლა ყველა თავისას "უბერავს".
საქართველო ყოველთვის მაშინ იყო ძლიერი, როდესაც ქვეყანაში ცენტრალიზებული მმართველობა იყო. მე თუ მკითხავთ, ჩვენ ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა გვჭირდება, რომ ამბობენ, პარლამენტი უნდა მართავდეს ქვეყანასო, ვის უნდა დაემორჩილოს მთავრობა, ჩუგოშვილსა და სოროსის სხვა "ბარტყებს"? ახლა გაახსენდათ შრომის კანონმდებლობა რომ არ გვივარგა, აქამდე ხმას რატომ არ იღებდნენ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ელოდებოდნენ? თუ გადავხედავთ ჩვენს დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიას, სამწუხაროდ, ხელისუფლების ყველა პირველი პირი იზოლაციაში იყო, ასე იყო გამსახურდიას დროს, იგივე გაგრძელდა შევარდნაძის დროს, შევარდნაძესაც ეგონა არაფერი მოხდებოდა, ვინ რას დამაკლებსო. ასეა ივანიშვილის შემთხვევაშიც, მისმა წინამორბედმა ძალიან ცუდად დაამთავრა, იმედი მაქვს იგივე არ განმეორდება და ქვეყანას რაღაც ეშველება, მაგრამ ხომ შეიძლება დაგვიანებული იყოს და ვეღარაფერი ეშველოს? ამიტომაა სასწრაფოდ ცვლილებები განსახორციელებელი, კარდინალური ზომების გატარებაა საჭირო.
- დასაჯელია ის ხალხი, ვისაც არასწორი ინფორმაციები მიჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან, ისინიც უნდა დაისაჯონ, ვინც საერთოდ ხმას არ იღებდა, ეს არის გულგრილობა, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია, გულგრილი ადამიანი უფრო მეტ დანაშაულს სჩადის. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანებს, შრომის კანონმდებლობა შესაცვლელიაო, აქამდე ვინ უშლიდა ამის გაკეთებას თუ არა, თქმას მაინც, ბიძინა ივანიშვილს ელოდებოდა? ისე, ყველაზე ღირსეულად ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა, მის მიმართ არავითარი კითხვის ნიშანი არ ყოფილა, მადლობებს ეუბნებიან. თუ კარგი კაცი იყო, მაშინ რატომ გაუშვეს ღარიბაშვილი, თან რაღაცას მაინც აკეთებდა, ხალხს უყვარდა და პატივს სცემდა ხომ? ვერ გავიგე, მაშინ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ვინც ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, ის ვერ მოხვდა ახალ მთავრობაში, ვერ გავიგე, თუ კაცი კარგად მუშაობს, რატომ უნდა ჩააჩოჩო და სადღაც მეხუთე პლანზე გადასწიო. ამით სხვას ხომ იმას ეუბნები, რომ თუ კარგად იმუშავებ, ჩაგაჩოჩებენო. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა კოლექტიური ასინეთებია, მათი მიტანილი არასწორი ინფორმაციები, ზუსტად ისინი აფუჭებენ საქმეს, რომლის გამოსწორებასაც დრო ჭირდება, სიმართლე გაირკვევა, მაგრამ ამასობაში ქვეყანა თავზე გვენგრევა.
კვირიკაშვილიც ხომ ვიღაცის რჩევით დაინიშნა მანამდე ეკონომიკის მინისტრის, შემდგომ პრემიერის თანამდებობაზე, რატომ წამოაყენეს ამ ვიღაცებმა კვირიკაშვილის კანდიდატურა, თქვენ გგონიათ, არ იცოდნენ რის გამკეთებელი იყო ეს ადამიანი? პერსონიფიცირებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ ახალი მთავრობის კონკრეტული მინისტრების კანდიდატურებშიც ეჭვი მეპარება, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. ებრაელებს უთქვამთ, რაიმეს დანგრევა თუ გინდა, ახალგაზრდას ჩააბარეო. ძალიან მაინტერესებს, საიდან მოიყვანეს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს აცხადებს, ბათუმში აუცილებლად უნდა აშენდეს მეჩეთი, თანაც ქართული ფულითო. ვინ ეკითხება მაგ ნაძირალას, ასეთ განცხადებას რომ აკეთებს? "ქართულ ოცნებას" იმაში სდებენ ბრალს, კადრები არ უვარგაო, ვინ და რატომ შეარჩია რიჟვაძის კანდიდატურა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე?
ჩვენი საპატრიარქოს დელეგაცია რომ ჩავიდა აზერბაიჯანში, იქნებ საინგილოს ქართული ტაძრები აღვადგინოთო, პრეზიდენტმა ალიევმა მათ უთხრა, ჩვენთან რელიგიის საბჭოს პრეროგატივაა ეგ საკითხი, ის როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება, მე არაფერ შუაში არ ვარო. ჩვენთანაც საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, რა შუაშია რიჟვაძე და აჭარის ხელისუფლება. პატრიარქი ამბობს, რომ 300 მეჩეთია აჭარაში, ეკლესიებზე გაცილებით მეტი მეჩეთებია და კიდევ ახლის აშენებას ითხოვენ. ყველა კარგად ვხვდებით, რომ თურქეთის ზეწოლაა ამ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაშინ რატომ არ ხდება ტაო-კლარჯეთში ქართული ეკლესიების აღდგენა, რატომ არ ფუნქციონირებს იქ არცერთი ტაძარი?
სულ ახლახანს ავსტრიაში შესაბამისი კანონი მიიღეს, ათობით მეჩეთი დახურესა და იმამებიც გააძევეს ქვეყნიდან, ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, ჩვენს ქვეყანაში მუსულმანებს ჯერ ვერ მივიღებთო, ასეთი რამ საქართველოს მთავრობამ რომ გააკეთოს, ალბათ სკამიანად გადადგამენ. მე მეჩეთების და მუსულმანების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუკი შვეიცარიაში მეჩეთის მშენებლობა რეფერენდუმით წყდება, ჩვენთან რატომ იღებენ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს, შვეიცარიელებზე დიდი დემოკრატები ვართ? ქვეყანას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა აქვს, ეს ვერ მოუგვარებია, ამ დროს კარი გაუღეს მუსლიმ მიგრანტებს, რომლებმაც ლამის წალეკონ ეს ერთი მუჭა ქვეყანა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისლამიზაცია ხდება.
თურქეთის შიშით თუ "პატივისცემით" დიდგორობა ვერ გვიდღესასწაულია და თურმე კიდევ მეჩეთი უნდა ავუშენოთ, თურქეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტ- რი ღიად აცხადებენ, რომ აჭარას კულტურულად წაიღებენ, გამალებით მუშაობენ ამაზე, ფეხის ნაბიჯზე ხსნიან მედრესეებს, სადაც ქართველ ბავშვებს ასწავლიან. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემების მოგვარებაზე, თორემ ხალხი ხმას ვერ იღებს. ესეც ხელისუფლების ბრალია, რადგან ვერ მოგვარდა აჭარაში დასაქმების პრობლემა, უამრავი ადამიანი მუშაობს თურქეთში, აჭარაშიც თითქმის ყველა ბიზნესი თურქებისაა, აჭარლები საკუთარ მიწა-წყალზეც თურქებზე არიან დამოკიდებული, რაიმე რომ გააპროტესტონ, უმუშევრები დარჩებიან და ლუკმა-პურს დაკარგავენ. ზვიად გამსახურდიამ ასლან აბაშიძის კანდიდატურა რომ წამოაყენა აჭარის მეთაურის პოსტზე, ზოგიერთი უკმაყოფილო დარჩა, იმნაძე რატომ არ დანიშნეო. ზვიადმა მათ უთხრა, რომ ასლან აბაშიძეს აჭარაში ალტერნატივა არ ჰყავდა. ბატონი მართლაც იყო ეროვნულობის განსახიერება, მას თურქებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გულის ოპერაცია რომ გაიკეთა თურქეთში, მის მოსანახულებლად თურქეთის მაშინდელი პრეზიდენტიც კი მივიდა. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა, თურქეთს არავითარი გავლენა არ ჰქონდა აჭარაში, არცერთი თურქული კომპანია არ იყო იქ, ეს იმიტომ, რომ ასლან აბაშიძე, ჭკვიანი პატრიოტი იყო, რომელმაც კარგად იცოდა, რომ არ შეიძლება ძალიან გაუშინაურდე ისეთ მეზობელს, რომელმაც სისხლითა და მახვილით ერთხელ უკვე წაგართვა ტერიტორიები.
ეს სახელმწიოებრივად მოაზროვნე ადამიანი, დიქტატორად მონათლეს, რატომ იყო დიქტატორი, "მხედრიონი" რომ არ შეუშვა და არ მოაოხრებინა აჭარა, თუ არანორმალურ სააკაშვილთან რომ არ ჰქონდა ურთიერთობა? ჩვენ მემედ და ასლან აბაშიძეების კურსის გამგრძელებლები გვჭირდება აჭარაში და არა ნაძირალა რიჟვაძე, რომელიც მეჩეთის აშენების მეტ პრობლემას ვერ ხედავს. ჩვენს გარშემო სამეზობლოში ყველგან ეროვნული ხელისუფლებებია, რომ იტყვიან, პატრიოტიზმი ჰყვავის, ხოლო ჩვენთან ელჯიპიტი-თემი, სოროსის ლეკვები და ნაძირლები ჰყვავიან. ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული ტელევიზია, ე.წ. საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ღიად ეწევა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, ახლახანს ფილმი აჩვენეს, როგორ ურჩევს "გამოცდილი" კაცი მოზარდს, გასინჯე, კარგია, მოგეწონებაო.
ადრე დასავლეთი რუსეთს ანგრევდა ელცინის მეშვეობით, ხელისუფლებაში მოიყვანეს თავიანთი აგენტი, რომელმაც კინაღამ დაშალა რუსეთი. ახლა ჩვენი დაშლა უნდათ სოროსის ლეკვების მეშვეობით. დროზე უნდა მოაშოროს ბიძინა ივანიშვილმა ეს კონტიგენტი ხელისუფლებიდან, რომლებიც რეალურად რობოტი სოფიას "კოლეგები" არიან, არ ჭირდებათ ტვინის ჩართვა, რასაც გარედან ეტყვიან, იმას ასრულებენ. დააკვირდით, სახეებიც როგორ უმეტყველო აქვთ, მიმიკის გარეშე, ეს სოფიაც იმიტომ ჩამოიყვანეს, მალე კოლექტიური სოფიების გუნდი გვეყოლება.
ყველაზე მეტად საზოგადოება იმ განცხადებამ გააღიზიანა, რომ შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" საერთოდ არ წარადგინოს საპრეზიდენტო კანდიდატი. გამოდის ნაციონალებს გადააბარებენ ამ თანამდებობას. როგორც კვირიკაშვილმა დაღუპა, ისე გვერდში მდგომი სხვა მრჩევლები დაღუპავენ ივანიშვილს. დასავლეთი ვერ გაგვიგებსო, თუთიყუშებივით რომ იმეორებენ, დასავლეთს ნაცების ხელისუფლებიდან წასვლაც არ უნდოდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხის მოთმინების ფიალა არ აივსება, ძალიან ცდება, გამოვა ხალხი და ვერავინ გაასწრებს, მერე ერთი კაცის შეცვლა კი არა, ვერაფერი უშველის. ამიტომ დროზე მოვიდნენ ჭკუაზე. დასავლეთის ჭკუაზე თუ დავდივართ, დასავლეთს არც "ქართული ოცნება" უნდა და არც ქართველი ხალხი, მაგათ მარტო ციხის გამაუპატიურებლები უნდათ, რომლებიც დემოკრატიის შუქურად ჰყავდათ გამოცხადებული. ციხის კადრები რომ არ გამჟღავნებულიყო, დღესაც ნაცები იქნებოდნენ ხელისუფლებაში. ხომ ხედავთ რა თქვა ოპოზიციური სპექტრის "რჩეულმა" ვაშაძემ, კაცი პრეზიდენტი არ გამხდარა და ამბობს, შუბლის გავუხვრიტავდი ლადო ბედუკაძესო. ხომ წარმოგიდგენიათ, ესენი ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ რას იზამენ, სისხლიანი რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო ვაშაძე? ესენი არიან მოძალადე, სულით ხორცამდე ფაშისტები, რომელთაც გუნდრუკის მკმეველთა მთელი კონგლომერატი ყავთ ენჯეოების, პოლიტპარტი- ების, ჟურნალისტების თუ სხვა "საზოგადოებრივი მოღვაწეების" სახით.
- გასული წლის ზაფხულში, მასობრივი ხანძრების დროს, რომ ვთქვი, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი მოკიდებს თავის მილიონებს ხელს და წავა, ჩვენ კი გაჩანაგებული ტყე და ქვეყანა შეგვრჩება-თქო, "ქართული ოცნების" ფანკლუბმა ლამის ჯვარს მაცვა, ამას როგორ ამბობო, დღეს აღარ მოწონთ კვირიკაშვილი. ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ვინც კვირიკაშვილის მზეს ფიცულობდა, ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადების შემდეგ მისი ლანძღვა დაიწყო. არაერთხელ მითქვამს, მათ შორის თქვენი გაზეთის ფურცლებიდანაც, რომ კვირიკაშვილმა გაავსო ხელისუფლება სოროსის ლეკვებით, გაურიგდა ყაჩაღ-ბანდიტ ხაზარაძეს, ეს ვითომდა ეკლესიის დიდი დამცველი, ქვეყნის მოღალატე "ენჯეოშნიკების" ჭკუაზე დადიოდა. ბიძინა ივანიშვილს რომ ლანძღავდნენ ტელევიზიები, მის დასაცავად მისი ე.წ. გუნდიდან არავის ამოუღია ხმა, იმიტომ ვამბობდით, რომ ბატონ ბიძინას ერთი კაცი არ ყავდა დამცველი მთავრობაში, მერე ეს თვითონვე თქვა.
ბიძინა ივანიშვილს, კიდევ ბევრი კვირიკაშვილი ყავს გვერდით და ამას როცა აღმოაჩენს, შეიძლება ძალიან გვიან იყოს. საქართველოს პრობლემა კოლექტიური ასინეთებია, ეს ივანიშვილის გვერდით მყოფ ხალხსაც ეხება, რომლებსაც ან არასწორი ინფორმაცია მიაქვთ მასთან, ან საერთოდ უმალავენ. ხომ გაირკვა, რომ კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა დაუმალეს. ეს ქვეყანა საცდელი ლაბორატორია ხომ არ არის, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, საზოგადოება დაღალა ამ გაუთავებელმა ექსპერიმენტებმა, ძალზე უკმაყოფილოა. უმჯობესი იქნება ბიძინა ივანიშვილმა თვითონ აიღოს ხელში ქვეყნის ბედი, ის იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. სრული სისულელეა განცხადებები, რომ მაინც და მაინც ქალი უნდა იყოს პრეზიდენტი, რატომ, კაცი რომ იყოს, არ შეიძლება? ცხენი ხომ არ "აგვერჩია", არც ის ყოფილა როდისმე პრეზიდენტი, ან რობოტი, აგერ სოფია ჩამოიყვანეს და ბარემის დაგვისვან პრეზიდენტად. მაინც დასავლეთის ბრძანებებს ვასრულებთ, აზროვნება არ გვჭირდება და რომელიმე საელჩო რასაც ეტყვის სოფიას, ისიც უსიტყვოდ შეასრულებს.
საქართველო, ალბათ, ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ბანკები მართავენ ქვეყანას, მათ ყავთ ხალხი პარლამენტში, იყიდეს ყველაფერი, მათ ხელშია სამშენებლო კომპანიები, "თბილისის წყალი", სამედიცინო სფერო, დაზღვევა, მინერალური წყლები. რეალურად "საქართველოს ბანკი" და "თი-ბი- სი" მართავენ საქართველოს, მთელი ქვეყანა ჯიბეში უდევთ, არადა კანონმდებლობით ბანკებს არაპროფილური საქმიანობა ეკრძალებათ. პარლამენტის თავმჯდომარე რომ აცხადებს, ილიას გზით მივდივარო, რაში გამოიხატება ილიას გზა. ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო (საადგილმამულო) ბანკი ჩამოაყალიბა, რომელიც ქართულ მიწებისა და სხვა უძრავ ქონების გამოსყიდვას ახდენდა უცხოელებისგან და ქართველებს უბრუნებ- და, ამათ რა გამოისყიდეს და დაუბრუნეს ხალხს?
ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო, მის გვერდით მდგომი ხალხის უმეტესობა კოლექტიური ასინეთები და კვირიკაშვილები არიან.
ისე, ერთი ინფორმატორის ყოლას, ჯობია რამდენიმე ინფორმატორი გყავდეს, რადგან იმ ერთმა შეიძლება მოგატყუოს, ბევრის შემთხვევაში ინფორმაციას მაინც გადაამოწმებ და შეაჯერებ. უმოქმედოდ ყოფნა დანაშაულის ტოლფასია. კვირიკაშვილი კი წავიდა, მაგრამ მმართველ პარტიაში რამდენიმე დაჯგუფებაა, ყველა თავის მხარეს ექაჩება ებრძვის ერთმანეთს. სააკაშვილის ხელისუფლებას თუ რაიმე წარმატება ჰქონდა, ეს ერთი კაცის მმართველობის პრინციპის დამსახურებაა, ის აქვს დადებითი ამ მმართველობას, რომ რასაც ერთი კაცი იტყვის, ის სრულდება. ახლა ყველა თავისას "უბერავს".
საქართველო ყოველთვის მაშინ იყო ძლიერი, როდესაც ქვეყანაში ცენტრალიზებული მმართველობა იყო. მე თუ მკითხავთ, ჩვენ ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა გვჭირდება, რომ ამბობენ, პარლამენტი უნდა მართავდეს ქვეყანასო, ვის უნდა დაემორჩილოს მთავრობა, ჩუგოშვილსა და სოროსის სხვა "ბარტყებს"? ახლა გაახსენდათ შრომის კანონმდებლობა რომ არ გვივარგა, აქამდე ხმას რატომ არ იღებდნენ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ელოდებოდნენ? თუ გადავხედავთ ჩვენს დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიას, სამწუხაროდ, ხელისუფლების ყველა პირველი პირი იზოლაციაში იყო, ასე იყო გამსახურდიას დროს, იგივე გაგრძელდა შევარდნაძის დროს, შევარდნაძესაც ეგონა არაფერი მოხდებოდა, ვინ რას დამაკლებსო. ასეა ივანიშვილის შემთხვევაშიც, მისმა წინამორბედმა ძალიან ცუდად დაამთავრა, იმედი მაქვს იგივე არ განმეორდება და ქვეყანას რაღაც ეშველება, მაგრამ ხომ შეიძლება დაგვიანებული იყოს და ვეღარაფერი ეშველოს? ამიტომაა სასწრაფოდ ცვლილებები განსახორციელებელი, კარდინალური ზომების გატარებაა საჭირო.
- დასაჯელია ის ხალხი, ვისაც არასწორი ინფორმაციები მიჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან, ისინიც უნდა დაისაჯონ, ვინც საერთოდ ხმას არ იღებდა, ეს არის გულგრილობა, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია, გულგრილი ადამიანი უფრო მეტ დანაშაულს სჩადის. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანებს, შრომის კანონმდებლობა შესაცვლელიაო, აქამდე ვინ უშლიდა ამის გაკეთებას თუ არა, თქმას მაინც, ბიძინა ივანიშვილს ელოდებოდა? ისე, ყველაზე ღირსეულად ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა, მის მიმართ არავითარი კითხვის ნიშანი არ ყოფილა, მადლობებს ეუბნებიან. თუ კარგი კაცი იყო, მაშინ რატომ გაუშვეს ღარიბაშვილი, თან რაღაცას მაინც აკეთებდა, ხალხს უყვარდა და პატივს სცემდა ხომ? ვერ გავიგე, მაშინ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ვინც ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, ის ვერ მოხვდა ახალ მთავრობაში, ვერ გავიგე, თუ კაცი კარგად მუშაობს, რატომ უნდა ჩააჩოჩო და სადღაც მეხუთე პლანზე გადასწიო. ამით სხვას ხომ იმას ეუბნები, რომ თუ კარგად იმუშავებ, ჩაგაჩოჩებენო. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა კოლექტიური ასინეთებია, მათი მიტანილი არასწორი ინფორმაციები, ზუსტად ისინი აფუჭებენ საქმეს, რომლის გამოსწორებასაც დრო ჭირდება, სიმართლე გაირკვევა, მაგრამ ამასობაში ქვეყანა თავზე გვენგრევა.
კვირიკაშვილიც ხომ ვიღაცის რჩევით დაინიშნა მანამდე ეკონომიკის მინისტრის, შემდგომ პრემიერის თანამდებობაზე, რატომ წამოაყენეს ამ ვიღაცებმა კვირიკაშვილის კანდიდატურა, თქვენ გგონიათ, არ იცოდნენ რის გამკეთებელი იყო ეს ადამიანი? პერსონიფიცირებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ ახალი მთავრობის კონკრეტული მინისტრების კანდიდატურებშიც ეჭვი მეპარება, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. ებრაელებს უთქვამთ, რაიმეს დანგრევა თუ გინდა, ახალგაზრდას ჩააბარეო. ძალიან მაინტერესებს, საიდან მოიყვანეს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს აცხადებს, ბათუმში აუცილებლად უნდა აშენდეს მეჩეთი, თანაც ქართული ფულითო. ვინ ეკითხება მაგ ნაძირალას, ასეთ განცხადებას რომ აკეთებს? "ქართულ ოცნებას" იმაში სდებენ ბრალს, კადრები არ უვარგაო, ვინ და რატომ შეარჩია რიჟვაძის კანდიდატურა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე?
ჩვენი საპატრიარქოს დელეგაცია რომ ჩავიდა აზერბაიჯანში, იქნებ საინგილოს ქართული ტაძრები აღვადგინოთო, პრეზიდენტმა ალიევმა მათ უთხრა, ჩვენთან რელიგიის საბჭოს პრეროგატივაა ეგ საკითხი, ის როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება, მე არაფერ შუაში არ ვარო. ჩვენთანაც საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, რა შუაშია რიჟვაძე და აჭარის ხელისუფლება. პატრიარქი ამბობს, რომ 300 მეჩეთია აჭარაში, ეკლესიებზე გაცილებით მეტი მეჩეთებია და კიდევ ახლის აშენებას ითხოვენ. ყველა კარგად ვხვდებით, რომ თურქეთის ზეწოლაა ამ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაშინ რატომ არ ხდება ტაო-კლარჯეთში ქართული ეკლესიების აღდგენა, რატომ არ ფუნქციონირებს იქ არცერთი ტაძარი?
სულ ახლახანს ავსტრიაში შესაბამისი კანონი მიიღეს, ათობით მეჩეთი დახურესა და იმამებიც გააძევეს ქვეყნიდან, ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, ჩვენს ქვეყანაში მუსულმანებს ჯერ ვერ მივიღებთო, ასეთი რამ საქართველოს მთავრობამ რომ გააკეთოს, ალბათ სკამიანად გადადგამენ. მე მეჩეთების და მუსულმანების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუკი შვეიცარიაში მეჩეთის მშენებლობა რეფერენდუმით წყდება, ჩვენთან რატომ იღებენ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს, შვეიცარიელებზე დიდი დემოკრატები ვართ? ქვეყანას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა აქვს, ეს ვერ მოუგვარებია, ამ დროს კარი გაუღეს მუსლიმ მიგრანტებს, რომლებმაც ლამის წალეკონ ეს ერთი მუჭა ქვეყანა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისლამიზაცია ხდება.
თურქეთის შიშით თუ "პატივისცემით" დიდგორობა ვერ გვიდღესასწაულია და თურმე კიდევ მეჩეთი უნდა ავუშენოთ, თურქეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტ- რი ღიად აცხადებენ, რომ აჭარას კულტურულად წაიღებენ, გამალებით მუშაობენ ამაზე, ფეხის ნაბიჯზე ხსნიან მედრესეებს, სადაც ქართველ ბავშვებს ასწავლიან. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემების მოგვარებაზე, თორემ ხალხი ხმას ვერ იღებს. ესეც ხელისუფლების ბრალია, რადგან ვერ მოგვარდა აჭარაში დასაქმების პრობლემა, უამრავი ადამიანი მუშაობს თურქეთში, აჭარაშიც თითქმის ყველა ბიზნესი თურქებისაა, აჭარლები საკუთარ მიწა-წყალზეც თურქებზე არიან დამოკიდებული, რაიმე რომ გააპროტესტონ, უმუშევრები დარჩებიან და ლუკმა-პურს დაკარგავენ. ზვიად გამსახურდიამ ასლან აბაშიძის კანდიდატურა რომ წამოაყენა აჭარის მეთაურის პოსტზე, ზოგიერთი უკმაყოფილო დარჩა, იმნაძე რატომ არ დანიშნეო. ზვიადმა მათ უთხრა, რომ ასლან აბაშიძეს აჭარაში ალტერნატივა არ ჰყავდა. ბატონი მართლაც იყო ეროვნულობის განსახიერება, მას თურქებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გულის ოპერაცია რომ გაიკეთა თურქეთში, მის მოსანახულებლად თურქეთის მაშინდელი პრეზიდენტიც კი მივიდა. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა, თურქეთს არავითარი გავლენა არ ჰქონდა აჭარაში, არცერთი თურქული კომპანია არ იყო იქ, ეს იმიტომ, რომ ასლან აბაშიძე, ჭკვიანი პატრიოტი იყო, რომელმაც კარგად იცოდა, რომ არ შეიძლება ძალიან გაუშინაურდე ისეთ მეზობელს, რომელმაც სისხლითა და მახვილით ერთხელ უკვე წაგართვა ტერიტორიები.
ეს სახელმწიოებრივად მოაზროვნე ადამიანი, დიქტატორად მონათლეს, რატომ იყო დიქტატორი, "მხედრიონი" რომ არ შეუშვა და არ მოაოხრებინა აჭარა, თუ არანორმალურ სააკაშვილთან რომ არ ჰქონდა ურთიერთობა? ჩვენ მემედ და ასლან აბაშიძეების კურსის გამგრძელებლები გვჭირდება აჭარაში და არა ნაძირალა რიჟვაძე, რომელიც მეჩეთის აშენების მეტ პრობლემას ვერ ხედავს. ჩვენს გარშემო სამეზობლოში ყველგან ეროვნული ხელისუფლებებია, რომ იტყვიან, პატრიოტიზმი ჰყვავის, ხოლო ჩვენთან ელჯიპიტი-თემი, სოროსის ლეკვები და ნაძირლები ჰყვავიან. ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული ტელევიზია, ე.წ. საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ღიად ეწევა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, ახლახანს ფილმი აჩვენეს, როგორ ურჩევს "გამოცდილი" კაცი მოზარდს, გასინჯე, კარგია, მოგეწონებაო.
ადრე დასავლეთი რუსეთს ანგრევდა ელცინის მეშვეობით, ხელისუფლებაში მოიყვანეს თავიანთი აგენტი, რომელმაც კინაღამ დაშალა რუსეთი. ახლა ჩვენი დაშლა უნდათ სოროსის ლეკვების მეშვეობით. დროზე უნდა მოაშოროს ბიძინა ივანიშვილმა ეს კონტიგენტი ხელისუფლებიდან, რომლებიც რეალურად რობოტი სოფიას "კოლეგები" არიან, არ ჭირდებათ ტვინის ჩართვა, რასაც გარედან ეტყვიან, იმას ასრულებენ. დააკვირდით, სახეებიც როგორ უმეტყველო აქვთ, მიმიკის გარეშე, ეს სოფიაც იმიტომ ჩამოიყვანეს, მალე კოლექტიური სოფიების გუნდი გვეყოლება.
ყველაზე მეტად საზოგადოება იმ განცხადებამ გააღიზიანა, რომ შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" საერთოდ არ წარადგინოს საპრეზიდენტო კანდიდატი. გამოდის ნაციონალებს გადააბარებენ ამ თანამდებობას. როგორც კვირიკაშვილმა დაღუპა, ისე გვერდში მდგომი სხვა მრჩევლები დაღუპავენ ივანიშვილს. დასავლეთი ვერ გაგვიგებსო, თუთიყუშებივით რომ იმეორებენ, დასავლეთს ნაცების ხელისუფლებიდან წასვლაც არ უნდოდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხის მოთმინების ფიალა არ აივსება, ძალიან ცდება, გამოვა ხალხი და ვერავინ გაასწრებს, მერე ერთი კაცის შეცვლა კი არა, ვერაფერი უშველის. ამიტომ დროზე მოვიდნენ ჭკუაზე. დასავლეთის ჭკუაზე თუ დავდივართ, დასავლეთს არც "ქართული ოცნება" უნდა და არც ქართველი ხალხი, მაგათ მარტო ციხის გამაუპატიურებლები უნდათ, რომლებიც დემოკრატიის შუქურად ჰყავდათ გამოცხადებული. ციხის კადრები რომ არ გამჟღავნებულიყო, დღესაც ნაცები იქნებოდნენ ხელისუფლებაში. ხომ ხედავთ რა თქვა ოპოზიციური სპექტრის "რჩეულმა" ვაშაძემ, კაცი პრეზიდენტი არ გამხდარა და ამბობს, შუბლის გავუხვრიტავდი ლადო ბედუკაძესო. ხომ წარმოგიდგენიათ, ესენი ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ რას იზამენ, სისხლიანი რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო ვაშაძე? ესენი არიან მოძალადე, სულით ხორცამდე ფაშისტები, რომელთაც გუნდრუკის მკმეველთა მთელი კონგლომერატი ყავთ ენჯეოების, პოლიტპარტი- ების, ჟურნალისტების თუ სხვა "საზოგადოებრივი მოღვაწეების" სახით. | 2019-03-24 23:52:05 | http://saertogazeti.ge/773--.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203529.38/warc/CC-MAIN-20190324230359-20190325012359-00074.warc.gz | 14,132 | 179,568,075 |
19. იანვარი 1985 (34), თბილისი, საქართველო
იყო საიტზე თვეზე მეტის წინ
ჩემი მიზანი ამ საიტზე რეგისტრაციისას - მეგობრობაფლირტიურთიერთობა
რელიგიური შეხედულებით მე - მართლმადიდებელი.
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
საჩუქრების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებლებს.
წერილის მიწერა შეუძლიათ მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებლებს. | 2019-10-21 00:13:26 | https://face.ge/1275205 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987750110.78/warc/CC-MAIN-20191020233245-20191021020745-00024.warc.gz | 7,756 | 495,742,196 |
2018 წლის მე-11 კლასელების საატესტატო გამოცდები დღეს გეოგრაფიით დაიწყო და მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც მოსწავლეები EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავენ, ნერვიულობის ფონი საკმაოდ მაღალია და საკითხების გასაგებად სკოლებში, სადაც გამოცდა უნდა ჩააბარონ იმაზე გაცილებით ადრე მიდიან, ვიდრე გამოცდა აქვთ.
წელს საატესტატო გამოცდები მე-11 კლასელებისთვისაც შეცვლილი ფორმატით ტარდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ტესტი ქულით არ შეფასდება და მოსწავლეებს მხოლოდ იმის გაგება შეეძლებათ ტესტი წარმატებით ჩააბარეს თუ არა.
როგორც მოსწავლეების ნაწილი სიახლესთან დაკავშირებით აცხადებს, ქულების გაუქმებას მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი ის არის, ტესტი წარმატებით ჩააბარონ, თუმცა ნაწილისთვის ქულის არსებობა კარგი საშუალებაა იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად იციან საგანი და რამდენად შეესაბამება ტესტირებაზე მიღებული შედეგები მასწავლებლის მიერ დაწერილ ქულებს.
„ქულას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია წარმატებით ჩავაბარო და ქულებს ეროვნულ გამოცდებზეც ვნახავ“, – ამბობს მარიამ აფციაური.
„რა თქმა უნდა, ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი შედეგია, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა გვენახა, რა დონეზე ვართ და როგორ ვიცით საგანი“, – გვითხრა გიორგი სეფიაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ გამოცდას, როგორც მოსწავლეები ამბობენ, იმაზე მარტივია, ვიდრე ელოდნენ.
„ნამდვილად მარტივი იყო. მაგალითად შემხვდა მასშტაბის გამოთვლა, მდინარეების ადგილმდებარეობა. ასევე, ქალაქის მასშტაბები უნდა გამოგეთვალა, სავარაუდო პასუხებიდან აგერჩია რომელი მთა იყო დასავლეთ ნახევარსფეროში. გეკითხებოდნენ აზოტსა და შავ ზღვას შორის რომელი სრუტე იყო. მოკლედ, რთული ნამდვილად არ იყო“, – გვითხრა რუსუდან კუპრაძემ.
„წიაღისეულის შესახებ შემხვდა კითხვები, კიდევ მასშტაბები იყო გამოსათვლელი. ბევრი კითხვა ისეთი იყო, რომელიც რუკის დახმარებით უნდა გაგეკეთებინა. საერთო ჯამში, რთული ნამდვილად არ იყო“,– გვიამბო მარიამ გიორგაძემ.
მე–11 კლასის საატესტატო გამოცდების განრიგი | 2019-03-19 09:05:38 | https://edu.aris.ge/news/me11-klasis-saatestato-gamocdebi-geografiit-daiwyo-saerto-djamshi-rtuli-namdvilad-ar-iyo.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201922.85/warc/CC-MAIN-20190319073140-20190319095140-00401.warc.gz | 12,003 | 477,363,865 |
ღვიძლის ციროზის დროს ხდება ღვიძლის ნორმალური, ელასტიური, ჯანმრთელი ქსოვილის დანაწიბურება. ამ პროცესს განაპირობებს მრავალი წლის განმავლობაში ღვიძლზე სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება. ციროზის ყველაზე ხშირი მიზეზებია: ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ქრონიკული ვირუსული B და C ჰეპატიტები და ასევე ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება.
ღვიძლის ციროზი დინამიური პროცესია, რომელიც იყოფა სტადიებად. ადრეულ სტადიაზე შესაძლოა პროცესის უკუგანვითარება ან მისი მნიშვნელოვნად შენელება, დაავადების გამომწვევი მიზეზის ადეკვატური მართვის პირობებში (მაგ.: ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა, C ჰეპატიტის ვირუსისგან განკურნება და ა.შ.). ხოლო გვიან სტადიაზე ღვიძლის ციროზი შეუქცევადი და სიცოცხლისთვის საშიში პროცესია მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზის ადეკვატური მართვისა. სწორედ ამ დროს განიხილება ღვიძლის გადანერგვა. | 2019-10-19 14:26:18 | http://hepatology.ge/%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986696339.42/warc/CC-MAIN-20191019141654-20191019165154-00041.warc.gz | 19,589 | 90,168,070 |
ვაზი და ღვინო ქართველი კაცის საზრუნავია დასაბამიდან. ის მუდამ იყო და არის ხალხის მატერიალური დოვლათის შექმნის უპირველესი წყაროთაგანი. ქართველმა კაცმა ვაზსა და ღვინოში ჩააქსოვა მთელი თავისი შინაგანი ბუნება და შემოქმედებითი უნარის ცხოველმყოფელი ენერგია. ამიტომაც იქცა ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების ხელოვნება ჩვენი ერის სულიერი კულტურის დიდ საგანძურად.
მევენახეობა და მეღვინეობა საწყისიდანვე განუყოფელი იყო ურთიერთისაგან. იგი როგორც მეურნეობის მთავარი დარგი და ქართველთ ტომთ თანამგზავრი მის სვებედს იზიარებდა, ვითარდებოდა და ღორძინდებოდა მის კულტურასთან ერთად. ქვეყნის ბუნებრივ ნაირსახეობათა გამოყენებით მეღვინეობის თვითეულ რაიონში იქმნებოდა ჰავისა და ნიადაგის სატყვისი საღვინე ჯიშები და სახეობანი, აგროტექნიკა და ტექნოლოგია. მუშავდებოდა როგორც სუფრის, ისე ბუნებრივად მოტკბო ცქრიალა და სადესერტო ღვინოების წარმოების წესები.
საუკუნეებით შექმნილმა ტრადიციებმა დაუდვეს საფუძველი ჩვენი ვაზის დაღვინების ქებათა ქებას და დიდ საერთაშორისო პრესტიჟს. დიდი ტრადიციების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შექმნილიყო მევენახეობის ისეთი მძლავრი ბაზა, როგორიც ჰქონდა და აქვს საქართველოს. იტალიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი ჯოვანი დალმასო წერს, - "ღვინის წარმოება საქართველოში დღეს ძლიერ დაწინაურებულია. თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ იგი არაფრით ჩამოუვარდება დასავლეთის მეღვინეობის მოწინავე ქვეყნებს. უფრო მეტიც, მარნები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, წარმოადგენენ ერთ-ერთ ლოკალურსა და კეთილმოწყობილ სიმდიდრეებს, რომლებსაც ჩვენ არც თუ ისე მიჩვეულები ვართ. ღვინის დაყენების ქართულმა წესმა, რაც დიდად განსხვავდება ევროპულისაგან, ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა იმაში, რასაც ბევრჯერ ამბობდნენ, რომ ეს ქვეყანა წარსულშიც მაღალი ხარისხის ღვინოებით იყო განთქმული და მომავალშიც იგი დარჩება ამ პროგრესული საქმის დამბოლოებელი".
ღვინის დაყენების ხელოვნება მოწმობს ერის შინაგანი სულიერი კულტურის მაღალ დონეს, ვინაიდან ღვინოში, ადამიანი აქსოვს თავის შესაძლებლობებს - უნარს, გემოვნებასა და კულტურული ტრადიციების მონაპოვარს, რაც მის ერს საუკუნეების განმავლობაში შემოუნახავს.
საქარველოს ფართოდ განვითარებული მეღვინეობის ისტორიული წარსულის შესახებ, უპირველეს ყოვლოსა, ნათლად მეტყველებს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი დროის (III-II ათასწლეული ჩ. წ.) მეღვინეობის მოწყობილობა - საღვინე ჭურჭლის არაჩვეულებრივი მრავალფეროვნება და სრულყოფილება. საიუველირო და ორნამენტული ხელოვნების მთელი რიგი აღმოჩენილი ძეგლები, ზეპირი ხალხური შემოქმედება და ადათის ზოგიერთი შემონახული წესები ამტკიცებენ საქართველოს ძველ მობინადრთა შორის ღვინის დაყენების ხელოვნების საკმაო ცოდნას.
საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეტად თავისებურია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთმა მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანამ არ იცის სათანადოდ ამ კულტურის იმდენი აღმავლობა და დაცემა, არც ერთი ქვეყანა არ იცავდა მას მკაცრ და ფანატიკოს აზიელ დამპყრობთა ხელყოფისაგან ისეთი შეუპოვრებით, როგორც საქართველო.
მიუხედავად ადგილობრივი მეღვინეობის მეტად ნელი განვითარებისა, იგი საერთოდ მაინც აღმავლობის გზას განიცდიდა. ამას ადასტურებს, როგორც გვიანდელ ლიტერატურაში არსებული საქართველოს ღვინის შეფასებები, ისე ღვინის დაყენება და მოვლის გაუმჯობესებული საშაუალებანი.
საქართველოს მეღვინეობის ისტორიის იმ პერიოდზე, როდესაც დამწერლობა არ არსებობდა, შეიძლება ვიმსჯელოთ უმთავრესად არქეოლოგიური მასალების საფუძველზე. აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები, მეღვინეობის მოწყობილობანი, ხელოვნურად მოფერადებული და მოპირკეთებული სხვადასხვა ფორმის, ზომისა და კონსტრუქციის თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი ნათელ წარმოდგენას გვაძლევენ ძველ საქართველოში ღვინის წარმოების არა მარტო მასშტაბსა და დონეზე, არამედ მისი დამზადების წესების შესახებაც. ეს მონაცემები იძლევიან საფუძველს ვიფიქროთ, რომ მეღვინეობა მიუხედავად მაშინდელი ტექნიკური პრიმიტიულობისა, მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენ წელთაღრიცხვამდე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ მხარის ეკონომიკასა და ყოფაცხოვრებაში.
ამ პერიოდში ყურძნის დამუშავება, როგორც ჩანს, წარმოებდა ქვის ან ხის საწნახლებში, სადაც ყურძენს ფეხით ჭყლეტდნენ და წვენს წურავდნენ. დუღილი წარმოებდა ქვევრებში ან საწნახელში ჭაჭაზე და უჭაჭოდ. ღვინის გადატანა ხდებოდა რუმბებით, შენახვა კი ქვევრებში. გვიანდელი წერილობითი საბუთები ადასტურებს, იმას რომ ამ ეპოქაში უკვე გადიდებულა სხვადასხვა ტიპის პროდუქცია: კახური ტიპის სუფრის თეთრი და წითელი ღვინოები, საქართველოსათვის დამახასიათებელი ცქრიალა და აგრეთვე არომატიზირებული ბუნებრივად ტკბილი ღვინოები.
მიუხედავად ნორმალური ეკონომიური ცხოვრებისათვის არსებული მთელი რიგი არახელსაყრელი მოვლენებისა (მუსულმან ხალხთა მრავალრიცხოვანი გამანადგურებელი თავდასხმები და მათი მმართველების მიერ გამოცემული შემზღუდველი კანონები), მეღვინეობის დარგში მაინც მნიშვნელოვან მიღწევებს ჰქონდა ადგილი, ღვინის წარმოებამ მოიცვა ახალი რაიონები. იგი ხდება ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი საგანი მეზობელ და შორეულ ქვეყნებში, ღვინითვე ხდება ხარკის გადახდა.
ვაზის კულტურა თანდათან უმჯობესდება, ვლინდება ვაზის ყველაზე ძვირფასი აბორიგენული ჯიშები და იწყება ბუნებრივი დარაიონება ჯიშების მიხედვით. ამასთან ერთად მუშავდება ღვინის დაყენების ახალი წესები - კახური, იმერული, ქართლური, უმჯობესდება ყურძნის გადამუშავების ტექნიკა, ჩნდება ქვისა და ხის წნეხები, საგანგებოდ გაკეთებული ორმაგკედლიანი ქვევრები, როგორც ჩანს, დუღილის რეგულირებისათვის, რათა მიღებულიყო ტკბილი ან შუშხუნა ღვინოები. ღვინის შესანახად და გასატანად ხმარებაში შემოაქვთ ხის კასრები. მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქვევრების კონსტრუქცია, მუშავდება პროდუქციის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ზოგიერთი ეფექტური საშუალებანი, როგორიცაა, ღვინოში წიპწის შეტანა, გოგირდის გამოყენება და სხვ. იზრდება შეგნება ღვინის ჭურჭლის სუფთად შენახვისა, რასაც მოწმობს საღვინე ჭურჭლის ადგილობრივი სარეცხი საშუალებების მრავალსახეობა. პროდუქციის ასორტიმენტი მდიდრდება ჩამიჩის და ქიშმიშის ღვინოებით, ტკბილი და მაგარი ღვინოებით და ჭაჭის არყით, აგრეთვე სხვადასხვა ჯიშის ყურძნებიდან დაყენებული საკუპაჟე ღვინოებით. ამავე ეტაპზე (ქართველების მიერ ქრისტიანობის მიღების შემდეგ) ღვინო იღებს რიტუალურ ხასიათს. ამის დამამტკიცებელია საყდრებისა და მონასტრების ახლოს აღმოჩენილი ღვინის მრავალი ჭურჭელი, ჩნდება პირველი შრომები ღვინით წამლობის დარგში.
ამ პერიოდის ქართული ღვინოების მაღალი ღირსების შესახებ მასალები მრავლად მოიპოვება ადრინდელ ნაშრომებში უცხოელ მოგზაურთა და აგრეთვე ქართველ და რუს მწერლების თხზულებებში, მოვიყვანთ ზოგიერთ მათგანს: "ოდისეაში" მოხსენებულია "ოქროს ყურძნით მდიდარი" კოლხიდის "ცქრიალა სურნელოვანი" ღვინოები. ქსენოფატე აღნიშნავს, რომ შავი ზღვის სანაპიროების მკვირდნი, ქართველები, ამზადებენ მაგარსა და მძიმე ღვინოებს, რომელსაც წყლით აზავებენ და იღებენ არომატულსა და სასიამოვნო სასმელს. აღმოსავლეთ საქართველოში მევენახეობისა და მეღვინეობის ფართო განვითარების შესახებ იუწყება ისტორიკოსი სტრაბონი. ხოლო უფრო გვიან ამის შესახებ ცნობებს იძლევიან ბიზანტიელი და ალბანელი მემატიანეები. არა ერთი სტრიქონი აქვთ მიძღვნილი ღვინისადმი საქართველოს ფეოდალიზმის აყვავების დროინდელ მწერლებს (რუსთაველი, შავთელი) კლასიკურ ნაწარომებებში. გავიხსენოთ ნადიმის აღწერა "ვეფხისტყაოსანში".
"მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა.
ბინდით ცისკრამდის სმა იყო. გარდახდა ჟამი დილისა."
მოგზაური შარდენი წერს: "დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს მეორე ისეთი ქვეყანა, სადაც ასეთ მშვენიერ ღვინოს სვამენ, როგორც საქართველოში". ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი დაწვრილებით აღწერს სხვადასხვა ტიპის ადგილობრივ ღვინოებს და მაღალ შეფასებას აძლევს მათ.
ქართული ღვინის დიდება დაიბადა მრავალი საუკუნის წინ. თავისი საქმის ნამდვილი ხელოვნები, ქართველი მეღვინეები ჰქმნიდნენ გემოთი შესანიშნავ, ნაზ არომატით და ბუკეტით, მრავალნაირ ლამაზ შეფერილობის ღვინოებს.
ქართული ყურძნის ღვინოები არა მარტო გამოირჩევიან საუცხოო გემური თვისებებით, სიფაქიზით, ჰარმონიულობით, ხალისიანობით, სიმსუბუქით, მშვენიერი ბუკეტით, განუმეორებელი არომატით, ლამაზი ფერით, არამედ განსაკუთრებულ სამკურნალო ზემოქმედებასაც ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. კარგად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას, შეიცავენ მასაზრდოებელ ნივთიერებებს და აქვთ მაღალი დიეტური თვისებები.
საქართველოს მეღვინეობის პროდუქცია მეტად მრავალფეროვანია თვითეულ მიკრორაინში. ამ პროდუქციას თავისი სპეციფიკური თვისებები აქვს, რაც დამოკიდებულია ყურძნის ჯიშსა და ხარისხზე, ნიადაგსა და კლიმატურ პირობებზე და აგრეთვე ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე. ამ პირობების შეხამება უზრუნველყოფს ქართული ყურძნის ღვინოების მაღალ ხარისხს.
სამტრესტის ღვინის ქარხნები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, საუკეთესო მოწყობილი ლაბორატორიებით და გააჩნია დიდი საწარმოო გამოცდილების მქონე მეღვინეთა მაღალკვალიფიციური კადრები, სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტებთან ერთად ისინი დიდ შემოქმედებით მუშაობას ეწევიან ქართული ღვინოების დაყენების ტექნოლოგიის სრულყოფისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სამარკო ღვინოებისათვის გამიზნული მაღალხარისხოვანი ღვინომასალების "ოქროს ფონდის" დიდი მარაგის არსებობა საშუალებას იძლევა ფართო ასორტიმენტი გამოვუშვათ მუდმივი კონდიციის, მაღალ გემური ღირესბის და ლამაზი შეფერილობის პროდუქცია.
კარგ ღვინოს, როგორც ადამიანს - თავისი სამშობლო აქვს. მშობლიურ ადგილების არომატი მასში სამუდამოდ ინახება. ქართულ ღვინოებს თავისი განუმეორებელი ხასიათი და გემური თვისებები აქვს, რასაც იშვიათად შევხვდებით იმავე კატეგორიის სხვა სამამულო და დასავლეთ-ევროპულ ღვინოებში: სიფაქიზე, ჰარმონიულობა, ხალისიანობა და კარგად განვითარბული ბუკეტი და არომატი.
ქართველ მეღვინეთა ყოველდღიურ საზრუნავს ღვინის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება წარმოადგენს. საჭიროა გავადიდოთ ყურძნის პროდუქტთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები და შევქმნათ ყოვლად სანაქებო ქართული ღვინო. ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მეღვინეები წინ უნდა უძღოდნენ ხარისხოვანი მეღვინეობის მრეწველობის განვითარებას.
მეღვინეებს დიდი ვალი აქვთ ერის წინაშე, მაღალხარისხოვანი ქართული ღვინოებს დამზადების საქმეში.
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში | 2019-10-23 15:13:57 | http://vinoge.com/istoria/saqarTvelo-klasikuri-meRvineobis-qveyanaa | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987834649.58/warc/CC-MAIN-20191023150047-20191023173547-00288.warc.gz | 16,868 | 203,297,523 |
ის , რომ ქართულ ჩაის დიდი ისტორია აქვს ყვალასთვის ცნობილია, ჩაის ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობით ,,თბილისი თაიმსი’’ დაინტერესდა და ესაუბრა ,,გურიელი’’-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ მარიამ ყიასაშვილს.
როდის დაარსთა თქვენი კომპანია და ჩაის რამდენი სახეობას უშვებთ ბაზარზე, სად ხდება ჩაის მოყვანა, კრეფა და წარმოება?
სანამ უშუალოდ ,,გურიელი’’-ს ჩაის თაობაზე ვისაუბრებთ, უნდა ავღნიშნოთ, რომ შ.პ.ს. „გეოპლანტი“1996 წელს დაარსდა რომელიც ფლობს საკუთარ ჩაის პლანტაციებს დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში: გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში, და სამ პირველადი გადამუშავების ფაბრიკას ოზურგეთში, ზუგდიდსა და კულიშკარში.
კომპანია ,,გეოპლანტი’’ აერთიანებს ჩაის ქართულ ბრენდებს: ,,გურიელი ექსპორტი’’, ..გურიელი ხილის ჩაი’’, ,,გურიელი მცენარეული ჩაი’’, ,,პრინცი გურიელი’’, ,,ქართული ბაიხის ჩაი #36’’ და ,,ალი სულთანი’’.
რაც შეეხება უშუალოდ ,,გურიელი’’-ს ჩაის, როგორც უკვე ავღნიშნე, იგი გახლავთ კომპანია „გეოპლანტის’’ ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც 2010 წელს შეიქმნა თავდაპირველად ბაზარზე წარმოდგენილი იყო ოთხი კლასიკური ჩაის სახეობა: შავი, შავი ბერგამოტით, მწვანე და მწვანე ჟასმინით.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროდუქცია მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, იკრიფება ხელით სეზონის საუკეთესო პერიოდში და მუშავდება ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე,
თქვენი პროდუქციის ექსპორტი თუ ხორციელდება და რომელ ქვეყნებში? თუ გეგმავთ ახალი ბაზრების ათვისებას, რომელ ქვეყნებში უფრო მოთხოვნადია ,,გურიელი’’-ს ჩაი და რომელი ქვეყნის ბაზარი უფრო მომგებიანია ეკონომიკური თვალსაზრით?
კომპანია „გეოპლანტის“ ბრენდებმა თავიდანვე უდიდესი მოწონება და მხარდაჭერა მოიპოვა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზეც. ამიტომ უკვე 2012 წელს გადაწყდა ასორტიმენტის გაზრდა და ,,გურიელი’’-ს ხილის ჩაის ხაზიც შეემატა, რომელმაც ასევე საკმაო პოპულარობა მოიპოვა.
ჩვენი ჩაი ექსპორტზე გადის ბალტიისპირეთს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისა და ევროპის ქვეყნებში. მოთხოვნა წლიდან-წლამდე იზრდება. წელს გაფორმდა მემორანდუმი კომპანია „გეოპლანტსა’’ და ,,უილდფიგ ჰოლდინგს’’ შორის, რომლის თანახმადაც 2014 წლიდან ჩვენი ჩაი სამხრეთ აფრიკაში გავა ექსპორტზე. არის დაინტერესება რუსეთიდანაც და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამჟამად უფრო დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით, მაგრამ როგორც კი იქნება კონკრეტული შეთანხმება, შეგატყობინებთ.
რთულია ამის განსაზღვრა, რომელ ქვეყნებში უფრო მოთხოვნადია, რადგან ჩაის ექსპორტს ასევე ვაწარმოებთ პოლონეთში, ბალტიისპირეთში, დიდ ბრიტანეთში, შუა აზიაში და მოთხოვნა ჩვენი ჩაის ექსპორტზე მუდმივად იზრდება.
2010 წლამდე კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა მსხვილი დაფასოების ჩაის რეალიზაცია საექსპორტო ბაზარზე, მისი შემდგომი გადამუშავების და დაფასოების მიზნით. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ისეთი კომპანიები არიან, როგორიცაა Plantextrakt GMBH (გერმანია), Van Rees North America (Lipton, აშშ), Martin Bauer (გერმანია), Dobrinia Dar (უკრაინა), Martin Bauer Middle East(თურქეთი). ჩვენს მიერ ჩაი ყოველწლიურად მიეწოდება ასევე მოლდოვას და სომხეთის საბიუჯეტო ორგანიზაციებს. კომპანიას მჭიდრო ურთიერთობები აქვს ჩაის მწარმოებელი კომპანიებთან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შრილანკა, ინდოეთი, ინდონეზია, კენია, თურქეთი.
იგეგმება თუ არა ახლო მომავალში ბიზნესის გაზრდა და ახალი სახის პროდუქციის გამოშვება?
ავღნიშნავ, რომ ამავე წლის შემოდგომაზე კომპანია „გეოპლანტი“ მომხმარებელს „გურიელი მცენარეული ჩაის“ ხაზს შესთავაზებს, ასევე გაყიდვაში გამოვა „პრინცი გურიელი“.
რამდენად კონკურენტუნარიანია დღეს ჩაის ბაზარი და ვის მიიჩნებთ მთავარ კონკურენტად? რა წილი უკავია თქვენს პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე?
მე შემიძლია გითხრათ, რომ გურიელი დაიბადა კონკურენციის პირობებში და ჩვენ საკმარისად კარგადაც ვუწევთ კონკურენციას იმპორტირებულ და ადგილობრივ ჩაის.
საქართველოს მთლიანი ტერიტორია ათვისებული გვაქვს, გარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისა. წელს აქტიური ნაბიჯები გადავდგით მარნეულის, ბოლნისისა და გარდაბნის რეგიონების ასათვისებლად. 2012 წლის განმავლობაში კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევდა კონკურენციას მარნეულის, ბოლნისისა და გარდაბნის რეგიონებში, რომელშიც ჩაის მოხმარება მთლიანი საქართველოს ბაზრის 40 – 45% შეადგენს.
თუკი მთლიანად საქართველოში საშუალოდ მოსახლეზე ჩაის წლიური მოხმარება შეადგენს 600 გრამს, ამ სამ რეგიონში მოხმარება დაახლოებით სამჯერ მეტია და 1კგ-სა და 600-800 გრ-ს შეადგენს. ეს ძალიან სპეციფიკური ბაზარია, მათი მოთხოვნები ჩაის როგორც გემოვნური ისე არომატული თვისებების აბსოლუტურად განსხვავებულია, ისინი მხოლოდ გარკვეული ტიპის ჩაის მოიხმარენ.
ჩვენ ხილის ჩაით 12%-ს გადავაჭარბეთ და 14%-ი დავიჭირეთ, ანუ ბაზრის თითქმის 25%-ს გადავაჭარბეთ – იმ სამი რეგიონის გამოკლებით. გარდა ამისა, ცეილონიდან დაფასოებული ჩაის შემოტანა შემცირებულია, ასევე სხვა ბრენდებისაც.
ქართულ ბაზარზე დაახლოებით 5-6 ჩაის მწარმოებელი კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებსაც აქვთ როგორც პირველადი წარმოება და ასევე დაფასოებული ჩაი. უნდა ითქვას ისიც, რომ უმრავლესი მათგანი ბაზრის ძალიან მცირე ნაწილს იკავებს და დღეისთვის მხოლოდ ჩვენი კომპანიას აქვს ყველაზე დიდი წილი, რომელიც აღემატება პრაქტიკულად ყველა დანარჩენი ქართული კომპანიის წილს ერთად აღებულს.
2010-11 წელს აქტიურობით მხოლოდ ლიპტონი გამოირჩეოდა, რომელიც მაღალი კონკურენციის პირობებში დღესაც გვამყოფებს, 2012-13 წლებში უკვე ვხედავთ სხვა ბრენდების გააქტიურებას, ისინი ატარებენ სხვადასხვა აქციებს, ტელე რეკლამებს უშვებენ. შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ მივესალმებით გააქტიურებას. რატომ? კონკურენტების გააქტიურება გვინდა, იმიტომ რომ ბაზარზე თითოეულ ჩვენგანს და ყველას ერთად გვყავს საკმარისად ბევრი კონკურენტი. ვახდენთ ათასწლეულის ყველაზე ჯანსაღი პროდუქტის ჩაის პროპაგანდას. ეს არის ჯანმრთელი პროდუქტი, რომელიც აუცილებელად უნდა მიიღოს – დაწყებული ბავშვიდან დამთავრებული ასაკოვანი ადამიანით. ყავის საწინაღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ხსნადი ყავის განვითარებამ და ერთჯერადმა შეფუთვამ საკმაოდ დიდი კონკურენცია გაუწია მთლიანად ჩაის. ნებისმიერი ჩაის ბრენდის გააქტიურება ნიშნავს, რომ ჩვენ აქტიურად ვეწევით ჩაის და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, რაც მისასალმებელია.
გასულ წელთან შედარებით თუ გაიზარდა მოგება და რამდენი პროცენტით?
სტატისტიკის დინამიკას 2007 წლიდან ვაკვირდებით და ირკვევა, რომ 2009 წელს ქართული ბრენდები იკავებდნენ მხოლოდ 2%. 2011 წელი პირველი სერიოზული წარმატების წელი იყო, მთელს ბაზარზე ჩვენმა წილმა 12%-ი დაიკავა. მარნეულში, ბოლნისში და გარდაბანშო ჩაის მოხმარება მთელი საქართველოს ბაზრის წილის 40-45% -ის ტოლია, თუ ამ სპეციფიკურ რაიონებს გამოვაკლებთ – მივიღებთ რომ ბაზრის წილის 22-23% -ს ვფლობთ, რაც პირველი სრული წლისთვის საკმარისად კარგი მაჩვენებელია და 2012 წელმა ეს კიდევ უფრო ნათლად დადასტურდა.
ჩვენი კომპანიის კონკრეტულ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩაის საბაზრო წილი ქვეყანაში იზრდება და შესაბამისად მოგებაც.
როგორია თქვენი კომპანიისთვის ბაზარი ახალი ხელისუფლების პირობებში, ბიზნეს გარემოს თქვენი შეფასება საინტერესოა…
უნდა ავღნიშნო, რომ 2008-2013 წლებში კომპანიაში 3000000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რის შედეგადაც კომპანიას გაუჩნდა საბრუნავი კაპიტალი, ასევე თანხის დიდი ნაწილი მოხმარდა დაძველებული საბჭოური დანადგარების გამოცვლას, საწარმოო ტერიტორიებზე აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ტექნიკურ მომსახურებას, აგრეთვე ახალი პროდუქტების შექმნასა და განვითარებას.
ხელისუფლების შეცვლაზე ჩვენი კომპანიის საქმიანობა არ არის დამოკიდებული. ჩვენ როგორც გასულ წელს ასევე მიმდინარე წელს ვაგრძელებთ მიშაობას. | 2019-10-18 17:09:03 | http://www.ttimes.ge/archives/12720 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986684226.55/warc/CC-MAIN-20191018154409-20191018181909-00355.warc.gz | 20,010 | 345,469,277 |
#SakharovPrize2019 - ევროკავშირის წევრები ფინალისტებს ირჩევენ
ევროპარლამენტის მიერ ერთობლივი კენჭისყრის შემდეგ საგარეო საქმეთა და განვითარების სამშაბათს კომიტეტებში, 2019 სახაროვის პრიზის ფინალისტები აზრის თავისუფლებისთვის:
- დააპატიმრეს ბრაზილიელი პოლიტიკური აქტივისტი და უფლებადამცველი მარიელ ფრანკო, ბრაზილიის მშობლიური ლიდერი და გარემოს დაცვის ხელმძღვანელი რაონი და ბრაზილიელი ეკოლოგი და ადამიანის უფლებათა დამცველი კლაუდელიცე სილვა დოს სანტოსი
- რესტავრატორები, კენიის ხუთი სტუდენტისაგან შემდგარი ჯგუფი - Stacy Owino, Cynthia Otieno, Parity Achieng, Mascrine Atieno და Ivy Akinyi - რომელთაც შეიმუშავეს i-Cut, აპლიკაცია, რომელიც გოგონებს დაეხმარება ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებით (FGM)
- ილჰამ ტოტი, უიღურელი ეკონომისტი, რომელიც იბრძვის ჩინეთის უიღურული უმცირესობის უფლებებისთვის
ევროპარლამენტი კონფერენციის პრეზიდენტები (პრეზიდენტი და პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები) შეარჩევს საბოლოო ლაურეატს ხუთშაბათს 24 ოქტომბერს. თავად პრიზი გადაეცემათ 18 დეკემბრის, სტრასბურგში, პარლამენტის ჰემის ციკლში ჩატარებულ ცერემონიას.
ის სახაროვის პრემია ნააზრევი ყოველწლიურად ენიჭება ევროპარლამენტის მიერ. იგი შეიქმნა 1988- ში ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დამცავი პირებისა და ორგანიზაციების პატივისცემისათვის.
გასულ წელს პრიზი გადაეცა უკრაინის კინორეჟისორი ოლეგ სენტოვი. იგი დასახელებულია საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტი ანდრეი სახაროვის საპატივცემულოდ, ხოლო საპრიზო თანხა არის 50,000 €.
კატეგორია: Frontpage, EU, ევროპარლამენტი, სახაროვის პრემია | 2019-10-16 23:03:16 | https://ka.eureporter.co/frontpage/2019/10/09/sakharovprize2019-meps-choose-the-finalists/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986670928.29/warc/CC-MAIN-20191016213112-20191017000612-00290.warc.gz | 21,439 | 568,382,762 |
უმცროსკლასელები სახლში არ უნდა მეცადინეობდნენ - ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები რიჩარდ უოკერი და მაიკლ ჰორსლი, რომლებმაც თავიანთი შეხედულებები წიგნში "საშინაო დავალების რეფორმა" წარმოადგინეს. მათი შეხედულების მიხედვით, სკოლაში 4-5 გაკვეთილი და კიდევ სახლში მეცადინეობა 6-7 წლის ასაკისთვის დიდი დატვირთვაა. თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ საშინაო დავალებების შესრულებით მოსწავლეთა მომზადების დონე არ უმჯობესდება. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დავალების შესრულებასა და სკოლის ნიშნებს შორის თურმე კავშირი არ არის.
მოსული გადაღლილი ბავშვი სახლში ბევრს ვერაფერს ითვისებს. როგორ წესი, მოსწავლე საღამოობით მეცადინეობს, როცა მშობლები ბრუნდებიან. ეს ყველაზე უარესი დროა, რაც კი მეცადინეობისთვის შეიძლება გამოინახოს.
უმცროსკლასელი ბევრს უნდა მოძრაობდეს და სუფთა ჰაერს სუნთქავდეს. სწორედ აქტიური დასვენება ეხმარება მოსწავლეს სასწავლო მასალის ათვისებაში და არა სახელმძღვანელოებთან გატარებული ზედმეტი საათები. ჰიპოდინამია (უმოძრაობა) ცუდი მოსწრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს სტრესი - გადაღლილ ბავშვს როცა სწავლა არ უნდა, მშობელთან კონფლიქტი გარდაუვალია. ეს კი სტრესულ ვითარებაში აგდებს პატ
არას და საერთოდ გული უცრუვდება სწავლაზე. სწავლის პროცესი მისთვის უკვე სტრესისა და დეპრესიის მიზეზი ხდება. თუ ატყობთ, რომ ბავშვს არ ესმის, რას უხსნიან და ვერ აღიქვამს დავალებას, შეეშვით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი შვილი უნიჭოა, უბრალოდ, მისი გონებისთვის ახლა სხვა რამ არის საინტერესო. ნუ შეაძულებთ სწავლის პროცესს და აუცილებლად გაეხსნება გონება.
თვითორგანიზება, დავალების გააზრების უნარი, დროის სწორად დაგეგმვა, დამოუკიდებლად შრომის უნარი - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო უნარებია. სამწუხაროდ, უმცროსკლასელთა უმრავლესობას ეს უნარები არ აქვს, ისინი უფრო მოგვიანებით, საბაზო საფეხურზე ყალიბდებიან. ამიტომაც საშინაო დავალებებს მეტი ეფექტი და სარგებელი აქვთ სწორედ დაწყებითების შემდეგ. სწორად მიცემული და შესრულებული დავალება მოსწავლეს პოტენციალს უხსნის, აჩვევს კვლევას, კონცენტრირებას, ასწავლის ამოცანის გადაწყვეტის გზების ძიებას და ა. შ. | 2019-10-18 07:26:57 | https://www.mshoblebi.ge/ganathleba/skola/4654-umcrosklaselebi-sakhlshi-ar-unda-mecadineobdnen-amith-stsavlis-done-ar-umjobesdeba.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677964.40/warc/CC-MAIN-20191018055014-20191018082514-00015.warc.gz | 33,986 | 1,018,396,796 |
კანაფს კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში მოიხმარდა და მისი კრიმინალიზაცია ინგლისსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოხდა, შესაბამისად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გასულ საუკუნეებში მას ჩვეულებრივად მოიხმარდნენ.
თუმცა მაინც საინტერესოა, რომ ინგლისის ისტორიაში ზოგიერთი უდიდესი ლიტერატურული ნაწარმოები შეიძლება ამ ცუდი რეპუტაციის მქონე ნარკოტიკის გავლენით დაწერილიყო. ახალი კვლევის მიხედვით, უილიამ შექსპირი (1564-1616) შეიძლება კანაფს ეწეოდა და მის შემოქმედებაშიც არსებობს გარკვეული მომენტები, რომლებიც ამ განცხადებას ადასტურებს.
სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების ჯგუფმა სასამართლო ექსპერტიზა ჩაატარა 400 წლის წინანდელ ჩიბუხებზე, რომლებიც აღმოაჩინეს სტრატფორდ-აფონ-ეივონში, მათ შორის შექსპირიც ბაღშიც. ჩიბუხების 24 ფრაგმენტიდან 8-ში კანაფის კვალს წააწყდნენ, აქედან 4 კი შექსპირის საკუთრება გახლდათ. 2 ფრაგმენტი კოკაინის ნარჩენებსაც შეიცავდა, თუმცა ისინი შექსპირს არ ეკუთვნოდა და არც იმის ეჭვი არსებობს, რომ დიდებული ინგლისელი პოეტი კოკაინის მომხმარებელი იყო.
აღმოჩენები, რომლის შესახებაც სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში მდებარე ვიტვატერსტრანდის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრენსის ტეკერეიმ განაცხადა, სიახლეს არ წარმოადგენს. კვლევა 2000 წელს ჩატარდა, თუმცა მხოლოდ ახლახანს გამოქვეყნდა „სამხრეთ აფრიკის მეცნიერების ჟურნალში” მას შემდეგ, რაც შექსპირის მიერ კანაფის მოხმარების საკითხი ისევ გააქტიურდა ბრიტანულ ჟურნალ „Country Life-ში” გამოქვეყნებული სტატიით, რომლის ავტორიც ფსიქოლოგი მარკ გრიფიტსია.
გრიფიტსი თვლის, რომ პიესა სახელად „სოფლის დავა” დაწერილია შექსპირის მიერ და მასში არის მინიშნება ბალახზე, რომელიც „თავად დროსაც კი აჭკნობს”.
„ვფიქრობ, ეს ფარული მინიშნებაა კანაფზე, რომლის ერთ-ერთი ცნობილი ეფექტი დროის ‘შენელება’ გახლავთ – სწორედ ასეთი შეგრძნება აქვს კანაფის მწეველ ადამიანს”, აღნიშნა ტეკერეიმ.
თავდაპირველი სასამართლო ექსპერტიზის კვლევაში ნარკოტიკების კვალის აღმოსაჩენად გამოიყენეს ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია, როგორც გაზქრომატოგრაფიული მას-სპექტრომეტრია, რომელსაც ნარკოტიკის აღმოჩენა ამხელა დროის გასვლის შემდეგაც კი შეუძლია.
„მე-17 საუკუნეში მცხოვრებთა თიხის ჩიბუხების ნაშთების ქიმიური ანალიზი ადასტურებს, რომ ევროპაში მრავალფეროვან მცენარეებს ეწეოდნენ”, ამბობს ტეკერეი. „ლიტერატურული ანალიზი და ქიმიური მეცნიერება შეიძლება ორმხრივად სასარგებლო იყოს, გააერთიანოს მეცნიერება და ხელოვნება, რათა მეტი გავიგოთ შექსპირსა და მის თანამედროვეებზე.”
ამ გადმოსახედიდან შექსპირის შემოქმედების ანალიზისას ნამდვილად წავაწყდებით გარკვეულ მინიშნებებს, რომ ავტორი კანაფის გავლენის ქვეშ იყო. Shakespeare-Online-ზე აღნიშნულია, რომ 76-ე სონეტში ის გადაკვრით ამბობს „ცნობილი ბალახის” გამოყენების შესახებ „გამოგონებისთვის” (წერისთვის), თუმცა თავს არიდებს „უცნაურ ნაერთებს”, რაშიც შეიძლება კოკაინი იგულისხმებოდეს.
სრული სიმართლე შესაძლოა ვერასდროს გავიგოთ, მაგრამ აღმოჩენა სულ მცირე მიანიშნებს იმაზე, რომ 38 პიესისა და 154 სონეტის წერის პერიოდში შექსპირი შეიძლება ზოგჯერ დამხმარე საშუალებებს იყენებდა. | 2019-10-22 21:18:40 | http://message.ge/2019/06/02/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987824701.89/warc/CC-MAIN-20191022205851-20191022233351-00164.warc.gz | 35,692 | 126,931,685 |
ბულგარეთში გაიმართა სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსი გათხოვილი და განათხოვარი ქალბატონებისთვის, სახელწოდებით „მისის პლანეტა 2018“. საქართველოს სახელით ამ კონკურსში მონაწილეობდა მომღერალი ნინი შერმადინი. მან ჟიურის მოხიბვლა თავისი გარეგნული და ვოკალური მონაცემებით შეძლო. ის ჯერ ნახევარფინალში გავიდა, 8 ნოემბერს კი, ფინალურ ტურში, გამარჯვება მოიპოვა და „მისის პლანეტა 2018“ გახდა.
მსოფლიო ვარსკვლავი სელინ დიონი ბოლო დროს თავისი ჩაცმულობით მედიასა და თაყვანისმცემლებს აკვირვებს. ის დროდადრო ამა თუ იმ საინტერესო და უცნაური იმიჯით ჩნდება ხოლმე საზოგადოების წინაშე. ბოლო დროს ჩაცმულობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ბევრჯერ ახალგაზრდულად შემოსილიც გამოჩენილა სხვადასხვა ადგილას. ამჯერად ის „ბალენსიაგას“ მაღაზიაში დააფიქსირეს. ბრენდის კრეატიული დირექტორი და იმ ნამუშევრების ავტორი, რომლითაც მთელი მსოფლიო დადის, ქართველი […]
სალომე გოგიაშვილმა ახლახან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ძალიან კმაყოფილი დარჩა შედეგით. როგორც ამბობს, მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლესა და შვილებს არ უნდოდათ, მაგრამ თავად რამდენიმე წელი ფიქრობდა დაცემისას გამრუდებული ცხვირის ფორმის შეცვლაზე და როგორც იქნა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა… როგორც „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, მას არც ცხვირის ოპერაციის ამბავი დაუმალავს, რადგან სურდა, ვისაც ასეთი განზრახვა […]
Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი. Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს. ფესტივალის […]
ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018-ის მონაწილე გახლავთ. სილამაზის კონკურსი გათხოვილი ან განათხოვარი ქალბატონების მონაწილეობით ტარდება. ნინიმ, როგორც მისი მეგობარი, ეკა მგალობლიშვილი წერს, ჟიურის მოხიბვლა შეძლო და ფინალურ ტურში გადაინაცვლა, რომელიც დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. ეკა წერს: „ეს გოგონა არის საქართველოს მარგალიტი!!! უნდა ვიამაყოთ, რომ ნინი შერმადინი ქართველია!!! მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, რაც დღეს დარბაზში ხდებოდა… […]
დღევანდელ „სარკეში“ ნინი შერმადინი იხსენებს, როგორ გაუჭირდა აშშ-ში თავის დამკვიდრება. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ ქვეყანაში 200 დოლარით ჩავიდა და უკან დაბრუნებაზეც ფიქრობდა: „6 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა. თავიდან ყველა სამსახურში ვცადე ბედი. ამერიკაში 200 დოლარით ჩავედი. აბსოლუტურად უცხო ქართველი ემიგრანტები დამიდგნენ გვერდით, სრულიად უსასყიდლოდ მიწყობდნენ ხელს ახალი ცხოვრების დაწყებაში. მთელი […]
ნინი შერმადინი რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს, იქ მუშაობს და ერთ-ერთ რესტორანშიც მღერის. მომღერალი საქართველოში გარკვეული პერიოდულობით ჩამოდის და თავის ერთადერთ ქალიშვილთან შეხვედრის საშუალება მხოლოდ ასეთ დროს აქვს. მომღერალი ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე თემა იყო და შვილთან დისტანციაზე ყოფნა არ სურდა. როგორც ახლახან მისი „ფეისბუქ“-სტატუსიდან გაირკვა, ნინის პატარას აშშ-ში ცხოვრების უფლება მისცეს […]
მომღერალმა ნინი შერმადინმა რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში ფრენკი პრევიტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მასთან თანამშრომლობა დააანონსა. ფრენკი პრევიტი ოსკაროსანი მუსიკოსია, რომელსაც სიმღერისთვის “time of the my life” წლების წინ, პრესტიჟული ჯილდო, ოსკარი გადაეცა. რა სახის თანამშრომლობა შედგება ნინი შერმადინს და ფრენკი პრევიტს შორის, ამაზე ნინიმ "რუსთავი 2-ის" დილის გადაცემის ჩართვაში ისაუბრა.
"ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს შევხვდი ცხოვრებაში. Franke Previte, რომელმაც 1988 წელს ოქროს გლობუსი მოიპოვა საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის - time of my life, და ამავე წელს მოიპოვა იგივე კატეგორიაში ოსკარი. სიტყვები ზედმეტია" - წერს ნინი. | 2019-03-21 01:11:09 | http://musicbox.ge/nini-shermadini-misis-planeta-2018-gakhda/ | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202476.48/warc/CC-MAIN-20190321010720-20190321032720-00189.warc.gz | 13,812 | 145,302,354 |
ქვემოთ მოცემულ ტექსტში "თქვენ" და "მომხმარებელი" ნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მოხმარების წესები
7. ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის პირობები
9. პასუხისმგებლობა / მომსახურების შეზღუდვა და შეწყვეტა
10. დავის გადაწყვეტის მექანიზმი / სააბონენტო პრეტენზიების განხილვა და გადაწყვეტა
ქ.თბილისი, ასლანიდის ქ. №23 |
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ოპერატორი უზრუნველყოფს მეორადი მინიჭების წესით აბონენტისათვის გამოყოფილ (გაცემულ) სატელეფონო ნომერზე (მისი მეშვეობით) აბონენტისთვის ძირითადი სატელეფონო ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და სხვა დამატებითი მომსახურების გაწევას.
2.2. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის აბონენტი ვალდებულია გადაუხადოს ოპერატორს შესაბამისი საზღაური, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო სადეპოზიტო (საავანსო) ანგარიშსწორების წესით.
3.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითადმომსახურებას წარმოადგენს აბონენტისათვის ოპერატორის მიერგაცემულ ნომერზე ხმოვანი სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფას.
3.2. აბონენტისათვის სატელეფონო ნომრის გამოყოფა/ გააქტიურება წარმოებს ოპერტორისაგან მიღებული პროგრამული უზრუნველყოფით შექმნილი ტერმინალური მოწყობილობის ინსტალაციით, რომელიც წარმოებს აბონენტად რეგისტრაციის პროცედურით.
3.3. აბონენტისათვის გათვალისწინებული სატელეფონო ნომერი, რომლის მეშვეობითაც წინამდებარე ხელშეკრულებით ოპერატორის მიერ აბონენტისთავის იწარმოებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, წარმოადგენს: -----------------------
3.4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ, აბონენტისათვის გასაწევ ძირითად მომსახურებაში მხარეები გულისხმობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობას (საკუთარი ან სხვა ოპერატორის დაშვების კოდის გამოყენებითა და/ან მის გარეშე) საქართველოს ეროვნულ სისტემაში შემავალ და ოპერატორის ქსელში გააქტიურებულ ნუმერაციებზე, აგრეთვე საერთაშორისო ზარის (საკუთარი ან სხვა ოპერატორის დაშვების კოდის გამოყენებით) განხორციელების შესაძლებლობასა და სააბონენტო ნომრის (შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ) ხელმისაწვდომობას ოპერატორისა და სხვა ქსელის მფლობელიპირის აბონენტებისათვის
3.5. ამ მუხლით გათვალისწინებული ძირითადი მომსახურების გაწევა წარმოებს აბონენტისათვის გამოყოფილი (ინსტალირებული) ტერმინალური მოწყობილობით, რომლის სარგებლობისათვის აბონენტის მხრიდან დაცული უნდა იყოს აბონენტად რეგისტრაციის პროცედურისას მითითებული ტექნიკური მაჩვენებლები (ინსტრუქცია).
3.6. საქართველოს კანონმდებლობით თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გაწევისას მის კონფიდენციალურობასა და გარეშე მესამეპირებისათვის არასანქცირებული ხელმისაწვდომობის დაუშვებლობას საკუთარი ქსელის ფარგლებში.
3.7. შემდგომში ყოველგვარი ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, წინამდებარე ხელშეკრულებით ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გამოყოფილ სატელეფონო ნომერზე გაწეული ელექტორონული საკომუნიკაციო მომსახურებაჩაითვლება აბონენტისათვის გაწეულ მომსახურებად იმ შემთხვევაშიც, თუკი მომსახურებით უშუალოდ მოსარგებლე პირს არ წარმოადგენდეს თავად აბონენტი, მიუხედავად იმისა მესამე პირის მხრიდან მართლზომიერად განხორციელდა თუ არა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობით სარგებლობა და შედეგად ოპერტორისაგან მოთხოვილი მომსახურების მიღება.
3.8. აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გაწევისას ოპერატორი დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებით წყვეტს ამ მომსახურების განხორციელებას, რაც გულისხმობს სატელეფონო კავშირის უზრუნველსაყოფად საკუთარი არჩევანით შესაბამისი რესურსების გამოყენებას, რომლითაც გარანტირებული იქნება დისკრიმინაციისა და არასათანადო პირობების გარეშე აბონენტისათვის შესაბამისი სატელეკომუნკაციო პროდუქტის მიწოდება.
3.9. აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გაწევა იწარმოებს იმ შემთხვევაში, თუკი ამ უკანასკნელის მხრიდან დაცული იქნება ყველა სახელშეკრულებო საპასუხო პირობა, რასაც ოპერატორი ამ ხელშეკრულებით უკავშირებს სანაცვლოდ აბონენტისათვის მომსახურების გაწევას.
3.10. აბონენტი ვალდებულია ძირითადი მომსახურებით ისარგებლოს როგორც ბოლო მომხმარებელმა.
4.1. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ოპერატორი უფლებამოსილია დამატებითი შეთანხმების გარეშე გააქტიუროს და ხელმისაწვდომი გახადოს აბონენტისათვის ნებისმიერი სახის (მართლზომიერი) დამატებითი მომსახურება.
4.2. დამატებითი მომსახურება აბონენტს გაეწევა ოპერატორის მიერ დადგენილი პირობებით, რომლის შესახებაც აბონენტის ინფორმირებულობა იწარმოებს სააბონენტო განაცხადში მითითებული საკონტაქტო საშუალებებიდან ერთ-ერთისა და ოპერატორის ვებ-გვერდის მეშვეობით.
4.3. აბონენტს დამატებითი მომსახურების სახით შეიძლება მიეწოდოს მესამე პირის სატელეკომუნიკაციო ან არასატელეკომუნიკაციო ხასიათის მომსახურება, რომლის თაობაზეც აბონენტის ინფორმირებულობა წარმოებს წინამდებარე მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით.
4.4. შემდგომში ყოველგვარი ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, წინამდებარე ხელშეკრულებით ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გამოყოფილ სატელეფონო ნომერზე გაწეული დამატებითი მომსახურება ჩაითვლება აბონენტისათვის გაწეულ მომსახურებად იმ შემთხვევაშიც, თუკი მომსახურებით უშუალოდ მოსარგებლე პირს არ წარმოადგენდეს თავად აბონენტი, მიუხედავად იმისა მესამე პირის მხრიდან მართლზომიერად განხორციელდა თუ არა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობით სარგებლობა და შედეგად მოთხოვილი დამატებითი მომსახურების მიღება.
4.5. დამატებითი მომსახურებით სარგებლობა გულისხმობს ამ მომსახურებისათვის დადგენილი სანაცვლო პირობების დადასტურებასა და აბონენტის მხრიდან მისი შესრულების ვალდებულების კისრებას.
4.6. შემდგომში ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად დამატებით მომსახურებად მხარეები განიხილავენ ისეთ მომსახურებას, რომლის განხორციელებაში ოპერატორი ჩართულია საკუთარი პასუხისმგებლობით (რომლის შესახებ აბონენტის ინფორმირებისას მიეთითება აღნიშნულზე) და რომელიც სერვისული პაკეტით აბონენტს წარედგინება ოპერატორისაგან.
4.7. ოპერატორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს დამატებითი მომსახურების პირობები, რაც გულისხმობს საკუთარი შეხედულებით მომსახურების ფასის, მომსახურების ვადისა და სხვა დეტალების (მათ შორის მომსახურების პირობებში ცვლილებების) დამოუკიდებლად, აბონენტთან შეთანხმების გარეშე, განსაზღვრის შესაძლებლობას.
4.8. დამატებითი მომსახურების სახით ოპერატორი უფლებამოსილია შეთავაზოს აბონენტს ძირითადი მომსახურების მისაღებად და/ან მის დასაფინანსებლად საკრედიტო მომსახურება.
5.1. მხარეები თანხმდებიან, რომ,წინამდებარე ხელშეკრულებით თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ოპერატორი ხელმისაწვდომს გახდის აბონენტისათვის მის ქსელში გააქტიურებულ ყველა სახის დაშვების კოდსა თუ სხვა სახის ნუმერაციებს, რომლის მეშვეობით აბონენტს მესამე პირებისაგან გაეწევა სასყიდლიანი თუ უსასყიდლო სატელეკომუნიკაციო და არასატელეკომუნიკაციო მომსახურება.
5.2. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ წინამდებარე მუხლის 5.1-ე პუნქტში მითითებულ მესამე პირთა მიერ აბონენტისათვის გასაწევ მომსახურების ხარისხზე, სანდოობასა და ჯეროვნად შესრულებაზე ოპერატორს არ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა.
5.3. ოპერატორი უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით აბონენტის ერთჯერად (ამავე მუხლის 5,4-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) სათანადო ინფორმირებულობას ქსელში გააქტიურებულ და აბონენტისათვის ხელმისაწვდომ იმ დაშვების კოდებსა და ნუმერაციების თაობაზე, რომლის მეშვეობით გათვალისწინებულია მესამე პირებისაგან სასყიდლით თუ უსასყიდლოთ სატელეკომუნიკაციო ან/და არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების შესაძლებლობა.
5.4. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მუხლში მითითებული ცალკეული მომსახურების გამწევი პირების თანხმობისა და მათთან სათანადო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტისაგან გაწეული მომსახურების ღირებულების მიღებას და შესაბამის ანგარიშსწორებას, რის თაობაზეც აბონენტს ეცნობება ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
5.5. წინამდებარე მუხლის 5.4-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ოპერატორი პასუხს არ აგებს აბონენტის წინაშე ხსენებული მესამე პირთა მხრიდან სათანადო მომსახურების გაწევაზე. შესაბამისად, ამ მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზია არ შეიძლება წარედგინოს ოპერატორს. საფასურის გადახდის შემდგომ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ამ საფასურის უკან დაბრუნებასა და/ან გადახდილი სადავო თანხის სამომავლო ვალდებულების ანგარიშში ჩათვლასთან მიმართებაში პრეტენზიით აბონენტმა უნდა მიმართოს მომსახურების გამწევ სუბიექტს. ამასთან იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებს მომსახურების გაწევის შემდგომ და გაწეულ მომსახურებას სადავოდ ხდის აბონენტი, ოპერატორთან ანგარიშსწორების ვალდებულება აბონენტს გააჩნია მანამ, ვიდრე მომსახურების გამწევი პირი და/ან სასამართლო (მათ შორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) არ გააქარწყლებს ანგარიშსწორების ვალდებულებას.
5.6. წინამდებარე მუხლის 5.4-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აბონენტი თანხმობას აცხადებს მასზედ, რომ მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მიეწოდოს (გადაეცეს) ამავე მუხლის 5.1-ე პუნქტში მითითებულ იმ მესამე პირებს, რომელთა მომსახურებით ისარგებლებს აბონენტი.
5.7. წინამდებარე მუხლის 5.4-ე პუნქტის შემთხვევაში ოპერატორი უფლებამოსილია მოთხოვოს აბონენტს ამავე მუხლის 5.1-ე პუნქტით გათვალისწინებულ, მიღებულ მომსახურებაზე დარიცხული ღირებულების (საფასურის) გადახდა და ამ მხრივ მიმართოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას.
5.8. შემდგომში თუ სხვა რამ არ დადგინდება, წინამდებარე მუხლში მითითებულ დაშვების კოდებსა თუ სხვა ნუმერაციაზე აბონენტის მიერ სატელეფონო ზარის განხორციელება გულისხმობს პრეზუმფციას აბონენტისათვის მომსახურების გაწევაზე.
5.9. წინამდებარე მუხლში მითითებული მომსახურება არ განიხილება ოპერატორის დამატებით მომსახურებად.
5.10. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების პირობები უშუალოდ დგინდება მისი განმხორციელებელი პირის მიერ, რის გამოც ოპერატორი (ამავე მუხლის 5.4-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) არ არის პასუხისმგებელი მიაწოდოს აბონენტს შესაბამისი ინფორმაცია მომსახურების პირობების შესახებ.
5.11. ოპერატორი უფლებამოსილია აბონენტს წარუდგინოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე რეგრესის წესით შეიძლება იქნეს მოთხოვილი.
6.1. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ ოპერატორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად და დამატებით მომსახურების პირობებში.
6.2. საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ცვლილებების თაობაზე აბონენტს უნდა ეცნობოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით.
6.3. საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შედის აბონენტის შეტყობინებიდან მე-10 დღის მომდევნო კალენდარული დღიდან, თუ ამ ვადის განმავლობაში აბონენტი წერილობით უარს არ განაცხადებს ამ ცვლილებებზე, რის შედეგადაც წინამდებარე ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას.
6.4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული, ძალაში შესული ცვლილება წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს, რომლის შესრულება სავალდებულოა წინამდებარე ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეებისათვის.
6.5. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ მომსახურების ცვლილებად არ განიხილება სატელეფონო ზარის ტერმინაციის, სატელეფონო ზარის აკრეფისა და ტერმინალური მოწყობილობის გამოყენების წესის ცვლილება, აგრეთვე ახალი დამატებითი მომსახურების გააქტიურება და/ან არსებულის დეაქტივაცია და სხვა ისეთი ქმედებანი, რომელიც გულისხმობს სერვისის დახვეწვას, გაუმჯობესებას, მოდერნიზებას, მომსახურების ცალკეული პირობების დაზუსტებასა და წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებას.
6.6. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესები არ მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მომსახურების პირობების ცვლილებებთან მიმართებაში.
7. ტექნიკური ხარვეზი და მისი აღმოფხვრის პირობები
7.1. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას შეიძლება ადგილი ჰქონეს ტექნიკურ ხარვეზს და მისგან შედეგობრივად მომსახურების დროებით შეფერხებასა და აგრეთვე შეუძლებლობას, რაც არ შეიძლება განიხილებოდეს წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად.
7.2. ოპერატორი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას საკუთარი ქსელის ფარგლებში ის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც აფერხებს და შეუძლებელს ხდის აბონენტისათვის მომსახურების გაწევას.
7.3. ის ტექნიკური ხარვეზი, რომლის მოქმედების არიალი სცილდება ოპერატორის ქსელს და წარმოადგენს აბონენტის მხარეს, აღმოფხვრას ექვემდებარება აბონენტის ხარჯით, რომელიც წინსწრებით უნდა იქნეს გადახდილი.
7.4. ტექნიკური ხარვეზი, თუ საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აღმოფხვრას ექვემდებარება გონივრულ (მაქსიმალურად სწრაფ) ვადაში, არსებული შეფერხების მასშტაბის გათვალისწინებით.
7.5. საჭიროებისას, ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად აბონენტი ვალდებულია სათანადო ხანგრძლივობით დაუშვას ოპერატორი მის ტექნიკურ მოწყობილობებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერატორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გადაცდომაზე.
7.6. ოპერატორს არ ეკისრება ვალდებულება, შესაბამისად პასუხისმგებლობა, აბონენტის ტექნიკური მოწყობილოებების გამართულადექსპლოატაციის უზრუნველყოფასა და მათ შეკეთებაზე.
7.7. ოპერატორი უფლებამოსილია ცალკეულ შემთხვევაში განახორციელოს გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები, რასაც შედეგობრივად შეიძლება სდევდეს აბონენტისათვის მომსახურების გაწევის შეფერხება. აღნიშნულის თაობაზე აბონენტს ეცნობება წინასწარ.
7.8. ოპერატორის ხარჯით დასაფინანსებელი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის (მათ შორის პროფილაქტიკური სამუშაოების) პერიოდში აბონენტს არ ერიცხება რაიმე საფასური და ამ ხნის განმავლობაში ჩერდება ოპერატორის მიმართ მიმდინარე ვალდებულების შესრულების ვადა, ხოლო ვადადამდგარი ვალდებულების შესრულება კი გადაუვადდება ამ პერიოდით.
8. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორება
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული და აბონეტისაგან ანაზღაურებას დაქვემდებარებული მომსახურების საფასური მითითებულია ოპერატორის ვებ-გვერდზე, რომელსაც აბონენტი დეტალურადაა გაცნობილი და რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.
8.2. მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს საავანსო / სადეპოზიტო წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ აბონენტს ამ ხელშეკრულებით გათვალსწინებული ძირითადი, დამატებითი და ოპერატორის მიერ ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4-ე პუნქტის მიხედვით აბონენტისათვის გადახდევინებას დაქვემდებარებული მესამე პირთა მომსახურების გაეწევა იწარმოებს მის (აბონენტის) მიერ ოპერატორისათვის წინსწრებით გადახდილი საავანსო თანხის ფარგლებში.
8.3. ანგარიშსწორების ფორმა და გადახდის წესი მითითებულია ოპერატორის ვებ-გვერდზე, რომელსაც აბონენტი დეტალურადაა გაცნობილი.
8.4. მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში.
8.5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომსახურების საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების მიზნებისათვის გამოიყენება გადახდის მომენტისათვის მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კონვერტაციის კურსი.
8.6. აბონენტის საავანსო თანხიდან კონკრეტული მომსახურების საფასურის დაფარვის რიგითობას დამოუკიდებლად და საკუთარი არჩევანით განსაზღვრავს ოპერატორი.
8.7. ოპერატარი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით, საავანსო თანხის გადახდის გარეშე ერთჯერადად და/ან მრავალჯერადად ასარგებლოს აბონენტი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით, რომლის სრული ღირებულება ამ უკანასკნელის მიერ გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 10 დღის ვადაში.
8.8. მხარეთა ანგარიშსწორებისას პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო (ასეთის არსებობისას) და შემდგომში კი ძირითადი ფულადი ვალდებულება.
8.9. გაწეული მომსახურებისა და მის მიხედვით აბონენტისათვის გადასახდელად დარიცხული ღირებულების შესახებ ინფორმაციას ოპერატორი ყოველთვიურად წარუდგენს აბონენტს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით, თუ საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
8.10. აბონენტისათვის მომსახურების საფასურის დარიცხვა წარმოებს საბილინგო მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის მიმართ, ვიდრე სხვა რამ არ იქნება დამტკიცებული, ვრცელდება უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
8.11. აბონენტი ვალდებულია ოპერატორთან მუდმივად იქონიოს ანგარიში აქტიურ მდგომარეობაში, რაც გულისხმობს არაუმეტეს 10 დღეზე მეტი უწყვეტი ვადის განმავლობაში: (1) ოპერატორთან ნულოვანი საავანსო თანხის ფლობის დაუშვებლობას ან (2) ამ მხნის განმავლობაში ოპერატორის სასარგებლოდ საგადამხდელო ტრანზაქციების განუხორციელებლობისდაუშვებლობას (თუკი ამ პერიოდში მიმდინდარე საავანსო ანგარიში არ აღემატება 5 ლარს).
9.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში აბონენტს ოპერატორის გადაწყვეტილებით შეიძლება დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით, რომლის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელი თანხის 20%-ს. ამასთან პირგასმტეხლოს დარიცხვა და მისი გადახდა არ ათავისუფლებს აბონენტს ძირითადი ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან.
9.3. ვალდებულების შეუსრულებლობისა და შესაბამისად მისი დარღვევის შემთხვევაში აბონენტის მიმართ დამატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ღონისძიებები როგორიცაა მომსახურების შეზღუდვა და შეწყვეტა. ამასთან, ამ ღონისძიებების გამოყენება იწარმოებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებითა და წესით.
9.4. აბონენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში ის ვალდებულია აუნაზღაუროს ოპერატორს ყველა ის ხარჯი, რომელიც ამ უკანასკნელმა გაწია მისი აბონენტად აყვანისა და მომსახურების ორგანიზებისათვის.
9.5. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ვალდებულების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. დაუძლეველი ძალის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ, კერძოდ წყალდიდობა, მიწისძვრა, ომი და საომარი მოქმედებები, სამთავრობო ორგანოების მოქმედება დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების მიღებასა და ცვლილებებთან, რომლებიც აუარესებენ წინამდებარე ხელშეკრულების სუბიექტების სამართლებრივ სტატუსსა და რეჟიმს.
10.1. მხარეები თანხმებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა განიხილება და გადაწყდება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესით.
10.2. სამართლებრივი დავის არიდებისა და აბონენტის, როგორც მომხმარებლის ინტერესების/ უფლებების დაცვის მიზნით, ოპერატორი უზრუნველყოფს შიდა საპრეტენზიო სამსახურის ფარგლებში მომსახურებასთან დაკავშირებული აბონენტის ყველა სახის პრეტენზიის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას.
10.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ოპერატორის შიდა საპრეტენზიო სამსახურით აბონენტების პრეტენზიების მიღება, განხილვა და გადაწყვეტა იწარმოებს ოპერატორის მიერ დამტკიცებული დებულებით, რომელიც გამოქვეყნებულია მის (ოპერატორის) ვებ-გვერდზე.
10.4. აბონენტი არ არის შეზღუდული წინამდებარე მუხლის 10.2-ე და 10.3-ე პუნქტებით გათვალისწინებული საპრეტენზიო სამსახურის ფარგლებში მოახდინოს საკუთარი ინტერესებისა თუ პრეტენზიების რეალიზება.
10.5. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის წარმოშობისა და მის გადაწყვეტაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მას განიხილავს და გადაწყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამასთან მხარეები თანხმდებიან იმაზეც, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით.
11.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ოპერატორის მიერ აბონენტის განაცხადის აქცეპტირება / დადასტურების დღიდან და მოქმედებს ერთი წლის ვადით.
11.2. წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იგივე ვადითა და პირობებით, თუ ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე არცერთი მხარე არ გამოთქვამს მისი შეწყვეტის სურვილს.
11.3. წინამდებარე ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და საფუძვლით.
12.1. წინამდებარე ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
12.2. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ გამოიწვევს ხელშეკრულების სხვა ნაწილების ბათილობასა და ძალადაკარგულობას, თუ აღნიშნულის მიუხედავად შესაძლებელია შეთანხმებული საგნის მიღწევა.
12.3. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის კომუნიკაცია შეიძლება წარიმართოს ყველა შესაძლო ფორმით, მათ შორის ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებულ ფორმატში.
12.4. კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში მხარეები ვალდებულები არიან მიუსადაგონ წინამდებარე ხელშეკრულება ამ ცვლილებებს.
12.5. ყველა ის საკითხი, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12.6. ოპერატორი უზრუნველყოფს მომსახურების მაქსიმალურად (შეძლებისდაგვარად) მაღალი ხარისხის დაცვას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში აბონენტი უფლებამოსილია ყოველგავარი კომპენსაციის გადახდისა და გაფრთხილების გარეშე ვადაზე ადრე მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება.
12.7. წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს აბონენტის განაცხადი და ოპერტორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მომსახურების პირობები და ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა აქტები, რომელიც აბონენტმა სამოქმედოდ აღიარა სააბონენტო განაცხადით.
12.8. წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები ვალდებულები არიან დაუყოვნებლივ ერთმანეთს შეატყობინონ ამავე ხელშეკრულებაში მითითებული რეკვიზიტების ცვლილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილ ყოველ შეტყობინებას სდევს იურიდიული შედეგები, მიუხედავად იმისა ადრესატს ფაქტობრივად ჩაბარდება თუ არა აღნიშნული შეტყობინება.
12.9. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის ვალდებულების შესრულების ადგილს წარმოადგენს ოპერატორის იურიდიული მისამართი.
ქვემოთ გამოყენებული ტერმინები „ თქვენ “ და „ მომხმარებელი “ აღნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს.
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე მოხმარების წესები.
წინამდებარე მოხმარების წესებში გამოყენებული ტერმინები (შემდომში წოდებული, როგორც „მოხმარების წესები“) განკუთვნილია Myphone.ge-ს აღნიშნული ვებგვერდისთვის (Myphone.ge), რომლის კომერციული საქმიანობის ძირითადი ადგილმდებარეობაა მ. თამარაშვილის ქ. 13, 0177 თბილისი, საქართველო, და იგი საქართველოს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირებულია ნომრით 205270473 (შემდგომში წოდებული, როგორც „Myphone.ge”).
Myphone.ge-ს ვებგვერდზე შემოსვლითა და აღნიშნულ ვებგვერდზე ან მისი მეშვეობით მოწოდებული ინფორმაციისა და მომსახურების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მოხმარების წესებს. კერძო პროდუქციისა და მომსახურების წესებისა და პირობების და წინამდებარე მოხმარების წესების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ამგვარი პროდუქციისა და მომსახურებისთვის განკუთვნილ სპეციფიურ პირობებს.
Myphone.ge-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოპოვებულია იმ წყაროებიდან, რომელსაც Myphone.ge მიიჩნევს სანდოდ. Myphone.ge ან მესამე მხარეები არ გასცემენ გარანტიას ან ახსნა-განმარტებებს, პირდაპირ ან ირიბად, ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესთან, სისრულესთან ან განახლებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საიტზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლებელია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიცვალოს ან წაიშალოს. Myphone.ge არ განმარტავს ან არ გასცემს გარანტიას, რომ წინამდებარე ვებგვერდი და/ან ვებგვერდის ფუნქციების მეშვეობით გაწეული ინტერნეტ მომსახურება წარიმართება ხარვეზების და ცდომილებების გარეშე.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არანაირ ვითარებაში არ უნდა ჩაითვალოს, როგორც რეკომენდაცია ან მოთხოვნა პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური ინსტრუმენტის შესყიდვის ან გაყიდვის თაობაზე, ან რეკომენდაცია გაწეული მომსახურების ნებისმიერი პროვაიდერის მიერ.
Myphone.ge არც ერთ პირს არ მიაწოდებს ისეთ პროდუქციას ან მომსახურებას, რომელთა უზრუნველყოფამაც Myphone.ge-ს თვალსაზრისით (ბანკს არ ევალება ასეთი ინფორმაციის ვერიფიკაცია) შესაძლებელია გამოიწვიოს ასეთი პირის მშობლიური ქვეყნის კანონმდებლობის ან რეგულაციების ან ნებისმიერი სხვა დაკავშირებული მართლმსაჯულების დარღვევა.
თქვენ მკაცრად გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან აღნიშნული ვებგვერდის არაკანონიერად გამოყენება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ჩვენს სისტემებში არაკანონიერად შემოსვლას, პაროლის ან ამ ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის ბოროტად გამოყენებას.
თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ შესაძლებელია გავამჟღავნოთ ან გადავცეთ თქვენს მიერ აღნიშნული ვებგვერდის მეშვეობით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია ა) Myphone.ge-ს ნებისმიერ აფილირებულ კომპანიას, მის წარმომადგენელს ან ინფორმაციის პროვაიდერებს; ბ) ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობის შემთხვევაში; ან გ) თუ ჩვენ გვაქვს უფლება ან მოვალეობა გავამჟღავნოთ ასეთი ინფორმაცია ან თუ კანონი გვაიძულებს ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებას. თქვენ ეთანხმებით ასეთი ინფორმაციის გადაცემას, გადაგზავნას ან დამუშავებას ნებისმიერ ქვეყნაში და ნებისმიერი ქვეყნის მეშვეობით, როგორც ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და სათანადოდ, და ამ ვებგვერდის მეშვეობით ინფორმაციის გამოყენებითა და უზრუნველყოფით თქვენ ეთანხმებით ყველა ასეთ გადაცემას.
შესაძლოა განხორციელდეს აღნიშნული ვებგვერდის გამოყენების მონიტორინგი, თრექინგი და აღრიცხვა. ამ ვებგვერდის ნებისმიერი მომხმარებელი ეთანხმება მონიტორინგის, თრექინგისა და აღრიცხვის ყველა ასეთ ქმედებას. თქვენი მოვალეობაა ვებგვერდზე შემოსვლისას ყოველ ჯერზე გაეცნოთ მოხმარების წესების მიმდინარე ვერსიას, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე.
Myphone.ge და მის ფილიალებს შესაძლოა დროთა განმავლობაში გააჩნდეთ პოზიცია ან ფლობდნენ ფასიან ქაღალდებს ან შესაძლოა ისინი უზრუნველყოფდნენ ან სურდეთ უზრუნველყონ კორპორაციული ფინანსების და სავალო კაპიტალის ბაზრების მომსასურება ისეთი კომპანიებისთვის ან ფასიანი ქაღალდების გამომშვები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მითითებულნი არიან საძიებო დოკუმენტაციებსა და რეკომენდაციებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ამ ვებგვერდის მეშვეობით.
აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულების. იგი მიიჩნევა სანდოდ, მაგრამ ჩვენ არ გავცემთ გარანტიას მისი სისრულის, დროულობის ან სიზუსტის შესახებ. მომხმარებელს აქვს წვდომა, იგი იყენებს და ენდობა ასეთ ინფორმაციას მომხმარებლის საკუთარი რისკით. გთხოვთ მიიღოთ პროფესიონალთა რჩევა, საჭიროებისამებრ, აღნიშნულ ვებგვერდზე ნებისმიერი ინფორმაციის შეფასების თაობაზე. აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ არის განზრახული ნებისმიერი აქციის, სხვა ფასიანი ქაღალდისა ან ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვის შეთავაზების ან მოთხოვნის წარმოსადგენად ან საინვესტიციო მომსახურების ან საინვესტიციო რეკომენდაციის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი იურისდიქციის ფარგლებში.
რადგანაც არსებობს ადამიანური და მექანიკური, და სხვა ფაქტორების ცდომილების შესაძლებლობა, აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული მასალა წარმოდგენილია „ისეთივე სახით, როგორიც არის“, „ხელმისაწვდომობისამებრ“ საფუძველზე. Myphone.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები არ გასცემენ გარანტიას ან ახსნა-განმარტებას ვებგვერდის ან მისი შინაარსის თაობაზე. Myphone.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები არ სცნობენ არც ერთ გარანტიას და ნებისმიერი სახის ახსნა-განმარტებას ვებგვერდთან დაკავშირებით, მათ შორის სავაჭრო მდგომარეობის შესახებ, მესამე მხარის უფლებების დაურღვევლობის თაობაზე, ვირუსებისგან ან სხვა საზიანო მასალისგან დამოუკიდებლად სარგებლობის შესახებ, ან კერძო მიზნებთან შესაბამისობით გამოყენების თაობაზე ნაგულისხმევ ნებისმიერ გარანტიას. Myphone.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები არ იძლევიან გარანტიას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის და მასალების სიზუსტეზე, ადეკვატურობასა და სისრულეზე და პირდაპირ უარს ამბობენ მასალაში და ინფორმაციაში დაშვებულ ხარვეზებსა ან დეფექტებზე პასუხისმგებლობაზე. Myphone.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები პასუხს არ აგებენ ნებისმიერი სახის დაყოვნებაზე, გამოყენების დროს წარმოქმნილ სირთულეზე, კომპიუტერულ ვირუსებზე, საზიანო პროგრამულ კოდებზე და ამ ვებგვერდის სხვა დეფექტებზე, ნებისმიერი სახის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს და მომხმარებლის ბრაუზერს ან ვებგვერდზე შესასვლად საჭირო სხვა პროგრამას შორის, ან სხვა პრობლემებზე, რომლებიც წარმოექმნება მომხმარებელს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებს გარეთ არსებული მიზეზებით. Myphone.ge არ აგებს პასუხს იმ ხარჯებზე, დანაკარგებზე, ზიანზე (პირდაპირი, ირიბი, სპეციალური, შემთხვევითი, გამომდინარე, სადამსჯელო ან საჯარიმო ზარალი, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, ფინანსური დანაკარგები და დაკარგული მოგება) ან დაკარგულ შესაძლებლობაზე, რომელიც წარმოიშვა ამ ვებგვერდის ან მისი ნაწილის ნებისმიერი სახით გამოყენებით, ან გამოუყებლობით, ან მასზე შემოსვლით, იმისდა მიუხედავად, შეფასებული გვქონდა თუ არა ჩვენ ასეთი ზიანის წარმოქმნის ალბათობა და მიუხედავად მოქმედების სახეობისა, კონტრაქტისა, გარანტიისა, კანონდარღვევისა (მათ შორის დაუდევრობა), მკაცრი პასუხისმგებლობისა, ან სხვა გამოხატულებისა.
5. საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები
Myphone.ge ან მესამე მხარეები, თუ მათი ვინაობა პირდაპირ არის განცხადებული, ინარჩუნებენ მფლობელობას, საავტორო უფლებებს © და ყველა სხვა არამატერიალურ უფლებას ვებგვერდზე. ყველა უფლება დაცულია ყველა ქვეყანაში. ამ ვებგვერდის მასალების პუბლიკაცია, რეპროდუქცია, გადაგზავნა ან შენახვა მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალულია გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლებისა ან სხვა არამატერიალური უფლების მფლობელმა გასცა ნებართვა ასეთი ქმედების განსახორციელებლად. აკრძალვა არ განეკუთვნება კომპიუტერზე შენახვასა ან დაბეჭდვას მხოლოდ პერსონალური გამოყენებისთვის. შინაარსის ციტირება დაშვებულია საავტორო უფლებების შესახებ სათანადო კანონმდებლობის თანახმად. როდესაც ხდება შინაარსის ციტირება, არ არის საჭირო წყაროს მითითება. არ არის დაშვებული აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული სავაჭრო ნიშნების ან ლოგოების რეპროდუქცია, პუბლიკაცია ან დისტრიბუცია საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
სადისკუსიო ფორუმების, ჩეთ რუმების, დებატების ან მსგავსის მონაწილეებმა Myphone.ge-ს ვებგვერდზე უნდა განათავსონ მხოლოდ ისეთი მასალები, რომელზეც ისინი ფლობენ საავტორო უფლებას ან მასალები, რომლებზეც მათ სხვა გზით მოიპოვეს ეს უფლება. მიიჩნევა, რომ მონაწილე, რომელიც განათავსებს მასალას, და როდესაც მოხდება მასალების განთავსება, ეთანხმება Myphone.ge-ს მასალების შენახვას, გავრცელებას და დაბეჭდვას ელექტრონული ან სხვა გზით.
თქვენ პასუხიმგებელი ხართ აღნიშნული ვებგვერდის გამოსაყენებლად და მასზე შემოსასვლელად ყველა საჭირო სატელეფონო, კომპიუტერული აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა მოწყობილობათა შეძენასა და შენარჩუნებაზე. შესაძლებელია დროთა განმავლობაში შეუძლებელი, დაყოვნებული, შეზღუდული ან შენელებული იყოს ამ ვებგვერდზე წვდომა შემდეგი მიზეზების გამო:
- აპარატურის უმოქმედობა, რაც სხვა გარემოებებთან ერთად მოიცავს კომპიუტერების (მათ შორის თქვენი საკუთარი კომპიუტერი), სერვერების, ქსელების, სატელეკომუნიკაციო ხაზებისა და კავშირების და სხვა ელექტრონული და მექანიკური მოწყობილობის უმოქმედობას;
- პროგრამული შეფერხება, რაც სხვა გარემოებებთან ერთად მოიცავს ხარვეზებს, ცდომილებებს, ვირუსებს, კონფიგურაციის პრობლემებს, სისტემებთან, მოწყობილობებთან ან აპლიკაციებთან შეუთავსებლობას, დამცავი სისტემის ან შესამოწმებელი პროგრამების ოპერაციებს, ამოუკითხავ კოდებს, ან დარღვევებს კერძო დოკუმენტების ან სხვა მასალების შინაარსში;
- უამინდობით, მიწისძვრით, ომით, აჯანყებით, ამბოხებით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, სტიქიური უბედურებით, ავარიით, ხანძრით, წყალმომარაგების დაზიანებით, აფეთქებით, მექანიკური დაზიანებით ან ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზიანი;
- ელექტროენერგიის მიწოდების ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეწყვეტა (სრული ან ნაწილობრივი);
- გაფიცვა ან მუშახელის მიერ სხვა მიზეზით სამუშაოების შეჩერება (სრული ან ნაწილობრივი);
- სამთავრობო ან სარეგულაციო შეზღუდვები, სავაჭრო გაცვლების თაობაზე დადგენილებები, სასამართლოს ან ტრიბუნალის ბრძანებანი და სხვა ადამიანური ინტერვენცია; ან
- ნებისმიერი სხვა მიზეზი (ზემოთ თქმულის მსგავსი ან მისგან განსხვავებული), რომელიც არ არის ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.
თუ შეუძლებელია, შეყოვნებულია ან შეზღუდულია ვებგვერდზე შემოსვლა, ან თუ საიტის მუშაობა არ მიმდინარეობს სწრაფად და ეფექტურად, თქვენ შესაძლებელია ვერ შესძლოთ ტრანზაქციისთვის საჭირო ინსტრუქციების გადაცემა და სხვა ქმედებების განხორციელება, ან შესაძლებელია ასეთი ინსტრუქციები ვერ შესრულდეს დაუყოვნებლივ ან თქვენ ვერ მიიღოთ ინფორმაცია დროულად. თუ თქვენი ოპერაციები დამოკიდებულია ჩვენთან ასეთ კომუნიკაციაზე, და ამგვარი კომუნიკაცია გაწყდა ან შეყოვნდა, შესაძლებელია თქვენ მოგეყენოთ ზარალი. Myphone.ge არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ასეთ დანაკარგზე.
7. სხვა გვერდებზე გადასასვლელი ბმულები
იქ, სადაც Myphone.ge წარმოადგენს მესამე მხარის ვებგვერდების ბმულებს, ასეთი ბმულები არ წარმოადგენენ Myphone.ge-ს მიერ ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების, მოსაზრებების, ვარაუდების ან ინფორმაციის დადასტურებას, რომელიც აღნიშნულია ასეთ ვებ გვერდებზე ან მათი მეშვეობით. ასეთი ბმულების გამოყენება მთლიანად თქვენი რისკია და Myphone.ge არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ასეთი ვებგვერდების შინაარსზე, მათ გამოყენებაზე ან მათ ხელმისაწვდომობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ გადახვიდეთ ვებგვერდზე, რომელსაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ, ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, პირდაპირ ან ირიბად, თქვენს მიერ ასეთი საიტების გამოყენების ან გამოყენების შეუძლებლობის თაობაზე, ასეთი გვერდების შინაარსზე, მათ შორის სიზუსტეზე, სისრულეზე, სანდოობასა ან ნებისმიერ კერძო მიზანთან შესატყვისობაზე, და ჩვენ აგრეთვე არ ვიძლევით გარანტიას, რომ ასეთი ვებგვერდი ან მისი შინაარსი არ შეიცავს საავტორო უფლებებთან, სავაჭრო ნიშნებთან ან მესამე პირთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით პრეტენზიებს, ან რომ ასეთი გვერდი ან მისი შინაარსი არ შეიცავს ვირუსებსა და სხვა საზიანო მასალებს. ჩვენ არ გავცემთ გარანტიას ინტერნეტში განთავსებული დოკუმენტაციის ავთენტურობაზე. Myphone.ge არ ადასტურებს ასეთ ვებგვერდებზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის სიმართლეს, სიზუსტეს, მიზანშეწონილობას, საიმედოობას ან სისრულეს.
ამასთანავე, მესამე მხარის აღნიშნული ვებგვერდები შესაძლოა შეიცავდეს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას ან დამცავ ქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ვებგვერდისგან განსხვავებულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ასეთი გვერდების წესებთან გაცნობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებამდე.
შესაძლებელია, რომ Myphone.ge-ს ვებგვერდი შეიცავდეს ბმულებს. ბმული, ეს არის პატარა ტექსტური ფაილი, რომელიც განთავსდება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე იმ ვებგვერდის მიერ, რომელსაც თქვენ ეწვევით. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას, და სხვა ქმედებებთან ერთად, გამოიყენება სტუმრის მიერ სათანადო ვებგვერდის გამოყენების მხარდასაჭერად.
ბმულების სხვა სახეობები, რომელთაც ეწოდება სესიის ბმულები, შეინახება მხოლოდ დროებით იმ პერიოდის მანძილზე, სანამ თქვენ იმყოფებით ვებგვერდზე. იმისთვის, რომ გამოიყენოთ Myphone.ge-ს ინტერნეტ მომსახურება, თქვენ შესაძლებელია მოგიხდეთ სესიის ბმულების გამოყენებაზე დათანახმება. სესიის ბმულები შესაძლებელია Myphone.ge-ს მიერ გამოყენებულ იქნას თქვენს მიერ საბანკო ტრანზაქციების განსახორციელებლად, და ა.შ. და ისინი გაუჩინარდება, როდესაც თქვენ გამოხვალთ Myphone.ge-ს ვებგვერდიდან ან დახურავთ თქვენს ბრაუზერს.
თუ თქვენ არ ეთანხმებით ბმულების გამოყენებას, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები (Internet Explorer, Netscape, და ა.შ.). თქვენ შეგიძლია აკრძალოთ მუდვიმი ბმულების გამოყენება ისე, რომ ეს არ მოახდენს ზეგავლენას ვებგვერდის ფუნქციების განხორციელებაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ არ ეთანხმებით სესიის ბმულებს, შესაძლებელია თქვენ ვერ მოახერხოთ თქვენი საბანკო ტრანზაქციების განხორციელება, და ა.შ. Myphone.ge-ს ვებგვერდის მეშვეობით.
9. ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ შეზღუდვის შეტყობინება არაქართველი მომხმარებლებისთვის
ვებგვერდის ძირითად სამიზნე მომხმარებლებს წარმოადგენენ პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვესტიციებში ან მომსახურების მიღებაში საქართველოს ბაზრებზე. ამასთან დაკავშირებით, განთავსებულთაგან ზოგიერთი საინვესტიციო პროდუქცია და მომსახურება შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი კერძო მომხმარებლებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ან შესაძლებელია შეუსაბამო იყოს საგადასახადო ან სხვა მიზეზებისდა გამო.
დროთა განმავლობაში ვებგვერდზე განთავსებული საინვესტიციო განცხადებების და/ან რეკლამების სახეობისა და შინაარსის თანახმად, შესაძლებელია დაგჭირდეთ დამატებითი რჩევის ან რეკომენდაციის მიღება იურიდიული, საგადასახადო ან საინვესტიციო მრჩეველებისგან.
10. სათანადო კანონმდებლობა და იურისდიქცია
აღნიშნული ვებგვერდი და წინამდებარე მოხმარების წესები უნდა ემორჩილებოდეს და შედგენილ იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიუხედავად იმისა, ცხოვრობთ თუ არა თქვენ საქართველოში, ან ახორციელებთ თუ არა კომერციულ საქმიანობას Myphone.ge-სთან საქართველოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ. Myphone.ge-ს წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება და დავა, რომელიც წარმოიშვება ამ ვებგვერდის ხელმისაწვდომობასთან და ჩვენს მიერ მის მოხმარებასთან და წინამდებარე მოხმარების წესების დებულებებთან დაკავშირებით თქვენს მიერ შეტანილ უნდა იქნას საქართველოს სასამართლოთა იურისდიქციის თანახმად.
თქვენ ეთანხმებით საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში განლაგებულ სასამართლოთა იურისდიქციასა და ადგილს Myphone.ge-ს მიერ თქვენს წინააღმდეგ აღძრული ყველა სარჩელის განხილვის მიზნით ან თქვენს მიერ ვებგვერდზე შემოსვლასა და მის გამოყენებასთან და წინამდებარე მოხმარების წესების დებულებებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ვებგვერდი არ არის მიმართული, არც განზრახული გასავრცელებლად ან ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ გამოსაყენებლად ნებისმიერი იურისდიქციის ან ქვეყნის ფარგლებში, სადაც ამ ვებგვერდის შინაარსი ან მისი ხელმისაწვდომობა ან ასეთი დისტრიბუცია ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობასა და რეგულაციებს. თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ ვებგვერდზე ინფორმაციის მიღებას, თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს მოხდეს სათანადო ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში და ამ ვებგვერდის ნებისმიერი სახით გამოყენება ამგვარ იურისდიქციებში ხორციელდება მთლიანად თქვენი საკუთარი რისკით. თქვენს კერძო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს იურიდიულ მრჩეველს.
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მოხმარების წესების ნებისმიერი პირობა ან დებულება დაკარგავს იურიდიულ ძალას, სხვა დანარჩენი წესები და დებულებები შენარჩუნებულ უნდა იქნას ხელუხლებლად და ძალადაკარგული წესი ან დებულება კი უნდა შეიცვალს ისეთი ძალის მქონე წესითა ან დებულებით, რომელიც ძალადაკარგული წესის ან დებულების განზრახვასთან ყველაზე ახლოსაა. წინამდებარე მოხმარების პირობები ექვემდებარება ნებისმიერ სხვა შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა თქვენსა და Myphone.ge-ს შორის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევცვალოთ წინამდებარე მოხმარების წესების წესები და პირობები ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე.
11. კონფიდენციალურობა და პირადი ინფორმაცია
11.1. ინფორმაციის დამუშავება. კლიენტისთვის ცნობილია და ეთანხმება, რომ მაიფონის მომსახურებით სარგებლობის შედეგად მაიფონი უფლებამოსილია განახორციელოს კლიენტის შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავება. მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
11.2. მაიფონის მიერ ელექტრონულ არხებში (ვებ-ბრაუზერი, მაიფონის ვებ-გვერდი, მაიფონის მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) კლიენტის შესახებ მონაცემების დამუშავება, ასევე მოიცავს კლიენტის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონულ არხით სარგებლობისას კლიენტის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, პროდუქციის არჩევანის სიხშირის ან/და სხვა ნებისმიერ სტატისტიკურ მონაცემის ჩაწერა და მისი ანალიზი) ან/და კლიენტის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. კლიენტის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას.
11.3. ინფორმაციის გადაცემა/გამოთხოვა. კლიენტი მაიფონს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე:
11.3.1. მაიფონმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მრავალჯერადად სატელეფონო მომსახურების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მაიფონისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები.
11.3.2. მაიფონმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მრავალჯერადად სატელეფონო მომსახურების მიზნით და ამ მომსახურების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად მესამე პირებს (მათ შორის და არამარტო, მაკონტროლებელ/საზედამხედველო ორგანოებს, აუდიტორებს, პოტენციურ ცესიონერებს) გადასცეს ან/და მესამე პირებისაგან მიიღოს, მაიფონისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები.
11.3.3. მაიფონმა გადასცეს ან/და გაუმჟღავნოს მაიფონის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია მაიფონის შვილობილ, აფილირებულ ან სხვა ნებისმიერ მესამე პირებს მათ მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზებების მიზნით.
11.4. პირდაპირი მარკეტინგი. კლიენტი ანიჭებს მაიფონს უფლებამოსილებას, მაიფონში დაფიქსირებულ კლიენტის ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე მაიფონის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, განხორციელდეს მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა, მანამ სანამ მაიფონი კლიენტისგან არ მიიღებს სხვაგვარ მითითებას. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, პირდაპირ მარკეტინგად არ მიიჩნევა და კლიენტი არ იქნება უფლებამოსილიმაიფონს მოსთვხოვოს სხვადასხვა სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა, თუ აღნიშნული სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებებიკლიენტს მიეწოდება უშუალოდ მაიფონის მომსახურების წერტილებში (მაგ. სარეკლამო ბანერი, ფლაერი, ზეპირი შეთავაზება და სხვა) ან მაიფონის კუთვნილ (მაიფონთან ასოცირებულ) ელექტრონულ არხებში
11.5. საავტორო უფლებები. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ მაიფონის ვებ-გვერდზე, მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ელექტრონულ არხებში განთავსებული კლიენტის მონაცემები (ბეჭდვითი, აუდიო ან/და ვიზუალური) თუ ის არ განეკუთვნება კლიენტის პერსონალურ მონაცემებს ჩაითვლება მაიფონის საკუთრებად და მაიფონი აღნიშნული მონაცემების განთავსებისთანავე სრულად მოიპოვებს მათზე საავტორო ქონებრივ უფლებებს.
11.6. მონაცემების განახლება და შენახვის ვადა. მაიფონის მიერ წინამდებარე თავში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება მაიფონის მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ამასთან, იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც კლიენტის მიერ მაიფონს მიეწოდა ელექტრონული არხების (ვებ-ბრაუზერი, მაიფონის ვებ-გვერდი, მაიფონის მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) საშუალებით, არ წყდება კლიენტის მიერ ამ მონაცემების ელექტრონული არხებიდან წაშლის შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემების შენახვა ასევე მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება მაიფონის მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
11.7. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში მაიფონი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში მიაწვდის კლიენტს მის შესახებ მაიფონში არსებულ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის მიღებაზე მაიფონს ცალმხრივად აქვს უფლება დააწესოს მომსახურების ტარიფი საკომისიოს სახით.
11.8. თუ კლიენტი თვლის, რომ კლიენტის შესახებ მაიფონში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მაიფონს აღნიშნულის შესახებ.
თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდებამოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენსმიერ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალურიმონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ისშესრულების მიზნებისთვის.
Myphone (შემდეგში წოდებული როგორც “Myphone” ან “ჩვენ”) მოხარულია/მოხარული ვართ რომ ეწვიეთ ამ ვებ-გვერდს (შემდეგში წოდებული როგორც "ვებგვერდი") და გამოხატეთ ინტერესი ჩვენი სერვისების და პროდუქტების მიმართ.
თითოეული მომხმარებლის კონფიდენციალურობის პატივისცემა და დაცვა ჩვენი ბიზნესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. კონფიდენციალურობის პრინციპების გაზიარებით, ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ინდივიდუალური მომხმარებლები უკეთესად გაეცნობიან თუ როგორ ვიცავთ მომხმარებლის ინფორმაციას მისი გამოყენების დროს სერვისებისა და პროდუქტების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ და გადავცეთ ამ ვებ-გვერდით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია შემდეგ პირებს: Myphone ჯგუფის წევრ ნებისმიერ კომპანიას, მათ ფილიალებს, წარმომადგენლებს ან ინფორმაციის პროვაიდერებს; ნებისმიერ სხვა პიროვნებას ან იურიდიულ პირს მომხმარებლის თანხმობით; ან თუ გვაქვს უფლება ან მოვალეობა ან ნებართვა ან იძულების წესით ვალდებულნი ვართ გავაზიაროთ ამგვარი ინფორმაცია კანონის საფუძველზე. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავავრცელოთ, გადავცეთ ან დავამუშავოთ ამგვარი ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერი ქვეყნის საშუალებით, შესაბამისობისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
- ჩვენ ვიცავთ მომხმარებლის ინფორმაციას
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას სერიოზულად დავიცვათ ნებისმიერი მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ჩვენ გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული გარანტიები, რომლებიც შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს, იმ მიზნით რომ შევინახოთ და დავიცვათ მომხმარებლის ინფორმაცია არაუფლებამოსილი გამოყენებისა და წვდომისგან, შეცვლისა და განადგურებისგან. ჩვენი პრინციპები და პროცედურები შემუშავებულია მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით და წესებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის მიღწევით. ჩვენი თანამშრომლები პასუხს აგებენ ამ პრინციპების, პროცედურების, წესების და რეგულაციების დაცვაზე.
- ჩვენ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვინახავთ მომხმარებლის ინფორმაციას მხოლოდ სათანადო მიზნებისთვის
მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და შენახვა ხდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვუზრუნველყოთ მომსახურების უმაღლესი დონე, მოვახდინოთ ბიზნესის ადმინისტრირება, ვმართოთ ჩვენი რისკები, ხელი შევუწყოთ ჩვენს სერვისებს და პროდუქტებს და დავიცვათ შესაბამისი კანონები და რეგულაციები.
- ჩვენ ვუზიარებთ მომხმარებლის ინფორმაციას ფილიალებს და სხვა პირებს, როდესაც გვჯერა რომ ამგვარი გაზიარება განავითარებს მომხმარებლისთვის მიწოდებულ სერვისებსა და პროდუქტებს ან სამართლებრივი და ბიზნეს მიზნებისთვის
ჩვენ ვუზიარებთ მომხმარებლის ინფორმაციას ფილიალებსა და ბიზნეს დეპარტამენტებს, როდესაც გვჯერა, რომ ამგვარი გაზიარება განავითარებს სერვისებს, რომლებსაც მივაწოდებთ მომხმარებლებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ამგვარი გაზიარება შეესაბამება კანონს, სხვა შესაბამის კონფიდენციალურობის შეთანხმებას, ჩვენს პრინციპებსა და პრაქტიკას ან როდესაც მომხმარებელი დაეთანხმება ამგვარ გაზიარებას.
ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლების შესახებ არსებული ინფორმაცია გავაზიაროთ კანონის ფარგლებში. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ ინფორმაცია მარეგულირებელ და კანონის აღმასრულებელ ორგანოებს, რომლებიც ჩვენზე ახორციელებენ იურისდიქციას ან თუ ამგვარი გაზიარება ჩვენი ვალდებულებაა შესაბამისი კანონით და ეს გაზიარება ხელს შეუშლის თაღლითობას.
პერიოდულად, ჩვენ ვდებთ ხელშეკრულებებს სხვა კომპანიებთან რომ გაგვიწიონ მომსახურება ან მოგვაწოდონ სერვისები და პროდუქტები მომხმარებლებისთვის. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე, კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან ეს ინფორმაცია და გამოიყენონ მხოლოდ ჩვენს მიერ მითითებული მიზნებისთვის.
ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ კონფიცენდიალურობის შესახებ განაცხადს (შემდეგში წოდებული როგორც „განაცხადი“)
თუ არ ეთანხმებით ამ განაცხადს, არ განაგრძოთ ამ ვებგვერდის გამოყენება. ეს განაცხადი შესაძლებელია განახლდეს პერიოდულად. შესაბამისად, გთხოვთ რეგულარულად გადაამოწმოთ ეს განაცხადი.
რა არის ამ განაცხადის მიზანი და მოქმედების სფერო?
Myphone, მისი შვილობილი კომპანიები და ფილიალები მუდმივად იცავენ პერსონალურ ინფორმაციას რომელსაც ჩვენ ვიღებთ ვებ-გვერდის მომხმარებლებისგან. შესაბამისად, Myphone-მა შეიმუშავა ეს განაცხადი იმ მიზნით რომ აღწეროს თუ რა სახის მონაცემები და როგორ იქნება ეს მონაცემები შეგროვებული ამ ვებ-გვერდის მომხმარებლებისგან, ასევე ის მიზნები თუ რისთვის შეაგროვებს, გააზიარებს ან გამოაშკარავებს ამ მონაცემებს Myphone. Myphone ასევე ხაზს უსვამს იმ გამაფრთხილებელ ზომებს, რომლებიც მიიღება თქვენი მონაცემების დაცვის მიზნით.
ეს განაცხადი ეხება ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც იღებს Myphone თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენებით. ეს არ ეხება ნებისმიერ ინტერნეტ ვებ-გვერდს, რომელსაც დაგაკავშირებთ ეს ვებ-გვერდი და რომლებიც კონტროლდება მესამე მხარეების მიერ (შემდეგში წოდებული როგორც „მესამე მხარის ვებ-გვერდები“). გთხოვთ გადახედოთ მესამე მხარის ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადებს, ვინაიდან Myphone არ არის ვალდებული და არ გააჩნია არავითარი გავლენა მესამე მხარის ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე ან შინაარსთან.
ამ განაცხადის პირობები ექვემდებარება ნებისმიერ დამატებით პირობებს უფლებების უარყოფასთან დაკავშირებით ან სხვა სახელშეკრულებო ნორმებს, რომლებიც თქვენ დადეთ Myphone-თან, როგორიცაა მომხმარებლის კონფიდენციალურობის განაცხადები ან შეტყობინებები, და სხვა შესაბამისი სავალდებულო კანონები და რეგულაციები.
ტექნოლოგიური სისტემებისა და პროგრამების პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია ამ ვებ-გვერდის მუშაობისთვის, მათი ნორმალური ფუნქციონირების მიზნით, აგროვებს პერსონალურ მონაცემებს. ეს პერსონალური მონაცემები შეადგენს იმ მონაცემებს, რომლებიც ჩვეულებრივ ინტერნეტის გამოყენების დროს მიიღება (TCP/IP პროტოკოლის საფუძველზე).
ამ ინფორმაციის შეგროვება არ ხდება კონკრეტულ პირებთან ამ მონაცემების დაკავშირების მიზნით. თუმცა, ბუნებრივად, მესამე პირების მიერ მონაცემების დამუშავებისა და შედარებით, შესაძლებელია ვებ-გვერდის გამომყენებელი პირების იდენტიფიცირება.
ამ კლასის ინფორმაცია შეიცავს IP მისამართებს ან მომხმარებლის კომპიუტერების დომენ სახელებს, მოთხოვნილი რესურსების მისამართებს (URI, Uniform Resource Identifier ფორმატში), მოთხოვნის დროს, ვებ სერვერთან მოთხოვნის გაგზავნის მეთოდს, მოთხოვნის შედეგად მიღებული ფაილის ზომას, ვებ სერვერის მიერ მოწოდებული პასუხის სტატუსის შემცველ ციფრობრივ კოდს (წარმატებით, შეცდომა, ა.შ.…) და სხვა პარამეტრებს, რომლებიც დაკავშირებულია საოპერაციო სისტემასა და მომხმარებლის ტექნიკურ გარემოსთან. ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ანონიმური სტატისტიკური ინფორმაციისთვის, რომელიც ეხება ვებგვერდის გამოყენებას და ამ ვებგვერდის სწორად ფუნქიონირების კონტროლს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი პიროვნების გამოძიების მიზნით, რომელმაც ჩაიდინა კომპიუტერული დანაშაული და მიაყენა ზიანი ვებგვერდს ან მონაცემთა დამუშავების ერთეულის სტრუქტურას ან სხვა დაკავშირებულ ვებგვერდებს. თუ ამგვარი გამოძიება არ განხორციელდა, მონაცემები განადგურდება რამდენიმე დღეში.
მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული მონაცემები
როდესაც Myphone-ის ვებგვერდის მისამართების სექციაში მითითებულ მისამართებზე ხდება ელექტრონული წერილების გაგზავნა, ეს ნიშნავს მომთხოვნი მხარის პერსონალური მონაცემების გარკვეული ნაწილის მიღებას, ელექტრონული მისამართის ჩათვლით (რომელიც აუცილებელია მიღებულ მოთხოვნაზე პასუხის გაცემის მიზნით).
კონკრეტული შეტყობინებები გამოისახება ან შეინახება ვებგვერდის იმ გვერდებზე, რომლებზეც გამოქვეყნებულია სპეფიციკური სერვისები, რომლებიც შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას.
ბმულები არ გამოიყენება პერსონალური მონაცემების გადაგზავნის მიზნით. არანაირი მუდმივი ბმული არ არის გამოყენებული (მუდმივი ბმული არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მონიტორინგს).
ე.წ. დროებითი ბმულების გამოყენება (რომლებიც დროებით არის შენახული მომხმარებლის კომპიუტერის მიერ და ჩვეულებრივ წაიშლება როდესაც ვებ-ბრაუზერი არ არის გამოყენებაში) მკაცრად განსაზღვრულია მხოლოდ ვებ-გვერდის გამოყენების საიდენტიფიკაციო მონაცემის გადაგზავნის მიზნით (მოიცავს Myphone ვებ სერვერის მიერ შექმნილ შემთხვევით ციფრებს) რომელიც აუცილებელია ვებგვერდის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის.
Myphone ვებგვერდის მიერ გამოყენებული დროებითი ბმულები გამორიცხავენ სხვა ტექნიკური პროცედურების მიღების აუცილებლობას,რომლებიც წარმოადგენენ მომხმარებლის სანავიცაგიო კონფიდენციალურობის პოტენციურ საფრთხეს. ეს ბმულები არ აგროვებენ მომხმარებლის იდენტიფიცირების შემცველ პერსონალურ მონაცემებს.
პერსონალური მონაცემების გადაგზავნის არასისტემატიური ბუნება
ზემოთხსენებული სანავიგაციო მონაცემების გარდა, მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ პერსონალური მონაცემები შეიყვანონ ელექტრონულ ფორმებში, რომლებიც განკუთვნილია ვებგვერდის სერვისების მიღებისთვის. გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ სერვისების მოთხოვნა შესაძლებელია ვერ დაკმაყოფილდეს თუ ეს მონაცემები არ იქნა შევსებული.
ვის ვუზიარებთ ვებგვერდიდან მიღებულ ინფორმაციას?
Myphone-ს შეუძლია გაუზიაროს თქვენი ინფორმაცია მის თანამშრომლებს, წარმომადგენლებს და ფილიალებს თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით ან გარეთ იმ მიზნით რომ მოხდეს Myphone მომსახურებების განხორციელება. ჩვენი თანამშრომლები, წარმომადგენლები, ფილიალები და მესამე მხარე-პროვაიდერები, რომლებსაც აქვთ წვდომა ვებგვერდიდან მიღებულ პერსონალურ მონაცემებზე, ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა.
საერთაშორისო დონეზე პერსონალური მონაცემების გადაგზავნის დროს, ჩვენ ვუზრუნველყოფთ შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების დაცვას, მაგალითად, ისეთი ხელშეკრულებების დადებას, რომელთა მიხედვით თქვენი ინფორმაციის მიმღებები ინარჩუნებენ მონაცემთა ადეკვატურ დაცვას.
ჩვენ ასევე შეგვიძლია გავუზიართო თქვენი ინფორმაცია სამთავრობო ორგანოებს ან დაწესებულებებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან სხვა პირებს შესაბამისი წესების, ბრძანებების, სასამართლო უწყებების, ოფიციალური მოთხოვნების ან მსგავსი პროცესების შესაბამისად, რომლებიც მოითხოვება ან დაიშვება შესაბამისი კანონით.
პროცედურებისა და უსაფრთხოების ზომების მიღება
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება ავტომატური და არა-ავტომატური მოწყობილობით. ეს მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ პერიოდით, რა ვადაც საჭიროა იმისთვის რომ შესრულდეს ის ოპერაცია, რისთვისაც საჭირო გახდა მონაცემის მიღება.
კონკრეტული უსაფრთხოების ზომების დაცვა უზრუნველყოფილია იმ მიზნით რომ არ მოხდეს მონაცემების დაკარგვა, არასწორი ან უკანონო გამოყენება და არაუფლებამოსილი წვდომა. ვებგვერდის იმ სექციებში, რომლებიც ეხება კონკრეტულ სერვისებს, როდესაც პერსონალური მონაცემი მოთხოვნილია მომხმარებლისგან, მონაცემები დაციფრულია უსაფრთხოების ტექნოლოგიური რესურსის მიერ, რომელსაც ეწოდება Secure Sockets Layer(SSL). SSL ტექნოლოგია კოდიფიცირებას უკეთებს ინფორმაციას მანამ, სანამ მოხდება მისი გადაგზავნა ინტერნეტით მომხმარებლის კომპიუტერიდან Myphone-ის ცენტრალურ სისტემებში. ეს ინფორმაცია გაუგებარია არაუფლებამოსილი მესამე პირებისთვის იმ მიზნით რომ ვუზრუნველყოთ ამ გზით გადაგზავნილი ინფორმაციის უსაფრთხოება. SSL მოითხოვს შესაბამის ვებ-ბრაუზერს, რომელიც შეძლებს უსაფრთხოების გასაღებების დაშვებას, რომელთა მინიმალური სიგრძეა 128 ბიტი, რაც ამყარებს უსაფრთხო კავშირს Myphone-ის ცენტრალურ სისტემებთან.
რა უსაფრთხოების ზომები განხორციელდა მონაცემების დაცვის მიზნით?
Myphone იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს იმ მიზნით, რომ მიზანშეწონილად დაიცვას პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, შემთხვევითი ან გამიზნული მანიპულაციისგან, დაკარგვის ან განადგურებისგან.
რა უნდა გავითვალისწინოთ მონაცემების ინტერნეტით გადაცემის დროს?
ინტერნეტი ზოგადად არ არის მიჩნეული უსაფრთხო გარემოდ და ინტერნეტის საშუალებით გაგზავნილი ინფორმაცია შეიძლება მიიღონ არაუფლებამოსილმა მესამე პირებმა, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის გამჟღავნებას, შინაარსის ცვლილებას ან ტექნიკურ ხარვეზებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ორივე გამგზავნი და მიმღები იმყოფებიან ერთსა და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტით გაგზავნილი ინფორმაცია შეიძლება გაგზავნილ იქნას საზღვრებს გარეთ და გადაეგზავნოს ისეთ ქვეყანას სადაც არის მონაცემების დაცვის უფრო დაბალი დონე ვიდრე თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე როდესაც ხდება მისი გადაგზავნა ინტერნეტიდან Myphone-მდე. იმ მიზნით რომ დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება, გვსურს შეგახსენოთ რომ შეგიძლიათ აირჩიოთ Myphone-თან კომუნიკაციის სხვა საშუალება, როდესაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ.
Myphone გაცნობიერებულად არ იყენებს ვებგვერდს იმ მიზნით რომ მოითხოვოს მონაცემები მოზარდებისგან ან პირებისგან რომელთა ასაკი არის 18 წლამდე.
გამომდინარე იქედან, რომ ავტომატური საკონტროლო მექანიზმები არ არის დაზღვეული შეცდომებისგან, უმოქმედობისგან და ა.შ., აქ მოცემული დოკუმენტი ჩაითვლება ვებგვერდის კონფიდენციალურობის განაცხადად. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს დოკუმენტი განახლდება პერიოდულად (დოკუმენტის სხვადასხვა ვარიანტების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება).
თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდებამოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენსმიერ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალურიმონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ისშესრულების მიზნებისთვის. | 2019-03-26 03:51:22 | http://www.myphone.ge/conditions/?1547355415 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204790.78/warc/CC-MAIN-20190326034712-20190326060712-00433.warc.gz | 28,880 | 316,562,294 |
ფონდი „სოხუმი“ ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლას ეწვია.
სკოლა 1954 წელს დაარსდა, მასში 480 მოსწავლე ირიცხება, ორენოვანი (ქართულ-რუსული) სექტორის სკოლაში მრავლად არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი (რუსები, ბელორუსები, მოლდაველები, უზბეკები, ირანელები, ებრაელები, სირიელები, სომხები, აზერბაიჯანელები) პედაგოგები და მოსწავლეები.
სკოლის ქართველ და სხვა ეროვნების მოსწავლეებს საერთო პრობლემაც აერთიანებთ - კეთილმოწყობას საჭიროებს სკოლის სპორტული დარბაზი.
უკრაინელი პედაგოგი სლავომირ კლუბანი ამბობს, რომ საქართველო თავის სამშობლოდ მიაჩნია. სკოლის მოსწავლეების თქმით, აქ არ იგრძნობა ეროვნული სხვაობა. ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის | 2019-10-15 22:33:33 | https://fs-ge.ucoz.ru/news/2014-03-05 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986660323.32/warc/CC-MAIN-20191015205352-20191015232852-00264.warc.gz | 9,489 | 513,638,075 |
Array ( [get1] => სტატიები [get2] => სხვა [addquery] => user:beko777:show:channel )
ქალის კუპალნიკების ისტორია 20-იანი წლებიდან დღემდე
10 ვარსკვლავი საკუთარ წარსულთან პოზირებს
საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ჰოლივუდში, ფოტოშოფის მოყვარულებმა და ათი კაშკაშა ვარსკვლავი, საკუთარ ბავშობასთან და ახალგაზრდობასთან მიამონტაჟეს. უფრო გასაგებად, რომ აგიხსნათ, საქმე იმაშია, რომ დასხდნენ მოცლილები და დღევანდელი ვარსკვლავების ფოტოები, მათივე ძველისძველ ფოტოებს მიუჯინეს გვერდით და რა გამოვიდა ა...
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს - ღორები
1. ღორები - მეცნიერების დასკვნით ცხოველთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ცხოველები არიან კარგი მახსოვრობით 2. როგორც აღმოჩნდა ღორები, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ცხოველები არიან, გასაკვირია, მაგრამ აშშ-ში დღეს ძალიან პოპულარულია ძაღლის და კატის მაგივრად ღორის სახლში ყოლა, თურმე მას თუ სივრცეს მივცემთ, საკუთარ სივრცეს სისუფთავეში დაიცავს 3. ჩვენ, ...
12 საოცარი ფოტო რუსებისა, რომელიც ძალიან აკვირვებს უცხოელებს
ეს, რომ განსაკუთრებულად "ვერაა ხალხის" ქვეყანაა, ამაში არაფერი ახალი არაა, მაგრამ ხშირად რუსული სოლიალური ქსელები ისეთი სურათებითაა დახუნძლული, რომ არ შეიძლება ადამიანს არ გაგეცინოს... გთავზობთ 12 ასეთ მათგანს 1. ტიპიური აღქმა იმისა, თუ რატომაა უხერხული 1 ოთახიან ბინაში ბევრი ხალხის ერთად ცხოვრება, გოგოს სხეულით მარიაჟობა სურს და...
1. მოდის შეცვლასთან დაკავშირებით, იცვლება თუ არა თქვენი ჩაცმულობა? ა) აუცილებლად 8 ბ) ის უნდა ჩაიცვა, რაც გიხდება 2 2. თუ გიყვართ კამათი? ა) დიახ 3 ბ) არა 9 3. შეგიძლიათ თუ არა სხვათა შეხედულებების გაზიარება? ა) გააჩნია, ვისი გამოთქმული აზრია 5 ბ) არა 10 4. თუ რაიმე ქცევისათვის გსაყვედურობენ, როგორ იქცევით ცვლით თქვენს ქმედებას, თუ პრინციპულად ...
ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენის სტივ ჯობსის წარმატების ისტორია ლეგენდად იქცა. დასახული მიზნისკენ მიმავალი გზა, ბიზნესმენისთვის იოლი ნამდვილად არ ყოფილა, ბავშვობაც რთული განვლო. სტივი ნაშვილები იყო პოლ ჯობსის და ამერიკელი, სომხური წარმოშობის კლარა (აგობიან) ჯობსის მიერ, რომლებიც მეტად ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. პატარა სტივმა კოლეჯი, სწავლის დაწყებიდან 6 თვი...
ჰელიოგაბალუსი – კალიგულაზე უფრო შეშლილი იმპერატორი
ყველა დროის 10 ყველაზე გიჟური საქორწილო კაბა
ტესტი - როგორ მოიქცევით ურთულეს სიტუაციებში? (+პასუხები)
ეს 12 ფაქტი დაგარწმუნებთ, რომ თქვენი სხეული განსაკუთრებულია
როგორ ცხოვრობდნენ ძველ მსოფლიოში ქალები – საინტერესო ფაქტები
7 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა
დასახელდა "დედ ჰასანის" მკვლელობის შემკვეთი
10 ფაქტი ქალზე, რომელიც ქალებმაც არ იცოდით
ირანის ოქროს ახალგაზრდობა: ნახეთ, როგორ ცხოვრობენ ამ მკაცრ მუსულმანურ ქვეყანაში მდიდარი ოჯახის შვილები
ალყაში მოქცეული პარტიზანები და მათ დასახმარებლად მისული თავზეხელაღებული სპეცრაზმელის გმირობა
რა მისწერა მიხეილ გორბაჩოვმა ვლადიმერ პუტინს
სოფია - მოდელი, რომელმაც ინსტაგრამი თავისი წარბებით დაიპყრო
უჩინარი «სიკვდილის ხელის» შიშით, დამსვენებლები ფეშენებელურ კურორტზე, წყალში კოლგოტებით ჩადიან
10 მსახიობი, რომლებსაც თავიანთი როლების რცხვენიათ
ვარშავის გეტოს საშინელებები გერმანელი ჯარისკაცის აკრძალულ ფოტოებში
ნანიკო ხაზარაძე „იმედს“ ტოვებს? სად ვიხილავთ ტელეწამყვანს?
"კარზე სანთლით დახატული ჯვარი დამხვდა" - შორენა ბეგაშვილი შეშფოთებულია
ჯინსის კაბის 8 ყველაზე მოდური სტილი ჯინსის მოყვარულებს
ყველაზე სასარგებლო პური სხეულის ფორმებისთვის: მარცვლეულით და საფუარის გარეშე | 2019-10-23 20:43:52 | http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90/user:beko777:show:channel | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836295.98/warc/CC-MAIN-20191023201520-20191023225020-00260.warc.gz | 15,676 | 98,994,382 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტისა და GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ესწრებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა გერმანელი პარტნიორების ჩართულობით თელავში აგრარული მიმართულების ახალი კოლეჯის დაარსების პერსპექტივაზე იმსჯელეს, სადაც წამყვანი მიმართულება ღვინის წარმოებისთვის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის მომზადება იქნება. ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტთან აქტიურად ითანამშრომლებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე საქართველოში პროფესიული განათლების სამომავლო განვითარებასაც.
შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ გერმანელი პარტნიორები უახლოეს პერიოდში შეისწავლიან თელავის უნივერსიტეტის რესურსს, რისი გათვალისწინებითაც განისაზღვრება პროფესიული სასწავლების დაარსების სამოქმედო გეგმა და ვადები. | 2019-10-23 01:04:27 | https://netgazeti.ge/news/285090/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987826436.88/warc/CC-MAIN-20191022232751-20191023020251-00405.warc.gz | 13,365 | 597,618,798 |
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი იწყებს შესწორებების განხილვას, რომლებიც "თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ კანონს გაამკაცრებს — მოწევისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.
დღეისათვის საქართველოში სიგარეტის მოწევა აკრძალულია საჯარო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და დახურულ სპორტულ დაწესებულებებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილში.
"თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ კანონში შესატანი შესწორებების თანახმად, საქართველოში თამბაქოს მოწევა პრაქტიკულად ყველა შენობაში აიკრძალება, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა.
თამბაქოს მოწევა სრულიად აიკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაში, სასწავლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებში და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, სტადიონებზე, ბენზინგასამართ სადგურებზე და ადგილებში, სადაც აალებადი ნივთიერებები ინახება.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში 1 ივლისისთვის საქართველოს ყველა სასტუმროში არამწეველთათვის არანაკლებ 50% ნომერი უნდა იყოს. კაფე–ბარებში, რესტორნებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სამორინეებში, სილამაზის სალონებში, მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში თამბაქოს მოწევის ადგილები საერთო ფართის არაუმეტეს 20% უნდა იკავებდეს და კედლით იყოს გამოყოფილი.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმისა და აქსესუარების გაყიდვის აკრძალვას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამედიცინო, კულტურულ, სახელმწიფო და სპორტულ დაწესებულებებთან ახლოს, მაღაზიებში საბავშვო საქონლის განყოფილებებში, ღია ვიტრინებზე და შეფუთვის გარეშე.
თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა აიკრძალება მანქანებიდან, ინტერნეტით, საბაზრო ღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად.
თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის წესების დარღვევა დაისჯება ჯარიმით 150 ლარიდან 5000 ლარამდე.
მოწევის დემონსტრაცია, მათ შორის თეატრალურ დადგმებსა და საინფორმაციო საშუალებებში დაისჯება 10000 ლარის ოდენობის ჯარიმით.
"თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ კანონში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განიხილება. | 2019-03-25 06:36:28 | https://sputnik-georgia.com/politics/20170221/234968157/mowevasTan-brZola-saqarTveloSi-mwevelebs-problemebi-gauCndebaT.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203755.18/warc/CC-MAIN-20190325051359-20190325073359-00371.warc.gz | 16,164 | 619,171,781 |
აბაშის რაიონის სოფლებში, წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო და არც ერთ მოქალაქს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლის გამო ქობულეთში ჩარჩენილი მამაკაცი მეხანძრე-მაშველებმა გადაარჩინეს.
სენაკის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არის საშიშროება, რომ მდინარე ჭალადიდმა დამბა გაარღვიოს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
დიახ, ამ არჩევნებზე, ჩვენ ფული გვექნება, - ამის შესახებ პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბაშაში, მდინარე აბაშისწყლის ადიდებამ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა, ამიტომ სოფლებიდან წყემსა და ზანათი 25 ოჯახის ევაკუაცია მიმდინარეობს.
საქართველოში მიმდინარე ნატოს სწავლებები "ღირსეული პარტნიორი 2018" ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მათთვის ეს ალიანსის პროვოკაციული კურსის აშკარა დემონსტრირებაა, - ამის შესახებ დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას...
პროკურატურა სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.ჭ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე პირველ საშეჯიბრო დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა.
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე სახლს, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ რადგანაც "ქართულ ოცნებას" არ ეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი, ამიტომ მმართველმა პარტიამ მხარი არცერთ კანდიდატს უნდა დაუჭიროს.
დღეს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 83 წელი შეუსრულდა.
აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო, - ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ კვაუთის 70-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ ა.ტ.-სა და დ.გ.-ს ბრალდებები დაუმძიმა. ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს.
ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მსჯავრდებული რუსლან შავაძის ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად არის მოთავსებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლერი წვიმის შედეგად დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, წვიმის დროს ის ქუჩები დაიტბორა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5339 ლარი გახდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი დაინიშნა. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სუსმა და შსს-მ ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ტერორიზმის საქმეზე მსჯავრდებული რუსლან შავაძე დააკავეს. | 2019-10-21 05:13:04 | http://www.info9.ge/arqivi/2018/8.html?day=10&lang=ka-GE | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987756350.80/warc/CC-MAIN-20191021043233-20191021070733-00251.warc.gz | 15,818 | 259,589,345 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის – „Fast and Furious 9“-ის (“ფორსაჟი) ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“. მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში და თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით.
შსს-ში აცხადებენ, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო
ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.
კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
ავტოტრანსპორტის მოძრაობას 10 საპატრულო ეკიპაჟი არეგულირებს, რომლებიც შემდეგ ლოკაციებზე არიან განთავსებული: ვაჟა ფშაველას გამზირის და იონა ვაკელის ქუჩის კვეთა; კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთა; ნუცუბიძის ქუჩა; ნუცუბიძის და ასათიანის ქუჩების კვეთა; ვაჟა ფშაველას გამზირი (დელისი); ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთა; ყაზბეგის გამზირისა და იოანე ვაკელის ქუჩის გზაჯვარედინზე. | 2019-12-11 01:17:46 | http://resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=77189 | crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540529516.84/warc/CC-MAIN-20191210233444-20191211021444-00136.warc.gz | 11,890 | 110,733,130 |
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 7 ივნისს, 16:00 საათზე გამოფენა „სარგის კაკაბაძე“ გაიხსნება.
ისტორიკოსი და ფილოლოგი სარგის კაკაბაძე საქართველოს ერონული არქივის (იმ დროისათვის ცენტრალური არქივის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემდგომში ხელმძღვანელი იყო. მისი დამსახურებით ეროვნული არქივის ფონდები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით შეივსო.
სარგის კაკაბაძის უნიკალურ პირად არქივს მისი შვილიშვილი ცირა კალანდაძე ინახავს. სწორედ მისი დახმარებით ისტორიკოსის არქივის დოკუმენტები ფართო საზოგადოებისთვის პირველად იქნება წარმოდგენილი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.
ფოტორეპროდუქციების გარდა გამოფენილი იქნება სარგის კაკაბაძის საოჯახო არქივში დაცული ორიგინალები: კაკაბაძეების საოჯახო ფოტოები და დოკუმენტები, გამოუქვეყნებელი და სრულიად უცნობი სამეცნიერო ნაშრომები, სარგის კაკაბაძის კუთვნილი არქეოლოგიური ნივთები; სარგის, დავით და არტემ კაკაბაძეებთან დაკავშირებული საინტერესო საარქივო მასალა.
სარგის კაკაბაძეს უმდიდრესი მემკვიდრეობა დარჩა: მონოგრაფიული ნაშრომები, სამეცნიერო სტატიები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ფოტომასალა, ქართული განძის მოძრაობასთან დაკავშირებული ფასდაუდებელი დოკუმენტაცია, რომელიც ამ დრომდე გამოუქვეყნებელია, შესაბამისად, არ არის შესული სამეცნიერო მიმოქცევაში. ეროვნულ არქივში დაგეგმილი გამოფენა ამ მასალის ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად გადადგმული პირველი ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს არქივების საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება საქართველოს ეროვნული არქივის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და დიდი მოამაგისადმი მიძღვნილი გამოფენა.
ექსპოზიცია ერთი თვე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია. | 2019-10-14 20:44:03 | http://archives.gov.ge/ge/page/anonsi20 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655310.17/warc/CC-MAIN-20191014200522-20191014224022-00292.warc.gz | 9,315 | 19,446,219 |
სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) (132)
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (32)
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (29)
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (26)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (23)
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (23)
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (21)
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. (20)
ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (19)
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (17)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (16)
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (15)
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (14)
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (13)
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (13)
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი (12)
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (12)
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (12)
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (12)
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი (12)
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (12)
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (12)
ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი (11)
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (11)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (11)
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (11)
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი (საქპატენტი) (11)
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (10)
რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია (9)
სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია (9)
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (9)
ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია (9)
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (9)
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია (9)
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური (9)
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (8)
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (8)
სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (8)
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი (8)
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (8)
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (8)
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (8)
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (8)
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (7)
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი (7)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი (7)
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (7)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (6)
კულტურისა და სპორტის სამინისტრო (6)
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (5)
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (4)
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (4)
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი (4)
შსს - ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (3)
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (3)
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (3)
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო (3)
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (2)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (2)
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი (2)
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - სსიპ „112“ (2)
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი (2)
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (1)
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (1)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სამინისტროების სატელეკომუნიკაციო ხარჯები (ათასი ლარი) 2011-2016
მონაცემთა ბაზა შეიცავს ინფორმაციას 2011-2016 წლებში საქართველოს სამინისტროების სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ (ათასი ლარი). მონაცემთა ბაზა დამუშა
სამინისტროების თანამშრომლებზე გაცემული პრემიები (ათასი ლარი): 2011-2016
მონაცემთა ბაზა შეიცავს ინფორმაციას 2011-2016 წლებში სამინისტროების თანამშრომლებზე გაცემული პრემიების (ათასი ლარი) შესახებ. მონაცემთა ბაზა დამუშავებული
მონაცემთა ბაზა შეიცავს 2005-2017 წლებში საერთაშორისო შემოსვლების სტატისტიკას. მონაცემები გამოქვეყნებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუ
სამინისტროების შტატგარეშე თანამშრომლების ყოველთვიურ სარგოზე გაწეული ხარჯები (ათასი ლარი): 2011-2016
მონაცემთა ბაზა შეიცავს ინფორმაციას 2011-2016 წლებში სამინისტროების შტატგარეშე თანამშრომლებზე ყოველთვიურ სარგოზე გაწეული ხარჯების შესახებ (ათასი ლარი).
სამინისტროების შტატგარეშე თანამშრომლების პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე გაწეული ხარჯები (ათასი ლარი): 2011-2016
მონაცემთა ბაზა შეიცავს ინფორმაციას 2011-2016 წლებში სამინისტროების შტატგარეშე თანამშრომლებზე პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე გაწეული ხარჯების შესახ
საქართველოს გზების მონაცემები, სადაც დაფიქსირდა 2 და მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა
მონაცემთა ბაზა შეიცავს ე.წ. შავი წერტილების შესახებ ინფორმაციას. მონაცემთა ბაზა დამუშავებული და გამოქვეყნებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
2018 წელს მინისტრის და მისი მოადგილეებისათვის განსაზღვრული ყოველთვიური სარგოს ოდენობები
მონაცემთა ბაზა შეიცავს 2018 წელს მინისტრის და მისი მოადგილეებისათვის საშტატო ნუსხით განსაზღვრული ყოველთვიური სარგოს ოდენობების შესახებ ინფორმაციას. &n
მინისტრის მოადგილეების 2017-2018 წლების შრომის ანაზღაურება
მონაცემთა ბაზა შეიცავს მინისტრის მოადგილეების 2017-2018 წლების შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას. მონაცემთა ბაზა მომზადებული და გამო
ფინანსური ტრანსფერები შიდა ქართლის მხარის მუნიციპალიტეტებში (ათასი ლარი): 2013
მონაცემთა ბაზა შეიცავს მონაცემებს შიდა ქართლის მხარის მუნიციპალიტეტებში 2013 წელს განხორციელებული გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფ
ფინანსური ტრანსფერები ქვემო ქართლის მხარის მუნიციპალიტეტებში (ათასი ლარი): 2013
მონაცემთა ბაზა შეიცავს მონაცემებს ქვემო ქართლის მხარის მუნიციპალიტეტებში 2013 წელს განხორციელებული გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერები | 2019-10-21 13:12:49 | https://datalab.ge/ge/data/?cl=public_institutions&public_institutions=136_28_142_139&topics=18 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987773711.75/warc/CC-MAIN-20191021120639-20191021144139-00483.warc.gz | 12,952 | 447,358,426 |
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6 (1 ნახვა) (1) სტუმარი
თემა: Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
ძრავი: 3.2 სახ. ნომ.: DOL 002
6 წელი, 2 თვე წინ; 2013/08/23 00:10
QUOTE: | გამარჯობა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში:)
თუ შეგიძლიათ რომ მიმასწავლოთ 190-ის დაშლილები(კარქები და იაფები)ან მითხრათ საშუალოდ რა ღირს 190-ის ბენზო ბაკი, უკანა შიტოკი,სტოპები და ბენზონასოსი?
და ისე ნაგლობა არ გამომივიდეს კოსვორტის უკანა შიტოკი ანუ ბამპერი ხომ არ გეგულებათ სადმე?
წინასწარ მადლობა, გამიხარდა რო არსებობს ჩვენს ქვეყანაში ნაღდი ბენცერები,თქვენ გენაცვალეტ:) |
გაუმარჯოს ძმას გეტყვი ყველაფერს; დავიწყოთ
ბაკი 30, შიტოკი 90\100 ლარამდე, კოსვორტისას ვერ იშოვი. ფარები ორიგინალი ცალი 50 ლარი და ახლები წყვილი 50 ლარი. ნასოსი 80 ლარი |
იფფფ რა კაი ფასებია 190 ზე უნდა გადავჯე
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
ძრავი: 2.4 სახ. ნომ.: YOJ-001
6 წელი, 2 თვე წინ; 2013/08/23 01:01
მხოლოდ ზამბარებით კი შეიძლება დაწევა მაგრამ თუ ამორტიზატორებსაც შეცვილი ბევრად მაგრად დადგება მანქანა.
არანორმხოალურად ძვირია და დავუწერე კიდეც! მაგ ზამბარის ახოტნიკი იქნება თბილისში 10 კაცი და რაამბავია ესეთი ფასი! |
რა უნდა ღირდეს დაახლოებით? ერთი 100 ლარი ოთხივე ხო?
6 წელი, 2 თვე წინ; 2013/08/23 12:43
რას ნიშნავს თხელი ზეთი არ შეიძლება და სქელი უნდა ჩავასხა??? ვინ გითხრა ან სად წერია რომ ძრავისთვის თხელ ზეთს სქელი ზეთი ჯობია?!
ესეიგი რა გამოდის რომ სადაც მიკრო ხოდებია (ვკლადიშებში, ვტულკებში თუნდა ზეთის ნასოსში, ან ზემოთ გალოვკაში, ცილინდრის პალეცებში და კიდევ მილიონ ძალიან წვრილ გასასვლელებში რომელიც ძრავს კვებავს) სქელი ზეთი უკეთესად გაივლის ვიდრე თხელი? უკეთესად შეზეთავს ვიდრე თხელი? თანაც განსაკუთრებით მაღალ ბრუნებზე?! მერე რა რომ 162K აქვს გავლილი? ჩემსას M102 ძრავია და 380K აქვს გავლილი და სინთეთიკა მისხია და არიკლებს! იმიტომ არიკლებს რომ ძრავი კარგ მდგომარეობაშია და ზეთიც კარგია! თუ ძრავმა ზეთი დაიკლო ის რაც უწერია ქარხნულად, ზეთი კიარ უნდა გამოცვალო, ძრავი უნდა გაარემონტო! მაგრამ გააჩნია კლებას...!! ის ძრავი რომელიც რეკომენდებულზე თუნდაც ცოტა მეტს იკლებს გაცილებით უკეთესი კომპრესია აქვს ვიდრე ის რომელიც გრამს არიკლებს! და ძრავი რომელიც გრამს არიკლებს ეგ კარგი არა რის! გირჩევნია იკლოს და ამატო მაგრამ თავისი ზეთი ასხა ვიდრე არ იკლოს და სქელი ასხა!!
დაკლებამდე არ მივსულვარ ჯერ, სულ 100 კმ მაქვს გავლილი და ორჯერ გამოვცვალე ზეთი, ორივეჯერ 5/40 ჩავასხი და მაინც მინთებს. მიწერს engine oil level, reduce oil level! ასევე აიკიდა ხმა ცივზე, რომელიც არ ჰქონდა ზეთის შეცვლამდე.
ძრავი: 190E 2.3-16V სახ. ნომ.: MY 190 MB
6 წელი, 2 თვე წინ; 2013/08/23 12:55
QUOTE: | რა უნდა ღირდეს დაახლოებით? ერთი 100 ლარი ოთხივე ხო? |
მე 40 ლარად ვიყიდე ეგტები! და 60 ლარადაც ვნახე სხვაგან
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
ძრავი: 2.4 სახ. ნომ.: YOJ-001
6 წელი, 2 თვე წინ; 2013/08/23 14:10
QUOTE: | მე 40 ლარად ვიყიდე ეგტები! და 60 ლარადაც ვნახე სხვაგან |
6 წელი, 2 თვე წინ; 2013/08/24 00:21
გამარჯობა.. კარგია რომ გყავს 190
კოსვორტი უკანა შიტოკი მარტო რათგინდა დანარჩენი გაქვს ყველაფერი? ძრავიც ხომარ არის კოსვორტის?
დაშლილებია არის ელიავაზეც ისანშიც და ფეიქრებზეც... ნაწილის შოვნა არარის პრობლემა.. რასაც ვერ ვშოულობთ იმას ვიწერ მე პირადად.. მეც ვაწყობ 190 კოსვორტის ძრავს ვაკეთებ... 2.3-16V
შიტოკი და ზოგადად აბვესი კოსვორტის ისეთი საკითხი სადმე რომ გამეჩითება ეგრევე ვყიდულობ და ასერომ არამგონია გითხრა სადმე თუ წავაწყდი :D არ გეწყინოს მაგრამ ჩემთვის მინდა;) თუ 2 ცალი იქნება ბაზარი არაა გეტყვი:)
რას ნიშნავს თხელი ზეთი არ შეიძლება და სქელი უნდა ჩავასხა??? ვინ გითხრა ან სად წერია რომ ძრავისთვის თხელ ზეთს სქელი ზეთი ჯობია?!
ესეიგი რა გამოდის რომ სადაც მიკრო ხოდებია (ვკლადიშებში, ვტულკებში თუნდა ზეთის ნასოსში, ან ზემოთ გალოვკაში, ცილინდრის პალეცებში და კიდევ მილიონ ძალიან წვრილ გასასვლელებში რომელიც ძრავს კვებავს) სქელი ზეთი უკეთესად გაივლის ვიდრე თხელი? უკეთესად შეზეთავს ვიდრე თხელი? თანაც განსაკუთრებით მაღალ ბრუნებზე?! მერე რა რომ 162K აქვს გავლილი? ჩემსას M102 ძრავია და 380K აქვს გავლილი და სინთეთიკა მისხია და არიკლებს! იმიტომ არიკლებს რომ ძრავი კარგ მდგომარეობაშია და ზეთიც კარგია! თუ ძრავმა ზეთი დაიკლო ის რაც უწერია ქარხნულად, ზეთი კიარ უნდა გამოცვალო, ძრავი უნდა გაარემონტო! მაგრამ გააჩნია კლებას...!! ის ძრავი რომელიც რეკომენდებულზე თუნდაც ცოტა მეტს იკლებს გაცილებით უკეთესი კომპრესია აქვს ვიდრე ის რომელიც გრამს არიკლებს! და ძრავი რომელიც გრამს არიკლებს ეგ კარგი არა რის! გირჩევნია იკლოს და ამატო მაგრამ თავისი ზეთი ასხა ვიდრე არ იკლოს და სქელი ასხა!!
QUOTE: | მხოლოდ ზამბარებით კი შეიძლება დაწევა მაგრამ თუ ამორტიზატორებსაც შეცვილი ბევრად მაგრად დადგება მანქანა.
არანორმალურად ძვირია და დავუწერე კიდეც! მაგ ზამბარის ახოტნიკი იქნება თბილისში 10 კაცი და რაამბავია ესეთი ფასი! |
სალამი...ხო 190 ჩემი საყვარელი კუზაოა მერსედესზე, ისე რაღა მერსედესზე მთლიანად ავტომობილებზე
ხო აბვესიდან მგონი ყველაფერი მიყენია, უკანაც მაქვს ოღონდ დალეწილი,ღმერთმა ქნას გაკეთდეს თორე თქვენი პასუხებიდან გამომდინარე მოსწრებაზე ყოფილა და სადღა ვიშოვი
ძრავს რაც შეეხება, სამწუხაროდ არაა ეგ შედევრი(ჩემთვის ყოველ შემთხვევაში)ჩვეულებრივი 2.0 მყავს ჩემი გოგო ავტომატიკა
მაგარი საქმე დაგიწყია და ღმერთმა ხელი მოგიმართოს პირადად ჩემგან ერთი კაი ფანი გეყოლება (ნანახი მაქვს თქვენი თემა და სახელმძღვანელოდ გამომადგება, გაზაფხულიდან ღვთის წყალობით იმედია მეც შევუდგები მოდერნიზებას)
QUOTE: | გამარჯობა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში:)
თუ შეგიძლიათ რომ მიმასწავლოთ 190-ის დაშლილები(კარქები და იაფები)ან მითხრათ საშუალოდ რა ღირს 190-ის ბენზო ბაკი, უკანა შიტოკი,სტოპები და ბენზონასოსი?
და ისე ნაგლობა არ გამომივიდეს კოსვორტის უკანა შიტოკი ანუ ბამპერი ხომ არ გეგულებათ სადმე?
წინასწარ მადლობა, გამიხარდა რო არსებობს ჩვენს ქვეყანაში ნაღდი ბენცერები,თქვენ გენაცვალეტ:) |
გაუმარჯოს ძმას გეტყვი ყველაფერს; დავიწყოთ
ბაკი 30, შიტოკი 90\100 ლარამდე, კოსვორტისას ვერ იშოვი. ფარები ორიგინალი ცალი 50 ლარი და ახლები წყვილი 50 ლარი. ნასოსი 80 ლარი |
6 წელი, 2 თვე წინ; 2013/08/24 21:19
ვინმემ მითხარით თუ იცით W211 E320 გარბენი 46500 კმ. 5-30 შელის ზეთი რომ ჩავასხა გული ხომ არ აერევა?
BMW-ზე ძვირფასი მერსედესს - ემბლემა აქვს კაპოტზე.
ძრავი: 190E 2.3-16V სახ. ნომ.: MY 190 MB
6 წელი, 2 თვე წინ; 2013/08/24 22:01
ეგ ფორმულა არ ჩაასხა შელი მითუმეტეს.! 5-40 უნდა შენ მანქანას ან 0-40 თუ უფრო მაღალი დონე გინდა 5-50 ან 10-50
6 წელი, 2 თვე წინ; 2013/08/25 00:19
QUOTE: | მოგესალმებით, მე ახალი წევრი ვარ
ესეთი პრობლემა მაქვს: მყავს მესედეს с220 ცდი 2001 წლის. ჩავაქრე და ვეღავ ვქოქავ. ელექტიკები მომყავს სახლში მაგრამ ვერაფერს ვერ მეუბნებიან იმის გარდა რომ კარგი მანქანაა. გასაღები კეტავს/აღებს, ზამოკს ხსნის, "პრიბორებს" ანთებს მაგრამ ვერ ქოქავს, ნეიტრალშიც ჩამოდის მაგრამ არ იქოქება. მე ზამოკი მგონია მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, აკუმულატორი რომ ყოფილიყო იმის მერე 5 დღე გავიდა ჩვოულებრივ ანთებს ფარებს და რთავს მაგნიტაფონს.
გთხოვთ დამეხმარეთ და მითხარით რა ჭირს ან მითხარით ვისთან წავიყვანო.
თუ არასწორ ადგილას დავწერე ბოდიში.
თუ ელექტროობის პრობლემაა, აუცილებლად ანახე ზაზას ლაგუნაზე, 599 73 04 81 !
ხოლო თუ ელექტროობა გამოირიცხება, მაშინ ამ კაცს დაურეკე 593 00 42 00 გიორგი, დიზელის უმაგრესი ხელოსანია (სხვას არ მოაკიდებინო ხელი ძრავზე ან საწვავ სისტემაზე) აუხსენი შენი პრობლემა და გეტყვის რაც უნდა ქნა )))
ისე პრობლემა უფრო ზუსტად შეგიძლია რომ ახსნა ? პრიბორების ანთების მერე, რომ გადაატრიალებ, მანქანა საერთოდ არაფერს არ შვება თუ წვალობს რომ დაიქოქოს ?
ძრავი: 190E 2.3-16V სახ. ნომ.: MY 190 MB
6 წელი, 2 თვე წინ; 2013/08/25 09:56
QUOTE: | მაშინ ამ კაცს დაურეკე 593 00 42 00 გიორგი, დიზელის უმაგრესი ხელოსანია (სხვას არ მოაკიდებინო ხელი ძრავზე ან საწვავ სისტემაზე) |
დარწმუნებული ხარ მაგის გარდა დიზელებში ვერ ერკვევიან? ან არიციან გინდა ძრავი გინდა მიწოდების სიტემა?
თუ მოაგვარე ეგ პრობლემა ხომ კარგი თუარადა მომწერე PM. | 2019-10-23 10:01:03 | http://mercedesclub.ge/index.php?option=com_fireboard&Itemid=217&func=view&id=60334&catid=13&limit=10&limitstart=40 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987833089.90/warc/CC-MAIN-20191023094558-20191023122058-00083.warc.gz | 16,189 | 125,904,031 |
აფხაზეთის მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულიპირებისათვის მაღალი სოციალური მნიშვნელობის მქონე დაავადებებზესკრინინგული გამოკვლევების პროცესებში ეროვნული ცენტრის ჩართულობისგაღრმავებას, მათ შორის - C ჰეპატიტსა და შიდსზე. აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგასვლითი მრავალპროფილური სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვებისაქციებში ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა მონაწილეობას. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ობიექტებისა დასამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივღონისძიებებში ეროვნული ცენტრის მონაწილეობას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. | 2019-10-23 02:57:31 | http://www.abkhazia.org.ge/index.php?content_id=3643&cat_id=8960 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987828425.99/warc/CC-MAIN-20191023015841-20191023043341-00425.warc.gz | 15,595 | 207,950,502 |
KJ Art Books წარმოადგენს პროფესიულ გაერთიანებას:
ქეთევან კინწურაშვილი, ხელოვნებათმცოდნე და დავით ჯანიაშვილი, გრაფიკოსი დიზაინერი / ვიზუალ არტისტი.
ჩვენ ვქმნით წიგნებს ხელოვნებაზე და მხატვრებზე, და მიზნად ვისახავთ, ხელოვნების ნიმუში წარმოვადგინოთ არა მხოლოდ როგორც დამოუკიდებელი საბოლოო პროდუქტი, არამედ როგორც შემოქმედებითი პროცესის შედეგი.
ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენი გამოსახვის საშუალებებს - სიტყვასა და ვიზუალურ მასალას, რათა წიგნის მფლობელს ანალიზისა და სიამოვნების უსასრულო მოგზაურობაში შევუძღვეთ. | 2019-03-23 18:51:47 | http://davidjaniashvili.com/KJ%20ART%20Books%20-%20Web/CV.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202924.93/warc/CC-MAIN-20190323181713-20190323203713-00483.warc.gz | 2,609 | 47,815,145 |
დიდი ხანია უკვე რაც „Overlord“-ს ერთ-ერთი საუკეთესო ანიმე გახდა ისეკაის (ანიმეს კატეგორია, სადაც პროტოგონისტი რაიმე პორტალისა ან ნებისმიერი სხვა საშუალებით ხვდება პარალელურ სამყაროში, ძირითადად ფენტეზი სტილის) ჟანრის ანიმეებში და შესაბამისად არ არის გასაკვირი რომ ფანები დიდი მოლოდინით ელიან ფრანჩიზის გაგრძელებას. აქვე, ცნობილი ხდება, რომ მე-4 სეზონის გასაგრძელებად სტუდიისათვის დიდი ბოსების მიერ მწვანე შუქი ანთებულია.
ინფორმაცია KSM Anime- გან მას შემდეგ გავრცელდა, რაც გერმანული კომპანია დაესწრო ადგილობრივ ანიმეს კონფერენციას, რომელსაც ოვერლორდის ორი შემქმნელი მასპინძლობდა. სწორედ მათ განუცხადეს ფანებს, რომ მეოთხე სეზონი აუცილებლად იქნეობა.
ამ განცხადებამ თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა, თუმცა ისინი გამომცემელი სტუდიისაგან – „MADHOUSE“-გან ოფიციალური განცხადების გაკეთებას ელიან. სტუდია, ნაოიუკი ისუსს (რეჟისორი) ხელმძღვანელობით პირველივე დღიდან ზედამხედველობს ანიმეს განვითარებას. მე-3 სეზონი გასულ წელს ივლისში პირდაპირ ეთერში გადიოდა და კარგი შეფასებები მიიღო, თუმცა ერთ წლიანი შვებულების შემდგომ მისი რეიტინგი მკვეთრად შემცირდა.
ამ ეტაპზე ფრანჩიზის გარგრძელების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ერთი რამ ნათელია, რომ Ains Ooal Gown (პროტოგონისტი) კიდევ არაერთხელ მიგვაჯაჭვებს ეკრანებთან და შემოგვთავაზებს თავბრუდამხვევ ისტორიებს გეიმერული სამყაროს შესახებ. | 2019-10-18 15:04:53 | http://cinemania.adjara.com/klubi/anime/overlord-meotxe-sezonit-dabrundeba/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986682998.59/warc/CC-MAIN-20191018131050-20191018154550-00007.warc.gz | 20,530 | 40,294,286 |
4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაცვლითი პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა აშშ-ს საელჩოს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი საქართველოში, თეა კუჭუხიძე.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო Fulbright-ის, UGRAD-ისა და SUSI-ის გაცვლითი პროგრამების როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური საკითხების შესახებ. Fulbright- ის პროგრამით დაინტერესებულ ლექტორებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორმა, მილა ნუცუბიძემ და უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, ერეკლე პირველმა. ხოლო კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტდუდენტმა დავით ესათიამ SUSI-ს პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომლიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ 5 კვირიან საზაფხულო პროგრამაში, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ აქტივობებს.
შეხვედრაზე სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს "UGRAD"-ის გაცვლითი პროგრამის შესახებ, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის, ნებისმიერი ფაკულტეტის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ერთი აკადემიური სემეტრი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში გაატარონ. საინფორმაციო შეხვედრას საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორები ესწრებოდნენ. | 2019-10-20 11:12:38 | https://cu.edu.ge/international-relations/international-department-news/info-ir-usa-fullbright | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986707990.49/warc/CC-MAIN-20191020105426-20191020132926-00156.warc.gz | 8,670 | 432,010,470 |
ლიტერატურის ცოდნა - ინტელექტია, ლიტერატურის სიყვარული კი სულიერი სიღრმე. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ცოდნაც მივცეთ და წიგნიც შევაყვაროთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მათი მორალური ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად.
Kids.ge-ს ლიტერატურის ჯგუფის მეცადინეობები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით წარიმართება.
7-8 წლის მოსწავლეებთან ასაკის შესაფერის ავტორებსა და ნაწარმოებებს განვიხილავთ: ასტრიდ ლინდგრენს, ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალს, ძმები გრიმების ზღაპრებს, რევაზ ინანიშვილსა და სხვ.
9-12 წლის მოსწავლეებთან კი გავაანალიზებთ: ჰარიეტ ბიჩერ სტოუს, მარკ ტვენს, ნოდარ დუმბაძეს, ანტუან დე სანტ ეკზიუპერსა და სხვ.
- მოსწავლეები გაიცნობენ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას;
- მიიღებენ თეორიულ ცოდნას ლიტერატურული ჟანრების შესახებ;
- განივითარებენ წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს;
- დაეუფლებიან მხატვრული კითხვის ელემენტებსა და მეტყველების კულტურას;
- მიეჩვევიან ინტელექტუალურ აზროვნებას და გაიღრმავებენ ცოდნას საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის;
- ისწავლიან, როგორ დაწერონ სათავგადასავლო ისტორიები, შეთხზან დეტექტიური ამბები, როგორ აწარმოონ დღიურები და ა.შ.
ლიტერატურის წრეზე სწავლის საფასურია 40 ლარი თვეში (დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასური თითო ბავშვზე 35 ლარია).
სწავლის საფასურის გადახდა ხდება ყოველი თვის დასაწყისში, 1-დან 10 რიცხვამდე. გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.
ლიტერატურის წრეზე სწავლის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს საკონტაქტო ტელეფონებზე: 230-60-01 ან 599-93-25-14.
ჩემი შვილი 4 წლისაა, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი თამაშად ვაქციო, მათ შორის წიგნის კითხვაც, რადგან თამაშით სწავლა ამ ასაკის ბავშვებისთვის წამყვანია.
სტატიაშია მოცემული საინტერესო და სახალისო რჩევები, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს წიგნთან ურთიერთობა. | 2019-10-18 10:06:09 | http://kids.ge/office/literaturis-jgufi?ref=mainmenu | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986679439.48/warc/CC-MAIN-20191018081630-20191018105130-00407.warc.gz | 17,157 | 119,125,752 |
გაახარეთ თქვენი მანქანის შინაგან ფრეი ერთად OPS მანქანა შინაგან საწმენდი პროდუქტები
ინახება მანქანის ინტერიერი სუფთა და სუფთა სუნი შეიძლება მართლაც იყოს chore.
არსებობს ბევრი მანქანის შინაგან საწმენდი პროდუქტები out არსებობს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი OPS
ნარინჯისფერი ფერმენტის პრეპარატიt არის საუკეთესო პროდუქტი დასუფთავების მანქანის ინტერიერები.
შეიძლება ფიქრობთ, რომ ჩვენ მიკერძოებული ვართ, მაგრამ აქ არის OPS- ში, ჩვენ ვამზადებთ პროდუქტებს, რომელთა გამოყენებაც გსურთ!
Opskar ნარინჯისფერი ფერმენტის სარეცხი არის საუკეთესო პროდუქტი დასუფთავების მანქანის ინტერიერები,
მაგრამ ეს ასევე ორჯერ საყოფაცხოვრებო დასუფთავების აგენტია. მანქანის გაწმენდისას,
გისურვებთ სამუშაოს შესრულებას პირველად. მას ასევე შეუძლია მიიღოს გარკვეული დრო, რათა მიიღოს ყველა ზედაპირზე სუფთა,
და ბევრი დასუფთავების პროდუქცია მხოლოდ ერთი სახის ზედაპირზე მუშაობს.
OPS- ის ნარინჯისფერი ფერმენტის სარეცხი საშუალება არის ჩვენი ვნება
მოდი ვიყოთ პატიოსანი, არავის არ სურს საჭესთან გარშემო, რომელიც სუნი ცუდია. Არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ,
იმ უსიამოვნო სუნი, როგორც ჩანს, არსად გამოდის. ჩვენ გვინდა ყველას პლანეტა დედამიწაზე მიგყავს მანქანები
რომ სუნი საოცარი, და OPS ნარინჯისფერი ფერმენტის სარეცხი არის საუკეთესო პროდუქტი დასუფთავების მანქანის ინტერიერები.
ნაცვლად გაყიდვის ჩვენი OPS ნარინჯისფერი ფერმენტის სარეცხი პატარა პაკეტების რომ ეღირება მკლავი და ფეხი,
ჩვენ ვყიდით მას მასიური 500 გრამი tub. ნახევარი კი არ უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ბევრი წონა,
მაგრამ მხოლოდ ექვსი გრამი Opskar ნარინჯისფერი ფერმენტის სარეცხი, რათა 500ml მაღალი იკვებება დასუფთავების გადაწყვეტა.
ჩვენ გვინდა ხალხის გაწმენდა მათი მანქანის ინტერიერები და სარგებლობენ საინვესტიციო მათ გააკეთა საავტომობილო.
ჩვენი მანქანის საწმენდი პროდუქცია საბაჟოა ჩამოყალიბებული იყოს უსაფრთხო გამოყენება ყველაზე ზედაპირებზე
ნუ დაკარგავთ დროს სხვადასხვა საწმენდები
შეხედეთ დასუფთავების კარადა თქვენს სახლში. თუ არსებობს ბოთლების დატვირთვა,
დროა დაიწყოს Opskar ნარინჯისფერი ფერმენტის გამოყენება. არა მარტო Opskar ნარინჯისფერი ფერმენტის სარეცხი საშუალება
გააკეთეთ საუკეთესო პროდუქტი დასუფთავების მანქანის ინტერიერში, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ძლიერი საყოფაცხოვრებო საწმენდი აგენტი.
ჩვენ ვიცით, რომ თქვენი ბავშვები და ცხოველები პირველად მოდიან, ამიტომ ჩვენ შევქმენით Opskar Orange Enzyme სარეცხი საშუალება
გამოიყენონ იმ ადგილებში, სადაც ბავშვები თამაშობენ!
არ არსებობს სათანადო დასუფთავების აგენტის შემცვლელი. ჩვენ ვამაყობთ, რომ შემოგთავაზოთ პროდუქტი, რომელიც იქნება
შეცვალეთ მრავალი სხვა საწმენდები და იძლევა საშუალებას შეინახოთ თქვენი სახლი და მანქანა საოცარი მდგომარეობის დროს | 2019-12-16 05:58:59 | https://ka.opskar.com/category/how-to-clean-interior-of-car-with-household-products/ | crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575541317967.94/warc/CC-MAIN-20191216041840-20191216065840-00442.warc.gz | 15,675 | 424,506,862 |
ანექსირებულ ყირიმში დაკავებული მართლმადიდებელი არქიეპისკოპოსი გაათავისუფლეს
ანექსირებულ ყირიმში დაკავებული მართლმადიდებელი არქიეპისკოპოსი გაათავისუფლეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მანამდე ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში რუსმა პოლიციელებმა დააკავეს უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ყირიმის ეპარქიის არქიეპისკოპოსი კლიმენტი.
კლიმენტი აპირებდა დასწრებოდა რუსეთში დაპატიმრებული უკრაინის მოქალაქის, პაველ გრიბას სასამართლო პროცესს დონის როსტოვში.
რუსეთის სამართალდამცველებს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
შვედეთში ქართველი მიგრანტის მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს
მკვლელობა შვედეთის ჩრდილოეთით მდებარე მიგრანტთა ბანაკში, კალიქსში 2018 წლის ოქტომბერში მოხდა. შვედეთის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე 49 წლის ანდრეი მანკოს ქართველი მიგრანტის მკვლელობისთვის 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულმა 39 წლის ქართველის მკვლელობა აღიარა.
სირია: ტრამპის გადაწყვეტილება გოლანის მაღლობების შესახებ არაფერს ცვლის
აშშ-ის მიერ გოლანის მაღლობების ისრაელის ტერიტორიად აღიარება სირიისთვის არ ცვლის ფაქტს, რომ გოლანი სირიის ოკუპირებული ტერიტორიაა. შესაბამისი განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. სირიელი დიპლომატის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ამერიკის იზოლაციას შეუწყობს ხელს.
ბრიტანულმა თვითმფრინავმა გერმანიის ნაცვლად მგზავრები შოტლანდიაში ჩაიყვანა ✈️ 🤨
რეისს გერმანული კომპანია WDL-ი ასრულებდა, რომელიც თვითმფრინავს British Airways-სთან ლიზინგური ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ინციდენტის მიზეზი არასწორი საფრენი გეგმა გახდა, რომელიც პილოტებს და დისპეჩერთა სამსახურებს დაურიგეს ლონდონის აეროპორტში.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
ბრაზილიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ბრაზილიის 37-ე პრეზიდენტი, მიშელ ტემერი კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების გამო აიყვანეს. ბრაზილიის 37-ე პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.
კვლევა: ქალებს სამსახურში ხუმრობა აზარალებთ
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ქალები სამსახურში ხუმრობის გამო ისჯებიან და მათ ხუმრობას გამაღიზიანებლად თვლიან. კვლევა აჩვენებს, რომ იუმორისგან მიღებული სარგებელი ყველა ადამიანზე არ ვრცელდება - უფრო მეტიც, ქალები სამსახურში იუმორის გამოყენების გამო შესაძლოა, დაზარალდნენ.
ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს
2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
ნატოს გენოციდში დადანაშაულებისთვის კოსოვოში მინისტრის მოადგილე მოხსნეს
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ეთნიკურად სერბი ვესნა მიკიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა. რამუშ ჰარადინაის ეს გადაწყვეტილება მინისტრის კომენტარს მოჰყვა, როდესაც მან „დაგეგმილი გენოციდი“ უწოდა ნატოს მიერ 1999 წელს, იმჟამინდელი იუგოსლავიის დამბობვას.
მარადონა: არგენტინელი ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების ფორმას არ იმსახურებენ
არგენტინელი ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა მისი ქვეყნის ნაკრების თამაშით უკმაყოფილოა. მარადონას კრიტიკა ვენესუელასთან ამხანაგურ მატჩს მოჰყვა, როდესაც არგენტინის ნაკრები ანგარიშით 3-1 დამარცხდა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
რა პროდუქტები წარადგინა Apple-მა. მთავარი
კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში ტიმ კუკმა აპლიკაციის Apple News + პრეზენტაცია გამართა. რამდენიმე სიახლესთან ერთად ღონისძიებაზე კიდევ ერთი ახალი პროდუქტია Apple Pay-ში ინტეგრირებული საკრედიტო ბარათია. რა თქმა უნდა სასიამოვნო და ყველაზე მასშტაბური სიახლეა Apple-ის ტელევიზია.
დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალური მდივნის გზავნილები შეაფასა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიტიზი შეაჯამა. ამის შესახებ Imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მინისტრის განცხადებით, გენერალური მდივნის ვიზიტი უაღრესად საჭირო იყო როგორც დროის, ასევე გზავნილების თვალსაზრისით.
პარლამენტმა ახალი რეგლამენტით მუშაობის 100 დღე შეაჯამა
ასი დღე გავიდა, რაც საკანონმდებლო ორგანო ახალ რეგლამენტზე გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ათი მინისტრის მოსმენა გაიმართა. 35 პროცენტით გაიზარდა სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი. პარლამენტის წევრები ყველაზე დიდ მიღწევად მინისტრის საათს ასახელებენ.
ისრაელმა ღაზაზე სამხედრო იერიში განახორციელა
ისრაელმა მის ტერიტორიაზე რაკეტის ჩავარდნის შემდეგ ღაზაზე სამხედრო შეტევა დაიწყო. ამის შესახებ bloomberg-ი წერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები ისრაელის სამხრეთით, საზღვართან გამოჩნდნენ. „ეს იყო დანაშაულებრივი შეტევა ისრაელის სახელმწიფოზე და ჩვენ მას აუცილებლად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.
არნოლდ შვარცნეგერი პონის ავარჯიშებს. ვიდეო
ვიდეოში ჩანს, რომ შვარცნეგერი ცხოველს ველოსიპედით დასდევს. მას ტყავის ქურთუკი აცვია და კოვბოის ქუდი ახურავს. სოცქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს მუსიკალურ ფონად ტობი კეიზის კომპოზიცია Should’ve Been a Cowboy გასდევს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ყოფილი გუბერნატორი პონის საუზმით უმასპინძლდება.
ტრამპმა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად აღიარა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც აღიარებულია ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე - სადავო ტერიტორია სირიის საზღვართან.
სააკაშვილი ამტკიცებს რომ მკვდარიც კი აჯობებს ცოცხალ უგულავას
სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება გიგი უგულავას განმარტებას ეხმიანება, სადაც უგულავა აცხადებდა, რომ სააკაშვილი ფორმაში არ იყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამ და დასძინა, რომ მას მხოლოდ გაუხარდება თუ სააკაშვილი კარგ ფორმაში იქნება და მკვდართან შეჯიბრი არ მოუწევს.
კვლევა: ნიორი და ხახვი ნაწლავის კიბოთი გამოწვეული დაავადების რისკს ამცირებს
ექსპერიმენტი 1,600 ადამიანზე ჩატარდა. დადგინდა, რომ ყოველდღიურად 74 გრამი ნიორისა და ხახვის მიღება დაავადების რისკს 79%-ით აქვეითებს. დაავადების პრევენციას ხელს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ალიცინი უწყობს, რომელსაც ნიორი და ხახვი შეიცავს.
ჯენიფერ ლოურენსი და Adele-ი ნიუ-იორკის ლგბტ ბარში გამოჩნდნენ. ვიდეო
ლგბტ ბარში, ცნობილი სახეების გამოჩენას სოცქსელშიც მოჰყვა გამოხმაურება. მიკრობლოგ Twitter-ის მომხმარებელმა Al_Craze-ი დაწერა, რომ ის უტყვია, რადგან მან საღამო ჯენიფერ ლოურენსთან და Adele-თან გაატარა. „ოსკარისა“ და „გრემის“ მფლობელმა არტისტებმა ლგბტ ბარში ბევრი იმხიარულეს.
ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით 52.2 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 26.5 მლრდ ლარი შეადგინა.
ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაში დადანაშაულებულ ექიმს კოლეგებმა სოლიდარობა გამოუცხადეს
სოლიდარობის აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ულტრაბგერითი გამოკვლევის სპეციალისტი გარდაცვლილი პაციენტის მკურნალი ექიმი არ იყო, შესაბამისად მწვავე აპენდიციტის დიაგნოზს ის ვერ დასვამდა. მედიკოსები თვლიან რომ იგი უდანაშაულოდ ისჯება.
რუსეთი მიესალმა გამოძიების შედეგებს რომელმაც ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ დაამტკიცა
რუსეთის ოფიციალური პირები მიესალმებიან აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიების შედეგებს, რომლის თანახმად დონალდ ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ აღმოაჩინეს და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთთან შეთქმულება არ დადასტურდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. | 2019-03-25 20:14:56 | https://imedinews.ge/ge/msoflio/98455/aneqsirebul-kirimshi-dakavebuli-martlmadidebeli-arqiepiskoposi-gaatavisuples | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204300.90/warc/CC-MAIN-20190325194225-20190325220225-00499.warc.gz | 15,195 | 496,718,550 |
ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირის საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე სახალხო ფრონტის ლიდერსა და პრეზიდენტობის კანდიდატს მარინ ლე პენს. ევროპარლამენტის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ლე პენის მიერ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილი სიკვდილით დასჯის სცენების გამოქვეყნება. 2015 წლის დეკემბერში საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ გრაფიკულ გამოსახულებებს შორის იყო ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთის სცენა. ამ ფოტოების გამოქვეყნება იყო მარინ ლე პენის რეაქცია საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერვიუზე, რომელშიც შედარება იყო გაკეთებული, მარინ ლე პენის სახალხო ფრონტისა და „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებას შორის. ევროპარლამენტის 2 მარტის გადაწყვეტილებით მარინ ლე პენისათვის საპარლამენტო ხელშეუხებლობის მოხსნით ევროპელმა კანონმდებლებმა პროკურატურას საფრანგეთის სახალხო ფრონტის ლიდერის მიმართ გამოძიების დაწყების ლეგალური საფუძველი მისცეს. ძალადობრივი სისასტიკის ამსახველი სცენების პუბლიკაცია სამწლიან პატიმრობას ან 75 ათასი ევროს ჯარიმას ითვალისწინებს.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის ადვოკატის, მარინა ცუცქირიძის განცხადებით, მან სასამართლოს სთხოვა დახმარება, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის სხვა ინციდენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.
„ზუსტად ვიცი, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს სხვა კონფლიქტები და ინციდენტებიც ჰქონია. მაქვს ინფორმაცია, რომ მას გარკვეული პერიოდის წინ, შენგენის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა გარკვეული პერიოდით ჰქონდა აკრძალული. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვეთ, მაგრამ უარი მივიღეთ, რადგან ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ახლა სასამართლოს ვთხოვეთ დახმარება“, - განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.
უკვე გავრცელდა ზურაბ დათუნაშვილის კომენტარიც. მოჭიდავემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ რამდენიმე თვის წინ მოიარა ევროპის ბევრი ქვეყანა და ადვოკატის სიტყვები სიცრუეა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ძალადობაშია ბრალდებული. გამოძიება თბილისის სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამო დაიწყო, რომლის დროსაც გეგეშიძემ ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა დღეს გაიმართა. შემდგომი კი 19 აპრილისთვის ჩაინიშნა.
კომპანია Walt Disney-მ იყიდა კინოსტუდია 21st Century Fox-ი. გარიგებამ 71 მილიარდი დოლარი შეადგინა. Disney-ის მფლობელობაში გადავიდა ასევე პროდუქციის სტუდიები, საკაბელო ქსელები FX და National Geographic-ი.
ახალმა მფლობელმა ასევე მიიღო უფლებები ზოგიერთ პოპულარულ ფრენჩაიზზე. მათ შორისაა „ავატარი“, „სიმპსონები“ და სხვ. Fox-ის ყოფილმა მფლობელმა, მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა უკვე შექმნა ახალი კომპანია Fox Corporation-ი. მასში შევლენ გაუყიდავი აქტივები: Fox News-ი, რეგიონული ტელესადგურები და სპორტული ტელეარხები.
„ნიუ იორკ ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ 21st Century Fox-ი უმსხვილესი შენაძენია Disney-ის არსებობის 96 წლის განმავლობაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს დამნაშავედ არ მიიჩნევს. „იმიტომ რომ ეს არ არის დამტკიცებული,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე.
„თქვენ იძახით ხან გოგაშვილი, ხან ვიღაცეების გვარებს იძახით. ეს თქვენ დაადგინეთ? ეჭვი არსებობს? კი ბატონო. მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა. თუ ამ სიტყვებით გინდათ, ამ სიტყვებით გეტყვით. ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს ცუდუბრალოდ აქეთ-იქით,“-აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისი აზრით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ.
"ის საპარლამენტო კომისია, რომელიც თქვენ შექმენით ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად, დამიბარეთ და კითხვები ვერ შეიმუშავეთ… თუ შეიქმნება მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისია, მაშინ ვისაც დაიბარებთ, მათთვის კითხვები მაინც მოამზადეთ. წესიერად გამოიძიეთ თუ იძიებთ,”- აღნიშნა თეა წულუკიანმა. კომისიის შექმნისა და იქ გამოსაკითხად მისი დაბარების შემთხვევაში, მინისტრი მზადაა პარლამენტში მივიდეს.
პანკისის ხეობაში 2017 წლის 27 დეკემბერს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესასწავლად მისი ოჯახი და ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისევ არ უპასუხა შეკითხვას, რა მიზეზით აპირებდა თანამდებობიდან წავლას. პარლამენტში სიტყვებით გამოსვლისას მას ეს შეკითხვა "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა გიგი წერეთელმა და ირმა ნადირაშვილმა დაუსვეს.
თეა წულუკიანმა პასუხის გაცემა, შეკითხვის ავტორების გამოხატვის ფორმების შეფასებით დაიწყო.
„ბატონმა გიგიმ შეკითხვა მისთვის ჩვეული დარბაისლობით დასვა. ქალბატონმა ირმამ თქვა, რომ „რატომ მოუწყე ივანიშვილს შანტაჟიო?“. როდიდან დაიწყო ქალბატონმა ირმამ ივანიშვილზე ასე დარდი, არ ვიცი, მაგრამ ამას მხოლოდ მივესალმები“.
ამ შეფასების შემდეგ თეა წულუკიანმა განმარტა, რომ პარლამენტი არ არის ის ადგილი სადაც ამ საკითხის განმარტების ვალდებულება აქვს.
„არ ვიცი აღმასრულებელი ხელისიფლების თვალშირამდენად სწორი პოზიცია იყო ის, რაც მქონდა და დღესაც მაქვს, ამიტომ ეს პოზიცია გავხადე მსჯელობის საგნად და ვთქვი, რომ თუ ამ პოზიციას ვერ გაიზიარებთ, მოდით სხვამ შეასრულოს ეს უფლებამოსილებები და მიუხედევად იმისა, რომ პარტიის წევრი არ ვარ მე კვლავ დავრჩები, ნებისმიერი პოზიციიდან მათი დამხმარე და გულშემატკივარი. თუ რას ეხებოდა ეს საკითხი, მაპატიეთ და არ ვთვლი საჭიროდ ამაზე ლაპარაკს. იმიტომ, რომ ეს არ არის ის თემა, რომელიც პარლამენტს ეხება და ეს არ არის ის თემა, რომელიც რაიმე ტიპის საზოგადოებრივ ინტერესს ეხება“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაცია ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს და აფართოებს აქციის არეალს.
ხელმოწერების შეგროვება ერთი კვირის წინ მეგობრობის გამზირზე დაიწყეს, 20 მარტს კი კოსტავას გამზირზეც გააგრძელეს. „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ლიდერმა ნინო იმედაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად, პარალელურად, "კარდაკარაც" დადიან.
„ამ მოკლე ხანში საკმაოდ ბევრი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა მოსახლეობა ქუჩაში უფრო აქტიურობს“, - თქვა ნინო იმედაშვილმა. მისი თქმით, ამომრჩეველთა ხელმოწერების შესაგროვებლად დროებით პუნქტებს რუსთავის ბაზრებშიც გახსნიან.
ოპოზიციური პარტიები 15 ივნისამდე მილიონი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, რომლის თანახმად, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.
რუსთავში ხელმოწერებს ჯერჯერობით მხოლოდ „ევროპული საქართველო“ აგროვებს. რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციაში განუცხადეს, რომ მსგავს აქციას დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებენ.
მოქმედი საარჩევნო კოდექსით, 2020 წელს, ისევე როგორც 2016 წელს, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, სადაც 150 მანდატიდან 73-ს მაჟორიტარული წესით არჩეული კანდიდატი მოიპოვებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული არჩევნები მმართველ ძალას უპირატესობას ანიჭებს. მმართველი „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იძლევა.
ავღანეთში ორი თვით, სექტემბრამდე გადაიდო საპრეზიდენტო არჩევნები, რათა ხელისუფლებას მეტი დრო ჰქონდეს კენჭისყრის მოსამზდებლად და ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად.
ამის შესახებ 20 მარტს ქაბულში განაცხადა ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰაუა ალამ ნურისტანიმ.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 28 სექტემბერს, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებთან და ღაზნის პროვინციაში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.
თავდაპირველი გეგმით, საპრეზიდენტო არჩევნები აპრილში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჯერ 20 ივლისამდე, ახლა კი 28 სექტემბრამდე გადაიდო.
ნურისტანიმ „ბოლო 15 წლის ყველაზე უარესი“ უწოდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, როცა საარჩევნო უბნების ნაწილი კომისიებისა და ბიულეტენების გარეშე დარჩა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან დეპორტაციის საქმეში დაკისრებული კოპენსაციის თანხას განსაზღვრულ ვადაში ჩარიცხავს:
„რუსეთს ვადა ეწურება აპრილში. სამთვიანი. ამ ვადაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ ჩაირიცხება ეს თანხა. არ ვიცი ეს რამდენად ღიმილს გამოიწვევს ზოგიერთში, თუ არ გამოიწვევს, მაგრამ მე ვარ მხარე, მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე ამ თანხას ჩარიცხავს. არა ჩვენი ბიუჯეტისთვის, არამედ იმ დაზარალებული ინდივიდებისთვის, რომლებიც რეალურად იყვნენ მასიური დარღვევების მხვერპლნი,“- ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კითხვას, როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა ევროსაბჭოს მინისტთა კომიტეტთან კომპენსაციის გადახდის საკითხზე.
თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მინისტთა კომიტეტთან უკვე მიდის მუშაობა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი 3 თვის ვადაში კომპენსაციის თანხას არ ჩარიცხავს:
„იქ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკური რესურსის მობილიზება გავაკეთოთ და რუსეთს შევასრულებინოთ ამ ნაწილში ჩვენს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება,“- განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე. მინისტრი ამ წუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2006 წელს ქვეყნიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის. მორალური კომპენსაცია სულ ცოტა 1500 ადამიანზე უნდა განაწილდეს.
ჰააგის საერთაშორისო სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის საჩივრები მისთვის გენოციდის ბრალდებით გამოტანილი განაჩენების თაობაზე და 40 წლით პატიმრობ სამუდამო პატიმრობამდე გაუგრძელა. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა კარაჯიჩის როლზე 1995 წელს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში, მის მიერ სარაევოს თითქმის ოთხწლიანი ალყის მოწყობასა და ბოსნიის 20 მუნიციპალიტეტში ჩადენილ ომის დანაშაულებებზე, რომლებისთვისაც კარაჯიჩი 2016 წელს გაასამართლეს.
73 წლის კარაჯიჩი 40 წლით პატიმრობას იხდის გენოციდის ბრალდებით, 1995 წელს სრებრენიცაში 8000-ზე მეტი მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის გაწყვეტისთვის ბოსნიელ სერბთა ძალების მიერ.
სასამართლომ ის ასევე დამნაშავედ ცნო ეთნიკური წმენდის ორგანიზებაში, რამაც ხორვატები და მუსლიმები აიძულა, დაეტოვებინათ ტერიტორიები, რომლებზეც სერბები აცხადებდნენ პრეტენზიას ბოსნიის 1992-1995 წლის ომის პერიოდში. მათ შორისაა სარაევოს ალყა, რასაც ემსხვერპლა 10 ათასზე მეტი ადამიანი, რომლის ნახევარი სამოქალაქო პირები იყო.
20 მარტის განაჩენი გამოიტანა გაეროს სასამართლომ (IRMCT), რომელიც განიხილავს აწ უკვე უმოქმედო ყოფილი იუგოსლავიის საკითხების სისხლის სამართლის ტრიბუნალიდან შემორჩენილ საქმეებს.
ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება სოცმუშაკებს, რომლებიც გაფიცვას აანონსებენ და ჯანდაცვის სამინისტროს სავარაუდო ზეწოლაში ადანაშაულებენ. სამინისტროს განცხადებით თანახმად სოცმუშაკებთან ერთი შეხვედრაა დაგეგმილი.
სოციალური მუშაკებმადღეს გამართულ ბრიგინგზე განაცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს და უწყება ამ პროცესის გვერდის ავლით ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრების სოციალურ მუშაკებს დაესწრონ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან.
“დღეს 17:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მედიაციის ფარგლებში სოციალურ მუშაკებთან, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. რომელსაც ასევე სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრაზე განხილული იქნება ყველა ის აქტუალური საკითხი, რაც სოციალურ მუშაკებს წარმოდგენილი აქვთ მედიაციის პროცესის ფარგლებში. მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, სოციალურ მუშაკებთან ორ პარალელურ შეხვედრასთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს”, -ნათვქმიას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს თანახმად, არანაირი პარალელური შეხვედრა უწყებაში დაგეგმილი არ ყოფილა. მედიაციის ფარგლებში გაფართოებულ შეხვედრას დღეს სოცმუშაკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაესწრებიან.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა მძიმე სამუშაო პირობების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებისა და ბენეფიციარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შრომითი პირობების გაუმჯობესების და სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი მომსახურებების შექმნის მიზნით, შრომითი დავა წამოიწყეს და 2019 წლის 8 თებერვალს სამინისტროს მიმართეს.
როგორც სოცმუშაკები აცხადებენ, 2019 წლის 18 თებერვალს დაიწყო მედიაციის პროცესი, თუმცა, ის უშედეგოდ დასრულდა, მოდავე მხარეს არ მიუღია არავითარი რეალური დაპირება, არ შემდგარა არცერთი ორმხრივი შეხვედრა. სწორედ ამ პროცესის შემდეგ მოიპოვეს სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლება, რომელსაც ისინი 25 მარტიდან გეგმავენ.
ყაზახეთის პარლამენტის სენატის, ზედა პალატის ახალი თავმჯდომარე გახდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი დარიგა. არჩევნები ფარული კენჭისყრით გაიმართა. სხდომის 44-ვე დამსწრემ მხარი დაუჭირა დარიგა ნაზარბაევას კანდიდატურას.
ამ თანამდებობაზე მან შეცვალა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელმაც დღეს ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა მას შემდეგ, რაც ნურსულთან ნაზარბაევი ვადამდე გადადგა.
ადრე დარიგა ნაზარბაევას ეკავა პარლამენტის საერთაშორისო საქმეების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში მან რამდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა, კერძოდ, ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს უწოდა ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული უწყება, ასევე წამოჭრა საბაჟოში კორუფციის საკითხი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. გეგა გეგეშიძეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემაში ედება ბრალი. ინციდენტი 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში მოხდა, საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად. ორიოდ კვირაში ძალადობაში ბრალდებული გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ ორ დღეში ის 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, თან ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.
20 მარტის სხდომა მხოლოდ ნახევარი საათი გაგრძელდა, რადგან მოსამართლემ დაცვის მხარეს ერთ-ერთი საბუთის წარსადგენად დრო მისცა შემდეგ პროცესამდე, რომელიც 19 აპრილისთვის ჩაინიშნა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა სხდომის დაწყებამდეც და შემდეგაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
აშშ ვადას უგრძელებს გამონაკლისს, რომელიც ერაყს საშუალებას აძლევს, განაგრძოს ელექტროენერგიის შეძენა ირანისგან, მიუხედავად ვაშინგტონის მიერ თეირანის ენერგოსექტორისთვის დაწესებული სანქციებისა. თავდაპირველ გამონაკლისს 19 მარტს გაუვიდა ვადა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მეორე სამთვიანი გამონაკლისი დაუშვა, რათა არ მოხდეს ერაყის დესტაბილიზაცია, რომელიც ირანის გაზსა და ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. წარსულში ენერგომომარაგების დეფიციტმა ერაყის ზოგიერთ რეგიონში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
ერაყი, რომელიც ვაშინგტონის ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული, ცდილობს, გააწონასწოროს აშშ-სთან და ირანთან ურთიერთობები. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს ერაყის შიიტ მოსახლეობაში.
მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 მარტის სხდომაზე მიიღო.
მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და პრეზიდენტი გახდა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს სტარსბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს 700-ზე მეტი მტკიცებულება იმის საჩვენებლად, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო, 1990-იანი წლებიდან სწორედ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ რუსეთის ჯარები იყვნენ აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე.
„ჩვენ ვამტკიცებთ დოკუმენტურად და არა პოლიტიკური განცხადებების დონეზე, რომ სწორედ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს“ - თქვა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ამის დასამტკიცებლად სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილია ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები და სატელიტური სურათები, ექსპერტული დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სეისმური სადგურების ჩანაწერი, რომელიც აფეთქებებს ადასტურებს, მოწმეთა ჩვენებები, მედიასაშუალებების მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, განაღმვის ანგარიშები და სხვა.
„ჩვენ ველოდებით წელს და პესიმისტურ სცენარში გაისად, რომ ომის საქმეზე სატრასბურგის სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ჩვენ ეს გამოგვადგება ჰააგის სისხლის სამართლის გამოძიების საქმეზე“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანახმად, დასრულდა მოლაპარაკებები ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან რამდენიმე პატიმრის გადმოყვანის შესახებ, სასჯელის საქართველოს საპატიმროებში მოხდის მიზნით. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს მოლაპარაკებები 2015 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას ინიციატივითა და თხოვნით დაიწყო:
„სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჩვენ ჰააგაში ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს და ჩავდექით ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში, რომლებიც ასევე ალბათ "წარუმატებლები" არიან ზოგიერთის თვალში: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია და სხვა,“- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა განმარტა, რომ 29 მარტს ჰააგაში ხელი მოეწერება ასევე საქართველოსა და „ევროჯასტის“ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. მინისტრის თქმით, ოთხწლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და საქართველო ევროკავშირის იუსტიციის სისტემებში გაწევრიანდება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატების წინაშე სამთავრობო საათის ფორმატში გამოდის.
საქართველოს იუსიტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ცრუ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში დავა მოგებული იყო 2012 წლის ოქტომბრამდე, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე.
პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ ბევრი იმუშავა სწორედ 2012 წლის ოქტომბრიდან.
„მე პასუხები არ მაქვს და შესაბამისად, არ ვიცი დღეს რამდენად მოვისმენ ამ პასუხებს, თუმცა კითხვა მაქვს - როცა წინა ხელისუფლებამ ეს დავა 4634 მოქალაქის სახელით წარადგინა, რატომ დაურთო მხოლოდ 118 პირის სია, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში უსაყვედურა იუსტიციის სამინისტროს და უკვე ჩვენ დაგვევალა, რომ ეს 118 პირიანი სია შეგვევსო, თუკი ვიყავით მართლები, რომ ჩვენი დაზარალებულების რიცხვი იყო 4634“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან სირცხვილი უწოდა იმას, რომ ათი წლისთავზე სიის შედგენა თითქმის ნულიდან დაიწყეს. წულუკიანის ინფორმაციით, მოძებნეს 1795 მოქალაქე და მათი მონაცემები გაგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში. იუსტიციის მინისტრს აინტერესებს, რატომ ვერ შეძლო წინა ხელისუფლებამ ამ ყველაფრის „ცხელ კვალზე“ გაკეთება.
თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში დაწყებული აქვს ზრუნვა იმაზე, რომ სტრასურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს, თუმცა, რუსეთს მისთვის მიცემული სამთვიანი ვადიდან ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ საქართველოს მოქალაქეებს კომპენსაცია გადაუხადოს.
იუსტიციის მინისტრის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთისთვის უპრეცედენტო მარცხია, რადგან თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე რამდენიმე საერთაშორისო დავას, რუსეთი აქამდე არ დამარცხებულა არცერთ სახელმწიფოთაშორის დავაში.
2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2006 წელს ქვეყნიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის. მორალური კომპენსაცია სულ ცოტა 1500 ადამიანზე უნდა განაწილდეს.
ნიდერლანდის პოლიციამ დააკავა უტრეხტის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმე ეხება 40 წლის მამაკაცს. გამოძიება ადგენს, რა როლს თამაშობდა ის თავდასხმაში.
ორი სხვა ეჭვმიტანილი, რომელთა დაკავებაზე ადრე იტყობინებოდნენ, გაათავისუფლეს. პოლიციამ ვერ მოახერხა დანაშაულთან მათი კავშირის დადგენა.
18 მარტს შეიარაღებულმა მამაკაცმა უტრეხტში ცეცხლი გაუხსნა ტრამვაის მგზავრებს. სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. მთავარი ეჭვმიტანილია თურქეთში დაბადებული 37 წლის გოკმან ტანისი, რომელიც სროლიდან რამდენიმე საათში დააპატიმრეს. პოლიცია მის თავდასხმას დაგეგმილად მიიჩნევს. ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა ჩანაწერი, რომელიც იპოვეს მის ავტომობილში.
საჯარო რეესტრი კომპანია „ტომ ტომთან“ აქტიურად თანამშრომლობს იმისთვის, რომ უცხოელ ტურისტებს და არა მხოლოდ მათ საქართველოს გზებზე ნავიგაცია გაუმარტივდეთ,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით მაგისტრალებისა და სხვა საინტერესო პუნქტების შემცველი ინფორმაცია თავდაპირველად „რენოსა“ და „ნისანის“ ფირმის ავტომობილებში ჩაიტვირთება
„საჯარო რეესტრი აგრძელებდა ნავიგაციის სისტემაზე მუშაობას შარშან და წელსაც ჩვენ ვთანამშომლობთ კომპნია „ტომ ტომთან“,რომელსაც მუდმივად ვაწვდით განახლებულ ინფორმაციას. წარმოდგენილი მაქვს მაგისტრალების და სხვადასხვა ინტრესთა პუნქტების ოდენობა რომელიც უკვე დატანილია შესაბამის სანავიგაციო სფეროში და ნელ-ნელა დაიწყება მანქანათმშენებელი კომპანიების მიერ ამ სანავიგაციო სისტემების გამოყენება.პირველი იქნება რენო-ნისანი, რომლის მიერ გამოშვებულ ავტომობილებში „ტომ ტომის“ პროგრამაში ჩარტვირთული იქნება საქართველოს სანავიგაციო სისტემა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ყახაზეთის პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, შესაძლებელი იქნება ქვეყნის დედაქალაქ ასტანისთვის სახელის შეცვლა და ნურსულთანის დარქმევა.
კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად პარლამენტის ორივე პალატამ ერთობლივი სხდომა გამართა.
პარლამენტს ამ ინიციატივით დილით მიმართა ყაზახეთის ახალმა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
მას შემდეგ, რაც ტოყაევმა პარლამენტის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე ფიცი დადო, დეპუტატებს შესთავაზა, რომ ასტანას ნურსულთანი დაერქვას ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად.
ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტი იყო 1990 წლიდან, 19 მარტს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს სენატის თავმჯდომარე ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელსაც ქვეყნის მართვას ანდობს.
ამასთან, ნაზარბაევი რჩება მმართველი პარტიის, „ნურ ოტანის“ სათავეში და გავლენიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ.
ნურსულთან ნაზარბაევს, რომელსაც წელს 79 წელი უსრულდება, ყაზახეთში მინიჭებული აქვს „ერის ლიდერის“ სტატუსი.
ნაზარბაევს ხშირად ადანაშაულებენ განსხვავებული აზრის დევნაში, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასა და არადემოკრატიული მეთოდებით ძალაუფლების გახანგრძლივებაში.
„ვარ და ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი იმისა, რომ 14 წელი დაიწიოს თუნდაც 13 ან 12 წლამდე. ეს ჩემი, როგორიც იუსტიციის მინისტრის, პოზიციაა,“-განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა . მისი განმარტებით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით იუსტიციის სამინისტროს მომზადებული აქვს პროექტი, რომელიც ეხება 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიერ ჩადენილ დანაშაულს.
მინისტრის თანახმად, საქართველოში მოქმედებს ევროპული მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ევროპული სტანდარტებისაა, მაგრამ დაუსჯელი და უპასუხო არ უნდა დარჩეს დანაშაულიც, რომელსაც 14 წლამდე ასაკის ბავშვები ჩადიან:
„ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმის შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას, მათ შორის მედიაციის პროგრამებს, რეაბილიტაციის პროგრამებს, განათლების სისტემას, ახალგაზრდული და ჯანდაცვის პროგრამებს საკადრისი, ადეკვატური და ბავშვის ინტერესზე მორგებული პასუხი იმისათვის,რომ დანაშაული ამ სეგმენტში შემცირდეს",- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. საქართველოს პარლამენტი მას სამთავრობო საათის ფორმატში უსმენს.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეისწავლეს მსჯავრდებული სასულიერო პირის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთა დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ უტარდება.
როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მამალაძის მდგომარეობა ექსპერტების მიერ შეფასებულია როგორც რთული და პრობლემები გამოვლენილია ნევროლოგიური მიმართულებით.
„სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ჩავრთეთ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები. ამ ადამიანებმა შეისწავლეს როგორც სამედიცინო დოკუმენტები, ასევე ადგილზე მოინახულეს მამალაძე, როგორ უტარდება მას მკურნალობა და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტებმა გასცეს დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ ადგილზე, ანუ მე-18 დაწესებულებაში არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც სჭირდება, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გასცა, რომ ის გადაყვანილი იყოს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ, ეს დასკვნა დაახლოებით ერთი კვირის წინ გადავეცით სასჯელაღსრულების უწყებას. ასევე გადავეცით თავად მამალაძეს და მის ადვოკატებს. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ეს არის პერსონალური მონაცემები. თუმცა, თუ იქნება ადვოკატების ან თავად მამალაძის სურვილი, რომ გაასაჯაროვოს ეს დასკვნა, ცხადია, მათ გასაჯაროვება შეუძლიათ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, ინსულტის დიაგნოზის შესახებ, თუმცა, საბოლოოდ, ეს დიაგნოზი მას არ დადასტურდა და 22 თებერვალს ის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოზამბიკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ტროპიკული ციკლონის, „იდაის“ შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო.
დამანგრეველი სტიქიის მსხვერპლთა პატივსაცემად, მოზამბიკის პრეზიდენტმა ფილიპე ნიუსიმ სამდღიანი გლოვაც გამოაცხადა.
ოფიციალურად დადასტურებულია 84 ადამიანის სიკვდილი, თუმცა, მოზამბიკის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაღუპულია სულ მცირე 1000 ადამიანი.
განსაკუთრებით დაზარალდა ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ბეირა, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. წინასწარი მონაცემებით, უსახლკაროდ დარჩა 400 000-მდე ადამიანი.
ბეირას 4-ბალიანი ციკლონი „იდაი“ თავს დაატყდა გასულ პარასკევს. ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევდა, რასაც თან ახლდა კოკისპირული წვიმა. ადიდდა ბეირასთან მდებარე ორი მდინარე და ქალაქი თითქმის მთლიანად დაიტბორა.
გაეროს შეფასებით, მოზამბიკში მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფაა.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.
სახალხო დამცველის თქმით, კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. მისი თქმით, მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უზრუნველყოს სამართლიანობა.
"ამ გამოწვევების საპასუხოდ ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონმდებლობის მიღება იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს პროცესი, გაიზარდოს ნდობა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ. სახალხო დამცველს მოსაზრებები აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მოსაზრებებს წარვუდგენთ ვენეციის კომისიას, რომელსაც კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა. იმედი მაქვს, ვენეციის კომისია გაითვალისწინებს ამ მოსაზრებებს. თუმცა, დამატებით, მე, როგორც სახალხო დამცველი, გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას და მივმართავ ეუთოს, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე მოამზადოს დასკვნა და მოსაზრება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე შეეხება მართლმსაჯულების საკითხებს, შეისწავლოს კანონპროექტი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებთან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეუთოს ჩართვა ამ საკითხებში დამატებით ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვაქვს ექსტრაორდინალური ვითარება და შესაბამისად, გამოსავალიც დროულადაა სანახავი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ კანონპროექტის განხილვამდე, პარლამენტი უნდა დალოდებოდა ვენეციის კომისიის პასუხს.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. მას მხარი დაუჭირა 89 დეპუტატმა 31-ის წინააღმდეგ.
კანონპროექტი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს.
კენჭისყრის დროს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტმა კენჭი უყარა "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ ალტერნატიულ კანონროექტსაც. მას მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა, 42 წინააღმდეგი იყო.
საქართველოს პარლამენტმა 94 ხმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია მიხეილ ჩიკვილაძე. მისი კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო წარდგენილი.
მიხეილ ჩიკვილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შეცვალა ზაზა შათირიშვილი, რომელმაც საბჭო ვადაზე ადრე, 2018 წლის დეკემბერში დატოვა.
მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად არჩეული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 9 წევრია. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამ-სამს საპარლამენტო უმრავლესობის და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
„ჟენევის ფორმატი არის შეუცვლელი“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება.
„ჟენევის ფორმატი არის ის სივრცე, სადაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რუსეთთან გვაქვს დიალოგი უსაფრთხოების და დეოკუპაციის საკითხზე. ამიტომ ეს ფორმატი იქნება შეუცვლელი. თუმცა, ქალბატონმა სალომემ რაც თქვა და მე როგორც აღვიქვი, ეს არის ის დამხმარე ფორმატები, რომლებიც საერთო ჯამში მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციას. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი გაუქმდეს. პირიქით, ჟენევის ფორმატი იქნება ლოკომოტივი. დანარჩენი, რა ფორმატებსაც დავამატებთ, ეს იქნება იმისათვის, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც კონფლიქტების დარეგულირების მიზნით მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შემოღებას ითვალისწინებს, განაცხადა 19 მარტს საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა. | 2019-03-20 17:17:32 | https://www.radiotavisupleba.ge/a/28343426.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202450.64/warc/CC-MAIN-20190320170159-20190320192159-00410.warc.gz | 37,876 | 883,139,222 |
22.10.2009 ისევ იეღოვლებში ტყის ქათამზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
22.10.2009 ისევ იეღოვლებში ტყის ქათამზე |
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
კვირას ვიყავით რამოდნიმე კაცი თეთრიწყაროში და ტყის ქათამები ჩამოვიტანეთ, ხოოოოდა ჩიჩიაც გაუსინჯეთ.
მონაწილები: ლევანი90 ჩიქო ნოსო შოთა03 ტემპერა იკო1981 მაჭარა ტამპლიერი გურგენა ჭალიმგელა დაჩი ვიტო გოგა გიორგი ჩელე როვერი თითონ ნადირობა ნაღდად არ იყო შედეგიანი ასე რომ პირდაპირ ლოთობის სურათებს დასჯერდით ხო ამ ჯერად ცოტა ეფათ გამოვედით, ტამპლიერის ღვინო მივირთვით, კაკ რზ იმდენი დავლიეთ მეტი რომ არ იყო საჭირო, მიხარია რა ჩიტივით რომ გავიღვიძე, ხმაც არ ჩამიწყვეტია ბარემ მენიუსაც დავწერ რა გვქონდა, მერე რომ არ დაიწყოს ზოგზოგიერთმა პარტიის წევრმა შეკვეთის დროს არ გვეყოფა ისაო და ესაო, დაიმახსოვრეთ და ამითი იხელმძღვანელეთ ვაააააა თორე მერე ფასებშიც მივფრინავთ და საჭმელიც ტყუილად გვრჩებახოლმე, ხო სასმელი ჩვენი იყო მოკლედ: 3 ხაჭაპური 6 მწვადი 3 სალათა 6 კარტოფილი 8 ლიმონათი/ბორჯომი 40 ხინკალი 3 ყველი 3 ყაურმა 7 ლუდი და ნანადირევი შეკრების პროცესი აი ჭეშმარიტი იეღოველი ლოთობაზეც შესაბამის ლიტერატურასკითხულობს ბლიაძ, დამავიწყდა სურათების ზომების მითითება, ამ ჯერზე მაპატიეთ, შემდეგში არ დამავიწყდება დეწყეთ პოსტვა და შემოგაშველებთ დანარჩენს |
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
ხოდა იქნება და იაღოვა ფრჩხილებში ჩავსვათ თორემ ხომ იცი ყველამ შეილება ვერ გაიგოსიყო ასეთი მაგალითები
ხო ძლაიან მაგარი საღამო იყო, გაასწორა!!!:) |
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,618 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,080 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
აუ რა არის ტოოო. პატარა სურათებია
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ხოდა იქნება და იაღოვა ფრჩხილებში ჩავსვათ თორემ ხომ იცი ყველამ შეილება ვერ გაიგოს იყო ასეთი მაგალითები ხო ძლაიან მაგარი საღამო იყო, გაასწორა!!! რაფერი იმნაირი რაღაცეები იცი რა გიგი ვაგრძელებ : ამათი უნდა ეშინოდეთ დათვებს? და ამათი თევზებს? ჭალიმგელა დამავიწყდა ზომების მითითება და თავიდან ატვირთვა ძალიან მეზარება, არ მეჩხუბოთ ბიძიებო |
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,384 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,727 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 17 რეგისტრ.: 26-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.. გაიხრეთ! |
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
აი ვისაც არ გჯეროდათ რომ ნამდვილად ჭეშმარიტი იეღოვლების კლუბი ვართ
ნადირობა არა ისა კიდევ არის თუ არა ეს ფაქტი ჰა ? |
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
აუუუ, როგორ მინდოდა წამოსვლა და სამსახურშI ვეგდე , კარგი დრო გიტარებიათ თეთრი შურით მშურს თქვენი
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,618 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მართლა მაგარი იყო .. კიდევ დიდი მადლობა ყველას
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th October 2019 - 16:37 | | 2019-10-14 13:37:07 | http://www.ochopintre.ge/forum/index.php?s=b85adfad6fced1ac399fce4ab620f2b0&showtopic=1033 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986653247.25/warc/CC-MAIN-20191014124230-20191014151730-00535.warc.gz | 17,464 | 306,144,262 |
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონოდა მას ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია.
მისივე თქმით, სირცხვილია, რომ დღემდე არ არის გამოძიებული, თუ რა გარემოებებში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
“ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, რადგან მე არცერთ ქვეყანაში, არცერთ დროს და არცერთ ადგილას არ ვყოფილვარ გადატრიალების მომხრე, თუნდაც სააკაშვილის ოპოზიციის დროს, როცა ქუჩაში ვიდექი, სულ ვიძახდი: “არ შეიძლება გადატრიალება, ჩვენ არჩევნების გზით უნდა მოვიპოვოთ ხელისუფლება” და ამ აზრზე ვარ სულ, ბოლოს და ბოლოს ვარ არა მხოლოდ ქართველი და ქართულ კულტურაზე აღზრდილი, ასევე ევროპელი ვარ, ეს ჩემშია, ამიტომ მე შეიძლება მხოლოდ პატივისცემით მივმართო საქართველოს პირველ პრეზიდენტს, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ვთვლი, რომ ვალდებული ვარ, დავასრულებინო, ჩემს კომპეტენციაში არ იქნება, მაგრამ უნდა დავასრულოთ გამოძიება, გუშინდელ ჩემს გამოსვლას ოჯახი გამოეხმაურა, რომ დრო იწურება, 25-წლიანი ვადა არის სანამ შეიძლება ეს გამოძიება დასრულდეს, ან გადავადება მოხდეს. როგორც კი ამირჩევენ და ფიცს დავდებ, ვნახავ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს დასრულდეს, რადგან ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია, რომ მისი პირველი პრეზიდენტის სიკვდილის პირობები დღემდე არ არის გარკვეული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. | 2019-10-18 21:53:55 | http://region.ge/6408-salome-zurabishvili-qveynisthvis-didi-sirckhvilia-rom-misi-pirveli-prezidentis-sikvdilis-pirobebi-dghemde-ar-aris-garkveuli.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986684854.67/warc/CC-MAIN-20191018204336-20191018231836-00339.warc.gz | 13,492 | 163,650,806 |
დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ალ მაკტუმის ცოლი ქვეყნიდან გაიქცა. BBC-ს ინფორმაციით, პრინცესა ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი ლონდონში იმალება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.69 წლის მილიარდერმა შეიხმა მოჰამედმა „ინსტაგრამზე“ ლექსი გააზიარა, სადაც გაურკვეველი ვინაობის ქალს ღალატსა და გაცემაში ადანაშაულებს, თუმცა ყველა ფიქრობს, რომ ადრესატი მისი ცოლია.
45 წლის ჰაია, რომელიც იორდანიაში დაიბადა და განათლება ბრიტანეთში მიიღო, შეიხის მეექვსე ცოლია. ალ მაკტუმს სხვადასხვა მეუღლისგან 23 შვილი ჰყავს.
პრინცესა ჰაია თავდაპირველად გერმანიაში გაიქცა,
ახლა კი ლონდონში, კენსინგტონის სასახლის ტერიტორიაზე, 107 მლნ დოლარად ღირებულ სახლში ცხოვრობს და სასამართლო დავისთვის ემზადება.
ყველას აინტერესებს, რამ აიძულა პრინცესა მიეტოვებინა უზრუნველი ცხოვრება დუბაიში და რატომ ფიქრობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ჰაიასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ის დაკავშირებულია შეიხა ლატიფას დუბაიში დაბრუნების საქმესთან - ლატიფა ალ-მაკტუმის ერთ-ერთი შვილია. გოგონა ფრანგი მეგობრის დახმარებით გაერთიანებული საემიროებიდან გაიქცა, თუმცა ინდოეთის სანაპიროსთან მის გემს შეიარაღებული პირები დახვდნენ და დუბაიში დააბრუნეს. გაგრძელება
დუბაის მმართველს ცოლი გაექცა - რა წერს "ბიბისი" პრინცესა ჰაიაზე | 2019-10-19 09:50:34 | https://www.kvirispalitra.ge/msoflio/55035-dubais-mmarthvels-coli-gaeqca-ra-tsers-qbibisiq-princesa-haiaze.html?device=xhtml | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986692723.54/warc/CC-MAIN-20191019090937-20191019114437-00155.warc.gz | 19,613 | 957,029,863 |
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთლმა რაჰიმ სტერლინგიმ მედიის წარმომადგენლეთან საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომანრარი გააკეთა.
"მანჩესტერ სიტი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და აქ დიდი ხნით ვართ. მიუხედავად ამისა, მომავალში რა იქნება არავინ იცის".
"ბავშვობაში საზღვარგარეთ თამაშზე ვოცნებობდი. საოცარი იქნება ვარჯიშის შემდეგ სახლის ეზოში ვახშამი. ქალაქში, სადაც ვიცხოვრებ, მინიმალური ტემპერატურა 17-18 გრადუსი უნდა იყოს", - განაცხადა ინგლისელმა ფეხბურთელმა. | 2019-10-23 18:18:50 | https://footballnews.ge/index.php?newsid=34879 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987835748.66/warc/CC-MAIN-20191023173708-20191023201208-00112.warc.gz | 14,219 | 479,737,474 |
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკვე მიმართა.
მინისტრმა მიხეილ გიორგაძეს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„რაც შეეხება კულტურის სფეროს, ვფიქრობთ, სჭირდება რეფორმირება, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების ჩართულობას. ამ მიმართულებით ჩამოვაყალიბებთ კონკრეტული ნაბიჯების ხედვას, რაც მნიშვნელოვანი იქნება ამ სფეროს განვითარებისთვის. მსჯელობას დავიწყებთ და როგორც კი გვეცოდინება, შეგატყობინებთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მიხეილ გიორგაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება. | 2019-10-17 23:06:37 | https://www.primetime.ge/news/1562316260-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986677230.18/warc/CC-MAIN-20191017222820-20191018010320-00178.warc.gz | 8,273 | 1,045,760,960 |
რობერტ რედფორდი, მერი სტინბერგენი, Brian McCarthy, ჯეისონ სიგელი, რუნი მარა, ჯესი პლემონსი
ფილმში მოქმედება ვითარდება უახლოეს მომავალში, როდესაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა მეცნიერულად დადასტურდა. მეცნიერს რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა სინდისი აწუხებს. მილიონობით თვითმკვლელობა – ეს აშკარად ის შედეგი არ არის, რომელსაც ბრწყინვალე მეცნიერი ელოდა. მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი შემდეგი მსხვერპლი შეიძლება მისი საკუთარი შვილი აღმოჩდეს, რომელსაც იდუმალი გოგონა შეუყვარდა… - აღმოჩენა ქართულად THE DISCOVERY qartulad | 2019-10-16 05:23:27 | https://mykadri.com/4289-agmocena-qartulad-the-discovery-qartulad.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986664662.15/warc/CC-MAIN-20191016041344-20191016064844-00328.warc.gz | 9,070 | 614,497,111 |